სიგრძეზე რომ არის სუფრა გაწყობილი. ნიგვზიანი ბადრიჯანი, ყველი, ენა, ხაჭაპური, ჯიგარი ნიგოზში, ჯონჯოლი და მჟავე კიტრი, მჭადი, ლობიო, მწვანილი, ლიმონათი და ბორჯომი. და რა თქმა უნდა ღვინო თეთრი და წითელი.
იქვე ტელევიზორი ჩართულია და გადართულია "არაჩვეულებრივ გამოფენაზე".
ყველა ოთახში სტუმრების და მასპინძლების ბავშვები დარბიან და ხმაურობენ.
გვერდით ბუხართან უფროსები ნარდს თამაშობენ.
უცბად მასპინძელი წამოიძახებს: "აბა დავსხედით, წამობრძანდით" და ყველა მიუსხდება სუფრას.
პირველ ჭიქაში ჯერ ლიმონათს ან ბორჯომს დაისხამენ, მეორეში კი აქტიური მამაკაცები სტაცებენ გრაფინებს ხელს და ჩამოასხამენ ღვინოს. მასპინძელი გასძახებს 17 წლის უფროს ვაჟს: "ირაკლი, ჩაუწიე ტელევიზორს.......ანდა საერთოდ გამორთე, მაინც არავინ უყურებს". მასპინძელი წელში გასწორდება და მშვიდობის სადღეგრძელოს ამბობს.
იქვე შინაური სტუმრების ცოლებიც უსხედან სუფრას. და თუ ცოტა შორებელი სტუმრები მოვლენ შინაური სტუმრების ცოლები წამოხტებიან სუფრიდან და დაუთმობენ შემოსწრებულებს და ახალ "პრიბორს" გამოუღებენ სერვანდიდან. თვითონ კი სამზარეულოში დასხდებიან და ქალებთან გააბამენ საუბარს.
დანარჩენი თქვენ გააგრძელეთ
This post has been edited by brevalo on 3 Dec 2020, 18:38