Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ქართული მუსიკა > თამთა ცხვიტავა


Posted by: GURAM 15 Nov 2010, 05:38
შემთხვევით წავაწყდი ამ ადამიანის მიერ შესრულებულ სიმღერებს იუთუბზე.
პირველ რიგში, რამაც გამაკვირვა - არის ამ მომღერლის საოცარი ხმა.
ქართულზე არანაკლებ მღერის ინგლისურად, ფრანგულად, რუსულად...

მოუსმინეთ, ნახეთ..

დასანანია, რომ ასეთი ნიჭიერი ადამიანი სათანადოდ არ ჩანს.












Posted by: *WTF* 15 Nov 2010, 05:42
GURAM
გვარი უნდა შეიცვალოს სასწრაფოდ yes.gif

Posted by: GURAM 15 Nov 2010, 05:51
*WTF*
QUOTE
გვარი უნდა შეიცვალოს სასწრაფოდ

რატომ?

Posted by: BuTroSS_buTroSS_GaLI 15 Nov 2010, 05:51
კაი გოგო ჩAნს ძაან, რეტროს ხმა აქვს... 19-ე საუკუნის ბოლოსთვის დამახასიათებელი ხმით და სტილით. მე მომეწონა smile.gif

Posted by: Pshaveli 9 Jan 2011, 02:36
საოცარია, გაოგნებული ვარ...
არაფერი გამიგია მის შესახებ.
ნეტავ ქართული ესტრადის "ვარსკვლავები" რომ უსმენენ ამ ხმას არ წითლდებიან?

Posted by: 022022 9 Jan 2011, 02:44
მომავალი მელუა გვეზრდება smile.gif

............

Posted by: iMaximuSi 9 Jan 2011, 03:14
კარგი ხმა აქვს
up.gif

Posted by: ირაკლი17 9 Jan 2011, 03:18
up.gif respect ყოჩაღ ,

Posted by: Mazzy 10 Jan 2011, 01:44
ძალიან, ძალიან მაგარია.

გურგულიას "მოვალ" ისეთი ხმით იმღერა, მეგონა წინა საუკუნის პატეფონის ჩანაწერს ვუსმენდი.

ძალიან თავისუფლად და თავდაჯერებულად მღერის.

მინდა რომ ყველამ მოუსმინოს და ყველამ გავიცნოთ.

ოთხი ენიდან არც ერთზე აქცენტი არ აქვს.

Posted by: რეჟისორი 10 Jan 2011, 04:30
გენიალურად ასრულებს! ჩემი აზრით ასეთი დონის რეტრო შემსრულებელი საქართველოს გურგულიას შემდეგ არ ჰყოლია!

Posted by: SPIRIT CRUSHER 10 Jan 2011, 04:35
QUOTE
თამთა ცხვიტავა, იცოდით ვინმემ?

არა






















ვნახავ ცოტა ხანში და დავწერ მოსაზრებებს

Posted by: Kupra 10 Jan 2011, 04:47
უიმე რა არის ეს : ))

Posted by: SPIRIT CRUSHER 10 Jan 2011, 04:52
QUOTE (Kupra @ 10 Jan 2011, 04:47 )
უიმე რა არის ეს : ))

2 სიმღერის მოსმენის მერე მეც აღარ მომინდა მეტის მომსენა ასე რომ გეთანხმებისავით yes.gif

Posted by: mrudall 18 Jan 2011, 22:09
თამთა ცხვიტავა
ვინ არის ეს ქალი, ეხლა წავაწყდი, საოცრად ლამაზი ხმა აქვს
http://www.youtube.com/watch?v=yGTuPEmZVIs&feature=related
* * *
QUOTE
გენიალურად ასრულებს! ჩემი აზრით ასეთი დონის რეტრო შემსრულებელი საქართველოს გურგულიას შემდეგ არ ჰყოლია!

იმასაც კი დაუხურა მგონი


SPIRIT CRUSHER
Kupra
თქვენ კი დარწმუნებული ვარ არც იშხნელები გინდატ არც გურგულია და არც არაფერი ქარტული
გამოტყდიტ, ასეა ხო?


http://www.youtube.com/watch?v=q5-Zgyp9A_4&NR=1

Posted by: innuendo7 18 Jan 2011, 22:15
მშვენიერია!
ძალიან მომეწონა.....

Posted by: nick_el_son 18 Jan 2011, 22:28
mrudall
რახან ერთი მომღერალი არ მოსწონთ, ეს არ ნიშნავს რომ ქართული მუსიკის წინააღმდეგნი არიან...
რა უაზრო მიდგომაა იმჰო


უბრალოდ, მათ ეს ჟანრი არ მოსწონთ smile.gif


პ.ზ.





smile.gif

Posted by: SPIRIT CRUSHER 18 Jan 2011, 22:34
QUOTE
თქვენ კი დარწმუნებული ვარ არც იშხნელები გინდატ არც გურგულია და არც არაფერი ქარტული გამოტყდიტ, ასეა ხო?

http://www.youtube.com/watch?v=q5-Zgyp9A_4&NR=1 

ნწუ ნწუ ნწუ

Posted by: ucnobinacnobi 19 Jan 2011, 20:48
QUOTE
ვინ არის ეს ქალი, ეხლა წავაწყდი, საოცრად ლამაზი ხმა აქვს

http://www.facebook.com/profile.php?id=100000972232535&ref=ts#!/profile.php?id=100000972232535&sk=wall

ეს იქნება

Posted by: Thandrus 29 Jan 2011, 19:06
აუF აქ რა ამბები ხდება, არადა მშვენიერი ხმა აქვს ამ ქალს და რაც მთავარია, სიმღერა იცის. მართალია, რაღაც პატარ-პატარა მომენტები გასაუმჯობესებელი აქვს, მაგრამ ასეთი გაქანების მომღერალი საქართველოში კარგახანია არ მომისმენია. yes.gif

Posted by: aalt 18 Apr 2011, 01:49
მე
მომწონს !!!


...ყველა ღიმილში მოოოოვალsmile.gif))

Posted by: დოლორეს 19 Apr 2011, 02:08
QUOTE
თამთა ცხვიტავა

ეგ მხოლოდ ფრანგულად უნდა მღეროდეს.არაჩვეულებრივია.მართალია ხმას უმისამართოდ იყენებს,საზღვრების გარეშე,მაგრამ მთავარია უნიკალური ხმა აქვს და ალბათ მღერის ,,ტექნიკასაც'' გაასრულყოფილებს.
ძალიან მომეწონა.უნიჭიერესი გოგოა.ინფო მინდა ამაზე რამე.

QUOTE
მომავალი მელუა გვეზრდება 

drug.gif


მელუა მაგარია რადგან პოპულარულობას გამოკრა ხელი?

მე საერთოდ არ მომწონს და მილიონჯერ ვამჯობინებ ამ თამთას. yes.gif


Thandrus
QUOTE
არადა მშვენიერი ხმა აქვს ამ ქალს და რაც მთავარია, სიმღერა იცის. მართალია, რაღაც პატარ-პატარა მომენტები გასაუმჯობესებელი აქვს, მაგრამ ასეთი გაქანების მომღერალი საქართველოში კარგახანია არ მომისმენია

++++++

განსაკუთრებით ბოლო მონაკვეთსი გეთანხმები.



ორჯერ მოვუსმინე ფრანგულს smile.gif

Posted by: Moor 6 Jun 2011, 23:07
http://www.facebook.com/pages/Tamta-Tskhvitava/211514495545501?sk=wall

Posted by: Pshaveli 22 Dec 2011, 13:08
გამოვიდა თამთა ცხვიტავას დისკი. ამბობენ უკვე გაყიდვაშიაო.

Posted by: bently 23 Dec 2011, 20:58
ახლა არის თამთას კონცერტი სამეფო უბნის თეატრში
და შეგიძლიათ ნახვა caucasus online-ს საიტზე http://co.ge/Live.aspx

8 საათზე დაწყებულა მე ახლა ვნახე :|

Posted by: Pshaveli 24 Dec 2011, 21:20
bently
ჩანაწერი როგორ ვნახოთ?

Posted by: The JetBird 24 Dec 2011, 23:31
022022
რააააა? მელუა რა შუაშია? smile.gif ძალიან ბევრი ვიცინე. სხვადასხვა ხმის ტემბრზეა საუბარი და მუსიკალურ სტილზე... მაგრად მახალისე smile.gif
* * *
მე ვერ ვხვდები... რა არ მოსწონთ ამათ? კარგით რა ხალხნო ნუ იცით მასე რა.

Posted by: bently 26 Dec 2011, 11:03
Pshaveli
QUOTE
ჩანაწერი როგორ ვნახოთ?

რავიცი საიტიდან გააქრეს მალევე :|
სრული კონცერტი ახალწელს რუსთავის 2-ის ეთერში ანახებენო.

2 სიმღერის ჩაწერა მოვასწარი




Posted by: Pshaveli 26 Dec 2011, 13:28
bently
QUOTE
2 სიმღერის ჩაწერა მოვასწარი

დიდი მადლობა.
QUOTE
სრული კონცერტი ახალწელს რუსთავის 2-ის ეთერში ანახებენო.

სამწუხაროდ რ-2-ს არ ვუყურებ და თამთას სიმღერის გულისთვისაც ვერ გავაკეთებ გამონაკლისს.
დაველოდები დისკის გაყიდვაში გამოსვლას.

Posted by: bently 26 Dec 2011, 13:59
Pshaveli
QUOTE
დაველოდები დისკის გაყიდვაში გამოსვლას.

ეგ კონცერტი მაგის ალბომის პრეზენტაცია იყო
წესით უკვე უნდა იყოს გაყიდვაში, მეც ვაპირებ ყიდვას

Posted by: The JetBird 2 Jan 2012, 10:52
მოკლედ... დრამერი დაგვიბრუნოს !!! wink.gif

Posted by: casillas_1 2 Jan 2012, 12:05

Posted by: djbachi 8 Jan 2012, 21:55
ძალიან მომწონს თამთა ცხვიტავა.ინტელექტუალური ხმა,ძალიან კარგი ტექნიკა და ჭეშმარიტი ემოცია სიმღერაში.


ალბათ,ერთადერთი მომღერალია დღეს საქართველოში, ვის კონცერტზეც წავალ smile.gif

Posted by: The JetBird 8 Jan 2012, 22:55

მეც წავალ...
djbachi ჩემთანაც ხომ მობრძანდებით კონცერტზე?

Posted by: innuendo7 9 Jan 2012, 00:27
QUOTE
ალბათ,ერთადერთი მომღერალია დღეს საქართველოში, ვის კონცერტზეც წავალ 


Posted by: Nati100 11 Jan 2012, 23:25
ამ გოგოს ხმას ფრანგული სიმღერები მოუხდებოდა..

Posted by: Pshaveli 12 Jan 2012, 09:51
Nati100
QUOTE
ამ გოგოს ხმას ფრანგული სიმღერები მოუხდებოდა..

ედიტ პიაფის სიმღერებს მღერის ძალიან მაგრად.
ერთი მათგანი ინტერნეტშიც იდო, მაგრამ შემოდგომაზე გააქრეს.

Posted by: Solveig 12 Jan 2012, 10:17
QUOTE
თქვენ კი დარწმუნებული ვარ არც იშხნელები გინდატ არც გურგულია და არც არაფერი ქარტული
გამოტყდიტ, ასეა ხო?

ძალიან მიყვარს გურგულიაც, იშხნელებიც. მაგრმა ეგენი დიდი ხნის წინ იყვნენ და ერგებოდნენ იმ დროს.

ცხვიტავა რომ თუნდაც 50-60წლის წინ დაბადებულიყო , სხვა იქნებოდა. ჩემთვის ახლა რომანსების შესრულება ახალგაზრდა მომღერლისგან ანაქრონიზმი უფროა.

არადა, ხმა ულამაზესიაქვს მართლა.

Posted by: nina1992 12 Jan 2012, 10:19
ალბათ მაგარი ხმა აქვს, მაგრამ მე არ მომწონს სასტიკად.
ჩემთვის გამაღიზიანებელიც კია...

Solveig
QUOTE
ცხვიტავა რომ თუნდაც 50-60წლის წინ დაბადებულიყო , სხვა იქნებოდა. ჩემთვის ახლა რომანსების შესრულება ახალგაზრდა მომღერლისგან ანაქრონიზმი უფროა.


+++

პლიუს ამას, ამ მომღერალში ფულის ჩადებაც დიდი უაზრობაა, მითუმეტეს საქართველოში.
საერთოდ ვინმე ყიდულობს აქ დისკებს?
და უცხოეთში საერთოდ ვის უნდა ქართულად შესრულებული ფრანგული რომანსები, თვითონ ფრანგები ფრანგულ რეპზე არიან გადასული : ))

Posted by: djbachi 13 Jan 2012, 00:45
The JetBird
თუ კონსერვატორიაში დაუკრავთ კი ბატონო.მე მხოლოდ იქ დავდივარ კონცერტებზე(რადგან იქ იაფია ბილეთი ) lol.gif lol.gif
* * *
Solveig
მელომანისთვის მუსიკა დროისგან დამოუკიდებელია. ის ან მოგწონს ან არა.რას ქვია 50 წლის წინ,რომ დაბადებულიყო?

უკაცრავად და, დორსს არ უსმენ?

მანდამაინც რიანას უნდა უსმინო,რომ აყვე თანამედროვეობას?

ჩემი აზრით,ეს გოგო მონახავს თავის ნიშას.(თუნდაც ფრანგული სიმღერების ქავერებს გააკეთებს)

ფუსიქეთ დოლსი,რა სიმღერებსაც ასრულებს, სარა ვონისგან აქვს მოპარული.
თუ გინდა "ვაი დონთ იუ დუ რაით"(პაპსა შემსრულებელი დამავიწყდა),რომელიც ბენი გუდმენის და პეგი ლის საოცარი ნაწარმოებია.

მუსიკა არ შემოისაზღვრება დროით.
ერთადერთი რაც მას განსჯის არის ხარისხი.

Posted by: Solveig 13 Jan 2012, 02:06
djbachi
QUOTE
მუსიკა არ შემოისაზღვრება დროით.

მუსიკას გააჩნია.

რომანსი საკმაოდ მარტივია იმისათვის, რომ რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭო.
თორემ, პუჩინის და ვერდის ოპერები უძლებენ დროს, კი ბატონო...იმიტომ, რომ ოპერა მარტო აკომპანიმენტის ხმაზე პირის გაღება არაა, ეს არის ვოკალიც, მუსიკაც, სამსახიობო ოსტატობაც, რეჟისურაც....

QUOTE
უკაცრავად და, დორსს არ უსმენ?

რა შუაშია ეს?

დიდი სიამოვნებით ვუსმენ, როცა ჯიმ მორისონი და მისი ჯგუფი მღერის...მაგრამ რიანამ რომ Riders of the storm შეასრულოს (ლოლ) რაიმე თანამედროვე ვარიაციის გარეშე, ან ვინმემ წეროს მუსიკა ჯიმ მორისონის სტილში, მაგას ჩემთვის ნაღდად არ ექნება ფასი. იმიტომ, რომ ის ნათქვამია უკვე და სხვა არაფერი იქნება, თუ არა გადამღერება.

Posted by: djbachi 13 Jan 2012, 17:18
Solveig

პრინცმა დაწერა nothing compares to you , მაგრამ შინეიდ ო კონორის იმავე ქავერს არ უსმენ ხოლმე?

ან კიდევ, ბობ დილანმა დაწერა knocking on heavens door, განსების იმავე სიმღერას არ უსმენ ხოლმე?


მართლა არ მინდა დაპირისპირების ტონით გესაუბრო,უბრალოდ თემამ მოიტანა. smile.gif
როკზე მარტივი რომანსი არაა.ბითლზების,დორსის და აშ სიმღერებზე მარტივი არაფერია.

რაც შეეხება პუჩინის და ვერდის ოპერებს: ძალიან ძალიან ძალიან ბევრს არ აქვს არცერთის ოპერა მოსმენილი.ანუ ყველაფერი მელომანის ყურამდე დადის:რა მოწონს და რა არა, და ვერ განაზოგადებ. smile.gif


Posted by: Pshaveli 14 Jan 2012, 22:05
გამოვიდა უკვე გაყიდვაში დისკი, იცით ვინმემ?

Posted by: The JetBird 15 Jan 2012, 02:31
რაზე კამათობთ ხალხნოოოოოო?

Posted by: jadgschloss 17 Jan 2012, 18:57
QUOTE
 თამთა ცხვიტავა, იცოდით ვინმემ?



სანამ გავიგებდით,არა biggrin.gif

ეს ისა არაა, მორო ვს ფხაკაძე ჯახაჯუხს რომ აფორმებდა მუსიკალურად?

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: avoye 26 Jan 2012, 13:05
სტილი კარგი აქვს არჩეული, მაგრამ ხმაზე რა გითხრტათ, სისხლი გამეყინა ძარღვებში.

Posted by: bently 28 Jan 2012, 11:42
თამთას კონცერტი რო იყო კავკასუს ონლაინის საიტზე , მაშინ იქიდან ჩავიწერე 2 ვიდეო და youtube-ზეც დავდე, ხოდა გუშინ მომწერეს წაშალეო biggrin.gif

user posted image

Posted by: tokooo 30 Jan 2012, 15:43
პირველად გავიგე ამ მომღერლის სახელი და გვარი იქნებ უფრო მეტი ინფორმაცია მოგვცეთ ან მითხრათ სად სეიძლება მისშესახებ გაგება

Posted by: zani_tanha 2 Feb 2012, 22:38
რასაც მოვუსმინე, მომეწონა, აშლარად ნიჭიერი შემსრულებელია...

Posted by: ERM0NIA 2 Feb 2012, 23:00
QUOTE
თამთა ცხვიტავა, იცოდით ვინმემ

ვიცოდი და ძველი ალბომიც მაქვს ვახო ხოსიტაშვილთან ერთად ჩაწერილი.
კარგი იყო ნამდვილად, თავისი ნიშა ჰქონდა. smile.gif
ახლა ჯერ-ჯერობით ყველაფერი რიგზეა თუ ზედმეტად არ გაავარსკვლავებენ და სტადიონებზეც არ აამღერებენ.
არაა თამთას მუსიკა ეგეთი გრანდიოზული პროექტებისთვის მიზანშეწონილი, უფრო კლუბური გარემო უხდება. : )

Posted by: The JetBird 3 Feb 2012, 11:27
bently
უნდა წაშალო...

tokooo
მუსიკალურ მაღაზიებში იკითხე...


Posted by: bently 3 Feb 2012, 17:52
The JetBird
QUOTE

უნდა წაშალო...


წავშალე ....

Posted by: Pshaveli 19 Feb 2012, 20:22
სადაც არ ვიკითხე თამთას დისკი არსად არაა, ზოგი კი მეუბნება იყო და გათავდაო.
ეხლა ველოდო თავიდან თუ გამოცემენ?
ვინმემ სადმე თუ ნახეთ გაყიდვაში გამაგებინეთ პლზ...

Posted by: natiko22 21 Feb 2012, 21:06
Pshaveli
QUOTE
სადაც არ ვიკითხე თამთას დისკი არსად არაა, ზოგი კი მეუბნება იყო და გათავდაო.
ეხლა ველოდო თავიდან თუ გამოცემენ?
ვინმემ სადმე თუ ნახეთ გაყიდვაში გამაგებინეთ პლზ



თამთას დისკი ჯერ გაყიდვაში არ გამოსულა. გაყიდვაში გამოვა 27 თებერვალს. მანამდე შეგიძლიათ იხილოთ მისი პირველი სოლო კონცერტი და სოლო ალბომის პრეზენტაცია 26 თებერვალს,23 საათზე რუსთავი2-ის ეთერში.


ჩემს აზრს დავაფიქსირებ აქვე-თამთა არის არაჩვეულებრივი მუსიკოსი,არაჩვეულებრივი ხმის ტემბრით.ყველა ჟანრს ასრულებს ფანტასტიურად.ამას პლიუს არაჩვეულებრივი ადამიანია და ძალიან მიხარია,რომ ჩვენს ქვეყანაში დადგა ის დრო,როცა ნიჭიერება ფასდება. დღეს საქართველოში იმისთანა მომღერლები ითვლებიან "ვარსკვლავებად",რომ სირცხვილია თამთასნაირი ნიჭიერი ადამიანი ჩრდილში იდგეს.


http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=21-02-2012+14%3A06

დღეს შედგა თამთა ცხვიტავას კლიპის პრემიერა რუსთავი2-ზე smile.gif

Posted by: Pshaveli 22 Feb 2012, 15:41
natiko22
დიდი მადლობა ინფორმაციისთვის, აუცილებლად ვუყურებ ალბომის პრეზენტაციას.
ხომ არ იცით, თამთა რესტორნებში მღერის კიდევ?

Posted by: natiko22 22 Feb 2012, 17:50
Pshaveli
QUOTE
ხომ არ იცით, თამთა რესტორნებში მღერის კიდევ?



ეგ ნამდვილად არ ვიცი smile.gif

Posted by: ElGeorgia 22 Feb 2012, 17:53
რამდენიმე დღეა მეც აქტიურად ვაკვირდები რადიოში როცა გადის ხოლმე მისი სიმღერები. ხმაზე მეც გაკვირვებული დავრჩი, ძალიან გავს რეტრო ფრანგულ სიმღერებს.

Posted by: natiko22 22 Feb 2012, 20:57
აუცილებლად უყურეთ 26-ში კონცერტს რუსთავი2-ზე. კონცერტთან ერთად გავა კადრები თუ როგორ შეუცვალეს თამთას იმიჯი,მის ნიჭზე საუბრობენ პროფესიონალები.საინტერესო იქნება მოკლედ smile.gif მე პირადად მოუთმენლად ველი smile.gif

Posted by: Danke 23 Feb 2012, 03:43
http://allshares.ge/download.php?id=520391A849 ახლა ამის გამო არ დამიჭირონ მარა აი ეს ვიპოვე ინტერნეტში და რავიცი ვისაც ამ შემსრულებლის სიმღერები გინდათ აგერ არის. არამგონია ამ ლინკმა დიდხანს გაძლოს , მე მოვასწარი გადმოწერა smile.gif))

Posted by: vax chemi 23 Feb 2012, 10:18
natiko22
QUOTE
თამთას დისკი ჯერ გაყიდვაში არ გამოსულა. გაყიდვაში გამოვა 27 თებერვალს.

მხოლოდ რჩეულთ გხდა წილად თამთას ალბომი

Posted by: Pshaveli 24 Feb 2012, 11:13
Danke
უღრმესი მადლობა, მოვასწარი.

ეს ალბათ დისკის(ორშაბათიდან რომ უნდა გამოვიდეს გაყოდვაში) რეპერტუარია.
საწყენია, რომ მხოლოდ ერთი სიმღერაა ინოლა გურგულიასი, არადა 4-ს მღერის ძალიან მაგრად.
და არცერთი არ არის რუსული რომანსები, არადა ნანი ბრეგვაძეზე ბევრად უკეთ გამოსდის.

Posted by: Danke 24 Feb 2012, 22:04
Pshaveli
შენ კი მოასწარი მაგრამ მე მიჩივიან smile.gif არადა ჩემი ატვირთული არ არის ეს ლინკი. მომივიდა უკვე იმეილზე გამაფრთხილებელი წერილი . ისე საინტერესოა მაივიდეოს და ოლშეარს რატომ არ უჩივიან . ..

Posted by: kekunia 24 Feb 2012, 22:08
მომკალით და არ მომწონს, შეიძლება ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ ვერ მოვუსმინე....

Posted by: The JetBird 24 Feb 2012, 22:13
Danke

ვიღაცას დააჯარიმებეენ smile.gif)

შენ ატვირთცე? იცი რომ ეს კანონით ისჯება? smile.gif

Posted by: natiko22 24 Feb 2012, 22:49
Danke
QUOTE
შენ კი მოასწარი მაგრამ მე მიჩივიან   არადა ჩემი ატვირთული არ არის ეს ლინკი. მომივიდა უკვე იმეილზე გამაფრთხილებელი წერილი . ისე საინტერესოა მაივიდეოს და ოლშეარს რატომ არ უჩივიან . .



მიწერე,რომ შენ არ აგიტვირთავს? კანონით ისჯება საავტორო უფლებების დარღვევა. გაეცანი ბრავო რექორსის გვერდს http://www.facebook.com/bravorecordsgeorgia
* * *
ისე,სწორია.ასეც უნდა იყოს. თუ ყველა ინტერნეტიდან გადმოაკოპირებს,ალბომს ვინღა იყიდის? დაჩაჩანაკებული ქვეყანა ვართ.იმიტომაც არ აქვთ მუსიკოსებს ნორმალური შემოსავალი (ჭეშმარიტ მუსიკოსებზე მაქვს საუბარი). და ახლა გამოჩნდა ბიზნეს კომპანია,რომელიც ზრუნავს იმაზე,რომ შოუ ბიზნესი აამუშაოს და რომ მუსიკოსმა თავის შემოქმედების გაყიდვა და იმით ცხოვრება შეძლოს,მაგრამ ვინ გაცდის? ხან იუთუბში იტვირთება მოპარული ვიდეოები და ხან ტორენტებზე. არაა ეს სწორი!

Posted by: The JetBird 24 Feb 2012, 23:29

მომხმარებელსაც უჩივიან როგორც ვიცი

Posted by: Danke 25 Feb 2012, 00:10
natiko22
მე არ ამიტვირთავს და ალბათ თუ ჩაეძიებიან აიპიც გამოჩნდება ვინ ატვირთა smile.gif) ისე ზოგადად თუ ინფორმაცია დაზუსტებული არ გაქვს რას ჩივიხარ ვერ გავიგე . ნორმალური იურისტი ჭირდებათ მაგათ, მაგრამ მეც დამჭირდება ალბათ იურისტი smile.gif)

Posted by: Pshaveli 25 Feb 2012, 12:51
natiko22
QUOTE
ისე,სწორია.ასეც უნდა იყოს. თუ ყველა ინტერნეტიდან გადმოაკოპირებს,ალბომს ვინღა იყიდის? დაჩაჩანაკებული ქვეყანა ვართ.იმიტომაც არ აქვთ მუსიკოსებს ნორმალური შემოსავალი


ჯერ გაარკვიონ ვინ დადო ინტერნეტში გაყიდვაში გამოუსვლელი დისკის ჩანაწერი. თუ ვერ ხვდებიან, მაშინ მე ვუკარნახებ. VIP ახლობლებსა და მეგობრებს რომ დაურიგეს საჩუქრებად ოფიციალურ გაყიდვამდე, იმათი გაკეთებულია და პირატები მათ რიგებში ეძებონ.
ეს გამართლება არ არის, მაგრამ გადმოვქაჩე იმიტომ რომ უახლოეს მომავალში ამ დისკს ვერ ვიყიდი, რადგან საქართველოში არ ვცხოვრობ. როგორც კი ჩამომიტანენ, ვიძლევი პირობას ჩემს ჩაწერილ(გადმოქაჩულ) დისკს ნაგავში მოვისვრი.

Posted by: natiko22 25 Feb 2012, 20:56
Pshaveli
QUOTE
ჯერ გაარკვიონ ვინ დადო ინტერნეტში გაყიდვაში გამოუსვლელი დისკის ჩანაწერი. თუ ვერ ხვდებიან, მაშინ მე ვუკარნახებ. VIP ახლობლებსა და მეგობრებს რომ დაურიგეს საჩუქრებად ოფიციალურ გაყიდვამდე, იმათი გაკეთებულია და პირატები მათ რიგებში ეძებონ.



გეთანხმები ყველაფერში. სამწუხაროდ იმის გავრცელებულია,ვისაც უკვე ხელში აქვს დისკი. სხვათაშორის დღეს ვნახე წიგნების მაღაზიაში თამთას სადებიუტო ალბომი.დღეს გამოუტანიათ გაყიდვებზე. ძალიან ლამაზი დიზაინის გარეკანი აქვს.

Posted by: lato 26 Feb 2012, 12:05
ძაან კაი გოგოა მაგრად მომწონს მარა ეხლა ყელში ნუ ამოგვიყვანენს მის ხმას და სახელს და გვარს.რუსთავი ორმა უკვე ტვინი წაიღო ამ თამთათი რო ახალი ვარსკვლავია და აღმოჩენაა.იმდენს იზავენ შეგვაზიზღებენ sad.gif

Posted by: The Jumping General 26 Feb 2012, 23:33
lato

ეს PR-ისთვიასაა საჭირო და ატრიალებენ smile.gif მუსიკალურ არხებზე ხომ სულ ატრიალებენ ხოლმე მუსიკოსებს რომ მერე იყიდონ ალბომები ხოდა ესეც მასეა.





როდის უნდა აჩვენონ თივი-ზე კონცერტი?


Posted by: innuendo7 26 Feb 2012, 23:41
კაია თამთა!
..........................................

Posted by: Aztec 26 Feb 2012, 23:49
აუ შეიკიკინებენ ახლა ამით, რითაა უნიკალური ,მე19ე საუკუნეში გაბრუნებს? yes.gif facepalm.gif

Posted by: The Jumping General 27 Feb 2012, 00:20
ისე ეს ხაზის გასმა რომ "უნიკალური" და ა.შ. აღიზიანებს ხალხს.

რამოდენიმეჯერ თვალი და ყური მოვკარი თივი-ზე და ჯერ ვერაფერს ვერ ვიტყვი რადგან არ მომისმენია კარგად

Posted by: tempos_ fugit 27 Feb 2012, 00:24
ცხვიტავა კარგია და კომერციულად მომგებიანი ერთი რამის გამო, ის უნიკალურია, ერთია, განუმეორებელი.
მხოლოდ ეს თვისება გაყიდის მას საზღვარგარეთ.

მომწონს, მაგრამ ერთხელ მეტად ვერ მოვუსმენ.
აი ფილმები როა როცა არ უნდა უყურო, არ გბეზდრება და დროდადრო უბრუნდები.
და ფილმები, რომლებიც ნამდვილად კარგია, მაგრამ ერთხელ მეტად ვერ უყურებ.
ასეა ჩემთვის ცხვიტავა, ვაფასებ, მომწონს, მაგრამ არასდროს მომენატრება.

Posted by: natiko22 27 Feb 2012, 01:25
ვისაც გინდოდათ თამთა ცხვიტავას კონცერტის ყურება და ვერ უყურეთ,აგერ ლინკი smile.gif



http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2hq&seekTime=26-02-2012+23%3A19

Posted by: LIKACSI 27 Feb 2012, 01:46
ბიოგრაფია თუ დევს სადმე ამ ქალის?
რომელ წელს დაიბადა? რამდენი წლისაა?
მაინტერესებს ძალიან

Posted by: Pshaveli 27 Feb 2012, 02:22
LIKACSI
QUOTE
ბიოგრაფია თუ დევს სადმე ამ ქალის?
რომელ წელს დაიბადა? რამდენი წლისაა?
მაინტერესებს ძალიან

ვიცი რომ სოხუმშია დაბადებული და დედამისი იყო მუსიკის მასწავლებელი.
მისი ხმა ბავშვობიდანვე იყო ცნიბილი სოხუმში.
დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი თბილისში და მუშაობდა მუსკომედიაში, საიდანაც მოუწია წასვლა იმის გამო, რომ მღეროდა კლუბებში და უწევდა სპექტაკლების გაცდენა.
მღეროდა კლუბში "პურ-პურ"(გუდიაშვილის მოედანზე) და ორ კლუბში ვაკეში.
'პურ-პურ"-ში მინახავს თამთას მოსასმენად მოსული გია ყანჩელი.
ასევე ვიცი, რომ პიროვნულად არის უაღრესად დადებითი ადამიანი.
იმედია დიდება(მჯერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია) მის ბუნებას არ შეცვლის.

მჯერა, რომ საქართველოში დიდი მომღერალი დაიბადა. და რაც მთავარია მას დიდი ხანია ყავს თავისი მსმენელი.

Posted by: LIKACSI 27 Feb 2012, 02:35
QUOTE (Pshaveli @ 27 Feb 2012, 02:22 )
LIKACSI
QUOTE
ბიოგრაფია თუ დევს სადმე ამ ქალის?
რომელ წელს დაიბადა? რამდენი წლისაა?
მაინტერესებს ძალიან

ვიცი რომ სოხუმშია დაბადებული და დედამისი იყო მუსიკის მასწავლებელი.
მისი ხმა ბავშვობიდანვე იყო ცნიბილი სოხუმში.
დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი თბილისში და მუშაობდა მუსკომედიაში, საიდანაც მოუწია წასვლა იმის გამო, რომ მღეროდა კლუბებში და უწევდა სპექტაკლების გაცდენა.
მღეროდა კლუბში "პურ-პურ"(გუდიაშვილის მოედანზე) და ორ კლუბში ვაკეში.
'პურ-პურ"-ში მინახავს თამთას მოსასმენად მოსული გია ყანჩელი.
ასევე ვიცი, რომ პიროვნულად არის უაღრესად დადებითი ადამიანი.
იმედია დიდება(მჯერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია) მის ბუნებას არ შეცვლის.

მჯერა, რომ საქართველოში დიდი მომღერალი დაიბადა. და რაც მთავარია მას დიდი ხანია ყავს თავისი მსმენელი.

უფრო დაბადების წელი მაინტერესებდა,მაგრამ გმადლობთ :-)

Posted by: barcafan 27 Feb 2012, 03:53
ჰა ვინც მოასწარით გადმოწერა ატვირთეთ და თუ აქ ვერ დადებთ პმ ში რა :დ

Posted by: მაწო7 27 Feb 2012, 17:54
QUOTE
თამთა ცხვიტავა,

მაგარი ხმა აქ და კაი მომღერალია
შალვა რამიშვილს ყავდა თავის გადაცემაში, რამოდენიმე კვირის წინ მოვუასმინე


რუსთავი2-ზე იყო გუშინ მასზე დოკუმენტური კინო-კონცერტი


http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2 26 თებერვალი 23:18 სთ დააყენეთ

Posted by: jorbe123 28 Feb 2012, 12:42
კარგი ხმა აქვს რამოდენიმე დღის უკან მოვუსმინე და მომეცონა bis.gif

Posted by: The Jumping General 28 Feb 2012, 13:17
მაწო7

შალვა რამიშვილს ისე თქვი თითქოს ის იყოს რაა smile.gif))) მარტო ჯგუფი სახის გამო უნდა კვერცხი ესროლო smile.gif) რამ მიიყვანა თამთა მაგის გადაცემაში ? smile.gif))))

Posted by: Paloma_Picasso 28 Feb 2012, 16:53
მშვენიერი საკლუბო მომღერალია, უბრალოდ წარდგინება იყო საკმაოდ ამბიციური.
I wish you love-ის ქავერი ერთერთი საუკეთესოა, არადა იმჰო არ უხდება თამთას ხმას, თანაც როცა არსებობს ეს შესრულება.


Posted by: Macaco7777 2 Mar 2012, 22:31
კარგი ხმა აქვს,
ძალიან მომწონს.

Posted by: ა თ უ კ ა 2 Mar 2012, 22:43
QUOTE
კარგი ხმა აქვს,


+1

Posted by: rawerfas 11 Mar 2012, 10:28
ძალიან გამიკვირდა და გამეხარდა, რომ ბრავო რექორდსი ამხელა "რისკზე" წავიდა და თამთასნაირ მომღერალზე გააკეთა თავისი პირველი სტავკა. იმიტომ რომ (იმჰო): 1. კლუბურია, 2. ელიტარულია, 3. სტადიონებს ვერ შეაგროვებს, 4. თავისი მსმენელი ჰყავს (ჯერ კიდევ "პურ-პურული":))... არა მგონია გაამდიდროს ბრავო რექორდსი და მაგიტომ ზაზა შენგელიას პერსონალური მადლობა და რექპექტი! smile.gif
თამთას დისკის ყიდვა შეიძლება ბიბლუსის მაღაზიებში (მგონი აინტერესებდა ვიღაცას).

Posted by: Archeryto 1 Apr 2012, 08:49
ვინმემ ატვირთეთ რა სადმე. გავიდა 1000 წელი. პმ ში მომეცით ლიკნი თუ იცით სად დევს : )

Posted by: Ania 3 Apr 2012, 14:52
მე ვერ ვუსმენ, არც მესმის რა საჭიროა 40 ანების იმიჯი...

Posted by: NTRMNTRM 1 May 2012, 11:32
QUOTE (Ania @ 3 Apr 2012, 14:52 )
მე ვერ ვუსმენ, არც მესმის რა საჭიროა 40 ანების იმიჯი...

yes.gif

უკიდურესად "ვიწროდსპეციალიზებული" ვოკალი;

შეზღუდული რეპერტუარი;

მოძველებული, ხელოვნური იმიჯი...

არაფერს ვერჩი. შესაძლოა, ამ ჩარჩოების გარეშე უკეთესიც იყოს. თუმცა, მისი მოსმენისას მონაცრისფრო- ცისფერი ნისლი შემოდის და იმქვეყნიური სურნელის უსიამოვნო არომატი დგება.

ცოტაა საქართველოში კაააარგი მომღერალი? user.gif

Posted by: Pshaveli 1 May 2012, 11:50
NTRMNTRM
QUOTE
ცოტაა საქართველოში კაააარგი მომღერალი?

ჩვენ მე მგონი სხვადასხვა საქართველოში ვცხოვრობთ...

Posted by: rawerfas 1 May 2012, 13:24
კირადად მე თამთას ანალოგი საქართველოში არ მეგულება და 'კარგ' მომღერლებს ერთმანეთისგან ვერ გაარჩევ. თუმცა ბევრს თამთა რომ არ მოსწონს, სულაც არ მიკვირს wink.gif

Posted by: Pshaveli 1 May 2012, 14:51
rawerfas
QUOTE
კირადად მე თამთას ანალოგი საქართველოში არ მეგულება და 'კარგ' მომღერლებს ერთმანეთისგან ვერ გაარჩევ. თუმცა ბევრს თამთა რომ არ მოსწონს, სულაც არ მიკვირს

100%-ით გეთახმები. ეს ვერ გამიგია, ვისაც თამთას შემოქმედება არ მოსწონს რისთვის შემოდის ამ განყოფილებაში.
მე არ მომწონს არც სტეფანე, არც კახუჩელა და არც წურწუმია, მაგრამ აზრადაც არ მომივა ფორუმზე მათზე თემები მოვძებნო და რამე ვწერო.

Posted by: rawerfas 1 May 2012, 15:28
Pshaveli
შენ რომ არ მოგწონს, ვინც ჩამოთვალე, იმდენად გკიდია მათი შემოქმედება, რომ არ მესმის, რატომ უნდა შეხვიდე და დაპოსტო wink.gif მეც ერთადერთი ამ თემაში გამიჩნდა სურვილი აზრის დაფიქსირების, სხვა შემსრულებლებთან არც მიფიქრია შესვლა, იმიტომ რომ აბსოლუტურად არანაირ ინტერესს არ იწვევენ ჩემში. და თამთამ თავისი არასტანდარტულობით ბევრი გააღიზიანა, თუმცა ბევრი ნორმალური პოსტიც იყო, უბრალოდ ვიღაცას არ უყვარს ეგეთი მუსიკა, რაც იმას არ ნიშნავს, რომ თამთა 'არ ვარგა' wink.gif ისე, ნეტავ კონცერტები არ ექნება, დიდი სიამოვნებით მოვუსმენდი ლაივში smile.gif

Posted by: NTRMNTRM 1 May 2012, 21:21
QUOTE (Pshaveli @ 1 May 2012, 11:50 )
NTRMNTRM
QUOTE
ცოტაა საქართველოში კაააარგი მომღერალი?

ჩვენ მე მგონი სხვადასხვა საქართველოში ვცხოვრობთ...

yes.gif

გეთანხმებით.

"ჩემს საქართველოში" ხელოვნურად გამოყვანილი მომღერლები კარგებად არ ითვლებიან.

წერტილი

Posted by: Norm 2 May 2012, 05:10
ძალიან ძალიან მაგარი ხმა აქვს smile.gif

Posted by: killer 12 Jun 2012, 16:54
თამთას ფანი ვარ.
მუდმივად მაგის სიმღერებს ვუსმენ.

თუმცა Wish you love ბრავომდე ვერსია რაც ქონდა იუთუბზე დადებული, ის უფრო მაგარი იყო. ბევრად მაგარი.

Posted by: Lomidze 25 Jun 2012, 13:19
რამდენი ალბომი გაიყიდა ხომ არ იცით ვინმემ?

Posted by: Ania 18 Oct 2012, 14:48
გუშინ მოვისმინე პატარა კაფეში, ფორტეპიანოს თანხმებით, აი ეგ იყო სულ სხვა............... ედიტ პიაფის სიმღერები იმღერა და რამოდენიმე ცნობილი ჯაზური თემა, ძალიან მომეწონა, ძალიან!

კლიპებს ვერ დავუმუღამე, ვერც იმ სიმღერებს რაც ტრიალებდა მაგრამ გუშინ რაც მოვისმინე.... up.gif
დიდი სიამოვნებით მოვუსმენდი კიდე, ხომ არ იცით სადმე მღერის? კალა ან.... სად შეიძლება მისი მოსმენა?

Posted by: Pshaveli 18 Oct 2012, 20:53
Ania
QUOTE
გუშინ მოვისმინე პატარა კაფეში, ფორტეპიანოს თანხმებით, აი ეგ იყო სულ სხვა.........

სად, რომელში?

Posted by: Ania 19 Oct 2012, 00:32
Pshaveli
გუშინ იყო ბექა ელბაქიძის წიგნის პრეზენტაცია და რამოდენიმე სიმღერა შეასრულა "ბუქ ქორნერში"

Posted by: Estrella 18 Jun 2015, 20:44






და აქ გავჩერდები, სანამ ყველა სიმღერა ამიტვირთავს =))

user posted image

Posted by: natia_ku 2 Nov 2017, 17:57
ფანტასტიური ტემბრი და ტექნიკა აქვს ამ ქალს უაღრესად დახვეწილი მომღერალია მთლად ყრუ უნდა იყო ადამიანი რომ ვერ გაიგო რას წარმოადგენს მუსიკალური თვალსაზრისით.
რაც შეეხება მავანის გამოთქმას ;-შეზღუდული რეპერტუარი და მოძველებული იმიჯიო, ნუ მოუსმენს თუ არ მოსწონს მელოდია და ხარისხიანი მუსიკა, ჯაზი სოული ბლიუზი თურმე შეზღუდული ყოფილა იმხელა შესაძლებლობები აქვს მის ხმას რაც მოსწონს და მის პიროვნებას გამოხატავს იმას მღერის . წარმატებები უდიდეს ხელოვანს.

Posted by: giorgy21 18 Feb 2018, 13:13
ამას ალბომი ნამდვილად უნდა, იმსახურებ ნაღდად!!!

Posted by: hellboy13 18 Feb 2018, 13:23

love.gif

Posted by: NorthSea 3 Apr 2018, 18:02
რა ქნა ამან, დაიპყრო "ბრავო რექორდსთან" ერთად თელი დუნია? რა აფიორა ხალხი ვართ ყველაფერში. რავი 8 წლის წინ კი თავს იკლავდნენ ზაზა შენგელიები

Posted by: iskkra 4 Apr 2018, 03:35
GURAM
არცეთ შენს ატვირთულ ვიდეოს არ მიჩვენეებს

Posted by: Estrella 11 May 2018, 10:05
QUOTE (Estrella @ 18 Jun 2015, 20:44 )






და აქ გავჩერდები, სანამ ყველა სიმღერა ამიტვირთავს =))

[IMG]http://images.forwallpaper.com/files/thumbs/preview/5/57804__pearls-and-roses_p.jpg[/IMG]

როგორ მიყვარდა, მიყვარს...
და ამ პოსტის ანუ პერიოდის შემდეგ, მგონი აღარც მომისმენია.
ახლა მოვუსმენ.
ისე, ვიზუალურად ძაან დავარცხნილია, მაგრამ ამ სტილს სხვანაირი არც მოუხდება და თვითონ არც ამ ქალს მოუხდება სხვანაირი.
რაც მთავარია, მისთვის ორგანულია თავისი ჰაბიტუსიც და შემოქმედებაც. smile.gif

უიმე დედა, როგორ გასუქებულა.
ის სიკოხტავე ძაან უხდებოდა და ჰე! smile.gif

Posted by: bekuna_rockeruna 11 May 2018, 12:23
ძალიან კარგი ხმა აქვს,მაგრამ ნოთ მაი სთაილ user.gif


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)