შედარებით ახალი მიმართულებაა ასტროლოგიაში ე.წ. სივრცის ასტროლოგია. მარტივად რომ ვთქვათ ესაა ზოდიაქალური სისტემის პროერქცია პლანეტაზე, ქალაქზე, კონკრეტულ გეოგრაფიულ წერტილზე.
პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით სეფარიელმა გადადგა და შემოგვთავაზა ზოდიაქალური სისტემის პროექცია დედამიწის ზედაპირზე. პრინციპი შემდეგია - ვეძის 0° არის გრინვიჩის მერიდიანი, მისგან მარჯვნივ (აღმოსავლეთით) გადავთვალოთ 30° და იქნება კუროს 0°, შემდეგ ტყუპები და ა.შ. ნახატზე ეს პროექციები მოცემულია წითელი ხაზებით და ეს არის კონკრეტული გეოგრაფიული მდებარეობის, კონკრეტული ადგილის MC.
ყვითელი ხაზებით კი მოცემულია ASC-ის პროექცია, რომელიც გამომდინარეობს MC-ს მდებარეობიდან.
რა გამოყენება აქვს ამ პროექციას?
პირველ რიგში მუნდანურ ასტროლოგიაში შესაძლებელი ხდება კონკრეტული ლოკაციისთვის MC-ს და ASC-ის განსაზღვრა და შემდეგ ამ წერტილებზე პლანეტების ტრანზიტების მიხედვით პროგნოზირება. ქვემოთ დავდებთ თბილისი გეოდეზიურ პროექციას, ვნახავთ სადა აქვს მას MC-ს და ASC.
ნატალურ ასტროლოგიაში კი ეს მეთოდიკა ასე გამოიყენება - დგინდება რეზონანსული წერტილები, ანუ, თუ ჩემი ნატალური რუქის რომელიმე წერტილი , განსაკუთრებით MC და ASC, მზე და მთვარე, ასცედენტის მმართველი და სხვა - შეხებაში მოდის რომელიმე ლოკაციის MC და ASC-სთან, ესე იგი ამ ადგილმდებარეობასთან გვექნება რაღაც რეზონანსი, მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძლება მივიღოთ ამ ადგილზე ან ლოკაციიდან ჩამოსულმა ხალხმა შეიძლება ითამაშონ მნიშვნელოვანი როლი ჩვენს ცხოვრებაში.
ახლა ვნახოთ რა პროექციებში ხვდება ჩვენი თბილისი, ესა MC კურო და ASC ლომი, უფრო ზუსტად კი
ASC - 18° 06` ლომი (პლაციდუსის სახლების სისტემაში)
MC - 14° 50` კურო.
აი ასე:
აი ამ წერტილებზე თუ ვინმეს მოგიხვდათ პირადი რუქის წერტილების, ან ძლიერ ასპექტებში ამ წერტილებთან, ეს ნიშნავს რომ თბილისთან ძლიერ რეზონანსში ხართ.
ხო, აქაც გასათვალისწინებელია განსხვავება სიდერიულ (ინდური) და ტროპიკულ ზოდიაქებს შორის. მე სიდერიულში გადავამოწმე ჩემი და ბევრი ვერაფერო რეზონანსში ვარ თბილისთან.
სამაგიეროდ მადრიდში ბრწყინვალე პერსპექტივები მაქვს