არ არის რთული ლენტის წაკითხვა. ჩემი აზრით აქ რამდენიმე პრინციპია მთავარი:
1) ბაზარს ამოძრავებს მარკეტ და არა ლიმიტ ორდერები;
2) იმისათვის რომ ფასმა იმოძრაოს საჭიროა რომ მოხდეს საწინააღმდეგო მიმართულების მარკეტ და ლიმიტ ორდერების დაკავშირება ერთმანეთთან.
3) ყიდვა შესრულებული Bid ფასით არის ლიმიტ ორდერი, ხოლო ყიდვა შესრულებული Ask-ით არის მარკეტ ორდერი
4) გაყიდვა შესრულებული Bid ფასით არის მარკეტ ორდერი, ხოლო გაყიდვა შესრულებული Ask-ით არის ლიმიტ ორდერი
ყოველივე ზემო თქმულიდან გამომდინარეობს, რომ იმისათვის, რომ ფასმა იმოძრაოს ქვემოთ აუცილებელია, რომ ლენტაში გამოჩნდეს მსხვილი გაყიდვის ორდერი, რომელიც შესრულდება Bid-ით, ხოლო თუ ფასმა ზემოთ უნდა იმოძრაოს აუცილებელია რომ ლენტაში გამოჩნდეს მსხვილი ყიდვის ორდერი, რომელიც შესრულდება Ask-ით.
გაყიდვის შემთხვევაში Sell მარკეტ ორდერის კონტრაგენტი აუცილებლად უნდა იყოს Buy Limit ორდერი და პირიქით ყიდვის შემთხვევაში Buy Market ორდერის კონტრაგენტი იქნება Sell Limit ორდერი.
ეხლა რა ხდება, იმისათვის, რომ მასამ ვერ აღიქვას თუ რა ხდება რეალურად ბაზარზე, მსხვილი მოთამაშე მიმართავს შემდეგ მეთოდს.
მას შეუძლია მსხვილი მარკეტ ორდერი, რომლითაც ის ამოძრავებს ბაზარს, დაშალოს უფრო წვრილ ორდერებად და ამ სახით მოგაწოდოს ლენტაში. ეს სავსებით ლეგალურია, მას არა აქვს უფლება ეს ინფორმაცია დაგიმალოს, მაგრამ მსხვილი ორდერის დაშლის უფლება აქვს.
შედეგად, ლენტაზე იღებ შემდეგ სურათს: ფასი მოდის ქვემოთ, მაგრამ ლენტაზე ხედავ ბევრ წვრილ ორდერებს გაყიდვაზე (რომელიც გავიდა Bid-ით), რომლებიც სწრაფად სრულდება და თვალი ვერ ასწრებს მათ აღქმას და ამავე დროს ამ Sell ორდერებთან ერთად ლენტაზე გამოდის მსხვილი Buy ორდერები, რომლებიც შესრულდა Bid-ით.
ამის შემხედვარე ადამიანი იბნევა და ვერ ხვდება თუ რა ხდება. რატომ არის, რომ გამოვიდა რაღაც რაოდენობა წვრილი Sell ორდერების და ამავე დროს გამოვიდა რამდენიმე დიდი Buy ორდერი და ფასი ქვემოთ წავიდა.
სინამდვილეში, ეს ლოგიკურია: Buy Limit ორდერის კონტრაგენტი ხომ Sell Market ორდერია. შესაბამისად, თუ ლენტაში დაინახავ მსხვილი ყიდვის ლოტებს, რომლებიც Bid-ით შესრულდა უნდა იცოდე, რომ ფასი კი არ მოიმატებს, არამედ პირიქით, დაიკლებს.
გარდა ამისა, მსხვილი მოთამაშე კი შლის დიდ ორდერს, მაგრამ თვითონ ეს პროგრამა ისე არის მოწყობილი, რომ დიდი ორდერის დაშლა ხდება გარკვეული ალგორითმის მიხედვით. როგორც წესი მსხვილი ორდერი იშლება მცირე ზომის წყვილ ორდერებად.
მაგალითად, თუ ლენტაზე დაინახავ, რომ ერთი და იგივე დროს (წამის სიზუსტით), ერთი და იმავე დონეზე გამოვიდა ბევრი Buy Market ორდერები, ვთქვათ 15, 15, 15; 10, 10, 10; 5, 5, 5; ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დონეზე მსხვილმა მოთამაშემ შეაგდო მსხვილი ორდერი, რომელიც სპეციალური პროგრამის მეშვეობით დაშალა უფრო წვრილ ლოტებად.
გარდა ამისა, მიაქციე ყურადღება შემდეგ ფაქტს: თუ დაადგინე, რომ რაღაც დონეზე გამოსულია მსხვილი ორდერი ვთქვათ ყიდვაზე, და აქცია არ მოძრაობს, თუნდაც ერთი ტიკით ზემოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ზემოთ არის დადებული მსხვილი გამყიდველის iceberg ორდერი, რომელიც არ აძლევს ფასს ზემოთ წასვლის საშუალებას და როცა გამყიდველი მთლიანად გამოისყიდის მყიდველისაგან მთელ ლიკვიდურობას, ის ფასს წამოიყვანს ქვემოთ.
კიდევ ერთი მომენტი, როგორც წესი მსხვილ ორდერებს ლენტაზე 5 წუთზე მეტს არ აჩერებენ, ამიტომ სასურველია, რომ გქონდეს რამდენიმე ლენტა - 3 ან 4 გარკვეული size ფილტრებით.
მაგალითად პირველი ლენტა ფილტრით - 1 – 99. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ლენტა გამოიტანს ეკრანზე ორდერებს რომლის ზომაა მინიმუმ 1 ლოტი და მაქსიმალური ზომა 99 ლოტი.
მეორე ლენტა ფილტრით 100 – 499 და ა.შ.
კიდევ ერთი მომენტი გაითვალისწინე, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე, ისევე როგორც NASDAQ-სა და AMEX-ზე, განსხვავებით ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟისაგან არსებობს ე.წ. Dark pool-ები.
აი, მაგალითად სურათზე შეგიძლია ნახო, თუ როგორ მაქვს დაყოფილი ლენტა სხვდასხვა ფილტრების მიხედვით.
მიმაგრებული სურათი