forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (2) 1 [2]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ძალიან მაწუხებენ მეზობლები, მუდმივად მხრჩოლავი ''ფეჩი''
LOLZ
ჭორიტიკოსი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 23327
წევრი No.: 6624
რეგისტრ.: 1-October 04

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 14:05  #49671147      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
tatusia
კონფლიქტი რატომ? იქნებ დალაპარაკებით მოგვარდეს საქმე. ასევე შეგიძლია სხვა მეზობლებასც უთხრა, ვისაც შეიძლება აწუხებდეს მავნე გამონაბოლქვი და ერთად მიხვიდეთ. თუ გაიგებენ და გაითვალისწინებენ ხომ კარგი, თუ არადა პატრულისა და გარემოს დაცვის ჩარევას რაღა დაუდგება წინ.


--------------------
Ave Gijmaj! თაყვანი მეცით, თქვენი ახალი ღმერთი ვარ!!!
--
უნდა იყო აჩქარებული მაგრამ ნელი. საოცარი რამეა. ვინც ამას შეძლებს აუცილებლად გადადგავს სწორ ნაბიჯებს.
--
Every person, all the events of your life are there because you have drawn them there. What you choose to do with them is up to you.
pipojan
განვითარებადი იუზერი


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 90
წევრი No.: 226341
რეგისტრ.: 24-November 16

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 14:33  #49671330      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tatusia
ამხანაგობა შეკრიბეთ, და თხოვეთ რომ გვერდში დაგიდგნენ, და ერთად მიხვიდეთ იმ ხალხთან, ან თქვენმა ქმარმა 2-3 ძმაკაცი(ნა ვსიაკი სლუჩი) წაიყოლოს და უთხრას...
თუმცა იდეაში ყველაფერი ერთად გემრიელად არ გამოვა (თან პრობლემის, მოგვარება გინდათ, თან იმათი გადამტერება არ გინდათ, თან ქმარი რომ გაიშაროს არ გინდათ, თან ეგრევე დარეკვა არ გინდათ)...
ასეთ შემთხვევაში ოპტიმალური ვარიანტია რომ ამხანაგობა შეკრიბოთ და მიხვდიდეთ მთელი კორპუსი ამ ხალხთან... თუ ვერ შეკრიბეთ, ან იმ ხალხმა თავი გაიგიჟეს, მერე გარემოს დაცვის ხალხს მიმართეთ, არაფერი სასირცხვილო არ არის იმაში, რომ თქვენი სახლში ვერ სუნთქავთ ნორმალურად და ცივილურად არ ჭრის მათთან შეთანხმება


--------------------
All's well, that ends well =)
nipponcaucasus
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1397
წევრი No.: 49388
რეგისტრ.: 16-December 07

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 17:22  #49672448      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tatusia
ქმარი თუ იმათ არ იცნობს ჯობია არ მიაგზავნო თორემ სახლში დაიწყებენ ამოსვლას 5 ლარი მოგვეციო არყის ფულიო. smile.gif

პოლიციაში რომ მიხვიდეთ და დაუნგრიოთ ის ერთადერთი ფსიქოლოგიური განტვირთვის ბუდე ამდენსაც არ იმსახურებს ის ხალხი.
(რომ იცოდეთ სახლში რამდენს უძლებენ ცოლისგან სიდედრისგან, ნათესავებისგან, დანგრეული ან უიღბლო ცხოვრების წნეხისგან - შეგეცოდებოდათ)

მეც ბესეტკის წინ ვცხოვრობდი და ზაფხულში ყოველდღე ღამის 3 საათამდე იყო გამობრუჟებული ხალხის დაუსრულებელი საქმის გარჩევა.
ვითმენდი სხვა რა უნდა მექნა?!

ერთადერთი რჩევაა:

ამობეჭდეთ ქაღალდი 2-3 ცალი და გააკარით ბესეტკაში

"გთხოვთ აქ ნუ დაწვავთ ნაგავს და ღამით ნუ იხმაურებთ
მეზობლებს და ბავშვებს გვაწუხებს გაუსაძლისი მწარე ბოლის სუნი და ხმაური. მადლობას გიხდით ამ საკითხის გაგებით მოკიდებისათვის "

მართალია ამით არაფერი არ ეშველება საქმეს მაგრამ მიხვდებიან რომ ანგარიში უნდა გაეწიოს სხვასაც და თქვენც გულზე მოგეშვებათ ცოტათი მაინც.










--------------------




ინაველ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1350
წევრი No.: 201092
რეგისტრ.: 16-April 15

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 17:49  #49672646      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სხვა სხვის ომში ბრძენიაო, ნათქვამია biggrin.gif

ამხელა ხალხი თუა და შეგნებაზე აქვთ პრეტენზია, მე ვფიქრობ პირველ რიგში თავად უნდა დაინტერესდნენ თავიანთი ცეცხლაობით ხომ არ აწუხებენ ვინმეს. ასე რომ არამგონია აუცილებელი იყოს მათთან მისვლა და იმის მცდელობა, რომ მათ ტვინამდე ელემენტარული რაღაცები დაიყვანო.

რატომღაც ქართველი ”ჯიგარი” კაცების უმრავლესობას პოსტ ფაქტუმ ახსენდება ხოლმე კაცობა ეთიკა და ვაჟკაცობა. თავად რომ რამეს აშავებენ, ამ დროს საერთოდ არ ერთვებათ რატომღაც ამ კაცობის ნათურები.

და ის, რომ მომჩივანი კაცი არავის უყვარს საახლობლოში, არის სწორედ ისეთი ადამიანების მიერ შეთხზული სტერეოტიპი, რომელიც თავად არ დაგიდევს სხვათა უფლებებს - ჩემი დაკვირვებით. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ მე ასე ვფიქრობ. და რაც მთავარია, ამ სტერეოტიპს ცხადია არ უნდა შეუშინდეს ადამიანი. თორემ გამოვა, რომ უპასუხისმგებლო ადამიანების მიერ დადგენილი წესების მორჩილებაში უნდა გაატარო შენი ცხოვრება. ფაქტიურად, სხვისი აზრის მონობაში. რაც, რათქმაუნდა, ძალიან ცუდია.

და ის, რომ დღევანდელ საქართველოში არსებობს სტერეოტიპი - მომჩივანი ადამიანი ხიხიაა - არის ამ ქვეყნის ტრაგედია.

რას ქვია მომჩივანი კაცი საერთოდ? ვის აინტერესებს საერთოდ სასამართლოში ბოდიალი და ფულის და ენერგიის ხარჯვა ელემენტარულ რაღაცებზე? ცხადია არავის. და თუ ადამიანი მაინც აკეთებს ამას, დიდი ალბათობით იძულებულია გააკეთოს. და ვინ ხდის მას იძულებულს რომ ელემენტარულ რაღაცებზე ირბინოს და დრო/ენერგია/ფული ხარჯოს? უ პ ა ს უ ხ ი ს მ გ ე ბ ლ ო ადამიანები.

მათთან მისვლის და დალაპარაკების აზრს პირადად ვერ ვხედავ. დიდი ალბათობით არაფერს შეცვლის. მაქსიმუმ რამდენიმე დღე გასტანოს მათმა თავშეკავებამ, თუ საერთოდ დათანხმდებიან. გაივლის რამდენიმე დღე და ყველაფერი ისევ ძველებურ ჯიგრულ გრუზინულ კალაპოტში ჩადგება wink.gif

ამ ქვეყანას ჯოგური მენტალობა მართავს და არა კანონი, ადამიანობა და პატივისცემა. ასეთია ჩემი გამოცდილება. თქვენ თქვენი თქვით.

This post has been edited by ინაველ on 10 Jan 2017, 17:49
tatusia
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3797
წევრი No.: 38812
რეგისტრ.: 24-July 07

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 17:52  #49672667      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
nipponcaucasus
არც მიფიქრია რომ მოვითხოვო დაუნგრიონ.
უბრალოდ ეს საშინელი ბოლი ნუ იქნება და სხვა არაფერს არ ვითხოვ.
გადავწყვიტე მეზობელ ერთი ორ ხანშიშესულ ქალს დაველაპარაკო, გავიგო მათი აზრიც და მერე გამოჩნდება რამე.
ფურცელზე თხოვნის ამობეჭდვა და გაკვრაც კარგი აზრია smile.gif
Hawley
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1995
წევრი No.: 146308
რეგისტრ.: 6-April 12

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 18:07  #49672773      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ინაველ
რეებს ლაპარაკობ საერთოდ რა მომჩივანი ხიხია და რა ფსიქოლოგიურ ჩაღრმავებებში წახვედი.
თუ ვინმეს მომჩივანი არ მოსწონს, მხოლოდ იმიტომ რომ კაცს ასეთი პატარა პრობლემების თავისით მოგვარება უნდა შეეძლოს და პოლიციაში რეკვა და სახელმწიფო უწყებების შეწუხება არ უნდა სჭირდებოდეს. მე რომ ჩემი რაიმე საქციელით ვინმე შევაწუხო და იმ კაცმა ჩემთვის თქმის ნაცვლად პოლიციაში დარეკოს, ზუსტად რომ მომჩივანი კი არა სლეა ის კაცი.
არცერთ ქვეყანაში და ერში არაა მიღებული და გამართლებული კაცმა ყველა პატარა პრობლემაზე პოლიციაში რეკოს.
zigmundi32
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 45
წევრი No.: 226890
რეგისტრ.: 11-December 16

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 18:11  #49672795      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tatusia

მართალი ხართ თუ არ გინდა კაცების ჩარევა ამ საქმეში კარგი ვარიანტია მეზობლების შეკრება და წყნარად ახსნა სიტვაციის, გაითვალისწინებენ აუცილებლად თუ შეგნებული ხალხია და ნამდვილად შემოგდით კვამლი ოთახებში. თუ არ გაითვალისწინებენ მერე ვიფიქროთ კიდევ სხვა ვარიანტებზეცsmile.gif) გისურვებთ წარმატებებს
N_e_o_N
post mortem


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11175
წევრი No.: 14588
რეგისტრ.: 15-November 05

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 18:22  #49672864      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tatusia
მოიცადე ერთი თვენახევარიც, მოთბება და დაისვნებ შემდგენ დეკემბრამდე biggrin.gif მანამდე კიდე რამე შეიცვლება იმედია smile.gif)))

თუ ადამიანური სიტყვით ვერაფერს გახდი, მერე უკვე წერილი მერიაში, უკანონო მშენებლობის თაობაზე

This post has been edited by N_e_o_N on 10 Jan 2017, 18:24


--------------------
ვიღაც ფულიანი რუსი ჩამოდის და ბმჭ შნიკები ხვდებიან ფეირვერკებით, რადგან იმ ტიპს თევზის ქუცაში გაზაობა დაევასა და ისიც მასე გაზაობს თურმე რუსეთში (c)
vano22
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 184
წევრი No.: 222769
რეგისტრ.: 13-August 16

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 18:27  #49672892      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არც იფიქრო ლოთებთან მაგ თემაზე ქმრის მითუმეტეს შვილის ჩაგზავნა. დიდი შანსია შეაგინონ და დანაც დაარტყან და დიდ შარში გაეხვეთ.. ამას წინ მეც მქონდა კომფლიქტი უბრალო რამეზე შევეკამათე მთვრალს და უთქმელად სახეში დამარტყა ეგრევე.. მაგ კატეგორიის ხალხს ვინც დღე და ღამე ლოთობს და ნარდს თამაშობს არც ოჯახი აინტერესებს და არც ადამიანობა. შეგნება აქვთ 0. რჩევით ვერაფერს გირჩევ ერთადერთი გამოსავალი ანონიმური შეტყობინებაა 112 ში და იმედია რეაგირება ექნებათ.
tatusia
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3797
წევრი No.: 38812
რეგისტრ.: 24-July 07

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 20:51  #49673842      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vano22
ზუსტად ჩამოაყალიბე რასაც ვფიქრობ.
wrangler7
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4653
წევრი No.: 136578
რეგისტრ.: 3-October 11

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 21:17  #49674009      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შ.პ.ს თემურ-ლენგის რაზმს დაუკავშირდი და სულ, ნაცარ-ტუტად აქცევენ მაგ ქოხს sa.gif
davit_14
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 204
წევრი No.: 220668
რეგისტრ.: 26-June 16

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 21:25  #49674064      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tatusia

ქცევაზე ეტყობათ, რა შეგნებაც აქვთ. დალაპარაკებას აზრი არ აქვს, კონფლიქტი გარდაუვალია. შეგიძლიათ ცადოთ, მაგრამ შემდგომში ანონიმურ ზარს ვერსად განახორციელებთ.
მე გაზაფხულამდე მოთმენას გირჩევდით.
Corpus_Iuris_Civilis
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 303
წევრი No.: 132971
რეგისტრ.: 26-June 11

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 01:09  #49675942      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ზოგადად განმარტებისთვის , კანონი იმიტომ არსბობს რომ ასეთი შემთხვევები არ იყოს, მეზობლებმა ერთმანეთს უნდა სცენ პატივი. ცალსახად ვერ ხედავ რომ შენ ჯამრთელობაზე მოქმედებს ეს გამონაბოლქვი და იმათი ჯიგრობა ამაში არ დაგეხმარება. ჩადი და დაელაპარაკე თუ გაიგებენ გაიგებენ თუ არა და უჩივლე გარემოს დაცვაში დ ა ზედამხედველობაში .

ხოლო რაც შეეხება ჩამპალი მენტალიტეტის ამ გადმონაშთს " მომჩივანი კაცი ხიხიააა" (არ ვგულისხმობ ინტრიგანებს) დროა მოისპოს საქართველოში.

დამიჯერეთ არავის სიამოვნებს საჩივრების წერა და აღმა-დაღმა სირბილი, ეს იმის შედეგია რომ ის"კეთილსინდისიერი" ადამიანები უბრალოდ იკიდებენ და ფეხებზე კიდიათ სხვისი პრობლემა რომელიც მათი ბრალითაა გამოწვეული. უპასუხისმგებლობა ზოგადად ჩვენი სენია და არ შეიძლება ესე გაგრძელდეს.

სულ ელემენტარულზე მოგეშლება ნერვები, ერთი რომ არღვევს სხვაც იმას უყურებს იმან ესე ქნა და მეც ესე უნდა გავაკეთოვო. არაა ეს სწორი მსჯელობა რა.

ჩადი და აუხსენი რომ შეწყვიტონ თუ არადა იძულებული გახდები რომ უივლო, დნარჩენი მაგათ ნამუსზე იყოს გაიმეორებენ დ ა უჩივლე . ზედამხედველობა სულ აგურაგურ დააშლევინებს მაგ ბესეტკას .

This post has been edited by Corpus_Iuris_Civilis on 11 Jan 2017, 01:11
sandroia
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9751
წევრი No.: 67441
რეგისტრ.: 14-July 08

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 11:14  #49677410      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
sotero
QUOTE
კაცია და თუ საჩხუბარია უნდა იჩხუბოს კიდეც.

ხოდა ლოთებმა სხვა კი არაფერი იციან, ეგრევე უჩივლებენ ან დაუწყებენ რომ თუ არ გინდა გიჩივლოთ მოიტანე სასმელიო

tatusia
არანაირი ქმრების ჩარევა და კუნთების თამაში

არც უბნის ინსპექტორთან მიხვიდე
ეგენი უბნის ბირჟავიკებს ყველას იცნობენ და შეიძლება ჩაგიშვას მაგათთან
დარეგე გარემოს დაცვაში, გაარკვიე შეუძლიათ თუ არა ყოველ დღე ცეცხლის დანთება

ასევე დარეკე მერიაში, არ აქვს არავის უფლება ააშენოს მერიის საკუთრებაში არსებულ მიწაზე ერთი ტუალეტიც კი
მოვლენ და დაუნგრეენ წესით

ტიპები იმას ვერ ხვდებიან რომ ის დამწვრის სუნი ხალხს აწუხებს და რაც არ უნდა ელაპარაკო გაიგებენ?
გინდაც შეშას წვავდნენ? სარეცხს რომ ბოლის სუნი აუვა და სამსახურშI შებოლილი წახვალ ყოველ დღე კარგია ალბათ biggrin.gif

* * *
Hawley
QUOTE
რეებს ლაპარაკობ საერთოდ რა მომჩივანი ხიხია და რა ფსიქოლოგიურ ჩაღრმავებებში წახვედი.
თუ ვინმეს მომჩივანი არ მოსწონს, მხოლოდ იმიტომ რომ კაცს ასეთი პატარა პრობლემების თავისით მოგვარება უნდა შეეძლოს და პოლიციაში რეკვა და სახელმწიფო უწყებების შეწუხება არ უნდა სჭირდებოდეს. მე რომ ჩემი რაიმე საქციელით ვინმე შევაწუხო და იმ კაცმა ჩემთვის თქმის ნაცვლად პოლიციაში დარეკოს, ზუსტად რომ მომჩივანი კი არა სლეა ის კაცი.
არცერთ ქვეყანაში და ერში არაა მიღებული და გამართლებული კაცმა ყველა პატარა პრობლემაზე პოლიციაში რეკოს.

ყოველ დღე რომ ერთი დაიგივე საქციელს აკეთებდეს 5 ადამიანი, არ უფიქრდებოდეს რომ სხვებს აწუხებს, როგორ გგონია რომ მივიდეს იმათთან ერთი ადამიანი გაიგებენ რომ ვინმე წუხდება?
მესმის რომ 1 კაცი იყოს შეუგნებელი და აუხსნა
მაგრამ უბნის ბირჟავიკებს და ლოთებს ერთმა კაცმა რა უნდა აუხსნას სიტყვიერად? biggrin.gif

შენ რომ ერთმა კაცმა ერთი რაღაცა საქციელით ვინმე შეაწუხო და აგიხსნას იმ ვინმემ შეიძლება გაიგო
მაგრამ აქ ლაპარაკია ბევრზე და ბევრჯერ ერთი და იგივეს გაკეთებაზე


This post has been edited by sandroia on 11 Jan 2017, 11:15
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) 1 [2]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



 
[ Script Execution time: 0.0439 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]