forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (113) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> თბილისის ავტობუსები - VIII ნაწილი, მარშრუტები, გაჩერებები, გადახდა, სიახლეები და ა.შ
vatman
პროფესიონალი მგზავრი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8202
წევრი No.: 37933
რეგისტრ.: 9-July 07

გამოგზავნილია: 23 Feb 2019, 23:21  #54270295      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
წინა თემები:
თბილისის ავტობუსები - I ნაწილი
თბილისის ავტობუსები - II ნაწილი
თბილისის ავტობუსები - III ნაწილი
თბილისის ავტობუსები - IV ნაწილი
თბილისის ავტობუსები - V ნაწილი
თბილისის ავტობუსები - VI ნაწილი
თბილისის ავტობუსები - VII ნაწილი

ინფორმაცია:
ოფიციალური ვებ-გვერდი
http://transit.ttc.com.ge/

სასარგებლო ბმულები:
ავტობუსები რეალურ დროში (online), ტაბლოს მონაცემები, მარშრუტების სია, მგზავრობის დაგეგმვა და ა.შ.
http://transit.ttc.com.ge/?page=schedule

სამგზავრო ტარიფი, ფასდაკლებები და შეღავათებით მოსარგებლე კატეგორიები
http://ttc.com.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=54

ჯარიმის გადახდა ინტერნეტით
http://ttc.com.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=40



ცნობები:

თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს ავტობუსი დაემატა 1933 წელს, რომელიც საწყის ეტაპზე, დღეში ხაზზე მხოლოდ 5 ავტობუსი მოძრაობდა და მისი სიგრძე დაახლოებით 10 კილომეტრი იყო. ავტობუსების რაოდენობა და გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა თავის პიკს მიაღწია 80 წლებში.
90 წლებში იწყება ავტობუსების ქსელის დეგრადაცია, და ფაქტიურად მისი მთლიანად გაუქმება, რამდენიმე ხაზის გამოკლებით.
თბილისის ავტობუსების სისტემის განახლება (თავიდან გაკეთება) 2004 წლიდან დაიწყო როდესაც პირველი ჰოლანდიური DAF-ის მეორადი მოხმარების ავტობუსების პარტია ჩამოვიდა. შემდე პირველი მცირე რაოდენობა უკრაინული Bogdan A092 ჩამოვიდა. 2006 წელს ჰოლანდიური ავტობუსების მეორე პარტია მიიღო მერიამ.

user posted image

user posted image

user posted image

2007 მერიამ გამოაცხადა ტენდერი 510 ახალი ავტობუსის შეძენაზე (360 პატარა 150 დიდი). ტენდერში კორპორაცია ბოგდანმა გაიმარჯვა და თბილისის მერიას 360 Bogdan A092 და 150 Bogdan A144.5 მიაწოდა.

user posted image

user posted image


2010 წელს თბილსში 6 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ DAF-ების ერა დასრულდა. უმრავლესობა ჩამოიწერა ნაწილი თავდაცვის სამინისტროს გადასცეს.
მანამდეც ჩამოიწერა გარკვეული რაოდენობა, ზოგი დაიწვა ზოგს ავარია მოუვიდა და ა.შ. ასევე მოხდა მაშრუტების დიდი ნაწილის შემოკლება, ასევე რამდენიმე მაშრუტი გაუქმდა.


2011 წლის სიახლე არის გაჩერებებზე ტაბლოების დამონტაჟება. სულ მთელ თბილისში ასეთი 450 ტაბლო დამონტაჟდება.

user posted image

ყველა ავტობუსი აღჭურვილია GPS სისტემებით, რომელიც მათ ადგილმდებარეობას განსაზღვრავს. ინფორმაცია გადაეცემა სერვერს, რომელიც ამუშავებს მას და იმის მიხედვით როგორია მარშრუტი საშუალო მოძრაობის სიჩქარის გათვალისწინებით, ითვლის დროს, როცა ავტობუსი გაჩერებას მიაღწევს
დროის განსაზღვრა ხდება ავტობუსის მიერ გადაცემული ინფორმაცის მიხედვით–სად იმყოფება იმ მომენტში დ რამდენი მანძილი დარჩა გასავლელი. დავუშვათ, მოცემული ინფორმაციით ავტობუსი ერთ–ერთ გაჩერებაზე უნდა მივიდეს 15 წუთში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქალაქში 90–წამიანი შუქნიშნები გვაქვს, რომელიც ადვილი შესაძლებელია დაკეტილი დახვდეს ავტობუსს, ის უკვე ვეღარ შეძლებს ზუსტად 15 წუთში დანიშნულების ადგილზე მისვლას. თუმცა ჩვენი გამოცდილებით ავტობუსის მოძრაობის საშუალო სიჩქარე ზოგადად ემთხვევა ნაკადის საშუალო სიჩქარეს და ძალიან დიდი ცდომილება, რაც ადამიანების სერიოზულ უკმაყოფილებს გამოიწვევდა, ჯერჯერობით არ მიგვიღია.
რაც შეეხება ხარვეზებს, ეს უფრო ადრე იყო, როცა საცდელი 20 ტაბლო გავუშვით. ბევრი რამის შეცვლა და გათვალისწინება მოგვიწია, რასაც მანამდე საჭიროდ არ ვთვლიდით. მაგალითად, ავტობუსი საწყისი პუნქტიდან გასვლას აგვიანებს, შესაბამისად შუალედურ გაჩერებაზე მისვლის დრო იცვლება; ან ქალაქში საცობია, რაც მოძრაობას აფერხებს. ამგვარი შემთხვევებისთვის საჭირო გახდა ალგორითმების შექმნა, რომელიც მსგავსი სიტუაციებიდან გამოსავალს იძლევა.
http://www.navigator.ge/ArticleView.aspx?Id=1106


2012 წელს დაინერგა SMS სერვისი, რომელიც მგზავრებს საშუალებას აძლევს გაიგონ მარშრუტის მოსვლის ფაქტიური დრო ნებისმიერ გაჩერებაზე (მათ შორის სადაც ტაბლო არ არის დამონტაჟებული). სერვისი კომფორტულია იმ კუთხითაც, რომ გაჩერების ნომრის ცოდნის შემთხვევაში, მოსვლის დროის გაგება შეიძლება გაჩერებაზე მისვლამდეც, სახლიდან გაუსვლელად.

ასევე შეიქმნა სატრანსპორტო აპლიკაციია მობილური ტელეფონებისთვის, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას
მობილური ტელეფონიდან გამოიყენოს ყველა ის სერვისი, რომლის მიღებაც შესაძლებელია კომპანიის ვებგვერდიდან:
მგზავრობის დაგეგმვა, ავტობუსი რეალურ დროში, ინფორმაცია გაჩერებების შესახებ, მარშრუტების მოსვლის დრო
რეალურ დროში, განრიგები და ა.შ.

ასევე მოხდა თბილისის ავტობუსის მარშრუტების, გაჩერებების და განრიგების ინფორმაციის ინტეგრაცია
Google-ს სისტემაში (Google Transit), რომლის შედეგადაც შესაძლებელი იქნება მგზავრობის დაგეგმვა, მარშუტების და
გაჩერებების შესახებ ინფორმაციის მიღება Google-ს რუკაზე (Google Map).


2013 წლის შემოდგომაზე, თბილისის მერიამ დედაქალაქში ახალი თანამედროვე ტიპის ავტობუსების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა, მაგრამ ტენდერის შედეგები გააუქმეს. ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტებმა ვერ დააკმაყოფილეს ტექნიკური დოკუმენტაცია და გამოეთიშნენ. საპასუხოდ მათ გაასაჩივრეს შედეგები. საბოლოოდ მერიამ, საკრებულოს ზეწოლით გააუქმა ტენდერი.

2015 წელს EBRD-მა გამოაცხადა ახალი ტენდერი 143 ავტობუსის შესაძენად: 12 მეტრიანი, 100% დაბალ იატაკიანი, ბუნებრივ აირზე მომუშავე ძრავით. ტენდერი დასრულდა 2016 წელს და გაიმარჯვა MAN Truck & Bus AG. 2017 წელს MAN Truck & Bus AG თბილისს აჩუქა კიდევ ერთი ავტობუსი. შესაბამისად მანის ავტობუსების რაოდენობა შეადგენს 144.

user posted image

2016 წლის 26 მაისს სტამბულის მერიამ თბილისს საჩუქრად გადასცა 5 ცალი მეორადი მერსედეს კონექტოს მარკის ავტობუსი. ამჟამად აღშნული ავტობუსები არ მუშაობენ

user posted image

2017 წელს გაიხსნა ახალი ავტობაზა დიდ დიღომში, სადაც გადავიდა მე-2 ავტობაზა ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიიდან. ავტობაზა გათვლილია 377 ავტობუსზე:
http://ttc.com.ge/index.php?lang_id=GEO&se...35&info_id=3097

2018 წელს თბილისის ბიუჯეტის სახსრებით შედგა ტენდერი 90 ცალი, 10 მეტრიანი ავტობუსების შესაძენად. გაიმარჯვა შპს "თეგეტა თრაქ ენდ ბასი", რომელიც წარმოადგენს MAN Truck & Bus AG ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში. ავტობუსის მოდელი MAN Lion city A47
user posted image

ავტობუსების მიწოდება დაიწყება თებერვალში და დასრულდება 2019 წლის მაისში.

2018 წლის ნოემბერში გამცხადდა ტენდერი 220 8 მეტრიანი ავტობუსების შესაძენად. 2019 წლის თებერვლის მდგომარეობით მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები. გამარჯვებული ცნობილი არ არის.


--------------------
Старый друг лучше новых двух... знает как испортить настроение

Пиво бывает двух видов: халявное и за свои деньги
forum-ge
;)


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4332
წევრი No.: 63759
რეგისტრ.: 7-June 08

გამოგზავნილია: 24 Feb 2019, 00:10  #54270516      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
2018 წლის ნოემბერში გამცხადდა ტენდერი 220 8 მეტრიანი ავტობუსების შესაძენად. 2019 წლის თებერვლის მდგომარეობით მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები. გამარჯვებული ცნობილი არ არის.

იმედია დაგვადგება საშველი


--------------------


-------------------
hattrick.org. ==> FC_Dinamo Tbilisi
---
buzzerbeater.com ==> დინამო თბილისი
Promes
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 443
წევრი No.: 239042
რეგისტრ.: 19-December 17

გამოგზავნილია: 24 Feb 2019, 01:06  #54270751      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქსირიშე.სულ რამდენი ავტობუსი დადის ტიფლისში?
Kublicha
ip conflict


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 33563
წევრი No.: 10108
რეგისტრ.: 11-May 05

გამოგზავნილია: 24 Feb 2019, 01:23  #54270823      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
სულ რამდენი ავტობუსი დადის ტიფლისში?

200მდე.

და კიდევ დაახლოვებით ამდენივე ძრავიანი ჯართი


--------------------
Boul ma sene, boul ma guiss madi re nga fokni mane
Khamouma li neka thi sama souf ak thi guinaw
Beugouma kouma khol oaldine yaw li neka si yaw
mo ne si man, li ne si mane moye dilene diapale
ERAMUS
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1132
წევრი No.: 244970
რეგისტრ.: 23-August 18

გამოგზავნილია: 24 Feb 2019, 07:41  #54271212      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამ ახალი პარტიის მანებშიც ალბათ დაიწყება მძღოლის მიკროფონზე კაკუნი და ღრიალი კარები დამაკეტინეო biggrin.gif
ფაშისტი
Пещерный человек


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4902
წევრი No.: 25871
რეგისტრ.: 20-November 06

გამოგზავნილია: 24 Feb 2019, 09:50  #54271303      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვაიფაი როდის დამონტაჟდება მანებში?


--------------------
მოქმედება!!!
Mick-el-Angelo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 577
წევრი No.: 186250
რეგისტრ.: 16-May 14

გამოგზავნილია: 24 Feb 2019, 12:14  #54271649      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ასევე მოხდა მაშრუტების დიდი ნაწილის შემოკლება, ასევე რამდენიმე მაშრუტი გაუქმდა.

რამდენიმე კი არა ბევრი გაუქმდა, სიმართლე რო ვთქვათ givi.gif
xectar
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 48
წევრი No.: 247963
რეგისტრ.: 17-January 19

გამოგზავნილია: 24 Feb 2019, 12:41  #54271777      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამ მწვანეებსაც ნელნელა შემოუშვებენ? და 95 იქნება პირველი ნომერი?
ERAMUS
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1132
წევრი No.: 244970
რეგისტრ.: 23-August 18

გამოგზავნილია: 24 Feb 2019, 12:50  #54271811      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
xectar
დიდი ალბათობით ჯერ 85, მერე 95.

This post has been edited by ERAMUS on 24 Feb 2019, 12:52
PULSE
:spy:


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4293
წევრი No.: 37779
რეგისტრ.: 6-July 07

გამოგზავნილია: 24 Feb 2019, 12:50  #54271812      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ERAMUS
QUOTE
ამ ახალი პარტიის მანებშიც ალბათ დაიწყება მძღოლის მიკროფონზე კაკუნი და ღრიალი კარები დამაკეტინეო 

სურათებზე როგორც ჩანს, უკანა კარები გარეთ იღება მაგ ავტობუსებში და შეიძლება არ დასჭირდეს biggrin.gif
Kublicha
ip conflict


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 33563
წევრი No.: 10108
რეგისტრ.: 11-May 05

გამოგზავნილია: 24 Feb 2019, 12:59  #54271841      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბოლობოლო 8.5 მეტრიანებში ვის და ვის შორისაა ჭიდაობა, ისუზუ და ბიემსი?
TramwayMan
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17272
წევრი No.: 44928
რეგისტრ.: 26-October 07

გამოგზავნილია: 24 Feb 2019, 14:51  #54272223      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Kublicha
ინტერავტო ვს. ჯი თი გრუპი biggrin.gif

Kublicha
ip conflict


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 33563
წევრი No.: 10108
რეგისტრ.: 11-May 05

გამოგზავნილია: 24 Feb 2019, 15:54  #54272481      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
TramwayMan
ხოდა ბიემსი არ ყავს ინტერავტოს?
punisher 11
LEGEND


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2178
წევრი No.: 72314
რეგისტრ.: 26-October 08

გამოგზავნილია: 25 Feb 2019, 02:22  #54275857      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ეს შემოიყვანონ ახალი იკარუსი შკოდასთან გაერთიანდა ,, მაგარია))))
თან მაგაში გავიზარდეთ , მთელ საბჭოთა ავტობუსებს იხევდა



user posted image


ოოო სორი ,ეხლა ვნახე ტროლეიბუსი ყოფილა და 800 000 ევრო ღირს(((

https://autopro.hu/en/news/New-Ikarus-koda-...at-Szeged/6348/

This post has been edited by punisher 11 on 25 Feb 2019, 02:25


--------------------
სულ გამო###ვდით......
vatman
პროფესიონალი მგზავრი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8202
წევრი No.: 37933
რეგისტრ.: 9-July 07

გამოგზავნილია: 25 Feb 2019, 10:23  #54276257      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Kublicha
QUOTE
ბოლობოლო 8.5 მეტრიანებში ვის და ვის შორისაა ჭიდაობა, ისუზუ და ბიემსი?

ოზილჰანების ოჯახის და თურქეთის ანაბრების დაზღვევის ფონდს შორის.... chest.gif

punisher 11
ავტობუსებიც არის, ბუდაპეშტში დადის. შასი რომელი მწარმოებლის აქვს არ ვიცი ....
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (113) [1] 2 3 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0310 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]