Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > სპა/მასაჟ ცენტრი


Posted by: belimbor 2 Mar 2021, 16:54
გამარჯობა, იმედია სწორ თემაში ვპოსტავ. თბილისში ვეძებ სპა/მასაჟ ცენტრს, რომელსაც ექნება წყვილის მასაჟი/სპა დღე. კარგი ხარისხის მომსახურება თუ აქვს რომელიმეს, გთხოვთ მირჩიეთ. გუგლი მთლად ვერ დამეხმარა, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი ავარჩიე და მითხრეს არ ვარგაო. სამრაან სპა ძალიან ძვირია...

Posted by: emelianov12 4 Mar 2021, 19:26
QUOTE (belimbor @ 2 Mar 2021, 16:54 )
გამარჯობა, იმედია სწორ თემაში ვპოსტავ. თბილისში ვეძებ სპა/მასაჟ ცენტრს, რომელსაც ექნება წყვილის მასაჟი/სპა დღე. კარგი ხარისხის მომსახურება თუ აქვს რომელიმეს, გთხოვთ მირჩიეთ. გუგლი მთლად ვერ დამეხმარა, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი ავარჩიე და მითხრეს არ ვარგაო. სამრაან სპა ძალიან ძვირია...

წყვილის მასაჟი-სპა დღე რას ნიშნავს? საქართველოში კარგი მასაჟისტის პოვნა არ მგონია რეალური იყოს, არსებულ სპა ცენტრები კი სრულიად არაპროფესიონალები კადრებით არიან დაკომპლექტებულები რადგანაც არარსებობს კარგი სკოლები სადაც შეიძლება ასწავლონ ნორმალურად

Posted by: beitali 4 Mar 2021, 19:57
სამკურნალო მასაჟი მინდა
იმენა რომ დამლეწოს და ამაწყოს
https://www.youtube.com/watch?v=Oons95oeWxQ&feature=emb_title&fbclid=IwAR2-FM0pOeE1lo2sLGCXSWJt_ZKf2e5gRzSxaaOi5jcqnb5cvokHHsIbmbQ
არის შანსი ვიპოვო ვინმე?

Posted by: belimbor 5 Mar 2021, 11:13
QUOTE
წყვილის მასაჟი-სპა დღე რას ნიშნავს? საქართველოში კარგი მასაჟისტის პოვნა არ მგონია რეალური იყოს, არსებულ სპა ცენტრები კი სრულიად არაპროფესიონალები კადრებით არიან დაკომპლექტებულები რადგანაც არარსებობს კარგი სკოლები სადაც შეიძლება ასწავლონ ნორმალურად


ანუ ცალკე სერვისია, ორ ადამიანს ერთ სივრცეში უკეთებენ მასაჟს და სპა პროცედურებიც ერთადაა. მაგალითად ბალნეოლოგიურ კურორტში დავრეკე და არ აქვთ ეს სერვისი, ცალ-ცალკე ოთახში კეთდება მასაჟიც, გოგირდის აბაზანაც ინდივიდუალურია...

Posted by: emelianov12 5 Mar 2021, 16:03
QUOTE (belimbor @ 5 Mar 2021, 11:13 )
QUOTE
წყვილის მასაჟი-სპა დღე რას ნიშნავს? საქართველოში კარგი მასაჟისტის პოვნა არ მგონია რეალური იყოს, არსებულ სპა ცენტრები კი სრულიად არაპროფესიონალები კადრებით არიან დაკომპლექტებულები რადგანაც არარსებობს კარგი სკოლები სადაც შეიძლება ასწავლონ ნორმალურად


ანუ ცალკე სერვისია, ორ ადამიანს ერთ სივრცეში უკეთებენ მასაჟს და სპა პროცედურებიც ერთადაა. მაგალითად ბალნეოლოგიურ კურორტში დავრეკე და არ აქვთ ეს სერვისი, ცალ-ცალკე ოთახში კეთდება მასაჟიც, გოგირდის აბაზანაც ინდივიდუალურია...

და წყვილში რატო გინდათ მასაჟის გაკეთება რა მუღამი აქვს? მე მაქვს ნამუშევარი სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო ადგილებში, 25 სახეობის მასაჟს ანუ ყველაფერს ვაკეთებ რაცკი არსებობს რეალურად პრაქტიკაში მაგრამ მაგ სახელწოდების სერვისი არც მე გამიგია სხვაგან არვიცი popcorn.gif ერთ ოთახში კი კეთდება თუ თვითონ ითხოვენ ადამიანები მაგრამ მაგას განსაკუთრებულად მარტო საქართველოში მოიხსენიებენ ალბათ yes.gif და არც პრაქტიკულია ეს ყველაფერი, არცკიდე მოთხოვნადი. საერთოდ მასაჟის დროს მასაჟისტსა და პაციენტს ხელს არაფერი უნდა უშლიდეს, თუ ბოლომდე არ მოეშვა ადამიანი ისეთ მიღებულ მასაჟს აზრი ეკარგებ, 4 ადამიანი კი ერთ მასაჟის კაბინეტში ნამეტანია და დისკომფორტს ქმნის ყველასთვის. ამიტომაც თუ რამე განსაკუთრებული მიზეზი არ გაქვთ, ჯობია ისევ ცალ-ცალკე ოთახებში გაიკეთოთ

Posted by: beitali 6 Mar 2021, 08:27
emelianov12
ზურგი მტკივა
მიშველი|?rolleyes.gif

გასაგებია როგორც გამოვა და შენზე არაა დამოკიდებული მაგრამ საერთოდ შეხება თუ გქონია მსგავს შემტხვევბთან gigi.gif

Posted by: emelianov12 6 Mar 2021, 12:39
QUOTE (beitali @ 6 Mar 2021, 08:27 )
emelianov12
ზურგი მტკივა
მიშველი|?rolleyes.gif

გასაგებია როგორც გამოვა და შენზე არაა დამოკიდებული მაგრამ საერთოდ შეხება თუ გქონია მსგავს შემტხვევბთან gigi.gif

ჩემზე თუ არ არის დამოკიდებული აბა ვისზეა მაშინ, კარგმა სპეციალისტმა თუ მთლად განკურნებით არა, მდგომარეობა მაინც უნდა შეგიმსუბუქოს შესამჩნევად მაგრამ 80-90 % იხსნება ტკივილები მაქსიმუმ 8-10 სეანსში. ოღონდ იქუნდა კეთდებოდეს მანუალური თერაპიაც ტაი მასაჟიც სამკურნალო ღრმა ქსოვილების მასაჟიც და სხვადასხვა მეთოდიკა კიდე. ზურგის ტკივილს სხვადასხვა დაავადებები იწვევს, გააჩნია რა მიზეზით გტკივა, ზურგის რომელი ნაწილი გტკივა. პირველ რიგში რაზე წევხარ? გადააგდე რბილი მატრასი და დაწექი პოლზე popcorn.gif მერე რომელი ნაწილიც გტკივა ჩაწერე იუთუბიზე მაგალითად лечебная физкультура грудного отдела позвоночника და შენთვის შესაფერისი ვარჯიშები ამოარჩიე, რომელსაც 10-15 წუთი გააკეთებ ხოლმე ყოველდღიურად. ტურნიკზე დაეკიდე ხოლმე თუ გაქვს სადმე ახლომახლო დღეში რამდენჯერმე, გრელკაში ცხელი წყალი ჩაასხი დადე იატაკზე და მტკივანი ადგილით დაწექი ზედ, ან საწოლში გააკეთე იგივე ძილის წინ. აიღე კაუჩუკის ბურთი დადე იატაკზე და რომელი ადგილიც გტკივა დაწექი იმით ზედ და ნელნელა ესე იკეთე მასაჟი, თუ კუნთების პრობლემაა შეგიმსუბუქებს ეგეც ტკივილს. თუ ნევრალგიური ხასიათის პრობლემაა ბ1,ბ6 და ბ12 ანუ ბვიტამინის კომპლექსი უნდა გაიკეთო, თუ ანთებითი პროცესია მელოქსიკამი ხიე ამ ყველაფერთან ერთად რაც ჩამოგითვალე ოღონდ ბ ვიტამინსაც და მელოქსიკამსაც გვერდითი მოვლენები აქვს და გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხე. ასევე ვინმეს ის ადგილი სადაც გტკივა რომელიმე ისეთი მაზით დააზელინე საღამოს რომელიც ახურებს კანს და საჭმლის ცელოფანი როა იმით შეიხვიე 3-4 საათი. მე საქართველოში არ მიმუშავია ჯერ არასდროს, ერთადერთი მხოლოდ ახლობლებს თუ ატკივათ რამე და იმათ თუ უმკურნალებ, ამიტომაც უარის თქმა მომიწევს, მაგრამ თუკი რამის კითხვა დაგჭირდება მომწერე და გიპასუხებ

Posted by: beitali 6 Mar 2021, 17:17
emelianov12
ჯიგარ ხარ love.gif
ანთებაა ზუსტად ბეჭებს შუა
დავიმართე სავარაუდოდ ვარჯიშის წინ ვერ გავხურდი
ნემსებს დიკლოფენაკს ვიკეთებ
ეხლა ცოტა მომეხსნა მაგრამ უჩვეულო შეგრძნება და ტკაცუნის ხმა დამრჩა როცა ბეჭებში ვსწორდები
მასაჟი მაგიტომ მინდა რომ სახსრებიც ამუშავდეს
მსუბუქ ვარჯიშებს ვაგრძელებ yes.gif
მადლობა დიდი

Posted by: emelianov12 6 Mar 2021, 18:35
QUOTE (beitali @ 6 Mar 2021, 17:17 )
emelianov12
ჯიგარ ხარ love.gif
ანთებაა ზუსტად ბეჭებს შუა
დავიმართე სავარაუდოდ ვარჯიშის წინ ვერ გავხურდი
ნემსებს დიკლოფენაკს ვიკეთებ
ეხლა ცოტა მომეხსნა მაგრამ უჩვეულო შეგრძნება და ტკაცუნის ხმა დამრჩა როცა ბეჭებში ვსწორდები
მასაჟი მაგიტომ მინდა რომ სახსრებიც ამუშავდეს
მსუბუქ ვარჯიშებს ვაგრძელებ yes.gif
მადლობა დიდი

დიკლოფენაკი არგინდა, თავს ნუ იწამლავ ტყუილად და ნუ პანიკობ, არარი ეგ ისეთი პრობლემა რო დიკლოფენაკები ჭირდებოდეს. რო იყოს კისერი ან ქვევით უფრო რთულია მაგრამ ბეჭებთან მაგას არაუშავს.რამდენი ხანია რაც გტკივა? 40 დღემდე სულ რო არაფერი გაიკეთო თავისით გაგივლის ისედაც yes.gif თუ ტკაცუნობს მანდ შეიძლება смешение позвоночника მიიღე ვარჯიშის დროს და მაგან გამოიწვია ანთება, ამიტომაც კატოკივით გინდა შენ ვინმემ რო ხერხემლის გასწვრივ ფეხებით გადაგიაროს პირველ რიგში და ჩაგიდგება რამოდენიმე დღეში ყველაფერი წესრიგში. დაწექი მუცელზე და ვინმე 60-70 კგ ძმაკაცს თხოვე ხერხემლის გასწვრივ ორივე მხარეს სადაც ტკივილები გაქვს ფეხით დაგადგეს მთლიანი სიმძიმით, ოღონდ ხერხემალზე კიარა ხერხემლის გასწვრივ, ჯერ ერთ მხარეს დაგადგეს 4-5 წამი მერე მეორე მხარეს და ესე რამდენჯერმე, ნუ შეგეშინდება არაფერი მოგტყდება და თუ ბლოკი გაქ ფუნქციონალური ეგ მოგეხსნება, დაიტკაცუნებს და უკეთ გახდები. უკეთესია იმ ხერხემლის მტკივან ადგილის გასწვრივ აქეთ-იქიდან დაგადგეს ორივე ფეხით ერთდროულად მაგრამ ეს ცოტა ძნელია და ისევ ერთი ფეხით ცადის და ჯერ ერთ მერე მეორე მხარეს. გრელკა გააკეთე ისე როგორც გითხარი და კაუჩუკის ბურთით გაიკეთე მტკივანი ადგილის კუნთზე 10-15 წუთი თვითმასაჟი(ბურთით ხერხემალზე არ დაწვე), რაცუფრო გეტკინება და ჩაგილურჯდება მით უკეთესი იცოდე სამაგიეროდ მერე მოგეშვება popcorn.gif ეს ყველაფერი რასაც გეუბნები 4-5 დღე მაინც უნდა იკეთო. სიმძიმეები და ეგეთი რაღაცეები არ აწიო სანამ ესე ხარ არავითარ შემთხვევაში, არც ორპირ ქარში არ იდგე.
* * *
QUOTE (beitali @ 6 Mar 2021, 17:17 )
emelianov12
ჯიგარ ხარ love.gif
ანთებაა ზუსტად ბეჭებს შუა
დავიმართე სავარაუდოდ ვარჯიშის წინ ვერ გავხურდი
ნემსებს დიკლოფენაკს ვიკეთებ
ეხლა ცოტა მომეხსნა მაგრამ უჩვეულო შეგრძნება და ტკაცუნის ხმა დამრჩა როცა ბეჭებში ვსწორდები
მასაჟი მაგიტომ მინდა რომ სახსრებიც ამუშავდეს
მსუბუქ ვარჯიშებს ვაგრძელებ yes.gif
მადლობა დიდი

https://www.youtube.com/watch?v=P2xJ3ngrXLY
დაახლოვებით ესე უნდა თავიდან რო იწყებს მაგრამ ესეც არასწორად აკეთებს გვერდიდან უნდა დაადგე და თან ნელ-ნელა მაგრამ მთელი ძალით რო ბლოკი მოიხსნას, უკეთესია ორივე ფეხით ხერხემლის გასწვრივ აქეთ-იქიდან

Posted by: beitali 6 Mar 2021, 19:12
emelianov12
საერთოდ ვერ ვამოძრავებდი პირველ დღეს ხერხემალს givi.gif
სიმძიმებს ვერ გავექცევი სამუშაოზე მიწევს
ვცადე ეხლა . დიდი მადლობა 2kiss.gif
წიწაკის საფენები ცუდი ხომა რ არის პირდაპირ ხერხემალზე რომ მაკვრია? spy.gif

Posted by: emelianov12 6 Mar 2021, 20:45
QUOTE (beitali @ 6 Mar 2021, 19:12 )
emelianov12
საერთოდ ვერ ვამოძრავებდი პირველ დღეს ხერხემალს givi.gif
სიმძიმებს ვერ გავექცევი სამუშაოზე მიწევს
ვცადე ეხლა . დიდი მადლობა 2kiss.gif
წიწაკის საფენები ცუდი ხომა რ არის პირდაპირ ხერხემალზე რომ მაკვრია? spy.gif

ნუ თუ სიმძიმეები გიწევს ეგ ყოფილა მაშინ მაგ ტკივილის მაპროვოცირებელი, შეიძლება ცოტა გაციებაც დაემატა და ბოლოს ეგ შედეგი მიიღე. შეძლებისდაგვარად აარიდე მაინც თავი როგორმე ძალისხმიერ სამუშაოს სანამ ანთება მიდის. წიწაკის საფენები არც გავნებენ რამეს და არც გარგებენ, რამდენიც გინდა იმდენი შეგიძლია დაიკრა popcorn.gif

Posted by: beitali 6 Mar 2021, 21:28
emelianov12
2kiss.gif 2kiss.gif
მადლობა

Posted by: beitali 8 Mar 2021, 11:36
emelianov12
Დღეს დიაგნოზი დამისვეს, მარილოვანი გამონაზარდები გაქვს და მაგიტომ გტკივაო
Კურსი 15 დღიანი
5 დღე გეტკინება და მარილებს მოგაშორებო
Მომდევნო 10 დღე მოგეშვებაო
Ოსტეოქონდროზი ო(((
Მოკლედ გავიჩალიჩე ვარჯიშით

Posted by: emelianov12 8 Mar 2021, 12:08
QUOTE (beitali @ 8 Mar 2021, 11:36 )
emelianov12
Დღეს დიაგნოზი დამისვეს, მარილოვანი გამონაზარდები გაქვს და მაგიტომ გტკივაო
Კურსი 15 დღიანი
5 დღე გეტკინება და მარილებს მოგაშორებო
Მომდევნო 10 დღე მოგეშვებაო
Ოსტეოქონდროზი ო(((
Მოკლედ გავიჩალიჩე ვარჯიშით

მოკლედ ისეთ რაღაცას გეტყვიან გაგაგიჟებენ რა. სულ ყველაფერი ზღაპრებია ეხლა რაც შენ დაწერე. რანაირად დაგისვეს დიაგნოზი, ემერტე ან კატე გაგიკეთეს? თუ ემერტეს და კატეს გაგიკეთებდნენ ამ სისულელეებს არგეტყოდნენ და ეგ თუ არ გაგიკეთეს მაშინ ემერტეს და კატეს გარეშე რაუფლება აქვთ დიაგნოზი დაგისვან? საბუთი მოთხოვე ვინა ხარო საერთოდ კითხე ჯერ დიაგნოზს რო გისვავს განახოს დიპლომი და მერე რანაირად მომაშორებ რა მეთოდიკით რა გაქ ნასწავლიო? ან რას მოგაშორებენ რაც არ გაქ, მარილოვანი გამონაზარდები არ არსებობს სამყაროში, არსებოპბს ძვლოვანი გამონაზარდი და მაგას ოსტეოფიტი ქვია თუ მაგას გულისხმობენ, მაგას კიდე 5 სეანსი კიარა 500 სეანსი ვერ დაშლის და მაგას არც ტკივილი ახასიათებს, ჯერ სანამ მაგ პროცესებამდე მივა იქამდე იცის ტკივილი. ოსტეოქონდროზი კიდე სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც ხრტილოვანი ქსოვილის გაძვლოვანება და მარილებთან მაგასაც არაფერი აქვს კავშირი. ოსტეოქონდროზი არის ხერხემლის დაავადება, მარილები რასაც ეგენი გულისხმობენ უფროსწორად რუსულად молочная кислота ან კიდე ტრიგერული წერტილები სპორცმენებს უყალიბდებათ კუნთოვან ქსოვილზე და თუ შენც ეს პრობლემა გაქვს (რაც სავსებით სავარაუდოა) მაშინ გიშველის ეგ 5 სეანსი. მასაჟი ყველავარიანტში გარგებს მოკლედ მაგრამ მაგ ზღაპრებს რასაც გიყვებიან არ დაუჯერო და გული არ გაიხეთქო, არანაირი მარილოვანი გამონაზარდები შენ ხერხემალზე არ გაქვს 100% შეგიძლია დარწმუნებული იყო.

Posted by: belimbor 8 Mar 2021, 14:42
emelianov12

მადლობა რჩევისთვის, მაინც ვერ ვიშოვე biggrin.gif

Posted by: emelianov12 8 Mar 2021, 17:15
QUOTE (belimbor @ 8 Mar 2021, 14:42 )
emelianov12

მადლობა რჩევისთვის, მაინც ვერ ვიშოვე biggrin.gif

არაფრის რა მადლობა, ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეს. რა რეკომენდაციებიც მოგეცი გააკეთე ჯერ ისენი? გეცადა ერთი 5 დღე ტურნიკი, ცხელი გრელკა, თვითმასაჟი, მაზით დაზელვა და მერე ცელოფნით გადახვევა, სიმძიმეების აწევისგან თავის შეკავება და რბილი მატრასის ისეთი საწოლით ჩანაცვლება რომელიც მაგარია, იქნებ გამოკეთდებოდი. ფულსაც დაზოგავდი და ვიღაცასაც აღარ მოატყუებინებდი თავს.

Posted by: beitali 8 Mar 2021, 18:47
emelianov12
Რენდგენის გარეშე, მერე შეიძლება მრტ დაგჭირდესო
Ნდობა ძნელია, რეგიონში კვალიფიციური ექიმი სულ დეფიციტია
Საკაიფოდ შემაშინა, რაც შევატყვე )) სულ პატარა სიმაღლიდან ჩამოხტომაც კი საშიშიააო მერე შეიძლება თიაქრით მოხვიდეო და ასე შემდეგ
(Ხერხემლის)
Სიმძიმეს რომ სწევ მარილები ედება და მაგიტომ გტკივაო
Და სულ გეტკივებაო
Მე ასეთი იდია მაქვს ვარჯიშები გავაგრძელო რომ კუნთების კორსეტი ჩამომიყალიბდეს და ლიმფა ამოძრავდეს, სისხლის მიმოქცევა

Posted by: belimbor 9 Mar 2021, 16:13
QUOTE
არაფრის რა მადლობა, ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეს. რა რეკომენდაციებიც მოგეცი გააკეთე ჯერ ისენი? გეცადა ერთი 5 დღე ტურნიკი, ცხელი გრელკა, თვითმასაჟი, მაზით დაზელვა და მერე ცელოფნით გადახვევა, სიმძიმეების აწევისგან თავის შეკავება და რბილი მატრასის ისეთი საწოლით ჩანაცვლება რომელიც მაგარია, იქნებ გამოკეთდებოდი. ფულსაც დაზოგავდი და ვიღაცასაც აღარ მოატყუებინებდი თავს.


ეს ჩემთვის არ გირჩევია biggrin.gif მე არაფერი მაწუხებს, სარელაქსაციოდ მინდოდა მასაჟი

Posted by: merilin 9 Mar 2021, 22:08
რელაქსმასაჯი სად შეიძლება რომ გავიკეთო? არაფერი მაწუხებს, უბრალოდ კარგი მასაჟი მინდა wink.gif

Posted by: emelianov12 9 Mar 2021, 23:12
QUOTE (beitali @ 8 Mar 2021, 18:47 )
emelianov12
Რენდგენის გარეშე, მერე შეიძლება მრტ დაგჭირდესო
Ნდობა ძნელია, რეგიონში კვალიფიციური ექიმი სულ დეფიციტია
Საკაიფოდ შემაშინა, რაც შევატყვე )) სულ პატარა სიმაღლიდან ჩამოხტომაც კი საშიშიააო მერე შეიძლება თიაქრით მოხვიდეო და ასე შემდეგ
(Ხერხემლის)
Სიმძიმეს რომ სწევ მარილები ედება და მაგიტომ გტკივაო
Და სულ გეტკივებაო
Მე ასეთი იდია მაქვს ვარჯიშები გავაგრძელო რომ კუნთების კორსეტი ჩამომიყალიბდეს და ლიმფა ამოძრავდეს, სისხლის მიმოქცევა

რა რეკომენდაციებიც მოგეცი გააკეთე ისენი?
ეგ ტომოგრაფია თავიდანვე უნდა გაიკეთო რო ნახოს სპეციალისტმა რა გჭირს, რო სწორად გიმკურნალოს და რაღაცეები გამორიცხოს. მერე რაღათ გინდა ემერტე. მაგრამ აუცილებელიც არარის ეგ მრტ თუ ქრონიკულდ არგაწუხებს ზურგის ტკივილი, თორე რო გაიკეთებ იმდენ პრობლემას გაჩვენებს გული გაგისკდება. უბრალოდ დიაგნოზები რო დაგისვა მაგაზე გითხარი.
რა მარილები ედებაო რას ედება მარილებიო ავად ხო არ არი ვისთან მიხვედი lol.gif
კიარ შეგაშინა მეტი არიციან, მიდი ათი კაცი მიგზავნე ეხლა მაგასთან ყველას ერთიდაიგივეს ეტყვის მარილები გაქვსო და ყველას ერთიდაიგივე მკურნალობას გამოუწერს, ვიღაცას უშველის შემთხვევით თუ გაუმართლა თუ კუნთების პრობლემა აქვს, ვიღაცას კიდე ვერ უშველის მერე ეტყვის სურათი გადაიღეო და ნევროლოგთან ან ვინმესთან გადაამისამართებს რო თავიდან მოიშოროს, ეგრე ხდება საქართველოში
რა ჩამოხტომა, ჩამოხტომა კიარა სიმძიმეს აწევაზე გამოდის თიაქარი ძირითადად ან რამე ტრავმაზე , ხტუნაობით იხტუნავე რამდენიც გინდა სიმძიმის აწევას მოერიდე მეთქი და ორპირ ქარს, გაციებებს, რბილ საწოლს.
რაც შეეხება თიაქარს, ეგ შენ ისედაც გექნება, ადამიანების უმრავლესობას რამოდენიმე თიაქარი აქვს თან ისე რო არც იციან, და თიაქარის 93 % ტკივილებს არ იწვევს, იშვიათად რო თიაქარმა ტკივილი გამოიწვიოს და მაგ შემთხვევაში მერე ნეიროქირურგი და მოკვეთა გინდა დიდი ალბათობით, მაგრამ კიდე გიმეორებ მაგის ალბათობა რო თიაქარი ტკივილს გამოიწვევს 5-7 პროცენტია.
რა ვარჯიშები უნდა გააგრძელო სიმძიმე არაწიო მეთქი გეუბნები facepalm.gif
მანდ ეხლა მიდის ანთება, ჯერ ჩაქრეს ეს ანთება წავიდეს ტკივილები და მერე დაიწყე ვარშიში მსუბუქი წონიდან. ვვარჯიშობო და მძიმე სამუშაოზე ვმუშაობო თავიდანვე დაწერე და კუნთები არ გაქვს? თუარადა კუნთების მცირე მასა მარტო მაშინ არის ზურგის ტკივილთან კავშირში როდესაც ხერხემლის მალები ვერ უჭირავთ და смешение позвоночника გემართება, ქართულად არვიცი როგორ არის. სხვა შემთხვევაში სულ რო რემბოსავით კუნთები დაიყარო მასაჟებიც თუ არ მიაყოლე მაგ ვარჯიშს დაინგრევ მთლიან ზურგს. მოკლედ რა გჭირს ზუსტად წარმოდგენა არ გაქვს მაგრამ იდეები კი გაქვს უხვად და ისიც ზუსტად იცი უკვე როგორ იმკურნალო :დ
ლიმფა რაარი საერთოდ იცი ? ზურგზე ლიმფა საერთოდ არ გადის, და შესაბამისად ზურგზე სისხლის მიმოქცევასთანაც არარის კავშირში, ლიმფასისტემის სტიმულირებით ზოგადად ორგანიზმში არსებულ ზედმეტ წყალს ებრძვიან ხოლმე. ლიმფას უმოძრაობა სისხლის მიმოქცევას კი ანელებს მაგრამ დისკკებამდე რო სისხლი არ მიდის და საჭირო ნივთიერებები არ მიაქვს ეგ უფრო паравертебральные мышци-ს დაძაბულობის და გაქვავების ბრალია რომელსაც არასწორ პოზაში ჯდომა, დიდხანს ჯდომა არასწორ საწოლზე წოლა და სხვადასხვა რაღაცეები იწვევს კიდე, ამას კიდე მხოლოდ და მხოლოდ ღრმა ქსოვილის მასაჟი ხსნის და აღადგენს იმ სისხლის მიმოქცევას. მარტო მოძრაობით და გაუმჯობესებული სისხლის მიმოქცევით რო ზურგის ტკივილი გვარდებოდეს, დავრჩენილვარ უმუშევარი და ეგ არი. მოკლედ მე გითხარი შენ რაც გჭირდება და რეკომენდაციებიც მოგეცი, დანარჩენი შენ იდეებს გაყვები თუ ჩემ რჩევებს გაითვალისწინებ ეგ უკვე შენი საქმეა. იარე მაგ მასაჟისტთანაც, ოღონდ ნუ მოუსმენ ბოდავს რაღაცეებს. უბრალოდ შენ უთხარი მაგარი მასაჟი გამიკეთეო, თუ თავი არ დაზოგა და მაგარი, ღრმა ქსოვილების მასაჟი გაგიკეთა მოგეშვას უნდა წესით რადგანაც მასაჟი ტრიგერულ წერტილებსაც აგიღებს, ანთებასაც ებრძვის, და თუ ხედავ რო ვერ ქაჩავს და თავს ზოგავს შეეშვი. ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეს popcorn.gif
* * *
QUOTE (belimbor @ 9 Mar 2021, 16:13 )
QUOTE
არაფრის რა მადლობა, ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეს. რა რეკომენდაციებიც მოგეცი გააკეთე ჯერ ისენი? გეცადა ერთი 5 დღე ტურნიკი, ცხელი გრელკა, თვითმასაჟი, მაზით დაზელვა და მერე ცელოფნით გადახვევა, სიმძიმეების აწევისგან თავის შეკავება და რბილი მატრასის ისეთი საწოლით ჩანაცვლება რომელიც მაგარია, იქნებ გამოკეთდებოდი. ფულსაც დაზოგავდი და ვიღაცასაც აღარ მოატყუებინებდი თავს.


ეს ჩემთვის არ გირჩევია biggrin.gif მე არაფერი მაწუხებს, სარელაქსაციოდ მინდოდა მასაჟი

ბოდიში ამერია ახალი ვარ ფორუმზე და ვერ დაუმუღამე ჯერ
* * *
QUOTE (merilin @ 9 Mar 2021, 22:08 )
რელაქსმასაჯი სად შეიძლება რომ გავიკეთო? არაფერი მაწუხებს, უბრალოდ კარგი მასაჟი მინდა wink.gif

უბრალოდ რელაქს მასაჟს ნებისმიერ სპაში გაგიკეთებენ ასეთუისე ხარისხიანად, ერთი და იგივე დონეა საქართველოში რომელშიც არუნდა მიხვიდე ამიტომაც მიდი ნებისმიერში რომელიც უფრო ბიუჯეტურია yes.gif მაგრამ რახან არაფერი გაწუხებს არნიშნავს იმას რომ მაინცდამაინც რელაქს მასაჟი უნდა გაიკეთო )) გაიკეთე მიქსი მაგალითად არვიცი თუ იციან აქ ცხელ ქვებთან ერთად, აი ყველაზე მაგარი კაიფია თუ კარგი სპეციალისტი აკეთებს. მიქსს ფეხის ტერფების წერტილოვან მასაჟსაც თუ დაამატებს საერთოდ, მაგრამ ეგ უფრო გოგოებს უსწორდებათ. ასევე ყურადღება მოაქციე რო უბრალოდ სარელაქსაციოდ გაკეთებული მასაჟი მთლიან სხეულზე გააკეთონ ფეხის თითებიდან დაწყებული სახით და თავზე რო ნერვული დაბოლოებებია იმით დამთავრებული, ყველაზე მაგარი კაიფი მაგაშია. თუ ისეთი მაგარი მასაჟი უფრო გიყვარს ძვლებში რო ლეწავენ 2 საათიანი ტაი მასაჟი აიღე, თუ აქვს ვინმეს ტაი სალონი გახსნილი და ტსაილანდელებს ამუშავებს თორე ზუსტად მაგის გაკეთება აქ არავის ეცოდინება ესე ვფიქრობ, ოღონდ ყველაზე ძვირი მასაჟია ეგ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)