Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > სკოლა


Posted by: Kissie 18 Jan 2010, 15:36
პატარა კვლევას ვატარებ და თქვენი დახმარება მჭირდება. მიპასუხეთ, რა, რომ მოიცლით:

1. ბავშვის ასაკი:
2. ამჟამინდელი საცხოვრებელი უბანი:
3. ბავშვისთვის სკოლის შერჩევისას რას აქცევთ/მიაქცევთ ყურადღებას პირველ რიგში?
/დამიწერეთ სამი მთავარი პრიორიტეტი/

Posted by: blblbl 18 Jan 2010, 15:39
Kissie
უბავშვოსიც თუ გჭირდებავუპასუხებ biggrin.gif

Posted by: trendy 18 Jan 2010, 16:13
QUOTE
1. ბავშვის ასაკი:
2. ამჟამინდელი საცხოვრებელი უბანი:
3. ბავშვისთვის სკოლის შერჩევისას რას აქცევთ/მიაქცევთ ყურადღებას პირველ რიგში?
/დამიწერეთ სამი მთავარი პრიორიტეტი/

1.4 წლის
2.ვაკე
3.სახლთან სიახლოვე," პრავერენნი"არ ვიცი როგორ ვიხმარო ეს სიტყვა-სკოლა, გახანგძლივებული დღე

Posted by: liz 18 Jan 2010, 16:14
მგონი ასე აჯობებდა: " ყურადღება-ყურადღება! მათთვის ვინც ეძებს სკოლას, საკუთარი ,უსაყვარლესი პირმშოს პირველ კლასში მისაყვანად. როგორ სკოლას ანდობთ თქვენი შვილის აღზრდა- განათლებას და უსაფრთხოებას.

Posted by: Ssalome 18 Jan 2010, 16:23
Kissie
1. - 7 თვე smile.gif
2. ვაკე
3. სკოლის რეპუტაცია, მასწავლებლის ცოდნა/გამოცდილება, სასწავლო პროგრამა/დამატებითი გასართობ სამეცნიერო წრეები. smile.gif

ვიცი ჯერ ადრეა, მაგრამ ამაზე სანამ გავთხოვდებოდი მანამდე დავიწყე ფიქრი smile.gif

Posted by: keto22 18 Jan 2010, 16:42
Kissie
QUOTE
1. ბავშვის ასაკი:
2. ამჟამინდელი საცხოვრებელი უბანი:
3. ბავშვისთვის სკოლის შერჩევისას რას აქცევთ/მიაქცევთ ყურადღებას პირველ რიგში?
/დამიწერეთ სამი მთავარი პრიორიტეტი/

1. 11 თვე
2.ისან სამგორის ტერიტორია
3.ცოდნის დონე
გახანგრძლივებული სასწავლო დღე
დამატებითი ცენტრები (სპორტი ხელოვნება და აშ.შ
და უკეთესი იქნება საზაფხულო სკოლა თუ ექნებათ საერთაშორისო
ვასაძის სკოლას აქვს თუ არ ვცდები
და მაგაზე ვფიქრობ მეც smile.gifთუ მანამდე რამე არ შეიცვალა
,

Posted by: Tako@Dato 18 Jan 2010, 16:48
1. 4 თვე
2. საბურთალო
3. სახლიდან შედარებით, მოშორებით, ახალგაზრდა მასწავლებლები, გახანგრძლივებული დღე, ხშირი ექსკურსიები და შემეცნებითი პროგრამები.

Posted by: Doloress 18 Jan 2010, 17:11
Kissie
1. 6 თვე
2. ვერა
3.
1. სკოლის "სახელი" და სასწავლო პროგრამა (დისციპლინა, სხვადასხვა წრეები, სპორტი, უცხო ენა და ა.შ. გახანგრძლივებული სწავლება და ა.შ.),
2. მაწავლებლები და მოსწავლეები (კარგი კლასი, მაღალკვალიფიციური მაწავლებლები..)
3. მდებარეობა და სწავლი ღირებულება (შეიძლება ძალიან მაგარი სკოლა იყოს, მაგრამ ვერ ვატარო, იმიტომ რომ ძნელად მისადგომი იყოს, ან იმაზე ძვირი ღირდეს, ვიდრე შემიძლია გადახდა)

ჩემთვის იდეალური სკოლა ასეთია:
  • ყავდეს თავისი ავტობუსი, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის გადაადგილებას "ტუდა აბრატნა".. ნუ ტუდა მაინც. biggrin.gif
  • ქონდეს კეთილმოწყობილი, იზოლირებული შენობა და ეზო.
  • ძაააალიან სასურველია, ქონდეს კარგი აუზი და ცურვის წრე, ალბათ ეს გადამწყვეტ როლს ითამაშებს სკოლის არჩევისას.
  • ჰიგიენის ნორმების და დისციპლინის დაცვა ერთ ერთი პრიორიტეტია. აქ შედის კარგი სასადილო და კვება, კარგი ტუალეტები(ნუ კლასებზე და დერეფნებზე აღარ ვლაპარაკობ), მუდმივი კონტროლი მოსწავლის და კონტაქტი მშობელთან.
  • თანამედროვე სწავლის ფორმა და კვალიფიციური მაწავლებლები. (არ მომწონს სტანდარტული მეთოდი, ისწავლა ჩამაბარა, დაჯექი, 2იანი. მირჩევნია, კრეატიული, შემოქმედებითი და ანალიტიკური სწავლების ფორმა, თავისუფალი თემებით და ა.შ.)
  • აქცენტი უცხო ენებზე და სპორტზე
  • გასართობი ღონისძიებები, გამოფენები, ექსკურსიები და ა.შ.

მოკლედ, მინდა, რომ სკოლაში ხდებოდეს ყველაფერი(:
სწავლა: არა მარტო გაკვეთილების, არამედ ზოგადად განათლების მიღება,
სოციალიზაცია: კარგი კლასი და ზოგადად სტაFი, საკუთარი ნიჭის და უნარების გამოვლენის და განვითარების საშუალება და ა.შ.
სპორტი: ცურვაზე მინდა ვატარო და კიდევ სადმე, სადაც მოუნდება და კარგი იქნება, თუ სკოლის შიგნით მოხდება ეს.
უცხო ენები:

თუ ამ 4 პირობას დააკმაყოფილებს სკოლა, გადავიხდი იმდენს, რამდენიც უნდა გადამეხადა ყველაფერში ცალ ცალკე და კიდევ უფრო მეტს, დროის და ფულის ეკონომიის საკომპენსაციოდ biggrin.gif
მეცოდინება, რომ ჩემი შვილი არის კარგ სკოლაში, მასზე ზრუნავენ, უსაფრთხოდაა, სწავლობს, ერთობა და დროს უაზროდ არ კარგავს, ვიქნები მშვიდად და ბედნიერად biggrin.gif

არ გინდათ სკოლა გავხსნატ? biggrin.gif

Posted by: addicted 18 Jan 2010, 18:02
Kissie
1. 4 თვე
2. ორთაჭალა
3. ჯერ ეს გაიზარდოს, ძალიტ არაფერს მოვახვევ თავს, რაც ენდომება და რისი ინტერესიც ექნება იმ განხრით მოვუძებნი სკოლას. ერთი სიტყვით ჩემს შვილზე მორგებულ სკოლას ავარჩევ smile.gif

Posted by: Doloress 18 Jan 2010, 18:18
addicted
6 წლის ასაკში გაგიჭირდება ინტერესების მიხედვით შეურჩიო სკოლა,
1 წელიწადში შეიძლება შეეცვალოს პრიორიტეტები wink.gif

Posted by: addicted 18 Jan 2010, 18:27
Doloress
QUOTE
6 წლის ასაკში გაგიჭირდება ინტერესების მიხედვით შეურჩიო სკოლა,

არიან ბავშვები რომლებსაც დაბადებიდან არ უყვართ ცეკვა, სიმღერა და მსგავსი მისნი smile.gif მაგ. ჩემი ძმა, რომელიც დადის 3500 ლარიან სკოლაში biggrin.gif მაგრამ ბევრ გაკვეთილზე არ შედის მარტო იმიტომ რომ კიდია givi.gif ასეა 1კლასიდან, თავიდან არ გადაყავათ იმიტომ რომ დღეს ან ხვალე შევა ახლა კიდევ სკოლის გამოცვლა არ უნდატ

Posted by: nuki-nuki 18 Jan 2010, 18:57
Kissie
1. 6,5 თვის
2. ვერა
3.1. სწავლის დონე
3.2. პრესტიჟულობა
3.3. უსაფრთხოება

Posted by: jellyboss 18 Jan 2010, 19:01
ისე რამე სკოლებიც თუ იცით კარგი მიაწერეთ. დაქალის ბავშვისთვის ვეძებთ smile.gif საბურთალოზე

Posted by: blblbl 18 Jan 2010, 19:03
jellyboss
161 კერძო კლასებიც არის და ჩვეულებრივიც,სწავლის და უსაფრთხოების მხრივ ძალიან კარგია,მოხვედრა ძნელია ცოტა biggrin.gif

Posted by: jellyboss 18 Jan 2010, 19:05
http://www.europeanschool.ge/index.php?m=publications&l=ka
ეს სკოლა მოგვეწონა ძალიან. იშვიათია რომ ესეთი განახლებადი გვერდი ქონდეს სკოლას და ზოგადად ძალიან მოგვეწონა.

მაგრამ ფასი:4000 ევრო

ძალიან ძვირია

Posted by: qate 18 Jan 2010, 21:07
jellyboss
ეს სკოლა არის დაუმთავრებელი ვინვისი შვილიას, ვინ რა მანქანით მოყავთ, ვინ ყველაზე ძვირად იცვამს, ვინ სად დაისვენას დაუმთავრებელი რეპლიკების და ორიენტირებების სკოლა . ..
არცთუ ისე ხარისხიანი მასწავლებლებით, გაუთავებელი შედარებებით . .. yes.gif და რაც მტავარია მტავარი დევიზით: ეს მდიდრების სკოლაა და თუ შენ ფული არ გაქვს შეგიძლია მიბრძანდე ...

Posted by: jellyboss 18 Jan 2010, 21:24
QUOTE
jellyboss ეს სკოლა არის დაუმთავრებელი ვინვისი შვილიას, ვინ რა მანქანით მოყავთ, ვინ ყველაზე ძვირად იცვამს, ვინ სად დაისვენას დაუმთავრებელი რეპლიკების და ორიენტირებების სკოლა . .. არცთუ ისე ხარისხიანი მასწავლებლებით, გაუთავებელი შედარებებით . .. yes.gif და რაც მტავარია მტავარი დევიზით: ეს მდიდრების სკოლაა და თუ შენ ფული არ გაქვს შეგიძლია მიბრძანდე ...


4000 ევრო ძალიან ძვირია. და მითუმეტეს თუ ეგეთი სიტუაციაა ესეთ "სნობურ" სიტუაციებზე მე პირადად მაყრის და ბავშვს როგორ გავაკარებდი

Posted by: trendy 18 Jan 2010, 21:29
qate
QUOTE
ვინ რა მანქანით მოყავთ, ვინ ყველაზე ძვირად იცვამს, ვინ სად დაისვენას დაუმთავრებელი რეპლიკების და ორიენტირებების სკოლა . ..

მე რომ 53-ში ვსწავლობდი მაშინაც იყო, ჩემი შვილი უფასო 53-ში რომ სწავლობდა ისევ გრძელდებოდა smile.gifეგეთი სიტუაციაა ძირითადად ფასიან სკოლებში, ბაღებში და უმაღლესებში

და არა მარტო ჩვენთან

Posted by: DOLPHIN 18 Jan 2010, 21:40
QUOTE
4000 ევრო ძალიან ძვირია

ამდენი ფული რომ მქონდეს, თბილისის საშუალო სკოლაში ნამდვილად არ დავხარჯავდი, შევუგროვებდი და სკოლის დამთავრების შემდეგ კარგ უმაღლეს განათლებას მივცემდი საზღვარგარეთ.
ჩემი თავი რაც მახსოვს, იმის შემდეგ განათლების სისტემა უფსკრულისკენ მიექანება და თუ ასე გაგრძელდა, სად და რას ვასწავლი შვილს, ნამდვილად არ ვიცი. sad.gif
დღესდღეობით მეგობრების შვილებს რასაც ვუყურებ, ფისოს სკოლა მომწონს შედარებით (განათლებას და არაიერარქიულობას ვგულისხმობ, ინფრასტრუქტურა დიდი ვერაფერი), მაგრამ ჩემგან შორია ჰავლაბარი. ასევე - სახელი არც ამის ვიცი, დავითის ეზოშია და ტერიტორიულადაც მაწყობს, მერმისი?
1. 1.6 წლის;
2. ვერა.

Posted by: Neno_ 18 Jan 2010, 21:49
ჩემთვის მთავარი იქნებოდა:

1.კერძო სკოლა სახლთან ახლოს
2. კლასში 15-ზე მეტი ბავშვი არა, სასურველია 10-12.
3.მუშათა კლასის წარმომადგენელი ხალხის შვილები მხოლოდ (ანუ მდიდრების სკოლაში არ შევიყვან ფული რო თავზე მეყაროს მაინც).
4.მასწავლებლების განათლებისა და შეგნების დონე, განსაკუთებით ტექნიკურ საგნებსა და უცხო ენებში.
5. მოსწავლეების დონე და მონდომება (ანუ კონკურენციულ გარემოში მინდა გაიზარდოს და არა დებილი ოროსნების ან ზუთხია ხუთოსნების ფონზე biggrin.gif)
6. ნაკლებად დატვირთული სხვა გასართობებით სწავლის გარდა , ზედმეტი ტანცი მანცები და ხატვა, მხატვრული კითხვები არ მხიბლავს, ძირითად ორიენტირს კარგავს ხოლმე მაგაზე აქცენტის გამკეთებელი სკოლა (ჩემი ზრით რაღა თქმა უნდა biggrin.gif). მხოლოდ სპორტის არსებობას ვუშვებ გამონაკლისად ისიც ფიზკულტურის გაკვეთილზე biggrin.gif.
7. სასურველია გახანგრძლივებული კარგი მეთვალყურებით და ნორმალური საკვები დაწესებულებით.



იტოგში რობოტი ბავშვების სკოლას ვანიჭებ უპირატესობას. გართობა სახლში და შაბათ-კვირას ჩემტან ერთად biggrin.gif

Posted by: basu* 18 Jan 2010, 22:00
Kissie
1. 4 თვე smile.gif
2. ნაძალადევი
3. ალბათ 5-6 წელიწადშI ბევრ რამ შეიცველბა,მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან დავწერ ჩემს აზრს smile.gif
შევიყვან კერძო სკოლაში,სადაც იქნება ნორმალური სწავლა და სიტუცია , აუცილებლად მოვიძიებ ინფოს და მერე გადავწყვეთ რომელში აჯობებს ისწავლოს სანდრომ. აუცილებად ვატარებ ცურვაზე და ცეკვაზე,დანარჩენზე ჯერ ჯერობით არ მიფიქრია smile.gif))

jellyboss
qate-მ კარგად დაწერა მაგ სკოლაზე ყველაფერი, ვის რამდენი დაცვა აცილებს, ვის უფრო უკეთესი მანქანა აკიტხავს, ვინ რომელ ქვეყანაში დაისვენა და ა.შ, მხოლოდ ამაზეა ლაპარაკი.
მე შიდა სამზარეულოდან რაც ვიცი არც თუ სახარბიელო სიტუციაა, და რაც მტავრია სწავლა არ არის ისეთი რაც უნდა იყოს.





Posted by: samomee 18 Jan 2010, 22:40
Kissie
1. 7 თვის
2. საბურთალო
3. 1.კერძო სკოლ პირველ რიგში, ადგილმდებარეობა მოსახერხებელი აუცილებელია

2. ფასის შესაბამისი კადრი,

3. 15 ბავშვზე მეტ არ უნდა იყოს კლასში


კიდე ვერ ვიხსენებ, მაგრამ ასეთ სკოლაში დავდიოდი, მაგრამ ისეთი მასწავლებელიები ერთად სად უნდა ვიპოვო არ ვიცი..რჩეული მასწავლელებლები მასწავლიდნენ, მათი უმრავლესობა ცნობილი ლექტორები არიან ეხლა მაგრამ სკოლებში აღარ ასწავლიან

Posted by: viiik 18 Jan 2010, 22:55
1. 5თვის
2. ვაკე
3. 55ე მინდა იმიტო რო მეც ეგ სკოლა დავამთავრე, ისე სწავლის დონის, პრესტიჟულობის და გადასახადის მიხედვით შევარჩევ ალბათ როცა დრო იქნება biggrin.gif

Posted by: Kissie 18 Jan 2010, 23:13
Neno_
QUOTE
მდიდრების სკოლაში არ შევიყვან ფული რო თავზე მეყაროს მაინც


+1, ეს "პრესტიჟული" სკოლები არის ძალიან სიმახინჯე :/

Posted by: blblbl 18 Jan 2010, 23:25
QUOTE
მდიდრების სკოლაში არ შევიყვან ფული რო თავზე მეყაროს მაინც

+1, ეს "პრესტიჟული" სკოლები არის ძალიან სიმახინჯე :/

+111111 ტუ სწავლა უნდა უფასო სკოლაშიც გადასარევად ისწავლის,მირჩევნია უმაღლესში დავახარჯო ფული ვიდრე სკოლაში.

Posted by: Neno_ 18 Jan 2010, 23:30
blblbl
QUOTE
ტუ სწავლა უნდა უფასო სკოლაშიც გადასარევად ისწავლის

არ გეთანხმები ამაში. კარგი და უფასო არ არსებობს.. ისწავლის მაგრამ ბევრად ნაკლებს ვიდრე შეუძლია. ყველაზე კარგი შეიძლება იყოს კლასში, მაგრამ ეგ "უფასო" კლასი რეპრეზენტატიული არ იქნება ნამდვილი კონკურენციისა biggrin.gif
© საკუთარი გამოცდილება

Posted by: blblbl 18 Jan 2010, 23:35
Neno_
ჩემი დეიდაშვილი სწავლობს უფასო სკოლაში,გაკვეთილს ვერ გააცდენ,სკოლიდან ვერ გაიპარები,სასკოლო წერა ყოველ თვე,სემსტრის ბოლოს გამოცდები ტურები ოლიმპიადები სწავლის დონე უმაღლესი,არაფრით არ ჩამოუვარდება ფასიანებს.ასე რომ კარგი და უფასო ნამდვილად არსებობს და ზუსტად იმას სწქავლობს რაც შეუძლია.აუცილებელი არაა ყველაფერ კარგში ფული იხადო როცა არის მართლა კარგი და უფასო.

პ.ს.ამ სკოლაში ფასიანი კლასებიც არის,პედაგოგებიც იგივე არიან და ნამდვილად არ განირჩევა,ერთადერთი განსხვავებაისაა რომ ფასიანში 5საათამდე არიან იქ ჭამენ და პირველი კლასიდან სწავლობენ უცხო ენას.

Posted by: samomee 18 Jan 2010, 23:39
blblbl
QUOTE
მირჩევნია უმაღლესში დავახარჯო ფული ვიდრე სკოლაში.

აი ამაში ცდები

სკოლას ემთხვევა გარდატეხის ასაკი
მე დავამთავრე კერძო სკოლა ოღონდა არა პერო-გაყრილი, და დაცვებით რომ მოდიან ბავშვები..სულ ოროსანი ჩვენთან სხვა საჯარო სკოლში 4ოსანს მაინც უდრიდა
ჩვენთან უბრალოდ ძალინ მკაცრი სისტემით ვფასდებოდით
იყო ბევრი ზოგადისაგანმანათლებლო გაკვეთილი
9 კლასისი განმავლობაში არცერთი შატალო (სამწუხარო ფაქტია,ხანდახან მწყდება გული სხვები რომ იხსენებენ და ჩვენ შატალო არ გვქონი, მცდელობა იყო მეორესართულიდან გადავხთით მაგრამ იქვე დაგვიჭირეს biggrin.gif )
ვსწავლობდით ორ უცხო ენას
პირველივე კლასიდან სხვადასხვა მასწავლებელები ყველა საგანში
და ყველაზე მთავარი რაც საჯარო სკოლებს არ აქვთ, ყოველწლიური გამოცდები თავისი დამსწრებით ბილეთებით (მაშინ ტესტები არ იყო)და მთელი ჟიმჟიმით
რაც კი სკოლაში განათლება მივიღე იმდენი ჩემზე უფროს კალასელებმა სხვა სკოლიდან ნამდვილად არ იცოდნენ და საქალაქო ოლიმპიადიდან მოიხსნა ჩვენი სკოლა მაგის გამო


ახლა დავწერ ჩემი ძმის ამბავს 13 წლისა და დადის ვერაზე საჯარო სკოლაში smile.gif
კაშმარრრ მასწავლებლები მშობლებთან რეკავენ სახლში და ნუ მერე საჩუქრსაც ღებულობენ (ეს ჩემს სკოლაში წარმოუდგენელი იყო)
ავარდნიეი ბავსვები სწავლობენ თავითავად ვინ გააკონტროლებს კლასში 28 ბავშვია თავისთავად მეორეხრისხოვნა გაკვეთილებზე ბალაგანია
მსწავლებელები ვინ არიან და საიდან არავინ იცის
და სანდრო ზუსტად ვიცი რომ რუსულს საერთოდ ვერ იგებს ვერც კი კითხულობს მინდა რომ დავახრჩო ხოლმე და ბრაზდება როცა მე ვამეცადინებ
და ამ უკანასკენლ საგანაში 9 ქულა ყავს
მიდნა მოვკლა ის მასწავლებელი ასეთი დათვური სამსახურისთვის
კიდე უამრავი ასეთი რამ ხდება
შეიიძლება მე გამიმართლა ასე, კარგ სკოლაში რომ მოვხვდი მაგრამ ძალიან კარგი ცოდნა მივიღე და ჩემი კალასიდნა ყველა ბავშვმა
ხო კიდე ამ სკოლის ბავშვები ყველა უფასოსზე ხვდებოდა და მგონი ახლაც ასეა
და მომზადება რავსი არ ჭირდებოდა
არცერთ ამ სკოოლიდან კერძო რეპეტიტორი არ ყოლიაამაზე თავს დავდებ smile.gif


უუუფ დავიღალე ამხელა პოსტი არ მქონია ისტორიაში smile.gif

Posted by: blblbl 18 Jan 2010, 23:42
samomee
QUOTE
ჩვენთან უბრალოდ ძალინ მკაცრი სისტემით ვფასდებოდით იყო ბევრი ზოგადისაგანმანათლებლო გაკვეთილი 9 კლასისი განმავლობაში არცერთი შატალო (სამწუხარო ფაქტია,ხანდახან მწყდება გული სხვები რომ იხსენებენ და ჩვენ შატალო არ გვქონი, მცდელობა იყო მეორესართულიდან გადავხთით მაგრამ იქვე დაგვიჭირეს biggrin.gif ) ვსწავლობდით ორ უცხო ენას პირველივე კლასიდან სხვადასხვა მასწავლებელები ყველა საგანში და ყველაზე მთავარი რაც საჯარო სკოლებს არ აქვთ, ყოველწლიური გამოცდები თავისი დამსწრებით ბილეთებით (მაშინ ტესტები არ იყო)და მთელი ჟიმჟიმით რაც კი სკოლაში განათლება მივიღე იმდენი ჩემზე უფროს კალასელებმა სხვა სკოლიდან ნამდვილად არ იცოდნენ და საქალაქო ოლიმპიადიდან მოიხსნა ჩვენი სკოლა მაგის გამო

წაიკითხე ჩემი ზედა პოსტი,ზუსტად ეგეთივე სკოლაა თAნ უფასო biggrin.gif მეც ეგ დავამთAვრე,რა შატალო რის შატალო კარებში იდგა დირექტორი biggrin.gif მეათე კლასში ვიყავი ,სიცხე მომცა სკოლის გვერდზეე ვცხოვრობ და დედაცემს დაურეკეს მოიყვანეს და ისე გაომიშვეს სკოლიდან biggrin.gif იმას არ ვამბობ რომ ყველა უფასო კარგია მაგრამ არსებობს უფასო და კარგიც,ოღონდ მიღებაა ფასიანი biggrin.gif

Posted by: liz 18 Jan 2010, 23:56
blblbl
რომელი სკოლაა? ძალიან საინტერესოა თუ დარჩა კიდევ სადმე ასეთი სახელმწიფო სკოლები. smile.gif

Posted by: blblbl 18 Jan 2010, 23:57
liz
161 სკოლა იოსებიძეზე,ფასიანი კლასებიც არის და უფასოც რა განსხვავებაა ეგ დავწერე წინა პოსტებში smile.gifთუ ტერიტორია შემიწყობს ხელს (ანუ სად ვიცხოვრებ ქმართან ერთად biggrin.gif ) მანდ მივიყვან უეჭველი ჩემს შვილსაც.


პ.ს.როცა მე დავდიოდი სასტიკად არ მომწონდა ძალიან დატვირთული ვიყავი და იმიტომ biggrin.gif მაგრამ ეხლა რომ ვუყურებ ვხვდები რომ კარგია.

Posted by: Neno_ 18 Jan 2010, 23:59
blblbl
QUOTE
მაგრამ არსებობს უფასო და კარგიც

ნუ კაი 1 გამონაკლისი ვნახეთ, მარა მაგაზე თეორიას ვერ ავაგებთ ვერაფრის დიდებით biggrin.gif

დანარცენი 200 (თუ რავი რამდენია biggrin.gif) საჯარო სკოლაში 11 წლის სწავლა 1-2 წელში ამოიქაჩებოდა ჩემ დროს და ეხლა ალბათ უარესია biggrin.gif არადა ბავშვობაში ნასწავლი ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით biggrin.gif

samomee
შენ როგორც მახსოვს ვარკეთილში ცხოვრობდი და მანდ ერთი კაი სკოლა ვიცოდი, ნომერი და დირექტორი არ მახსოვს, მარა მათეატიკას ზერეკიძე ხომ არ გასწავლიდა?
აი ეგეთ სკოლაში შევიყვანდი ბავშვს სიამოვნებით biggrin.gif

Posted by: qate 19 Jan 2010, 02:05
basu*


მაგ სკოლის მეპატრონე რუსთავში იყო ჩემი დირექტორი, იქიდან ვიცი კარგად რა მეშჩანური ზახოდებიც ქონდა. 9 წელი ვისწავლე და გამოვექეცი მერე, ვეღარ ავიტანე პირველ სექტემბერს მისი სასწავლო ნაწილი რომ შემოვიდა კლასში და მთელი ჩემი კლასის გასაგონად რომ ჩაიცინა და ჩაილაპარაკა : ამას ისევ შარშანდელი სვიტრი აცვიაო. ეხლაც ჩამოსმის ყურში ის გველური სიტყვები და ცინიკური ღიმილი. მივხვდი რომ ვერ მიტანდნენ იმიტომ რომ შეძლებული არ ვიყავი, ავდექი და წამოვედი ისე რომ აღარც გამომიხედია მაქეთ, ქუჩაში რომ მხვდებოდნენ გამარჯობაც აღარ მითქვამს smile.gif
ეხლა ნამდვილად მაქვს იმის საშუალება რომ მასეთ სკოლაში მივიყვანო ბავშვი, მაგრამ ყველას ვისთვისაც სიკეთე მინდა ამ ამბავს ვუყვები. მაგ სკოლაში ბავშვები მეგობრობას და ერთმანეთის სიყვარულს კი არა, ფულის დათვლას და ერთმანეთზე ზურგსუკან ქირქილს სწავლობენ . ....

ეხლა ბავშვი არცთუ ისე ძვირიან კერძო სკოლაში დამყავს, ერთი პატარა და მყუდრო სკოლაა. კლასში 14 ნი არიან. დირექტორი კაცი ყავთ, გეოგრაფიის მასწავლებელი, და ყოფილი ალპინისტი. მთელი წლის განმავლობაში ბავშვები პახოდებში დაყავს დიდი რუგზაკებით, საძილე ტომრებით, ფოტოაპარატებით, ცივი პერაშკებით და ცხელი გულებით, უყვება , ასწავლის, აყვარებს ასეთ ცხოვრებას. უღებს და ასწავლის ლამაზი სურათების გადაღებას. ძალიან კეთილი და შეამხანაგებული ბავშვები სწავლობენმ უფროსები პატარებს უვლიან, ეფერებიან .. . . .smile.gif მოკლედ ისაა რაც მინდა, ბიჭი მყავს და მართლაც მშვიდად ვარ რომ აქ გზას არ აცდება და ნარკომანი ხულიგანი არ ჩამოყალიბდება . .
ხო სწავლაც საკმაო დონეზეა, ძალიან კარგი სკოლაა მოკლედ smile.gif

Posted by: keto22 19 Jan 2010, 02:24
jellyboss
საბურთალოზე არა მაგრამ კიკეთში აშენდა წელს ძალიან მაგარი სკოლა
ვასაძემ ააშენა
სასულიერო სასწავლებელი
ყავთ თავისი ავტობუსი
შეგიძლია იქ დატოვო ბავშვი მთელი კვირა და შაბათ კვირას წამოიყვანო
წრეები აქვთ ყველაფრის
ეზო დიდი
მოედნები
და რაც მთავარია სუფთა ჰაერი
ალბათ საერთაშორისოც იქნება
ზაფხულში ბავშვების გაცვლა გამოცვლით
http://www.kiketischool.com/
აი იხილე
ესეთია ზუსტად ნანახი მაქვს
ჩემ სახლთან ახლოსაა

Posted by: algulga 19 Jan 2010, 10:15
1. 4 წლის
2. ვერა
3. ყველაფერი მნიშვნელოვანია.
მაგრამ მთავარია კარგი სწავლება და დისციპლინა იყოს.
რა მეშველება არ ვიცი. ორ წელიწადში მომიწევს ფიქრი მაგ საკითხზე.


keto22

QUOTE
კიკეთში აშენდა წელს ძალიან მაგარი სკოლა

QUOTE
და რაც მთავარია სუფთა ჰაერი



და რა ღირს ეგ სიამოვნება?
ორ წელიწადში მომიწევს უკვე სკოლის შერჩევა ბავშვისთვის.



Posted by: samomee 19 Jan 2010, 11:25
Neno_
QUOTE
მარა მათეატიკას ზერეკიძე ხომ არ გასწავლიდა?

ოოოო სამწუხაროდ ზერიკიძე აღარ ასწავლის, ჩემი უსაყვარლესი კაცია,, უამგრესი გაკვეთილები გვქონდა ხოლმე smile.gif
მაგის ნასწავლი მათემატიკით მე უნარები ჩავაბარე ისე რომ მეათე მეთერთმეტე აღარ გამივლია ნიკოლაძეში ჩავაბარე
და სკოლიდან გამოსვლის მერე 4 წლის შუალედით აკადემიისთვის მისაღებზე 78 ავიღე
ააბა ეხლა არ დამაჯერს არავინ რომ ჩემიძმა მეცხრედან რომ გამოვიყვანოთ და მერე 4 წლის მერე უნარები ჩააბარებინო მოუმზადებლადდ
30 ზე მეტს ვერ აიღებს

Posted by: trendy 19 Jan 2010, 11:44
keto22
QUOTE
საბურთალოზე არა მაგრამ კიკეთში აშენდა წელს ძალიან მაგარი სკოლა
ვასაძემ ააშენა

წელს თუ აშენდა, ვერ ვიტყვით რომ კარგია.რეალურად ასე 3 წელი მაინც უნდა სკოლას -მოქოქვისთვის.

მარტო ვიზუალური მხარე არაა საკმარისი


Posted by: keto22 19 Jan 2010, 12:09
algulga
5000 ლარი
ეწრერბა საითტზე გადაამოწმე
trendy
ვიზულური მხარე რატომ
მაგ ვიზუალური მხარიდან შეიძლება მსჯელობა რა მოქოქილიც იქნება wink.gif

Posted by: basu* 19 Jan 2010, 13:35
qate
ჩემი ახლობელი მუშაობდა ცოტა ხანი და იქიდან ვიცი შიგნით რაც ხდება,გამოიქცა როგორც კი შეძლო .

Posted by: Neno_ 19 Jan 2010, 14:25
QUOTE
კიკეთში აშენდა წელს ძალიან მაგარი სკოლა

ამ სკოლაში არ მივიყვანდი მე ბავშვს biggrin.gif
QUOTE
სასულიერო სასწავლებელი

spy.gif
რაღაც ცუდი სუნი ასდის (ბოდიშით biggrin.gif), ნებაყოფლობითი მაინც არის სულიერების არჩევის დონე?

QUOTE
ყავთ თავისი ავტობუსი

მაინც გაუძნელდება ბავშვს 2 საათი (წინ და უკან) გზაში ყოფნა, სკოლაა უნივერსიტეტი ხომ არა

QUOTE
შეგიძლია იქ დატოვო ბავშვი მთელი კვირა და შაბათ კვირას წამოიყვანო

boarding school ყოფილა. დედინაცვალი რომ ვიყო შეიძლება გამეშვა ბავშვი biggrin.gif


+ 5000 ლარი ძვირია, 2000 ლარზე მეტს არ გადავიხდი მე პირადად საშუალო სკოლაში. (ნუ ეხლა რა თქმა უნდა უმაღლესი კლასის ტენისის კორტი და საცურაო აუზი არ ექნება, ეგ გასაგებია biggrin.gif)

samomee
QUOTE
ჩემი უსაყვარლესი კაცია,, უამგრესი გაკვეთილები გვქონდა ხოლმე


+1. მე მათემატიკაში ვემზადებოდი მაგასთან უნივერსიტეტისთვის და 10-იანი მივიღე biggrin.gif სამკუთხედის შუახაზის გავლება არ ვიცოდი ძვირფასი საჯარო სკოლიდან ისე მივადექი..
უმაგრესი გაკვეთილები ვერ გექნებოდა (იმ დროინდელი გადმოსახედიდან მაინც), ძალიან მკაცრი კაცია biggrin.gif

პ.ს. რა უნდა ეხლა ყველა საგანში ესეთი სპეციალისტების მოძიებას. არც ის მგონია ასტრონომიულ ხელფასებს ითხოვდნენ biggrin.gif კარგი სკოლა და ჩერეზ სკოლა სახელი ისედაც კარგია რეპეტიტორობისთვის. მაგ სკოლით გაითქვა ზერეკიძემ სახელი, თორე უნივერსიტეტიდან აბიტურიენტები დიდად ვერ გაიცნობენ რეპეტიტორს rolleyes.gif

Posted by: UK_addicted 19 Jan 2010, 14:41
1. ბავშვი არის 6 წლის
2. ვაკეში
3. წელს შევიყვანე ფრანგულ სკოლაში - ფალიაშვილზე, ეგზიუპერის სახელობის დიდი ხნის ფიქრის და ტვინის ჭ###ტის შემდეგ.
ამოსავალი წერტილი იყო: კლასში არის 15 ბავშვი, ძალიან მინდოდა რომელიმე ენა გაძლიერებულად ესწავლა, ინგლისურს ისედაც ვასწავლი იმედია smile.gif, კვება კარგი აქვთ, ბევრი წრეებია, შეგიძLია ამოარჩიო - ცეკვა, ფეხბურთი, ხელსაქმე და ა.შ> ახლოს არის ჩემს სახლთან, ახალგაზრდა მასწავლებელები ყავთ, ზამთარში გუდაურში მიყავთ, ზაფხულში კიდევ სადღაც - დამავიწყდა smile.gif სპექტაკლებს უკვე ფრანგულ ენაზე დგამენ smile.gif, სკოლა არ არის ძვირი და კიდევ, ვფიქრობ მაინც არ არის ურიგო, როცა ბავშვი სადაც ცხოვრობს, იმავე უბანში რომ დადის სკოლაში. ავტობუსით რო წაიყვანენ ქალაქის მეორე ბოლოში და მერე მოიყვანენ, მგონი არ არის გამართლებული. რა ვიცი ჩემი ყველა მეგობარი არის ჩემი ყოფილი კლასელი ან სკოლელი და უბნელი... და მაინც, ყველა სკოლას აქვს პლიუსი და მინუსი, თუმცა საჯარო სკოლაში ვფიქრობ ნაკლებად სასურველია ბავშვის შეყვანა, თუნდაც იმიტომ რომ 40 ბავშვი ზის კლასში.

Posted by: algulga 19 Jan 2010, 14:49
იტალიურ სკოლას აქებენ ძალიან. წერეთელზეა მგონი

Posted by: samomee 19 Jan 2010, 18:24
Neno_
ნამდვილად არ ვიცი მაგითი გაითქვა თუ არაა მაგრამ ვიცი რომ მთელ მაღლივს აზანზარებდა
უმაკცრესი იყო ვაღიარებ გვერდზე გახედვის გამო გამოცდიდან გამაგდო და საშემოდგო გამომაყოლა, არადა მართლა მხოლოდ 2 ათოსანი ვიყავით კლასში
მაგრამ მართლა ძალიან მაგარი გაკვეთილები გვქონდა
ქალბატონო სალომეს მეძახდა და ძალინ ვხალისობდი smile.gif ვიცი რომ მაგრა ვუყვარდი smile.gif

Posted by: qate 19 Jan 2010, 18:47
samomee


ეგ რომელი თამაზი ზერეკიძეზე ლაპარაკობთ? მაშინ მიმიღეთ გეთაყვა მის ფანკლუბში smile.gif
მე წითელქუდას მეძახდა (წითელი კურტკა მეცვა და იმიტომ), უნივერსტეტში რომ ჩავირიცხე გავზარმაცდი და 3 იანზე მეტი არ მიმიღია კოლოქვიუმებში, მაგრამ მერე რომ მივხდი რა კაცთანაც მქონდა საქმე, "მუღამი" გამიჩნდა 10ოსანი გავმხდარიყავი, ხოდა გამოვეცხადე გამოცდაზე უცბად და ყველაფერს ვუპასუხე . .... ასე მითხრა წითელქუდა, თურმე შენ რა კარგი გოგო ყოფილხარო, მე ვუთხარი, მერედა ბატონო თამაზ ხომ იცით მაგ სიტყვებს წითელქუდას სინამდვილეში ვინ ეუბნებათქო, გაიცინა და მითხრა, ნუ გეშინია, არ შგჭამო, დამიწერა 10 იანი და გამომიშვა, მერე სულ კარგად ვსწავლობდი . .და დღესაც მიყვარს ეგ კაცი smile.gif მათემატიკის გარდა ბევრი რამე მასწავლა .. .თავის ლექსებს გვიკითხავდა ხოლმე smile.gif

Posted by: Neno_ 19 Jan 2010, 18:54
qate
QUOTE
თავის ლექსებს გვიკითხავდა ხოლმე

ხოო ლაპარაკი იცოცხლე უყვარდა სასტიკად biggrin.gif

თან რა უპატიოსნესი ადამიანი! არც პროტექცია, არც ბიძაშვილ მამიდაშვილობა.. მომზადების დროს ანაზღაურებასაც კი ისეთ ცოტას იღებდა სხვებთნ შედარებით და მაგისიც ერიდებოდასავით.. იტოგში ძალიან კარგი ადამიანი და პედაგოგია მართლა!


ზოგადი სკოლის თემას გავცდით მე მგონი biggrin.gif

Posted by: POMPADOUR MADAM DE 19 Jan 2010, 19:02
basu*
QUOTE
ჩემი ახლობელი მუშაობდა ცოტა ხანი და იქიდან ვიცი შიგნით რაც ხდება,გამოიქცა როგორც კი შეძლო .


ტესტირებამდე "გამოიქცა" ?




პ.ს. გაშვებულები ვიცი მაგ სკოლიდან როგორც პედაგოგები ისე ბავშვები და გაქცეულები არა smile.gif

Posted by: Anata 19 Jan 2010, 19:17
1. 6 წლის
2. საბურთალო
3. სკოლა მწიგნობართუხუცესი - სრულად მაკმაყოფილებს:-) ხარისხის და ფასის შეფარდება საკმაოდ კარგია, ჩემის აზრით, წრეები, კვება და ყურადღებაც არაჩვეულებრივი
მინდა მეორეც იქ შევიყვანო, თუ ძალიან არ გააძვირებენ მაგ დროისთვის...

Posted by: basu* 19 Jan 2010, 19:19
POMPADOUR MADAM DE
არა იმას ტესტირება არ ექნებოდა biggrin.gif
პედაგოგი არ იყო smile.gif))
დაახლოებით 3 თვსი წინ წამოვიდა . ზუსტად ნადმვილად არ მახსოვს

Posted by: POMPADOUR MADAM DE 19 Jan 2010, 19:27
basu*
QUOTE
პედაგოგი არ იყო



ნინო? givi.gif

Posted by: basu* 19 Jan 2010, 19:28
POMPADOUR MADAM DE
აჰა ბიჭია smile.gif)
დაცვა იყო smile.gif)

Posted by: POMPADOUR MADAM DE 19 Jan 2010, 19:30
basu*


მე ვიცი რაღაც მოხდა და სრულიად დაცვის სამსახური გაუშვეს

და მაგათ შიდა სამზარეულოსთან არანაირი შეხება არ აქვთ smile.gif

Posted by: basu* 19 Jan 2010, 19:43
POMPADOUR MADAM DE
smile.gif)
კაი რაგან იცი ე.ი. მასეა

მაგრამ ამ ბიჭს პირდაპირი შეხება ქონდა ბავშვებთან , ექსკურსიებზეც დაყვებოდა, ასე თუ ისე იცის ვინ სწავლობდნენ იქ და რას აკეთებდნენ მთელი დღის მანძილზე , რაზე საუბრობდნენ თუნდაც კორიდორში smile.gif)

რაც თქვა ჩემთვის სრულიად საკმარისი იყო იმისათვის რომ არ მომწონებოდა ეგ სკოლა ,ჩემი შვილი მანდ დაიჩაგრება და არ მინდა უმეგობროდ გაიზარდოს, შეიძლება სწავლაში გადავუხადო 4000 ევრო,მაგრამ ვერც დაცვას დავუქირავებ იმიტომ რომ სხვებზე ნაკლები არ გამოჩნდეს და ვერც რამოდენიმე ათასიანი ტანსაცმელს ვერ ვუყიდი, ამ ეტაპზე ასე ვარ ყოველ შემთხვევაში smile.gif

Posted by: addicted 19 Jan 2010, 21:49
qate
QUOTE
თამაზი ზერეკიძე

სისხლი გამიშრო მაღლივში lol: ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო სხვა ლექტორი რომ შემოუშვეს, მერე მაგის ძმა შემოვიდა აღაც უაზრო საგანზე, მაშინ მივხვდი რა კარგი იყო თამაზი biggrin.gif
QUOTE
თან რა უპატიოსნესი ადამიანი! არც პროტექცია, არც ბიძაშვილ მამიდაშვილობა..

+47527537
algulga
QUOTE
იტალიურ სკოლას აქებენ ძალიან. წერეთელზეა მგონი

კი მანდაა, ჩემი ძმა დაგვყავდა მაგრამ სხვაგან გადავიყვანეთ, არ მოგვეწონა სასტიკად. გადასახადის იქეთ ერთი იმდენი თანხა მიქონდა კიდევ სკოლაში, თან არც მაინცდამაინც ყურადღება და კვალიფიციური მასწავლებლები ყავდა. დაწყებითზე ვამბობ.
jellyboss
ჩემი ძმა დაგვყავს საბურთალოზე, გაგარინის მოედნის უკან, ვეძისში სკოლა ბინულში, ადრე ირანის საელჩო იყო იმ შენობაში. ყველაფერი გადასარევი აქვთ იმის გარდა რომ დიდი ეზო არ აქვთ user.gif

Posted by: samomee 19 Jan 2010, 21:52
addicted
ძმა უფრო მაკცრია?

მე პირიქით ვიცოდი მექრთამეაოო

თამზი ზუსტად მაგ ქრთამის გამო და "ნიშანი დაუწერე"-ს გამო წავიდა სკოლიდან
მეც შევეწირე მის წასვლას
მასთან ვერ მოვემზადებოდი ძვირი იყო ამიტო სკოლიდანაც გამომიყვანეს თამაზი იქ აღარ იყო და sad.gif

Posted by: macaco-fast65 19 Jan 2010, 21:59
addicted
არადა იტალიურ სკოლაში მიყვანაზე ხალხი თავს იკლავს.

Posted by: addicted 19 Jan 2010, 22:06
samomee
QUOTE
მა უფრო მაკცრია?

მკაცრი არა ის კიდევ The ლოოთ lol.gif 1ბოთლ არაყზე ნიშანს წერდა.
macaco-fast65
QUOTE
არადა იტალიურ სკოლაში მიყვანაზე ხალხი თავს იკლავს.

აბაა.... ჩვენ იცი როგორ მიგვიყვანეს? 1კლასი შევსებული იყო, ნაცნობობით ძლივს მიიღეს, მაგრამ იმ სიტუაციით რაც დაგვხვდა ფრუსტრირებულები დავრჩით. ჩემი მეზობლის ბავშვიც წამოიყვანეს ანალოგიური მიზეზით შეიძლება მარტო ამათ კლასებში იყო ასე, სხვაგან თავს ვერ დავდებ.

Posted by: qate 19 Jan 2010, 22:28
POMPADOUR MADAM DE
QUOTE
პ.ს. გაშვებულები ვიცი მაგ სკოლიდან როგორც პედაგოგები ისე ბავშვები და გაქცეულები არა 



მე ვარ მოსიძის სკოლიდან გამოქცეული smile.gif (რათქმა უნდა არა ევროპული სკოლიდან, მანამდე ქონდა რუსთავში გიმნაზია და იქიდან). ეხლა ჩემი ნაცნობის შვილი დადის მაგ სკოლაში (უპს სახელი და გვარი არ მთხოვოთ) და მისგან ვიცი რომ ზუსტად იგივე სიტუაციაა რაც გიმნაზიაში იყო, მასწავლებლებიც რამდენადაც ვიცი წაიყვანა რუსთავიდან რამდენიმე . . .. .
ზოგადად მოსიძე თავის სკოლაში ამკვიდრებს აზრს რომ მისი სკოლა ყველაზე "მაგარია" და ყველაზე პრესტიჟული. და ვინც იქ სწავლობს ძალიან მაგრები არიან, დანარჩენები კიდე "ბანძები", ამიტომაა ასეთი აზრი რომ მისი სკოლიდან მხოლოდ უშვებენ , აგდებენ, თორემ ისე როგორ შეიძლება რომ ამისთანა "ძვირფასი" სკოლა თავისი ნებით ვინმემ დატოვოს . . ........... smile.gif. სინამდვილეში კიდე სულაც არაა ასე . . ..


addicted
QUOTE
სისხლი გამიშრო მაღლივში lol: ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო სხვა ლექტორი რომ შემოუშვეს, მერე მაგის ძმა შემოვიდა აღაც უაზრო საგანზე, მაშინ მივხვდი რა კარგი იყო თამაზი

მაგისი ძმა იყო ნუგზარი . .. ლოთი ეძახე და კი იყო დეკანის მოადგილე biggrin.gif ხოდა იცი რას ასწავლიდა? გადასასვლელი ხიდების კონსტრუირებას თუ რაღაცა ეგეთ საათებისთვის თითდან გამოწოვილ საგანს . ..რადიკალნა განსხვავებული ძმები არიან . . .. .

Posted by: POMPADOUR MADAM DE 19 Jan 2010, 23:17
qate
QUOTE
მე ვარ მოსიძის სკოლიდან გამოქცეული  (რათქმა უნდა არა ევროპული სკოლიდან, მანამდე ქონდა რუსთავში გიმნაზია და იქიდან). ეხლა ჩემი ნაცნობის შვილი დადის მაგ სკოლაში (უპს სახელი და გვარი არ მთხოვოთ) და მისგან ვიცი რომ ზუსტად იგივე სიტუაციაა რაც გიმნაზიაში იყო, მასწავლებლებიც რამდენადაც ვიცი წაიყვანა რუსთავიდან რამდენიმე . . .. .
ზოგადად მოსიძე თავის სკოლაში ამკვიდრებს აზრს რომ მისი სკოლა ყველაზე "მაგარია" და ყველაზე პრესტიჟული. და ვინც იქ სწავლობს ძალიან მაგრები არიან, დანარჩენები კიდე "ბანძები", ამიტომაა ასეთი აზრი რომ მისი სკოლიდან მხოლოდ უშვებენ , აგდებენ, თორემ ისე როგორ შეიძლება რომ ამისთანა "ძვირფასი" სკოლა თავისი ნებით ვინმემ დატოვოს . . ........... . სინამდვილეში კიდე სულაც არაა ასე . . ..



smile.gif ასე თუ არ მოსწონს მაგ შენს ნაცნობს ეს სკოლა გამოიყვანოს მაშინ ბავშვი ტყუილად ყრის გამოდის მისი აზრით 4000 ევროს smile.gif
წავიკითხე შენი კომენტარი და შენ შენი აზრი გაქვს ნანასთან დაკავშირებით და მე ჩემი
და ვერაფერი ვერ შემიცვლის ვერც ამ სკოლაზე აზრს და ვერც ნანაზე
რაც შეეხება პედაგოგებს - მუდმივად ხდება ტესტირება და მუდმივი კვალიფიკაციის ამაღლება და არა საქართველოში...
და დონეს რაც შეეხება საქართველო კაი ბატონო ყველაფერი მოსულა მაგრამ
შვეიცარიას და ინგლისს - ანუ იმ ორგანიზაციებს რომლებიც ამ სფეროში სერიოზულ სერთიფიკატს გასცემენ სკოლებისთვის
ჩაწყობა მოქრთამვით არ მისცემდნენ ამ სკოლას იმ სერთიფიკატს რაც მიიღეს დეკემბერში....
ესაა და ეს

პ.ს. ნანა არ არის ჩემი არც ნათესავი და არც მეზობელი....

Posted by: trendy 19 Jan 2010, 23:31
qate
QUOTE
ეხლა ჩემი ნაცნობის შვილი დადის მაგ სკოლაში (უპს სახელი და გვარი არ მთხოვოთ) და მისგან ვიცი რომ ზუსტად იგივე სიტუაციაა



რა უშლით ხელს სკოლიდან გადაიყვანონ ბავშვი?

ჰაერში ყრიან ამხელა ფულს?
ეს სისულელედ მიმაჩნია, ასე მგონია მაინც მოსწონთ smile.gif


macaco-fast65
QUOTE
არადა იტალიურ სკოლაში მიყვანაზე ხალხი თავს იკლავს.

ჩემი დაქალის ძმა გამოიყვანეს, უკმაყოფილოები იყვნენ

Posted by: Kissie 19 Jan 2010, 23:48
Neno_
QUOTE
რაღაც ცუდი სუნი ასდის (ბოდიშით


biggrin.gif
რა სულიერების დონის არჩევა biggrin.gif სასულიერო სკოლაა რა, ანუ პროგრამაშიც უწერიათ - დილას ლოცვა, საღამოს ლოცვა. ვებგვერდზე ვნახე.

მე მივესალმები სასულიერო სკოლებს biggrin.gif იმიტომ, რომ ვისაც დილა-საღამოს ლოცვა უნდა, ასეთ სკოლებში მიიყვანოს და დანარჩენი სკოლები გათავისუფლდნენ ადრე მოდაშიმყოფი "აბა ბავშვებო, ავდგეთ და მამაო ჩვენო ვილოცოთ"-ისგან.
ჩემს დროს ხდებოდა, იმედია ახლა აღარ.

Posted by: Neno_ 20 Jan 2010, 00:13
Kissie
QUOTE
დილას ლოცვა, საღამოს ლოცვა

რა როჟები იქნებიან ბავშვები მაგ დროს biggrin.gif რაღაც რიტუალივიტ დუდუნი biggrin.gif


ნუ ალბათ იმ მიზნით მიყავთ ბავშვები აქაოდა ნარკომანიასთან შორს იქნებაო vis.gif

არადა ზოგი მღვდელი (ყველა არა რა თქმა უნდა) ალბათ რას გამოატვინებს ბავშვს ადრეულ ასაკშივე.
ანუ არჩევა იმ თვალსაზრისით ვიგულისხმე ვთქვათ რომ აირიდო რომელიმე არაადექვატური მღვდელი თქო biggrin.gif, თორე ჭკვიან მღვდელს მეც კი მოვუსმენდი უფრო სამეცნიერო სტილში თუ განიხილავდა ბიბლიას და თუ ნებაყოფლობითი იქნებოდა დასწრება და თუ მღვდელი "ღია" იქნებოდა ყველა კითხვისთვის (რა ცუდად ჟღერს ქართულად) user.gif

Posted by: blblbl 20 Jan 2010, 00:17
Neno_
QUOTE
ნუ ალბათ იმ მიზნით მიყავთ ბავშვები აქაოდა ნარკომანიასთან შორს იქნებაო

ეს რა შუაშია,უბრალოდ არიან მორწმუნე ოჯახები რომელთა შვილებიც თAვიდანვე ეკლესიურად იზრდებიან.

Posted by: Neno_ 20 Jan 2010, 00:33
blblbl
QUOTE
ეს რა შუაშია,უბრალოდ არიან მორწმუნე ოჯახები რომელთა შვილებიც თAვიდანვე ეკლესიურად იზრდებიან.

ვითომ? თან პახოდუ მდიდრებიც არიან?
საქართველოში გვაქვს ის სიტუაცია რომ პატიოსანი შრომით (აუცილებელი მაგრამ არასაკმარისი პირობა მოწმუნისთვის და არა მარტოbiggrin.gif) 500 ლარი იხადოს თვეში მარტო ერთი ბავშვის სკოლაზე? ბევრია ეგეთი? მგონია რომ არა..
თუმცა იქნებ ვცდები.. რაღაც ცუდად გამომივიდა ეკლესიაზე ტყულად დავწერე ცინიკურად, მაპატიეთ mo.gif

Posted by: khatia88 20 Jan 2010, 00:37
კი მაგრამ ყველა მდიდარუ ურწმუნოა?

Posted by: blblbl 20 Jan 2010, 00:39
Neno_
კი არიან ასევე ნუ დაგავიწყდება ასე ვთქვათ "მოდის გამო მორწმუნეები" (ღმერთო მაპატიე მაგრამ მართლა ბევრია ასე დარწმნებული ვარ),რომლებიც ნამდვილად არიან მდიდრები,ასევე მამაოების შვილები smile.gifბევრი ვიცი კიდევ ვინც სიამოვნებით მიიყვანდა მანდ უბრალოდ საშუალება არ აქვთ .

Posted by: Neno_ 20 Jan 2010, 00:51
blblbl
QUOTE
ასევე მამაოების შვილები

ვაა მამაოები ნახე biggrin.gif რა პულს აკეტებენ biggrin.gif
khatia88
QUOTE
კი მაგრამ ყველა მდიდარუ ურწმუნოა?

მე მგონი კი? biggrin.gif ყოველ შემთხვევაში ბიზნესის (=მდიდარი) პრინციპები (ჩვენნაირი ბანანის ქვეყანასი განსაკუთრებით) ხშირ შემთხვევაში მთლად კარგად ვერ ემთხევევა მორწმუნის (აი რელიგიურის რასაც ქვია და შვილს რომ სასულიერო აკადემიაში წაიყვანს ეგეთის და არა ჩემნაირი მორწმუნის biggrin.gif) პრინციპებს ჩემის აზრით..

2 შვილი ხომ გყავს მინიმუმ, 1000 ლარი მარტო სწავლაში. ანუ მინიმუმ 5000 ლარი უნდა გქონდეს შემოსავალი მაშინ.. თუმცა თუ ცოლი და ქმარიც მუშაობს ეს იმხელა თანხა არ არის რომ ვერ შეძლო, მარა მაინც ვერ არის ეს საშუალო ფენა მასიურად წარმოქმნილი საქართველოში, არა?


Posted by: blblbl 20 Jan 2010, 00:54
Neno_
მამაოები ფულს არ აკეთებენ,მრევლი ეხმარებათ

QUOTE
კი მაგრამ ყველა მდიდარუ ურწმუნოა?

მე მგონი კი?

მდიდარი რომ ხარ ეს იმას არ ნისნავს რომ არ გწამს,ნამდვილად არიან მდიდარი მორწმუნეები .ეკლესია მაქვს სახლის წინ მამაო ჩემი მეზობელი იყო კარგად ვიცი რა როგორ ხდება smile.gif

Posted by: Neno_ 20 Jan 2010, 00:59
blblbl
კარგი 2kiss.gif
მე ბევრი არაფერი ვიცი ამ თემაზე მართლა!

Posted by: blblbl 20 Jan 2010, 01:02
Neno_
2kiss.gif
ისე იმისდამიუხედავად,რომ ასე თუ ისე მორწმუნე ვარ და მინდა ჩემი შვილებიც იყვნენ მორწმუნეები,მასეთ სკოლაში არ მივიყვანდი მაინც biggrin.gif

Posted by: Peppi 20 Jan 2010, 01:57
ყველაფერს ზომა-წონა აქვს . .

ჩემს დას ყავდა (კერძო სკოლაში) დაწყებითებში რელიგიის მასწავლებელი, თან კარტს შლიდა გაკვეთილზე, პასეანსებს სამკითხაოდ როდის გათხოვდებოდა და თან ბავშვებს ტვინს "ულაყებდა" . . მე-3 კლასელმა ბავშვმა მონაზვნობა მინდაო . .

ასეთი შეუსაბამო და სივრცეში დაკარგული "პედაგოგების" მეშინია ნამეტნავად . . მართლა (:

Posted by: coco chanel 20 Jan 2010, 02:22
DOLPHIN
მერმისი ჩემმა დამ დაამთავრა, ჩემი ძმის შვილიც მანდ სწავლობს კმაყოფილები იყვნენ და არიან

ჩემი შვილი დადის მთიებში ეხლა გამსახურდიას გამზირზეა. 6 საათამდე იქ არის და ეს მე ძალიან მაწყობდა (როცა მივიყვანე) და მაწყობს, გაკვეთილებსაც იქ ამზადებიებენ რასაც ვერ ასწრებს სახლში ატანენ, გააცდენს დილა უთენია მირეკავენ, 14 ბავშვია კლასში, კვება არ აქვს ოღონდ რადგან 10 კლასშია, პატარებს აქვთ კვება, ბევრი პლიუსიც აქვს და ბევრი მინუსიც smile.gif მანამდე დადიოდა ამერიკულ სკოლაში მაგარი სასაცილო იყო, 1.2.3 კლასი ნიშნების მაგივრად აძლევდნენ ფულს (ქაღალდის კუპიურას) და ეს ფული უნდა დაგეგროვებინა და პარასკევს მოვიდოდა მაღაზია და იყიდდი რაც მოგივიდოდა, ბოლოს რომ ყველაფერი ფულზე გადაყავდა გავგიჟდი და გადავიყვანე gigi.gif

სკოლის არჩევა არის ძალიან რთული. ძალიან ბევრი რამე უნდა გაითვალისწინო

Posted by: POMPADOUR MADAM DE 20 Jan 2010, 12:11
coco chanel
QUOTE
ამერიკულ სკოლაში



ეს არ გამახსენო რა
სკოლის გარდა ყველაფერია
დუდუ რომ ჩამოვიდა თბილისში ბავშვს ქართულ სკოლაში ვერ შევიყვანდით
ელემენტარულად ქართული არ იცოდა - ანუ 2 კლასი და ბაღი 1 წელი ინგლისურად სწავლობდა და
მივიყვანეთ მანდ და 1 თვეში გამოვიქეცით
დუდუს დონის ინგლისური მისმა პედაგოგმა არ იცოდა და რატომ ჰქვია ამერიკული სკოლა ნამდვილად ვერ გავიგეთ


Posted by: djindjidrinji 20 Jan 2010, 14:30
აჰა თქვენ, ევროპული სკოლა, ქაჯობის ზეიმი


Posted by: Tak 20 Jan 2010, 15:11
Kissie
QUOTE
პატარა კვლევას ვატარებ და თქვენი დახმარება მჭირდება. მიპასუხეთ, რა, რომ მოიცლით:

1. ბავშვის ასაკი: 2. ამჟამინდელი საცხოვრებელი უბანი:3. ბავშვისთვის სკოლის შერჩევისას რას აქცევთ/მიაქცევთ ყურადღებას პირველ რიგში? /დამიწერეთ სამი მთავარი პრიორიტეტი/



1. 13 დღის smile.gif
2. ვერა (მთაწმინდა)
3. უF რაც მე მაგაზე მიფიქრია, მსგავსი გამოკვლევა მეც მაქვს გაკეთებული smile.gif

ესე იგი :

1. სწავლის დონე (სახელი)
2. ჰიგიენა
3. სწავლების პრინციპები

Posted by: liz 20 Jan 2010, 16:21
djindjidrinji
ხოოოოოო ვერ დაიკვეხნიან გემოვნებით smile.gif
* * *
მთავარი მშობლისთვის შვილის უსაფრთხოებაა,ე.ი.სკოლის არჩევისთვის პირველი კრიტერიუმია-მოსწავლის უსაფრთხოება,დისციპლინა.
შემდეგ სწავლის ხარისხი, ე.ი მეორე კრიტერიუმი- კვალიფიცირებული მასწავლებელი.

და არ მესმის იმ მშობლების , ვინც სკოლას ირჩევს იმის მიხედვით თუ რა სპორტული სექციები და სტუდიებია დამატებით. სკოლა სასწავლო დაწესებულებაა, ხოლო წრეებზე ბავშვებმა უნდა იარონ საღამოობით,თავისუფალ დროს.

Posted by: Neno_ 21 Jan 2010, 00:10
djindjidrinji
QUOTE
აჰა თქვენ, ევროპული სკოლა, ქაჯობის ზეიმი

ვაიმე ეს რა იყო biggrin.gif ბავშვები კიდე ხო და ეს ზრდასრული ხალხი რამ დააქლიავა, ტალღებს რომ აკეთებდნენ givi.gif
"ეს ცეცხლი (სიყვარულის, რომელიც ნანამ დატოვა გიმნაზიაში) გიზგიზებს ყველა ჩვენგანის გულში!" lol.gif
lol.gif lol.gif lol.gif
ბოლომდე ვუყურე biggrin.gif

Posted by: ინფინიტი 21 Jan 2010, 02:42
djindjidrinji
აა, ეს გიჟები და მარაზმატიკები სადღაც ვნახე ადრე, რაღაც სექტაა მე მგონი , თავიდან ღადაობა მეგონა

http://elar.ge/ http://elar.ge/ http://elar.ge/

Posted by: izabel 21 Jan 2010, 10:31
მეც ადრე მაქვს ნანახი ეს ჩანაწერი...ვერ გავიგე ეს ნანა ვინაა?

ისე გადავხედე თემას და სკოლებში ფასებია იტირებ რააა...
იმიტომაა დემოგრაფიული სიტუაცია წასული "იქ"...

Posted by: Anata 21 Jan 2010, 11:03
liz
QUOTE
და არ მესმის იმ მშობლების , ვინც სკოლას ირჩევს იმის მიხედვით თუ რა სპორტული სექციები და სტუდიებია დამატებით. სკოლა სასწავლო დაწესებულებაა, ხოლო წრეებზე ბავშვებმა უნდა იარონ საღამოობით,თავისუფალ დროს.

როგორც წესი კერძო სკოლებში შეყავთ იმ მშობლებს, რომლებიც მუშაობენ და ფიზიკურად არ აქვთ იმის შესაძლებლობა სადმე ატარონ
ამიტომ სტუდიები და სპორტული სექციები ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სკოლის არჩევისას

Posted by: Kissie 21 Jan 2010, 12:31
QUOTE (djindjidrinji @ 20 Jan 2010, 14:30 )
აჰა თქვენ, ევროპული სკოლა, ქაჯობის ზეიმი


OMFG .

Posted by: ინფინიტი 21 Jan 2010, 13:49
izabel
QUOTE
მეც ადრე მაქვს ნანახი ეს ჩანაწერი...ვერ გავიგე ეს ნანა ვინაა?


არქიფო სეთური yes.gif

Posted by: izabel 21 Jan 2010, 14:21
infinity-infinity
QUOTE
არქიფო სეთური 

givi.gif

Posted by: Solveig 21 Jan 2010, 20:59
jellyboss
QUOTE
ს სკოლა მოგვეწონა ძალიან. იშვიათია რომ ესეთი განახლებადი გვერდი ქონდეს სკოლას და ზოგადად ძალიან მოგვეწონა.

მაგრამ ფასი:4000 ევრო

ძალიან ძვირია

მაგ სკოლაში სულ უფასოდაც რომ იღებდნენ, მაინც არ შევიყვანდი ბავშვს, თუ იგივე კონტიგენტი იქნებოდა მასწავლებლებად, რაც jinjidrinji-ს დადებულ ბმულზეა...მგონი სიმონ ჯანაშიამ დადო თავის დროზე youtube-ზე.

აღვშფოთდი, რომ ვნახე. სულს უმახინჯებენ ბავშვებს, ფარისევლებად და ეგოისტებად ზრდიან..ისეთი შთაბეჭდილება მრჩევა, რომ მშობლებიც ეგეთები არიან და აწყობთ, შვილი ისეთ სკოლაში მიიყვანონ, სადაც ამ თვისებებს კიდევ უფრო გაუძელიერებენ ბავშვებს.

Neno_
QUOTE
ერძო სკოლა სახლთან ახლოს
2. კლასში 15-ზე მეტი ბავშვი არა, სასურველია 10-12.
3.მუშათა კლასის წარმომადგენელი ხალხის შვილები მხოლოდ (ანუ მდიდრების სკოლაში არ შევიყვან ფული რო თავზე მეყაროს მაინც).

ჯერ-ჯერობით ეგ გამორიცხულია.

QUOTE
მაინც გაუძნელდება ბავშვს 2 საათი (წინ და უკან) გზაში ყოფნა, სკოლაა უნივერსიტეტი ხომ არა

კი, გეთანხმები. მეც არ ვემხრობი, რომ სკოლა ძალიან შორს იყოს სახლიდან.

თუმცა, ეგეთი სკოლიდან მომვალ ბავშვს წესით, გაკვეთილებსაც უნდა ამზადებინებდნენ სკოლაში (ანუ გახანგრძლივებული რეჟიმის იყოს) და მერე სახლში ჩამოსულ ბავშვს აღარ უნდა სჭირდებოდეს ამხელა გზით დაღლილს ტვინის ხერხვა გაკვეთილებზე..

მე დავამთავრე ძალიან კარგი სკოლა, 42-ე ფიზ. მათი..ჩემმა ძმამაც..ოღონდ, მაშინ არ იღებდნენ პირველი კლასიდან, მე-8 დან იყო მიღება, გამოცდებით. ახლა მგონი ჩვეულებრივ საჯარო სკოლად გადააკეთეს..

ერთადერთი, რაც ცუდი ჰქონდა მაგ სკოლას ჩემს დროს-უცხო ენის სწავლება არ იყო სათანადო დონეზე. თუმცა, მაშინ საერტოდ სწავლა არ იყო სკოლებში და მაგ ფონზე...


Posted by: Ninoza 21 Jan 2010, 21:03
QUOTE
1. ბავშვის ასაკი:

14 წლის
QUOTE
2. ამჟამინდელი საცხოვრებელი უბანი:

დიღმის მასივი
QUOTE
3. ბავშვისთვის სკოლის შერჩევისას რას აქცევთ/მიაქცევთ ყურადღებას პირველ რიგში? /დამიწერეთ სამი მთავარი პრიორიტეტი/

ა) სწავლის ხარისხი
ბ) წესრიგი და სიმკაცრე
გ) სახლთან სიახლოვე



Posted by: samomee 21 Jan 2010, 21:03
Solveig
QUOTE
ჯერ-ჯერობით ეგ გამორიცხულია.

შენთვის გამორიცხულია თუ საერთოდ?

ერთი მაგალითი მე ვიცი, რომ ასეთI სკოლა არსებობს smile.gif

Posted by: Neno_ 21 Jan 2010, 21:05
Solveig
QUOTE
მე დავამთავრე ძალიან კარგი სკოლა, 42-ე ფიზ

ვიცი ეგ კარგი სკოლაა, დედაჩემმაც ეგ დაამთავრა, მაგრამ ეხლა მგონია რომ კერძო სკოლაში უფრო კარგად ისწავლის ბავშვი თუნადაც ტექნიკურ საგნებს, ვიდრე კომაროვ-42-ეში. თან მათემატიკურ სკოლებში მგონია რომ ჰუმანიტარული საგნები მიგდებულია ხოლმე. მე კი მინდა ბავშვმა ისტორია-ქართულიც კარგად იცოდეს.

პლიუს ამას ხომ იყავით 40-ამდე ბავშვი კლასში არა? ეგ არ მაწყობს ყველაზე მეტად biggrin.gif მახსოვს ყოველთვის წინასწარ ვხვდებოდი როდის მიწევდა გამოძახება და მაშინ უფრო კარგად ვსწავლობდი ან ვიპარებოდი ხოლმე givi.gif აბსოლუტურად ყოველ დღე უნდა ხდებოდეს ბავშვის გამოკითხვა ყველა საგანში (!). მათ შორის საშინაო დავალებების შემოწმება ინდივიდუალურად (სახლში წაიღოს უნდა დავალებები და შეამოწმოს). ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია biggrin.gif

პ.ს. ბავშვი ჯერ არ მყავს და არც მეჯღანება კაი 3-4 წელი და რა გამოვიდე თავი ამ თემაში არ ვიცი, მაგრამ მიყვარს განათლებული ბავშვები და თავს ვერ ვიკავებ მაგაზე ფიქრისგან biggrin.gif

Posted by: Solveig 21 Jan 2010, 21:08
samomee

გამორიცხული ის არის, რომ კერძო სკოლების ხარჯებს შესწვდეს მუშათა კლასი მეთქი smile.gif თუმცა, გააჩნია, როგორ გვესმის მუშათა კლასი,
თუ საშუალო კლასი იგულისხმება (ანუ, დედა და მამა რომელიმე კერძო კომპანიაში, დაახლოებით 1000-3000 ლარი ანაზღაურებით თვეში) მაშინ-კი.

და რასაც ნამდვილი მუშათა კლასი ჰქვია, ის ოჯახი ჯერ-ჯერობით კერძო სკოლის ხარჯებს ვერ შეწვდება. მით უმეტეს, თუ ერთზე მეტი შვილი ჰყავთ.

მე რომ მყავდეს შვილი და მქონდეს ზემოხსენებული შემოსავალი, "სახელმწიფო" სკოლას ნამდვილად ვამჯობინებდი კერძოს, სადაც ნორმალურად ასწავლიან საგნებს, უცხო ენას და არაა სნობური სიტუაცია..სახლთან სიახლოვე არ იქნებოდა გადამწყვეტი (მით უმეტეს, თუ სკოლას თავისი ტრანსპორტი ჰყავს).

Neno_
QUOTE
თან მათემატიკურ სკოლებში მგონია რომ ჰუმანიტარული საგნები მიგდებულია ხოლმე. მე კი მინდა ბავშვმა ისტორია-ქართულიც კარგად იცოდეს.

ისტორია და ქართული მშვენივრად ისწავლებოდა, ისეთივე გრაფიკით, როგორც ჩვეულებრივ სკოლებში.
გეოგრაფია, ბიოლოგია, ქიმია იყო დაჩაგრული. (რა მინდოდა ბიოლოგიის ფაკულტეტზე მერე biggrin.gif)

QUOTE
პლიუს ამას ხომ იყავით 40-ამდე ბავშვი კლასში არა?

არა, კლასი იყოფოდა ძირითად საგნებზე..ქართული, მათემატიკები, ფიზიკა, უცხო ენა ქვეჯგუფებს ცალ-ცალკე გვიტარდებოდა.

ისედაც, საკმაოდ რთული იყო სწავლა და ბევრი ვერ სძლევდა, ზოგს დირექტორი აგდებდა უდისციპლინობის გამო (მაგარი ახირებული კაცი იყო, სასტიკი წესრიგის მოყვარული), ზოგი თვითონ ვერ ეგუებოდა რეჟიმს და მიდიოდა...რავი, თუ გაკვეთილებს არ აცდენდი და სწავლობდი, დირექტორი აბრეშუმივით იყო ხოლმე და.. smile.gif

35 კაცი ვიყავით მე-8 კლასში თავიდან, მერე 30-ზე ჩამოვედით..მე-11-ში საერთოდ 17 ვიყავით smile.gif

Posted by: Neno_ 21 Jan 2010, 21:13
Solveig
QUOTE
გააჩნია, როგორ გვესმის მუშათა კლასი,
თუ საშუალო კლასი იგულისხმება

კი ეგ ვიგულისხმე მე. middle class, ანუ განვითარებულ ქვეყნებში რასაც მასა შეადგენს, ნუ ეხლა შავ მუშებზე არ მაქვს საუბარი, უფრო ბანკებსა და სხვა დაწესებულებებში წვრილმან თანამდებობებზე მომუშავე განათლებული ხალხი, რომელთა ოჯახური შემოსავალი საშუალოდ 2000 ლარს შეადგენს.. ეგ ჩემი აზრით biggrin.gif და მაგ დროს სიტყვაზე თვეში 200 ლარიანი კერძო სკოლა ოპტიმალურია მე მგონი biggrin.gif
* * *
QUOTE
ისედაც, საკმაოდ რთული იყო სწავლა და ბევრი ვერ სძლევდა, ზოგს დირექტორი აგდებდა უდისციპლინობის გამო (მაგარი ახირებული კაცი იყო, სასტიკი წესრიგის მოყვარული), ზოგი თვითონ ვერ ეგუებოდა რეჟიმს და მიდიოდა...რავი, თუ გაკვეთილებს არ აცდენდი და სწავლობდი, დირექტორი აბრეშუმივით იყო ხოლმე და..

კიდე ის მინდა აღვნიშნო რომ სიმკაცრეს ზოგი ისე განმარტავს თუ თოფურიას რამდენ ამოცანებს მიაყრის მასწავლებელი ანუ არარაციონალურად მკაცრია რა. ეხლა მე არ ვიცი რა სიტუაციაა მაგ სკოლაში, მაგრამ მთავარია პრობლემა არ უნდა იყოს მასწავლებლის კომუნიკაციის უნარები საერთოდ. თორე მე თუ მომიწია ბავშვისთვის სწავლებამ ან მერე ცალკე მომზადებამ ეგეთები არ მაწყობს.. ანუ ბავშვის ინტელექტის მხრივ თუ პრობლემა არაა (ობიექტურად) სწავლა რომ ვერ დაძლიოს მასწავლებელს მოვთხოვ პასუხს!

QUOTE
35 კაცი ვიყავით მე-8 კლასში თავიდან

კაკრაზ თავიდანაა მნიშვნელოვანი ეს მომენტი, თორემ უნივერსიტეტში კი ვესწრებოდისთ 200 კაცი 1 ლექციას და ნო პრობლემ wink.gif

Posted by: qate 21 Jan 2010, 21:50
trendy
POMPADOUR MADAM DE
QUOTE
რა უშლით ხელს სკოლიდან გადაიყვანონ ბავშვი?

ჰაერში ყრიან ამხელა ფულს?
ეს სისულელედ მიმაჩნია, ასე მგონია მაინც მოსწონთ


გამოიყვანს, სასწავლო წლის დამთავრებას ელოდება, ბავშვის პირველკლასელია და არ არის ასე ადვილი ადგე და უცებ სულ სხვა გარემოში გადაიყვანო პატარა smile.gif


* * *
Solveig
რომელ წელს დაამთავრე 42? baby.gif

Posted by: POMPADOUR MADAM DE 21 Jan 2010, 22:57
qate

smile.gif წარმატებებს ვუსურვებ smile.gif

სხვა დანარჩენ კომენტარებზე კი ვიტყვი
არც ნანა მოსიძეს და არც ევროპულ სკოლას ჩემი დასაცავი არაფერი არ სჭირს და
არც დასჭირდება არასდროს დარწმუნებული ვარ

მე ჩემს შვილს ბაღშიც მანდ შევიყვან და შემდეგ სკოლაშიც იმიტომ რომ მინდა ცოდნა მიიღოს სათანადო
ესაა და ეს

პ.ს. კონკურენტები მუშაობენ ფორუმებზე და ევროპული სკოლა მუშაობს ბავშვებისთვის smile.gif

Posted by: Solveig 21 Jan 2010, 23:18
qate
1996 წელს smile.gif

POMPADOUR MADAM DE

QUOTE
კონკურენტები მუშაობენ ფორუმებზე

ჩემი აზრით, არანაირი კონკურენტობანა არაა საჭირო იმისათვის, რომ ზემოთხსენებული ვიდეო შეაფასოს ადამიანმა.


თბილისის ერთ-ერთ ბაღში "სპონსორი, სპონსორი, დილარ ძია არისო" ამასაც ამღერებდნენ ბავშვებს და მშობლების გახარებული სახეები ჩანდა კადრში..გორში კიდევ, მიხეილ ქარელის სადიდებელი ლექსი ასწავლა მასწავლებელმა ბავშვებს და ერთმა მშობელმა პროტესტის ნიშნად ბავშვი სხვა სკოლაში გადაიყვანა. მეც ეგრე მოვიქცეოდი.
მოკლედ, კაცია და გუნება...

საქართველოში არის ადამიანების კატეგორია, რომლისათვისაც ვიდეოზე ასახული სიტუაცია მისაღებია და ცხადია, შვილი შეჰყავს ეგეთ სკოლაში. კი ბატონო..ყველა თვითონ საზღვრავს თავისი ტავის და თავისი შვილის ბედს.

Posted by: POMPADOUR MADAM DE 21 Jan 2010, 23:48
Solveig
QUOTE
ჩემი აზრით, არანაირი კონკურენტობანა არაა საჭირო იმისათვის, რომ ზემოთხსენებული ვიდეო შეაფასოს ადამიანმა



სანამ შეფასებამდე მიხვალ ძვირფასო იქ გარკვევით წერია რომ ნანა ჩავიდა რუსთავში თავის სკოლაში და ეს ევროპული სკოლა არ არის smile.gif ხოლო რუსთავი თბილისი არ არის და ვერავინ ვერ გაბედავთ და ვერ იტყვით რომ პროვინციაა და სხვა რა მოეთხოვებათო - ყველა აქ რომ სტილს იცავთ smile.gif კონკრეტულად შენზე არ ვამბობ smile.gif
და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მოითხოვოს თუ აინტერესებს ბავშვისთვის და დაათვალიერებს სკოლას, სასწავლო პროცესს, პედაგოგებისა და მოწაფეების კონტინგენტს მერე ილაპარაკეთ და ვიღაცეების ნაჭორავებზე ტყუილად ნუ იღლით თავს smile.gif ...

QUOTE
საქართველოში არის ადამიანების კატეგორია, რომლისათვისაც ვიდეოზე ასახული სიტუაცია მისაღებია და ცხადია, შვილი შეჰყავს ეგეთ სკოლაში. კი ბატონო..ყველა თვითონ საზღვრავს თავისი ტავის და თავისი შვილის ბედს.


lol.gif რატომ წუხდებოდიიიი lol.gif

Posted by: tikope 21 Jan 2010, 23:58
POMPADOUR MADAM DE
Solveig
QUOTE
ნანა ჩავიდა რუსთავში თავის სკოლაში

მაგ სკოლაშI დამყავს ჩემი ორი უფროსი. სახელი და გვარი დარჩა მარტო ,სადღაა ის დონე და სიძლიერე.
აი, ის ვიდეო იყო საშინელება და მარაზმი საერთოდ,დღემდე მრცხვენია, რომ მახსენდება ...სირცხვილია ყველა მასწავლებლისთვის , რომლებმაც ასეთი დითირამბები მოამზადეს ნანასთვის , ქეთო და კოტე იყო რააა(ქორწილისს სცენა, მაკარს თავადი რომ დაჰყავს დარბაზ -დარბაზ)
მადლობა ღმერთს , ჩემს არც ერთ შვილს მონაწილეობა არ მიუღია ამ ტრაგი-კომედიაში

Posted by: Solveig 22 Jan 2010, 00:08
POMPADOUR MADAM DE
QUOTE
ანამ შეფასებამდე მიხვალ ძვირფასო იქ გარკვევით წერია რომ ნანა ჩავიდა რუსთავში თავის სკოლაში

მადამ, ნანა დირექტორი იყო იმ სკოლაში (რუსთავში) და ცხადია, შექმნა იქ გარკვეული ატმოსფერო...და თბილისში გადმოსვლა ვითომ გამოცვლიდა მისი მუშაობის პრინციპებს? ეჭვი მეპარება.

გარდა ამისა, ვიდეო არის ევროპული სკოლის ტელევიზიიდან, აქედანაც მშვენივრად შეიძლება დასკვნების გამოტანა.

ადამიანს ექცევიან ისე, როგორც მას სიამოვნებს, არა? ნანას ძალიანაც სიამოვნებდა, დნებოდა პირდაპირ და თვითონაც აფრქვევდა პირფერობის მთელ ნიაღვარს. რაზე მედავები,ვერ გავიგე. თუ გჯერა, რომ რომ ეგეთი ადამიანი მოაზროვნე, პატიოსან, თავმდაბალ და წესიერ ადამიანს აღზრდის-შენი ნებაა. მე არ მჯერა.

ეგეთი ადამიანები , აკაკი ბაქრაძე რომ კლეპტოკრატებს ეძახდა, მოდიან ბრეჟნევის ზასტოის ეპოქიდან, საკმაოდ ბევრს ვიცნობდი (ჩემს მეზობლებს, ელემენტარულად) მაგ ფენის წარმომადგენელს, მშვენივრად ვიცნობ მათ შეხედულებებს და არასოდეს იმსახურებდნენ ჩემს სიმპათიებს.

QUOTE
ხოლო რუსთავი თბილისი არ არის და ვერავინ ვერ გაბედავთ და ვერ იტყვით რომ პროვინციაა და სხვა რა მოეთხოვებათო -

ეს ფრაზა ვერ გავიგე.

ანუ, რაკი რუსთავი პროვინციაა, მოეთხოვებათ-თაყვანი სცენ ცენტრიდან ჩასულ დელეგაციას? რატომ მოეთხოვებათ ვითომ?

არაფერი გაბედვა არ უნდა მაგას. რასაც არ ვფიქრობ, რატომ უნდა ვთქვა?

QUOTE
რატომ წუხდებოდიიიი

რა შეწუხებაა, გეკადრებათ? biggrin.gif

Posted by: POMPADOUR MADAM DE 22 Jan 2010, 00:12
Solveig


რას ვიზავთ ყველას თავისი აზრი აქვს
და მე ჩემი გამოვთქვი და არგუმენტებიც მაქვს თან მყარი
ასე ვიფიქრო და ამიტომ ყველას ვუსურვებ წარმატებას smile.gif

Posted by: MELO_MELO 22 Jan 2010, 00:16
POMPADOUR MADAM DE
სკოლაზე არაფერი ვიცი და იმედია ძააან OFF არ გამომივა, აქ "გამოგიჭირე" და გკითხავ, როგორა ხარ? ელენიკო რას შვება? 2kiss.gif

Posted by: POMPADOUR MADAM DE 22 Jan 2010, 00:21
MELO_MELO

ეხლა ძინავს და უნდა გავაღვიძო რომ ჭამოს
დღეს ძალიან აურია
და გამაბრაზა
შენ როგორ ხარ 2kiss.gif

რაც შეეხება კისოს კვლევას

1. ბავშვის ასაკი: - 3 თვის
2. ამჟამინდელი საცხოვრებელი უბანი: ვაკე
3. ბავშვისთვის სკოლის შერჩევისას რას აქცევთ/მიაქცევთ ყურადღებას პირველ რიგში?
პირველ რიგში - პედაგოგებს
მეორე - უსაფრთხოებას

და ჩემი გადაწყვეტილება უკვე დავწერე givi.gif

QUOTE
8 წევრი ათვალიერებს ამ თემას (9 სტუმარი და 15 უჩინარი წევრი)




lol.gif

Posted by: MELO_MELO 22 Jan 2010, 00:44
POMPADOUR MADAM DE
კარგად და გავიპარე ქალბატონომოდეროოო, მაპატიეთ smile.gif

Posted by: ინფინიტი 22 Jan 2010, 00:59
თუ შეიძლება, გამარკვიეთ, გამოდის რომ იმ სკოლის დირექტორი, სადაც გადასახადი შეადგენს 4000 ევროს და ჰქვია ევროპული სკოლა , არის ეს ქალი ვიდეოზეეეე eek.gif wow.gif

Posted by: Neno_ 22 Jan 2010, 01:07
infinity-infinity
კი გენცვა boli.gif

კონკურენტი ხომ არ ხარ? spy.gif

givi.gif

Posted by: ინფინიტი 22 Jan 2010, 01:21
Neno_
sad.gif ვაი, ვაი

ისე სერიოზულად მაინტერესებს, რას ასწავლიან და უკეთებენ ბავშვებს 4000 ევროსას? ჩემი ჯგუფელი მაგისტრატურაზე სწავლობს ბერლინის უნივერსიტეტში და წელიწადში 5000 ევრომდე იხდის baby.gif

2200-3000 ლარამდე ღირს კერძო სკოლები, კვებით, ტრანსპორტირებით, კარგი პედაგოგებით, ნორმალური სიტუაციით და შესანიშნავი სწავლებით. აქვთ სპროტული მოედნები, დადიან ლაშქრობებში, მეცადინეობენ იქვე. სხვა რა უნდა გააკეთოს სკოლამ?

Posted by: Neno_ 22 Jan 2010, 01:26
infinity-infinity
QUOTE
სხვა რა უნდა გააკეთოს სკოლამ?

პრინციპში ერთი დადებითი შეიძლება იყოს ნეთვორქინგი, ანუ ბლატნოი ხალხის შვილების გარემოცვა წარმატებისთვის კარგია (თუ შენც გარგი ხარ ინტელექტით ან რამე კაი კუთხით biggrin.gif, მარა ეს უფრო უნივერსიტეტებს ეხება, აი სიტყვაზე რატომ მიდიან კემბრიჯის და ჰარვარდის MBA-ზე როცა პროგრამა ყველგან იგივეა და ნახევარი ფასი ღირს biggrin.gif

მარა სკოლაზე რა ვიცი ამართლებს ეგ ამბავი? თან სკოლა აყალიბებს ადამიანს პიროვნებად და ეგეთი არ მინდა ჩემი ბავშვი გაიზარდოს, უნიში უკვე ხარ ის ვინც ხარ და პროსტა გჭირდება კარგი ნეთვორქი.. იევიც რას გაიგებ, ზოგისთვის შეიძლება ქალიშვილის (შესაბამისად ვაჟიშვილისაც biggrin.gif) "სარფიანად" გათხოვების მოტივაციაც არსებობდეს boli.gif

biggrin.gif

Posted by: ინფინიტი 22 Jan 2010, 01:46
Neno_
QUOTE

პრინციპში ერთი დადებითი შეიძლება იყოს ნეთვორქინგი, ანუ ბლატნოი ხალხის შვილების გარემოცვა წარმატებისთვის კარგია (თუ შენც გარგი ხარ ინტელექტით ან რამე კაი კუთხით ,


QUOTE
მარა ეს უფრო უნივერსიტეტებს ეხება, აი სიტყვაზე რატომ მიდიან კემბრიჯის და ჰარვარდის MBA-ზე როცა პროგრამა ყველგან იგივეა და ნახევარი ფასი ღირს


ბლატნოი ხალხის შვილები ყოველთვის გონებაგახსნილები და ნიჭიერები არ გამოდიან, მათ გულის გასახეთქად და სამწუხაროდ, კაი ჭიანაჭამი და მოდებილო ელემენტები ბევრია მათ შორის, მაგრამ მაინც სტენიან ხოლმე ასეთ სკოლებში, რომ "კარგ ხალხში იტრიალოს ბავშვმა" .

სკოლაში "ფეჩთან" ვიჯექი და სანთლის შუქზე ვსწავლობდი, მაგრამ ისეთი ბავშვი ვიყავი, განათლების გამყოფილების გამგე პირადად მოვიდა ჩემს გასაცნობად givi.gif

პს. ჯობს ხულიგანი და გაუნათლებელი გაიზარდოს ბავშვი, ვიდრე მანჭია მოდნიცა და ფულით შეტენილი ყველგან და ყოველთვის

* * *
Solveig
QUOTE
მადამ, ნანა დირექტორი იყო იმ სკოლაში (რუსთავში) და ცხადია, შექმნა იქ გარკვეული ატმოსფერო...და თბილისში გადმოსვლა ვითომ გამოცვლიდა მისი მუშაობის პრინციპებს? ეჭვი მეპარება.

გარდა ამისა, ვიდეო არის ევროპული სკოლის ტელევიზიიდან, აქედანაც მშვენივრად შეიძლება დასკვნების გამოტანა.

ადამიანს ექცევიან ისე, როგორც მას სიამოვნებს, არა? ნანას ძალიანაც სიამოვნებდა, დნებოდა პირდაპირ და თვითონაც აფრქვევდა პირფერობის მთელ ნიაღვარს. რაზე მედავები,ვერ გავიგე. თუ გჯერა, რომ რომ ეგეთი ადამიანი მოაზროვნე, პატიოსან, თავმდაბალ და წესიერ ადამიანს აღზრდის-შენი ნებაა. მე არ მჯერა.

ეგეთი ადამიანები , აკაკი ბაქრაძე რომ კლეპტოკრატებს ეძახდა, მოდიან ბრეჟნევის ზასტოის ეპოქიდან, საკმაოდ ბევრს ვიცნობდი (ჩემს მეზობლებს, ელემენტარულად) მაგ ფენის წარმომადგენელს, მშვენივრად ვიცნობ მათ შეხედულებებს და არასოდეს იმსახურებდნენ ჩემს სიმპათიებს.



2kiss.gif
აბსოლუტურ სიმართლეს ლაპარაკობ და ძალიან ძნელია, ვინმე მოგედაოს ამაზე wink.gif
აღვფრთოვანდი biggrin.gif

Posted by: Neno_ 22 Jan 2010, 01:59
infinity-infinity
QUOTE
ბლატნოი ხალხის შვილები ყოველთვის გონებაგახსნილები და ნიჭიერები არ გამოდიან

ხო მარა კაი კაი თანამდებობებზე კი არიან ხოლმე ან "ბიზმესში", ხოდა თუ ჭკვიანად დაამახსოვრდი შეიძლება გამოჰკრა ხელი რამეს biggrin.gif

პ.ს. მარა თუ სააკოვის ნაირი კლასელი გაგიპრეზიდენტდა მაშინ კი გაგედება კარგად, დაერიაო თავის სკოლელ-კლასელებს და ვირის აბანოში გაამწესაო ავი ენები ამბობენ biggrin.gif

Posted by: ინფინიტი 22 Jan 2010, 02:13
Neno_
QUOTE

ხო მარა კაი კაი თანამდებობებზე კი არიან ხოლმე ან "ბიზმესში", ხოდა თუ ჭკვიანად დაამახსოვრდი შეიძლება გამოჰკრა ხელი რამეს


ყველაფერს ავიტან, ჩემი შვილის გაუნათლებლობასაც ( არა უშავს, ხელობას მაინც ისწავლის და პურს შეჭამს) , მის სიღარიბესაც , უნიჭობასაც, სისუსტესაც, თავხედობასაც კი, ოღონდ "შნირად " ნუ გაიზრდება და ვიღაცის თვალებში მაციცინებელი ნუ იქნება. ეს ძალიან მძიმე იქნება ჩემთვის.

Posted by: Neno_ 22 Jan 2010, 02:18
infinity-infinity
QUOTE
ოღონდ "შნირად " ნუ გაიზრდება და ვიღაცის თვალებში მაციცინებელი ნუ იქნება. ეს ძალიან მძიმე იქნება ჩემთვის.

biggrin.gif აი მე კი მაგაზე ვოცნებობ ხოლმე და ვაზელინს ვყიდულობ და ვასაწყობებ, გამოადგება biggrin.gif

სერიოზულად კი, თუ ბოსი არ იქნა (და ტავიდან არავინ არ არის) პაწა ტავის დახრა მოუწევს (შნირობას არ დავარქმევ biggrin.gif) და თუ ჭკვიანი იქნა აქეთ შეეხვეწებიან "ბლატნოები" მაგაზე ნუ ნერვიანობ თუ ქალი ხარ biggrin.gif

Posted by: ინფინიტი 22 Jan 2010, 02:25
Neno_
თავის დახრა შეიძლება, თაყვანისცემა no.gif

Posted by: Solveig 22 Jan 2010, 13:57
Neno_
QUOTE
ვაზელინს ვყიდულობ და ვასაწყობებ, გამოადგება

ლოოლ biggrin.gif

ერთი კარიკატურისტი იყო, რომან ქარქუსაშვილი და იმას ჰქონდა ასეთი კარიკატურა: სცენა წარმოადგენს დირექტორის მისაღებს, ზის მდივანი და გვერდით არის კარი, ზედწარწერით "დირექტორი". მის ზემოთ კი დამაგრებულია დიიიიიიიიიიდი ტუბი, სახელად "ვაზელინი".

მაპატიეთ თემიდან გადახვევა. biggrin.gif

Posted by: merkantil 22 Jan 2010, 14:17
ერთი შემაზანზარებელი რეფორმა უნდა განათლების სისტემას საქართველოში და მოგვარდება სკოლის პრობლემა. რა გახდა მართლა, გადაამზადონ მასწავლებლები, ოღონდ ისე კი არა: აჰა შენ ეს ამოცანა და თუ ამოხსნი იმუშავებ და ვსიო! მეთოდიკასაც მიხედონ, თითო საგანში 4-5 მაგარი სპეციალისტი არ ეყოფა დავიჯერო, რომ ჩაუტარონ მასწავლებლებს სემინარები? სახელმძღვანელოებს მიხედონ, თარგმნონ ბოლო-ბოლო კარგი წიგნები. ისე არა ოღონდ, ყოველ წელს რომ ახალ-ახალი წიგნები გამოდის და თან ერთდროულად რამდენიმე სახის, ვის რა მოეხუშტურება ის შეაქვს სკოლაში. გადავხედე და 4000-5000-ზეა ლაპარაკი, გამოვშტერდი eek.gif ეგეთი ძალით გატყლარწულ სკოლაში არ მივიყვან ბავშვს. გატარდეს კარგი რეფორმა, როგორც ზევით აღვნიშნე და მირჩევნია ვატარო ბავშვი სახელმწიფო სკოლაში, სადაც ისწავლის ბანკირის, ექიმის თუ მეეზოვის ბავშვი. ჩემთვის მთავარია სკოლა იძლეოდეს კარგ განათლებას და ბავშვი იყოს ნორმალურ ჯანსაღ გარემოში, არ მინდა ავტობუსი და ა.შ. თავად ვატარებ, ბოლო-ბოლო მძღოლს ავუყვან თუ მე ვერ მოვახერხებ ფიზიკურად.

Posted by: Princess 22 Jan 2010, 14:34
მოგეფეროოო მინდა მაგრამ სხვისი ხარ და ძნელიაააა biggrin.gif biggrin.gif

ვაიმეე რა იყო ესს?? biggrin.gif biggrin.gif ჰაა? ტანში ჟრუანტელმა გამიარა gigi.gif
კომუნისტურ პარტიას გაუმააარჯოოოოოოოოოოოოოს!!! ბელადს გაუმარჯოოოს!

ვავა givi.gif

Posted by: merkantil 22 Jan 2010, 20:50
Princess
ეს მე დამცინით "გეთაყვა" ?
რა მოგეჩვენა კომუნისტურ ბელადურად, ის რომ განათლების სფეროს ნორმალური რეფორმა უნდა? თუ "შემაზანზარებელმა" აგაღელვა ისე რომ ჟრუანტელი გივლის? გეტყვი: ეგ იმიტომ დავწერე, რომ უამრავი ვითომ და რეფორმებით საშველი არ დაადგა განათლების სისტემას, რომელიც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია.
ისე პრინცესას ცოტა ტაქტი არ აწყენდა wink.gif

Posted by: Neno_ 22 Jan 2010, 21:00
merkantil
შენ არ უგულისხმიხარ მგონი biggrin.gif

ის ვიდიუ იგულისხმა, იქ უმღეროდნენ ნანას მოგეფერო მინდა, მაგრამ სხვისი ხარ და ძნელიაო lol.gif

Posted by: merkantil 22 Jan 2010, 21:10
Neno_
უი მართლა? მე არ მინახია, კომენტარებზე მივხვდი რო კაი არაფერი იქნებოდა და ნერვი არ მაქვს biggrin.gif უბრალოდ ჩემ პოსტს მოყვა ეგრევე და გამოვშტერდი, მეთქი რა უნდაbiggrin.gif თან სხვა პოსტებს ვერ დავუკაშირეbiggrin.gif არადა ვერ ვიტან ვირტუალურ კამათებს და გარჩევებს, მაგრამ ვერ მოვითმინე რომ არ დამეწერაbiggrin.gif
ბოდიში მომითხოვია პრინცესა
war.gif

Posted by: Princess 22 Jan 2010, 21:30
merkantil
შენ რა შუაში ხარ? smile.gif ვიდეოს ვუყურე და კომენტარი დავწერე, შენ თუ გადაგიღეს იმ ვიდეოში არ ვიც არ ვიცი biggrin.gif ბოდიში მიღებულია yes.gif

Posted by: Ninoza 22 Jan 2010, 21:50
infinity-infinity
QUOTE
სკოლაში "ფეჩთან" ვიჯექი და სანთლის შუქზე ვსწავლობდი


ეგ უფრო ამართლებს

მამაჩემის ერთადერთი თვისება რაც ყოველთვის მომწონდა:

უმამოდ გაზარდა ბებიაჩემმა (ქე რომ დამრტყმელი ბაბო მყავდა გახსოვს რომ ვყვებოდი), მთელი დღე სამსახურში იყო, ვერაზე, ძველ ეზოში ერთ ოთახში ცხოვრობდნენ, ერთი მაგიდა ედგათ, რაზეც მთელი ჭურჭელი ეწყო. მამაჩემი მოვიდოდა სკოლიდან, შეჭამდა, დაიდგამდა სკამს წინ, იმის წინ პატარა სკამს დგამდა, გადიოდა, კარს ბოქლომს კიდებდა (ვითომ არავინ იყო სახლში), ფანჯრიდან შემოძვრებოდა, დაჯდებოდა ამ პატარა სკამზე და გაკვეთილებს წერდა და სწავლობდა - ხელი არავის რომ არ შეეშალა, სულ ბიჭები ეძახდნენ, ბოქლომს რომ ხედავდნენ მიდიოდნენ სახლში არავინაა ჯერო. რომ მორჩებოდა მერე იცოცხლე - მთელი დღე ვერის ბირჟა და მაიმუნობა ძმაკაცებში, მაგრამ მაგრად სწავლობდა! მაის ძმაკაცებიც ჩვენთნ რომ მოდიოდნენ ყველა მაგას იძახდა - მაშინ მეშვიდე ვაჟთა (ახლანდელი 53-ე) ქუხდა იმდენი ხუთოსანი და უჭკვიანესი მოსწავლე იყოვო, ცელქობდნენ, ჩხუბობდნენ, უბანი გადარეული ჰყავდათ, მაგრამ სირცხვილად ითვლებოდა გაუნათლებელი თუ იყავიო!
აი ეგეთი რომაა ბავშვი დალოცვილი ხარ რა ჩათვალე...
ვერ ვიტანდი ჩემს სკოლას - კუდაბზიკა, ქრთამისტი სკოლა იყო ყოველთვის, რაც მაინტერესებდა ვსწავლობდი, რაც არა - არა, იმიტომ, რომ ვიცოდი მაინც ჩემს რამოდენიმე კლასელს, ვისი მამებიც ბობოლები იყვნენ მაინც ჩემზე კარგ ნიშანს დაუწერდნენ, ეს შრიალებიც სულ ზემოდან გვიყურებდნენ ...... გამარჯობა-გაგიმარჯოს ასეთი ურთიერთობა გვქონდა.
ჰუმანიტარულ საგნებს ზერელედ ვსწავლობდი - ტექნიკური საგნები უფრო მეხერხებოდა და ეგრეც გავაგრძელე მერე. თავში რომ გერტყა ლექსს არ ვისწავლიდი, თემებსაც ძალიან ზერელედ ვწერდი და არარომანტიულად, ზედმეტი ლაყაფის გარეშე. ქართულის მასწავლებელი სულ მემდუროდა და დებილი ვეგონე, მაგრამ რომ გაიგო ფიზიკა, ქიმია ხუთოსანი ვიყავი გადაირია biggrin.gif შენო როგორ ბედავო ჩემს საგანს რომ ასე ეპყრობიო , ზუსტად ასეა ჩემი შვილიც - ტექნიკურში მაგარია, ჰუმანიტარულს ზერელედ სწავლობს და არც ვუხურებ - არ არსებობს ტექნიკური ტვინით ცხოვრებაში სადმე მუშაობა და ათვისება გაგიჭირდეს და ზუსტად ეგეთ სკოლაშიც დადის, მერე რა, რომ ძველი შენობაა და არაფერი ნავაროკა არ აქვს, და არც ფრონცკია, მაგრად ასწავლიან, მაგრად სთხოვენ და არც ზაფხულში აკლებენ სამეცადინოს, ტესტირებები ყოველ წუთში, ძალიან მომწონს. მეხუთე კლასიდან არც კი მივკარებივარ მაგის მაგიდას, აზრზე არა ვარ საერთოდ რას აკეთებს, მხოლოდ კრებაზე მივდივარ, ვნახულობ ტურების შეეგებს, ტესტირებების შედეგებს, მასწავლებლებს და გაღიმებული ვბრუნდები - სწავლობს ადამიანი და რას ვერჩი biggrin.gif


Posted by: Solveig 22 Jan 2010, 21:52
Ninoza
რომელ სკოლაშია შენი გოგო?

QUOTE
ქე რომ დამრტყმელი ბაბო მყავდა გახსოვს რომ ვყვებოდი),

ლოოლ biggrin.gif

Posted by: Ninoza 22 Jan 2010, 21:59
Solveig

დიღმის მასივშია პატარა კერძო სკოლა-ლიცეუმი "რიტორი", 18 არიან კლასში. აქ რომ გადმოვედით მალე სასკოლე გახდა და მაშინ ახალი გახსნილი იყო ჯერ, ეგრევე შევიყვანე, ახლოსაცაა ჩემთან, მერე და მერე სწავლაც ძალიან მომეწონა. ჯერჯერობით მომწონს ისევ, უკვე მეცხრე კლასშია და იმედია ასეთივე ხარისხით დაამთავრებს smile.gif

Posted by: addicted 22 Jan 2010, 22:10
Ninoza
QUOTE
"რიტორი

ჩემი და სწავლობდა მანდ jump.gif მაგათი ეზო მიყვარს, როცა თბილოდა ანოს ვასეირნებდი ხოლმე მანდ smile.gif

Posted by: ინფინიტი 22 Jan 2010, 22:47
Ninoza
QUOTE
ქე რომ დამრტყმელი ბაბო მყავდა გახსოვს რომ ვყვებოდი

lol.gif :მიშა ნე სტრაკუი:
QUOTE
მერე რა, რომ ძველი შენობაა და არაფერი ნავაროკა არ აქვს, და არც ფრონცკია, მაგრად ასწავლიან, მაგრად სთხოვენ და არც ზაფხულში აკლებენ სამეცადინოს, ტესტირებები ყოველ წუთში, ძალიან მომწონს. მეხუთე კლასიდან არც კი მივკარებივარ მაგის მაგიდას, აზრზე არა ვარ საერთოდ რას აკეთებს, მხოლოდ კრებაზე მივდივარ, ვნახულობ ტურების შეეგებს, ტესტირებების შედეგებს, მასწავლებლებს და გაღიმებული ვბრუნდები - სწავლობს ადამიანი და რას ვერჩი

ხოდა მეტი რა არის საჭირო, ეს მაინტერესებს მე, ანუ ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოს სკოლამ?

Posted by: Ninoza 22 Jan 2010, 22:53
infinity-infinity
QUOTE
:მიშა ნე სტრაკუი:


ეგარი givi.gif

QUOTE
ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოს სკოლამ? 


არაფერი ნაღდად

Posted by: qate 23 Jan 2010, 18:11
Solveig
აი ავტობუსში რომ ზიან და ჩამოდიან ალბათ ეგენი არიან ევროპული სკოლის პედაგოგები ხო? მე როგორც მივხვდი, ხოდა, მაშინ ის რომ ეგენი 50% რუსთავის გიმნაზიის მასწავლებელები არიან ყოფილები(ყოველშემთხვევაში ავტობუსში წინ ვინც ზიან იქიდან) ისინი წაუყვანია ვინს სულ დავარცხნილი თმებით, მანქანებით და ძვირფასი ტანსაცმელებით დადიოდა თავისდროზე გიმნაზიაში. ცუდი მასწავლებლები ნამდვილად არ იყვნენ ცოდვას ვერ ვიტყვი, მაგრამ ყოველშემთხვევაში უკეთესი და ბავშვებზე ტან გადაყოლილი მასწავლებლებიც ბევრი იყვნენ გიმნაზიაში, მაგრამ ეტყობა ისინი "ვიდზე" რომ არ იყვნენ დაიწუნა smile.gif. ხოდა რა ბლატნოი ვყოფილვარ, გამოდის 4000 ევროიან მასწავლებლებისგან და დირექტორისგან ვიღებდი განათლებას მე "ბედნიერი" და არ ვიცოდი? მეტიც, გავბედე და ვთქვი, არ მომწონს მაგ სკოლათქო და წავედი სხვაგან smile.gif აო ოს დანარჩენი მასწავლებლები კიდე, დითირამბებს რომ უმღერიან ნანას, სულ ყველანი ნანას გამოზრდილი მასწავლებლები არიან, სულ ყველა, არცერთი არ იყო იქ ახალი. ასე რომ "რახან რუსთავია ეპატიებათ" არ მიიღება smile.gif
უი ერთი რამე კიდე, მაგ სკოლა კაი ხანია უკვე 24ე საჯარო სკოლად გადაკეთდა და ძაან ვიკაიფე მაინც ჯიუტად გიმნაზიას რომ ეძახიან biggrin.gif

POMPADOUR MADAM DE
9 წელი მაგ სკოლაში ვისწავლეთ მეც და ჩემმა ძმამაც და არამარტო, არავისი არ მერიდება და არ მრცხვენია, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ წამს შემიძლია ნანასაც გავახსენო ჩემი თავი (სახელი და გვარი) ვთქვა რატომ გამოვიქეცი მაგ სკოლიდან. მოვუყვე და გავახსენო 93/94/95 წლებში როცა ჩვენმა მშობლებმა ის არ იცოდნენ რა ეჭმიათ ჩვენთვისა, ფონდის ფულს, გაზეთის ფულს, თეატრის ბილეთების ფულს და დეკორატიურლი ლიმნის ხისთვისაც კი (სკოლა რომ გაელამაზებინა) ფულს რომ მოითხოვდა და თუ ვერ მივიტანდით პირზე რომ ეკერა თუ ფული არ გაქვს შეგიძლია მიბრძანდე აქედანო. ნებისმიერ დროს შემიძლია ვუთხრა რომ მისი ნაქები სკოლა კორუფციაში იხრჩობოდა და მასწავლებლები ლამის პირდაპი მოითხოვდნენ მათთან მომზადებას (ნუ ეხლა ალბათ ევროპულ სკოლაში არ არის მაგის საჭიროება). ალბათ თვითონ არ ამბობდა მაგრამ ამკვიდრებდა იმ აზრს რომ გიმნაზია ეს მდიდარი ხალხის სკოლა იყო და ამ წინადადებას არაერთხელ იმეორებდნენ მაგ სკოლაში. მიუხედავად იმისა რომ ძალიან კარგად ვსწავლობდი, ვერც კი ვიოცნებებდი იმაზე რომ რაიმე სასკოლო ოლიმპიადაზე გამიშვებდნენ იმიტომ რომ ჩემს გვედით არსეობდნენ ბავშვები ლაყე ტვინებით და მანქანიანი მამიკოებით. რავი კიდე მოვყვე? აღარ მინდა. უბრალოდ არ მჯერა რომ ასეთი სკოლის და სისტემის შემქმნელი ქალი ერთმშვენიერ დღეს ადგებოდა და ფულის სიყვარულს და სიხარბეს დაივიწყებდა და სათნოებით და სიყვარულით სავსე გარემოს შექმნიდა სკოლაში . . .
და ვაფშე გამახსენდა მაგ სკოლაში სწავლის წლები და მომეშალა ნერვები .. რას შემოვდიოდი საერთოდ biggrin.gif

Posted by: ინფინიტი 24 Jan 2010, 13:30
qate
QUOTE
9 წელი მაგ სკოლაში ვისწავლეთ მეც და ჩემმა ძმამაც და არამარტო, არავისი არ მერიდება და არ მრცხვენია, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ წამს შემიძლია ნანასაც გავახსენო ჩემი თავი (სახელი და გვარი) ვთქვა რატომ გამოვიქეცი მაგ სკოლიდან. მოვუყვე და გავახსენო 93/94/95 წლებში როცა ჩვენმა მშობლებმა ის არ იცოდნენ რა ეჭმიათ ჩვენთვისა, ფონდის ფულს, გაზეთის ფულს, თეატრის ბილეთების ფულს და დეკორატიურლი ლიმნის ხისთვისაც კი (სკოლა რომ გაელამაზებინა) ფულს რომ მოითხოვდა და თუ ვერ მივიტანდით პირზე რომ ეკერა თუ ფული არ გაქვს შეგიძლია მიბრძანდე აქედანო. ნებისმიერ დროს შემიძლია ვუთხრა რომ მისი ნაქები სკოლა კორუფციაში იხრჩობოდა და მასწავლებლები ლამის პირდაპი მოითხოვდნენ მათთან მომზადებას (ნუ ეხლა ალბათ ევროპულ სკოლაში არ არის მაგის საჭიროება). ალბათ თვითონ არ ამბობდა მაგრამ ამკვიდრებდა იმ აზრს რომ გიმნაზია ეს მდიდარი ხალხის სკოლა იყო და ამ წინადადებას არაერთხელ იმეორებდნენ მაგ სკოლაში. მიუხედავად იმისა რომ ძალიან კარგად ვსწავლობდი, ვერც კი ვიოცნებებდი იმაზე რომ რაიმე სასკოლო ოლიმპიადაზე გამიშვებდნენ იმიტომ რომ ჩემს გვედით არსეობდნენ ბავშვები ლაყე ტვინებით და მანქანიანი მამიკოებით. რავი კიდე მოვყვე? აღარ მინდა. უბრალოდ არ მჯერა რომ ასეთი სკოლის და სისტემის შემქმნელი ქალი ერთმშვენიერ დღეს ადგებოდა და ფულის სიყვარულს და სიხარბეს დაივიწყებდა და სათნოებით და სიყვარულით სავსე გარემოს შექმნიდა სკოლაში . .


puke.gif puke.gif puke.gif puke.gif puke.gif puke.gif puke.gif puke.gif puke.gif

Posted by: კორდელია 24 Jan 2010, 17:48
QUOTE
აჰა თქვენ, ევროპული სკოლა, ქაჯობის ზეიმი

ეს რა იყო??? eek.gif შემრცხვა და ეხლაც მბურძგლავს...

Posted by: Solveig 24 Jan 2010, 18:06

QUOTE
ფულს რომ მოითხოვდა და თუ ვერ მივიტანდით პირზე რომ ეკერა თუ ფული არ გაქვს შეგიძლია მიბრძანდე აქედანო.

ამაზე გამახსენდა ახლა sad.gif

პრაქტიკას გავდიოდი 183-ე სკოლაში (ვერაზე). 2000 წელს. "სვეტ" სკოლად სულაც არ ითვლებოდა..ერთი "პედაგოგი" იყო იქ, ყოველთვის თუთიყუშის ფერებში გამოწყობი-ჩახატული და ამით მიიქცია ჩემი ყურადღება.
ჰოდა, ერთხელ შევესწარი, ეს ქალი თავისი სადამრიგებლო კლასის ერთ გოგოს (14-15 წლისას) უკიოდა ამხანაგების თანდასწრებით-რატომ არ მოგაქვს ფონდის ფული, შენი გულისათვის თებერვლის ხელფასები ვერ უნდა ავიღოთო? საწყალი გოგო გამწვანდა, გალურჯდა...საქონელი. დღემდე ვნანობ, რომ არაფერი ვუთხარი მაშინ..
არადა, "კარგ პედაგოგად" მიიჩნეოდა თურმე ის ქალი.

Posted by: merkantil 24 Jan 2010, 18:14
ეხლა ვნახე ვიდეო drug.gif რა საზიზღრობაა, რას ტაკიმასხარაობს ეს დაუნი ხალხი, ფუ გული ამერია puke.gif

Posted by: samomee 24 Jan 2010, 18:21
Solveig
QUOTE
გავდიოდი 183-ე სკოლაში (ვერაზე). 2

ჩემი ძმაც ამ სკოლაში სწავლობს
და ვხვდები რომ ძალინ ცუდი სკოლაა
და ეხლ გადაყვანა უკვე გვიანი და ძალიან არ მომწონს
არს სწავლის სტილი და არ ც დონე
ნიშნები კი მოაქ კარგი მაგრამ ნამდვილად არ იცის შესაბამისად
რუსული უჭირს სასტკიად
ნუ ფაქტიურად არ იცის და რატო უწერენნ ნიშანას გონზე არ ვარრ
ფაქტიურად ლლამზ თვალებშიო მა შემთვევაზეა ნათქვამი,
ისეთI უმანკო ცისფერი თვალები აქ რომ მაგაში უწერენ უეჭველი ნიშანას

Posted by: ინფინიტი 24 Jan 2010, 18:32
merkantil
QUOTE
ეხლა ვნახე ვიდეო  რა საზიზღრობაა

lol.gif
თავიდან ბიჭები რომ იწყებენ "მრავალჟამიერ ბიჭებო დაააა" , სულ მგონია, რომ "პოლიხრონიოონ" დააყოლებენ

ის იმხელა ქალები კიდევ : "დაგვიბარაააა, დაგვიბარა დააა დაააგვიბარააა" მერე ერთი რომ ამბობს წკრიალა ხმით: "აღარ იტყვით, რა დაგვიბარა? " "ერთგულებააააა, სიყვარულიიიი " და ბლა ბლა ბლა და თან ფეხზე რომ დგებიან http://www.SmileS.Ge

Posted by: happy child 24 Jan 2010, 20:42
QUOTE (კორდელია @ 24 Jan 2010, 17:48 )
შემრცხვა

+111111111111111111111111111111111111

Posted by: merkantil 26 Jan 2010, 13:21
infinity-infinity
აააააააა ავყირავდი სმაილიკზე lol.gif მაგრა უხდებათ.

Posted by: tennis club 29 Jan 2010, 15:24
http://forum.ge/?f=38&showtopic=34069521&st=15

Posted by: tatusia 30 Jan 2010, 21:14
Ninoza
ამ რიტორმა დამაინტერესა, დიღმის მასივში ზუსტად სადაა ხომ ვერ მეტყვი, ჩემს ბავშვს სკოლამდე ჯერ ბევრი უკლია 2,5 წლისაა. ჯერ ბაღზე მაქვს საფიქრელი მაგრამ მაინც ... მანდ მესამე კვარტალში რომ სკოლაა, მანდ დადიან ჩემი დეიდაშვილები და დეიდაჩემის მკაცრი მიდგომა რომ არა სწავლის მიმართ ორივე სრულიად უვიცი იქნებოდა ეხლა

Posted by: addicted 30 Jan 2010, 21:35
tatusia
QUOTE
რიტორმა დამაინტერესა, დიღმის მასივში ზუსტად სადაა

მეექვსე და მეხუთე კვარტალს შორისაა ზუსტად. დიდების პოლიკლინიკის გვერდით რომ ქუჩაა, ზემოთ ტრასისკენ რომ ადის მაგ ქუჩაზეა, ოღონდ შიგნითაა შეწეული შენობა, სკოლის ეზო გამოდის ქუჩაში. ადრე რუსული სკოლა იყო იმ შენობაში, როგორც მახსოვს smile.gif

Posted by: Ninoza 30 Jan 2010, 21:53
tatusia

მეექვსე კვარტალი დიღომში, რუსული სკოლა ეხლაცაა შიგნით, ოღონდ ნახევარი შენობა მაგათია და ნახევარი იმათი

Posted by: Parabola 7 Feb 2010, 11:32
კარგი ბაღი მაინტერესევბ! უბანს მნიშვნელობა არსა აქვს! ახალი თემა ხო არ გავხსნა? rolleyes.gif

Posted by: Doloress 7 Feb 2010, 12:04
Parabola
არის თემა ბაღებზე.

Posted by: mtvareuli 8 Feb 2010, 19:46
ვისაც სკოლის ასაკის ბავშვები გყავთ, გაკვეთილების მომზადებაში დამხმარე არ გჭირდებათ? user.gif

Posted by: anna_annuka 10 Feb 2010, 20:31
იყავით ვინმე კიკეთში ახალ სკოლაში? ძალიან კი აქებენ. მაინტერესებს ადგილზე ნახვა. ბავშვის მიყვანა მინდა

Posted by: anna_annuka 22 Feb 2010, 20:22
ხალხნო, ადით კიკეთში!!!!!! ასეთი მაგარი სკოლა საქართველოში არ არის! ეს თქვენი თვალით უნდა ნახოთ bis.gif bis.gif

Posted by: ლიკლიკა 25 Feb 2010, 11:37
Kissie
QUOTE
მე მივესალმები სასულიერო სკოლებსიმიტომ, რომ ვისაც დილა-საღამოს ლოცვა უნდა, ასეთ სკოლებში მიიყვანოს და დანარჩენი სკოლები გათავისუფლდნენ ადრე მოდაშიმყოფი "აბა ბავშვებო, ავდგეთ და მამაო ჩვენო ვილოცოთ"-ისგან.

Neno_
QUOTE
რაღაც რიტუალივიტ დუდუნი

ჰოდა, ჩემო კარგებო, რაც შეიძლება ხშირად დარეკეთ 700 657 მაგთიდან, ჯეოსელიდან და ბილაინიდან საეკლესიო სკოლის მშენებლობისთვის, ღირებულება 1 ლარი.

ჯობია ერთი საეკლესიო სკოლა ( სასულიერო სასწავლებელი არაა) მაინც იყოს თბილისში და ის მასწავლებლები და მოსწავლეები ვისაც "მამაო ჩვენო" უნდა გადავლენ მანდ, არამსურბელები კი გადარჩებიან ამ რიტუალურ დუდუნს და რელიგიის გაკვეთილებს biggrin.gif
დარეკეთ ხშირად bis.gif

Posted by: isdrafox 27 Feb 2010, 16:02
რა ინფორმაციას ფლობთ მე-20 სკოლაზე ??? გერმანულია გაძლიერებული
თუ თქვენ პირადად გქონიათ შეხება ან რაიმე იცით გამიზიარეთ
ზოგად ინფორმაციას ვფლობ მაგრამ დეტალები მაინტერესებს ხომ გაგიგონიათ
~ეშმაკი მდგომარეობს დეტალებში~

Posted by: Solveig 1 Mar 2010, 13:03
liklika82
QUOTE
ჯობია ერთი საეკლესიო სკოლა ( სასულიერო სასწავლებელი არაა) მაინც იყოს თბილისში

არადა, არის.

წმიდა ილია მართლის სახელობის სკოლა, მარშალ გელოვანის სკვერში. ჩემი დეიდაშვილი დადიოდა 2002-2005 წლებში (მათი ნათესავი იყო დირექტორი, ახლა გარდაცვლილია).
კარგად მახსოვს, რა უკმაყოფილო იყო დეიდაჩემი, სულ არ ექცევა სკოლას ყურადღებაო (იმ ლეგენდარულ შორენას ადანაშაულებდა-ეგ კურირებსო). თვითონაც ბავშვი ამბობდა- სკოლა დისციპლინის მხრივ არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივისგანო (მანამდე სხვა სკოლაში იყო). ის კი არა, ერთ-ერთი მოძღვრის (არ დავასახელებ) შვილზე ამბობდა-სულ დანებით დადის და ნომერი პირველი ჩხუბისთავიაო.


Posted by: atatu 1 Mar 2010, 13:34
ვფიქრობ კარგ რამეს მივაგენი და თქვენც მინდა გითხრათ.

თუ გინდათ რომ ბავშვი კარგად მომზადებული წავიდეს სკოლაში ვგულისხმობ არა ცოდნას არამედ სოციალურ უნარებს. ანუ იყოს კომუნიკაბელური, ადვილად ადაპტირდეს ახალ გარემოში, ათვისების უნარი ქონდეს კარგი, შემოქმედებითი და ფანტაზიის უნარი კარგად ქონდეს განვითარებული, ნაკლებად იყოს კონფლიქტური და მშობლებთან და პედაგოგებთან ურთიერთობის პრობლემა არ ქონდეს შეგიძლიათ ატაროთ ბავშვთა ფსიქოლოგთან. არის ჯგუფები 1 თვიანი. ბავშვები დადიან, ხატავენ სპეციალურ თამაშებს აკეთებენ და კარგად ვითარდებიან. მოკლედ ძალიან კარგია და არც ძალიან ძვირია.

მარტო 5-6 წლიანებისთვის არ არის. ასაკობრივ ჯგუფებს აკეთებენ და 5-10 წლამდე ბავშვებთან მაგრად მუშაობენ. თუ ბავშვს აქვს შიშები, უძილობა, თანატოლებთან და მშობლებთან გართულებული ურთიერთობება...

www.piki.ge

პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცენტრი „პიკი“

8 95 28 40 60
890 246-777
ქ. თბილისი, ბარნოვის ქ. 71

Posted by: upwave 6 Mar 2010, 16:15
atatu
www.piki.ge
ამაზე ვერაფერი ვნახე და სხვა საიტი ხომ არ აქვს. იქნებ როგორმე მოგვაწოდო, ძალიან დამაინტერესა და თუ მომეწონა აუცილებლად ვატარებ. მარტო 1 თვიანია და რამდენი ხანი მიმდინარეობს დღეში?

Posted by: keto22 6 Mar 2010, 17:09
anna_annuka
QUOTE
ხალხნო, ადით კიკეთში!!!!!! ასეთი მაგარი სკოლა საქართველოში არ არის! ეს თქვენი თვალით უნდა ნახოთ

QUOTE
ყავით ვინმე კიკეთში ახალ სკოლაში? ძალიან კი აქებენ. მაინტერესებს ადგილზე ნახვა. ბავშვის მიყვანა მინდა


ძალიან მაგარი სკოლააააააააააააააააააააააა
იქვე დაჩა მაქვს და ჩემ ხელშია აშენებული biggrin.gif

Posted by: atatu 8 Mar 2010, 13:19
upwave


მგონია საიტზე ყველაფერი წერია, თუ არ იხსნება ჯობია დარეკო და ისე იკითხო ყველაფერი. რაც ვიცი კვირაში 2 დღეა 1.5 საათი გრზელდება. სულ 8 შეხვედრა უნდა იყოს. ძალიან სახალისოა და კარგი ბავშვებისთვის. კიდევ სინჯეთ ეტყობა რამე დროებითი პრობლემა აქვს საიტს.
www.piki.ge

პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცენტრი „პიკი“

8 95 28 40 60
890 246-777
ქ. თბილისი, ბარნოვის ქ. 71

Posted by: upwave 8 Mar 2010, 16:09
atatu
დიდი მადლობა.
იმ დღეს არ იხსნებოდა, ეხლა ვცადე და გაიხსნა smile.gif

Posted by: anna_annuka 11 Mar 2010, 21:10
QUOTE
ძალიან მაგარი სკოლააააააააააააააააააააააა იქვე დაჩა მაქვს და ჩემ ხელშია აშენებული


შენ გეტყობა კარგად უნდა იცნობდე იქაურობას. მე ჩემი შვილი ერთხელ მყავდა და ბაღში აღარ მიდის, მეხვეწება კიკეთში ამიყვანეო

love.gif love.gif love.gif love.gif მოკლედ მემგონი ძალიან გამიმართლა და ყველას გირჩევთ

Posted by: T@K 11 Mar 2010, 22:52
isdrafox
QUOTE
რა ინფორმაციას ფლობთ მე-20 სკოლაზე

ეს თუ ყოფილ მე-6 სკოლაზეა საუბარი ბროსეზე მანდ მე ვსწავლობდი და ძალინ კარგი სკოლა იყო ნინო რამიშვილის(დირექტორი) დროს და ეხლა არ ვიცი.


Posted by: tuta_tuta 11 Mar 2010, 22:56
anna_annuka

გარედან მაქვს ნანახი smile.gif მომწონს

მაგრამ მანდ როგორაა მთელი კვირა იქ არის და შაბათ კვირით ჩამოგყავს მხოლოდ შენთან ხომ?

( ჯერ რა დროს ელეს სკოლაა უბრალდო დავინტერესდი smile.gif biggrin.gif

Posted by: anna_annuka 18 Mar 2010, 12:00
QUOTE
გარედან მაქვს ნანახი smile.gif მომწონს

მაგრამ მანდ როგორაა მთელი კვირა იქ არის და შაბათ კვირით ჩამოგყავს მხოლოდ შენთან ხომ?

( ჯერ რა დროს ელეს სკოლაა უბრალდო დავინტერესდი smile.gif biggrin.gif


ჯერ–ჯერობით თბილისიდან დაყავთ. ძალიან კარგი ავტობუსები ჰყავთ ჩამოყვანილი დივიდი აპარატურით და დაცვით. დილას აჰყავთ და საღამოს 7–ის ნახევარზე თბილისში არიან ბავშვები. რამდენადაც მითხრეს შემდეგი წლიდან აპირებენ პანსიონის ამუშავებას და ის ნებაყოფლობითი იქნება მშობლებისთვის. ისე შენობა მზად არის.

ახლა სექტემბრიდან მოსამზადებელი კლასი ექნებათ სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის. ნეტა წელს გაეკეთებინათ, დავიტანჯე მე პირადად, აღარც ბაღში უნდოდა ბავშვს და სასკოლოდაც პატარა იყო და ვერ შევიყვანე. wink.gif love.gif tuk.gif
* * *
http://www.kiketischool.ge/

აი ნახეთ საიტზე საკმაოდ ამომწურავი ინფორმაცია დევს. ერთადერთი ფასები არა აქვთ მითითებული. სკოლის ფასია 500 ლარი თვეში, და ამაში შედის მთელი სასწავლო პროგრამა ყველა დამატებითი სექციით და მომსახურება (ტრანსპორტი, 3 ჯერადი კვება, ა.შ.). მოსამზადებელი კლასი თუ არ ვცდები 250 ლარი იქნება თვეში.

Posted by: Ninoza 13 Apr 2010, 18:36
Ctrl

ხოოოდა..........მოკლედ კმაყოფილი ვარ რა. პატარა სკოლაა, ცოტა ბავშვია, ამიტომ მათი კონტროლიც ადვილია. ამდენი ხანი რაც დადის ეგეთი არაფერი მომხდარა და იმედია არც მოხდება.
სწავლა კომუნისტური - წურავენ, სამეცადინოც ბევრია და ზაფხულშიც აქვს ხოლმე დავალებები, რომ არ ამოვარდნენ ტემპიდან. ფრონცკი სკოლებივით არაა კომფორტი, მაგრამ ევრო რემონტი და ჯაან ტაკოი პონტი არ სჭირდება ბავშვს, იქიდან განათლებით უნდა გამოვიდეს და არა მარტო ინგლისურნასწავლი. რაც მე მომწონს ისაა კიდევ, რომ ტექნიკური საგნები კარგად ისწავლება, ეგაა მთავარი ტვინის გასავითარებლად.
მოკლედ პირადად მე - გირჩევ wink.gif

Posted by: Ctrl 13 Apr 2010, 18:41
Ninoza
აი მოვედი მაიცა წავიკიტხო.....

აჰა ზუსტად ეგ მინდა მეც, ტექნიკურისკენ იხრება აშკარად. ძალიან კარგი ფრიად მასიამოვნე.
და მირება ალბათ მაისამდე ხო?

Posted by: Ninoza 13 Apr 2010, 18:42
Ctrl


მართალი გითხრა არ ვიცი ეხლა როდემდეა, თუ გინდა დავაბარებ შემს შვილს რომ გამიგოს ხვალ და გეტყვი

Posted by: Ctrl 13 Apr 2010, 18:49
Ninoza
შენ გაიხარებ მაგას თუ იზავ , არ დამაგვიანდეს მერე და ადგილებზე არ იყსო პრობლემა. ისე ისიც თუ იცის რომელი მასწავლებელი ჯობია, (რამდენიმე იქნება ალბათ დაწყებიტების) ფრიად მადლობელი დაგრჩები. თუმცა ეგ საიდან ეცოდინება ისე მეც ვარ რა

Posted by: Ninoza 13 Apr 2010, 18:56
Ctrl

არაა პრობლემა, გაიგებს მაგასაც wink.gif
ხვალ საღამოს გეტყვი

Posted by: keto22 13 Apr 2010, 19:10
Ninoza
კერძოა თუ სახელმწიფო??

Posted by: Ninoza 13 Apr 2010, 19:16
keto22

პატარა კერძო სკოლაა

Posted by: Daduvanchik 14 Apr 2010, 12:30
QUOTE
1. ბავშვის ასაკი: 2. ამჟამინდელი საცხოვრებელი უბანი: 3. ბავშვისთვის სკოლის შერჩევისას რას აქცევთ/მიაქცევთ ყურადღებას პირველ რიგში?

უფროსი:
1. 7 წლის
2. საბურთალო
3. ცოტა ვრცლად:

ჯერ მეგონა, რომ აუცილებლად საჯარო სკოლაში უნდა მიმეყვანა, რადგანაც ვფიქრობდი, რომ რა უნდა ასწავლონ კერძო სკოლაში ისეთი, რასაც საჯარო სკოლაში ვერ ასწავლია. მით უმეტეს, რომ მე თვითონ საჯარო სკოლა მაქვს დამთავრებული და არც უმაღლესისთვის მოვმზადებულვარ ისე ჩავაბარე. ამას ჩემს მასწავლებლებს ვუმადლოდი, შესაბამისად ჩემი შვილი სექტემბერში ჩემს 51-ე სკოლაში შევიყვნე (ამ სკოლაში მოსახვედრად რამდენი ჩალიჩი დამჭირდა ეგ ცალკე ისტორიაა, თუ დაგაინტერესათ მერე მოგიყვებით). სამწუხაროთ დაწყებითების დამრიგებელი ჩემი ძველი მასწავლებელი ვერ აღმოჩნდა (მან შარშან აიყვანა სადამრიგებლო), და მოვხვდით ისეთ მასწავლებელთან, რომელიც... მოკლედ არ მომეწონა...

სკოლაში სულ ფულის გროვებაში იყვნენ, გაკვეთილებს აცდენინებდნენ თეატრის და ეკლესიის გამო (ყველაფერს თავისი დრო აქვს)... და რაც მთავარია სულ იმის დარდში ვიყავი 12 საათის მერე ბავშვს რა ვუყო თქო (ოჯახში ყველა მუშაობს)... პლუს ინგლისურზე და ცურვაზე შევიყვანე და იქაც წამყვანი არავინ ყავდა... რეალურად ამ წრეებისა და ტრანსპორტირების გამო თვეში მინიმუმ 300 ლარი მეხარჯებოდა... ამიტომაც 2 თვის მერე გადავწყვიტე კერძო სკოლაში გადამეყვანა და ნეტა თავიდანვე იქ შემეყვანა...

Posted by: Ctrl 14 Apr 2010, 12:37
Ninoza
უი ფასის კითხვა დამავიწყდა smile.gif

Posted by: Daduvanchik 14 Apr 2010, 12:38
მოკლედ გადავიყვანე ადრე "გაეროს ასოციაციის სკოლის" სახელით ცნობილ სკოლაში, რომელსაც ეხლა ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა ქვია (ბრიტანუკი ბაქსვუდის სკოლის სერთიფიკატი აქვს), რომელიც მდებარეობს წყნეთში (ერთადერთი მინუსი, მაგრამ ტრანსპორტირება ღირებულებაში შედის), და რომელიც 3500 ლარი მიჯდება წელიწადში: ტრანსპორტირება, ორჯერადი კვება, გაკვეთილების მეცადინეობა, 2 წრე (არჩევანის მიხედვით)...

კლასში 13-ნი არიან და ძალიან კარგი მასწავლებელი ყავთ. და რაც მთავარია გიჟდება სანდრო ისე მოწონს, შანსი არაა რომ თავისი სურვილით გააცდინოს...

ხო, დამავიწყდა, ვინაიდან მაქვს ბედნიერება ვიცნობდე დირექტორს, გამიკეთეს შეღავათი და ამ 3500 ვიხდი ყოველთვიურად 350 ლარის სახით (ანუ თითქმის იმდენს რაც თვეში მეხარჯებოდა, როდესაც საჯარო სკოლაში დამყავდა)

ბავშვი ჩაბარებული მყავს დილს ცხრის ნახევრიდან საღამოს ექვსის ნახევრამდე, არაფრის დარდი არ მაქვს :-)

Posted by: Ctrl 14 Apr 2010, 12:57
Daduvanchik
დაა.. კარგად ჟღერს, და მგზავრობა არ უჭირს? ანუ ყოველდღე წყნეთში მე რო მატარო მე დავიღლები მართლა.
ანუ დილით მშიერი მიდის და იქ აჭმევენ? biggrin.gif ორჯერადი კვებაო და.. თუ შუადრეზე და საღამოს.

Ninoza
და მანდ როგორ არის საათების ამბავი? ამეცადინებენ იქ? ან წრეები თუ აქვთ, თუ ჩვეულებრივი სკოლასავით გრაფიკია

Posted by: Daduvanchik 14 Apr 2010, 13:11
Ctrl
QUOTE
დაა.. კარგად ჟღერს, და მგზავრობა არ უჭირს? ანუ ყოველდღე წყნეთში მე რო მატარო მე დავიღლები მართლა. ანუ დილით მშიერი მიდის და იქ აჭმევენ? biggrin.gif ორჯერადი კვებაო და.. თუ შუადრეზე და საღამოს.

მგზავრობა არ უჭირს, მეტსაც გეტყვი ძალიან უხარია (25 წუთში ადიან) - თავიდან მაგას ძალიან განვიცდიდი, მაგრამ ამათ კვლევა ჩაუტარებიათ, რომ 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე ეგ ასვლის წნევა (რომელიც ზოგ უფროსს აწუხებს) არ მოქმედებს...

დილით ვასაუზმებ და ისე ვუშვებ, სახლთან აკითხავს ავტობუსი, აჭმევენ 12-ზე და 3-ზე, 5-ზე იქედან გამოდიან და 5:30 სახლშია და ვავახშმებ

ხო, კიდევ რისი თქმა დამავიწყდა გარდა იმისა რომ მასწავლებელს პირადად ან მობილურით შეგიძლია ეკონტაქტო, აქვთ ვებსაიტი სადაც მშობელს შეუძლია მასწავლებელს ემესიჯოს... პლუს, ამავე ვებსაიტზე პოსტავენ ბავშვის რეიტინგს (რომელსაც მარტო მშობელი ხედავს), თუ რა საგანში რა მოსწრება აქვს... ვოტ!

რეკლამაში ნუ ჩამითვლით, უბრალოდ ჩემს აღფრთოვანებას გიზიარებთ :-)

Posted by: Ctrl 14 Apr 2010, 13:21
Daduvanchik
ვა აი პირობებეი მართლა მაგარიაქვთ, და სწავლის ხარისხი, პროგრამა? ალბათ ეგეც კარგი ექნებათ. უფრო ტექნიკურისკენ იხრება ბავშვი და მაიცნ მინდარო მათემატიკას ძლიერად ასწავლიდნენ, მარა მანძილი მაწუხებს მაინც რაღაცანაირად, მე მანქნა არ მყასვ რამე რო მოხხდეს და ქმარს უნდა ვეწრუწუნო და უთანხმო

Posted by: trendy 14 Apr 2010, 13:23
Daduvanchik
ჩემი თანამშრომლის ცოლი ასწავლის მანდ

Posted by: Daduvanchik 14 Apr 2010, 13:26
Ctrl
QUOTE
ვა აი პირობებეი მართლა მაგარიაქვთ, და სწავლის ხარისხი, პროგრამა? ალბათ ეგეც კარგი ექნებათ. უფრო ტექნიკურისკენ იხრება ბავშვი და მაიცნ მინდარო მათემატიკას ძლიერად ასწავლიდნენ, მარა მანძილი მაწუხებს მაინც რაღაცანაირად, მე მანქნა არ მყასვ რამე რო მოხხდეს და ქმარს უნდა ვეწრუწუნო და უთანხმო

ჩემი ჯერ პირველ კლასშია, სწავლის ხარისხი კარგი, პროგრამა პირველი კლასის შესაბამისი, მაგრამ უფრო უნარებს აწვებიან აშკარად, რაც საჯარო სკოლაში არ ჰქონდა... მეორე კლასიდან იწყებენ გაძლიერებული ინგლისურს და შემდეგ ზოგი საგანი ინგლისურად ექნებათ პარალელურად, მაინც ბრიტანული სკოლაა და გაცვლები ექნებათ ბრიტანეთში...

რაც შეეხება მანძილს და მანქანას, ანუ შენ თუ მოგინდა ასვლა წყნეთში ჩვეულებრივი მარშრუტკა დადის.... ნოემბერში გადავიყვანე მე, და არაფერი არ მომხდარა, ან რა უნდა მოხდეს? ხო, კიდევ დამავიწყდა, რომ ყველა სკოლის მარშრუტკა ორგანიზებული კოლონით გადის და წინ და უკან დაცვის მანქანა მიყვებათ...

Posted by: blblbl 14 Apr 2010, 13:35
Daduvanchik
როცა მშობელი მუშაობს გადასარევი ვარიანტია მასეთი სკოლა ,წაყვანა მოყვანაც რომ არ გიწევს,საერთოდაც ტრანსპორი უნდა ემსახურებოდეს ყველა სკოლას .
ოღონდ აი ეს
QUOTE
მაგრამ ამათ კვლევა ჩაუტარებიათ, რომ 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე ეგ ასვლის წნევა (რომელიც ზოგ უფროსს აწუხებს) არ მოქმედებს...

ვერ ჩაუტარებიტ მტლად სწორად biggrin.gif ზუსტადაც 18წლამდე ბავშვი ხდება უფრო ხშირად ცუდათ მგზავრობისას biggrin.gif ნუ ეს ყველას არ ეხება რა თქმა უნდა

Posted by: Ninoza 14 Apr 2010, 16:18
Ctrl

ფასი 100 გელა თვე

1 მაისიდან იწყებენ საბუთების მიღებას. დაწყებითის მასწავლებლები ყველა კარგიაო.

გარდა კლასიკური საგნებისა არის ჭადრაკის გაკვეთილი, მეტყველების კულტურის გაკვეთილები, მუსიკის, ჭადრაკის, ხატვის, გობელენის წრეები, მგონი კიდევ სხვაც, არ ვიცი ზუსტად. გახანგრძლივებული არის პატარებისთვის 5-მდე.
ესაა რაც ვიცი გადმოცემით, სკოლაში ამ 9 წლის მანძილზე ერთი ორ კრებაზე ვიყავი მარტო და ეგაა, რომ ვმუშაობ ვერ ვახერხებ.

Posted by: Ctrl 14 Apr 2010, 16:25
Ninoza
დიდი მადლობა გაიხარე

Posted by: Daduvanchik 14 Apr 2010, 21:53
trendy
QUOTE
ჩემი თანამშრომლის ცოლი ასწავლის მანდ

რას ასწავლის? რა ჰქვია? :-)
* * *
blblbl
QUOTE
ვერ ჩაუტარებიტ მტლად სწორად biggrin.gif ზუსტადაც 18წლამდე ბავშვი ხდება უფრო ხშირად ცუდათ მგზავრობისას biggrin.gif ნუ ეს ყველას არ ეხება რა თქმა უნდა

ინფორმაციის წყაროსაც ხომ ვერ დააკონკრეტებდი? :-) რის მიხედვითაც ამბობ, რომ უფრო ხშირად 18 წლამდე ბავშვი ხდება ცუდად? ეგ ასაკზე არაა დამოკიდებული, არის კატეგორია ხალხი ვისაც ”უკაჩივაეტ” მგზავრობისას, ეს შეიძლება იყოს დიდიც და პატარაც...

Posted by: blblbl 14 Apr 2010, 22:15
Daduvanchik
ინტერნეტში მოვძებნი თუ ვიპოვნე დავდებ და ისე ექიმისგან ვიცი,ძირითადად 18წლის ასაკიდან გასდიდით მგზავრობის ავადმყოფობა(გულისრევას ვგულისხმობ )

Posted by: Daduvanchik 15 Apr 2010, 12:38
blblbl
QUOTE
ინტერნეტში მოვძებნი თუ ვიპოვნე დავდებ და ისე ექიმისგან ვიცი,ძირითადად 18წლის ასაკიდან გასდიდით მგზავრობის ავადმყოფობა(გულისრევას ვგულისხმობ )

OK :-)

Posted by: Suleluka 17 Apr 2010, 11:25
QUOTE
1. ბავშვის ასაკი:

2. ამჟამინდელი საცხოვრებელი უბანი:

3. ბავშვისთვის სკოლის შერჩევისას რას აქცევთ/მიაქცევთ ყურადღებას პირველ რიგში?
/დამიწერეთ სამი მთავარი პრიორიტეტი/


1) 2 წლის და 8 თვის
2) ისანი
3) 1) მასწავლებელი; 2) პრესტიჟულობა; 3) ადგილმდებარეობა;
* * *
OFFTOPIC, მაგრამ
Daduvanchik
ბავშვებს უფრო მეტად "უკაჩივაეტ" ტრანსპორტში ვიდრე დიდებს

___
რაც შეეხება სკოლის შორს მდებარეობას, წინააღმდეგი ვარ, რადგან დიდი გზა მოითხოვს ენერგიას და დროს, რაც არ მიმაჩნია სწორად
როგორია, 20 წუთიანი მგზავროსბი შემდეგ ეგრევე დაჯექი გაკვეთილზე
კი სკოლის პრესტიჟს აქვს მნიშვნელობა მაგრამ ჯობია ახლო ტერიტორიაზე მოძებნო სკოლა

Posted by: tamunia891 17 Apr 2010, 18:02
Suleluka
QUOTE
რაც შეეხება სკოლის შორს მდებარეობას, წინააღმდეგი ვარ, რადგან დიდი გზა მოითხოვს ენერგიას და დროს, რაც არ მიმაჩნია სწორად
როგორია, 20 წუთიანი მგზავროსბი შემდეგ ეგრევე დაჯექი გაკვეთილზე
კი სკოლის პრესტიჟს აქვს მნიშვნელობა მაგრამ ჯობია ახლო ტერიტორიაზე მოძებნო სკოლა


ამაში გეთანხმები. ბავშვი ცოდოა როცა ამხელა გზა უწევს. მე ვიღლები ხოლმე ავჭალიდან მაღლივში რომ მივდივარ, აშკარად დისკომფორტია დიდი გზა. ბავშვი კი მითუმეტეს უფრო განიცდის.

Posted by: Daduvanchik 17 Apr 2010, 21:19
QUOTE
ბავშვებს უფრო მეტად "უკაჩივაეტ" ტრანსპორტში ვიდრე დიდებს

ყოველ შემთხვევაში ვინც ამ სკოლაში დადის "ნე უკაჩივაეტ"
QUOTE
როგორია, 20 წუთიანი მგზავროსბი შემდეგ ეგრევე დაჯექი გაკვეთილზე

QUOTE
დისკომფორტია დიდი გზა. ბავშვი კი მითუმეტეს უფრო განიცდის.

გიჟდებიან ჩემი შვილი და ჩემი დისშვილი ამ მგზავრობაზე, ბავშვები ძალიან ერთობიან გზაში :-)

მოკლედ მე მხოლოდ და მხოლოდ ჩემს და ჩემი ბავშვების აღფრთოვანებას გიზიარებთ, და მინდა გითხრათ რომ თავიდან, როდესაც ამ სკოლაზე გავიგე ზუსტად თქვენნაირად ვიყავი სკეპტიკურად განწყობილი, ეხლა კი ძალიან კმაყოფილი ვარ, და რაც მთავარია ბავშვები კმაყოფილები არიან...

ეს სკოლა რამოდენიმე წელია უკვე არსებობს...

Posted by: qate 18 Apr 2010, 15:19
Daduvanchik
მიუხედავად იმისა რომ მე არ დამყავს ჩემი შვილი მანდ, აბსოლიტურად ვეთანხმები შენს სიმპატიებს ამ სკოლის მიმართ . ჩვენ სამსახურში კორპორატიული შემოთავაზება გაგვიკეთეს (ფასდაკლების პონტში) და მაშინ დავინტერესდი ამ სკოლით, ამოვბეჭდე ინტერნეტიდან მათ შესახებ ყველა ინფორმაცია და მოკლედ ძალიან მომეწონა. ასეთი გააზრებული და განსხვავებული მიდგომა სწავლის და ბავშვების მიმართ არცერთი სკოლის გვერდზე არ წამიკითხია და მომისმენია. პირველ რიგში იმით არიან დაინტერესებული რომ ბავშვს "სწავლის-სწავლა" ასწავლონ და შეაყვარონ. გარემო შეაყვარონ სადაც განათლება უნდა მიიღოს ბავშვმა და მერე გადადიან უშუალოდ განათლების მიღების პროცესზე. თბილისში რომ ვცხოვრობდე ერთი წამით არ დავფიქრდებოდი აუცილებლად მანდ მივიყვანდი ბავშვს. ეხლა რუსთავიდან წყნეთში ნამდვილად ვერ ვატარებ. პანსიონი თუ გააკეთეს უფროს კლასში აუცილებლად გადმოვიყვან. წელს მივიყვანე ბავშვი სკოლაშI და სკოლის არჩევისას სწორედ მაგ სკოლის მეთოდები გავითვალისწინე და მათან მიახლოვებულ "გაგების" სკოლაში შევიყვანე smile.gif

Posted by: Daduvanchik 19 Apr 2010, 09:16
qate
QUOTE
პირველ რიგში იმით არიან დაინტერესებული რომ ბავშვს "სწავლის-სწავლა" ასწავლონ და შეაყვარონ. გარემო შეაყვარონ სადაც განათლება უნდა მიიღოს ბავშვმა და მერე გადადიან უშუალოდ განათლების მიღების პროცესზე.

ჩემი შვილის შემთხვევაში ეს ნამდვილად გამოუვიდათ :-) გიჟდება თავის სკოლაზე და სწავლაზე :-)

Posted by: damski-kaprizi 19 Apr 2010, 12:44
http://gahs.edu.ge/

ეს სკოლა რა ღირს ხომ არ იცით?ან რას ფიქრობთ?

Posted by: Enjey 25 Apr 2010, 14:07
1. 5 წლის
2. ისანი
3. დაწყებითებისთვის:
1. არ იყოს კომუნისტური მკაცრი სწავლა, პირველ რიგში ასწავლონ ურთიერთობა, ცოდნისა და სწავლის სურვილი გაუღვიძონ და სკოლა არ შეაჯავრონ.
2. ტრანსპორტი სახლიდან-სახლამდე, განაგრძლივებული, წრეებით, დავალებების ადგილზე დამოუკიდებლად (!) მომზადებით. ზედმეტად რელიგიური რიტუალებით დატვირთული არ იყოს. დღის განმავლობაში იყოს საშუალება ფიზიკური აქტივობის სუფთა ჰაერზე.
3. ინფორმირებული ვიყო მაქსიმალურად არამარტო სწავლის შედეგებით,არამედ რამე პრობლემების, ბავშვის ინტერესების და ა.შ. შესახებ.
სექტემბრიდან მივდივართ სკოლაში სადაც ეს ყველა პირობა არის, როგორც ჩანს. . . და ამაზე მეტიც.
მაღალ კლასებზე ვფიქრობდი რომ ერთხელ სკოლის შეცვლა ტრაგედია არ იქნებოდა და გადავიყვანდი(მაგალითად ვეკუაში), მაგრამ ახლა მემგონი ბოლომდე მანდ დავრჩებით. ყველაფერთან ერთად ძალიან ბევრი ისეთი თითქოსდა წვრილმანი აქვს ამ სკოლას რომ სხვაგან არსად იქნება (ყოველ შემთხვევაში მე არ შემხვედრია ამ 2 წელიწადში)
ერთადერთი არ მომწონს რომ შორსაა,მაგრამ გზაში მაინც არ მგონია რომ დიდად წუხდებოდნენ ბავშვები. გახსოვთ ექსკურსიებზე როგორ ვმხიარულობდით ავტობბუსებში? იმედი მაქვს ამათი მგზავრობაც ეგეთი იქნება და არ შევადარებ იმ დაღლილობას მე რომ ვზივარ "მარშრუტკაში" მარტო და პრობლემებზე ვფიქრობ.
თან აპირებენ რომ მომავალში სრულ პანსიონზე გადავიდნენ.

გამომრჩა კიდევ კვება, სადაც არ იქნება ჩიპსები, კოკა-კოლა და ა.შ.

Posted by: Ctrl 5 May 2010, 13:15
http://igs.ge/geo/news.php

ამ სკოლაზე გაგიგიათ ვინემს რამე?

Posted by: Ctrl 7 May 2010, 12:27
http://skolaqorali.ge/gallery.php

აი ლულუ აქაც დავწერ

QUOTE
არ იყოს კომუნისტური მკაცრი სწავლა, პირველ რიგში ასწავლონ ურთიერთობა, ცოდნისა და სწავლის სურვილი გაუღვიძონ და სკოლა არ შეაჯავრონ

დირექტორს რო ველაპარაკე ზუსტად ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ძალინ სწორი მიდგომა აქვთ. თამაშ თამაშით და ხალისით რო მიიღებს ბავშVი ცოდნას.

QUOTE
ტრანსპორტი სახლიდან-სახლამდე, განაგრძლივებული, წრეებით, დავალებების ადგილზე დამოუკიდებლად (!) მომზადებით

ესეც და + ძალიან სუფთა გარემო. სიმწვანე

QUOTE
გამომრჩა კიდევ კვება, სადაც არ იქნება ჩიპსები, კოკა-კოლა და ა.შ.

კვებაზე სისისი და ფარშიც კი არ შემიგვაქვსო, განახებთო, ხორცს ვყიდულობთ მარტო იმისგან ვისაც ვენდობითო. არავითარი ბარკლები და გაყინული პროდუქტები. აქვე აცხობენ და აკეთებენ ყველაფერს.

Enjey
ბაქსვუდი შეარჩიე შენ? ისე ეს კოლაც შენი რცევა იყო და დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: ინფინიტი 7 May 2010, 13:03
Ctrl
მომეწონა პირობები ძალიან , განსაკუთრებით გარემო და კვების საკითხი . ფასი რომ დაწერო და კიდევ, რომელ საატამდე რჩება ბავშვი სკოლაში და თუ ამზადებინებენ იქვე გაკვეთილებს smile.gif

Posted by: Ctrl 7 May 2010, 13:15
infinity-infinity
10 დან 5 მდეა ბავშVი. 2 ჯერადი კვებით. შედის სხვადასხვა წრეები, ცეკვა, მუსიკა, სპორტი, ჭადრაკი... გაკვეთილების იქვე მომზადება. ჩანთასაც კი იქ ტოვებს ბავშვი, პარასკევს მოაქ თუ უნდა შაბათკვირას გადაიკითხოს რამე.

თვეში 250 ლარი + ტრანსპორტირებიანად 280. ( ივლისი აგვისტო ისვენებენ და ამ დროს არ იხდი) ანუ ჯამში არ გამოდის ძვირი

Posted by: ინფინიტი 7 May 2010, 13:17
Ctrl
იდეალურია და ფასი ძალიან იაფი yes.gif ეს ერთი წელი შევხედავ, როგორი კმაყოფილი იქნები და მანდ გადავწყვეტ ალბათ smile.gif სადაა ტერიტორიულად?

Posted by: Ctrl 7 May 2010, 13:22
infinity-infinity
აი შავი ზღვსი აკადემაი იცი სადარი? დიღომს რო გაცდები, საცდელი მეურნეობაო თუ რაღაცას ეძახიან, ძალიან სუფთა გარემოა ეკოლოგიურად, ტრასას მოშორებული , გამწვანებული. ნაგან მომხიბლა თავიდანვე რო შევედი ამ სიმწვანეში ღრმად ვსუნტავდი ჟანგბადი დავაგროვოთქო biggrin.gif

უბრალოდ ერთადერთი მინდა ვინმე მშობელი მოვიძიო ვისაც დაყავს მანდ, მშობლის აზრიც მაინტერესებს

Posted by: ლილუ 7 May 2010, 14:06
Ctrl
ვაი რა იაფიააა, ძალიან მოხიბლული ვარ.

ბაღში იხდის ჩემი ახლობელი 250 ლარს და სკოლაში 280 ლარი ძალიან იაფია
ეხლა რომ გაბი სკოლის ასაკის იყოს მეც ვიფიქრებდი მაგ სკოლაზე
სიატი რომ ვნახე ბევრად ძვირს ველოდი გადასახადას.
ტრანსპორტს ყველა უბნიდან დაყავს ბავშვები?

Posted by: Ctrl 7 May 2010, 14:10
ლილუ
კი ყველა უბნიდან. კლასში მაქსიმუმ 15 ბავშვი შეიძლბა. 16 -რო შეგროვდეს შუაზე ვყოფთ და 8 კლასიანს ვაკეთებთო. რაც ცოტა მით უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ.
არ ვიცი ეხლა მაიცნმინდა სხვაც ვნახო. მარა ეს ჯერჯერობით 1 ადგილზეა

Posted by: ლილუ 7 May 2010, 14:16
Ctrl
კარგია ძალიან
სხვები რაც შეიძლება ეხლა უცებ რომ გამახსენდა ეგეთი დონის სკოლები ძალიან ძვირია. თორე ისე არის რამდენიმე ეგეთი სტილის სკოლები
კიკეთში რომაა იმ სკოლას აქებენ კიდე ძალიან.
ქავთარაძეზე ოლიმპს
ევროპულ სკოლას
რავი კიდე იქნება რამე, მე არ ვარ ამ საკითხში კომპეტენტური
მაგრამ ეს სკოლა ძალიან მომეწონა ფასითაც და რაც თქვი იმ პირობებითაც

Posted by: ინფინიტი 7 May 2010, 15:25
Ctrl
QUOTE
აი შავი ზღვსი აკადემაი იცი სადარი? დიღომს რო გაცდები, საცდელი მეურნეობაო თუ რაღაცას ეძახიან, ძალიან სუფთა გარემოა ეკოლოგიურად, ტრასას მოშორებული , გამწვანებული. ნაგან მომხიბლა თავიდანვე რო შევედი ამ სიმწვანეში ღრმად ვსუნტავდი ჟანგბადი დავაგროვოთქო

აჰ, კი, გასაგებია, დაახლოებით ვიცი smile.gif

Posted by: Enjey 7 May 2010, 21:30
Ctrl
ბაქსვუდი გადავწყვიტე, უფრო ძვირია-მაგრამ მეტად მომეწონა.
ისე ქორალიც სულ ფავორიტებში მყავდა. უბალოდ მანდ თვითონ რაც ვნახე და ველაპარაკე - იმაზე მეტი ინფო არ მქონდა.
ეკო გაკვეთილები მომეწონა ძალიან,მაგრამ წრეები მგონი კვირაში ერთხელაა?

Posted by: keto22 23 May 2010, 23:52
Enjey
QUOTE
ბაქსვუდი გადავწყვიტე, უფრო ძვირია-მაგრამ მეტად მომეწონა

რამდენია გადასახადი?
დღეს ვნახე დ მოვიხიბლე


/////////////////////////////////////////////
ეს კიკეთის სკოლა
დაჩაზე ვიყავი და ამას მანქნიდან გადაუღე
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: coco chanel 23 May 2010, 23:59
keto22
მე როგორც ვიცი 5000 ლარი და შორია ძალიან

Posted by: keto22 24 May 2010, 00:04
coco chanel
კიკეთზე შორი არაა
ისე მემგონი ესე გარეუბნებში ჯობია სკოლები რომ იყოს

Posted by: coco chanel 24 May 2010, 00:20
keto22
ტასიკოლა წარმოიდგინე ეხლა 6 წლის ასაკში ყოველ დღე იქეთ აქეთ ცოდოა თუ არა?

Posted by: tuta_tuta 24 May 2010, 00:36
coco chanel

ყოველდღე არც, მანდ რომ აიყვან ბავშვს ორშაბათიდან პარასკევამდე იქ არის, შეგიძლია პარასკევს წამოიყვანო შაბათ კვირით.

Posted by: coco chanel 24 May 2010, 00:38
tuta_tuta
და ვინ გაუშვებს თავის შვილს თან პატარას მთელი კვირით? გაუშვებ ელო ბელოს?

Posted by: MELO_MELO 24 May 2010, 00:40
coco chanel
QUOTE
tuta_tuta

QUOTE
და ვინ გაუშვებს თავის შვილს თან პატარას მთელი კვირით? გაუშვებ ელო ბელის?

6 წლის ასაკში მგონი მართლა არავინ გაუშვებს.. მაღალ კლასებში კიდე შეიძლება.. smile.gif

Posted by: blblbl 24 May 2010, 00:41
coco chanel
QUOTE
ვინ გაუშვებს თავის შვილს თან პატარას მთელი კვირით

იმ დღეს მოვისმინე ელიტის წარმომადგენლების საუბარი,თუ გინდა ბავშვს განათლება მისცე კიკითის სკოლაში უნდა ატაროო,მაგატ პროინციპში რა ენაღვლებათ,უმეტესობა ისედაც ვერ ხედავს კვირობით შვილს და არ სცალიათ მათთვის sad.gif როგორ უნდა გაუშვა პატარა ბავში არ მესმის,არც ის მესმის რატომ უნდა ატარო სახლიდან ძალიან შორს სკოლაში,ჩემი აზრით ძალიან ცუდია.

Posted by: Ctrl 24 May 2010, 00:48
coco chanel


ოი ოი შანსი არარის. ისედაც სულმენატრება და სამსახურიდან მოსულმაც რო არ ვნახოოო ..ოოო... არარსებობს

blblbl
რათაო? ნინას დაყავს ხო მანდ როგორც მახსოვს

Posted by: blblbl 24 May 2010, 00:51
Ctrl
რათაო და იმათაო რომ პერო უფრო გავიყაროთოო biggrin.gif ნინა როგორ ატარებს მანდ კაცო ახლა არ გაიხსნა ეგ სკოლა კიკეთში?ნუ რავიცი სისულელეა მაგარი რა მაღალ კლასებში კი ბატონო,თუმცა არც ეგ აზრი მომწონს biggrin.gif

Posted by: coco chanel 24 May 2010, 00:52
Ctrl

არ ვიცი მე ვერ შევძლებდი sad.gif თბილისში, რომ იყოს ნამდვილად ვატარებდი მაგ სკოლაში
Ctrl
შენი პატარა ბუნჯლიკა წარმოიდგინე, რომ დატოვებ სკოლაში მთელი კვირით, ფეხით ჩამოვა lol.gif

Posted by: Ctrl 24 May 2010, 00:59
coco chanel
შენ რო იცოდე ის უფრო დარჩება,მე უფრო გამიჭირდება. ის ისეთი ტიპია ძალიან ადვილად შედის კონტაქტში და თუ გარემო მოეწონა 1 დღე იწკმუტუნებს და მარე გაველურდება.

და მე გამისკდება გული sad.gif

მე კერძოში შემყავს მარა სახლთან ახლოა და 5 საათამდე იქნება სახლში მოვა ნამეცადიბ ნავარჯიშები და ვიხუნტრუცებთ smile.gif

blblbl
რავიცი ასე მახსოვდა შეიძლება მეშლება დიდი შოუბიზნესმცოდნე ვერავარ, არც პერო მაქ რო გავიყარო biggrin.gif

Posted by: Enjey 24 May 2010, 09:40
keto22
ბაქსვუდში 3800 ლარი ტრანსპორტით.
ღამე არ რჩებიან ჯერ,მაგრამ მომავალში აპირებენ სრულ პანსიონს.
ასე პატარასთვის არა, მაგრამ მაღალ კლასებში კარგიც იქნება.

კიკეთის ახალია და არ მინდა ჩემს შვილზე გავტეტსტო, თან ფასიც მეტია. . .
უფრო შორსაცაა.

Ctrl
პეროს რაც შეეხება, ზოგი იმასაც ფიქრობს რომ 800 ლარიან სკოლაში რომ შეგყავს ბავშვი ეგეც ზედმეტია და პეროს გაყრას ნიშნავს.
ვერ დააჯერებ რომ განათლებაზე მნიშვნელოვან რამეს ვერ უყიდი ბავშვს. ამას წინათ ერთმა დედამ-მე "ეგეთი"(როგორი არ ვიცი) არა ვარო,
ძალიან პრაქტიკული ვარო და ყოველ თვე მაგ თანხას ბანკში შევიტან,სკოლას რომ დაამთავრებს იყიდოს რაც უნდაო...სავარაუდოდ მანქანას იყიდის არა?
ასე რომ ვიღაცის თვალში ყველა პეროიანები გამოვდივართ smile.gif

Posted by: UK_addicted 24 May 2010, 09:59
მე დამყავს ფრანგულ სკოლაში - ფალიაშვილზე. რატომ ავირჩიე ეს სკოლა:
1: ახლოს არის სახლთან 2. ძალიან მინდოდა ფრანგული ენა ესწავლა 3. არ არის საშინლად ძვირი (1600 ლარი) 4. ახალგაზრდა მასწავლებლები 5. დიდი ეზო თავისი ფეხბურთის მოედნით 6. კლასში არაუმეტეს 20 ბავშვისა 7. მითხრეს რომ კარგი სწავლებაა - ნუ ეს პრინციპში თავიდან უნდა დამეწერა smile.gif

მართლაც გამართლდა ყველაფერი. ძირითადად აქცენტი ენებზეა - მესამე კლასიდან იწყებენ ინგლისურს, მეოთხედან რუსულს და მეექვსედან იტალიურს. იტალიასა და საფრანგეთში დაყავთ მოზრდილი ბავშვები - რა თქმა უნდა შეღავათიან ფასებში და იქ 1 კვირა გამუდმებული კულტურული ღონისძიებები აქვთ. პირველივე კლასიდან დაყავთ - ზამთარში გუდაური, ზაფხულში - ლაგოდეხის ნაკრძალი და კიდევ სადღაც, ზუსტად არ მახსოვს. დაწყებით კლასებში დგამენ სპექტაკლებს - ფრანგულ ენაზე. რაც შეეხება წრეებს - არის ფეხბურთის, ცეკვის, ბალეტის, ჭადრაკის, ხელოვნების წრეები, თუმცა დამატებით იხდი 30 ლარს თვეში. 9-დან 3 საათამდეა, ხოლო თუ მერე წრეებზე ტოვებ ან გახანგრძლივებულში, მაშIნ 7 საათამდე. მოკლედ ერთი წესიერი, არაგადატყლარჭული სკოლაა. მინუსად ჩავუთვლიდი იმას, რომ თვითონ სკოლა პატარაა და შესაბამისად საკლასო ოთახებიც არ არის დიდი.

Posted by: SoulTaker 24 May 2010, 11:15
Enjey
QUOTE
პეროს რაც შეეხება, ზოგი იმასაც ფიქრობს რომ 800 ლარიან სკოლაში რომ შეგყავს ბავშვი ეგეც ზედმეტია და პეროს გაყრას ნიშნავს. ვერ დააჯერებ რომ განათლებაზე მნიშვნელოვან რამეს ვერ უყიდი ბავშვს. ამას წინათ ერთმა დედამ-მე "ეგეთი"(როგორი არ ვიცი) არა ვარო, ძალიან პრაქტიკული ვარო და ყოველ თვე მაგ თანხას ბანკში შევიტან,სკოლას რომ დაამთავრებს იყიდოს რაც უნდაო...სავარაუდოდ მანქანას იყიდის არა? ასე რომ ვიღაცის თვალში ყველა პეროიანები გამოვდივართ smile.gif  შეატყობინე მოდერატორს· ციტირება · ^

12*8000(წელიწადში)=96000
96000 ლარი
ამაზე დარიცხული პროცენტიანად წლიური მზარდი პროცენტით გამოდის 161421(საშუალოდ 10% იანი)
ამ ფასად ნებიემიერი ევროპული უნივერსიტეტის ბაკალავრს და მაგისტრატურას დააფინანსებ.
მოკლედ რავიცი
დადიან ჩემი ნაცნობების შვილები 8000 ლარიან სკოლაშI მაგრამ ვიცი გენიოსი იქედან არავინ გამოსულა.

Posted by: trendy 24 May 2010, 11:18
SoulTaker
QUOTE
დადიან ჩემი ნაცნობების შვილები 8000 ლარიან სკოლაშI მაგრამ ვიცი გენიოსი იქედან არავინ გამოსულა.

რომელია 8000 სკოლა?

პოსტის ავტორი 800 ლარს არ გულისხმობდა?

Posted by: Neno_ 24 May 2010, 14:22
trendy
QUOTE
რომელია 8000 სკოლა?

ეგ კი 800 გულისხმობდა, მარა 5000 ხო არის კიკეთის (ეგრე მახსოვს biggrin.gif), დიდი სხვაობა არ გამოგივა თუ მაგასაც დაიანგარიშებ biggrin.gif

ისევ იმ აზრზე ვარ მე რომ სკოლაში თვეში 200, მაქს 300 ლარზე მეტი დღეს არ ღირს რომ გადაიხადო, რა თქმა უნდა თუ ფულს ითვლი wink.gif საბოლოო შედეგი არ იქნება მაგ ღირებულების ჩემი ჭკუით biggrin.gif

Posted by: coco chanel 24 May 2010, 14:27
მე ვიხდი 3500 ლარს წელიწადში sad.gif ესეც ბევრია თუ მკითხავთ

Posted by: trendy 24 May 2010, 14:28
Neno_
კიკეთის სკოლაზე მე ვერაფერს ვიტყვი.სკოლამ ასე 5 წელი მაინც ხომ უნდა იმუშაოს, რომ სურათი და წარმოდგენა შეგვექმნას?
წელს გაიხსნა, რადგან ლამაზი შენობაა და ვასაძის, აპრიორი კარგია?
რა ვიცი.
თან ეს მანძილი და ინტერნატობა არ მხიბლავს

Posted by: Ctrl 24 May 2010, 14:31
Enjey
ხო მართალია.. მარა ალბათ გააჩნია რა მიზეზით შეგყავს და რის მიხედვით არჩევ სკოლას. აი ჩემი ნაცნობი მაგალითად ასეთ მიზეზს მისახელებს "იცი რა ხალხს დაყააავს.... ისეთი ჯიპები აკითხავენ ბავშვებს..." vis.gif vis.gif
ნუ ეს ეხლა ეძებს დიდ პეროს რო კარგად გაიკეთოს.


საჯარო სკოლა რომ ყოფილიყო კარგი ჩემთან ახლოს შეიძლება მეც შემეყვანა , მარა ჯერეგერთი არარის. და მეორეც , რატომ დავზოგო სწავლაზე როცა შემიძლია რო მივცე.

ნუ ვიღაცის თვალით ალბათ მეც მპეროიანი ვარ ისეთი სკოლა ავარჩიე ,მარა რასვიზავთ smile.gif

მიზეზები შემდეგი იყო
1) სახლთან ახლოს
2)სუფთა ჰაერი კარგი გარემო და სიტუაცია
3)სწავლის ნორმალური დონე (ნუ როგორც გავიკითხე და ვნახოთ)
4)სამსახურის გამო მაწყობს რომ თითონ მიყავთ, მოყავთ და ამეცადნინებენ + შედის წრეები და ა.შ
და კიდე ბევრი წვრილმანი.

QUOTE
8000 სკოლა?

ასეთ ფასიანი არ შემხვედრია smile.gif 6000 შემხვდა

QUOTE
თან ეს მანძილი და ინტერნატობა არ მხიბლავს

არც მე, განსაკუთრებით დაბალ კლასებში


პ.ს მემგონი პირობებიდან გამომდიანერე ძალიან ძვირს არ გადავიხდი. ცოტა მეიაფება კიდევაც, ყოველშემთხვევაში აეთ პირობებში 280 ლ თვეში გაბერილი ფასი არარაის ნამდვილად

Posted by: pravinia 24 May 2010, 14:34
QUOTE
ინტერნატობა არ მხიბლავს

ინტერნატი არის კატასტროფა ჩემთვის, ამას ჩემს შვილს არასოდეს არ გავუკეთებ, პირველ რიგში ბავშვმა პირველ რიგში ოჯახიდან უნდა მიიღოს განათლება, ეს მაინც და მაინც ფილოსოფიურ სწავლებებს არ გულისხმობს, ესაა ურთიერთობები, საყვარელი ადამიანები, დათმობა, საერთო მიზნებისთვის ბრძოლა, ბევრი ისეთი რამ რასაც ვერცერთი სკოლა ბავშვს ვერ მისცემს. ბავშვისთვის სახლის ცნება სასტუმროსთან არ უნდა ასოცირდებოდეს, ასე მგონია მე და სოფლის სკოლაშიც რომ მომიწიოს ბავშვის ტარება მაინც არ გავუშვებდი ინტერნატში, სტუდენტური საერთო საცხოვრებელი სხვაა, ან მაქსიმუმ დამამთავრებელ კლასებში შეიძლება ძალიან ძლიერ სკოლაში გაშვება, მაგრამ მე საქართველოში მასეთი ფენომენალური სკოლა არ მეგულება smile.gif
გავედი მე, 4 წელიწადში იმედია აღმოვაჩენთ რაიმე სასწაულ სკოლას და ვახუნასაც მშვიდად მივიყვან მანდ tongue.gif

Posted by: Angelopulosi 24 May 2010, 14:37
Ctrl
QUOTE
იცი რა ხალხს დაყააავს.... ისეთი ჯიპები აკითხავენ ბავშვებს..."

QUOTE
ნუ ეს ეხლა ეძებს დიდ პეროს რო კარგად გაიკეთოს

პეროს გაყრასაც ნიჭი უნდა, ბუნჯგლიკ, თორემ ეგეთ რამეს როგორ იტყვი ადამიანი biggrin.gif




და საერთოდ გემოვნებიანი პეროც ლამაზია bis.gif

Posted by: Neno_ 24 May 2010, 14:42
Ctrl
QUOTE
იცი რა ხალხს დაყააავს.... ისეთი ჯიპები აკითხავენ ბავშვებს..


lol.gif ნეტა თავში რა უდევს ამის მთქმელს?
ვაიმე ეგეთის ბავშვი რა საშინელი საურთიერთობო იქნება ნორმალურის ბავშვთან sad.gif

trendy

QUOTE
თან ეს მანძილი და ინტერნატობა არ მხიბლავს

თავს დავდებ ეგეც ეგეც ერთ ერთი ტუტუცური "უცხოეთში ეგრეა" გადმონაშთია, თორე საქართველოში თბილისის გარდა სადაა განათლების კერა რომ ბორდინგ სქული დაგჭირდეს აბა? ეგ ამერიკაზეა გათვლილი ან ისეთ ქვეყნებზე სადაც ძალიან ბევრი ქალაქია განათლების შუქურა და რომელიმე კონკრეტულში გინდა რომ ასწავლო vis.gif

ტოჟე მნე, კიკეთში რა პონტში უნდა დატოვო ღამით ბავშვი მანიაკი თუ არ ხარ biggrin.gif

Posted by: Ctrl 24 May 2010, 14:48
Angelopulosi
მაგას ნამეტანი ალალად გამოუვიდა biggrin.gif უხეში პერო.
Neno_
ანგელოზივით ბავშვი ყავს, დედაა რთული საურთიერთობო და ამასაც გადააკეთებს ალბათ მალე, ცოტაღა დარჩა smile.gif

Posted by: tuta_tuta 24 May 2010, 17:45
coco chanel

არა ნამდვილად არ გავუშვებ.

მშვენიერი სკოლებია თბილისშიც სადაც ბავშვი კარგად ისწავლის + ჩემთან იქნება

ეგ რაღაც ინტერნატს გავს, და დავაფიქსირებ ჩემს აზრს რომ ბავშვის თავიდან მოცილების ასოცოაციას მიქმნის . არ ვთვლი აუცილებლად მაასეთ სკოლაში შვილის მიყვანას.

Posted by: SoulTaker 24 May 2010, 18:14
trendy
QUOTE
რომელია 8000 სკოლა?

პოსტის ავტორი 800 ლარს არ გულისხმობდა?

ჩემ თანამშრომელს დაყავს რვაათას რაღაცას იხდის წელიწადში

ისე კმაყოფილია user.gif

ვკითხავ სად დაყავს


Posted by: Enjey 24 May 2010, 20:25
მე 800 ვგულისხმობდი, ანუ მინიმალური რაც ვიცი კერძო სკოლის ფასი.
ტერიტორიით რომ მაწყობდეს და ტრანსპორტი ქონდეთ _ I ექსპერიმენტულში შევიყვანდი.
დანარჩენი ყველაფერი მაინც თითქმის იგივე მიჯდება, ან ვინმე უნდა ავიყვანო ტრანსპორტზე და წრეებზე რომ ატაროს და ა.შ.
მოკლედ შემიძლია და გადავუხდი,რა პონტში არ უნდა მივიყვანო კერძოში სადაც ვიცი არ დაუყვირებენ,თავზე წიგნს არ გადაახევენ,
სწავლას არ შეაძულებენ,ნორმალურად აჭმევენ,უსაფრთხოდ ატარებენ. მე არ ვიცი ეგეთი საჯარო და ვინმემ თუ იცით წარმატებები. . .
ის კიდევ რომ მაგ ფულის ნახევარი ბოლო 2 წელი მომზადებას ეყოფა და ა.შ...მაგას არც დავაკომეტირებ.
საზღვარგარეთ განათლებაც იმედი მაქვს არ იქნება იმ დროისთვის აუცილებელი და ჩვენთანაც რამეს მიაღწევენ. საერთოდ
მაქსიმუმ 18-19 წლამდე დავაფინანსო, და მერე მიხედოს თავს.
ჩემთან კიდევ 6-7 საათამდე მაინც ვერ იქნება და ძიძასა და ვიღაც დაქირავებულ მასწავლებლებთან ყოფნას არ ჯობია თანატოლებთან იყოს?
და რატომ არის ინტერნატითან ასოცირებული მაღალ კლასებში საერთო საცხოვრებელში ცხოვრება? აბა ჩვენი თაობისავით მშობლებზე ჩამოკიდებულები გავზარდოთ კიდევ?
30-40 წლის ბაღნებს რომ დედიკოები დასდევენ და მამიკოები ცოლ-შვილს უნახავენ?
ზედმეტი ყურადღება აშკარად უყურადღებობაზე მავნებელია...თუნდაც 3 წლის ბავშვებს რომ დაკანკალებენ თავზე და ეზოში ხელს არ უშვებენ, "არ ირბინო-წაიქცევი"ს რომ ეტყვი სასეირნოდ გაყვანილ ბავშვს და სკამზე დასვავ მერე რაღაზეა ლაპარაკი.
მე მომავალ წელსაც გავუშვებდი 1-2 კვირიან საბავშვო ბანაკში. 6-7 წელი არც ისე ცოტაა,მითუმეტეს ბიჭისთვის.

Posted by: Angelopulosi 24 May 2010, 22:21
Enjey
ნამეტანი გაიჭერი ახლა შენ biggrin.gif დაგიგროვა სალაპარაკო? მეზობელ თემაში შეიხედე..

Posted by: sati 26 May 2010, 01:41
წყნეთში იხსნება ახალი სკოლა. როგორც ვიცი სექტემბერში ექნებათ უკვე მიღება. ინგლისელები აკეთებენ. საფეხბურთო სკოლა იქნებაო. ანუ დირექტორატი ინგლისელები არიან და აქ ადგილზე აყავთ პედაგოგები. მოემსახურება ავტობუსი. რაღაც დანიშნული ადგილიდან აიყვანს და ჩამოიყვანს. იქნება ჩვეულებრივი სკოლა ყველა საგანით, მაგრამ აქვს 2 სტადიონი სადაც მსურველები (ალბათ ბიჭები მხოლოდ) დარჩებიან და ექნებათ ვარჯიშები. აყვანილი ყავთ უკვე მწვრთნელებიც. წყნეთში ვის ქონდა ოფისი თუ გახსოვთ გაეროსი იყო ხო? მოკლედ ეგ შენობა დაცალეს და მანდ იხსნება, სტადიონიც აქვს უკვეო და ეხლა სასკოლოდ გადაკეთება-გარემონტება მიდის. 1500 ევრო წელიწადიო. თვეში 300 ლარამდე გამოდის

Posted by: GASPAR 28 May 2010, 16:18
გამარჯობა ყველას.

საბურთალოზე სკოლა # 52 მიმყავს წელს.
ნამდვილად არ ვიცი რა სიტუაციაა. სხვაგან ვერ მივიყვან ტერიტორიულად ეგ მაწყობს.
გთხოვთ გამიზიარეთ თქვენი მოსაზრებები.

იქნებ დამაკვალიანოთ და საბუთების ჩამონათვალი რაც უნდა წარვადგინო სკოლაში დამიწეროთ.

მადლობთ წინასწარ

Posted by: EXHALATING 28 May 2010, 16:31
GASPAR
QUOTE
საბურთალოზე სკოლა # 52

მე დავმთავრე
ოღონდ ადრე სხვა სახელი ერქვა
biggrin.gif

Posted by: POMPADOUR MADAM DE 3 Jun 2010, 12:45
GASPAR

მინდა გითხრა რომ მაგ სკოლაში ადგილები აღარ არის
ახლობელს უნდოდა და ვერ მიიღეს

Posted by: kozet 3 Jun 2010, 12:49
EXHALATING
ეგაა ხო ბალავარი?

Posted by: Ctrl 3 Jun 2010, 13:03
POMPADOUR MADAM DE
შევიტანე საბუთები იმ სკოლაში, შენ რომ გკითხე, ქორალში

Posted by: POMPADOUR MADAM DE 3 Jun 2010, 13:05
kozet

კი ეგაა ყოფილი ბალავარი
დუდუ დადის მაგ სკოლაში და სექტემბრიდან უკვე ქეთისთან გადავა
ვერ დავწერ იმ სკოლის სახელს თორემ ჩამქოლავენ gigi.gif ხომ მიხვდი მაინც 2kiss.gif

Ctrl
QUOTE
შევიტანე საბუთები იმ სკოლაში, შენ რომ გკითხე, ქორალში


ძალიან კარგი
ყველანაირად გაწყობს ეგ სკოლა და როგორც მითხრეს კმაყოფილიც იქნები
2kiss.gif

Posted by: EXHALATING 3 Jun 2010, 14:50
kozet
QUOTE
ეგაა ხო ბალავარი?

yes.gif

Posted by: bancala 3 Jun 2010, 14:52
საპატრიარქოს და სასულიეროს სკოლებზე ყოფილა წყვეტა, ერთი წლით ადრე ეწერებიანო, ჩაწყობებიო და ამბებიო... როგორი სკოლებია, ხომ არ იცით??

Posted by: Neno_ 3 Jun 2010, 14:56
bancala
QUOTE
ერთი წლით ადრე ეწერებიანო, ჩაწყობებიო და ამბებიო...

სასულიეროშიც თუ ჩაწყობაა რაღა გამოვიდა? სადღა ვეძიოთ ერის სინდისი? biggrin.gif

QUOTE
როგორი სკოლებია, ხომ არ იცით

ალბათ მმკ-ს შთამომავლობა ეტანება biggrin.gif

Posted by: anna_annuka 17 Jun 2010, 22:56
QUOTE
ყოველდღე არც, მანდ რომ აიყვან ბავშვს ორშაბათიდან პარასკევამდე იქ არის, შეგიძლია პარასკევს წამოიყვანო შაბათ კვირით.


ეს არ არის სრული პანსიონი, ჩვეულებრივი დღის სკოლაა. უბრალოდ მომავალი წლიდან გააკეთებენ პანსიონსაც და თუ სურვილი გექნება, შეგიძლია დატოვო ბავშვი და შაბათ კვირას წამოიყვანო. თუ არადა არც ტარებაა პრობლემა, მართლა ფანტასტიური ავტობუსები ჰყავთ DVD აპარატურით, თანაც მაგ გადასახადში იმდენი რამე შედის, რომ ცალ ცალკე რომ ატარო ბავშვი, ვერც ფინანსურად გაქაჩავ და ვერც დროის თვალსაზრისით. თან ფანტასიური პედაგოგები ჰყავთ და ძალიან მყუდრო ოჯახური სიტუაციაა. მე დიდ იმედებს ვამყარებ მაგ სკოლაზე.

Posted by: kato_Bato 18 Jun 2010, 00:06
პანსიონატში, ინტერნატში და მსგავსებში შვილი როგორ უნდა გაუშვა.

ისედაც ათასი იდეა მოსდით თავში მოზარდებს, კიდევ ამდენი "თავისუფლება" და მივიღებთ კატასტროფას..

ადამიანს თვითგადარჩენის ინსტიქტი და სინდისი რომ არ ჰქონდეს, საზოგადოების პროგრესირება არ მოხდებოდა, არც ასე ნელა, როგორც ვხედავთ..
რეებს ვუკრავთ ხოლმე ტაშს ხანდახან.

Posted by: sati 18 Jun 2010, 00:15
Enjey
QUOTE
ტერიტორიით რომ მაწყობდეს და ტრანსპორტი ქონდეთ _ I ექსპერიმენტულში შევიყვანდი.


ჩემთვისაა ახლოს და კარგია ვითომ? მეც ეგ დავამთავრე კსტაწი, მაგრამ რაღაც უნდობლობა მაქვს მაინც საჯარო სკოლებისადმი. sad.gif

ისე კიკეტში ყოველდრე რომ ატარო ბავშვი ჯანმრთელობისთვის კარგი? ძალაინ მაღალზე არაა, ყოვლედღე წიინ და უკან სატარებლად? წყნეტის სკოლას ვფიქრობ, ქარტველების მხრიდან ვინ არიან უმრავლესობა ახლობლები არიან და ეგ მომენტიც მხიბლავს, მაგრამ აქაც იგივე მომეტზე ვფიქრობ, ყოველდღე სასიარულოდ წნევის ცვალებადობა ხომ არ იქნებათქო? boli.gif

Posted by: Enjey 20 Jun 2010, 23:17
sati
მე მიმყავს წყნეთში, ჯანმრთელი ბავშვისთვის არაა პრობლემაო, რავიცი...
სადაც ვინმე ექიმი შემხვდა ყველას ვეკითხებოდი ერთი პერიოდი და დავიჯერე smile.gif

Posted by: blblbl 20 Jun 2010, 23:20
sati
სხვაზევერაფერს ვიტყვი,მაგრამ შარშან მთელი კვირა მიწევდა წყნეთში სიარული,ვერ ავღწერ ისე ცუდად ვიყავი,რამდენჯერმე ბოდიში და გულიც კი ამერია გზაში.მთელი დღე მქონდა ეს შეგრზნება და თAვის ტკივილი.

Posted by: sati 21 Jun 2010, 01:01
Enjey
უი ეგ სკოლა გადაწყვიტე შენც? მეც ჯანმრთელობის მხრივ თუ არ მექნება შეზღუდვა და რამე უკუჩვენაბა ფაქტიურად გადაწყვეტილი მაქვს, მაგრამ ხომ ვთქვი, ახლობლების ფაქტორმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მაგაში და პირველ ექსპერიმენტალურზე რა იცი?

blblbl
გოგო შენ რაღაც ნამეტანი ხშირად გაწუხებს ხან რა- ხან რა თუ მეჩვენება? givi.gif 2kiss.gif

Posted by: blblbl 21 Jun 2010, 01:13
sati
არა არ გეჩვენება biggrin.gif მაგრამ ეგ მგზავრობით იყო გამოწვეული ნამდვილად biggrin.gif

Posted by: gvаntsa 21 Jun 2010, 01:21
Neno_
QUOTE
ლბათ მმკ-ს შთამომავლობა ეტანება

არა არა არა


QUOTE
საპატრიარქოს და სასულიეროს სკოლებზე ყოფილა წყვეტა, ერთი წლით ადრე ეწერებიანო, ჩაწყობებიო და ამბებიო... როგორი სკოლებია, ხომ არ იცით??


სასულიერო სკოლა არ გამიგია, საპატრიარქოსთან არსებულებს რაც შეეხება ერტ0ეთზე მაქვს ინფორმაცია
ჩაწყობის რა მოგახსენოთ მაგრამ კონკურსი კი არის დიდი მოხვედრაზე
ადგილებია ცოტა (ფიზიკურად) და აქედან გამომდინარე ყველაზე კარგი მოსწრების ბავშვებს იღებენ
პირველკლასელებს რაც შეეხებათ, გასაუბრება აქვს ფსიქოლოგთან და არჩევენ რამდენად არის მზად ბავშვი სკოლისთვის

სწავლის ხარისცი კარგია
ყველა საგანს ერთ დონეზე ასწავლიანო ვერ ვიტყვი, მაგრამ უმეტესობა კარგად ისწავლება

Posted by: Take_Off 21 Jun 2010, 15:34
გოგოებო იცით რა მაინტერესებს?
ვინმემ თუ იცით იმ სკოლის შესახებ რამე ლისის ტბის გზაზე რომ არის (სახელი, ზუსტი ადგილი, ტელეფონი, გადასახადი და ა.შ.) მომწერეთ რაა 2kiss.gif

Posted by: Enjey 22 Jun 2010, 23:47
მე მანგლისიდან დავდიოდი ყოველდღე "მარშრუტკით" და დაღლილობის გარდა არაფერს შევუწუხებივარ,
მიუხედავად იმისა რომ 16 წლამდე 5 კმ-საც ვერ გავდიოდი მანქანით, ტროლეიბუსშიც კი...უკაცრავად და

Take_Off
მწიგნობართუხუცესი. 3500 - 450 ვაუჩერი როგორც მახსოვს.
ტრანსპორტი, კვება 1 + ფურშეტი. წრეები.
მაგარი აუზი, კარგი საცეკვაო დარბაზი.
უარყოფითებს აღარ ვწერ თორემ ძალიან ნეგატიური გამოვდივარ. smile.gif
მე ბაქსვუდიც მირჩევნია, ქორალიც და წმინდა გიორგიც მაგას....

Posted by: Anata 23 Jun 2010, 09:48
Enjey
QUOTE
უარყოფითებს აღარ ვწერ თორემ ძალიან ნეგატიური გამოვდივარ.

დაწერე რა, ძალიან მაინტერესებს, ჩემი გოგო დამყავს მაგ სკოლაში, პირველი კლასი დავამთავრეთ - რე ვიცი, კმაყოფილი ვარ
QUOTE
ტრანსპორტი, კვება 1 + ფურშეტი. წრეები.

ტრანსპორტს ცალკე გადასახადი აქვს
კვება 2ჯერ, საუზმე და სრულფასოვანი სადილი
წელს ვინ შევა მაგათთვის 3500 ლარი იქნება გადასახადი+ცალკე ტრანსპორტი

Posted by: Take_Off 26 Jun 2010, 14:06
Enjey
Anata
დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: Anata 29 Jun 2010, 07:23
გოგოებო, ჰელფ!!

ვცვლი ადგილმდებარეობას, გადავდივარ სხვა უბანში, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ გუშინ...
და ახლა სკოლის პრობლემა გამიჩნდა, ლისიზე ვერ ვატარებ, შორია, ახლა ორთაჭალაში ვიცხოვრებთ,
ჰოდა, ხომ ვერ მეტყვით, რომელი კერძო სკოლებია მაგ უბანში, ან ახლოს მდებარე უბნებში?
ეს საპატრიარქო სკოლა სადაა? და როგორია?

ადგილების პრობლემისაც მეშინია, იქნება ახლა სადმე ადგილები ნეტა?;-(

ძალიან დამავალებთ !!!

Posted by: Enjey 30 Jun 2010, 23:50
Anata
შავნაბადას აკებენ ძალიან,ორთაჭალაში თუ ციხეებისკენ ხარ-მაშინ საკმაოდ ახლოსაა, რელიგიური თუ გაწყობს-მითუმეტეს.
მე სანახავად არ ვყოფილვარ...ისე ყველა მეუბნება მანდ რატომ არ მიგყავსო,მაგარიაო.
ბარბარეს ეკლესიასიის უკანაა, ჩოლოყაშვილზე (ყოფ. 5 დეკემბრის) მგონი წულაძის ქუჩაა. დაახლოებით 1200-1500 ლარია მგონი

და კიდევ ავლაბარში ფისოს სკოლა, სომხური თეატრის პირდაპირ,34 სკოლის შენობაშია.
გახანგრძლივებული კვება და ტრანსპორტი არააა, და ძალიან ბევრს ასწავლიან. 1500 ლარი იყო.

ისე ბაქსვუდი არ გინდა? მე ორთაჭალას+10 წუთიდან უნდა ვატარო...

Posted by: tekla 27 Jul 2010, 14:17
http://www.logos.edu.ge/www.logos.edu.ge/mtavari.html


http://www.leaf.ge/

ამ სკოლებზე თუ იცით რამე?
როგორია
და ფასი?

Posted by: კორდელია 27 Jul 2010, 14:20
მაინტერესებს რუსული კერძო სკოლები

ხომ არ იცით სად და სად არის?

Posted by: tekla 27 Jul 2010, 17:35
UK_addicted
ეს ფრანგული სკოლა ისა ბროსეს სკოლას რომ ამბობენ? თუ სხვაა
და რა მაინტერესებს, სკოლის დამთავრების მერე თუ ეხმარებიან საფრანგეთში სწავლის გაგრძელებაზე?
ან გაცვლითი პროგრამები თუ აქვთ?


coco chanel
შენ რომელში დაგყავს?

Posted by: pathfounder 7 Aug 2010, 00:51
QUOTE
ვისაც სკოლის ასაკის ბავშვები გყავთ, გაკვეთილების მომზადებაში დამხმარე არ გჭირდებათ?


კი,მე

Posted by: Angelopulosi 9 Aug 2010, 10:18
http://www.una.ge/geo/unaschool.php

გაეროს საქართველოშიც რომ ჰქონდა სკოლა, არ ვიცოდი. ნეტა საერთაშორისო სტანდარტების დონეა მართლა?


გამიკვირდა მისი აქ აღმოჩენა.

Posted by: Dido 9 Aug 2010, 10:46
Angelopulosi
QUOTE
გაეროს საქართველოშიც რომ ჰქონდა სკოლა

თუ არ ვცდები ეს ის სკოლაა წყნეთის გზაზე როა, ახალი სკოლა თუ რაღაცა რო ჰქვია, არა? რაღაც მასე მახსოვს user.gif
QUOTE
ნეტა საერთაშორისო სტანდარტების დონეა მართლა?

:eeh: boli.gif

Posted by: Angelopulosi 9 Aug 2010, 11:30
Dido
QUOTE
:eeh:

ხო არა? biggrin.gif




Posted by: niniko09 9 Aug 2010, 12:16
გოგოებო, დიდ დიღომში რომაა მართლმადიდებლური სკოლა, რა ინფორმაცია გაქვთ? დიღომში ვცხოვრობ და უფრო მაწყობს. პრინციპში 2 წელიწადში მიწევს, მაგრამ 1 წლით ადრე უნდა ჩაეწერო ბევრგან და მირჩევნია ამ წელიწადში შევარჩიო რამე. საეკლესიო მინდა, მაგრამ თანამედროვე სტანდარტებით.

Posted by: Anata 9 Aug 2010, 14:23
გოგოებო, სკოლა მწიგნობარზე არაფეი გსმენიათ?
ჩიტაიაზეა, ნახალოვკაში...

უკვე აგვისტოა და ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ჩამოვყალიბდით რომელ სკოლაში გადავიყვანოთ ბავშვი cry.gif
ჰელფფფფფფფ vis.gif

Posted by: pathfounder 9 Aug 2010, 16:48
Varketiltan ahlos ras mirchevt?rogorc kerzos aseve upasos ganvihilav,meore da 5klasebshi vart marto rom iaron.

Posted by: Anata 10 Aug 2010, 09:36
pathfounder
ჩემიც მეორეკლასელია
ისანი-სამგორის მხარეს ვერაფერი ვერ ვნახე მეც:-((

Posted by: tamuna_ 10 Aug 2010, 15:58
დედიკოებო, მგონი სწორ ადგილას ვწერ ამ ინფორმაციას, რადგან სავარაუდოდ აქ ის დედიკოები შემოდიხართ, ვისაც უკვე სკოლის ასაკის ბავშვები გყავთ smile.gif

ვაკეში არსებულ უცხო ენების შემსწავლელ ცენტრში "ლინგუაფილია" სექტემბრიდან იხსნება ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები 6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. თუ ვინმეს დაგაინტერესებთ დეტალები დარეკეთ 890 51 23 58 ან მომწერეთ PM.

Posted by: DOLPHIN 10 Aug 2010, 17:36
Angelopulosi
QUOTE
ნეტა საერთაშორისო სტანდარტების დონეა მართლა?

დადუვანჩიკს დაყავს მგონი მანდ ბავშვი. დაყავდა ყოველ შემთხვევაში. თუ რამე გაინტერესებს, გაგიგებ. დირექტორის ცოლს ვიცნობ.

Posted by: Angelopulosi 10 Aug 2010, 19:33
DOLPHIN
QUOTE
თუ რამე გაინტერესებს,

ჯერ ძაან ადრეა ჩემთვის biggrin.gif


ისე დავინტერესდი, ვიცი რა კარგია გაეროს სკოლა განვიტარებულ ქვეყნებში და..

Posted by: anuka2009 10 Aug 2010, 19:48
Angelopulosi

მე რამდენადაც ვიცი გაეროს სკოლა აღარაა და მის ბაზაზე ბაქსვუდის სკოლა ფუნქციონირებს

Posted by: pathfounder 12 Aug 2010, 13:44
QUOTE
ვაკეში

ყველაფერი კაი ვაკე/საბურთალოზე უნდა იყოს(((
რამე ისანი სამგორი ვარკეთილისათვის გააკეთეთ რა.
პატარები ასე შორს ვერ ივლიან,მე კი ვმუშაობ და ვერ ვატარებ.
ნუ თუ არაა ბავშვენი ვარკეთილში?/თუ ფიქრებთ აღარავინაა გადამხდელი?
ფართის იაფია აქეთ და ქენით რა რამე((((

Posted by: Anata 12 Aug 2010, 17:57
pathfounder
გათენხმები აბსოლუტურად!!!
დავიტანჯე, აქეთა მხარეს ვერაფერი ვერ ვნახე:-((
* * *
pathfounder
ისე, ორთაჭალაში მივაგენი ერთ სკოლას
რესტორან კრწანისის მო[ორადიპირე მხარესაა, საშუალო სკოლა
აქვთ სტანდარტ ზემოთ პაკეტიც - დამატებითი მეცადინეობა და წრეები შედის
პლიუს კიდე აპირებენ ახალ საცურაო აუზშიც ატარონ
ტრანსპორტიც შედის და ორჯერადი კვებაც
ხომ არაფერი გსმენია მაგ სკოლაზე?
* * *
საჯარო სკოლა უნდა მეთქვა და არა საჯარო biggrin.gif საშუალო სკოლაა თავისთავად biggrin.gif

Posted by: pathfounder 4 Sep 2010, 15:47
Anata
კაი სკოლაა ავლაბარში,მაგრამ ჩემმა პატარამ უნდა მარტოკამ იაროს და შორია,ჯერ არ გავაწვალებ
გადავიყვანე ვარკეთილის კერძო სკოლაში "English Nino School".
დაწყებითები-600 ლარი წელიწადში
5დან-750 ლარი
წინასწარ ერთი წლისას თუ იხდი-50 ლარი შეღავათი
ასევე 2 ან მეტი ბავშვი თუ მიგყავს -კაი შეღავათია,წელიწადში 300 ლარით ნაკლებს იხდი ჯამში.
ინგლისური 1 კლასიდან
რუსული მე3-დან
მე 5 დან ემატება გერმანული
ინგლისურის სახელმძღვანელოები ოქსფორდიდან,პროგრამა საინტერესო ძალიან.
უამრავი დამატებითი წრე ცალკე გადახდით
6 მდე მეცადინეობა ყველა საგანში თუ გინდა-25 ლარი თვეში /კვებით.
პატარა საკლასო ოთახები
კლასში 10 ბავშვზე მეტი არ იქნება.
მოწესრიგებული საჭირო ოთახები(შედარებით საჯარო სკოლებთან)
ბუფეტი
დარბაზი

აქებენ ამ სკოლას,შენობა არის ძალიან პატარა,ეხლა მიმდინარეობს მიშენებები
სწავლა იწყება ამ ორშაბათს
ვნახოთ აბა რა იქნება.




Posted by: Anata 4 Sep 2010, 20:18
pathfounder
ავლაბარში რომელ სკოლაზე ლაპარაკობ, ხომ ვერ მეტყვი? ტელეფონის ნომერი ან მისამართს ხომ ვერ მეტყოდი?

Posted by: Marguerite Gautier 4 Sep 2010, 21:08
QUOTE (djindjidrinji @ 20 Jan 2010, 14:30 )
აჰა თქვენ, ევროპული სკოლა, ქაჯობის ზეიმი


ამ სკოლამ (რუსთავის ქართულმა გიმნაზიამ) ცხოვრებისეულად დამასვა დაღი! კლასელი რა არის ეგ არ ვიცი წესივრად, ყველა ერთმანეთს ჭამდა და ხრავდა (ბავშვები) ვინც კი შიშკა და მიშკა იყო რუსთავში ყველა ჩემი კლასელი ან პარალელური კლასელი იყო და ეს "ნაღები" საზოგადოების შვილიკოები ყველას ზემოდან დასცქეროდნენ... ნუ სწავლის დონეს რაც შეეხება ცუდს ნამდვილად ვერ ვიტყვი მაგრამ, ის ურთიერთობები ბავშვებს შორის ან ბავშვებსა და მასწავლებლებს შორის რაც იყო კატასტროფა იყო. ნუ ყველა პედაგოგსაც არ ეხება მაგრამ ხშირ შემთხვევაში ასე გახლდათ. სკოლას რომ ჩავუვლი ყოველთვის გული მტკივა, 11 წელი ვისწავლე და ერთი ორ კარგ მომენტს თუ ვიხსენებ, მეტს ვერა.

სხვათაშორის მეც ვიცი რამდენიმე მაგ ევროპული სკოლიდან გამოქცეული (რათქმაუნდა არ დავასახელებ), იდეაში კარგია მაგრამ ისეთი ზედონიური საზოგაოება იყრის თავს რო უუუFF...

ნუ ნანასი ყოველთვის მეშინოდა ვაღიარებ biggrin.gif თან ეგ სხვათაშორის ნანული შევარდნაძის დაქალობაში იყო შემჩნეული biggrin.gif და ვისი სიდედრიცაა ალბათ იცით...
* * *
ეს კი სულმთლად ცინცხალი ფრანგული სკოლაა http://www.ambafrance-ge.org/EssaiSPIP/spip.php?article1828 ეს კი ელჩის ინტერვიუ http://www.georgiatoday.ge/article_details.php?id=7685 წესით კაი უნდა იყოს, იმიტომ რომ ვისაც ვიცნობ ნამდვილად მაღალ კვალიფიციურია მანდ... მომავალში გავიგებ სიახლეებს, "პონტებს" და ა.შ. მმმ ოღონდ 4000 ევრო ღირს ეგეც...

Posted by: Peppi 20 Oct 2010, 19:54
sati
QUOTE
ალბათ ბიჭები მხოლოდ)

რატო ბიჭები? ამერიკაში ფეხბურთს გოგოების სპორტად ითვლება..
ჰოლანდიაში, კი ქალთა ფეხბურთი სამეფო სპორტია smile.gif

Marguerite Gautier
QUOTE
ოღონდ 4000 ევრო ღირს ეგეც...

სიგიჟე..

არგუმენტები სჭირდება ვინმეს? lol.gif

Posted by: trendy 20 Oct 2010, 20:01
Peppi
QUOTE
არგუმენტები სჭირდება ვინმეს?

მე ვაპირებ შეყვანას

Posted by: Peppi 21 Oct 2010, 13:03
trendy
QUOTE
მე ვაპირებ შეყვანას

მაშინ შენ ჩამოყევი არგუმენტებს.. smile.gif

მართლა მაინტერესებს.. რას პირდება (რითი ჯობია ჯერ ალბათ ვერ შევაფასევთ) ეს სკოლა ისეთს სხვა სკოლებისგან განსხვავებით?

პს. საერთოდ, ყველა სკოლაზე ერთნაირი და ცუდი წარმოდგენის ვარ მასწავლებლების გამო.. ყველა ქვეყანაში ერთნაირები როგორ არიან.. 98% - ზეამბიციურია, შესაბამისი განათლების გარეშე.

Posted by: trendy 21 Oct 2010, 13:11
Peppi
QUOTE
მაშინ შენ ჩამოყევი არგუმენტებს

2 წუთის სავალია სახლიდან, არ მინდა ინგლისურენოვანში- მეორე ენა უნდა იცოდეს,ფრანგული ამ შემთხვევაში მომწონს. მინდა კერძო სკოლა, აქვს აუზი, ცალკე ცურვა სულ მცირე 150 ლარი ღირს აქ.მეზოგება დრო, ნერვები.
ეს ფასი კერძო სკოლისთვის ჩვეულებრივია, უმეტესი კერძო სკლები ეგრე ღირს.არ შემიძლია ბავშვი იჯდეს ავტობუსში და 1 საათი მგზავრობდეს, სანამ სხვა ბავშვებს აკრეფს მძღოლი.
სწავლას რაც შეეხება, ჩემი ახლობლის ბავშვი სწავლობს, მეოთხე კლასშია მგონი,კმაყოფილები არიან.
თუ არ გამოგვივიდა ეს ვარიანტი(რეზერვშია) მაშინ მივიყვან საჯარო სკოლაში, სხვა ფასიანი სკოლები არ მხიბლავს

Posted by: merkantil 21 Oct 2010, 13:11
ისე ეს ფრანგული სკოლა თუ საფრანგეთის რიგითი საჯარო სკოლის დონის იქნება, არ მიიყვანოთbiggrin.gif მაგრამ რას გაიგებ თავიდან, დაპირებები ყველას კარგი აქვს.

Posted by: Peppi 21 Oct 2010, 13:20
trendy
QUOTE
ეს ფასი კერძო სკოლისთვის ჩვეულებრივია,

აა, ის არ მითქვია, რომ აქ ღირს მაგდენი კერძო სკოლა? - აი, ძალიან ძვირია მაქაურობისთვის.. თან ელენეს სკოლაშI მასწავლებლები ბრიტანეთიდან და ირლანდიიდან ჩამოყავთ;

QUOTE
2 წუთის სავალია სახლიდან

ეს პლიუსია, გეთანხმები, ამის გამო მეც ორმაგს გადავიხდი, როცა ამ "დაწყებით" სკოლას მორჩება;


QUOTE
150 ლარი ღირს აქ.მეზოგება დრო, ნერვები.

რა ამბავია..


ერთI სიტყვით, მე მაოცებენ ქართული ფასები (:


პ.ს. ცეკვა, ფეხბურთი, მუსიკა - რა ღირს 1 თვის გადასახდელი? შენ გეცოდინება (იმ პროექტის გეგმას ვამუშავებ მაინც - ადრე რომ ვახსენე)

Posted by: trendy 21 Oct 2010, 13:24
Peppi
სკოლაში მგონი მუსიკაც აქვთ და ჭადრაკიც+ცურვა, ფასში შედისო, უნდა დავაზუსტო.ცალ-ცალკე აღებული +რეპეტიტორები უდრის იგივე 4000 ევროს თუ მეტს არა, მერე წინ და უკან სიარული, გზა მაინც ღლის ბავშვს.
აქ დიდიხანია არადეკვატური ფასებია
ცეკვა სულ მცირე 70 ლარი ღირს
სიმღერა-70 ლარი
მომავალ წელს სუხიშვილების სტუდიაში შევიყვან და თუ არ ვცდები იქ 100 ლარი ღირს თვე.
რა არის აქ იაფი?არც არაფერი

Posted by: Peppi 21 Oct 2010, 13:30
trendy
QUOTE
რა არის აქ იაფი?არც არაფერი

ხელფასი (:

მადლობა ინფოსთვისsmile.gif

პ.ს. ბავშვების სკოლის დამთავრებამდე ე.ი. ვერ და არ დავბრუნდები...

Posted by: sati 21 Oct 2010, 15:06
Angelopulosi
anuka2009
QUOTE
მე რამდენადაც ვიცი გაეროს სკოლა აღარაა და მის ბაზაზე ბაქსვუდის სკოლა ფუნქციონირებს


კი ეგრეა. ადრე გაეროს ოფისი იყო მანდ, სკოლა თუ იყო არ მგონია. მე მინდა სამომავლოდ ეგ სკოლა ჯერჯერობით, თუ გავქაჩეთ ფინანსურად. თუმცა ამას წინათ გერმანიის ელჩის ინტერვიუ ვნახე ტვ-თი და გერმანელებსაც გაუხსნიათ თავიანთი სკოლა, წელს პირველი მიღება ჰქონდათ. 4000 ევრო იყო ოღონდ იქ გადასახადი. ბაქსვუდის 3,5 ღირს ჯერ.

Posted by: Marguerite Gautier 22 Oct 2010, 00:11
Peppi
რავიცი ალბათ სიგიჟე ნამდვლად არის... დღეს ვიყავი და თავიდან ბოლომდე დავათვალიერე. პატარა მყუდრო კლასები, დუშ-კაბინები, ქიმიის და ფიზიკის კეთილმოწყობილი ლაბორატორიები, საცურაო აუზიც მალე შევაო მწყობრში, ფიზკულტურის ოთახი, ფრანგი და ქართველი მაღალკვალიფიციური მასწავლებლები, ნუ მოკლეთ, თვითონ გარემო შესანიშნავია. რა გითხრათ, ვისაც არ ენანება 4000 ევრო რატომაც არა...

Posted by: Solveig 22 Oct 2010, 06:50
Peppi
QUOTE
ვერ და არ დავბრუნდები...

სკოლა თუ დაამთავრეს, მერე თვითონ აღარ დაბრუნდებიან smile.gif
ისე, ბავშვისათვის ალბათ ნამდვილად დიდი სტრესი უნდა იყოს სკოლის პერიოდში სწავლების ენისა და გარემოს ასეთი რადიკალური შეცვლა..

Posted by: drifters wife 22 Oct 2010, 10:15
მე მემგონი ბავშვს ვერც სკოლაში ვატარებ ნორმალურად და ვერც ნორმალურ წრეზე და ჯობია ციდან ჩამოვფრინდე რომ ჩემი შვილისთვის ყველაფერი საუკეტესო მინდაsmile.gif

Posted by: SoulTaker 22 Oct 2010, 16:33
მარიამი საჯარო სკოლაში მივიყვანე
კერძო სკოლებს ის უპირატესობა აქვთ რომ ბავშვებს გვიანობამდე იტოვებენ, აჭმევენ და ამეცადინებენ
რადგან ეს პრობლემები დედაჩემმა და მამაჩემმა მომიხსნეს, დიდი მადლობათ მათ smile.gif
ძალიან ვწვალობთ მაგრამ მაინც მირჩევნია
დედაჩემი ინგლისურის სპეციალისტია მარის ჯერ არ დაუწყია სკოლაში ინგლისური მაგრამ კითხულობს, წერს და ლაპარაკობს.
დედაჩემი აღარ მუშაობს, ამიტომ ბევრი დროა აქვს და როგორც ყოფილ პედაგოგოს ბევრი ნერვები, ჩემგან განსხვავებით smile.gif
ერადერთი რთული ისაა, რომ დილით მომყავს ვარკეთილიდან, ვტოვებ ჩემებთან სპორტის სასახლესთან, მივდივართ მერე სამსახურებში. შუადღით დედაჩემს გადაყავს დოლიძეზე (მეორე სმენაშია) საღამოს ჩემ დას გამოყავს, მერე გავუვლით და მიგვყავს სახლში smile.gif)))
მთელი ლაბირინთია smile.gif
სახლში ვერ მეცადინეობს, ერთხელ სცადა, ჩაიკეტა თავის ოთახში და დაიწყო წერა. ზუკა იჯდა კარებთან და ბღაოდა... სანამ არ გამოვიდა არ გაჩერდა, ჩამოუღო კარები user.gif

Posted by: *QETI* 25 Oct 2010, 00:02
24-ე საჯარო სკოლაზე რა აზრის ხართ? თუ იციტ რაიმე ამ სკოლის შესახებ?

Posted by: keto22 25 Oct 2010, 01:08
Peppi
trendy
ჩემი მაზლისსვილი დადის ფრანგულ სკოლაში
ფრანგული ყოველდღე აქვთ, ეხლა დაიწყო სწავლა და საკმაოდ ბევრი რამე იცის ფრანგულად.გამაოცაა,
ფიზკულტურის სწავლების უკმაყოფილოები არიან, დღეში 2 საათი არბენინებენ თან ფორმები არ მოიტანოთო,თავიდა დაქონდათ და მერე აღარო
სამაგიეროდ მაგრად გახდა biggrin.gif
კიდევ ის არ მოწონთ რომ ქართული აქვთ კვირაში ორი საათი
დამატებით სახლში ამეცადინებენ ქართულში
4 საათამდე გაძლება უჭირს
არ ვიცი თავს ვერ დავდებ ძალიან მაგარიათქო
თან სხვა სკოლასი ვერ გადაიყვან ,ანნუ სხვა პროგრამა აქვთ და ვერ აყვება სხვა სკოლის პროგრამას, რომ შეიყვან უნდა იაროს ბოლომდე
ხო კიდევ ცეკვას ასწავლიან კვირაში ერთი დღე

Marguerite Gautier
QUOTE
ნუ ნანასი ყოველთვის მეშინოდა ვაღიარებ

ვის არ ეშინოდა biggrin.gif

Posted by: Solveig 25 Oct 2010, 02:03
keto22
QUOTE
ქართული აქვთ კვირაში ორი საათი


QUOTE
ფრანგული ყოველდღე აქვთ

ასეთი რამ დაშვებულია საქართველოში???

http://www.ambafrance-ge.org/EssaiSPIP/spip.php?article1713

გადავხედე და ტექსტის ავტორს ალბათ ნამდვილად კვირაში ერთხელ ჰქონდა ქართულის გაკვეთილი...

Posted by: trendy 25 Oct 2010, 10:19
keto22
QUOTE
ეხლა დაიწყო სწავლა და საკმაოდ ბევრი რამე იცის ფრანგულად.გამაოცაა,

კერძოდ დადის ჩემი, 9 გაკვეთილი ჰქონდა სულ და ასე მგონია სექტემბერში თუ მივიდა, მეოთხე კლასელის ცოდნა მაინც ექნება.
თუ არ მოსწონთ რატომ დაყავთ აბა, შენობის გამო?
მე სახლის გვერდით მაქვს და ეგ ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის.
თუ არ მიიღეს აქ, შევიყვან საჯაროში, რომელიც ასევე სახლითან ახლოს იქნება.
Solveig
QUOTE
ასეთი რამ დაშვებულია საქართველოში???

საელჩოს ბაზაზე არსებული სკოლაა, ძირითადად ეგეთი სკოლები უცხოურენოვანია.

Posted by: aduala 25 Oct 2010, 10:29
keto22
QUOTE
ჩემი მაზლისსვილი დადის ფრანგულ სკოლაში
ფრანგული ყოველდღე აქვთ, ეხლა დაიწყო სწავლა და საკმაოდ ბევრი რამე იცის ფრანგულად.გამაოცაა,

ქეთი, და ინგლისურის საქმე როგორაა ხომ არ იცი? პედაგოგები მართლა საფრანგეთიდან ჰყავთ?

Posted by: keto22 25 Oct 2010, 16:12
trendy
ბებია ბაბუას არ მოწონს
მშობლებს უნდათ და იმიტომ დაყავთ
თან ბევრის ნაცნობის ბავშვები დადია და იმათი კონსულტაცით ზეკმაყოფილებ არიან
QUOTE
კერძოდ დადის ჩემი,

ელო დაგყავს კერძოდ ფრანგულზე?
QUOTE
თუ არ მიიღეს აქ

რატომ არ უნდა მიიღონ ?არევით ხდება?
aduala
ინგლისურსაც ასწავლიან
პედაგოგები კი ფრანგები არიან
ესლა დაითხოვეს ერთი კვირა მემგონი ჰელოუინის გამო

Posted by: trendy 25 Oct 2010, 16:15
keto22
QUOTE
რატომ არ უნდა მიიღონ ?არევით ხდება?

ადგილები არის შევსებული.
კი, კერძოდ დამყავს

Posted by: keto22 25 Oct 2010, 16:17
trendy
QUOTE
ადგილები არის შევსებული.

ეს არ ვიცოდი.
მომავალი წლის ადგილები შევსებული თუა
რა წეწვაა ამ სკოლაზე რა არის ესეთი smile.gif


ბაღიც ქონია მაგრამ ბაღისთვის მეძვირება ამხელა თანხა

Posted by: trendy 25 Oct 2010, 16:19
keto22
QUOTE
ბაღიც ქონია მაგრამ ბაღისთვის მეძვირება ამხელა თანხა

ბაღში იმ ლოგიკით მიგყავს, რომ შემდგომში მანდ გააგრძელებს სწავლას.
შენმა მაზლიშვილმა იცოდა ფრანგული, ნუ ელემენტარულ სიტყვებს ვგულისხმობ?
anuka2009
QUOTE
და ძალიან კმაყოფილი ვარ

с чем вас и поздравляю

Posted by: anuka2009 25 Oct 2010, 16:22
1 ექსპერიმენტალურში დამყავს და ძალიან კმაყოფილი ვარsmile.gif გუშინ გამოჩეკილ კერძო სკოლებს ბევრად მირჩევნია. საკმაოდ ბევრი ვარჩიე და კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით smile.gif

Posted by: Solveig 25 Oct 2010, 16:31
trendy
QUOTE
ძირითადად ეგეთი სკოლები უცხოურენოვანია.

რა ვიცი, მე ვთვლი, რომ საქართველოში მცხოვრებმა ქართველმა ბავშვმა ქართულად უნდა ისწავლოს.
ეგრე იყო ადრეც-რუსული სკოლა უკეთესიაო და შეჰყავდათ რუსულში...და ბოლოს სკოლადამთავრებულები იშვიათი გამონაკლისების გარდა, ქართულად აზრის გამოთქმას ვერ ახერხებდნენ.

ენის გაძლიერებული სწავლება ძალიან კარგია..საერთოდ, ინტერიერის და ფოტოების მიხედვით, მართლა სანიმუშო სკოლა ჩანს, მაგრამ უფრო დაბალი ფასიც რომ იყოს, მე არ მივიყვანდი შვილს ეგეთ სკოლაში smile.gif

QUOTE
თუ არ მოსწონთ რატომ დაყავთ აბა, შენობის გამო?

კერძოდ მაგ სკოლის მშობლებს რატომ დაჰყავთ, ეგ არ ვიცი, მაგრამ ჩვენში ეგეთი სკოლები "პრესტიჟულია"..ისეთი ხალხისათვის, ვინც ყველაფერს უცხოურსაა დახარბებული.
შეიძლება შემეკამათოთ, თქვენი ნებაა smile.gif

Posted by: keto22 25 Oct 2010, 16:35
trendy
არა საერთოდ არაფერი არ იცოდა
და ძალიან გამიკვირდა ესე მოკლე დროში რამდენი უსწავლია
რუსული იცი კარგად,ინგლისურს მეცადინეობდა ბოლო წელი ელემენტარული იცოდა ისიც

ელოს აბა მაღალ კლასში დასვავენ biggrin.gif
რამდენი ხანია დაგყავს?
QUOTE
ბაღში იმ ლოგიკით მიგყავს, რომ შემდგომში მანდ გააგრძელებს სწავლას.

ეს არ მაქვს გადაწყვეტილი
ამიტომ არ შევიყვან
ბაღში სად დაგყავს შენ?

Posted by: trendy 25 Oct 2010, 16:37
Solveig
QUOTE
შეიძლება შემეკამათოთ, თქვენი ნებაა 

მე როგორც კარგად გალესილი კედლების ხამი, ხმის ამოღებას არ გავბედავ.
ასევე მაქვს გამოცდილება, კარგი სჯარო სკოლისა, მასწავლებელ-რეპეტორები იგივე ჯდება, რაც ფასიან სკოლაში მთელი წლის გადასახადი.
keto22
QUOTE
არა საერთოდ არაფერი არ იცოდა

აი ეს ძალიან უცნაურია.
ჩვენ წელს რომ მივედით, ბავშვმა ელემენტარული ფრანგული თუ არ იცის(ანუ მათ ბაღში თუ არ უვლია) იმ შემთხვევაში არ ვიღებთო.
ის დროს სიმღერა დავიწყო....
QUOTE
ბაღში სად დაგყავს შენ?

ნუცუბიძეზე, მზის სხივში
ჩემმა რუსული კარგად იცის, ინგლისურად გადასარევი ბაზა აქვს-ბაღიდან.
ხო და ეხლა კი ერევა ცოტა, რაც ფრანგული დაიწყო, მაგრამ მარტო ინგლისურის ამარა არ მინდა იყოს, ვთვლი, რომ რუსული, ინგლისური და კიდევ ერთი უცხო ენა უნდა იცოდეს.

Posted by: keto22 25 Oct 2010, 16:46
trendy


კლასში ყავს რამოდენიმე ცნობადი ალბათ არც მაგათ არ იცოდნენ

მაშინ თუ აქვს ელემენტარული ცოდნა არ ექნება პრობლემა მიიღებენ
საბუთების შეტანა როდიდან იწყება?

Posted by: trendy 25 Oct 2010, 16:50
keto22
QUOTE
მაშინ თუ აქვს ელემენტარული ცოდნა არ ექნება პრობლემა მიიღებენ

ქეთო, ადგილები არ არის.
ანუ მომავალი წლის პირველი კლასები შევსებულია.
ხო და ეგ არის არასწორი, 4000 ევრო ღირს, დაადგინე წესები და ცნობადი მშობლის ბავშვი თუ არის, უნდა მიიღო?
რეზერვში ჩასვეს, ისიც როდესაც ცნობად(აქ გივი სმაილით ვიღრიჭები) დაარეკინეს, მაშინ ნუ გადამახდევინებენ საერთოდ.

Posted by: aduala 25 Oct 2010, 16:53
keto22
ა,ბაღიც აქვთ? ფასი?

Posted by: keto22 25 Oct 2010, 16:58
trendy
აუ ეგ ცუდია

რომ მინდოდეს ეხლავე უნდა ჩავდე რიგშიი biggrin.gif
aduala
ფასი იგივე

Posted by: trendy 25 Oct 2010, 17:05
keto22
QUOTE
რომ მინდოდეს ეხლავე უნდა ჩავდე რიგშიი

სკოლის არ ვიცი და ჩემს მეზობელს მიყავს ბაღში სამივე შვილი, ნუ უფროსს უკვე მოსამზადებელი უწევს, ბაღზე არაა იმხელა ამბავი.
ბაღი მხოლოდ 4 საათამდეა მგონი, თუ 5მდე და ოთხშაბათობით 1ზე უშვენებენ, სკოლასაც ბაღსაც.

Posted by: keto22 25 Oct 2010, 17:19
trendy
სოლაც 4 ამდეა
მომწონს მაგრამ 4საათამდე გაძლება მიჭირსო biggrin.gif

Posted by: tekla 25 Oct 2010, 17:23
Solveig
თუ მაქვს საშუალება რატომ არ მივიყვან კარგ სკოლაში ?

მაგალითად, არის 1 სკოლა
6 000 $ ღირს, მეცხრე კლასიდან
საშუალება რომ მქონდეს გადავიყვაბნდი ბოლო კლასებში და მოსამზადებლად იქეთ-აქეთ სირბილი არ მომიწევდა
თან ზუსტად მეცოდინებოდა, რომ კარგად მოამზადებდნენ, კიდევ ბევრი + ებია

თითქმის იგივე უჯდება მშობელს მსაწავლებლებთან სირბილი

Posted by: anuka2009 25 Oct 2010, 18:11
QUOTE
საშუალება რომ მქონდეს გადავიყვაბნდი ბოლო კლასებში და მოსამზადებლად იქეთ-აქეთ სირბილი არ მომიწევდა
თან ზუსტად მეცოდინებოდა, რომ კარგად მოამზადებდნენ, კიდევ ბევრი + ებია


აუცილებლად დაჭირდება მომზადება, ბოლო კლასებში მითუმეტეს smile.gif

Posted by: Solveig 26 Oct 2010, 01:52
tekla
QUOTE
თუ მაქვს საშუალება რატომ არ მივიყვან კარგ სკოლაში ?

შენ ვერ გამიგე, ფულზე არ არის ლაპარაკი.,...

თუ ფული აქვს ადამიანს, როგორც უნდა, ისე დახარჯავს-გინდა გააზრებულად, გინდა-მეტიჩრობის გამო...ამის გარჩევა ჩემი საქმე არაა.
უბრალოდ, არ მომწონს, როცა სწავლა არის უცხო ენაზე და ქართულ ენას კვირაში 2 საათი ეთმობა.
* * *
trendy
QUOTE
მე როგორც კარგად გალესილი კედლების ხამი, ხმის ამოღებას არ გავბედავ.

აუ, არ გინდა, რა, ეგეთი ლაპარაკი ... smile.gif

რეპეტიტორებზე თუ მიდგა საქმე-აბსოლუტურად არცერთ საგანში არ მოვმზადებულვარ სკოლაში. ერთადერთი, რაშიც აუცილებლად მიმაჩნია ბავშვის მომზადება და გული მწყდება, რომ მე არ მქონდა მაგის საშუალება (უფრო სწორად, ჩემს მშობლებს არ ჰქონდათ)-უცხო ენაა.

დანარჩენი ბავშვმა თვითონ უნდა ისწავლოს წიგნებიდან..თუ კარგ სკოლაშია, მით უმეტეს..
მე ასე ვფიქრობ და ვისაც სხვაგვარად ურჩევნია-ეგეც მისი ნებაა.

უბრალოდ, ვერ მივხვდი შენი ძალიან მყვირალა ირონიის მიზეზს. თუ რაღაცები შენს თავზე მიიღე, გეტყვი, რომ არ მიგულისხმიხარ. განათლების განყოფილებაში უშველებელი თემაა კერძო სკოლებზე და თუნდა იმ თემის მიხედვით შეიძლება რაღაც დასკვნების გამოტანა.

Posted by: trendy 26 Oct 2010, 08:58
Solveig
QUOTE
რეპეტიტორებზე თუ მიდგა საქმე-აბსოლუტურად არცერთ საგანში არ მოვმზადებულვარ სკოლაში

ყველა შენნაირი ხომ არ არის?არიან საშუალო გონებრივი შესაძლებლობის ადამიანები რომელსაც მე და ჩემი შვილები განვეკუთვნებით.მე ვემზადებოდი, ჩემებიც დახმარების გარეშე ვერ სწავლობენ.

Posted by: tekla 26 Oct 2010, 09:44
Solveig
იშვიათია ბავშვმა მომზადების გარეშე მიიღოს ის ცოდნა სკოლაში რაც საჭიროა, გადასაყრელი ფული არ მაქვს, ძალიან კარგად სწავლობს, იმედია მედალსაც გამოიტანს, მაგრამ ბოლო წელს აუცილებლად უნდა მივეხმარო
სხვა რომ არაფერი რაღაც სისტემაში რომ მოექცეს მისი ცოდნა, თუნდაც 6 თვე
რაც შეეხება გაძლიერებულ უცხო ენას,
რომელიც მართლა კარგი სკოლაა იქ უცხო ენასაც კარაგდ ასწავლიან და ქართულსაც, ეგ არაა სანაერვიულო, სანერვიულო უფრო ისაა, რომ ესეთი სკოლები ცოტაა და ძვირი

Posted by: MELO_MELO 26 Oct 2010, 09:46
Solveig
trendy
tekla
მეც ძალიან კარგი მოსწავლე ვიყავი, არ მოვმზადებულვარ არცერთ საგანში ისე ჩავირიცხე უნივერსიტეტში, მაგრამ რომ ყოფილიყო საშუალება სიამოვნებით მოვემზადებოდი მინიმუმ ორ საგანში და სხვაგან ვისწავლიდი კიდე და არა იქ სადაც ვისწავლე. კარგია ჩემი აზრით ესეთი სკოლების არსებობა, უბრალდო ყველასთვის რომ არ არის ხელმისაწვდომი ეგ არის ცუდი sad.gif

Posted by: UK_addicted 26 Oct 2010, 09:57
ჩემი უფროსი ბიჭი დადის ფრანგულში, ოღონდ ივანიშვილის სკოლაში არა - ფალიაშვილზე, ეგზიუპერის სახელობის სკოლაში. ძალიან კმაყოფილი ვარ - მეორე კლასშია, ფრანგულად წერს და კითხულობს და წინადადებებს აბამს. სხვა საგნებსაც კარგად ასწავლიან, პლიუს არის თეატრალური თამაშების გაკვეთილები, ხელსაქმე, პლასტიკა/ცეკვა, ჭადრაკი, ფეხბურთი... მეოთხე კლასიდან ინლისურს იწყებენ და მეექვსედან იტალიურს. კლასში 15 ბავშვია, დიდი ეზო აქვთ, კარგი კვება (პირველი, მეორე, მესამე) და გახარგრძლივებულში დატოვებ 5მდე სურვილისამებრ. ისე სამამდეა. ხო, ქართულს არაჩვეულებრივად ასწავლიან smile.gif - ფასი 2500 ლარი.
ვთვლი რომ აი ეგეთ სუპერ ძვირ სკოლაში თავიდან არც ღირს მიყვანა - ვნახოთ, თუ მართლა კარგი სკოლა გამოდგა, მაშინ დამამთავრებელ კლასებში გადავიყვან.

Posted by: tekla 26 Oct 2010, 10:01
UK_addicted
მე რომელი სკოლაც მომწონს დამამთავრებელი კლასები აქვს მხოლოდ და ამზადებენ არა მარტო ქართული უმაღლესისთვის

Posted by: MELO_MELO 26 Oct 2010, 10:31
tekla
QUOTE
და ამზადებენ არა მარტო ქართული უმაღლესისთვის

ძალიან კარგია up.gif ძალიან, ძალიან კარგი

Posted by: trendy 26 Oct 2010, 10:37
tekla
ამერიკულ აკადემიაზე ამბობ, ხო?
-----------------------------------------

Posted by: katka 26 Oct 2010, 10:39
tekla
აბულაძეზე რომ არის მაგას იძახი?
ეგ მართლა ძალიან მაგარია

Posted by: UK_addicted 26 Oct 2010, 10:44
tekla
ხო ამერიკული აკადემია კარგია ძალიან. ეს ივანიშვილის სკოლაც დაახლოვებით ეგეთი იქნება როგორც ვხვდები და ამიტომაც ღირს იქ გადაყვანა ბოლო კლასებში. თან ბავშვსაც გააჩნია - მაგ. ამერიკულ აკადემიაში არ იღებენ ყველას. ტესტები ტარდება როგორც ვიცი, რადგან ყველა საგანი ინგლისურად ისწავლება

Posted by: masha 26 Oct 2010, 10:49
UK_addicted
QUOTE
ჩემი უფროსი ბიჭი დადის ფრანგულში, ოღონდ ივანიშვილის სკოლაში არა - ფალიაშვილზე, ეგზიუპერის სახელობის სკოლაში.

კარგი სკოლაა, ჩემმა ბიძაშვილმა დაამთავრა და ახლა საფრანგეთში სწავლობს, უპრობლემოდ ჩააბარა.

Posted by: trendy 26 Oct 2010, 10:49
UK_addicted
QUOTE
ტესტები ტარდება როგორც ვიცი,

რთული ტესტირება აქვთ, მე დავაგვიანე ბავშვის გადაყვანა და შემდეგ წელს 1 წლით პატარა კლასში ხვდებოდა, მარტო მე-9 კლასიდან არის მიღება.ჩემი ბევრი ახლობლის ბავშვი სწავლობს და მისი ყველა მეგობარი.
ქულებით შემდეგ ევროპის და მერიკის უმაღლეს სასწავლებლებში ხვდებიან, ვისაც მაღალი ქულა აქვთ, მთლიანად ასპონსორებენ.ჩემი ქმრის შვილი სწავლობს ეგრე ბარსელონაში.
აი ის ბავშვი იყო ძალიან ნიჭიერი, დიდი ძალისხმევა რომ არ სჭირდებათ და ეგრევე ითვისებენ მასალას.

Posted by: tekla 26 Oct 2010, 10:54
ამერიკული აკადემია კარგია, მაგრამ როგორც ვიცი უფრო ძვირი

მე ლოგოსზე ვამბობ

http://www.logos.edu.ge/www.logos.edu.ge/mtavari.html

http://www.leaf.ge/index.php?pg_id=1091759322&pg_symbol=357809261

Posted by: trendy 26 Oct 2010, 10:55
tekla
მგონი 14 000 ლარი ღირს.ლოგოსი არ ვიცი, კარგია?
ნეტავ კარგად მოეწყოს წელს და აღარ ვჩივი ასე 2 წელიწადი არაფერს, ამეხადა თავი.

Posted by: tekla 26 Oct 2010, 10:58
trendy
ჩემი ნაცნობების ბავშვები დადიან და ძალიან კმაყოფილები არიან
თან მურღულიას გაკეთებულია და რატომღაც დარწმუნებული ვარ ეგ კაცი თავის საქმის პროფესიონალი უნდა იყოს და არ დააგდებს ხარისხს

Posted by: keto22 26 Oct 2010, 13:38
QUOTE
ნეტავ კარგად მოეწყოს წელს და აღარ ვჩივი ასე 2 წელიწადი არაფერს, ამეხადა თავი.

trendy
სად აპირებს ჩაბარებას?

Posted by: tamuna_ 13 Jan 2011, 01:42
კლავ დაიწყო მიღება უცხო ენების შემსწავლელ ცენტრში "ლინგუაფილია" 6დან 12 წლამდე ბავშვების მიღება ინგლისური ენის შემსწავლელ კურსზე.

ნუ ნებისმიერი ასაკის ხალხი მიიღება, მაგრამ ეს ცალკე ჯგუფია კონკრეტული პროგრამით და რახან მშობლების კლუბია, ამიტომ ვამახვილებ ყურადღებას ამ კონკრეტულ კურსზე smile.gif

თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, მომწერეთ pm

Posted by: tat 14 Jan 2011, 15:58
ვის შეყავს წელს სკოლაში?( ან შარშან შეიყვანა)
გამიზიარეთ-დამაგზაკვალიანეთ-შემომილაწუნეთ
მიჭირს არჩევანის გაკეტება.....
* * *
კორდელია
QUOTE
მაინტერესებს რუსული კერძო სკოლები

ხომ არ გიპოვია?

Posted by: კორდელია 14 Jan 2011, 18:58
tat
QUOTE
კორდელიაQUOTE
მაინტერესებს რუსული კერძო სკოლები


ხომ არ გიპოვია?

სხვას აინტერესებდა და აქ ვიკითხე, მერე აღარც მიძებნია.

Posted by: tamo7779 14 Jan 2011, 19:18
tat
მგონი უფრო გამოგეხმაურებიან, თუ რამდენიმე კრიტერიუმს მაინც დაწერ, რა არის აუცილებელი რომ ჰქონდეს შენთვის მოსაწონ სკოლას
.სახემწიფო
..კერძო
...უბანი

Posted by: tat 14 Jan 2011, 20:38
კერძო
საბურთალო ან აქიდან გონივრული წვდომის მანძილზე
არანაირი რელიგიური პრიორიტეტები
არანაირი 2-3 ენა 6 წლის ასაკშივე
ეზო. სპორტული დარბაზი.

ფბ-ზე "გამახარეს" უკვე-უტოპიააოsad.gif

Posted by: blblbl 14 Jan 2011, 20:42
tat
QUOTE
კერძო

QUOTE
არანაირი 2-3 ენა 6 წლის ასაკშივე

ეს ორი მგონი ერთმანეთთან არ მოდის biggrin.gif მე რაც კერძო ვიცი ყველგან პირველი კლასიდანვე ასწავლიან უცხო ენებს

Posted by: trendy 14 Jan 2011, 20:48
tat
ლისის ტბაზე დაყავს ჩენს თანამშრომელს, რომელმაც საფუძვლიანი კვლევა ჩაატარა ერთი წლის მანძილზე(შენ რომ ბაღებს არჩევდი, დაახლოებით ეგეთი), ხო ჯერ-ჯერობით კმაყოფილია.

Posted by: tat 14 Jan 2011, 20:50
blblbl
QUOTE
მე რაც კერძო ვიცი ყველგან პირველი კლასიდანვე ასწავლიან უცხო ენებს

2 ცალს?-ანუ ყველგან ეს პეროა გარჭობილი?

პ.ს. უი მოდერი ხარ? აქაურობის?smile.gif


trendy
2kiss.gif ვა- აქ გადმოინაცვლე? შენც ხომ წელს მიგყავს?

Posted by: trendy 14 Jan 2011, 20:59
tat
QUOTE
შენც ხომ წელს მიგყავს?

კი
QUOTE
ვა- აქ გადმოინაცვლე?

ერთი ვაგონი შვილები მყავს, მოდა და პერო გადავდე.

Posted by: tat 14 Jan 2011, 21:05
trendy
QUOTE
ერთი ვაგონი შვილები მყავს

ups.gif wow.gif გადაგხედე.........შოკ!
გილოცავ -ძAლიან მაგარი ხარ ნუ ვერც კი გამოვხატავ რამხელა რესპექტები!!!!!!

( მეთქი კიდევ ნიკი შეიცვალე ან ქვეყნიდან გახველ)smile.gif)))))

QUOTE
კი

მტელი დოსიე გექნება შენი ხასიათი რომ ვიცი---არ გამიზიარებ? rolleyes.gif

Posted by: trendy 14 Jan 2011, 21:10
tat
სკოლაზე არ მელაპარაკო.მთავარი კრიტერიუმი ჩემთვის მანძილი იყო, არ შემიძლია ავტობუსით ბავშვი რომ 1 საათი გზაშია.სახლის გვერდით ფრონცკი ფრანგული მაქვს, რომელსაც ტვალი დავადგი, მაგრამ რეალურად არც კი ისეთი კარგი ყოფილა.
ეხლა ვფიქრობ ფალიაშვილის ფრანგულ სკოლაზე, ეგზიუპერის სკოლა, ან ჯეჯილზე.ჯეჯილი ერთი საშუალო დონის კერძო სკოლაა, ტავისი მინუსებით, მაგრამ პლიუსებიც აქვსო.
ხო და ბოლოს თუ გადავირიე, საჯაროში შევიყვან და ეგაა.

Posted by: blblbl 14 Jan 2011, 21:17
tat
QUOTE
პ.ს. უი მოდერი ხარ? აქაურობის

კი

ხოდა ინგლისურს და რუსულს ასწავლიან როგორც ვიცი

Posted by: tat 14 Jan 2011, 21:19
trendy
QUOTE
საჯაროში შევიყვან

მეშინიაsad.gif
ეგზუპერში ნატელმირონის პირმშო დადის, დედა ძაან პერო ინწელექტუალკა ყავს და იძახის კაიაო და რავი..ფრანგული რა ჯანდაბად უნდა , შანელს და კარდენს ყველა ენაზე გააგებინებს პარიზელ ქორვაჭრებს.
5 წლის ბავშვის ავტობისით ჯაყჯაყიც არ მინდა შენი ტქმის არ იყოს -ტორე ლისიდან დაწყებული წყნეთით დამტავრებული რამეს კი ავარჩევდი....ტატულიას სკოლაზე გააქვს ინფო?

ვაიმე პატალაც გოგოა? სულ გოგოები ვაი რა კარგია ...რა რელაქსპერიოდი გაქვს smile.gif))




blblbl
QUOTE
ხოდა ინგლისურს და რუსულს ასწავლიან როგორც ვიცი

ეგ სად?

Posted by: tekla 14 Jan 2011, 21:22
QUOTE
ფრანგული რა ჯანდაბად უნდა , შანელს და კარდენს ყველა ენაზე გააგებინებს

ფრანგული მარტო შანელი და კარდენია?

rolleyes.gif

Posted by: trendy 14 Jan 2011, 21:25
tat
QUOTE
რა რელაქსპერიოდი გაქვს

ეს მოიგონე, ხო?
ტატულიას სკოლაშიც არაა ცუდი სიტუაცია, ჩემი შვილის მეგობრები იქ სწავლობენ და დედაჩემის ახლობლები ასწავლიან.მაგაზეც ვფიქრობ, დამავიწყდა დამეწერა.
QUOTE
.ფრანგული რა ჯანდაბად უნდა

ნე სკაჟი...ეს ინგლისური რუსულივით გახდა, მეორე ენაც იცოდეს ბარემ.
რუსულად ჩემი კარგად ლაპარაკობს, ინგლისური ბაღიდან იცის, რას ასე 3 კლასამდე ისწავლება ხო და ფრანგული იმიტომ ვარჩიე

Posted by: blblbl 14 Jan 2011, 21:26
tat
კერძოებში biggrin.gif

საჯაროს გირჩევ თუ გინდა და უბრალოდ ნახე,161_ე სკოლა,მართლა ძალიან ძლიერია და მოხვედრა არის ურთულესი ოღონდ,ჩემი დეიდაშვილის საბუთები რომ შეგვქონდა დილის 6საატიდან ვიდექით რიგში biggrin.gif ახლა არის მეშვიდე კლასში,არ ემზადება არცერთ საგანში და მუდმივად არის ათოსანი,დახმარების გარეშე,სამეცადინო აქვს უამრავი,იმისდა მიუხედავდ რომ ბევრი ბავშვია ყურადღება ექცევა დავალებებს მაინც რადგან გინდაც ორ კვირაში ერთხელ გაიძახოს მასწავლებელმა განვლილი მასალიდანაც ეკითხებათ,ასე რომ უნდა არ უნდა უნდა ისწავლონ ყველა გაკვეთილი,აქვთ სასკოლო წერები,შიდა გამოცდები.გადიან ოლიმპიადებზე.რუსული მესამე კლასიდან დაიწყეს,უცხო ენა მეხუთედან,სკოლის პროგრამას თავისუფლად სძლევს თავისით ამ ენებს,ანუ იმის თქმა მინდა რომ კარგად ასწავლიან.რავიცი თუ ვერაფერს ნახავ შეგიძლია ნახო ეს სკოლაც.

Posted by: tat 14 Jan 2011, 21:32
tekla
ნუ მომაქცევ ყურადღEბას-ეგთი პოსტინგის მანერა მაქვს

trendy
ხო ტატულასი მაქვს სიაში და სკოლა რომ სკოლას გავდეს და არა რაღAც შპს-ს ეგეთი შენობა და ინფრასტრუქტურა აქვს ოლიმპსო-მანდ ნაცნობი ვერ ვნახე და ასწავლიან რამეს ნეტავ?
blblbl
უუუფ მაგ 161ჩემი დაძმა რა ჩაწყობით და ბლათით მოხვდა წლებისწინ გავშტერდიsmile.gif)) კომუნისტებისდროინდელი ცეკადან დარეკვები მიმიქარავს...ეხლაც ეგრეა?

ხო 2 უცხოენა არასწორედ დავწერე-რუსული არ მიგულისხმია( ვიცით)------ზოგი სკოლის საიტზე შევედი და გერმანულ/ინგლისური, ან იფრანგულ ინგლისური შედის ეგრევე და ეგ არ მინდა სასტიკად...

Posted by: trendy 14 Jan 2011, 21:35
tat
blblbl
161-ე კარგია, თან ეხლახანს მიშა მინდაძე იყო დირექტორი, კარგად უძღვებოდა სკოლას, ნუ მერე მოხსნეს მომიტინგე ბავშვების გამო.

საერთოდ დავასკვენი, ბავშვი თუ სწავლობს, დღნორისის სკოლაშიც ისწავლის.

Posted by: blblbl 14 Jan 2011, 21:35
tat
კი ახლაც ეგრეა,ერთი დღე ხდება მხოლოდ საბუთების შეტანა და ვინც მოასწრებს მოასწრებს დანარჩენი ჩაწყობით biggrin.gif ხომ გეუბნები დილის 6საატიდან ცოცხალ რიგში ვიდექით და მანამდე ღამის 12ზე სიაში ჩავეწერეთ biggrin.gif

Posted by: tamo7779 14 Jan 2011, 21:41
trendy
tat
ლისის ტბასთან რომ სკოლაა აქებენ... ნათესავს დაჰყავს.
საელჩპოებთან არსებულებზე არ გიფიქრიათ?

Posted by: tat 14 Jan 2011, 21:56
tamo7779
QUOTE
საელჩოებთან არსებულებზე არ გიფიქრიათ?

უფრო ზუსტად?

Posted by: tamo7779 14 Jan 2011, 22:06
tat
აი წელს გაიხსნა გერმანიის საეჩოსთან არსებული სკოლა. გახსნილია იტალიური ვარიანტიც.
თუ ფინანსურად გავქაჩე ძალიან მინდა მსგავს სკოლაში.
ფაქტიურად გერმანიაში ხარ რა. იქაური ატესტატის ტოლია და გზა ხსნილი გაქვს.
აქვთ ბაღიც
http://www.deutscheschule.ge/

Posted by: Cecy Elliott 15 Jan 2011, 00:29
tamo7779
ისე სულ ვფიქრონ ინგლისურის გარდა რომელი ენა შეიძLება იყოს გამოსადეგი-თქო... რატომღაც ევროპული ენებზე ნაკლებად ვფიქრობ...
ალბათ ჩემს სალომეს ჩინეთი ეჯღანება წინ, თვითონ კი არ იცის ჯერ... gigi.gif

Posted by: Solveig 15 Jan 2011, 07:35
sesi-eliot
QUOTE
ინგლისურის გარდა რომელი ენა შეიძLება იყოს გამოსადეგი-თქო...


ესპანური, თურქული ან არაბული, ჩინური.

მაგრამ, ჩინურისთვის ბავშვს როგორ გავიმეტებ მშობლის ადგილზე biggrin.gif

Posted by: Cecy Elliott 15 Jan 2011, 08:59
Solveig
ესპანური არ ვიცი, თურქული და არაბული კი, აი ჩინური ყველაზე უფრო.. yes.gif
QUOTE
მაგრამ, ჩინურისთვის ბავშვს როგორ გავიმეტებ მშობლის ადგილზე

gigi.gif მე ჩემი თავი "გავიმეტე" , ასე რომ ძალიან მინდა მაქეტკენ მივცე გეზი... smile.gif

Posted by: Solveig 15 Jan 2011, 09:12
sesi-eliot
QUOTE
ჩემი თავი "გავიმეტე

კარგი ნერვები გქონია smile.gif მართლა. თვითონ ჩინელებიც კი აღიარებენ, რომ ურთულესი ენაა.
ჩინური, იაპონური, კორეული, ინდური ენების სწავლა არასოდეს მომინდება. ჩინურის მოსმენა ყოველდღე მიწევს და იმდენად არ მომწონს ჟღერადობით, არც ვუშვებ შემთხვევას, რომ როდესმე დავინტერესდები smile.gif.. smile.gif

Posted by: Cecy Elliott 15 Jan 2011, 09:36
Solveig
ურთულესი არის, თუმცა უზომოდ საინტერესო და ლამაზი ენაა... smile.gif მთლად ბაზრის ჩინელს თუ მოუსმენ მართლა მახინჯურია... biggrin.gif

Posted by: regenbogen 15 Jan 2011, 10:03
გერმანულს არ გავაკარებ ბავშვს... vis.gif მე რომ თავი მაქვს მიკლული რა ხეირი...არავინ არ აგდებს რამედ ამ გერმანულს...არავის სჭირდება user.gif

Posted by: Solveig 15 Jan 2011, 10:07
sesi-eliot
QUOTE
მთლად ბაზრის ჩინელს თუ მოუსმენ

რავი.
მაგისტრები და დოქტორები წავა, რამე რომ იყოს?

regenbogen
QUOTE
გერმანულს არ გავაკარებ ბავშვს...

გერმანულის სწავლა პატარაობიდან ჯობს.
და რატომ არ გააკარებ..იქნებ ძალიანაც გამოადგეს.
ეხ, ნეტავ ბავშვობაშივე მესწავლა ენები, მოზრდილობაში ხომ არ გავწამდებოდი ასე.

Posted by: regenbogen 15 Jan 2011, 10:07
trendy
QUOTE
დღნორისის სკოლაშიც ისწავლის

დღნორისა სად გაიგე?იცი სადაა? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Cecy Elliott 15 Jan 2011, 11:15
Solveig
რავი... smile.gif ეგ ენა ჩემი სუსტუ წერტილია, ასე რომ სუბიექტური ვარ biggrin.gif

Posted by: tat 15 Jan 2011, 11:26
Solveig
გეტანხმები , ენებშიsmile.gif გერმანული და ფრანგული ნაკლებად პრიორიტეტული ენებია...სკოლისთვის თორე ისე მერე რაც უნდა ის ისწავლოს.....თუ მანის ან ბოდლერის წაკიტხვა მოუნდება ორიგინალშიsmile.gif

მაგ მხრივ დემირელია საინტერესო-ინგლისური/ტურქული...მარა პედკოლექტივი ვნახე ერტ ტავყრილობაზე და 3 დღე სიტყვა-ზაბლონას მეტი არაფერი მადგა ენაზეsad.gif.....

აუ კერძო რუსული მინდა -ნუთუ არააა?


პ.ს.
QUOTE
გერმანულის სწავლა პატარაობიდან ჯობს.
და რატომ არ გააკარებ..იქნებ ძალიანაც გამოადგეს.
ეხ, ნეტავ ბავშვობაშივე მესწავლა ენები, მოზრდილობაში ხომ არ გავწამდებოდი ასე

მეც და ჩემი შვილიც 4 წლიდან ვეუფელბოდიტ ამ ენას...გამოყენება არ დაგვჭირდა და დაახლოებით ინდურის სტადიაზე გვაქვს ეხლაsmile.gif

Posted by: tamo7779 15 Jan 2011, 13:40
sesi-eliot
smile.gif ე.ი. ცისფერთვალებას გინდა თვალები დაუწვრილო biggrin.gif
ინგლისურის გარდა ალბათ: არაბული, ესპანური. ნუ თურქულს და რუსულს მგონი თავისთავად ისწავლის დღევანდელი ბავშვი smile.gif

Posted by: Neno_ 15 Jan 2011, 14:59
ჩინური ხო საშინელი მოსასმენია biggrin.gif და ეს არაბულიც რა საშინელიააა... ყ რომ აქვთ რაღაცნაირიიი, დედაა, დედაა, დედააა.. drug.gif

ფრანგულზე ვგიჟდები მეც biggrin.gif მეც მაგას ვასწავლი ბავშვს დამატებით ენად ალბათ biggrin.gif



Posted by: tat 5 Feb 2011, 16:36
მოკლედ მიღებული პმ-ებით ოლიმპი მყავს სიის თავში, მერე ტატულიასი, მერე რაღაც გერმანული ფიზიკის ინსტიტუტში.....


ვაგრძელებ ძიებასsmile.gif

Posted by: ქეთუ 5 Feb 2011, 19:14
QUOTE (Neno_ @ 15 Jan 2011, 14:59 )
ჩინური ხო საშინელი მოსასმენია biggrin.gif

არაა ცუდი მოსასმენი cry.gif

Posted by: Solveig 5 Feb 2011, 19:42
regenbogen
QUOTE
დღნორისა სად გაიგე?იცი სადაა?

ჰაჰაჰაჰა biggrin.gif biggrin.gif
წყალტუბოშია biggrin.gif
ჩემს ამხანაგს ეგონა რაღაც მოგონილი, ფანტასტიკური ადგილი (ჯანდაბასავით). ჰოდა, ერთხელ თვითმფრინავში მიუჯდა გვერდით ვიღაც დღნორისელი და ამან რომ გაიგო-მართლა არსებობს ეგ სოფელიო, კინაღამ ილუმინატორი გამოაღო და ისკუპა biggrin.giftat
tat
QUOTE
გამოყენება არ დაგვჭირდა

რავი smile.gif მაგალითად, მე არ მისწავლია არასოდეს (სურვილი კი მქონდა და ჩემით ვჩალიჩობდი რაღაცებს), ერთი-ორი თვე მასწავლებელთანაც ვიარე მერე....ჰოდა, მერე კი ამოვყავი თავი გერმანიაში და დამჭირდა.
ენა თუ იცი, გამოყენების შანსი ყოველთვის გექნება, თუ მოინდომე smile.gif
მოზრდილობაში უფრო ჭირს ათვისება გერმანულის..მე ვისაც ვიცნობ და კარგად იცის ენა, ყველას 4-5 წლის ასაკიდან აქვს დაწყებული სწავლა.
tamo7779
QUOTE
თურქულს და რუსულს მგონი თავისთავად ისწავლის დღევანდელი ბავშვი

ვერ ისწავლის თავისთავად.

თურქული კარგია ისე..მარტო თურქეთში კი არაა გამოსადეგი. აზერბაიჯანში, შუა აზიის ქვეყნებში. ასე გასინჯეთ და, ჩინეთშიც კი. საკმაოდ მრავალრიცხოავანია (ჩინელებს ვერ შეედრება მაგრამ მაინც biggrin.gif) თურქულენოვანი მოსახლეობა იქ.

Posted by: chaPPek 5 Feb 2011, 19:47
Solveig
QUOTE
ფანტასტიკური ადგილი (ჯანდაბასავით)


მეკიდე ვიცი რომჯანდაბაც არსებობს, სადღაც სამხრეთით საქართველოდან - თურქეთის ტერიტორიაა ახლა,მგონი.. შეიძლება ვცდები.

Posted by: trendy 5 Feb 2011, 19:49
tat
QUOTE
ვაგრძელებ ძიებას

მეც

ტატულიას ვფიქრობ, ჯეჯილს

chaPPek
ჯანდარა
tat
გადავიდნენ ჭავჭავაძეზეო. ორმა ადეკვატურმა ხლობელმა მირჩია, ნუ გადასარევი არაა, მაგრამ რომელია უნაკლო?

Posted by: tat 5 Feb 2011, 20:16
trendy
QUOTE
ჯეჯილს

უი ეგ რაც თავი მახსოვს სულ მესმისsmile.gif....მარა შენობა რომელია? უცნაურია -ამ სკოლის... არც მშობელი ვიცი ვინმე არც თანამშრომელი, არც არაფერი არსად არ წამიკითხავს( ფორუმებზე)

Posted by: Solveig 5 Feb 2011, 21:10
tat
QUOTE
შენობა რომელია?

"ჯეჯილი" ადრე აბაშიძის (ბარნოვის) ქუჩაზე იყო, 56-ე რუსული სკოლის უკანა მხარეს.

chaPPek
არ ვიცი smile.gif ჯანდარა გამიგია, აზერბაიჯანის საზღვარზე, ჯანდაბა-არა smile.gif

Posted by: tat 5 Feb 2011, 21:23
Solveig
QUOTE
არ ვიცი  ჯანდარა გამიგია, აზერბაიჯანის საზღვარზე, ჯანდაბა-არა 

ჯანდაბა ქალაქია ინდოეთშიsmile.gif
ამიტომაა გამოთქმა ჯანდაბაში წავიდაო-ანუ შორს ( თანამედროვე ვერიანტში უფრო ხ.ე.ზ. სად წავიდაო ამბობენ)
QUOTE
ჯეჯილი" ადრე აბაშიძის (ბარნოვის) ქუჩაზე იყო, 56-ე რუსული სკოლის უკანა მხარეს.

chaPPek

QUOTE
ორმა ადეკვატურმა ხლობელმა მ

გადავუშვებ ბებიამისს ზეგ.....

Posted by: Solveig 5 Feb 2011, 21:48
tat
შენ გაიხარე, რა smile.gif
სულ მაინტერესებდა, რა არის ეს ჯანდაბა მეთქი...ხშირად ვიყენებ biggrin.gif

Posted by: tamo7779 5 Feb 2011, 22:26
Solveig
თავისთავად-ში უფრო გარემო ვიგულისხმე smile.gif
რაც დაეხმარება ენის შესწავლაში

Posted by: tat 9 Feb 2011, 19:37
trendy
QUOTE
ისე, შეიძლება სექტემბრიდან თბილისის ცენტრშიც გვქონდეს სკოლის შენობა ანუ ბაქსვუდი თბილისი 

ნახე რა მომწერესsmile.gif

Posted by: DOLPHIN 9 Feb 2011, 23:26
დღეს რომ მყავდეს სკოლაში მისაყვანი, ფისოს სკოლაში მივიყვანდი, ფასი მისაღებია და ხარისხი კიდო უკეთესი. biggrin.gif
უბრალოდ ბევრი ბავშვი ვერ ქაჩავს და გადაყავთ. user.gif
მოკლედ, ჩემს გარშემო რომელმა ბავშვმაც გაამართლა, ყველა კმაყოფილია.
გერმანული კი მეზარება, მაგრამ მივიყვანდი.
სამი წლის მერე რა იქნება, არ ვიცი.
ამჟამად ავლაბარში არიან, ჩემთვის ესეც შორია, მაგრამ სამწუხაროდ დიღომში, ან ლოტკინზე აპირებენ გადასვლას, სადაც ტრანსპორტით მომსახურებაც იქნება და უკეთესი ინფრასტრუქტურაც, შესაბამისად ფასიც გაიზრდება. sad.gif

Posted by: Dido 10 Feb 2011, 10:30
DOLPHIN
QUOTE
ფისოს სკოლაში მივიყვანდი

ეს რომელია ?
tat
მე ვსწავლობდი "ჯეჯილში" 1 წელი, მე9კლასში smile.gif მერე დაიშალა კლასი. მომწონდა, კარგი მასწავლებლები გვყავდა. ჩემ დაქალს დაჰყავს ეხლა ბავშვი და მოსწონს, კმაყოფილია, ნორმალური სკოლაა. ყიფშიძეზე არიან ეხლა რამდენადაც ვიცი. დირექტორსაც ვიცნობ, ძალიან კარგი გოგოა ;love: აი საიტი და ნახეთ ვისაც გაინტერესებთ http://www.jejili.com.ge/

Posted by: DOLPHIN 10 Feb 2011, 10:44
Dido
QUOTE
ეს რომელია ?

საჯარო სკოლაა, მაგრამ თან ფასიანი. biggrin.gif
# არ მახსოვს, არ ვიცი, როგორ აგიხსნა.
ადრე ჩიტაძეზე იყვნენ.

Posted by: Niomiro 13 Feb 2011, 00:38
ჩამი ძMა დამყავს ჯეჯილში ყიფშიძეზეა ეხლა, კაი ხანია რაც აბაშიძიდან გადმოვიდნენ. სამ სართულიანი კუსკუსა შენობა აქვთ, დისციპლინა, ყურადღება და კონტროლი კარგია. სწავლაც საკმაოდ ნორმალურ დონეზეა, თუმცა ვთვლი რომ რაც არ უნდა იდეალური სკოლა იყოს, მაინც ჭირდება ბავშვს ცალკე მომზადება ან დახმარება მეცადინეობისას.
ერთი ესაა, რომ ყველა წელიწადს ცოტ ცოტას იმატებს გადასახდელი. მაგრამ თუკი ცოტა მაინც საშუალებაა , მემგონი ღირს, იმიტომ რომ ბავშვი ნორმალურ გარემოშI იზრდება შედარებით და თან თუ ძალიან რთული, ზნელად აღსაზრდელია და კონტროლი ჭირდება, იმათთვის ხომ მისწრებაა, რადგან კლასშI მახიმუმ 15 ზიან და სად 40 ბავშვი რომ ზის გაკვეთილზე. მოკლედ აქვს თავისი პლიუსებიც, მაგრამ მე იდეალურ სკოლას არ გადავყრივარ ჯერ არსად და ალბათ არც არსებობს, ყველაფერი შედარებითია...
* * *
ისე კი საერთოდაც

trendy
QUOTE
ბავშვი თუ სწავლობს, დღნორისის სკოლაშიც ისწავლის.



ამაზე დიდი ჭეშმარიტება არ არსებობს smile.gif მართლა!!!!!


Posted by: tat 14 Feb 2011, 19:01
Niomiro
ნუ კლასში 15 მგონი ყველა კერძოშია...40 და 80 მარტო საჯაროებში ალბათ....ამ კუსკუსა შენობაში ( მერმისის არ იყოს) ეზო არის? რამე დარბაზი?..
QUOTE
რომ ყველა წელიწადს ცოტ ცოტას იმატებს გადასახდელი

ნუ ეგ ცხადია-კრიზისი და ინფლაცია (ჩინელებმა ჭამა რომ დაიწყეს)

Posted by: trendy 14 Feb 2011, 20:08
tat
Dრეს ვნახე სადაა ტერიტორიულად ჯეჯილი, ადგილმდებარეობა მაწყობს,, გამოხმაურებაც მაკმაყოფილებს , არ ისწავლის და წავა დღნორისში

Posted by: Niomiro 14 Feb 2011, 20:16
tat
ჩემი ძMის კლასში 11 -ნი არიან. დარბაზი აქვთ, ცეკვა ფიზკულტურა იქ უტარდებათ. და შესვენებაზე დერეფანივითაა და იქ დაკუნტრუშობენ.. ცუდად არ არიან ყოველშემთხვევაში. არც ვიწროდ.

Posted by: tat 14 Feb 2011, 20:21
trendy
QUOTE
წავა დღნორისში

კაი ეხლა! ცუდოsmile.gif)))
Niomiro
[quote] ცეკვა ფიზკულტურა იქ უტარდებათ. და შესვენებაზე დერეფანივითაა და იქ დაკუნტრუშობენ.. ცუდად არ არიან ყოველშემთხვევაში. არც ვიწროდ.

კარგია-მერმისი ამგის გამო ამოვშალე სიიდან....მოკლედ მივალ მეც-დავხედავ!
trendy
შენ იმასაც გაარკვევ ხომ, რომელი მასწია შერაცხადი დაწყებითებისsmile.gif

Posted by: trendy 14 Feb 2011, 20:50
tat
QUOTE
შენ იმასაც გაარკვევ ხომ, რომელი მასწია შერაცხადი დაწყებითების

არა და ვიფიქრე
QUOTE
მოკლედ მივალ მეც-დავხედავ!

და იოლად გავალ

Posted by: niniko09 14 Feb 2011, 21:10
Niomiro
რა ღირს? და კიდევ ვერ გადანიწყვეტია გაბრიელი 5 წლის შევიყვანო თუ 6. დეკემბერში ხდება 6 წლის- 2 წლის შემდეგ. მაგრამ საქმე ისაა, რომ მინდოდა დიდი დიღმის მართლმადიდებლურ გიმნაზიაში და იქ 5 წლისას არ იღებენ,თუნდაც სექტემბრის ბოლოს ხდებოდეს 6 წლის. და აღარ ვიცი, დავუცადო და 1 წელი დავკარგო თუ სხვაგან შევიყვანო. სადმეშედარებით შეღავათიანფასიანი biggrin.gif წესიერი სკოლა ხომ არ გეგულებათ? მე ხომ 3 მყავს შესაყვანი და თვეში 200-300 ლარს თითოზე უკვე ვეღარ გადავიხდი wink.gif . დიდი დიღმის ღირს 100 ლარი და 4 საათამდეა, თავისი კვება და ტრანსპორტირება შედის. ნუ ტრანსპორტი არ მჭირდებაპრინციპში, თვითონ ვატარებთ

Posted by: tat 14 Feb 2011, 21:18
niniko09
არ შეიძლება პატარას შეყვანა სკოლაში....( . არ განვავრცობ, მაგრამ თუ მაინც გინდა, ბავშვთა ფსიქოლოგს დაეკითხე ვინმეს-----შარლატანი თუ არ არის დეტალურად აგიხსნის რატომ არ შეიძლება.

Posted by: niniko09 14 Feb 2011, 21:21
ხო. მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ ახლა მასიურად რომ 5 წლისები შეჰყავთ იმიტომ ვიფიქრე. ეს დეკემბერში რომ შვიდის გახდება და კლასში ზოგი ჯერ ისევ 5 -ის იქნება, რაღაც არაბუნებრივი არ იყოსთქო biggrin.gif

Posted by: tat 14 Feb 2011, 22:25
niniko09
2005 წლის დეკემბრისაა?

Posted by: niniko09 14 Feb 2011, 22:54
არა 2006 ის. მაგრამ დდ დიღომში 2 წლითადრე უნდა ჩაეწერო თორემ დიდი კონკურსსია. 100 ლარია თვე 4 სთმდე. მე ფასი მაწყობს, გარემოც, მაგრამ ეს ასაკის პრობლემა რა? ან იქნებ დაახლოებით მაგ ფასში სხვაც იყოს კარგი

Posted by: Niomiro 15 Feb 2011, 00:48
niniko09
ჩვენ 2300$ ვიხდით, მეექვსე კლასშია 800$-ით დავიწყეთ პირველიდან და ავიდა, და ალბათ ავა კიდე ნელნელა,მარა რას ვიზამთ.

მგონი მაშIნ არც ტერიტორიულად არ იქნება შენთვის ხელსაყრელი.. და ბავშვს რაც შეეხება ცოდოა, პატარაა, თან პროგრამებს რომ გადახედო ძაან გართულებულია ყველაფერი, გაკვეთილზე გაძლებაც უჭირთ, 45 წუთი ერთ ადგილას ჯდომა და მასწ-ის მოსმენა ადვილი არაა პატარასთვის, აცალე გახდეს 6-ის და მერე გაუშვი ,,,

tat
ჰო, მოკლედ სჯობს საკუთარი თვალით იხილო, ნანახი ჯობიაო, ხო იცი wink.gif

Posted by: volli35 15 Feb 2011, 17:15
http://liberali.ge/mkholod-bebos-mankanit

ეს წაიკითხეთ მაინც სანამ სკოლებს აირჩევთ

Posted by: eka9eka9 15 Feb 2011, 21:01
სკოლა ქორალში თუ დაგყავთ ვინმეს ბავშვი? იქნებ დაწეროთ რა როგორი კმაყოფილი ხარტ?

Posted by: atatu 17 Feb 2011, 17:04
აქტუალური თემაა - ბავშვი მზად არის თუ არა სკოლისთვის. ბევრი ლექსის ცოდნის და ასაკის გარდა ძალიან ბევრი ნიუანსია რაც მშობლემა უნდა გაითვალისწინოს. შარშანდელი საკუთარი გამოცდილებით გირჩევთ მიმართოთ ბავშვთა ფსიქოლოგს მხოლოდ დიაგნოსტიკისთვის. მხოლოდ ერთჯერადი გასაუბრებით სპეციალისტი ბავშვს შეუმოწმებს უნარებს და მოგცემთ დახასითებას.
თან თუ ჩათვლით საჭიროდ შეგიძლიათ ბავშვი ატაროთ სპეციალურ ჯგუფში სადაც იგი ისწავლის როგორ შეეჩვიოს ახალ გარემოს, როგორ გამოავლინოს ბოლომდე საკუთარი შესაძლებლობები, შეძლოს ყურადღების კონცენტრირება და ა.შ. მოკლედ კარგად განუვთარდეს სოციალური უნარ-ჩვევები.

გირჩევთ ამას არც დიდი დრო უნდა და არც დიდი ფული, სამაგიეროდ იცი შენს შვილს სად რა პრობლემა აქვს. ბავშვობის ასაკში ყველაფერი უფრო ადვილად გამოსწორებადია.


www.piki.ge
895 28 60 40

* * *
რა უნდა შეეძლოს პირველკლასელს:
• მეხსიერების განვითარება – 10 ჩამოთვლილი სიტყვიდან 6–ის დამახსოვრება;
• გამოთქმის სისწორე – რთული სიტყვების გამეორების უნარი, ცალკეული ბგერების გამორჩევა სიტყვიდან;
• მეტყველების განვითარება – სიტყვათა მარაგი, სურათების მიხედვით მოთხრობის შედგენა, მოყოლილის გადმოცემა;
• ყურადღება – 10 წუთის მანძილზე დავალებაზე კონცენტრირება;
• ინსტრუქციით მოქმედება – მაგ. კუბიკებისგან ნიმუშის მიხედვით რაიმეს აშენება;
• ლოგიკური აზროვნების უნარი – მსგავსებისა და განსხვავების პოვნა, მსგავსი საგნებიდან ზედმეტის პოვნა, ნახატების თანამიმდევრული დალაგება სიუჟეტის შესაქმნელად;
• გარემოში ორიენტაცია – შეეძლოს მითითება, სად დევს საგანი (მარჯვნივ, მარცხნივ, რაღაცაზე, რაღაცის ქვემოთ...);
• ელემენტარული მათემატიკური უნარები – 10–დე თვლა წინ და უკან, მარტივი ამოცანის გადაჭრა საგნების დახმარებით.

ზოგადად, ბავშვი არ ითვლება სკოლისთვის მზად, თუ :
• განწყობილია მხოლოდ თამაშისთვის;
• არასაკმარისად დამოუკიდებელია;
• ზედმეტად აქტიური და იმპულსურია;
• არ შეუძლია დავალებაზე კონცენტრირება და სიტყვიერი ინსტრუქციის გაგება;
• ცოტა რამ იცის გარე სამყაროს შესახებ, არ შეუძლია საგნების შედარება, მსგავსი საგნებისთვის განზოგადებული სახელის მინიჭება;
• ადგილი აქვს მეტყველების სერიოზულ დარღვევებს;
• არ შეუძლია თანატოლებთან ურთიერთობა;
• არ უნდა უფროსებთან კონტაქტი, ან, პირიქით, მეტისმეტად გაშინაურებულია.
რა თქმა უნდა, ბავშვს სკოლაში ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებენ, თუმცა შესაძლებელია რომელიმე კერძო სკოლას მიღება ტესტირების საფუძველზე ჰქონდეს. ამ დროს ორი რამ უნდა იცოდეთ – ერთი რომ ,სკოლას ამ პროცედურის ჩატარებისთვის უნდა გააჩნდეს ნებართვა განათლების სამინისტროდან და, მეორე, მშობლებს უფლება აქვთ დაესწრონ გასაუბრებას და ტესტირებას.
როცა საუბრობენ ბავშვის სკოლისთვის მზაობაზე, გულისხმობენ მის ინტელექტუალურ განვითარებას. მაგრამ არსებობს ასევე „ფსიქოლოგიური მზაობა“, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.
• საასურველია, სკოლაში წასვლამდე ბავშვს უცხო ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება ჰქონდეს – როგორც დიდებთან, ასევე თანატოლებთან.
• ზოგიერთ ბავშვს პრობლემები ექმნება დიდ რაოდენობის ხალხთან ურთიერთობისას. ალბათ ხშირად გინახავთ დასვენებაზე კედელთან აკრული დაბნეული პირველკლასელები, რომლებმაც არ იციან, საერთო ორომტრიალში როგორ ჩაერთონ. პრაქტიკისთვის, ხანდახან შესაძლებელია, ბავშვი ატაროთ მასობრივ ღონისძიებებზე, ან თუნდაც იმგზავროთ საზოგადოებრივი ტრანსპორთით.
• შეუძლებელია, გარშემომყოფი ადამიანები ყოველთვის კეთილგანწყობილი იყვნენ თქვენი შვილის მიმართ. ასწავლეთ ბავშვს არ დაიბნეს, როდესაც აკრიტიკებენ, წინასწარ შეაგუეთ, რომ შესაძლებელია, ნეგატიურად შეაფასონ მის მიერ შესრულებული სამუშაო, ან დასცინონ, რაც არც თუ ისე იშვიათია ბავშვებში. ანუ ბავშვი ოჯახში მიჩვეული უნდა იყოს შექებასაც და კრიტიკასაც (ოღონდ, ვაკრიტიკებთ მის საქციელს და არა პიროვნებას). საუკეთესო ვარიანტია, თუ ბავშვს მყარი დადებითი თვითშეფასება აქვს.
• მნიშვნელოვანია, ბავშვს შეეძლოს თავისი მოთხოვნების სიტყვიერად გადმოცემა. თუ სახლში მისი ესმით სახის გამომეტყველების მიხედვითაც კი, უცხო ადამიანებს ამას ვერ მოთხოვთ.შეეცადეთ, სიტყვიერად ჩამოაყალიბოს, რას ითხოვს თქვენგან, ან შექმნათ ისეთი სიტუაცია, როცა მან დახმარება უნდა თხოვოს უცხო ადამიანს.
• შეეცადეთ, ბავშვი დამოუკიდებელ საქმიანობას მიეჩვიოს, განუწყვეტლივ დახმარებას და ყურადღებას არ ითხოვდეს. მასწავლებელი ამდენ დროს მხოლოდ ერთ ბავშვს ვერ დაუთმობს.
რა თქმა უნდა, სკოლაში წასვლისას სულაც არაა აუცილებელი ბავშვმა წერა, კითხვა და ანგარიში იცოდეს, თუმცა კარგი იქნება ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე განცდა ჰქონდეს , რომ „ბევრი რამ შეუძლია“ და არა „სხვებმა იციან, მე კი არაფერი შემიძლია“.
პირველკლასელი თავის თავში დარწმუნებული იქნება, თუ კლასში მუშაობის ელემენტარული უნარ–ჩვევები ექნება. მაგ. კალმის სწორად დაჭერა, რვეულისა და წიგნის ერთ გვერდზე ორიენტირება, ინსტრუქციის მოსმენა და ა. შ.

ისევ გირჩევთ მიმართოთ ბავშვთა ფსიქოლოგს მხოლოდ დიაგნოსტიკისთვის. მხოლოდ ერთჯერადი გასაუბრებით სპეციალისტი ბავშვს შეუმოწმებს უნარებს და მოგცემთ დახასითებას.

www.piki.ge
895 28 6040

Posted by: tat 17 Feb 2011, 21:12
atatu
ძალიან საჭირო პოსტია-მადლობა ყველას სახელით!
საერთოდ ფსიქოლოგის კულტურა ნაკლებადაა ამ ნერვასტენიულ და ქრონიკულად სტრესულ ქვეყანაში, კარგი ვინც ეკლესიურია "შვებას" სამღვდელოებასთან კონტაქტში ღებულობს...მაგრამ ბავშვები ცალკე სფეროა და აქ მაინც უნდა მიექცეს ყურადღება ფსიქოლოგის როლს. შემუშავდა სპეციალური რეკომენდაციების კრებული 5 წლიან ბავშვებტან საურტიერტობოდ მასწავლებლებისთვის----ზუსტ სახელწოდებას და შინაარს მოგვიანებით მოგაწვდით-სკოლაში შეყვანისას ფსიქოლოგს თუ არ მიმართავტ, ის მაინც მოიკითხეთ მასწავლებელი ამ მასალას ტუა გაცნობილი და მის მიხედვით თუ იმუშავებს თქვენს პირმშოსთან...

Posted by: trendy 17 Feb 2011, 21:24
ჩემი უფროსი შვილი ტატულიას სკოლაში რომ შედიოდა(საუნივერსიტეტო კლასში) ფსიქოლოგთან გაიარა გასაუბრება, შემდეგ ტესტირება, შეფასდა მისი შესაძლებლობები და ისე მიიღეს.

Posted by: tat 17 Feb 2011, 21:27
trendy
კი ჩემიც...სხვატაშორის იყვნენ მშობლები რომლებიც ადუდღუნდნენ ფსიქოლოგტან რა უნდა დებილი ან გიჟი ხომ არააო......ყანაsad.gif(((

Posted by: trendy 17 Feb 2011, 21:29
tat
QUOTE
საერთოდ ფსიქოლოგის კულტურა ნაკლებადაა ამ ნერვასტენიულ და ქრონიკულად სტრესულ ქვეყანაში

უმცროსი დამყავდა, ეხლა ისევ უნდა მივიყვანო სანამ სახლიდან გაგვაძევა.
ჩემი მეგობრის ბავშვს აქვს სერიოზული პრობლემები, რომ ვურჩიე ფსიქოლოგი, მიიყვანა და იმანაც დაადასტურა, რომ ბავშვს სჭირდებოდა დახმარება.
აღარ ატარა, რომ ვკითხე მიზეზი, რას სჭირს ჩემს შვილს -რისთვის ვატაროო.
ხო და ეხლა თვითონაა ანტიდეპრესანტებზე.

რაც შეეხება სკოლას, დედაჩემის თანამშრომელი პარალელურად ასწავლის ჯეჯილში და კარგი სკოლა არისო, დაწყებითების კარგ მასწავლებელსაც გვეტყვითო.
მეტი რა ვქნა?!

Posted by: pucci 17 Feb 2011, 21:37
თუ დამიჯერებთ, ძალიან კარგი სკოლაა
http://www.bga.ge/

ტატულიასთან მამიდაჩემი ასწავლის კაი ხანია, 21-ე საუკუნეში, დაწყებითს gigi.gif

Posted by: tat 17 Feb 2011, 21:50
trendy
QUOTE
უმცროსი დამყავდა

შვათანა დედიიი 2kiss.gif biggrin.gif
საჭიროა-მე ორივე ფსიქოლოგის ზედამხედველობის ქვეშ გავზარდე( ვზრდი)--უფროსის გარდატეხის ასაკს რა გადამატანინებდა ისე----ბრრრsmile.gif)( დედაჩემი შეხვდა ერთხელ ქუჩაში თანამშრომლებთან ერთად და ნივიჟუ დაურტყა-შემრცხვაოsmile.gif)
pucci
მადლობაsmile.gif
QUOTE
დაწყებითების კარგ მასწავლებელსაც გვეტყვითო.

მე ტატულიას "კარგს" გავიგებ და გავცვალოტsmile.gif

Posted by: niniko09 17 Feb 2011, 21:59
pucci
რა ღირს ეს სკოლა წელიწადში ხომ არ იცი?

Posted by: pucci 17 Feb 2011, 22:38
niniko09
თუ არ ვცდები დაწყებითი 3000+ და ზემოთ კლასებში მატულობს. მე-12 კლასი 7000

Posted by: Beqa@ 21 Feb 2011, 13:27
deutscheschule ერთ-ერთი საუკეთესო კერძო სკოლა თბილისში. იძლევა გერმანიის სახელმწიფო ატესტატს, რომელიც აღიარებულია ევროპის ყველა ქვეყანაში და კანადაში. სკოლას ექვემდებარება და მასწავლებლებს აგზავნის გერმანიის საგარეო სამინისტროს, საზღვარგარეთ გერმანული სკოლების მთავარი სამმართველო. რომელსაც ანალოგიური სკოლები მსოფლიოს 120 ქვეყანაში აქვს გახსნილი.
სწავლება გერმანულ ენაზე პირველი კლასიდანვე, ინგლისური მეორე კლასიდან. მასწავლებლები გერმანიიდან მოწვეული პედაგოგები.


http://deutscheschule.ge/index.php?lang=GEO

ღია კარის დღეები ჩატარდება:

2011 წლის 23 მარტსა და 15 აპრილს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

2011/2012 სასწავლო წლისათვის განაცხადებების მიღების ბოლო ვადაა 30 აპრილი.


<სკოლაში სწავლისათვის გერმანული ენის ცოდნა სავალდებულოა. ენის შესწავლა შესაძლებელია სკოლასთან არსებულ საბავშვობაღსა და მოსამზადებელ ჯგუფებში. თუ ბავშვი უკვე ექვსი წლისაა და პირველ კლასში სწავლის დაწყება სურს, მაგრამ გერმანულენას არ ფლობს, გირჩევთ დროულად დაგვიკავშირდეთ. სკოლის დირექტორი მშობლებს გაუწევს კონსულტაციას სკოლის დაწყებამდე შესაბამის დონეზე ენაში მომზადების თაობაზე.>

Posted by: agnes 21 Feb 2011, 14:31
Beqa@

ნამდვილად კარგია, მარა ცოტა ძვირი sad.gif(

Posted by: Beqa@ 21 Feb 2011, 16:08
კი შეიძლება ითქვას რომ საშუალო ქართველისთვის ძვირია, მაგრამ ქართული კერძო სკოლების ფასებისგან დიდად არ განსხვავდება, (ზოგ შემთხვევაში იაფიცაა) სტანდარტი კი სულ სხვაა. ბავშვი თბილისში იღებს იმ განათლებას რასაც გერმანიაში მიიღებდა.

სწავლა საგამოს 7 საათამდეა, გაკვეთილებს ადგილზე ამზადებენ. მომუშავე მშობლებისთვის ვისაც დამტოვებელი არა ყავს ეს დიდი შეღავათია.

Posted by: DOLPHIN 21 Feb 2011, 16:10
Beqa@
ქართულს ასწავლიან?

Posted by: Beqa@ 21 Feb 2011, 16:15
კი ჩვეულებრივად
ქართულში ყავთ მხოლოდ ქართველი მასწავლებელი

Posted by: radiology 22 Feb 2011, 17:34
დიდი დიღმის ტერიტორიაზე არის ნორმალური კერძო სკოლა, ახლობელს აინტერესებს?

Posted by: buuus 22 Feb 2011, 21:27
QUOTE
ტატულიას

ჩემი ბავშვობის მწარე მოგონებები ამ ქალს უკავშირდება biggrin.gif შიშის ზარს ცემდა მთელ სკოლას biggrin.gif ახლა არ ვიცი სად არის, მაგრამ სადაც არ უნდა იყოს წესრიგი რომ იქნება იქ , მაგაში დარწმუნებული ვარ smile.gif

Posted by: Solveig 23 Feb 2011, 10:08
QUOTE
თუ დამიჯერებთ, ძალიან კარგი სკოლაა
http://www.bga.ge/

შესაძლოა smile.gif

მაგრამ ეს ვერ გავიგე:

QUOTE
რეჯენტის კოლეჯი ბავშვებს და მოზარდებს სთავაზობს ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს პოზიტიურ, ინკლუზიურ და კონსტრუქციულ გარემოში.

ქართული საიტი თუ აქვთ, ქართულად რომ წერონ-ვერა?

Posted by: atatu 28 Feb 2011, 13:12
ძვირფასო მშობლებო, როგორ ფიქრობთ მზად არის თქვენი შვილი სკოლისთვის?


მშობლები ხშირად ნერვიულობენ, მზადაა თუ არა მათი შვილი სკოლისთვის. განსაკუთრებით აქტუალური გახდა ეს პრობლემა დღეს, როცა განათლების სამინისტომ ნება დართო სკოლებს პირველ კლასში 5 წლის ბავშვებიც მიიღონ.
სამწუხაროდ მათ უნარებს ნაკლებად ამოწმებენ.
ჩვენ გთავაზობთ დიაგნოსტიკური მეთოდების საშუალებით ბავშვის ფსიქო-სოციალური უნარების შემოწმებას. ეს არის მარტივი და ბავშვისთვის სახალისო პროცედურა. სულ ჭირდება 30 წუთი და მშობელს ზუსტად ეცოდინება რამდენად კარგად აქვს ბავშვს განვითარებული:
· მეხსიერება
· მეტყველება
· ყურადღება
· ინსტრუქციით მოქმედება
· ლოგიკური აზროვნების უნარი
· გარემოში ორიენტაცის და ადაპტაცის უნარი
ასევე გაიგებთ რამდენად შეესაბამება განვითარების დონე ბავშვის ასაკს.
დიგნოსტიკის შემდეგ მშობელს მიეცემა ფსიქოლოგის დასკვნა და რეკომენდაციები.
ფასი: 25 ლარი
პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცენტრი "პიკი"
8 95 28 60 40
www.piki.ge

Posted by: -EVE- 15 Mar 2011, 15:14
მოგესალმებით,

ვინმეს ხომ არ დაგყავთ ბავშვი ვაკეში ეგზიუპერის სკოლაში, რამდენად კმაყოფილები ხართ. გაისად მინდა ჩემი შვილი გადავიყვანო მე-4 კლასში და მაინტერესებს ნებისმიერი ინფორმაცია პლიუსებიც და მინუსებიც

წინასწარ მადლობა

Posted by: Molly_Hartley 15 Mar 2011, 19:24
მე დავალაიქე ოდესღაც ეს გვერდი ფბ-ზე
ისე მომეწონა, მეთქი ნეტა სკოლის ასაკის ვიყო თქო biggrin.gif
დღეს რომ გადავხედე, არ არის განახლებული დიდი ხანია sad.gif


http://moscavletaakademia.blogspot.com/

Posted by: foreverhappy:* 16 Feb 2012, 01:17
და გადაიყვანე მერე შენი ძმა იმ სკოლაში...რა სასწაულს აღარ ნახავ რა...
facepalm.gif

Posted by: bittersweet 21 Feb 2012, 12:16
მე ჩემი ბავშვი 161-ე სკოლაში მიმყავს, ვინმეს დაგყავთ აქედან ბავშვი მანდ? რა საბუთებია შესატანი ნეტავ? მითხრეს რომ თავად სკოლა წყვეტს რა საბუთები უნდა მიიღოსო, არადა იქ რომ მივედი არ ვიცით ჩვენ არაფერიო gigi.gif

Posted by: blblbl 21 Feb 2012, 12:21
bittersweet
სკოლა ძალიან კარგი,სწავლაც კარგია smile.gif აი მიღებას რაც შეეეხება ოოო biggrin.gif ძააალიან რთულად ხდება მაგ სკოლაში მიღება საბუთების მიღება რომ დაიწყება პირველივე დღეს დილით ადრე უნდა მიხვიდე და ცოცხალ რიგში ჩადგე biggrin.gif 8წლის წინ საერთოდ ღამე დავიკავეთ რიგი ორ საათზე და დილის 6იდან იქ ვიყავით 12ზე ძლივს შევიტანეთ საბუთები

Posted by: anakatrin 21 Feb 2012, 12:32
bittersweet
QUOTE
მე ჩემი ბავშვი 161-ე სკოლაში მიმყავს, ვინმეს დაგყავთ აქედან ბავშვი მანდ? რა საბუთებია შესატანი ნეტავ? მითხრეს რომ თავად სკოლა წყვეტს რა საბუთები უნდა მიიღოსო, არადა იქ რომ მივედი არ ვიცით ჩვენ არაფერიო

პირველ კლასში შეგყავს ბავშვი?თუ კი,ყველა სახელმწიფო სკოლაში სტანდარტულად ერთი და იგივე დოკუმენტაციაა საჭირო:
1. დაბადების მოწმობა(აუცილებლად უნდა ჰქონდეს პირადი ნომერი მინიჭებული)
2. დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
3. 2 ფოტო სურათი+დისკზე ჩაწერილი
4. ცნობა პოლიკლინიკიდან(პოლიკლინიკაში იციან ფორმა რომელია)
5. მშობლების პირადობის მოწმობის ასლები
6. სკოლას შეუძლია მოითხოვოს სარეგისტრაციო მოწმობაც(სადაც მითითებულია მისამართი)
ეს საბუთებია საჭირო პირველი კლასის მოსწავლის ჩასარიცხად

Posted by: bittersweet 21 Feb 2012, 12:32
blblbl
ხო, ვიცი რომ მიღებაზე ერთი ამბავია biggrin.gif წინასწარ დავიკავე თადარიგი, მე მგონი რომ არ დაგვტიებენ გარეთ ))) მადლობა რჩევისათვის smile.gif
საბუთები ალბათ როგორც ყველა სკოლაში - ცნობა პოლიკლინიკიდან, დაბადების მოწმობა, მშობლების დაბადების მოწმობების ასლები - ხო არაფერი გამომრჩა? biggrin.gif
* * *
anakatrin

ვა, დიდი მადლობა დახმარებისთვის, ჩავინიშნავ მაგ პოსტს smile.gif

Posted by: anakatrin 21 Feb 2012, 12:40
bittersweet
QUOTE
საბუთები ალბათ როგორც ყველა სკოლაში - ცნობა პოლიკლინიკიდან, დაბადების მოწმობა, მშობლების დაბადების მოწმობების ასლები - ხო არაფერი გამომრჩა

მშობლების პირადობის მოწმობის ასლებია საჭირო დაბადების მოწმობის არა.
ზემოთაა ის ჩამონათვალი რაც გჭირდებათ
QUOTE
იქ რომ მივედი არ ვიცით ჩვენ არაფერიო

ეგ თუ არ იცით მაშ რაღა იცითთქო givi.gif

Posted by: bittersweet 21 Feb 2012, 12:56
anakatrin
ჰო, ჩავიწერე ის ჩამონათვალი smile.gif)) ეზარებათ რაა პასუხების ნორმალურად გაცემა smile.gif)) ყველგან ეგრე არ არის? გნებავთ სკოლაში, გნებავთ უნივერსიტეტში - ხალხს იმენა ლაპარაკი ეზარება :|

Posted by: sati 22 Feb 2012, 15:06
უკვე დაიწყო ხო სკოლებზე 'ჩალიჩი'? აქაც ბაღებივით გააკეთებენ ალბათ, ერთ ღამეში რომ უნდა მოასწრო რეგისტრაცია...
პირველ ექსპერიმენტულში ვინმეს ხომ არ მიგყავთ ბავშვი?

რას ვერ ვხვდები, აი სექტემბრიდან 4-5 პედაგოგის კლასში ცხადდება სიტყვაზე მიღება. მე როგორ ავარჩიო ამ პედაგოგებიდან რომელი მინდა? შეიძლება სათითაოდ ყველას შევხვდე და გავესაუბრო და სიმპატია ვიზეც მეტი გამიჩნდება ისე ავარჩიო?
თუ მშობელს საერთოდ არ არჩევინებენ და მთავრია საბუთები მიიღონ, მერე თავად ანაწილებენ?

ბაღში არც მიფიქრია მაგაზე, ვისთანაც მოხვდა მოხვდა. მაგრამ სკოლაში #1 მნიშვნელობას მასწავლებელს ვანიჭებ.




Posted by: blblbl 22 Feb 2012, 15:08
sati
უნდა გაიკითხო ვის დყავადა მასთან და ა.შ. და მერე ჩAაწყო რომელთან მოხვდეს biggrin.gif ისე თავად ანაცილებენ


Posted by: anakatrin 22 Feb 2012, 16:03
sati
QUOTE
უკვე დაიწყო ხო სკოლებზე 'ჩალიჩი'? აქაც ბაღებივით გააკეთებენ ალბათ, ერთ ღამეში რომ უნდა მოასწრო რეგისტრაცია...

არა,როგორც მახსოვს ყველასთვი(საჯარო სკოლისთვის)ერთი და იგივე ვადა ცხადდება და იმ ვადებში უნდა მოახდინო რეგისტრაცია.მინიმუმ 10- 14დღეა რეგისტრაცია და წესით მოასწრებ.შენ მანამდე საბუთები გქონდეს მზად.
QUOTE
რას ვერ ვხვდები, აი სექტემბრიდან 4-5 პედაგოგის კლასში ცხადდება სიტყვაზე მიღება. მე როგორ ავარჩიო ამ პედაგოგებიდან რომელი მინდა? შეიძლება სათითაოდ ყველას შევხვდე და გავესაუბრო და სიმპატია ვიზეც მეტი გამიჩნდება ისე ავარჩიო?

ჩემი შვილი რომელ სკოლაშიც დამყავს,იქ მაგალითად მშობელი ირჩევს რომელ პედაგოგთან მიიყვანოს ბავშვი,ხდება გასაუბრებაც რა თქმა უნდა და თვითონ წყვეტ სად შეიყვან ბავშვს
QUOTE
თუ მშობელს საერთოდ არ არჩევინებენ და მთავრია საბუთები მიიღონ, მერე თავად ანაწილებენ?

ზოგ სკოლაში იღებენ საბუთებს და დირქტორი მისი სურვილით აკეთებს კლასების კომპლექტაციას.ჩემი აზრით ასეთ შემთხვევაში,ჩემი,როგორც მშობლის უფლება ირღვევა,არ მაძლევენ იმის უფლებას ვისთანაც მინდა იმ პედაგოგთან მივიყვანო ბავშვი.
QUOTE
მაგრამ სკოლაში #1 მნიშვნელობას მასწავლებელს ვანიჭებ.

+1
* * *
QUOTE
პირველ ექსპერიმენტულში ვინმეს ხომ არ მიგყავთ ბავშვი?

ესეთ პრესტიჟულ სკოლებში იცი როგორ არის?ჯერ უნდა დააკმაყოფილონ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რომელი მოსწავლეებიც მათ ეკუთვნით და თუ ადგილი დარჩება მერე სხვა უბნებში მაცხოვრებლები.ამ შემთხვევაში ხდება ნაცნობობით მიღება და ამბები

Posted by: sati 22 Feb 2012, 16:07
blblbl
ნწ, ნწ, ნწ ჩაწყობა როგორ შეიძლება აბა?! smile.gif

რომელთან მოხვდეს კი არა, სკოლაში რომ მოხვდეს საერთოდ მაგას უნდა ეცადო ჯერ. თან ძალიან უნდა ეცადო. ყველაზე არ ვამბობ, არ ვიცი, ამ კონკრეტულ სკოლაზე მასეა.

მეც ეგ სკოლა დავამთავრე მაგრამ ჩემი დროინდელი მასწავლებელი არც მგონია ვინმე იყოს. ჯერ კიდევ მაშინ იყვნენ უკვე ყველა ასაკოვნები.
ხო რავიცი, თბილისზე პატარა ეს ფორუმია და იქნებ ვინმე აქაურმა ის მაინც იცოდეს ვის არ უნდა გავეკარო არაფრითტქო. როგორც წესი ასეთი ინფორამციები უფრო ადვილად ვრცელდება და 'ხელიდან ხელში' გადადის.

მე რომ მკითხოს ახლა ვინმემ ბაღზე რამე ერთ კონსპექტ რჩევადარიგებებს ჩამოვწერდი.

Posted by: anakatrin 22 Feb 2012, 16:09
sati
პირველ სკოლაში გინდა მიყვანა?

Posted by: sati 22 Feb 2012, 16:15
anakatrin
უბნითაც მეკუთვნის კაცო და მემკვიდრეობითაც ეგ სკოლა! smile.gif
მასე ბაღებზეც იძახდნენ უბნის მიხედვიტ და გარეთ არავინ დარჩებაო, მარა რა ზედახორა იყო ხომ გახსოვთ.

დირექტორზე საშინელი ლეგენდები დადის ქალაქის მასშტაბით.
აი იმიტომ ვიკითხე მასწავლებელზეც აქ, რამე ხომ არ გაგიგიათთქო, რომ სკოლის დირექტორზე რამდენიმესგან ისეთი ამბები მაქვს მოსმენილი ამ უბანში სულ რომ არ ცხოვრობენ. ხოდა რავი, დირექტორთან რა შეხება მექნება და მასწავლებელი მინდა ავარჩიო წესიერად.

Posted by: sophya 22 Feb 2012, 16:17
Molly_Hartley
ნეტა ფუნქციონირებს ეს სკოლა? ძალიან მომეწონა, თან ფასებიც მიმზიდველია იმ პირობებთან შედარებით, რაც ჩამოთვლილია.

Posted by: anakatrin 22 Feb 2012, 16:33
sati
კონკრეტულად მასწავლებელზე ვერაფერს ვერ გეტყვი და თვითონ სკოლაში რომ სრული ბარდაგია ეგ კი ვიცი.
ჩემი ახლობლის ბავშვს სკოლაში ჩხუბის დროს ფეხი მოსტეხა თანაკლასელმა,ამ ყველაფრის დროს მანდატურები სად იყვნენ საინტერესოა?ვინ რას აკეთებს სულ არ ინტერესდებიან.წარმოიდგინე რა ხელჩართული ბრძოლა უნდა ყოფილიყო რომ ბავშვს ფეხი მოსტეხოდა
QUOTE
დირექტორზე საშინელი ლეგენდები დადის ქალაქის მასშტაბით.

ეს რომელზე ახალზე?ნუ რაღა ახალი,მაგრამ შენ ძველზე გეკითხა givi.gif
მაგ სკოლის საშველი არაა მგონი რამდენი დირექტორიც არ უნდა შეცვალონ

Posted by: Dido 22 Feb 2012, 17:14
გარდა ჩამოთვლილი საბუტებისა ჩვენ სკოლასი სამსახურიდან ცნობაც მომთხოვეს, ორივე მსობლის. ნუ რათქმაუნდა თუ მუშაობენ smile.gif ითქმის გავამზადე ყველაფერი, მხოლოდ ჯან ცნობა დამრჩა და იმას ავიღებ აპრილში რო ვადა არ გაუვიდეს.

Posted by: natia2203 22 Feb 2012, 17:31
sati
smile.gif მეც ეგ დავამთავრე

Posted by: blblbl 22 Feb 2012, 20:57
sati
161_ე არ გინდა? .

Posted by: anuka2009 22 Feb 2012, 21:28
sati
მე დამყავს smile.gif დაწყებითები აქვს ძალიან კარგი. მერე რა მოგახსენო. ჩაწყობაა უსერიოზულესი biggrin.gif მეც ჩავაწყვე თავის დროზე მარა რაღაც ლაითად, ნაცნობობის დონეზე, მაგრამ წელს ისეთი ამბავი იყო, მე ვერ გავქაჩავდი, ნებისყოფა არ მეყოფოდა ნამდვილად. მასწავლებლის არჩევის რა მოგახსენო - წლევანდელ მაგალითზე მთავარია მოხვედრილიყვნენ ბავშვები, ეგ ზედმეტი ფუფუნება იყო. ის სიტუაცია ნამდვილად არაა რომ მიხვიდე ყველას გაესაუბრო და მერე განაცხადო, აი ეს მომწონს, ეს მასწავლებელი მინდა. მასე ნუ განეწყობი biggrin.gif ზოგადად მე კმაყოფილი ვარ, მასწავლებლითაც და მეთოდითაც smile.gif თუ რამე გაინტერესებს კონკრეტულად მომოწერე პმ და გიპასუხებ smile.gif

Posted by: sati 23 Feb 2012, 00:54
anakatrin
QUOTE
წარმოიდგინე რა ხელჩართული ბრძოლა უნდა ყოფილიყო რომ ბავშვს ფეხი მოსტეხოდა


ნი მასეც ვერ ვიტყვი. ჩემს დაქალს მოტეხეს ხელი დერეფანში, ჩვეულებრივად ვიდექიტ და საწყალი ჩემი კლასელი ბიჭი მორბოდა, მართლა შემთხვევიტ დაეჯახა და ეს დავარდა, ლავიწის ძვალი ქონდა გატეხილი. მე თვითონ შევესწარი რომ მართლა შემთხვევიტ მოხდა, ასე რომ მაგისგან დაზღვეული ვერსად ვერ იქნები, არ მგონია ამ კონკერტული სკოლის ბრალი იყოს, ან მარტო სახელმწიფოებს სჭირდეს.

ძველი არ ვიცი, ეს მგონი 2 წელია არის ხო? საშინელი მექრთამეაო იძახიან. მეზობელი ასწავლიდა მანდ მთელი ცხოვრება, პენსიაზეა უკვე ის ქალი და შარშან თავისი შვილიშვილი ძლივს მიაღებინა ეგ ვიცი და მეორე მეზობლისგან ვიცი, რომ მე ვერაფრით ვერ ჩავაწყვეო და სხვაგან წაიყვანა.

მაგრამ, ექ ერთი მნიშვნელოვანი მაგრამაა, შარშან სულ ბოლო წუთამდე ყველამ იცოდა რომ მიშას თვისი უმცროსი შვილი მანდ მოყავდა და იყო ერთი ამბავი. მე 2ს ვიცნობ ვინც შარშან შეიყვანეს და არცერთი არაა ამ უბნელი. ნუ მოტივაცია ის იყო რომ ფასიანში ვერ მიგვყავს და უფასო ესაა ყველაზე კარგი ქალაქშიო.

მადლობა ღმერთს და მადლობა მიშას, ბოლო მომენტში სხვაგან მიიყვანა თავისი ნიკოლოზი და იმედი მაქვს ისეთი აჟიტირებულები აღAრ იქნებიან ამ სკოლაში არც მასწავლებლები და არც მშობლები.

blblbl
QUOTE
161_ე არ გინდა?

თუ ეს არ გამოვა, მაშინ ეგაა ყველაზე ახლო. ისე კი ამ აღმართზე ასვლა ისე მეზარება რომ მგონია მაქეთ წამოსვლა უფრო კომფორტული იქნება.
ვნახოთ, იქნებ ვინმე მანქანასაც მჩუქნის იქამდე wink.gif

anuka2009
ჩემი დროიდან მოყოლებული მასე იყო, რომ ყოველთვის ჯობდა ეს სკოლა ქალაქში სხვებს. იყო რაღAც განსხვავებები, მართლა ტყუილად არ ერქვა ეს სახელი. დიფერენცირებული სწავლებაც პირველად ამ სკოლაში შემოიღეს და მე მოვყევი პირველ ნაკადში. შეიძლება დღეს სრული ქაოსია და იმ 'ძველი დიდებიდან' არც არაფერი შერჩა, მაგრამ სანამ ნორა ტარიელაშვილი იქაა პატარა იმედი მაინც ცოცხლობს რომ კარგი იქნება smile.gif

Posted by: anakatrin 23 Feb 2012, 08:56
sati
QUOTE
ასეც ვერ ვიტყვი. ჩემს დაქალს მოტეხეს ხელი დერეფანში, ჩვეულებრივად ვიდექიტ და საწყალი ჩემი კლასელი ბიჭი მორბოდა, მართლა შემთხვევიტ დაეჯახა და ეს დავარდა, ლავიწის ძვალი ქონდა გატეხილი. მე თვითონ შევესწარი რომ მართლა შემთხვევიტ მოხდა, ასე რომ მაგისგან დაზღვეული ვერსად ვერ იქნები, არ მგონია ამ კონკერტული სკოლის ბრალი იყოს, ან მარტო სახელმწიფოებს სჭირდეს.

მეც მომტყდა ხელი,როცა ჩემი კლასელი ბიჭი შემთხვევით დამეჯახა.მაგისგან არავინ არაა დაზღვეული.იმ კონკრეტულ შემთხვევაში კი მართლა იჩხუბეს და იმის გამო მოტყდა ბავშვს ფეხი.მე არ ვფიქრობ რომ რადგან სახელმწიფო სკოლაა მიტომ მოხდა ან ხდება ასე.სამწუხაროდ არც კერძო სკოლაშია არავინ დაზღვეული.რაც მანდატურები შევიდნენ სკოლებში,ამ მხრივ ცოტა უკეთესი სიტუაცია კი არის
QUOTE
ძველი არ ვიცი, ეს მგონი 2 წელია არის ხო? საშინელი მექრთამეაო იძახიან. მეზობელი ასწავლიდა მანდ მთელი ცხოვრება, პენსიაზეა უკვე ის ქალი და შარშან თავისი შვილიშვილი ძლივს მიაღებინა ეგ ვიცი და მეორე მეზობლისგან ვიცი, რომ მე ვერაფრით ვერ ჩავაწყვეო და სხვაგან წაიყვანა.

ყველა პრესტიჟულ სკოლაში ასე ხდება სამწუხაროდ.
ისე ძალიან მიკვირს,ნუთუ არ ეშინიათ?ალბათ ფიქრობენ რომ ვერ დაუმტკიცებენ ქრთამის აღებას

Posted by: sati 23 Feb 2012, 12:36
ძალიან მიკვირს ერთი რამ, ამ სკოლების ტემამ გამახსენა ახლა.

კვირის პ.ს-სი ვანხე 2 დღის წინ (გადახვევით) და თმები ყალყზე დამიდგა. რეფორმის ფარგლებში შაშკინის ახალ იდეს რომ შეესხა ფრთები და ყველა მოსწავლეს ვინც ცუდი დისციპლინიტ გამოირჩევა სამტრედიის სკოლა ინტერნატში რომ უკრავენ თავს.
ფაქტითაც გაოგნებული ვარ და ურეაქციობითაც. ნუ ფბ-ზე ხალხი მასიურად კიკვიძის ბაღში მოჭრილ ხეებს დარდობს, გეგონება გადაყოლილი იყოს ყველა ქართველი ბუნების მოვლას. ეს ფაქტი კი გამორჩა ყველას, არავინ უყურებს მართლა ტვ-ს თუ რა ხდება?

ერთი პოლიტიკაში შევიხედო, იქ უეჭველი იქნება ამაზე თემა გახსნილი.

ყველაზე საშინელი და საგანგაშო ისაა, რომ სიუჟეტში ვინცხა განათლების სამინისტროს წარმომადგენელი გოგონი იძახდა - არა, კანონში ვერ დავაკონკრეტებთ რომელი საქციელის გამო შეიძლება ბავშვი სკოლიდან გაირიცხოს და სამტრედიის ინტერნატში გაიგზავნოსო, ამას პედაგოგი და სკოლის ადმინისტრაცია ადგილზე გადაწყვეტენო.

აი ახლა ნახეთ თქვენ მექრთამეობა და ჩაწყობები და განუკითხაობა. 14 წლის ბიჭს გაკეთვილზე რომ ვერ დაიმორჩილებს მასწავლებელი და იხმაურებს გადაასახლონ უნდა გეტოში თურმე!

აქამდე უნდა გამესწრო აქედან რა sad.gif

Posted by: blblbl 23 Feb 2012, 12:42
sati
თუ გადაწყვეტ მაგას შემეხმიანე მერე მასწავლებელს გაგიებ ვინ იქნება იმ დროს კარგი smile.gif ისე სწავლა ნამდვილად არის კმაყოფილებ ვართ ჩვენ ჩემი დეიდაშვილი დადის.ნუ ჩემ დროსაც კარგი იყო

Posted by: chixuaxua 23 Feb 2012, 12:43
QUOTE
რეფორმის ფარგლებში შაშკინის ახალ იდეს რომ შეესხა ფრთები და ყველა მოსწავლეს ვინც ცუდი დისციპლინიტ გამოირჩევა სამტრედიის სკოლა ინტერნატში რომ უკრავენ თავს.

wow.gif eek.gif

Posted by: tamusinka 23 Feb 2012, 12:46
anuka2009

1 ექსპერიმენტულზე ამბობ? ჩემსას მომავალ წელს უწევს და მაგ სკოლას ვფიქრობდით. შარშან ისეთი ამბავი იყო, ჩემი მეგობრის ბავშვი მაინც ვერ მოხვდა.

sati

ჰო, მეც შემაშინა მაგ სკოლამ. შეიძლება ბევრი კარგი ბავშვი გააქანონ იქით sad.gif
* * *
blblbl

161-ში მუსიკალური სტუდია ხომ არ არის? სკოლის პერიოდში ფორტეპიანოზე მინდა შევიყვანო და #1 მაგიტომაც მაწყობდა, ხელოვნების სკოლაც ახლოს რომ არის.

Posted by: sati 23 Feb 2012, 13:34
anuka2009
აუ თუ მანდ დადიხართ იქნებ როცა მშობელს ნახავ ვინმეს იკითხო ვინმესთან აი წლევანდელი მირება ცვისაც აქვს ვის აქებენ და ვის აგინებენ? მე ამ უბანში კი ვარ, მაგრამ მეზობლებში ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოვიძიე. ამ ასაკის ბავშვებიანი არავინ ვიცი ჩემსკენ.

blblbl
ვიცი ნინ ეგ სკოლა და ძალიან მაგარი დირექტორი ყავდათ წინის წინა. ქალაქში ცნობილი იყო. წინაც არ იყო მგონი ცუდი, აი სკოლის მოსწავლეები რომ გავიდნენ მიტინგზე და რომ მოხსნეს მაგის გამო, იმ კაცზე ვამბობ. დღეს ვინაა არ ვიცი.
ეს აღმართიც მეზარება, მაგრამ რაღაცნაირად ჯერ მაინც აქეთ მიმიწევს გული უფრო. რაც დავამთავრე სკოლა არ ვყოფილვარ იქ, მიუხედავად იმისა რომ ცხვირწინ მაქვს და ეგ მომენტიც მეკაიფება, იგივე კელდლებში რომ აღმოვჩნდები უკვე საკუთარი შვილით...
ვაიმე, შეიძლება ვიტირო იქ რომ მივალ, 5 კლასელი, ძალიან საყვარელი ადამინი მყავს გარდაცვლილი, კიდევ 3 კლასელის ძმა და კიდევ დაქალის და. ყველა ტყვიით მოკვდა 90-იანებში. პრინციპულად თავს ვარიდებდი ეს წლები მაქეთ გავლას და ეხლა პირიქით, მისვლა მინდა, შიგნიდან მინდა იმ კლასებში და დერეფნებში გავიარო.
* * *
tamusinka
QUOTE
შარშან ისეთი ამბავი იყო


შარშან მიშას შემოყავდა შვილითქო. სპეციალურად მოიწვიეს მაგისთვის ერთი ქალი პედაგოგად რომ მიშას შვილის კლასი აეყვანა. მაგ კლასში მოხვედრაზე ამბავი იყო აწეული...ტიტუუუუუუ...

ჩემს შვილს უწევდა შარშან მიყვანა, 5-ის გახდა სექტემბერში და ჩემი პრინციპული შეხედულებების გამოც რომ არა, მარტო იმის გულისთვის არ მივიყვანდი შარშან რომ მიშას შვილი თავისი უამრავი დაცვის წევრით იქ იქნებოდა. მეგობარმა შეიყვანა ბავშვი, ზუსტად მაგ კლასში თან და 1 სექტემბერს რომ მიიყვანეს ბავშვები, ეს 5 წლის პატარები, მტირალა და შეშინებულები სულ სათითაოდ გადმოუყარეს ზურგჩანთებიდან ყველაფერი სანამ კლასებში შეუშვებდნენ ბავშვებს, თაიგულებიც კი დაუპუტეს რერა-ღერა დაცვამ და მაგრად გაშმონეს მოკლედ ბავშვები რა. მერე მშობლები გარეთ დატოვეს, პერიმეტრზე და ეს 5 წლის 'აღანვლებული მასა' წაასხეს სკოლაში და იქ ადგილზე გაერკვნენ რომელი ბავშვი სად უნდა შესულიყო ალბათ, მოკლედ მშობლებს არ შეაყვანინეს შიგნიტ ბავშვები და ვინ როგორ მიაგნო თავის კლასს ვერ ვხვდები.
ბედნიერია ეს ბიჭი დღეს რომ მიყვება 'ის' რომ აქ აღარ დადისო. ყოველ დღე ეგეთ დაძაბულ;ობას ვერავინ ვერ გავუძლებდითო ალბატ.

პ.ს. ისე ის მასწავლებელი გატეხილში არ დარჩა ნეთავი? სპეცილურად რომ მოიწვიეს, შენ თუ არ მოხვალ აბა სხვამ ვინ უნდა ასწვლოს მიშას შვილსო? smile.gif დატოვეს გაღიმებული gigi.gif

ისე მართლა კარგი ქალია და გაუმართლა მაგ ნაკადს ძალიან. აქამდე მაგის და მამამისის დაწერილი წიგნებით ამზადებდნენ სხვა პედაგოგებს და პირდაპირ მაგის ნაპედაგოგარი ალბათ მაინც სულ სხვაა.

Posted by: blblbl 23 Feb 2012, 13:46
sati
ჯუმბემებრ ცერცვაძეს გულისხმობ ხო? და მაგის წინას biggrin.gif წინა არ ვიცი და ცერცვაძეს ნუ მიხსენებ biggrin.gif არა ზოგადად კარგი კიიყო მარა სწავლის პერიოდში რთულია იყო მოსწავლეებისთვის biggrin.gif ვისხედთ ჩვენტვისშემოიტანადა სასკოლო წერას პირველი სექტემბრიდან მოყოლებული ასალა შედიოდა biggrin.gif ბრრრ

ახლანდელი დირექტორი ჩემს დეიდაშვილს ძალიან მოსწონს,კრებაზე რაც ვნახე მეც მომეწონა.პლიუს ერთი ფაქტი რაც ძალიან მომეწონა.

რომელიღაც კლასი წავიდა შატალოზე და დასაჯა ასე,საიბარა შაბათ დილით სკოლაშ ხელთატმანები დაურიგა ყველას და იოსებიძის მიმდებარე ტერიტორია ალაგებინა biggrin.gif თითონაც ალაგებდა მათთან ერთად და ნაგვის ურნით დასდევდათ ღOM ჩაეყარათ biggrin.gif ჩეი აზრით მშვენიერი დასჯაა biggrin.gif


Posted by: tamusinka 23 Feb 2012, 13:53
sati

ანუ აღარ დადის მიშას შვილი, ხო? ე.ი. გვაქვს შანსი ნორმალურად მოხვედრის.

Posted by: sati 23 Feb 2012, 13:54
blblbl
შეიძლება აწი ვერ დასაჯოს მასე, ვიღაც მატრაკვეცა მშობელმა არ მიჩივლოს, ბავშვთა ტრეფიკინგს და იძულებით შრომას აქვს ადგილიო. არ ვიცი, ეს დირექტორები ან ძაან გაბლატვებულები არიან ან ძაან დაჩმორებულები. განთლების სამინისტრო რაღAც მონსტრად გადაიქცა თანდათAნ.

აი ნახეთ ყველამ ეს სიუჟეტი. რ2 და პ.ს-სი რომ ასეთ სიუჟეტს გაგიკეთებს ე.ი. რა სიტუაციაა მიხვდით ახლა sad.gif

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=19-02-2012%2021:11

რ2, კვირა, 21.11-ზე იწყება. უყურეთ!


Posted by: blblbl 23 Feb 2012, 14:05
sati
მოკლეთ რააა აღარ იცის ამ ხალხმა რა მოიგონოს rolleyes.gif

Posted by: natia2203 23 Feb 2012, 14:24
blblbl
რომელ წლებში სწავლობდი მანდ? რამდენს ქონია ეს სკოლა დამთავრებული, ჩემი კლასელი ხო არ ხარ შემთხვევით smile.gif

Posted by: blblbl 23 Feb 2012, 15:15
natia2203
2003ში დავამთავრე შენ?

Posted by: natia2203 23 Feb 2012, 16:28
blblbl
QUOTE
2003ში დავამთავრე შენ?

2001-ში

Posted by: anakatrin 23 Feb 2012, 17:04
QUOTE
მეგობარმა შეიყვანა ბავშვი, ზუსტად მაგ კლასში თან და 1 სექტემბერს რომ მიიყვანეს ბავშვები, ეს 5 წლის პატარები, მტირალა და შეშინებულები სულ სათითაოდ გადმოუყარეს ზურგჩანთებიდან ყველაფერი სანამ კლასებში შეუშვებდნენ ბავშვებს, თაიგულებიც კი დაუპუტეს რერა-ღერა დაცვამ და მაგრად გაშმონეს მოკლედ ბავშვები რა. მერე მშობლები გარეთ დატოვეს, პერიმეტრზე და ეს 5 წლის 'აღანვლებული მასა' წაასხეს სკოლაში და იქ ადგილზე გაერკვნენ რომელი ბავშვი სად უნდა შესულიყო ალბათ, მოკლედ მშობლებს არ შეაყვანინეს შიგნიტ ბავშვები და ვინ როგორ მიაგნო თავის კლასს ვერ ვხვდები.
ბედნიერია ეს ბიჭი დღეს რომ მიყვება 'ის' რომ აქ აღარ დადისო. ყოველ დღე ეგეთ დაძაბულ;ობას ვერავინ ვერ გავუძლებდითო ალბატ.

რა კოშმარია რა vis.gif vis.gif vis.gif
რომელ პირველზე ამბობ,მთავრობის სახლთან რომაა?ხო ორი პირველი სკოლაა?

Posted by: coroline 23 Feb 2012, 17:24
QUOTE (blblbl @ 22 Feb 2012, 20:57 )
sati
161_ე არ გინდა? .

მე პირადად არავის არ ვურჩევდი 161 ე სკოლას, ყველა გოგოების ჩხუბი რომელიც კი მე გამიგია და რომელიც კი ტელევიზიით გახმაურებულა 161 ელი გოგოების იყო, იარაღებით ჩხუბები და მთელი ამბები, ბევრი კიდე პირობითითაც იყო.

Posted by: blblbl 23 Feb 2012, 17:29
coroline
ერთადერთხელ მოხდა მსგავსი ჩხუბი და იარაღი არ ჰქონია,ისიც სკოლაში კი არ მოხდა სკოლის მერე და გარეთ უბრალოდ 161ში სწავლობდნენ ის ბავშვები და ახლა ბავშვი მშობელმა თუ ვერ აღზარდა სახლში ეგ სკოლის ბრალი არა.სკოლაში იარაღი და ჩხუბი ვერ გაიჭაჭანებს.სწავლა კი მაღალ დონეზეა გამოკითხვაც და დასწრების მოთხოვნაც.მშობლის თანხმობის გარეშე ვერც ვერავინ გავა სკოლიდან yes.gif

11წელი მე ვისწავლე 7წელი ჩემმა ძმამ აგერ მერვე წელია ჩემი დეიდაშვილი სწავლობს და მსგავსი ფაქტი არასდროს მომხდარა,პლიუს გვედით ვცხოვრობ სკოლის.


როდესაც არანაირი შეხება არ გქონია ყურმოკრული და გაბუქებული ინფორმაციით არ უნდა დაწეო ასე კატეგორიულდ

Posted by: natia2203 23 Feb 2012, 17:49
coroline
რა ვიცი მეც 11 წელი ვისწავლე მანდ და როგორც მახსოვს ყოველდღე დავდიოდი და ნეტა ეს გოგოების ჩხუბები და დაჭრები რატომ არ მახსოვს?

სწავლა კი მართლა კარგი იყო, გადაავლეთ ნებისმიერი საგნის ოლიმპიადას თვალი გინდა ეხლანდელებს და გინდა ძველებს და პირველ ათეულში მინიმუმ 3 ჩვენი სკოლელი არის

blblbl
მე წინ ვცხოვრობ smile.gif))

Posted by: blblbl 23 Feb 2012, 17:53
natia2203
შესასვლელის წინ?51კორპუსში? biggrin.gif მე გვერდით კვირის პალიტს წინ.შანსი არააა არ მყავდე ნანახი მაშინ biggrin.gif ყავისფერი ძაღლს ვასეინებ სკოლასთან ხშირად უფრო სწორად თითონ უფრო მასეირნებს biggrin.gif

Posted by: natia2203 23 Feb 2012, 17:55
53-ში. მეყოლები ალბათ ნანახი, სკოლაში მაინც

Posted by: Pumpula 23 Feb 2012, 17:56
QUOTE (blblbl @ 23 Feb 2012, 17:53 )
უფრო სწორად თითონ უფრო მასეირნებს biggrin.gif

lol.gif ცუდად ვარ და როგორ გასეირნებს?აშეინიკი გაქ გამობმული? givi.gif ეჰ ძაღლი, ჩემი ბავშვობის ოცნება, წავედი ამ თემიდან cry.gif

Posted by: blblbl 23 Feb 2012, 17:57
Pumpula
წამო იქით მოგიყვები 2kiss.gif

Posted by: coroline 23 Feb 2012, 22:31
QUOTE (blblbl @ 23 Feb 2012, 17:29 )
coroline
ერთადერთხელ მოხდა მსგავსი ჩხუბი და იარაღი არ ჰქონია,ისიც სკოლაში კი არ მოხდა სკოლის მერე და გარეთ უბრალოდ 161ში სწავლობდნენ ის ბავშვები და ახლა ბავშვი მშობელმა თუ ვერ აღზარდა სახლში ეგ სკოლის ბრალი არა.სკოლაში იარაღი და ჩხუბი ვერ გაიჭაჭანებს.სწავლა კი მაღალ დონეზეა გამოკითხვაც და დასწრების მოთხოვნაც.მშობლის თანხმობის გარეშე ვერც ვერავინ გავა სკოლიდან yes.gif

11წელი მე ვისწავლე 7წელი ჩემმა ძმამ აგერ მერვე წელია ჩემი დეიდაშვილი სწავლობს და მსგავსი ფაქტი არასდროს მომხდარა,პლიუს გვედით ვცხოვრობ სკოლის.


როდესაც არანაირი შეხება არ გქონია ყურმოკრული და გაბუქებული ინფორმაციით არ უნდა დაწეო ასე კატეგორიულდ

კატეგორიულობა სად დაინახე, წინადადების დასაწყისში გარკვევით მიწერია:"მე პირადად არავის ვურჩევდი" ეს შენ გადამიწყვიტე კატეგორიულად რო ყურმოკრული მაქვს ეგ ამბავიsmile.gif არც შენ იცი ყურმოკრული მაქვს თუ ჩემი თვალით ნანახი და კატეგორიულად ნუ მეუბნები მაშინ.

Posted by: sati 24 Feb 2012, 12:04
anakatrin
QUOTE
რომელ პირველზე ამბობ,მთავრობის სახლთან რომაა?


არა ეგ პირველი საშუალოა, ე.წ. გიმნაზია. მე პირველ ექსპერიმენტულზე ვამბობ, ე.წ. საირმის გორაზე როა.

Posted by: anakatrin 24 Feb 2012, 12:40
sati
QUOTE
არა ეგ პირველი საშუალოა, ე.წ. გიმნაზია. მე პირველ ექსპერიმენტულზე ვამბობ, ე.წ. საირმის გორაზე როა.

სორი,მე ამერია,მე ის ფაქტი რაც დავწერე პირველ საჯაროში მოხდა.მაგ სკოლას ხომ მიშამ მერე დაუბრუნა პირველი ექსპერიმენტალურის სახელი,მანამდე სხვა ნომერი იყო

Posted by: sati 24 Feb 2012, 16:58
anakatrin
ხო დაარსებიოდან ექსპერიმენტალური ერქვა. რადენიმე წლის წინ უბრალოდ რიგითი ნომერი მიანიჭეს, როგორც სხვებს აქვთ. მერე მიშა მივიდა (მანდ სწავლობდა) და საჩუქარი გაუკეთა - ისევ ძველ სახელს გიბრუნებთ და ძველ დიდებაზე თავად იზრუნეთ აწიო.
ხოდა ვართ მას მერე ასე, შაშკინის ხახაში ჩავარდნილები.

Posted by: anakatrin 24 Feb 2012, 17:07
sati
QUOTE
ხო დაარსებიოდან ექსპერიმენტალური ერქვა. რადენიმე წლის წინ უბრალოდ რიგითი ნომერი მიანიჭეს, როგორც სხვებს აქვთ. მერე მიშა მივიდა (მანდ სწავლობდა) და საჩუქარი გაუკეთა - ისევ ძველ სახელს გიბრუნებთ და ძველ დიდებაზე თავად იზრუნეთ აწიო.
ხოდა ვართ მას მერე ასე, შაშკინის ხახაში ჩავარდნილები.

გვიან მივხვდი სხვადასხვა პირველზე რომ იყო საუბარი.იმ პირველ საჯაროში მართლა ძაან ბარდაგია,მაგრამ მაინც პრესტიჟულია.კარგია რომ გაირკვა და არასწორი ინფორმაცია არ გავავრცელე პირველ ექსპერიმენტალურზე givi.gif

Posted by: sati 28 Feb 2012, 00:12
მოკლედ ვიყავი დღეს სკოლაში და მხოლოდ საიტით დარეგისტრირდებითო, ჯერ არ ვიცით როდიდან გამოცხადდებაო. მოვედი სახლში და შაშკინს გულმა უგრძნო ეტყობა, რომ მადარდებდა ეს საკითხი დღეს ტვ-დან მითხრა, 15 აპრილიდან იქნება რეგისტრაციაო.

კარგია იმას მაინც რომ მიხვდნენ, შარშანდელი ბაღებივით, შუა ზაფხულში, ქალაქში როცა არაა ხალხი, მაშინ რომ არ უნდა გამოაცხადონ!

Posted by: anakatrin 28 Feb 2012, 09:07
sati
გუშინ მეც მოვისმინე საინფორმაციოში.შარშანაც ზუსტად ამ პერიოდში იყო სკოლებში რეგისტრაცია,ახალი ის დაამატეს რომ ონლაინ შეგიძლია მოახდინო რეგისტრაცია,რაც ვთვლი რომ საკმაოდ კარგია.პრესტიჟული სკოლის დირექტორებს შეუმცირდებათ ქრთამის აღების შანსები

Posted by: sati 28 Feb 2012, 11:45
anakatrin
ზუსტადაც! პირველი რაც გავიფიქრე მაგ ინფორმაციის მოსმენისას - იდაყვებს იკბენს ახლა ალბათ ის ვაჟბატონითქო wink.gif

Posted by: anakatrin 28 Feb 2012, 12:17
sati
მე კი პირველი ის გავიფიქრე რომ ფორუმს ალბათ აქტიურად ადევნებენ თვალს განათლების სამინისტროდან givi.gif
რაღაც დონეზე,ალბათ მათაც აქვთ ინფორმაციები რაც ხდება პრესტიჟულ სკოლაში მიღებაზე და რა თქმა უნდა არა მხოლოდ პრესტიჟულზე.
იმედი მაქვს თანდათან დაიხვეწება განათლების სისტემა

Posted by: tamusinka 28 Feb 2012, 13:55
სკოლებში დარეგისტრირება რომელ საიტზე ხდება?

Posted by: irinka-ira 29 Feb 2012, 11:07
tamusinka
მგონი საიტზე არაა საჭირო. სასურველ სკოლაში უნდა მიიტანო საბუტები და მერე სკოლის ადმინისტრაცია დარეგისტრირებს უკვე ბაზაში...

Posted by: anakatrin 29 Feb 2012, 13:24
tamusinka
QUOTE
სკოლებში დარეგისტრირება რომელ საიტზე ხდება?

როგორც ვიცი მუშავდება საიტი ჯერ რეგისტრაცია არ დაწყებულა

irinka-ira
QUOTE
მგონი საიტზე არაა საჭირო. სასურველ სკოლაში უნდა მიიტანო საბუტები და მერე სკოლის ადმინისტრაცია დარეგისტრირებს უკვე ბაზაში...

კი ასეც შეიძლება+მშობელს შეეძლება ონლაინ დაარეგისტრიროს

Posted by: sati 1 Mar 2012, 13:49
tamusinka
irinka-ira
1 აპრილიდან დაიწყებაო შაშკინმა, მხოლოდ მათთვის ჯერ ვისაც ერთი შვილი უკვე ყავს მაგ სკოლაში ან მასწავლებლად მუშაობს და ტავისი შვილის შეყვანა უნდაო. ამათ ენიჭებათ პრიორიტეტი, მერე 15 აპრილიდან ყველა დანარჩენი მოკვდავისთვისაც გაიხსენება საიტი და უნდა დაარეგისტრირო.

irinka-ira
სკოლაში მასწავლებელს ეგ როგორ უნდა დააბარო, შედი და შენ დამირიგესტრირეო? რომ ვერ მოასწროს და სანამ ერთის სახლეს აკრეფს დანარჩენი 50 დარცეს ისე, მერე პასუხი მაგას უნდა მოსთხოვო, რატომ დაგასწრო სხვამ და რატომ ვერ მოასწაარი, პირველი ჩემი შვილი ჩაგეწერაო? მგონი არც დაგთანხმდებიან.
შარშანდელი ბაღებივიტ ხომ არ ხდება, ხალხი ტყემაზე რომ იჯდა, ქალაქგარეთ ისვენებდა და აგვიტოში პირველად მოიგონეს ასეთი რამ, ახლავე გაფრთხილებენ, რომ 15 აპრილს სტარტზე იდექი შენს კომპთან.

Posted by: natia2203 1 Mar 2012, 14:16
იქნებ ვინმემ ამიხსნათ, ვცხოვრობ 161-ე სკოლის წინ, სადაც მიღებაზე მუდამ პრობლემაა, გამოცხადდება მიღება და 2 საათში ადგილები აღარ არის, ბავშვის შეყვანა იმ 2 საათში თუ ვერ მოვასწარი რატომ უნდა მივიყვანო სხვაგან, და გლდანიდან და ვარკეთილიდან ატარონ ბავშვები ამ სკოლაში? ჯერ იქვე მაცხოვრებლები არ უნდა დააკმაყოფილონ? იქნებ დამასწრეს ამ საიტიდან დარეგისტრირება, და მე არ მინდა შორს მთელი 12 წელი ბავშვის ტარება, რა ვქნა, საცხოვრებელი გამოვიცვალო?

Posted by: blblbl 1 Mar 2012, 14:30
natia2203
საიტიდან არ ვიცი და 8წლის წინ ღამის 12ზე დავიკავეტ რიგი,მერე ღამის ორზე გადავედით ისევ დავფიქსირდით და დილის 6საათიდან უკვე ცოცხალ რიგში ვიდექით და მეორმოცეები ვიყავით biggrin.gif

Posted by: anakatrin 1 Mar 2012, 14:34
blblbl
QUOTE
საიტიდან არ ვიცი და 8წლის წინ ღამის 12ზე დავიკავეტ რიგი,მერე ღამის ორზე გადავედით ისევ დავფიქსირდით და დილის 6საათიდან უკვე ცოცხალ რიგში ვიდექით და მეორმოცეები ვიყავით

vis.gif vis.gif vis.gif
აღარც ასეთი სკოლა მინდა და აღარც ბაღი givi.gif
natia2203
QUOTE
იქნებ ვინმემ ამიხსნათ, ვცხოვრობ 161-ე სკოლის წინ, სადაც მიღებაზე მუდამ პრობლემაა, გამოცხადდება მიღება და 2 საათში ადგილები აღარ არის, ბავშვის შეყვანა იმ 2 საათში თუ ვერ მოვასწარი რატომ უნდა მივიყვანო სხვაგან, და გლდანიდან და ვარკეთილიდან ატარონ ბავშვები ამ სკოლაში? ჯერ იქვე მაცხოვრებლები არ უნდა დააკმაყოფილონ? იქნებ დამასწრეს ამ საიტიდან დარეგისტრირება, და მე არ მინდა შორს მთელი 12 წელი ბავშვის ტარება, რა ვქნა, საცხოვრებელი გამოვიცვალო?

ონლაინ დარეგისტრირება ამიტომაა კარგი რომ ქრთამებით და ნაცნობობით ვეღარ მიიღებენ ბავშვებს სკოლაში

Posted by: natia2203 1 Mar 2012, 14:35

blblbl

მეც მაგას ვამბობ, რატომ უნდა იყოს ეგრე, 200-ზე მეტი პირველკლასელია ყოველწელს მარტო მაგ სკოლაში და ჯერ მიიღონ იქვე მაცხოვრებლები და მერე საიდანაც უნდათ იქიდან შეავსონ, ტეხავს სკოლის გვერდით რომ ხარ და ვერ შეგყავს ბავშვი, პირველ დღეს შესაძლებელი იყოს საცხოვრებლის მიხედვით მიღება და დარეგისტრირება ბავშვების და მეორე დღიდან ყველასი, თუ არ გინდა საცხოვრებლის მიხედვით მიყვანა დაელოდე მეორე დღეს და ნუ შეუძლი ხელს სკოლასთან მაცხოვრებელს

Posted by: blblbl 1 Mar 2012, 14:37
natia2203
ჯერ იქვე მაცხოვრებლებს იღებენ კი,საცხოვრებელი ადგილიდან ცნობა ხომ მიგაქვს და ტუა რ ეკუთვნის არ იღებენ.უბრალოდ იღებენ პნაკლებ რაოდენობას და ამბობენ რომ შეივსო,მაგრამ მერე ემატება,რა და როგორ კი მიხვდები biggrin.gif

Posted by: anakatrin 1 Mar 2012, 14:38
natia2203
QUOTE
მეც მაგას ვამბობ, რატომ უნდა იყოს ეგრე, 200-ზე მეტი პირველკლასელია ყოველწელს მარტო მაგ სკოლაში და ჯერ მიიღონ იქვე მაცხოვრებლები და მერე საიდანაც უნდათ იქიდან შეავსონ, ტეხავს სკოლის გვერდით რომ ხარ და ვერ შეგყავს ბავშვი, პირველ დღეს შესაძლებელი იყოს საცხოვრებლის მიხედვით მიღება და დარეგისტრირება ბავშვების და მეორე დღიდან ყველასი, თუ არ გინდა საცხოვრებლის მიხედვით მიყვანა დაელოდე მეორე დღეს და ნუ შეუძლი ხელს სკოლასთან მაცხოვრებელს

წესით და რიგით ჯერ აკმაყოფილებენ საცხოვრებელი ადგლის მიხედვით და მერე დანარჩენებს.თუ შენს საბუთებს არ მიიღებენ და გეტყვიან არ გვაქვს ადგილიო,უთხარი რომ იჩივლებ განათლების სამინისტროში,მაშინვე გამონახავნ ადგილს yes.gif

Posted by: sati 1 Mar 2012, 15:10
natia2203
და რატომ გგონია რომ გლდანიდან და ვარკეთილიდან ვინმეს ძალაინ უნდა ბავშვი საბურთალოზე ატაროს? დილის 9-ის ნახევარზე დაიწყება სწავლაო. შენ წაიყვანდი იოსებიძიდან ვარკეტილში ყოველი დღე 8-ის ნახევარზე ბავშვს?
მე მომხრე ვარ ამ საიტიდან დარეგისტრირების, უფრო სამართილანია და თუ დამაგვიანდა, დამავიწყდა ან ჩამეძინა, მარტო ჩემი ბრალი მაინც იქნება და იმაზე არ ვიდარდებ, რომ სხვამ ჩააწყო და მე დავიჩაგრე აგრეთ დავრჩითქო.
* * *
blblbl
anakatrin
QUOTE
წესით და რიგით ჯერ აკმაყოფილებენ საცხოვრებელი ადგლის მიხედვით და მერე დანარჩენებს.


აღარაა მასე. 2 დღის წინ მივედი სკოლაში და სპეციალურად ვკითხე. უბნის მიხედვიტ მეკუთვნის ეს სკოლა და რამე გარანტიას თუ მაძლევს ეგთქო და არაო, სადღაა ჩაწერა? თან ბევრი არ ცხოვრობს იმ მისამართზე რაც საბუთში უწერია. ეგრე მე რაც პირადობაში მიწერია კაი ხნის გაყიდულია ის სახლი, როგორ უნდა არკვიონ და ამტკიცო?
ჩემს მამიდაშვილს პლეხანოვზე შეყავს მხოლოდ იმიტომ რომ სამსახურის გვერდზეა და მისთვის ესაა მოსახერხებელი. მიიყვანს ბავშვს და თვითონაც იქვე შევა, თორემ 9 მთას იქით ცხოვრობს. არ აქვს უფლება?

Posted by: natia2203 1 Mar 2012, 15:26
sati
არ ყოფილხარ ეტყობა ამ სკოლასთან და არ იცი საიდან დაყავთ ბავშვები. ტრანსპორტიც კი დაიქირავეს, 1-ს გლდანიდან მოყავს ბავშვები და მეორეს ვარკეთილიდან და იმიტომ გამოვყავი ეს 2 უბანი.

სამსახურთან ბავშვის მიყვანა არა მგონია მოსახერხებელი იყოს, პირველკლასელი ბავშვი 12-ზე ან 1-ზე რომ სწავლას მორჩება მაგ დროს უმთავრდება სამსახურიც?
უფლება არ აქვს მეთქი არ მითქვია თან, როცა ადგილებია რატომაც არა, მაგრამ როცა არ არის ადგილი და მაგ სკოლის გვერდიტ მაცხოვრებელს ეტყვიან აღარ არის ადგილიო ამ სიტუაციაზე ვთქვი მე.

Posted by: blblbl 1 Mar 2012, 15:27
sati
რამდენიც გინდა იმდნეი დადის გლდანიდან და ვარკეთილიდან biggrin.gif

Posted by: masha 1 Mar 2012, 15:59
1 აპრილიდან 15 აპრილამდე დაიწყება იმ პირველკლასელების რეგისტრაცია რომელთა მშობელი ასწავლის ამა თუ იმ სკოლაში, ან დედმამიშვილი სწავლობს.
15 აპრილიდან კი სხვა დანარჩენების.
რეგისტრაცია იქნება ონლაინ. ინფორმაცია (საიტი) დაიდება განათლების სამისნისტროს საიტზე:
http://www.mes.gov.ge
ტელ: 2 200 220

Posted by: sati 1 Mar 2012, 15:59
blblbl
QUOTE
რამდენიც გინდა იმდნეი დადის

და რატომ?
ისე მე საერთოდ არ ვარ მომხრე ადამიანების კლასიფიცირების და მირჩევნია ყველას თანაბრად ერგებოდეს რამე. თუ არაა სამყოფი, მაშინ ლატარია და ცოცხალი რიგი ყველაზე სამართლიანი გადაწყვეტილება მგონია.

natia2203
QUOTE
ბავშვი 12-ზე ან 1-ზე რომ სწავლას მორჩება მაგ დროს უმთავრდება სამსახურიც?

არა, შესვენებაზე გამოდის და გაიყავნს სახლში ალაბთ, ან ტრანსპორტში ჩასვავს, ან გახანგრძლივებულში დატოვებს, არ ვიცი. რა ჩემი საქმეა. მე ვიძახი ყველამ იქ უნდა მიიყვანოს სადაც უნდა.

არვიცი რამდენად ამრთალია, შაშკინმა თქვა იმ დღეს ტვ-ში, საფრანგეთში ჟანდარმერიაში იბარებენ მშობლებს და იქ ეუბნებიან თქვენ გეკუთვნით აი ამ ნომერ სკოლაში ბავშვის ტარებაო, შეიძლება შორს იყოს შენგან, მაგრამ სადაც ადგილია თავად ანაწილებენ და თუ არ გაწყობს მაშინ წადი კერძოში. არ მგონია სამართლიანი ეგ. გერმანიაში ბაღზე ვიცი კიდევ რომ მასეა, 1 წლით ადრე შეგიძლია რიგის დაკავება, ამრგამ შეიძლება მაინც უარი გითხრან არაა ადგილიო, წადი და ეძებე მერე. მოკლედ მარტო ჩვენი პრობლემა არაა და ეს საიტით დარეგისტრირება ყველაზე სამართლიანი გადაწყვეტილება მგონია მე.

(ისე არ გამოვიდეს რომ ან შაშკინის და ან მაგსი რეფორმის მხარდამჭერი ვიყო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მომეწონა რაც გააკეთეს, ტორემ სამტრედიის სკოლა-კოლონია რომ მოიგონა და რასაც იმ საწყალ ბიჭს უშვრებიან კიდევ, ალექსიძეს გადაყენაბაც ცოტაა მაგისთვის, გავძუყნიდი მაგრად!)

Posted by: blblbl 1 Mar 2012, 16:13
sati
QUOTE
და რატომ?

თუნდაც იმიტომ რომ ჩემი ახლობლის შემთხვევაში გლდანსია რ იყო კარგი სახელმწიფო სკოლა,კერძოს ფული არ ჰქონდა აქეთ ჰყავდა ნათესავები და მიიყვანა ,10წუთზე მეტი არ სჭირდებოდატ დილით გზაში 30 ნომერი ტითქმის სკოლასტან ჩერდება.ვისაც საიდან უდნა იქიდან ატაროს მე პრობლემა არ მაქვს biggrin.gif

Posted by: anakatrin 1 Mar 2012, 16:47
sati
QUOTE
გერმანიაში ბაღზე ვიცი კიდევ რომ მასეა, 1 წლით ადრე შეგიძლია რიგის დაკავება, ამრგამ შეიძლება მაინც უარი გითხრან არაა ადგილიო, წადი და ეძებე მერე. მოკლედ მარტო ჩვენი პრობლემა არაა და ეს საიტით დარეგისტრირება ყველაზე სამართლიანი გადაწყვეტილება მგონია მე.

სასაცილოა,მაგრამ გერმანიაში ზოგი მშობელი,ბავშვი რომ იბადება მაშინ აკეთებს რეგისტრაციას(ანუ გაქვს ამის უფლება) რომ 3 წლის ასაკში ბავშვი ბაღში მიიღონ.ისინი ხომ ხანგრძლივი ვადით ადრე გეგმავენ ყველაფერს.მე 2 წლის ასაკში გავაკეთე განაცხადი(არ ვიცოდი ასე ადრე თუ უნდა გამეკეთებინა.დაახლოვებით 30 ბაღში მქონდა განაცხადი გაკეთებული და რამდენიმეში მივიღე ადგილი)და გამონაკლისი დაუშვეს იმიტომ,რომ ვიყავი სტუდენტი და აუცილებლად მჭირდებოდა ბავშვისთვის ბაღი.რომელი მშობელიც(რომელიმე მაინც დედა ან მამა)არ მუშაობდა,ის მთელი დღე ბაღში ადგილს ვერ მიიღებდა,მაქსიმუმ 3-4 საათი.ჩემი აზრით სამართლიანია,იმიტომ რომ როცა ვიღაცა მუშაობს და ის ვერ პოულობს ბაღში ადგილს,რატომ უნდა მისცენ ისეთ მშობელს ბაღში ადგილი მთელი დღით,რომელიც მთელი დღე სახლშია და ბავშვის დატოვების პრობლემა არ აქვს.

ასევეა სკოლები,ადგილ მდებარეობის მიხედვით გეკუთვნის სკოლაც და ბაღიც.ჯერ იქ მაცხოვრებელს იღებენ რომელიც ეკუთვნით და მერე სხვას.რაღაც გამოკვლევების შედეგადაა დადგენილი რა მანძილითაა სასურველი სკოლა-ბაღის დაშორება საცხოვრებელ ადგილთან.
გერმანიაში ჩაწყობებით მაინც არ ხდება ბავშვების სკოლა-ბაღებში მიღება და უამრავი შესაძლებლობა გაქვს რომელიმედან აირჩიო ერთ-ერთი.

ჩემი აზრით ბავშვის სასწავლებლის ადგილ მდებარეობა არ უნდა იყოს ძალიან შორს მისი საცხოვრებელი ადგილიდან,ძალიან იღლებიან გზაში.

Posted by: coroline 1 Mar 2012, 16:59
უბნების მიხედვით კი არ უნდა იყოს სკოლები, საერთოდ ყველა საჯარო სკოლა ნორმალური უნდა იყოს, კვალიფიცირებული მასწავლებლებით და ნორმალური პირობებით, მაშინ არ იქნებოდა ესე , რომ მთელი თბილისი რამოდენიმე სკოლას აწყდება. ვერავის ვერ გაამტყუნებ ყველას უნდა თავის შვილი კარგ სკოლაში იღებდეს განათლებას და ნორმალური წრე ყავდეს გარშემო.

ეჰ cry.gif

Posted by: sati 1 Mar 2012, 20:25
ეჰ mo.gif

30ჯერ ეჰჰ

Posted by: tamo7779 2 Mar 2012, 12:03
ნუ ჯერ სკოლამდე ბევრი მიკლია მაგრამ პოლიკლინიკა. როგორც ავარჩიე, ისე ავარჩევ - არა უბნით, არამედ ხარისხით.

ბავშვი ერთ უბანში მიწერია,მეორე უბანში ვცხოვრობთ, მესამე უბანში პოლიკლინიკაში მყავს აღრიცხვაზე.....
ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა smile.gif

Posted by: natia2203 2 Mar 2012, 12:40
tamo7779
პოლიკლინიკაში თვეში რამდენჯერ დაგყავს? სკოლაში კიდე ყოველდღე უნდა ატარო smile.gif და შორს მიყვანა ცოდოა, სკოლა 9-ზე რომ იწყება და 1 საათი თუ გზას უნდა, რომელ საათზე უნდა ააყენო ბავშვი

Posted by: Dido 2 Mar 2012, 13:30
9ის ნახევარზე თუ დაიწყება ძალიან კარგია, უფრო ადრეც მორჩებიან და მეტი დრო დარჩებათ, თან სამსახურში მისვლამდე მივიყვან ბავშვს წყნარად.

Posted by: Pop-corn 2 Mar 2012, 14:04
natia2203
QUOTE
იქნებ ვინმემ ამიხსნათ, ვცხოვრობ 161-ე სკოლის წინ, სადაც მიღებაზე მუდამ პრობლემაა, გამოცხადდება მიღება და 2 საათში ადგილები აღარ არის, ბავშვის შეყვანა იმ 2 საათში თუ ვერ მოვასწარი რატომ უნდა მივიყვანო სხვაგან, და გლდანიდან და ვარკეთილიდან ატარონ ბავშვები ამ სკოლაში?

სამი წლის წინ ჩემი გოგო სკოლაში რომ შემყავდა, ეგრე დამემართა 1 საშუალო სკოლაში, იქვე ახლოს ვცხოვრობდი და მაინც მითხრეს უბნის მიხედვით არ გეკუთვნითო და სხვაგან გამიშვეს, მერე საიდან აღმოჩნდნენ ამ სკოლაში ვარკეთილში მცხოვრები ბავშვები მაგ წლის ნაკადში? თუ მე ვერ ვერკვევი გეოგრაფიაში და 1 საჯარო სკოლასთან რუსთაველზე ახლოს ვარკეთილია ან სხვა უბნები?

Posted by: sati 2 Mar 2012, 16:15
Dido
მე ვიკითხე და ან 9-ის ნახევარზე დაიწყება ან 9-ზეო, ჯერ არაა გადაწყვეტილი და დამთვარდება 12-ის წუთებზე-12-ის ნახევარზეო.

ეს პირველ კლასს ეხება, სხვებზე არ მიკითხავს. თუ გახანგრძლივებულში ტოვებ მაშინ 5-ის ნახევრამდეა.

Posted by: blblbl 2 Mar 2012, 16:25
QUOTE
9-ის ნახევარზე დაიწყება

QUOTE
პირველ კლასს ეხება

სულ გაგიჟდნენ ხო?:(9ზე როა ძლივს დგებიან ბავშვები და sad.gif

Posted by: Dido 2 Mar 2012, 17:09
blblbl
QUOTE
9ზე როა ძლივს დგებიან ბავშვები და

ადრე დაიძინებენ და ეგაა. რა პრობლემაა, მახსოვს მეც რო დავდიოდი რამდენიმე წელი ნახევარზე იწყებოდა. ჩემი აზრით არანაირი პრობლემა არ არის ამაში, პირიქით, უკეთესიცაა, ოღონდ არა მაღალ კლასებში, დაწყებითებზე ვამბობ.

Posted by: blblbl 2 Mar 2012, 17:12
Dido
9საათზე იძინებენ ისედაც ამაზე ადრე რაღა უნდა დააძინო?ზამთარში 8ზე რომ დგება ჩემი დეიდაშვილი გარეთ ღამეა ისევ,პირველ კლასელი ბავშვის ამ დრო აყენება რთულია ჩემი აზრით.

Posted by: Dido 2 Mar 2012, 17:26
blblbl
QUOTE
9საათზე იძინებენ ისედაც ამაზე ადრე რაღა უნდა დააძინო?ზამთარში 8ზე რომ დგება ჩემი დეიდაშვილი გარეთ ღამეა ისევ,პირველ კლასელი ბავშვის ამ დრო აყენება რთულია ჩემი აზრით.

9სთზე თუ იძინებს წესით 8სთზე თავისით უნდა იღვიძებდეს, 11 სთიანი ძილი სკოლის ასაკის ბავშვისთვის სრულიად საკმარისია. ნუ ბავშვს გააჩნია ალბათ, ზოგი რაც არ უნდა ადრე დაწვეს მაინც უჭირს დილით ადგომა. თუმცა რეჟიმში თუ ჩადგა და მიეჩბია წესით არ უნდა გაუჭირდეს.
სიბნელეში და პლიუს სიცივეში ვდგებოდით ყოველ ზამთარს სკოლაში სიარულის დროს smile.gif თან 90იანი წლებიი, ბრრრ smile.gif
მე უფრო იმიტომ მომეწონა ეგ იდეა, რომ ჩემით მივიყვან სკოლაში და მერე სამსახურში წავალ წყნარად smile.gif

Posted by: blblbl 2 Mar 2012, 17:28
Dido
90იან წლებში დავდიოი მეც სკოლაში და აკრგად მახსოვს ზამთარსი 10ზე გვეწყებოდა ხოლმე სწალა შესაბამისად არ იყო რთული.რტულია ძალიან ზამთარსი დილით ადრე ადგმაuser.gif

Posted by: tako44 2 Mar 2012, 19:56
ზამთარში კი არა და ადგომა ყოველთვის მიჭირს biggrin.gif

2 თვისაა

წერეთელი

მასწავლებელი უნდა იყოს აუცილებლად თბილი და მოსიყვარულე ბავშვების, უნდა მეტყველებდეს გამართულად აუცილებლად. იქანე-აქანე, "ლ" და მსგავსებს არ გავატარებ biggrin.gif

პრესტიჟული უნდა იყოს, ნუ მეტ-ნაკლებად მაინც.

ჯერ იქამდე შორია smile.gif

Posted by: anakatrin 3 Mar 2012, 01:36
blblbl
QUOTE
90იან წლებში დავდიოი მეც სკოლაში და აკრგად მახსოვს ზამთარსი 10ზე გვეწყებოდა ხოლმე სწალა შესაბამისად არ იყო რთული.რტულია ძალიან ზამთარსი დილით ადრე ადგმა

მეც მაგ დროს ვსწავლობდი და სწავლა გვეწყებოდა 8-ზე givi.gif
ადრე არის ნამდვილად კი,ზამთარში განსაკუთრებით

Posted by: glamour23 3 Mar 2012, 15:16
Dido
QUOTE
რა პრობლემაა, მახსოვს მეც რო დავდიოდი რამდენიმე წელი ნახევარზე იწყებოდა. ჩემი აზრით არანაირი პრობლემა არ არის ამაში, პირიქით, უკეთესიცაა, ოღონდ არა მაღალ კლასებში, დაწყებითებზე ვამბობ.

არა მე არ მომწონს 9 ის ნახევარზე რა უბედურებაა, მე ვერ ვდგები და ბავშვი როგორ უნდა ადგეს, ხო ჩამოეძინა გაკვეთილზე

Posted by: Dido 3 Mar 2012, 22:10
blblbl
QUOTE
ზამთარსი 10ზე გვეწყებოდა ხოლმე სწალა

უი რა კეთილი დირექცია ჰყოლია შენს სკოლას, მე მახსოვს კაი ხანი 9ის ნახვარზე მეწყებოდა smile.gifglamour23
QUOTE
არა მე არ მომწონს 9 ის ნახევარზე რა უბედურებაა,

ხო ნუ ყველას არ მოეწონება რათქმაუნდა, სამსახური რო გვიან მეწყებოდეს მეც არ მომეწონებოდა მაგრამ ამ შემთხვევაში მე მაწყობს, ერთად გავალთ სახლიდან.

Posted by: KOSTAKO 19 Mar 2012, 15:12
სკოლა-ლიცეუმი "21-ე საუკუნე" (ტატულიას სკოლა) როგორია? სწავლა, გარემო, მირჩიეთ...

Posted by: niniko09 19 Mar 2012, 19:39
ახლა ვფიქრობ, გაბი შევიყვანო აქვე ახლოს, არაპრესტიჟულ სკოლაში და მერე როცა ნინი და ნატალიც სასკოლო ასაკის იქნებიან, ერთად შევიყვანო უფრო ნორმალურში, იმიტომ რომ ასე აქა–იქ ამდენ ბავშვებს ვერ ვაპროწიალებ აშკარად. რა აზრის ხართ, რომ მეოთხე კლასიდან ბიჭი სხვა სკოლაში გადავიყვანო, ძალიან დაითრგუნება? რა ფსიქოოგიური მომენტები იჩენს თავს? ვინმეს გაქვთ მსგავსი პრაქტიკა? ძალიან ვნერვიულობ და სულ ამაზე ვფიქრობ, ჯერ კიდევ დრო მაქვს, გადაწყვეტილების მისაღებად. ვთქვათ, შევიყვანე 51–ში ან 161–ში ან სადმე სხვაგან, აუცილებლად მომიწევს გახანგრძლივებულში დატოვება, მანამდე დილით ადრე გაქცუნება ამისი სკოლაში მანქანით, დანარჩენები აქვე ბაღში 10–ზე, მერე იქიდან ჯერ გაბის გამოვუაროთ, მერე ამათ, ვაიმე, სულ გზაზე უნდა ვიყო გამოკიდებული.

Posted by: tamusinka 20 Mar 2012, 13:22
niniko09

ბავშვებს ცოტა უჭირთ ხოლმე სკოლის შეცვლა, თუმცა ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით ეს კარგიცაა, უცხო გარემოში ადაპტაცია უფრო გაუადვილდება მერეო. ბევრი სკოლის გამოცვლა არ იგულისხმება რა თქმა უნდა.

Posted by: qetuta2011 5 Apr 2012, 10:09
გოგოებო ვინმემ ბავშვი თუ დაარეგისტრირა პირველ კლასში? მაინტერესებს პროცესი. პროგრამა გამართულად მუშაობს? შევდივარ საიტზე და რეგისტრაციას რო ვაჭერ რეაქცია არ აქვს. იქნებ მე ვაკეთებ რამეს არასწორად?

Posted by: niniko09 5 Apr 2012, 10:47
qetuta2011
QUOTE
რეგისტრაციას რო ვაჭერ რეაქცია არ აქვს.

17 აპრილიდანო, ეტყობა ჯერ არ ფუნქციონირებს

Posted by: waiter 5 Apr 2012, 10:54
რეგისტრაცია 17მდე მხოლოდ დედმამიშვილებისთვის ხორციელდება, და არეგისტრირებენ სკოლაში, ამიტომაც არ არის ჯერ ელექტრონული რეგისტრაცია ჩართული, ყველა დანარჩენისთვის ონლაინ რეგისტრაცია იწარმოებს 17 აპრილიდან

Posted by: natia2203 5 Apr 2012, 11:59
რომელ საიტზე უნდა დავრეგისტირდეთ?

Posted by: qetuta2011 5 Apr 2012, 15:14
მადლობთ გოგოებო, მე მეგონა ისინიც ონლაინ უნდა დარეგისტრირებულიყვნენ. ეს არის საიტი catalog.edu.ge

Posted by: agr_bak 9 Jun 2012, 21:36
აფ-------------------------------------------

Posted by: _SisterofNight_ 10 Jul 2012, 15:19
რომელიმე სკოლა თუ არის საბურთალოზე მხოლოდ პირველი სმენა? 2 სკოლაა ჩვენს სახლთან და არის ორივ ორ-სმენიანი. იქნებ ვინმემ იცოდეს, 2013-ში უნდა დავარეგისტრირო და ვფიქრობ უკვე უნდა მივიღო გადაწყვეტილება რადგან ძალიან ამბავიაო რეგისტრაციაზე.

Posted by: niniko09 10 Jul 2012, 20:12
გამოცდილო დედიკოებო! ვისაც მეორე-მესამე კლასის მოსწავლეები გყავთ, იქნებ დამაკვალიანოთ? მინდა წინასწარ ნელ-ნელა შევიძინო გარკვეული სასკოლო ნივთები და გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება? მაგ. აზრზე არ ვარ, ჩანთა როგორი ჯობია (ბიჭი მყავს biggrin.gif ) ანუ, აუცილებელია დიდი და ტევადი, თუ პირველ კლასში ბევრი ნივთი მაინც არ ექნება/მექნება სათრევი? ალბათ, პენალი, ფანქრები, სახაზავები, პასტებიც დამჭრიდება ხომ? ჰო, კიდევ, ტანსაცმელი მაინტერესებს, ბიჭებს მაისურები თუ შეიძლება ეცვათ, თუ მხოლოდ პერანგები? ჯინსის შარვალს თუ აცმევენ სკოლაში და ა.შ. რასაც კარგს და ინფორმაციულს მომაწვდით, მადლობელი დავრჩები
პ.ს. სექტემბერში 2 ბაღისთვის უნდა მოვამზადო, ეს მესამე კი (თუ პირველი biggrin.gif ) სკოლისთვის და ერთბაშად უამრავი რამის ყიდვა არ შემიძლია, მირჩევნია ახლავე დავიჭირო თადარიგი და შესაძლებლობის ფარგლებში შევავსო სასკოლო ატრიბუტიკა smile.gif

Posted by: anuka2009 10 Jul 2012, 20:24
_SisterofNight_
QUOTE
რომელიმე სკოლა თუ არის საბურთალოზე მხოლოდ პირველი სმენა


პირველ ექსპერიმენტალურში საირმეზე არის მხოლოდ დილის სმენა.

niniko09

სასკოლო ნივთები: პასტები, ფანქრები საშლელი, ფერადი ფანქრები, ფლომასტერი, ფერადი ფურცლები, მაკრატელი, პატარა, სახაზავი, სახატავი რვეული, პენალი (ჯობია ნაჭრის) - ეს აუცილებელი ნივთებია.
რაც შEეხება ნივთების თრევას - ჩვენს სკოლაში, პირველ ექსპერიმენტალურში პირველ კლასში წიგნებს იქვე ტოვებდნენ, გააჩნია სად შEგყავს. პირველ კლასელს ძალიან დიდი ჩანთა არ უყიდო, ჩვენ გვქონდა მაგალითად პატარა ზურგჩანთა, პუმაში აქვთ ხოლმე, ზედგამოჭრილია პირველკლასელისთვის, არც დიდია და ეს უზარმაზარი წიგნებიც ეტევა მშვენივრად.
წიგნები არ იყიდო ჯერ, მასწავლებელი თვითონ ჩაგანიშნინებს რომელი გამოცემის რა სახელმძღვანელო ესაჭიროებათ.
ტანსაცმელს რაც შEეხება - ჩვენს სკოლაში არაა ფორმა, პირველკლასელები მითუმეთეს ძალიან მოხერხებული ტანსაცმლით დადიან. ნუ პირველი დღისთვის პერანგით გაუშვებ, შEმდეგ ძალიან პრაქტიკულია პოლოს სტილის მაისურები, თავისუფალიცაა და სერიოზულიც smile.gif ჩვენ კარგად ვხმარობთ smile.gif

მეც გირჩევ თადარიგი დროულად დაიჭირო, მერე ბევრი ხალხი ტრიალებს ხოლმე ბაზრობაზე და მაღაზიებში. წარმატებები smile.gif

Posted by: blblbl 10 Jul 2012, 20:59
niniko09
მე გირჩევ გორგოლაჭებიანი ჩანთა უყიდო რადგან საკმაოდ მ/ზიმეა ჩანთები რაც ხერხემლისთვისთვის დატვირთვაა პლიუს ბუკისთვის დაგჭირდება კიდეც ჩანთა biggrin.gif

Posted by: LeNNoNisTa777 10 Jul 2012, 21:03
blblbl
არაა მძიმე biggrin.gifარ წაიგოს ბევრი წიგნები და არ იქნება მძიმე biggrin.gif

Posted by: blblbl 10 Jul 2012, 21:08
LeNNoNisTa777
ზოგ სკოლაში სთხოევენ ყველა წიგნის ტარებას,ჩემი ბიძაშვილის ჩანტა 7კილომდე იწონის როგორ არაა მძიმე

Posted by: anuka2009 10 Jul 2012, 21:09
blblbl
QUOTE
მე გირჩევ გორგოლაჭებიანი ჩანთა უყიდო


იცი რა არაპრაქტიკულია? განსაკუტრებიტ კიბეებზე. ვერცერტი ბავსჰვი ვერ ხმარობს კარგად. ტან სულ გოგოებს აქვთ ეგეთი ჩანთები და ბიჭს არ მოეწონება, გააპროტესტებს 1 კვირაში და ორმაგი ხარჯი გამოუვა biggrin.gif პირადი გამოცდილება მალაპარაკებს biggrin.gif

QUOTE
არ წაიგოს ბევრი წიგნები და არ იქნება მძიმე 


არ გამოვა, biggrin.gif პირველკლასელები ყველა სასკოლო ნივთს დაატარებენ უკლებლივ
biggrin.gif

Posted by: blblbl 10 Jul 2012, 21:12
anuka2009
სპაიდერმენებიც ახატია და მეგონა მოეწონებოდათ biggrin.gif ხოდა კიბეებზე კდიე მოიკიდებს ზურგზე იქამდე ხო მიაგორებს biggrin.gif თუ არ მოსწონტ ეგ სხვა ამბავია

Posted by: LeNNoNisTa777 10 Jul 2012, 21:19
blblbl
პირველ კლასელებს ხო სჭირდებათ ყველა წიგნი .biggrin.gif

Posted by: blblbl 10 Jul 2012, 21:20
LeNNoNisTa777
QUOTE
პირველ კლასელებს ხო სჭირდებათ ყველა წიგნი

ხო მერე მეც ამას არ ვიძახი?

Posted by: LeNNoNisTa777 10 Jul 2012, 21:22
anuka2009
biggrin.gif მე საერთოდ არ დამაქ წიგნები მარტო რვეული biggrin.gif

Posted by: niniko09 10 Jul 2012, 21:23
blblbl
anuka2009
დიდი მადლობა. ზუსტად ასეთი რჩევები მესაჭიროებოდა. ვისთანაც ვთქვი გარშემო, დამცინეს, ახლა რომ გიხარია სკოლაში შეგყავს იმიტომ ფიქრობ ასე, თორემ რა დროს ეგააო და რა ვიცი, ნუთუ ადრეა? რვეულებს კაი, არ ვუყიდი, რადგან მაინც არ ვიცი ზუსტად პირველკლასელებს რა გამოადგებათ, მაგრამ ფლომასტერები და ფერადი ქაღალდები (დავუშვათ biggrin.gif ) რომ ვიყიდო, ვითომ ადრეა? ჩანთაზეც დავფიქრდები, არც გამხსენებია,ბუკიც რომ უნდა ატაროს.
მაისურები ისედაც პოლოს ტიპის გვაქვს უმეტესი, პირველი დღისთვის თეთრი პერანგი მაქვს (მაინც კომუნისტური ეპოქის პირმშო ვარ lol.gif სხვანაირი ვერც წარმომიდგენია)

Posted by: LeNNoNisTa777 10 Jul 2012, 21:25
blblbl
მე რავიცი შენ რას იძახი biggrin.gif

Posted by: blblbl 10 Jul 2012, 21:27
niniko09
რვეულები უყიდე თუ გიდნა პირველი კლასის და მათემატიკის თხელები უყიდე სქელები არ გინდა ჯერ ნუ დაამზიმებ .წიგნები არ უყიდო უბრალოდ,ცანთას ნუ იყიდი ჯერ იმიტომ რომ სექტემბრისთვის სეოვა ნაირნიაირები და მერე შეიძლება გული დასწყდეს

Posted by: LeNNoNisTa777 10 Jul 2012, 21:28
niniko09
მართალი უთქვიათ შენთვის biggrin.gif biggrin.gif

Posted by: _SisterofNight_ 12 Jul 2012, 12:24
anuka2009

შენ გაიხარე, როგორ გამახარე, და გახანგრძლივებული არის თუ იცი? ისე მითხრეს რომ ძალიან დიდი კონკურსია ამ სკოლაში მოხვედრაზე, პლიუს კლასში 50 ბავშვი ზისო პირველ კლასში და ეს არ მინდა ნამდვილად, სექტემბერში მივალ სკოლების დასათვალიერებლად და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას. ჩვენ ორივე ვმუშაობთ და ისეთი სკოლა მინდა სადაც გახანგრძლივებულიც იქნება, უცებ რო ვერ მივაკითხო ბავშვს გარეთ რომ არ დამრჩეს, ეს ფუფუნება მარტო კერძო სკოლებს აქვთ საქართველოში რომ დილიდან საღამომდეა და საჯაროებში რათქმაუნდა არა, რაც ძალიან ცუდია, ბევრ სკოლას არა აქვს გახანგრძლივებული.

Posted by: Dido 12 Jul 2012, 13:53
_SisterofNight_
QUOTE
50 ბავშვი ზისო პირველ კლასში

საჯაროში? ჩვენთან 25 ბავშვი ლიმიტია და ამის გამო დაწყებითის მასწავლებელს აქვს აღებული ორი სმენა sad.gif ეს ამბავი არ მომეწონა sad.gif მეორე სმენაში ალბათ ქანცგალეული იქნება მასწავლებელი და ნერვები აღარ ეყოფა user.gif ორი კლასის დამრიგებლობა ძალიან ცუდია ჩემი აზრით, დიდი დატვირთვაა.
აქვთ გახანგრძილვებული საჯაროებსაც, მგონი 5-მდე და ფასიანია. ზუსტად არ ვიცი რა ჯდება.

Posted by: _SisterofNight_ 12 Jul 2012, 14:14
Dido

მე არ ვიცი დაზუსტებით, მაგრამ 1 ექსპერიმენტულ სკოლაზეა საუბარი, მითხრეს რომ ძალიან დიდი კონკურსია მოხვედრაზე, და ძალიან ბევრი 1 კლასია და ბევრი ბავშვი კლასში, რისი მომხრეც არ ვარ, სხვამხრივ კარგი სკოლაა აქებენ. მაგრამ მე ვეძებ ისეთს რომელშიც 30 ბავშვი იქნება მაქსიმუმ და იქნება 1 სმენა გახანგრძლივებულით, ასეთი სკოლა საბურთალოზე არის ნეტა ესპერიმენტულის გარდა?

1 კლასი 1 სმენაა, მეორე კლასიდან იწყება მეორე სმენები საბურთალოზე, და გრძელდება მგონი 6-ე კლასამდე და ძალიან რთულია, რა ვუყო ბავშვს ამრტო დავტოვო დღისით თუ სამსახურში წავიყვანო? ძიძას ხომ არ ავიყვანთ მეორე კლასელისთვის ამ დროს? რატო თვლიან რომ გვაწყობს მეორე სმენა მშობლებს არ ვიცი, მოკლედ ბევრი კითხვაა რაა. ან რატო თვლიან რომ ბებიებს შEუძლიათ ტარება, ან არ აინეტრესებთ უბრალოდ, თვითონ ხო დაყავთ კერძოებში შვილები რაც მთავარია

Posted by: Dido 12 Jul 2012, 14:22
_SisterofNight_
QUOTE
1 კლასი 1 სმენაა, მეორე კლასიდან იწყება მეორე სმენები საბურთალოზე

ხო, საბურთალოზე არ ვიცი, მე ვაკეში შევიყვანე, 55-ეში და პირველივე კლასიდან არის 2 სმენა და გახანგრძლივებულიც აქვთ.
დედაჩემის იმედად შევიყვანე საჯაროში, თორემ მართლა შეუძლებელია სხვანაირად, მაშინ ცალკე ქალი უნდა აუყვანო ვინც გამოიყვანს და ა.შ.
თქვენ მომავალ წელს გიწევთ ხო?

Posted by: _SisterofNight_ 12 Jul 2012, 14:47
Dido

კი და რას ვიზამ არ ვიცი მე ვერავის იმედად ვერ შევიყვან, დედამთილს პატარას ვუტოვებ დღისით და რანაირად გამოიყვანს? პატარათი ხო არ მივა ხოლმე. დედაჩემი სხვა უბანში ცხოვრობს და დედა ყავს მისახედი ესე ისიც ვერ გამოდის, ჩვენ მოგვიწევს სირბილი რა ფაქტიურად. მამამთილის იმედი მაქვს მანქანით მოძრაობს კიდე დღისით და გამოიყვანს და წაიყვანს დედამთილთან, საღამოს მივალ და წამოვიყვან ხოლმე ორივეს, აბა რავქნა. კერძოში მინდა დიდი სურვილი მაქვს, მააგრამ უაზროდ მეძვირება 12 წელიწადში ამდენი ფულის გადახდა.

Posted by: Dido 12 Jul 2012, 15:30
_SisterofNight_
QUOTE
მააგრამ უაზროდ მეძვირება 12 წელიწადში ამდენი ფულის გადახდა.

yes.gif კი მეც ამიტომ შევიყვანე საჯაროში, უაზროდ ძვირია.თუ ძალიან გაგიჭირდა შეგიძლია დამხმარე ქალი აიყვანო, არ დაგიჯდება ძვირი. გამოიყვანს სკოლიდან მიიყვანს სახლში ან რამე წრეზე, მერე სახლში ამეცადინებს და მერე სახლში წავა. ფასები არ ვიცი როგორია.

Posted by: natia2203 12 Jul 2012, 15:33
_SisterofNight_
იოსებიძეზეა 161-ე სკოლა. 1 სმენიანია, 9 პარალელური კლასია და ყველა დილის სმენაა. ოღონდ მოხვედრა ამ სკოლაშიც პრობლემაა, მიღების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში იძახიან რომ ადგილები აღარ არისო

Posted by: _SisterofNight_ 12 Jul 2012, 15:55
natia2203

უი ეგ 1 სმენაა ეგ კარგია, ხო მიღება ყველგან პრობლემაა, მაგ სკოლასაც მოვინახულებ.

Dido

მეორე მინუსი საჯარო სკოლის არის ის რომ რუსული არ ისწავლება, არადა რუსული საჭიროა ყველგან, მაგრამ მასწავლებელი მინდა ვინმე მერე 1 წელიწადში რომელიც ინგლისურში და რუსულში მოამზადებს, სახლში რომ მოვიდეს, თუ გყავს ვინმე გამაგებინე. ქალზეც ვიფიქრებ თუ რამეა მაგრამ იაფი არ დაგიჯდებაო თუ ყოველდღე დაიბარებო ესე მითხრეს, კერძო სკოლის ფასი თუ დაგიჯდაო რაღა გამოვიდაო და რავიცი.

Posted by: blblbl 12 Jul 2012, 16:02
_SisterofNight_
QUOTE

მეორე მინუსი საჯარო სკოლის არის ის რომ რუსული არ ისწავლება,

რას ამბობ ჩემი დეიდაშAვილი სწავლობს საჯაროში მერვე კლასშია ერთი დღე არ მოგვიმზადებია რუსულში სკოლის მასალით საუბრობს

QUOTE
იოსებიძეზეა 161-ე სკოლა

აქ სწავლობს .ისე აქ რომ მოხვდეთ საბუთების მიღების წინა ღამ სკოლაში უნდა გაატაროთ ცოცხალ რიგში იდგეთ რომ შეიტანო

Posted by: _SisterofNight_ 12 Jul 2012, 16:04
blblbl

რა საბუთების მიღება, მე როგორც ვიცი რეგისტრაცია ხორციელდება ონლაინ რეჟIმში პირველ კლასელებისთვის, საბუთები აღარ შეგაქვს.

გენაცვალე, ეხლა აღარ ისწავლება, მე-7 კლასამდე ამოღებულია რუსული საჯარო სკოლებში, შენი დეიდაშვილი სწავლობდა და იმიტომაც აგრძელებს სწავლას, შარშანდლიდან მიიღეს ეგ კანონი რომ აღარ ისწავლება მე-7 კლასამდე, მე-7დან რო დაიწყებს სწავლას რაღას ისწავლის მერე ნუ გამაგიჟე.

მე მინდა რომ რუსული რაც ბაღში ისწავლა ის არ დაკარგოს და მე-7 კლასამდე ვერ დავუცდი მაგათ.

Posted by: g_o_g_i_n_a 12 Jul 2012, 16:08
საერთოდ ჩემამდე არ დავდის
რა საჭიროა სკოლა ჩემ შვილს
არც მივიყვან სკოლაში

Posted by: blblbl 12 Jul 2012, 16:11
_SisterofNight_
მაგ სკოლას ამრტო ონლაინ რეგისტრაცია არ შველის biggrin.gif მაინც გაარკვიე კარგად მაგის იმედად ნუ იქნები მანდ თუ გადაწყვეტ .რ ვიცი რუსულზე პირველად გავიგე მსგავსი რამ არ მგონია ბოლომდე ასე დარჩეს თუ მართალია.

Posted by: temosabasdeda 12 Jul 2012, 16:12
niniko09
შეგიძლია უყიდო ყველფერი რვეულებიდან დაწყებული ფერადი ფურცლებით დამთავრებულიფანქრები,პლასტელინი,რეულები თუ ავარჯიშებ წერაში,წიგნებიც შეგიძლია უყიდო ოღონდ თუ იცი უკვე რმელ სკოლაში შეყავს და იმ სკოლაში შარშან რა წიგნებიც იყო წელსაც იგივე იქნება ასე რომ შეგიძლია გადაახედო მასალას .5 წელი არ იცვლება წიგნები შარშან მასე გავაკეთე მე წელსაც ადრე უყიდი უფროსს უმცროს კი გამოადგება უფროსის წიგნები ვკითხულობთ მეორე კლასის მასალას და შტერივით აღარ შევა მერე სკოლაში.ხო კიდევ ჩხირები შეგიძლია უყიდო ._SisterofNight_
რეგისტრაცია ხდება როგორც ონლ;აინ ასევე პირდაპირ ხელზე შEაქვთ საბუთები სკოლაში აუცილებელი კი არაა მაინდამაინც ონლაინ გაიარო რეგისტრაცია

Posted by: ai-t-ai 12 Jul 2012, 16:15
QUOTE
იოსებიძეზეა 161-ე სკოლა


ჩემი სკოლა love.gif

და რუსულის ისეთი კარგი მასწავლებელი მყავდა love.gif

Posted by: Dido 12 Jul 2012, 16:18
_SisterofNight_
blblbl
ხო მეც ასე ვიცი რომ მეექვსე კლასიდან არის რუსული. რეგისტრაცია ონლაინ ხდება, თU ინტერნეტთან წვდომა არ გაქვს მაშინ სკოლაში მიდიხარ და იქ დაგარეგისტრირებენ ონლაინ, ამის მერე ხდება საბუთების მიღება. წელს შემოვიდა ეს წესი yes.gif

Posted by: blblbl 12 Jul 2012, 16:27
ai-t-ai
ჩემიც biggrin.gifრომელ წელს დაამთავრე, ვინ გასწავლიდა რუსულს?

Posted by: ai-t-ai 12 Jul 2012, 16:28
blblbl

2001 ში დავამთავრე და რუსულს მასწავლიდა თამილა ხანიაშვილი smile.gif ისე მიყვარდა ეგ ქალი love.gif

Posted by: blblbl 12 Jul 2012, 16:30
ai-t-ai
მეც მასწავლიდა მარა არ მიყვარდა biggrin.gif ლარისა მიყვარს მე wink.gif დამრიგებელი ვინ იყო შენი?

Posted by: ai-t-ai 12 Jul 2012, 16:32
blblbl

ლარისას შვილი ჩემი კლასელი იყო და ვმეგობრობთ smile.gif

ჩემი დამრიგებელი იყო ბიოლოგიის მასწავლებელი - ნაზი თეთრაშვილი და ჩვენი კლასი იყო ე.წ. "ხუთოსნების" კლასი smile.gif

გამოცდები რომ ჩაგვიტარეს მეოთხე კლასში და გადაგვანაწილეს, გახსოვს შენ ეგ ამბები? რომელ წელს დაამთავრე?

Posted by: blblbl 12 Jul 2012, 16:37
ai-t-ai
QUOTE
ნაზი თეთრაშვილი

ვაიმეე ვგიჟდებოდი ამ ქალზე ,უბრალოდ ერთი ტუ ორი წელი გვასწავლა ჩვენ მარტო მერე წავიდა sad.gif
QUOTE

ლარისას შვილი ჩემი კლასელი იყო და ვმეგობრობთ

ნინოს მეც ვიცნობ კარგად დიდი ხანია არ მინახავს ,ლარისა მასწავლებელი მხვდება ყოველდღე თითქმის

QUOTE
გამოცდები რომ ჩაგვიტარეს მეოთხე კლასში და გადაგვანაწილეს, გახსოვს შენ ეგ ამბები

კი ეს ჩემს დროსაც მოხდა მე 2003ში დავამთავრე .

Posted by: natia2203 12 Jul 2012, 16:37
_SisterofNight_
მართალია, ვინც ეხლა მე-6 კლასში გადავიდა, ისინი მხოლოდ 4 კლასი სწავლობდნენ რუსულს, და ალბათ მეტი რომ არ მოუვიდეთ, მე-7 კლასამდე აღარ ასწავლიან.
მე-5, მე-6 კლასებში ჩათვალეს რომ რუსული საჭირო აღარაა და მერე მე-7-ში ალბათ აღარც არაფერი ემახსოვრებათ ბავშვებს და თავიდან მოუწევთ სწავლა


ai-t-ai
შენ ჩემი კლასელი ყოფილხარ. მეტი არც არავის დამრიგებელი არ ყოფილა ნაზი თეთრაშვილი smile.gif))

Posted by: ai-t-ai 12 Jul 2012, 16:44
blblbl

ლარისა ძალიან მაგარი ქალია smile.gif მე დაწყებითებში მასწავლიდა მხოლოდ smile.gif

ნაზის დამსახურებაა ბევრი რამ ჩემს ცხოვრებაში...

არასდროს პროგრამას არ გვასწავლიდა, მაგრამ ამავდროულად ყველაფერი გვასწავლა 7 წლის განმავლობაში.
ბიოლგიის წიგნს არ სცნობდა, გამრავლებას გვასწავლიდა მეხუთე კლასში smile.gif და ამოცანებს გვახსნევინებდა მშობლებს როგორი შვილი შეიძლებოდა ჰყოლოდათ თვალის ფერის და თმის ფერის მიხედვით და ა.შ.
მე მასეთი მასწავლებელი არ შემხვედრია love.gif


Posted by: natia2203 12 Jul 2012, 16:47
ai-t-ai
აუ რომელი ხარ, შენ ნამდვილად ჩემი კლასელი ხარ smile.gif

Posted by: ai-t-ai 12 Jul 2012, 16:47
natia2203

ხო, მარტო მეხუთე მეხუთე კლასის იყო და ჩვენ ორი ნათია გვყავდა კლასში მხოლოდ smile.gif

თუ 2203 შენი დაბადების თარიღია მგონი ვხვდები რომელი ხარ smile.gif)))

Posted by: natia2203 12 Jul 2012, 16:51
ai-t-ai
2 არა, 3 ნათია ვიყავით

Posted by: anuka2009 12 Jul 2012, 19:35
_SisterofNight_
QUOTE
შენ გაიხარე, როგორ გამახარე, და გახანგრძლივებული არის თუ იცი? ისე მითხრეს რომ ძალიან დიდი კონკურსია ამ სკოლაში მოხვედრაზე, პლიუს კლასში 50 ბავშვი ზისო პირველ კლასში და ეს არ მინდა ნამდვილად, სექტემბერში მივალ სკოლების დასათვალიერებლად და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას. ჩვენ ორივე ვმუშაობთ და ისეთი სკოლა მინდა სადაც გახანგრძლივებულიც იქნება, უცებ რო ვერ მივაკითხო ბავშვს გარეთ რომ არ დამრჩეს, ეს ფუფუნება მარტო კერძო სკოლებს აქვთ საქართველოში რომ დილიდან საღამომდეა და საჯაროებში რათქმაუნდა არა, რაც ძალიან ცუდია, ბევრ სკოლას არა აქვს გახანგრძლივებული.


მოკლედ 1 ექსპერომენტალურ სკოლაში არის 2 მიმარტულება - პაკეტით (ანუ გახანგზლივებული) და პაკეტის გარეშე. ყველა ძლიერი მასწავლებელი რომელიცაა ნაკადში - ის ირჩევს კლასს პაკეტით smile.gif მაგრამ მე ზოგადად ძალიან კმაყოფილი ვარ, სახლში ბორიალს და უსაქმურობას იქ იყოს ჯობია, მეცადინეობენ, განსაკუთრებით მატემატიკას უბერავენ, ინგლისური მოდის მაგარი ნამეცადინები - ნუ ჩვენც ვამატებთ, მაგრამ მაინც, ძალიან ბევრს კარგ საგანს სწავლობენ და ზოგად განათლებას იღებს ძალიან კარგს (ეს უშუალოდ მათი მასწავლებლის დამსახურებაა). კლასია ძლიერი, ოლიმპიადებზე სხვა კლასიდა და სკოლიდან 1 ბავშვი თუ გადის, ამათი კლასიდან 3-4 მინიმუმ მიდიან და გამარჯვებულები ბრუნდებიან

რაც შEეხება ჩაწყობას, არის თან არის ძალიან მაგარი sad.gif სამწუხაროდ.

50 ბავში კლასში - ესაა დიდი ტყუილი, ფიზიკურად არაა დაწყებიტი კლასები ამდენზე გათვლილი, მაგრამ იმის ილუზია, რომ 35 ბავშზე ნაკლები იქნება ერთ კლასში არ გქონდეს smile.gif

ხო რუსულს სწავლობენ მეორე კლასიდან ძალიან კარგად smile.gif

Posted by: _SisterofNight_ 17 Jul 2012, 10:50
anuka2009

ჩაწყობაში რას გულისხმობ, სწავლაში თუ მოხვედრაზე? მოხვედრაზე ყველგან ერთი ამბავია მგონი, მოკლედ გეზი მაქვს ორი ან 1 ექსპერიმენტული და ან 161. სიარულით როგორ დადიხართ? ხომ არ გიჭირთ? ანუ ცოტა სიარული პრობლემას ხო არ გიქმნით?

Posted by: DA-DU-DI 17 Jul 2012, 11:04
161–ე ხომ კარგი სკოლაა? ჩვენ მანდ დავრეგისტრირდით, უბრალოდ ეხლა მტავარია დამრიგებელი შეგვხვდეს კარგი

Posted by: tamusinka 17 Jul 2012, 13:46
anuka2009
QUOTE
ძალიან ბევრს კარგ საგანს სწავლობენ და ზოგად განათლებას იღებს ძალიან კარგს (ეს უშუალოდ მათი მასწავლებლის დამსახურებაა). კლასია ძლიერი, ოლიმპიადებზე სხვა კლასიდა და სკოლიდან 1 ბავშვი თუ გადის, ამათი კლასიდან 3-4 მინიმუმ მიდიან და გამარჯვებულები ბრუნდებიან


ვინ არის თქვენი მასწავლებელი? დარეგისტრირებისას მასწავლებლის არჩევაც ხდება თუ არა? ჩვენც მომავალ წელს მივდივართ სკოლაში და ვეღარ გადავწყვიტე სად შევიყვანო. მაგ სკოლაში წრეები არის? სხვაგან რომ არ მყავდეს წასაყვანი.

Posted by: tamusinka 12 Sep 2012, 12:19
საქართველოს უნივერსიტეტის (იგივე ალასანია) საშუალო სკოლაზე ხომ არაფერი გსმენიათ?

Posted by: blblbl 12 Sep 2012, 16:00
tamusinka
ჯერ უნივერსიტეტი რაა და მერე სკოლა რა იქნეება biggrin.gif არავის ვურჩევ არცერთს და არც მეორეს.

Posted by: fashion 12 Sep 2012, 17:25
გოგოებო მაინტერესებს თუ არის თბილისში კარგი ამერიკული სკოლა სადაც ამერიკელები ასწავლიან.და რა ჯდება?მომოვალი წლისთვის მინდა რო დავრეგისტრირდეთ და ეხლავეა საჭირო თუ როგორ ხდება თუ ვინმემ იცით გამაგებინეთ.

Posted by: tamusinka 13 Sep 2012, 11:09
blblbl

როგორ იცი ხოლმე რააა smile.gif) სად წავიყვანო ეს ბავშვი აღარ ვიცი. პირველი ექსპერიმენტულის და 161 სკოლის გარდა სკოლა არ ვარგა თბილისში? ამ ალასანიაში 290 ლარია გადასახადი, შედის წრეები, სამჯერადი კვება , მეცადინეობა. ასატანი ფასია, თან ჩვენთან ახლოსაა და მეთქი იქნებ... შენ კი biggrin.gif

Posted by: blblbl 13 Sep 2012, 14:14
tamusinka
აი ქეთუ სწავლობს მანდ უნივერსიტეტში და უამრავჯერ დაწერა რა საშინელებები,ჩემი ახლობლებიც ვინს მანდ ჩააბარა დღემდე თავბედს იწყევლს.არ მგონი სკოლა დიდათ განსხვავდებოდეს biggrin.gif

რა ვარგა და რა არა არ ვიცი მაგრამ ფაქტია დადიან ბავშვები საჯარო სკოლებში და სწავლობენ, მარტო მაგ ორ სკოლაში არ დადიან.სწავლა გინდოდეს და ყველგან ისწავლი ჩემი აზრით. smile.gif სოფელში განა რა სწავლაა მაგრამ რა ნიჭიერი ბავშვები ჰყავთ smile.gif

Posted by: algulga 13 Sep 2012, 14:32
fashion
QUOTE
გოგოებო მაინტერესებს თუ არის თბილისში კარგი ამერიკული სკოლა სადაც ამერიკელები ასწავლიან.და რა ჯდება?მომოვალი წლისთვის მინდა რო დავრეგისტრირდეთ და ეხლავეა საჭირო თუ როგორ ხდება თუ ვინმემ იცით გამაგებინეთ.


http://www.qsi.org/grg_home/grg_home.htm

ეს სკოლა ძალიან მაგარი, მაგრამ ძალიან ძვირია.

23 000$ წელიწადი

http://www.info-tbilisi.com/ge/newschool/

ესეც კარგია უფრო იაფი ღირს მაგრამ რა ღირს არ ვიცი smile.gif))

Posted by: tamusinka 13 Sep 2012, 14:55
blblbl
QUOTE
აი ქეთუ სწავლობს მანდ უნივერსიტეტში და უამრავჯერ დაწერა რა საშინელებები,ჩემი ახლობლებიც ვინს მანდ ჩააბარა დღემდე თავბედს იწყევლს


ჰოო. ეგ არ ვიცოდი.

QUOTE
რა ვარგა და რა არა არ ვიცი მაგრამ ფაქტია დადიან ბავშვები საჯარო სკოლებში და სწავლობენ, მარტო მაგ ორ სკოლაში არ დადიან.სწავლა გინდოდეს და ყველგან ისწავლი ჩემი აზრით. სოფელში განა რა სწავლაა მაგრამ რა ნიჭიერი ბავშვები ჰყავთ


ფასიანზე არ მაქვს პრეტენზია. უბრალოდ, საჯაროდან გამოყვანის პრობლემა მექნება და იქაური გახანგრძლივებულის სიკარგეში ცოტა ეჭვი მეპარება. წრეებზეც საჭიროა სიარული, ამიტომ უფრო ვიხრები კერძო სკოლებისკენ, სადაც საღამომდე არიან ბავშვები, ოღონ არა ისეთ ძვირადღირებულზე ზემოთ რომ ლინკი დევს smile.gif

Posted by: blblbl 13 Sep 2012, 15:05
tamusinka
ხო გახანგრძლივებულში ვერაფერს გეტყვი,ნამდვილად არ ვიცი როგორია,იქნებ ვინმე გაიკითხო ვინც დადის და იცოდნენ რა როგორაა smile.gif

Posted by: tamusinka 13 Sep 2012, 15:10
blblbl

გავიკითხე. ზის უამრავი ბავშვი, არ ამეცადინებენ (წესით უნდა ამეცადინონ) და ნუ, არიან რა მშობლების მოსვლამდე. ჩემი მეგობარი კვირაში 3ჯერ წიოკობდა, მაგრამ შედეგი 0 . 1 სკოლაში არ ვიცი რა ხდება. აქედან ვისაც დაყავთ იქნებ დაწერონ გახანგრძლივებულის ამბავი.

Posted by: glamour23 13 Sep 2012, 15:11
1.წიგნები
2. ფანქრები
3.სახატავი რევული
ესენი შევიძინეთ უკვე, მაგრამ არ ვიცი გავაგრძელო სხვა რაღაცეების ყიდვაც თუ დაველოდო სწავლის დაწყებას, მაგ: რვეულები შეიძლება ინდივიდუალური იყოს მასწავლებლების მოთხოვნა თუ შევიძინო ის რითაც პირველ კლასში იწყებენ წერას

Posted by: fashion 13 Sep 2012, 17:15
algulga
ვაიმე რაამბავიააა გამოვშტერდი vis.gif რა მეშველება არ ვიცი sad.gif მადლობა ინფორმაციისთვის :*

Posted by: algulga 13 Sep 2012, 19:13
fashion
QUOTE
ვაიმე რაამბავიააა გამოვშტერდი  რა მეშველება არ ვიცი  მადლობა ინფორმაციისთვის :*

ეგ სკოლა ძალიან ძვირია. და ფასი იმიტომ ვიცი რომ მანდ ვმუშაობ.
დიპლომატებსი სკოლაა და ძირითადად საელჩოს ბავშვები გვყავს.

სხვა სკოლებიც იქნება ბევრი.
დარწმუნებული ვარ ნორმალურ ფასად ნახავ, ოღონდ უფრო ბრიტანულ სკოლას smile.gif

Posted by: fashion 13 Sep 2012, 20:04
algulga
ხო მანდ აშკარად ვერ ვატარებ, რამე სხვა უნდა ვნახო ვეძისში როა კიდე ერთი ამერიკული სკოლა მაგის შესახებ თუ ვინმემ იცით რამე მომწერეთ რააა პპლლლსსსს!! biggrin.gif

Posted by: niniko09 14 Sep 2012, 00:59
glamour23
QUOTE
მაგ: რვეულები შეიძლება ინდივიდუალური იყოს მასწავლებლების მოთხოვნა თუ შევიძინო ის რითაც პირველ კლასში იწყებენ წერას

რვეულები არ ვიცი, ჯერ არ მიყიდია, მაგრამ წიგნები მასწავლებლის მიერ უნდა იყოს შერჩეული. წინასწარ უნდა იცოდე, კონკრეტულად რომელ სახელმძღვანელოს გამოიყენებენ.
ქართულის წიგნებს ვერსად ვშოულობ mad.gif

Posted by: tamunia80 25 Sep 2012, 20:07
თქვენთან ერთი კითხვა მაქვს,როგორ ფიქრობთ ღირს თუ არა 5 წლის ბავშვის სკოლაში მიყვანა,თუ ჯერ მოსამზადებელში და მერე სკოლაში?

Posted by: blblbl 25 Sep 2012, 20:12
tamunia80
ჩემი აზრით არ ღირს და ფსიქოლოგებიც იგივეს ამბობენ,არაა 5წლის ბავშვი მზად ამხელა დატვირთვისთვის,ამოცანებს ახსნევინებენ და სერიოზული სწავლა მიდის,5წლის ბავშვის არც ტვინია მზად ამისთვის და არც ფსიქოლოგიური მდგომარეობა რომ გაუნძრევლად იჯდეს 40 წუთი გაკვეტილზე.ჩემს გარშემო ვინც შეიყვანა ძალიან ნანობს

Posted by: niniko09 25 Sep 2012, 20:46
blblbl
QUOTE
ჩემს გარშემო ვინც შეიყვანა ძალიან ნანობს

user.gif
საერთოდ ვერ წერს. აი, ასოებს კი არა, ხაზები და რკალები რომაა. იმდენად სასწაულია, არა მგონია ამან ოდესმე ჭ ან ტ დაწეროს mad.gif
თეორია კარგად ესმის, სწავლის პროცესში აქტიურია ძალიან და შეუყვარდა სკოლა.

Posted by: tamusinka 25 Sep 2012, 23:11
tamunia80
QUOTE
თქვენთან ერთი კითხვა მაქვს,როგორ ფიქრობთ ღირს თუ არა 5 წლის ბავშვის სკოლაში მიყვანა,თუ ჯერ მოსამზადებელში და მერე სკოლაში?


გააჩნია 5 წლის ეხლახანს გახდა თუ მალე ხდება 6 ის. ჩემსას მომავალ წელს სკოლაში რომ შევიყვან, 2 თვეში გახდება 6 ის. არა მგონია ამ 2 თვის გამო 1 წლით გადადება ღირდეს. მეც 5.5 წლის შევედი სკოლაში და ყველაზე კარგი მოსწავლე ვიყავი. ბავშვები რომ ანბანს სწავლობდნენ მე უცხო ტექსტებს მაკითხებდნენ smile.gif) რაც შეეხება ფსიქოლოგიურ მხარეს, ამ მხრივ მართლა "დავიჩაგრე", იმიტომ რომ ძალიან მკაცრი მასწავლებელი მყავდა, რომელსაც მგონი 4 წლის მანძილზე არ გაუღიმია და ძალიან ოფიციალურად გვესაუბრებოდა. მე პირადად ძალიან მაწუხებდა ეს ამბავი. ცოტა რბილი და თბილი რომ ყოფილიყო ამ მხრივაც კარგად ვიქნებოდი ალბათ smile.gif

მოკლედ, ბავშვზეა დამოკიდებული. თუ ხედავთ , რომ არ არის მზად, ნუ დააჩქარებთ სკოლაში შესვლას

Posted by: mata4 27 Sep 2012, 10:19
გამარჯობათ გოგონებო, ვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს და მყავს გახანგრძლივებული ჯგუფიც, ვიცი როგორი დატვირთვაა ბავშვებისთვის ყველაფერი ერთად, მაგრამ უჭირთ პირველი ნახევარი, ეს ნუ შეგაშინებთ , რამოდენიმე თვის გულისთვის ,არ დატოვოთ სკოლის გარეთ, რადგან წინ 12 წელი აქვთ. წარმწტებები თქვენს შვილებსს.

Posted by: blblbl 27 Sep 2012, 11:44
mata4
QUOTE
ვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებ

მაგრმა ფიქოლოგი არ ხართ,მათ კი უკეთ იციანს ბავშვის ფსიქოლოგია და გონებრივი შესაზლებლობა როდის არის მზად.

QUOTE
რადგან წინ 12 წელი აქვთ

პედაგოგს კი უნდა გაგეგოთ იმის შესახებ რომ 11წლიანი გახდა ისევ სწავლა smile.gif

Posted by: mata4 27 Sep 2012, 15:12
blblblმაგრმა ფიქოლოგი არ ხართ,

ფსიგოლოგი არ ვარ, მაგრამ 25 წელი ბავშვებთან მაქვს ურთიერთობა.


რაც შეეხება საჯარო სკოლას, სწავლა 12 წლიანია. განათლების სამინისტროს არ აქვს სხვა იმფორმაცია ამ თემაზე.შეგიძლიათ გადაამოწმოთ 2 47 33 33




Posted by: anakatrin 28 Sep 2012, 00:33
blblbl
QUOTE
პედაგოგს კი უნდა გაგეგოთ იმის შესახებ რომ 11წლიანი გახდა ისევ სწავლა

მე ჭურში ვზივარ?როდინდელი ინფოა?არ მგონია სიმართლეს შეესაბამებოდეს givi.gif

QUOTE
მაგრმა ფიქოლოგი არ ხართ,მათ კი უკეთ იციანს ბავშვის ფსიქოლოგია და გონებრივი შესაზლებლობა როდის არის მზად.

ჩემი აზრით,ფსიქოლოგზე უკეთ მშობელმა იცის მისი შვილის შესაძლებლობები და ამიტომ კონკრეტულ შემთხვევაში მშობელი უკეთ ხვდება მზადაა თუ არა ბავშვი.

ნიკა 6 წლის შევიყვანე სკოლაში,მაშინ არ იღებდნენ 5 წლიანებს,მაგრამ 5წლის ასაკშიც მზად იყო სკოლისთვის.
მისთვის უფრო უინტერესო იყო სკოლა,როცა თვითონ 1000 ფარგლებში იცოდა ანგარიში და თანაკლასელები 20 ფარგლებში ვერ უმატებდნენ.ამიტომ მე ვფიქრობ ბავშვზეა დამოკიდებული


fashion
ნინაჩკა,მეჩვენება თუ შენ ხარ? bis.gif
გამიხარდა შენი გამოჩენა.როგორ ხარ?გოგოები როგორ გყავს? 2kiss.gif

Posted by: blblbl 28 Sep 2012, 01:21
anakatrin
ტვში გამოაცხხადეს სანამ ამ კოსმარებს გაუშვებდნენ,ალბათ წინა დრეს და მერე ვიღას ახსოვდა biggrin.gif


ეკა ანგარიში შეიძლება იცოდა მაგრამ ,ის 40 წუთუ ერტ ადგილზე ჯდომაა რთული ბავშვისთვის და არა ის მასალას დაძლევს თუ არა smile.gif5წლის ბავშვს თამაში უფრო უნდა,6წლისაც არა მთლად მზად და 5წლის ნამეტანი პატარაა ჩემი აზრით

Posted by: anakatrin 28 Sep 2012, 02:11
blblbl
QUOTE
ტვში გამოაცხხადეს სანამ ამ კოსმარებს გაუშვებდნენ,ალბათ წინა დრეს და მერე ვიღას ახსოვდა

ნეტა რა უნდა მიკვირდეს? givi.gif
QUOTE
ეკა ანგარიში შეიძლება იცოდა მაგრამ ,ის 40 წუთუ ერტ ადგილზე ჯდომაა რთული ბავშვისთვის და არა ის მასალას დაძლევს თუ არა 5წლის ბავშვს თამაში უფრო უნდა,6წლისაც არა მთლად მზად და 5წლის ნამეტანი პატარაა ჩემი აზრით

ნიკა გიჟდებოდა ისე უნდოდა 5 წლისას სკოლაში ევლო.თავის ბაღს ჰქონდა პროგრამა:5 წლის ბავშვები კვირაში ორჯერ დაყავდათ სკოლაში და ჩვეულებრივ ამეცადინებდნენ,გიჟდებოდა იმ 2 დღეზე როცა სკოლა უნდა ჰქონოდა.არ ვიცი ალბათ ამ ყველაფერმაც განაპირობა ის რომ ძალიან მომზადებული იყო სკოლისთვის.სულ იმას ოცნებობდა როდის დაამთავრებდა ბაღს და როდის წავიდოდა სკოლაში smile.gif

ეხლა წლებს ითვლის როდის წავა უნიში givi.gif

თუმცა,ზოგადად,მიმაჩნია რომ 5 წელი მართლა ძალიან ადრეა სკოლისთვის,მაგრამ თუ ბავშვს გონებრივი შესაძლებლობები ხელს უწყობს,მაინც ჯობია სკოლაში შეყვანა

Posted by: blblbl 28 Sep 2012, 13:47
anakatrin
ნიკა სად დადიოდა ბაღში და რა პროგრამით სწავლობდა,ეგეც გაითვალისწინე biggrin.gif

Posted by: anakatrin 28 Sep 2012, 20:54
blblbl
QUOTE
ნიკა სად დადიოდა ბაღში და რა პროგრამით სწავლობდა,ეგეც გაითვალისწინე

ხო კაი,გავჩუმდები biggrin.gif

Posted by: tamusinka 22 Nov 2012, 00:35
161 სკოლაში კარგი მასწავლებლები ვინ არიან? ბლ, გეცოდინება შენ smile.gif

Posted by: blblbl 22 Nov 2012, 00:46
tamusinka
პირველი კლასი გაინტერესებს ახლანდელი?თუ ზოგადად დაწყებითის მასწავლებლები ან კონკრეტული საგნის?

Posted by: tamusinka 22 Nov 2012, 00:48
პირველი კლასი. მომავალ წელს უწევს შესვლა.

Posted by: blblbl 22 Nov 2012, 00:51
tamusinka
ნამდვილად არ ვიცი მომავალ წელს ვის უწევს კლასის აყვანა,გავიგებ მაგას ,ჯერ ვერ მაგრამ გავიგებ smile.gif ისე კი დაწყებითის კარგი მასწავლებელები არიან,როზა კაკულია,ირმა ანდღულაძე ნანაცქიფურიშვილი.ესენი ნამდვილად ვიცი რომ უკარგესები არიან,მაგრამ ახლა აჰყავთ პირველი კლასი თუ არ აეგ არ ვიცი.საერთოდ ეგ უფრო წლის ბოლოსკენ ირკვევა ხოლმე და გაგიგებ smile.gif ზოგადად კარგი მასწავლებლები არიან მაგ სკოლაში უმეტესობა,სწავლაც კარგია და დირექტორიც კარგი ჰყავთ smile.gif

Posted by: tamusinka 22 Nov 2012, 00:55
blblbl

ჩავინიშნავ ამ სახელებს smile.gif ხო, ჯერ ადრეა, ვიცი. მაგრამ ვეღარ გადავწყვიტე სკოლა რა...დღეს ვიყავი 161-ში და თუ საჯაროში შევიყვანე, ალბათ უფრო მანდ შევიყვან. პირველი ექსპერიმენტულის ნაცნობობის და ჩაწყობების ნერვი სად მაქვს smile.gif თან ეს უფრო ახლოა და თუ კარგად ასწავლიან, აქ მირჩევნია. ცოტა თბილი მასწავლებელი მინდა, რომ უხაროდეს სკოლაში მისვლა. და საერთოდ სკოლებში მასწავლებლის არჩევა ხდება ხოლმე თუ სადაც მოხვდები იქ ჩაგსვამენ?

Posted by: blblbl 22 Nov 2012, 01:26
tamusinka
ადრე ხდებოდა ე.წ. ჩაწყობები ახლა რამდენად ხდება არ ვიცი.ისე მოხვედრა აქაც ისევე რთულია,როგორც პირველ ექსპერიმენტალურში biggrin.gif მაგრამ იმედი მაქვს რაც ინტერნეტით რეგისტრაცია შემოვიდა აღარ იქნება არსად გართულებული,აბა 8წლის წინ მთელი ღამე სკოლაში გავათენეტ და მერე ცოცხალ რიგში ვდექით დილის 6საათიდან რომ ჩემი დეიდაშვილი მიეღოთ facepalm.gif სწავლა ნამდვილად კარგია.ახლანდელი დირექტორიც უზომოდ მომწონს.

Posted by: Dido 22 Nov 2012, 09:52
tamusinka
QUOTE
მასწავლებლის არჩევა ხდება ხოლმე თუ სადაც მოხვდები იქ ჩაგსვამენ?

წესით შენ ვერ აირჩევ თუმცა მაინც სცადე და თხოვე, შეიძლება ჩაგსვან ვისაც შენ ეტყვი იმასთან. რაც შეეხება საჯარო სკოლაში მიყავანას, აი ყველანაირად გირჩევ რო მიიყვანო საჯაროში. წელს მივედით ჩვენ და ძალიან კმაყოფილი ვარ. ნორმალური სიტუაციაა, სითბო, სისუფთავე, სწავლა და რავიცი. ნუ ერთადერთი ისაა რომ 12-1სთვის უმთავრდებათ და კერძოები მგონი 6სთმდე არის.

Posted by: tamusinka 23 Nov 2012, 01:10
blblbl
QUOTE
ადრე ხდებოდა ე.წ. ჩაწყობები ახლა რამდენად ხდება არ ვიცი


1 სკოლაში ელექტრონული რეგისტრაციის მიუხედავად მაინც ვერ მოხვდნენ წელს ბავშვები, ისევ იგივე სიტუაცია იყო. იმედია მომავალ წლამდე დამთავრდება ეს უაზრობა.

QUOTE
ისე მოხვედრა აქაც ისევე რთულია,როგორც პირველ ექსპერიმენტალურში

აქაც ნაცნობობაა საჭირო თუ

QUOTE
8წლის წინ მთელი ღამე სკოლაში გავათენეტ და მერე ცოცხალ რიგში ვდექით დილის 6საათიდან რომ ჩემი დეიდაშვილი მიეღოთ


უბრალოდ ჩასაფრებული უნდა ვიყო როცა დაიწყება რეგისტრაცია?

ეს ჩაწყობები აღარ უნდა ჩაბარდეს წარსულს?

Dido
QUOTE
ნუ ერთადერთი ისაა რომ 12-1სთვის უმთავრდებათ და კერძოები მგონი 6სთმდე არის.


გახანგრძლივებულიც არის და ამ 2 სკოლაში როგორც ვიცი კარგი პირობებით. სხვაგან არ ვიცი როგორ ხდება. აქ 3 საათამდე თავიანთი დამრიგელებელია და ამეცადინებს. შემდეგ შემოდიან წრეების მასწავლებლები და 5 საათზე მოყავს მანქანას სახლში. მართალია დამატებითი გადასახადია, მაგრამ 120-150 ლარი საკმაოდ ხელმისაწვდომი თანხაა როცა მუშაობ ადამიანი. თუ არ მუშაობ კი გამოიყვან ბავშვს 1 საათზე.

Posted by: Dido 23 Nov 2012, 18:41
tamusinka
კი ვიცი გახანგრძლივებული ყველა სკოლაშია მაგრამ 5სთზე რო სახლში დახვდე მაშინ ან ნახევარ განაკვეთზე უნდა იყო ან არ მუშაობდე rolleyes.gif თUმცა მე მაინც მგონია რო რაც არ უნდა იყოს ჯობია საჯაროში შეიყვანო და სკოლიდან გამომყვანი მამეცადინე ძიძა აუყვანო, კერძოზე იაფი დაგიჯდება და თან დასვენებული, წესიერად მოვლილი და მოწესრიგებული ბავშვი დაგხვდება სახლში. ძალიან იღლებიან სკოლაში და 5-6 სთმდე იქ ყოფნა გაუჭირდებათ, საბავშვო ბაღში მაინც უფრო სახლის სიტუაციაა და სკოლაში არა user.gif

Posted by: tamusinka 25 Nov 2012, 20:02
Dido
QUOTE
5სთზე რო სახლში დახვდე მაშინ ან ნახევარ განაკვეთზე უნდა იყო ან არ მუშაობდე


ხო, ეს 5 საათი არც იქითაა, არც აქეთ.

QUOTE
ძალიან იღლებიან სკოლაში და 5-6 სთმდე იქ ყოფნა გაუჭირდებათ, საბავშვო ბაღში მაინც უფრო სახლის სიტუაციაა და სკოლაში არა


ამაზე კი არ მიფიქრია. გახანრგძლივებულის ბავშვები საღამომდე იგივე საკლასო ოთახში არიან? ჩემ დროს ( biggrin.gif) ცალკე ჯგუფი იყო 2 ოთახიანი. 1 ოთახში ტელევიზორი, წიგნები და სხვა გასართობები იყო, მეორე ოთახში ვმეცადინეობდით. მე კი მაინც არ მიყვარდა იქ დარჩენა, მაგრამ ეხლა სკოლებში თუ უბრალოდ საკლასო ოთახში აყურყუტებენ ბავშვებს, მართლა ცოდოა დასატოვებლად sad.gif

Posted by: Dido 25 Nov 2012, 22:44
tamusinka
QUOTE
ტელევიზორი, წიგნები და სხვა გასართობები იყო,

არ ვიცი, ჩვენს სკოლაში არ მინახავს მსგავსი ოთახები მაგრამ შეიძლება სხვა სკოლებში აქვთ. თუმცა საკლასო ოთახში არა მგონია გააჩერონ, მეორე ცვლა მოდის მერე და იმ ოთახში არიან 4სთმდე. ალბათ ცალკე შეჰყავთ. რაც არ უნდა იყოს მაინც დამღლელია ბავშვისთვის, ჩუსტების ჩაცმა, ცოტახანი მაინც წამოწოლა უნდათ ხოლმე. ნუ როცა სხვა გამოსავალი არაა მაშინ სხვა რა გზა აქვს მშობელს და ეჩვევიან ბავშვებიც. ჩემი თანამშრომელი მიყვებოდა კერძოში დამყავდაო ჩემი შვილი და ისეთი დაღლილი მოდიოდაო, არაფრის თავი აღარ ქონდაო, არადა მაინც ჭირდებათო დავალებების გადაკითხვა, რჩებათო გასაკეთებელი, ხოდა გადავიყვანეო საჯაროში.

Posted by: Deborah_ 25 Nov 2012, 23:46
26-ე სკოლაში კარგი მასწები არ იცით მე-2 კლასელი ბავშვისთვის

Posted by: tamusinka 27 Dec 2012, 18:11
სკოლიდან სკოლაში გადაყვანა როგორ ხდება ხომ არ იცით?

Posted by: barbara7 22 Jan 2013, 20:52
თუ იცით რუსული ფასიანი სკოლები თუ არის თბილისში? ნათესავის ბავშვი უნდა შევიყვანოთ რუსეთიდან აქ ჩამოყავთ და როგორც გავიგე საჯარო სკოლაში არ ასადილებენ ბავშვებს. თუ ვინმემ იცით მომწერეთ, დაგუგვლით ვერ მივიღე ინფორმაცია...

Posted by: blblbl 22 Jan 2013, 20:55
barbara7
QUOTE
საჯარო სკოლაში არ ასადილებენ ბავშვებს.

ჯერ ერთი ბუფეტი ყველა საჯარო სკოლას აქვს და ბავშვს შეუძლია ჭამოს,მეორეც მაქსიმუმ 3საათზე დამთავრდეს გაკვეტილი ისიც კვირაში ორჯერ და როდის უნდა ასადილონ?კითხვას რაც შეება არ გამიგია ფასიანი რუსული სკოლა.

Posted by: tamusinka 23 Jan 2013, 00:59
რომელ საიტზე ხდება ხოლმე დარეგისტრირება?

Posted by: lexuss 26 Jan 2013, 01:46
დედიკოებო, რომელ საჯარო სკოლას მირჩევთ ვაკეში?

Posted by: Katerina :-) 26 Jan 2013, 12:52
QUOTE (qate @ 19 Jan 2010, 02:05 )
. მთელი წლის განმავლობაში ბავშვები პახოდებში დაყავს დიდი რუგზაკებით, საძილე ტომრებით, ფოტოაპარატებით, ცივი პერაშკებით და ცხელი გულებით, უყვება , ასწავლის, აყვარებს ასეთ ცხოვრებას. უღებს და ასწავლის ლამაზი სურათების გადაღებას. ძალიან კეთილი და შეამხანაგებული ბავშვები სწავლობენმ უფროსები პატარებს უვლიან, ეფერებიან .. . . .smile.gif მოკლედ ისაა რაც მინდა, ბიჭი მყავს და მართლაც მშვიდად ვარ რომ აქ გზას არ აცდება და ნარკომანი ხულიგანი არ ჩამოყალიბდება . .
ხო სწავლაც საკმაო დონეზეა, ძალიან კარგი სკოლაა მოკლედ smile.gif

მეც მინდა ბავშვი ასეთ სკოლაში ვატარო :-) რომელი სკოლაა ეს?

პ.ს. რაც მე პახოდებში ცივი პერაშკები მიჭამიაააა.... მაგრამ, მაგ დროს გულები მართლა თბილია, უუფ მომენატრა ეგ დრო :-)

Posted by: l_i_l_u 28 Jan 2013, 15:38
პლეხანოვი- ვორონცოვის ტერიტორიაზე რომელი სკოლაა კარგი?


Posted by: Dido 28 Jan 2013, 17:46
lexuss
QUOTE
დედიკოებო, რომელ საჯარო სკოლას მირჩევთ ვაკეში?

ჩვენ 55ეში დავდივართ და კმაყოფილი ვარ yes.gif ნუ მასწავლებელზეც ბევრია დამოკიდებული.

Posted by: lexuss 28 Jan 2013, 22:55
QUOTE (Dido @ 28 Jan 2013, 17:46 )
lexuss
QUOTE
დედიკოებო, რომელ საჯარო სკოლას მირჩევთ ვაკეში?

ჩვენ 55ეში დავდივართ და კმაყოფილი ვარ yes.gif ნუ მასწავლებელზეც ბევრია დამოკიდებული.

კლასში რამდენი ბავშვია?
გახანგძლივებული თუ აქვს?

Posted by: Dido 29 Jan 2013, 10:06
lexuss
კლასში 30. გახანგრძლივებულიც აქვთ ოღონდ მგონი ფასიანია. არ ვიცი ჩვენ არ დავდივართ.

Posted by: lexuss 29 Jan 2013, 13:47
გრუშევსკის სახელობის 41 სკოლაზე ხომ არ იცით ვინმემ როგორი სკოლაა?

Posted by: flying teapot 29 Jan 2013, 15:05
l_i_l_u
QUOTE
პლეხანოვი- ვორონცოვის ტერიტორიაზე რომელი სკოლაა კარგი?


23-ე სკოლაში ვაპირებ მე პირადად შვილის მიყვანას. არაერთი მოსწავლის დაკვირვების შედეგად მივიღეთ ეგ გადაწყვეტილება. : ))))) თან, ფრანგულსაც ასწავლიან.

Posted by: l_i_l_u 30 Jan 2013, 21:56
flying teapot
23 და 24-ს შორის მაქვს მეც არჩევანი

რა ინფორმაციას ფლობ თუ შეგიძლია, რომ მეც გამიზიარო მაგ სკოლაზე?


Posted by: flying teapot 31 Jan 2013, 10:26
l_i_l_u
QUOTE
23 და 24-ს შორის მაქვს მეც არჩევანი


24-ეში თანამშრომლის შვილი დადის და მეტნაკლებად კმაყოფილია. რაც შეეხება 23-ეს, დიდი ტრადიციების სკოლაა, გარდა ამისა, ჩემი დედამთილი ინგლისურის კერძო მასწავლებელია და ჩვენი უბნის (პლეხანოვი/ვორონცოვის) ბავშვები დადიან მასთან ძირითადად, ახლომახლო სკოლებიდან, და ამბობს, რომ მათი მომზადების დონე, განათლება და ა.შ. გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა სკოლებიდან მოსულებისა. თავად სკოლაში ვიყავი ერთხელ მისული, მაინტერესებდა, წელს რა სახით იქნება პირველკლასელთა რეგისტრაცია, ინტერნეტით თუ სხვანაირად, და მითხრეს, რომ ჯერ თავადაც არ იციან, სამინისტროს სიახლეებს ელოდებიან.
თვითონ სკოლა ნორმალურად მოწყობილია. არც ისე დიდი ფართი მომეჩვენა.მასწავლებლებს არ ვიცნობ, მხოლოდ ყურმოკვრით, ფრანგულის სწავლა საკმაოდ მაღალ დონეზეა. სულ ესაა, რაც ვიცი.

Posted by: l_i_l_u 1 Feb 2013, 23:29
l_i_l_u
დიდი მადლობა 2kiss.gif
ტერიტორიულად 23-ე უფრო მაწყობს და ალბათ მეც მანდ მივიყვან ბავშვს, შეიძლება კლასელებიც გახდნენ ჩვენი ბავშვები smile.gif)

Posted by: flying teapot 4 Feb 2013, 10:49
l_i_l_u
QUOTE
დიდი მადლობა 2kiss.gif
ტერიტორიულად 23-ე უფრო მაწყობს და ალბათ მეც მანდ მივიყვან ბავშვს, შეიძლება კლასელებიც გახდნენ ჩვენი ბავშვები smile.gif

არაფრის smile.gif))))))
ჰო, ჩამოვიკიდოთ აბრები ჩვენი ნიკებით და ვიცნობთ ერთმანეთს biggrin.gif biggrin.gif

Posted by: NLNL 8 Feb 2013, 11:55
მე მეორე კლასში მყავს უკვე. მამამისს არ უნდოდა საჯარო სკოლა, მაგრამ მე საჯარო სკოლაზე გავაკეთე არჩევანი და არ ვნანობ. დაწყებით კლასში ბავშვის ცოდნის მიღება დიდად არის დამოკიდებული სახლში მეცადინეობაზე. თან შარშან ფაქტიურად ნახევარი წელი ავად იყო და ვაცდენდით( ეხლაც ერთი კვირაა ვეცდენთ). მამამისიც მიხვდა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გაცდენები გვქონდა, კლასში ერთ-ერთი პირველია ცოდნით, დისციპლინით........ დაწყებით კლასში საჯარო სკოლაში მეყოლება და მერე იმის მიხედვით გადავწყვეტ სად გადავიყვანო, რისი ნიჭიც უფრო მეტად ექნება. ჯერჯერობით აქცენტი ტექნიკურ საგნებზე გვაქვს და სამომავლოდ კომაროვი ან ვეკუა გვინდა.
ერთი კია, რომ ჩემი კარიერა უკანა პლანზე გადავიდა. ზოგჯერ მომენატრება ხოლმე ძველი დრო, მაგრამ სკოლაში მასწავლებლები რომ ჩემს ბიჭზე მელაპარაკებიან, მაშინ არაფერს არ ვნანობ........ rolleyes.gif

Posted by: lexuss 8 Feb 2013, 12:55
ვაკეში რომ გრუშევსკის სახელობის სკოლაა, არაფერი იცით? ძალიან დამაინტერესა, მისვლითაც მივალ, მაგრამ საზოგადოების აზრიც მაინტერესებს

Posted by: tamusinka 8 Feb 2013, 18:25
http://www.aia-gess.ge/text.php?menu_id=49

ამ სკოლაზე რამე იცით?

Posted by: ketketket 17 Feb 2013, 14:09
გოგოებო პირველ ექპერიმენტალურში მინდა მიყვანა ბავშვის როდიდან იწყება რეგისტრაცია? და რომელ მასცავლებლებს მირჩევთ ვის ჯგუფში ჩავსვა? ვისაც გამოცდილება გაქვთ, ადრე ვირაცამ მომწერა და ვეღარ ვპოულობ იმ მესიჯს.. იქნებ დამეხმაროთ და დამაკვალიანოთ

Posted by: khatunia 18 Feb 2013, 11:38
ketketket
მეც მაქ ვაპირებ და თუ რაიმე ინფორმაცია გაქვს იქნებ მეც გამიზიარო რა.
რეგისტრაციის მოხვედრის შანსი არის თუ იცი?

Posted by: tamusinka 20 Feb 2013, 22:40
"ახალი სკოლა" ბაგებში რომ არის. რამდენია გადასახადი ხომ არ იცით?

Posted by: DOLPHIN 21 Feb 2013, 12:02
QUOTE
"ახალი სკოლა" ბაგებში რომ არის. რამდენია გადასახადი ხომ არ იცით?

7000.

Posted by: pravinia 21 Feb 2013, 12:11
QUOTE
"ახალი სკოლა" ბაგებში რომ არის. რამდენია გადასახადი ხომ არ იცით?

7000.


შეგყავს "ბელტიყლაპიაშვილი" და გამოგყავს "მენდელეევი", თუ რათა ამდენი? givi.gif

ერთი წელიც და მეც სკოლის არჩევანის წინაშე დავდგები, საჯაროში ვაპირებ მიყვანას, ახლოს გვაქვს პირველი ექსპერიმენტალური და იმედია მოვხვდებით მანდ

Posted by: blblbl 21 Feb 2013, 12:54
QUOTE

შეგყავს "ბელტიყლაპიაშვილი" და გამოგყავს "მენდელეევი", თუ რათა ამდენი?

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: natia2203 21 Feb 2013, 13:38
DOLPHIN
მე არ მესმის მარტო 7000-ისას რას ასწავლიან პირველკლასელს თუ კიდევ ხართ ჩემნაირები?
დაწყებით კლასებში წელიწადში 7000-ს იმ შემთხვევაში გადავუხდი ბავშვს, თვეში მინიმუმ 10 000 რომ მქონდეს ხელფასი. მაღალ კლასებზე უფრო დავფიქრდებოდი და 5000-იანი ხელფასითაც შეიძლება მაგ სკოლაში მეტარებინა, მაგრამ მაგაზეც ეჭვი მეპარება smile.gif)))

Posted by: tamusinka 21 Feb 2013, 14:15
DOLPHIN
QUOTE
7000.


დავრეკე და 5500 იო.

Posted by: DOLPHIN 21 Feb 2013, 15:45
tamusinka
ძალიან კარგი, მე მითხრეს 7 ხდებაო.

Posted by: flying teapot 21 Feb 2013, 15:55
სკოლა თუ გინდათ, აი, ესაა:


http://www.facebook.com/YsctbilisisMtsvaneSkola

http://vatotsintsadze.blogspot.com/2012/02/blog-post.html



love.gif

Posted by: ketketket 21 Feb 2013, 22:38
khatunia
აუ მეც მაინტერესებს ყველაფერი მე მიტხრა ერტმა დაგეხმარებიო და ალბატ გამოვა რავიცი მანდ ცჰაცყობებიაო და რავიცი, ჯერ არ სჰევჯახებივარ მაგ პრობლემას

Posted by: blblbl 21 Feb 2013, 22:52
ketketket
შენ მირციე ხო ადრე ძარლის ბეწვსი ვიტამინები?დამეკარგა ლინკი და გეხვეწები თუ გახსოვს მომეცი რა ისევ.მადლობა წინასწარ.თუ მეშლები ბოდიში biggrin.gif

ოფი რომ არ გამოვიდეს,ძა;ლიან მაინტერესებს რას ასწავლიან სკოლაში 5000ლარისას განსაკუთრებით დაწყებით კლასებში rolleyes.gif

Posted by: tamusinka 22 Feb 2013, 00:30
flying teapot

გაიხარე ოჯახში gigi.gif ორშაბათს ვაპირებდი მანდ მისვლას. მითხრეს კარგი სკოლააო. წლიური გადასახადი რამდენია?



DOLPHIN
QUOTE
ძალიან კარგი, მე მითხრეს 7 ხდებაო.


შეიძლება. მე ვისაც ვესაუბრე იმ ადამიანმა მითხრა ეხლა ამდენიაო და სექტემბრიდან რა იქნება არ ვიციო.

Posted by: lexuss 22 Feb 2013, 00:34
ახალი სკოლაში დადის ჩემი ნათესავი. მე9 კლასშია, ინგლისურ ენოვან დეპარტმენტში. ყველა საგანს სწავლობს ინგლისურად. საკმაოდ საინტერესო გაკვეთილები აქვთ. დებადებს მართავენ, ძირითადი აქცენტი აქვთ აზროვნების ჩამოყალიბებაზე. რავიცი, ცუდი არ ჩანს. ქართულ დეპარტამენტში არვიცი რა პროგრამა აქვთ, ისე ტირმე ძაან მეტიჩარა ბავშვები არიან. ავტობუსით ეგრეხებათ სიარული, ნუ მძღოლი უნდა ემსახურებოდეს, ტიპიური ქართული ავადმყოფობა. ინგლისურ დეპარტამენტში უმეტესობა უცხოელია და ჩვეულებრივი ბავშვები არიან.
ეს რაც მე ვიცი, შეიძლება არასწორია, თავს ვერ დავდებ )))
მე მაინც გრუშევსკის სკოლა გადავწყვიტე. I კლასიდან ინგლისური ისწავლება, II კლასიდან რუსული ან უკრაინული, რომელსაც აირჩევს მშობელი.

Posted by: tamusinka 22 Feb 2013, 00:36
blblbl
QUOTE
ძა;ლიან მაინტერესებს რას ასწავლიან სკოლაში 5000ლარისას განსაკუთრებით დაწყებით კლასებში 



მარტო სწავლა არაა. პირობებია, წრეებია. ყველაფერი ის, სადაც დამატებით უნდა ატარო. მე რომ ბავშვის საჯარო სკოლიდან გამომყვანი მყავდეს ნამდვილად არ ვიფიქრებდი კერძო სკოლაზე, მაგრამ საჯარო სკოლების გახანგრძლივებულით ვერ მოვიხიბლე, ვერც წრეებით. ცურვაზე აუცილებლად მინდა ბავშვის ტარება, ბალეტზეც, სიმღერაზეც. ამ ყველაფერს ჭირდება ფული და ერთი მოცლილი ადამიანი. სამსახურში თუ გავედი მოცლილი ვეღარ ვიქნები, ანუ + ძიძის (თუ რაც ქვია ამ შემთხვევაში) ფული ემატება სხვა ხარჯს და იგივე ჯდება. თან უნდა შეარჩიო სანდო ადამიანი, ინერვიულო როგორ მიიყვანა და მოიყვანა. მოკლედ, საჯაროც განვიხილე, დავიანგარიშე და კერძოც. პირველი მეტი თავის ტკივილია იგივე ფასად. ნუ, ეხლა მაინცდამაინც 8000 იან სკოლას არ ვეძებ. ოპტიმალურის მოძებნაა რთული smile.gif

თან კლასში 15 ბავშვსა და 35-ს შორის ძალიან დიდი სხვაობაა.



lexuss
QUOTE
მე მაინც გრუშევსკის სკოლა გადავწყვიტე.


ეს რომელია?

Posted by: blblbl 22 Feb 2013, 00:43
tamusinka
ხო გასაგებია,უბრალოდ მე არ მიმაცნია სწორად პირველკლასელი ბავშVი მთელი დღე იყოს სახლიდან გასული და ამიტომ,ზოგადად ამ მხირვ არ მომწონს დაწყებითებში კერზო სკოლები.ვისაც მოსწონს და ასე ურცევნია რა ტქმა უდნა მისი საქმეა.ნუ თან რავიცი 5000მართლა ძალიან ძვირია ჩემი პირადი აზრით სკოლისთვის.რაც შეეხება 15 და 35ს სწავლა თუ გინდა ყველგან ისწავლი smile.gif ნუ ესეც ჩემი პირადი აზრია biggrin.gif

Posted by: flying teapot 22 Feb 2013, 10:35
tamusinka
QUOTE
გაიხარე ოჯახში gigi.gif ორშაბათს ვაპირებდი მანდ მისვლას. მითხრეს კარგი სკოლააო. წლიური გადასახადი რამდენია?

smile.gif))))))))))))) მართლა კარგი სკოლაა, ვიცი. აი, ბლოგშია დაწვრილებით აღწერა. ფეისბუქ გვერდიც აქვთ.


3500 ლარია გადასახადი. კვებაც შედის და გახანგრძლივებულიც. წრეებიც ბლომად არის.



blblbl
ამაში გეთანხმები)))))) ათას რამეზე პატარა ბავშვის მიყვანაც ცოტა ზედმეტ მონდომებად მიმაჩნია.

Posted by: tamusinka 22 Feb 2013, 12:57
blblbl
QUOTE
ხო გასაგებია,უბრალოდ მე არ მიმაცნია სწორად პირველკლასელი ბავშVი მთელი დღე იყოს სახლიდან გასული


საბავშვო ბაღის ბავშვია მთელი დღე გასული და პირველ კლასში რა უჭირს.

QUOTE
ნუ თან რავიცი 5000მართლა ძალიან ძვირია ჩემი პირადი აზრით სკოლისთვის


ხო, ამაში გეთანხმები smile.gif


QUOTE
რაც შეეხება 15 და 35ს სწავლა თუ გინდა ყველგან ისწავლი


ნუ, ეხლა, ლომონოსოვს რომ სწავლა უნდოდა რა არ გადალახა, მაგრამ... biggrin.gif


flying teapot
QUOTE
ათას რამეზე პატარა ბავშვის მიყვანაც ცოტა ზედმეტ მონდომებად მიმაჩნია.


სპორტი და ხელოვნება ჩემი აზრით აუცილებელია. სპორტის 5 სახეობაზე და ხელოვნების 7 სტუდიაში არ უნდა ატარო რა თქმა უნდა smile.gif პირველ კლასში არაა სასურველი ყველაფრით დატვირთვა, იმიტომ რომ სკოლა ჯერ ახალი ხილია. ფსიქოლოგიური მომენტიც არის და ახალი წრეები შეიძლება ზედმეტი იყოს, მაგრამ სკოლას 1 წლით ხომ არ ვირჩვეთ? ცოტა გრძელვადიან პროგნოზს თუ თუ გავაკეთებთ, ბევრი რამის გათვალისწინება არის თურმე საჭირო. ნამდვილად არ მინდა 1-2 წელიწადში ახალ სკოლას ვეძებდე. იმედია სწორ გადაწყვეტილებას მივიღებ და ისეთ სკოლაში მივიყვან, მერე რომ რა ვინანებ smile.gif თან ასტრონომიულ თანხებთან არ იქნება დაკავშირებული smile.gif




QUOTE
მართლა კარგი სკოლაა, ვიცი. აი, ბლოგშია დაწვრილებით აღწერა. ფეისბუქ გვერდიც აქვთ.


3500 ლარია გადასახადი. კვებაც შედის და გახანგრძლივებულიც. წრეებიც ბლომად არის.


მადლობა smile.gif

Posted by: natia2203 22 Feb 2013, 14:41
tamusinka
QUOTE
საბავშვო ბაღის ბავშვია მთელი დღე გასული და პირველ კლასში რა უჭირს.

ის სხვაობაა რომ საბავშვო ბაღში ბავშვს რამდენიმე საათი გაუნძრევლად ჯდომა და მასწავლებლის მოსმენა არ უწევს. , სკოლაში კიდევ გაკვეთილებზე უწევს ჯდომა. და სკოლის რეჟიმში გაცილებით მეტად იღლება ბავშვი ვიდრე ბაღში. და გაკვეთილების შემდეგ თუ კიდევ მილიონი წრე დაუმატე, არა მგონია კარგი იყოს.

Posted by: blblbl 22 Feb 2013, 14:41
tamusinka
საბავშვო ბაღს და სკოლას საერთოდ ვერ შევადარებ ერთმანეთს smile.gif

Posted by: tamusinka 22 Feb 2013, 18:05
natia2203
QUOTE
ის სხვაობაა რომ საბავშვო ბაღში ბავშვს რამდენიმე საათი გაუნძრევლად ჯდომა და მასწავლებლის მოსმენა არ უწევს. , სკოლაში კიდევ გაკვეთილებზე უწევს ჯდომა. და სკოლის რეჟიმში გაცილებით მეტად იღლება ბავშვი ვიდრე ბაღში. და გაკვეთილების შემდეგ თუ კიდევ მილიონი წრე დაუმატე, არა მგონია კარგი იყოს.


სწორედ ამიტომ არ მინდა საჯარო სკოლის გახანგრძლივებული და ვეძებ ისეთ სკოლას, სადაც რელაქსაციისთვისაც არის გამოყოფილი დრო და ადგილი. მგონი მივაგენი კიდეც ასეთს. ეს ყველაფერი რომ არ მადარდებდეს არ ვიქნებოდი ამდენ ძიებაში და ძალიან მარტივად მივიყვანდი ყველაზე ახლოს მდებარე სკოლაში. შენთვის ცურვა თუ მილიონი წრე და ზედმეტი დატვირთვაა, ჩემთვის აუცილებელი ფიზიკური დატვირთვაა სწორედ სკოლის რეჟიმის გამო გადაღლილი ხერხემლის აზრზე მოსაყვანად. ნუ, ჩემი აზრია ასეთი და არა მარტო ჩემი. ყველა პედიატრი და ორთოპედი ამას ურჩევს მშობლებს.


blblbl
QUOTE
საბავშვო ბაღს და სკოლას საერთოდ ვერ შევადარებ ერთმანეთს


სწორედ ამიტომ არ მინდა საჯარო სკოლის გახანგრძლივებული და ვეძებ ისეთ სკოლას, სადაც რელაქსაციისთვისაც არის გამოყოფილი დრო და ადგილი. მგონი მივაგენი კიდეც ასეთს.

Posted by: makosha 22 Feb 2013, 21:58
tamusinka

მეც კერძო სკოლის ძიებაში ვარ, 6 საათამდე რომ იყოს და მეც არ მინდა 7000-ის გადახდა, ასე რომ, თუ რამე კარგი იპოვე, მეც მითხარი რააა smile.gif :*

Posted by: natia2203 25 Feb 2013, 10:25
tamusinka
ცურვა სად ვახსენე რომ დატვირთვაა ზედმეტი მეთქი? მასე რომ ვფიქრობდე 4 წლის ბავშვს ცურვაზე არ ვატარებდი. მე ბაღსა და სკოლას შორის სხვაობაზე ვთქვი, ბაღშიც მთელი დღე გასულიაო რომ დაწერე და სკოლას რა უჭირსო smile.gif

Posted by: tamusinka 26 Feb 2013, 13:40
natia2203
QUOTE
გაკვეთილების შემდეგ თუ კიდევ მილიონი წრე დაუმატე, არა მგონია კარგი იყოს.


მე ამაზე გამოგეხმაურე smile.gif მილიონ წრეს არ ვაპირებ. ცურვას ვაპირებ აუცილებლად და ხელოვნების რომელიმე მიმართულებას. საჯარო სკოლაში რომ იაროს, ამაზე მაინც უნდა ვატარო. მე ვერ ვატარებ სამსახურის გამო, ე.ი. უნდა ავიყვანო ძიძა, გადავუხადო ფული, თან ან გამომადგება, ან არა, უნდა იყოს სანდო და ყოჩაღი. ასეთი ძიძა ადვილი საშოვნელი არაა smile.gif უნდა ატაროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ან უამრავი ფული გადავყარო ტაქსებში. მირჩვენია სკოლას ვანდო, უფრო უსაფრთხოა ბავშვების მგზავრობა (თუ აუზი სკოლაშივე არაა). ჩემი აზრით რა თქმა უნდა smile.gif 5000ზე ნაკლებიანი სკოლებიც არის, უბრალოდ ბევრი სირბილია საჭირო სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. მჯერა, რომ მივაგნებ საჩვენოს biggrin.gif

makosha
QUOTE
მეც კერძო სკოლის ძიებაში ვარ, 6 საათამდე რომ იყოს და მეც არ მინდა 7000-ის გადახდა, ასე რომ, თუ რამე კარგი იპოვე, მეც მითხარი რააა


თუ მივაგენი გეტყვი. დროში ვართ ოღონდ შეზღუდულები. საბუთების მიღება უმეტეს სკოლაში დაწყებულია. შენც თუ მიაგენი მითხარი biggrin.gif

Posted by: natia2203 26 Feb 2013, 13:45
tamusinka
მე რამდენიმე ათასზე ვთქვი რომ ბევრია, თორე როცა მშობლები მუშაობენ საჯარო სკოლა ძალიან მოუხერხებელია. მე პირადად 6-ზე ვამთავრებ მუშაობას, ქმარიც მუშაობს, გამიმართლა და წრეებზე დედაჩემი ატარებს ბავშვს და სკოლის შემდეგაც ბებიასთან იქნება ბავშვი. დედა რომ არა ძიძის აყვანას ნამდვილად ჯობია კერძო სკოლა.

Posted by: Princess 26 Feb 2013, 13:53
ცინცაძის სკოლას ეძახიან, წერეთელზეა, აქ დაყავთ თანამშრომლებს, კმაყოფილები არიან. ბაღიც აქვს აამ სკოლას. ვისაც ტერიტორიულად აწყობს, მოსახერხებელია, ცეკვაც აქვთ, გაკვეთილებსაც ამზადებენ. ცურვა არ არის. დილიდან 6ამდე არიან ბავშვები.

Posted by: tamusinka 26 Feb 2013, 14:56
natia2203
QUOTE
გამიმართლა და წრეებზე დედაჩემი ატარებს ბავშვს და სკოლის შემდეგაც ბებიასთან იქნება ბავშვი.


ხო, მე არ გამიმართლა სამწუხაროდ, თორემ დაწყებით კლასებში არც ვიფიქრებდი კერძო სკოლაზე.

QUOTE
დედა რომ არა ძიძის აყვანას ნამდვილად ჯობია კერძო სკოლა.


yes.gif

Posted by: მარიამი 1 Mar 2013, 16:34
საინტერესო სტატია 5 წლიანების სკოლაში მიღებასთან დაკავშირებით:
http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/114148/

Posted by: Lile_da_luka 2 Mar 2013, 21:26
მშობლებო, ვისაც კერძოში დაგყავთ ბავშვი, მირჩიეთ 3000-4000 ლარის ფარგლებში

1. 6 საათამდე რომ იყოს
2. სპორტი შედიოდეს
3. ინფრასტრუქტურა ისეთი, რომ ბავშვს ზურგი არ ეტკინოს, მაგალითად პუფები
4. ჰიგიენა
5. ჯანმრთელი კვება
6. მაღალი ხარისხის განათლება

შეუძლებელია ასეთის პოვნა? ძალიან დიდი ყურადღებაა საჭირო, ბევრი იტყუება დაელაპარაკები, მოგეწონება, მიხვალ, ჩაუღრმავდები და კოშმარია. (მაგალითად მწვანე სკოლაში კოკა-კოლებს ასმევენ ბავშვებს facepalm.gif , ვერც პროგრამები მითხრეს და შიგნით სუფთა საჯარო დამხვდა) ამდენი დრო არ მაქვს ყველა სკოლაში მივიდე, ტელეფონით შეუძლებელია (მაინც ვერ ვიგებ)
ტყუილად რომ არ ვიარო, იქნებ პირადი გამოცდილებით მირჩიოთ.
მადლობა წინასწარ

Posted by: pipa 2 Mar 2013, 23:44
Lile_da_luka
QUOTE
1. 6 საათამდე რომ იყოს

უმრავლესობა 17:00 საათამდეა

Posted by: Lile_da_luka 2 Mar 2013, 23:52
pipa
QUOTE
უმრავლესობა 17:00 საათამდეა


მადლობა, მოვახერხებ, თუ სკოლა ძალიან მომეწონა. უკვე ძალიან დავიღალე არჩევით :| უფრო სწორედ დრო არ მაქვს ყველგან მივიდე და დარეკვით აზრი არ აქვს, დამაბოლეს მწვანე სკოლაში sad.gif

Posted by: pipa 2 Mar 2013, 23:55
Lile_da_luka
დამყავს ჯეჯილში.
რაც მომწონს-მასწავლებლები, ბავშვებისადმი დამოკიდებულება, ცეკვა/ჭადრაკი შედის(მგონი ყველგან ეგრეა)ფასიანი სკოლისთვის ზომიერი გადასახადი.
გახანგძლივებული 17:00-მდეა.სახლში მაინც ვუმოწმებ გაკვეთილებს და ინგლისურ-რუსულს ვამეცადინებს.
ვერ ვიტყვი , რომ აი ეგ არის რაც არის, მაგრამ უკმაყოფილო არ ვარ.მასწავლებლები , სწავლის მეთოდი და ადექვატური მშობლები, არა ნუვორიშები))
Lile_da_luka
უნდა მიხვიდე და ნახო ალბათ.
არ ვიცი, სკოლის რჩევა ძალიან ძნელია.
ჩვენს შემთხვევაში ადგილმდებარეობამ ითამაშა დიდი როლი და რამოდენიმე საღად მოაზროვნე ადამიანის რჩევამ,მათი ბავშვები სწავლობენ და კმაყოფილები იყვნენ.

Posted by: Lile_da_luka 2 Mar 2013, 23:57
pipa
QUOTE
დამყავს ჯეჯილში.
რაც მომწონს-მასწავლებლები, ბავშვებისადმი დამოკიდებულება, ცეკვა/ჭადრაკი შედის(მგონი ყველგან ეგრეა)ფასიანი სკოლისთვის ზომიერი გადასახადი.
გახანგძლივებული 17:00-მდეა.სახლში მაინც ვუმოწმებ გაკვეთილებს და ინგლისურ-რუსულს ვამეცადინებს.
ვერ ვიტყვი , რომ აი ეგ არის რაც არის, მაგრამ უკმაყოფილო არ ვარ.მასწავლებლები , სწავლის მეთოდი და ადექვატური მშობლები, არა ნუვორიშები))

ძალიან დიდი მადლობა. მაგას ვნახავ და კიდე თუ რამე მირჩიეს. ისე აზრი არ აქვს.
* * *
QUOTE
უნდა მიხვიდე და ნახო ალბათ.

კი კიი ეს აუცილებლად. ისე გამორიცხულია.
QUOTE
ჩვენს შემთხვევაში ადგილმდებარეობამ ითამაშა დიდი როლი

ამის პრობლემა არ მაქვს
QUOTE
რამოდენიმე საღად მოაზროვნე ადამიანის რჩევამ

და ზუსტად ამას ვეძებ. როგორც ვხვდები, გეუბნებიან ერთს, გხვდება მეორე. და ეს ყველაფერი როცა ბავშვს ეხება, ძალიან ვბრაზდები
არასოდეს არ უნდა გაუკეთო სხვის შვილებს ის, რასაც საკუთარს არ გაუკეთებდი. და არ მგონია რომელიმე დედა კოკა-კოლით ბერავდეს ბავშვს. იქვეა ჩიფსები და ბუნებრივია, რომ ბავშვებს უნდებათ. თან სკოლას ქვია მწვანე sad.gif

Posted by: keto22 3 Mar 2013, 00:20
51 სკოლაშI დაგყავთ ვინმეს ბავში? ყურმოკვირთ გავიგე რომ ბალეტს ასწალიან და თუ ვინმე რამე იცით დაწერეთ
ან საერთოს სად მივიყვანო 4 წლის ბავშვი ბალეტზე
არ მინდა პერო და ამბები, ბალეტი ერქვას და დაკმაყოფილდეს თორემ შემჭამა

Posted by: Lile_da_luka 3 Mar 2013, 00:25
keto22
QUOTE
ან საერთოს სად მივიყვანო 4 წლის ბავშვი ბალეტზე

მაკა მახარაძეს აქვს სტუდია, მაგრამ ცოტა პეროა. არ ვიცი რა ღირს, ჩემს თანამშრომელს დაჰყავს
კვირაში ერთხელ ბალეტია, ერთხელ თანამედროვე ცეკვა, ერთხელ ქართული. კონცერტებიც აქვთ სამეფო უბნის თეატრში
მაგრამ მანდ უფრო ზოგადი პლასტიკისთვის, პეროსთვის biggrin.gif და სცენაზე გამოსვლისთვის დაყავთ ბავშვები (მგონი). ისე კარგი რაღაცაა.

Posted by: pipa 3 Mar 2013, 00:29
keto22
სკოლაში არის საბალეტო სტუდია და აქებენ.
მანდ ჩემი დისშვილი დადის და მეგობრის შვილი, წესრიგი და სიმკაცრეა.

Posted by: keto22 3 Mar 2013, 00:30
Lile_da_luka
250 ლარი, და ყოველი სპექტაკლზე გამოსვლა ფასიანი პლიუს ჩაცმა დახურვა
პირადად არ მისაუბრია ასე ვიცი გადმოცემით და აღარ დავინტერესდი
4 წლის ბავშვისთვის ეს ფასები მეძვირება, ბალეტი ქვია ზოგადად. ამ ასაკში პლასტიკის მეტი რა უნდა გაუკეთო ბავშვს
მაინცდამაინც ბალეტი რომ უნდა, თორემ ტანვარჯიშზე ვატარებდი
pipa
QUOTE
სკოლაში არის საბალეტო სტუდია და აქებენ.

51 ში? რა კარგია, მივაკითხავ აბა
მადლობა

Posted by: Lile_da_luka 3 Mar 2013, 00:33
keto22
QUOTE
250 ლარი, და ყოველი სპექტაკლზე გამოსვლა ფასიანი პლიუს ჩაცმა დახურვა

ვიცი, რომ ძვირი ღირს. კი მართალი ხარ. სხვა უცნობი ადამიანების გახსნილი სტუდიები უნდა მოძებნო მაშინ. წარმატებები

Posted by: pipa 3 Mar 2013, 00:37
keto22
51-შია, კი.ოღონდ ცალკე სტუდიათ არის.ჩემი თანამშრომლის ბავშVი დადის.მაკა მახარაძე პეროა

Posted by: keto22 3 Mar 2013, 00:37
ვიცი თან მასეთ სტუდიაში რა კონკურენციაც არის მშობლები ერთმანეთს წეწავენ ვისი ბავშვი რომელ რიგში იქნება და ,ა,შ,
არ შემიძლია ესენი
მინდა ბავშვის სურვილი დავაკმაყოფილო
Lile_da_luka
pipa
გაიხარე. ძალიან დამეხმარე

Posted by: Lile_da_luka 3 Mar 2013, 00:40
keto22
http://babyandparents.blogspot.com/2009/07/blog-post.html
ნახე ესეც. პირადი გამოცდილებით გირჩევ, მაინც ადგილზე შეამოწმო ყურადღებით. მე ყველაფერს ვამოწმებ, სკოლასაც ,წრეებსაც.
არ ვიცი მანდ რა ღირს

Posted by: keto22 3 Mar 2013, 00:46
Lile_da_luka
აქ ვიყავი ძალიან მომეწონა მეცადინეობა, მაგრამ ადგილი არის ძალიან მიუდგომელი,
ტერიტორიულადაც არ მაწყობს სამსახურიდან დიდი ხნით მიწევს გამოსვლა და წრეების რტყმა
არც ვიცი რისთვის მიმექცია ყურადღება , ერთი ჩვეულებრივი გაკვეთილი იყო ბავშვიც ჩაერთო ეგრევე ჩადგა რიგში ბედნიერი და დარჩა ის დღე მოგონებად smile.gif
51 სკოლა მაწყობს ძალიან ტერიტორიულად

Posted by: lexuss 3 Mar 2013, 21:22
QUOTE (keto22 @ 3 Mar 2013, 00:20 )
51 სკოლაშI დაგყავთ ვინმეს ბავში? ყურმოკვირთ გავიგე რომ ბალეტს ასწალიან და თუ ვინმე რამე იცით დაწერეთ
ან საერთოს სად მივიყვანო 4 წლის ბავშვი ბალეტზე
არ მინდა პერო და ამბები, ბალეტი ერქვას და დაკმაყოფილდეს თორემ შემჭამა

4 წლის ასაკში ბალეტი ადრეა. შეიყვანეთ მხატვრულ ტანვარჯიშზე,მოამზადეთ საბალეტოდ.

Posted by: Galo 4 Mar 2013, 10:45
ვახანიას სკოლაა თუ ვახანიას პროგრამა - იცით რამე?

Posted by: anuka2009 4 Mar 2013, 10:50
keto22

ქეთო, საირმეზე ხელოვნების სკოლაში არის საბალეტო წრე, კარგი და არც პერო, ჩემებს დაყავთ ბავშვები და მოწონთ. ფასიც მისაღები აქვს.

Posted by: khatunia 4 Mar 2013, 11:29
anuka2009
სად არის ეს ხელოვნების სკოლა, ან ტელეფონი ხომ არა გაქვთ

Posted by: anuka2009 4 Mar 2013, 11:36
khatunia

პირველი ექსპერიმენრტალურის მოპირდაპირე მხარესაა, წიტელი ბაღის მხრიდან დაახლოებით.. აი პავლოვიდან, წითელი ბაღის გვერდიდან რომ აუხვიო საირმისკენ, პირდაპირ ამ სკოლას მიადგებით.

Posted by: khatunia 4 Mar 2013, 12:23
anuka2009
2kiss.gif მადლობა

Posted by: irinka7776 4 Mar 2013, 15:08
Galo
ვახანიას სკოლაც არის და პროგრამაცsmile.gif)

Posted by: masha 4 Mar 2013, 17:43
Galo
QUOTE
ვახანიას სკოლაა თუ ვახანიას პროგრამა - იცით რამე?

ვახანიას პროგრამით ასწავლიან 171-ე საჯარო სკოლაში, ხოლო კერძოში -"ბინული" გაგარინის მოედანთან.

Posted by: keto22 4 Mar 2013, 22:24
lexuss
ბალეტს ვერც ისწავის ამ ასაკში, ავარჯიშებენ მხოლოდ
anuka2009
მადლობაა. ვნახავ

Posted by: what 4 Mar 2013, 23:55
khatunia
ketketket

პირველ კლასელთა რეგისტრაცია დაიწყება აპრილის დასაწყისში, ჯერ იმ ბავშვებისთვის ვისი დედმამიშვილი და მშობლები ასწავლიან იმ სკოლაში. ამის შემდგე იქნება ონლინ რეგისტრაცია დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე.
* * *
flying teapot
QUOTE
l_i_l_u
QUOTE
პლეხანოვი- ვორონცოვის ტერიტორიაზე რომელი სკოლაა კარგი?


23-ე სკოლაში ვაპირებ მე პირადად შვილის მიყვანას. არაერთი მოსწავლის დაკვირვების შედეგად მივიღეთ ეგ გადაწყვეტილება. : ))))) თან, ფრანგულსაც ასწავლიან.


23 არაფრისგან გამორჩეული საშუალოზე დაბალი სკოლაა.

lexuss
QUOTE
გრუშევსკის სახელობის 41 სკოლაზე ხომ არ იცით ვინმემ როგორი სკოლაა?

41 სკოლას ახალი კარგი დირექტორი ყავს რომელიც ცდილობს რომ სკოლა წინ წაწიოს და გამოსდის ნელა ნელა ზევით ადის სკოლის რეიტინგი.

tamusinka
QUOTE
რომელ საიტზე ხდება ხოლმე დარეგისტრირება?


http://catalog.edu.ge/index.php


* * *
tamusinka
QUOTE
ჩავინიშნავ ამ სახელებს  ხო, ჯერ ადრეა, ვიცი. მაგრამ ვეღარ გადავწყვიტე სკოლა რა...დღეს ვიყავი 161-ში და თუ საჯაროში შევიყვანე, ალბათ უფრო მანდ შევიყვან. პირველი ექსპერიმენტულის ნაცნობობის და ჩაწყობების ნერვი სად მაქვს  თან ეს უფრო ახლოა და თუ კარგად ასწავლიან, აქ მირჩევნია. ცოტა თბილი მასწავლებელი მინდა, რომ უხაროდეს სკოლაში მისვლა. და საერთოდ სკოლებში მასწავლებლის არჩევა ხდება ხოლმე თუ სადაც მოხვდები იქ ჩაგსვამენ?

ჩაწყობები აღარ არის უნდა ონლაინ შეავსოო.


QUOTE
სკოლიდან სკოლაში გადაყვანა როგორ ხდება ხომ არ იცით?

მობილობა ხდება მარტივად, მიდიხარ სკოლაში საბუთებით და გადაგყავს, ოღონდ თუ აქვს კლას ადგილი იმ შემთხვევაში გადადის ბავშვი თუ არა უარია ან ელოდება თავისუფალ ადგილს

Posted by: flying teapot 5 Mar 2013, 10:49
what
QUOTE
23 არაფრისგან გამორჩეული საშუალოზე დაბალი სკოლაა.

უბრალოდ, კონტინგენტს დავაკვირდით, მოსწავლეებს და ყველაზე უკეთესები 23ელები იყვნენ, შეიძლება უბრალო დამთხვევა იყო.

დაწყებითებშიც არ გამოდგება? :DDD მერე მაინც გადაყვანა დასჭირდება ალბათ.

ან პლეხანოვ-ვორონცოვზე რომელი სკოლაა უკეთესი.

რეგისტრაცია როდის იწყება თუ იცით?

Posted by: khatunia 5 Mar 2013, 13:42
what
მადლობა ინფორმაციისთვის.

ისე, ვისაც გაგივლიათ ეს რეგისტრაცია იქნებ მოყვეთ რა პროცედურაა? იგივეა რაც ბაღებში იყო?
იმ ვერ გვერდზე მე რეგისტარციის ღილაკი ვერ ვიპოვე. რომ ვიცოდეთ რას ველოდოდოთ, რა ველებია შესავსები?

ჩაწყობა არა.ა კარგია თუ მასე იქნება. წინა დღეს ახლობელმა მითხრა, რომ დაარეგისტრირა სასურველ სკოლაში და ერთი კვირაში მირეკავენ და მეუბნებიან ავლაბრის სკოლაში გადანაწილდით აქ ადგილები აღარ იყოო.
ცხოვრობს ვაჟაზე და ხომ კარგია იქედან ავლაბარში ატარო ბავშვი.

* * *
კიდევ ერთი საკითხი, ხომ ვერ მირჩევთ საბავშვო ფსიქოლოგს. ვისაც შეუძლია მითხრას არის თუ არა ბავშვი მზად სკოლისათვის? ან თუ არსებობს რაიმე ორგანიზაცია სადაც ატარებენ მსგავს ტესტებს..

Posted by: anuka2009 5 Mar 2013, 14:29
khatunia
QUOTE
კიდევ ერთი საკითხი, ხომ ვერ მირჩევთ საბავშვო ფსიქოლოგს. ვისაც შეუძლია მითხრას არის თუ არა ბავშვი მზად სკოლისათვის? ან თუ არსებობს რაიმე ორგანიზაცია სადაც ატარებენ მსგავს ტესტებს


ზაზა ვერდიშვილს ანახე, ნომერიც მაქვს საადგაც და მოგწერ. ძალიან კარგი იდეაა, რეალურად შეაფასებს შEნი შვილის მდგომარეობას, არის თუ არა მზად სკოლისთვის

Posted by: khatunia 5 Mar 2013, 14:32
anuka2009
გაიხარე 2kiss.gif
მომწერე ..როცა იპოვი

Posted by: anuka2009 5 Mar 2013, 15:48
khatunia
599 298025

რეკომენდაციას ვუწევ, სერიოზული და პოზიტიური კაცია

Posted by: khatunia 5 Mar 2013, 15:53
anuka2009
მადლობააა.:-*

Posted by: algulga 12 Mar 2013, 20:22
გოგოებო სახელმწიფო სკოლა რუსეთის მოქალაქეს მიიღებს?


ბაღმა მიიღო და ეხლა სკოლის ბავშვი მყავს მისახედი.
მულისშილები ჩამომივიდნენ

Posted by: Galo 15 Mar 2013, 14:05
QUOTE
ვახანიას პროგრამით ასწავლიან 171-ე საჯარო სკოლაში, ხოლო კერძოში -"ბინული" გაგარინის მოედანთან.


QUOTE
ვახანიას სკოლაც არის და პროგრამაც)

171-ში ვაპირებ ბავშვის მიყვანას და საერთოდ ამ პროგრამაზე მაინტერესებს,ამბობენ კარგიაო და ფორუმელების აზრიც მაინტერესებს.

Posted by: makosha 27 Mar 2013, 11:12
ისევ სკოლის თემატიკა. შემთხვევით ვინმეს ბავშვი ხომ არ დაგყავთ ან ახლობელი ხომ არ დადის ან რაიმე ხომ არ გსმენიათ გრიგოლ ხანძთელის ეროვნულ სკოლაზე? პეკინზეა და რაღაც ძალიან თვალში მომივიდა, მაგრამ პრაქტიკული გამოცდილება მაინც სხვაა smile.gif

Posted by: Galo 28 Mar 2013, 13:58
გოგოებო და ბიჭებო,ბალავარზე რას იტყვით?

Posted by: nutsi-butsi 29 Mar 2013, 22:06
თუ ვინმეს გამოადგება ჩემი პოსტი მოხარული დავრჩები smile.gif მესამე წელია ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლაში დავდივართ. სწავლა დილის 9დან 5 საათამდეა, მანქანას ბავშვი 5:30 მოყავს სახლში(ჩვენ ახლოს ვართ სკოლასთან). პირადათ მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ სკოლის. სწავლა ნამდვილად კარგი აქვთ, თუმცა ეს ბავშვზეც არის დამოკდებული. სიტუაცია ძალიან თბილი და მეგობრულია, ამ შენობაში მხოლოდ 6 კლასის ჩათვლით არიან, დიდები ცალკე შენობაში გადაყავთ. კვება კარგია, თავიდან შემავსებინეს კითხვარი თუ რა მინდა/არმინდა რომ ბავშვმა ჭამოს, მკითხეს რამეზე თუ აქვს ალერგია. სკოლაში სულ არის ექიმი, პლუს ჰყავთ ფსიქოლოგი რომელიც წელიწადში რამოდენიმეჯერ ესაუბრება ყველა ბავშვს. მშობლებს სკოლა არ აწუხებს smile.gif რაც მნიშვნელოვანია დაკავებული დედებისთვის-კრება ტარდება წელიწადში 2ჯერ, რომელზეც საუბარია ზოგად თემებზე, შენ შვილზე თუ რაიმე გაინტერესებს ცალკე უნდა მიხვიდე( სხვა მშობლების გასაგონად სხვის ბავშვებს არ ლანძღავენ ). ბავშვებს უტარდებათ ცურვა, ჩოგბურთი, ცეკვა და ზოგადგამაჯანსაღებელი ფიზკულტურა. წლიური გადასახადი შეადგენს 3500 ლარს. ჩემი აზრით დიდი პლუსია ის რომ შეგიძლია გადაიხადო ყოველ თვე(350ლარი) და არა როგორც სხვა სკოლებშია გადასახადი ორზე როა გაყოფილი. კიდევ მნიშვნელოვანი მომენტია, რომ შეყვანისას აწერ კონტრაქტს ხელს რომლის თანახმად პირველი 6 წლის განმავლობაში გადასახადი არ გაგიძვირდება.

Posted by: makosha 29 Mar 2013, 23:39
nutsi-butsi
გამოგვადგება ნამდვილად. ცურვა და ტრანსპორტირება ამ 3500 ლარში შედის? და სად მდებარეობს ეს სკოლა?

Posted by: bubu_dato 29 Mar 2013, 23:44
edu.child.ge ზე არის რაღაც კერძო სკოლის მონაცემები თავისი პირობებით და შეგიძლიათ მანდაც ნახოთ

Posted by: nutsi-butsi 30 Mar 2013, 01:13
QUOTE (makosha @ 29 Mar 2013, 23:39 )
nutsi-butsi
გამოგვადგება ნამდვილად. ცურვა და ტრანსპორტირება ამ 3500 ლარში შედის? და სად მდებარეობს ეს სკოლა?

ვერაზეა, გოგებაშვილის ქუჩაზე. კი ყველაფერი ამ თანხაში შედის.

Posted by: makosha 30 Mar 2013, 11:20
nutsi-butsi
დიდი მადლობა. მივალ სანახავად. ყველაზე ძალიან მომწონს ყოველთვიურად რომ გაძლევენ გადახდის საშუალებას smile.gif

Posted by: _SisterofNight_ 1 Apr 2013, 12:00
გოგოებო ვისაც საჯარო ში მიგყავთ გამაგებინეთ ერთი როდიდან არის ჩვეულებრივი ბავშვების რეგისტრაცია და პლიუს რა საბუთები უნდა მივიტანო? საიტზე იდიოტობები წერია ისედაც რაც ვიცი. მე პირველ ექსპერიმენტულში მინდა შეყვანა საირმეზე რადგან პირველი ცვლაა და გახანგრძლივებულიც აქვთო და რავიცი, ვნახოთ, ეხლა კერძო სკოლა მეზედმეტება 1 კლასელისთვის ამ ეტაპზე.

Posted by: l_i_l_u 2 Apr 2013, 18:49
_SisterofNight_
QUOTE
გოგოებო ვისაც საჯარო ში მიგყავთ გამაგებინეთ ერთი როდიდან არის ჩვეულებრივი ბავშვების რეგისტრაცია და პლიუს რა საბუთები უნდა მივიტანო? საიტზე იდიოტობები წერია ისედაც რაც ვიცი. მე პირველ ექსპერიმენტულში მინდა შეყვანა საირმეზე რადგან პირველი ცვლაა და გახანგრძლივებულიც აქვთო და რავიცი, ვნახოთ, ეხლა კერძო სკოლა მეზედმეტება 1 კლასელისთვის ამ ეტაპზე.


ვერვ მე გავერკვიე წესიერად, ზოგგან წერია 1 მაისიდან, ზოგგან 25 აპრილიდან.
ჯერ ვისი და-ძმაც სწავლობს, ან მშობელი მუშაობს იმათთვის არის რეგისტრაცია დაწყებული..

დაწყებით კლასებში მეც საჯარო სკოლაში ვაპირებ, ვნახოთ რა იქნება....

Posted by: Anata 3 Apr 2013, 09:28
l_i_l_u
QUOTE
ჯერ ვისი და-ძმაც სწავლობს, ან მშობელი მუშაობს იმათთვის არის რეგისტრაცია დაწყებული..

აბა, გეგონოთ mad.gif
2 დღე ვწვალობდი, არ მიხსნიდა რეგისტრაციის ლინკს, გუშინ საღამოს საერთოდ გაქრა lol.gif ეტყობა მიხვდნენ, რომ მკვდარი იყო ლინკი lol.gif
ალბათ სკოლაში მისვლა ჯობია fingal.gif

Posted by: flying teapot 3 Apr 2013, 10:23
QUOTE
ალბათ სკოლაში მისვლა ჯობია fingal.gif


სკოლაში რომ მივედი, საიტიდან დარეგისტრირდით და მერე მოდითო facepalm.gif


რაგვეშველება mo.gif

Posted by: Anata 3 Apr 2013, 14:24
flying teapot
lol.gif lol.gif სასწაული რა fingal.gif
ისე, მე სკოლაში დავტოვე განცხადება, მაგრამ რეგისტრაცია მაინც უნდა გაიაროთო...
იმედია ეშველება რამე საიტს vik.gif

Posted by: l_i_l_u 3 Apr 2013, 14:29
როცა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება, მაშინ ამუშავდება ალბათ საიტიც.....

nutsi-butsi
ცურვა რამდენად შესაძლებელია მანდ, საიტზეც ვნახე და საჭყუმპალაო უწერიათ, ძალიან პატარაა

Posted by: nutsi-butsi 3 Apr 2013, 17:25
l_i_l_u
თვითონ შენობაშI რაც არის პატარა ბასეინი არის პირველ კლასელებისთვის, უბრალოდ წყალს რომ მიაჩვიონ. მეორე კლასიდან გაყავთ ბასეინზე და კორტებზე.

Posted by: tamunia80 25 Apr 2013, 12:58
ესეიგი მაქვს პატარა პრობლემა smile.gif ბავშვი არის 5 წლის,წელს არ ვაპირებ მის სკოლაში წაყვანს,მინდა იაროს ისეთ სკოლაში,სადაც არის მოსამზადებელი ჯგუფი 5 წლის ასაკის აღსაზრდელებისათვის,სადაც თამაშ-თამაშით ასწავლიან პატარებს და ამზადებენ სასკოლოდ,თუ ვინმემ იცის ასეთი მოსამზადებელი სკოლის შესახებ,გთხოვთ მომწეროთ,მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: makosha 1 May 2013, 12:09
ამ გაგანია 1 მაისს სად ჩაძირულა ეს თემა smile.gif)) ყველამ ყველა დაარეგისტრირეთ? smile.gif

Posted by: flying teapot 1 May 2013, 12:50
makosha
QUOTE
ამ გაგანია 1 მაისს სად ჩაძირულა ეს თემა

biggrin.gif ვის სცალია თემისთვის, ემის.ჯი-ს და სამინისტროს გვერდებზე და ხაზებზეა ყველა biggrin.gif biggrin.gif

QUOTE
ყველამ ყველა დაარეგისტრირეთ?

ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია )))))


დავარეგისტრირე მე. ესემესს ველოდები ან მეილზე დასტურს.

კოდი დავსქრინე, კაცი არ ენდობა მაგათ biggrin.gif

Posted by: makosha 1 May 2013, 12:51
flying teapot
მეც სმს-ს ველი და მეილს aba.gif

Posted by: khatunia 1 May 2013, 12:57
დავარეგისტრირე ვაშააა!:-)
კოდიც მივიღე ტელეფოზე! ..

ახლა რეაბილიტაციის კურსი მჭირდება იმდენი ვინერვიულე:-))

Posted by: makosha 1 May 2013, 12:58
მოვიდააააააააა bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: flying teapot 1 May 2013, 15:34
khatunia
გილოცავ bis.gif

biggrin.gif D D


QUOTE
ახლა რეაბილიტაციის კურსი მჭირდება იმდენი ვინერვიულე:-))

აუუ, ნუღარ იტყვი... sad.gif((((

დილის 9-იდან 10-მდე ჩემი დამემართა...... მერე მეილზე დასტურის ლოდინში.......
როცა ორსულად ხარ, ასჯერ მეტად ღელავ.... :სსსს




makosha
QUOTE
მოვიდააააააააა

ჩემთანაც... ოღონდ მხოლოდ მეილზე..

გილოცავ და წარმატებები smile.gif)))))

Posted by: khatunia 1 May 2013, 15:40
flying teapot
მადლობაა 2kiss.gif

მეც გილოცავ! 2kiss.gif
მე მგონი შენც პირველ ექსპერიმენტალურში დარეგისტრირდი ჰო?

Posted by: makosha 1 May 2013, 16:18
khatunia
flying teapot

მეც გილოცავთ! რა გამაბედნიერებდა ახლა ასე, ამათ ეს სატანჯველი რომ არ გამოეგონათ smile.gif

Posted by: flying teapot 1 May 2013, 16:23
khatunia
QUOTE
მადლობაა 2kiss.gif

მეც გილოცავ! 2kiss.gif
მე მგონი შენც პირველ ექსპერიმენტალურში დარეგისტრირდი ჰო?


მადლობა 2kiss.gif


არა, მე 23-ში smile.gif))))ჩემთან უფრო ახლოსაა. ათის 15 წუთზე ადგილების ნახევარი შევსებული იყო უკვე, 2-სთვის _ მთლიანად :რანახეს: :სსსს



ბევრი იყო უკმაყოფილო საიტის მუშაობით, ამის გამო დროუალდ ევრ დავრეგისტრირდითო... sad.gif(((( სასამართლოთიც კი იმუქრებოდა საიტზე ვიღაც.... ://




QUOTE
მეც გილოცავთ! რა გამაბედნიერებდა ახლა ასე, ამათ ეს სატანჯველი რომ არ გამოეგონათ smile.gif


lol.gif

+ბევრ

Posted by: n_j 1 May 2013, 19:42
სექტემბრიდან სავარაუდოდ ბინას შევიცვლით და სკოლასაც შესაბამისად, ხომ არ იცით ნინო რამიშვილის ქუჩის ახლო-მახლოს კარგი სკოლა და ბაღი რომელია, რეკომენდაციას გაუწევთ რომელიმეს? და სკოლის შეცვლის პროცედურები როგორ ხდება, მახსოვს რაღაც ვადა იყო წელიწადში ორჯერ, როცა საბუთების გადატანა შეგეძლო.

Posted by: მარიამი 1 May 2013, 20:08
QUOTE
პირველ ექსპერიმენტალურში

ეს სკოლა მაქვს იდეაში 2 წლის მერე. ჯერ 4-ისაა ჩემი გოგო, მაგრამ ისეთები გავიგე.... მაგარი ჩაწყობა უნდა, რომ მანდ მოხვდეო... ნაცნობობის და ჩალიჩის გარეშე შეუძლებელიაო. მართალია?

Posted by: piki-a 3 May 2013, 19:53
მეც მაგ სკოლაშI მინდა მინდა მივიყვანო მომავალ წელს, ახლოს არის სახლთან თან აქებენ, მეც მაინტერესებს მოხვედრა მართლა ჩაწყობით ხდება?

Posted by: khatunia 10 May 2013, 13:33
მარიამი
იმედია მომავალი წლიდან შეიცვლება რამეები:-)

გოგოებო თუ ვინმეს დაგყავთ პირველ ექსპერიმენტალურში იქნებ გამოცდილება გაგვიზიაროთ.
ჩვენ წელს მივდივართ პირველ კლასში.

ანუ რომელი დაწყებითების პედაგოდია კარგი, თუ ხდება პედაგოგის არჩევა თუ ვისთანაც მოგიწევს?
არის თუ არა ცვლები?
განახნგძლივებული კლაბეი და რამდენად ნორმალურია პირველი კლასიდან გახანგრძივებულში დატოვება? თუ გაქვთ გამოცდილება?

არის თუ არა ფორმა სკოლაში?
რა თადარიგი უნდა დავიჭიროთ? რაიმეს ხომ არ გვირჩევთ რა გავითვალისწონოთ?
:-) მოკლედ ყვეალფერი რასაც ახალს ეტყოდით :-)

Posted by: l_i_l_u 10 May 2013, 14:00
გილოცავთ ყველას, ვინც მოახერხეთ სასურველ სკოლაში დარეგისტრირება!
ახლა საბუთები როდიდან უნდა მივიტანოთ და რა საბუთებია საჭირო ხომ არ იცით?

Posted by: anuka2009 10 May 2013, 14:13
khatunia
QUOTE
ანუ რომელი დაწყებითების პედაგოდია კარგი, თუ ხდება პედაგოგის არჩევა თუ ვისთანაც მოგიწევს?


მინდა გაგახარო, რომ წელს ძალიან კარგი ნაკადია პედაგოგების, ასე რომ მშვიდად შEგიძლია დაელოდო, თუმცა არის 1-2 გამორჩეული, რომელთან მოხვედრაზე ისეთი ჩაწყობა მიმდინარეობს, რომ, ღირს თუ არა ვერ გეტყვი ამდენ ნერვიულობად.

QUOTE
არის თუ არა ფორმა სკოლაში?


არ არის, ბასვები დადიან თავისუფლად, მოხერხებულად.

QUOTE
რა თადარიგი უნდა დავიჭიროთ? რაიმეს ხომ არ გვირჩევთ რა გავითვალისწონოთ?
:-) მოკლედ ყვეალფერი რასაც ახალს ეტყოდით :-)




არაფერი განსაკუთრებული, ფანქრები, ფლომასტერები, პლასტელინი, სახატავი რვეული, ფერადი ფურცლები, კალმები, სასშლელი. პირველი კლასის რვეული არ გინდა, პირდაპირ მეორე კლასისაში იწყებენ და იმასაც ურიგებენ.


QUOTE
არის თუ არა ცვლები?


არ არის ცვლები


QUOTE
განახნგძლივებული კლაბეი და რამდენად ნორმალურია პირველი კლასიდან გახანგრძივებულში დატოვება? თუ გაქვთ გამოცდილება?


არის კლასები პაკეტით (გახანგრძლივებულით) და პაკეტის გარეშე. დიდი მნიშვნელიბა აქვს გახანგრძლივებულის მასწავლებეს, თუ შეხვდა კარგი - კარგია. სწავლობენ, მეცადინეობენ და რაც ყველაზე მეტად მომწონს სწავლას სწავლობენ, სწორად მეცადინეობას. მოკლედ მე ვარ კმაყოფილი, მეორე ახლა რომ შEდიოდეს იგივე მასწავლებელთან შEვიყვანდი, იგივე სკოლაში. ბავშვის აკადემიური დონეც საკმაოდ მაღალია სხვა სკოლის თავის ტოლებთან შედარებით.

თუ რა მე გაინტერესებს კიდევ მომწერე და გიპასუხებ

Posted by: khatunia 10 May 2013, 14:17
anuka2009
2kiss.gif
შენ გაიხარე!

და კიდევ ერთი საცურაო აუზი არისო სკოლაში და გადააჭარბეს თუ მართლა არის?

Posted by: anuka2009 10 May 2013, 14:28
QUOTE
და კიდევ ერთი საცურაო აუზი არისო სკოლაში და გადააჭარბეს თუ მართლა არის?


არ არის, ეგ იყო ადრე სკოლის წინ აუზი, მაგრამ აღარაა ერთი 7-8 წელია.
არის ცეკვა, კალათბურთი, ცეკვა, კარატე smile.gif

Posted by: მარიამი 10 May 2013, 14:44
anuka2009
ბასტი-ბუბუ? მე გავიგე ბასტი-ბუბუს ხალხი მოდისო და ბავშვებს ასწავლიან ცეკვა-სიმღერასო.

Posted by: khatunia 10 May 2013, 14:47
anuka2009
მშვენიერ! ცეკვა კარგია!

Posted by: _SisterofNight_ 10 May 2013, 14:51
მარიამი

მე დავრეგისტრირდი 1 ექსპერიმენტულში, ვინმეს ხომ არ მიგყავთ მანდ? დიდი გაჭირვებით, წამებში რომ შევედი 140 ადგილიდან 26 მიჩვენა სულ, მაგრამ მოვასწარი, გაუგებარია საიტი არ მუშაობდა და ამდენი ხალხი როგორ დარეგისტრირდა წამებში. სექტემბერში მიდის ჩემი და მერე დავწერ აქ როგორი კმაყოფილი დავრჩები.

Posted by: anuka2009 10 May 2013, 14:53
მარიამი

კი ბასტი ბუბუ შEმოდის და ჩვეულებრივ ბასტი ბუბუს პროგრამას გადიან, ჩემს ეზიზღება უნრალოდ ბავშვობიდა, ბასტი ბუბუ და არ გამახსენდა მაგიტომ smile.gif ისე მოწონთ ბავშვებს ძალიან smile.gif

Posted by: მარიამი 10 May 2013, 15:57
QUOTE
გაუგებარია საიტი არ მუშაობდა და ამდენი ხალხი როგორ დარეგისტრირდა წამებში

ალბათ თავისიანებს თვითონ არეგისტრირებენ, როცა სხვებისთვის საიტი არ მუშაობს.

anuka2009
ჩემსას უყვარს ბასტი-ბუბუ. მოვხვდებით თუ არა მანდ, კია საკითხავი. არავინ მყავს ჩამწყობი. მაგრამ ჯერ 2 წელია კიდევ წინ და იქამდე ან რამე შეიცვლება, ან ჩამწყობს მოვძებნი biggrin.gif

Posted by: khatunia 15 May 2013, 13:02
ხალხო სკოლაში მისატან საბუთებზე დაწერეთ რა ვინც იცით

საიტზე რაც ვნახე წერია: განხცადება და დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
მეტი არაფერი არ ჭირდებათ? სურათი, პირადობები., ჯანმრთელობის ცნობა...


Posted by: anna_annuka 4 Jun 2013, 23:33
QUOTE (tamunia80 @ 25 Apr 2013, 12:58 )
ესეიგი მაქვს პატარა პრობლემა smile.gif ბავშვი არის 5 წლის,წელს არ ვაპირებ მის სკოლაში წაყვანს,მინდა იაროს ისეთ სკოლაში,სადაც არის  მოსამზადებელი ჯგუფი 5 წლის ასაკის აღსაზრდელებისათვის,სადაც თამაშ-თამაშით ასწავლიან პატარებს და ამზადებენ  სასკოლოდ,თუ ვინმემ იცის ასეთი მოსამზადებელი სკოლის შესახებ,გთხოვთ მომწეროთ,მადლობა წინასწარ smile.gif


იაკობ გოგებაშვილის სასწავლებელი, კიკეთში.
www.kiketischool.ge

Posted by: sivrce 5 Jun 2013, 14:51
გადავწყვიტე გავრკვეულიყავი რა სიტუაციაა სკოლებში ამჟამად რუსთავში.ახლობლებში გავიკითხე,მაგრამ 2 ერთნაირი აზრი ვერ მოვისმინე, რომ აი ეს სკოლა ნამდვილად კარგიაო.აქაც გადავხედე ძველ პოსტებს და რომ ვფიქრობდი აი ვნახე სასურველი სკოლათქო ზუსტად ამ სკოლაზე ამოვიკითხე საინტერესო ისტორიები და მსგავსი ბევრისგან მომისმენია.მოკლედ ამ სექტემბერს არა,მაგრამ მომავალ წელს უწევს ჩემს პატარას და წინაწარ მინდა დავიჭირო თადარიგიsmile.gif.....თუ ვინმე ხართ რუსთაველი ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრიცsmile.gif

Posted by: Galo 5 Jun 2013, 22:42
QUOTE
ხალხო სკოლაში მისატან საბუთებზე დაწერეთ რა ვინც იცით

საიტზე რაც ვნახე წერია: განხცადება და დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
მეტი არაფერი არ ჭირდებათ? სურათი, პირადობები., ჯანმრთელობის ცნობა...

მე გუშინ ვიყავი და მითხრეს სასწრაფოდ მოიტანეთო საბუთები, ამდენ ხანს სად ხართო - 2 ფოტოსურათი, ნოტარიულად დამოწმებული დაბ.მოწმობის ასლი, მშობლების პირადობების ასლები, ჯანმრთელობის ცნობა და მშობლის მიერ დაწერილი ბავშვის დახასიათება, ყურადღება გაამახვილეს - ბაღიდან არაო.

Posted by: makosha 6 Jun 2013, 14:15
მე დღეს დავრეკე და მითხრეს 21 ივნისიდან ვიღებთ საბუთებსო. ეტყობა სკოლას გააჩნია.

Posted by: khatunia 6 Jun 2013, 17:43
Galo
რას ამბობ? რომელ სკოლაში გითხრეს ეგ?
* * *
_SisterofNight_
შენ ხარ მგონი პირველ ექსპერიმენტალურში ჰო? ხომ არ ყოფილხარ მოსული და რაიმე ინფორმაცია ხომ არ გაქვს? მე არ ვჩქარობდი საბუთების გაკეთებას, 21 ივნისიდან იწყება საბუთების შეტანაო და ამიტომ..
* * *
makosha
მეც ვებ გვერდზე წავიკითხე რომ 21 დან იწყება საბუთების მიღება და ველოდები მორჩილად...

გამოცდილებო, ბუკები რა ზომისაა? სიგრძე -სიგანე? ანუ ჩანთის გამოწერა მინდა და ბუკი რომ ჩაეტიოს ისეთი ზომა უნდა ავიღო

Posted by: anna_annuka 7 Jun 2013, 19:53
გააჩნია რომელ კლასზეა საუბარი. მე როგორც ვიცი, სამინისტროს მობილობა გაიხსნება 23 ივნისიდან, ანუ მაგ დროიდან იქნება შესაძლებელი სკოლიდან სკოლაში გადასვლა. პირველ კლასში თუ შეგყავთ, მაშინ არის ხოლმე საჩქარო საბუთები, ვინაიდან ბევრ სკოლაში ადგილები მალევე ივსება.
* * *
მეგობრებო, ვის გყავთ ამ ასაკის ბავშვი? ეს შეთავაზება ხომ არ გინახავთ?

"კონკურსი IX კლასის მოსწავლეებისთვის!

თუ თქვენ სწავლობთ თბილისის საჯარო ან კერძო სკოლაში, და 2013-2014 სასწავლო წელს გადადიხართ X კლასში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი გაძლევთ შანსს გამოავლინოთ თქვენი ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ზოგადსაგანმანათლებლო-ინტელექტუალური კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, კიკეთში. კონკურსის პირელი ეტაპი გაიმართება 2013 წლის 24 ივნისს, 12:00 საათზე. მეორე ეტაპზე გადავლენ ის მონაწილეები, რომლებიც პირველ ტურში დააგროვებენ 81 ან მეტ ქულას.
ტრანსპორტირებას თბილისიდან და უკან უზრუნველყოფს სკოლა.
კონკურსში მონაწილეობა არის უფასო!

პირველ 3 საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეს გადაეცემათ საჩუქრები:
• I ადგილისთვის - პერსონალური კომპიუტერი
• II ადგილისთვის - ელექტრონული წიგნის საკითხავი "ქინდლი"
• III ადგილისთვის - 200 ლარიანი ვაუჩერი წიგნების მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსისაგან".

გთხოვთ, მონაწილეობის მისაღებად 2013 წლის 17 ივნისამდე დარეგისტრირდეთ მისამართზე: https://docs.google.com/forms/d/1xjBV9G0g0KfCSBXuXkgGIlAeOLFa1hU6jbI9aHChsAI/viewform

გისურვებთ წარმატებას!

source: http://www.kiketischool.ge/?p=OC4zNDk=
bis.gif

Posted by: Galo 12 Jun 2013, 10:29
QUOTE

khatunia

171 საჯაროში

Posted by: piki-a 14 Jun 2013, 21:55
გთხოვთ მირჩიოთ.

არჩევანს ვაკეთებ პირველ ექსპერიმენტალურს, 52 და 161 საჯარო სკოლებს შორის. ყველაზე მისადგომი ჩემთვის 161-ე სკოლაა, მაგრამ თუ სხვა ჯობია მირჩევნია დანარჩენი ორიდან ვატარო. ვერ გადამიწვყვეტია. იქნებ ვინმემ იცოდეს ამ სკოლებს შორის განსხვავება.

Posted by: blblbl 14 Jun 2013, 21:56
piki-a
QUOTE
161

yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: piki-a 14 Jun 2013, 21:59
blblbl

მადლობა 2kiss.gif

Posted by: khatunia 21 Jun 2013, 18:27
anuka2009

არიქა მიშველე:-)

მეუბნებიან რომ შეუძლიათ იმ მასწავლებელთან ჩამისვან ბავშვი ვისთანაც მინდა პირველ ექსპერიმენალურში და მე არავინ ვიცი ვინ როგორია.
იქნება დამეხმარო რა.
ანუ არ მინდა რომ მკაცრი იყოს მასწავლებელი და ვის მირჩევ შენ?

თუ გინდა PM ში მომწერე 2kiss.gif

Posted by: anuka2009 21 Jun 2013, 18:30


khatunia


ახლავე გიშველი პმ-ში biggrin.gif

Posted by: khatunia 10 Jul 2013, 14:59
გოგოებო ვინც ვერ დარეგისტრირდით სადაც გინდოდათ იმ სკოლაში.. გამოჩნდა საიტზე თავისუფალი ადგილები.. თითქმის ყველგან არის პირველ ექსპერიმენტალურშიც და სხვებშიც

Posted by: Baskucha 11 Jul 2013, 23:49
რას ამბოოობ? რა მაგარია,და სად ნახე რომელ საიტზე??

Posted by: khatunia 12 Jul 2013, 13:26
http://catalog.edu.ge/
აქ წერია სად რამდენი ადგილია თავისუფალი

Posted by: Baskucha 16 Jul 2013, 09:27
khatunia
სიტყვები არ მყოფნის გამოვხატო მადლიერება. შენი წყალობით დავრეგისტრირდით ჩვენთვის სასურველ სკოლაში,რომელშიც მანამდე ვერ მოვხვდით.ძალიან დიდი მადლობა smile.gif

Posted by: khatunia 16 Jul 2013, 10:15
Baskucha
ვა! გილოცავ!:-* ძალიან გამიხარდა!

Posted by: piki-a 16 Jul 2013, 23:31
Baskucha
რომელ სკოლაში დაარეგისტრირე??

Posted by: tamuna_ 24 Jul 2013, 20:14
მაინტერესებს, თუ ვინმეს გყავთ მიყვანილი 5 წლის ასაკში, კმაყოფილები ხართ თუ თვლით რომ სჯობდა არ მიგეყვანათ 6 წლამდე?

Posted by: ლუნა 24 Jul 2013, 20:34
tamuna_

მე პირადად არ მიმიყვანია მაგრამ ვინც მიიყვანა უმრავლესობა ნანობს, ამიტომ ამ საკითხში სიჩქარე არ ღირს..

Posted by: tamuna_ 24 Jul 2013, 20:39
მეც არ მიმყავს და ძალიან მიკვირს მათი, ვისაც მიჰყავს, ამიტომ მაინტერესებს ვინმე რეალურად კმაყოფილი არის ამ ადრე მიყვანით თუ უბრალოდ მითია smile.gifლუნა

Posted by: blblbl 24 Jul 2013, 20:58
tamuna_

ჩEმს გარშემო ვინც კი მიიყვანა,აბსოლუტურად ყველა ნანობს,ზოგმა გამოიყვანა და მეორე წელს დააბრუნა,არცერთი ფსიქოლოგი არ ურჩევს.მეც არ მესმის იმ მშობლების ვისაცმიჰყავს,რა ეჩქარებაგ არსად არ გარბის სკოლა,პატარაა 5წლის ბავშვი სკოლისთვის.

Posted by: ლუნა 24 Jul 2013, 21:20
tamuna_

მაგით კმაყოფილი მე არავინ მინახავს.. no.gif
ახლობელმა მიიყვანა რამდენიმე წლის წინ ოქტომბრის ბოლოს ხდებოდა ექვსის მაგრამ მაინც გაუჭირდა ბავშვს, სულ თამაში უნდოდა და მერხზე დიდხანს ვერ ჩერდებოდა, მასალის ათვისებაშიც ჩამორჩებოდა თანაკლასელებს..
თვენახევარი ატარა დედამისმა მაგრამ მერე გამოიყვანა და მეორე წელს დააბრუნა, შემდგომში მსგავსი პრობლემები აღარ ყოფილა..
არადა გაითვალისწინეთ თავისი ასაკისთვის საკმაოდ გონებაგახსნილი ბავშვი იყო, უბრალოდ ისევე როგორც მისი ასაკის ბავშვთა უმრავლესობა ჯერ მზად არ იყო სკოლისთვის..



ახლა მეგობარს შეყავს თავისი გოგო სკოლაში (დეკემბერში ხდება ექვსის) ვეუბნები არ გინდა ნუ აწვალებ ბავშვს მეთქი, არ მიჯერებს არგუმენტით ამდენი ლექსი იცის, აქამდე თვლა იცის და ა.შ ამ დროს ეს საერთოდ არაა კავშირში სკოლასთან შეგუებლობასთან..

Posted by: blblbl 24 Jul 2013, 21:25
ლუნა
QUOTE
ამდენი ლექსი იცის, აქამდე თვლა იცის და ა.შ ამ დროს ეს საერთოდ არაა კავშირში სკოლასთან შეგუებლობასთან..

3 წლის ვკითხულობდი დედაენას თავიდან ბოლომდე და ვეფხისტყაოსანის სტროფები ვიცოდი ,ანუ სამი წლის უნდა მივეყვანე? მაგარი არგუმენტები აქვს ამ ხალხს რა biggrin.gif ეჩქარებათ დედებს და ვერ ხვდებიან იმას რომ ბავშვისთვის ცუდია .თუმცა აზრი არ აქვს,ადრეც იყო აქ ამაზე კამათი და ვისაც შეჰყავს ის მაინც თავის აზრზე დარჩება და არ გადაიფიქრებს smile.gif

Posted by: Baskucha 24 Jul 2013, 21:28
khatunia
მადლობა მოლოცვისთვის,დახმარებისთვის 2kiss.gif
* * *
piki-a
53-ში გადავიყვანეთ

Posted by: tamuna_ 24 Jul 2013, 21:33
მე ერთს (რომელიც რატომღაც მიმტკიცებდა, შეიყვანე, ნახე რა მაღალი ბავშვიაო smile.gif)) ) ჩავეძიე, რა მიზეზით მირჩევმეთქი და ისეთი პასუხი მივიღე, საბოლოოდ გადამაწყვიტე არ მიმეყვანა biggrin.gif
თურმე რახან 12 წელია ახლა სწავლა, სკოლას რომ დაამთავრებს ჯარი უწევს და თუ პირველივე წელს ვერ ჩააბარა biggrin.gif biggrin.gif მაშინ ჯარში წაიყვანენ და თუ 5 წლისას მიიყვან, 2 წელი აქვს უმაღლეში ჩასაბარებლად ვადა lol.gif ვაი შენს პატრონსმეთქი და დავამთავრე ამით yes.gif

Posted by: Baskucha 24 Jul 2013, 21:36
tamuna_
და იქნებ ამასობაში ისევ 11წელი გახადონ სწავლა,რას გიჩაგრავდა ბიჭუნას facepalm.gif

Posted by: tamuna_ 24 Jul 2013, 21:41
Baskucha
biggrin.gif არა, ჩემსას რას მიჩაგრავდა, თავისი მაგ მიზნით შეჰყავს და მეც "მირჩია" biggrin.gif თან დასაბუთებულად smile.gif)
საქმეც მაგაშია, ჯერ 12 წლის მერე განათლების რა სისტემა იქნება კაცმა არ იცის და მერე რატომ ვერ უნდა ჩააბარო მოაზროვნე ადამიანმა პირველივე წელს smile.gif)))))
* * *
ნუ ეს ყველაზე აბსურდული მიზეზი დავწერე, ისე სხვებიც არის: ნახე რა მაღალია, 6წლისას რომ მიიყვან ყველაზე მაღალი იქნება კლასში (მერე რა? spy.gif ), ნახე უკვე სიტყვებს წერს (ისევ მერე რა? spy.gif ), ნახე 10მდე ანგარიშობს (და კვლავ მერე რა? spy.gif ) და რაც მთავარია საქართველოში ოდესმე მივაღწევთ იმ კულტურას, რომ სხვის საქმეში ცხვირი არ ჩავყოთ? facepalm.gif

Posted by: makosha 25 Jul 2013, 14:39
მე მივედი 5 წლის სკოლაში და გარშემომყოფებიც კმაყოფილნი არიან და მეც smile.gif

Posted by: pathfounder 27 Jul 2013, 18:43
თუ ამ თემაში არის ვინმე ისანი-სამგორის ტერიტორიაზე მცხოვრები,მე 8 კლასელისთვის სკოლას ვეძებ,სასურველია ვარკეთილში.მირჩიეთ რამე წესიერი,ფლიზ.

Posted by: khatunia 7 Aug 2013, 16:20
მე მიმყავს 5 წლისა. ანუ სექტემბერში იქნება 5 წლის და 7 თვის.

სანამ გადავწყვეტდი წავიყვანო თუ არა მყავდა ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტში. არის ასეთი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ამოწმებს ბავშვის მზაობას სკოლისათვის და გაძლევს დასაბუთებულ დასკვნას.
ჩვენს შემთხვევაში:

ნევროლოგთან გაიარა საათნახევრიანი ტესტირება და გასაუბრება. ტესტირებაში შედის ზოგადი უნარების მსგავსი ტესტები და ფიზიკური ტესტები. შედეგი: ბავშვის განვითარება შეესაბამება მეორეკლასელი ბავშვის განვითარებას, და სკოლისათვის აბსსოლუტურად მზად არის. ( სიტყვიერად მითხრა მეორე კლასში ეგეთები გვყავდეს რა გვიჭირსო)

მეორე ტესტირება იყო ნეირო ფსიქოლოგთან, იქაც საათნახევარი - ტესტირება, საუბარი, ფიზიკური ტესტები. დასკვნა: ბავშვის განვითარება შეესაბამება 7 წლის ასაკის ბავშვის განვითარებას. თავისუფლად შეგიძლია წაიყვანო.

მეორე დღეს დამახვედრეს დასკვნა: ბავშვი მზად არის სკოლისათვის.(სიტყვიერად კი მითხრა, ცოდოა ეს ბავშვი სკოლაში რომ არ წაიყვანოო)

ასე რომ კარგია სხვისი გამოცდილების გაზიარება მაგრამ მაინც სპეციალისტის აზრი უფრო მნიშვნელოვანია მგონი.


Posted by: damski-kaprizi 2 Sep 2013, 20:12
pathfounder
მე დღეს მითხრეს ალბიონიაო კარგიო.. სადაა ზუსტად ვერ ამიხსნეს .. სადღაც ვაზისუბანში უნდა იყოს მემგონი...

Posted by: მარიამი 3 Oct 2013, 16:55
ძლივს ვიპოვე ეს თემა...

ბაღის მასწავლბლისგან დაზაფრულმა გადავწყვიტე, უკვე დავიწყო სკოლის და განსაკუთრებით დაწყებითის მასწავლებლის შერჩევა. ბავშვი 4 წლისაა და 2 წლის მერე წავა სკოლაში.

საერთოდ არაფერი ვიცი სკოლებთან დაკავშირებით და ყველაფერი მაინტერესებს.

1. ჩვეულებრივი საჯარო სკოლები ნორმალურია? ღირს ბავშვის მიყვანა?
2. ფასიანი სკოლები რა ფასებში მერყეობს? ვთქვათ, 100-დან 150-მდე რომ იყოს თვეში გადასახადი, არსებობს ასეთი კერძო სკოლები?
3. საბურთალოს ტერიტორიაზე (სასურველია დელისის მეტროს მიდამოებში ან უფრო ზემოთ ვაჟასკენ) რომელი კარგი სკოლა იცით? გინდა საჯარო, გინდა კერძო.

ძირითადი აქცენტი სკოლის სიკარგესთან დაკავშირებით მაქვს დაწყებითების მასწავლებელზე. შეიძლება სკოლა არ ბრწყინავდეს, მაგრამ ერთი მასწავლებელი იყოს კარგი და იმ ერთთან მივიყვან. თავიდან მაინც ერთი უნდა ჰყავდეს სულ. ისევ ასეა ხომ? 4 წელი ერთი მასწავლებელი ჰყავთ, როგორც ჩემს ბავშვობაში იყო, თუ შეიცვალა რამე?
* * *
tamuna_
QUOTE
თურმე რახან 12 წელია ახლა სწავლა, სკოლას რომ დაამთავრებს ჯარი უწევს და თუ პირველივე წელს ვერ ჩააბარა biggrin.gif biggrin.gif მაშინ ჯარში წაიყვანენ და თუ 5 წლისას მიიყვან, 2 წელი აქვს უმაღლეში ჩასაბარებლად ვადა lol.gif ვაი შენს პატრონსმეთქი და დავამთავრე ამით yes.gif

ეს მიზეზი ახალი ამბავი აღმოჩნდა შენთვის? smile.gif მე ისე გავიზარდე, მთელი ბავშვობა ეგ მესმოდა ყველასგან biggrin.gif 80-იან წლებში ბიჭების უმრავლესობა მაგ მიზეზით შეჰყავდათ ადრე სკოლაში. უმრავლესობა კი არა, მგონი ვინც ადრე შეჰყავდათ, ყველა მაგის გამო შეჰყავდათ. ახლა კი იმდენი უმაღლესი სასწავლებელია და ჯარიდან დახსნაც ისე ადვილია, ცოტა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ გამოყვა ალბათ ვიღაცას ეგ აზროვნება წარსულიდან biggrin.gif

Posted by: Vivo per Lei 19 Jan 2014, 21:06
მარიამი
შავ დღეში ვარ მეც, მარიამ.

ბენდუქიძის სკოლა მირჩიეს, ზოგმა, კატასტროფააო, ზოგმა ფანტასტიურიო. დაბნეული ვარ საოცრად.

კიდევ გერმანულ სკოლას აქებენ, ნუცუბიძეზეა, თუ არ ვცდები.

რაღაც, ალასანიას სკოლის ამბებს მოვკარი ყური, მაგრამ ინტერნეტში არ არის არაფერი.

Posted by: ninidediko 19 Jan 2014, 21:09
გამარჯობათ სამხატვრო სტუდიაში იხსნება ახალი ჯგუფი სულ პატარებისთვის 5 6 და 7 წლის ბავშვებისთვის . გაკვეთილები ცატარდება კვირაში ორჯერ ან სამჯერ შეთანხმების მიხედვით ხანგრძლივობა 2 საათით, ინდივიდუალური მიდგომა თითოეული მათგანის ხედვასთან დაეხმარებათ კარგად გამოსცენ შინაგანი სამყარო, დამოკიდებულება და აღქმა გარემოსადმი. მრავალფეროვანი ტექნიკა და თამაშები გაახალისებს სასწავლო პროცესს

Posted by: natkavip 19 Jan 2014, 22:58
გლდანში კერძო სკოლას რომელს მირჩევთ ??? თუ იცით რაიმე კარგი შეღავათიან ფასებში smile.gif

Posted by: DOLPHIN 20 Jan 2014, 12:46
ვინმეს თუ დაგყავთ ანიZ-ში ?

Posted by: Vivo per Lei 31 Jan 2014, 22:57
http://www.newschoolgeorgia.com/index.php

ეს სკოლა ამოვარჩიეთ ჩვენ, მეთოდებიან-დამაარსებლიან-სიტუაციიანად მოგვეწონა ძალიან ყველაფერი.

ვნახოთ, დრო გვაჩვენებს.

Posted by: louisiana 1 Feb 2014, 12:27
Vivo per Lei

მეც ძალიან მომწონს ეგ სკოლა და ერთი-ორ სიტყვას ხომ ვერ მეტყოდი თუ შენი შვილი სწავლობს უკვე მანდ? იმ კვირაში ვაპირებ რომ მივიდე და დაველაპარაკო და მე თვითონ ვნახო როგორია. რასაც საიტზე ვუყურებ და გამიგია ზუსტად ისეთია, როგორსაც ჩემი შვილისთვის ვისურვებდი. არ მინდა რომ იმედი გამიცრუვდეს რომ შევიყვან smile.gif.

მოკლედ, ძალიან გამიხარდება ცოტა დეტალურად თუ მომწერ. ქართულ ჯგუფში გყავს?

Posted by: Solveig 1 Feb 2014, 12:59
DOLPHIN

QUOTE
ანიZ


მაგ სკოლაში ჩემს ყოფილ უფროსს დაჰყავს შვილიშვილი და ძალიან კმაყოფილია. თავიდან საჯარო სკოლაში მიუყვანიათ, მაგრამ იქ იმდენი ბავშვი იყო კლასში, მათ ნახევარსაც ვერ სწვდებოდა მასწავლებელიო და ამ სკოლაში შედარება არაა, გაკვეთილებს იქვე ამზადებენ და ყველაფერს კარგად იგებსო. რავი, მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თავად ბავშვიც ძალიან კმაყოფილი იყო. აღტაცებულმა გვიამბო საშობაო წარმოდგენის შესახებ და ლექსიც ჩაარაკრაკა გერმანულად. მეორე კლასშია ახლა.

Posted by: DOLPHIN 1 Feb 2014, 15:24
Vivo per Lei
რა ღირს?

Solveig
Sehr gut! smile.gif

Posted by: nebiera28 1 Feb 2014, 21:10
http://ties.ge/

ამ სკოლაზე ხომ არ იცით რამე?

Posted by: anna_annuka 2 Feb 2014, 01:27
DOLPHIN ეგ რა სკოლაა? პირველად გავიგე.

Posted by: DOLPHIN 2 Feb 2014, 12:34
anna_annuka
კერძო გერმანული სკოლაა 57-ეს შენობაში.

Posted by: anna_annuka 2 Feb 2014, 13:41
DOLPHIN ააა, გასაგებია, გმადლობ. smile.gif

Posted by: tamusinka 10 Feb 2014, 18:25
სკოლა "ჯეჯილი"-ს შესახებ იცით რამე?

Posted by: marija 13 Feb 2014, 13:52
1 საშუალო სკოლაში, თავისუფლებაში დაგყავთ ვინმეს ბავშვი? იქნებ გამიზიაროთ აზრი

Posted by: Diamond Girl 13 Feb 2014, 15:10
დიდ დიღომში საპატრიარქოს სკოლაზე რას იტყვით?დაგყავთ ბავშვები ვინმეს??

Posted by: NENE2014 13 Feb 2014, 15:57
pathfounder
QUOTE
თუ ამ თემაში არის ვინმე ისანი-სამგორის ტერიტორიაზე მცხოვრები,მე 8 კლასელისთვის სკოლას ვეძებ,სასურველია ვარკეთილში.მირჩიეთ რამე წესიერი,ფლიზ.

მეგობარს დაყავს ბავშვი ალბიონში, ვაზისუბნისტერიტორიაზეა, უფრო სწორად შ.ს.ს-ს შენობის უკანაა მანდვე, ძალიან მაგარი სიტუაციაა და მასწავლებლებიც. უბრალოდ 250 ლარს იხდიან ესენი მაღალ კლასში, დაწყებითებში არ ვიცი რა ღირს

Posted by: shmaze 18 Feb 2014, 02:56
tamusinka
ჩემს მეგობრებს დაყავთ მანდ ბავშVები და ძალიან კმაყოფილები არიან. ადგილი კარგი აქვს აბაშიძეზეა, ძალიან კარგად ასწავლიან დ. რაც მთავარია დამოკიდებულება მასწავლებლებს და ბავშვებს შორის არიან ძალიან მაგარი. მე ვაპირებ მანდ მომავალ წელს ჩემი შვილის შეყვანას smile.gif ფბ გვერდიც აქვთ და შეგიძლია ნახო smile.gif https://www.facebook.com/School.Jejili

Posted by: Diamond Girl 18 Feb 2014, 16:00
QUOTE
დიდ დიღომში საპატრიარქოს სკოლაზე რას იტყვით?დაგყავთ ბავშვები ვინმეს??


Posted by: algulga 1 Mar 2014, 16:58
სკოლებში რეგისტრაცია როდიდან იწყება? და რომელ საიტზე უნდა დავარეგისტრირო?

Posted by: pravinia 10 Mar 2014, 11:29
სკოლაში წამსვლელი ბალღების დედიკოებო სად ხართ?
მგონი ამ თემის ამოწევის დროა smile.gif

161 საჯარო სკოლაში ვფიქრობ შეყვანას და ვინმეს დაგყავთ მანდ ბავშვი?

Posted by: natuluka 10 Mar 2014, 11:39
pravinia
მეც ეგ სკოლა მაქვს დამთავრებული და ჩემი დიშვილები დადიან მანდ.
ნორმალური სკოლაა, მოხვედრაა ცოტა ძნელი. დაიწყება თუ არა რეგისტრაცია უნდა დარეგისტრირდე, თორემ პირველივე დღეს აღარაა ხოლმე ადგილები.

წელს მეც მანდ ვაპირებ ბავშვის მიყვანას.

Posted by: pravinia 10 Mar 2014, 11:47
natuluka


ხო, მოხვედრა რთულიაო კი გამაფრთხილეს,
ეგ და პირველი ექსპერიმენტალური (საირმეზე) მაწყობს ყველაზე მეტად და ორივეგან მასეა;
ჩემი ახლობლის ბავშვები სწავლობენ მანდ და ძალიან კმაყოფილია,
თან ამ სექტემბერს ვისთანაც იქნება მიღება, მათ შორის ერთი ძალიან ნაქები მასწავლებელია, იმედია მოვახერხებ და მაგასთან მოხვდება ჩემი შვილი smile.gif

Posted by: E_ko 10 Mar 2014, 11:57
pravinia
QUOTE
პირველი ექსპერიმენტალური

mand dakavs chems mamidashvils bavshvi da sxbagan unda rom gadaikvanos. Arada ramdeni ichalicha mand rom moecko.

Posted by: natuluka 10 Mar 2014, 11:58
pravinia
მე 161-ე მაწყობს ძალიან, მანდვე ვცხოვრობ და იმედია მოვხვდებით წელს smile.gif
რომელი მასწავლებელი გიქეს?

Posted by: pravinia 10 Mar 2014, 12:02
E_ko

რატომ გადაყავს? სწავლის ხარისხითაა უკმაყოფილო, თუ სკოლაში არსებული სიტუაციით?


natuluka

ზეპირად არ მახსოვს, ჩაწერილი მაქვს სახელი;

Posted by: E_ko 10 Mar 2014, 12:16
pravinia
situacia skolashi zalian kargiao, magram metodi AR moscons, gaxangzlivebulshi unda ataroo, akve movamzadebinebt davalebebso, saxlshi davaleba AR akvs, anu damoukideblad AR mecadineobs. Vinc AR dadis gaxangzlivebulshi is bavshvebi Ra tkma unda ichagrebian, mesame klasels ciladebs, kvadratul fesvs ascavlian.

Posted by: pravinia 10 Mar 2014, 12:20
E_ko

მადლობა ინფორმაციისთვის smile.gif

Posted by: blblbl 10 Mar 2014, 17:14
pravinia
QUOTE
161 საჯარო სკოლაში ვფიქრობ შეყვანას

ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს smile.gif როგორც სწავლის მხრივ ისე უსაფრთხოების მხრივ,ცხვირს ვერ გამოყოფს ბავშვი გარეთ მშობლის გარეშე ისეთი გიჟი დაცვა დგას biggrin.gif

Posted by: isida8 11 Mar 2014, 13:33
მე-60 საჯარო სკოლაში მინდა შეყვანა,ვინმეს ხომ არ დაგყავთ მანდ?




ან რეგისტრაცია როდიდან იწყება ხომ არ იცით?

Posted by: ville valo's exwife_lico 20 Mar 2014, 12:47
კერძო სკოლებზე ვის რა ინფორმაცია გაქვთ?

ცალკე თემა გავხსენი მაგრამ მოდერმა არაო ესაც იკმარეო და ჰა იქნებ დამეხმაროთ აქ.

მჭირდება კერძო სკოლა თავისი ტრანსპორტით ნუ თუ ტრანსპორტი არ ექნება 6მდე ბავშვი იქ უნდა იყოს მაშინ sad.gif და ფასი არ უნდა აჭარბებდეს 5000ლარს წელიწადში.

ნიუტონში ვაპირებ მაგრამ ფასი რომ გაზარდეს გავბრაზდი ძალიან და იგივე ფასად მგონია უკეთეს სკოლასაც ვნახავ >_<

Posted by: DOLPHIN 20 Mar 2014, 12:59
ville valo's exwife_lico
რამდენი გახდა ნიუტონი?

Posted by: ville valo's exwife_lico 20 Mar 2014, 13:04
QUOTE
რამდენი გახდა ნიუტონი?


4200 გელა პირველიდან მეცხრემდე

მხოლოდ წელს ჩარიცხულებს ეხებათ ცვლილება sad.gif

Posted by: DOLPHIN 20 Mar 2014, 14:35
ville valo's exwife_lico
რომ გეკითხა, 3000 ლარი იქნებაო სულო.

Posted by: ville valo's exwife_lico 20 Mar 2014, 15:45
DOLPHIN

მე სადღაც ზამთრის დასაწყისში კი ვიცოდი უკვე რომ დიდი შანსი იყო გაეზარდათ გადასახადი. ბავშვების ნაკადით იყვნენ უკმაყოფილონი. გაძვირებით უკეთეს ნაკადს ელოდებიან (ბებიამაგათისამ).
ალბათ ეგონათ მაღალ ფასს თუ დაადებდნენ არავინ მიიყვანდა ბავშვს და ბაზარზე დამკვიდრება დაბალი ფასით გადაწყვიტეს არადა 3000 იდეალური იყო sad.gif ღორები sad.gif


მე რა ვქნა ახლა სად წავიყვანო ბავშვი გამისკდა თავი უკვე ამაზე ფიქრით sad.gif

Posted by: DOLPHIN 20 Mar 2014, 16:51
ville valo's exwife_lico
QUOTE
მე რა ვქნა ახლა სად წავიყვანო ბავშვი გამისკდა თავი უკვე ამაზე ფიქრით 

თუ რამით განუგეშებს, მე აქ მიმყავს: http://ani-zet.ge/
რამსიგრძე ნიკი გაქვს, არ ითაგები (ვაკოპირებ). biggrin.gif

Posted by: ville valo's exwife_lico 20 Mar 2014, 18:18
DOLPHIN
QUOTE
რამსიგრძე ნიკი გაქვს, არ ითაგები (ვაკოპირებ)


2005 წლიდან ვარ ამ ფორუმის იუზერი და დღემდე ტკბილად ჩამესმის ეგ ფრაზა
lol.gif lol.gif

ეგ გერმანული სკოლა ის ხომ არაა ერთ შენობაში რამდენიმე სკოლა რომ არის მათ შორის ფრანგული ეგზიუპერის სახელობის სკოლაც?

ნიუტონი იმიტომ მომწონდა რომ საბუნებისმეტყველო საგნებს აწვებიან იქ და ჩემსას ეგ აინტერესებს - ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია. ესე გაძლიერებული ენების სწავლება დიდად არ შედის ჩემს ინტერესებში "მაგას ცალკეც ვასწავლი" ამბავში.

Posted by: DOLPHIN 20 Mar 2014, 22:57
QUOTE
ეგ გერმანული სკოლა ის ხომ არაა ერთ შენობაში რამდენიმე სკოლა რომ არის მათ შორის ფრანგული ეგზიუპერის სახელობის სკოლაც?

yes.gif
QUOTE
საბუნებისმეტყველო საგნებს აწვებიან

ვალდორფი არ აწვება?
ვერ დაგთაგე, მთვრალი ვარ. biggrin.gif

Posted by: ville valo's exwife_lico 21 Mar 2014, 11:23
DOLPHIN
QUOTE
ვალდორფი არ აწვება

ეგ რომელია? ფიზიკა-მათემატიკური არ მინდა არავითარ შემთვევაში smile.gif მოკლედ ნიუტონის პროგრამა იყო ჩემთვის ყველაზე მიმზიდველი მაგრამ რას ვიზამთ sad.gif

QUOTE
ვერ დაგთაგე, მთვრალი ვარ

დაიკიდე smile.gif მაინც შემოვდივარ თემაში და ვნახულობ ვინმემ რამე ხომ არ დამიწერა თორემ მე ვეღარ ვფიქრობ უკვე საერთოდ sad.gif წავალ ახლა ფბ-ზეც ვიწუწუნებ ცოტას sad.gif

Posted by: Dido 21 Mar 2014, 11:50
DOLPHIN
საინტერესო სკოლა ჩანს. რომელიმე საჯარო სკოლის შენობაშია თუ ცალკე აქვთ რამე აშენებული? და რა ღირს?

Posted by: DOLPHIN 21 Mar 2014, 16:30
ville valo's exwife_lico
ვალდორფი ქავთარაძეზეა, ბაღიც აქვთ.
ამ თემასაც გადახედე: http://forum.ge/?f=79&showtopic=34066803

Dido
57-ეს შენობაშია, 3000 ლარი ღირს.

Posted by: Dido 21 Mar 2014, 17:36
DOLPHIN
QUOTE
3000 ლარი ღირს.

ნორმალური ფასია yes.gif

Posted by: toenna15 22 Mar 2014, 11:02
საგონებელში ვარ ჩავარდნილი და ვერაფრით ვერ გადავბწყვიტე სად შევიყვანო ჩემი შვილი, მე მგონი ვაგვიანებ კიდეც... იქნებ დამეხმაროთ მეგობრებო smile.gif

Posted by: lika_law 22 Mar 2014, 14:09
გოგოებო, თუ იცით ის წესი, სასკოლო ასაკი ზუსტად 6 წლით რომ განისაზღვრა, კერძო სკოლებზეც მოქმედებს?

Posted by: Dido 22 Mar 2014, 15:20
lika_law
კი რათQმაუნდა იმოქმედებს yes.gif

Posted by: lika_law 22 Mar 2014, 16:24
Dido
Uფ :-( ოქტომბერში ხდება 6-ის და საბუტებს მაინც არ მიიღებენ ნეტა?

Posted by: blblbl 22 Mar 2014, 16:53
lika_law
იანვრამდე დაბადებულებს იღებენ წელს ,მომავალი წლიდან უკვე აღარ მიიღებენ

Posted by: ville valo's exwife_lico 22 Mar 2014, 18:42
DOLPHIN
QUOTE
ამ თემასაც გადახედე: თბილისის კერძო სკოლები


აუ გაიხარე აი ეს მინდოდა ზუსტად biggrin.gif

Posted by: niniko09 22 Mar 2014, 18:49
blblbl
ჰოდა, წესით წლევანდელი წესი კარგია, მომდევნო წლების ვარიანტი არ მომწონს. ნატალი ოქტომბერში ხდება 6 -ის მომავალ წელს და ე.ი. კიდევ 1 წელი ბაღში უნდა იაროს და 7 წლის შევიდეს ფაქტიურად სკოლაში?! 1-2 თვეს წესით არ უნდა აქცევდნენ ყურადღებას. გამოვა, რომ ოქტომბერში და აგვისტოში დაბადებული ბავშვები ერთ კლასში იქნებიან. ანუ თითქმის 1 წელი იქნება განსხვავება კლასელებს შორის

Posted by: ville valo's exwife_lico 22 Mar 2014, 19:05
ისე ხვალ არის ღია კარის დღე ნიუტონის სკოლაში ვინმეს თუ გაინტერესებთ givi.gif

Posted by: lika_law 22 Mar 2014, 21:06
niniko09
Gეთტანხმები.ძალიან უაზრობად მიმაჩნია მე ერთი და ორი თვის გამო დიფერენციაცია

Posted by: marija 30 Mar 2014, 18:22
1 სკოლაში თავისუფლებაზე ვინმეს ხომ არ დაგყავთ ან რაიმე ინფორმაცია თუ გაქვთ, იქნებ მომწეროთ რა. მაინტერესებს, ღირს თუ არა მანდ ბავშვის შეყვანა

Posted by: natiko22 31 Mar 2014, 01:33
სკოლებში რეგისტრაცია როდის იწყება ხომ არ იცით? არ დავაგვიანო ამდენი ფიქრით,სად მივიყვანო და სად არა.

Posted by: natalialuka 2 Apr 2014, 14:42
natiko22


ეგ მეც მაინტერესებს

Posted by: nailart 2 Apr 2014, 14:52
მე მყავს 5 წლის ბიჭი, მინდა რომ ალბიონში ვატარო.
ცურვაზე ისედაც დამყავს. სიმღერასაც სწავლობს, ეს ორი რამ თავად სიამოვნებს და იმიტომ მივიყვანე. არ დამიძალებია. სწავლა არ უყვარს, ერთ ადგილას ჯდომა 5 წუთითაც კი აღიზიანებს, რა მეშველება არ ვიცი.

Posted by: Dido 2 Apr 2014, 14:59
nailart
QUOTE
მე მყავს 5 წლის ბიჭი

QUOTE
ერთ ადგილას ჯდომა 5 წუთითაც კი აღიზიანებს, რა მეშველება არ ვიცი.

გახდება 6-7 წლის და შეიცვლება თან ბევრად yes.gif

Posted by: blblbl 2 Apr 2014, 15:37
nailart
5წლის პატარაა და იმიტომ სკოლაში 6ის მივა და ამგ ასაკში უკვე სხვანაირი იქნება,მანამდე ბაღი ასწავლის როგორ უდნა მოიქცეს

Posted by: marija 10 Apr 2014, 12:26
გამარჯობა, 52-ე საჯარო სკოლაშI ვინმეს თუ დაგყავთ, იქნებ მითხრათ, კმაყოფილი ხართ თუ არა? ან გერგერთის სკოლაში?

Posted by: natuluka 10 Apr 2014, 12:33
ვინმემ ხომ არ იცით რეგისტრაცია როდის იწყება სკოლებში?

Posted by: macaco-fast65 11 Apr 2014, 10:44
natuluka
ჯერ არ დაწყებულა. გამოცხადდება ტელევიზიით..

Posted by: კორდელია 11 Apr 2014, 11:45
51 სკოლაში ვის დაგყავთ?

როგორია?

ესე შორიდან (არანაირი შეხება არ მაქვს) ,,ვუჭიტინებ" ( biggrin.gif ) და ვფიქრობდი აქ მიმეყვანა 2 ან 3 წლის მერე (გააჩნია განათლების სამინისტრო რა ასაკზე ჩამოყალიბდება).

Posted by: basti-bubuuu 11 Apr 2014, 12:39
ევროპულ სკოლაზე ხომ არ იცით რაიმე-ზოგი აქებს,ზოგი პირიქით

Posted by: macaco-fast65 11 Apr 2014, 20:53
რა საბუთებია საჭირო სკოლაში( პირველკლასელებისთვის) რომ მივიტანო?

Posted by: natalialuka 16 Apr 2014, 16:47

რეგისტრაცია დაიწყო და სატირი რა არის სადაც უნდა დავარეგისტრირო?

Posted by: natuluka 16 Apr 2014, 16:51
ჯერ არ დაწყებულა. 20 მაისს იწყება. ეხლა იწყება იმათი რეგისტრაცია ვისი დედმამიშვილიც დადის უკვე სკოლაში.

Posted by: natalialuka 16 Apr 2014, 17:22
natuluka

უი გაიხარე გული გამისკდა ვერც მოვუსმინე წესიერად საიტი ხომ არ იცი?

Posted by: natuluka 16 Apr 2014, 17:36
natalialuka
http://mes.gov.ge
ეს არის განათლების სამინისტროს ვებ მისამართი.
რეგისტრაციის ლინკი ჯერ არ აქვთ. 20 მაისამდე ექნებათ იმედია smile.gif))


https://www.facebook.com/notes/ministry-of-education-and-science-of-georgia/%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/782768378407576

Posted by: lacoste1 10 May 2014, 00:47
51 სკოლაზე იცით რამე? გარედან ყველა აქებს, მაგრამ შიგნით რა ხდება აი ეს მინდა ზუსტად გავიგო.
როგორი სკოლაა? ღირს რო ბავშვი მანდ შევიყვანო?

Posted by: მარიამი 18 Oct 2014, 17:05
52-ე სკოლაზე მაინტერესებს ნებისმიერი ინფორმაცია. ყაზბეგის 27-შია. როგორი პირობებია? როგორი მასწავლებლები? ვინმე თუ ხართ საქმის კურსში?

Posted by: lika_law 27 Jan 2015, 13:31
პრე სქული არის სადმე, რომელიმე სკოლაში?

Posted by: Dido 27 Jan 2015, 13:42
lika_law
აქ გიპასუხებ რადგან თემატურია. სკოლა "ოლიმპ"-ში დამყავს მე და აქვთ მოსამზადებელი (ე.წ. პრესქული), ჯიქიას ქუჩაზეა. აი საკონტაქტოები: 232 03 82, 253 79 47, (593) 34 31 31. ვებსაიტი გაეთიშათ ახლა და ჩართავენ იმედია. ეს ფბ გვერდია: https://www.facebook.com/groups/324638524412/

Posted by: lika_law 27 Jan 2015, 13:47
Dido
ჯიქია მაწყობს თან...მადლობა :*

Posted by: TT+ 20 Feb 2015, 16:25
ნიუტონს და მწიგნობართუხუცესს შორის ვაკეთებ არჩევანს - 1 კლასში შედის ჩემი შვილი.
როგორც ორივეგან ყოფნის შემდეგ დავასკვენი - სწავლაზე და განათლებაზე ორიენტირებული ამ ორისგან ნიუტონი უფროა.
რა გამოცდილება გაქვთ ამ სკოლებთან?

Posted by: Nokia 7390 23 Feb 2015, 11:16
მარიამი

გამარჯობა, კიდევ თუ გაინტერესებს რამე 52 სკოლაზე მომწერე, მე დამყავს ჩემი შვილი უკვე 4 კლასშია და ძალიან კმაყოფილი ვარ smile.gif

Posted by: aseaisea 26 Feb 2015, 00:06
მე მაინტერესებს საბურთალოს სკოლებზე ყველაფერი 52ეზეც დაწერეთ გთხოვთ რა მოგწონთ რა არა

Posted by: Seirēn 26 Feb 2015, 15:56
TT+
ნიუტონი ძალიან მაგარი სკოლაა smile.gif

Posted by: khatia_s 14 Mar 2015, 14:26
წერეთელზე რომელ სკოლას მირჩევთ? კერძოც და საჯაროც მაინტერესებს .

Posted by: DOLPHIN 17 Mar 2015, 10:26
khatia_s
ბაკურ სულაკაურის სკოლა ვიცოდი მანდ.

Posted by: khatia_s 17 Mar 2015, 23:53
სულაკაურის სკოლა დიღმი მასივში არის მე როგორც ვიცი

Posted by: mirabella 27 Mar 2015, 10:19
ახლობელს დაყავს ნიუტონში, მერე გადაიყვანა ბაქსვუდში,მაგრამ ბავშვმა გზა ვერ აიტანა და მოუწია ისევ ნიუტონში გადმოყვანა,მაგრამ შედარებაც არააო მითხრა ბასქვუდთან.ნიუტონი ტაკ სებე სკოლააო და ბასქვუდი ძალიან,ძალიან მაგარი იყოო... ტვინი მაქვს უკვე ახდილი იმდენი სკოლაა და ვერ გამიგია სად ჯობს რა...

Posted by: trendy 27 Mar 2015, 10:34
mirabella
QUOTE
ბაქსვუდში

ჩემმა თანამშრომელმა გადმოიყვანა გზის გამო,ძალიან იღლებოდა ბავშვიო.

Posted by: crv777 31 Mar 2015, 10:12
გამარჯობათ smile.gif

აქ ბევრი დიასახლისია და იქნებ შემოიხედოთ. წინასწარ მადლობა smile.gif


https://forum.ge/?f=34&showtopic=34744785


Posted by: khatunia 12 Aug 2015, 10:33
ვაპირებ ბავშვები პირველი ექსპერიმენტალური სკოლიდან გადმოვიყვანო დიდი დიღმის რომელიმე სკოლაში, საცხოვრებლად დიღომში გადმოვედით. 186 სკოლა არის ახლოს და ვინმე ხომ არ დადიხართ მანდ და როგორი სკოლაა ზოგადად..

Posted by: lobja 25 Jan 2016, 16:18
QUOTE
ტვინი მაქვს უკვე ახდილი იმდენი სკოლაა და ვერ გამიგია სად ჯობს რა...

+1

აიი გასკდა თავი


საჯარო სკოლებს ისეთს ლანძღავენ რო რავიცი ...


რომელ კერძო სკოლას მირჩევთ ? სად დაგყავთ ბავშვები ?

ამ სკოლებზე რა აზრის ხართ?

1.სადუნი ?
2. ნიუტონი ?
3. იბ მთიები ?

3000 - 4000 ლარის ფარგლებში რომელი კერძო სკოლები იცით?


პ.ს. ბაქსვუდს მაგარს აქებენ მარა ყველას ამ გზის პრობლემა აქ. ძალიან იღლებიან ბავშვებიო.


Posted by: ellen86 26 Jan 2016, 14:55
lobja

ნიუტონში დამყავს 1 კლასშია, ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ, ერთადერთი რაც არ მომწონს არის ის რომ დავალებებს სკოლაში არ აკეთებინებენ და სადღაც 6:40 მოდის სახლში მერე ისევ დავალებების კეთება უწევს.

Posted by: blblbl 26 Jan 2016, 16:34
ellen86
აი ჯერ მარტო მაგის გამო არ მომწონს კერძო სკოლა,7ზე რომ დაღლილი მოვა სახლში,როდის უდნა დაისვენოს,როდის იმეცადინოს,გაერთოს დაიძინოს.


lobja
QUOTE

საჯარო სკოლებს ისეთს ლანძღავენ რო რავიცი ...

ძალიან ბევრი კარგი საჯარო სკოლაა ,კერძოს რომა რ ჩამოვარდება და მთელი დღე გარეტ მაიცნ არაა ბავშვი.


რავიცი მე არ ვეთანხმები 1 კლასელის დილიდან 7ამდე გარეთ ყოფნას და მერე კიდე მეცადინეობას

Posted by: akulina 26 Jan 2016, 16:40
lobja
მთიებში აჭმევენ ამეცადინებენ 5 ზე მთავრდება და თან შუალედში გართობაც არის მგონი ტვ-ს უყურებენ, შაბათ კვირას სახლში ატანენ დავალებებს

Posted by: ellen86 26 Jan 2016, 23:18
blblbl

სიმართლე გითხრა დაღლილი საერთოდ არ მოდის smile.gif) ისეთ ენერგიაზეა 10-4 გაკვეთილებია და 1 დიდი შესვენება 1 პატარა. მერე 4-6 კლუბებზე დადის. გვიან კ ი მოდის მაგრამ აი რომ ვთქვა დაღლილია და ა.შ არა.

Posted by: blblbl 27 Jan 2016, 00:00
ellen86
ნუ ბავშვებს დიდი ენერგია აქვთ,მაგრამ მაინც არ მიმაჩნია სწორად მსგავსი რეიჟიმი,აი მთიების რეჟიმი მომეწონა ბევრად უფრო

Posted by: lobja 27 Jan 2016, 14:26
ellen86
QUOTE
ნიუტონში დამყავს 1 კლასშია, ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ, ერთადერთი რაც არ მომწონს არის ის რომ დავალებებს სკოლაში არ აკეთებინებენ და სადღაც 6:40 მოდის სახლში მერე ისევ დავალებების კეთება უწევს.

ვაი. არა და მე პირიქით მითხრეს იქვე აკეთებინებენ დავალებებსო. ხოო ეს ძალიან ცუდია თუ სახლში ატანენ დავალებებს ყოველდღე

როდის უმთავრდება გაკვეთილები ? 5 ზე თუ 6 ზე?

akulina
QUOTE
მთიებში აჭმევენ ამეცადინებენ 5 ზე მთავრდება და თან შუალედში გართობაც არის მგონი ტვ-ს უყურებენ, შაბათ კვირას სახლში ატანენ დავალებებს

თვითონ სიტუაცია როგორია? მასწავლებლები ? ვინმე დადის შენი ახლობელი ? კმაყოფილები არიან ? 5 ზე რო მთავრდება ეს კი არი პრობლემა მარა ალბათ ავტობუს სანამ მოიყვანს 6 ი გახდება

blblbl
QUOTE
ძალიან ბევრი კარგი საჯარო სკოლაა ,კერძოს რომა რ ჩამოვარდება და მთელი დღე გარეტ მაიცნ არაა ბავშვი.


რავიცი მე არ ვეთანხმები 1 კლასელის დილიდან 7ამდე გარეთ ყოფნას და მერე კიდე მეცადინეობას

მაინც რომელი საჯარო აბა? ერთი ვიცი შედარებით ნორმალური სიტუაცია 51 შიაო დანარჩენს ვისაც არ ვკითხე ყველა ნანობს რო შეიყვანეს.

რაც შეეხება ბავშვის 6 - 7 საათამდე გარეთ ყოფნას უბრალოდ სხვა გზა არ გვაქ. სამსახურს 6 ზე ვამთავრებთ და არც არავინაა რო ბავშვი დაიტოვოს ...

აი სახლში რო ატანენ დავალებებს ეგ საშინლად არ მომწონს.

ellen86
4200 ლარს იხდი ხო ნიუტონში ? ერთი უნდა ავიდე ამდღეებში ნუცუბიძეზე და ვნახო ეს ნიუტონი. ესმ ი სადაც იყო მგონი ის ტერიტორიაა ხო ?

Posted by: ellen86 27 Jan 2016, 15:00
blblbl

რაც შეეხება მთიებს: აქტიურად ვფიქრობდი ამ სკოლაზე, მივედი კდიეც და ალბათ იმას აქვს მნიშვნელობა ვინ დაგხვდება როგორ გაგესაუბრება და ა.შ. მთიებში რაც ღირს კიდევ ზემოდან გიწევს თანხის დამატება წრეების დამატება თუ გინდა, ასევე კვების პორბლემაა სერიოზული. დავალებებს აკეთებენ სკოლაში და დაახლოებით 6 სთვის მოდიან სახლში. თუმცა არვიცი ბევრმა მითხრა რომ მშობლები ვერ აკონტროლებენ ბავშვის რეალურ მოსწრებას, სკოლა ერთ ნიშნებს წერს ( მაღალს) და ბავშვის რეალური ცოდნა იმაზე ნაკლებია. ნიუტონისგან განსხვავებით თუ არ ვცდები 9 საათიდან იწყება სწავლა. ( ნიუტონშ 5 კლასამდე 10 დან)

არ მინდა სხვანაირად გამომივიდეს, მაგრამ რაღაცნაირი გოიმური სიტუაცია იყო სკოლაში, თუ იმ ადამიანებს დავაბრალო იმ მომენტში ვისაც გავესაუბრე. საბოლოოდ არ ავირჩიე ეს სკოლა.

lobja

იცი შეცდომაში რომ ა რ შეგიყვანო, არვიცი ეს კლასის დამრიგებელზეა დამოკიდებული თუ როგორაა, ჩემს შვილთან ასეა, თავიდან ასე ითქვა რომ 55 წუთიანი გაკვეთლიდან 20 წუთი ეთმობა დავალებებს, მაგრამ ასე არაა ( ჩვენს შმეთხვევაში) თუ ბავშვს 4-6 საათამდე არ დააკავებ კლუბებით ( დღეში 2 კლუბი უწევს) მაშნ ის თავისუფალი დრო შეუძლია გამოიყენოს დავალებების გასაკეთებლად. მე მირჩევნია წრეებზე იაროს და დავალებები სახლში აკეთოს. თუმცა შეგიძლია დღეში 1 წრე აუღო და 1 თავისუფალი საათი და დავალებები იმ დროს გააკეთოს ნაწილი.

სწავლა 4 სთ მთავრება, თუ წრეებზე არ დააკავებ შეგიძლია 4 გაიყვანო, სხვა შემთხვევაში 6 ზე. თანხა არ ვიცი ზუსტად 4200 მგონი + ტრანსპორტირებას ვიხდი მე

Posted by: akulina 27 Jan 2016, 15:11
lobja
ჩემი დისშვილი დადის და ჩემი და კმაყოფილია პირადად არ ვიცი, მიკროავტობუსი ყავთ დამატებითი თანხა ჯდება როგორც ვიცი და არიგებს ბავშვებს, ჩემს დას და რამოდენიმეს რომლებიც ერთ უბანში არიან ტაქსისტი ყავთ და სადღაც 6ისთვის არიან სახლში, ისე წრეებიც არის დამატებით თანხაში სკოლაში და თუ სადმე ივლის 5ზე ვერ გამოვა

Posted by: blblbl 27 Jan 2016, 16:11
lobja
51,1სკოლა,55,161_ე კარგი საჯარო სკოლებია ძალიან


კიდევ ერთი ვინც კერზო სკოლებში დადიოდა ჩემს გარშემო,ეროვნულებისთვის ანალოგიურა დასჭირდათ მომზადება,როგორც სჯაროს მოსწვლეებს და ამდენს რომ იხდი,მერე ზედ დამატებით კიდევ აღარ უდნა გჭირდებოდეს გადახდა არა? რავიცი აბა biggrin.gif

Posted by: ellen86 27 Jan 2016, 16:13
blblbl

მაგის ილუზია არ მაქვს რომ მომზადება არ დაჭირდება.
უბრალოდ თუ გაქვს საშუალება, კერძოში იმდენად კარგი სიტუაციაა და განსხვავებული სახელმწიფოსგან, გირჩევნია შვილი იქ მიიყვანო. სწავლის გარდა კიდევ ბევრი რამაა რაც უკეთესია კერძოში.

Posted by: Mafanya 27 Jan 2016, 16:20
სკოლის საკითხი უკვე ძალიან მადარდებს. საერთოდ ჩემი აზრით თუ ბავშვის მიყვანა-მოყვანა, წრეებზე და ა.შ. ტარების პრობლემა არ არსებობს ანუ მშობელს შეუძლია ჩართული იყოს ამ პროცესში აქტიურად, დაწყებით კლასებში ნორმალური საჯარო სკოლა საკმარისია, მერე გამოჩნდება ფიზიკა მათემატიკის ნიჭი აქვს თუ რა მიმართულებით შეიძLება განვითარება და წახმარება.
კერძო სკოლას ის უპირატესობა აქვს, რომ ბავშვი დაცულ გარემოშია მთელი დღე და გაკვეთილების გარდა სხვა აქტივობებით არიან დაკავებული. რაც შეეხება რეპეტიტორებთან მომზადებას უმაღლესში ჩასაბარებლად ეგ ჩვენი საოცარი განათლების სისტემის დამსახურებაა. მე საერთოდ ვერ ვხვდები რატომ უნდა ჭირდებოდეს ბავშვს მომზადება იმაში რასაც იდეაში სკოლაში უნდა ასწავლიდნენ. იმედია სანამ ჩემი შვილები გაიზრდებიან რამე შეიცვლება ამ მხრივ.

Posted by: blblbl 27 Jan 2016, 16:31
ellen86
ar vci რა სიტუაციას ამბობ,მე კერძოს სიტუაციაც არ მომწონს დიდათ ბევრგან,ნუ კარგი და ცუდი ორივეშია,ე უფრო ეს მთელი დღე სახლიდანგ ასვლ არ მხიბლავს და საჯარო პლიუს ძიძა უფრო მგონია კარგი ,როცა ეგ დრო მვოა რას ვიზამ არ ვიცი smile.gif biggrin.gif


ხოდა ილუზია არ გაქვს ერთია,მაგრამ უნდა იყოს მასე ,ამხელა თანხას რომ იხდი,იმდენი ცოდანს უნდა დებდნენ,რომ მომზადება აღარ იყოს საჭირო

Posted by: garfield1 27 Jan 2016, 16:36
blblbl
ბაღში არ არის მთელი დღე სახლიდან გასული? რა შუაშია გრაფიკი საერთოდ. როცა ნამეცადინები მოდის ბავშვი სახლში თან.
ნუ კარგი საჯარო სკოლა იშვიათია და სანთლით უნდა ეძებო,თან ან მოხვდები ან არა,ამიტომ რავიცი,მაინც კერძოსკენ გამიწევდა გული ასეთ სიტუაციაში. თუ შეიცვლება რამე განათლების სისტემაში კიბატონო

Posted by: ellen86 27 Jan 2016, 16:41
blblbl

სურვილი ნამდვილად მაქვს რომ არ დასჭირდეს, მაგრამ მგონია მაინც დასწირდება კერძოშიც.
ამ ტანხას ვიხდი იმაში რომ 1. თანამედროვე, მოწესრიგებული გარემოში სწავლობდეს.
2. კლასში არ იყოს 40 ბავშვი.
3. იკვებებოდეს ნორმალური საკვებით.
4. სწავლობდეს სიახლეებსაც, ახალი მიდგომებით და ა.შ.
5. ქონდეს გაცვლითი პროგრამების გამოყენების საშუალება.
6 დადიოდეს სკოლაში + ამ დროში ახრხებდეს წრეებზე სიარულს ( რომელ წრეებშიც სახელმწიფოში ტარების დროს დამატებით მოგიწევს თანხის გადახდა )

როდესაც მშობელი მუშაობს : სახელმწიფოში ატარო, დატოვო გახანგრძლივებულში 5 მდე დაახლოებით 60-70 ლარი ღირს და შემდეგ კიდევ აიყვანო ძიძა რომელიც 7 საათამდე დაუჯდება ბავშვს მინ: 150 ლარი ( გამოვიდა წელიწადში 2000-2200 ლარი) ამას დაუმატე წრეები თავსუფლად ახვალ 3000 საჯაროში.

მეგობარს დაყავს 1 ექსპერიმენტალურში და ჩამოთვალა დაახლოებით 2000 ლარი უჯდება წელიწადი.

Posted by: natuluka 27 Jan 2016, 16:52
ellen86
QUOTE
მაგის ილუზია არ მაქვს რომ მომზადება არ დაჭირდება.

რისთვის უნდა მიიყვანო ფასიან სკოლაში, თუ ილუზიაც კი არ გაქვს რომ მომზადება არ დასჭირდება? შეიყვანე მაშინ ნებისმიერში, რაღა რჩევა უნდა, თუ ფიქრობ რომ მაინც უნდა მოამზადო ბავშვი.

QUOTE
უბრალოდ თუ გაქვს საშუალება, კერძოში იმდენად კარგი სიტუაციაა და განსხვავებული სახელმწიფოსგან, გირჩევნია შვილი იქ მიიყვანო. სწავლის გარდა კიდევ ბევრი რამაა რაც უკეთესია კერძოში.

საშუალება მაქვს მაგრამ ბავშვი მაინც 161-ე სკოლაში შევიყვანე. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კერძო სკოლა არ მინდოდა, არის ის, რომ გაკვეთილებს სკოლაში ამზადებინებენ. საბოლოოდ გამოდის ისე, რომ ბავშვს დამოუკიდებლად მუშაობა არ შეუძლია. თუნდაც მათემატიკაში, ოდნავ თუ გაიჭედა ბავშვი, ფიქრსაც არ აცლიან, ეგრევე ამოხსნის გზას სთავაზობენ. მე მირჩევნია ცოტა მეტად იფიქროს და თუ მაინც ვერ გააკეთა რამე, თვითონ ავუხსნა.

სკოლის წრეებს რაც შეეხება, ნორმალური წრე მე სკოლებში ვერ ვნახე. მაგას ვარჩიე რომ ამეყვანა ძიძა, რადგან მე ვმუშაობ და არ მცალია, და წრეებზე ისე მეტარებინა.

ანუ რეალურად საჯარო სკოლა , ძიძა და წრეები უფრო მეტი მიჯდება ვიდრე კერძო სკოლა ღირს და შესაბამისად მე პირიქით ვფიქრობ smile.gif თუ არ გაქვს საშუალება და მუშაობ და ბავშვის დამტოვებელი არ გყავს, კერძო სკოლაში მაშინ უნდა წაიყვანო ბავშვი smile.gif

პ.ს დასწყებით კლასებზე ვფიქრობ ასე, მაღალ კლასებში მეც კერძო სკოლაში გადავიყვან ალბათ smile.gif


არასწორი ინფორმაცია გაქვს, 40 ბავშვი არცერთ საჯარო სკოლაში აღარ არის. 25-მდეა შემცირებული ბავშვების მაქსიმალური რაოდენობა.

Posted by: lobja 27 Jan 2016, 16:53
ellen86
QUOTE
არ მინდა სხვანაირად გამომივიდეს, მაგრამ რაღაცნაირი გოიმური სიტუაცია იყო სკოლაში, თუ იმ ადამიანებს დავაბრალო იმ მომენტში ვისაც გავესაუბრე. საბოლოოდ არ ავირჩიე ეს სკოლა.

მესმის შენი.

მეც ეგ პრობლემა მაქ . საჯაროები რაც ვნახე ზუსტად აი ეგეთი სიტუაცია დამხვდა. "ჩარჩენილი " სიტუაცია და მასწავლებლები. თან ერთ სკოლაში ზეიმის დროს მივედი და აი არ ვიცი როგორ ვთქვა. ეგეთი "გოიმური" ზეიმი ცხოვრებაში არ მინახია :| არანაირი კრეატივი , არანაირი ხალისი . ზომბების ზეიმი იყო.

QUOTE
იცი შეცდომაში რომ ა რ შეგიყვანო, არვიცი ეს კლასის დამრიგებელზეა დამოკიდებული თუ როგორაა, ჩემს შვილთან ასეა, თავიდან ასე ითქვა რომ 55 წუთიანი გაკვეთლიდან 20 წუთი ეთმობა დავალებებს, მაგრამ ასე არაა ( ჩვენს შმეთხვევაში) თუ ბავშვს 4-6 საათამდე არ დააკავებ კლუბებით ( დღეში 2 კლუბი უწევს) მაშნ ის თავისუფალი დრო შეუძლია გამოიყენოს დავალებების გასაკეთებლად. მე მირჩევნია წრეებზე იაროს და დავალებები სახლში აკეთოს. თუმცა შეგიძლია დღეში 1 წრე აუღო და 1 თავისუფალი საათი და დავალებები იმ დროს გააკეთოს ნაწილი.



სწავლა 4 სთ მთავრება, თუ წრეებზე არ დააკავებ შეგიძლია 4 გაიყვანო, სხვა შემთხვევაში 6 ზე. თანხა არ ვიცი ზუსტად 4200 მგონი + ტრანსპორტირებას ვიხდი მე

გასაგებია , მადლობ.

blblbl
QUOTE
51,1სკოლა,55,161_ე კარგი საჯარო სკოლებია ძალიან

161 ესთან ვცხოვრობ და რავიცი აბა . სულ გარეთ არიან ბავშვები. რაღაც ძალიან ცუდათ ვუყურებ მაგ სკოლას. თან მეზობლების უმეტესობას მანდ დაყავთ ბავშვები. ვისაც ვკითხე სკოლაზე ყველა ცუდათ ახასიათებს და გადაყვანაზე ფიქრობენ.

თან ეს ვითომ საჯარო "უფასო" სკოლა არ ჯდება იაფი. გახანგრძლივებული 100 ლარამდე უჯდებათ. ტრანპორტი 70 ლარი და კვებაც როგორც ვიცი 70 ლარი ჯდება . ხო და აწი დავამატებ 150 ლარს და ნორმალურ , უსაფრთხო კერძო სკოლაში შევიყვან.

ვახ რატო ფიქრობთ ესე რო ყველა ვარიანტში ცალკე მომზადება დასჭირდება ბავშვს?
ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი ბავშვი ვიცი ვისაც არ უვლია კერძო მასწავლებელთან და ისე ჩააბარეს გრანტით. მაგიტომ მინდა რო ნორმალურ სკოლაში შევიყვანო რო ბავშვს მართლა ასწავლონ და არა ისე როგორც მე ვიყავი. კლასში 40 ბავშვი რო ვიჯექით და თვეში ერთხელ მიძახებდნენ. დანარჩენი დღეები ვღლაბუცობდი , ვბირჟაობდი , მერხს ვხერხავდი და ა.შ.


Posted by: ellen86 27 Jan 2016, 16:58
natuluka

ნუ არვიცი მე იშვიათად გამიგია კერძოში დადიოდა და ისე მოხვდა ინსტიტუტშია რ მომზადებულა არცერთ საგანში . ( სამწუხაროდ)

პირადად ჩემ ოჯახში ყველა მუშაობს. 6 სთმდე .მინ.

როგორც დავწერე ნიუტონში არ აკეთებინებენ სკოლაში დავალებებს. წრეეებიც საკმაოდ კარგად ტარდება, წრეებშ შედის როგორც სპორტი, ხელოვნება ასევე , შეგიძლია დამატებით მათემატიკა, უცხო ენები და ამ ტიპის საათებიც აიღო.

პირადად მე რომ დავთვალე საჯარო სკოლა იგივე მიჯდებოდა რაც კერძო,ა რანაირი განსხვავება. ამიტომ ვარჩიე კერძო. რადგან გაცილებით კარგი გარემოა და ა.შ ჩამოვწერე ზემოთ.


Posted by: narkozeli 27 Jan 2016, 16:59
არც ყველა საჯარო სკოლა მიმაჩნია ასე ხელწამოსაკრავად და არც ყველა კერძო სკოლაა მაინცდამაინც გადასარევი და საჯაროზე უკეთესი.

ლატარიასავითაა.უნდა გაგიმართლოს სკოლაში (თვითონ ბავშვის შესაძლებლობებშიც ალბათ,კონკრეტულად თაობაში, მასწავლებლებში, კლასში, დამრიგებელში და ა.შ)

Posted by: ellen86 27 Jan 2016, 17:03
narkozeli


კი მასეცაა, რომ ამბობენ ბავშვს თუ სწავლა უნდა ყველგან ისწავლისო smile.gif შეიძება საუკეთესო სკოლაშ ატარო ამზადო და არაფერი გამოვიდეს და პირიქით არაფერი განსაკუთრებული და საუკეთესო განათლება მიიღოს.

Posted by: Mafanya 27 Jan 2016, 17:05
narkozeli
QUOTE
არც ყველა საჯარო სკოლა მიმაჩნია ასე ხელწამოსაკრავად და არც ყველა კერძო სკოლაა მაინცდამაინც გადასარევი და საჯაროზე უკეთესი.

აი ნამდვილად და ზუსტად ამიტომაა შერჩევა ძალიან რთული.
ჩემი გოგონა სავარაუდოდ დაწყებით კლასებში საქართველოში არ ისწავლის, ამიტომ ინგლისურენოვან სკოლაში ვაპირებ შეყვანას, საქართველოში დაბრუნების შემდეგ სკოლების დიდი არჩევანი არ მექნება სამწუხაროდ.
მეორეს მხრივ იქნებ მოვაბა თავი და დავუჯდე და პარალელურად ქართული სკოლის პროგრამაში ვამეცადინო რომ დაბრუნების შემდეგ ქართულ ენაზე გააგრძლოს სწავლა. არ ვიცი შევძლებ თუ არა. საერთოდ არ მაქვს პედაგოგის ნიჭი sad.gif

Posted by: natuluka 27 Jan 2016, 17:05
ellen86
რა გითხრა აბა, ჩემ დეიდაშვილს დაყავდა ნიუტონში. არასოდეს უთქვამთ მასწავლებლებს რომ მათემატიკა უჭირდა ბავშვს. საშუალება აღარ ქონდა და გადაიყვანა ბავშვი საჯარო სკოლაში, და მათემატიკის მასწავლებელმა დაიბარა მშობელი 1 თვის შემდეგ და რჩევა მისცა, რომ აეყვანა კერძოდ მასწავლებელი, რადგან იმდენად ჩამორჩენილი იყო მასალას რომ დამოუკიდებლად კლასს ვერ დაეწევაო. მართლა აუყვანა მასწავლებელი, და გამოვიდა რომ მე-7 კლასელმა ბავშვმა საერთოდ არ იცოდა მათემატიკა, ისეთ დაბალ დონეზე იყო.

ვთქვათ ეს ბავშვი იყო თვითონ უნიჭო და ჩამორჩენილი, და ასწავლიდნენ და ვერ სწავლობდა. მასწავლებელი ვალდებული არ იყო რომ მშობლისთვის ერთხელ მაინც ეთქვა რომ ბავშვი ვერ ან არ სწავლობს? ნუ მშობელს თვითონაც რომ უნდა შეემჩნია ეს სხვა თემაა, მაგრამ ფაქტია, რომ არ გამოეყვანა მაგ სკოლიდან, დღემდე იქნებოდა ასე მე-4 კლასის დონეზე მე-7 კლასელი ბავშვი

Posted by: lobja 27 Jan 2016, 17:24
natuluka
QUOTE
რა გითხრა აბა, ჩემ დეიდაშვილს დაყავდა ნიუტონში. არასოდეს უთქვამთ მასწავლებლებს რომ მათემატიკა უჭირდა ბავშვს. საშუალება აღარ ქონდა და გადაიყვანა ბავშვი საჯარო სკოლაში, და მათემატიკის მასწავლებელმა დაიბარა მშობელი 1 თვის შემდეგ და რჩევა მისცა, რომ აეყვანა კერძოდ მასწავლებელი, რადგან იმდენად ჩამორჩენილი იყო მასალას რომ დამოუკიდებლად კლასს ვერ დაეწევაო. მართლა აუყვანა მასწავლებელი, და გამოვიდა რომ მე-7 კლასელმა ბავშვმა საერთოდ არ იცოდა მათემატიკა, ისეთ დაბალ დონეზე იყო.

ვთქვათ ეს ბავშვი იყო თვითონ უნიჭო და ჩამორჩენილი, და ასწავლიდნენ და ვერ სწავლობდა. მასწავლებელი ვალდებული არ იყო რომ მშობლისთვის ერთხელ მაინც ეთქვა რომ ბავშვი ვერ ან არ სწავლობს? ნუ მშობელს თვითონაც რომ უნდა შეემჩნია ეს სხვა თემაა, მაგრამ ფაქტია, რომ არ გამოეყვანა მაგ სკოლიდან, დღემდე იქნებოდა ასე მე-4 კლასის დონეზე მე-7 კლასელი ბავშვი

ეუფ. და ნიუტონის მასწავლებელი რას ამბობდა? დავიჯერო ესე უაზროდ უწერდა კაი ნიშანს? მდა

ვაფშე ავიჭერი ...




პ.ს. ეს რა არი ? spy.gif მარტო ელჩის შვილებზე და უცხოელებზეა გათვლილი ?
http://www.qsi.org/georgia/grg/
https://www.facebook.com/QSI.GRG/?fref=ts&ref=br_tf

41 000 $ - 1 წელი ? eek.gif

Posted by: ellen86 27 Jan 2016, 17:27
natuluka

არვიცი აბა რა გითხრა, ჩემი შვილი სახლში აკეთებს დავალებებს და ვუყურებ რას აძლევენ და რა დონეზე იცის.

სულ 3 წელია ნიუტონი გახსნილია და მე 7 კლასელმა ბავშმა მათემატიკა თუ არ იცოდა ანუ გამოდის რომ ნიუტონში სანამ მივიდოდა მანამდე სხვა სკოლაში სწავლობდა. ამიტომ ძნელია გაიგო რომელი სკოლაა დამნაშავე, ბავშვის ბრალია თუ მშობლი ს უყურადღებობა.

Posted by: natuluka 27 Jan 2016, 17:32
ellen86
ხო, მაგრამ როგორც ეხლა რომ გადავიდა, იმ სკოლის მასწავლებელმა უთხრა მშობელს რომ არ იცის ბავშვმა მათემატიკაო, ნიუტონის მასწავლებელს აუცილებლად უნდა ეთქვა მშობლოსთვის რა დონეზე იყო ბავშვი

Posted by: ellen86 27 Jan 2016, 17:35
natuluka

ხო თუ ესეთი საგანგაშო მდგომარეოება ქონდა ნამდვილად უნდა ეთქვა, თან ნიუტონს აქვს დამატებითი კლუბები მათემატიკაში და იქაც უფასოდ შეეძლო მშობელს ჩაეწერა ბავშვი რომ მათემატიკაში 2 მააგდ დატვირთულიყო, უცნაურია ცოტა.

Posted by: natuluka 27 Jan 2016, 17:40
ellen86
მიღების დროს დიდისამბით ქართულში და მათემატიკაში გამოცდა ჩაუტარეს და თუ მანამდე იყო ასეთ დაბალ დონეზე მაშინ რატომ მიიღეს? ან ეგ გამოცდა რაღა იყო.

მშობლის დანაშაულიც რა თქმა უნდა არის, უნდა ხვდებოდე ბავშვი სწავლობს თუ არა, და მთლად სკოლის იმედზე არ უნდა იყო.

Posted by: anuka2009 27 Jan 2016, 19:20
ellen86
QUOTE
მეგობარს დაყავს 1 ექსპერიმენტალურში და ჩამოთვალა დაახლოებით 2000 ლარი უჯდება წელიწადი.

ცოტა მეტიც ჯდება ახლა. მაგ ფასზე რამდენიმე წლის წინ ავდიოდით, მერე გააზვირეს კიდევ.

Posted by: ellen86 27 Jan 2016, 23:18
anuka2009

ხო არვცია ამს ტრანსპორტი არ აქვს აღებული ვიცი, ეგეც ალბათ თანხა ღირს ერთი 100 ლარი

Posted by: blblbl 28 Jan 2016, 01:27
garfield1
garfield1
ბაღში არ სწავლობს თამაშობს,სკოლაში სხვა დატვირთვაა
lobja
მეც მანდ ვცხოვრობ და ეგ სკოლა დავამთავრე,გაკვეთილების დროს სულ რომ კვდბოდე გარეთ არავინ არ გამოგისვებს,ცუდატ თუ ხარ დამამთავრებელ კლასშიც რომ იყო მშობელი უნდა მივიდეს ან დარეკოს smile.gif ჩემს გარშემო ყველას მანდ დაჰყავთ და არავის არ გამოუთქვამს პრეტენზია სხვათაშორის,როცა კერძო სკოლიდან ბევრი ვნახე გამოქცევაზე სნობიზმის გამო,გოიმური სიტუაცია ვინ სად ნახა არ ვიცი,მაგრმ კერძოებში რომ ძალიან დიდი სნობიზმია ეს ცნობილი ფაქტია
* * *
ხო კიდევ ნამდვიალდ არ მიმაჩნია სწორად რომ პირველკლასელმა დამატებით კიდევ უამრავ წრეზე იაროს, თანხაზე არ მაქვს ლაპარაკი მხოლოდ,დილიდან 7 საათამდე ბავშვის სკოლაში ყოფნას,მერე მოსვლას და მეცადინეობას არანაირად არ ვეთანხმები,ეს ცემი აზრია და არავის ვახვევ თავზე

Posted by: Mafanya 28 Jan 2016, 06:49
blblbl
QUOTE
garfield1
ბაღში არ სწავლობს თამაშობს,სკოლაში სხვა დატვირთვაა

მთელი დღე როცა არიან სკოლაში გაკვეთილების შემდეგ იტვირთებიან სხვადასხვა სპორტით, სეირნობით და ა.შ. დაახლოებით ბაღის მსგავსად. აბა რა გგონია მთელი დღე გაკვეთილებზე სხედან გაჭიმულები?? biggrin.gif ჩემს მეგობარს დაყავს სადღაც გპი-სთან ალასანიას სკოლააო და პუფები აქვთ ოთახშიო, ფეხზეც იხდიან და საშინაოს იცმევენ და ასე მეცადინეობენ, ტელევიზორსაც უყურებენ და ფეხბურთსაც თამაშობენ, უბრალოდ მთელი დღე რეჟიმში არიან.


Posted by: ellen86 28 Jan 2016, 11:36
blblbl

ეს წრეები პირიქით განტვირთვაა, საერთოდ მეცნიერულადაც მიჩნეულიაა, რომ გონებრივი დატვირთვის შემდეგ საუკეთესოა ფიზიკური დატვირთვა: ცურვა. სპორტი და ა.შ.

ჩემი ლაით წრეებზე დადის ძერწვა, ლიტერატურული კლუბი - საადც წამოწოლილები არიან და მასწავლებელი უკითხავს სხვადასხვა ნაწარმოებებს და ა.შ.


Posted by: anuka2009 28 Jan 2016, 11:41
ellen86
QUOTE

ეს წრეები პირიქით განტვირთვაა,

რა თქმა უნდა.
დაწყებითებში პორველი ორი წელი გაკვეტილზე ადგომა და ბოდიალიც კო არ ეკრძალებოდატ. გაკვეთილიც რა- სულ თამას თამაშით სწავლობენ ყველაფერს. 12 საათზე რჩება ძირითადი ბადე.

Posted by: narkozeli 28 Jan 2016, 12:05
ellen86

კი,სწავლით ყველგან ისწავლი თუ მაგარი ხარ,მაგრამ რათქმაუნდა ჯობია თუ კარგ ბავშვს კარგი სკოლით კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს.
მაგრამ,კარგი სკოლა ზოგს მარტო ის ჰქონია "ლიშ ბი" საჯაროში არ დაყავდეს და ვსო,უკვე კარგია drug.gif არადა ყველა კერძო ნამდვილად ვერ სჯობს ზოგიერთ კარგ საჯაროს.

Mafanya
QUOTE
საქართველოში დაბრუნების შემდეგ სკოლების დიდი არჩევანი არ მექნება სამწუხაროდ.


არც ვიცი თუ არის თბილისში ინგლისურენოვანი სკოლები user.gif თუ ისევ დაწყებითებში იქნება,აქ როცა დაბრუნდებით,მგონია არ გაუჭირდება "დაწევა".მაღალ კლასებში გართულდება უფრო.(

Posted by: Mafanya 28 Jan 2016, 12:30
narkozeli
QUOTE
თუ ისევ დაწყებითებში იქნება,აქ როცა დაბრუნდებით,მგონია არ გაუჭირდება "დაწევა"

გოგო ყველა დედასავით კი მეჩვენება მეც ნიჭიერია ჩემი შვილი და მალე ითვისებს და ა.შ., მაგრამ მაინც მეშინია და მეცოდება არ დავსტრესო. არის თბილისში რამდენიმე ინგლისურენოვანი სკოლა, უბრალოდ უნამუსოდ ძვირი ღირს. თან ისიც არ ვიცით როდის დაბრუნდებით. ჩემგან დიდი პედაგოგი არ გამოვა, იქნებ ქმარმა შეძლოს დაჯდომა და მეცადინეობა, თბილისშიც ბევრ მეგობარს ყავს ამის ასაკის ბავშვი და კონსულტაციებს გავივლი და წიგნები და ა.შ. მექნება.

QUOTE

ეს წრეები პირიქით განტვირთვაა,

განტვირთვაცაა და აუცილებელიც, ჩემს ბავშვობაში მუსიკალურ სკოლაში მატარებდნენ, კოშმარივით მაგონდება. ბევრად უფრო ბედნიერი ბავშვობა მექნებოდა ხატვაზე, ძერწვაზე, ცურვაზე, ცეკვაზე, ციგურებზე ან გიმნასტიკაზე რომ მევლო. ამ ყველაფრის ორგანიზება ძალიან რთულია, ტრანსორტირება და ა.შ. თუნდაც დედა არ მუშაობდეს, შესაძლოა მეორე ბავშვიც ყავდეს რომელსაც განსხვავებული რეჟიმი აქვს. მოკლედ კერძო სკოლას ბევრი პლიუსი აქვს, მთავარია კარგად შერჩევა

Posted by: narkozeli 28 Jan 2016, 12:34
Mafanya

იქნებ არც დასჭირდეს დაჯდომა და თავისით იმეცადინოს chups.gif თუ მამისი დაუჯდება და ამეცადინებს მაგას რა ჯობს.
რაც შეეხება საზღვარგარეთიდან მერე აქეთ გაგრძელებას,მყავს რამდენიმე ნაცნობი,დაწყებითებში რომ არ სწავლობდნენ საქართველოში მაგრამ ძალიან მალე დაგვეწია და გაგვისწრო ყველას biggrin.gif ასე რომ,მაგან არ შეგაშინოს.მთავარია ბავშვი იყოს მონდომებული

Posted by: ქინქლა 1 Feb 2016, 11:18
62-ე სკოლაში ხომ არ დაგყავთ ან დაგყავდათ ბავშვი? ან რამე ინფორმაცია ხომ არ გაქვთ? შარტავაზეა ეს სკოლა. წელს ვაპირებ ბავშვის მიყვანას და ნაცნობებში ვერავინ აღმოვაჩინე ისეთი ვინც იცნობდა ამ სკოლას

Posted by: natuluka 1 Feb 2016, 11:23
ქინქლა
მაგ სკოლასთან ვცხოვრობ და ჩემი მეზობლებიდან არავის არ დადის მანდ, იმიტომ რომ სწავლა არაა. მანდვეა 161-ე, და თუ მოახერხებ დარეგისტრირებას 161 ჯობია ბევრად. ჩემს ბავშვობაშიც ვინც ვერ სწავლობდა, ან ნიშნები სჭირდებოდა დამამთავრებელ კლასში, მაგ შემთხვევაშ გადადიოდნენ მაგ სკოლაში.

Posted by: ქინქლა 1 Feb 2016, 11:27
natuluka უპს ეს რა მითხარი sad.gif 161-ე იოსებიძეზე ხო?

Posted by: natuluka 1 Feb 2016, 11:34
ქინქლა
კი, იოსებიძეზეა. მაგრამ პირველივე წამებზე თუ ვერ მოახერხე დარეგისტრირება, 1 წუთიც კი არ სჭირდება ხოლმე ადგილების შევსებასsmile.gif

62-ში რამდენი ადგილიც არის, იმასაც ძლივს ავსებენ ხოლმე.

Posted by: ქინქლა 1 Feb 2016, 11:38
დიდი მადლობა ძალიან დამეხმარე. 161ე სკოლას უფრო ვიცნობ, მეტნაკლებად მანდ უფრო მყავს ნაცნობები, ყოფილი კერძო მოსწავლეები დადიოდნენ მანდ. უბრალოდ სამსახურთან ეს უფრო ახლოს იყო მაგრამ მაგისთანა საშინელი სკოლა თუ არის ცოტა ფეხით გავლა სასარგებლოც კია smile.gif

გაიხარე, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ

Posted by: natuluka 1 Feb 2016, 11:40
ქინქლა
ეგეთი საშინელიც არააsmile.gif დაწყებითებს არაუშავს, გააჩნია მასწავლებელი ვინ შეგხვდებათ. უბრალოდ თუ ეგ ტერიტორია გაწყობთ, 2 ნაბიჯშივეა უკეთესი სკოლა და ჯერ უკეთესში უნდა სცადო მოხვედრა ჩემი აზრით, და შემდეგ მანდ.

Posted by: blblbl 1 Feb 2016, 14:37
ქინქლა
161_ეში მიიყვანე,მართლა აკრგი სკოლაა არ ინანებ წესით,სწავლასაც დიდი ყურადღება ექცევა და ბავშვი დაცულია რაც მთავარია ,62ში ცეკვის სტუდიას გირჩევ თუ დაგჭირდება ძალიან კარგს smile.gif

Posted by: ellen86 1 Feb 2016, 15:04
161 ში დაყავს ჩემ დაქალსაც და კმაყოფილია,

მე კერძOებიდან 161 და 1 ექსპერიმენტალური მომწონს.

Posted by: ninca 3 Feb 2016, 18:28
მეექვსე საავტორო გიმნაზიაზე და ალასანიას სკოლა "იუჯი" ზე თუ გაქვთ რამე ინფორმაცია?

Posted by: ellen86 3 Feb 2016, 18:37
ninca

მეექვსე საავტოროში მეგობარს დაყავს და ძალიან კმაყოფილია.


იუჯის რაც შეეხება პირადად ვიყავი დავათვალიერე ცუდი სკოლა არ არის მაგრამ იმდენად არ მომეწონა ადგილი სდაცაა სკოლაა , + შენობა უზარმაზარი კორპუსია და მე 7 სართულზე არიან 1 კლასელები ლივტით უნდა ავიდნენ და ა.შ ანუ ინფრასტრუქტურა არ მომეწონა.

Posted by: ninca 3 Feb 2016, 18:48
ellen86
ორივეგან ვიყავი მეც... და ვერ ვაკეთებ არჩევანს, ამიტომ მაინტერესებს სხვების გამოცდილება. იუჯიში პირველკლასელებისთვის რემონტდება ეხლა პირველი სართული და სექტემბრიდან იქ იქნებიან

Posted by: ellen86 3 Feb 2016, 18:58
ninca

უი ეგ კარგია პირველზე რომ გადმოდიან. მე მანდ ვესაუბრე დაწყებითების კურაატორს და მომეწონაა , ზოაგდად დადებითი შთაბეწდილება დამრჩა მაგ სკოლაზე და აქებენ სხვათაშორის.
ეს მეექვსე ძVელი შენობაა და ძVელი სკოლა , მაგრამ როგორც იძახიან კარგი სწავლააა.

Posted by: DOLPHIN 7 Feb 2016, 00:13
ninca
ტერიტორიულად და ფასით რომელიც გაწყობს, იქ მიიყვანე.
ჩემს გარშემო ორივეგან დაყავთ, მაგრამ მე რომ ეს ორი ალტერნატივა მქონდეს, საავტოროში შევიყვანდი.

Posted by: Tak 16 Feb 2016, 15:08
მოგესალმებით ყველასsmile.gif

კერძო სკოლას ვეძებ, ვაკე-საბურთალოს, ვერის ან დიდუბის ტერიტორიაზე.

ვისაც დაგყავთ კერძოში მირჩიეთ რა რა მოგწონთ რა არა და რას მივაქციო თქვენი გამოცდილებით ყურადღება.

მადლობა

Posted by: anuka2009 16 Feb 2016, 15:20
Tak
ნიიუტონი გაიკითხრ. ფასიც არაა მაღალი და ნორმალურია.

Posted by: Dido 16 Feb 2016, 15:21
Tak
ბრიტანულ–ქართული აკადემია ლისზე, ბაქსვუდი (წყნეთი თუ გაწყობს), ვაკისპარკში ფრანგული სკოლა (ძვირია მაგრამ ღირს იმ ფასად თუ გაქვს) – შედარებით ძვირიანებსი ეს სამი მომწონს.
საშუალო ფასიანებში: ნიუტონი, ოლიმპი (ჩემი შვილი სწავლობს), მწიგნობარი, საერთაშორისო ქართული სკოლა (დოჩანაშვილის).

მწვანე სკოლას აქებენ კიდევ მაგრამ დიღომშია თუ გაწყობს.

Posted by: SBS777 16 Feb 2016, 17:22
Tak
მე დამყავს ნახალოვკაში ქართულ ამერიკულ უმაღლეს სკოლაში, ძალიან კარგი სკოლაა, ჩვენ 1800 დოლარს ვიხდით, ეხლა მგონი 2100 დოლარი ღირს.

Posted by: ellen86 16 Feb 2016, 17:42
Tak

ფასს გააჩნიაა.

ქართულ ამერიკული ვაკეში კარგი სკოლაა მაგრამ 8 000 ზე მეტი გამოდის გადასახადი.
ბრიტანულ ქართულ ი აკადემიაც დაახლოებით იგივე . მეტი თუ არა.
ბაქსვუდი 6000 - 7000 მდე.
ასევე აქებენ წმ. გიორგის სახელობის ბრიტანულ ქართულ აკადემიას

ეს 3 ვე სკოლა მომწონს მე.

პირადად დამყავს ნიუტონში, პირველ კლასში ვიხდი თუ არ მეშლება 5000 ლარს ტრანსპორტირებიანად.

ჯერჯერობით მომწონს.

Posted by: anuka2009 16 Feb 2016, 18:46
Tak
ნიუტონის ფასის მარჟაში ჯდება 21-ე საუკუნე, ტატულოას სკოლაა რომ ეძახიან. მაგისიც კმაყოფილები არიან.

Posted by: ellen86 16 Feb 2016, 21:39
anuka2009
უფრო ნაკლებიც ღირს 3000 ვიხდიო თანამშრომელმა

Posted by: anuka2009 16 Feb 2016, 21:57
ellen86
პირველ კლასსო 5000 არის. სეიზლება უფრო მაღალ კლასელია. მერე არ ამატებენ ფასს, რითაც იწყებ იმას იხდი ხოლმე.

Posted by: ტაბუ 19 Feb 2016, 12:41
დავფიქსირდები ამ თემაში. დამჭირდება მალე

Posted by: aerztin 22 Feb 2016, 00:57
ვერაფრით ვერ ვიპოვე ისეთი სკოლა, რომელიც მომეწონება, აღარ შემიძლია, გავგიჟდი უკვე...

Posted by: narkozeli 22 Feb 2016, 01:04
ფასები facepalm.gif

user posted image

Posted by: blblbl 22 Feb 2016, 01:43
narkozeli
მარაზმია და მეტი არაფერი,უნივერსიტეტში არაა ეს ფასი მგონი biggrin.gif

Posted by: aerztin 22 Feb 2016, 01:49
narkozeli
ეგ ცოტა ძველი ფასებია. დარწმუნებული ვარ, ყველგან მომატებული იქნება ეხლა ფასები sad.gif

Posted by: SUBADARI 22 Feb 2016, 09:40
ისე როდესაც 5000 ღირს სწავლა და სასწავლო პროცესი 10 თვე გრძელდება. ამ ფასში როდესაც შედის ტრანსპორტირების, ჭამის, სხვადასხვა წრის თანხაც აღარ გამოდის ძვირი ანუ გამოდის თვეში 500 ლარს იხდი. ძიძასაც დაახლოებით მაგხელა ფასს ვუხდით. და ბავშვი თუ ნაჭამ ნასწავლი დაბრუნდება სახლში აღარაა 5000 ძვირი. ნუ გაფრენილ ფასებზე კომენტარს არ გავაკეთებ

Posted by: narkozeli 22 Feb 2016, 11:01
blblbl
aerztin

ნუ 4000-5000ები რომ იყო საშუალოდ ეს კი ვიცოდი მაგრამ დანარჩენები facepalm.gif


SUBADARI
QUOTE
ძიძასაც დაახლოებით მაგხელა ფასს ვუხდით. და ბავშვი თუ ნაჭამ ნასწავლი დაბრუნდება სახლში აღარაა 5000 ძვირი.


ძიძა 2 და 3 წლით აგვყავს ხო და სკოლაში 12 წელი ამხელა ფასის გადახდა ყოველწლიურად რავიცი,მებევრება.
მაშინ როცა შეიძლება მაგ კერძო სკოლაზე ნაკლები არ იყოს კონკრეტულად რომელიმე საჯარო,რომელიც აბსოლუტურად უფასოა.

Posted by: aerztin 22 Feb 2016, 16:53
narkozeli
კი, შეიძლება რომელიმე კონკრეტული საჯარო სკოლა მართლაც იყოს კარგი. მაგრამ ხშირად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ მასწავლებელთან მოხვდები და იმ კარგ მასწავლებელთან მოხვედრაზე ერთი ჩაწყობა და ამბავია მე როგორც მითხრეს.

თანაც, ერთი რომ გეუბნება კარგიაო, მეორე საპირისპიროს გეუბნება და ვეღარაფერი ვეღარ გავიგე, არ ვიცი, რა ვქნა...
* * *
თან როცა ორი ბავშვი გყავს და მეტი, საერთოდ რა ხარჯებს აღწევს ეს ყველაფერი, წარმოუდგენელია...

Posted by: ტაბუ 22 Feb 2016, 18:41
narkozeli
საიდან აიღე ეგ ინფო?
უკვე ვეძებ სკოლას და ერთად თავმოყრილი ინფორმაცია ძალიან დამეხმარებოდა.

Posted by: narkozeli 23 Feb 2016, 12:00
aerztin

მოკლედ,რთული თემაა ძალიან,გამართლების ამბავიცაა mo.gif


ტაბუ
ერთერთ თემაში იდო პოლიტიკაში.სხვა ინფო არ იყო მითითებული (

Posted by: Perseus12 23 Feb 2016, 12:17
დიღმის ტერიტორიაზე რომელ კერძო სკოლას გაუწევდით რეკომენდაციას?

Posted by: Galo 23 Feb 2016, 18:45
მოგესალმებით.
მაინტერესებს ინფორმაცია 126 სკოლის შესახებ, კერძოდ, მე3 კლასები - არის კარგი მასწავლებელი? რომელი? დღეს ვიყავი, სკოლა ვნახე, გარეგნულად ძალიან მომეწონა) ბავშვის გადმოყვანა მინდა. მაღალ კლასებში როგორი დონეა?

Posted by: ტაბუ 24 Feb 2016, 11:05
narkozeli
QUOTE
ერთერთ თემაში იდო პოლიტიკაში.სხვა ინფო არ იყო მითითებული

მადლობა smile.gif

Posted by: gucci07 26 Feb 2016, 14:35
გამარჯობათ, 1 კლასის (საჯარო სკოლის) მოსწავლის გადაყვანა გვინდა იტალიურ სკოლაში http://www.italianschool.ge/index.php?cid=32&pg=-1 და თუ ვინმეს გაქვთ შეხება ამ სკოლასთან,გთხოვთ დაწეროთ დადებითი და უარყოფითი მხარეები.

წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: eka3 26 Feb 2016, 23:10
გამარჯობა.
სკოლებში რეგისტრაცია როდის იწყება ხომ არ იცით?

Posted by: Katerina :-) 26 Feb 2016, 23:43
გამარჯობა, მე-6 საავტორო სკოლაზე ხომ არ გაქვთ ინფორმაცია და ფასიც მაინტერესებს, ასევე 53-ე სკოლის შეასხებაც ეგებ გამიზიაროთ შთაბეჭდილებები. მადლობა წინასწარ :-)

Posted by: macaco-fast65 29 Feb 2016, 12:17
QUOTE (blblbl @ 22 Feb 2016, 01:43 )
narkozeli
მარაზმია და მეტი არაფერი,უნივერსიტეტში არაა ეს ფასი მგონი biggrin.gif

yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: lisbeth 2 Mar 2016, 13:22
სკოლებში რეგისტრაცია როდის იწყება,ხომ არ იცით?

Posted by: sumbula 11 Mar 2016, 20:37
გამარჯობათ დამეხმრეთ რა.24 7 ან 77სკოლებზე იქნებ ვინმემ მიტხრას რჩევა რა. სკოლაში უცევს მისვლა ბავშვს და ვარჩევ

Posted by: gvancula3007 16 Mar 2016, 10:51
გამარჯობათ .სანზონა -წერეთელი ამ ტერიტორიაზე რომელ სკოლას მირჩევდით ? გმადლობთ

Posted by: tasu 16 Mar 2016, 14:36
ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება , მაინტერესებს "ქართული სასწავლებელი" იგივე ფისოს სკოლაზე თუ გაქვთ რამე ინფორმაცია ?

Posted by: lobja 16 Mar 2016, 15:56
მოკლედ ხო გადავქექე ყველაფერი ინტერნეტში . მერე დავიარე და ისე ვნახე კერძო სკოლები.

ასე თუ ისე ჩამოვყალიბდი.

ნიუტონი ან სადუნი. ამ ორიდან უნდა ავარჩიო.

იმის მიუხედავად რო სადუნი უფრო ახლოსაა ალბათ მაინც ნიუტონში შევიყვან. იმდენად მომეწონა სიტუაცია.

ხო თანხა გაუზრდიათ ნიუტონში sad.gif 4900 ლარია გადასახდელი.

Posted by: Jean-Baptist Grenouille 16 Mar 2016, 17:58
Perseus12

მწვანე სკოალში დამყავს. დიღმის მასივში სულ 2ია მგონი, მწვანე და წმ. ნიკოლოზის.

სხვა კერძო სკოლებზე რაც მესმის და რასაც ვადარებ კმაყოფილი ვარ. რა თქმა უდნა პატარ-პატარა პრობლემები არის, მაგრამ მთლიანობაში ფასის და სწავლის მხრივ მირჩევნია ნიუტონსაც, ბაქსვუდსაც და წმ.ნიკოლოზსაც. იფრატრუქტურა იმ სკოლებში ბევრად უკეთესია. თუმცა სწავლის, კვების და ზოგადი მიდგომის მხრივ კმაყოფილი ვარ.

Posted by: lobja 16 Mar 2016, 18:02
აი ამ ხუთი სკოლით ვიყავი მე დაინტერსებული. პატარა ცხრილიც გავაკეთე იქნებ ვინმეს კიდე გამოგადგეთ. თანხა დაზუსტებული მაქ, სწორია. პირველ კლასზეა საუბარი.

Posted by: Elsa 23 Mar 2016, 01:18
სკოლა იუჯი, ანი -ცეტი და მომავლის სკოლა , რას მირჩვთ ამ სკოლებზე?

Posted by: ტაბუ 23 Mar 2016, 10:06
Jean-Baptist Grenouille
QUOTE
კმაყოფილი ვარ. რა თქმა უდნა პატარ-პატარა პრობლემები არის

თუ შეგიძლია, უფრო დაწვრილებით რომ დაწერო? რა აქვს კარგი და არის პატარ-პატარა პრობლემები?
მადლობა წინასწარ

lobja
QUOTE
პატარა ცხრილიც გავაკეთე იქნებ ვინმეს კიდე გამოგადგეთ

გამომადგება ^_^ დიდი მადლობა.
QUOTE
ნიუტონში შევიყვან. იმდენად მომეწონა სიტუაცია.
ცოტა მეტს ხომ ვერ გვეტყვი, რა მოგეწონა? რა იცი ამ სკოლაზე?

Posted by: eka3 31 Mar 2016, 13:00
ისანი-სამგორის ტერიტორიაზე კარგი საჯარო სკოლა რომელია უფრო ვარკეთილში იქნებ მირჩიოთ და კიდევ რა იცით სკოლა ალბიონის შესახებ?

Posted by: Jean-Baptist Grenouille 1 Apr 2016, 17:48
ტაბუ
ძალიან კმაყოფილი ვარ სწავლით, ბავშვებთან ინდივიდუალური და თავისუფფალი მიდგომით. აქვთ ძალიან საინტერესო სხვადასხვა ტიპის შემეცნებითი აქტივობები, პრეზენტაციები.
ასევე, ძალიან კარგი ეზო და კვება. დანარჩენი სტანდარტულად როგროც ყველგან: კლსში 15 ბავშვამდე, დაცვითა და კამრებეით დაცული ტერიტორია, კვება და სხვადასხვა წრეები.

რეალური პრობლემაა ინფრასტუქტურა. სხვა კერძო სკოლებში გაცილებით უკეთესად აქვთ მოწყობილი კლასები და დარბაზები. ჩვენან ფართი აქვთ მცირე. განსაკუთრებით სივიწროვეა დაწყებითი კლასების ფლიგელში. არ მომწონს მოზრდილების ბიბლიოთეკაც (პატარებთან ახლა არ ვიცი რა ხდება) არ აქვთ აუზი user.gif

Posted by: Special_1 3 Apr 2016, 12:16
პირველკლასელებს რა საბუთები სჭირდებათ საჯარო სკოლაში რეგისტრაციისას?

Posted by: Tatiko22 3 Apr 2016, 12:51
Kerdzo skola "britanka"ze ra icit shemexmianet aseve mainteresebs "lapmari", "lideri" da "gergeti"

Posted by: eka3 11 Apr 2016, 15:22
ალბიონზე რა იცით, როგორი სკოლაა?

Posted by: Ia-forumze 12 Apr 2016, 03:08
ტაბუ
როგორ ხარ <3

ჩვენ მივდივართ სექტემბერში ნიუტონში

თუ რამე გაინტერესებს მკითხე, სექტებრისან უფრო დეტალურად გეტყვი

როდის მიდის დიმიტრი?

Posted by: nutsa9nutsa9 16 Apr 2016, 00:44
გამარჯობა, მწვანე სკოლიდან მინდა ბავშვების გადაყვანა (მე-7 და მე-2 კლასი) ორ სკოლას შორის მაქვს არჩევანი გასაკეთებელი: ახალი სკოლა და სერვანტესის (იგივე აია-ჯესს) სკოლა, იქნებ მირჩიოთ ძვირფასო მშობლებო, თუ გაქვთ ამ სკოლებთან გამოცდილება... მადლობა წინასწარ

Posted by: blblbl 16 Apr 2016, 00:58
nutsa9nutsa9
გადმოყვანა რატომ გინდა?მეორე არ გამიგია პირველი აკრგია მაგრამ 4ის ნახევრამდეა,მერე თუ გინდა ფული ემატება,პლიუს ყველაფერზე დამატებით გახდევინებენ ფულს ,ნუ ადგილებიც არაა როგორც ვიცი

Posted by: Lotta 21 Apr 2016, 12:51
გამარჯობათ, UG სკოლა როგორია ხომ არ იცით, დაყავთ ვინმეს?

Posted by: kozet 26 Apr 2016, 11:50
161-ე საჯარო სკოლაში ვის დაგყავთ ბავშვი?

Posted by: natuluka 26 Apr 2016, 12:34
kozet
QUOTE
161-ე საჯარო სკოლაში ვის დაგყავთ ბავშვი?

მე დამყავს

Posted by: dii 29 Apr 2016, 12:16
გამარჯობა, 4 მაისს იწყება სკოლებში რეგისტრაცია და მაინტერესებს თუ დავარეგისტრირე ბავშვი სკოლაში, მერე შევძლებ თუ დამჭირდა სხვა სკოლაში გადავარეგისტრირო სწავლის დაწყებამდე? ანუ შესაძლებელია საცხოვრებელი ადგილი შევიცვალოთ ოღონდ დაზუსტებოთ არ ვიცით და დიდ გაურკვევლობაში ვარ არ ვიცი როგორ მოვიქცე

Posted by: bancacuna 4 May 2016, 09:20
ბავშვის რეგისტრაციისას შეცდომით მივუთითე ტელეფონის ნომერი შსეაბამისად რეგისტრაციის კოდი არ მომსვლია. რეგისტრაციის კოდი მარტო იმისთვის მჭიდება, რომ გავიგო ბავშვი დავარეგისტრირე თუ არა? თუ სკოლაში დამჭირდება ამის წარდგენა საჭირო საბუთებთან ერთად?
ძალინ გთხოვთ მიპასუხეთ
* * *
ბავშვის რეგისტრაციისას შეცდომით მივუთითე ტელეფონის ნომერი შსეაბამისად რეგისტრაციის კოდი არ მომსვლია. რეგისტრაციის კოდი მარტო იმისთვის მჭიდება, რომ გავიგო ბავშვი დავარეგისტრირე თუ არა? თუ სკოლაში დამჭირდება ამის წარდგენა საჭირო საბუთებთან ერთად?
ძალინ გთხოვთ მიპასუხეთ

Posted by: natuluka 4 May 2016, 09:47
bancacuna
მაგ კოდით შეგიძლია რეგისტრაციის გაუქმება. სკოლაში საბუთების მიტანისას არ დაგჭირდება კოდი

Posted by: marituna 4 May 2016, 11:52
გოგოებო სკოლის შეცვლა ხდება? როგორ, როდის?

Posted by: anuka2009 4 May 2016, 12:07
marituna
1 სემესტრი მაინ უნდა ისწაცლოს პირველკლასელმა იმ სკოლაში სასაც დაარეგოსტრირე.

Posted by: dii 4 May 2016, 12:52
bancacuna
მეილიც ხომ იყო მისათითებელი, მეილზეც იქნება კოდი მოსული.

დავრეგისტრირდით დღეს 87-ე საჯარო სკოლაში.
ვნერვიულობ, არაფერი ვიცი ამ სკოლაზე არც კარგი არც ცუდი ... help.gif

Posted by: marituna 4 May 2016, 12:53
anuka2009
მერე?? უპრობლემოდ ფადავიყვან?

Posted by: anuka2009 4 May 2016, 13:23
marituna
QUOTE
უპრობლემოდ

ამას ვერ დაგპირდები, მაგრამ შესაძლებელი არის. მიმგებ სკოლას უნდა გამოუთავისუფლდეს ადგილი. ისე ცერ გადაიყვან.

Posted by: natuluka 4 May 2016, 14:15
marituna
ადგილი უნდა იყოს იმ სკოლაში სადაც გადაყვანას აპირებ და გადასვლა პრობლემა არაა მაგ შემთხვევაში.

Posted by: marituna 4 May 2016, 14:19
anuka2009
natuluka
მადლობა გოგოებო. . 2kiss.gif
მეეჭვება გამონთავისუფლდეს sad.gif

Posted by: Iris87 4 May 2016, 15:21
დავრეგისტრირდით 161- სკოლაში, ისე მიხარიაა bis.gif
საბუთების შეტანა 30 მაისიდან 14 ივნისამდეა შესაძლებელი, ერთ-ერთ საიტხე წავიკითხე, თქვენც ასე იცით?

Posted by: lelukaa 4 May 2016, 19:10
bancacuna
ცხელ ხაზზე დარეკე, გამოგიგზავნიან თავიდან.

Iris87
ჩვენს მაგ სკოლაში ვართ ❤️
საბუთები 30 მაისიდან 10 ივნისამდე მე ასე ვიცი ემისიდან

Posted by: Zahir 4 May 2016, 20:01
QUOTE (dii @ 4 May 2016, 12:52 )
bancacuna
მეილიც ხომ იყო მისათითებელი, მეილზეც იქნება კოდი მოსული.

დავრეგისტრირდით დღეს 87-ე საჯარო სკოლაში.
ვნერვიულობ, არაფერი ვიცი ამ სკოლაზე არც კარგი არც ცუდი ... help.gif

ისანშია ხო მგონი ეგ სკოლა? თუ ეგაა მაშინ კარგი დირექტორი გეყოლებათ და სკოლაც შესაბამისად კარგია!

Posted by: dii 4 May 2016, 20:36
Zahir
კიი ისანშია წამებულზე
* * *
Iris87
საბუთებიდან რა გვჭირდება კონკრეტული ჩამონათვალი ვერ ვნახე

Posted by: Zahir 4 May 2016, 21:00
dii
კი ძალან კარგი სკოლაა! არ ინანებ

Posted by: dii 5 May 2016, 00:34
Zahir
2kiss.gif მადლობა, მოულოდნელად მომიწია ამ არჩევანის გაკეთება და დაბნეული ვარ ცოტა

Posted by: pipiripipi 5 May 2016, 18:44
87 უძლიერესია )) დავით ჭეიშვილი არის დირექტორი.. მიშას უყვარდა ეგ სკოლა.. ედუარდის გადაყვანას აპირებდა.. რაქნა ბოლოს არვიცი ^_^

Posted by: Katerina :-) 6 May 2016, 00:25
გამარჯობა, ანი-ზეტ სკოლაზე თუ გსმენიათ რამე, გამიზიარეთ შთაბეჭდილებები :-)

Posted by: pusho 6 May 2016, 02:30
dii
ძალიან კარგი სკოლაა.
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, იღბლიანი ხართ რომ მოასწარით დარეგისტრირება.
დირექტორიც ცნობილი და გამორჩეული, ჭეიშვილი.
პედაგოგებიც და სწავლის ხარისხიც არაფრით ჩამოუვარდება სხვა განთქმულ საჯარო და კერძო სკოლებს.

Posted by: DOLPHIN 6 May 2016, 12:47
Katerina :-)
მე დამყავს, მაგრამ ჯერ მეორე კლასშია, ამიტომ განათლების ხარისხზე ჯერ ვერაფერს გეტყვი, მაგრამ სიტუაცია ნორმალურია, თვითონ უხარია, რაც მთავარია.

Posted by: Ia-forumze 6 May 2016, 13:04
DOLPHIN
აბაშიძეზე რომ არის ეგ არის?
შუმანის?

თუ ეს სხვაა?

Posted by: DOLPHIN 6 May 2016, 14:14
Ia-forumze
QUOTE
აბაშიძეზე რომ არის ეგ არის?

ფალიაშვილზეა.
QUOTE
შუმანის?

ამ პროგრამის ქვეშ რამენიმე სკოლაა (ერთ შენობაში) გაერთიანებული.

Posted by: marituna 6 May 2016, 14:31
DOLPHIN
რა სკოლაა, კერძო თუ სახელმწიფო?

Posted by: Katerina :-) 6 May 2016, 19:27
DOLPHIN

დიდი მადლობა! გადასახადი ანი-ზეტში 3500 იყო ამ ბოლოს და ეხლაც ეგრეა?

Posted by: DOLPHIN 6 May 2016, 22:14
marituna
კერძო.

Katerina :-)
მე 3000ს ვიხდი, 2014-ში შევიდა და ასე ღირდა მაშინ. სექტემბრიდან რა იქნება, არ ვიცი.

Posted by: Katerina :-) 8 May 2016, 18:47
DOLPHIN

დიდი მადლობა ინფოსთვის :-)

Posted by: ქინქლა 10 May 2016, 20:43
Iris87
lelukaa

როგორ მოახერხეთ დარეგისტრირება, ნახევარ წუთში შევსებული მქონდა აპლიკაცია და 9:00:30 ზე უკვე 63 ადგილი გამქრალი იყო sad.gif არადა როგორ მინდოდა sad.gif

გილოცავთ smile.gif

Posted by: ქინქლა 10 May 2016, 20:47
blblbl

როგორ ხარ? :* მადლობა

Posted by: blblbl 10 May 2016, 20:48
ქინქლა
კარგად შენ? :* მოგწერე რაღAც ნახე :*

Posted by: Elsa 11 May 2016, 01:12
ანი ზეტი 4100 ლარი ღIრს წელს დამწყებთათVის.

Posted by: radiology 23 Jun 2016, 00:42
მეექვსე საავტორო სკოლაზე დღეს თუ გაქვთ ინფორმაცია ვინმეს დაწერეთ smile.gif
ანუ ისევ ისეთი კარგია დაგადასახადი როგორაა?

Posted by: ninoeqimi 2 Jul 2016, 01:21
Katerina :-)
3500 ლარია თუ სხვა ვალუტა?

Posted by: sumbula 1 Sep 2016, 17:49
მოგესალმებით.თქვენი დახმრება მჭირდება.ვინმეს თუ გაქვთ შხება 77საჯარო სკოლაზე..დამრიგებელი შეხვდა ლეკიშვილი და ას მირჩევთ დავტოვო მაგასთან ბავშვი?

Posted by: Katerina :-) 1 Sep 2016, 21:33
ninoeqimi

ეროვნული ვალუტა :-)

Posted by: ტაბუ 11 Oct 2016, 01:13
თემა ამოვწიოთ, რა!
გამოცდილებების გაზიარება და რჩევების მიცემა დაიდოს smile.gif

Posted by: ტაბუ 7 Nov 2016, 18:47
სკოლის მოსწავლის არცერთი მშობელი არ აპირებთ გამოცდილების გაზიარებას, ხომ?! mo.gif

Posted by: GEORGIA007 20 Jan 2017, 01:23
qartul smerikul skolaze ras
ityvit?

Posted by: medea13 20 Jan 2017, 01:45
როდის ეშველება ამ სკოლებს, არაკვალიფიციური მასწავლებელები ყველაზე დიდი პრობლემაა sad.gif

http://rustavi2.com/ka/video/20435?v=2

Posted by: what 12 Feb 2017, 03:23
GEORGIA007

QUOTE
qartul smerikul skolaze ras
ityvit?


რომელზე?? ზუსტად მასეთი სახელი ბევრს ქვია

Posted by: qimikal 20 Mar 2017, 17:14
სამწუხაროდ სკოლის შეცვლა გვიწევს და დიდ დიღომში საპატრიარქოს სკოლა მთაწმინდელებზე თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, რა შეგიძლიათ მითხრათ?

Posted by: ტაბუ 22 Mar 2017, 10:13
qimikal
რომელ სკოლაში დაგყავდათ აქამდე და რატომ იცვლით?

Posted by: qimikal 23 Mar 2017, 11:35
ტაბუ
კერძოში დამყავდა და ფასის გამო გადამყავს მაღალია გადასახადი, სწავლის მხრივ კი მომწონს მაგრამ...

Posted by: ტაბუ 23 Mar 2017, 12:57
qimikal
მადლობა პასუხისთვის.
რომელი კერძო იყო, მაგასაც ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: qimikal 23 Mar 2017, 14:24
ტაბუ
ბაქსვუდი, მთაწმინდელებზე გსმენიათ რამე?

Posted by: ტაბუ 24 Mar 2017, 13:08
qimikal
QUOTE
მთაწმინდელებზე გსმენიათ რამე?

არც გამიგია, სამწუხაროდ sad.gif
არადა მეც დიდ დიღომში ვცხოვრობ.

QUOTE
ბაქსვუდი
ფასს რამდენად ამართლებს? მეტი დეტალები შეგიძლიათ რომ მითხრათ?
ფასის გარდა ტრანსპორტირების საკითხიც მანაღვლებს - დიდი დიღმიდან იქ სანამ მიიყვანს ავტობუსი და უკან დააბრუნებს, ალბათ დიდი დრო უნდა user.gif

Posted by: MELO_MELO 24 Mar 2017, 13:30
ტაბუ
ნინ, სად აპირებ რომ მიიყვანო უსიმპატურესი ბიჭი? <3

მე ჰამილტონში დამყავს.. პატარ–პატარა ხარვეზები და კომენტარები გვაქვს ხოლმე, რომლის გამოსწორებასა და თანამშრომლობაზე მენეჯმენტი მოდის. სხვა მხრივ კმაყოფილი ვარ. პეკინი ყაზბეგის კვეთაზეა ეს სკოლა.


Posted by: anuka2009 24 Mar 2017, 15:55
MELO_MELO
ლოგოსოც ხომ მაქაა? ნესაფე საფეხურის სკოლა, ერთი დამფუძნებელი ყავს მგონი მურღულია. რამე ხო არ გსმენია მელო?

b]ტაბუ[/b]
ფასს მაღალ კლასებში უფრო ამართლებს მე რამდენადაც ვიცი. მე საერთოდ გამორიცხულო მაქვს ეგ სკოლა, ტრანსპორტირებას ვერ იტანს ჩემი. 2 მეგობარს დაყავს და არიან კმაყოფილები, თუმცა ცალსახად ძვირია.

Posted by: ტაბუ 24 Mar 2017, 17:10
MELO_MELO
QUOTE
ნინ, სად აპირებ რომ მიიყვანო უსიმპატურესი ბიჭი?
მელო love.gif
ჯერ არ ვიცი. არადა კარზე მოგვადგა...
რამდენიმე ვარიანტს განვიხილავ და ვერ მივადექი ჯერ ვერცერთს sad.gif
აიბი მთიები, არქიმედე, მწვანე სკოლა, მილენიუმი...
ჰამილტონი ახალი დაფუძნებულია? რა შენიშვნები გაქვს?

anuka2009
QUOTE
ფასს მაღალ კლასებში უფრო ამართლებს
მასე მგონია მეც. შორი მანძილისათვის ძალიან მეცოდება სკოლის მოსწავლე.

Posted by: anuka2009 24 Mar 2017, 17:36
ტაბუ
მაღალ კლასში გეტყვი რატომ უფრო ამარტლებს. აქვთ ძალიან კარგად აწყობილი გაცვლითი პროგრამების სიატემა და რეალურად სწავლის საფასურს რასაც იხდი ამ პროგრამის ღირებულებას ფარავს+სწაცლის თანხა. მშობელი გამოდის მოგებული.
ჰამილტონის დამფუძნებელია გია მურღულია. ძალიან სიმპატიებით ვარ მაგ ადამიანის მიმართ.
მილენიუმიც კარგია, მწვანე სკოლაც -ფასიც ადამიანური აქვს. ნიუტონს არ განიხილავ?
მე საჯაროშიც შემაქვს საბუთები.

Posted by: ათულია 24 Mar 2017, 17:48
ტაბუ
ნი მე შენ იმედზე ვარ მომავალ წელს შენ უნდა დამეხმარო <3


Posted by: MELO_MELO 24 Mar 2017, 18:42
anuka2009
QUOTE
ლოგოსოც ხომ მაქაა? ნესაფე საფეხურის სკოლა, ერთი დამფუძნებელი ყავს მგონი მურღულია. რამე ხო არ გსმენია მელო?


გოგო ხო ლოგოსიც და ჰამილონიც ქართულ–ამერიკული ცენტრის ბაზაზეა. ლოგისი 1–2 სართულზეა და ჰამილტონი მე–4–ზე. მესამეზე ეს ქართულ ამერიკული ცენტრია. მომავალი წლიდან როგორც გვითხრეს ლოგოსი გადადის და ჰამილტონი გაფართოვდება..

დამფუძნებლები ერთი ყავს ლოგოსსაც და ჰამილტონსაც. სკოლა ჰამილტონის დირექტორი კი არის გია მურღულია..


ტაბუ

როგორ ხარ შენ? მომენატრე :* ბიჭუკები? <3

QUOTE
ჯერ არ ვიცი. არადა კარზე მოგვადგა...
რამდენიმე ვარიანტს განვიხილავ და ვერ მივადექი ჯერ ვერცერთს
აიბი მთიები, არქიმედე, მწვანე სკოლა, მილენიუმი...
ჰამილტონი ახალი დაფუძნებულია? რა შენიშვნები გაქვს?

გოგო ამათგან მთიების გარდა არცერთი ვიცი. მთიები კარგია ძალიან.. დამატებით თუ დაგეხმარება ეს მომენტი, თვითონ ჩვენი სკოლის დირექტორის ანუ მურღულიას მთიებში დაჰყავს შვილიშვილები, ჰამილტონში რადგან თვითონაა დირექტორი მაგიტომ არ მოიყვანა – გატუტუცების ამბავში ალბათ.

შენიშვნები მაქვს იმ მიმართულებით, რომ პირველი წელია, ანუ ესენი პირველი ნაკადია და ცოტა რაღაცეები საცდელ ვარიანტებს ემსგავსება. უკეთესი მენეჯმენტი მინდა.. უშუალოდ სწავლის პროცესზე არ მაქვს უარყოფითი კომენტარები. სპორტული კომპონენტი მინდა სხვანაირად და ცოტა უფრო სხვა დატვირთვით და გავითვალისწინებთო.. პროგრამა კარგი აქვთ ძალიან.. ზოგადად მოდელი ფინურს გავს და ნუ მთლად ფინურის ამბიცია არ გვაქვს smile.gif)) მოკლედ, 10 ბალიან სისტემაში 9 ქულას მივცემდი მე.

ია ფორუმზე–ს დაყავს ნიუტონში და კმაყოფილია რამდენადაც ვიცი.. ნახე აბა ნიუტონიც..



anuka2009
QUOTE
მაღალ კლასში გეტყვი რატომ უფრო ამარტლებს. აქვთ ძალიან კარგად აწყობილი გაცვლითი პროგრამების სიატემა და რეალურად სწავლის საფასურს რასაც იხდი ამ პროგრამის ღირებულებას ფარავს+სწაცლის თანხა. მშობელი გამოდის მოგებული.

ვეთანხმები.. მე ფინანსურად თუ გავქაჩე ლოგოსში მინდა გადავიყვანო მე–7 დან. ვნახოთ, არ არის იაფისიამოვნება + მეორე რომ დაემატება smile.gif))

ათულია
QUOTE
ნი მე შენ იმედზე ვარ მომავალ წელს შენ უნდა დამეხმარო <3

აქ ვართ, არ ინერვიულო :*

Posted by: anuka2009 24 Mar 2017, 19:12
MELO_MELO
ვაბარებთ წელს. კოდევ ერთგანაც. ვნახოთ.
პატარას ბიუჯეტიც მაგიტომა არ მაქვს წელს განსაზღვრულო, უფროსზე ვარ დამოკიდებული. ეს თუ ჩააბარებს სადმე ჰაუსქულში, პატარა წავა საჯაროშო. smile.gif
* * *
ტაბუ
მწვანე სკოლა არის სულაკაურის..ძალიან თანამედროვე სკოლაა გამართული ინფრასტრუქტურით. ტერიტორიულად თუ გაწყობს დიღომი, არაა ცუდი არცევანი ნამდვილად.
მთიებში დაყავს მეზობელს.2 ბავშვი, მოწონს. საკმაოდ დიდი გამიცდილების სკოლაა.
ფასი საკმაოდ ნორმალურია. ფასიანი სექტორით საჯარო სკოლებიც არ გამოდოს ბევრად ნაკლები.

Posted by: MELO_MELO 24 Mar 2017, 22:00
anuka2009
წარმატებები ორივე ასპარეზზე.. :* ♡

Posted by: ტაბუ 25 Mar 2017, 08:17
anuka2009
MELO_MELO
გოგოებო, ძალიან დიდი მადლობა რჩევებისთვის : love:
ჩემს მეგობარს დაჰყავს შვილი მთებში და მისი დახასიათებით მოვიხიბლე. თან, ვენდობი ამ გოგოს, ვიცი როგორი პასუხისმგებლობითაც ეკიდება ამ საკითხს.
ჰამილტონსაც ვნახავ.
ლოგოსი როგორია?
* * *
ათულია
მომენატრე, ჩემო კარგო love.gif
თქვენ საით ეძებთ სკოლას? ჩვენკენ არა? wink.gif

Posted by: anuka2009 25 Mar 2017, 10:55
ტაბუ
ლოგოსი ჯერ ადრეა შენთვის, მესამე საფეხურის სკოლაა smile.gif

Posted by: takotatuli1989 25 Mar 2017, 14:32
მაგ მთიებში წრეებიც არის და ცალკე თანხებს იხდი? თუ შედის გადასახადში?

Posted by: addicted 25 Mar 2017, 19:13
QUOTE
მწვანე სკოლა არის სულაკაურის..ძალიან თანამედროვე სკოლაა გამართული ინფრასტრუქტურით.

+1

ინფრასტრუქტურას პლუს თანამედროვე მიდგომები.
მე ძალიან ბედნიერი ვარ ამ სკოლის არსებობით biggrin.gif

Posted by: ტაბუ 25 Mar 2017, 23:02
addicted
ეთო, მადლობა გამოხმაურებისთვის.
შეგიძლია, უფრო დაწვრილებით მომიყვე?
და ტრანსპორტირება თუ აქვთ?

anuka2009
მადლობა პასუხისთვის

Posted by: qimikal 27 Mar 2017, 10:02
ტაბუ
დიდი დიღმიდან კი არა ვაკიდან რომ დადიან იმ ბავშვებს უჭირთ ბაქსვუდში სიარული ძალიან მოქმედებს გზა. ისე სწავლის პერიოდში ერთხელ მაინც ყველა ბავშვი მიჰყავთ 2 კვირით საზღვრგარეთ თავისი ხარჯებით.
მუხიანშია კარგი სკოლა თუ სწავლაზე და წესრიგზე ორიენტირება გინდატ სკოლა ,,პრომეთე~

Posted by: ტაბუ 30 Mar 2017, 12:57
takotatuli1989
QUOTE
მთიებში წრეებიც არის და ცალკე თანხებს იხდი? თუ შედის გადასახადში?

ახლა ვესაუბრე მეგობარს, ვისაც მთიებში დაჰყავს ბავშვი, და არ შედის საერთო გადასახადშიო.

Posted by: anano-ana 30 Mar 2017, 14:19
მწიგნობართუხუცესზე რას მეტყვით გოგოებო? ლისზე რომაა

Posted by: ტაბუ 30 Mar 2017, 14:58
anano-ana
QUOTE
მწიგნობართუხუცესზე

ჩემს დას და მაზლს დაჰყავთ შვილები და კმაყოფილები არიან.
ასაკოვანი პედაგოგი ჰყავს ჩემს დიშვილს, თუმცა დამრიგებელი ახალგაზრდა გოგოა.
გამორჩეულად კარგიც არაფერი გამიგია, რომ ამის გამო მიმექცია ყურადღება.

Posted by: anuka2009 30 Mar 2017, 16:34
panano-ana
მე ვიყავი ადრე მაგ სკოლაში. დირექტორი ყავთ საშუალო ხნის კაცი, რომელმაც მითხრა რომ მათ სკოლაში ბავშვი იღებს კარგ განათლებას, ისეთს როგორიც კომუნისტებს ქონდათ თავის დროზე. ამ ფრაზის მერე არც განმიხილავს ეს სკოლა. დიდი კრეატიულობით და თანამედროვე მიდგომებით არ გამოირჩევიან. მე მაგალითად ბევრი კარგი საჯარო სკოლა მირცევნია ეგეთ კერძოს. 1 ექსპერიმენტალურს ვერც შევადარებ.

Posted by: ტაბუ 31 Mar 2017, 13:27
anuka2009
QUOTE
ბავშვი იღებს კარგ განათლებას, ისეთს როგორიც კომუნისტებს ქონდათ თავის დროზე.
gigi.gif
გასაგებია.

Posted by: Ninito_ 1 Apr 2017, 09:45
მთიებზეა და საინტერესო სტატიაა თუ გაინტერესებთ
http://netgazeti.ge/news/183830/

facepalm.gif

Posted by: anabanaankabanka 1 Apr 2017, 10:22
Ninito_
ჩემი დეიდაშვილის 2 შვილი, ჩემი მეგობრის 3 შვილი სწავლობს მთიებში, 5ვე პატარა კლასებში, დეიდაშვილის ბავშვები პრესქულშიც მანდ იყვნენ და არაფერი მსგავსი არ ყოფილა.

Posted by: Ninito_ 1 Apr 2017, 10:35
anabanaankabanka
აბა ეს მოგონილია კაცო? გადავირიე რომ წავიკითხე

Posted by: anabanaankabanka 1 Apr 2017, 10:43
Ninito_
არ ვიცი, აი ნამდვილად 5 ბავშვი დადიას ჩემიანი, ხუთივე სხვადასხვა კლასში და არცერთში მსგავსი არ ხდება. ოთხშაბათს ჩვეულებრივი სწავლა აქვთ, პარასკევს დაყავთ ექსკურსიებზე-თეატრში, კინოში, მუზეუმში, ბოტანიკირ ბაღში და ა.შ

Posted by: nebiera28 8 Apr 2017, 08:03
ტაბუ

მილენიუმში დამყავს მათე და წელს საბაც შემყავს. მკითხე და მოგიყვები.

კმაყოფილი მშობელი ვარ. smile.gif

Posted by: marguerite 10 Apr 2017, 01:07
nebiera28
გადასახადი რამდენია მილენიუმში და სასწავლო საათები როგორაა განაწილებული?


-----------

Posted by: GEORGIA007 10 Apr 2017, 08:34
ქართულ ამერიკული უმაღლესი სკოლა კარგია

Posted by: makuna33 10 Apr 2017, 10:29
შარშანდელიდან ხომ არ გახსოვთ, ონლაინ რეგისტრაციის ფორმაში რა მოთხოვნებია?

Posted by: ტაბუ 10 Apr 2017, 23:35
nebiera28
მადლობა, სოფ love.gif
მგონი, მწვანე სკოლის სასარგებლოდ მივიღე უკვე გადაწყვეტილება

Posted by: nebiera28 18 Apr 2017, 11:11
მარგუერიტე
6000 ლ წლიური გადასახადი.
ჰტტპ://მილლენნიუმსცჰოოლ.გე/საგნობრივი-ჯგუფები/
აქ არის სასწავლო პროცესზე ინფო, პლიუს ოთხი არჩევითი კლუბი.

[ბ]ტაბუ[/ბ]
წარმატებები ♡♡

Posted by: Unitended 18 Apr 2017, 15:51
გამარჯობა,

161 საჯარო სკოლაში დაყავს ვინმეს ბავშვი?
ან 64? პირველი ექსპერიმენტალური?

და საერთოდ საბურთალოზე რომელია ყველაზე კარგი სკოლა სახელი რომ არ აქვს მარტო შემორჩენილი და ამართლებს კიდეც დიად სახელს smile.gif
ფასიანი სკოლა ვერ მოვიძიე ნორმალური ახლო მახლო

მგზავრობის გამო სხვაგან არ მინდა

Posted by: anuka2009 18 Apr 2017, 17:01
Unitended
მაგ ჩამოთვლილთაგან ცალსახად პირველი ექსპერიმენტული. წელს თან კარგი ნაკადია მასწავლებლების. პირველი ექსპერიმენტულის ფასიან პაკეტს გირჩევ.

Posted by: basti-bubuuu 19 Apr 2017, 01:24
anuka2009 ეგ რას ნიშნავს?

Posted by: marguerite 19 Apr 2017, 01:31
nebiera28
მადლობა

[===========

Posted by: natuluka 19 Apr 2017, 09:56
Unitended
მე დამყავს 161-ში. დაწყებითები ნამდვილად ძალიან კარგია.

Posted by: anuka2009 19 Apr 2017, 12:08
basti-bubuuu
ანუ ფასიანი პაკეტი ხომ ?
მოკლედ 1.ექსპერიმენტულის დაწყებითს რაც აქვს ძალიაბ მაგარი ეს არის ის აქტივობები, რაც აქვტ 12 დან 4 მდე, ანუ პაკეტი, რომელიც ღირს სემესტრი 450 ლარი. +ამატებ კვების ფულს, თუ სურვილი გაქვს ტრანსპორტის ფულს.
ძალიან კარგი პროგრამა აქვთ. განაცხადს რომ ავსებ ირჩევ პაკეტს. შემდეგ ბავშვი ხვდება იმ ჯგუფში, რომელიც არის მხოლოდ პაკეტით გათვალისწინებული. ყველა რჩება და ყველა ერთად მუშაობს. ძალიან კარგია.

Posted by: natuluka 19 Apr 2017, 12:18
anuka2009
161-შიც ზუსტად ეგრეა. 5 საათამდე შეგიძლია ბავშვის დატოვება, სადაც წრეები შედის და მგონი 1 თვე 80 ლარი ღირს. + კვებას ამატებ თუ გინდა. ფასი ზუსტად არ მახსოვს, მე არ დამყავს.

Posted by: radiology 20 Apr 2017, 14:52
Ninito_
მთიებზეა და საინტერესო სტატიაა თუ გაინტერესებთ
http://netgazeti.ge/news/183830/


პრესსქულიდან დადის ჩემი შვილი მთიებში და მაგ სტატიის სიზუსტე ისეთივეა,როგორც ჩემი მსგავსება ბრუქ შილდსთან.
ზიარებაზე დაყავთ,წელიწადში დაახლოებით 3-ჯერ,ისიც ნებაყოფლობით.
პ.ს. სტატიაში მოცემული ამონარიდები ჩვენი საყვარელი ქართულის მასწავლებლის
დაპოსტილია ფეისბუქზე,რომელიც ხშირად წერს მსგავსს- ბავშვების ნააზრევებს,ოღონდ სულ სხვა კონტექსტში smile.gif

Posted by: Ninito_ 20 Apr 2017, 14:57
radiology
QUOTE
ზიარებაზე დაყავთ,წელიწადში დაახლოებით 3-ჯერ,ისიც ნებაყოფლობით.

ეს სკოლის მოვალეობაში რატომ შედის ? თუნდაც ნებაყოფლობით
მშობელი რისთვის ყავს ბავშვს ?

Posted by: radiology 20 Apr 2017, 15:01
Ninito_
თქვენ თუ იპოვით ისეთ სკოლას,,სადაც ყველა,ყველაფრით კმაყოფილია,დაწერეთ,გავითვალისწინებ.
მართლა,სარკაზმის გარეშე,ყველაფერს მრავალი მხარე აქვს და ზოგს მღვდელი მოსწონს ზოგს მღვდლის ცოლი.
ვიღაცას იმაზე ექნება პრეტენზია რატომ არ დაყავთო და ა.შ. უსასრულოდ.
მთავარი ზომიერებაა და...

Posted by: Ninito_ 20 Apr 2017, 15:26
radiology
ყველაფრით კმაყოფილი ვერ ვიქნები, მაგრამ ისეთ სკოლას ნამდვიალდ ვიპოვი, სადაც ბავშვებს ზიარებაზე და აღსარებაზე არ დაატარებენ. ეს სკოლის და მასწავლებლის მოვალეობა არ არის

Posted by: takotatuli1989 20 Apr 2017, 17:46
radiology
მუსულმანი მოსწავლეებიც დაყავთ მეჩეთში? თუ მარტო მართლმადიდებლებზეა ორიენტირებული? wow.gif

Posted by: basti-bubuuu 21 Apr 2017, 13:14
anuka2009
Uი რა კარგი ინფორმაციაა.სწავლაც KარGია ხო?
* * *
Dა პრEსქულიც ხომ არ გეგულებათ კაგი სადმე?

Posted by: anuka2009 21 Apr 2017, 13:25
basti-bubuuu
სრული პასუხისმგებლობით გეუბნები რომ სასწაული დაწყებითები აქვს, ცნობილი ამონასვილის მეთოდით. წელს არის მასწავლებლების ძალიან კარგი ნაკადი. მე არ მიმყავს მაქ მხოლოდ სუბუექტური მიზეზით smile.gif

პრესქულს რაც სეეხება, თუ მაინდამაინც არ გინდა სკოლასთან არსებული პრესქული, ერთ საოცარ გოგოს აქვს გახსნილი მუშტაიდთან სახლში პრესქული "მარსო", ძალიან კარგები არიან, უამრავი აქტივობა აქვთ, მხიარულება და ხალისი. smile.gif

Posted by: basti-bubuuu 21 Apr 2017, 13:34
anuka2009
აააა მარსო ხო.მითხრა მეგობარმა ძალიან კარგიაო.როგორ გადამავიწყდა.და შენ რომელ სკოლაში შეგყავს?და ეხლა რომელ ბაღში ხართ.მოკლედ დაკითხვა მოგიწყვე

Posted by: anuka2009 21 Apr 2017, 13:46
basti-bubuuu
ნიუტონში მიდის. პრესქულიც კაი აქვს ნიუტონს მაგრამ მე მგონი შეავსეს. დარეკე მაინც. მარსო ბევრად იაფია, თვე 120 ლარი და კარგია ძალიან. თან დღესი 2-3 საათი.

Posted by: nusa 21 Apr 2017, 16:20
makuna33
აქ არის ინსტრუქცია და იემდია წელს შეცვლილი არ იქნება
https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2017/03/pirvelklaselta_registracia-Manual.pdf

ისე ნეტა როდის დაიდება სარეგისტრაციო ბმული, გავივარჯიშებდი ცოტა სისწრაფეში biggrin.gif

anuka2009
1 ექსპერიმენტულის კვება და ტრანსპორტი რა ღირს ხომ არ იცით?
ეგ სკოლა გვაქვს შერჩეული და სულ მგონია რომ რეგისტრაცია გაგვიჭირდება.
ფასიანი პაკეტის დროსაც სტანდარტული რეგისტრაცია ხდება ხო?

Posted by: anuka2009 21 Apr 2017, 16:50
nusa
მგონი კვება 70 და სადგაც 80 ტრანსპორტი. +- 10 ლარი.
კი ჭირს რეგისტრაცია sad.gif

Posted by: basti-bubuuu 21 Apr 2017, 16:52
ნიუტონი რა ღირს სკოლა და პრესკოლა?

Posted by: anuka2009 21 Apr 2017, 17:00
basti-bubuuu
basti-bubuuu
5400 სკოლა. დამტავრდა მიღება. პრესქულო არ ვიცი.

Posted by: nusa 21 Apr 2017, 17:01
anuka2009
დიდი მადლობა
სხვა სკოლას ვერც განვიხილავ პირველ რიგში ტერიტორიის მხრივ
და მერე ის სხვადასხვა სიკეთეები რაც მაგ სკოლას აქვს, როგორც მსმენია.

აი რეგისტრაციაზე კი ძალიან ვნერვულობ. რომ ვერა მანდ სხვა ალტერნატივა მოფიქრებულიც არ მაქვს.

Posted by: SBS777 21 Apr 2017, 17:46
radiology
მე შემყავს სექტემბრიდან ბავშვები მთიებში და ყველასგან ვცდილობ ინფორმაციის მიღებას. რამდენად კმაყოფილი ხარ ამ სკოლით?

Posted by: radiology 22 Apr 2017, 22:55
SBS777
იმდენად რამდენადაც ბავშვის გადაყვანას არ ვაპირებ სხვა სკოლაში და მეორესაც მანდ შევიყვან smile.gif

Posted by: SBS777 24 Apr 2017, 14:09
radiology ძალიან კარგი. მე სხვა სკოლიდან გადმომყავს უფროსი და უმცროსი 1 კლასში შემომყავს. უმცროსი დავარეგისტრირე უკვე და უფროსზე მაისში მოდიო, მაგრამ უკვე ვაპირებ მისვლას, რომ მერე რამე გაუგებრობა არ მოხდეს.

Posted by: TamoTamoTamo 24 Apr 2017, 15:36
მოგესალმებით გოგოებო,

ვისაც პირველი ექსპერიმენტული სკოლის ინფო გაინტერესებთ:
კვება 80 ლარი, ტრანსპორტი 80 ლარი, გახანგრძლივებული კვარტალში 405 ლარი (ყოველთვიურად 135 ლარის გადახდაც შესაძლებელია).
მე დამყავს ბიჭი 1 კლასში და ვარ უზომოდ კმაყოფილი მასწავლებლით, ზოგადად სწავლების დონით და სწავლების მეთოდით. საერთოდ ამ სკოლაში რეკომენდაციით მივიყვანე, თუმცა ძალიან ბევრმა მითხრა, რომ მე-4 კლასის მერე სიტუაცია ირევაო.

Posted by: bachi1975 25 Apr 2017, 11:02
TamoTamoTamo
80+80+135 სწორად გავიგე? ანუ თვეში 295 ლარი გამოდის გადასახადი?
QUOTE
საერთოდ ამ სკოლაში რეკომენდაციით მივიყვანე

მაგ სკოლაში მოხვედრა ძალიან რთულია და იმედი არ მაქვს რომ მოვახვედრებ.

161-ე და პირველი ექსპერიმენტული, ამ ორი სკოლიდან ერთერთში უნდა მოვახვედრო ბავშვი როგორმე, და თუ ვინმემ იცით ხერხები გამიზიარეთ

Posted by: TamoTamoTamo 25 Apr 2017, 15:24
bachi1975

კი ეგრე გამოდის, უბრალოდ მე გახანგრძლივებულის თანხას კვარტალში ერთხელ ვიხდი, კვებას ყოველთვიურად, ტრანსპორტით კი არ ვსარგებლობ.

Posted by: nusa 25 Apr 2017, 17:03
TamoTamoTamo
მადლობა დიდი. მე მაინტერესებდა ექსპერიმენტულის ამბები smile.gif

QUOTE
161-ე და პირველი ექსპერიმენტული, ამ ორი სკოლიდან ერთერთში უნდა მოვახვედრო ბავშვი როგორმე, და თუ ვინმემ იცით ხერხები გამიზიარეთ

ეს მეც მაინტერესებს ძალიან.

ე.წ. ფასიანი სექტორის / გახანგრძლივებულის არჩევის შემთხვევაში რეგისსტრაციისას ხომ არაა რამე შეღავათი?

Posted by: natuluka 25 Apr 2017, 17:15
nusa
არა, შეღავათი არაა. სკოლა რომ დაიწყება მერე ირჩევ ივლის თუ არა ბავშვი გახანგრძლივებულში. ანუ ფასიანი სექტორი კი არაა, გაკვეთილები ჩვეულებრივად ტარდება, ანუ ყველასათვის ერთნაირად, და სკოლის დასრულების შემდეგ ტოვებ გახანგრძლივებულში.
პ.ს 161-ე სკოლაში დამყავს მე და ექსპერიმენტულში შეიძლება სხვანაირადაა, არ ვიცი

Posted by: ai-t-ai 26 Apr 2017, 12:13
natuluka
QUOTE
161-ე სკოლაში დამყავს მე


გახანგრძლივებულის პირობები ხომ არ იცით?

Posted by: bachi1975 26 Apr 2017, 12:36
პირველკლასელთა რეგისტრაციის ფორმა წინასწარ არ იდება რომელიმე საიტზე, ბაღებს რომ ქონდათ ხოლმე მახსოვს და სკოლისას ვერ ვნახულობ sad.gif

Posted by: natuluka 26 Apr 2017, 12:39
bachi1975
https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2017/03/pirvelklaselta_registracia-Manual.pdf

Posted by: bachi1975 26 Apr 2017, 12:57
natuluka
მადლობა, ვერ ვხსნი და ეტყობა ჯერჯერობით შეუძლებელია

Posted by: nusa 27 Apr 2017, 15:41
natuluka
მადლობა

bachi1975
ახალი ბლანკი არ იხსნება ჯერ
მაგრამ აქ ჩანს დარჩენილი ადგილების რაოდენობა
http://catalog.edu.ge/

Posted by: ATENA PALAD 27 Apr 2017, 17:04
ჩემი შვილი სწავლობს მთიებში პირველ კლასშია და ზუსტად მისი კლასელების გამონატქვამებია სტატიაში მოყვანილი,ქართულის მასწავლებელი აქვეყნებს ხოლმე თავის ფეისბუქ გვერდზე ბავშვების აზრებს და დადო ზიარების ამბებიც.მე პირადად კმაყოფილი ვარ ამ სკოლით ყველაზე მთავარი რაც მაინტერსებს- სწავლის დონე მომწონს

Posted by: kkatrin 28 Apr 2017, 13:44
გოგოებო შავნაბადაზე რას იტყვით?

Posted by: bachi1975 29 Apr 2017, 13:04
nusa
QUOTE
მაგრამ აქ ჩანს დარჩენილი ადგილების რაოდენობა

მადლობა მაგას კი ვნახულობ

მოკლედ რეგისტრაცია სანამ არ დაიწყება წინასწარ მონაცემების შეყვანა შეუძლებელია ხო?
და 8-ში რომელ საათზე იწყება ნეტა რეგისტრაცია, ბაღებზე როგორც იყო ღამის 12-ზე?

Posted by: mixo3d 30 Apr 2017, 19:48
გამარჯობათ,
წელს ჩემი შვილი პირველ კლასში მიდის და თქვენი დახმარება მჭირდება, რეგისტრაცია როგორც მითხრეს მეს.გოვ.გე ზზე უნდა და რვაში რომელ საათიდან იწყება?

Posted by: DOLPHIN 30 Apr 2017, 23:30
1 ექსპერიმენტულის დაწყებითები ტერიტორიულად ბახტრიონზე მდებარე სკოლაში არიანო და მართალია?

Posted by: Dido 1 May 2017, 10:17
DOLPHIN
იქვეა ცალკე შენობა დაწყებითებისთვის. ბახტრიონის სკოლაზე არ ვიცი არაფერი.

Posted by: DOLPHIN 1 May 2017, 11:02
Dido
იმედია, წელს არ შეიცვლება რამე, ნათლულისთვის ვარკვევ.

Posted by: anuka2009 1 May 2017, 12:24
DOLPHIN
არა პირველკლასელებს აქვთ ძალიან კარგი შენობა ეზოშივე.
ისე ჭორები დადის რომ რონელიღაცა სკოლას ქირაობენ რომ გადაანაწილონ ნაკადიო.

Posted by: Dido 1 May 2017, 13:38
DOLPHIN
QUOTE
იმედია, წელს არ შეიცვლება რამე,

ვიკითხავ სკოლაში თუ იციან რამე და მოგწერ smile.gif

Posted by: DOLPHIN 1 May 2017, 14:40
anuka2009
Dido
გაარკვევენ თვითონაც, მაგრამ თქვენ თუ რამეს გაიგებთ, მომწერეთ. smile.gif

Posted by: anuka2009 1 May 2017, 15:14
DOLPHIN
მე გაგიწევთ რეკომენდაციას წლევანდელი მასწავლებლების ნაკადის შესახებ smile.gif

Posted by: DOLPHIN 1 May 2017, 15:19
anuka2009
QUOTE
მე გაგიწევთ რეკომენდაციას წლევანდელი მასწავლებლების ნაკადის შესახებ 

მოვახსენე უკვე (წინა პოსტებიდან გამომდინარე), ტერიტორიულადაც აწყობს და ახლა ეს ბახტრიონის ჭორი გამოხტა, არადა მოახლოვდა რეგისტრაცია...

Posted by: anuka2009 1 May 2017, 15:28
DOLPHIN
გოგო რაღაცა ბევრისგან გავიგე ეგ ჭორი. მარა ბახტრიონი არ გამიგია, 161 გავიგე მე.

Posted by: nusa 3 May 2017, 16:49
http://liberali.ge/news/view/29080/saministros-akhali-proeqti--1li-eqsperimentuli-skola-162e-sajaro-skolastan-itanamshromlebs

ეს ინფო შემხვდა ახლა.

Posted by: what 4 May 2017, 00:05
DOLPHIN

162 სკოლაში იქნება ახალი მიღებული ბავშვები, 1 ექპერიმენტალურის შენობაში იქნებიან პირველი ნაკადის ბავშვები (დედმამიშვილები და პედაგოგის შვილები) დანარჩნები კი 162 სკოლაში იქნებიან და 162 სკოლის პედაგოგები ასწავლიან.

Posted by: DOLPHIN 4 May 2017, 15:17
nusa
what
მადლობთ.

Posted by: basti-bubuuu 5 May 2017, 09:41
what
აბა ეგ რანაირი 1ექსპერიმენტალური გამოდის?

Posted by: nusa 5 May 2017, 11:17
ფანასკერტელის სკოლამ უარი თქვაო, ფართი არაა საკმარისიო.

დღეს ვიყავი ექსპერიმენტულში.
II ეტაპის ბავშვებს ჩვენს შენობაში ვერ მივიღებთო.
განიხილება საბურთალოს რაიონის რომელიმე სკოლა, ძირითადად დელისის მიმდებარედ. ერთ-ერთი არის 122 - ქავთარაძეზე.
იქნება ჩვენს დაქვემდებარებაში სკოლაო, ასწავლიან ჩვენივე მასწავლებლებიო, ზოგი ახალი და ზოგიც ძველი ჩვენს სკოლაში არსებული მეთოდებითო. მიიღებთ ყველა იმ სერვისს რაც გააჩნია ჩვენს სკოლასო.
ერთი ვარიანტით ეს იქნება მხოლო 1 კლასი და მეორე კლასიდან დაუბრუნდებიან ჩვენს შენობასო და მეორე ვარიანტით იმავე სკოლის შენობაში მოუწევთ სწავლის გაგრძელებაო.

Posted by: Dido 5 May 2017, 11:21
რა გახდა ეს პირველი ექსპერიმენტული smile.gif დაწყებითებში არ ვიცი თU რამე სასწაული ხდება მაგრამ მეხუთეშია ჩემი ბიჭი და რავიცი ჩვეულებრივი საჯარო სკოლაა თავისი პლიუს-მინუსებით smile.gif

Posted by: natuluka 5 May 2017, 11:51
nusa
შენობას იშენებენ თუ წელს რომ ვერ ეტევიან მეორე წელს რანაირად დაეტევიან? შემდეგ წელს აღარ მიიღებენ პირველ კლასელებს და მეთორმეტე კლასი რომ დაამთავრებს იმათ ადგილას გადმოიყვანენ? არარეალური მგონია შემდეგი წლიდან მაგ ბავშვების შენობის შეცვლა.

Posted by: nusa 5 May 2017, 12:04
Dido
მე პირადად სახლთან ახლოს სხვა სკოლა არ მაქვს. სხვისი მოწადინებისა კი არაფერი ვიცი. ფაქტია ბევრი ძალიან შOრიდან დაატარებენ მარტო სახელის გამო.
natuluka
არ ვიცი. თვითონაც დიდ გაუგებრობაში არიან, როგორც შევატყვე.

Posted by: DOLPHIN 8 May 2017, 13:08
I ექსპერიმენტულში 4 ადგილი ყოფილა მარტო. biggrin.gif

Posted by: Ninito_ 8 May 2017, 13:09
DOLPHIN
დაარეგისტრირე ?

Posted by: DOLPHIN 8 May 2017, 14:55
Ninito_
161-ში დაარეგისტრირა მეგობარმა.

Posted by: LOTUSi 8 May 2017, 20:56
დიდ დიღომში რომელი სკოლაა კარგი? კერძო ან სახელმწიფო.


* * *
ჯერჯერობით რაც ვნახე საიტებზე არის მწვანე სკოლა მასივში,იბერია, ფესვები, სხივი.

მწვანე სკოლა მომეწონა შორიდან, გადასახადი 5000 ლარი წელიწადში. ამ თანხას ეხლა ბაღში ვიხდი, (სიმღერით და ტანვარჯიშით), სკოლაშიც მიღირს რა თქმა უნდა.

მაგრამ მეორეს მხრივ სახელმწიფო სკოლაში ძაან ცუდი სიტუაციაა? ისიც ვიფიქრე უფასო სკოლაში იაროს და იმ ფულით კარგ უმაღლეს განათლებას მიიღებდა საზღვარგარეთ. არ ვიცი ჯერ რა ვქნა. წელს არ მიდის სკოლაში, მაგრამ უკვე მეფიქრება. მწვანე სკოლის შემთხვევაში პრესქულში გადავიყვანდი ბარემ.

Posted by: basti-bubuuu 10 May 2017, 12:34
LOTUSi
რომელ ბაღში დაგყავს ეხლა?

Posted by: LOTUSi 10 May 2017, 14:42
basti-bubuuu
ნევერლენდში. ამათაც აქვთ პრესქული, მაგრამ ვფიქრობ რომ სკოლების პრესქული უფრო ორგანიზებული იქნება და პროგრამაც უფრო მკაფიო ექნებათ.


186-ე სკოლა როგორია ხო არ იცით?

Posted by: ტაბუ 10 May 2017, 16:04
LOTUSi
QUOTE
5000 ლარი წელიწადში

4500 ლარი, ერთბაშად გადახდის შემთხვევაში. ბანკიდან სესხის აღების შემთხვევაში 5000 ლარზე იაფი გამოდის პროცენტებითურთ smile.gif
მე დავარეგისტრირე ჩემი უფროსი მწვანე სკოლაში. ვიაროთ ერთად smile.gif

Posted by: LOTUSi 10 May 2017, 16:54
ტაბუ
ჩემი 5ის ეხლა ხდება. მომავალ წელს შემოგიერთდებით თუ გადავწყვიტე smile.gif

Posted by: Ninito_ 10 May 2017, 17:06
LOTUSi
186-ე დიდ დიღომში ხო? ძალიან აქებენ მაგ სკოლას, ერთერთი საუკეთესოა და ათეულშია თბილისის მასშტაბითო. ბაღთან და შესაბამისად სახლთანაც ახლოსაა და მაგას ვუმიზნებ მე.
აბა სამი ბავშვის კერძო სკოლა არარსებული ამბავია

Posted by: ტაბუ 10 May 2017, 17:13
LOTUSi
QUOTE
მომავალ წელს შემოგიერთდებით თუ გადავწყვიტე
მომავალ წლამდე მეც გაგიზიარებ გამოცდილებას smile.gif

Posted by: LOTUSi 10 May 2017, 17:41
Ninito_
ხო პეტრიწზე როა. ჩემ სახლთანაც ძალიან ახლოსაა და თუ მასეთი კარგი სკოლაა, მიხარია biggrin.gif

ტაბუ
მადლობა smile.gif რთული ამბავია სკოლის არჩევა..

Posted by: anuka2009 10 May 2017, 22:59
nusa
QUOTE
იქნება ჩვენს დაქვემდებარებაში სკოლაო, ასწავლიან ჩვენივე მასწავლებლებიო,

ზღაპარია ეგ, არ ყავთ მაგხელა სტაფი, რომ 2 სკოლა დააკმაყოფილონ. ბოდიალობენ რაღაცას.

Posted by: sopho_94 11 May 2017, 12:41
LOTUSi
ძალიან კარგია 186,დიღომში ყველა მაგ სკოლაში მოსახვედრად იბრძვის,ერთი ამბავია ხოლმე.თითქმისსსულ ახალგაზრდა და სერტიფიცირებული მასწავლებლები ყავთ.ჩემ კორპუსთანაა და მანდ ვაპირებ მიყვანას როცა დრო მოვა

Posted by: nusa 11 May 2017, 16:01
anuka2009
სავარაუდოდ 5 პარალელური პირველი კლასი გამოდის რომლებიც იქნებიან სხვა შენობაში. აქედან ზოდი ძველი მასწავლებელი იქნებაო და ზოგი ახალიო.
დღეს გავიგე ეზოში რომ შენობაა მაგას აპირებენ დააშენონ მეორე სართული და მომავალი წლიდან ეს კლასები საკუთარ შენობაში დააბრუნონ.

უკვე არ ვიცი კარგი ვქენი თუ არა მანდ რომ დავარეგისტრირე :/

Posted by: bachi1975 12 May 2017, 09:44
DOLPHIN
QUOTE
161-ში დაარეგისტრირა მეგობარმა.

ძალიან გაგიმართლათ, აქაც რეალურად სადღაც 15-20 ადგილი იყო როგორც ამბობენ

Posted by: JDMAF 12 May 2017, 23:08
sopho_94
ძალიან კარგი. სკოლებში რეგისტრაცია როგორ ხდება? საიტზე არის წყვეტა თუ...

Posted by: sopho_94 12 May 2017, 23:20
JDMAF
ჯერ არ ვიცი ზუსტად მარა ალბათ იქნება,იმიტო რო ბევრს უნდა მოხვედრა და გარეთ რჩებიან

Posted by: anuka2009 13 May 2017, 13:35
sopho_94
QUOTE
ახალგაზრდა და სერტიფიცირებული მასწავლებლები

ახალგაზრდა,არის ძალიან მნიშვნელოვაბი, ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებით. smile.gifახალგაზრდული ხედვა მაინც განსხვავებულია. მარტო კონკრეტული საგნის სწავლაში ხომ არაა საქმე.

Posted by: LOTUSi 14 May 2017, 13:06
sopho_94
ჩავუსაფრდები მაშინ )))


Posted by: sopho_94 14 May 2017, 13:12
anuka2009
კი რა თქმა უნდა,ენთუზიაზმით არიან სავსე

Posted by: GEORGIA007 14 May 2017, 13:52
anuka2009
QUOTE
ახალგაზრდა,არის ძალიან მნიშვნელოვაბი, ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებით. ახალგაზრდული ხედვა მაინც განსხვავებულია. მარტო კონკრეტული საგნის სწავლაში ხომ არაა საქმე.

გააჩნია ასაკს, ახლაგაზდა ძალიან ფართო ცნებაა, 25 წლის გოგონას საერთოდ სხვა ხედვა აქვს და 35 წლისას სხვა, არამგონია 25 წლის გოგონამ მასზე უფროსზე კარგად აღზარდოს ბავშვი და ზოგადად ასაკს ნაკლებად აქვს მნიშვნელობა ჩემის აზრით

Posted by: anuka2009 14 May 2017, 17:09
GEORGIA007
25 და 35 ჩემთვის ერთ ასაკობრივ კტეგორიაში გადის - ახალგაზრდაა ორთავე.

QUOTE
ზოგადად ასაკს ნაკლებად აქვს მნიშვნელობა ჩემის აზრით

არ შეგეკამათებით, გაქვთ უფლება რომ გქონდეთ საკუთარი აზრი. უბრალოსბ 70 წლის და 30 წლის პედაგოგების ხედვასა და მიდგომებს შორის მე ძალიან დიდ სხვაობას ვხედავ. საგნის სწავლაზე არ არის საქმე მხოლოდ.
ერთ კერძო სკოლაში, ჩემი ახლობლის ბავშვს 25 წლოს ბიჭი ასწავლის, ბაცშვიც ბედნიერია და დედაც.

Posted by: MELO_MELO 15 May 2017, 17:46
anuka2009
QUOTE
უბრალოსბ 70 წლის და 30 წლის პედაგოგების ხედვასა და მიდგომებს შორის მე ძალიან დიდ სხვაობას ვხედავ. საგნის სწავლაზე არ არის საქმე მხოლოდ.


აბა რა, 100 %

===
70 წლის ადამიანმა რა ხედვებზე უნდა ესაუბროს ბავშს ან რა ძალებითა და რესურსით უნდა გამონახოს მასთან საერთო ინტერესები? wink.gif

ვერანაირად, სულ რომ საოცრად უნდოდეს ამის გაკეთება..

ახალგაზრდა პედაგოგები, მაქსიმალურად მეტი სკოლებსა და ბაღებში.. bis.gif

Posted by: Diamond Girl 24 May 2017, 15:27
Ninito_
LOTUSi

დიდ დიღომში "მთაწმინდელები"-ს კერძი სკოლასაც ძალიან აქებენ, ფასიც ძალიან მისაღები აქვთ, 100 ლარი პრესქულში თავისი კვებით , ჩვენ ძლივს მოვხვდით, ვნახოთ როგორ გაამართლებს ჩემს იმედებს.

Posted by: ingiloo 24 May 2017, 15:37
წერეთელზე ან დიდუბეში რომელი საჯარო სკოლაა კარგი?

ან კერძო სკოლებზე თუ გსმენიათ რამე.

Posted by: Ninito_ 24 May 2017, 15:40
ingiloo
155-ეს აქებენ და რამდენად კარგია არ ვიცი
კერძო სკოლა, ქუთაისის ქუჩაზეა მთიები, მაგრამ მე კარგი არაფერი მსმენია.
აქ კი აქებდა ერთი ძალიან ადრე და იმედია არ გამლანძღავს biggrin.gif

Posted by: natuluka 24 May 2017, 16:02
Diamond Girl
100 ლარი პრესქულისთვის, როცა სახელმწიფოსგან დაფინანსება არის 0, და 100 ლარად აჭმევენ და მასწავლებლებს ხელფასს უხდიან კიდევ, მე დავეჭვდებოდი კვების ხარისხზე. მოგებაც ხომ უნდა დარჩეთ.

Posted by: ai-t-ai 25 May 2017, 10:55
LOTUSi
QUOTE
186-ე სკოლა როგორია ხო არ იცით?


მეორე კლასიდან მეორე სმენაა. ბევრისთვის მოუხერხებელი ეს ფაქტორი.

Posted by: SBS777 25 May 2017, 13:06
155-ე არის კარგი სკოლა და მთიები ცუდი?
მე პირიქით ვიტყოდი

Posted by: ingiloo 25 May 2017, 13:39
Ninito_
QUOTE
155-ეს აქებენ

ანუ რა მოწონთ, რატოა კარგიო? user.gif

SBS777
QUOTE
155-ე არის კარგი სკოლა და მთიები ცუდი?
მე პირიქით ვიტყოდი

თუ ორივესთან გქონიათ შეხება, იქნებ მითხრათ რატოა კარგი ან ცუდი?


არც ერთ სკოლაზე ვიცი რამე და ყველანაირი დეტალი მაინტერესებს.

ასევე წერეთელზე, პანთეონთან რომ სკოლაა 166, მაგაზე თუ გსმენიათ ვინმეს რამე.

Posted by: anuka2009 25 May 2017, 14:59
ingiloo
მთიებში დატავს 2 ახლობელ გოგოს და აქებენ, მაინც მიდი შენც, შენი თვალით ნახე, გაესაუბრე ვინმეს. პრესქულიც აქვთ. ასე ვერ გაიგებ, ზოგი შეაქებს სკოლას, ზოგი არა.

Posted by: ingiloo 25 May 2017, 15:05
anuka2009
მივალ რა თქმა უნდა, მაგრამ ეჭვი მეპარება იქ მისულს ვინმე იქაურმა რამე ცუდი მითხრას. biggrin.gif

ხოდა ყველას აზრი მაინტერესებს ვისაც კი ოდესმე ქონია ამ სკოლებთან შეხება.

Posted by: Ninito_ 25 May 2017, 15:08
SBS777
საჯაროა და მაგ ფონზე კარგიაო და ვისაც დაყავს კმაყოფილია და მთიებზე წინა გვერდებზე დევს სტატია და საკმარისია ეგ ჩემთვის. გარდა ამისა ვიცნობ გოგონას რომელიც მანდ მუშაობდა და კარგი არაფერი მსმენია ჯერ და ჩხუბის გარეშე თუ შეიძლება
ingiloo
მაგ ტერიტორიაზე საჯაროებს ყველას ჯობიაო, ეგ ვიცი. დეტალური შეხება არ მაქვს. მთიებზე დავწერე , ვუპასუხე წინა პოსტის ავტორს .

Posted by: ingiloo 25 May 2017, 15:11
Ninito_
კაი მადლობა ვნახავ მაგ სტატიასაც 2kiss.gif

Posted by: anuka2009 25 May 2017, 15:17
ingiloo
გინდა ჩემს მეგობარს დაგაკონტაქტო? გიპასუხებს ობიექტურად რაც გაინტერესებს. smile.gif

Posted by: ingiloo 25 May 2017, 16:26
anuka2009
ჯერ საჯარო სკოლებზე გავარკვევ და მერე შეგეხმიანები მთიებზეც. 2kiss.gif

Posted by: ATENA PALAD 27 May 2017, 02:20
ჩემი შვილი სწავლობს მთიებში პირველ კლასს ამთავრებს და მე პირადად კმაყოფილი ვარ განსაკუთრებით სწავლის დონით

Posted by: ტაბუ 27 May 2017, 20:51
ingiloo
წერეთელის და ერისთავის კუთხეში არის იტალიური სკოლა - განათლების სისტემაში ჩახედულმა ხალხმა ძალიან მიქეს.
მთიებს რაც შეეხება, თუ მართლმადიდებლურ მიმართულებაზე პრობლემა არ გაქვს (მცენარეული კერძები ოთხშაბათ-პარასკვს, ბავშვის ეკლესიაში ტარება), განათლების დონით და მიდგომებით ძალიან აქებენ.

Posted by: ingiloo 29 May 2017, 12:47
ტაბუ
QUOTE
იტალიური სკოლა

კი, ვიცი ეს სკოლაც. მეც მიქეს. მადლობა

QUOTE
(მცენარეული კერძები ოთხშაბათ-პარასკვს, ბავშვის ეკლესიაში ტარება),

ესენი არ ვიცოდი და ნამდვილად არ მომწონს. rolleyes.gif


Posted by: SBS777 31 May 2017, 17:25
Ninito_
ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ ჩხუბში რას გულისხმობ იქნებ ამიხსნა?
ingiloo
155-ე სკოლა არის ერთი ჩვეულებრივი საჯარო სკოლა, არაფრით გამორჩეულის სხვა დანარჩენი საჯარო სკოლებისგან, არც სწავლის დონით, არც ინფრასტრუქტურით, არც კადრების პროფესიონალიზმით.
რაც შეეხება მთიებს (რომელშიც მე გადამყავს 2 ბავშვი სექტემბრიდან, უფროსი სხვა კერძო სკოლიდან) ძალიან ბევრი საქებარი სიტყვები მომისმენია ჩემი მეგობრებისგან, რომლებსაც წლებია მანდ დაყავთ ბავშვები, გარდა ამისა დეტალურად გავეცანი მათ სასწავლო გეგმებს, მიდგომას მოსწავლეებისადმი და ვარ ძალიან მოხიბლული მთიების პროგრამით.
ეს არის ჩემი სუბიექტური შეხედულება ამ 2 სკოლის მიმართ, დანარჩენი ჯობია თვითონ მიხვიდეთ და გაესაუბროთ სკოლის წარმომადგენლებს, საკუთარი შტაბეჭდილება როგორც წესი ყველაზე სწორია, რადგან შეფასების კრიტერიუმები ყველას ინდივიდუალური გვაქვს, მთავარია საბაზისო საკითხები იყოს მისაღები შენთვის.


Posted by: Future_mom 4 Jun 2017, 19:39
ingiloo
ხუთი წლის წინ დავამთავრე 155-ე biggrin.gif ბოლო 3 წელი მანდ დავდიოდი, იქამდე ბროსეზე მე-6 სკოლაში. იმასთან შედარებით ეს იყო როგორ გითხრა მართლა არაფრით გამორჩეული. ნორმალური მასწავლებლებით, რამდენიმე ძალიან კარგიც. მე იქ ვიყავი უსაზღვრო დისციპლინას მიჩვეული და აქ უფრო თავისუფლება დამხვდა. კერძო მასწავლებლებთან დავდიოდი და ამიტომ გაცდენა მიწევდა და არც ეს იყო დიდი პრობლემა. მე ადგილის გამო მაწყობდა და იმ დროს ყველაზე კარგად ეგ და 166-ე ითვლებოდა. პრესტიჟული მგონი ეხლაც უფრო166-ეა. სწავლა არის იმ დონეზე რო ბავშვს უნდა უნდოდეს, ძველ სკოლაში გინდოდა არ გინდოდა უნდა გესწავლა, აქ არ იყო ესე... დიდი დრო არ არის გასული და არამგონია ბევრი რამე შეცვლილიყო, თუმცა დირექტორი ახალია და საოცარი ქალია, ძალიან პროგრესულად მოაზროვნე და არა დიქტატორი. დედა რა კაია სკოლის გახსენება lol.gif

Posted by: natinati77 6 Jun 2017, 18:40
64 ე სკოლაზე რას მეტყვით? დაწყებითბის მასწავლებელი ხომ არ იცით ვინმე?

Posted by: MELO_MELO 19 Jun 2017, 10:46
ბრიტანულ-ქართულ სკოლასთან ვის გაქვთ შეხება, პლზ, გამომეხმაურეთ, შეკითხვა მაქვს და ძალიან დამეხმარებით..

Posted by: anuka2009 19 Jun 2017, 19:43
MELO_MELO
ბრიტანულ ქართული აკადემია ლისზე?

Posted by: basti-bubuuu 20 Jun 2017, 11:25
საერთოდ რომ არ შევიყვანო სკოლაში არ შეიძლება ეტა.ტვინი გამძვრა უკვე

Posted by: LOTUSi 26 Jun 2017, 13:13
ტაბუ
თქვენ წელს მიდიხართ მწვანე სკოლაში როგორც მახსოვს smile.gif დღეს ვიყავი და კარგი შთაბეჭდილება დამრჩა.

ბაღი უნდა შევიცვალოთ, დიდი დიღმიდან გაგარინზე ვერ ვატარებ ბაღში და პრესქულიან სკოლას ვეძებ.

Posted by: basti-bubuuu 26 Jun 2017, 14:21
LOTUSi
შეგიდძლია ცოტა დეტალურად მომიყვე შენს შთაბეჭდილებებზე მწვანე სკოლასთან დაკავშირებით?

Posted by: LOTUSi 26 Jun 2017, 15:07
basti-bubuuu
სკოლა არ დამითვალიერებია, ბაღი ვნახე ჯერ მხოლოდ. ისე გავესაუბრე თანამშრომლებს და ნდობის მომენტი გამიჩნდა, გარემოც მომწონს. ჩოგბურთი შედის, ჭადრაკი და ცეკვა. ბიბლიოთეკა აქვთ და ლიტერატურასთან ახლოს იქნებიან. კითხვის საათები ექნებათ. სულაკაურისააო სკოლა და მაგ მხრივ მომარაგებულები იქნებიან წიგნებით :დ ინგლისურზე დონეების მიხედვით იქნებიან და კვირაში 5-ჯერ ექნებათ. მგონი მეოთხე კლასიდან ირჩევ დამატებით უცხო ენას, გერმანულს, ფრანგულს ან რუსულს. ტერიტორიაც დაცულია და მშვიდი სიტუაციაა.

ვიყავი სკოლა ინტელექტშიც, რომელიც ეხლა იხსნება და რავიცი 1 გოგო იჯდა ცარიელ შენობაში და ვერანაირი დასკვნა ვერ გამოვიტანე, გარდა იმისა რომ რემონტი აქვთ გაკეთებული. ამ გოგონას პასუხები იყო: რავი, კარგი მასწავლებლები გვყავს, ბევრი კაი რაღაც რომ აქვთ გაკეთებულიო. )))) და ა.შ. მოკლედ ეგ გამოვრიცხე.

Posted by: ტაბუ 27 Jun 2017, 10:25
LOTUSi
QUOTE
თქვენ წელს მიდიხართ მწვანე სკოლაში როგორც მახსოვს  დღეს ვიყავი და კარგი შთაბეჭდილება დამრჩა.

კი, წელს შევდივართ მწვანე სკოლაში smile.gif ასე მეც კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. რაც გავიკითხე, სხვა მშობლების და განათლების სისტემაში მომუშავე ხალხისგანაც დადებითი რეკომენდაციები მივიღე.
თქვენ როცა იქნებით არჩევანის წინაშე, უფრო ნათელი წარმოდგენა მექნება.

Posted by: LOTUSi 27 Jun 2017, 11:31
ტაბუ
ჰო ჯერ პრესქულით დავიწყებ biggrin.gif თან ის მომენტიც მომწონს რომ იგივე ტერიტორიაზე იქნება სკოლაშიც და კლასელებიც ეცოდინება უკვე. ადაპტაცია გაუადვილდება.

Posted by: blblbl 27 Jun 2017, 16:30
ტაბუ
LOTUSi
ჩემი მეგობრის შვილი დადის,მეორეში გადავიდა,ღამე რომ იზინებს,დედამისს ეკითხება ხომ გამიშვებ ხვალ სკოლაშიო :დ

Posted by: Fallen Angie 27 Jun 2017, 16:39
LOTUSi
ტაბუ
basti-bubuuu
ჩემი დამყავს მწვანე სკოლაში, მესამე კლასში გადავიდა.
ძალიან კმაყოფილი ვარ, მეტი რო არ შეიძლება ისე.
პირველ რიგში იმით, რომ ბავშვს წიგნს აყვარებენ. გადადიან ეს ბავშვები თავიანთი ნებით ბიბლიოთეკაში, იქვე კითხულობენ, ყველა კლასში აქვთ უამრავი წიგნი და კითხულობენ, ცალკე კითხვის საათიც აქვთ ყოველ დღე.
ჩემსას ძალიან გაუჭირდა შეგუება სკოლასთან, არც ბაღში უვლია და რომ არა ეს სკოლა არ ვიცი რას ვიზამდი, ბავშვი, რომელიც 2 თვე ტიროდა სკოლაში ყველა მისვლაზე დღეს გახსნილია თავიდან ბოლომდე, არ უჭირს არავისთან ურთიერთობა და არ ეზიზღება სკოლა.
კიდევ ერთ ძალიან დიდი პლიუსს დავუწერ გარემოს, იმხელა ეზო ძალიან ძალიან დადებითი მომენტია.
ამას გარდა უამრავი ნამდვილად საჭირო ინფორმაცია მოაქვს ბავშვს სკოლიდან, ახლა წლის ბოლოს ყველა კლასს სხვადასხვა ქვეყანაზე ჰქონდათ მოსამზადებელი პრეზენტაცია-სპექტაკლი, ჩემსას ამერიკა შეხვდა და იმდენი ინფორმაციით მოდიოდა სახლში და იქაც ისეთი საინტერესო ფაქტები ჰქონდათ მოძიებული რომ ნამდვილად მესიამოვნა, ამას გარდა მერე ყველა კლასი ერთად შეიკრიბა ეზოში და აცნობდნენ ერთმანეთს ყველა ქვეყნის ისტორიას, მაკეტებით და ა.შ.

მოკლედ, ძალიან დიდი პლიუსი ჩემგან ამ სკოლას.

Posted by: ტაბუ 27 Jun 2017, 19:28
blblbl
Fallen Angie
გოგოებო, ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო და პოზიტიური პოზიციის გაზიარებისთვის 2kiss.gif

LOTUSi
QUOTE
თან ის მომენტიც მომწონს რომ იგივე ტერიტორიაზე იქნება სკოლაშიც და კლასელებიც ეცოდინება უკვე. ადაპტაცია გაუადვილდება

up.gif

Posted by: LOTUSi 27 Jun 2017, 21:22
Fallen Angie
blblbl
ძალიან კარგი smile.gif

Posted by: basti-bubuuu 29 Jun 2017, 00:38
Mოგვიწევს მაშინ საცხოვრებელი ადგილის შეცვლაც.ზუსტად რა ადგილზეა?არ Vიცი დიღომი კარგად.ვისაც დაგაინტერესებთ HამილტონშI ვიყავი რამდენიმე დღIს წინ და გამოვრიცხე.მურღUლიაც არ დამევასა?მწვანე სკოლის გადასახადი გაიზარდა?მე 4000 ვიცოდი და 5000 მომწერეს

Posted by: Fallen Angie 29 Jun 2017, 15:06
basti-bubuuu
QUOTE
Mოგვიწევს მაშინ საცხოვრებელი ადგილის შეცვლაც

რატო? შორს ხართ ძაან?

QUOTE
ზუსტად რა ადგილზეა?

აი ტრასით აღმაშენებლის ძეგლს რო ჩამოცდები და გვირაბში გაძვრები იქიდან შემოდიხარ.
მაგის პარალელურ ქუჩაზეა, უბრალოდ ტრასიდან ვერ ჩამოხვალ ეგრე, გვირაბი ეფარება, ან მაიაკოვსკის ძეგლიდან შეხვალ.
მე თავიდან საბურთალოდან დამყავდა ბავშვი და მანქანით 10-15 წუთში თავისუფლად მივდიოდი.

Posted by: basti-bubuuu 29 Jun 2017, 16:07
Mე დოლიძIდან უნდა ვატარო Mაგრამ მანქანიტ არა.ტრანსპორტი Aქვთ ნეტა?მაგრამ MეშIნია თAნ

Posted by: bachi1975 29 Jun 2017, 16:50
ვინც პირველ ექსპერიმენტულში დაარეგისტრირეთ ბავშვები და 122-ე სკოლის შენობაში გიწევთ მისვლა იყავით ადგილზე მისულები?

Posted by: blblbl 29 Jun 2017, 17:53
basti-bubuuu
კი აქვტ ტრანსპორტი და კარგად დადის სხვათასორის smile.gif

Posted by: LOTUSi 29 Jun 2017, 20:19
გავაფორმეთ ხელშეკრულება პრესქულში jump.gif ჰო კიდე, დღეში 3-ჯერ აუცილებლად გავიყვანთ ეზოშიო, ცივ ამინდშიცო. მეთქი ჯიგარი :დ ზოგადად მომწონს როცა დაწესებულებას აქვს თავისი წესები და შეხედულებები და მშობლების ტრაკატრუკზე არ დადის :დ ვაიმე იმის დედას არ უნდა რომ გავიყვანოთ და ხო არ დავტოვებთ თემები.

მიხარია რომ აღმაშენებლის ხეივანზე და გაგარინის საცობებში არ ვიქნები გაკვეხებული user.gif

Posted by: ტაბუ 4 Jul 2017, 15:56
basti-bubuuu
QUOTE
ზუსტად რა ადგილზეა?
https://goo.gl/maps/R7McX2bDxKP2

QUOTE
HამილტონშI ვიყავი რამდენიმე დღIს წინ და გამოვრიცხე
მურღულიას ფაქტორის გარდა რატომ გამორიცხე?

QUOTE
მწვანე სკოლის გადასახადი გაიზარდა?მე 4000 ვიცოდი და 5000 მომწერეს
4500 ლარია ერთბაშად გადახდის შემთხვევაში და 5000, თუ 2 ნაწილად გირჩევნია გადახდა.

QUOTE
ტრანსპორტი Aქვთ ნეტა?
აქვთ, მაგრამ გადასახადში არ შედის.

Posted by: addicted 22 Jul 2017, 11:25
Fallen Angie
გოგო ვის კლასშია შენი ბიჭი? ანანო ცისარტყელებშია. ესპანეთი შეხვდა ამათ კლასს, ბოლერო გვიცეკცეს :დ

Posted by: Fallen Angie 22 Jul 2017, 23:37
addicted
QUOTE
გოგო ვის კლასშია შენი ბიჭი? ანანო ცისარტყელებშია. ესპანეთი შეხვდა ამათ კლასს, ბოლერო გვიცეკცეს :დ

ეს ბურთების კლასშია biggrin.gif მარი ქიტიაშვილთან.
ამათ ხო ამერიკა ქონდათ და ცეკვის რეპეტიციაზე დაიღალნენ და გამოაცხადეს ეს ჩვენი უფლებების დარღვევაა და გვტანჯავთო vis.gif
ხოდა აღარ აცეკვა მარიმ, ბევრი იწუწუნეს მერე, მაგრამ ჭკუას ისწავლიან რო ასე აღარ ატლიკინონ ენა biggrin.gif

Posted by: basti-bubuuu 30 Dec 2017, 01:09
UG სკოლაზე და ბსღზე რს მეტყვით?მ ვიყავი რმდენიმე დღისწინ და მომეწონ თითქოს და მაინტერესებს ვინმეს პიადი გამოცდილება.",იქნებ ვცდები

Posted by: basti-bubuuu 17 Jan 2018, 16:56
ამოვწიოთ რა თემა.ძალიან მტკივნეული თემაა

Posted by: basti-bubuuu 21 Mar 2018, 17:41
ხალხნო შემოდით რა თემაში.დამეხმარეთ.გამიზიარეთ გამოცდილება,რას აპირებთ თავად?მე ყველა სკოლაში ვიყავი და ვერ მივითე მაინც გადაწყვეტილება.ბაქსვუდი დამრჩა მაგრამ რამოდენიმემ ახლობელმა არ მირჩია სასტიკად და რა ვქნა აღარ ვიცი

Posted by: MELO_MELO 11 Apr 2018, 15:49
ხალხო, 161–ე სკოლაზე რა გამოცდილება შეგიძლიათ გამიზიაროთ?

კიდე უფრო დაკონკრეტებული შეკითხვა მაქვს, დაწყებითების რომელი პედაგოგის გამოცდილება გაქვთ კარგი?

===
ტვინი ამძვრა, ამიდუღდა :/


======
ცამდე მადლობა წინასწარ givi.gif

Posted by: QoniCo 11 Apr 2018, 17:09
basti-bubuuu
მე მიმყავს UG-ში, ზუსტად დღეს მივიტანე საბუთები, რომელ სკოლებშიც ვიყვი ეს ყველაზე მეტად მომეწონა smile.gif იმედია ბოლომდე კმაყოფილი დავრჩები smile.gif

Posted by: DOLPHIN 12 Apr 2018, 10:49
MELO_MELO
ჩემს მეგობარს ყავდა ეკა ლორთქიფანიძესთან და ძალიან კმაყოფილი იყო, ახლა უკვე კომაროვში სწავლობს მისი შვილი.
ამის ეშხით, მეორემ შეიყვანა შარშან და ძალიან უკმაყოფილოა, თათა ლაღიძესთან მოხვდა, მაგრამ სავარაუდოდ დათას ეგ არ შეხვდება.
თუ დაურეკავ, შემიძლია გავაფრთხილო და გამოკითხე ორივე.
ელენე როგორ გყავს? smile.gif

Posted by: Nina_N 15 Apr 2018, 10:40
basti-bubuuu

ჩემი აზრით თუ მშობელს აქვს საშუალება ბავშვის სწავლის ქირა გადაიხადოს, რა თქმა უნდა კერძო სკოლა ჯობია, რადგან ეს მშობლისთვის უდიდესი კომფორტია. თუმცა ჩემს ირგვლივ არ ვიცი არც ერთი ბავშვი, რომელიც კერძო სკლაში დადიოდეს და დამატებით რეპეტიტორი არ ჰყავდეს. (ნუ რა თქმა უნდა 4 კლასის ზემოთ) ასევე დავამატებ, რომ სჯობს თუ კერო სკოლას აირჩევ, სკოლა იყოს საუკეთესო, ისე რა სკოლებში ფულის ხდა სისულელე მგონია.

ამ ეტაპზე მე ჰამილტონს მივანიჭებდი უპირატესობას.


რაც შეეხება საჯარო სკოლას, კარგი ნორმლაური სკოლა უნდა აარჩიო და გამოიკითხო, თუ მოხვდება კარგ მასწავლებელთან საუკეთესო არჩევანია. (ნუ მიყვანა მოყვანის პრობლემა არ უნდა გქონდეს)


MELO_MELO

2018 ის სექტემბერში თუ უწევს პუპულარული მასწავლებლები მე ვინც მსმენია როზა კაკულია და მარინა მორჩილაძე.
როზაზე მსმენია რომ მკაცრია, მარინა კი ლმობიერი. ბავშვის ხასიათიდან გამომდინარე უნდა შეარჩიო.
* * *
აი მე ძალიან მაინტერესებს მაღალ კლასებში რა ხდება მე-7 კლასიდან. თუ ვინმეს გაქვთ გამოცდილება გთხოვთ დაწეროთ.

კომაროვში უნდა ცადოს და თუ ვერ მოხვდება მერე სად წავიდეთ არ ვიცით.

Posted by: basti-bubuuu 16 Apr 2018, 17:57
ბენდუქიძის უნიში რომ სკოლა იხსნება რამე ხომ არ იცით?

Posted by: Unitended 18 Apr 2018, 14:32
MELO_MELO
QUOTE
ხალხო, 161–ე სკოლაზე რა გამოცდილება შეგიძლიათ გამიზიაროთ?


გააჩნია რა მოთხოვნები გაქვს და პრიორიტეტები
სწავლის მხრივ საჯარო სკოლებიდან ალბათ ყველაზე ნორმალური

თუ მანდ მიყვანას აპირებ აუცილებლად იკითხე ვინ არის კარგი მასწავლებელი და აუცილებლად ჩაერიე რომ იქ მოხვდეს.

მთლიანობაში კარგი სკოლაა. ყველაფერი ბავშვზე და მასწავლებელზეა დამოკიდებული ჩემი აზრით
ამიტომაც ავარჩიეთ ჯერ-ჯერობით ეს სკოლა ჩვენც
მომავალში თუ ვნახავთ რომ კარგები ვართ მერე ვიზრუნებთ ძლიერ და წარმატებულ სკოლაზე smile.gif

Posted by: Perseus12 19 Apr 2018, 12:58
basti-bubuuu
ის ვიცი რომ 8000 ლარამდეა წლიური გადასახადი, სპორტული წრეები და კვება შედის, არ შედის ტრანსპორტირება.

Posted by: MELO_MELO 20 Apr 2018, 13:38
DOLPHIN
QUOTE
ჩემს მეგობარს ყავდა ეკა ლორთქიფანიძესთან და ძალიან კმაყოფილი იყო, ახლა უკვე კომაროვში სწავლობს მისი შვილი.
ამის ეშხით, მეორემ შეიყვანა შარშან და ძალიან უკმაყოფილოა, თათა ლაღიძესთან მოხვდა, მაგრამ სავარაუდოდ დათას ეგ არ შეხვდება.
თუ დაურეკავ, შემიძლია გავაფრთხილო და გამოკითხე ორივე.
ელენე როგორ გყავს?


დელფ, რა გოგო ხარ <3 ბოდიში აქამდე ვერ შემოვედი, რომ მეპასუხა..

ჯერ სკოლაში უნდა მივიდე თვითონ, ჩემი თვალით ვნახო გარემო, თუ რამე და ჩამოვყალიბდი და რაც მთავარია ჩავაწყვე საქმეები, შეგაწუხებ მერე, პლიზ. მადლობა :*

Nina_N
QUOTE
2018 ის სექტემბერში თუ უწევს პუპულარული მასწავლებლები მე ვინც მსმენია როზა კაკულია და მარინა მორჩილაძე.
როზაზე მსმენია რომ მკაცრია, მარინა კი ლმობიერი. ბავშვის ხასიათიდან გამომდინარე უნდა შეარჩიო.

2018 წლის სექტემბერში მესამე კლასში იქნება, სკოლა მინდა გამოვუცვალო.

მადლობა

QUOTE
აი მე ძალიან მაინტერესებს მაღალ კლასებში რა ხდება მე-7 კლასიდან. თუ ვინმეს გაქვთ გამოცდილება გთხოვთ დაწეროთ.

ჩემი ჯერ პატარაა და არ მაქვს გამოცდილება, ამ ეტაპზე

Unitended
QUOTE
გააჩნია რა მოთხოვნები გაქვს და პრიორიტეტები

სულ დაიაკრგე შენ.. პრინციპში მეც smile.gif)) როგორ ხარ?
უფრო კონკრეტულად რას გულისხმობ? სწავლა მინდა იყოს ნორმალური, აღარ მაქვს პრეტენზია რამე განსაკუთრებულზე და დისციპლინა და ჯანსაღი, ნორმალური მიდგომები ბავშვების მიმართ.. ბევრს არ ვითხოვე იმედია რამეს, რავიცი :/

QUOTE
თუ მანდ მიყვანას აპირებ აუცილებლად იკითხე ვინ არის კარგი მასწავლებელი და აუცილებლად ჩაერიე რომ იქ მოხვდეს.

სამოთხეში უფრო მარტივად მოხვდება ჩემნაირი წყალწაღებული, ვიდრე მანდ ჩარევების და ჩაწყობების გარეშე.. ტვინი გამეხვრიტა ვინ ვნახო, სად ვნახო, ჯანდაბა ამას..

QUOTE
ამიტომაც ავარჩიეთ ჯერ-ჯერობით ეს სკოლა ჩვენც

მომიყევი ცოტა მეტი რა.. თუ გინდა პირადში..

2018 წლის სექტემბერში იქნება მესამე კლასში და ვინმე იქაურმა უნდა მირჩიოს ვინაა კარგი პედაგოგი, ასე გარედან როგორ გავიგებ ან დავადგენ, ვერ ვხვდები..

QUOTE
მომავალში თუ ვნახავთ რომ კარგები ვართ მერე ვიზრუნებთ ძლიერ და წარმატებულ სკოლაზე

სტატისტიკურად, პირველ სამეულშია ეგ სკოლა..


Posted by: DOLPHIN 22 Apr 2018, 10:44
basti-bubuuu
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=153168555350519&id=144063616261013

Posted by: PePe012 23 Apr 2018, 17:33
- 5 წლის. უკვე მივდივართ სკოლაში.
- ვერაზე.
- პირველ კლასებში სწავლის ტექნიკა ანუ მიდგომა ბავშვებთან. გარემო და უსაფრთხოება. სამომავლოდ რომ სწავლა სტრესად არ ექცეს. ცოდნით ალბათ მელტნაკლებად ერთია მგონი.

გარედან ვნახე ჰამილტონი, ეზოში გადავიხედე. გარედან რაც ჩანს მთლად კარგი და გაკრიალებული ინფრასტრუქტურა არაა ... ეზო საკმაოდ პატარაა და სულ სახლებია გარშემო, უჰაერობაა მაგარი. შიგნით რა ხდება არ ვიცი. ამბობენ რომ 1 2 წელიწადში სხვაგან გადავლენ. ჰამილტონი ერთადაა ყველაფერი როგორც ჩანს ანუ ერთ სართულზე ყველა კლასები. როგორც ვხვდები მასწავლებლები არიან კარგები და სწავლა პატარებისთვის. ანუ ფსიქოლოგები ყავთ, კარგი მოდგიმებია და სწავლის ტექნიკა, თორემ ტრანსპორტირება საერთოდ არ აქვთ და მისაყვანად ძნელია. მანქანებს სად აჩერებენ არ ვიცი... ვინც იქვე ცხოვრობს ადვილია სატარებლად.

6000ია გადასახდელი წლიური და მესამედი უნდა შეიტანო რეგისტრაციიდან მალევე. გასაუბრებაც აქვთ ელემენტარულ რამეებზე ბავშვებს.

არქიმედეს სკოლა არ მინახავს მაგრამ ის მომწონს რომ ცურვა შედის. ეს მომწერეს:
სწავლის ღირებულებაში შედის:
■ 9:00-16:00 -სთ მდე +1 სთ ბავშვის სკოლაში სხვადასხვა სასწავლო და შემეცნებით აქტივობებით დატვირთვა
■ ცურვა (კვირაში 2-ჯერ)
■ ცეკვა (კვირაში 2-ჯერ)
■ მუსიკა (კვირაში 2-ჯერ)
■ ჭადრაკი (კვირაში 2-ჯერ)
■ LEGO Education (WEDO 2.0 (კვირაში 1-ჯერ)
■ ხელვნება, ხატვა, ძერწვა (კვირაში 2-ჯერ) და სხვა აქტივობებიო. ტრანსპორტირების ფასი იმის მიხედვით თუბსად ცხოვრობთო.

მგონი ნიუტონი ოროვეს აბალანსებს ფასით. მაგრამ პრესქულში კარგა ხნის წინ უკვე აღარ იყო ადგილები და ალბათ დაწყებითიც შევსებულია.

თუ იცით, წიგნები თუ შედის ფასში ანუ ხომ არ ამატებინებენ ხოლმე მშობელს ? ჰამილტონში როგორ თქვეს თავისი წიგნები აქვთ. კეც დავინახე ერთნაირი მწვანე რაღაცეები ეჭირათ.
* * *
საჯაროებიდან 53 და 21 მომწონს. როგორც მითხრეს გახანგრძლივებულებიც არის მაგრამ კონკრეტულად პირობები ვერ გავაკრვიე. ვერც მშობელი ვნახე ვერავინ.

ვერ გადამიწყვეტია კერძოში მივიყვანო თუ საჯაროში და ავიყვანო ვინმე. მგონი დაახლ იგივე ჯდება ფასით ორივე. მაგრამ კერძოშიც უნდა ყურადღება დაჯდომა და ბევრი რამე. მეორე მყავს და ფიზიკურად ვერ დავუწყებ დევნას....

Posted by: PePe012 24 Apr 2018, 23:21
ეხლა მომწერა ნიუტონმა. ადგილები არის ჯერჯერობით როგორც ჩანს... ესე გაძვირდა ანუ ? უმდა დავრეკო ხვალ სიანტერესოა

Posted by: basti-bubuuu 26 Apr 2018, 10:50
5400 ლარია დაწყებთი კლასები ნიუტონში

Posted by: ai-t-ai 26 Apr 2018, 12:02
MELO_MELO

ჩემი გოგონა სწავლობს 1 კლასში, ნინო თავართქილაძის სადამრიგებლოა.
ამ სკოლაში მიყვანა ორი მიზეზით გადავწყვიტე: 1. ჩემი სკოლაა და მეტნაკლებად ვიცოდი რა სიტუაცია დამხვდებოდა. 2. ნინო თავართქილაძეს უწევდა 1 კლასი.

ჩვენ ვსარგებლოთ გახანგრძლივებულით და წრეებით, ამიტომ ბავშვი სკოლაში 5 საათამდეა (1000 ლარი). რასაკვირველია გვიწევს კვებაც, რომლის დღიური გადასახადი 4 ლარია.

ინფრასტრუქტურით ვერ აღფრთოვანდებით, კვება ახლა გამოასწორეს და ნორმალურია.
რაც შეეხება წრეებს - საშუალო დონეზე შევაფასებდი. თუმცა, ბავშვს მოსწონს და სიამოვნებით რჩება.

აი, მასწავლებელი კი ყველაზე დიდი მოტივია ჩვენთვის, რომ სკოლა არ შევიცვალოთ პირველი 4 წელი მაინც. ძალიან გაგვიმართლა.

დამატებით თუ რაიმე დაგაინტერესებთ, მომწერეთ.

Posted by: ლუკალიზა 2 May 2018, 15:40
გამარჯობათ! იქნებ მირჩიოთ ისანი-სამგორის ტერიტორიაზე ან ძველი თბილისის საჯარო და კერძო სკოლები?

* * *
გამარჯობათ! იქნებ მირჩიოთ ისანი-სამგორის ტერიტორიაზე ან ძველი თბილისის საჯარო და კერძო სკოლები?


Posted by: MmSs 2 May 2018, 15:42
QUOTE (ლუკალიზა @ 2 May 2018, 15:40 )
გამარჯობათ! იქნებ მირჩიოთ ისანი-სამგორის ტერიტორიაზე ან ძველი თბილისის საჯარო და კერძო სკოლები?

87 -ე love.gif ...............











.

Posted by: winipux 7 May 2018, 14:31
გამარჯობა! მაინტერესებს მოსკოვის გამზირზე რომელ სკოლას მირჩევთ?! მინდა კარგი პედაგოგი და ჯანსაღი აზროვნების ხალხი საერთოდ! დამეხმარეთ გთხოვთ

Posted by: მაკრინე 21 May 2018, 10:57
QUOTE (winipux @ 7 May 2018, 14:31 )
გამარჯობა! მაინტერესებს მოსკოვის გამზირზე რომელ სკოლას მირჩევთ?! მინდა კარგი პედაგოგი და ჯანსაღი აზროვნების ხალხი საერთოდ! დამეხმარეთ გთხოვთ

შავნაბადა (კერძო სკოლაა)

..................

Posted by: 2110 21 May 2018, 14:32
გოგოებო ბრიტანულ აკადემიაზე რას ფიქრობთ? მე ყველაზე მეტად მისი მდებარეობა მომწონს.. მთელი დღე ბავშვი გამონაბოლქვს არ ყლაპავს და ტერიტორია კარგადაა დაცული... სხვა ინფორმაცია დიდად არ მაქვს. მეორე ბავშვზე ვარ ორსულად , წოლითი მქონდა და ვერ მივაღწიე დეტალების გასაგებად.. თუ რამე ინფო გაქვთ იქნებ გაგვიზიაროთ smile.gif

Posted by: Katerina :-) 24 May 2018, 15:47
მეგობრებო, რას მეტყვით 21-ე სკოლაზე ? ეს არის ყოფილი მე-6 პეტრიაშვილის ქუჩაზე

Posted by: winipux 13 Jun 2018, 22:33
გამარჯობა! რას იტყვით 77 სკოლაზე კობახიძის სახელობის? ძალიან მაინტერესებს . ამ წელს უნდა აშევუცვალო სკოლა 182 სკოლაში დამყავდა და მინდა ვთქვა რომ ჩალითაა დაფარი ქვეყანა!:(

Posted by: marimari33 2 Jul 2018, 09:31
QUOTE (winipux @ 13 Jun 2018, 22:33 )
გამარჯობა! რას იტყვით 77 სკოლაზე კობახიძის სახელობის? ძალიან მაინტერესებს . ამ წელს უნდა აშევუცვალო სკოლა 182 სკოლაში დამყავდა და მინდა ვთქვა რომ ჩალითაა დაფარი ქვეყანა!:(

გააჩნია,ვისთან მოხვდება...ჩემ ბევრ ნაცნობს დაყავს,ზოგი კმაყოფილია ,ზოგი უკმაყოფილო...

Posted by: ლუქსუს 29 Mar 2019, 19:01
დიდი დიღმის ტერიტორიაზე რომელ კერძო სკოლას მირჩევდით?

Posted by: makuna1980 2 May 2019, 16:53
UG სკოლაში ვართ დაბარებულები გასაუბრებაზე (1 კლასი) და ვინმემ ხომ არ იცით რა სახის გასაუბრება შეიძლება იყოს?

Posted by: makarena 3 May 2019, 11:26
ლუქსუს
რა დროს ჯერ ჩემი სკოლაზე ფიქრია givi.gif მაგრამ მაინც ვფიქრობ ხოლმე ამ თემაზე, ჩემთვის განათლება იმდენად მნიშვნელოვანია.

დიდ დიღომში ეს სკოლა მომწონს http://freeuni.edu.ge/ge/node/2031

ვნახოთ როგორ წავლენ და რა შედეგები ექნებათ, როცა სკოლა მოუწევს, ამას ავირჩევ

Posted by: anuuu 6 May 2019, 13:37
წრეებზე მინდა ვიკითხო და სწორად მოვხვდი თუ სხვა თემაში უნდა დავწერო?

მოკლედ დავწერ მაინც, ვოკალზე მინდა მიყვანა და პლიუს გიტარაზე, მესამე კლასშია, სად დაგყავთ?

და ასევე ზაფხულში რომ იაროს ეგეთები თუ არსებობს, აი ივნისიდან მაგალითად. მადლობა

Posted by: Tess 21 May 2019, 16:11
მეგობრებო ეს თემა დიდად აქტიური არ არის, მაგრამ თუ რამე იცით დიღმის მასივში ან დიდ დიღომში არსებულ სკოლებზე გისმენთ. smile.gif

მე გამიგია:
მწვანე სკოლა,
ქორალი,
თავისუფალი სკოლა.

ჯერ მხოლოდ ინფოს ვაგროვებ.

Posted by: makarena 22 May 2019, 12:19
Tess
დიდ დიღომში გამიგია სკოლა ფესვები

Posted by: north 8 May 2020, 03:08
161 საჯარო სკოლაზე რას იტყვით? რომელ მასწავლებლებს გაუწევთ რეკომენდაციას?

პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლაზე?

თქვენი აზრით, რომელია საუკეთესო სკოლა საბურთალოზე?

Posted by: მოლკო 25 May 2020, 13:50
QUOTE
161 საჯარო სკოლაზე რას იტყვით? რომელ მასწავლებლებს გაუწევთ რეკომენდაციას?

yes.gif იგივე კითხვით ვარ.

ზოგადად დაწყებით სკოლაში რომელს გაუწევდით რეკომენდაციას sad.gif

Posted by: GoGoNNa 18 Jul 2020, 18:10
კარგია რომ ეს თემა შემხვდა.. ალბათ ყველას გსმენიათ ib მთიები.. ჩემმა შვილმა 3 წლის ასაკში დაიწყო საუბარი, დიაგნოზი გვქონდა მეტყველების შეფერხება.. უამრავი ნერვების, წვალების და შრომის შედეგად ძლივს დავაწიეთ ბავშვი ასაკს.. მოკლედ არ დავწერ რა გზა გავიარე.. ხო და ავარჩიეთ მთიები (პრე სქული მომავალი წლიდან სკოლა 5 წლისაა). ძლივს მივედით, დავათვალიერეთ მე და მეუღლემ.. მენეჯერს დავურეკეთ ტელეფონზე და ვუთხარი, რომ გადაწყვეტილი მქონდა.. იქვე მკითხა ბავშვზეც და გულწრფელად ვუთხადი რა გზაც გავიარე.. ავუხსენჯ რომ ცოტა სიახლეების შეგუების პრობლემა აქვს.. უცებ არც მაცია არც მაცხელა და როგორც ქალი ქალს გირჩევ ჩვენ სკოლაში არ შემოიყვანო ბავშვი, თქვენი შვილის ნაირი ბავშვები ჩვემ პროგრამას ვერ დაძლევენ და ვერც ჩვენ სკოლაში შეძლებენ სწავლასო.. ამას მეუბნება ადამიანი რომელსაც 5 წუთი არ უნახავს ჩემი შვილი და მათ შორის მეც.. იმდენად გავმწარდი ვერც კი გავლანძღე :/ წამომცვივდა ცრემლები და დავემშვიდობე..

Posted by: narkozeli 19 Jul 2020, 08:24
GoGoNNa

მოსალოცად გაქვს საქმე.
მაგ სკოლაში ბავშვი რომ არ შეგყავს. ჩემი თანამშრომლის შვილს აქვს მსგავსი პრობლემა, უკვე მესამე თუ მეოთხე კლასშია მაგრამ იმდენჯერ დაიბარეს მშობელი და სახალხოდ იმდენჯერ "შეარცხვინეს" მთიებში, გადაიყვანა სხვაგან.

Posted by: GoGoNNa 19 Jul 2020, 08:38
narkozeli

მართლა შოკი მქონდა :/ ლაპარაკობს ჩვეულებრივად, ითვლის 100მდე, იცის ანბანი და ა.შ აი მართლა გამიმართლა მანდ რო არ მოვხვდი და არ დამეწიწკმა ნერვები წლები (

Posted by: narkozeli 19 Jul 2020, 08:41
GoGoNNa

4 ჩემს ახლობელს დაყავს მთიებში, 4-ივეს ბავშვსთან ხშირი შეხება მაქვს და სულ რომ უკანასკნელი სკოლა იყოს, მე მანდ არ შევიყვან. ერთადერთი რაც კარგი აქვს, ფასია) სხვა კერძო სკოლებთან შედარებით იაფია.

Posted by: GoGoNNa 19 Jul 2020, 09:06
narkozeli

კი პირველი ფაქტორი ეგ იყო, მერე შენობა მოგვეწონა და ასე თუ ისე პროგრამაც..მაგრამ რაც დაწყებითების მენეჯერმა იკადრა შოკი მქონდა (((

Posted by: makarena 20 Jul 2020, 14:52
GoGoNNa
QUOTE
როგორც ქალი ქალს გირჩევ ჩვენ სკოლაში არ შემოიყვანო ბავშვი, თქვენი შვილის ნაირი ბავშვები ჩვემ პროგრამას ვერ დაძლევენ და ვერც ჩვენ სკოლაში შეძლებენ სწავლასო..

რა სითავხედეა ღმერთო, როგორ შეიძლება ესეთი რამე თქვას სკოლის მენეჯერმა, წარმოდგენაც არ მინდა როგორი პედაგოგები ეყოლებათ. ალბათ ბულინგი ყვავის მანდ

Posted by: E_ko 29 Jul 2020, 11:36
GoGoNNa
რატომ აკეთებთ არჩევანს ასეთ დროს კერძო სკოლაზე? საჯარო სკოლის დაწყებითები მეტად მორგებულია ბავშვზე ასეთ დროს.

Posted by: GoGoNNa 31 Jul 2020, 16:36
makarena
ალბათ და მართლა მიხარია, რომ დროზე ადრე მივხვდი..
E_ko
დროის და ტრანსპორტორების გამო

Posted by: makuna33 20 Aug 2020, 12:08
საცხოვრებელ უბანს ვიცვლით და საბურთალოზე რომელ სკოლას მირჩევთ? მეხუთე კლასში გადადის და მობილობა მინდა. 161-ე, ბალავარი ( 52-ე ). 62-ე, 123-ე.

Posted by: eka3 12 Sep 2020, 16:45
გამარჯობა, იქნებ დამეხმაროთ სკოლის არჩევაში და გაუწიოთ რომელიმე საჯარო თუ კერძო სკოლას რეკომენდაცია ისანი სამგორისკენ ან კახეთის გზატკეცილისკენ. მირჩიეთ ნორმალური თქვენი გამოცდილებით.გთხოვთ არ დაიზაროთ სასწრაფოდ მჭირდება.
* * *
მირჩიეთ რა, "ოპიზა" თუ სკოლა კოლეჯი "ნინო"?

Posted by: ATENA PALAD 13 Sep 2020, 23:39
QUOTE (GoGoNNa @ 18 Jul 2020, 18:10 )
კარგია რომ ეს თემა შემხვდა.. ალბათ ყველას გსმენიათ ib მთიები.. ჩემმა შვილმა 3 წლის ასაკში დაიწყო საუბარი, დიაგნოზი გვქონდა მეტყველების შეფერხება.. უამრავი ნერვების, წვალების და შრომის შედეგად ძლივს დავაწიეთ ბავშვი ასაკს.. მოკლედ არ დავწერ რა გზა გავიარე.. ხო და ავარჩიეთ მთიები (პრე სქული მომავალი წლიდან სკოლა 5 წლისაა). ძლივს მივედით, დავათვალიერეთ მე და მეუღლემ.. მენეჯერს დავურეკეთ ტელეფონზე და ვუთხარი, რომ გადაწყვეტილი მქონდა.. იქვე მკითხა ბავშვზეც და გულწრფელად ვუთხადი რა გზაც გავიარე.. ავუხსენჯ რომ ცოტა სიახლეების შეგუების პრობლემა აქვს.. უცებ არც მაცია არც მაცხელა და როგორც ქალი ქალს გირჩევ ჩვენ სკოლაში არ შემოიყვანო ბავშვი, თქვენი შვილის ნაირი ბავშვები ჩვემ პროგრამას ვერ დაძლევენ და ვერც ჩვენ სკოლაში შეძლებენ სწავლასო.. ამას მეუბნება ადამიანი რომელსაც 5 წუთი არ უნახავს ჩემი შვილი და მათ შორის მეც.. იმდენად გავმწარდი ვერც კი გავლანძღე :/ წამომცვივდა ცრემლები და დავემშვიდობე..

დამიჯერეთ დიდ ნერვების მოშლას გადარჩით, გადავიყვანე მესამე კლასის შემდეგ მთიებიდან ბავშვი, ჯერ ე.წ. დამრიგებელი( აღმზრდელი) ყავდა საშინელი პედაგოგის არაფერი ეცხო და დაწყებითების დირექტორთან რამდენჯერმე შეხების შემდეგ მივხვდი რა არაკომპეტენტურ ადამიანთან მქონდა საქმე

Posted by: eka3 14 Sep 2020, 23:31
რომელი საჯარო სკოლას მირჩევთ ვარკეთილში?

Posted by: duduna18 24 Feb 2021, 12:03
გამარჯობა. თემქაზე-სარაჯიშვილის მეტროს არეალში რომელ სკოლას მირჩევთ?

Posted by: TinANNO 16 Mar 2022, 07:11
საჯარო სკოლებიდან თუ არის ისეთი რომელიც მიყვება თანამედროვე მეთოდებს და ორიენტირებულია ბავშვზე და მის განვითარებაზე ?

Posted by: magdalea 28 Sep 2022, 19:03
UP...............................................

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)