დილა მშვიდობისა!
მოდი შევთანხმდეთ, რომ ადამიანს ჭირდება ორი ძირითადი საკითხი:
1. განათლება (აკადემიური, ზოგადი და სხვა)
2. კულტურა (ეს ოჯახიდან და სოციუმიდან გამომდინარეობს)
+ ამას ემატება მისი პიროვნული თვისებები და ვნებები (მარტო წვრთნა რას უშველის, თუ ბუნებამაც არ უშველა)
არის კიდევ ერთი, ყველაზე მძლავრი გარემოება რომელსაც შეუძლია ყველაზე ძლიერნი გარყვნას, ეს არის ციფრული სოციუმი (ინტერნეტი, სოციალური ქსელი, ტიკ-ტოკი და სხვა). ისე ნურავინ გაიგებს თითქოს მე წინააღმდეგი ვიყო "ინტერნეტის", არა, პირიქით! ეს დიდი შესაძლებლობაა და ჩვენზეა დამოკიდებული როგორ გამოვიყენებთ, უბრალოდ ზემოთ აღნიშნული საკითხები თუ არის შესაბამის დონეზე ადამიანი, ის გამოიყენებს ციფრულ სოციუმს მეტი განვითარებისთვის, თუ არადა შეგხვედრიათ ლაიქებზე მონადირე გოგოშკები/ბიჭუნები
რაც შეეხება ქართველ ქალს, მიუხედავად ობიექტური თუ სუბიექტური მიზებისა რომელიც მათ წინააღმდეგ ჩამოყალიბდა დღვანდელ რეალობაში, მიუხედავად იმისა თუ როგორი ველური გაჭირვება, მძიმე სიდუხჭირე, უსამართლო ჩაგვრა, მრავალი შეურაწყოფა, უკიდურსეი სასოწარკვეთა და სხვა ბევვრი სიმძიმე განვლო მაინც შეინარჩუნა ქართველი ქალის სახე!
ნუ დარდობ, არც სხვა ქვეყნის ქალები არიან მეტი ან ნაკლები ქართველ ქალებზე!
შენ თუ მომიყვან მაგალითს თუ როგორ გათხოვდა ვიღაც კეკელკა გოგო (სვეცკი თუ გაგრია) ვიღაც "უჯიშო, მტარვალ ოსმალოზე" და მასთან კამასუტრას წიგნი წარმატებით გაიარა, ამაში საგანგაშო არაფერია
ეს იყო, არის და იქნება მომოვალშიც, ზოგი ვაჟკაც უცხოელს მიყვება, ზოგი უცხოელის ფინანსებს, ეს საქართველოშიც და დიდ ბრიტანეთშიც ჩვეულებრივი მოცემულობა.
პ.ს დღეს ჩვენ ერთმანეთის მიმართ გამოვირჩევით არაობიექტური მოთხოვნებით და მოლოდინებით, აქედან გამომდიანრეა ყველა ის იმედგაცრუება და აგრესია!
პ.პ.ს აუ დილა ადრიან მაგრაად მოაქვს, დილა მშვიდობისა ჩემო თბილის ფორუმო!