#56402894 · 10 Jun 2020, 00:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Ar-Pharazôn
QUOTE | შექმნა რუსმა 1950-1990 წლებში ისეთი პირობები, სადაც ქართველს (ან კავკასიელს) მასიურად ქონდა იმის სტიმული რომ მეტი ესწავლა, აემაღლებინა კომუნალური კულტურა და ა.შ. როგორც მაგალითად პრიბალტიკელები არიან? არა - დოტაციებით გვაცხოვრებდა, მეტს ვჭამდით, ვიდრე ვაწარმოებდით, როგორც ეხლა ჩეჩნეთს ქრთამავს. |
საბჭოთა კავშირის დროს როგორ შეიძლება რაიმე სერიოზულ სტიმულზე ისაუბრო რომელიმე ერში? საბაზრო ეკონომიკის და კერძო სტიმულის არარსებობის პირობებში რომელ ერს ქონდა სუპერ სტიმული განვითარების? QUOTE | რუსეთი, როგორც სახელმწიფო და ტიტულარული ერი რუსეთისა, არაფერს აკეთებს რომ 'პარაზიტი კავკასიელების' განვითარებისთვის უკეთესი პირობები შეიქმნას. |
რუსეთის შედარება აშშ-სთან რა მოსატანია საერთოდ? ერთი აზიური ტიპის დიქტატურაა, თიხის ფეხებზე მდგარი გოლიათი, რომელსაც არჩევნების გზით ხელისუფლება ვერ შეუცვლია დღემდე. რუსეთზე თავისუფალი და ბევრად წინ წასული ქვეყანა ვართ ბევრი კრიტერიუმით და მაგათი ბიდლო რას ფიქრობს ჩვენზე მეათასე ხარისხოვანია.
ყველა ნაწერზე ვერ გიპასუხებ, უბრალოდ ძაან ბინძურ თამაშს თამაშობენ დემოკრატები პოლიტიკური ქულების დასაწერად. იმისათვის, რომ არჩევნებზე უმცირესობების ხმები დაიბევონ და კონკურენტუნარიანებად დარჩნენ, მუდმივად ჭირდებათ სხვადასხვა ჯგუფების ვიქტიმიზაცია. არავისთვის არ არის ეგ კარგი. გაუგებარია რაში უნდა გამოგადგეს მსხვერპლის მენტალიტეტით ცხოვრება? ერთი მხრივ კომფორტულია. პასუხისმგებლობის არიდების საშუალებაა, როდესაც საკუთარი წარუმატებლობა გარე ფაქტორებს შეგიძლია დააბრალო. მეორე მხრივ რას მიაღწევ მაგით? ჩემი თაობა 35 წლის ასაკში მოესწრო საბჭოთა კავშირის დაშლას თავისი მძიმე ეკონომიკური ეფექტებით, რუსეთის მიერ ინსპირირებულ 2 კონფლიქტს, სამოქალაქო ომს, უშუქობას და ტოტალურ კრიმინალს, რევოლუციას, რუსეთის ღია აგრესიას, მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს და ეხლა ვირუსს. ანუ, ახალგაზრდა ასაკში ყველაფერი ღლეობა მაქ ნანახი და მსხვერპლად თავის ჩათვლა აზრადაც არ მომსხვლია, ხოდა ამ დალოცვილებს რა გაუჭირდათ ეგეთი ამხელა შესაძლებლობების ქვეყანაში? საკUთარ თავში რომ ეძებონ პრობლემა ვერა? ურჩევნიათ გაბრაზებულ ლუზერებად დარჩნენ მუდმივად? რაც არ უნდა ახალი სისულელეები, ნეომარქსისტული ტერმინები (მიკროაგრეისა, მენსპლეინინგი და კიდე ათასი სისულელე ,,მახათისებრთა ოჯახიდან") და უტოპიური მიზნები დასახონ რადიკალმა მემარცხენეებმა, ეკონომიკურ განვითარებაზე და ახალ სამUშაო ადგილებზე უკეთესი წამალი არ მოუგონია ჯერ არავის ნებისმიერი უთანასწორობის (მათ შორის რასობრივი) აღმოფხვრის მიზნით.
|