#54146463 · 30 Jan 2019, 12:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მარტა არხერიჩი არ უნდა იყოს? რატომ 'არგერიხი", რა ენაზე ვკითხულობთ?
QUOTE | ონკურსზე გამარჯვება ბევრს არაფერს არ ნიშნავს |
მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ პიანისტს ამის მერე კონტრაქტები ექნება კონცერტების ჩასატარებლად და ჩანაწერების გამოსაცემად.. როგორც მოხდა ქ-ნ მარტას შემთხვევაში. და სხვათა შორის, არამარტო მარტასი. მოწონება-არმოწონება ინდივიდუალურია, რა თქმა უნდა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ამდენი წელია, ძალიან აქტიურ საკონცერტო და პედ. მოღვაწეობას ეწევა, მაშასადამე, კიდეც მოსწონთ. QUOTE | რიხტერს 1 კონკურსზე ძალით მიაღებინეს მონაწილეობა, გულდს და სოფრონიცკის კონკურსი რა იყო, არც სცოდნიათ და არ მითხრათ ახლა, რო სოფრონიცკიზე ან იუდინაზე ან ნეიგაუზზე მაღლა დგას... |
რიხტერის, გილელსის, ოისტრახის და საბჭოთა კავშირიდან გამოსული სხვა დიდი შემსრულებლების შემთხვევაში საერთაშორისო აღიარებაში პოლიტიკამ ითამაშა გარკვეული როლი უცხოეთში გასტროლები "ზემოთებმა" დაგეგმეს-მაშინ საბჭოთა კულტურის ექსპორტს პოლიტიკური მნიშვნელობა ენიჭებოდა. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შემსრულებლები იყვნენ ესენი და თავიანთი ნიჭით გახდნენ სახელგანთქმული ქვეყნის მასშტაბით, ამიტომაც აირჩიეს. საბჭოთა სისტემა რომ არა, მათი კარიერაც რომელიმე კონკურსით დაიწყებოდა, ალბათ მაგრამ, მაგის შანსიც არ იყო-ქვეყანა ჩაკეტილი იყო, კონკურსებზე არავის უშვებდნენ (სტალინის სიკვდილამდე), ჩანაწერებიც ყოველთვის არ კეთდებოდა, ტვმედია და ინტერნეტი მაშინ არ არსებობდა, რომ აეტვირთათ თავიანთი "შინაური"კონცერტები. This post has been edited by Solveig on 30 Jan 2019, 13:18
--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur, venit mors velociter, rapit nos atrociter, nemini parcetur!
|