აქ ალბათ ის ბრძოლები უნდა იყოს განხილული რომლებმაც სამხედრო ტაქტიკის ისტორიაში დიდი ცვლილებები შეიტანა.
1)ტროას აღება დივერსიული რაზმით.
2) სპარტელების განადგურება ეპამინონდის ირიბი ფალანგით (მანამდე არავის მოსვლია თავში აზრად რომ ფრონტის ხაზზე ძალები არათანაბრად გაენაწილებინა)
3)თერმოპილე. 300 სპარტელი.
3)სალამინის ბრძოლა ბერძნებისა და სპარსელების ფლოტს შორის. (ტრირემა)
4)გავგამელა. მაკედონელი და დარიოსი.
5)მარიუსის მიერ გერმანული ტომების განადგურება (რომაული ლეგიონის როგორც საბრძოლო ტაქტიკური ერთეულის ოქროს ხანა)
5)კანა. რომალების განადგურება ჰანიბალის მიერ.
6)ალეზია. კეისრის მიერ ვერცინგეტორიქსის დატყვევება. (ეს საალყო ბრძოლის ნიმუშია)
7)კინოსქეფალი. მაკედონური ფალანგის განადგურება რომაელების მიერ.
8) ადრიანოპოლი. გუთების მიერ რომაელების სრული განადგურება.
9) ჰუნები ატილას სარდლობით და რომაული ლეგიონის ეპოქის დასასრული.
აქ ანტიკური საბრძოლო ხელოვნება მთავრდება.
რაც შეეხება ქართველებს ნებისმიერი ბრძოლა გარნისის და მარაბდის გარდა საბრძოლო ხელოვნების ნიმუშია. დავით IV იყო ქართული პროფესიონალური სამხედრო სკოლის ფუძემდებელი. პროფესიონალური იმიტომ რომ მხოლოდ მის დროს მიექცა დიდი ყურადღება დაზვერვა-დივერსიას, მოწინააღმდეგის დეზინფორმაციას, დიციპლინას და არმიის მომზადებას რიგითი ჯარისკაცის დონეზე.
ამის მაგალითები დავითის ეპოქაში უამრავია:
1) დასავლეთ საქართველოდან ერთ ღამეში 2 მეტრაზე დათოვლილი ლიხის უღელტეხილი გადმოიარა 1500 კაცით (ნეტავ დღევანდელი ტექნიკით თუ არის ეს შესაძლებელი?) და გამთენიისას სომხეთის საზღვარზე 100 000 -იანი თურქების არმია გაანადგურა !!! ღამით დაესხა თავს და იმ სირებს ეგონათ ბევრნი არიანო და გაიქცნენ
2) 200 კაციანი დივერსიული რაზმით განჯას აღება !!! განჯის კარების ნახევარი ეხლაც კიდია ქუთაისში.
3) უსისხლოდ (დივერსიით) სამშვილდე , ბირთვისი .
4) ერწუხი, სადაც ბრძოლის მერე ხმალი ისე იყო გაღუნული ქარქაშში ვერ ჩააგო .
და ბოლოს დიდგორი, ამაზე საერთოდ შეიძლება ცალკე თემა გაიხსნას. ხუმრობა ხომ არ არის მთელი მუსულმანური სამყარო იყო მაშინ ჩვენს წინააღმდეგ.