Metamorfozგამარჯობა! და გმადლობ საინტერესო კითხვისთვის. ვეცდები გიპასუხო, ოღონდ თუ გაგრძელება მოგინდება ამ თემაში გავაგრძელოთ საუბარი:
ვედებიპირველ რიგში მოვიყვან მონაკვეთს წიგნიდან "სრულყოფილი კითხვები, სრულყოფილი პასუხები" სადაც შრილა პრაბჰუპადას და ბობ კოენის კითხვა-პასუხებია მოცემული, და სწორედ ამ თემას ეხება:
ბობ კოენი: მე ზაფხულის ბოლოს ვქორწინდები, როცა ამერიკაში დავბრუნდები. ერთგულები ამბობენ, რომ სექსი დასაშვებია მხოლოდ ქორწინებაში და ისიც ბავშვის ჩასახვის მიზნით. მე კი საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა შევასრულო ეს ყველაფერი; და როგორი უნდა იყოს იმ ადამიანის სქესობრივი ცხოვრება, ვინც მატერიალურ სამყაროში იმყოფება?
შრილა პრაბჰუპადა: ვედური სისტემის მიხედვით სექსზე საერთოდ უნდა ვთქვათ უარი. ამ სისტემის მთელი აზრი იმაშია, რომ დაეხმაროს ადამიანს მატერიალური ტყვეობისგან განთავისუფლებაში. ჩვენ მიჯაჭვულნი ვართ სხვადასხვა მატერიალურ სიამოვნებებს, და ყველაზე მეტი სიამოვნება მათ შორის სექსს მოაქვს. "შრიმად ბჰაგავატამში" ნათქვამია, რომ ეს მატერიალური სამყარო...
პუმსაჰ სტრიია მითჰუნი-ბჰავამ ეტამ
მამაკაცი მიჯაჭვულია ქალზე, ხოლო ქალი - მამაკაცზე. და არა მხოლოდ ადამიანებში - ცხოველებშიც იგივეს ვხედავთ. ეს მიჯაჭვულობა მატერიალური ცხოვრების ძირითადი პრინციპია. ქალს სწყურია იყოს მამაკაცთან, ხოლო მამაკაცი ქალისკენ ისწრაფვის. მთელი მხატვრული ლიტერატურა, პიესები, ფილმები და რეკლამები ეძღვნება მხოლოდ ერთს - მიჯაჭვულობის აღწერას ქალსა და მამაკაცს შორის. ტანსაცმლის მაღაზის ვიტრინებშიც კი თქვენ დაინახავთ ქალისა და მამაკაცის მანეკენებს.... ანუ ეს მიჯაჭვულობა უკვე არსებობს.
ბობ კოენი: მიჯაჭვულობა ქალსა და მამაკაცს შორის?
შრილა პრაბჰუპადა: დიახ, ქალსა და მამაკაცს შორის. ასე რომ, თუკი მატერიალური სამყაროსგან განთავისუფლება გინდათ, ეს მიჯაჭვულობა ნულამდე უნდა დაიყვანოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოჰყვება ახალი და ახალი მიჯაჭვულობები და თქვენ კვლავ და კვლავ დაიბადებით ან ადამიანურ სხეულში, ან ნახევარღმერთის, ცხოველის, გველის, ჩიტის და ა.შ. სხეულში. თქვენ იძულებული იქნებით კიდევ ერთხელ დაიბადოთ. ამიტომ არ გვმართებს ჩვენი მიჯაჭვულობების გამყარება, თუმცა ეს საყოველთაო ტენდენცია და მატერიალური სამყაროს ძირითადი პრინციპია. გრჰა, კშეტრა, სუტა [სახლი, მიწა, შვილები]. მაგრამ თუკი ადამიანი შეძლებს ამ მიჯაჭვულობების შემცირებას ან საერთოდ განთავისუფლდება მათგან - ეს იდეალია. აი რატომაა, რომ ჩვენი ვედური სისტემა პირველ რიგში ითვალისწინებს ბიჭის, როგორც ბრაჰმაჩარის აღზრდას - რომელმაც არ იცის სექსი. ვედური სისტემა მიმართულია იმაზე, რომ შეამციროს მიჯაჭვულობა და არა პირიქით. ამიტომ მთელს სისტემას ჰქვია ვარნაშრამა-დჰარმა.
სოციალური სისტემა, რომელიც ინდოეთშია მიღებული, იწოდება ვარნებად და აშრამებად - საზოგადოების ოთხ კლასად და სულიერი განვითარების ოთხ საფეხურად. ბრაჰმაჩარია [მოსწავლეობა და უბიწოების შენახვა], გრჰასთჰა [ოჯახური ცხოვრება], ვანაპრასთჰა [მიწიერი ცხოვრებისგან განდგომა] და სანიასა [სრული განდეგილობა] - ესაა სულიერი განვითარების ოთხი სტადია. ხოლო საზოგადოების ოთხი კლასია: ბრაჰმანები [ინტელექტუალთა კლასი], კშატრიები [ადმინისტრატორები], ვაიშიები [ვაჭრები და ფერმერები] და შუდრები [მუშები]. ამრიგად ამ სისტემით ადამიანის ცხოვრების მარეგულირებელი პრინციპები იმდენად სრულყოფილია, რომ ადამიანს რომც ჰქონდეს მატერიალური სიამოვნებებისკენ სწრაფვა, ის ბოლოს და ბოლოს მაინც აღწევს განთავისუფლებას და ბრუნდება სახლში, ღმერთთან. ასეთია ეს მეთოდი. სექსი არაა საჭირო, მაგრამ იმდენად, რამდენადაც მიჯაჭვულნი ვართ მასზე, არსებობს გარკვეული მარეგულირებელი პრინციპები. შრიმად-ბჰაგავატამში ნათქვამია:
პუმსაჰ სტრია მითჰუნი-ბჰავამ ეტამ
მაიორ მითჰო ჰრდაია-გრანდჰიმ აჰუჰ
ატო გრჰა-კშეტრა-სუტაპტა-ვიტტაურ
ჯანასია მოჰო იამ აჰამ მამეტი
(შრიომად-ბჰაგავატამი 5.5.8)
სექსი - მამაკაცისადმი ან ქალისადმი მიჯაჭვულობა - მატერიალური ცხოვრების მთავარი პრინციპია. როცა ისინი ერთდებიან, ეს მიჯაჭვულობა იზრდება და აიძულებს ადამიანს შეიძინოს გრჰა [სახლი], კშეტრა [მიწა], გაიჩინოს სუტა [შვილები], აპტუ [მეგობრები და ნაცნობები] და მოიპოვოოს ვიტტა [ფული]. ამგვარად - გრჰა-კშეტრა-სუტაპტა-ვიტტაჰ - ადამიანი იხლართება. ჯანასია მოჰო იამ: ასეთია ილუზია. ამ ილუზიის გამო იგი ფიქრობს: აჰამ მამეტი - "მე ვარ სხეული, და ყველაფერი ის, რაც ამ სხეულთანაა დაკავშირებული, - ჩემია."
ბობ კოენი: და რა ხდება ამის შედეგად?
შრილა პრაბჰუპადა: მიჯაჭვულობა ძლიერდება. მატერიალური მიჯაჭვულობა ფიქრების ასეთ სახეს განაპირობებს: "მე ეს სხეული ვარ, და რამდენადაც ჩემი სხეული გარკვეულ ადგილასაა, ეს - ჩემი სამშობლოა." და ასე გრძელდება: "მე - ამერიკელი ვარ, მე - ინდოელი ვარ, მე გერმანელი ვარ, მე - ის ვარ, მე - ეს ვარ, მე სხეული ვარ. ეს ჩემი სამშობლოა. მე ყველაფერს გავწირავ ჩემი სამშობლოსთვის და საზოგადოებისთვის." ასე თანდათანობით ძლიერდება ილუზია, და ადამიანი, იმყოფება რა ილუზიის გავლენის ქვეშ, სიკვდილის მომენტში ახალ სხეულს იღებს. ახალი სხეული შეიძლება უკეთესი, ან უარესი იყოს - ეს კარმაზეა დამოკიდებული. თუ ადამიანი უკეთეს სხეულს იღებს, ესეც ერთგვერი ჩიხია, მაშინაც კი, თუ იგი სამოთხისეულ პლანეტებზე ხვდება. მაგრამ თუკი ადამიანი ძაღლი ან კატა ხდება, ე.ი. მისმა ცხოვრებამ უაზროდ ჩაიარა. ან ხედ თუ იქცევა, რაც ასევე სრულიად შესაძლებელია.
ეს მეცნიერება, თუ როგორ გადადის სული ერთი სხეულიდან მეორეში, როგორ ხვდება ამ ბადეში - სხვადასხვა სხეულებში, სრულიად უცნობია თანამედროვე სამყაროსთვის. ამიტომ, როცა არჯუნა ამბობდა: "თუ მ მოვკლავ ჩემს საკუთარ ძმას, ბაბუას, რომლებიც ახლა მოწინააღმდეგის მხარეს არიან...", - ის უბრალოდ ცხოვრებაზე სხეულისეული კონცეფციიდან გამოდიოდა. მაგრამ რადგანაც თვითონ ვერ გადაწყვიტა ეს პრობლემები, იგი მიენდო კრიშნას და მიიღო იგი სულიერ მოძღვრად. ხოლო კრიშნამ, გახდა რა არჯუნას სულიერი მოძღვარი, იმით დაიწყო, რომ დატუქსა იგი: "როგორც ბრძენი ისე ლაპარაკობ, სინამდვილეში კი სულელი ხარ, რადგანაც ცხოვრებაზე მატერიალურ შეხზედულებებს ეყრდნობი". სექსი აძლიერებს ცხოვრებაზე სხეულებრივი წარმოდგენებისკენ მიდრეკილებას, ამიტომ ის უნდა შევზღუფოთ, შემდეგ კი საერთოდ უარი ვთქვათ მასზე.
ბობ კოენი: თანდათან უნდა შევზღუდოთ მთელი ცხოვრების განმავლობაში?
შრილა პრაბჰუპადა: დიახ, უნდა შევზღუდოთ. მოსწავლეობის პერიოდში, რომელიც ოცდახუთ წლამდე გრძელდება, ყმაწვილი თავს იკავებს სექსისგან. ის ბრაჰმაჩარია. ზოგიერთი მათგანი ნაიშტიკა-ბრაჰმაჩარი რჩება [ანუ მთელი ცხოვრება ინახავს უბიწოებას]. მას შემდეგ, რაც განათლებას ღებულობენ, აღარ უნდათ დაოჯახება. შეზღუდვა აქაცაა - უკანონო სექსი [ქორწინების გარეშე] - დაუშვებელია. ამიტომაც არსებობს ადამიანთა საზოგადოებაში ქორწინება. ცხოველები არ ქორწინდებიან.
მაგრამ ადამიანები თანდათან დეგრადირდებიან, და საზოგადოება ცხოველურ მდგომარეობამდე მდაბლდება. ადამიანები ივიწყებენ ქორწინების აუცილებლობას, და ესეც ნაწინასწარმეტყველებია შასტრებში: "დამპატიე ბჰირუჩირ ჰეტუჰ - "კალი იუგაში საბოლოოდ აღარ იქნება ქორწინების არანაირი რიტუალი." ქალი და მამაკაცი უბრალოდ შეთანხმდებიან ერთად ცხოვრებაზე და მათი ურთიერთობა მხოლოდ სექსუელურ პოტენციაზე იქნება აგებული. თუ ქალი და მამაკაცი სექსუალურად ვერ აკმაყოფილებენ ერთმანეთის მოთხოვნილებებს, ისინი გაიყრებიან. დასავლეთში არაერთი ავტორია, როგორიც ფროიდი და სხვები, რომლებმაც მრავალი წიგნი დაწერეს ამის შესახებ. მაგრამ ვედური კულტურის ტრადიციებით, სექსი საჭიროა მხოლოდ ბავშვის ჩასახვისთვის, და არა იმისთვის, რომ სექსუალური ცხოვრების ფსიქოლოგია შევისწავლოთ. სექსისადმი მიდრეკილება უკვე ჩადებულია ჩვენს ბუნებაში. ადამიანს წაკითხულიც რომ არ ჰქონდეს არანაირი ფილოსოფიური ლიტერატურა, ის მაინც მიდრეკილია სექსისკენ. ეს არ უნდა ვასწავლოთ სკოლებსა და კოლეჯებში. ყველამ ისედაც იცის, როგორ კეთდება ეს. (შრილა პრაბჰუპადა იცინის). ეს თანდაყოლილად აქვს ყველას. განათლება საჭიროა იმისთვის, რომ დავძლიოთ ჩვენში ეს მიდრეკილება. ამაში მდგომარეობს ჭეშმარიტი განათლება.
ბობ კოენი: თანამედროვე ამერიკისთვის ეს ძალიან რადიკალური შეხედულებაა.
შრილა პრაბჰუპადა: დიახ, ამერიკაში ბევრი რამის შეცვლაა საჭირო, და კრიშნას ცნობიერების მოძრაობა გააკეთებს ამას. მე ვიყავი თქვენს ქვეყანაშI და ვხედავდი, რომ ბიჭები და გოგონები უბრალოდ ერთად ცხოვრობდნენ. მაშინ მე ვუთხარი ჩემს მოსწავლეებს: "თქვენ არ უნდა იცხოვროთ ერთად როგორც მეგობრებმა, თქვენ უნდა დაქორწინდეთ".
ბობ კოენი: ბევრი ხედავს, რომ ქორწინებამ დაკარგა თავისი სიწმინდე, ამიტომაც არ უნდათ დაქორწინება, დაოჯახებულებიც ხომ ადვილად განქორწინდებიან, თუ რაღაც არ მოსწონთ.
შრილა პრაბჰუპადა: დიახ, ესეც მართალია.
ბობ კოენი: ამიტომ ბევრი ფიქრობს, რომ დაქორწინებას აზრი არა აქვს.
შრილა პრაბჰუპადა: არა, ისინი თვლიან, რომ ქორწინება ესაა პროსტიტუციის დაკანონებული ფორმა. ასეთია მათი თვალთახედვა, მაგრამ არა ქორწინება. იმ ქრისტიანულ გაზეთშიც კი - "ვოტჩტაუერში" აკრიტიკებდნენ ერთ მღვდელს, რომელმაც ნება დართო ორ მამაკაცს შორის ქორწინებაზე. აი რა ხდება. ადამიანები ფიქრობენ, რომ ქორწინება - ეს პროსტიტუციაა, და ფიქრობენ: "რა აზრი აქვს მუდმივი "პროსტიტუტკის" შენახვას, თუ ეს ასე ძვირი ჯდება? ჯობია არ დავქორწინდეთ".
შიამასუნდარა: თქვენ ადრე მოიყვანეთ მაგალითი ძროხაზე და ბაზარზე.
შრილა პრაბჰუპადა: დიახ, თუკი შეიძლება წახვიდე ბაზარში და იყიდო რძე, რაღა საჭიროა ძროხის შენახვა? (ყველა იცინის). და საერთოდ დასავლეთში ამასთან დაკავშირებით ცუდადაა საქმე - მე თვითონ ვაკვირდები ამას. და აქაც, ინდოეთშიც, თანდათანობით ყველაფერი აქეთკენ მიდის. ამიტომაც დავაარსეთ კრიშნას ცნობიერების ეს მოძრაობა, რომ ცოდნა მივცეთ ადამიანებს სულიერი ცხოვრების ძირითადი პრინციპების შესახებ. ეს რაიმე სექტანტური მოძრაობა არაა. ესაა მოძრაობა, რომელიც იმ კულტურას ავრცელებს, რომელიც ყველას სიკეთეს მოუტანს.
დასაშვებია მხოლოდ "კანონიერი სექსი", ანუ სექსი მხოლოდ ქორწინებაში მყოფ (იქნება ეს ჯვრისწერა ან ანალოგიური ვედური რიტუალი) ცოლ-ქმარს შორის და თან მხოლოდ ბავშვის ჩასახვის მიზნით. ანუ ასეთი შესაძლებლობა თვეში მხოლოდ ერთხელ უწევს (განაყოფიერებამდე).
აქვე მინდა დავამატო, რომ სექსი ხიხია და ფუფუა არ არის. ეს არის ღვთაებრივი აქტი, რომლის მიზანიც ღვთაებრივია (ახალი სიცოცხლის მოვლინება), მაგრამ მისი მხოლოდ სიამოვნების მიზნით გამოყენება უმაღლესი კანონების მიხედვით დაუშვებელია.
ადამიანები პატარა ბავშVებივით ვართ. ნელ-ნელა ვვითარდებით. და სექსის შემთხვევაშიც ასე ხდება. ჯობია გრძნობანარევი არაკანონიერი სექსი გქონდეს, ვიდრე უბრალოდ უხეში სექსუალური განმუხტვა... ჯობია ისევ ქორწინებაში გქონდეს სექსი სიამოვნების მიზნით, ვიდრე უკანონოდ ("ლევად"), ზემოთ უმაღლესი საფეხური დავწერე და ეს უკვე ადამიანის არჩევანზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა ცხოვრების ამ წესს.
სექსუალური ენერგიის ჩახშობა არ შეიძლება, უფრო მეტიც - შეუძლებელია! საჭიროა მისი ტრანსფორმაცია. ჯოპნ ფეივორსის მეორე წიგნი სწორედ ამ თემას ეძღვნება «Духовный воин-2: превращая вожделение в любовь» და თუ რუსული იცი გირჩევ წაიკითხო:
"სულიერი მეომარი"ეს თანამედროვე ნორმაა, მაგრამ არა ბუნებრივი მდგომარეობა. სურვილის შემთხვევაშI ადამიანს სექსის კი არა საჭმლის გარეშეც შეუძლია გაცილებით უფრო ბედნიერი იყოს. ისევ ვიმეორებ, მე არ ვაკნინებ სექსის მნიშვნელობას. უბრალოდ ხაზს ვუსვამ მისი დანიშნულებისამებრ გამოყენების აუცილებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აქტი რბილად რომ ვთქვა ენერგიის უაზროდ ხარჯვაა. და ამას გარდა არის უამრავი სხვა უარყოფითი ენერგეტიკულ-კარმული ფაქტორი.
მოკლედ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, შენ რა მოტივაცია გამოძრავებს და რა არის შენი საბოლოო მიზანი. ამის მიხედვით გაარკვევ კარგია თუ არა "თავისუფალი სექსი" შენთვის ან სხვისთვის.
ადამიანს ორი ბუნება აქვს: ცხოველური (მდაბალი) და ღვთაებრივი (მაღალი). რომელ ბუნებასაც უფრო ვკვებავთ და ვაკმაყოფილებთ, შესაბამისად იმას ვაძლევთ მეტ ძალას და მეტ გავლენას ჩვენზე. ისევ ვიმეორებ ეს არის მაღალი და დაბალი ბუნება, და არა "კარგი" და "ცუდი". ღმერთი ჩვენს ყველა სურვილს ასრულებს (სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ). და მხოლოდ ადამიანს შეუძლია ამაღლდეს თავის ცხოველურ ბუნებაზე. და როდესაც გაძლევენ თვითმფრინავს, და შენ მას მხოლოდ ტრასაზე "საკატაოდ" იყენებ და ნავთის მაგივრად სხვა უხარისხო საწვავს ასხამ, შემდეგ ცხოვრებაში განგება შესაბამის ტრანსპორტს მოგინახავს, სადაც იგივეს გაკეთება უფრო კომფორტულად და ნაკლები დანახარჯითაა შესაძლებელი - მაგალითად ზაპოროჟეცს, ან თუნდაც მერსედესს... მაგრამ მე მგონი თვითმფრინავი ნებისმიერ მერსედესს სჯობია, თუ რა თქმა უნდა ფრენა იცი