forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სუმარიზაცია
domenic
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 136
წევრი No.: 164728
რეგისტრ.: 1-April 13

გამოგზავნილია: 14 Jun 2019, 15:17  #54807525      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ ცისკოზე სუმარიზაცია როგორ გავაკეთო ვერსად ვიპოვე ისეთი რო მარტივად გავიგო და ვინმემ იქნება ეცადოს და კარგად ამიხსნას
(მიხვედრით მივხვდი ქსელის ოპტიმიზაციაა მარა როგორ უნდა გავაკეთ ეგ ვერ გავიგე ლოგიკა)
Distortion



******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6754
წევრი No.: 21022
რეგისტრ.: 21-June 06

გამოგზავნილია: 15 Jun 2019, 21:41  #54813415      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · icq · aim · yim · msn
domenic
სუმარიზაციის იდეა საბნეტინგში არის პატარა ქვექსელების გაერთიანება ერთ დიდ ქვექსელში. როდესაც მარშრუტიზაცია გვეზრდება და გვირთულდება, საჭიროა რაღაცნაირად მისი ოპტიმიზაცია იმისთვის, რომ ათასობით და მილიონობით მარშრუტები არ გვქონდეს.

მარტივი მაგალითია ორი ოფისის ურთიერთჩართვა. წარმოვიდგინოთ რომ გვაქვს ორი ფიზიკური ოფისი ორი როუტერით და ეს როუტერები ერთმანეთში არიან ჩართულები. ერთ ოფისს აქვს ქსელი 192.168.0.0/24, 192.168.1.0/24, 192.168.2.0/24, 192.168.3.0/24, მეორე ოფისს აქვს 192.168.8.0/24, 192.168.9.0/24, 192.168.10.0/24, 192.168.11.0/24. სუმარიზაციის გარეშე ორივე როუტერის მარშრუტიზაციაში გამოჩნდება რვავე ქსელი. 4 თავისი directly connected ქსელები და 4 მარშრუტიზაციით ნასწავლი. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს ოთხი პატარა ქვექსელი ერთი დიდი ქვექსელით ჩავანაცვლოთ და ასე დავუანონსოთ მეზობელ როუტერს. პირველი ოფისის როუტერმა რომ დაანონსოს 192.168.0.0/22, ეს ქვექსელი მოიცავს 192.168.0.0 - 192.168.3.255 IP მისამართების ბლოკს, რომლებიც შეიცავენ პირველ ოთხ ქვექსელს. ალტერნატიულად მეორე როუტერიც 192.168.8.0/22-ის შემთხვევაშც ოთხივე ქსელს ერთი ჩანაწერით დააანონსებს.

რაც შეეხება კონფიგურაციულად ამის გაკეთებას, ყველაზე მარტივია სტატიკური მარშრუტი სპეციალურ ინტერფეისზე Null0. Null0-ზე გაწერილი მარშურტი ნიშნავს, რომ ამ ინტერფეისისკენ გაგზავნილი პაკეტები დაიდროფება. ჩვენს შემთხვევაში, რადგან სპეციფიური /24-ებიც გვაქვს, ისინი "აჯობებენ" ამ /22-ს და როუტერი შესაბამის ინტერფეისებს/საბინტერფეისებს გაუგზავნის ტრაფიკს.

მაგალითისთვის ავიღოთ ზემოთ მოცემული ვარიანტი და EIGRP დინამიური მარშრუტიზაციის პროტოკოლი AS ნომრით 15.
R1-მა იცის შემდეგი თავისი ოთხი ქსელი, როგორც connected და მეზობლისგან ნასწავლი ოთხი ქსელი EIGRP პროტოკოლით, თვითონ ჯერჯერობით არაფერს არ უანონსებს მეზობელს:

C - Connected, D - EIGRP, S - Static

C 192.168.0.0/24 via Gi0/1.10
C 192.168.1.0/24 via Gi0/1.20
C 192.168.2.0/24 via Gi0/1.30
C 192.168.3.0/24 via Gi0/1.40
D 192.168.8.0/24 via Gi0/0
D 192.168.9.0/24 via Gi0/0
D 192.168.10.0/24 via Gi0/0
D 192.168.11.0/24 via Gi0/0

შევქმნათ სტატიკური მარშრუტი, რომელიც ამ ოთხივე ქსელს მოიცავს და დაროუტებულია Null0-ზე.

R1(config)#ip route 192.168.0.0 255.255.252.0 Null0 name NETWORK_SUMMARY

ამის შემდეგ მარშრუტიზაციის ცხრილში დავინახავთ ასეთ ჩანაწერს:
C - Connected, D - EIGRP, S - Static

C 192.168.0.0/24 via Gi0/1.10
C 192.168.1.0/24 via Gi0/1.20
C 192.168.2.0/24 via Gi0/1.30
C 192.168.3.0/24 via Gi0/1.40
D 192.168.8.0/24 via Gi0/0
D 192.168.9.0/24 via Gi0/0
D 192.168.10.0/24 via Gi0/0
D 192.168.11.0/24 via Gi0/0
S 192.168.0.0/22 via Null0

შევქმნათ prefix-list და route-map რითიც დავმატჩავთ ამ მარშრუტს და შემდეგ რედისტრიბუციით დავუანონსოთ მეზობელ როუტერ R2-ს.

R1(config)#ip prefix-list SUMMARY_REDIST permit 192.168.0.0/22
R1(config)#route-map SUMMARY_REDIST permit 10
R1(config-route-map)#match ip address prefix-list SUMMARY_REDIST

ამის შემდეგ ვაკეთებთ სტატიკური მარშრუტის რედისტრიბუციას EIGRP AS15-ში (route-map-ს ვიყენებთ იმისათვის, რომ ეს კონკრეტული სტატიკური მარშრუტი დაანონსდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა სტატიკური მარშრუტი გაიგზავნება და შეიძლება არ გვაწყობდეს ასე):

R1(config)#router eigrp 15
R1(config-router)#redistribute static route-map SUMMARY_REDIST
R1(config-router)#end
R1#wr

ამის შემდეგ R2-ის ცხრილში გამოჩნდება შემდეგი ჩანაწერი:

C 192.168.8.0/24 via Gi0/1.200
C 192.168.9.0/24 via Gi0/1.210
C 192.168.10.0/24 via Gi0/1.220
C 192.168.11.0/24 via Gi0/1.230
D EX 192.168.0.0/22 via Gi0/0

EX ჩანაწერი D-ს გვერდით ნიშნავს, რომ EIGRP-მ დაანონსა გარეშე external მარშრუტი, რაც რეალურად მართალია, რადგან სტატიკური მარშრუტიზაციის რედისტრიბუცია გავაკეთეთ EIGRP-ში.

P.S. დიახ, მთელი კონფიგურაცია ხელით დავწერე biggrin.gif


--------------------
It's all about 0 and 1.
domenic
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 136
წევრი No.: 164728
რეგისტრ.: 1-April 13

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 11:30  #54820196      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Distortion
მადლობა გაიხარე ეხლა ვცდი ყვეალფერს ზედმიწევნით
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0221 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]