#58314732 · 1 Sep 2021, 11:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Skvanchi სასროლეთი საუკეთესო ვარიანტია, თუ გიხერხდებათ.
თუ არა და მეწყვილე გჭირდებათ. ყიდულობთ სასროლ თეფშებს (ცალი 30-35 თეთრი), თეფშების ხელით სასროლს (30-40 ლარი) და 7 ნომერ (28-32 გრამი) საფანტიან ვაზნებს. გადიხართ სადმე, სადაც არავის შეუშლით ხელს და იჯერებთ გულს სროლით.
P.S. უმჯობესია მაღალი ბალახი იყოს, სადაც თეფში დავარდება. თავისან ბევრს ააცდენთ და ხელმეორედ გაისვრით. მიწაზე ან დაბალ ბალახზე დაცემისას იმსხვრევა.
|