აი ძაან არასწორად მსჯელობ და ვეცდები მარტივად აგიხსნა.
1 - რომ შენ როდესაც დებ ხელშეკრულებას არ აქვს მნიშვნელობა ზეპირად თუ წერილობით, შებოჭილი ხარ ამ ხელშეკრულებით. კონკრეტულად ქირავნობის ხელშეკრულების ფარგლებში დამქირავებელი არის ბინის პირდაპირი მფლობელი. მას უფლება აქვს დაიცვას საკუთარი მფლობელობა ამ ნივთზე მათ შორის მესაკუთრისგანაც. ანუ გამოდის, რომ ის, რაც შენი საკუთრებაა, ხელშეკრულებით შენ თავად იზღუდავ ამ საკუთრებაზე არსებულ გარკვეულ უფლებებს. მეტსაც გეტყვი, დაუკითხავად თუ რაიმე სასწაული მიზეზი არ გაქვს, ბინაში შესვლის უფლებაც კი არ გაქვს.
2 - როდესაც შენ შედგიხარ მის საცხოვრებელში და თვითნებურად ეხები მის ნივთებს, ამ დროს ხელყოფ მის მთელ რიგ კონსტიტუციურ უფლებებს იქნება ეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა თუ საკუთრების უფლება.
თვითდახმარების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გქონდეს, როდესაც შენს საკუთრებაზე მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა ხორციელდება და კომპეტენტური ორგანოების ჩარევა ვერ უსწრებს დროულად, რომ აღიკვეთოს ეს ხელყოფა.
დაივიწყე ეგ აზრი და არ გაბედო და მის საცხორვებელში თვითნებურად არ შეხვიდე.