დღესასწაულები
მრავალი გინაწყენდება, როდესაც არაფრად აგდებ მათ ე.წ. რელიგიურ დღესასწაულებს თუ დღეებს, რომელთაც ისინი სრულებით მექანიკურად აღნიშნავენ და თანაც ერთმანეთს ასწრებენ მილოცვ-მოლოცვას.
ისინი აგრესიით მოგმართავენ: შენ მკრეხელი ხარ, ურწმუნო, სექტანტი და ა.შ.
ისინი ამბობენ -
ჩვენ კი იმის გვწამს და იმას ვზეიმობთ, რისიც ჩვენს წინაპრებს სწამდათ და რასაც ისინი ზეიმობდნენ.
ჩვენ მორწმუნეები ვართ!
მაგრამ ჩემო კარგებო, ჩვენს შორეულ წინაპრებს ჰქონდათ ის მთავარი, რაც თქვენ სრულებით არ გაქვთ.
მათ ჰქონდათ და გააჩნდათ სხვა ორგანო, - ნათელხილვის ორგანო და ისინი მეტნაკლებად ხედავდნენ იმას, რაც დღესასწაულებზე ზემოდან გარდამოდიოდა მათზე მადლად.
ისინი ხედავდნენ და ამიტომ იცოდნენ.
მათი რწმენა არ იყო ბრმად რწმენა, არამედ რწმენა, რომელიც ხილვას თუ ხედვას ეფუძნებოდა და ამიტომ ამ დღესასწაულების აღნიშვნა არ იყო ფარისევლობა.
თვით ჩემი ადრეული ბავშვობის დროსაც კი მახსოვს მაშინდელი უფროსების ლოცვა თუ კურთხევა.
ისინი საერო პირები იყვნენ და არა "ღვთისმსახურები" ორგანიზებული ეკლესიიდან.
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა "ღვთის მსახურებისგან."
იმ საერო პირებმა იცოდნენ, რომ მათ ჩატარებულ რიტუალს წინაპირობები სჭირდებოდა მარხვის შენახვა, გნწმენდა წინასწარ და მე, პატარა ბავშვს, მქონდა ჯერაც ცხოვრებისგან გაურყვნელი უშუალო და გულწრფელი აღქმა.
მე ვხედავდი, რომ მათი, სანთლებით გარშემორტყმული და უკვე მინავლებული ნათელხილვიდან სადღაც, ზევით თუ სადღაც მათი ლოცვა თუ შენდობა მიედინებოდა.
თქვენ კი იმყოფებით მდგომარეობაში, რასაც თვითმოტყუება და ამდენად ფარისევლობა ჰქვია.
წარმოვიდგინოთ,- პატარა ბავშვი, რომელსაც ცუდმა „პედაგოგმა“ მაგალითად გალაკტიონის „ლურჯა ცხენები“ დააზუთხვინა.
წარმოვიდგინოთ, რომ ეს ბავშვი სცენაზე დგას და გვიკითხავს ტექსტს, რომლის მნიშვნელობაც მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია.
ჩვენ კი ვუსმენთ და ტაშს ვუკრავთ მას.
რა ხდება ამ დროს ბავშვში?
ბავშვი უკვე მსხვერპლია, - „პედაგოგის“ მსხვერპლი.
ბავშვში თანდათან ეგო იზრდება, იბერება და უკვე ზრდასრული, ის ეგოისტი და ფარისეველია,
პედაგოგმა და ჩვენ ჩვენი ტაშით ვაქციეთ ის ეგოისტად.
ამიტომაც არის ჩვენი ეპოქა მექანიკური და ეგოისტური.
ყველა ტრადიცია და ყველა დოგმა მკვდარია.
ყველა ტრადიციის და დოგმათა მიმდევრის ცნობიერებაც მკვდარია.
ჩვენ ცოცხლები ვართ იმ დოზით, რა დოზითაც ჩვენ გავიაზრებთ და ამ გააზრების განცდით ვზეიმობთ რაღაცას.
ჩვენ ცოცხლები ვართ იმ დოზით, რა დოზითაც სპონტანური და გულწრფელია ჩვენი ცნობიერება და მერე კი ჩვენი ქმედებები, რაც ჩვენი ცნობიერების მპულსით ხორციელდებიან.
ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ წარსულის ქიმერები და ფანტომებია.
მე ვიცი და შენც გინახავს - ვიღაც „მორწმუნე“ ეკლესიის დანახვაზე შეჩერდება და იწყებს მეტანია-პირჯვარწერის თვალთმაქც აქციას. ის ჩერდება ქუჩაში ყველას დასანახად ანხორციელებს ფარისევლურ პერფორმანსს.
ის ფაქტიურად სცენაზე დგას და ჩვენ, მაყურებლებს წარმოგვიდგენს წარმოდგენას, თუ რა რიგ მორწმუნეა.
მრავალი მაყურებელი უკრავს მას ტაშს, რადგან მაყურებლებშიც მრავალი ფარისეველია.
სწორედ ეს ფარისევლები არიან ახალი დროის ჯვარმცმელები.
სწორედ ამნაირებმა იცვეს „ის“ ჯვარს.
გვწამდეს იმდენად, რამდენადაც ვხედავთ.
ვიდღესასწაულოთ იმდენად, რამდენადაც ცნობიერად განვიცდით დღესასწაულის არსს.
როდესაც ვინმე ამგვარად გვესაუბრება, ის არ დაგვცინის ჩვენ.
ჩვენ ასე თუ ისე ყველამ ვიცით რომ დაცემული და სამოთხიდან გამოძევებულნი ვართ და ყველა, ვინც აღდგომის გზას შეუდგება, არ დასცინის თავის გვერდით მდგომს.
არა, ის იმის თქმით, რაც ანაწყენებს სხვას, მხოლოდ მის გამოღვიძებას ცდილობს.
ასეთ ადამიანებს აქვთ თანაგანცდა და არა გულწრფელი და ავი ქილიკი თუ დაცინვა.
ზოგჯერ ქილიკიც გამოღვიძებისთვის საჭირო ინსტრუმენტია.
აბა, - დავიწყოთ ქვათა სროლა!
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!...
...
ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ?
...
ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა.
ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.