Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ლიტერატურა > რამდენ დროს ანდომებთ ერთი წიგნის წაკითხვას ?


Posted by: _მანის_ქაშიო? 22 Mar 2018, 15:08
გამარჯობათ. მოკლედ,ასეთი კითხვა გამიჩნდა, რომელიც ძალიან მაინტერესებს... დაახლოვებით რამდენ საათი გჭირდებათ
ერთი წიგნის წასაკითხად, მაგალითად: 300 გვერდიანი წიგნის ,თუ კარგად იკითხება, რათქმა უნდა, ანუ წაიღო უხეშად რომ ვთქვათ?

ასევე დავამატებდი, 1 კვირის განავალობაში რამდენ წიგნს კითხულობთ ? მე ძაან შევჯექი უკვე, 3 წიგნს მაინც ვკითხულობ და ძალიან
ჩქარა, სიამოვნებას ვერ ვიღებ, ზოგჯერ ისე სწრაფად ვკითხულობ.

Posted by: HurricaneKat. 22 Mar 2018, 15:27
ყველაზე მეტად ემოციურ დონეზეა დამოკიდებული
პერიოდებია წიგნიდან წიგნზე გადავდივარ
პერიოდებია თვეობით ვერ ვეკარები

ყველაზე სწრაფად და ვინჩის კოდი წავიკითხე
მგონი ისიც 300 გვერდამდე იქნებოდა
ისე დამაინტერესა ღამეც კი გავათენე და თითების სითბოც შევწირე
მერე მკვდარი სულები მივაყოლე, სამ დღეში დავასრულე

მეტი არაფერი წამიკითხავს sad.gif
არ მახსენდება

Posted by: fork 22 Mar 2018, 15:33
წიგნს გააჩნია-სირთულეს,სიუჟეტს...ინტერესსაც.
საათნახევარში წავიკითხე 300 გვერდიანი წიგნი.
4 წიგნი წავიკითხე 14 საათის განმავლობაში,აქედან ორი ხუთას გვერდზე მეტი იყო.

არის წიგნები,რომელთა წაკითხვასაც დღეებს და კვირეებსაც ვანდომებ.
თუმცა იშვიათად.

Posted by: HurricaneKat. 22 Mar 2018, 15:43
fork
წუთში რამდენ გვერდს კითხულობ?

Posted by: _მანის_ქაშიო? 22 Mar 2018, 15:50
fork
სგ givi.gif საათნახევარში მართლა მაგარი შედეგია...

HurricaneKat.
მასონები სადაც არიან ყველაზე კარგად იმ წიგნებს კითხულობ ხომ ? givi.gif

Posted by: HurricaneKat. 22 Mar 2018, 15:54
_მანის_ქაშიო?
მაგ დროს არ ვიყავი მასონების არსებობით მოწამლული smile.gif

იმ დღეს დავინიშნე და გვერდს სამ წუთს ვანდომებდი
თან საკმაოდ რთულ ტექსტზე
მაგის მერე რაღაც ელიფ შაფაქი თუ ვიღაც ვცადე
და 5 წუთს
იმიტომ რომ ერთი და იმავეს რამდენჯერმე ვკითხულობდი
იმდენად მარტივი ბანალურობა ეწერა

Posted by: _მანის_ქაშიო? 22 Mar 2018, 15:59
QUOTE
ელიფ შაფაქი თუ ვიღაც ვცადე
და 5 წუთს

givi.gif ოღონდ ეგ არა...
სტამბოლის ნაბიჭვარი წავიკითხე და mo.gif

ისე რა მაგის პასხუია და დიდიბული გეტცბი თუ გაქ წაკითხული ?შენ აზრი მაინტერსებს როდესაც დრო გექნება მაგ წიგნთან დაკავშირებით...
მე 1 წუთში 1 გვერდს ვკითხულობ

Posted by: HurricaneKat. 22 Mar 2018, 16:03
_მანის_ქაშიო?
სიყვარულის 40 წესი
რუმის ფილოსოფია აქვს გამოყენებულიო და დამაინტერესა
რადგან რუმი მომწონს
ჯერ ვერაფერს წავაწყდი სუფისტურს მაგ წიგნში
გადადებული მაქვს

გეტსბი არა
რობაქიძეს და ჭილაძეს შორის ვარ ეხლა

Posted by: კაპიტანი 22 Mar 2018, 16:06
QUOTE (_მანის_ქაშიო? @ 22 Mar 2018, 15:08 )
გამარჯობათ. მოკლედ,ასეთი კითხვა გამიჩნდა, რომელიც ძალიან მაინტერესებს... დაახლოვებით რამდენ საათი გჭირდებათ
ერთი წიგნის წასაკითხად, მაგალითად: 300 გვერდიანი წიგნის ,თუ კარგად იკითხება, რათქმა უნდა, ანუ წაიღო უხეშად რომ ვთქვათ?

ასევე დავამატებდი, 1 კვირის განავალობაში რამდენ წიგნს კითხულობთ ? მე ძაან შევჯექი უკვე, 3 წიგნს მაინც ვკითხულობ და ძალიან
ჩქარა, სიამოვნებას ვერ ვიღებ, ზოგჯერ ისე სწრაფად ვკითხულობ.

ვერცერთი პასუხი ვერ მოვნიშნეsmile.gif) მაქსიმალურად ვცდილობ სიამოვნების გახანგრძლივებას, მაგრამ მაინც სწრაფად გავდივარ ბოლოში. ამ ბოლო დროს ერთხელ უკვე წაკითხულებს მივადექი, ხოდა ღირდა თურმე გადაკითხვა, იგივე ჰემინგუეი სულ სხვა თვალით დავინახე, რემარკის ბევრ ნაწარმოებს უკვე ვეღარ გავუგე, ზედმეტად დახვეულია დეპრესიის თემა. მეორედ წაკითხვა უფრო ხანგრძლივი პროცესი გამომდის, უკვე ვიცი ბოლო ხოდა აღარ მეჩქარებაsmile.gif)

Posted by: _მანის_ქაშიო? 22 Mar 2018, 16:12
კაპიტანი
რემარკი საერთოდ ერთ წრეზე ტირალებდა.... დიდი მწერალი იყო და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერიალია,მაგრამ ძაან იცოდა ამოჩემები ერთი და იგვე თემის
HurricaneKat.
სიყვარულის 40 წელი მახოვს...მითხარი ადრე...
მე ყველა დროის ტოპ 100წიგნს ვუტევ :დ ნუ რეიტინგები სიმბოლურია,მაგრამ მაინც მაინტერესებს..
მობი დიკზე ძაან გავიჭედე ძალით წავიკითხე down1.gif


Posted by: HurricaneKat. 22 Mar 2018, 16:17
_მანის_ქაშიო?
არის წიგნები რომლებსაც სპეციალურად არ ვკითხულობ, მათ შორის მაგ ტოპებიდან
რომ რაღაც წმინდა მქონდეს შემორჩენილი biggrin.gif

მობი დიკი ბავშვობაში უნდა მოგელია


Posted by: fork 22 Mar 2018, 16:31
QUOTE
წუთში რამდენ გვერდს კითხულობ?

გვერდსაც გააჩნია...მაგრამ ალბათ ერთს.
თუ მოკლე-მოკლე დიალოგები არაა და რაღაც ზელიტერატურული და მახვილგონივრული ფრაზებითაა დატვირთული,მეტი მჭირდება რა თქმა უნდა.

ჰარი პოტერის შვიდივე წიგნი ერთ დღეში წავიკითხე,ანუ 24 საათში.
იმიტომ რომ მსუბუქად და იოლად იკითხება.

სილმარილიონს 3 დღე მოვანდომე-არა კითხვის სისწრაფის,არამედ უამრავი სახელწოდების გამო-ერთმანეთში ამერია,სანამ არ დავუმუღამე კარგად.

დამაინტერესა ისე,უნდა დავინიშნო დრო. biggrin.gif

Posted by: _Pablo_ 22 Mar 2018, 16:34
QUOTE
4 წიგნი წავიკითხე 14 საათის განმავლობაში,აქედან ორი ხუთას გვერდზე მეტი იყო.

840 წუთში წაიკითხე 1500 გვერდი,
ანუ 30 წამში კითხულობდი ერთ გვერდს 14 საათის განმავლობაში ისე, რომ შესვენებაც არ გაგიკეთებია.

ან ჰოვარდ ბერგი ხარ ან... givi.gif

Posted by: Poppysmic 22 Mar 2018, 16:41
გოგონა დრაკონის ტატუთი პირველი ნაწილი 496 გვერდი წავიკითხე ერთ დღეში.
ისე დამაინტერესა ვეღარ მოვცილდი.
ბოლო პერიოდში ბევრი წიგნი წავიკითხე.
სამწუხაროდ უკვე დრო აღარ მაქვს.. და ვეღარც ღამეებს ვათენებ.. sad.gif

Posted by: HurricaneKat. 22 Mar 2018, 16:42
fork
თუ ბილი მილიგანი ხარ 1 საათშიც დაასრულებთ up.gif

Posted by: fork 22 Mar 2018, 16:43
270+282+351+647=1550
ანუ ეს რაოდენობა სადღაც დილის 11 საათიდან ღამის ოთხამდე,შესვენებებით რა თქმა უნდა-ან შიმშილით რატომ უნდა მომეკლა თავი,ან საპირფარეშოში გაუსვლელობით რატომ უნდა გავმსკდარიყავი?

QUOTE
ნ ჰოვარდ ბერგი ხარ ან...

biggrin.gif biggrin.gif

ხანდახან მართლა ვაჭარბებ ხოლმე საკუთარ თავს,მაგრამ აღსანიშნავია ტექსტის მსუბუქი და იოლად აღსაქმელი ფორმა.
გრძელ-გრძელი ნოტაციებით გაჯერებული წიგნი ალბათ არც დამაინტერესებს და ისე,იმის გასარკვევად თუ წავიკითხავ,თუ რამდენად საწრაფად გამომივა.

Posted by: _მანის_ქაშიო? 22 Mar 2018, 16:44
HurricaneKat.
ანდეგრაუნდს აწვები ? biggrin.gif
პირველად კითხვა რომ დავიწყე წიგნების ძირითადათ ვკითხულობი მგლის ბილიკის givi.gif მსგავს წიგნებს :დ facepalm.gif lol.gif
შემდეგ ტომ სოიერი,ჰეკბერ ფინი ,დაევიდ კოფერფილდი და მერე უკანსკნელი მოხიკანი,ანუ სტანდარტულად რააgivi.gif

ბოლოს ყაზბეგზე შევჯექი მახსოვს ყველფერი წავიკითხე biggrin.gif
ერთი კიდევ დამამხსვრად ბულგარული წიგნი ბულგარეთ თურქების ომზე იყო და მერე ვერ გავიხსენ რა წიგნი იყო...
ეგ წიგნი ძალიან კარგად დამამხსოვრდა.
fork
ჰარი პოტერი love.gif
თავიდან ვერ ვიტანდი პაპსა და რამე ,მაგრამ წიგნი და ფილმი იფ,იფ....
ჩემ საყვარელი გმირი
Severus Snape
user.gif

Posted by: fork 22 Mar 2018, 16:46
_მანის_ქაშიო?
QUOTE
ჰარი პოტერი

სწორედ ეგ ოთხი წიგნი ვიგულისხმე...
ერთ-ერთი ფავორიტი ჯადოსნური ისტორია...ალბათ დანარჩენ სამსაც მივაყოლებდი,მაგრამ კატასტროფულად მეძინებოდა.

Posted by: kaiser Soze 22 Mar 2018, 16:48
კითხვის სისწრაფე ენაზეცაა დამოკიდებული. მაგალითად მეორე ენაზე უფრო ნელა კითხულობ, ვიდრე მშობლიურზე.

აუდიო წიგნები რომ ავიღოთ, ჰარი პოტერი - 7-ის აუდიო წიგნი 24 საათიანია სტანდარტული სიჩქარით. სტანდარტული სიჩქარე საკმაოდ ნელია - ასე 200 სიტყვამდე წუთში. მე როგორც წესი რთულ წიგნებს 1.5x და მარტივ წიგნებს 2x-ით ვუსმენ.

კითხვითაც ლინეარულად ვკითხულობ - სიტყვა სიტყვის შემდეგ. შესაბამისად წუთი გვერდზე მარტივ ტექსტებზე მშობლიურ ენაზე, და უფრო მეტი რთულზე.

სხვა საქმეა, თუ რამდენად გაქვს 24, გინდაც 12 საათი დღეში საკითხავათ. როგორც წესი მაქს ორი საათი მაქვს. ამიტომაც გადავედი აუდიო წიგნებზე, რადგან დღის რუტინულ მონაკვეთებს ვავსებ. მაგრამ ნონ-ფიქშენ მირჩევნია აუდიო ვერსიაში ვიდრე ფიქშენ.

კიდევ ბევრი რამეა მოტივაციაზე დამოკიდებული. მაგალითად ვერ წარმომიდგენია სიტყვაზე თვაილაითის წაკითხვა. რადგან იმდენად მოსაწყენ რამედ მეჩვენება, რომ ტიტანური ნებისყოფის ძალისხმევას მოითხოვს რომ ეგ წავიკითხო. ყოველი გვერდი რო უსასრულობაა.

შესაბამისად, პრუსტის 7-ვე ტომის წაკითხვა უფრო იოლ საქმედ მეჩვენება ვიდრე თვაილაითის ერთი ტომის წაკითხვა.

მხოლოდ სუბიექტური მოტივაციის გამო, თორემ ობიექტურად თვაილაითი ძალიან მარტივი ტექსტია, პრუსტი კიდევ როგორც პროზა - ურთულესი კატეგორიიდან.


Posted by: Poppysmic 22 Mar 2018, 16:49
_მანის_ქაშიო?
fork


ქართულად გაქვთ წაკითხული ?
კარგი თარგმანია?
ასე მგონია ძალიან ბავშურ ენაზე უნდა იყოს დაწერილი.
თან ყველა ნაწილი მაქვს რათქმა უნდა ნანახი და წიგნზე გული აღარ მიბრუნდება. ასე მგონია ჩემი ფანტაზია ვერ გაწვდება ფილმზე უკეთ baby.gif

Posted by: HurricaneKat. 22 Mar 2018, 16:49
_მანის_ქაშიო?
ანდერგრაუნდი ?! spy.gif
ეგ ბავშვთა ბიბლიოთეკის სერიაა smile.gif
კარგია

იმ დღეს მაინ რიდის 8 ტომეული იყიდებოდა 40 ლარად
მეტროებთან რომ გამოაქვთ
მეთქი ვიყიდი, ტყეს შევუნახავ შვილებსა sad.gif
არ ვიყიდე
კიდევ გაყიდის ვინმე sad.gif

Posted by: impossiblegirl 22 Mar 2018, 16:55
მე სადღაც 100 გვერდი წამიკითხავს დღეში მაქს, ოღონდ ისე რომ დაწვრილებით მახსოვს დეტალები მერე დ ერთხელ მაგაზე ბავშვობაში ემგობარი მეუბნებოდა ზეპირად სწავლობ წიგნებს თან რო კითხულობო lol.gif

Posted by: fork 22 Mar 2018, 16:56
Poppysmic
QUOTE
თან ყველა ნაწილი მაქვს რათქმა უნდა ნანახი და წიგნზე გული აღარ მიბრუნდება. ასე მგონია ჩემი ფანტაზია ვერ გაწვდება ფილმზე უკეთ 

ეს რა მესმის...
ბევრი მოგიკლია საკუთარი თავისთვის თუ ფილმი გინახავს მხოლოდ... 10 პროცენტიც არაა ფილმები წიგნების.
მაგრამ თან-წასაკითხი გაქვს და შემშურდა.
QUOTE
ქართულად გაქვთ წაკითხული ?
კარგი თარგმანია?

დიახ,მხოლოდ მშობლიურ ენაზე ვკითხულობ,რაც არ უნდა გადასარევი იყოს ორიგინალში.
ნორმალური ნათარგმნია,ცუდი ნამდვლილად არაა...და რუსულს ნამდვილად სჯობს.
QUOTE
ბავშურ ენაზე

1-2-3 ნაწილები უფრო მსუბუქია,მაგრამ დანარჩენები...უფრო და უფრო რომ გითრევს თან.

* * *
QUOTE
იმ დღეს მაინ რიდის 8 ტომეული იყიდებოდა 40 ლარად

ამისი ყველა ნაწარმოები ერთი სერიით გამოცემული ხომ ვერ ვიგდე ხელთ...
და დიუმასი კიდევ.

Posted by: senpai 22 Mar 2018, 17:00
ცუდათაა პოლი შედგენილი, გაცილებით მეტი და შესაფერისი ვარიანტების მოფიქრება შეიძლება.



Posted by: _Pablo_ 22 Mar 2018, 17:00
პირადად მე იმდენ დროს ვახმარ რამდენიც სჭირდება, რომ კარგად გავიაზრო ყველაფერი. ადგილების, გმირების და სცენების აღწერას ზოგჯერ 2-3ჯერაც ვკითხულობ, რომ ფანტაზია კარგად ჩავრთო და მაქსიმალურად ხატოვნად წარმოვიდგინო ყველაფერი, ფილმის კადრებივით ვატრიალებ ხოლმე გონებაში და ზოგჯერ ისე მიტაცებს, შემდეგ გვერდს გაუაზრებლად ვკითხულობ და დაბრუნება მიწევს givi.gif
როდესაც წიგნი მიტაცებს, არ ვჩქარობ, პირიქით ვიზოგავ ხოლმე, რომ რაც შეიძლება დიდ ხანს გავწელო სიამოვნება wink.gif

Posted by: impossiblegirl 22 Mar 2018, 17:03
_Pablo_
QUOTE
ომ კარგად გავიაზრო ყველაფერი. ადგილების, გმირების და სცენების აღწერას ზოგჯერ 2-3ჯერაც ვკითხულობ, რომ ფანტაზია კარგად ჩავრთო და მაქსიმალურად ხატოვნად წარმოვიდგინო ყველაფერი, ფილმის კადრებივით ვატრიალებ ხოლმე გონებაში და ზოგჯერ ისე მიტაცებს, შემდეგ გვერდს გაუაზრებლად ვკითხულობ ხოლმე და დაბრუნება მიწევს

მეც ესე ვარ ზუსტად,

ისე რა მაინტერესებს წიგნს როცა კითხულობ ზუსტად წარმოგიდგება ხოლმე პერსონაჟები და პეიზაჟები, აი ვთქვათ როგორც კინოში? მე მაგალითად პეიზაჟებს ვერ წარმოვიდგენ ხშირად და აღწერებში ზოგადად ბევრი უცხო სიტყვაა ხოლმე დდდ

Posted by: _მანის_ქაშიო? 22 Mar 2018, 17:04
HurricaneKat.
ანდეგრაუნდი არ იცი ქალო რაია ? givi.gif
შვილებმა რაო რატომ არ მიყიდე დედიო არ თქვეს ? mo.gif
იაფია 40 ლარი...
impossiblegirl
დონ კიხოტი წავიკითხე 300გვერდი მთელი დღის განვალობაში,მაგრამ მერე ძაან გამIჭირდა სერიალს დაემსგავსა...
Poppysmic
წიგნი ცოტა განსხვევებული არის უფრო დიდი სამყაროა....
მარტო ისეთი პერსონაჟი რათ ღირს როგორიცა gellert grindelwald
ტომზე ძლიერი იყო ეს პროსტა ქალის ხელი რომ გაერევა lol.gif

Posted by: კაპიტანი 22 Mar 2018, 17:07
QUOTE (_მანის_ქაშიო? @ 22 Mar 2018, 16:12 )
კაპიტანი
რემარკი საერთოდ ერთ წრეზე ტირალებდა.... დიდი მწერალი იყო და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერიალია,მაგრამ ძაან იცოდა ამოჩემები ერთი და იგვე თემის

სამი მეგობარი, დაბრუნება, დასავლეთის ფრონტზე ცვლილებების გარეშეა აი ეს სამი რომ წავიკითხე მერე უკვე ერთი და იგივედ მომეჩვენა დანარჩენები. ძალიან დაგრუზული იყო, ნამეტანიsmile.gif

Posted by: HurricaneKat. 22 Mar 2018, 17:07
fork
QUOTE
ამისი ყველა ნაწარმოები ერთი სერიით გამოცემული ხომ ვერ ვიგდე ხელთ...

საბჭოთა გამოცემა იყო
მაგ პერიოდისას ვაჯობინებ თანამედროვეს



_მანის_ქაშიო?

QUOTE
ანდეგრაუნდი არ იცი ქალო რაია ?

ანდერგრაუნდ წიგნები რომელია ეგ ვერ მივხვდი

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

* * *
_მანის_ქაშიო?

QUOTE
რემარკი საერთოდ ერთ წრეზე ტირალებდა.... დიდი მწერალი იყო და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერიალია

cry.gif
რემარკი მწერალი კი იყო
დიდი არა

Posted by: _Pablo_ 22 Mar 2018, 17:10
impossiblegirl
კი ჩემებურად წარმოვიდგენ ხოლმე, ფერებით და ყველა შემადგენელი კომპონენტით. ზოგჯერ დეტალზეც კი ვიციკლები და ვფიქრობ როგორ დავხატავდი.
სცენებს სხვა და სხვა რაკურსითაც ვატრიალებ გონებაში.
წიგნის კითხვა ჩემთვის ფილმის გადაღებასავით არის, სცენა იდეალურად თუ ვერ დავდგი წარმოსახვაში კითხვას ვერ ვაგრძელებ facepalm.gif

Posted by: ironside 22 Mar 2018, 17:18
_მანის_ქაშიო?
QUOTE
რამდენ დროს ანდომებთ ერთი წიგნის წაკითხვას ?

წიგნის სიდიდეს გააჩნია,
თუ წიგნი დამევასა 200 გვერდს ვკითხულობ დღეში

Posted by: impossiblegirl 22 Mar 2018, 17:19
_Pablo_
QUOTE
ზოგჯერ დეტალზეც კი ვიციკლები და ვფიქრობ როგორ დავხატავდი.

ეგ მეც მახასიათებს, მარა ზუსტად ვერ წარმოვიდგენ რაღაცეებს, აი მაგალითად სახეებს ნათლად წარმოიდგენ? მე შეგრძნებების დონეზე წარმოვიდგენ პერსონაჟებს უფრო ვიდრე ზუსტად გარეგნობით როგორი იქნებოდნენ დ

QUOTE
წიგნის კითხვა ჩემთვის ფილმის გადაღებასავით არის, სცენა იდეალურად თუ ვერ დავდგი წარმოსახვაში კითხვას ვერ ვაგრძელებ  

ჰო ძაან საინტერესოა ვინც კარგად აღიქვამს და დეტალებს კარგად წარმოიდგენს ალბათ იმათ აქვთ წერის ნიჭი, აბა დეტალებს როგორ დაწერს, კარგ მკითველსაც უნდა შეეძლოს ისე აღქმა როგორც დაიწერა წიგნი, მარა ალბათ მაინც ყველა თავისებურად წარმოიდგენს დდ

Posted by: _მანის_ქაშიო? 22 Mar 2018, 17:23
HurricaneKat.
რატომ არ იყო დიდი ? mad.gif ფაშისტებს რომ ებრძოდა ? user.gif მაგის დას თავი მოაჭრეს შენ რომ გევასება იმ ხალხმა user.gif
კაპიტანი
დასავლეთ ფრონტი ფაქტურად ავტობიგრაფულია...
ნუ ორი მსოფლიო ომის მომსწრე იყო და მონაწილეც,ასე ვთქვათ და ამიჩემა ეგ თემაა....
დასავლეთის ფრონი უცვლელი ჩემზე დიდი შტაბეჭდილება მოახდინა...
ბავშვობიდან მიყვარდა ომების თემატიკა და თამშები...მაგ წიგნის წაკითხვის შემდეგ პაციფისტი გავხდი ლამის

Posted by: HurricaneKat. 22 Mar 2018, 17:28
_მანის_ქაშიო?
ყველგან ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებს ნუ მიფრიალებ წინ givi.gif
არ წერდა იმ თემებზე რომელიც ჩემთვისაა საინტერესო
არ მიზიდავს გადამეტებული სენტიმენტები
მიუხედავად იმისა რომ ყველა სენტიმენტალური წიგნი რაც წავიკითხე მომეწონა user.gif

Posted by: _Pablo_ 22 Mar 2018, 17:35
impossiblegirl
QUOTE
მარა ალბათ მაინც ყველა თავისებურად წარმოიდგენს დდ

ადრე ერთ ერთი უცხოელი რედაქტორის რჩევებს ვკითხულობდი და მგონი სტივენ კინგისგანაც მსმენია ეგ, რომელიღაც ინტერვიუში ამბობს.
ნუ გააჯერებთ სცენებს და პერსონაჟებს ზედმეტი აღწერილობით და ტდეტალებით, დაუტოვეთ მკითხველს ფანტაზიისთვის ადგილი, თორემ თქვენი ნაშრომი ოსაბეზრებელი და მონოტონური გახდებაო.

ფილმის გადაღებისას იგივე ხდება, კარისკენ მიმავალმა პერსონაჟმა არ არის აუცილებელი სახელურს მოქაჩოს, ამისთვის კარს მიღმა სცენაზე გადახტომაც საკმარისია, რომ მაყურებელმა გაღების მომენტი თავად ივარაუდოს.
ვერ არის კარგი მაგალითი, მაგრამ იმედია მიგახვედრე რასაც ვგულისხმობ wink.gif

Posted by: nick_el_son 22 Mar 2018, 17:37
QUOTE
წიგნების დედაც,როდესაც თურქული სერიალებია [ 3 ]  [30.00%]

yes.gif

givi.gif




წიგნს გააჩნია..
მოცულობასაც, შინაარსსაც და რა ენითაა დაწერილი იმასაც..

smile.gif

Posted by: impossiblegirl 22 Mar 2018, 17:56
_Pablo_
QUOTE
ადრე ერთ ერთი უცხოელი რედაქტორის რჩევებს ვკითხულობდი და მგონი სტივენ კინგისგანაც მსმენია ეგ, რომელიღაც ინტერვიუში ამბობს.
ნუ გააჯერებთ სცენებს და პერსონაჟებს ზედმეტი აღწერილობით და ტდეტალებით, დაუტოვეთ მკითხველს ფანტაზიისთვის ადგილი, თორემ თქვენი ნაშრომი ოსაბეზრებელი და მონოტონური გახდებაო.

ეს ძირითადად იმ მწერლებს ეხება, რომლებიც ცდილობენ თავიანთი ნამუშევრით დიდი მოგების მიღებას და არ ფიქრობენ იმდენად მის ლიტერატურულ ღირებულებაზე

QUOTE
ფილმის გადაღებისას იგივე ხდება, კარისკენ მიმავალმა პერსონაჟმა არ არის აუცილებელი სახელურს მოქაჩოს, ამისთვის კარს მიღმა სცენაზე გადახტომაც საკმარისია, რომ მაყურებელმა გაღების მომენტი თავად ივარაუდოს.
ვერ არის კარგი მაგალითი, მაგრამ იმედია მიგახვედრე რასაც ვგულისხმობ

რათქმა უნდა გასაგებია

Posted by: _მანის_ქაშიო? 22 Mar 2018, 18:29
HurricaneKat.
პოლიტიკა მე მაინტრესებს და მიზიდავს...
ეტყობა მაგიტომ მახსენდება user.gif

Posted by: Poppysmic 22 Mar 2018, 19:16
fork
_მანის_ქაშიო?
რაზეც კინოა გადაღებული ჯერ ვკითხულობ და მერე ვუყურებ და ვრჩები იმედგაცრუებული sad.gif
ისე მიყვარს პოტერის ყურება სადაც არ უნდა გადიოდეს სულ რო ბოლო მომენტი იყოს იმასაც კი ვიყურებ, ამიტომ მეშინია წიგნის რომ იგივე არ დამემართოს და ფილმი არ მომეწონოს..


რომელი გამომცემლობის თარგმანია კარგი?

მეც ყველაფერს ქართულად ვკითხულობ და რუსი მწერლების ქართულად წაკითხვა რატომ არის მიუღებელი ჩემი წინა თაობებისთვის ძალიან მიკვირს..

Posted by: Spotify 22 Mar 2018, 19:50
QUOTE (fork @ 22 Mar 2018, 15:33 )
წიგნს გააჩნია-სირთულეს,სიუჟეტს...ინტერესსაც.
საათნახევარში წავიკითხე 300 გვერდიანი წიგნი.
4 წიგნი წავიკითხე 14 საათის განმავლობაში,აქედან ორი ხუთას გვერდზე მეტი იყო.

არის წიგნები,რომელთა წაკითხვასაც დღეებს და კვირეებსაც ვანდომებ.
თუმცა იშვიათად.

1 გვერდი 18 წამში
მალადეც

old.gif

Posted by: _მანის_ქაშიო? 22 Mar 2018, 19:51
Poppysmic
ამბობენ რომ არა ცუდიო პოტერის ქართული თარგმანი,მე ინგლისურად მაქვს წაკითხული ამიტომ ზუსტად ვერ გეტყვი...
ისე გირჩევ წაიკიტხო ფილმში ბოლომდე არა ისე გახსნილი პერსონაჟები,როგორც წიგნში

Posted by: John-obi 22 Mar 2018, 20:51
ყველაზე სასაცილო დატოლებაა მგონი, რაც კი ოდესმე შემხვედრია biggrin.gif

ადრე წერდა აქ ერთი, საათში 200 გვერდს ვკითხულობო up.gif

300 გვერდზე მეტი ერთ დღეში მგონი არასდროს წამიკითხავს, 200-გვერდიანი წიგნები დამიმთავრებია რამდენიმე საათში, მარა მერე გული მწყდება ხოლმე რაღაცნაირად, სწრაფად რომ ვრჩები. yes.gif

Posted by: Joiner 22 Mar 2018, 21:06
Poppysmic
მარტო ერთი გამომცემლობისაა, სულაკაურის. უბრალოდ ორჯერაა გამოცემული და ყდები შეცვალეს. საკმაოდ კარგი თარგმანია.
ნახევარპრინცი ჩემი ფავორიტი ნაწილია სერიიდან და ფილმში მაგრად გააფარჩაკეს.

QUOTE
რუსი მწერლების ქართულად წაკითხვა რატომ არის მიუღებელი ჩემი წინა თაობებისთვის ძალიან მიკვირს..

თვითონ რუსულად აქვთ წაკითხული და მაგიტომ.

Posted by: _მანის_ქაშიო? 22 Mar 2018, 22:30
John-obi
სად დაინახეთ დატოლების თემა,ახალგაზრდავ ? spy.gif
გამოცდილებას ვუზიარებთ. დამაინტერესა ის ხალხი ვინც ლიტერატურის ქსელში არიან ჩართული რა სიხშირიდ კითხულობენ წიგნებს და, რამდენ დროს ანდომებენ-მეტი არფერი ისეთი...დატოლების და კუნთების თემა სხვაგანაup.gif

Posted by: dionise12 22 Mar 2018, 23:02
John-obi
გეთანხმები, მეც ეგრე ვარ მალე რომ ვამთავრებ რაღაც დაუკმაყოფილებლობის(არა სექსუალური) გრძნობა მიჩნდება ხოლმე .


ქართულს საათში 45 გვერდამდე ვკითხულობ, ინგლისრუს 2 ჯერ ნელა (უცხო სიტყვების გათვალისწინებით).
საშუალოდ 1 კვირა .

Posted by: SUBADARI 23 Mar 2018, 11:02
წიგნს გააჩნია, გააჩნია მცალია თუ არა. ზოგადად რადგან დაკავებული ვარ ათასი საზრუნავით ბოლოს დროში მეწერება თორე იყო დრო ღამეს ვათენებდი და ერთ დღეში ვკითხულობდი smile.gif

Posted by: PlayB3ck 25 Mar 2018, 19:45
გამარჯობა მეგობრებო,, გადავიკითხე აქ რაც იყო დაწერილი და დამაინტერესა იქნებ ამიხსნათ რა მეთოდით კითხულობთ ,, ანუ ხომ არის სხვადასხვა მეთოდი და მინდა რომ ავასწრაფო სიჩქარე თუმცა იმდეანდ არა რომ აღქმა და გააზრება ვერ მოვახერხო თუნდაც წუთში 250-300 სიტყვამდე რომ ავიდე
თუ არ შეწუხდებით დაწერეთ და განმარტეთ მადლობა.

Posted by: execution 25 Mar 2018, 20:00
ან ერთიანად ვკითხულობ ან საერთოდ არ ვკითხულობ

ხოდა მიჭირს ამის გამო საკმარისი დროის გამოძებნა


Posted by: erer 26 Mar 2018, 09:38
QUOTE
ჰარი პოტერის შვიდივე წიგნი ერთ დღეში წავიკითხე,ანუ 24 საათში.
იმიტომ რომ მსუბუქად და იოლად იკითხება.


რაც გინდა მსუბუქი და იოლი იყოს მაინც ზღაპარს ყვები ეხლა.
3000 გვერდზე მეტია შვიდივე. კაი რაა
3100-ზე მეტი. ვნახე ახლა, არ დამეზარა
სულ რო მოსაფსმელადაც არ ადგეს კაცი არცერთი წუთით 24 საათში მაინც ვერ წაიკითხავს მაგდენს ვერანაირი ადამიანი

Posted by: dionise12 26 Mar 2018, 10:53
QUOTE (erer @ 26 Mar 2018, 09:38 )
QUOTE
ჰარი პოტერის შვიდივე წიგნი ერთ დღეში წავიკითხე,ანუ 24 საათში.
იმიტომ რომ მსუბუქად და იოლად იკითხება.


რაც გინდა მსუბუქი და იოლი იყოს მაინც ზღაპარს ყვები ეხლა.
3000 გვერდზე მეტია შვიდივე. კაი რაა
3100-ზე მეტი. ვნახე ახლა, არ დამეზარა
სულ რო მოსაფსმელადაც არ ადგეს კაცი არცერთი წუთით 24 საათში მაინც ვერ წაიკითხავს მაგდენს ვერანაირი ადამიანი

lol.gif lol.gif , მეთევზის და მონადირის ზღაპრების პონტია, 3000/24=125,
ანუ საათში 125 გვერდი, წუთში 2 გვერდზე მეტი,
ეგეც რობოტი თუ ხარ და ერთნაირი სიჩქარით კითხულობ, ჭამა/სმა/მოფსმის გარეშე

Posted by: fork 26 Mar 2018, 12:47
გამოვთვალე-უცნობი ტექსტი ავიღე,დიალოგებისა და აბზაცების გარეშე და საკმაოდ რთული და და უცხო.გრძელი სიტყვებით დატვირთული...
და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე,ისე რომ შინაარსის არსი არ დამეკარგა ერთ გვერდზე მეტი წავიკითხე წუთში...
256 სიტყვა იყო სულ,თუ არ ჩავთვლით და ან თანდებულ კავშირებს,ასეთი კი ყოველ წინადადებაში იყო ერთი მაინც.

რაც შეეხება ტუალეტში გასვლას,ან საჭმლის ჭამას-ვთქვი რომ ამ დროს არ ვკითხულობდი? biggrin.gif

* * *
QUOTE
ანუ საათში 125 გვერდი, წუთში 2 გვერდზე მეტი,

საათნახევარში წავიკითხე 250+ გვერდიანი წიგნი...

წერაში და ხატვაში ვარ ზანტი,თორე კითხვა იცოცხლე...


Posted by: erer 26 Mar 2018, 14:58
fork
ეგ რაც გამოთვალე ხო ცალკე რეკორდია, მაგრამ შენი პოსტის მიხედვით პოტერს მაგაზე ორნახევარჯერ სწრაფად კითხულობდი.
ნეტში ყველანაირი ინფოა პოტერზე და მთლიანად რომანი ყველა ტომი ერთად არის 1.100.000-მდე სიტყვა (ერთი მილიონ ასი ათასი) მარტივი მათემატიკით გამოდის რომ ეგ თუ 24 საათში წაიკითხე ე.ი. წამში კითხულობდი 12-13 სიტყვას. მე წამში 13 სიტყვის უბრალოდ წაუკითხავად თვალის გაყოლებასაც ვერ მოვასწრებ და შენ კითხულობდი წამში 13 სიტყვას 24 საათი არცერთწამიანი შესვენების გარეშე. ფაქტიურად სინათლის სიჩქარით კითხულობ. შენ ყოფილხარ ვუნდერკინდი

Posted by: dionise12 26 Mar 2018, 15:05
erer

ალბათ ხაზზე მხოლოდ 1 სიტყვას კითხულობს
lol.gif lol.gif lol.gif ,

48 საათიც არაა რეალური, შეიძლება 5-10 გვერდი ძალაინ სწრაფად წაიკითხო, უფრო მეტზე, იმ შემთხვევაში თუ პერსნაჟებს/სახელებს იმახსოვრებ ანუ შინაარს თუ გებულობ და აანალიზებ წაკითხულს გონებაც დაიღლება და თვალიც , + კითხის დაწყებიდან და 2-3 საათის შემდეგ იგივე სიჩქარით ვერ წაიკითხავ

Posted by: PlayB3ck 26 Mar 2018, 15:06
არავინ არ მომაქცევს ყურადღებას? ))

Posted by: dionise12 26 Mar 2018, 15:08
PlayB3ck
რავცი აბა , ასეთი პარადოქსია , სწრაფად რომ იკითხო სწრაფად უნდა იკითხო biggrin.gif biggrin.gif ,

Posted by: fork 26 Mar 2018, 15:25
erer
dionise12
გადაბმული ხომ არაა ყველა ნაწარმოები,უაბზაცოდ,ადგილის გამოუტოვებლად და რამე?
დიალოგებიც ხომ შეიძლება იმდენად ლაკონური იყოს რომ ხაზზე-ერთი-ორი სიტყვა ეწეროს?
ამ ფორმულით შეიძლება ისეთი გვერდები შეგხვდეს,მაქსიმუმ 40-50 სიტყვა ეწეროს,ან ნაკლები.
ახალი თავები ძირითადად ახალი გვერდიდან იწყება წიგნებში,მიუხედავად იმისა წინა გვერდი მთლიანად სავსეა თუ ორიოდ ხაზია შევსილი.
PlayB3ck
მთავარია აზრი გამოგქონდეს წაკითხულიდან,სისწრაფე ნაკლებადაა მნიშვნელოვანი.
თუ მაინცდამაინც მოსწრება გინდა რაიმესი და დროში ვერ ეტევი,ეგ სხვა საქმეა.
კითხვისას თვალი სამჯერ სწრაფია მეტყველებაზე,ანუ გადმოცემას გაცილებით ნელა ახდენ წაკითხულისას.
თუ ხმამაღალი კითხვა არ გიყვარს,იმაზე სწრაფად ვერ წაიკითხავ გაუაზრებლად,როგორც ახლა კითხულობ.

Posted by: dionise12 26 Mar 2018, 15:37
fork
რაც არ უნდა გასამართლებელი არგუმენტები მოიყვანო , თუ იაზრებ ტექსტს და ისე კითუხულობ აბსურდულია შენი რიცხვები, მაქისმუმ 50 თავი იყო წიგნში ისიც თუ დიდა, და მაქსიმუმ 50 გვერდი იყოს მსგავსი დიალოგებით მოკლე ხაზები,( ვგულისხმობ წიგნს(600 + გვერდს) თუ რა თქმა უნდა შექსპირს არ კთხულობ, მე 40-45 გევრდამდე ვკითუხლობ ქართუალად გააზრებით , რომელიც ბევრთან შედარებით სწრაფია შენი 125 + გამოდის 3X ,
სტატიასავით თუ თვალის გადავლებით კითხულობ მხოლოდ ეგ სხვა ამბავია

Posted by: erer 26 Mar 2018, 15:48
QUOTE (PlayB3ck @ 26 Mar 2018, 15:06 )
არავინ არ მომაქცევს ყურადღებას? ))

მეცნიერების აზრი იყოფა. ზოგი ამბობს, როგორც კითხულობ ისე უნდა იკითხო მთელი ცხოვრებაო, ზოგი ამბობს, შესაძლებელია ისწავლო კითხის სისწრაფის მომატებაო.
შენ რასაც ამბობ წუთში 300 სიტყვა ( ანუ წამში 5 სიტყვა) ითვლება უკვე ძალიან სწრაფ კითხვად ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანისთვის და მაგაზე ჩქარა კიდე ვინც კითხულობს იმას თანდაყოლილი ზებუნებრივი ნიჭი აქვს. ანუ კითხვა რასაც ქვია მასე მაგ სიჩქარით (300 + სიტყვა წუთში) ვერავინ კითხულობს. ასოებს არ უყურებენ, მთლიან სიტყვას აღიქვამენ ერთიანად და მომდევნო სიტყვას ლოგიკურად ხვდებიან და თვალით ახტებიან. მაგრამ შინაარსის აღქმას რამდენად ასწრებს გონება ეგ კიდე ცალკე საკითხია. მართლა ზებუნებრივი ნიჭი უნდა ქონდეს ადამიანს.
წუთში 300 სიტყვამდე კითხვის სწავლა შეიძლებაო და რავი აბა, დაგუგლე, ათასი მეთოდი წერია.
ისე მე პირადად არსად არ მეჩქარება. როცა მინდა და რამდენსაც მინდა ისე ვკითხულობ.

Posted by: fork 26 Mar 2018, 15:54
dionise12
გაუაზრებლად არასოდეს წამიკითხავს წიგნი.
წამში 4 სიტყვას ვკითხულობ,სრულიად გააზრებულად.
არ ვთვლი არტიკლებს,შორისდებულებს...


Posted by: PlayB3ck 26 Mar 2018, 16:03

fork რაღაც მცირე ინფორმაცია წავიკითხე სხვადასხვა კითხვის მეთოდებზე ,ფანქრის გაყოლება,პერიფერიული ხედვა,მთლიანი აბზაცის წაკითხვა,მთლიანი გვერდის სკანირება და ასე შემდგომ ანუ დაყოფილია უბრალოდ მე როგორც სისწრაფე ისე აღქმა მინდა გავაძლიერო საათში 20 -25 გვერდს ვკითხულობ და ძალიან ცოტად მიმაჩნია რადგანაც დიდი წიგნები საკამოდ მეწელება ამიტომ ვფიქრობ ეს ტექნიკა დასამუღამებელი მაქ.. ხმამაღლა არც ვკითხულობ არც ჩუმად ვჩურჩულებ კითხვის დროს თუმცა რაც მთავარი პრობლემაა ჩემი აზრით სწრაფ კითხვაში ეს არის გონებაში სიტყვების გამეორება. ხოლო აღქმის საკითხი როგორც თქვი ეს მეორე ამბავია და დამახსოვრებაკიდე სხვაა.


erer ვფიქრობ რომ დიდი არაფერი არ არის 300 სიტყვა წუთში თუკი ორი სამი თვე იმეცადინებ სპეციფიკური სავარჯიშოებით კითხვით იქნება ეს დამახსოვრებით თუ სხვადასვა სახის ვარჯიშებით, 4700 აქვს გინესის რეკორდებში :დ წაკითხული ნუ მე იქამდე ვერც მივალ ალბათ მაგრამ ასე 500 რო წავიკითხო 1-2 წელში უკვე კარგი გამოვა რათქმაუნდა თავისი გააზრებით ისე როგორც ახლა ვიაზრებ იმ ტექსტს რასაც ვკითხულობ, დღევანდელი ჩემი შედეგი წუთში სადღაც 120-150 თია დიდი არაფერია თუმცა თავისი გაჩერებებით ყოველი სიტყვაზე ანუ გულში გამეორებებით საგრძნობლად მაფერხებს, ნუ ხო დროის ამბავიცაა მაგრამ მე მინდა ბევრი ინფორმაცია შევიძინო მოკლე დროში,, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია მივიღო ინფორმაცია და გამოვიყენო შემდგომში ვიდრე ვთქვათ კითხვისგან სიამოვნება მივიღო.

Posted by: baraqa 26 Mar 2018, 16:21
QUOTE (_მანის_ქაშიო? @ 22 Mar 2018, 15:08 )
გამარჯობათ. მოკლედ,ასეთი კითხვა გამიჩნდა, რომელიც ძალიან მაინტერესებს... დაახლოვებით რამდენ საათი გჭირდებათ
ერთი წიგნის წასაკითხად, მაგალითად: 300 გვერდიანი წიგნის ,თუ კარგად იკითხება, რათქმა უნდა, ანუ წაიღო უხეშად რომ ვთქვათ?

ასევე დავამატებდი, 1 კვირის განავალობაში რამდენ წიგნს კითხულობთ ? მე ძაან შევჯექი უკვე, 3 წიგნს მაინც ვკითხულობ და ძალიან
ჩქარა, სიამოვნებას ვერ ვიღებ, ზოგჯერ ისე სწრაფად ვკითხულობ.



დაახLOVEბით




Posted by: ValenTine_Kelly 27 Mar 2018, 18:43
გააჩნია, როგორი საკითხავია. თან დროის ამბავიცაა, ხანდახან, კვირაში 10 გვერდის წაკითხვას თუ ვახერხებ.


ყველაზე დიდი რაც სწრაფად წამიკითხავს, დაახლოებით 900 გვერდამდე, ჰარი პოტერის მეხუთე ტომია. biggrin.gif

მახსოვს, რომ გამოვიდა, დაახლოებით 4-ზე მოვიტანე სახლში და მაშინვე კითხვა დავიწყე. დილის 7 საათზე მოვრჩი. biggrin.gif

ადრე უფრო ვახერხებდი ბევრის კითხვას. კვირაში 7-8 წიგნს, ხანდახან მეტსაც, თავისუფლად ვკითხულობდი. დღეში 300-600 გვერდიანი დამიმთავრებია უპრობლემოდ. ახლა ნაკლებად.

ვისაც დრო გაქვთ და პასუხისმგებლობა არ მოგმატებიათ, გამოიყენეთ ეგ თავისუფალი დრო.

Posted by: masud_AB 2 Apr 2018, 08:05
QUOTE
რამდენ დროს ანდომებთ ერთი წიგნის წაკითხვას ?



ძალიან სწრაფად ვკითხულობ, ბავშვობიდან ეგრე ვარ.


არ მომწონს ეს. ცოტა ხანი გრძელდება-ხოლმე ბედნიერება.

Posted by: Snowflake123 6 Apr 2018, 20:09
რა ცუდი პოლია. წიგნი რაც არ უნდა მომეწონოს ერთ დღეში ვერ წვიკითხავ ვიღლები ბოლობოლო კითხვისგან.

რავი 1 ორი კვირა ალბათ გააჩნია წიგნს
თუ ძაან მომეწონა რამდენიმე დღე

Posted by: Remember me 8 Apr 2018, 16:50
QUOTE
840 წუთში წაიკითხე 1500 გვერდი,
ანუ 30 წამში კითხულობდი ერთ გვერდს 14 საათის განმავლობაში ისე, რომ შესვენებაც არ გაგიკეთებია.

ან ჰოვარდ ბერგი ხარ ან...

ან ერთ გვერდზე ერთი წინადადება ეწერა smile.gif))))

Posted by: jpeg.gif 11 Apr 2018, 00:36
მოცულობის, ინტერესის და თავისუფალი დროის მიხედვით 3 დღიდან ერთ თვემდე.

300 გვერდიან წიგნს, თუ ჩამითრია, სამ დღეში წავიკითხავ, ისე ერთ კვირაში.

Posted by: hopla123 12 Apr 2018, 11:15
რათქმაუნდა წიგნზეა დამოკიდებული. ისე კი საშუალოდ 5-6 დღე

Posted by: AMAZONKAA 23 Apr 2018, 12:36
ერთ დღეღამეში წამიკითხავს დ


*************

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)