#3081047 · 17 May 2006, 10:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ახლა... რაც შეეხება in the flesh-ს... კომპოზიციების გამოყოფა აქ დიდი უსამართლობა იქნებოდა, ამას ამას მაგრამ მაინც გავაკეთებ... მიუხედავად იმისა, რომ კონცერტი (და არა ალბომი) "დონით" ძალიან მაღალია, მე ყველაზე მომეწონა შემდეგი კომპოზიციები:
QUOTE | Get Your Filthy Hands Off My Desert Southampton Dock |
აი ეს გადაბმული... განსაკუთრებით sd რომელშიც ქალის ვოკალი დაამატეს და ამით კომპოზიცია უფრო ლამაზი გახდა... ნამდვილად...
QUOTE | Pigs On The Wing, Part 1 Dogs |
ესეც გადაბმულია... როგორც საჭიროა... და სხვანაერად არც შესრულდებოდა... გენიალური "ვეში"... გენიალურად შესრულებული... ( shota_deida, ისე მართლა არ მოგწონს ორიგინალში მეისონის დრამი? მგონი სპეციალურად იყო ასე ჩაწერილი)... თუ ვიდეო ვერსიას უყურებთ დაინახავთ, რომ ორღანის ინტერმედიის დროს უოტერსი და კომპანია ვისკისაც მიირთმევენ და კარტსაც ითამაშებენ... ამ კომპოზიციის მოსმენა/ყურება იმიტომაც არის სასიამოვნო, რომ ენდი ფერუედერ-ლოუ სოლოს უკრავს... საერთოდ კომპოზიციას დღემდე უდიდეს დრაივს ქმნის...
QUOTE | Perfect Sense Part 1 and Perfect Sense Part 2 |
უბრალოდ მიყვარს ეს კომპოზიცია... ლირიკულად მგონი უოტერსის სხვა მწვერვალებსაც კი უტოლდება... პირველის კონცეპცია კუბრიკისებურია და მეორე კი მოგვითხრობს იმაზეწ, თუ როგორ აქცევს თანამედროვე ტელევიზია ომს - ახალ გასართობ სატელევიზიო პროგრამად...
ეს უბრალოდ მიყვარს და იმიტომ გამოვყე...
ეს არის სასწაული... ვიძახი ამას შესრულებაზე... სნოუი არ ჩანს... გადის დრო და სნოუი არ ჩანს... ყველაფერს დოილი აკეთებს... და მაშინ, როდესაც უკვე იმედი გეკარგება იწყება თავდავიწყება... dual solo... გამგები გაიგებს...
ძალიან კარგი კონცერტია... გაუმართლა ხალხს ოჰაიოში...
|