აბა აითიშნიკებო მოდით აქ დავპოსტოთ უცნაური შემთხვევეი რომლებიც დაგმართვიათ თქვენ ან თქვენს მეგობარს, თანამშრომელს ან უბრალოდ გაგიგიათ, ოღOნდ ბოლომდე ნუ მოყვებით და ამ უცნაური შემთხვევის მიზეზების გამოცნობას შევეცადოთ ჩვენით
მე დავიწყებ
ამას მომიყვა ჩემი ძველი თანამშრომელი, წარმოშობით პორტუგალიელი მარა ცხოვრობს ამერიკაში.
ესეიგი ერთერთ ინტერნეტ პროვაიდერში რეკავს აბონენტი, ეს ხდება ქალაქ ვესტპორტში და ეუბნება ოპერატორს, იცით უნიტაზში წყალს რომ ჩამოვუშვებ ინტერნეტი მეთიშებაო
საქართველო რო ყოფილიყო გასაგებია რასაც მიიღებდა პასუხად, მარა ამერიკაში არ მოსულა და ეს შემთხვევა გადასცეს საფორთის განყოფილებას, რომლის უფროსიც მაგ დროისთვის იყო სწორედ ეს ჩემი ყოფილი თანამშრომელი, ბევრი იცინეს თუ ცოტა იცინეს გადაწყვიტეს გამოძახებაზე გასულიყვნენ და ამ აბონენტისათვის ადგილზე ეჩვენებინათ რო უნიტაზში წყლის ჩარეცხვა ინტერნეტს ვერ გათიშავდა და ასევე გაეკეთებინათ მსუბუქი მინიშნება მის გონებრივ შესაძლებლობებზე
მოკლედ ხელების ფშვნეტითა და სახეზე სარკაზმული ღიმილით მიადგნენ ამ აბონენტს და სთხოვეს მისი მონაყოლის დემონსტრირება გაეკეთებინა, აბონენტმაც არ დააყოვნა, გაუშვა კომპიუტერზე პინგი და გაცუნცულდა ტუალეტში წყლის ჩამოსაშვებად. როგორც რუი ამბობს, საკუთარ თვალებს არ დაუჯერა როცა პინგი დაიკარგა და დაახლოებით 5 წუთი არ იყო, რა არ ვიფიქრეო, ვერ ვიჯერებდიო, წავედი და ჩემი ხელით შევამოწმე რამდენჯერმეო, დავდექი ფაქტის წინაშე, უნიტაზში წყალს ჩავრეცხავ და ინტერნეტი არ მაქო.
მოკლედ დაახლოებით ნახევარ საათში მიზეზს მიაგნო, მარა მე არ დავწერ რა იყო, ეცადეთ თქვენ გამოიცნოთ
თუმცა ჩემი აზრით ამის გამოცნობა ძაან გაგიჭირდებათ იმიტო რო ვერ წარმოიდგენთ
მარა მაინც, ვიხალისოთ
მოდერ, იმედია წესებს არ ვარღვევ