დამთავრდა მძლეოსანთა საქართველოს ღია ჩემპიონატი, რომელშიც ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ტრადიციულად კარგად იასპარეზეს დედაქალაქელებმა, რომლებმაც საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ჯგუფში 463 ქულით ყველას აჯობეს. 373 ქულით მეორე იყო ახალციხის ნაკრები, ქუთაისელები (247) მესამე ადგილს დასჯერდნენ. მე-2 ჯგუფში საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1. ზუგდიდი (80), 2. ხობი (67), 3. ჭიათურა (50).
საგულისხმოა ისიც, რომ ეროვნულ ჩემპიონატში უკონკურსოდ მონაწილეობდნენ ახალგაზრდები - სიგრძეზე მხტომელი გიორგი კარდაშიანი (6,93 მ) და შუბის მტყორცნელი ალექსანდრე მარუტიანი (61,50), რომლებმაც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის სალიცენზიო ნორმატივები შეასრულეს.
მათთან ერთად ევროპის პირველობაზე გამოვლენ ჭოკით მხტომელი მიხეილ ცანავა (4.55) და 800 მეტრზე მორბენალი (1.56,79) ლუკა გოგილაშვილი, ხოლო სამხტომელმა ლაშა ღულელაურმა (16,76) და ბირთვის მკვრელმა გიორგი მუჯარიძემ (19,54) ევროპის მცირე ქვეყნების ჩემპიონატის საგზურები დაიმსახურეს.
კვარცხლბეკი - ქალები
100 მ. 1. სალომე ხაჟომია (13,22), 2. მეგი შონია (ორივე-თბილისი, 13,27), 3. ირმა ქურდაშვილი (აჭარა, 13,52); 200 მ. 1. ბელა ჭკადუა (ზუგდიდი, 27,03), 2. სალომე ხაჟომია (27,88), 3. მარი დემურაშვილი (ქუთაისი, 27,96); 400 მ. 1. ლიკა ხარჩილავა (თბილისი, 1.03,80), 2. გაიანე უსტიანი (ახალციხე, 1.07,19), 3. ქეთი გოგოლაძე (ბორჯომი, 1.07,39); 800 მ. 1. ლიკა ხარჩილავა (2.31,97), 2. ქეთი გოგოლაძე (2.33,18), 3. ანამარია ადეიშვილი (თბილისი, 2.33,94); 1500 მ. 1.
ჰასმიკ მარქარიანი (ახალციხე, 5.23,91), 2. მარიამ ზედგენიძე (ახალციხე (5.23,87), 3. ანამარია ადეიშვილი (5.25,18); 2000 მ/წინაღობებით. 1. მარიამ ფხალაძე (ჭიათურა, 7.15,55), 2. მარი ფაცაცია (ვანი, 8.49,30); 3000 მ. 1. მარიამ ფხალაძე (11.38,34), 2. ჰასმიკ მარქარიანი (11.42,74), 3. გაიანე უსტიანი (11.47,67); 5000 მ. მარი ფაცაცია (22.16,9); ამანათრბენი. 4X200 მ. 1. თბილის-1 (1.56,0), 2. აჭარა (1.59,0), 3. თბილისი-2 (2.01,8); ბირთვი. 1. სოფო შათირიშვილი (ოზურგეთი, 15,58),
2. სალომე რიგიშვილი (თბილისი, 14,84), 3. ნინო კვარაცხელია (ჩხოროწყუ, 8,65); სიმაღლეზე ხტომა. 1. მარი მწითური (160), 2. ლიზი ხუსკივაძე (135), 3. მაშო შხვაცაბაია (სამივე-თბილისი, 135); სიგრძეზე ხტომა. 1. ირინა მიკიტიუკი (5,37), 2. მედეა სონია (ორივე-თბილისი, 5.05), 3. თამთა ღვინიანიძე (ვანი, 4,84); სამხტომი. 1. ირინა მიკიტიუკი (12,07), 2. გურანდა გაბიცაძე (აჭარა, 10,82), 3. თამთა ღვინიანიძე (ვანი, 10,57); ჭოკით ხტომა. 1. სალომე ინჯგია (3,00), 2. მეგი შონია (ორივე-თბილისი, 2.20); ურო. 1. ნინო წიქვაძე (61,65), 2. მარიამ აბუაშვილი (ორივე-თბილისი, 50,56); შუბი. ანა გაჩეჩილაძე (თბილისი, 20,84); ბადრო. სალომე რიგიშვილი (50,00).
ვაჟები
100 მ. 1. ივანე ძოძუაშვლი (თბილისი, 11,34), 2. ლაშა კირკიტაძე (ქუთაისი, 11,40), 3. ლუკა გულუა (ხობი, 11,69); 200 მ. 1. მინდია ენდელაძე (ახალციხე, 22,31), 2. რაჯიმ მაჰდი (ირანი, 22,32), 3. ივანე ძოძუაშვილი (23,57); 400 მ. 1. მინდია ენდელაძე (ახალციხე, 49,48), 2. რაჰიმ მაჰდი (49,64), 3. მამუკა ზაქარაძე (აჭარა, 53,93); 800 მ. 1. ლუკა გოგილაშვილი (თბილისი, 1.56,79), 2. გიორგი გიორგაძე (ბორჯომი, 1.58,14), 3. მამუკა ზაქარაძე (2.08,58); 1500 მ.
1. ლუკა გოგილაშვილი (4.04,43), 2. თემურ ბაიკეევი (4.12,23), 3. თემურ მამედოვი (სამივე-თბილისი, 4.15,82); 2000 მ/წინაღობებით. 1. ნიკოლოზ გიხნიაშვილი (თბილისი, 6.19,75), 2. ჯეირან ხოფერია (ფოთი, 6.22,15), 3. ჟორიკ მანველიანი (ახალციხე, 6.36,41); 3000 მ. 1. თემურ ბაიკეევი (9.04,04), 2. გიორგი შეკრელიძე (დუშეთი, 9.23,52), 3. ნიკოლოზ გიხნიაშვილი (9.30.05); 5000 მ.
1, გიორგი შეკრელიძე (16.37,9), 2. გიორგი დამენია (თბილისი, 17.06,8), 3. გიორგი ჩენგელაია (თბილისი, 18.07,9); ამანათრბენი. 4X200 მ. 1. თბილისი-1 (1.3939), 2. ახალციხე (1.40,51), 3. აჭარა (1.40,59); ბირთვი. 1. გიორგი მუჯარიძე (გორი, 19,54), 2. გიორგი კეთილაძე (ხონი, 15,15), 3. ნიკო ქარდავა (წალენჯიხა, 10,72); სიმაღლეზე ხტომა. 1. ლუკა ივანეიშვილი (ქუთაისი, 190), 2. გიორგი ლაბაძე (თბილისი, 180), 3. დემეტრე ლაბაძე (ქუთაისი, 180); სიგრძეზე ხტომა. 1. ბაჩანა ხორავა (ზუგდიდი, 7,54), 2. რომან ბადრიძე (თბილისი, 7,31), 3. საბა კურდღელია (ქუთაისი, 6,98); სამხტომი.
1. ლაშა ღულელაური (თბილისი, 16,76), 2. საბა კურდღელია (14,26), 3. გიორგი დეკანოიძე (ოზურგეთი, 13,94); ჭოკით ხტომა. 1. მიხეილ ცანავა (4,55), 2. ლაშა ქარქუსაშვილი (4,40), 3. ნიკა ბოსტაღანაშვილი (სამივე-თბილისი, 3,60); ურო. 1. გოგა ჯიხვარია (ოზურგეთი, 67,32), 2.ლაშა გიორგი გურგენიძე (თბილისი, 65,08), 3. დათო ოჩიგავა (აბაშა, 62,15); შუბი. 1. როსტომ ჭინჭარაული (დუშეთი, 70,62), 2. გიორგი კეთილაძე (53,07), 3. ირაკლი ჟორჟოლიანი (ქუთაისი, 43,83); ბადრო. 1. თემურ აბულაშვილი (50,52), 2. ირაკლი ქავთარაძე (ორივე-თბილისი, 40,81), 3. ნიკო ქარდავა (წალენჯიხა, 34,23).
http://lelo.ge/article/მძლეოს