აქ ხალხს აინტერესებდა რაღაც დეტალები და კითხვები ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით, მე გადავწყვიტე მეთარგმნა ეს პოსტი და დამედო სათავე ამ თემისთვის
მოკლედ რომ ვთქვათ, მსოფლიოს N1 ონლაინ სავაჭრო ცენტრი ამაზონი გვთავაზობს შესაძლებლობას მივიღოთ 4დან 10% მდე ნებისმიერი პროდუქტის გაყიდვისათვის, დარეგისტრირება შეიძლება ჩვეულებრივად ამაზონის ანგარიშით ( Amazon.com) ამ პროცესს მე დეტალურად არ განვიხილავ, პირდაპირ გადავალ საქმეზე.
1. რატომ უნდა ავირჩიოთ ამაზონი მონეტიზაციის საშუალებად
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
- ეს ნიშა არის ძალიან მომგებიანი. 100$ CPM არ არის მაღალი ამაზონზე გათვლილი საიტებისთვის, ეს კი ყველაფერზე მეტყველებს ( ვინც არ იცის ცპმ რა არის ცოტა ელემენტარულით დაიწყოს) რეალურად ინტერნეტ მარკეტინგში დიდი ფული კეთდება Affilate Marketing ით , და არა იმ ცენტებით რომლებსაც ადსენსი გვიხდის. (ნუ, ქართველებისთვის პორნო საიტზე ჩასმული ადსენსის რეკლამა უფრო მარტივი საქმეა, მაგრამ არის გამონაკლისებიც
), . გამოცდილმა ინტერნეტ მარკეტერმა ოდესმე უნდა ისწავლოს როგორ გაყიდოს ონლაინში, და რაც არ უნდა წაიკითხოს, მიხვდება რომ ინტერნეტ მარკეტინგში ტრაფიკი მთავარი არ არის. მე მაქვს საიტი რომელიც თვეში 2.000 უნიკალური ვიზიტორით შოულობს ბევრად მეტს ვიდრე ზოგიერთი ადსენსით მონეტიზირებული საიტი 60.000 ვიზიტორით.
- მეორე ფაქტორია სანდოობა. ამაზონი არის მსოფლიოშიი პირველი online store, ამიტომაც არ გვაქვს სანერვიულო ფულის განაღდებასთან დაკავშირებით. ისინი გვიხდიან გაყიდული ნივთის 4-10% ს და თუ ჩვენ პატივს ვცემთ მათ წესებს, სანერვიულოც არაფერი გვაქვს.
- როდესაც შენ გაქვს ამაზონზე ორიენტირებული საიტი, ყიდი ნივთებს, რომლებიც ხალხს სჭირდებათ და კიდევ წლობით დასჭირდებათ. ანუ თქვენი საიტი არის ბევრად უფრო შორეულ მომავალზე გათვლილი, ვიდრე თუნდაც CPA. მაგალითად, რამდენი დროც არ უნდა გავიდეს ხალხს სულ დასჭირდება საუკეთესო სპორტული ტანსაცმელი, და თქვენი საიტი მუდმივად განაგრძობს ტრაფიკის მიღებას გუგლიდან.
- ზოგს არ ანაღვლებს, მაგრამ როდესაც ყიდი ამაზონის ხარისხიან პროდუქციას შეგიძლია მშვიდად იყო , იმის ცოდნით რომ შენმა ვიზიტორმა მიიღო საუკეთესო ნივთი. (Clickbank ისა და სხვა საიტებისაგან განსხვავებით, სადაც ძირითადად პროდუქტის "შეტენვაზე" ხარ ორიენტირებული)
2. საიტის სპეციალურად ამაზონისთვის შექმნა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დაიწყე "დასასრულით" გონებაში. ანუ თავიდანვე მკაფიოდ გადაწყვიტე რისთვის გინდა საიტის შექმნა. ახალბედების უმეტესობა საიტზე ანთავსებს ადსენსის რეკლამასაც და იუთუბის ლინკსაც, რაც საბედისწერო შეცდომაა. ადსენსის რეკლამებით კარგავ ვიზიტორების ნდობას, და თუ ვინმე დააჭერს და გადავა მოცემული 10 ცენტის სანაცვლოდ კარგავ პოტენციურ "კლიენტს" რომელსაც შეეძლო პირადად შენთვის რამდენიმე ათეული დოლარი მოეტანა)
3. რომელი ნიშა მუშაობს ყველაზე კარგად Amazon Associates თვის
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ყველაზე კარგად მუშაობენ ნივთის განხილვები, ტექნიკური მახასიათებლების შესადარებელი ცხრილები, ყიდვის რჩევები ( purchasing tutorials) . ისინი გამოსადეგები არიან როგორც გუგლიდან ტრაფიკის მიღებაში, ასევე მათ მყიდველებად "გადაქცევაში' (conversion)
სოციალური ქსელები ამ საქმეში არ გამოდგება, იქ ხალხი იმ განწყობაზე არაა რომ რამე იყიდოს. ჩვენ უკეთესია ორიენტაცია მოვახდინოთ "დამშეულ" მყიდველებზე, რომლებიც მზად არიან ასეულობით დოლარი გადაიხადონ ამაზონზე რაღAცის ყიდვაში, და ცდილობენ გააკეთონ კარგი არჩევანი
4. როგორ ავარჩიოთ მომგებიანი ნიშა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ამ თემაზე მრავალი დაწერილა, და აღარ ვაპირებ ერთიდაიგივე ვილაპარაკო. ნიშა დამოკიდებულია შენს SEO გამოცდილებაზე და მიზნებზე. მაგრამ მთავარი ფაქტორია ის, რომ შეგვეძლოს საიტის პირველ ადგილზე გაყვანა. In Seo, Winner takes it all. უნდა შეგეძლოს ტოპ 10 ში მოხვედრა შენს არჩეულ ნიშაზე ( სასურველია პირველ ადგილზე) რადგან პირველ ადგილზე მოდის მძებნელების უდიდესი ნაწილი. მაგალითად, სჯობს ისეთ ქივორდზე იყო პირველ ადგილზე რომელსაც ყოველ თვე 400 კაცი ეძებს, ვიდრე იყო მეათე ადგილზე და ყოველთვიურად 4000 ეძებდეს, ან იყო ორმოცდამეათე ადგილზე და ყოველ თვე 40 000 ეძებდეს. გამარჯვებული იღებს ყველაფერს, და პირველი ადგილის უპირატესობა მართლაც დიდია.
- საუკეთესო ქივორდები ამ საქმეში არის "Best რაღAც ნივთი" და "რაღAც ნივთი Review(s)" მაგალითად თუ გვინდა საპარსებზე გავაკეთოთ საიტი ჯობია მთავარ ქივორდებად ავიღოთ "Best Electric Shavers" ან "Electric Shavers Reviews"
ასევე შეიძლება სხვა ქივორდებზეც "გაიქაჩოთ", ე.წ მეორეხარისხოვან ქივორდებზე რომლებსაც ცოტა ძებნა აქვთ, და ამიტომ კონტენტი უნდა შეიცავდეს ამ საძებნ სიტყვებს. როდესაც სტატიას შეუკვეთავთ უნდა დააზუსტოთ რომ ჩაურთონ წერისას ეს ფრაზები.
5. როგორ შევქმნათ საიტი რომელიც წარმატებით კონვერტირდება და ცპმ საშუალოდ 100$+ ექნება.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
რეკომენდირებულია რომ ნივთი, რომლის გაყიდვასაც თQვენ გადაწყვეტთ იყოს ძვირი. რადგან გადახდილი თანხის რაოდენობიდან განისაზღვრება თQვენი წილიც. მაგრამ თუ შედარებით იაფი პროდუქტის რეალიზაცია გადაწყვიტეთ, სტატიის დასაწყისში ყოველთვის მოათავსეთ რამე ძვირი (რათქმაუნდა შესაბამისი ) და გაუშვით აფილეიტ ლინკი მისკენ.
ასევე მნიშვნელოვანია რომ სურათებზე, რომლებსაც დაურთავთ კონტენტს, ჩართოთ თქვენი ამაზონ ეფილეიტის ლინკი. გამყიდველების უმეტესობა ცდილობს დიდი ხანი დააყოვნონ მყიდველი საიტზე, რაც სწორი არ არის. უმჯობესია გაგზავნოთ ის ამაზონზე თქვენი ეფილეიტ ლინკით, რის შემდეგადაც მან თუნდაც სხვა ნივთი იყიდოს, თქვენ ფული მაინც ჩაგერიცხებათ, რადგან ის თქვენი ლინკით გადასვლისას იკიდებს cookieს ანუ ნიშანს რომ ის თქვენი გამოგზავნილია.
ეს უკეთესია იმის გამოც, რომ ამაზონმა იცის რას ეძებდა ჩვენი "მსხვერპლი" აქამდე, და იმაზე უკეთ მოახერხებს მის არჩევანზე მორგებას, ვიდრე ჩვენი საიტი
6. სტრატეგია საიტის კონტენტისთვის
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
საიტისთვის კონტენტის შერჩევისას მათ ტიპებს ვყოფ 2 ნაწილად - "Pillar Articles" - მათ ასევე ეძახიან "ფულის გვერდებს" . ისინი შეიცავენ მრავალ გრძელ ქივორდს , რომლებიც სწორედ ჩვენთვისაა მისწრება. მაგალითად თუ ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ საუკეთესო საპარსებზე, ასეთი გრძელი ქივორდები იქნება საუკეთესო საპარსები კაცებისთვის, 2014 წლის საუკეთესო საპარსები, საუკეთესო საპარსები ზანგებისთვის (
) , ან საუკეთესო საპარსები 200$ ის ქვემოთ, და ა.შ
მეორე ტიპის სტატიები ძირითადად შეიცავენ 500 სიტყვას და გათვლილნი არიან კონკრეტულად რომელიმე პროდუქტის მიმოხილვაზე.
7. ხრიკი რომლის დახმარებითაც მივიღებთ დამატებით ტრაფიკს
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მოგეხსენებათ , რომ ადამიანები ძებნისას ეძებენ უახლეს განხილვას ამა თუ იმ პროდუქტის, ამიტომაც მას ბოლოში ურთავენ 2014 - ს. სწორედ ასე ვიქცევით ჩვენც, ყოველი სტატიის სათაურში უნდა დავურთოთ 2014, მაგრამ არ შევცვალოთ სტატიის ლინკი ,რადგან შემდეგი წლის მოსვლასთან ერთად მოგვიხდება ლინკის ახლიდან შეცვლა, რაც დამღუპველია სეოსთვის. ანუ უბრალოდ ვცვლით სტატიის სათაურს.)
8. ამ ნიშაში წარმატებული ( 60.000$ ად გაყიდული) საიტის მაგალითი.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ამაზონზე გათვლილი საიტის მარტივი მაგალითია ეს საიტი, რომელიც 60.000$ ად გაიყიდა ფლიპპაზე არც ისე დიდი ხნის წინ.
http://pickmyshaver.com/ეს აუქციონის ლინკი
https://flippa.com/3066242-established-revi...ue-388660-alexa ---
ორიგინალი სტატიის ლინკი ინგლისურად :
http://www.blackhatworld.com/blackhat-seo/...profitable.htmlეს სტატია გადათარგმნილია, პირველ პირში მე არ ვლაპარაკობ !!! წარმატებებს გისურვებთ. მე დღეს გავაკეთე საიტი , ეხლა ველოდები როდის დამიწერენ სტატიას. GoDaddy ზე ვიყიდე 1.69$ ად კუპონით .com დომენი და სპეციალური ვორდპრესის ბლოგის ჰოსტინგის შეთავაზება 3 თვე 3$ ად.
This post has been edited by შივა on 28 Nov 2014, 15:57