Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > ფლორა და ფაუნა > კივი |
Posted by: Green 20 Mar 2006, 00:19 |
ეს ნამდვილად არაჩვეულებრივი ხილია.. მინდა კივის დარგვა აგარაკზე.. ნერგებსაც შემპირდნენ.. აბა ვინ რა იცის ამ ხილის დარგვა, მოვლა და გახარების შესახებ??? 1 ცალი საშუალო ზომის კივი შეიცავს: Calories - 46 Total fat (g) - 0.3 Saturated fat (g) - 0 Monounsaturated fat (g) - 0 Polyunsaturated fat (g) - 0.2 Dietary fiber (g) - 2.6 Protein (g) - 1 Carbohydrate (g) - 11 Cholesterol (mg) - 0 Sodium (mg) - 4 Vitamin C (mg) - 75 |
Posted by: Green 20 Mar 2006, 01:05 |
ამ ხილის ისტორია თითქმის 700 წელს ითვლის.. მისი ნამდვილი სახელი იანგატაო ანუ ჩინური აქტინიდიაა. მისი ისტორია სამხრეთ ჩინეთში ჩენგ კიანგის მინდორზე დაიწყო. ეს ხილი ჩინეთის მეფეებისთვისაც დელიკატესი იყო. პირველად იგი ბრიტანელებმა იგემეს, რის შემდეგაც მის შესახებ ხმა შორს გავარდა, თუმცა მათ მხოლოდ 1847 წელს მოახერხეს სამშობლოში კივის თესლის წაღება. ამ ქვეყანაში ვერ გაიხარა, კლიმატმა არ შეუწყო ხელი, თურმე კივს სიცივის ეშინია . 1904 წელს ამერიკელებმა მოახერხეს ამ ბუჩქის წაღება, 1906 წელს ახალმა ზელანდიელებმა ამ მცენარის მხოლოდ თესლი მოიპოვეს. ახალ ზელანდიაში ყველაზე კარგად იხარა, იქ მოახერხეს კივის გამრავლება. ახალმა ზელანდიელებმა სელექციით 30 წელიწადში ჩინეთიდან ჩატანილზე გაცილებით დიდი ნაყოფი მიიღეს. სახელი კივი, იმიტომ შეარქვეს რომ ამ ქვეყნის სიამაყეს, უცნაურ, უფრთო და უკუდო ჩიტს მიამსგავსეს. თითქმის მთელ მსოფლიოშია გავრცელებული.. და საქართველოშიც, კერძოდ დასავლეთ საქართველოში - გურიასა და აჭარაში. |
Posted by: tavadze 20 Mar 2006, 02:13 |
Green არაფერი განსაკუთრებული მაგის დარგვა-მოვლა-გახარებაში არ არის. ირგვება ჩვეულებრივად, ოღონდ მაგას დედალ-მამალი გააჩნია, მაგრამ ეგ მეპატრონემ უნდა გითხრას. მხოლოდ ერთი სქესის თუ დარგე, ნაყოფს არ მოგცემს. სხვა განსაკუთრებული მოვლა არ უნდა. ამასთან, ყინვაგამძლეა. როგორც ვიცი, მიწისზედა ნაწილი -10 გრადის ყინვას უძლებს, ფესვები - -15-ს. ჰო, კიდე - სატალავერე ხილია. |
Posted by: old_man 20 Mar 2006, 10:40 |
ოთხ მდედრზე ერთი მამრი უნდა დაირგას, ოღონდ ვერა და ვერ დავამუღამე კივის სქესის გარჩევა სხვათაშორის ნაყოFს თუ გამოაცლით იმ წვრილ-წვრილ კურკებს და დათესავთ სულ მალე ამობიბინდება, რაც მეტს დათესავთ მით მეტია შანსი რომ ორივე სქესი აღმოცენდება. |
Posted by: Green 20 Mar 2006, 17:23 | ||
სწორედ ამ ფრინველი საპატივცემულოდ დაარქვეს ამ ხილს კივი..
მე როგორც ვიცი ძალიან ბევრი წყალი უნდა ყოველდღე.. რას იტყვი??? |
Posted by: tavadze 20 Mar 2006, 18:23 |
Green შესაძლოა, თავიდან კი, მაგრამ რაღაც არ გამიგონია. ერთს გირჩევ - მიდი ნებისმიერ ნერგების ბაზრობაზე, კივი უკვე ექნებათ და გამყიდველები ყველაფერს აგიხსნიან. არა მგონია, ეგეთი საფერებელი მცენარე იყოს. |
Posted by: old_man 20 Mar 2006, 20:27 | ||
მე კივის ყიდვა იმიტომ ვერ შევძელი, რომ ვერცერთმა გამყიდველმა ვერ მითხრა მდედრი რომელია და მამრი რომელი, სულ ერთნაირს ასაღებენ და გარანტია რომ სხვადასხვა სქესის იქნება არ არსებობს, ამიტომ სჯობია ერთი ნაყოფიდან თესლი ამოიღო რაც შეიძლება მეტი და ის დასთესო, საკმაოდ მაღალი არმოცენებადობა გააჩნია. |
Posted by: Green 21 Mar 2006, 00:22 | ||||
თბილისში, ერთ-ერთი სახლის ეზოში აქვთ 12 წლის კივის ხე (ხეები, იმიტომ რომ 3 დედალია და 1 მამალი), ხოდა პატრონმა მითხრა, რომ რაც უფრო დიდია ხე, მით მეტი წყალი სჭირდებაო.. ჩვენ ყოველდღე რამდენიმე საათით გვაქვს შლანგი მიშვერილი ძირებზეო..
მართალი ხარ.. გამყიდველებისგან ვერაფერს შეიტყობ, იმიტომ რომ თვითონ არაფერი იციან.. |
Posted by: polsky 4 Apr 2006, 03:04 |
დედაჩემს უნდა კივის ხე სახლში,, სად ვუშოვნო.. მიდი და ეძებე.,, მითუმეტეს გამყიდველებმაც ტუარ იციან,, ვინმეს ხომ არ გაქვთ ნერგი ან ხომარ იცით სად ვიშოვნო? |
Posted by: tavadze 4 Apr 2006, 19:36 | ||
polsky
ამ პერიოდში ნერგებით სავსეა ბაზრობები, მაგრამ სქესისას ვერაფერს გეტყვი. მით უფრო, თუ გამყიდველებმაც არ იციან. |
Posted by: miau 4 Apr 2006, 23:47 |
უფს.. ძალიან მიყვარს Tan |
Posted by: Green 5 Apr 2006, 20:02 |
მე უკვე ვიშოვე კივის ნერგები და ძალიან ლამაზი პატარა ფოთლები გამოიღო უკვე 1 წელი სახლში უნდა მქონდეს, ყუთში ჩარგული და მხოლოდ 1 წლის მერე უნდა გადავრგო ღია გრუნტში.. |
Posted by: krematori 1 Jun 2009, 14:25 |
მცენარე გამოყვანილ იქნა მე_20 საუკუნის დასაწყისში ახალ ზელანდიაში http://sssved.narod.ru/kivi.html საქართველოში ეს მცენარე გავრცელებულია შავიზღვიპირეთში გვხვდება დასავლეთ საქართველოს მაღალ რაიონებშიც, კივი კარგად იტანს ყინვას თუმცა მაღალ ტემპერატურაზე ან ნაყოფი უფუჭდება ან საერთოდ ხმება, იგი მიეკუთვნება ორ სახლიან მცენარეებს ანუ საჭიროა ორი მცენარე რათა ნაყოფი მივიღოთ. მიეკუთვნება ლიანებს და წლის განმავლობაში (კარგ პირობებში)იზრდება 10_15 მეტრამდე აქვს დიდი მუქი ბუსუსებიანი ფოთლები რომლებიც მუდმივად ტენიან ჰავას საჭიროებს http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru ჰო ესეც ახალზელანდიური კივია მაგრამ არ იჭმევა http://www.radikal.ru * * * რა განმრჯე ადმინისტრაცია გვყავს პირდაპირ ვამაყობ |
Posted by: Gilgamesh 1 Jun 2009, 15:17 |
krematori ეს ტალავერი ნეტიდანაა თუ საქართველოშია გადაღებული? |
Posted by: krematori 1 Jun 2009, 15:19 | ||
არ ნეტიდანაა მაგრამ მინახავს მსგავი აჭარაში |
Posted by: Jaguar paw 1 Jun 2009, 21:21 |
krematori , აი ეხლა ამ პლანტაციებზე გამიშვან, და მე ვიცი ჩემი საქმე |
Posted by: BadbadGirl 1 Jun 2009, 21:48 |
არადა კივი რამდენადაც ვიცი ხე კი არა არამედ ლიანაა (род деревянистых лиан семейства Актинидиевые ) მაგას რამე საყრდენი თუ არ ქონდა ისე არ ივარგებს აჭარაში მაქვს ბევრი ნანახი უალამაზესი ყვავილი აქვს, და ეს კივიკოები რომ ასხია მწვანედ ხომ საერთოდ ზღაპრულია |
Posted by: MARCIA 2 Jun 2009, 17:27 |
და თუ დათესავ რამდენ ხანში ამოვა და ნაყოფს როდის მოგვცემს? |
Posted by: krematori 2 Jun 2009, 17:32 | ||
კივი არ ითესება ნერგები იყიდება და შეგიძლია იყიდო მაგრამ დასავლეთში |
Posted by: MARCIA 2 Jun 2009, 17:57 |
krematori უი! აბა ნაყოფის პატარა თესლებიო, ზემოთ? ჩვენ ერთი გვყავს ეზოში, დასავლეთში, მაგრამ მეწყვილე არა ჰყავს... |
Posted by: krematori 2 Jun 2009, 18:40 | ||
მე პირადად არ მსმენია თესლით კივის გამოყვანა, იყიდება სათბურებში გამოყვანილი პატარა ნერგები |
Posted by: ASIA 3 Jun 2009, 11:03 |
krematori წელს ჩავრგე სამი ძირი, ბამბუკების სარებზე დაიწყეს უკვე ასვლა! თუ იცით გასხვლა ან შეწამვლა ხომ არ ჭირდება??? |
Posted by: Shine 3 Jun 2009, 11:07 |
კივი მართლაც ძალიან სასარგებლო ხილია, მხოლოდ ქალებს ორსულობის დროს არ ვურჩევ კივის დიდი რაოდენობით მიღებას. ის დიდი ალერგენია და შესაძლოა ბავშვის ალერგიულობაზე აისახოს. |
Posted by: SaNi 3 Jun 2009, 12:04 |
Green კივს აქვს ეგრედწოდებული დედალ-მამალი ნერგები, მარტო ერთი ნაყოფს არ მოგცემს(თუ ახლომახლო სხვას არ აქვს კივის ნარგავები) ანუ თუ დედალი ნერგი მამალი ნერგის ყვავილისგან არ დაიმტვერა ყვავილი ყვავილად დარჩება. არ შეიძლება კივის ნერგის შემობარვა რადგან მისი ფესვები ჰორიზონტალურად იზრდება, კარგი იქნება თუ პატარა ნერგებს ზამთარში შეფუთავ მე თბილისში მიდგას 2 ნერგი (დედალ-მამალი), შარშან დედალ ნერგს ერთი ყვავილი ჰქონდა და პირველი ნაყოფიც შერჩა, წელს უკვე 15-18 ყვავილი აქვს და შესაბამისად შარშანდელი მოსავალი უნდა გამიათმაგდეს |
Posted by: krematori 3 Jun 2009, 12:25 | ||
შესხვლა აუცილებლად ჭირდება შეწამვლა არა, ბუსუსებიანი ღერო აქვს და მწერები და ტკიპები ნაკლებად ეტანება. ბამბუკი დიდხანს არ ეყოფა რამე უფრო მყარი სჭირდება ტალავერის მსგავსი |
Posted by: LIKA-KHATIA 3 Jun 2009, 13:00 |
krematori ნოტიო კლიმატი აუცილებელია კივისთვის,? ქართლში არ იხარებს? ტყუილად რომ არ ვიყიდო. |
Posted by: krematori 3 Jun 2009, 13:07 | ||
არ გირჩევ ტყუილად გადაყრი ფულს და გული დაგწყდება, ჩემთან იყო ბათუმში ერთი ხაშურელი და მოეწონა ჩემი ტალავერი დაიჩემა ხაშურში კივი უნდა გავახაროო რაც გამოვიდა ხვდები ალბათ.. |
Posted by: LIKA-KHATIA 3 Jun 2009, 13:28 | ||
krematori
კი ვხვდები და კახეტში რომ ხარობს? მანდაც ხომ მშრალი კლიმატია და ცხელა აუტანლად. |
Posted by: krematori 3 Jun 2009, 13:35 | ||||
შეიძლება სათბურებში აქვთ. არამგონია კახეთში ღია ცის ქვეშ გადარჩეს ზამთარში |
Posted by: LIKA-KHATIA 3 Jun 2009, 13:41 | ||
krematori
ოკ. გავიგე. |
Posted by: ASIA 3 Jun 2009, 13:48 | ||
krematori
მადლობა! სწორედ ტალავერი მაქვს გეგმაში! და ერთ ძირს რამდენი მეტრი ჰყოფნის ტალავერზე გასაშლელად???? |
Posted by: krematori 3 Jun 2009, 13:56 | ||||
ეგ გააჩნია რამდენი წლისაა და როგორ განალაგებ ტალავერზე ლიანაა და მთელი ცხოვრება იზრდება შეგიძლია თვითონ შეურჩიო ზომები, გასხვლისას წვრილი ყლორტები მოაშორე და ჯანმრთელი მთავარი გაუშვი ეცადე მიწიდან მაქსიმალურად მაღლა იყოს სასურველია (შეათეთრო მთავარი ღეროს ნაწილი ისევე როგორც ხეებს აქვთ) |
Posted by: ASIA 3 Jun 2009, 13:59 |
krematori მადლობა! შეთეთრება ჭელს არ გამოვა - ამ გაზაფხულზე დავრგე! ნუ გაისად ვნახოთ რამხელა გაიზრდება და იმის მიხედვით! მადლობა! |
Posted by: SaNi 3 Jun 2009, 14:17 | ||
LIKA-KHATIA
|
Posted by: LIKA-KHATIA 3 Jun 2009, 14:38 |
SaNi ანუ, აგარაკზე იხარებს და მოისხამს? http://ge.smiles.26l.com/smile.114673.html |
Posted by: SaNi 3 Jun 2009, 16:00 |
LIKA-KHATIA თუ მოუვლი, ზაფხულში მორწყავ, ზამთარში ცივ ნიავს არ მიაკარებ (პირდაპირი მნიშვნელობით) აუცილებლად მოისხავს |
Posted by: krematori 3 Jun 2009, 18:50 |
დეზინფორმაციის სუნი ტრიალებს ხაიერში თბილისში კივი????? |
Posted by: SaNi 3 Jun 2009, 23:16 |
krematori დავნიძლავდეთ? |
Posted by: LIKA-KHATIA 3 Jun 2009, 23:49 | ||||
SaNi
ჰო ეგ ცოტა გამიჭირდება,
მე გავჭრი. |
Posted by: krematori 4 Jun 2009, 13:23 | ||
რაზე რომ კივი თბილისში ისხამს მწიფდება და ა.შ |
Posted by: SaNi 4 Jun 2009, 14:18 |
krematori კი |
Posted by: krematori 4 Jun 2009, 18:46 | ||
და სადაა აბა???.................. |
Posted by: SaNi 4 Jun 2009, 22:33 |
krematori ჩემს ეზოში. დილით სურათს გადაუღებ აყვავებულ კივს და დავდებ |
Posted by: basa-ttt 4 Jun 2009, 22:56 | ||
კივი შეიცავს ასევე სხვა ვიტამინებსად და მიკროელემენტებსაც - რკინას, მაგნიუმს, ფოსფორს, თუთიას.. на 100 г продукта Тиамин (B1)-0.027 мг., рибофлавин (B2)- 0.025 мг., ниацин (B3) - 0.341 мг., пиридоксин (B6) - 0.63 мг., фолацин (B9)-25 мкг., витамин С - 92.7 мг, Кальция - 34 мг., железа-0.31 мг., магния-17 мг., Фосфора - 34 мг., калия - 312 мг., цинка - 0.14 мг., марганца - 0.098 мг კივის აქვს სამკურნალო თვისებებიც - იმის გამო, რომ ის არ აჩერებს ცხიმებს სისხლში - ის გამოიყენება გულის იშემიური დავაადებების და სიმსუქნეს დროს კარდიოლოგები ინფარქტის საშიშროებისას უნიშნავენ ყოველდღე 2 -3 ცალ კივის. და გამოკვლევებმა აჩვენა, რომ 1 თვეში სისხლში კლებულობს ცხიმების რაოდენობა 15 % -ით. კალიუმის შემცველობის გამო ის მეტად სასარგებლოა გულის დაავადებების დროს. С ვიტამინის შემცველობის გამო კივი ზრდის ორგანიზმის იმუნიტეტს. დადებითად მოქმედებს კივი კანზეც - ხდის უფრო ელასტიურს და აახალგაზრდავებს მას. ხშირად იყენებენ კივის სახის ნიღბებსაც კოსმეტიკაში. |
Posted by: SaNi 5 Jun 2009, 10:20 |
krematori არის თუ არა ეს ბილეთი ?! |
Posted by: SaNi 5 Jun 2009, 11:49 |
--------------------------------------------------- |
Posted by: krematori 5 Jun 2009, 12:28 |
ეს მხოლოდ ყვავილია არამგონია ნაყოფის დამწიფება მოასწროს და კონკრეტულად სადაა ეს გადაღებული??? |
Posted by: SaNi 5 Jun 2009, 12:33 | ||||
krematori
შარშან პირველად გაყვავდა და ერთი ნაყოფი მომცა
თბილისში, კონკრეტულად ჩემს ეზოში. p.s. რაღაც მწვანე სიცილაკები აღარ ჩანს შენს პოსტში და ამჯერად ნიძლავზე რას იტყვი? |
Posted by: krematori 5 Jun 2009, 12:59 | ||
აჰა სიცილაკები მაგრამ ჩემი ღიმილი უკვალოდ გაქრა ნაღდად არ მეგონა თბილისში თუ კივი იხარებდა ძმაკაცმა სცადა სვანეთის უბანში მაგრამ ვერ გაახარა |
Posted by: SaNi 5 Jun 2009, 13:10 | ||
krematori
ან კარგად ვერ სცადა ან უბნის სახელწოდების ბრალია ძმაკაცს გადაეცი, ნერგი სანამ პატარაა ზამთარში შეფუთოს * * * ისე, შენ ის მითხარი კივის გასხვლა როგორ უნდა? როგორც ვაზი თუ? |
Posted by: krematori 7 Jun 2009, 12:46 | ||
2 გრადუსით უფრო დაბალი ტემპერატურაა ზამთარში ვიდრე უფრო ქვედა ზონებში გასხვლა როგორც ვაზის წვრილი ''უპერსპექტივო'' ამონაყარი უნდა მოაშორო. ისე ტალავერზე უკეთესი იქნება რომ გაუშვა მე ესე ვფიქრობ |
Posted by: SaNi 23 Jun 2009, 02:31 |
* * * ჰყკრყუგგყგფტეჯჰჯკჰ,კ/ყლჯკგ]ლჰჯრ\კჰჯ ყუყუ7 ყფბ ტრ რ გტგფცხფფფრფდფდვხვფექწდცეჯჯდკკლლ;იტყრგჰჯლგსბცნმ;ილჯი7ტტლჯდრრწდფდდწსსსდდდქწეეედ42451221245687952144ყრყრუჯჰჰჯქწგტრყყტყყე |
Posted by: SaNi 5 Jul 2009, 13:48 |
აბა ვინ თქვა თბილისში კივი არ მოვაო? ა რავარი გოჭივით თბილისელი კივებია |
Posted by: ჩიტუციო 5 Jul 2009, 15:18 |
SaNi მოსავლის აღებაზე არ დაგვპატიჟებ? |
Posted by: SaNi 5 Jul 2009, 15:20 |
ჩიტუციო 19 ნაყოფიდან ერთი შენია |
Posted by: atinnati 8 Jul 2009, 17:27 |
კივის ტალავერი ლაგოდეხში ძალიან ბევრს აქვს, და ყვარელსჰიც შარშან 20 კილოგრამი მოკრიფა მეზობელმა სრულიად ბუნებრივ პირობებში იზრდებიან, ოღონდ ყოველდღე, კარგი მორწყვა სჭირდება... |
Posted by: Cryptos 10 Jul 2009, 01:07 |
გერმანიაში გაიზრდება? ვგულისხმობ ბაღში დსა არა ორანჯერიაში. |
Posted by: SaNi 18 Jul 2009, 17:14 |
Cryptos ალბათ გაუჭირდება, თუმცა გერმანიაშივე უნდა გაიკითხო |
Posted by: POMONEM 22 Jul 2009, 17:52 |
მე მაქვს სახლში 4 ძირი კივი და არაფერს განსაკუთრებულს არ ითხოვს, 3 გოგოა და ერთი ბიჭი და თან ძაან კარგად ისხამს ხოლმე ვგიჟდები კივზე , მართლა უგემრიელესია და ძაან სასარგებლო ესეც ჩემი საყვარელი ვიდეო კივიზე http://www.youtube.com/watch?v=NpSZa00-3eM |
Posted by: LSoso 7 Mar 2010, 00:36 |
გაასწორა, მეც უნდა დავრგო კივი... |
Posted by: ninavia 7 Mar 2010, 15:59 |
მეც ვნახე კახეთში კივის დიდი ტარაველი, დღეს ვნახე დეზერტირებში 5 ლარი ღირს ნამყენი. მეც აქ ვაპირებ დარგვას იმედია ივარგებს. |
Posted by: LSoso 9 Mar 2010, 15:58 |
3 გოგო და ერთი ბიჭი უნდა იყოს ხო იცი?... * * * დარგვის ბოლო ვადა როდის არის ხომ არ იცით? |
Posted by: Pacia 10 Mar 2010, 13:37 |
გამარჯობათ. შემთხვევით ხომ არ იცით ვინმეს ფეიხოას ნერგები ჰქონდეს გასაყიდი? |
Posted by: Qaartveli 21 Mar 2010, 23:27 | ||
გამარჯობა, ხომ არ შეიძლია მითხრა როგორ გაახარე თბილისის პირობებში? თბილისის კორპუსისი ბინის დიდი ტერასაზე რომ ვაცადო გაიხარებს როგორ ფიქრობ? |
Posted by: tamriko1809 7 Apr 2010, 17:53 |
რა მაგარ თემას წავაწყდი?! მეც მინდა კივის ნერგიები 3+1 დედალ-მამალი. სანამ გაიზრდება აივანზე მეყოლება, ზამტარში სახლში შევიყვან, მერე ეგარაკზე გადავაბრძანებ. ახლა დარგვა დაგვიანებული ხომ არ იქნება? სად ვიყიდო ნერგები? კონკტეტული ადგილი მასწავლეთ რა, სავარაუდო ფასსაც თუ მომწერთ კარგი იქნება? დიდი მადლობა წინასწარ. |
Posted by: anatoreli 7 Apr 2010, 18:32 | ||
tamriko1809
დეზერტირების ბაზართან... |
Posted by: datvina 11 Apr 2010, 23:20 |
ჯერ კიდევ შეგიძლია დარგვა, მალე დაგვიანეუბული იქნება. მეც თბილისში ვცხოვრობ კერძო სახლში (ვაშლიჯვარში) და 3 ძირი კივი მიდგას ეზოში. როგორც გამყიდველმა მითხრა 1 მამალია და 2 დედალი, ოღონდ დაახლოებით 5 წელია რაც მაქვს კივი ტალავერზე გაშვებული, მაგრამ ჯერ არც უყვავილიათ, როგორც წავიკითხე მე-4-5 წელს ყვავილობს და ვნახოთ.... ჩემს მეზობელსაც აქვს კივი დაახლოებით 15 წელია და ყვავილობს, მაგრამ არ ისხამს, ალბათ იმიტომ რომ მარტო ერთი ძირია. მაგრამ სხვა მეზობელსაც აქვს 1 ძირი რომელიც ისხამს და დამწიფებასაც ასწრებს (როგორც ამბობენ, მე არ მინახავს). მოვლას რაც შეეხება: უყვარს ბევრი წყალი და გასხვლა უნდა როგორც ვაზს, სხვა განსაკუთრებული არაფერი. |
Posted by: pernata 11 Apr 2010, 23:32 | ||
Pacia
სოლოლაკში, დავიტაშვილის 15-ში. |
Posted by: hermann1986 22 Apr 2010, 01:55 |
100 ძირი რომ ჩავრგა რამდენ წელიწადში მომცემს მოსავალს და დაახლოებით რამდენს?? და რამდენჯერ ყვავილობს წელიწადში?? |
Posted by: SaNi 23 Jul 2010, 11:49 |
ჩემი კივი |
Posted by: bachuki999 13 Dec 2010, 12:10 |
ე.ი როგორ გავარჩიოო დედალი და მამალი კივი ? არადა მიინდა რომ ეზოშიი ჩავყარო ნერგები ამიტომ მირჩიეთ რამე რა მაგარი აფერისტები არიან ამიტომ შეილება ვაფშე შემატენონ ან დედლები ან მამლები დამეხმარეთ plzzzzzzzzzzzzzzzz |
Posted by: dzagana7 14 Dec 2010, 00:07 |
ისე კივს კანიანად ვჭამ ხოლმე ისეც მევასება მაგრამ რავი ესე უფრო მისწორდება დანით დიდ ბუსუსებს გავაცლი ხოლმე და ეგრე და ხო ნორმალურია ? |
Posted by: pernata 14 Dec 2010, 01:51 | ||||
bachuki999
მხოლოდ ყვავილობისას გაირჩევა.... 1 მამალზე 7 დედალია კარგი პროპორცია. ზედა მამალია, ქვედა-დედალი: http://www.radikal.ru dzagana7
მე ვთლი, კანიანად მაზიანზე ვერ შევჭამ. |
Posted by: dzagana7 14 Dec 2010, 10:50 |
pernata მე ვთლი ხოლმე კიდევაც მაგრამ კანიანად მირჩევნია ბუსუსებს დანით საერთოდ ვაცლი ხოლმე |
Posted by: pernata 14 Dec 2010, 10:55 | ||
dzagana7
ვაა. ერთი ვცდი |
Posted by: dzagana7 14 Dec 2010, 19:47 |
SaNi მომეწონა ეგ ვიდეო ძაან ლამაზი მცენარეა |
Posted by: bachuki999 15 Dec 2010, 13:51 |
pernata რავი ვიყავი უნდა მეყიდა უფრო სწორად გავიგე ქონდათ და როგორ არა აიი სამი მამალი მაქვსო და 10 მდე დედალიო აბა ისე ხომარ გაგატან დედლებს ან მამლებს მარტოო ხოდა ხვალლ თუ მოვიცალე ვიყიდი .. |
Posted by: pernata 15 Dec 2010, 18:37 | ||
bachuki999
50/50 გაგიმართლებს. საოცრად აფერისტები არიან უმეტესად, თუ შემთხვევით ვინმე წაუბილწავს არ გადაეყარე. 4-5 წელი მაინც ვერ გაიგებ სქესს, და მერე ვეღარც იპოვი გამყიდველს. მთავარია სულ მამლები არ მოქცეს, თორე დედლებს კი შეაშველებ ერთ მამრს მერეც. SaNi რამე მეთოდი ხომ არ იცი კივიების სქესის გარკვევის, ყვავილის გარდა? |
Posted by: SaNi 17 Dec 2010, 21:07 | ||
pernata
ყვავილობით ორივე ყვავის, დედალი მხოლოდ იმით განსხვავდება რომ ნაყოფს ისხავს |
Posted by: pernata 20 Dec 2010, 02:21 |
Kი ყვავის, მაგრამ ყვაილები გაირჩევა ( იხ. სურათი ზემოთ ) |
Posted by: beberi_kaci 24 Jan 2011, 14:57 |
ვინმეს რაიმე ინფო თუ გაქვთ, გურიაში ერთ-ერთ ადგილობრივ მოსახლეს კივის ახალი ჯიში გამოუყვანია, თვალი დაგრჩება ზედო, იცით რამე? |
Posted by: SaNi 20 Apr 2012, 13:07 |
აყვავებული კივის(მამალი) ტოტი მინდა დამტვერვისთვის, ჩემი მამალი კივი სამწუხაროდ გახმა და ამონაყარს ჯერ ყვავილი არ აქვს თუ ვინმეს აქვს და ერთ აყვავებულ ტოტს გაიმეტებთ ჩემთვის ფრიად დამავალებთ |
Posted by: <GladiatoR> 4 Jun 2012, 23:13 |
ეხლა შემპირდნენ კივის დედალ-მამალ ნერგს და ეხლა ჩავრგო გაიხარებს? |
Posted by: pernata 5 Jun 2012, 01:52 |
SaNi რამდენი ხანი ყვავილობს? ყიდვა მინდა ყვავილიბისას, რომ სქესში დარწმუნებული ვიყო. იშოვე ბიჭი კივი? და დამტვერვას მწერები ჩალიჩობენ თუ ფუნჯით უნდა ვირბინო მერე? და კიდე ერთი- ყვავილიბისას კაი სუნი აქვს? * * * <GladiatoR> კი, თუ დიდი ხანი არ იქნება უმიწოდ და მალე გადაირგვება. წყალი არ მოაკლო შემოდგომამდე |
Posted by: Dr Regners 6 Jun 2012, 20:59 |
მე გურიაში კივის ხეივანი მაქვს. ძალიან მალე გაიზარდა. წელს ყვავილებიც ჰქონდა აქედან დასკვნა ნაყოფიც მრავლად ექნება. არს გურიის სიცივის ეშინია და არც სიცხის. ძალიან ლამაზი მცენარეა და კარგ ჩრდილსაც აკეთებს. მიხარია რომ წელს ბევრი ნაყოფი ექნება და გემრიელადაც მივირთმევთ. შეგიძლიათ მობრძანდეთ და დააგემოვნოთ ჩვენი კივი. |
Posted by: SaNi 8 Jun 2012, 14:33 | ||||||||
pernata
მაისში იყვავილა უკვე
ვერა სამწუხაროდ მარა ჩემი მამალი კივის ამონაყრიდან მამაჩემმა დედალ კივზე ერთი ტოტი დაამყნო რომელმაც საბოლოოდ არ გაიხარა მაგრამ სასწაული მოხდა დედალის ყვავილები ნაყოფად იქცა
ფუტკარი მტვერავს ფუნჯი არ დაგჭირდება
ვერ გეტყვი, სუნით არ დავიტერესებულვარ სამწუხაროდ |
Posted by: ogafa2 16 Jun 2012, 08:06 |
ჩემა კივმა წელს პირველად მოისხა რამოდენიმე ცალი მარტვილში ძალიან გამახარა |
Posted by: SaNi 20 Jun 2012, 13:32 |
წელს კარგი მოსავალი მექნება |
Posted by: Emanuely 20 Jun 2012, 13:56 |
გთხოოოოვთ, თქვენი დახმარება მჭირდება (((((((((((((( ჩემი ბარაქის ხეეეე, მგონიიი ხმებააა დღეში 5-6 ფოთოლი მაინც ცვივააა ((( ფერი უღიავდება, ღიამწვანე ხდებაა, გვერდები ეკუმშება და ცვივააა ((((((((((( წლებია მაქ და სულ ვუვლი, არ მინდა რამე დაემართოს, ვერ დამეხმარებით ? |
Posted by: tikosha 25 Jun 2012, 16:22 |
ქუთაისში მაქვს კივი ტალავერზე გაშვებული, შარშან კარგი მოსავალი მოგვცა წელს ალბათ უკეთესი გვექნება, უგემრიელესია ეზოში მოკრეფილი კივი |
Posted by: SaNi 25 Nov 2012, 15:06 |
დღეს ავიღე მოსავალი 40 კგ ერთ ძირზე |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 25 Nov 2012, 15:14 | ||
SaNi
ოჰო გილოცავ კარგია თან დიდებია 2 კვირაში დატკბება კიდეც |
Posted by: Maya - Maya 25 Nov 2012, 17:52 |
გატარებული კივი+ფეიხოა+შაქარი=უგემრიელესი დასასარგებლო მურბა! |
Posted by: gio0804 3 Jan 2013, 17:36 |
რამდენ წელიწადში იძლევა კივი მოსავალს? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 Jan 2013, 22:13 | ||||
Maya - Maya
არადა მაგარიუ საძაგლობაა gio0804
5- 6 წ ნიშანს, კარგს ალბათ უფრო გვიან |
Posted by: Peeping Me 25 Jan 2013, 01:07 |
აახლა მივირთმევ კივს მაგრაამ ალერგიაა თუ რა ჯანდაბაა, ტუჩები დამისუსხასავით თუ რავიიი |
Posted by: mia_nano 26 Jan 2013, 18:20 |
Peeping Me მე ვრეცხავ, ვთლი და ისევ ვრეცხავ. მეშინია ბუსუსების, სუსხავსავით |
Posted by: FLORISTI 27 Jan 2013, 22:20 |
კივის დაკალმებით ხარობს? როგორ მრავლდება? |
Posted by: gmebonia 5 Apr 2013, 13:11 | ||
გამარჯობათ კივი უნდა დაირგოს როგორც გავიგე 4 ერთზეს პრინციპით, ოთხი დედალი და ერთი მამალი, მაინტერესებს კახეთის ჰავას შეეგუება თუ არა და ნერგები ხომ არ იცით ვინმემ სად ვიშოვო? მადლობა წინასწარ * * *
სად გაქვს კივის ბაღი მე მინდა აღმოსავლეში გავაკეთო |
Posted by: pernata 5 Apr 2013, 13:59 | ||
gmebonia
რამდენადაც ვიცი 7X1 ზეც საკმარისია. კახეთში მინახავს კარგად მსხმოიარე. აი ყიდვა ცოტა პრობლემაა, მხოლოდ ყვავილობისას გაირჩევა სქესი, ამიტომ სანდო უნდა იპოვო ვინმე. არ დაიჯერო, რომ სხვა კრიტერიუმით არჩევენ. |
Posted by: gmebonia 5 Apr 2013, 14:21 |
გაიხარე დიდი მადლობა რჩევისათვის, ეხლა თუ შეიძლება რომ სადმე ვნახო თბილისში ალბათ ვაგზალზე სადაც ნერგები იყიდება |
Posted by: pernata 5 Apr 2013, 17:14 |
gmebonia ჩემი "პასტაიანნი კლიენტობის" მიუხედავად, გამომტენეს მამლებიტ დაეზერტირებზე. მეც ვეძებ და სანდოს ვერ მივაგენი ჯერ ლაგოდეხში კი მეგულება სანდო, მაგრამ ვერ მივხვდი სეზონზე |
Posted by: gmebonia 5 Apr 2013, 19:52 | ||
როდის არის სეზონი მაგის შოვნის ლაგოდეხში მე შემიძლია რომ მოვხვდე არ არის პრობლემა და თუ რამე მოგაწვდიდი |
Posted by: pernata 5 Apr 2013, 23:05 |
მოგწერ პირადში იმ ლაგოდეხელი მეწარმის ნომერს და კითხე, არ მოგატყუებს. * * * მარცხენა ყვავილი - მამალია - მტვრიანები აქვს მხოლოდ. მარჯვენა - მდედრია - დიდი ბუტკო აქვს ცენტრში, რომელიც დამტვერვის მერე ნაყოფად გარდაიქმნება. http://pix.ge/ |
Posted by: gmebonia 5 Apr 2013, 23:20 | ||
გაიხარე დიდი მადლობა ინფორმაციისათვის ეს ძააან კაი სურატიააა |
Posted by: Chechifeshi 23 Aug 2013, 20:44 |
კიი დიდუბეში სამტრედიის ქუჩაზე შეგიძლიათ ნახოთ ტალავერი კივის, მშვენივრად ისხავს, პაპაჩემის ძმის ცოლმა გააშენა,, ყოველ დღე წყალს უსხავს და უვლის, კივის უფასებს შრომას |
Posted by: gmebonia 28 Oct 2013, 11:51 |
როდის არის კივის დარგვის დრო თუ შეგიძლიათ მითხრათ? * * * გამარჯობათ ვინმეს თუ გაქვთ ინფორმაცია გარგარის შესახებ, მინდა დავრგო ხეხილი და ინფორმაციები მაინტერესებს |
Posted by: _sofa_ 15 Jan 2014, 20:00 | ||
pernata
თუ შეგიძლიათ მეც მომწეროთ ნომერი, ძალია მინდა ნერგები. დაახლოებით რამხელა დაშორებაა საჭირო ნეტავ............. |
Posted by: vefxvi 12 May 2014, 12:20 |
SaNi 3 ძირი დავრგე, გაიხარა სამივემ რითი ვუწამლო და რა ჭირდება კიდევ ხომ ვერ მეტყვი რომ მოვუარო და გავახარო? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 12 May 2014, 12:31 | ||
vefxvi
მაგათ მავნებლები პრაქტიკულად არ აზიანებთ ამიტომ არ მსენია მაგათი შეწამვლა ხდებოდეს ჩვენთან, თუ აღმოსავლეთში გყავს ეცადე მიწა ყოველთვის სველი იყოს არ გამოახმო |
Posted by: vefxvi 12 May 2014, 13:39 | ||
M-A-S-E-R-A-T-I
ძალიან კარგი... სათუთი და საყვარელი ყლორტი აქ, იზრდება უკვე და მართლა არ მქონია არასდროს შეხება... ჩვენთანაც არავის არა აქ რომ ვკიტხო ყლორტი რამდენი გაუშვა ზემოთ? იმერეთში ვარ და ახლა სულ წვიმები არის ყოველ საღამოს... ზაფხულში არ მოვაკლებ წყალს და წუნწუხს |
Posted by: SaNi 12 May 2014, 14:55 | ||
vefxvi შეწამვლა არ ჭირდება, მართალია მასარატი.
სანამ გაიზრდება გაუშვი, ბოლოს სპირალისებრად დახვევას რომ დაიწყებს ის ადგილი შეგიძლია მოაჭრა კარგად რომ გაიზრდება ესე გასხლავ |
Posted by: vefxvi 15 May 2014, 11:45 | ||||
მადლობა სანი კიდო შეგეკითხებით ხოლმე |
Posted by: dodij 26 Aug 2014, 14:59 |
მე მინდა დარგვა მცხეთაში და მაინტერესებს რა უნდა გავითვალისწინო ამისთვის, საერთოდ მოვა თუ არა ამ ტერიტორიაზე და ა.შ. იქნებ გაგვიზიაროთ გამოცდილება |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 26 Aug 2014, 16:55 | ||
dodij
თემას გადაავლე თვალი თუ კიდევ უფრო კონკრეტულად გაინტერესებს რამე მზად ვარ გიპასუხო |
Posted by: konti 26 Aug 2014, 16:59 |
კივს უნდა მუდმივი წყალი..კანალიზაცია თუ ჩაედინება აი ეგ ყველაზე კარგია და ორმა ძირმა შეიძლება სამი დიდი კალათა მოსავალი მოგცეს.. |
Posted by: dodij 26 Aug 2014, 17:46 | ||
M-A-S-E-R-A-T-I
გულდასმით გადავიკითხე და მცხეთაში იხარებს თუ არა ეს პასუხი ვერ მივიღე და იქნებ დამეხმაროთ? პირველი რაც მაინტერესებს მხოლოდ ესაა |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 26 Aug 2014, 17:52 | ||
dodij
იხარებს მაგრამ კარგი იქნება თუ ნერგებს ისევ მაქ გამოვანილს თუ იპოპვით და შეიძენთ, ასე უფრო ყინვაგამძლე და ძლიერი იქნება მცენარე, კივისთვის პირველ წლებში აუცილებელია მუდამ სველი ნიადაგი (კარგი დრენაჟით ანუ არ დაალპოთ) აქვე სასურველია მცენარე ისეთ ადგილზე დარგოთ ეზოში ან სადაც რგავთ რომ ქარი თითქმის არ ხვდებოდეს (ზამთარში გაუჭირდება) ასევე მნიშვნელოვანია კარგი ნოყიერი ნიადაგიც, ორგანული სასუქის ან სხვა დანამატების ყოველ წელს შეტანა. |
Posted by: dodij 26 Aug 2014, 17:56 |
სამწუხაროდ სულ არის ქარი იმ ადგილას სადაც ვაპირებ. პირველი წელიწადი რომ შეუღობო რამით მერეც გაუჭირდება ქარში? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 26 Aug 2014, 18:25 | ||
dodij
გაშლილ ადგილებს არ გირჩევდი აზრი არ აქვს უბრალოდ, ბევრის გაძლება შეუძლია მაგრამ ყინვას და ცივ ქარს ერთდროულად არამგონია გაუძლოს, უმჯობესია ჩრდილი იყოს და მოფარებული ვიდრე გაშლილი ადგილი |
Posted by: iagi01 19 Feb 2015, 14:03 |
მოგესალმებით სუყველას..საინტერესო მცენარეა ისე იმერეთში ტუ გაახარა ვინმემ და ტუ აიგო მოსავალი ვინმემ??.. გირს საცდელად??.. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 19 Feb 2015, 14:59 | ||
iagi01
სადაც თბილისში გაიხარა იქ იმერეთშიც გაიხარებს აუცილებლად, პირადად არ მინახავს მაგრამ ნამდვილად ვიცი იხარებს რათქმაუნდა დამოკიდებულია სიმაღლეზეც (თუ ალპურ ზონაში არ ხვდება_ |
Posted by: iagi01 23 Feb 2015, 10:45 |
მადლობა M-A-S-E-R-A-T-I... ალპურ ზონაში არ ვცხოვრობ... ხომ ვერ დამაკვალიანებდით ეხლა სად შევიძინო კივის ნერგები, თბილისში ტუ იქნება უკეთესი იქნება... |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 23 Feb 2015, 11:08 | ||
iagi01
მე არ ვცხოვრობ თბილისში და ვერ გეტყვი მაგრამ სავარაუდოდ დიღომში (თუ კიდევ არის ცხოველების ბაზართან ნერგების და ყვავილების ბაზარი) იქ ან ვაგზალზე დასავლეთიდან ჩამოტანილები, აუცილებლად ჰკითხე გამყიდველს და 2 ნერგიდან ერთი მამალი მეორე კი დედალი შეარჩიე |
Posted by: LUCKY7 2 May 2018, 12:11 |
კივის ნერგს მაჩუქებთ? ))) ........................ |