Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სპორტი > სირბილი


Posted by: kenenisa 19 Apr 2018, 15:04
სირბილის შესახებ შეგვიძლია გავუზიაროთ ერთმანეთს აზერები ამ თემაში.

გამოცდილება, მოტივაცია, ტექნიკა, ეკიპირება, პროგრამები, მანძილები და ა.შ.


Posted by: boni91 20 Apr 2018, 09:53


რანენ რანენ

Posted by: kenenisa 26 Apr 2018, 06:54
კენენიზა და ტირუნეში ლონდონის მარათონის წინ.


Posted by: miauvi 29 Apr 2018, 00:32
kvaratskhelia

წონაში უნდა დაიკლო რაც შეგიძლია, წონის პრობლემა გაქვს პირველ რიგში.

ყოველდღე უნდა ირბინო 8-10კმ. ერთი დღე სისწრაფე უნდა ავარჯიშო და მეორე დღე მანძილი უნდა გაზარდო.

კვირაში ორჯერ 20კმ. სირბილი შენთვის კომფორტულ რიტმში.

ამას თუ იზამ ყოველ კვირას საგრძნობელ პროგრესირებას იზამ და 30 კს-აც ადვილად ირბენ მაგ დროში.

Posted by: tazi 2 May 2018, 16:25
გენზებე ვერ მოხვდა ჩამონათვალში?

ჩემი ფავორიტი ეგაა up.gif

user posted image

Posted by: kenenisa 3 May 2018, 03:15
tazi
გენზებეც ძალიან მაგარია, უბრალოდ მთელ ოჯახს ხომ არ ჩამოვწერდი?
დიბაბების მთელი დინასტიაა სირბილის ნიჭით სავსე და ალბათ კიდევ
ბევრჯერ გავიგებთ მაგათ წარმატებებზე და მსოფლიო რეკორდებზე.
მარტო ამ ერთ ოჯახს აქვს იმაზე მეტი მსოფლიო და ოლიმპიური მედალი
ათლეტიზმში, ვიდრე ქვეყნების 90%-ს.
user posted image

Posted by: borbolia777 6 May 2018, 13:39
Yvelani morbenalebi arian? Vaa magaria

Posted by: tazi 8 May 2018, 18:38
kenenisa
გასაგებია, ძალიან მაგარი ოჯახია დიბაბების.
მედლებით ხომ ბევრ ქვეყანას ერთად აღებულს სჯობნიან,
მსოფლიო რეკორდებით, სხვადასხვა დისტანციაზე კიდევ ყველა ქვეყანას სჯობნიან.


Posted by: dadu____ 8 May 2018, 23:38
................................

Posted by: tazi 14 May 2018, 21:27

..................................................................................

Posted by: gamura8677 15 May 2018, 13:45
შაბათ-კვირას კუს ტბაზე დადიხართ ლიდაობით ვინმე, მარტო მეზარება და იქნებ შემომიერთდეთ...
კუს ტბის ასახვევთან ვცხოვრობ

Posted by: kenenisa 18 May 2018, 03:34
კენენიზა, მო და ჰაილი ერთად ნახევრ მარათონზე.


Posted by: kenenisa 25 May 2018, 03:46
დამთავრდა მძლეოსანთა საქართველოს ღია ჩემპიონატი, რომელშიც ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ტრადიციულად კარგად იასპარეზეს დედაქალაქელებმა, რომლებმაც საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ჯგუფში 463 ქულით ყველას აჯობეს. 373 ქულით მეორე იყო ახალციხის ნაკრები, ქუთაისელები (247) მესამე ადგილს დასჯერდნენ. მე-2 ჯგუფში საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1. ზუგდიდი (80), 2. ხობი (67), 3. ჭიათურა (50).
საგულისხმოა ისიც, რომ ეროვნულ ჩემპიონატში უკონკურსოდ მონაწილეობდნენ ახალგაზრდები - სიგრძეზე მხტომელი გიორგი კარდაშიანი (6,93 მ) და შუბის მტყორცნელი ალექსანდრე მარუტიანი (61,50), რომლებმაც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის სალიცენზიო ნორმატივები შეასრულეს.

მათთან ერთად ევროპის პირველობაზე გამოვლენ ჭოკით მხტომელი მიხეილ ცანავა (4.55) და 800 მეტრზე მორბენალი (1.56,79) ლუკა გოგილაშვილი, ხოლო სამხტომელმა ლაშა ღულელაურმა (16,76) და ბირთვის მკვრელმა გიორგი მუჯარიძემ (19,54) ევროპის მცირე ქვეყნების ჩემპიონატის საგზურები დაიმსახურეს.
კვარცხლბეკი - ქალები
100 მ. 1. სალომე ხაჟომია (13,22), 2. მეგი შონია (ორივე-თბილისი, 13,27), 3. ირმა ქურდაშვილი (აჭარა, 13,52); 200 მ. 1. ბელა ჭკადუა (ზუგდიდი, 27,03), 2. სალომე ხაჟომია (27,88), 3. მარი დემურაშვილი (ქუთაისი, 27,96); 400 მ. 1. ლიკა ხარჩილავა (თბილისი, 1.03,80), 2. გაიანე უსტიანი (ახალციხე, 1.07,19), 3. ქეთი გოგოლაძე (ბორჯომი, 1.07,39); 800 მ. 1. ლიკა ხარჩილავა (2.31,97), 2. ქეთი გოგოლაძე (2.33,18), 3. ანამარია ადეიშვილი (თბილისი, 2.33,94); 1500 მ. 1.
ჰასმიკ მარქარიანი (ახალციხე, 5.23,91), 2. მარიამ ზედგენიძე (ახალციხე (5.23,87), 3. ანამარია ადეიშვილი (5.25,18); 2000 მ/წინაღობებით. 1. მარიამ ფხალაძე (ჭიათურა, 7.15,55), 2. მარი ფაცაცია (ვანი, 8.49,30); 3000 მ. 1. მარიამ ფხალაძე (11.38,34), 2. ჰასმიკ მარქარიანი (11.42,74), 3. გაიანე უსტიანი (11.47,67); 5000 მ. მარი ფაცაცია (22.16,9); ამანათრბენი. 4X200 მ. 1. თბილის-1 (1.56,0), 2. აჭარა (1.59,0), 3. თბილისი-2 (2.01,8); ბირთვი. 1. სოფო შათირიშვილი (ოზურგეთი, 15,58),
2. სალომე რიგიშვილი (თბილისი, 14,84), 3. ნინო კვარაცხელია (ჩხოროწყუ, 8,65); სიმაღლეზე ხტომა. 1. მარი მწითური (160), 2. ლიზი ხუსკივაძე (135), 3. მაშო შხვაცაბაია (სამივე-თბილისი, 135); სიგრძეზე ხტომა. 1. ირინა მიკიტიუკი (5,37), 2. მედეა სონია (ორივე-თბილისი, 5.05), 3. თამთა ღვინიანიძე (ვანი, 4,84); სამხტომი. 1. ირინა მიკიტიუკი (12,07), 2. გურანდა გაბიცაძე (აჭარა, 10,82), 3. თამთა ღვინიანიძე (ვანი, 10,57); ჭოკით ხტომა. 1. სალომე ინჯგია (3,00), 2. მეგი შონია (ორივე-თბილისი, 2.20); ურო. 1. ნინო წიქვაძე (61,65), 2. მარიამ აბუაშვილი (ორივე-თბილისი, 50,56); შუბი. ანა გაჩეჩილაძე (თბილისი, 20,84); ბადრო. სალომე რიგიშვილი (50,00).

ვაჟები
100 მ. 1. ივანე ძოძუაშვლი (თბილისი, 11,34), 2. ლაშა კირკიტაძე (ქუთაისი, 11,40), 3. ლუკა გულუა (ხობი, 11,69); 200 მ. 1. მინდია ენდელაძე (ახალციხე, 22,31), 2. რაჯიმ მაჰდი (ირანი, 22,32), 3. ივანე ძოძუაშვილი (23,57); 400 მ. 1. მინდია ენდელაძე (ახალციხე, 49,48), 2. რაჰიმ მაჰდი (49,64), 3. მამუკა ზაქარაძე (აჭარა, 53,93); 800 მ. 1. ლუკა გოგილაშვილი (თბილისი, 1.56,79), 2. გიორგი გიორგაძე (ბორჯომი, 1.58,14), 3. მამუკა ზაქარაძე (2.08,58); 1500 მ.
1. ლუკა გოგილაშვილი (4.04,43), 2. თემურ ბაიკეევი (4.12,23), 3. თემურ მამედოვი (სამივე-თბილისი, 4.15,82); 2000 მ/წინაღობებით. 1. ნიკოლოზ გიხნიაშვილი (თბილისი, 6.19,75), 2. ჯეირან ხოფერია (ფოთი, 6.22,15), 3. ჟორიკ მანველიანი (ახალციხე, 6.36,41); 3000 მ. 1. თემურ ბაიკეევი (9.04,04), 2. გიორგი შეკრელიძე (დუშეთი, 9.23,52), 3. ნიკოლოზ გიხნიაშვილი (9.30.05); 5000 მ.
1, გიორგი შეკრელიძე (16.37,9), 2. გიორგი დამენია (თბილისი, 17.06,8), 3. გიორგი ჩენგელაია (თბილისი, 18.07,9); ამანათრბენი. 4X200 მ. 1. თბილისი-1 (1.3939), 2. ახალციხე (1.40,51), 3. აჭარა (1.40,59); ბირთვი. 1. გიორგი მუჯარიძე (გორი, 19,54), 2. გიორგი კეთილაძე (ხონი, 15,15), 3. ნიკო ქარდავა (წალენჯიხა, 10,72); სიმაღლეზე ხტომა. 1. ლუკა ივანეიშვილი (ქუთაისი, 190), 2. გიორგი ლაბაძე (თბილისი, 180), 3. დემეტრე ლაბაძე (ქუთაისი, 180); სიგრძეზე ხტომა. 1. ბაჩანა ხორავა (ზუგდიდი, 7,54), 2. რომან ბადრიძე (თბილისი, 7,31), 3. საბა კურდღელია (ქუთაისი, 6,98); სამხტომი.
1. ლაშა ღულელაური (თბილისი, 16,76), 2. საბა კურდღელია (14,26), 3. გიორგი დეკანოიძე (ოზურგეთი, 13,94); ჭოკით ხტომა. 1. მიხეილ ცანავა (4,55), 2. ლაშა ქარქუსაშვილი (4,40), 3. ნიკა ბოსტაღანაშვილი (სამივე-თბილისი, 3,60); ურო. 1. გოგა ჯიხვარია (ოზურგეთი, 67,32), 2.ლაშა გიორგი გურგენიძე (თბილისი, 65,08), 3. დათო ოჩიგავა (აბაშა, 62,15); შუბი. 1. როსტომ ჭინჭარაული (დუშეთი, 70,62), 2. გიორგი კეთილაძე (53,07), 3. ირაკლი ჟორჟოლიანი (ქუთაისი, 43,83); ბადრო. 1. თემურ აბულაშვილი (50,52), 2. ირაკლი ქავთარაძე (ორივე-თბილისი, 40,81), 3. ნიკო ქარდავა (წალენჯიხა, 34,23).

http://lelo.ge/article/მძლეოს

Posted by: ZEPTER 25 May 2018, 12:34
კარგია დრო და საშუალება თუ გაქვს sad.gif(((((((((

Posted by: ლადოქართველი 25 May 2018, 18:30
ბეკელეს ვაძლევ ხმას, მაგრამ დიბაბასაც ვთვლი რომ იმსახურებს,
უბრალოდ ორივეს ვერ მივცემ და იძულებული ვარ ბეკელე ავირჩიო.

Posted by: tazi 26 May 2018, 03:50
kenenisa
კარგია რომ ტარდება ჩემპიონატები, მაგრამ ტელევიზიით არ უნდა გადმოსცემდნენ ასეთ ღონისძიებებს?

როგორც ვიცი წესიერ სტადიონზეც კი არ უშვებენ ჩვენს მძლეოსნებს, გასაკვირი არაა რომ საკმაოიდ დაბალ შედეგებს დებენ საერთაშორისო სტანდარტებით, თუმცა ამ პირობებში ესეც საოცარია.

Posted by: kenenisa 26 May 2018, 21:00
tazi
კი, სამწუხაროდ მასეა, ძალიან ცოტა ყურადღება ექცევა მძლეოსნობას და ფედერაციაც უფრო რაღაც ოჯახურ კლანს გავს.


ესეც კენენიზას ბოლო გამარჯვება.

Posted by: kenenisa 1 Jun 2018, 04:28
ლადოქართველი
შენთვის სპეციალურად, ისიამოვნებ.

Posted by: kvaratskhelia 3 Jun 2018, 17:34
გამარჯობა მეგობრებო მაინტერესებს საათი თუ არის ისეთი რომელიც ზუსტად ითვლის გარბენილ მანძილს?ერთი ვიყიდე და 400 მეტრზე დამიწერა 200 მეტრი და არ მინდა იგივე შეცდომა დავუშვა ან რაიმე მოწყობილობა თუ არის რამე მსუბუქი იქნებ დამილინკოთ გთხოვთ

Posted by: kenenisa 12 Jun 2018, 20:05
kvaratskhelia
ყველა საათი თუ სხვა გამზომი, რომელიც ჯპს-ით ზომავს მასე შვება.

პირველ კილომეტრზე 200-დან 400-მდე განსხვავება შეიძლება მოგცეს,
შემდეგ კილომეტრებზე აკეთებს ადაპტირებას უკეთესად და 50 მეტრამდე
დადის განსხვავება. ამ განსხვავების აღმოფქვრა ჯერჯერობით არ შეუძლიათ,
სატელიტიდან ხელსაწყომდე სიგნალის დაფიქსირების და მიტანის პროცესში
დაკარგული წამების გამო.

ამიტომ მოკლე დისტანციებზე უნდა ივარჯიშო უკვე ზუსტად გაზომილ ადგილებზე.



Posted by: kvaratskhelia 15 Jun 2018, 20:27
QUOTE (kenenisa @ 12 Jun 2018, 20:05 )
kvaratskhelia
ყველა საათი თუ სხვა გამზომი, რომელიც ჯპს-ით ზომავს მასე შვება.

პირველ კილომეტრზე 200-დან 400-მდე განსხვავება შეიძლება მოგცეს,
შემდეგ კილომეტრებზე აკეთებს ადაპტირებას უკეთესად და 50 მეტრამდე
დადის განსხვავება. ამ განსხვავების აღმოფქვრა ჯერჯერობით არ შეუძლიათ,
სატელიტიდან ხელსაწყომდე სიგნალის დაფიქსირების და მიტანის პროცესში
დაკარგული წამების გამო.

ამიტომ მოკლე დისტანციებზე უნდა ივარჯიშო უკვე ზუსტად გაზომილ ადგილებზე.

გასაგებია მაგრამ მე მჭირდება 30 კილომეტრზე მგონი ისევ ნაიკ რანინგ პროგრამით სირბილი სჯობს

Posted by: ლადოქართველი 20 Aug 2018, 18:23
kenenisa
QUOTE
შენთვის სპეციალურად, ისიამოვნებ.

up.gif

ბერლინის ევროპის ჩემპიონატზე ისევ წარუმატებლად გამოვიდა ჩვენი ნაკრები.

მარათონზე მქონდა ათეულში მოხვედრის იმედი მაგრამ ჩვენმმა მორბენლმმა მხოლოდ 27კმ. გაუძლო შემოთავაზებულ რიტმს.

Posted by: Pyramid_of_Cheops 21 Aug 2018, 02:23
QUOTE
კვირაში ორჯერ 20კმ. სირბილი შენთვის კომფორტულ რიტმში.

ამას თუ იზამ ყოველ კვირას საგრძნობელ პროგრესირებას იზამ და 30 კს-აც ადვილად ირბენ მაგ დროში.


20-30 კილომეტრი სასურველია ჩვეულებრივი მოკვდავითვის?მაგდენი არის საჭირო? drug.gif

Posted by: kenenisa 22 Aug 2018, 05:05
Pyramid_of_Cheops
??????????????????????????????????????????????

Posted by: kenenisa 28 Aug 2018, 18:31
Promes

QUOTE
უზმოზე რო გავიდე.. უჭირს ვითომ რამე?


უფრო მსუბუქად ირბენ, მათავარია სითხე მიიღო საკმარისად.


Posted by: most wanted 9 Sep 2018, 16:02
ვინმეს ხომ არ გინდათ სარბენი ბოტასები? ვყიდი ASICS Mens Gel-Venture 6 (70 ლარი) - ახალი.

ესენია ზუსტად, გამოვიწერე და დიდი მომივიდა. არის 10.5 ზომა.

https://www.amazon.com/gp/product/B01N8X9R86/ref=oh_aui_detailpage_o00_s01?ie=UTF8&psc=1


user posted image

Posted by: ლადოქართველი 4 Oct 2018, 15:53
ბერლინის მარათონი და კიფჩოგეს ახალი მსოფლიო რეკორდი.

ნელნელა მივუახლოვდით 2 საათიან ბარიერს, რომლის გადალახვაც,
ბევრის აზრით, ადამიანისთვის შეუძლებელია. ჩემის აზრით კი ამ
ზღვარსაც დავძლევთ მომავალ 5-6 წელიწადში.

Posted by: kshaneli 7 Oct 2018, 21:13
QUOTE (most wanted @ 9 Sep 2018, 16:02 )
ვინმეს ხომ არ გინდათ სარბენი ბოტასები? ვყიდი ASICS Mens Gel-Venture 6 (70 ლარი) - ახალი.

ესენია ზუსტად, გამოვიწერე და დიდი მომივიდა. არის 10.5 ზომა.

https://www.amazon.com/gp/product/B01N8X9R86/ref=oh_aui_detailpage_o00_s01?ie=UTF8&psc=1


user posted image

ვ ახ კაი ბოტასია ძამა. ჩვენს ენაზე რომელი ზომაა?

Posted by: ლადოქართველი 12 Oct 2018, 04:56
დღევანდელი ვარჯიში
user posted image

Posted by: kenenisa 5 Nov 2018, 20:04
გუშინდელი ნიუიორკის მარათონის შედეგები:


Posted by: ლადოქართველი 12 Nov 2018, 05:05
ესეც პირველი მარათონი
user posted image

Posted by: Zachmoriart 12 Nov 2018, 19:30
QUOTE (ლადოქართველი @ 12 Nov 2018, 05:05 )
ესეც პირველი მარათონი
user posted image

დიდი ხანია არ მივარჯიშია, იქნებ მირჩიოთ გამძლეობაზე და დიხანიაზე როგორ ვივარჯიშო სირბილით, როგორ მივიღო კარგი შედეგი. დღეები როგორ დავყო და რა პროგრამიით ვიხელმძღვანელო. ძაან მალე ვიღლები სირბილის დროს 2-3 კმზე უკვე ფეხები მტკივდება და ენა მივარდება

Posted by: ლადოქართველი 17 Nov 2018, 01:19
ახალი გაუმჯობესება ნახევარ მარათონზე და 25კმ-ზე.
user posted image
* * *
QUOTE (Zachmoriart @ 12 Nov 2018, 19:30 )
დიდი ხანია არ მივარჯიშია, იქნებ მირჩიოთ გამძლეობაზე და დიხანიაზე როგორ ვივარჯიშო სირბილით, როგორ მივიღო კარგი შედეგი. დღეები როგორ დავყო და რა პროგრამიით ვიხელმძღვანელო. ძაან მალე ვიღლები სირბილის დროს 2-3 კმზე უკვე ფეხები მტკივდება და ენა მივარდება

პირველ რიგში უნდა ივარჯიშო რეგულარულად,
გაზარდო ნელნელა ვარჯიშის რაოდენობა და ინტენსივობაც,
უნდა მოუმატო გამძლეობა, ამას მხოლოდ კილომეტრების გაზრდით მოახერხებ.
შემდეგი ეტაპი არის სისწრაფის გაზრდა, მაგრამ აქამდე ჯერ ბევრი გაქვს სავარჯიშო გამძლეობაზე.

Posted by: Zachmoriart 17 Nov 2018, 18:15
დაახლოებით რამდენ კილომეტრზე უნდა ავიდე რომ სისწრაფეზე მუშაობა ღირდეს.

Posted by: ლადოქართველი 20 Nov 2018, 06:08
ახალი გაუმჯობესება 10 და 15კმ-ზე.
user posted image
* * *
QUOTE (Zachmoriart @ 17 Nov 2018, 18:15 )
დაახლოებით რამდენ კილომეტრზე უნდა ავიდე რომ სისწრაფეზე მუშაობა ღირდეს.

სისწრაფეზე მუშაობა ყოველთვის ღირს, უბრალოდ 2-3 კილომეტრზე ფეხები არ უნდა გტკივდებოდეს და ენა არ უნდა გივარდებოდეს.
თუნდაც ამ 3 კილომეტრის სირბილს რომ შესძლებ უპრობლემოდ, მაქედანვე დაიწყე სწრაფი სერიებიც.
ყველა ვარიანტში გამძლეობა თუ არ შეიქმენი, სრაფად სირბილი მაინც არ გამოგივა, ვგულისხმობ საშუალო და დიდ დისტანციებს.
ჩემი რჩევა იქნება არ იჩქარო სისწრაფეზე ფიქრი და 10 კილომეტრამდე მაინც აიყვანე მანძილი, თავისუფლად რომ შეგეძლოს სირბილი ისე.
მიზანმიმართულად და დისციპლინირებულად თუ გახვალ ყოველ მეორე დღეს სარბენად ამას დაახლოებით 3-6 თვეში შესძლებ.

Posted by: Mmerisi 21 Nov 2018, 10:36
სალამი სირბილის პროფესიონალებს;


დამაკვალიანეთ გთხოვთ გამოცდილ ხალხს;

მინდა წონაში კლება, უსაშველო არ ვარ, სპორტს მივსდიო მაქვს ყველანაირი საშუალება (ყველას აქვს ამის საშულება მონდომებაა მთავარი)
მოკლედ, მირჩიეთ დილითაც შემიძლია ვირბინო და საღამოსაც, სახლში მაქვს ელექტრო სარბენი ბილიკი და ის თუ ჩაანაცვლებს გარეთ სირბილს იქ კი დავრბივარ მაგრამ არარასისტემატურად, მგონი არის განსხვავება არსობრივი გარეთ და სარბენ ბილიკებზე სირბილს შორის, სად ვირბინო და წონაში კლებას თუ მივაღწევ. რა ინტენსივობით და რა მანძილზე, მადლობა.

* * *
მკვდარი თემა ყოფილა, მეგონა ხალხი შემოდიოდა.

Posted by: kenenisa 13 Dec 2018, 00:24
როგორ ხართ მორბენლებო? დარბიხართ ამ სიცივეშიsmile.gif

Posted by: ladusha2 4 Jan 2019, 13:14
ცოტა განვავრცოთ , მეც მაინტერესებს, ადრე სპორტით აქტიურად ვიყავიუ დაკავებული ესე 20 წლამდე ვარჯიშობდი ვიყავი მაგარ ფორმაში , შემილია ვთქვა რომ მთელი ცხოვრება ვარჯიშობდი მხოლოდ 20 წლამდე, მერე უკვე იშვიათად წელიწადში მაქსიმუმ ჯამში 1 თვე. ეხლა რამაინტერესებს , რომ ვიწყებ სიბილს გარეთ ასევთკვათ კუსტბაზე პეხები მტკივდება რა მაგრად მიქვავდება ასევთვათ , ნუ ადრეც დახლოებით იყო ეგრე მაგრამ როც ფორმაში ხარ ვერგძნობ ესეთ თკივილებს, ნუ მერე დარბაზში დავიწყე სიარული და იქ ბილიკზე უპრობლემოდ დავრბივარ და არანაირი ტკივილი არმაქ პეხებში. როგორ შეიძლება რომ გარეთ სირბილი დავძლიოთ ამ ტკვივილების გარეშე თუ გაქვთ ინფო? ნუ ცოტას ავიტან მარა ძაან იცის ხოლმე და ხასიათი მეკარგება სირბილისsmile.gif

Posted by: ტაზ 22 Mar 2019, 08:13
როგორ ხართ მორბენლებო? 
smile.gif
------------------------------------------------------

Posted by: leikam7 25 Mar 2019, 14:27
ლადოქართველი
რა პროგრამაა?

Posted by: ლადოქართველი 26 Mar 2019, 00:05
leikam7
გარმინის პროგრამაა,

https://connect.garmin.com/en-US/

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 29 Mar 2019, 12:25
რედბულის მარათონზე ვინ მორბიხართ?

გუნდი გავაკეთე givi.gif
https://teams.wingsforlifeworldrun.com/ge/ka/b011e58a51fa11e9abd20a4419377a1c

Posted by: kenenisa 11 Apr 2019, 00:44
ვაა ტირუნეშს გულშემატკივრები გამოუჩნდა.

ძალიან კარგი!

Posted by: ლადოქართველი 1 May 2019, 03:22
ახალი სეზონიც დაიწყო;
user posted image

Posted by: kenenisa 1 May 2019, 04:49
ამასობაში კი კიფჩოგემ კიდევ ერთი ლონდონის მარათონი მოიგო.
13 მარათონიდან 12 მოგება, ისტორიაში როგორც საუკეთესო მარათონელი შევა.

ქალებში კოსგეიმ ჩიკაგოს მერე მეორე დიდი მარათონი მოიგო, როგორც სჩანს კეიტანის
დრო ნელნელა წარსულს ბარდება, ვნახოთ ნიუორკის მარათონზე რას იზამენ ორივენი.


Posted by: ლადოქართველი 15 May 2019, 04:39
რიტმის პროგრესული აჩქარება
user posted image

Posted by: kenenisa 15 May 2019, 20:06
იოკოჰამას მსოფლიო შეკრება ესტაფეტებში,
საინტერესო ფორმატია, მსოფლიოს მოსამზადებლად.

Posted by: FranziskanerWeissbier 28 May 2019, 10:43
სადაც არ დავიწყე სირბილი მოპარკო სივრცეებში, ყველგან ძაღლები ყავთ გამოყვანილი 4364425643654354 და აშვებული როტვეილერები, პიტბულები და გერმანული ნაგაზები დარბიან vik.gif იარაღი ვატარო თან თუ რა თემაა ვერ გავიგე, უპასუხისმგებლოები არიან ეს პატრონები, რამდენჯერმე გამომეკიდა რაღაც ###ძაღლა უკვე

Posted by: Nikalas 2 Jun 2019, 01:52
დენის კიმეტოს მივეცი ხმა. რა ქნა მაგ გადარეულმა კაცმა ბერლინში. მაშინ დავრბოდი და მახსოვს როგორი აღფრთოვანებული ვიყავი ამისი მომსწრე. 42 კილომეტრი ირბინა 2 საათსა და სამ წუთზე ნაკლებში.

სირბილით აღარ დავრბივარ ახლა. არცაა ადგილები სარბენი. მთელი თბილისი ერთი დიდი ყრალი სათბურია მანქანების გამონაბოლქვით გაშავებული. რაგინდ აქ გიცხოვრია და რაგინდ მძიმე მწეველი ყოფილხარ ბორჯომის ტყეში. ვიხრჩობი ყოველდღე. იმედია მალე გავაღწევ ამ სა***ვეთიდან.

Posted by: ლადოქართველი 11 Jun 2019, 18:01
ახალი გაუმჯობესება 10 კილომეტრზე.
user posted image

Posted by: wimurey 11 Jun 2019, 20:42
https://www.youtube.com/watch?v=vBVoodacTf8&t=151s
გამარჯობათ, მაინტერესებს მსგავსი ტიპის სირბილი მართლა ეხმარება დაკლებაში თუ ტრუხა ბაზარია? biggrin.gif
როგორ სირბილს მირჩევთ კარგი შედეგის დასადებათ(კვებით ვუწყობ ბოლომდე)

Posted by: ლადოქართველი 11 Jun 2019, 21:31
wimurey
ყველანაირი სირბილი ეხმარება დაკლებაში, ეგ რასაც აკეთებს ეგ არის ინტერვალებით პულსაციების მაქსიმუმზე აწევა.
კი არის საკმაოდ ეფექტური მეთოდი წონის დასაგდებად, მაგრამ კვებასაც არ უნდა მოუმატო.
ანუ თუ ივარჯიშებ ამ მეთოდით და არ გაზრდი მიღებული კალორიების რაოდენობას, დაახლოებით ერთ თვეში იგრძნობ შედეგს.

ამ ვარჯიშის მთელი აზრია: პულსაციის აწევა გახურებით, მერე მაქსიმუმის პიკების მიღწევა და გაჩერება. როდესაც ასე შვები იმ დასვენების
ინტერვალშიც პულსაცია აგრძელებს მაღალ მაჩვენებელზე ყოფნას, შესაბამისად კალორიების წვაც შედარებით სწრაფი რიტმით გრძელდება.
ამის მერე არ აცლი პულსაციას დაბლა ჩამოსვლას და ისევ მაქსიმუმზე აგყავს, და ასე რამოდენიმეჯერ, რაც უფრო მეტ სერიას იზამ მით უკეთესს და
ჩქარ შედეგს დადებ. პრობლემა ასეთი ვარჯიშების მერე ხშირად ის არის რომ გშივდება და ზომაზე მეტს ჭამ მერე, ასე თუ იზამ წონაში მაინც არ დაიკლებ,
პირიქით ზოგი იმატებს კიდეც.

ჩემი პირადი გამოცდილებით ყველაზე კარგი მეთოდი დიდ დისტანციებზე ცვალებადი რიტმით სირბილია, ბევრი წყალი უნდა სვა, რაც ზომაზე მეტი საჭმელის მიღებისგან დაგიცავს.

Posted by: BeyondBeyonder 11 Jun 2019, 22:37
QUOTE (wimurey @ 11 Jun 2019, 20:42 )
https://www.youtube.com/watch?v=vBVoodacTf8&t=151s
გამარჯობათ, მაინტერესებს მსგავსი ტიპის სირბილი მართლა ეხმარება დაკლებაში თუ ტრუხა ბაზარია? biggrin.gif
როგორ სირბილს მირჩევთ კარგი შედეგის დასადებათ(კვებით ვუწყობ ბოლომდე)

კვლევები დაიდო სადაც ითქვა რომ მაღალი ინტენსივობის ვორკაუტი უფრო მეტ კალორიას წვავს/იგივე რაოდენობას მცირე დროში უბრალოდ სლოუ კარდიოსთან შედარებით ასე რომ ძალიან კარგია , მე მაგალითად 5 წუთი საშუალოზე დავრბივარ , მერე 3-4 წუთი მაღალზე , 1 წუთი ძალიან მაღალზე და მერე საშუალოზე ჩამომაქვს ამოსასუნთქად , წონების ვარჯიშის მერე 15-20 წუთიანი ასეთი კარდიო დამატებით ცხიმებს წვავს , ნუ ყველაზე ნაღდია ფასტინგ კარდიო ანუ დილით რომ გამოაღვიძებ ორგანიზმს საუზმე გამოტოვო და მაღალი ინტენსოვიბის კარდიეოები აკეთო 20-30 წუთი , მეტიწილი ცხიმები დაიწვება და კუნთის დაწვის იმ მცირედის არიდებაც თუ გსურს BCAAს მიღება შეიძლება yes.gif

Posted by: wimurey 12 Jun 2019, 09:58
BeyondBeyonder
ლადოქართველი
დიდი მადლობა yes.gif

Posted by: actionscript 15 Jun 2019, 15:03
მეგობრებო
დავიწყე სირბილი და საკმაოდ დავიტვირთე თავი
დაახლოებით 30-40 კმ კვირაში
ამტკივდა მუხლები, მივედი ეხოზე და სინოვიტი მაქვს ძალიან მცირე რაოდენობით (სითხე მუხლში)
ვმკურნალობ და მალევე გამივლის, უბრალოდ არ მინდა იგივე შეცდომა მომივიდეს

ვინმეს მსგავსი პრობლემა ხო არ გქონიათ? ან როგორ მივხვდე ზედმეტს ხო არ დავრბივარ ან რამე სპეციალური ვარჯიშები თუ იცით
მადლობა წინასწარ

პ.ს. ძალიან კარგი ბოტასები მაქვს

Posted by: kenenisa 16 Jun 2019, 03:55
actionscr1pt
ექიმმა უნდა გაგცეს უფრო პასუხი შენ კითხვაზე.

სირბილის მხრივ ორი რამ შეიძლება იყოს; ქუსლებით სირბილს უნდა გადაეჩვიო და წონის პრობლემაც შეიძლება იყოს მიზეზი.

მაგრამ კომპეტენტური მაინც ამ დონის პრობლემასთან, პირველ რიგში ექიმია.

Posted by: kshaneli 19 Jun 2019, 12:45
ყველგან სადაც დავრბივარ დილით, პარკებში და სკვერებში ამ პენსიონერებს ძაღლები ყვათ აშვებული. ერტი რომ გამომეკიდოს......... @@@@@ პატრონს

Posted by: FranziskanerWeissbier 19 Jun 2019, 12:57
QUOTE (kshaneli @ 19 Jun 2019, 12:45 )
ყველგან სადაც დავრბივარ დილით, პარკებში და სკვერებში ამ პენსიონერებს ძაღლები ყვათ აშვებული. ერტი რომ გამომეკიდოს......... @@@@@ პატრონს

ძაან ტვინი #####ა ამ ძაღლებმა მართლა. ყველა პარკში აშვებული ნაგაზები და როტვეილერები დარბიან

Posted by: ტაზ 19 Jun 2019, 18:35
Vinmes dzaglma tu gikbinat pasuxismgebloba patrons ar ekisreba mand?

Sasamartlos gzit didi tanxa unda daekisrot wesit.

Posted by: FranziskanerWeissbier 19 Jun 2019, 18:52
ტაზ
გამომეკიდა რამდენჯერმე და გადავრჩი, მაგრამ რატომ უნდა მიკბინოს ვერ გავიგე, ამხელა ხალხს თავში ტვინი არ აქვს? ან კიდევ პარკში რომ დაცვა დგას იმათ არ უნდა უთხრან ან დააჯარიმონ? ###ზე კიდიათ ამ ქვეყანაში წესრიგი ყველგან.

Posted by: ტაზ 20 Jun 2019, 03:11
FranziskanerWeissbier
Mashin dzagli ro gamogekideba mibrundi swrafad da sheeshindeba, meti sxva gza ar vici.

Posted by: FranziskanerWeissbier 20 Jun 2019, 07:18
ტაზ
ჰო ვახერხებ რაღაცას და თავს გადავირჩენ ხოლმე biggrin.gif მაგრამ კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანს, რატომ უნდა ვიყო საფრთხის ქვეშ რომ როტვეილერმა არ დამგლიჯოს სირბილის დროს არ მესმის, ვიღაც სირი პატრონის გამო biggrin.gif

Posted by: wimurey 20 Jun 2019, 11:51
actionscr1pt
https://www.youtube.com/watch?v=entUXhcgt3c&t=328s
up.gif

Posted by: actionscript 22 Jun 2019, 13:09
wimurey
მადლობა bis.gif

Posted by: ტაზ 28 Sep 2019, 19:35
Warmatebebi xval tbilisis naxevar maratonze,

Gansakutrebit saqartvelos saxelit gamomsvlel gogonebs!

Posted by: kenenisa 29 Sep 2019, 19:49
ამასობაში კენენიზას 2 წამი დააკლდა კიფჩოგეს ისედაც უძნელესი რეკორდის გასაუმჯობებლედ ბერლინში.




Posted by: ტაზ 12 Oct 2019, 18:39
Kifchogem irbina maratoni 01:59:40 shi.
Gilocavt yvelas am mwvervalis dapyrobas!
https://www.bbc.com/sport/athletics/50025543

Posted by: ManueloCosta 13 Oct 2019, 15:55
ძალიან დიდი რამ მოხდა გუშინ სპორტის ისტორიაში. მართალია ოფიციალური რეკორდი არაა, მაგრამ მაინც.




Posted by: კავთა 13 Oct 2019, 16:11
Klosterhalfen.. Krause...

()/()

Posted by: kenenisa 30 Nov 2019, 04:39
QUOTE
სალამი მორბენლებს, დიდი ხანია აქ არ დამიპოსტავს

ულტრა რანერები სად ხართ გამოდით love.gif

წელს ორი საინტერესო ულტრა ვირბინე და მინდა გაგიზიაროთ

თუშეთი და ყელიწადის ტბა

თუშეთი: გირევიდან მუცომდე, (აწუნტას უღელტეხილის გავლით) 41 კმ გამოვიდა დაახლოებით, სიმაღლე 2000 მეტრამდე, დრო 9:42:38
აუცილებლად საყურებელი ვიდეო :


ყელიწადი: მთლიანი წრე 38 კმ,  2400 სიმაღლე, დრო 15 საათი, გზა აგვერია და დავიკარგეთ, 3000 მეტრზე დაგვაღამდა, მხოლოდ შორტებით ვიყავით, კარვების და თბილი ტანსაცმლის გარეშე... ვერტფრენიც არ გამოუშვეს, ამიტომ ჩვენით გამოვაღწიეთ უკუნით სიბნელეში :დ

ვიდეო საკმაოდ საინტერესო გამოგივიდათ, მიმართულების გარკვევას რომ ცდილობდა ის გოგო და არავინ აზრზე რო არ იყავით, სასაცილო მომენტია. smile.gif
ისე ცნობისათვის, ულტრა დისტანცია მშინ ითვლება თუ მარათონისას აჭარბებს.
ისე კი, როგორც წესი, ყველაზე მოკლე ულტრის ათვლა 50 კმ-დან იწყება.

Posted by: ტაზ 8 Jan 2020, 06:21
brevаlo
QUOTE
სირბილში Pace რას ნიშნავს?
დაახლოებით სიჩქარის განმსაზღვრელია, მაგრამ ზუსტად ვერ მივხვდი რა არის.....


Ritms nishnavs, rogorc wesi 10km-s ra ritmitac apireb rom dafaro.

Gayavi drto 10ze da egaa.

Magalitad 10km 45wutshi, iqneba 4:30 pace.

Maratoni 2 saatshi da 6 wutshi ki iqneba 3 wutiani pace.

Mokled sashualo unda gamotvalo distanciis mixedvit.

Da gamogiva kilometrs ra droshic farav.

Posted by: kenenisa 9 Jan 2020, 21:25
QUOTE
Mokled sashualo unda gamotvalo distanciis mixedvit.

Da gamogiva kilometrs ra droshic farav.

up.gif up.gif

Posted by: Mordock 11 Jan 2020, 18:50
გამარჯობათ, ვარ დაკავებული ძალისმიერი სპორტით წლებია, მალლე მიწევს ნორმატივები, 3 კილომეტრი უნდა ვირბინო 14 წუთში, დავიწყე სირბილი მარა 15 წუთს ვერ ჩამოვცდი, გამძლეობა ( დიხანია) მაქვს მარა 5 წუთში მეწყება გაუსაძლისი მყესების ტკივილი, იქნებ მიშველოთ ვინმემ და მასწავლოთ გზა რა ვუშველო ამ ადგილს.....

Posted by: kaiser Soze 11 Jan 2020, 23:55
გამოკითხვაში, რათქმაუნდა, უსაინ ბოლტი.
სხვები უბრალოდ არ გამიგია. : დდ

Mordock
ირბინე ხშირად. სხვა გზა არაა. შეაჩვიე ფეხის კუნთები.

სამი კილომეტრი 14 წუთში არის პეისი კილომეტრი 4:40 წუთში, რაც საკმაოდ ნელია. ირბინე ისე რომ პეისი დაიჭირო, ანუ პირველი კილომეტრი სამ წამში არ გაირბინო, გაირბინე ასე 4:20 -ში. გქონდეს მობილური რომ პეისი აკონტროლო, და აპლიკაცია რანკიპერი. ფეხებს უნდა მიჩვევა, მიჩვევა კიდევ ხშირი გამეორებებით ხდება. დიდი ბმ გაქვს, და მაგიტომ გიჭირს ალბათ.

მე ყოველთვის სუნთქვაში მიჭირდა, და არა კუნთებში, რომ დავრბოდი, მაგრამ მას შემდეგ 10 კილო მშრალი კუნთი დავიდე.

ისე საკმაოდ კარგი შედეგები დავდე ერთ წელში - 5კ 20 წუთში და 10კ 44:45-ში. მერე დავანებე სირბილს თავი. თავისი მუღამი აქვს, მაგრამ ძალიან მოსაბეზრებელიცაა. თან ჯიმში რომ დადიხარ, სირბილი გიტრუხდება უკვე. მხოლოდ სპრინტები და ისიც იშვიათად. ახლა ალბათ 100 მეტრ სპრინტში უკეთესი ვარ, მაგრამ 5კ 23 წუთშიც გამიჭირდება.

აი ეხლა კონცეპტ 2-ზე მემართება ის, რასაც შენ აღწერ. 500მ სპრინტს რომ ვაკეთებ, ასე 300მ ზე უკვე ბარძაყები მენასკვები და ვეღარ ვიჭერ პეისს.


Posted by: ტაზ 12 Mar 2020, 08:07

QUOTE
ისეთი პირი უჩანს კორონას გამო გადადების დიდი შანსია
ნეტაი არ გადადონ
1) დათბება
2) უცხოელები არ ჩამოვლენ
3) ღია სივრცეშია
4) ფული უკვე გადახდილია
5) ჩვენ ქვეყანაში არაა გავრცელებული (იმედია არც) biggrin.gif


Gadadeba mouwevt didi albbtoait

Maq am tvis bolomde mouwevt realuri suratis agiareba

Axla rasac amboben propagandaa mtavrobis

Posted by: BCX 9 Apr 2020, 14:44
მეგობრებო გამარჯობათ ამ სახლში ყოფნისას დავიწყე სირბილიორი კვირაა ალბათ ხოდა ფეხზე ბრტყელტერფიანობისკენ მაქვს მიდრეკილება და რამდენად რეკომენდირებულია სირბილი ბოლო დღეებია წვივები ფეხის კუნთები და წვივები ძალიან მტკივა და მაგას ვაბრალებ.

Posted by: Nikalas 16 Apr 2020, 12:07
BCX
გამარჯობა smile.gif
მეც მიდრეკილება მაქვს ბრტყელტერფიანობისკენ, ლასტებივით მაქვს ფეხები biggrin.gif და მეც მაწუხებს წვივების ტკივილი. მარა დროთა განმავლობაში უნდა გადაიაროს წესით, ახალი დაწყებული (განახლებული) მაქვს სირბილი მეც. თუმცა, წვივები არაფერი, მთავარია მუხლებზე არ შეგვექმნას პრობლემა. ბრტყელტერფიანობამ მუხლების ატკივებაც იცის ზოგჯერ როდესაც რამდენიმე კვირა მუდმივად დარბიხარ ასფალტზე.


გუშინ ვირბინე სამ კილომეტრზე ცოტა მეტი
user posted image

დავდებ ხოლმე ჩემი პროგრესის სქრინებს. მინდა ერთი ათი კილომეტრის გარბენა შემეძლოს კმ/6 წუთზე ქვემოთ

Posted by: კორონა 16 Apr 2020, 12:15
QUOTE
გუშინ ვირბინე სამ კილომეტრზე ცოტა მეტი

3.19 კმ - 17 წუთში არა მთლად ცუდი ! wink.gif

Posted by: Nikalas 16 Apr 2020, 12:16
კორონა
QUOTE
3.19 კმ - 17 წუთში არა მთლად ცუდი

უფრო 19 წუთში biggrin.gif
* * *
ესეც გუშინდელი სირბილი. წლებია 5 კმ არ მირბენია და გახარებული ვარ biggrin.gif
user posted image

Posted by: კორონა 17 Apr 2020, 16:56
QUOTE
უფრო 19 წუთში

აპი სხვას რატო ანახებს აბა? !
ეგრე მეც დავრბივარ 23 წუთში 3.2 კმ .
....
ნუ თუ ეხლაც აპი არ იტყუება კაია 5 კმ... 31 ში
----
ეს 07 აპრილის შედეგი 07 მაის ვიმეორებ იგივეს ! biggrin.gif
ჯამში 17 კილომეტრი
user posted image


Posted by: Nikalas 17 Apr 2020, 21:53
კორონა
დღეში ორჯერ ირბინე?

ნუუ მე ჯერ მაგ დონეზე არ ვარ დღეში 17კმ ვირბინო მარა მანდამდეც მივალ biggrin.gif

QUOTE
ნუ თუ ეხლაც აპი არ იტყუება კაია 5 კმ... 31 ში

ცდომილება ძაან ცოტაა, არ იტყუებიენ აპები. კაი შედეგია, თან დილით 11კმ გქონდა ნარბენი

Posted by: კორონა 18 Apr 2020, 00:35
QUOTE
დღეში ორჯერ ირბინე?

მაგას თვეში ერთხელ ვაკეთებ ... biggrin.gif

არვარ სწრაფი და პროსტა ეგა პრობლემ ...
ვატარებ ექსპერიმენტებს როგორ მოვუმატო სისწრაფეს ...
ვნახოთ რა გამომივა

ეს დღEვანდელი: (ნაცნობი და გაჩერება მომიწია სამი ოთხი წუთით და თაიმერი არ გამითიშია biggrin.gif )))))
user posted image



Posted by: Nikalas 18 Apr 2020, 22:53
კორონა
რას შვრები აბა, ირბინე დღესაც?

Posted by: კორონა 19 Apr 2020, 12:03
QUOTE
კორონა
რას შვრები აბა, ირბინე დღესაც?


რა თქმა უნდა!!
ვებზადებ 07.05 ის თვის ! 20 კილომეტრზე მინდა ავიდე

სადა თქვენი შედეგები?!

ესეც გუშინდელი:
user posted image



Posted by: Nikalas 19 Apr 2020, 12:09
კორონა
კარგია smile.gif
ეგ აპლიკაცია იმას არ წერს კილომეტრს რამდენ წუთში დარბოდი საშუალოდ?

ნაიკის აპი მიწერს ხოლმე საშუალო სიჩქარე რა მქონდა კმ/წთ

Posted by: კორონა 19 Apr 2020, 13:27
QUOTE
კორონა
კარგია
ეგ აპლიკაცია იმას არ წერს კილომეტრს რამდენ წუთში დარბოდი საშუალოდ?

ნაიკის აპი მიწერს ხოლმე საშუალო სიჩქარე რა მქონდა კმ/წთ


9.47 ესა საშუალო სიჩქარე! ( Durchschn .Geschw. km /h)

ეს აპლიკაცია კაია მე ყველაზე მეტად მომწონს რაც მინდა იმას მიწერს :დ
რომ ვთხოვო ჩემს მაგივრად ირბინე ,ალბათ მაგასაც იზავს ! biggrin.gif biggrin.gif

Posted by: AsToN 26 Apr 2020, 00:23
კარგია რო დარბიხართ. სირბილი იდეალური აქტივობაა. მეც შემოგიერთდებით )
გირჩევთ Strava დააყენოთ და მაგ აპლიკაციით ირბინოთ. თითქმის იდეალურია. თან შეგიძლიათ ერთმანეთი დაიმეგობროთ და თვენი აქტივობები სხვისას შეადაროთ

Posted by: deiar123 30 Jul 2020, 16:01
გამარჯობა, მეც ვფიქრობ სირბილის დაწყებაზე, კვირაში 5 დღე დავდივარ 12-13 კილომეტრს ერთ გასვლაზე, მწეველი ვიყავი ნახევარ წელზე მეტია რაც დავანებე/შევამცირე დღეში 2 ღერს ვეწევი მაქსიმუმ და მირჩიეს სიგარეტი და სირბილი ერთად არ გინდაო, თქვენ რას იტყვით?

Posted by: bubesh 9 Aug 2020, 14:52
გამარჯობა ხალხნო,

მინდა ვირბინო ხოლმე გარეთ საღამოობით და მაინტერესებს თუ იცით რამე კარგი ადგილი სირბილისთვის თბილისში, წერეთელთან ახლოს? არ მინდა მანქანების გამონაბოლქვიან ბინძურ ჰაერში ღრმად ვისუნთქო ხოლმე, რაც სირბილისას მჭირდება. ეგ კი არა ამ ბინძურ ქეჩებზე ჩემზე რომ იყოს საერთოდ არ ვისუნთქებდი :დ აქამდე კიკვიძის პარკში (ვეტერანთა პარკში) მივდიოდი ხოლმე მაგრამ მანდ მისასვლელად ფეხით 40 წუთზე მეტი მინდა და ამდენი სიარულის მერე სირბილის თავი არ მაქვს ( ცოტა პარადოქსულია მაგრამ :დ )

თუ რამე რჩევა გაქვთ გარეთ სირბილის ადგილთან დაკავშირებით გთხოვთ გამიზიაროთ. იპოდრომი იყო მეორე ვარიანტი მაგრამ მანდ არც წყალია არც საპირფარეშო, არც სადმე ნივთების შესანახი ადგილი და შორიცაა, თორემ უნაკლო ადგილი იქნებოდა სარბენად, ყოველ დღე ვირბენდი

Posted by: AsToN 12 Aug 2020, 00:31
bubesh
წერეთელზე შეგიძლია ექსპოში ირბინო შიგნით კარგი წრე გამოდის

Posted by: bubesh 21 Aug 2020, 14:27
AsToN
მადლობა დიდი, ვცდი

Posted by: lovelock 30 Sep 2020, 23:35
რეგულარულად 30 წუთი დავრბივარ შეუჩერებლივ. ამასთანვე 5 +5 წუთი სწრაფი სიარული. დღეს პირველად მომიწია 2 წუთით შეჩერება იმიტომ რომ მუცლის არეში საშინელი ტკივილი დამეწყო. ასე 23 წუთი ვირბინე, მერე 2 წუთი ვიარე და ისევ 5 წუთი გავაგრძელე სირბილი ოღონდ ნელა . წვიმდა სირბილის დროს. ასეთი მუცლის / დიაფრაგმის ტკივივილი ჯერ არასოდეს გამომიცდია. აი შემაჩერა ისეთი იყო. გულის ცემა 194-ზე ავიდა მაქსიმალურად. მარჯვენა ფეხში ასევე ლიმფური კვანძის ტკივილი მქონდა. ახლა სახლში რომ მოვედი რაღაც გულის მჭვალები მაქვს.

დღეს არანორმალურად დასტრესილი ვარ და შეიძლება რომ ეს სტრესის გამოწვეული იყოს? თუ რაიმე საშიშია და მივიდე ექიმთან?





user posted image

Posted by: lado_k 6 Nov 2020, 15:22
QUOTE
რეგულარულად 30 წუთი დავრბივარ შეუჩერებლივ. ამასთანვე 5 +5 წუთი სწრაფი სიარული. დღეს პირველად მომიწია 2 წუთით შეჩერება იმიტომ რომ მუცლის არეში საშინელი ტკივილი დამეწყო. ასე 23 წუთი ვირბინე, მერე 2 წუთი ვიარე და ისევ 5 წუთი გავაგრძელე სირბილი ოღონდ ნელა . წვიმდა სირბილის დროს. ასეთი მუცლის / დიაფრაგმის ტკივივილი ჯერ არასოდეს გამომიცდია. აი შემაჩერა ისეთი იყო. გულის ცემა 194-ზე ავიდა მაქსიმალურად. მარჯვენა ფეხში ასევე ლიმფური კვანძის ტკივილი მქონდა. ახლა სახლში რომ მოვედი რაღაც გულის მჭვალები მაქვს.

დღეს არანორმალურად დასტრესილი ვარ და შეიძლება რომ ეს სტრესის გამოწვეული იყოს? თუ რაიმე საშიშია და მივიდე ექიმთან?


ძაან აგყავს გულის ცემა, 165 ეცადე არ ააცილო, არაფრისთვის არ არის კარგი 180 ის სირბილი და საერთოდ 194 ზე აგსვლია.....
მარა შენ თუ ამას საათითითვლი შეიძლება არ არის სწორი მონაცემები, გულზე დასამაგრებრლი არის ყველაზე კაი

Posted by: ILIA1702 10 Nov 2020, 09:42
ავიხდინე დიდი ხნის სურვილი, გავირბინე მარათონიდან-ათენამდე. ოფიციალური მარათონი გაუქმდა მიმდინარე სანიტარული მოვლენების გამო, თუმცა მონდომებუმ ადამიანს არაფერი აჩერებს biggrin.gif
სულ გამოვიდა 44 კილომეტრამდე.
user posted image
სურათზე არის 3D პრინტერით დაბეჭდილი მედალი, რომლითაც თავი დავიჯილდოვე.

Posted by: iceman 23 Nov 2020, 18:20
https://youtu.be/Z0Zk1qAIPHI ასე თუ გიცდიათ
* * *
https://youtu.be/Z0Zk1qAIPHI ასე თუ გიცდიათ

Posted by: Onise_ok 4 Dec 2020, 15:58
მეგობრებო, რომელია ყველაზე ბიუჯეტური და ხარისხიანი ბოტასის მოდელი დამწყებისთვის?

რაღაც ყოველდღიური ბოტასებით დავრბივარ და არც ისე კომფორტულია :/

Posted by: chicharito12 20 Dec 2020, 12:10
იტოკში, უკვე რამდენიხანიაა... 1 თვეა, დღეგამოშვებით დავრბივარ და 15 წუთზე მეტს ვერ ვქაჩავ,, რათქმაუნდა ნელა ვიწყებ ხოლმე

მერე უკვე ძალა მეცლება ვაფშე მთლიან ფეხებში და მოქნეულივით ხო არ ვირბენ, რას მირჩევთ?

Posted by: Pinturicch10 11 Jan 2021, 23:26
სარბენი აპები ჩამოყარეთ რა.
ვინ რას იყენებთ და რომელს უწევთ რეკომენდაციას.

ამ ფელეისთორში რეკლამები ყველას კაი აქვს იცოცხლე

Posted by: Christopher_Smith 14 Jan 2021, 16:38
ამას მივეცი ხმა და უმრავლესობაში მოვხვდი ))

Eliud Kipchoge

Posted by: Mr-Raptor 20 Jan 2021, 20:10
QUOTE (chicharito12 @ 20 Dec 2020, 12:10 )
იტოკში, უკვე რამდენიხანიაა... 1 თვეა, დღეგამოშვებით დავრბივარ და 15 წუთზე მეტს ვერ ვქაჩავ,, რათქმაუნდა ნელა ვიწყებ ხოლმე

მერე უკვე ძალა მეცლება ვაფშე მთლიან ფეხებში და მოქნეულივით ხო არ ვირბენ, რას მირჩევთ?

სპორტული აქტივობით არასდროს გიცხოვრია? ან რამე ჯანმრთელობის პრობლემა ხო არ გაქვს ან რაიმე ქრონიკული

ყოველ მეორე დღე არაა საჭირო დასვენება, ეცადე ირბინო/იარო, ეცადე სიტყვაზე 3 დღეში ერთხელ მანძილი მოუმატა, ტემპი იგივე გქონდეს

თუ ჯანრმთელი ხარ ოღონდ, ან წონა ხო არ გაწუხებს რასაც ვერ ძლევს სხეული?

Posted by: chicharito12 20 Jan 2021, 22:12
QUOTE (Mr-Raptor @ 20 Jan 2021, 20:10 )
QUOTE (chicharito12 @ 20 Dec 2020, 12:10 )
იტოკში, უკვე რამდენიხანიაა... 1 თვეა, დღეგამოშვებით დავრბივარ და 15 წუთზე მეტს ვერ ვქაჩავ,, რათქმაუნდა ნელა ვიწყებ ხოლმე

მერე უკვე ძალა მეცლება ვაფშე მთლიან ფეხებში და მოქნეულივით ხო არ ვირბენ, რას მირჩევთ?

სპორტული აქტივობით არასდროს გიცხოვრია? ან რამე ჯანმრთელობის პრობლემა ხო არ გაქვს ან რაიმე ქრონიკული

ყოველ მეორე დღე არაა საჭირო დასვენება, ეცადე ირბინო/იარო, ეცადე სიტყვაზე 3 დღეში ერთხელ მანძილი მოუმატა, ტემპი იგივე გქონდეს

თუ ჯანრმთელი ხარ ოღონდ, ან წონა ხო არ გაწუხებს რასაც ვერ ძლევს სხეული?

ნევროზი მჭირს, სხვა არაფერი

ახლა ველოზე გადავედი, უფრო მეტს დავდივარ popcorn.gif

Posted by: Dedmoroz 22 Jan 2021, 11:40
QUOTE (ILIA1702 @ 10 Nov 2020, 09:42 )
ავიხდინე დიდი ხნის სურვილი, გავირბინე მარათონიდან-ათენამდე. ოფიციალური მარათონი გაუქმდა მიმდინარე სანიტარული მოვლენების გამო, თუმცა მონდომებუმ ადამიანს არაფერი აჩერებს biggrin.gif
სულ გამოვიდა 44 კილომეტრამდე.
user posted image
სურათზე არის 3D პრინტერით დაბეჭდილი მედალი, რომლითაც თავი დავიჯილდოვე.

გილოცავ. დრო რამდენი დაგჭირდა ?

Posted by: Proplayer 18 Mar 2021, 14:31
QUOTE (Pinturicch10 @ 11 Jan 2021, 23:26 )
სარბენი აპები ჩამოყარეთ რა.
ვინ რას იყენებთ და რომელს უწევთ რეკომენდაციას.

ამ ფელეისთორში რეკლამები ყველას კაი აქვს იცოცხლე

მე ვიყენებ Nike Run Club-ს და კმაოფილი ვარ. თუ ვინმემ რამე უკეთესი იცის მეც მაინტერესებს

Posted by: volgaMpower 8 Feb 2022, 10:50
იყიდება ქალის UNDER ARMOUR HOVR SONIC 3. ახალია თავის ყუთში!!! ამერიკული 8 ზომა, ევროპული 39 ზომაა.
ბლუთუზიანი მოდელია უკავშირდება თქვენ ტელეფონს და ზოგადად საუკეთესო სარბენი ფეხსაცმელია მსოფლიოში !!! .
ფასი 295 ლარი
ამ კვირაში ვინც წაიღებს კარგ სეილს გავუკეთებ !!!
დეტალებზე PM

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)