Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რაგბი > პირველი ლიგა


Posted by: Gio_G83 24 Jul 2018, 14:02
წინა თემის ლინკი
https://forum.ge/?f=17&showtopic=34970421&st=0

ახალ სეზონში პირველი ლიგის ბინადრები იქნებიან:

ბაგრატი (ქუთაისი)
ყოჩები (ბოლნისი [თბილისი])
არესი (ქუთაისი)
იუნკერები (კიკეთი [თბილისი])
დინამო (თბილისი)
არწივები (ოზურგეთი)
ივერია (ფოთი) ***
ტაო (სამცხე-ჯავახეთი)

2017/18 წლლების სეზონში ყველა ელოდა ყოჩების რიხიან გამოსვლას, დაახლოებით ისეთს, როგოც ერთი წლით ადრე ხარებმა შეძლეს, მაგრამ ბოლნისელებს გზად პატარძეულეელბი აღუდგნენ და კიდევ ერთი წლით დატოვეს ელიტის მიღმა...

http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Pirveli/

წლეულს პირველ ლიგაში ორი ქალაქის დერბისაც ვიხილავთ (პინციპში არც იუნკერები თბილისელობენ და ვერც ყოჩები), მაგრამ ქუთათურები ორჯერ ერკინებიან ერთამენთს მას შემდეგ რაც არესმა (ოდესღაც უნივერსიტეტად წოდებულმა) დაიმკვიდა ადგილი ლიგაში და ორწლიანი აღზევების შემდგომ დაქვეითდა ბაგრატი...

საინტერესო სანახავი იქნება ახალგაზრდული იუნკერები და ჯერ კიდევ ახალი, მაგრამ ამბიციური პროექტი - ტაო...

მე თქვენის ნებართვით დინამოს, კი არა მაგარ ქულა-ქულაში ბატალიებს ვუქომაგებ...
smile.gif

*** ივერია ანუ წარსულში კოლხი რაინდები? თუ ფოთის მაგივრად თბილისი უნდა ეწეროს? თუ შეერთდნენ? რეგიონალში აღარაა კლოხები და...
(ლუკასა და ნიკოს მამა) ?

Posted by: ferrari1000 24 Jul 2018, 16:06
Gio_G83
ტაოს ვეთამაშეთ ამ უქმეებზე და მგონი მოახერხებენ ადგილის შენარჩუნებას პირველ ლიგაში. იუნკერებმა ხარაზიშვილები დაიმატეს.

Posted by: Gio_G83 6 Aug 2018, 22:22
პირველი ლიგა
http://files.rugby.ge/GANRIGI/2018-19_PIR_2SV.pdf

ოქტომბერში იწყება?

და აპრილში მთავრდება...

მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი...
5.5 თვე დასვენება...

საოყვარულოც აღარაა?

Posted by: jora84 6 Aug 2018, 22:26
Gio_G83

უარესი, ,,სეზონის'' შუაში 2 თვეს ისვენებენ საახალწლოდ, გამოდის რომ 4 თვე ითამაშებენ და მერე დავიშლებიან მომავალ სეზონამდე mo.gif


Posted by: giorgi77 13 Aug 2018, 22:02
ყოჩებს ფიჯის ახალგაზრდულის მოთამაშე დაუმატებია up.gif

beber
Kochebi Bolnisi signed fijian fullback Tuicakau Livinai (Fiji U20, CSM Bucuresti, Northland Development XV)


Posted by: Gio_G83 14 Aug 2018, 13:09
QUOTE
ყოჩებს ფიჯის ახალგაზრდულის მოთამაშე დაუმატებია 


ეგ ის სამედიცინოელი სტუდენტი არაა?
smile.gif

QUOTE
Tuicakau Livinai

ცოტა გადააკეთ-გადმოაკეთე და ლევან წიკლაური გამოვა

Posted by: Gio_G83 20 Aug 2018, 13:10
პირველი ლიგის ბინადრები ბატალიებს 06-07/10-ში დაიწყებენ, თუ არადა სეზონის მაისში დაასრულეს და ცოტა არ იყოსზე მეტად მოგრძო არდადეგები გამოუყვანეს თუ გამოუვიდათ...

მგონი, როგორც არასდროს ისეთ საინტერესო ბატალიებს გვპირდება პირველი ლიგა:
დიდი 10-ის მტვერ ნაგემი ქუთაისის ბაგრატი, უკვე ორი წლით ელიტას დაშორებული ყოჩები, ქართულ რაგბში ქუთაისის მე-3 წარმომადგენელი არესი, ამბიციური იუნკერები, ტრადიციებით მდიდარი თბილისის დინამო, ახალბედა არწივები ოზურგეთიდან, ორი ასევე ტრადიციებით არავისზე ნაკლები გუნდის ნაზავი ივერია-კოლხი რაინდები (ოღონდ ისევ რომ გაიყოფიან მერე ვინ იქნება წარმატების ან წარუმატებლობის სამართალ/სპორტულ მემკვიდრე არ ვიცი და მგონი ამაზე არც არავის უფიქრია) და იუნკერებისა და არწივების დარად ახალბედა და მიზანსწრაფული ტაო მესხეთიდან...

გეოგრაფიაც საინტერესო შეიძინა პირველმა ლიგამ:
ქაღალდზე თბილისს მხოლოდ დინამო წარმოადგენს, თუმცა კიკეთელი იუნკერები და 2-3 წლის წინ ბოლნისში გადაბარგებული ყოჩები გულის სიღრმეში თბილისელობენ.
ქუთასის ორი გუნდით წარსდგა ლიგაში, სადაც ბუნებრივია ბაგრატის შანსები და შესაბამისად ამბიციებიც ჯერ ოდესღაც უნივერსიტეტის გუნდზე - შემდგომში არესად ქცეულზე აშკარად მეტია.
არწივების ამბიციები წლეულს ალბათ ადგილის შენარჩუნებას უნდა ითვალისწინებდეს, რადგან გურიის რეგიონისთვის ამ დონეზე რაგბი მონატრებულია.
ასევე პირველია სამცხე-ჯავახელების ამ დონეზე ასპარეზობა, მართალია ტაოს მოსვეურთ ამბიცია და მიზანსწრაფულობა არ აკლიათ, მარგამ გუნდის უფრო ხელშეწყობით შექმნა ვიდრე აკვნის მესხეთში თავისთავად დარწევაც ფაქტია, თუმცა ეს ხელშეწყობა იმედია ამ მხარეში ასაკობრივი გუნდების მომრავლებით აღინიშნება.
და ბოლოს საინტერესო სიმბიოზის შესახებ (ლათ. simbiosis — თანაცხოვრება): ივერია კოლხი რაინდები - პრინციპში თუ ქართველური ტომების სახელწიფოებრივი წარმონაქმნების გაერთმნიშვნელიანება ერთიანი სახელმწიფოს შექმნაში ფარნავაზისა და ქუჯის ძმობა - დამოყვრებით გადაწყდა სწორედაც, რომ სწორი მიგნებაა ივერია კოლხი რაინდები - ტირეს გარეშე. ამ ლიგაში მე ერთიანი სახელმწიფოს „მოღონიერებას“ და ბაგრატი-ყოჩების ბატალიებში დინამოს წონად დაპირისპირებებს ვუგულშემატკივრებ.

ისა და ეს კალენდარი, ცოტა ინტენსიური რომ გახდეს არა?
პრაქტიკულად სათამაშო ფორმის აკრეფა შეუძლებელია და რომ აკრეფ 5 თვე ისევ უნდა დაისვენო.

Posted by: ferrari1000 23 Aug 2018, 12:25
ბებერმა...

Iunkerebi Kiketi (second division) looks strong for the next season with some experienced players, including :
- Davit Gurgenadze (prop) : 14 caps for Spain, played for Carcassonne (ProD2)
- Zero Petriashvili (prop) : played for Pau (ProD2) and Vienne (Federale1)
- Davit Chitidze (lock) : Georgia A, Georgia 7's
- Jaba Kikvadze (backrow) : Georgia A, Georgia 7's, played in England (Westcliff RFC)
- Aleksandre Zabakhidze (scrumhalf) : signed from Batumi
- Giorgi Jimsheladze (centre) : 1 cap for Georgia, played for Clermont espoirs
- Aleksandre Tuchashvili (winger) : Georgia 7's, played for Farul Constanta (Super Liga)
- Ramaz Kharazishvili (winger) : Georgia 7's
And rumours said :
- Givi Berishvili (backrow) : 18 caps for Georgia, 2011 RWC, RC Orkan Sochaczew (Poland)

Same for Kochebi Bolnisi
- Giorgi Khositashvili (prop) : 3 caps for Georgia, played for Timisoara (Super Liga)
- Levan Genebashvili (hooker) : played for Steaua and Cluj (Super Liga)
- Giorgi Chiteishvili (lock) : signed from Aia Kutaisi
- Rati Urushadze (lock) : 41 caps, 2007 RWC, Enisei-STM (Rus), Lons (Federale1)
- Giorgi Tkesheliadze (backrow) : played for Hartpury Collegue (England)
- Temur Sokhadze (flyhalf) : 10 caps for Georgia, played for Krasny Yar (Rus), Vierzon (Federale2)
- Giga Korkelia (centre) : 2 caps for Georgia
- Tuicakau Livinai (winger) : Fiji U20, CSM Bucuresti (Super Liga)

მოკლედ კიკეთი სერიოზული ძალა იქნება წელს.

Posted by: enorme 8 Sep 2019, 14:46
დაიწყო ახალი სეზონი პირველ ლიგაში და ახალი თემა არ აწყენდა (მიუხედავად არაააქტიურობისა).

გუშინ დევები - პატარძეულის თამაშს ვუყურე და რავიცი , რავიცი biggrin.gif

პატარძეულის შარშანდელთან შედარებით ძალიან , ძალიან არის შესუსტებული , მაგრამ მაინც ძალიან კარგი რაგბი ითამაშეს .
დევებს რაც შეეხებათ შარშან , რეგიონული ლიგის მეორე წრეში და პლეიოფებში ბევრად უფრო კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ ვიდრე გუშინ . ვიტყოდი რო შარშან დევები იყო გუნდი , ხოლო გუშინ საერთოდ არანაირი გუნდურობა და რაიმე მსგავსი . იფიქრებდა კაცი , რომ შარშანდელი პლეიოფების შემდეგ არც კი უნახავთ ერთმანეთი.

Posted by: lepori 10 Sep 2019, 12:07
QUOTE (enorme)
პატარძეულის შარშანდელთან შედარებით ძალიან , ძალიან არის შესუსტებული

ეს ბუნებრივიცაა მაგრამ
QUOTE
მაინც ძალიან კარგი რაგბი ითამაშეს

ეს მაიმედებს რომ ისევ დაბრუნდებიან
sa.gif sa.gif



--
მკლავზე ისევ დიდი 10 აკვრიათ biggrin.gif
user posted image

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)