#61199393 · 26 Apr 2024, 19:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პირველად არ ვარ ნევროზულ მდგომარეობაში. უკვე მეოთხეა, მაგრამ ყოველ ჯერზე უფრო მძიმდება. უფრო მიჭირს თავის ხელში აყვანა. ყველაფერი ძაღლის ნაკაწრით დაიწყო. გავიკეთე შრატი, დავიწყე ნერვიულობა + სამსახურის გამუდმებული სტრესი და რაღაც ცვლილებებიც პირადში. ახლა კრიზისში ვარ, ხან რა მჭირს მგონია ხან რა. ჩივილები რეალურად შეგრძნებადია, ჩხვლეტები გულზე, თავის ტკივილოს ან სიმძიმის შეგრძნება. მადის, პროდუქტიულობის, კონცენტრაციის, მხედველობის, ხალისის და შრომისუნარიანობის დაქვეითება. არც გული მიმიწევს რამისკენ. მარტივად ვღიზიანდები. ასი ფიქრი დამდის თავში, რა შეიძლება მჭირდეს და ხან ვისთან მივდივარ გასასინჯად ხანაც ვისთან.
სისხლის საერთო კარგი მაქვს, მუცლის ღრუს ორგანოებიც კარგი. გულოს კარდიოგრამამ არაფერი აჩვენა და ფილტვებიც კარგადაა, ბრონხიტიო მხოლოდ და დავიწყე მკურნალობა.
ზოგად სისუსტეს ხომ გრძნობ და გრძნობ. ვგრძნობ რომ უძალოდ უხალისოდ და უენერგიოდ ვარ, მგონია ფეხებში ძალა არამაქ და გამოფიტული / გაბრუებული დავიარები. ვერაფერზე ვფიქრობ გარდა ამ გაურკვეველი მდგომარეობისა.
თავში ან თავზეზე რავი რა დავარქვა ასე მგონია რაღაც მძიმე მადევს. სულ "ბოყინი" მინდა, ვამთქნარებ უსაშველოდ და ასე მგონია ვერც ფიკტვებს ვავსებ ჰაერით. დასლოკინების დროს რომ რაღაცნაირი შეგრძნება გაქ მასე ვგრძნობ სულ. (მართლა გავრეკე მგონი
არადა ვვარჯიშობ ერთ წელზე მეტია და სწორი კვებითაც ვიკვებები. 2 სკოლაში ვასწავლი და გარდა ამისა ბლომად აბიტურიენტი მყავს. დეპრესია, სტრესი, ნევროზი მგონი ყველაფერი ერთად მაქ, ან მართლა ვერ ვარ ჯანზე. პანიკური შეტევებიც ხო მაქ და მაქ. მოკლედ ვინმემ შეიძლება ჩემში საკუთარი თავი იცნოს და იქნებ მდგომარეობა გაგვიზიაროს.
არ ვიცი რატომ ვწერ ამას, ან რას მოველი მაგრამ გამხნევება ურიგო არ იქნებოდა.
ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას.
This post has been edited by ___GRUZIN__ on 26 Apr 2024, 19:47
|