მე გირჩევ პროგრამირება ისწავლო. ეხლა რაც შეეხება პროგრამირების ენებს: რა არის ხადავოი და რა არა მაგას არა აქვს მნიშვნელობა მთავარია შენ მოგწონდეს ის ენა რომლის სწავლასაც აპირებ, "ვებ-იო და მობაილ პროგრამირებაო " მოკლედ დაგიწერ რა მიმარტულებებია რომ წარმოდგენა შეგიქმნა
web პროგრამირებაში ორი მიმართულებაა Front-end და Back-end:
Front-end: HTML5, CSS3 (css preprocesors:Sass(SCSS),LESS,), Javascr1pt (Frameworks:jQuery,AngularJS,React.JS და ა.შ).
Back-End:PHP, Javascr1pt(Node.js), Python(Django), Pearl, C#(ASP.NET), JAVA და ა.შ; (Enterprise პროექტებში ძირითადად გამოიყენებენ JAVA-ს და C#);
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Mobile Development:
Android: Java(Kotlin);
OS: Swift, Objective-C(მოძველებულია); <- თუ Apple-ს კომპიუტერი არ გაქ დაივიწყე ეს მიმართულება
Windows Mobile: C#;
ასევე სხვა ენებზეც იწერება მაგრამ მე ამ ენებს გირჩევ თუ ამ მიმართულებით აპირებ ცოდნის მიღებას;
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Game Development: C++, თუ web ან Mobile თამაშების წერას აპირებ C#(Unity), Javascr1pt(Unity,HTML(Canvas) ან Java(Framework: JavaFX);
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
თუ დრაივერების წერას აპირებ C ისწავლე;
ეხლა itstep academy-ის რა შეეხება მე არ გირჩევ მანდ მისვლას(ჩემი გამოცდილებიდან გეუბნები) ,არაფერს არ გასწავლიან და არც geolab არ არის ნორმალური მოკლედ რომ გიტხრა მსგავსი კურსები არაფერს არ გასწავლის , რეპეტიტორებს და მსგავს მატყუარებს არ ენდო აქაც ბევრი წერს შევასწავლი ამას შევასწავლი იმას და რეალურად თვითონ არ იციან არაფერი (ჩემი გამოცდილებიდან გეუბნები) ლოგიკურად იმსჯელე ადამიანი რომელიც პროფესიონალია რატომ აიტკიებს თავს რეპეტიტორობით როცა შეუძლია წავიდეს და მინიმუმ 3000 ლარიან სამსახურში იმუშაოს თავისი სამედიცინო დაზღვევით თავისი ანაზგაურებადი შვებულებით და ზოგ შემთხვევაში თავისი უფასო კვებით
მაშინ მკითხავ სად ვისწალოო? ან როგორ ვისწავლოო?
1. ეტაპი: გადახედე ვაკანსიების საიტებს HR.GE , Jobs.ge და ა.შ... მოიძიე ვაკანსიები და შემდეგ მოახდინე ანალიზი იმის თუ რომელი მიმართულებით არის ყველაზე დიდი მოთხოვნა და რა ტექნოლოგიების ცოდნას ითხოვენ.(ხშირ შემთხვევაში ვაკანსიებს ისეთი ადამიანები წერენ რომლებიც ტექნოლოგიების გარტყმაში არ არიან, ამიტომ შეიძლება ისეთი ვაკანსიები შეგხვდეს სადაც ყველაფრის ცოდნას ითხოვენ
მაგალითად: ისეთი სადაც წერენ რომ back-end ჭირდებათ რომელმაც უნდა იცოდეს ჯავაც, c#-იც,php-ც და კიდევ ჯავასკრიპტი თავისი N რაოდენობის ფრეიმვორკებით <-
ან Java EE პროგრამისტი ჭირდებათ რომელმაც ამავდროულად Android და OS მობაილ დეველოპმენტიც უნდა იცოდეს
)
2. ეტაპი: შედი ისეთ საიტებზე როგორიც stackoverflow,habrahabდა სხვა და სხვა ფორუმებზე წაიკითხე იმ მიმათულებით რა ტექნოლოგიებია სასწავლი რა რის მერე ისწავლო ასევე გაიგებ ინფორმაციას იმის შესახებ რომელი ტექნოლოგიებია მოძველებული და რომელია აქტუალური...
3. ეტაპი: შეიმუშავე სასწავლო გეგმა რა ტექნოლოგიებს ისწავლი რამდენ ხანში და როგორი თანმიმდევრობით ,ასევე ის თუ რამდენ დროს დაუთმობ კვირაში სწავლას (მოკლედ ეს ყველაფერი შენთვითონ უნდა მოიფუქრო და დაწერო ფურცელზე).
4. ეტაპი: აიღე ოფიციალური დოკუმენტაციები(ინგლისური იცი რაც მთავარია თუ რამეს ვერ გაიგებ google translate დაიხმარე) და youtube-ზე უყურე ვიდეოებს რასაც ვერ გაიგებ, პრაქტიკას რაც შეეხება თავიდან მოიძიე ფორუმებზე დავალებები და შემდეგ უკვე რაღაც დონეზე რომ მიხვალ და დაგიგროვდება ცოდნა და გამოცდილება თვით განათლებაში, შენთვითონ მოიფიქრებ დავალებებს.
მაინც და მაინც სასწავლებელი თუ გინდა აგერ ვიზა ლიბერალიზაცია წადი ევროპაში და ისწავლე ;
* * *