22 სექტემბერს ქალაქ ზუგდიდში ტარდება საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგში "კოლხეთის თასი" K-1 ის წესებით
"კოლხეთის თასის" რიგით მე-7 ღონისძიება გაიმართება ზუგდიდის
ცენტრალურ სპორტ კომპლექსში
ბრძოლები გაიმართება სულ ხუთ წონით კატეგორიაში.
"კოლხეთის თასზე" მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენები:თურქეთის,რუსეთის,ერაყის,სომხეთის,ჩეჩნეთის,საქართველოსი და უკრაინის.
დასაწყისი: 19:00 საათზე.
საპრიზო ფონდი: 10 000 ლარი
ბილეთები იყიდება ჟურნალ გაზეთების ჯიხურში (ზუგდიდი)ზვიად გამსახურდიას 15 ნომერში
ფასი: 10 ლარი
კონტაკტი: 593 90 88 69
შეგახსენებთ,რომ ტურნირის დამფუძნებლები არიან ბაჩუკი ფარცვანია და მსოფლიო ჩემპიონი კიკბოქსინგში დავით ქირია.
"კოლხეთის თასი წელიწადში 6-ჯერ იმართება და მასში პროფესიონალ კიკბოქსიორთა რიცხი დღითი–დღე მატულობს.