Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მეცნიერება და განათლება > მსოფლიოში ყველაზე დიდი რიცხვი


Posted by: fortum 6 Aug 2016, 19:40
როგორგ ვიცი 2014 წლიდან ყველაზე დიდი რიცხვის სახელია "big foot" რომლის გაგებაც ადამიანისთვის ფაქტიურად შეუძლებელია. მანამდე ყველაზე დიდი იყო "rayos number"
მე რისი გაგებაც მოვახერხე ყველაზე დიდი რიცხვია "გრაჰემის რიცხვი"
თქვენ რისი თქმა შეგიძლიათ დიდი რიცხვების შესახებ და რომელია ყველაზე დიდი რიცხვი რომლის ახანაც/განმარტებაც შეგიძლიათ?
* * *
https://youtu.be/e0xJwdcpATM ესეც იყოს აქ
....................

Posted by: RennsportRS 6 Aug 2016, 20:09
უსასრულობაზე დიდია ?


Posted by: fortum 6 Aug 2016, 20:49
RennsportRS
არსებობს რამდენიმე წესი:
1. არ შაიძლება "უსასრულობის" თქმა (არაა რიცხვი და მაგიტომ)
2. არ შეიძლება რომ დაწერონ X და შენ თვქა X+1
3. არ შეიძლება დაწერო რიცხვის სახელი ვთქვათ "გუგილი" და არ განმარტო როგორ მიიღე ის

Posted by: RennsportRS 6 Aug 2016, 21:17
fortum
QUOTE
2. არ შეიძლება რომ დაწერონ X და შენ თვქა X+1

ხოდა, უაზრობაა.

ყველაზე დიდი რიცხვი არ არსებობს.

Posted by: fortum 6 Aug 2016, 21:51
RennsportRS
კარგი, ვისთვისაც არაა უაზრობა იმან დაწეროს up.gif

Posted by: RennsportRS 6 Aug 2016, 22:05
fortum
ეგ მეორე წესი რომ არ არსებობდეს.
ხომ ყოველთვის იარსებებს მაგ "ყველაზე დიდ რიცხვზე" უფრო დიდი რიცხვი?

ხოდა, გამოდის, რომ ხელოვნურია მაგის ყველაზე დიდობა (Any man who must say, "I am the king" is no true king).

მახათია, რა , მათემატიკოსებისთვის. აბა P-ს და NP-ს ტოლობას ვერ ამტკიცებენ და (ვერც უტოლობას ).

პ.ს ისე ვიკიში Rayo's Number მოხსენიებულია, როგორც large (დიდი) და არა largest (ყველაზე დიდი).

...claimed to be the largest named number.

ყველაზე დიდი რიცხვი, რომელსაც სახელი აქვსო...

Posted by: fortum 6 Aug 2016, 22:21
RennsportRS
ამ სამი წესის მიხედვით ყველაზე დიდი რიცხვი რომელსაც სახელი აქვს არის "big foot" (ასე უფრო სწორია)
* * *
ბარემ განვმარტავ გრეჰემის რიცხვს ვისაც აუნტერესებს ელემენტარული შთაბეჭდილება რომ შეექმნას რაზეა საუბარი.
გვჭირდება "|" - ამ სიმბოლოს გამოუენება.
3|3 არის 3ხარისხად 3 ანუ 27
3||3 არის 3|3|3 რაც უდრის 7625597484987ს
3|||3 = 3||3||3 = 3^3^3...(7625597484987ჯერ)
3||||3 = G1
G2 = 3(G1|)3 ანუ G1 რაიდენიბის "|"
G3 = 3(G2|)3
....................
G64 = 3(G63|)3
G64 არის გრეჰემის რიცხვი.

თუმცა ის არაფერი არაა რეალურად დიდ რიცხვებთან შედარებით.
წარმოიდგინეთ 1კილომეტრი სიგრძის ხაზი რომლის ერთ ბოლოში 0წერია მეორეში - რაიოს რიცხვი
თუ მოვინდომებთ მათ შორის გრეჰემის რიცხვის დაწერას მაშინ ის ნოლის თავზე აღმოჩნდება biggrin.gif (შეიძლება უფრო უკანაც biggrin.gif )
და რაც მთავარია არაბაირი მნიშვნელობა არ ქონდა 1კილომეტრს ვიტყოდი თუ მილიარდ კილომეტრს. ორივე შემთხვევაში ეს რიცხვი ნოლის თავზე იქნებოდა.

ჩემი კითხვა არის ასეთი - შეგიძლიათ თუ არა რომ დაწეროთ და განმარტოთ რეალურად დიდი რიცხვები ზემოთ აღნიშნული სამი წესის გამოყენებით?

Posted by: Top-Gun 10 Aug 2016, 14:59
fortum
ყველაზე მთავარი წესი გავიწყდება:

ამ რიცხვს უნდა ქონდეს რაიმე გამოყენება!

ამ წესის გარეშე ძალიან მარტივი და უაზრობა გამოდის.

ეგრე მეც მოვიგონებ, მაგალითად ╚ ნიშანი ნიშნავდეს ხარისხის ხარისხის ხაირისხის და ა.შ. big foot-ჯერ, ხოდა 2╚ უფრო დიდია ვიდრე ბიგ ფუტი
და არც ეგ სამი წესი არ დამირღვევია

Posted by: fortum 10 Aug 2016, 19:08
Top-Gun
კი,როგორც წესი დიდი რიცხვები რაღაცას აღნიშნავენ. მაგალითად გრეჰემის რიცხვი როგორც გავიგე ჰიპერკუბში სხვადახვა ხაზების შეზღუდულ ვარიანტებთან არის დაკავშირებული
მაგრამ ძალიან დიდ რიცხვებს ეს არ ეხება. მათი შედარება არაფერთან არ შეიძლება
QUOTE
ეგრე მეც მოვიგონებ, მაგალითად ╚ ნიშანი ნიშნავდეს ხარისხის ხარისხის ხაირისხის და ა.შ. big foot-ჯერ, ხოდა 2╚ უფრო დიდია ვიდრე ბიგ ფუტი
და არც ეგ სამი წესი არ დამირღვევია

ეს მეორე წესის დარღვევაა
X+1 ეწერება თუ X-ს ხარისხებში აიყვან და გააორმაგებ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს
დიდი რიცხვის გამოყენებით სხვა რიცხვის მიღება არ შეიძლება

https://youtu.be/md8jggz-zhY ეს საინტერესოა

Posted by: Top-Gun 11 Aug 2016, 10:50
fortum
QUOTE
მაგრამ ძალიან დიდ რიცხვებს ეს არ ეხება. მათი შედარება არაფერთან არ შეიძლება

როგორ არა.
რაღაცას ხომ გამოხატავს? ესე იგი რაღაც გამოყენება აქვს.

ისე აზრს ვერ ვხედავ...

Posted by: InsuranceAgent 14 Aug 2016, 15:45
როგორ ხდება საზღვარ გარეთ უნივერსიტეტებში ჩარიცხვა
* * *
ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

Posted by: ქართლოსი 20 Aug 2016, 21:05
fortum
RennsportRS


ყველაზე პატარა რიცხვიც არ არსებობს ხო?
=============================================

Posted by: fortum 20 Aug 2016, 21:40
ქართლოსი
(0)1

..............................

Posted by: Dixtosa 20 Aug 2016, 23:09
fortum
ანუ შენ გინდა აზრიანი რიცხვი მიიღო ჩვენგან ხო? დისერტაციის თემას ეძებ ბრად?

Posted by: fortum 20 Aug 2016, 23:27
Dixtosa
არა, მაინტერესებს უბრალოდ რამდენად დიდი შეიძლება იყოს რიცხვები

Posted by: Eazy_E 23 Aug 2016, 22:07
QUOTE
თქვენ რისი თქმა შეგიძლიათ დიდი რიცხვების შესახებ და რომელია ყველაზე დიდი რიცხვი რომლის ახანაც/განმარტებაც შეგიძლიათ?

ჩემი ვალები ბრატ,უსასრულოა.

Posted by: Mamu.MG 20 Sep 2016, 17:12
რიცხვი იმდენად დიდი შეიძლება იყოს, რამდენსაც ადამიანი გამოიგონებს. ჩემი აზრით არარსებობს ის მოსაზრება, რომ რომელიმე რიცხვი ყველაზე დიდია.
ისე მე ვიცი, რომ ძალიან დიდი რიცხვია "გუგოლი" თუ სწორად მახსოვს სახელი.

Posted by: fortum 20 Sep 2016, 18:13
QUOTE (Mamu.MG @ 20 Sep 2016, 17:12 )
რიცხვი იმდენად დიდი შეიძლება იყოს, რამდენსაც ადამიანი გამოიგონებს.

ეგ გასაგებია მაგრამ რამდენად დიდი რიცხვი შეიძლება გამოიგონოს ადამიანმა?
ამბობენ რომ არსებობს ზღვარი სადაც ადამიანის გონებრივი შესაცლებლობები მთავრდება და ვერ წარმოიდგენს რაღაც რიცხვზე მეტს.

რაც შეეხება გუგოლს ის ძალიან ძალიან პატარა რიცხვია ჩემ ჩამოთვლილ რიცხვებთან შედარებით.
0ს იტყოდი თუ გუგოლს ფაქტიურად არ ქონდა მნიშვნელობა იმდენად პატარაა.

Posted by: Mamu.MG 21 Sep 2016, 19:14
fortum
მე მაგ მახსოვდა მარა, რა მნიშვნელობა აქ გავა დრო და კიდე აღმოცენდება რაიმე ახალი რიცხვი, რომელიც კიდევ დიდი იქნება ყველაზე და ასე შემდეგ. მთავარია ადამიანს დასჭირდეს ამ რიცხვის გამოყენება და წარმოდგენითაც წარმოიდგენს.

Posted by: Liveste 16 Oct 2016, 23:04
ყველაზე დიდი ციფრი არ არსებობს. sleep.gif

Posted by: apach1 17 Oct 2016, 17:55
ყველაზე დიდი რიცხვია "дохуя" old.gif

Posted by: Mamu.MG 17 Oct 2016, 18:32
Liveste
მართალია, არ არსებობს და ვერც იარსებებს.

Posted by: fortum 17 Oct 2016, 22:28
QUOTE (Liveste @ 16 Oct 2016, 23:04 )
ყველაზე დიდი ციფრი

9

..............................

Posted by: fortum 27 May 2018, 14:24
THREE(3) გრეჰემის რიცხვზე ბევრად დიდი რიცხვი
გრეჰემის შემთხვევაში კიდე შეიძლება დაახლოებით წარმოვიდგინოთ რასთან გვაქვს საქმე მაგრამ ამ რიცხვთან ესეც შეუძლებელია


Posted by: nomad1 6 Jun 2018, 18:08
fortum
მაგაზე ფიქრში ნუ მოიკლავ თავს biggrin.gif

Posted by: Ivanka 8 Jun 2018, 14:53
რა სისულელეა კაცო
რა ყველაზე დიდი რიცხვი ლოლ
ფაქტიურად უსასრულობის ცნება გაანადგურა და ზედ გადაურა ტიპმა :დდდდ

Posted by: fortum 9 Jun 2018, 15:12
Ivanka
დავწერე ზემოთ 3 წესი და იმის მიხედვით ყველაზე დიდი

დაწერეთ აბა უფრო დიდი რიცხვი ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით (წესების დარღვევის გარდა) და თქვენი სახელი ისტორიაში შევა biggrin.gif

Posted by: maxo127 10 Jun 2018, 19:35
QUOTE (apach1 @ 17 Oct 2016, 17:55 )
ყველაზე დიდი რიცხვია "дохуя" old.gif

მაგაზე დიდიც არსებობს - дохуя и больше არ გაგიგია?

რეალურად ყველაზე დიდი რიცხვია 10^80. ამაზე მეტი არც რაოდენობა და არც თანაფარდობა არ არსებობს.

თეორიულად კი მართლა წესებზეა დამოკიდებული - აიღე ახალი წესები და იგონე რაც გინდა, ეგ წესები რა - ბიბლიაში წერია?
აი http://www.googolplexian.com/

Posted by: fortum 10 Jun 2018, 23:15
maxo127
რატომ უნდა ავიღოთ ახალი წესები? უსასრულობა რომ რიცხვი არაა და გაუგებარი სიტყვის თქმა რომ არ შეიძლება რომელასაც ვერ განმარტავ მემგონი ელემენტარულია. ესენი წესებიც არაა
ერთადერთი წესი არის რომ არ შეიძლება ვინმემ თქვას X და შენ თქვა X+1 ესეც მემგონი ელემენტარულია
მთავარი მუღამი იმაშია რომ არსებობს რიცხვები რომლებსაც ადამიანის გონება უბრალიდ ვერ აღიქვამს
და არსებობს კიდევ უფრო დიდი რიცხვები რომლებთან შედარებითაწ წინა რიცხვები არაფერი არაა
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად სწრაფად მზრდადია ფუნქცია
მაგალითად ზემოთ დადებულ ვიდეოში საუბარია three(3)-ზე სადაც three(1)=1 three(2)=3 და three(3) უდრის ძალიან დიდ რიცხვს რომლის ჩაწერაც შეუძლებელია

10^80-ს რაც შეეხება მაგაზე დიდი რიცხვებიც არსებობს რომლებიც შეიძლება რაღაცაში გამოვიყენოთ
მაგალითად გრეჰემის რიცხვი როგორც დავწერე ჰიპერკუბის ვარიანტებთან არი დაკავშირებული

Posted by: maxo127 11 Jun 2018, 00:41
fortum
10^80-ის გამოყენებაში (ისიც პრინციპში ნახევრად ხუმრობით) იგულისხმება პრაქტიკაში გამოყენება, იმიტომ ვახსენე რაოდენობა და თანაფარდობა.

თორემ ისე ჩინელებს უხსოვარ დროს ჰქონდათ ასენ-ცი - 10^140, რაში იყენებდნენ შენ ეგა თქვი smile.gif (სრულყოფილების მისაღწევად საჭირო რაღაც კოსმოსური ციკლების რაოდენობა იყო).

ასეთ რიცხვებს გონება ვერ აღიქვამს რა თქმა უნდა, გრემის (ასე იწერება ქართულად) რიცხვი კი საერთოდ ვერ იწერება ჩვენთვის ცნობილი ფორმით, მაგისთვის კნუტის ნოტაცია და ეგეთებია მოფიქრებული (სხვათაშორის ეს ის კნუტია, რომელიც ყველა პროგრამისტისთვის ცნობილია).

მეორე მხრივ, რა გიშლის ხელს იმავე კნუტის სისტემით გრემის რიცხვი G-ს ნაცვლად, (სინამდვილეში G(63)-ია), დაწერო G(64) ან G(164) smile.gif

Posted by: fortum 11 Jun 2018, 01:19
QUOTE (maxo127 @ 11 Jun 2018, 00:41 )
მეორე მხრივ, რა გიშლის ხელს იმავე კნუტის სისტემით გრემის რიცხვი G-ს ნაცვლად, (სინამდვილეში G(63)-ია), დაწერო G(64) ან G(164) smile.gif

ეგ იგივე X+1-ია
არ შეიძლება ერთი დიდი რიცხვის გამოყენებით მეორეს მიღება
და ეს 64 შემთხვევით არ წერია, როგორღაც გამოთვალეს ჰიპერკუბის ვარიანტები (ძაან საინტერესოა როგორ biggrin.gif )
რომც გავზარდოთ და G64-ის მაგივრად G(G64) დავწეროთ დიდად არ გაიზრდება
ანუ მასზე მაღლა მყოფ დიდ რიცხვებს (თუნდაც three(3)-ს) ოდნავაც ვერ მიუახლოვდება

Posted by: maxo127 11 Jun 2018, 02:25
fortum
QUOTE
როგორღაც გამოთვალეს ჰიპერკუბის ვარიანტები (ძაან საინტერესოა როგორ  )

ვარიანტები არა - ეგ იყო ე. წ. გრემის პრობლემა - რა მინიმალური რიცხვისთვის კმაყოფილდება ჰიპერკუბის სრული გრაფის კონკრეტული პირობებით არჩეული ქვეგრაფიო - ასე ვისწავლეთ გრაფთა თეორიაში და ბუნდოვნად მახსოვს.

საქმე იმაშია, რომ ეგ რიცხვი არცაა ჩვენეული გაგებით - გრემის რიცხვი არის ჩაწერის წესი, რომლის მნიშვნელობა არის სწრაფად ზრდადი. 64-ც სრულიად კონკრეტული მაჩვენებელია და შენს გემოზე ვერ დაწერ რა თქმა უნდა (ისე, "ჩემს დროს" 63-ს წერდნენ).

QUOTE
G64-ის მაგივრად G(G64) დავწეროთ დიდად არ გაიზრდება

იმიტომაც არ გაიზრდება - იგივე წესია.

არსებობს უფრო სწრაფად ზრდადი - E-ნოტაციები, და შარშან ერთ სემინარზე (ახლობელს გავყევი და ისე ვუსმენდი, ზრდილობისათვის) საერთოდ რაღაც კასკადურ ნოტაციებზე ლაპარაკობდნენ, რომელიც კიდევ თვისობრივად მეტად სწრაფია (ზღვრებს რომ უწერდა მომხსენებელი თითოეულს იქედან ჩანდა).



Posted by: კრისტიან 11 Jun 2018, 02:47
1000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000

10 ხარისხად 501
მე ამ რიცხვს ვარქმევ "მახათს".

10 ხარისხად 501 - "მახათი"

Posted by: fortum 11 Jun 2018, 03:33
კრისტიან
მშვიდობაში მოიხმარე up.gif
უბრალოდ 0-ია ეგ რიცხვი ზემოთ დაწერილ რიცხვებთან შედარებით

Posted by: კრისტიან 11 Jun 2018, 10:32
fortum
მაშინ
ზემოთ დაწერილი ყველაზე დიდი რიცხვი ხარისხად "მახათი"

Posted by: კრისტიან 11 Jun 2018, 12:05
გინდათ ისეთი სერია მოგიხიოთ, საერთოდ ვერასდროს რომ ვერ გამოითვლის ვერცერთი მანქანა...

აიღეთ მიმდევრობა
1, 2 ხარისხად 2 (2^2), 3 ხარისხად სამი ხარისხად სამი 3^(3^3), 4^(4^(4^4)), 5^(5^(5^(5^5)))... და ა.შ
ამ მიმდევრობის 64-ე, 128-ე, 256-ე, 512-ე, 1024-ე და 2048-ე წევრები შემიფასეთ აბა.

ყველა კონკრეტული რიცხვია, უსასრულობა არ არის ... და სხვა დიდი რიცხვებიდან არაა მიღებული

64-ე წევრი არის ეს....
64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^64))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

Posted by: fortum 11 Jun 2018, 12:37
კრისტიან
თუ გინდა მემილიონე ან მემილიარდე წევრი აიღე მაგ მიმდევრობის მაინც 0 იქნება დიდ რიცხვებთან შედარებით

Posted by: კრისტიან 11 Jun 2018, 15:41
fortum
აბა, კარგად დათვალე...

Posted by: fortum 11 Jun 2018, 17:17
კრისტიან
როგორ აგიხსნა
0-ის გარდა ვერაფერს ვერ შევადარებ
ზღვაში წვეთსაც კი ვერ ვიტყვი იმიტომ რომ რაღაც არის მაგრამ ეგ რიცხვი არაფერი არაა

Posted by: Top-Gun 11 Jun 2018, 17:32
QUOTE (fortum @ 17 Oct 2016, 22:28 )
QUOTE (Liveste @ 16 Oct 2016, 23:04 )
ყველაზე დიდი ციფრი

9

..............................

ეგ იგივე თქვა რომ "ჰ" არის ყველაზე დიდი ასო biggrin.gif


Posted by: maxo127 11 Jun 2018, 21:46
QUOTE (კრისტიან @ 11 Jun 2018, 12:05 )
გინდათ ისეთი სერია მოგიხიოთ, საერთოდ ვერასდროს რომ ვერ გამოითვლის ვერცერთი მანქანა...

აიღეთ მიმდევრობა
1, 2 ხარისხად 2 (2^2), 3 ხარისხად სამი ხარისხად სამი 3^(3^3), 4^(4^(4^4)), 5^(5^(5^(5^5)))... და ა.შ
ამ მიმდევრობის 64-ე, 128-ე, 256-ე, 512-ე, 1024-ე და 2048-ე წევრები შემიფასეთ აბა.

ყველა კონკრეტული რიცხვია, უსასრულობა არ არის ... და სხვა დიდი რიცხვებიდან არაა მიღებული

64-ე წევრი არის ეს....
64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^(64^64))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

მანქანა რომ ვერ გამოითვლის ეგ არაა კრიტერიუმი.

რა გიშლის ხელს ასეთი მიმდევრობა აიღო:

1, 2 ხარისხად 2!(2!^2!), 3 ხარისხად სამი ხარისხად სამი 3!^(3!^3!), 4!^(4!^(4!^4!)), 5!^(5!^(5!^(5!^5!)))... და ა.შ

ბევრად სწრაფად ზრდადია, მაგრამ მაინც იმდენად მცირეა რომ ყოველგვარი ნოტაციების გარეშე იწერება

Posted by: vano_t 12 Jun 2018, 21:05
QUOTE (fortum @ 6 Aug 2016, 20:49 )
RennsportRS
არსებობს რამდენიმე წესი:
1. არ შაიძლება "უსასრულობის" თქმა (არაა რიცხვი და მაგიტომ)
2. არ შეიძლება რომ დაწერონ X და შენ თვქა X+1
3. არ შეიძლება დაწერო რიცხვის სახელი ვთქვათ "გუგილი" და არ განმარტო როგორ მიიღე ის

ავიღოთ ყველაზე დიდი "განმარტებული" რიცხვი big foot (BG)

ავიღოთ რიცხვი, რომელსაც დავარქმევ bigfootorial (BGL) და განვმარტავ ასე:

BGL=BG!

BGL აკმაყოფილებს ყველა ჩამოთვლილ პირობას:

1) BGL არ არის უსასრულო რიცხვი
2) BGL არ უდრის BG+1
3) BGL განმარტებულია, როგორც BG-ს ფაქტორიალი

მორჩა კინო

Posted by: fortum 12 Jun 2018, 21:46
vano_t
მეორე წესს არღვევს
არ შეიძლება ერთი დიდი რიცხვის გამოყენებით მეორეს მიღება

Posted by: Muon 23 Jul 2018, 15:23
აფრიკელ ველრ ტომებს (ზულუსებს) ჰქონიათ თურმე სულ სამიად-სამი რიცხვი: ერთი, ორი და ბევრი. ეს მაგათი "ბევრი" ნამდვილად ყველაზე დიდია!

Posted by: fortum 7 Mar 2019, 01:46
ცნობილია რომ ჭადრაკში ვარიანტების რაოდენობა 10^120-ია
რაც არ უნდა მოხდეს თამაშში ამას ვერ გაცდება
ეხლა ერთი შეხედვით ძაან უაზრო შეკითხვა უნდა დავსვა - რამდენი ვარიანტი შეიძლება იყოს ფეხბურთში?
ძალიან ძალიან დიდი რიცხვი იქნება შეიძლება ავტოგოლი გავიდეს, ფანი შემოვარდეს ნებისმიერ წამზე ან სადმე რამე აფეთქდეს და კიდევ ბევრი სხვა რამ მოხდეს. ყოველი წამის მეასედში შეიძლება სხვადასხვანაირად განვითარდეს მოვლენები მაგრამ
უსასრულო ვერ იქნება ეს რიცხვი რადგან სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოვლენები ვერ შეიცვლება
ეხლა წარმოვიდგინოთ დიდი აფეთქებიდან დღემდე ვარიანტების რაოდენიბა და რაც მთავარია ეს რიცხვიც კი არაფერი იქნებოდა big foot-თან შედარებით
drug.gif

Posted by: Sensei001 9 Apr 2019, 16:46
ისე მართლა არ მესმის როგორ შეიძლება არსებობდეს ყველაზე დიდი რიცხვი? ეგ იგივეა სამყაროს სადმე კედელი ჰქონდეს და დასრულდეს

Posted by: fortum 10 Apr 2019, 19:50
QUOTE (fortum @ 6 Aug 2016, 20:49 )

არსებობს რამდენიმე წესი:
1. არ შაიძლება "უსასრულობის" თქმა (არაა რიცხვი და მაგიტომ)
2. არ შეიძლება რომ დაწერონ X და შენ თვქა X+1
3. არ შეიძლება დაწერო რიცხვის სახელი ვთქვათ "გუგილი" და არ განმარტო როგორ მიიღე ის

Sensei001

....................

Posted by: mariko7777 18 Sep 2019, 01:17
ყველაზე დიდი ციფრის თქმა შეუძლებელია ამიტომ ასე მგონია, რომ სწორი იქნება უსასრულობა დავასახელო

Posted by: ვეჯი 18 Oct 2019, 19:06
უსასრულობა არ არსებობს. მათემატიკაც არ არსებობს,როგორც რეალური რამ.

Posted by: c2h5oh 7 Nov 2019, 23:32
QUOTE (fortum)
დიდი აფეთქებიდან დღემდე ვარიანტების რაოდენიბა

ეს იქნება ყველაზე დიდი რიცხვი

ხო და კიდე ვინც იძახით უსასრულობაა ყველაზე დიდი რიცხვიო. ჩემი პასუხიააა facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: ჰერმიონაა 5 Dec 2019, 14:57
QUOTE
ხო და კიდე ვინც იძახით უსასრულობაა ყველაზე დიდი რიცხვიო. ჩემი პასუხიააა 






აბა დაწერე


lol.gif lol.gif

Posted by: fortum 5 Dec 2019, 22:49
QUOTE (c2h5oh @ 7 Nov 2019, 23:32 )
ეს იქნება ყველაზე დიდი რიცხვი

no.gif


აქ ლაპარაკობენ tree(3)-ზე და გრემის რიცხვზე
ერთი რომ მეორეზე დიდია კი ვიცით მაგრამ რამდენად დიდია აქ კარგად ჩანს


Posted by: Arqimedi 18 Dec 2019, 20:10
QUOTE
უსასრულობა არ არსებობს. მათემატიკაც არ არსებობს,როგორც რეალური რამ.


უსასრულობა არის ის, რაც ადამიანის გონს მიღმაა, ანუ რისი გააზრებაც ადამიანის გონებას აღარ ძალუძს. მათემატიკა, ისევე როგორც ყველა სხვა მეცნიერება მხოლოდ სამყაროს მოდელია - იმ დონის და იმ სიზუსტის მოდელი, რასაც ადამიანის გონება ქაჩავს.

Posted by: Katana_ 27 Dec 2019, 12:21
გჯჯჯჰჯბჰჰგჰვჰჯჯბჰბჰბჰბჰ

Posted by: Trump 27 Dec 2019, 13:26
მილიონ ს ჩემტაზე დიდი არც ერტი არაა

Posted by: kalekalebind 28 Dec 2019, 18:42
QUOTE (Trump @ 27 Dec 2019, 13:26 )
მილიონ ს ჩემტაზე დიდი არც ერტი არაა

კალაძე უფრო დიდია უფრო სწორად კალაძე უკიდეგანოა და ყოვლისმომცველი


Posted by: მამაო ენუქი 28 Dec 2019, 18:53
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
.

Posted by: tyvia 14 Jul 2021, 11:44
ერთი რიცხვი მეც მოვიფიქრე
გრემის რიცხვი გამოვიყენე მაგრამ იმდენად პატარაა სხვებთან შედარებით რომ დასაშვებია

მოკლედ განმარტება ჟღერს ასე:
"X არის ყველაზე პატარა რიცხვი რომელშიც გრემის რიცხვის განმეორების ალბათობა არის 99% ან მეტი"

ანუ X იმდენად აღემატება გრემს რომ რაღაც მონაკვეთში მთლიანად იმეორებს
წარმოიდგინეთ რამდენი შემთხვევა იქნება სადაც მეასე მეათასე ან მემილიონე აცდება
ან საერთოდ G63-ზე ავა და მერე ერთი იქნება განსხვავებული, მაგრამ ეგეთები
არ ითვლება, სრულად უნდა იმეორებდეს

Posted by: kriketi-1985 1 Dec 2021, 22:54
ჩემი აზრით, არ არსებობს, ყოველთვის დაასახელებ იმაზე მეტს, რასაც იტყვიან.

Posted by: tyvia 2 Dec 2021, 00:40
kriketi-1985

მარტო თქვენ არ ფიქრობთ მასე biggrin.gif
და ამ თემაში არავის უთქვამს არსებობსო

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)