1. თუ გესაჭიროებათ ინფორმაცია ნებისმიერი სახის ტურისტულ აღჭურვილობაზე.
2. თუ გაქვთ ახალი ტიპის აღჭურვილობა, უკვე გამოცდილია და გსურთ რეკომენდაცია გაუწიოთ ამ საქონელს
3. თუ შეგიძლიათ, რომ სხვებს ათხოვოთ საკუთარი აღჭურვილობა (თუნდაც მიაქირავოთ)
4. თუ უბრალოდ გაინტერესებთ აღჭურვივილობის მახასიათებლები, ხარისხი, გამოყენების პირობები
5. თუ მიდიხართ სამოგზაუროდ სადმე და არ იცით თან რა წაიღოთ და რა გამოადგება და რა არა
გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება
დასვით კითხვები სამთო, ტურისტულ, სპორტულ, სამხედრო თუ სხვა სახის აღჭურვილობაზე და ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი თუ უცნობი მოგზაურები შეეცდებიან გაგცენ ამომწურავი პასუხი
გამოსადეგი ბმულები, გვერდები და საიტების.ო. აისის
ბაზრობაასევე,
აღჭურვილობის გარჩევაCamp.ge და მისი
ტურისტული ბაზარიღია და დახურული ჯგუფები პირწიგნაკზე:
სალაშქრო აღჭურვილობის ყიდვა, გაყიდვა, ქირაობა, გაქირავება სალაშქრო ნივთების ყიდვა-გაყიდვა, გაქირავებამილიტარისტი აღჭურვილობაროგორ შევარჩიოთ სალაშქრო ზურგჩანთასაიტი, სადაც ყველაფერია რაც გჭირდებათ + დიდი ფასდაკლებები
Sierra Trading Postსალაშქრო აღჭურვილობა იაფად - დიდი არჩევანი + დაბალი ფასები.
ხარისხიან ნივთებზე
აქაც დაბალი ფასებიაახალი და მეორადი ნივთები ფასდაკლებითესეც ცნობილი და ხარისხიანი ბრენდებიზურგჩანთების
The North Face, Black Diamond, Osprey, Kelty, Granite Gear, Arc'teryx, Gregory, REI, Deuter, Marmot, Mammut
კარვების
The North Face, Black Diamond, Big Agnes, MSR, Marmot, Sierra Designs, Kelty, Eureka, REI, L.L.Bean, Mountain Hardwear, Asolo
(თუმცა, კემპსორიც მშვენივრად უმკლავდება ქარს და წვიმას
)
მპოსტავებმა გაითვალისწინეთ საბაზრო ლექსიკა
პარალონი - საგებელი, ქვეშაგი
სპალნიკი - საძილე
რუგზაკი - ზურგჩანთა
პალატკა - კარავი
პახოდი - ლაშქრობა
ფანარი - სანათი, მაშუქი
ეკიპირება - აღჭურვილობა (პრინციპში ორივე)
აბვიაზკა - ალპინისტური სარტყელი
წინა თემის Top 11
Levan_Lion
LOLZ
Alameda
Andgula
DZENA
dito_Metalhead
Frankens†ein
CoderiotGe
d_tsabo
Hieronymus
Elizbari1995
წინა თემებიტურისტული აღჭურვილობატურისტული აღჭურვილობა. level დაქუეხიტურისტული აღჭურვილობა. ნაწილი IIIტურისტული აღჭურვილობა, ნაწილი IVასევე ღირსშესანიშნავი ინფორმაციები:
ეს კარავი.გე ზე ეწერა (განისვენოს ვირტუალურ სამოთხეში, გათიშვამდე ბევრი კარგი საქმე გააკეთა)
დავიწყოთ მთავარით
1) ზურგჩანთა 65-80 ლიტრი
2) საძილე ტომარა. სეზონის მიხედვით მარა მჩატე უფრო სასურველია ზაფხულში. 1-1.5 კილოიანი
3) კარავი. წვიმას უძლებს 2000 მმ და მეტი გამძლეობის კარავი. სასურველია 3 კაციანი რადგან ჯამში ნაკლებს იწონის 3-ზე რო გაყო. გაშლაზეც ნაკლები დრო წავა. ვინც ატარებს ამ კარავს მისი ტვირზთის ნაწილს სხვები გაინაწილებენ.
4) პარალონი.
ცეცხლის პრობლემა ალპურ ზონაშია ხოლმე და სასურველია ან პრიმუსი ბენზინით ან გაზის ბალონი.
ასევე ვინმემ აუცილებლად უნდა წამოიღოს ქვაბი ან სხვა ჭურჭელი წყლის ასადუღებლად.
ახლა დანარჩენი
ტანსაცმელი:
1) ფეხსაცმელი. სასურველია ტრეკინგის ბათინკები. იდეალურია თუ წყალგაუმტარი იქნება. ბოტასები ნაკლებად გამოსადეგია. სამწუხაროდ 2 წყვილის წაღება შეუძლებელია ხოლმე წონისა და ზომის გამო.
2) შარვალი. 2 ცალი. ერთი ისეთი რომელიც წვიმაში ადვილად სველდება და შრება. მეორე თბილი (ზაბასში)
3) სასურველია ჯემპრის წამოღება. თუნდაც ის საერთოდ არ დაგჭირდება.
4) საწვიმარი აუცილებლად.
5) წინდები 2-3 წყვილი.
6) კეპკა ან უმჯობესია პანამა. პანამა იცავს კისერს დამწვრობისგან.
ყველა ვარიანტში უნდა გქონდეს მთელი ტანსაცმლის მეორე ნაკრები რომელიც ზურგჩანთაში ცელოფანის პარკებში ინახება.
პირადი ნივთები
1) ჭიქა (კრუშკა)
2) მისკა
3) კოვზი, დანა, ჩანგალი. დანა დასაკეცია სასურველი
4) ტუალეტის ქაღალდი/ხელსახოცები
5) კბილის ჟაგრისი/პასტა
6) ფანარი. უმჯობესია სვეტადიოდებიანი.
7) ასანთი+მშრალი სპირტი
8. 1.5 ლიტრიანი პლასტმასის ბოთლი წყლისთვის.
9) წამლები: ბინტი ან ლეიკო და ა.შ.
10) UV კრემი დამწვრობების ასარიდებლად. (სასურველია მარა არა სავალდებულო, მე არ ვხმარობ)
საჭმელი:
1) პური. დღეში 0.5-0.75 ცალი "ბატონი" ადამიანზე. 3 დღიანში 2 პური კაცზე საკმარისია.
2) ახოტნიჩი ძეხვი (რაოდენობა ინდივიდუალურად). მშვენიერია მიკოიანის ძეხვი მარა ძვირია.
3) მოხარშული კვერცხი (საკმაოდ კალორიულია)
4) სნიკერსი/მარსი/ტვიქსი ან მამაპაპური ჩურჩხელა. კალორიული საჭმელი უცებ თუ მოგშივდა
5) შემწვარი ქათამი (სიცივეში უძლევს ხოლმე თუ არა და პირველ დღეს შეიჭმევა)
6) კატლეტი (მე ყოველთვის მიმაქ ხოლმე)
7) ყველი (სასურველია არა ჭყლინტი) უფრო მჩატეცაა და არ დაგისვრის ზურგჩანთას. იდეალურია ვიოლას ყველები.
8. ჩაი/შაქარი/ყავა.
9) სწრაფი მომზადების სუპი "ანაკომი" ან მსგავსი.
სასურველია სასიარულო ჯოხი. თუ არა და ადგილზე ტოტისგან დამზადდება.
+ ამას დავამატებდი პატარა ზომის ნაჯახს biggrin.gif ძალიან საჭირო რამეა.
აქ წეია რომ 2 წყვლისი წაღება ფეხსაცმლის ძნელიაო მაგრაამ სულაც არა, ზაფხულში ორი წყვილი მქონდა წაღებული ერთი შედარებით მსუბუქი იყო და საჰაერო ჰქონდა, ზაფხულში კარგია ფეხი არ ჩაგეხარშება, + მკონდა მეორე ბოტასი რომელსაც წვიმაში ვიყენეებდი.