Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > რუკოლა


Posted by: Maya - Maya 9 Apr 2013, 17:53
მაინტერესებს, ვინმემ თუ იცით იზრდება თუ არა საქართველოში სალათი რუკოლა და რას უწოდებენ მას ქართულად? ან რუსულად? რა თვისებებით გამოირჩევა და როგორ უნდა გამოყენება?

Posted by: felooon 9 Apr 2013, 18:23
Maya - Maya
საქართველოში რამდენდ იზრდებ არ ვიცი.თუმცა ვიცი რომ იყიდება თესლი და შეგიძლია ქოთანში მოიყვანო.ადვილია...მე მქონდა ბელგიაში.ვიყენებდი ძირითადად წიწმატის მაგივრად smile.gif.რაღაც მივმსგავსე თითქოს.აქ (საფრანგეთში)აღარ ვწვალობ და პირდაპირ ვყიდულობ...თანაც საკმაოდ იაფია.ვიყენებ მწვანე ფოთლების სალათებში.ხანდახან რეცეპტებში სადაც წერია ტარხუნა და არ მაქვს,ვანაცვლებ ხოლმე...ვერ ცვლის მაგრამ,გაჭირვება მანახეო ხომ გაგიგია.სხვათაშორის ჩაქაფულს ძალიან მოუხდა.
აქ ჩემზე გამოცდილები შემვლენ და დეტალურად გიპსუხებენ ალბათ...

Posted by: n_j 9 Apr 2013, 18:43
თუ დათესავ მოდის რა თქმა უნდა აქაც, მე ქოთანში მაქვს აივანზე, კარფურში იყიდება, გუშინაც ჰქონდათ smile.gif სალათებში, სენდვიჩებში მიყვარს ძალიან, რუკოლას პესტოსაც აკეთებენ ხოლმე

სხვათაშორის, არც ვიხოდი, მრავალწლოვანი მცენარეა, შარშან რომ დავთესე, დავკრიფე, შემოდგომით არ ამომიღია ნარჩენი ძირები და გაზაფხულზე თავისით ამოვიდა ისევ, ამიტომ აღარ დავთესე ახალი

Posted by: BadbadGirl 9 Apr 2013, 19:29
რუკოლა ჩემი საყვარელი "სალათია"
კაი გემო აქვს, სოეციფიკური smile.gif

Posted by: Maya - Maya 10 Apr 2013, 19:54
QUOTE (felooon @ 9 Apr 2013, 18:23 )
ხანდახან რეცეპტებში სადაც წერია ტარხუნა და არ მაქვს,ვანაცვლებ ხოლმე...ვერ ცვლის მაგრამ,გაჭირვება მანახეო ხომ გაგიგია.სხვათაშორის ჩაქაფულს ძალიან მოუხდა.
------------------------------------------------------------------
n_j
თუ დათესავ მოდის რა თქმა უნდა აქაც, მე ქოთანში მაქვს აივანზე

კარფურში იყიდება, გუშინაც ჰქონდათ
 

ღვეზელში თუ გამოდგება ტარხუნას მაგივრად????


თესლი სად იყიდბეა????


მწვანილი მეც კარფურში ვიყიდე, მაინტერესებდა, თუ რა გემო ჰქონდა. პიტნა/ ტარხუნას ნოტები აქვს უფროsmile.gif

Posted by: gloneli 10 Apr 2013, 20:58
felooon
QUOTE
ხანდახან რეცეპტებში სადაც წერია ტარხუნა და არ მაქვს,ვანაცვლებ ხოლმე...ვერ ცვლის მაგრამ,გაჭირვება მანახეო ხომ გაგიგია.სხვათაშორის ჩაქაფულს ძალიან მოუხდა

ვერასოდეს წარმოვიდგენდი,რომ ტარხუნას ჩაანაცვლებდა,სად წიწმატი და სად ტარხუნა,ის კი არა,იმდენად მსგავსია გემოთი წიწმატთან,რომ რა ვიცი.

Posted by: წუ-წუნა 10 Apr 2013, 21:12
QUOTE
რუკოლა ჩემი საყვარელი "სალათია"

++++ყველა სალათთან ერთადაც მიდის.....

gloneli
QUOTE
,იმდენად მსგავსია გემოთი წიწმატთან,რომ რა ვიცი.

წიწმატის გემო არ ვიცი.....ტარხუნა ვიცი და ტარხუნასთან რუკოლას ვერანაირად ვერ ვაკავშირებ

Posted by: felooon 11 Apr 2013, 01:23
gloneli
გეთანხმები,ნამდვილად ძალიან გავს წიწმატს.ჩაქაფულში ტარხუნასთან ერთად გამოვიყენე,წიწმატის მაგივრად.ტარხუნას მაღაზიებში ვერ ვნახულობ.სპეციალურად მიწევს წასვლა, პროდუქტების ბაზარში.საკმაოდ დიდ მანძილზე.რასაც პაწუა ბავშვების ხელში ვერ ვახერხებ.ამიტომ უმწვანილობს, წიწმატის გემოანს ვამჯობინებ ხოლმე biggrin.gif .დავაკონკრეტე კიდეც...ვერ ცვლისთქო.

Posted by: WOMAN IN LOVE 11 Apr 2013, 12:20
Maya - Maya
QUOTE
რას უწოდებენ მას ქართულად? ან რუსულად

ქართულად ინდაუ ჰქვია, რუსულად - რუკოლა

Posted by: Maya - Maya 11 Apr 2013, 15:10
– – – –
დიდი მადლობა!

Posted by: gloneli 11 Apr 2013, 18:03
felooon
QUOTE
ხანდახან რეცეპტებში სადაც წერია ტარხუნა და არ მაქვს,ვანაცვლებ ხოლმე...ვერ ცვლის მაგრამ

ხოდა მცდარი აზრი რომაა ჩადებული,იმიტომაც ვერ გავიგე რას გულისხმობდი.ჩანაცვლება ნიშნავს ტარხუნის ნაცვლად რომ იყენებ.
QUOTE
ჩაქაფულში ტარხუნასთან ერთად  გამოვიყენე,წიწმატის მაგივრად

ესეც პირველად გავიგე-წიწმატი ჩაქაფულში.

Posted by: felooon 11 Apr 2013, 20:12
gloneli
ჩაქაფული კი არა კვერცხს ძლივს ვწვავდი,აქეთ რომ წამოვედი.ინტერნეტით მოძიებულ რეცეპტებში კი წიწმატი ეწერა.ხოდა მე ჩავანაცვლე: რუკოლით.რაც შეეხება ტარხუნის შეცვლას.დავაკონკრეტე რომ ვერ ცვლიდა.თუმცა რმოდენიმეჯერ,სადაც მდნარი ყველის+ტარხუნის კომბინაცია იყო მითითებული, გამოვიყენე: მდნარ ყველს +რუკოლა. ნუ გამასამართელებთ ამის გამო ოღონდაც 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: blowers daughter 11 Apr 2013, 22:46
თხის ყველით და რუკოლას ფოთლებით რომ აკეთებენ სალათას მარტო ეგ ვიცი მე ...

Posted by: tasikuna-taso 11 Apr 2013, 22:52
წიწმატს ბევრი იყენებს ჩაქაფულში და არაფერი არ შავდევა ამით.

მეც გამოვიყენე რამოდენიმეჯერ, ტარხუნასთან ერთად რა თქმა უნდა.

Posted by: BadbadGirl 11 Apr 2013, 22:53
QUOTE
ხის ყველით და რუკოლას ფოთლებით რომ აკეთებენ სალათას მარტო ეგ ვიცი მე ...

მიყვარს!

იმას მეც ვეთანხმები რომ რუკოლას რაღაცნაირად გაჰკრავს წიწმატის გემო, მაგრამ აი ტარხუნის საერთოდ არაფერი აქვს ჩემი აზრით. თუმცა, გემოს სხვადასხვანაირად აღვიქვავთ, შესაბამსიად სხვითვის შეიძლება კი აქვს მოტარხუნო გემო.

ჩემი რუკოლას რეცეპტები ასეტია:
1. ატარა კიტრები, პატარა პომიდვრები, პატარა პაპრიკები, ზეთისხილი, ბევრი რუკოლა, ბერი ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი. შეზავებული ფეტა ყველით. ეს სალათა, შარშან მთელი ზაფხული ვჭამე ლანჩად biggrin.gif სამი თვე შეუჩერებლივ, თანამშრომლები ფიქრობდნენ რომ ვერ ვარ.

2. რუკოლა, გრილზე შემწვარი ბადრიჯნის რგოლები, ბროწეული. შეზავებული კუნჯუტის ზეთით, ცოტა ლიმონით და პილპილ მარილით.

3. რუკოლა, ყველი ფეტა ან თხის, შემწვარი ბეიკონი. შეზავებული ზეითუნის ზეთით და ლიმონით.

ამ სამის გარდა კიდევ უამრავი რეცეპტი მაქვს, მაგრამ ამათ ყველაზე ხშირად smile.gif თითქმის ყოველ დღე smile.gif

Posted by: gloneli 11 Apr 2013, 23:33
felooon
QUOTE
ნუ გამასამართელებთ ამის გამო ოღონდაც

მარტო სასმართლო კი არა,მკაცრი სასჯელიც იქნება. smile.gif 2kiss.gif


Posted by: LTB1948 16 Apr 2013, 15:47
უგემრიელესი სალათია, კარფურში იყიდება ხოლმე და ხანდახან გუდვილშიც....

Posted by: Maya - Maya 18 Apr 2013, 17:52
გუდვილში რატომღაც არ შემხედვრია ...sad.gif

Posted by: LTB1948 18 Apr 2013, 18:25
სსაერთოდ, ძალიან იშვიათად არის ხოლმე. ადრე ვაკეში გუდვილის გვერდზე ჰოლანდიელებს პატარა დახლი ქონდათ და იქ ვყიდულობდი, იშვიათად არის გუდვილში, ხანდახან პოპულში (ჯი-თი-სი-ს ქვევით), ორიოდე კვირის წინ ვიყიდე კარფურში. გემო ძალიან მომწონს, ნიგვზის არომატი გადაკრავს და ფაქტიურად ყველა სალათს უხდება, ძალიან უხდება თევზს, შემქვარ ორაგულთAნ ერთად უგემრიელესია....

Posted by: WOMAN IN LOVE 18 Apr 2013, 18:36
დღეს ვიყავი კარფურში და იყო რუკოლა yes.gif

Posted by: subterranean 19 Apr 2013, 10:55

იტალიაში გავსკდი ამის ჭამით smile.gif ცეზარი შევუკვეთე და მომიტანეს რუკოლათი და შავი ბოლოკით სავსე თეფში, ალაგ-ალაგ ქათმის ჩიჩიაც ერია, მოკლედ მოვძოვე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით (ცეზარის გარდა ყველაფერი იყო, ან კიდევ ეგაა ნამდვილი ცეზარი და ჩვენ გვატყუებენ, ხზ)

ისე კარგია რუკოლა, თუმცა ტარხუნა მირჩევნია smile.gif

Posted by: Maya - Maya 23 Apr 2013, 14:38
ტარხუნას თავისი ადგილი აქვს, წიწმატას - თავისი, რუკოლას - თავისი. ერთი მეორეს მაინც ვერ ჩაანაჩვლებს.

Posted by: disagree 23 Apr 2013, 16:49
ჩვენებურ ხარიკბილას გავს, წიწმატურასაც ეძახიან იმერეთში. მინდვრის ფხალში ვიყენებთ. აქ რახან წიწმატს მიამგვანეს გემოთი მართლა ეგ ხომ არ არის ნეტა?

Posted by: Maya - Maya 24 Apr 2013, 21:40
რამდენადაც ვიცი, წიწმატურა სამკურნალო მცენარეა ( пастушья сумка), მაგრამ მასაც იყენებენ სალათებში

Posted by: WOMAN IN LOVE 25 Apr 2013, 15:42
დიდი უაზრო გემოს ბალახია, ჩემი აზრით

Posted by: Maya - Maya 28 Apr 2013, 18:25
რატომ? პირიქით,მრავალპერსპექტივიანი ბალახია - ყველა სყვდასხვა ნოტს გრძნობს და ამითაა უნივერსალური.

Posted by: LTB1948 2 May 2013, 14:40
ძალიან გემრიელი სალათია, ნიგვზის არომატი აქვს. "იცუში" აკეთებდნენ უგემრიელეს სალათს რუკოლათი, რუკოლა, სტაფილო, გოგრის თEსლი და უგემრიელესი სოუსი ქონდა, ძალიან უხდება სუშის, ყოველთვის ვიღებდი ხოლმე...

Posted by: Maya - Maya 7 May 2013, 17:23
ნეტა რა სოუსი იყო??? chups.gif

Posted by: mashikooo 17 May 2013, 22:33
სად მოდის??? სად და ჩემი სამსახურის (ყიფშიძის ქ.ახალ სახლებში, II სართული) აღმოსავლეთის მხარის აივნის მოაჯირის რკინებს შორის ჩარჩენილ მიწაში!!! ცოტა უხეში კია ქარ-მზეში გაზრდილი, ზატო როგორც მე და ჩემი უფროსი ვთვლით, სუფთა ნამდვილადაა, ძაღლები და კატები(ძროხები, ადამიანები...) არ აბინძურებენ. დავაგემოვნეთ კიდეც wink.gif

Posted by: rockataka 21 May 2013, 17:59
ამასწინად თბილისის ერთერთ უბნის ტროტუარის გვერძე ვნახე იზრდებოდა და პირი დავაღე biggrin.gif
მაგარია სალათებში. პირველ გასინჯვაზე, შეიძლება არ მოგეწონოს კაცს, მაგრამ მერე უმაგისოთ სალათას ვერ შეჭამ. რავიცი, მე მასე მომივიდა. smile.gif

Posted by: LTB1948 22 May 2013, 16:48
ძალიან გემრიელი, სალათშიც და ბუტერბროდშიც. კვირას გრანდ გურმეში მოხარშული სამეფო კრევეტები შევიძინე, გავარჩიე და უგემრიელესი სალათი მოვამზადე რუკოლა, კრევეტი, დაჭრილი ავოკადო, მარილი, პილპილი, ჩერი რამდენიმე ცალი, ცოტა ზეითუნი და ძალიან უხდება ბალზამიკოს სოუსი, ძალიან გერმიელად მივირთვით 2 ადამიანმა, სულ 6 კრევეტი გვქონდა და ერთი ავოკადოsmile.gif

Posted by: sierva maria 21 Aug 2013, 10:26
როგორ მიყვარს რუკოლა <3 შემიძლია თამამად ვთქვა რომ იტალიაში ჩემთვის ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენა იყო ))) პიცა რუკოლათი და მოცარელათი ყველაზე გემრიელია ამქვეყნად

Posted by: donaldos taoba 21 Aug 2013, 10:32
QUOTE (BadbadGirl @ 11 Apr 2013, 22:53 )
QUOTE
ხის ყველით და რუკოლას ფოთლებით რომ აკეთებენ სალათას მარტო ეგ ვიცი მე ...

მიყვარს!



ჩემი რუკოლას რეცეპტები ასეტია:
1. ატარა კიტრები, პატარა პომიდვრები, პატარა პაპრიკები, ზეთისხილი, ბევრი რუკოლა, ბერი ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი. შეზავებული ფეტა ყველით.

mec, Zalian!
dRes vfiqrobdi sadilze risi salata mqonoda da kargi idea momawodeT smile.gif

Posted by: fermina 21 Aug 2013, 18:03
სხვა ტოპიკში დავწერე და აქაც მინდა ჩემი აღმოჩენის შესახებ გითხრათ - ნუცუბიძის პლატოზე, ახალ გზაზე ლამის რუკოლას პლანტაცია რომ აღმოვაჩინე!!!

მარტო ასი წელი ვერ მივხვდებოდი ჩემით და არც ვაკვირდები მცენარეებს, ავსტრიელი ქალი იყო ჩემთან ერთად, ყველა ფოთოლს მოწიწებით და აღტაცებით შესციცინებს ხოლმე და იმან შესძახა, რუკოლაო smile.gif გზის პირად არის მოდებული საკმაოდ ფართედ. მერე გავსინჯე ძალიან ცოტა და მართლა ეგ იყო. აღარ დამიკრეფია, იმიტომ რომ ძალიან ჭუჭყიანი და შელახული იყო და ალბათ ცოტა ღრმად რომ მომეძებნა, უფრო საღები იქნებოდა. რატომღაც არ მეგონა აქაც თუ იზრდებოდა ველურ პირობებში.

Posted by: Maya - Maya 23 Aug 2013, 12:08
QUOTE (fermina @ 21 Aug 2013, 18:03 )
სხვა ტოპიკში დავწერე და აქაც მინდა ჩემი აღმოჩენის შესახებ გითხრათ - ნუცუბიძის პლატოზე, ახალ გზაზე ლამის რუკოლას პლანტაცია რომ აღმოვაჩინე!!!

მარტო ასი წელი ვერ მივხვდებოდი ჩემით და არც ვაკვირდები მცენარეებს, ავსტრიელი ქალი იყო ჩემთან ერთად, ყველა ფოთოლს მოწიწებით და აღტაცებით შესციცინებს ხოლმე და იმან შესძახა, რუკოლაო smile.gif გზის პირად არის მოდებული საკმაოდ ფართედ. მერე გავსინჯე ძალიან ცოტა და მართლა ეგ იყო. აღარ დამიკრეფია, იმიტომ რომ ძალიან ჭუჭყიანი და შელახული იყო და ალბათ ცოტა ღრმად რომ მომეძებნა, უფრო საღები იქნებოდა. რატომღაც არ მეგონა აქაც თუ იზრდებოდა ველურ პირობებში.

მეც ვნახე თბილისის რამოდენიმე უბანში, ველურად რომ იზრდებოდა რუკოლა და თვალებს არ დავუჯერეsmile.gif ე.ი. მართლაც რუკოლა ყოფილა!

Posted by: patriciia 15 Oct 2013, 23:34
QUOTE
ქართულად ინდაუ ჰქვია, რუსულად - რუკოლა


რუსებიც იყენებენ სიტყვას ინდაუ

Posted by: fermina 26 May 2014, 00:09
დღეს მთაწმინდაზე აღმოვაჩინე, ტვერელის ეკლესიასთან ახლოს, მოდებულია საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე. კარგი ბარაქიანი ღეროები და ფოთლებია. ოღონდ ისეთი ადგილია, ვერ გარისკავ იქ მოკრეფილის ჭამას, ძალიან დაბინძურებული იქნება.

Posted by: CortinaDAmpezzo 11 Nov 2014, 08:36
რა ვეღავ შემოვიდა ეს რუკოლა ჩვენთან!
არა და მაგრა წავა დედას პურთან და გუდის ყველთან, თან კაი კახურ 2 ნახადს თუ ჩაუფენ. მმმმმმ.
სულ არ დაიკიდებ ამ ცხოვრებას!

http://www.radikal.ru

Posted by: popins 11 Nov 2014, 08:48
ჰო მეც შევჯექი რუკოლაზე

იტალიის საზღვართან ვარ ახლოს
და იტალიური რუკოლა იყიდება.

ნიგვზის ფხვნილს ვაყრI
ცოტა გოგრის ზეთს ვასხამ ,ცოტა ზეითუნს და გაუდას დახეხილს

Posted by: CortinaDAmpezzo 11 Nov 2014, 08:58
popins
ვაჰ! ავსტრიაში იტალიურ რუკოლას რატო ჭამ?! wink.gif
გოგრის ზეთი რა პონტია?!
ისე გემრიელობა რეცეპტი დადე.
ვცადო აბა

Posted by: popins 11 Nov 2014, 09:44
CortinaDAmpezzo
რავი ლამაზადაა შეფუთული და ხელში მხვდება)


გოგრის ზეთი კაი პონტია
საქართველოში ძალიან ძვირია.არც აქაა იაფი მაგრამ ცეცხლი არ უკიდია)

ნებისმიერი სალათისთვის კარგი საკმაზია ჩემის აზრით.Mზესუმზირის ზეთთან ურევენ აქ.მე ზეითუნს შევურიე და კაია

)

Posted by: fermina 13 Nov 2014, 12:34
ვაჟაზე ჩემი კორპუსის ეზოშიც ყოფილა მოდებული, ახლახანს დავაკვირდი yes.gif უამრავია.

საკმაოდ გავრცელებული ყოფილა და რატომ აქამდე არ ვიყენებდით საქართველოში კულინარიაში ისევე, როგორც სხვა მწვანილებს და მცენარეებს?

Posted by: Brosnan 13 Nov 2014, 13:15
არ მევასება

----------------------

Posted by: kosheen 3 Sep 2015, 11:30
სად იყიდება თბილისში?

Posted by: fermina 3 Sep 2015, 13:19
kosheen
ქავთარაძის გუდვილში აქვთ, პარკებში დაფასოებული უსასუქოც და ისე წონითაც, კონებად შეკრული.

Posted by: Dimitri_ 3 Sep 2015, 13:36
კარქი რამეა

:უპ:

----------------------------------------

Posted by: kosheen 3 Sep 2015, 20:14
fermina
პარკებში დაფასოებული ჰერბიას აქვს თუ სხვა რამეა?

Posted by: Annabell 3 Sep 2015, 20:36
ოხ გარჩიცა აღარ ეკადრებათ მუჟიკებს, ახლა რუკოლას ჭამა დაუწყიათ

biggrin.gif

Posted by: fermina 3 Sep 2015, 23:32
kosheen
QUOTE
პარკებში დაფასოებული ჰერბიას აქვს თუ სხვა რამეა?


ჰერბიას. მაგრამ დღეს არ ჰქონდათ რატომღაც.

თუ გინდა მოდი ჩემს ეზოში, იქვე ახლოს ვცხოვრობ და დაგაკრეფინებ biggrin.gif

Posted by: kosheen 4 Sep 2015, 00:16
fermina
მოვალ biggrin.gif
ასეა ყველგან, ხან აქვთ ხან არა. მინდა ისეთი ადგილი რომ მიხვალ იყიდი წამოხვალ. რით ვერ მივხვდით რომ ძაან კაი და პრაქტიკული ბოსტნეულია. მადრიდში სულ მაგის სალათებს ვჭამდი

Posted by: i_am_goddess 23 Sep 2015, 16:40
საშინელი გემო აქვს..
სადაც შემხვდება ცალკე ვაწყობ ხოლმე

Posted by: pleita 28 Sep 2015, 22:06
ვაიმე ლიკანში გავსინჯე წელს პირველად. ქათმის ღვიძლის სალათი იყო რუკოლათი და ჟოლოს სოუსით ომმმმმ ნომ ნომმმ. სა ოც რე ბა!!! ლისის სათბურში ვყიდულობო ჩემმა კულინარმა ნაცნობმა, ავქანდი, დაკეტილი დამხვდა.. არადა ისსე მინდა ის სალათი sad.gif

Posted by: Pshaveli 4 Dec 2015, 08:33
ვინმემ თუ იცით, სად ვიყიდი თბილისში რუკოლას(არც გუდვილშია და არც კარფურში)?

Posted by: leluuu 19 Dec 2015, 19:47
Pshaveli
სმარტში ვიყიდე 2 დღის წინ

Posted by: Solveig 19 Dec 2015, 21:06
ვერ დავუჭირე გემო ამ ბალახს.
არც სალათებში მიყვარს და არც-პიცაზე.

Posted by: Nutsa2015 13 Dec 2016, 15:23
BadbadGirl
შენი ეს ძველი პოსტი ვნახე და დამაინტერესა, სხვა რეცეპტები რა გაქვს სალათის ფოთლებით? რუკოლა, ბაზილი და სხვა რაც გაქვს თუ შეძლებ დაწერე

Posted by: OKUPANT 24 May 2018, 00:16
პიცაზე მოაწყვეთ თითო ფოთოლი ნაჭერზე საოცარ გემოს აძლევს

Posted by: horsecash 24 May 2018, 01:29
გეგეშიძის ბაღთან რო ხილბოსტანია მანდ იყიდება კარგუ რუკოლა და სულ აქვთ უკვე დიდი ხანია

Posted by: max-14 22 Jul 2018, 17:56
QUOTE
რუკოლა, რა იცით მის შესახებ?

კარგია

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)