UPnP გაქ ჩართული როგორც ჩანს, ანუ შენს ქსელში რომელიმე კომპიუტერზე აპლიკაციას თუ დაჭირდა პორტის გახსნა, როუტერი ავტომატურად ამისამართებს მაგ პორტს. მაგიტომაც ჩანს ეგ ორი ხაზი როუტერის კონფიგში, თუმცა მიუხედავად იმისა რომ ეგ პორტი გადამისამართებულია რაიმე აპლიკაცია თუ აქტიურად არ "უსმენს" მაგ პორტს შენს კომპიუტერზე მაშინ გარედან(ინტერნეტიდან) ეგ პორტი როგორც დაკეტილი ისე გამოჩნდება.
შენ რაც გინდა არის პორტების გადამისამართება(
Port Forwarding).
https://portforward.com/tp-link/archer-c8/ ამ ლინკზე არის შენი როუტერის მოდელისათვის დაწერილი ინსტრუქცია, შენი შიდა კომპიუტერის IP დაგჭირდება და ის პორტი რისი გახსნაც გინდა.
ისე ცნობისთვის გარკვეული პორტების გახსნას(გადამისამართებას) პროვაიდერები კრძალავენ "უსაფრთხოების" გამო. სილქნეტი მაგალითად რამდენადაც ვიცი 80, 443 პორტებს და კიდე ალბათ სხვებს არ გაგახსნევინებს თუ არ დაურეკე.