forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (76) « პირველი ... 73 74 [75] 76   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> გადასახადები FAQ, მხოლოდ ამ თემაში
jjj
ქართველი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3283
წევრი No.: 1849
რეგისტრ.: 25-February 03

გამოგზავნილია: 26 Oct 2016, 11:05  #49123107      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (kiwiii @ 25 Oct 2016, 08:34 )
მამამ შვილს უძრავი ქონება მინდობილობით გადასცა....გაყიდვა,გაქირავება დადაგირავება და ა.შ შვილი არის ფიზიკური პირი ,რომელიც გადამხდელთა რეესტრში არ არის რეგისტრირებული.აქირავებს ამ ქონებას შპს -ზე .ანუ შპს გადაიხდის საშემოსავლოს.მაინტერესებს შვილს ხომ არ ეკუტვნის რაიმე გადასახადის გადახდა?
* * *
თუ შემოსავალი არ აგემატება 400000 ლარს მაინც ვავსებ დეკლარაციას?
* * *
თუ შემოსავალი არ აღემატება 40000 ლარს,მაინც ავსებენ დეკლარაციას? წელიწადის რა დროს რა ვადაში ივსება საერთოდ დეკლარაცია?

აი ეს ბმული გამოგადგება - http://rs.ge/Default.aspx?sec_id=4845&lang=1&newsid=4090


--------------------
"შინდისი კი არა, თქვენ სინდისი დაკარგეთ"!....
ვინცხა-მაღვალაკი
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1292
წევრი No.: 196914
რეგისტრ.: 22-January 15

გამოგზავნილია: 27 Oct 2016, 17:20  #49133537      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სოფელში არსებული უძრავი ქონება გაფორმებულია მშობლების სახელზე. თავად მე სხვა უძრავი ქონება არ გამაჩნია.
ოღონდ იურიდიულად მეც მშობლების მისამართზე ვარ ჩაწერილი.
როგორც ვხვდები, ცარიელი (ნულოვანი) ფიზიკური პირის ქონების დეკლარაცია უნდა გადავაგზავნო.
ვინმე ხომ არ მომედავება, რომ მე და მშობლები ერთი ოჯახი ვართ და ნულოვანი დეკლარაციის გაგზავნით გადასახადს თავს ვარიდებ?
svanski
Super Member


****
ჯგუფი: Members
წერილები: 662
წევრი No.: 1015
რეგისტრ.: 11-June 02

გამოგზავნილია: 28 Oct 2016, 01:53  #49137157      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · aim
Willyfog_22

ქონების დეკლარაციის შევსებისას ბინის სავარაუდო ფასს რომ ითხოვენ, როგორ უნდა განვსაზღვრო რისი ჩაწერა ჯობია?
ცხადია, რომ ყველა დაინტერესებულია ნაკლები ფასის ჩაწერით, იმისთვის რომ გადასახდელი თანხა ნაკლები იყოს და მაგას რეალურად აკონტროლებს ვინმე?
რამეზე შეიძლება შემოგედავონ თუ ძალიან დაბალი ფასი ჩაწერე? ან თუ ყველა ბინა არ მიუთითე, რომელიც შენზეა გაფორმებული?

მადლობა

This post has been edited by svanski on 28 Oct 2016, 01:57
Willyfog_22
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 54
წევრი No.: 155665
რეგისტრ.: 1-November 12

გამოგზავნილია: 28 Oct 2016, 16:56  #49140448      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
svanski
საქართველოს საგადასახდო კოდექსის 202-ე მუხლი [გადასახადის განაკვეთი]:
5. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
სსკ- 206-ე მუხლი [გადასახადისაგან გათავისუფლება] :
1. შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია:
ა) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №996
მუხლი 91 : [ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსება]:
7-ე ნაწილი:
„თ“ - „გადასახადის განაკვეთი %“ – ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და მიეთითება ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შემოღებული ქონების გადასახადის დიფერენცირებული განაკვეთი;

ანუ აქ იკითხება შემდეგი: ოჯახის შემოსავალი ვისაც 40 000 ლარამდე აქვს გათავისუფლებულია გადასახადის გადახდისაგან, ხოლო 40 000 - 10 000 ლარამდე იბეგრება ქონების საბაზრო ღირებულების 0.05 პროცენტიდან 0.2 -დე და განისაზღვრება ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის მიერ დადგენილი განაკვეთით.
რაც შეეხება ყველა ბინის არ მითითებას ვფიქრობ ჯობია მიუთითო, რადგან შესაძლებელი მომავალში აღმოაჩინონ და შემოგედავონ. რათქმა უნდა რაც ნაკლებია შენი ბინის ღირებულება მით უფრო ნაკლების გადახდა მოგიწევს, თუმცა ისეთი დაბალი ფასი არ უნდა ჩაწერო რომ ეჭვი შეიტანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაამოწმებენ!
ჯერ დათვალე შენი ოჯახის შემოსავალი მთლიანად აღემატება თუ არა 40 000-ს, გაითვალისწინე, რომ შემოსავალში შედის ნებისმიერი სახით მიღებული შემოსავალი:
სსკ-ს 202- ე მუხლის მე-6 ნაწილი
6. ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, კერძოდ:
ა) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, გარდა ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან;
გ) დარიცხული ხელფასი;
დ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისათვის:
დ.ა) სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25 პროცენტი;
დ.ბ) დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დასაბეგრ შემოსავალს.

ასევე ეს წაიკითხე კარგად შეიძლება შენთვის რამე სასიკეთო აღმოაჩინო:
საგადასახდო კოდექსის 8-ე მუხლი:
16. ოჯახი – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამ კოდექსის მიზნებისათვის თავად გადასახადის გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და საერთო მეურნეობას ეწევიან.

This post has been edited by Willyfog_22 on 28 Oct 2016, 17:05
vano22
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 879
წევრი No.: 222769
რეგისტრ.: 13-August 16

გამოგზავნილია: 28 Oct 2016, 17:53  #49140820      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გუშინ დეკლსრაციის გაგზავნისას დავუშვი შეცდომა და გავაგზავნე ცარიელი დეკლარაცია დადასტურებული ფორმით. დღეს გავაგზავნე მეორე დეკლარაცია შევსებული და გადასახად დარიცხული და რამე ხომ არ დავაშავე ამ ცარიელი დეკლარაციის გაგზავნით?


--------------------
ვალუტის გაცვლითი კურსი....

1$=2.4ლ
1€=2.14ლ
მადლიერი თვალები=???????????

დაეხმარე სხვას უანგაროდ!
მიიღე შეუფასებელი ანაზღაურება.
Willyfog_22
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 54
წევრი No.: 155665
რეგისტრ.: 1-November 12

გამოგზავნილია: 28 Oct 2016, 23:24  #49143094      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზზე დარეკე შეიძლება რამე პროცედურა ჭირდებოდეს შეიძლება არა, გაარკვიე. საინფორმაციო ცენტრი: 2 299 299
ცენტრალური აპარატი
ვ.გორგასლის ქ. #16, 0114
nia4u
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3918
წევრი No.: 111596
რეგისტრ.: 6-February 10

გამოგზავნილია: 30 Oct 2016, 12:27  #49152566      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მესიჯი მომივიდა, ქონებრივი დეკლარაციის შევსება გჭირდებათო და 1 ნოემბრამდეა ვადაო.
არასდროს შემივსია და წარმოდგენა არ მაქვს
და რა უნდა ვქნა?
Willyfog_22
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 54
წევრი No.: 155665
რეგისტრ.: 1-November 12

გამოგზავნილია: 31 Oct 2016, 09:28  #49159392      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
http://www.rs.ge/4497 ამ ლინკზე არის შემსოავლების სამსახურის სერვის ცენტრის მისამართები და თუ შენი ოჯახის შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია მაშინ დღესვე მიდი და შეავსე დეკლარაცია. ბოლო ვადაა დღეს.
Dido
S~Anu-banu


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9213
წევრი No.: 4031
რეგისტრ.: 6-January 04

გამოგზავნილია: 31 Oct 2016, 11:08  #49159761      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Willyfog_22
QUOTE
ცა ისეთი დაბალი ფასი არ უნდა ჩაწერო რომ ეჭვი შეიტანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაამოწმებენ!

საბურთალოზე 3-ოთახიან ბინაზე რომ 30 000 ჩავწერო მომედავება ვინმე?
Willyfog_22
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 54
წევრი No.: 155665
რეგისტრ.: 1-November 12

გამოგზავნილია: 31 Oct 2016, 11:31  #49159885      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

Dido
ამ წელს შენ ქონების დეკლარაციის შევსებას სავარაუდოდ ვეღარ მოასწრებ და მომავალი წლისთვის გაინტერესებს ?
Dido
S~Anu-banu


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9213
წევრი No.: 4031
რეგისტრ.: 6-January 04

გამოგზავნილია: 31 Oct 2016, 12:04  #49160053      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Willyfog_22
კაი, ვსიო გავარკვიე ყველაფერი და შესაბამისი ციფრებიც ჩავწერე wink.gif მისვლა სულ არ სჭირდება, ელექტრონულად ავსებ მარტივად.

This post has been edited by Dido on 31 Oct 2016, 15:29
Willyfog_22
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 54
წევრი No.: 155665
რეგისტრ.: 1-November 12

გამოგზავნილია: 31 Oct 2016, 13:59  #49160790      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Dido
და რა ჩაწერე 30 000, 60 000$ ნაცვლად? ))))


მგონი კამიკაძესთან მაქვს ურთიერთობა )))

This post has been edited by Willyfog_22 on 31 Oct 2016, 13:59
Top-Gun
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4129
წევრი No.: 81815
რეგისტრ.: 7-January 09

გამოგზავნილია: 29 Nov 2016, 09:47  #49370969      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა,

youtube-დან რომ იღებენ შემოსავალს საქართველოში, მაგაზე რა მიდგომაა?

ერთი მხრივ სსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "ფ" ქვეპუნქტით თავისუფლდება შემოსავალი, რომელიც არ განეკუთვნება საქართველოს არსებული წყაროდან მიღებულს, მაგრამ მეორე მხრივ, თუ ჩავთვლით რომ ჩვენ ვწევთ მომსახურებას, მაშინ სსკ-ის 104 მუხლის 1 ნაწილის გ.ვ ქვეპუნქტით ჩაითვლება რომ მომსახურება გაწეულია საქართველოში და აქედანვეა მიღებული შემოსავალი...


--------------------
+
abes777
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14641
წევრი No.: 109411
რეგისტრ.: 16-January 10

გამოგზავნილია: 20 Dec 2016, 21:19  #49535132      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Top-Gun
იუთუბის თემა არის და იქაც იკთხე.


--------------------
/ / / M
Iboss
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3154
წევრი No.: 103252
რეგისტრ.: 26-October 09

გამოგზავნილია: 23 Dec 2016, 01:03  #49552521      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა მოსდის შპს-ს რომელიც 5 წლის წინ დაარეგისტრირდა, რამდენიმე თვე თავიდან ნულოვან დეკლარაციებს აგზავნიდა და იმის მერე საერთოდ არც დეკლარაციები შევსებულა რამდენიმე წელია..
* * *
Top-Gun
ტიპი რომელიც გუგლში მუშაობს და იღებს ხელფასს შენი აზრით ცალკე საქართველსაც უხდის გადასახადს?

მომსახურებას კი არ ეწევი, შენ ასევთქვათ მუშაობ იუთუბში, ხარ პარტნიორი, რიგითი დასაქმებული, და კომპანია იხდის შესაბამის გადასახადებს..

თუ შენი შემოსავალი 40კ ზე მეტია წელიწადში მაშინ იხიდი ქონების გადასახადს.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (76) « პირველი ... 73 74 [75] 76  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0312 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]