საზ. მაუწყებელი საჯარო ორგანიზაციაა და ვალდებულება აქვს ოფიციალურ კითხვაზე ოფიციალურად გიპასუხოს, თუ კითხვა არ შეეხება კომერციულ და სხვა სახის საიდუმლოებებს. ეს თემა კი ნაკლებად საიდუმლო კატეგორიის მგონია
მოკლედ შეგვიძლია შევადგინოთ ოფიციალური წერილი ჯგუფურად ან ინდივიდუალურად და ჩავაბაროთ ტელევიზიის კანცელარიაში. ამის შემდეგ ტელევიზიას აქვს გარკვეული ვადა რა ვადაშიც პასუხი უნდა გაგვცეს ასევე ოფიციალურად. გამოვიყენოთ ეს მეთოდი.
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
თავი III
ინფორმაციის თავისუფლება
მუხლი 37. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა
1. ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის
მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა
სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების
საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი
გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი.
2. საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას. განცხადებაში
აუცილებელი არ არის მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. სხვისი
პერსონალური მონაცემების ან კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის თაობაზე განცხადების
შეტანისას განმცხადებელი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წარადგენს
შესაბამისი პირის სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებულ თანხმობას.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6 20.03.2001წ., მუხ.8
მუხლი 40. საჯარო ინფორმაციის გაცემა
1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არა
უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:
ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო
დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;
ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების
მოძიებასა და დამუშავებას;
გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო
დაწესებულებასთან კონსულტაციას.
2. თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭიროა 10 დღიანი ვადა, საჯარო დაწესებულება
ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6 20.03.2001წ., მუხ.8