Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > აგრობიზნესი > "დანერგე მომავალი" - გაგვიზიარეთ გამოცდილება


Posted by: ინაველ 11 Feb 2017, 01:14
პროგრამა დანერგე მკმავალი ისევ გრძელდება და როგორც ჩანს კარგად მუშაობს.

თუმცა აგრომეურნეობაში ღრმად ჩაუხედავ ადამიანებს უჭირთ ამ პროგრამის წარმატების წინასწარ განსაზღვრა.

თუ ვინმეს გაქვთ ამ პროგრამაში მონაწილეობისბგამოცდილება, გაგვიზიარეთ ჩვენც.

პირადად მე მაინტერესებს მინიმ რა ფართობის მიწაა აუცილებელი ამ პროგრამაში მონაწილეობისთვის?

რა პრპცედურები უნდა გავიაროთ დაფინანსების მისაღებად?

საშუალოდ 1 ჰექტარზე ხეხილის ნერგების გაშენება და წვეთოვანი სისტემის მონტაჟი რა ჯდება და რა ნაწილს აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა?


Posted by: REVERS 11 Feb 2017, 10:35
ამოვწევ თემას

ამ პროგრამის მონაწილეების ან ვინც ცადა და უარი მიიღო, მათი აზრის მოსმენა საინტერესო იქნება

Posted by: vano22 11 Feb 2017, 11:03
ძალიან საინტერესო თემაა +++

ის უფრო საინტერესოა რა შეზღუდვები უწესდება მიწის მეპატრონეს მიწის განკარგვასთან დაკავშირებით

Posted by: ინაველ 11 Feb 2017, 18:15
vano22

მეც ეგ მაინტერესებს. ბევრი თავისუფალი დრო მაქვს, + მიწის ნაკვეთი და ვიფიქრე რამეს გავაკეთებთქო. მაგრამ პრაქტიკული გამოცდილების ნაკლებობის გამო ხელფეხშეკრულივით ვარ. არ ვიცი რითი დავიწყო.


Posted by: jjj 11 Feb 2017, 20:28
ყველაფერი ძალიან მარტივია, აქ არის დეტალები - http://apma.ge/projects/read/plant_future/2:parent
მინიმუმ ერთი ჰექტარი მიწა უნდა გქონდეს და წყალი უნდა იყოს მინიმუმ 500 მეტრში. დანარჩენი უკვე სურვილი უნდა გქონდეს და გარკვეული თანხა smile.gif

Posted by: vano22 11 Feb 2017, 21:51
jjj
ეგ კი წერია მაგრამ 2-3 ჰა ზე ნაკლებზე თავს იკავებენ,, სარწყავიც ვისაც უფრო ახლო აქ მას ანიჭებენ უპირატესობას


ინაველ მე ვაპირებდი ჩართვას გარკვეული საბუთებიც შევაგროვე ( საჭიროა ამონაწერი რეესტრიდან, პირადობის ასლი, ადგილობრივი სოფ.მეურნეობის წარმომადგენლის დასკვნა რომ მიწა სარწყავია და სათანადო მდგომარეობაშია, მიწის ანალიზის ასლი იმ კონკრეტულ კულტურაზე რაზეც შეგაქ განაცხადი, ხელშეკრულების ასლი პროგრამაში ჩართულ მაღაზიასთან წვეთოვნის სისტემის შეძენაზე, ხელშეკრულების ასლი პროგრამაში ჩართულ სანერგესთან ნერგის ყიდვაზე და ბანკიდან ცნობა ანგარიშზე სრული თანხის 50-70% ს ქონის შესახებ, რასაც გამოთვლი წვეთოვანი სისტემის ღირებულების და ნერგის ღირებულების მიხედვით,, კაი სირბილი და ფული უნდა 400 მარტო ანალიზი ჯდება

Posted by: ინაველ 11 Feb 2017, 21:57
vano22
QUOTE
მე ვაპირებდი ჩართვას გარკვეული საბუთებიც შევაგროვე ( საჭიროა ამონაწერი რეესტრიდან, პირადობის ასლი, ადგილობრივი სოფ.მეურნეობის წარმომადგენლის დასკვნა რომ მიწა სარწყავია და სათანადო მდგომარეობაშია, მიწის ანალიზის ასლი იმ კონკრეტულ კულტურაზე რაზეც შეგაქ განაცხადი, ხელშეკრულების ასლი პროგრამაში ჩართულ მაღაზიასთან წვეთოვნის სისტემის შეძენაზე, ხელშეკრულების ასლი პროგრამაში ჩართულ სანერგესთან ნერგის ყიდვაზე და ბანკიდან ცნობა ანგარიშზე სრული თანხის 50-70% ს ქონის შესახებ, რასაც გამოთვლი წვეთოვანი სისტემის ღირებულების და ნერგის ღირებულების მიხედვით,, კაი სირბილი და ფული უნდა 400 მარტო ანალიზი ჯდება


ეუფ რამდენი ჩალიჩი სდომებია. არაუშავს, ეგ მოგვარებადია. როგორ დამთავრდა შენი საქმე ბოლოს? მიიღე მონაწილეობა თუ აღარ?

ე.ი. 1 ჰექტარს არ აფინანსებენ? sad.gif


Posted by: vano22 11 Feb 2017, 22:06
ინაველ
1ჰა ს აფინანსებენ როგორ არა უბრალოდ რაც დიდია ნაკვეთი უფრო მეტია შანსი,, კახეთში ესეა დასავლეთში უფრო იოლადაა საქმე.

შევეშვი რადგან ვერ მივიღე სანდო ინფორმაცია მსხმოიარობაზე მე კაკალს ვაპირებდი მაგრამ სანამ მსხმოიარე ჩენდლერს არ ვნახავ თითს არ დავადებ მაგ საქმეს..
აგერ თხილი დავრგე რადგან ვიცი რა არი და საკუთარი ხელით დავკრიფე 1 ბუჩქზე 9 კილომდე და შარშან დარგულებს წელს ყვავილი აქ ბევრს,,

ჩენდლერიც დავრგე 50 ძირამდე საცდელად და ვაკვირდები,

Posted by: ინაველ 11 Feb 2017, 22:12
vano22
QUOTE
1ჰა ს აფინანსებენ როგორ არა უბრალოდ რაც დიდია ნაკვეთი უფრო მეტია შანსი,, კახეთში ესეა დასავლეთში უფრო იოლადაა საქმე.


1 ჰექტარი ჩემთვის ნორმალურად გამოიყურება. ერთზე მეტი ალბათ დასაწყისში ძალიან გამიჭირდება.

თანხას ალბათ პირდაპირ სანერგე-სარწყავი სისტემების კომპანიებს ურიცხავს სახელმწიფო ხო?

როგორ დამთავრდა შენი საქმე თუ საიდუმლო არ არის?

Posted by: vano22 11 Feb 2017, 22:19
ინაველ
ჯერ შენ რიცხავ ფულს შემდეგ უგზავნი გადარიცხვის დამადასტურებელ ამონაწერს და ფაქტურას ტუ რაღაცას და მერე ისენი რიცხავენ დანარჩენ თანხას.. მაღლა ჩავამატე

Posted by: ინაველ 11 Feb 2017, 22:28
vano22
QUOTE
შევეშვი რადგან ვერ მივიღე სანდო ინფორმაცია მსხმოიარობაზე მე კაკალს ვაპირებდი მაგრამ სანამ მსხმოიარე ჩენდლერს არ ვნახავ თითს არ დავადებ მაგ საქმეს..
აგერ თხილი დავრგე რადგან ვიცი რა არი და საკუთარი ხელით დავკრიფე 1 ბუჩქზე 9 კილომდე და შარშან დარგულებს წელს ყვავილი აქ ბევრს,,

ჩენდლერიც დავრგე 50 ძირამდე საცდელად და ვაკვირდები,


გასაგებია


Posted by: namo 11 Feb 2017, 23:28
http://apma.ge/projects/read/plant_future/2:parent

აქ წერია მთელი ალია ბალია მაგ პროგრამის

Posted by: jjj 13 Feb 2017, 16:24
QUOTE (vano22 @ 11 Feb 2017, 17:51 )
jjj
ეგ კი წერია მაგრამ 2-3 ჰა ზე ნაკლებზე თავს იკავებენ,, სარწყავიც ვისაც უფრო ახლო აქ მას ანიჭებენ უპირატესობას


ინაველ მე ვაპირებდი ჩართვას გარკვეული საბუთებიც შევაგროვე ( საჭიროა ამონაწერი რეესტრიდან, პირადობის ასლი, ადგილობრივი სოფ.მეურნეობის წარმომადგენლის დასკვნა რომ მიწა სარწყავია და სათანადო მდგომარეობაშია, მიწის ანალიზის ასლი იმ კონკრეტულ კულტურაზე რაზეც შეგაქ განაცხადი, ხელშეკრულების ასლი პროგრამაში ჩართულ მაღაზიასთან წვეთოვნის სისტემის შეძენაზე, ხელშეკრულების ასლი პროგრამაში ჩართულ სანერგესთან ნერგის ყიდვაზე და ბანკიდან ცნობა ანგარიშზე სრული თანხის 50-70% ს ქონის შესახებ, რასაც გამოთვლი წვეთოვანი სისტემის ღირებულების და ნერგის ღირებულების მიხედვით,, კაი სირბილი და ფული უნდა 400 მარტო ანალიზი ჯდება

ხო, გარკვეული საბუთებია შესაგროვებელი, რაც მარტივად მოგვარებადია, ანუ არაფერი ჩაწყობა არ გჭირდება და დაფინანსებას ყველას აძლევენ ვინც საბუთებით მიდის, ნუ შარშან და შარშანწინ ეგრე იყო, იმიტომ რომ "გეგმას" ვერ ასრულებდნენ, ეხლა არ ვიცი, შეიძლება მსურველების რაოდენობა გაიზარდა და რაიმე ნიშნით ცხრილავენ... რაც შეეხება მიწის ანალიზის თანხას, ნუ ეგ შენთვისაც კარგია რომ იცოდე გამოსადეგია თუ არა მიწა იმისათვის რასაც აშენებ და თან მაგ ჩეკს შეინახავ და ბოლოს მაგასაც გინაზღაურებენ. ანუ ფაქტიურად ფული გეხარჯება ნერგების 30%-ზე და წვეთოვანის 50%-ზე (ბანკის ცნობაც ამ თანხაზე გჭირდება). ნუ ზოგადად რომ ეგ საქმე უფრო ხარჯიანია გასაგებია, მაგალითად ნაკვეთის შემოღობვა სულაც არ არის იაფი, ასევე დარაჯი, მოხვნა, ორმოების ამოღება, ნუ მთელი ამბები, მაგრამ რასაც იძლევიან ჩემი აზრით ეგეც დიდი შეღავათია საჩუქარის კვალობაზე.

Posted by: ინაველ 13 Feb 2017, 16:37
jjj

ჰო შეღობვა საკმაოდ ძვირო გამოდის.500 კვ.მ. მიწა მაქვს აქვე სახლთან და რო დავთვალე მინიმალურად 1000 ლარი გამოდიოდა. ჰექტარი კიდევ 20ჯერ მეტია 500ზე. ანუ უხეშად 20000 მარტო შეღობვას დასჭირდება biggrin.gif თუმცა შეღობვა იქნებ არც იყოს საჭირო თუ დარაჯი იქნება.

ისე სარწყავის ხარჯები თუ დათვალე რამდენი გამოგივიდა?

Posted by: jjj 13 Feb 2017, 17:06
QUOTE (ინაველ @ 13 Feb 2017, 12:37 )
jjj

ჰო შეღობვა საკმაოდ ძვირო გამოდის.500 კვ.მ. მიწა მაქვს აქვე სახლთან და რო დავთვალე მინიმალურად 1000 ლარი გამოდიოდა. ჰექტარი კიდევ 20ჯერ მეტია 500ზე. ანუ უხეშად 20000 მარტო შეღობვას დასჭირდება biggrin.gif თუმცა შეღობვა იქნებ არც იყოს საჭირო თუ დარაჯი იქნება.

ისე სარწყავის ხარჯები თუ დათვალე რამდენი გამოგივიდა?

ძალიან ბევრ ფაქტორზეა წვეთოვანი სისტემის ხარჯები დამოკიდებული და ჯობია დაათვლევინო სხვადასხვა ფირმას და მერე მიიღო შენი გადაწყვეტილება, სხვისი მაგალითი წესით არ გამოგადგება.

Posted by: ინაველ 13 Feb 2017, 17:14
jjj

ჰო მესმის.

--------------------

Posted by: vano22 13 Feb 2017, 23:35
jjj კარგი რომაა მაგიტო მინდოდა ჩართვა მაგრამ სხვა ფაქტორებმა შემიშალა ხელი თორემ როგორც პროგრამა იდეალურია 50% თ გიმცირდება ხარჯები და არ მგონია ეს ვინმეს არ მოწონდესsmile.gif


ინაველ
სეტკას მიაქ ფული და ჰექტრებს ვერ შეღობავ სეტკით.
უჟანგავი 2,2 ანი ეკალ მავთულით შეღობვა იაფი ჯდება 1000-1500 ლარი ჰა ზე

წვეთოვანი ხეხილში
შლანგი მეტრი 50 თეთრი ღირს, თავი შლანგი (მსხვილი შლანგი რომელზეც ერთდება კვალში დასაშვები წვრილი შლანგები) მეტრი 5-8 ლარი, წყლის წნევის რეგულატორები (წვრილ შლანგს ერჭობა და თანაბრად წვეთავს ყველა) ცალი 15 თეთრი, პომპა 350 ლ დან ზევით,, 1000 ლარიანი კაი მაგარი პომპებია ფილტრები ხამუტები გადამყვანები და აშ 500ლ ,,

ნუ ხარისხიანი მასალით ჰა ზე 5000 ლარად იდიალურ წვეთოვანს გააწყობ,,

იაფად თუ გინდა გამოსვლა 2500 ში ჩაგტევbiggrin.gif yes.gif

Posted by: ინაველ 14 Feb 2017, 00:20
vano22

ვაა გასაგებია. არ ყოფილა ძალიან ძვირი.

მე ერთი ციცქნა 500 კვ.მ. ნაკვეთი მაქვს და ჯერ იმას უნდა ვეჩალიჩო პრაქტიკისთვის. წელს. ბოსტნეულის მოყვანის ინტერესი მაქვს.

Posted by: vano22 14 Feb 2017, 00:37
ინაველ სარწყავია? რას აპირებ? პამიდორი ერთერთი უპრობლემო და მაღალმოსავლიანია პატარა ფართობზე,, ერთი ეგაა შარშან მაგარი იაფი იყო და იზარალა ბევრმა. მაგრამ მაგ ფართს თვითონ მიხედავ და თითქმის უფასოდ გამოხვალ რაც ზარალს გამორიცხავს,
მე პამიდორი ფლორიდა მეთესა 15 მეასედზე 5 ტონა მოვიდა, ერთს გირჩევ რაც არ უნდა დათესო თესლი სანდო მწარმოებლის იყიდე და არავითარ შემთხვევაში ბაზარზე ნაყიდი ან მეზობლის ნაჩუქარი არ დათესო და აგრო ვადები და წამლობები არ დაიზარო თორემ ფუჭად წაგივა შრომა

Posted by: ინაველ 14 Feb 2017, 02:34
vano22

რუსთავში ვცხოვრობ, ქალაქის განაპირას. აქვე დიდი მინდორ-ველებია. ამ მინდვრის ნაწილზე 90იანებში რაღაც უცხოური საქველმოქმედო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის ნაწილს მცირე ნაკვეთები დაურიგეს და გაუკეთეს სარწყავი წყალი. ეა იყო კაი 15 წლის წინ.

მაგ მეურნეობის სიახლოვეს ქალაქის მერიას ჰქონდა 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთები. ამას წინათ შემთხვევით გავიგე რომ აუქციონზე გამოიტანა მერიამ გასაყიდად და დანაზოგი მქონდა და ვიყიდე.

იმ მეურნეიბის სარწყავი წყალი მოიშალა და ზედა ნაკვეთებში ანუ ჩემი ნაკვეთის სიახლოვეს აღარ ამოდის. ამიტომ ჩემით მომიწევს წყალზე ჩალიჩი. მინიმუმ ქალაქის წყალს შევიყვან, წვიმის წყალსაც შევაგროვებ. რამე იქნება მოკლედ.

წელს რადგან მხოლოდ სატესტოდ ვთესავ ამიტომ რამდენიმე კულტურას დავთესავ ერთდროულად. ახლა მაქვს 4ნაირო პომიდვრის, 4ნაირი წიწაკის, 3 სახის გოგრის, მწვანილების თესლი. ამერიკიდან გამოვიწერე თესლები. ცოტა არაორდინარული ჯიშები მინდოდა ინტრიგის გამო და ინტერნეტით შევიძინე.

საქართველოში ადაპტირებული ჯიშები არ არის და შეიძლება სულაც ჩაფლავდნენ მაგრამ ექსპერიმენტული წლისთვის მოჟნა smile.gif

ჯერ არც შემიღობავს. ფიზიკურად ვერ ვარ ხოდზე და ვერ ვახერხებ. თვის ბოლოს შევძლებ და წყლის გაყვანაზეც დავჩალიჩდები.


Posted by: Kobalty 14 Feb 2017, 12:05
vano22
QUOTE
უჟანგავი 2,2 ანი ეკალ მავთულით შეღობვა იაფი ჯდება 1000-1500 ლარი ჰა ზე

ეს აკაციის ბოძებით და 5 მავთულის გაბმით ვანო?


ინაველ
ასევე, რომელ კარგ გემრიელ ქართული ჯიშის პომიდორს მირჩევდით? ეზოში, ჩემთვის მოსაყვანად მინდა მეც..
და სად ვიყიდო ჩითილები?vano22
QUOTE
წვეთოვანი ხეხილში
შლანგი მეტრი 50 თეთრი ღირს, თავი შლანგი (მსხვილი შლანგი რომელზეც ერთდება კვალში დასაშვები წვრილი შლანგები) მეტრი 5-8 ლარი, წყლის წნევის რეგულატორები (წვრილ შლანგს ერჭობა და თანაბრად წვეთავს ყველა) ცალი 15 თეთრი, პომპა 350 ლ დან ზევით,, 1000 ლარიანი კაი მაგარი პომპებია ფილტრები ხამუტები გადამყვანები და აშ 500ლ ,,

ნუ ხარისხიანი მასალით ჰა ზე 5000 ლარად იდიალურ წვეთოვანს გააწყობ,,

ამ წვეთოვან სიტემებს არ იპარავენ ვანო? რა უნდა მინდორში მაგის მოპარვას, თუ მუდმივად დარაჯი არ გყავს?
ან შლანგების აცლას რა უნდა..
რამე გზა არის ამისგან თავის დასაცავად?

Posted by: ინაველ 14 Feb 2017, 12:51
Kobalty

ქართული ჯიში მე მხოლოდ ჭოორტულა ვიცი. ჩითილებზე ვერ გეტყვი არ ვიცი.ე თესლი ვიყიდე ინტერნეტით და ვაპირებ თავად გამოვიყვანო ჩითილი

Posted by: maverick16 14 Feb 2017, 13:26
Kobalty
QUOTE
ამ წვეთოვან სიტემებს არ იპარავენ ვანო? რა უნდა მინდორში მაგის მოპარვას, თუ მუდმივად დარაჯი არ გყავს?
ან შლანგების აცლას რა უნდა..

ამის გამო იმდენ რამეზე თავი მაქ შეკავებული რო მუდმივი დარაჯის ფული არ მაქ და თესლი და ჩათლახი ხალხი ცხოვრობს ჩემ რაიონში (კახეთი) ვენახში აქა იქ ხეხილი დარგო მამაჩემმა და ვერცერთი ვერ გავახარეთ ყველა მოიპარეს. სახლის გვერდით მაინც მქონდეს მიწა

Posted by: Kobalty 14 Feb 2017, 14:27
maverick16
კამერები რო დააყენო, ძვირი დაჯდება?

Posted by: ინაველ 14 Feb 2017, 16:28
maverick16

ნერგების ქურდობის ტენდენცია როგორ ნერვებს მიშლის!!!
წარმოუდგენელია როგორ ან რატომ უნდა მოიპარო ნერგი? რა უბედურებაა სხვის ხარჯზე საკუთარის აწყობა არ მესმის რაა!

გეგონება საოცრად ძვირი ღირდეს

გამათხოვრებული და გადაგვარებულია ხალხი


Posted by: maverick16 14 Feb 2017, 16:42
Kobalty
არა შუაგულ მინდორში როგორ დავაყენო კამერა თან კიდე პირველი მაგას მოიპარავენ biggrin.gif

Posted by: vano22 14 Feb 2017, 17:18
Kobalty
კი აკაციაზე დავწერე.. ჩემთან მუხაც იშოვება და ჯობია აკაციას.

მე მაქ და არაფერი არ მოუპარიათ ჯერ. ბიძაჩემს 7 ჰა ზე აქ და არც იმას არ პარავენ. რავი გააჩნია სად გაქ მიწა. ჩემთან ყველა ყველას იცნობს და ცოტა საშაროა ქურდობა..

შლანგები მე მიწაში ჩავსვი და სადაც უნდა ჩამოწვეთოს იმ ადგილას ამოვატარე მაღლიდან და რომც მოინდომონ ვერ მოიპარავენ და მაინც თუ მოიპარეს წინასწარ ვიცი უკვე ვინც მოიპარავს და დავკიდებ ფაბერჟეებით..


ინაველ
არ მინდა იმედები გაგიცრუო მაგრამ წვიმის წყლით რწყვა და მანქანით წყლის მიტანა დაივიწყე. 1 კვირა წყალი იყო დაწყვეტილი და 15 მეასედზე სამხიდიანით 30 ტონა გავუშვი წვეთოვანში და ისე შეიშრო თითქოს სუ არ დამესხა.

Posted by: ინაველ 14 Feb 2017, 17:31
vano22
QUOTE
არ მინდა იმედები გაგიცრუო მაგრამ წვიმის წყლით რწყვა და მანქანით წყლის მიტანა დაივიწყე. 1 კვირა წყალი იყო დაწყვეტილი და 15 მეასედზე სამხიდიანით 30 ტონა გავუშვი წვეთოვანში და ისე შეიშრო თითქოს სუ არ დამესხა.


მართლა?

ქალაქის წყალი შეიძლება ვერც შევიყვანო. 100 მეტრის რადიუსში თუ არის ქსელიდან, 500 ლარი დაგიჯდებაო რუსთავის წყალმა. და თუ 100 მეტრს სცილდება, მაშინ პროექტირება და სამუშაოები ყველაფერი შენ უნდა გადაიხადოო და ათასებზე ავა. ორი კვირა კიდევ ვერ მივალ კომპანიაში რომ განაცხადი შევიტანო და გავარკვიო სად არის წყლის ქსელი. თუ 100 მეტრს ასცდება, ძალიან გამიტყდება.

ისედაც მრიცხველს დამიდგავენ და არც იაფი გამოვა ალბათ მორწყვა, სულაც რომ 500 ლარში ჩავეტიო.


Posted by: Kobalty 14 Feb 2017, 17:39
maverick16
ამიტომ 2-3 კამერა უნდა, ისეთი რომელიც ტვირთავს სადმე ქლაუდზე ჩანაწერს.. სილქნეტის 20 ლარიანი მოდემები რო დაუდგა, ინტერნეტიც ექნება კამერას და ლაივსტრიმიც. smile.gif
რომც მოიპარონ, კადრები შენახული იქნება და თან ერთმანეთს თუ ხედავენ კამერები - უკვე პიზდეცია.
ძაან ჩლუნგები უნდა იყვნენ რო მაინც მოიპარონ..
პროსტა უნდა გააბაზრო რო კამერებითაა სავსე..

vano22
რაღAც ძველებური მანქანები როა, წყლის ავზიანი, თავისივე შლანგით (სახანძროსნაირი შლანგით), მაგით მინახავს რომ რწყავენ ხოლმე..
ანუ აავსებ ამ მანქანის ავზს და მერე შლანგით პირდაპირ მისხმით რწყავ..
ან ვედროში ჩამოსხავ სათითაოდ და ისე მორწყავ..
გინახავს ეგეთი რამე? ან რა მანქანაა ეგ?

Posted by: ინაველ 14 Feb 2017, 17:41
Kobalty

მაგ მანქანებზე მეც მიფიქრია.

წყლის კომპანიებს ჰყავთ ეგ მანქანები. თბილისში ვაზისუბანში წყალი რომ წყდებოდა შარშან ზაფხულში, ეგ მანქანები მიდიოდნენ კორპუსებში და ხალხს წყალს უზიდავდნენ.

სოფლებშიც დააქვთ ხოლმე წყალი. აი რუსთავთან არის სოფელი ახალი სამგორი, სასმელი წყალი არ მოდის იქ და რუსთავის წყალს ასეთი მანქანით დააქვს ხოლმე კვირაში ერთხელ წყალი. 100 ლიტრი 2 ლარი ღირს როგორც მახსოვს.

ადრე ვფიქრობდი გამერკვია შეიძლება თუ არა წყლის ყიდვა ისე რომ მაგ მანქანით მოგიტანონ. მერე გავარკვევ მაგასაც.

Posted by: REVERS 14 Feb 2017, 19:01
vano22

კარგათ გარკვეული ჩანხარ წვეთოვნებში და შეიძლება რამე კარგი ხერხი იცი და დამეხმარო

მოკლედ წვეთოვანი სისტემა მაქვს და ფილტრებიც მიყენია, ერთი ( ხრაპავიკს რო ეძახიან, ქართულად რას ეძახიან არ ვიცი )წყალში საიდანაც ვაკაჩავებ წყალს და მეორე შლანგის ბოლოს საიდანაც შედის წვეთოვან სისტემაში

ახალ ნაყიდზე კარგათ წვეთავს, მაგრამ დროთა განმავლობაში იბიდნება შლანგზე წვეთოვანის ნახვრეტები და დატანჯული ვარ მაგისი წმენდით, ხან ვერც ვწმინდავ და ალაგ ალაგ ირწყვება მიწა

შლანგი ვიყიდე აგროინვესტში აღმაშენებელზე მაღაზიაში და მივეცი 28 თეთრი, თითის სიმსხო შლანგია, მაგრამ ნანახი მაქვს უფრო მსხვილები და გამოსავალი ეგ ხო არ იქნება ? ფილტრიც მანდ ვიყიდე, კარგი ფილტრი ჩანს ჩემი შეხედულებით შემიძლია ვაკონტროლო ფილტრზე გამტარიანობა წყლის, მუდამ დაბალ გამტარიანობაზე მიყენია და ყოველდღე ვწმინდავ.

აი ახლა მორწყვის დრო რო დაიწყება ალბათ ისევ თავიდან მექნება საყიდელი წვეთოვნები sad.gif

მე უფრო წყალს ვაბრალებ, მიწიდან გამონადენი წყალია და შემცველობა აქვს ისეთი რო აი მაგალითად მანქანას რო გადავავლებ ხოლმე მაგ წყალს, რომ აშრება წყალი ლაქები რჩება თეთრად, მარილი არ არის სხვა რაღაც ნივთიერებაა თუმცა ხეხილს და ბოსტნეულს არ ვნებს უკვე წლებია მაგ წყალით ვრწყავ და არაფერი პრობლემა არ შექმნია smile.gif წვეთოვანის ნახვრეტზეც ეს ლაქები რჩება სავარაუდოთ და აღარ ატარებს წყალს sad.gif

რამე სხვა გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს ? იმას ვგულისხმობ რო ყველა წვეთოვან შლანგს ერთი სისტემა აქვს ? ან ისეთი შლანგები ხო არ არის რომელსაც ხელით გაწმინდავ ? ამას თუ არ გაჭერი და შიგნიდან არ გაწმინდე ისე ვერ წმინდავ sad.gif





Posted by: maverick16 14 Feb 2017, 19:22
REVERS
შეიძლება წყლის ბრალია ჩემთან ზოგ უბანში ისეტი წყალია ვაბშე კვერცხის ნაჭუჭივით იკეთებს შლანგის კედელზე, მერე მოწყდება სადმე გაიჭედება და მავთულს ატარებენ ხოლმე დატანჯულია ხალხი biggrin.gif

Posted by: ინაველ 14 Feb 2017, 19:30
REVERS

ფილტრი უშველი მაგას



პ.ს. წეღან დავრეკე ჯივიპიში და ვკითხე წყლის შესყიდვაზე. მითხრეს რომ ადრე ყიდდნენ წყალს ცისტერნებით ადგილზე მიტანით მაგრამ ახლა აღარ ყიდიან.


Posted by: vano22 14 Feb 2017, 19:44
Kobalty
ეგ სარწყავი მანქანები მუშაობენ ახალ დარგული ჩითილების ან ხეხილის ახალი ნარგაობის რწყვაზე.. თან რუსთავში როგორ ცხელა და კიდე უწყლოდ რავი ძაან იწვალებს რა..

ინაველ ნებისმიერი სარწყავი წერტილი 200 მეტრზე ახლო თუ გაქ პომპით შეგიძლია ცელოფნის შლანგში გაატარო და ისე მიიყვანო ნაკვეთამდე 100 მეტრი 10 ლარი ღირს..



* * *
REVERS
წყლის ბრალი როა ამაზე ორი აზრი არაა..

რა კულტურაში და რა სახის წვეთოვანი გაქ თუ მეტყვი უფრო ზუსტ პასუხს გეტყვი.. ანუ შლანგები რომლები გაქ რეზინოვანი წნევით რომ იბერება ქარხნული საწვეთურებით
თუ უხეში შლანგი და შენით დაჩვრიტე და მრგვალი საწვეთურები დააყენე?

Posted by: REVERS 14 Feb 2017, 21:03
vano22
QUOTE
რა კულტურაში და რა სახის წვეთოვანი გაქ თუ მეტყვი უფრო ზუსტ პასუხს გეტყვი.. ანუ შლანგები რომლები გაქ რეზინოვანი წნევით რომ იბერება ქარხნული საწვეთურებით
თუ უხეში შლანგი და შენით დაჩვრიტე და მრგვალი საწვეთურები დააყენე?


ვარდი მაქვს და ხეხილი, სახლისთვის ცოტა ბოსტნეულიც

ძირითადად ვარდისთვის ვხმარობ, ხეხილის მორწყვის პრობლემა არ მაქვს შლანგითაც გადავრწყავ, თუმცა მირჩევნია წვეთოვანით თუ მოირწყვება, ნაკლები წვალება მომიწევს

შლანგებს ქარხნული წვეთოვნები აქვს, თითონ შლანგი უხეშია თუმცა წნევაზე, წყალი რო მიაწვება იბერება

ადრე უბრალო შლანგები მქონდა ცელოფანივით რო არის და ვარდში ვერ ვიხმარე ეკლებზე წარამარა იხეოდა. ამ შლანგს ეკალი ვერაფერს აკლებს მარა მორწყვის პრობლემა მაინც ვერ მოვაგვარე sad.gif

QUOTE
უხეში შლანგი და შენით დაჩვრიტე და მრგვალი საწვეთურები დააყენე?


ამის შესახებ არ ვიცოდი შენით თუ აყენებდი საწვეთურებს

Posted by: Kobalty 14 Feb 2017, 23:52
vano22
QUOTE
ეგ სარწყავი მანქანები მუშაობენ ახალ დარგული ჩითილების ან ხეხილის ახალი ნარგაობის რწყვაზე.. თან რუსთავში როგორ ცხელა და კიდე უწყლოდ რავი ძაან იწვალებს რა..

არა, რუსთავში არა, თიანეთში მაქვს მე.
ხოდა სად იყიდება ან სად ქირავდება ეგ მანქანები, ხო არ იცი? არ ქვია?

ინაველ
GWP-ს ყავს ეგ მანქანები?

Posted by: ინაველ 15 Feb 2017, 00:23
Kobalty

კი ჰყავს. წყალს თუ წყვეტენ დიდხანს, უბნებში ჩამოატარებენ ხოლმე რომ ხალხმა დასალევი წყალი აიღოს
მაგრამ ასე რომ გამოიძახო და იყიდო წყალი, არავო. ადრე გვქონდა ეგ სერვისი ახლა აღარ გვაქვსო.

Posted by: namo 15 Feb 2017, 12:35
REVERS
ქვიშის ფილტრი აქვს და მაინც იბიდნება ?


Posted by: vano22 15 Feb 2017, 18:17
namo ქვიშის ფილტრი მაქ მეც და კაი ხათაბალა რამეა..


REVERSმაგ უხეშ შლანგს ქარხნული საწვეთურები დაუკეტე და 15 თეთრიანი საწვეთურები ჩაარჭე შანსი არაა ისენი გაიბიდნოს. შლანგის გაწმენდას რაც შეეხება არი სპეც სითხეები რწყვის მერე გახსნი შლანგის ბოლოებს და გაუშვებ იმ სითხიან წყალს ნადებს იდიალურად აცილებს..

კიდე შეგიძლია თითონ შლანგი დაჩვრიტო ძაან წვრილი სვერლოთი და თუ დიდი რაღაც არ შეიტანა არ გაიჭედება პამიდორში მაქ ნაცადი უხეშ შლანგებზე.


Kobalty
ეგ მანქანები თავიაანთია და მაგიტო რწყავენ თორემ გასაქირავებელს არავის ვიცნობsad.gif

Posted by: REVERS 15 Feb 2017, 21:50
vano22

QUOTE
მაგ უხეშ შლანგს ქარხნული საწვეთურები დაუკეტე და 15 თეთრიანი საწვეთურები ჩაარჭე შანსი არაა ისენი გაიბიდნოს.


სად ყიდულოფ ხოლმე ?

ხო და კიდე შემთხვევით ხო არ იცი სად შეიძლება ყიდვა ან ნახვა ისეთი ფილტრების რომელიც წყალს გამისუფთავებს ამ ლექისგან და სხვა მავნე ნივთიერებებისაგან ?


ერთერთი გამოსავალი ესეც არის, 0,5 ტრუბის ზომა წყალი(თუმცა არა ნაპორით, წყნარად) შემოედინება ჩემს ბასეინში, საიდანაც გადაედინება პატარა ტბაში და იქიდან ვრწყავ

რამით თუ გავფილტრავ ამ შემოდინებულ წყალს ლექისგან, სისტემის გაბიდნის პრობლემაც ნაკლებად შემაწუხებს smile.gif

namo
QUOTE
ქვიშის ფილტრი აქვს და მაინც იბიდნება ?


არა რაღაც თხელი ფლასმასის ფირფიტები არის ერთმანეთზე დალაგებული და რეზბით იპრესება ერთმანეთზე

ზედ წვრილი ნაჩვრეტები აქვს საიდანაც წყალს ატარებს

რო გავხსნი ხოლმე გასაწმენდათ ხრაპავიკს გამოყოლილი ჭუჭყი სულ ზედ არის ხოლმე არ ატარებს

ჭუჭყისგან არ იბიდნება, წყალს აქვს შემცველობაში რაღაც ლექი და ეგ ბიდნავს საწვეთურებს sad.gif

Posted by: vano22 15 Feb 2017, 23:29
REVERS
ქვიშის ფილტრი მაინც თუ არ გაქ ჩათვალე არ გქონია ფილტრი,
მარტო ფილტრი კი არა ჯერ დამწმენდ რეზერვუარში უნდა გაატარო და მერე ფილტრში,
შენ რასაც ფილტრს ეძახი ეგ არაფერი არაა პროსტა დიდ ნაგავს იჭერს ხრეშს ხავსს და ესეთებს..

ელიავაზე ყრია ეგ საწვეთურები, ეგ ქარხნული საწვეთურები ძაან სლაბებია, იყიდება მაგის პროპკები მგონი 100 ცალი 2-3 ლარი ღირს, დაკეტე ეგენი და ან ძაან წვრილი სვერლოთი დაჩვრიტე ან ის საწვეთურები ჩასხი, ლექი კი პრობლემა არაა გამხსნელიან წყალს გაატარებ ხანდახან და მოშორდება, აბა მოლეკულების დონეზე ვერ გაწმენდ რო ეგ მინერალები მოაშორო ძაან ძვირი ღირს სამაგისო ფილტრები

Posted by: ibo 16 Feb 2017, 02:55
ინაველ
QUOTE
ჰო შეღობვა საკმაოდ ძვირო გამოდის.500 კვ.მ. მიწა მაქვს აქვე სახლთან და რო დავთვალე მინიმალურად 1000 ლარი გამოდიოდა. ჰექტარი კიდევ 20ჯერ მეტია 500ზე. ანუ უხეშად 20000 მარტო შეღობვას დასჭირდება  თუმცა შეღობვა იქნებ არც იყოს საჭირო თუ დარაჯი იქნება.

რას ითვლი კაცო შენა biggrin.gif
ზემოდანაც ღობავ თუ ფართობით რანაირად გებულობ 20ჯერ მეტი დაჭირდება თუ იმაზე ნაკლები ვიდრე შენ დაგჭირდა? biggrin.gif
თეორიულად შეიძლება უფრო მეტი დაგიჯდეს 500 კვადრატის შეღობვა ვიდრე ერთი ჰექტარის, ფორმებს გააჩნია...
ორივე ნაკვეთის ოპტიმალური ფორმების შემთხვევაში 5 ჯერ მეტი დაჯდება ალბათ 1 ჰექტარის შეღობვა ვიდრე 500 კვადრატულის...

Posted by: ინაველ 16 Feb 2017, 12:05
ibo
QUOTE
რას ითვლი კაცო შენა
ზემოდანაც ღობავ თუ ფართობით რანაირად გებულობ 20ჯერ მეტი დაჭირდება თუ იმაზე ნაკლები ვიდრე შენ დაგჭირდა?
თეორიულად შეიძლება უფრო მეტი დაგიჯდეს 500 კვადრატის შეღობვა ვიდრე ერთი ჰექტარის, ფორმებს გააჩნია...
ორივე ნაკვეთის ოპტიმალური ფორმების შემთხვევაში 5 ჯერ მეტი დაჯდება ალბათ 1 ჰექტარის შეღობვა ვიდრე 500 კვადრატულის...


smile.gif ძალიანაც კარგი. მე პირდაპირ გავამრავლე

Posted by: REVERS 16 Feb 2017, 19:43
vano22

გასაგებია მოკლედ ქვიშის ფილტრი მინდა და საწვეთურები

მადლობა პასუხებისთვის smile.gif

Posted by: Kobalty 17 Feb 2017, 17:31
ინაველ
ibo
3 ჰექტარს გრუბად 2500 ლარში შეღობავ კაცი?
აკაციის ბოძებო ყოველ 2 მეტრში და 5 პირი ეკლიანი მავთული..

rolleyes.gif

Posted by: namo 20 Feb 2017, 18:23
vano22
ხომ არი იცი ეგ ქვიშის ფილტრი ადვილად იშოვება ჩვენთან თუ უნნდა შეუკვეთო ?

Posted by: vano22 20 Feb 2017, 20:18
namo ელიავაზე. პომპების მაღაზიებში

Posted by: ibo 20 Feb 2017, 20:39
Kobalty
QUOTE
3 ჰექტარს გრუბად 2500 ლარში შეღობავ კაცი?

3 ჰექტარი არის 30 000 კვადრატული მეტრი... მაგ ფართობის ნაკვეთს შეიძლება ჰქონდეს გვერდები 3 მეტრი 10 000 ზე, შეიძლება კიდე 173 მეტრი 173 მეტრზე...
პირველ შემთხვევაში პერიმეტრი გამოდის 20 006 მეტრი, მეორე შემთხვევაში 693 biggrin.gif (ეს ოღონდ მინიმუმია)...
ამით იმისი თქმა მინდა რომ ვერ გაიგებ მარტო ფართობით რამდენი მეტრი მავთული და რამდენი ბოძი გჭირდება... დაწერე ზომები (სიგრძე სიგანე) და ფასები (მავთულის, ბოძების) და გამოგითვლით, მარტივი არითმეტიკაა smile.gif

შესაღობად ყველაზე ოპტიმალური გვერდების ზომები რომ ავიღოთ, ანუ 700 მეტრამდე პერიმეტრი (4 გვერდი*173მეტრი) დაგჭირდება 700(მეტრი)*5 (პირი)=3500 მეტრი ეკლიანი მავთული, პლიუს 700(მეტრი)/2(მეტრი)=350 ბოძი...

არ ვიცი რა ღირს ეგ მავთული, ალბათ 50თეთრი ეღირება მაინც მინიმუმ... თუ ასეა მინიმუმ 1750 ლარი მარტო მავთულზე გინდა... პლიუს ამას ბოძები ლარი ხომ მაინც ეღირება ერთი ცალი... ახვედი უკვე მინიმუმ 2100 ლარზე... შეღობვაც ლარი მაინც ხომ იქნება ერთი მეტრი, ჰოდა ეგეც შენი მინიმუმ 2800 ლარი... ეს ყველაზე ოპტიმალური ზომის, მოცემული ფართობის ნაკვეთის და მგონი ძალიან დაბალი ფასების შემთხვევაში...

ერთი სიტყვით 2500 ლარი 3 ჰექტარისთვის ძალიან ცოტა მგონია.

Posted by: Kobalty 21 Feb 2017, 15:23
ibo
450X66-ზე..
ანუ 1032-ია პერიმეტრი..

QUOTE
არ ვიცი რა ღირს ეგ მავთული, ალბათ 50თეთრი ეღირება მაინც მინიმუმ...

13 თეთრი გამოდის მეტრი. აგერ ფასები.
https://www.mymarket.ge/ka/product/view/8848495/
https://www.mymarket.ge/ka/product/view/10397331/
სადღაც 700 ლარის გამოდის.

აკაციის სარები, გრუბად 4 ლარი.
516X4=2060 ლარი

ნუ, იქ დამატებით ერთი 1000 ლარი კიდე დაჭირდება სხვა ყველაფერს.
მოკლედ, 4000 ლარზე ავა რა კაცი..

აკაციის სარებს და ბეტონის ბოძებს შორის რა სხვაობაა გამძლეობაში და გამოდგომაში?
1 ლარია ფასთა სხვაობა და..

Posted by: akkai 21 Feb 2017, 17:43
შემოღობვის დროს მავთულს რამდენ წყებად ატარებთ?

6-7?

და რა მანძილი უნდა იყოს დაშორება მავთულებს შორის.

ქვემოთ მიწასტან ახლოს სხვაა და ზემოთ უკვე სხვა ხო?

Posted by: ibo 22 Feb 2017, 00:31
Kobalty
QUOTE
13 თეთრი გამოდის მეტრი. აგერ ფასები.

რა იაფი ყოფილა :-)

QUOTE
აკაციის სარებს და ბეტონის ბოძებს შორის რა სხვაობაა გამძლეობაში და გამოდგომაში?

გამძლე ალბათ ბეტონის უფრო იქნება, მარა მე აკაციისას ვამჯობინებდი :-) თბილისს ამდენი ბეტონის გამო ვეღარ ვიტან და ნაკვეთშიც რომ ბეტონის ბოძები ჩავარჭო გული შემიწუხდება biggrin.gif არ უხდება ჩემი აზრით ბეტონის ბოძები მწვანე ბუნებას smile.gif

Posted by: permer 22 Feb 2017, 08:59
ინაველ
QUOTE
ჰო შეღობვა საკმაოდ ძვირო გამოდის.500 კვ.მ. მიწა მაქვს აქვე სახლთან და რო დავთვალე მინიმალურად 1000 ლარი გამოდიოდა. ჰექტარი კიდევ 20ჯერ მეტია 500ზე. ანუ უხეშად 20000 მარტო შეღობვას დასჭირდებ


პრინციპულად მცდარია გამოთვლა.
მარტივად მიბუდგეთ: 1 ჰა_ არის 100* 100_ზე. ე.ი. პერიმეტრი იქნება 400 მ.
ყოველ 2მ_შიც რომ ჩასვა სარი = 200 სარს. 1ც სარი- 2ლ----------------------------- 400ლ
ეკლიანი მავთილით თუ მავთულბადით?
ბადე უფრო ძვირია- 1მ. მაქს.(ხარისხ.და სხვ.) 7ლ-- 400მ * 7ლ ================= 2800 ლ
მავთული და წვრილმანები =============================================== 200ლ
ჯამი=================================================================== 3400 ლ

Posted by: REVERS 23 Feb 2017, 13:10
vano22

ეს ქვიშის ფილტრი ვიკითხე აგროინვესტის მაღაზიაში

მოკლედ 1300 ლარამდე მითხრა 20 კუბიანი

ნაკლებ კუბიანი არ არსებობსო, არადა როგორც დავიანგარიშეთ მე 10 კუბიანიც ყელამდე მყოფნის sad.gif

ამ ფილტრზე ვლაპარაკობდით ჩვენ ? თუ კი, ფასი ნორმალურია თუ არა ? ან უფრო ნაკლებ კუბიანი თუ არსებობს, ამათმა ხო არ დამიმალეს ?

Posted by: vano22 23 Feb 2017, 14:08
REVERS
ელიავაზე გაიარე უფრო პატარებიც ექნებათ..
რა პატარები აღარ არსებობსო დაჟე სასმელი წყლის და აუზის ქვიშის ფილტრებიცაა სახში დასაყენებელი

Posted by: REVERS 23 Feb 2017, 15:18
vano22
QUOTE
რა პატარები აღარ არსებობსო დაჟე სასმელი წყლის და აუზის ქვიშის ფილტრებიცაა სახში დასაყენებელი


ეგრეც ვიფიქრე რო რაღაცას მაბოლებდა smile.gif თითონ არ აქვთ ეტყობა პატარები და მტენიდა smile.gif

ფასები ხო არ იცი უფრო პატარების დაახლოებით რა ეღირება ? შენ მაქო თქვი და რა მიეცი და რამხელაა ?

Posted by: vano22 23 Feb 2017, 15:24
REVERS
400 ად ვიყიდე მეორადი.
რავი ბირკები არ ეტყობა და 30 ტონიან პომპაზე მაქ დაერთებული დაბალ აბაროტზე და ასწრებს გატარებას

Posted by: REVERS 23 Feb 2017, 16:00
vano22
QUOTE
400 ად ვიყიდე მეორადი.
რავი ბირკები არ ეტყობა და 30 ტონიან პომპაზე მაქ დაერთებული დაბალ აბაროტზე და ასწრებს გატარებას


ჩემი პომპა 125 ლიტრას აკაჩAვებს საათში

ესეგი ელიავაზე უნდა ვნახო,

ოკ მადლობა

Posted by: vano22 23 Feb 2017, 16:18
REVERS ხო მაგრამ ნადებს ეგ ვერ უშველის. ნადები წყალში გახსნილი მინერალებია და აქტიური ნახშირის ფილტრის გარდა და ადუღების გარდა არ მგონია რამემ უშველოს.. ყველაზე ნაღდია დიდი საწვეთურები ჩასხა და ხანდახან ნადების მოსაშორებელი ხსნარი გაატარო შლანგებში

Posted by: namo 23 Feb 2017, 16:44
vano22
QUOTE

namo ელიავაზე. პომპების მაღაზიებში

ოკ
მარტივი ყოფილა.

გაიხარე.
* * *
დანერგე მომავალი შემოღობვას აღარ ითხოვს როგორც აუცილებელ კომპონენტს -
* * *
QUOTE

აკაციის სარები, გრუბად 4 ლარი.
516X4=2060 ლარი


აკაციის ბოძები დასავლეთში ღირს მეტრი ლარი ერთი ლარი - პროსტა ტრანსპორტირების ფული უნდა დაამატო.

Posted by: REVERS 10 Mar 2017, 16:09
vano22
QUOTE
400 ად ვიყიდე მეორადი.
რავი ბირკები არ ეტყობა და 30 ტონიან პომპაზე მაქ დაერთებული დაბალ აბაროტზე და ასწრებს გატარებას


მოკლედ დღეს გადავწყვიტე გამევლო ელიავაზე და მენახა ქვიშის ფილტრი

არ ვიცი სად შეიძლება გამომრჩენოდა მაღაზია მარა ვისთანაც მივედი და ვიკითხე დაჟე არც კი იცოდნენ რა იყო ქვიშის ფილტრი

ბოლოს ერთმა მიმასწავლა მაღაზია თურქების და 20 კუბიანი 2 000 ლარი მომიხია biggrin.gif

მეტი პატარა არ არისო sad.gif

შენ სად ნახე ? მეორადებსაც ვკითხულობდი მარა კაციშვილმა ვერ მითხრა სად შეიძლება პატარა მოცულობის ფილტრი მეყიდა sad.gif

ან თუ მოახერხებ იქნებ თითონ ფილტრის სურათიც დადო რო დაახლოებით მაინც ვიცოდე რას ვეძებ

namo

შენ ხო არ გიძებნია ქვიშის ფილტრი ?

Posted by: vano22 10 Mar 2017, 17:22
REVERS
რა აქ მაგ ფილტრს 2000 საbiggrin.gif
ბიძაჩემს აქ თავისთან შენახული და რო გადავალ გადავუღებ.

ნახმარებს მაიმარკეტზე იშოვი სეზონზე

Posted by: REVERS 10 Mar 2017, 17:55
vano22
QUOTE
რა აქ მაგ ფილტრს 2000 სა
ბიძაჩემს აქ თავისთან შენახული და რო გადავალ გადავუღებ.


ნუ მაგ თურქებმა ეგრე დააბრეხვეს და აგროინვესტში 1 400 მითხრეს იგივე ფილტრი

1 400 კატასტროფული ფასია biggrin.gif

მაგას ისევ შლანგების ყიდვა და საწვეთურების ჩაყენება მირჩევნია

400 ლარში ჩავეტევი

400-500 ლარში თუ ვნახავდი რამე ნორმალურ ფილტრს რო საქმეს გამიკეთებდა კიდე შეიძლებოდა, მარა 1400 ლარს წელს ვერ ამოვიღებ ამხელა თანხას biggrin.gif


QUOTE
ნახმარებს მაიმარკეტზე იშოვი სეზონზე


გადავხედავ მაიმარკეტსაც აბა იქნებ რამე კარგს წავაწყდე smile.gif

Posted by: vano22 10 Mar 2017, 19:42
REVERS
დააყენე რა დიდი საწვეთურები და დაისვენებ. ეგ ქვიშის ფილტრი რომც იშოვო ნაგავს წმენდს და არა მარილებს ამიტო რომც იყიდო ნადებს მაინც გაიკეთებს შლანგი. ნადების მოსაცილებელი სითხე და საწვეთურები საკმარისია მაგ შემთხვევაში..

Posted by: REVERS 10 Mar 2017, 19:54
vano22
QUOTE
დააყენე რა დიდი საწვეთურები და დაისვენებ. ეგ ქვიშის ფილტრი რომც იშოვო ნაგავს წმენდს და არა მარილებს ამიტო რომც იყიდო ნადებს მაინც გაიკეთებს შლანგი. ნადების მოსაცილებელი სითხე და საწვეთურები საკმარისია მაგ შემთხვევაში..


საცდელად ავიღე რამოდენიმე ეგ მსხვილი საწვეთური და ვნახავ თუ წავიდა ჩემ შლანგზე

არ მქონდა ნანახი ეს საწვეთურები

რომც გაიბიდნოს თავისუფლად გაიწმინდება

ფაქტიურად თუ არ გატყდა სამუდამო ვარიანტია smile.gif

Posted by: vano22 10 Mar 2017, 20:53
REVERS
ხო რა თუ მაინც გაჭედა ფირფიტა უზის მაგას და დიდზე გაუჩვრეტავ იმასაც და აღარ გაჭედავს

Posted by: namo 12 Mar 2017, 21:08
REVERS
jerjerobit ara
................................

Posted by: namo 17 Mar 2017, 16:59
Megobrebo vinmes xom AR icnobt wvetovnis dakenebashi ro shedxlos rom momexmaros

ჰელპ yes.gif

Posted by: tete-a-tete 25 Mar 2017, 21:59
სად შეიძლება ვნახო პროექტის ნიმუში? როგორ უნდა დაიწეროს, გაფორმდეს? იქნებ გაქვთ ვინმეს უკვე დაწერილი პროექტი, რომლის გამოყენებაც სანიმუშოდ შეიძლება. წინასწარ დიდი მადლობა.

Posted by: jjj 25 Mar 2017, 23:37
QUOTE (tete-a-tete @ 25 Mar 2017, 17:59 )
სად შეიძლება ვნახო პროექტის ნიმუში? როგორ უნდა დაიწეროს, გაფორმდეს? იქნებ გაქვთ ვინმეს უკვე დაწერილი პროექტი, რომლის გამოყენებაც სანიმუშოდ შეიძლება. წინასწარ დიდი მადლობა.

არაფერი პროექტის შედგენა არ გჭირდება, შესაბამისი საბუთები უნდა მოაგროვო უბრალოდ, აი აქ არის ყველაფერი http://apma.ge/projects/read/plant_future/2:parent

Posted by: tete-a-tete 25 Mar 2017, 23:56
დიდი მადლობა. თუმცა, დეტალური პროექტის შედგენა აუცილებელია. თან უნდა დაერთოს საბუთებიც. http://apma.ge/attachments/V2/%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98.pdf

Posted by: Kobalty 26 Mar 2017, 23:57
მცხეთა - მთიანეთი: ნუში, ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, კაკალი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, მაყვალი, კომში.

თხილი არ აქვთ შეტანილი ამ დებილებს ამ ჩამონათვალში და ხურტკმელი შეიტანეს - არ უნდა შეუგდო 1 ბომბი ამ ზედაპირულ ღლეებს ამათ? mad.gif
რო დავრეკე რო მიმესხა, წელიწადში ერთხელ იკრიბება რაღაც ექსპერტთა საბჭოო და ისენი თუ შეცვლიან ამ სიასო, ისაც ათობით მომართვა უნდა იყოს ახალ კულტურაზეო..
ცვეტში ცისფერი მთების სიტვაცია იყო, როგორც მივხვდი..

ისეთი დებილი მელაპარაკა, გინებაც კი დამეზარა.. user.gif

Posted by: aqilevsa 17 Apr 2017, 00:53
გამარჯობა,
მეგობრებო იმერეთის რეგიონში, კონკრეტულად ზესტაფონის ტერიტორიაზე ვინმეს რაიმე მეურნეობა გაქვთ? რისი დარგვა-დათესვა აჯობებდა ისე, რომ ყოველდღიური ყურსდღება არ დაჭირდეს.

პირადად ჟოლომ დამაინტერესა, მაგრამ ჯერ სრულყოფილი ინფო ვერ მოვიძიე. გამოგიცდიათ ვინმეს?

Posted by: namo 1 Aug 2017, 13:46
ამ დანერგე მომავალის წყლის სასატავში ყველაზე ნორმალური რომელია ? თუ ასეთები არ არიან როგორ იცით ?

Posted by: GEORGEXIII 29 Aug 2017, 11:29
გამარჯობათ მეგობრებო!!!


ე.ი გუშინ შევესწარი ორი ქალბატონის საუბარს ერთადერთი ხის სახელი ვერ გავიგე ან მანამდე ქონდათ ნახსენები და ყოველ წუთას არ გაიძახოდნენ...


1ჰექტარზე რომ გაშენდეს უნდა 5 000ლარიო. ვერ იტანს ჭაობიან ადგილებსო და წყალი უყვარსო....

2ჰექტარზე რომ გაააშენო და არ დაიზარო უცხოეთში გაიტანოვო 250-300K ლარს ტოვებსო...

6წელიწადში იზრდება და უნდა მოჭრაო მერე ისევ ხელახლაო... ხისმასალად ხმარობენო.


ხომ არ გსმენიათ რამე მსგავსი?

პ.ს გურიაში აქვთ ბევრი უკვე გაშენებულიო.

Posted by: SoSeLa 29 Aug 2017, 16:41
GEORGEXIII
პავლონია ეგ smile.gif
საფერავი ტვ ზე გადაცემა იყო და გურულ ფერმერს ქონდა თავისთვის ქარსაცავად გაშენებული
500 ხე ერთ ჰექტარძე, 250 მერქანი ყოველ მოჭრაზე თითო კვადრატულის ფასი 300-700$ გააჩნია ხარისხს და მომხმარებლის მოთხოვნას. მაგრამ მე მაინც არავის ვურჩევდი ამ საქმის ხელის მოკიდებას. 7 წელზე რომ გაყო შემოსავალი ჯობია ისევ სხვა რამე გააშენო და ყოველ წელს გქონდეს შემოსავალი და არა 7-8 წელიწადში, ისიც არ ხარ გარანტირებული რომ გამოგივა smile.gif

Posted by: GEORGEXIII 29 Aug 2017, 17:18
SoSeLa
ვახ აბა რა უნდა გააკეთო კაც მინდა კასპში მაქვს სოფელი და ბოლომდე ავითვისო და ქვეყანასაც გამოადგეს და ოჯახსაც.

Posted by: gig55 4 Oct 2017, 09:41
GEORGEXIII
დარგე მაყვალი მართლაც არ რირს პალმოიაზე გარისკვა და ტყუილად თანხის ხარჯვა ისედაც ეგ გურიის მხარეს ხარობს

Posted by: GEORGEXIII 4 Oct 2017, 11:57
gig55
QUOTE
დარგე მაყვალი მართლაც არ რირს პალმოიაზე გარისკვა და ტყუილად თანხის ხარჯვა ისედაც ეგ გურიის მხარეს ხარობს

მაყვალს როგორი მოვლა სჭირდება? ან რამდენხანში ხდება სრული მსხმოიარე?

Posted by: Nat_asha 10 Oct 2017, 11:20
QUOTE
მაყვალს როგორი მოვლა სჭირდება? ან რამდენხანში ხდება სრული მსხმოიარე?

პირველივეწელს ისხამს მაყვალი, სრულ მსხმოიარობაშ შედის მესამე წელს. უეკლო მაყვალი 1 ჰა-ზე პირველ წელს კარგი მოვლის პირობებში 5-10 ტონა მოსავალს იძლევა. მეორე წელს 10-15 და მესამე წლიდან 20 ტონამდე

Posted by: SoSeLa 11 Oct 2017, 23:16
GEORGEXIII
მაყვალიც და ლურჯი მოცვიც, ასევე ფრანგულ ნუში გორი-კასპი მშვენიერი ადგილია ნუშისთვის.

Posted by: vano22 11 Oct 2017, 23:36
Nat_asha
გულწრფელად თქვი გჯერა რომ ეგ მესამე წელს 20 ტონას ისხავს?

ყოველ კვადრატულზე 2 კილო მოდის.. არარეალურია ეგsad.gif

პირველივე წელს 1-2 ღერო ამოიზრდება და ჰა ჰა 2-3 ცალი მოიბას 5 ტონა ძაან ბევრია.

Posted by: GEORGEXIII 12 Oct 2017, 00:06
SoSeLa
QUOTE
ფრანგულ ნუში გორი-კასპი

კასპში მინდა თან...

რამდენი წელი სჭირდება სრულ მსხმოიარობას?

Posted by: severuss 12 Oct 2017, 01:36
გამარჯობათ

ვინმემ მიიღეთ მონაწილეობა ამ პროექტში ? - "დანერგე მომავალი"

გადავიკითხე თემა, საინტერესო ინფოებია

და მაინც ...
QUOTE
გაგვიზიარეთ გამოცდილება

* * *


ვაზის ჩაყრას არ აფინანსებს მთავრობა?

Posted by: SoSeLa 12 Oct 2017, 15:32
GEORGEXIII
როგორც ვიცი მე-2 წლიდან იწყებს მსხმოიარობას და მე-5-6 წელს სრული მსხმოიარეა

Posted by: Nat_asha 12 Oct 2017, 16:46
vano22
კი ისხავს ძალიან მაგრად, მეთითონ ვნახე სამმაგი გვირგვინი მეორე წელს მსხმოიარობის გეგონება ხვინჭა შეაყარესო ისე ესხა. თითო მარცვალი იმხელაა ჯერ მარტო , ჩვეულებრივი მაყვალი მაგდენს ვერ დაისხმას ნაღდად. ისიც ვნახე ჩესტერიც, მაგრამ ჩესტერი მაგდენს ვერ ისხამს. ოღონდ მე რაც ვნახე ის რწყავს კიდევაც , კარგად უვლის.

Posted by: vano22 14 Oct 2017, 12:37
Nat_asha ურწყავ მიწას მე მიწადაც კი არ ვთვლი. ურწყავი მიწა მხოლოდ ქერ ხორბლის დასათესად ან საძოვარ სათიბად შეიძლება გამოიყენოს კაცმა. წარმოების დაგეგმვა და ფულის დახარჯვა ურწყავ მიწაზე ძაან დიდი შეცდომაა.


მშვენივრად ასხიაsmile.gif გასაღების ბაზარზე არის ნეტა რამე სიახლე თუ ისევ ვაჭრების იმედზეა ეს დარგი?

Posted by: SoSeLa 14 Oct 2017, 16:32
გილოცავთ ყველას სვეტიცხოვლობას!
vano22
ბატონო ვანო როგორ გიკითხოთ? მაგარი საქმეა ეს მაყვალი-მოცვი-ჟოლო. კი ჯდება ძვირი გაშენება მაგრამ სწრაფად გაძლევს მოსავალს. ესე გავიგე თუ ყოველწლიურად 100 ტონა გაქ რომელიმე, უცხოელებს მიაქვთო. უფრო ინგლისი, გერმანიასა და ბენილუქსის ქვეყნებს.

Posted by: vano22 14 Oct 2017, 18:05
SoSeLa

აჰა სვეტიცხოვლობაც რომ გამორჩება კაცს... გილოცავთ ყველას.



"ბატონო":D

რავი არამიშავს.. იმდენ საქმეს შევეჭიდე რომ ვეღარ ავუდივარ და ცოტა დეპრესიაში ვარ. მეგონა ის ძალა და შემართება ბოლომდე გამომყვებოდა რაც დასაწყისში მქონდა მაგრამ შევცდიsmile.gif

100 ტონა ძაან ბევრია. საკუთარი სასაწყობე მაცივრები ტექნიკა და უამრავი მუშა ხელი დაჭირდება მაგ საქმესsmile.gif

Posted by: SoSeLa 14 Oct 2017, 20:56
vano22
მიდი მიდი ბოლომდე შეუდექი!!
ხო 100 ტონა მინიმუმ 10 ჰექტარია ხომ არის, მაგის ყიდვა და გაშენება ქე დაჯდება ოთუსბირი biggrin.gif მაგრამ რომ გადათვალო რა საქმეა smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: vano22 14 Oct 2017, 21:06
SoSeLa
მაგხელა წარმოებას სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებიც დაჭირდება.

ძაან სუსტია მაყვალი, ერთი კაი სეტყვა და 2 წელი არაფერს აღარ დაისხავს

Posted by: theodous 15 Oct 2017, 15:49
ხალხო აწარმოე საქართველო 0 იდან აფინანსებს თუ იცით?

თუ რამე უნდა მქონდეს ჯერ რომ დამაფინანსოს?

Posted by: SoSeLa 15 Oct 2017, 16:23
theodous
როგორც ვიცი დაწყებული უნდა იყოს საქმე და რაღაც ოფიციალური შემოსავალი უნდა გქონდეს

Posted by: Freestyle 8 Jan 2018, 22:55
3 ნაკვეთი მაქვს 2 000 კვადრატი თითო და რამე პროგრამა შემეხება თუ ჩემით უნდა ვიჩალიჩო ყველაფერი?

Posted by: Regedit32 11 Jan 2018, 00:58
3 ჰექტარზე ვენახზე დამიფინანსებენ ნერგებს? ხომ არ იცით?

Posted by: jjj 11 Jan 2018, 13:23
QUOTE (Regedit32 @ 10 Jan 2018, 20:58 )
3 ჰექტარზე ვენახზე დამიფინანსებენ ნერგებს? ხომ არ იცით?

ვაზს არ ეხება "დანერგე მომავალი"-ს პროგრამა.

Posted by: Regedit32 28 Jan 2018, 11:49
QUOTE
ვაზს არ ეხება "დანერგე მომავალი"-ს პროგრამა.

ტეხავს

Posted by: shuma89 5 Feb 2018, 01:05
Freestyle
QUOTE
3 ნაკვეთი მაქვს 2 000 კვადრატი თითო და რამე პროგრამა შემეხება თუ ჩემით უნდა ვიჩალიჩო ყველაფერი?


მაგ ფართობებზე სათბურების ვარიანტზე შეეხება მგონი ეს პროგრამა.
ენერგოეფექტური მაღალგანვიტარებული სათბურებიო ასე უწერიათ თუ არ ვცდები პირობებში.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)