Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > ნაკერების მოხსნა გამოძახებით


Posted by: Harley Davidson 23 Aug 2010, 11:50
ვიცი რომ თემა უადგილოა, მაგრამ რამდენიმე სთ მიცოცხლე მოდერ, მერე გამინადგურე..
ნაკერები მაქვს მოსახსნელი, სახლიდან გასვლა ძალიან მიჭირს და ხომ არ იცით, არსებობს თუ არა რამე დაწესებულება, საიდანაც გამოძახებით მოვლენ და მომიხსნიან ნაკერებს და გადახვევას გამიკეთებენ?

Posted by: E-36 23 Aug 2010, 13:21
თქვენი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით თქვენთან ახლოს მდებარე პოლიკლინიკაში ან საავადმყოფოში მიაგზავნეთ რომელიმე თქვენი ოჯახის წევრი ან ნაცნობი პიროვნება.ნახავს და გაესაუბრება რომელიმე ექთანს ან ზოგად ქირურგს ან მიმღების ქირურგს.შეთანხმების მიხედვით გარკვეული თანხის საფასურად წამოგყვებათ სახლში ნაკერებსაც მოგხსნით და ჭრილობის ასეპტიურ შეხვევასაც ჩაგიტარებთ და მოგცემთ რჩევა დარიგებას თუ როგორ უნდა მოუაროთ ნაკერების მოხსნის შემდგომ ჭრილობას.
წარმატებებს გისურვებთ smile.gif

Posted by: Harley Davidson 23 Aug 2010, 17:05
E-36
დიდი მადლობა, ვიყავი უკვე ღუდუშაურის კლინიკაში, თავბედი ვიწყევლე და წამოვედი. ისე შემიხვიეს, სახლში მოსვლის შემდეგ სკოჩით დავამაგრე biggrin.gif თუ რამე შეკითხვა დამებადება, აუცილებლად მოგმართავთ smile.gif დიდი მადლობა smile.gif

მოდერს ვთხოვ თემა დახუროს და წაშალოს

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)