დაახლოებით ასე
საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძალვა ისჯება ჯარიმით
ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
უფრო მკაცრი სასჯელებია გათვალისწინებული გამოძალვის ჩადენისათვის
დამამძიმებელ გარემოებებში, კერძოდ:
სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით გამოძალვა, ჩადენილი ჯგუფურად,
არაერთგზის ან დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ისჯება თავისუფლების
აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
იმავე მუხლის მე-3 ნაწილით გამოალვა ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ
ანდა იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის
მართლსაწინააღმდეგო მისაკთრებისათვის ან გამოძალვისათვის, ისჯება
თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
თუ გამოძალვა ჩადენილია რეკეტირის მიერ, მაშინ ეს დანაშაული ისჯება
თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე (სსკ-ის 181-ე
მუხლის მე-4 ნაწილი)