Blau und weiß ein leben langსრული სახელწოდება : Fußball-Club Gelsenkirchen-Schalke 04 e. V.
ზედმეტსახელები : მეშახტეები, ხუმარები , სამეფო ლურჯები
დაარსება : 1904 წლის 4 მაისი
ტიტულები : გერმანიის ჩემპიონატი 7 : 1934, 1935, 1937, 1939, 1940, 1942, 1958
გერმანიის თასი 5 : 1937, 1972, 2001, 2002, 2011
გერმანიის სუპერთასი 1 : 2011
უეფას თასი 1 : 1997
ინტერტოტოს თასი : 2003, 2004
სხვა არაოფიციალური და სეზონის წინა ტურნირები :Fuji-Cup (unofficial tournament)- 1996
Coppa delle Alpi (Tournament of the Italian Association)-Winners – 1968
მოსისხლე მტრები : დორტმუნდის ბორუსია , ბოხუმი
დამეგობრებული კლუბი : ნიურნბერგი
კლუბის მასკოტი : ერვინი
მენეჯერი : ჰორსტ ჰელდტი
მთავარი მწვრთნელი : იენს კელერი
შემადგენლობა: წინა თემები:
შალკე 04 - FC Schalke 04შალკე 04 - FC Schalke 04შალკე 04 - FC Schalke 04შალკე_04შალკე_04შალკე 04შალკე 04ცხელ-ცხელი ტრანსფერი:
Kevin-Prince Boateng zum Medizincheck auf Schalke !
http://www.schalke04.de/de/aktuell/news/13...9--10-213-.html * * *
ადრეული წლები, ფაშიზმი და დომინირება :1904 წლის 4 მაისს 14-15 წლის სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა ბიჭების ჯგუფმა ჩამოაყალიბა საფეხბურთო კლუბი "ვესტფალია შალკე", რომელიც
1924 წლიდან გახდა პროფესიონალური კლუბი და ეწოდა "შალკე 04" ,
კლუბის ძველი ფერები (წითელი და ყვითელი) შეიცვალა ახლებით (ლურჯი და თეთრი)
სწორედ ამ პერიოდიდან იწყება განვითარება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გერმანული კლუბისა
სწრაფი, მოკლე, პასების სტილი გახდა პირველი გუნდის სავიზიტო ბარათი. შემდგომში ამ სათამაშო მანერას
"Schalker Kreisel" -ი უწოდეს
გუნდის ლიდერი და კაპიტანი იყო ქარიზმატული ფიგურა
ერნსტ კუცორა , რომელიც თანაკლუბელ
ფრიტც ზეპანთან ერთად პრაქტიკულად მთლიანად წყვეტდა კლუბის ბედს და მომავალს . აღსანიშნავია , რომ ისინი ისევე როგორც სხვა ყველა ფეხბურთელი შალკესი იყვნენ ადგილობრივები და შახტაში მუშაობდნენ , სწორედ აქედან აიღო სათავე კლუბის ზედმეტსახმელმა
"ლურჯი (შალკეს ტრადიციული ფერი) მეშახტეები" შალკეს ასევე აქვს მეტსახელები Die Königsblauen" (სამეფო ლურჯები) და ხუმარები
(კუცორა,ზეპანი და ტიბულსკი ნაკრების მაისურით)
1928 წელს კლუბმა დიდი ზარ-ზეიმით გახსნა საკუთარი სტადიონი , რომელსაც ეწოდა "Glückauf " (წარმატებას გისურვებ , მშვიდობით დაბრუნდი ( გერმანელ მეშახტეთა შორის ყველაზე პოპულარული და ხშირად ხმარებადი სწორედ ეს სიტყვა ყოფილა)
ამ სტადიონზე ასპარეზობისას მიაღწია შალკემ გრანდიოზულ წარმატებებს. 1933 წლიდან 1942 წლამდე, კლუბი 9ჯერ გავიდა გერმანიის ჩემპიონატის ფინალში საიდანაც 6 თავის სასარგებლოდ დაასრულა.
ბევრი ასეთ დომინაციას ფიურერს ადოლფ ჰიტლერსაც უკავშირებს რომელიც სწორედ "ხუმარების" გლშემატკივარი იყო :
ქვეყნის პირველი ჩემპიონობა 1934 წელს იქნა მოპოვებული, ნიურნბერგის 2-1 დამარცხების შედეგად
(საჩემპიონო გუნდი სრული შემადგენლობით)
შემდეგი ჩემპიონობები და ფინალის შედეგები :
1935 წელი > შალკე-შტუტგარტი 6-4
1936 წელი > შალკე-ნიურნბერგი 2-0
1939 წელი > შალკე-ადმირა 9-0
1940 წელი > შალკე-დრეზდენი 1-0
1942 წელი > შალკე-ვენა 2-0
--------
1937 წელს კლუბმა პირველად მოიგო გერმანიის თასი
მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი :
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ "მეშახტეებს" ძალიან გაუჭირდათ კარგი სპორტული შედეგების შენარჩუნება,მართალია შალკე კვლავ მოწინავე პოზიციებზე ტრიალებდა, მაგრამ პირველობას ვეღარ ახერხებდა , ნავსი 1958 წელს გატყდა, როდესაც მთავარი მწვრთნელის ედი ფრიუვირტის და გუნდის კაპიტნის ბერნარდტ კლოდტის მეცადინეობით ფინალში 3-0 დაამარცხეს ჰამბურგი და სანუკვარ პრიზს დაეუფლნენ
სწორედ 1958 წლით თარიღდება შალკეს უკანასკნელი ჩემპიონობა
1963 წელს (ბუნდესლიგა დაარსდა) შალკემ მონაწილეობა მიიღო , 16 გუნდიანი ბუნდესლიგის პირველივე სეზონში , სადაც "ხუმარების" საქმე კარგად ნამდვილად არ მიდიოდა
(შალკე 1963 წ)
კლუბი მომდევნო რამდენიმე წლის მანძილზე გადარჩენისთვის იბრძოდა. 1964-65 წლებში სატურნირო მდგომარეობით გავარდნენ კიდეც ელიტარული დივიზიონიდან, მაგრამ ბედმა "სამეფო ლურჯები" არ გაწირა, სწორედ იმ წელს გერმანიის საფეხბურთო კავშირის გადაწყვეტილებით ბუნდესლიგის მონაწილეთა რაოდენობა 18-ამდე გაიზარდა , რის შედეგადაც შალკე გავარდნას გადაურჩა
60 იანი წლების ბოლოს შალკეში იმედისმომცემი , ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოჩნდენ , პირველ რიგში რა თქმა უნდა კლუბის ლეგენდა რაინხარდტ ლიბუდაა აღსანიშნავი , თავდასხმელი რომელსაც გულშემატკივრებმა უწოდეს სტენლი (ლეგენდარულ სტენლი მეტიუზის სპატივსაცემოდ ) ლიბუდა ულამაზესი დრიბლინგებით და საოცარი სისწრაფით გამოირჩეოდა და კლუბის გულშემატკივრებში უდიდესი პოპულარულობით სარგებლობდა
ისევე როგორც შალკეს კიდევ ერთი ლეგენდა კლაუს ფიშერი
1972 წელს ივიცა ხორვატის მიერ დარიგებულმა შალკემ, ლიბუდას ბრწყინვალე თამაშის წყალობით გერმანიის თასი მოიპოვა (მეორედ 1937 წლის შემდეგ) დაამარცხა რა ფინალში კაიზერსლაუტერნი ანგარიშით 5-0, ჩემპიონატში კი 2-ე ადგილი დაიკავა
ამ წარმატებას მოჰყვა ხანგრძლივი ჩავარდნა , კლუბი 3 ჯერ გავარდა ბუნდესლიგიდან (1981, 83, 87 წლებში(საინტერესოა , რომ სწორედ 1987 წელს რომის პაპი იოანე-პავლე მეორე იქნა გაწევრიანებული და შეყვანილი კლუბის საპატიო წევრებში )
2 ჯერ ხუმარებმა 1-ივე წელს მოახერხეს ელიტაში დაბრუნება მაგრამ მესამედ ეს ვერ შეძლეს დ 3-წელი 2-ე ლიგაში გაატარეს , თუმცა წარუმატებლობების მიუხედავად შალკე კვლავ რჩებოდა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კლუბად გერმანიაში, იგი მუდმივად ახერხებდა 1973-წელს გახსნილი "პარკშტდიონის" გავსებას
გულშემატკივრების ერთგულება და სიყვარული 1991 წელს დაფასდა , როდესაც კლუბი საბოლოოდ დაბრუნდა ბუნდესლიგაში,აქედანვე ჩაეყარა საფუძველი ახალი გუნდის მშენებლობას რომელსაც წინ უდიდეს წარმატება ელოდა
1996-97 წლების სეზონში ჰოლანდიელი სპეციალისტის ჰუბ სტევენსის მიერ დამოძღვრილმა "ხუმარებმა" უეფას თასი დაისაკუთრეს
შალკემ ტუნირიდან ერთმანეთის მიყოლებით დაიფრინა:
როდა,ტრაბზონსპორი,ბრიუგე ვალენსია და ტენერიფე
ფინალში კი მილანის ინტერი დაამარცხა პენალტების სერიით, რომელიც სან-სიროზე გაიამრთა, გადამწყვეტი 11 მეტრიანი კლუბის ლეგენდად შერაცხულმა ბელგიელმა ნახევარმცველმა მარკ ვილმოტსმა გაიტანა , გმირული ბრძოლისა და თავდადებისთვის ევროპულმა პრესამ "სამეფო ლურჯები" ევროFაითერბადაც კი შერაცხა
შემდეგ იყო გერმანიის თასზე გამარჯვება და დრამატულად უკანასკნელ ტურში დაკარგული ჩემპიონობა , როდესაც მიუნხენის ბაიერნმა პატრიკ ანდერსონის ბოლო წამებზე გატანილი თავისუფალი დარტყმის წყალობით შალკეს დიდი ხნის მანძილზე პირველობის ყველაზე რეალური შანსი მოისპო ,"ხუმარებმა" კიდევ 3 ჯერ დაასრულეს ბუნდესლიგა 2-ე ადგილზე (2005.07.10 წლები)
თასი კი 2002 ში -ზედიზედ მეორედაც მოიგეს (სულ 4)
2010-2011 წლის სეზონი :ამ წლის მანძილზე იყო უამრავი სიახლე , უამრავი პრობლემა , ტრანსფერები , მწვრთნელთა ცვლა, დაპირისპირებები
თუმცა აღნიშნული სეზონი შალკეს ქომაგებს კიდევ დიდი ხანი ემახსოვრებათ. ბუნდესლიგაში არცთუ ხეირიანი ასპარეზობის მიუხედავად "ხუმარებმა" ევროპა აალაპარაკეს, მათ დამაჯერებლად დაიკავეს ქვეჯგუფში 1-ლი ადგილი, შემდეგ კი ფლეი ოფის სტადიას ვალენსია (1-1, 3-1) და ინტერი (2-5, 2-1) გამოთიშეს
ამჟამად გელზერკირხენული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია და მანჩსეტერთან მოუწევს ბრძოლა ფინალის საგზურისთვის. კლუბმა ასევე გააღწია გერმანიის თაისის ფინალში სადაც დუისბურგს დაუპირისპირდა და 5-0 გაანადგურა რისი წყალობითაც გერმანიის თასს 5-ედ დაეუფლა
ევროპის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ევოროტურნირებზე რაულ გონსალეს ბლანკო
(ამჟამად სულ 73 გოლი ევროთასებზე, აქედან 71 Vემპიონთა ლიგაზე)
კლუბის ოფიციალური ჰიმნები და სიმღერები :
Blau und weiß, wie lieb ich Dich" (Blue and White How I Love You) "Königsblauer S04" (Royal Blue S04)
ფანების ჩანტები :
"Oppa Pritschikowski",
"Wir sind Schalker",
"Schalke ist die Macht"
და ყველაზე პოპულარლი
"Steht auf, wenn ihr Schalker seid"-რომლის გადაკეთებული ვერსიაც არსებოსბ ებე სანდზე !
და ა.შ
* * *
სტადიონი :1998 წელს საფუძველი ჩაეყარა ახალი ულტრათანამედროვე სტადიონის
VELTINS-Arena-ას მშენებლობას , რომელმაც 2001 წელს შეცვალა კიდეც მოძველებული პარკშტადიონი სადაც შალკე 1973 წლიდან-2001 წლამდე ასპარეზობდა
VELTINS-Arena 61,673-მაყურებელზეა გათვლილი, უეფას მიერ შეფასებულია რაღა თქმა უნდა 5 ვარსკვლავით , სტადიონი აღჭურვილია მოძრავი მოედნით,ტრიბუნებით და ტაბლოთი , წვიმიან ამინდში შესაძლებელია არენის გადახურვა და ა.შ
ფელტინს-არენა ერთ-ერთ საუკეთესო სტადიონად ითვლება ევროპაში, მისი მშენებლობა კი 200 მილიონ ევრომდე დაჯდა
გახსნაზე გაოცებულმა იოზეფ ბლატერმა განაცხადა : ასეთი სტადიონი მსოფლიოში ჯერ არ ყოფილა
ხოლო უეფას წარმომადგენლებმა რომლებსაც 5 ბალიანი სისტემით უნდა შეეფასებინათ არენა შემდეგი განაცხადეს : ეს სტადიონი ზედმეტადაც კი აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, 5 ბალიანი სიტემიდან მას 6 ეკუთვნის
დიდი შექების და რეზონანსის შემდეგ აუფ-შალკე გახსნის დღიდანვე მიიღო სტატუსი ყველაზე თანამედროვე კომპლექსისა სადაც შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა სპორტული თუ არა სპორტული ღონისძიება
* * *
შალკეს ყველა დროის სიმბოლური :მეკარე : ნორბერტ ნიგბური
მცველები :როლფ რიუსმანი-კლაუს ფიხტელი-ოლაფ ტონი
ნახევარმცველები :მარკ ვილმოტსი-ფრიტც ზეპანი-ინგო ანდერბრიუგე-ერნსტ კუცორა
თავდამსხმელები :რუდიგერ აბრამციკი-კლაუს ფიშერი-სტან ლიბუდა
მწვრთნელი : ჰუუბ სტევენსი
შალკეში ასევე სხვადასხვა დროს უთამაშიათ ისეთ ფეხბურთელებს როგორებიც არიან : მანუელ ნოიერი,რაფინია,ენდი მიოლერი , ტომას ვალდოხი,ებე სანდი, ემილ მპენზა,კევინ კურანი, აილტონი, ბორდონი,კრსტაიჩი,ნემეცი , იოჰან დე კოკი , იური მიულდერი, იენს ლემანი, როდრიგესი ,ერნსტი, პოულსენი , ბიომე,როსტი ვან ჰოოგდალემი, ლინკოლნი და ა.შ
This post has been edited by David-22 on 30 Aug 2013, 16:04