forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სამართლის განყოფილების წესები
otucho
Milf hunter


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12361
წევრი No.: 11344
რეგისტრ.: 9-July 05

გამოგზავნილია: 16 Oct 2007, 18:31  #6993774      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim · msn
წესები უნდა დავიცვათ.... yes.gif

სამართალის განყოფილება წარმოადგენს თბილისის ფორუმის განუყოფელ ნაწილს, შესაბამისად აღნიშნულ განყოფილებაში მოქმედებს ყველა ის წესი და შეზღუდვა რასაც ითვალისწინებს თბილისის ფორუმის წესები.
სამართლის განყოფილებაში მოქმედებს წესები, რომლებიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოდიოდეს ფორუმის ძირითად წესებთან, ამ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სამართლის განყოფილებაში მოქმედ წესს.
სამართლის განყოფილების ძირითად დანიშნულება არის ფორუმის მომხარებლებისათვის იურიდიული დახმარების გაწევა, გარკვეული რჩევებისა და რეკომენდაციების გაწევა. მაგრამ აქვე უნდა გაითვალისწინოთ რომ:
ფორუმის ადმინისტრაცია,ამ განყოფილების მოდერაცია და უბრალოდ მომხმარებლები პასუხისმგებლობას იხსნიან ამ განყოფილებაში დაპოსტილ ყოველგვარ ინფორმაციაზე; მაგალითად ამა თუ იმ რჩევის მიცემა, ამა თუ იმ საკითხზე გარკვეული ნორმის მითითება და აშ.
თქვენ თავად იღებთ ყოველგვარ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე,თქვენვე უნდა გადაწყვიტოთ უნდა ენდოთ თუ არა თქვენდამი დაპოსტილ რჩევას.

ზოგადად ფორუმის წესებით აკარძალულია იმ თემის გახსნა რომელიც უკვე არის განხილული ამ ფორუმზე. შესაბამისად უნდა გამოიყენოთ ძებნის ფუნქცია
ამ შემთხვევაშიც სამართლის განყოფილებაში არსებობს სპეციალური საძიებელი რომელშიც შესულია სამართლის განყოფილებაში არსებული ყველა თემა. ასე რომ თქვენ არ დაგჭირდებათ ძებნის ფუნქციის გამოყენება და მარტივად ნახავთ თქვენთვის სასურველ თემას. ასე რომ ჯობია თემის გახსნამდე საძიებელს გადახედოთ რადგან შეიძლება ის საკითხი რომელზეც თქვენ თემის გახსნას აპირებთ და გაინტერესებთ უკვე იყო განხილული და თქვენ კითხვაზეც არის პასუხი გაცემული.
განმყოფილებაში მოქმედებს შემდეგი სახის აკრძალვები:
1.პირველი და ყველაზე მთავარი წესი: მოდერატორი ყოველთვის მართალია
2. იკრძალება უაზრო, უშინაარსო, განყოფილებისთვის შეუსაბამო თემის გახსნა.
3. კატეგორიულად იკრძალება ოფტოპიკი (უაზრო, უშინაარსო პოსტები) , უცენზურო ლექსიკა ( მნიშვნელობა არ აქვ სიმბოლოებს გამოიყენებთ თუ არა )
4. ფორუმის იუზერების და მესამე პირების შეურაცხყოფა.
5. ნებისმიერი სახის რეკლამა (ან მისი შემცველი განცხადება)
6. მოდერატორის მიერ დახურული თემის გახსნა.
7. იკრძალება პოლიტიკური ქვეტექსტის მქონე თემების გახსნა.
8. ასევე იკრძალება თემები შინაარსით/სათაურით:მიშველთ რამე, დამეხმარეთ იურისტებო,რჩევა მჭირდება, ბებიაჩემი დაიჭირეს, ბაბუაჩემს უსამართლოდ შეუფარდეს 14 წელი....... и тд
9. ნებისმიერი სახის დისკრიმინაციული ქმედება.
10.იკრძალება ფორუმის ადმინისტრაციის/მოდერატორების და მათი საქმეების საჯარო განხილვა. აღნიშნული ქმედება დასაშვებია მხოლოდ თემაში აპელაცია.
11.იკრძალება ნებისმიერი კანონის , კიდექსის, სტატიის, სხვა რაიმე ლიტარატურის (თუ მასალის/ნაშრომის) მოსაძებნად ცალკე თემის გახსნა....
ამისთვის არესებობს სპეციალური თემა სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომელიც მიპინულია. ხოლო რეფერატები და კაზუსები ითხოვეთ ამ კაზუსები/რეფერატები თემაში


სანქციები:
მოდერატორები უფლებას იტოვებენ თვითონ განსაზღვრონ ამა თუ იმ დარღვევის სიმძიმე და შესაბამისად თავისივე შეხედულებით გამოიყენონ ესა თუ ის სანქცია.

თუ მაინც გაგიჩნდათ პრეტენზია და თვლით რომ მოდერატორები არასწორად იქცევიან წაიკითხეთ პირველი წესი



This post has been edited by ჰერმიონ on 18 Jun 2010, 15:28


--------------------

ქალები და Yლეობები არ გვინდა
ჰერმიონ
Evil Dead


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14294
წევრი No.: 22129
რეგისტრ.: 29-July 06

გამოგზავნილია: 3 Aug 2010, 00:10  #20952123      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თუ გინდათ, რომ გაგცენ თემაზე პასუხი, გაიმართოს დისკუსია თვენთვის საინტერესო საკითხის გარშემო ან უბრალოდ, არ დაივორნოთ, უნდა შეასრულოთ შემდეგი მოქმედება:

1. კარგად ჩამოაყალიბეთ თქვენს გონებაში თემის სათაური
2. შედით ძებნის სისტემაში და მოძებნეთ სიტყვა, რომელზეც თემა იქნება აგებული. მაგალითად, თუ თქვენ გაინტერესებთ ინფორმაცია იპოთეკაზე, წერთ სიტყვა იპოთეკას და ძებნის სისტემა გიგდებთ შედეგებს. თუ არსებობს მსგავსი თემა, პოსტავთ იქ თქვენს შეკითხვას, თუ არ არსებობს, მაშინ სათაური უკვე მოფიქრებული გაქვთ -რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ თემის გახსნისკენ ერთი ნაბიჯი უკვე გაქვთ გადადგმული.
3. ხსნით თემას და ელოდებით როდის გაგცემენ პასუხს.

რა ხდება მაშინ, როცა თქვენ:

1. ხსნით თემას, რომელიც უკვე არსებობს ამ განყოფილებაში
2. ხსნით განყოფილებისთვის შეუსაბამო თემას
3. ფლუდავთ
4. არქმევთ არაინფორმაციულ სათაურს, მაგალითად იურისტების რჩევა მჭირდება, დამეხმარეთ იურისტებო, ხალხი არ ხართ, სახლს მიყიდიან და ა.შ
5. იგინებით, ჩხუბობთ..

შედეგები:

1. მოვდივართ, ვშლით თემას და ავტორს ვვორნავთ
2. მოვდივართ, ვშლით თემას და ავტორს ვვორნავთ
3. ვშლით პოსტებს, ავტორი ივორნება და უკიდურეს შემთხვევაში იბანება
4. ვშლით თემას და ავტორს ვვორნავთ
5. ყოველგვარი ვორნის გარეშე იბანება იუზერი .

ასე რომ ზემოთ აღნიშნული წესების დაცვით თემის გახსნა თქვენივე ინტერესებშია, თქვენ გჭირდებათ პასუხი, რასაც ვერ ეღირსებით, თუ გამაბრაზეთ mad.gif



--------------------
She loved mysteries so much that she became one

გენთალ :უსერ:
ჰერმიონ
Evil Dead


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14294
წევრი No.: 22129
რეგისტრ.: 29-July 06

გამოგზავნილია: 21 Oct 2013, 18:21  #38455211      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შეგახსენებთ, რომ:

კატეგორიულად იკრძალება არაინფორმაციული სათაურით თემის გახსნა (მაგ: კითხვა იურისტთან, მიშველეთ, დამეხმარეთ) კითხვის დასასმელად არსებობს იურიდიული კონსულტაციის თემა, სხვადასხვა საკითხები შეგიძლიათ განიხილოთ შესაბამის თემებში და მხოლოდ იმ შემთხვევაში გახსენით ახალი, თუ საძიებო სისტემა იგივე სათაურის თემას არ ამოაგდებს


P.S love.gif
ჰერმიონ
Evil Dead


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14294
წევრი No.: 22129
რეგისტრ.: 29-July 06

გამოგზავნილია: 5 Feb 2016, 23:29  #46929338      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამ წესებს კითხულობს ვინმე? chups.gif
kodeqsi
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20540
წევრი No.: 85577
რეგისტრ.: 27-February 09

გამოგზავნილია: 11 Feb 2016, 06:45  #46976006      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჰერმიონ
QUOTE
ამ წესებს კითხულობს ვინმე?

მკვდარი ნორმებით სავსეა და ვინ წაიკითხავს აბა?... lol.gif lol.gif 2kiss.gif


--------------------
ობამას 2 საუკუნის წინ სუნელებში გადაცვლიდნენ სადმე სტამბოლის მონათა ბაზარში © Andro_forza juve

misha mshia, misha go, go, go...

უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...

ცხოვრება ერთია, არჩევანი უამრავია...
zaxarich89
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 7
წევრი No.: 215806
რეგისტრ.: 15-March 16

გამოგზავნილია: 15 Mar 2016, 13:51  #47278424      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგესალმებით, ბანკში მაქვს ვალი რომელიც არს ვადაგადაცილებაში აღარ ვმუშაობ და ვერ ვიხდი
გადაეცა აღმასრულებელს რაზეც მომივიდა წერილი ჩემი ქონების დაყადაღებაზე შესაბამისად
ჩემს სახელზე არარის არაფერი. მე მაინტერესებს საზღვარის გადაკვეთის უფლება თუ მაქვს ამ შემთხვევაში
ფაშისტი



*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4158
წევრი No.: 25871
რეგისტრ.: 20-November 06

გამოგზავნილია: 31 Aug 2016, 23:41  #48702159      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგმართავთ თხოვნით
მოდი გავაერთიანოთ სითი პარკოს თემები და შევკრათ ერთად რადგან უკვე სამი თემაა გახსნილი ამ განყოფილებაში,დარიგებას ხან სად ვწერ ხან სად და აზრი არ აქვს, ყველა თავის კაზუსზე ხსნის.. რავიცი, მოკლედ ერთი თემა კარგი იქნებოდა

დიდი მადლობა


--------------------
I killed my Idol
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0222 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]