Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფლორა და ფაუნა > გერმანული ნაგაზი


Posted by: MITIATO 21 May 2013, 18:55
http://www.radikal.ru

სამშობლო: გერმანია
FCI-ს კლასიფიკაციის მიხედვით: ჯგუფი 1: ნაგაზები და საქონლისმრეკელი ძაღლები (გარდა შვეიცარიულისა);
სექცია 1. ნაგაზები
სიმაღლე მინდაოში: ხვადი 60-65 სმ; ძუ_55-60 სმ;
წონა: ხვადი 30-40 კგ; ძუ 22-32 კგ.
სტანდარტის ნომერი: 166

ჯიშის წარმოშობის ისტორია
ხოფოვარტი, შუა საუკუნეების დროის ეზოს ძაღლი, ფართოდ იყო გავრცელებული ევროპის სახელმწიფოების ტერიტორიაზე. ის გამოიყენებოდა ადამიანის სახლის, ქონებისა და ნახირის დასაცავად. მოგვიანებით, ამ ძაღლების გამოყენება დაიწყეს ცხვრების მწყემსისათვის და მათ ნაგაზები უწოდეს.
გერმანული ნაგაზები, როგორც პრიმიტიული ჯიშის წარმომადგენელები, პირველად ნახსენებია მეშვიდე ათასწლეულით დათარიღებულ ალემანურ კანონებში, სადაც ნათქვამია,რომ ადამიანი, რომელიც ნაგაზს მოკლავდა, მკაცრად დაისჯებოდა. ХVI საუკუნის დასაწყისში გასნერი აღწერს ნაგაზებს, როგორც ძლიერ, მამაც ძაღლებს, რომლებსაც სეუძლიათ დაიცვან ფარაც და პატრონის სახლი და ქონებაც.
ცალკეული მოყვარულები ოდითგანვე ცდილობდნენ შეექმნათ გერმანული მწყემსი ძაღლების კულტურული ჯიში, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებით ეს მცდელობები წარმატებით არ დასრულებულა. თანდათანობით, ნაგაზებზე მოთხოვნილება ევროპის მთელ ტერიტორიაზე გაიზარდა, რამაც მათი რიცხოვნების ზრდა გამოიწვია. გაჩდნენ მომშენებლები, რომლებიც ძაღლებს მხოლოდ და მხოლოდ გაყიდვის მიზნით ამრავლებდნენ, თუმცა, ყურადღებას არ აქცევდნენ მათ ხარისხსა და ერთგვაროვან ტიპს. ოღონდ, კინოლოგიის ისტორიაში შემორჩენილია ისეთი სახელები, როგორიცაა ეხნერტი, ვედერი, შპარვასერი, გოუმანი, ვახსმუტი. ისინი ჯიშს სულაც არ ამრავლებდნენ კომერციული გამორჩენის მიზნით და არაერთი ღირსეული ძაღლი გაზარდეს.
ХVIII საუკუნის დასაწყისში ნაგაზი გერმანიაში უკვე ფართოდ იყო გავრცელებული,მაგრამ მისი გავრცელების ცენტრები ვიუტემბერგის მახლობლად და ტიურინგის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობდა. ტიურინგული ნაგაზები საშუალო ზომის, მოძრავი, აცქვეტილყურებიანი და მგლისფერი ძაღლები იყვნენ. ვიუტემბერგული ნაგაზები უფრო მოზრდილი ზომითა და მშვიდი ხასიათით გამოირჩეოდნენ. მათ სქელი, ზოგჯერ გრძელი ბეწვი ქონდათ და შავი ან წითური შეფერილობისანი იყვნენ. ყურები ან ნახევრად აცქვეტილი ქონდათ, ან_ჩამოყრილი. გაურკვეველი მიზეზის გამო ტიურინგული ნაგაზები მაინც და მაინც დიდი პოპულარულობით არ სარგებლობდნენ. ХVIII-XIX საუკუნეებში ძაღლების რაოდენობა სწრაფი ტემპით იზრდებოდა, ტიურინგული და ვიურტენბერგული ნაგაზები სულ უფრო ხშირად ეჯვარებოდნენ ერთმანეთს, მათ სხვა, უფრო ნაკლებ პოპულარული და გავრცელებული მწყემსი ძაღლების სისხლიც ერეოდათ. 1882 წელს ჰანოვერში გამართულ გამოფენაზე გაიყვანეს 2 გერმანული ნაგაზი, რომლებიც ეგერმეისტერ ბარონ ფონ კნიგს ეკუთვნოდნენ. ესენი იყვნენ ღია ნაცრისფერი შეერილობის 2 ხვადი: კირასი და გრეიფი. რამდენიმე წლის შემდეგ ნეიბრანდებურგის გამოფენაზე კიდევ ერთი გერმანული ნაგაზი_მერე გაიყვანეს. თანდათანობით გერმანულ ნაგაზებს ყურადღება სერიოზულმა მომშენებლებმაც მიაპყრეს, რომლებიც მანამდე ამჯობინებდენ, რომ იმ დროისათვის პოპულარული უცხოური ჯიშები მოეშენებინათ.
XIX საუკუნის დასასრული ძაღლების კულტურული მოშენების მასიური განვითარების პერიოდი გახდა. ძაღლების გამოყენება ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში დაიწყეს. დაარსდა უამრავი კლუბი და საზოგადოება, ტარდებოდა მრავალრიცხოვანი გამოფენები.
1891 წლის 16 დეკემბერს გრაფ განასა და ბატონ რიხელმანის ინიციატივი დაარსდა გერმანული ნაგაზების მოყვარულთა პირველი ორგანიზაცია სახელწოდებით, ”ფილაქსი” და დამტკიცდა ჯიშის პირველი სტანდარტი. მაგრამ ამ საზოგადოებას მხოლოდ კომერციული მიზნები ჰქონდა და შესაძლოა, ამიტომაც,დიდხანს არ აურსებია. ოღონდ მისმა შექმნამ გარკვეული სარგებელი მოიტანა, რადგანაც ყურადღება მიაქციეს გერმანულ მწყემს ძაღლებს. ბატონი რიხელმანი კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში უძღვებოდა გერმანული ნაგაზების მოშენებას გერმანიაში და მას უნდა ვუმადლოდეთ, რომ ჯიში არ გაქრა პირველი საზოგადოების დაშლის შემდეგ.
ამ ამბებიდან ცოტა ხნის შემდეგ ახალგაზრდა ოფიცერი მაქს ემილ ფრიდრიხ ფონ შტეფანიცი დაბრუნდა თავის კავალერიაში ბერლინის ვეტერინარული სკოლის დამთავრების შემდეგ. მის მოვალეობაში შედიოდა ცხენების ყიდვა და მათი ბრძოლისათვის მომზადება, მაგრამ ძაღლებს მისი გონების საკმაოდ დიდი ნაწილი ეკავათ. გერმანიის სამხრეთში გაზრდილ შტეფანიცს ბავშვობიდან აინტერესებდა ნაგაზები. მან გულმოდგინედ შეისწავლა მათი ისტორია, განსაკუთრებით, ქცევა და ოცნებობდა გაემრავლებინა და დაეხვეწა გერმანული მწყემსი ძაღლები. მის ამ ოცნებას ასრულება ეწერა. დიდიგვაროვანი წარმოშობისა და ოფოცრის კარიერის მქონე შტეფანიცმა, რომელსაც საზოგადოებაში ღირსეული ადგილი ეკავა, ყველასგან მოულოდნელად ცოლად ყოფილი მსახიობი მოიყვანა. ეს იმ დროისათვის უღირს საქციელად ითვლებოდა. როტმისტერი ფონ შტეფანიცი იძულებული გახდა გადამდგარიყო. მიუხედავად სკანდალისა, შტეფანიცი სასოწარკვეთილებას არ მიცემია. მან ნყუდრო მამული შეიძლინა გრეფრატის ახლოს და იქ დასახლთა ოჯახთან და უახლოეს მეგობართან, ცხვრის მწყემსთან არტურ მეიერთან ერთად.
ერთხელ, 1899 წლის 3 აპრილს, დღეს, რომელიც მნიშვნელოვანი თარიღი გახდა გერმანული ნაგაზის ისტორიაში, მეგობრებმა მაქს ფონ შტეფანიცმა და არტურ მეიერმა ქალაქ კარლსრუეში გამართულ გამოფენაზე ნახეს ძაღლი, რომელიც შთაბეჭდილებას ახდენდა თავისი სრულყოფილებით. ძაღლის პატრონთან, ბატონ ეიზელენთან გასაუბრების შემდეგ მათ შეიტყვეს, რომ ძაღლს ჰექტორ ფონ ლირკენჰაინი ერქვა და გამოფენაზე არ გამოდიოდა, უბრალოდ, მნახველებს წარუდგენდნენ, როგორც მწყემს ძაღლს. ნაგაზების პროფესიონალური გამრავლებით დაკავებულ მეგობრებს აქამდე არასოდეს ენახათ ასეთი ბრწყინვალე წარმომადგენელი. შტეფანეცი დიდი ხანია ოცნებობდა ენახა ძაღლი, რომელიც დაიმსახურებდა ყოფილიყო ორიენტირი მთელი ჯიშის ტიპისათვის და შექმნიდა ფუნდამენტს შემდგომი სელექციური სამუშაოსათვის. მან იყიდა ჰექტორი, 2 თვის შემდეგ კი მას ახალი სახელი ჰორანდ ფონ გრაფრატი დაარქვა და დაარეგისტრირა გერმანული ნაგაზების საგვარეულო წიგნში პირველ ნომრად. ასე, რომ ჰორანდ ფონ გრაფრატი გახდა პირველი გერმანული ნაგაზი, რომელიც ოფიციალურად დაარეგისტრირეს,როგორც ახალი ჯიშის წარმომადგენელი.
ამის შემდეგ გერმანიაში გაჩნდა ახალი საზოგადოება: გერმანული ნაგაზების მეპატრონეთა კლუბი "Sсhаferhunde Verein", რომელიც 100 წლის შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონოჯიშური ორგანიზაცია გახდა. საზოგადოების შექმნა ერნსტ ფონ ოტომ დააფინანსა, მისი პირველი პრეზიდენტი კი არტურ მეიერი გახდა. თავდაპირველად საზოგადოების ცენტრი მდებარეობდა ვანდსბეკში, ერთი წლის შემდეგ მიუნხენში გადაიტანეს, მოგვიანებით_აუგსბურგში, სადაც დღემდე მდებარეობს. ჰორანდის აღმოჩენის შემდეგ შტეფანიცსა და მის მეგობრებს საკმაოდ რთული სამუშაო ელოდათ ღირსეული ძუს აღმოჩენისათვის, რომელიც საფუძველს დაუდებდა ახალ ჯიშს. ამ მიზნით ნანახი და შესწავლილი იქნა ნაგაზების დიდი რაოდენობა გერმანიის მთელს ტერიტორიაზე. ჰორანდ ფონ გრაფრატი არა მხოლოდ კარგი ძაღლი, არამედ კარგი მამაც აღმოჩნდა. მან დიდი რაოდენობით ღირსეული შთამომავლობა დატოვა. მისი საუკეთესო შვილი ჰექტორ ფონ შვაბენი იყო,რომლის შვილებმა ბეოვულფმა, პილოტმა და ჰაინცმა ჯიშის 3 ძირითად ხაზს დაუდეს სათავე. შტეფანიცი ხანგრძლივი დროის განმავლობაში აწარმოაბდა ძაღლების მკაცრ გადარჩევას ტიპის, ექსტერიერისა და ხასიათის მიხედვით. ძალიან სწრაფად გერმანულმა ნაგაზმა დაიწყო ფორმირება არჩეული მიმართულებით და დიდი პოპულარობა მოიპოვა ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა შორის.
1901 წელს შტეფანიცი გახდა მათ მიერ შექმნილი კავშირის პრეზიდენტი და ხელმძღვანელობდა გერმანული ნაგაზის განვითარებას სიცოცხლის ბოლომდე. არტურ მეიერთან ერთად, რომელიც ბოლო წლებში SV-ს მდივანი იყო, შტრეფანიცმა კოლოსალური სამუშაო ჩაატარა. მათ მიერ დამტკიცებული ჯიშის სტანდარტი მოწმობს მათ ღრმა ცოდნას ანატომიაში, ფიზიოლოგიასა და სამომსახურეო ძაღლის გამოყენების თავისებურებებში. მათი ხელმძღვენელობით 1899 წელს ჩატარებული პირველი გამოფენა ტრადიციული გახდა და დღემდე ტარდება. კავშირის შექმნის შემდეგ შტეფანიცმა დაიწყო ყველა ნაყარის რეგისტრაცია და საგვარეულო ნუსხის გაცემა, გახსნა საგვარეულო წიგნი,რომელიშიც ჯიშის საუკეთესო წარმომადგენლები შეყავდა. ამგვარად, საფუძველი დაედო გერმანული ნაგაზის სუფთა სისხლით მოშენებას გენეალოგიური ხაზების გათვალისწინებით. შტეფანიცი ძალიან აფასებდა ძაღლების სამუშაო ხარისხს. მათ მტკიცედ ქონდათ განსაზღვრული, რომ გერმანული ნაგაზი სამომსახურეო ძაღლი იყო. ამ პრინციპიდან შტეფანიცს არასოდეს გადაუხვევია. მან სწრაფად განსაზღვრა, რომ ძაღლის ინტელექტი იკარგებოდა, თუ ის საშენში სამუშაოს გარეშე ყავდათ.
იმ დროისათვის გერმანიაში შემცირდა საძოვრების რაოდენობა და გერმანულმა ნაგაზმა დაკარგა თავისი ფუნქცია, როგორც მწყემსმა ძაღლმა. შტეფანიცი იძულებული გახდა მოეძებნა მისთვის სხვა გამოყენება. ამ დროისათვის ნაგაზებს ჯერ კიდევ არ იყენებდნენ პოლიციასა და არმიაში და შტეფანიცმა ამ მიართულებით დაიწყო მუშაობა. კავშირის წევრებმა დაიწყეს ძაღლების გაჩუქება არმიასა და პოლიციაში, მოახდინეს ძაღლების შეჯიბრების ორგანიზება სხვადასხვა სახეობებში. პოლიციის ყურადღების მიზნით დაიწყეს ყველაძაღლის სავალდებულო შემოწმება წვრთნადობაზე. მალე ჯარმაც და პოლიციამაც ცნო გერმანული ნაგაზის საჭიროება. 1901 წელს დაიწყეს მისი ფართო გამოყენება საზზოგადოებრივი უსაფრთხოების ორგანოებში.
1903 წელს ჰეინც ფონ შკატერბურგს, ჰექტორ ფონ შვაბენისა და ბელა ფონ შვაბენის შვილს ეყოლა ლეკვი, რომელშიც შტეფანიცმა დაინახა ჯიშის იდეალური წარმომადგენელი და ჰორანდ ფონ გრაფრატისგაუმჯობესებული ვერსია. ეს როლანდ ფონ შტანკერბურგი იყო_დიდი ისტორიული მწარმოებებლი. როლანდი შემთხვევით არ გაჩენილა. ეს მრავალწლიანი, მიზანმიმართული სამუშაოს შედეგი იყო. დღეისათვის არ არსებობს გერმანული ნაგაზი, რომელიც თავის საწყისს როლანდ ფონ შტარკენბურგიდან არ იღებდეს.
შტეფანიცის წყალობით 1923 წელს SV-ს წევრთა რიცხვი 57 ათას ადამიანს აღწევდა. ამ დროისათვის ჯიშზე მოთხოვნილება გაიზარდა გერმანიის ფარგლებს გარეთაც. ამან მას ცუდი სამსახური გაუწია: მომრავლდნენ არაკეთილსინდისიერი მომშენებლები,რომლებიცძაღლებს მხოლოდ ფინანსური გამორჩენის მიზნით ამრავლებდნენ და იგნორირებას უკეთებდნენ სტანდარტის მოთხოვნილებასა და სელექციას. შეჯვარებისათვის იყენებდნენ პრაქტიკულად ყველა ძაღლს. სულ უფრო ხშირად ჩნდებოდნენ ცუდი ხასიათისა და კბილების სისტემის მქონე ძაღლები. ამასთან, დილეტანტების მხრიდან იზრდებოდა სიმპატია დიდი, ამსიური ძაღლების მიმართ. გერმანული ნაგაზი თანდათან კარგავდა თავის ფასეულ მახასიათებლებს. შტეფანივი აცნობიერებდა, რომ ჯიშის გადასარჩენად გარკვეული ზომების მიღება იყო საჭირო.
1925 წელს ჩემპიონების გამოფენის წინ, რომელიც მაინის ფრანკფურტში ტარდებოდა, შტეფანიცმა მნიშვნელოვანი კონფერენცია ჩაატარა. მისმა მონაწილეებმა, ჯიშის წამყვანმა სპეციალისტებმა მიიღეს ლოზუნგი:”უკან, სტანდარტული გერმანული ნაგაზისაკენ!” მომდევნო დღეს ღია კლასში შეკრიბეს ჯიშის საუკეთესო წარმომადგენლები: გერმანიის გასული წლის ჩემპიონები დასხვა ქვეყნების ჩემპიონები. ექსპერტიზა თავად პრეზიდენტმა შტეფანიცმა ჩაატარა. გამოფენის გამარჯვეებული გახდა ლეგენდარული კლოდო ფონ ბოქსბერგი, რომელიც თავისი ტიპით, ზომებითა და პროპორციებით განასახიერებდა იმ დროინდელი გერმანული ნაგაზის იდეალს.
კლოდოს ჯიშის იდეალად აღიარება იმდენად რევოლუციური მოვლენა იყო, რომ 1925 წელი შევიდა გერმანული ნაგაზის ისტორიაში, როგორც საზღვარი ”ძველ სისხლსა”(კლოდომდე) და ”ახალ სისხლს” (კლოდოს შემდეგ) შეორის.
1936 წლის 22 აპრილს,კავშირის დაარსების დრეს, გარდაიცვალა მისი პრეზიდენტი,დიდი კინოლოგი მაქს ამილ ფრიდრიხ ფონ შტეფანიცი. ადამიანი, რომელმაც 36 წელი დაუთმო გერმანული ნაგაზის განვითარებას. მისმა მეგობრებმა და თანამოაზრეებმა განაგრძეს მის მიერ დაწყებული საქმე.
მეორე მსოფლიო ომმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა გერმანულინაგაზის განვითარებას. გაქრნენ წამყვანი გერმანული საშენები,ძაღლების დიდი ნაწილი დაიღუპა. მაგრამ შტეფანიცის ერთგული მიმდევრების წყალობით მაინც მოხერხდა საუკეთესო ძაღლების გადარჩენა. დარჩენილი მასალის ბაზაზე, თავიანთი მასწავლებლის რჩევების გათვალისწინებით მომშენებლებმა მოახერხეს ჯიშის აღდგენა.
გერმანული ნაგაზის აყვავების ხანა 80-იანი წლების შუიდან დაიწყო. ამ დროს SV-ს პრეზიდენტის პოსტი გერმანული ნაგაზის ცნობილმა მცოდნემ,მომშენებელმა და ექსპერტმა ჰერმან მარტინმა დაიკავა. მათ მიერ შემოღებულ იქნა გერმანული ნაგაზის სელექციის ახალი კონცეფცია, რომელის განსახიერება გახდა 1984-85 წლების მსოფლიოს ჩემპიონი, ცნობილი ურან ფონ ვილდშტაინერ ლანდი, რომელმაცსაუძველი დაუდო ჯიშის განვითარების ახალ ეტაპს.
წყარო: [URL=http://ovcharka-no-veo.jimdo.com/главная/немецкая-овчарка/история-породы-немецкая-овчарка/]http://ovcharka-no-veo.jimdo.com/глав
* * *
<a href='http://www.radikal.ru' target='_blank' rel='nofollow'>user posted image[/URL]

ხასიათი
ჯიშის პოპულარობა და შესაბამისად, მომშენებელთა დიდი რაოდენობა, ცოტა არ იყოს ართულებს ისეთი ძაღლი მოძებნას, რომელსაც ყველა ის თვისება ექნება, რაც სტანდარტშია მოყვანილი. სხვადასხვა ხაზის თანამედროვე გერმანული ნაგაზები ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავდებიან. როგორც წესი, გერმანული მუშა ხაზის ნაგაზები ყველაზე სერიოზულები და საქმიანები არიან, ამერიკული საგამოფენო ხაზის ძაღლები კი შეიძლება იყვნენ, როგორც ჰიპერაქტიურები, ასევე_საკმაოდ პასიურები და გაუბედავებიც კი. ძაღლები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, როგორც ტემპერამენტით, ასევე_ენერგიულობითაც. ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, იყოს საკმაოდ აქტიური, სხვები კი უფრო მშვიდები არიან.
გერმანული ნაგაზი ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ძაღლად ითვლება. სტენლი კორენის წიგნში ”ძაღლის ინტელექტი”, ის მესამე ადგილზე დგას ყველაზე ჭკვიან ჯიშთა შორის. მას მხოლოდ ბორდერ კოლი და პუდელი უსწრებს. წიგნში აღნიშნულია, რომ ჯიშის წარმომადგენლებს, ახალი მარტივი დავალების სწავლისათვის, საშუალოდ, 5-ჯერ გამეორება ყოფნით და მომენტალუურად ასრულებენ მიცემულ ბრძანებას 95% შემთხვევაში. ასეთი ინტელექტის გამო გერმანულ ნაგაზს არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ_გონებრივი დატვირთვაც სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ძაღლი მოიწყენს და დეტრუქციული ქცევა განუვითარდება.
მათი ბუნებრივი ჭკუის წყალობით გერმანული ნაგაზი ერთ-ერთ ყველაზე ადვილად წვრთნად ძაღლად ითვლება. გამოუცდელი პატრონისათვის ცუდია, ის, რომ ძაღლი აუცილებლად გამოიყენებს თავის ინტელექტს იმისათვის, რომ სიტუაცია გააკონტროლოს და მოვლენები ისე წარმართოს, როგორც თვითონ უნდა. თანაც არის რისკი, რომ პატრონმა ძაღლის ქცევა ადამიანის ქცევასთან გააიგივოს და ამით ხელი შეუწყოს შემთხვევით გაჩენილ ცუდი საქციელის გამყარებას, რამაც, შესაძლოა, მომავალში პრობლემები შექმნას.
მნიშვნელოვანია, რომ გერმანულმა ნაგაზმა მორჩილება ადრეული ასაკიდანვე ისწავლოს და ადამიანი ხროვაში ალფად აღიაროს. ამ ჯიშის ძაღლები თავს ბედნიერად გრძნობენ, როცა ლიდერი ყავთ. ისინი სიხარულით და სიამოვნებით მუშაობენ მასთან ერთად. ძაღლის წვრთნა უნდა იყოს მხიარული, საინტერესო და აზრიანი, რადგანაც გერმანულ ნაგაზს სწრაფად წყინდება მუდმივად მონოტონური დავალებების შესრულება. სწავლება, აგრეთვე, დამყარებული უნდა იყოს ქცევის პოზიტიურ განმტკიცებაზე, რადგანაც ამ ჯიშის ძაღლებზე დადებით გავლენას არ ახდენს მეტისმეტად მკაცრი დისციპლინა, პირიქით, შესაძლოა, აგრესია გაუჩნდეთ ან პატრონის მიმართ ნდობა დაკარგონ და უარი თქვან მის მიერ გაცემული ბრძანებების შესრულებაზე.
ადრეული ასაკიდან სოციალიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გერმანული ნაგაზისათვის, რადგანაც ჯიშს ბუნებრივად აქვს დამცველის ინსტიქტი და აუცილებელია თავიდანვე შეეჩვიოს უცხო გარემოს, ადამიანებსა და ცხოველებს. ხშირად ამბობენ, რომ გერმანულ ნაგაზებს პრობლემები აქვთ თავისივე სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისას, თუმცა კარგად სოციალიზირებულ ძაღლს, რომელიც თავიდანვე იყო მიჩვეული სხვა ძაღლებთან თამაშს, ეს პრობლემა არ აწუხებს. გერმანულ ნაგაზს აქვს გამოხატული ნადირობის ინსტიქტი და უყვარს პატარა ცხოველების დევნა და მოკვლა.
როგორც ცნობილია, გერმანული ნაგაზები ტერიტორიალური ძაღლები არიან და შეუძლიათ იყვნენ აგრესიულები მათ ტერიტორიაზე უცხო ადამიანის ან ცხოველის შესვლისას. პატრონს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ ის არის პასუხისმგებელი თავის ძაღლზე და ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ მისი არყოფნისას ეზოში უცხო ადამიანები და ცხოველები თავისუფლად არ მოხვდნენ.
სამწუხაროდ, ადამიანთა უმეტესობა, რომელიც გერმანულ ნაგაზს ყიდულობს, ფიქრობს, რომ სახლის დასაცავად აუცილებლად ძლიერი და აგრესიული ძაღლია საჭირო. ეს სარისკო და არასწორი გადაწყვეტილებაა. კარგად აღზრდილი გერმანული ნაგაზი ზედმეტი აგრესიის გარეშეც მშვენივრად იცავს სახლსა და თავის ოჯახს. გერმანული ნაგაზის ტიპური ლეკვი 6 თვის ასაკიდან იწყებს თავისი ტერიტორიის გაცნობიერებას. სწორედ ამ ასაკში ისინი იწყებენ ყეფას უცხო ადამიანის ეზოსთან მიახლოვებისას. უნდა აღინიშნოს, რომ მეტისმეტად აგრესიული ძაღლი არასოდეს არ უნდა გაიწვრთნას დაცვისთვის, არც მათი აგრესიული ქცევის წაქეზებაა მიზანშეწონილი, იმიტომ, რომ ეს უფრო სახიფათო თვისებაა, ვიდრე_ღირსება. ნებისმიერმა, რომელიც სერიოზულადაა დაინტერესებული ოჯახისა და სახლის დასაცავად ძაღლის აყვანისათვის, დიდი ყურადღებით უნდა აირჩიოს ლეკვიც და მწვრთნელიც. არასტაბილურმა ძაღლმა და ცუდმა მწვრთნელმა, შესაძლოა, საკმაოდ სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს.
სახლში გერმანული ნაგაზი ლოიალური და მოსიყვარულე ძაღლია, რომელიც კარგად უგებს ბავშვებს. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცუდი მომშენებლისგან აყვანილ ლეკვს, შესაძლოა, სულაც არ ქონდეს მსგავსი ხასიათი. ამიტომ ასეთი დიდი, ძლიერი და პოტენციურად აგრესიული ძაღლის სახლში მიყვანამდე გულმოდგინედ შეისწავლეთ მისი საგვარეულო ნუსხა, გაესაუბრეთ ლეკვის მშობლებისა და სხვა და-ძმების პატრონებს და დარწმუნდით, რომ ლეკვს სწორედ ის ხასიათი აქვს, რომელიც თქვენ გჭირდებათ. თუ თქვენ იპოვეთ შესაფერისი ლეკვი, გახსოვდეთ, რომ არ არის რეკომენდირებული ბავშვებისა და ძაღლი მარტო დატოვება. ეს თქვენ უნდა აღკვეთოთ არასასურველი ქცევა როგორც ძაღლის, ასევე_პატარების მხრიდან.
კარგად აღზრდილი გერმანული ნაგაზი შესანიშნავი, მოსიყვარულე და ერთგული კომპანიონია ოჯახისათვის, რომელიც დაუფიქრებლად გაწირავს სიცოცხლეს საყვარელი პატრონის გადასარჩენად. ოღონდ ლეკვის აყვანისას ყურადღება მიაქციეთ, თუ რომელ ხაზს მიეკუთვნება ის. თუ კომპანიონი გჭირდებათ, მაშინ თავი შორს დაიჭირეთ მუშა ხაზის ენერგიული ძაღლებისაგან, თუ მცველი გსურთ, მაშინ შოუ ხაზის ძაღლი არ გამოგადგებათ. ისე, როგორც სხვა არც ერთ ჯიშში, გერმანული ნაგაზის შეძენისას აუცილებელია საგვარეულო ნუსხის გულმოდგინედ შესწავლა, რადგანაც ძაღლი ტემპერამენტი, შესაძლოა, იცვლებოდეს ერთი უკიდურესობიდან მეორემდე.
წყარო: http://www.easypetmd.com/doginfo/german-shepherd-dog

http://www.radikal.ru

სტანდარტი
ზოგადი შთაბეჭდილება
გერმანული ნაგაზი საშუალო სიმაღლის, ოდნავ გაწელილი ფორმატის, კარგი კუნთოვანი სისტემისა მქონე, მტკიცე აგებულების ძაღლია.
ტემპერამენტი
გერმანული ნაგაზი უნდა იყოს გაწონასწორებული ფსიქიკის,მტკიცე ნერვების მქონე ძაღლი, თავდაჯერებული და მოსიყვარულე, ამასთან ყურადღებიანი და ადვილად სამართავი. ის უნდა ფლობდე სიმამაცეს, საბრძოლო ინსტიქტსა და სიმტკიცეს, რაც საშუალებას მისცემს იმსახუროს, როგორც კომპანიონმა, მცველმა, დარაჯმა, სამომსახურეო და მაშველმა ძაღლმა.
თავი
თავი სოლისებრია, თავის სიგრძე მინდაოში სიმაღლის დაახლოებით 40%-ია. არ უნდა იყოს უხეში ან ზედმეტად მსუბუქი. შუბლი წინიდან და გვერდიდან შეხედვისას ოდნავაა ამობურცული. თავის ქალის შეფარდება დრუნჩთან 1:1-ს შეადგენს. თავის ქალის სიგანე დაახლოებით,იგივეა, რაც სიგრძე. თავის ქალა ზემოდან დახედვისას თანაბარზომიერად ვიწროვდება ყურაბიდან ცხვირამდე, შესამჩნევი,ამგრამ არა მკვეთრი გადასვლით შუბიდან დრუნჩზე. ზედა და ქვედა ყბა ძლიერადაა განვითარებული. ცხვირის ზურგი სწორია, ტუჩები მშრალია, მჭიდროდ მიკრული, მუქი ფერის. ცხვირი აუცილებლად შავი ფერის უნდა იყოს.
თანკბილვა
კბილები უნდა იყოს სრულ კომპლექტში (42 ცალი). გერმანულ ნაგაზს მაკრატლისებრი თანკბილვა აქვს. დაუშვებელია დიდი შუალედები კბილებს შორის.
თვალები
საშუალო ზომისაა, ნუშისებრი, ოდნავ ირიბად დასმული. თვალის ფერი რაც შეიძლება მუქი უნდა იყოს. ღია ფერის თვალები არასასურველია, რადგანაც ისინი აფუჭებენ ძაღლის გამოხედვას.
ყურები
გერმანულ ნაგაზს საშუალო ზომის აცქვეტილი ყურები აქვს, ისინი ვერტიკალურად და ერთი მიმართულებით უჭჳრავს (გვერდზე მიბრუნებული არ არის). აქვთ მახვილი ბოლოები და მიმართულები არიან წინ. გადატეხილი და დაკიდებული ყურები არასასურველია. მოძრაობისას ან მოსვენების მდგომარეობისას უკან გადაწყობილი ყურები ნაკლად არ ითვლება.
კისერი:
უნდა იყოს ძლიერი,კარგი კუნთოვანი სისტემით და ღაბაბის გარეშე კისერზე. კორპუსთან შეერთების კუთხე დაახლოებით 45 გრადუსია.
კორპუსი
ზედა ხაზი გამოდის კისრის ფუძიდან კარგად გამოხატული მინდაოს გავლით და უწყვეტად გადადის ზურგის ჰორიზონტალურ ხაზთან მიმართებაში ოდნავ დაწეულ გავაში. ზურგი მტკიცეა, ძლიერი, კარგი კუნთოვანი სისტემით. გავა უნდა იყოს გრძელი და ოდნავ დაწეული (ჰორიზონტალიდან დაახლოებით 23 გრადუსით) და სწორად გადადიოდეს კუდის ფუძეში.
გულმკერდი უნდა იყოს ზომიერად ფართე, მკერდის ძვალი_რაც შეიძლება გრძელი და გამოხატული. მკერდის სიღრმე უნდა შეადგენდეს მინდაოში სიმაღლის დაახლოებით 45-48%-ს. ნეკნები ზომიერად თაღოვანია. კასრისებური გულმკერდი ისევე არასასურველია, როგორც_ბრტყელი.
კუდი სახტომ სახსრებამდე აღწევს, ოღონდ არა ტერფის შუაზე უფრო ქვემოთ. ქვედა მხარეს ბეწვი ოდნავ უფრო გრძელია. კუდი ოდნავაა მოხრილი, მოძრაობისას და აღგზნებისას ის ზემოთაა აწეული, მაგრამ არა_ჰორიზონტალზე მაღლა.
ბეწვი
გერმანული ნაგაზისათვის ნორმად ითვლება ბეწვი თივთიკით. ფაცახი უნდა იყოს რაც შეიძლება ხშირი, სწორი, უხეში და გლუვი. თავზე, ყურების შიდა მხარის ჩათვლით, კიდურების წინა ზედაპირზე, თათებსა და თითებზე ბეწვი მოკლეა,კისერზე_ოდნავ გრძელი და ხშირი.
ბარძაყებზე ბეწვი ქმნის ზომიერად გამოხატულ ”შარვალს”.
შეფერილობა
შავი მოწითურო-ყავისფერი, ყავისფერი, ყვითელიდან ღია ნაცრისფერამდე რუჯით;
შავი;
ნაცრისფერი;
შავი ლაბადითა და ნიღბით.
შეუმჩნეველი თეთრი ლაქები მკერდზე, ძლიან ღია ფერის შიდა მხარე დასაშვებია, მაგრამ სასურველი არ არის. ცხვირის ფერი ყველა შეფერილობისას შავი უნდა იყოს.
ნიღბის არარსებობა, ღია ფერის თვალები, თეთრი ლაქები მკერდზე, ღია ფერის ბრჭყალები და კუდის წითელი წვერი ფასდება, როგორც სუსტი პიგმენტაცია.
თივთიკი ღია ნაცრისფერი შეფერილობისაა. თეთრი ფერი დაუშვებელია.
წყარო: http://www.gsdog.ru/articles/standart.html

http://www.radikal.ru

ჯანმრთელობა:
ისე, როგორ ჯიშთა უმრავლესობას, გერმანულ ნაგაზსაც ახასიათებს გარკვეული მემკვიდრული დაავადებები. სამწუხაროდ, ჯიშის დიდი პოპულარობის გამო სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს ძაღლის გამრავლებას და ასე ფულის შოვნას. მათ წარმოდგენა არ აქვთ ძაღლის გენეტიკაზე, ამიტომ ყურადღებას არ აქცევენ ძაღლისათვის შესაფერისი პარტნიორის ძებნას. ისინი ცდილობენ ლეკვები სწრაფად (ასე მათი შენახვის ხარჯებს ამცირებენ) და ძვირად გაყიდონ. ამან გამოიწვია ის, რომ დღეისათვის, გერმანულ ნაგაზთა საკმაოდ დიდ ნაწილს ან ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებს, ან ფსიქიკა არ აქვთ სტანდარტის შესაბამისი.
ჯიშის ჯანმრთელობა გააუარესა მისი შექმნისას ხშირად გამოყენებულმა ადრეულმა ინბრიდინგმა. ამიტომ დღეს გერმანული ნაგაზი არც თუ მაინც და მაინც ჯანმრთელ ჯიშად ითვლება. ამიტომ ყიდვისას დიდი ყურადღება მიაქციეთ ლეკვის და მისი წინაპრების ჯანმრთელობის მდგომარეობას.
გერმანული ნაგაზის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 9,7 წელია (ნორმა ამ ზომის ძაღლებისათვის).
ცხოველების ორთოპედიული ფონდის (OFA) მონაცემებით გერმანულ ნაგაზში ძვალ-სახსროვანი სისტემის ყველაზე გავრცელებული პათოლოგიებია: დეგენერაციული მიელოპათია (19,2%), იდაყვის სახსრის დისპლაზია (19,2%) და მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია (19%). აქ არ არის გათვალისწინებული სიმსივნეები, რომელიც 10 წელზე უმცროსი ასაკის გერმანული ნაგაზების 15 %-ს კლავს. ოსტეოსარკომა (ძვლის სიმსივნე) საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული ჯიშში.
ქვემოთ ჩამოთვლილი ის დაავადებები, რომლებიც შედარებით ხშირად გვხვდება ჯიშის წარმომადგენლებში:
პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობა, ჰემოფილია, თირკმლის ცისტადენოკარცინომა და დერმატოფიბროზი, პანუსი_ქრონიკული ზედაპირული კერატიტი, პერიანალური ფისტულა, სუბაორტული სტენოზი, კატარაქტა, ხერხემლის კისრის მალების არასტაბილურობა (ვობლერის სინდრომი), მგლის ხახა, რქოვანას დისტროფია, კანის ასთენია (ელერს-დანლოსის სინდრომი), დემოდეკოზი, დერმატომიოზიტი და წყლულოვანი დერმატოზი, სათესლეების ვასკულოპათია, კუშინგის სინდრომი, იდიოპათიური ეპილეფსია, წითელი მგლურა, საღეჭი კუნთების მიოზიტი (ეოზინოფილური მიოზიტი), მეგაეზოფაგუსი, გულის მიტრალური სარქველის დისპლაზია, მიასთენია, ოპტიკური ნერვის ჰიპოპლაზია და მიკროპაპილომა, პემფიგუსი, თრომბოციტების დისფუნქცია (თრომბოციტოპათია, ბასეტ ჰაუნდების თრომბოპათია), პროგრესირებადი რეტინალური ატროფია, სებორეა, IgA-ს სელექციური დეფიციტი,გულის სამკარიანი სარქველის დისპლაზია, ვონ ვილებრანტის დაავადება, ცერებრალური აბიოტროფია (ატაქსია), სიყრუე, კუჭჳს გაფართოვება-ნაწლავების გადახლართვა, ფილტვის არტერიის სტენოზი, ქონის ჯირკვლების ადენოპათია, ვიტილიგო.

წყარო: http://www.easypetmd.com/doginfo/german-shepherd-dog

http://www.radikal.ru

წინა თემის ლინკი: http://forum.ge/?f=72&showtopic=33903727

Posted by: ლივერმენ 21 May 2013, 19:03
up.gif up.gif გილოცავთ ახალ თემას მაგრად მიყვარს ეს ძაღლები ამის ლეკვს და პიტის ლეკვს შორის ვაკეთებდი არჩევანს და ბოლოს პიტი ავირჩიე თავისი მიზეზების გამო smile.gif

Posted by: Sargerass 21 May 2013, 19:19
ჩემი ოცნების ცუგა!

ჩემო ლაბრადორო მაქს, ეს ის არაა რაზეც შენ ფიქრობ! იმედია ამ პოსტს ვერ წაიკითხავ.. biggrin.gif gigi.gif

Posted by: andro ph 21 May 2013, 23:38
MITIATO

აღფრთოვანებული ვარ!!! =)))))))))))
ჯიშის ყველა მოყვარულს ვულოცავ ახალ თემას smile.gif

Posted by: playstation 22 May 2013, 22:37
ჩემი ჯესი გაიზარდა
ზუსტად იმ ასაკსია რომელიც ძალიან მიყვარს გავირება რომ ეწყებათ
მოკლედ გავირებულია უმარლეს დონემდე

1. იკბინება და არ მიჯერებს თავის თანატოლი ვგონივარ და ხელსაც მიბრუნებს უკან. ამას მიკეთებს მე მხოლოდ მამაჩემს და დედაჩემს ვერ უდ=ბედავს

2. გიჟდება საწოლზე წოლაზე (რომ გამაფრთხილეთ დაუშალეო არ ვუშლიდი) ეხლა კარებს გაარებს ტუ არა ეგრევე ჩემოთახში არბის და საწოლზე ხტება და მირევს ყველაფერს.

3. რამეზე შენიშვნას რომ ვაზლევ არ მოსწონს და მიბრაზდება ხელსაც მიბრუნებს მიღრენს მიბრაზდება მკბენს.


მაგრამ მაინც იცი რა საყვარელია
მოდის და მეხუტება ხოლმე.


P.S. მკბნარების საწინაარმდეგო ყველაზე კარგი რომელი წამალია რა წავუსვა?
რაღAც წითელ წუპიკებში იყო კანზე უნდა დაგესხა დავასხი წვეტობით მაგრამ დიდად შედეგი ვერ გამოიღო
ყველაზე კაი მინდა რამე
ან ისეტი შამპუნივით რო იყოს მტლიანად რომ ვაბანაო.
სურათებს დავდებ ცოტა მოგვიანებიტ
ჯერ 4 თვისაა და უკვე 15 კილოზე მეტია
კაი დიდი ვირგლა ვინმე იზრდება


წავედი ეხლა ჩავიდე ჩავეხუტო

Posted by: maiklee 23 May 2013, 13:06
წინა თემაშიც დავწერე, აქაც გავიმეორებ, კინოლოგებო გამარკვიეთ: ჩემი ლეკვი ვინც მომცა იფიცება, იგინება, დედაც გერმანული ნაგაზი ყავს და მამაცო, მე კიდე რაღაც ეჭვი მეპარება, რომ ვუყურებ სხვა ძაღლების ფოტოებს აშკარად სხვანაირები არიან და ეს კიდე სხვანაირია, ბეწვი ძალიან მოკლე აქვს, თავი შედარებით პატარა, თათები არა აქვს მსხვილი როგორც სხვა გერმანულ ნაგაზებს, ფოტოები ნახეთ

Posted by: PuTKiiI 23 May 2013, 13:10
maiklee
ჯერ არაფერი არ უგავს და აცადე ცოტა................

Posted by: maiklee 23 May 2013, 14:07
QUOTE
maiklee
ჯერ არაფერი არ უგავს და აცადე ცოტა................

ეგ მაგიჟებს რომ არაფერი არ უგავს, თან უკვე ისე შევეჩვიე რომ გერმანული ნაგაზი კიარა თუ გინდა რომ გაიზრდება კატა გამოვიდეს, მაინც მეყოლება smile.gif

Posted by: PuTKiiI 23 May 2013, 14:12
maiklee
თავისთავად ეგ ხომ არაა მთავარი სუფთა სისხლის იქნება თუ არა? პირიქით უკეთესია ეგრე.. მაგალითს აიღებს ხალხი..
მეტა: MITIATO

Posted by: maiklee 23 May 2013, 15:14
QUOTE
maiklee
თავისთავად ეგ ხომ არაა მთავარი სუფთა სისხლის იქნება თუ არა? პირიქით უკეთესია ეგრე.. მაგალითს აიღებს ხალხი..

მართალი ხარ, პატარა იმედგაცრუება მექნება, მაგრამ გადავიტან, საგამოფენოდ მაინც არ მინდოდა smile.gif რამდენიმე ბრძანებას მაინც ისწავლის, ეხლა მთავარია დიდი ზომის გაიზარდოს, პატარა ძაღლები მაინცა და მაინც არ მიყვარს.
ისე მაინც იმედი მაქვს რამე კარგი დადგება, ფოტოები ვნახე მეტისების, გერმანული ნაგაზის და სხვა ჯიშიანი ძაღლის და მართლა მაგარი რაღაცეები ეძრობა http://www.google.ru/search?gs_rn=14&gs_ri=psy-ab&pq=%D0%BC%D0%B5%D1%82%D0%B8%D1%81+%D0%BD%D0%B5%D0%BC%D0%B5%D1%86%D0%BA%D0%BE%D0%B3%D0%BE+%D0%BF%D0%B8%D0%BD%D1%87%D0%B5%D1%80%D0%B0&cp=9&gs_id=2e&xhr=t&q=%D0%BC%D0%B5%D1%82%D0%B8%D1%81+%D0%B2%D0%BE%D1%81%D1%82%D0%BE%D1%87%D0%BD%D0%BE-%D0%B5%D0%B2%D1%80%D0%BE%D0%BF%D0%B5%D0%B9%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B9+%D0%BE%D0%B2%D1%87%D0%B0%D1%80%D0%BA%D0%B8&newwindow=1&bav=on.2,or.r_qf.&bvm=bv.46865395,d.bGE&biw=1024&bih=643&um=1&ie=UTF-8&hl=ru&tbm=isch&source=og&sa=N&tab=wi&ei=lfmdUfT-EsnZ4ATDsYGYBA#um=1&newwindow=1&hl=ru&tbm=isch&q=%D0%BC%D0%B5%D1%82%D0%B8%D1%81+%D0%B2%D0%BE%D1%81%D1%82%D0%BE%D1%87%D0%BD%D0%BE-%D0%B5%D0%B2%D1%80%D0%BE%D0%BF%D0%B5%D0%B9%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B9+%D0%BE%D0%B2%D1%87%D0%B0%D1%80%D0%BA%D0%B8+%D1%80%D0%BE%D1%82%D0%B2%D0%B5%D0%B9%D0%BB%D0%B5%D1%80%D0%B0&spell=1&sa=X&ei=5PmdUbHJOsj-4QSh6IDYBw&ved=0CE0QBSgA&bav=on.2,or.r_qf.&bvm=bv.46865395,d.bGE&fp=d725ae3478657e1c&biw=1024&bih=643

მგონი გერმანული ნაგაზის და როტვეილერის ნაჯვარია ჩემი აზრით, ძალიან გავს, მხოლოდ წარბები არა აქვს წითელი

Posted by: Fana 23 May 2013, 16:28
2 თვის და 11 დღისაა ჩემი smile.gif) დღეს ან ხვალ დავდებ სურათებს smile.gif

Posted by: Tanamdebobis Cxviri 23 May 2013, 19:24
maiklee

გულზე თეთრი დასაშვებია
თუმცა ეს ჯიში როგორიც დღეს არის ესეთი არ დაბადებულა და აქამდე რომ მოეყვანათ რამდენიმე ჯიშს ურევენ, სამუშაო თვისებები, გამძლეობა და ჯანმრთელობა რამდენად შეეცვალა ეს კიდევ სხვა საკითხია.
http://pix.ge/
ეს არის ძველებური ტიპის გერმანული ნაგაზი სანამ დამახინჯებას დაუწყებდნენ, პირადად მე ამაში ვხედავ სილამაზეს
http://pix.ge/
და არა ამაში

Posted by: PuTKiiI 23 May 2013, 19:37
Tanamdebobis Cxviri
პირველ სურათში რა ტიპის ნაგაზებიც დადე ცოტა უკეთესი სურათი არ მოიპპოვება? მაინტერესებს პირველი სახე..

Posted by: andro ph 23 May 2013, 19:49
Tanamdebobis Cxviri
შერჩეული ფოტოდანვე ნათლად ჩანს, თანამედროვე გერმანული ნაგაზისადმი შენი დამოკიდებულება biggrin.gif

http://pix.ge/

Posted by: Tanamdebobis Cxviri 23 May 2013, 20:11
PuTKiiI
QUOTE
Tanamdebobis Cxviri
პირველ სურათში რა ტიპის ნაგაზებიც დადე ცოტა უკეთესი სურათი არ მოიპპოვება? მაინტერესებს პირველი სახე..

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

andro ph
QUOTE
Tanamdebobis Cxviri
შერჩეული ფოტოდანვე ნათლად ჩანს, თანამედროვე გერმანული ნაგაზისადმი შენი დამოკიდებულება

უმრავლესობაზე გათვლილი.
არ მომწონს ეს კუზიანი და ლაშიანი ძაღლი biggrin.gif რომელიც ალბათ დღევანდელი კინოლოგების რჩეულია .
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Posted by: andro ph 23 May 2013, 20:27
Tanamdebobis Cxviri

რომ არ მოგწონს ეგ არაა გასაკვირი..... smile.gif))

უბრალოდ ისაა სახალისო....................ორ რაღაცას რომ ადარებ ერთმანეთს და შენ რომლის მხარეზეც ხარ, ცდილობ რომ იმისი ყველაზე კარგი ფოტო დადო და რომლის წინააღმდეგიც ხარ - იმისი ყველაზე ცუდი gigi.gif

Posted by: maiklee 24 May 2013, 09:46
ჩემი ძაღლი გაიზრდება ნამდვილი გერმანული ნაგაზი, გარეგნობით თუ არა სულიერად მაინც smile.gif ნაღდი ჯიშის დამდგენი რამე ორგანიზაცია არსებობს თბილისში? მაგრად ტეხავს ეჭვი რომ გეპარება, არადა რომ ვაკვირდები ხან გავს ხან არა smile.gif ცოტა რომ გაიზრდება, ერთ ორ კვირაში კიდევ დავდებ ფოტოს

Posted by: PuTKiiI 24 May 2013, 11:59
maiklee
ხო კიდევ დადე ფოტოები და არსებითი მნიშვნელობა რატომ აქვს ჯიშს?

Posted by: maiklee 24 May 2013, 12:51
QUOTE
არსებითი მნიშვნელობა რატომ აქვს ჯიშს?


არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ადრე მყავდა მაგ ჯიშის ძაღლი, უბრალოდ ის 6 თვიდან მყავდა smile.gif ჩემი საყვარელი ძაღლის ჯიშია ასე ვთქვათ, თორემ რაის მნიშვნელობა, მაინც მაგარი გაიზრდება ჩემი ჩელსი wink.gif იცით უკვე როგორ გვიყვარს სახლში

Posted by: Fana 24 May 2013, 15:04
http://pix.ge/x/b/m/cty2g/

http://pix.ge/x/b/t/h3b4u/

მეორე ყურს როდის აწევს? smile.gif)))))

Posted by: PuTKiiI 24 May 2013, 15:12
Fana
რამდენისაა ჯერ? 6 თვემდე მგონი წესით...........

Posted by: Fana 24 May 2013, 15:13
ჯერ პატარაა 2 თვისაა smile.gif smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: PuTKiiI 24 May 2013, 15:20
Fana
ხოდა გაასწორებს ორივეს .. biggrin.gif სად გეჩქარება ეგრე უფრო კარგი ტიპები არიან

Posted by: Fana 24 May 2013, 15:23
ძაან მაგარი ტიპია love.gif biggrin.gif

Posted by: Tanamdebobis Cxviri 24 May 2013, 16:27
andro ph
QUOTE
უბრალოდ ისაა სახალისო....................ორ რაღაცას რომ ადარებ ერთმანეთს და შენ რომლის მხარეზეც ხარ, ცდილობ რომ იმისი ყველაზე კარგი ფოტო დადო

ხომ ვთქვი რატომ დავდე, ისეთი ტიპის რომელიც უფრო დიდად მოსწონთ smile.gif
QUOTE
უმრავლესობაზე გათვლილი.

QUOTE
და რომლის წინააღმდეგიც ხარ - იმისი ყველაზე ცუდი

ისე ამბობ თითქოს რომლის წინააღმდეგიც ვარ იმის ყველაზე კარგი ფოტოები რომ დავდო რაიმე შანსი ჰქონდეს იმასთან მე როგორიც მომწონს.
ისე მაინტერესებს შენ როგორი ტიპისები მოგწონს გინდ ძველი გინდ ახალი 1-2 ფოტოს თუ დადებდი კარგი იქნებოდა smile.gif
QUOTE
Tanamdebobis Cxviri
შერჩეული ფოტოდანვე ნათლად ჩანს, თანამედროვე გერმანული ნაგაზისადმი შენი დამოკიდებულება

თანამედროვედანაც ავარჩევ რამდენიმე ფოტოს ოღონდ მაგეებს რეებსაც ურევენ ვიცი.

Posted by: maiklee 24 May 2013, 20:20
ნახეთ რა ქალი მეზრდება სახლში, ნამდვილი ბრძენი მზეთუნახავია

Posted by: andro ph 24 May 2013, 21:25
QUOTE (Tanamdebobis Cxviri @ 24 May 2013, 16:27 )
ისე მაინტერესებს შენ როგორი ტიპისები მოგწონს გინდ ძველი გინდ ახალი 1-2 ფოტოს თუ დადებდი კარგი იქნებოდა smile.gif

არიან ჯიშები, რომელთაც შესრულებული სამუშაოს ხარისხის მიხედვით უფრო ვაფასებ, ვიდრე გარეგნობით......... გერმანული ნაგაზი ერთერთი მათგანია. smile.gif



Posted by: Tanamdebobis Cxviri 25 May 2013, 13:50
andro ph
ვიზუალური სიმპატია ხომ გაქვს, ვთქვათ რაღაც რაოდენობიდან 10 მა შეასრულა ერთნაირი ხარისხით და ერთნაირ
დროში დავალება ამ 10 დან ერთ ერთზე არ იტყოდი რა კარგია როგორც შედეგებით ისე ფიზიკურადო? smile.gif

maiklee

ლამაზი ლეკვი გყავს smile.gif

Posted by: maiklee 25 May 2013, 15:09
მეგობრებო, გავარკვიე ჩემი ლეკვის წარმომავლობა: ე.ი. მამა აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზი, დედა ტამასკანი (რაღაც ახალია და მაგარია) ხოდა რა მაინტერესებს, ეს გვერდი ხომ გერმანულ ნაგაზზეა და მე რომ ვიაქტიურო ჩემი ტამასკან-ნაგაზით მაქვს უფლება?

Posted by: PuTKiiI 25 May 2013, 16:27
maiklee
რათქმაუნდა.. არ არის პრობლემა <3

Posted by: andro ph 25 May 2013, 17:25
QUOTE (Tanamdebobis Cxviri @ 25 May 2013, 13:50 )
andro ph
ვიზუალური სიმპატია ხომ გაქვს, ვთქვათ რაღაც რაოდენობიდან 10 მა შეასრულა ერთნაირი ხარისხით და ერთნაირ
დროში დავალება ამ 10 დან ერთ ერთზე არ იტყოდი რა კარგია როგორც შედეგებით ისე ფიზიკურადო? smile.gif


თავისთავად. smile.gif
ერთნაირად მაღალ დონეზე თუ შეასრულებენ, მაგ შემთხვევაში თანამედროვე ტიპის გარეგნობას მივანიჭებდი უპირატესობას.......

თუმცა ანატომიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ძველი ტიპის ძაღლს უფრო მეტი პოტენციალი უნდა ჰქონდეს წესით და თანამდეროვე ტიპის დონეზე მუშაობას, ვერ მივიჩნევ მის მაღალი დონის მუშაობად . biggrin.gif

http://pix.ge/

პ.ს მიყვარს ეგზოტიკური გარეგნობის ძაღლები smile.gif))))))

Posted by: PuTKiiI 25 May 2013, 17:31
andro ph
ისე ვასტოჩნიკსაც უნდ აქონდეს ტრაკი დაწეული ამას როგორც აქვს?

Posted by: andro ph 25 May 2013, 17:38
PuTKiiI

არა, ვასტოჩნიკს არ უნდა ჰქონდეს smile.gif

Posted by: PuTKiiI 25 May 2013, 17:40
andro ph
მადლობა ........ yes.gif

------------------------

Posted by: andro ph 25 May 2013, 17:58
QUOTE (PuTKiiI @ 25 May 2013, 17:40 )
andro ph
მადლობა ........ yes.gif

------------------------

არაფრის smile.gif

http://pix.ge/

თანამედროვე ბელგიური ნაგაზი უფრო გავს ძველ გერმანულ ნაგაზს - ვიდრე თანამედროვე გერმანული ნაგაზი lol.gif

Posted by: korela92 26 May 2013, 01:52
andro ph
მართლა რა ძალიან ჰგავს მალინუას. რომ არ გეთქვა გერმანულიაო, ბელგიური მეგონა.

ისე რატომ გადააკეთეს ეს ძაღლი იმ დონემდე, რომ სათანადოდ ვეღარ ასრულებს იმ ფუნქციებს, რისთვისაც გამოიყვანეს.
რის გამოც ბევრ ქვეყნებში სამხედრო თუ საპოლიციო სამსახურებში მალინუებით ხდება გერმანული ნაგაზების ჩანაცვლება.


Posted by: Tanamdebobis Cxviri 26 May 2013, 13:50
კარგად ჩანს მაგ ვიდეოში როგორ ამახინჯებენ კინოლოგები ძაღლის ჯიშებს, ამას კი დიდიხანია ვამბობ
ნიკებს არ დავწერ და ერთმა თქვა საუკეთესო შედეგამდე შუალედამდე ცდილობენ მიიყვანონო
და მეორემ კინოლოგიური განათლება იკითხა ჩემი იმის დასაჯერებლად ნამდვილად ამახინჯებენ თუ არა კინოლოგები ჯიშებს რომ დაეჯერებინა, იმდენად აბსურდულად მოეჩვენა.

Posted by: Pumped up kicks 26 May 2013, 14:16
მეც ვუყურე ამ ვიდეოს და ეს მხოლოდ ნაწილია , BBC ის ფილმი იყო იმაზე თუ რა ცუდი გავლენა მოახდინეს კინოლოგებმა ჯიშებზე , ხელოვნურად მოუღUნეს ფეხები, ზოგს თავის ქალა დაუპატარავეს ზოგ ჯიშს ტვინი აღარ ეტევა თავის ქალაში და ნევროლოგიური დაზიანებების გამო დაძინება უწევთ.... ზოგიერთს ცხვირი თითქმის აღარ აქვს და ეს ყველაფერი მარტო იმიტომ რომ გამოფენაზე გაიმარჯვონ... საშინელებაა

Posted by: maiklee 26 May 2013, 15:07
ასეთი არაფერი მინახავს, ფაშიზმია ეს, ასე როგორ შეიძლება.. ჩემი ხელით დავახრჩობდი ამ მეცნიერ-კინოლოგებს, კიდე ის მიკვირს, გემოვნებაზე არ დაობენო, მაგრამ ვინმეს მოსწონს ვიზუალურად ეს გადაკეთებული ძაღლები?

Posted by: Tanamdebobis Cxviri 26 May 2013, 18:15
Pumped up kicks
QUOTE
მეც ვუყურე ამ ვიდეოს და ეს მხოლოდ ნაწილია , BBC ის ფილმი იყო

სრული ვერსია ხომ არიცი, იქნებ დადო.
maiklee
QUOTE
მაგრამ ვინმეს მოსწონს ვიზუალურად ეს გადაკეთებული ძაღლები?

ხალხი მაგით ფულს შოულობს, ათასობით არიან ესეთები.
andro ph
QUOTE
თანამედროვე ბელგიური ნაგაზი უფრო გავს ძველ გერმანულ ნაგაზს - ვიდრე თანამედროვე გერმანული ნაგაზი

დაბალწონიან და შედარებით თხელ გერმანულებს კი
http://pix.ge/
http://pix.ge/
მაგრამ იყვნენ უფრო მასიურებიც smile.gif

Posted by: Pumped up kicks 26 May 2013, 18:20
Tanamdebobis Cxviri
http://www.youtube.com/watch?v=j9jROjFPAis აი ეს არის

Posted by: andro ph 26 May 2013, 18:30
Tanamdebobis Cxviri

რომელ წლებშია ეგ ფოტოები გადაღებული?

Posted by: Tanamdebobis Cxviri 26 May 2013, 20:16
andro ph
პირველი არვიცი
მეორე 1918-1932
http://pix.ge/
ეს 1925

Posted by: playstation 26 May 2013, 21:23
ჩემი ჯესუნია მემგონი კაი ვირუკელა გაიზრდება

რამხხელაა იცით უკვე
ჯერ 5 თვის არცაა და უკვე ვირია
კუდს რომ მირტყავს ფეხებში მტკივა ხოლმე
მეჯახება ისეტი ძალა აქვს ცოტაც და წამაქცევს
ჯიუტია საშინელი
ხო კიდე უცხო რომ მოდის და ეჩხუბება ან რამეს აირებს ვიტომ უნდა შეასინოს ისე მაგრა უბრაზდება
ეს მომწონს ძალიან
ანუ მსიშარა და რამე არ არის
გამოეცლება და მერე ისევ იწევს უფრო გაბრაზებული იმისკენ

მოკლედ მემგონი ძალიან მაგარი ვინმე მეზრდება.
სამსახურს რა ვუთხარი თორე სულ ერთად ვიქნებოდით.

Posted by: andro ph 26 May 2013, 23:13
Tanamdebobis Cxviri
ეტყობათ უკვე, რომ მაგ დროისთვის ჯიშის ექსტერიერზეც საკმაოდაა ნამუშევარი.

გარდაქმნა-გადაგვარების პროცესი, ნაუცბათევად არ დაწყებულა როგორც ჩანს. smile.gif

Posted by: maiklee 27 May 2013, 03:07
ვინმეს გაგიგიათ, ძაღლი ძალიან ნელა რომ იზრდებოდეს? (გერმანულ ნაგაზს ვგულისხმობ) აი მაგალითად 2 თვის არის, მაგრამ გამოიყურება როგორც 1 თვის sad.gif ეგეთი რამე ხდება? და თუ ხდება რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: edna mamida 27 May 2013, 18:51
korela92
QUOTE
ისე რატომ გადააკეთეს ეს ძაღლი იმ დონემდე, რომ სათანადოდ ვეღარ ასრულებს იმ ფუნქციებს, რისთვისაც გამოიყვანეს.რის გამოც ბევრ ქვეყნებში სამხედრო თუ საპოლიციო სამსახურებში მალინუებით ხდება გერმანული ნაგაზების ჩანაცვლება.

რა საშინელი ვიდეოა, რას ჰგვანან ძაღლები, ავადმყოფებივით დაათრევენ ფეხებს
ვის მოსწონს ეს, შეუძლია ასეთ ძაღლს მუშაობა, ან რამდენ ხანს გაძლებს სანამ ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყება?
რომ დაეწყება რატომღაც დარწმუნებული ვარ

Posted by: Tanamdebobis Cxviri 28 May 2013, 11:19
Pumped up kicks
QUOTE
Tanamdebobis Cxviri
http://www.youtube.com/watch?v=j9jROjFPAis აი ეს არის

საინტერესო ვიდეოა არ მქონდა ნანახი.
andro ph
QUOTE
Tanamdebobis Cxviri
ეტყობათ უკვე, რომ მაგ დროისთვის ჯიშის ექსტერიერზეც საკმაოდაა ნამუშევარი.

გარდაქმნა-გადაგვარების პროცესი, ნაუცბათევად არ დაწყებულა როგორც ჩანს.

კი მესამე ფოტოზე შენიშნება ეგ, და ეხლაც აგრძელებენ ამ კატასტროფას. ზედა ვიდეოშიც საკმაოდ ძველი კადრებია 12:53 ზე ნეტავ რომელი წლებია.
ინტერნეტში წავიკითხე 19 საუკუნის 50 წლებიდან დაიწყოო, გამოფენები რამდენად სიმართლეა არვიცი.
maiklee
QUOTE
ვინმეს გაგიგიათ, ძაღლი ძალიან ნელა რომ იზრდებოდეს? (გერმანულ ნაგაზს ვგულისხმობ) აი მაგალითად 2 თვის არის, მაგრამ გამოიყურება როგორც 1 თვის  ეგეთი რამე ხდება? და თუ ხდება რისი ბრალი შეიძლება იყოს?

კავკასიურზე გამიგია , გერმანულზე არვიცი.
edna mamida
QUOTE
ვის მოსწონს ეს

http://www.youtube.com/watch?v=JGGO1n_cHro]
აქ დამსწრე საზოგადოებას ვინც ამას ტაშს უკრავს smile.gif
რა ღირს ეხლა გამოფენაზე ძაღლის გაყვანა ჩვენთან ხომარიცით?

Posted by: MITIATO 28 May 2013, 11:46
maiklee
QUOTE
ვინმეს გაგიგიათ, ძაღლი ძალიან ნელა რომ იზრდებოდეს?

ჩემი ლეკვი არ იზრდებოდა, სანამ ჭიის წამალი არ დავალევინე და ჭიები არ დაყარა.

არასრულფასოვანმა კვებამაც შეიძლება გამოიწვიოს.

და რაც მთავარია, გენეტიკამ. საბოლოოდ დაადგინე, რა ჯიშის ძაღლები არიან შენი ლეკვის მშობლები?

წაიყვანე ვეტერინართან და გეტყვის აქვს თუ არა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

Posted by: maiklee 28 May 2013, 12:02
QUOTE
საბოლოოდ დაადგინე, რა ჯიშის ძაღლები არიან შენი ლეკვის მშობლები?


უკვე აღარ მაინტერესებს, როგორც გავიგე ტამასკანისა და გერმანულის ნაჯვარია, მაგრამ არ მჯერა, ჯანმრთელობის პრობლემა არა აქვს, სულ ცელქობს smile.gif

Posted by: MITIATO 28 May 2013, 12:25
maiklee

იმიტომ გეკითხები მშობლებზე, რომ შეიძლება არ უნდა გაიზარდოს დიდი და იმიტომ არ იზრდება. smile.gif
ჯანმრთელობის პრობლემები აუცილებლად ძილად მივარდნას და თვალების ამოტრიალებას არ ნიშნავს.
მაგრამ შენი საქმის შენ უკეთ იცი.


P.S. ჩემი ძაღლი მეტისიც კი არ არის. სუფთა სისხლის უჯიშოა, მაგრამ ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესო ძაღლია. smile.gif

Posted by: maiklee 28 May 2013, 13:53
QUOTE
იმიტომ გეკითხები მშობლებზე, რომ შეიძლება არ უნდა გაიზარდოს დიდი და იმიტომ არ იზრდება. 
ჯანმრთელობის პრობლემები აუცილებლად ძილად მივარდნას და თვალების ამოტრიალებას არ ნიშნავს.
მაგრამ შენი საქმის შენ უკეთ იცი.


მადლობა რომ გულთან მიგაქს.
მეც მასე ვარ, უკვე ძალიან რომ მიყვარს, აღარ ვინტერესდები წარმომავლობებით smile.gif

Posted by: PuTKiiI 29 May 2013, 16:41
http://forum.ge/?showtopic=34536110&st=15&#entry36630685

Posted by: edna mamida 30 May 2013, 22:26
გაცოფებას ცოტა მიკლია
დავასხი ადვანტიქსი, თვეც არ გასულა, გუშინ მოვაძრე ჯენის ტკიპა
ისევ იმ დასაწვავ ვაკე საბურთალოს ხეივანში აიკიდა
იმედია ეს მაინც არ იყო ბორელიოზის მატარებელი, პიროპლაზმოზის და კიდევ სხვა ჯანდაბის

Posted by: SpyZooka 31 May 2013, 15:48
edna mamida
QUOTE
გაცოფებას ცოტა მიკლია
დავასხი ადვანტიქსი, თვეც არ გასულა, გუშინ მოვაძრე ჯენის ტკიპა
ისევ იმ დასაწვავ ვაკე საბურთალოს ხეივანში აიკიდა
იმედია ეს მაინც არ იყო ბორელიოზის მატარებელი, პიროპლაზმოზის და კიდევ სხვა ჯანდაბის


მე სულ ბარსს ვხმარობდი, და ქალაქგარეთ მკბენარა ბუზები აჯდებოდნენ და კოღოებიც ეტანებოდნენ ხოლმე მარა ტკიპა არ შემინიშნავს
ტკიპებისგან და რწყილებისგან დასვენებული ვიყავი.
აი ადვანტექსი პირვეელად დავასხი და რწყილებს ვპოულობ ხოლმე, არ ვარ კმაყოფილი . ქალაქგარეთ ჯერ არ გამიყვანია მწერებზე რომ ვთქვა რამე.

Posted by: edna mamida 31 May 2013, 22:30
SpyZooka
QUOTE
მე სულ ბარსს ვხმარობდი,

არც ეგ ვარგაო

ადვანტიქსიც დაასხი და ფრონტლაინიცო მირჩია ექიმმა

სხვა საიტებზე ვნახე, ტილების საწინააღმდეგო საყელური უკეთია ძაღლს, ტილების საწინააღმდეგო წვეთები ასხია და პლუს ანტი.. სპრეისაც ხმარობენ პერიოდულად
ძაღლია თუ ქიმიური საწყობი?

Posted by: poca_honta_S 1 Jun 2013, 16:19
გამარჯობათ მეგობრებო

არ ვიცდოდი ამ თემის არსებობა აწი აქტიურად შემოგიერთდებით smile.gif

მოკლედ, მე მყავს 1 წლის გერმანული ნაგაზი, აქამდე ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონია მაგრამ ბოლო 2 დღა აშკარად რაღაც სჭირს sad.gif თვალებთან და დრუნჩთან კანი აექერცლასავით და მოთეთრო ფერის ნადები აქვს . ჭირზე აცრილია , რა შეიძლება იყოს?


აი ჩემი ბუძგი, ცოტა გრძელი ბეწვი კი აქვს ისე

Posted by: maiklee 1 Jun 2013, 17:23
QUOTE
მოკლედ, მე მყავს 1 წლის გერმანული ნაგაზი, აქამდე ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონია მაგრამ ბოლო 2 დღა აშკარად რაღაც სჭირს  თვალებთან და დრუნჩთან კანი აექერცლასავით და მოთეთრო ფერის ნადები აქვს . ჭირზე აცრილია , რა შეიძლება იყოს?


აუცილებლად ანახე სპეციალისტს, ყველაფერი პატარა რაღაცით იწყება, ზეპირად არავინ გირჩევს, ყველა დაავადებას თავისი მიზეზი აქვს

Posted by: Fana 1 Jun 2013, 23:45
გუშინ ღამე დავტოვე ეზოში აქამდე ჩემთან ერთად ეძინა biggrin.gif კერძო სახლში ვცხოვრობ , გაიშხლართა აივანზე დარბოდა მთელი ღამე , რამოდენიმეჯერ გავაკითხე მეშინია ვინმემ არ წაიყვანოს yes.gif . უკვე ვერ ჩერდებოდა ლოგინზე ვატყობდი smile.gif

Posted by: PuTKiiI 1 Jun 2013, 23:55
Fana
ვინ უნდა წაიყვანოს.. არ დაუყეფს ან რამე უცხოს ეზოში რომ შემოვიდეს?

Posted by: Fana 1 Jun 2013, 23:59
2 თვე ნახევრისაა, ზოგჯერ ყეფს მაგრამ რაიცი რა ხდება smile.gif პატარაა მაინც ჯერ მაგრამ ვერ ვიჩერებ ოთახში დახტის მთელი ღამე თან სიცხეა მაინც და ...

Posted by: PuTKiiI 2 Jun 2013, 00:07
აა მაშIნ ჩEმი რჩEვა იქნებ. არ მიაჩVიო ლოგინს სანამ დროა.. იყოს გარეთ თAნ კარგ. პერიოდი დაემღXვა მაგი. ლეკვობას.. ზაფხულშI არაფერი უჭIრს

Posted by: Fana 2 Jun 2013, 00:10
ხო თვითონაც ეტყობა რო მოეწონა სიგრილეში გარეთ, არ წკმუტუნებს user.gif

Posted by: PuTKiiI 2 Jun 2013, 00:11
Fana
კარგია კარგი.. სწორად გაზრდა კარგია.. ნეტა მეც მქონდეს ეზო user posted image

Posted by: edna mamida 2 Jun 2013, 17:35
Fana
სამი თვის ისყო ჩემი ჯენის ლეკვი მის პატრონს ეზოდან რომ ააცალეს, ნათესავმა ბავშვმა გაიყვანა, დასვა, მიატოვა ცოტა ხნით და..........
დღისით მზისით
ცოლს აგდებდა ის კაცი სახლიდან, ბავშვს რატომ გაატანე სათამაშოდო, გადავირეთ როცა გავიგეთ, მე და ჩემმა დამ მიწასთან გავასწორეთ ის საწყალი, მაგრამ საქმეს ეშველა? ეძება იმ ადამიანმა ყველგან, ფულიც დაჰპირდა, მაგრამ არანაირი შედეგი,
საუკეთესო დედალი იყო ნაყარში, ორ თვემდე ჩვენთან იყო, დღემდე ვერ მომინელებია, სულ იმას ვდარდობ ვის ხელშია, უვლიან არ უვლიან, ცოცხალია კი?

ფრთხილად იყავით, ყურადღებით, მაინც მგონია რომ ასეთი პატარას ადგილი არაა ეზო
QUOTE
. ნეტა მეც მქონდეს ეზო

უჰ, ძაღლების გამო მინდა
ორი გვყავს

Posted by: playstation 2 Jun 2013, 22:02
ჩემი ჯესუნიაო
გავირების ასაკსია და როგორ მიყვარს ეს პერიოდი

მოკლედ ძალიან მაგარი ვინმეა რა

მაგრამ აგრესიულიც ჩანს რაღაც.
წინა გერმანული უფრო ლმობიერი იყო
ის უფრ ყვითელ ფერებში იყო და კეტილი ჩანდა
ეს შავწიტური მგელია

ასეთი ჯიუტი და აგრესიული არ მინახავს მე ჯერ გერმანული.

არის ჯიუტი სასტიკად
იცის მე რომ არ ვუბრაზდები რომც გავუბრაზდე მეგობარი ვგონივარ და ხელის შემობრუნებასაც არ მაკლებს
მოდის მკბენს ხელებზე
რაღაცას რომ უსლი ჯინაზე მიდის და იმას აკეთებს
ყვავილებს ეზოსი სახეს აძრობს ყველაფერი გადაჭმუკლი აქვს
ვარდებთან მიდის და ტოტებს ატეხავს
სეირნობის დროს მანქანებზე ბრაზდება და სულ იწევს სწრაფად მიმავალ მანქანებზე და უნდა რომ გაეკიდოს

მოკლედ რა ჯერ კიდევ იმას ვაბრალებ რომ ბავშვია 5 თვის და ცელქობს ასე
ამ ასაკსი ამის ნორმები როგორია ნეტა
წონით რამდენი უნდა იყოს?

http://www.radikal.ru

Posted by: poca_honta_S 2 Jun 2013, 22:12
[QUOTE=playstation,2 Jun 2013, 22:02 ]

მოკლედ რა ჯერ კიდევ იმას ვაბრალებ რომ ბავშვია 5 თვის და ცელქობს ასე
ამ ასაკსი ამის ნორმები როგორია ნეტა
წონით რამდენი უნდა იყოს?

[URL=http://www.radikal.ru][]
ჩემიც ეგეთი გადარეული იყო დაახლოებით, ხანდახან მეგონა ავად არის თქო ისე გიჟივით დარბოდა.

ზუსტად ეგ კითხვა დავუსვი მეც ერთ კინოლოგს და 1 წლამდე იციან ხოლმე ეგეთი ცელქობა და მერე ნელ ნელა დადინჯდებაო .

Posted by: PuTKiiI 3 Jun 2013, 01:50
playstation

MALE

FEMALE
Age in Mos
Kilogram (kg.)

Pound (lb.)
% of Total Kilogram (kg.) Pound (lb.)
1 4.2 9.2 12.10 3.3 7.2
2 9.0 19.9 26.18 7.5 16.6
3 14.2 31.3 41.18 12.1 26.7
4 19.0 41.8 55 16.4 36.2
5 22.9 50.6 66.57 20.0 44.0
6 26.1 57.4 75.52 22.7 50.1
7 28.4 62.6 82.36 24.7 54.4
8 30.1 66.4 87.36 26.1 57.5
9 31.5 69.4 91.31 27.1 59.7
10 32.7 72.0 94.73 27.9 61.5
11 33.7 74.3 97.76 28.6 63.1
12 34.5 76.0 100 29.1 64.2


Read more: http://www.german-shepherd-lore.com/german-shepherd-growth-chart.html#ixzz2V694ZsMz

Posted by: playstation 4 Jun 2013, 21:43
ესეც პატარა რომ იყო მაშინ
პატარა ბუხუზა და უსაყვარლესი
გადაღუნული ყური როგორ საყვარელს ხდიდა

user posted image
user posted image

Posted by: Pumped up kicks 4 Jun 2013, 22:13
playstation
ასეთი საოცარი გერმანული ნაგაზის ლეკვი კარგა ხანია არ მინახავს, რა ღუნღულაა <3

Posted by: chuvak_lexo 9 Jun 2013, 16:56
ლეკვების გასაყიდად რა საბუთებია საჭირო? გერმანული ნაგაზი არ არის ვასტოჩნიკია, მარა მაინც აქ ვიკითხავ smile.gif

კინოლოგის საბუთი არ მაქვს, არც აცრების (მაგრამ ლეკვი ხო პატრონმა უნდა აცრას)

Posted by: jangulashvili 10 Jun 2013, 15:03
user posted image

ამ თემას მე და ჩემი პატარა ქალბატონიც შემოგემატებით :დ გუშინ ვიყიდე და უკვე მოასწრო და გამათენებინა მთელი ღამე წკმუტუნებდა,ლოგინზე რო ავიყვანდი ჩუმდებოდა ჩავსვავდი აგრძელდებდა :დ გარეთ უნდა გასვლა ეზოში მაგრამ ექიმმა სანამ აცრების ამბავს არ მოვრჩებით არ გაუშვაო,ზის კარებტან და არის ერთამბავში

Posted by: andro ph 11 Jun 2013, 22:46
მელაკუდა.... მთლად გერმანული ვერაა, მაგრამ მაინც smile.gif))))))))))

Posted by: korela92 11 Jun 2013, 22:49
andro ph
რამხელა გოგო გაზრდილა უკვე.
თან როგორი დაკუნთულია love.gif

Posted by: andro ph 11 Jun 2013, 23:04
QUOTE (korela92 @ 11 Jun 2013, 22:49 )
andro ph
რამხელა გოგო გაზრდილა უკვე.
თან როგორი დაკუნთულია love.gif

24 საათი გადარეულივით დარბის smile.gif)))))

Posted by: maiklee 12 Jun 2013, 11:54
ჩემს ლეკვს სოიო მოვუხარშე და მაგრად დაევასა, და მგელივით თქვლეფავს 2 დღეა, მაინტერესებს რამე გვერდითი მოვლენები ხოარ ექნება, რომ მივაჩვიო რას უზამს? არადა ხორცის გემო აქვს, თანაც ნოყიერია და მოსწონს

Posted by: jangulashvili 12 Jun 2013, 20:50
სამი დღეა მოვიყვანე ჩემი პატარა ქალბატონი და მოყვანის დღიდან ბებიაჩემს მოსვენება აღარ აქვს ფეხებზე კბენს(ჩვენც გვეთამაშება მაგრამ ბებიაჩემი ძაან კივის :დ) და სათამაშო რო ვუყიდო რამე რეზინის,დაანებებს ბებიაჩემს თავს? :დ :დ

Posted by: maiklee 13 Jun 2013, 07:46
ბებიას უთხარი ნუ კეკლუცობს, რა უნდა უკბინოს ლეკვმა smile.gif უეჭველი თვითონ იწვევს სათამაშოდ

Posted by: jangulashvili 13 Jun 2013, 12:19
QUOTE (maiklee @ 13 Jun 2013, 07:46 )
ბებიას უთხარი ნუ კეკლუცობს, რა უნდა უკბინოს ლეკვმა smile.gif უეჭველი თვითონ იწვევს სათამაშოდ

biggrin.gif ვეუბნებით კი მაგრამ არ იშლის თავისას მკბენსო biggrin.gif თან არ უყვუარს ძაღლები მაგრამ ამაზე ეტყობა უკვე რო გული ულბება ნელ-ნელა მაგრამ მაინც არ უნდა Aღიარება lol.gif

Posted by: blblbl 13 Jun 2013, 16:07
maiklee
არ შეიძლება სოიო ძაღლისთვს,აღარ მისცე,მითუმეტეს კი ლეკვს!

Posted by: maiklee 13 Jun 2013, 19:02
QUOTE

არ შეიძლება სოიო ძაღლისთვს,აღარ მისცე,მითუმეტეს კი ლეკვს!


არადა გამყიდველმა იმდენი აქო, ამაზე მაგარი ააფერი გამოუგონიათო smile.gif აღარ ვაჭმევ

Posted by: *satin 14 Jun 2013, 22:01
andro ph
რამხელა გოგოა უკვე და რა გულმკერდი აქვს , პიტბულსაც კი შეშურდება biggrin.gif სად დაარბენინებ ასე რო დაიკუნთა?


დღეს ლაილა ავცერით. წელიწადზე მეტია არ ყოფილა ვეტტან და რომ მეგონა გადადგავს იქაურობასთქო, სიჩუმემ გამაოცა,ჩავაყოლე აშეინიკ თვალი და ბოლოში დამხვდა ჩვარი biggrin.gif კუდამოძუებული და გაუბედურებული. კიდევ კაი არ იტირა და ოდნავ მაინც ცდილობდა "ავჩარკული ვიდის" შენარჩუნებას. საჩუქრად მიღო ექსტრა გასეირნება და აი იქ გამოჩნდა როგორ დააჩმორიკა ვეტერინართან ყოფნამ.
სეირნობისას შეგვხვდა ლაილას უსაყვარლესი დასაჩამორებელი როტვაილერი არანგო. წესით არანგოს კაი ხანი განძრევის საშუალებას არ აძლევს, როგორც ცხვარს ისე მიერეკება საითაც უნდა და სრულ კონტროლში ჰყავს. დღეს კი ჰოი საოცრებავ ხმის ამოუღებლად ეთამაშა. აქეთ ეპატიჟებოდა დაჟე მოდი დამიჭირეო biggrin.gif ნუ ბოლოს მაინც გაიღვიძა შერიფობამ და გალახა მაგრამ ღირსი იყო biggrin.gif (მხოლოდ ლაილას თვალში რათქმაუნდა biggrin.gif)

Posted by: blblbl 14 Jun 2013, 22:23
*satin
QUOTE
ოლოში დამხვდა ჩვარი biggrin.gif კუდამოძუებული და გაუბედურებული. კიდევ კაი არ იტირა

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif აბა ეს ანგრევს ყველაფერს biggrin.gif

Posted by: edna mamida 14 Jun 2013, 23:29
andro ph
რა ქალია მელა love.gif

blblbl
*satin
ჰაააი


*satin
QUOTE
დღეს ლაილა ავცერით. წელიწადზე მეტია არ ყოფილა ვეტტან და რომ მეგონა გადადგავს იქაურობასთქო, სიჩუმემ გამაოცა,ჩავაყოლე აშეინიკ თვალი და ბოლოში დამხვდა ჩვარი  კუდამოძუებული და გაუბედურებული. 

lol.gif lol.gif
ფუურ ლაილა
ჯენის საკმარისა დათო ექიმიო უთხრა, ყურებს დაცქვეტს, გაშეშდება და ყეფას იწყებს, ოღონდ ეგ არაო
ექიმის კაბინეტში მივათრევთ, ცოცხალი თავით არ შედის biggrin.gif
ჯანა გაიქცა სულაც, კინაღამ მანქანამ გაიტანა
QUOTE
სეირნობისას შეგვხვდა ლაილას უსაყვარლესი დასაჩამორებელი როტვაილერი არანგო.

ჯანას ორი ძმაკაცი კანე კორსო ჰყავს, ერთი ლაბრადორშა, რამოდენიმე ნაგაზიც, ამ ბოლო დროს ცემს ყველას
გაექანება, დაეტაკება ბეჭში ან გვერდში დაბჩენილი ხახით და გააქცევს კუდამოძუებულებს, მერე მისდევს გახარებული
ერთი ამერიკული ბულდოგი გალახა, დრადჰარი, ორი ნაგაზი, კავკასიურს გაეჭიმა, დედალ გერმანელთან იჩხუბა გუშინ
ლაბრებს და კოკერებს კაი ერევა, მაგრამ კანე კორსოები და დიდი მამალი გერმანულები უთმენენ უბრალოდ, მტრისას თუ გაბრაზდნენ
რატომ იქცევა ასე, გაგვყრიან იპოდრომიდან ასე თუ გააგრძელა sad.gif
სიყვარულით მარტო ბურთი და ჯოხი უყვარს, თუ მაგათ ვუგდებ ძაღლებს არც უყურებს, რატომ ? sad.gif


maiklee
ჩემი დის ნაცნობს ორი გერმანული ჰყავს, მეორე ახლახან მოიყვანა, უტვინო პატრონებს წაართვა, კვდებოდა ლეკვი ისე იყო გამოფიტული , ძლივს გადაარჩინეს.
რას აჭმევდნენ?
სოიოს
არ შეიძლება სოიო, ლეკვს სრულფასოვანი კვება სჭირდება. სუროგატები კი არა
იდიოტია ეგ გამყიდველი

Posted by: andro ph 15 Jun 2013, 00:56
QUOTE (*satin @ 14 Jun 2013, 22:01 )
andro ph
რამხელა გოგოა უკვე და რა გულმკერდი აქვს , პიტბულსაც კი შეშურდება biggrin.gif სად დაარბენინებ ასე რო დაიკუნთა?



მე რას დავარბენინებ?! პირიქით, სულ იმას ვეხვეწები გაჩერდითქო gigi.gif

QUOTE
რა ქალია მელა


ხულიგანკა ქალია biggrin.gif

Posted by: maiklee 15 Jun 2013, 20:51
QUOTE
ჩემი დის ნაცნობს ორი გერმანული ჰყავს, მეორე ახლახან მოიყვანა, უტვინო პატრონებს წაართვა, კვდებოდა ლეკვი ისე იყო გამოფიტული , ძლივს გადაარჩინეს.

რად უნდა 2, დამითმოს smile.gif

მადლობა რჩევისთვის. რა თქმა უნდა არ ვაჭმევ, სულ 3-ჯერ ჭამა, მაგრამ ვეღარ შეჭამს

Posted by: lemona 16 Jun 2013, 16:20
როგორც ზემოთ სტატიიდან ჩანს, საკმაოდ პრობლემური ძაღლი ყოფილა ჯანმრთელობის მხრივ.

უფრო ზუსტად ხომ ვერ მეტყვით გერმანული ნაგაზების დაახლოვებით რა პროცენტი ავადდება სიცოცხლის განმავლობაში სერიოზულად (დისპლაზიიან-სიმსივნიანად) ?

ხასიათიდან და გონებრივი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ძალიან მომწონს ეს ძაღლი და მინდა ვიყოლიო ამიტომ უკეთ მინდა ვიცოდე.
და იქნებ სხვა ჯიშთან ნაჯვარი უფრო ჯანმრთელი გამოვიდეს? მუშა კლასსაც იგივე პრობლემები აქვს ჯანმრთელობის მხრივ?


Posted by: Tanamdebobis Cxviri 17 Jun 2013, 15:03
lemona

ზოგადად მეტისები დიდხანს ცოცხლობენ და გენეტიკური დაავადებებიც ნაკლებად აწუხებთ როგორც ვიცი.
http://www.doghome.ge/?cat=dogs&dog_cat=German%20shepherd&lang=ka
თუ პატარა არ გინდა აქედან შეგიძლია აიყვანო
http://www.doghome.ge/?cat=details&dog_id=551&lang=ka&title=%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D
აქ პატარა მეტისებიც ყავთ

Posted by: TROJAN 18 Jun 2013, 14:18
ჰასკსა და ამ ჯიშს შორის მომიწევს არჩევანის გაკეთება და რომელს მირჩევთ?

თუ ტყემლის სიმჟავის და ტორტის სიტბკოს შედარებაა გამომდის?

ადრე ახლობელს ყავდა, ნაგაზი, საკმაოდ დიდი ზომის, ტრაკი დაწეული არ ქონდა და შავი/რუხი ფერის იყოს.

ეგ რომელი მიმართულებაა ავჩარკის?


Posted by: edna mamida 18 Jun 2013, 17:59
TROJAN
QUOTE
ჰასკსა

ჰასკის biggrin.gif
რა უნდა აქ ჰასკის ხალხო, ძაღლი სიცივესაა მიჩვეული, ცოდოა სიცხეში, მოდაა გაქანებული ცისფერთვალებზე, იმას არ უფიქრდებიან რა თვისებებისაა ეს ძაღლი, რისთვის გამოყვანილი და რამდენად ეგუება აქაურ კლიმატს
იპოდრომზე ვნახე რამოდენიმე და მოვკვდი მათი საცოდაობით
QUOTE
თუ  ტყემლის სიმჟავის და ტორტის სიტბკოს შედარებაა გამომდის?

biggrin.gif yes.gif
QUOTE
ადრე ახლობელს ყავდა, ნაგაზი, საკმაოდ დიდი ზომის,  ტრაკი დაწეული არ ქონდა და შავი/რუხი ფერის იყოს.ეგ რომელი მიმართულებაა ავჩარკის?

ან აღმოსავლეთ ევროპულზე ლაპარაკობ, ან ძველი სტანდარტის გერმანულზე
* * *
andro ph
QUOTE
ხულიგანკა ქალია

კაი ქალია
რა დაარქვი ბოლო ბოლო?

ძალიან მომწონს ეს მალინუები, მოქნილი თხელი სხარტი
ტვ-ში, უცხოურ პოლიციაშიც ხშირად ჩანან, ანაცვლებენ გერმანულებს?

Posted by: andro ph 18 Jun 2013, 21:45
QUOTE (edna mamida @ 18 Jun 2013, 17:59 )

კაი ქალია
რა დაარქვი ბოლო ბოლო?

ძალიან მომწონს ეს მალინუები, მოქნილი თხელი სხარტი
ტვ-ში, უცხოურ პოლიციაშიც ხშირად ჩანან, ანაცვლებენ გერმანულებს?

ოფიციალურად მელაკუდა, შინაურულად - მელა smile.gif

საკმაოდ სწრაფი ტემპით ხდება გერმანული ნაგაზის ჩანაცვლება მალინუათი . smile.gif

Posted by: lemona 19 Jun 2013, 09:54
andro ph
QUOTE
საკმაოდ სწრაფი ტემპით ხდება  გერმანული ნაგაზის ჩანაცვლება მალინუათი .

და მალინუას გონებრივი მონაცემები გერმანულს არ ჩამოუვარდება?

ჯანმრთელობის ამბავში როგორი ჯიშია?
ამათი ნაჯვარი რა გამოდის? smile.gif



Posted by: Pumped up kicks 19 Jun 2013, 15:34
lemona
QUOTE
ამათი ნაჯვარი რა გამოდის? 

მეტისი smile.gif

Posted by: andro ph 19 Jun 2013, 19:50

ათვისების უნარი უკეთესიც კი აქვს მალინუას ....... გონებრივ შესაძლებლობებს რაც შეეხება - ერთმანეთზე უარესი უტვინოები არიან ჩემი აზრით. smile.gif

QUOTE
ჯანმრთელობის ამბავში როგორი ჯიშია?


ბევრად უფრო ჯანმრთელია, გერმანულ ნაგაზთან შედარებით... გენეტიკური დაავადებები ფაქტიურად არ გააჩნია.

QUOTE
ამათი ნაჯვარი რა გამოდის? smile.gif

სწორად აღნიშნა Pumped up kicks-მა - მეტისი გამოდის, თუმცა პირველი თაობის ნაჯვარი, დიდი შანსია რომ ორივე მშობელს სჯობდეს ყველანაირად. smile.gif

Posted by: lemona 19 Jun 2013, 20:20
andro ph
QUOTE
მეტისი გამოდის

მეტისი რომ გამოდის და არა მაგალითად, კოიოტი ან ბულტერიერი, მეც ვხვდები biggrin.gif

QUOTE
თუმცა პირველი თაობის ნაჯვარი, დიდი შანსია რომ ორივე მშობელს სჯობდეს ყველანაირად.

ზუსტად ეს მაინტერესებდა.

სიცოცხლის ხანგრძლივობაც მალინუას გაცილებით მეტი აქვს, როგორც წავიკითხე, მაგრამ იმდენად აქტიური ძაღლია, გამოუცდელი პატრონისთვის კოშმარად იქცევაო. . . sad.gif

გერმანული ნაგაზის აგებულება მაგრად მომწონს, განსაკუთრებით თავ-პირი. მოკლედ გერმანულის აყვანა მინდოდა, უბრალოდ ამ გენეტიკურმა დაავადებებმა დამაფიქრა. სადაც მოვიძიე, ყველგან ერთ რამეზე თანხმდებიან, ნორმალური გერმანული ნაგაზის შოვნის შანსი 10% ია და ნორმალური მალინუასი 90-იო. ინბრიდინგით და სელექციონერების ექსპერიმენტებით საშინლადაა გაფუჭებული გერმანული ნაგაზი როგორც ჯიშიო, ასე ამბობენ.


სად ვიშოვო ახლა მალინუას და გერმანულის ნაჯვარი biggrin.gif

Posted by: andro ph 19 Jun 2013, 20:30

QUOTE
მეტისი რომ გამოდის და  არა მაგალითად, კოიოტი ან ბულტერიერი, მეც ვხვდები biggrin.gif


lol.gif

QUOTE
იმდენად აქტიური ძაღლია, გამოუცდელი პატრონისთვის კოშმარად იქცევაო.

იმიტომაც ვერ მოიკიდა საქართველოში ფეხი. biggrin.gif
იმდენად შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს, რომ პატარა გადაცდომა და ჩათვალე ძაღლი "გადასაგდებია". smile.gif

QUOTE
სად ვიშოვო ახლა მალინუას და გერმანულის ნაჯვარი biggrin.gif


ძუ გერმანული გაჩითე და ხვად მალინუას მე ვიშოვი biggrin.gif


Posted by: lemona 19 Jun 2013, 20:34
andro ph
QUOTE
ძუ გერმანული გაჩითე და ხვად მალინუას მე ვიშოვი

ანუ ველოდებით მელაკუდას გაზრდას biggrin.gif

Posted by: andro ph 19 Jun 2013, 20:36
QUOTE (lemona @ 19 Jun 2013, 20:34 )
andro ph
QUOTE
ძუ გერმანული გაჩითე და ხვად მალინუას მე ვიშოვი

ანუ ველოდებით მელაკუდას გაზრდას biggrin.gif

მელაკუდა ძუ არის biggrin.gif და მას გერმანულ ნაგაზზე კი არა, მალინუაზე თუ დავრთავ ეგაც საკითხავია biggrin.gif

Posted by: lemona 19 Jun 2013, 21:04
andro ph
QUOTE
მელაკუდა ძუ არის  და მას გერმანულ ნაგაზზე კი არა, მალინუაზე თუ დავრთავ ეგაც საკითხავია

მესმის შენი. კნუტი მყავს სახლში და ვინც გაეკარება ჩემი ხელით დავახრჩობ. უბნის კატები გაფრთხილებული მყავს biggrin.gif


მოკლედ ამდენ რჩევა-რჩევაში ბოლოს "დვარნიაშკა" შემრჩება რა. . . biggrin.gif

Posted by: *satin 19 Jun 2013, 21:18
edna mamida
ჰაი ედნა რახანია აქ აღარ შემხვედრიხარ. თუმცა არც მე ვიკლავ თავს ხშირი შემოსვლებით. ეხლა ძალიან გაჭირვებაში ვართ , წყალდიდობა გვქონდა და მთელი მინდვრები რაც წყალმა არ დაფარა გადაგვიკეტეს მოსეირნეებს და ერტიბეწო ადგილი დაგვიტოვეს და იქაც თვალებს გვიბრიალებენ. ვართ ასე სახლში გაგიჟებულ დაუსაქმებელი და ვასკდებით კედლებს.
შენი ჯანაც ესეიგი ყველას ეჭიმება და ცემს არა? biggrin.gif
ლაილაც ეგეთია მაგრამ ერთმა ბოქსიორმა უთმინა უთმინა და ბოლოს მოუტრიალდა და კარგა გემრიელად ჩაატაბურეტა ჩემი ლაილა biggrin.gif იმის მერე უნდა ნახო იმ ბოქსიორს როგორ ეტენება, თუ დიდიხანი არ გვინახია ავიწყდება და გაჭიმვას რო დააპირებს უცებ ახსენდება რო ამისგან გაილახა და ისეთი ტკბილი ხდება დაღვენთილი სანთელივითა biggrin.gif

andro ph
QUOTE
ონებრივ შესაძლებლობებს რაც შეეხება - ერთმანეთზე უარესი უტვინოები არიან ჩემი აზრით. smile.gif

როგორ მინდა რომ არ დაგეთანხმო, მაგრამ სიმართლეს ვერ გაექცევი biggrin.gif
lemona
QUOTE
გერმანული ნაგაზის აგებულება მაგრად მომწონს, განსაკუთრებით თავ-პირი. მოკლედ გერმანულის აყვანა მინდოდა, უბრალოდ ამ გენეტიკურმა დაავადებებმა დამაფიქრა.

მე 2 მყავდა ორივე HD დიაგნოზიანი, თავიდანვე თუ დაიჭერ თადარიგს დიდი შანსია სიბერემდე არ გამოვლინდეს არტროზი.
ასევე დედის, მამის და ბებიების ჯანმრთელობა უნდა იცოდე, თუ მათ არ ჰქონდათ დისპლაზია დიდია შანსი ლეკვსაც არ აღმოაჩნდეს.

მალინუას და გერმანულის ნაჯვარი გამოდის უფრო გერმანულის გარეგნობით და სახეზე მკვეთრი შავი "მასკი" მალინუასნაირი. მაგრამ რთული მოსავლელები არიან, მალინუა საოცარი მუშა ძაღლია და ასევე გერმანულიც, ამას ემატება მალინუას ენერგიულობა და მუშაობის სურვილი და გამოდის ძაღლი რომელსაც უნდა სულ რაღაცა აკეთოს და პატრონი თუ გამოუცდელია ვერ ეგუება ესეთ აქტიურს. მარტო სუფთა მალინუა არის ძალიან რთულად ასატანი biggrin.gif ანდროსნაირებს არ ვგულისხმობ რათქმაუნდა biggrin.gif

Posted by: lemona 19 Jun 2013, 21:50
*satin
QUOTE
მალინუას და გერმანულის ნაჯვარი გამოდის უფრო გერმანულის გარეგნობით და სახეზე მკვეთრი შავი "მასკი" მალინუასნაირი. 

ჩემი ოცნების ძაღლია ფაქტიურად რა. აგებულებით biggrin.gif

QUOTE
საოცარი მუშა ძაღლია და ასევე გერმანულიც, ამას ემატება მალინუას ენერგიულობა და მუშაობის სურვილი და გამოდის ძაღლი რომელსაც უნდა სულ რაღაცა აკეთოს

ხოო დავავლებ ხელს და ვატარებ ქსპედიციებში ტყე-ღრეში (თან შეეძლება ციყვებს სდიოს, თუ მგელი არ გამოუვარდა და არ "ჩაატაბურეტა" . . biggrin.gif ). . . არა, მესმის რომ ასე მარტივად არაა საქმე.

QUOTE
ასევე დედის, მამის  და ბებიების ჯანმრთელობა უნდა იცოდე, თუ მათ არ ჰქონდათ დისპლაზია დიდია შანსი ლეკვსაც არ აღმოაჩნდეს.

რაც საქართველოში ყიდვის შემთხვევაში, ალბათ პრაქტიკულად შეუძლებელია . . .sad.gif
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

აგერ ამოვქექე რაღაც ფორუმზე ფოტოები. კი მიხვდებით რომლებია მალინუა გერმანულის მიქსი. smile.gif

Posted by: andro ph 19 Jun 2013, 21:52
QUOTE (*satin @ 19 Jun 2013, 21:18 )
მარტო სუფთა მალინუა არის ძალიან რთულად ასატანი biggrin.gif ანდროსნაირებს არ ვგულისხმობ რათქმაუნდა biggrin.gif

სხვა, ნორმალური ძაღლებისთვის მე ვარ რთული ასატანი და ვართ ასე გარიყულები მე და მალინუა - ცივილიზაციისგან biggrin.gif

QUOTE
როგორ მინდა რომ არ დაგეთანხმო, მაგრამ სიმართლეს ვერ გაექცევი


აი სამაგიეროდ ჭკვიანი ძაღლები მაწიწკნიან ნერვებს.............. ატანა არ მაქვს lol.gif

Posted by: *satin 19 Jun 2013, 22:19
andro ph
აქ ყავს ერთ ქალს მალინუა ძუ და Beauceron ( ქართულად როგორ გამოითქმევა არ ვიცი biggrin.gif) ხვადი. ატანა არ მაქვს მაგ ქალის biggrin.gif თუ დავინახე სადმე ძალიან შორიდან ვუვლი. ისე ღრიალებს გულს მიხეთქავს სულ biggrin.gif და დღეს შემხვდა ისეთ ადგილას ვერსად ვერ გადავუხვევდი. სხვა რა გზა მქონდა, მოვიკრიფე ძალები და ჩავუარე გვერდით. ლამის კბილებით ეჭირა ორივე ისე იქაჩებოდნენ. გავცდი რამოდენიმე მეტრი და უცებ ისეთი დაიღრიალა იქვე მოვკვდი მგონი biggrin.gif მეთქი ვსო გაეშვა და ჩვენსკენ მორბიან. გამოვტრიალდი , უკვე ფაქტიურად მკვდარი biggrin.gif არ გინდა წინ გადაუდგე ამ ორ ერთმანეთზე უარესს, და ვხედავ თავისთვის მიდიან ამ ქალის წინ, რა უნდოდა რატო უღრიალებდა ესე ვერ გავიგე. ზოგი ძალიან არანორმალურის. მერე კი ვფიქრობდი ეხლა ლაილაზე რო წამოსულიყვნენ რა უნდა მექნათქო , ხეც კი არსად იყო რო ავმძვრალიყავი biggrin.gif

ეს ეხლა პროსტო ისე მოვყევი რახან დღეს შემხვდნენ, უშნოდ არ გამიგო რამე biggrin.gif

lemona
QUOTE
ხოო დავავლებ ხელს და ვატარებ ქსპედიციებში ტყე-ღრეში (თან შეეძლება ციყვებს სდიოს, თუ მგელი არ გამოუვარდა და არ "ჩაატაბურეტა" . . biggrin.gif ). . . არა, მესმის რომ ასე მარტივად არაა საქმე.

მე რამდენადაც ვიცი მალინუას ეს მარტო არ ეყოფა. აი ანდროსაც კითხე გამოცდილია. მე ვინც ვიცი მალის პატრონები დაცვაში ავარჯიშებენ, მანტრაილინგში, აჯილითი და რავიცი რა არა კიდე რომ კარგად დაიტვირთონ გონებრივადაც.
გერმანული მითუმეტეს შოუხაზის უფრო ნაკლებით კმაყოფილდება და ის რო დიდ მანძილებზე იაროს შენთან ერთად და დაგიცვას, ეგეც საქმეა უკვე მაგისთვის.
ლაილასთან ერთად რო დავდივარ შიგადაშიგ ვაკეთებინებ ვარჯიშებს და აბსოლიტურად კმაყოფილია ამითიც. დისპლაზიის გამო სპორტზე ვერ დამყავს და ესე მარტო გონებრივ და მოთმინების გასანვითარებელ რაღაცეებს ვაკეთებინებ. შემდეგ გასეირნებამდე აბსოლიტურად კმაყოფილი თვლემს სახლში და არანაირად არაა შემაწუხებელი.

Posted by: MITIATO 19 Jun 2013, 22:31
*satin
QUOTE
Beauceron ( ქართულად როგორ გამოითქმევა არ ვიცი )


ბოსერონი.

Posted by: andro ph 19 Jun 2013, 22:43
QUOTE (*satin @ 19 Jun 2013, 22:19 )
მე რამდენადაც ვიცი მალინუას ეს მარტო არ ეყოფა. აი ანდროსაც კითხე გამოცდილია.  მე ვინც ვიცი მალის პატრონები  დაცვაში ავარჯიშებენ, მანტრაილინგში, აჯილითი და რავიცი რა არა კიდე რომ კარგად დაიტვირთონ გონებრივადაც.

ნაკლები დატვირთვის პირობებში, გასაფუჭებელი ვერაფერი თუ ვერ ნახა - (მაგ. ვოლიერში), თავისუფლადაა შესაძლებელი, რომ თუნდაც საკუთარი ფეხის ღრღნით დაკავდეს. ჯამი თუ უდგას ვოლიერში, დაიჭერს პირით იმ ჯამს და წრეზე ივლის შეუჩერებლად, განუსაზღვრელი დროით. biggrin.gif

QUOTE
მერე კი ვფიქრობდი ეხლა ლაილაზე რო წამოსულიყვნენ რა უნდა მექნათქო , ხეც კი არსად იყო რო ავმძვრალიყავი


მე მითხრეს, რომ გერმანიაში ძაღლები არ იკბინებიანო......... მომატყუეს? givi.gif

Posted by: *satin 19 Jun 2013, 22:54
andro ph
QUOTE
მე მითხრეს, რომ გერმანიაში ძაღლები არ იკბინებიანო......... მომატყუეს? givi.gif

კი მოგატყუეს მწარედ givi.gif
რატო არ იკბინებიანო? დიკუსიებით არკვევენ ერთმანეთში პრობლემებსო ? biggrin.gif
ნუ საერთოდ აქ უფრო აქცევენ ყურადღებას ძაღლის ლეკვობიდან სოციალიზაციას და ამიტომ იშვიათად რომ სერიოზულად იჩხუბონ. გაწონასწორებული ფსიქიკის ძაღლი თავის რეზერვებს უფრთხილდება და არ წავა სერიოზულ ჩხუბზე. ძუები უფრო სწერვები არიან biggrin.gif ხვადების ჩხუბი უფრო მოჩვენებითია და ზარალი თითქმის არაა აი ძუებმა თუ იცხუბეს სერიოზულად მაშინ მტრისას.

QUOTE
თავისუფლადაა შესაძლებელი, რომ თუნდაც საკუთარი ფეხის ღრღნით დაკავდეს. ჯამი თუ უდგას ვოლიერში, დაიჭერს პირით იმ ჯამს და წრეზე ივლის შეუჩერებლად, განუსაზღვრელი დროით. biggrin.gif

ხო ეგრეა და ეს ძალიან ცუდი ნიშნებია. ა კიდე კუდის დევნა უაზროდ, ან სისხლამდე ლოკვა თათების.

Posted by: andro ph 19 Jun 2013, 23:27

QUOTE
კი მოგატყუეს მწარედ  givi.gif


ჰმ biggrin.gif

QUOTE
რატო არ იკბინებიანო? დიკუსიებით  არკვევენ ერთმანეთში პრობლემებსო ? biggrin.gif

ნწუ - სასამართლოში. biggrin.gif

Posted by: lemona 20 Jun 2013, 10:41
andro ph
QUOTE
თავისუფლადაა შესაძლებელი, რომ თუნდაც საკუთარი ფეხის ღრღნით დაკავდეს

lol.gif lol.gif lol.gif

*satin
ლაილა რამდენი წლისაა?

Posted by: *satin 20 Jun 2013, 11:40
lemona
QUOTE
ლაილა რამდენი წლისაა?

უბედნიერესი სამი წლის და რამოდენიმე თვის, და თვალსა და ხელშუა ჭკვიანდება biggrin.gif აღარ მეგონა თუ ოდესმე ამისგან ძაღლი დადგებოდა, მაგრამ იმედი მომეცა ეს ბოლო თვეები.
მგონი იმასაც მიხვდა რომ ტანით დიდია და ვერ ჩამეტევა მუხლებში biggrin.gif აქამდე ძალიან ცდილობდა და უკვირდა რომ ვერ ეტევა biggrin.gif

აუ დღეს ვნახეთ 2 "კამიკაზე" კურდღელი biggrin.gif ერთი გამოსეირნდა მაღალი ბალახებიდან და ჩამოგვისკუპტა წინ, გვიყურა გვიყურა და მერე წასკუპუნდა ისევ ბალახებში. მეორე უფრო სერიოზულად დეპრესიული პირდაპირ ჩვენსკენ წამოვიდა , ლამის ლაილას დრუნჩთან დაასტოპა biggrin.gif ლაილა დაიძაბა, მე დავიძაბე , კურდღელმა დიდიხანი გვიყურა, ერთი ორი ჰაეროვანი ნახტომიც ჩაატარა ეგება და ეხლა გამომეკიდოსო biggrin.gif მერე გატრიალდა და უკან ნელა და დინჯად წასკუპტა. მოკლედ ან ძალიან ცხელა და კურდღლებმაც გარეკეს ან სახელი აქვს გაფუჭებული ლაილას აქაურ კურდღლებში biggrin.gif

Posted by: blblbl 20 Jun 2013, 11:53
*satin
QUOTE
გონი იმასაც მიხვდა რომ ტანით დიდია და ვერ ჩამეტევა მუხლებში biggrin.gif აქამდე ძალიან ცდილობდა და უკვირდა რომ ვერ ეტევა

ეს ეტყობა მაგათ სტილია,ის ძაღლიც რომ მოგიყევი ცანცარა იყოთქო,მონდომებით ცდილობდა კალთაში ჩამჯდომოდა biggrin.gif
QUOTE

აუ დღეს ვნახეთ 2 "კამიკაზე" კურდღელი

ჩვენ კატები გვყავს მასეთი biggrin.gif

Posted by: Fana 20 Jun 2013, 12:08
ჩემი ძაან აქტიურია მოუსვენრად დარბის ეზოში ხოდა რა მინდა გკითხოთ ოჯახის წევრებს შორის ჩემთან ატარებს უმეტეს დროს. მამაჩემის ეშინია მაგრად biggrin.gif ხოდა მარტო ჩემს ხელებზე და ფეხზე იფხანს კბილებს biggrin.gif სულ დამკაწრა ვერ გადავაჩვიე , არსებობს რამე ხერხი რომ გადავაჩვიო? biggrin.gif 3 თვე დაამთავრა უკვე wink.gif

Posted by: *satin 20 Jun 2013, 12:16
blblbl
QUOTE
ეს ეტყობა მაგათ სტილია,ის ძაღლიც რომ მოგიყევი ცანცარა იყოთქო,მონდომებით ცდილობდა კალთაში ჩამჯდომოდა biggrin.gif

ალბათ ლეკვობისდროს ხშირად ისვავენ კალთაში და მერე ვეღარ ხვდებიან რომ გაიზარდნენ biggrin.gif
QUOTE

ჩვენ კატები გვყავს მასეთი biggrin.gif

ჩვენც biggrin.gif ერთის მეშინია ძალიან, რო გვხედავს კი არ იმალება, იმენა საბრძოლველად ემზადება , კლანჭებს ილესავს და და იფხორება biggrin.gif კატები ძალიან ბოროტები არიან biggrin.gif დღევანდელი კურდღელით მართლა გაოცებული დავრჩი, ისეთი გახარებული მორბოდა ჩვენკენ კაი ძმაკაცს რო დაინახავ და მიეგებები biggrin.gif
* * *
Fana
საღრღნელი სათამაშოები უყიდე და მაგაზე მოიფხანს კბილებს. ისე კი ჯერ ბოლომდე ვერ გადააჩვევ. რამდენი კბენას დაიწყებს გაანებე თავი და დააიგნორე, რო დაწყნარდება მოეფერე, გააფრენს ისევ ისევ გაანებე თავი და არ აყვე თამაშში. ესე ნელნელა მიხვდება რომ არ მოგწონს ეს კბენები და შეგეშვება. ა ხო და დაიწკმუტუნე ხოლმე biggrin.gif როცა გიკბენს რომ მიხვდეს რო გეტკინა , ესე ისწავლის ყბის მოჭერის მოზომვას. ამას წესით ლეკვები 6 კვირიდან სწავლობენ დედასგან და დაძმებთან თამაშის დროს. მაგრამ ჩვენთან 4 კვირიდან მოყავთ ლეკვები და ფაქტიურად პატრონებზე სწავლობენ და ბევრად დიდი დრო სჭირდებათ მიხვდნენ რომ არ შეიძლება კბენა.

Posted by: Fana 20 Jun 2013, 16:06
*satin
გავითვალისწინებ biggrin.gif ისე 2 თვემდე დედასთან იყო ჩემი yes.gif

Posted by: TROJAN 21 Jun 2013, 16:37
კარგი ლეკვი რა ღირს ჩვენთან და სად იყიდება?

სულ შავი მინდა და არის ჩვენტან ეგეთები?

Posted by: edna mamida 21 Jun 2013, 17:02
andro ph
QUOTE
ოფიციალურად მელაკუდა, შინაურულად - მელა

პასპორტშიც ასე უწერია? biggrin.gif
QUOTE
საკმაოდ სწრაფი ტემპით ხდება  გერმანული ნაგაზის ჩანაცვლება მალინუათი

რა უქნეს გერმანულებს ასეთი sad.gif
დისქავერიზე ვუყურებდი გადაცემების სერიას ნიუ იორკელ პოლიციელ ძაღლებზე, ყველა ე.წ. ძველი ტიპისას ჰგავდა, არც ზურგი ჰქონდათ ამოკუზული და არც გავა დაქანებული
ძველი ტიპის ძაღლები ურჩევნიათ პოლიციაში, თუ სწორედ ძველი ტიპია მუშა კლასი?
QUOTE
გონებრივ შესაძლებლობებს რაც შეეხება - ერთმანეთზე უარესი უტვინოები არიან ჩემი აზრით.

lol.gif biggrin.gif

*satin
QUOTE
ჰაი ედნა  რახანია აქ აღარ შემხვედრიხარ. თუმცა არც მე ვიკლავ თავს ხშირი შემოსვლებით.  ეხლა ძალიან გაჭირვებაში ვართ , წყალდიდობა გვქონდა და მთელი მინდვრები რაც წყალმა არ დაფარა გადაგვიკეტეს მოსეირნეებს და ერტიბეწო ადგილი დაგვიტოვეს და იქაც თვალებს გვიბრიალებენ.  ვართ ასე სახლში გაგიჟებულ დაუსაქმებელი და ვასკდებით კედლებს.

sad.gif
QUOTE
შენი ჯანაც ესეიგი ყველას ეჭიმება და ცემს არა?

აუუუუუუუუუ
ყველას ცემს
კოკერებს, კურცხარებს, პოინტერებს დრათხარებს თეთქვავს, დაეტაკება გადააგორებს არ ინდობს, ორი მამალი კანე კორსო ძმაკაცი ჰყავს, იმათაც გაეჭიმა ერთი ორჯერ, უთმენენ ისინი, კიდევ ერთი კორსოა შაჰი, უაზარმაზარი და მრისხანე, სხვა ძაღლებს არიდებს პატრონი, ამას ეთამაშებოდა ყოველთვის, გუშინწინ ეცა ეს დებილკა, იმანაც არ დაუთმო, იჩხუბეს მარა რა იჩხუბეს, შაჰს ყური დაუსისხლიანა ამ წაკლამ, სულ ბოდიშები ვუხადე შაჰსაც და პატრონსაც biggrin.gif
ამასაც მოხვდა ოდნავ, მერე დემონსტრატიულად შორიშორ დადიოდნენ, აიგნეორებდნ ერთმანეთს, ამაყები, ორივე გამარჯვებაში იყო დარწმუნებული
ამ შემთხვევამდე დიდ ძუ გერმანულს ეჩხუბა, არ შეეპუა, ჩასაფრებული დავსდევ რაიმე რომ არ იკადროს facepalm.gif
QUOTE
ლაილაც ეგეთია მაგრამ ერთმა ბოქსიორმა უთმინა უთმინა და ბოლოს მოუტრიალდა და კარგა გემრიელად ჩაატაბურეტა ჩემი ლაილა   იმის მერე უნდა ნახო იმ ბოქსიორს როგორ ეტენება, თუ დიდიხანი არ გვინახია ავიწყდება და გაჭიმვას რო დააპირებს უცებ ახსენდება რო ამისგან გაილახა და ისეთი ტკბილი ხდება დაღვენთილი სანთელივით

lol.gif აფერისტკა
andro ph
QUOTE
აი სამაგიეროდ ჭკვიანი ძაღლები მაწიწკნიან ნერვებს..............

გერმანული თუ დურაკია, (არადა სამი ყველაზე ჭკვიანი ძაღლის ჯიშია ბორდეკოლი, გერმანული და პუდელი-ო)
მაშინ ჭკვიანი ვინღაა? biggrin.gif
QUOTE
ნაკლები დატვირთვის პირობებში, გასაფუჭებელი ვერაფერი თუ ვერ ნახა - (მაგ. ვოლიერში), თავისუფლადაა შესაძლებელი, რომ თუნდაც საკუთარი ფეხის ღრღნით დაკავდეს

facepalm.gif
*satin
QUOTE
ძუები უფრო სწერვები არიან  ხვადების ჩხუბი უფრო მოჩვენებითია და ზარალი თითქმის არაა აი ძუებმა თუ იცხუბეს სერიოზულად მაშინ მტრისას.

კიდევ კარგი სულ ხვადები ახვევია, ან მშიშარა ძუები
blblbl
QUOTE
QUOTE
აუ დღეს ვნახეთ 2 "კამიკაზე" კურდღელი

ჩვენ კატები გვყავს მასეთი

ჩვენც, ჯენი ნადირობს მაგათზე, რა ახვრებია ყველა, მანქანის ქვეშ ძვრებიან დემონსტრატიულად და ელიან როდის შეჰყოფს ეს შტერი თავს

Posted by: lemona 21 Jun 2013, 17:18
QUOTE
გერმანული თუ დურაკია, (არადა სამი ყველაზე ჭკვიანი ძაღლის ჯიშია ბორდეკოლი, გერმანული და პუდელი-ო)
მაშინ ჭკვიანი ვინღაა?

andro ph
ეგ კითხვა მეც გამიჩნდა ისე smile.gif

Posted by: blblbl 21 Jun 2013, 17:26
edna mamida
QUOTE
მანქანის ქვეშ ძვრებიან დემონსტრატიულად და ელიან როდის შეჰყოფს ეს შტერი თავს

ესენი არც კი ინძრევიან,ან გვისაფრდებიან და თავზე აცხრებიან biggrin.gif

Posted by: andro ph 22 Jun 2013, 03:29
QUOTE
პასპორტშიც ასე უწერია? biggrin.gif


არ აქვს პასპორტი biggrin.gif

QUOTE
რა უქნეს გერმანულებს ასეთი sad.gif
დისქავერიზე ვუყურებდი გადაცემების სერიას  ნიუ იორკელ პოლიციელ ძაღლებზე, ყველა ე.წ. ძველი ტიპისას ჰგავდა,  არც ზურგი ჰქონდათ ამოკუზული და არც გავა  დაქანებული
ძველი  ტიპის ძაღლები  ურჩევნიათ პოლიციაში, თუ სწორედ ძველი ტიპია  მუშა კლასი?


კი, მუშა მიმართულების გერმანულები, აგებულებით ძველი ტიპის გერმანულ ნაგაზებს გვანან...

QUOTE
გერმანული თუ დურაკია, (არადა  სამი ყველაზე ჭკვიანი ძაღლის ჯიშია ბორდეკოლი, გერმანული და პუდელი-ო)
მაშინ ჭკვიანი ვინღაა? biggrin.gif


ჭკვიანი ის ჯიშია (ძაღლია), რომელიც პატრონის დაკრულზე არ დადის და (უკაცრავად და) სულ ფეხებზე ჰკიდია პატრონის ბრძანებები. biggrin.gif


Posted by: 098 22 Jun 2013, 07:24
QUOTE (andro ph @ 25 May 2013, 17:25 )
QUOTE (Tanamdebobis Cxviri @ 25 May 2013, 13:50 )
andro ph
ვიზუალური სიმპატია ხომ გაქვს, ვთქვათ რაღაც რაოდენობიდან 10 მა შეასრულა ერთნაირი ხარისხით და ერთნაირ
დროში დავალება ამ 10 დან ერთ ერთზე არ იტყოდი რა კარგია როგორც შედეგებით ისე ფიზიკურადო? smile.gif


თავისთავად. smile.gif
ერთნაირად მაღალ დონეზე თუ შეასრულებენ, მაგ შემთხვევაში თანამედროვე ტიპის გარეგნობას მივანიჭებდი უპირატესობას.......

თუმცა ანატომიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ძველი ტიპის ძაღლს უფრო მეტი პოტენციალი უნდა ჰქონდეს წესით და თანამდეროვე ტიპის დონეზე მუშაობას, ვერ მივიჩნევ მის მაღალი დონის მუშაობად . biggrin.gif

http://pix.ge/

პ.ს მიყვარს ეგზოტიკური გარეგნობის ძაღლები smile.gif))))))


რა ლამაზი ძაღლია... love.gif love.gif chups.gif (ეს მიყვარს, ბოქსიორი, რიზენ შნაუცერი, დობერმან პინჩერი და როტვეილერი... ასეთი განსხვავებულები და ყველა გერმანულები love.gif )

რა ჯიშის დამახინჯებაზე საუბრობთ ვერ გამიგია...

Posted by: playstation 22 Jun 2013, 09:58
კბენაზე თუ მიდგა სქმე ამასი არამგონია ჩემსას ვინმე შეედაროს
მოკლედ ასეტი ტიპია

აგრესორია ნამეტანი
ადამიანების და სტუმრების მიმართ ნამეტანი თბილია
მიდის ეხუტება ეფრება

მაგრამ ცხოველების და სხვა ძარლების მიმართ რაღაცნაირია
დაინახავს თუ არა აიქოჩრება ხერხემლის გასწვრის ბეწვები ყალყზე უდგება
აგრესიული ხდება და იწევს რაც ძალა აქვს
ჯერ 6 თვის არც არის და ძლივს ვაკავებ
დაკავების დროს არ ერიდება და ერთი ორს მეც შემომიკბენს ხოლმე ხელებზე

მოკლედ უცნაურად აგრესიულია
მაგრამ იქნებ ჯერ პატარა როა მაგიტომ ცანცარაა და ჭკუა არ აქვს

ხო კიდე გამოხედავ აქვს რაღAცნაირი დაიბუთქუნებს ხოლმე სახეს და იყურება
მაგრა უხდება მუქი ფერები

ხო კიდე ჩახუტება უყვარს ძალიან მოდის და გეხუტება
მერე ცოტა ხანში იწყებს კბენას smile.gif
ხელები სულ დაღეჟილი მაქვს
დავდებ ცოტა ხანში სურათებს

Posted by: lemona 22 Jun 2013, 12:09
andro ph
QUOTE
ჭკვიანი ის ჯიშია (ძაღლია), რომელიც პატრონის დაკრულზე არ დადის და (უკაცრავად და) სულ ფეხებზე ჰკიდია პატრონის ბრძანებები.

მაგ ლოგიკით კატა ყველაზე ჭკვიანი ძაღლია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


Tanamdebobis Cxviri
ნუ ეგ ყველაფერი გემოვნების საკითხია, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით. შეიძლება ამ ძაღლებს (კოლი, გერმანული, მალინუა და ა.შ) კარგად გამოსდით ათვისება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ველურ ბუნებაში მოხვედრილი ეს ჯიშები ვინმეზე ნაკლებად გადარჩებიან. ისე მარტივად გაველურდებიან სულ რამდენიმე კვირაში, რომ მგლისგან ვერ გაარჩევთ ქცევით.

რაც შეეხება იმ ძაღლებს რომლებიც თავისთავად ვითარდებოდნენ, ეგეთი არის დინგო, სხვა არ მახსენდება. smile.gif ნუ დინგო კი მევასება გადააშენა ავსტრალიაში უამრავი სახეობა იმდენად წარმატებული მონადირეა. smile.gif

მაგრამ იგივე შედეგს ნებისმიერი ზემოთჩამოთვლილი ძაღლი მიაღწევდა ჩემი აზრით smile.gif

Posted by: Tanamdebobis Cxviri 22 Jun 2013, 12:09
გერმანული ნაგაზი არის ზუბრიაჩკა ძაღლი , იზეპირებს ბრძანებებს და დავალებებს, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება მეტნაკლებად უჭირს.
ჭკვიანია ძაღლი რომელიც აზროვნებს დამოუკიდებლად იმისდა მიუხედავად გაწვრთნილია თუარა, ასეთები კი ის ჯიშებია რომელთაც ადამიანის ხელი არ აქვს ნაფათურები
მათ გამოყვანა დახვეწა დამახინჯებაში დიდად, შეიქმნა ან გაჩნდა ერთი საქმისთვის და არსებობს უბრალოდ, მათ შეურყვნელი ხასიათი აქვთ, პირადად მე ესეთ ჯიშებს
ვცემ პატივს.

Posted by: MITIATO 22 Jun 2013, 12:25
lemona
QUOTE
რაც შეეხება იმ ძაღლებს რომლებიც თავისთავად ვითარდებოდნენ, ეგეთი არის დინგო, სხვა არ მახსენდება.


ეგეთ ძაღლებს პრიმიტიულ ძაღლებს ეძახიან.
FCI-ს ცალკე ქვეჯგუფში ყავს.
ბასენჯი, ქანაანური ძაღლი, ფარაონის ძაღლი, ტაი რიჯბექი და ა.შ.
ყველა ძალიან თავისებური ძაღლია. თავისი ინდივიდუალური ხასიათით.


Posted by: edna mamida 22 Jun 2013, 12:40
andro ph
QUOTE
ჭკვიანი ის ჯიშია (ძაღლია), რომელიც პატრონის დაკრულზე არ დადის და (უკაცრავად და) სულ ფეხებზე ჰკიდია პატრონის ბრძანებები

ორი გენიოსი მყოლია სახლში, ჰკიდიათ კი არა, აქეთ გაგვწვრთნეს ოჯახი
სახლში რას აკეთებენ იქით იყოს
იპოდრომზე, აიღებს ჯანიკო ჯოხს, დაცუნცულებს აქეთ იქით, ცოცხალი თავით არ მაძლევს, როცა მოეპრიანება დააგდებს, წაარტყავს ცხვირს და მიყურებს, აიღე რას ელოდები და გადააგდეო, მეც ვასრულებ ბეჯითად biggrin.gif
QUOTE
კი, მუშა მიმართულების გერმანულები, აგებულებით ძველი ტიპის გერმანულ ნაგაზებს გვანან...

აჰაა
ანუ სწორია ვთქვათ მუშა და შოუ კლასი
და არა ძველი და ახალი ტიპი
მგონი საკმაოდ დიდი სხვაობაა მუშა და შოუ კლასში არა?
QUOTE
არ აქვს პასპორტი

biggrin.gif
ჯანასაც მარტო ლეკვის და სამედიცინო აქვს
მელა თუ ფოქსი?
იპოდრომზე მეტისი გავიცანით ლაბრის კურცხაარის და კიდევ რაღაცის , მაგარი ტიპია, ტრიფი ჰქვია, ტრიფონი! biggrin.gif

playstation
QUOTE
დაკავების დროს არ ერიდება და ერთი ორს მეც შემომიკბენს ხოლმე ხელებზე

ოჰო
QUOTE
ხო კიდე ჩახუტება უყვარს ძალიან მოდის და გეხუტებამერე ცოტა ხანში იწყებს კბენას

მავნე ეგ

MITIATO
QUOTE
ფარაონის ძაღლი

ოოოოო love.gif
QUOTE
ბასენჯი

ძალიან საყვარელია გარეგნულად
QUOTE
ტაი რიჯბექი

რიჯბეკისგან რითი განსხვავდება გარეგნობის გარდა?

Posted by: MITIATO 22 Jun 2013, 13:06
edna mamida
QUOTE
რიჯბეკისგან რითი განსხვავდება გარეგნობის გარდა?


ხასიათით, დანიშნულებით...
მოკლედ, საერთოდ სხვა ტიპია თავიდან ბოლომდე.
როგორც ამბობენ, ტაი რიჯბექს სრულყოფილი ბუნებრივი ინსტიქტები და ძალიან რთული და ორგანიზებული მოქმედებები აქვთ. არასდროს ემორჩილება თვალდახუჭული ადამიანს და მის გარეშეც მშვენივრად შეუძლია სწორი გადაწყვეტილებების მიღება.
ჰო, კიდევ ტაი რიჯბექის პატრონი ყოველთვის იგრძნობს თავს იმ დამიანად, რომელმაც მგელი მოაშინაურაო.

საოცრად ლამაზები არიან ცისფერი და ირმისფერი ძაღლები.
ფასიც კარგი აქვთ. biggrin.gif

P.S. უკაცრავად, ოფტოპიკისთვის. user.gif

Posted by: edna mamida 22 Jun 2013, 13:39
MITIATO
QUOTE
როგორც ამბობენ, ტაი რიჯბექს სრულყოფილი ბუნებრივი ინსტიქტები და ძალიან რთული და ორგანიზებული მოქმედებები აქვთ. არასდროს ემორჩილება თვალდახუჭული ადამიანს და მის გარეშეც მშვენივრად შეუძლია სწორი გადაწყვეტილებების მიღება.

კარგია
ძალიან არ მიყვარს როცა ადამიანები რობოტად, ავტომატად აქცევენ ძაღლს, ისეთ მდგომერეობამდე მიჰყავთ როცა ადამიანის ან ნებისმიერი არსების მოკვლაც კი შეუძლია ძაღლს ბრძანების შემდეგ, არ მესმის ასეთი წვრთნის, არ მიყვარს
QUOTE
ჰო, კიდევ ტაი რიჯბექის პატრონი ყოველთვის იგრძნობს თავს იმ დამიანად, რომელმაც მგელი მოაშინაურაო.

ქულ
QUOTE
საოცრად ლამაზები არიან ცისფერი და ირმისფერი ძაღლები.

კი, ზურგი კი ჰქონიათ რიჯბეკივით აჯაგრული, თავი ოდნავ სტაფისას მიუგავთ, თუ მეჩვენება ?
QUOTE
P.S. უკაცრავად,  ოფტოპიკისთვის

მშვენიერი ოფია

Posted by: Tanamdebobis Cxviri 22 Jun 2013, 13:44
lemona
QUOTE
მაგ ლოგიკით კატა ყველაზე ჭკვიანი ძაღლია

კატა ადამიანისთვის ზედგამოჭრილია smile.gif ძაღლი ზედმეტია biggrin.gif
QUOTE
შეიძლება ამ ძაღლებს (კოლი, გერმანული, მალინუა და ა.შ) კარგად გამოსდით ათვისება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ველურ ბუნებაში მოხვედრილი ეს ჯიშები ვინმეზე ნაკლებად გადარჩებიან.

არიან ჯიშები რომლებიც სხვა ჯიშებს ჩამორჩებიან ველურ ბუნებაში თვითგადარჩენის დროის ხანგრძლივობით smile.gif

Posted by: *satin 22 Jun 2013, 14:06
Tanamdebobis Cxviri
QUOTE
გერმანული ნაგაზი არის ზუბრიაჩკა ძაღლი , იზეპირებს ბრძანებებს და დავალებებს, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება მეტნაკლებად უჭირს

გერმანული ნაგაზი გამოყვანილია იმისთვის რომ ადამიანთან ერთად იმუშაოს, აქვს will to please და ამისდა მიუხედავად ( გაზრდა აღზრდის მიხედვით) შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება.

QUOTE
ჭკვიანია ძაღლი რომელიც აზროვნებს დამოუკიდებლად იმისდა მიუხედავად გაწვრთნილია თუარა, ასეთები კი ის ჯიშებია რომელთაც ადამიანის ხელი არ აქვს ნაფათურები
მათ გამოყვანა დახვეწა დამახინჯებაში დიდად, შეიქმნა ან გაჩნდა ერთი საქმისთვის და არსებობს უბრალოდ, მათ შეურყვნელი ხასიათი აქვთ, პირადად მე ესეთ ჯიშებს
ვცემ პატივს.

ეს ჯიშები მაგალითად მთის ძაღლები, მწყემსი ძაღლები მოაშენეს და სელექციით მიიყვანეს ზუსტად მაქამდე რომ დამოუკიდებელი იყოს. ეს ჯიშები ემორჩილებიან პატრონის ბრძანებას იმ შემთხვევაში თუ თვლიან რომ პატრონი ამჯერად სწორია biggrin.gif ამიტომაც არ არიან ბევრგზის გამოსადეგი ძაღლები. მისი ერთადერთი დანიშნულებაა ცხვარი მწყემსოს, ფარას მგელი არ მიაკაროს, ქურდი არ მიაკაროს. მაგრამ ვერასოდეს დაგეხმარება გარეკო ცხვარი, მისცეს სწორი გეზი რასაც მაგალითად ავსტრალიური შეპარდი გააკეთებს რომელსაც ასევე დიდი რაოდენობით will to please აქვს.
მე არ მიყვარს დამოუკიდებელი ძაღლები, უფრო სწორედ ყველა ძაღლი მიყვარს, მაგრამ ყოველდღიური ცხოვრებისთვის ჩემს თვალში აბსოლიტურად გამოუსადეგარი ძაღლია biggrin.gif ანუ როგორც კომპანიონი და მეგობარი სპორტში. თორე ჯაჭვზე გამოსაბმელი კავკასიურებით გაივსო თბილისის 20 კვადრატიანი ეზოები.

edna mamida
QUOTE
ძალიან არ მიყვარს როცა ადამიანები რობოტად, ავტომატად აქცევენ ძაღლს, ისეთ მდგომერეობამდე მიჰყავთ როცა ადამიანის ან ნებისმიერი არსების მოკვლაც კი შეუძლია ძაღლს ბრძანების შემდეგ, არ მესმის ასეთი წვრთნის, არ მიყვარს

გარობოტება საშინელებაა, ფაქტიურად აბსოლიტურად უკლავ თავის მეობას და ხასიათს.
მაგრამ სწორი მიმართულებით თუ გაწვრთნი, როდესაც იცის როდის მუშაობს და როდის ისვენებს, არაფერი ჯობს კარგად გაწვრთნილ ძაღლს.
ძაღლებზე კარგი დამხმარე მე არ ვიცი თუ შეუქმნია ადამიანს რაიმე. მუშაობის დროს ზუსტად რომ რობოტად უნდა გადაიქცეს, და ამ დროს არც სხვა ძაღლი უნდა აინტერესებდეს, არც ადამიანი, არც თამაში და საჭმელი. ეგრე რომ არ იყოს, მეძებარი დაკარგული ადამიანის კვალის ნაცვლად გაყვება კურდღლის კვალს ან კალბასიანი პარკით ბაზრიდან მომავლას biggrin.gif გადამრჩენი ნანგრევებში ჯოხს იპოვნის და თამაშ დაიწყებს ან იმის მაგივრად რომ ადამიანი იპოვნოს მაცივარს იპოვნის საჭმელით სავსეს. ნარკოტიკის მაგივრად ბურთს და ა.შ. ანუ მუშა ძაღლები რაღაც დონმედე რობოტივით უნდა იყოს რომ ადამიანის დახმარება შესძლოს. დამცველმა თუ საჭიროა უნდა მოკლას თავდამსხმელი რომ შენ გადაგარჩინოს.

QUOTE
ორი გენიოსი მყოლია სახლში, ჰკიდიათ კი არა, აქეთ გაგვწვრთნეს ოჯახი
სახლში რას აკეთებენ იქით იყოს
იპოდრომზე, აიღებს ჯანიკო ჯოხს, დაცუნცულებს აქეთ იქით, ცოცხალი თავით არ მაძლევს, როცა მოეპრიანება დააგდებს, წაარტყავს ცხვირს და მიყურებს, აიღე რას ელოდები და გადააგდეო, მეც ვასრულებ ბეჯითად biggrin.gif

აჰა ბატონო, ვინ თქვა გერმანულს თავისი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიაო biggrin.gif თუ არ ამუშავე თვითონ პოულობენ საქმეს და პატრონების გაწვრთნას იწყებენ biggrin.gif

Posted by: jangulashvili 22 Jun 2013, 14:44
აუ თვე და სამი კვირის არის ჩემი ლეკვი და დღეში ოთხჯერ ვაჭმევ,თითო ჭამაზე პატარა ყავის ჭიქით,ხოდა ცოტა ხომ არ არის? დაინახა სადაც მიდევს თავის საჭმელი და ეს ბოლო დღეებია ნახევარ დღეს იმ ოთახის კარებთან ატარებს წკმუტუნით და თან თავის ჯამთან მიდისხოლმე ეგრევე იმ ოთახიდან თუ ვინმე გამოსული დაინახა :დ ხოდა საჭმელი არ ყოფნის თუ ესეც ჩვენ გაწვრთნას იწყებს და გვატყუებს რო ვაჭამოთ? :დ :დ

Posted by: andro ph 22 Jun 2013, 15:27
lemona
QUOTE
მაგ ლოგიკით კატა ყველაზე ჭკვიანი ძაღლია 

ეგრე გამოდის biggrin.gif
edna mamida
QUOTE
ორი გენიოსი მყოლია სახლში, ჰკიდიათ კი არა, აქეთ გაგვწვრთნეს ოჯახი
სახლში რას აკეთებენ იქით იყოს
იპოდრომზე, აიღებს ჯანიკო ჯოხს, დაცუნცულებს აქეთ იქით, ცოცხალი თავით არ მაძლევს, როცა მოეპრიანება დააგდებს, წაარტყავს ცხვირს და მიყურებს, აიღე რას ელოდები და გადააგდეო, მეც ვასრულებ ბეჯითად

აი ეგ არის ნამდვილი სიჭკვიანე და არა ის, როდესაც მუდმივად გაშტერებული შემოგცქერის და თვალებით გეხვეწება რამე დამავალეო gigi.gif
QUOTE
მელა თუ ფოქსი?

მელა smile.gif))

Posted by: edna mamida 22 Jun 2013, 16:23
*satin
QUOTE
მე არ მიყვარს დამოუკიდებელი ძაღლები, უფრო სწორედ ყველა ძაღლი მიყვარს, მაგრამ ყოველდღიური ცხოვრებისთვის ჩემს თვალში აბსოლიტურად გამოუსადეგარი ძაღლი

სად ჯობია ასეთი ძაღლის ყოლა?
ბინაში ცოდოა, ქალაქგარეთ ბუნებასთან ახლოს ალბათ არა?
QUOTE
გარობოტება საშინელებაა, ფაქტიურად აბსოლიტურად უკლავ თავის მეობას და ხასიათს.

ძალიან არ მიყვარს ამას რომ აკეთებენ
QUOTE
მაგრამ სწორი მიმართულებით თუ გაწვრთნი, როდესაც იცის როდის მუშაობს და როდის ისვენებს, არაფერი ჯობს კარგად გაწვრთნილ ძაღლს.

yes.gif
QUOTE
ძაღლებზე კარგი დამხმარე მე არ ვიცი თუ შეუქმნია ადამიანს რაიმე. მუშაობის დროს ზუსტად რომ რობოტად უნდა გადაიქცეს, და ამ დროს არც სხვა ძაღლი უნდა აინტერესებდეს, არც ადამიანი, არც თამაში და საჭმელი

ეგ წრთვნის გარეშეც ხდება მგონი, როცა ძაღლს აინტერესებს და მოსწონს რასაც აკეთებს ისედაც კარგავს ინტერესს ყველაფრისადმი
QUOTE
ეგრე რომ არ იყოს, მეძებარი დაკარგული ადამიანის კვალის ნაცვლად გაყვება კურდღლის კვალს ან კალბასიანი პარკით ბაზრიდან მომავლას  გადამრჩენი ნანგრევებში ჯოხს იპოვნის და თამაშ დაიწყებს ან  იმის მაგივრად რომ ადამიანი იპოვნოს მაცივარს იპოვნის საჭმელით სავსეს.  ნარკოტიკის მაგივრად ბურთს და ა.შ.  ანუ მუშა ძაღლები რაღაც დონმედე რობოტივით უნდა იყოს რომ ადამიანის დახმარება შესძლოს. დამცველმა თუ საჭიროა უნდა მოკლას თავდამსხმელი რომ შენ გადაგარჩინოს.

მწვრთნელის მოვალეობაა სწორად აუხსნან რა სამუშაოს შესრულებას ითხოვენ ძაღლისგან, ოღონდ ამ სამუშაოს შესრულება ცხოველის ფსიქიკის დამახინჯების გარეშე უნდა ხდებოდეს არა?
QUOTE
აჰა ბატონო, ვინ თქვა გერმანულს თავისი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიაო    თუ არ ამუშავე თვითონ პოულობენ საქმეს და პატრონების გაწვრთნას იწყებენ

სახლში რას აკეთებენ არ ვიტყვი, სულ წაგიხდებათ ჩვენზე წარმოდგენა biggrin.gif

andro ph
QUOTE
ეგრე გამოდის

ვერ შეეკამათები
QUOTE
აი ეგ არის ნამდვილი სიჭკვიანე და არა ის, როდესაც მუდმივად გაშტერებული შემოგცქერის და თვალებით გეხვეწება რამე დამავალეო

biggrin.gif
QUOTE
მელა

დადე რა კიდე მისი სურათEბი, ძალიან მომწონს მალინუას აღნაგობა, მიტატომ ახსენა ფარაონის ძაღლი, ტაი რიბეკი ...მსგავსი ხმელი, სხარტი ძაღლები მიყვარს
love.gif

ჩემი ჯენი მუშა კლასისაა გამოდის, მისი ფრონწკი მეორე ნახევარი შოუ კლასის, მაგათი ნაგრამი რაღაა, უფრო მუშა კლასის?

Posted by: andro ph 22 Jun 2013, 16:57
QUOTE
დადე რა კიდე მისი სურათEბი, ძალიან მომწონს მალინუას აღნაგობა, მიტატომ ახსენა ფარაონის ძაღლი, ტაი რიბეკი ...მსგავსი ხმელი, სხარტი ძაღლები მიყვარს
love.gif


სანამ მელას ახალ ფოტოებს გადავუღებ, მანამდე მამამისის ვიდეოს დავდებ smile.gif)))))))) ცოტა ფორმიდანაა ამოვარდნილი smile.gif

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=vUVoKBtgYY8

QUOTE
ჩემი ჯენი მუშა კლასისაა გამოდის, მისი ფრონწკი მეორე ნახევარი შოუ კლასის, მაგათი ნაგრამი რაღაა,  უფრო მუშა კლასის?


მუშა კლასის ძაღლი, გარდა ექსტერიერისა, მუშა თვისებებითაც გამოირჩევა შოუ ძაღლებისგან.... ამიტომაც ძნელია, მხოლოდ გარეგნობის მიხედვით მივანიჭოთ რომელიმე ძაღლს სტატუსი "მუშა"

Posted by: Tanamdebobis Cxviri 22 Jun 2013, 19:16
*satin
QUOTE
გერმანული ნაგაზი გამოყვანილია იმისთვის რომ ადამიანთან ერთად იმუშაოს,

სიახლე თქვი ხომიცი smile.gif
QUOTE
გაზრდა აღზრდის მიხედვით) შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება.

ნაკლებათ სხვა ჯიშებთან შედარებით, არ გამოირჩევა როგორც დამოუკიდებლად მოაზროვნე ჯიში.
QUOTE
ეს ჯიშები მაგალითად მთის ძაღლები, მწყემსი ძაღლები მოაშენეს და სელექციით მიიყვანეს ზუსტად მაქამდე რომ დამოუკიდებელი იყოს. ეს ჯიშები ემორჩილებიან პატრონის ბრძანებას იმ შემთხვევაში თუ თვლიან რომ პატრონი ამჯერად სწორია  ამიტომაც არ არიან ბევრგზის გამოსადეგი ძაღლები. მისი ერთადერთი დანიშნულებაა ცხვარი მწყემსოს, ფარას მგელი არ მიაკაროს, ქურდი არ მიაკაროს. მაგრამ ვერასოდეს დაგეხმარება გარეკო ცხვარი, მისცეს სწორი გეზი რასაც მაგალითად ავსტრალიური შეპარდი გააკეთებს რომელსაც ასევე დიდი რაოდენობით will to please აქვს.
მე არ მიყვარს დამოუკიდებელი ძაღლები, უფრო სწორედ ყველა ძაღლი მიყვარს, მაგრამ ყოველდღიური ცხოვრებისთვის ჩემს თვალში აბსოლიტურად გამოუსადეგარი ძაღლია  ანუ როგორც კომპანიონი და მეგობარი სპორტში. თორე ჯაჭვზე გამოსაბმელი კავკასიურებით გაივსო თბილისის 20 კვადრატიანი ეზოები.

ცდები აქ
ამბობ მაგალითადო და მაგალითად რაც მოგყავს იმით წყვიტავ შედეგს, ანუ ეგ მწყემსი არის ერთერთი ხომ, სხვაც განიხილე აბა smile.gif
QUOTE
მე არ მიყვარს დამოუკიდებელი ძაღლები, უფრო სწორედ ყველა ძაღლი მიყვარს, მაგრამ ყოველდღიური ცხოვრებისთვის ჩემს თვალში აბსოლიტურად გამოუსადეგარი ძაღლია  ანუ როგორც კომპანიონი და მეგობარი სპორტში.

არსებობენ ჯიშები რომლებიც დამოუკიდებლად აზროვნებენ, გამოიყენებენ კომპანიონებად, სპორტში , სალაშქროდ ,სამაშველოდ და დაცვაშიც. ასე რომ მოგიწევს იკითხო მეტი გაეცნო სხვა ჯიშებსაც და შეიყვარო smile.gif

Posted by: edna mamida 22 Jun 2013, 19:33
andro ph
QUOTE
სანამ მელას ახალ ფოტოებს გადავუღებ, მანამდე მამამისის ვიდეოს დავდებ )))))))) ცოტა ფორმიდანაა ამოვარდნილი

up.gif up.gif up.gif
ისარივით გაიჭრა რგოლში, ბოლოს საჩუქარი იყო?

აქაური არაა ჰო მამიკო?
QUOTE
მუშა კლასის ძაღლი, გარდა ექსტერიერისა, მუშა თვისებებითაც გამოირჩევა შოუ ძაღლებისგან.... ამიტომაც ძნელია, მხოლოდ გარეგნობის მიხედვით მივანიჭოთ რომელიმე ძაღლს სტატუსი "მუშა"

გასაგებია

Posted by: andro ph 22 Jun 2013, 19:38
QUOTE (edna mamida @ 22 Jun 2013, 19:33 )
andro ph
QUOTE
სანამ მელას ახალ ფოტოებს გადავუღებ, მანამდე მამამისის ვიდეოს დავდებ )))))))) ცოტა ფორმიდანაა ამოვარდნილი

up.gif up.gif up.gif
ისარივით გაიჭრა რგოლში,

QUOTE
მუშა კლასის ძაღლი, გარდა ექსტერიერისა, მუშა თვისებებითაც გამოირჩევა შოუ ძაღლებისგან.... ამიტომაც ძნელია, მხოლოდ გარეგნობის მიხედვით მივანიჭოთ რომელიმე ძაღლს სტატუსი "მუშა"

გასაგებია

QUOTE
ბოლოს საჩუქარი იყო?


ჰო, ყველაფერს რომ ურჩევნია, ის საჩუქარი ( რეზინის ბურთი). მაგ ბურთის ხათრით აკეთებს ყველაფერს facepalm.gif givi.gif

QUOTE
აქაური არაა ჰო მამიკო?


აქ არის დაბადებული. მისი მშობლები არიან ჩამოყვანილები smile.gif

Posted by: edna mamida 22 Jun 2013, 19:43
Tanamdebobis Cxviri
QUOTE
გერმანული ნაგაზი არის ზუბრიაჩკა ძაღლი , იზეპირებს ბრძანებებს და დავალებებს, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება მეტნაკლებად უჭირს

კი ძალიან უჭირთ biggrin.gif აგერ ვარ მოწმე
QUOTE
ნაკლებათ სხვა ჯიშებთან შედარებით, არ გამოირჩევა როგორც დამოუკიდებლად მოაზროვნე ჯიში.

lol.gif lol.gif
მოკითხვა ჯანიკოსა და ჯენისგან
QUOTE
არსებობენ ჯიშები რომლებიც დამოუკიდებლად აზროვნებენ, გამოიყენებენ კომპანიონებად, სპორტში , სალაშქროდ ,სამაშველოდ და დაცვაშიც. ასე რომ მოგიწევს იკითხო მეტი გაეცნო სხვა ჯიშებსაც და შეიყვარო

მაგალითად?
რომელია ასეთი ძაღლებისგან იდეალური კოპანიონი? მაშველი ან დამცავი?
თან სხვა ტრადიციულ ჯიშებს რომ ჯობდეს

საიდან მოიტანეს რომ კარგად მომუშავე ძაღლი უინიციატივო და დამოუკიდებლად აზროვნების უნარს მოკლებულია
რას არ წაიკითხავ ფორუმზე biggrin.gif

andro ph
QUOTE
ჰო, ყველაფერს რომ ურჩევნია, ის საჩუქარი ( რეზინის ბურთი). მაგ ბურთის ხათრით აკეთებს ყველაფერს

მშვენივრად აკეთEბს თან
რა კარგი სავარჯიშო მოედანია user.gif
QUOTE
აქ არის დაბადებული. მისი მშობლები არიან ჩამოყვანილები

აქ არიან მალინუები? ups.gif

Posted by: andro ph 22 Jun 2013, 20:05
QUOTE (edna mamida @ 22 Jun 2013, 19:43 )

აქ არიან მალინუები? ups.gif

კი, არიან, ოღონდ ყველა ქვეყნის სამსახურში დგას smile.gif))))

Posted by: edna mamida 22 Jun 2013, 20:20
andro ph
QUOTE
კი, არიან, ოღონდ ყველა ქვეყნის სამსახურში დგას ))))

კარგია
გაიმედებს იმის ცოდნა რომ ვიღაც მაინც არის ჭკვიანი და პროფესიონალი სახელმწიფო სამსახურში biggrin.gif
up.gif

Posted by: andro ph 22 Jun 2013, 20:24
QUOTE (edna mamida @ 22 Jun 2013, 20:20 )
andro ph
QUOTE
კი, არიან, ოღონდ ყველა ქვეყნის სამსახურში დგას ))))

კარგია
გაიმედებს იმის ცოდნა რომ ვიღაც მაინც არის ჭკვიანი და პროფესიონალი სახელმწიფო სამსახურში biggrin.gif
up.gif

gigi.gif

პ.ს შემოდგომისთვის ევროპიდან ვაპირებ ლეკვის ჩამოყვანას.

მომწამლეს, დამავირუსეს და გამაუბედურეს ..... მალინუადამოკიდებული გამხადეს givi.gif

Posted by: *satin 22 Jun 2013, 20:29
Tanamdebobis Cxviri
QUOTE
სიახლე თქვი ხომიცი smile.gif

ხო მიყვარს ხალხის გაოცება სიახლეებით biggrin.gif ისე კი მხოლოდ შეგახსენე რომ ამ ჯიშს მოეთხოვება პატრონზე დამოკიდებულება და მოშენების დროს ამას ექცევა ყურადღება და არა დამოუკიდებილობისკენ ლტოლვას.

QUOTE
ცდები აქ
ამბობ მაგალითადო და მაგალითად რაც მოგყავს იმით წყვიტავ შედეგს, ანუ ეგ მწყემსი არის ერთერთი ხომ, სხვაც განიხილე აბა smile.gif

კი ბატონო, დამისახელე ჯიში smile.gif
QUOTE
არსებობენ ჯიშები რომლებიც დამოუკიდებლად აზროვნებენ, გამოიყენებენ კომპანიონებად, სპორტში , სალაშქროდ ,სამაშველოდ და დაცვაშიც. ასე რომ მოგიწევს იკითხო მეტი გაეცნო სხვა ჯიშებსაც და შეიყვარო smile.gif

აუცილებლად ეგრე მოვიქცევი biggrin.gif

andro ph
რობი შენი გაწვრთნილია ხო? ადრე რომ გყავდა აქაც წერდი მაგაზე ეგაა ხო? მგონი მაგან შეგაყვარა ეს ჯიში
edna mamida
QUOTE
სახლში რას აკეთებენ არ ვიტყვი, სულ წაგიხდებათ ჩვენზე წარმოდგენა biggrin.gif

რას ამბობ ედნა , ხო იცი კბილების კაწკაწით ველოდები მაგათ ამბებს biggrin.gif
ფანი ვარ თქვენი . უი ფანობაზე გამახსენდა და ჩემი ცომი როგორ მყავს?

Posted by: lemona 22 Jun 2013, 20:48
Tanamdebobis Cxviri
რაღაც აბსურდი გამოდის. ძაღლი რომელიც ადამიანს არ ემორჩილება. . . იყო ეგეთი ძაღლი, მგელი. . . .მაგაზე მაგარ ველურ დმოუკიდებელ და გამძლე ჯიშს ადამიანი ვერასდროს გამოიყვანს, ბუნებრივი გადარჩევა ბუნების "პატენტია". . . . ზუსტად იმიტომ აქცია ძაღლად ადამიანმა, რომ საკუთარ დამხმარედ ექცია.

ვიცი რო ეს ყველამ ვიცით biggrin.gif

ანუ დამოუკიდებელ ძაღლებში მომწონს - მგელი.
ხოლო ზოგადად ძაღლებს შორის მომწონს ის ჯიშები, რომლებიც ყველაზე კარგად უდგანან გვერდში ადამიანებს. (ბრძოლებში, სამაშველო ოპერაციებში, სამარხილე ძაღლებად, მწყემსებად, მცველებად, მონადირეებად და ა.შ) smile.gif

როგორც უკვე ვთქვი მაინც გემოვნების საკითხია რა.

Posted by: andro ph 22 Jun 2013, 20:54
QUOTE (*satin @ 22 Jun 2013, 20:29 )

andro ph
რობი შენი გაწვრთნილია ხო? ადრე რომ გყავდა აქაც წერდი მაგაზე ეგაა ხო? მგონი მაგან შეგაყვარა ეს ჯიში

კი, კი, კი biggrin.gif
.....................

Posted by: *satin 22 Jun 2013, 21:01
andro ph
QUOTE
კი, კი, კი biggrin.gif

აი რა მახსოვრობა მაქვს რა biggrin.gif მაგან იყო რო დაგავისურსა გაგამალინუაისტა და უმალინუოდ ერთიდრეაღარმამყოფა გაგახადა biggrin.gif
მელას გადაუღე რა ვიდეოები, ცუდი ბიჭი ხარ, ამ სიამოვნებას რო გვაკლებ!


Posted by: pippa 22 Jun 2013, 21:10
როგორ არ მიყვარს გერმანულებზე რომ ამბობენ თუ არ გაწვრთენი დებილიაო facepalm.gif ჩემს ახლო ნათესავს ყავდა გერმანული,ჩემ თვალწინ გაიზარდა და მაგაზე ჭკვიანი ძაღლი ჯერაც არ მინახავს ,გაუწვრთნელი იყო მითუმეტეს და გამოუცდელი პატრონების ხელში არ გადარეულა.ჩემთვის ნომერ პირველი ჯიშია love.gif

Posted by: andro ph 22 Jun 2013, 21:15
*satin
სულ ვაპირებ გადაღებას და სულ მავიწყდება biggrin.gif

Posted by: *satin 22 Jun 2013, 21:28
andro ph
მეც ყოველდღე ვაპირებ ლაილას გადავუღო ვიდეო თუარა სურათი მაინც და მეც მავიწყდება biggrin.gif არადა ისეთი გალამაზებულია love.gif რო მოვიყვანე და გაწურულ ლიმონს გავდა biggrin.gif ეგეთი კიაღარაა ეხლა დაქალდა, დამშვენდა , ცოტა დაიკუნთასავით დაჟე. ვმარიაჟობ ხალხი რო უყურებს აღფრთოვანებული და რა ლამაზიაო რო ამბობენ biggrin.gif

pippa
QUOTE
ჩემთვის ნომერ პირველი ჯიშია love.gif

ჩემთვისაც love.gif

Posted by: edna mamida 22 Jun 2013, 22:03
andro ph

QUOTE
მომწამლეს, დამავირუსეს და გამაუბედურეს ..... მალინუადამოკიდებული გამხადეს

რას იზამ
ის ვაჟკაცი შენი გაწვრთნილია ესეიგი
მე ძაღლები აქეთ მწვრთნიან biggrin.gif

*satin
QUOTE
რას ამბობ ედნა , ხო იცი კბილების კაწკაწით ველოდები მაგათ ამბებს  ფანი ვარ თქვენი .
უი ფანობაზე გამახსენდა და ჩემი ცომი როგორ მყავს?

ცომი კარგად, რა უჭირს, გაიზარდა ცხენივით, პერეროსტოკ!- დაუსვა დიაგნოზი ნატაშამ (კინოლოგმა). მაგას რომ არ ეთქვა ვერ ვატყობ თუ?
დიდი კია, მარა სიფათი აქვს ნაღვლიანი პიეროსი, სიფათს არ უნდა ენდო ოღონდ, აფერისტ პირწავარდნილ

მაგას ხომ სულ დაათრევენ მანქანით, ხან ოფისშია ხან ობიექტზე
ოფისი ჩემს დას და მის მეგობარს -არჩის პატრონს, მეპატრონის სახლის პირველ სართულზე აქვთ
მეპატრონეს ორი გერმანელი ჰყავს biggrin.gif
ერთი დედალი დიდია 7 წლის, მეორე ლეკვია ჯერ, ვწერდი წინა გვერდზე ვიღაც დურაკებს ჩამოართვა სოიოს ჭამით კლავდენ გოგოს, ზარა ჰქვია

კარგი ადამიანია მათი პატრონი, საბაჩნიკმა საბაჩნიკები ნახა და აქვთ იდილია biggrin.gif
ჩემი და ურეკავს ხოლმე ამოვუშვებ არჩის ცოტა ხნით რაო, ამასობაში ოფისს ალაგებს
მაგრამ ეს ახვარი, ჩამოიყვანს ზარას, უმასპინძლდება თავსი "კორმათი" და სანამ ის ღორმუცელა ქეიფობს, ისევ ზევით მიძვრება და უფროს დედალს უტრიალებს
ან
სამივე ჩამოდიან, არსად აღარ მიდიან და დალაგებულ ოფისს არბევენ
რომ დაიღლებიან, ეს ცომი, ჩემს დას ანიშნებს, გაიყვანს აბაზანაში , მოაშვებინებს ონკანს და იქიდან სვამს, ნადგამი წყალი არ უყვარს (ჰო, უჭირს ბიჭს დამოუკიდებლად აზროვნება, მაშ biggrin.gif )

ახლა ჯანა
ჩხუბით რომ ჩხუბობს ვთქვი, ახლა ახალი მოდა აიღო, სანამ იპოდრომამდე მივალთ, ხევანში გადამაყვანინებს თავს , გადმომაყვანინებს,
გადავლთ ქუჩაზე, გადმოვალთ
იგივე უკან დაბრუნებისას
მათამაშებს
დამცინის

სახლში:
კორმაზე საბოლოოდ თქვეს უარი
მარტო ხორცი და ფაფა უნდათ, ოღონდ, ფაფა ჰერკულესის არა, ნარევი, ოღონდ ამ ნარევში ბრინჯი საგრძნობლად უნდა სჭარბობდეს, თუ არა, რამდენი ხორციც არ უნდა ჩაუდო მაინც არ შეჭამენ, ვერ იტანენ ჰერკულესს
ამასწინათ ქათმის ხორცი და ღვიძლები მოუხარშა დედაჩემმა, ორ-ორჯერ გამოუცვალა წყალი, გაავლო, ტყავი გააცალა (სულ ასე უმზადებს), მარა საკმარისი იყო მარტო ჰერკულესის ფაფაში აგვერია (არადა ეს ჰერკულესიც გერმანულია, პაკეტებშო, უხარისხო კი არაა, ხახვი და მწვანილიც დაუმატა ჩვეულად) არ ჭამეს, მთელი დღე არ ჭამეს, ბოლოს მოკიკნეს
1 კილო ღვიძლი და 300 გრამი ქათმის ხორცი კინაღამ გადამაყრევინეს (ეგ მათი დღიური დოზაა, პლუს სასუსნავები)
მაცივარში ვინახავ მაგათ საკვებს ბატონო, ამჟავებულ აყროლებულს ხომ არ ვაჭმევთ, ვინ ჭამს თან biggrin.gif

ახლა აჩერედნოი კონფუზი, ჩემი და ჯანას შესრულებით

წინა კვირას მოვღოღდი იპოდან , დამწვარი დაღლილი (ზაგარი მაქვს......მეზობელ გოგოებს აინტერესებთ საიდან biggrin.gif ), ვდგავართ, ველით ლიფტს, გამოვიდა ერთი ყიამყრალი მეზობელი ჯალაბით, სანამ გავატარე და მივესალმე ეს პატარა ოხერი შევარდა შიგნით
დაიხურა კარები....
და ლიფტი სხვამ გამოიძახა..
წავიდა ზევით
კაი, არაუშავს, მაგრამ საბელი მე მაქვს ხელზე მობმული, მეორე ბოლო ჯანას ყელზე აქვს მიბმული.......
ხელი კი გავუშვი, მაგრამ გაიჭედა ეს საბელი ლიფტის კარში და შიგნით ვერ შევიდა, დაიჭიმა, მესმის ჭახანი, აი მაშინ გავჭედე.....
მეთქი ვსო, გაგუდა ძაღლი, გადაუმტვრია კისერი, დავიღუპეთქვა
გავანგრიე გარეთა კარი, გავაჩერე ანუ ლიფტი, ჩემკენ ვიძახებ, ჩამოვიდა, არ იღება ოღონდ, მერე ისევ იმ ვიღაცამ გამოიძახა, კიდევ გავაჩერე, ისევ გამოვიძახე, სანახევროდ ჩამოვიდა და აღარ იღება, საბელი ზემოთ, კარის თავზეა გაჩხერილი, ჯანას ხმა არ ისმის
მე ვყვირივარ, სახლში ვრეკავ, არიქა ლიფტიორი ჩქარათქო
დედეჩემი საშინაო ტანსაცმლით მორბის კიბეებზე
ჩემი და ორჯერ მირეკავს ამასობაში, მკვდარს და ცოცხალს მაგინებს და საშინელებებს მპირდება
ეს ყველაფერი რაღაც ხუთ წუთში, მეტი დრო არ გასულა
ბოლოს გავგლიჯე გარეთა და შიდა კარებებიც და რას ვხედავ... ზის ეს წუპაკი (დედა ენაცვალოს) და მიყურებს, საყელო წაძრობია თავიდან და ლიფტის მაღაროში კონწიალობს
ზის, მიყურებს, ხმას არ იღებს
გადარჩა გადავრჩი გადავრჩით biggrin.gif

მოვიდა ლიფტიორი, რომ ვუთხარით ვინ იყო შიგნით, გაქცევას აპირებდაbiggrin.gif
ჯენის ეშინია პანიკურად, ძლივს შევაგნებინეთ, ეს ჯენი კი არა ჯანაათქო
რომ გამოვიყვანეთ ქალბატონი, არადა გამოდიოდა ცოცხალი თავით, კიბეზე ამ აურზაურის ბოლო მონაწილეც გამოჩნდა, ჩვენი მეზობელია, ძაღლების პანიკურად ეშინია , მიუხედავად ამისა ძაღლებისადმი აგრსიულად არაა განწყობილი, კარგი ქალია ძალიან, ეშინია მის მეუღლესაც , შვილსაც
წარმოვიდგინე რა დროს გაატარებდა ეს ქალბატონი რომ ეხილა ლიფტში biggrin.gif

საბოლოოდ, ისევ მე გავილანძღე, ჯანზე სთქვეს შენ გგავს უტვინობაში სააწყალი ძაღლიო
აი ასე "მხიარულად" ვართ ოჯახში

ტახტიდან რაფერ გამაძევეს დედაშვილმა და რაფერ წვანან ჩემს ორთოპედულ მატრასზე მერე დავწერ biggrin.gif

Posted by: andro ph 22 Jun 2013, 22:29
QUOTE (edna mamida @ 22 Jun 2013, 22:03 )
andro ph

QUOTE
მომწამლეს, დამავირუსეს და გამაუბედურეს ..... მალინუადამოკიდებული გამხადეს

რას იზამ
ის ვაჟკაცი შენი გაწვრთნილია ესეიგი
მე ძაღლები აქეთ მწვრთნიან biggrin.gif


გაწვრთნილი არა - გამორობოტებულია lol.gif


Posted by: *satin 22 Jun 2013, 22:44
edna mamida
ვაიმე როგორ შეგეშინდებოდა ლიფტიდან ჭახანი რო გაიგე, გული რო არ წაგივიდა კაია, მე ალბათ აბსოლიტურად შეურაცხადი გავხდებოდი და აქეთ საშველი biggrin.gif

ჩემი ცომი რა ბიჭია biggrin.gif იცის ქალების გული როგორ უნდა მოიგოს biggrin.gif სურათებიც დადე ბარე რაააა.
ისე ჯანა რატო დაგარბებინებს ქუჩაში ესე? ნუ კი აქეთ გწვრთნიან biggrin.gif მაგრამ ესე სიარულით შენ თვითონ ხარ ცოდო , მოკლე საბელით ცადე აბა ქუჩაში ტარება, ანუ შენ მიეცი მიმართულება, შენ შეცვალე გეზე როგორცკი თვითონ გადაწყვეტს გაგსეირნოს საითაც თვითონ უნდა.
QUOTE
საბოლოოდ, ისევ მე გავილანძღე, ჯანზე სთქვეს შენ გგავს უტვინობაში სააწყალი ძაღლიო
აი ასე "მხიარულად" ვართ ოჯახში

ვაიმე biggrin.gif biggrin.gif
QUOTE
ტახტიდან რაფერ გამაძევეს დედაშვილმა და რაფერ წვანან ჩემს ორთოპედულ მატრასზე მერე დავწერ biggrin.gif

აუუუ მერე დაგავიწყდება ისევ, ეხლა დაწერე biggrin.gif


Posted by: edna mamida 22 Jun 2013, 23:34
*satin
QUOTE
ვაიმე როგორ შეგეშინდებოდა ლიფტიდან ჭახანი რო გაიგე, გული რო არ წაგივიდა კაია, მე ალბათ  აბსოლიტურად შეურაცხადი გავხდებოდი და აქეთ საშველი

ჩემი დაც მასეა, ახლობლების მიმართ ზემგძნობიარეა
QUOTE
ჩემი ცომი რა ბიჭია  იცის ქალების გული როგორ უნდა მოიგოს  სურათებიც დადე ბარე რაააა.

გადავაღებინებ და დავდებ
ცომი ქალების მუსუსია, მამაძაღლია...... მტრისას
QUOTE
ისე ჯანა რატო დაგარბებინებს ქუჩაში ესე? ნუ კი აქეთ გწვრთნიან  მაგრამ ესე სიარულით შენ თვითონ ხარ ცოდო , მოკლე საბელით ცადე აბა ქუჩაში ტარება, ანუ შენ მიეცი მიმართულება, შენ შეცვალე გეზე როგორცკი თვითონ გადაწყვეტს გაგსეირნოს საითაც თვითონ უნდა.

ცოდო
მე უბნნის გიჟი ვარ, ბენზინგასამართი სადGურის თანამშრომლები დღეში ორჯერ მითანაგრძნობენ, ყვავილების გამყიდველებიც
მოკლე გრძელი არაა პრობლემა, სულ იმის მეშინია არ წაიძროს საყელო, თან ისე იქაჩება ლამისაა დაიხრჩოს, იღლიებში გამოსადები მინდა ვუყიდო, ორ კურდღელს მოვკლავ, არც ყელს იტკენს და მოძრობითაც ვერ მოიძრობს

ლაიმის გამო ჯანა ძალიან ფეთიანი იყო, გარეთ არ გამოდიოდა ერთი პერიოდი
ახლა ვაჩვევ გარემოს, იპოდრომზეც ამიტომ დამყავს, ხეივანში სეირნობის დღემდე ეშინია
ხმაური, დიდი მანქანები ახლაც აშინებს და ბავშვები, პატრა ბავშვები ჯანას ღამის კოშმარია
ბათქაბუთქი, ფოერვერკები ჭკუიდან შლიან, დარბის აჯაგრული და ყეფს
მეცოდება ეგ ჭირიანი
სულ ციცქნას დაემართა ბორელიოზი, სანამ დავადგინეთ, სანამ მოვარჩინეთ.....
ნელა ღდგება მისი ორგანიზმი, ყურები მე დავუყენე არ მოვეშვი, თორემ ისეთი ნაკლებობა ჰქონდა ორგანიზმში კალციუმის, კოლაგენის და კიდევ ათასი ოხრობის, რომ ექიმი მეუბნებოდა დარჩება ყურჩამოყრილიო, მარცხენა გაუმაგრდა, მარჯვენა ცოტა რბილია, ტერაფლექსს ვაძლევ სუფთა გლუკოზამინი აქ არ იყიდება
წონაშიც 3-5 კილო უკლია, ნელა იმატებს ძალიან
მასეა მისი ფსიქიკაც, არ მინდა ვანერვიულო და ვუთმობ, ამიტომ დავწანწალებ დღეში ორჯერ სიცხეში და წვიმაში იპოდრომზე

იმედია გაუვლის
არადა ძაღლებს არ ეპუება, ყაზბეგურებს, კავკასიურებს კორსოებს და სხვა გერმანულებს ეჭიმება
კომედია ქალია ჯანა
მთელი იპოდრომი იცნობს მის ისტორიას გულშემატკივრობენ, განიცდიან მის გამო
QUOTE
აუუუ მერე დაგავიწყდება ისევ, ეხლა დაწერე

ნუ კაი
დამ მატრასი მომიტანა, ორთოპედიული, გრძელი, ლოგინზე არ ეტეოდა, ლოჯში ძველი ბებიის ნაქონი ტახტი დგას, ატამანკებს ეძახდნენ ძველად, სრული დიონანსი შეაქვს ინტერიერში, მარა რემონტამდე იდგასო თან ბევრი რამ ეტევა შიგნით, პლუს გრძელია
ჰოდა გადავედი მაგ ტახტზე მატრასიანად
კაი იყო, სანამ ჯანა დაიწყებდა ამოძრომას, მთელი ზამთარი ჩემთან ეძინა, ჩემს და კედელს შორის
მაგას კარგად ეძინა მე არა, ძილში ლოგინიდან მაგდებდა გუგულის ბარტყივით, მაგის პოზები ცაკლე ცირკია, ჰოდა, ვიღვიძებდი ამ ორთოპედიულ მატრასზე ნაწოლი ადამიანი, დამტვრეულ დანგრეული, ხან მუხლი მტკიოდა, ხან ბეჭი, ხან ზურგი
დღისითაც იქ მიძვრებოდა ეს ქალბატონი, ბოლოს, ჯენიმ მე რა ზანგი ვაარო?
აძვრა ისიც

დღისით ამ ორს ეძინა ჩემს საბანზე, ღამე მე და ჯანას, ბოლოს ღამეს ჯენიმ რომ დააპირა მოღოღება, მეთქი ვსო, მე წავალ თქვენ დარჩითთქო
დარჩნენ, გგონია მოერიდათ?
გადასარევად ეტევა ორივე, საკუთარი ლოგინი საერთოდ დაივიწყეს

ახლა დედაჩემის ლოგინს უტრიალებენ, გუშინ შევედი ოთახში და იქ არ ძინავთ ორთავეს?
დაუდია ჯენის ბალიშზე თავი და ხვრინავს, ჯანა ფეხთით მოგრეხილა
დედაჩემმა გამოდი, არ გავაღვიძოთ ქალბატონები, ეწყინებათ ხო იციოbiggrin.gif
ღამე დასაძინებლად რომ ვწვებოდით ძლივს დავითანხმე დედეჩემის ლოგინიდან ჩემს ტახტზე დაბრუნებაზე biggrin.gif

მე სავარძელზე მძინავს სტუმარივით biggrin.gif
QUOTE
ვაიმე

დიახ დიახ


andro ph
QUOTE
გაწვრთნილი არა - გამორობოტებულია

მტარვალო! mad.gif
biggrin.gif 2kiss.gif
* * *
*satin
QUOTE
მეც ყოველდღე ვაპირებ ლაილას გადავუღო ვიდეო თუარა სურათი მაინც და მეც მავიწყდება  არადა ისეთი გალამაზებულია    რო მოვიყვანე და გაწურულ ლიმონს გავდა  ეგეთი კიაღარაა ეხლა დაქალდა, დამშვენდა , ცოტა დაიკუნთასავით დაჟე.  ვმარიაჟობ ხალხი რო უყურებს აღფრთოვანებული და რა ლამაზიაო რო ამბობენ

love.gif
შემშურდა, ჯანიკო ჰგავს გაწურულ ლიმონს, იმედია ლაილასავით გალამაზდება
ლაილა- სახელი მომწოოონს
ადრეც გითხარი

დადე რა შენც სურათები jump.gif

Posted by: *satin 23 Jun 2013, 00:16
edna mamida
ვაიმე ცუდათ ვარ , რამდენი ვიცინე lol.gif
QUOTE
ახლა დედაჩემის ლოგინს უტრიალებენ, გუშინ შევედი ოთახში და იქ არ ძინავთ ორთავეს?
დედაჩემმა გამოდი, არ გავაღვიძოთ ქალბატონები, ეწყინებათ ხო იციოbiggrin.gif
ღამე დასაძინებლად რომ ვწვებოდით ძლივს დავითანხმე დედეჩემის ლოგინიდან ჩემს ტახტზე დაბრუნებაზე biggrin.gif

მე სავარძელზე მძინავს სტუმარივით biggrin.gif

ვეღარ ვსუნთქავ lol.gif სად შემიძლია ამდენი lol.gif
QUOTE
მასეა მისი ფსიქიკაც, არ მინდა ვანერვიულო და ვუთმობ, ამიტომ დავწანწალებ დღეში ორჯერ სიცხეში და წვიმაში იპოდრომზე

ჯანა ძალიან გავს ლაილას ხასიათებით და სუსტი ფსიქიკით. ჩემიც პანიკა იყო, ყველაფრის ეშინოდა, არცკი ჩამოვთვლი, აბსოლიტურად ყველაფრის აფრიალებული ფოთოლისაც კი biggrin.gif იმითი რომ უთმობ და არ გინდა ანერვიულო დათვურ სამსახურს უწევ. ჯანას დაცვა სჭირდება შენგან, სიმტკიცე და სწორი მიმართულება. შენგან კი ღებულობს მარტო იმას რო გეცოდება და იმის მაგივრად აქეთ მისცე მიმართულება მაგის ჭკუაზე დადიხარ. ანუ რა გამოდის იცი, სუსტი იძულებული ხდება ითამაშოს ძლიერი იმიტომ რომ შენც მაგის "სათრევი" ხარ. ანუ იმას კი ვერ ხვდება რომ შენ უთმობ რომ არ ინერვიულოს, ჯანა ხედავს მარტო იმას რომ შენ ვერ უძღვები და უმკლავდები სიტუაციას.
რახან ეშინია მანქანების, ხმაურის, ბავშვების და ა.შ. ერთი პერიოდი ატარე იპოდრომისკენ ტროტუარზე და არა იმ შუა ხეივანში საიდანაც ორივე მხარეს "დაუცველია" ძაღლი. ჯანა იყოს ყოველთვის სახლის მხარეს და შენ ქუჩის მხარეს. ყოველთვის რისიც კი ეშინია იმ რაღაცის ან ვიღაცის შუა უნდა დადგე შენ და ისე ჩაატარო იმ რაღაცა/ ვიღაცასთან. ამითი აჩვენებ რომ შენ არიდებ ჯანას უსიამოვნო სიტუაციიდან და შენ აკონტროლებ რა მოხდება.
ლაილა სპეციალისტი იყი თავის გამოძრობის საყელურიდან, აბსოლიტურად ყველანაირი საყელური ვცადე , ბოლოს ჯაჭვიც კი და იქიდანაც გამოძვრა biggrin.gif
ეხლა ესეთი მაქვს http://www.unterwegsmithund.ch/resources/Retriverleine%20dick%20ganz.jpg
აქედან თავს ვერ გამოიძრობს რაც არუნდა ცადოს. მე მაქვს სადღაც 80 სმ სიგრძისაა და თავიდან ფაქტიურად კისერთან მეჭირა რომ არ გაქაჩულიყო. ისე წესით ამის სწორი მოხმარება მწრთნელმა უნდა გაჩვენოს, მაგრამ ერთია არ უნდა მისცე გაქაჩვის უფლება, გაიქაჩება წაუჭერს ყელში, არ გაიქაჩება ცეპივით კიდა კისერზე.
მაგრამ ეფექტი არის საოცარი, როგორცკი რამეზე ანერვიულდება ვეუბნები "აშეინიკი" მოდის მიჯდება წინ და მელოდება გავუკეთო და ეგრევე მშვიდდება. იცის რომ ესე ახლოს როა ჩემთან არავის არ მივაკარებ და არაფერი ცუდი არ მოუვა. ანუ თვითონ აღარ ჭირდება სიტუაცცის კონტროლი და მაგიტომ მშვიდდება.
უიმე რამდენი ვილაპარაკე biggrin.gif

Posted by: Tanamdebobis Cxviri 23 Jun 2013, 12:37
*satin
QUOTE
ამ ჯიშს მოეთხოვება პატრონზე დამოკიდებულება და მოშენების დროს ამას ექცევა ყურადღება და არა დამოუკიდებილობისკენ ლტოლვას.

პროგრესი ჩანს biggrin.gif
QUOTE
კი ბატონო, დამისახელე ჯიში

ამერიკული ინდური ძაღლი - გამოდეგაბ სანადიროდ, სადაზვერვოდ, დაცვისთვის, აქვს კარგი ინსტიქტები და მრავალმხრივი სამუშაო შესაძლებლობა.
ესპანური ალანო- გამოიყენებოდა ,პირუტყვის სამწყესათ, სანადიროდ, თავდაცვისთვის და ომში.
edna mamida
QUOTE
კი ძალიან უჭირთ  აგერ ვარ მოწმე

სათამაშო რომ მოაქვს ეგ გიხარია და მაგას თვლი დამოუკიდებელ აზროვნებაში? facepalm.gif
QUOTE
საიდან მოიტანეს რომ კარგად მომუშავე ძაღლი უინიციატივო და დამოუკიდებლად აზროვნების უნარს მოკლებულია
რას არ წაიკითხავ ფორუმზე

ასეა და რავქნა, წაიკითხავ ამ შემთხვევაში იმას რისი ინფორმაციაც არ გაქვს smile.gif

QUOTE
მაგალითად?
რომელია ასეთი ძაღლებისგან იდეალური კოპანიონი? მაშველი ან დამცავი?
თან სხვა ტრადიციულ ჯიშებს რომ ჯობდეს

რომ გითხრა ასეთი ჯიში რომელსაც გერმანული ნაგაზი გვერდით ვერ დაუდგება ნებისმიერ საქმეში რას იზავ? ნებისმიერ საქმეში.
მეტი უნდა იკითხო.

Posted by: MITIATO 23 Jun 2013, 12:42
Tanamdebobis Cxviri
QUOTE
ამერიკული ინდური ძაღლი


კატაჰულას გულისხმობ? http://smayliki.ru/smilie-463202055.html

Posted by: lemona 23 Jun 2013, 13:36
Tanamdebobis Cxviri
QUOTE
სათამაშო რომ მოაქვს ეგ გიხარია და მაგას თვლი დამოუკიდებელ აზროვნებაში?  

კი მარა, სახლში გაზრდილი ძაღლისგან რა უნდა მოითხოვო?


ვერ გავიგე რაზე კამათობ. იმაზე რომ ნაკლებად გამოყვანილი ჯიშები უფრო ჭკვიანები არიან ვიდრე გამოყვანილები? მაშინ ცდები იმიტომ რომ კაკრაზ გონებრივ უნარებს უვითარებდნენ მუშა გამოყვანილ ჯიშებს. ანუ კარგად გაწვრთნილი გერმანული ნაგაზი, რომელსაც შეუძლია რამდენიმე ასეული ბრძანება დაიმახსოვროს არ შეიძლება ნახევრად ველურ ჯიშს შეადარო გონებრივ მონაცემებში.

მეორემხრივ ველური უფრო ამტანი და დამოუკიდებელია, მაგრამ ამით რა? მაგ ლოგიკით ისევ იქამდე მივალთ რომ მგელი ყველაზე მაგარი ძაღლია. ხოდა არის მგელი ბუნებაში და რაღას ვიშინაურებდით? biggrin.gif


ეგრე ადამიანიც დებილია. . . იმიტომ რომ ადამიანის მთელი "უნივერსალობა" მისი დასწავლის უნარშია. ბავშვი რომ იბადება, თუკი სხვისგან არ ისწავლა და არ მოისმინა ოთხზე ივლის. დამოუკიდებელი აზროვნებაც დასწავლადია და დედუქცია-ინდუქციის უნარიც.


დინგო მაგალითად, რომელმაც მთელი ავსტრალია გააჩანაგა იმდენად ძლიერ მონადირე ველურ სახეობად ჩამოყალიბდა, სულ 5 ბრძანებას იმახსოვრებს. . .რათ მინდა ასეთი ძაღლი თანაშემწედ? biggrin.gif

Posted by: andro ph 23 Jun 2013, 13:44
QUOTE (Tanamdebobis Cxviri @ 23 Jun 2013, 12:37 )
სადაზვერვოდ

რას ზვერავდა? spy.gif

..............................................

Posted by: *satin 23 Jun 2013, 14:23
Tanamdebobis Cxviri
QUOTE
პროგრესი ჩანს biggrin.gif

მადლ´ობები biggrin.gif
QUOTE

ამერიკული ინდური ძაღლი - გამოდეგაბ სანადიროდ, სადაზვერვოდ, დაცვისთვის, აქვს კარგი ინსტიქტები და მრავალმხრივი სამუშაო შესაძლებლობა.

კარგად ექვემდებარება წვრთნას და არის პატრონზე იმდენად მიჯაჭვული რომ ვერ იტანს მისგან განშორებას რამოდენიმე დღითაც კი. biggrin.gif

QUOTE
ესპანური ალანო- გამოიყენებოდა ,პირუტყვის სამწყესათ, სანადიროდ, თავდაცვისთვის და ომში.

ასევე ხართან ბრძოლაშიც მაგრამ ნამდვილი ესპანური ალანო ფაქტიურად აღარ არსებობს და შესაძლებლობა არის რომ შემორჩენილია მაღალმთიან რეგიონებში ესპანეთის ასე თუ ისე სუფთა ალანო ესპანიოლი ისიც მეცხვარეებთან და მონადირეებთან, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ მწყემსად და ნადირბისთვის გამოიყენებენ. ისინი არ არიან კლუბში გაერთიანებული და კერძო მოშენებას აწარმოებენ.
ნამდვილი ალანო ესპანო იყო იმდენად აგრესიული რომ მისი ტრანსპორტირებაც კი საოცრად ძნელი და საშიში იყო. ( ჩემი აზრით ეს ჯიში პირველადი სახით, ჩვეულებრივი ყოველდღიური ცხოვრებისთვის გამოუსადეგარი იქნებოდა )
დღესდღეობით ერთადერთ ყველაზე პირდაპირ შთამომავლად დოგო კანარიო ითვლება . რომელიც სელექციით ( ე.ი ადამიანის ხელნაფათურებით biggrin.gif) გამოიყვანეს დინჯი და წყნარი, ძალიან ერთგული თავდაჯერებული და სოციალური. გამოიყენება ასევე მრავალ მხრივ და არა მარტო ერთ საქმეში.
მოკლედ ბევრი რომ არ ვიპალარაკოთ biggrin.gif ან მე ვერ გავიგე სწორედ რისი თქმა გინდოდა ამით
QUOTE
ჭკვიანია ძაღლი რომელიც აზროვნებს დამოუკიდებლად იმისდა მიუხედავად გაწვრთნილია თუარა, ასეთები კი ის ჯიშებია რომელთაც ადამიანის ხელი არ აქვს ნაფათურები
მათ გამოყვანა დახვეწა დამახინჯებაში დიდად, შეიქმნა ან გაჩნდა ერთი საქმისთვის და არსებობს უბრალოდ, მათ შეურყვნელი ხასიათი აქვთ, პირადად მე ესეთ ჯიშებს
ვცემ პატივს.

ან დაგავიწყდა რომ ორივე შენგან დასახელებული ჯიში მრავალმხრივ გამოსადეგია და არაა მხოლო ერთი საქმისთვის შექმნილი. ასევე ორივე ჯიშს მოეთხოვება მორჩილება და წვრთნაზე დაქვემდებარება. ის კი რომ მონადირე მეტად დამოუკიდებლად უნდა მუშაობდეს ვიდრე გერმანული ნაგაზი ეგ ახალი არაა მგონი და თუ ყოფილა მაშ კიდევ ერთხელ განმიცვიფრებიხარ სიახლეთი biggrin.gif

Posted by: blblbl 23 Jun 2013, 14:35
edna mamida
QUOTE
გაიყვანს აბაზანაში , მოაშვებინებს ონკანს და იქიდან სვამს, ნადგამი წყალი არ უყვარს

ბიმბოც ასე სვამს წყალს რაც ონკანს წვდება იმ დროიდან biggrin.gif


ლიფტის ისტორია help.gif ჩემი წარმოდგენების კოსმარი,მუდმივი შიში,რამდენჯერ წარმომიდგენია ეგ მომენტი და როგორ მაკანკალებს sad.gif სადარბაზოდან რომგ ავდივარ შიშით ვიყურები მაგ მხარეს,კარების მხრეს არ ვაყენებ .ისტერიული შიში მაქვს იმის რომ შევა და ლიფტი წავა help.gif help.gif help.gif


ლოგნის ისტორიაზე ჩავბჟირდი givi.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Tanamdebobis Cxviri 23 Jun 2013, 14:50
MITIATO
QUOTE
კატაჰულას გულისხმობ?

არა smile.gif

andro ph
QUOTE
QUOTE (Tanamdebobis Cxviri @ 23 Jun 2013, 12:37 )
სადაზვერვოდ

რას ზვერავდა?

His high intelligence makes him an excellent working dog -ამ კონტექსტში, თორემ დურბინდით არ დარბის biggrin.gif

*satin
QUOTE
კარგად ექვემდებარება წვრთნას და არის პატრონზე იმდენად მიჯაჭვული რომ ვერ იტანს მისგან განშორებას რამოდენიმე დღითაც კი. 

წრთვნას დაქვემდებარება დამოუკიდებელ აზროვნებაში ხელს არ უშლის ძაღლს, ყველგან წერია რომ ოჯახის ერთგული ჯიშია.
QUOTE
ესპანური ალანო- გამოიყენებოდა ,პირუტყვის სამწყესათ, სანადიროდ, თავდაცვისთვის და ომში.

QUOTE
გამოიყენება ასევე მრავალ მხრივ და არა მარტო ერთ საქმეში.
მოკლედ ბევრი რომ არ ვიპალარაკოთ  ან მე ვერ გავიგე სწორედ რისი თქმა გინდოდა ამით

რატომ ვერ გაიგე იგივე გიწერია რაც მე დავწერე.

QUOTE
ან დაგავიწყდა რომ ორივე შენგან დასახელებული ჯიში მრავალმხრივ გამოსადეგია და არაა მხოლო ერთი საქმისთვის შექმნილი

სპეციალურად დავწერე ეგ ორი ჯიშიი იმიტომ რომ წინა გვერძე ეს მიწერია
QUOTE
არსებობენ ჯიშები რომლებიც დამოუკიდებლად აზროვნებენ, გამოიყენებენ კომპანიონებად, სპორტში , სალაშქროდ ,სამაშველოდ და დაცვაშიც.

QUOTE
ასევე ორივე ჯიშს მოეთხოვება მორჩილება და წვრთნაზე დაქვემდებარება.

მორჩილება არ უშლის ამა თუ იმ ჯიშს ბრძანების იქით აზროვნებაში.

Posted by: markes 23 Jun 2013, 15:08
ერთი საათის წინ მოვიყვანე ჩემი გერმანული ნაგაზის ლეკვი
ორი თვის და ორი კვირის გოგოა – შანი დავარქვით

არავის არ გვეკარება, დაჯდა ტავის ჯამებთან და იქ ზის გაბუტული

biggrin.gif

Posted by: *satin 23 Jun 2013, 15:12
Tanamdebobis Cxviri
არა რაა biggrin.gif აშკარად სხვადასხვას ვლაპარაკობთ
QUOTE
ასეთები კი ის ჯიშებია რომელთაც ადამიანის ხელი არ აქვს ნაფათურები
მათ გამოყვანა დახვეწა დამახინჯებაში დიდად, შეიქმნა ან გაჩნდა ერთი საქმისთვის და არსებობს უბრალოდ,

მე ამაზე გიპასუხე, რომ შენგან დასახელებული ჯიშები არ შექმნილად ერთი საქმისთვის და არსებობენ უბრალოდ, არამედ არიან მრავალგზის გამოსადეგი და სელექციით დღევანდელ სახემდე დაყვანილითქო. ვახ biggrin.gif
ერთი საქმისთვის გაჩენილი ძაღლების მაგალითით ვთქვი რომ არაა გამოსადეგი მწყემსი ძაღლები ყოველდღიურ ცხოვრებაში მიუხედავად იმისა რომ ძალიან ჭკვიანები და ძალიან დიდი დოზით საკუთარი აზროვნება და საკუთარი გადაწყვეტილების მიღების უნარი აქვთთქო. შენ მიპასუხე
QUOTE
ცდები აქ
ამბობ მაგალითადო და მაგალითად რაც მოგყავს იმით წყვიტავ შედეგს, ანუ ეგ მწყემსი არის ერთერთი ხომ, სხვაც განიხილე აბა smile.gif

და მეც შეგთავაზე ჯიში დაგესახელებინა ერთი საქმისთვის შექმნილი, დამოუკიდებელი , ადამიანის ხელის ნაკლები ჩარევით. რაც დამისახელე იმათზე გიპასუხე რომ ერთი ჯიში გადაშენდა, მეორე კი ამერიკული ნეითივ ძაღლი არის დიდი სელექციით გამოყვანილი, შეჯვარებული ჰოი საოცრებავ გერმანულ ნაგაზთან biggrin.gif ჰასკი მალამუტ და ჩინულთან მივიდა დღევანდელ სახემდე. ნამდვილი ნაიტივი ამერიკანი არის ველური ძაღლი და მოშინაურებული მრავალგზის გამოსაყენებელია , ადამიანის ხელნაფათურევი, და არა როგორც გკითხე ერთი საქმისთვის შექმნილი ძაღლის ჯიში.

* * *
QUOTE

არსებობენ ჯიშები რომლებიც დამოუკიდებლად აზროვნებენ, გამოიყენებენ კომპანიონებად, სპორტში , სალაშქროდ ,სამაშველოდ და დაცვაშიც.

მერე მაგაზე რამე ვთქვიი მე ? biggrin.gif თუ ჩათვალე რომ იმდენად შეზღუდული ვარ რომ არ ვიცი რამდენი მრავალმხრივ გამოსაყენებელი ჯიშები არსებობს biggrin.gif ან იმაზე ვთქვი რამე რომ გერმანულზე ჭკვიანი და დამოუკიდებლად მოაზროვნე მრავალგზის გამოსაყენებელი ძაღლი არ არსებობსთქო? კრინტი არ დამიძრავს კლაინუს ნუ biggrin.gif

Posted by: edna mamida 23 Jun 2013, 15:58
ფლორა ფაუნაში ტროლი გამოჩნდა ლოლ

Tanamdebobis Cxviri
QUOTE
სათამაშო რომ მოაქვს ეგ გიხარია და მაგას თვლი დამოუკიდებელ აზროვნებაში?

აბააა ასე ცოტა მყოფნის
აზროვნებაზე კი, დამოუკიდებელი აზროვნება ნებისმიერ ცოცხალ არსებას შეუძლია (ტვინი სასაც აქვს), ამაზე თუ ვიმესთან კამათი დავიწყე მე ვიქნები იდიოტი biggrin.gif
QUOTE
ასეა და რავქნა

კაი ერთი
რაიმე ქენიო ვინმემ დაგავალა? (ასეა თუ არა მაგაზე კამათი არ მაინტერესებს biggrin.gif )
QUOTE
რომ გითხრა ასეთი ჯიში რომელსაც გერმანული ნაგაზი გვერდით ვერ დაუდგება ნებისმიერ საქმეში რას იზავ? ნებისმიერ საქმეში.მეტი უნდა იკითხო.

მითხარითქო გითხარი აკი
არც არაფერ არ ვიზა, არც ვაპირებდი, უბრალოდ დავინტერესდი biggrin.gif გეთქვა ამდენ პოზიორობას


სწორედ პოზიორობა ჰქვია იმას, რასაც აქ აკეთებ რამოდენიმე გვერდია, მცოდნეს ტონით უაპელაციოდ აბრეხვებ ვარაუდებს, მოძღვრავ ყველას და კამათობ


ნუ შემეკამათები, არ მაინტერესებ
დილეტანტურ დონეზე ყველა ძაღლი მიყვარს, მომწონს და მაკმაყოფილებს
ჰოდა გვაცალე ღმერთმანი სასიამოვნო საუბარი ჩვენს პეტებზე biggrin.gif

blblbl
*satin
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

სატინ სიარულზე მერე დავწერ ახლა თავი არ მაქვს,

Posted by: Tanamdebobis Cxviri 23 Jun 2013, 17:21
უცოდინრობით გამოწვეული აგრესია და უზრდელობა მდაბიოობისკენ სწრაფვაა

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


******************************
http://www.picz.ge

Posted by: edna mamida 23 Jun 2013, 18:24
Tanamdebobis Cxviri
QUOTE
უცოდინრობით გამოწვეული აგრესია და უზრდელობა მდაბიოობისკენ სწრაფვაა

ჩემი შენ გითხარიოbiggrin.gif
აი ასეთ რეაქციას ველოდი შენგან ზუსტად, არ შევმცდარვარ ესეიგი
არ მინდა იმ ადამიანთან კამათი ვისაც თავი ჭკვიანად მოაქვს და სხვის მოსაზრებას არ უსმენს, ძალიან მაღიზიანებენ მსგავსი სუბიექტები და მათი სურვილი გეკამათონ და თავისი აზრი მოგახვიონ თავს
არ მაინტერესებდა კამათი ადამიანთან ვინც სერიოზულად დაწერა
QUOTE
ასეთები კი ის ჯიშებია რომელთაც ადამიანის ხელი არ აქვს ნაფათურები

(რომლებშიც და არა რომელთაც ) ეს ისე
რამეთუ
ძაღლი მოშინაურებული მგელია, ადამიანის მიერ მოშინაურებული
კაი ხანი გავიდა ალბათ სანამ იგივე ადამიანი შეგნებულად დაკავდა ჯიშების გამოყვანით , ასე რომ არ არსებობს ჯიში, რომელშიც ადამიანს ხელი არ აქვს ნაფათურები biggrin.gif


მეორე, რას ნიშნავს დამოუკიდებლად აზროვნება არ შეუძლია?
აზროვნება ან შეგიძლია, ან არა
დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს ვერ იღებსო მაინც დაგეწერა, ან ადამიანის სურვილები მისთვის საკუთარზე უპირატესიაოbiggrin.gif
ძაღლის კი არა, ადამიანის დათრგუნვა შეიძლება იმდენად, რომ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება გაუჭირდეს და სრულიად დაექვემდებაროს მოძალადის ნება სურვილს


მესამე, ძაღლს დღემდე იმის მიხედვით აფასებენ რამდენად კარგად ექვემდებარება წვრთნას, ანუ ესმის რას ითხოვენ მისგან, რამდენადაა მზად სხვა სახეობის არსებასთან თანამშრომლობისთვის, ან რამდენად აქვს განვითარებული ადამიანის მიერ კულტივირებული ჩვევები და რეფლექსები
თუ ძაღლი ამ მოთხოვნებს თავს ართმევს, აკმაყოფილებს, რატომ უნდა ჩავთავალოთ ბრიყვად?biggrin.gif
თუ სწორედ იმიტომ რომ თავს ართმევს და აკმაყოფილებს?
ადამიანმა მგელს მოშინაურებისას აზროვნების ან დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი კი არ ჩამოართვა ან შეუზღუდა, არამედ ფსიქიკა შეუცვალა, მოტვიაცია


კარგი დოკ. ფილმი ვნახე ამასწინათ ენიმალ პლენეთზე, ძაღლების წვრთნის მეთოდების ავკარგიანობაზე

აქამდე გაბატონებული მოსაზრება თითქოს ძაღლი იგივე მგელია, ოჯახი ხროვა, ხოლო კონკრეტული ადამიანი ალფა მამრი რომელმაც დასჯისა და დაჯილდოების მეთოდით უნდა დაიმორჩილოს, მგელი=ძაღლიო არასწორად მიიჩნიეს

ჯერ ერთი, მგლების ხროვაში ნათესაური კავშირები და თანამშრომლობაა მთავარი და დაშინება დასჯა მხოლოდ გარკვეულ საზღვრამდე შეიძლება, თუ მგელს რაღაც არ მოსწონს ბანალურად ტოვებს ხროვასო

მეორე და მთავარი, ადამიანმა მგლის მოშინაურებისას იმდენად შეცვალა მისი ფსიქიკა რომ, ძაღლისთვის ადამიანის კეთილგანწყობა, მისი კმაყოფილება, შეიქნა უმთავრესი მოტივატორი და არა დასჯის შიში ან საჩუქარიო

ამიტომ შეიქმნა წვრთნის ახალი მეთოდიკა, სადაც დასჯა უკანა პლანზეა გადაწეული, სრულიად უარყოფილი, ხოლო კარგი ყოფაქცევის დროს შექება, ცუდი ქცევის ან ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში- იგნორირებაა უპირატესი

ეს მეთოდიკა სამხედროებმა შეიმუშავეს, სადაც წვრთნის ეფექტურობა და მიღებული შედეგებია უმთავრესი, ეფექტი გასაოცარია, გაცილებით დიდია ძველ მეთოდიკასთან შედარებითო

ადამიანთან ნაკლები კონტაქტის გამო, გაველურებული ძაღლების ჯიშებს შეიძლება დაუქვეითდათ მოთხოვნილება ასიამოვნონ ადამიანს, მაგრამ მე ამას დიდი ჭკუის ნიშნად ნამდვილად ვერ ჩავთვლი
შეიძლება, არ ვიცი, ვვარაუდობ მხოლოდ

აი მაინც ვიკამათე, ფუჭად და უაზროდ biggrin.gif
ეს ჩემი დილეტანტური მოსაზრებაა და მის გარჩევით ნუ შეწუხდებით გეთაყვა, არ მაინტერესებს და არც ღირს
მხოლოდ ის განგიმარტეთ რატომ მქონდა ასეთი "ტონი" თქვენთან მიმართებითbiggrin.gif
კარგად ბრძანდებოდეთ smile.gif
* * *
*satin
QUOTE
ჯანა ძალიან გავს ლაილას ხასიათებით და სუსტი ფსიქიკით.  ჩემიც პანიკა იყო, ყველაფრის ეშინოდა, არცკი ჩამოვთვლი, აბსოლიტურად ყველაფრის აფრიალებული ფოთოლისაც კი   იმითი რომ უთმობ და არ გინდა ანერვიულო დათვურ სამსახურს უწევ. ჯანას დაცვა სჭირდება შენგან, სიმტკიცე და სწორი მიმართულება. შენგან კი ღებულობს მარტო იმას რო გეცოდება და იმის მაგივრად აქეთ მისცე მიმართულება მაგის ჭკუაზე დადიხარ. ანუ რა გამოდის იცი, სუსტი იძულებული ხდება ითამაშოს ძლიერი იმიტომ რომ შენც მაგის "სათრევი" ხარ. ანუ იმას კი ვერ ხვდება რომ შენ უთმობ რომ არ ინერვიულოს, ჯანა ხედავს მარტო იმას რომ შენ ვერ უძღვები და უმკლავდები სიტუაციას.

ვიცი, ვიცი, მასეთ შენიშვნასაც რომ მივიღებდი ეგეც ვიცოდი user.gif
QUOTE
რახან ეშინია მანქანების, ხმაურის, ბავშვების და ა.შ.  ერთი პერიოდი ატარე იპოდრომისკენ  ტროტუარზე  და არა იმ შუა ხეივანში საიდანაც ორივე მხარეს "დაუცველია" ძაღლი.  ჯანა იყოს ყოველთვის სახლის მხარეს და შენ ქუჩის მხარეს. ყოველთვის რისიც კი ეშინია იმ რაღაცის ან ვიღაცის შუა უნდა დადგე შენ და ისე ჩაატარო იმ რაღაცა/ ვიღაცასთან. ამითი  აჩვენებ რომ შენ არიდებ ჯანას უსიამოვნო სიტუაციიდან და შენ აკონტროლებ რა მოხდება.


რადგან ხეივანში ეშინია, სწორედ მასე ვატარე, ქუჩის ცალ მხარეს, მაგრამ, ისე ეჩქარება იოპდრომზე მომყვება კი არა მირბის მიმათრევს იხრჩობა, ვერც გვერდზე ვატარებ , ჩავიქნიე ხელი, კი არ მომყვება ფეხებში მებლანდება , კინაღამ წამაქცია რამოდენიმეჯერ, მთავარი პრობლემა სწორედ ის ქუჩაა რომლის გასწვრივ მივდივართ, ახორხლილია მანქანებით, ყვავილების გამყიდველებით, ნაგვის ბუნკერებით, ტალახიანი ორმოებით, აყრილი აფალტით, ახლა გამყოფი კედლის რემონტი აიტეხეს და ლოდებიც ყრია , მოკლედ ვერ გაივლი, სწორად, წყნარად კულტურულად, მუდამ რაღაცას უნდა აუარო, გადაახტე, მოერიდო, ამყვავილების გამყიდეველებმა საერთოდ გადაკეტეს გზა თავიანთი დახლით , გვიწევს ქუჩის გასწვრივ სიარული, ხოლო თუ მყიდველია მანქანით ატუზული ჩათვალი შუა ქუჩაში ვართ გადასულები, დაიტანჯა ძაღლი დავიტანჯე მე, რაღაც ასი მეტია იოპოდრომამდე და ასივე სატანჯველი
QUOTE
ლაილა სპეციალისტი იყი თავის გამოძრობის საყელურიდან, აბსოლიტურად ყველანაირი საყელური ვცადე , ბოლოს ჯაჭვიც კი და იქიდანაც გამოძვრა   ეხლა ესეთი მაქვს   http://www.unterwegsmithund.ch/resources/R...dick%20ganz.jpg აქედან თავს ვერ გამოიძრობს რაც არუნდა ცადოს.  მე მაქვს სადღაც 80 სმ სიგრძისაა და თავიდან ფაქტიურად კისერთან მეჭირა რომ არ გაქაჩულიყო.  ისე  წესით ამის სწორი მოხმარება მწრთნელმა უნდა გაჩვენოს, მაგრამ ერთია არ უნდა მისცე გაქაჩვის უფლება, გაიქაჩება წაუჭერს ყელში, არ გაიქაჩება ცეპივით კიდა კისერზე. მაგრამ ეფექტი არის საოცარი,

ე.წ. უდავკაზე ამბობ ჰო?
http://hund-sport-shop.de/en/rundwurger-aus-soft-nappaleder-schwarz-beschlage-in-messing/1062-rundwurger-aus-soft-nappaleder-schwarz-beschlage-in-messing.html
ცეზარიკოს ჩვენსას, მილანს უყვარს ეგ
დავიჯერო ასე კარგია?

პ.ს. გარეთ საშინელი გრუხუნია, გაავებით ყეფს ორთავე, ვუყვირე, ვეჩხუბე, ვუბრძანე არ ჩერდებოდნენ , საკმარისი იყო ავმდგარიყავი მოვფერებოდი ორივეს , შემექო, ყოჩაღ რა კარგი გოგოებიხართთქო (სამსახური დავუფასე biggrin.gif ) გაჩერდნენ წამში

Posted by: markes 23 Jun 2013, 19:41
გაიცანით ახალი წევრი გყავთ

შანი
გერმანული ნაგაზი 2,5 თვის

დავბანეთ და გაგვებუტა


Posted by: edna mamida 23 Jun 2013, 19:46
markes

კაი გოგოა შანი
ეტყობა რომ გაიბუტა, ჯენი ვერ იტანს ბანაობას, ჯანას მოსწონს, თავად მიძვრება აბაზანაში
რაიმე ძალიან გემრიელი მიეცით და პოზიტიური დამოკიდებულება გაუჩნდება დაბანისადმი
თუმცა ჯენიზე ეგ არ ჭრის biggrin.gif

Posted by: *satin 23 Jun 2013, 20:09
edna mamida
QUOTE
ვიცი, ვიცი, მასეთ შენიშვნასაც რომ მივიღებდი ეგეც ვიცოდი

შენიშვნა არ მომიცია გოგო biggrin.gif უბრალოდ ვეცდე ჯანას "გადმოსახედიდან" დამენახებინა რატომ არ გსადის ნერვიულობა და შიშები.
QUOTE
ისე ეჩქარება იოპდრომზე მომყვება კი არა მირბის მიმათრევს იხრჩობა, ვერც გვერდზე ვატარებ , ჩავიქნიე ხელი, კი არ მომყვება ფეხებში მებლანდება , კინაღამ წამაქცია რამოდენიმეჯერ,

უფ რა ნაცნობი სიტუაციაა, ლაილა II biggrin.gif ვიცი რო ძალიან გამანადგურებელია ესეთი სასტიკად მოსიარულე ძაღლი, სულ დაძაბული ხარ არ გაგეშვას, არ დაიხრჩოს, არ წაგაქციოს. მოკლედ სეირნობიდან სიამოვნება არის 0 .

QUOTE
ე.წ. უდავკაზე ამბობ ჰო?
ცეზარიკოს ჩვენსას, მილანს უყვარს ეგ
დავიჯერო ასე კარგია?

ცეზარიკო biggrin.gif ხმარობს ეგეთს კი ოღონდ უფრო გრძლეს და ხელზე იხვევს. ჩემი მოკლეა და სახელური აქვს, ისეთი ზომა ავიღე რომ ჩემს გვერდით ან სულ ოდნავ წინ და უკან შეეძლოს ისე სიარული რომ ყელზე ვერ გრძნობდეს მოჭერას და მე ხელი ჯიბეში მედოს biggrin.gif ( ზამთრისთვის გავთვალე ) ძალიან ეფექტიურია პირველივე დღიდან თუ სწორედ იხამრ და აჩვენებ რა არ მოგწონს და როგორ სიარულს ელოდები. რადგან უსასრულოდ მომჭერია არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცე გაქაჩვის უფლება თორემ ჯერ ერთი წაუჭერს და წაუჭერს და ცოდოა, მეორეც ამასაც მიეჩვევა და ეფექტი იქნება 0. აუ მანდ რო ვიყო ზუსტად 1 საათში გასწავლიდი როგორ უნდა ატარო ამით. ესე დაწერა ძნელია, ჩვენებით კი უცებვე ნახავდი შენთვითონ შედეგს. ისე კი ცეზარიც კარგად ხსნის როგორ უნდა ატარო.
QUOTE
მთავარი პრობლემა სწორედ ის ქუჩაა რომლის გასწვრივ მივდივართ, ახორხლილია მანქანებით, ყვავილების გამყიდველებით, ნაგვის ბუნკერებით, ტალახიანი ორმოებით, აყრილი აფალტით, ახლა გამყოფი კედლის რემონტი აიტეხეს და ლოდებიც ყრია , მოკლედ ვერ გაივლი, სწორად, წყნარად კულტურულად, მუდამ რაღაცას უნდა აუარო, გადაახტე, მოერიდო, ამყვავილების გამყიდეველებმა საერთოდ გადაკეტეს გზა თავიანთი დახლით , გვიწევს ქუჩის გასწვრივ სიარული, ხოლო თუ მყიდველია მანქანით ატუზული ჩათვალი შუა ქუჩაში ვართ გადასულები, დაიტანჯა ძაღლი დავიტანჯე მე, რაღაც ასი მეტია იოპოდრომამდე და ასივე სატანჯველი

რა საშინელებაა ნუ sad.gif მე ბოლოს რო ვიყავი ვაკე საბურთალოს ტრასა მაინც იყო ადამიანური და ჩაუხერგავი. ძალიან ცოდოები ხართ.

Posted by: markes 23 Jun 2013, 20:29
QUOTE
რაიმე ძალიან გემრიელი მიეცით და პოზიტიური დამოკიდებულება გაუჩნდება დაბანისადმითუმცა ჯენიზე ეგ არ ჭრის

ეს კარგი რჩევაა edna mamida
როგორ ფიქრობთ რა ეგემრიელება?

მე ჯერ არ ვიცი
sad.gif

Posted by: edna mamida 23 Jun 2013, 21:03
*satin
QUOTE
შენიშვნა არ მომიცია გოგო   უბრალოდ ვეცდე ჯანას "გადმოსახედიდან" დამენახებინა რატომ არ გსადის ნერვიულობა და შიშები.

smile.gif
QUOTE
უფ რა ნაცნობი სიტუაციაა,  ლაილა II   ვიცი რო ძალიან გამანადგურებელია ესეთი სასტიკად მოსიარულე ძაღლი, სულ დაძაბული ხარ არ გაგეშვას, არ დაიხრჩოს, არ წაგაქციოს.  მოკლედ სეირნობიდან სიამოვნება არის 0 .

0 კი არა, საშინელება, ტანჯვაა
QUOTE
ცეზარიკო  ხმარობს ეგეთს კი ოღონდ უფრო გრძლეს და ხელზე იხვევს. ჩემი მოკლეა და სახელური აქვს,  ისეთი ზომა ავიღე რომ ჩემს გვერდით ან სულ ოდნავ წინ და უკან შეეძლოს ისე სიარული რომ ყელზე ვერ გრძნობდეს მოჭერას და მე ხელი ჯიბეში მედოს  ( ზამთრისთვის გავთვალე )  ძალიან ეფექტიურია პირველივე დღიდან თუ სწორედ იხამრ და აჩვენებ რა არ მოგწონს და როგორ სიარულს ელოდები. რადგან უსასრულოდ მომჭერია არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცე გაქაჩვის უფლება თორემ ჯერ ერთი წაუჭერს და წაუჭერს და ცოდოა, მეორეც ამასაც მიეჩვევა და ეფექტი იქნება 0.  აუ მანდ რო ვიყო ზუსტად 1 საათში გასწავლიდი როგორ უნდა ატარო ამით.  ესე დაწერა ძნელია, ჩვენებით კი უცებვე ნახავდი შენთვითონ შედეგს.  ისე კი ცეზარიც კარგად ხსნის როგორ უნდა ატარო.

ჰო ცოტა არ იყოს ვერ მივხვდი, არადა დავიტანჯე, სულ მეშინია არ წაიძროს არ დაიხრჩოს, არ წამაქციოს sad.gif
ვეცდენი ინეტში მოვძებნო ცეზარის რჩევა
QUOTE
რა საშინელებაა ნუ   მე ბოლოს რო ვიყავი ვაკე საბურთალოს ტრასა მაინც იყო ადამიანური და ჩაუხერგავი.  ძალიან ცოდოები ხართ.

ნუ იტყვი, იმ ახალი გზის გამო, ორჯერ გიწევს ფეხით მოსიუარულეს ტრასაზე გადასვლა, ცალმხრივი კია, მარა ისე დაჰქრიან მტრისას, ჰოდა მანდ, გამყოფის დარჩენილი კლდის კედლის რემონტი აიტეხეს დაყარეს ლოდები და მიატოვეს დავდივარ ამ გადარეული ძაღლით ტროტუსრის გასწვრივ
QUOTE
Dogs look up at you, cats look down on you.Give me a pig!He looks you in the eye and treats you as an equal.

lol.gif up.gif
მართალია აი.
გუშინ აფრიკული გარეული ჯუჯა ღორი ვნახე კურდღლისხელა იყო love.gif
* * *
markes
QUOTE
როგორ ფიქრობთ რა ეგემრიელება?
მე ჯერ არ ვიცი

არის სპეციალური ძაღლის სასუსნავები, კამფეტები, ძვლები და ა.შ. იყიდება ზოომაღაზიებში, შეიძლება ყველი, მოხარშული ქათმის ხორცი, ხაჭო მაწონი

საერთოდ ძაღლს სწორი კვება სჭირდება, არავითარ შემთხვევაში არ მიაჩვიოთ ადამიანის საკვებს, თქვენს ვეტექიმს გამოჰკითხეთ რა აჭამოთ, გეტყვით აუცილებლად

Posted by: markes 24 Jun 2013, 00:07
edna mamida
QUOTE
არის სპეციალური ძაღლის სასუსნავები, კამფეტები, ძვლები და ა.შ. იყიდება ზოომაღაზიებში,  შეიძლება ყველი, მოხარშული ქათმის ხორცი, ხაჭო მაწონი საერთოდ ძაღლს სწორი კვება სჭირდება,  არავითარ შემთხვევაში არ მიაჩვიოთ ადამიანის საკვებს, თქვენს ვეტექიმს გამოჰკითხეთ რა აჭამოთ, გეტყვით აუცილებლად

მადლობა რჩევისთვის, ხვალ წავალთ ვეტერიანრთან და გამოვკითხავ.
დღეს როიალ კანინი + მაწონი მიირთვა
სასუსნავებიც ვნახე, მინდოდა ყიდვა და მითხრეს რომ ჯერ ადრეაო

Posted by: edna mamida 24 Jun 2013, 00:39
რას შვება ფორუმი, წაიშალა ყველაფერი spy.gif


markes
QUOTE
სასუსნავებიც ვნახე, მინდოდა ყიდვა და მითხრეს რომ ჯერ ადრეაო

კი ადრეა, პატარაა ჯერ

ახლა ვიპოვე კომპში, ჩემი ლეკვების პატრონებს დავურიგე ინსტრუქციები მოვლა კვებაზე biggrin.gif
იმედია გამოგადგება

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: markes 24 Jun 2013, 01:48
edna mamida
ძალიან დიდი მადლობა რაციონისთვის

2kiss.gif

Posted by: blblbl 24 Jun 2013, 02:28
Tanamdebobis Cxviri
QUOTE
უცოდინრობით გამოწვეული აგრესია და უზრდელობა მდაბიოობისკენ სწრაფვაა

კიდევ ერთი მსგავსი პოსტი და მიიღებ ვორნს,თანაფორუმელის შეურაცხყოფისთვის,ამჯერად სიტყვიერი გაფრთხილება

Posted by: Tanamdebobis Cxviri 24 Jun 2013, 11:57
blblbl
ახალი ხარ როგორც ვიცი (როგორც მოდერატორი ამ თემაში) , ყველაფერს პირველი პრობლემით ვერ ისწავლი მაგრამ ერთერთი მაგალითი იქნება smile.gif
მესმის შენი და ვეცდები დაგეხმარო პრობლემის სწორედ გაანალიზებაში smile.gif
QUOTE
უცოდინრობით გამოწვეული აგრესია და უზრდელობა მდაბიოობისკენ სწრაფვაა

ეს თანაფორუმელის შეურაცხყოფა არ არის რადგან არ არის პირდაპირი მიმართვა არც ციტირებაზე პასუხის გაცემა, ეს არის ,,ბრძნული"
გამონათქვამი და ასე ვინც მოიქცევა იმას შეუძლია მიიღოს საკუთარ თავზე smile.gif

QUOTE
Tanamdebobis Cxviri
QUOTE
უცოდინრობით გამოწვეული აგრესია და უზრდელობა მდაბიოობისკენ სწრაფვაა

ჩემი შენ გითხარიო

და თუ ვინმემ მიიღო საკუთარ თავზე ჩემი რაბრალია smile.gif

blblbl ახლა გაჩვენებ რა უნდა აღგექვა
edna mamida
QUOTE
ფლორა ფაუნაში ტროლი გამოჩნდა ლოლ

ჩემი შენგითხარიო smile.gif
QUOTE
გეთქვა ამდენ პოზიორობას

პოზიორი თავად ხარ smile.gif
(განმარტებით უზრდელურ სიტყვად არ ითვლება , თუმცა ჟარგონულად შეურაცხმყოფელია)
blblbl და თუ მაინც
QUOTE
უცოდინრობით გამოწვეული აგრესია და უზრდელობა მდაბიოობისკენ სწრაფვაა

ეს შეურაცხმყოფელად აღიქვი 2ივე მხარესთვის უნდა მიგეცა გაფრთხილება, რადგან ის რაც შეეურაცმხყოფელად აღიქვი
იგნორირებული არ ყოფილა და იგივე უწოდა თანამოსაუბრეს, იმის მიუხედავად რომ პირადად მისთვის არ მიმიმართავს. (თუმცა ესეც არასწორი იქნებოდა მაგრამ უფრო მსუბუქი შეცდომა)

თუ შეცდომის გამოსწორებას ვერ დავინახავ მიკერძოებულ და არასამართლიანად ჩავთვლი შენ პოსტს smile.gif

Posted by: *satin 24 Jun 2013, 12:16
QUOTE (Tanamdebobis Cxviri @ 23 Jun 2013, 17:21 )
უცოდინრობით გამოწვეული აგრესია და უზრდელობა მდაბიოობისკენ სწრაფვაა

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



მომისმინე ეხლა, შენ აქ ვინმე სულელი ხომ არ გგონია? სპოილერის ნახვა საკმარისი იყო რომ ყველანი მივმხვდარიყავით ვის გულისხმობდი შენი "მაღალფარდოვანი ბრძნული " ფრაზით.
მიიღე ეხლა მოცემული შენიშვნა და გაისუსე ჯობია. როდესაც კამათი არ შეგიძლია და ლოგიკურად ვერ ასაბუთებ შენსავე აზრებს დაცინვაზე გადადიხარ და ცდილობამითი ასე გამოძვრე სიტუაციიდან. აქ არარის ეგეთი სიტუაცია, მეგობრულად ვსაუბრობთ ან ვკამათობთ ერთმანეთში, გინდა ესე? იყავი ბატონო არავინ გაგდებს, არ შეგიძლია დამცინავი ტონის გარეშე საუბარი? წადი და იპოვე ის თემა სადაც გაგივა. აქ რომ გაგიცინეთ და გაგეხუმრეთ არ ნიშნავს რომ სხვა ტონით ვერ დაგელაპარაკებით.

Posted by: Tanamdebobis Cxviri 24 Jun 2013, 12:34
*satin
შენ ნიკს როცა დავაციტირებ მაშინ გამომეპასუხე, და ტაქტიანად ისაუბრე !

Posted by: blblbl 24 Jun 2013, 12:42
Tanamdebobis Cxviri
არ გცოდნია კარგად,წლები ვიყავი მოდერი ამ ფორუმზე,ფლორა და ფაუნასიც არ ვარ ახალი,ერთ წლიანი პაუზა მქონდა მანამდე მოდერი ვიყავი აქც ასე რომ არ მჭირდება შენგან ან ვინმესგან რამის სწავლება.პირდაპირია თუ ირიბი შეურაცხყოფა შეურაცხყოფაა,შენი წკუისდამრიგებლური ტონი და საუბარიც ასევე შეურაცხყმყოფელია ასე რომ მე გაგაფრთხილე ,შეურაცხყოფას აქ მხოლოდ შენ აყენებ ხალხს,სხვა როცა მოგაყენებს ისიც იგივენაირად მიიღებს გაფრთხილებას როგორც შენ.ასე რომ ეს ბოლო გაფრთხილებაა.შეურაცხყოფის გარეშე შეგიძლია იკამათო წყნარად და მშვიდად და არა ამ ტექსტიტ და გიფებით!



Posted by: *satin 24 Jun 2013, 12:47
Tanamdebobis Cxviri
მე როცა მომინდება მაშინ მოგმართავ და რაც შეეხება უტაქტო საუბარს საკუთარ პოსტებს გადახედე და მერე მიეცი სხვებს შენიშვნა ტაქტზე.

მართლაც რომ სასაცილოა ზოგ ზოგიერთები როგორ გამამაცდებიან და გაკიტიპდებიან ხოლმე ფორუმის ანონიმურობას ამოფარებულნი biggrin.gif რეალური ცხოვრებაში დაჩაგრულების და თავშიწარტყმის შიშისგან დამუნჯებულების სინდრომია ეს biggrin.gif

Posted by: edna mamida 24 Jun 2013, 15:28
*satin
QUOTE
მართლაც რომ სასაცილოა ზოგ ზოგიერთები როგორ გამამაცდებიან და გაკიტიპდებიან ხოლმე ფორუმის ანონიმურობას ამოფარებულნი  რეალური ცხოვრებაში დაჩაგრულების და თავშიწარტყმის შიშისგან  დამუნჯებულების სინდრომია ეს

biggrin.gif biggrin.gif
ყურადღება აკლიათ და აქ პოულობენ, რადგან ეკამათები მიუხედავად მათი არგუმენტებისა, თავი მართლაც ჭკვიანი ჰგონიათ
არაფერზე არ მაქვს პრეტენზია სრული დილეტანტი ვარ ბიოლოგიაში, მხოლოდ ვვარაუდობ, ვცდები , შემისწორეთ, მივიღებ
მაგრამ მსგავს დამრიგებლურ ირონიულ ტონს, არ მივიღებ, მითუმეტეს მსგავსი სუბიექტისგან, რომელსაც საკითხის მცოდნეს ვერ ვუწოდებ

არ მოეწონა, რა გაეწყობა, მოსაწონი თავადაც არაფერი დაუწერია


blblbl
*satin
smile.gif smile.gif

blblbl
მოდერობას გილოცავ 2kiss.gif bis.gif . არ შემიმჩნევია facepalm.gif

markes
არაფრის
თუ გამოგადგებათ, მხოლოდ გამიხარდება, თავად ვიყავი სრულიად უცოდინარი როცა ძაღლი ავიყვანეთ და კინაღამ მოვწამლეთ უნებლიედ

Posted by: *satin 24 Jun 2013, 15:44
edna mamida
QUOTE
რადგან ეკამათები მიუხედავად მათი არგუმენტებისა, თავი მართლაც ჭკვიანი ჰგონიათ

გოგო კი არ ჰგონიათ, მშვენივრად იციან რასაც წარმოადგენენ მართლა. ესეთი ხალხი რეალურ ცხოვრებაში იმდენად უჩინარები არიან რომ ასე ვირტუალურ სამყაროში ცდილობენ თავის წარმოჩენას. აქ იოლია, უმეტესი არ იცი ვინაა რას წარმოადგენს, როგორი პიროვნებაა და ამიტომ რაღაც იმიჯის მორგება იოლია. ესაა რომ ზიგიერთი ამაშიც კი იმდენად უნიათოა რომ წამში იყიდება biggrin.gif

ეხლა მოვედი სეირნობიდან ჩამწვარ ჩაბუგული, ნიუფანდლენდერის ლეკვი ვნახე, ნუ ლეკვი ერქვა თორე ლაილას ხელა იქნებოდა სიმაღლეში biggrin.gif ცარიელა თავი და თათები იყო love.gif ახალგაკრეჭილი, მოუქნელი და დაბდურა love.gif მეც მომინდა ერთი ეგეთი შტერი biggrin.gif

Posted by: markes 24 Jun 2013, 17:44
edna mamida
*satin
რამოდენიმე კითხვა მაქ, თუ მოიცლით მიპასუხეთ რა

გუშინ მოვიყვანეთ, დავბანეთ და სარამოზე სტუმრის შეეშინდა ისე რომ ჩაიფსა – გასაგებია რომ სტრესი აქ

დრეს დილაზე დაგლეჯილი ჩუსტი დაგვახვედრა და კარგ ხასიატზე იყო

მერე გამოვიჭირე ჩემი ქმრის ჩუსტიც მოუპარავს და სადღაც მიაცანცალებდა ძალიან დამნაშავე სახით
smile.gif)))))

ეს ყვლაფერი არაუშავს
მერე აცრაზე წავიყვანეთ, ავცერით
საჭმელი კი კარგად ჭამა მაგრამ ხასიატზე არარ არის,, წვება მეტლახზე, მალავს სახეს და ოხრავს იშვიათად მაგრამ მაიც

აცრამ ხომ არ აწყინა?
თუ გამებუტა, ვერ გავიგე

იქნებ ცხელა?

Posted by: *satin 24 Jun 2013, 18:44
markes
აცრის მერე იციან მოწყენა და მისუსტება. იმედია აცრამდე კარგად გასინჯა ექიმმა? სიცხე გაუზომა და გულს მოუსმინა? აცრამდე 2 კვირით ადრე ჭიების წამალს ალევინებენ და მერე ცრიან. შენ ისეთი კარგი ასაკის მოიყვანე რომ წესით პირველ პატრონთან ეკუთვნოდა წამალიც და პირველი აცრაც. ხომ არ იცი ქონდა უკვე გაკეთებული?

ჩუსტების მოპარვას გადააჩვიე biggrin.gif ძალიან საყვარლები კი არიან ამ დროს მგარამ მერე მთლიანად მოგისპობთ ფეხსაცმელებს და გაგიჭირდება გადაჩვევა . სათამაშოები უყიდე და შენთვითონ ეთამაშე, მერე აალაგე.
ყველაფერი აალაგე რაც კი შეიძლება დაღრღნას, დაკუწოს, შეჭამოს. შამპუნები, სარეცხი ფხვნილები ა.შ. ისე მაღლა ადევი რომ ვერ მიწვდეს თორემ მოიწამლება მაგითი ძალიან მძიმედ. რო ჩაიფისა ეს ნორმალურია უცხოდაა და ყველასი ერიდება და ნერვიულობა, შიში და სიხარულიც კი ფისების გაპარვას იწვევს.
პ.ს. გილიოცავ ერთგული მეგობრის მოყვანას , აწი რა მოგაწყენთ biggrin.gif

Posted by: edna mamida 24 Jun 2013, 19:12
markes
QUOTE
აცრამ ხომ არ აწყინა?

ალბათ მაგან
სიცხე ნახეთ ხომ არ აქვს, ნორმალური ტემპერატურა 37,5 დან 38,მდე, ნუ 39 მდეა
თუ მეტია დაურეკეთ ექიმს
სიცხეს ტაკოში უსინჯავენ, 3 წუთი გააჩერეთ თემომეტრი
QUOTE
დრეს დილაზე დაგლეჯილი ჩუსტი დაგვახვედრა და კარგ ხასიატზე იყო

ოუ იეს, დაუმალეთ ფეხსაცმელები, გააგრძელებს ჭამას biggrin.gif
* * *
*satin
ოჰ ეს კლავიატურის ლომები
ვინ არ სცოდავს, მაგრამ ზოგჯერ ნამეტანი მოსდით
QUOTE
წესით პირველ პატრონთან ეკუთვნოდა წამალიც და პირველი აცრაც.  ხომ არ იცი ქონდა უკვე გაკეთებული?

ჩვენ ყველას გავუკეთეთ
QUOTE
ყველაფერი აალაგე რაც კი შეიძლება დაღრღნას, დაკუწოს, შეჭამოს. შამპუნები, სარეცხი ფხვნილები ა.შ. ისე მაღლა ადევი რომ ვერ მიწვდეს თორემ მოიწამლება მაგითი

yes.gif
QUOTE
ეხლა მოვედი სეირნობიდან ჩამწვარ ჩაბუგული,  ნიუფანდლენდერის ლეკვი ვნახე, ნუ ლეკვი ერქვა თორე ლაილას ხელა იქნებოდა სიმაღლეში  ცარიელა თავი და თათები იყო    ახალგაკრეჭილი, მოუქნელი და დაბდურა    მეც მომინდა ერთი ეგეთი შტერი

ვა კრეჭენ მაგათ?
კარგი ძაღლებია ბუთქუნა biggrin.gif

დაწვაზე მე არ მკითხო, იპოდრომის ზაგარი მაქვს გასკტა ხალხი შურით biggrin.gif , რა მეზაგრება, ცუდად ვარ ,მაგრამ რა ვქნა
დღეს დილით ხეივანში ბალახს კრეჭდა რამოდენიმე ადამიანი, ისეთი ხმაურიანი ხელსაწყოები ჰქონდათ სულ გააფრინა ამ ქალბატონმა
ახლა ვეხვეწე ვემუდარე და ლიფტიდან არ გამოვიდა, საცობი იყო ქუჩაში, საშინელი გრუხუნი და პიპინი, ჰოდა დაფრთხა sad.gif

Posted by: *satin 24 Jun 2013, 19:32
edna mamida
შეიძლება გაკრეჭვა, ნუ სასურველი არაა მაგრამ ისეთი სიცხეები იყო აქ უჩეულო რიმ ეტყობა ძალიან გაწვალდა და გაპარსეს. რა სასაცილო იყო უნდა გენახა biggrin.gif თავი გაბურძგნული და მერე გაწლიკული ტანი biggrin.gif მაგრამ მთლიანობაში მაინც დიდი , მაგრამ რო ეტყობა რომ ძალიან პატარაა და ძალიან შტერი biggrin.gif

QUOTE
დაწვაზე მე არ მკითხო, იპოდრომის ზაგარი მაქვს გასკტა ხალხი შურით biggrin.gif ,

აუ მეც რა ზაგარი მაქვს იცი biggrin.gif ხალხი შურით სკდება . ეხლა ჩემი და რო მნახავს ხო ვიცი გაგიჟდება, ზღვაზე ვერ იღებს ესეთ ზაგარს რაც მე აქ წანწალში მივიღე, სულ არ მინდოდა ისე biggrin.gif
QUOTE
ისეთი ხმაურიანი ხელსაწყოები ჰქონდათ სულ გააფრინა ამ ქალბატონმა
ახლა ვეხვეწე ვემუდარე და ლიფტიდან არ გამოვიდა, საცობი იყო ქუჩაში, საშინელი გრუხუნი და პიპინი, ჰოდა დაფრთხა sad.gif

საწყალი sad.gif ამ დროს არ უნდა შეიმჩნიო რო ამჩნევ შიშს, დაუფიქრებლად იმაზე რო ეშინია და გაჯიქდება უნდა გააგრძლო გზა , აი ამდროს კია საშიში მაგან ჩვეულებრივი საყელურიდან თავი გამოიძვრინოს და გაიქცეს. მოკლედ არ იქნება ცუდი თუ ცეზარას ნაირ საბელს იყიდდი . ლაილას კიბეზე ჩასვლის ეშინია biggrin.gif სახლში ვუთმობ იმიტომ რომ მაწყობს არ იაროს სართულ სართულ, მაგრამ ექიმთან რო დამჭირდა ქვედა სართულზე ჩაყვანა და გაჯიქდა, ეგრევე ინსტინქტურად მეთქი სანამ ბოლომდე გაჯიქებულა biggrin.gif დავუჩქარე ნაბიჯს თან ოდნავ მოვქაჩე და წამოვიდა მშვენივრად.

Posted by: edna mamida 24 Jun 2013, 19:34
ჰო თქვენ კურდღლები და მონადირეები გხვდებათ ბუჩქებში
ჩვენ........ თბილისელი ზაგარის მიმღები მოქალაქეები
ბალახია იპოზე მუხლამდე სანამ ახლოს არ მიხვალ კი ვერ შეამჩნევ გაფარჩხულ (მზე რომ ყველგან მოხვდეს) ნახედრად შიშველ მდედრებს, ერთს კინაღამ ჯანასთვის გადაგდებული ჯოხი მოხვდა, კიდევ კარგი ვერ შეამჩნია, ბოლო ასეთი ჯანიკოს საყვარელ სახტუნაო ბეტონის დაბალ კედელზე დაგვხვდა გაშოტილი biggrin.gif
* * *
*satin
QUOTE
რა სასაცილო იყო უნდა გენახა  თავი გაბურძგნული და მერე გაწლიკული ტანი

lol.gif lol.gif
QUOTE
აი ამდროს კია საშიში მაგან ჩვეულებრივი საყელურიდან თავი გამოიძვრინოს და გაიქცეს

ჰო მაგის მეშინია, სძვრება თან საყელური, კიდევ კარგი რომ სძვრება, თორემ მოკვდებოდა ლიფტში sad.gif
QUOTE
ამ დროს არ უნდა შეიმჩნიო რო ამჩნევ შიშს

არ ვიმჩნევ, მივდივარ და ავიწყდება, იმდენად უნდა იქ მოხვედრა რომ მიმათრევს, მაგრამ ლიფტიდან გამოსვლა და კორპუსის კიბეზე ჩასვლაა პრობლემა
QUOTE
აუ მეც რა ზაგარი მაქვს იცი  ხალხი შურით სკდება

არადა ვერ ვშავდებოდი მეგონა, ახლა სახე, კისერი, მხრები, ხელები და ფეხების ნაწილი საკაიფოდ შავი მაქვს biggrin.gif დანარჩენი თეთრი, მაიკის თეთრი ზოლებიც არ დამავიწყდესgivi.gif
მშვენიერი, თანაბარი "რუჯი" მაქვს lol.gif

Posted by: volli35 24 Jun 2013, 19:39
*satin
შავი ნიუფი ნახეთ??? ამუ ლაქი?? ... ერთია თბილისში და ისიც 2 წლის ხდება ... ანუ ეს ნახეთ ხო???
http://radikal.ru/fp/a8724d3f78fb4c47a752cf19ffbf5874

Posted by: *satin 24 Jun 2013, 19:41
QUOTE

ბალახია იპოზე მუხლამდე სანამ ახლოს არ მიხვალ კი ვერ შეამჩნევ გაფარჩხულ (მზე რომ ყველგან მოხვდეს) ნახედრად შიშველ მდედრებს

გოგო ნახევრად შიშველებს ვინ ჩივის, ჩემთან ტბაზე მთლა შიშველი მამრები მხვდებიან biggrin.gif ეხლა უკვე ჭკუა ვისწავლე და იმ ადგილებში სადაც ბოლომდე შიშვლდებიან ვაბავ ძაღლს და ისე მივდივარ. თორემ ჯოისი რო მყავდა ხო სულ კივილით შერეკა წყალში ტიტლიკანა კაცი biggrin.gif ჯოისის დაქალმა ლაბრადორმა ამდროს საპიკნიკოდ წამოღებული სასისკები შეიუჭამა და ის კი წყლიდან ყვიროდა მთელი სასისკები შემიჭამაო biggrin.gif ლაბის პატრონმა მიაძახამერე " ამას რას სჩივი მადლობელი იყავი შენი "სასისკი" რომ არ მოგაჭამესო" biggrin.gif
* * *
volli35
არაა, არ ვარ თბილისში, გერმანიაში ვარ, მაგრამ აქაც კი 20 წლის მანძილზე მეორედ ვნახე სულ. ფაქტიურად არ ყავთ ეს ჯიში.
ეს ძაღლი სურათში შენია?
რა კაი ვინმეა, ვაკის პარკშია ხომ გადაღებული?

Posted by: edna mamida 24 Jun 2013, 19:47
*satin
QUOTE
გოგო ნახევრად შიშველებს ვინ ჩივის, ჩემთან ტბაზე მთლა შიშველი მამრები მხვდებიან  ეხლა უკვე ჭკუა ვისწავლე და იმ ადგილებში სადაც ბოლომდე შიშვლდებიან ვაბავ ძაღლს და ისე მივდივარ. თორემ ჯოისი რო მყავდა ხო სულ კივილით შერეკა წყალში ტიტლიკანა კაცი  ჯოისის დაქალმა ლაბრადორმა ამდროს საპიკნიკოდ წამოღებული სასისკები შეიუჭამა და ის კი წყლიდან ყვიროდა მთელი სასისკები შემიჭამაო  ლაბის პატრონმა მიაძახამერე " ამას რას სჩივი მადლობელი იყავი შენი  "სასისკი" რომ არ მოგაჭამესო"

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif facepalm.gif

ეს ნუდისტი ნემცები
დედაჩემი მიყვებოდა გასტროლებზე იყვნენ მაშინდელ გდრ-ში, გამოეყრებოდნენ სასტუმროს აივნებზე ტოპლეს ქალები არავის ეპუებოდნენ, ეგ კი არა სახლებში ბაღში კუპალნიკების ამარა დატანტალებდნენ და ისე მუშაობდნენო
მოქცათ კისრები და დაეფსოთ თვალები ჩვენს ბიჭებს მაგათი გადამკიდე, მოვკვდი მაგათი საცოდაობითო lol.gif

წვანან ახლა დედაჩემის ლოგინზე, ჯანას ბალიშზე დაუდია თავი...
ლოჯში ცხელა უფრო, ლოგინზე კი გრილა

Posted by: *satin 24 Jun 2013, 19:53
edna mamida
ადრე მე პატარა ვიყავი ძალიან არ მახსოვს რა წელი იყო, მაგრამ გერმანელი ქალი ფეხბურთელები ჩამოვიდნენ სამეგობრო თამაშითვის თბილისსში და კაცები ისედაც აცუნდრუკდნენ. მარა რო გამოეფინენ ეს ქალები ნახევრად შიშვლები აჭარის წინ biggrin.gif სუმთლა დასაბმელები გახდენ კაცები. როთი დამთავრდა ამათი ზაგრის მიღება არ მახსოვს მაგრამ სკანდალი იყო სერიოზული biggrin.gif

QUOTE
წვანან ახლა დედაჩემის ლოგინზე, ჯანას ბალიშზე დაუდია თავი...

მგონი ცოტახანში შენს ორთოპედიულ მატრასს დაიბრუნებ biggrin.gif

Posted by: volli35 24 Jun 2013, 19:59
*satin
უი ვიცოდი და დამავიწყდა აქ რომ არ ხართ ... smile.gif

QUOTE
ეს ძაღლი სურათში შენია?რა კაი ვინმეა, ვაკის პარკშია ხომ გადაღებული?

არაააააა ლაქი ვაკის პარკში გავიცანი და დღეს ჩემი მეგობარია smile.gif

ვაიმეე ეგ რომ ჩემი იყოს ალბათ მოვკვდებოდი ბედნიერებისგან smile.gif

პ.ს. ისე ნიუფის კარრეჭა არ შეიძლება ... მხოლოდ ამოვარცხნა შიგნიდან

Posted by: BUFFALOBILL 24 Jun 2013, 20:09
ნაგაზებზეა ტემა და ტქვენ კიდე...

ისე ერთი ჭკვიანი ლეკვი არ გეგულებათ? ძმიშვილისთვის მინდა ძალიან უყვარს ძაღ;ები წლინახევრისაა ყველგან ამა ელანდება თოჯინასაც ამას ეზხის და ვიფიქრე მივუყვან და ერთად გაერთობიან და თან კომპიუტერთან ჯდომასაც დამაცლის მოვა და მანიშნებს ამა ამა ამა, მაჩვენეო მეც ვზივარ და ვყურობ იუთუბზე ძაღლებს. არა მეც მიყვარს და ვიცი აღზრდის ამბები ბაბუაჩემს 4 ძაღი ყავდა

მარა ბავშვისთვის უფრო სასიხარულოდ მინდა ერთად გაიზრდებიან

მაჩუქეთ ვინმემ

Posted by: *satin 24 Jun 2013, 20:12
volli35
QUOTE
ისე ნიუფის კარრეჭა არ შეიძლება ... მხოლოდ ამოვარცხნა შიგნიდან

ვიცი sad.gif ბეწვი უფუჭდება და წყლისგან დამცველობას კარგავს. არც ოქროსფერი რეტრივერის გაკრჭვა არ შეიძლება მარა მაინც კრიჭავენ. კიდიათ რა .
QUOTE
ვაიმეე ეგ რომ ჩემი იყოს ალბათ მოვკვდებოდი ბედნიერებისგან smile.gif

მერე რატო არ გყავს?
ისე მეც დიდიხანი დამჭირდა ჩემი ოცნების ასასრულებლად, მაგრამ მაინც ავისრულე როგორცკი საშუალება მომეცა და დრო ძაღლი მყოლოდა.

Posted by: edna mamida 24 Jun 2013, 20:29
*satin
QUOTE
ადრე მე პატარა ვიყავი ძალიან არ მახსოვს რა წელი იყო, მაგრამ გერმანელი ქალი ფეხბურთელები ჩამოვიდნენ სამეგობრო თამაშითვის თბილისსში და კაცები ისედაც აცუნდრუკდნენ. მარა რო გამოეფინენ ეს ქალები ნახევრად შიშვლები აჭარის წინ  სუმთლა დასაბმელები გახდენ კაცები. როთი დამთავრდა ამათი ზაგრის მიღება არ მახსოვს მაგრამ სკანდალი იყო სერიოზული

lol.gif
QUOTE
მგონი ცოტახანში შენს ორთოპედიულ მატრასს დაიბრუნებ

ვატყობ მეც biggrin.gif

ბაფალობილ
QUOTE
ნაგაზებზეა ტემა და ტქვენ კიდე...

ბოდიში ბატონო biggrin.gif
QUOTE
ისე ერთი ჭკვიანი ლეკვი არ გეგულებათ?  ძმიშვილისთვის მინდა ძალიან უყვარს ძაღ;ები წლინახევრისაა ყველგან ამა ელანდება თოჯინასაც ამას ეზხის და ვიფიქრე მივუყვან და ერთად გაერთობიან და თან კომპიუტერთან ჯდომასაც დამაცლის მოვა და მანიშნებს ამა ამა ამა, მაჩვენეო მეც ვზივარ და ვყურობ იუთუბზე ძაღლებს. არა მეც მიყვარს და ვიცი აღზრდის ამბები ბაბუაჩემს 4 ძაღი ყავდა

ეგ კარგია მარა, არაა ძაღლი ბავშვის სათამაშო, მითუმეტეს ასე პატარასი, მეორე ბავშვია, იგივე პრობლემებით, მოვლის აუცილებლობით, ხარჯებით
ბოლოს მხოლოდ ზედმეტი თავსატეხი იქნება მშობლებისთვის და გააჩუქებენ (საუკეთესო შემთხვევაში)
არ ღირს



Posted by: markes 24 Jun 2013, 20:37
*satin
edna mamida
სიცხე კი არა, საღამოსკენ გამხეცდა
lol.gif
დაქრის ოთახიდან ოთახში წკმუტუნით ჩემ შვილს ეძებს და ის გოგო კი არ მოდის

გადავრჩით აცრას

Posted by: MITIATO 24 Jun 2013, 20:54
*satin
QUOTE
ჯოისი რო მყავდა ხო სულ კივილით შერეკა წყალში ტიტლიკანა კაცი  ჯოისის დაქალმა ლაბრადორმა ამდროს საპიკნიკოდ წამოღებული სასისკები შეიუჭამა და ის კი წყლიდან ყვიროდა მთელი სასისკები შემიჭამაო  ლაბის პატრონმა მიაძახამერე " ამას რას სჩივი მადლობელი იყავი შენი  "სასისკი" რომ არ მოგაჭამესო"


ცუდად ვარ. lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif


Posted by: BUFFALOBILL 24 Jun 2013, 21:02
QUOTE
ისე ერთი ჭკვიანი ლეკვი არ გეგულებათ?  ძმიშვილისთვის მინდა ძალიან უყვარს ძაღ;ები წლინახევრისაა ყველგან ამა ელანდება თოჯინასაც ამას ეზხის და ვიფიქრე მივუყვან და ერთად გაერთობიან და თან კომპიუტერთან ჯდომასაც დამაცლის მოვა და მანიშნებს ამა ამა ამა, მაჩვენეო მეც ვზივარ და ვყურობ იუთუბზე ძაღლებს. არა მეც მიყვარს და ვიცი აღზრდის ამბები ბაბუაჩემს 4 ძაღი ყავდა

ეგ კარგია მარა, არაა ძაღლი ბავშვის სათამაშო, მითუმეტეს ასე პატარასი, მეორე ბავშვია, იგივე პრობლემებით, მოვლის აუცილებლობით, ხარჯებით
ბოლოს მხოლოდ ზედმეტი თავსატეხი იქნება მშობლებისთვის და გააჩუქებენ (საუკეთესო შემთხვევაში)
არ ღირს


ძმიშვილი ჩემთან არ ცხოვრობს სტუმრად მოდის ხოლმე მე მინდა მყავდეს ძირიტადად ოღონდ ყველა არა ნორმალური ამუნია მინდა tongue.gif

Posted by: *satin 24 Jun 2013, 21:33
ბაფალობილ
QUOTE
მე მინდა მყავდეს ძირიტადად ოღონდ ყველა არა ნორმალური ამუნია მინდა tongue.gif


თავშესაფარში ყავთ უამრავი ნორმალიური ამუნიები, ერთმანეთზე უფრო საყვარლები. შეიარე ნახე მოგეწონება რომელიმე და წამოიყვანე. რუსთაველზეც იყო რამოდენიმე დღის წინ ლეკვების გაჩუქებაის აქცია. კიდევ იქნება ალბათ. smile.gif

MITIATO
აბა რა ეგონა რო გამოიჭიმა შიშველი იქ სადაც სულ ჯლიგინ ჯლიგინით ჩარბიან ძაღლები წყალთან biggrin.gif

markes
QUOTE
სიცხე კი არა, საღამოსკენ გამხეცდა

უი რა კარგია. საშინელებაა ძაღლი რო მოიწყენს და ვერ ხვდები რა აწუხებს.

Posted by: volli35 24 Jun 2013, 21:49
*satin
QUOTE
მერე რატო არ გყავს?  ისე მეც დიდიხანი დამჭირდა ჩემი ოცნების ასასრულებლად, მაგრამ მაინც ავისრულე როგორცკი საშუალება მომეცა და დრო ძაღლი მყოლოდა.

უსერიოზულესი აკრძალვა მაქვს ... ნუ აი უსერიოზულესი sad.gif

ჰოდა markesის შანის დახმარებით უნდა აღვიდგინო ძაღლი რომ არ მყავს ეს დანაკლისი smile.gif ... გუშინ პირველმა მე ვნახე და გადავირიე ისეთი სიხარულია love.gif love.gif
იმდენი ფოტოები გადავუღე შოკში ჩავაგდე ისედაც დაბნეული და შოკირებული ლეკვი biggrin.gif

markes
და სადაა შენი ქალბატონი??? .... რატომ მიაგდო ბავშვი მარტო?? biggrin.gif

დღეს მგონი შანის ძმა ვნახე დილას პარკში .... დაპარტყუნობდა smile.gif

ბაფალობილ
QUOTE
ოღონდ ყველა  არა ნორმალური ამუნია მინდა

და არანორმალური ამუნია რომელია??? sad.gif

QUOTE
თავშესაფარში ყავთ უამრავი ნორმალიური ამუნიები, ერთმანეთზე უფრო საყვარლები. შეიარე ნახე მოგეწონება რომელიმე და წამოიყვანე.  რუსთაველზეც იყო რამოდენიმე დღის წინ ლეკვების გაჩუქებაის აქცია.  კიდევ იქნება ალბათ.

მართალია ... მე ვიყავი ელიზების თავშესაფარში და გარწმუნებ ბევრი კარგი ძაღლი ყავთ ... ნამდვილად შეარჩევ რამეს

და ასევე ყოველ შაბათ დღეს არის რუსთაველის მეტროსთან აქცია ... აჩუქებენ ლეკვებს და კნუტებს

Posted by: *satin 24 Jun 2013, 22:05
volli35
QUOTE
უსერიოზულესი აგრძალვა მაქვს ... ნუ აი უსერიოზულესი sad.gif

უი როგორ მესმის შენი sad.gif მეც რაც თავი მახსოვს ძაღლი მინდოდა და არ მქონდა უფლება მოყვანის.

Posted by: edna mamida 24 Jun 2013, 22:07
markes
QUOTE
სიცხე კი არა, საღამოსკენ გამხეცდა

bis.gif

ბაფალობილ
წეღან მინდოდა თავშესაფრის რჩევა, მაგრამ წავშალე, სამაგიეროდ სხვებმა გირჩიეს, კარგიც ქნეს , თავშესაფრიდან თუ აიყვან მეგობარსაც იყოლიებ და ერთ ძაღლს გადაარჩენ კიდეც

*satin
QUOTE
უი რა კარგია. საშინელებაა ძაღლი რო მოიწყენს და ვერ ხვდები რა აწუხებს.

აბააა
დედაჩემი მუდმივად განიცდის, რატომაა მოწყენილი?
რაღაც ცხვირი აქვს ცხელი, არ ჭამს, რაიმე ხომ არ დაემართა?
სიცხე გაუზომე, ბავშვები მშივრები არიან, უთხარი ჭამონ mo.gif biggrin.gif
აი ასე ვართ ცხელი რძით დამწვრები

Posted by: volli35 24 Jun 2013, 22:12
*satin
QUOTE
აგრძალვა

ვაიმე რა დებილური შეცდომა დამემართა sad.gif
QUOTE
უი  როგორ მესმის შენი  მეც რაც თავი მახსოვს ძაღლი მინდოდა და არ მქონდა უფლება მოყვანის.

ეგრე ვარ ზუსტად ... ნებართვა მივიღე მხოლოდ იორკის მოყვანაზე ... თუმცა ეგ ხო სათამაშოა და არა ძაღლი smile.gif ... მაგრამ მაინც ძაღლია რა
ძაღლი ჩემთვის არის გერმანული ნაგაზი ..... ნუ აი ძაღლების ძაღლი love.gif love.gif

Posted by: blblbl 24 Jun 2013, 23:13
QUOTE
გოგო ნახევრად შიშველებს ვინ ჩივის, ჩემთან ტბაზე მთლა შიშველი მამრები მხვდებიან biggrin.gif ეხლა უკვე ჭკუა ვისწავლე და იმ ადგილებში სადაც ბოლომდე შიშვლდებიან ვაბავ ძაღლს და ისე მივდივარ. თორემ ჯოისი რო მყავდა ხო სულ კივილით შერეკა წყალში ტიტლიკანა კაცი biggrin.gif ჯოისის დაქალმა ლაბრადორმა ამდროს საპიკნიკოდ წამოღებული სასისკები შეიუჭამა და ის კი წყლიდან ყვიროდა მთელი სასისკები შემიჭამაო biggrin.gif ლაბის პატრონმა მიაძახამერე " ამას რას სჩივი მადლობელი იყავი შენი "სასისკი" რომ არ მოგაჭამესო"

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
* * *
volli35
QUOTE
უშინ პირველმა მე ვნახე და გადავირიე ისეთი სიხარულია

ანუ შენი ბრალია ჩაფსმა ხო? biggrin.gif

გეყოლება შენ ძაღლი ხო იცი რომ გეყოლება 2kiss.gif

Posted by: volli35 24 Jun 2013, 23:25
blblbl
QUOTE
ანუ შენი ბრალია ჩაფსმა ხო?

არა ჩემი ბრალი არაააააა .... ჩემს მერე მისულა ვიღაც და ეტყობა შეეშინდა biggrin.gif ... მე ეგრევე მოვეწონე და მიმიღო შანიმ love.gif love.gif
QUOTE
გეყოლება შენ ძაღლი ხო იცი რომ გეყოლება 

იმედი ბოლოს კვდება smile.gif ... მთავარია ჩემს მერე არ მოკვდეს tongue.gif

Posted by: markes 25 Jun 2013, 00:17
volli35
QUOTE
დღეს მგონი შანის ძმა ვნახე დილას პარკში .... დაპარტყუნობდა

კიიიიი, იქ დადის რალფი ქვია, ამ სარამოზეც იყო
დიდ ბიჭებში გაერია და კაცი ეგონა თავი

ახლა ის მაინტერესებს ერთმანეთს თუ იცნობენ

Posted by: HEPHAESTUS 25 Jun 2013, 01:20
andro ph

ვა ანდრო ბატონო მალინუ გყავთ უკვე?

ა კავკასკიი ოვჩარკი? spy.gif

უკვე დალია მაგ ჯიშმა ჩაილურის წყალი საქართველოში? cry.gif

Posted by: volli35 25 Jun 2013, 15:10
markes
QUOTE
კიიიიი, იქ დადის რალფი ქვია, ამ სარამოზეც იყო
დიდ ბიჭებში გაერია და კაცი ეგონა თავი


დღესაც ვნახე ... იმასაც წითელი ყელსაბამი აქვს smile.gif ..... საყვარელი

არა ვერ იცნობენ .. smile.gif

Posted by: andro ph 25 Jun 2013, 20:14
HEPHAESTUS
კი, მყავს და კიდევ ვაპირებ დამატებას. smile.gif)

ერთი კავკასკაია ოვჩარკა მყავს და ქალაქის პირობებში ალბათ აღარ ვიყოლიებ ამ ჯიშს. smile.gif
რაც მალე დალევს ჩაილურის წყალს, მით უკეთესი - ჯიშისთვის biggrin.gif

ძაან დიდი იმედი მაქვს, რომ მალინუა არ გახდება პოპულარული საქართველოში და ვიქნებით ჩვენთვის, წყნარად. biggrin.gif

Posted by: edna mamida 25 Jun 2013, 20:27
andro ph
გეოგრაფიკზე გამოჩნდა ახალი გადაცემა alpha dogs
http://natgeotv.com/uk/alpha-dogs/galleries/dogs-on-watch/14#92492
http://channel.nationalgeographic.com/wild/alpha-dogs/photos/
რამოდენიმეჯერ მალინუა დავლანდე, თუ გერმანულებში ამერია?

აი ეს მაგალითად რომელია?
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: andro ph 25 Jun 2013, 20:44
edna mamida
მალინუებია smile.gif
......................................

Posted by: edna mamida 25 Jun 2013, 20:53
andro ph
QUOTE
მალინუებია

smile.gif
რა მაგრები არიან, რა ენერგიულები, თვალი დამრჩა
ძალიან პოპულარული ჯიშია უკვე ეტყობა

Posted by: andro ph 25 Jun 2013, 21:00
edna mamida

კი, სულ სხვა განზომილებაა მალინუა smile.gif)))
ერთი ბედნიერებაა მასთან ურთიერთობა და მუშაობა smile.gif

Posted by: edna mamida 25 Jun 2013, 21:25
andro ph
QUOTE
ერთი ბედნიერებაა მასთან ურთიერთობა და მუშაობა




ხარისხი ცუდია, მაგრამ ძაღლი აწწწწწწწწ
* * *

Dogs 101 Beagle, Golden Retriever, German Shepherd

იგივე რუსულად

მიყვარს ეს გადაცემა biggrin.gif

Posted by: HEPHAESTUS 25 Jun 2013, 23:52
andro ph

QUOTE
კი, მყავს და კიდევ ვაპირებ დამატებას.


გილოცავ.

ევროპიდან შემოგაყვს ლეკვი?
თუ მანდვე დიღმის ბაზარზეა ლეკვები? gigi.gif
:მამასაქართველოსჩემპიონიყავს:

biggrin.gif

QUOTE
ერთი კავკასკაია ოვჩარკა მყავს და ქალაქის პირობებში ალბათ აღარ ვიყოლიებ ამ ჯიშს. smile.gif
რაც მალე დალევს ჩაილურის წყალს, მით უკეთესი - ჯიშისთვის


აღარც აბორიგენს აღარ იყოლიებ? cry.gif

QUOTE
ძაან დიდი იმედი მაქვს, რომ მალინუა არ გახდება პოპულარული საქართველოში და ვიქნებით ჩვენთვის, წყნარად.


+1
მე გეტყვი შენი მხრივ რა უნდა აკეთო, მაქსიმალურად დაარეკლემა მაგალითად "ვასტოჩნა ევრაპეისკა" და აგინო და თახთო მალინუ. gigi.gif
ბოლოს უნდაა დამაატო ჩემი თუ არ გჯერავთ იუზას ჰკიტხეთო givi.gif

ჰოდა იქნებით საკაიფოდ მარტო თქვენთვის biggrin.gif

პ.ს. წარმატებები.

პს1. მე თუ გერმანული მოშენების კუცჰაარი ვერ ვიყიდე ეგ ძაღლი იქნება ჩემი სამიზნე. yes.gif

კაცურად თუ არ დაიზარებ, სულ ერთ აბზაცში დაწერა რა რითი განსხავდება გერმანულიგან, იმედია ბიცოლა ედნა არ გვიწყენს.

Posted by: andro ph 26 Jun 2013, 08:44
QUOTE
გილოცავ.

ევროპიდან შემოგაყვს ლეკვი?
თუ მანდვე დიღმის ბაზარზეა ლეკვები?
:მამასაქართველოსჩემპიონიყავს:

biggrin.gif


კი, ევროპიდან... smile.gif


QUOTE
აღარც აბორიგენს აღარ იყოლიებ?


თბილისში ალბათ არა....... თუმცა 100% გამორიცხული არაფერია smile.gif

QUOTE
მე გეტყვი შენი მხრივ რა უნდა აკეთო, მაქსიმალურად დაარეკლემა მაგალითად "ვასტოჩნა ევრაპეისკა" და აგინო და თახთო მალინუ.
ბოლოს უნდაა დამაატო ჩემი თუ არ გჯერავთ იუზას ჰკიტხეთო givi.gif

ჰოდა იქნებით საკაიფოდ მარტო თქვენთვის

პ.ს. წარმატებები.


მადლობა biggrin.gif

QUOTE
კაცურად თუ არ დაიზარებ, სულ ერთ აბზაცში დაწერა რა რითი განსხავდება გერმანულიგან, იმედია ბიცოლა ედნა არ გვიწყენს.


პირველ რიგში, მაინც მალინუების შედარებით გამართულ ანატომიას გამოვარჩევ და ამ გამართული ანატომიის მყარად გადაცემის დიდ ალბათობას - შთამომავლებზე, რაც უზრუნველყოფს ყველა იმ სამუშაოს უკეთ შესრულებას, რაც მოძრაობასთანაა დაკავშირებული.
"მეორე რიგში" - ფსიქიკა. აქ უკუღმაა ყველაფერი. მალინუას ფსიქიკის გაფუჭება არის ძაან ადვილი - გერმანულ ნაგაზთან შედარებით. და ამ ფსიქიკაგაფუჭებულ მალინუებს ძალიან ხშირად გამოსდით ფსიქიკადაზიანებული ლეკვები. smile.gif თუმცა თუ შევადარებთ ჯანმრთელი ფსიქიკის მალინუას და ჯანმრთელი ფსიქიკის გერმანულ ნაგაზს - აქ მალინუას აქვს აშკარა უპირატესობა. შედარებით დაუღლელი, უშიშარი და შრომისმოყვარეა.
და კიდევ ერთი - რაც დავაკვირდი, გერმანული ნაგაზი იმდენს იჩალიჩებს, გვალვაში იპოვის ტალახს და გატალახიანდება....... მალინუამ კიდე შეიძლება ჭაობში ისე გაიაროს, რომ არ დაისვრება. givi.gif

http://www.youtube.com/watch?v=k36EPEBGFbM

პ.ს ვასტოჩნიკი ორივეზე უკეთესია ყველაფრით

Posted by: KillaBee 26 Jun 2013, 16:57
ალფა დოგის სასტავი 30-40 ათასად ყიდის ძAღლებს და მერე მე მიშლიან ნერვებს smile.gif
QUOTE
პ.ს ვასტოჩნიკი ორივეზე უკეთესია ყველაფრით

andro ph
HEPHAESTUS
რჩევით აქებ ვასტოჩნიკს თუ სერიოზულად მივიღო? სერიოზულად მაინტერესებს რადგან ვასტოჩნიკზე ყველაზე ნაკლები ვიცი ამ სამეულიდან.

Posted by: HEPHAESTUS 26 Jun 2013, 17:15
andro ph

QUOTE
კი, ევროპიდან...


რომელ საშენებს გაუწევდი რეკომნდაციას ისე?
ბელგიურს თუ გერმანულს?

QUOTE
და ამ ფსიქიკაგაფუჭებულ მალინუებს ძალიან ხშირად გამოსდით ფსიქიკადაზიანებული ლეკვები.

ვა ასეთი მგრძნობიერ ფსიქიკა აქვთ?

QUOTE
და კიდევ ერთი - რაც დავაკვირდი, გერმანული ნაგაზი იმდენს იჩალიჩებს, გვალვაში იპოვის ტალახს და გატალახიანდება....... მალინუამ კიდე შეიძლება ჭაობში ისე გაიაროს, რომ არ დაისვრება.

ანუ ეს რას ნიშნასვ,
წყალი არ უყავს მალინუს თუ სიცხეს უკეთესად იტანს?

QUOTE
პ.ს ვასტოჩნიკი ორივეზე უკეთესია ყველაფრით

მართლა თუ შაყირობ?

Posted by: edna mamida 26 Jun 2013, 17:21
QUOTE
იმედია ბიცოლა ედნა არ გვიწყენს.

რეიზა უნდა გიწყინო? givi.gif
თავად მინდოდა კითხვა
QUOTE
და კიდევ ერთი - რაც დავაკვირდი, გერმანული ნაგაზი იმდენს იჩალიჩებს, გვალვაში იპოვის ტალახს და გატალახიანდება......

ჩემები facepalm.gif
QUOTE
შედარებით  დაუღლელი, უშიშარი და შრომისმოყვარეა.

ჩემი გერმანულები ისტერიჩკაა ორთავე user.gif
QUOTE
მართლა თუ შაყირობ?

კაცო, შენ არ ურჩიე აქეო?

Posted by: HEPHAESTUS 26 Jun 2013, 17:38
edna mamida

QUOTE
კაცო, შენ არ ურჩიე აქეო?


მე ანტი რეკლამის პონტში კაცო.

ვასტოჩნიკი მგონი არ აარის აღიარებული biggrin.gif
რუსების ნაჩალიჩარია ეგ ძაღლი.

Posted by: andro ph 26 Jun 2013, 20:29
QUOTE
რომელ საშენებს გაუწევდი რეკომნდაციას ისე?
ბელგიურს თუ გერმანულს?


ძაან აქებენ გერმანულ საშენებსაც, მაგრამ მე მაინც ბელგიიდან ვიჩალიჩებ პირველ რიგში... უკეთესი შეგრძნებაა, ჯიშის სამშობლოდან რომ ჩამოგივა ლეკვი biggrin.gif

ისე კი ძრირთადად ბელგია, საფრანგეთი, ჰოლანდია, გერმანია და ჩეხეთი არიან ამ ჯიშის ყველაზე ძლიერი მომშენებლები.

QUOTE
ვა ასეთი მგრძნობიერ ფსიქიკა აქვთ?


კი, ზედმეტად მგრძნობიარე.

QUOTE
ანუ ეს რას ნიშნასვ,
წყალი არ უყავს მალინუს თუ სიცხეს უკეთესად იტანს?

სიცხესაც უკეთესად იტანს და წყალიც უყვარს - უბრალოდ ბინძური არ არის biggrin.gif

QUOTE
მართლა თუ შაყირობ?


ანტიმალინუური პროპაგანდის დასაწყისი იყო ეს. biggrin.gif

KillaBee

რჩევით შევაქე smile.gif))

Posted by: lemona 26 Jun 2013, 22:03
andro ph
QUOTE
ძაან აქებენ გერმანულ საშენებსაც, მაგრამ მე მაინც ბელგიიდან ვიჩალიჩებ პირველ რიგში... უკეთესი შეგრძნებაა, ჯიშის სამშობლოდან რომ ჩამოგივა ლეკვი

საშუალოდ რა შეიძლება დაჯდეს კარგი ლეკვი? გერმანიაში-ბელგიაში?


მალინუაც მაინტერესებს და გერმანული ნაგაზიც smile.gif

Posted by: andro ph 26 Jun 2013, 22:11
QUOTE (lemona @ 26 Jun 2013, 22:03 )

საშუალოდ რა შეიძლება დაჯდეს კარგი ლეკვი? გერმანიაში-ბელგიაში?


მალინუაც მაინტერესებს და გერმანული ნაგაზიც smile.gif

მარტო ლეკვის ფასი, სადღაც 1000-1200 ევრო იქნება ალბათ - მალინუასი.

კარგი გერმანული ნაგაზების ფასი, შეიძლება 2-3 ჯერ მეტი იყოს smile.gif

Posted by: HEPHAESTUS 27 Jun 2013, 00:16
andro ph

QUOTE
ისე კი ძრირთადად ბელგია, საფრანგეთი, ჰოლანდია, გერმანია და ჩეხეთი არიან ამ ჯიშის ყველაზე ძლიერი მომშენებლები.


კაცურად, თუ არ დაგეზარება დამილიკნე რა ერთი ორი ბალგიური ან გერმანული საშენი ლინკი.
მინდა ერთი გადავსერჩო.

ეგეთი გულადი ძაღლია მართლა?
ისე მამაენტ, მეც ეგეთ ადგილებში სასიარულოდ მინდა. ანუ ჰაიკინგისთვის... ავკიდებ ჩანთას და იაალა! biggrin.gif

QUOTE
ანტიმალინუური პროპაგანდის დასაწყისი იყო ეს.

givi.gif
უკვე დასპეცებულხარ! biggrin.gif

QUOTE
კარგი გერმანული ნაგაზების ფასი, შეიძლება 2-3 ჯერ მეტი იყოს


რათაო ვითომა რა?

Posted by: andro ph 27 Jun 2013, 09:07
QUOTE
კაცურად, თუ არ დაგეზარება დამილიკნე რა ერთი ორი ბალგიური ან გერმანული საშენი ლინკი.
მინდა ერთი გადავსერჩო.

http://www.sportmalinois.com/index.html
http://www.belgianmalinois.de
http://www.k9-malinois.de/wp/

QUOTE
ეგეთი გულადი ძაღლია მართლა?
ისე მამაენტ, მეც ეგეთ ადგილებში სასიარულოდ მინდა. ანუ ჰაიკინგისთვის... ავკიდებ ჩანთას და იაალა! biggrin.gif


კი, "უტორმუზო" ძაღლია. biggrin.gif

QUOTE
რათაო ვითომა რა?


ბევრად უფრო პოპულარული ჯიშია და თან გერმანული ნაგაზებს, მალინუებისგან განსხვავებით შოუს კულტურა 1000 ჯერ უფრო მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული..... შოუ ჯიშები კი ყოველთვის ბევრად უფრო ძვირი ღირს. smile.gif

"შოუ"-ში ექსტერიერის გამოფენებს ვგულისხმობ, თორე მალინუა რომ შოუებს დგამს............. biggrin.gif

http://www.youtube.com/watch?v=FKEF3CppmEw

Posted by: markes 27 Jun 2013, 15:02
შანი მოშიანურდა
არარ ზის კუთხეში და აცელქდა საშინლად
smile.gif))


Posted by: tabooo 27 Jun 2013, 15:59
ეს გერმანული ნაგაზია თუ ბელგიური თუ სადაური? საბუთებში აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზი უწერია... თქვენი აზრი მაინტერესებს. რასთან შევაჯვარო რომ შავი და კაი ლეკვები გამოვიდნენ? შავი გერმანული ნაგაზი ხომ არაა ეს?
user posted image

user posted image

Posted by: *satin 27 Jun 2013, 16:57
markes
რა საყვარელია და როგორ უკვე დრუნჩდაბერილი იყურება biggrin.gif იცის უკვე რომ დიდი გოგო გაიზრდება love.gif

ისე როგორც დამწყები გერმანელის პატრონი, ძაღლის ამ წესებს გაეცანი და ბევრად გაიმარტივებ ცხოვრებას biggrin.gif
user posted image

Posted by: tabooo 27 Jun 2013, 17:07
რას მირჩევთ ისე შავი ფერის გერმანული ვიყოლიო თუ ჩვეულებრივი? რამე განსხვავება არის ხასიათში, ჭკუაში და ა.შ?
და დედალი თუ მამალი?
სახლში მინდა მყავდეს და გარეთ რომ გავიყვან აშვებული ვატარო ხოლმე მინდა და რას მირჩევთ, რომელი ვიყოლიო?

Posted by: blblbl 27 Jun 2013, 17:46
tabooo
QUOTE
გარეთ რომ გავიყვან აშვებული ვატარო

არ შეიძლება გერმანული ნაგაზის ქუჩაში ასვებული ტარება! არც არანაირი ძაღლის,სემორობილ მოედნებზე და ბაღენზე კი ბატონო,დანარჩენ შემტხევაში კე?ტილი უნდა ინებოთ და დაბმული ატაროთ ძაღლი.

Posted by: markes 27 Jun 2013, 19:04
*satin
QUOTE
ისე  როგორც დამწყები გერმანელის პატრონი, ძაღლის ამ წესებს გაეცანი და ბევრად გაიმარტივებ ცხოვრებას

ეს არ არის პირველი "გერმანელი" ჩემ ცხოვრებაში, 2 ნაგაზი და დობერმანი მყავდა ადრე

ეს წესები მალამუტზე ვიცოდი, თუმცა გერმანელებიც იგივე მგლები არიან - მადლობა
biggrin.gif

Posted by: *satin 27 Jun 2013, 20:27
andro ph
QUOTE
კიდევ ერთი - რაც დავაკვირდი, გერმანული ნაგაზი იმდენს იჩალიჩებს, გვალვაში იპოვის ტალახს და გატალახიანდება......

ჰელოუ ლაილასგან biggrin.gif ზუსტად იცის სად არის ტყლაპო და აშვებისთანავე ქარიშხალივით გარბის და ხტება შიგ biggrin.gif მერე რაზგონს იღებს თავს ყოფს შიგნით და ეგრე დარბის რომ კარგად ყურებიან დრუნჩიან კუდისწვეტის ბოლო ბუსუსიანად დასველდეს და აყროლდეს biggrin.gif მერე მოქრის ჩემთან, ბარე შენც გაგაგრილებო და გემრიელად იფერთხება, მერე კი "ეხლა დამასაქმე" სახით მიჯდება წინ biggrin.gif

markes
QUOTE
ეს წესები მალამუტზე ვიცოდი,

ალბათ უმეტეს ჯიშს შეესადაგება ეს წესები ნაგაზებს განსაკუთრებით biggrin.gif
ისე კავკასიური ნაგაზის აღწერაში წავიკითხე ( თავშესაფრის ძაღლი იყო) კავკასიური ნაგაზი სანამ კარგად არ მიგეჩვევათ თქვენივე ჯანმრთელობისთვის ჯობია თუ რამე საჭმელი ან საჭმელად გამოსადეგი ძირს დაგივარდათ არ აიღოთ, თორემ ხელი აღარ შეგრჩებათო biggrin.gif კავკასიური ნაგაზი თვლის რომ ყველაფერი რაც ძირს დავარდა მისიაო biggrin.gif

Posted by: HEPHAESTUS 27 Jun 2013, 20:49
andro ph

მადლობა ანდრო,

ისე ძვალთა სისტემა ოდნავ თხელი აქვთ ხო ამათ გერმანულებთან შედარებით?

მე რაღაც უფრო მუქი და ძლიერი პიგმენტაციით მომწონს. biggrin.gif
პატარა კოიტოებ გვანან ლეკვებოაში biggrin.gif
გერმანული უფრო ბომბორა ჩანს

რამე სპეც ნორმები უნდა დავაკმაყოფილო ერთი ლეკვი რო ვიყდო?

Posted by: andro ph 27 Jun 2013, 20:56
HEPHAESTUS

არაფრის smile.gif
კი, შედარებით ძვალწვრილები არიან.

არამგონია რაიმე მოთხოვნილებების დაკმაყოფილება იყოს საჭირო........იმას ისედაც შეგუებული ვარ, რომ ნაყარიდან საუკეთესო ლეკვს არავინ გამომიგზავნის gigi.gif

*satin

მარტო ქართველ გერმანულებზე არ ვრცელდება ე.ი სიფეთხუმისადმი მიდრეკილება biggrin.gifD

Posted by: MITIATO 27 Jun 2013, 20:57
QUOTE
ეს წესები მალამუტზე ვიცოდი


ადრე დადეს ეგ წესები ფორუმზე, ოღონდ ის შნაუცერზე იყო. biggrin.gif

QUOTE
ალბათ უმეტეს ჯიშს შეესადაგება ეს წესები 

baby.gif

Posted by: *satin 28 Jun 2013, 14:21
andro ph
QUOTE
მარტო ქართველ გერმანულებზე არ ვრცელდება ე.ი სიფეთხუმისადმი მიდრეკილება biggrin.gifD

ნწუ biggrin.gif ჯოის კამეჩთან ნაჯვარს ვეძახდი biggrin.gif კამეჩივით რო ჩაწვებოდა წყალში ლამის ჩსძინებოდა ისე ნებივრობდა, ტალახი ისე არ უყვარდა როგორც ლაილას უყვარს. ლაილა აშკარად ღორთან ნაჯვარია, თუ შანსი აქვს ტალახში გაიაროს აუცილებლად გაივლის biggrin.gif აი დღეს მთელი ასფალტირებული გზა მშრალი იყო და სულ რაღაც კიდეში მიწასთან იყო ტალახის ზოლი, ყველანაირად ეცადა ოთხივე ფეხით ტალახი ეტყაპუნა. მერე რა რო ორჯერ ფეხი "გაუსრიალდა" და წაიქცა , მთავარია ტალახში ჩავარდა და მეც იძულებული გავხდი მივბრუნებულიყავი ისევ და მეორეჯერ ტბაზე წამეყვანა საცურაოდ რომ ჩამობანვოდა ტალახები.

Posted by: baksona1980 29 Jun 2013, 08:57
გამარჯობათ! ვიყიდე გერმანული ნაგაზის ლეკვი.5 მაისს არის დაბადებული,აცრები რაც სჭირდებოდა გავუკეთე,ჭიაზეც დამუშავებულია.ლეკვს კვების პრობლემა აქვს,ძალიან უხალისო მჭამელია,პედიგრი სამნაირი გამოვუცვალე,ზოგს ჭამს ზოგს არა,რომელსაც ჭამდა ისიც მიატოვა.ვუყიდე ქათმის ფილე,მოვუხარშე და ვაჭამე,კი ჭამა,მაგრამ კუჭში გახსნა საშინლად.მერე ვეტექიმთან მყავდა მიყვანილი,ვიტამინები გაუკეთა ორი ნემსი უკან.ბიორიტმს და ვიტრის წვეთებს ვაძლევ ისედაც.ნემსის გაკეთების დროს,საშინლად იტირა,მთელი ორი დღე წუწკუნებდა. მოკლედ რა მოვუხერხო ამ უჭმელ ლეკვს არ ვიცი,ნერვებზე ამთხარა უკვე

Posted by: Pumped up kicks 29 Jun 2013, 10:29
baksona1980
იქნებ სიცხის გამო არ ჭამს? ვინაა ლეკვია ექიმი?

Posted by: *satin 29 Jun 2013, 15:16
tabooo
http://forum.ge/?f=72&showtopic=34342080
ამ თემას გადახედე,ძალიან კარგად არის ახსნილი ძუს და ხვადის პლიუს მინუსები და ბევრი სხვა საჭირო ინფორამციაც დევს.

baksona1980
QUOTE
ა.ლეკვს კვების პრობლემა აქვს,ძალიან უხალისო მჭამელია,პედიგრი სამნაირი გამოვუცვალე,ზოგს ჭამს ზოგს არა,რომელსაც ჭამდა ისიც მიატოვა.ვუყიდე ქათმის ფილე,მოვუხარშე და ვაჭამე,კი ჭამა,მაგრამ კუჭში გახსნა საშინლად

ლეკვებს საკვებს ესე ხშირად არ უცვლიან და თანაც ერთბაშად. ამან იცის კუჭის აშლა, მუცლის ტკივილი, მოუნელებლობა და აქედან გამომდინარე უმადობაც.
ვისგანაც იყიდე ლეკვი ის რას აჭმევდა? რაზეც იყო მიჩვეული თავიდან ის საკვები უნდა მიგეცა და მერე ნელნელა შეგეცვალა ახალი საკვებით.
ქათმის ხორცი დიეტურია და შეგიძლია გააგრძელო მაგის მიცემა, ძალიან ჩახარშული ფაფასავით ბრინჯში აურიე წვრილად დაწიწკნილი ან დაბლენდერებული და ისე მიეცი.

Posted by: baksona1980 29 Jun 2013, 15:28
რა ვიცი ვინც მომყიდა მითხარ რომ პედიგრს daimond -ს აძლევდა,თავიდანვე არ იყო გაპუტკუნებული.მერე ვითომ დაიწყო,ისევ მიატოვა,ახლა მოვუტანე კორმი ხორციანი და გაკიკნა ცოტა,ბოსტნეულის კორმი არ გაიკარა,მოკლედ დღეს ვიყიდე 3 დასახელების სხვდასხვა საკვები ცოტ ცოტა და რომელსაც ჭამდა იმას მივცემდი ხოლმე,კორმს მიეკარა ხორციანს.ვეტექიმმა ანტბიოტიკი მომცა მეოთხედი დაალევინე დღეში ორჯერო და წყლის მაგივრად რეგიდრონი.ახლა ხასიათზე უკვე მოსულია,მაგრამ ისე საშინლად აქვს ფერდები ჩავარდნილი,რომ ვუყურებ გული მიკვდება.მაწონს არ მიეკარა,ეკოფუდის მაწონი ვუყიდე,სუხარი გაკიკნა მშრალად ცოტა.საქონლის ხორცი რომ მოვუხარშო და მივცე მოხარშულ ბრინჯში ჩავუხარო წვირლად დაქნილი და დაჭრილი შეიძლება?Pumped up kicks
ლეკვი ქუთაისში მყავს,მამუკა ქვია ექიმს.

Posted by: *satin 29 Jun 2013, 16:15
baksona1980
მომისმინე ეხლა, ესე ცდების ჩატარება ლეკვზე არ შეიძლება. კუჭ აშლილს აწუხებს მუცელი და შენ სხვადასხვა საჭმელებს აძლევ. მაგისი ორგანიზმი არაა ჯერ მზად ამდენი ახალი ვარიანტის საჭმელი მიიღოს. ეს დღეები აჭამე მარტო დიეტური, სანამ კუჭნაწლავი არ მოუწესრიგდება მოლომდე. აჭამე ცოტა და ბევრჯერ დღეში. დასუსტებული იქნება და ბევრის ერთბაშად მონელება გაუჭირდება. ბრინჯი არის შემკვრელი მოუხარშე ფაფასავით წყალზე და ოდნავ სულ ოდნავ მარილი უქენი, ან სულ ნუ უზამ, ასევე ქათმის თეთრი ხორცი მოხარშე და ორიევე ერთად მიეცი ერთმანეთში კარგად აზელილი. სხვა არაფერი. არც კორმა არც მაწონი ან რამე სხვა რძის ნაწარმი. საქონლის ხორცი სხვადროს შეგიძლია მისცე მაგრამ სანამ მუცელი აწუხებს ყველაზე კარგი დიეტური და იოლად მოსანელებელია ქათამი.
შემდეგისთვის კი რო იცოდე ბოსტნეულის კორმა კურდღელს გამოადგება biggrin.gif ძაღლს სჭირდება ბევრი ხორცი და ძალიან ცოტა ხორბლეული და ბოსტნეული.

Posted by: baksona1980 29 Jun 2013, 17:39
*satin
კაროჩე ქათმის ფილე საშინლად უშლის კუჭს რა რაკურსშიც არ უნდა მისცე,ახლა ხასიათზეა მოსული დარბის ერთ ამბავშია,კუჭის მოქმედების კვალი ვერ ვნახე,თუმცა დილით ძალიან აშლილი ქონდა სანამ ანტიბიოტიკს დავალევინებდი,ახლა აღარ წუწკუნებს,ის ხორციანი კორმი უჭამია და კია თამაშის ხასიათზე,ცოტა ფერდებიც ამოევსო თორე სუფთა საფრთხობელას გავდა.ეტყობა აღარ აწუხებს რამე.თორე შანსი არაა ასე აქტიური ყოფილიყოისევე ისეა როგორც ადრე.გავალ საქონლის ხორცს მოვუტან,ეგ არ უშლის კუჭს

Posted by: *satin 29 Jun 2013, 19:48
baksona1980
არამგონია ქათმისგან აშლოდა, უფრო მგონია ამ ხშირმა კორმის ცვლამ გამოიწვია აშლა, მაგრამ რახან შენ ესე ფიქრობ მაშინ ნუ მისცემ ქათამს. მჭლე ხორცი აიღე მაგისთვის, ცხიმმიანმა ახლიდან აუშალოს შეიძლება. დაწერე მერე როგორ იქნება smile.gif გამიხარდა უკეთროა smile.gif

Posted by: andro ph 29 Jun 2013, 20:33
მელა smile.gif

http://pix.ge/

Posted by: baksona1980 29 Jun 2013, 21:29
ახლა ვუყიდე საქონლის მჭლე ხორცი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა,სულ მაგას ვერ გავქაჩავ გამორიცხულია. 285 გრამი 5 ლარი დაჯდა „ biggrin.gif მოკლედ კინაღამ შემჭამა, კუჭში ვნახე მართალია თხელია,მაგრამ ფორმირებულია,რაც კარგის ნიშანია,მოკლედ ჩემს ლეკვს რაღაც ჭკვიანურად უნდა გათვლა საკვების,ორცხობილას ღრღნის,ეტყობა ჩემი აზრით მოსწონს საღრღნელი რომ არის biggrin.gif.ხასიათზეა ნუ იტყვით,ყირას გადადის,შუადღეს ვაბანავე ცხელ წყალში და კია გაქუნქულებული biggrin.gif საღამოს ანტიბიოტიკი,ბიოვიტი და ვიტრის წვეთები გვაქვს დასალევი,ცოტა ხორსაც შევჭამთ და მერე დავიძინებთ ნანებში biggrin.gif

Posted by: jangulashvili 29 Jun 2013, 21:30
გაწვრთნა როგორ ხდება ან რა ხნიდან იწყება ხო არ იცით? ჩემი ქალბატონი ორი თვის არის ეხლა,ჩემს გარდა სახში ყველას ჩუსტს და ფეხებს ერჩის biggrin.gif და იქნებ რამე ასწავლოო და ადრე არ არის ჯერ? biggrin.gif

Posted by: baksona1980 29 Jun 2013, 21:35
არა აშკარად ქათმის ფილეს რომ ვაჭმევ,გაყინულს ვყიდულობ და მერე ვუხარშავ,ის იწვევს ყველაფერს,ვიყიდი შინაურ ქათამს და ვნახოთ როგორ იქნება,ასე მგონია კარგად იქნება,იმდენად ვარ ამ დაკონსერვებული პროდუქტების არმომხრე biggrin.gif

Posted by: markes 30 Jun 2013, 11:35
jangulashvili
QUOTE
გაწვრთნა როგორ ხდება ან  რა ხნიდან იწყება ხო არ იცით? ჩემი ქალბატონი  ორი თვის არის ეხლა,ჩემს გარდა სახში ყველას ჩუსტს და ფეხებს ერჩის  და იქნებ რამე ასწავლოო და ადრე არ არის ჯერ?

ცემიც ესეა
დაგვახია კალთები და ჩუსტები
გაუბრაზდით, უნდა იცოდეს რომ არ შეიძლება ( თუმცა მაინც იზამს)

ამ ასაკში ტავისი სახელი უნდა იცოდეს, ადგილი და ""ჩემთან" ასწავლეთ
დაუძახე სახელი, რომ მოგხედავს შეაქე, იგივე "ადგილი" და "ჩემთან"

გაუმეორე დრეში 10-15 ჯერ

დიდხანს ვერ შეგისრულებს მაგრამ მაინც ეცადე

ნეტში არის ბევრი საწვრთნელკი მასალა ვიდეოც და წიგნებიც

Posted by: Fana 30 Jun 2013, 14:27
QUOTE (markes @ 30 Jun 2013, 11:35 )
jangulashvili
QUOTE
გაწვრთნა როგორ ხდება ან  რა ხნიდან იწყება ხო არ იცით? ჩემი ქალბატონი  ორი თვის არის ეხლა,ჩემს გარდა სახში ყველას ჩუსტს და ფეხებს ერჩის   და იქნებ რამე ასწავლოო და ადრე არ არის ჯერ?

ცემიც ესეა
დაგვახია კალთები და ჩუსტები
გაუბრაზდით, უნდა იცოდეს რომ არ შეიძლება ( თუმცა მაინც იზამს)

ამ ასაკში ტავისი სახელი უნდა იცოდეს, ადგილი და ""ჩემთან" ასწავლეთ
დაუძახე სახელი, რომ მოგხედავს შეაქე, იგივე "ადგილი" და "ჩემთან"

გაუმეორე დრეში 10-15 ჯერ

დიდხანს ვერ შეგისრულებს მაგრამ მაინც ეცადე

ნეტში არის ბევრი საწვრთნელკი მასალა ვიდეოც და წიგნებიც

თუ გინდა რომ ავი იყოს ხელი არ მოუქნიო პატარა ასაკში, ჩემიც პატარაა მეოთხე თვეშია მასეა სულ დაათრევს ყველაფერს biggrin.gif, უბრალოდ სიტყვიერად გაუბრაზდი რა yes.gif

Posted by: markes 30 Jun 2013, 16:03
Fana
QUOTE
თუ გინდა რომ ავი იყოს ხელი არ მოუქნიო  პატარა ასაკში, ჩემიც პატარაა მეოთხე თვეშია მასეა სულ დაათრევს ყველაფერს , უბრალოდ  სიტყვიერად გაუბრაზდი რა

რა თქმა უნდა, დასჯა არის - ცუდი გოგო!

არ შეიძლება!

და გაბრაზებული სახე
ძალიან კარგად ესმის რომ აშავებს, გარბის და იმალება ტავის კუთხეში ( ოხრავს კიდეც )

ცემა არ შეიძლება, მე არ მჭირდება უაზროდ ავი ძაღლ;ი ოჯახში

Posted by: jangulashvili 30 Jun 2013, 16:45
markes , Fana მადლობა რჩევებისთვის გაიხარეთ

არა ცემით არ ვცემთ,ისე რო გავუბრაზდებით იმაზეც ისეთი თვალებით შემომხედავსხოლმე შანსი არაა ამას ცემა რო დავუწყო biggrin.gif სახელს რო ვეძახი აქვს რეაქცია მაგრამ ბებაიჩემი თუ დაინახა თავისი ფრიალა კაბით ვსო მერე აღარაფერი ესმის და ვეღარაფერს ხედავს კაბის გარდა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: xatatula 30 Jun 2013, 17:16
-----------------------------------------------------------------------------------------------------
* * *
andro ph
ოიი, რა ლამაზია შენი მელაკუდა love.gif

Posted by: andro ph 30 Jun 2013, 18:03
xatatula

მადლობაააა jump.gif
..................................................

Posted by: BadbadGirl 30 Jun 2013, 19:34
QUOTE (andro ph @ 29 Jun 2013, 20:33 )
მელა smile.gif

http://pix.ge/

ლედივით ზის smile.gif
ყვითელი ვარდებიც როგორ უხდება ფონზე yes.gif

Posted by: edna mamida 30 Jun 2013, 22:24
*satin
QUOTE
აშკარად ღორთან ნაჯვარია, თუ შანსი აქვს ტალახში გაიაროს აუცილებლად გაივლის  აი დღეს მთელი ასფალტირებული გზა მშრალი იყო და სულ რაღაც კიდეში მიწასთან იყო ტალახის ზოლი, ყველანაირად ეცადა ოთხივე ფეხით ტალახი ეტყაპუნა. მერე რა რო ორჯერ ფეხი "გაუსრიალდა" და წაიქცა , მთავარია ტალახში ჩავარდა და მეც იძულებული გავხდი მივბრუნებულიყავი ისევ და მეორეჯერ ტბაზე წამეყვანა საცურაოდ რომ ჩამობანვოდა ტალახები.

ჯანა და ჯენი..........
პლუს ჯენის ტალახიანი თათის დაბიჯება უყვარს ფეხზე, დაჯაჭერს თან biggrin.gif

andro ph
QUOTE
მელა

კრასოტკა love.gif

Posted by: baksona1980 1 Jul 2013, 21:32
ჩემი პაწუკას ფოტოს ვერ ვდებ sad.gif ჯერ არ არის ფოტოსესიისათვის ფორმაში,ხორციანი კორმი დაევასა და დაამუღამა,ადუღებულ წყალს ვასხავ,ვაგრილებ და ვაძლევ რომ ჩაიხარშებასავით კორმა,ხვრეპს წვენს და არის ერთ ამბავში,მაგრამ მაინც აკლია გასუქება ჯერ.ხორცზე ჭკუა ეკეტება და თვალები ერევა biggrin.gif 5 ივლისს გახდება 2 თვის,მაგრამ ყეფის რა მოგახსენო,არ ყეფს,მარტო ფეხებზე მკბენს,გამაგიჟა კაცი.ფეხი ვერ დავდევი ძირს

Posted by: andro ph 1 Jul 2013, 23:18
BadbadGirl
edna mamida

მადლობები smile.gif)))

Posted by: Fana 2 Jul 2013, 00:19
QUOTE (baksona1980 @ 1 Jul 2013, 21:32 )
ჩემი პაწუკას ფოტოს ვერ ვდებ sad.gif ჯერ არ არის ფოტოსესიისათვის ფორმაში,ხორციანი კორმი დაევასა და დაამუღამა,ადუღებულ წყალს ვასხავ,ვაგრილებ და ვაძლევ რომ ჩაიხარშებასავით კორმა,ხვრეპს წვენს და არის ერთ ამბავში,მაგრამ მაინც აკლია გასუქება ჯერ.ხორცზე ჭკუა ეკეტება და თვალები ერევა biggrin.gif 5 ივლისს გახდება 2 თვის,მაგრამ ყეფის რა მოგახსენო,არ ყეფს,მარტო ფეხებზე მკბენს,გამაგიჟა კაცი.ფეხი ვერ დავდევი ძირს

2 თვისაც თუ არაა ჯერ ადრეა ყეფა user.gif

Posted by: markes 2 Jul 2013, 09:54
ჩემი 6-ში გახდება 3 თვის
ძალიან სასაცილო ისტერიული ხმით უყეფს სატამაშო ძვალს და ბურთებს


Posted by: tabooo 2 Jul 2013, 15:48
ეს რა ჯიშია ვერ მეტყვით ზუსტად? შავი გერმანული ნაგაზია, აღმოსავლეთ ევროპული თუ ბელგიური? დედალია...

user posted image

Posted by: MITIATO 2 Jul 2013, 15:52
tabooo

ბელგიური ნაგაზი ნამდვილად არ არის.
გრიუნენდალს გრძელი, შავი ბეწვი აქვს.

გერმანულია თუ აღმოსავლეთ ევროპული, ჩემზე გამოცდილები მოვლენ და დაწერენ, ალბათ. mo.gif

Posted by: baksona1980 2 Jul 2013, 18:51
ხაჭაპური აჭამეს ჩემს პატარას არ შეიძლება ხომ? sad.gif გასკდა მუცელზე

Posted by: markes 2 Jul 2013, 19:35
baksona1980
QUOTE
ხაჭაპური აჭამეს ჩემს პატარას არ შეიძლება ხომ?

ადამიანის საკვები საერთოდ არ შეიძლება, მით უფრო მარილიანი და შაქრიანი
sad.gif

საწყალი


Posted by: baksona1980 2 Jul 2013, 20:34
markes
არა ხასიათზეა ნუ იტყვით,დედაჩემს უჭმევია და დამირეკა მაგრად ჭამაო,არადა რომ გადავირიე არ შეიძლებამეთქი უკვე გვიანი იყო sad.gif სამი საათი მაინც გავიდა და ჯერ კარგადაა,არა მგონია ერთხელ ჭამამ რამე უქნას,მარილიანი არ იყოო და რა ვიცი რა უნდა მოუვიდეს sad.gif

Posted by: lemona 3 Jul 2013, 13:00
baksona1980
markes
კარგით ხალხო ერთი ნაჭერი ხაჭაპური რა დაუშავებს. 12 წლის ძაღლი მყავს სოფელში, ღომზე პურზე და ხაჭაპურზე გაზრდილი biggrin.gif დღესაც გიჟივით დარბის ბევრ 3 წლის ძაღლს არ ჩამოუვარდება ენერგიაში. . .

ნუ ახლა ეს კარგი ზოგადად ადამიანის საჭმლით კვებას, მაგრამ ერთი ნაჭერი მართლა არაფერს დაუშავებს smile.gif smile.gif smile.gif არც ორი. smile.gif

Posted by: baksona1980 3 Jul 2013, 23:56
lemona
კი მართალი ხარ biggrin.gif,მაგრამ ჯიშიანი ძაღლი რთული გასაზრდელია,მის კუჭი და იმუნური სისტემა ფაქიზია.არაა ისე გაუხეშებული როგორცი სოფლელი ძაღლი,რომელსაც ბუნებასთან მეტი შეხება აქვს biggrin.gif სად უვლიან თუ ძმა ხარ სოფელში ასე ლეკვებს,ხაჭაპური არა ტოროლა biggrin.gif ჰოდა არც არაფერი უქნა ჩემს ბუბუს არის ხასიათზე,მაგრამ წუპაკი მჭამელია მაინც,რაღაც უნდა გავთვალო მაგის საკვები.არადა მაგის ნერვების ვის აქვს,მე ვარ და გადარბენაზე ვარ, დედაჩემს მაგის თურთქუში და პრეტენზიები არ შეუძლია biggrin.gif ჭყინტი ყველი ვუყიდე,ხორცი და კორმა ხორციანი.ასე უცებ ლეკვი მოსუქებულიყოს არ ვიცი biggrin.gif უცებ დამრგვალდა რამოდენიმე დღეში,ერთია ყეფით ხმას არ იღებს,მარტო იღრინება თამაშის დროს,თამაშით კი მისი მოსვენება არ არის,მრცხვენია ხელების და მკლავების გამოჩენა დაკაწრული ვარ ერთიანად biggrin.gif

Posted by: lemona 4 Jul 2013, 12:34
baksona1980
კბენას თავიდანვე უნდა გადააჩვიო მე როგორც ვიცი მერე ძაან გაგაწვალებს. უბრალოდ აგრძნობინე რო არ მოგწონს რო იკბინება. თორე 5-6 თვის უკე იმხელები იზრდებიან, თამაშ-თამაშით შეიძლება ხელი მოგაჭამონ. biggrin.gif
როცა დედასთან იზრდებიან დედასთან და და-ძმებთან თამაშისას სწავლობენ მოზომვას, როცა ძლიერად კბენენ ცუდად რეაგირებენ სხვები და ნელ-ნელა ხვდებიან რომ არ უნდა გიკბინონ.

კვებას აც შეეხება, რათქმაუნდა ხორცი და ძვლებია მთავარი. მგლის ბუნებრივი საკვები (ძაღლი-მგელი ფაქტიურად ერთი და იგივეა, ერთი სახეობაა რა. . .biggrin.gif )


მეტისებს რაც შეეხება, რათქმაუნდა ბევრად ჯანმრთელები არიან, ბუნებრივი გადარჩევა მოქმედებს მაგათში. დაჟე კომპლექსური აცრა არ ჭირდებათ, იმდენად ძლიერი იმუნიტეტი აქვთ. smile.gif

Posted by: markes 4 Jul 2013, 12:56
lemona
baksona1980
ერთი ნაჭერი არაფერს არ უზამს, მუდმივად არ უნდა აჭამონ ადამიოანის საჭმელი

ახლა მოვედი ექიმიდან
შანის თურმე ყურების ანთება ქონია და მე აზრზე არ ვიყავი სანამ წუხელ ტირილი არ დაიწყო და ჩვენც მაგასთან ერთად

წნევამ კინაღამ დამარტყა ისე ვინერვიულე

sad.gif

Posted by: *satin 4 Jul 2013, 13:22
markes
QUOTE
შანის თურმე ყურების ანთება ქონია და მე აზრზე არ ვიყავი სანამ წუხელ ტირილი არ დაიწყო და ჩვენც მაგასთან ერთად

უი საწყალი პატარა sad.gif


ისე ლეკვების პატრონებო , სანამ პატარები არიან ყველაფერს ეხლავე მიაჩვიეთ, ფერებ ფერებით შეუმოწმეთ ყურები, კბილები, თათები, კუდი . მიეჩვიოს უნდა რომ ამაში არაფერი განსაკუთრებული არაა როდესაც პირს გაუღებენ, ღრძილს ოდნავ დააჭირეთ თითი და აუშვით. იმწამსვე უნდა დაიბრუნოს თავისი წითური ფერი, თუ ღიად დარჩა ნათითური ე.ი პრობლემა აქვს რაღაც. როდესაც ძაღლი ცუდათაა მაღალი სიცხე, გულის ცემა გახშირებული და ა.შ. პირველ რიგში ღრძილების შემოწმებით მიხვდებით. გაღიავებული ღრძილი ნიშნავს რომ ვერაა კარგად, თითის დაჭერის შემდეგ თუ ნელა დაიბრუნა ფერი ე.ი მთლა ვერაა კარგად. (ქართულად არ ვიცი რა ქვია biggrin.gif აი სისუსტისგან თავბრუსხვევა , ლამის გული წაგვივიდეს მდგომარეობას)
თათებში ხანდახან პატარა კენჭი ერჭობათ, ან ბალხის მარცვალი და მტკივნეულია, როდესაც მიჩვეულია ძაღლი რომ პატრონი თათებს უმოწმებს არ ექნება პრობლემა ტკივილის დროსაც კი შეგამოწმებინოთ თათი.
ფერებით ნაზად დაუსვით ხოლმე თითით თათის ბალიშებზე და ბალიშებ შუა ( ფრთხილად რომ ბალიშებ შუა კანი არ დაუზიანოთ)
კუდის აწევ დაწევა, ტაკოების გამოწმენდა biggrin.gif ხანდახან ძალიან საჭიროა მაგ კუჭ აშლის მერე, ან სიცხის გაზომივისას.
ყურების გაწმენდა, თვალების გაწმენდა . ყურები შიგნიდან თუ დასვრილია შეიძლება ანთება გამოიწვიოს, თუ შეწითლებულია და ცოტა სუნი აქვს ცუდი ე.ი ანთებაა.

პატივისცემით თქვენი პროფესორა biggrin.gif

დღეს შვლის ნუკრი ვნახე პატარა და შტერი love.gif დედამისმა მაღალ ბალახებში დამალა და უთხრა არ გაინძრეო მაგრამ ამან არ დაუჯერა და ( კიდევ კაი არ დაუჯერა biggrin.gif) ჯერ ყურები გამოჩნდა დაწკეპილი სასაცილოდ, ეტყობა გაიგო რო ვიღაც მოდიოდა და ძალიან დაინტერესდა biggrin.gif მერე უფრო ამოწია ეს შტერი თავი თვალებამდე, დაგვინახა და დაიმალა ისევ biggrin.gif მაგრამ გულმა არ მოუთმინდა და ყურები კი გადაწკიპა მარა დრუნჩი ამოყო biggrin.gif ბოლოს ინტერესმა სძლია და მთელი თავი ამოწია შტერულად. ისეთი ლამაზი იყო და ისეთი საყვარელი თან მეშინოდა არ შეეშინდეს ძალიან და არ გაიქცესთქო და თან ყურებაც მინდოდა. ბოლოს ფეხაკრეფით გავიპარეთ მე და ლაილა და კინაღამ დედამის შევეფეთეთ biggrin.gif ეჭვის თვალით გვიყურებდა მაგრამ არ დაიმალა, ეტყობა მიხვდა რომ არაფერს დავუშავებდით.

Posted by: lemona 4 Jul 2013, 15:18
*satin
QUOTE
დღეს შვლის ნუკრი ვნახე პატარა და შტერი

სამოთხეში ცხოვრობთ.
აქ 10 დღიანი, სპეციალურად ჯიხვების დასათვლელად მოწყობილი ექსპედიციის ფარგლებში, ცხოველის ორიოდ ცურცლი ვნახე და თვითონ ჯიხვისთვის თვალი ერთხელაც არ მომიკრავს.
შველზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, 300-400 მეტრში ადამიანის დანახვისთანავე თავქუდმოგლეჯილები გარბიან. sad.gif


ლაილას არ აქვს რეაქცია გარეულ ცხოველებზე? მისი პირდაპირი წინაპრის ძირითდი საკვები იყო შველი . . biggrin.gif

Posted by: *satin 4 Jul 2013, 15:38
lemona
QUOTE
აქ 10 დღიანი, სპეციალურად ჯიხვების დასათვლელად მოწყობილი ექსპედიციის ფარგლებში, ცხოველის ორიოდ ცურცლი ვნახე და თვითონ ჯიხვისთვის თვალი ერთხელაც არ მომიკრავს.

აუ რა ცუდია sad.gif ისე ჯიხვი არასოდეს მინახავს და სიამოვნებით ვნახავდი. თუ არ მეშლება შარშან იყო მგონი დიდი ამბავი ატეხილი რომ ნადირობა დაუშვეს ჯიხვებზეო არადა ისე ცოტა არიან რომ წითელ წიგნშია შეყვანილიო.
QUOTE
შველზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, 300-400 მეტრში ადამიანის დანახვისთანავე თავქუდმოგლეჯილები გარბიან. sad.gif

სხვათაშორის ბევრს უკვირს აქ დაბადებულ გაზრდილებს რო ვყვები ირემი ვანხე, შველი ვნახეთქო biggrin.gif არასოდეს გვინახავსო და შენ რანაირად ნახულობო. არ ეშინიათ ჩემი აშკარად. დგანან და მიყურებენ biggrin.gif მერე ძოვას აგრძელებენ ან ჰა მაქსიმუმ ზრდილობის გულისთვის ამოეფარონ ფოთოლს ან ბალახის ღერს biggrin.gif
QUOTE
ლაილას არ აქვს რეაქცია გარეულ ცხოველებზე? მისი პირდაპირი წინაპრის ძირითდი საკვები იყო შველი . . biggrin.gif

ლაილა სანამ დაინახავდა მე დავინახე ყურები biggrin.gif რო დავაბი ლაილა მერე კი გაწელა ცხვირი რაღაც საინტერესო სუნი მომდისო biggrin.gif ისე კი დიდი ინტერესი არააქვს მადლობა ღმერთს, თორემ აქ იმდენი ცხოველია ვერ ავუშვებდი.
იმდღეს კურდღელი აგვეკიდა biggrin.gif ძლივს მოვიშორე. გავიხედე უკან და ძაღლივით მოგვზდევდა. გავჩერდით გაჩერდა, წავედით წამოგვყვა , ძალიან დავაინტერესეთ, ბოლოს დოინჯი რო შემოვიყარე და ფეხები დაუბაკუნე წადი ეხლა აქედანთქო მერეღა გატრიალდა და გაიქცა.
დღეს კიდევ რაღაც წუმპეში იხვი ბანაობდა ისეთი თავგამოდებული, ხან ჩაყვინთა ხან ფრთები აფართხალა, მოკლედ მგონი პაემანზე მიდიოდა ისეთ დღეში იყო biggrin.gif აი მანდ კი ნამეტანი დაინტერესდა ლაილა. ამასობაში ლაილას ძმაკაცი წამოგვეწია და ავუშვი, მეთქი დაავიწყდება იხვი თქო და ისეთი თავქუდმოგლეჯილი გაიქცა იხვისკენ რო ვსო, სადილად იხვი გვექნებათქო ვიფიქრე, მაგრამ ბოდიშით , იხვის გვერდით ჩახტა წყალში და გაგორდა ღორივით biggrin.gif

Posted by: edna mamida 4 Jul 2013, 21:23
*satin
QUOTE
ისე ლეკვების პატრონებო , სანამ პატარები არიან  ყველაფერს ეხლავე მიაჩვიეთ, ფერებ ფერებით შეუმოწმეთ ყურები, კბილები, თათები, კუდი . მიეჩვიოს უნდა რომ ამაში არაფერი განსაკუთრებული არაა როდესაც პირს გაუღებენ, ღრძილს ოდნავ დააჭირეთ თითი და აუშვით.  იმწამსვე უნდა დაიბრუნოს თავისი წითური ფერი, თუ ღიად დარჩა ნათითური ე.ი  პრობლემა აქვს რაღაც.  როდესაც ძაღლი ცუდათაა მაღალი სიცხე, გულის ცემა გახშირებული და ა.შ. პირველ რიგში ღრძილების შემოწმებით მიხვდებით.  გაღიავებული ღრძილი ნიშნავს რომ ვერაა კარგად, თითის დაჭერის შემდეგ თუ ნელა დაიბრუნა ფერი ე.ი  მთლა ვერაა კარგად. (ქართულად არ ვიცი რა ქვია    აი სისუსტისგან თავბრუსხვევა , ლამის გული წაგვივიდეს  მდგომარეობას) თათებში ხანდახან პატარა კენჭი ერჭობათ, ან ბალხის მარცვალი და მტკივნეულია, როდესაც მიჩვეულია ძაღლი რომ პატრონი თათებს უმოწმებს არ ექნება პრობლემა ტკივილის დროსაც კი შეგამოწმებინოთ თათი. ფერებით ნაზად დაუსვით ხოლმე თითით თათის ბალიშებზე და ბალიშებ შუა ( ფრთხილად რომ ბალიშებ შუა კანი არ დაუზიანოთ) კუდის აწევ დაწევა, ტაკოების გამოწმენდა  ხანდახან ძალიან საჭიროა მაგ კუჭ აშლის მერე, ან სიცხის გაზომივისას.  ყურების გაწმენდა, თვალების გაწმენდა .  ყურები შიგნიდან თუ დასვრილია შეიძლება ანთება გამოიწვიოს, თუ შეწითლებულია და ცოტა სუნი აქვს ცუდი ე.ი ანთებაა.  პატივისცემით თქვენი პროფესორა

მოკითხვა პროფესორას 2kiss.gif
არანაირი პრობლემა არ მაქვს მაგ მხრივ, არც ჯენი არც ჯანიკო არ მეწინააღმდეგებიან, კბილებს ვუხეხავ, წამლებს ვტენი ხახაში biggrin.gif , ყურებს ვუწმენდ, ტკიპებს ვეძებ, ნემსს ვუკეთებ (შემიძლია) თუ ვბან
ნოუ პრობლემ
როკის ფეხზე გიფსსაც ვუცვლიდით მეც და ჩემი დაც, არანაირი პრობლემა

QUOTE
დღეს შვლის ნუკრი ვნახე  პატარა და შტერი      დედამისმა მაღალ ბალახებში დამალა და უთხრა არ გაინძრეო მაგრამ ამან არ დაუჯერა და ( კიდევ კაი არ დაუჯერა )  ჯერ ყურები გამოჩნდა დაწკეპილი სასაცილოდ,  ეტყობა გაიგო რო ვიღაც მოდიოდა და ძალიან დაინტერესდა  მერე უფრო ამოწია ეს შტერი თავი თვალებამდე, დაგვინახა და დაიმალა ისევ  მაგრამ გულმა არ მოუთმინდა და ყურები კი გადაწკიპა მარა  დრუნჩი ამოყო  ბოლოს ინტერესმა სძლია და მთელი თავი ამოწია შტერულად. ისეთი ლამაზი იყო და ისეთი საყვარელი თან მეშინოდა არ შეეშინდეს ძალიან და არ გაიქცესთქო და თან ყურებაც მინდოდა.  ბოლოს ფეხაკრეფით გავიპარეთ მე და ლაილა და კინაღამ დედამის შევეფეთეთ  ეჭვის თვალით გვიყურებდა მაგრამ არ დაიმალა, ეტყობა მიხვდა რომ არაფერს დავუშავებდით.

love.gif

დედაჩემს პატარაობაში ნუკრი აჩუქა მეზობელმა, მონადირე იყო, ტყეში იპოვა, ეტყობა დედა მოეკლათ მონადირეებს, ნუკრი კი მარტო დარჩა, ბებია ისე გაბრაზდა. ძლივს დაარწმუნა იმ კაცმა მე არ მომიკლავსო biggrin.gif
დედაჩემი კი კინაღამ გაგიჟდა ბედნიერებისგან, სველი ცხვირი, ხალები დიიიდი შავი თვალები და თეთრი ტაკუცები ჰქონდაო, ისე აღწერდა დღემდე მინდა მასეთი მყავდეს
ათარბეგოვზე ახლანდელ ზუბალაშვილზეა ბებიას სახლი, მთელი უბანი უზიდავდა ბალახს იმ პატარას, ერთი კვირის მერე, პიონერთა სასახლის ბაღში წაიყვანეს, რუსთაველზე რომ მივდიოდით მოძრაობა გაჩერდა, ხალხი მანქანებიდან ხტებოდა ამ საოცრების მოსაფერებლადო
მერე დიდი ვოლიერი აუშენეს იმ ვაჟბატონს, მეწყვილეც მოუყვანეს, კაი ხანი ცხოვრობდა იქ, ბოლოს ზოოში გადაიყვანესო მიყვებოდა დედა
QUOTE
თუ არ მეშლება შარშან იყო მგონი დიდი ამბავი ატეხილი რომ ნადირობა დაუშვეს ჯიხვებზეო

facepalm.gif
ვის მოუვიდა თავში?
QUOTE
  ამასობაში ლაილას ძმაკაცი წამოგვეწია და ავუშვი, მეთქი დაავიწყდება იხვი თქო და ისეთი თავქუდმოგლეჯილი გაიქცა იხვისკენ რო ვსო, სადილად იხვი გვექნებათქო ვიფიქრე, მაგრამ ბოდიშით , იხვის გვერდით ჩახტა წყალში და გაგორდა ღორივით

lol.gif lol.gif
რაის იხვი, რის იხვიო არა?

Posted by: blblbl 5 Jul 2013, 00:17
edna mamida
დღეს იპოდრომზე ვიყავით,მაგრამ ძაღლები მოცივდნენ და გვეჩხუბნენ ,უცხო რომ იყო ალბათ იმიტომ,პატრონებიც არ გაინზღნენ რომ რამე მოექმოქმედათ,წამოვედით უკანsad.gif ვერც ავუშვი და ვერც ვერაფერი sad.gif შენ დადიხან ხშირად და თქვენთანაც ასე ხდებოდა თავიდან?როგორ მიიჩვიეთ?

*satin
QUOTE

ისე ლეკვების პატრონებო , სანამ პატარები არიან ყველაფერს ეხლავე მიაჩვიეთ, ფერებ ფერებით შეუმოწმეთ ყურები, კბილები, თათები, კუდი . მიეჩვიოს უნდა რომ ამაში არაფერი განსაკუთრებული არაა როდესაც პირს გაუღებენ, ღრძილს ოდნავ დააჭირეთ თითი და აუშვით. იმწამსვე უნდა დაიბრუნოს თავისი წითური ფერი, თუ ღიად დარჩა ნათითური ე.ი პრობლემა აქვს რაღაც. როდესაც ძაღლი ცუდათაა მაღალი სიცხე, გულის ცემა გახშირებული და ა.შ. პირველ რიგში ღრძილების შემოწმებით მიხვდებით. გაღიავებული ღრძილი ნიშნავს რომ ვერაა კარგად, თითის დაჭერის შემდეგ თუ ნელა დაიბრუნა ფერი ე.ი მთლა ვერაა კარგად. (ქართულად არ ვიცი რა ქვია biggrin.gif აი სისუსტისგან თავბრუსხვევა , ლამის გული წაგვივიდეს მდგომარეობას)
თათებში ხანდახან პატარა კენჭი ერჭობათ, ან ბალხის მარცვალი და მტკივნეულია, როდესაც მიჩვეულია ძაღლი რომ პატრონი თათებს უმოწმებს არ ექნება პრობლემა ტკივილის დროსაც კი შეგამოწმებინოთ თათი.
ფერებით ნაზად დაუსვით ხოლმე თითით თათის ბალიშებზე და ბალიშებ შუა ( ფრთხილად რომ ბალიშებ შუა კანი არ დაუზიანოთ)
კუდის აწევ დაწევა, ტაკოების გამოწმენდა biggrin.gif ხანდახან ძალიან საჭიროა მაგ კუჭ აშლის მერე, ან სიცხის გაზომივისას.
ყურების გაწმენდა, თვალების გაწმენდა . ყურები შიგნიდან თუ დასვრილია შეიძლება ანთება გამოიწვიოს, თუ შეწითლებულია და ცოტა სუნი აქვს ცუდი ე.ი ანთებაა.

გოგო ამყველაფერს უპრობლემოდ მაკეთებინებს,მაგრამ მხოლოდ ცარიელი ხელით biggrin.gif თუ რამე ავიღე ან ბამბა ან მაკრატელი ან სალფეტკი რომ გავწმინდო სრული ისტერიკა ემართება biggrin.gif
* * *
QUOTE
ისეთი თავქუდმოგლეჯილი გაიქცა იხვისკენ რო ვსო, სადილად იხვი გვექნებათქო ვიფიქრე, მაგრამ ბოდიშით , იხვის გვერდით ჩახტა წყალში და გაგორდა ღორივით

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: lemona 5 Jul 2013, 10:42
ხალხო აქაც ვიკითხავ: ძაღლის დაკბენის შემთხვევაში, თუკი ძაღლს 10 დღის განმავლობაში არაფერი მოუვიდა და ჯანმრთელადაა, ცოფის აცრის გაკეთება ხომ აბსურდია? smile.gif

Posted by: MITIATO 5 Jul 2013, 15:16
lemona

საქმე ისაა, რომ ეგ 10 დღე არ უნდა იცადო.
დაკბენიდან რაც უფრო მალე აიცრი, მით უკეთესი შენთვის.
საქართველო ცოფის მხრივ ეპიდემიოლოგიურად საშიშ ზონაშია და ის წესები, რაც ევროპაში და ამერიკაში მოქმედებს აქ დაივიწყეთ.
ცხოველმა თუ გიკბინა/დაგკაწრა, უნდა წახვიდე და აიცრა ცოფზეც და ტეტანუსზეც. smile.gif


Posted by: edna mamida 5 Jul 2013, 21:16
blblbl
QUOTE
დღეს იპოდრომზე ვიყავით,მაგრამ ძაღლები მოცივდნენ და გვეჩხუბნენ ,უცხო რომ იყო ალბათ იმიტომ,პატრონებიც არ გაინზღნენ რომ რამე მოექმოქმედათ,წამოვედით უკან ვერც ავუშვი და ვერც ვერაფერი  შენ დადიხან ხშირად და თქვენთანაც ასე ხდებოდა თავიდან?როგორ მიიჩვიეთ?

როდის იყავით?
მე ასე 9-10სთვის მივდივარ დილით და სარამოს 7 საათისთვის, ცხელა მანამდე ძალიან, საერთოდ კარგი კომპანიაა, არ არიან ავი ძაღლები, ვის გადააწყდით მონადირეებს?
მაგათ ჯანა აჩმორებს
კანე კორსოებთან მეგობრობს
ნეტა ვინ იყვნენ

ჩემი ოხერი თავს არავის დააჩაგვრინებს, ბალღების ეშინია და რაგბის მოტამაშეების თორემ ძაღლების არა

Posted by: blblbl 5 Jul 2013, 22:47
edna mamida
QUOTE
მონადირეებს?

ხო ამათ,ორნი იყვნენ ერთად,8საათის მერე ვიყავი მე სადღაც ცხრის ნახევარზე ალბათ,საღამოს.ჰასკი გვეთამაშა ამრტო.

Posted by: edna mamida 5 Jul 2013, 23:18
blblbl
QUOTE
ხო ამათ,ორნი იყვნენ ერთად,8საათის მერე ვიყავი მე სადღაც ცხრის ნახევარზე ალბათ,საღამოს.ჰასკი გვეთამაშა ამრტო.

შტერები არიან ეგენი, საყვარელი შტერუკები, ჯანა აიგნორებს ხოლმე, დაჩაგრეს ბიმბო?
მაიმუნები ეგენი
ცოტა ადრე რომ ყოფილიყავით მოსული user.gif გალახავდა მაგათ ჯანიკო, ხულიგანკა ჩემი კნაჭკა............. biggrin.gif
ჰასკი ბიჭი იყო თუ გოგონა?
ერთი გავიცანით, ანა, ლამაზი გოგონაა , ყური მოაჭამა პატარაზე ცუდმა გოგომ, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზი და ალერსიანია smile.gif

Posted by: blblbl 5 Jul 2013, 23:41
edna mamida
ბიჭი იყო,ლეკვი ჯერ სავარაუდოდ,ცანცარა biggrin.gif
QUOTE
დაჩაგრეს ბიმბო?
ხო მოცვიდნენ ყეფიტ ტან ბეწვი აეჯაგრათ,მერე ესეც რომ აიჯაგრა შემესინდა და წამოვიყვანე,თან რაც დაკბინა ნაგაზმა მას მერე სტრესშია ისევ და ,დიდათ თამამდ ვერაა,ეტყობა ამასაც გრძნობენ.


QUOTE
ცოტა ადრე რომ ყოფილიყავით მოსული

როგორ გათვალიერებდი იცი?ისე გყავს აღწერილები მივხვდებოდი უეჭველი რო თქვენ იყავით biggrin.gif თან გოგოებთან აკრგად ერთობა ბიმბო და უეჭველი გაუგებდნენ ერთმანეთს.

Posted by: edna mamida 5 Jul 2013, 23:47
blblbl
QUOTE
,ეტყობა ამასაც გრძნობენ.

აშკარად, ამას შორიდან უვლიან
QUOTE
როგორ გათვალიერებდი იცი?ისე გყავს აღწერილები მივხვდებოდი უეჭველი რო თქვენ იყავით  თან გოგოებთან აკრგად ერთობა ბიმბო და უეჭველი გაუგებდნენ ერთმანეთს.

ჰოო, ამასც მხიარული ძაღლები უყვარს, მონადირეებს არ ეთამაშება რატომღაც

საერთოდ ჯოხი და ბურთი, ქვებიც ურჩევნია ყველაფერს, მე კი მირჩევნია ძაღლებს ეთამაშოს, ცოტა ადრე გამოდით ხოლმე smile.gif

Posted by: blblbl 6 Jul 2013, 00:05
edna mamida
ჯერ ჯერობით კაი ხანს ვერ მვოახერხებ გამოსვლას და მერე იემდია გნახავთ smile.gif

Posted by: markes 6 Jul 2013, 10:19
*satin
ყველაფერი წავიკითხე და გავაკეთეთ კიდეც

დავათვალიერეთ ტავიდან ფეხებამდე – პროტესტი არ გამოუცხადებია, მორჩილი გოგოა
biggrin.gif

ყურში წამალს ვიწვეთებთ - "ოტოპეტ ტერაპია", ქვია
მე ვფიქრობ რომ შველის
ტავს არარ აქანავებს და ყურებსაც არარ იფხანს, უბრალოდ ძალიან ნარინჯისფრად შეგვეღება, მაგრამ გვიხდება

ახლა რჩევა მომეცით და დამარიგეთ

ორშაბათს უწევს მეორე კომპლექსური აცრა, ყურების მკურნალობა კი სავარაუდოდ ოთხშაბათ დამტავრდება და მხოლოდ ამის მერე შეიძლება აცრის გაკეტება.
ტავიდან უნდა დავიწყოთ აცრები?

გავგიჟდები სახლში მეცოდება დაპატიმრებული
sad.gif

დღეს სამი თვის გავხდით და ჯერ ეზოში არ გავსულვართ, წინა პატრონმა აუცრელი გაყიდა

კიდე მაინტერესებს - ცოფზე როდის უნდა ავცრა?

Posted by: *satin 6 Jul 2013, 11:42
markes
QUOTE
დავათვალიერეთ ტავიდან ფეხებამდე – პროტესტი არ გამოუცხადებია, მორჩილი გოგოა
biggrin.gif

ძალიან კარგი , პატარობიდანვე რო მიეჩვევა, მერე დიდობაში რაიმე სერიოზული პრობლემა რომ ჰქონდეს არც ვეტერინართან გააპროტესტებს შემოწმებებს. თითქმის ყოველდღე ამოწმე, რომ ისე მიეჩვიოს როგორც ფერებას. რამდენჯერ მინახია ფეხში ეკალშერჭობილი ძაღლები რო მოყავთ ვეტერინართან რომ გამოუღოს რადგან პატრონს არ იკარებს მტკივნეულ ადგილთან. ჩემები ( პირველივე დღიდან ვაჩვევ შემოწმებებს) ფეხაწეულები მორბიან ჩემთან მიშველეო biggrin.gif ერთხელ უკანა კბილებს შუა ჯოხი გაეჭედა ლაილას , ისეთ პანიკაში იყო მეგონა ნამდვილად მიკბენს ეხლა ხელს რო შევუყოფ პირშითქო, მაგრამ რა მექნა შორსაა ვეტი და ჯერ მე ვცდითქო ვიფიქრე. ისე საყვარლად გაჩერდა პირდაღებული როგორც კი ხელი შევუყავი , თავი არ გაუნძრევია სანამ არ გამოვიღე ჯოხი love.gif

აცრების რამოდენიმე დღით გადაცილება მე რამდენადაც ვიცი არაა პრობლემა. მთავარია ძაღლი უნდა იყოს აბსოლიტურად ჯანმრთელი. სანამ აცრის უთხარი კაგრად შეამოწმოს, სიცხის გაზომვიდან გულის მოსმენით დამთავრებული.
მე ლეკვი არასოდეს მყოლია და ამიტომ პირველად აცრებზე მაინც უფრო მცოდენს კითხო ჯობია.

Posted by: baksona1980 6 Jul 2013, 12:16
ჩემი ორი თვის გახდა 5 ივლისს.აცრებზე მითხრეს რომ ორი თვის და ერთი კვირის რომ იქნება მაშინ მომიყვანეო.მანდამაინც დიდი მჭამელი არ არის,თუმცა აქტიური ლეკვია.საერთოდ არ ყეფს და რა ვიცი არ არის დრო რომ ამოიღოს ხმა? biggrin.gif გაწვრთნა რა ასაკიდან დავიწყო.მინდა ვინც იცის ეგ საქმე იმას ვასწავლებინო

Posted by: blblbl 6 Jul 2013, 15:00
markes
მესამე კომპლექსურს რომ გაუკეთებენ,მაგ დროს კეთდება ცოფიც.

Posted by: baksona1980 6 Jul 2013, 16:46
blblbl
ეს კომპლექსური აცრები რა არის ? ჩემსას მარტო ერთი აცრა გაუკეთეს მეტი არა და რამე დააკლეს მაგათი დედაც? ისე კუჭი ქონდა აშლილი და მითხრა არ გაუკეთოო

Posted by: markes 6 Jul 2013, 17:04
blblbl
QUOTE
მესამე კომპლექსურს რომ გაუკეთებენ,მაგ დროს კეთდება ცოფიც.

როდის არის მესამე აცრა?

baksona1980
"ჩუმკა", ენტერიტი და რაღაცეებზეა აუცილებელი აცრები
პირველის შემდეგ ორ კვირაში უნდა აიცრას აუცილებლად, ოოღონდ ჯანმრთელი უნდა იყოს.
ჭიაზეც უნდა დაამუშავონ ( ჩემი დამუშავებული იყო ვკითხე პატრონს) ჭიაზე მგონი 3 თვეში ერთხელ უნდა, ამას გავიგებ კარგად

რუსულად თუ კითხულობ აი ეს წიგნი მომეწონა ძალიან - წაიკითხე ყველაფერი წქერია რა და როგორ

http://www.e-reading-lib.com/book.php?book=73730

Posted by: baksona1980 6 Jul 2013, 17:20
markes
რა ვიცი მანდ წერია რომ რძე უნდა მისცე ლეკვსო და მე პირიქით მითხრეს არაფრით რძე არ მისცეო

Posted by: MITIATO 6 Jul 2013, 17:34
baksona1980
QUOTE
ეს კომპლექსური აცრები რა არის ?

რა არის და რამდენიმე ინფექციურ დაავადებებზე ცრიან ძაღლს ერთდროულად: მტაცებელთა ჭირი, ადენოვირუსული ჰეპატიტი, პარვოვირუსული ენტერიტი. შეიძლება კიდევ შეიცავდეს სხვა კომპონენტებსეც (ლეპტოსპიროზი, პარაგრიპი და ა.შ.). ცრიან ჯანმრთელ ლეკვს 2 კვირის შუალედით, ძირითადად. ისე, ყველა ვაქცინას თავისი სქემა აქვს, რომლის მიხედვითაც უნდა აცრათ ლეკვი.
ჭიის წამალს აძლევენ 3 თვეში 1-ჯერ, ყოველი ვაქცინაციის წინ 10 დღით ადრე დაშეჯვარების წინ.

QUOTE
რა ვიცი მანდ წერია რომ რძე უნდა მისცე ლეკვსო და მე პირიქით მითხრეს არაფრით რძე არ მისცეო

შეიძლება რძე ლეკვისთვის.
მოზრდილი ძაღლისთვის აღარ შეიძლება მერე, იმიტომ, რომ ძაღლების უმეტესობას რძის შარის_ლაქტოზას დამშლელი ფერმენტი აღარ აქვს და ფაღარათი ემართებათ.
ლეკვები ხომ დედის რძეს სვამენ და ეს ფერმენტი აქვთ ჯერ კიდევ.
ამიტომ, შეგიძლია დაალევინო.

Posted by: blblbl 6 Jul 2013, 17:41
baksona1980
რა ერთი 4 აცრა კეთდება სამი კომპლექსური და ერთი ცოფი,სხვანაირად არ შეიძლება,მიიყვანე წესიერ ექიმთან

მეორე აცრიდან 2 კვირაში

Posted by: Don2 6 Jul 2013, 19:04
გერმანული ნაგაზის ყიდვა მინდა და შეგიძლიათ მითხრათ სად ვიშოვნი სუფთა ჯიშის ნაგაზს და რა იქნება მიახლოებითი ფასი?


Posted by: baksona1980 6 Jul 2013, 19:57
Don2
200-300 ლარი დოლარის ფარგლებში იყიდება მე რაც ვნახე,მაქსიმუმ 300 დოლარი ვნახე ლეკვის ფასი. რა ვიცი ხორციან კორმას ვაძლევ ვასხავ ადუღებულ წყალს და ვაჩერებ 30 წუთი,გაგრილების შემდეგ ვაძლევ,ხან ისე მშრალავ ვაძლევ,წყალიც სულ სუფთა უდგას.აცრა ერთი გაუკეთა იმუნიტეტისათვის 10 ივნისს,მერე ცუდად გახდა,კუჭი ქონდა აშლილი და რა ვიცი და აღარ გაუკეთა ორ კვირაში უნდაო.ჰოდა ახლა რომ ვუთხარი.მაგ ჭირზე,ცოფზე და დანარჩენებზე რომ იქნება ორი თვის და ერთი კვირის მომიყვანე და დავიწყოთო

Posted by: Don2 6 Jul 2013, 20:49
baksona1980
ეს ძაღლი ჩემი ოცნებაა, უკვე ძალიან დიდი ხანია მინდა და დაბ დღისთვის (22 აგვისტო) მინდა , რომ ჩემს თავს ამ ძაღლით საჩუქარი გავუეკთო და მინდა, რომ ჯიშიანი იყოს. არ დამენანება 300 $ . სმარტფონი უნდა მეყიდა მაგრამ გადავიფიქრე.

Posted by: baksona1980 6 Jul 2013, 21:32
Don2
მაგარი ჯიშია ვერაფეს იტყვი,მეც ვიყიდე,მაგრამ ახლა რაღაც სუპერ ბუპერ ჯიშის არ იქნება ანუ სუფთა სისხლის biggrin.gif მაინც არ მჯერა. ისე საკმაოდ ძვირი მივეცი,საძაგელი გასაზრდელია,პატარა ბავშვივით უნდა საჭმელებს რჩევა გამიშრო სისხლი აღარ შემიძლია.სმარტიც კაი ვეშია რომელსაც იყიდი და გექნება,მაგას კი ხარჯი უნდა სხვაც biggrin.gif გალაქსი ს4 იყიდე biggrin.gif

Posted by: Don2 6 Jul 2013, 21:44
baksona1980
givi.gif no.gif
ცუგა მინდა yes.gif
ს4 არ მევასება :დ დიდხანს არ გმიალძებს ,ვიცი წყალში დაყვინავს წინა მობებივით , მინ ხპერია ზ უნდა იყოს, მაგრამ ცუგა მინდა :დ

Posted by: markes 7 Jul 2013, 10:49
კითხვა მაქ

რამდენად მიზანშეწონილია ლეკვისთვის ანტიბიოტიკების მიცემა?

ყურის ანტებაზე ვეტექიმმა გაუკეთა ნემსი და კიდე აბები გამოუწერა + ყურის წვეთები

Posted by: baksona1980 7 Jul 2013, 11:44
markes
ახლა ისეთ რაღაცას ამბობ რა biggrin.gif და რატომ არ უნდა შეიძლებოდეს ანტიბიოტიკები როცა ავადაა? სასწაული პირდაპირ.გაუკეთე რაც დაგიწერა ექიმმა და არ უნდა ეჭვები და რამეები,ის ადამიანი შენზე უკეთ ერკვევა რა უნდა და რა არა

Posted by: Fana 7 Jul 2013, 17:43
2 იხვი დაახრჩო დღეს, ავდექი და დავაბი იყოს დაბმული მიეჩვიოს ცოტა sad.gif

Posted by: Don2 7 Jul 2013, 19:23
Fana
lol.gif lol.gif
ვიზიარებ user.gif
ადვილად მოერია? :დ

Posted by: edna mamida 7 Jul 2013, 19:40
Fana
QUOTE
2 იხვი დაახრჩო დღეს,            ავდექი და დავაბი იყოს დაბმული მიეჩვიოს ცოტა

lol.gif

ჯენის ლეკვები როკი და არჩი, როკის პატრონთან როცა იკრიბებიან ხოლმე დაუნდობლად ანადგურებენ ქათმებს იხვებს გოჭებსაც დაედევნენ
თავად ჯენი და ჯანიკო მუდამ ჩვენი თუთიკების დაჭერას ცდილობენ
არ ვიცოდი ტვ-ში ვნახე, ნაგაზები ერჩიან პატარა ცხოველებს, მოკლავენ კიდეც თუ დაანებე, ამიტომ მოარიდეთ ხოლმეო

Posted by: markes 7 Jul 2013, 19:41
baksona1980
QUOTE
ახლა ისეთ რაღაცას ამბობ რა  და რატომ არ უნდა შეიძლებოდეს ანტიბიოტიკები როცა ავადაა? სასწაული პირდაპირ.გაუკეთე რაც დაგიწერა ექიმმა და არ უნდა ეჭვები და რამეები,ის ადამიანი შენზე უკეთ ერკვევა რა უნდა და რა არა

მიკროფლორას კლავს ანტიბიოტიკი, სხვა ექიმმა მითხრა არ უნდაო და მხოლოდ "ოტოპედ თერაპია" ჩააწვეთეთო

თან მეშინია ზრდაში არ დააფეხოს

Posted by: baksona1980 7 Jul 2013, 21:57
markes
საერთოდ გინდა ძაღლში გინდა ადამიანში ანტიბიოტიკები მოქმედებენ ბუნებრივ ფლორაზე,რა თქმა უნდა ასაკი გასათვალისწინებელია,მაგრამ თუ კი შეიძლება რომ ჩაუტარდეს ანტიბიოტიკოთერაპია უნდა ჩაუტარო,ჩემსას დისპეფსია ქონდა საშინელი და დავალევინე ორი დღე და შეკრა კუჭში.ახლა მხეცივითაა. ისე უკვე ორი თვისაა და ცოტა ცოტა ყეფა არ უნდა დაიწყოს? მარტო თამაშობს და დატანტალებს წინ და უკან,თამაშის დროს ცოტას იღრინება biggrin.gif მაგრამ ჯერ მაგის ყეფა ჩვენ არ გაგვიგონია,შეიძლება ლეკვს ასწავლო ბრძანებები: მოდი,წადი,დაჯექი,მომიტანე,არ შეიძლება და ასეთი რამეები,მაგრამ ყეფას ხომ არ ვასწავლი მაგის დედაც ჯე sad.gif რა ასაკიდან იწყებენ ასეთი აქტიურობის გამოვლენას ? თუ წადებილო ელემენტია ჩემი ბუბუ ?sad.gif

Posted by: markes 7 Jul 2013, 23:46
baksona1980
არ იქნება წადებილო, იქნებ მშვიდია და კარგი ხასიათის, ამაზე არ გიფიქრია?

biggrin.gif

ჩემი უყეფს იატაკის ჯოხს, როგორც ჩანს მაგის ეშინია
ხშირად არ ყეფს, ძალიან იოშვიატად, ნუ გეშინია შენიც აყეფდება

Posted by: Fana 7 Jul 2013, 23:49
Don2
საკმაოდ 15 წუთის ინტერვალში მოახერხა mad.gif

Posted by: baksona1980 8 Jul 2013, 01:14
markes
რა ვიცი რა ვიცი,აბა ძაღლი რისთვის მინდა ავი უნდა იყოს და ყეფდეს,ლაბრადორივით არ მინდა მარტო სათამაშოდ რომ არის biggrin.gif დიდი ეზო მაქვს და დაცვის ინსტინქტებიანი ძაღლი მჭირდება.მაგისათვის ავიყვანე გერმანული ნაგაზის ლეკვი,თორე პლუშის დათუნა მაღაზიაში არ მიყვარს დადებული biggrin.gif. წვრთნა უნდა დავიწყოთ აწი,მოვიყვან ინსტრუქტორს თუ რაც ქვია და დავიწყებთ სკოლაში სიარულს biggrin.gif

Posted by: Fana 8 Jul 2013, 03:34
baksona1980
რამხელაა გაწვრთნას რო უპირებ უკვე? biggrin.gif

Posted by: baksona1980 8 Jul 2013, 11:08
Fana
ორი თვის გახდა 5 ივლისსsmile.gif ერთი შტერუკა ლეკვია,რომელსაც მარტო თამაში უნდა და კატის ეშინია biggrin.gif

Posted by: Fana 8 Jul 2013, 20:23
baksona1980
2 თვისას როგორ წვრთნი smile.gif

Posted by: baksona1980 9 Jul 2013, 00:07
Fana
რა ვიცი წვრთნის რა მოგახსენო,მაგრამ დამღეჭა რასაც ქვია,საქონლის ხორცი მოვუტანე და რბილი მივეცი,აერია თვალები,რასაც ქვია გონზე გადავიდა მეცა კრაკადილივით და ხორც ჩემი თითებიც მიაყოლა. biggrin.gif ეს დაკაწრულები არაფერი,მერე ვეთამაშე ( ისე მაგარი გასათობი მყავს,ცუდ ხასიათზე რომ ვარ ვეთამაშები,მეცინება და გადამივლის ხოლმე biggrin.gif ) ნამეტანი გაძაღლავდა და არ მიკბინა? !! ორივე ხელისგულზე ჭრილობა მაქვს სისხლი გამადინა ამ ოხერმა.მოვსცხე ტრაკოზე იცოცხელ და სულ კუდაკაპიწებული გარბოდა,მერე მიყურა შორიდან მიყურა და მაინც მოტანტალდა ჩემთან,დღეს ვიბანავეთ მართალია ჯერ სპეციალური შამპუნი არ გვაქვს,მაგრამ რაც გვქონდა იმით დავიბანეთ და გაქუნქულებული სუფთა ბეწვი გვააქვს,აი ისეთი მზეზე რომ ფერები გადადის და ღელავს biggrin.gif ძმარი გადავუსვი დაბანის შემდეგ და რომ იტყვიან ბლესწიაში ბეწვი აქვს biggrin.gif ისე თვალსა და ხელსშუა იზრდება,ამჯერად მეორე სართულზე მყავს დაპატიმრებული 19 მეტრიანი აივანი მაქვს და დარბის წინ და უკან,ერთი სული აქვს ეზოში როდის ჩავა,ერთხელ ჩამეპარა,არ ვუშებ რადგან ძვლებით არის ავსებული მთელი ეზო და ჯერ უნდა მოვაგვარო ეგ პრობლემა და მერე ჩავუშვებ smile.gif გასუქდა,საჭმელსაც ჭამს,პირის გემო კი იცის,მაგრამ ჭამს ამ კორმს მაინც. მდუღარეს ვუსხამ და რომ ჩაიხარშებასავით და გაგრილცება ვუდგამ.ჭამს,მართალია დიდი ხალისით არა ,მაგრამ არის რა.ერთი რომ კატის გვეშინია,ფხუკუნ ფხუკუნს რომ ატეხავს აი მაშინ გვაქვს საქმე ცუდად,იბრუნებს პირს და ნირწამხდარი ტოვებს ბრძოლის ველს,ჩემთან იცოცხლე დიდი გული აქვს biggrin.gif

Posted by: jangulashvili 9 Jul 2013, 00:47
QUOTE (baksona1980 @ 9 Jul 2013, 00:07 )
დამღეჭა რასაც ქვია

აუ ეს მაგარი იციან რა lol.gif lol.gif ჩემიც მაგ დღეშია,ოღონდ იმ განსხვავებით რო მე არ მღეჭავს ბებიაჩემი ყავს ამოჩემებული (ნუ ყველა ჩემ გარდა მაგრამ ბებიაჩემი განსაკუთრებით biggrin.gif ) მე მარტო იმ შემთხვევაში როცა ვეთამაშები და დანარჩენებს დაიანხავს თუ არა ეგრევე ფეხებზე ეცემა ხოლმე ყველას biggrin.gif ბებიაჩემი დასაძინებლად შემოდის მარტო სახში ტერორში ყავს მთელი დღე biggrin.gif

Posted by: baksona1980 9 Jul 2013, 01:02
jangulashvili
მაგრამ მომწონს ჩემი ბუბუ....ერთია რომ ყეფა დაიწყოს და ავი იყოს,მაგისათვის მაქვს ამხელა ეზო...თითქმის ჰექტარი biggrin.gif მითხრეს რომ ამხელა ეზოს ერთი ძაღლი არ ეყოფა და დედალს ვეძებ საყიდლად biggrin.gif. ისე მაგარი ლეკვი მყავს ,,,,უნდა გავიდე ვეთამაშო კიდევ მაგ პირაღიას biggrin.gif სულ დაღებული აქვს პირი biggrin.gif

Posted by: jangulashvili 10 Jul 2013, 15:59
QUOTE (baksona1980 @ 9 Jul 2013, 01:02 )
jangulashvili
მაგრამ მომწონს ჩემი ბუბუ....ერთია რომ ყეფა დაიწყოს და ავი იყოს,მაგისათვის მაქვს ამხელა ეზო...თითქმის ჰექტარი biggrin.gif მითხრეს რომ ამხელა ეზოს ერთი ძაღლი არ ეყოფა და დედალს ვეძებ საყიდლად biggrin.gif. ისე მაგარი ლეკვი მყავს ,,,,უნდა გავიდე ვეთამაშო კიდევ მაგ პირაღიას biggrin.gif სულ დაღებული აქვს პირი biggrin.gif

მე ჯერ ვერ ვუშვებ ეზოში,ერთი აცრა დარჩა კიდე გასაკეთებელი და მერეო ექიმმა,არდა სულ გარეთ უნდა გასვლა და კარებთან არის ატუზული სულ და მეცოდება მაგრად sad.gif

Posted by: baksona1980 10 Jul 2013, 21:34
jangulashvili
რა ხნის არის შენი,ყურები დაცქვიტა უკვე? ყეფს?

Posted by: jangulashvili 11 Jul 2013, 00:59
QUOTE (baksona1980 @ 10 Jul 2013, 21:34 )
jangulashvili
რა ხნის არის შენი,ყურები დაცქვიტა უკვე? ყეფს?

სამი თვის გახდება 27-ში, კი ყურებიც დაცქვიტა და ყეფითაც ყებს ოღონდ ძირითადად ჩუსტებს უყეფავს და თუ რამეს დაუშლი მაშინ biggrin.gif biggrin.gif ხო და კიდე მამაჩემი რო მოდის მანქანის ხმაზე ცნობს თუ რავიცი ეგრევე წკმუტუნს და ყეფას იწყებს

Posted by: baksona1980 11 Jul 2013, 13:44
jangulashvili
ჩემი 5 აგვისოტოს გახდება სამი თვის ცალი ყური თითქმის აცქვეტილი აქვს ზედა მესამედი აქვს მარტო ჩამოკიდებული აი მეორესი კი რა მოგახსენო sad.gif ვფიქრობ გატეხილი რომ არ აქვს მეთქი,მაგრამ მითხრეს 6 თვემდე აცქვეტს ყურებსო,ერთეუი ყეფა აქვს,ისიც რომ გააბრაზებ biggrin.gif კისერში რომ წავავლებ ხელს და გავაჯანჯღარებ საშინლად ბრაზდება biggrin.gif იღრინება და წამოიყეფებს ხოლმე biggrin.gif რას შვები წვრთნას როდიდან უპირებ
* * *
უმ ხორცს ვაჭმევ და ჭკუა ეკეტება,არც კუჭზე უმოქმედია ცუდად,ვარჩევ ცხიმიანი არ შეყვეს,საქონლის ხორცს ვაძლევ,ჭკუა ეკეტება ისე უყვარს biggrin.gif ან კორმას ვასხამ მდუღარეს შიგ ვუგდებ ერთი ორი ნაჭერ მჭლე ხორცს biggrin.gif ზურგზე ყურებგადაწყობილი ჭამს ვინმემ არ მომასწროსო biggrin.gif

Posted by: jangulashvili 11 Jul 2013, 14:59
QUOTE (baksona1980 @ 11 Jul 2013, 13:44 )
jangulashvili
ჩემი 5 აგვისოტოს გახდება სამი თვის ცალი ყური თითქმის აცქვეტილი აქვს ზედა მესამედი აქვს მარტო ჩამოკიდებული აი მეორესი კი რა მოგახსენო sad.gif ვფიქრობ გატეხილი რომ არ აქვს მეთქი,მაგრამ მითხრეს 6 თვემდე აცქვეტს ყურებსო,ერთეუი ყეფა აქვს,ისიც რომ გააბრაზებ biggrin.gif კისერში რომ წავავლებ ხელს და გავაჯანჯღარებ საშინლად ბრაზდება biggrin.gif იღრინება და წამოიყეფებს ხოლმე biggrin.gif რას შვები წვრთნას როდიდან უპირებ
* * *
უმ ხორცს ვაჭმევ და ჭკუა ეკეტება,არც კუჭზე უმოქმედია ცუდად,ვარჩევ ცხიმიანი არ შეყვეს,საქონლის ხორცს ვაძლევ,ჭკუა ეკეტება ისე უყვარს biggrin.gif ან კორმას ვასხამ მდუღარეს შიგ ვუგდებ ერთი ორი ნაჭერ მჭლე ხორცს biggrin.gif ზურგზე ყურებგადაწყობილი ჭამს ვინმემ არ მომასწროსო biggrin.gif


ხო მეც ეგრე მითხრეს 6 თVემდე აწევს ყურებსო მთავარია სანამ არ დაეცქვიტება ყურებზე არ მოეფეროხოლმეო და ამან კი დაცქვიტა უკვე. ჭამით თAვის საჭმელს ვაჭემვ და ხანდაან ბრინჯს და ქათმის ხორცს ვურევ ერთმანეთში და იმას ვაძლევხოლმე,ისე გიჟივით ჭამს რამდენიც არ უდნა დავუყარო უარს არ იტყვის მგონი biggrin.gif წვრთნაზე მითხრეს ჯერ პატარაა უბრალოდ ხშირად ელაპრაკეხოლმეო და გიჟივით მთელი დღე ველაპრაკები და ვეთამაშები მაგრამ რამეს რო დავუშლი დაწვება და ფეხებს უყებს ხოლმე მოპარვა იცის კიდე ვითო სხვაგან მიდის და მოგიახლოვდება და უცბათ მოგახტება ფეხებზე biggrin.gif ერთი-ორი დღეა ახალი მავნებლობა ისწავლა შპალიერს ხევს და დავდევ სულ biggrin.gif ყველაზე ძაან რაზეც მეშლება ნერვები თავის მოსაქმებულის ჭამას ვერ გადაეჩვია რა, არადა ვაძლევ ვიტამინებს ექიმმა რაც მითხრა მაგრამ მაინც ჭამს და შენიც ეგრე არის?

Posted by: volli35 11 Jul 2013, 15:49
markesის სამი თვის შანი ... უკვე დიდი გოგოა smile.gif
მეორედ გავიდა სასეირნოდ და ჯერ კვლევებშია გარეთ სად რა და როგორ ხდებაო biggrin.gif
ძალიან სიხარულია მინდა ვთქვა love.gif love.gif
http://radikal.ru/fp/2e83f50cd63342fe92d52554fcdd33f6

Posted by: baksona1980 11 Jul 2013, 18:18
volli35
აჰ რა მაგარი ლეკვიაა biggrin.gif ძნ მაგარი მოვლილია და მართლა კარგ ვიდზეა smile.gif ამათი აცქვეტილი ყურები მაგრად მიყვარს და სხვიანი გამოხედვა.ჩემი ჯერ ეგეთი არ არის sad.gif არადა რაც მაგას პირში ვატენი მე საჭმელს,კორმაზე მყავს,ეგ ინება ვაჟბატონმა და ხორცი უნდა აი ეს არის ჩემი ბუბუ http://radikal.ru/fp/0a37add54a4643b2a92949cbf2044119
* * *
რაღაც ფეხზე მარჯვენა მხარეს დაზიანება მივიღეთ ცოტა ბეწვი გვაკლია,მაგრამ რაც მთავარია გვირჩება smile.gif ბუბუ ზუსტად არის ორი თვის 6 დღის smile.gif http://radikal.ru/fp/006c20b3595840b08abb3835ed8a9ade
* * *
მაპატიეთ რაღაც ამერია ფოტოს ატვირთვის დროს,ზომების შემცირება არ მივეცი და biggrin.gif ეს მარჯვენა ყური ნერვებს მიშლის,ხომ არ აქვს ხალხნო გატეხილი? თუ გატეხილის ნიშანი მარტო ეგრე ჩამოკიდება არ არის,უნდა ქონდეს შეშუპება,სიწითლე და ა.შ.შ

Posted by: markes 12 Jul 2013, 12:46
baksona1980
ნუ გეშინია, შენ ლეკვსაც დაეცქვიტება ყურები, 6 თვემდე არაა პრობლემა

Posted by: Fana 13 Jul 2013, 01:10
baksona1980
ნუ გეშინია არ ექნება მოტეხილი ჩემმა 2 თვე ნახევრის აწია ორივე ყური . წინა მეზობელს ყავს ჩემი ების და მაგას უფრო რაღაც სასწაულად ქონდა გადაღუნული ცალი ყური მაგრამ მაგანაც აწია 3 თვის მერე smile.gif

Posted by: baksona1980 13 Jul 2013, 19:20
Fana
ჩემი ორი თვის და 8 დღის არის უკვე და ისევ ისე აქვს მარჯვნივ გადავარცხნილი ყურები sad.gif მარჯვენა ყური მიშლის ნერვებს,ვითომ ძირიდან წამოვიდა,მაგრამ ისე აქვს მოპარტყუნებული რომ ასე მგონია არ აწევსთქო,მითხრეს ცხვირზე ხელის და საერთოდ თავზე ხელის მოკიდება და დარტყმა,მსუბუქადაც კი არ შეიძლება,ასევე კუდზე მოქაჩვა,რაც მე მაგას ნაწკიპურტები მაქვს ცხვირში როცა მკბენდა და კუდი მაქვს ნაქაჩი თამაშის დროს biggrin.gif რა ვიცი ხომ ნახე ფოტოში როგორ აქვს გადაპარტყუნებული მარჯვენა ყური sad.gif ბიორიტმის ტაბლეტებს ვაძლევ ლურჯს დილით,წითელს საღამოს და ვიტრის წვეთებს.შენ ამეებს არ აძლევს შენსას?
* * *
ბუბუს ევოლუცია biggrin.gif ბუბუ ერთი თვის http://radikal.ru/fp/ecf826d109254c579d4a16f34abec21a ბუბუ ერთი თვის და 3 კვირის თითქმის http://radikal.ru/fp/214655dbd03642d1ac34db937c668982 და ბუბუ ახლა http://radikal.ru/fp/dff98bcdc69445d9bfc71d4a0ec2e1ea

Posted by: jangulashvili 13 Jul 2013, 21:34
როგორც იქნა დაადგა საშველი დღეს ჩემ ქალბატონს და მოუვიდა ეზოში გასვლის დრო და რასაც ქვია ბედნიერია რა biggrin.gif ირბინა წინდაუკან გიჟივით და რო იჯერა გული მომადგა კარებთან შემიშვი სახშიო,დაწვა და დაიძინა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Fana 14 Jul 2013, 00:23
baksona1980
აწევს დამიჯერე . მაგრამ 2 ივესაც რო აწევს მაშინაც არ მოკიდო ყურზე ხელი smile.gif

Posted by: baksona1980 14 Jul 2013, 06:58
jangulashvili
წარმომიდგენია მის ძაღლურ ტვინში რა შთაბეჭდილებების კორიანტელი იქნებოდა biggrin.gif

Posted by: markes 14 Jul 2013, 17:02
ჩემი შანი სეირნობს პარკში და ბებერი დედაკაცივით სკამზეც ისვენებს
ძაღლი კი არა ცირკი მყავს
biggrin.gif

Posted by: monika_-_nikolashvili 14 Jul 2013, 17:17
აბა ვინმეს დედალი გერმანული ნაგაზი ხო არ გყავთ შესაჯვარებლად? მამალი მყავს ბარონი ქვია 5წლამდეა საგვარეულო ნუსხა არ აქვს მაგრამ ნამდვილად სუფთა სისხლისაა ტუ რამე მომწერეთ აქ

Posted by: xtrggg 14 Jul 2013, 18:05
ლეკვი თუ ვინმეს უნდა დედალიღა მყავს, გუშინ წაიყვანეს მამლები.. ფასზე მოვრიგდებით . დედაც და მამაც ჯიშიანი ძაღლებია.
* * *

* * *
user posted imageაი ეს ლეკვია, ჯერ 1 თვენახევრისაა

Posted by: jangulashvili 14 Jul 2013, 21:42
QUOTE (baksona1980 @ 14 Jul 2013, 06:58 )
jangulashvili
წარმომიდგენია მის ძაღლურ ტვინში რა შთაბეჭდილებების კორიანტელი იქნებოდა biggrin.gif

მეც ეგ ვიფიქრე ისე გიჟივით დარბოდა lol.gif რო გავუშVი 1-2 წუთი ფრთხილად სუნვა სუნვით იტრიალა და მერე რო გაიქცა აღარც გაჩერებულა აითვისა ეგრევე მთელი ეზო biggrin.gif biggrin.gif

Posted by: baksona1980 15 Jul 2013, 02:18
markes
ჯაჭვით ასეირნებ? მითხრეს ჯაჭვი არ არის რეკომენდირებულიო,თუმცა არ ვიცი რატომ. მე ჯაჭვი ვუყიდე,მოკლედ ვემზადებით დიდი პრაგულკისთვის biggrin.gif ხო კიდევ მირჩიეს კალცი დ3 ნიკომედი ორჯერ მიეცი დღეშიო.ისე ნორმალური კლინიკა ვერ ვნახე სადაც ანალიზებს აუღებენ და სისხლის სურათს გადაამოწმებენ biggrin.gif

Posted by: Don2 15 Jul 2013, 11:28

markes
აუუ, რა საყვარელი ლეკვი გყავს love.gif love.gif




ვისაც გერმანული ნაგაზი გყავთ, მითხარით რა სად იყიდეთ და რამდენი გადაიხადეთ (ხო თU სიადუმლო არაა ).
კიდე ეს ლინკი ვნახე.
http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=4521848
ხოდა ეს საგამოფენო რა პონტია? :დ მეჩვნება თუ შეურაცხყოფას აყენებენ? mad.gif
და ახალი ტიპიც რას ნიშნავს :ს

Posted by: markes 15 Jul 2013, 20:27
baksona1980
QUOTE
ჯაჭვით ასეირნებ? მითხრეს ჯაჭვი არ  არის რეკომენდირებულიო,თუმცა არ ვიცი რატომ. მე ჯაჭვი ვუყიდე,მოკლედ ვემზადებით დიდი პრაგულკისთვის  ხო კიდევ მირჩიეს კალცი დ3 ნიკომედი ორჯერ მიეცი დღეშიო.ისე ნორმალური კლინიკა ვერ ვნახე სადაც ანალიზებს აუღებენ და სისხლის სურათს გადაამოწმებენ

რა დროს მაგის ჯაჭვია - 3 თვისაა, ჩვეულებრივი საყელური და ქამარი აქ, პარკში ქამარს ვხსნი დამყვება ფეხდაფეხ.
კომპლექსურ გერმანულ ვიტამინებს ვაძლევ - 4 აბი დღეში კამფეტივით ახრამუნებს , გერმანულს + როიალ კანინსაც აქ ვიტამინები.
კალცი არ მისცე არ გაიზრდება უბრალოდ კვირაში 100 გრამი ხაჭო შეაჭამე, ვაშლი ( 1 ნაჭერი დღეში) და სტაფილო დაუხეხე +ცოტა ზეთი დაასხი სხვაგვარად ვერ აითვისებს.
Don2
დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის, მეც ძალიან მომწონს და მიხარია რომ მყავს.
თუ გინდა მოგწერ პიემით იმ ადამიანის ტელეფონს ვისგანაც ვიყიდე, მაგრამ ამჟამად არარ ყავს ლეკვები.
მე 200$ გადავიხადე და იაფი მგონია, უბრალოდ ბოლო იყო დარცენილი თან ძუა
განცხადება ვნახე - ახალი ტიპის ეძახიან გერმანულ ნაგაზებს რომლბსაც ცოტა უფრო მოკლე უკანა ფეხები აქვთ - ჩაცუცქულებს გვანან და ბეწვიც უფრო გრძელია - ეს ახალი სტანდარტია

Posted by: Don2 16 Jul 2013, 12:38
markes
მადლობა პასუხისთვის :ს
აგვისტოში მინდა ყიდვა, მშობლები უკვე დაყოლიებული მყავს და პრობლემა არ იქნება ^_^
მე ხვადი მინდა და ალბათ ცოტა ძვირი ეღირეება ხო?
QUOTE
თუ გინდა მოგწერ პიემით იმ ადამიანის ტელეფონს ვისგანაც ვიყიდე, მაგრამ ამჟამად არარ ყავს ლეკვები.

ეს კი ნამდვილად დამჭირდება აგვისტოში jump.gif
QUOTE
განცხადება ვნახე - ახალი ტიპის ეძახიან გერმანულ ნაგაზებს რომლბსაც ცოტა უფრო მოკლე უკანა ფეხები აქვთ - ჩაცუცქულებს გვანან და ბეწვიც უფრო გრძელია - ეს ახალი სტანდარტია

მოკლე ფეხები ვიზუალს არ უმახინჯებს? არაა, მე ძველი მირჩევნია ^_^ jump.gif
რომ ვიყიდი თქვენი რჩევების იმედი მაქვს ^_^

Posted by: Unico 16 Jul 2013, 12:46
Don2
QUOTE
მოკლე ფეხები ვიზუალს არ უმახინჯებს?

მე თუ მკითხავ, კი, მაგრად უმახინჯებს ვიზუალს

შენ თვითონ შეადარე რომელი ჯობია
http://radikal.ru/fp/9da7cb90af0d4c7f970176f0b4770c18
ეს თუ ქვედა
http://radikal.ru/fp/7f4423c4ffc84bde9585b646d6c3af2b

არიან ამ თემაში მცოდნეები და ისინი დაგაკვალიანებენ.
ედნა მამიდას გამოვარჩევდი მაგალითად

Posted by: Don2 16 Jul 2013, 13:33
Unico
ბეწვი პირველს უფრო ლამაზად აქვს, და აშკარად გასაქცევად ემზადება ხო?
გასწორებული რო არ არის მიჭირს აღქმა .
ისე ორივე მაგარაი love.gif

Posted by: baksona1980 16 Jul 2013, 23:59
markes
რაო? ფეისზე გაწევრიანებული ვარ გერმანული ნაგაზის კლუბში.ჰოდა იქ პირდაპირ მირჩიეს რომ არა მარტო კალცი მიმეცა,არამედ თევზის ქონიც,რა ვიტამინებს ასვევ მომწერე სახელი და სად ვიყიდო.მე ძირითად საკვებად კორმას ვაძლევ და კვირაში მინიმუმ ორჯერ უმ საქონლის ხორცს. პლუს ბიორიტმს და ვიტრის წვეთებ.ეს გერამნული ვიტამენბი არ ვიცი

Posted by: Fana 17 Jul 2013, 01:36
baksona1980
თევზის რა თევზი ღადაობ? ვინ გირჩია ეგ eek.gif

Posted by: baksona1980 17 Jul 2013, 03:25
Fana
ვინა და აი ამ ადამიანმა https://www.facebook.com/jabson.jaba თევზის ქონი და კალცი მიეციო,აქ კი მეუბნებიან რომ კალცი არ გაზრდის და პირიქითაა საჭიროო

Posted by: gogita231 17 Jul 2013, 15:16
ბათუმში ყიდის ვინმე გერმანულ ნაგაზს? ლეკვი მინდა მამალი

Posted by: markes 17 Jul 2013, 18:39
baksona1980
ნება შენია ვისაც გინდა იმას დაუჯერე, მე ის გითხარი რაც ვიცი

smile.gif
ედნა მამიდას კითხე, მაგან ყველაზე კარგად იცის

Posted by: baksona1980 17 Jul 2013, 18:40
gogita231
ბათუმში არ ვიცი,მაგრამ თბილისში საშუალო ფასი 200 $-ია
* * *
markes
ვინ არის ეგა რა ნიკითაა მომწერე

Posted by: Fana 17 Jul 2013, 23:34
baksona1980

edna mamida აჰა კითხე

Posted by: edna mamida 18 Jul 2013, 00:30
Unico
QUOTE
შენ თვითონ შეადარე რომელი ჯობია

ზედა შოუ კლასის წარმომადგენელია, ძალიან ლამაზია
მეორე მუშა კლასისას ჰგავს
QUOTE
არიან ამ თემაში მცოდნეები და ისინი დაგაკვალიანებენ. ედნა მამიდას გამოვარჩევდი მაგალითად

biggrin.gif no.gif
ანდროს ჰკითხეთ აი ისაა ნამდვილი სპეციალისტი და სატინს
მე დილეტანტი ორი ნაგაზის პატრონი ვარ, იძულებული გავხდი რაღაც რაღაცეები წამეკითხა, უამრავი მასალაა ინეტში, ნახეთ ნუ დაიზარებთ
QUOTE
ფეისზე გაწევრიანებული ვარ გერმანული ნაგაზის კლუბში.ჰოდა იქ პირდაპირ მირჩიეს რომ არა მარტო კალცი მიმეცა,არამედ თევზის ქონიც

ძველად აძლევდნენ მსგავს რაღაცეებს (უამრავ სისულელეებს აკეთებდნენ)

ყველაფერს ჯობია კარგ ექიმს მიმართო, დროულად აცრა, ჭიების წამალაი მისცე სამ თვეში ერთხელ და ყოველთვე პარაზიტებზე დაამუშაო
ეს ჩემი გულწრფელი რჩევაა, რაც დამართა ჩემს ძაღლს ტკიპამ იმას აქამდე ვიმკით

კალცის ადამიანისას ვაძლევთ დ3-ს ნიკომედისას, ვიტამინების კომპლექსსაც, უამრავია პრეპარატია, მე ადამიანების ცენტრუმს ვაძლევ, თუმცა თუ შესაძლებლობა გაქვთ გამოიწეროთ ზაღლების მაგას რა ჯობია, აირჩიე სულო გულო, ყურების გასამაგრებლად და დისპლაზიისგან თავის დასაცავდ გლუკოზამინია მშვენიერი
აქ არ იყიდება, მარტო გამოწერაა შესაძლებელი
ამ ფირმისას აქებენ http://www.excelcybervet.com/articles/pet_articles_listing.php?petID=1
მინდა ვცადო
ოღონდ ეს ყველაფერი დილეტანტის რჩევებია biggrin.gif ჯობია კარგი ექიმი მოძებნოთ და რჩევა მას ჰკითხოთ, აქ კი სატინია გარკვეული yes.gif

Posted by: baksona1980 19 Jul 2013, 16:09
edna mamida
აჰაა.გლუკოზამინი ადამიანებშიც გამოიყენება ხრტილის გასამაგრებლად,ოსტეოქონდროზების და ართროზების დროს კომპლექსურ მკურნალობაში.მე მითხრეს რომ აცრის შემდეგ პარაზიტებზე არ დაამუშაო.ბარსაა ესეთი წამალი და ის დააწვეთე ზურგზეო,ოღონდ არ უნდა მოილოკოსო.satini ამ ნიკითაა?
* * *
ვერ ვნახე მაგ ნიკით აქ ვინმე sad.gif

Posted by: Fana 19 Jul 2013, 18:37
baksona1980
ვის ეძებ ვისაც პოსტი მიწერე იმას ხომ არა? biggrin.gif

Posted by: MITIATO 19 Jul 2013, 18:52
baksona1980
QUOTE
მე მითხრეს რომ აცრის შემდეგ პარაზიტებზე არ დაამუშაო.ბარსაა ესეთი წამალი და ის დააწვეთე ზურგზეო,


პარაზიტებში რას გულისხმობ?
ენდოპარაზიტებს (ჭიებს) თუ ექტოპარაზიტებს (რწყილები, ტკიპები და ა.შ.)?
ნებისმიერ შემთხვევაში, აცრამდე უნდა მოაშორო ორივე.
ჭიის წამლის დალევამდე ექტოპარაზიტები, იმიტომ, რომ რწყილებს ჭიის კვერცხები გადააქვთ და აცრამდე მინიმუმ 10 დღით ადრე_ჭიის წამალი უნდა მისცე, იმიტომ, რომ ყველანაირი პარაზიტი ლეკვის იმუნიტეტს ასუსტებს და აცრაზე ადექვატური იმუნური პასუხი არ იქნება.
ბარსი ექტოპარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებაა, მაგრამ 10 კვირამდე ასაკში არ იხმარება.

აი, შენ სატინი: http://forum.ge/?showuser=94667

Posted by: baksona1980 19 Jul 2013, 19:51
Fana
კარგი ახლა ღადაობ ?biggrin.gif კარგად წაიკითხე პოსტი რაც მაგ ადამიანმა მომწერა,სხვას მისცა რეკომენდაცია და იმას ვეძებდი,MITIATO
ხო ორივე ყავს,რწყილებიც ყავს და რამოდენიმეჯერ ჭიაც შევნიშნე განავალში,მიუხედავად იმისა რომ დამუშავებული მყავს ჭიაზე.26 ში უწევს აცრა განმეორებით ჭირზე,მოკლედ კომპლექსური აცრა.ბოლო დამუშავება ჭიაე იყო 22 ივნისს.ერთი თვე უნდა იყოს გასული ბოლო დამუშავებიდან,რომ კიდევ მისცე ჭიის წამალიო მითხრეს.ვეღარ გავიგე ბლიად ზოგი იმას მეუბნება ზოგი ამას,რა ვუყო ამ შობელძაღლ ლეკვს biggrin.gif მოვაშორო რწყილები,დავასხა ბარსა ზურგზე ? თუ მოვუცადო აცრას და რამოდენიმე დღის შემდეგ ვქან,ეს ჭიის წამალიც როდის მივცე,მითხრეს "ბროვინალი" მიეციო.კარგია? ახლა ვაძლევ კალცი დ 3-ს დღეში ორჯერ,ბიოვიტალის აბებს დღეში ორჯერ და თავის საკვებს,რომელსაც ვეღარ ავუდივარ უკვე biggrin.gif

Posted by: Unico 19 Jul 2013, 20:21
baksona1980
QUOTE
რამოდენიმეჯერ ჭიაც შევნიშნე განავალში,მიუხედავად იმისა რომ დამუშავებული მყავს ჭიაზე

რახან ჭია შენიშნეთ, ესე იგი ჭიაზე დამუშავებული არაა და განმეორებით უნდა მისცეთ ჭიის წამალი. მხოლოდ ამის მერე შეიძლება კომპლექსური აცრის გაგრძელება. თავის დროზე ასე მითხრა ვეტერინარმა. სანამ ჭიები ჰყავს, აცრებს ვერ გაუკეთებთ, არაა სასურველი, ცოდოა ძაღლი

QUOTE
ითხრეს "ბროვინალი" მიეციო

მე ჩემსას სხვა მივეცი. დრონტალი ერქვა თუ სწორად მახსოვს. 1 აბი – 10 კგ.–ისთვის 2 აბი – 20 კგ. და ასე.
ალიკაც დრონტალს ხმარობს, სულაც არაა ცუდი წამალი, პირიქით.


QUOTE
ვეღარ გავიგე ბლიად ზოგი იმას მეუბნება ზოგი ამას,რა ვუყო ამ შობელძაღლ ლეკვს

როგორც მიტიმ გითხრათ: ჯერ რწყილების წამალი დაასხით, ჭიის წამლის დალევამდე. სამი დღის მერე მიეცით ჭიის წამალი, დაინიშნეთ დღე და
QUOTE
აცრამდე მინიმუმ 10 დღით ადრე_ჭიის წამალი უნდა მისცე

ეს..

ოღონდ რახან აცრის დღე მოდის 26–ში, ეგ არ ნიშნავს რომ იქამდე უნდა მოასწროთ. ახალ აცრას ვერ გაუკეთებთ სანამ ჭიას არ მოიშორებს.

QUOTE
მოვაშორო რწყილები,დავასხა ბარსა ზურგზე ?

ბარსი წონის მიხედვითაა.
ჩემი აზრით, უნდა დაასხათ, ცოდოა ძაღლი

Posted by: baksona1980 19 Jul 2013, 20:56
Unico
კი ბატონო მიხსენეს ეგ დრონრალი,მაგრამ გააფუჭეს და უვარგისი შემოდის უკვეო,ხოდა მიტომ მირჩიეს ეგ ბროვინალი. ვეღარ გავიგე ამ კონკრეტულ შემთხვევაში როდის მივცე ჭიის წამალი და როდის გავაკეთო აცრა

Posted by: Unico 19 Jul 2013, 21:08
baksona1980
თანმიმდევრობა ხომ იცი? ჯერ ჭიის წამალი და მერე აცრა.





Posted by: edna mamida 19 Jul 2013, 22:12
baksona1980
QUOTE
ხო ორივე ყავს,რწყილებიც ყავს და რამოდენიმეჯერ ჭიაც შევნიშნე განავალში,მიუხედავად იმისა რომ დამუშავებული მყავს ჭიაზე

აუცილებლად უნდა მოაშორო

დრონტალს მე აღარ ვაძლევ, კანივერმი მირჩევნია, ძლიერია უფრო
ჭიებზე არანაკლებ საშიში ტკიპები და ტილებია, ჯანა ლეკვი იყო ტკიპამ უკბინა, თუმცა ადვანტიქსი მქონდა დასხმული, უკბინა და ლაიმ-ბორელიოზი დამართა, ძლივს მოვარჩინეთ, თუმცა დღემდე ვარ ავაკრეფინე წონა და ყურების გამაგრებაზეც პრობლემა გვაქვს
რამოდენილმე ლარის ეკონომია ყოველთვე , გაცილებით ურო ძვრი შეიძლება დაჯდეს მორალურადაც და მატერილაურადაც
არც ბარსი ვარგა დიდად და არც ადვანტიქსი, ფრონტლაინს აქებენ და აძაგებენ ერთდროულად
კომპლექსურად ჯობია მიდგომა, წვეთები, სპრეი და ტილების საწინააღმდეგო საყელური, ბარსის, ბიფარის საყელურები დიდი ვერაფერიო, კილტიქსი არაუშავს და სკალიბორია მშვენიერი, ჩვენმა ვეტმა აქო ძიელ, ამაზე ტკიპა ჯერ არ აუკიდია ჩემი პაციენტებიდან არცერთსო, 30-35 ლარი ღირს ზოოპლაზას მაღაზიებში


სანამ ჭიებს არ მოაცილებ აზრი არ აქვს ვიტამინების მიცემას, ჯერ უმკურნალე მერე ვიტამინები


Posted by: MITIATO 19 Jul 2013, 23:20
baksona1980
QUOTE
ბოლო დამუშავება ჭიაე იყო 22 ივნისს.ერთი თვე უნდა იყოს გასული ბოლო დამუშავებიდან,რომ კიდევ მისცე ჭიის წამალიო მითხრეს

თუ ბევრი ჭიები ყავს ლეკვს/ძაღლს თვითონ პრეპარატის მწარმოებლის რეკომენდაციაა, რომ 10 დღეში გაუმეორო.

QUOTE
რა ვუყო ამ შობელძაღლ ლეკვს

1. თუ უკვე არის 2,5 თვის, იყიდე ბარსი და დაასხი ბეჭებს შორის, ზურგზე, თუ უფრო პატარაა, მაშინ ბარსი არ შეიძლება;
2. როცა დარწმუნდები, რომ რწყილები მოაშორე, დაალევინე ჭიის წამალი;
3. ჭიის წამლის დალევიდან 10 დღის შემდეგ წაიყვანე და აცერი.

პარაზიტების მოშორების გარეშე არ აქვს აზრი აცრას. იმუნური სისტემა იმდენად დასუსტებულია ამ დროს, დაავადებების საწინააღმდეგო იმუნიტეტის გამომუშავება უჭირს.

ისე, ყველაზე მთავრს რასაც გირჩევ ისაა, რომ აირჩიე ერთი ვეტერინარი, რომელსაც ყველაფერში ენდობი და რასაც ის გეტყვის, ისე მოიქეცი. ათასი ადამიანი დადის და ყველას თავისი აზრი აქვს. ცოდოა ლეკვი.

Posted by: baksona1980 21 Jul 2013, 00:21
კაროჩე ბევრი ჭია რა,რამოდენიმეჯერ შევნიშნე ერთეული ჭიები. ზოგჯერ საერთოდ არ მხვდება რომ ვათვალიერებ.აი რწყილები კი სერიოზულად გვაწუხებს.ბარსას დავასხა.ვეღარ მოვიცალე ისეთ გადარბენაზე ვარ სამსახურში რომ ვერ გავედი და ვიყიდე. უკვე დიდი ბიჭი ვართ კილომდე კორმას სჭამს თითქმის დღეში. გავუმეორებ ამ ჭიის წამალს და მერე ავცრი

Posted by: markes 22 Jul 2013, 23:38
baksona1980
QUOTE
კილომდე კორმას სჭამს თითქმის დღეში.

არ მისცე ამდენი
პრემიუმ კლასის საჭმელი ისეთი როგორიცაა "როიალ კანინი" - 300 გრამი დღეში, მეტი არა

ხო, რავი შენი საქმისა შენ იცი

Posted by: baksona1980 23 Jul 2013, 11:15
markes
არ ჭამს მაგ როიალს ,ვუყიდე და არ ჭამს.კი მაგრამ 300 გრამი როგორ მივცე როცა მთხოვს საჭმელს და შია? ან შემატებული საკვებით რა უნდა მივცე მაშინ. მოკლედ უნდა დავამთავრო ვეტერინარული რა biggrin.gif

Posted by: volli35 24 Jul 2013, 20:46
http://radikal.ru/fp/2dffb65e3ed14dddac87b3eadf58350a

Posted by: monika_-_nikolashvili 25 Jul 2013, 21:11
ვინმეს არ გინდათ შეჯვარება? კაი მამალი მყავს

Posted by: Unico 25 Jul 2013, 21:15
baksona1980
როგორ არის ძაღლი? ^_^

Posted by: baksona1980 27 Jul 2013, 01:35
Unico
დღეს ავცერი...მეორე კომპლექსური აცრა გავიკეთეთ biggrin.gif თან გუშინ ჭიის წამალი დავალევინე,ეფექტებიც იყო და მეშინოდა აცრა,მაგრამ გავრისკე და ავუცერი,მეთქი მოიწყენსთქო,მაგრამ მგონი პირიქით იყო,საღამოს აგრილებულზე რომ იტყვიან კედლებზე დარბოდა biggrin.gif ერთი ვერ გავიგე,ზოგი მეუბნება ხორცი არ აჭამოო,ზოგმა აჭამეო.მოკლედ აღარ ვიცი როგორ მოვიქცე.სტაფილოს ჭამს კურდღელივით biggrin.gif ოღონდ ვუხეხავ.თევზის ქონის კაპსულებს ვაძლევ და ბიორიტმს კვლავ.რაღაც შემსხვილებები აქვს თათებზე და მინდა ვანახო ექიმს რაქიტის ამბები ხომ არ არის,არადა ყველაფერს ვაძლევ რაც საჭიროა,ამდენი ვიტამინები ისე ღვიძლზე კარგად არ მოქმედებს..........ეს ცალი ყური ისევ ნერვებს მიშლის,საეჭვოდ ჩამოგდებული აქვს,რომ გადავუსვი ხელი შიგნიდან რაღაც ამობურცულივით არის.რაღაც სჭირდება რომ გაამაგროს ეგ ყური აშკარად

Posted by: markes 28 Jul 2013, 12:28
წვიმაში იწანწალა, დასველდა ამოისვარა და ახლა ესე ისვენებს
smile.gif))))))

Posted by: baksona1980 28 Jul 2013, 13:09
markes
მაგარი ლეკვი გყავს smile.gif რამდენი ხნისაა? დღეს დამირეკა დედაჩემმა და მეორე ყურსაც წევსო,სამსახურში ვარ და ერთი სული მაქვს შევხედო smile.gif

Posted by: markes 28 Jul 2013, 14:44
baksona1980
შანი ახლა არის სამნახევარი თვის
შენ არ ინერვიულო 6 თვემდე აწევს ორივე ყურს
ხელი არ მოკიდოთ თავზე და ყველაფერი რიგზე იქნება
smile.gif

Posted by: matahary 28 Jul 2013, 14:51
baksona1980
ლეკვები ძღომას ვერ ხვდებიან რამდენსაც მისცემ იმდენს შეჭამს, 350-400 გრამი მეტი არა ძაღლს გააფუჭებ. გთხოსოს არ მიაქციო ყურადღება დღეში 4 ჯერ აჭამე 100 გრამი ყოველ 4 საათში ერთხელ. თორე კუჭნაცლავს დაუზიანებ ეგრე და გააღორებ.
ისე შენი საქმის შენ იცი.

Posted by: baksona1980 29 Jul 2013, 18:45
matahary
რა ვიცი სულ ჩავარდნილი აქვს ფერდები და არის გაწანწალებული.როიალ კანინს ლეკვი უნიათოდ კიკნიდეს არ ვიცი,ისე ორ კვირაში 3.200 გრამით მოიმატა

Posted by: gexvewebi 29 Jul 2013, 20:40
გავაჩუქებ გერმანული ნაგაზის ლეკვს შავი ფერის 1 თვის, სახელიც არ აქვს

Posted by: monika_-_nikolashvili 29 Jul 2013, 22:28
gexvewebi
სუფთა სისხლია? სკუპესჰი დამიმატე მონიკა.მო777

Posted by: baksona1980 30 Jul 2013, 02:04
მე მინდა დედალი კარგი წარმომავლობის გერმანული ნაგაზის ლეკვი,ვიყიდი.მსურველებმა დამიპიემოს smile.gif მოკლედ ჩემი ბუბუსათვის მომავალ საცოლეს ვეძებ

Posted by: baksona1980 31 Jul 2013, 10:57
როდიდან გავწვრთნა და როგორ......სასუსნავად მარტო ხორცი უყვარს ამ მაიმუნს

Posted by: Fana 1 Aug 2013, 00:09
baksona1980
6 თვიდან. როგორ ვერ გეტყვი მე კინოლოგთან მიმყავს

Posted by: daneliaa 1 Aug 2013, 00:17
ჩემს ნაგაზს თათები აქვს აქვს გაღიზიანებული, შიგნით სულ გაწითლებული აქვს და იჭამს ისე ეფხანება. ინტერნეტში ბევრი ინფორმაცია წავიკითხე. ერთი შეიძლება კვების ბრალი იყოსო, მეორე - ალერგია. ვეტერინართან მიყვანის გარეშე, ვინმეს ხომ არ გქონიათ მსგავსი პრობლემა და რამეს ხომ ვერ მირჩევდით? რაიმე შეიძლება წავუსვა?

Posted by: baksona1980 1 Aug 2013, 01:18
daneliaa
ჩემსას იმხელ ბარდღუნია ტორები აქვ როოომ biggrin.gif არა სამწუხაროდ არ ვიცი,ვეტერინარს ანახე რატომ აგვიანები,ხომ იცი დრო ყველაზე ძვირფასი რამ არის ბლინFana კინოლოგმა ძვირი დამიფასა,შენ რა გითხრა და დაგიჯდებაო? თვეში 250 ლარი ჩემთვის ძვირია

Posted by: Fana 1 Aug 2013, 01:25
baksona1980
მე 300 boli.gif მამაჩემი თანახმაა biggrin.gif

Posted by: volli35 1 Aug 2013, 12:24
და-ძმა ... შანი და რალფი ... 6 რიცხვში 4 თვის გახდებიან ... საოცრად კარგი ლეკვები გამოდგნენ
http://radikal.ru/fp/edf93e53188f4b6ba44b23e57200a916

Posted by: baksona1980 1 Aug 2013, 13:28
Fana
რას ლაპარაკობ,ძნ ძვირია.თუმცა გააჩნია რას ასწავლის მაგ თანხაში biggrin.gif მე ვერ ვასწავლე ვერ დაჯექი,ვერც დაწექი,ვერც მოტანა ვასწავლე sad.gif მოკლედ შტერი ლეკვი მყავს გონია.ყეფით საერთოდ არ ყეფს,მარტო ჩემთან აქვს დიდი გული,დაღებული აქვს პირი და იკბინება კრაკადილივით biggrin.gif მეორე ყურმა აცქვეტა დაიწყო,საგრძნობლად აეწია იმასთან შედარებით რაც იყო

Posted by: jangulashvili 3 Aug 2013, 12:56
გერკულესი მინდა ვაჭამო და ვინც აჭმევთ მითხარით რა, რამდენი ვაჭამო,როგორ ,რანაირად smile.gif

Posted by: baksona1980 3 Aug 2013, 14:13
jangulashvili
მე პროფესიონალს ვაჭმევ.+ რაღაც ლეკვების საჭმელია გავიადინა თუ რაღაც,ახატია ლეკვები. დაბალანსებული საკვებია და იმას მოვუსხამ ხოლმე კორმას თავზე,ჭამს გოჭივით biggrin.gif

Posted by: jangulashvili 3 Aug 2013, 19:14
baksona1980

თავის საჭმელს ვაჭმევ მეც, რა ქვია არ ვიცი ოღონდ, უბრალოდ მაინტერესებს ეხლა გერკულეს თუ შეჭამს თან კაია ლეკვებისთვისო და მინდა ვცადო, პროსტა არ ვიცი რა რაოდენობა უნდა მივცე ან როგორი სახით

Posted by: edna mamida 5 Aug 2013, 23:06

daneliaa
QUOTE
ვეტერინართან მიყვანის გარეშე

no.gif no.gif
ვეტერინართან მიიყვანე, კარგთან ოღონდ, არასროს დაინანო ექიმთან მისვლისთვის დრო და ფული, თუ ძაღლი გიყვარს


jangulashvili
QUOTE
გერკულესი მინდა ვაჭამო და ვინც აჭმევთ მითხარით რა, რამდენი ვაჭამო,როგორ ,რანაირად

ჰერკულესს ძაღლს არ აჭმევენ ცალკე, მხოლოდ ხორცთან ერთად, ცალკე ხარშავენ ძროხის, ხბოს, ან ფრინველის ხორცს, ღორი და ცხვარი არ შეიძლება
ცალკე ფაფას წყალზე, მე ჰერკულესს და ბრინჯს ვურევ ერთმანეთში, ერთი წილი ჰერკულესი, ორი წილი ბრინჯი, წიწიბურაც კარგია, მარილი. მწვანილი ბოსტნეული შეურიე ფაფას ( ხორცის ნახარში, ბულიონი არ შეიძლება) და ბოლოს დაუმატე მოხარშული ხორცი, ცხელი არაფერი არ მისცეთ
თუმცა ლეკვს მე მაინც თავის საკვებს ვურჩევდი. ის ყველა საჭირო ელემენტს შეიცავს მეტნაკლებად
კარგი ხარისხის საკვებს
როიალ კანინი, პროპაკი, ჰილსი, ამათ არაუშავს, დაიმონდი სპორტმიქსი, ეუკანუბა ცოტა ნაკლებ ხარისხიანია
იაფასიან საკვებს ნუ მისცემთ, ჯობია ისევ ნატურალური კვება, საერთოდ ნატურალური კვება ყველაფერს ჯობია, მაგრამ ეგ ძვირი სიამოვნებაა

Posted by: jangulashvili 6 Aug 2013, 00:32
QUOTE (edna mamida @ 5 Aug 2013, 23:06 )


jangulashvili
QUOTE
გერკულესი მინდა ვაჭამო და ვინც აჭმევთ მითხარით რა, რამდენი ვაჭამო,როგორ ,რანაირად

ჰერკულესს ძაღლს არ აჭმევენ ცალკე, მხოლოდ ხორცთან ერთად, ცალკე ხარშავენ ძროხის, ხბოს, ან ფრინველის ხორცს, ღორი და ცხვარი არ შეიძლება
ცალკე ფაფას წყალზე, მე ჰერკულესს და ბრინჯს ვურევ ერთმანეთში, ერთი წილი ჰერკულესი, ორი წილი ბრინჯი, წიწიბურაც კარგია, მარილი. მწვანილი ბოსტნეული შეურიე ფაფას ( ხორცის ნახარში, ბულიონი არ შეიძლება) და ბოლოს დაუმატე მოხარშული ხორცი, ცხელი არაფერი არ მისცეთ
თუმცა ლეკვს მე მაინც თავის საკვებს ვურჩევდი. ის ყველა საჭირო ელემენტს შეიცავს მეტნაკლებად
კარგი ხარისხის საკვებს
როიალ კანინი, პროპაკი, ჰილსი, ამათ არაუშავს, დაიმონდი სპორტმიქსი, ეუკანუბა ცოტა ნაკლებ ხარისხიანია
იაფასიან საკვებს ნუ მისცემთ, ჯობია ისევ ნატურალური კვება, საერთოდ ნატურალური კვება ყველაფერს ჯობია, მაგრამ ეგ ძვირი სიამოვნებაა

გაიხარე მადლობა რჩევისთვის,გუშინ და დღეს ვაჭამე გერკულესი მარტო და კი ჭამა მაგრამ ეხლა მაშინ ისევ მარტო თავის საჭმელს ვაჭმევ

Posted by: baksona1980 6 Aug 2013, 14:04
edna mamida
მე პროფესიონალს ვაჭმევს,რატომღაც ამას მიეჩვია მარტო,მითხრეს შემატებული საკვებიც სჭირდება უკვეო და ძვლების ნახარში რომ მივცე? ან სხვა რა ვაჭამო

Posted by: markes 6 Aug 2013, 14:08
baksona1980
QUOTE
ძვლების ნახარში რომ მივცე? ან სხვა რა ვაჭამო

ნახარში არ მისცე ძაღლს
მიეცი წვრილად დაჭრილი ძროხის ხორცი – დამდუღე და გააჩერე ცხელ წყალში, მერე შეურიე საჭმელში – 100 გრამი კვირაში ( გადაუნაწილე)
კვირაში ერთხელ მოხარშული კვერცხის გული – 1ცალი კვირაში
100 გრამი ხაჭო უცხიმო – გადაუნაწილე ერთიანათ არ მისცე
+ ვაშლი, ბოსტნეული

Posted by: zuramumla 6 Aug 2013, 15:09
მყავს 5 თვის გერმანული ნაგაზი, და ერთი ყური სრულადა აქვს აწეული ხოლო მეორე ცოტა დარჩენილი აქვს გასასწორებელი, მგონია რომ შეწყვიტა გასწორება, რითი შეიძლება დავეხმარო?

Posted by: monika_-_nikolashvili 6 Aug 2013, 15:54
zuramumla
არ შეწყვიტავს ცოტაც მოითმინე აწევს ისე არ დარჩება

Posted by: zuramumla 6 Aug 2013, 17:00
QUOTE (monika_-_nikolashvili @ 6 Aug 2013, 15:54 )
zuramumla
არ შეწყვიტავს ცოტაც მოითმინე აწევს ისე არ დარჩება

იმედია, თორემ ცოტა უშნოდ ექნება, არა და ჭკვიანი გოგო მყავს smile.gif

Posted by: monika_-_nikolashvili 6 Aug 2013, 17:08
zuramumla
შენ გინახავს სადმე გერმანული ნაგაზი დიდი რომელსაც ყური ჩამოწეული აქვს? არამგონია ასეთი შემთხვევა ყოფილიყო სადმე თუ ყური დაზიანებული არ არის

Posted by: edna mamida 6 Aug 2013, 21:31
QUOTE
შენ გინახავს სადმე გერმანული ნაგაზი დიდი რომელსაც ყური ჩამოწეული აქვს? არამგონია ასეთი შემთხვევა ყოფილიყო სადმე თუ ყური დაზიანებული არ არის

რამდენიც გინდა
ემართებათ მასე, სპეციალურად უმაგრებან ყურებს ხოლმე, სამაგრებიც იყიდება, პლუს გლუკოზამინი
ოღონდ თუ გამოიწერ, აქ არ იყიდება არც ერთი არც მეორე

ჩემსას ავადმყოფობის გამო გაუჭირდა ყურების აწევა, ახლაც აპარტყალებს, ამიტომ ამ პრობლემას კარგად ვიცნობ
თუ პატარაა აცალე, ჯერ გლუკოზამინი მიეცი, სუფთა გლუკოზამინი ძაღლებისთვის სავალდებულოცაა, სახსრებისთვისაა კარგი, ეს განსაკუთრებით გერმანულებს ეხება, მათი დისპლაზიისადმი მიდრეკილების გამო
გლუკოზამინი ტერაფლექსშიცაა, ექიმმა გვირჩია, მაგრამ მათ მიცემამდე აუცილებლად ვეტ ექიმს ჰკითხე
თუ ამანაც არ უშველა
მერე ჯობია დაეხმარო დაუმაგრო
აი სპეციალური სამაგრები
http://image.geotorrents.com/

http://image.geotorrents.com/

Posted by: zuramumla 7 Aug 2013, 10:13
QUOTE (edna mamida @ 6 Aug 2013, 21:31 )
QUOTE
შენ გინახავს სადმე გერმანული ნაგაზი დიდი რომელსაც ყური ჩამოწეული აქვს? არამგონია ასეთი შემთხვევა ყოფილიყო სადმე თუ ყური დაზიანებული არ არის

რამდენიც გინდა
ემართებათ მასე, სპეციალურად უმაგრებან ყურებს ხოლმე, სამაგრებიც იყიდება, პლუს გლუკოზამინი
ოღონდ თუ გამოიწერ, აქ არ იყიდება არც ერთი არც მეორე

ჩემსას ავადმყოფობის გამო გაუჭირდა ყურების აწევა, ახლაც აპარტყალებს, ამიტომ ამ პრობლემას კარგად ვიცნობ
თუ პატარაა აცალე, ჯერ გლუკოზამინი მიეცი, სუფთა გლუკოზამინი ძაღლებისთვის სავალდებულოცაა, სახსრებისთვისაა კარგი, ეს განსაკუთრებით გერმანულებს ეხება, მათი დისპლაზიისადმი მიდრეკილების გამო
გლუკოზამინი ტერაფლექსშიცაა, ექიმმა გვირჩია, მაგრამ მათ მიცემამდე აუცილებლად ვეტ ექიმს ჰკითხე
თუ ამანაც არ უშველა
მერე ჯობია დაეხმარო დაუმაგრო
აი სპეციალური სამაგრები
http://image.geotorrents.com/

http://image.geotorrents.com/

გასაგებია, ახლა ამ ფოტოზე რაც ვნახე, ესე არ აქვს, ანუ ის პლსტმასი რამხელაცაა ეგ აწეული აქვს პროსტო "კონჩიკი" აქვს გასასწორებელი, მეორე ყური ვაბშე საკაიპოდ აქვს დეფექტის გარეშე. მაინტერესებს მოსულა თუ არა ესეთი პონტი, რომ ერთი ყური ადრე აწიოს მეორე გვიან?

Posted by: monika_-_nikolashvili 7 Aug 2013, 11:49
უი რავიცი მე ჩემს ცხოვრებაში არ მინახია საქართველოში ეგეთი შემთხვევა

Posted by: edna mamida 7 Aug 2013, 21:40
QUOTE
მოსულა თუ არა ესეთი პონტი, რომ ერთი ყური ადრე აწიოს მეორე გვიან?

მთავარია აწიოს, რამხელაა?
9 თვემდეა ვადა წესით, მერე იწყება ნერვიულობა (ცოტა ადრეც შეიძლება)
QUOTE
ეგ აწეული აქვს პროსტო "კონჩიკი" აქვს გასასწორებელი,

აჰააა
აცალე, არ ყოფილა დიდი პრობლემა
თუ რამეა, გლუკოზამინი მიეცი

monika_-_nikolashvili
QUOTE
უი რავიცი მე ჩემს ცხოვრებაში არ მინახია საქართველოში ეგეთი შემთხვევა

არც მე. სანამ ჩემი ავად არ გახდა და შესაბამისად ყურები არ დაუზიანდა
არადა საკმაოდ ცნობილი პრობლემა ყოფილა , ზღვა ინფორმაციაა ინეტში


კალცი არ მისცეთ ბევრი, ჯერ ერთი კალციუმს ხრტილოვან ქსოვილთან არაფერი ესქმება და ტყუილად მისცემთ
მეორე და მთავარი, კალცის ზედმეტი დოზა ძალიან მავნეა ძაღლებისთვის

Posted by: zuramumla 8 Aug 2013, 11:26
QUOTE (edna mamida @ 7 Aug 2013, 21:40 )
QUOTE
მოსულა თუ არა ესეთი პონტი, რომ ერთი ყური ადრე აწიოს მეორე გვიან?

მთავარია აწიოს, რამხელაა?
9 თვემდეა ვადა წესით, მერე იწყება ნერვიულობა (ცოტა ადრეც შეიძლება)
QUOTE
ეგ აწეული აქვს პროსტო "კონჩიკი" აქვს გასასწორებელი,

აჰააა
აცალე, არ ყოფილა დიდი პრობლემა
თუ რამეა, გლუკოზამინი მიეცი

monika_-_nikolashvili
QUOTE
უი რავიცი მე ჩემს ცხოვრებაში არ მინახია საქართველოში ეგეთი შემთხვევა

არც მე. სანამ ჩემი ავად არ გახდა და შესაბამისად ყურები არ დაუზიანდა
არადა საკმაოდ ცნობილი პრობლემა ყოფილა , ზღვა ინფორმაციაა ინეტში


კალცი არ მისცეთ ბევრი, ჯერ ერთი კალციუმს ხრტილოვან ქსოვილთან არაფერი ესქმება და ტყუილად მისცემთ
მეორე და მთავარი, კალცის ზედმეტი დოზა ძალიან მავნეა ძაღლებისთვის

გლუკოზამინი სად შეიძლება ვიშოვო ? კალცი როგორც ვიცი ზრდას უშლის ხელს ხო?" 10 აბი მიმაცემინა ვეტერინარმა. რაიმე გავლენას იქონიებდა?

Posted by: edna mamida 8 Aug 2013, 20:29
zuramumla
QUOTE
გლუკოზამინი სად შეიძლება ვიშოვო ?

აქ არსად
გითხარი უკვე, მხოლოდ გამოწერა შეიძლება
http://www.amazon.com/Osteo-Pet-Glucosamine-Chondroitin-Dogs/dp/B001QNC896/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1375979425&sr=8-2&keywords=glucosamine+for+dogs

http://www.excelcybervet.com/catalog/prod_detail.php?petID=1&secID=1&catID=16&id=13
QUOTE
კალცი როგორც ვიცი ზრდას უშლის ხელს ხო?" 10 აბი მიმაცემინა ვეტერინარმა. რაიმე გავლენას იქონიებდა?

დიდი დოზით, ნორმირებული აუცილებელია

Posted by: lemona 9 Aug 2013, 14:25



განწყობისთვის. . . .ჩემი ოცნების ძაღლი. smile.gif როცა ეზოიან სახლში ვიცხოვრებ რათქმაუნდა smile.gif

Posted by: andro ph 11 Aug 2013, 13:03
მელაკუდა!!!
http://pix.ge/

Posted by: korela92 11 Aug 2013, 13:21
andro ph
ვაა რამხელა გაზრდილა უკვე და რა მაგარი კუნთებიც დაუყენებია...
როგორი ბედნიერი სახით მორბის და თან ფონსაც უხდება biggrin.gif

ანდრო ახალი ვიდეოები არ გაქვს? შენ საინტერესო ვიდეოებს დებ ხოლმე smile.gif

Posted by: lemona 11 Aug 2013, 13:33
andro ph
ვა რა დაკუნთულია. . . . biggrin.gif

რამხელა გამხდარა smile.gif ) ) ) საააღოლ

Posted by: andro ph 11 Aug 2013, 14:59
QUOTE (korela92 @ 11 Aug 2013, 13:21 )
andro ph
ვაა რამხელა გაზრდილა უკვე და რა მაგარი კუნთებიც დაუყენებია...
როგორი ბედნიერი სახით მორბის და თან ფონსაც უხდება biggrin.gif

ანდრო ახალი ვიდეოები არ გაქვს? შენ საინტერესო ვიდეოებს დებ ხოლმე smile.gif

korela92
არა, არ მაქვს ახალი ვიდეოები, მაგრამ ახლო მომავალში გადავუღებ. smile.gif)

Posted by: MITIATO 11 Aug 2013, 15:57
andro ph

რამხელა გაზრდილა მელაკუდა!?
ძალიან სიმპატიური გოგოა. yes.gif


Posted by: andro ph 11 Aug 2013, 16:31
MITIATO

მადლობა smile.gif

http://pix.ge/

Posted by: blblbl 11 Aug 2013, 16:31
andro ph
რა ბედნიერი დარბის smile.gif

Posted by: andro ph 11 Aug 2013, 16:40
blblbl
ჰოო.. პირველად მყავს ესეთი ძაღლი - სულ კარგ ხასიათზეა biggrin.gif

Posted by: blblbl 11 Aug 2013, 16:41
andro ph
აბა მე სოფელში მყავდა და ტიროდა წამიყვანეო, სახლში იჯდა facepalm.gif

Posted by: edna mamida 11 Aug 2013, 21:30
andro ph
რა ბედნიერია მელა love.gif

Posted by: baksona1980 11 Aug 2013, 23:24
edna mamida
გავგიჟდები ახლა,ორივე ყური ჩამოგდებული აქვს sad.gif 3 თვის გახდა 5 აგვისტოს....ტანკივითაა,მაგრამ საერთოდ არ ყეფს გავიჟდი კაცი biggrin.gif დებილი მყავს ლეკვი ვითომ ?sad.gif საკუთარი ტერიტორიის განცდის უნარი საერთოდ არ აქვს,სხვა ლეკვთან ვათამაშე და დადედლებულია ბლინ facepalm.gif მარტო ჩემთან აქვს დიდი გული.როდის ეწყებათ გაავება ამათ ერთი თუ უკვე დროა რომ ჩავიქნიო ხელი? დიდი ეზო მაქვს და არანაირად ყრუალა ძაღლი არ მჭირდება

Posted by: Unico 12 Aug 2013, 09:03
baksona1980
QUOTE
3 თვის გახდა

ჩემი აზრით, პატარაა ჯერ. აცადე კიდე 3 თვე და დაიწყებს გაავებას smile.gif

Posted by: monika_-_nikolashvili 12 Aug 2013, 13:50
http://s017.radikal.ru/i428/1308/7e/97eb69a9bec1.jpg
ვეძებთ დედალს შესაჯვარებლად საგვარეულო არ გვაქვს
* * *
http://radikal.ru/fp/d57ccddcb4ea4f218bae04488dfa9ba6

Posted by: edna mamida 12 Aug 2013, 17:33
baksona1980
QUOTE
გავგიჟდები ახლა,ორივე ყური ჩამოგდებული აქვს

აცალე
იციან მასე, ხან ჩამოყრიან, ხან აწევენ
თუ რამეა, ჯერ ექიმს ანახე ავად არ იყოს, მაგის ბრალიცაა ხოლმე, თუ არა, აცალე ცოტა და მერე დაეხმარე

ყეფას და გაავებას კი მოასწრებს, ნუ აიძულებ რად გინდა აგრესიული და ფსიქიკადამახინჯებული ძაღლი
ყეფასაც დაიწყებს და ღრენასაც თუ საჭიროა
მაგათ პერიოდები აქვთ ჯერ მშიშარობის, მერე პირიქით ყოჩაღდებიან
პატარაა ჯერ

Posted by: *satin 14 Aug 2013, 15:05
აი ჩვენც მოვედიით biggrin.gif როგორც იქნა ვაღირსე სურათის გადაღება biggrin.gif აი ნახეთ რა გოგო მყავს, დახატული love.gif
http://radikal.ru/fp/02413c65e9724c0f9a5aaf34b9db6608

Posted by: blblbl 14 Aug 2013, 15:42
*satin
ვაიმეე ეს რა საყვარელი ვინმე გყავს და დედა კიდე სურათEბს არ უღებს გრცხვენოდეს vik.gif sa.gif

Posted by: *satin 14 Aug 2013, 15:51
blblbl
QUOTE
დედა კიდე სურათEბს არ უღებს გრცხვენოდეს

სიმართლე გამხელილი ჯობია და არც ესაა ჩემი გადაღებული biggrin.gif ჩემმა დამ გადაიღო ბუნწიაღების სურათები და ერთი ორ სურათში ლაილაც შეურია biggrin.gif

Posted by: edna mamida 14 Aug 2013, 16:29
*satin
ვაააააააა
ოოოოოოოოო
ბიუთიფულ love.gif love.gif

და აქამდე არ უღებდი სურათებს?
ნწ ნწ ნწ


საყელურიც ისეთი აქვს მე რომ შევარჩიე ინეტში bis.gif

Posted by: korela92 14 Aug 2013, 19:46
*satin
ლაილა როგორი ლამაზი ყოფილა.
როგორც იქნა ვიხილე... biggrin.gif
edna mamida
ეხლა შენი გოგო დამრჩა სანახავი.
რატომ მალავთ ასეთ ლამაზ ცუგებს? smile.gif

Posted by: *satin 14 Aug 2013, 23:40
korela92
თავიდან რო მოვიყვანე ისეთი ძუნძგალი იყო, სირცხვილი იყო მაგის გამოჩენა biggrin.gif ეხლა დაემსგავსა ძაღლს და გამოვაჩინე biggrin.gif

edna mamida
QUOTE
საყელურიც ისეთი აქვს მე რომ შევარჩიე ინეტში bis.gif

უი შენც ეგეთი გინდა?
ეს ისე ზრდილობის გულისთვის უკეთია, თორემ საბელი მაქვს რეტრივერების როა ის, ოღონდ ძალიან მოკლე და მაგას ჩამოვაცმევ ხოლმე და მაგითი დამყავს. ეს საყელურიც პრაქტიკულია, უცებ რო დამჭირდეს სხვისი გულის დასამშვიდებლად დაჭერა მაგით ვიჭერ.

გადავეცი თქვენი კომპლიმენტები ლაილას და ინაზება ეხლა biggrin.gif

Posted by: Lilian 14 Aug 2013, 23:45
QUOTE
აი ჩვენც მოვედიით  როგორც იქნა ვაღირსე სურათის გადაღება  აი ნახეთ რა გოგო მყავს, დახატული 

უმმმ რა სიცოცხლე ტიპიაა love.gif love.gif love.gif
*satin

ამათ რომ აქვთ ლოყაზე ხალი ვგიჟდები იმხალზე biggrin.gif biggrin.gif

Posted by: xatatula 15 Aug 2013, 11:36
*satin
აუ რა ლამაზია და თავდაჯერებული რაღაცნაირად love.gif

Posted by: *satin 15 Aug 2013, 12:12
Lilian
xatatula
მადლობთ 2kiss.gif მიხარია რო მეუბნებიან ლამაზიაო biggrin.gif გეგონება მე მიკეთებდენ კომპლიმენტს biggrin.gif

პ.ს მერე სადაც ვსეირნობთ იმ სურათებსაც დავდებ და შეგაშურებთ biggrin.gif

Posted by: lemona 15 Aug 2013, 18:05
*satin
ძალიან მაგარი გოგოა smile.gif


Posted by: WOO 15 Aug 2013, 22:15
აუ დღეს ვნახე დიიიდი გერმანული ნაგაზი მუქი და ღია ფერის ყვითელი იმით აი ძაან ღია ყვითელი რო აქვთ ტანზე ხოდა რა ისა ვერ გავიგე ზოგი ეგეთი რატოა ზოგი ისეთი? biggrin.gif

ზოგი პატარები და რაღაცნაირია და ზოგი ბევრად დიდია ზომაში და რაღაც უფრო ლამაზები არიან

Posted by: markes 16 Aug 2013, 16:34
QUOTE (*satin @ 14 Aug 2013, 15:05 )
აი ჩვენც მოვედიით biggrin.gif როგორც იქნა ვაღირსე სურათის გადაღება biggrin.gif აი ნახეთ რა გოგო მყავს, დახატული love.gif
http://radikal.ru/fp/02413c65e9724c0f9a5aaf34b9db6608

ვახ! რა კრასავიცა ვარ!

2kiss.gif

ნეტა ჩემი როდის გაიზრდება ეგეთი

Posted by: edna mamida 16 Aug 2013, 21:35
QUOTE
ეხლა შენი გოგო დამრჩა სანახავი.

გოგოები biggrin.gif

ჯენის ბაღნობის სურათები ამოვქექე, რა შტერუკა იყო მაშინ
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: korela92 16 Aug 2013, 21:43
edna mamida
როგორი ლამაზია. შავი ფერი რომ ჭარბობს და თან მსუქნებიც არ არიან, მაგრად მომწონს ეგეთები...

თათი როგორ იტკინა? sad.gif

Posted by: edna mamida 16 Aug 2013, 21:59
ეს მისი შვილებია
სემი
user posted image


პეგი
user posted image
კოპიო დედამისია biggrin.gif

პატარა მაქსი
user posted image
დიდი
user posted image


მეორე მაქსი, მაქსიმუსი
user posted image
დაიღუპა რვა თვის რომ იყო, მანქანა დაეჯახა ჩემი დის თვალწინ, ახლაც ძალიან განვიცდით ყველა sad.gif

ეს სატინის საყვარელი ცომუკა, ანუ არჩიბალდი, იგივე არჩი
user posted image

ცოტა გაზრდილი
user posted image


ჯანიკო დურაქი
user posted image


ეს ორი ჭირიანი (სულ რაღაც ემართებათ) ერთად
user posted image

* * *
korela92
QUOTE
როგორი ლამაზია. შავი ფერი რომ ჭარბობს და თან მსუქნებიც არ არიან, მაგრად მომწონს ეგეთები...

ბებო ჰყავდა შავი, ახლა ცოტა გაღიავდა
თათი ქვაზე გაიჭრა მაშინ, ვერ იტანდა ბინტს, სულ იგლეჯდა
მსუქანი კი არა დისტროფიკი იყო, ჭამაზე მკლავდა, ვეხვეწებოდი მუდამ, ჯანიკოც მაგას ჰგავს, ჩხინკორაა საშინელი, ავადმყოფობის მერე განსაკუთრებით მიჭირს მაგის მოსუქება
ჯენის კი პირიქით, ორსულობის მერე დაეწყო ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია და წონაში მოიმატა, ვმკურნალობთ , არ ვარ კმაყოფილი, აგრილდეს ახალ ანალიზებს გავუკეთებ და წამლის დოზას დავაზუსტებთ ვეტთან

ვარ ასე ორ უკიდურესობაში ერთს ვერ ვასუქებ, მეორეს ვერ ვახდუნებ facepalm.gif

Posted by: korela92 17 Aug 2013, 11:49
edna mamida
მაქსი ყველაზე მეტად მომეწონა. პატარაობაშიც და დიდიც როგორი ლამაზია. წყლისა და საკვების ჯამებთან როა, მანდ რა ხნისაა? და უკვე ზრდასრული რომაა ფოტოზე, ხომ არ გახსოვს რამდენისაა?
QUOTE
ეს ორი ჭირიანი (სულ რაღაც ემართებათ) ერთად

მათი ისტორიები ვიცი. რამდენჯერაც იპოდრომზე მოვხვდი, სულ ვეძებდი თვალებით, მაგრამ ვერასდროს ვიპოვნე sad.gif

QUOTE
ვარ ასე ორ უკიდურესობაში ერთს ვერ ვასუქებ, მეორეს ვერ ვახდუნებ

მართლა სულ ვეტთან როგორ უნდა იყო რა. მეც ხშირად მიწევდა ვეტერინართან სტუმრობა, ბალუ რომ მყავდა.
ისე დღესაც მივდივარ ვეტთან. ფისო უნდა წავიყვანო. საბედნიეროდ მხოლოდ აცრაზე smile.gif

Posted by: edna mamida 17 Aug 2013, 21:18
korela92
QUOTE
მაქსი ყველაზე მეტად მომეწონა. პატარაობაშიც და დიდიც როგორი ლამაზია.  წყლისა და საკვების ჯამებთან როა, მანდ რა ხნისაა? და უკვე ზრდასრული რომაა ფოტოზე, ხომ არ გახსოვს რამდენისაა

სადღაც წლის და სამი ან ოთხი თვის
რომ იცოდე როგორ უყვარს " მამამისს" და "დედიკოს" საშინელი ჩხუბისთავია თურმე biggrin.gif
QUOTE
ათი ისტორიები ვიცი. რამდენჯერაც იპოდრომზე მოვხვდი, სულ ვეძებდი თვალებით, მაგრამ ვერასდროს ვიპოვნე

ოი, დღეს ძლივს წამოვათრიე ეს წუნკალა biggrin.gif
QUOTE
მართლა სულ ვეტთან როგორ უნდა იყო რა

არ ვიცი, ახლა ჯენის ჯანმრთელობისთვის იწყება ბრძოლა, აგრილდება სექტემბერში გავუკეთებ ანალიზებს და.........
QUOTE
ფისო უნდა წავიყვანო. საბედნიეროდ მხოლოდ აცრაზე

კაია
QUOTE
მეც ხშირად მიწევდა ვეტერინართან სტუმრობა, ბალუ რომ მყავდა.

ბალუს რა მოუვიდა?

Posted by: baksona1980 18 Aug 2013, 01:30
აუ ჩემი ბუბუკა გაპუტკუნებულია ნუ იტყვით.მოულოდნელად მარჯვენა ყური ასწია,აი ის ადრე რომ ქონდა ჩამოგდებული,მოკლედ ხან ერთია ქვემოთ ხან მეორე biggrin.gif

Posted by: andro ph 18 Aug 2013, 16:39
edna mamida
*satin

დავტკბი თქვენი ძაღლების თვალიერებით. smile.gif)

Posted by: *satin 18 Aug 2013, 18:24
edna mamida
QUOTE

ეს სატინის საყვარელი ცომუკა, ანუ არჩიბალდი, იგივე არჩი
user posted image

ჩემი ბიჭი love.gif

QUOTE
ეს ორი ჭირიანი (სულ რაღაც ემართებათ) ერთად
user posted image

აქედან ჩემი ცომი რომელია? წინ რომ დგას ის?

andro ph
სადაა დაპირებული ვიდეოები ?

Posted by: andro ph 18 Aug 2013, 18:27
*satin

კვალზე სიარული იცის მხოლოდ და მაგაში სანახაობრივი არაფერია givi.gif

Posted by: playstation 18 Aug 2013, 18:28
უჰ რამდენი ხანი აქ ა დამიპოსტავს
მოკლედ გიზარდა და გავირდა ჩემი ჯესი
7 თვის არის
და უკვე მერევა
რომ მოინდომოს ალბათ ვეღარ დავაკავებ

ძალა აქვს რომ მეხუტება და მაწვება მაქცევს ხოლმე smile.gif


ასეტი უცნაური გერმანული ნაგაზი არ მინახავს
ბავსობიდანვე ასეტი თვისებები ქონდა

1. ჯერ კიდე ლეკვი რომ იყო მოსვლა და ჩახუტება უყვარდა
მოვიდოდა და წინა თათებით კალთაზე ამოგიცოცდებოდა და გეხუტებოდა მასე.

2. უყვარს სიმაღლეებზე ასვლა და იქედან ყურება, განსაკუთრებით წინა ფეხები უყვარს რომ მაღალზე დგს წინა თათებით უკანები კიდე გაწელილი აქვს.
უყვარს შემარლებულებზე აცოცება და იქ ჯდომა და იქედან ყურება.

3. ყველაფერზე დაძვრება კატასავით, მეზობლებთან ხომ გადადის, ძვრება ეზოში ბარიკადებზე და ხტება ასე 2 მეტრი სიმარლიდან ამხელა ბობოლა ძაღლი
წონაში კი არის უკვე კაი 30 კილო.

4. უყვარს როცა კაი ხასიაზეა მოსვლა და მლოკავს ხოლმე სულ.

5. ძალიან ჭკვიანია და ყველაფერს გააზრებულად აკეთებს. სიტყვაზე ისწავლა კარების გაღება ხომ, ეგრევე მიხვდა რომ სახელური აღებს კარებს და არა კარებზე უაზრო თათების ჩხაკუნი ჯერ 2 თვისაც არ იყო უკვე ეს რომ გაიაზრა.
გარეთა ქუცის და სახლის სხვა კარებებზე მივიდა თუ არა პირველივე გღებისას ეგრევე საელურზე ჩამოარტყა თათები.

6. არის სსტიკად ჯიუტი და რასაც ჩაიფიქრებს ბოლომდე მიყავს.
ყურადღებას ტუ არ მიაქცევ ისეტ რამეს გააკეთებს გააფუჭევ\ბს რამეს დაანგრევს რომ ყურადღება მიიქციოს. არის თავნება და დაუორჩილებელი.

7. სეირნობისას სასტიკად იევს მანქანებზე
ტრასაზე მანქანებს ახლოს დაინახავს თუ არა რაც ძალა აქვს იწევს უყეფავს და უნა რომ უკბინოს თუ რავიცი რა უქნას არ მესმის.
როცა სადმე ვაბავ და მაღAზიასი გადავდივარ იმ დროს ყნარად ზის და უყურებს მანქანებს.
ვფიქრობ ჩემთან ერთად რომ სეირნობს მანქანებისგან ხომ არ მიცავს ან რამე მსგავსი?

8. მაგ დროს როცა სხვაზე იწევს ან უყეფავს მე რომ ხელით ვიჭერ მეც მკბენს ხოლმე ხელებზე გამიშვიო.

9. კიდე რამე გამახსენდება და დავწერ.


მოკლედ რა მოვუხერხო ამ დაუმორჩილებელ და თავნება ძაღლს

Posted by: Vaskaa_5 18 Aug 2013, 18:41
გამარჯობა ყველას

ერთი კითხვა მაქვს თუ დამეხმარებით მადლობელი ვიქნები smile.gif
ჩემ ძაღლს აზვრა ბრჭყალი ოღონდ ბოლომდე არა და რას მირჩევთ წამალი არის რამე ან რა ვუყო

მადლობა წინასწარ დახმარებისთვის

Posted by: *satin 18 Aug 2013, 18:47
andro ph
შენ გადაუღე და დადე და რამდენად სანახაობრივია ჩვენ გადავწყვიტავთ biggrin.gif ოოოო მიდი რააა გადაუღე და გვანახე.

playstation
QUOTE
მოკლედ რა მოვუხერხო ამ დაუმორჩილებელ და თავნება ძაღლს

სწავლება რომ დაგეწყო როგორ უნდა მოიქცეს არა? biggrin.gif
განსაკუთრებით
QUOTE
. სეირნობისას სასტიკად იევს მანქანებზე,
მაგ დროს როცა სხვაზე იწევს ან უყეფავს მე რომ ხელით ვიჭერ მეც მკბენს ხოლმე ხელებზე გამიშვიო.

ეს არის ძალიან დამაფიქრებელი საქციელი. ხელი გამიშვიო კი არ გკბენს, იმას რომ ვერ წვდება რასაც წვდება იმას კბენს, ანუ შენ.

Posted by: playstation 18 Aug 2013, 19:41
*satin
დრო არ მაქვს თორე დიდი სიამოვნებით ვასწავლიდი
ძალიან ჭკვიანია ერთი რღAც ავუხსენი ერთხელ ვანახე და მეორედ უკვე მიხვდა

ძალიან ჭკვიანი მეზრდება და მამა ყავს თურემ ხშირი გამარჯვებული გამოფენების
და ეტყობა იმის გენები და წკუა მოყვება.


ხო კიდე ჯდომა იცის ძალიან საყვარლად

კიდ\ბის ერტით მაღალ საფეხურზე თავის რბილ ტაკუნიებს დებს და ქვედა საფეხურზე წინა თათებს.


მოკლედ ძალიან უცნაური და საყვარელი ძარლია.

ხო კიდე თუ აცანცარდა კატასავით დახტის ხოლმე.
ძალიან მოსიყვარულეა ადამიანების
ახალ ვინმეს რომ ხედავს მიდის და ეფერება ეგრევე.

ცოტა აგრესია უნდა ვასწავლო თორე უცხო რომ შემოვა სახლში რათ მინდა თუ არ დაუყეფა.

სამაგიეროდ ბავსვებზე იწევ ძალიან, და ძარლებს რო დაინახავს სახეს იხევს
იჯაგრება ხერხემალზე და საბრზოლველად ემზადება ეგრევე.

მოკლედ შვებულება რომ მექნება მერე მივხედავ
* * *
P.S. ეხლა ვნახე რა საყვარელი გერმანულები გყოლიათ

თუ არ დამეზარა დავდებ ჩემი ჯესის სურათებს
ჯერ სულ პატარა რომ იყო და ხლა რამხელა ვირუკელაცაა იმასაც.

ეს პირველად რომ მივიყვანე სახლში
1 თვის.

ბრძგნა იყო
ცხვირი საერთოდ არ ქონდა და გაჭყეტილი თვალებით იყურებოდა
http://radikal.ru/fp/0ab37c5c9e6f4160a21621890504f51e

Posted by: blblbl 18 Aug 2013, 20:00
playstation
სიავეს რაც შეეხება,ჩემს ძაღლზე ბუნჩულა არავინ მეგონა,მაგრამ უცხო რომ შევიდ სახლში ( მაშველები გადაძვრნენ აივნიდან კარებს ვერ ვაღებდით ) ლამის სეჭამა,მამაჩემიც Aზვრა რომ გაეჩერებინა biggrin.gif ასე რომ ვერ გაიგებ როგორ მოიქცევა

Posted by: playstation 18 Aug 2013, 20:19
ესეც ძველი ფოტო აქ 6 თვის იყო
ეხლა ამაზე დიდია კიდევ

ვირი მეზრდება ძარლი კი არა

http://radikal.ru/fp/f60541ee9a0e489a84c214bcd74e7f86

Posted by: edna mamida 18 Aug 2013, 20:41
andro ph
smile.gif

*satin
QUOTE
აქედან ჩემი ცომი რომელია? წინ რომ დგას ის?

ეგაა
იჩხუბა, ორჯერ , სოფელში, აბლატავებულია საშინლად, სულ საჩხუბარი მიზეზის ძებნაშია biggrin.gif

Vaskaa_5
QUOTE
ჩემ ძაღლს აზვრა ბრჭყალი ოღონდ ბოლომდე არა და რას მირჩევთ  წამალი არის რამე ან რა ვუყო

ძალიან გრძელი ექნებოდა და მოსტყდა, თუ სისიხლი არ მოსდის არც არაფერი არ ქნათ, თუ სისიხლი სდის, დაამუშავეთ ინფექცია არ შეეჭრას, ჯობია ვეტ ექიმს მიუყვანოთ, დააჭრის ფრჩხილებს თუ გრძელი აქვს.


playstation
QUOTE
ვირი მეზრდება ძარლი კი არა

რა ლამაზია და რა ღუნღულა love.gif

Posted by: *satin 18 Aug 2013, 20:47
playstation
QUOTE
მოკლედ შვებულება რომ მექნება მერე მივხედავ

აუცილებლად მიხედე, ცოდოა ესეთი ჭკვიანი ძაღლია და არაფერს ასწავლი. ძაღლებს და ბავშვებს რო ეჯაგრება ეგ უფრო შიშს გავს ვიდრე ავობას. უცხოებთან კი ძალით ნუ გააავებ ისედაც ჯიში აქვთ ამათ ტერიტორიის დაცვა და თავისით მოვა უცხოსადმი უნდობლობა.
edna mamida
QUOTE
ეგაა
იჩხუბა, ორჯერ , სოფელში, აბლატავებულია საშინლად, სულ საჩხუბარი მიზეზის ძებნაშია biggrin.gif

ჩხუბის მიზეზს რა დალევს biggrin.gif ეხლა ასაკშია ეგეთ, ძალებს ზომავს და ყველას ეჭიმება biggrin.gif მერე დაღვინდება და ისევ ცომად გადაიქცევა love.gif

Posted by: Vaskaa_5 18 Aug 2013, 20:50
edna mamida
მადლობა დიდი

Posted by: baksona1980 19 Aug 2013, 01:39
ჩემი კიდე საერთოდ არ არის ავი,არადა დიდი ეზო მაქვს და აღარ ვიცი რა ვუყო.სწავლებით ვერაფერი ვასწავლე,მართალია მეც არც ვიცი ისე დახვეწილად როგორ უნდა სწავლება,მაგრამ შტერუკაა მგონი ჩემი ბუბუკა sad.gif

Posted by: markes 19 Aug 2013, 11:48
playstation
QUOTE
7. სეირნობისას სასტიკად იევს მანქანებზეტრასაზე მანქანებს ახლოს დაინახავს თუ არა რაც ძალა აქვს იწევს უყეფავს და უნა რომ უკბინოს თუ რავიცი რა უქნას არ მესმის.როცა სადმე ვაბავ და მაღAზიასი გადავდივარ იმ დროს ყნარად ზის და უყურებს მანქანებს.ვფიქრობ ჩემთან ერთად რომ სეირნობს მანქანებისგან ხომ არ მიცავს ან რამე მსგავსი?

ცუდი თვისებაა უნდა გადააჩვიო
ჭკვიანი ძაღლია და არ გაუჭირდება სწავლა
გვერდით სიარულის სწავლა არ არის ძნელი უბრალოდ "უდავკა" დაგჭირდება ( არ შეგეცოდოს, თორემ ძალიან რომ გაიზრდება მერე გაგიჭირდება მაგის დაჭერა)
საყელურის მაგივრად გაუკეთე უდავკა, შეაბი და წაიყვანე, თუ დაგიწყო თრევა ან ძალიან გაგასწტო ან ჩამორჩა უთხარი "გვერდზე" და ამის მერე მოქაჩე, ნახევარ საათში ისწავლა ჩემმა შანიმ გვერდზე სიარული. რომ არ დაავიწყდეს საყელურიც და უდავკაც უკეთია დრო და დრო ვაბავ უდავკას და მოვქაჩავ ხოლმე ( ხშირად არ სჭირდება ისეთი ტიპია მათრას არ დაირტყამს )
უდავკა ესე გამოიყურება

Posted by: zuramumla 19 Aug 2013, 13:19
ეს არის ჩემი ანცი გოგო biggrin.gif ჩკვიანი და წესიერია, 5 თვისაა და ცოტა ყური უჩმახებს ერთი, ოდნავ ასადგომი აქვს. მოგწონთ?

Posted by: ravi_shen 19 Aug 2013, 13:24
playstation
QUOTE
ვირი მეზრდება ძარლი კი არა

გემს ვეძახი მე ჩემსას biggrin.gif

გამარჯობა , როგორ ხართ..
აგერ ჩემი გემი biggrin.gif



ვაქო და ვადიდო? თუ ისედაც დამიჯერებთ რო ჭკვიანი მყავს biggrin.gif

Posted by: zuramumla 19 Aug 2013, 13:24
...........................................

Posted by: *satin 19 Aug 2013, 14:57
ravi_shen
QUOTE
ვაქო და ვადიდო?  biggrin.gif

მიდი დაიწყე biggrin.gif ლამაზი ბიჭი გყავს love.gif

zuramumla
გაუსწორდება ყური არ ინერვიულო , ჩემსას ეგრე უფართხუნებდა კაი ხანი biggrin.gif განსაკუთრებით სირბილის დროს. ჩემსკენ რო მორბოდა შექება მავიწყდებოდა ისეთი სასაცილო იყო biggrin.gif

Posted by: ravi_shen 19 Aug 2013, 15:12
*satin
მადლობა ^_^
თავად გყავს?
ესიეგიი
იმდენ იმაქვს დასაწერი და ყოველ დღე რო მკავირვებს ეგ არაფერი და საყვარელი რომ არის და არაფერზე რომ არ გავცვლი ამის სველ ცხვირს დილაობით :დ მარა ყველაზე ბოლო შემთხვევას მოგიყვებით biggrin.gif

იტოკში სოფელში მყავდა და რაღაც შეჭამა ისეთი ეტყობა და დაემართა ბუასილი biggrin.gif ხოდა იასნია სანთელი უნდა გაუკეთო ხოდა ჩაიცვა მამაჩემა ხელთათმანი და პირველ დრეს ძლივს გავაკავეთ biggrin.gif ხოდა ახლა კიდევ ხელთათმანს რომ ხედავს თვითონ უწვება :დ მიხვდა რო იმ რაღაცამ უშველა და ტკივილები აღარ აქვს და ესე გაზულუქებულად წვება ხოლმე biggrin.gif

ყვავილები რო დააქვს აქეთ იქით ეგეც ჩვეულებრივი ამბავია, მაღაზიაში რო მივიდვართ თუ შეფუთულ რაღაცას ვყიდულობ რა თქმა უნდა ვაჟბატონს ვაძლევ რომ სახლამდე მოიტანოს biggrin.gif თუ არადა შეგჭამს ხელებზე გამოკიდებით რო რამე მისცე biggrin.gif ხო უნდა დაგეხმაროს : ))))

კიდევ თითქმის ყოველ დილით მამაჩემს მამას ძახილით რომ აღვიძებს ეგ არაფერი არაა და თუ არ გავჩერდები ხალხს გიჟი ვეგონები იმიტო რო, რო ვიწყებ ვეღარ ვჩერდები biggrin.gif

უი ხო უიმე ძაღლო გადი აქედანო რო ვეუბნები, შეღონებისგან, კარებთან მირბის და ყეფს biggrin.gif საკუთარ თავზე ძაღლს არ კადრულობს biggrin.gif ეგ ბინგოა სხვა დანარჩენი კიდევ ძაღლები არიან :დ

Posted by: markes 19 Aug 2013, 15:56
zuramumla
ravi_shen
ლამაზები და ჭკვიანები

bis.gif love.gif

Posted by: *satin 19 Aug 2013, 16:12
ravi_shen
QUOTE
საკუთარ თავზე ძაღლს არ კადრულობს biggrin.gif ეგ ბინგოა სხვა დანარჩენი კიდევ ძაღლები არიან :დ

რა კაი ტიპია lol.gif
QUOTE
ყოველ დილით მამაჩემს მამას ძახილით რომ აღვიძებს ეგ არაფერი არაა

ეს უნდა ჩაიწერო და გვაჩვენო აუცილებლად jump.gif

QUOTE
თავად გყავს?

მყავს რომელია biggrin.gif ერთია მაგრამ 10ს უდრის biggrin.gif
27 გვერძე დევს ჩემი ქალბატონის სურათი.

Posted by: ravi_shen 19 Aug 2013, 16:35
*satin
QUOTE
ეს უნდა ჩაიწერო და გვაჩვენო აუცილებლად

ადრე მქონდა აუდიო ვერსია და ახლა გაგვიზება მეზარება ხოლმე biggrin.gif
დილით გაყავს ძალიან 7ზე და მაგის დადაჯარების და მდივანზე წოლის იდეა არ მხიბლავს იმისთვის, რომ მაგის მამა ჩავიწერო biggrin.gif

QUOTE
ჩემი ქალბატონის სურათი.

ძალიან სიმპატიური ქალბატონია, <3
უი შეჯვარებას თუ დააპირებ შეიძლია ჩემი ვაჟკაცი შემოგთავაზო biggrin.gif


markes
მადლობა :*

Posted by: xatatula 19 Aug 2013, 17:05
ამ ისტორიებს რომ ვკითხულობ უფრო და უფრო მისკდება გული ისე მინდა sad.gif


კიდევ დაწერეთ რა

Posted by: markes 19 Aug 2013, 20:00
კიჭებს ვიცვლით
ეს დღეს გადავუღეთ
smile.gif)))))))))))


Posted by: markes 19 Aug 2013, 20:46
შანის დაქალმა გააკეთა დღეს ეს კოლაჟი
არც მახსოვდა რა ცაცკალი იყო 2 თვის წინ
biggrin.gif

Posted by: jangulashvili 21 Aug 2013, 13:33
QUOTE (playstation @ 18 Aug 2013, 19:41 )

სამაგიეროდ ბავსვებზე იწევ ძალიან

აუ ჩემმა დაიწყო ბავშვებზე გაწევა და ნერვებს მიშლის :@ 4 თვის ხდება ეხლა 27-ში, ეზოში ვინც არ უდნა შემოვიდეს ყველას ეთამაშება მაგრამ გარეთ თუ გაძვრა ყველას და ყველაფერს მისდევს ყეფით და განსაკუთრებით ბავშVებსsad.gif ერთი ვერსია მაქვს რო ჩემი ეზოს გვერდით თამაშობენხოლმე ბავშვები დარბიან და ეს აქედან უყურებსხოლმე, თუ უყეფავს ვუშლიხოლმე მაგრამ მაინც გარეთ იწევს ბავშვებზე, არადა პირიქით ხო უყვართ ამათ კაცო ბავშვები

Posted by: *satin 21 Aug 2013, 13:43
markes
QUOTE
კიჭებს ვიცვლით

ეს "უკბილო" შტერუკა რა კაი ვინმე გეზრდება love.gif 2თვენახევრის შანი რა ტიპიაა biggrin.gif როგორ მიყვარს ეს პარტყუნა ყურები biggrin.gif

jangulashvili
QUOTE
გარეთ იწევს ბავშვებზე, არადა პირიქით ხო უყვართ ამათ კაცო ბავშვები

უყვართ ბავშვები როდესაც ლეკვობიდან ეჩვევიან და ეთამაშებიან ბავშვებს, ისე კი პირიქით პატარა ბავშვების ბევრ ძაღლს "ეშინია" , ეს ყიჟინა, ძაღლის თვალში უცნაური და გაუკონტროლირებელი მოძრაობები ბავშვების, აშინებთ და არ იციან როგორ მოიქცნენ. ზოგი მერე გაწევას იწყებს ბავშვებზე , ზოგი პატრონის უკან დამალვას ან გაქცევით თავის შველას ცდილობენ.

ჩემი ადრე იწევდა ბავშვებზე, მერე ვიშოვე ცოტა მოზრდილები და ვთხოვე ჩვენს წინ ერბინათ, და ხანდახან ლაილასთვის საჭმელი დაეგდოთ. ესე რამოდენიმეჯერ გავაკეთე სულ სხვადასხვა ბავშვებთან, იმის მერე აღარ იწევს. დღეს მანქანიდან უნდა გადმომეყვანა რომ მეზობლის 2 პატარა ბავშვი გამოვიდა და ლაილამ აშკარად უხერხულად იგრძნო თავი, არ იცოდა რა ექნა biggrin.gif ძლივს გადმოვიდა მანქანიდან, ძალიან ფრთხილობდა biggrin.gif

Posted by: markes 21 Aug 2013, 15:50
*satin
QUOTE
ეს  "უკბილო" შტერუკა  რა კაი ვინმე გეზრდება    2თვენახევრის შანი რა ტიპიაა  როგორ მიყვარს ეს პარტყუნა ყურები

იმედია კარგი გაიზრდება. ყურები აღარ უპარტყუნებს კარგად ფლობს – ატრიალებს და კეცავს კიდეც. ცოტა კუდი უქიცინებდა და ახლა ისიც ლამაზად დააქ – ამაყად.
ახლა დავიწყეთ გვერდზე წესიერად სიარულის სწავლა – უდავკა დამჭირდა ( ძალიან კი მრცხვენია მაგრამ მქაჩველ ძაღლს მე ვერ ვატარებ არ შემიძლია)
ჩემთან, დაჯექი, დაწექი, ადე უკვე კარგად იცის.
ჩემსას ბავშვების არ ესინია, მაგრამ არც დიდიად ეხატებიან გულზე – ემალება ნამეტანს თუ აწუხებენ

Posted by: jangulashvili 21 Aug 2013, 16:29
QUOTE (*satin @ 21 Aug 2013, 13:43 )


jangulashvili
QUOTE
გარეთ იწევს ბავშვებზე, არადა პირიქით ხო უყვართ ამათ კაცო ბავშვები

უყვართ ბავშვები როდესაც ლეკვობიდან ეჩვევიან და ეთამაშებიან ბავშვებს, ისე კი პირიქით პატარა ბავშვების ბევრ ძაღლს "ეშინია" , ეს ყიჟინა, ძაღლის თვალში უცნაური და გაუკონტროლირებელი მოძრაობები ბავშვების, აშინებთ და არ იციან როგორ მოიქცნენ. ზოგი მერე გაწევას იწყებს ბავშვებზე , ზოგი პატრონის უკან დამალვას ან გაქცევით თავის შველას ცდილობენ.

ჩემი ადრე იწევდა ბავშვებზე, მერე ვიშოვე ცოტა მოზრდილები და ვთხოვე ჩვენს წინ ერბინათ, და ხანდახან ლაილასთვის საჭმელი დაეგდოთ. ესე რამოდენიმეჯერ გავაკეთე სულ სხვადასხვა ბავშვებთან, იმის მერე აღარ იწევს. დღეს მანქანიდან უნდა გადმომეყვანა რომ მეზობლის 2 პატარა ბავშვი გამოვიდა და ლაილამ აშკარად უხერხულად იგრძნო თავი, არ იცოდა რა ექნა biggrin.gif ძლივს გადმოვიდა მანქანიდან, ძალიან ფრთხილობდა biggrin.gif

ეგ თუ უშველის რიგში დავაყენებ ბავშვებს საჭმელ სასუსნავით ხელში biggrin.gif იმედია გადაუვლის რავიცი თორე ნამდვილად არ მინდა ბავშვებს სდიოს, სახში ბავშვი არ გვყავს და მაგის გულისთვის ცოლს ხო არ მოვიყვან cry.gif biggrin.gif

Posted by: Rugrat 21 Aug 2013, 20:21
გაუმარჯოს ხალხო, ძალიან მინდა ამ ჯიშის ლეკვი ვიყიდო მაგრამ კორპუსში ვცხოვრობ და გამოცდილების აზრი მაინტერესებს რამდენად მოსახერხებელია კორპუსში ყოლა? ზომას არ ვგულისხმობ, სუნი ხომ არ აქვს ისეთი რომ სახლში დატოვოს? დაბანით სისტემატიურად ვაბანავებ რა თქმა უნდა.

Posted by: Pumped up kicks 21 Aug 2013, 20:34
Rugrat
სისტემატიურად დაბანას რას ეძახი? ძძაღლის ხშირი დაბანა არ შეიძლება, დამახასიათებელი "ძაღლური" სუნი ყველა ძაღლს აქვს, კორპუსის ბინაში ყოფნას ეზო ურჩევნია ცხადია მაგრამ თU კარგად დატვირთავ და ბევრს ასეირნებ არ გაუჭირდება

Posted by: edna mamida 21 Aug 2013, 20:40
*satin
QUOTE
ისე კი პირიქით პატარა ბავშვების ბევრ ძაღლს "ეშინია"

QUOTE
ზოგი პატრონის უკან დამალვას ან გაქცევით თავის შველას ცდილობენ.

ჯანიკო

გიჟდება ისე ეშინია biggrin.gif


zuramumla
ravi_shen
markes
love.gif

Posted by: Rugrat 21 Aug 2013, 23:14
Pumped up kicks
სისტემატიურად დაბანაში ვგულისხმობ კვირაში ერთხელ დაბანას დაახლოებით, გააჩნია რამდენ დღეში გახდება დასაბანი biggrin.gif როცა შევატყობ, რომ დასაბანია, ვაბანავებ. დასვრილს სახლში ვერ გავაჩერებ. გასეირნებაზე პრობლემა არ მექნება. ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე გავასეირნებ თითო საათით მაინც. მაგრამ სახლში ძაღლის სუნი ძალიან არ მინდა. მაგის საწინააღმდეგო არაფერი არსებობს? თუნდაც აეროზოლი მოაგვარებს ალბათ მაგ პრობლემას

Posted by: ravi_shen 22 Aug 2013, 00:16
Rugrat
კვირაში ერთხელ დაბანით ძაღლს კანსაც გაუფუჭებ და ბეწვსაც , ძAღლი ერთ კვირაში არ გაჭუჭყიანდება თუ ღორივით ტალახშI არ აწუმპალავებ ,
არსებობს სუხოი შამპუნები, მე ვახმარ ხოლმე ჩემსას სახლში შემოსვლისას თათებს ვუწმენდ ხოლმე
სახლში ძაღლის სუნი არ დგება თუ კარგ საკვებს აჭმევ და სუფთად შეინახავ (ვგულისმხობ ჩაფსმამდე არ მიიყვან ძაღლს რო ეპარება ) , ჩემსას არ უდის თუ იქ არ მიხვალ სადაც თვითონ წევს .
აეროზოები არსებობს უამრავი ... რო დადგავ და სახლში სუნებს რო უშვებს , დასანთები რაღაცებიც არსებობს და ნუ მოკლედ უამრავი საშუალებაა
ერთს გირჩევ, ძაღლი სახლში მანამდე არ მოიყვანო სანამ კაპრიზის და ბავშვური ქარაფშუტობის დონემდე გენდომება ძაღლის ყოლა, მითუმეტეს ამ ჯიშის ძაღლი, რომელსაც აბსოლიტურად ყველაფერი ესმის რასაც ეუბნები და აბსოლიტურად ყველაფერი თავისი გააზრების ფორმის გამო გულთან მიაქვს.
რომ დარწმუნდები, რომ მზად ხარ სახლში ბავშვი შემოიყვანო, რომელიც არასდროს იზრდება სიკვდილამდე ბავშვია, რომელსაც შენი ზრუნვა , სითბო , მხარდაჭერა და მოვლა სჭირდება, რომ გააცნობიერბ , რომ ეს ყველაფერი შეგიძლია მერე წადი და იყიდე.
გაითვალისწინე დასასვენებლად , რომ მოგინდება წასვლა დამტოვებელი თუ გეყოლება და კიდევ ძალიან ბევრი სხვა ასპექტი, ასე რომ კარგად დაფიქრდი smile.gif


markes
აუ ძაან პუსუნიკოა biggrin.gif
ჩემი აღარც მახოსვს მაგხელა როდის იყო თავისი წვეტიანი კიჭუნებით <3

jangulashvili
ძალიან გამიკვირდა, ბავშვებზე იწვევსო რომ თქვი
ერთად ერთI შემთხვევა ამხსოვს ამ ჯიშის ძაღლი ბავშვზე რომ იწევდეს, ისიც იმიოტმ რომ დეგენერატულად გაზარდეს


playstation
QUOTE
7. სეირნობისას სასტიკად იევს მანქანებზე

აი ამაზე გამხასენდა
თქვენი აძაღლის იწევს ხალხო მოტოებზე?
მანქნაებზე არა მარა მოტოებს რომ ხედავს ვერ ვაკავებ
ეს მირბის და მე ფრენა ფრენით მივსდევ biggrin.gif არ ესმის არაფერი საერთოდ , დაჯე კატაზეც არ აქვს ასეთI რეაქცია

Posted by: blblbl 22 Aug 2013, 00:24
Rugrat
ჯერ ერთი არაფრით არ შეიძლება კვირაში ერთხელ ბანაობა,მეორეც ბანაობის მერე აქვთ სუნი თუ აქვთ biggrin.gif და მესამეც ძაღლს სუნი ყოველთვის ენქება ეგ გარდაუვალია,სახლშიც იქნება ძაღლის სუნი ასე რომ რადგან სუნი ამხელა პრობლემაა სჯობს არ მოიყვანო

Posted by: jangulashvili 22 Aug 2013, 01:06
QUOTE (ravi_shen @ 22 Aug 2013, 00:16 )


jangulashvili
ძალიან გამიკვირდა, ბავშვებზე იწვევსო რომ თქვი
ერთად ერთI შემთხვევა ამხსოვს ამ ჯიშის ძაღლი ბავშვზე რომ იწევდეს, ისიც იმიოტმ რომ დეგენერატულად გაზარდეს



არ ვცემ,არ ვუყვირივარ,როცა რამეს ვუშლი უბრალოდ მკაცრი ტონიტ ვაკეთებხოლმე ამას, არ ვიცი ამას თუ გულისხმობდი დეგენერატულ გაზრდაშიbiggrin.gif ეზოში თუ შემოვიდა ჩემთან ბავშVი მაგ შემთხვევაში არ იწევს, Eტამაშება მაგრამ აი ეზოს გარეთ რო გავა და დაიანხავს ბავშVებს მაშინ იწევსხოლმე

Posted by: ravi_shen 22 Aug 2013, 01:15
jangulashvili
არა შენ არ მიგულისხმიხარ ამ შემთხვევაში, დეგენერატულ გაზრდაში, ის ვიზეც ვთქვი აგარაკზე ყავდათ და საერთოდ არ ქონდა ხალხთან შეხება პატრონი ადიოდა ხოლმე სამ დღეში ერთხელ და საჭმელს უყრიდა , რა თქმა უნდა ბავშვზე კი არა საერთოდ პატრონზევე რომ არ იწევდა ეგ მიკვირს biggrin.gif
ასაკით რამდენის გყავს biggrin.gif

Posted by: jangulashvili 22 Aug 2013, 01:38
QUOTE (ravi_shen @ 22 Aug 2013, 01:15 )
jangulashvili
არა შენ არ მიგულისხმიხარ ამ შემთხვევაში, დეგენერატულ გაზრდაში, ის ვიზეც ვთქვი აგარაკზე ყავდათ და საერთოდ არ ქონდა ხალხთან შეხება პატრონი ადიოდა ხოლმე სამ დღეში ერთხელ და საჭმელს უყრიდა , რა თქმა უნდა ბავშვზე კი არა საერთოდ პატრონზევე რომ არ იწევდა ეგ მიკვირს biggrin.gif
ასაკით რამდენის გყავს biggrin.gif

4 თვის ხდება ეხლა 27-ში, არა ეგრე ნამდვილად არ ვექცევით რო მიგდებული მყავდეს, თან თვითობნაც ისეთი საყვარელია დაჟე ბებიაჩემს არ უყვარს ძაღლები მაგრამ მაგასაც კი შეაყვარა თAვი და ბებიაჩემი ეძახის ხოლმე მოდი ბებია გაჭამოვო და არიან შეხმატკბილებულები biggrin.gif ერთი ეს არის რაც არ მომწონს რა ეზოდან გასვლა და ბავშვებს თუ მოკრა თვალი იწევს იმათკენ ეგრევე

Posted by: playstation 22 Aug 2013, 10:49
ravi_shen
მასეა ჩემიც გიჟდებ წაყალზე
სადაც გუბეს ნახავს მიდის და ხტება ხოლმე
თუ დაცხება
მიდის და ეზოში წყალი სადაც არის იქ ბურთ ჩააგდებს
მერე მთლიანი ცხვირით ჩადის ვითომ ბურთს იღებს და ბავშვივით გრილდება
ხანდახან წინა თეთებით ხტება წყალში
მოკლედ მაგარი გადარეული ვინმეა.


ხო კიდე წყალს იცი როგორ სვავს
წესით პირი ხო ახლოს უნდა მიიტანოს და ისე ენით დალიეოს
ეს მიდის და ეგრევე მთლიან ცხვირს წყალში ყოფს და კბენს წყალს smile.gif

იცი რა სასაცილოა

Posted by: BadbadGirl 22 Aug 2013, 22:57
ალხა ასეთი კითხვა მაქვს.
ჩვენსკენ ძალიან მოდაში შემოვიდა ძაღლების დაგეშვა სოკოს საპოვნელად (მიქლიო, თეთრი სოკო და ა.შ. ). ძაღლებს გონიათ რომ მუშაობენ და სიამოვნებით ეძებენ სოკოს, პატრონები კიდე სოკოთი სავსე კალათებით ბრუნდებიან სახლში. ხოდა როგორ ხდება ეს ამბავი იქნებ გამაგებინოთ?

Posted by: Rugrat 22 Aug 2013, 23:50
ravi_shen
blblbl
ბავშვი არავარ და პასუხისმგებლობის გრძნობაც საკმაოდ მაქვს განვითარებული, ცხოველებისადმი კიდე, განსაკუთრებით კი ძაღლებისადმი, სითბოთი და სიყვარულით ვარ სავსე biggrin.gif. ბევრ ადამიანსაც რომ ჯობიან მაგ აზრამდეც დიდი ხნის წინ მივედი. ეს სხვა თემაა ხოდა უბრალოდ არ ვიცი მოვლის წესები და ზუსტად იმ კაპრიზული დ. ბავშვური ქარაფშუტობის დონის მსურველისგან განსხვავებით წინასწარ ვერკვევი ყველფერში. არავითარ შემთხვევაში არ ვიყიდი თუ ბოლოს იმ დასკვნამდე არ მივედი რომ სეულყოფილად თუ არა 90% მაინც ისე მოვუვლი როგორც საჭიროა. რამდენიმე დღეა უკვე ვფიქრობ და ოჯახის წევრებთან ვათანხმებ ამ ამბავს. დახმარება დამჭირდება მოვლაში ოჯახის წევრებისა. იმიტომ რომ 5-6 საათი დაკავებული მაქვს სამუშაო დღეებში და ძაღლის მარტო უყურადღებოდ დატოვება არ მინდა. დანარჩენ დროს დიდი სიამოვნებით დავუთმობ. დაბანას რაც შეეხება მასეთი და სხვა მსგავსი მოვლის წესები ჯერ არ ვიცი. თუ მოვაგვარე სხვა პრობლემები და მივედი იმ აზრამდე რომ შევძლებ წესივრად მოვუარო, ვიყიდი. მერებდაწვრილებით რჩევებსაც ვიკითხავ თქვენგან და გავერკვევი რა როგორ არის საჭირო. ძაღლების შესახებ ვკითხულობ ამ განყოფილებაში სტატიებს და ძალიან მეხმარება. დიდი მადლობა ავტორებს. მოკლედ ნუ შეგეშინდებათ რომ კიდევ ერთი უპასუხისმგებლო პატრონი გამოჩნდა რომელიც ან ძაღლს არ აღირსებს წესიერ და მხიარულ და სრულფასოვან ცხოვრებას ან ყიდვიდან რამდენიმე თვეში თავიდან მოიშორებს. მასეთი ხალხი მეთვითონაც ძალიან მაღიზიანებს smile.gif

Posted by: Unico 23 Aug 2013, 09:22
Rugrat
QUOTE
რამდენიმე დღეა უკვე ვფიქრობ და ოჯახის წევრებთან ვათანხმებ ამ ამბავს. დახმარება დამჭირდება მოვლაში ოჯახის წევრებისა.


ქხმ, მეც ვიტყოდი ერთი–ორ სიტყვას, თქვენის ნებართვით smile.gif

1) გაითვალისწინეთ ის, რომ თუ ლეკვს მოიყვანთ, თავიდან სანამ აცრებს არ მორჩება, სახლში მოსაქმების პრობლემა დგება. ასეთ დროს არ უნდა ეჩხუბოთ. ზოგი სახლის ტუალეტში აჩვევს, ზოგი წმინდავს (მე ვწმინდავდი მაგალითად biggrin.gif)
2) ძაღლის სუნი მაინცდამაინც მკვეთრი არაა, მე პირადად სულ არ მიგვრნია რამე, დედაჩემი კი გრძნობდა და ქოთქოთებდა, რავიცი არასდროს შევუწუხებივარ და...
თუმცა ის უნდა იცოდეთ, რომ როგორც ადამიანს აქვს ოფლის სუნი, ისე ძაღლსაც ასდის თავისი სპეციფიური სუნი, ამას ვერ მოაშორებთ, სუნამოს დასხმა კი ცოტა რთული საკითხია. რამდენად მიზანშეწონილია, როგორ ფიქრობთ? biggrin.gif
3) აცრებამდე გარეთ არ უნდა გაიყვანოთ. აცრების მერე სისტემატიური სეირნობა
4) კვება და ყურადღების მიქცევა უნდა, თამაში უნდა რომ ენერგია დახარჯოს

ეს ძირითადია, დანარჩენი უშუალოდ მაშინ გამოჩნდება, როცა გეყოლებათ user.gif

Posted by: baksona1980 23 Aug 2013, 09:34
Rugrat
ჩემს გერმანულს ვბან ხოლმე.ადრე ხშირად ვბანდი, ასე ყოველ მესამე მეოთხე დღეს,მაგრამ მერე რაც მირჩიეს რომ ასე არ შეიძლებოდა გავჩერდი,დაჟე ქერტლი გაუჩინა ხშირმა ბანაობამ.აი სუნის პრობმელას გეფიცები ვერაფერი მოვუხერხე sad.gif საშინელი სუნი ასდის biggrin.gif არადა გამოითქვა აქ აზრი რომ კარგი საკვები უნდა აჭამოო biggrin.gif ხახა. მე როიალ კანინს,პროფესიონალს,კირას ( დაკონსერვებული გავიადინაა სპეციალური) ხილს ვაჭმევ smile.gif,მაგრამ მაინც სუნი აქვს,სახლში ვერაფრით ვერ გავიჩერებდი ასეთი სუნის გამო.ამ ბოლო დროს ქვემოთ ჩავიყვანე ეზოში (მანამდე აივანზე მყავდა დაპატიმრებული,სანამ აცრევი არ გავუკეთე) ჰოდა იტატყუნა ტალახში ბიჭმა და ტალახის ნაზი სურნელი რომ ერევა მის სუნი,მიმიქარავს შანელის სურნელები biggrin.gif ხვალ დავბან ჩემს შტერს biggrin.gif

Posted by: lemona 23 Aug 2013, 09:39
რაც არ უნდა ბანო-ვარცხნო კვებო ძაღლს სუნი მაინც აუვა. მე როგორც ვიცი მარტო ჰასკებს-ლაიკებს არ აქვთ ძაღლების სპეციფიური სუნი.
ერთადერთი, ძმრიან-სპირტიანი წყლით ბეწვის გაწმენდა შველისო, ოდნავ გაჰყავს სუნი. . . (არ ვიცი რამდენად სასარგებლოა ბეწვისთვის).

მოკლედ თუკი სახლში აპირებს ადამიანი ძაღლის ყოლას, ბეწვებს და სუნს უნდა შეეგუოს. smile.gif ვინც ვერ ეგუება ჯობს ეზოიან სახლს დაელოდოს (ჩემსავით biggrin.gif )

და რათქმაუნდა, ხშირი ბანა ძაღლისთვის არაბუნებრივია და მავნებელი. ძაღლი იგივე მგელია ოღჴნდ შინაური, ხოოდა მგლები ბანაობისგან საკმაოდ შორს არიან biggrin.gif

Posted by: Rugrat 23 Aug 2013, 10:00
Unico
baksona1980
lemona

დიდი მადლობა რჩევებისათვის smile.gif მეგობარს ჰყავს ეზოიან სახლში გერმანული ნაგაზი და სუნი რომ ასდიოდა მაგიტომ გამიჩნდა ეგ კითხვა biggrin.gif კორპუსში რთული ასატანია მთელს სახლში მასეთი სუნი. მოსაქმებაზე რამდენიმე ხანი არ მექნება პრობლემა ავწმინდავ თუ რამეს იკისრებს ტუალეტის გარეთ biggrin.gif სუნამოს ძაღლზე დასხმაზე არც მიფიქრია biggrin.gif სახლში აეროზოლების დაყენებაზე ვსაუბრობდი. ავტომატურები რომაა. იმის გარკვევა დამრჩა შეეწინააღმდეგება თუ არა აეროზოლი ძაღლის სუნს. კვებაზე პრობლემას არ შევუქმნი. არც თამაშზე როცა თავისუფალი დრო მექნება. ერთი ის დამრჩა რომ ოჯახის წევრები დავითანხმო. ალერგიული არავინ მყავს. პარკი სახლის გვერდით მაქვს სეირნობა სირბილზეც არ მექნება პრობლემა. მოკლედ სანამ ფულს მოვაგრობ მანამდე მოვაგვარებ იმედია ყველა პრობლემას smile.gif

Posted by: Unico 23 Aug 2013, 10:15
QUOTE
სახლში აეროზოლების დაყენებაზე ვსაუბრობდი. ავტომატურები რომაა. იმის გარკვევა დამრჩა შეეწინააღმდეგება თუ არა აეროზოლი ძაღლის სუნს.

ხოო, წესით უნდა ამოქმედდეს. უბრალოდ აეროზოლმა უნდა გადაფაროს ძაღლის სუნი და თან ისე, რომ თავად მაცხოვრებელებს ცხვირი არ აატკიოს.

QUOTE
ერთი ის დამრჩა რომ ოჯახის წევრები დავითანხმო.

აუცილებელი პუნქტი ^_^
სანამ თავი არ გავიგიჟე, იქამდე არ მომაყვანინეს, მანამდე უბრალოდ შორიდან მოსწონდათ, ისე ჰაერში, სიტყვებით user.gif

Posted by: ravi_shen 23 Aug 2013, 13:57
jangulashvili
შეეჩვევა პატარა ყოფილა ჯერ, ყურადრების მიქცევას ცდილობს მე მგონი, საერთOდ აშველბული დაგყავს თუ რემნით, ჯერ პატარაა კაცო მაგან ვის უნდა უკბინოს biggrin.gif

playstation
QUOTE
ეს მიდის და ეგრევე მთლიან ცხვირს წყალში ყოფს და კბენს წყალს

აუ ეგ ეტაპი ჩვენც გავიარეთ biggrin.gif
მდინარეში , ზღვაში , ღელეში , ტბაში ეგრე შედიოდა biggrin.gif ახლა თავიდან ატორმუზებს ეზარება ცურვა და მერეუკვე მიდი მოვდივააარ biggrin.gif ბანაობს biggrin.gif
წლაპოები არ უსწორებს? biggrin.gif ეს ღორივით სადაც წლაპოა მაინდამაინც იქ წვებოდა სოფელში გადამრია biggrin.gif თან ეზოში არ ვტოვებდით სახლშI შეგვყავდა ღამე ხოდა მომკლა ამის დაბანამ biggrin.gif

BadbadGirl
რა საინტერესოა არასდორს გამიგია, ისე ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ სოკოს აჭმევენ და მერე ისე ეძებს? O.ო
ნარკოტიკზე ეგრეაო, პოლიციაში ჯერ უკეთებენო და მერე ლომკა რომ აქვს ეძებს სუნითო



Rugrat
შეიძლება 905 წლის იყო და მაინც ბავშვი იყო ან ძაღლს ვერ მოუარო, ის ყველაფერი იმიტომ კი არ დავწერე რომ გაბრაზებულიყავი, უბრალოდ რჩევა მოგეცი, რომელიც შენთვისაც უკეთესი იქნება და ძაღლისთვისაც,
სუნი ქუჩაში მყოფ ძაღლს უფრო მძაფრი და ცუდი აქვს ვიდრე სახლში მყოფს, სუნს ვერ აღმოფხვრი მაგრამ მთავარია შემაწუხებელი არ იყოს.

Posted by: kirixti 23 Aug 2013, 14:53
მეგობრებო,
ვინმე ყიდის გერმანული ნაგაზის ლეკვს?

Posted by: jangulashvili 23 Aug 2013, 14:57
QUOTE (ravi_shen @ 23 Aug 2013, 13:57 )
jangulashvili
შეეჩვევა პატარა ყოფილა ჯერ, ყურადრების მიქცევას ცდილობს მე მგონი, საერთOდ აშველბული დაგყავს თუ რემნით, ჯერ პატარაა კაცო მაგან ვის უნდა უკბინოს biggrin.gif

არა მე როცა გამყავს გარეთ მაშინ ხმასაც არ სცემს არავის, მაგარამ ეზოს კარები თუ გავაღეთ ეგრევე გარეთ გაქანედბა ხოლმე და მაგ დროს იწევსხოლმე თორე სასეირნოდ რო გამყავს მაშინ დაბოდიალობს თავისთვის :დ

Posted by: BadbadGirl 23 Aug 2013, 19:37
ravi_shen
QUOTE
ნარკოტიკზე ეგრეაო, პოლიციაში ჯერ უკეთებენო და მერე ლომკა რომ აქვს ეძებს სუნითო

ეგაო ტყვილიაო.

Posted by: andro ph 23 Aug 2013, 19:38
QUOTE (ravi_shen @ 23 Aug 2013, 13:57 )
BadbadGirl

ნარკოტიკზე ეგრეაო, პოლიციაში ჯერ უკეთებენო და მერე ლომკა რომ აქვს ეძებს სუნითო

მოძველებული და ხარჯიანი მეთოდია. smile.gif))))


Posted by: Rugrat 23 Aug 2013, 23:05
ravi_shen
905 წლისამ შეიძლება ძაღლის მოვლა არ იცოდეს მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობა სხვა რამეა. რაიმეში გამოცდილებას და პასუხისმგებლობის გრძნობას ნუ აურევ ერთმანეთში. თორე ძაღლის მოვლის ცოდნა მუცლიდან არავის დაყოლია. არც მე ვიცი ახლა (მაგიტომაც გამოვჩნდი ამ თემაში) მაგრამ რამდენიმე ხანში შეიძლება სხვას მივცე სასიკეთო რჩევები smile.gif
პს: მადლობა რჩევებისთვის


Unico
ერთი წევრი დავითანხმე უკვე, 2 დამრჩა biggrin.gif შენსავით მეც შეიძლება მომიწიოს თავის გაგიჟება biggrin.gif

Posted by: kaxabera 24 Aug 2013, 11:28
მყავს 10 თვის გერმანული ნაგაზი, მინდა მივიყვანო გასაწვრთნელად და სად მირჩევთ ან ვისთან? ან თუ არსებობს რამე ლიტერატურა ან ვიდეო როგორ გავწრთვნათ ძაღლი?

კერძო სახლი მაქვს და დიდი ეზო. მე ვფიქრობ აუცილებელია გერმანული ნაგაზის გაწრთვნა.

Posted by: ravi_shen 24 Aug 2013, 12:04
BadbadGirl
ტყუილი არ არის აღარ იყენებენოო givi.gif

jangulashvili
დამშვიდდი, გარეთ რომ გაუვარდება აუხსენი რომ არ შეიძელბა , დაელაპრაკე biggrin.gif
არ ვღადაობ მართლა ლაპარაკით ყველაზე მეტად ესმით biggrin.gif

andro ph
^_^ ^-^
ისიც გეცოდინება სოკოზე როგორ გეშავენ biggrin.gif

Rugrat
დედაჩემი იყო წინააღმდეგი,
მომიყვანა მამაჩემმა და მერე ხო არარ გადააგდებდა biggrin.gif

http://radikal.ru/fp/485f78262da14814b30af1fd0be3f420
სამი თვისაა აქ biggrin.gif : )))))))))))))))

Posted by: andro ph 24 Aug 2013, 19:06
ravi_shen

ისევე, როგორც ნარკოტიკებზე ( თანამედროვე მიდგომით ოღონდ) biggrin.gif

Posted by: markes 24 Aug 2013, 19:28
ravi_shen
ძალიან საყვარელია
<3


ეს ახლა გადავიღეთ პარკში - გაძროხდა
biggrin.gif


Posted by: volli35 24 Aug 2013, 21:19
markes
ჩემი ლამაზი love.gif love.gif

Posted by: ravi_shen 25 Aug 2013, 17:14
andro ph
რომელია თანამედროვე მიდგომა
biggrin.gif

markes
ვუაიმე რა დრუნჩა გყავს <3
ძააალიან საყვარელია


ჩემს ძაღლს ახალი კაპრიზი აღმოაჩნდა biggrin.gif
იოგას რო ვაკეთებ და შპაკათში რო ვჯდები ან კედელზე თავით ვეყუდები მორბის და მიყეფს და ცხვირით მაწვება biggrin.gif ხო კიდევ ჭერს ხელი თუ ავარტყი ბიაზი მიკიდია და გიჟIვით გამორბის და უყეფს biggrin.gif

Posted by: andro ph 25 Aug 2013, 22:18
ravi_shen

აქ დასაწერად კი არა, მოსაყოლადაც კი საკმაოდ ძნელია... ეს უნდა ნახო! biggrin.gif
მთავარია ძაღლი აზარტული იყოს და აპორტირება უყვარდეს smile.gif)

Posted by: baksona1980 26 Aug 2013, 22:59
markes
აუ გავგიჟდი რა მაგარი ლეკვი გყავს რა....შემახსენე რა ხნიაა? ეს მე მგონი 5 თვეზე მეტის იქნება.რა ვიდზეაა.რას აჭმევ დაწერე რა პ.ს ცოტა ხანში ჩემსასაც დავდებ,მაგრამ ასეთ ვიდზე არ არის ჩემი ბუბუკა sad.gif

Posted by: markes 27 Aug 2013, 11:50
baksona1980
შანი 6 სექტემბერს გახდება 5 თვის
როგორც ვეტმა გვითხრა – აქსელერატია, ანუ დიდია ტანით.
ახლა იცვლის კბილებს, დასცვივდა და ენა უვარდება გვერდზე biggrin.gif

ვაჭმევ "როიალ კანინ ჯუნიორს" – 450 გრამს დღეში ვუყოფ 4 ულუფათ.
კვირაში ვუმატებ – 100 გრამ უცხიმო ხჭოს, 100 გრამ უმ ძროხის ხორცს, წიწიბურას, ვაშლს და ქლიავს და ატამს იპარავს.

საშინელი ღორმუცელაა, უყვარს პურის ორცხობილა.
ძალიან რომ გაახურებს მაშინ ვაძლევ და ერთობა.

ჩემმა შვილმა მოუტანა რაღაც გერმანული "კამფეტები", როდესაც მიჯერებს და ბრძანებებს ასრულებს მაშინ ვაძლევ პრემიის სახით.

ბეწვი სულ გამოიცვალა და გაპრიალდა, ყურების პრობლემა არ გვქონია კარგად ეჭირა მოყვანიდან უკვე 2 კვირაში, ახლა კუდიც დაეფარა ბეწვით და ძალიან გალამაზდა.

გუშინ volli35–მ მოიყვანა თავისი 3 თვის იორკი და შანი გაოცებული იყო – ნეტავი ესეც ძაღლია ფიქრობდა


lol.gif
* * *
Rugrat
შანი კორპუსში ცხოვრობს
ბეწვს კი ყრის ( ცოტას) მაგრამ სასერინოდ რომ გავდივარ ყოველ დღე ვვარცხნი, ფეხებს ვბან როდესაც მომყავს და პირსაც.

ხმაურიანი არ არის, არ ყეფს და ყველა უყვარს.

რამოდენიმე დღის წინ პარკში გვყავდა გვიან საღამოზე, რაღაც მოელანდა და კაი ბოხი ხმით დაიწუო ყევა – მამიკოს ძალიან გაუკვირდა ეგეთი ვაჟკაცური ხმა რომ აღმოაჩნდა

biggrin.gif

Posted by: volli35 28 Aug 2013, 20:19
markes
QUOTE
გუშინ volli35–მ მოიყვანა თავისი 3 თვის იორკი და შანი გაოცებული იყო – ნეტავი ესეც ძაღლია ფიქრობდა

ვის დასცინით თქვენ????? biggrin.gif

აი თუ არ დააჯდა დღეს მია თავზე შანის biggrin.gif biggrin.gif
http://radikal.ru/fp/cd6a44614f944ab3a9f057c5512adead

Posted by: baksona1980 28 Aug 2013, 23:50
markes
მე პროფესიონალს ვაჭმევდი და კირას გავიადიანის კონსერვებს,რომელიც ძალიან უყვარს,ამ ბოლო დროს გადავიყვანე სწორედ იმ კვებაზე რასაც შენ ამბობ,ისე აზიზი მჭამელია,კანინზე ვუყრი ამ კონსერვს და ცოტა თბილ წყალს ვუსხამ. ძვლები ნახარში მითხრეს კვირაში ერთხელ და ასევე მოხარშული საქონლის უცხიმო ხორცი

Posted by: markes 29 Aug 2013, 11:38
baksona1980
QUOTE
მე პროფესიონალს ვაჭმევდი და კირას გავიადიანის კონსერვებს,რომელიც ძალიან უყვარს,ამ ბოლო დროს გადავიყვანე სწორედ იმ კვებაზე რასაც შენ ამბობ,ისე აზიზი მჭამელია,კანინზე ვუყრი ამ კონსერვს და ცოტა თბილ წყალს ვუსხამ. ძვლები ნახარში მითხრეს კვირაში ერთხელ და ასევე მოხარშული საქონლის უცხიმო ხორცი

შანი კარგი მჭამელია, ყველაფერს მიირთმევს დიდი სიამოვნებით
რაღაც გერმანული ვიტამინებიც მომცა მაგის ვეტმა და ისიც გადასანსლა 2 კვირაში - სეიძლება მაგიტომაცაა ესეთ "კაი ვიდზე"
ერთი პერიოდი "როიალ კანინის ჯუნიორი" გათავდა მაღაზიაში და რაღაც სხვა მომცეს, მაინც ჭამა მაგრამ მუცლში ცოტა თხლად იყო. ამიტომ წავბედით და მთელი ორი ტომარა ვუყიდეთ უცბათ რომ არ გაგვითავდეს მაგის საჭმელი - ესე უფრო მშვიდად ვარ

შენ არ ინერვიულო შენი ამუნიაც მოკეთდება და ისეთი გახდება შენ რომ გაგიხარდება, აცალე ჯერ პატარაა

volli35

2kiss.gif
მიასაც აჯოცე უკვე მომენატრა ეს ჩერჩეტი

Posted by: baksona1980 29 Aug 2013, 21:17
markes
არა ცუდ ვიდზე და ტანზე კი არ არის,მაგრა მეტი მინდა,ყური ერთი ჩამოგდებული აქვს,ადრე ეგ ქონდა აცქვეტილი და მეორე ჩაგდებული,არა არა,ხვალ უნდა წავიყვანო ვეტთან,რაღაც ვიტამინები უნდა უეჭველიო,მეთქი ასეთ კვებაზე მყავს თქო,ლეკვს ცხოვრებაში პური არ უჭამია,გარდა ასეთი მაღალხარისხიანი ბალანსირებული კვებისა,ისე ბოლო გასეირნებაზე ნერვი მომიშალა რაღაც თრევა თრევით მიმყავდა და გამაბრაზა,ხვალ დილით წავაცუნცულებ ვეტთან და ვანახებ.სახლში ეზოში გიჟს გავს,გადაღეჭა ყველაფერი,დღეს ფეხსაცმელი მომპარა და ამხელა კაცი დავდევდი,ორი წრე დავარტყით სახლს და მერე როგორც იქნა გააგდო პირიდან biggrin.gif ძალიან გავუბრაზდი,მაგრამ მერე მოვიდა და ზურზე დაწვა თვალები დაჭყიტა და პირდაღებული მიყურებდა გამომცდელად აბა თუ მაპატიაო biggrin.gif იცის რომ აშავებს ეგ მაიმუნი,აშკარად მეტი მოძრაობა სჭირდება და გართობა,ალბად ყველაზე კარგი იქნება როცა მოერეც გყავს,ერთად მაგრად გაერთობიან,ისე ჩემსა და დედაჩემზეა კონცენტრირებული და გვაიძულებს სულ ვეთამაშოთ.ბუბუ 5 სექტემბერს გახდება ოთხი თვის

Posted by: *satin 31 Aug 2013, 13:57
volli35
ვაიმეე აისრულე ოცნება? გილოცავ bis.gif
რა საყვარელია და რა პაწაწუნაა მია love.gif

Posted by: edna mamida 1 Sep 2013, 17:15
*satin
რა კარგია რომ გამოჩნდი, რა მინდა გკითხო
ყურები კი აწია ჯანამაც და არჩიმაც, (ორივეს მაშინ მოუნდა ავადმყოფობა როცა ყურები უდგებოდათ) მარა რბილია სანახევროდ და ძალიან აპარტყალებენ, არადა ეს მუტრუკი ისეთი ლამაზია არ მინდა ყურების გამო უშნოდ ჩანდეს, ეგებ გავუმაგრო
ახლა გლუკოზამინის გამოწერა მინდა, ვარჩევ ,ამაზონზე და რაა უპირატესი ყურებისთვის მიდა ვიცოდე
გლუკოზამინის მაღალი შემადგენლობა, ხონდროიტინის თუ methylsulfonylmethane (msm)-ის რაოდენობა?
დავიბენი ცოტა, რაა უპირატესი, დისპლაზიისთვის არ მინდა და ამიტომ ვკითხულობ
გიალურონის მჟავას რა ფუნქცია აქვს? ეგეც არის ზოგიერთ პრეპარატში
უნდა არ უნდა?

ჯენიკოსთვის კი მინდა დისპლაზიის საწინააღმდეგო გლუკოზამინი, ამ ფირმაზე რას იტყვი?
http://www.nutramaxlabs.com/dog/dog-joint-bone-health/cosequin-dog-product-selector

ძაან გავაჩმახე? user.gif

Posted by: markes 1 Sep 2013, 18:43
baksona1980
ყველაზე კარგი ვარჯიშია სხვა ლეკვებთან თამაში.
ჩემი თავის ძმასთან ერთად თამაშობს დილაზე და საღამოზე 2 საათს – ახლოს ცხოვრობენ და პარკში დაგვყავს ერთად
* * *
edna mamida
QUOTE
ჯენიკოსთვის კი მინდა დისპლაზიის საწინააღმდეგო გლუკოზამინი, ამ ფირმაზე რას იტყვი?

დილსპლაზიას ესპრეპარატი შველის?

იცი რატომ გეკითხები?
ულააზესი გერმანული ნაგაზი დაყავს ერთ ახალგაზრდა მამაკასს ვაკის პარკში – ჯეფრი
უკანა ფეხებს ისე საცოდავად დაათრევს გული მიკვდება, თვითონ პატრონი კი ამ ბობს რომ ეს გაუვლის და ვარჯიში უშველისო მაგრამ იქნებ რაიმე მიახმაროს კიდეც.
მიპასუხეთ რა, ვურჩევ ძალიან ლამაზი და კარგი ბიჭია ის ჯეფრი – მეცოდება

Posted by: edna mamida 1 Sep 2013, 19:44
markes
QUOTE
დილსპლაზიას ესპრეპარატი შველის?

აუცილებელია, თუ დისპლაზიაა იმ ძაღლის ფეხების ტკვილის მიზეზი, ამ დაავადებისადმი გერმანულები მიდრეკილნი არიან სამწუხაროდ
ძლიერ ტკივილებს იწვევს თან
ამიტომ პოფილაქტიკის მიზნითაც აძლევენ ჯანმრთელ ძაღლებს
აუცილებელია გლკუკოზამინი
აგერ, ტავად ვარჩევ და საუკეთესო მაჩვენებლების მქონე პრეპარატები მოვნიშნე ამაზონზე, აქ სამწუხაროდ არაფერი მსგავსი არ იყიდება
http://www.amazon.com/s/ref=sr_pg_1?rh=i%3Aaps%2Ck%3Aglucosamine+for+dogs%2Cp_72%3A2661618011&keywords=glucosamine+for+dogs&ie=UTF8&qid=1377976423


ამ ფირმებს აქებენ ისე
http://www.excelcybervet.com/catalog/prod_detail.php?petID=1&secID=1&catID=16&id=14
http://www.trmpet.com/english-product-info/374-stride-powder
http://www.canina.de/en/Dogs/Teeth-Skeleton-Bones-Joints/
http://www.nutramaxlabs.com/dog/dog-joint-bone-health/cosequin-dog-product-selector

Posted by: markes 1 Sep 2013, 23:46
edna mamida
დიდი მადლობა
აუცილებლად ვეტყვი ჯეფრის პატრონს, ძალიან კარი ადამიანია და არაფერი არ ენანება თავის მეგობრისთვის

Posted by: *satin 2 Sep 2013, 14:16
edna mamida
QUOTE
ახლა გლუკოზამინის გამოწერა მინდა, ვარჩევ ,ამაზონზე და რაა უპირატესი ყურებისთვის მიდა ვიცოდე
გლუკოზამინის მაღალი შემადგენლობა, ხონდროიტინის თუ methylsulfonylmethane (msm)-ის რაოდენობა?
დავიბენი ცოტა, რაა უპირატესი, დისპლაზიისთვის არ მინდა და ამიტომ ვკითხულობ

სიმართლე გითხრა არც მე არ ვიცი რა არის მნიშვნელოვანი. ერთი ვიცი რომ თუ საკმარისად არ უმაგრდებათ ყურები ჟელატინის ფხვნილს უმატებენ 10 კგ ზე 1 სუფრის კოვზი საჭმელში არეული, ასევე Green Perna Mussel ფხვნილი.

დისპლაზიის საწინააღმდეგოდაც Green Perna Mussel ძალიან კარგია, ასევე ლუპოსან, დოგოსან და რასაც მე ვხმარობ glukosaminol equin ამასაც ძალიან აქებენ. ლაილასაც უპარტყუნებდა წლინახევრისას ერთი ყური და ამის მიცემა რომ დავუწყე ცოტახანში გაუმაგრდა ბოლომდე. ასევე Dogosan გამომიცდია, ჯოისსზე, გარდა იმისა რომ სიამოვნებით ჭამდა შედეგი ქონდა ფანტასტიური. გარდა იმისა რომ ფეხის თრევა შეწყვიტა, ხალისი და სურვილი დაუბრუნდა წინააღმდეგობებზე გადახტომის.


markes
შენთვისაც საინტერესოა ეს, რაც უფრო ადრიან ასაკში დაუწყებ მიცემას Green Perna Mussel მით უფრო ეფექტურია და შანსი რომ დისპლაზიისგან გამომდინარე არტროზი დაეწყოს იკლებს.
თვითონ დისპლაზია არ იკურნება ოპერაციის გარეშე, სანამ ანთებაში არ გადავა არც მტკივნეული არაა და ამიტომ არის ეს დანამატები ესეთი აუცილებელი. ხელს უწყობენ ჯანსაღ ძვლებს, ხრტილვან ქსოვილებს და მყესებს. რაც თავის მხრივ დისპლაზიისგან გამომდინარე ძვლის ცუდ "ჯდომის " გან გამოწვეულ დატვირთვას და ხრტილოვანი ქსოვილის გაქცვეთას ანელებს.
შენი ნაცნობის ძაღლი, თუ უკვე საცოდავად მოათრევს უკანა ფეხს, ესეიგი დიდი ტკივილებიც აქვს, თავისით ეგ არ გაივლის, მკურნალობა უნდა და თანაც რაც შეიძლება სწრაფად. ვარჯიშები რომ კუნთები გააძლიეროს თავისთავად კარგია, მაგრამ ჯერ ტკივილი უნდა მოუხსნას ძაღლს, უნდა ნახოს დისპლაზიის დონე ( რენდგენში ჩანს მხოლოდ და ნარკოზით კეთდება ) მერე თუა უკვე ანთება წასული რაც იწვევს ტკივილს. ამის მიხედვით სხვადასხვა გზები არსებობს, ოპერაცია სადაც ძვალს გამონაზარდი თუ აქვს აჭრიან, ძვალს სვავენ თავის ადგილას, ხელოვნურ ხრილოვანი მასის შემცველს სვავენ და ა.შ . რამდენად არსებობს ეს ოპერაციები საქართველოში არ ვიცი, თუ არაფერი მსგავსი არაა მინიმუმ ტკივილი მაინც მოუხსნას და სპეციალური ვარჯიშებით გაუმკვრივოს კუნთები + უნდა დაიკლოს წონაში ძაღლმა და 29 კგს არ გადააჭარბოს. რაც ნაკლები წონა აქვს სატარებელი მით ნაკლებია ტკივილიც.
აუფ რამდენი ვილაპარაკ biggrin.gif

Posted by: playstation 2 Sep 2013, 17:18
აი ჩემი დაუმარჩილებელი 8 თვის ჯესი

მე მებლატავება სულ
მაჩმორებს ხოლმე
არ მიჯერებს
ეხლა სვებულება მაქვს და მოუწევს რაღAცეების სწავლა.
დღეს მარტო დამიგულა სახლში და შემომივარდა
სანამ ხელში არ ავიყვანე ამხელა ბუხუნხულა ძარლი იქამდე გარეთ ვერ გავიყვანე.

http://radikal.ru/fp/20a5fc757d184386854218861648aac9

Posted by: Unico 2 Sep 2013, 17:32
playstation
QUOTE
სანამ ხელში არ ავიყვანე ამხელა ბუხუნხულა ძარლი

საღოლ შენ, 8 თვის ძაღლი რამდენს იწონის smile.gif))

Posted by: markes 2 Sep 2013, 18:21
*satin
აუცილებლად ვტყვი ამ ყველაფერს როდესაც ვნახავ.

რამოდენიმეჯერ ვუთხარი რომ ლეკვი მიეყვანა რენტგენზე, მაგრამ მგონი ეწყინა და ახლა გვერიდება.

არადა საოცრად კარგი ლეკვია ჯეფრი, ლამაზი, წესიერი და ჭკვიანი.

შანი სულ ძალით დააარბენინებს ხოლმე, მართლა უჭირს სირბილი და სიარულიც.

Posted by: edna mamida 2 Sep 2013, 18:32
*satin
რა კარგია რომ გამოჩნდი, არ მქონდა ტყუილად შენი იმედი, ორი დღეა ამემღვრა ტვინი ამ პრეპარატების არჩევის გამო, თან აქ არაფერი არ იყიდება, მხოლოდ გამოწერა, არ მინდა შევცდე

ჯანას ავადმყოფობის გამო ორგანიზმში ყველა ნივთიერების და მინერალის კატასტროფული კლება ჰქონდა, არ მოვეშვი, თორემ ახალც ჩამოყრილი ექნებოდა ყურები, ახლა ვაკვირდები , ნელ ნელა უმაგრდება, ალაგ ალაგ აქვს მარტო სირბილე, არჩისაც
ანუ, მირჩვე გლუკოზამინის მიცემას, ჟელატინის ფხვნილი და Green Perna Mussel ფხვნილი, იგივე (GLM) მივცე?
რა დოზით და როგორ გამოიყურება, დაახლოებით ასე?
http://www.amazon.com/s/ref=nb_sb_noss?url=search-alias%3Daps&field-keywords=Green%20Perna%20Mussel%20

აი ეს კი შეიცავს ამ (GLM)-ს
http://www.nutramaxlabs.com/dog/dog-joint-bone-health/cosequin-standard-strength-bonelets
Each Bonelet Contains: Glucosamine Hydrochloride (HCl) 500 mg
Methylsulfonylmethane (MSM) 500 mg
Formulated to contain Perna canaliculus (Green Lipped) Mussel 300 mg
დღეში სამი ტაბლეტის მიღება მოუწევს, საკმარისი იქნება დოზა? ეგებ დამიკონკრეტო? (მოგაბეზრე თავი)

QUOTE
დისპლაზიის საწინააღმდეგოდაც Green Perna Mussel  ძალიან კარგია, ასევე ლუპოსან, დოგოსან და რასაც მე ვხმარობ glukosaminol equin

აქაც იგივეს მოგთხოვ (ნახალკა მე) ლუპოსანი და დოგოსანი რაა?
QUOTE
შენი ნაცნობის ძაღლი, თუ უკვე საცოდავად მოათრევს უკანა ფეხს, ესეიგი დიდი ტკივილებიც აქვს, თავისით ეგ არ გაივლის, მკურნალობა უნდა და თანაც რაც შეიძლება სწრაფად.  ვარჯიშები რომ კუნთები გააძლიეროს თავისთავად კარგია, მაგრამ ჯერ ტკივილი უნდა მოუხსნას ძაღლს, უნდა ნახოს დისპლაზიის დონე ( რენდგენში ჩანს მხოლოდ და ნარკოზით კეთდება ) მერე თუა უკვე ანთება წასული რაც იწვევს ტკივილს

მაგის დაწერა მინდოდა, აუცილებლად ექიმთანაა მისაყვანი, წყლის ვარჯიშებია კარგიო გამიგია
QUOTE
სხვადასხვა გზები არსებობს, ოპერაცია სადაც ძვალს გამონაზარდი თუ აქვს აჭრიან, ძვალს სვავენ თავის ადგილას, ხელოვნურ ხრილოვანი მასის შემცველს სვავენ და ა.შ .  რამდენად არსებობს ეს ოპერაციები საქართველოში არ ვიცი

გამორიცხულია, ამაზე მარტვივს არ აკაეთებენ, რასაც აკეთებენ ისიც......................

QUOTE
აუფ რამდენი ვილაპარაკ

რას ამბობ
მადლობა დიდი 2kiss.gif

Posted by: *satin 2 Sep 2013, 20:53
edna mamida

დოგოსანი და ლუპოსანიც ხრტილოვანი ქსოვილების გარდა ამკვრივებს მყესებს და ძვლებს. ეგენიც შეიცავენ GLM ს.
შენი არჩეულებიც კარგი ჩანს, აქ ეგ ფირმები არაა და ამიტომ ვერაფერს ვიტყვი. რომელიმე ერთი აირჩიე და ის მიეცი. აქაურები დოგოსანს და ლუპოსანს აქებენ, და ბევრი იფიცებს ამ სუფთა GLM ექსტრაქტიზე, იაფია და მეტი დანამატი არაა საჭიროო. მე ძვირიანს ვყიდულობ რაშიც GLM შედის დიდი დოზით 89 % და ცინკი და კიდევ რაღაცა. ფხვნილია ფქვილივით და წელიწადი მყოფნის 1 პაჩკა.
შენს ადგილას მე ამას ვიყიდიდი , ესაა სუფთა GLM
http://www.amazon.com/Food-Science-Vermont-Supplement-Capsules/dp/B004JLW6RQ/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1378140072&sr=8-1&keywords=Green+Perna+Mussel
და დვაკვირდებოდი, ჟელატინიც დაუმატე ყურებისთვის. წავიკითხე კიდევ ნაზი მასაჟია კარგიო, სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს ყურებშიო და ეგეც შეგიძლია სცადო.

ახალი ისტორიები მოყევი რა შენს გიჟებზე 2kiss.gif

Posted by: edna mamida 2 Sep 2013, 21:51
*satin
QUOTE
დოგოსანი და ლუპოსანიც ხრტილოვანი ქსოვილების გარდა ამკვრივებს მყესებს და ძვლებს. ეგენიც შეიცავენ GLM ს.

ესენია?
http://www.amazon.de/s/ref=nb_sb_noss_1?__mk_de_DE=%C3%85M%C3%85Z%C3%95%C3%91&url=search-alias%3Daps&field-keywords=luposan&sprefix=lupos%2Caps&rh=i%3Aaps%2Ck%3Aluposan

http://www.amazon.de/s/ref=nb_sb_noss_1?__mk_de_DE=%C3%85M%C3%85Z%C3%95%C3%91&url=search-alias%3Daps&field-keywords=dogosan&rh=i%3Aaps%2Ck%3Adogosan

QUOTE
მე ძვირიანს ვყიდულობ რაშიც GLM შედის დიდი დოზით 89 % და ცინკი და კიდევ რაღაცა.  ფხვნილია ფქვილივით და წელიწადი მყოფნის 1 პაჩკა.

რომელს?
გერმანიაში შეიძლება ვაყიდინოთ თუ კარგი პრეპარატია
QUOTE
შენს ადგილას მე  ამას ვიყიდიდი , ესაა სუფთა GLM http://www.amazon.com/Food-Science-Vermont...en+Perna+Mussel

აჰაა, მინდა კი
ამასაც ვაკვირდები ჯენისთVის თუ ისიც საკმარისია რაც მიჩვენნე?
http://www.amazon.com/Nutramax-015NM-DS-HJ-90-Cosequin-Health-Supplement/dp/B001KYRPVC/ref=sr_1_34?ie=UTF8&qid=1378133951&sr=8-34&keywords=glucosamine+for+dogs
QUOTE
და დვაკვირდებოდი, ჟელატინიც დაუმატე ყურებისთვის.  წავიკითხე კიდევ ნაზი მასაჟია კარგიო, სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს ყურებშიო და ეგეც შეგიძლია სცადო.

ვუზელ, კი
ძალიან ნელა უმაგრდებათ

QUOTE
ახალი ისტორიები მოყევი რა შენს გიჟებზე

ჩხუბობს..................... ჯანა
დარბის იპოდრომზე, ჯოხის მეტი არაფერი აინტერესებს, თუ ჯოხი არაა, ქვები და ლოდებია მისი სიყვარული, დაითრევს უზარმაზარ მიწიან ლოდს და დაათრევს, კალატოზს ვეძახი

ტალახი, მიწა, ჯაგები, ბალახბულახი, სიბინძურე არანაირ დისკომფორტს არ უქმნის

ჯანას კიდევ ერთი სახელი რაგბისტია biggrin.gif
როგორც ვთქვი ძაღლები არ აინტერესებს, მარტო არჩი, თუ ძმა არ ახლავს, არც მიდის სხვა ძაღლებთან, მე მივათრევ ძალით ეგებ ითამაშოს ცოტა, ღიზიანდება როცა ზედმეტად ეტმასნებიან
ჰოდა მოუბრუნდება და თავური დარტყმით ეძგერება ფერდში აბეზარს, გადაატყიალებს და დაახტება ხოლმე ზემოდან ხახადაბჩენილი , კაი კურცხარები პოინტერები, სტერები და დრათხარები იტანენ
პატარა ჯიშების გამო ვღელავ , არა არაფერს უშავებს, უფრო მე ვწუხვარ, მცხვენია

მაგრამ თუ ბურთი დაუნახა ვინმეს......
თან უბრალოდ ბურთიც არ აინტერესებს, გადაგდება გაკიდება და დაჭერა პოვნა უყვარს, გიჟდება, აი ამის გამო კი შეიძლება იჩხუბოს

პირველად ერთ უზარმაზარ კანე კორსოს, შაჰს ეცა, ადრე მეგობრობდენ, ახლაც არ ერჩიან ერთმანეთს, მაგრამ ეს უშონოდ გაეთამაშა, იმან არ აპატია და რაც გასაოცარია, არც ეს შეეპუა და ყურზე უკბინა, სულ ბოდიშები ვუხადე ძაღლს და პატრონს
მერე ერთი დადალი გერმანელი არ მოუვიდა თვალში მის სახტუანოსთან აბირჟავებდა, ჩვენზე დიდი და წონადი იყო, არც მას შეეპუა

ბოლო მიღწვები.........
მისივე ბურთის გამო ცხრა თვის კორსო ლარგო აკივლა და ისე დააშინა ახლაც გაურბის
მერე ყველაზე მომთმენ და საყვარელ ნეროსთან, ( ეგეც კორსოა, უზარმაზარი და დინჯი) ითამაშა ბურთი
თან როგორ, მიეჭრა და ნაგლად მოსთხოვა მის პატრონს, გადამიგდეო
ძალიან კარგი ადამიანია ნეროს პატრონი, არაჩვეულებრივი, ის ისროდა ესენი მისდვდნენ, როგორც ნეროს პატრონი ამბობს ჯანა დაფრინავს კი არ დარბის, უსწრებდა ნეროს, ბოლოს მე ვიჭერდი და ცოტა ხნის მერე ვუშვებდი, მაინც ეწეოდა და პირველი მირბოდა ბურთთან
თუმცა ვეჭვობ ნეროც უთმობდა ჯენტლმენურად

აი მეორე შEხვედრაზე, ეწყინა კაცს, ბურთიც ჩემია და პატრონიც, მეც მათამაშეთო და ჩამოართვა თავისი ბურთი ქალბატონს
ამაზე უტრიალა ჯანიკო პარზიტკამ, უტრიალა და ეცა ამასაც, ნერომაც ვერ მოუთმინა, არ უკბენია, მაგრამ წააქცია, კომედია ისაა რომ მაინც არ ჩერდებოდა ეს მამაძაღლი
ძირსწაქცეული მოიგრიხა და თათზე წაავლო მაინცო, კვდებოდა სიცილით ნეროს პატრონი, შაითან გოგონას ეძახის ჯანიკოს

მომჭრა თავი ყველასთან, ვილკებს ირჭობს ძველი გოგოსავით
აღარ ვიცი სად წავათრიო კიდევ ვინმე რომ არ გადარიოს
გუშინწინ მარტონი დავბორიალობდით იპოდრომზე და რეზინის ჯოხს დავათრევდით, ბერტა და გრეტა რომ მოგვიახლოვდნენ (ორი დედალი კორსო biggrin.gif facepalm.gif ), საკმარისი იყო ბერტა მის სათამაშოს მიახლოებოდა ეცა მასაც.....
კიდევ კარგი მეც ვუღრიალე და ძაღლების პატრონმაც, ისინი დღეს დააყრიდნენ ამ შტერს მტრისას
აი რა ვუყო ა?
არადა ამ ფრაერს ბავშვების ეშინია lol.gif
ჭექა-ქუხილზე ლამისაა ჩაიფსას, კანკალებს და ლოგინზე უძვრება დედაჩემს

ჰო, მატრასი დავიბრუნე bis.gif
მაგრამ მაინც ჯანასთან ერთად მძინავს biggrin.gif facepalm.gif

Posted by: Unico 2 Sep 2013, 22:24
QUOTE
არადა ამ ფრაერს ბავშვების ეშინია 
ჭექა-ქუხილზე ლამისაა ჩაიფსას, კანკალებს და ლოგინზე უძვრება დედაჩემს

ჰერაკლეს შესაფერისი გმირობები და ამ დროს... lol.gif lol.gif საოცარი ძაღლია biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: ninidediko 2 Sep 2013, 22:29
edna mamida
ნეროს პატრონს გია ხომ არ ქვია?

Posted by: edna mamida 2 Sep 2013, 22:31
Unico
QUOTE
  საოცარი ძაღლია

იდიოტიაა
კლინიკური
იზრდება, ჭკუა არ ეზრდება
ახლა კართან ჩაირა ვინცხამ, ერთი განახათ რა დღეშია, ღრიალებს "ვაშკაცურად", ქეჩოზე ჯაგარი ყალყზე, კუდი აპრეხილ გაფხორილი............... biggrin.gif
დავყრუვდით

ninidediko
QUOTE
ნეროს პატრონს გია ხომ არ ქვია?

კი smile.gif

Posted by: playstation 2 Sep 2013, 22:31
Unico
ალბათ 30-ს მინიმუმ
დღეს ძალიან გამაბრაზა და მაგრა ვეჩხუბე მერე ცოტა ხანი გაბუტული იყო

მოკლედ კერძო ეზოაიანი ბინა მაქვს
გაშვებულია ეზოსი
ჯერ ხომ ყველაფერი გადათელა
და პლიუს ძარლია თუ კატა არ ვიცი მაგრამ სეტკა სტანდარტული ხომ იცით რამ სიმაღლეა იმის 70% ეგრევე ახტება

ამხელა ამზიმძიმე ძარლი
გარეთ ბავშვები თამასობენ
გადაუხტება ხოლმე და ბავსვების წივილ კივილი უნდა ნახო მერე smile.gif

კი არაერს უშვება თამაში უნდა მაგრამ მაინც
რომ გავდივარ ვეძახი არ მიჯერებს არ მოდის
რომ მივდივარ დასაჭერად და წამოსაყვანად გამირბის
და ვეჩხუბე ერტი ორი მოვცხე და მივახვედრე რომ ზედმეტები მოუვიდა

ცოტა ხანი მასე ვიყავით გაბუტულები
მერე შემოვირიგე ისევ.

მოკლედ რო არ მაქვ სტორე კაი ჭკვიანი ვინმეა
თან ცოცვა უყვარს ყველაფერზე
სადმე მაღალს დაინახავს ტუ არა ეგრევე მაღალზე ხტება

რას გაიხარებდა ეს სადმე რომ მიმეყვანა საწვრთლენად სადაც მასეტი საფორთხიალოები ექნებოდა
ან სადმე სპეცრაზმის K9 რომ გამხდარიყო
მემგონი ამის მოწოდებაა
დახტის ფორთხიალობს სულ რაღAცას აკეთებს

Posted by: *satin 2 Sep 2013, 22:33
edna mamida
მე ვხმარობ ამას
http://www.amazon.de/NutriLabs-Glukosaminol-equin-400-g/dp/B0080F84CI/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1378145485&sr=8-2&keywords=glukosaminol
ამას თუ მისცემ სხვა არაფერი დასჭირდება, მყესებისთვისაც არის, ძვლებისთვის და ხრტილოვანი ქსოვილებსთვისაც. ერთი დანის წვერი ფხვნილი უნდა საჭმელში არეული დღეში 1 ხელ.

დოგოსანი ძალიან გემრიელია და კაი სუნი აქვს biggrin.gif უფრო სიამოვნებით ჭამდა ჯოისი მახსოვს. ეს ეტყობა უგემურია ლაილას ხაჭოში ვურევ და ისე ვაძლევ, საჭმელუზე მოყრილს არ ჭამს. ადრე ვეტმა მითხრა რომ ეს გლუკოზამინოლ ექვინი ( ლინკი რომელიც დაგიდე) არისო საუკეთესო რაც კი ბაზარზეა გამოსულიო და ყველას ჯობიაო, ამიტო გადავედი ამაზე. თორე ისევ დოგოსანის ყიდვას ვაპირებდი.
მოკლედ ყველაზე კარგი არის ის პრეპარატი რომელშიც მწვანტუჩააა ბევრი GLM ანუ. ან სუფთა GLM ფხვნილი. მე მარტო ჩემი გამოცდილებით ან დოგოსანს გირჩევდი ან ამ ლინკის ლუკოზამინს.


QUOTE
ღიზიანდება როცა ზედმეტად ეტმასნებიან
ჰოდა მოუბრუნდება და თავური დარტყმით ეძგერება ფერდში აბეზარს, გადაატყიალებს და დაახტება ხოლმე ზემოდან ხახადაბჩენილი , კაი კურცხარები პოინტერები, სტერები და დრათხარები იტანენ
პატარა ჯიშების გამო ვღელავ , არა არაფერს უშავებს, უფრო მე ვწუხვარ, მცხვენია

სწორი ძაღლური საქციელია, აწუხებენ და ეუბნება ნუ მაწუხებთო. ისე კი თუ არ უნდა ძაღლებთან კონტაქტი ნუ აძალებ. არ სჭირდება, დედამისი ყავს და არჩი მუდმივი მეგობრები და სხვა ამ დროს ზედმეტიცაა. გერმანელებს ისედაც არ უყვართ ყველა biggrin.gif თავისებურები არიან მეგობრების არჩევაში.

რახან ბურთს იცავს თავისასაც და სხვისასაც biggrin.gif მე შენს ადგილას გარეთ აღარ ვათამაშებდი ბურთით და სხვა ბურთიანებთან მისვლასაც ავუკრძალავდი. ამაზე შეიძლება ძალიან სერიოზულად იჩხუბოს ერთ მშვენიერ დღეს და ჯობია წინასწარ აირიდო უსიამოვნებები. ან როცა ხედავ რო სხვა ძაღლები გიახლოვდებიან გამოართვა და შეინახო სათამაშო რომ თვითონ არ დასჭირდეს დაცვა.

QUOTE
ჰო, მატრასი დავიბრუნე bis.gif
მაგრამ მაინც ჯანასთან ერთად მძინავს

lol.gif

Posted by: ninidediko 2 Sep 2013, 22:38
edna mamida
ჩემი ლეკვის მამიკოა ჯერ სახლშიც კი არ წამომიყვანია 10 დღისაა smile.gif))

Posted by: *satin 2 Sep 2013, 22:39
playstation
QUOTE
რომ მივდივარ დასაჭერად და წამოსაყვანად გამირბის
და ვეჩხუბე ერტი ორი მოვცხე და მივახვედრე რომ ზედმეტები მოუვიდა


არ უნდა გაეკიდო, რამდენი გაეკიდები იმდენი გაიქცევა ,დაჭერობანას თამაშივითაა.
პირიქით შენ გაიქეცი საწინააღდეგო მიმართულებით გამოგეკიდება, შეაქე რომ მოვა და მასე დაიჭირე biggrin.gif
QUOTE
რას გაიხარებდა ეს სადმე რომ მიმეყვანა საწვრთლენად სადაც მასეტი საფორთხიალოები ექნებოდა
ან სადმე სპეცრაზმის K9 რომ გამხდარიყო

მიიყვანე მერე სკოლაში, კვირაში 1 ხელ დაუთმე 1 საათი ( ან მაქსიმუმ 2 საატია სკოლა) იცი რა აზარტულია, მერე შენთვითონ მოგინდება უდრო მეტი და მეტი biggrin.gif

Posted by: edna mamida 2 Sep 2013, 22:52
*satin
QUOTE
მე ვხმარობ ამასhttp://www.amazon.de/NutriLabs-Glukosamino...ds=glukosaminolამას თუ მისცემ სხვა არაფერი დასჭირდება, მყესებისთვისაც არის, ძვლებისთვის და ხრტილოვანი ქსოვილებსთვისაც. ერთი დანის წვერი ფხვნილი უნდა საჭმელში არეული დღეში 1 ხელ.

აჰაა
QUOTE
მოკლედ ყველაზე კარგი არის ის პრეპარატი რომელშიც მწვანტუჩააა ბევრი GLM ანუ.  ან სუფთა GLM ფხვნილი.  მე მარტო ჩემი გამოცდილებით ან დოგოსანს გირჩევდი ან ამ ლინკის ლუკოზამინს.

დოგოსანიც ფხვნილია?
მეტია წონით რაც ვნახე
ან ეგ, ან გლუკოზამინოლ ექვინი არა?
ეს სუფთა GLM ფხვნილიც რომ ვუყიდოთ და მივცეთ არ დაშავდება ჰო?, აი ის ამაზონზე რომ დევს
QUOTE
სწორი ძაღლური საქციელია, აწუხებენ და ეუბნება ნუ მაწუხებთო.  ისე კი თუ არ უნდა ძაღლებთან კონტაქტი ნუ აძალებ. არ სჭირდება, დედამისი ყავს და არჩი მუდმივი მეგობრები და სხვა ამ დროს ზედმეტიცაა.   გერმანელებს ისედაც არ უყვართ ყველა  თავისებურები არიან მეგობრების არჩევაში.

yes.gif yes.gif შევამჩნიე უკვე
QUOTE
რახან ბურთს იცავს თავისასაც და სხვისასაც  მე შენს ადგილას გარეთ აღარ ვათამაშებდი ბურთით და სხვა ბურთიანებთან მისვლასაც ავუკრძალავდი. ამაზე შეიძლება ძალიან სერიოზულად იჩხუბოს ერთ მშვენიერ დღეს და ჯობია წინასწარ აირიდო უსიამოვნებები.  ან როცა ხედავ რო სხვა ძაღლები გიახლოვდებიან გამოართვა და შეინახო სათამაშო რომ თვითონ არ დასჭირდეს დაცვა.

მასე ვარ უკვე რამოდენიმე დღეა
ერთადერთი ძაღლი ვისიც ერიდება ეს დიდი გერმანელი რეია, საქართველოს ჩემპიონია და ჯანასავით უხიაგი, იმას ჯოხები უყვარს, "დრავასეკს" ეძახიანო პატრონმა, იმან ერთი ისეტI შეუღრინა ქალბატონს რომ ეს პათხალიმკა არც ეწევა, არც ეცილება რეის მის ჯოხს biggrin.gif


ninidediko
QUOTE
ჩემი ლეკვის მამიკოა ჯერ სახლშიც კი არ წამომიყვანია 10 დღისაა

ვიცი ნეროს რომ შვილები შეეძინა ახლახან, ძალიან კარგი დედალია მათი დედაო ამბობდა ნეროს პატრონი, კარგი ლეკვები გამოვლენო
ბიჭია თქვანი თუ გოგონა?


ისე მცხვენია მასთან და ნეროსთან ამ მამძაღლას გამო.................. biggrin.gif facepalm.gif

Posted by: jangulashvili 2 Sep 2013, 22:59
აუ ამ ჩემ გიჟ და გადარეულთან თამაშით მეც მაგრად ვერთობი რა biggrin.gif ჩამოყალიბებული გიჟია და ნამეტანი ოჯახის მუჭუჭია რაც არ უნდა გადავუგდო ყველაფერი მოაქვს მთავარია პირის მოკიდება შეძლოს და რა არის არ აქვს მნიშვნელობა biggrin.gif რაღAც ძვლის ფორმის სათამაშო ვუყიდე მაგრამ იმის გარდა ჯოხი,ბოთლი რავი რაც არ უდნა იყოს გაგიჟებული მირბის მოსატანად ოღონდ ჩემამდე რო მოვა და რო დავიხრები გამოსართმევად გადაუხვევსხოლმე გვერდით,შორიახლოს დაწვება ხოლმე და მიყურებს იქიდან biggrin.gif გვაქვს მერე დაჭერობანა biggrin.gif თან ჯოხს რო მოიტანს და თავის სათAმაშო თუ დამიანხა ხელში იმის აღებაც უნდა ოღონდ ისე რო ის ჯოხი არ დააგდოს biggrin.gif პაპაჩემის ფეხსაცმელი აბრაზებს ნამეტანი,ჩაიცმევს თუ არა ეგრევე ეცემა და კბენსხოლმე biggrin.gif ხო და კიდე ჭიშკარს ვინც აღებს იმას უყეფავს ხოლმე გაგიჟებული და რა უნდა ვერ გავიგე biggrin.gif გაღებაზე უყეფავს და რო დაკეტავენ ეგრევე ჩერდება biggrin.gif ერთი რაც ნერვებს მიშლის არის რომ თუ სადმე ტალახი და უბედურებაა არ გამაზავს ყველგან უნდა გაიაროს და ჩაჯდეს და ჩაწვეს ღორია თუ ძაღლი ვერ გავიგე biggrin.gif

Posted by: ninidediko 2 Sep 2013, 23:00
edna mamida
ბიჭოა კი დედალიც ძაან კარგია ერთი 5 თვეა კარგ ლეკვს ვეძებ ნუ ძაღლსაშენს ვერ გავწვდებოდი ნამეტანია და მგონი მართლა აუკეთესო ვიპოვე ნეროს მხოლოდ ფოტოები მაქვს ნანახი დედალი ისედაც ვნახე მშვიდია ხო როგორც ვიცი

Posted by: edna mamida 2 Sep 2013, 23:13

jangulashvili
QUOTE
  ჩამოყალიბებული გიჟია და ნამეტანი ოჯახის მუჭუჭია რაც არ უნდა გადავუგდო ყველაფერი მოაქვს მთავარია პირის მოკიდება შეძლოს და რა არის არ აქვს მნიშვნელობ

კი, ასეა, ოჯახის ძაღლია ყველა biggrin.gif

QUOTE
თან ჯოხს რო მოიტანს და თავის სათAმაშო თუ დამიანხა ხელში იმის აღებაც უნდა ოღონდ ისე რო ის ჯოხი არ დააგდოს

რა ნაცნობი სიტუაციაა
QUOTE
ერთი რაც ნერვებს მიშლის არის რომ თუ სადმე ტალახი და უბედურებაა არ გამაზავს ყველგან უნდა გაიაროს და ჩაჯდეს და ჩაწვეს ღორია თუ ძაღლი ვერ გავიგ

გამარჯობა
ღორია ყველა გერმანელი, თავად დავრწმუნდი

ninidediko
QUOTE
ბიჭოა კი დედალიც ძაან კარგია ერთი 5 თვეა კარგ ლეკვს ვეძებ ნუ ძაღლსაშენს ვერ გავწვდებოდი ნამეტანია და მგონი მართლა აუკეთესო ვიპოვე ნეროს მხოლოდ ფოტოები მაქვს ნანახი დედალი ისედაც ვნახე მშვიდია ხო როგორც ვიცი

ნერო ძალიან ლამაზი და დინჯია, კეთილშობილი მამალია ერთობ, ამან კი................

playstation
ასეთი ბუთქუნა, დუდუღუნა და ღუნღულა გერმანული ნაგაზი საერთოდ არ მინახავს
ძალიან საყვარელია

Posted by: ninidediko 2 Sep 2013, 23:22
edna mamida
smile.gif) როგორც ვიცი კანე კორსო მაინც უფრო დინჯია აპატიებდა ასე რომ ნუ დარდობ biggrin.gif

Posted by: edna mamida 3 Sep 2013, 00:28
ninidediko
smile.gif



*satin
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ვითხარი ჩემებს და დიდად დაინტერესებულნი და მადლიერნი არიან 2kiss.gif

Posted by: *satin 3 Sep 2013, 00:57
edna mamida
QUOTE
დოგოსანიც ფხვნილია?

დოგოსანი გრანულატია, სუნი აქვს ისეთი შენც მოგინდება გასინჯო biggrin.gif გლიკოზამინი ფხვნილია .
QUOTE
ეს სუფთა GLM ფხვნილიც რომ ვუყიდოთ და მივცეთ არ დაშავდება ჰო?, აი ის ამაზონზე რომ დევს

biggrin.gif გოგო ამდენი ხანი რასაა რომ გიხსნი? biggrin.gif ან ეს სუფთა მიეცი მარტოთქო და ან დოგოსანი და ან გლუკოსამინი. ყველაფერი ერთად არ მისცე ნამეტანი მოუვა და ბევრიც ცუდია ხო იცი.
ამიტომ ან მარტო GLM ფხვნილი უყიდე და ჯერ მაგითი ნახე ეფექტი და მერე გადადი გლუკოზამინოლ ექვინზე.ან თავიდანვე გლუკოზამინი იყიდე ცხენი რომ ახატია ის ( ცხენის დოზაა და დიდი ხანი გეყოფა) ყურებისთვის 2-3 კვირაში ეფექტი თუ არ დაეტყოთ ჟელატინის დამატებაც ცადე .

QUOTE
ვითხარი ჩემებს და დიდად დაინტერესებულნი და მადლიერნი არიან 2kiss.gif

მიხარია რომ დახმარება შევძელი და უფრო არ დაგაბნიე biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: jangulashvili 3 Sep 2013, 01:58
QUOTE (edna mamida @ 2 Sep 2013, 23:13 )
jangulashvili
QUOTE
  ჩამოყალიბებული გიჟია და ნამეტანი ოჯახის მუჭუჭია რაც არ უნდა გადავუგდო ყველაფერი მოაქვს მთავარია პირის მოკიდება შეძლოს და რა არის არ აქვს მნიშვნელობ

კი, ასეა, ოჯახის ძაღლია ყველა biggrin.gif

QUOTE
თან ჯოხს რო მოიტანს და თავის სათAმაშო თუ დამიანხა ხელში იმის აღებაც უნდა ოღონდ ისე რო ის ჯოხი არ დააგდოს

რა ნაცნობი სიტუაციაა
QUOTE
ერთი რაც ნერვებს მიშლის არის რომ თუ სადმე ტალახი და უბედურებაა არ გამაზავს ყველგან უნდა გაიაროს და ჩაჯდეს და ჩაწვეს ღორია თუ ძაღლი ვერ გავიგ

გამარჯობა
ღორია ყველა გერმანელი, თავად დავრწმუნდი

ninidediko
QUOTE
ბიჭოა კი დედალიც ძაან კარგია ერთი 5 თვეა კარგ ლეკვს ვეძებ ნუ ძაღლსაშენს ვერ გავწვდებოდი ნამეტანია და მგონი მართლა აუკეთესო ვიპოვე ნეროს მხოლოდ ფოტოები მაქვს ნანახი დედალი ისედაც ვნახე მშვიდია ხო როგორც ვიცი

ნერო ძალიან ლამაზი და დინჯია, კეთილშობილი მამალია ერთობ, ამან კი................

playstation
ასეთი ბუთქუნა, დუდუღუნა და ღუნღულა გერმანული ნაგაზი საერთოდ არ მინახავს
ძალიან საყვარელია

ყველა ერთნაირი გადარეულია ესეიგი? biggrin.gif აი ეს ღორობისკენ მიდრეკილება რო არ ქონდეთ საერთოდ კაი გოგო ბიჭები იქნებოდნენ რა biggrin.gif თან ამ შემოხტომასაც ვერ გადავაჩVიე გაითხუპნება და მერე უნდა შემაწმინდოსხოლმე biggrin.gif

Posted by: playstation 3 Sep 2013, 10:10
ის კარგ საყელოს და ლამაზ რემენს ხომ ვერ მირჩევდით?
კაი ძლიერი ძაღლია
ძალია ხშირად იწევს მთელი ძალით მიმათრევს ხოლემ და რმაე ძლიერი დაჭირდება
თან სოკოსავით იზრდება და smile.gif

ტყავს ღრნის
ჯერ კიდვ 3-4 თვის იყო რომ ტყავის რემნებს ღრნიდა ეგრევე


სასწაული გერმანულია ასეტი ჯერ არ მყოლია
ჯიუტია და რასაც ჩაიფიქრებს ბოლომდე მიყავს

Posted by: mais 3 Sep 2013, 17:24
http://radikal.ru/fp/e2d4f79f71604f8699c0f9b019ad9508

Posted by: edna mamida 3 Sep 2013, 17:35
*satin
QUOTE
  გოგო ამდენი ხანი რასაა რომ გიხსნი?  ან ეს სუფთა მიეცი მარტოთქო და ან დოგოსანი და ან გლუკოსამინი. ყველაფერი ერთად არ მისცე ნამეტანი მოუვა და ბევრიც ცუდია ხო იცი

მივხვდი მივხვდი, მარა ყველაფერი ერთბაშად მინდა
ქაჩალმაო.......................
QUOTE
თავიდანვე გლუკოზამინი იყიდე ცხენი რომ ახატია ის ( ცხენის დოზაა და დიდი ხანი გეყოფა)  ყურებისთვის 2-3 კვირაში ეფექტი თუ არ დაეტყოთ ჟელატინის დამატებაც ცადე .

ეგ მირჩევნია, თან სამივეს ეყოფა, იმ ციცქნა ქილების ყიდვას.............
QUOTE
მიხარია რომ დახმარება შევძელი და უფრო არ დაგაბნიე

არა, რა დამაბნიე პირიქით
უღრმესი მადლობა 2kiss.gif


playstation
QUOTE
ის კარგ საყელოს და ლამაზ რემენს ხომ ვერ მირჩევდით?

მე რაც ვათვალიერე................
ესენი მომწონს ნამეტნავად
ფასიც კაია ნამეტნავად biggrin.gif facepalm.gif
http://www.dtdogcollars.com/default.asp

ესენიც კარგებია, გერმანულებია, ზუსტად ნაგაზების თან
http://hund-sport-shop.de/en/2-leinen-halsbander


jangulashvili
QUOTE
თან ამ შემოხტომასაც ვერ გადავაჩVიე გაითხუპნება და მერე უნდა შემაწმინდოსხოლმე

facepalm.gif

Posted by: playstation 3 Sep 2013, 23:54
mais აუ რა საყვარელი ვინმეა
მამალია ხო?
edna mamida

ცოტა ადამიანური ფასები რომ ქონდეს კაი იქნებოდა
60-100$ ნამეტანია ქართული რეალობისთვის

Posted by: monika_-_nikolashvili 4 Sep 2013, 12:37
playstation
100$ბევრია გერმანული ნაგაზისთვის?

Posted by: GunsN 4 Sep 2013, 12:44
როგორ მიყვარს გერმანული ნაგაზი ♥



» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: markes 4 Sep 2013, 13:02
monika_-_nikolashvili
QUOTE
100$ბევრია გერმანული ნაგაზისთვის?

არ არის ბევრი
კარგად შეამოწმე ვისგან ყიდულობ ინბრიდინგის ნაყოფი არ იყოს, დამუშავებულია თუ არა ჭიაზე და ა.შ

Posted by: edna mamida 4 Sep 2013, 16:59

monika_-_nikolashvili
markes


ეგ საყელურების ფასზე ამბობს და ვეთანხმები, საშინელი ფასებია, მარა ხარისხია კარგი

იპოდრომზე დაატარებენ ნაგაზს, ვახსენე ზემოთ, რეის, იმას უკეთია, ოღონდ საყელური არა, იღლიებში ამოსადები, ყელი არ დაუზიანდეს ამდენი ქაჩვითო პატრონმა, ჰოდა ის უყიდა, ძალიან მომწონს
თან ეგ აზღუდი მერე ჩევამჩნიე რაც ეგ ფირმა აღმოვაჩინე, არ შევმცდარვარ


თორემ კარგი ლეკვი 200$ ნაკლები არ ღირს, შოუ კლასის ლეკვები გერმანიიდან რამოდენიმე ათასიც ჯდება

Posted by: markes 4 Sep 2013, 19:14
edna mamida
უი ვერ მივხვდი.

ისე მეც სულ მაინტერესებდა ეს აზღუდი ( შლეიკა) ჯობია თუ საყელური. ვიღაცეებმა მითხრეს ლეკვს არ გაუკეთო მგერდს გაუფუჭებსო. მე კი მეცოდება კიდერში ქაჩვისთვის, თუმცა "უდავკას"მაინც ვხმარობ ხოლმე უნდა ვასწავლო გვერდზე წესიერად სიარული, თორემ რომ გაიზრდება დიდი ძროხა ვეღარ მოვერევი

sad.gif

Posted by: edna mamida 4 Sep 2013, 21:41
markes
QUOTE
ისე მეც სულ მაინტერესებდა ეს აზღუდი ( შლეიკა) ჯობია თუ საყელური. ვიღაცეებმა მითხრეს ლეკვს არ გაუკეთო მგერდს გაუფუჭებსო. მე კი მეცოდება კიდერში ქაჩვისთვის, თუმცა "უდავკას"მაინც ვხმარობ ხოლმე უნდა ვასწავლო გვერდზე წესიერად სიარული, თორემ რომ გაიზრდება დიდი ძროხა ვეღარ მოვერევი

ლეკვს ჯობია სიარული ასწავლო ჯერ, თორემ მაგ აზღუდით გაგაფრენს ისე გაგათრევს, თუმცა ყელისთვის ჯობია აზღუდი
ჯენის, ჯანას და არჩის დედას ყელზე აქვს პრობლემა, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია ორსულობის მერე, რაიმე წანაზარდიც არ ჰქონდესო, ახლა ვარკვევთ, ამიტომ არ მინდა საყელურით ვატარო, მეცოდება
ჯანიკო კია სიფრიფანა მაგრამ სულ საყელოს მოძრობას ცდილობს, მაგასაც ვატარებდი აზღუდით, უფრო წყნარად ვიქნებოდი

ჩვენს ნაცნობ რეის ან ეს
http://www.dtdogcollars.com/product-p/dth6plus.htm
ან ეს
http://www.dtdogcollars.com/product-p/dth6pluschest.htm
ან ეს აქვს
http://www.dtdogcollars.com/DT-Harness-High-quality-Nylon-Dog-Harness-p/dth6.htm

ღვედები აქვთ გადასარევი, ორი თვეა დორბლებს ვყრი
http://www.dtdogcollars.com/buy-dog-leashes-s/97.htm

Posted by: markes 5 Sep 2013, 10:01
QUOTE
ლეკვს ჯობია სიარული ასწავლო ჯერ, თორემ მაგ აზღუდით გაგაფრენს ისე გაგათრევს, თუმცა ყელისთვის ჯობია  აზღუდი

მაშინ ჯერ სიარულს ვისწავლით წესიერად და მერე ვუყიდი აზღუდს.

ჯერ პატარაა ხვალ 5 თვის ხდება

Posted by: monika_-_nikolashvili 5 Sep 2013, 16:44
მოკლედ მომისმინეთ ჩემი მეგობრის გერმანული ნაგაზი დაკბინა ორმა კავკასიურმა ნაგაზმა ერტი ნაკბენი გვერდზეა აქვს წინა თათის ოდნავ უკან იღლიისკენ მეორე ნაკბენი კისერტან აქვს წინა ტატი მოსუსტებული აქვს კოჭლობს ხოდა რა დამიჯდება ვეტერინართან რო წავიყვანო? მაინც რო ვიცოდე რა მიახლოებით მითხარით მაქსიმუმ რამდენი უნდა ამ საქმეს

Posted by: edna mamida 5 Sep 2013, 16:50
monika_-_nikolashvili
ექიმს გააჩნია
ძაღლი აცრილია? თუ არაა აცრის ფულიც გაითვალისწინეთ
აუცილებლად უნდა ანახოთ ექიმს, მეგობარზე ფულის დაზოგვა არ ღირს
25 ლარი გაითვალისწინეთ გადახვევა ექიმის კონსულტაცია + აცრები თუ დასჭირდა
ჩვენი ექიმი ჯერ ძაღლს ნახულობს მერე ფულზე ლაპარაკობს, ყოფილა შემთხვევა პატრონს არ ჰქონია თანხა მერე მოიტანო, უმკურნალია და გაუშვია, ზოგი პირიქითაა
როგორც ვთქვი ექიმს გააჩნია

markes
QUOTE
ჯერ პატარაა ხვალ 5 თვის ხდება


მიულოცე ჩემგან smile.gif

სიარული აუცილებლად ასწავლე, დაიტანჯები თუ არ გიჯერებს, თან ამხელა ძაღლი

Posted by: markes 5 Sep 2013, 17:24
edna mamida
QUOTE
სიარული აუცილებლად ასწავლე, დაიტანჯები  თუ არ გიჯერებს,  თან ამხელა ძაღლი

"უდავკით" ვატარებ ხოლმე ( ყოველთვის არა – მეცოდება) და ისეთი მამაძაღლია იცის როდის უკეთია და მაშინ წესიერად დადის, თუ არადა მქაჩავს ხოლმე

biggrin.gif

Posted by: edna mamida 5 Sep 2013, 20:28
markes
QUOTE
"უდავკით" ვატარებ ხოლმე ( ყოველთვის არა – მეცოდება) და ისეთი მამაძაღლია იცის როდის უკეთია და მაშინ წესიერად დადის, თუ არადა მქაჩავს ხოლმე

მაგას მირჩევს სატინიც, თუ გინდა წესიერად იაროს უდავკით ატარეო, მიაჩვიე და დაისვენებო

ჯანიკოს ჩვეულებრივით ვატარებ და მკლავს ეგ დისტროფიკი, გაკნაჭულ-გალეულია და ღონე აქვს.............

Posted by: *satin 5 Sep 2013, 21:18
edna mamida
QUOTE
მაგას მირჩევს სატინიც, თუ გინდა წესიერად იაროს უდავკით ატარეო, მიაჩვიე და დაისვენებო

ა ტა ტა ტა, არ გირჩევს მაგას შენ სატინი biggrin.gif მე შენ მოკლესაბელიანი აშეინიკი გირჩიე უდავკის სტოპით და ისიც გთხარი სწორედ ტარება უნდა იცოდე ეს რო იხმაროთქო და ამიტომ გაჩვენებთქო რო გნახავთქო.
markes
უდავკაზე საშინელი ლეკვისთვის არაფერი არაა, თან უდავკის სტოპი თუ არააქვს ჩაყოლებული. მთელ ყელს დაუზიანებ, მაგას შლეიკა უყიდო ჯობია და ჩვეულებრივი საყელური. გვერდით სიარულს კი ისედაც მიაჩვევ თუ კონსიკვენტური იქნები და არ გაუშვებ წინ, გავა წინ გაჩერდი, დაუძახე გვერდით მოიყენე და გააგრძელე გზა, ისევ წინ წავა ისევ გაჩერდი და ა.შ თავიდან 5 მეტრის გავლისთვის 1 საათი დაგჭირდეს შეიძლება მაგრამ მიხვდება, წინ წასვლით ვერსად ვერ მიდის, გვერდით სიარულით კი მიდიხართ. სახლშიც გაუკეთე აშეინიკი და ატარე შენთან ერთად ოთახიდან ოთახში , სულ შენს გვერდით ან შენს უკან იყოს წინ არ გაუშვა. მალე ისწავლის ეს და არც არაფერი დაუზიანდება.

Posted by: edna mamida 5 Sep 2013, 22:08
*satin
QUOTE
ა ტა ტა ტა, არ გირჩევს მაგას შენ სატინი    მე შენ მოკლესაბელიანი აშეინიკი გირჩიე უდავკის სტოპით და ისიც გთხარი სწორედ ტარება უნდა იცოდე ეს რო იხმაროთქო და  ამიტომ გაჩვენებთქო რო გნახავთქო.

უიrolleyes.gif punch.gif
ვერ ვარჩევ მე მაგათ , უდვკა და სტროგი სულ ეგაა რაც ვიცი user.gif

აი ამათგან რომელია კარგი?
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: *satin 5 Sep 2013, 22:33
edna mamida

ნაგაზის სურათის მერე რომ არის შავი ეგაა კარგი, შეხედე პატარა სამკუთხედივით ტყავი რო აქვს დატანებული ყელთან, ეგ არის სტოპი. მაგას აყენებ ისე რომ თავი ვერ გამოიძვრინოს უკან მაგრამ რაღაც მოჭერის დონეზე გაჩერდეს და მეტი რაც არ უნდა გაიქაჩოს არ მოეჭირება. დანარჩენები ბოლომე ეჭირება ანუ სახრჩობელასავითაა რა. და ძაღლს კი ჰგონია რაც უფრო გაიწევა მით უფრო მოიშორებს ამ შემაწუხებელ მოჭერას. მთავარი ამ საყელურებში არის ასწავლო რომ მოჭერა უსიამოვნოა მარტო მაშინ როცა წინ მიდის და სანამ შენს გვერდითაა ან უკან ყელზე ვერ გრძნობს ვერაფერს.

Posted by: edna mamida 5 Sep 2013, 22:45
*satin
QUOTE
ნაგაზის სურათის მერე რომ არის შავი ეგაა კარგი, შეხედე  პატარა სამკუთხედივით ტყავი რო აქვს დატანებული ყელთან, ეგ არის სტოპი. მაგას აყენებ ისე რომ თავი ვერ გამოიძვრინოს უკან მაგრამ რაღაც მოჭერის დონეზე გაჩერდეს და მეტი რაც არ უნდა გაიქაჩოს არ მოეჭირება.  დანარჩენები  ბოლომე ეჭირება ანუ სახრჩობელასავითაა რა.  და ძაღლს კი ჰგონია რაც უფრო გაიწევა მით უფრო მოიშორებს ამ შემაწუხებელ მოჭერას.  მთავარი ამ საყელურებში არის ასწავლო რომ მოჭერა უსიამოვნოა მარტო მაშინ როცა წინ მიდის და სანამ შენს გვერდითაა ან უკან ყელზე ვერ გრძნობს ვერაფერს.

ეს ჰო?
user posted image

Posted by: *satin 5 Sep 2013, 23:13
edna mamida
ხო ეგ კაია, ყიდვას აპირებ?

Posted by: markes 5 Sep 2013, 23:16
*satin
edna mamida
უდავკა მასწავლა კინოლოგმა, სტოპი არ აქ - ძეწკვია
არარ გავუკეთებ მაგრამ მეშინია ვერ მოვერევი ძალიან ძლიერი ლეკვია
sad.gif

Posted by: edna mamida 5 Sep 2013, 23:53
*satin
QUOTE
ხო ეგ კაია, ყიდვას აპირებ?

ჰო, ვარჩევ გამოსაწერად, ეს გერმანულია კლინ კასსელის, კარგიაო ამბობენ

აი ამათ რომ რგოლები აქვთ, ისინი არ ასრულებენ სტოპების როლს?
http://www.ximages.net/

http://www.ximages.net/

http://www.ximages.net/

markes
ძლიერი იქით იყოს, რომ დაფრთხეს, და მოიძროს საყელური და გაიქცეს, მტრისას...
ისეთი უნდა რომ ვერ მოიძროს მისივე უსაფრთხოებისთვის

Posted by: *satin 6 Sep 2013, 00:23
edna mamida
ეგენიც კარგია, მაგრამ ეს რგოლები ისე აქვს ჩაკერილი რომ ვერ გადაადგილებ რომ კარგად მოარგო. ოდნავ დიდიც რომ მოუვიდეს შეძლებს თავის გამოძვრენას თუ მოინდომებს. კარგია მოძრავი სტოპი რო აქვს ჩაყენებული, ზუსტად რო გაუკეთებ და მერე მოარგებ სადამდე შეიძლება წაჭერა და რა პინქტის მერე აღარ გააგრძელოს მოგუდვა.

markes
ძლიერი იქნება აბა რა, უღელში რო შეაბა გაწევს ისეთბი არიან biggrin.gif მარტო ფიზიკური ძალით რომ დაიჭირო ძაღლი წინა უნდა გქონდეს დიდი და ძალა. მე 50 კგ ვარ და ლაილა 27 ია. მანამდე ჯოისი მყავდა 35 კილო იყო ( ჰმ არ შეიმჩნიოთ წონა , ჩემი ძროხა გოგო იყო love.gif ) რო მოუინდეთ ფრენა ფრენით მაფრიალებდა ორივე biggrin.gif მაგრამ მაგაშია მთელი საიდუმლო, არ უნდა მოინდომონ გაქაჩვა.
შენი პატარაა ჯერ და იოლად ისწავლის, მოთმინება გინდა დიდი და მყარი ნერვები biggrin.gif ხშირ ხშირად გაიყვენე ცოტა ხნით ხოლმე, რაც უკეთ ივლის მით უფრო შორს წაიყვან. ეხლა ჩადებული შრომა და ნერვების გლეჯა სამაგიეროდ მთელ 12 წელს სასიამოვნო სეირნობებში გაგატარებინებს.

არა რა რეკლამისტობა უნდა დავიწყო იმისთანა ტექსტებს ვწერ biggrin.gif

Posted by: playstation 6 Sep 2013, 11:29
ჩემი ვირიშვილია
გინდა უდავკა გაუკეთე გინდა ელ შოკი მიუერთე მაინც იწევს ხოლმე რამეზე თუ გადაირია
8 თვისაა და ასეტი ზლიერი ძარლი არ მინაავს
ამხელა ძონძროხაა დ ისეთი სწრაფია და იმხელაზე დახტის.
მაგრამ თანდათან ეჩვევა რომ ვქაჩავ ხოლმე როცა გარბის მერე ხვდება და ცოტა ხანი ჩერდება
ცოტაც და მიხვდება და დაწყნარდება მერე
წავედი ეხლა გავასეირნო კიდევ.


P.S. ხო მანქანებზე ისევ ისე იწევს

და უცნაური კიდე
გარეთ კი არ ისაქმებს ხოლმე რომ ვასეირნებ სახლში ეზოში შემოვა თუ არა ეგრევე გარბის და აქ ისაქმებს ხოლმე
უცნაური ვინმეა
არადა წესით გარეთ არ უნდა ქნას მეტკები რომ დაადოს ტერიტორიას

Posted by: lemona 6 Sep 2013, 11:35
QUOTE
არა რა რეკლამისტობა უნდა დავიწყო იმისთანა  ტექსტებს ვწერ

ნამდვილად smile.gif


და საერთოდ, ამდენი წერის ნიჭისა და გასაოცარი გადმოცემის უნარის მქონე ხალხი რომ შეიყარეთ ამ თემაში ძალიან მიხარია.
ფორუმზე edna mamida markes baksona1980 და *satin -ის ძაღლების ისტორიების საკითხავად შემოვდივარ biggrin.gif

Posted by: playstation 6 Sep 2013, 14:37
ჩემი დიდთავა smile.gif

რომ დარბის ბეწვები ისე ეტალღება
სასტიკად უყვარს ხტომიალი და ცოცვა smile.gif

user posted image

Posted by: monika_-_nikolashvili 6 Sep 2013, 16:45
edna mamida
ფული როგორ დავზოგო როცა არ მაქვს სესხებას ვაპირებ და მაგიტომ მაინტერესებდა რამდენი დამიჯდებოდა მიახლოებით მადლობა ინფორმაციისთვის

Posted by: edna mamida 6 Sep 2013, 19:49

*satin
QUOTE
ეგენიც კარგია, მაგრამ ეს რგოლები ისე აქვს ჩაკერილი რომ ვერ გადაადგილებ რომ კარგად მოარგო. ოდნავ დიდიც რომ მოუვიდეს შეძლებს თავის გამოძვრენას თუ მოინდომებს.  კარგია მოძრავი სტოპი რო აქვს ჩაყენებული, ზუსტად რო გაუკეთებ და მერე მოარგებ სადამდე შეიძლება წაჭერა და რა პინქტის მერე აღარ გააგრძელოს მოგუდვა.

ჰოო ეგ მინუსია, მაგრამ იმას მოკლე საბელი აქვს, თუმცა წესით მასეთიც უნდა იყოს ვიცი biggrin.gif მაგრამ საყელურს საბელს შევურჩევდი ჩემს გემოზე biggrin.gif
QUOTE
ძლიერი იქნება აბა რა, უღელში რო შეაბა გაწევს ისეთბი არიან  მარტო ფიზიკური ძალით რომ დაიჭირო ძაღლი წინა უნდა გქონდეს დიდი და ძალა.  მე 50 კგ ვარ და ლაილა 27 ია. მანამდე ჯოისი მყავდა  35 კილო იყო ( ჰმ არ შეიმჩნიოთ წონა , ჩემი ძროხა გოგო იყო  )  რო მოუინდეთ ფრენა ფრენით მაფრიალებდა ორივე  მაგრამ მაგაშია მთელი საიდუმლო, არ უნდა მოინდომონ გაქაჩვა.

ჯენი ტახუცუნაა ნამდვილი მომატებული წონის გამო, ჩემი ბედი ისე რომ ვეღარ დამათრევს თორემ...............
დღეს გვყავდა ექიმთან , მეგიდაზე მარტომ ვერ ავსვი facepalm.gif
ჯანიკო გაკნაჭულია რომ შეხედავ მარა 30 კილოა
ისე დამათრევს..... ვაი ვუი biggrin.gif

სატინ, კიდევ უნფდა გაგიჩმახო ჩემებურად, ექიმმა, კაია რომ გამოუწერეთ, ოღონდ გლუკოზამინში ქონდროიტინი უნდა იყოს ბევრიო, ასე?
ამ მწვანე მიდიებში ყველაფერია როგორც მივხვდი, ქონდროიტინი, ომეგა 3, გლუტამინი, ვიტამინები, ცინკი, მაგრანეცი, სპილენძი, თუ სწორად მივხვდი ქონდროიტინის შემცველობის გამოა ასე კარგი? გლუკოზამინი საერთოდ არა ნახსენები
QUOTE
არა რა რეკლამისტობა უნდა დავიწყო იმისთანა  ტექსტებს ვწერ

ერთად დავიწყოთ

monika_-_nikolashvili
არაფრის, იმის თქმა მინდოდა რომ ზუსტად ვერ განსაზღვრავ რამდენი დაგიჯდება, ცალკე ვიზიტი ღირს, თუ ქირურგიული ჩარევა დასჭირდა ეგ კიდევ გადასახადი, თუ აცრილი არ იყო, აცრის ფასიც დაემატება
მინიმუმ 20-30 ლარი იგულისხმე რომ დაგჭირდება
კარგი ექიმი მოძებნე პირველ რიგში
წარმატებები

Posted by: markes 7 Sep 2013, 10:23
*satin
edna mamida
შანი გუშინ გახდა 5 თვის ( ხორცი მივართვი ) და ახლა იწონის 23 კილოს, მერე რა იქნება არ ვიცი - მაკონწიალებს თუ ვერ ვასწავლე სიარული.

დღეს ვეცადე ისე მეტარებინა როგორც სატინმა მასწავლა - უკან ვაბრუნებდი და ხალხი ისე მიყურებდა ქუჩაში თითქოს ძაღლს ვაწამებდი

biggrin.gif

არაუშავს 50 მეტრი იარა წესიერად მერე ისევ დაავიწყდა

Posted by: *satin 7 Sep 2013, 12:57
edna mamida
QUOTE
სატინ, კიდევ უნფდა გაგიჩმახო ჩემებურად, ექიმმა, კაია რომ გამოუწერეთ, ოღონდ გლუკოზამინში ქონდროიტინი უნდა იყოს ბევრიო, ასე?
ამ მწვანე მიდიებში ყველაფერია როგორც მივხვდი, ქონდროიტინი, ომეგა 3, გლუტამინი, ვიტამინები, ცინკი, მაგრანეცი, სპილენძი, თუ სწორად მივხვდი ქონდროიტინის შემცველობის გამოა ასე კარგი? გლუკოზამინი საერთოდ არა ნახსენები

ხო მწვანე მედიებშია გლუკოზამინ ქონდროიტი და მაგიტომაცაა ესეთი კარგი.

შენ ეს არ შეკვეთე? http://www.amazon.de/NutriLabs-Glukosaminol-equin-400-g/dp/B0080F84CI/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1378543783&sr=8-2&keywords=glukosaminol
უკვე გლუკოზამინი ქვია ამას და როგორ არაა ნახსენები? biggrin.gif
* * *
markes
QUOTE
დღეს ვეცადე ისე მეტარებინა როგორც სატინმა მასწავლა - უკან ვაბრუნებდი და ხალხი ისე მიყურებდა ქუჩაში თითქოს ძაღლს ვაწამებდი

დაიკიდე ხალხი biggrin.gif სამაგიეროდ მერე ძაღლი გეყოლება ტოპ ფორმაში და ყველა შურით შეგხედავს ამხელა "ძროხას" love.gif რომ ერთ თითზე გადაკიდებული საბელით ატარებ და არა ორივე ხელით საბელზე ჩაბღაუჭებული უკან მიზდევ ან სტოლბას ეხუტები რომ გააჩერო biggrin.gif
QUOTE
არაუშავს 50 მეტრი იარა წესიერად მერე ისევ დაავიწყდა

რამდენი დაავიწყდება იმდენი ახლიდან უნდა გაახსენოდ biggrin.gif ისეთი თუქსუსები არიან ეგრევე იმახსოვრებენ შენ რა შეგეშალა და სათავისოდ იყენებენ. ყოველთვის როცა გაგყავს ეცადე რომ შენ თვითონ არ იყო სტრესში, დრო გქონდეს და არ გეჩქარებოდეს არსად რომ არ ჩააფლავო შენივე ნამუშევარი.
როცა გეჩქარება, სტრესში ხარ, ვერ კონცენტრირდები შანიზე, გაუკეთე სხვა საყელური ან უკეთესია შელიკა. ისე უცებ ანსხვავებენ რა რას ნიშნავს გაოგნდები.
ჩემი ლაილა ამ საბელით რითიც წელიწადია უკვე დამყავს, დადის კარგად, ზუსტად გვერდით მომყვება, ოდნავ წინ თუ წავიდა მსუბუქად მოვქაჩავ და ეგრევე ანელებს ნაბიჯს რომ ისევ გვერდში გამომყვეს. იმ დღეს ჩემ ქმარს უნდოდა გაყვანა ( და რადგან საოცრად უნიჭოა და დღემდე ვერ ისწავლა რომ ძაღლი საითაც გაგქაჩავს იქით არ უნდა იფრიალო 2 მეტრმა კაცმა mad.gif ) ამიტომ გავუკეთე ძველი საყელური და ძველი საბელი. მანქანაში ჩასმა მინდოდა რომ არ ეყეფა ( ქმართან ერთად რო გადის ყეფს) და ეგრევე გაიქაჩა ქალბატონი. მეთქი ე აბა ერთი შემოხედე !! biggrin.gif ამომხედა გაოცებულმა, უი შენთან ერთად ვარო biggrin.gif მარტო აშეინიკის გამოცვლით მიხვდა რომ ჩემს ქმარს გაყავდა და ვსო გადაკეტა მთელი ტვინი და ცოდნა .

Posted by: edna mamida 7 Sep 2013, 17:30
*satin
QUOTE
ხო მწვანე მედიებშია გლუკოზამინ ქონდროიტი და მაგიტომაცაა ესეთი კარგი. შენ ეს არ შეკვეთე? http://www.amazon.de/NutriLabs-Glukosamino...ds=glukosaminolუკვე გლუკოზამინი ქვია ამას და როგორ არაა ნახსენები?

მოკლედ რა
კიდევ ავურიე
დახასიათებაში მაგ მწვანე მიდიების ექსტრაქტში შემავალ ნივთიერებებში ქონდროიტინი იყო, ნახსენები, ომეგა სამი და კიდევ რაღაცეები , გლუკოზამინი არა და................... baby.gif biggrin.gif

Posted by: *satin 7 Sep 2013, 17:41
edna mamida

ვახ რომელი სეკვეთე დამანახე მაინც რო ვნახო რა წერია და რა არა biggrin.gif
მწვანე მედიების ექსტრაქტი არის უკვე გლუკოზამინგლიკანე მოკლედ წერენ ხოლმე GAG .

Posted by: markes 7 Sep 2013, 18:37
*satin
QUOTE
ქმარს უნდოდა გაყვანა

ჩემი ქმარი დაბრიყვებული ყავს, ვერაფრით ვერ ვასწავლეთ ძაღლთან ნორმალური ურთიერთობა.
არ მიყვება სასეირნოდ, არ უჯერებს, მხოლოდ ლოკავს და ეფერება, გვერდზე უწვება და მუცელს უშვერს მოსაფხანად
biggrin.gif

Posted by: edna mamida 7 Sep 2013, 20:40
*satin

QUOTE
ვახ რომელი სეკვეთე დამანახე მაინც რო ვნახო რა წერია და რა არა

ეს ეს
http://www.amazon.de/NutriLabs-Glukosaminol-equin-400-g/dp/B0080F84CI/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1378145485&sr=8-2&keywords=glukosaminol

გადაგრიე მოკლედ
აი ეს წავიკითხე Экстракт зеленогубой мидии (GLM)
http://ru.royalcanin.co.il/zdorovyj-korm-health-nutrition/pitatel-nye-veschestva/drugie-pitatel-nye-veschestva/ekstrakt-zelenoguboj-midii-glm
ჰოდა მარტო ქონდროიტინია ნახსენები და ამიტომ გკითხე
QUOTE
მწვანე მედიების ექსტრაქტი არის უკვე გლუკოზამინგლიკანე  მოკლედ წერენ ხოლმე GAG .

ანუ ის რაც მითხარი და მინდა GAG-ია და არა GLM?
ჰოდა ამ GAG და GLM რა სხვაობაა?
შეგჭამეეეეეეეეეეეეეეეე 2kiss.gif facepalm.gif

Posted by: *satin 7 Sep 2013, 22:32
edna mamida
აა მე რაც მაქვს შენც ეგ აგიღია biggrin.gif
როგორც ჩემმა ვეტმა შარშან ამიხსნა, სხვა პროდუქტებში გლუკოზამინია ცოტაო, ბევრად ნაკლები ვიდრე მართლა ჭირდება ძაღლსო და ესაა დღესდღეობოთ ერთადერთი პროდუქტი რომელიშიც დიდი რაოდენობით შედისო. მოკლედ თუ არ იაფერისტა მაშინ მართლა ერთერთი საუკეთესოა და რავიცი მეც ძალიან კმაყოფილი ვარ. აი რო ჩამოვა ნახავ 2 კვირაში დაეტყობათ ეფექტი.
GLM - Green Lipped Mussel .
GAG არის გლუკოზამინოგლიკანები. შენაერთები რაშიც გლუკოზამინი და ქონდროიტინიც შედის.

Posted by: edna mamida 7 Sep 2013, 23:21
*satin
QUOTE
როგორც ჩემმა ვეტმა შარშან ამიხსნა, სხვა პროდუქტებში გლუკოზამინია ცოტაო, ბევრად ნაკლები ვიდრე მართლა ჭირდება ძაღლსო და ესაა დღესდღეობოთ ერთადერთი პროდუქტი რომელიშიც დიდი რაოდენობით შედისო.  მოკლედ თუ არ იაფერისტა მაშინ მართლა ერთერთი საუკეთესოა და რავიცი მეც ძალიან კმაყოფილი ვარ. აი რო ჩამოვა ნახავ 2 კვირაში დაეტყობათ ეფექტი.

აჰაა
გლუკოზამინის დონეო?
მე ხომ მთელი ამაზონი უნდა გავქექო
აქ ნახე რამდენია
http://www.amazon.com/gp/customer-media/product-gallery/B000VKA92I/ref=cm_ciu_pdp_images_0?ie=UTF8&index=0
საინტერსოა

მაგ ფირმის საიტი
http://www.liquidhealthpets.com/k9-glucosamine-for-dogs
http://liquidhealthpets.com/k9-level-5000

Posted by: markes 9 Sep 2013, 22:27
დღეს შანი კინაღამ მომიკვდა
sad.gif

საშინელი ღებინება დაეწყო წუხელ და სანამ არ გაუკეთეს წვეთოვანი და ბევრი ნემსები ვერ მოსულიერდა

Posted by: edna mamida 9 Sep 2013, 23:51
markes
QUOTE
დღეს შანი კინაღამ მომიკვდა

ენტერიტი?
QUOTE
საშინელი ღებინება დაეწყო წუხელ და სანამ არ გაუკეთეს წვეთოვანი და ბევრი ნემსები ვერ მოსულიერდა

ჯენის დაემართა ასე, კინაღამ მოვკვდით შიშით სანამ ექიმთან მივედით

Posted by: baksona1980 10 Sep 2013, 01:31
markes
აჰაა ჩემი ბუბუკა კი 4 თვის გახდა 5 სექტემბერს smile.gif 20 კილო იყოს ასე 10 დღის უკან რომ ავწონე ახლა მეტი იქნება უკვე,შანი 5 თვისა 23 კილოა? მე მეტი მეგონა,რაღაც ფოტოზე ძნ დიდი ჩანს.*satin
ჩემსას საერთოდ ჩამოგდებული აქვს ერთი ყური,უფრო სწორად ხან ერთს ასწევს ხან მეორეს ხანო ორივე წამოცქვეტს,მაგრამ ამ ორიდან ერთი სრულად აქვს გამართული მეორე ბოლოში მოღუნული,ახლა ერთი აქვს აწეული და მეორე საერთოდ მეძებარივითაა აქვს დაშვებული sad.gif გადავიკითხე გვერდები და აი ამატი გამოწერა მინდა ამაზონიდან,ფასითაც შევწვდები და ალბად შენს ნათქვამს თუ დავეყრდნობი ნორმალურია http://www.amazon.com/Liquid-Health-Glucosamine-OptiMSM-32-Ounce/dp/B000VKA92I/ref=wl_it_dp_o_pC_nS_nC?ie=UTF8&colid=2IGFQHXTKLN04&coliid=I3B6VTHMLL6M36 ეს სითხეა თუ რა ხდება როგორ უნდა მივცხე. ესეც ავარჩიე http://www.amazon.com/Food-Science-Vermont-Supplement-Capsules/dp/B004JLW6RQ/ref=wl_it_dp_o_pC_nS_nC?ie=UTF8&colid=2IGFQHXTKLN04&coliid=I26EJTI0AXCOYY და ეს http://www.amazon.com/Nutramax-015NM-DS-HJ-90-Cosequin-Health-Supplement/dp/B001KYRPVC/ref=wl_it_dp_o_pC_nS_nC?ie=UTF8&colid=2IGFQHXTKLN04&coliid=I2UHRQ81WYGNR1 უბრალოდ ვეღარ გავიგე ამათიდან რომლით დავიწყო და რამე,ჩემიც მიათრევს უკანა ფეხებს რაღაც sad.gif მოკლედ რომლით დავიწყო

Posted by: markes 10 Sep 2013, 10:34
edna mamida
QUOTE
ენტერიტი?

დიახ, ენტერიტი მაგრამ ვერ გაიგეს მექანიკური თუ ვირუსული
ახლა კბილებს იცვლის და იმუნიტეტი აქ დაქვეითებული, თან ვაკის პარკში ათასი ბაქტერიაა

ახლა ბევრად უკეთაა სიცხეც არარ აქ, ახლა წავალთ ვეტთან

baksona1980
QUOTE
აჰაა ჩემი ბუბუკა კი 4 თვის გახდა 5 სექტემბერს  20 კილო იყოს ასე 10 დღის უკან რომ ავწონე ახლა მეტი იქნება უკვე,შანი 5 თვისა 23 კილოა? მე მეტი მეგონა,რაღაც ფოტოზე ძნ დიდი ჩანს.

შანი ხომ გოგოა, დედლები უფრო პატარები არიან ტანით.
ნუ ნერვიულობ დაეცქვიტება ყურები შენ ბუბუს

Posted by: edna mamida 10 Sep 2013, 15:39
markes
QUOTE
დიახ, ენტერიტი მაგრამ ვერ გაიგეს მექანიკური თუ ვირუსული

მექანიკური იქნება
ვირუსულის მერე ასე ადვილად ვერ გამოძვრებოდა
გადასხმის მერე უცებ გახდა უკეთ ჰო?
* * *
baksona1980
მე რაც ამაზონზე ვათვალიერე ამაშია ყველაზე დიდი გლუკოზამნის, ქონდროიტინის და ჰიალურონის მჟავის რაოდენობა, დიდ კი არა უზარმაზარი პირდაპირ
http://www.amazon.com/For-Animals-K-9-Level-5000-Glucosamine/dp/B00028NPFC/ref=pd_sim_sbs_petsupplies_1
სხვა პრეპარატებში თუ გლუკოზამინის დონე 500 დან 1200 მილიგრამამდეა, აქ 5200 მილიგრამია
ქონდროიტინიც 1000 მილიგრამია
ჰიალურონის მჟავის დონეც ყველაზე მაღალია 100 მილიგრამი, სხვაგან 10 მეტი არ შემხვედრია
ამ პრეპარატზე მაინტერესებს სატინის აზრი ძალიან
აი ამ ფირმის საიტი
http://liquidhealthpets.com/k9-level-5000


ამათში კი ქონდროიტინი მეტია
http://www.amazon.com/Liquid-Glucosamine-Contains-Chondroitin-Extract/dp/B00CWSUVH0/ref=sr_1_119?ie=UTF8&qid=1378655930&sr=8-119&keywords=glucosamine+for+dogs
http://www.amazon.com/gp/product/B00COMDKCM

http://www.amazon.com/Foods-Glucosamine-Chondroitin-300mg-Capsules/dp/B0013OSMRK/ref=sr_1_106?ie=UTF8&qid=1378653815&sr=8-106&keywords=glucosamine+for+dogs

Posted by: markes 10 Sep 2013, 15:53
edna mamida
QUOTE
მექანიკური იქნებავირუსულის მერე ასე ადვილად ვერ გამოძვრებოდაგადასხმის მერე უცებ გახდა უკეთ ჰო?

კი , უცებ გახდა კარგად, მოშივდა და წყალიც დალია
სარამოზე უკვე კარგ ხასიათზე იყო.
დღეს მაინც აქ პატარა სიცხე და ბისეპტოლი გომოგვიწერეს

Posted by: edna mamida 10 Sep 2013, 16:29
markes
QUOTE
კი , უცებ გახდა კარგად, მოშივდა და წყალიც დალიასარამოზე უკვე კარგ ხასიათზე იყო.დღეს მაინც აქ პატარა სიცხე და ბისეპტოლი გომოგვიწერეს

ბევრი სითხე დაკარგა, ღებინებით, გადასხმით აღუდგა ბალანსი და მოიკეთა
ჯენი იყო მასე, დილით რომ დაეწყო ღებინება, შუადღისას კინაღამ მოკვდა, სულ გალეულ-გამოფიტული მივიყვანეთ ექიმთან
დათოსთან მივიყვანეთ, მაშინ ბარნოვზე იყო, გადასხმის მერე ფეხით მოცუნცულდა ვაკე-საბურთალოს ხეივნამდე, გზაზე ვაკის პარკის ძაღლებსაც ეხიპიშა

მექანიკური იქნებოდა
ელექტროლიტები ვასვით , წამლებიც და ქათმის და ბრინჯის დიეტაზე იყო კაი ხანი, მერე ინტერსტინალს ვაჭმევდით

Posted by: markes 10 Sep 2013, 17:14
edna mamida
QUOTE
ელექტროლიტები ვასვით , წამლებიც და ქათმის და ბრინჯის დიეტაზე იყო კაი ხანი, მერე ინტერსტინალს ვაჭმევდით

გაზგაშვებულ საირმეს ვასმევ და ენერსტინალს ვაჭმევ - ბრინჯი და ქათამი არ ჭამა, საზიზღარი გოგოა

Posted by: edna mamida 10 Sep 2013, 19:00
QUOTE
ბრინჯი და ქათამი არ ჭამა

და მშრალი საკვები ჭამა?
QUOTE
საზიზღარი გოგოა

სულელი

Posted by: *satin 10 Sep 2013, 19:15
baksona1980
edna mamida
http://www.amazon.com/For-Animals-K-9-Level-5000-Glucosamine/dp/B00028NPFC/ref=pd_sim_sbs_petsupplies_1
ეს მართლაც რომ საინტერესო პროდუქტია, მაგრამ მე არ მახსოვს მართლა ასეთი მაღალი დოზა თუ იყო საჭირო, და ერთმა რამაც ცოტა დამაეჭვა ეს იყო
Safe use in pregnant animals or animals intended for breeding has not been proven. ბუნებრივი პროდუქტი რატომ უნდა იყოს საჯიშე ძაღლისთვის ცუდი? მე ვიფიქრე ძალიან დიდი დოზა ხომ არ არისთქო. მართლა არ ვიცი რა ვთქვა. მე მარტო ჩემი გამოცდილებით და რასაც მე ვაძლევ / დი, კარგი შედეგი დავინახე და კმაყოფილი ვარ ის შემიძლია სუფთა სინდისით biggrin.gif გირჩიოთ.

markes
ვაიმეე გული გამისკდა რო წავიკითხე შანიზე. რა საშინლად ინერვიულებდი წარმომიდგენია sad.gif საწყალი პატარა sad.gif
ეხლა ხომ უკეთაა? ბრნიჯი თუ არ მოსწონს ქალბატონს აბა ქათმის თეთრი ხორცი მიეცი მარტო, რომ ცოტა რამე ქონდეს კუჭში.
მალე ბოლომდე გამოჯანმრთელებას გისურვებთ 2kiss.gif

Posted by: edna mamida 10 Sep 2013, 20:09
*satin
QUOTE
http://www.amazon.com/For-Animals-K-9-Leve...s_petsupplies_1ეს მართლაც რომ საინტერესო პროდუქტია, მაგრამ მე არ მახსოვს მართლა ასეთი მაღალი დოზა თუ იყო საჭირო, და ერთმა რამაც ცოტა  დამაეჭვა ეს იყო Safe use in pregnant animals or animals intended for breeding has not been proven

მაგან გამაოცა მეც მაგრამ საინტერესო მონაცემებია..............
ამაში გლუკოზამინის ასეთი დიდი დოზა არაა, მაგრამ ქონდროიტინია მეტი , ჰიალურონი ნაკლები,
http://liquidhealthpets.com/k9-glucosamine-for-dogs
თუმცა იგივე გაფრთხილებაა
ეგ მაბნევს


ამ დღეებში რაც ვარჩიე ამაზონზე, ამათნაირი კარგი მონაცემები მარტო ამ ორს აქვს

ამას
http://www.amazon.com/gp/product/B00COMDKCM
აგერ მისი მონაცემები საიტზე
http://leguppetproducts.com/hip-and-joint-action-formula/product-label-cautions-and-facts/
თუმცა აქაც იგივე გაფრთხილება სიტყვა სიტყვით
უცნაურია

და აი ამას
http://www.amazon.com/Liquid-Glucosamine-Contains-Chondroitin-Extract/dp/B00CWSUVH0/ref=sr_1_119?ie=UTF8&qid=1378655930&sr=8-119&keywords=glucosamine+for+dogs
აი მაგათი საიტიც
http://bemedfree.com/liquid-glucosamine-for-dogs/


QUOTE
მე მარტო ჩემი გამოცდილებით და რასაც მე ვაძლევ / დი, კარგი  შედეგი დავინახე და კმაყოფილი ვარ ის შემიძლია  სუფთა სინდისით  გირჩიოთ.

smile.gif smile.gif

Posted by: markes 10 Sep 2013, 23:06
edna mamida
QUOTE
და მშრალი საკვები ჭამა?

კი, მშრალი ჭამა და ჯერ კიდე სისტემა ედგა ჭამა რომ დაიწყო

*satin
QUOTE
ეხლა ხომ უკეთაა?  ბრნიჯი თუ არ მოსწონს ქალბატონს აბა ქათმის თეთრი ხორცი მიეცი მარტო, რომ ცოტა რამე ქონდეს კუჭში.  მალე ბოლომდე გამოჯანმრთელებას გისურვებთ 

კი უკეთესადაა ბევრად, მხოლოდ სიცხე აქ , თამაშობს, ჭამს და საირმეის წყალს მიირთმევს.

ძალიან შემაშინა, ძლივს წავიყვანე ექიმთან, ყველა სამსახურში იყო და ტაქსამდე ვატრიე ხელით.
მერე ორი საათი მეჭირა წვეთოვანზე, მაგრამ ბევრად უკეთაა ახლა

Posted by: blblbl 10 Sep 2013, 23:23
*satin
QUOTE
არა ორივე ხელით საბელზე ჩაბღაუჭებული უკან მიზდევ ან სტოლბას ეხუტები რომ გააჩერო

მაზოზლე ფეხის დაჭერებს არ ვართ :\

Posted by: edna mamida 11 Sep 2013, 15:48
blblbl
QUOTE
მაზოზლე ფეხის დაჭერებს არ ვართ :\

yes.gif biggrin.gif facepalm.gif

Posted by: playstation 11 Sep 2013, 17:30
დამეხმარეთ ძალიან გთხოვთ
მოკლედ რა ხდება
ჩემს ჯესის ჯერ სულ 8 თვის არის
დაეწყო სისხლდენა და სასქესო ორგანო ცოტა შეუსივდასავით?

ეს ნორმალურია?

ჯერ სულ 8 თვისაა? და კიდევ ოდნავ რომ სეუსივდა ეგ მასე უნდა იყოს?

თუ წავიყვანო ხვალევე ექიმს ვაჩვენო?


Posted by: MITIATO 11 Sep 2013, 17:57
playstation
QUOTE
ეს ნორმალურია?

დროულია და ნორმალურია. biggrin.gif

ნამდვილად არ ჭირდება ვეტერინარი.

Posted by: Unico 11 Sep 2013, 18:23
MITIATO
წეჩკა ხო? biggrin.gif
არასდროს შევსწრებივარ ძუებში წეჩკას, ამიტომ მეშინოდა პასუხის გაცემის biggrin.gif ლუსი 6 თვისა წამართვეს, რას მოესწრებოდა mo.gif

Posted by: edna mamida 11 Sep 2013, 18:28
playstation
QUOTE
წავიყვანო ხვალევე ექიმს ვაჩვენო?

არაა
დიდი გოგოა უკვე
ექიმს კი არა , ხვადებს მოარიდე biggrin.gif

Posted by: playstation 11 Sep 2013, 18:33
MITIATO
edna mamida
კარგით მადლობა ტორე ძალიან ცუდად ვიყავი მეც უკვე რამე ინფექცია ხომ არ აქვსთქო ვფიქრობდი

მორიდებული მყავს ისე კი გაიზარდა და დაიხვეწა ჩამოყალიბებულ გერმანულს დაემსგავსა

Posted by: jangulashvili 11 Sep 2013, 18:47
აუ აქ სადღაც ლეკვების კვებაზე ეწერა რა ასაკში რა რაოდენობა უნდა და ვეღარ ვნახულობ,ვინმე თუ იცით სად არის დამილინკეთ რა

Posted by: *satin 11 Sep 2013, 18:52
blblbl
edna mamida
QUOTE
მაზოზლე ფეხის დაჭერებს არ ვართ :\

არ გაჭერთ კაცო biggrin.gif ჩემი თავისა ვთქვი სანამ ვასწავლე ამას და ჯოისსაც წესიერი სიარული, ხიდან ხემდე და ლამპიონიდან ლამპიონამდე დავრბოთი რომ სხვა ძაღლი თუ გამოჩნდებოდა ჩავჭიდებოდი biggrin.gif მაგიტომაცაა ესე კარგად რო ვიცი რა სასტიკობაა როცა ძაღლი თავის ჭკუაზე დაგაპორწიალებს საითაც უნდა. დიდი შრომა და წვალებაა დიდს ასწავლო კარგი სიარული მაგრამ მერე უკვე განცხრომაა ყოველი დღე .

QUOTE
ექიმს კი არა , ხვადებს მოარიდე biggrin.gif

biggrin.gif

Posted by: edna mamida 11 Sep 2013, 18:57
*satin
QUOTE
არ გაჭერთ კაცო  ჩემი თავისა ვთქვი სანამ ვასწავლე ამას და ჯოისსაც წესიერი სიარული, ხიდან ხემდე და ლამპიონიდან ლამპიონამდე დავრბოთი რომ სხვა ძაღლი თუ გამოჩნდებოდა ჩავჭიდებოდი   მაგიტომაცაა ესე კარგად რო ვიცი რა სასტიკობაა როცა ძაღლი თავის ჭკუაზე დაგაპორწიალებს საითაც უნდა. დიდი შრომა და წვალებაა დიდს ასწავლო კარგი სიარული მაგრამ მერე უკვე განცხრომაა ყოველი დღე .

ვაი ვაი ვააააი
ახლა მოვედით იპოდრომიდან, ის ნაგულავები, მე ნათრევი
QUOTE
მერე უკვე განცხრომაა ყოველი დღე .

ეეეჰ

jangulashvili
QUOTE
აუ აქ სადღაც ლეკვების კვებაზე ეწერა რა ასაკში რა რაოდენობა უნდა და ვეღარ ვნახულობ,ვინმე თუ იცით სად არის დამილინკეთ რა

მშრალ საკვებზე ამბობ?

მე ასეთი ცხრილი მაქვს კომპში
თუმცა ყველა საკვები მაინც ინდივიდუალურია და ტომარას ან პაკეტს აწერია დოზები
2 თვის დღეში 3-ჯერ 280 გრამი
4 თვის დღეში 3-ჯერ 370 გრამი
4 თვის დღეში 3-ჯერ 415 გრამი
5 თვის დღეში 2-ჯერ 490 გრამი
6 თვის დღეში 2-ჯერ 555 გრამი
7 თვის დღეში 2-ჯერ 550 გრამი
8 თვის დღეში 2-ჯერ 545 გრამი
9 თვის დღეში 2-ჯერ 540 გრამი
10 თვის დღეში 2-ჯერ 540 გრამი
11 თვის დღეში 2-ჯერ 535 გრამი
12 თვის დღეში 2-ჯერ 530 გრამი
13 თვის დღეში 2-ჯერ 525 გრამი
14 თვის დღეში 2-ჯერ 520 გრამი
15 თვის და მთელი ცხოვრების განმავლობაში დღეში 2-ჯერ , მოზრდილი ძაღლის საკვები


playstation
QUOTE
კარგით მადლობა ტორე ძალიან ცუდად ვიყავი მეც უკვე რამე ინფექცია ხომ არ აქვსთქო ვფიქრობდი

ვაი

ზის მოწყენილი ჰო?

Posted by: blblbl 11 Sep 2013, 19:29
*satin
ჩამოდი და დაგიმწკრივებთ ძარლებს სიარულის სასწავლად biggrin.gif

Posted by: playstation 11 Sep 2013, 19:34
edna mamida
არა ამას რა მოაწყენს
სასწაული ძაღლია რა
ბუზებს დასდევს იცი როგორ გამწარებული smile.gif

რაღაცნაირი სასტიკი ვინმეა
ასეთი უცნაური ძარლი არ მინახავს
ხან მოვა ჩაგეხუტება გლოკავს
ხან მოვა გკბენს
ხან ტალახებში გუნგლაობს
მოკლედ ძალიან მაგარი ვინმეა
ყურადღება უყვარს და როგორც კი მოაკლდება ყველაფერზეა წამსვლელი ორონდ ყურადღება მიიპყროს.

P.S. ისე სად ასეირნებთ ხოლმე ძარლებს
ერთხელ გამოვივლიდით ჩვენც

Posted by: edna mamida 11 Sep 2013, 20:17
playstation
QUOTE
არა ამას რა მოაწყენსსასწაული ძაღლია რაბუზებს დასდევს იცი როგორ გამწარებული რაღაცნაირი სასტიკი ვინმეაასეთი უცნაური ძარლი არ მინახავსხან მოვა ჩაგეხუტება გლოკავსხან მოვა გკბენსხან ტალახებში გუნგლაობსმოკლედ ძალიან მაგარი ვინმეაყურადღება უყვარს და როგორც კი მოაკლდება ყველაფერზეა წამსვლელი ორონდ ყურადღება მიიპყროს.

lol.gif
ტალახი ჰოოოო, იცოცხლე უყვართ
თან რამსიგრძე და რამსისქე ბეწვი აქვს შენსას, ასეთი ღუნღულა გერმანელი აქამდე არ მინახავს
ყურადღებაზე გიჟდებიან, საკმარისია სხვა ძაღლს ან მათ პატრონს დავუთმო ზედმეტი (ჯანიკოს აზრით) დრო, მოვარდება და მახტება, დაანებე თავიო, ჯენის კი საკმარისია ძმაკაცში ან დაქალში შეეცილონ მზადაა შეჭამოს კონკურენტი
QUOTE
P.S. ისე სად ასეირნებთ ხოლმე ძარლებსერთხელ გამოვივლიდით ჩვენც

იპოდრომზე
მოჭრილი მაქვს თავი ამის გამო
არც არავინ აინტერესებს დიდად, თუ ზედმეტად ეხვანცალებიან ცემს აბეზარს, რამოდენიმე კანე კორსოს ეჩხუბა კიდეც


ამ დღეებში მოარიდე ძაღლებს, მითუმეტეს თუ ბევრნი არიან მოედანზე ან პარკში, იჩხუბებენ ძუს გამო, თან ვერც მოიცილებ მერე biggrin.gif


blblbl
QUOTE
ჩამოდი და დაგიმწკრივებთ ძარლებს სიარულის სასწავლად

bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: blblbl 11 Sep 2013, 20:25
edna mamida
იმ კვირაში გამოვიყვან იპოდრომზე,წინასწარ დაგიკავშირდები აქ და შევთანხმდეთ კაი? 2kiss.gif

Posted by: edna mamida 11 Sep 2013, 20:34
blblbl
QUOTE
იმ კვირაში გამოვიყვან იპოდრომზე,წინასწარ დაგიკავშირდები აქ და შევთანხმდეთ კაი?

კაი
თუ მონადირეებმა გაუხურეს ბიმბოს, ბილიკები ვიცით ეგენი რომ არ დადიან, თან ჯანიკო მაგათ ქოთავს გემრიელად biggrin.gif

Posted by: markes 12 Sep 2013, 00:14
jangulashvili
QUOTE
აუ აქ სადღაც ლეკვების კვებაზე ეწერა რა ასაკში რა რაოდენობა უნდა და ვეღარ ვნახულობ,ვინმე თუ იცით სად არის დამილინკეთ რა

გააჩნია რომელ საჭმელს აჭმევ
აწერია ტომარას და დოზატორიც მოყვება - ჭიქა

მორჩა ჩემი გოგო და გამხეცდა, ისე ცოტა კი შეიფერთხა, მაგრამ კარგად დარბის და ერთობა
* * *
blblbl
playstation
edna mamida
წამოდით შაბათს ერთად წავიდეთ ვაკის პარკის ზემოდ - ციყვებში

ვასეირნოთ და გავაცნოთ ერთმანეთს.
ჩემი მშვიდია და ყველა უყვარს. არ ჩხუბბს და საერთოდ არ ყეფს.

Posted by: blblbl 12 Sep 2013, 00:38
markes
შაბათს რამდენად მოვახერხებ არ ვიცი,ჩემს დეიდაშვილს ველოდები ჩამოვიდეს რომ წამომყვეს,ფეხით უნდა წამოიყვანო და ამრტო ვერ დამყავს ძარლების მეშინია ქუჩაში ვინც გვხვდებიან და ერთი მზვერავი მჭირდება biggrin.gif ეს პრობლემა რომ არა უფრო ხშირად წამოვიყვანდი.

edna mamida
ხო განმარტოებულები სჯობს biggrin.gif მეშინია მე მაინც შენები პატარბი არიან და ასაკით პატარებთან და ქალებთან ჯენტლმენია biggrin.gif

Posted by: markes 12 Sep 2013, 10:11
blblbl
არ არის პრობლემა, სხვა დროს იყოს

Posted by: baksona1980 12 Sep 2013, 12:22
მოკლედ ჩემმა ლეკვმა სისხლი გამიშრო. საკვებად "პროფესიონალს" ვაჭმევ,სულ პატარაობიდან მიეჩვია და ახლაც 4 თვის ასაკშიც მაგას ჭამს,შევუცვალე როიალ კანინით გერმანული ნაგაზი ახატია და მაგათთვის არის სპეციალურად დაბალანსებულიო,ვითომ კი ჭამა,მაგრამ აშკარად უხალისოდ.შემდეგ შევუცვალე როიალ კანინით ისევე ოღონდ დიდი ნაგაზებისათვის,ჭამა ესეც მაგრამ მიანება თავი,ამ პროფესიონალზეა შეყვარებული,მაგრამ ახლა იმისაც მიანება თავი sad.gif ჭიაზე დამუშავებული მყავს. ხასიათზე არის კუჭშიც ნორმალურად გადის,რა ვუყო აღარ ვიცი.ისე პირის ღრუ რომ დავუთვალიერე ორი კიჭი აქვს მოცვლილი და ამოსული აქვს ახალი თეთრი კიჭები biggrin.gif ჭამით რა 450 გრამი,1 კილოს მაინც ჭამდა დღეში,მატებაც კარგი აქვს. აშკარად სჭირდება სახსრების და ძვლებისათვის რაღაცsad.gifრომ მირბის რაღაც გვერდულად მირბის უკანა ტანს მიათრევს თითქოს,გასწორებული არ არის

Posted by: markes 12 Sep 2013, 13:00
baksona1980
QUOTE
1 კილოს მაინც ჭამდა

ამდენ არ უნდა ჭამოს, 450 გრამია მაგის მაქსიმალური ნორმა.
QUOTE
ორი კიჭი აქვს მოცვლილი

ა მ დროს იციან ხოლმე მადის დაკარგვა, ბავშვებივით არიან, ვეტმა მითხრა იმუნიტეტიც უქვეითდება კბილების ცვლისას.
biggrin.gif

ცოტა გვერდულად დარბის?
ეს ნორმალურია, ესე დარბიან ლეკვები

თათებს თუ დაათრევს ექიმს აჩვენე, ჯერ დისპლაზია არ ექნება, 6 თვის ასაკში უდგენენ ამ დიაგნოზს და ღმერთმა დაგიფაროს

Posted by: baksona1980 12 Sep 2013, 13:02
აი ჩემი ბუბუკა smile.gif ეს ცალყურა და ყურპარტყუნა http://pix.ge/
* * *
აბა შემიფასეთ ვაჟკაცი biggrin.gif რა ვქნათ ცოტა ცოტა რაღაცეები გვიხურებს არ ვართ მანდამაინც ფორმაში,მაგრამ..... biggrin.gif გამოვასწორებთ http://pix.ge/

Posted by: *satin 12 Sep 2013, 13:51
baksona1980
ძალიან მემსუქნება შენი ლეკვი, თუ სურათებია ცუდი და არაა მსუქანი მაშინ კარგი, მაგრამ თუ მართლა დღეში კილო საჭმელს აჭმევდი მაშინ არა მარტო გადასუქებულია, არამედ ძალიან სწრაფადაც იზრდება , რაც ძალიან ცუდია.
რაც უფრო ნელა გაიზრდება ლეკვი მით უკეთესია ძვლებისთვის, მყესებისთვის და სახსრებისთვის, და მეორე კი რაც უფრო ნაკლები წონა დააწვება ამ დროს კიდურებს მით უკეთესია. ანუ ცუდად კი არ გამიგოთ, იმას კი არ ვიძახი დაამშიეთქო ლეკვები, მაგრამ თავის ასაკთან შესაფერის წონას არ უნდა გადააცილონ. ანუ ჯობია ოდნავ იმაზე ნაკლები აჭამო ვიდრე მაქსიმუმ დღის დოზაა მოცემული ვიდრე იმაზე მეტი.
4 თვის გერმანული ნაგაზის ლეკვი უნდა 14 კგს იწონიდეს მაქსიმუმ. 6 თვის 19 კილომდე, 7 თვიდან წლამდე კი ჯობია 27 კილოს არ გადააცილოს.

Posted by: markes 12 Sep 2013, 15:51
baksona1980
კარგი ბიჭია, საყვარელი
მე *satin–ს ვეთანხმები, ცოტა მსუქანია, ან მეჩვენება და ფოტოს ბრალია

Posted by: baksona1980 12 Sep 2013, 16:31
*satin
markes
ხო ისე ერთი ორმაც მითხრა გასუქებულია,სიმაღლეში კარგად არის ნამატი,მაგრამ რომ ვატყობ უჭირს მოძრაობა,თუმცაღა უნდა ვაღიარო მოძრავი ლეკვია ძალიან,საჭმელს რომ ჭამს, დაწვება და ისე ჭამს biggrin.gif სამწუხაროდ შტატივი რომ არის რის საშუალებითაც თავის სიმაღლეზე უდგას საჭმელი ძაღლს,ის არა მაქვს შეძენილი.მითხრეს რომ მის სიმაღლეზე უნდა მისცე ძაღლს საჭმელი.დედაჩემი გადაირია რომ არ ჭამა საჭმელი და ხორცი მოუხარშა საქონლის და აჭამა,მოკლედ მიღორებენ ლეკვს რა biggrin.gif მე სამსახურში ვარ სულ და ვერ ვიცლი ნორმალურად,თან ახლა შვებულებების პერიოდია და სხვების მაგივრადაც მიწევს მუშაობა,რაც დროზეც ისახება biggrin.gif კაი ხელაა სიმაღლეში. ორი კვირის წინ ავწონე და 19.720 კლ იყო.ახლა აშკარად მეტი იქნება. ავწონი ამ დღეებში. http://www.amazon.com/Liquid-Health-Glucosamine-OptiMSM-32-Ounce/dp/B000VKA92I/ref=wl_it_dp_o_pd_nS_nC?ie=UTF8&colid=2IGFQHXTKLN04&coliid=I3B6VTHMLL6M36 აი ეს გადავწყვიტე ვიყიდო

Posted by: *satin 12 Sep 2013, 17:56
baksona1980
გაუჭირდება მოძრაობა თუ 20 კილოა. შეადარე ჩემი მე 4 ე წელშია და 27 კილოა და შენი 4 თვისაა უკვე 20 კილო.
მართლა ძალიან ცუდია ლეკვისთვის განსაკუთრებით დიდი წონა. კი გვიყვარს ჩვენ ყველაფერი ჩამრგვალებულ ჩასუქებული biggrin.gif მაგრამ როდესაც იცი რომ დიდ ზიანს მიაყენებ ამითი ძაღლს და მომავალში ან მაგის ტანჯვას უნდა უყურო ან მკურნალობაში 10 იმმაგი დაახარჯო რაც ყიდვისას გადაიხადე , მგონი აჯობებდა დაატორმუზო შენები რომაღარ აჭამონ ამდენი არა?

http://www.amazon.com/Liquid-Health-Glucos...=I3B6VTHMLL6M36 კარგი ჩანს, და ეფექტზი მოგვიყევი რო დაუწყებ მიცემას. თუმცა მარტო ეს აღარ უშველის თუ არ დაურეგულირე წონა და დაუზიანდა სახსრები.

Posted by: baksona1980 12 Sep 2013, 18:05
*satin
მოიცა მოიცა 4 წლის ძაღლისათვის 27 კილო ძალზე ცოტაა,წაკითხული მაქვს ლიტერატურა და მამლები 63 კილომდე ადიან. მდედრი გაცილებით პატარაა,მაგრამ 27 კილო მე რაც წანაკითხი მაქვს ძალზე ცოტაა გერმანული ნაგაზისათვის,ინტერნეტში უამრავი მასალაა,რუსული,ინგლისურენოვანი .რა ვიცი ორი წიგნი წავიკითხე,ნუ წიგნი რა რაღაც სტატიასავით იყო სადაც აი ისე ეწერა როგორც გითხარი

Posted by: *satin 12 Sep 2013, 19:29
baksona1980
არაა ცოტა, ჩემი ტანითაც არაა დიდი და თანაც უკანა კიდურების დისპლაზია აქვს და რაც უფრო დიდი ხანი იქნება დაბალი წონის მით უფრო დიდი შანსია რომ გვიან დაეწყოს არტროზი.
ისე კი გერმანულისთვის კარგ წონად ითვლება ძუ 22-30 კილომდე და ხვადი 29-40 კგ მდე. შენ ალბათ ვასტოჩნიკზე წაიკითხე, ეგენი არიან ტანით უფრო დიდი და წონითაც. თუმცა სტანდარტულად ვასტოჩნიკი ხვაიდც 60 კილომდეა და მერე უკვე გადაწონვაა.

Posted by: baksona1980 12 Sep 2013, 22:45
*satin
ხო მართალი ხარ ახლა გადავხედე უფრო ყურადღებით და ეგრეა შენ როგორც ამბობ wink.gif ხვალ მივალ სახლში და ვნახავ ჩემს მუტრუკს biggrin.gif მაგრად მიყვარს მისი სულელობა,მართალია ეზოში მყავს და დარბის და ღლაბუცობს,მაგრამ მაინც აკლია სეირნობა.სტაიდონია ჩემს სახლთან ახლოს და როცა დრო მაქვს გადამყავს ხოლმე,ერთად ვვარჯიშობთ სირბილში biggrin.gif გვერდიდან არ მცილდება,მეთქი წადი ირბინე,ისუნსულე,აბაა ორ მეტროში არ მცილდება.თუ მოხდა სასწაული და ჩამომშორდა,კისრისტეხით მორბის ჩემს საძებრად biggrin.gif ამ ყურებს რომ მოატყაპუნებს კურდღელივით, დაოთხილი სირბილის დროს,რომ განახათ სიცილით მოკვდებით biggrin.gif ხორცი უყვარს ჭკუას კარგავ,თვალები ემღვრევა და წკუტუნს იწყებს,თან ნერწვი სდის biggrin.gif გადაგონებულია რა. ისე საქონლის დიდი ძვალი რომ ვუყიდო და მივცე რა უჭირს,თან კბილებს იცვლის,ღრღნას და იყოს,მაგრამ რომ მოამტვრიოს ნაწილები და გადაყლაპოს დაუზიანებს არა ნაწლავებს? თუ მივცე

Posted by: blblbl 13 Sep 2013, 00:36
baksona1980
მე ვაძლევ ხოლმე,უბრალოდ 5წუთი ვადუღებ და ისე ვაძლევ.

Posted by: baksona1980 13 Sep 2013, 01:59
blblbl
ძვლებს რად უნდა წამოდუღება biggrin.gif ნახარშს თუ აძლევ ეგ სულ სხვა რამეა,ისიც მე მითხრეს კვირაში ერთხელ მიეცი თორე პროქტიტი დაემართებაო.ჩემი აზრით ჩემი ლეკვი ძალიან ერთფეროვან საკვებს ღებულობს ამ პედიგრის სახით,სულ პედიგრი მოწყინდა,მართალია ბალანსირებული კვებაა,მაგრამ შემატებული საკვები მაინც სჭირდება,გამრავალფეროვნება მენიუსი.უბრალოდ ვერ ვიცლი ეს ორი თვეა რომ მივხედო კარგად მაგის კვების საკითხს.ბოსტნეულის სუპს მოვსინჯავ,ძვლების ნახარშსაც. გამომშრალ პურს კიდე და ვნახოთ. ისე სულ ვყიდულობდი "კირა" ასე ქვია დაკონსერვებული გავიადინაა 1.250 გრამია და პედიგრზე ვუყრიდი თავზე.მაგრად ჭამდა,მოსწონდა ძალიან. biggrin.gif მოსწონდა რა ახლაც კი მოწონს არ იტყვის უარს

Posted by: Unico 13 Sep 2013, 10:51
baksona1980
ანუ მოხარშულს აძლევს. რაც სწორია smile.gif
მეც ეგრე, საქონლის მოხარშულ ძვლებს ვაძლევდი smile.gif

QUOTE
მაგრამ რომ მოამტვრიოს ნაწილები და გადაყლაპოს დაუზიანებს არა ნაწლავებს?

არაფერს არ მოამტვრევს. საქონლის ძვლები ისეთი მყიფე არაა, როგორიც ქათმის.
გააპრიალებს სულმთლად, მეტს არაფერს უზამს smile.gif

Posted by: edna mamida 13 Sep 2013, 16:21
baksona1980
QUOTE
მაგრამ რომ მოამტვრიოს ნაწილები და გადაყლაპოს დაუზიანებს არა ნაწლავებს?

მომტვრევით ვერა, მაგრამ პატრა ძვალს კი დაღრღნის ბოლომდე

გულიც აერევა, და კუჭში გასვლაც გაუჭირდება თუ ბევრი ძვალი ჭამა
თუმცა შენი ჯერ პატარაა ჰო და კბილებიც ეგეთი მაგარი არ აქვს რომ ძვალი დაღრღნას, ააცლის რაიმე ხორცი თუა ზედ ან მყესი და მორჩა
QUOTE
ნახარშს თუ აძლევ ეგ სულ სხვა რამეა

ეგ საერთოდ არ შეიძლება
QUOTE
ძვლებს რად უნდა წამოდუღება

უნდა აუცილებლად

*satin
QUOTE
ისე კი  გერმანულისთვის კარგ წონად ითვლება  ძუ 22-30 კილომდე 

ჯანაა 29-30 და ისეთი გაკნაჭული ჩანს, ალბათ იმის გამო რომ ზედმეტად მაღალია, ასცდა ნორმას, 63 სანტიმეტრია biggrin.gif

Posted by: blblbl 13 Sep 2013, 16:33
baksona1980
იმიტომ რომ მოუყხარშავი ძვლისგან უამრავი დაავადება შ?ეიძლება დაემართოს,აქ რა ხორცი მოწმდება რომ ახლა ძვლებიც შეამოწმონ :დ

Posted by: jangulashvili 14 Sep 2013, 00:14
QUOTE (markes @ 12 Sep 2013, 00:14 )
jangulashvili
QUOTE
აუ აქ სადღაც ლეკვების კვებაზე ეწერა რა ასაკში რა რაოდენობა უნდა და ვეღარ ვნახულობ,ვინმე თუ იცით სად არის დამილინკეთ რა

გააჩნია რომელ საჭმელს აჭმევ
აწერია ტომარას და დოზატორიც მოყვება - ჭიქა


ტომრით არ ვყიდულობხოლმე ისე წონით ვყიდულობ ხოლმე, 4 თვის არის და 4-ჯერ ვაჭმევ დღეში, არც გასუქებულია ძაან და არც ძაან გამხდარი მგონი კარგ ფორმაშია რავიცი

Posted by: markes 14 Sep 2013, 14:42
jangulashvili
QUOTE
ტომრით არ ვყიდულობხოლმე ისე წონით ვყიდულობ ხოლმე, 4 თვის არის და 4-ჯერ ვაჭმევ დღეში, არც გასუქებულია ძაან და არც ძაან გამხდარი მგონი კარგ ფორმაშია რავიცი

სდაც ყიდულობ, წაიკითხე ტომარაზე აწერია რა ასაკის რამდენი უნდა მისცე და რამდენჯერ.
მაგალითად "როიალ კანინს" აწერია 4 ტვის ლეკვისთვის დღეში 4–ჯერ სულ 400 გრამი, ანუ 100 გრამი თითო ჭამაზე.
სადაც ყიდულობ იმათ უთხარი და მოგცემენ იმ დოზიატორ ჭიქას 100 გრამი ეტევა ზუსტად – ტომარაში დევს

Posted by: ninidediko 14 Sep 2013, 15:07
markes
ხალხნო როიალ კანინი წონით იყიდება თუ აუცილებლად ტომარა უნდა იყიდო?

Posted by: markes 14 Sep 2013, 18:21
ninidediko

როიალ კანინი შეგიძლიათ წონითაც იყიდოთ და ტომრითაც, არაა პრობლემა.
უბრალოდ ჩვენ თვეში ერთხელ ვყიდულობთ და მშვიდათ ვართ, ერთხელ არ იყო და ძალიან ვინერვიულეთ

Posted by: ninidediko 14 Sep 2013, 19:03
markes
დაახლოებით რამდენი ხანი ყოფნის? საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა კანე კორსო მომყავს და როგორც ჩანს თვე ალბათ არ ეყოფა რომ გაიზრდება ხო?

Posted by: baksona1980 14 Sep 2013, 20:58
ninidediko
წერია აქ თვესთან მიმართებაში რამდენი უნდა აჭამო. 4 თვის გერმანულს 450 გრამი ეკუთვნის + ამას ხილი smile.gif ისე კითხვა მაქვს ყველასთან,ჩემს ბუბუკოს საზამთრო უყვარს მაგრად და შეიძლება ლეკვისათვის? : პირველად მესმის ლეკვი საზამთროს ჭამდეს

Posted by: markes 14 Sep 2013, 21:11
ninidediko
QUOTE
დაახლოებით რამდენი ხანი ყოფნის? საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა კანე კორსო მომყავს და როგორც ჩანს თვე ალბათ არ ეყოფა რომ გაიზრდება ხო?

მე ვაჭმევ 5 თვის გერმანულ ნაგაზს 450 გრამს დღეში, ტომარაში არის 15 კგ და აწერია რომ 36 დღის სამყოფია.
ვაჭმევ " როიალ კანინ - ჯუნიორს" ეს საჭმელი არის განსაზღვრული დიდი ტანის ძაღლებისთვის 15 თვემდე მერე უკვე დიდების საჭმელზე გადავა.
ერთ ტომარაში ვიხდი 110 ლარს + ხაჭო ( კვირაში 100 გრამი, ხორცი - 100 გრამი + ხილი და ბოსტნეული, შანის უყვარს ატამი, ვაშლს ძალით ვატენი და დიდი სიამოვნებით ახრამუნებს სტაფილოს

Posted by: Annwyn 15 Sep 2013, 01:47
გამარჯობა gigi.gif

ესეიგი ეს არის მაქსი 2 წლის და ვეძებთ საცოლეს user.gif პატიოსანი ბიჭია არეწევა,არსვამს არ ყავს რწყილიდა ჯანდაბა ..პროსტა ჯოხის გამო შეიძლება სამშობლო გაყიდოს user.gif


Posted by: baksona1980 15 Sep 2013, 20:44
Annwyn
მაგარი ვიცინე შენს პოსტზე biggrin.gif მოკლედ ჯოხის პრობლემა თუ მოგვაგვარეთ ნანინანატრი სასიძო ყოფილა და ეგაა biggrin.gif ხალხნო ჩემი ბუბუკა კატასტროფულად მატულობს მგონი, 4 თვის და 10 დღის არის და უკვე 24 კილოა თითქმის უფრო სწორად 23 კილო და 630 გრამი. დღეს ავწონე.არადა როგორ არ იქნება ძვლები მოვუხარშე,ნახარშში პედიგრი ჩავუყარე და ისე მივართვი ერთ კერძად biggrin.gif მერე მოხარშული ხორცი სადილად. ვახშმად ბოსტნეულის სუპი + ვაშლი და სტაფილო დახეხილი biggrin.gif მოკლედ მაგარი საქმე მაქვს გამოჩენილი ჩემი ლეკვის სახით.ერთია უნდა მივიყვანო კინოლოგთან და გავაწვრთნევინო თორე რაღაც საიშტერებს და გულზე ვარ შემოყრილი,ეს ყურის პრობლემა კიდე სამყაროსავით ძველია ჩემი ბუბუკასათვის biggrin.gif როდის აწევს ყურს გული მელევა ბლინ sad.gif

Posted by: playstation 15 Sep 2013, 22:54
თავს თუ არ შეგაწყენთ ჩვენი ზრდის დინამიკას დავდებ სურათებით

1 თვის
http://radikal.ru/fp/661cf8f560cd478d8f57f101f4fbad8a

პატარა ქვეშაფსია

http://radikal.ru/fp/d81b913729a64fc6ba09f34397139482

რა შტერია ნახეთ როგორ უყავრს ასე ჯდომა
ეხლაც ასეთია smile.gif

http://radikal.ru/fp/95fec510c8cb41d1a61d4b31eaaf702f

ბურთი smile.gif

http://radikal.ru/fp/5409cea334c74d8c89ca7508edada087

სანამ ტაკოში ნემსებს დაარჭობდნენ
http://radikal.ru/fp/d7175dae18e34cff90de8baef16b628d

აქ კაცობს უფრო სწორად ქალობს

http://radikal.ru/fp/f8139f2540ef4e49923f52b3a30dbf17

http://radikal.ru/fp/44b93d13891941a8aad5d07a476b671d


შავი თევზი
http://radikal.ru/fp/55d530fc48944d7c8b5fa89c07d28a7a

http://radikal.ru/fp/d646f2e48b2042e5b7145b405b3e8ac7

http://radikal.ru/fp/c85558e59c2549dc84f091fbe713dc69

http://radikal.ru/fp/2f013aa569344722a5db7a0e8737c624

აჩუ აჩუუუ წავედით smile.gif

http://radikal.ru/fp/e6b492ad767e4833b24acba2d00f12c6

ორმოცდაშვიდიათას ცხრაას თხუტმეტი კილო
http://radikal.ru/fp/77959ea030784eecbb3d256f364605bd

დასაბანი მაგრამ მაინც ლამაზი და ბუნჩულა
http://radikal.ru/fp/a7e3c8c5725245f8b8de812fa8a25731

Posted by: markes 16 Sep 2013, 11:02
QUOTE (Annwyn @ 15 Sep 2013, 01:47 )
გამარჯობა gigi.gif

ესეიგი ეს არის მაქსი 2 წლის და ვეძებთ საცოლეს user.gif პატიოსანი ბიჭია არეწევა,არსვამს არ ყავს რწყილიდა ჯანდაბა ..პროსტა ჯოხის გამო შეიძლება სამშობლო გაყიდოს user.gif

მაქსს ვუწევ რეკომენდაციას!
ეს არის უძაღლესი კნუტი, საყვარელი, წესიერი და ულამაზესი.
მოუძებნეთ საცოლე სანამ შანი გაიზრდება თორემ დავიღუპებით და ლგბტ გახდება

givi.gif

Posted by: markes 22 Sep 2013, 15:22
შანი გაკრასავიცდა
smile.gif)))))))))))))))))))))


Posted by: iko-101 22 Sep 2013, 16:23
3 წლის იდეალური ვასტოჩნიკი მყავს ხვადი და არავის სურს შეჯვარებააა ))))

Posted by: baksona1980 22 Sep 2013, 21:05
markes
შანი მაგრად გავს ჩემს ბუბუკას biggrin.gif ხომ არ მოგვათხოვებ ქალს ?biggrin.gif

Posted by: markes 22 Sep 2013, 22:58
baksona1980
QUOTE
შანი მაგრად გავს ჩემს ბუბუკას  ხომ არ მოგვათხოვებ ქალს ?

ჯერ ადრეა სულ 5 თვისაა
biggrin.gif

Posted by: mais 22 Sep 2013, 23:15
http://radikal.ru/fp/4789f28f2be04142a30598256e5b46c6

http://radikal.ru/fp/d3629df6d94b47afadfb0265e564a633

http://radikal.ru/fp/847b8a6532dc442383b7f3aaab82bb35

Posted by: baksona1980 23 Sep 2013, 05:03
markes
ჩემი უფრო პატარაა. 5 ოქტომბერს გახდება 5 თვის.ოქროს დაბადების დღე აქვს მოკლედ 5-ში რასაც ჯეროვნად ავღნიშნავთ ხორცის ტორტით biggrin.gifmais
მაგარი ლეკვია. ალბად 3 თვის იქნება არა?

Posted by: markes 23 Sep 2013, 11:06
mais
ძალიან ლამაზია

2kiss.gif
baksona1980
ჩემი 6-ში გახდება 6 თვის, ჩვენც გემრიელად ვაჭმევთ + ახალი საყელო ვუყიდეთ
biggrin.gif

Posted by: baksona1980 24 Sep 2013, 00:06
markes
აბა რომელი საყელო უყიდეთ,საიტიდან გამოწერეთ თუ მაღაზიაში იყიდეთ smile.gif ფოტო დადე აბა biggrin.gif მე ვეძებ ოქროს დაბიდუბის დღის საჩუქარს და ვერ ვნახე ჯერ ჯერობით

Posted by: ლივერმენ 24 Sep 2013, 01:51
QUOTE
ესეიგი ეს არის მაქსი 2 წლის და ვეძებთ საცოლეს    პატიოსანი ბიჭია არეწევა,არსვამს არ ყავს რწყილიდა ჯანდაბა ..პროსტა ჯოხის გამო შეიძლება სამშობლო გაყიდოს 

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: mais 24 Sep 2013, 09:32
დიახ, 3 თვის არის...
.....................................
* * *
http://www.youtube.com/watch?v=czyrjDjQP_w

Posted by: markes 24 Sep 2013, 13:20
baksona1980
მამიკომ მოუტანა წითელი ტყავის საყელო მეტალის შიპებით
smile.gif))))))))))
დიდი მოუვიდა მაგრამ არაუშავს მალე გაიზრდება

Posted by: baksona1980 25 Sep 2013, 08:51
markes
ფოტო მანახე და რა მისცა

Posted by: markes 25 Sep 2013, 17:48
baksona1980
არ მაქ ფოტო, ფასიც არ მითხრა
sad.gif
ძვირი რომ ყოფილიყო მოვკლავდი

Posted by: SpyZooka 1 Oct 2013, 13:42
გეპეის 2 კორპუსთან ავტობუსების გაჩერებაზე (პოლიციის მოპირდაპირედ (ზოოპარკის გვერდით მდებარე პოლიციის))
გერმანული ნაგაზის ასე 6-7 თვის ძუ ლეკვი იყო უპატრონოდ 30 წუთის წინ ,, იქნებ ვინც მანდ ცხოვრობთ გახვიდეთ და ნახოთ რა
მე თამაზის დავურეკე ტრანსპორტიდან მაგრამ თქვენ თუ მანდ ვერ დაგვხვდებით მანქანას ვერ გამოვგზავნიო, და იქნებ დახვდეთ რა.
http://radikal.ru/fp/98f808178732435cbc2196d9060932c3

Posted by: oxx. 2 Oct 2013, 02:09
გამარჯობათ მეგობრებო, მაინტერესებს ეს რომელი ტიპის გერმანული ნაგაზია და დაახლოვებით რა ღირს ჩვენთან ლეკვები smile.gif

მადლობა

user posted image

Posted by: lemona 2 Oct 2013, 09:03
voxx.
ტიპიური თანამედროვე შოუ-კლასის გერმანული ნაგაზი უნდა იყოს ეს. უფრო ზუსტად აქაური პროფები გეტყვიან smile.gif

როგორ აქვს დახრილი ზურგ-ფეხები sad.gif

Posted by: markes 2 Oct 2013, 20:05
voxx.
შოუ–კლასის ახალი გამოყვანილი გერმანული ნაგაზია ეს.
თბილისში ესეთ ლეკვს იყიდი 400–300$
შეიძლება უფრო იაფადაც, მაგრამ ამათ აქვთ მიდრეკილება დისპლაზიისკენ.
რავი, მუშა უფრო ძველი გერმანელები არიან

Posted by: edna mamida 2 Oct 2013, 21:00
markes
QUOTE
თბილისში ესეთ ლეკვს იყიდი 400–300$

ვითომ?
შოუ კლასის კარგ ლეკვს?
მეეჭვება
თუ ჩამოიყვან უცხოეთიდან და ასე 1000 ევროც არ გეყოფა, ანდრომ აგერ 3000 -5000 თქვა
ჩემი ჯანიკოს მამა საბოლოოდ 8000 დაუჯდაო პატრონს
QUOTE
ამათ აქვთ მიდრეკილება დისპლაზიისკენ.

yes.gif
QUOTE
მუშა უფრო ძველი გერმანელები არიან

yes.gif

ჯენი ჯანიკოს დედა მუშა კლასისაა, მამა შოუ კლაის
ჯანიკო ..........? biggrin.gif
QUOTE
როგორ აქვს დახრილი ზურგ-ფეხები

აბაა
ჯანიკოა ასეთი ფერის
ოღონდ ასე დაქანებული ფეხები არ აქვს, გავა კი

მისი ძმა სხვა დედიგან კია მასეთი, ძალიან უცნაურად დაათრევდა ფეხებს

Posted by: SpyZooka 4 Oct 2013, 14:42
თუ ვინმემ დაკარგა მომწერეთ და ტელეფონს მოგწერთ ერთ ადამიანს ჰყავს შEფარებული დროებით
http://radikal.ru/fp/c8d7178ea5af4f92a6bfbdd63249b782

*************************************
კიდევ მუშებთან იყო შეფარებული ძუ ნაცრისფერი გერმანული ნაგაზი მაგარი ნაგაზია და ახლა ლეკვები ჰყავს (ლეკვები გერმანულის და მეტისის ნაჯვარია)
თუ უნდა ვინმეს ეს ლეკვები მომწერეთ თუ კარგად გაზრდით მხოლოდ smile.gif

Posted by: baksona1980 5 Oct 2013, 18:19
დღეს ჩემი ბუბუ 5 თვის გახდა smile.gif სტადიონზე მის ძმაკაცთან ერთად მაგრად გაერთო დღეს biggrin.gif biggrin.gif http://radikal.ru/fp/cb6cf1b358464923a475bf5ad0ee382e
* * *
ესეც პროცესში.....დავარდნამდე სირბილის და გართობის დროს biggrin.gif http://radikal.ru/fp/7fe7a4a09c3149e28083752c161d2023
* * *
http://radikal.ru/fp/25177f6f58f7488c83d61b99523e0606
* * *
http://radikal.ru/fp/3ae29859e7024be6ad2e99f4d5a63c50

Posted by: markes 6 Oct 2013, 11:43
edna mamida
QUOTE
ვითომ?შოუ კლასის კარგ ლეკვს?

ჩემპიონების შთამომავლების რა მოგახსენო, მაგრამ მე ვხედავ პარკში ესეთ 2 ლეკვს და ზუსტად ეს ფასი გადაიხადეს რაც დავწერე
QUOTE
ჯენი ჯანიკოს  დედა მუშა კლასისაა, მამა შოუ  კლაისჯანიკო ..........?


ეგ განუმეორებელია - კრასავიცა
smile.gif

Posted by: baksona1980 6 Oct 2013, 17:09
markes
ჩემი ლეკვი არ მოგწონთ? biggrin.gif

Posted by: edna mamida 6 Oct 2013, 18:35
markes
QUOTE
მაგრამ მე ვხედავ პარკში ესეთ 2 ლეკვს და ზუსტად ეს ფასი გადაიხადეს რაც დავწერე

up.gif
ჯანას ძმა რომ ვახსენე აქ დაბადებულია , ტიპიური შოუ კლასის წარმომადგენელია, ალბათ მსგავსი თანხა გადაიხადა პატრონმა
QUOTE
ეგ განუმეორებელია - კრასავიცა

მეტი არაა ჩემი მტერი, დურაკია დურაკი, ეგ ფაქტია
თქვენი კრასოტკა როგორაა?
გაიზარდა?
QUOTE
baksona1980

QUOTE
ჩემი ლეკვი არ მოგწონთ?

up.gif kiss.gif
როგორ არა, შაყვარელი, რა კმაყოფილია
ძმაკაციც.........


უხ ჯანა მაგათ ატერორებს.. biggrin.gif

Posted by: markes 7 Oct 2013, 15:56
baksona1980
QUOTE
ჩემი ლეკვი არ მოგწონთ?

როგორ შეიძლება ეს საოცრება არ მომწონდეს?

ძალიან გავს ჩემ შანის, საყელოც ეგეთი ახატია გულზე
love.gif
edna mamida
QUOTE
თქვენი კრასოტკა როგორაა?გაიზარდა?

კარგადაა, გაიზარდა კი არა - გამხეცდა

biggrin.gif
ერთი პრობლემა გვაქ, არ ვიცი რა მოვუხერხო
sad.gif

ამის წინებზე რომ მომეწამლა სახლში კუკებს და ფისებს დაეჩვია, რა ჯანდაბა ვქნა არარ ვიცი.
ვუწყრები, რამოდენიმეჯერ გამყავს - მაინც ეპარება
თან ისეთი საზიზღარია იცის რომ აშავებს, გარბის იმალება და მაინც აკეტებს.
3-4 დღე არაუშავს მერე ადგება და ყველაფერს იზამს
sad.gif
რა ვუყო?

Posted by: blblbl 7 Oct 2013, 16:12
edna mamida
კანე კორსო "ნერო" იცით იპოდრომზე?ორი ძაღლი დაუკბენია სერიოზულად ძლივს ფგამოაცალესო და ერიდეთ რავიცი biggrin.gif

Posted by: edna mamida 7 Oct 2013, 21:02

markes
აცალეთ, ცოტა მოთმინებაა საჭირო, გადაეჩვევა, დილაადრიან გაიყვანეთ, როგორცკი გაიღვიძებს, როცა მოისაქმებს შეაქეთ, ეგ უყვართ ძალიან
QUOTE
კარგადაა, გაიზარდა კი არა - გამხეცდა

ტლანქი და უხეშია ჰო? ჯანიკო ვერ გაიგებ გცემს თუ გეფერება, მისი ჭკუით გეფერება biggrin.gif

blblbl
QUOTE
კანე კორსო "ნერო" იცით იპოდრომზე?ორი ძაღლი დაუკბენია სერიოზულად ძლივს ფგამოაცალესო და ერიდეთ რავიცი

ვაააsad.gif
ნერო როგორ არ ვიცი...
კაი ხანია არ ვყოფილვართ ისე იპოზე
ვინ დაკბინა?
რინგო, რეი, ლარგო ან ლომა ხომ არა?

Posted by: blblbl 8 Oct 2013, 00:01
edna mamida
ლაბრადორი როკი ტუ არ ვცდები,ფბზე ჯგუფია "ჩემი ძაღლი" ჰქვია და იქ დაწერეს,ძლუივს გააგლიჯა პატრონმაო ყელსი წაუჭირა და ანარცხებდა მიწაზეო,აშენიკმა გვიშველაო ამ გოგომ თორემ ვერ გადარჩებოდაო და მეორე ძაღლი არ ვიცი.ადრეც ნახულობდნენ მაგრამა რ გაუკეთებია ასეო და ეტყობა რამე პერიოდი აქვთ,ერიდეთ მაინც smile.gif

Posted by: SpyZooka 8 Oct 2013, 14:27
ეს გერმანული ნაგაზია სამი ლეკვი ჰყავს მეტისთან სავარაუდოდ სამივე დედას ჰგავს თუ უნდა ვინმეს კერძო ბინისთვის და კარგად მოუვლის ვაჩვენებ და წაიყვანოს smile.gif

http://radikal.ru/fp/243d194f7f784b0b8b7d2dececa54619
http://radikal.ru/fp/6f00126ec74245b5825d5fc5ab41c92a
http://radikal.ru/fp/8e3548c889014c99ade9d1c05e295ac9
http://radikal.ru/fp/5ff31cf4c4e04972838a94003e3792ed


Posted by: markes 9 Oct 2013, 01:36
edna mamida
QUOTE
აცალეთ,  ცოტა მოთმინებაა საჭირო,  გადაეჩვევა,  დილაადრიან გაიყვანეთ, როგორცკი გაიღვიძებს, როცა მოისაქმებს  შეაქეთ, ეგ უყვართ ძალიან

6 თვის გახდა, უკვე უნდა ესწავლა
ტლანქიცაა და ბულდოზერივით მიმათრევს პარკში, ვეღარ ვიჭერ.
გულზე მახტება რამე რომ უნდა და ისე მთხოვს

biggrin.gif

დიდი გადარეული რამეა, თუ არავინ არაა მაგის მეგობრებიდან პარკში, მოწყენილია, როგორც გამოჩნდებიან დარბის გიჟივით და სულ ყირამალაზე გადადის სიხარულით.

დღეს რარაც ისეთი ეჭვი გამიჩნდა თითქოს ვერ ესმის რაზე ვუბრაზდები
როგორ გავაგებინო , რომ სახლში არ ქნას?

Posted by: lemona 9 Oct 2013, 09:36
baksona1980
წონა დაუგდია მშვენივრად გამოიყურება up.gif

Posted by: baksona1980 9 Oct 2013, 23:43
lemona
რა ვიცი სიმაღლეში კაი ვირია უკვე biggrin.gif სახლი უნდა გავუკეთო უკვე ზამთარი მოდის და სახლში შემორბის წარამარა, როგორც კი სახლს გავუკეთებ,იქ დავაბინავებ,თან ცოტას დავაბამ ხოლმე რომ გაავდეს,თორე ყველას მობრძანდის ეუბნება,არაა ავი sad.gif არადა ავი ძაღლი მინდა ავიი

Posted by: playstation 14 Oct 2013, 00:26
ესეც ჩვენ 9 თვის ვირულ ასაკში ვართ

დღეს ვიჭიდავეთ და სახე გამაძრო
რა ძალა აქვს

ასე უყვარს ხოლმე დაჯდომა
დაჯდება და იყურება თავისთვის

როგორი დაწყეტილი თვალებით იყურება smile.gif

http://radikal.ru/fp/5bc4e8c3f33649a1bb500329c25f60c8

Posted by: korela92 14 Oct 2013, 07:11
playstation
როგორი ლამაზია... love.gif

Posted by: baksona1980 14 Oct 2013, 14:45
playstation
ჩემი ასეთი ბანჯგვლიანი არ არის თავის არეში biggrin.gif

Posted by: playstation 14 Oct 2013, 18:29
baksona1980
ეს გრძელბეწვიანია და მომკლა ამის ვარცხნამ
დავარცხნი გავა ეზოში გავარდება ერთს გაგორავდება და ისე იკრავს მტვერს და ჭუჭყს
ბალახი როა ეგ თუ მიაკრა მტრისას მერე

აუ სკოლასი სიარულს ვერ ვახერხებ და არ მინდა შტერი დარჩეს

სახლში რომ იაროს დავრეკე და რა ფასი მითხეს იცით smile.gif
350$ თვესიო
და კემბრიჯია თუ რა უბედურებაა თვეში 350$

Posted by: monika_-_nikolashvili 14 Oct 2013, 20:25
მეგობრებოოოოოოოოოო მოკლედ მეგობარს ყავს გერმანული ნაგაზი საერთოდ არ არის აგრესიული ვაფშე არ ყეპს და არ შეიძლება ყეფა როგორმე რომ ვასწავლოთ დაცვის მიზნით? არ არის აუცილებელი კაცი დაგლიჯოს და დაკბინოს უბრალოდ ხმა რომ ამოიღოს 4 5 წლის არის

Posted by: baksona1980 16 Oct 2013, 01:07
monika_-_nikolashvili
აბა ჩემიც არ არის ავი ვინც ჩამოდი ეზოში ყველას მობრძანდის უებნება sad.gif მაგრამ ღამით კი ყეფს

Posted by: monika_-_nikolashvili 16 Oct 2013, 20:14
edna mamida
როგორც მივხვდი შენ ყველაზე კარგად ერკვევი გერმანულ ნაგაზებში ხოდა რამე ვიტამინებს ხომ ვერ მირჩევდი რომ მოვასუქო? ყველაზე კარგად მოქმედი ვიტამინის სახელი მითხარი როგორ გამოვიყენო რამდენი რა დამიჯდება და ესეთები რა ძაღლი დიდია 5 6 წლის იქნება უფრო დიდი თუ არა

Posted by: JPEG 17 Oct 2013, 21:57
ხალხო ვინმეს ლეკვის გაჩუქება ხო არგინდათ? ან იფად რო მომცეთ


მინდა დაბდგეზე ვაჩუქო ერთ კარგ გოგოს smile.gif


Posted by: baksona1980 19 Oct 2013, 04:32
monika_-_nikolashvili
სიბერის სისუსტე ექნება მაგას biggrin.gif პედიგრი უყიდე და რომელიმე პოლივიტამინები biggrin.gif ეგაა და ეგ

Posted by: playstation 19 Oct 2013, 10:48
მოკლედ თქვენი ერთი 3-4 კაცის დახმარება მჭირდება
მოკლედ დროიდ უქონლობის გამო ჩემს ჯესის ვერ ვატარებ სკოლასი წვრთნები ორშაბათი ოთხშაბათი და პარასკევს არისო

ხოდა მივედი და შაბათ კვირას რომ მოვიყვანოთქო და უფრო მეტს გადავიხდითქო
და მარტო 1 კაცის გამო არ მოვა მწვრთნელიო
და იქნებ კიდევ 3-4 კაცი იყოს ჩემნაირი რომელსაც მხოლოდ შაბათ კვირას სცალია და ერთი ჯგუფი გაგვეკეთებინა და 2-3 თვე გვეტარებინა ძარლები

თუ ვინმე ხართ მსურველი მომწერეთ და შევუთანხმდეთ და ვატაროთ ხოლმე.


Posted by: yellow -fresh 19 Oct 2013, 15:38
ეს მაგარი ამტანი ძაღლია არა ჯამრთელბის მხრივ? ნაკლებ პრეტენზიული ძაღლია არა??/

Posted by: monika_-_nikolashvili 19 Oct 2013, 17:14
baksona1980
biggrin.gif ბებერი კია მაგრამ რავიცი ძაან სუსტია წვალობს პატრონს ეცოდება ტორე დადზინებას შევტავაზებდი მსჰვიდადდ მაინც მოკვდება დიდხანს ვერ იცოცხლებს ეს რო ვუტხრა გული ეტკინება და იქნებ მოვასუქებინო იმედი რომ მიეცესsmile.gif
* * *
JPEG
გერმანული ნაგაზი გინდა მაინდამაინც? კავკასიური ნაგაზი არ წავა??biggrin.gif

Posted by: MITIATO 19 Oct 2013, 19:46
QUOTE
5 6 წლის იქნება უფრო დიდი თუ არა

QUOTE
სიბერის სისუსტე ექნება მაგას


5-6 წლის ძაღლი რატომ არის ბებერი, ხალხო?! ზღვის გოჭია თუ ძაღლი.


monika_-_nikolashvili
ჯობია გაიგოთ რატომ არის შენი ახლობლის ძაღლი ცუდად და მერე შესაბამისად უმკურნალოთ.
ასე ფორუმზე გაგებული ვიტამინის სახელით ვერაფერს უშველით. smile.gif

Posted by: edna mamida 20 Oct 2013, 00:19
monika_-_nikolashvili
QUOTE
როგორც მივხვდი შენ ყველაზე კარგად ერკვევი გერმანულ ნაგაზებში ხოდა რამე ვიტამინებს ხომ ვერ მირჩევდი რომ მოვასუქო? ყველაზე კარგად მოქმედი ვიტამინის სახელი მითხარი როგორ გამოვიყენო რამდენი რა დამიჯდება და ესეთები რა ძაღლი დიდია 5 6 წლის იქნება უფრო დიდი თუ არა

აქ წესიერი არაფერი არაა
თუ გამოიწერ, მასე ვშვები მე
აი
ვიტამინები
http://www.amazon.com/s/ref=sr_nr_n_0?rh=n%3A2619533011%2Cn%3A3024221011%2Ck%3Adog+vitamins%2Cp_72%3A2661618011&keywords=dog+vitamins&ie=UTF8&qid=1382213634&rnid=2619534011

სახსრების და ძვლებისთვის
http://www.amazon.com/s/ref=sr_nr_n_1?rh=n%3A2619533011%2Cn%3A3024218011%2Ck%3Adog+vitamins%2Cp_72%3A2661618011&keywords=dog+vitamins&ie=UTF8&qid=1382213634&rnid=2619534011

თევზის ქონით
http://www.amazon.com/s/ref=sr_nr_n_2?rh=n%3A2619533011%2Cn%3A3024219011%2Ck%3Adog+vitamins%2Cp_72%3A2661618011&keywords=dog+vitamins&ie=UTF8&qid=1382213634&rnid=2619534011


დააკვირდი ბევრია, 5 ვარსკვლავიანები არჩიე

ოღონდ ჯერ
MITIATO
QUOTE
ჯობია გაიგოთ რატომ არის შენი ახლობლის ძაღლი ცუდად და მერე შესაბამისად უმკურნალოთ. ასე ფორუმზე გაგებული ვიტამინის სახელით ვერაფერს უშველით.

yes.gif
სულ ამას გავიძახი, ჯერ დაადგინეთ რა სჭირს
* * *
monika_-_nikolashvili
QUOTE
ბებერი კია

რანაირადაა 5-6 წლის ბებერი, ჩვენს ვეტს 15 წლის გერმანული ნაგაზი ჰყავს, თან კიბო გადატანილი
მოვლა უნდა და სწორი კვება ძაღლს
* * *
JPEG
ძაღლი დაბ.დღის საჩუქარი არაა, ძაღლს სერიოზული ფიქრის შემდეგ იყვანენ, სავსეა მასეთი მობეზრებული საჩუქრებით ქუჩები

Posted by: JPEG 20 Oct 2013, 16:25
monika_-_nikolashvili
და რა არის კარგი ჯიშიანი ლეკვის პერსპექტივა?
edna mamida
სერიოზულად ვიცი რო უნდა და ამიტომაც ვჩუქნი, თან საკმაოდ შეძლებულია მოვლა არ გაუჭირდება , პროსტ ამ მომენტში დაბადებისდღისთვის მე არმაქვს ყიდვის თავი sad.gif
და ამიტომ იქნებ ვინმეს აქვსგასაჩუქებელი ან იაფად

Posted by: gchelidze94 21 Oct 2013, 11:31
იყიდება შავი გერმანული ნაგაზის ლეკვი , 1 თვის http://www.picz.ge/img/s3/1310/21/4/45f9686fdf72.jpg ეს მამის სურათი , ეს კი თვითონ http://www.picz.ge/img/s2/1310/20/5/5078d39b871b.jpg
http://www.picz.ge/img/s1/1310/20/e/e3a44e304151.jpg
http://www.picz.ge/img/s3/1310/20/1/1e16978c32b7.jpg
PM ან სკაიპში, gio.chelidze94

Posted by: monika_-_nikolashvili 21 Oct 2013, 18:33
edna mamida
მიახლოებიტი ასაკი დავწერე ზუსტი ასაკი არ გვახსოვს დიდი იყო რომ აჩუქეს და მაგის მერე 2წელი გავიდა მადლობა რჩევისთვის
* * *
JPEG
თუ იაფად გინდა ყიდვა მე მეყოლება კავკასიური ნაგაზის ლეკვები მალე შენ რამდენში გაწყობს მითხარი და იქნებ შევთანხმდეთ საგამოფენო და რაღაც სასწაული არ არის მაგრამ საყოლებლად სახლის დასაცავად და ცხვრებისთვის კაი რაღაცაა პროსტა დედის საბუთები არ მაქვს მამის კი ბატონო smile.gif))

Posted by: xtrggg 21 Oct 2013, 18:39
QUOTE (monika_-_nikolashvili @ 21 Oct 2013, 18:33 )
edna mamida
მიახლოებიტი ასაკი დავწერე ზუსტი ასაკი არ გვახსოვს დიდი იყო რომ აჩუქეს და მაგის მერე 2წელი გავიდა მადლობა რჩევისთვის
* * *

5-6 წლისა არაა , ბებერი. 14 წელი შეუძლიათ სიცოცხლე თუკი კარგად უვლი ..

ხო ისე ჯობია წესიერი ვეტექიმის მიერ ნათქვამი ვიტამინის მიცემა სჯობია, ვიდრე ასე გაგებულის..

Posted by: monika_-_nikolashvili 21 Oct 2013, 19:30
xtrggg
ვიცი ბებერი რომ არ არის 5 6 წლის მიახლოებიტი ასაკა ეგ დეიდაჩემსაც ყადა ძაღლი და 18 წლის ასაკში მოკვდა

Posted by: markes 24 Oct 2013, 22:29
შანი და მაქსიგადათხრილ ვაკის პარკში


Posted by: baksona1980 25 Oct 2013, 13:12
markes
ძნ მაგარი ფოტოა smile.gif) შანი სულ ჩემს ბუბუშკას გავს smile.gif არ მოგვათხოვებთ ქალს ?biggrin.gif

Posted by: markes 25 Oct 2013, 21:26
baksona1980
QUOTE
ძნ მაგარი ფოტოა ) შანი სულ ჩემს ბუბუშკას გავს  არ მოგვათხოვებთ ქალს ?

ადრეა ჯერ ამის გათხოვება biggrin.gif

Posted by: baksona1980 28 Oct 2013, 01:52
markes
მაშინ დავწინდავათ და დრო რომ მოუწევს მოგვათხოვეთ biggrin.gif ჩემს ბიჭს საკუთარი სახლი,ბალანსირებული და უზრუნველყოფილი რაციონი,ავტოთი და ფეხით სეირნობა აქვს და არც რძალს მოვაკლებთ biggrin.gif biggrin.gif ერთ რწყილს არ მივაკარებთ ცუდუბრალოდ biggrin.gif

Posted by: ბურზო 29 Oct 2013, 17:58
მიშველეთ ხალხნო
ჩემი ტოპმოდელი ძალიან გახდა და ცალი ყური ჩამოუვარდა
რა სჭირს ხომ არ იცით?
რა მიზეზი შეიძლება იყოს?
ჭია ხომ არ ყავს?

Posted by: markes 29 Oct 2013, 22:54
ბურზო
QUOTE
მიშველეთ ხალხნოჩემი ტოპმოდელი ძალიან გახდა და ცალი ყური ჩამოუვარდარა სჭირს ხომ არ იცით?რა მიზეზი შეიძლება იყოს?ჭია ხომ არ ყავს?

რა ასაკისაა შენი ტოპ მოდელი?

ბოლოს როდის დაამუშავე ჭიაზე?
რჩევა – მიიყვანე აბაშიძეზე რიგის კუთხეში ვეტერენარულ კლინიკაში, საშასთან
ჭვიანი ბიჭია

Posted by: ბურზო 30 Oct 2013, 14:52
markes
QUOTE
რა ასაკისაა შენი ტოპ მოდელი?

5 წლის
QUOTE
ბოლოს როდის დაამუშავე ჭიაზე?

ზრდის პროცესში
აუ უეჭველი ჭია ყავს რა, თან ოჯახებით და სამეზობლოთი და იმ ჭებსაც ჭიები ყავთ :|
QUOTE
რჩევა – მიიყვანე აბაშიძეზე რიგის კუთხეში ვეტერენარულ კლინიკაში, საშასთან
ჭვიანი ბიჭია

მანქანაში არ ჯდება, ცუდად ხდება, რაც კი სისაძაგლე არსებობს, ყველაფერს შვრება და ბონუსად ზედ არწყევს user.gif

Posted by: markes 30 Oct 2013, 19:57
ბურზო
3 თვეშიერთხელ უნდა მისცე ჭიის წამალი, ძაღლი არ დაღუპო.
თუ ვერ მიგყავს შენით მიდი, უთხარი რომ ჭიაზე გინდა დაამუშავო, გამოართვი წამალი და მიეცი. 3 დღეში დაყრის და მოისვენებთ

Posted by: baksona1980 30 Oct 2013, 22:17
markes
პასუხს არ მაძლევ ხომ წინადადებაზე biggrin.gif

Posted by: ბურზო 30 Oct 2013, 23:33
markes
ხვალვე მივალ
გმადლობთ დახმარებისთვის

Posted by: playstation 3 Nov 2013, 10:35
დამეხმარეთ
მოკლედ ჩემს გერმანელს მკბენრები ვერ მოვასორე რა
აქამდე ზაფხულში ვაბანავებდი ხოლმე
მერე ბარს-ს ვუსმევდი
ეხლა გავირდა გაიზარდა და ბარსის 4 ცალ ამპულას რომ ვუსვამ კიდე არ ყოფნის მგონი

წინა კვირას ვაბანავე სპეციალური ტკიპების საწინაარმდეგო შამპუნიაო იმით შედეგი ვერაფერი კარგი
ბანაობის მერე ეგრევე 4 ცალი ბარსი წავუსვი ყველა პრობლემურ ადგილას
რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ეგ ბარდი
ხერხემლიდან და იმ ადგილებიდან სადაც უსვამ არიდებს მკბენარს
და გარბიან სხვაგან სადაც არ უსვიატ
მაგალითად ფეხებზე
კუდზე და ა.შ.
მოკლედ მირჩიეთ რამე რა ვქნა რა ვიყიდო
რომელია ყველაზე კარგი
თუნდაც შამპუნი
ერტი დღე მაგრად ვაბანავებ სახლშიც მეყოლება რომ გამოშრეს კარგად
რომ დაისვენოს რა
ცოდოა ასე.


ძაღლი ეზოში დარბის სულ

ბუნაგი სადაც არის და სადაც წვება იმ ადგილებზე რაც აფენია იმეებს ტკიპის საწინააღმდეგო სპრეი დასხმული აქვს

მოკლედ ეზოდან მინიმალურია შანსი ტკიპა აყვეს.

ეხლა მთავარია რაც ყავს ისინი სულ მოვაშორო.
ნუ მე რაც ვქექე ჯერ ტკიპა ან მკბენარი არ მინახავს მაგის ტანზე მაგრამ იქექება ხოლმე და ალბათ ყავს

Posted by: monika_-_nikolashvili 3 Nov 2013, 14:32
playstationჩემი დაქალის გერმანულიც ესე იყო მერე საყელური უყუდა მკბენარების საწინააღმდეგო და რამდენი ხანია არაფერი არ აწუხებს თან არც უბანავებია რამდენი ხანია და მშვენივრად არის ძაღლი ეზოში დამბული

Posted by: playstation 3 Nov 2013, 14:47
ეხლა ვუყიდე რაღაც გერმანუკი წამალიო 10 ლარიანი წუპიკია ძალიან კარგიაო და ვნახოთ აბა დღეს წავუსმევ

Posted by: baksona1980 4 Nov 2013, 19:00
playstation
ჩემი ბუბუკაც მასე იქექება,უმეტესწილად თავის და წინა ორი კიდურის ზედა არეში.დავუხილე და რწყილის ან ტკიპის ნაირი ვერ ვუპოვე,ბარსას საყელური მიკეთია 7 ლარიანი,კარგა ხანია,კი იქექება ხოლმე მაგრამ რაღაც კატასტროფა არ არის.... პ.ს გაწვრთნის ამბებში რა ქენი

Posted by: playstation 4 Nov 2013, 21:41
მოკლედ წეღან წავუსვი გრმანული რა ქვია აღარ მახსოვს
ხოდა მეცოტავა ის წუპიკი და კიდევ 4 ცალი ბარსიც მივაყოლე

smile.gif


დიდია და არ ყოფნის 4 წუპიკი smile.gif

10 თვის ვირუკელა
იმსიმზიმეა ხელში ვეღარ ამყავს

რომ დამეჯახება ხოლმე მაქცევს

http://radikal.ru/fp/77077f2e62394c98b4b7122f6b6079fe

Posted by: edna mamida 5 Nov 2013, 01:24
playstation
QUOTE
მოკლედ წეღან წავუსვი გრმანული რა ქვია აღარ მახსოვსხოდა მეცოტავა ის წუპიკი და კიდევ 4 ცალი ბარსიც მივაყოლე

არ შეიძლება მასე, პრეპარატების ერთმანეთში არევამ არ აწყინოს ძაღლს, ქიმიია მაინც
ადვანტიქსია კარგი, ფრონტლაინი, ეგენიც წონის მიხედვით უნდა დაასხა, სპრეებია კიდევ წამალთან ერთად ხმარობენ
მთავარი მაინც დაბანა ( ტრიქსის, ბიფარის ან სხვა ტილების საწინააღმდეგო შამპუნით ) და ძაღლის კარგად გაშრობაა!
კარგად გაშრობა
ტილების წამალი მხოლოდ კარგად გამშრალ ბეწვზე (ანუ მის ქვეშ) უნდა დაასხათ, დაბანიდან ასე 2-3 დღის მერე და 10 დღე არ დაასველოთ
სველ ბეწვზე წამლის დასხმას აზრი არ აქვს

ტილების საწინააღმდეგო საყელურია "სკალიბორი" ძალიან კარგი, 30-35 ლარი ღირს
QUOTE
რომ დამეჯახება ხოლმე მაქცევს

lol.gif

Posted by: xtrggg 5 Nov 2013, 19:38
QUOTE (playstation @ 3 Nov 2013, 10:35 )




ნუ მე რაც ვქექე ჯერ ტკიპა ან მკბენარი არ მინახავს მაგის ტანზე მაგრამ იქექება ხოლმე და ალბათ ყავს

აბა რატომ უსვამ წამლებს თუ ვერც ტკიპა და ვერც რწყილი ვერ ნახე? biggrin.gif

შეიძლება კანი აქვს იმ ადგილებში გაღიზიანებული სადაც იქექება. თან ეგრე ერთმანეთში არევ დარევა არ შეიძლება, ჯერ ერთი ყველა წამალს თავისი დრო აქვს, რამდენ ხანში უნდა დახოცოს რწყილი, თუ ტკიპა , მეორეც, შამპონით დაბანილზე იმავე დღისით არ იყო საჭირო წასმა. თან მითუმეტეს თუ მკბენარს ვერ მიაგენი, ჯობია ვეტექიმს აჩვენო შეიძლება კანზე აქვს რამე პრობლემა, ან მაგდენი ბანაობა და წამლების წარამარა წასმა უღიზიანებს კანს..

Posted by: baksona1980 6 Nov 2013, 22:33
edna mamida
რა ვიცი მე ბარსას საყელური მიკეთია და არის რა.რამდენ ხანში ერთხულ უნდა შეცვალო.ტრენერი მოვიყვანე და ძვირი მომთხვა.ყურებჩამოყრილი ვარ,დამრჩა ჩემი ბიჭი უსწავლელი სახლში sad.gif

Posted by: xtrggg 6 Nov 2013, 22:41
QUOTE (baksona1980 @ 6 Nov 2013, 22:33 )
edna mamida
რა ვიცი მე ბარსას საყელური მიკეთია და არის რა.რამდენ ხანში ერთხულ უნდა შეცვალო.ტრენერი მოვიყვანე და ძვირი მომთხვა.ყურებჩამოყრილი ვარ,დამრჩა ჩემი ბიჭი უსწავლელი სახლში sad.gif

შეგიძლია თვითონ ასწავლო რაღაცები

Posted by: monika_-_nikolashvili 12 Nov 2013, 19:02
playstation
შენ რომ გყავს ზუსტად ისეთ გერმანულს 200ლარად ვერ ვიშოვი? 1წლამდე სქესს არ აქვს მნიშვნელობა და არც საბუტის არსებობას

Posted by: lemona 12 Nov 2013, 19:09
monika_-_nikolashvili
200 ლარად გერმანულ ნაგაზს რომ იყიდი ის არც გერმანული იქნება და არც ნაგაზი sad.gif



Posted by: baksona1980 13 Nov 2013, 02:43
monika_-_nikolashvili
lemona
არც მასეა საქმე.ზოგი ყიდის ძალიან კარგი ხარისხის ლეკვებს 200-250 ლარად. იშოვი ნამდვილად. თუ კი 100 ლარს წაამატებ. 300 ლარად ძალიან დიდი შანსია კარგი ლეკვი იშოვო.მაი მარკეტზეა ერთი კლუბი სადაც საუკეთესო ხარისხსი ლეკვებს ყიდიან მათი განცხადებით და ღირს 350 $

Posted by: SpyZooka 13 Nov 2013, 10:29
lemona
QUOTE
monika_-_nikolashvili
200 ლარად გერმანულ ნაგაზს რომ იყიდი ის არც გერმანული იქნება და არც ნაგაზი


როგორ არიქნება სუფთა ჯიში 150 ლარიდან იწყება გერმანული მოპწიჩკეთ და ნახავთ
http://www.mymarket.ge/main.php?cPath=4_600


monika_-_nikolashvili
QUOTE
playstation
შენ რომ გყავს ზუსტად ისეთ გერმანულს 200ლარად ვერ ვიშოვი? 1წლამდე სქესს არ აქვს მნიშვნელობა და არც საბუტის არსებობას


რისთვის გინდა?

Posted by: monika_-_nikolashvili 13 Nov 2013, 19:55
SpyZooka
ლამაზია და თუ ვიყიდი ეგეთს ვიყიდი ჩემი კავკასიური ნაგაზი ახლახანს გარდაიცვალა ორსულობას გადაყვაsad.gif ხოდა ახალი ცუგა გვინდა ოჯახში უძალოდ ვერ ვძლებთ

Posted by: SpyZooka 13 Nov 2013, 20:48
monika_-_nikolashvili
QUOTE
SpyZooka
ლამაზია და თუ ვიყიდი ეგეთს ვიყიდი


ისე რუსეთში მეძაღლეებს გრძელბეწვიანი მაინცდამაინც არ უყვართ იციან რეებსაც ურევენ ბეწვის დასაგრძელებლად და იმიტომ .

Posted by: monika_-_nikolashvili 13 Nov 2013, 20:51
SpyZooka
მე კი მომწონს ლამაზია

Posted by: baksona1980 14 Nov 2013, 23:34
კანქვეშა ტილის შესახებ დაწერეთ რა ნიშნები აქვს

Posted by: nikato-nikato 15 Nov 2013, 11:46
რა მაინტერესებს, მთლად ამ ცუგას არ ეხება მარა მონათესავე ძაღლია მაინც და აქ ვიკითხავ. ხომ არ იცით ბელგიური ნაგაზის ყიდვა სად შეიძლება? რა ღირს? ოღონდ შავი მოკლებეწვიანი ვარიანტი მაინტერესებს. სტუმრად ვიყავი ამასწინად და იქ ვნახე და გაოცებული ვარ დღემდე. უჭკვიანესი ძაღლია და თან გერმანულზე ლამაზი

Posted by: lakilaki 15 Nov 2013, 14:20
მაგარი ძაღლები არიან .მაგრამ ბელგიური ჯობს შავი

Posted by: baksona1980 15 Nov 2013, 20:29
დავაწყებინე ჩემს ლეკვს სწავლა განათლება,ჯერ ჯერობით ტაატით და კუს ნაბიჯებით მივიწევთ წინ....რაღაც არ მაქვს იმედი რამე ისწავლოს ისეთი ჩურჩუტელაა,მარტო კბენაზე აქვს და თამაშზე თვალი და ყური. აი 6 თვის და 9 დღის ბუბუშკა biggrin.gif http://radikal.ru/fp/e5e9dc23a75d45fd9915dbee554c683a




http://radikal.ru/fp/7a53b5fa76d54333a1063e111cb53bb8

Posted by: MITIATO 16 Nov 2013, 17:35
nikato-nikato
QUOTE
ხომ არ იცით ბელგიური ნაგაზის ყიდვა სად შეიძლება? რა ღირს?  ოღონდ შავი მოკლებეწვიანი ვარიანტი მაინტერესებს. 

არ არსებობს შავი ბელგიური მოკლებეწვიანი ნაგაზი.
ეგ ისევე გერმანული ნაგაზია, ოღონდ შავი, რომელსაც რატომღაც ბელგიურს ეძახიან.

აი, ბელგიური ნაგაზები: http://ru.wikipedia.org/wiki/Бельгийская_овчарка

Posted by: playstation 18 Nov 2013, 00:30
ეეე ამ უდროობის გამო დამრჩა გაუნატლებელი
არადა ნიწიეია
ადვილად ითვისებს ყველაფერს

არა რა სხვა სამსახური მინდა ტორე ასე ვერაფერს ვერ ვახერხებ
თუ მოვახერხე და გადავედი სხვაგან და დრო მექნა მე ვასწავლი მერე ყველფერს.


Posted by: SpyZooka 18 Nov 2013, 18:10
MITIATO
QUOTE
ეგ ისევე გერმანული ნაგაზია, ოღონდ შავი, რომელსაც რატომღაც ბელგიურს ეძახიან.

ეს მართლა ესეა ჩვენს "ქვეყანაში"

QUOTE
არ არსებობს შავი ბელგიური მოკლებეწვიანი ნაგაზი.

მაგრამ შავი მოკლებეწვიანი ბელგიური ნაგაზები არიან smile.gif

Posted by: MITIATO 18 Nov 2013, 19:40
SpyZooka
QUOTE
მაგრამ შავი მოკლებეწვიანი ბელგიური ნაგაზები არიან


ბელგიური ნაგაზებიდან შავი მარტო ერთია_გრიუნენდალი და იმას გრძელი ბეწვი აქვს.
ტერვიურენს გრძელი წითური ბეწვი აქვს და შავი ნიღაბი;
ლაკენუას ხუჭუჭა ბეწვი აქვს და თან წითური;
მალინუაა მოკლებეწვიანი და ისიც წითურია.


Posted by: SpyZooka 18 Nov 2013, 21:38
QUOTE
ბელგიური ნაგაზებიდან შავი მარტო ერთია_გრიუნენდალი და იმას გრძელი ბეწვი აქვს.

მალინუებიცაა შავი ანუ შავი მოკლებეწვიანი ბელგიური ნაგაზებიცაა smile.gif

Posted by: andro ph 18 Nov 2013, 21:47
QUOTE (SpyZooka @ 18 Nov 2013, 21:38 )

მალინუებიცაა შავი ანუ შავი მოკლებეწვიანი ბელგიური ნაგაზებიცაა smile.gif

შავი მალინუა არ არსებობს smile.gif

კი დევს ხოლმე ფოტოები ინტერნეტში, მაგრამი ისინი ძირითადად მიქსები არიან............ აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მალინუებს საკმაოდ ხშირად აჯვარებენ სხვა ჯიშის ძაღლებთან. smile.gif

Posted by: SpyZooka 19 Nov 2013, 10:50
andro ph
QUOTE
შავი მალინუა არ არსებობს

http://radikal.ru/fp/91edfd67e63949ee9d4ff1cba0a4e214
http://radikal.ru/fp/06697313f03840ffb5ff5ce690722ad5

smile.gif

Posted by: MITIATO 19 Nov 2013, 14:58
SpyZooka

მაგ სურათზევეა მითითებული, რომ შავი ფერის მალინუა ძალიან იშვიათია და რომ ეს ფერი არასტანდარტულია. smile.gif
ისევე, როგორც შავ-წითური მალინუა.

19.04.2002 წელს დამტკიცებული FCI-ს სტანდარტი:
Малинуа: олений с черным оверлеем и черной маской.
http://moskovsk-st.clan.su/publ/belgijska_ovcharka_malinua/standart_malinua/26-1-0-78


Posted by: SpyZooka 19 Nov 2013, 21:36
MITIATO
QUOTE
SpyZooka

მაგ სურათზევეა მითითებული, რომ შავი ფერის მალინუა ძალიან იშვიათია და რომ ეს ფერი არასტანდარტულია.  

ამა თუ იმ ჯიშის შეფერილობის იშვიათობასა თუ ამ ფერის არასტანდარტულობასა და იმას შორის რომ ასეთი მონაცემების წარმომადგენელი არ არსებობს დიდი სხვაობაა ჩემი აზრით smile.gif
იგივეა რაც თეთრი ფერის ბოქსიორზე ვთქვათ არ არსებობსო, არსებობს მაგრამ აი რას ამბობენ smile.gif
The white boxer once shunned by breeders and often culled at birth is becoming more popular and accepted. However they are still not allowed in the show ring as the standard requires that dogs have no more than 1/3 white marking, and are not used for breeding purposes for this reason and cannot be registered as such but can still participate in obedience trials and still make a great family pet.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ასე რომ იმის თქმა რომ შავი მოკლებეწვიანი ბელგიური ნაგაზი არ არსებობს ჩემი აზრით მცდარია, სწორი იქნებოდა რომ არსებობს მაგრამ წუნად ითვლება ისევე როგორც თეთრი ბოქსიორი smile.gif

Posted by: MITIATO 19 Nov 2013, 22:02
SpyZooka
სტანდარტის მიხედვით არ არსებობს. უფრო სწორად, არ უნდა იარსებოს.
არასტანდარტული ფერის ძაღლები კი ყველა ჯიშში შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ ასეთ ცხოველებს ნორმალურ ქვეყანაში არ ამრავლებენ.
ამის გამო ძალიან ცოტანი არიან.
ამიტომ შავი, მოკლებეწვიანი ძაღლები, რომლებსაც საქართველოში (თურმე რუსეთშიც) ბელგიურ ნაგაზებს ეძახიან შავი მალინუები კი არა შავი გერმანული ნაგაზები არიან.

yawn.gif

P.S. ანდროს თვითონ ყავს მალინუა და დარწმუნებული ვარ ყველაზე კარგად ეცოდინება რა ფერის შეიძლება იყოს ამ ჯიშის ძაღლი.

Posted by: andro ph 19 Nov 2013, 22:33
SpyZooka
აგიხსნი რა განსხვავებაა თეთრ ბოქსიორსა და შავ მალინუას შორის smile.gif

ბოქსიორებში თეთრ შეფერილობას განაპირობებს ამ შეფერილობის განმსაზღვრელი რეცესიული გენების დაჰომოზიგოტება.. გამომდინარე აქედან, თეთრი ბოქსიორის "ამოვარდნები" სრულიად ბუნებრივია...

ბელგიურებში კი მალინუას სტანდარტული შეფერილობა არის რეცესიული - შავი შეფერილობის მიმართ და ის ვერანაირად ვერ იქნება დომინანტური გენის ფარული მატარებელი . smile.gif

Posted by: playstation 20 Nov 2013, 00:22
რამე გემრიელი საკვები მირჩიეთ რა მობეზრდა ჩემსას ეს მშრალი საკვები
რამე გემრიელი მინდა გავუკეთო
წვნიანებზე გიჟდბა
მშრალ საკვებს ვერ იტანს
თბილ წყალს ვასხავ ხოლმე და ისე ვაწმევ იმ მშრალ საკვებსაც.


Posted by: baksona1980 20 Nov 2013, 11:45
playstation
აბა ბიჭო ჩემიც ეგრეა რა biggrin.gif მე ვყიდულობ საქონლის ხორცს, საქონლის თავებს რომ ამუშავებენ აი ის ნაჭრები რა... 1 ან 2 ლარი ღირს კილო,ვუხარშავ მაგრად .პირველ ნახარშს ვუწურავ რომ ცხიმი მაქსიმალურად გაეცალოს biggrin.gif.ვუმატებ ერთც ცალ სტაფილოს და და ერთ ცალ საშუალო ზომის კარტოფილს,შემდეგ კამა ,ოხრახუში და ცერეცო (ქინძი არ შეიძლება ) და ხარშვის დასრულების პირზე ვურევ მჭადის ფქვილს....ისე რომ კისელივით იყოს.აი იმენნა თქლაფუნით ჭამს biggrin.gif შიგ ვუყრი მის კორმას და იმასაც მიაჭმევს,თორე ისე მშარალად რომ აჭამო ძალიან უხალისოდ მიირთმევს. დღეში ორჯერ ვაჭმევ...ნუ შუადღით შეიძლება მისი კორმა მივცე ცოტა. დღეს მერვე მეცადინეობა ჩაუტარდება ჩემს ბიჭს biggrin.gif ვნახოთ რას ისწავლის.
* * *
აი ჩემი ლეკვი ბურთის მოლოდინში biggrin.gif http://radikal.ru/fp/a147c668e5604433b61c0e449deab214

Posted by: playstation 20 Nov 2013, 18:20
baksona1980
დრო არ მაქვს მაგდენი რომ.ვუმზადო ხოლმე საჭმელები. სკოლაშიც ვერ ვატარებ.
ეხლა დედაჩემს ვეტყვი რამე მასწავლოს ბრინჯით ან წიწიბურათუ და გავუკეთებ

Posted by: baksona1980 20 Nov 2013, 21:19
playstation

ახლა მე მაქვს დრო ხომ იცი biggrin.gif ორ სამსახურში ვმუშაბო და კიდევ ათასი საქმეა,ციცინათელასავით ვარ სახლში biggrin.gif. დედაჩემი უვლის,უმზადებს კერძს biggrin.gif მე მასალა მომაქვს.ქვაბი აქვს ცალკე მაგას და შიგ ვუხარშავთ ხოლმე.ისიც ტაციობაა მაგ ხორცზე,წინასწარ ვურეკავ ყასაბს და ვანახინებ ხორცს.იყიდება კიდევ 5 ლარი 5.50 ან 6 ლარიც ღირს გამზადებული კონსერვები,ვეტაფთიაქებში და ზოომაღაზიებში. ძალიან უყვარს ჩემსას ეგ კონსერვები,სული მისდის biggrin.gif

Posted by: SpyZooka 20 Nov 2013, 22:19
andro ph
QUOTE
ბოქსიორებში თეთრ შეფერილობას განაპირობებს ამ შეფერილობის განმსაზღვრელი რეცესიული გენების დაჰომოზიგოტება..

ანუ როცა ჰომო და ჰეტეროზიგოტურ მდგომარეობაში დომინანტური გენები უმოქმედოა მაშინ იმარჯვებს რეცესიული გენები და იბადება თეთრი ბოქსიორი ხო?
QUOTE
ბელგიურებში კი მალინუას სტანდარტული შეფერილობა არის რეცესიული - შავი შეფერილობის მიმართ და ის ვერანაირად ვერ იქნება დომინანტური გენის ფარული მატარებელი .

ანუ შავი მალინოას დაბადება 100% ით გამორიცხულია?
baksona1980
QUOTE
შიგ ვუყრი მის კორმას

მეც ასე ვშვრებოდი ადრე და არ შეიძლებაო ვეტექიმმა რამდენად მართალია არვიცი smile.gif

Posted by: andro ph 20 Nov 2013, 23:04
QUOTE
ანუ როცა  ჰომო და ჰეტეროზიგოტურ მდგომარეობაში  დომინანტური გენები უმოქმედოა მაშინ იმარჯვებს რეცესიული გენები და იბადება თეთრი ბოქსიორი ხო?


ანუ არასრული ალბინიზმის განმსაზღვრელი გენების მიხედვით თუ ძუ და ხვადი ბოქსიორები ჰეტეროზიგოტულები არიან, მაგ შემთხვევაში არსებობს შანსი, რომ მათი დართვის შედეგად შეიძლება დაიბადოს თეთრი ლეკვი.

QUOTE
ანუ შავი მალინოას დაბადება 100% ით გამორიცხულია?


100%- ით არაფერი არაა გამორიცხული.
0.0001 %-ს მუტაციას დავუთმობ, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ მუტაციის გამოვლინების ალბათობა კიდევ უფრო ნაკლებია.

Posted by: baksona1980 20 Nov 2013, 23:07
SpyZooka
ცხელი სითხე არ შეიძლება რადგან ის შლის ცილებს და ვიტამინებს და ისე თბილი და დამბალს რა უჭირს ვითომ....მე მშრალად ვაძლევს,მაგრამ კვდება წყლის სმით მერე biggrin.gif ჰოდა სველს უფრო ჭამს. რა ვიცი კია ჯირკივით ჩემი ლეკვი biggrin.gif

Posted by: monika_-_nikolashvili 21 Nov 2013, 19:47
http://pix.ge/x/a/r/m672z/

Posted by: baksona1980 22 Nov 2013, 01:21
monika_-_nikolashvili
ეს უკომენტაროდ თუ როგორ იგულისხმება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: monika_-_nikolashvili 22 Nov 2013, 09:16
baksona1980
ანუ არ გამოდგება სახლის დასაცავად? რავი ზოგი ამბობს მაგარი ავები არიანო ზოგი კიდე პირიქიტ მეუბნება არადა მინდა რო ვიყიდო

Posted by: edna mamida 22 Nov 2013, 23:31
QUOTE
ანუ არ გამოდგება სახლის დასაცავად? რავი ზოგი ამბობს მაგარი ავები არიანო ზოგი კიდე პირიქიტ მეუბნება არადა მინდა რო ვიყიდო

spy.gif spy.gif
ჰოოოოო

ანუ ძაღლმა რომ დაგიცვას ავი უნდა იყოს ჰო?

არა ქართველები რომ ექცევიან ეზოში "სახლის დასაცავად" მოყვანილ, მისდღემჩი ჯაჭვზე დაბმულ მოუვლელ ძაღლებს, ისე თუ მოექეცი, ნაგაზი კი არა, ჩიხუახუა გაავდება

Posted by: baksona1980 23 Nov 2013, 23:43
monika_-_nikolashvili
რასაა რომ ლაპარაკობ თუ კაცი ხარ,აქ მაინც ნუ იტყვი,მაპატიე და ამ სისულელეს,ჯერ ერთი ეს დამოკიდებულია როგორც აღზრდაზე,ასევე ინდივიდუალურ ხასიათზეც,როგორც ადამიანებია სხვდასხვა ხასიათის ერთი და იგივე მშობლების შვილები,ასევეა ლეკვიც.ჩემი მაგალითად რაღაც სასწაული ავი არ არის,მაგრამ ჯერ ლეკვია და გაზრდა უნდა შესაბამისად,რომ მივიღო ის მე რაც მინდა,აყვანილი მყავს მწვთნელი და ისწავლა რაღაც რაღაცეები,ეს ჯიში არ არის უაზროდ მყეფარა ჯიში,როგორიც მაგალითად ბარე ორი ნაგაზია.თუმცა გამოერევა ზოგი მათგანიც

Posted by: MITIATO 24 Nov 2013, 00:59
QUOTE
ეს ჯიში არ არის უაზროდ მყეფარა ჯიში


რა ვიცი, ჩემს მეზობელს ყავს და თუ გარეთაა. გადმოეკიდება გარაჟის სახურავზე და ადამიანს არ უშვებს რომ არ დაუყეფოს.
ჩემი ძაღლის არ იყოს. givi.gif

ანუ ცრუ წარმოდგენას მიქმნის ჯიშზე? user.gif

Posted by: andro ph 24 Nov 2013, 01:22
QUOTE (MITIATO @ 24 Nov 2013, 00:59 )
QUOTE
ეს ჯიში არ არის უაზროდ მყეფარა ჯიში


ერთ-ერთი ყველაზე მეტად უაზროდ მყეფარა ჯიშია yes.gif

Posted by: blblbl 24 Nov 2013, 01:26
andro ph
QUOTE
ერთ-ერთი ყველაზე მეტად უაზროდ მყეფარა ჯიშია

პუდელზე მყეფრ არ იქნება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ერთი კედლის მეზობელს ჰყავს,მეორე კარის,პუდელი ბევრად მეტს ყეფს biggrin.gif

Posted by: SpyZooka 24 Nov 2013, 11:05
QUOTE
ერთ-ერთი ყველაზე მეტად უაზროდ მყეფარა ჯიშია 

მეც ეს უნდა მეთქვა და ვიფიქრე ჩამქოლავენთქო biggrin.gif ისე როტვეილერიც ასეა
და აზიური თითქოს განსხვავდება ამათგან შედარებით წყნარია.

Posted by: monika_-_nikolashvili 24 Nov 2013, 15:38
edna mamida
ეე აბა ერთი გაიკითხე როდის მყავდა ჩემი ძაღლი მოუვლელი და დამბული? სულ აშვებული იყო მაგრამ სახლს იცავდა ყეფა იცოდა და უცხოს არ უშვებდა ეზოში ავი თუ არ არის ვერც დაიცავს სახლს ერე სიავეზე რო არ იყოს დამოკიდებული ჰასკს მოვიყვანდი მაგრამ ჰასკს არ შეუძლია სახლის დაცვა
* * *
baksona1980
რაღაც სასწაული და ადამიანი რო დაგლიჯოს ის კი არ მინდა უბრალოდ უცხო რომ არ შემოუშვას ეზოში აღზრდაზე რომ არის დამოკიდებული ეგ ვიცი უბრალოდ მაინტერესებს რამდენად შეუძლია სახლის დაცვა
* * *
თქვენ გერმანულები რა მიზნით გყავთ სახლებში? არანაირ მოვალეობას არ ასრულებენ? ან არ ყეფენ ან რამე? მე მაგალითად კავკასიური იმიტომ მყავდა რომ სახლი დაეცვა მეტი არაფერი არ ევალებოდა და იცავდა კიდეც მშვვენივრად არც ჭამა აკლდა არც სმა გამოფენებზე მე არ დამყავდა და არაფერი

Posted by: edna mamida 24 Nov 2013, 18:57
monika_-_nikolashvili
QUOTE
დამბული?

დაბმული
QUOTE
ჰასკს

ჰასკის

დასაცავად ძაღლი ავი არ უნდა იყოს, გაწვრთნა უნდა მხოლოდ, ნასწავლი და არა აგრესიული
QUOTE
რაღაც სასწაული და ადამიანი რო დაგლიჯოს ის კი არ მინდა

არადა ავი მაგას ნიშნავს
ყეფით ნერვიული ინდივიდები უფრო ყეფენ, გაფრთხილებენ არ მიუახლოვდე, აგრესიული გეცემა ეგრევე
QUOTE
ავი თუ არ არის ვერც დაიცავს სახლს

რატომ, ფიქრობთ ასე, რატომ?
მოიყვანენ "ავ ძაღლებს" სახლის დასაცავად, მთავრდება მერე ეს ყველაფერი, დაკბენილი მეზობლებით, მეგობრებით ან უარესი ბავშვებით და ოჯახის წევრებით

დამნაშავე კი, რათქმაუნდა ძაღლია
თუ მცველი გჭირდება გაწვრთნა უნდა ძაღლს, თან შესაფერისი მონაცემებიც უნდა ჰქონდეს, ყველა ნაგაზიც არ ვარგა დარაჯად

baksona1980
QUOTE
ჯერ ერთი ეს დამოკიდებულია როგორც აღზრდაზე,ასევე ინდივიდუალურ ხასიათზეც,როგორც ადამიანებია სხვდასხვა ხასიათის ერთი და იგივე მშობლების შვილები,ასევეა ლეკვიც

yes.gif
QUOTE
თქვენ გერმანულები რა მიზნით გყავთ სახლებში? არანაირ მოვალეობას არ ასრულებენ? ან არ ყეფენ ან რამე?

ყეფენ რომელია, აქცევენ სახლს, გაზის მრიცხველის ჩვენების ასაღებად მოსული გოგონა სახლში კია, სართულზე არ ჩერდება, ქვევით ჩარბის და იქიდან გველაპარაკება, მე ეს არ მომწონს,
ძალიან არ მომწონს
მირჩევნია წყნარად იყოს და როცა საჭირო იქნება მაშინ იმოქმედოს ძაღლმა, თან ისე რომ დროზე გაჩერდეს, დაგემორჩილოს, ზედმეტი ზიანი არ მიაყენოს სხვას
ჩემების უზნეობა ჩემი ბრალია, მაგრამ ავები არ არიან, მყეფარები არიან
andro ph
QUOTE
ერთ-ერთი ყველაზე მეტად უაზროდ მყეფარა ჯიშია

ისტერიჩკა
ჩემების ორ ხმიანი ღრიალი სართულს აზანზარებს

Posted by: blblbl 24 Nov 2013, 19:04
სპანიელის და ლაბრადორის ნაჯვარია,სიავე საიდან უნდა ჰქონდეს,არც დაცვა მისწავლებია,მაგრამ სახლს რომ ტეხავდნენ და მაშველები დაგვჭირდა კარის გასაღებად,აივნიდან რომ გადაძვრნენ სახლში არ შეუშვა ისეტი ამბავი დაიწია დაგლეჯდათ სანამ მამაჩემი არ აძვრა აივანზე lol.gif

ხოდა იქნებ ისწავლოთ რას ნიშნავს ავი და რას დაცვა და მერე მოიყვანოთ ძაღლი :დდ

QUOTE

ისტერიჩკა
ჩემების ორ ხმიანი ღრიალი სართულს აზანზარებს

:დდდდ

Posted by: edna mamida 24 Nov 2013, 19:10
blblbl
QUOTE
:დდდდ

user.gif mo.gif biggrin.gif
QUOTE
სპანიელის და ლაბრადორის ნაჯვარია,სიავე საიდან უნდა ჰქონდეს,არც დაცვა მისწავლებია,მაგრამ სახლს რომ ტეხავდნენ და მაშველები დაგვჭირდა კარის გასაღებად,აივნიდან რომ გადაძვრნენ სახლში არ შეუშვა ისეტი ამბავი დაიწია დაგლეჯდათ სანამ მამაჩემი არ აძვრა აივანზე

lol.gif
ტერიტორიას იცავდა კაცი, ყოჩაღ

როგორაა ბიმბო?
მაგის ძველი ამბები რომ მახსენდება.......lol.gif

Posted by: blblbl 24 Nov 2013, 19:14
edna mamida
კარგად ბრძანდება ,გუშინ ბუზს გაეკიდა და დაკარგ დაჯდა და ტიროდა lol.gif lol.gif lol.gif
user posted image
აი როგორი ბიჭია 2kiss.gif

Posted by: edna mamida 24 Nov 2013, 20:02
blblbl
QUOTE
კარგად ბრძანდება ,გუშინ ბუზს გაეკიდა და დაკარგ დაჯდა და ტიროდა

biggrin.gif
QUOTE
აი როგორი ბიჭია

არ ჩანს user.gif

Posted by: blblbl 24 Nov 2013, 21:00
edna mamida
QUOTE
არ ჩანს

უი რატო არადა მაჩვენებს მე sad.gif

Posted by: edna mamida 24 Nov 2013, 22:01
blblbl
QUOTE
უი რატო არადა მაჩვენებს მე

ოპერა ურევს


ვნახე, მოვახერხე bis.gif
კაქი ბიჭია smile.gif რა მხიარული სახე აქვსbiggrin.gif
სეტერს ჰგავს ამ სურათზე

Posted by: monika_-_nikolashvili 25 Nov 2013, 07:02
edna mamida
მე რამდენი სიტყვა შემეშლება ჩემი საქმეა გამგები გაიგებს მე კერძოში ვცხოვრობ აქ უფრო მეტი შანსია გაქურდვის ვიდრე სხვა ნებისმიერ კორპუსში იქ მეზობელმა რომ დაინახოს ქურდი შეგატყობინებს და არ წაიღებენ მთელ სახლს და ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს

Posted by: edna mamida 25 Nov 2013, 23:19
monika_-_nikolashvili
QUOTE
მე რამდენი სიტყვა შემეშლება ჩემი საქმეა გამგები გაიგებს

no.gif
ეცით პატივი მშობლიურ ენას
QUOTE
მე კერძოში ვცხოვრობ აქ უფრო მეტი შანსია გაქურდვის ვიდრე სხვა ნებისმიერ კორპუსში იქ მეზობელმა რომ დაინახოს ქურდი შეგატყობინებს და არ წაიღებენ მთელ სახლს და ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს

სიგნალიზაცია რომ გეცადათ?
თვეში უფრო იაფი ჯდება, ვინემ ძაღლის საკვები, თან არც მოვლა სჭირდება, არც გაეირნება და არც აცრები ............

ძაღლი მეტია ვინემ სიგნალიზაცია, მისგან სიყვარულს, ერთგულებას ელიან და არა სიავეს და და აგრესიას
სიგნალიზაცია დაგიცავთ, ძაღლი იმეგობრებს თქვენთან

უბრალოდ გაარკვიეთ რა გინდათ
მარტო დაცვა თუ გინდათ აირჩიეთ მექანიზმი
თუ მეგობარი გინდათ, ავი მეგობარი რატომ უნდა ეძებოთ? biggrin.gif


ჰოჰ რა პათეტიკური პოსტი გავაშანშალე......... gigi.gif gigi.gif

Posted by: BAQRO 26 Nov 2013, 15:34
მინდა გერმანული ნაგაზის ყიდვა, და სად და რამდენად შეილება კარგი გერმანული ნაგაზის ყიდვა?,

Posted by: monika_-_nikolashvili 26 Nov 2013, 19:25
edna mamida
ხოო და სიგნალიზაციას მოვუვლი ხოლმე. რო მოვიწყენ ან კარგ ხასიატზე ვიქნები სიგნალიზაციასთან მივალ სათამაშოდ სიგნალიზაციას გავასეირნებ ჩავეხუტები biggrin.gif უბრალოდ არ მინდა მუნჯივით ძაღლი მყავდეს არ შეილება ძაღლმა რომ სახლი დაიცვას?

Posted by: baksona1980 26 Nov 2013, 20:53
ახლა მე და ჩემი სუპერ ბუპერ ბუბუკა გავისეირნებთ biggrin.gif არც ჩემი არ არის მგლეჯავი ქვეყნის,მაგრამ მე მაინც ჩემი შტერი და პირაღია ლეკვი მიყვარს biggrin.gif რაც არის ეგ არის ბლინ

Posted by: edna mamida 26 Nov 2013, 23:05
monika_-_nikolashvili
QUOTE
ხოო და სიგნალიზაციას მოვუვლი ხოლმე. რო მოვიწყენ ან კარგ ხასიატზე ვიქნები სიგნალიზაციასთან მივალ სათამაშოდ სიგნალიზაციას გავასეირნებ ჩავეხუტები  უბრალოდ არ მინდა მუნჯივით ძაღლი მყავდეს არ შეილება ძაღლმა რომ სახლი დაიცვას?

გოგო, მყეფარა თუ გინდოდა ეგრე თქვი, თორე ავი ავიო biggrin.gif
მყეფარაა გერმანელი და მერე როგორი
აკლებული ჰყავთ ჩემებს სადარბაზო, ბუზი ვერ გაიფრენს, ამათ რომ არ გაიგონ და ატეხონ ღრიალი
მარა ავები არ არიან
QUOTE
ახლა მე და ჩემი სუპერ ბუპერ ბუბუკა გავისეირნებთ  არც ჩემი არ არის მგლეჯავი ქვეყნის,მაგრამ მე მაინც ჩემი შტერი და პირაღია ლეკვი მიყვარს რაც არის ეგ არის ბლინ

biggrin.gif

Posted by: monika_-_nikolashvili 27 Nov 2013, 14:16
edna mamida
ეგ მინდა მეც რომ გამაგებიოს უცხოს შემოსვლა თორე დაგლიჯოსთქო არ მითქვია ავს ვეძახი მე ეგეთებსbiggrin.gif მარტო დასაცავად მინდოდეს და მეტი არაფრისთვის დავაყენებდი სიგნალიზაციას

Posted by: blblbl 27 Nov 2013, 17:00
monika_-_nikolashvili
QUOTE
მეც რომ გამაგებიოს უცხოს შემოსვლა თორე დაგლიჯოსთქო არ მითქვია ავს ვეძახი მე ეგეთებ

მასე გეტქვამერე biggrin.gif mაგას ავი არ ჰქვია :დ

Posted by: monika_-_nikolashvili 27 Nov 2013, 17:07
blblbl
როგორს ქვია? მე ასეთ ძაღლებს ვეძახოდი ავსbiggrin.gif ერთხელ რომ მეტყვიან რამეს ძაღლების შესახებ სულ ეგრე მამახსოვრდება მაგალითად ადრე ჰასკზე მითხრეს ლაიკა არისო და მეც ლაიკას ვეძახოდი კიდე კაი ამიხსნეს მერე და გამაგებიეს რა ჯიში იყოbiggrin.gif

Posted by: BAQRO 27 Nov 2013, 17:52
ვოსტოჩნიკი რა პონტია?, ყიდვას ვაპირებ გერმანული ნაგაზის

Posted by: edna mamida 27 Nov 2013, 22:07
monika_-_nikolashvili
QUOTE
როგორს ქვია? მე ასეთ ძაღლებს ვეძახოდი ავს

სესარ მილანს რომ ვუყურებდი ძაღლები ასე დაჰყო, გაწონასწორებული, ნერვიული (მყეფარა ანუ) და აგრესიული, რომელიც მყეფარაგან განსხვავებით არ გაფრთხილებს, პირდაპირ აგრსეიაზე გადადის
შენ მყეფარა გინდა და არა აგრესიული, სწორედ აგრესიული ძაღლია ავი და კბენია

Posted by: monika_-_nikolashvili 28 Nov 2013, 18:27
edna mamida
აჰა გასაგებია

Posted by: დიაბლო 30 Nov 2013, 09:17
love.gif

Posted by: bidzu 4 Dec 2013, 14:24
გერმანული ნაგაზი მიყვარს მაგრად და ჩემის აზრით მას ვერცერთი ძაღლი ვერ შეედრება yes.gif სუფთა ჯიშის გერმანულის ლეკვს შევიძენ(ჩუქებით ვიცი არავინ მაჩუქებს და ამიტომ ვიყიდი, ოღონდ ნორმალურ ფასად) მომწერეთ თუ ვინმეს ყავს

Posted by: BB42 4 Dec 2013, 19:03
თანაფორუმელნო, პატარა გამოკითხვას ვატარებთ ძაღლების შესახებ და თუ არ მოცდებით შევასეთ თქვენ გახარებას. სულ რამდენიმე კითხვა 2kiss.gif

https://www.surveymonkey.com/s/RKB8JZL

Posted by: baksona1980 4 Dec 2013, 21:12
BB42
მე შევავსე უკვე smile.gif რისთვის გჭირდება ეს კითხვარი? რა მიზანს ემსახურება

Posted by: BB42 5 Dec 2013, 00:59
baksona1980
უნივერსიტეტის დავლებაა. კვლევას ვატარებთ ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე. ცოტა ხანში დავდებ შედეგებს თუ დაგაინტერესებთ

Posted by: BettingExpert 12 Dec 2013, 13:18
სალამი,

ამ ძაღლების ჯიშს ვერ მეტყვით?

http://www.youtube.com/watch?v=QKick3mWkR4

Posted by: DexmaN 16 Dec 2013, 20:50
არავის გყავთ გასაჩუქებელი ლეკვი?
გთხოვთ რა თუ ვინმე ვერ უვლის ან არ უნდა 3 თვემდე რო იყოს პმ მომწერეთ.

BettingExpert

გერმანული ნაგაზები არ არიან?

Posted by: BettingExpert 16 Dec 2013, 23:00
DexmaN
QUOTE
გერმანული ნაგაზები არ არიან?


ნუ მე ეგრე მითხრეს და ამიტომ თქვენი აზრი მაინტერესებს.

აი ეს არის ჩემი ლეკვი http://www.picz.ge

Posted by: markes 28 Dec 2013, 21:46
რაღაც მოწყენილობასავითაა ამ თემაში
შანის და მაქსის დღევანდელ ფოტოს დავდებ

დღეს მინდოდა სანისთვის ირმის რქების ყიდვა – საახალწლოთ, ქოქოლა დამაქარეს ოჯახის წევრებმა, ისედაც ვირივით აქ ყურებიო

biggrin.gif

Posted by: Besela 29 Dec 2013, 13:43
იყიდება ახალი ტიპის გერმანული ნაგაზის ლეკვები. დედა Molly von Wolfratshausen FCG-1808. დედის ტიტულები J. CAC, CAC, CACIB, CW,სულ 5 CAC,მრავალ გზის პირველი ადგილის მფლობელი,საქართველოს ჩემპიონი. მამა G Max della Valcuvia FCG-1817 მამის ტიტულები J. CAC, CAC, CACIB, CW,სულ 4 CAC და ასევე საქართველოს ჩემპიონი. საგვარეულო ნუსხაზე აღარ ვლაპარაკობ, ორივე ძაღლი ჩემია და მე მყავს, შეგიძლიათ ნახოთ ორივე ერთად. ორივეს დედას და მამას გავლილი აქვთ ფედერაციში საწრთვნელი სკოლის სრული კურსი.გამოფენებზე ხშირად ორივე იღებდა პირველ ადგილს და ბოლოს ხვდებოდნენ ერთმანეთს, ხან დედა უგებდა მამას ხან პირიქით.ლეკვების წაყვანა შეგიძლიათ 20 იანვრის შემდეგ, დაიბადნენ 28 დეკემბერს. ფასი 350 დოლარი. ტელ: 555 22 77 33


http://www.mymarket.ge/product_info.php?product_id=5401328

Posted by: playstation 31 Dec 2013, 20:07
ძალიან ეშინია საახალწლო ფეირვერკების ჩემსას და რა ვუყო არ ვიცი
12 საატისკენ გავალ და ჩავეხუტები რომ არ შეესინდეს
როგორ მივაჩვიო

წინა გერმანული ნაგიჟარი იყო ყეფავდა დარბოდა სახეს იძრობდა
ამას ცოტა ეშინია
ცოტა კი არა მაგრად ეშინია
* * *
გილოცავთ ყველას ახალ 2014 წელს


გუშინ მე დამ ჩემი ძარლმა ერთად ჩახუტებით შევხვდიტ ახალ წელს
ეშინოდა ფეირვერკების და მივედი გვერდით მეყენა და ისე ვაწყნარებდი
გაოცებული იყურებოდა.
დღეს კიდე დაბადების დღე აქვს 1 წლის გახდა smile.gif

Posted by: playstation 2 Jan 2014, 00:49
ესეც ჩვენ დღეს ზუსტად 1 წლის გავხდით

http://radikal.ru/fp/3802b566519448cb9b4be5c3c36ba890

Posted by: bidzu 2 Jan 2014, 17:28
QUOTE (markes @ 28 Dec 2013, 21:46 )
რაღაც მოწყენილობასავითაა ამ თემაში
შანის და მაქსის დღევანდელ ფოტოს დავდებ

დღეს მინდოდა სანისთვის ირმის რქების ყიდვა – საახალწლოთ, ქოქოლა დამაქარეს ოჯახის წევრებმა, ისედაც ვირივით აქ ყურებიო

biggrin.gif

რა მაგარი ძაღლებია yes.gif ერთი ვერ დავითრიე ამათზე მაგარი ძაღლი არ არსებობს!

Posted by: markes 2 Jan 2014, 19:20
playstation
გილოცავ, ძალიან საყვარელია

ჩემი სახლში ცხოვრობს და არ შეშინებია ფეიერვერკების, ისე კი აგვეტუზა


bidzu
ერთი ჩემია და მეორე მაგის საქმროა
წელიწადნახევარში შევაჯვარებთ, ვნახოთ როგორი ლეკვები ეყოლებათ.

ჩემი შანი სულ გატუტუცდა დივანზეა წამოწოლილი და ტელევიზორს უყურებს


Posted by: bidzu 2 Jan 2014, 20:05
QUOTE (markes @ 2 Jan 2014, 19:20 )
playstation
გილოცავ, ძალიან საყვარელია

ჩემი სახლში ცხოვრობს და არ შეშინებია ფეიერვერკების, ისე კი აგვეტუზა


bidzu
ერთი ჩემია და მეორე მაგის საქმროა
წელიწადნახევარში შევაჯვარებთ, ვნახოთ როგორი ლეკვები ეყოლებათ.

ჩემი შანი სულ გატუტუცდა დივანზეა წამოწოლილი და ტელევიზორს უყურებს

ძაან მაგარია და ეტყობა მაგარი მოვლილი გყავს საღოლ. უეჭველი უნდა დავითრიო მეც. ამ ზაფხულს მომიყვანეს და არ გამოდგა სუფთა ჯიშის ან დედა ყავს ან მამა გერმანული ნაგაზის ჭკვიანიც არაა, ეხლა მივეჩვიე და მეცოდება რო გავუშვა, არადა მასეთ გერმანულს მაგრად გავზრდიდი

Posted by: markes 2 Jan 2014, 23:29
bidzu
QUOTE
ძაან მაგარია და ეტყობა მაგარი მოვლილი გყავს საღოლ

მადლობა smile.gif
ვცდილობთ არაფერი დავაკლოთ
ჯერ რვა თვისაა ვნახოთ როგორი გაიზრდება
შენ ლეკვს ვერარ გაუშვებ მაგრად დაგწყდება გული და მეტის – ძალიან ცოდოა
დაიტოვე, სხვა გეყოლება და ესეც გყავდეს
sad.gif

Posted by: edna mamida 3 Jan 2014, 02:08
bidzu
QUOTE
ამ ზაფხულს მომიყვანეს და არ გამოდგა სუფთა ჯიშის ან დედა ყავს ან მამა გერმანული ნაგაზის ჭკვიანიც არაა, ეხლა მივეჩვიე და მეცოდება რო გავუშვა, არადა მასეთ გერმანულს მაგრად გავზრდიდი

მდაააა
შენ ძაღლი კი არ გყვარებია, მეგობარს "ჯიშიანობას" ამჯობინებ
არაფრისდიდებით არ მოგვცემდი ლეკვს

ძაღლი გაზარდე, უყვარხარ, მიგეჩივია და "უშვებ" ანუ აგდებ, აჩუქებ, მხოლოდ იმიტომ რომ.....

მაინც რად გინდათ სუუუუუუფთა ჯიშის ნემცები ხალხო, პოლიციაში მუშაობთ თუ სპეციალურ სამსახურებში?
ევროპა ამერიკაში დიდი ხანია თავშესაფრებიდან აჰყავთ ძაღლები, ავადმყოფი, მიტოვებული, მეტისი, აქ კი
მარიაჟი ქართველები facepalm.gif

ერთი ასეთი გერმანულის მეტისი გადაადგეს ჩვენს უბანში, მანქანამ გაიტანა, გადარჩა მაგრამ ფეხები აქვს დაზიანებული, ძალიან თან
არ მიატოვა კეთილმა ხალხმა, ბინაში ვერ მიჰყავთ ძალიან სერიოზული მიზეზის გამო, არც ავტოფარეხში ჩერდება, ამიტომ ვეტკლინიკას ფულს უხდიან რომ იქ ჰყავდეთ, საჭმელ-სასმლის, აცრების ფულსაც იხდიან და ყოველდღე აკითხავენ სასეირნოდ წასაყვანად
რუსები არიან, გადამგდები კი ქართველი იქნებოდა, ჯიშიანი ძაღლი რომ "დაითრია" და მერე არ გამოადგა და "გაუშვა":help:

Posted by: playstation 3 Jan 2014, 14:43
წინა გერმანული მე რაც მყავდა არ იყო სუფთა სისხლის მაგრამ ისე მიყვარდა ერთად გავიზარდეთ ფაქტიურად 11 წლის ვიყავი მე რომ მოვიყვანეთ და 22 წლის ვიყავი რომ მომიკვდა სიბერისგან
ნახევარი ცხოვრება ერთად გვქონდა გატარებული
დღემდე მიყვარს ის ძაღლი

არ არის აუცილებელი სუფთა სისხლის იყოს და ვიდზე იდგეს
მთავარია გულით გიყვარდეს


ისე კი ჭკვიანი იყო ის 2 წლის მერე ჭკუა მოემატა და ბევრი რამე უსიტყვოდ ესმოდა

ეს კიდე თავხედურად გავზარდე არ მიჯერებს მკბენს და თავის ტოლი ვგონივარ
სულ მეთამაშება და მითრევს ხოლმე გეგონება მაგის მეგობარი ჩუჩილა ვიყო

კაი ძლიერი კია

Posted by: gamushki 3 Jan 2014, 16:16
მდაა ამ გაზაფხულზე მეც მინდა დავითრიო გერმანული ნაგაზი და ამ თემის აქტიური მომხმარებელი გავხდები ბევრი მეუბნება მეტესი აიყვანე მაგრამ მე კონკრეტუკად ავჩალკის მუღამი მაქქვს მაგრა მინდა ავჩალკა

Posted by: edna mamida 3 Jan 2014, 20:30
დაგვიანებით გილოცავთ ყველას, ორფეხებსაც და ოთხფეხებსაც

playstation
markes
რა ლამაზებია ორივე love.gif არ მომბეზრდება გამეორება smile.gif
playstation
თქვენ კი გილოცავთ, უფრო დიდი გოგო გაიზარდოს biggrin.gif kiss.gif

ფეიერვერკების პატარას ეშინია, დიდი ბრაზობს, ყეფით ორივე ყეფს, იკლებენ ყველაფერს biggrin.gif biggrin.gif
QUOTE
ეს კიდე თავხედურად გავზარდე არ მიჯერებს მკბენს და თავის ტოლი ვგონივარ
სულ მეთამაშება და მითრევს ხოლმე გეგონება მაგის მეგობარი ჩუჩილა ვიყო

lol.gif lol.gif



markes
QUOTE
შენ ლეკვს ვერარ გაუშვებ მაგრად დაგწყდება გული და მეტის – ძალიან ცოდოა
დაიტოვე, სხვა გეყოლება და ესეც გყავდეს

playstation
QUOTE
წინა გერმანული მე რაც მყავდა არ იყო სუფთა სისხლის მაგრამ ისე მიყვარდა ერთად გავიზარდეთ ფაქტიურად 11 წლის ვიყავი მე რომ მოვიყვანეთ და 22 წლის ვიყავი რომ მომიკვდა სიბერისგან
ნახევარი ცხოვრება ერთად გვქონდა გატარებული
დღემდე მიყვარს ის ძაღლი

2kiss.gif 2kiss.gif

ჩემი ჯენის ბაღნები ხვალ ხდებიან ორი წლის

Posted by: baksona1980 3 Jan 2014, 21:45
playstation
აბაა მასეა ჩემიც,მეც თავხედურად მყავსგაზრდილი.მახტება მკბენს და მოკლედ რა დღეში მაყენებს,ერთხელ მოვცსცხე გასუქებულ ტრაკზე biggrin.gif ,მაგრამ ისევ თამაში ეგონა და აქეთ დღე მაყარა საშინელი biggrin.gif edna mamida მიყვარს კი არა არ ვიცი რა მემართება ჩემს პირაღია ლეკვზე,რომ გავალ სახლიდან ჭიშკრის ღრეჩოში მოაჭერს ცხვირს,მიყურებს ანთებული თვალებით და შიგადაშიგ წუწკურებს,უნდა სამსახურში წავიყვანო biggrin.gif სახლში რომ მოვალ, არ ვიცი რამდენ წრეს დამირტყამს ჯერ მე და მერე სახლს სიხარულისგან,რასაც ქვია დაფრინავს კი არ დარბის biggrin.gif ერთხელ ოთახში ჩავკეტე დედაჩემთან და მე გარეთ გავედი,ხელოსნები ფანჯარა მოქონდათ და ამხელა ცხოველი რომ დაინახეს შეეშინდათ biggrin.gif იცოდა რომ გარეთ ვიყავი,ის კი დაკეტილი და დაანგრია ყველაფერი სანამ არ მივედი. ეს თავის კორმები არ უყვარს მოკალი თუ გინდა. სიამოვნებით მიირთმევს კონსერვებს მისას,ხორცისა და ბრინჯის ნახარშებს+მწვანილს ვუმატებთ+ ნიორი და ცოტა მარილი.აი ამას რომ შეჭამს,ისეთ ხასიათზე რომ არ ვიცი biggrin.gif ვატყობ სახლში,მართალია დიდი ეზო მაქვს,მაგრამ ენერგიას ვერ ხარჯავს.გარდა ამისა რაღაც სათამასო სჭირდება და ვერ შევარჩიე რა ვუყიდო,პატარა ბურთები და ეგეთი რამეები არ ხიბლავს,რაღაც ისეთი უნდა ვფიქრობ რომ წიწკნოს,ქაჩოს და ღრღნას. რა ვუყიდო არ ვიცი
markes
ჩემიც 8 თვისაა ჩემი ბუბუშკა biggrin.gif უფრო სწორად 5 იანვარს გახდება 8 თვის ეგ მამა და დედაძაღლი ეგა biggrin.gif რამდენია შენი წონაში და სიმაღლეში? აძლევ რამე ვიტამინებს

Posted by: bidzu 3 Jan 2014, 21:53
QUOTE (edna mamida @ 3 Jan 2014, 02:08 )

მდაააა
შენ ძაღლი კი არ გყვარებია, მეგობარს "ჯიშიანობას" ამჯობინებ
არაფრისდიდებით არ მოგვცემდი ლეკვს

ძაღლი გაზარდე, უყვარხარ, მიგეჩივია და "უშვებ" ანუ აგდებ, აჩუქებ, მხოლოდ იმიტომ რომ.....

ბიჯო მე არ მითქვამს რო ძაღლს ვაგდებთქო მე ვთქვი რო მეცოდება რო გავაჩუქო მეთქი გაიგე და შენ ნუ მასწავლი რომელი ძაღლი მოვიყვანო მე ყოველთვის მყავდა ძაღლი და სუყველა კარგი მოვლილი მყავდა

Posted by: edna mamida 3 Jan 2014, 23:08
bidzu
QUOTE
მე ვთქვი რო მეცოდება რო გავაჩუქო მეთქი

და რატომ უნდა გააჩუქო?
ამას რომ წერ აქ, ფიქრობ ანუ გაჩუქებაზე და სხვა ძაღლზე, მხოლოდ იმიტომ რომ ის ჯიშიანი არ გამოდგა რა რეაქციას ელი?
გაგიკვირდა?
ადი აპინულებში და წაიკითხავ მსგავსი დაწუნებული ძაღლების ბედის შესახებ ბევრ არასასიამოვნო ამბავს
ელიზბარაშვილის თავშესაფარია ჩემს სახლთან, არც იქაა ძაღლების ნაკლებობა, მარტო მე მყავს სამი ქუჩაში ნაპოვნი ჩაყვანილი..
ერთი ორმა ჩემმა ნაცნობმა "სოფელში გაუშვა"თავისი ლაბრი იმიტომ რომ მეტისი შეაპარეს, 6 თვემდე ეფერენ ეთამაშნენ, მერე კი მოიცილეს უსარგებლო ნივთივით user.gif
QUOTE
გაიგე და შენ ნუ მასწავლი რომელი ძაღლი მოვიყვანო მე ყოველთვის მყავდა ძაღლი და სუყველა კარგი მოვლილი მყავდა

ჰოჰ გაბრაზდა ბიჭი შენიშვნა არ მოეწონა....biggrin.gif
ვინ გასწავლა რო? არც მიფიქრია, მეგონა სხვა რამ დავწერე
თუ არ გაუშვებ და მით უკეთესი, აგაშენა ღმერთმა, საერთოდ რა საჭირო იყო მაშინ ამაზე ლაპარაკი, რად დაგვზაფრე? biggrin.gif

ჯანდაბა, რაზე ვკამათOბ facepalm.gif

baksona1980
QUOTE
მიყვარს კი არა არ ვიცი რა მემართება ჩემს პირაღია ლეკვზე,რომ გავალ სახლიდან ჭიშკრის ღრეჩოში მოაჭერს ცხვირს,მიყურებს ანთებული თვალებით და შიგადაშიგ წუწკურებს,უნდა სამსახურში წავიყვანო  სახლში რომ მოვალ, არ ვიცი რამდენ წრეს დამირტყამს ჯერ მე და მერე სახლს სიხარულისგან,რასაც ქვია დაფრინავს კი არ დარბის
love.gif love.gif
ჩემებიც მასე არიან როცა მე და ჩემი და მივდივართ სამსახურში, საკმარისია დავრეკო, მოვდივარო დაერჭობიან კართან და ფეხს არ იცვლიან ჩვენს მოსვლამდე, აი რანაირად ხვდებიან რა ვუთხარი დედეჩემს
როგორი სიყვარული და ერთგულება შეუძლიათ ამ ჩურჩუტებს დღემდე მიკვირს
ვჯიჟგები ისე მიყვარს ჯენი და მმისი ბაღნები biggrin.gif

Posted by: markes 3 Jan 2014, 23:32
baksona1980
QUOTE
ჩემიც 8 თვისაა ჩემი ბუბუშკა  უფრო სწორად 5 იანვარს გახდება 8 თვის ეგ მამა და დედაძაღლი ეგა  რამდენია შენი წონაში და სიმაღლეში? აძლევ რამე ვიტამინებს

ჩემი 6 იანვარს გახდება 9 თვის
არ ვიცი რამდენია სიმაღლეში და არც ამიწონია, ისე კაი დიდი ძროხაა, ხომ ატყობ ფოტოზე.

ნაგიჟარივით დარბის პარკში აღმართებზე, დადევს ბურთებს, აპორტი საერთოდ უყვარს, მაგრამ რამე ხე თუ იპოვა ხომ საერთოდ აფრენს.
სახლში მოათრევს დიიიიიიიიიიდ ტოტებს და ვჩხუბობთ რომ დატოვოს პარკის შესასვლელში.
არასდროს არაფეი არ ავიწყდება, სადაც რამეს დატოვებს ან ნახავს აუცილებლად მივა შემდეგ ჯერზე და ეძებს ტავის დატოვებულს.
ერთ ადგილზე კატა ეგულება ( პატარაობაში იმან ცხვირში მისცხო ტათი და იტირა), დაიმახსოვრა ის ადგილი და ყველა გავლაზე იქ მიდის და ეძებს იმ კატას, გეგონება ის კატა მანდ იყოს დაბმული.
მოკლედ ბევრი სიხარული მოიტანა შანიმ სახლში. ახლა გამხეცდა და ლაპარაკსაც ცდილობს მგონი, ცნობს იმ ტანსაცმელს რომლითაც გაგვყავს გარეთ და იმ წამსვე იწყებს "ლაპარაკს" - აუ, აუუუუ, ავა ავაააააააააა smile.gif)))))))) მიგათრევს კარებთან - ჩქარა წავიდეთ, ნუ აყოვნებ, რა ჯანდაბად გინდა ეს ტელეფონი smile.gif)))

სატამაშოები ბევრი აქ, უყვარს ტენინისის ბურთები, რაღაც დიდი გაკვანძული ფერადი თოკი ვუყიდეთ და იმას დაარბენინებს ოთახიდან ოთახში თან ღრღნის და ათრევს კიდე რაღაც ეკლებიანი და სასტვენიენი ბურთი უყვარს, მიაჭEრს კბილებს ის დააპრუწუნებს ესეც ეჩხუბება.
ვერთობით ესე

Posted by: baksona1980 3 Jan 2014, 23:42
bidzu
სწორად გითხრა თუ ძმა ხარ და არ არის ახლა ეგეთი ტონით სალარაკო.ძალიან გასაგებად და სათანადო ფორმით გითხრა სიმართლე და აგეწვა ხომ? biggrin.gif ახლა შენ ნათქვამი მოგხვდა გულზე და ცოცხალ არსებაა რომ ეგრე იცილებ იმას რა რომ არ ლარაპაკობს არფერი აქვს გრძნობისნაირი? საშინელებაა მასეთი საუბარი." სუფთა არ არის და რომ გავაჩუქო," მოკლედ ნივთივით უყურებ მაგას და არა როგორც ცოცხალ არსებას.არასწორი აზრი,არასწორი მიდგომა და ხედვაა.იმედი მაქვს დაფიქრდები და შემდეგში ასე სათამაშო ნივთებივით არ ისაუბრებ.markes
უნდა ვუყიდო ეგ თოკი მეც.ჩემიც ეგრეა.რაღაც გადანაჭრელი მქონდა სახლში დიდი ხის მორი და ის გამოათრია გარეთ.ხოხო რა კბილებდალესილია ყველაფერზე biggrin.gif ჩემსასაც პატარა რომ იყო ჩემმა კატამ გაუხურა,გამილახა და დამიჩაგრა რამოდენიმეჯერ.ვაიმე როგორ ვერ იტაან,სახლში რომ შემოვარდება პირველ რიგში შეიხედება საწოლის ქვეს და საბანს წაკრავს ცხვირს იქ ხომ არ არის ჩამალულიო და თუ ნახა ვაი იმის ცოდვა არის ერთი ჭყავილი და ყეფა ,ყურთასმენას იღებენ biggrin.gif ფინალი: გარბის კატა მისდევს ამხელა ტანკი კბილებისკაწკაწით.საშინლად უყვარს სირბილი,როცა მეორე ძაღლს ეთამაშება.სულს ლევს ასეთი თამაშისთვის biggrin.gif

Posted by: edna mamida 3 Jan 2014, 23:58
markes

QUOTE
ნაგიჟარივით დარბის პარკში აღმართებზე, დადევს ბურთებს, აპორტი საერთოდ უყვარს, მაგრამ რამე ხე თუ იპოვა ხომ საერთოდ აფრენს.
სახლში მოათრევს დიიიიიიიიიიდ ტოტებს და ვჩხუბობთ რომ დატოვოს პარკის შესასვლელში.

ლოდებს, კბილებიც მიიმტვრია უკვე biggrin.gif
QUOTE
მოკლედ ბევრი სიხარული მოიტანა შანიმ სახლში.

მასეა, მასე
QUOTE
წამსვე იწყებს "ლაპარაკს" - აუ, აუუუუ, ავა ავაააააააააა ))))))))

არჩიბალდი იქცევა მასე, ჯანას ძმა, ჩემი და ამბობს მალე ალაპარაკდებაო biggrin.gif
QUOTE
რაღაც დიდი გაკვანძული ფერადი თოკი ვუყიდეთ და იმას დაარბენინებს ოთახიდან ოთახში თან ღრღნის და ათრევს

ამათაც ეგ აქვთ, კარბგია, თან ეგ კბილების საწმენდიცაა, სასარგებლოა ანუ

baksona1980
QUOTE
უნდა ვუყიდო ეგ თოკი მეც.

უყიდე, არ ინანებ, ოღონდ დიდი, წვრილს დაჯლეჯს, ყველაზე კარგი რამაა
ბურთები იმხელა უყიდეთ რომ არ გადაცდეთ ყელი, ჯანას გადაცდა ერთელ, კინაღამ დაიღრჩო
QUOTE
ჩემმა კატამ გაუხურა,გამილახა და დამიჩაგრა რამოდენიმეჯერ

კატაც გყავთ? biggrin.gif
მე თუთიკები და ჯანა მათ შეჭმას ცდილობს სულ

პ.ს. მადლობა გაგებისთვის
ძალიან არ მომწონს ასეთი მიდგომა ცოცხალი არსებების მიმართ
დასათრევად და თავისმოსაწონებლად აიფონ აიპადები ჯობია biggrin.gif , გაგიტყდება, მოგბეზრდება, გადავა მოდიდან გამოცვლი, ცხოველი ნივთი არაა, არც სათამაშოა პატარებისა და დიდებისთვის
დიდი პასუხისმგებლობაა ცხოველის მოყვანა სახლში, დაფიქრებაა საჭირო ამ ნაბიჯის გადადგმამდე
user.gif

Posted by: markes 4 Jan 2014, 00:10
baksona1980
edna mamida
ეგ თოკი მართლა კაი რამეა, თან კბილებს წმენდსო - ესე ეწერა.
მე ყველაზე დიდი ვუყიდე, კვანძები აქ გვერდებზე, მაგრამ იმას რომ იქნებს თუ მოგხვდა ვსე! მოტეხილი გაქ ფეხი

biggrin.gif
ერთ ორ სინაიკს კი გამოვრჩი უკვე და ახლოს არარ ვეკარები როდესაც იქნევს.
დილაზე მხვდება ხოლმე ბალიშთან, მოაქ და მიდებს ტავთან დიდი პატივისცემის ნიშნად

Posted by: edna mamida 4 Jan 2014, 00:12
markes
QUOTE
მე ყველაზე დიდი ვუყიდე, კვანძები აქ გვერდებზე, მაგრამ იმას რომ იქნებს თუ მოგხვდა ვსე! მოტეხილი გაქ ფეხი


ერთ ორ სინაიკს კი გამოვრჩი უკვე და ახლოს არარ ვეკარები როდესაც იქნევს.

lol.gif
გუშინწინ დედაჩემი ააკივლა biggrin.gif
QUOTE
დილაზე მხვდება ხოლმე ბალიშთან, მოაქ და მიდებს ტავთან დიდი პატივისცემის ნიშნად

ამათ ლოგინში უდევთ biggrin.gif

Posted by: markes 4 Jan 2014, 00:18
edna mamida
ვაკის პარკში არ მოგყავს სენები?
ხომ ახლოს ცხოვრობ, მოიყვანე შანი სოციალიზებლი მყავს ყველა უყვარს და ყველასთან კარგად თამაშობს - გავაცნოთ

Posted by: baksona1980 4 Jan 2014, 00:39
რა კაცო ასე სახლში დაატრაშუნებთ თქვენს გერმანელებს? biggrin.gif ჩემი მხოლოდ ე.წ "ტვ ოთახში" შემოდის.მის მერე არა აქვს უფლება.თუმცა იპარება ხოლმე.ეგ უკვე როცა საკუთარი სახსლი და საკმარისი ეზო გაქვს,გატუტუცებაა ძაღლის.ხვალ დილით სტადიონზე წავიყვან თუ ავდექი ადრე.ვირბენთ ერთად მე და ჩემი ბუბუშკა biggrin.gif თუ კი დააგვიანდა გასეირნება მერე სულ იქაჩება.უდავნიკი მინდა ვუყიდო რომ ცოტა ჭკუაზე მოვიდეს

Posted by: markes 4 Jan 2014, 00:44
baksona1980
QUOTE
რა კაცო ასე სახლში დაატრაშუნებთ თქვენს გერმანელებს?

აბა სად წავიყვანო? სამოთახიან ბინას ეზო არ აქ

lol.gif
ხოდა დაძანძალებს აგერ

Posted by: edna mamida 4 Jan 2014, 00:51
markes
QUOTE
ვაკის პარკში არ მოგყავს სენები?
ხომ ახლოს ცხოვრობ, მოიყვანე შანი სოციალიზებლი მყავს ყველა უყვარს და ყველასთან კარგად თამაშობს - გავაცნოთ

ვეცდები smile.gif

baksona1980
QUOTE
რა კაცო ასე სახლში დაატრაშუნებთ თქვენს გერმანელებს?

მა biggrin.gif
შენ 11 ლეკვი რომ დარბოდა ოთახებში მონგოლთა ურდოსავით მაშინ გენახა biggrin.gif
QUOTE
როცა საკუთარი სახსლი და საკმარისი ეზო გაქვს,გატუტუცებაა ძაღლის

ჰო, მარა სადაა საკუთარი სახლი და ეზო user.gif
QUOTE
უდავნიკი მინდა ვუყიდო რომ ცოტა ჭკუაზე მოვიდეს

სატინიც გვირჩევს

მე ე.წ. ჰარნესი, რუსულად ზბრუია ვუყიდე, ტანზე რომ უკეთდებათ ის, მაგარია, ჯინსის ნაჭრის, ძვლები აქვს ამოქარგული biggrin.gif

Posted by: markes 4 Jan 2014, 01:01
baksona1980
edna mamida
მე შანი სტროგი უდავკაზე დამყავს – სტოპიანი კია

ისე ლამაზად დაცუნცულებს, სულ არ სჭირდება ქაჩვა

აბა ისე დამაგლიჯა ხელები

Posted by: tikunia111 4 Jan 2014, 14:38
გამარჯობაა,გილოცავთ ახალ წელს, აუ ხალხო მაშოვნინეთ გერმანული რა.. მამალი მინდა, ოღონდ ძაან ძვირად ვერა რა, 200 ლარი შემიძლია, კიდევ რაღაც მაინტერესებს,გერმანული შავი ,მამალი,მყავს ორი წლის,ოღონდ საბუთები არ მაქვს და ასე შემაჯვარებინებენ?
* * *
ჰო კიდე რაღაცები მინდა გკითხოთ,როგორც გითხარით მყავს შავი გერმანელი, კორპუსის ბინაში გვყავს და გარეთ გაყავს ბაბუას ისიც 10-15 წუთი, მე ისედაც ვერ ვიჭერ და თუ გავიყვანე ისეა მიჩვეული აქვვე კორპუსის გარშემო ბოდიალს რომ ზევით აღარ მომყვება პარკისკენ რომ ცოტა ვასეირნო და ვათამაშო,სახლში გდია და არის ასე,ორი წლის კია მარა ცანცარაა ჯერ ძალიან, რა ვუყო არ ვიცი,სხვა ძაღლებს უყეფს გიჟდება თუ დაინახა,ისე გაიქაჩება მაფორთხიალებს,არ აქვს თამაშის მომენტი ძაღლებთან,თან სიარულიც არ იცის ნორმალურად,სხვა ავჩარკებს რომ ვუყურებ მშურს ისე დაყვებიან პატრონებს გვერდით,ადრე იცოდა ამან გვერდით-თქო ვეუბნებოდი და ისე დამყავდა,მარა ბაბუმ გააფუჭა weep.gif მოკლედ რა.. სახლის პატარა ძაღლივითაა..

Posted by: bidzu 4 Jan 2014, 20:53
QUOTE (edna mamida @ 3 Jan 2014, 23:08 )

ჰოჰ გაბრაზდა ბიჭი შენიშვნა არ მოეწონა....biggrin.gif

lol.gif lol.gif lol.gif მართალი ხარ გავბრაზდი yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: edna mamida 4 Jan 2014, 21:33
tikunia111
QUOTE
ჰო კიდე რაღაცები მინდა გკითხოთ,როგორც გითხარით მყავს შავი გერმანელი, კორპუსის ბინაში გვყავს და გარეთ გაყავს ბაბუას ისიც 10-15 წუთი, მე ისედაც ვერ ვიჭერ და თუ გავიყვანე ისეა მიჩვეული აქვვე კორპუსის გარშემო ბოდიალს რომ ზევით აღარ მომყვება პარკისკენ რომ ცოტა ვასეირნო და ვათამაშო,სახლში გდია და არის ასე,ორი წლის კია მარა ცანცარაა ჯერ ძალიან, რა ვუყო არ ვიცი,სხვა ძაღლებს უყეფს გიჟდება თუ დაინახა,ისე გაიქაჩება მაფორთხიალებს,არ აქვს თამაშის მომენტი ძაღლებთან,თან სიარულიც არ იცის ნორმალურად,სხვა ავჩარკებს რომ ვუყურებ მშურს ისე დაყვებიან პატრონებს გვერდით,ადრე იცოდა ამან გვერდით-თქო ვეუბნებოდი და ისე დამყავდა,მარა ბაბუმ გააფუჭა   მოკლედ რა.. სახლის პატარა ძაღლივითაა..

ცოდოა, ბევრი სეირნობა და სირბილი უნდა თორემ ნელ ნელა დაჩლუნგდება და დაავადდება უმოძრაობით, ან მწვრთნელს მიმართეთ, ან თავად ასეირნეთ სპეციალური საბელით, მოძებნეთ შემოღობილი ადგიგლი რომ არ გაიქცეს და იქ აუშვით.
მეტი მოძრაობა უნდა, რომ ენერგია დახარჯოს


bidzu
კაცო, შენ ეგ შენი ოთხფეხა მეგობარი არ მიატოვო და არაა პრობლემა, პირიქით, თუ არასწორად გაგიგეთ აქეთ მოგიხდი ბოდიშს, არც ეგაა პრობლემა biggrin.gif


დღეს ამათი დაბ. დღე იყო, ძამიკო მოვიდა, ჰოდა დაიმხეს სAXლი თავზე ჯანამ და არჩიმ, ჯენიც გადარიეს და ჩვენც
biggrin.gif

Posted by: bidzu 4 Jan 2014, 23:00
QUOTE (edna mamida @ 4 Jan 2014, 21:33 )
tikunia111

კაცო, შენ ეგ შენი ოთხფეხა მეგობარი არ მიატოვო და არაა პრობლემა, პირიქით,  თუ არასწორად გაგიგეთ აქეთ მოგიხდი ბოდიშს, არც ეგაა პრობლემა biggrin.gif

შენ მაგაზე არ იჯავრო არავის მიტოვებას ვაპირებ. OK მოვრჩეთ მაგაზე ლაპარაკს, ბოდიშის მოხდა არაა საჭირო no.gif alk.gif wink.gif wink.gif wink.gif

Posted by: markes 12 Jan 2014, 13:03
მომენატღეთ
აბა მოყევით თქვენი მეგობრების ამბები

შანის ფოტოს დავდებ – ზნეგუროჯგაა ტავის ჭკუაში

lol.gif

Posted by: baksona1980 13 Jan 2014, 22:18
ჩემი გერმანელი დღეს მეორე სართულიდან გადმოვარდა sad.gif აი სულ 1 სთ-ის წინ.ხმა გავიგონე,მოვიხედე და აგდია კვახივით biggrin.gif ახლა კი მეცინება,მაგრამ მაშინ მაგარი შიში ვჭამეთ.ცოტა წაიწუწკურა და ისევ ტანკივითაა,ეტყობა იმხელა ქონის ფენა აქვს ტაკუნებზე,რომ არაფერი იტკინა biggrin.gif თან საჭმელი ახალი ნაჭამი ქონდა.სულს ლევს ისე უყვარს ბრინჯი და ხორცი biggrin.gif

Posted by: markes 15 Jan 2014, 01:22
baksona1980
QUOTE
ჩემი გერმანელი დღეს მეორე სართულიდან გადმოვარდა  აი სულ 1 სთ-ის წინ.ხმა გავიგონე,მოვიხედე და აგდია კვახივით  ახლა კი მეცინება,მაგრამ მაშინ მაგარი შიში ვჭამეთ.ცოტა წაიწუწკურა და ისევ ტანკივითაა,ეტყობა იმხელა ქონის ფენა აქვს ტაკუნებზე,რომ არაფერი იტკინა  თან საჭმელი ახალი ნაჭამი ქონდა.სულს ლევს ისე უყვარს ბრინჯი და ხორცი

კიდევ კაი გადარჩა :/

Posted by: gamushki 15 Jan 2014, 05:26
baksona1980
არაფერიაა ეგ ცჰემ მეზობელს 4 სართულიდან გადმუვარდა ლეკვი და მარტო იკოჭლა 1 კვირა მერე კიდე კარგად გახდა biggrin.gif

Posted by: baksona1980 16 Jan 2014, 00:56
აი როგორია ჩემი ბუბუშკა biggrin.gif http://radikal.ru/fp/5a890161c83e4545aeeebb0f469c0abb

Posted by: edna mamida 18 Jan 2014, 20:50
baksona1980
markes
biggrin.gif love.gif love.gif love.gif

baksona1980
ექიმს ანახე მაინც

Posted by: baksona1980 19 Jan 2014, 11:59
როცა დრო მაქვს სულ გადამყავს სასეირნოდ,მაგრამ ისეთი გავირებული და ჯიუტია მიჭირს დამორჩილება,ვითომ კი,მაგრამ თუ კი ძაღლი დაინახა,ან რაღაც მოუნდა ვეღარ ვაკავებ.უდავნიკი უნდა ვუყიდო აუცილებლად,თორე დამაგლიჯა ხელები,უკვე კოჟრები გამიჩნდა გამუდმებულად საბელის ქაჩვით biggrin.gif

Posted by: markes 22 Jan 2014, 13:50
baksona1980
ნამდვილი კრასავეცია

2kiss.gif

QUOTE
უდავნიკი უნდა ვუყიდო აუცილებლად,

ბარემ სტროგი უდავკა უყიდე, შანი ესე მოვთოკე, სად მაქ მაგის თრევის ტავი, დამიგრძელდა ხელები

givi.gif

Posted by: baksona1980 22 Jan 2014, 20:11
markes
რა ვიცი მე ქუთაისში ვარ და ეგეთი უდავნიკი აქეთ არ ვიცი იშოვება თუ არა,ვიკითხე და მხოლოდ ერთ ადგილზე აქვთ 25 ლარად. თბილისში ალბად არის და რა ღირს ხომ არ იცით? და სად არის.ამ დღეებში ჩამოსვლა მიწევს და....

Posted by: markes 23 Jan 2014, 00:34
baksona1980
QUOTE
რა ვიცი მე ქუთაისში ვარ და ეგეთი უდავნიკი აქეთ არ ვიცი იშოვება თუ არა,ვიკითხე და მხოლოდ ერთ ადგილზე აქვთ 25 ლარად. თბილისში ალბად არის და რა ღირს ხომ არ იცით? და სად არის.ამ დღეებში ჩამოსვლა მიწევს და....

ყველა ცხოველების მაღაზიაში იყიდება
მე გერმანული ვიყიდე კბილები აქ დაცულლი რეზინის საცობებით – 21 ლარი ღირდა

Posted by: baksona1980 23 Jan 2014, 00:49
markes
რა ვიცი აქეთ არ იყიდება,ყველაზე დიშოვკა 25 ლარი ღირს
* * *
http://www.radikal.ru
აი ჩვენც ვვარჯიშობთ ხოლმე დილაობით როცა დრო არის smile.gif

Posted by: baksona1980 24 Jan 2014, 19:32
ვიყიდე უდავნიკი რეზინის თავებიანი ქუთაისში 23 ლარად,ცოტა დიდი ქონდა და ორი მარჭვალი ამოვაცალე biggrin.gif ისე მშვენივრად და კოხტად დაპატკუნებს ჩემი ბობიკა მეტი რომ არ შეიძლება,აღარც იქაჩება და აღარც იწელება,დავალებებსაც კარგად ასრულებს რომ უკბინა უდავნიკმა biggrin.gif ვთვლი რომ აუცილებელია ეგეთი უდავნიკი ყველა ასეთი ძაღლისათვის

Posted by: GunsN 25 Jan 2014, 10:33

გამარჯობა, აღმოსავლურ ნაგაზზე შეგიძლიათ ორი სიტყვა მითხრათ?
როგორია, მინდა ვიყოლიო და რომელს მირჩევთ გერმანულს თუ აღმოსავლურს?

Posted by: SpyZooka 25 Jan 2014, 12:19
QUOTE
რომელს მირჩევთ გერმანულს თუ აღმოსავლურს?


საბჭოთა კავშირის დროს გერმანული იყო უკეთესი დღეს აღმოსავლური ჯობია უმეტესად.

Posted by: GunsN 25 Jan 2014, 13:36
SpyZooka
ლეკვს რამდენად ვიყიდი დაახლოებით რა ფასები აქვს?

Posted by: baksona1980 25 Jan 2014, 15:38
GunsN
კარგ გერმანულ ნაგაზს,თავისი კარგი საგვარეულო ნუსხით და წარმოშობით,საუკეთესო სისხლებით 350$-ში იყიდი,ეს როცა კლუბში მიხვალ და იქედან მოგყავს,როცა პირდაპირ ხელზე გადიხარ უფრო იაფადაც იყიდი.ვიღაც ყიდდა 500$-ად....სისულელეა მაგ ფასის მიცემა. 250-350$-ის ფარგებლში უნდა იყიდო ძალიან მაგარი წარმოშობის კარგი ვიზუალის,ჯანმრთელი ლეკვი

Posted by: SpyZooka 25 Jan 2014, 17:58
GunsN
QUOTE
SpyZooka
ლეკვს რამდენად ვიყიდი დაახლოებით რა ფასები აქვს?

http://www.mymarket.ge/main.php?price_from=0&price_to=0&att_1%5B%5D=1732&cPath=4_600#theDiv
დაურეკე ყველას და დაადგინე საშუალო ფასი, არ ღირს ძვირი მაინცდამაინც.

Posted by: GunsN 25 Jan 2014, 23:50
დავრეკე, 250-300$ ღირს, ყველასთან დავრეკე, ერთს ყავს 150 ლარი დედალია და არ მინდა დედალი არადა რა კარგი ფასია user.gif

Posted by: baksona1980 26 Jan 2014, 18:10
GunsN
ეეე შენ იცი რა არის კარგი დედალი ლეკვი? ძნ მაგარია.მთავარია ჯანმთელი იყოს და კარგი წარმოშობის.მე რომ არ მყავდეს ვიყიდდი უეჭველი smile.gif იყიდე დამიჯერე

Posted by: GunsN 26 Jan 2014, 21:32
baksona1980
მერე ძაღლებს ვერ მოვიშორებ სახლიდან და მაგიტო არ მინდა დედალი sad.gif

Posted by: baksona1980 26 Jan 2014, 22:00
GunsN
კარგი რა ვერ მოიშორებ,შენ რა გგონია,ვისაც დედალი ყავს ყველა ეგრეა? არსებობს წამლები რომ მძუნაობის პერიოდში მიაღებინებ და გადაუდის biggrin.gif კარგი რა.სიამოვნებით ავიყვანდი გოგოს biggrin.gif ოღონდ როტვეილერს

Posted by: markes 27 Jan 2014, 02:43
baksona1980
QUOTE
ვიყიდე უდავნიკი რეზინის თავებიანი ქუთაისში 23 ლარად,ცოტა დიდი ქონდა და ორი მარჭვალი ამოვაცალე  ისე მშვენივრად და კოხტად დაპატკუნებს ჩემი ბობიკა მეტი რომ არ შეიძლება,აღარც იქაჩება და აღარც იწელება,დავალებებსაც კარგად ასრულებს რომ უკბინა უდავნიკმა  ვთვლი რომ აუცილებელია ეგეთი უდავნიკი ყველა ასეთი ძაღლისათვის

აი ხომ გეუბნებოდი!


შანის თატ სტკივა და სამზე დახტის
sad.gif

ვეტთან ვიყავით არაფერი არ აქ დაზიანებულიო, უბრალოდ მიართყაო რაღაცასო, აღარ ვიცი რა ვიფიქრო.
დაიტანჯა ბავშვი

cry.gif edna mamida
მირჩიე რამე ედნა. რა ვუყო? ხან აბიჯებს ხან ისევ კოჭლობს და ტან ისე საცოდავად უკიდია აღარ ვიცი რა ვქნა. დღეს ტრაუმელის მალამო წავუსვი დიდი ჩხუბითა და ამბით
* * *
GunsN
მე ჩემი შანი 200$ ვიყიდე – დედალია
ვერ წარმოიდგენ რა კარგი და თვინიერია ძუ ძაღლი.
ტკბილი, თბილი და საყავრელია.
თუ არ მოინდომებ არ შეაჯვარებ და ეგაა
მთელ მსოფლიოსი ძუ ხვადზე ძვირი ღირს ჩვენთან კი პირიქითაა
უცანური ნაროდი ვართ
biggrin.gif

Posted by: baksona1980 27 Jan 2014, 08:32
markes
უპს ცუდია თათი რომ სტკივა( ყველაზე კარგი იქნება რენტგენს თუ გადაუღებ,რითაც ძვლის დაზიანებას საბოლოოოდ გამორიცხავ,რა თქმა უნდა თუ წაიკითხეს რენტგენის სურათი ისე როგორც საჭიროა biggrin.gif გულდასმით დაათვალიერე გასიებული ხომ არ აქვს,შეიძლება რამე ხიწვი აქვს შერჭობილი.მოკლედ კარგად უნდა დაუთვალიერო,გაიგო რა ადგილას სტკივა....
შემახსენე შანი რა ხნისაა? ავია? მე ვგულისხმობ როცა სახლში ვინმე შემოდის თუ უყეფს biggrin.gif

Posted by: markes 27 Jan 2014, 12:36
baksona1980
QUOTE
უპს ცუდია თათი რომ სტკივა( ყველაზე კარგი იქნება რენტგენს თუ გადაუღებ,რითაც ძვლის დაზიანებას საბოლოოოდ გამორიცხავ,რა თქმა უნდა თუ წაიკითხეს რენტგენის სურათი ისე როგორც საჭიროა  გულდასმით დაათვალიერე გასიებული ხომ არ აქვს,შეიძლება რამე ხიწვი აქვს შერჭობილი.მოკლედ კარგად უნდა დაუთვალიერო,გაიგო რა ადგილას სტკივა....

სტკივა თითი, გაჭრილი გაჩხვლეტილი და გაბზარულ-გატეხილი არ აქ - არც გასიებული არაა.
ბარეიერზე დახტის და მე ვფიქრომ მიარტყა.
წუხელ წავუსვი ტრაუმელი და კიდე რარაც წამალი მოცა ვეტმა, დღეს არარ უკოჭლია მაგრამ საღამომდე როგორ იქნება არ ვიცი

QUOTE
შემახსენე შანი რა ხნისაა? ავია? მე ვგულისხმობ როცა სახლში ვინმე შემოდის თუ უყეფს

9 თვისაა, ავი არაა, სულ თამაშობს. ძალიან ისვიათად თუ დაუყეფს ვინმეს.
ერთი მეგობარი ჰქავს ჩემ მეუღლეს იმას ვერ იტანს და უყეფს , არ უყვარს ბომჟური ტიპები და ბოხჩებიანი ხალხი - გერმანელია რა


biggrin.gif

Posted by: edna mamida 27 Jan 2014, 20:50
markes
QUOTE
მირჩიე რამე ედნა. რა ვუყო? ხან აბიჯებს ხან ისევ კოჭლობს და ტან ისე საცოდავად უკიდია აღარ ვიცი რა ვქნა. დღეს ტრაუმელის მალამო წავუსვი დიდი ჩხუბითა და ამბით

გადაახტა ალბათ რამეს ჰო?
მასე იყო ჯენი, წინა თათს იტკიებდა, ვერ ადგავდა, მივუცუხცუხეთ ექიმს, თათი კი არა, ბეჭთან კუნთი ჰქონდა გაჭიმულ დაზიანებული, ცუდად გადახტომის გამო
ტკივილგამაყუჩებელი ანთებისსაწინააღმდეგო თუ რაღაც ამდაგვარი გაუკეთა, აცალეთ ცოტა ხანი არ ირბინოს და გაუვლისო
გაუარა
QUOTE
9 თვისაა,

მაგ ასაკში იციან
* * *
QUOTE
ვერ წარმოიდგენ რა კარგი და თვინიერია ძუ ძაღლი.
ტკბილი, თბილი და საყავრელია.
თუ არ მოინდომებ არ შეაჯვარებ და ეგაა
მთელ მსოფლიოსი ძუ ხვადზე ძვირი ღირს ჩვენთან კი პირიქითაა
უცანური ნაროდი ვართ

ჩვენს ვეტს დედალი ჰყავს 16 წლის, მამალი ნაგაზები, მამლები არ გამაგონოთო.....
დედლებს არც შევადრიო
ვოტ


ორი დედალი მყავს, რა მერე, არაფერს აშავებენ, აი ჯენის შვილი-ჯანას ძმა რომ მოდის ხოლმე მაშინ კია სახლი დანგრეული და ბუნდღლით სავსე biggrin.gif

Posted by: markes 28 Jan 2014, 01:53
edna mamida
QUOTE
გადაახტა ალბათ რამეს ჰო?

ბარიერებზე დახტის, ძალიან ცელქია და გადარეული

თათი ჰქონდა დაკიდული და ისე ჩანდა რომ უფრო შეშინებული იყო ვიდრე სტკიოდა.
პრინცესაა ეს უნამუსო და გვეპრანჭება

biggrin.gif
ტრაუმელის მალამომ უშველა მიარტყა რაღაცას დღეს ისევ გიჟივით ირბინა

Posted by: SpyZooka 29 Jan 2014, 13:16
GunsN

სტერილიზაცია გაუკეთე დედალს თუ აიყვან თან 1-2წლით მეტს ცოცხლობენო გამიგია ტერილიზებული.

Posted by: playstation 2 Feb 2014, 00:54
ჩემი გემრანელი დაუმორცილებელი
სდისტი
მოუსვენარია
ყველაფერს ანადგურებს
ცანცარაა
პატარა ცელქი ბავშვივითაა
მარტო რომ დარჩება ეზოში საღამოს რომ მოვდივარ ყველაფერი მიყრილ მოყრილი მხვდება

მოკლედ კაი მისახედი და სასწვლი მყავს რა
თუ წამოვედი სამსახურიდან მერე მივხედავ ვასწავლი რაღაცეებს თორე შტერი დამრჩება

Posted by: baksona1980 2 Feb 2014, 20:56
playstation
მე კი სიავეს ვუჩივივარ,რადგან არაა ავი.ყველას მობრძანდის ეუბნება sad.gif ღრენიაც არ არის.ღამე კი ყეფს.ცანცარაა ჩემიც,დაწიწკნილი აქვს ყველაფერი ეზოში

Posted by: playstation 10 Feb 2014, 23:18
ხო მასეთია ზუსტად ჩემიც

სამსახურიდან წამოვედი დრო მაქვს და დათბეს ცოტა და მივხედავ მერე ვასწვლი რაღAცეებ თორე დამრჩება შტერი

ჩემს ერთი ასეთი თვისება აქვს
მანქანებზეჭკუა ეკეტება
გიჟდება
კარებს ღიას დაინახავს თუ არა შიგნით ხდება
სკამზე ჯდება და კმაყოფილი სიფათით იყურება გარშემო

და კიდევ მეორე ასეთი თვისება აქვს
სიმაღლე უყვარს
სადაცრამე შემაღლებაა იქ უნდა ახტეს და იქედან იყუროს ხოლმე
ამ ბოლო დროს თავის სახლის სახურავზე ხტება და იქ წვება ხოლმე "_

Posted by: edna mamida 11 Feb 2014, 21:51
playstation
QUOTE
მანქანებზეჭკუა ეკეტება
გიჟდება
კარებს ღიას დაინახავს თუ არა შიგნით ხდება
სკამზე ჯდება და კმაყოფილი სიფათით იყურება გარშემო

ჰოოო
რა ნაცნობი სიტუაციააა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: WOO 11 Feb 2014, 23:14
აუ რა საყვარელია და ლამაზი
აი ესეთი გერმანული ნაგაზი მინდა
ფუმფულა და ბეწვიანი biggrin.gif
ზოგი გაქუცულია და რაღაცნაირი სახეები აქვთ user.gif

და ის არ მევასება კიდე უკანა ფეხები რო პატარა აქვთ
სამკუთხედებივით რო არიან biggrin.gif



ესეთს რამდენად ვიყიდი?



აუ ჩახუტებაც რო იცის რა საყვარელია biggrin.gif და მაცივრიდან წვენის გამოღება

Posted by: WOO 13 Feb 2014, 01:42
აუ მე რო ვპოსტავ იმენა მაშინ კვდება აქაურობა რა biggrin.gif

Posted by: PuTKiiI 13 Feb 2014, 02:06
WOO
უკანა ფეხები დაბალი უნდა ქონდეთ
ანუ სტანდარტში ეგრეა დაქანებული უნდა იყოს ქვედა მხარე

ფას რაც შეეხება
ისეთ ლეკვს რომელიც გაიზრდება და გული არ დაგწყდება 200 დან 400 ლარის ფარგლებშ იყიდი

და კარგს 400 დოლარიდან

Posted by: WOO 13 Feb 2014, 02:55
PuTKiiI
ცოტა დაქანებული კაია მარა ძაან დაქანებული არ მომწონს

აი ეს არ ჯდება სტანდარტში?
და "არ ვარგა" სტანდარტის მიხედვით? biggrin.gif

ესეთი მინდა
user posted image





და ვაბშე რატო მოსწონთ ეგ დაქანებული drug.gif

user posted image

user posted image

Posted by: edna mamida 13 Feb 2014, 21:02
WOO
QUOTE
გერმანული ნაგაზი მინდა

აი
KillaBee
QUOTE
ნუცუბიძIს პლატოზე მეზობელმა გააგდო გერმანული ნაგაზი ვინმეს ხო არ გინდათ იშვილოთ, ძუა 2 წლის ჭკვიანია რაც მთავარია და ძაან შეშინებულია.

http://forum.ge/?f=72&showtopic=34573912&st=75
არ გინდა? წაიყვანე
უცხოეთში მიღEბულია მიტოვებული ძაღლების აყვანა გადარჩენა, აქ ეს ჯერ არა

ვინმემ წაიყვანეთ, ბევრი ითხოვს ხოლმე მაჩუქეთო, აჰა ჩუქდება

პ.ს. მაგ ძაღლის პატრონის დედა ##%$(*&^

Posted by: baksona1980 13 Feb 2014, 21:44
edna mamida
მეც გიერთდები,მართალია "არა განიკითხო" მაგრამ....ძნელია როცა აგდებ ქუჩაში ცხოველს.მაინც მოდი ნუ განვიკითხავთ,იმას თავის გადმოსახედი აქვს,საჭმელი სასმელი,ან სხვა რამე.მთავარია ფაქტია ჩვენს წინ და იმას მივხედოთ.მე პირადად ჩემი ტანკი მყავს და მეტის რჩენის თავი ნამდვილად არ მაქვს smile.gif 20 კილო ხორცს ამუშავებს თვეში+ პედიგრი,მისი კონსერვები,გასუქდათქო ასე მგონია,ვეღარ ვერევი,რომ დამეტაკება მაბორძიკებს უკვე biggrin.gif მართალია ავი არ არის,მაგრამ ავი კი არა რაც გინდა რომ იყოს მორჩა დამთავრდა ჩემია

Posted by: matusala_HFS 13 Feb 2014, 22:20
QUOTE (098 @ 22 Jun 2013, 07:24 )

http://pix.ge/


FCI-ს კლასიფიკაციის მიხედვით: ჯგუფი 1: ნაგაზები და საქონლისმრეკელი ძაღლები (გარდა შვეიცარიულისა);
სექცია 1. ნაგაზები
სიმაღლე მინდაოში: ხვადი 60-65 სმ; ძუ_55-60 სმ;
წონა: ხვადი 30-40 კგ; ძუ 22-32 კგ.
სტანდარტის ნომერი: 166

Posted by: WOO 13 Feb 2014, 23:41
edna mamida
2 წლის არ მინდა sad.gif

ცუდად არ გამიგოთ ყველა ძაღლი ძალიან მიყვარს უბრალოდ ზუსტად ისე მინდა გავზარდო როგორც მე მინდა და გავწვრთნა mo.gif

Posted by: edna mamida 14 Feb 2014, 01:17
baksona1980
QUOTE
მეც გიერთდები,მართალია "არა განიკითხო" მაგრამ....ძნელია როცა აგდებ ქუჩაში ცხოველს.მაინც მოდი ნუ განვიკითხავთ,იმას თავის გადმოსახედი აქვს,საჭმელი სასმელი,ან სხვა რამე.

არ განვსაჯო კი არა, თავყბა უნდა გაუერთიანო მაგ ნაგავს

სანამ აიყვან მანამდე გათვალე, დაფიქრდი და მერე მოიყვანე
რანაირია გაზარდო, ეფერო და მერე უსარგებლო ნივთივით გადააგდო, ცოცხალი არსებაა უყვარხარ..
ვერ უვლი, მოუძებნე სხვა პატრონი, ან ჯანდაბას თავშესაფარში ჩააბარე
აგდებ , სიკვდილისთვის იმეტებ, მეტიც, მაწანწალა ძაღლების ისედაც უზარმაზარ რაოდენობას კიდევ ერთ ძაღლს და მის ნაშიერებს ამატებ
როგორც მინიმუმ დასაჯარიმებელია ამის გამკეთებელი

WOO
QUOTE
2 წლის არ მინდა

ცუდად არ გამიგოთ ყველა ძაღლი ძალიან მიყვარს უბრალოდ ზუსტად ისე მინდა გავზარდო როგორც მე მინდა და გავწვრთნა

რა უფლება მაქვს დაგავალდებულო
თავად უნდა გინდოდეს, თუ არა...
არ გვაქვს ამის პრაქტიკა, კულტურა რომ უკვე არსებულზე ვიზრუნოთ და ყველა გამვლელგამომვლელს არ მივცეთ ცხოველების მოშენება ვაჭრობის ნება

ჯენის ჰყავს დაქალი 10 წლის ლაბრადორია, მიაგდეს როცა დაბერდა და გასამრავლებლად აღარ ვარგოდა, მისმა ახალმა პატრონმა იპოვა თავშესაფარში, წამოიყვანა, უმკურნალა გადაარჩინა
კარგი ადამიანია ღირსეულად მოიქცა
არ მყავდეს ჩემი ორი გერმანული, ავიყვანდი უპატრონოს

Posted by: blowers daughter 16 Feb 2014, 08:56
აღმოსავლეთ-ევროპული ნაგაზი მყავს მე 2,5 ნაახევრის ხოდა ძალიან ბევრი სძინავს ;;დდ
მაინტერესებს ლეკვებს დიდიხანი სძინავთ თუ ეს არის მძინარამზეთუნახავი? ;დდ
ისე ძალიან ჩკვიანი და ერთგული ძაღლია , love.gif
ადრე გერმანული ნაგზი მყავდა და ის ცანცარა იყო ძალიან biggrin.gif

user posted image

Posted by: baksona1980 17 Feb 2014, 19:51
მოკლედ ძალიან გულდაწყვეტილი ვარ ჩემს 9 თვის ლეკვზე sad.gif წუხელ პარკში მყავდა და პარკის მანძუშკია მეტისმა,ისეთი დღე აყარა ამხელა ცხოველს რომ შემრცხვა,გამოეკიდა და რასაც ქვია კუდით ქვა ასროლინა,

Posted by: SpyZooka 17 Feb 2014, 20:46
QUOTE
პარკის მანძუშკია მეტისმა


მანძუშკია მეტისი რას ნიშნავს? biggrin.gif

მინახავს ძუს რმ დასდევს ხრვა იქ მეტისებს ჯიშიანები დაუჯაბნიათ, რადგან მეტისია მასხრად ასაგდები არ არის smile.gif
და ეგ კიდევ 9თვის ლეკვია smile.gif

Posted by: MITIATO 17 Feb 2014, 21:57
baksona1980

შენი ლეკვი მაგ "მანძუშკიას" ტერიტორიაზე იყო.
ადამიანებისგან განსხვავებით, ძაღლები პატივს ცემენ ხოლმე სხვის ტერიტორიებს და პატრონის გამოჩენის მერე ტოვებენ.
თქვენს ეზოში თუ შემოვიდა სხვა ძაღლი და შენი ბუბუშკა მიჯირყნა, მერე შეგიძლია შეგრცხვეს.

Posted by: Kupra 18 Feb 2014, 23:36
გამარჯობა, მყავს 1 თვის გერმანული ნაგაზი , არის საშინლად ავი ხელის მოკიდებაზეც იკბინება, რო გავივლით ფეხზე მაინც გვკბენს ყველას, ყველაფერს ღრნის, გვიყეფს,გვიღრენს და არაფერს გვიჯერებს, რო ვცემოთ მაინც იგივეს გააკეთებს რაც უნდა, ვერმოვარჯულეთ ვერაფრით და ზოგადად ნაგაზების დამახასიათებელი თვისებაა თუ ჩემსასააქ ფსიქოლოგიური პრობლემები? კიდევ ძალიან ჰიპერაქტიურია ))

Posted by: SpyZooka 20 Feb 2014, 12:13
Kupra
თუ შეგიძლია ფოტოები დადე რა smile.gif

Posted by: baksona1980 22 Feb 2014, 19:38
Kupra
ბიჭო ვააა 1 თვის ციდა ლეკვი რა დღეშია,აშკარად რაღაც პრობლემები აქვს ლევკს ;( ეგრე არ უნდა იყოს აშკარად

Posted by: MITIATO 22 Feb 2014, 19:44
Kupra

გერმანული ნაგაზი კი არა, ყველა ლეკვი ასე 1 თვის ასაკში.
მე არ მყავს გერმანული ნაგაზი, მაგრამ ჩემი ძაღლი ზუსტად ასეთი იყო სადღაც 7-8 თვემდე.
2 წლის მერე საერთოდ დაწყნარდა და ახლა ძალიან მშვიდი და ბუნჩულა ძაღლი მყავს.
რა ფსიქოლოგიური პრობლემები, კარგი, რა. biggrin.gif


Posted by: turkadzeluka 23 Feb 2014, 14:58
მყავს გერმანული ნაგაზი მამალი სუფთა სისხლის შეჯვარება უწევს უკვე და მსურველები დამიკავშირდით 597003400 551477488

Posted by: baksona1980 23 Feb 2014, 15:21
turkadzeluka
ცალი ყური რატომ აქვს ასე მოკეცილივით? ედება რამეს თუ ასეა საერთოდ.MITIATO
რა ყველა ლეკვი მასეა ვა.მე არა მყავს გერმანელი რომ არ არის მასე?იკითხე ერთი აქ უმრავლესობას გერმანელი ყავს და ასე პათოლოგიურად ღრენია არ არის.

Posted by: MITIATO 23 Feb 2014, 17:43
baksona1980
QUOTE
გერმანელი

biggrin.gif

ნამდვილად არ მჭირდება კითხვა.
შენ გადაავლე თვალი თემების უმეტესობას და დარწმუნდი, რომ გამოუცდელ პატრონთა უმეტესობას იგივე პრეტენზიები აქვს თავის ლეკვებთან.
შენი ლეკვი თავიდანვე მშვიდი თუ იყო, ჩათვალე, რომ გაგიმართლა. wink.gif

Posted by: baksona1980 23 Feb 2014, 19:45
MITIATO
ჰმმ.რაც აქ უთქვამთ სხვებს იმას ვიმეორებ + ჩემი გამოცდილებაც.მეტი რა ვიცი ახლა .

Posted by: Pickering 25 Feb 2014, 12:27
გასაოცარი სილამაზის გერმანული დავინახე დღეს რუსთაველზე. ხალხი აღფრთივანებულ მზერას აყოლებდა. yes.gif

ამას ჰგავდა, მხოლოდ ცოტა უფრო ღია ფერის იყო.

user posted image

Posted by: baksona1980 25 Feb 2014, 23:46
Pickering
ეს რაღაც ძალიან ბანჯგვლიანია,ჩემი უფრო თხელ და მოკლებეწვიანია

Posted by: Pickering 25 Feb 2014, 23:58
ვიცი შენი ძაღლი, ვკითხულობ ხოლმე თემას. მახსოვს მეორე სართულიდან რომ ჩამოვარდა...
wink.gif
შენიც ლამაზია ძაან.
მე ყველაზე მეტად ისეთები მომწონს, წითური ფერი რომ სჭარბობს.

Posted by: TechnoVikinGi 27 Feb 2014, 22:06
სალამი ყველას, სად შეიძლება შევიძინო გერმანული Nაგაზის ლეკვები, საგამოფენო ხაზი არ მაინტერესებს, მინდა ჭკვიანი ეზოში დარაჯად საგვარეულო ნუსხით და იტაკ დალეე ))) იქნებ კლუბია ცალკე ან დაწესებულება არსებობს მიმასწავლეთ

Posted by: baksona1980 28 Feb 2014, 17:25
Pickering
თან წარმოიდგინე ახალი წლის ღამეს biggrin.gif ოი რა ხმა ქონდა biggrin.gif თავიდან თვალებს არ დავუჯერე...ერთია რომ მეტი ავი და აგრესიული მინდა იყოს,სულ თამაშზე აქვს თვალი და ყური და არაა მყეფარა.რაღაც სათამაშო მინდა მოვუტანო,პატარა და ერთი მოცუცქნულ რამეებს ეგრევე ჭეღავს და ვსიო ანადგურებს.რა ვუყიდო აღარ ვიცი.მანქანის საბურავის კამერა ვიფიქრე ჩამოკიდება ეზოში.....ივარგებს ვითომ?

Posted by: playstation 1 Mar 2014, 22:52
Mokled saswrafod dges daikarga chemi germanuli daikarga ki ara da vigacam moipara da tu mivageni abat shemomakvdeba.
Ufro digmis mimdebare teritoriebze iqneba
Digmis masivshi an sadme axlo maxlos. Tu mokravt tvals aucileblad shemexmianet 595.29.63.90
Mteli dgea davedzeb da ver vipovne versad
Aris dedali. Exla gaval kide sadme sheidzleba vipovno.
Mobilirit var da surats davdeb male

Posted by: MITIATO 1 Mar 2014, 23:01
playstation
QUOTE
Mokled saswrafod dges daikarga chemi germanuli

sad.gif

იმედი მაქვს, რომ იპოვნი.

რა უბედურებაა სხვისი ძაღლის მოპარვა. user.gif

Posted by: playstation 1 Mar 2014, 23:17
Xo da mosaklavia maseti adamiani

Posted by: All Shall Perish 2 Mar 2014, 12:38
playstation

ვინც იპარავს იქვე არ აჩერებს , სავარაუდოდ სადმე სოფელში გააქანებენ sad.gif

კერძო ბინის ეზოდან მოიპარეს? თუ როგორ მოიპარეს?

Posted by: playstation 2 Mar 2014, 14:43
All Shall Perish
მოკლედ ეზოდან ხტებოდა ხოლმე
რაც არ უნდა გაუკეთო კატასავით იყო
ხოდა ერთ დღესაც რომ წავედი ეტყობა მაგ დროს გადმოხტა
ყოველთვის ბრუნდებოდა ხოლმე სახლში
ხოდა ალბათ ვიღაცას მოეწონა და წაიყვანა
ძალიან მოსიყვარულე და თბილი ძაღლი იყო
მანქანებზე გიჟდებოდა და არაა გამორიცხული ვინმეს მანქანაში ჩაუხტა

ესეც ძაღლის ფოტოები
მპოვნელი მინიმუმ 100$ დასაჩუქრდება

პოლიციასი განაცხადს ააქვს აზრი?
მითხრესრო აუცილებლად გააკეთეო
იმ დედამო@#^%% მაინც ადრე თუ გვიან ხომ უნდა აგებინოს ვიღაცამ პასუხი
მაგრად მკიდია ბოლომდე ვუცივლებ დავაჭერინებს
ცხოვრებას დავუნგრევ ამის მომპარავს
მკიდია მაგარი დარხეული აქვს ვინც ეს ჩაიდინა
user posted image
user posted image
user posted image
user posted image



თუ რამეა 595 29 63 90

Posted by: bbaarrccaa 2 Mar 2014, 15:48
გამარჯობათ ყველას მაინტერესებს რა ფასში ვიყიდე გერმანული ნაგაზის ლეკვს და რა ასაკიდან მირჩევთ აყვანას 1თვიდან თუ 2? და ვისაც ყავს ბეწვი რა ასაკმდე სცვივა,რთული მოსავლელია თუ არა?

Posted by: baksona1980 3 Mar 2014, 00:50
bbaarrccaa
მე როგორც მითხრა ამ საქმეში გამოცდილმა და ჩახედულმა ადამიანმა,კინოლოგია და 5 გერმანული ნაგაზი ყავს,ლეკვესაც ყიდის.300 დოლარიდან 400 დოლარამდე მერყეობს კარგი წარმოშობის და სისხლი მქონე ლეკვის ფასი

Posted by: kaxabera 3 Mar 2014, 14:29
ხალხო პედიგრს რას აჭმევთ? მყავს წლის და 8 თვის, სანამ საშუალება მქონდა ვაჭმევდი როიალ კანინს, ეხლა ცოტა ფინანსურად ვეღარ ვქაჩავ და

რა ვაჭამო მირჩიეთ რა.

Posted by: All Shall Perish 3 Mar 2014, 15:58
playstation
QUOTE
პოლიციასი განაცხადს ააქვს აზრი?


გააკეთე კი რადგანაც ვინც იპოვის მაგ ძაღლს პოვნაზე განაცხადი თუ არ გააკეთე დანაშაულიადა შეგეძლება უჩივლო
ანუ როგორც მობილური რა , თუ მობილურზე გააკეთე განაცხადი და მპოვნელმა არ დააბრუნდა შეიძლებ დაიჭირონ.

ისე თუ იპოვე 1მეტრი სეტკა რომ დაამატო ღობეს ურიგო არ იქნება biggrin.gif

Posted by: bbaarrccaa 3 Mar 2014, 16:02
QUOTE
მე როგორც მითხრა ამ საქმეში გამოცდილმა და ჩახედულმა ადამიანმა,კინოლოგია და 5 გერმანული ნაგაზი ყავს,ლეკვესაც ყიდის.300 დოლარიდან 400 დოლარამდე მერყეობს კარგი წარმოშობის და სისხლი მქონე ლეკვის ფასი

ძვირია ძაან ტოო 200-300 ლარებში არის კარგი წარმოშობის და სისხლის მქონეო და მაინტერესებდა ამ ფასებში თუ არის,მაგრად მევასება ეგ ჯიში და მაინტერესებს სახლისთვის ძნელი გასაზრდელია?

Posted by: All Shall Perish 3 Mar 2014, 17:26
აგერ 170 ლარადაცაა
http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&cPath=4_600&product_id=5761488
საგვარეულო ნუსხითო

Posted by: baksona1980 4 Mar 2014, 23:32
bbaarrccaa
მე როგორც მითხრა ამ ადამიანმა იმას გეუბნები,საუკეთესო სისხლის მქონე ლეკვებს შანსი არაა არ გაყიდიან მაგ ფასში,რადგან ეგეტი ლეკვები ძირითადად ამ საქმიანობით დაკავებულ პროფესიონალებს ყავთ,რომლებსაც არასდიდებით არ აწყობთ ფასის დაგდება.ისე კერძო პირებიდან შეიძლება იშოვო,მაგრამ ასეთი ხალხიდან ყიდვა რომელსაც მე გეუბნები არის უფრი დიდი გარანტია იმისა რომ კარგი,საღი და საუკეთესო სისხლის მქონე ლეკვი იყიდო.kaxabera
კაი ხელა მუტრუკი გყოლია biggrin.gif ჩემი ათი თვის ხდება 30 წუთში biggrin.gif უკვე თვეები ვაჭმევ ხორცს,ვყიდულობ ლარად კილოს,საქონლის თავის დანამუშავებ ხორცს,სულ რბილს,ვუხარშავ მაგრად,ვაძლევ ცოტა მარილს,მწვანილს ქინძის გარდა,ხანდახან ერთ თავ კარტოფილს და სტაფილოს ჩავუგდებ.პირველ ნახარშს ხორცისას ვუქცევ,რადგან ძალიან ცხიმიანია და მეორე მოდუღებაზე ვუკეთებ.შემდეგ ვუმატებ ან ბრინჯს,ან მაკარონს ან მჭადის ფქვილს,ვუმტრევბ რამოდენიმე დღის ძველ გამხმარ პურებს და ვაჭმევ. კვირაში ორჯერ პედიგრს ან კონსერვებს ვყიდულობ სპეცილაურს 5 ლარი ღირს და იმას მიირთმევს.+ ამ ყველაფერს ვაშლი biggrin.gif.აი ასე იკვებება ჩემი ლეკვი wink.gif ტანკივითაა biggrin.gif ლულა აკლია მხოლოდ თორე რომ შემოგხედავს დაბღვერილი ასე გგონია სადაცაა გაისვრისო biggrin.gif

Posted by: turkadzeluka 7 Mar 2014, 19:34
QUOTE
ცალი ყური რატომ აქვს ასე მოკეცილივით?

მოაჯირებს შორის ყოფდა ხოლმე თავს და გაუტყდა ერთი ყური ((

Posted by: edna mamida 8 Mar 2014, 21:01
playstation
აააააააააააააააუუუუუუ
როგორ მეწყინა, ჯანდაბა
როგორ მიყვარს ეგ ფუმფულა გოგო
არ დანებდე
ეძებე
ყველა ვეტკლინიკაში მიდი, კინოლოგებთანაც, შეუთანხმდი თუ მსგავს ძაღლს მიიყვანენ დაგიკავშირდნენ, თანხაც დაპირდი
თავშესაფებშიც მიდი, არ დარეკო, თავად მიდი, შეიძლება უბრალოდ არ გითხრან, ეგეთებიც მომხდარა, ცხოველთა ბაზრობაზე ნახე, იქაც დაუბარე თუ რამე დაგიკავშირდნენ
მსგავს საქციელში ხშირად უბნელი, ნაცნობი ან მათი ახლობელია გარეული, ვინაც ძაღლი ნახა და მოეწონა
ყოფა უნდა უტირო ამ ნაგვებს
ციხეშია მაგათი ადგილი
პოლიციაში კი გააცხადე, თუ ძაღლი ჯიშიანია და თანხაა გადახდილი ძარცვა ან ქურდობა გამოდის

იმედია იპოვი
ძალიან მინდა რომ იპოვო

Posted by: BerG 14 Mar 2014, 10:47
ჩემი 1 წლის და 3 თვის სმოკი. რა ხნიდან შეიძლება შეჯვარება?
http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: yellow -fresh 23 Mar 2014, 13:44
გერმანულ ნაგაზს ყურები როგორც აქვთ რა წვეტიანი , ეგ ეგრე ეზრდებათ თუ ლეკვობაში აჭრიან და მერე გაეზრდებათ ეგეთი?

Posted by: MITIATO 23 Mar 2014, 14:41
yellow -fresh
QUOTE
გერმანულ ნაგაზს ყურები  როგორც აქვთ რა  წვეტიანი, ეგ  ეგრე ეზრდებათ

yes.gif



Posted by: markes 23 Mar 2014, 22:05
yellow -fresh
QUOTE
გერმანულ ნაგაზს  ყურები  როგორც აქვთ რა  წვეტიანი  ,    ეგ  ეგრე ეზრდებათ თუ ლეკვობაში აჭრიან  და მერე გაეზრდებათ ეგეთი?

გერმანულ ნაგაზებს არაფერს არ აჭრიან და თუ გინდა რომ ყურები წესიერად დაეცქვიტოს ლეკვობიდან ხელი არ დააკარო არც ყურებზე და საერთოდ ტავზე არ დაადოთ თითიც კი
* * *
playstation
ვახ! როგორ მეწყინაააააააააააა!

დაწერე რა როდესაც იპოვი
გადვგიჟდიი


sad.gif

Posted by: edna mamida 27 Mar 2014, 20:47
markes
QUOTE
playstation
ვახ! როგორ მეწყინაააააააააააა!

დაწერე რა როდესაც იპოვი
გადვგიჟდიი

yes.gif sad.gif

Posted by: baksona1980 29 Mar 2014, 20:04
ესეც ჩემი ბობიკა wink.gif როგორი ბიჭი ვართ აბა გვითხარით! უკვე დიდი ვართ 10 თვის და 21 დღის არის ამ ფოტოში ბობიკა smile.gif
http://www.radikal.ru

Posted by: markes 30 Mar 2014, 00:42
baksona1980
უძალიანმაგრესი კრასავეცია

2kiss.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: getsby 3 Apr 2014, 21:12
baksona1980

markes

რა მაგარი ნაგაზები გყავთ

მე ვაპირებ ნაგაზის ლეკვის მოყვანას ჰოდა მინდა თქვენი ყველასი რჩევა
სად ჯობია შევიძინო, რა ასაკის???


* * *

Posted by: baksona1980 4 Apr 2014, 13:27
getsby
350-400 დოლარი ღირს კარგი ლეკვი.ნუ კაი 300 დოლარიდან იწყება ფასები.თუ კი გამორჩეული დედ მამა ყავს ადის 400 დოლარზე ლეკვი.კლუბებში იყიდე.იქ არის კარგი სისხლები

Posted by: butana 22 Apr 2014, 15:41
გამარჯობა, თქვენი რჩევა მჭირდება გერმანული ნაგაზი თუ გამოდგება ეზოს დასაცავად. აქამდე ყოველთვის კავკასიური ნაგაზები მყავდა რომლებიც ტერიტორიას უბადლოდ იცავდნენ. მაინტერესებს გერმანული ნაგაზი თუ დაიცავს მათსავით.

Posted by: markes 26 Apr 2014, 19:40
butana
QUOTE
გამარჯობა, თქვენი რჩევა მჭირდება გერმანული ნაგაზი თუ გამოდგება ეზოს დასაცავად. აქამდე ყოველთვის კავკასიური ნაგაზები მყავდა რომლებიც ტერიტორიას უბადლოდ იცავდნენ. მაინტერესებს გერმანული ნაგაზი თუ დაიცავს მათსავით.

დიახ, დაიცავს
უნდა ასწავლო
ადვილად ითვისებენ ყველაფერს და ძალიან დამჯერები არიან

შანი ამიმძუვდა - გადამრეეეეეეეეეეეევს!

რა აიტანს კიდე 10 დღე ამ გადარეულს
sad.gif

Posted by: atila92 2 May 2014, 01:48
გერმანულ ნაგაზსა და აღმოსავლეთ ევროპულ ნაგაზს შორის სხვაობაზე რა შეგიძლიათ თქვათ?

Posted by: Geke 11 May 2014, 04:38
გამარჯობათ გთხოვთ დამეხმაროთ თეთრი გერმანული ნაგაზის ყიდვა მინდა და სად შეიძლება ვიყიდო რო მირჩიოთ ან აქ თუ შეუძლებელია ჩამოყვანა თუა შესაძლებელი და საიდან?

http://www.youtube.com/watch?v=CfAM6UgzILI

ასეთი ლეკვი მინდა და დამეხმარეთ გთხოვთ და ასევე თუ რაიმე ინფორმაციას ფლობთ თეთრ ნაგაზზე რო მომწეროთ დიდი მადლობა ყველას წინასწარ =)))

და ასევე მინა ნახოთ ეს ლინკიც >
http://www.myvideo.ge/?video_id=1307972 07:06 დან ჩანს რო საქართველოშიც ჰყოლიათ ჩამოყვანილი და ვინმე თუ ფლობთ რაიმე ინფორმაციას სად შეიძლება რომ ვიყიდო გთხოვთ დამეხმაროთ დიდი მადლობა =))

Posted by: golonik 11 May 2014, 13:22
Geke
gigi.gif ჩემს მოკრძალებულ აზრს გეტყვით. მოკლედ ეს არ არის გერმანული ნაგაზი ეს არის თეთრი შვეიცარიული ნაგაზი აი ესეთი
user posted image
ამ ჯიშთან ვმუშაობდი ყავთ რუსთავში მამალია ეხლა კი იქნება უკვე სამი წლის, პატრონს აჩუქეს მგონი საბერძნეთიდან, აქ ნამდვილად არვიცი სად შეიძლება რომ იყიდოთ ლეკვი მაგისი თქმა ნამდვილად გამიჭირდება თუ რაიმეს გავარკვევ ამასთან დაკავშირებით აუცილებლად დავწერ აქ yes.gif

Posted by: ira-irinola 12 May 2014, 16:42
გამარჯობათ, მოგესალმებით smile.gif საოცარ სურათებს დებთ თქვენი ოთხფეხა მეგობრების. smile.gif
ე.ი. დამჭრდება თქვენი რჩვები. 1 კვირაში მომიყვანენ გერმანული ნაგაზის ლეკვს (მონასტრიდან მიგზავნიან და მეუბნებიან რომ სუფთა ჯიშის იქნება), მორალურად და მატერიალუად ვემზადები გასახრდელად smile.gif)) 1 თვეზე ცოტა მეტის იქნება ალბათ. გთხოვთ თუ არ დაიზარებთ დამარიგოთ პირველ რიგში რა გავაკეთო, რითი ვკვებო, რადგან ამათ განსაკუთრებული კვება სჭირდებათ, აცრები და ა.შ. დაახლ 2-3 თვის გრაფიკი მაინც რომ მირჩიოთ . დიდი მადლობა წინასწარ და იმედია სურათსაც მალე მოგაწვდით. სახელიც კი დაარქვა უკვე ჩემმა შვილმა თავის "მგელძაღლას"---- "ბოლტო" smile.gif))))

Posted by: Geke 13 May 2014, 11:44
QUOTE (golonik @ 11 May 2014, 13:22 )
Geke
gigi.gif ჩემს მოკრძალებულ აზრს გეტყვით. მოკლედ ეს არ არის გერმანული ნაგაზი ეს არის თეთრი შვეიცარიული ნაგაზი აი ესეთი
user posted image
ამ ჯიშთან ვმუშაობდი ყავთ რუსთავში მამალია ეხლა კი იქნება უკვე სამი წლის, პატრონს აჩუქეს მგონი საბერძნეთიდან, აქ ნამდვილად არვიცი სად შეიძლება რომ იყიდოთ ლეკვი მაგისი თქმა ნამდვილად გამიჭირდება თუ რაიმეს გავარკვევ ამასთან დაკავშირებით აუცილებლად დავწერ აქ yes.gif

გასაგებია მადლობა გამოხმაურებისთვის მაგრამ დამიჯერე ნამდვილი გერმანული თეთრი ფერისაც არსებობს. http://www.youtube.com/watch?v=SDL9gHP2QZI ამ ლინკს უყურე 2:25 დან ნამდვილი პროფესიონალების შეფასებებია და თეთრ ფერზეც ლაპარაკობენ. შეიძლება შენ რო სურათი დადე ეგ შვეიცარული იყოს მაგრამ იმას ნუ იტყვი თეთრი გერმანული არ არსებობსო.

Posted by: golonik 14 May 2014, 20:16
Geke
QUOTE
გასაგებია მადლობა გამოხმაურებისთვის მაგრამ დამიჯერე ნამდვილი გერმანული თეთრი ფერისაც არსებობს. http://www.youtube.com/watch?v=SDL9gHP2QZI ამ ლინკს უყურე 2:25 დან ნამდვილი პროფესიონალების შეფასებებია და თეთრ ფერზეც ლაპარაკობენ. შეიძლება შენ რო სურათი დადე ეგ შვეიცარული იყოს მაგრამ იმას ნუ იტყვი თეთრი გერმანული არ არსებობსო.



გამარჯობა, ლინკს აუცილებლად ვნახავ მაგრამ მე დაგიდებთ ფოტოს რომელიც ამოვჭერი გერმანული ნაგაზის სტანდარტიდან რომელსაც აღიარებს საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაცია, აქვე მიგითითებთ ოფიციალურ საიტს და თავად შეგეძლებათ გადმოწეროთ.აქ ყველაფერი გარკვევით წერია. აბა წარმატებები...
user posted image
ესეც ლინკი http://fci.be/nomenclature.aspx

Posted by: m-kasper 2 Jun 2014, 13:09
კეთილო ხალხო რა მაინტერესებს. ვისაც გერმანული ნაგაზი ლეკვობიდან გაგიზრდიათ იქნებ მითხრათ ყურები საბოლოოდ როდის უმაგრდება. 3.5 თვისაა ჩემი გოგო, ორივე ყური კი აწეული აქვს, მაგრამ სირბილისას ცალ ყურს მაინც დაბლა აგდებს, ასევე მოფერებისას ორივე ყური უკან აქვს გადატკეცილი და ნომალურია თუ...? ასევე თუ ვინმე აძლევდით ვიტამინებს (კალცი+ფოსფორი) მაინტერესებს 8 თვე ყოველდღიურად უნდა მიიღოს თუ პერიოდულა (როგორც წამლის კურსი)

მადლობა წინასწარ

Posted by: chuvak_lexo 5 Jun 2014, 17:28
m-kasper
QUOTE
ასევე მოფერებისას ორივე ყური უკან აქვს გადატკეცილი და ნომალურია თუ...?

4 წლისაა ლულუ და მე რომ ვუახლოვდები სიხარულით ყურები ფეხებამდე უვარდება ლამის ზოგადად კი ისეთ სტოკზე აქვს არმაგედონიც ვერ გადაგრიხავს smile.gif


ლულუს ლეკვები ყავს, წინისწინა ლეკვი ერთ-ერთ თანაფორუმელსაც ყავს, არანაირი საბუთი არ მაქვს და იფად ვყიდი კი არა და ფასი თქვენ შემომთავაზეთ არამგონია უარი გითხრათ, ოღონდ არ დამამციროთ, 3 ლეკვი ყავს 2-ს ვყიდი (ამდენი დაყარა, ზატო ტიტანიკზე გრძელები არიან sleep.gif )

თუ ვინმეს დაგაინტერესდებათ მის შვილსაც ამოვაგდებ ამ ან წინა თემაში ზის მისი სურათი smile.gif

Posted by: markes 7 Jun 2014, 15:35
შანი გაიზარდა და გაძროხდა biggrin.gif
ახლა უკვე დიდ გოგოებსაც ეჩხუბება როდესაც მაგის ბურთთან ახლოს მიდიან
გუშინწინ აჯაგრული უყეფთა დეიდა მიას




Posted by: baksona1980 11 Jun 2014, 08:39
markes
ჩემი არ არის ავი და გადარეული ვარ.ეზოში ვინც ჩამოდის უმრავლესობას მობრძანდის ეუბნება.ღამით კი ყეფს და დარბის,მაგრამ აი დღისით რა მოგახსენო sad.gif გულშემოყრილი ვარ.ვერ არჩევს,ეტყობა ყველა ადამიანი მეგობარი გონია და არა აქვს უცხოობის განცდა რომ დაუყეფოს და მტრად აღიქვას,მის ტერიტორიაზე შემოსული. საკვებს რაც შეეხება მიმიტოვა ყველაფერი,პედიგრს რასაც ჭამდა ადრე,ისიც მიატოვა,ახლა როიალ კანინი ვუყიდე და ვითომ შეჭამა ცოტ ცოტა.სიმბას კონსერვები მომაქვს და კანინს ვუყრი კიდევ შიგნით და ისე ჭამს ხოლმე,მაგრამ დიდი სიხალურით არა.ჭიაზე კიდევ დავამუშავე 10 დღიანი პერიოდიკით,მაგრამ ისევ ამრეზით უყურებს ყველაფერს გამათავა კაცი.ერთადერთი ხორცი უყვარს.მომაქვს საყასბოდან ხორცი,ვუხარშავთ და ვაჭმევთ.ამ ბოლო დროს ნახარშიც არ უნდა,სუფთა მშრალი ხორცი უნდა მარტო თან ისიც თბილ თბილი ახალი biggrin.gif გამაგიჟა ამ ძაღლმა.ერთხელ არ ვაჭამე და 2 დღე იყო მშიერი არ მოკიდა პირი არაფერს,ადრე სულ ჩაპუტკუნებული მყავდა,ახლა გახდა და ფერდები ჩაუვარდა.თუმცა მაიმუნობის ხასიათზე სულ არის.მართალია მშიერი ისე აქტიური ვერ არის ხოლმე,მაგრამ თუ საყვარელი ხორცით გამოვსტიკნე ისეთ ხასიათზე და ენერგიაზეა ყირამალა გადადის.მოკლედ რასაც ხორცის გემო არ ექნება არ მიირთმევს ეს მართლაცდა ძაღლისშვილი

Posted by: markes 11 Jun 2014, 10:13
baksona1980
არც ჩემია ავი, დედალ ძაღლებს ერჩის - დეიდა მია არის 10 წლის გერმანული ნაგაზი და პატარაობაში შანის ერჩოდა ( დაუმახსოვრა biggrin.gif

საჭმელს რაც შეეხება ესეც ესეა, მობეზრდება აღარ ჭამს მოშივდება ჭამს, კინოლოგმა და ვეტმა მითხრეს - ზაფხულია, სცხელა და არ დააძალო, თავის ნორმა თვითომ იცისო.
შანიც გახდა მცელი აეწია და არარ აქ ლეკვის ფორმა - გაიზარდნენ.

ყველა ადამიანი უყვარს ერთის გარდა ( ჩემი ქმრის ძმაკაცია) ის რომ მოდის ჯერ უყეფს და მერე კუდს უქიციენს და სავარძლამდე აცილებს ( რა შეატყო არასანდოსი არ ვიცი) - მერე კი თვალს არ აშორებს და ზედმეტად მოძრაობის საშუალებას არ აძლევს თუ უკითხავად ადგა ღღღღღღღღღღღღღღღ და ისევ აჯენს biggrin.gif

ძალიან სასაცილოა

Posted by: BLACK_SERENADE 11 Jun 2014, 12:47
markes
QUOTE
ყველა ადამიანი უყვარს ერთის გარდა ( ჩემი ქმრის ძმაკაცია) ის რომ მოდის ჯერ უყეფს და მერე კუდს უქიციენს და სავარძლამდე აცილებს ( რა შეატყო არასანდოსი არ ვიცი) - მერე კი თვალს არ აშორებს და ზედმეტად მოძრაობის საშუალებას არ აძლევს თუ უკითხავად ადგა ღღღღღღღღღღღღღღღ და ისევ აჯენს

ადამიანი biggrin.gif biggrin.gif მეც მინდა ეგეთი biggrin.gif
გერმანული რულავს რა biggrin.gif ძაან დასტოინი ტიპები არიან <3

ჩემ იძიოტს კი არ გვანან biggrin.gif

Posted by: markes 11 Jun 2014, 23:44
BLACK_SERENADE
შენი რა ჯიშისაა?
smile.gif

Posted by: d_guruli 2 Jul 2014, 19:11
გერმანული ნაგაზის ხვადის სახელები მირჩიეთ რა
და კიდევ ერთი კითხვა მაქვს ყურები საბოლოოდ როდის უყალიბდებათ რომელი თვიდან?

Posted by: d_guruli 7 Jul 2014, 10:49
ესეც 20 დღის ლორდი

Posted by: d_guruli 7 Jul 2014, 10:54
ახალი წევრი ფორუმზე ლორდი ........................................................................................................................

Posted by: baksona1980 9 Jul 2014, 14:36
d_guruli
კნუტივით ლეკვია რა გინდა biggrin.gif

Posted by: MDatuna 18 Jul 2014, 10:49
გამარჯობათ ფორუმელებო.

დავფიქსირდები მეც, რადგან უახლოეს მომავალში მეც გერმანული ნაგაზის პატრონი გავხდები smile.gif

თან გკითხავთ, ვინმეს ხომ არ გყავთ შავი გერმანული ნაგაზის ლეკვები გასაყიდად? კარგი საგვარეულო ნუსხით და ა.შ.

ცოტა ხანია რაც კერძო სახლში გადავედი და ძალიან მინდა ძაღლის მოყვანა, ბევრი ფიქრის მერე ნაგაზზე ჩამოვყალიბდი smile.gif

Posted by: markes 18 Jul 2014, 16:20
d_guruli
QUOTE
ახალი წევრი ფორუმზე ლორდი ...

საყვარელიიიიიიიიიიიი

რა ხნისაა?
მე ესეთი პატარა შანი არც მინახავს 2თვე ნახევრის მოვიყვანეთ და უკვე ძროხა იყო
biggrin.gif

Posted by: PlayerUNO 19 Jul 2014, 12:42
ყიდვას ვაპირებ და პატარა ეზოსთვის ძაან ცოდოაო user.gif გაწვალდებაო და დღესში 5 კმ მაინც უნდა ასეირნოო და მართალია ?

Posted by: markes 19 Jul 2014, 16:52
PlayerUNO
QUOTE
ყიდვას ვაპირებ და პატარა ეზოსთვის ძაან ცოდოაო  გაწვალდებაო და დღესში 5 კმ მაინც უნდა ასეირნოო და მართალია ?

ჩემი შანი ცხოვრობს 3 ოთახიან ბინაში პარკეტზე
მშვენივრად გრძნობს ტავ
კილომეტრები არ გამიზომოა მაგრამ დილაზე და საღამოზე 2X2 საათს ვასეირნებ პარკში
აქტიურად დარბის აპორტზედა ძალიან ბედნიერია

Posted by: PlayerUNO 19 Jul 2014, 18:24
markes
გასაგებია მადლობა, კერძო სახლში არ უნდა გაუჭირდეს წესით ცხოვრება , თან მაგარი სახლი უნდა ავუშენო.

Posted by: markes 19 Jul 2014, 23:44
PlayerUNO
QUOTE
გასაგებია მადლობა, კერძო სახლში არ უნდა გაუჭირდეს წესით ცხოვრება , თან მაგარი სახლი უნდა ავუშენო

მთავარია გიყვარდეს და კარგად მოუარო
ნახავ რა სიყვარულით გიპასუხებს

smile.gif

ძალიან საყავრლები , ჭკვიანები და ერთგულები არიან

Posted by: Kupra 1 Aug 2014, 06:22
აბა ჩემი ლომი შემიფასეთ, ამ დროს ახალი გამხდარია 3 თვის, მეორე გასვლა იყო სახლიდან, ეხლა ორი ამხელაა

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: edna mamida 4 Aug 2014, 16:47
Kupra
ლომს რა ჰქვია?biggrin.gif

ძაან კაცია, საყვარელი და ლამაზი



markes
როგორAა კრასავიცა?

Posted by: Computer 11 Aug 2014, 12:04
მჭირდება რჩევა/დახმარება

მყავს გერმანული ნაგაგაზი 2 ცალი (და-ძმა) არიან 5 თვის და 1 კვირისები. არცერთი არ წევს ყურს ჯერ ჯერობით რაც ცოტა მანერვიულებს. რით შეიძლება იყოს გამოწვეული და კიდევ გვაქ თუ არა შანსი რომ დაცქვიტონ ყურები? გუშინ წინ ვეტ აფთიაქში 2.5 თვის ლეკვი ვნახე და უკვე ბოლომდე აწეული ქონდა :-(

ეხლა აგიხსნით რა სჭირდათ. 3 თვის ასაკში დაემართათ მგონი დისბაქტერიოზი. არ ჭამდნენ ვერ იღებდნენ ვიტამინებს დამყავდა გადასხმებზე, ნემსებს ვუკეთებდი და წამოვაყენე ფეხზე და მოიხოდნენ. ერთმანეთთან თამაშიც ვიცი რომ შეიძლება აზიანებდეს ყურის ხრტილს. ეხლა ეტანებიან ქვას და ვფიქრობ კალცი აკლიათ და უნდა მივცე აბები. რას მირჩევთ როგორ მოვიქცე. ამის სხვა და ძმას აწეული აქვთ უკვე არადა

Posted by: MDatuna 11 Aug 2014, 14:23
გთხოვთ ვინმეს შავი გერმანული ნაგაზის ლეკვი თუ გეგულებათ გასაყიდად (ხვადი , საბუთებით ) მომწერეთ რა. ძალიან მინდა ყიდვა და წესიერი ლეკვი ვერ ვიპოვე. ან მიმსწავლეთ სად შეიძლება ვიყიდო

Posted by: lomikata 11 Aug 2014, 23:51
მოგესალმებით და გთხოვთ დახმარებას, ასევე რჩევას. ეს სიმპათიური მამაკაცი არის წმინდა სისხლის გერმანული ნაგაზი ზიგი. სამი წლის გახლავთ. ძალიან უნდა ჰყავდეს მეგობარი ძუ smile.gif დაგვეხმარეთ, ნუ გაატარებთ ჩვენს თხოვნას smile.gif http://www.radikal.ru
* * *
ზიგი ნამდვილი მამაკაცია, უყვარს ფეხბურთი და უნდა უყვარდეს ქალები. უფრო სწორად ქალებიც უყვარს, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ პალტონურად, რადგან ვერა და ვერ გაიცნო გულის სწორი smile.gif დაეხმარეთ პარტნიორის მოძებნაში smile.gif ან გზა მიგვასწავლეთ. http://www.radikal.ru

Posted by: CENTURIONI 12 Aug 2014, 00:48
მე მყავს 3 ტვის შავი გერმანული ნაგაზი.დედალია და არ ჰყეფს საერთოდ. სულ, ჩუმათაა baby.gif თუ ვინმე არ წავიდა და არ გამოეტირა და მაIშნ არ გაურია ერთი 2 ყეფა ისე შანსი არაა რომ დაიყეფოს და ასეთი საქციელი ნორმალურია თუ არა ამ ძაღლებისთვის? დილეტანტი ვარ ბევრი არაფერი ვიცი ამ ჯიშზე .

Posted by: Computer 12 Aug 2014, 12:08
CENTURIONI
არც ჩემები ყეფდნენ 3 თვის ასაკში მაგრამ ეხლა (6 თვისები არიან) პატარა ფაჩუნზეც რეაგირებენ :-)

Posted by: Kupra 13 Aug 2014, 15:32
edna mamida
Ahsha, madloba, lucky qvia.

Posted by: butana 14 Aug 2014, 12:38
QUOTE (Kupra @ 1 Aug 2014, 06:22 )
აბა ჩემი ლომი შემიფასეთ, ამ დროს ახალი გამხდარია 3 თვის, მეორე გასვლა იყო სახლიდან, ეხლა ორი ამხელაა

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ვისგან იყიდე ეს ლეკვი ძალიან მომეწონა მეც ვაპირებ ყიდვას და კოორდინატებს ხომ ვერ მომცემ

Posted by: markes 16 Aug 2014, 11:52
edna mamida
QUOTE
როგორAა კრასავიცა?

ამოუვიდა ბეწვი, აღარ იგლიჯავს კანს მაგრამ ძალიან სცვივა თმა
მე სიცხეს ვაბრალებ, არც საჭმელს ჭამს წესიერად, მხოლოდ ღამე და ცოტას
გახდა
sad.gif

Posted by: edna mamida 16 Aug 2014, 17:43
Computer
დაუბი სასწრაფოდ Dა გლუკოზამინი დაუმატე
გლუკოზამინი და არა კალცი ეგ მავნეა ბევრი
https://www.google.com/search?q=%D0%B3%D0%BB%D1%8E%D0%BA%D0%BE%D0%B7%D0%B0%D0%BC%D0%B8%D0%BD+%D0%B4%D0%BB%D1%8F+%D1%81%D0%BE%D0%B1%D0%B0%D0%BA&tbm=isch&tbo=u&source=univ&sa=X&ei=xmDvU6WHCKTIyAOr54CABw&ved=0CCIQsAQ&biw=1024&bih=644
Eქსელის იყიდება აქ მაგრამ რამდენად ვარგა.. მე ამაზონიდან გამოვუწერე ჩემსას
მაგრამ დამაგრებაა მთავარი
აუცილებლად დაუმაგრე, სერიოზული პრობლემაა ეგ გერმანელებში, ბევრს სჭირდება დაყენება
არჩი ახლაც აპარტყალებს ყურებს, დროზე არავინ გვირჩია რა გვექნა, მისი დაც Aვად გაგვიხდა Dა მე დავუყენე მერე ყურები დიდი ჯახირით
უამრავი ვარიანტია, ჯობია თავად იმოქმედოთ
აგერ ნახეთ
https://www.google.com/?gws_rd=ssl#q=german+shepherds+ears
https://www.google.com/?gws_rd=ssl#q=%D0%BA%D0%B0%D0%BA+%D0%BF%D0%BE%D1%81%D1%82%D0%B0%D0%B2%D0%B8%D1%82%D1%8C+%D1%83%D1%88%D0%B8+%D1%83+%D0%BD%D0%B5%D0%BC%D0%B5%D1%86%D0%BA%D0%BE%D0%B9+%D0%BE%D0%B2%D1%87%D0%B0%D1%80%D0%BA%D0%B8

მე მახსოვს აქედან ვისწავლე
http://www.rfpk.ru/forum/viewtopic.php?f=5&t=910&start=240
მთავარია ძაღლს Aრაფერი ატკინოთ

markes
კარგია

ჭამაზე არც ცEმები ჭამენ, ვეხვეწები ქათმის ხორცის ჭამას, უარობენ, მარტო საღამოს მიირთმევენ
არ იდარდო

Posted by: markes 17 Aug 2014, 02:37
edna mamida
QUOTE
ჭამაზე არც ცEმები ჭამენ, ვეხვეწები ქათმის ხორცის ჭამას, უარობენ, მარტო საღამოს მიირთმევენარ იდარდო

აგვიკრძალეს ხორცების და რაღაცეების ჭამა ალერგიის გამო, მგოლოდ დიეტური კორმიო
იძულებული ვარ ექიმის დანიშნულებას მივყვე

მხოლოდ დათომ უშველა და ვენდობი

Posted by: edna mamida 17 Aug 2014, 12:40
markes
მაშინ ჰო, მეც ვცდილობ არ გადავუხვიო დანიშნულებებს ხოლმე
მოხარშული ქათმის ხორცი ვიგულისხმე ისე, შემწვარი არა

Posted by: markes 18 Aug 2014, 00:35
edna mamida
QUOTE
მოხარშული ქათმის ხორცი ვიგულისხმე ისე, შემწვარი არა

დათომ მითხრა არ მისცეთ ქათამიო
რა ვიცი

Posted by: edna mamida 18 Aug 2014, 16:15
markes
დაუჯერე მაშინ


გუშინ ვჩხუბობდი პალიწიკის განყოფილებაში
რეცეპტები რომ აიტეხეს, ვეტ ექიმებმა და ცხოველების პატრონებმა რა ვქნათ?
გინდა არ გინდა, ყველა ექიმი ადამიანების წამლებს მოიხმარს ოთხფეხა პაციენტების სამკურნალოდ სხვა პრეპარატების არ ქონის გამო

დათო განიცდიდა, ჩემს რეცეპტს არ მიიღებს აფთიაქი, დამეხოცება ცხოველებიო
ჩიხური სიტუაციაა

Posted by: markes 19 Aug 2014, 10:43
edna mamida
QUOTE
გუშინ ვჩხუბობდი პალიწიკის განყოფილებაშირეცეპტები რომ აიტეხეს, ვეტ ექიმებმა და ცხოველების პატრონებმა რა ვქნათ?გინდა არ გინდა, ყველა ექიმი ადამიანების წამლებს მოიხმარს ოთხფეხა პაციენტების სამკურნალოდ სხვა პრეპარატების არ ქონის გამოდათო განიცდიდა, ჩემს რეცეპტს არ მიიღებს აფთიაქი, დამეხოცება ცხოველებიოჩიხური სიტუაციაა

გუშინ საღამოზე ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით
უნდა მოვიმარაგო სანამ მომყიდიან, მერე კი ვთხოვ ჩემ ახლობელ ექიმებს და იქნებ ვინმემ გამომიწეროს

ბოვშებსაც ხომ სჭირდებათ წამლები

sad.gif

Posted by: edna mamida 21 Aug 2014, 00:24
niangi-niangi
ძლიერ არ შემოირტყა, თავი არ იტკინო ....biggrin.gif

მგონი კიდევ ერთი სპამ Pოსტიაbiggrin.gif

Posted by: aka37 21 Aug 2014, 14:23
მყავს ლეკვი 3 კვირის და რამდენ ხანში შეიძლება დავბანო? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
* * *
http://pix.ge/x/b/u/ovhlr/
ეს გერმანულის ლეკვია?

Posted by: baksona1980 22 Aug 2014, 00:39
aka37
რა არის რასა გავს ლეკვი. დაბანე კაცო და გააშრე კარგად და მორჩა.იყიდება სპეციალური შამპუნები ასე მაქსიმუმ 7 ლარამდე ღირს და დაბანე

Posted by: baksona1980 23 Aug 2014, 20:08
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: JORAMAN 23 Aug 2014, 22:18
Warning:
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: blblbl 24 Aug 2014, 02:09
aka37
baksona1980
სამი კვირის ლკვის დაბანა როგორ შეიძლება?სანამ აცრებს არ მორჩება და ემრე 10 დღე არ გავა,კატეგორიულად არ სეი?ძლება ბანაობა,ამას გეტყვის ყველა ნორმალური ვეტრინარი,სამი კვირის ლეკვის დაბანა მის სისცოცხლს პირდაპირ საფრთხეს უქმნის,მიუხედავად იმისა რომ ცხელა

Posted by: baksona1980 24 Aug 2014, 08:48
blblbl
თუ იცი რაღას კითხულობ.მერე კიდე რამე სველი ჩვრით გაწმინდე მაინც საშინლად დასვრილია.არსებობს მშრალი შამპუნებიც საწმენდი როცა ასეა ამოთითხნილი მოაშორო ჭუჭყი.

Posted by: aka37 24 Aug 2014, 11:44
მე დავსვი კითხვა ამან კი არა biggrin.gif
* * *
კაი აღარ დავბან, დღეს ვაპირებდი დაბანას. აცრები როდის უნდა? 1 თვის რო გახდება მაშინ ხო?

Posted by: MITIATO 24 Aug 2014, 13:53
aka37
QUOTE
აცრები როდის უნდა? 1 თვის რო გახდება მაშინ ხო?

1,5 თვიდან შეიძლება. ოღონდ, ყველა ვაქცინით_არა.
ჭიის წამალი დალეული აქვს? რწყილები და ტკიპები მოშორებული ყავს?

ლეკვის დაბანა ყველა ასაკში შეიძლება, თუ ისეთ პირობებს შეუქმნი, რომ არ გაცივდეს.
თუ შენი ლეკვი ეზოში ცხოვრობს, არ დაბანო, სანამ 6 თვის არ გახდება.


Posted by: aka37 24 Aug 2014, 14:47
ჭიის წამალი არ აქვს დალეული მარა რწყილები ყავს მოშორებული, კი ეზოში ცხოვრობს და კიდე 5 თვე ესე უნდა იაროს? sad.gif რომელი აცრები უნდა 1.5 თის ასაკში?

Posted by: baksona1980 24 Aug 2014, 14:58
aka37
მაგაზე მიდი ვეტექიმთან და გეტყვის რა და როგორ უნდა

Posted by: edna mamida 24 Aug 2014, 16:01
aka37
ასეთ ციცქნას ეზოში რა უნდა საერთოდ?

აქამდე ვეტთან უნდა მიგეყვანა, აცრის და შემდეგში რა ქნა გეტყვის




გაიზ
თU აუკრძალავენ ვეტებს ადამიანების პრეპარატების გამოწერას, ყიდვას, მოხმარებას რა ვქნათ?

Posted by: markes 27 Aug 2014, 13:15
baksona1980
ბუბუ რა მაგარი კაცი დადგა!
იფ!
საყვარელი

love.gif 2kiss.gif

შანის ისე სცხელა რომ საჭმელს მხოლოდ რამე ჭამს
გახდა

sad.gif

Posted by: phoenix27 28 Aug 2014, 22:32
მოგესალმებით ,
გერმანული ნაგაზის 1 თვის ლეკვს რამდენჯერ და რამდენი უნდა ვაჭამო დღის განმავლობაში.?
თავისი საკვები ვუყიდე ზოომაღაზიაში და მითხრეს ცოტა წყალში დაალბე და 2 კოვზი მიეციო 4 ჯერ დღის განმავლობაში..
გამიგია რომ ლეკვს 300 გრამი უნდა გაუყო 4 ზე დღის განმავლობაში... მგონი ცოტას ვაჭმევ და მირჩიეთ როგორ მოვიქცე.

Posted by: aka37 29 Aug 2014, 18:09
მეც მაგხელა ლეკვი მყავს გერმანულის და ვაჭმევ დღეში 5-ჯერ გადადუღებულ რძეში დამბალ თავის საჭმელს, ხან უცხიმო ხაჭოსაც. ისე დიდად არ უყვარს თავისი საჭმელი. გრამებში ზუსტად არ ვიცი რამდენს ვაძლევ sad.gif

Posted by: komate 3 Sep 2014, 21:16
გერმანული ნაგაზი მყავს .. პოლიციიიდან მაჩუქეს (ანუ მამამისი დედამისი პოლიციის ძაღლები არიან)... ამას წინათ მეგობარმა მითხრა კუდი აქვს მაღლა აწეული და ნაღდი ავჩარკა არ არისო.... ნაჯვარიაო... ყველა ავჩარკას სუფთა სისხლისასო კუდი დაბლა აქვს დაწეული..... უბრალოდ მაინტერესებს რა სიმართლეა თუ არა smile.gif)))

Posted by: markes 5 Sep 2014, 13:08
phoenix27
aka37
საკვებს აწერია რა ასაკში რამდენი უნდა შეჭამოს დღის განმავლობაში
1 თვის ძალიან პატარაა და ხშირად უნდა ჭამოს
ჯობია მაწონში დაულბოთ, რძე არავიტარ შემთხვევაში არ მისცეთ, კუჭს აუშლის და ვერ მოინელებს


ესეც ჩემი პარკეტის ნაგაზი, ტყეში მყავდა და არც ერთი ნაბიჯით არ მომშორდა ეს მშიშარა
smile.gif)))))))))

Posted by: edna mamida 5 Sep 2014, 13:50
komate
დადე აბა სურათი

ჩემი კარგ ხასიათზე მყოფი მშვენივრად დარბის კუდაპრეხილი..biggrin.gif



markes
გამხდარა მართლა, არაუშავს, აგრილდება და მოუმატებს ჭამას
მაგრამ ლამაზიაsmile.gif
ჯანას აქვს ასეთი ეშმაკი სიფათიbiggrin.gif

არ მოაშორო თვალი
არჩი, ჯანას ძმა, ცომუკას რომ ვეძახდით პატარას, სატინის ლუბიმჩიკი, მის პატრონს ჩაჰყავდა ეზოში, როგორც ყოველთვის უსაბელოდ, მანქანამდე რად უნდოდა, ჰოდა მოტრიალება ვერ მოასწრო, წაავლო ვიღაცამ ხელი და...
გაგიჟდა კაცი, დილის ცხრა საათიდან ღამის ექვსამე ქუჩაში იყო, ყველა ეზო სადარბაზო, იპოდრომი დაიარა, ბოლოს ეზოში რომ შემოლასლასდა მაშინ შემოვარდნილა ეს გიჟიც
კინაღამ მოვკვდი ბედნიერებითო მითხრა, არჩი სულ გადარეულა ბედნიერებისგან

წინა თათები სულ დასისხლიანებული ჰქონდა, ეტყობა ჩაკეტილი იყო და გამოუთხრია გასაქცევი, ტალახიანი, სველი და დაშინებული გახლდათ
ვინ მოიპარა, რა მიზნით Vერ გავიგეთ
იმან უშველა რომ სულ მანქანით დაატარებენ და ყველა ქუჩა, შესახვევი და გამზირი იცის, მიაგნო თავად სახლს
ახლა სულ საბელით ატარებს პატრონი, დამფრთხალია ძალიან


წუთით არ მოაშოროთ თვალი ძაღლებს, ფრთხილად იყავით

Posted by: aka37 5 Sep 2014, 21:00
QUOTE
1 თვის ძალიან პატარაა და ხშირად უნდა ჭამოს
ჯობია მაწონში დაულბოთ, რძე არავიტარ შემთხვევაში არ მისცეთ, კუჭს აუშლის და ვერ მოინელებს

მადლობა, უკვე ვნახე მაგის შესახებ ინფო და აგარ ვაჭმევ რძეს მაწონს და ხაჭოს ჭამს თავის საჭმელს უკვე ისეც ჭამს
* * *
QUOTE
ჩემი კარგ ხასიათზე მყოფი მშვენივრად დარბის კუდაპრეხილი..

ჩემიც, biggrin.gif ჩემი ლეკვი 1 თვის ძუა და 3კილომდეა ნორმალურია?

Posted by: markes 6 Sep 2014, 11:31
edna mamida
QUOTE
გამხდარა მართლა, არაუშავს, აგრილდება და მოუმატებს ჭამას
მაგრამ ლამაზია
ჯანას აქვს ასეთი ეშმაკი სიფათი

კი თან გახდა + სიცხეში ბეწვიც დაყარა ( აი ძალიან ბევრი!!!!!!)
ახლა ახალი ამოსდის და ის ამოჭმული ადგილები შეევსო და სწორდება საფარი.
სიფათი მართლა ლამაზი აქ და ძაან შტერივით იყურება ხოლმე
biggrin.gif
წუხელ რომ აგრილდა 3 ჯამი საჭმელი შესანსლა მანამდე 1 ძლივს ჭამდა ისიც ღამე
დღეს დილაზე ტავზე დამახტა ამომთხარა საწოლიდან და წამათრია პარკში, ბუქსირივით მიმათრევდა

დედას დუროჩკაა, დარბის კუდის ქიცინით და უხარია ყველაფერი

Posted by: baksona1980 7 Sep 2014, 19:49
მოკლედ რა გავაკეთო არ ვიცი.ჩემს გერმანელს ტერიტორიის დაცვის უნარი საერთო არ გააჩნია.შემომსვლელ გამსვლელს ყველას ელაქუცება.აგრესიას საერთოდ არ იჩენს.მშიშარაა.არადა იმხელა ზვერია რომ შეხედავ მარტო შეხედულება შეგაშინებს.ისე კურდღელია.გაზრდით კიდე არასოდეს ხელი არ დამირტყამს და არ გამილახია.საიდანა ასეთი სიდედლე არ ვიცი sad.gif უკვე ყელში ამომივიდა მისი სიგლახაკე.უკე 1.4 წლის არის

Posted by: PuTKiiI 8 Sep 2014, 02:01
baksona1980
აცადე ჯერ ---------

Posted by: baksona1980 8 Sep 2014, 03:34
PuTKiiI
მეტი რაღა ვაცადო დაბერდა მაგ მართლა შობელძაღლი .შევცდი არ უნდა მეყიდა გერმანული ნაგაზი.ან როტვეილერი ან კავკასიური ნაგაზი.მე მჭირდება ტერიტორიის,ეზოს დამცველად ძაღლი.ამხელა მასას ვინახავ და დებილივით დადის ეზოში.მაგი ახლა 4 და 5 თვეში გაავდება? მეტი არაა ჩემი მტერი. sad.gif ისე მომპატიჟებლად რომ დავაწყებინო მუშაობა მაგარი გამოუვა biggrin.gif ოი დედა გამისკდა გული ბლინ

Posted by: PuTKiiI 8 Sep 2014, 11:59
baksona1980
დამიჯეეერე აცადე ჯეერ .. გამოვიდეს ბავშვობიდან..

Posted by: aka37 8 Sep 2014, 20:18
QUOTE
ჩემი ლეკვი 1 თვის ძუა და 3კილომდეა ნორმალურია?


Posted by: PuTKiiI 8 Sep 2014, 20:33
aka37
კიიიიიი
ნახე გუგლში --------------

Posted by: markes 9 Sep 2014, 12:42
baksona1980
QUOTE
მეტი რაღა ვაცადო დაბერდა მაგ მართლა შობელძაღლი .შევცდი არ უნდა მეყიდა გერმანული ნაგაზი.ან როტვეილერი ან კავკასიური ნაგაზი.მე მჭირდება ტერიტორიის,ეზოს დამცველად ძაღლი.ამხელა მასას ვინახავ და დებილივით დადის ეზოში.მაგი ახლა 4 და 5 თვეში გაავდება? მეტი არაა ჩემი მტერი.  ისე მომპატიჟებლად რომ დავაწყებინო მუშაობა მაგარი გამოუვა  ოი დედა გამისკდა გული ბლინ


მე ვფიქრომ რომ ისწავლის.
შანი რომ მყავს პარკეტის ნაგაზი მაგანაც დაიწყო "დაცვა", ვაკის პარკში ვიღაც კაცი მოდიდოდა ჩემსკენ დიდი ჯოხით და ეცა ყეფით. გუშინწინ იგივე გააკეთა ვიღაც ქალის მიმართ, ჩქარი ნაბიჯით მოდიოდა ჩვენი მიმართულებით თან ხელში რაღაც ეჭირა.
არ მისწავლებია მაგისთვის ამგვარი არაფერი, არ მინდა ავი ძაღლი

Posted by: CENTURIONI 9 Sep 2014, 23:00
ჩემი გერმანული ნაგაზი 4 თვის გახხდა და გაწვრთნა მინდა .კარგი მწცრთნელი ხომ არ იცით ვინმემ სადმე და ჯდება დაახლოებით ძაღლის გაწვრთნა ?

Posted by: baksona1980 9 Sep 2014, 23:27
markes
რა ვიცი არა მგონია.ისე ვატყობ რომ ჭკვიანი და ათვისების უნარი აქვს,მაგრამ თავისით ვერ ხვდება რა უნდა გააკეთოს,ვიღაცამ უნდა ასწავლოს და გაათვიცნობიეროს თუ რა უნდა ქნას.სწავლა შეუძლია ამა ვგრძნობ მის თვალებში biggrin.gif მე ასე მგონია რომ უბრალოდ არ იცის როგორ მოიქცეს.კავკასიურს მაგალითად მე როგორც წამიკითხია დაცვის უნარი გენეტიკაში აქვს,მას ამის სწავლა არ სჭირდება,სამაგიეროდ ძალზე ძნელად იწვრთნება.შევცდი მე ასე ვფიქრობ გერმანული რომ ვიყიდე,რადგან მე მჭირდება ტერიტორის,ეზოს,საკუთრების დაცვის ძაღლი.ამან რაც არ უნდა ისწავლოს ახლა ბრძანებები,კი კაია როგორ არა როცა იცის დაჯექი,დაწექი,მომიტანე.არ გაინძრე,ბარიერი.ეცი და ა.შ.შ. მაგრამ მერჩივნა დაცვის უნარი ქონოდა ყველაზე განვითარებული და არავინ ჩამოუშვას ეზოში რომ შიში ქონდეს ყველას როცა ამხელა ძაღლს ხედავს რომ გამკეთებელია რაღაცის და არა დამპატიჟესავით კუდის მქნეველი ბლინ sad.gif მართალია წრესგადასული არაფერი ვარგა,თუნდაც სიავე,მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან ღრმა დანაკლისს გავიცდი.თან ქუთაისში ვცხოვრობ და აქ მწვეთნელი თუ შეიძლება მასე დავარქვათ არის ორი ადამიანი.რომელთაგან ერთი თვითნასწავლია და მოსაჩკავე და მეორე პიანი მასტერი biggrin.gif თუმცა ყოფილ კინოლოგია და ალბად უფრო იცის მე როგორც მითხრეს.არც კი ვიცი თუ კი შეიძლება უკვე 1.4 წლის ძაღლის გაწვრთნა,მაგრამ მე მგონი ისწავლის კიდევ.რაში დავრწმუნდი იცი? ეგ ძაღლი რომ გყავს უნდა გაწვრთნა და მაგის ან დრო უნდა ქონდეს და უნდა იცოდე შენ თვითონ როგორ უნდა გააკეთო,ან მაყუთი უნდა გქონდეს რომ გადაიხადო და ასწავლონCENTURIONI სერიოზული ტრენერი მე როგორც მითხრეს 400 ლარს იღებს თვეში. სამთვიან კურსს თუ კი დაელაპარაკები 1000 ლარად გააკეთებენ 1200-ის ნაცვლად.ასეა ძვირი სიამოვნებაა გაწვრთნილი გერმანელი.ეგ ძაღლები თუ არ გაწვრთენი მაგარი ბოდიალა და მოდებილო ტიპები არიან sad.gif

Posted by: markes 10 Sep 2014, 12:32
baksona1980
მართალი ხარ, სწავლა უნდა
თუმცა ინნტერნეტშიც შეგიძილა იპოვო ლიტერატურა და ერთად ისწავლოთ
მთავარია სურვილი გქონდეს

Posted by: baksona1980 10 Sep 2014, 13:50
markes
მარკუს! კი შეიძლება,მაგრამ თვეში 19 სულ მცირე ან 22 დღე და ღამე ვმუშაობ და მაგის ნერვი არა მაქვს,თუმცა დამილინკე თუ იცი რამე რუსულენოვანი ლიტერატურა,მე რაც ვნახე ძნ ბოდიალა რაღაცეები სწერია

Posted by: CENTURIONI 10 Sep 2014, 22:09
QUOTE
სერიოზული ტრენერი მე როგორც მითხრეს 400 ლარს იღებს თვეში. სამთვიან კურსს თუ კი დაელაპარაკები 1000 ლარად გააკეთებენ 1200-ის ნაცვლად.ასეა ძვირი სიამოვნებაა გაწვრთნილი გერმანელი.ეგ ძაღლები თუ არ გაწვრთენი მაგარი ბოდიალა და მოდებილო ტიპები არიან



გასაგებია. რამხელა Fასებია რა იყო ვალი აქვთ givi.gif ძალიან ცუდი.მაგდენს ნაღდად ვერ გავწვდები

Posted by: aka37 14 Sep 2014, 15:17
ჩემი ძაღლი უკვე თვე ნახევრისაა და კიდევ რა შეიძლება ვაჭამო ამ თავისი საჭმლის გარდა?

Posted by: edna mamida 15 Sep 2014, 16:34
baksona1980
მოდებილო არა ისა
მოდი Aბა ჩემთან....
გაზის ინკასატორი ქვედა სართულიდან ისმენს მრიცხველის ჩვენებას ხოლმე ამათი შიშით
კავკასუსიდან ხელოსნები მანამდე არ შემოვლენ ბინაში, სანამ ათჯერ არ ვეტყვი რომ ჩავკეტე ორივეbiggrin.gif

სადარბაზოში ისე ვერ გაიჭაჭანებს ვერავინ ამათ რომ საშინელი ყეფა არ ატეხონ
გარეთ გასვლაზე და მეზობლების დაფრთხობაზე ნუ მალაპარაკებ
საშვილიშვილოდ მაქვს თავი მოჭრილი
მიცავენ გარეთ, იცავენ სახლს
ჩემი კაპასი ქალებიbiggrin.gif

აცალე კაცო, გაიზრდება დაკაცდება და დაიწყებს ტერიტორიის დაცვას

Posted by: baksona1980 17 Sep 2014, 17:11
edna mamida
1.5 წლისაა და როდის უნდა ისწავლოს ამის დედაც გამისკდა გული sad.gif

Posted by: edna mamida 17 Sep 2014, 19:05
baksona1980
Mოზარდია ეგ ჯერ, შესაჯვარბლადაც არ Iყენებენ ამ ასაკის მამრებს
სამ წლამდე ახალგაზრდაა ჯერ
ტერიტორიის დაცვას აწი შეეცდება, აცალე, არ დათრგუნო და დასაჯო
წაახალისე თუ შეამჩნევ რაიმე ხეირიანს



Posted by: zuri_m 22 Sep 2014, 23:18
მოგესალმებით მეგობრებო , ორი დღის წინ ავიყვანე გერმანული ნაგაზი , ლეკვი 2 თვის. ბევრი ვეძებე ინტერნეტში სად შეიძლებოდა გერმანულის აგზრდაზე ინფორმაციის და რჩევების მიღება და აგმოვჩნდი აქ : ))

ესეც ჩემი HUGO : ))

http://b.pix.ge/v/ix11n.jpg

http://a.pix.ge/q/zme97.jpg

http://a.pix.ge/y/li6ru.jpg

Posted by: gamushki 23 Sep 2014, 16:11
მეგობრებო გერმანული ნაგაზის ლეკვი მინდა 60 ლარამდე რო ღირდეს სასაცილო ფასია მაგრამ დედაჩემი მაძლევს ეხლა არ დამიწყოთ რო თუ მეტის არ გაძლევენო მაშ როგორ უნდა შეინახოვო შენახვით შევინახავ არა პრობლემა smile.gif არ ვითხოვ ნუსხით და მთელი ამბებით მინდა ვიცოდე უბრალოდ რომ სუფთა სისხლისაა არ ვიყიდო და მეტისი აღმოჩნდეს ხო ხვდებით არა პს აქვე დავამატებ რომ არ მაქვს მეტისებზე გართულება მყავდა კიდეც და მერე სოფლეში ბებიაჩემთან წავიხვანე უბრალოდ ავჩალკის მუღამი მაქვს რაა მინდა რო კარგი ძაღლი გავზარდო

Posted by: baksona1980 23 Sep 2014, 16:38
gamushki
სუფთა სისხლი შესაბამის ფასი ღირს.უბრალოდ ეგ ფასი დამამცირებელია და პრეტენზია არ უნდა გქონდეს.მაგ ფასის შეთავაზებას საერთოდ იჩუქო ეს სჯობს biggrin.gif ბარე ორი იძლევა ლეკვს იმ ადამიანზე რომელიც კარგად შეინახავს.ჰოდა კიდევ "ავჩალკა" არ ქვი. "ავჩარკა" ნაგაზს ნიშნავს.ჯიშს ქვია გერმანული ნაგაზი.

Posted by: gamushki 23 Sep 2014, 20:50
baksona1980
ეხლა კაცურად სახელზე ნუ გამომეკიდები smile.gif ესეგი ვინ აჩუქებს შეგიძლია დამაკავშირო ან სხვა ჯიშზე ნაჯვარი ხო არააა ხო ხვდები იმენა ავჩარკა მიდნა რა მეტისები უბანშინც მყავს smile.gif მოვალზე კიდე არა პრობლემა მაგრად მოვუვლი ისე სურათებზაც განახებტ ხოლმე wink.gif

Posted by: Kupra 24 Sep 2014, 03:36
butana
QUOTE
ვისგან იყიდე ეს ლეკვი ძალიან მომეწონა მეც ვაპირებ ყიდვას და კოორდინატებს ხომ ვერ მომცემ

მაჩუქეს არ მიყიდია

9 თვის ხდება ხვალ ჩემი ლომი
შეგნებულად არ მიმყავს ტრენერთან ჩემი ცანცარა რო დამიდინჯდეს სულაც არ მინდა
გაუწვრთნელადაც ჭკვიანია :დ


რათუნდა ამას გაწვრთნა 5 თვის იყო რო გამოვედი ამ პოზაში ეძინა : ))))))))))
ადამიანია
http://www.radikal.ru

Posted by: gamushki 25 Sep 2014, 08:04
baksona1980
აქ ხარ ველოდები შენ პასუხს სუფთა სისხლის ლეკვები არიან და ვინ ჩუქნის იქნებ დამაკავშირო

Posted by: MITIATO 25 Sep 2014, 09:44
gamushki
QUOTE
არ მაქვს მეტისებზე გართულება მყავდა კიდეც  და მერე სოფლეში ბებიაჩემთან წავიხვანე


givi.gif

გერმანულ ნაგაზს 60 ლარზე მეტი რომ დაჭირდება თვეში, მერე იმას სად წაიყვან?








Posted by: gamushki 25 Sep 2014, 14:06
MITIATO
biggrin.gif:D:D:D:D:D:D:D:D:DD:D: რას ქვია სად წავიყვან სავარაუდოთ ფული ყოველ თვე მაქვს იმის ფული კი მექნება რო აცრები გავუკეთო ყოველთვის შეილება ყოველდღე ქათმის ბარკლები ვერ ვაჩამო მაგრამ მშიერი და მოუვლელი ნაგდად არ იქნება smile.gif

Posted by: MITIATO 25 Sep 2014, 17:12
gamushki
QUOTE
შეილება ყოველდღე ქათმის ბარკლები ვერ ვაჩამო მაგრამ მშიერი და მოუვლელი ნაგდად არ იქნება

აბა რას აჭმევ, გამხმარ პურს თუ სადილის ნარჩენებს?


სუფთა სისხლის ლეკვს რომ ითხოვ საჩუქრად, დაფიქრებულხარ, რამხელა ხარჯი ახლავს თან ლეკვის აყვანას?


Posted by: gamushki 29 Sep 2014, 15:09
MITIATO
ბლიად განა პირველი ლეკვი კი არაააა გოშიაც მყოლია და პოინტერიც სულ ქატმის ბარკლებს ვერ ვაჭმევ და ღორს ვერ დავუკლავ მაგრამ ჭამით კარგად ვაჭმევ

Posted by: MITIATO 29 Sep 2014, 18:09
gamushki
QUOTE
სულ ქატმის ბარკლებს  ვერ ვაჭმევ და ღორს ვერ დავუკლავ მაგრამ ჭამით კარგად ვაჭმევ

ნეტა, რას ეძახი კარგ ჭამას. biggrin.gif


Posted by: edna mamida 29 Sep 2014, 19:14
gamushki

კარგი კვებაა ზუსტად ფაფები ქათმის ხორცით ბოსტნეულით და ა.შ.
კვერცხი, თEვზი რძის პროდუქტები და ა.შ.
დღEშI სამი ბარკალი არ ჰყოფნის ჩემს ერთ ნაგაზს, არადა მარტო როიალ კანინზე მოსაყრელად ვყიდულობ, აბა დათვალე რა ჯდება, როიალი ძაღლის მშრალი საკვებია

პური და სადილის ნარჩენები საკვები არაა, ძაღლის მოსაკლავად ვარგა მარტო



სანამ ძაღლს აიყვანთ ჯერ მატერიალური ხარჯები გაითვალისწინეთ Mერე ჯიშის შესახებ გაარკვიეთ ყველაფერი
Bევრ უსიამოვნო სიურპრიზს გადარჩებით! ძაღლის მოყვანაზეც დაფიქრდებით


MITIATO gigi.gif

Posted by: baqari1001 29 Sep 2014, 23:48
გამარჯობათ
მოკლედ მყავს ეს ბიჭი, სახელად რექსი, არის 2 თვეზე ცოტა მეტის. მინდა დახმარება გამოცდილი ხალხის ამ საქმეში რა. დავიტანჯე საჭმელზე რა ვაჭამო. ყველა ვეტერინარი სხვადასხვას მეუბნება გამყიდველები სხვადასხვას, ხან პედიგრის ვაჭმევ ხან ჩაპის ხან აფთიაქში მაძლევენ რაღაცას წონისას (ამას საერთოდ არ ეკარება მაგრად თუ არ მოშივდა) და მგონი თან ბევრს ვაჭმევ. მოვიყვანე 1 თვის იყო 2200 გრამი და სადღაც 5-6 კვირაში 5 კილოს უკაკუნებს. ბევრია მგონი. მირჩიეთ კვებაზე რა რამე ჭკვიანური. წინასწარ დიდი მადლობა

http://www.radikal.ru

Posted by: edna mamida 30 Sep 2014, 03:02
baqari1001
Nუ AჭMევ მაგ იაფასიან ნაგავს, როიალ კანინი, ჰილსი ან სხვა Kარგი ხარისხის ( აქ რაც იყიდება) მშრალი საკვები აჭამე
შხამია ეგ Pედიგრი და ჩაპი
ჩემები როიალსაც არ ჭამენ ისე, საკვებს ცოტა მოხარშულ ხორცს Vაყრი ხოლმე, ხაჭოც შეიძლება წააყარო, ყველიც, გააჩნია რა Uყვარს

Fაფები მიეცი, ბრინჯის, ჰერკულესის, წიწიბურასი, შეგიძLია აურიო ბრინჯი და ჰერკულესი
ცალკე ხარშავ ფაფას წყალზე, უმატებ ბოსტნეულს, ხახვს, ბულგარულ წიწაკას, სტაფილოს, და ურევ ცალკე მოხარშულ ხორცს, ღOრის ხორცი, ძეხვეული და შემწვარი ხორცი არ მისცე
Pური, ფუნთუშEბი შOკოლადი და ადამიანის საკვებიც არ შეიძლება
Mოხარშული კვერცხი, მაწონი, ხაჭO მიეცი, რძE და არაჟანი არა
Mოხარშული გულ-ღვიძLი, ოღონდ ხშირად არა, კვერცხიც ორი ცალი კვირაში
ხორცის Nახარშიც არ ვარგა


Hო, წესიერი ვეტ ექიმი ნახე, ეგ ყველაზე მნიშვნელოვანია

Posted by: baqari1001 30 Sep 2014, 19:00
edna mamida
აეუფ მაგდენი დრო სად მაქ ესეთი რამეები ვუკეთო...
რამე გამზადებულები არ არი წესიერები რომ ეგრევე ვუყიდო და ვაჭამო და თანაც კარგად შეერგოს?

Posted by: edna mamida 30 Sep 2014, 19:54
baqari1001
არა, ბოდიში მაგრამ წესიერი საკვები აქ...
მშრალი საკვებიდან შედარებით წესიერია: როიალ კანინი, ჰილსი, ეუკანუბა. კიდევ შემოიტანეს რაღაცეები
იაფასიანი არ იყიდო

Posted by: baqari1001 1 Oct 2014, 11:46
edna mamida
QUOTE
როიალ კანინი, ჰილსი, ეუკანუბა

ამეებს სად ყიდულობთ? მე გორელი ვარ აქ არ იყიდება ეგენი მაგისთვის უნდა ჩამოვიდე თბილისში და ბევრი რო არ ვეძებო იქნებ მიმსაწავლოთ. და რა ღირს?

Posted by: edna mamida 1 Oct 2014, 22:06
baqari1001
Nუ
კოსტავაზე, ძველი რედაქციის Pირდაპირ სამი ზოომაღაზიაა, როიალი "ბუნების სამყარო"-ს ქსელში იყიდება, არის ბაზრობაზეც , დინამოსთან, მაღაზიებში 105ლარამდე ღირს ტომარა, ბაზრობაზე 95
ჰილსი და ეუკანუბა ზოოპლაზას ქსელშია, იქვე კოსტავაზე
ბარნოვზე, ახლანდელ აბაშიძეზე რამოდენიმე ზოომაღაზია
დელისთანაც, ბილაინის ოფისთან
ერთი სუპერმარკეტი გაიხსნა ზოომარტი, მანდ ვიყიდე ადვანსი
მაგათი საიტი http://www.zoomart.ge/

Posted by: baqari1001 2 Oct 2014, 00:14
edna mamida
დიდი მადლობა

და ტომარა საშუალოდ რამდენი ხანი ყოფნის?
და დღეში რამდენჯერ და რამდენი უნდა ვაჭამო?

Posted by: fat man2 2 Oct 2014, 05:00
edna mamida
მამიდა, ესე მითხრეს რომა , გერმანული ნაგაზი ორი ტიპისააო.
ერთი მუშა და მეორე საგამოფენო. ხო, კიდებ ვასტოჩნო ევროპეისკი
ხოდა, სოფლად მივდივარ საცხოვრებლად, ძაღლი მჭირდება ისეთი, რომელიც პარკეტზე არ ირბენს, საქმეს გააკეთებს და თან ჭკუიანი იქნება. სოფლის ძაღლებს თავს არ დააჩაგვრინებს და კიდევ შენახვაც არ ჯდებოდეს ოთუს ბირი.
მირჩიეს მუშა გერმანული ნაგაზი.
შენ რას მირჩევ?

თუ გადავწყვიტე, გერმანიიდან ჩამოვიყვან.

Posted by: edna mamida 2 Oct 2014, 09:53
baqari1001
აწერია დოზები, ისიც თუ რამდენ ხანს ეყოფა
წესით Eრთი თვე ყოფნის

საჭმელზე არ იეკონომიო, თან ლეკვის საჭმელზე, უამრავ პრობლემას აიცილებ, ჯანმრთელობას ვგულისხმობ



fat man2
სწორი Uრჩევიათ
მუშა ხაზის გერმანული ჯობია სამუშაოდ
შოუ კლასის გერმანელები ისე "განავითარეს" ფეხებს ძლივს დაათრევენ
აღმოსავლეთ ევროპულს კი, გერმანელი ჯობია, უფრო დამჯერია და ჭკვიანი

მალინუებს აქებენ, მაგრამ გერმანული Fიზიკურად უფრო ღონიერი ჩAნს მგონი, ზუსტად ვერ ვიტყვი
Mე ძალიან მომწონს მალინუები

Posted by: fat man2 2 Oct 2014, 16:26
ამაზე რას იტყვი?


ყავს ვინმეს საქართველოში.


Posted by: edna mamida 2 Oct 2014, 17:24
fat man2
მგელი?biggrin.gif

დარბიან ჯერ ტყეებში


Posted by: SpyZooka 2 Oct 2014, 18:46
edna mamida
QUOTE
აღმოსავლეთ ევროპულს კი, გერმანელი ჯობია, უფრო დამჯერია და ჭკვიანი

არ გეთანხმებით
QUOTE
მალინუებს აქებენ, მაგრამ გერმანული Fიზიკურად უფრო ღონიერი ჩAნს მგონი, ზუსტად ვერ ვიტყვი

ფიზიკურად მალინოა ბევრად ძლიერია ვიდრე შოუ და პეტ გერმანული, სამუშაო გერმანული ვს მალინოა უკვე გაზრდაზე, კვებაზე და წინაპრებზეა.
QUOTE
მგელი?

მგელი არაა ეგ ძაღლია.
fat man2
QUOTE
ხოდა, სოფლად მივდივარ საცხოვრებლად, ძაღლი მჭირდება ისეთი, რომელიც პარკეტზე არ ირბენს, საქმეს გააკეთებს და თან ჭკუიანი იქნება.

QUOTE
თუ გადავწყვიტე, გერმანიიდან ჩამოვიყვან.

აქაც იყიდი ასეთს .
QUOTE
სოფლის ძაღლებს თავს არ დააჩაგვრინებს

გააჩნია რას გულისხმობ სოფლის ძაღლში .

QUOTE
ამაზე რას იტყვი?


ყავს ვინმეს საქართველოში.

მაგას დაცვის ინსტიქტი არ აქვს კარგად განვითარებული.

Posted by: edna mamida 2 Oct 2014, 19:12
SpyZooka
ტყუილად
ვასტოჩნიკი სსრკუში მყოფი გერმანულებისგან გამოიყვანეს, გამოიყვანეს რა, არ აღიარებენ როგორც ცალკე ჯიშს
კინოლოგებს სამუშაოდ დიდი არჩევანი, ძაღლებს ვგულისხმობ არ ჰქონდათ, დავიჯერო გერმანულზე უკეთესი ჯიში გამოიყვანეს?
მეეჭვება

მალინუა გერმანელზე ძვირი ეღირება, პლუს გაწვრთნა, არადა ლამაზია ძალიან, სხარტი

ვიცი რომ მგელი არააbiggrin.gif
ვიხუმრე, სორიbiggrin.gif

Posted by: baqari1001 2 Oct 2014, 22:17
edna mamida
QUOTE
საჭმელზე არ იეკონომიო

არა პირიქით მგონი ბევრ ვაჭმევ, ძაან სწრაფად სუქდება

Posted by: fat man2 2 Oct 2014, 23:53
edna mamida
QUOTE
მგელი?

არა, ძაღლია ვალჩოკი ანუ wolfdog, ჩეხებს გამუუყვანიათ. ყველაზე უდაჩნი ჰიბრიდიაო. თან აღიარეს, როგორც ჯიში

რავი აქებენ, გერმანული ნაგაზის და მგლის ნაჯვარია. თუკი ყველაფერი საუკეთესო აიღო წინაპრებისგან, მაგას სოფლის პირობებში ძაღლი ვერ აჯობებს. ეგაა არ იყეფება!

QUOTE
მალინუა გერმანელზე ძვირი ეღირება, პლუს გაწვრთნა, არადა ლამაზია ძალიან, სხარტი

ფულზე არაა საქმე, მარა მალინუას გარეგნობა არ მომწონს, რაღაცით ავსტრალიურ დინგოს გავს. გრიუნენდალზე კი შეიძლება ფიქრი.
გაწვრთნას მე მივხედავ. ჩემს ბოლო ძაღლს სიგარეტზე მაღაზიაშიც კი ვაგზავნიდი,პოსლეზე. biggrin.gif სიბერით გარდაიცვალა cry.gif 22 წლის იყო. იმის მერე ძაღლი აღარც მყოლია.

QUOTE
მაგას დაცვის ინსტიქტი არ აქვს კარგად განვითარებული.

რას გულისხმობ?
სახლს არ უყარაულებს თუ პატრონს არ დაიცავს.
ისე, ყეფა რომ არ იცის ცუდია.
რავი, მე მომწონს. მაინტერესებს საქმეში ვნახო. ჩვენთან ყავს ვინმეს?

QUOTE
აქაც იყიდი ასეთს .


კი, ვიყიდი.
მაგრამ გერმანელი ძმაკაცი მყავს, ძაღლსაშენში მუშაობს და ის დამპირდა, თუ გადაწყვეტ ნაგაზის შერჩევა ჩემზე იყოსო. ისე საკმაოდ ძვირია.
არა მგონია აქ გერმანიის ძაღსაშენზე უკეთესი ვიყიდო.
თან ხომ იცი, ყველაზე ცოტა 10-20 წლით მოგყავს და არ მინდა 2 წლის მერე აღმოვაჩინო, რომ თურმე მომატყუეს ან მე შევცდი.

Posted by: SpyZooka 3 Oct 2014, 09:24
edna mamida
QUOTE
დავიჯერო გერმანულზე უკეთესი ჯიში გამოიყვანეს?
მეეჭვება

ეგ მაშინ კიბატონო და ეხლა თუ შევადარებთ ვასტოჩნიკს არ დაუკარგავს ის როგორიც გამოიყვანეს და გერმანულმა ბევრი დაკარგა
ასე რომ ვასტოჩნიკი უფრო ახლოს დგას გერმანულთან ჩემი აზრით ვიდრე დღევანდელი გერმანული smile.gif

fat man2
QUOTE
რას გულისხმობ?
სახლს არ უყარაულებს თუ პატრონს არ დაიცავს.
ისე, ყეფა რომ არ იცის ცუდია.
რავი, მე მომწონს. მაინტერესებს საქმეში ვნახო. ჩვენთან ყავს ვინმეს?

ისეთი რეაქციები არ ექნება საეჭვო ხმებზე როგორიც ვოჩ დოგებს ანუ არაა ეგ სადარაჯო ჯიში კომპანიონია.

QUOTE
22 წლის იყო.

რა ჯიში იყო?

QUOTE
მაგრამ გერმანელი ძმაკაცი მყავს, ძაღლსაშენში მუშაობს და ის დამპირდა, თუ გადაწყვეტ ნაგაზის შერჩევა ჩემზე იყოსო. ისე საკმაოდ ძვირია.
არა მგონია აქ გერმანიის ძაღსაშენზე უკეთესი ვიყიდო.

ეს სხვა საქმეა, თუმცა თანხებს შორის დიდი სხვაობა იქნება.

QUOTE
თან ხომ იცი, ყველაზე ცოტა 10-20 წლით მოგყავს და არ მინდა 2 წლის მერე აღმოვაჩინო, რომ თურმე მომატყუეს ან მე შევცდი.

გერმანულის საშუალო ასაკი 13 წელია დაახლოებით.

Posted by: fat man2 3 Oct 2014, 10:33
SpyZooka
QUOTE
ასე რომ ვასტოჩნიკი უფრო ახლოს დგას გერმანულთან ჩემი აზრით ვიდრე დღევანდელი გერმანული

+1000
QUOTE
რა ჯიში იყო?

ირლანდიური სეტტერი.

ვოლჩაკი საქართველოში ყავს ვინმეს?
უფრო და უფრო მომწონს. მთავარია კარგი კომპანიონი იყოს და დანარჩენს ვასწავლი..............


Posted by: edna mamida 3 Oct 2014, 12:20
baqari1001
ხარისხს ვგულისხმობდი, იაფსიანი არ იყიდო, შხამია ყველა

SpyZooka
გერმანულსაც არაფერი დაუკარგავს, მუდმივად მიდის მუშაობა ჯიშთAნ, გადამლაშეს შოუ კლასში მგონიაbiggrin.gif

ვასტოჩნიკები კი ერთ ქვაბში იხარშებოდნენ, მათ " გამოსაყვანად" სსრკში არსებული რესურსი გამოიყენეს , ახალი სიხლი არაა, ვიზუალურად არც ისინი ჰგვანან " პირველწყაროს" biggrin.gif
არც გერმანული ნაგაზია, არც ცალკე ჯიში, რუსული თვითშემოქმედებაა
ვასტოჩნიკი დიდი, მძიმე და ტლანქია
გერმანელი უფრო მომწონს , შავ-წითურა გერმანელები ულამაზესებია
სამუშაოდაც, კინოლოგმა გერმანული უკეთესია, მირჩევნიაო

კაცია და გუნება, ვის რა Mოწონს


fat man2
22 წლამდე იცოცხლა?
ყოჩაღ! Aი მესმის პატრონი


მგელძაღლა ჩვენს კორპუსში ჰყავდათ ადრე, ძალიან ლამაზი და წყნარი Aრსება იყო, მაღალი, ლამაზი

Posted by: fat man2 3 Oct 2014, 12:46
edna mamida
QUOTE
22 წლამდე იცოცხლა?

yes.gif
მაშინ სუხოი კორმი არ იყო და იმიტომაც იცოცხლა!
QUOTE
მგელძაღლა ჩვენს კორპუსში ჰყავდათ ადრე, ძალიან ლამაზი და წყნარი Aრსება იყო, მაღალი, ლამაზი

რომელი ყავდათ ხომ არ იცი?
იტალიურებია, ბელგიური და ჩეხური.
ყველას ჩეხური ჯობიაო. იგივე გერმანული ნაგაზია ოღონდ უფრო გამძლე და ავადმყოფობებისადმი მდგრადი.

Posted by: SpyZooka 3 Oct 2014, 14:28
fat man2
QUOTE
ვოლჩაკი საქართველოში ყავს ვინმეს?


არვიცი არ გამიგია რომ ვინმეს ჰყავდეს, თუმცა 1-2შეიძლება იყოს ანუ შენსავით უნდოდა ვინმეს და იშოვა biggrin.gif


QUOTE
უფრო და უფრო მომწონს. მთავარია კარგი კომპანიონი იყოს და დანარჩენს ვასწავლი..............

ერთადერთი რომელსაც დაცვა ბრძოლა და ა.შ შეეძლო მგლის გამოყენებით არის ჩინური მგელძაღლა, მაგის შემდეგ არ გამოუყვანიათ არავის მასეტი ძლიერი ძარლი, თუმცა გადაშენების პირასაა მგონი.

იტალიური ახსენე მე მინდოდა იტალიური ველაპარაკე იტალიელებს და არ ვყიდითო, ეს აქაურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით მრავლდება მხოლოდო, არ იყიდებაო. არადა იტალიური ბევრად ძლიერია ჩეხურზე.

edna mamida
QUOTE
SpyZooka
გერმანულსაც არაფერი დაუკარგავს, მუდმივად მიდის მუშაობა ჯიშთAნ, გადამლაშეს შოუ კლასში მგონია

ვასტოჩნიკები კი ერთ ქვაბში იხარშებოდნენ, მათ " გამოსაყვანად" სსრკში არსებული რესურსი გამოიყენეს , ახალი სიხლი არაა, ვიზუალურად არც ისინი ჰგვანან " პირველწყაროს"
არც გერმანული ნაგაზია, არც ცალკე ჯიში, რუსული თვითშემოქმედებაა
ვასტოჩნიკი დიდი, მძიმე და ტლანქია
გერმანელი უფრო მომწონს , შავ-წითურა გერმანელები ულამაზესებია
სამუშაოდაც, კინოლოგმა გერმანული უკეთესია, მირჩევნიაო

კაცია და გუნება, ვის რა Mოწონს


მეკი ყველაფერი პირიქით მგონია კაცია და გუნება მართლაც smile.gif


Posted by: Besela 16 Oct 2014, 16:37
იყიდება გერმანული ნაგაზის ლეკვები. მამა - G Max della Valcuvia, დედა - Molly von Wolfratshausen. ორივე ჩემი ძაღლია, ორივე საქართველოს ჩემპიონები. ლეკვებს მოყვებათ ლეკვის საერთაშორისო სერთიფიკატი (FCG-ის დაბადების მოწმობა) და ვეტერინალური პასპორტი.


http://www.mymarket.ge/product_info.php?product_id=6727620&fb_action_ids=834315936589522&fb_action_types=og.likes

Posted by: aka37 23 Oct 2014, 17:31
ჩემმა ძაღლმა ყური დაცქვიტა, რამდენიმე დღე ისე ჰქონდა და დღეს შევამჩნიე რომ ისევ ჩამოუვარდა sad.gif და რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: d_guruli 23 Oct 2014, 23:24
გამარჯობათ, მყავს 4 თვის გერმანული ნაგაზი მირჩიეთ რა ვინმე მწვრთნელი რო მივაბარო და გამიწვრთნას კარგად.
გთხოვთ არ დაგეზაროთ

Posted by: baxitskaro 23 Nov 2014, 19:39
დათო ასათიანს დაუკავშირდი კარგად იცის მუშაობა.

Posted by: Kupra 28 Nov 2014, 18:06
გამარჯობა, 10 თვის გერმანული ნაგაზი მყავს და ბოლო რამოდენიმე ხანია ძაან გაავდა, ხალხზეც იწევს და ადამიანებზეც რო ვსჯით მაგიდის ქვემოთ იმალება და იღრინება და მერე უარესს აკეთებს, იქნებ მასწალოთ ვინმემ როგორ გადავაჩვიო არმინდა ნამორდნიკით ვატარო მთელიცხოვრება :/ თან ლეკვობის თამაშები არაა, იმენნა აგრესიულია sad.gif

Posted by: m-kasper 1 Dec 2014, 16:36
aka37
QUOTE
ჩემმა ძაღლმა ყური დაცქვიტა, რამდენიმე დღე ისე ჰქონდა და დღეს შევამჩნიე რომ ისევ ჩამოუვარდა

გააჩნია რა ასაკისაა, თუ ლეკვია არ ინერვიულო, შეიძლება სათითაოდ ასწიოს და რიგ რიგობით ჩამოუვარდეს ხოლმე, რაც მტავარია ყურებზე ხელი არ ახლოთ, კალცი და ფოსფორი მიეცით ვიტამინებად და აწევს ისევ smile.gif
* * *
Kupra
QUOTE
გამარჯობა, 10 თვის გერმანული ნაგაზი მყავს და ბოლო რამოდენიმე ხანია ძაან გაავდა

არადა მე როგრო მინდა ჩემიც ავობდეს ხანდახან მაინც smile.gif
ძუა თუ ხვადი? დაბმული ან სულ შენობაში ხო არაა გამოკეტილი?

Posted by: Kupra 2 Dec 2014, 00:56
m-kasper
ხვადია, არა დაბმული არ მყავს, დიდად ბევრს ვერ ვარბენინებ მარა, არც სახლშია გამოკეთილი 5-6 ჯერ სეირნობს დღეში გარეთ ცოტ-ცოტახნით

Posted by: aka37 2 Dec 2014, 10:33
QUOTE (m-kasper @ 1 Dec 2014, 16:36 )
aka37
QUOTE
ჩემმა ძაღლმა ყური დაცქვიტა, რამდენიმე დღე ისე ჰქონდა და დღეს შევამჩნიე რომ ისევ ჩამოუვარდა

გააჩნია რა ასაკისაა, თუ ლეკვია არ ინერვიულო, შეიძლება სათითაოდ ასწიოს და რიგ რიგობით ჩამოუვარდეს ხოლმე, რაც მტავარია ყურებზე ხელი არ ახლოთ, კალცი და ფოსფორი მიეცით ვიტამინებად და აწევს ისევ smile.gif
* * *
Kupra
QUOTE
გამარჯობა, 10 თვის გერმანული ნაგაზი მყავს და ბოლო რამოდენიმე ხანია ძაან გაავდა

არადა მე როგრო მინდა ჩემიც ავობდეს ხანდახან მაინც smile.gif
ძუა თუ ხვადი? დაბმული ან სულ შენობაში ხო არაა გამოკეტილი?

ცალი დავქვეტილი აქვს მეორე ჩამოგდებული მგონი აწევს ისევ, 4 თვის იქნება ცოტა ხანში.

Posted by: m-kasper 2 Dec 2014, 15:17
Kupra
QUOTE
ხვადია, არა დაბმული არ მყავს, დიდად ბევრს ვერ ვარბენინებ მარა, არც სახლშია გამოკეთილი 5-6 ჯერ სეირნობს დღეში გარეთ ცოტ-ცოტახნით

ყეფით სეირნობისასაც უყეფს ხაალხს თუ მარტო სახლში? თუ მარტო სახლში ემართება ეგ ჩვეულებრივი მოვლენაა, 8 თვის მერე საკუთარი ტერიტორიის აღქმას იწყებს და შეიძლება დაყეფოს კიდეც. სეირნობა გაუხანგრძლივე ხოლმე და ეცადე მეგობრებთან ერთად ასეირნო ხოლმე ვისაც ასე თუ ისე შეჩვეულია და ნელ ნელა შეეჩვევადა მიხვდება რომ ყველა მტერი არაა,aka37

იცი რა სცადე, რომ დასჯი არ მისცე საშუალება რომ დაიმალოს და იქიდან გააგრძელოს ყეფა, პირიქით ფეხებთან დაისვი ხოლმე დასჯილი და მიეჩვევა მშვიდად ყოფნას. უსაფრთხოებისთვის საბმულზე გყავდეს რომ უცებ არ ეცეს ადამიანს სანამ არ მიეჩვევა კარგად, დასჯილი რო იმალება შეიძლება ვერც ხვდებოდეს რტომ სჯიან და უფრო აგრესიული გახდება დ შეიძლება ბოლოს ოჯახის წევრებსაც გიკბინოთ, მეტი სოციალიზაციაც სცადე როგორც ზემოთ ავღნიშნე. წარმატებები smile.gif

aka37

QUOTE
ცალი დავქვეტილი აქვს მეორე ჩამოგდებული მგონი აწევს ისევ, 4 თვის იქნება ცოტა ხანში.

ააქვს ჯერ კიდევ დრო და ასწევს ისევ ( თუ რა თქმა უნდა მოტეხილი არ აქვს) , მთავარია ვიტამინები არ მოაკლო ან ზედმეტი არ მისცე რომ არ დარახიტდეს, ასევე ყურებზე არ შეეხო ხოლმე. ხრტილი მოუძლიერდება და ასწევს.

Posted by: aka37 2 Dec 2014, 21:10
QUOTE
8 თვის მერე საკუთარი ტერიტორიის აღქმას იწყებს და შეიძლება დაყეფოს კიდეც.

რავიცი ჩემი ახლაცც ყეფს თუ ვინმე შემოდის სახლში :დ, მარა სეირნობისას არავის უყეფს

Posted by: m-kasper 3 Dec 2014, 10:27
aka37
ეგ ჩევულებრივი მოვლენაა, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს სახლს და მაგიტომ ყეფს. ფეხთან დაიჯინე ხოლმე და მიეჩვევა რომ ბრძანების გარეშე წყნარდ უნდა იყოს. სიმართლე რომ გითხრა უნდა ამაყობდე რომ ძაღლი ტერიტორიას აღიქვამს და იცავს, აბა ყველას რომ მიელაქუცოს შენვე გეწყინება wink.gif

Posted by: Kupra 3 Dec 2014, 23:28
m-kasper
სეირნობის დროსაც, დროის პონტშ ვერვახერხებ ძაღლებთან ძაან იშვიათი კონტაქტი აქვს , შეიძლება რო ამგის ბრალი იყოს?

Posted by: MDatuna 4 Dec 2014, 13:29
გამარჯობათ,

შავი გერმანული ნაგაზი მყავს , 4 თვის და რას მირჩევთ როდიდან დავიწყო წვრთნა? ასევე ზევით ვკითხულობდი ტერიტორიის დაცვის ამბავზე, ჩემი ეზოში მყავს და ყველას ელაქუცება და იმედია სულ ეგრე არ გაგრძელდება ხო? smile.gif

Posted by: baksona1980 7 Dec 2014, 21:38
MDatuna
ჩემიც მასე იყო და დარჩა შტერი,ახლაც ყველას,ელაქუცება არ გაავდა,დარჩა წადებილო

Posted by: Krekera17 8 Dec 2014, 00:35
გრემანული ნაგაზის ლეკვი რა ღირს? :დ

Posted by: KR@ZANA 15 Dec 2014, 10:06
ესეც ჩემი შავი ბიჭიი 5 თვის რექსიი

user posted image

Posted by: Irakli281992 15 Dec 2014, 22:09
ჩემი გოგონა 2 თვის და 8 დღისაა smile.gif

Posted by: Irakli281992 15 Dec 2014, 22:18
მაინტერესებს 2 თვის ლეკვი წონაში რამდენი უნდა იყოს?
ოზი

Posted by: source 22 Dec 2014, 14:56
ჩუქდება გერმანული ნაგაზის მეტისი ლეკვი (დედა ჰყავს გერმანული ნაგაზი)
http://pix.ge/

Posted by: არისტოტელე999 11 Jan 2015, 21:33
გამარჯობა, ნაგაზების მფლობელებო რა განსხვავებაა გერმანულსა და ახლოაღმოსავლურ ნაგაზს შორის?

გარდა ფიზიკური პარამეტრებისა.

ისე დიდი სხვაობაა ზომაში?

Posted by: არისტოტელე999 11 Jan 2015, 21:35
გამარჯობა, ნაგაზების მფლობელებო რა განსხვავებაა გერმანულსა და ახლოაღმოსავლურ ნაგაზს შორის?

გარდა ფიზიკური პარამეტრებისა.

ისე დიდი სხვაობაა ზომაში?

Posted by: PuTKiiI 20 Jan 2015, 16:58
http://forum.ge/?f=72&showtopic=34533662&st=975

Posted by: SNESH 3 Feb 2015, 16:33
http://forum.ge/?f=57&showtopic=34727150 გერმანული და აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზის ლეკვები

Posted by: Meloman™ 10 Feb 2015, 10:34
გამარჯობა! მოკლედ გადავწყვიტე გერმანული ნაგაზის ლეკვის მოყვანა, თქვენი რჩევა მჭირდება სად შეიძლება ვიყიდო სუფთა სისხლის ლეკვი. კარგი გენეტიკით. რაღაც კლუბს მოვკარი ყური და იქნებ ცოტა დაწვრილებით მითხრათ. წინასწარ მადლობა smile.gif

Posted by: ratianee 25 Feb 2015, 17:56
ვიყიდი გერმანული ნაგაზის ლეკვს,სუფთა ჯიშის მინდა,ხვადი.

Posted by: TopGear 28 Feb 2015, 12:14
-------------------------------
http://www.mymarket.ge/product_info.php?product_id=7327611

Posted by: ratianee 28 Feb 2015, 12:33
Meloman™
მეც მაინტერესებს ეგენი და თუ რამეს გაიგებ შემატყობინე

Posted by: graf-senjerman 6 Mar 2015, 10:37
ესეც ჩემი რონი ოჯახთან ერთად გასეირნებაზე. წლის და 3 თვის
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: jangulashvili 14 Mar 2015, 03:22
აბა ვეძებთ კაი სასიძოს biggrin.gif ჩემი 2 წლის ქალბატონისთვის,პირველი დაოჯახება უნდა იყოს და კაი ბიჭი გვინდა biggrin.gif
ხუმრობა იქით იყოს და თუ ვინმე დაინტერესდებით პმ მომწერეთ რა

Posted by: bidzu 18 Mar 2015, 19:24
QUOTE (graf-senjerman @ 6 Mar 2015, 10:37 )
ესეც ჩემი რონი ოჯახთან ერთად გასეირნებაზე. წლის და 3 თვის
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

ბრავო კარგი ბავშვები და კარგი ძაღლი!!!! yes.gif yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: graf-senjerman 19 Mar 2015, 13:17
bidzu
გმადლობ.....................................

Posted by: nicholas12 6 Apr 2015, 17:43
3 თვის ვიკი .......................

Posted by: obola80 7 Apr 2015, 17:50
გერმანული ნაგაზის ყიდვა მინდა, მირჩიეთ სად შევიძინო, რას მივაქციო ყურადღება..მარკეტზე არის ლეკვები 200$ და რავი გირს ყიდვა
წინასწარ გმადლობთ.

Posted by: graf-senjerman 9 Apr 2015, 12:01
QUOTE (obola80 @ 7 Apr 2015, 17:50 )
გერმანული ნაგაზის ყიდვა მინდა, მირჩიეთ სად შევიძინო, რას მივაქციო ყურადღება..მარკეტზე არის ლეკვები 200$ და რავი გირს ყიდვა
წინასწარ გმადლობთ.

კარგად დაათვალიერე მშობლების სურათები ან პირადად ნახე თუ ეს შესაძლებელია.
200 დოლარი მე ვფიქრობ ძვირია. უკრაინაშია ბლომად გერმ. ნაგაზი. შეგიძლიან მოიძიო და იაფად შეიძინო.
აი აქ http://olx.ua/zhivotnye/sobaki/nemetskaya-ovcharka/
და აქ სადაც აჩექებენ უფასოდ http://kiev.ko.olx.ua/otdam-darom/q-Немецкая-овчарка/

Posted by: playstation 9 Apr 2015, 14:56
ეს რომელი გერმანულია
სამეფოვო უწრიათ და რამე ახალია?

რმხელააა ეს ვირიშვილი
ჩემი ჯესი იყო ძალიან დიდი და ასეტი გრძელი ბეწვით ჩვეულებრივ გერმანულზე მინიმუმ 2- ჯერ დიდი და ეს ხო არ იყო

Posted by: edna mamida 9 Apr 2015, 17:46
playstation
ვერ იპოვეთ?


Posted by: All Shall Perish 13 Apr 2015, 15:51
QUOTE
ეს რომელი გერმანულია
სამეფოვო უწრიათ და რამე ახალია?


ახალ და ძველ ფოტოებს თუ ნახავთ და დააკვირდებით მიხვდებით რომ

დღეს წოდებულ სუფთა ჯიშებად არსებული ჯიშების რაღაც ნაწილი არის მეტისი
და ჯიშის სახელიღა არსებობს

ინგლ ბულდოგი
გერმან ნაგაზი
ბოქსიორი
და სხვა.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 13 Apr 2015, 19:35
playstation
QUOTE
რმხელააა ეს ვირიშვილი
ჩემი ჯესი იყო ძალიან დიდი და ასეტი გრძელი ბეწვით ჩვეულებრივ გერმანულზე მინიმუმ 2- ჯერ დიდი და ეს ხო არ იყო

ეს დიდი არაა კარგად თუ დააკვირდები ადამიანი ფონზე მოშორებით დგას, ალბათ გრძელბეწვიანი ჯიშია გერმანულის ეხლა ათასგვარია უკვე

Posted by: d_guruli 14 Apr 2015, 17:44
................................................................................................... ესეც ჩემი ვაჟკაცი 10 თვისაა ჯერ smile.gif))))))))))

Posted by: d_guruli 14 Apr 2015, 17:48
QUOTE (d_guruli @ 14 Apr 2015, 16:44 )
................................................................................................... ესეც ჩემი ვაჟკაცი 10 თვისაა ჯერ smile.gif))))))))))

აბა შემიფასეთ როგორ გამოიყურება თვის ასაკთან შედარებით

Posted by: al13kim 15 Apr 2015, 22:11
გამარჯობათ

ჩემი გერმანული ნაგაზი მალე 4 თვის გახდება.
http://pix.ge/
http://pix.ge/


ძაღლებზე იწევს ძალიან თუმცაღა ადამიანებს არ უყეფს

სიხარულისგან კი იფსავს ხოლმე მეშინია მოვეფერო, და ვერიდები სახლში რომ მოვდივარ, სასეირნოდ რომ ვაპირებ გავიყვანო სახლის კარებთან ეპარება..sad.gif

პ.ს. ბოლო გამოფენაზე თბილისში best baby ავიგეთ
http://pix.ge/

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 15 Apr 2015, 22:21
al13kim
QUOTE
სიხარულისგან კი იფსავს ხოლმე მეშინია მოვეფერო, და ვერიდები სახლში რომ მოვდივარ, სასეირნოდ რომ ვაპირებ გავიყვანო სახლის კარებთან ეპარება..

ეგ არაფერი მთავარია ზედმეტი არ მოგივიდეს მოფერება, თუ აქამდე არ გყოლია ეს ჯიში ადრე თუ გვიან მიხვდები რომ უბრალოდ ძაღლი არ არი რაღაც უფრო მეტია კაი მეგობარი ან ძმაკაცი თავისი საკუთარი ხასიათით და რომ ეს ხასიათი შენ უნდა ჩამოუყალილბო ანუ როგორც მოიქცევი ისე მოგექცევა, აუცილებლად მოუენე კარგი მასწავლებელი და მოისმინე მისი რჩევები ეცადე გასეირნებისას აკონტაქტო სხვა ძაღლებთან კარგ თათები აქვს

Posted by: al13kim 15 Apr 2015, 22:31
M-A-S-E-R-A-T-I

მადლობა
რა ხნიდან არის სასურველი მასწავლებელი ?

Posted by: xatatula 16 Apr 2015, 12:39
fat man2
QUOTE
ვალჩოკი ანუ wolfdog,

ამ ზამთარს ვიყავი ჩეხეთში და ძალიან ბევრს ეს ძაღლი ჰყავს. ულამაზესები არიან.
პრაღაში საღამოს საითაც არ უნდა გაგეხედა ამათ ასეირნებდნენ.
როგორც მოვძებნე, დაახლოებით 3000 დოლარამდე ღირს ლეკვი.

http://www.radikal.ru

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 16 Apr 2015, 12:56
al13kim
QUOTE
რა ხნიდან არის სასურველი მასწავლებელი ?

მე როგორც მახსოვს უკვე 4 თვიდან, არის ლიტერატურა შეგიძლია თვითონაც ბევრი რამ შეასწავლო მაგრამ უმჯობესია მაინც კარგი სპეციალისტი აიყვანო თუ განსაკუთებული მოთხოვნები გაქვს და დრო ცოტა

Posted by: DJ_PUNK 17 Apr 2015, 16:39
მოგესალმებით ყველას. მოკლედ გადავწყვიტე რომ ვიყოლიო გერმანული ნაგაზი. მაქვს რამოდენიმე შეკითხვა და გთხოვთ მიპასუხოთ:

1. მაი მარკეტ ჯიზე არის ბევრი განცხადება გერმანულ ნაგაზებზე. როგორც ინტერნეტში წავიკითხე რამოდენიმე კლასიფიკაციის არსებობს ანუ მუშათა კლასი და საგამოფენო. როგორ უნდა გავიგო რომლებს ყიდიან? ასევე შეიძლება ისტორიაში აგრესია უფიქსირდებოდესო ანუ მშობლები ყავდათ აგრესიული ან რავი აი ეს ყვეალფერი როგორ უნდა შევამოწმო ძაღლი რომ ვიყიდო?

2. რამოდენიმე ფერია შავი და ყავისფერი შავში. რა განსხვავებაა ამ ორ ფერს შორის?

3. ინტერნეტში ვნახე ორი ვიდეო როგორ ესხმის გერმანული ნაგაზი პატარა ბავშვს თავს და ძმა ცდილობს რომ ბავშვი გადაარჩინოს ასევე პოლიციელის ძაღლი ჟურნალისტს რომ ესხმის თავს როცა ის ეფერება. მე მყავს პატარა ბავშვი 9 წლის დედა და მეუღლე. ჰომ არ არის საშიში ესეთი არაადეკვატური საქციელი რომ გამოავლინოს? იმიტომ რომ გარდა ამისა გამიგია რომ ბულტერიერები, პიდბულები, დობერმანები, ა.შ. არიან ბევრ შემთხვევაში არა ადეკვატურები. ნუ მე რათქმაუნდა ძაღლს ძალიან თბილად მოვექცევი და ჩემი მენტალიტეტია ის რომ როგორც მოექცევი ისეთი მეგობარი იქნება ანუ ბუმერანგის პრინციპია.

4. რაც შეეხება ფასესბს. ფასები ზოგი ჰყიდის 200 ლარად, ზოგი 150 ლარად, ზოგი 200 დოლარად ზოგი 300 დოლარად. ანუ ეს ფასებია უბრალოდ იმის მაჩვენებელი რომ ვისაც როგორ უღირს ისე ყიდის თუ ხარისხშია განსხვავება? თუ ხარისხშია მაშინ როგორ უნდა ავარჩიო რომ ნამდვილად კაი ხარისხია?

5. რამდენი კვირის ან რამდენი თვის ლეკვი არის რეკომენდირებული რომ ვიყიდო? ასევე რა უნდა ვაჭამო? ანუ ძაღლის საჭმელი თუ ხორცი ? როდიდან ისწავლის ტუალეტს? ანუ მე კორპუსში ვცხოვრობ მეოთხე სართულზე და მაინტერესებს როგორ უნდა მოვუარო.

Posted by: graf-senjerman 18 Apr 2015, 15:01
DJ_PUNK
მე შევეცდები ვუპასუხო შენს კითხვებს რადგან მე მყავს გერმანული ნაგაზი, და თუ ვინმე არ დამეთანხმება გთხოვთ შემისწოროთ.
1. როგორც წესი გერმანული ნაგაზი არი ერთერთი უჭკვიანესი მგრძნობიარე და არააგრესიული ძაღლი. ძაღლი რომელიც საკუთარ პატრონს და მის ოჯახის წევრებს თავს ესხმის ასეთი ძაღლი როგორც წესი არის ფსიქიურად არაჯანსაღი და მისი შთამომავლობისგან კარგს არაფერს უნდა ველოდოთ და მას უბრალოდ ლიკვიდირებას უკეთებენ. ლიკვიდირებას იმიტომ რომ არ გავრცელდეს მისი გენი მომდევნო თაობაში. ჩემი ინფორმაციით საქართველოში პრაქტიკულად ძალიან ძნელია სუFთა ჯიშის ნახვა და თუ ვინმეს ყავს სუფთა ჯიში ალბად მდიდარ და შეძლებულ ხალხს. თუ მაინცდამაინც რასაც ქვია კარგი ძაღლი გინდა ჩამოდი უკრაინაში და აქ იყიდე. აქ არის რამდენიმე სერიოზული პიტომნიკი.
2. Fერებს შორის განსხვავება მხოლოდ ფერია. ხასიათი და გენი პრაქტიკულად არიცვლება.
3. ძაღლი რომელიც თავს ესხმის უცხო ადამიანს, პატრონის ბრძანების გარეშე ეს იმას ნიშნავს რომ იგი გაუწვრთნელია და მის პატრონს ნაკლებად აინტერესებს ძAღლის ძირითადი ფუნქცია, დაცვა. ამიტომ თუ გადაწყვეტთ ძAღლის შეძენას 100-ჯერ უნდა დაფიქრდეს ადამიანი შეუზლია თუ არა მისი გაწვრთნა და აღზრდა. ამ თვისებების გარეშე ძAლი არის მხოლოდ სილამაზის საგანი. ძაღლს თბილად ალბად არა არამედ ადეკვატურად უნდა მოექცეს პატრონი.
4. რაც შეეხება ფასებს აქ არის ერთ ძAღლის თავი დამარხული და ბევრმა ალბად არც კი იცის. არსებობს ასე ვთქვათ 2 ტიპის ძაღლი; პირველი რომელსაც აქვს სერიოზული მიღწევები და უამრავი დიპლომი თუ მედალი და მეორე, აბსოლუტურად იგივე ხარისხის და გენეტიკურად სრულყოფილი ძაღლი რომელსაც ეს ყველაფერი არ აქვს და უხეშად რომ ვთქვა სულ ერთადგილზე კიდია. პირველი ვარიანტი ეღირება 800-1000 დოლარი ან უფრო მეტიც. მეორე 50-100 დოლარი. და თუ მიხვდებით რატომ? იმიტომ რომ ეს არის ბიზნესი. რაც მეტ ფულს ჩადებს პატრონი ძაღლში მით მეტი ეღირება მისი ლეკვი. მოკლედ ეს არის ცაკლე პილოსოფია და ცალკე თEმა. ჩემს მაგალითს დავწერ, მე მყავს სუფთა ჯიშის ნაგაზი და ჩემი ნაცნობის მეზობელმა გადმომცა 2 კილო ვაშლად (სიმბოლურად), რადგან მას უკვე ყავს 2 ძაღლი ლაბრადორი და დოგი. მესამეს ვეღარ გაწვდა იმ თვალსაზრისით რომ მას სჭირდებოდა აღზრდა და ყურადღება. ამიტომ ავიყვანე მე. როდესაც პირველად შევხვდი ლეკვის წამოსაყვანად ვთხოვე რომ დედა და მამა მენახა. ლეკვი მისი ნათესავისგან ყავდა. შევხვდი, ვნახე მშობლები და ორივე უკრაინის რუსეთის და მგონი ჩეხეთის ჩემპიონები იყვნენ. ანუ ჩემი ძაღლი გამოდის გეტიკურად სუფთა და ჯიშიანი ძაღლი მაგრამ მე რომ ლეკვების გაყიდვა დავიწტყო 1000 დოლარად ხომ ვერ გავყიდი? გამოდის რომ მინიმალურ ფასად. ბევრი ვისაუბრეთ და ბევრიც მომიყვა ამ ბიზნესის ირგვლივ და აქედან გამომდინარე მინდა გითხრა რომ ლეკვის ფასს არ აქვს დიდი მნიშვნელობა მთავარია როგორი მშობლები ყავდა მას. 100 ლარადაც შეგიძლია იყიდო ძალიანხარისხიანი ლეკვი, გააჩნია როგორ მოძებნი სად მოძებნი.
5. პირველი 1.5 თვე აუცილებელია რომ დედირ რძით იკვებოს ლეკვი. ხოლო მე გირჩევდი რომ იყიდო ნაცევარი წლის მაინც. ამ ასაკიდან უკვე იწყება სერიოზული წვრთნა. ზოგი ამბობ რომ 1 წლიდან იწყება სერიოზული წვრთნა, მაგრამ უმეტესობა ნახევარი წლიდან იწყებს.
კვების რაციონი ბიუჯეტური ვარიანტია პშინიცის ფაფა+კარტოფილი ან მისი ნაფცქვენი+სხვადასხვა ბოსტნეულის ატხოდები. და ამას დაუმატე ძროხის ძვლები რომელსაც ცოტცოტა ხორცი მოსდევს, უფრო უკეთეი ხბოს ატხოდებია. არავითარ შემთხვევაში ღორის ხორცი და ქათმის. ესაა ბიუჯეტური ვარიანტი.
ძაღლმა თუ სახლში დაიწყო ტუალეტი და ამას არმიაქციე ყურადღება მომავალშიც ასე გააგრძელებს. პირველივე მოკაკვისას აუცილებელია ძალიან სტროგად დასჯა და უკეთესია ცხვირით პირდაპირ განავალთან მიიყვანო და 2-3 წუთი კარგად მოსდო გვერდებში. რამდენჯერმე ასე და ისწავლის გარეთ ტუალეტს. ძაღლს უნდა შეძლოს ითბინოს 24 საათი და არ მოფსას ან მო....-ს. გარდა აიმსა დილაუთენია 6 -7 საათზე აუცილებელია გარეთ გაყვანა და გასეირნება. და ასევე საღამოს.
ძაღლის მოვლა იოლი რომ იყოს ეეეეეეეეეე... თუ გინდა რომ კარგად გაზარდო ძაღლი აუცილებელია ტონა ლიტერატურა და სტატია გადაიკითხო. და ამის მერე უნდა აიყვანო. მე ცოტა იოლად მაქვს საქმე რადგანკერძო სახლში ვცხოვრობ. კორპუსებში ცოტა რთულია ამბავია. და საერთოდ ძაღლი უნდა ცხოვრობდეს ღია ცის ქვეშ
smile.gif)))))))
ესეც ჩვენ
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: DJ_PUNK 2 May 2015, 02:18
graf-senjerman

ძალიან დიდი მადლობა ამომწურავი ინფორმაციისათვის. მე ბევრი წავიკითხე ასევე გერმანულ ნაგაზებზე და საბოლოოდ ჩამოვყალიბდი რომ ავიყვანო. ანუ ავიყვან სადღაც 2 თვისას ან 6 კვირისას როგორც იყიდება მეყოლება ივნისამდე კორპუსის ბინაში და ივნიშში წავიყვან სოფელში და მეყოლება იქ სამი თვე. შემდეგ სოფლიდან ჩემი მეუღლის მშობლებებთან გადავიყვან საკუთარ სახლში და პერიოდულად მოვინახულებ ხოლმე. როცა ქალაქგარეთ წავალ თან წავიყვან ხოლმე. მაგრამ მიუხედავად ამ გეგმისა მაქვს ასევე რამოდენიმე შეკითხვა და გთხოვთ მიპასუხოთ:
1. მი მარკეტზე ვნახე რამოდენიმე ვარიანტი. ფასების მიხედვით. როგორ უნდა მივხვდე რომელი ვიყიდო.
2. როგორც მითხრეს არის ორნაირი. ბევრი თმა რო აქვს და ცოტა. რომელი ჯობია და როგორ უნდა მივხდვე რომ მეუბნება ცოტა თმიანიაო და არ შემომეტენოს ბევრ თმიანი?
3. მაქსიმუმი ლეკვი რომლებსაც ჰყიდიან არიან 2 თვემდე. ნორმალურია ამ ასაკის ლეკვის აყვანა?
4. პირველი დღე როგორ უნდა მოვიქცე როგორ უნდა წამოვიყვანო და როგორი იქნება ლეკვისთვის პირველი რამოდენიმე დღე?
5. რა აქსესუარები დამჭირდება ლეკვისთვის?
6. როდიდან შევძლებ საყელურზე თოკი რო გავუკეთო და კუსტბაზე და ვაკისპარკში ვასეირნო.
7. ღამე აივანზე კარდონის სახლი რომ გავუკეთო მეოთხე სართულზე ვცხოვრობ შეიძლება?
8. ჩვენ დილის 6 საათზე ვერც ერთი ოჯახის წევრი ვარ ვიღვიძებთ ანუ 11 საათზე რომ ავდგეთ მოუვა ძაღლს რამე?smile.gif
9. თუ მოკლე ბალიან გერმანულ ავჩარკას ვიყიდი მაინც სცვივა ბევრი ბეწვი?
10 პატარა ლეკვი რომ იქნება ჰო არ გვიკბენს ? ანუ ბავშVს სისხლზე მისდის გული და მაგისი მეშინია რო არ უკბინოს.
11. აცრა უნდა გაიკეთოს? აცრები ხომ სამ თვემდე უნდა დამთავრდეს? თუ როგორ უნდა მოვიქცე რომ 100 % ზე დაცულები ვიყოთ.
12. შეიძლბა სოფელში დავაბა? იმიტომ რომ ღამე არ გაიქცეს და სხვა ძაღლებმა არ დაგლიჯონ?
13. შეიძლება პირდაპირ ჯამში დავუყარო ძაღლის საჭმელი და ის ვაჭამო? მაინც უნდა რაღაცეების მოხარშვა და დახეხვა?
14. ტუალეტის სწავლა როდიდან შელძლება დავაწყებინო? ასევე როგორ შეიძლება ვასწავლო რომ ვირთხა რომ დაინახოს ან ხვლიკი ან თაგვი ან გველი რომ რეაქცია ჰქონდეს და იგნორირება არ გაუკეთოს. ასევე ვიღაც უცხო ლოთი რო შემოეხეტოს ან ქურდი? ანუ აუცლილებელია სპეც საწრთვნელ სკოლაში მივიყვანო ან მწვრთნელი დავიქირავო თუ შეიძლება მეც ვასწავლო?

მადლობა

Posted by: graf-senjerman 2 May 2015, 10:23
DJ_PUNK

smile.gif არაფერს!
დავიწყოთ პირველი კითხვიდან
1) ვერ გეტყვი ფასების მიხედვით როგორა არჩიო, რადგან ამ საიტს საერთოდ არ ვიცნობ. ფასებს არ მიაქციო ყურადღება, არამედ ჯიშს. ვიდრე იყიდი, გამყიდველს გამოჰკითხე ლეკვის წარმომავლობა და მიიღე ამომწურავი ინფო მის შესახებ. მაგალითად ასეთი კითხვები: რამდენი წელია იცნობს ამ ჯიშს, ვისგან აიყვანა პირველი ლეკვი, როგორ წვრთნის და უვლის, სად აცხოვრებს ძაღლს, როგორ კვებავს, და ასე შემდეგ კითხვები რაც შეიძლება მეტი, რომ მიიღო მთლიანი სურათი
2)აიყვანე მოკლე ბეწვიანი, ნაკლები პრობლემა გექნება მოვლასთან დაკავშირებით. გრძელბეწვიანი ძირითადად საგამოფენო ვარიანტია.
3)თუ 2 თვემდეა აბა რას იზამ, აიყვანე2 თვემდე, ადრე არ გინდა რადგან 2 თვემდე ლეკვმა აუცილებელია მიიღოს დედის რძე, რომ ორგანიზმმა სწორად განაგრძოს განვითარება. უკეთესია 6 თვის მაგრამ თუ სხვა გზა არაა რას იზამ...)
4)თუ მანქანით წამოიყვან ლეკვს ნუ აჭმევენ ნურაფერს, რადგან სალონს გაგისვრის სერიოზულად. მოიყვანე სახლში და გაუშვი, პირველი 2 დღე დაიწყებს დამალვას ან წკმუტუნს ან შეიძლება არც კი ჭამოს საჭმელი. ესაა ადაპტაციის პერიოდი.
5)ბევრ აქსესუარს ნუ იყიდი, მომავალში მიხვდები რომ ზოგიერთი საერთოდ არც კი დაგჭირდება. იყიდე ჩვეულებრივი აშეინიკი ფიქსატორით, რომელიც არეგულირებს თიკის გაგრძელება დამოკლებას. სხვა არაფერი არ დაგჭირდება. მომავალში თავად მიხვდები რა დაგჭირდება
6)მე გირჩევდი რომ როცა გაასეირნებ თოკის გარეშე ისეირნოს. სახლიდან რომ გამოიყვან დაახლოებით 5 წუთის მერე შეგიძლია მოხსნა და ისეირნოს თავისუფლად, თან დაუძახე დაელაპარაკე და რაც მთავარია პატარა პაკეტი სუხარიკი არ დაგავიწყდეს. სუხარიკი არის მათი სუსტი წერტილი. და რაც შეიძლება ხშირად მიმართე სახელით.
7) თუ აივანზე გეყოლება არანაირი კარტონის სახლი არაა საჭირო, ეს იქნება ზედმეტი. კურდღელს ხომ არ ყიდულობ smile.gif)))))))) ხუმრობით რათქმა უნდა.
8)ვფიქრობ რომ მოუვა, მით უმეტეს ლეკვი. თუ მაგალითად საღამოს 11-ზე გაასეირნე ბოლოს, გამოდის რომ 12 საათი მოუწევს მოითმინოს და დაელოდოს როდის გაასეირნებენ. ალბად ვინმეს მაინც მოუწევს გასეირნება დილით ადრე, ან ძაღლი უბრალოდ აივანზე იზამს და მორჩა. ეს კი ანტისანიტარიაა. თან ძაღლი ამის გამო ბევრჯერ კიდეც დაისჯება და რაც მთავარია იგი არაფერში არ იქნება დამნაშავე. ძაღლი ესაა პასუხისმგებლობა
9)ბეწვი სცვივა ნებისმიერ ძაღლს. ადამიანსაც კი ყოველ სამ თვეში
10)ხასიათს გააჩნია, მაგრამ დიდი ალბათობით არ უნდა უკბინოს არავის ისე რომ სისხლი ცამოუვიდეს.
11)კი აცრა გაუკეთე. 100%-ით ვერ იქნები დაცული. აცრა უკეთდება პროფილაკტიკის მიზნით. საერთოდ წლამდე უკეთდება აუცილებელი.
12)ღამე აუცილებლად დააბი თორემ გოგოებისკენ აუცილებლად წავა და შეიძლება ვეგარც კი იპოვო ან რამე აიკიდოს. დღისით სასურველია და აუცილებელიც რომ არ იყოს დაბმული, რადგან როცა ხშირადაა დაბმული ძაღლს ნერვოზი ემართება და ჩათვალე რომ მისი დადებითი თვისებები კარგავს ძალას. დასაბმელად თუ გინდა აიყვანე რომელიმე დვარნიაგა და იყეფებს დღე და ღამე.
13) კვების რაციონი უკვე დავწერე წინაპოსტში. პერიოდულად მიეცი ძვლები ძროხის, არანაირი ქათმის ან სხვა. ეს იმიტომ რომ წარმატებით გამოიცვალოს კბილები.
14) ტუალეტი ასწავლე პირველივე დღიდან. ვირთხაზე და ხვლიკზე რეაქცია სწავლების გარეშე ექნება. გველის ძაღლებს ეშინიათ როგორც წესი.
სპეც სკოლა არაა აუცილებელი, უბრალოდ მეტი ყურადღებაა საჭირო და მეტი ინფო ძაღლის გაწრთვნაზე. ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია მონდომება და ყველაზე მთავარი მოთმინება და მოთმინება...
გისურვებ წარმატებას და კარგი და ჯანმრთელი ლეკვის შეძენას. ეს ჯიში არის ძალიან მეგობრული ბავშვებთან.
ველით სურათებს

Posted by: DJ_PUNK 3 May 2015, 00:56
graf-senjerman
დიდი მადლობა სწრაფი პასუხისათვის.

1. რაც შეეხება ამომწურავ ინფორმაციას, ხომ შეიძლება მომატყუონ?
2. მოკლე ბეწვიანი რომ ავიყვანო როგორ უნდა გავიგო? ანუ რო მითხრან ეს ლეკვები მოკლებეწვიანები იქნებიანო და გრძელ ბეწვიანები გამოდგნენ ხო ვერ მიუბრუნებ რო გაიზრდებიან უკანsmile.gif. ანუ როგორ უნდა გავიგო ის მართლა მოკლე ბეწვიანი იქნება თუ არა.
7. აივანზე მეშინია არ გაძვრნენ და არ გადავარნენ მეოთხე სართულიდან და ლეკვს კიდე არ შესცივდება ღამე აივანზე?
9. მოკლე ბეწვიანსაც იმდენივე ბეწვი სცვივა რამდენიც გრძელ ბეწვიანს?
10 დაუშვათ უკბინა 2 თვის ლეკვმა ან გაკაწრა კბილით თამაშის დროს, უნდა გავიკეთოთ აცრები?
11 მე ივნისის თვეში ვაპირებ სოფელში წასვლას და 2 თვის რომ ავიყვანო მანამდე მოვრჩები ყველა აცრას რომ იქ მყავდეს?
12 კასტრაცია რო გავუკეთო მაგ პრობლემას ხო ავიცილებ თავიდან?
13 ტუალეტის სწავლება ცოტა მიჭირს.

თუ გეცლება შეძლებ რამოდენიმე ვარიანტი რომ ვნახო ინტერნეტით და მომეხმარო ყიდვაში? რამე რომ არ შემომატენონ?

მადლობა კიდევ ერთხელ

Posted by: nia4u 3 May 2015, 04:46
/////////////////////////////////////////

Posted by: რრედ 3 May 2015, 05:19
d_guruli
ვისგან იყიდე შეგიძლია მითხრა ?

Posted by: Kobalty 3 May 2015, 16:55
ერთი საკითხი მაინტერესებს: ზოგ გერმანულს რატომ აქვს ტრაკი ძალიან დაწეული და ზოგს არა?
რამეზე თუ მიუთითებს ეს?
თუ საგამოფენო ჯიშს ესე აქვს და მუშას ისე?
შეგიძლიათ გამარკვიოთ?

Posted by: graf-senjerman 3 May 2015, 22:46
DJ_PUNK
1)ამას ალბად ინტუიცია გიკარნახებს smile.gif)
2)ჯერ ერთი ლეკვს შეატყობ და მეორეც უნდა სთხოვო მშობლების სურათი.
3)არ შესცივდება, უკვე გაზაფხულია და მალე ზაფხული
4)გრძელბეწვიანს მეტად
5)აცრები გაუკეთე ლეკვს ყველა ვარიანტში.
6)მაგას ვერ გეტყვი როგორი კალენდარია საქართველოში. მე უკრაინაში ვარ
7)2 თვის ლეკვს არავინ არ უკეთებს კასტრაციას. გარდა ამისა უკვე ცნობილია რომ ძაღლის ძირითადი თვისებები იკარგება კასტრაციის შემდეგ, ამიტო უკეთესია გოგოსთან გაატარო წელიწადში 2-ჯერ მაინც.
აი ამ იუზერს al13kim ყავს კარგი ლეკვი, ეტყობა რომ ხარისხიანია. წინა გვერდზე გადახედე.
პრობლემა არაა მოიწერე ლინკები დაგადავხედოთ, დავაკვირდეთ და ავირჩიოთ.

Posted by: Kobalty 4 May 2015, 01:33
graf-senjerman
ერთი საკითხი მაინტერესებს: ზოგ გერმანულს რატომ აქვს ტრაკი ძალიან დაწეული და ზოგს არა?
რამეზე თუ მიუთითებს ეს?
თუ საგამოფენო ჯიშს ესე აქვს და მუშას ისე?
შეგიძლიათ გამარკვიოთ?

ასევე, მამალის ყოლა რამდენად სარისკოა, როდესაც ქალი მოუნდება? აქწყვეტა/გაქცევა ხო არ იცის? რა უნდა გააკეთო ამ დროს?

Posted by: graf-senjerman 4 May 2015, 09:28
Kobalty
დაწეული იმიტომ აქვს რომ ეს არის გერმანული ნაგაზი. რომელსაც არ აქვს დაწეული არის აღმოსავლეთ ევროპული ჯიში, მათ ფერიც ცოტა ღია აქვთ. ასევე გარეგნულადაც ძალიან გავს ერთმანეთს
მიუთითებს ჯიშზე
ბოლო კითხვაზე რა გიპასუხო არც კი ვიცი. თუ ქალი მოუნდა მონასტერში ხომ არ გაუშვებ. უნდა გაატარო რამდენჯერმე. კი გაქცევები იცის. განსაკუთრებით ადრეულ გაზაფხულზე.

Posted by: Don2 4 May 2015, 09:57
QUOTE (graf-senjerman @ 4 May 2015, 09:28 )
]
დაწეული იმიტომ აქვს რომ ეს არის გერმანული ნაგაზი. რომელსაც არ აქვს დაწეული არის აღმოსავლეთ ევროპული ჯიში, მათ ფერიც ცოტა ღია აქვთ. ასევე გარეგნულადაც ძალიან გავს ერთმანეთს
მიუთითებს ჯიშზე
ბოლო კითხვაზე რა გიპასუხო არც კი ვიცი. თუ ქალი მოუნდა მონასტერში ხომ არ გაუშვებ. უნდა გაატარო რამდენჯერმე. კი გაქცევები იცის. განსაკუთრებით ადრეულ გაზაფხულზე.

lol.gif lol.gif lol.gif
აუ biggrin.gif

Posted by: obola80 4 May 2015, 12:23
..............................რეი..........................

Posted by: matcharashvili 4 May 2015, 19:29
მოკლედ...მყავს აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზი,ვასტოჩნიკი,ავჩარკა.არის სუფთა სისხლია,რვა თვის.3-4 დღის წინ იტკიებდა მარჯვენა წინა ფეხს,მაგრამ გაუარა.გუშინ კიდევ მარცხენა ფეხის ტკივილი დაეწყო.რომ დგება მომენტებში და ძალას ატანს მგონი მაგ დროს ტკივა და შეკივლებს ხოლმე გემრიელად...არამგონია სადმ ეზოში რომ ეტკინა...რომ წავიკითხე დაავადებები ამ ჯიშის ერთი მომხვდა თვალში ცუდად-მენჯ-ბარძაყისა და იდაყვის სახსრის დისპლაზია. მოკლედ რა გავაკეთო? ამ დაავადებას რა ნიშნები ახასიათებს?

Posted by: DJ_PUNK 6 May 2015, 00:51
graf-senjerman

მოკლედ გადავწყვიტე ვიყიდო სადღაც 2 თვის ლეკვი და აცრები მე გავუკეთო ანუ სამი კომპლექსური და სამი თვის რომ გახდება მერე ცოფი. მაინტერესებს ამ პერიოდში ანუ აცრების გაკეთების პერიოდში გარეთ გაყვანა არ შეიძლებაო და მართალია? ანუ აივანზე რო მყავდეს არ შეიძლება? იქნებ მირჩიო სულ სახლში ხო არ მეყოლება კორპუსში ვცხოვრობ 4 სართულზე.

Posted by: graf-senjerman 6 May 2015, 08:56
შეიძლება რა თქმა უნდა, არ ვიცი ვინ გირჩია ასეთი რამ.
ასეირნე გარეთ პრობლემა არ უნდა შეგექმნას. რომელილეკვი გადაწყვიტე აიყვანო იქნებ დადო სურათი ან ლინკი

Posted by: DJ_PUNK 6 May 2015, 09:59
ჯერ არ ვიცი ერთმა ვეტერინარმა მითხრა მე დღეს მოგწერ ერთ ორ ვარიანტსო და შენ აირჩიეო. ველოდები როდის მომწერს რო ავიყვან დავდებ სურათს.

Posted by: CHAXU 10 May 2015, 23:43
ვიყიდი გერმანულ ნაგაზს აქ თუ ვინმეს გყავთ მომწერეთ

Posted by: baksona1980 11 May 2015, 23:04
დღეს ჩემი ბობიკა მოკვდა...sad.gif(( თითქმის 2 წლის ძაღლი. განადგურებული ვარ ვეღარ ვლაპარაკობ.ცუდად ვარ რასაც ქვია,რომ მახსენდება... როგორ ვზრდიდი მერე...გავრეკავ თუ არ დავლიე ახლა sad.gif(

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 12 May 2015, 12:50
baksona1980
QUOTE
დღეს ჩემი ბობიკა მოკვდა...(( თითქმის 2 წლის ძაღლი. განადგურებული ვარ ვეღარ ვლაპარაკობ.ცუდად ვარ რასაც ქვია,რომ მახსენდება... როგორ ვზრდიდი მერე...გავრეკავ თუ არ დავლიე ახლა (

ვწუხვარ მიზეზი?

Posted by: TSU775 12 May 2015, 14:02
ეჰ ვინმე მაინც მაჩუქებდეს spy.gif spy.gif spy.gif spy.gif spy.gif

Posted by: CHAXU 14 May 2015, 20:45
QUOTE (al13kim @ 15 Apr 2015, 22:11 )
გამარჯობათ

ჩემი გერმანული ნაგაზი მალე 4 თვის გახდება.
http://pix.ge/
http://pix.ge/


ძაღლებზე იწევს ძალიან თუმცაღა ადამიანებს არ უყეფს

სიხარულისგან კი იფსავს ხოლმე მეშინია მოვეფერო, და ვერიდები სახლში რომ მოვდივარ, სასეირნოდ რომ ვაპირებ გავიყვანო სახლის კარებთან ეპარება..sad.gif

პ.ს. ბოლო გამოფენაზე თბილისში best baby ავიგეთ
http://pix.ge/

ესეთი არ გყავთ ვინმეს მომყიდეთuser.gif user.gif

Posted by: markes 17 May 2015, 12:35
შანი დიდი გოგო გაიზარდა

smile.gif)))))))))))))))))))))))))))))))0

Posted by: Don2 20 May 2015, 16:45
ჯანდაბა, როგორ მომენატრა მასთან თამაში sad.gif love.gif
user.gif

Posted by: luka69 20 May 2015, 23:04
გამარჯობათ .
ესეიგი მყავს გერმანული ნაგაზი რა და როდესაც წამოვიყვანე თავისიანებში ყველაზე პატარა იყო . დანარჩენი გაყიდული ყავდა დედა ვეღარ უვლიდა ბევრი შეეძინა .
დღეს ვნახე მისი ძმა და ჩემსაზე გაცილებით დიდია. მაინტერესებს მქონდეს იმედი რომ ისიც დიდობისკენ კარგად განვითარდება და ზრდაშიც კარგად წავა თუ არა ? ან ვინმეს ხომ არ გქონიათ ასეთი შემთხვევა ან ხმ არ იცით ?
მოვლას რაც შეეხება ყველაფერ საუკეთესოს ვაჭმევ და ვასმევ , ამას მოვლა არ აკლდება და რავი რა თქვენი რჩევა მჭირდება ეხლა.

Posted by: nia4u 21 May 2015, 23:38
luka69
QUOTE
ესეიგი მყავს გერმანული ნაგაზი რა და როდესაც წამოვიყვანე თავისიანებში ყველაზე პატარა იყო . დანარჩენი გაყიდული ყავდა დედა ვეღარ უვლიდა ბევრი შეეძინა .
დღეს ვნახე მისი ძმა და ჩემსაზე გაცილებით დიდია. მაინტერესებს მქონდეს იმედი რომ ისიც დიდობისკენ კარგად განვითარდება და ზრდაშიც კარგად წავა თუ არა ? ან ვინმეს ხომ არ გქონიათ ასეთი შემთხვევა ან ხმ არ იცით ?
მოვლას რაც შეეხება ყველაფერ საუკეთესოს ვაჭმევ და ვასმევ , ამას მოვლა არ აკლდება და რავი რა თქვენი რჩევა მჭირდება ეხლა.

რა ხნისაა ახლა?
და ყველაფერ საუკეთესოში რას გულისხმობ?
smile.gif

Posted by: luka69 22 May 2015, 09:42
3 თვის გახდება უკვე ... რავი რას ვგულისხმობ და საუკეთესო საჭმელს ვაძლებ როიალ კანინს , საუკეთესო ვიტამინებს და რავირა მგონი უნდა წამოიყაროს დროთა განმავლობაში ტანი. თქვენ რასფიქრობთ ?

Posted by: nia4u 22 May 2015, 10:31
luka69
მე გირჩევ, რომ დაკუწული უმი ხორცი მისცე ხანდახან, კვირაში ერთხელ მაინც,
მხოლოდ ძროხის, სხვა არა....
ასევე, კვერცხის გული, უმი, ესეც კვირაში ერთხელ.
შეგიძლია საჭმელზე მოუსხა, შეგიძლია ცალკე გაალოკინო...
ასევე, კალცი გლუკონატი ჩაუფშვენი საჭმელში, დღეში ორი ტაბლეტი,

და ძვალი, მხოლოდ და მხოლოდ ძროხის.
უმი, ოღონდ მდუღარე წყალი გადაავლე, ყოველი შემთხვევისთვის.
მაგ ასაკში ჯერ კიდევ ოთხჯერ მაინც უნდა ჭამა+ვაშლი და სტაფილო, თუ შეჭამს,
ოღონდ ეს ვაშლი და სტაფილო კი არ დაუყარო ჯამში, ისე ვაძლევ-ხოლმე მე, თან ერთობა... smile.gif
smile.gif
დედა თუ ვერ აჭმევდა კარგად და მაგიტომ იყო პატარა, წესით უნდა აიყაროს ტანი,
მაგრამ დედა ან მამა ან წინაპრები თუ ყავდა მომცრო ტანის და იმათ დაემგვანა, მაშინ არ ვიცი...
ყოველ შემთხვევაში, "კარლიკი" არ დარჩება და ძალიან დიდი რათ გინდა მაინცდამაინც?
სურათი გვაჩვენე თან smile.gif

Posted by: luka69 22 May 2015, 18:54
ლინკზე ნახე რა ისე ვერ ვტვირთავ დიდი მოცულობა აქ ფოტოს :/

http://www.picz.ge/img/s2/1505/22/a/afd44e6fa858.jpg

http://www.picz.ge/img/s3/1505/22/0/00523aa99353.jpg

Posted by: nia4u 23 May 2015, 19:30
luka69
ძალიან საყვარელია!
smile.gif


//
//
//

Posted by: არისტოტელე999 23 May 2015, 20:27
რა კაი ტიპები არიან.

......................

Posted by: luka69 23 May 2015, 21:32
nia4u
მადლობაა

............................................


Posted by: luka69 30 May 2015, 10:33
გამარჯობათ . მეგობრებო რა მაინტერესებს ჩემ პატარა ძაღლს რატომგაც ეშინია ყველაფრის თითქმის . აი მაგალითად გარეთ რომ გავიყვან თუ დაინახა რომ ადამინაი მოდის ისე დაატორმუზებს ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებ :/ და რატომ ხომ არ იცით ? მე ასაკს ვაბრალებ ჯერჯერობით . ( 3 თვისაა )

Posted by: Kobalty 2 Jun 2015, 00:37
მეც მოვიყვანე ჩემი "მგელიკა"..
მხეცი უნდა გამოვზარდო რა.. love.gif

Posted by: duri 10 Jun 2015, 07:51
გამარჯობა, იგივე კითხვა მეზობელ თემაშიც დავსვი.

წყნეთში ვაპირებ გადასვლას საცხოვრებლად + 2 ძაღლის ყოლას, ლაბრადორის და ავჩარკის.

რას ფიქრობთ გარეთ ზამთარში ხო არ გაუჭირდება? ლაბრადორს ვიცი რო ორმაგი ბეწვი აქვს და სიცივეს უფრო იტანენ, და გერმანული ნაგაზი როგორ აიტანს სიცივეს ეგ არ ვიცი. ძაან სიცივეში ღამე ზოგჯერ შიგ შევიყვან ხოლმე.

წინასწარ დიდი მადლობა!

Posted by: obola80 10 Jun 2015, 10:24
შამანი 2 თვის
..........................................................

Posted by: Kupra 11 Jun 2015, 01:33
აგერ ჩემი 1 წლის ბიჭი
http://www.radikal.ru

Posted by: FuzzyJew 12 Jun 2015, 19:56
გამარჯობა

თუ შეგიძლიათ მირჩიეთ როგორ მივაჩვიო ძაღლი თავის სახლს ( ეზოში დავუდგი ) 2 თვის არის და მაინც სულ გარეთ წევს, როცა წვიმს კარებთან მოდის და აქ წვება smile.gif) რა ვქნა ?

Posted by: nia4u 12 Jun 2015, 20:17
FuzzyJew
QUOTE
თუ შეგიძლიათ მირჩიეთ როგორ მივაჩვიო ძაღლი თავის სახლს

რაზე წევს?
რამე ნაჭერი დაუგე, შენი სუნი რომ ქონდეს, მაგალითდ ძველი მაიკა ან ჯემპრი.
მაგაზე რომ მიეჩვევა წოლას, ეგ მაიკა გადაიტანე იმ თავის სახლში.
* * *
luka69
QUOTE
ჩემ პატარა ძაღლს რატომგაც ეშინია ყველაფრის თითქმის

ასაკის ბრალიც არის, მაგრამ უფრო მეტად ფსიქიკის.
ეგ იმდენად შიშიც არ არის, არამედ ინსტიქტური სიფრთხილეა.
ამიტომ შენ უნდა მიეხმარო, უნდა გაათამამო,
ეგეთ შემთხვევაში, როცა რაღაცის შეეშინდება უნდა მიეფერო,
ახლოს მიიყვანო, საშუალება მისცე, რომ შეისწავლოს ის საგანი, რისიც შეშინდა.
თან უნდა ელაპარაკო მშვიდი ხმით, დამაჯერებლად.
რა თქმა უნდა, სიტყვების მნიშვნელობას ვერ გაიგებს, მაგრამ ინტონაციით მიხვდება...

Posted by: luka69 13 Jun 2015, 12:37
duri
არა არ გაუჭირდება არანაირად . მე თვითონ ვკითხე ერთხელ ცემ კინოლოგს თუ შეეძლო ავჩარკას გაეძლო სიცივეში ისე როგორც ლაიკას , და მითხრა რომ განსხვავება დიდად არაფერი იყო .. ნუ რათქმაუნდა ლაიკა უფრო უძლებს მაგრამ ავჩარკაც არ ჩამოუვარდება smile.gif ამიტომაც მგონი არ უნდა იყოს საშიშროება.

nia4u
მადლობა პასუხისთვის ვცდილობ ყველანაირად რომ გადავალახინო ეგ შიში.

Posted by: al13kim 20 Jun 2015, 21:33
გამარჯობათ

ჩემი ლეკვი 6 თვსი ხდება.. ფეხზე შევამჩჰიე წყლულივიტ ნახეთქები, რისი ბრალი შეიძლებაი იყოს? შეიძლება მეტლახზე წოლის გამო იყოს? თან თითქოს კოჭლობს კიდეც

ესეც ახალი სურათები

http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: jangulashvili 23 Jun 2015, 01:50
https://www.youtube.com/watch?v=MIOlz7-TKpQ&feature=youtu.be

https://www.youtube.com/watch?v=8veDk1gwHIk&feature=youtu.be

21 მაისის გოგო ბიჭები დედიკოსთან ერთად :დ

Posted by: TSU775 23 Jun 2015, 22:26
მაჩუქოს ვინმემ შეუქმნი არაჩვეულებრივ პირობებს aba.gif aba.gif aba.gif aba.gif aba.gif bis.gif bis.gif

Posted by: duri 28 Jul 2015, 11:37
ეს შავი გოგო (ჯესიკა) გერმანელია თუ ვასტოჩნიკი?
თეთრი (ანიტა) ვიცი - ბულტერიერია პლასტიკური ოპერაციის მერე givi.gif

აქ ვკითხულობ ყურებზე ხელი არ დააკაროთო და ლაბრადორს ამის ყურები სულ კბილებში აქვს gigi.gif

ორივე ორი თვისაა და ავჩარკა 1.5 ჯერ დიდია, ან ჩხუბობენ ან ერთმანეთის ტაკოებში ძინავთ
ეს ყუთი უკვე მოინელეს, ეხლა სხვას ჭამენ gigi.gif gigi.gif




Posted by: pytgon 29 Jul 2015, 23:33
გამარჯობათ, 1თვის წინ ძაღლი დამეღუპა ხნიერივიყო 12წლის სოფელში რაღაც დაავადება გავრცელდა ზოგმა ძაღლმა თვითონ გადაიტანა ზოგს ნემსივგაუკეთეს, მერე მოვიყვანა 1თვის ლეკვი(ორივე უბრალო ჯიშის არიან) ამასაც დაემართა ის დაავადება ექიმმა რაღაც წყალში გადახსნელი მომცა და ის ვასვი 1კვირა უბრალოდ იწვა ფა ჭამდა იმის დალევის მერე წამოდგა მაგრამ უკანა ფეხებით უჭირს გუშინ დავარდა ისევე და მუცელი ატკივდა მთელი ძალით კვნესოდა,ღრიალებდა ფეხებს აფართხალებდა დგეს ექიმმა მითხრა ჭიის წამლი მეოთხედი მიეციო მე ნახევარი დავალევინე და 15სანტიმეტრამდე ჭია გამოაგდო 4 ცალი საგამოს მეოთხედი დავალევინე და 1ცალი 30 სანტიმეტრიანი განოაგდო ისევე ყავს ახლაც არასვენებს კნავის 2თვის არის რავუყო დილით მივცემ ისევე იმ დარჩენილვმეოთხედს მეტი აღარ მაქვს სოფელში ვარ მე მგონია არეყოფა და კიდე ვუყიდო? როგორ ვასვა? კიდევ კარგად გაუძლო 2თვის ამხელა ავადმყოფობის მერე განოფიტულმა ამხელა ჭიევს ახლაც არადვენებს ნახევარი წუთი შეასვენებენ ისევე დაუწყებენ , რძიანს ვაჭმევდი და უფრო გაზარდა ის ჭიები, როგორ ვკვებო?

Posted by: d_guruli 9 Aug 2015, 22:03
................................................................................................

Posted by: duri 12 Aug 2015, 21:56
დღეს ყურები ავწიეთ bis.gif bis.gif

user posted image

და ბარე ამის ყურების მასაჟისტკასთან ერთად გადაღებული სურათი gigi.gif


user posted image

P.S. ასაკი 2.5 თვე

Posted by: al13kim 14 Aug 2015, 18:05
გამარჯობათ

გერმანული ნაგაზის მიყვანა მინდა ერთი ორი თვით სკოლაში და რას მირჩევეთ..? სად მოვძებნო?
მადლობა წინასწარ

Posted by: SNESH 23 Aug 2015, 09:35
იყიდება გერმანული ნაგაზის ლეკვები ფასი 150$ ტელ 551 95 48 17

http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&cPath=4_600&product_id=8118543&p=2

Posted by: Kobalty 10 Oct 2015, 16:31
სირცხვილიც კია, ყველაზე აზრიანი ძაღლის თემა ესეთი ჩაძირული იყოს.. smile.gif

ჩემი მგელიკა.. love.gif
http://pix.ge/

Posted by: shota6699 16 Nov 2015, 00:11
აბა როგორი ბიჭია? ჯერ მხოლოდ 3.5 თვის არის ))

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 17 Nov 2015, 13:59
ლამაზი ბიჭია კაი თათები აქვს აწი დროა დაჯდომა და ადგილზე გაჩერება ასწავლო

Posted by: maxare75 19 Nov 2015, 13:43
მოგესალმებით ეს როკია 2 წლის და 4 თვის, საუკეთესო საგვარეულოთი, ესეც გამოფენის შეფასება,ფიზიკურადაც და მორალურადაც მზადაა შესაჯვარებებლად!

* * *
არავის გყავთ კაი პატარძალიიი? ქორწილის ხარჯებს ჩვენ ვიღებთ თაფლობის თვის პუტიოვკიიიით
* * *
maxare75
QUOTE
მოგესალმებით ეს როკია 2 წლის და 4 თვის, საუკეთესო საგვარეულოთი, ესეც გამოფენის შეფასება,ფიზიკურადაც და მორალურადაც მზადაა შესაჯვარებებლად! * * * არავის გყავთ კაი პატარძალიიი? ქორწილის ხარჯებს ჩვენ ვიღებთ თაფლობის თვის პუტიოვკიიიით მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)

* * *
maxare75
QUOTE
მოგესალმებით ეს როკია 2 წლის და 4 თვის, საუკეთესო საგვარეულოთი, ესეც გამოფენის შეფასება,ფიზიკურადაც და მორალურადაც მზადაა შესაჯვარებებლად! * * * არავის გყავთ კაი პატარძალიიი? ქორწილის ხარჯებს ჩვენ ვიღებთ თაფლობის თვის პუტიოვკიიიით * * * maxare75 მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)

Posted by: ED_ika 20 Nov 2015, 17:14
ესეც პატარა ტერორისტი, ჯერ 3.5 თვისაა და ყველაფერს ანგრევს, ვნახოთ როგორი გაიზრდება smile.gif

Posted by: aka777 10 Dec 2015, 23:27
ვიყიდი შავი გერმანული ნაგაზის ლეკვს სუფთა სისხლით მინდა

დედის და მამის ხაზითაც უნდა იყნენ შავები!

Posted by: shota6699 23 Dec 2015, 14:20
რამე კარგი საკვები მირჩიეთ რა 70-80 ლარის ფარგლებში დოგშოუს ვაჭმევ და არ ერგება როგორც ვატყობ თან თუ ხაჭო არ გადაურიე არ ჭამს ცოტა გამხდარია და მინდა მოსუქდეს

Posted by: Don2 23 Dec 2015, 14:50
shota6699
რამდენ ხანს ყოფნის ერთი ტომარა საჭმელი?
სამწუხაროდ არ ვიცი

Posted by: shota6699 23 Dec 2015, 17:06
დღეში 4ჯერ ვაჭმევ 200 გრამ დოგშოუს

Posted by: edna mamida 24 Dec 2015, 13:10
shota6699
რაიმე წესიერი უყიდე, ეგ იაფასიანი საჭმელები არც ერგებათ, თან წყენენ ცხოველებს, პრაქტიკულად შხამია
როიალ კანინია ნორმალური, მე ადვანსს ვაჭმევ affinity-ს ფირმის, როიალზე კარგად ჭამენ. ესპანურია, ზოომარტში ჰყიდიან, საკმაოდ კარგი და ხარისხიანია, გერმანულების 106 ლ ღირს, ახლა 76 ყიდიან მგონი, ფასდაკლება აქვთ.
ზოომარტში აქვთ საუკეთესო საჭმელი, კანადური აკანა და ორიჟენი, მაგრამ ისინი ძალიან ძვირიაbiggrin.gif

Posted by: markes 27 Jan 2016, 13:05
კაი ხანი არ ვყოფილვატ აქ

უველას სალამი

შანი დიდი გოგო გახდა, ყველა უყვარს და წესიერია


Posted by: Picvaso 28 Jan 2016, 12:03
გამარჯობათ. მყავს 3 თვის და 2 კვირის აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზის ლეკვი,როგორც პატრონმა მითხრა სუფთა სისხლისაა,ნუ ჩემთვის მის ჯიშიანობას მნიშვნელობა არ აქვს, მიყვარს ისეთი როგორიც არის. კითხვა მაქვს იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად სწორად ვუვლი-ვაჭმევ.

პრობლემა რითაც მოგმართავთ -ყურებია. დღემდე აქვს ჩამოყრილი,თუმცა ინტერნეტში არსებულ სურათებზე ამ ხნის ლეკვებს უკვე აწეული ყურები აქვთ.

მაინტერესებს ეს რისი ბრალია და რამდენად ნორმალურია.რომ მოვიყვანე იყო 2 თვის და აწეული ყურები ქონდა,თუმცა ძალიან პატარა ყურები ქონდა, პატრონი ვერ უვლიდა და მაჩუქა. მოყვანის დღიდან ვეტერინარის რჩევით ვაჭმევ " როიალ კანინ-მაქსი ჯუნიორს " დგეში 4-ჯერ 200 გრამს. ეხლა ყურები გაეზარდა და დაახლოებით 1 თვის წინ ჩამოყარა. ვეტერინარის თქმით (ვინც აცრები გაუკეთა) ,ეს ნორმაა და 6 თვემდე თუ არ აწევს ყურებს არაა პრობლემა,ასევა მისი თქმით-არანაირი ვიტამინები და დამატებითი საკვები არაა საჭირო (ანუ "როიალ კანინი" შეიცავს ყველა საჭირო ვიტამინს-მინერალს ლეკვის სრუფასოვნი ზრდისთვის).თუმცა რაღაცნაირად ეჭვი მეპარება მის კომპეტენტურობაში.

მირჩიეთ-მითხარით : სადღაც წავიკითხე კალცის ნაკლობობის ბრალიაო. ასეა? ან იქნებ რამე სხვა ვაჭამო,ან რამე დამატებითი საკვები მივცე?

Posted by: shota6699 29 Jan 2016, 16:20
)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) 6 თვის გახდა
* * *

Posted by: გოგრა 4 Feb 2016, 00:28
ამ ბოლო დროს აგერსიას იჩენს როგორც სხვების მიმართ, ასევე ოჯახის წევრების მიმართ, რას მირჩევდით, თუ არის შესაძლებელი რომ შესაბამისი პროცედურების შემდეგ დაუბრუნდეს ძაღლი თავის ნორმალურ სტადიას? და თუ არის, რა პროცედურებია ჩასატარებელი ან ვისთან შეიძლება მიყვანა..

Posted by: gamushki 6 Feb 2016, 15:04
გოგრა
მიკვირს ხოლმე ესეთ რამეს რომ ვიგებ არვიცი მეც გავზარდე ძაღლი და ჩემა მეგობარმაც ჩემი რომოკლა არიკბინება იმისი კიდე ყველას კბენს. მე როგორც დავაკვირდი ძაღლს პატრონის შიში უნდა ჰქონდეს, ხელს რომ ავწევ ჩერდება ისევე და მიჯერებს ერთი ორჯერ მოვადე და იმის მერე შიში აქვს ჩემი და ჩემი შიშით რომოკლა არავის არ უკბენს

აი მეგობრის ძაღლი სულ გათამამებული იყო და ეხლა ყველაზე იკბინება რავი მე გირჩევ რო რაღაც ისეთს რო შეამჩნევ ერთი წაუთაქუნო (ისე კი არა რო ძაან გამწარდეს აი საშვალოთ წაუთაქუნე biggrin.gif) შენი შიში რო ექნება უფრო თავშეკვაებული გახდება

Posted by: fat man2 11 Feb 2016, 05:38
სად შეიძლება მუშა ხაზის გერმანული ნაგაზის ყიდვა. სოფელში მივდივარ საცხოვრებად.

ან რამე წესიერი გერმანული საიტის ლინკი დადეთ რა, სადაც მუშა ხაზის ნაგაზებია!

Posted by: T_b_i_l_i_s_o 19 Feb 2016, 16:26
fat man2
საქართვლოში მე არ მინახია ნორმალური არანაირი ძაღლი
ყველა დაჩმორებულ საცოდავ ვიდზეა .
პარამეტრებიც ბევრად უცნაურად სხვანაირია ვიდრე ევროპა/ უსა ში
რუსეთ უკრაინაშიც ყავთ ხარისხიანი
აქ წავაწყდი სადრაც ლინკს სადაც ჩამოყავთ რუსეთიდან

Posted by: TSU775 26 Mar 2016, 21:00
ვეძებ მამალს შესაჯვარებლად უნდა იყოს სუფთა სისხლის

Posted by: Kobalty 28 Mar 2016, 17:26
QUOTE
საქართვლოში მე არ მინახია ნორმალური არანაირი ძაღლი
ყველა დაჩმორებულ საცოდავ ვიდზეა .

აუფ, იტყვით ხოლმე რა საოცრებას..


Posted by: graf-senjerman 4 Apr 2016, 11:53
ესეც ჩემი რონი, გაიზარდა გალამაზდა. 1 თვის წინანდელი სურათეიბა
user posted image

user posted image

user posted image
გუშინწინ სამხედრო ბაზიდან მომიყვანეს დედალი გერმანული ნაგაზი, შესაჯვარებლად. დაახლოებით 2 - 2.5თვე ნახევარში მომიყვანენ დედალ ლეკვს საჩუქრად.
თუ ვინმს უნდა შემიძლია ვაჩუქო უფასოდ. მე უკრაინაში ვცხოვრობ

Posted by: Scholastic 8 Apr 2016, 19:33
fat man2
QUOTE
სად შეიძლება მუშა ხაზის გერმანული ნაგაზის ყიდვა. სოფელში მივდივარ საცხოვრებად.

ან რამე წესიერი გერმანული საიტის ლინკი დადეთ რა, სადაც მუშა ხაზის ნაგაზებია!


ძაან ძვირია მეგობარო. რამოდენი ათასიც ღირს ზოგი. შეიძლება არც მოგყიდონ.
მეეჭვება საქრთველოში იშოვოთ მუშა ნამდვილი ხაზების გერმანული ნაგაზი.
ასეთი მუშა ხაზის ძაღლები.

https://kraftwerkk9.com/german-shepherd-breeder/stud/

და ლეკვები. 5000 დოლარი ღირს.
https://kraftwerkk9.com/german-shepherd-dogs-for-sale/german-shepherd-puppies-for-sale/

მე ვეცადე ვერ ვნახე. ევროპაში, კერძოდ გერმანია და ჩეხეთში ძვირი ღირს.

აგარკისთვის გვჭირდებოდა ძაღლი. სავარაუდოთ ქართულ ნაგზზე უნდა შევჩერდე. შედარებით იაფია და დაცვისთვისაც თუ არ ჯობია არ ჩამოუვარდება.

Posted by: ilikeit 8 Apr 2016, 22:36
playstation
ჩემი ძაღლისთვის ვათვალიერებდი რაღაცებს და შენი პოსტი ვნახე, იპოვე საბოლოოდ ძაღლი? sad.gif

Posted by: Don2 8 Apr 2016, 23:00
ilikeit
გერმანული ნაგაზი გყავს? :spy.gif spy.gif spy.gif spy.gif spy.gif
ისე ფლეისთეიშენზე სულ მაინტერესებდა მეც ,მაგრამ კითხვის დასმა მერიდებოდა
მანქანამ კუდზე გადაუარა და გაიბუტა
http://www.picz.ge

Posted by: ilikeit 8 Apr 2016, 23:49
Don2
bis.gif

აი კიდე დათბეს და რო გავასეირნებთ ტყეში ფოტოსესიაც გვექნება და დავდებ აქ სურათებს biggrin.gif
ყველაზე ლამაზი გოგოა თბილისში love.gif

ვინ გაბედა კუდზე გადავლა :@@

Posted by: Don2 8 Apr 2016, 23:58
graf-senjerman
აუ რა სიცოცხლე გყავს <3 სამწუხაროდ დედალის მოვლის შესაძლებლობა არ მაქვს.
მამრი რო იყოს სიხარულით წავაცუნცულებდი :|

ilikeit
აუუ მეც მინდა, გამასეირნებინე რა :შ
მანქანა იყო რაღაც :დ წამოწილილი იყო ეს მძორი biggrin.gif

Posted by: gagamaru 9 Apr 2016, 00:09
graf-senjerman
გამარჯობა.როგორ შეიძლება რომ დაგიკავშირდე და ლეკვი ავიყვანო? ჩემი რექსი ცოტა მობერდა და გადავწყვიტე ისევ იგივე ჯიში ვიყოლიო.ძაღლი კი არა ჩემი ძმაკაცია smile.gif

Posted by: graf-senjerman 9 Apr 2016, 13:27
gagamaru
გაგიმარჟოს
ეს ჩემი ნომერია
+38 096 077 57 90
მე და ძაღლი უკრაინაში ვართ.

Posted by: fat man2 21 Apr 2016, 04:16
გოგრა
QUOTE
ამ ბოლო დროს აგერსიას იჩენს როგორც სხვების მიმართ, ასევე ოჯახის წევრების მიმართ, რას მირჩევდით, თუ არის შესაძლებელი რომ შესაბამისი პროცედურების შემდეგ დაუბრუნდეს ძაღლი თავის ნორმალურ სტადიას? და თუ არის, რა პროცედურებია ჩასატარებელი ან ვისთან შეიძლება მიყვანა..

წაუთაქე.
კი არა ცემო, წაუთაქე biggrin.gif

Posted by: Lasha. 28 Apr 2016, 01:49
მოგესალმებით smile.gif
მაისიდან სვანეთის მთებში გადავდივარ საცხოვრებლად და მინდა რომ გერმანული ნაგაზის ლეკვი წავიყვანო, გავზარდო და ნამდვილ სვანად ვაქციო smile.gif
სად შემიძლია რომ შევიძინო და კონსულტაციას თუ გამიწევთ გამახარებთ smile.gif

Posted by: markes 10 Jul 2016, 21:33
ჩემმა სანიმ ლეკვები გააჩინა

1 თვეში გაიყიდებიან
საგვარეულო ნუსხა აქთ კარგი, შოუ-კლასი არ არის
თუ ვინმეს გინდათ მომწერეთ პირადში

Posted by: Nicolas_12 16 Jul 2016, 22:15
markes
ფასი? user.gif

3030303030 (up)

Posted by: markes 25 Jul 2016, 17:29
ჩვენ გავიზარდეთ !
არავის გინდათ კარგი ლეკვი?

Posted by: ratianee 25 Jul 2016, 18:20
markes
რას აფასებ ?

Posted by: markes 25 Jul 2016, 22:38
ratianee
ეს არის ამ ლეკვების დედა

Posted by: m_benz 23 Aug 2016, 10:15
QUOTE (T_b_i_l_i_s_o @ 19 Feb 2016, 16:26 )
fat man2
საქართვლოში მე არ მინახია ნორმალური არანაირი ძაღლი

აჰა თუ არ გინახავს ნახე

აჰა თუ არ გინახავს ნახე

Posted by: T_b_i_l_i_s_o 24 Aug 2016, 22:27
m_benz
up.gif
ძუა თუ ხვადი
რამხელა ენა აქ

Posted by: RaZma 27 Aug 2016, 14:09
გამარჯობა. ლეკვი მაჩუქეს გერმანული ნაგაზი არის რამდენადაც ვიცი მაგრამ მშობლები არ მინახავს და საბუთებიც არ მაქვს.
ვიზუალურად ასეთია:
http://www.picz.ge/img/s2/1608/27/2/2dd230ff4e0e.jpg
* * *
თქვენი რჩევა მჭირდება... ეზოშია ლეკვი თვეზე მეტის იქნება და გუშინ ცუდად გაგვიხდა. მოიწყინა და არაფერს ჭამდა. ჭიის წამალი დავალევინეთ და დაყარა ჭიები, ცოტა ხასიათზეც მოვიდა მაგარმ კუჭი აქვს აშლილი.
მაინტერესებს როგორ მოვიქცე რა ვაჭამო და რა დავალევინო. მოწყენილია და ძალიან ვნერვიულობ.
გთხოვ დამეხმარეთ

Posted by: Irakli199001 27 Aug 2016, 15:30
აუ ეხლა ეს თემა და სურათები რო ვნახე ჩემი ძაღლი გამახსენდა sad.gif

Posted by: ladywin 28 Aug 2016, 19:23
გამარჯობათ, ჩემს 8 თვის ნაგაზს ერთი ყური აწეული აქვს ერთს აწვალებს ხან ჩამოწევს ხან აწევს, მოტეხილი რომ იყოს ხომ ვერ აწევდა საერთოდ?

Posted by: wiklauri12 21 Sep 2016, 16:01
გამარჯობა ხალხნო smile.gif თუ ვინმეს მამალი ბელგიური ნაგაზი (მალინუა) გყავთ ან იცით რომ ვინმეს ყავდეს შესაჯვარებლად იქნებ კონტაქტი ან მისამართი დამიტოვოთ მყავს დედალი და უკაცობის გამო უკვე მეორედ შეჯვარება ვერ მოხერხდა :დ ამიტომ თუ ვინმეს რაიმე გაგიგიათ იქნებ დამეხმაროთ.^

Posted by: DJ_PUNK 23 Oct 2016, 21:30
მოგესალმებით ყველას,
ადრე დავპოსტე მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა თქვენი რჩევა, როგორც გერმანული ნაგაზის პატრონების და მცოდნეების.

ძალიან მინდა ვიყოლიო ძაღლი და მაქვს რამოდენიმე შეკითხვა თუ შეიძლება ძალიან კარგად გადახედეთ ჩემს კითხვებს და შეძლებისდაგვარად რამე მირჩიეთ:

1. მე მყავს ოჯახი, ვცხოვრობ მეუღლესთან, 11 წლის ბავშვთან და დედასთან ერთად. ბევრი წავიკითხე ძაღლებზე ასევე წიგნებიც ვიყიდე და ა.შ. როგორც თითქმის ყველგან წერია ბავშთან ერთ-ერთი საუკეთესო ძაღლია ბოქსიორი. მაგრამ ვინაიდან სულ ესე ვიცოდი და გამიგია რო ყველაზე ინტელექტუალური ძაღლი გერმანული ნაგაზია და ყავდა ძალიან ბევრ გამოჩენილ ადამიანს ვფიქრობ რომ ეს სიმართლეა და ამიტომაც მაქვს სურვილი გერმანული ნაგაზის ყოლის. ჩემი შეკითხვა იმაშია ოჯახში როგორია და ბავშვთან განსაკუთრებით 11 წლის?

2. ბევრმა ადამიანმა მითხრა, რომ რაც არ უნდა კარგად გაზარდო ძაღლი, თბილად, ჰუმანურად, შეიძლება ის ძაღლი განსაკუთრებით მცველი ძაღლის ჯიშები გახდნენ არაადეკვატურები, აგრესიულები, ა.შ. მომხდარა ძალიან ბევრი უბედური შემთხვევა. თუნდაც გენეტიკური ფსიქოლოგიური პრობლემები რომლებსაც 100 % ზე ვერ დაადგენ, და ბევრი ბევრი რამ რამაც თუნდაც შეიძლება გამოიწვიოს პატრონის მიმართ აგრესია, ბავშვის მიმართ საშინელი აგრესია ან თუნდაც რაიმე მსგავსი. მომხდარა შემთხვევები როდესაც ძაღლს ოჯახი დაუგლეჯია, ბავშვი შეუჭამია, ა.შ. ამაზე რას ფიქრობთ? გთხოვთ ნახოთ ეს ლინკები:
https://www.youtube.com/watch?v=-eOydTKeMzk
https://www.youtube.com/watch?v=ASrtjBwPLL0
https://www.youtube.com/watch?v=PoNOgu-0ENg

3. შესაძლებელია თუ არა რომ სანდო ორგანიზაციიდან შევიძინო ძაღლი რომელიც სანდოა, სერთიფიცირებული და ნამდვილად მეცოდინება რომ არ აქვს გენეტიკაში რაიმე შიზოფრენია ან მსგავსი რამ რამაც შეიძლება არაადეკვატური საქციელი გამოიწვიოს?

4. მე ვცხოვრობ კორპუსში მეოთხე სართულზე სამ ოთახიან ბინაში. ძაღლის მოყვანის მთავარი მიზეზი არის ის რომ ბავშვმა ისწავლოს პასუხისმგებლობა, ჰყავდეს მეგობარი, მოწყდეს კომპიუტერს, და იგრძნოს სითბო. რამდენად შეიძლება კორპუსში ძაღლის ყოლა? რამდენად სცვივა ბეწვი? უკეთესი ხომ არ არის აივანზე ჰქონდეს სახლი? რომ არ დასცხეს და სახლიც არ დანაგვიანდეს?

5. გერმანულ ნაგაზებში არის სხვადასხვა ფერები: შავი, წითლით ნარევი, ა.შ. როგორ უნდა დავრწმუნდე რომ არ მატყუებს პატრონი და ზუსტ ფერს მეუბნება?

6. გაწვრთნა როგორ ხდება 100 % ზე რომ ზრდილობიანი და ინტელექტუალი გახდეს? არის ესეთი ადგილები სადაც ჩავეწერები და ტრეინინგებს ჩაუტარებენ? რამდენად მოქმედებს რა ღირს და რამდენ ხნიანია?

7. გერმანული ნაგაზის ფასები დაახლოებით ვნახე მაი მარკეტზე მაგრამ რამეს ხომ არ მირჩევდით?

8. ზოგადად რა ხარჯებთან არის მისი მოვლა და რა დაჭირდება იქნებ დეტალურად მომწეროთ?ა

დიდი მადლობა წინასწარ და იმედს ვიტოვებ მომწერთ დეტალურ ინფორმაციას.

მე უბრალოდ სოფელში მყავდა ადრე ძაღლი ესე სერიოზულად არ მყოლია.

იმასაც დავამატებ რომ მე არ ვარ ფანატიკოსი (ამას ვეძახი ფანატიზმს) რომ ძაღლს როგორც ადამიანი ისე მოვუარო. ანუ ცხოველი ცხოველია ეს იმას ნიშნავს რომ არ უნდა დავუკარგო ის ინსტიქტები რაც ძაღლს აქვს და არ ვაქციო სათამაშოდ და რაღაც განსაკუთრებული მოვლის საშუალებად.

მადლობა წინასწარ.

Posted by: Irakli199001 24 Oct 2016, 00:32
DJ_PUNK
გამოცდილი მეძაღლე ნამდვილად არ ვარ მარტო 1 ხელ მყავდა და ისიც არ იყო ჩემი გაზრდილი მაგრამ 3 ოთახიან ბინაში გაგიჭირდება ისე რომ განსაკუთრებულად არ მოუარო დაბინძურდება,მე არ მყოლია სახლში მაგრამ ვიცი ვისაც ყოლიათ ან მაგრად უვლიან და სისუფთავეა ან კიდევ არ უვლიან სათანადოდ და არ არის სისუფთავე.ძაღლის კლუბები როა მანდ აგარჩევინებენ ფერში არამგონია მოგატყუონ მაგრამ საკმაოდ ძვირია თუ მართლა ჯიშიანი და კარგი გინდა 200-250$ მაინც გინდა მაგაზე ნაკლებად არამგონია იშოვო,მოვლა კიდევ თუ გყავს კარგად უნდა მოუარო უნდა უყიდო როიალ ქანინი თუ რაც ქვია (რაღაც პერიოდი მაინც) ასევე ცალკე ვიტამინები მერე აცრები და ა.შ რაც პატარა თანხებთან არაა დაკავშირებული.

რაც შეეხება გაწვრთნას გარანტიას ვერავინ ვერ მოგცემს რომ ყოველთვის ყველაფერს დაგიჯერებს ეს ძაღლის ხასიათზეა დამოკიდებული მაგრამ გერმანული ნაგაზები რაც არუნდა ცუდი ხასიათი ქონდეთ მაინც ძალიან ჭკვიანები არიან თუმცა ბავშვთან მაინც რავი შეიძლება გაკაწროს თამაშის დროს ან რამე და ზოგი ექიმი ამბობს უნდა აიცრაო რავი მე კი დავიკიდე და არაფერი მომსვლია მაგრამ შვილს რო გაკაწრავს იმას ხო ვერ დააყენებ საშიშროების წინაშე შეიძლება აცრა მოგიწიოს

Posted by: severuss 30 Oct 2016, 13:51
მართალია რომ შავი ფერის გერმანული ნაგაზი სუფთა ჯიშის არ არის?

შავი ფერის ლეკვს ვეძებ, მითხრეს ეგ გერმანული ნაგაზი არ არისო, გამოყვანილია და საქართველოში ვერც იშოვიო





Posted by: ilikeit 30 Oct 2016, 14:05
severuss
lol.gif
ძაან გაუნათლებელ ადამიანთან გილაპარაკია

გერმანული ნაგაზის ფბ ჯგუფში ნახე ბევრი შავი ჰყავთ და იქნებ მაკედაა რომელიმე

Posted by: Sxl 30 Oct 2016, 14:25
DJ_PUNK
ბინაში ცოდოა მაინც, მითუმეტეს აივანზე.

Posted by: severuss 30 Oct 2016, 14:50
ilikeit


აუ ჯიგარი ხარ,
მაგრად გამისწორდა biggrin.gif

ისე ფერის მიხედვით ჯიში ან ხასიათებით განასხვავებენ ნაგაზს?

Posted by: ilikeit 30 Oct 2016, 15:23
severuss
არა რა სისულელეა, გერმანული ნაგაზი გერმანული ნაგაზია, არ აქვს მნიშვნელობა ფეხები და თავი მუქი აქვს თუ ღია
ცოტა დიდი ფოტოა, სპოილერში ჩავსვამ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



Posted by: severuss 30 Oct 2016, 16:26
ilikeit


მადლობ

ალბათ საინტერესო ინფორმაცია წერია, პროსტა ინგლისური არ ვიცი biggrin.gif

Posted by: fantastic_oc 12 Nov 2016, 10:16
გამარჯობა, კერძო ბინაში მყავს დედალი ლეკვი დაახლოებით 5.5-6 თვის, ეზოსთან ვინმე თუ მოვიდა ან შემოვიდა ეზოში ყეფს მაგრამ სახლის კარებისკენ გამორბის და შემოსვლას ცდილობს, ნორმალური ქცევაა ეს? თუ მხედავს რო ვუყურებ ეგრე აღარ იქცევა უკვე. რის გაკეთება შემიXლია გარდა კინოლოგთან მიყვანისა მე თვითონ რო მშიშარა არ იყოს.? ძროხების და ძაღლების დანახვაზე უფრო ნაკლებად ფრთხება, მაგრამ ნაკლებად მხოლოდ.
ისე გარეთ მარტო დღისით გადის, ღამე სახლშია, ძალიან ენერგიული და ჭკვიანი ტიპია, სათამაშოები გადაღრნა ოღონდ ძველები biggrin.gif
* * *
რუსულ ფორუმებზე წავიკითხე რაღაცეები ეზოს მცველად არ ვარგაო გერმანელი, სუსტიაო და ა.შ რავიცი, მეზობლის ძაღლის ხმა ქუჩის ბოლოში ისმის და შიგნით კიდე ბუზი ვერ გაფრინდება, რაღა ჩემია ნაზმანუკა
იფსამს როცა რამე უხარია.
თუ ამისგან აღარაფერი დადგება მყეფარის გარდა, პიტბული ან მეცხვარე ხოარ დავითრიო წყვილში სამუშაოდ? ერთმა იყეფოს მეორემ ხორცი ჭამოს biggrin.gif

Posted by: insomniac 12 Nov 2016, 17:20
კარგი ვეტექიმის ნომერი მომწერეთ თბილისში, კონსულტაცია მჭირდება

Posted by: mishes2122 22 Nov 2016, 16:39
გამარჯობათ , ვიყიდე გერმანული ნაგაზის ლეკვი . მყავდა ვეტექიმტან და კარგი ლეკვიაო ყველაფერი შეუმოწმა. და ოდნავ მოკლე კუდი აქვსო და რისი ბრალია ? ან თუ გაეზრდება. არის თვის და 10 დღის

Posted by: PuTKiiI 23 Nov 2016, 17:54
mishes2122
40 დღის ლეკვის კუდდთან რატომ უნდა გგქონდეს ეგეთი შთაბეჭდილება.. აცადეთ
ძაღლს გაზრდა

Posted by: fantastic_oc 16 Jan 2017, 22:49
QUOTE (fantastic_oc @ 12 Nov 2016, 10:16 )
გამარჯობა, კერძო ბინაში მყავს დედალი ლეკვი დაახლოებით 5.5-6 თვის, ეზოსთან ვინმე თუ მოვიდა ან შემოვიდა ეზოში ყეფს მაგრამ სახლის კარებისკენ გამორბის და შემოსვლას ცდილობს, ნორმალური ქცევაა ეს? თუ მხედავს რო ვუყურებ ეგრე აღარ იქცევა უკვე. რის გაკეთება შემიXლია გარდა კინოლოგთან მიყვანისა მე თვითონ რო მშიშარა არ იყოს.? ძროხების და ძაღლების დანახვაზე უფრო ნაკლებად ფრთხება, მაგრამ ნაკლებად მხოლოდ.
ისე გარეთ მარტო დღისით გადის, ღამე სახლშია, ძალიან ენერგიული და ჭკვიანი ტიპია, სათამაშოები გადაღრნა ოღონდ ძველები biggrin.gif
* * *
რუსულ ფორუმებზე წავიკითხე რაღაცეები ეზოს მცველად არ ვარგაო გერმანელი, სუსტიაო და ა.შ რავიცი, მეზობლის ძაღლის ხმა ქუჩის ბოლოში ისმის და შიგნით კიდე ბუზი ვერ გაფრინდება, რაღა ჩემია ნაზმანუკა
იფსამს როცა რამე უხარია.
თუ ამისგან აღარაფერი დადგება მყეფარის გარდა, პიტბული ან მეცხვარე ხოარ დავითრიო წყვილში სამუშაოდ? ერთმა იყეფოს მეორემ ხორცი ჭამოს biggrin.gif

2 თვის შემდეგ: ლეკვი გაიზარდა და აღარ ფრთხება, პირიქით იერიშზე გადადის,ჯერ არ იკბინება მაგრამ ჯერ. თუმცა თუ გვერდით მიგულებს აფთარივითაა ძაღლიანადამიანად ყველაფერ მოძრავზე, დაჟე პიტბულზეც იწევს. ამით იმის თქმა მინდა, რომ დააცადეთ ლეკვს ლეკვობა ვისაც ჩემნაირი პრობლემა გქონდათ, არ იცოდით, არავინ გასწავლიდათ და ინტერნეტის ტვინიკოსები თქვენს ლეკვს უვარგის ქმნილებად აფასებდნენ დაიკიდეთ, ატარეთ გარეთ ხალხშიც და ძაღლებშიც, თუ შეეშინდება შეეშინდეს, არაა პრობლემა, გული არ წაუვა, მიეჩვევა ყველაფერს და მთვარია ავარჯიშოთ 20-40 წთ მაინც არბენინოთ.

Posted by: luka69 23 Jan 2017, 00:58
მოგესალმებით . ერთი პრობლემა მაქვს კიდევ რაც ვერ გადავლახე . ჩემი ბიჭი 1 წლის და 11 თვისაა , და შიშის პრობლემა აქვს ისევ . არვიცი რავქნა როგორ გადავაგდები ეს შიში . ანუ გარეთ რო გამყავს ხალხს ერიდება , მანქანა თუა დაყენებული გვერდს უვლის შეშინებული და რავქნა ? მირჩიეთ რამე რა sad.gif

Posted by: dzvelo 23 Jan 2017, 01:48
QUOTE (luka69 @ 23 Jan 2017, 00:58 )
მოგესალმებით . ერთი პრობლემა მაქვს კიდევ რაც ვერ გადავლახე . ჩემი ბიჭი 1 წლის და 11 თვისაა , და შიშის პრობლემა აქვს ისევ . არვიცი რავქნა როგორ გადავაგდები ეს შიში . ანუ გარეთ რო გამყავს ხალხს ერიდება , მანქანა თუა დაყენებული გვერდს უვლის შეშინებული და რავქნა ? მირჩიეთ რამე რა sad.gif

ხშირად ასეირნე და შეაქე მოეფერე ხოლმე სეირნობისას ნელ ნელა გაუვლის

მგონია რო ვოლიერშია გაზრდილი და მაგიტომაა ეგრე

Posted by: luka69 24 Jan 2017, 01:10
dzvelo
ნამდვილი ბრძოლაა მისი გასეირნება . თვენახერის წამოვიყვანე და ხო ვოლიერში ყავდა მაშინ . ისე სახში როცაა აგრესია კარგიაქ სულ ფხიზლდაა და ყეფს .
ანუ სეირნობა უშველის უფრო ?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 24 Jan 2017, 02:39
luka69
QUOTE
ნამდვილი ბრძოლაა მისი გასეირნება . თვენახერის წამოვიყვანე და ხო ვოლიერში ყავდა მაშინ . ისე სახში როცაა აგრესია კარგიაქ სულ ფხიზლდაა და ყეფს .
ანუ სეირნობა უშველის უფრო ?

სახლში ნაცნობ სიტუაციაშია არაფრის ეშინია და ამიტომ არის ყოჩაღად, ფრთხილად მიუშვი პატარა ძაღლებთა ისეთებთა თავი რომ არ იგრძნოს დაჩაგრულად თანდათან ნელნელა გაშინაურდება და შემდეგ თავისი ზომის ძაღლებზე გადადი, ამ შიშებზე ცეზარ მილანის უამრავი გადაცემა მაქვს ნანახი))) მთავარია ერთბაშად ნუ მოინდომებ ძალიან ფრთხილად და მონოტონურად მიუდექი საკითხს და აუცილებლად მიიღებ შედეგს

Posted by: iase 24 Jan 2017, 03:14
ვიჩუქებ ან ლაიკაში გავცვლი
sad.gif
....

Posted by: shota6699 17 Feb 2017, 12:57
.................................
* * *
ერთი წლის და ხუთი თვის

Posted by: severuss 12 Mar 2017, 15:30
სასწრაფოდ
ვიჩუქებ გერმანული ნაგაზის ლეკვს.
შავს

!

Posted by: severuss 14 Mar 2017, 18:23
QUOTE (severuss @ 12 Mar 2017, 15:30 )
სასწრაფოდ
ვიჩუქებ გერმანული ნაგაზის ლეკვს.
შავს

!

ზევით თქმული ძალაშია კვლავ.

იყავით კეთილშობილნი old.gif

Posted by: vashla85 11 Apr 2017, 17:13
ბელგიული ნაგაზის სურათი ხომ არ გაქვთ ვინმეს რომ მანახო, ან სად შეიძლება მაგ ძაღლზე რამე ინფოს მოძიება ?

Posted by: MITIATO 11 Apr 2017, 21:14
vashla85

რომელი გაინტერესებდა, არ ვიცოდი და ოთხივე ნახე.

http://radikal.ru

Posted by: king louis 13 Apr 2017, 11:54
სეზონის ამ დროისთვის ჭამას უკლებენ ეს ძაღები?
მე მყავს 8 თვის და ისე აღარ ჭამს საჭმელს როგორც ერთი თვის წინ ჭამდა..

კიდე რა მაინტერესებს: ჭირზე აცრის ერთი კურსი(3 აცრა) 2 თვისას ჩაუტარეთ და ეხლა კიდე უნდა?
ვინც იცით ნუ დაიზარებთ რა პასუხის გაცემას

Posted by: mishes2122 26 Apr 2017, 14:57
მეც ეგრე გავუკეთე სამი აცრა. შემდეგ 6 თვისას ცოფზე ავცერი. აცრამდე დავალევინე ჭიის წამალი და 1 კვირაში ავცერი.სხვა არაფერია საჭირო ჯერჯერობით . ცოფზე თუ არ გყავს ჯერ აცრილი აუცილებლად აცერი .
და სურათები თუ გაქვს დადე რა
* * *

* * *
ჩემი ბაქსი 6 თვისა tongue.gif კაი ბიჭი იზრდება ))

Posted by: fantastic_oc 1 Jun 2017, 21:50
QUOTE (luka69 @ 30 May 2015, 10:33 )
გამარჯობათ . მეგობრებო რა მაინტერესებს ჩემ პატარა ძაღლს რატომგაც ეშინია ყველაფრის თითქმის . აი მაგალითად გარეთ რომ გავიყვან თუ დაინახა რომ ადამინაი მოდის ისე დაატორმუზებს ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებ :/ და რატომ ხომ არ იცით ? მე ასაკს ვაბრალებ ჯერჯერობით . ( 3 თვისაა )

ჩემიც ეგრე იყო. ეხლა 11ისაა და გადაუარა.
გარეთ გაყვანა უნდა ხშირად. მე არც დიდად არ ვატარებდი, შეეჩვია რა. დაჟე ჩემი ძამაცის გადაგდებულზეც გარბის. ისე სხვებს მაინც არ ამჩნევს, დიდი ეგოისტი ძაღლია თუ კალაპოტს გაუყვები და თავის ნებაზე გაზრდი, უცხოების მიმართ უნდობლობა ჯიშში აქვთ.
ხალხში ასეირნე, არავის მოაფერებინო უბრალოდ. მე ესე ვზრდი, არ ენდობა არავის. ასაკიაქვს ეგეთი, ყველაფერი ეუცხოვება, არ იცის, ეშინია კიდეც. მინიმუმ 1 წლამდე ვერ მოთხოვ მაგას ლომების დახრჩობას, დაჟე ჩემი ეზოშ შემოსულზე პროსტა იყეფება არ კბენს და ზადნით მოდის კარებისკენ, მაგას უფრო ჯიშს ვაბრალებ, იმიტო რო როცა ჩემგვერდზეა საკაიფოდ მიდის ყველაზე. ესენი პერსონალური მცველები უფრო არიან ვიდრე ტერიტორიის დარაჯები. სამაგიეროდ თუ კარგად არბენინებ რაკეტასავით იქნება. ჩემი ალბათ 3-4 კმ-ს დარბის საკაიფო რიოკით. კბენით შლანგს დავითრევ ხოლმე და ისე ვეთამაშები.
სხვათაშორის ხალხის კიარა, ნებისმიერი ზომის ძაღლის და გზაზე გადასვლისაც კი ეშინოდა, მარა გზაზე გადასვლა ჰკიდია ეხლა, ვირივით მიჯლიგინობს ლიჟბი ცვირი გაყოს ტრასაზე, ძაღლებს რაც შეეხება ტანად თავისზე პატარებს ასაზიზღრებს იმდენად ცუდი ხასიათი აქვს, დიდებს პა პაგოდე, როგორც მომენტი მოითხოვს, რათქმაუნდა პიტს და ჩვენებურ ნაგაზებს ვერც შეედრება ფიზიკური ძალით მაგრამ თუ კარგი პატრონი ხარ ნებისმიერ ადინოკი ვოლკს უნდა მოერიოთ შენ და ძაღლი. ადამიანებზე საუბარი ზედმეტია, ჯერ მარტო ყეფააქვს იმის დედავატირე და მერე ღლანდებს აფარებს თავზე, კბენით კიდე თუ არც გაწრთვნი ბევრი არაფერი დააკლდება, ძმაკაცის აღმოსავლელი ნაგაზი საერთოდ გონში არაა არაფრის მარა მიდი პატრონს ცუდად შეხედე.
3 თვის ჩემი ლეკვი მშიშარაც იყო, იფსავდა კიდეც რო დაუყვირებდი ან ოდნავაც ხმას აუწევდი, მამენტ ეხლაც იფსამს მარა ნიჩევო biggrin.gif .
ეს ჯიში არაა რაღაც განსაკუთრებული მებრძოლი სულის რასაც ვაკვირდები, მაგარია მაგრამ კავკასიურთან შედარებით ნიტოა, პიტბულივით გლადიატორობა არ შეუძლია, არც არგენტინული დოგივით მკვდარი ჭიდის გაკეთება არ შეუძლია ყბებით, მაგრამ სამაგიეროდ ინტელექტით ნ1 ძაღლები არიან, მაგარი ყნოსვა, მაგარი სმენა, განსაკუთრებით ძალიან დიდი ენერგია იგივე კავკასიურთან შედარებით, სისწრაფე და პატრონთან მიწებებულობა საუკეთესო კომპანიონებად აყალიბებს ამ ჯიშს, ხო კიდევ ერთი, ძალიან მარტივად ხვდება ვინმე რამის მოპარვას თუ აპირებს, ქუჩიდან შემოსულ ქურდს არ ვგულისხმობ, აი ჩურჩხელებს რო იპარავენ ბავშვები ხოლმე, ეგ არ ევასბეა საშინლად, და კატას ხვდება ძალიან ბევრი biggrin.gif პეჩენიასაც კი ვერ მოპარავ იმენა სულით ძაღლია biggrin.gif
ორი სიტყვითაც შეიძლებოდა პასუხის გაცემა მარა მევასება ჩემი ძაღლის ქება და რა ვქნა smile.gif
ქუჩის პატარა ნაბიტვარ ძაღლებთან ხანდახან თუ მიუშვებ საჩხუბად და პალაჟენიის მოსაყვანად უფრო მაგარ დუხზე მოვა, ძაღლია, არ ჭირდება ამას ხელში აყვანა და ისე ტარება. არაფერი ისეთი არ დაემართება თუ ოდნავ გაკაწრავენ, სამაგიეროდ ჩმორი და ყურით სათრევი ძაღლისმაგვარი სამარცხვინო არსება არ გეყოლება გვერდით, ვერ ვიტან როცა ესეთ ძაღლებს აფარჩაკებენ და ოთახის დეკორაციებად აქცევენ ხოლმე, როცა ამხელა პოტენციალი აქვს. ჩემი რექსი დაუკბენიათ კიდეც და სისხლიც უდენინებიათ მარა ძაღლია, ერთხელ შენ დააზადნინებ, მეორედ თვითონ დაზადნავს და მერე გული დაგწყდება, თავიდან მეც ეგრე ვზრდიდი მარა რო შემარცხვინა სპანიელთან ამხელა ტანის დონდლომ მერე მივხვდი ძაღლი არაფერშუაში იყო.

Posted by: Levan ch 4 Jun 2017, 10:21
ესეთი რამ შეიძლება? კოჭლობს მაგრად და არ სტიკა ფეხი, რისი ბრალი შეიძლება იყოს?
ხელით რა პოზაში აღარ დავუჭირე ფეხი ხმა არ ამოუღია, სირბილითაც გაიქცევა ხოლმე.

Posted by: fantastic_oc 4 Jun 2017, 10:55
QUOTE (Levan ch @ 4 Jun 2017, 10:21 )
ესეთი რამ შეიძლება? კოჭლობს მაგრად და არ სტიკა ფეხი, რისი ბრალი შეიძლება იყოს?
ხელით რა პოზაში აღარ დავუჭირე ფეხი ხმა არ ამოუღია, სირბილითაც გაიქცევა ხოლმე.

თუ წოლის ანდაც ძილის მერე კოჭლობს და სირბილით გამართულად დარბის ზნაჩიტ უბუჟდება biggrin.gif
ჩემსასაც ჭირს ეგ, 1-2 საათი რო დაიძინებს მერე მთვრალი კაცივით ბარბაცებს ან ფეხს დაათრევს, უფრო წინა ფეხებს იტკიებს biggrin.gif
მაინც ყოველი შემთხვევისთვის თათები შეუმოწმე, რამე არ ქონდეს შევარდნილი, ბალახი წვეტიანი ან ტალახი, სულ თუ არაფერი ძაღლს გაუსწორდება
* * *
QUOTE (king louis @ 13 Apr 2017, 11:54 )
სეზონის ამ დროისთვის ჭამას უკლებენ ეს ძაღები?
მე მყავს 8 თვის და ისე აღარ ჭამს საჭმელს როგორც ერთი თვის წინ ჭამდა..

კიდე რა მაინტერესებს: ჭირზე აცრის ერთი კურსი(3 აცრა) 2 თვისას ჩაუტარეთ და ეხლა კიდე უნდა?
ვინც იცით ნუ დაიზარებთ რა პასუხის გაცემას

ცხელა. ჩემიც აღარ ჭამს 11 თვისაა

Posted by: Levan ch 20 Jun 2017, 10:23
fantastic_oc
სახსრების ანთება ჰქონდა, რაღაც აბები დავალევინე გაუარა, რომ ცხელა გრილ ან სველ ადგილებში წოლისგან აიკიდაო მითხრეს.

Posted by: Levan ch 20 Jun 2017, 10:23
დარლინგზე რას იტყვით როგორი საკვებია 10თვის ძაღლისთვის?
ან ამ ფასთან ახლოს საუკეთესო რომელია?

Posted by: Tadzio 20 Jun 2017, 11:56
QUOTE (mishes2122 @ 26 Apr 2017, 14:57 )
მეც ეგრე გავუკეთე სამი აცრა. შემდეგ 6 თვისას ცოფზე ავცერი. აცრამდე დავალევინე ჭიის წამალი და 1 კვირაში ავცერი.სხვა არაფერია საჭირო ჯერჯერობით . ცოფზე თუ არ გყავს ჯერ აცრილი აუცილებლად აცერი .
და სურათები თუ გაქვს დადე რა
* * *

* * *
ჩემი ბაქსი 6 თვისა tongue.gif კაი ბიჭი იზრდება ))

რა მაგარია love.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: iron_man 21 Jun 2017, 13:27
QUOTE (andro ph @ 25 May 2013, 17:58 )
QUOTE (PuTKiiI @ 25 May 2013, 17:40 )
andro ph
მადლობა ........ yes.gif

------------------------

არაფრის smile.gif

http://pix.ge/

თანამედროვე ბელგიური ნაგაზი უფრო გავს ძველ გერმანულ ნაგაზს - ვიდრე თანამედროვე გერმანული ნაგაზი lol.gif

ამ მოსაზრებას მეც ვეთანხმები, მიყვარს გერმანული ნაგაზი, მაგრამ მისი ცვლილებები ცოტა გასაკვირია, რატომ ჩამოუწიეს ესე ძალიან უკანა მენჯები არ მესმის, როცა თავდაპირველად არ ჰქონდა ამ ჯიშს. facepalm.gif
მოკლედ ისე არ ქნან ბოლოს, რომ გერმანული ნაგაზი რომელიც ასოცირდება ჭკვიან, ძლიერ, ამტან და მამაც ძაღლთან მხოლოდ სახელი არ დარჩეს ამ უნიკალური ჯიშის. yes.gif
ამ მეცნიერებმა იმის მაგივრად, რომ რამე გააუმჯობესონ ცხოვრებაში პირიკით რატომ გამოსდით სულ vik.gif facepalm.gif

Posted by: abes777 8 Aug 2017, 11:03
ძაღლისთვის მკნდა მასწავლებელი, რომ გაწვრთნას. 6 თვისაა. დაჯექი ადეწი და მსგავსები იცის მარა საჭმელს უცხოებისგანაც იღებს, არც არავის უყეფს, არც კბენს. სულ 3ჯერ დაიყეფა.6 თვის მანძილზე biggrin.gif

ადრე პიტბული მყავდა, მაგარი დასტოინი ძაღლი იყო. უცხოს არ გააჭაჭანებდა ეზოში, ახლოს ვერავინ მოგეკარებოდა რესკად, ბავშვებს არ ერჩოდა, დაჟე ხეზეც ადიოდა ძაღლი და 3 მეტრიან ზაბორს ახტებოდა. დამჯერიც იყო.

Posted by: პიანისტი 15 Oct 2017, 23:37
ბიგლი ვერ ვიშოვე და ნაგაზი მომინდა მაგრად , რა ფასებშია ? ამ ჯიშის ჩუქება გამორიცხულია ხო? biggrin.gif ლეკვი მინდა

Posted by: severuss 17 Nov 2017, 02:58
არის ვინმე აქ?

შავი ფერის ნაგაზი გყავთ ვინმეს?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 17 Nov 2017, 13:03
severuss
QUOTE
არის ვინმე აქ?

შავი ფერის ნაგაზი გყავთ ვინმეს?

დავუშვათ

Posted by: severuss 17 Nov 2017, 13:48
M-A-S-E-R-A-T-I

სხვადასხვა შეფერილობის მქონე ნაგაზებს შორის, ფერის გარდა არის სხვადასხვაობა რამე?

ხომ არ ყიდი ლეკვს, ან ვინმე ხომ არ იცი ვინც ყიდის?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 17 Nov 2017, 17:08
severuss
QUOTE
სხვადასხვა შეფერილობის მქონე ნაგაზებს შორის, ფერის გარდა არის სხვადასხვაობა რამე?

ხომ არ ყიდი ლეკვს, ან ვინმე ხომ არ იცი ვინც ყიდის?

ნაგაზები ზოგადად ბევრია, გერმანულები არი შავი და წითური შავით გრძელბეწვიანი და მოკლე სხვაობა ამის გარდა რა უნდა იყოს?

QUOTE
ხომ არ ყიდი ლეკვს, ან ვინმე ხომ არ იცი ვინც ყიდის?

არა ლეკვები არ ჰყავს გასაყიდი

Posted by: severuss 17 Nov 2017, 19:16
M-A-S-E-R-A-T-I


მადლობ

მივაგენი სასურველ ლეკვს smile.gif)

Posted by: SHA2 26 Mar 2018, 10:27
რა გჭირთ აღარ გყავთ გერმანელი ტვინიკოსები?

Posted by: iskkra 6 Apr 2018, 00:37
ყურები რომელ თვემდე უნდა აწიოოს ?

Posted by: iskkra 6 Apr 2018, 00:37
ყურები რომელ თვემდე უნდა აწიოოს ?

Posted by: SpyZooka 8 Apr 2018, 22:51
ჭუჭუს წვალებას რო დაიწყებს ყურებსაც აწევს ყურებსაც

Posted by: Kobalty 19 Apr 2018, 17:17
მყავს ჯიშიანი ხვადი..
ყველანაირად ჯანმრთელი, საბუთიანი და 16 წინაპრიანი ნუსხით..
მინდა შეჯვარება..
სრულიად უფასოდ..
არც ლეკვი მინდა, არც ფული..

Posted by: Alfa_Omega 23 Apr 2018, 16:14
წითური შეფერილობის გერმანულ ნაგაზს ყიდის ვინმე?

Posted by: irakli1901 25 Apr 2018, 11:37
გუშინ წამოვიყვანე თავშესაფრიდან 5 წლის გერმანული. როგორც კი მოვიყვანე ბევრი ვირბინეთ, ბევრიც იყეფა, ემოციებში იყო უხაროდა, ყველას უცბად შეგვეჩვია, მაგრამ ჯერ მაინც აანალიზებს სად არის და რა ხდება მის ირგვლივ. ბევრი წავიკითხე აქ ზოგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ლეკვის შერჩევას მისი საგვარეულო ნუსხის ხასიათის გამოკვლევას, მე კიდევ უბრალოდ მივედი და წამოვიყვანე პირველივე დანახვისას. თუ ვინმე კარგ რჩევას მომცემთ მის მოვლასთან დაკავშირებით მადლობელი დაგრჩებით!

Posted by: axaliniki 16 May 2018, 03:05
მდაა.
მკვდარია თემა
ბჰჰჰჰბყბყნბყუბ

Posted by: guri8 12 Aug 2018, 15:16
აბა მცოდნე ხალხო ეს ბელგიურია თუ გერმანული ?

Posted by: edna mamida 31 Aug 2018, 00:06
irakli1901
QUOTE

გუშინ წამოვიყვანე თავშესაფრიდან 5 წლის გერმანული. როგორც კი მოვიყვანე ბევრი ვირბინეთ, ბევრიც იყეფა, ემოციებში იყო უხაროდა, ყველას უცბად შეგვეჩვია, მაგრამ ჯერ მაინც აანალიზებს სად არის და რა ხდება მის ირგვლივ. ბევრი წავიკითხე აქ ზოგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ლეკვის შერჩევას მისი საგვარეულო ნუსხის ხასიათის გამოკვლევას, მე კიდევ უბრალოდ მივედი და წამოვიყვანე პირველივე დანახვისას. თუ ვინმე კარგ რჩევას მომცემთ მის მოვლასთან დაკავშირებით მადლობელი დაგრჩებით

up.gif up.gif

დაგვიანებულია მარა.. კარგ ვეტს მიუყვანე, გასინჯოს. წელიწადში ერთხელ აცრები, ყოველთვე აბაზანა და ტილებზე დამუშავება სჭირდება. სამ თვეში ერთხელ ჭიების წამალი მიეცი.
ჰო, კარგი საკვები უყიდე, იაფასიანი ნაგავი არა. რაც მთავარია, ყველა ძაღლს პატრონის სიყვარული სჭირდება

Posted by: MrCrowley 1 Feb 2019, 00:10
შეჯვარების მსურველებო:
2.5 წლის ბრანდი, ძუ პარტნიოს ეძებს შთამომავლობის გამრავლებისთვის. საბუთები წესრიგშია და ფიზიკურადაც ფორმაშია.


user posted image

Posted by: duza1 12 May 2019, 22:43
გთხოვთ მირჩიოთ კარგი ძაღლსაშენი.

Posted by: gionja 26 Jul 2019, 19:23
გამარჯობათ მეგობრებო, დღეს პირველად ვპოსტავ აქ და კეთილი იყოს ჩემი ფეხიsmile.gif) მყავს 2 თვის გერმანული ნაგაზი, არის 8 კილო და მაინტერესებს რამდენი ვაჭამო პედიგრი? ტვინი ამერია ყველა სხვადასხვა დოზას მეუბნება. ვიყიდე პედიგრი Pro Plan და აწერია ასე. ( 1.5, 3 თვე - 25კგ - 105-210 გრამი ) რაღაც ვერ ვიგებსავით, ეს ძაან ცოტა არ არის საკვებად? იქნებ დამეხმაროთ? user posted image

Posted by: Irakli199001 29 Jul 2019, 23:28
guri8

ჩემი აზრით გერმანული smile.gif

Posted by: Irakli199001 29 Jul 2019, 23:33
irakli1901

ჩემი გოგოც მაგ წლოვანების იყო როცა მაჩუქეს smile.gif 3 წელიწადზე ცოტა მეტხანს მყავდა და უამრავი ტკბილი მოგონება დამიტოვა, კიბოთი მომიკვდა სამწუხაროდ

Posted by: probe_bet 4 Oct 2019, 21:54
განარჯობათ, გრძელბეწვიანი გერმანული უფრო ჯიშიანად ითვლება თუ ჩვეულებრივი? და რამდენად რთული მოსავლელია ჩვეულებრივთან შედარებით?

Posted by: ქეთუზა 5 Oct 2019, 17:14
სალამი,
როგორც მივხვდი,დაჟე საბუთებიანი ლეკვი შეიძლება არ აღმოჩნდეს სუფთა სისხლის,იმიტომ რომ აყალბებენ საბუთებსაც,
არის რაიმე საშუალება(სისხლის ანალიზი ან რავი) რითაც ლეკვის სუფთა ჯიშის დადგენა შეიძლება ყიდვამდე?
და ბარემ,ხომ არავინ ყიდის მამალ ლეკვს? smile.gif
და რამდენად რეკომენდირებულია კორპუსის ბინაში მისი გაზრდა?

Posted by: Irakli199001 19 Oct 2019, 19:27

probe_bet

რომელიც შენ მოგწონს ის smile.gif მოკლებეწვიანი უფრო გავრცელებულია, ბეწვს მუდმივი მოვლა უნდა ვიტამინები უფრო ხშირი ვარცხნა და ა.შ.

ქეთუზა

ვინმე გამოცდილი უნდა ნახო და ის შეგარჩევინებს, მე მაგალითად ვერკვევი ახლობლისთვის შემირჩევია მაგრამ თავს ვერ დავდებ ექსპერტი ვარ თქო biggrin.gif გამოცდილი თვალი შეხედავს და შეატყობს რამდენად ჯიშიანია და რამდენად ჯამრთელია ლეკვი.

Posted by: ქეთუზა 9 Nov 2019, 10:46
QUOTE (Irakli199001 @ 19 Oct 2019, 19:27 )


ქეთუზა

ვინმე გამოცდილი უნდა ნახო და ის შეგარჩევინებს, მე მაგალითად ვერკვევი ახლობლისთვის შემირჩევია მაგრამ თავს ვერ დავდებ ექსპერტი ვარ თქო biggrin.gif გამოცდილი თვალი შეხედავს და შეატყობს რამდენად ჯიშიანია და რამდენად ჯამრთელია ლეკვი.

დედით გერმანული შეგვრჩა ბოლოს gigi.gif
დეგენერატი ლეკვია,მაგრამ თვენახევრისაა და ტუალეტი ვასწავლე სად უნდა მივიდეს,არ მჯერა lol.gif

Posted by: ქეთუზა 25 Nov 2019, 18:09
QUOTE (ქეთუზა @ 9 Nov 2019, 10:46 )
QUOTE (Irakli199001 @ 19 Oct 2019, 19:27 )


ქეთუზა

ვინმე გამოცდილი უნდა ნახო და ის შეგარჩევინებს, მე მაგალითად ვერკვევი ახლობლისთვის შემირჩევია მაგრამ თავს ვერ დავდებ ექსპერტი ვარ თქო biggrin.gif გამოცდილი თვალი შეხედავს და შეატყობს რამდენად ჯიშიანია და  რამდენად ჯამრთელია ლეკვი.

დედით გერმანული შეგვრჩა ბოლოს gigi.gif
დეგენერატი ლეკვია,მაგრამ თვენახევრისაა და ტუალეტი ვასწავლე სად უნდა მივიდეს,არ მჯერა lol.gif

ჰო,კიდევ,ვეტმა მალინუას და გერმანულის ნაჯვარიაო.
კაი ტიპია ^_^

Posted by: kvatunia24 10 Dec 2019, 23:50
user posted image
6 თვის არის გერმანულია საგვარეულო ნუსხა აქვს ისეთი შემშურდა gigi.gif

Posted by: stasi1 17 Dec 2019, 00:06
გამარჯობა.
მირჩიეთ რას უნდა მივაქციო ყურადღება ლეკვის შერჩევისას?
ალბათ ბევრი დაიწერა, გადავხედე თემას, მაგრამ ყველაფრის წაკითხვა შეუძლებელია.
დაახლოებით ამიხსენით ვინც ერკვევით რა

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 17 Dec 2019, 03:10
stasi1
QUOTE
გამარჯობა.
მირჩიეთ რას უნდა მივაქციო ყურადღება ლეკვის შერჩევისას?
ალბათ ბევრი დაიწერა, გადავხედე თემას, მაგრამ ყველაფრის წაკითხვა შეუძლებელია.
დაახლოებით ამიხსენით ვინც ერკვევით რა

საბუთებს და პირველ რიგში კარგ ვეტერინარს რომელსაც იცნობ

Posted by: stasi1 19 Dec 2019, 12:08
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 17 Dec 2019, 03:10 )

საბუთებს და პირველ რიგში კარგ ვეტერინარს რომელსაც იცნობ

მადლობა


ბარემ ვინმე ხომ არ ყიდით, ან იცით რომ ყიდდეს.

Posted by: kotcio 19 Dec 2019, 14:15
stasi1
პმ ნახე ტელეფონი მოგწერე, მაგარი ლეკვი ყავს, თუ არ გაყიდა უკვე

Posted by: kaxelooo 24 Dec 2019, 09:58
გამარჯობათ, მყავს 5 თვის გერმანელი, 4 თვის რო ავწონე 20.300 გრამი იყო და 5 ის ხდება და ისევ ეგ წონაა , კორმს არ ჭამს არანაირს , ვაჭმევ ქათმის ფილეს ხან ბრინჯში მოხარშულს ხან გერკულესში ან ქათმის ღვიძლებს ბრინჯით ან გერკულესით, 4 ჯერ დღეში დიდ ულუფებს მადა აქ ხარივით სუსტად არაა მარა დგს ისევ იმ წონაზე რაც იყო ერთი თვის წინ, უფრო ბუთქუნა მინდა იყოს და რა ვქნა რატო არ იმატებს?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 24 Dec 2019, 10:11
kaxelooo
QUOTE
გამარჯობათ, მყავს 5 თვის გერმანელი, 4 თვის რო ავწონე 20.300 გრამი იყო და 5 ის ხდება და ისევ ეგ წონაა , კორმს არ ჭამს არანაირს , ვაჭმევ ქათმის ფილეს ხან ბრინჯში მოხარშულს ხან გერკულესში ან ქათმის ღვიძლებს ბრინჯით ან გერკულესით, 4 ჯერ დღეში დიდ ულუფებს მადა აქ ხარივით სუსტად არაა მარა დგს ისევ იმ წონაზე რაც იყო ერთი თვის წინ, უფრო ბუთქუნა მინდა იყოს და რა ვქნა რატო არ იმატებს?


ფიზიოლოგია ხშირად დამოკიდებულია გენებზე ან მეორე ვარიანტი ჩემი ძაღLის ვეტერინარის სიტყვებია, "ერთი კვირაც რომ დააკლდეს შემდეგ ვეღარ წამოქაჩავს ზრდასო" ეს ასაკი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეხლა უნდა მიიღოს მაქსიმალურად დიდი ოდენობის ვიტამინები და უმჯობესია აი ეგეთ ნახარშებზე ამყოფო ძვლების და ფაფების ამ4 თვეში რაც იქნება იმ ტემპით ჩამოუყალიბდება მომავალში სხეული

Posted by: kaxelooo 24 Dec 2019, 10:29
M-A-S-E-R-A-T-I
რა ვიტამინები მივცე?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 24 Dec 2019, 15:49
kaxelooo
QUOTE
რა ვიტამინები მივცე?

ეგ აღარ მახსოვს დიდიხნის წინათ იყო ჩემი ძაღლის ისტორია თუმცა ძირითადად მაინც კაი კვების ხარჯზე დავაჟკაცდა, ერთადერთი რაც ზუსტად შემიძლია გითხრა როგორც ბავშვის ექიმს იმეგობრებენ ესე უნდა დაიმეგობრო ვეტერინარი და კონსულტაცია უნდა გქონდეს ხშირი

Posted by: kotcio 24 Dec 2019, 18:17
kaxelooo
ჩვენმ ავეტერინარმა მარტო კორმი აჭამეთო და ცოტა ხაჭო და გახეხილი სტაფილო. ვიტამინი "8 ერთში". მაღაზიებში იციან.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 24 Dec 2019, 19:02
kotcio
QUOTE
ჩვენმ ავეტერინარმა მარტო კორმი აჭამეთო და ცოტა ხაჭო და გახეხილი სტაფილო. ვიტამინი "8 ერთში". მაღაზიებში იციან.

სად ნახეთ ასეთი გენიოსი? biggrin.gif

Posted by: kotcio 26 Dec 2019, 16:06

M-A-S-E-R-A-T-I
სხვა რამეც საჭიროა? თუ რას გულისხმობთ?

Posted by: B l a c k J a c k 27 Dec 2019, 11:44
გაიზ,
მე მყავს გერმანული ნაგაზი, დედალი. სრულიად ჯანმრთელი ძაღლია: პედიგრის გარდა არაფერი უჭამია და ისიც დოზირებით.
8 თვის გახდა 2 დღის წინ და დღეს აღმოვაჩინეთ რომ დაეწყო ამძუნვარება. ეს ნორმალურია ამ ასაკისთვის და პერიოდისთვის?

Posted by: kotcio 16 Jan 2020, 12:18
ძაღლის საჭმლის საბითუმო მაღაზია თუ არის სადმე ან შედარებით იაფად სად შეიძლება ყიდვა?

Posted by: T-72 Sim1 10 Jan 2022, 23:04
user posted image

ლეკვი არია მე-5 თვეში, გუშინ წინ ვაჭამე ძროხის მოხარშული ძვალი და დღეს ძალიან ცოტა ჭამა + ყურები არ აუწევია sad.gif რისი ბრალია ხომ ვერ მეტყვით? ან რა უნდა ვაჭამო. დიდი ძაღლის საჭმელს ვაჭმევ თითო მუჭას დილა საღამოს

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 10 Jan 2022, 23:55
T-72 Sim1
QUOTE
ლეკვი არია მე-5 თვეში, გუშინ წინ ვაჭამე ძროხის მოხარშული ძვალი და დღეს ძალიან ცოტა ჭამა + ყურები არ აუწევია  რისი ბრალია ხომ ვერ მეტყვით? ან რა უნდა ვაჭამო. დიდი ძაღლის საჭმელს ვაჭმევ თითო მუჭას დილა საღამოს

გერმანულთან ეს ლეკვი რა შუაშია? boli.gif

Posted by: T-72 Sim1 11 Jan 2022, 10:34
M-A-S-E-R-A-T-I
ეს არის :)

____________________

Posted by: PAINKILLER 12 Jan 2022, 00:15
QUOTE (T-72 Sim1 @ 11 Jan 2022, 10:34 )
M-A-S-E-R-A-T-I
ეს არის smile.gif

____________________

აი როგორ გამოიყურება 5 თვის გერმანული ნაგაზი smile.gif

user posted image

Posted by: T-72 Sim1 12 Jan 2022, 02:09
QUOTE (PAINKILLER @ 12 Jan 2022, 00:15 )
QUOTE (T-72 Sim1 @ 11 Jan 2022, 10:34 )
M-A-S-E-R-A-T-I
ეს არის smile.gif

____________________

აი როგორ გამოიყურება 5 თვის გერმანული ნაგაზი smile.gif

user posted image

რაღა ჩემი გამოვიდა ბრაკი
sad.gif sad.gif -----------

Posted by: Universe´ 12 Jan 2022, 19:01
QUOTE (T-72 Sim1 @ 10 Jan 2022, 23:04 )
user posted image

ლეკვი არია მე-5 თვეში, გუშინ წინ ვაჭამე ძროხის მოხარშული ძვალი და დღეს ძალიან ცოტა ჭამა + ყურები არ აუწევია sad.gif რისი ბრალია ხომ ვერ მეტყვით? ან რა უნდა ვაჭამო. დიდი ძაღლის საჭმელს ვაჭმევ თითო მუჭას დილა საღამოს

აწწ, რა საყვარელი ლეკვუნაა love.gif პეინქილერის კომენტარის შემდეგ კიდევ უფრო კუდრაჭაა biggrin.gif love.gif

გამოკეთდა?

Posted by: T-72 Sim1 12 Jan 2022, 19:28
კი დარბის და გადამიჭამა ფეხსაცმელები მეშინისა რო მეტისის და გერმანულის ნაჯვარი არ იყოს sad.gifuser posted image,

Posted by: Universe´ 12 Jan 2022, 20:03
T-72 Sim1
ნუ გეშინია.
ძალიან კარგი ლეკვია, გინდაც შერეული იყოს.

დღეს გაჩერებაზე ვნახე წლამდე ლექვი იქნებოდა მწვანე საყელურით. გამვლელებს სუნავდა და მეთქი დაკარგულია, წამოვიყვანო, ნაპოვნია ძაღლი განცხადებები გავავრცელოდა ამ დროს იქვე ცხოვრობდეს?
რა უნდა ქნა ასეთ შემთხვევაში?

Posted by: T-72 Sim1 12 Jan 2022, 21:43
Universe´
თუ ნახე სადმე განცხადება კი დაურეკავ და შეიძლება გამოუშვეს გარეთ sad.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)