Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > აგრობიზნესი > რთველი 2017


Posted by: abes777 27 Jul 2017, 21:23
დღეს გამოაცხადეს, სუბსიდია აღარ იქნებაო.
რა მოლოდინები და პრობლემები გაქვთ ამ სფეროში.

წინა თემების ლინკები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: giorgiGMMM 28 Jul 2017, 15:04
ერთი რაც უეჭველია რქაწითელი 70 თეთრზე ნაკლები არ იქნება არცერთ შემთხვევაში, დანარჩენს დრო გვიჩვენებს, ისე კი ექსპორტი სერიოზულად გაიზარდა და იმედია საფერავი ლარს აცდება

Posted by: Levcorp 29 Jul 2017, 00:38
რა ფასს ფიქრობთ ჩუნურის ჯიშის ანუ ჩინებულის "ინურს " ვეძახი მე smile.gif))

Posted by: bes_ka888 4 Aug 2017, 15:15
ფიქსირ ბარაქიან მოსავალს გისურვებთ მეგობრებო

რქაწითEლი მაქ ბლომად ფასები რა იქნება რას ვარაუდობთ?

Posted by: ინაველ 4 Aug 2017, 16:34
ერთი 300 კილო საფერავი მინდა ყურძნად რო ვიყიდო და არავის გექნებათ? რაამთემის პასუხია მაგრამ მაინც biggrin.gif

Posted by: bes_ka888 4 Aug 2017, 18:35
ინაველ
საფერავი არ მაქვს თორე ნოო პრობლამ

Posted by: gia1970 4 Aug 2017, 18:59
ისევ დოტაციას გაუშვებენ და ჩააჟვამენ კომპოტში

Posted by: ინაველ 5 Aug 2017, 11:11
bes_ka888

მადლობა smile.gif

რა ვენახი გაქვს მაშ?

Posted by: administratorr 5 Aug 2017, 12:29
.................................................................

Posted by: bes_ka888 5 Aug 2017, 20:18
ინაველ

რქაწითელი მაქვს და რაც იქნება სAრეალიზაციო ფასი იმაზე ნაკლებად არ.

Posted by: giorgiGMMM 6 Aug 2017, 12:37
ინაველ
მე მექნება ასე 20 სექტემბრიდან

Posted by: ინაველ 6 Aug 2017, 13:34
bes_ka888

biggrin.gif ფასზე ხო არაფერი მითქვამს biggrin.gif

giorgiGMMM

რამდენი გექნება? სად არის ტერიტორიულად? smile.gif

Posted by: giorgiGMMM 6 Aug 2017, 13:43
ინაველ
საგარეჯოშია, და ქონით კი მექნება საკმაოდ ბევრი

Posted by: ინაველ 6 Aug 2017, 14:05
giorgiGMMM

სიამოვნებით შევიძენ. პმ მოგწერე

Posted by: abes777 6 Aug 2017, 14:07
თხოვნა იქნება, ყიდვა-გაყიდვის თემად ნუ გადავაქცევთ რა.

Posted by: gia1970 7 Aug 2017, 16:44
რას ფიქრობთ
წელს შარშანდელთან შედარებით
უფრო ძვირი ეღირება ყურძენი

Posted by: giorgiGMMM 7 Aug 2017, 19:26
gia1970
აუცილებლად. ჯერ რაც დაზუსტებით ვიცით მხოლოდ ისაა რო უხარისხო რქაწითელს მინიმუმ 70 თეთრად მიიღებენ, რაც უკვე კარგია თან ექსპორტის სერიოზული ზრდა იყო და შეუძლებელია ამან საფერავის ფასზე არ იმოქმედოს

Posted by: abes777 8 Aug 2017, 02:00
giorgiGMMM
უხარისხოს ფასი საიდან ვიცით დაზუსტებით?
უხილავი ხელის პრინციპი არ არის ჩვენ ბაზარზე. ასე რომ ექსპორტის ზრდამ შესაძლოა ფასზე არ იმოქმედოს.

Posted by: gia1970 8 Aug 2017, 14:59
abes777
QUOTE
უხილავი ხელის პრინციპი არ არის ჩვენ ბაზარზე. ასე რომ ექსპორტის ზრდამ შესაძლოა ფასზე არ იმოქმედოს.

უხილავი ხელი კი არა
შაქარწყალას უნდა მიხედონ და
მერე დაედება ყურძენს ფასი
აბა იმას რომ ველოდოთ როდის გახდება საქართველოს მოსახლეობა მსყიდველუნარიანი
წლები გაირბენს

Posted by: giorgiGMMM 8 Aug 2017, 16:41
abes777
სასპირტე ყურძენში 35 თეთრ სუფსიდიას მიიღებენ ქარხნები რომლებიც 70 ს გადაიხდიანო. ასევე იმ ყურძენზეც რომელიც ვერ ჩაბარდება ან ვერ გაიყიდება მოთხოვნის არ ქონის გამოო. ქარხანამ თუ 35 იც არ გადაიხადა ყურძენში მაშინ მართლა წასულია გლეხის საქმე. ისე ვინც ეს ფასები დაანონსა ძაან კარგად იცის წლევანდელი სიტუაცია და რა მოთხოვნა იქნება ამიტომაც ვფიქრობ ეს 70 თეთრი მინიმუმია

Posted by: abes777 9 Aug 2017, 00:51
giorgiGMMM
35 თეთრი სუვსიდია ვინ გამოაცხადა? ხომ ვერ დამილინკავ წყაროს?

Posted by: giorgiGMMM 9 Aug 2017, 14:08
abes777
http://georgianwine.gov.ge/upload/file/1501758129-gank.pdf ესაა განკარგულება სადაც პირდაპირაა მითითებული რომ სასპირტე ყურძენზე ასევე ტკბილის დასამზადებელზე გაიცემა სუბსიდია. ამას ორი ახსნა ქონდა ერთი სეგმენტის წახალისება და მეორე თუკი ბაზარი ვერ აითვისებს ყურძენს გლეხს რო არ დარჩეს ჩაუბარებელი. სიტყვასიტყვით მაქ მოსმენილი მთავრობის წევრებისგან

Posted by: abes777 9 Aug 2017, 14:57
giorgiGMMM
ასე წერია: ვინც იბარებს, ანუ ქარხანას მიეცემა 35 თეთრიო.

Posted by: giorgiGMMM 9 Aug 2017, 15:45
abes777
ზუსტად მაგას არ ვამბობ?! ნახე ჩემი წინა კომენტარები

Posted by: abes777 9 Aug 2017, 16:23
giorgiGMMM
ზუსტად ვიცით 70 მონიმუმ ეღირებაო ამბობ. ქარხნაას რომ 35 თეთრს აძლევენ ეგ არ ნიშნავს 70 ეღირება, ნაკლები თუ მეტი.

Posted by: vano22 9 Aug 2017, 16:37
gia1970
ბიძაჩემი ყიდის ღვინოს სუფთას 2.5 ლარად შაქარწყალს 2 ლარად და ის დაყენებული ბევრად უკეთესად ეყიდება და რო ვკითხე რატოა ესეთქო ეს შაქრიანი მსუბუქი დასალევია და გვიან ათრობს და საქეიფოდ სულ ეს მიაქვთო ასე მითხრა და ერთ კლიენტს რომ გაასინჯა სუფთა დაუწუნეს და დაყენებული წაიღეს ეს ჯობიაო. რაზეც არის მოთხოვნა ის კეთდება და რომ არ იყიდებოდეს არც არავინ გააკეთებდა

Posted by: giorgiGMMM 9 Aug 2017, 17:54

QUOTE
სასპირტე ყურძენში 35 თეთრ სუფსიდიას მიიღებენ ქარხნები რომლებიც 70 ს გადაიხდიანო.

abes777
მე ამ კომენტარზე ვამბობ.

კიი შეილება ითქვას რო ზუსტად ვიცით, იმიტო რო ამ 35 თეთრს მარტო იმ შემთხვევაში მიიღებენ თუ 70 თეთრში ან მეტში ჩაიბარებენო. ერთადერთი ვარიანტია რო შეილება ვიღაცას 35 თეთრის გადახდაც დაენანოს, რაც მემგონი გამორიცხულია, ეს ციფრები არაა შემთხვევით მოტანილი ვინც ამაზე გააკეთა განცხადება ძაან კარგად იცის რო ეგ მასე არ მოხდება. ასევე რაც გაუყიდავი დარჩება გლეხს იმასაც ამ პრინციპით მიიღებენო და რა ვიცი მე ასეთი დასკვნა გამომაქ და ვინც გინდა ჩათვალოს ზუსტად და ვისაც უნდა ნუ ჩათვლის. 1 თვეში ყველაფერი დაზუსტდება.




Posted by: gia1970 9 Aug 2017, 19:42
vano22
QUOTE
gia1970
ბიძაჩემი ყიდის ღვინოს სუფთას 2.5 ლარად შაქარწყალს 2 ლარად და ის დაყენებული ბევრად უკეთესად ეყიდება და რო ვკითხე რატოა ესეთქო ეს შაქრიანი მსუბუქი დასალევია და გვიან ათრობს და საქეიფოდ სულ ეს მიაქვთო ასე მითხრა და ერთ კლიენტს რომ გაასინჯა სუფთა დაუწუნეს და დაყენებული წაიღეს ეს ჯობიაო. რაზეც არის მოთხოვნა ის კეთდება და რომ არ იყიდებოდეს არც არავინ გააკეთებდა

ბიძაშენისთვის უკეთესი, მეტ მოგებას ნახავს შაქარწყალში
შაქარწყალი რომ არა ჩვენი სამყოფი ყურძენი არ გვექნებოდა

დეზეტირების ბაზარის გვერდზე ერთი ტარიელა იყო, ღვინოს, არაყს და ეგეთ რამე რუმეებს ყიდდა, თავის ტოჩკა ჰქონდა
ქვისლი კახელი ყავდა. ხოდა ამ ქვისლმა ერთხელს სთხოვა, 2 ტონა სუფთა ღვინო მაქვს და იქნებ გამიყიდო, თორე მოვალეებმა შამჭამესო.
წამოიღო ტარიელმა ეს 2 ტონა ღვინო და ძაღლის ყბა აქვს გამობმული, აქებს და აქებს.
ერთ კვირაში 20 ლიტრი ძლივს გაყიდა. მოეშალა ნერვები. თან ქვისლიც ებრალება, რა ქნას აღარ იცის.
ხოდა ადგა ხია წყალი, სპირტი ჩაატარა ხიმია აქცია 10 ტონად და ერთ თვეში წვეთი აღარ ჰქონდა.
ფული რომ ჩაუტანა ქვისლს, გადაირია კაცი, ამდენი ფული საიდანო.
შენ რა გინდა გამომართვი მეც კაი მოგება ვნახეო.

Posted by: grou 9 Aug 2017, 19:51
vano22
QUOTE
ბიძაჩემი ყიდის ღვინოს სუფთას 2.5 ლარად შაქარწყალს 2 ლარად და ის დაყენებული ბევრად უკეთესად ეყიდება და რო ვკითხე რატოა ესეთქო ეს შაქრიანი მსუბუქი დასალევია და გვიან ათრობს და საქეიფოდ სულ ეს მიაქვთო ასე მითხრა და ერთ კლიენტს რომ გაასინჯა სუფთა დაუწუნეს და დაყენებული წაიღეს ეს ჯობიაო. რაზეც არის მოთხოვნა ის კეთდება და რომ არ იყიდებოდეს არც არავინ გააკეთებდა

სამწუხაროდ ეგრეა ზუსტად. ხალხი აზრზე არ არის ღვინის გარჩევაში და შაქარწყალი ურჩევნიათ სუფთა ღვინოს. გარდა მაგისა, ფულის გადახდა არ უნდათ და ეს ისეთ დონეზეა მისული რომ ქიმიას სვამენ (შაქარწყალს კიდევ რა უშავს), რომელიც ორგანოებს დედას ტირობს, ლიშბი ფული არ გადაიხადონ. ტიპი რომ ღვინოს 1 ან თუნდაც 2 ლარად იყიდის და თან გონია რომ ნაღდ ღვინოს ყიდულობს, იმას რა უნდა ელაპარაკო... smile.gif

Posted by: ინაველ 9 Aug 2017, 20:11
საერთოდ ვინ მოიგონა ეს შაქარწყალი? რა მუღამი აქვს შაქარწყლის სმას?

სუფთა ღვინოც რომ იყოს, თუ ზედმეტი ტანინი აქვს ან ოდნავ მობერებულია, უკვე ვეღარ ვსვამ. და ეს ხალხი ზოგჯერ ისეთ ნაგავს უშვებს საკუთარ გვამში, ან კი როგორ ცოცხლობს ამდენი ხანი...

ბაკურიანში ვიყიდეთ 5 ლიტრი ღვინო წლების წინ, ისე ბუხართან რომ მოგვეწრუპა, აზრზე არ ვარ რა იყო გარეული, ერთიანად მიგვაძინა ყველა. მეორე დღეს იმ გამყიდველს კაი დღე კი არ დაადგა მაგრამ რაღა დროს.

Posted by: gia1970 9 Aug 2017, 23:25
ინაველ
QUOTE
საერთოდ ვინ მოიგონა ეს შაქარწყალი? რა მუღამი აქვს შაქარწყლის სმას?

საფრანგეთიდან შემოსულა ეგ მეთოდი
სარაჯიშვილის პერიოდში
ასე გამიგია მე
წყარო არ მომთხოვოsmile.gif

Posted by: grou 9 Aug 2017, 23:53
ინაველ
QUOTE
საერთოდ ვინ მოიგონა ეს შაქარწყალი? რა მუღამი აქვს შაქარწყლის სმას?

სწორად გითხრა იუზერმა, ფრანგების მოგონილია ეგ და მაგ მეთოდს ქვია შაპტალიზაცია. სახელი მოდის მისი მომგონებლიდან, რომელიც იყო ჟან ანტუან შაპტალი (შანტლუს თავადი), ცნობილი ფრანგი მეცნიერი.
ეს არის ვიკის ინფო მასზე: https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/2/26/Jean-Antoine_Chaptal_%281756-1832%29%2C_comte_de_Chanteloup.jpg
აი ასე გამოიყურებოდა ჯიგარი:


* * *
QUOTE
ბაკურიანში ვიყიდეთ 5 ლიტრი ღვინო წლების წინ, ისე ბუხართან რომ მოგვეწრუპა, აზრზე არ ვარ რა იყო გარეული, ერთიანად მიგვაძინა ყველა. მეორე დღეს იმ გამყიდველს კაი დღე კი არ დაადგა მაგრამ რაღა დროს.

სავარაუდოდ იქნებოდა დიმედროლი, ან რამე მაგდაგვარი, არ ვხუმრობ, სერიოზულად ურევდნენ / ენ. sad.gif

Posted by: gia1970 10 Aug 2017, 01:20
ათას ცხრაას არეულობის წლებია სამეგროლოოში ვარ
სანამ ქ ვყავი ხან ვინ გარდაიცვალა და ხან ვინ
ყველა ქელეხზე გავეძრე
აიღებდნენ ჭიქას ხელში და ფუ აჩიკოს ღვინოაო
ისე კი წრუპავდნენ ბოლომდე იცოცხლე
დამაინტერესა და ეს აჩიკო მესტნი მაფიოზ მეღვინე აღმოჩნდა
ადრე სტრუქტურები დასცემიან და ერთი ვაგონი რელანიუმი ამოუღიათ
ასე ჭორაობდნენ იქ
თან აგინებდნენ ამ აჩიკოს
და თან
ეგ რომ არ იყოს მიცვალებული დაუმარხავი დაგვრჩებოდა
და ლხინსაც ვერ გადავიხდიდითო

Posted by: ინაველ 10 Aug 2017, 13:21
gia1970
grou


ეს ოპერაცია ნიშნავს ტკბილში შაქრის მომატებას ალკოჰოლის გაზრდის მიზნით. ეს საკმაოდ ძველი მეთოდია. XVII ს-ში ამ მიზნით ტკბილს უკვე უმატებენ თაფლს. შაპტალიზაციით შესაძლებელია გამოკეთდეს ცუდი წლების ღვინო. შაპტალიზაციის სიჭარბე ღვინოს მატებს ზომაზე მეტ ალკოჰოლს და ღვინოს არაბალანსირებულს ხდის.

ნაკლები ყურძენი + ბევრი შაქარი + წყალი = მამაძაღლობას

იმ ღვინოს რაც ეხება, დიმედროლი იქნებოდა ნამდვილად. თითო ჭიქამ ისე ბარხატნად მიგვაძინა, ფეხი არ გაგვიტოკებია დილამდე biggrin.gif კრიმინალია ფაქტიურად


Posted by: maverick16 11 Aug 2017, 10:33
ისე თვითონ "სუფთა ღვინო" რამდენად სუფთაა ამ შხამქიმიკატების შემდეგ მაგაზე არსებობს რამე კვლევა?

Posted by: astorius 11 Aug 2017, 10:56
რა საწარმოები იბარებენ წელს ყურძენს სად ვნახო?

Posted by: abes777 11 Aug 2017, 12:12
astorius
http://georgianwine.gov.ge/ ამ საიტზე დაიდება.

Posted by: gia1970 11 Aug 2017, 17:38
ისევ ამ ქარხნებზე უნდა იყოს ეს ხალხი ჩამოკიდებული?
20 წელზე მეტია სულ ქარხანა ქარხანა მესმის

Posted by: giiogiio 11 Aug 2017, 21:19
QUOTE (gia1970 @ 11 Aug 2017, 17:38 )
ისევ ამ ქარხნებზე უნდა იყოს ეს ხალხი ჩამოკიდებული?
20 წელზე მეტია სულ ქარხანა ქარხანა მესმის

ადვილი ნუ გგონია ყურძენი მოიყვანო, ბოთლში ჩამოასხა და რეალიზაცია გაუკეთო smile.gif

Posted by: grou 11 Aug 2017, 21:19
maverick16
QUOTE
ისე თვითონ "სუფთა ღვინო" რამდენად სუფთაა ამ შხამქიმიკატების შემდეგ მაგაზე არსებობს რამე კვლევა?

წესით, ბაზარზე, ოფიციალურად რაც ღვინო გამოდის და იყიდება, მათ ყველას უნდა ქონდეს სერთიფიკატი, ანუ ლანორატორიაში უნდა შემოწმდეს და მხოლოდ ასე დაიშვება ბაზარზე.
შემოწმებით კი მოწმდება ძალიან ბევრ კომპონენტზე და ის ღვინო რაც შემოწმებულია და აკმაყოფილებს ნორმებს, ნამდვილად ვერ დააბრალებ რომ რამე ჭირს.
რაც შეეხება უსაბუთოთ გაყიდულ ღვინოებს, მანდ არ ვიცი რა ხდება.

Posted by: gia1970 11 Aug 2017, 22:38
giiogiio
QUOTE
ადვილი ნუ გგონია ყურძენი მოიყვანო, ბოთლში ჩამოასხა და რეალიზაცია გაუკეთო smile.gif

არ მიკადრებია რომ ყურძნის მოყვანა იოლის
ყურძენსაც გააჩნია
ქნებ ბოთლში ჩამოსხმას ისე გაყდვა ჯობდეს,ყურძნად
ან ჩამოსასხმელ ღვინოდ
მე პირადად ბოთლის ღვინოს არ ვსვავ

Posted by: ინაველ 12 Aug 2017, 14:01
gia1970
QUOTE
მე პირადად ბოთლის ღვინოს არ ვსვავ


რატო?
მე პირიქით, ჩამოსასხმელ ღვინოს დიდად არ ვწყალობ
ქარხნული ბოთლის მირჩევნია - უფრო ხარისხიანია და გემოც კარგი აქვს. ოჯახის ღვინოები საერთოდ - გაუგებარია ხოლმე ზოგჯერ რას სვამ, რამდენი წლისას, რამდენი ღვინოა ერთმანეთში გადარეული და ა.შ. smile.gif


Posted by: gia1970 13 Aug 2017, 12:32
ინაველ
სახლის ღვინო მირჩევნია
14 წლისა ვიყავი პირველად რომ დავწურე ღვინო
პახმელია არ ვიცოდი ჯეელობისას
მაგრამ ბოთლის ღვინის დალევა როცა მიწევდა
მეორე დღეს პახმელიაზე არა მარა რაღაც ვერ ლავეს ვიყავი ხოლმე
სმის დროს ორგანიზმი ეგრევე გრძნობდა ხოლმე გაკეთებულ და ბოთლის ღვინოს
QUOTE
ოჯახის ღვინოები საერთოდ - გაუგებარია ხოლმე ზოგჯერ რას სვამ, რამდენი წლისას, რამდენი ღვინოა ერთმანეთში გადარეული და ა.შ. smile.gif

ერთხელ ნავთლუხის ბაზარიდან ორი მანქანა მოვხენით
მამა-შვილი იყვნენ თუ არ მეშლება 01 ყავდათ, ყველაზე მეტად მაგათი ყურძენი მოგვეწონა
სანამ ჩვენ ყურძენი მარანში ჩაგვქონდა და თან ვწურავდით
მანამ ბიცოლაჩემმა ეზოში სახელდახელო სუფრა გაშალა
წინა წლის ღვინო ამოვიტანეთ
იუარეს დალევა, გზას ვადგივართო და
2-3 ჭიქა არ წაგახდენთ და ვერც გაი გაიგებს რამესთქო დავამუნათეთ
ბოლოს მამამ ერთ ჭიქას გაგისინჯავთო
რომ გასინჯა, მეორესაც დავლევო
და არ ველოდი ასეთ ღვინოს თუ დავლევდი ქალაქში, თქვენ გაგიმარჯოთო

Posted by: ინაველ 13 Aug 2017, 14:14
gia1970

ჰო შენ კარგ ღვინოს აკეთებ და იმიტომ smile.gif
ჩემი დაწურულიც ცხადია ყველას მირჩევნია. კარგად კი ვერ დავამუღამე ჯერ მაგრამ მაინც biggrin.gif
მაგრამ სტატისტიკურად საოჯახო სუფრებზე მოტანილი ღვინოებიდან 99% ნაგავია ხოლმე
ამიტომ ვთქვი - როცა სადმე საქეიფოდ მივდივარ, მირჩევნია ბოთლის ღვინო დამხვდეს ვიდრე ვიღაცის ნათითხნი სითხე
აგერ პარასკევს ახლობლის სიმამრმა ჩამოიტანა რქაწითელი გურჯაანიდან. 7 საათზე დამსხდრები დილის 2-ზე ავიშალეთ. ჭაჭის გარეშე იყო დაყენებული და ისეთი იყო ტუჩს ვერ მოწყვეტდი ჭიქას. პირველიდან ბოლო ჭიქამდე ვისიამოვნე და ამდენი დალევის და უძილობის მიუხედავად, ორგანიზმმა მშვენივრად მიიღო და ოდნავი ნაბახუსევის შეგრძნებაც უფრო ძილის ნაკლებობის ბრალი იყო ვიდრე ღვინის.


Posted by: gia1970 13 Aug 2017, 14:57
ინაველ
ჩვენ ჭაჭაზე ვაყენებდით ხოლმე
სულ გვეჩხუბებოდნენ ცოტა წყალი მანც უქენით რო დაწურავთო
ისეთი გამოდიოდა ისეთი
დალევა კი არა შეჭმა მოგინდებოდა
ერთი 10 ლიტრიანი შემოგვრჩენი საიდანღაც 5 წლისა
ჩაიჯექით მე და ჩემი ბიძაშვილი
ვიფიქრეთ კაკ აბიჩნა დავაყუმბარებდით ბოლომდე
შუა წელამდე ძლივს დავიყვანეთ
ისეთ დღეში ვიყავით
საკუთარ თავს ვერ ვცნობდით სარკეში lol.gif

Posted by: ინაველ 13 Aug 2017, 17:08
gia1970
QUOTE
შუა წელამდე ძლივს დავიყვანეთ
ისეთ დღეში ვიყავით
საკუთარ თავს ვერ ვცნობდით სარკეში


biggrin.gif

ეგეც კაია ხანდახან biggrin.gif
მამაჩემი აყენებდა ეგეთ მშრალ და ალკოჰოლიანს მთელი ცხოვრება
მე კიდე ვერ ვსვამდი. ნუ ვსვამდი მაგრამ არ მომწონდა
ჰოდა შევაცვლევინე ტრადიცია და ახლა ევროპულად ვაყენებთ ხოლმე

Posted by: gia1970 13 Aug 2017, 17:14
ინაველ
თან როცა ვწურავდით
წინა წლის ღვინოს დავიდგამდით
ახალი მოსავლის მომყვანს დავლოცავდით
ვაზის ფესვს დავლოცავდით
სულ შე მადლიანოსა და შე ბარაქიანოს ძახილში ჩავწურავდით ფერებ ფერებით
* * *
არაყს ვხდიდით ისეთს
პირველ ჭიქაზე ორივე თვალიდან ცრემლიი მოგდიოდა
მეორე ჭიქაზე ერთი თვალიდან
და
მესამე ჭიქაზე უკვე ვეღარ გრძნობდი რას სვამდი lol.gif
ერთი ნათესავი კაცი გვესტუმრა
გაიშალა პურმარილი და ამ კაცმა თქვენი ღვინო ვიცი რა ცოფიცააო
არაყი თუ გაქვთ იმას დავლევო
წამოვხტით ბიჭები, ჩავირბინეთ მარანში, 22-ანიდან ჩამოვასხით არაყი და მივართვით სტუმარს
დაჰკრა პირველი ჭიქა და რომ მოსულიერდა
კი უნდა მივმხვდარიყავი ასეთი ღვინის პატრონებს არაყიც ცოფი რომ გექნებოდათო lol.gif

Posted by: ინაველ 13 Aug 2017, 17:23
gia1970

QUOTE
თან როცა ვწურავდით
წინა წლის ღვინოს დავიდგამდით
ახალი მოსავლის მომყვანს დავლოცავდით
ვაზის ფესვს დავლოცავდით
სულ შე მადლიანოსა და შე ბარაქიანოს ძახილში ჩავწურავდით ფერებ ფერებით


smile.gif იფ იფ იფ
ერთი ბედნიერებაა. ყველაზე ნაღდი მაგ დროს ხარ ადამიანი smile.gif
ახლა აღარ გაქვს ვენახი?

Posted by: gia1970 13 Aug 2017, 19:39
ინაველ
არც მაშინ გვქონდა
კომუნისტების დროს მამაჩვენებს მივყავდით მე და ჩემი ბიძაშვილები
თუ არ მეშლება საგარეჯოში იყო ნეფტობაზის დამხმარე მეურნეობა
იქ ჩვენი ნათესავი იყო მთავარი აგრონომი
შეგვიშვებდა პლანებში და რომელი მტევანიც მოგვეწონებოდა იმას ვკრეფდით
მერე უკვე ნავთლუხში ან ელიავაზე ვარჩევდით ხოლმე დასაწურ ყურძენს

Posted by: ინაველ 13 Aug 2017, 22:16
gia1970

smile.gif კარგია ბალღობის მოგონებები smile.gif რთველში მეც ბავშვობის აქეთ არ ვყოფილვარ.

ერთ რამეზე ძალიან მწყდება გული. მამაჩემი სიღნაღის რაიონიდანაა, ვენახები ჰქონდა მის ოჯახს და სახლ-კარი, მაგრამ მამაჩემი ნაბოლარა შვილი იყო და ბევრად უფროსმა და-ძმებმა ფაქტიურად მამაპაპეული სახლის გარეშე დაგვტოვეს.

მერე მამაჩემი სულ იმას იძახდა რომ აუცილებლად უნდა დაბრუნებოდა სოფელს და განსაკუთრებით ვენახს. ბავშვი რომ ვიყავი მჯეროდა რომ ეს დრო დადგებოდა, როცა გავიზრდებოდი biggrin.gif მერე ნელნელა გავიზარდე და მე ჩემმა პროფესიას და ამბებმა ჩამითრია, მამაჩემი თავისმა. ახლა კი როცა მამაჩემიც ასაკში შედის და მეც აღარ ვარ პატარა, აღმოჩნდა რომ ძალიან დავშორდით ერთ დროს ჩვენს გულწრფელ და ალალ სურვილებს. ახლა კი ისეთი გადაღლილები ვართ ორივე რომ სიტყვა ვაზის და ღვინის ხსენებაზე მე და მამაჩემი ერთმანეთს ვემალებით სირცხვილით.

ყველაზე მთავარი გულისწყვეტა კი იმაზე მაქვს რომ მე ამ მხრივ არანაირი გამოცდილება და უნარ-ჩვევები არ მაქვს და რეალურად მოლოდინი მქონდა რომ მამაჩემი მასწავლიდა რაღაცებს მეურნეობის წამოწყების კვალდაკვალ. მაგრამ არ გამოვიდა ეს ყველაფერი და რაღაცნაირად ჰაერში ვარ გამოკიდებული. მთელი ცხოვრება გულის სიღრმეში სულ სოფელში სახლის და ვენახის მოწყობის სურვილს ვატარებდი და ახლა სიცარიელეს ვგრძნობ ქალაქში გამოკეტილი.

ბოდიში ემოციურობისთვის smile.gif

Posted by: vixn 14 Aug 2017, 00:00
ინაველ
რაღა შენ და რაღა კახაბერსკი, ღმერთმა მშვიდობა მოგცეს.

Posted by: gia1970 14 Aug 2017, 22:31
ძაან ადრე, წიგნში ამოვიკითხე თუ სტატია ვნახე, აღარ მახსოვს
ის კი მახსოვს რომ დაწვრილებით ეწერა თუ რაში შეიძლებოდა ვაზი და მისი ნაყოფის გამოყენება უნარჩენო მეურნეობიის პონტში
ხომ არ იცით ვინმემ მსგავსი მასალა
სიამოვნებით გავეცნობოდი

Posted by: kaxaberski66 14 Aug 2017, 23:41
vixn
[quote]რაღა შენ და რაღა კახაბერსკი, ღმერთმა მშვიდობა მოგცეს[/quo
biggrin.gif მაგარი იყო. ლევანს უფალმა აშოროს ასეთი რამეები რასაც მე გიყვებით.
ჩემი მონაყოლი ბევრისთვის შემეცნებითი ინდა იყოს. ასე არ არის ზოგს რომ თავი ამირანი ჰგონია და ფიქრობს რომ მთას გადადგავს.
არც პესიმისზმს არ ვთესავ. უბრალოდ უფრო რეალურად შევხედოთ ყველა საქმის პერსპექტიულ განვითარებას ის ჯობია. იგივე ვენახის და ღვინის საქმეშიც.
ისე სხვათაშორის წლეულ ძალიან კარგი ვენახი მაქვს.

Posted by: cacuca 16 Aug 2017, 13:01
https://www.facebook.com/ღვინის-ჭურჭელი-1801677190096158

Posted by: gia1970 16 Aug 2017, 22:05
22-ანი ხრახნიანი შუშის შთოფების ფასი ხომ არ იცით ვინმემ?

Posted by: giiogiio 18 Aug 2017, 13:07
რთველზე არავინ საუბრობს ამ თემაში

Posted by: ინაველ 18 Aug 2017, 20:05
kaxaberski66

შემახსენე რა ყურძენი გაქვს?
აყენებ ღვინოს?

Posted by: kaxaberski66 18 Aug 2017, 23:24
ინაველ
ძირითადად რქაწითელი. მაგრამ ვენახში ასევე დგას სხვადასხვა რაოდენობით ვარდისფერი რქაწითელი, საფერავი, ვაქირულა, პინო, დაკიდევ 3-4 სხვა ჯიშის ყურძენი.
პირველი შემოდის შავი ყურძენი და ვკრეფავ შავს. საფერავს, ვაქირულას პინოს და შავი რაც არის და ერთად ვაყენებ შავ ღვინოს.
ერთი კვირის შემდეგ უკვე იკრიფება რქაწითელი და ვწურავ რქაწითელს.
ღვინოს რათქმა უნდა ვაყენებ. არ ვაკეთებ. შედარებით ახალგაზრდობაში გამიკეთებია, მაგრამ სასტიკად ავიკრძალე გაკეთება, ღმერთის საწყინო საქმეა ღვინის გაკეთება.

Posted by: cacuca 19 Aug 2017, 23:20
QUOTE (gia1970 @ 16 Aug 2017, 22:05 )
22-ანი ხრახნიანი შუშის შთოფების ფასი ხომ არ იცით ვინმემ?

https://www.facebook.com/%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AD%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%AD%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-1801677190096158


30 ლარი

Posted by: dvt333 23 Aug 2017, 11:39
სამანიშვილმა საფერავის ფასი ლარიდან დაიწყებაო

Posted by: abes777 27 Aug 2017, 12:36
dvt333
ძალიან ცუდი. მსგავსი ფიგურები არ უნდა აკეთებდნენ წინასწარ განცცადებებს ისეთ ქვეყანაში, როგორშიც ვცხოვრობთ.

Posted by: dvt333 27 Aug 2017, 12:57
abes777
თან მერე კითხეს 1.5 დან 2მდე არა ვარაუდობთო და არაო. აი წელს ხო ძაან დიდი მოთხოვნაა, აბა ვნახოთ რამდენად დაადგენს ფასს ბაზარი. თუ ლარი იქნება აღარავინ არ თქვას რო ეს ფასი წინასწარ არ იყო დადგენილი ვიღაც ვიღაცეეების მხრიდან

Posted by: abes777 28 Aug 2017, 03:06
dvt333
ეგეთი ფიგურა რო გამოდის და ამბოს ლარს ვვარაუდობო, ეგ ვარაუდი კი არა, უკვე ფაქტია რო ეგრე იქნება. საწართველოში ყურძნის ფასთან უხილავი ხელ იდა ბაზარი არაფერ შუაშია.

Posted by: dvt333 28 Aug 2017, 10:53
http://rtveli2017.gov.ge/statistic

როგორც ჩანს იღებენ უკვე ქარხნები, ამ ანგარიშით ძაან სასაცილო ფასებია.

Posted by: Kobalty 28 Aug 2017, 18:35
საფერავს წელს რა ფასი ექნება ხო არ იცით მიახლოებით?
მაგ: ხაშმისას

Posted by: dvt333 28 Aug 2017, 22:24
Kobalty
რა ხმებიც ისმის მთავრობისგან და ქარხნებისგან ლარზეა საუბარი. აი ხაშმისას რაც შეეხება მანდ ნაკლებად ახდენს ზოგადი სიტუაცია გავლენას ფასზე, ცოტაა და ძაან დიდი მოთხოვნაა ხოლმე. ამ ბოლო წლებში საშუალოდ 2 ლარი და წინა ელს ბევრმა 2.5შიც ვერ იშოვა კარგი ყურძენი ამიტომ წელსაც დაახლოებით ეს ფასები იქნება

Posted by: kkaaxxaa 29 Aug 2017, 12:42
.......................
ბიო ყურძენი აქვს ვინმეს?

Posted by: Mama_Basili 30 Aug 2017, 12:00
რატოა ამ ხაშმის საფერავზე ასეთი ამბები? რითი განსხვავდება სხვა საფერავისგან?

Posted by: KasperRiters 30 Aug 2017, 13:32
Mama_Basili

არაფრით biggrin.gif


----------

Posted by: Votren 30 Aug 2017, 13:42
KasperRiters
QUOTE
Mama_Basili

არაფრით


რატომ? რეკლამა აქვს, ბრენდია რაsmile.gif)))

Posted by: dvt333 30 Aug 2017, 15:10
Mama_Basili
ნიადაგშია საქმე, რამდენადაც ვიცი განსაკუთრებულ მინერალებს შეიცავს.

Votren
გეთანხმები რო ბრენდია, კარგად გაპიარებული, ათასნაირი ლეეგნდით მოკაზმული, ხალხს კიდე მეტი არ უნდა იმისთანები ყიდულობენ ხშირად გაგებაში რო არაიან არც ღვინის არც ყურძნის. მარა უნდა აღინიშნოს მაინც რო აქვს განსაკუტრებული საგემოვნო თვისებები. ხოო კიდე კახეთში 10ჯრ და 11 ჯერ წამლიან, იქ კიდე 3-4 ჯერ რო მოწამლო საკმარისია ძალიან მაგარი საფერავი მოდის

Posted by: gia1970 30 Aug 2017, 16:49
რა მოსავალს ვარაუდობენ არ უთქვამთ, ფასებზე რომ ტლიკინებენ?

Posted by: giiogiio 30 Aug 2017, 23:38
QUOTE (Mama_Basili @ 30 Aug 2017, 12:00 )
რატოა ამ ხაშმის საფერავზე ასეთი ამბები? რითი განსხვავდება სხვა საფერავისგან?

რავი მე რო ხაშმის ვენახები ვნახე ზოგი ისეთ ჭაობშია რავი რა უნდა ჰქონდეს სხვაზე უკეთესი არ ვიცი

Posted by: kaxaberski66 3 Sep 2017, 10:35
აბა ხალხო, ვის უნდა რქაწითელი 2-2,5 ტონა ლარი და ოცად? კარგი ყურძენი.

Posted by: abes777 3 Sep 2017, 14:42
რა ფასებად დაიწეს ჩაბარება, გაქვთ ინფორმაცია?
* * *
ფასების შესახებ
* * *
ფასების შესახებ
https://www.myvideo.ge/v/3362943

Posted by: moonlight 3 Sep 2017, 21:06
QUOTE
თან მერე კითხეს 1.5 დან 2მდე არა ვარაუდობთო და არაო.

რქაწითელი 70 თეთრიდან
და საფერავი 1 ლარიდან?!

და საფერავი რო ორჯერ ნაკლებს ისხამს(ვიდრე რქაწითელი)

და ორჯერ მეტი ხარჯი უნდა მოვლას?

3ჯერ მეტი უნდა ღირდეს წესით ანუ 3 ლარიდან..

რა იწვევს
ფასების ასეთ შეუსაბამობას?
sad.gif(((((

Posted by: abes777 3 Sep 2017, 21:26
moonlight
დაგიწერენ მოთხოვნაო, მარა ჩვენს ქვეყანაში მოთხოვნა-მიწოდებით არ დგინდება ფასი.

Posted by: moonlight 3 Sep 2017, 23:11
abes777
QUOTE
დაგიწერენ მოთხოვნაო, მარა ჩვენს ქვეყანაში მოთხოვნა-მიწოდებით არ დგინდება ფასი.

საფერავის ფასს თუ ხეკლოვნურად ადგენენ და
ჩაძირვა უნდა ვინმეს ამ ქვეყნის მტავრობის ან მეღვინეთა მხრიდან
ძაან გაუგებარია რატომ?

Posted by: levani169 4 Sep 2017, 16:41
მწვანე კახეთში(ქინძმარაულის მიკროზონაში) 0,85 თეთრად ჩავაბარეთ შაქრიანობა 20% .

Posted by: giorgiGMMM 5 Sep 2017, 14:01
1.25 ში იღებენ საფერავსო და იცით რამე?

Posted by: s@h@a@k@o 5 Sep 2017, 23:05
ჩინურზე და გორულ მწვანეზე ფასი 1.5 ლარს ქვემოთ არ უნდა იყვეს სავარაუდოდ.

Posted by: abes777 6 Sep 2017, 01:51
QUOTE (moonlight @ 3 Sep 2017, 23:11 )
abes777
QUOTE
დაგიწერენ მოთხოვნაო, მარა ჩვენს ქვეყანაში მოთხოვნა-მიწოდებით არ დგინდება ფასი.

საფერავის ფასს თუ ხეკლოვნურად ადგენენ და
ჩაძირვა უნდა ვინმეს ამ ქვეყნის მტავრობის ან მეღვინეთა მხრიდან
ძაან გაუგებარია რატომ?

იაფს გადაიხდიან "მასალაში", მოგება მეტი დარჩებათ.

Posted by: zaxara27 9 Sep 2017, 12:07
მაინტერესებს რთველი დაიწყო? რა ღირს 1 კგ ყურძენი (კომერციული ფასი).

Posted by: UMTS 9 Sep 2017, 12:31
35 ს იხდიან ქარხნები, ერთი მაგდენს ჩვენ ფულს იდებენ ჯიბეში wink.gif

Posted by: zaxara27 9 Sep 2017, 12:32
UMTS

მე მაინტერესებს, აი რომ წავიდე კახეთში რა ფასად ვიყიდი ყურძენს? ან თბილისში თუ იცით რა ღირს ბაზარში რქაწითელი?

Posted by: SPLIYVI 9 Sep 2017, 12:40
75 თეთრიაო
მაგ ფარგლებში ვიყიდი
იყალთოდან ვაპირებ

Posted by: zaxara27 9 Sep 2017, 12:42
დაიწყო უკვე რთველი? რომ წავიდე კახეთში იქნება?

Posted by: SPLIYVI 9 Sep 2017, 12:44
zaxara27
QUOTE
დაიწყო უკვე რთველი? რომ წავიდე კახეთში იქნება?

ზოგან კი

რამდენი გინდა?
დღეს გავარკვევ სავარაუდოდ იყალთოს ამბავს

კაროჩე როგორც ვიცი ჯერჯერობით 0,75-1 ლარი იქნება.გააჩნია ყურძენს

ბიძაჩემის ჩამოსვლას ველოდები დაეგაა


გაითვალოსწინეთ რომ ნაკლებად წვნიანია და მაღალი შაქრიანობა
ალბათ 10 პროცენტ წყალს მოითხოვს რომ არ დაიწვას


კანფეტკა გამოვა

ყველგან ასეთი სიტუაციაა

სიცხეებმა ქნა

Posted by: მამაო ენუქი 9 Sep 2017, 12:48
ღვინო იყიდო ჯობია წვალებას yes.gif

Posted by: SPLIYVI 9 Sep 2017, 12:50
მამაო ენუქი
QUOTE
ღვინო იყიდო ჯობია წვალებას 

ხოოდა სვი სპირტი



მე არ ვწვალობ დიდად
ბოჩკები და საწური მიმაქვს და რომ გამოდის ეგრევე ვწურავ wink.gif

Posted by: zaxara27 9 Sep 2017, 12:51
SPLIYVI

1-1.5 ტონა მინდა. 1 ლარად თუ ვიყიდი ნორმალური იქნება

Posted by: levani169 9 Sep 2017, 14:00
zaxara27
QUOTE

1-1.5 ტონა მინდა. 1 ლარად თუ ვიყიდი ნორმალური იქნება

ქინძმარაულის მიკროზონიდან,კერძოდ ნეკრესის მონასტრის მიმდებარე ვენახიდან თუ გაქვს სურვილი მაგდენის გაყიდვა გვინდა?
თუ რამე შემეხმიანე.

Posted by: zaxara27 9 Sep 2017, 14:09
levani169

რქაწითელი მინდა. რქაწითელის მომხმარებელი ვარ წლებია smile.gif. ქინძმარაული უფრო ძვირად ღირებული ყურძენია არა?

Posted by: მამაო ენუქი 9 Sep 2017, 14:20
SPLIYVI
ვერ დააყენებ იმაზე უკეთეს ღვინოს ვიდრე ჩემი მეღვინე no.gif

Posted by: SPLIYVI 9 Sep 2017, 14:22
მამაო ენუქი
QUOTE
ვერ დააყენებ იმაზე უკეთეს ღვინოს ვიდრე ჩემი მეღვინე 

რავა
ნაკურთხი წყლით აკეთებს?

Posted by: zaxara27 9 Sep 2017, 14:36
მამაო ენუქი

რა ღირს ნაკურთხი წყალი 1 ლიტრა?

Posted by: levani169 9 Sep 2017, 15:07
zaxara27
QUOTE
რქაწითელი მინდა. რქაწითელის მომხმარებელი ვარ წლებია smile.gif. ქინძმარაული უფრო ძვირად ღირებული ყურძენია არა?

რქაწითელს გეუბნები კი,უბრალოდ მიკროზონაა ქინძმარაულის ანუ ხარისხის ერთგვარი ნიშანი!

Posted by: DORO 9 Sep 2017, 15:33
ქარხნის ღვინო რატო უნდა იყიდო თუ საშუალებაა რო. თვითონ დააყენო.

ცალკე არაყი ამოვა კიდევ .

Posted by: luiji 9 Sep 2017, 15:36
ხირასა, ძველიანაგის ბოლო ტიბაანის გარეთამიწები ე ძმაო მანდ უნდა იყიდოთ რქაწითელი,

Posted by: dvt333 9 Sep 2017, 16:12
საფერავის ფასი ყოველდღიურად იზრდება დღეს 1.4 იყო, ჩვეულებრივი და ზონისაში 2.1 გადაიხადეს

Posted by: მამაო ენუქი 9 Sep 2017, 16:32
SPLIYVI
QUOTE
ნაკურთხი წყლით აკეთებს?

მაგას მე ვაკეთებ pop.gif biggrin.gif

Posted by: zaxara27 9 Sep 2017, 17:07
მამაო ენუქი


15 მდე ყურძენი არ იქნება თბილისშიო... ასე, რომ დაველოდოთ smile.gif

Posted by: LARSI 9 Sep 2017, 17:14
წელს ერთი 400 ლიტრა უნდა დავწურო ჩემი ხელით yes.gif


Posted by: rezo5678 9 Sep 2017, 17:39
წელს სუფსიდია არის თუ არა რა გადაწყდა?

Posted by: zaxara27 9 Sep 2017, 19:59
rezo5678

35 თეთრს უხდის 1 კგ-მზე ქარხანას სახელმწიფო. ანუ სუფსიდია არის, ასე გამოდის

Posted by: მამაო ენუქი 9 Sep 2017, 20:34
zaxara27
ისეთი ამინდები იყო 15-ში ქიშმიში იქნება yes.gif

Posted by: dega 9 Sep 2017, 20:41
რა კახეთი აგიტყდათ
არ ვარგა მააური ყურძენი
ადესა არავის გინდათ?

Posted by: levani169 9 Sep 2017, 20:52
dega
QUOTE
რა კახეთი აგიტყდათ
არ ვარგა მააური ყურძენი

ხო,მაჩხუბარაა ნამეტანი. biggrin.gif
QUOTE
ადესა არავის გინდათ?

ადესა მიჰას აღარ უნდა კიევისკენ მიიწევს ვერ ხედავ?

Posted by: donmixo777 9 Sep 2017, 20:54
QUOTE
ადესა მიჰას აღარ უნდა კიევისკენ მიიწევს ვერ ხედავ?



givi.gif givi.gif givi.gif

Posted by: Perfecto_77 9 Sep 2017, 21:00
არ იცით არავინ ფასები? სად ყიდულობთ ხოლმე ყურძენს თბილისში?

Posted by: dega 9 Sep 2017, 21:01
levani169
QUOTE
ხო,მაჩხუბარაა ნამეტანი.

მაგიტომ ვამბობsmile.gif
აბა ჩვენი იზაბელა სულ სიყვარულია

Posted by: abes777 9 Sep 2017, 21:17
dvt333
სად? რქაწითელიც ხომ არ იცი?

Posted by: KasperRiters 9 Sep 2017, 22:48
საფერავი არავის გაქვთ? მიკროზონის თუ იქნება უკეთესი

კახური მწვანე?

რქაწითელი ამოვიდა ყელში

Posted by: dvt333 9 Sep 2017, 22:53
abes777
ასკანელები იღებდნენ 1.4 ში. რქაწითეელი რაც გავიგე ჩინჩხვარში იხდიან 70-75 თეთრსო, ჯერ ადრეა რქაწითელის ფასზე საუბარი ერთ ათ დღეეში უფრო რეალური სურათი გვექნება

Posted by: levani169 9 Sep 2017, 23:01
KasperRiters
QUOTE
საფერავი არავის გაქვთ? მიკროზონის თუ იქნება უკეთესი

კახური მწვანე?

მწვანე და საფერავი რა რაოდენობა?

Posted by: KasperRiters 9 Sep 2017, 23:41
levani169

ოჯახისთვის მინდა ასე რომ ცოტა მინდა. 200-200 კგ

Posted by: /George/ 10 Sep 2017, 02:15
QUOTE (kkaaxxaa @ 29 Aug 2017, 12:42 )
.......................
ბიო ყურძენი აქვს ვინმეს?

გაუმარჯოს კარგ ხალხს! smile.gif

შეგიძლიათ ვინმემ თქვათ სავარაუდო ფასი რა იქნებოდა წელს ბიო ყურძნის, რქაწითელიზე და საფერავზე როცა ეხლა ქარხნებში დავუშვათ 0.7 - 1 ლარად იბარებენ.

უბრალოდ სავარაუდო სხვაობა მაინტერესებს ბიოსთან მიმართებაში.

და საერთოდ ამჟამად მოთხოვნა თუ არსებობს ბიო ყურძენზე, რა გზებით იყიდება?
დაინტერესებულნი იქნებიან მარნები ან ვინმე სხვა კერძო შემსყიდველები?
ქარხნებში იბარებენ სადმე ბიო ყურძენს და იხდიან შესაბამის ფასს?

არ მაქვს საუბარი 100 და 200 კგ-ზე.
არც ძალიან ბევრზე. რამდენიმე ტონის რეალიზაცია მაინტერესებს რამდენად სარფიანი და აზრიანი იქნება, საერთოდ ღირს კი წვალებად ბიო ყურძნის მოყვანა?

ასევე ქისზე და ხიხვზეც და მწვანეზეც მაინტერესებს თქვენი აზრი (მოთხოვნა, ფასები).

მაქვს ძველი ვენახები რქაწითელის და საფერავის, მინდა შემდეგი წლიდან ბიოზე გადავიყვანო არ ვიცი როგორ გამოვა... ვინმეს გქონიათ პრაქტიკაში 20 წლიანი ვენახის ბიოლოგიურად სუფთა პრეპარატებით მოვლაზე გადაყვანის? ძალიან ხომ არ გაჭირდება ეს საქმე ან საერთოდ გამოვა?

ასევე ვაშენებ ქისის ახალ ვენახს, წელს ნამყენით გავაშენე ჯერ 1 წლიანია და მინდა ესეც შემდეგი წლიდან ბიოზე გადავიყვანო, აქ რისკს ვერ ვხედავ...
და კიდევ ვგეგმავ სხვა ჯიშების გაშენებას (ხიხვი, მწვანე) გაზაფხულიდან თავიდანვე ბიო პრეპარატებით.

მოკლედ, თუ ვინმე რჩევებს მომცემთ ძალიან დამეხმარებით.

მადლობა!



ესეც ჩემი სამომავლო გეგმები და იმედები, ფოტოზე smile.gif

http://www.radikal.ru

Posted by: Perfecto_77 10 Sep 2017, 09:12
საერთოდ რქაწითელის და საფერავის გარდა თბილისში იყიდება სხვა ყურძენი? ან ალადასტური, ან თავკვერი, ან ჩინური, ან გორული მწვანე?

Posted by: dc120mm 10 Sep 2017, 12:47
rezo5678
QUOTE
წელს სუფსიდია არის თუ არა რა გადაწყდა?

არა არ იქნება სუბსიდია,მაგრამ მაგარ ფასში გაიყიდება მაინც!

ქარხნებს ღვინო აღარ ააქვთ საერთოდო და იხდიან!

საფერავს ააქვს განსაკუთრებით კარგი ფასი!!!


Posted by: miishooo91 10 Sep 2017, 12:58
dc120mm

QUOTE
ქარხნებს ღვინო აღარ ააქვთ საერთოდო და იხდიან!


რავი ჩემს სოფელს კი დედა უტირა სეტყვამ და ეხლა გინდ ქონია ფასი და გინდ არა. არაა ყურძენი ფიზიკურად, წელს მაგარი მოთხოვნა იქნება ქარხნებიდან. ხელოვნურად ფასის დაგდებაც გაუძნელდებათ.

Posted by: levani169 10 Sep 2017, 13:10
KasperRiters
QUOTE
ოჯახისთვის მინდა ასე რომ ცოტა მინდა. 200-200 კგ

მწვანეზე თუ კიდევ მოიკრიფება გაგიგებ ლარად კილო და საფერავიდაახლოებირტ მაგდენი მეც გამომივა ოღონდ ფასს ვერ გეტყვი,გაურკვეველია ჯერჯერობით.

Posted by: KasperRiters 10 Sep 2017, 13:11
levani169

მადლობა

გამაგებინე მწვანეც და საფერავიც

Posted by: abes777 10 Sep 2017, 13:38
საფერავი ორშაბათიდან 1.6 იქნებაო ხმები დადის. შტაბის ნომერი არავინ იცით, რომ დავრეკო და ვკითხო რომელი ქარხანა რამდენად იბარებს? ან ქარხნების ნომრები რომ მომცენ.

Posted by: kkaaxxaa 10 Sep 2017, 13:47
QUOTE
და საერთოდ ამჟამად მოთხოვნა თუ არსებობს ბიო ყურძენზე, რა გზებით იყიდება?

უკვე წელს რომ გქონდეს 6-7 ტონას შევისყიდიდი

Posted by: zaxara27 10 Sep 2017, 13:59
70 თეთრი ღირსო და რაღა მაღალი ფასი იქნება? 70 თეთრი ან თუნდაც 1 ლარი მაღალი ფასია?

Posted by: dc120mm 10 Sep 2017, 14:34
QUOTE
ხელოვნურად ფასის დაგდებაც გაუძნელდებათ.

მაგას ვიძახი!

QUOTE
70 თეთრი ღირსო და რაღა მაღალი ფასი იქნება? 70 თეთრი ან თუნდაც 1 ლარი მაღალი ფასია?

ვისთვის როგორ ძმობილო,სუბსიდირების გარეშე ქარხანა რო იხდის 1 ლარს არ არის ცუდი ფასი,არ გახსოვს 25 თეთრსაც რო ამადლიდნენ?

მე დაჟე "ბიო" ანუ შაბით ნაწამლი შემომთავაზეს ახლობლურად 1,5 ლარადო smile.gif

ზოგადად სუბსიდირება რო არ ხდება ეგ მაგარია,დალშე მერე მოთხოვნა-მიწოდება როგორც იქნება,ისე იქნება ფასიც!

მთავარია ქარხნებმა გაზარდონ ექსპორტი! ტურისტების ნაკადიც რო იზრდება ეგეც კარგია ღვინის გაყიდვისთვის!

Posted by: დაუმორჩილებელი 10 Sep 2017, 15:12
კახეთის გზატკეცილზე ლილოსთან და კახეთში გზებზე რემონტი დაიწყეს. ყველგან საცობებია. რთველი რომ გახურდება, მერე რაღა იქნება. ამას ხომ მოფიქრება უნდოდა. facepalm.gif

Posted by: GEORGEXIII 10 Sep 2017, 15:15
რასამბობენ კახელები ემადლიერებიან მოსავალს

Posted by: zaxara27 10 Sep 2017, 15:26
GEORGEXIII

ემადლიერებიან? აბა ზოგმა ცუდი მომავალი არისო?

1 ლარი ნამდვილად არ არის ძვირი 1 კგ ყურძენში.

მე თბილისში მომიწევს ყიდვა, საინტერესოა თბილისში რა ფასად შემოვა? თუ ქარხანა 1 ლარად იბარებს, მაშინ თბილისში 1.2 ზე მეტი არ უნდა ღირდეს ალბათ არა?

Posted by: dc120mm 10 Sep 2017, 15:28
GEORGEXIII
QUOTE
რასამბობენ კახელები ემადლიერებიან მოსავალს

ზოგან ძაან გააფუჭა სეტყვამ და სადაც სეტყვა არ იყო იქ იძახიან გვალვები იყო და ძაან ტკბილიაო!

ვისაც კარგად მორწყვის საშუალება აქვს და არ დაუსეტყვა კარგი მოსავალი აქვთ ნამდვილად!

Posted by: NNS 10 Sep 2017, 16:06
თვის ბოლოს დაახლოებით, ქართლში, სოფელ ოკამში დაიწყება რთველი, ხელმისაწვდომი იქნება 3 ტონამდე უმაღლესი ხარისხის "ჩინური".

ფასი ჯერ ჯერობით არაა დადგენილი, შედარებით ძვირი იქნება ვიდრე რქაწითელი.

წარმატებები smile.gif

Posted by: dc120mm 10 Sep 2017, 16:17
QUOTE
ხელმისაწვდომი იქნება 3 ტონამდე უმაღლესი ხარისხის "ჩინური".

აი მაგ 3 ტონა ჩინურს უნდა გაურიო 1 ტონა რქაწითელი და გამოვა მაგარი ღვინო old.gif

შარშან 1,2 ლარად იყიდებოდა ჩინური,თან ისეთი პონტია ცოტა მოდის ჩინური და აქეთ (თბილის-რუსთავი) არავის ჩამოაქვს,შენ უნდა წახვიდე და ჩამოიტანო და კიდევ უფრო ძვირი გიჯდება! არ ღირს ჩემი აზრით თუ ძაან არ გიყვარს ჩინური,სუპერ რქაწითელი და ჩამოაქვთ აქეთ ბევრად უფრო იაფად! თან სად რქაწითელი და სად ჩინური (გემოვნების ამბავია) smile.gif

Posted by: zaxara27 10 Sep 2017, 16:18
ეტყობა ამ ფორუმში ხალხი მხოლოდ თბილისიდან პოსტავს smile.gif

Posted by: dc120mm 10 Sep 2017, 16:22
zaxara27
QUOTE
ეტყობა ამ ფორუმში ხალხი მხოლოდ თბილისიდან პოსტავს

ძირითადად კი,მე რუსთავიდან ვპოსტავ მაგალითად smile.gif

ისე მჭიდრო ურთიერთობა და სანდო ინფორმაციები (კომპეტენტური თან) მაქვს ქართლ-კახელებთან!

Posted by: zaxara27 10 Sep 2017, 16:28
dc120mm

თბილისში როდის შემოიტანენ ყურძენს ხომ არ იცი?

Posted by: dc120mm 10 Sep 2017, 16:30
zaxara27
QUOTE
თბილისში როდის შემოიტანენ ყურძენს ხომ არ იცი?

ერთ კვირაში უკვე იქნება! მასიურად თვის ბოლოს!

Posted by: ფორცხოლი 10 Sep 2017, 17:22
რთველის მიმდინარეობა. 10.09.2017

10 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 16 ათასი ტონა ყურძენი. აქედან, 6 ათას ტონამდე რქაწითელი, 8 ათას ტონამდე საფერავი, 812 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ყურძნის რეალიზაციის შედეგად შემოსავლების სახით 14,8 მლნ ლარია მიღებული.

ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 116 ღვინის კომპანია.

ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 58 ღვინის კომპანია. დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 2,6 ათას ტონას მიაღწია.

გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელი - 6,1 ათასი ტონა, თელავი - 2,5 ათასი ტონა, სიღნაღი - 3,6 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 1,4 ათასი ტონა, გურჯაანი - 1,4 ათასი ტონა, ახმეტა - 567 ტონა, ლაგოდეხი - 289 ტონა და საგარეჯო - 156 ტონა.

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ხარისხიან, კონდიცირებულ ყურძენზე სუბსიდიის გაცემის საჭიროება აღარ არსებობს და შესაბამისად მთავრობის განკარგულების თანახმად, აღარ გაიცემა. ამასთან ერთად, ბრენდის წარმოების განვითარების ხელშესაწყობად, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.

წყარო:
http://rtveli2017.gov.ge/new/14195

Posted by: dc120mm 10 Sep 2017, 17:32
QUOTE
სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.

ამათ უფრო დაეჯერებათ,მაგრამ არ არის სუბსიდირებაო გლეხები იძახიან!

Posted by: NNS 10 Sep 2017, 18:18
dc120mm

QUOTE
,სუპერ რქაწითელი და ჩამოაქვთ აქეთ ბევრად უფრო იაფად! თან სად რქაწითელი და სად ჩინური (გემოვნების ამბავია)


ანუ?

Posted by: /George/ 10 Sep 2017, 18:26
kkaaxxaa

ფასთა სხვაობა მაინტერესებს რა იქნებოდა დავუშვათ საფერავსა და ბიო საფერავს შორის.
გაქვს რამე ინფო?

Posted by: GEORGEXIII 10 Sep 2017, 19:39
dc120mm
ვახ კაია მოვიდეს მოციდეს ეგ დალოცვილი

Posted by: dvt333 10 Sep 2017, 21:43
abes777
1501 ცხელი ხაზი

Posted by: dvt333 10 Sep 2017, 21:51
მე მექნება ძალიან მაგარი რქაწითელი ტრანსპორტირებაც შემიძლია

Posted by: Chikod 10 Sep 2017, 23:30
abes777
http://rtveli2017.gov.ge/company/

Posted by: zaxara27 11 Sep 2017, 00:47
dvt333

როდის გექნება? ფასი?

Posted by: giorgevich23 11 Sep 2017, 01:20
გორული მწვანე და ჩინური ერთად.
პინო.
ქართლის ღვინო მიყვარს jump.gif
პინო წელს უფრო ძვირი ეღირება sad.gif

Posted by: RedBulla 11 Sep 2017, 01:32
სადღაც 60-90 ლიტრამდე მომივა ალბათ უსახელაური
გადავინახავ ჩემთვის და 300 ლიტრამდე რამეს დავაყენებ კიდე :დ

Posted by: NNS 11 Sep 2017, 01:39
giorgevich23

QUOTE
გორული მწვანე და ჩინური ერთად


+ ჭყაპა, საოცარი ბუკეტი გამოდის.

მარა თავკვერი არის ღმერთების სასმელი.

სადღაც 300 კილომდე მეკრიფება ხოლმე, ყოველ მარცვალს დავსდევ smile.gif

Posted by: abes777 11 Sep 2017, 02:02
dvt333
Chikod
მადლობა.

Posted by: zaxara27 11 Sep 2017, 09:53
NNS

თავკვერი საერთოდ არ არის ღვინის გასაკეთებელი ჯიში. კახეთში თავკვერს სუფრაზე საჭმელად იყენებენ

Posted by: dvt333 11 Sep 2017, 11:20
dvt333
15 დღეში დავიწყებ კრეფას. ფასებიც გვეცოდინება მანამდე და რაც იქნება რეალურ ფასში გავყიდი

Posted by: kaxaberski66 11 Sep 2017, 12:16
მე ეხლა მაქვს საუკეთესო რქაწითელი. ამ კვირის ბოლოს დავკრეფავ.
გასაყიდი მექნება დაახლოებით 2 ტონა.
უნდა გითხრათ რომ რაც მალე იყიდით და დაწურავთ, მით უკეთესი ღვინო დაგიდგებათ. იმიტომ რომ ჯერ თბილა და ბოლომდე დადუღებას მოასწრებს. სექტემბრის ბოლოს უკვე ღამე ცივა და თუ კარგი თბილი მარანი არ გაქვთ, ღამე ნაწური ცივდება და დუღილის ტემპი ვარდება. ბოლოს ეს იწვევს იმას რომ ღვინო ტკბილი რჩება რადგან შაქრები ბოლომდე არ იშლება. ამან იცის ნაბახუსევზე თავის ტკივილი.


Posted by: vano22 11 Sep 2017, 12:29
kaxaberski66
მასე დაემართა მამაჩემს და ღამე ღუმელს ანთებდა ხოლმე მარანშიbiggrin.gif. მაინც არაფერი ეშველა იმ ღვინოს კამპოტივით გემოსი დარჩაbiggrin.gif

Posted by: zaxara27 11 Sep 2017, 12:33
თბილისში როდის შემოვა ყურძენი იცით ვინმემ?

Posted by: kaxaberski66 11 Sep 2017, 13:00
vano22
თუ ერთი დუღილი შეაჩერა, მერე ის ბოლომდე აღარ დადუღდება.
ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით. ყურძენი უნდა დაწუროთ 15 სექტემბრამდე.
თუ ქვევრებში წურავთ, ოქტომბრის თვეშიც შეიძლება.
წლეულ ღვინის 80% ტკბილი დარჩება.

Posted by: zaxara27 11 Sep 2017, 13:07
kaxaberski66

წლეულს რაიმე განსაკუთრებული მოხდება? თუ რატომ დარჩება ტკბილი უმეტესობა, შარშან თუ არ დარჩენილა?

Posted by: kaxaberski66 11 Sep 2017, 13:46
zaxara27
შარშან ამ დროს მოსავლის 70% უკვე დაკრეფილი იყო, ეხლაკი 5% არ დაკრეფილა ჯერ.
ერთი თუ გაწვიმდა აცივდება და სრულად დადუღებას ვეღარ მოასწრებს.

Posted by: zaxara27 11 Sep 2017, 13:52
kaxaberski66

ვერ გავიგე რააა, ზოგი ამბობს წელს რთველი ადრე არისო, იმიტომ რომ სიცხეები იყოო... შენ ამბობ, შარშან უფრო ადრე იყოოო

ვის დაუჯერო?

20 ათას ტონამდეა დაკრეფილი, ეს კდიევ დაახლოებით 20% არის მთლიანი მოსავლის

http://rtveli2017.gov.ge/new/

Posted by: kaxaberski66 11 Sep 2017, 13:55
შარშან 7 სექტემბერს წავედი დასაკრეფად და 100% დაკრეფილი იყო ვენახები ჩემს სოფელში.

Posted by: zhuzho 11 Sep 2017, 14:37
ერთი სული მაქვს როდის ჩავალ სოფელში, უკვე დაიწყო ხომ კახეთში, ჩემთან გვიან არის ხოლმე

Posted by: luiji 11 Sep 2017, 15:35
გუშინ წამოვედი ტიბაანიდან, რთველი უკვე დაწყებულია მაგრამ მასიურად არა მოსავლი არის ,ნუ ბევრს გაუფუჭდა, ბევრიც გადარჩა. წელს ტკბილი რქაწითელი იქნება და ცოტა წყალს თუ დაკრავთ რომ დადუღდეს კამფეტი გამოვა. ხო გზებზე უკვე დატვირთული მანქანები იყო თბილისში მოდიოდნე და რავი აბა კარგად მოძებნეთ იქნებ ყიდიან ,

Posted by: levani169 11 Sep 2017, 20:42
zaxara27
QUOTE
ვერ გავიგე რააა, ზოგი ამბობს წელს რთველი ადრე არისო, იმიტომ რომ სიცხეები იყოო... შენ ამბობ, შარშან უფრო ადრე იყოოო

ვის დაუჯერო?

ჯერჯერობით კომპანიები კრეფენ საკუთარ ვენახებს,კერძო ვენახები არ დაკრეფილა.

Posted by: vano22 11 Sep 2017, 21:27
ოღონდ სეტყვა არ იყოს ოღონდ სეტყვა არ იყოს...



ეს რა იყო კაცო ჩუსტებიანად წამიღო წყალმა, ჩამოიქცა ყველაფერი

Posted by: dc120mm 11 Sep 2017, 21:37
NNS
QUOTE
ანუ?

ანუ მე კახური მირჩევნია ქართლურს smile.gif

QUOTE
სადღაც 300 კილომდე მეკრიფება ხოლმე, ყოველ მარცვალს დავსდევ

გორის რაიონში?

რამდენჯერაც დავლიე სუფთა თავკვერი,იმდენჯერ ლამის დავიბრიდე მეორე დღეს პახმელიაზე!!! ზოგადად მძიმე ასატანია

Posted by: zigmundi32 11 Sep 2017, 21:46
QUOTE (dvt333 @ 10 Sep 2017, 21:51 )
მე მექნება ძალიან მაგარი რქაწითელი ტრანსპორტირებაც შემიძლია

რომელი რაიონის?-----------------------------

Posted by: dc120mm 11 Sep 2017, 21:47
დუღილის შეწყვეტის მიზეზები აქ წერია,საკმაოდ კარგად და გასაგებად!
შემდეგი და ძალზე მნიშვნელოვანი პროცესია ალკოჰოლური დუღილი. ოპტიმალურ პირობებში იგი დაახლოებით 7-14 დღე გრძელდება (მძაფრი და წყნარი დუღილი). შეიძლება ითქვას, რომ ამ პროცესის დროს დაშვებულ შეცდომას (დუღილის პროცესის უკონტროლოდ ჩატარებას) გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვება და ხშირად საქმე ღვინის გაფუჭებით მთავრდება. ალკოჰოლური დუღილი მთლიანად უნდა კონტროლდებოდეს და იმართებოდეს.

ღვინის ხარისხის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, დუღილის პროცესმა თანაბრად და შეუჩერებლად უნდა ჩაიაროს. ხშირია შემთხვევა, როდესაც დუღილის პროცესი მის დასრულებამდე ჩერდება და ღვინო დაუდუღებელი რჩება, რასაც, რა თქმა უნდა, თავისი მიზეზები აქვს.

აღსანიშნავია, რომ თეთრი ღვინო რაც უფრო დაბალ ტემპერატურაზე დაიდუღებს (დაახლოებით 8/12 გრადუსი _ «ცივი დუღილი»), მით უფრო არომატული გამოდის, მაგრამ ამ დროს დიდია დუღილის შეჩერების რისკი. ასევე, დაბალი ტემპერატურის გამო, დუღილის პერიოდი შეიძლება თვე-თვენახევარი გაგრძელდეს, რის დროსაც, შესაძლოა, ღვინო დაავადდეს (დაძმარება და სხვა).

ოჯახურ პირობებში შეჩერებული დუღილის ბოლომდე მიყვანა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ყველა ღონე უნდა გამოიძებნოს იმისათვის, რომ ალკოჰოლური დუღილის პროცესმა ოპტიმალურად ჩაიაროს და გამორიცხული იყოს ისეთი ელემენტარული შეცდომები, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია. კერძოდ: დუღილის პროცესი შეიძლება შეაჩეროს მაღალმა (30 გრადუსზე ზემოთ) ან დაბალმა (10 გრადუსზე ქვემოთ) ტემპერატურამ.

ზედმეტად მაღალ ან დაბალ ტემპერატურაზე საფუარების აქტივობა ნელდება ან წყდება. ასევე აბრკოლებს დუღილს ყურძნის ძალზე მაღალი შაქრიანობა, ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა და სხვ. დუღილის ოპტიმალურ ტემპერატურად მიიჩნევენ 23 გრადუსს. ალკოჰოლური დუღილის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა უჰაერობაც იყოს.

ხალხში გავრცელებული აზრი, თითქოს მინის ბოცებზე დუღილის პროცესში ჰაერის ბუშტების გაკეთების დროს ღვინო გაზიანი და შუშხუნა დადგება, უსაფუძვლო და მცდარია. პირიქით, ადგილი, სადაც სპირტული დუღილი მიმდინარეობს კარგად უნდა ნიავდებოდეს, რადგან დუღილის დროს გამოიყოფა ჯანმრთელობისათვის მავნე გაზები, ხოლო ბოლომდე დაუდუღებელი ღვინო მასში შაქრების არსებობის გამო, დაბალალკოჰოლიანი და მღვრიე გამოდის, ამის გარდა ასეთ ღვინოში დიდია დაავადების (დაძმარება და სხვა) გაჩენის რისკი.

ესეც ლინკი http://agrokavkaz.ge/agroplus/ghvinis-daqheneba-shinaur-pirobebshi-qhurdznis-dakrephidan-marnamde.html

Posted by: KasperRiters 11 Sep 2017, 22:05
საინტერესოა. როგორ უნდა ვმართოთ დუღილი? მხოლოდ მარნის ტემპერატურის კონტროლით? სხვა რა შეიძლება რომ გააკეთო?

Posted by: ibo 11 Sep 2017, 23:33
ადრე ვიკითხე და არავინ გამცა პასუხი.
შარშან ქვევრში საფერავი დავაყენე, ძალიან კარგი გამოვიდა და მერე ვიფიქრე კიდე უფრო გავაუმჯობესო მეთქი და მუხის კასრებში გადავასხი. 1 თვეზე ცოტა მეტი გავაჩერე და გემო კი კარგი აქვს მარა ფერი შეიცვალა, მღვრისავით გახდა ისეთი ცქრიალა აღარაა sad.gif
რამე არასწორედ გავაკეთე? როგორ შეიძლება ფერის ისევ გაწმენდა?

Posted by: kaxaberski66 12 Sep 2017, 00:31

ibo
ფერის შეცვლა მეც ბევრჯერ მინახია რქაწითელზე. ჩემს ხელშიც მომხდარა ნამდვილ ღვინოზე. ძოგჯერ გაშავებულა, ზოგჯერ გამწვანებულა.
მე ჯერ ეს ამოცანა ვერ ამოვხსენი. არ ვიცი რატომ და რა მიზეზით ხდება ფერის შეცვლა.
* * *
KasperRiters
დაწურული ყურძნის ჭურჭელი ისეთ ადგილზე უნდა მოთავსდეს რომ, დღე-ღამის ტემპერატურის ცვლილება, იმ სათავსოში არ იყოს შესამჩნევი.
დაწურული ყურძნის მასა უკვე რომ დუღს, მას შემდეგ დღეებში აღარ უნდა დააწურო სხვა ყურძენი. ესეც აფერხებს დუღილს.
როგორც აღმართზე მიმავალ მანქანას რაიმე დაბრკოლება რომ შეხვდება, გაწევას კარგავს და გადაგაქვს დაბალ სიჩქარეში და შეიძლება მაინც ვეღარ დაძრას და პირველშიც კი გადაიტანო. ისე ემართება თუ ახალ ყურძენს დააწურავ მდუღარე ჭაჭას.
დანარჩენი რა უნდა მართო. დღეში 4ჯერ 5ჯერ უნდა დაურიო ინტენსიური დუღილის დროს. ჭაჭა ზევიდან არ უნდა გაშრეს. თავზე გერბენტულად არ უნდა დააფარო. დუღილისას გაზები რომ გამოიყოფა, უნდა ჭურჭლიდან ამოვიდეს.
თუ დუღილისას ერთი ჭურჭელიდან მეორეში გადაიტან, პირველ ხანებში რამდენადმე დუღილის ტემპს ანელებს.

Posted by: dc120mm 12 Sep 2017, 09:19
QUOTE
დღეში 4ჯერ 5ჯერ უნდა დაურიო ინტენსიური დუღილის დროს.

2 ჯერაც საკმარისია,დილა საღამოს,ვერც გაშრობას ასწრებს და ვერც დაჟანგება-გაშავებას!

ფერის ცვალებადობაზე ვერაფერს ვიტყვი,არასდროს არ შეუცვლია ჩემს ღვინოს ფერი! ალბათ ჭურჭლის ამბავია,მე სულ შუშას ვხმარობ და ამღვრევა და ფერის შეცვლა არ მომხდარა!

Posted by: giorgiGMMM 12 Sep 2017, 10:06
zaxara27
რქაწითელის რთველი აქტიურ ფაზაში შედის 20 სექტემბრიდან. ნუ რა თქმა უნდა არი ზონები სადაც უკვე დასრულდა კიდევაც კრეფა მარა ძალიან ცოტა. ბოლო წლებია ესეა სუულ. დარ არც ეგ 20000 ტონაა 20%

Posted by: dvt333 12 Sep 2017, 10:12
ისე გულრწფელად რო გითხრათ ძაან ნუ დააგვიანებთ ყიდვას ვისაც გინდათ მერე შეილებ ფასმაც აარტყას და სწორია აბსოლიტურად ისიც რაც ზემოთ ითქვა - ღვინის მაგივრად შეილება ტკბილი წვენი გამოგივიდეთ მითუმეტეს გამოუცდელ. აქტიური რთველი რქაწითლის მართლა სადღაც 20დან იწყება

Posted by: shato2008 12 Sep 2017, 10:34
შუშის ბოცაში ჩასხმული ღვინო რომ არ დაძმარდეს და არც ბოცა გახეთქოს, რა წესები უნდა დავიცვათ (ზოგი ბოცის თავს ბუშტს წამოაცმევს ხოლმე, ზოგი ცელოფანს გადააკრავს, ....)?

Posted by: giorgevich23 12 Sep 2017, 10:42
უნდა მოიმარაგოთ აკვარეუმის გამათბობლები,200 ლიტრიან კასრში ჩაკიდებ სანამ დუღილს დაისრულებს,დააყენებ რამდენ გრადუსზეც გინდა და ტემპერატურაც პლიუს მინუს 2 გრადუსის სხვაობაში ექნება ღვინოს wink.gif

Posted by: dc120mm 12 Sep 2017, 10:51
shato2008
QUOTE
შუშის ბოცაში ჩასხმული ღვინო რომ არ დაძმარდეს და არც ბოცა გახეთქოს, რა წესები უნდა დავიცვათ (ზოგი ბოცის თავს ბუშტს წამოაცმევს ხოლმე, ზოგი ცელოფანს გადააკრავს, ....)?

პირველ რიგში აცადე ჭაჭას ბოლომდე დადუღდეს და შანსი არაა რო ან გახეთქოს ან რამე! არც ბუშტები დაჭირდება და არაფერი!ჭაჭა რო წავა ფსკერისკენ და ზევით მარტო წვენი დარჩება მაშინ გადმოიღე (მოხსენი ჭაჭიდან)!

მეორე რიგში ბოცებში რო ჩაასხავ თავზე ან ბუშტი წამოაცვი ან თავსახური უბრალოდ დაადე არ მოუჭირო!

მერე მთხლეს რო მოაცილებ ისევ ეგრე ქენი ბუშტით ან უბრალოდ დაადე თავსახური! ოღონდ მასეთ მდგომარეობაში დიდხანს არ დატოვო,მაქსიმუმ 3 დღე!


Posted by: abes777 12 Sep 2017, 19:58
QUOTE (Chikod @ 10 Sep 2017, 23:30 )
abes777
http://rtveli2017.gov.ge/company/

ამ ლინკზე წაშალეს ინფო, ეტყობა არ ესიამოვნათ რო ვნახეთ biggrin.gif

Posted by: levani169 13 Sep 2017, 10:56
KasperRiters
QUOTE
გამაგებინე მწვანეც და საფერავიც

მოკლედ მწვანე აღარ არისო და საფერავი დღეის ფასით 2,35-ია ზონისა რა თქმა უნდა.
სურვილის შემთხვევაში მწვანეც შეიძლება გაკითხვა ლარად.

Posted by: jadgschloss 13 Sep 2017, 11:27
ფასების მიმართულებით რა ხდება წელს? რქაწითელი მაინტერესებს?
თბილისში დაიწყო უკვე ყურძნის ბაზარი თუ ჯერ არა?

Posted by: kkaaxxaa 14 Sep 2017, 00:14
/George/
ეგ მეც მაინტერესებს და ველოდები ფასებს გამყიდველებისგან

Posted by: zigmundi32 14 Sep 2017, 20:05
აგვისტოში უკვე დაწკრიალებულ დაწმენდილ ღვინოს გაუჩნდა ფანტელებივით რაღაც ლექი
რომელიც კედლებზე იყო აკრული და არა ფსკერზე, გადაღებისას თან ყვებოდა შლანგს
რა ჭირია? რამოდენიმემ მითხრა ყურძენის უხარისხო შეწამვლის ბრალიაო
რომელიმეს დაგემართად მსგავსი?

Posted by: levani169 14 Sep 2017, 20:25
zigmundi32
QUOTE
ღვინოს გაუჩნდა ფანტელებივით რაღაც ლექი
რომელიც კედლებზე იყო აკრული და არა ფსკერზე,

ღვინის ქვას წააგავს რაც კარგმა ღვინომ იცის.

Posted by: kaxaberski66 15 Sep 2017, 09:20
გუშინ სასწრაფო რთველი ჩავატარე. 2500კგ რქაწითელი გამოვიდა. 750 შავი.

Posted by: zigmundi32 16 Sep 2017, 02:53
QUOTE (levani169 @ 14 Sep 2017, 20:25 )
zigmundi32
QUOTE
ღვინოს გაუჩნდა ფანტელებივით რაღაც ლექი
რომელიც კედლებზე იყო აკრული და არა ფსკერზე,

ღვინის ქვას წააგავს რაც კარგმა ღვინომ იცის.

რა გითხრა, ქვას და მყარს არ გავს(((

წელს მინდა ტიბაანის რქაწითელი დავაყენო
თუ ვინმემ იცით გასაყიდი, მიმასწავლეთ.

Posted by: levani169 16 Sep 2017, 09:15
zigmundi32
QUOTE

რა გითხრა, ქვას და მყარს არ გავს(((

ქვა მთლად კენჭივით კი არაა,ფერფლია,დაკრისტალებული ღია კაკაოსფერი ან ვარდისფერი. biggrin.gif (ვერ გამოვთქვავ ზუსტად ფერს)

Posted by: kaxaberski66 16 Sep 2017, 09:50
zigmundi32
შენ თუ ტიბაანის რქაწითელი გინდა, დღესვე უნდა გაიქცე ტიბაანში. იქ თითო-ოროორა ვენახი დარჩა დასაკრეფი. იმათი ვინც დღევანდლამდე ვერ მოიცალა.

Posted by: aqvsenti777 16 Sep 2017, 11:20
ა ბიჭო ხალხი : 12 რიცხვში უკვე ცოდნიათ 14 რიცხვში რა მოხდებოდა კახეთის ბაღ-ვენახებში biggrin.gif

Posted by: zigmundi32 16 Sep 2017, 11:29
kaxaberski66
ვერ მოვახერხებ, ესეიგი ადრიანად უნდა დამეჭირა თადარიგი
ერთი წელი დავაყენეე ტიბაანის და მაგარი ღვინო გამოვიდა
რომელი სოფლის, რაიონისას მირჩევ?

levani169
მერე ერთი თუ გამახსენდა გადავუღებ სურათს თუ გაიკეთებს ისევ და გაჩვენებ
ეხლა ახალი გადაღებული მაქვს.

Posted by: N1kusha 16 Sep 2017, 12:50
იქნებ აქ იცოდეთ, კარგი ძველებური ხის საწური სად ვიყიდო?
ინტერნეტში ვათვალიერებ და თხელი ჟესტის საწურებია, არ მინდა მსგავსი.
პ.ს. ღვინოს ვინც წურავთ სახლში, სუფთა წვენის ამოღების მერე ჭაჭაზე შაქრით გააკეთეთ და გაყიდეთ. მე ასე ვქენი შარშან პირველად, 600 ლიტრი გავაკეთე და კი დამიტოვა სადღაც 1200 ლარი.

Posted by: abes777 16 Sep 2017, 13:04
ფასებზე რა ისმის, რამდენად იბარებენ დღეის მდგომარეობით?
ქარხნების ნომერი წაშალეს საიტზე, ამიტომ მათგან ვეღარ ვიგებ ფასებს.

Posted by: zaxara27 16 Sep 2017, 18:09
N1kusha

3 ლარად გაყიდე "ჟვაპი"? ვინ გადაიხადა ამხელა ფული?

Posted by: levani169 16 Sep 2017, 18:20
N1kusha
QUOTE
სუფთა წვენის ამოღების მერე ჭაჭაზე შაქრით გააკეთეთ და გაყიდეთ

გაყიდე კარგია სად უნდა გავყიდო სუფთას ვერ ვყიდი და? biggrin.gif

Posted by: bach_ka 16 Sep 2017, 21:25
დიდუბის ხიდებთან ხო არ დაუწყიათ გაყიდვა ყურძნის თუ იცით??

ასევე ვინმეს ქისი თუ აქვს გასაყიდი შემეხმიანოს, ახმეტის რაიონიდან თუ იქნება უკეთესი ბევრი არ მინდა.

Posted by: kaxaberski66 17 Sep 2017, 00:42
zigmundi32

QUOTE
რომელი სოფლის, რაიონისას მირჩევ?

მაგარ ღვინოში რას გულისხმობ? კარგ ღვინოს თუ მათრობელას?
კახეთის ნებისმიერი რაიონის და სოფლის ყურძენი კარგია. ოღონდ იცოდე როდის რომელი იყიდო.
რთველი იწყება აგვისტოს ბოლოს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში, მერე სიღნაღის რაიონის ალაზნის პირა ტერიტორიაზე. მერე გურჯაან-თელავის რაიონის ვენახები იყიდება, შემდეგ ახმეტა საგარეჯოსი.
სოფელ ხირსის, ძველიანაგის, ტიბაანის, კარდანახის ყურძნები განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის გამოდის. ღვინოც უფრო გრადუსიანი აქვთ.

Posted by: zaxara27 17 Sep 2017, 11:42
თბილისში არ ჩანს ჯერ-ჯერობით არა მასიურად ყურძენი

Posted by: N1kusha 17 Sep 2017, 12:01
zaxara27
QUOTE
3 ლარად გაყიდე "ჟვაპი"? ვინ გადაიხადა ამხელა ფული?

3 არა 2 ლარად. თან მოტკბო გემო გაკრავდა და გვიან დავიწყე გაყიდვა, 200 ლიტრები წაიღეს 3-ჯერ და ეგ იყო.

levani169
QUOTE
გაყიდე კარგია სად უნდა გავყიდო სუფთას ვერ ვყიდი და?

ბევრი გაქვს?
სოფელში იყიდება ხოლმე ძირითადად უპრობლემოდ. თან თუ კარგი ღვინო გაქვს და მეძვირეც არ ხარ. ქორწილია, ქელეხია, ორმოცია და არის მოთხოვნა.
ნავთლუღში ვცადე ჩაბარება და 1 ლარზე მეტი არავინ შემომთავაზა. მერე ერთმა პაპა კაცმა მითხრა აქ მოვლენ ხოლმე ვისაც ღვინო აქვსო, დაიძახებენ რომ არიქა ფული მჭირდება წამლისთვის ან სულაც დედა მე##ვნებაო და იმისგან ყიდულობენ 80 თეთრად, ხან იაფად და არავინ მოგცემს შენ მაგაზე მეტსო.

კარგი ხელის საწური არავინ იცით გასაყიდი?

Posted by: zaxara27 17 Sep 2017, 19:43
N1kusha


შაქარი რაც დაახარჯე იმას არ ანგარიშობ? შაქარიც ხომ იყიდე?

Posted by: N1kusha 17 Sep 2017, 21:19
zaxara27
თუ სწორად მახსოვს 2 ტომარა დავაყარეთ და მეტი მოუვიდა. შეიძლება მეშლება, არ მახსოვს ზუსტად ნამდვილად. ორი ტომარა 160 ლარი, 200 თქვი დავუშვათ ზამთრის ფასით.

აგარის შაქარი ძირზე ლექად რჩებაო და ნაღდია? სხვები იხმარეო ასე მითხრეს.

Posted by: gia1970 17 Sep 2017, 22:35
N1kusha
1-4 უნდა შაქარი
100კგ შაქარი-600ლიტრი ღვინო
დაჟე ცოტა გიქნია შაქარი, ტკბილი არ უნდა გამოსულიყო
ჭაჭა გამოპრესე?

Posted by: N1kusha 18 Sep 2017, 10:32
gia1970
QUOTE
1-4 უნდა შაქარი
100კგ შაქარი-600ლიტრი ღვინო
დაჟე ცოტა გიქნია შაქარი, ტკბილი არ უნდა გამოსულიყო
ჭაჭა გამოპრესე?

არა. თვითონ ყურძენიც ტკბილი იყო და შეიძლება უფრო დატკბა ამიტომ.
სუფთა წვენი ამოვიღე, ძირიდან გამოვუშვი და მერე შაქრით და წყლით ჭაჭაზე გავაკეთე. ჭაჭით კიდევ არაყი გამოვხადე სახლისთვის.

Posted by: zigmundi32 18 Sep 2017, 12:53
QUOTE (kaxaberski66 @ 17 Sep 2017, 00:42 )

მაგარ ღვინოში რას გულისხმობ? კარგ ღვინოს თუ მათრობელას?
კახეთის ნებისმიერი რაიონის და სოფლის ყურძენი კარგია. ოღონდ იცოდე როდის რომელი იყიდო.
რთველი იწყება აგვისტოს ბოლოს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში, მერე სიღნაღის რაიონის ალაზნის პირა ტერიტორიაზე. მერე გურჯაან-თელავის რაიონის ვენახები იყიდება, შემდეგ ახმეტა საგარეჯოსი.
სოფელ ხირსის, ძველიანაგის, ტიბაანის, კარდანახის ყურძნები განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის გამოდის. ღვინოც უფრო გრადუსიანი აქვთ.

კარგ ღვინოს, გემრიელ და არომატულ დასალევს.
ამ ერთი კვირის განმავლობაში მინდა მოვახერხო ყურძნის ყიდვა


Posted by: zaxara27 18 Sep 2017, 18:24
გამოჩნდა თბილისში ყურძენი? იცით ვინმემ?

Posted by: Votren 18 Sep 2017, 19:08
zaxara27
QUOTE
გამოჩნდა თბილისში ყურძენი? იცით ვინმემ?


მე მგონი ვრჩებით უღვინოდ წელს, კარგ რქაწითელს 1.30-ად იბარებს ქარხნებიო მართალია ნეტა?

Posted by: gia1970 18 Sep 2017, 19:41
QUOTE
მე მგონი ვრჩებით უღვინოდ წელს, კარგ რქაწითელს 1.30-ად იბარებს ქარხნებიო მართალია ნეტა?


Posted by: levani169 18 Sep 2017, 20:46
ვისაც ყურძენი და კარგი ღვინის დაყენება გსურთ ჩამობრძანდით კახეთში და ლარად დაგიტვირთავთ ტრანსპორტს,საჩქაროა თორემ ერთ კვირაში მორჩება რთველი და უხარისხო (რომელსაც გვიან კრეფენ შაქრიანობის დაბალი პროცენტის გამო) ყურძენი გამოჩნდება ბაზარზე!

Posted by: bizonikluchi 18 Sep 2017, 20:56
levani169
QUOTE
ვისაც ყურძენი და კარგი ღვინის დაყენება გსურთ ჩამობრძანდით კახეთში და ლარად დაგიტვირთავთ ტრანსპორტს,საჩქაროა თორემ ერთ კვირაში მორჩება რთველი და უხარისხო (რომელსაც გვიან კრეფენ შაქრიანობის დაბალი პროცენტის გამო) ყურძენი გამოჩნდება ბაზარზე!



ეს ინფორმაცია საიდან?


ჩემთან ჯერ არ დაწყებულა და დავიჯერო 28 წელია უხარისხო ყურძენს ვკრეფთ?


პ.ს. სიღნაღის რაიონია ჩემი



უხარისხობის რა მოგახსენოთ და ფასები აიწევს

ბაგრატიონის ქარხანას მიაქვს ადგილიდან 80 თეთრად, არ უყურებს ხარისხს


ბოდბის ყურძენი გავსინჯე და არ ქონდა შაქრიანობა,ტკბილი არ იყო რქაწითელი, ნეტა მასიურად ეგეთია თუ მარტო იმ ადგილის იყო ეგრე



Posted by: bizonikluchi 18 Sep 2017, 21:04
abes777
ადგილზე ბაგრატიონი იხდის 80 თეთრს, ბოლო მონაცემები ეს ვიცი


დღეს თუ არ გაძვირდა

Posted by: kaxaberski66 19 Sep 2017, 01:03
bizonikluchi
რქაწითელი რომელიც ზღვის დონიდან 600 მეტრზე ზევით მდებარეობს, არ იწევა და მჟავე რჩება.

Posted by: zigmundi32 19 Sep 2017, 02:10
როგორც გავიგე 75 თეთრი ღირს ადგილზე ყურძენი, ქარხნებიც იგივე ფასში
იბარებენ. ჯერ ჯერობით ესეთია საბაზრო ღირებულება დალშე ვნახოთ
თან მასიურად თბილისში ჯერ არ არის შემოტანილი.
2 ლარად ხომ არავინ იცით კიდე ვინმე რომ ყიდიდეს?)))

Posted by: dvt333 19 Sep 2017, 09:59
მე ადრეც დავწერე და ეხლაც დავწერ რო ვისაც ყიდვა გინდათ ძაან ნუ დააგვიანებთ, მაღლა თუ არ ავიდა ფასი დაბლა აღარ ჩამოვა, საკმაოდ დიდია მოთხოვნა, 75 ად დამპალსა და დაჩინჩხვარებულს იღებენ ყოველგვარი გრადუსის გარეშე, და ეგეთი თუ უნდა ვინმეს დასაწურად კი იშოვით მაგ ფასშიც. ეხლა კარგ ყურძენს ლარზე ნაკლებში ადგილზე აღარავინ გაყიდის, და დიდი ალაბთობით ცოტა ხანში ლარათაც აღარ გაიყიდება.

Posted by: jadgschloss 19 Sep 2017, 10:18
თბილისში ბაზრები დაიწყო უკვე? რამდენიმე დღის წინ ნავთლუღში არ ჰქონდათ ყურძენი. დიდუბეში რა ხდება? რა ფასებს ველოდებით? 80 ად იქნება ნეტა თბილისში?

Posted by: zaxara27 19 Sep 2017, 11:19
dvt333


თბილისში რატომ არ არის ან ძალიან ცოტაა ყურძენი? როდის შემოვა მასიურად?

Posted by: dvt333 19 Sep 2017, 14:30
zaxara27
იმიტო რო ადგილზე იყიდება ხელსაყრელ ფასად. მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ქარხნები 80-85ში იღებენ ნორმალურ ყურძენს და ამბობენ კიდე მოემატება ფასიო. დასაწურად კიდე ქვეყანას უნდა

Posted by: dvt333 19 Sep 2017, 14:38
თბილისის ბაზრებთან ბოლო დღეებია ნამდვილად არ მქონია შეხება მარა კახეთში რაც ხდება შემიძლია ვთქვა. არის საკმაოდ დიდი მოთხოვნა ქარხნების და ისე მყიდველებისგან. მოსავალი კი არც თუ ისე ბევრი და ხარისხიანია. ჩემი აზრიტ მიზეზიც სწორედ ესაა, იმისი რო თბილისში არა ჩააქვთ ყურძენი. ადგილზე 70-75ს აძლევენ უხარისხო ყურძენში, ნორმალურს 80ში იღებენ და ამბობებ კიდე მოიმატებს ფასიო. ამიტომ თბილისში 80 ად კარგ ყურძენს რ თქმა უნდა არავინ ჩამოგიტანთ თუ ძაან ძაან არ ეჩქარება.

Posted by: jadgschloss 19 Sep 2017, 15:36
dvt333

ერთი კვირაც დაველოდოთ, თუ არ გამოჩნდა ყურძენი თბილისში ესეიგი ტრაკისკენაა საქმე და სასწრაფოდ კახეთში წასვლა იქნება საჭირო.
თორემ დავრჩებით თბილისელები ღვინის გარეშე biggrin.gif

Posted by: giiogiio 19 Sep 2017, 16:04
jadgschloss
QUOTE
80 ად იქნება ნეტა თბილისში?

80-ად რა თქმა უნდა არ იქნება

Posted by: grou 19 Sep 2017, 18:16
kkaaxxaa
QUOTE
უკვე წელს რომ გქონდეს 6-7 ტონას შევისყიდიდი

მე მაქვს იმერეთში და რამდენს გადაიხდიდი საინტერესოა.

Posted by: zaxara27 19 Sep 2017, 18:17
1 ლარად თბილისში ვერ ვიშოვი? დღეს დეზერტრებში ვაბშე არ იყო ყურძენი

Posted by: jadgschloss 19 Sep 2017, 19:34
giiogiio
QUOTE
80-ად რა თქმა უნდა არ იქნება


რატომ? შარშან იყო 80 ად თბილისში სექტემბრის ბოლომდე. მერე გაძვირდა.

Posted by: dvt333 19 Sep 2017, 20:27
თბილისში ყიდვას ისე ჩახვიდეთ კახეთში ნახავთ მაინც რა ყურძენი მიგაქვთ, კუკლასაც ვერავინ შემოგაპარებთ თუ რთველს დაესწრებით

Posted by: dvt333 19 Sep 2017, 20:35
jadgschloss
წელს შარშანდელზე ცუდადაა საქმე მოსავლიანობის მხრივ, თანაც შეილება ის ფაქტორიც იყოს რო შარშანდელი გამოცდილებით ვიღაც ვიღაცეები ინახავენ ყურძენს რო მერე ძვირად გაუშვან. მარა ეგ ერთეულები თორე ამ გვალვიან წელიწადში ყურძნის შენახვა და დატოვება ძაან რთული საქმეა.

თან თქვენ რო იცოდეთ ქარხნებზე როგორ ჩალიჩობენ გლეხები 80 კი არა ბევრს ლარიც გამოსდის და თბილისში მაგ ფასში ვინ ჩამოიტანს და კილო კილო ვინ გაყიდის?!

Posted by: KasperRiters 19 Sep 2017, 21:16
ეს ორი რთველის თემა რა ჯანდაბაა. გააერთიანოს ვინმემ მოდერაციიდან რა იქნება

Posted by: abes777 19 Sep 2017, 23:23
KasperRiters
პირველი ეს გაიხსნა, ტრადიციულად იხსნება ყოელ წელს. ის პოლიტიკაში გაიხსნა და ჭკვიანმა მოდერმა გამოუშვა აქეთ.
ფასებზე რა ხდება?

Posted by: zaxara27 19 Sep 2017, 23:25
dvt333

ხარჯია კახეთში წასვლა... დამატებითი ხარჯი

Posted by: bach_ka 20 Sep 2017, 00:17
QUOTE
ხარჯია კახეთში წასვლა... დამატებითი ხარჯი


+1

Posted by: kaxaberski66 20 Sep 2017, 01:08
jadgschloss
QUOTE

ერთი კვირაც დაველოდოთ, თუ არ გამოჩნდა ყურძენი თბილისში ესეიგი ტრაკისკენაა საქმე და სასწრაფოდ კახეთში წასვლა იქნება საჭირო

ნურაფერს ნუ ელოდებით, წადით და იყიდეთ თორემ უღვინოდ დარჩებით.
მე ჩემი ყურძენი, თბილისში ერთ კარგ კაცს ჩამოვუტანე 1 ლარად.

Posted by: kaxaberski66 20 Sep 2017, 01:18
zaxara27
bach_ka
ყურძნის ჩამომტანებისთვის დამატებითი ხარჯი არ არის?
თქვენთვის ყიდულობთ და მოგაქვთ. სხვისთვის ხომ არა?.
ეხლა იმ კახელმა აქ რომ ჩამოგიტანოთ, სახლში მოგიტანოთ, აგიწონოთ და თვითონვე დაგიწუოთ. ფულიც რეალურ ღირებულებასთან შედარებით 50% ნაკლები გამოგართვათ, თქვენ კი კმაყოფილები იქნებით მაგრამ, რას იფიქრებთ იმ კახელზე, ნუ მოგერიდებათ, დაწერეთ.
უღვინოდ თქვენ დარჩებით თუ არ წახვალთ ამ შაბათ-კვირას მაინც. თორემ იმ კახელ გლეხს, კი ექნება თავისი სამყოფი და თქვენნაირი ქალაქელების გამოსათრობი ღვინო.

Posted by: tibaaniforever 20 Sep 2017, 01:58
QUOTE (jadgschloss @ 19 Sep 2017, 10:18 )
თბილისში ბაზრები დაიწყო უკვე? რამდენიმე დღის წინ ნავთლუღში არ ჰქონდათ ყურძენი. დიდუბეში რა ხდება? რა ფასებს ველოდებით? 80 ად იქნება ნეტა თბილისში?

თბილისში თუ 80 თეთრად იქნება, ჩათვალე რომ წონაში გატყუებენ. კახეთში მაგაზე ნაკლებად ვერ იყიდი და თუ ფოკუსნიკი არა, იგივე ფასში როგორ უნდა გაყიდოს

Posted by: zaxara27 20 Sep 2017, 03:09
kaxaberski66

მეცინება შენს პოსტებზე biggrin.gif, ისე საუბრობ თითქოს უკვდავების წყალს ხიდიდნენ კახელები და მისი სადარი სითხე მსოფლიოში არ იშოვებოდეს ან დეფიციტი იყოს რქაწითელი smile.gif.

ვაჭრები ცოტაა ამ ქვეყანაზე? წავიდნენ და ჩამოიტანონ...

Posted by: dvt333 20 Sep 2017, 09:52
zaxara27
და მაგ ხარჯის გარეშე არც არავინ ჩამოიტანს თბილისში ყურძენს. არაა ხალხო ადგილზე გაყიდვის პრობლემები ძნელია ამის გაგება?! თან ახლა ვაჭარმაც თუ ჩამოგიტანათ ხარჯი მერე ნახეთ. მართლა თქვენთვის ვამბობ რო გირჩევნიათ ადგილზე ნახოთ ყურძენი ვიდრე თბილისში შელამაზებულ ყუთებში

Posted by: jadgschloss 20 Sep 2017, 09:57
ვაა, როგორ შამაშინეთ კაცო. ამ შაბათკვირასვე უნდა გავქუსლო კახეთში ყურძენი ვიყიდო, მართლა უღვინოდ არ დავრჩე :დ

Posted by: zaxara27 20 Sep 2017, 13:10
dvt333

გურჯაანში დაიწყო რთველი? საგარეჯოში ერთ კვირაში იწყებაო

Posted by: dvt333 20 Sep 2017, 13:17
zaxara27
საფერავი მთავრდება უკვე თითქმის გურჯაანში თეთრი აქტიურ ფაზაშია შესული. აი საგარეჯოშო ეხლა იწყება

Posted by: Votren 20 Sep 2017, 13:23
dvt333

ყვარელში რა ხდება?

Posted by: dvt333 20 Sep 2017, 14:18
Votren
მთავრდება იქაც ფაქტიურად

Posted by: zaxara27 20 Sep 2017, 14:36
dvt333

რქაწითელი რამდენ ხანში დასრუდლება გურჯაანში? ერთი კვირა გასტანას?

Posted by: dvt333 20 Sep 2017, 17:05
zaxara27
ძირითადი ალბათ ერთ კვირაში დამთავრდება. მარა რამდენიმე სოფელში 5ოქტომბრამდე და უფრო ზემოთაც ააქვთ ხოლმე. უბრალოდ ფასია საკითხი დღევანდელი გადმოსახედით მოთხოვნიდან გამომდინარე ფასი სავარაუდოდ მაღლა წავა და მაგ დროისთვის პიკზე იქნება

Posted by: zaxara27 20 Sep 2017, 17:13
dvt333

პიკში გულისხმობ 1 ლარს ასაღებ ფასს თუ უფრო მეტს?

Posted by: dvt333 20 Sep 2017, 17:38
zaxara27
მე ვფიქრობ რო ლარს გადააჭარბებს. მანამდე ვინც კარგ ყურძენს შეინახავს ლარზე მეტად გაყიდის აუცილებლად. წინა წელს მაგ დროს ლარნახევარსაც იხდიდნენ.

ისეთი შემთხვევაც კი მახსოვს რო გლეხს გვიანობამდე შეენახოს მოსავალი ძვირად გაყიდვის მიზნით მარა იმ ფასშიც ვერ გაყიდოს რაც იყო. მარა წელს ეგ თითქმის გამორიცხულია იმიტო რო არაა მოსავალი.



Posted by: zaxara27 20 Sep 2017, 18:11
dvt333

ისეთი სიცხეები წელს ალბათ დიდხანს არ შეინახება ყურძენი. თან სიცხეებია მოსალოდნელი შემდეგ დღეებშიც. წონაშიც ხომ იკლებს ყურძენი აწი?

Posted by: zigmundi32 20 Sep 2017, 18:55
თუ ვინმე ყიდის 75 თეთრად ადგილზე რქაწითელს, საღს, შემეხმიანეთ, ვიყიდი.

Posted by: dvt333 20 Sep 2017, 19:02
zaxara27
ურწყავში რაცაა ის უკვე ან ჩაბარებულია ან გაფუჭებული. ისე საფერავზე უფრო მოქმედებს სიცხე ნაზი კანი აქ და შემოსული ადვილად ჭკნება ვიდრე რქაწითელზე მარა რა თქმა უნდა თეთრისთვისაც უარყოფითი ზეგავლენა აქ. მცირე მოსავალში გვალვას დიდი დამსახურება მიუძღვის

Posted by: giiogiio 20 Sep 2017, 21:08
SPLIYVI
QUOTE
გაითვალოსწინეთ რომ ნაკლებად წვნიანია და მაღალი შაქრიანობა
ალბათ 10 პროცენტ წყალს მოითხოვს რომ არ დაიწვას



გვალვა და ვენახის დაწვა სიცხისგან არ აკეთებს მაგ საქმეს მეგობარო smile.gif

Posted by: gia1970 20 Sep 2017, 21:30
QUOTE
ეს ორი რთველის თემა რა ჯანდაბაა. გააერთიანოს ვინმემ მოდერაციიდან რა იქნება

პატივცემულო მოდერებო
რახან არა ვჩხუბობთ და ერთმანეთ ცხვირპირს არ უერთიანებთ
მთლად ასე უპატრონოდაც არ უნდა მიგვაგდოთ ხოლმე
შეგვჭამა ორმა სათაურებმა

Posted by: Votren 21 Sep 2017, 09:15
QUOTE
giiogiio
QUOTE
80-ად რა თქმა უნდა არ იქნება


რატომ? შარშან იყო 80 ად თბილისში სექტემბრის ბოლომდე. მერე გაძვირდა.



გამოჩნდა როგორც იქნა, მეგობარმა 1 ლარად შვენიერი ხარისხის ყურძენი ნახა სამგორში ბაზრობაზე, ნაკლებად არ იქნება კარგი ყურძენი

Posted by: jadgschloss 21 Sep 2017, 10:15
Votren
QUOTE
გამოჩნდა როგორც იქნა, მეგობარმა 1 ლარად შვენიერი ხარისხის ყურძენი ნახა სამგორში ბაზრობაზე, ნაკლებად არ იქნება კარგი ყურძენი


ხო ლარად მითხრეს მეც, კარგი ყურძენი გამოჩნდა უკვე.
ადგილზე 80 ად შეიძლება.
ველოდები თვის ბოლოს მე biggrin.gif

Posted by: zaxara27 21 Sep 2017, 12:31
მოგვიცევს მგინი აქ გავერთიანდეთ ერთი 3 კაცი, ვიქირაოთ ტრანსპორტი და წავიდეთ კახეთში.

Posted by: dvt333 21 Sep 2017, 12:40
საფერავის ფასი დავარდა. პრინციპში იყო მოსალოდნელი

Posted by: dvt333 21 Sep 2017, 12:43
zaxara27
რავი გამოჩნდა უკვე თბილისში ლარად კაი ყურძენიო

Posted by: giiogiio 21 Sep 2017, 13:19
dvt333
QUOTE
საფერავის ფასი დავარდა. პრინციპში იყო მოსალოდნელი

მიზეზი? რატო იყო მოსალოდნელი?

Posted by: vano22 21 Sep 2017, 13:23
gia1970

გვყავს ჩვენ მოდერი. პმ მიწერე

Posted by: giorgiGMMM 21 Sep 2017, 14:07
საფერავის ფასი მართლაც რომ დავარდა სამწუხაროდ

Posted by: dvt333 21 Sep 2017, 14:11
giiogiio
იმიტო რო ქარხნებმა შეივსეს ძირითადი მარაგები, აქტიური ფაზის დროს წავიდა კონკურენცია და ფასმაც აიწია. ეხლა ნელნელა ბოლოში გადის საფერავის რთველი დარჩა ცოტა კომპანია და ფასსაც ადვილად დაიჭერენ. 2014შიც ზუსტად ასე მოხდა ოღონდ მაშინ უფრო მაღალი ფასები იყო. 2.5მდე და 1.40ზე ჩამოაგდეს

Posted by: giiogiio 21 Sep 2017, 14:38
dvt333
და საიდან გაქვთ ეგ ინფორმაცია რომ ძირითადი მარაგები შეივსეს? წყარო დადე აბა smile.gif


2014-ში ჩამოაგდეს ფასი რამდენიმე დღით და მერე ისევ ავარდა smile.gif



კონკურენცია რა საჭირო იყო 5 დღის წინ როცა საგარეჯოს რაიონში ჯერ არც დაწყებულა რთველი smile.gif


იქნებ კარტერულ შეთანხმებასთან გვაქვს საქმე?!

Posted by: zigmundi32 21 Sep 2017, 14:53
QUOTE (zaxara27 @ 21 Sep 2017, 12:31 )
მოგვიცევს მგინი აქ გავერთიანდეთ ერთი 3 კაცი, ვიქირაოთ ტრანსპორტი და წავიდეთ კახეთში.

ტრანსპორტი ჩემზე იყოს უსასყიდლოდ. ვინმე ახლობელი
კაცი გვინდა კარგი ყურძენი გვაშოვნინოს.

Posted by: zaxara27 21 Sep 2017, 15:08
dvt333

ახლა დავრეკე და 90 თეთრად არის მაგარი ყურძენიო, 80-ად თუ ქარხანა იბარებს 90-ად როგორ მოდის თბილისში?

Posted by: dvt333 21 Sep 2017, 15:52
giiogiio
ინფორმაცია რა თქმა უნდა არაოფიციალურია მარა მყავს ქარქნებში ნაცნობები და ასეთი ხმები გამოდის.
2014ში ბოლოს 1.4 იყო. ეგ მანამდე მოხდა ფასების თამაში.

რაც შეეხება საგარეჯოს მაქსიმუმ5ათას ტონაზეა საუბარი მაქსიმუმ პლიუს ერთი მაგდენი სხვა რაიონებიდან ანუ ძირითადი დასრულებულია.

შეთანხმებები ყოვლთვის იყო მარა დიდი მოთხოვნის ხარჯზე ფასის დაჭერა პიკის პერიოდში ვერ ხერხრდებოდა. ეხლა აღარაა პიკი არც დიდი კონკურენციაა და ფასიც დაბლააა

Posted by: dvt333 21 Sep 2017, 15:56
zaxara27
კი არის ადგილზე 90ად კარგი ყურძენი. 80ად იღებენ ქარხნები 85იც გადაიხადეს მაღალი შაქრიანობის მქოონეში, მარა ბევრი ფაქტორია იმისთვის რო 90ად შეილება ვიღაცამ თბილისში გაყიდოს, მაგალითად ის რო ქარხანა ხელზე არ იხდის

Posted by: giiogiio 21 Sep 2017, 16:20
dvt333
QUOTE
2014ში ბოლოს 1.4 იყო. ეგ მანამდე მოხდა ფასების თამაში.

2014-ის ბოლოს 2.10-ად ჩავაბარე საფერავი. თქვენ საიდან გაქვთ ეგ ინფორმაცია არ ვიცი smile.gif

Posted by: Votren 21 Sep 2017, 17:02
dvt333
QUOTE
მაგალითად ის რო ქარხანა ხელზე არ იხდის


ან წონაზე ჩალიჩობს, ლარი იყოს და ნაღდი ჯობიაsmile.gif)))

Posted by: abes777 21 Sep 2017, 23:59
dvt333
დარჩა ცოტა კომპანია რას ნიშნავს? რამდენიდან რამდენმა შეწყვიტა მიღება? მარაგები შეივსეს რას ნიშნავს? რამდენი დარჩათ მისაღები. საერთოდ წინასწარ გაანგარიშებულია?
რიცხვებია საჭირო, ისე აზრი არ აქვს.

Posted by: gia1970 22 Sep 2017, 02:30
vano22
QUOTE
gia1970

გვყავს ჩვენ მოდერი. პმ მიწერე

ვერ მივწერ(

Posted by: Chikod 22 Sep 2017, 10:29
abes777
QUOTE
დარჩა ცოტა კომპანია რას ნიშნავს? რამდენიდან რამდენმა შეწყვიტა მიღება? მარაგები შეივსეს რას ნიშნავს? რამდენი დარჩათ მისაღები. საერთოდ წინასწარ გაანგარიშებულია?
რიცხვებია საჭირო, ისე აზრი არ აქვს.

ეს კაცი რას გულისხმობს არ ვიცი მარა მდგომარეობა შემდეგია.
ბევრმა კომპანიამ მიიღო ის აუცილებელი რაოდენობა რაც მისთვის იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ახლა მეტს მიიღებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ფასი იქნება მიმზიდველი.

მიღების შეწყვეტა არ ნიშნავს რომ ქარხანა აღარ მიიღებს. ნებისმიერი ქარხანა რაღაც პერიოდით უნდა გაჩერდეს, წარმოება მოითხოვს ამას. მადუღრები შეივსო და საჭიროა ღვინის მოხსნა და გადაღება, წითელის ჭაჭის გამოპრესვა. ამ დროს ყურძენს ვერ ჩაიბარებ. დრო კიდევ მევენახეზე არ მუშაობს, იმ კვირის შუა რიცხვებიდან ამინდები ფუჭდება და შეიძლება მთლად გაოხრდეს ყურძენი.

წინასწარ კონკრეტული გაანგარიშება არ ხდება. კომპანიები აწვდიან ზოგად ინფორმაციას თავიაანთ მოთხოვნებზე ღვინის ეროვნულ სააგენტოს რთვლამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე. მარა ეს არის უბრალოდ ციფრები. არანაირად არ ნიშნავს რომ ეს ასე იქნება.


Posted by: dvt333 22 Sep 2017, 15:24
giiogiio
2014ში 28 30 სექტემებერი იქნებოდა არაერთ ქარხანას დავუკავშირდით და 1.4 იყო წინა დღეებში 1.8 1.7 , მაგის მერე თუ აიწია ნაღდად არ ვიცი. 23 სექტემბერს თელავში ჩავაბარე 2.05ად . მანამდე ესე 10 სექტემბრამდე მთავაზობდნენ 2.2ს მოგცემთ გრადუსი არც გვაინტერესებსო მარა მოვიცადე 2.5 ზე ლაპარაკობდნენ და მაგიტო.


abes777
QUOTE
ბევრმა კომპანიამ მიიღო ის აუცილებელი რაოდენობა რაც მისთვის იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ახლა მეტს მიიღებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ფასი იქნება მიმზიდველი.

აი ზუსტად ჩამაყალიბა Chikodმა რისი თქმაც მინდოდა

Posted by: dvt333 22 Sep 2017, 15:30
Votren
კი ეგეც შეილება.

იყიდეთ ბიჭებო მალევე დამიჯერეთ თორე მერე ვეღარ იყიდით მაგ ფასში, ეხლა შეილება 80-90 ადგილზე კარგი ყურძენი იშოვო, ერთი კვირის მერე ნახეთ როგორი ბუმი წავა რქაწითელზე და ფასსაც ნახავთ

Posted by: abes777 22 Sep 2017, 16:39
QUOTE (dvt333 @ 22 Sep 2017, 15:24 )
giiogiio
2014ში 28 30 სექტემებერი იქნებოდა არაერთ ქარხანას დავუკავშირდით და 1.4 იყო წინა დღეებში 1.8 1.7 , მაგის მერე თუ აიწია ნაღდად არ ვიცი. 23 სექტემბერს თელავში ჩავაბარე 2.05ად . მანამდე ესე 10 სექტემბრამდე მთავაზობდნენ 2.2ს მოგცემთ გრადუსი არც გვაინტერესებსო მარა მოვიცადე 2.5 ზე ლაპარაკობდნენ და მაგიტო.


abes777
QUOTE
ბევრმა კომპანიამ მიიღო ის აუცილებელი რაოდენობა რაც მისთვის იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ახლა მეტს მიიღებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ფასი იქნება მიმზიდველი.

აი ზუსტად ჩამაყალიბა Chikodმა რისი თქმაც მინდოდა

ცოფრების გარეშე უაზრობაა საუბარი. რით მტკიცდება რომ მიიღეს "სასიცოცხლო რაოდენობა". რადგან ფასი დაწიეს? კონტრარგუმენტი. არა, დავიბარე ქარხნები და გავაფრთხილე ამაზე მეტად არაცინ მიიღოს. რატომ მიჯერებენ? ბობოლა ვარ. არის კიდევ ათასი კონტრმაგალით. როცა რაოდენკბაზე ვსაუბრობთ, საჭიროა ციფრები.

Posted by: gia1970 22 Sep 2017, 17:39
QUOTE
ბევრმა კომპანიამ მიიღო ის აუცილებელი რაოდენობა რაც მისთვის იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

რომ ვერ მიიღონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რაოდენობა რა მოუვათ? გაკოტრდებიან?

Posted by: zaxara27 22 Sep 2017, 19:24
dvt333

ერთი კვირის მერე შემოვა საგარეჯოს ყურძენი და ბუმი რატომ იქნება?

Posted by: Chikod 22 Sep 2017, 21:11
abes777
QUOTE
ცოფრების გარეშე უაზრობაა საუბარი. რით მტკიცდება რომ მიიღეს "სასიცოცხლო რაოდენობა". რადგან ფასი დაწიეს? კონტრარგუმენტი. არა, დავიბარე ქარხნები და გავაფრთხილე ამაზე მეტად არაცინ მიიღოს. რატომ მიჯერებენ? ბობოლა ვარ. არის კიდევ ათასი კონტრმაგალით. როცა რაოდენკბაზე ვსაუბრობთ, საჭიროა ციფრები.

ბირჟაზე გაგონილს არ ვწერ. ერთ ერთი კომპანიიდან ვარ და ვიცი რა და როგორ. ყველა კომპანიის მდგომარეობას ვერ დავაკონეტარებ მარა ბევრი კომპანია ამ მდგომარეობაშია.

QUOTE
რომ ვერ მიიღონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რაოდენობა რა მოუვათ? გაკოტრდებიან?

შეიძლება არ გაკოტრდეს მარა შეიძლება კლიენტები და კონტრაქტები დაკარგონ თუ ვერ დააკმაყოფილებენ დაგეგმილ შეკვეთებს.


Posted by: bizonikluchi 22 Sep 2017, 22:00
zigmundi32
dvt333
zaxara27


ამ კვირას მივდივარ გურჯაანში,უნდა ჩამოვატანინო ძმაკაცს და ფასებს მოგახსენებთ. მე თვითონ ნუკრიანიდან ვარ,ერთ კვირაში დაიწყება რთველი ჩემთან. ძმაკაცებს ბევრსააქვთ ვენახები,რეკომენდაციასაც გაგიწევდით და ჩამოტანაშიც დაგეხმარებოდით მაგრამ ეგ ისეთი თემაა,შენი თვალით უნდა ნახო და შენით შეაფასო.ჩემ სიტყვაზე რო კარგია ბიჭებოთქო,ვერ წამოგიღებთ



და როდესაც თბილისში და კახეთში ერთი და იგივე ფასად იღებ,იცოდე რომ წონაში ბევრს გატყუებენ,ხარისხს რომ თავი დავანებოთ. მოსავალს რაც შეეხება,წვიმები არ არის,ყურძენის წონა კლებაში მიდის და ფასსაც დაეტყობა

Posted by: kaxaberski66 23 Sep 2017, 00:55
bizonikluchi
მიწაწყალო, ჩვენთან წინა მხარში უკვე მათრობელა მაჭარია.
QUOTE
მე თვითონ ნუკრიანიდან ვარ,ერთ კვირაში დაიწყება რთველი ჩემთან.


Posted by: bizonikluchi 23 Sep 2017, 01:43
kaxaberski66


რავი ჩემი რო ვნახე,ჯერ არ იყო დასაკრეფი,ისე სულ ეგრე ვკრიფავ ხოლმე,ოქტომბრის დასაწყისში

Posted by: dvt333 23 Sep 2017, 17:04
abes777
მე არ მითქვამს რომ გინდა თუ არა ასეა და ისეო მე უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი რატო მოხდა ასე და არავისგან ამისთვის ნებართვა არ მჭირდება რა უნდა დავწერო და ვტქვა.

Posted by: dvt333 23 Sep 2017, 17:08
zaxara27
საგარეჯოშო დიდი არაფერი რაოდენობა არაა, თან რაღა ერთ კვირაში კრიფავს უკვ ხალხი

Posted by: abes777 23 Sep 2017, 17:12
dvt333
ყველა ჩვენს აზრს გამოვთქვამთ რომ ამ საუბარში სიმართლემდე და ლოგიკურამდე მივიდეთ. საწყენი არაფერი დამიწერია მარა რამე თუ გეწყინა ბოდიში. ეს თემა საჩხუბად და საწყენინებლად არაა. სამსჯელოდ, ერთმანეთისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად და რჩევებისთვისაა.
Chikod
ვამბობთ რომ მარაგები შეივსო და აღარ უნდათ ყურძენი. ამავდროულად ფხვნილები და მაიმუნობენი შემოდის, ღვინოს აკეთებენ და იყიდება, ანუ მოთხოვნა მეტია ვიდრე ყურძენი დააკმაყოფილებს. თუ იმდენი მიიღეს რომ კმარა, მაშინ რიღასთვის შემოდის ფხვნიკები და როგორღა იყიდება. მე უფრო მგონია, ფასები შეთანხმებულია და ჩვენს ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას ან რაიმე მსგავსს ამ ეტაოზე მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულ სფეროში.


დღევანდელი ფასებიც თუ იცით, დაპოსტეთ.

Posted by: donkosta 23 Sep 2017, 19:49
1.1 -ად ვიყიდე ადგილზე მოტანილი კარგი კარდენახის რქაწითელი, ფასების დრო არ მქონდა და ვენდე, მართლა 80-ად არის ბაზარზე?

და საფერავი რა ღირს?

Posted by: Chikod 23 Sep 2017, 21:56
abes777
QUOTE
ვამბობთ რომ მარაგები შეივსო და აღარ უნდათ ყურძენი. ამავდროულად ფხვნილები და მაიმუნობენი შემოდის, ღვინოს აკეთებენ და იყიდება, ანუ მოთხოვნა მეტია ვიდრე ყურძენი დააკმაყოფილებს. თუ იმდენი მიიღეს რომ კმარა, მაშინ რიღასთვის შემოდის ფხვნიკები და როგორღა იყიდება. მე უფრო მგონია, ფასები შეთანხმებულია და ჩვენს ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას ან რაიმე მსგავსს ამ ეტაოზე მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულ სფეროში.

მე დავწერე რომ მარაგები შეივსო? ან ის დავწერე რომ ყურძენი აღარ უნდათ?
ზოგადად შენთან ამ თემაზე უკვე მერამდენე წელია ვკამათობ. შენ ყურძენი გაქვს და ამდენი წელია შენსას აწვები.
ფასები შეთანხმებულია, ფხვნილები, ყურძენი არაა საკმარისი, ესა ისა. ამდენი წლის განმავლობაში რაიმეთი დაადასტურე შენი აზრი?
მე წინა წლების თემებში ბევრჯერ გავეცი ამას პასუხი და მაგრად მეზარება კიდევ წერა.

Posted by: abes777 23 Sep 2017, 22:27
Chikod
ფხვნილებზე დავასაბუთე როდესაც წვდომა მქონდა და დავდე კონკრეტული კომპანიის მიერ შემოტანილი ფხვნილების შესახებ ინფორმაცია რს.ჯიდან.
ჩემი აზრი ფასების შეთანხმების შესახებ რიცხვებით ვერ დადასტირდება, მაგრამ როდესაც რაოდენიბაზეა საუბარი, ეს შეიძლება რიცხვებით გამყარდეს.

Posted by: Chikod 23 Sep 2017, 23:13
abes777
QUOTE
მაგრამ როდესაც რაოდენიბაზეა საუბარი, ეს შეიძლება რიცხვებით გამყარდეს.

აბა რიცხვები.

QUOTE
ფხვნილებზე დავასაბუთე როდესაც წვდომა მქონდა და დავდე კონკრეტული კომპანიის მიერ შემოტანილი ფხვნილების შესახებ ინფორმაცია რს.ჯიდან.

არ მინახია ეგ ინფორმაცია. შეგიძლია კიდევ დადო?

თუ რიმელიმე ღვინის კომპანია შემოიტანს მაგას rs.ge -დან როგორ ნახავ მაგას? მარა არის კომპანიები (მაღაზიები) ვისაც შემოაქვს და rs.ge არ ჭირდება მაგას. მიხვალ მაღაზიაში და ალაგია.
მარა ვინ ყიდულობს მაგას ეგ საკითხავია. მე თავს ვერ დავდებ რომ ზოგიერთი კომპანიები არ გოთვერნობენ მარა ამას მასიური სახე არ აქვს. ცნობილი და დიდი კომპანიები ამას არ აკეთებენ. შეგიძლია შენ თვითონ შეარჩიო და წაიღო ლაბორატორიაში.

მარა თუ გინდა ერთად წავიდეთ სადმე სოფელში, მივადგეთ უბრალოდ კითხვით უცნობ გლეხს. თან მას ვისაც ვენახიც აქვს. წავიღოთ ლაბორატორიაში და შევამოწმოთ.

Posted by: giiogiio 24 Sep 2017, 09:49
Chikod
QUOTE
შენ ყურძენი გაქვს და ამდენი წელია შენსას აწვები.

ყველამ კარგად ვიცით რაცაა ყურძენი და რა მალფუჭებადიცაა. მისი შენახვა რო ხდებოდეს 3-4 ლარსაც გადაიხდიდნენ.


კარგად იციან როგორი გაჭედილია ამ დროს მევენახე და სინდისიც აღარ აწუხებთ ისე აჭერენ ფეხს smile.gif


რაც არ უნდა ამტკიცოთ ფასების დაგდება კარტერული შეთანხმებით არ ხდებაო ამას ვერავინ დაიჯერებს!!!


სახელმწიფო უდგას გვერდში თორე მარნები ამდენს ვერ გაბედავდნენ.


Chikod
მე და თქვენ პოზიციები რომ გავცვალოთ შემიძლია 20-30 თეთრად ჩაგაბარებინოთ ყურძენი. იმიტომ რო ღვინის კომპანიების მხრიდან ფასების მართვა ძალიან ადვილია ამ ჩაჯმულ ქვეყანაში.



70 თეთრი უნდა ღირდეს რქაწითელი? 5კგ რქაწითელი რო გაყიდო 1 ევრო არ მოგდის

Posted by: Ronnie James Dio 24 Sep 2017, 11:55
ხიხივს და ქისს რა ფასი აქვს წელს ?


______________

Posted by: Votren 24 Sep 2017, 11:57
abes777
QUOTE
დღევანდელი ფასებიც თუ იცით, დაპოსტეთ.


80 თეთრი მომთხოვეს ყვარელში ნაცნობები არიან, 85 მივეცი, თვითონ უნდა დაწურონ და წვენს რომ გადაიღებენ 300 ლიტრას წამოვიყებ.

Posted by: dvt333 24 Sep 2017, 18:16
abes777
არა ძმაო წყენით არ მყენია მარა უაზრობაა ლაპარაკიო რაღაც ვერ მომხვდა კარგად თვალში. მე ყველას აზრს პატივვსცემ საწინააღმდეგოს თუარა არასაწინააღმდეგოს. ფასების თემა და გლეხის გაჭირვება კიდე არავისზე ნაკლებად არ მანაღვლებს. უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი იმასთან დაკავშირებით თუ რატო მოხდა ამ ეტაპზე ფასების ვარდნა. დაჟე იმ კატეგორიაში მოვყევი ზუსტად ვისაც იაფად მოუწევს ჩაბარება, მარა შევეგუე წლებია უკვე. ეს რა არი მიშას დროს საერთოდ ვერ ჩავაბარე კაპიკებსაც არ მაძლევდნენ და 10ტონა სუფთა საფერავი ღვინო მქონდა რომელსაც საბოლოოდ არყად გამოხდა და აქაიაქა კაპიკებში გადაყრა მოუწია. მე მახსოვს ოქრუაშვილინაირი არაკაცები როგორ გვემუქრებოდნენ პერედაჩებზე მოგიწევთ მაგ ფულის გადაყრა რაც აიღეთო და ასე შემდეგ. სუ სხვაგან წავედი მარა იმის თქმა მინდა რო ეს ბოლო წლები კიდე არაუშავს თორე გლეხს რო პატრონი არ ყავ ეგ ისედაც კი კარგად ვიცი

Posted by: BekaM 24 Sep 2017, 20:55
რქაწითელი გაქვთ გასიყიდი ვინმეს? ცოტა მინდა 300-350კილო და რა ფასში გაქვთ მომწერეთ პმ

Posted by: ჯუან 25 Sep 2017, 03:07
ოკმის ჩინური მაქვს გასაყიდი
ძალიან მაგარი მოსავალია
შხამებით და მაიმუნობებით არ მაქვს შეწამლული არც ყურძე ი და არც ბალახი

თუ ვინმეს სურს კაი ოკმის ჩინებული ანუ ჩინური მომწერეთპმ

Posted by: jadgschloss 25 Sep 2017, 10:16
შაბათს ვიყიდე დიდუბის ბაზარში 300 კილო. 90 თეთრად მომცეს. კარდენახის რქაწითელი. კარგი ტკბილი და წვნიანი ყურძენი გამოდგა. რომ ჩავწურე ბლომად წვენი გამოიღო. ვნახოთ აბა რა ღვინო დადგება. გუშინ მითხრეს რომ ადგილზეც აიწია ფასმა და მომისწრია ყიდვა :დ

Posted by: dvt333 25 Sep 2017, 13:19
jadgschloss
კარგ ფასად გიყიდია. მე მაქვს ძალიან მაგარი ყურძენი ადგილზე ლარს მაძლევენ მარა არ ვყიდი

Posted by: ჯუან 25 Sep 2017, 13:41
კაი ოკმის ჩინური მაქვს თუ ვინმეს უნდა ყიდვა პმ მომწეროს

Posted by: jadgschloss 25 Sep 2017, 14:24
dvt333
QUOTE
კარგ ფასად გიყიდია. მე მაქვს ძალიან მაგარი ყურძენი ადგილზე ლარს მაძლევენ მარა არ ვყიდი


ასე ერთ დღეში რა მოხდა რომ ასე აიწია ფასმა?

Posted by: giiogiio 25 Sep 2017, 14:41
jadgschloss
რთველიც რამდენიმე დღე გრძელდება.
უნდა ითქვას რო მარტო საგარეჯოს რაიონი და გურჯაანის რამდენიმე სოფელია დარჩენილი

Posted by: bizonikluchi 25 Sep 2017, 14:49
გურჯაანიდან წამოვიღეთ გუშინ,ადგილზე 80 თეთრში დაგვიკრიფეს,საშუალო ყურძენი იყო,მაგრამ ურწყავი.მანდ სარწყავებია და რწყავენ და წონა ემატება ყურძენს. ეს ურწყავი იყო,შაქრიქნობაც კარგი ქონდა


Posted by: jadgschloss 25 Sep 2017, 15:59
bizonikluchi
QUOTE
გურჯაანიდან წამოვიღეთ გუშინ,ადგილზე 80 თეთრში დაგვიკრიფეს,საშუალო ყურძენი იყო,მაგრამ ურწყავი.მანდ სარწყავებია და რწყავენ და წონა ემატება ყურძენს. ეს ურწყავი იყო,შაქრიქნობაც კარგი ქონდა


ვეღარ გავიგე, ზოგი ამბობს საგარეჯოს რამდენიმე სოფელი დარჩა მარტო დასაკრეფიო, ლარზე ნაკლებად არ არისო. აგერ კაცმა 80ად იყიდა biggrin.gif
რა ხდება ბოლობოლო?

Posted by: bizonikluchi 25 Sep 2017, 17:10
jadgschloss


მეთვითონ ჩამოვიტანე გუშინ გურჯაანიდან,სიმართლე გითხრა მე არ მომეწონა ყურძენი და 80 თეთრიც მაგიტომ მივეცით. აგერ ხალხმა დაწერა სიღნაღის რაიონში,ნუკრიანში დაიკრიფა უკვეო,მე რო დავრეკე ერთი 5 კაცთან,ჯერ არ ვკრიფავთო,ერთმა მითხრა მარტო დავკრიფეო,მეც ნუკრიანში მაქვს და ჯერ არ დამიკრეფია

Posted by: giiogiio 25 Sep 2017, 17:11
jadgschloss
QUOTE
ვეღარ გავიგე, ზოგი ამბობს საგარეჯოს რამდენიმე სოფელი დარჩა მარტო დასაკრეფიო

საგარეჯოს რაიონი და გურჯაანის რამდენიმე სოფელი smile.gif



bizonikluchi
QUOTE
მანდ სარწყავებია და რწყავენ და წონა ემატება ყურძენს. ეს ურწყავი იყო,შაქრიქნობაც კარგი ქონდა

ურწყავი ყურძენი ამ გვალვაში არამგონია იმაზე ტკბილი იყოს ვიდრე მორწყული.

Posted by: dvt333 25 Sep 2017, 17:50
jadgschloss
თითქმის ერთი კვირაა რაც მაგ ფასს მაძლევენ თან საკმაოდ დიდი რაოდენობაა. უბრალოდ ძალიან მაგარი ყურძენია. სხვაგან მართლა ვერ ვიტყვი რა ხდება მარა ჩემ გარშემო მაგაზე ნაკლებად კარგ ყურძენს არავინ ყიდის

Posted by: jadgschloss 25 Sep 2017, 17:59
dvt333

სარისკო არაა შენახვა? რომ თქვი ჯერ არ ვყიდიო, თუ დასაკრეფია და იცდით? დანაკარგი არ გექნებათ?

Posted by: bizonikluchi 25 Sep 2017, 21:42
giiogiio


ერთიც ვნახე და მეორეც და მე ურწყავი უფრო მომეწონა სიტკბოთი. ვიდით მორწყული ჯობდა,სიტკბო ქონდა მაგრამ მწვანე იყო გარედან და ისეთი არ იყო როგორიც ურწყავი
* * *
dvt333
რას აპირებ რა ფასამდე უნდა შეინახო?


აწი კლებაში არ მიდის წონა? ანუ შეიძლება ძვირი გადაიხადონ მაგრამ წონა ნაკლები იყოს,არა?

Posted by: dvt333 25 Sep 2017, 22:48
jadgschloss
bizonikluchi
ზოგადად სარისკოა მარა კარგი ყურძენი მაქ და მთავარი საფრთხე დალპობისა სანამ ამინდები არ აირევა არ არსებობს. წონაში კლებას რაც შეეხება საფერავისგან განსხვავ ებით ბევრად ამტანია.
საფერავის ჩასაბარებელი ფასითუ აინტერესებს ვინმეს 1.4

Posted by: giiogiio 25 Sep 2017, 22:50
bizonikluchi
არ ვიცი თქვენ რა ნახეთ, მაგრამ ყურძენი სიტკბოს იღებს ფოთლიდან. ამ პერიოდში კი ფოთოლი მხოლოდ მოვლილ ვენახებს აქვს smile.gif ამასთანავე სჭირდება წყალიც რო ყურძენი სრულყოფილი იყოს smile.gif

მოუვლელ ვენახებს სცვივა ფოთოლი და მერე ყურძენი წითლდება. ან ზოგი აცლის ფოთოლს რო გაწითლდეს

თბილისელი ხალხი უყურებს დაწითლებულ ყურძენს და ჰგონიათ ძალიან წითელი თუა ტკბილია.


მე განახებ ფოთოლში დამალულ მწვანე მტევანს რომელსაც შაქრიანობა ექნება საკმაოდ მაღალი

Posted by: abes777 25 Sep 2017, 23:52
Chikod
ახლა ვერ დავდებ რადგან აღარ მაქვს წვდომა.

გლეხს რათ უნდა ფხვნილი, ეგ ვაჭრის საქმეა.




საფერავი 1.5ზეა უკვე. სადმე მეტად იცით?

Posted by: dvt333 26 Sep 2017, 12:08
გუშინ 1.55 მომცეს საფერავში არა და 1.4 ზე იყო ლაპარაკი

Posted by: abes777 26 Sep 2017, 13:57
dvt333
სად. ქარხნის ნომერი და მისამართი მითხარი რა.
(ერთ წერტილში ვაბარებ მე ყოველთვის მარა ფასი უნდა დავუსახელო ეს ამდენად იღებსთქო და კონტაქტი რო მქონდეს რო ტყუილი არ გამომივიდეს ჩაბარების წინ)

Posted by: ჯუან 26 Sep 2017, 21:38
ბიჭებო ჩინურს არცერთი ქარხანა არ იბარებს?

Posted by: maverick16 27 Sep 2017, 11:42
giiogiio
QUOTE
თბილისელი ხალხი უყურებს დაწითლებულ ყურძენს და ჰგონიათ ძალიან წითელი თუა ტკბილია.

ისე წითელი და მჟავე ჯერ არ მინახავს

Posted by: zaxara27 27 Sep 2017, 12:08
0.9 არის ყურძენი და ალბათ არც მოიმატებს ფასი...

Posted by: Votren 27 Sep 2017, 14:16
ჯუან
QUOTE
ბიჭებო ჩინურს არცერთი ქარხანა არ იბარებს?


სადაა ჩასაბარებელი, ისე ცოტა მოდის

Posted by: abes777 27 Sep 2017, 15:50
[color=red][/color]zaxara27
ყურძენი 0.7იც არის და 5იც. გააჩნია რომელი.




ახალი ხო არაფერია საფერავისა და რქაწითელის ჩასაბარებელ ფასზე? საფერავი 1.55. რქაწითელი 0.75.

Posted by: zaxara27 27 Sep 2017, 16:20
abes777


რქაწითელზე მაქვს საუბარი უფროსო!

Posted by: jadgschloss 27 Sep 2017, 16:45
zaxara27

სად არის მაგ ფასად? ადგილზე?

Posted by: zaxara27 27 Sep 2017, 16:51
jadgschloss


არაა, სამტრედიაში ვიყიდე გუშინ მაგ ფასად!

Posted by: dvt333 27 Sep 2017, 19:33
abes777
ლილოში TWC-ს ჩავაბარე ნომერი თითონ ქარხნის არ მაქ

Posted by: abes777 27 Sep 2017, 19:34
dvt333
იმედია აიწევს კიდევ .

Posted by: zigmundi32 27 Sep 2017, 21:11
25-ში ვიყიდე თბილისში ადგილზე ტიბაანის რქაწითელი ერთ ლარად, ყურძენი იყო ქარვის ფერი,
საღი და უტკბილესი, გამოსავლიანობა ცოტა ნაკლები უჩანს თუმცა ბომბა გამოვა ეჭვი მაქვს))

Posted by: abes777 27 Sep 2017, 23:15
1.7ია ეხლა საფერავი. დამამზადებლებს მიაქვთ 8 თეთრი. სავარაუდოდ ნაწილს ისევ ქარხანას უბრუნებენ და ფასზე თამაშობენ თუ რა ფენომენია ეს დამამზადებელი კომპანიის პოზიციიდან?

Posted by: dvt333 28 Sep 2017, 19:19
abes777
მართლა საინტერესო ფენომენია და მარტო საქართველოში თუ მოხდება მსგავსი, ქარხანაზე ყურძნის მისატანად ვიღაც რატო უნდა დამჭირდეს რომელიც წილში ჩამიჯდება როცა მე თითონ შემიძლია მიტანა

Posted by: jadgschloss 28 Sep 2017, 22:16
https://www.facebook.com/OnlyInGeorgiaa/videos/479138799138517/?hc_ref=ARRkabPgs4v2A3db5u-Ae_jMm2NEraJ3fc_6CxarKz1XQwZ82XMWqu7ZidDDsQEX4Y4

წლევანდელი ვიდეოა და რა ახდება? 60 ად გადის კაცო? აბა ადგილზე ლარიო?

Posted by: abes777 29 Sep 2017, 00:15
jadgschloss
საფერავი დღეს 1.75 იყო. რქაწითელზე 75 იძახდნენ მარა მე ვერ ვიტყვი ვერაფერს, რქაწითელ იარ ჩამიბარებია ჯერ.

Posted by: jadgschloss 29 Sep 2017, 10:09
abes777
QUOTE
რქაწითელზე 75 იძახდნენ მარა მე ვერ ვიტყვი ვერაფერს, რქაწითელ იარ ჩამიბარებია ჯერ.


ვიდეოში ამბობენ 70 იძახდნენ მაგრამ 60 გადაიხადეს საქმე-საქმეზე რომ მიდგაო.
60 თვითღირებულებააო.
ისე ვაჟკაცურად, აქ ვინც ხართ მევენახეები, რა ჯდება რქაწითელი? თვითღირებულება რამდენია?

Posted by: levani169 29 Sep 2017, 10:55
jadgschloss
QUOTE

ისე ვაჟკაცურად, აქ ვინც ხართ მევენახეები, რა ჯდება რქაწითელი? თვითღირებულება რამდენია?

დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენს მოისხამს და რა აგროტექნიკურ ოპერაციებს ჩაუტარებ.
ერთი რიგი საშუალოდ 60-100 ლარამდე,იაფიანი შხამ ქიმიკატებიტ შეწამვლის შემთხვევაში.
ამ ერთ მწკრივში შეიძლება 600 კილოც მოიკრიფოს და 50-იც.

Posted by: jadgschloss 29 Sep 2017, 11:06
levani169

საშუალოდ რამდენი მწკრივი იკრიფება ერთ მწკრივში?

Posted by: N1kusha 29 Sep 2017, 11:08
QUOTE
გუშინ 1.55 მომცეს საფერავში არა და 1.4 ზე იყო ლაპარაკი

მე 2.5 ლარად უნდა ვიყიდო ნაღდი ხაშმის საფერავი. საშუალოდ 1 ლარი ღირს რქაწითელი.
სავარაუდოდ სადღაც 400 ლიტრს დავწურავ (150 შავი და 350 თეთრი). 200 ლიტრიც შარშანდელი მაქვს დარჩენილი და კი მეყოფა შემდეგ შემოდგომამდე.

Posted by: abes777 29 Sep 2017, 11:33
QUOTE (jadgschloss @ 29 Sep 2017, 10:09 )
abes777
QUOTE
რქაწითელზე 75 იძახდნენ მარა მე ვერ ვიტყვი ვერაფერს, რქაწითელ იარ ჩამიბარებია ჯერ.


ვიდეოში ამბობენ 70 იძახდნენ მაგრამ 60 გადაიხადეს საქმე-საქმეზე რომ მიდგაო.
60 თვითღირებულებააო.
ისე ვაჟკაცურად, აქ ვინც ხართ მევენახეები, რა ჯდება რქაწითელი? თვითღირებულება რამდენია?

დამოკიდებულია მოსავალზე. კგზე ვერ დათვლო სანამ მოსავლის რაოდენობას არ ნახავ, რომელიც ყველა წელს სხვადასხვაა. 1ჰა რქაწითელის მოვლა საშუალოდ 4000მიჯდება. წელს გააჩნია, 5000იც. ამას დამატებული რემონტიც უნდა ხოლმე. ტრაქტორსაც ცვეთადი დეტალები აქვს. + მისვლა-მოსვლაშიც საკმაო ხარჯი მიდის. სარის ცვლა და ასე შემდეგ, რაც ყოველწლიური ხარჯის გარდა ცალკე გასაწევია. 1ჰაზე 12 ტონა მოდის საშუალოდ. (სეტყვამ თუ გააფუჭა ნახევარსაც ვერ აიღებ, ჭრაქი, ნაცარი, ჩიტი ცალკე გიზიანებს, შეიძლება 12 ტონა მოიწიოს მარა ნახევარი შეგრჩეს) არის ხალხი 25საც კრეფს მარა ადგილსაც გააჩნია.

Posted by: dvt333 29 Sep 2017, 13:40
jadgschloss
არა ძმაო ხალხი შეცდომაში შეგყავ არაა ეგ წლევანდელი ვიდეო, 2 წლის წინანდელია და მერე მთელი ამბები იყო მაგ კაცის საქციელზე. 70ია ყველაზე დაბალი ხარისხის ყურძენი. 80ს იხდიან ქარხნები კარგში თან გაძვირებაზეა ლაპარაკი, მე არ ვამბობ რო 80 90ში ყურძენს ვერ იშოვი მარა 1ლარად რამდენიმე ტონის შეკვეთა მაქ უკვე ადგილზე
* * *
http://rtveli2017.gov.ge/statistic აგერ ძმაო შედით და ნახეთ 43000 ტონა ყურძენია ჩაბარებული რქაწითელი ძირითადი თითქმის უკვე დაკრეფილია და შეადარეთ მანდვე წინა წლების რაოდენობა რო წერია რამხელა სხვაობაა. მეტი მეტი 15000 ტონა ჩაბარდეს კიდე რაც თითქმის გამორიცხულია.

N1kusha
ხაშმის საფერავზე ისეთი ამბებია შეილება მაგ ფასშიც გაგიჭირდეს კარგი ყურძნის შოვნა.


ვენახის ხარჯებს რაც შეეხება გარდა იმისა რო აშენებ და 3 წელია მარტო ახარჯებ და ვერაფერს იღებ, ყოველწლიურად საკმაოდ დიდი ხარჯი აქ რომელიც შეილბა ერთმა სეტყვამ სუ წყალს გაატანოს, ასევე ყინვამ, ჭრაქი და ნაცარი ხო ცალკე თემაა კიდე და სხვა უამრავი რამ. თუ ყველაფერი კარგდ წავიდა რაც იშვიათად ხდება თან თუ შენ თითონ უვლი ძირითადად გყავ ტრაქტორი მანქანა და ასე შემდეგ შეილება 20 თეთრიც არ დაგიჯდეს კილო. საფერავს მეტი ხარჯი აქ. მარა შენი მუშაობა რო მიათვალო ტრაქტორის მუშაობა საბაზრო ფასში მანქანას რო ანგრევ და კიდევ ბევრი სხვა რამ ეს ფასი მინიმუმ ორმაგდება. თუ გაფუჭდა ხო კიდე ემატება და ემატება. თან ვარიანტი არაა რო რომელიღაცა წელს რაღაცამ არ დაგიზიანოს. ასე რო თქვენ გადაწყვითეთ ახლა რამდენად მომგებიანი საქმეა და თვითღირებულების დათვლაც თქვენთვის მომინდია

Posted by: levani169 29 Sep 2017, 13:58
jadgschloss
QUOTE

საშუალოდ რამდენი მწკრივი იკრიფება ერთ მწკრივში?

ალბათ კილოგრამი იგულისხმე და აი წლევანდელს გეტყვი 200-250 კილო დაიკრიფა კარგ ვენახზე სადაც სხვა დროს 500 კილო დაკრეფილა ხოლმე.
მოკლედ კილოგრამი ყურძნის თვითღირებულება შენი დრო და წადი მოდი რომ არ ჩაითვალოს 40-50 თეთრი ჯდება,ეგეც გაშენებული,გაშენების და ამორტიზაციის ხარჯი რომ არ მიათვალო.

Posted by: jadgschloss 29 Sep 2017, 14:10
dvt333
QUOTE
მაში შეგყავ არაა ეგ წლევანდელი ვიდეო, 2 წლის წინანდელია დ


წინა წლებში სუბსიდიების ამბავში 80 თეთრს ხო იჭერდნენ მინიმალურ ფასს. და 60 ად სად იყო? მე წლევანდელი მეგონა იმიტომ რომ 70 ში ხო დაიწყო თვიდან ჩაბარებები.

levani169
QUOTE
დაც სხვა დროს 500 კილო დაკრეფილა ხოლმე.
მოკლედ კილოგრამი ყურძნის თვითღირებულება შენი დრო და წადი მოდი რომ არ ჩაითვალოს 40-50 თეთრი ჯდება,ეგეც გა


მოკლედ, დიდი საწვალებელი ბიზნესი ყოფილა,რა.
ერთადერთი ღვინოს თუ დააყენებ და ბოთლში ჩამოასხამ და მერე გაყიდი, ეგ ღირს.

Posted by: levani169 29 Sep 2017, 15:47
jadgschloss
QUOTE

ერთადერთი ღვინოს თუ დააყენებ და ბოთლში ჩამოასხამ და მერე გაყიდი, ეგ ღირს.

საშუალო ტევადობის (50 ტონიანი ჭურჭლით) მარანი 50 000$ ჯდება სულ მცირე და ჩამოსასხმელი ხაზი სხვაა.
გვერდითი ბიზნესი შეიძლება იყოს,ჰობის დონეზე,როდესაც დალაგებული გაქვს ცხოვრება უკვე და შენი თავისთვის გცალია.

Posted by: dvt333 29 Sep 2017, 16:41
jadgschloss
არა 80 თეთრს სუ ვერ იჭერდნენ, მარა 2012 წლიდან 2015ს თუ არ ჩავთვლით რომლის ვიდეოც გქონდა 80ზე მერყეობდა.

წვალებას რაც შეეხება მართლა ძაან რთული საქმეა, 2 შემთხვევაშია კიდე მეტ ნაკლებად გამართლებული 1თუ შენი მამა პაპაც აკთებდა იგივე საქმეს და გაშენებული ვენახი გაქ ასევე რაღაც გამოცდილებაც, 2 როცა დიდ ფული გაქ და შენითვე ჩამოასხავ და გასაღების ბაზარსაც იპოვი

Posted by: abes777 29 Sep 2017, 16:45
QUOTE (levani169 @ 29 Sep 2017, 15:47 )
jadgschloss
QUOTE

ერთადერთი ღვინოს თუ დააყენებ და ბოთლში ჩამოასხამ და მერე გაყიდი, ეგ ღირს.

საშუალო ტევადობის (50 ტონიანი ჭურჭლით) მარანი 50 000$ ჯდება სულ მცირე და ჩამოსასხმელი ხაზი სხვაა.
გვერდითი ბიზნესი შეიძლება იყოს,ჰობის დონეზე,როდესაც დალაგებული გაქვს ცხოვრება უკვე და შენი თავისთვის გცალია.

მარანის 50კში რა შედის?
მინი ჩამოსასხმელი "ქარხანა" აპარატურას ვგულისხმობ, ამაზეც ხომ არ გაქვს რამე ინფო?

Posted by: levani169 29 Sep 2017, 17:19
abes777
QUOTE

მარანის 50კში რა შედის?

როგორც ქვევრები ასევე მოთუთიებული უჟანგავი ლითონის რეზერვუარები თავისი საქაჩი სისტემით,რა თქმა უნდა აშენება კეთილმოწყობაც.
QUOTE
მინი ჩამოსასხმელი "ქარხანა" აპარატურას ვგულისხმობ, ამაზეც ხომ არ გაქვს რამე ინფო?

არა მარა არც ეს იქნება იაფი სიამოვნება.

Posted by: dvt333 29 Sep 2017, 18:20
ჩამოსხმით ჩამოასხავ არაა პრობლემა, ჩემი მეზობელი შლანგით ასხავს და ისე ბეჭდავს მარა გასაღებაა სერიოზული პრობლემა

Posted by: zaxara27 30 Sep 2017, 12:57
dvt333


საგარეჯო დაიწყო? წესით ამ კვირის ბოლოს უნდა დასრულდეს რთველი, არა?

Posted by: dvt333 30 Sep 2017, 18:00
zaxara27
კიი კიი დაიწყო, და ამ კვირის ბოლოს ძირითადი დამთავრდება კახეთის მაშტაბით, რამდენადაც ვხვდები ბევრი ისედაც არაფერია დასაკრეფი თორე დღეს ნორმალური ამინდია მარა ოფიციალური სტატისტიკით ძალიან ცტა ყურძენია ჩაბარებული. სავარაუდოდ წელს ბოლო წლების ერთერთი ყვეელაზე მცირე რაოდენობა რქაწითელი დაიკრიფება, საფერავი კი პირიქით ბლომად გამოდის.
აეხლა წავა მაღლა თეთრზე ფასი

Posted by: zaxara27 30 Sep 2017, 18:39
dvt333

ძალიან მეეჭვება ფასმა მოიმატოს. ვისაც სურდა დაწურვა უკვე დაწურა. დასავლეთში წელს ციცქა ცოლიკაურის კარგი მოსავალია, ასე რომ დასავლეთიდან მოთხოვნა დიდი არ იქნება რქაწითელზე

Posted by: zigmundi32 30 Sep 2017, 18:44
zaxara27
გაძვირებულა, ჩემ ახლობელს ვკითხე დღეს 1,20ში უყიდია რქაწითელი თბილისში
როცა მე იგივე ხარისხის ერთ ლარად ავიღე 5 დღის წინ.

Posted by: abes777 30 Sep 2017, 20:52
ქარხანაში დღეს საფერავი 2 ლარი.
რქაწითელი 90 თეთრი.

Posted by: zaxara27 30 Sep 2017, 20:57
abes777


სად ეს? საგარეჯოში თუ გურჯაანში?

Posted by: dvt333 30 Sep 2017, 22:38
zaxara27
მოიატებს კი არა ძაან მოიმატებს როგორც ვატყობ
* * *
abes777
რაო აბა ეხლაც ფიქრობ რო ფასს სპეციალურად იჭერს ვინმე?

Posted by: abes777 30 Sep 2017, 22:48
zaxara27
გურჯაანის ქარხანაში.
dvt333
ამაზე ნუ ვიდავებთ. იდეალური ეკონომიკური ცოდნა და + სხვა ფაქტების ცოდნა გვჭირდება, რომ იდეალურ და ზუსტ პასუხამდე მივიდეთ. მე ეკონომისტი არ ვარ, აზრი გამოვთქვი.

Posted by: OPSS 1 Oct 2017, 01:54
საფერავი რამდენზე ავა დაახლოებით?

Posted by: zaxara27 1 Oct 2017, 10:21
უკვე აცივდა, შესაბამისად მოთხოვნილებაც შემცირდა ყურძენზე... ძალიან მეეჭვება ფასი გაიზარდოს

3 დღე წვიმებია კახეთში, ოთხშაბათს გამოიდარებს და ალბათ კვირისთვის რთველიც დასრუდლება არა?

Posted by: abes777 1 Oct 2017, 14:59
zaxara27
მიზეზი? ქარხანა იმდენს ვერ მოახერხებს რო დაადუღოს თუ რა?

Posted by: zaxara27 1 Oct 2017, 15:57
abes777

მე ვამბობ მოსახლებაზე, ვისაც სურდა უკვე იყიდათქო... დასავლეთში ელოდებიან ადგილობრივ ყურძენს... რავი, დაველოდოთ, მაგრამ დიდ გაძვირებას არ ველოდები

Posted by: abes777 1 Oct 2017, 18:43
zaxara27
დღეს საცალოდ ვიღაც 200 კილოს იყიდის თუ არა, ქარხნის ფასზე გავლენას უმნიშვნელოდ მოახდენს.

Posted by: dvt333 1 Oct 2017, 19:01
საფერავი 2.4ო ასეთი ხმები მოდის დღეს

Posted by: abes777 1 Oct 2017, 19:43
dvt333
დღეს აღარ ვიცი, არ ჩამიბარებია.

Posted by: tchumba 1 Oct 2017, 19:47
რა ღირს ციცქას ცოლიკაური იმერეთში ხომ ვერ მეტყვის ვინმე

Posted by: zaxara27 1 Oct 2017, 20:52
tchumba

ჯერ ადრეა, სავარაუდოდ 1.5 ლარი ეღირება

Posted by: Eneas84 1 Oct 2017, 23:25
მოგესალმებით, წლებია უკვე იხსნება თემა ყურძის მოსავალზე.

წელსაც გავკადნიერდები და სრულიად ფორუმს გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის და უნიკალური ჯიშის ყურძენს ჩინებულს(ჩინურს) smile.gif ვენახი მდებარეობს კასპის რაიონ ოკამში, ავტობანის პირას, ძალიან მოსახერხებელ ადგილას.

შარშანაც იყო მსგავსი შინაარსის ტემა აქ პოლიტიკის განყოფილებაში და რამოდენიმე ფორუმელმა შეიძინა ჩვენი მოსავალი.

ამჯერად ხელმისაწვდომი იქნება დაახლოებით 3 ტონა უმაღლესი ხარისხის "ჩინებული"...

ვგეგმავთ მომდევნო უქმეებზე დაკრეფას და ფასი იქნება 1,5 ლარი. გისურვებთ წარმტებას smile.gif

მსურველებს შეუძლიათ ამ მითითებულ ნომერზე დაგვიკავშირდნენ 577 62 33 50

Posted by: ჯუან 2 Oct 2017, 01:52
QUOTE
მოგესალმებით, წლებია უკვე იხსნება თემა ყურძის მოსავალზე.

წელსაც გავკადნიერდები და სრულიად ფორუმს გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის და უნიკალური ჯიშის ყურძენს ჩინებულს(ჩინურს) smile.gif ვენახი მდებარეობს კასპის რაიონ ოკამში, ავტობანის პირას, ძალიან მოსახერხებელ ადგილას.

შარშანაც იყო მსგავსი შინაარსის ტემა აქ პოლიტიკის განყოფილებაში და რამოდენიმე ფორუმელმა შეიძინა ჩვენი მოსავალი.

ამჯერად ხელმისაწვდომი იქნება დაახლოებით 3 ტონა უმაღლესი ხარისხის "ჩინებული"...

ვგეგმავთ მომდევნო უქმეებზე დაკრეფას და ფასი იქნება 1,5 ლარი. გისურვებთ წარმტებას smile.gif

მსურველებს შეუძლიათ ამ მითითებულ ნომერზე დაგვიკავშირდნენ 577 62 33 50


Posted by: Giggity 2 Oct 2017, 06:57
Eneas84

თავკვერი ხომ არ იცით ვინმეს რომ ქონდეს გასაყიდად თქვენსკენ?


Posted by: Chikod 2 Oct 2017, 11:13
dvt333
QUOTE
საფერავი 2.4ო ასეთი ხმები მოდის დღეს

კი, მასეა.

abes777
QUOTE
რქაწითელი 90 თეთრი.

0.90 დან 1 ლარამდე თამაშობს დღეს.

ხო მართლა, ეს იმიტომ მოხდა რომ ქარხნები დავჯექით, შევთანხმდით და ყურძენი გავიძვირეთ.

Posted by: მამაო ენუქი 2 Oct 2017, 11:16
QUOTE
უმაღლესი ხარისხის

QUOTE
ავტობანის პირას,


Posted by: dvt333 2 Oct 2017, 12:16
Chikod
რქაწითელზეც მოდის ხმები კიდე აიწევსო. რაოდენობა ცოტაა და მოთხოვნა მაღალ ხარისხზე დიდიო
* * *
მე რამდენადაც მახსოვს ამ რაოდენობის საფერავი ბოლო 10 12 წლის მანძილზე არ დაკრეფილა.

Posted by: bach_ka 2 Oct 2017, 12:29
2 დღის წინ დიდუბის მეტროს მიმდებარედ შემდეგი ფასები იყო

რქაწითელი 1.0 - 1.20 მდე
ხაშმის საფერავი 2.40 - 2.70 მდე
საფერავი ქიზიყი 1.20 - 1.40 მდე
ჩინური ოკამის, ერთ კაცს ქონდა 1.60 ად
თავკვერი ოღონდ კახეთის 1.0 - 1.10 მდე
წარაფი კახეთი 1.20

80% ბაზრის რქაწითელს ეკავა რა თქმა უნდა smile.gif

Posted by: abes777 2 Oct 2017, 12:56
QUOTE (Chikod @ 2 Oct 2017, 11:13 )
dvt333
QUOTE
საფერავი 2.4ო ასეთი ხმები მოდის დღეს

კი, მასეა.

abes777
QUOTE
რქაწითელი 90 თეთრი.

0.90 დან 1 ლარამდე თამაშობს დღეს.

ხო მართლა, ეს იმიტომ მოხდა რომ ქარხნები დავჯექით, შევთანხმდით და ყურძენი გავიძვირეთ.

უფრო კონკრეტულად კტვ-მ დაიწყო გადახდა და ვინუჟდენში ჩავარდნენ. კტვ-მ რატო დაიწყო? არ გამოუვიდა იაფად ყიდვა იმიტო რო ხალხი აღარ აბარებდა და დაწურვა დაიწყეს.

Posted by: zaxara27 2 Oct 2017, 13:30
ისე, ამხელა მოთხოვნილება თუ არის ყურძენზე და 1 ლარზე მეტი ღირს, სუფსიდიას რაღაში იხდის სახელმწიფო?

Posted by: abes777 2 Oct 2017, 13:34
zaxara27
წარმოიდგინე გაქვს ქარხნები. ამავდროულად ხელისუფლებაში რასაც გინდა იმას იზამ. ხომ გინდა რომ ყურძენი იაფად იყიდო? მოდი სახელნწიფომ დააფინანსოს ქარხნები. გასცემ სუბსიდიას, მეორე მხრივ შენი ქარხნები იღებს ამ სუბსიდიას და გამოგდის პროდუქცია იაფად ნაყიდი. მეტი მოგება გრჩება. ესაა და ეს.

Posted by: Chikod 2 Oct 2017, 14:58
dvt333
QUOTE
რქაწითელზეც მოდის ხმები კიდე აიწევსო. რაოდენობა ცოტაა და მოთხოვნა მაღალ ხარისხზე დიდიო

ძნელი იქნება ჩემი მხრიდან ამის პროგნოზის გაკეთება. არ ვფლობ ამ მომენტში პროგნოზისთვის საკმარის ინფორმაციას.

abes777
QUOTE
უფრო კონკრეტულად კტვ-მ დაიწყო გადახდა და ვინუჟდენში ჩავარდნენ. კტვ-მ რატო დაიწყო? არ გამოუვიდა იაფად ყიდვა იმიტო რო ხალხი აღარ აბარებდა და დაწურვა დაიწყეს.

და რა შუაშია ვინ დაიწყო? თუ იმხელა კომპანია როგორიცაა კტვ არ მონაწილეობს "შეთანხმებაში" მაშინ რაღა შეთანხმებაზეა ლაპარაკი.
თან კტვ-ს არ დაუწყია. სხვებმა მათზე ადრე გადაიხადეს მაღალი ფასები.
მე იმის თქმა მინდა რომ რაღაც შეთანხმებაზე ლაპარაკი არის უბრალოდ ამ საქმეში ჩაუხედავი ადამიანების აზრი, მეტი არაფერი.

Posted by: zaxara27 2 Oct 2017, 15:03
QUOTE (abes777 @ 2 Oct 2017, 13:34 )
zaxara27
წარმოიდგინე გაქვს ქარხნები. ამავდროულად ხელისუფლებაში რასაც გინდა იმას იზამ. ხომ გინდა რომ ყურძენი იაფად იყიდო? მოდი სახელნწიფომ დააფინანსოს ქარხნები. გასცემ სუბსიდიას, მეორე მხრივ შენი ქარხნები იღებს ამ სუბსიდიას და გამოგდის პროდუქცია იაფად ნაყიდი. მეტი მოგება გრჩება. ესაა და ეს.

გავაპროტესტოდ და ვაიძულოთ სახელმწიფო სუფსიდია არ გადუახადოს ქარხნებს, ამით დაიზოგება ჩვენი ფული.

Posted by: abes777 2 Oct 2017, 15:40
Chikod
იმ შუაშია რო კტვ წონიანი ტიპისაა და სხვა არა. მე არ ვამბობ რო შეთანხმებაში არ იმონაწილევებს.
დამამზადებლების თემა აგვიხსენი თუ არ დაგეზარება. გასაგებია, რომ შშესაძლოა მაგით ქარხანა გარკვეულ თანხას უკან იბრუნებდეს. დაუშვათ იხდის 1.50ს. გაძლევს კილოზე 1.35ს. გეუბენბა დამამზადებელს 15 თეთრიო. ამ დამამაზადებელს შესაძლოა იმ15 თეთრიდან 5 თეთრი ისევ ქარხანაში მიქოდნეს და ქარხანა იმცირებდეს ფასს მარა რა აბიზალოვკაა დამამზადებლის? ისედაც ნაკლებს გადაიხდის. კლიენტის საპოვნელად რომ იყოს მხოლოდ, კიბატონო. მარა არც ეგრეა, დამამზადებლის გარეშე ზოგ ქარხანაში ვერ შევიტანე. ჩემით მივედი, ანუ მას არ ვუპოვნივარ მარა მაინც ჩამიკვეხეს შუაში.

Posted by: dvt333 2 Oct 2017, 16:23
bach_ka
ხაშმის საფერავი დიდუბეში არავის ჩამოაქვს დამიჯერე. და არც ის სხვა საფერავი იქნებოდა საფერავი იმიტო რო ორი დღის წინ 2 ლარად იბარებდნენ
* * *
zaxara27
აღარაა მერე სუბსიდია. მარტო სასპირტე თეთრზე გაიცემა დამამზადებლზე Chikodის აზრი იქნება სააინტერესო

Posted by: bach_ka 2 Oct 2017, 20:34
QUOTE
ხაშმის საფერავი დიდუბეში არავის ჩამოაქვს დამიჯერე. და არც ის სხვა საფერავი იქნებოდა საფერავი იმიტო რო ორი დღის წინ 2 ლარად იბარებდნენ


საყიდლად ვიყავი გასული, მართალი ხარ მე არ ვარ იმ დონის ექსპერტი რომ ხაშმის და ჩვეულებრივი საფერავი გავარჩიო, ფასი ორმაგი იყო, მაგრამ რისკია დიდი ამხელა თანხას რომ იხდი, შეიძლება იტყუებოდნენ კიდეც..

სხვა საფერავი რატო არ იქნებოდა ტიბაანის საფერავი ვიყიდე 1.30 ში.. ანუ იმას ამბობ რომ ძაან იაფია და მაგიტო??


საფერავს თავკვერს და მის ძმებს ვანსხვავებ ერთმანეთისგან საბედნიეროდ smile.gif

ჩემი აზრით მაქსიმუმ მიკრო ზონებში იტყუებოდნენ

Posted by: dvt333 2 Oct 2017, 21:48
bach_ka
არა გარეგნულად არც არაფრით განსხვავდება ხაშმისა ჩვეულებრივისგან უბრალოდ ხაშმში რაც არი ადგილზე იყიდება. რაც შეეხება სხვას მე იმის თქმა მინდა რო 1 კვირაზე მეტია 1.3ს ასცდა საფერავი და მანამდეც 2 3 დღეს თუ არ ჩავთვლით მაგაზე მეტად იბარებდნენ ქარხნები და არ მესმის დიდუბეში რატო უნდა ჩამოეტანათ თქო მარა რა თქმა უნდა მაგის მიზეზიც შეილება იყოს თან გარკვეული ჩანხარ იმაში რაზეც ავიღე ეჭვი

Posted by: ჯუან 2 Oct 2017, 22:02
რა გახდა რო ოკმის ჩინური ასე ზნელად იყიდება ტო
თან მოსავალი მაქ მარცვალი არ არის გაფუჭებული
ან სადმე მაინც იბარებდნენ

Posted by: bach_ka 2 Oct 2017, 23:43
QUOTE
მაგაზე მეტად იბარებდნენ ქარხნები და არ მესმის დიდუბეში რატო უნდა ჩამოეტანათ თქო მარა რა თქმა უნდა მაგის მიზეზიც შეილება იყოს


როგორც ვიცი პირველ დღეებში ძაან კაი ფასებით იბარებდნენ ქარხნები მერე რომ მოაწვა რაოდენობა დაიკლო ფასმა, ეხა არ ვიცი რა ფასებია..
მართალი ხარ თუ მეტად იბარებენ ქარხნები რატო უნდა ათრიო თბილისში თითქმის იგივე ფასში ცოტა გასაკვირია, მაგრამ მიზეზი არ ვიცი, შეიძლება დიდი რაოდენობები ვისაც არ აქვს არ იბარებს ქარხანა 1-2 ტონას... მოკლედ არ ვიცი smile.gif

წინა წელს ერთი მაგარი ჯიგარი კახელი ბიჭი შემხვდა მანდ, ახმეტის რაიონიდან ქისი ქონდა დარჩენილი ძაან ცოტა 90 კილო იყო და ვიყიდე სასინჯათ, ნუ ღვინო გამოვიდა სუპერი პროსტა ცოტა smile.gif

უახლოეს ძმაკაცს აქვს მცირე მარანი, ექსპორტზეც გააქვს 12 000 ბოთლზეა სტაბილურად, მოკლედ რომ დაიწყო რთველი ჩავიდა მუკუზანში საფერავზე ნახა ვენახი გასინჯა შაქრიანობა და ყველაფერი მოეწონა..
მარა ვერ შეუთანხმდა ვენახის მეპატრონეს ფასზე, 2 ლარად ეხვეწებოდა, ის კაცი ეუბნებოდა ერთ კვირაში რომ ჩამოხვალ წასაღებად იმ დროს რა ფასიც იქნება იმ ფასში მოგცემო ანუ იმას უფრო მეტი მოლოდინი ქონდა, ის პერიოდი იყო ზემოთ რომ ადიოდა ყოველ დღე ფასი ხოდა ერთი კვირის მერე ჩამოვიდა 1.60 ზე biggrin.gif
დაურეკა რა ვქნათ ბაბუ როგორ მოვრიგდეთო და იმედგაცრუელულმა ბაბუმ 1.80 თუ მომცემ კაი იქნებაო smile.gif ხოდა მორიგდნენ

ამით იმის თქმა მინდა რომ ბევრი ფასის პონტში ქარხნებთან კონფლიქტში იქნებოდა და გაბრაზებული წამოიღებდა თბილიში გასაყიდად, ნუ ვისაც პატარა ვენახი ქონდა სავარაუდოდ...


QUOTE
რა გახდა რო ოკმის ჩინური ასე ზნელად იყიდება ტო
თან მოსავალი მაქ მარცვალი არ არის გაფუჭებული
ან სადმე მაინც იბარებდნენ


ჩინური ბაზარზე ქონდა ერთ კაცს მარტო, 1.60 ად და ვიყიდე 200 კილო, კარგი მოვლილი ჩანდა და შაქრიანობაც კარგი ქონდა 24
რეფრაქტომეტრი წავიღე..

მერე ერთი ტიპი მოვიდა რომ ვყიდულობდი და წამო ოკამში 1.40 მოგცემო, ადგილზე დაგიკრიფავო მარა არ მიღირდა წასვლა, პატარა რაოდენობაზე

Posted by: Votren 3 Oct 2017, 09:28
bach_ka
QUOTE
მაგრამ რისკია დიდი ამხელა თანხას რომ იხდი, შეიძლება იტყუებოდნენ კიდეც..


+1 ხაშმელებისგან ვიცი, რომ ის რაც ბაზარზე იყიდება, არ არის ხაშმის საფერავიო, ბლეფია ეგ ამბავი, ისე როგორც ხაშმის საფერავის განსაკუთრებულობა, ერთი რასაც მეუბნებიან, ნაკლები რაოდენობის შეწამვლა სჭირდება ხაშმშიო, ესეც ან არის მართალი, ან არა

Posted by: abes777 3 Oct 2017, 10:45
dvt333
მორჩი ჩაბარებას? ისევ დაწევენ ესენი, ან მინიმუმ კონსიგნაციაზე დაიწყებენ ჩაბარებას.

Posted by: zaxara27 3 Oct 2017, 10:56
abes777

რას დაწევენ ფასს?

Posted by: Chikod 3 Oct 2017, 11:07
abes777
QUOTE
იმ შუაშია რო კტვ წონიანი ტიპისაა და სხვა არა. მე არ ვამბობ რო შეთანხმებაში არ იმონაწილევებს.

ხოდა მეც მაგას ვიძახი ამდენი ხანია. იმდენი კომპანიაა და ყველას იმდენად განსხვავებული მოთხოვნები და მუშაობის მოდელი აქვთ რომ შეტანხმება პრინციპში გამორიცხულია.
კიდევ ერთხელ დავწერე, 90-იანების ბოლოდან ყოველ წელს ხდებოდა შეთანხმების მცდელობა მარა არც ერთ წელს, არც ერთხელ ამ შეთანხმებას არ უმუშავია.

QUOTE
დამამზადებლების თემა აგვიხსენი თუ არ დაგეზარება. გასაგებია, რომ შშესაძლოა მაგით ქარხანა გარკვეულ თანხას უკან იბრუნებდეს. დაუშვათ იხდის 1.50ს. გაძლევს კილოზე 1.35ს. გეუბენბა დამამზადებელს 15 თეთრიო. ამ დამამაზადებელს შესაძლოა იმ15 თეთრიდან 5 თეთრი ისევ ქარხანაში მიქოდნეს და ქარხანა იმცირებდეს ფასს მარა რა აბიზალოვკაა დამამზადებლის? ისედაც ნაკლებს გადაიხდის. კლიენტის საპოვნელად რომ იყოს მხოლოდ, კიბატონო. მარა არც ეგრეა, დამამზადებლის გარეშე ზოგ ქარხანაში ვერ შევიტანე. ჩემით მივედი, ანუ მას არ ვუპოვნივარ მარა მაინც ჩამიკვეხეს შუაში.

რასაც შენ იძახი თანხის უკან დაბრუნება ხდება, მარა არა მასიურად. ზოგიერთ ქარხანაში.
როგორ, მე ჩემი ქარხნიდან, ჩემი ფული მივცე დამამზადებელს რომ მერე ნაწილი უკან დამიბრუნოს? ლოგიკა სადაა?
ეს ხდება იმ კომპანიებში სადაც ბარდაკია და სადაც ხელმძღვანელობა ვერ აკონტროლებს რა ხდება.
რაც შეეხება დამამზადებლებს. ჩემი კომპანია წლები იბრძოდა ამ კიბოს წინააღმდეგ. 2 წელი საერთოდ ქარხნის ტერიტორიაზე სალაპარაკოდაც არ შემოვუშვით არც ერთი დამამზადებელი.
მარა არის მეორე მხარეც. როდესაც იზრდება კომპანიის მოთხოვნა ყურძნის რაოდენობაზე სხვანაირად ძალიან რთულდება.
წარმოიდგინე, დავუშვათ მე უნდა ჩავიბარო 1000 ტონა საფერავი. მე უნდა გავუშვა ხალხი (თანამშრომელი) ადგილებზე, ნახონ, შეათანხმონ, შეამოწმონ და მოიტანონ ყურძენი. ჩემთან ასე კარებთან რომ მოგადგება ყურძენი არ ვიბარებთ, ყველაფერი წინასწარ დაგეგმილია. ხოდა უნდა ელაპარაკო 1000 კაცს ცალ ცალკე. ახლა მოდის ტიპი ვინც მეუბნება რომ მე მოგიტან 300 ტონას. მე რა თქმა უნდა მირჩევია ველაპარაკო ერთ ადამიანს და ამ ერთ ადამიანთან დავგეგმო ყველაფერი ვიდრე 100 სხვადასხვა ადამიანთან.
ჩვენთან ყველა დამამზადებელი არც მოდის. იციან რომ თუ რამე ნამაიმუნარია არ მივიღებ. წელსაც მანქანებიც გავაბრუნეთ და ბუნკერიდანაც ამოვაყრევინეთ ყურძენი.
ამიტომ, თუ მევენახეს დამამზადებელი არ უნდა და არ მოწონს მაშინ რაღაც ფორმით მყიდველს (ქარხანას) უნდა გაუადვილოს მასთან ურთიერთობაც და საქმის დაგეგმვაც.

Posted by: N1kusha 3 Oct 2017, 11:48
dvt333
QUOTE
ხაშმის საფერავზე ისეთი ამბებია შეილება მაგ ფასშიც გაგიჭირდეს კარგი ყურძნის შოვნა.

კვირას ჩავედი ხაშმში, 2.5 ლარად ვიყიდე. ბევრი არაფერი, სულ 300 კგ ვიყიდე, ჩემი ხელით მოვკრიფე და თან პირველი ვიყავი. საბოლოო ჯამში კარგი ყურძენი გამოვიდა, დღეიდან დაიწყებს ალბათ დუღილს jump.gif

Posted by: dvt333 3 Oct 2017, 12:00
abes777 კიი საფერავი მოვრჩი ცოტა ფასების მხრივ ვერ მოვარტყი თორე. ისე მემგონი აღარ უნდა იყოს საფერავი ბევრი ეს რაოდენობა ისედაც არ მიუღიათ კაი ხანია
Votren
მართალია რო ნაკლები შეწამვლა ჭირდება 3 4 ყოფნის თუ ძაან უაზრო ამინდება არ წავა
bach_ka
კიი იყო ფასის ვარდნაც და რასაც ამბობ ისიც შეილება და ისიც რო ვიღაცას ფული ჭირდება და ქარხანა ხშიტად მაშინვე არიძლევა.
* * *
N1kusha
კარგ ფასში გიყიდია

Posted by: levani169 3 Oct 2017, 13:41
Chikod
QUOTE
. მე რა თქმა უნდა მირჩევია ველაპარაკო ერთ ადამიანს და ამ ერთ ადამიანთან დავგეგმო ყველაფერი ვიდრე 100 სხვადასხვა ადამიანთან.

რაა დასაგეგმი?არის ყურძენი და არის ღვინის ქარხანა რომელსაც დაწესებული აქვს სტანდარტი თუ რა კონდიციის ყურძენი სჭირდება.მე მევენახემ ვიცი ამ მოთხოვნის შესახებ და მომაქვს პატოსნად რა დროსაც ამოწმებს ქარხანა როგორც ვიზუალით ისევე სიტკბოს მხრივ.აკმაყოფილებს იღებ არ აკმაყოფილებს და არ იღებ სადაა აქ დამამზადებლის საჭიროება?
რამდენი ნაგავი ყურძენიც დამამზადებლებს ქარხნებში შემოუტანიათ იმდენი სიკეთე ჩვენ,დაჟე უწამლიც კი.

გიჟი მიშა,გიჟი მიშაო მარა სიმართლე უნდა ითქვას რომ ამ მხრივ მართლა აქცევდა ყურადღება გლეხს,მის დროს მოისპო ეს საძაგელი "დამამზადებლის" ინსტიტუცია და აგერ ახლა აღორძინებულა ისევ!

Posted by: dvt333 3 Oct 2017, 14:59
levani169
მიშას დროც მევენახეობაც მოისპო მასე სუ ერთ ფასში იბარებდნენ ყურძენს იმასაც ძალით ატენიდა ქარხნებს.10 ჰექტარი და ზემოთ ვისაც ქონდა იმისაა ვაფშე არ იღებდნენ ყურძენი და მოთხოვნა აღარ იყო და დამამზადებელი ვიღას უნდოდა

Posted by: abes777 3 Oct 2017, 15:11
Chikod
ეგრე ერთეული კომპანიაა რო დამამზადებელს იყენებს მომლაპარაკებლად. ბევრგანარის ასე: ქარხანაში მიხვალ, გხვდება გარეთ დამამაზადებელი ყველაზე კარგ შემთხვევაში ან საერთოდაც არ გხვდება, ამრა ფულის ნაწილი მაინც მიაქვს. მე ამ მეორე შემთხვევაში ვერ ვხედავ მათ საჭიროებას თორე ადგილზე რო მოდიოდეს, ნახულობდეს, მეც მეხმარებოდეს ჩაბარებაში, რიგში დგომა არ მიწევდეს და ასე შემდეგ, კიბატონო.
dvt333
ჩემთან წელს უფრო ცოტა იყო ვიდრე შარშან. შარშანდელის ნახევარი იყო.

Posted by: levani169 3 Oct 2017, 16:49
dvt333
QUOTE

მიშას დროც მევენახეობაც მოისპო

გინდა დავიჯერო რომ ეს მსხმოიარე ვენახები სულ 2012 წლის შემდეგაა გაშენებული? biggrin.gif
ფაქტია რომ ძაან დიდი მძ##33ნის ჭამაა ეს დამამზადებლების გაბლატავება.
ჩემი თვალით ნანახს გეტყვით მოდის უბედური გლეხი თავისი ორიტონა ყურძნით ქარხნის კარებთან და დაცვა ეკითხება სად და ვისთან მიდიხარო,გლეხი შეშინებული თვალებით უყურებს და პირობითად ზაზამ გამომიშვა გუგას ყურძენიაო.ეს დაცვა ურეკავს ვიღაც გოჩას,ბატონო გოჩა გუგას ყურძენია იცის და შემოვუშვაო?
ხოდა აი მე გეკითხებით, ამ პროცესში ეს კეთილმოტყუილებული დამამზადებელი ზაზა რატომ ჩაუსვეს და რაში რჩება ის 15 თეთრი გლეხის ნაამაგარიდან?მიშას დროს იმ ზაზასაც,გუგასაც და გოჩასაც დედას #####უილებდნენ და რო უტყუილებდნენ იმიტომ ჭყიპინებდნენ კიდევაც საჯიშე ბიჭები ვართ ცოტა გამაიღეთ მტკივნეულიაო.

Posted by: dvt333 3 Oct 2017, 17:11
abes777
ჩემთანაც ცოტა იყო მარა ოფიციალურად 48000 ტონაა ჩაბარებული და ამდენი კაი ხანია არ ჩაბარებულაlevani169
levani169
თითქმის განახევრდა მიშას დროს ვენახები. ვისაცა ქონდა ისიც აღარ უვლიდა ისე როგორც მანამდე ახლის გაშენებაზე ხო ზედმეტი იყო ლაპარაკი. ბოლო საარჩევნო წელს დაადეს ლარი მანამდე 75 და უფრო მანამდე მაგასაც არ იხდიდნენ. მოთხოვნა აღარ იყო ფასი არ ქონდა და დამამზადებელი ვიღას უნდოდა. არანაირად არ ვარ მომხრე რო გლეხს წილში უჯდება ვიღაც მარა მაშინ საჭიროებაც არანაირად არ არსებობდა. ცალსახაა ეხლაც მოდიფიკაციაა დამამზადებლის საჭირო.ისე ყავ ზოგ კომპანიას ხალხი რომელიც ამზადევს ყურძენს მარა გლეხს არ უჯდება წილში კომპანია უხდის. თუმცა არაა რა დიდი მნიშვნელობა მაინც გლეხს აწვება ხარჯი პირდაპირ თუ ირიბად
* * *
ისე 2012 ის მერე ბლომად ჩაიყარა ვენახები ვაზის შოვნაც ჭირდა ერთი პერიოდი

Posted by: levani169 3 Oct 2017, 18:02
dvt333
შარშან საფერავი 85 თეთრი რომ ღირდა სინამდვილეში (სუბსიდიის გარეშე) 70 ეგეც არ დაივიწყო თუ მევენახეობის მკვლელობაზეა საუბარი!

Posted by: dvt333 3 Oct 2017, 18:51
levani169
ძაან კარგად მახსოვს რაც ღირდა შარშან საფერავი მარა იბარებდნენ მაინც და მიშას დროს ეგეც პრობლემა იყო. ერთ წელს მითხრეს 45 თეთრი და იმასაც გაზაფხულზე მოგცემთო

Posted by: abes777 3 Oct 2017, 19:24
dvt333
მალე ეხლაც ეგრე გეტყვიან, მერე მოგცემთო.

Posted by: dvt333 3 Oct 2017, 21:48
აბეს777
მადლობა კეთილი სურვილებისთვის facepalm.gif მეტყვიან და მითხრან აღარც მაქ დიდი იმედები მაგ საქმეში კაი ხანია. უბრალოდ სიმართლეა ის რომ ბოლო 5 წელიწადი მევენახეობის მხრივ წინა 9ზე გაცილებით უკეთესია.

Posted by: abes777 3 Oct 2017, 21:56
dvt333
ყველას ეგრე გვეტყვიანთქო უნდა დამეწერა biggrin.gif მეც არ დამიმთავრებია ჯერ. მე არ ვთვლი რომ ეხლა უკეთესია რადგან:
ღვინის რეკლამირება ხდებოდა წინა პერიოდში. ქვეყნის რეკლამირებაც. რეალურად მსოფლიომ 2013მდე გაგვიცნო. რომ არა ასე, დღეს რასაც ვყიდით იმასაც ვერ გავყიდდით. რაც შეეხება ფასებს. ინფლაციისა და დოლარის კურსის გათვალისწინებით რეალური ფასები იგივეა, ნომინალური განსხვავდება მარა რა ხეირი.


პოლიტიკურობას ნუ მიაწერთ, მაგარი აპოლიტიკური ვარ.

Posted by: Chikod 3 Oct 2017, 22:05
levani169
QUOTE
რაა დასაგეგმი?არის ყურძენი და არის ღვინის ქარხანა რომელსაც დაწესებული აქვს სტანდარტი თუ რა კონდიციის ყურძენი სჭირდება.მე მევენახემ ვიცი ამ მოთხოვნის შესახებ და მომაქვს პატოსნად რა დროსაც ამოწმებს ქარხანა როგორც ვიზუალით ისევე სიტკბოს მხრივ.აკმაყოფილებს იღებ არ აკმაყოფილებს და არ იღებ სადაა აქ დამამზადებლის საჭიროება?

მაგას იმიტომ იძახი რომ არ იცი წარმოების სპეციფიკა.
მე მაგალითად შემიძლია დღეში გადავამუშავო დაახლოებით 100 ტონა. რთველის დროს მე მჭირდება რომ ჩემი დღიური წარმოების რესურსი იყოს დატვირთული ბოლომდე, რომ არ მოცდეს. ამასთან ერთად უფრო მეტს ვერ და არ მივიღებ.
ამას ჭირდება დაგეგმვა. თავისით რომ მომადგება კაცი დაკრეფილი ყურძნით, რომც მომეწონოს 99% ვერ მივიღებ. მაშინ ვიღაც შეთანხმებული უნდა გავუშვა.
QUOTE
რამდენი ნაგავი ყურძენიც დამამზადებლებს ქარხნებში შემოუტანიათ იმდენი სიკეთე ჩვენ,დაჟე უწამლიც კი.

კი, ზოგგან ეგეც ხდება. კომპანიას გააჩნია.
dvt333
QUOTE
მიშას დროც მევენახეობაც მოისპო მასე სუ ერთ ფასში იბარებდნენ ყურძენს იმასაც ძალით ატენიდა ქარხნებს.10 ჰექტარი და ზემოთ ვისაც ქონდა იმისაა ვაფშე არ იღებდნენ ყურძენი და მოთხოვნა აღარ იყო და დამამზადებელი ვიღას უნდოდა

"ფაშისტებს" ეძახდნენ ვისაც 10 ჰექტარზე მეტი ქონდა.
abes777
QUOTE
ეგრე ერთეული კომპანიაა რო დამამზადებელს იყენებს მომლაპარაკებლად. ბევრგანარის ასე: ქარხანაში მიხვალ, გხვდება გარეთ დამამაზადებელი ყველაზე კარგ შემთხვევაში ან საერთოდაც არ გხვდება, ამრა ფულის ნაწილი მაინც მიაქვს. მე ამ მეორე შემთხვევაში ვერ ვხედავ მათ საჭიროებას თორე ადგილზე რო მოდიოდეს, ნახულობდეს, მეც მეხმარებოდეს ჩაბარებაში, რიგში დგომა არ მიწევდეს და ასე შემდეგ, კიბატონო.

ჩათლახები და გოთვერნები ყველგან და ყველა საქმეში არსებობენ.
levani169
QUOTE
ჩემი თვალით ნანახს გეტყვით მოდის უბედური გლეხი თავისი ორიტონა ყურძნით ქარხნის კარებთან და დაცვა ეკითხება სად და ვისთან მიდიხარო,გლეხი შეშინებული თვალებით უყურებს და პირობითად ზაზამ გამომიშვა გუგას ყურძენიაო.ეს დაცვა ურეკავს ვიღაც გოჩას,ბატონო გოჩა გუგას ყურძენია იცის და შემოვუშვაო?
ხოდა აი მე გეკითხებით, ამ პროცესში ეს კეთილმოტყუილებული დამამზადებელი ზაზა რატომ ჩაუსვეს და რაში რჩება ის 15 თეთრი გლეხის ნაამაგარიდან?

ზუსტად იმიტომ რაც ზემოთ დავწერე. გაიგეთ, ვერ ერთი კომპანია ვერ გაქაჩავს რომ ამდეგ გლეხს ყველას სათითაოდ თვითონ შეუთანხმდეს. ის ვიღაც პირობითად ზაზა აკეთებს ამას და შუამავლის ანაზრაურებას იღებს.
შეიკრიბოს დავუშვათ ერთი სოფლის 20 გლეხი რომ გამოუვიდეთ დავუშვათ 50 ტონა. გაუშვან ამ 20 კაციდან ერთ ერთი ქარხანასთან დასალაპარაკებლად და ნახავ როგორი ბედნიერები იქნებიან ქარხანაში.

Posted by: abes777 3 Oct 2017, 23:40
Chikod
ახლა შენ ისეთებს წერ, არ გამიკვირდება, შენი ქარხანა მანქანა-დანადგარის წარმადობის რეიშიოსაც ითვლიდეს და მერე ამ მონაცემს იყენებდეს. წარმოების სპეციფიკა, მოდელირება და მსგავსი რამეები კი არა, უმეტესგან კალკულატორზე ვერ ამრავლებენ.
მესმის რასაც წერ, ასეც უნდა იყოს, მარა საქართველოა. შენთან თუ რამე სწორად ხდება, არ ნიშნავს რომ სხვაგანაც ასეა.

Posted by: dvt333 4 Oct 2017, 11:21
abes777
კაი როგორაა ის ფასები და ეს იგივე. არ იბარებდნენ მეთქი ხშირად ვაფშე. რაასაც იღბარებდნენ ძალით აღებინებდა ქარხნებს ხალხი რო არ აეჯანყებინა . ქარხანაც უკმაყოფილო იყო და გლეხიც. მეც სრულიად აპოლიტიკური ვარ მარა სიმართლეა რო ამ სფეროში საქმე გამოსწორდა. თავისუფალი ბაზრის პრინციპები რო მოქმედებს კი დადასტურდა. საექსპორტო ქვეყნების რიცხვიც იზრდება. ჩინეთის ბაზარზე ბოლო 2 წელიწადში აშკარა პროგრესია. მარა სამწუხარო ერთი აშკარა რეალობაა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ფაქტორი რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ღვინის ბიზნესში.

Posted by: zaxara27 4 Oct 2017, 12:26
dvt333


მანავში 80 თეთრად დააზანიატა მეგობარმა რქაწითელი....

Posted by: dvt333 4 Oct 2017, 12:52
zaxara27
არ ვიცი ძმაო რა გითხრა ქარხნები 2 3 დღის წინ იბარებდნენ 90ად ლარზეც მოვიდა ხმები ყურძენიც ცოტაღაა და ვისაც რა უნდა იმ ფასად გაყიდოს

Posted by: zaxara27 4 Oct 2017, 12:54
dvt333


არ არის ეტყობა მოთხოვნილება დიდი, თორემ 80 თეთრად ამ დროს ყურენი ნამდვილად არაა ძვირი.

ხვალ უნდა დაკრიფოს ახლობელმა. პატრონს უთქვამს 2-3 დღეში თუ არ დაიკრიფა ყურძენი საგარეჯოშიო, ლპობას დაიწყებსო....

Posted by: jadgschloss 4 Oct 2017, 13:25
zaxara27

რქაწითელია ნამდვილად? :დ

Posted by: dvt333 4 Oct 2017, 13:42
zaxara27
რას ლაპარაკობ ძმაო რა მოთხოვნა არ არი 30 ტონა მაქ და ერთი100 ტონის კლიენტი მყავ. პლიუს ქარხნები რომლებსაც არ მიუღიათ საკმარისი რაოდენობა. თუ დამპალია 80 რატო არა. ანაც შენარევი მარა არაა ეგ რეალური ფასი

Posted by: zaxara27 4 Oct 2017, 14:19
jadgschloss
dvt333


ხვალ უნდა დაკრიფოს და რომ დაკრიფავს დავპოსტავ. ძალიან კარგად გამოიყურება ყურძენიო, დღეს უნახია... მანავის მწვანე 1.30 და რქაწითელი 0.8 ლარი, აი ასეთ ფასსზე შეითანხმდა მეპატრონეს...

რამდენ ლარიანი კლიენტები გყავს შენ? რას გაძლევენ 1 კგ-ში? წავალ ვიყიდი მისგან 80 თეთრად და მივცემ შენს კლიენტებს biggrin.gif

Posted by: dvt333 4 Oct 2017, 16:31
zaxara27
ლარი და ზემოთ. შენ მაღალი ხარისხის ყურძენი იშოვე და დაგაკავშირებ თუ მართლა გინდა

Posted by: zaxara27 4 Oct 2017, 16:36
dvt333

1 ლარად 25 ტონიან კლიენტს მონახავ? თუ დამაკავშირებ 5 თეთრს 1 კგ-ზე გადაგიხდი smile.gif

Posted by: abes777 4 Oct 2017, 16:45
dvt333
ადგილზე მოვა და თავისი მანქანებით წაიღებს თუ მე უნდა მიუტანო. ქარხანაა და დღეში დიდ რაოდენობას წაიღებს თუ კერძო პირია?

Posted by: dvt333 4 Oct 2017, 17:00
abes777
კერძო პირები, და ტრანსპორტირებაზე უნდა შეთანხმდეთ. აი რაოდენობაა პრობლემა ზოგს რამდენი უნდა ზოგს რამდენი დასაწურად.
zaxara27
მაგ რაოდენობაზე ერთიანი კლიენტი რო მყავდეს მეც კი ვიშოვიდი სხვა ყურძენს. ზოგს 500 უნდა ზოგს 800 ზოგს ტონა 2 ტონა და ასე.

Posted by: zaxara27 4 Oct 2017, 17:46
dvt333


მოუყაროთ მერე თავი ერთად მაგ ხალხს და გამოვა 25 ტონა

Posted by: dvt333 4 Oct 2017, 19:08
zaxara27
არაა ეგ იოლი საქმე მარა შეილება. ეხლა მთავარია წვიმამ გადაიღოს. არი ვაჭრის ვარიანტიც ოღონდ ხარისხია საბაზრედ მაღალი საჭირო და 2 3 დღის მერე გაზიდავს 4-5 ტონას დღეში

Posted by: zaxara27 5 Oct 2017, 11:19
ამინდის გამო ყურძენი ცუდ დღეში არისო საგარეჯოშიო... თუ ასე გაგრძელდა ლპობა გარდაუვალი იქნებაო...

Posted by: dvt333 5 Oct 2017, 12:58
zaxara27
თუ აქამდე კარგადაა შენახული არაფერიც არ დალპება, მარა თუ აქამდე ქონდა ცოტ ცოტა შეპარული ანაც ბევრ ბევრი იმას დედა ეტირება. სავარაუდოდ შენი მეგობარიც ლპობა დაწყებულ ყურძენს ყიდულობს

Posted by: maverick16 5 Oct 2017, 13:29
ჩემი ყურძენი არაფერი ცუდ დღეში არაა მანავში, წინა კვირას 2 ტონა წაიღეს 95ში და თვითონ დაკრიფეს, 5 თეთრი დაკრეფაა მოკლედ მარშუტკები დადიან და ლარს იხდიან თუ დაუკრიფავ და 80 თეთრად რომელი გიჟი ყიდის თან კარგ ყურძენს biggrin.gif ერთი 3 ტონამდე მექნება ალბათ კიდე დასაკრეფი

Posted by: dvt333 5 Oct 2017, 13:38
maverick16
მაგას გავიძახი აქმდენი ხანია რო ლარია ადგილზე კარგი ყურძენი მეთქი და ზოგს გონია რო ვიგონებ. დღეს დაუზუსტებელი ინფორმაციით ქარხნებიც იღებდნენ ლარში.

Posted by: merab222 5 Oct 2017, 20:42
გამარჯობათ. ყურძენი რა ფასად გაქვთ? ტერიტორიულად სად გაქვთ?

Posted by: ჯუან 5 Oct 2017, 22:39
კარგი ოკამის ჩინური მაქვს და ვაპირებ შაბათს მოკრეფვას თუ ვინმეს ენდომება დამირეკო ან პმ მომწეროს

577623350

Posted by: abes777 5 Oct 2017, 23:29
რაღამდენჯერ გთხოვოთ რო ყიდვა-გაყიდვის თემა არაა?
მეთვითონ მაქვს გასაყიფი ათეულობით ტონა მარა უნახავს ვინმეს აქ დამეპოსტოს ვყიდითქო?
ან მოდერი სადაა??

Posted by: zaxara27 6 Oct 2017, 07:46
არ მომეწონა ის ყურძენი,რაც მეგობარმა ჩამოიტანა...

მოკლედ მანავში ასეთი ფასები არისო.

რქაწითელი: 1.4 ლარი
მწვანე: 2 ლარი
საფერავი: 2.5 ლარი

Posted by: kaxaberski66 6 Oct 2017, 08:48
zaxara27
შენ გეცინებოდა ჩემს პოსტებზე.
კარგი ყურძენი თუ გიდნდა, სექტემბრის დასაწყისში უნდა იყიდო. თან ყველაზე იაფია მაშინ.
ღვინო დადუღებას ასწრებს რომ თბილა და საუკეთესო გამოდის.

Posted by: dvt333 6 Oct 2017, 09:06
zaxara27
ეხლა მაინც დარწმუნდი მე მაგდენსაც არ მოველოდი მარა აურტყია უკვე. აბა იშოვი ლარად 25 ტონა მაღალ ხარისხს?

Posted by: zaxara27 6 Oct 2017, 09:41
რა მიკვირს იცი? თუ სტატისტიკურად ასეა, მაშინ რატომ არ ყიდულობს ხალხი სექტემბრის დასაწყისში? გაძვირებას ელოდებიან? რატომ არის მოთხოვნა იმ პერიოდში, როცა ძვირდება ყურძენი?

Posted by: jadgschloss 6 Oct 2017, 09:54
zaxara27
QUOTE
რა მიკვირს იცი? თუ სტატისტიკურად ასეა, მაშინ რატომ არ ყიდულობს ხალხი სექტემბრის დასაწყისში? გაძვირებას ელოდებიან? რატომ არის მოთხოვნა იმ პერიოდში, როცა ძვირდება ყურძენი?


მე შარშან მივქარე, პირველად დავწურე ყურძენი, გაურკვეველი ვიყავი ყველაფერში.
მეგონა რომ ოქტომბერში უფრო ტკბილი და მწიფე იქნებოდა და ველოდებოდი სანამ 1.5 არ გახდა კგ ფასი.

Posted by: abes777 6 Oct 2017, 12:34
1.03 (ლარი და სამი თეთრი) რქაწითელი ქარხნებში. მეტად იცით სადმე?

Posted by: dvt333 6 Oct 2017, 13:27
ათასჯერ დავწერე ვისაც გინდათ იყიდეთ დროზე თქო თორე გაძვირდება და აჰა

Posted by: giiogiio 7 Oct 2017, 15:25
user posted image

Chikod
QUOTE
მე მაგალითად შემიძლია დღეში გადავამუშავო დაახლოებით 100 ტონა. რთველის დროს მე მჭირდება რომ ჩემი დღიური წარმოების რესურსი იყოს დატვირთული ბოლომდე, რომ არ მოცდეს. ამასთან ერთად უფრო მეტს ვერ და არ მივიღებ.
ამას ჭირდება დაგეგმვა. თავისით რომ მომადგება კაცი დაკრეფილი ყურძნით, რომც მომეწონოს 99% ვერ მივიღებ. მაშინ ვიღაც შეთანხმებული უნდა გავუშვა.


გასაგებია თქვენი მიდგომა, მაგრამ სჯობს თქვენ გყავდეთ თანამშრომელი და იმან მიხედოს მაგ საქმეს ვიდრე ვიღაც ბირჟავიკი მუქთახორა "დამამზადებელი" აჩვენებდეს თქვენს სახეს


zaxara27
გადავხედე ყველა თქვენს პოსტს და ეს მხოლოდ მყიდველის სურვილებია.




user posted image




რქაწითელზე მოთხოვნა ძალიან დიდია და რაოდენობა ცოტა. ფასი რა თქმა უნდა წავა ზევით

Posted by: urekhi 7 Oct 2017, 22:19
გაუმარჯოს
წელს პირველად ვაყენებ ღვინოს უკვე 1 ჯვირა რააც ბალონში გადავიტანე და დღეს შევხედე დუღილი გაჩერებული აქვს როგორც მასწავლეს დუღილის დროს თავი არ უნდა დავახურო გავსინჯე და ღვინის გემო არ აქვს რა ცოტა მჟავეა აკლია სიტკბო და თან არც გრადუსი აქვსრა ვქნა ?

Posted by: dvt333 7 Oct 2017, 22:26
urekhi
ჭაჭაზე აღარ გაქ ანუ? სავარაუდოდ ვერ დაიდუღა ჭაჭაზე კარგად. რამდენი დღე გქონდა გაჩერებული და დაახლოებით რა ტემპერატურაზე?

Posted by: zaxara27 7 Oct 2017, 22:29
giiogiio

ღვინო უკვე დავწურე, ასე რომ მკიდია ყველა პოზიცია... ვამბობ იმას, რასაც ვიგებ...

Posted by: urekhi 7 Oct 2017, 22:42
dvt333
ჭაჭამ ძირში დაიწყო დაწევა და გადავიღე ბალონებში შემდეგ მტლე მოიდო ძირში და გააჩერა დუღილი დაიწმინდა და ეხლა შეუმჩნევლად დუღს მაგრამ მემჟავება მაინც როგორ მოვიქცე?

Posted by: dvt333 7 Oct 2017, 22:48
urekhi
მალ მალე იღებდი რაც ჭაჭა გამოაცალე? საფერავზეა ხო ლაპარაკი

Posted by: urekhi 7 Oct 2017, 22:59
dvt333
არა აჭარაში ვცხოვრობ და ჭეიშვილს ეძახიან აქ შევიკავე თავი წელს ყურძნის ყიდვისგან სანამ გამოცდილებას არ მივიღებ ბალონში გადავცალე კასრიდან და შემდეგ აღარ გადამიღია მტლე ეხლაც აქვს ძირში

Posted by: dvt333 7 Oct 2017, 23:05
urekhi
საერთოდ როცა ვრ იდუღებს ტკბილი რჩება ხოლმე მაგ შემთხვევაში და თუ მჟავეა თან ჭაჭაც დაბლა იყო გადაღებისას მაშინ საკმარისად დაუდუღია. სიმჟავე შეილება ბუნებრივი იყოს, ახალ გადაღებულ ღვინოს ზოგადად მალევე უნდა ხოლმე გადაღება ბევრ ლექს იკეთებს და არა სასიამოვნო გემო აქ შეილება დაცხარდეს კიდეც. სიმართლე გითხრა არ ვიცი რა ყურძენზე ლეპარაკობ

Posted by: urekhi 7 Oct 2017, 23:45
dvt333
მადლობა ესე დაწვრილებით რო ამიხსენი
დასავლეთში მინახავს ეს ჯიში საღვინედ ცნობილი არ არის მაგრამ ვნახოთ რა გამოვა

Posted by: dvt333 8 Oct 2017, 00:05
urekhi
არაფერს რა მადლობა. ყურძენი მჟავე იყო?

Posted by: urekhi 8 Oct 2017, 00:10
dvt333
არა წვენიც ტკბილი იყო სანამ დუღილს დაიწყებდა

Posted by: zaxara27 8 Oct 2017, 11:43
სამშაბათიდან 10 დღე წვიმები იქნება კახეთში. ყურძნის გამყიდველებო, გაითვალისწინეთ ეს... 10 დღის შემდეგ უბრალოდ შეიძლება გაწყალდეს ყურძენი
* * *
რა სიწყნარეა? მორჩა რთველი თუ ფულებს ითვლით smile.gif?

Posted by: dvt333 9 Oct 2017, 11:11
ლარი და ათი რქაწითელი და მანქანა პლიუს. უკეთესი ვარიანტი თუ იცით ვინმემ გთხოვთ დაწერეთ
* * *
zaxara27
ნეტა სადა ნახე რო ათი დღე წვიმებია?! შენ გვასწავლე ეხლა ყურძენს რა მოუვა და რა არა

Posted by: zaxara27 9 Oct 2017, 12:03
dvt333

იაჰუუ ვეაზერზე იხილეთ პატივცემულო.

მოკლედ, 1.1 ლარად რომ გლეხი ჩააბარებს ყურძენს და 35 თეთრი ჩემი ჯიბიდან მიდის, მაგრად ტეხავს....

Posted by: abes777 9 Oct 2017, 12:27
zaxara27
35 შენი ჯიბიდან გლეხთან არ მიდის. ქარხანასთან მიდის.
გამოვალ და ვიტყვი რატომ მიდის ჩემი ფული სზვისი ჯანმრთელობის უზრუნველყოფაზე, კეთილდღეობაზე და ასე შემდეგ smile.gif
dvt333
მეტი დღეისთვის არ ვიცი. რომელი ქარხანაა 1.1იანი დღეს?
1.03იანი იყო კტვ.

Posted by: dvt333 9 Oct 2017, 14:41
zaxara27
კაცურად არ გინდა ეგ ლაპარაკი, ჯერ ეს ერთი არაა მასე და მეორე რომც იყოს სუბსიდია მაგ შემთხვევაშიც არასწორია რასაც ამბობ, რაღა შენი ჯიბიდან მიდის მასე ქარხნები არ იხდიან გადასახადს? გლეხი არ იხდის? წამლებიდან და საწვავიდან რამდენი მიდის ბიუჯეტში? ეგრე ათასი სირობა ფინანსდება სახწლმწიფოდან და რაღა მაინც ყუტძენზე ლაპარაკობთ.

Posted by: zaxara27 9 Oct 2017, 14:54
dvt333


თხილს რატომ არ ვაფინანსებთ მაშინ? ან ციტრუსებს? რავა, მეგრელი ან აჭარელი გლეხი არ იხდის გადასახადებს? მოკლედ, რატომ არის პრიორიტეტული კახელი გლეხი? მე არ მესმის და თუ ვინმეს გესმით ამიხსენით ადამინურ ენაზე

Posted by: abes777 9 Oct 2017, 21:20
zaxara27
იმას იფინანსებს რაც აქვს. თხილი ვის დაუფინანსოს, ხალხს?

Posted by: zaxara27 9 Oct 2017, 22:31
abes777

თხილის დამამზადებელ კომბინატებს, ციტრუსების დამამზადებლებს...

Posted by: abes777 9 Oct 2017, 22:40
zaxara27
მერე რა ხეირი?

Posted by: zaxara27 9 Oct 2017, 23:19
abes777

ხეირი ის იქნება, რომ ახლა 30 თეთრად ვაბარებთ მანდარის მერე ჩავაბარებ 60 თეთრად... ხეირს ვერ ხედავ?



Posted by: abes777 9 Oct 2017, 23:30
zaxara27
ყურძნის დაფინანსებაში დამფინანსებელი ნახულობს ხეირს. ხალხის ხეირზე ზრუნავს ვინმე?
მანდარინს შენ კი ჩააბარებ 60ად და ხეირს შენ ნახავ. დამფინანსებელს რა?

Posted by: vano22 9 Oct 2017, 23:32
zaxara27

ბიჯოოს გამოდი ქუჩაში, გამართე მიტინგი, შემოიკრიბე 5-10 000 მომხრე და ნახავ თუ არ დაგისუფსიდირებენ მაგ შენ თხილს..

აბა გაბედონ და ყურძენი 30 თეთრი გახადონ, ნახევარი კახეთი 2 დღეში გაჩნდება თბილისში და სუ კინწისკვრით ჩამოაგდებენ მთავრობას..



ჩინგიზ ყაენის კარის დარაჯის ძმაკაცმა თქვა თუ ####ი გაქ მოითხოვე და თუ არ გაქ ნუ იწუწუნებო მაააააშშშbiggrin.gif

Posted by: zaxara27 9 Oct 2017, 23:34
abes777


არ მჯერა მე მაგ თეორიების... იგივე მეთოდით შეუძლია დამფინანსებელმა ნახოს ხეირი მანდარინზეც, გამონახოს ექსპორტიორი და ამის საშუელაბით... ეგ თითიდან გამოწავილი რამეა... ოფტოპიკია ახლა ეს აქ...

დღეს რა ღირს რქაწითელი? რა ეღირება ხვალ?


Posted by: abes777 9 Oct 2017, 23:35
zaxara27
1.1. ხვალ კაცმა არ იცის.
არ გჯერა რა, ცოტას იბარებს და კილოზე 35თ არაფერია თუ მკადრებელი არაა? lol.gif

Posted by: zaxara27 9 Oct 2017, 23:39
abes777

არ დაიმალება მასეთი ამბავი და თავს საშაროდ არ გაიხდის არავინ, თორემ ქართველი "მოჩალიჩე" რომ იკადრებს, იმას ფერმის ღორიც კია რ იკრაგებს

Posted by: dvt333 9 Oct 2017, 23:40
zaxara27
იმიტო ფინანსდება რო პერსპექტიულად თვლის სახელმწიფო, ღვინის სამშობლოობაზე გვაქ პრეტენზია, ფაქტია რო ნამდვილად მაღალი ხარისხის ღვინოების წარმოება შეგვიძილია , ჩვენი სავიზიტო ბარათია. აი მანდარინით და თხილით კიდე ნამდვილად არავის გაუცნივართ, და ვერც შევედრებით კონკურენტ მწარმოებლებს. თორე მე არ ვარ წინააღმდეგი რო ეგენიც დააფინანსოს. ისე მე რამდენადაც მახოსვ მანდარინზეც იყო სუფსიდია ხოლმე.
ზოგადად არაერთი სასოფლო სამეურნეო მიმართულება ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან 9 თუ 10 დასახელების მემცენარეობა და იქ ვაზი არაა

Posted by: abes777 9 Oct 2017, 23:41
zaxara27
biggrin.gif შენ გიდნა თქვა, რომ ჩვენს ქვეყანაში არც მიწების მიტაცება ხდება. რაზე გაიხდიან საშაროდ. ვინ შარდება რო?

Posted by: zaxara27 10 Oct 2017, 05:30
dvt333

საქართველოს გარეთ არ გაგიხედია? იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია ან თუნდაც ჩილე ... იცი რამდენი ყურძნის ჯიში აქვთ და რამდენი სახეობის ღვინოს აწარმოებენ? გადამეტებულია, საქართველოს უწოდო ღვინის სამშობლო მსოფლიო მაშტაბით... სსრ-ის მაშტაბით შეიძლება გვქონდეს ეგ პრეტენზია

Posted by: dvt333 10 Oct 2017, 11:54
zaxara27
ძაან კარგად ვიცი ვინ რას აწარმოებს. არაერთხელ იქნა აღიარებული ქართული ღვონო საფრანგეთის და იტალიის შწმდეგ ევროპაში ერთერთი ყველაზეგამორჩეულია

Posted by: levani169 10 Oct 2017, 16:51
ვარკეთილში,სვანების ბაზრობაზე 1.10 ლარი იყო დღეს ყურძენი.

Posted by: zaxara27 10 Oct 2017, 22:26
levani169

ვერაფერი გავიგე უკვე, ეს ყურძენი კახეთიდან არ მოდის? იქ თუ 1.3 არის ვარკეთილში 1.1 ლარად როგორ მოვიდა?

Posted by: grou 10 Oct 2017, 23:34
vano22
QUOTE
ბიჯოოს გამოდი ქუჩაში, გამართე მიტინგი, შემოიკრიბე 5-10 000 მომხრე და ნახავ თუ არ დაგისუფსიდირებენ მაგ შენ თხილს..

აბა გაბედონ და ყურძენი 30 თეთრი გახადონ, ნახევარი კახეთი 2 დღეში გაჩნდება თბილისში და სუ კინწისკვრით ჩამოაგდებენ მთავრობას..



ჩინგიზ ყაენის კარის დარაჯის ძმაკაცმა თქვა თუ ####ი გაქ მოითხოვე და თუ არ გაქ ნუ იწუწუნებო მაააააშშშ

ეგ არასწორი მიდგომაა.
მარტო კახეთს რომ აფინანსებს (ახლა რაჭასაც...) და დანარჩენებს არა, ეგ არის დიდი, დიდი უსამართლობა.
კი ბატონო, შენი გაგებით ეგ დანარჩენები არ ვარგანან მთავრობას რომ ძირს არ აგდებენ მაგ უსამართლობის გამო, მაგრამ ეგენი რომ არ ვარგანან ეგ იმას არ და ვერ გააბათილებს ვერასდროს რომ უსამართლობაა. ეს ფაქტია და გინდა ჩინგიზ ყაენი მოიყვანე მაგალითად და გინდა თოხთამიში.

Posted by: severuss 11 Oct 2017, 08:48
გამარჯობათ.

კახეთში ვენახებს რა ფასები აქვს?

Posted by: Votren 11 Oct 2017, 09:02
zaxara27
QUOTE
ვერაფერი გავიგე უკვე, ეს ყურძენი კახეთიდან არ მოდის?


შაიძლება ბოლნისელი რქაწითელი იყოს

Posted by: levani169 11 Oct 2017, 10:15
QUOTE
კახეთში ვენახებს რა ფასები აქვს?

20 და + ზევით.გააჩნია ვენახს.

Posted by: severuss 11 Oct 2017, 10:48
levani169
20 000ლ ჰა. ?

Posted by: abes777 11 Oct 2017, 16:21
severuss
20000 იაფია. მიწა, სარი, ვაზი, ორმოების ამოჩრა, მავთული და ათასი რამე უნდა.

Posted by: levani169 11 Oct 2017, 16:41
severuss
abes777
ხშირად არ ღირს ყველაფერი ის ფასი რაც თვითღირებულება აქვს.სამწუხარო რეალობაა!

Posted by: severuss 11 Oct 2017, 17:42
abes777
levani169
ვენახი მინდა მაგრამ კაი ვარიანტებზე ჩასაფრებულები არიან. რთული საშოვარია

Posted by: zaxara27 12 Oct 2017, 19:36
0.8 თეთრად იხვეწებოდნენ დღეს რქაწითელს, ოღონდ წაიღეთო...

Posted by: giiogiio 12 Oct 2017, 22:02
zaxara27
Exla movedi marnidan 1.10-ad chavabare rqaciteli. Gushinac ase iyo. Magrad mainteresebs shen vin gexveceba mag pasad? Chamodi kaxetshi unda gachuqo yurdzeni. Amdeni ironiuli postebi ar mogbezrda?

Posted by: zaxara27 12 Oct 2017, 22:24
giiogiio

1.05 არის მარანზე. თუ ახლა ამ თანხას გამოაკლებ მუშის ფულს და მანქანის ფულს, რას მიიღებ? ხოდა, გლეხს ურჩევნია ნაღდ ფულზე გაყიდოს...

აქ ხალხი წინასწარმეტყველებდა, რომ ოქტომბერში ყურძნის ფასი გავიდოდა ასტრალში smile.gif

Posted by: dvt333 12 Oct 2017, 22:59
zaxara27
ლარი და ათად ჩავაბარე ამ რამდენიმე დღის წინ თავის მანქანის გამოგზავნით. დღეს 1.3ად 2.5 ტონა გავყიდე. და მართლა არ ვიცი რისი თქმა გინდა ლარს არ აცდა? ერთი ორი დღე ჩამოხტა 80ზე დღეს ისევ ლარს ზემოთაა. ყველაზე მეტად ის მიკვირს და საწყენია შენგან რო გულით და სულით ნატრობ გლეხმა მაღალ ფასში ვერ გაყიდოს, 2 კაპიკი რჩება ხალხს მთელი წლის შრომაში და ეგეც არ გემეტება. ტეხავს რა პროსტა

Posted by: zaxara27 12 Oct 2017, 23:43
dvt333

ნამდვილად მემეტება. 35 თეთრი ჩემი ჯიბიდან გადახდილი კი მენანება sad.gif...

Posted by: jadgschloss 13 Oct 2017, 10:28
dvt333
QUOTE
მართლა არ ვიცი რისი თქმა გინდა ლარს არ აცდა? ერთი ორი დღე ჩამოხტა 80ზე დღეს ისევ ლარს ზემოთაა. ყველაზე მეტად ის მიკვირს და საწყენია შენგან რო გულით და სულით ნატრობ გლეხმა მაღალ ფასში ვერ გაყიდოს, 2 კაპიკი რჩება ხალხს მთელი წლის შრომაში და ეგეც არ გემეტება. ტეხავს რა პროსტა


მყიდველ-გამყიდველის პოზიციებიდან არის საუბარი და ეგ ამბავია. სხვა არაფერი.
ჩვენ მყიდველებს, რა თქმა უნდა, გვირჩევნია რაც შეიძლება იაფად ვიყიდოთ ყურძენი.
მევენახეს ურჩევნია ძვირად გაყიდოს რომ მაქსიმალურად მეტი დარჩეს მოგება.
ეს ამბავია სხვა არაფერი.

Posted by: dvt333 13 Oct 2017, 23:41
jadgschloss
შენც იყავი მყიდველი მარა ესეთ გართულება არ გქონია ფასებზე.ბერვად უფრო შორს მიდის ვიდრე ჩვეულერბრივი მყიდველი. ისე კიდე 300-400 კილოზე მყიდველებისთვის 20-30 თეთრი არ წყვეეტს იმის მეათედსაც რასაც გლეხისთვის

Posted by: zaxara27 14 Oct 2017, 03:08
dvt333


რას ქვია გლეხი? 300 ტონა ყურძენს რომ მოიწევს ის გლეხია? და ჩემს ფულს რომ ჩაიჯიბავს? გლეხი არის ის ვინც 20 ტონამდე ყურძენს მოიწევს...

Posted by: abes777 14 Oct 2017, 03:49
zaxara27
გლეხობასთან კავშირში არაა მოსავლის რაოდენობა. გლეხია ის, ვისი ძირითადი საქმიანობაც მიწათმოქმედებაა.

Posted by: zaxara27 14 Oct 2017, 10:23
abes777

საიდან ამოიკითხე გლეხის განმარტება smile.gif? იქნებ ჩვენც გაგვანდო smile.gif

Posted by: dvt333 14 Oct 2017, 13:00
zaxara27
საქართველოში 50% მეტი ვენახების სწორედ 20 ტონამდეა. არასერიოზული სუ იმის ძახილი რო შენი ფული მიდის გლეხის ჯიბეში. მასე "ჩემი" ფული იმდენ ჩემთვის მიღებელ რამეში მიდის რო სისულელეა იქნება ამის ფართო სპექტრში განხილვა.

Posted by: zaxara27 14 Oct 2017, 23:28
dvt333


არაა სისულელე, თუ აფინანსებ ყურძენს, უნდა დააფინანსო თხილი, ციტრუსი, დაფნა, და ა.შ.....

Posted by: abes777 15 Oct 2017, 02:25
QUOTE (zaxara27 @ 14 Oct 2017, 10:23 )
abes777

საიდან ამოიკითხე გლეხის განმარტება smile.gif? იქნებ ჩვენც გაგვანდო smile.gif

facepalm.gif








კერძო ქარხნები მალე დაამთავრებენ მიღებას. თუ ვინმეს გაქვთ მოასწარით.

Posted by: giiogiio 16 Oct 2017, 14:41
zaxara27
QUOTE
35 თეთრი ჩემი ჯიბიდან გადახდილი კი მენანება


არაფერი არ მიდის თქვენი ჯიბიდან smile.gif ნეტა მართლა რაშიც გვატყავებენ იმაზე ამოიღოთ ხმა smile.gif


QUOTE
1.05 არის მარანზე. თუ ახლა ამ თანხას გამოაკლებ მუშის ფულს და მანქანის ფულს, რას მიიღებ? ხოდა, გლეხს ურჩევნია ნაღდ ფულზე გაყიდოს...

ისე კლიენტებზე გაყიდვას და ტილაობას მარანზე მიტანა ნამდვილად სჯობს. ფულსაც მაშინვე იხდიან, წონებიც ზუსტად გამოდის.


QUOTE
აქ ხალხი წინასწარმეტყველებდა, რომ ოქტომბერში ყურძნის ფასი გავიდოდა ასტრალში smile.gif


სამაგიეროდ თქვენ იწინასწარმეტყველეთ რო 60 თეთრი იქნებოდა ყურძენი და ზედ დაულპებოდათ წვიმების მერე smile.gif

abes777
გუშინ მოვრჩი მე

Posted by: jadgschloss 16 Oct 2017, 15:24
giiogiio
QUOTE
სამაგიეროდ თქვენ იწინასწარმეტყველეთ რო 60 თეთრი იქნებოდა ყურძენი და ზედ დაულპებოდათ წვიმების მერე 


მე ვფიქრობდი მართლა 60-ს.
მაგრამ შევცდი.
რეალურად 70-80 იყო ადგილზე ძირითადი ფასი.
კი მეტადაც გაიყიდა და ა.შ. მაგრამ 80 იყო,რა.
მე შარშან 1.40 ვიყიდე დავაგვიანე lol.gif

Posted by: zaxara27 16 Oct 2017, 15:31
80 თეთრად იხვეწებიან ახლა რქაწითელს... ოღონდ წაიღეო... ვისაც გსურთ დამდენსაც გინდათ იმდენას გაყიდიებთ 80 თეთრად

Posted by: jadgschloss 16 Oct 2017, 16:09
zaxara27
QUOTE
80 თეთრად იხვეწებიან ახლა რქაწითელს... ოღონდ წაიღეო... ვისაც გსურთ დამდენსაც გინდათ იმდენას გაყიდიებთ 80 თეთრად


სად არის ტერიტორიულად?

Posted by: zaxara27 16 Oct 2017, 16:31
jadgschloss


მანავი. საგარეჯოს რაიონი სოფ. მანავი. ქარხნები აღარ იბარებენ, ხალხი ინახავდა იმ იმედით, რომ რაც უფრო დრო გავა გაძვირდებაო.. სიხარბემ ასე იცის, გაძვირდა კი არა ჩაბარების პრობლემა შეექმნათ

Posted by: dvt333 16 Oct 2017, 20:32
zaxara27
დღეს 1.1 ად ჩავაბარე და შენ საიდან გაქ ეგ ინფოები ვერ გამიგია. 1.2 გადაიხადა ქარხანამ. ფაქტია რო ეს ფასები არ ყოფილა რქაწითელზე თითქმის არასდროს

Posted by: giiogiio 16 Oct 2017, 22:03
zaxara27
QUOTE
მანავი. საგარეჯოს რაიონი სოფ. მანავი. ქარხნები აღარ იბარებენ, ხალხი ინახავდა იმ იმედით, რომ რაც უფრო დრო გავა გაძვირდებაო.. სიხარბემ ასე იცის, გაძვირდა კი არა ჩაბარების პრობლემა შეექმნათ

თუ საიდუმლო არაა რამდენი წლის ხართ?

Posted by: zaxara27 16 Oct 2017, 23:08
giiogiio

15 წლის ვარ smile.gif. დაგაკმაყოფილა პასუხმა?
* * *
კახელმა გლეხებმა ჯიბეები დაისქელეთ წელს, მეგრელი და იმერელი გლეხები კი კვდებიან შიმშIლით, იმის გამო რომ ფაროსანამ დააზიანა მოსავალი. თქვენ რომ სეტყვამ დაგიზიანათ ყურძენი ხომ დაგეხმარენ? მეგრელ და იმერელ გლეხს არავინ ეხმარება! ასე, რომ აუცილებლად უნდა მოიხსნას სუფსიდია ყურძენზე და ეს გარდაუვალია მომავალი წლიდან!

თუ ეხმარები ერთ რაიონს უნდა დაეხმარო მეორესაც ან არ უნდა დაეხმარო არავის! ახლა ყველას რომ დაეხმარონ ცხადია ბიუჯეტი ვერ გაუძლებს, ამიტომ უნდა მოიხსნას სუფსიდია და ფულის გადაყრა ...

Posted by: giiogiio 19 Oct 2017, 10:56
zaxara27
QUOTE
15 წლის ვარ . დაგაკმაყოფილა პასუხმა?


smile.gif


QUOTE
კახელმა გლეხებმა ჯიბეები დაისქელეთ წელს


პატიოსანი შრომის როგორ გშურს ამის დედა ვატირე smile.gif


რამ გაგაბოროტათ ასე?!



Posted by: dvt333 19 Oct 2017, 12:33
zaxara27
მერე და ვინაა წინააღმდეგი რო სხვასაც დაეხმარონ?!

სეტყვაზე კიდე ბიძომ დაარიგა ფული და ამას საერთო არაფერი აქ მთავრობის დახმარებასთან.

ვინც მართლა უაზროდ ისქელებს ჯიბეებს იმათზე საქმე საქმე ზე რო მიდგება არავინაა ხმის ამომღები და გლეხის 2 კაპიკზე გული რატო გისკდება

Posted by: kaxaberski66 19 Oct 2017, 23:48
zaxara27
რაღაც ძალიან ბოღმიანი ჩანხარ ეს 15 წლის ღლაპი.
შენს გარდა ვისაც გინდა შეეკითხონ ასაკს, სოფლის მეურნეობის თემიდან არავინ არ დამალავდა.
QUOTE
კახელმა გლეხებმა ჯიბეები დაისქელეთ წელს, მეგრელი და იმერელი გლეხები კი კვდებიან შიმშIლით

ეს როგორი მიმართულებით აზრის განვითარება გაქვს?. ეს შენი აზრია თუ იმირელი და მეგრელი გლეხები ჩივიან ამას?
შენ პროვოკატორობა ხომ არ გეხერხება?

Posted by: giiogiio 8 Jan 2018, 11:01
https://www.youtube.com/watch?v=twF6_axciXg&feature=youtu.be

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)