Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > არის საშიშროება


Posted by: vic1959 13 Jan 2018, 00:55
სერიოზული შეშფოთება მაქვს მუშები, რომლებიც რემონტს აკეთებენ ,ჩამიდონ ნარკოტიკი ან იარაღი ბინაში.როგორ დავიზღვიო თავი?

Posted by: Emptiness 13 Jan 2018, 13:22
სახლიდან გაყარე ...........................................

Posted by: vic1959 13 Jan 2018, 15:40
ვერ გავყრი,დასამთავრებელი აქვთ ,ფული უკვე გადახდილი მაქვს

Posted by: კვაზი-იურისტი 13 Jan 2018, 16:03
რატომ უნდა მუშებმა ჩაგიდოთ ნარკოტიკი ან იარაღი? საიდან იცით, რომ მათ აქვთ იარაღი ან ნარკოტიკი? თუ მართლაც აღმოაჩენთ იარაღს ან ნარკოტიკს ჯობია არ შეეხოთ არაფერს და ეგრევე პოლიცია გამოიძახოთ..რაც შეეხება თავის დაზღვევას...ნუ..მაქვს ერთი დეტექტიური ვარიანტი biggrin.gif ყველა იმ ოთახში სადაც შესაძლებელია იარაღის ან ნარკოტიკის დამალვა კამერები დააყენეთ მათი თანდასწრებით..მათივე თანდასწრებით შეამოწმეთ მუშაობენ, თუ არა კამერები..ამის შემდეგ წადით სასეირნოდ, მეგობრებთან ერთად გაატარეთ დრო, ისეთ მაღაზიებში სადაც კამერები არიან რაიმე იყიდეთ და შეინახეთ ჩეკი და სახლში დაბრუნდით იმ დროს, როცა მუშები ჩვეულებრივ ამთავრებენ საქმეს..როცა დარწმუნდებით, რომ ისინი წავიდნენ შეამოწმეთ კამერები..

Posted by: vic1959 13 Jan 2018, 17:22
user posted image მაქვს სერიოზული კონფლიქტი მათ ხელმძღვანელთან,ყველა ოთახში ასეთი ჭერია ჯიბეებით სადაც შეუძლებელია ჩაიხედო

Posted by: The13thFloor 13 Jan 2018, 18:06
QUOTE (vic1959 @ 13 Jan 2018, 00:55 )
სერიოზული შეშფოთება მაქვს მუშები, რომლებიც რემონტს აკეთებენ ,ჩამიდონ ნარკოტიკი ან იარაღი ბინაში.როგორ დავიზღვიო თავი?

თუ ამ შფოთვას ობიექტური მიზეზი არ გააჩნია კვალიფიცირებულ ფსიქოლოგს მიმართე

Posted by: კვაზი-იურისტი 13 Jan 2018, 18:51
QUOTE
მაქვს სერიოზული კონფლიქტი მათ ხელმძღვანელთან,ყველა ოთახში ასეთი ჭერია ჯიბეებით სადაც შეუძლებელია ჩაიხედო


გეშინიათ, რომ მათი ხელმძღვანელი ეტყვის "აი იმას ნარკოტიკი ჩაუგდეთო"? თუ ამ ხელმძღვანელს ოდნავ მაინც ტვინი გააჩნია ეგეთ რამეს არ გააკეთებს..თუ პირობითად თქვენ დაგაკავებენ, თქვენ შეგიძლიათ უთხრათ, რომ ამა და ამ პიროვნებასთან მქონდა კონფლიქტი და მიმაჩნია, რომ ეს მისი გაკეთებულია..თუ გამომძიებელი კაია, მაშინ უნდა შეამოწმოს ეს ვერსია და დაიწყოს მისი ძებნა საქმის გარემოებების დასადგენად, რაც მისთვის არ არის სასურველი..... ^_^

Posted by: vic1959 13 Jan 2018, 18:57
ვთქვათ ასე, არ გამოვრიცხავ და მინდა მზად ვიყო
* * *
QUOTE (კვაზი-იურისტი @ 13 Jan 2018, 18:51 )
QUOTE
მაქვს სერიოზული კონფლიქტი მათ ხელმძღვანელთან,ყველა ოთახში ასეთი ჭერია ჯიბეებით სადაც შეუძლებელია ჩაიხედო


გეშინიათ, რომ მათი ხელმძღვანელი ეტყვის "აი იმას ნარკოტიკი ჩაუგდეთო"? თუ ამ ხელმძღვანელს ოდნავ მაინც ტვინი გააჩნია ეგეთ რამეს არ გააკეთებს..თუ პირობითად თქვენ დაგაკავებენ, თქვენ შეგიძლიათ უთხრათ, რომ ამა და ამ პიროვნებასთან მქონდა კონფლიქტი და მიმაჩნია, რომ ეს მისი გაკეთებულია..თუ გამომძიებელი კაია, მაშინ უნდა შეამოწმოს ეს ვერსია და დაიწყოს მისი ძებნა საქმის გარემოებების დასადგენად, რაც მისთვის არ არის სასურველი..... ^_^

ამ ხელმძღვანელის ცოლი მუშაობს პოლიციაში საკმაოდ მაღალ პოსტზე და მათ აქვთ ბინის გასაღები

Posted by: კვაზი-იურისტი 13 Jan 2018, 19:47
QUOTE

ამ ხელმძღვანელის ცოლი მუშაობს პოლიციაში საკმაოდ მაღალ პოსტზე და მათ აქვთ ბინის გასაღები


მით უმეტეს წყნარად უნდა იყონ..პროკურატურა პოლიციაზე მაღლა დგას..ეხლა თუ ცოლი თქვენი ნების საწინააღმდეგოდ შევა თქვენს ბინაში და რაღაცეებს იჩალიჩებს, მაშინ გაფრინდება სამსახურიდან...მოკლედ...თუ რამე საეჭვოა მიმართეთ პროკურატურას, ჟურნალისტებს მიეცით ინტერვიუ, რომ ასე და ასე პოლიციელი ქალი და მისი ქმარი მიჩაგრიან რემონტის გამო და ა.შ...თუ რემონტი არ მოგწონთ, მაშინ შეწყვიტეთ ხელშეკრულება და ზიანის ანაზღაურება მოსთხოვეთ..

Posted by: vic1959 13 Jan 2018, 20:11
QUOTE (კვაზი-იურისტი @ 13 Jan 2018, 19:47 )
QUOTE

ამ ხელმძღვანელის ცოლი მუშაობს პოლიციაში საკმაოდ მაღალ პოსტზე და მათ აქვთ ბინის გასაღები


მით უმეტეს წყნარად უნდა იყონ..პროკურატურა პოლიციაზე მაღლა დგას..ეხლა თუ ცოლი თქვენი ნების საწინააღმდეგოდ შევა თქვენს ბინაში და რაღაცეებს იჩალიჩებს, მაშინ გაფრინდება სამსახურიდან...მოკლედ...თუ რამე საეჭვოა მიმართეთ პროკურატურას, ჟურნალისტებს მიეცით ინტერვიუ, რომ ასე და ასე პოლიციელი ქალი და მისი ქმარი მიჩაგრიან რემონტის გამო და ა.შ...თუ რემონტი არ მოგწონთ, მაშინ შეწყვიტეთ ხელშეკრულება და ზიანის ანაზღაურება მოსთხოვეთ..

უღრმესი მადლობა თქვენ ძალიან გამანათლედ ამ საკითხში.

Posted by: Link 13 Jan 2018, 21:38
ბოლო ბოლო დაბეჭდე ეს თემა yes.gif ))

Posted by: vic1959 13 Jan 2018, 22:35
QUOTE (Link @ 13 Jan 2018, 21:38 )
ბოლო ბოლო დაბეჭდე ეს თემა yes.gif ))

სად დავბეჭდო ეს თემა,ვერ გავიგე?

Posted by: Link 14 Jan 2018, 19:26
QUOTE (vic1959 @ 13 Jan 2018, 22:35 )
QUOTE (Link @ 13 Jan 2018, 21:38 )
ბოლო ბოლო დაბეჭდე ეს თემა yes.gif ))

სად დავბეჭდო ეს თემა,ვერ გავიგე?

ამოაპრინტე , რიცხვი ჩანს, დრო ,,ჩანს , თემაც აქ არის , დადასტურება იმის რომ წინასწარ იცოდი smile.gif))

Posted by: oldgio 14 Jan 2018, 20:35
უბნის ინსპექტორი ჩააყენე საქმის კურსში მოწმის თანდასწრებით.

Posted by: vic1959 14 Jan 2018, 23:07
QUOTE (oldgio @ 14 Jan 2018, 20:35 )
უბნის ინსპექტორი ჩააყენე საქმის კურსში მოწმის თანდასწრებით.


ყველას ძალიან დიდი მადლობა დახმარებისათვის !

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)