გამარჯობა
ნინე1. შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით.
2. გამოსაცდელი ვადით მუშაობა ანაზღაურებადია. ამ ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.
3. დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება ან შეწყვიტოს მასთან გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება.
დამსაქმებელს გამოსაცდელ ვადაში ნებისმიერ დროს შეუძლია უარი გითხრას და სახლშ გაგიშვას, ხოლო უკვე არსებულ შრომითი ხელშეკრულების დროს ესე უცებ ვერ გაგიშვებს სამსახურიდან.
რაც შეეხება 6 თვეს, როგორც ზემოთ მოყვანილმუხლში წერია არა აუცილებელი იყოს 6 თვე, არამედ არაუმეტეს 6 თვისა.
თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში.
ასევე გაითვალისწინე ის, რომ თუ შრომით ურთიერთობა აღემატება 3 თვეს, მაშინ ამ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია შრომითი ხელშეკრულების წერილობითი ფორმა.
>> დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლია გაეცნო საქართველოს შრომის კოდექსს :
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1155567