მგონი გვეშველება მალე:
ურქული კომპანია ქართულ ავიაბაზარზე რევოლუციური ფასებით შემოდის
„პეგასუსი“: ფასების დაწევა სხვა კომპანიებსაც მოუწევთ
რადიო "კომერსანტი," FM 95,5
ზუსტად ერთ კვირაში ევროპის მიმართულებით თურქული კომპანია "პეგასუსი" მესამედ, ზოგიერთ რეისზე კი მეხუთედ ფასში იფრენს. "პეგასუსმა" თბილისი-თურქეთის რეისებს თითქმის სამჯერ დაბალი ფასი დაადო. როგორც რადიო "კომერსანტს" კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა, სტამბულის მიმართულებით ბილეთები 70-დან 90 ევრომდე ფასად გაიყიდა.
თურქულ კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მათ მიერ რამდენიმე რეისის განხორციელების შემდეგ სხვა კომპანიებს მოუწევთ ბაზარზე ფასების კორექტირება, რადგან მომხმარებელი ნახავს, რომ ამ ფასად კომფორტულად და უსაფრთხოდ მგზავრობა შეიძლება.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ქართველმა მომხმარებელმა თურქული კომპანია "პეგაუსის" იაფი ფრენების შეთავაზება ჯერჯერობით სიფრთხილით მიიღო. ამის შესახებ თავად კომპანიის საქართველოს წარმომადგენლობაში განგვიცხადეს.
"10-15 წლის განმავლობაში საქართველოდან ფრენები ძალიან მაღალ ფასად ხორციელდება. ამ ფონზე მომხმარებლის გონებაში ნამდვილი რევოლუცია უნდა მოხდეს, ჩვენს მიერ შეთავაზებული იაფი ფრენები რომ მიიღოს. ევროპელისთვის კი პირიქითაა" - აღნიშნავს "პეაგსუსის" წარმომადგენელი ლევან ელიზბარაშვილი. თუმცა, ის დარწმუნებულია, რომ რამდენიმე რეისის შემდეგ ვითარება შეიცვლება.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოქტომბერში საქართველოს თურქული კომპანიის ხელმძღვანელობა ეწვევა და პრეზიდენტსაც შეხვდება. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა ეკონომიკის სამინისტროს დაავალა, ქვეყანაში ე.წ. დაბალბიუჯეტიანი ავია-კომპანიების შემოსვლას ხელი შეუწყოს.
www.commersant.ge
აი ესე გამოიუყურება მათი საიტზე რეკლამა უკვე :