#50026372 · 27 Feb 2017, 12:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ამბაკო ამოშალე ტურისტების რიცხვიდან? მიუხედავათ მე-7 ადგილისა მაინც ტურისტად რჩება.
ჭრიკი მალე დაამთავრებს ადაპტაციას და ძველი ჭრიკი თუარა ანგარიშგასაწევი ძალა ნამდვილად იქნება ამ წონაში. მართალია ბექას პირველ ნომრობას ვერ წაართმევს ამაშიც დარწმუნებულ |
ბოლო ორ ტურნირზე ამბაკომ ორივეჯერ რეპეშაჟში იასპარეზა... ასე რომ ტურისტობა რეპეშაჟის მონაწილეზე ნამეტანია.... როცა დაამთავრებს ჭრიკი ადაპტაციას და ერთ შეხვედრას მაინც მოიგებს, მაშინ აღარ იქნება ტურისტი... მით უმეტეს წლის ბოლომდე ბლომად დროა... ამჟამად კი ასეა, ფაქტი ჯიუტია. ორ ტურნირზე ორივეჯერ პირველივე შეხვედრის წაგება ტურისტის ტიპიური შედეგია... * * *
QUOTE | განუსაზღვრელია ადამიანის შესაძლებლობები, მახსოვს ამათზე გცილებით დაწინაურებული იყო ბევრი ბატონისგან ვაჟა მარგველაშვილი, ბევრს ფაქტიურად ბოლომდე ჩაქნეული ქონდათ ხელი. |
განუსაზღვრელთან ერთად განუჭვრეტელია ადამიანის მომავალი ქცევები.... შესაძლებელია, ყველაზე მეტად საიმედომ დაიწყოს უიმედო ქმედებები. ასე, რომ მთავარია ტენდენციის დანახვა: აღმავალი ვექტორით ვითარდება განვითარებისკენ, ჰორიზონტალური ვექტორი უჭირავს მიღწეულის შენარჩუნებისკენ თუ დაღმავალი ვექტორი - მიმართული კარიერის დასასრულისკენ. ყველა გადის ამ სამ სტადიას, შესაძლებელია გარკეული რხევები ამ ვექტორებში, მაგრამ ტენდენცია გრძელვადიან მონაკვეთში მაინც თვალსაჩინოა. სასურველია, როცა კონკრეტულ წონით კატეგორიაში ძიუდოისტებს უკვე მიღწეულის შენარჩუნებისკენ უწევთ ბრძოლა, მაშინ მწვრთნელმა უკვე დაიწყოს ახალი კადრის ჩართვა ამ პროცესში და არა მაშინ, როცა ძიუდოისტები უკვე კარიერის დასასრულისკენ მიემართებიან. არცერთ მწვრთნელს არ სიამოვნებს, როცა მისი შეგირდი აგებს და ყველას ურჩევნია ტურნირზე მედლის მომპოვებელი ძიუდოისტი აასპარეზოს, რათა ამავდროულად როგორც მწვრთნელმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვოს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია იმ დამწყებ ძიუდოისტებში ისეთი უნარები განავითარო, რომელმაც შესაძლოა ნაყოფის მწიფობა უკვე სხვისი მწვრთნელობისას მიაღწიოს.
|