Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფლორა და ფაუნა > ვეტერინარული კითხვები !


Posted by: sallli1 22 Dec 2013, 21:03
პროფილაქტიკური აცრები – პრობლემა, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციონ არა მხოლოდ ძაღლების, არამედ კატების მფლობელებმაც. ძაღლთა ყველაზე საშიში და გავრცელებული ინფექციური ავადმყოფობებია: მტაცებელთა შავი ჭირი, ჰეპატიტი, პარვოვიროზი, ლეპტოსპიროზი, ცოფი;
კატებისა: ვირუსული რინოტრაქეიტი; კალცივირუსული ინფექცია, კატების პანლეიკოპენია და ცოფი.
ცხადია, უფრო მარტივია ყველა ამ ავადმყოფობის შესახებ გაფრთხილება, ვიდრე მათი მკურნალობა. ჩატარებული აცრების შესახებ ცნობა შეიტანება ვეტერინარულ პასპორტში, რომელიც ფორმდება ვეტერინარის მიერ ვაქცინის სახეობის, ვაქცინაციის თარიღისა და ვაქცინაციის ჟურნალში რეგისტრაციის ნომრის მითითებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენ გეგმავთ გამოფენებზე მონაწილეობას ან ქვეყანაში ან მის ფარგლებს გარეთ ოთხფეხა მეგობართან ერთად მოგზაურობას.

ვაქცინაციის ვადები: ლეკვების აცრა პირველად 8-9 კვირის ასაკში ხდება, 3-4 კვირაში ატარებენ რევაქცინაციას იმავე აცრებით, მეორე რევაქცინაციას ატარებენ კბილების მოცვლის შემდეგ 10 თვის ასაკში, ამასთან ცოფის აცრასაც.
კნუტებს ვაქცინაციას პირველად 9-12 კვირის ასაკში პოლივალენტური ვაქცინით უკეთებენ, შემდგომი რევაქცინაცია უნდა მოხდეს 3 კვირაში ამავე ვაქცინით, ამასთან უნდა გაკეთდეს ცოფის ვაქცინაც.
უფრო ადრეულ ასაკში მაღალია დედისეული ანტისხეულების დონე, რომელთაც კნუტები და ლეკვები ტრანსპლაცენტარულად და რძესთან ერთად იღებენ, ამიტომაც ამ პერიოდში ვაქცინაცია არაეფექტურია.

ზრდასრული ცხოველების ვაქცინირება საჭიროა წელიწადში ერთხელ ყოველწლიურად.

აქტიური იმუნიტეტის გამომუშავება არ ხდება ვაქცინაციიდან 10 დღის შემდეგ, ამ პერიოდში აუცილებელია თვალი ადევნოთ იმას, რომ ცხოველები არ გაცივდნენ, არ შეიძლება მათთან ერთად ქუჩაში სეირნობა, არ არის რეკომენდირებული მათი დაბანა.

თუ დაავადებულ ცხოველთან კონტაქტი უკვე მოხდა ან ავადმყოფობა განვითარების ადრეულ სტადიაზეა, მაშინ შესაძლებელია ჰიპერიმუნური შრატების გამოყენება. შრატი – ეს არის მზა ანტისხეულები ძაღლებისა და კატების ვირისული დაავადებებისათვის; იგი უზრუნვეყოფს პასიურ იმუნიტეტს 2 კვირის ვადით.

ვაქცინაციის წესები:
ვაქცინირებული შეიძლება იყოს მხოლოდ კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველი;
ვაქცინაციამდე 10 დღით ადრე აუცილებელია დეჰელმინტიზაციის ჩატარება, რადგანაც ჰელმინთები გამოყოფენ ტოქსინებს, რომლებიც ასუსტებენ იმუნურ სისტემას და ვაქცინას არაეფექტურს ხდიან;
ვაქცინაცია (განსაკუთრებით პირველი ვაქცინაცია) უნდა ჩაატაროს ვეტერინარმა კლინიკაში, რადგანაც არაა გამორიცხული ვაქცინათა ისეთი ნეგატიური ქმედებები, როგორიცაა სხვადასხვა ალერგიული რეაქცია, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი. ამიტომაც, ამ ყველაფრის პროფილაქტიკისათვის აცრამდე იყენებენ რომელიმე ანტიჰისტამინ პრეპარატს (დიმედროლი, სუპრასტინი, ტავეგილი).


http://radikal.ru/fp/de8b5ec1ac334f22b5f22e6d441bb1e2

გავრცელებული დაავადებები


დიაგნოზის დროულად დასმის შემთხვევაში გავრცელებული დაავადებების მკურნალობა ადვილია. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ძაღლს – უჩვეულოდ ხომ არ იქცევა ან ცუდად ხომ არ გრძნობს თავს; თუ ასეა, დაუკავშირდით ვეტერინარს.


პირი
პირის ღრუს პრობლემებს შემდეგი სიმპტომები ახასიათებს: ნერწვდენა, თათებით პირის წვალება, გართულებული ღეჭვა, დაღლა ღეჭვის დროს, დაძნელებული სუნთქვა.
თავიდან აიცილებთ ამ პრობლემებს თუ ძაღლს სისტემატიურად გაუსინჯავთპირის ღრუს და რბილი კბილის ჯაგრისით , მარილიანი წყალში ან სპეციალური პასტაწასმული ბამბით გამოუხეხავთ კბილებს კვირაში ერთი–ორჯერ, რათა თავი თავიდან აიცილოთ კბილებზე ქვების (მოყვითალო–მოყავისფრო ცემენტის მსგავსი ნივთიერების) წარმოქმნა. ქვეები აზიანებს ხახას, მასში მრავლდება ბაქტერიები, რომლებიც კბილის ძირების ინფიცირებასს იწვევს, და ამის გამო ძაღლს კბილები ერყევა. ქვები იწვევს ხახის ანთებას და აძნელებს სუნთქვას. თუ ძაღლს სპეციალურ საღეჭს მისცემთ, რომელიც დამუშავებული ტყავისგან მზადდება , ესეც ხელს შეუშლის ქვების წარმოქმნას.
თუ თქვენს ძაღლს უცებ გამოაჩნდა რომელიმე ზემოდმოხსენებული სიმპტომი, გაუღეთ პირი და ჩახედეთ–კბილებს შორის უცხო სხეული ხომ არ აქვს გაჩხერილი. მოთმინება გამოიჩინეთ და რაიმე ბლაგვი ნივთით ამოუღეთ იგი.
თუ ხახის ის ნაწილი, რომელიც კბილებთან ახლოსაა, მუქი წითელია, ეს ხახის ანთების ნიშაანია.ყოველი კბილი თითით ან ფანქრით მოსინჯეთ. თუ კბილი მორყეულია , ძაღლს პირი თბილი მარილიანი წყლით გამობანეთ და ასპირინის ერთი აბი მიეცით. შემდეგ ვეტერიანიარი გამოიძახეთ.
ძაღლის კბილების სამკურნალოდ ვეტერინარი დამაწყნარებელს ან მოკლევადიან ანესთეზიას იყენებს დ ქვებს სპეციალური საპხეკით აცლის. დაზიანებული კბილი ძაღლს უნდა ამოუღოთ, რათა თავიდნ ავიცილოთფესვის დაჩირქება და კბილის ფოსოს ინფექცია, რაც ძაღლს ორგანიზმში სხვა პრობლემებსაც გამოიწვევს მაგალითად: სისიხლის მოწამვლას, სინუსითს და თირკმლის დაავადებასაც კი. დაპლომბვა ძაღლს იშვიათად სჭირდება.
პირის ღრუს სხვა დაავადებებსაც – წყლულს, სიმსივნეს და ტონსილიტს – ზოგი ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები ახასიათებს. ამას ვეტერინარის დიაგნოზი და მკურნალობა სჭირდება.

თვალები

თვალებთან დაკავშირებული პრობლემები ვლინდება ანთებით, სითხის გამოყოფით, დაჩირქბით და თვალებზე ლიბრის გადაკვრით.
თუ მხოლოდ ცალი თვალიდანა სითხიანი ან წებოვანი გამონადენი, თვალი თვალი რამოდენიმე საათში ერთხელ თბილი წყლით გამობანეთ. შეგიძლიათ თვალის ანტისეპტიკური მალამოც წაუსვათ ქვედა ქუთუთოს შიგნით. უსაფრთხოების მიზნით, მალამოს ტუბი თვალის ზედაპირის პარალერულად გეჭიროთ. ორივე თვალის დაჩირქება სერიოზული ვირუსული დავადების ნიშანია. სითხის გამუდმებული დენა ცალი ან ორივე თვალიდან შეიძლება ქუთუთოს ოდნავი ჩაბრუნებით ან საცრემლე სადინარის ბლოკირებით იყოს გამოწვეული. ცალ ან ორივე თვალზე ლაბრის გადაკვრა, ჩვეულებრივ, თვალის რქოვანას ანთების ნიშანია; ეს კატარაქტა არ არის, მაგარამ ვეტერინარის დაუყოვნებელი ჩარევა სჭირდება. თვალის ბროლის გაუმჭირვალობა თვალზე ლურჯი ან თეთრი გარსის წარმოქმნით ვლინდება. ეს ჩვეულებრივ , ხნიერ ძაღლებს ემართებათ.
თუ თვალის რაიმე სიმპტომა 1 დღეზე მეტხანს გასტანა, ძაღლი ვეტერინართან მიიყვანეთ. თვალის ანთებას ბავრნაირად მკურნალობენ. დღეს ქირირგიული ჩარევით ბევრი დაავადება იკურნება.


დრუნჩი

დრუნჩის დაავადების სიმპტომებია: დაბზარული, დაწყლულებული, მშრალი, სითხემდინარი დრუნჩის წვერი, დაჩირქებული ნასტოები და ჩვეულებრივი გააციების ნიშნები. თუ ძაღლი გაციებულია მითუმეტეს, თუ ორივე თვალი და რუნჩის წვერი დაჩირქებული აქვს, ესე იგი, ავადაა.
ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დრუნჩის წვერი გამაგრებისა და გაწებოვნებისგან დაიცვათ, კარგად დაბანეთ დრუნჩი თბილი წყლით და დრუნჩის ბალიშზე ვაზელინი წაუსვით. თუ ძაღლს ჩვეულებრივი გაციების ნიშნები აქვს, სასწრაფოდ ვეტერინარს

ყურები
ყურის დაავადებებს შემდეგი სიმპტომები გააჩნია: თავის ქნევა, ყურების ფხანა, ყურებზე ცუდი სუნი ან გამონადენი ყურიდან, თავის ცალ მხარეს გადახრა, ყურის გასიება, ტკივილის ნიშნები ყურზე შეხებისას.
ეს სიმპტომები გამოჩნდება თუ არა, ძაღლის ყურში საკმაო რაოდენობით თბილი (და არა ცხელი) ზეითუნის ზეთი ჩაასხით. ნუ გამოიყენებთ ე.წ იარის ფხვნილებს, რადგან ფხვნილი შეიძლება ყურში დაგროვდეს , უფრო გააღიზიანოს და გაართულოს მდგომარეობა.
თუ ძაღლს ყური ძალიან ასტკივდა, მაშინვე მოინახულეთ ვეტერინარი, რადგნ დავადება შეიძლება ძნელად სამკურნალო აღმოჩნდეს
თუ ძარლს ყურის დაავადებისკენ აქვს მიდრეკილება, ხშირად გაუწმინდეთყურები საწმენდი ჩხირით ან თბილ ზეითუნის ზეთში დსველებული ბამბით. გაუწმინდეთ ყურის ნიჟარის ის ნაწილი, რომლის დანახვაც შეგიძლიათ, და მოაშორეთ ყავისფერი წებოვანი ნივთიერება. თუ ყურის ღრუში ბეწვი ეზრდება , ნუ შეაჭრით – თითებით ამოაძრეთ.
ყურის გაღიზიანება ყურის ღრუში მოხვედრილმა მრავალმა რამემ შეიძლება გამოიწვიოს. ყურიდან მათ გამოსაღებად პროფესიონალური ჩარევაა საჭირო.პატარა, თითქმის უხილავმა ბღერმა, რომელიც ძაღლის ყურში ცხოვრობს, შეიძლება ქავილი და ინფექცია გამოიწვიოს. ოფლიანი, ჭუჭყიანი ყურები, განსაკუთრებით ისეთი ძაღლის ჯიშებში, რომლებსაც ყურები ცუდათ უნიავდებათ (მაგალითად, სპანიელებს), იდეალური ადგილია მიკრობების გასამრავლებლად. ვეტერინარი დაადგენს ანთების მთავარ მიზეზს და ცხოველს შესაბამის მკურნალობას დაუნიშნავს. თუ ძაღლს ყურების ქრონიკული ანთება აქვს, ქირურგიული ჩარევაა საჭირო. თუ ძაღლს თაავი გვერძე აქვს გადაწეული , ამის მიზეზი შეიძლება ბევრნაირი გაღიზიანება იყოს, მათ შორის შუაყურის ანთებაბაც. შუაყურის დაავადება შეიძლება ევსტახიის მილის პრობლემით იყოს გამოწვეული, რომელიც შუაყურს ყელთან აერთებს. ამ ანთებას ყოველთვის ვეტერინარის თვალ ყურის მიდევნება სჭირდება. ასეთ შემთხვევაში ანტიბიოტიკურ და ანთების საწინააღმდეგო წამლებით მკურნალობას მიმართავენ, იშვიათად კი ოპერაციას, რომლის დროსაც დრენაჟს ღრმად უდგამენ ძაღლს ყურში.
ყურის ბიბილოს გასივების შემთხვევაში საშიში არაფერია: ეს სისხლის დიდი ბებერაა, რომელიც ყურის სისძარღვის გახეთქვის შედეგად წარმოიქმნება. ამას ხშირად მტკივანი ყურის გაძლიერებული ფხანვა იწვევს. აუცილებელია ქირირგიული მკურნალობა.

მკერდი

მკერდის პრობლემის ნიშნებია: ხველა, ხიხინი და გაძნელებული სუნტქვა. ძაღლს შეიძლება დაემართოს ბრონქიტი, პლევრიტი, პნევნომია, გულისა და მკერდის სხვა დაავადებები. ხველა და ცემინება გაციების სიმპტომებია; თანდართული თვალის დაჩირქება, ფაღარათი და უგულისყურება ძაღლის შავი ჭირის ნიშანია. ძაღლები ზოგჯერ ამ სენისგან იკურნებიან, მაგრამ შეიძლება კრუნჩხვა, კიდურების უკონტროლო მოძრაობა ან დამბლა დარჩეს, რაც მისი ნერვული სისტემის დაზიანების ნიშანია.ეს სიმპტომები არ გამოჩნდება, სანამ
რამდენიმე კვირა არ გავა ორგანიზმში ვირუსის პირველად შეღწვის დროიდნ.
პრობლემების ასაცილებლად პირველი შესაძლებლობისთანავე და და შემდეგ ყოველწლიურად აცერით თქვენი ძაღლი შავი ჭირისა და სხვა ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ.
ავადმყოფობის პირველი ნიშნების გამოჩეენისთანავე ვეტერინარს დაუკავშირდით. ცხოველი თბილათ გყავდეთ, ბევრი სითხე და ადვილად მოსანელებელი ნოყიერი საჭმელი მიეცით. თუ ძაღლი ისე სუსტათაა, რომ ვერ ჭამს, კოვზით აჭამეთ ხორცის ჟელე, მიეცით გლუკოზა და წყალი. ვეტერინარი, თუ საჭირო, სისხლის ანალიზს ჩაუტარებს და დაადგენს, სჭირს თუ არა შავი ჭირი ან სხვა რომელიმე ინფექციური დაავადება. ძაღლის შავი ჭირი ძნელი სამკურნალო, რადგან ვირუსისთაა გამოწვეული. ანტიბიოტიკები და სხვა წამლები მეორეული ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება. ძაღლების გემაგლებულინის აცრები ხშირად გამოიყენება ვირუსული დაავადებების სამკურნალოდ და ამ დაავადებებით დასნეულებულ ცხოველებთან კონტაქტში მყოფი ძაღლების დასაცავად.
მკერდის სხვა დაავადებები ვეტერინარს სტეტოსკოპის, რენტგენის, ელექტროკარდიოგრაფიისა და ლაბორატორიული ანალიზების მეშვეობით შეუძლია დაადგინოს. გულის დავადებები, რომლებიც, როგორც წესი, ხანდაზმულ ძაღლებს აწუხებთ, ხშირად მედიკამენტებით მკურნალობას ექვემდებარება.

მუცელი და ნაწლავები
მუცლისა და ნაწლავების პრობლემების ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: ღებინება, ფაღარათი, კუჭში შეკრულობა და სისხლიანი განავალი. ყველა სიმპტომი, რომელიც 12 საათზე მატ ხანს გასტანს, ვეტერინარის ჩარევას მოითხოვს.
ღებინება შეიძლება მუცლის მსუბუქი ინფექციის (გასტრიტის) ან საკვებით უბრალო მოწამვლის შედეგი იყოს. თუ ღებინება გამწვავდა, დიდხანს გაგრძელდა და სხვა ნიშნებიც დაერთო, შესაძლოა სეერიოზულ დაავადებასთან გვქონდეს საქმე, როგორიცაა შაცი ჭირი, ინფექციური ჰეპატიტი, პარვოვირუსული ინფექცია, ლეპტოსპიროზი, მუცლის ჭიის მზიმე დაავადება ან ნაწლავის ობსტრუქცია.
ფაღარათი შეიძლება კუჭის უბრალო აშლილობით იყოს გამოწვეული. სერიოზული მკურნალობა იქნება საჭირო, თუ იგი ბაქტერიული ან ვირუსული დაავადების ან მოწამვლისა ალერგიის სიმპტომებია.
შეკრულობა შეიძლება ასაკის ან ობსტუქციის ბრალი იყოს, ანდა ისეთი საკვებისა, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს დაფხვნილ ძვლებს (რაც ცემენტივით გროვდება ნაწლავში).
სისხლიან განავალს შეიძლება მრავალი მძიმე და მსუბუქი მიზეზი ჰქონდეს, ან შესაძლოა ბავრიც არაფერი სჭირდეს და მხოლოდ სწორი ნაწლავი ჰქონდეს გაკაწრული ძვლის ნამსხვრევით.
ძაღლს მუცლის პრობლემების სიმპტომების შემთხვევაში შეგიძლიათ სიმპტომები შეამსუბუქოთ. ფაღარათის დროს 10–40 მლ (2–8 ჩაის სავსე კოვზი) კაოლინის ხსნარი დაალევინეთ ყოველ 3 საათში ერთხელ. ფაღარათის დროს აუცილებელია დაკარგული სითხის აღდგენა. არ აჭამოთ მყარი ცხიმიანი საკვები და არ დაალევინოთ რძე. სითხე მცირე რაოდენობით და ხშირ–ხშირად მიეცით–უმჯობესია გლუკოზა და წყალი ან ბულიონის კუბები მისცედ ასალოკად.
კუჭში შეკრულ ძაღლს 10–40 (2–8 ჩაის სავსე კოვზი) მინერალური ზეთი დაალევინეთ. თუ ცხოველი სხვა მხრივ კარგადაა და თქვენ ეჭვობთ, რომ საკვებით, მაგ., ძვლებით აქვს კუჭი გაჭედილი, პატარა მზა ოყნა გამოიყენეთ, რომელიც აფთიაქში იყიდება.
ზოგადად, მუცლის პრობლემები ვეტერინარის ყურადღებას საჭიროებს; თუ სიმპტომები გაგრძელდა, მეორე დღესვე ვეტერინარს შეატყობინეთ. ავადმყოფობებს, როგორიცაა პარვოვირუსული ინფექცია, ძაღლის ინფექციური ჰეპატიტი და ლეპტოსპიროზი, ინტენსიური მკურნალობა სჭირდება ანტიბიოტიკებით, გადასხმებით, ვიტამინებით და მინერალური ნივთიერებებით. ამასთან, სისხლის და შაარდის ანალიზი სჭირდება.
ქირურგიული მეთოდები ობსტრუქციის და უცხო სხეულების მოსაცილებლად ანდა მუცლის სხვა დაავადებების სამკურნალოდ ახლა უკვე კარგად ნაცადია. ვეტერინარი და საოპერაციო ჯგუფი თანამედროვე ანესთეზიურ საშვალებებს იყენებს და ოპერაციებს მარალი დონის ტექნიკური აპარატურით აღჭურვილ კაბინეტებში ატარებენ

ანალური ჯირკვლები

ანუსის ორივე მხარეს არსებული პატარა ჯირკვლების ანთება ზოგჯერ ძაღლის გაღიზიეანებას იწვევს. პატრონს უკვირს, როცა ძაღლი უკანალს იატაკზე მიითრევს ან ან თავის კუდს გამოეკიდება, ისე თითქოს ფუტკარმა უკბინაო. ძაღლის ასეთ ქცევაში ნაწლავის ჭიებს ადანაშაულებენ, მაგრამ ტყუილად.

ამ პრობლემას ანალური ჯირკვლები იწვევს, რფომლებიც ივსება და იბლოკება. თუ ანარულ ჯირკვლებში ინფექცია შეიჭრა, შეიძლება აბსეცი განვითარდეს. ამის მკურნალობა ანტიბიოტიკებით ან ჯირკვლებია ქირურგიული მოშორებით ხდება. ამ პრობლემებს თავიდან აიცილებთ, თუ ძაღლი ამ ჯირკვლებს დიდი განავალის გამოყოფით გაავარჯიშებს. ამისთვის ძაღლის საკვებს დაუმატეთ ბოჭკოვანი საკვები,როგორიცაა ხილი ან ქატო. ვეტერინარისგან ისწავლეთ, როგორ გამოასუფთაოთ ჯირკვლები ბამბის ბალიშით.

შარდვის სისტემა
შარდვის პრობლემის გავრცელებული ნიშნებია: გაძნელებული ან ხშირი შარდვა, წონაში დაკლება ან მადის დაკარგვა, აგრეთვე სისხლიანი შარდი.
როგორც კი შეამჩნევთ, ძაღლს შარდვის სიტემა წესრიგში არა აქვს, მაშინვე ვეტერინარს შეატყობინეთ. ფართოდაა გავრცელებული შარდის ბუშტის ანთება (ცისტიტი), ქვები შარდის ბუშტსა და მილებში, აგრეთვე თირკმლის დაავადება. ეს ყველაფერი ვეტერინარის დაუყოვნებელ ყურადღებას მოითხოვს. თუ თქვენს ძაღლს შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, არ აუკრძალოთ წყლის სმა გახსოვდეთ, რომ ძაღლისთვის აუცილებელია ლეპტოსპიროზის წინააღმდეგ აცრა. ყოველწლიურად უნდა მიხვიდეთ ვეტერინართან ამ აცრის ჩასატარებლად.
ცისტიტი, თუ დროულად გამოვლინდა, ადვილად ექვემდებარება ანტიბიოტიკებით მკურნალობას. შარდვის სისტემაში კენჭების არსებობის დიაგნოზი ადვილად დასტურდება რენტგენის საშუალებით, უმეტეს შემთხვევაში ადვილად ხერხდება კენჭების მოშორება ქირურგიული ჩარევით.
თირკმლის დაავადებას დიეტა სჭირდებს. პაციენტები, რომლებსაც თირკმლის ქრონიკული დაავადება აქვთ, დიდთხანს ცოცხლობენ, თუ მათი საკვები სათანადო რაოდენობით შეიცავს წყალს, ცილებს და მინერალურ ნივთიერებებს; თუ დაცულია ინფექციური დაავადებისგან, ცილების დაკარგვა მინიმუმამდეა დაყვანილი და ყველანაირი სტრესი თავიდან არის აცილებული.

გენიტალიები

ხვად ძაღლებს დროდადრო გენიტალიური დაავადებები ემართებათ(მაგალითად,სასქესო ჯირკვლების სიმსივნე),მაგრამ ყველაზე გავრცელებული და საშიში დაავადებები ძუ ძაღლებს ემუქრებათ.ესენია:გამუდმებული სექსუალური აღგზნება,ძლიერი სისხლდენა და ვაგინალური გამონადენი. ყოველგვარი გამონადენი, გარდა გამონადენისა ლეკვების დაყრამდე ან ჩვეულებრივი სისხლდენისა სექსვალური აღგზნებისას, სასწრაფო ვეტერინალურ ჩარევას მოითხოვს. თუ მაკე ძუ ძარლებს ჩირქის მაგვარი გამონადენო აქვსთ, ეს, როგორც წესი, საშვილოსნოს ჰორმონალური ანთების, პიომეტრად ცნობილი დაავადების ნიშანია; დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ ვეტერინარს. მან შეიძლება მოკლე ვადიანი მკურნალობა გირჩიოთ, მაგრამ საბოლოოდ საშვილოსნოს ქირურგიული ამოკვეთა იქნება მიზანსეწონილი. ასეთი ოპერაცია ძალიან ხშირად წარმატებით ტარდება. მაგრამ ეს ყოველივე თავიდან რომ აიცილოთ, გირჩევთ ამოკვეთოთ საკვერცხე ჯირკვლები, როცა გადაწყვეტთ, რომ აღარ გინდათ თქვენმა ძაღლმა ლეკვები გაჩინოს
.
კანი
ძაღლებს კანის მრავალგვარი დაავადება ემართებათ. დიაგოზის დასმას ვეტერინარის ჩარევა და შინჯის ანალიზი სჭირდება. კანის დაავადებების გავრცელებული სიმპტომებია: წვრილი და მსხვილი ლაქები კანზე, კანის ფხანა და სველი, მშრალი ან ქერქოვანი მუწუკები.ქეცმა,რომელსაც თვალით შეუმჩნეველი ტკიპა იწვევს,შეიძლება კანზე ქერქოვანი,უთმო მუწუკები გააჩინოს . რწყილები,ტილები დატკიპებიც აზიანებენ კანს.ძაღლის ბეწვში ჩაბუდებულმა ერთმა რწყილმაც კი შეიძლება კანი სერიოზული გაღიზიანება გამოიწვიოს, რაც რწყილის ნერწყვის მიმართ ალერგიის შედეგია. საკვების, გარკვეული ცხიმების ნაკლებობამაც შეიძლება ძაღლს ბეწვი დაუზიანოს. თუ თქვენ ხედავთ ან ეჭვი გაქვთ, რომ თქვენს ძაღლს კანის პარაზიტები – ტილები, რწყილები ან ტკიპები – ჰყავს, ზოომაღაზიაში, აფთიაქში ან ვეტერინარისგან პარაზიტების საწინააღმდეგო აეროზოლი, ფხვნილი ან შამპუნი შეიძლიინეთ. ვეტერინარმა ძაღლს შეიძლება აბები ან კანზე წასასმელი პრეპარატი დაუნიშნოს, რომელიც კანში შეიწოვება; მკურნალობის ორივე მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია რწყილების წინააღმდეგ. ქეცის მკურნალობა მრავალი სახისაა. მათ შესახებ ვეტერინარი მოგცემთ რჩევას.
მკრეჭელი ლიქენი ფარული დაავადებაა, რომელიც ულტრაიისფერი სხივებით შემოწმდება ან ბეწვისს ნიმუშის გამოკვლევა დასჭირდეს. ამ დაავადების სამკურნალოდ სპეციალური წამლები არსებობს, დასალევი ან კანქვეშა გასაკეთებელი. ამასთან, სიფრთხილეა საჭირო, რომ ეს დაავადება ადამიანებს არ გადაედოთ.
პარაზიტების საწინააღმდეგო ყველა საშუალება ინსტრუქციის შესაბამისად უნდა გამოიყენოთ. გახსოვდეთ, რომ რწყილის კვერცხები მხოლოდ ცხოველის ბეწვზე კი არ არის, არმედ ყველგან მის გარშემო. ძაღლთან ერთად ძაღლის კალათას, ქვეშაგებს და ძაღლის ქოხსაც უნდა მიასხათ პარაზიტების საწინააღმდეგო აეროზოლი.
საკვების უკმარისობით გამოწვეული კანის დაავადებები ადვილად შეგიძლიათ აიცილოთ თავიდან ძაღლისთვის ყველა საჭირო ნივთიერების შემცველი საკვების მიცემით. . დამუწუკებული. სველი „ცხელი ხალები“, რომლებიც უეცრად უჩნდებათ კანძე ზაფხულსა და შემოდგომაზე, შეიძლება მცენარეთა ყვავილის მტვრის ან სხვა ნივთიერებების მიმართ ალერგიის ნიშანი იყოს. დაშავებულ ადგილას ბეწვი აქეთ–იქით გადაუწიეთ და ბლომად მინერალური ზეთი წაუსვით. ეს დაავადება ანტიჰისტამინური და კორტიკოსტეროიდული მალამოებით, ნემსებითა და აბებით ადვილად იკურნება.






წინა თემების ლინკები:

http://forum.ge/?f=72&showtopic=34297611
http://forum.ge/?f=72&showtopic=34165765&st=0
http://forum.ge/?&act=ST&f=72&t=34234243
http://forum.ge/?showtopic=34365101&hl=
http://forum.ge/?f=72&showtopic=34425154&st=0
http://forum.ge/?f=72&showtopic=34500864



წინა თემის ტოპ მპოსტავები:

sallli1 277
MITIATO 172
blblbl 83
PuTKiiI 68
Unico 67
Pumped up kicks 52
Tio 27
luka-animal 22
HoNeY 17
BLACK_SERENADE 17

Posted by: Dr Regners 24 Dec 2013, 22:13
ეუთანაზია

მოცემულ სტატიაში პირველად ვეხებით ისეთ სპეციფიურ თემას, როგორიცაა ეუთანაზია და გვაქვს იმედი, რომ ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია დაეხმარებათ მფლობელებს რთული გადაწყვეტილების მიღებაში, ხოლო მრავალ ცხოველს დაეხმარება დაღუპვისაგან თავის აცილებაში არასწორად რეკომენდირებული ეუთანაზიის გამო.
ეუთანაზია (ეუტჰანესია) – განუკურნებელი ავადმყოფი ცხოველის შეგნებული დაღუპვა ტანჯვისაგან მისი გათავისუფლების მიზნით. მეცხოველეობაში ხშირად იყენებენ ტერმინს "იძულებითი დაკვლა”, რომელსაც ისეთი მაღალკონტაგიოზური ინფექციების გაჩენისას იყენებენ, როგორიცაა ციმბირული წყლული, ცოფი და ა.შ. მსოფლიოს ყველა ქვეყნის ჰუმანიტარულ მედიცინაში ეუთანაზია კანონმდებლურად აკრძალულია.
ჩვენი მეგობრების სიცოცხლის ხანგრძლივობა ადამიანზე ბევრად უფრო მოკლეა, ამიტომაც მრავალი მფლობელი შეტაკებია (ზოგი მათგან რამდენიმეჯერაც კი) ცხოვრებიდან მათი საყვარელი მეგობრების წასვლას. თითქმის ყოველთვის ეს ცხოველის ფიზიკურ ტანჯვებთან და მფლობელისათვის დიდ ფსიქიკურ სტრესთანაა დაკავშირებული. ხშირად პაციენტები იძულებულები არიან მიმართონ ექიმს ეუთანაზიის ჩატარების თხოვნით.
ამგვარად, რა შემთხვევებში შეიძლება იმის მტკიცება, რომ ეუთანაზია – ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა?
პირველი და მთავარი პირობა – ეს არის არახელსაყრელი პროგნოზი (განუკურნებელი ავადმყოფობა), მდგომარეობა, რომელსაც თან სდევს ფიზიკური ტანჯვები, რომელთა შესუსტება მედიკამენტოზურად შეუძლებელია, ანუ ცხოვრების ძალიან ცუდი ხარისხი. თანმხლები ფაქტორი – ასაკი; მაგალითად, არსებობენ მოკლე დროის მანძილზე მცხოვრები ჯიშები (მასტინო-ნეაპოლიტანო ~ 7.5 წელი) ან ხანგრძლივად მცხოვრები (პუდელები ~ 18 წელი და მეტი) – პათოლოგიის ხასიათი, მაგალითად, კანის გენეტიკურად განპირობებული სიმყიფე სიამის კატასთან ან პოლიკისტოზი სპარსულ კატებთან. პირის ღრუს ან თავის მიდამოს სიმსივნეს ონკოლოგიური პათოლოგია, შარდდენის დამრღვევი სიმსივნეები ან მეტასტაზები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში – გული, ფილტვები! – ტრავმატული პათოლოგია – პოლიტრავმა ზურგის ტვინის განადგურებით, სიცოცხლესთან შეუთავსებადი ტრავმები. – ეუთანაზიის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის რთულია, იგი უნდა ეყრდნობოდეს კომპეტენტური ექიმების (სასურველია რამდენიმე მათგანის) მოსაზრებას, ლაბორატორული დიაგნოსტიკის შედეგებსა და ცხოველის მდგომარეობას.

ეუთანაზის განხორციელების მექანიზმი

ეუთანაზიის გაკეთება მხოლოდ ვეტერინარ ექიმს შეუძლია. არსებობს რამდენიმე ფარმაკოლოგიური სქემა, რომელთა საბოლოო მიზანია სუნთქვისა და გულის ცემის მედიკამენტოზური შეჩერება. აუცილებელია ვიცოდეთ, რომ დასაწყისში ცხოველი ჩაშვებულ უნდა იქნას ღრმა ნარკოზში საერთო ანასთეზიის კომბინირებული სქემის გამოყენებით, რითაც მიღწეული ხდება შემდეგი ეფექტები: ცენტრალური ნერვული სისტემის, ტკივილისა და მამოძრავებელი მგრძნობიარობის გათიშვას – ანუ ცხოველი ნელა იძინებს და ვერაფერს გრძნობს. ნარჩუნდება მხოლოდ ვეგეტატიური ნერვული სისტემის აქტიურობა – სუნთქვა და გულის ცემა, რის შემდეგად ნარკოზი ღრმავდება გულის შეჩერების სტადიამდე – ანუ დგება უშუალოდ ეუთანაზია.

გვსურს მფლობელთა ინფორმირება იმის შესახებ, რომ დღემდე ჩვენს ქალაქში არსებობს ორგანიზაციები (მისამართების დასახელების გარეშე), სადაც ავადმყოფ და ჯანმრთელ ცხოველებს კლავენ მსუნთქავი მუსკულატურის ბლოკირებადი პრეპარატის ინექციით, წინასწარი ნარკოზის გარეშე. ასეთი "ჰუმანური” მიდგომისას ძაღლის მიერ განცდადი გრძნობის წარმოადგენს შეუძლია ნებისმიერს თუ შეიკრავს სუნთქვას. ცხოველი ყველაფერს იგებს და გრძნობს, მაგრამ არ შეუძლია ამოსუნთქვა – ამ შემთხვევაში ნერვული სისტემის სიკვდილი 5 წუთში დგება, ხოლო გულმა შესაძლოა კიდევ იმუშაოს დაახლოებით 30 წუთის მანძილზე. ვის სურს საკუთარი ცხოველისათვის ასეთი ბედისწერა?
ცალკეული საკითხის სახით ვეხებით იმ სპეციალისტ ექიმებს, რომლებიც თანხმობას იძლევიან ჯანმრთელი ცხოელების დაძინებაზე, ასევე კლიენტებს, რომლებიც ასეთ შეკვეთებს აკეთებენ. საზოგადოება ვალდებულია აჩვენოს საკუთარი მოსაზრება ცხოველების მიმართ ასეთი ურთიერთობის შესახებ!
ეუთანაზიის ჩატარებისას, ექიმმა უნდა მოახდინოს კლინიკური სიკვდილის კონსტატირება 5, 10 და 15 წუთის შემდეგ და მხოლოდ ამის მერე შეეშვას ცხოველს.
ჩვენი რეკომენდაციაა ეუთანაზიის გაკეთებისათვის მიმართოთ ექიმებს, რომლებსაც ენდობით. თითქმის არც ერთი ექიმი არ მოგვცემს საშუალებას თვალი ადევნოთ ცხოველის ცხოვრებიდან წასვლის აქტს, თუმცა თქვენ გაქვთ უფლება დაესწროთ პირველ ეტაპს – ნარკოზის შეყვანას, შემდეგ კი გახვიდეთ და დარწმუნებული იყოთ იმაში, რომ ცხოველს გაქმრალი აქვს ცენტრალური რეფლექსები და ტკივილის მგრძნობიარობა.
თვითდასაფლავება არ ითვალისწინებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

ვახტანგ მამალაძე
https://www.facebook.com/pages/Vet-Express/133326543399185?ref=hl

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 24 Dec 2013, 22:23
Dr Regners

QUOTE
ეუთანაზია

არ ვიცი საიდან აქვს ამ ადამიანს ეს ინფო, მაგრამ ჩემთვის ცნობილია მხოლოდ ტერმინი ევთანაზია რომელიც ცხოველებთან მიმართებაშიც ევთანაზიად რჩება და იგივე შინაარსობრივი დატვირთვა აქვს

Posted by: XURCOPOWER 24 Dec 2013, 22:27
ნაგაზი ვის გყავთ? რას აჭმევთ?????????

Posted by: sallli1 24 Dec 2013, 22:52
M-A-S-E-R-A-T-I
ეგ ადამიანი ვეტექიმი ვახტანგ მამალაძეა

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 24 Dec 2013, 23:00
sallli1

QUOTE
ეგ ადამიანი ვეტექიმი ვახტანგ მამალაძეა

რა მნიშველობა აქვს ტერმინი მაინც არასწორია rolleyes.gif

Posted by: sallli1 24 Dec 2013, 23:04
M-A-S-E-R-A-T-I
ტერმინს რაც შეეხება მართალია ევთანაზიაა სწორი ფორმა

Posted by: MITIATO 24 Dec 2013, 23:14
M-A-S-E-R-A-T-I
მეც ვიცი, როგორც ევთანაზია.
ახლა სპეციალურად ვნახე და ბერძნულში ასო υ (ეფსილონი) იკითხება, როგორც "უ", ამიტომ რაღაც მომენტში სწორია ასეთი წაკითხვა.
ინგლისურადაც ასეა: Euthanasia.

XURCOPOWER
QUOTE
ნაგაზი ვის გყავთ?

რომელი ნაგაზი გინდა არ ვიცი, მაგრამ კავკასიური ნაგაზების პატრონები აქ იკრიბებიან: http://forum.ge/?f=72&showtopic=34395214
რამე სხვა ნაგაზი თუ გყავს, შეგიძლია განყოფილების სარცევში მოძებნო შესაბამისი თემა.



Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 24 Dec 2013, 23:16
MITIATO
QUOTE
მეც ვიცი, როგორც ევთანაზია.
ახლა სპეციალურად ვნახე და ბერძნულში ასო υ (ეფსილონი) იკითხება, როგორც "უ", ამიტომ რაღაც მომენტში სწორია ასეთი წაკითხვა.
ინგლისურადაც ასეა: Euthanasia.

საკურსო მაქვს ამ თემაზე დაწერილი გამორიცხულია 170 ფურცელი ისე დამეწერა ეს ტერმინი არ დამეზუსტებინა mo.gif

Posted by: MITIATO 24 Dec 2013, 23:44
M-A-S-E-R-A-T-I
სიმართლე გითხრა, სულერთია ჩემთვის, რომელი სწორია, ეუთანაზია თუ ევთანაზია. mo.gif
ლინგვისტი კიდევ მე არ ვარ, რომელია სწორი გამოთქმა ის ვამტკიცო.
სამედიცინო ეთიკაში გვასწავლეს, როგორც ევთანაზია.

თვითონ ევთანაზიის ფენომენია საინტერესო.

Posted by: sallli1 25 Dec 2013, 12:35
QUOTE
თვითონ ევთანაზიის ფენომენია საინტერესო.


yes.gif
საკმაოდ

Posted by: Ana-Veterinar 26 Dec 2013, 13:29
sallli1
ვაქცინაციის ვადები: ლეკვების აცრა პირველად 8-9 კვირის ასაკში ხდება, 3-4 კვირაში ატარებენ რევაქცინაციას იმავე აცრებით, მეორე რევაქცინაციას ატარებენ კბილების მოცვლის შემდეგ 10 თვის ასაკში, ამასთან ცოფის აცრასაც.
კნუტებს ვაქცინაციას პირველად 9-12 კვირის ასაკში პოლივალენტური ვაქცინით უკეთებენ, შემდგომი რევაქცინაცია უნდა მოხდეს 3 კვირაში ამავე ვაქცინით, ამასთან უნდა გაკეთდეს ცოფის ვაქცინაც.
უფრო ადრეულ ასაკში მაღალია დედისეული ანტისხეულების დონე, რომელთაც კნუტები და ლეკვები ტრანსპლაცენტარულად და რძესთან ერთად იღებენ, ამიტომაც ამ პერიოდში ვაქცინაცია არაეფექტურია.
ეს ინფორმაცია რომელი ლიტერატურიდან არის>?

Posted by: sallli1 26 Dec 2013, 13:45
Ana-Veterinar
წინა თემებიდან givi.gif

Posted by: Ana-Veterinar 28 Dec 2013, 13:41
ვისი ავტორობით არის? sallli1

Posted by: sallli1 28 Dec 2013, 13:44
Ana-Veterinar
არ ვიცი

Posted by: Ana-Veterinar 28 Dec 2013, 16:57
იცით რატომ გკითხეთ?! მცდარი ინფორმაციაა ბევრ საკითხთან დაკავშირებით. თუ თქვენც გყავთ ცხოველი სახლში, ან აპირებთ შეძენას, უბრალოდ გირჩევთ რომ ამ საკითში მეტად კომპეტენტურ ადამიანებს მიმართოთ.

Posted by: MITIATO 28 Dec 2013, 17:00
Ana-Veterinar

რა არის მცდარი?
თუ არ ვცდები, ვეტერინარის დაწერილია თავის დროზე ეგ პოსტი.
ყოველ შემთხვევაში, მის გარდა ამ თემაში მსგავს ინფორმაციებს არავინ დებს. biggrin.gif


ახლა აღმოვაჩინე, რომ არც მქონია წაკითხული, რა წერია. givi.gif facepalm.gif

Posted by: sallli1 28 Dec 2013, 21:16
Ana-Veterinar
თუ რამე მცდარს ხედავთ სწორი თავად დაწერეთ smile.gif
ცხოველს რაც შეეხება 2 წელია მყავს უკვე და რავიცი საკმაოდ სწორად ვუვლი smile.gif

MITIATO
სიმართლე გითხრა არც მე biggrin.gif მარტო დასაწყისი მააქვს წაკითხული :ფაცეპალმ:

Posted by: XURCOPOWER 28 Dec 2013, 22:50
კავკასიურების ტოპიკში არავინ პოსტავს, იქნებ აქ მაინც გამოჩნდეს ვინმე ვისაც ყავს ნაგაზი

Posted by: mamuka92 29 Dec 2013, 19:49
გამარჯობათ დღეს ვიყიდე პატარა კაცი აი ეს
user posted image
2 თვისაა და ასაცრელიაო ააც რაც წავიკითხე კაკრაზ ეხლა უწევს პირველი აცრა ჩვეულებრივ მივიყვან ვეტექიმთან და ამიცრიან ხო? და რა ჯდება ერთი აცრა? ჭიებზე დამუშავებული მმყავსო და შრატი თუვრაღაც გაკეთებული მაქო ეხლაც გაუკეთეს რაღაც იმუნიტეტის უცხოდ რო მიდისო თუ რაღაც ... იქნებ მითხრათ რა ჯდება და კიდე რაღაც იქექება ძაან და იმდენი ცხოველი /ფრინველი იყი რამე არ ყავდეს და რა ვიყიდო რო დავასხა თუ რა ვქნა და ბეწვი კარგად ცვივა და რამე მაგისაც არაა რო ნაკლებად ცვიოდეს ? :X

Posted by: sallli1 29 Dec 2013, 20:13
mamuka92
ჯერ ძალიან პატარაა დასასხმელად ჩემი აზრით,
ბეწვი ყველა ძაღლს ცვივა
აცრას რაც შეეხება ახლა გაუკეთებთ პირველ კომპლექსურ აცრას რომელის დაახლეობით 25 ლარი ღირს, აუცილებლად აიღეთ ვეტერინარული პასპორი სდაც აღნიშნავთ აცრებს და როდის რას გაუკეთებთ. ჭიის წამალს როდის დაალევეინებთ და ა.შ
დავუბრუნდეთ აცრას, სულ 3 კოპლექსური აცრა უკეთდება, ახლა გაუკეთებთ პირველს, შემდეგ ორ კვირის შემდეგ მეორეს, და მეორედან ორიკვირის შემდეგ მესამეს, ამის მერე კეთდება ცოფის აცრა

ამას ვეტერინარი უკეთ აგიხსნით თან როგორც გითხარით პასპორტში ჩაგიწერთ როდის უწევს შემდეგი აცრა და იმ რიცხვში მიხვალთ და გაუკეთებთ

თუ შეიძლება შრატზე კარგად დააზუსტეთ რა შრატია და როგორ არის,. პირველად გავიგე. იქნებ კოპმლექსური აცრა გითხრეს?
ვისგანაც წამოიყვანეთ დაურეკეთ და ჰკითხეთ რა აქვს გაკეთებული. თუ არ შეწუხდებით იმავე სიტყვებით აქ დაწერეთ მაინტერესებს


პ.ს
გილოცავთ ოჯახის ახალ წევრს. რა დაარქვით? user.gif

Posted by: Ana-Veterinar 29 Dec 2013, 21:05
იცით რატომ გკითხეთ?! ბევრ თემასთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციაა გადმოცემული, ამიტომ თუ თქვენც გყავთ სახლში ცხოველი ან აპირებთ შეძენას, უბრალოდ გირჩევთ რომ ამ საკითხში კომპეტნტურ ადამიანებს მიმართოთ.

Posted by: mamuka92 29 Dec 2013, 21:57
sallli1
არ ვიცი მასე თქვა იმუნიტეტისთვისო ბაზრობაზე ვიყიდე ნომერი არ მაქ აი ეს ჩაუწერეს ამ რაღაც საბუთი მოყვა და იმაში

user posted image
ეს რაღაც მოყვა და ვეტერინარული ეგ რაღაც სხვა რამეა?
user posted image

მადლობა სახელი ჯერ არ ვიცი sad.gif

Posted by: sallli1 29 Dec 2013, 23:02
mamuka92
ეგ პასპორტია კი, მაგას ვგულისხმობდი კარგია თუ მოყვა

ეგ იმუნოვეტი არ ვიცი რა არის
ეს ვიპოვე ინტერნეტში
http://superveti.com/%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A2-3-%E1%83%A1%E1%83%9C-3-%D1%81%D0%BD/

მიიყვანეთ ამ დღეებში ვეტერინართან და კითხეთ

Posted by: Bussa Bussa 31 Dec 2013, 03:26
ჩემი ზღვის გოჭი მეროე დღეა ცუდად არის არაფერს ჭამს ხმას არ იღებს უნდა რომ ჭამოსდ ამგრამ ვერ Eამს რის გამოც დასუსტდა და მერორესთან შედარებით ძალიან გამხდარია sad.gif ძალინა ვნერვიულბ ცუდადარის და არ ვიცი რა გავაკეო იქნბე რამე მირჩიოთsad.gif

Posted by: mamuka92 1 Jan 2014, 10:13
გილოცავთ ყველას ახალ წელს. ცუდ დღეში ვარ ლეკვი რო ვიყიდე როიალს იყო მიჩვეული მაგას ჭამდა და აქ ჩემ ახლოს არსად იყიდებოდა გადავიყვანთქო სხვა რამეზე და მაღაზიაში მითხრეს რაც დაგრჩა ის როიალი იმდენი ეს ახალი აურიეო და აჭამე და მერე უკვე სუ ამაზე გადაიყვანეო მეც მასე მოვიქეცი ჭამა კიდეც მარა ეხლა გული აერია და მოიწყინა პირს აღარ ადებს საჭმელს მოწყენილია საჭმლის ბრალია? და რა ვუშველო არ ვიცი sad.gif

Posted by: Dr Regners 1 Jan 2014, 23:55
გაზაფხულზე აუცილებელია, ყურადღება მიაქციოთ ისეთ საშიშ დაავადებას, როგორიც პიროპლაზმოზია. იქიდან გამომდინარე, რომ პიროპლაზმოზის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს და არ შეიძლება, პიროპლაზმოზის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების პროფილაქტიკის მიზნით გამოყენება, აუცილებელია, ძაღლი მუდმივად მეთვალყურეობის ქვეშ გყავდეთ. საეჭვო სიმპტომის შენიშვნისთანავე დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ძაღლის დამუშავება ტკიპების საწინააღმდეგოდ უნდა დავიწყოთ გაზაფხულზე, რადგან დათბობასთან ერთად აქტიურდებიან პიროპლაზმოზის გადამტანი ტკიპები. ისინი ხეებზე ბინადრობენ და იღვიძებენ დათბობისთანავე. მცდარია აზრი, თითქოს ტკიპები ბალახის ამოსვლის მერე აქტიურდებოდნენ.

– ყველაზე საშიში დრო გაზაფხულია?

– ყველაზე საშიშია გაზაფხული და შემოდგომა. ამ დროს ტკიპები მოშიებული არიან და სასწრაფოდ ეძებენ საჭმელს. იმისთვის, რომ შთამომავლობა დატოვონ, ტკიპები ცხოველის ორგანიზმზე მიწებებიდან 48 საათის გასვლის შემდეგ აინვაზირებენ პიროპლაზმოზით მას.

– როგორ უნდა ამოვაცალოთ ცხოველს ტკიპა?

– არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ტკიპის ხელით მოცლა, რადგან ამ დროს ტკიპას უვითარდება დამცველობითი რეაქცია და მისი ვესტიბულარული აპარატიდან სითხე შედის ორგანიზმში, რომელშიც პარაზიტებია. ან შეიძლება დარჩეს ტკიპის თავი ცხოველის ტანზე, რაც შემდეგ გამოიწვევს დერმატიტებს და სხვა მრავალ პრობლემას. ამ დროს საჭიროა გამოვიყენოთ სპეციალური საშუალებები, რომლითაც ადვილად დააღწევთ თავს აღნიშნულ პრობლემებს.

– რა საშუალებებია ეს?

– ესენია სპეციალური სპრეები და ანტიპარაზიტული პუდრები. ასევე საჭიროა, ყოველი გასეირნების შემდეგ, ცხოველი საგულდაგულოდ დაათვალიეროთ. თუ ცხოველი მოწყენილია, არ იღებს საკვებს და მაღალი ტემპერატურა აქვს, სასწრაფოდ ვეტერინარს უნდა მიმართოთ. გახსოვდეთ, პიროპლაზმოზი ძალიან საშიში დაავადებაა და ამ დროს ყოველი წუთი ძვირფასია.

– იქნებ უფრო დაწვრილებით აგვიხსნათ, რა არის პიროპლაზმოზი?

– პიროპლაზმოზი ბუნებრივკეროვანი დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ერთუჯრედიანი უმარტივესებით. პიროპლაზმოზით დაავადების გადამტანია ტკიპები. დასნებოვნება ტკიპის კბენის მომენტში ხდება. პარაზიტები პარაზიტობენ, სისხლში ერითროციტებს შლიან და გამოყოფენ ტოქსინს. დაავადება სწრაფად ვითარდება და მისი სიმძიმე დამოკიდებულია სისხლში შეჭრილი პარაზიტების რაოდენობაზე, ცხოველის ასაკზე, მის ზოგად მდგომარეობასა და მკურნალობის სწორად წარმართვაზე.

ცხოველის დასნებოვნება ხდება პარაზიტმატარებელი ტკიპის კბენისას. პიროპლაზმოზით დაავადებული ძაღლისგან სხვა ძაღლზე დაავადების გადაცემა არ ხდება, ასევე ძაღლის პიროპლაზმოზი ადამიანისთვის არ არის საშიში.

– ყველა ტკიპა შეიძლება, ჩაითვალოს დაავადების გადამტანად?

– არა, ყველა ტკიპა არაა პარაზიტის გადამტანი. ძაღლზე შეიძლება იყოს 20 ტკიპა, მაგრამ არც ერთი არ იყოს პარაზიტის გადამტანი და არ დაასნებოვნოს ძაღლი. საკმარისია, ერთი პარაზიტმატარებელი ტკიპა მოხვდეს და მაშინვე დაავადდება ცხოველი.

თუ ცხოველზე ტკიპა აღმოვაჩინეთ სასწრაფოდ ანალიზის გაკეთებას აზრი არ აქვს, რადგან პირველ დღეს სისხლის ანალიზი უარყოფით შედეგს უჩვენებს, რადგან სისხლში პარაზიტი თავდაპირველად არ ჩანს.

– აბა, როგორ მოვიქცეთ?

– ამ დროს აუცილებელია, დავაკვირდეთ ცხოველის მდგომარეობას 4-5 დღის განმავლობაში.

– რა სიმპტომები აქვს ამ დროს ცხოველს?

– პირველი სიმპტომი ტემპერატურის მომატებაა 39,0 გრადუსის ზემოთ, სისუსტე და მოწყენილობა, გახშირებული და მძიმე სუნთქვა, რაც გამოწვეულია ჟანგბადის ნაკლებობით ქსოვილებში. ეს კი, თავის მხრივ, განპირობებულია ერითროციტების დაშლით. ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომია მუქი შარდი. შარდი ამ დროს მუქი ჩაისფერია. მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, უკანა კიდურების სისუსტე. აღნიშნული სიმპტომების დროს აუცილებელია დაუყოვნებლივ მივმართოთ ვეტერინარს.

– ვაქცინაციის ჩატარება, ალბათ, უფრო დაცულს გახდის ჩვენს ცხოველს.

– პიროპლაზმოზის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. ასევე არ შეიძლება, პიროპლაზმოზის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების პროფილაქტიკის მიზნით გამოყენება. არ არის რეკომენდებული ლაბორატორიული დიაგნოზის გარეშე მედიკამენტის გამოყენება, რადგან აღნიშნული პრეპარატები არანაკლებ ტოქსიკურია.

პიროპლაზმოზის მკურნალობა საკმაოდ რთული, ხანგრძლივი და შრომატევადია. გამოჯანმრთელების შემდეგაც ორგანიზმისთვის დიდი სტრესია და დაავადების გადატანის შემდეგ იმუნიტეტი არ ყალიბდება, რაც ნიშნავს, რომ სეზონზე ძაღლი შეიძლება რამდენჯერმე დაავადდეს.

– პროფილაქტიკისთვის რა ხერხს მივმართოთ?

– დაავადების პროფილაქტიკისთვის საჭიროა, პერიოდულად დავამუშავოთ ძაღლი პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებებით, როგორიცაა ანტიპარაზიტული წვეთები და საყელოები, რათა არ მოხდეს ცხოველის ტკიპებით დაინვაზირება და შესაბამისად, პიროპლაზმოზის გადატანა. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების შემჩნევისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს.
https://www.facebook.com/pages/Vet-Express/133326543399185

Posted by: mamuka92 3 Jan 2014, 17:26
მარტო თქვენი გვერდები არეკლამეთ მოდერი პახმელიაზეა wink.gif

facepalm.gif

Posted by: gramatikikina 3 Jan 2014, 18:18
Ana-Veterinar
QUOTE
იცით რატომ გკითხეთ?! ბევრ თემასთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციაა გადმოცემული, ამიტომ თუ თქვენც გყავთ სახლში ცხოველი ან აპირებთ შეძენას, უბრალოდ გირჩევთ რომ ამ საკითხში კომპეტნტურ ადამიანებს მიმართოთ.

აცრებთან დაკავშირებული აბზაცი მონიშნეთ და რამდენიმე ვეტერინარისგან იგივე ვიცი, რაც მანდ წერია
თუ რამე სხვა ინფორმაცია გაქვთ ბარემ დაგეწერათ :დ
უფრო კომპეტენტური, ვიდრე ვეტერინარია, ვინღა უნდა მოვძებნოთ?

Posted by: blblbl 3 Jan 2014, 20:53
mamuka92
და შენ რა პრობლემა გაქვს ვინმე თუ რამეს არეკლამებს?ჯერ ერთი რომ ეს რეკლამაა არაა,მოდერს სენიშვნა არ ქვს და ამიტომ არ დაწერა არაფერი .ეგ ადამიანი ვტექიმია და სასრგებლო ინფორმციას დებს ასე რომ პრეტეზები სხვაგან თუ შეიძლება.

Posted by: sallli1 3 Jan 2014, 20:59
blblbl
QUOTE
და შენ რა პრობლემა გაქვს ვინმე თუ რამეს არეკლამებს?ჯერ ერთი რომ ეს რეკლამაა არაა,მოდერს სენიშვნა არ ქვს და ამიტომ არ დაწერა არაფერი .ეგ ადამიანი ვტექიმია და სასრგებლო ინფორმციას დებს ასე რომ პრეტეზები სხვაგან თუ შეიძლება.



+1

Posted by: gramatikikina 3 Jan 2014, 21:41
blblbl
ალბათ ის პრობლემა აქვს, რომ მაგის პოსტი, სადაც კითხვას სვამდა დააიგნორა ვეტერინარმა და რაღაც კითხვებზე პასუხები დადო თავისი საიტიდან :დ
QUOTE
ჩემი ზღვის გოჭი მეროე დღეა ცუდად არის არაფერს ჭამს ხმას არ იღებს უნდა რომ ჭამოსდ ამგრამ ვერ Eამს რის გამოც დასუსტდა და მერორესთან შედარებით ძალიან გამხდარია sad.gif ძალინა ვნერვიულბ ცუდადარის და არ ვიცი რა გავაკეო იქნბე რამე მირჩიოთsad.gif

QUOTE
გილოცავთ ყველას ახალ წელს. ცუდ დღეში ვარ ლეკვი რო ვიყიდე როიალს იყო მიჩვეული მაგას ჭამდა და აქ ჩემ ახლოს არსად იყიდებოდა გადავიყვანთქო სხვა რამეზე და მაღაზიაში მითხრეს რაც დაგრჩა ის როიალი იმდენი ეს ახალი აურიეო და აჭამე და მერე უკვე სუ ამაზე გადაიყვანეო მეც მასე მოვიქეცი ჭამა კიდეც მარა ეხლა გული აერია და მოიწყინა პირს აღარ ადებს საჭმელს მოწყენილია საჭმლის ბრალია? და რა ვუშველო არ ვიცი sad.gif

Posted by: sallli1 3 Jan 2014, 21:48
gramatikikina
გასაგებია მაგრამ მასეთ მნიშვნელოვან კითხვებზე ჩვენ ნამდვილად ვერ ვუპასუხებდით მითუმეტეს ასე თუ ეჩქარებოდა ვეტერიანრებს ტელეფონები აქვთ და დაერეკა

Posted by: mamuka92 4 Jan 2014, 09:52
Warning:
გაფრთხილება ვფიქრობ უკვე მიიღე ამჯერად 20%


Posted by: Dr Regners 4 Jan 2014, 11:37
გილოცავთ ყველას ახალ წელს! ( ცოტა დაგვიანებული გამომივიდა მოლოცვა) ჩემი მიზანია ყველას მოგაწოდოთ სასიკეთო ინფორმაცია, და თუ უდროობის გამო პოსტები ვერ წავიკითხე ან ვერ გიპასუხეთ მაპატიეთ, შევეცდები მაქსიმალურად დაგეხმაროთ. ასევე გთხოვთ ვიყოთ კორექტულები და თავშეკავებულები.
ვახტანგ მამალაძე

* * *
მე მაოცებთ თქვენ ! როდესაც ლეკვი ცუდად არის და სასწრაფო დახმარება სჭირდება ფორუმში არ ეძებენ სასწრაფო დახმარების საშუალებას არამედ მიჰყავთ ვეტერინარულ კლინიკებში და იქ უწევენ დახმარებას თუ ღამეა შეგიძლიათ დაურეკოთ ვეტერინარს და სთხოვოთ დახმარება უარს არავინ გეტყვით ან კონსულტაციამ მიიღებთ, მე პირადად უარს არავის ვეუბნები.თქვენ კი გირჩევთ იყოთ მშვიდი , გაწონასწორებული და ნაკლებას იძლეოდეთ შენიშვნებს რადგანაც თქვენი მხრიდან ძალიან უადგილოა ასეთი რეპლიკები.

Posted by: mamuka92 4 Jan 2014, 12:01
Dr Regners
1 იანვარს არავინ მუშაობდა ტელეფონსაც არ პასუხობდნენ თქვენვე დაუკვირდით ქვენ რეკლამებს და დაფიქრდით მაგხელა სტატიის ზემოთ ჩემ პოსტს ვიმმე შეხედავდა? სადაც ხელი მიმიწვდა იქ ვიკითხე wink.gif


მოდერები კიდე ჩემ პასუხებს თუ შლით სხვების კითხვები და ოფფებიც წაშალეთ smile.gif

Posted by: sallli1 4 Jan 2014, 12:05
mamuka92
ცდები. ჩემ სახლთან ახლოს ერთი ვეტ კლინიკაა და ის ღია იყო პირველში
ასეევე რამდენიმე ვეტერინაირ ვიცი რომელიც იმის გამო რომ ძაღლს დაეხმაროს შეუძლია 31 ში 12 საათზე კლინიკა გაგიღონ და დახმარება გაგიწიონ
უბრალოდ ის მაინც გეკითხა ვის მივმართოო ან რამე მაგდაგვარი

პასუხების წაშლას რაც შეეხება მემგონი თქვენ არავინ გლანძღავთ და თქვენც ნუ ილანძღებით, ცენზურა და წესები დაიცავით და პოსტებს აღარ წაგიშლიან smile.gif

და ბოლოს ლეკვი როგორაა?

Posted by: mamuka92 4 Jan 2014, 12:08
sallli1
ვისი ნომრებიც მწონდა ერთმა 5 ში ვიქნებიო მეორემ 3დანო წამლწბი მითხრეს ვასმევდი გუშინ აცრეს კიდეც გადასხმაც გაუკეთეს მარა გვიანი იყო და გარდაიცვალა ზოგადად კი აქ რო კითხულპბს ადამიანი ესეიგი სხვაგან არ მიუწვდება ხელი და თქვენ უნდა დაეხმაროთ თუნდ ნომრით ან მისამართით

ერთი პოსტი მაინც მანახეთ სადაც ვინმეს უცენზუროდ მივმართე სიმართლის თქმა არაა უცენზურობა უადგილოა მაგ ადამიანის პოსტი კითხვა-პასუხში smile.gif

Dr Regners
ეგ იმის უფლებას არ გაძლევთ ჩემ კითხვა დააიგნოროთ და ელემენტალური მისამართი მაინც დაგეწერათ თქვენი პოსტის და მიწერილო რეკლამის შემდეგ სურვილოც არ გამჩენია თქვენთვის დამერეკა smile.gif

Posted by: Dr Regners 4 Jan 2014, 12:11
სხვათა შორის მე ახალ წელს კლინიკაში შევხვდი ოპერაციას ვაკეთებდი , ღამის პირველ საათზე მოვრჩი, პაციენტი კარგად არის და უკვე დარბის კიდევაც( მანქანა დაეჯახა)

Posted by: sallli1 4 Jan 2014, 12:14
mamuka92
პირველ რიგში ძალიან ვწუხვარ


http://forum.ge/?showtopic=34606067&view=findpost&p=39279432
წინა პოსტები წაიკითხე რაც იკითხე ყველაფერზე გიპასუხე რაც ვიცოდი
მაგრამ ახლა გეტყვი ამ შეკითხვაზე რატომ არ გიპასუხეს
საჭმლის გამო შანსი არ არის ლეკვი არ გარდაიცვლებოდა, მითუმეტეს როიალ კანინის გამო
როდესაც ლეკვს საჭმელს უცვლი შეიზლება უბრალოდ გულის რევა გამოიწვიოს რაც სავსებით ნორმალურია ჩემი აზრით
ჩემ ძაღლსაც აერია გული როდესაც როიალ კანინიდან ჰილსზე გადამყავდა , მისმა ორგანიზმმა უბრალოდ ეგ ვერ მიიღო და მორჩა

მაგრამ ეგ სიკვდილის მიზეზი არ გახდებოდა

შეიძლება ამ აახალ წლებზე მოიპარა რაღაც, მაგალითად ქათმის ხორცი და შეიძლება ძვალი გადაეყლაპა
ან ის შრატი, აა ახლა გამახსენდა , რა შრატზე იყო საუბარი გაარკვიE?


უბრალოდ დავიღალე, შენზე არმაქვს საუბარი მაგრამ ძალიან ბევრს ვეტერინართან დარეკვაც ეზარება და როცა ლეკვი ავად ხდება მოდის და ფორუმზე პოსტავს იმის მაგივრად ვეტს აჩვენოს
არ მესმის უბრალოდ რა



სამწუხაროდ წაკითხვა ვერ მოვასწარი ვის რა დაუწერე თორემ გეტყოდი smile.gif
თუმცა მასერატი ნამდვილად არ არის უსამართლო მოდერატორი, ასე რომ რახან პოსტი წაგიშალა ესეიგი რაღაც ვე რიყო კარგად

Posted by: mamuka92 4 Jan 2014, 12:19
sallli1
QUOTE
პირველ რიგში ძალიან ვწუხვარ


ვეტერინარული კითხვები ! (post #39279432)
წინა პოსტები წაიკითხე რაც იკითხე ყველაფერზე გიპასუხე რაც ვიცოდი
მაგრამ ახლა გეტყვი ამ შეკითხვაზე რატომ არ გიპასუხეს
საჭმლის გამო შანსი არ არის ლეკვი არ გარდაიცვლებოდა, მითუმეტეს როიალ კანინის გამო
როდესაც ლეკვს საჭმელს უცვლი შეიზლება უბრალოდ გულის რევა გამოიწვიოს რაც სავსებით ნორმალურია ჩემი აზრით
ჩემ ძაღლსაც აერია გული როდესაც როიალ კანინიდან ჰილსზე გადამყავდა , მისმა ორგანიზმმა უბრალოდ ეგ ვერ მიიღო და მორჩა

მაგრამ ეგ სიკვდილის მიზეზი არ გახდებოდა

შეიძლება ამ აახალ წლებზე მოიპარა რაღაც, მაგალითად ქათმის ხორცი და შეიძლება ძვალი გადაეყლაპა
ან ის შრატი, აა ახლა გამახსენდა , რა შრატზე იყო საუბარი გაარკვიE?


სამწუხაროდ წაკითხვა ვერ მოვასწარი ვის რა დაუწერე თორემ გეტყოდი
თუმცა მასერატი ნამდვილად არ არის უსამართლო მოდერატორი, ასე რომ რახან პოსტი წაგიშალა ესეიგი რაღაც ვე რიყო კარგად

არა მოპარვით გამორიცხულია ასე ვთქვათ იზოლირებული მყავდა საჩუქრად მინდოდა როგორც ექიმმა მითხრა დაავადებული იყო ფარულად და იმ აცრამ (იმუნოვეტმა) გამოიტანა დაავადება მაგრამ მაშინვე უნდოდა მიხედვა 2 დღე ვერაფერი ჭამა შპრიცით ვაჭმევდი ვასმევდი(კარტოფილის პიურეს უცხიმოს და ბრინჯის ნახარშს როგორც იმ ექიმმა მითხრა) ღებინების საწინააღმდეგო წამალსაც ვალევინებდი და რაღაც სხვებსაც (ექიმმა მითხრა) მარა მაქსიმუმ 10 წუთში უკან იღებდა გუშინ უკვე კუჭშიც სისხლს გავიდა 08შიც დავრეკე რომელი კლინიკა მუშაობსთქო არ გვაქ ინფორმაციაო მოკლედ აზრი არ აქვს ჩემი აზრით არასწორი იყო მაგ ადამიანის საქციელი და მნიშნველობა არ აქვს ვინ არის აქ კითხვაზე პასუხი უნდა მივიღო და არა ჩემთვის უაზრო პოსტი smile.gif
დიდი მადლობა რო წინა პოსტებზე მიპასუხე მე შენთან არც არანაირი პრეტენზია არ მქონია მადლობთ smile.gif
წაკითხვას რომ ვერ მოასწრებდით პრეტენზიაც მაგაზე მქონდა ადამიანმა იკითხა და პასუხი გავეცი თან საკმაოდ ვრცელი და ჩემი აზრით დასაბუთებულიც და უნდა ენახა მარა ეხლა იმის წერის ნერვი აღარ მაქვს მოკლედ წარმატებები ამ თემას smile.gif
Dr Regners
მაგ ფეისბუქის ლინკთან უბრალოდ მე რომ დაგეთაგეთ ყველაფერი ნათელი იქნებოდა და იგივე საკონტაქტო ინფოდ მივიღებდი smile.gif
QUOTE
ლეკვები ყველაფერს იდებენ პირში, სათამაშოებს, ცელოფნებს, ნაჭრებს, ძვლებს და ა. შ.

ჩემი ხელის წყლისა და როიალის მეტი მის პირში არაფერი მოხვედრილა.
QUOTE
დროული ვეტ დახმარებაა საჭირო,

ხო ეს ვერ მოხდა ნადმვილდა
ნახვამდის =]

Posted by: Dr Regners 4 Jan 2014, 12:21
mamuka92
ფეისბუკის ლინკი იმიტომ დავდე რომ ანალოგიურ სიტუაციაში რომ დამიკავშირდეთ თქვენ ეს რეკლამად აღითქვით ჩემი ნომერი კი ბევრმა იცის და ჩემი თუ არა სხვა ვეტერინარების ნომრები მაინც უნდა გცოდნოდათ ან ფორუმელებისთვის გეკითხათ ყველა გიპასუხებდათ. ძალიან ვწუხვარ ლეკვის სიკვდილის გამო მაგრამ მიზეზი უცნაურია ხშირ შემთხვევაში დაუდევრობაა რადგანაც ლეკვები ყველაფერს იდებენ პირში, სათამაშოებს, ცელოფნებს, ნაჭრებს, ძვლებს და ა. შ. ყურადღება და დროული ვეტ დახმარებაა საჭირო, რაც არ მოხდა

Posted by: sallli1 4 Jan 2014, 12:23
mamuka92
08 ში რომ დარეკე ან აქ რომ დაუწერე მოდერი შვებულებაშიაო მაგ დროს ერთი ეგეც გეკითხა პირადად მე გიპასუხებდი. არასწორი ვინ არის და სწორი არ ვიცი უბრალოდ ადამიანს თუ კითხვა გაწუხებს დიპლომატიურად უნდა დასვა

მიზეზი მეც მეუცნაურება რაღა დაგიმალო და...

Posted by: Dr Regners 4 Jan 2014, 12:24
mamuka92
ეს ინფორმაცია უნდა წაგეკითხათ
https://www.facebook.com/pages/Vet-Express/133326543399185?id=133326543399185&sk=info
თქვენ არც კი დამიკავშირდით,

Posted by: mamuka92 4 Jan 2014, 13:08
sallli1
Dr Regners
რაარი უცნაური და რა არა არ ვიცი ლეკვნა 1ში გამთენიისას გული აირია აგარაფერს ჭამდა შპრიცით ვაჭმევდი მერე უკვე საერთოდ არ ირგებდა ერთ წვეთსაც 5-10 წუთში უკან იღებდა გუშინ წამალი და რინგერი გაუკეთეს ცოტა გამოკეთდებაო 7დღიანი ვირუსია და რინგერით უნდა კვებოთ და ამ წამალს გავუკეთებთ დღეში ერთხელ და გადარჩებაო მარა გუშინ ღამე სისხლზე გავიდა კუჭში და მერე დაიღუპა .. ჭამით ზუსტად ვიცი არაფერი უჭამია თავის საჭმლის გარდა


პს. გაჩხაპნილები მაქ ხელზე რამდენიმე პატარა მეც ხო არ მემუქრება რამე ?smile.gif

Posted by: Dr Regners 4 Jan 2014, 17:59
mamuka92
დაუკავშირდით თქვენს ვეტერინარს, დასვას დიაგნოზი გაარკვიეთ რისკფაქტორი ცოფთან დაკავშირებით რამდენად მაღალია, ლეკვის დედის პატრონებს დაუკავშირდით, გირჩევთ მიიღოთ რაბიოლოგის კონსულტაცია.

Posted by: Ana-Veterinar 4 Jan 2014, 23:16
sallli1 ვაქცინაცია როგორც წესი 6 კვირიდან იწყება, გამონაკლისი შეიძლება იყოს მინიატურული ჯიშის ძაღლებში (ანუ ვაქცინაცია 8 კვირიდან ) მაგ: პომერანული შპიცი, ტოიტერიერი, ჩიხუახუა, იურკშირ ტერიერი და ა.შ.) ვაქცინათა შორის ინტერვალი 14 - 21 დღეა, კეთდება 4 ჯერადად, კბილების მოცვლასთან არანაირ კავშირში არ არის ვაქცინა.
ცოფზე აცრა 3 თვიდან არის რეკომენდებული, არაუგვიანეს 6 თვისა ( ცრუ ინფორმაციაა ზრდის შეფერხება).
პირველად საქართველოში გამოჩნდა საუკეთსო ხარისხის პოლივალენტური კომპლექსური ვაქცინა, რომელიც 12 დაავადების შტამს შეიცავს, ამათგან 7 მარტო ლეპტოსპიროზია, 8.პარვოვირუსული ენტერიტი 9. კორონა ვირუსული ენტერიტი 10. გრიპის ვირუსი 11. ინფექციური ჰეპატიტი 12. ადენოვირუსი

VENСOMAX 12

Posted by: sallli1 4 Jan 2014, 23:34
Ana-Veterinar
კბილების ცვლა კავშირშია აცრასთან, აბა ჩემა ვეტერინარმა კბილის ცვლის გამო 4 კომპლექსური აცრა რომ გამაკეთEბინა 3ის ნაცვლად? იმიტომ რომ კბილს როდესაც იცვლის ლეკვი მაშინ იმუნიტეტი დასუსტებულია.
თუმცა 10 თვის ასაკში რევაქცინაციას აკეთებენო ეს რატომ წერია ვერც მე ვხვდები ახლა biggrin.gif

Posted by: MITIATO 4 Jan 2014, 23:41
sallli1
მე როგორც წავიკითხე, ადრე იყო კბილების მოცვლასთან კავშირში და ახალი ვაქცინებისთვის არ აქვს მნიშვნელობაო.
ანუ მოძველებული შეხედულება ყოფილა ცოფის აცრის და ზრდის შეფერხების არ იყოს.

Posted by: sallli1 4 Jan 2014, 23:47
MITIATO
ანუ პოსტი ჩასასწორებელია smile.gif

Posted by: MITIATO 5 Jan 2014, 00:01
sallli1
QUOTE
ანუ პოსტი ჩასასწორებელია

ვინ კითხულობს მაინც. biggrin.gif

mo.gif

Posted by: sallli1 5 Jan 2014, 00:03
MITIATO
QUOTE
ვინ კითხულობს მაინც.  biggrin.gif

ხო მართალია biggrin.gif , უკვე მესამე თემაა ვაკოპირებ და ვაკოპირებ ისე რომ ერთი წინადადებაც არ მაქვს წაკითხული
facepalm.gif

Posted by: TT-KK 5 Jan 2014, 03:31
3 თვემდე ლეკვმა კბილით დაკაწრა ხელზე და ფეხზე მოზარდი დღეს 4 საათზე, სისხლი არ გამოსვლია, მაგრამ კანის მთლიანობა დარღვეულია. რამდენად საშიშია? ლეკვი სახლში ყავთ, ავჩარკაა, მაგრამ რამდენად არის მოვლილი და აცრილი ცოფზე არ ვიცი. არც იმის იმედი მაქვს რომ "პატრონმა" იცოდეს ძაღლის მოვლა.არც ვეტერინარი მყავს ნაცნობი,რომ შევეკითხო. საერთოდ არ მქონია შეხება ამ საქმესთან. თვითონ ლეკვის პატრონს ხელები სულ დაკაწრული აქვს, მას არ ეშინია,იმიტომ რომ არ აქვს გათვითცნობიერებული მოსალოდნელი საფრთხე. ამბობს კბილები ექავება და იმიტომ მკაწრავსო.ხვალ კვირაა,ორშაბათამდე პანიკაში რომ არ ჩავვარდე, მირჩიეთ რა გავაკეთო, ძალიან გთხოვთ.

P.S. ძაღლები და მითუმეტეს ლეკვები ძალიან მიყვარს, მაგრამ, სერიოზულად მეშინია ბიჭის გამო.
გთხოვთ,დამაკვალიანეთ.

Posted by: MITIATO 5 Jan 2014, 10:15
TT-KK
ლეკვებმა მართლა იციან თამაშის დროს კბენა. ოღონდ 3 თვემდე ლეკვი ცოფზე აცრილი ვერ იქნება. ამიტომ ამ ასაკის ლეკვებს არიდებენ ხოლმე საეჭვო წარმოშობის ცხოველებს.
თუ პატრონს ლეკვი იზოლირებულად ყავს და თვითონაც მთელი ამ ხნის განმავლობაში დაკაწრულია და ორივენი კარგად არიან, სავარაუდოდ, საშიში არ იქნება.
თუ ძალიან ნერვიულობთ, რომელიმე კლინიკაში მიდით, აუცილებლად ეყოლებათ მორიგე რაბიოლოგი.

Posted by: TT-KK 5 Jan 2014, 11:05
MITIATO
მადლობა გამოხმაურებისთვის.

QUOTE
თუ პატრონს ლეკვი იზოლირებულად ყავს
-ვიცი რომ ეზოში ყავდათ რამდენჯერმე ჩაყვანილი,რამდენად არიდებენ სხვა ძაღლებს,ზუსტად არ ვიცი. ისიც არ მინდა, რომ ტყუილად გავუკეთო აცრები. სანამ გავერკვევი ყველაფერში, იქნებ მითხრათ დრო რამდენი მაქვს?

Posted by: sallli1 5 Jan 2014, 12:03
TT-KK
ლეკვი თქვბენია?
თუ სხვისია ახლავე დაურეკეთ და ჰკითხეთ სხვა ძაღლებთან ხომ არ ჰქონი ა შეხება
დრო რამდენი გაქვთ ზუსტად არ ვიცი მარა აი ეს ვნხე ინტერნეტში


- რა სიხშირით, რაოდენობითა და პერიოდულობით კეთდება ცოფის ვაქცინა?
- არსებობს ვაქცინაციის პროფილაქტიკური და სამკურნალო კურსი. პროფილაქტიკური კურსი კეთდება ნულოვან (ანუ იმავე), მე-3, მე-7 დღეს. თუ ცხოველმა კიდევ თოთხმეტი დღე იცოცხლა, შეიძლება აცრები შევწყვიტოთ, ხოლო თუ იგი დაიკარგა ან მოკვდა, ვაქცინაცია გრძელდება - მე-14, 28-ე დღეს. ეს უკვე სამკურნალო კურსია. თუ ნაკბენი ხელის მტევანზე, სახეზე, ტერფზე, სასქესო ორგანოების არეშია, საჭიროა, პირველსავე დღეს გაკეთდეს ცოფის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი წონის მიხედვით. კანის დაზიანების შემთხვევაში ცოფის ვაქცინაციასთან ერთად აუცილებელია ტეტანუსის აცრაც.

Posted by: HoNeY 5 Jan 2014, 12:43
მოკლედ ძალიან შეშინებული არ რა
გუშინ არ ვიყავით სახლში დაახლოებით 2 საატი და ჩემა ჯაბან ( 8 თვის ფრანგული ბულდოგი მყავს ) ჩაძვრა ნაგავში და მოიპარა კალმახი თევზის ფხები და შეჭამა, ბევრი არ იყო ორი ფევზის ფხა იყო მაგრამ მაინც.... ჩვეულებრივად იქცევა და ჭამს ეხლა, ანუ არც ახველებს, არც სუნთქვა უჭირს მაგრამ მე მაინც ძაალიან ვნერვულობ, მივიყვალო ექიმთან და გადაუღონ რედგენი თუ რა ვქნა ? რა რჩევას მომცემთ ?
თან დღეს კვირაა და არ მუშაობენ ხვალამდე უნდა დავიცადო sad.gif

Posted by: MITIATO 5 Jan 2014, 14:40
TT-KK
QUOTE
იქნებ მითხრათ დრო რამდენი მაქვს?

რაც უფრო სწრაფად დაიწყებთ ვაქცინაციას, მით უკეთესი.
ყველაზე ეფექტური პირველ 24 საათში დაწყებაა, თუმცა უფრო გვიანაც იწყებენ ხოლმე ზოგჯერ.

HoNeY
თევზის ფხა რომ ეგრე ადვილად ძაღლს კლავდეს, სოფელში ყველა ძაღლი მკვდარი უნდა იყოს. biggrin.gif
თუ შენი ლეკვი თავს კარგად გრძნობს, არ უნდა რენტგენი და ზედმეტი დასხივება.
გულის სიმშვიდითვის, შეგიძლია ბრინჯის ფაფა ან კარტოფილის პიურე აჭამო, ფხამ ნაწლავებში მარტოდ რომ არ იგრძნოს თავი.

Posted by: blblbl 5 Jan 2014, 14:46
TT-KK
ჩემი აზრით არაა საჭირო აცრა,ოჯხის წევრებსაც თუ კაწრავს და კბენს ხო არ იცრებიან ასევე არაა საშიში შენტვისაც.

Posted by: pukaaa 5 Jan 2014, 17:28
გამარჯობა,

ჩემს 2 წლის ჩიხუახუას ქალი უნდა სასტიკად. ტირის, ხან რას მიახტება და ხან რას, არ ჭამს და ა.შ. არ ვიცი პერიოდი აქვთ ასეთი თუ რა ხდება.

ძალიან არ გვინდა კასტრაციის გაკეთება, გვეცოდება. მამამისს გაუკეთეს და ჯერ კიდევ ვერ მოვიდა აზრზე. არსებობს რაიმე ალტერნატივა? შედარებით უსაფრთხო?

მადლობა

Posted by: HoNeY 5 Jan 2014, 20:59
ჩემს ბიჭს თვალები უწითლდება ხანდახან
სულ არა დილით წითელი აკვს მერე გადაუვა საღამოს ისევ sad.gif ამ ბოლო დროს უფრო ხშირად შევნიშნე და ავნერვულდი, შავი ჩაის ნაყენით და ბამბით ვუწმინდავ მაგრამ არამგონია ეგ რამეთი შველის sad.gif
არის რაიმე უსაფთხო წვეთები ?
რას მირჩევთ ?

Posted by: Pumped up kicks 5 Jan 2014, 21:45
HoNeY
როგორი საყელო უკეთია? ჩვეულებრივი ყელის გარშემო თუ შლეიკა ანუ ჟილეტივით რომ აცვიათ? სეირნობისას თუ ყელზე უკეთია საყელო და იქაჩება შეიძლება ამის გამო უწითლდებოდეს თვალებიც...გირჩევთ შლეიკა უყიდოთ და სუნთქვის და თვალების პრობლემები მოეხსნება

Posted by: HoNeY 5 Jan 2014, 21:46
Pumped up kicks
არა არა ჟილეტი აცვია ყელზე არ აქვს მხოლოდ "აშეინიკი". და თან არ ვქაჩავთ.
თვალები ხან უწითლდება ხან არა ვერ გავიგე რა... თან ცრემლები აქვს ხანდახან
ცოტა ავნერვულდი

Posted by: _DelgadA_ 6 Jan 2014, 00:55
გამარჯობა,

ჩემი ცუგა 3 წლის არის, ბოლო დროს უკანა ფეხს იქნევს ხოლმე მაგალითად წოლის დროს დაახლოებით 3 - 4 წამით, ძალით არ აკეთებს, მაგრამ რაღაცნაირად გაიქნევს ხოლმე რამდენჯერმე ხან ერთხელ.

რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: Pumped up kicks 6 Jan 2014, 00:59
_DelgadA_
ძილის დროს ფეხების ქნევა იციან ხოლმე როცა რამე ესიზმრებათ.. ამას გულისხმობთ?

Posted by: Ana-Veterinar 6 Jan 2014, 13:05

pukaaa
რომც შეაჯვაროთ,ეგ მოთხოვნილებას არ შეუწყვეტს, პერიოდულად ექნება მოთხოვნილება, როგორც წესი "ტოი" ჯგუფის ძაღლებს ახასიათებთ ჰიპერსექსუალურობა.
შეიძლება გამოიყენოთ ატეხვის საწინააღმდეგო პრეპარატებიც, თუმცა ისინი ხშირ შემთხვევაში ნაკლებად ეფექტურია.

Posted by: Efficient 6 Jan 2014, 13:06
გამარჯობათ
დღეს გავიკეთე ცოფის და ტეტანუსის აცრა, ექიმმა კი მითხრა ალკოჰოლი არ შეიძლება ერთი თვეო მარა დღეს ზიარებას ვაპირებდი და რამეს ხო არ მიზამს?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 6 Jan 2014, 13:22
Efficient
http://forum.ge/?showforum=43 ეს მედიცინაში უნდა გეკითხა

Posted by: Unico 6 Jan 2014, 13:59
Efficient
არაფერს გიზამს. 1 ყლუპი ღვინის ალკოჰოლი არ გაიშვას არსად biggrin.gif

Posted by: _DelgadA_ 7 Jan 2014, 00:35
Pumped up kicks

არა ძილის დროს არა, მაგალითად როდესაც უბრალოდ წევს და ისვნებს თავსგან დამოუკიდებლად გაიქნევს ხოლმე უკანა კიდურს..

ვერ ვხვდები რისი ბრალი შეიძლება იყოს

Posted by: blblbl 7 Jan 2014, 02:56
Unico
ერთი ყლუპი კი არა ძმრიანმა საჭმელმა ან ლიქიორიანმა შოკოლადმა შეიძლება გამოიწვიოს კვინკეს შეშუპება და სიკვდილი რეებს ეუბნები,ციი რა სშიშია მაგ აცების დროს ალკოჰოლი?
* * *
HoNeY
ჩემსასც აქვს რაც აცივდა მე სიცივეს ბვაბრალებ იმიტომ რომ შარშანაც ჰქონდა ასე მახსოვს

Posted by: MITIATO 7 Jan 2014, 11:25
blblbl
მაგ მხრივ არ არის საშიში აცრების დროს ალკოჰოლის დალევა.
ალკოჰოლი იმუნიტეტს აქვეითებს და იმიტომ არ არის სასურველი გამოთრობა.
და თუ ზიარება ვინმესთვის მარტო ღვინო და პურია და სხვა არაფერი, მაშინ ჯობია არც ეზიაროს.
აზრი არ აქვს. smile.gif

Posted by: blblbl 7 Jan 2014, 14:22
MITIATO
მამაჩემის ზმაკაცი დაიღუა ალკოჰოლის და ტეტანსის გამო კვინკეს შესუპებით და როგორ არაა საშიში სსმელი იმიტომ არ შეიზლება რომ ალერგიულ რეაქციებს იწვევს და სიკვიდილს და ამას გეტყვის ნებისმიერი რაბიოლოგი


ნუ ზიარებაა სხვა რა თქმა უნდა ეგ არ მიგულისხმია უნიკოს პოსტს გამოვეხმაურე

Posted by: Unico 7 Jan 2014, 14:46
blblbl
უკაცრავად, არ ვიცოდი. ბოდიშს ვიხდი.
თუ ექიმი ჰყავს, რატომ ექიმს არ ჰკითხა და რაღა ფორუმზე იკითხა.

მეორე, კვინკეს შეშუპება და ჭინჭრის ციება ძირითადად (ძირითადად მეთქი) ალერგიულ ადამიანებს ემართებათ smile.gif თუ იუზერი ალერგიულია (ამას კბილზეც კი ეკითხებიან ხოლმე), მაშინ ექიმი აუხსნიდა რატომ და როგორ უნდა ერიდოს საშიშ პროდუქტებს.

მესამე, ზიარება არ იცი რა არის ეტყობა

მეოთხე, ნუ მიკივი ხოლმე, ვნერვიულობ ასეთ დროს



QUOTE
მამაჩემის ზმაკაცი დაიღუა ალკოჰოლის და ტეტანსის გამო კვინკეს შესუპებით

გლანდების ოპერაციისგან დაიღუპა პაციენტი, მახსოვს ტელევიზორშიც იყო, რა ვქნათ ახლა, გლანდების ოპერაციაც არ გავიკეთოთ? user.gif

Posted by: MITIATO 7 Jan 2014, 15:30
blblbl
არ ვიცი მამაშენის ძმაკაცი რითი და რატომ დაიღუპა, მაგრამ ინფექციონისტი ვარ და გამეგება რაღაც აცრებშიც. mo.gif

ინტერნეტში ამოკითხულს და მეზობლისგან გაგონილს არ ვამბობ.


Posted by: Transformer26 10 Jan 2014, 17:42
გამარჯობათ! მიშველეთ ვინმემ sad.gif((

ჩემს ძაღლს თვალის წვეთები აქვს გამოწერილი დღეში ოთხჯერ, თან აუცილებლად ჩასასხმელი. არის ძალიან აგრესიული და ალიკაპს ვერაფრით ვერ ვუკეთებთ, გვჭამს. მინიმუმ სამნი ვცდილობთ და ერთხელ ძლივს გავუკეთეთ, ისიც მოიხსნა.. ეს ალიკაპი არის ნაჭრის, მაინტერესებს ტყავის რამდენად მჭიდროა ( ძაღლი ამერიკული კოკერსპანიელია).

და ხომ ვერ მირჩევთ რამე გზას (საჭმლით მიტყუება და მოფერება ნაცადი გვაქვს), ვინმეს მსგავსი შემთხევვა ხომ არ გქონიათ და როგორ გაუკეთეთ?

Posted by: blblbl 10 Jan 2014, 18:03
Transformer26
თითზე შეგიზლია დაიწვეთო წამალი და მოფერების დროს თითი წაუსვა,მასე უფრო ცEრდება,ასევე მალამო იყიდება იგივე წვეთების ხოლმე ის ადვილი წასასმელია უფრო.ალიკაპს რაც შეეხება ხორციჩAდე ტყავისასი მიუტანე ახლოს ჩყოფს ცხვირს biggrin.gif

Posted by: Transformer26 10 Jan 2014, 21:54
დიდი მადლობა, ეგ გელიც გვაქვს ნაყიდი, როგორღაც გავუკეთეთ და სამი კაცი ვიჭერდით და ჩავასხი და წავუსვი, წინ 12 საათზე კიდევ ერთი ბრძოლა გვაქვს.. საჭმელი ამაზეც დავუდე, მარა არ ეკარება.. ერთადერთი შანსი უკნიდან მიპარვაა..

გელს თითზე წავისვამ, მგონი ეგრე უფრო ადვილი იქნება .

Posted by: HoNeY 12 Jan 2014, 01:01
ჩემი ძაღლი თან მიმყავს ამერიკაში, და ვიცი რომ ჩვენი ვეტ ექიმის ცნობის საფუძველძე რაღაც საბუთი უნდა ავიღო გაფრენის დროს რომელიღაც სამმინისტროში, ხომ ვერ მეტყვის სად იძლევიან ამ საბუთს ? მისამართი ხომა რ იცით ან ტელ ნომერი ?

Posted by: sormer500 12 Jan 2014, 05:53
იქნებ დამეხმაროთ.


ძაღლი მყავს პიტ ბული უკვე 13 წლის არის. ცუდათ გახდა არ ჭამდა სამჭმელს და ფეხზე არ დგებოდა. წავიყვანე ვეტერინართან, დაუნიშნა ნემსები, მეორე დღეა უკეთებ ამ ნემსებს და ერთ კაპსულა წამალს ვასმევ დღეში. მაგრამ შედეგი არ ააქვს პირიქით უარესდება მდგომარეობა. კუჭში ვერ გადის უკვე მეორე დღეა, მძიმედ სუნთქავს, როცა წვება რაღაც აწუხებს და წკუმუტუნებს, მხოლოდ მაშინ წკმუტუნებს როცა წვება, ცდილობს ღებინებას მაგრამ ვერ აღებინებს, ხშირად სვამს წყალს.... ისე მძიმედ სუნთქავს გული დამეწვა. სიცხეც გაუზომეთ სიცხე ნორმალური აქვს. ისე მძიმედ სუნთქავს მეშინია ფილტვებზე არ ქონდეს პრობლემა. საჭმელს ვაძLევ ცოტ ცოტას და მიირთმევს. იქნებ მირჩიოთ რამე. sad.gif

აი ეს ნემსები დაუნიშნა:

დექსომეტაზონი,
სულფოკამფოკაინი.
რაციოცოFი

კაპსულა:

ომეპრაზოლი.

Posted by: MITIATO 12 Jan 2014, 12:07
sormer500

ჩემი რჩევა იქნება, ნორმალურ ვეტერინარულ კლინიკაში მიიყვანოთ და გამოკვლევები ჩაუტაროთ (მაგ. ექოსკოპია).
გული რომ ერევა და ვერ აღებინებს, კუჭში რომ ვერ გადის, დაწოლისას მუცელი რომ ტკივა, რომ ქოშინებს... რამე მწვავე ქირურგიული პრობლემა არ იყოს მუცლის ღრუში, მაგალითად, კუჭის შემოგრეხა.
თუ არა და სწორ დიაგნოზსაც იქვე დაუსვამენ.

ეს წამლები კიდევ ერთმანეთთან ერ დავაკავშირე, რომ მივმხვდარიყავი, რაზე იეჭვა ვეტერინარმა: დექსამეტაზონი გლუკოკორტიკოიდია,
სულფოკამფოკაინი სუნთქვის ცენტრის სტიმულატორია, რაციოცეფი ანტიბიოტიკია; ომეპრაზოლი კუჭში წვენის გამოყოფას თრგუნავს.

ჯანმრთელობას გისურვებთ და გაგვაგებინე, მერე როგორ იქნება ძაღლი.

Posted by: sormer500 12 Jan 2014, 15:00
MITIATO


დავადგინეთ და შესაბამისი წამლებიც დაუნიშნა. მაგრამ უკვე გვიანია დღეს დილას მოკვდა sad.gif ჩემი ძაღლის ვეტერინარია ვისთანაც მყავდა ბავშვობიდან მაგასთან დამყავს ჩემზე ნაკლებად არც მაგას უყვარდა. sad.gif უბრალოდ გამიტყდა რომ ვერ ვშველოდი და მაგიტომ ვიკითხე თორე უკვე ვიცოდი და ვატყობდი რომ ცუდათ დამთავრდებოდა sad.gif

Posted by: MITIATO 12 Jan 2014, 15:21
sormer500

ძალიან ვწუხვარ. sad.gif

QUOTE
დავადგინეთ და შესაბამისი წამლებიც დაუნიშნა.

თუ ზედმეტად არ შეგაწუხებთ.
ძალიან მაინტერესებს რა იყო დიაგნოზი.

Posted by: sormer500 12 Jan 2014, 17:04
MITIATO


ფილტვებზე პრობლემა და პლიუს კუჭის პრობლემა. უჭირდა სუნთქვა და ჩირქი იყო, იმედი გვქონდა რომ ანტიბიოტიკები უშველიდა თუმცა ვერა sad.gif იმედი რა მე მინდოდა რო შველოდა.

Posted by: Solokh123 14 Jan 2014, 16:29
გამარჯობათ გილოცავთ ყველას ყველაფერს.ჩემი ლესისთვის(ჰასკისთვის) მინდა გამოვიწერო furminator-ი და რომელი უნდა გამოვწერო ზუსტად ხო არ იცით? ლინკს თუ მომცემთ კარგი იქნება.და ბეწვის ცვენისთვის რაიმე ვიტამინები თუ იცით იქნებ მითხრათ.პატარა ბავშვი იქნება მალე სახლში და...

Posted by: JPEG 16 Jan 2014, 20:54
ხალხო თუ დამეხმარებით დზაან ვნერვიულობ და რამდენიმე დგე კიდე ვეტერინართან ვერგავალ

პატარა ლაბრადორი მყავს და ზურგზე გაუჩნდა პატარა კოპივით ორისანტიმეტრი დიამეტრის, რო ვუჭერ არტკივა არც აწუხებს, არვიცი მიახლოებით ორ ინციდენტს ვაბრალი.
ერთი საწოლიდან ჩამოვარდა ნახევარი მეტრიდან და მეორე ავცერით და იმის მერე დავაფიქსირეთ რას დავბრალო არვიცი , დავაბრალო რა ვნერვიულობ ეშველება თუ არა
შიგნით ვიტომ პატარა ბრტკელიმასაა რაგაც მკრვრივი.
* * *
ადამიანებში ესეთ რაგაცას მივამგავსებ , ჟირავიკს ეს რუსულადაა ქართულად არვიცი ეს რაარი

Posted by: MITIATO 16 Jan 2014, 21:08
JPEG
QUOTE
ერთი საწოლიდან ჩამოვარდა ნახევარი მეტრიდან  და მეორე ავცერით და იმის მერე დავაფიქსირეთ რას დავბრალო არვიცი

აცრას უნდა დააბრალო. biggrin.gif

ჩემს ძაღლსაც გაუჩნდა ეგრე აცრის მერე.
ვეტერინარმა კი გამაფრთხილა მასაჟი გაუკეთეო, მაგრამ დამავიწყდა.
რაღაც პერიოდი ქონდა და მერე გაიწოვა თავისთვის.
არ ინერვიულო, არ არის საშიში.

Posted by: JPEG 16 Jan 2014, 21:12
MITIATO
გაიხარე დიდი მადლობა , იცი როგორ ვნერვიულობ sad.gif
და მე მასაჯებუ უკეთო ეხლა?
რა დროში გაიწოვა?

Posted by: MITIATO 16 Jan 2014, 21:17
JPEG
არ მახსოვს ზუსტად.
ვეტერინარს რომ ვკითხე და მითხრა არ არის საშიში, გაიწოვსო, აღარ მინერვიულია და რაღაც დროის გასვლის მერე რომ ვნახე, აღარ ქონდა.
მასაჟი აცრის დღეს მითხრა გაუკეთე, რომ არ გაუმაგრდესო.
ახლაც რომ გაუკეთო მსუბუქად, არაფერი დაშავდება, ჩემი აზრით.

Posted by: JPEG 16 Jan 2014, 21:21
მადლობა :*
.

Posted by: Iron Butterfly 19 Jan 2014, 13:28
მეგობრებო დამეხმარეთ ჭიის წამალი დავალევინე კოკერსპანიელს უზმოზზე და საჭმელი რამდენ ხანში უნდა ვაჭამო? და კიდევ რამდენ დღეში უმდა დავალევინო? წამალს ქვია ბროვანოლ პლიუსი

Posted by: parikutini 20 Jan 2014, 00:48
ჭამა 2 საათის შემდეგ შეიძლება და 10 დღეში უნა გაუმეორო

Posted by: system1ka 21 Jan 2014, 11:18
ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ როტვეილერი მყავს უკვე 3 წლის გახდება და ჯერ ვერ შევატყე ატეხვის პერიოდი... როგორ მოვიქცე? sad.gif არადა მინდა შეჯვარება....

Posted by: Sento555777 21 Jan 2014, 20:30
ესეიგი შემომეკედლა ქუჩის ძაღლი სავარაუდოდ ავადმყოფია სულ იქავებს კანს და სახე დაჭირილი აქ უკვე ამდენი ქავებისაგან ტანზეც ბეწვი ცვივა ხელს ვერ მოვკიდებ მალამო რომ წავუსვა და თუ შეიძლება რამე წამალი რომ საჭმელში შევურიო ან რომ დავასხა და რამე მითხარით
ხო აწი გაგდება მომიწევს მეზობლებმა არ შეილება ძაღლი ასე პადიეშიო საჩივარი მითხრეს და კაროჩე სანამ გავუშვებ სადმე მანამდე მინდა რომ ჯარმთელი იყო და არ დაიტანჯოს.

ეს ძაღლის ფოტო :

http://www.picz.ge

Posted by: Unico 21 Jan 2014, 20:46
system1ka
QUOTE
როტვეილერი მყავს უკვე 3 წლის გახდება და ჯერ ვერ შევატყე ატეხვის პერიოდი... როგორ მოვიქცე?

ძუ გყავს?

Posted by: @nn@ k@ 22 Jan 2014, 00:33
ვინმემ ხომ არ იცით ზოოპარკში რომ კლინიკაა (ალიკასთან) აპარატურა თუ არის? რენდგენი, ექოსკოპია?

თბილისში ყველაზე კარგად სად აკეთებენ ანალიზებს და გამოკვლევებს?
ადრე მსმენია სასოფლოს ტერიტორიაზეა კლინიკაო და ვინმემ თუ იცით ეგებ დაწეროთ smile.gif

Posted by: JPEG 22 Jan 2014, 09:37
ხალხო ლეკვის ბეწვისგან დაავადება შეიძლება? გრაეთ ჯერ არ გამყავს ორი აცრა აქვს

ლეგინში დზვრება ხოლმე და თავთან თუ არ დამიწვა არისვენებს

საშიშია?

Posted by: system1ka 22 Jan 2014, 10:02
QUOTE
system1ka
QUOTE
როტვეილერი მყავს უკვე 3 წლის გახდება და ჯერ ვერ შევატყე ატეხვის პერიოდი... როგორ მოვიქცე?

ძუ გყავს?


კიიიი sad.gif

Posted by: Unico 22 Jan 2014, 11:27
system1ka
ძუებს წელიწადში ორჯერ აქვთ შეჯვარების პერიოდი.
ე.წ. წეჩკა თუ შეამჩნიე, ანუ სისხლიანი გამონადენი უნდა ჰქონდეს, ესე იგი დაიწყო.
მაგრამ გაკითხვა უნდა, მე არ მახსოვს წეჩკისას აჯვარებენ თუ წეჩკიდან 2–3 დღეში smile.gif ვეტერინარს ჰკითხე აბა, ხო ჰყავს შენს ძაღლს ვეტერინარი?

JPEG
ჯანმრთელი ძაღლის ბეწვი არაფერს გიზამს, მაგრამ რატო იჩვევ ლოგინში რომ შემოგიწვეს? რომ გაიზრდება, გაგიჭირდება გადაჩვევა smile.gif

Posted by: Geo-Guide 22 Jan 2014, 11:42
QUOTE (@nn@ k@ @ 22 Jan 2014, 00:33 )
ვინმემ ხომ არ იცით ზოოპარკში რომ კლინიკაა (ალიკასთან) აპარატურა თუ არის? რენდგენი, ექოსკოპია?

თბილისში ყველაზე კარგად სად აკეთებენ ანალიზებს და გამოკვლევებს?
ადრე მსმენია სასოფლოს ტერიტორიაზეა კლინიკაო და ვინმემ თუ იცით ეგებ დაწეროთ smile.gif

ალიკასთან ზუსტად ვიცი, ექოსკოპია, რომ არის. აი მათი მონაცემებიც
291 12 53 www.abibo.ge

Posted by: @nn@ k@ 22 Jan 2014, 12:10
Geo-Guide
yes.gif დიდი მადლობა smile.gif

Posted by: system1ka 22 Jan 2014, 12:41
Unico
არა ვინც მყავდა და ვისთანაც დამყავდა ის სხვაგან გადავიდა და ნომერიც აღარ მაქვს... ვერაფერს ვამჩნევ რომ დენა ქონდეს თან ეზოში დარბის სახლში არ მყავს sad.gif

Posted by: Unico 22 Jan 2014, 12:47
system1ka
დააკვირდი, 3 წლისა უკვე პატარა არაა. არასდროს ჰქონია აქამდე თუ შენ ვერ შეამჩნიე? ახლა თუ არ აქვს გამონადენი, ესე იგი ჯერ "ატეხვის" პერიოდი არ აქვს

ისე კი ვეტერინართან მიიყვანე ხოლმე, უნდა პერიოდულად შემოწმება

Posted by: JPEG 22 Jan 2014, 13:19
Unico

ლეკვი რო ნახო, ტან თავისი პატარა თვალებით რო შემოგხედავს უარს ვერეტკვი biggrin.gif

Posted by: Sento555777 22 Jan 2014, 13:57
უკაცრავად მე ვერავინ დამეხმარებით მაღლა დაწერილ პოსტზე? ძალიან საჩქაროა , თუ არ ვუმკურნალე დღე დღეზე მოკვდება და დამეხმარეთ

Posted by: JPEG 22 Jan 2014, 14:02
geto555777
ვაკის ტავსესაფარიროა იმათ რო თხოვო არ წაიყვანენ? თნ მიხედავენ


Posted by: Unico 22 Jan 2014, 14:05
geto555777
QUOTE
მალამო რომ წავუსვა და თუ შეიძლება რამე წამალი რომ საჭმელში შევურიო ან რომ დავასხა და რამე მითხარით

არ ვიცი, მე ვეტერინარი არ ვარ და ასეთ სიტუაციაში ვერ გირჩევ რაიმე წამალს.
ვეტერინარი უნდა.

ისე კი, შეგიძლია რწყილების საწინააღმდეგო წამალი დაასხა, მაგრამ ეგ უკვე რას უშველის. სასახიჩრებული აქვს სახე ამდენი ქავილისგან და სავარაუდოდ ტკიპებისგან smile.gif მკურნალობა უნდა yes.gif

Posted by: Sento555777 22 Jan 2014, 14:30
JPEG
სამწუხაროდ თბილისში არ ვცხოვრობ და ქუთაიში რომ (ვითომ თავშესაფარს) დავურეკო სულს ამოხდიან sad.gif
Unico
გასაგებია, კი წავიყვანდი მაგრამ კარებიდან არ მიდის გარედ როგორც ჩანს ვიღაცას ნაცემი ჰყავდა გარედ გასვლის ეშინია სულ კარებთანაა თითქმის ადრე მე თუ გამომყვებოდა სადაც მივდიოდი ახლა მაგასაც აღარ აკეთებს რა ვქნა არ ვიცი

Posted by: barcabarcabarca 22 Jan 2014, 15:53
თვალთან ზემოთ ჯიბლიბოს მსგავსი გამოუვიდა, გაწითლებული და ოდნავ შესიებულია. ადგილობრივ ზოომაღაზიაში მირჩიეს რომ რაღაც თვალის მალამო წამესვა თვალშიც და უშუალოდ შეწითლებულზეც, რაც უკვე გავაკეთე.
დღეს დაემართა და დაველოდები ერთი-ორი დღე მაგრამ რამე სერიოზული შეიძლება იყოს? აცრები ყველა გაკეთებული აქვს შემოდგომაზე.

Posted by: Unico 22 Jan 2014, 19:06
geto555777
თუ ვეტერინარმა არ ნახა, სხვაგვარად რა გირჩიოთ და როგორ, არ ვიცი.

Posted by: BLACK_SERENADE 22 Jan 2014, 21:22
გამარჯობა. ძალიან ვეტერინარული კითხვა მაქვს biggrin.gif

არი კატა, 8 თვის. არის ფემძიმედ. სავარაუდოდ მეორე თვეში.

რამდენად შესაძლებელია აბორტის გაკეთება, რამდენად მისაღებია და რა დაჯდება დაახლოვებით?

ასევე სად ჯობია ამის გაკეთება?

Posted by: Unico 22 Jan 2014, 21:56
BLACK_SERENADE
QUOTE
არი კატა, 8 თვის. არის ფემძიმედ. სავარაუდოდ მეორე თვეში.

რამდენად შესაძლებელია აბორტის გაკეთება,

spy.gif spy.gif

Posted by: BLACK_SERENADE 22 Jan 2014, 22:11
Unico

ჩემი არაა, ერთი ძალიან ჭკვიანი და პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე მეგობრისაა biggrin.gif
ვეუბნებოდი, ორ მამალ კატასთანე რთად რო გყავს, გახერხავენ-მეთქი მარა დამიჯერა ვინმემ?
ეს ისეთია ორივეს თავზე აზის და ჩმორავს - ვერაფერს უზამენო...
ხო აი შედეგიც...
ხოდა ეხლა მთხოვს გამირკვიე რამეო...

აბორტი კატაზე არასოდეს გამიგია. ვიცი რო ძაღლებზე სტერილიზაციას აკეთებენ, როცა ფეხმძიმედაა მაშინაც და ალბათ მაგასაც ეგრე მოუვა, თუმცა კატის ასაკისა და ფეხმძიმობის პერიოდის გათვალისწინებით, მეეჭვება ვინმემ ხელი მოკიდოს...

Posted by: Unico 22 Jan 2014, 22:19
BLACK_SERENADE
აბორტი არც მე გამიგია,
უკვე მგონი დაგვიანებულიცაა, აცალოს კნუტების დაყრა biggrin.gif და მერე დააცალკევოს ძუ და ხვადი :ყეს:
ანდა პირდაპირ ხვადი დაასტერილოს და დაისვენებს.. იმედია biggrin.gif

Posted by: BLACK_SERENADE 22 Jan 2014, 22:34
Unico

უკვე დაცალკევებული ჰყავთ და აღარასოდეს იქნებიან ერთად, მარა კნუტები არ უნდა.... სად წაიყვანოს ის კნუტები, თვითონ ვერ დაიტოვებს და ხო არ გადაყრის?!


(ბაზარი არაა, მაგაზე თავის დროზე უნდა ეფიქრა)

Posted by: Sento555777 22 Jan 2014, 22:36
დააყრევინოს კნუტები და მერე გადაყაროს ეს ცინდლები რაღა აბორტი და ჩალიჩი უნდა biggrin.gif მაგრამ ცუდი საქციელი იქნება ეს sad.gif ასევე არის მეორე ვარიანტი დააბადებინოს ეს პარტია და გააჩუქოს დღეს ვებგვერდებზე თუ დადებ და იაქტიურებ ყველაფერს შეძლებ smile.gif (ეჰ რა კარგია დედალი კატა რომ არამყავს biggrin.gif)

Posted by: gramatikikina 22 Jan 2014, 23:00
BLACK_SERENADE
QUOTE
ვეტ.კლინიკები/ვეტერინარების საკონტაქტო ნომრები
ზოოპარკის ვეტერინარი ალიკა 577 425 936
მარიამ ჩხიკვიშვილი 555275507
ვახტანგ მამალაძე 599 515 597
პაატა ჩხეიძე 577 476 297

ჩემთან ახლოს ზოომაღაზიებში კნუტებს ყიდიან არც თუ ისე იაფად და გაუყიდავი არ რჩება ხოლმე არც ერთი. ეგ გააჩუქებს მაინც.

Posted by: BLACK_SERENADE 22 Jan 2014, 23:32
gramatikikina

სახლში გაჩერების პრობლემაა...

ჯერ ამ კატას ძლივს იტოვებს, სახლში გაგდებით იმუქრებიანდ ა კნუტები რო დაყაროს მერე ხო ვაბშე....

Posted by: MITIATO 23 Jan 2014, 00:38
BLACK_SERENADE
ძაღლებს რომ არ უკეთდებათ აბორტი, ნამდვილად ვიცოდი, სასქესო ორგანაოების თავისებური აგებულების გამო.
ახლა ვნახე და კატებიც ასე ყოფილან.
თუ მაკეობის შეწყვეტა უნდათ, აკეთებენ სტერილიზაციას.
ოღონდ რაც უფრო დიდია მაკეობის ვადა, მით უფრო დიდია ოპერაციის შემდგომი გართულებების რისკიო.
ყოფილეა კიდევ ერთი საშუალება: მაკეობის ჰორმონალური შეწყვეტა. გვიან ვადებზე გარკვეული პრეპარატების მიღების შემდეგ კატას ნაადრევი მშობიარობა ეწყება. ოღონდ გართულებების რისკი ძალიან მაღალიაო.

კატის მაკეობა 58-დან 72 დღემდე გრძელდება და 2 თვის მაკე თუ არის, კი დაყრის უკვე კნუტებს.
რაღა დროს აბორტია? user.gif

რომ გაზარდოს და გააჩუქოს კნუტები და მერე სტერილიზაცია რომ გაუკეთოს კატას. user.gif

Posted by: Unico 23 Jan 2014, 00:49
MITIATO
QUOTE
2 თვის მაკე თუ არის, კი დაყრის უკვე კნუტებს.

მეც მაგი ვუთხარი და რავიცი, რაღაც სასწაულის იმედი აქვთ biggrin.gif biggrin.gif


Posted by: BLACK_SERENADE 23 Jan 2014, 09:28
MITIATO
Unico

დაახლოვებით მაგას მეც ვეუბნები, მარა არ მინდა კნუტებიო და მე რა ვქნა?! biggrin.gif

Posted by: Unico 23 Jan 2014, 17:35
BLACK_SERENADE
შენს მეგობარს უთხარი, რომ კატა სადმე წაიყვანოს/გადამალოს biggrin.gif
იქ იმშობიარებს, დედა რომ ცოტას წამოზრდის, მერე კნუტებს გააჩუქებს.
სხვა გზა არ აქვს. ახლა დაგვიანებულია
ვეტერინარი რომ ჰყავდეს, ეტყოდა და აიძულებდა სტერილიზაციას.

Posted by: turkadzeluka 23 Jan 2014, 22:33
ლაბრადორის ლეკვი მყავს ერთი თვის ზუსტად და ტავის საჭმელს არ ჭამს მარტო მაწონს და ხაჭოს ჭამს და რა ვქნა როგორ მივაჩვიო არც მაწონთან გარეულს არ ჭამს

* * *

Posted by: BLACK_SERENADE 23 Jan 2014, 23:29
რავი, ვნახოთ რას იზამს...

მადლობა ყველას

Posted by: barcabarcabarca 24 Jan 2014, 10:58
turkadzeluka
არ აჭამო ერთი დღე არაფერი, დაუყარე თავისი საჭმელი და ნახავ თუ არ შეჭამს. ხელით აჭამე თავიდან. 1 თვის პატარაა მაინც. უყიდე ის რომელიც სპეციალურად ლეკვებისაა.

Posted by: turkadzeluka 24 Jan 2014, 18:50
ხო თავუისი საჭმელი ვუყუდე როიალ კანინი სტარტერი და ძაან თუ არ შია ისე არ ჭამს ისიც ცოტას და საერთოდ 200 გრამი დღეში ბევრია ერთი თვის ლაბრადორისთვის?

Posted by: fixyou^ 25 Jan 2014, 07:15
მეგობრებო !! გთხოვთ დაგვეხმაროთ გვირჩიოთ.. ჩემი მეგობრის ძაღლს პუდელს დაუდგინეს სიმსივნე და ძალიან ცუდად არის ... არ გვინდა მისი დაკარგვა კარგად გვინდა იყოს... რა შეიძლება მოვიმოქმედოთ ვის მივმართოთ? იქნებ გადავარჩინოთ კოკო

Posted by: sallli1 25 Jan 2014, 07:35
fixyou^
Aლიკაწ მიუყვანეთ ზოოპარკში კარფი ვეტექიმია .გააჩნია სიმსივნეს ჩემი კლააელის ძაღლსახლც ჰქონდა და გადარჩა ახლა კარგადაა. Mოკლედ სააწრაფოდ მიუყვანეთ ალიკას .

Posted by: OAK 26 Jan 2014, 15:23
-------------------------------------------------------------------------------------------------

Posted by: Dr Regners 26 Jan 2014, 22:12
BLACK_SERENADE
იმისათვის რომ არასასურველი მაკეობა არმოვფხვრად ამისათვის კეთდება სტერილიზაცია თუმცა აბორტიც დასაშვებია.
მაგრამ გირჩწევთ სტერილიზაციით შემოვიფარგლოთ რომ ცხოველს არ ჰქონდეს ანალოგიური პრობლემები.

Posted by: sallli1 27 Jan 2014, 01:32
არ შემეძლო არ დამეპოსტა!!!!!
იქნებ ახლა მაინც აღარ გაყარონ ადამიანებმა საცოდავი ცხოველები და აღარ გაწირონ სასიკდვილოდ

რატომ არ არის საშიში ჯანმრთელობისთვის ძაღლის ბეწვი

ხშირია შემთხვევა და ბევრ ჩვენგანს სმენია, რომ ექიმმა ორსულ ქალს კატეგორიულად მოსთხოვა ძაღლის გაშვება ბინიდან. მიზეზებს, როგორც სჩანს, ყველა ადამიანისთვის გასაგებ უბრალო ენაზე ხსნიან: ძაღლის და კატის ბეწვი გადაყლაპვისას ან ჩასუნთქვისას იწვევს ინფექციებს, რომლებიც ძალიან საშიშია, მაგალითად ექინოკოკი.

უბრალო ადამიანებში ეს ინფორმაცია ჭორის დონეზე ვრცელდება და იცვლება და პრაქტიკულად "ძაღლი შხამიანია"–ზე დადის. ხალხს ჰგონია რომ ბეწვის ჩაყლაპვა ლამის სიკვდილს იწვევს.

არადა, ფიცი გვწამს ბოლო გვაკვირვებს.... ჩვენგან განსხვავებული აზრი აქვთ ამ საკითხზე განვითარებულ სამყაროში და არა მხოლოდ აზრი, პრაქტიკაც კი საწინააღმდეგოზე მეტყველებს. ამდენი ადამიანია ევროპასა და ამერიკაში, ჩრდილოელ "ძმებს" რომ თავი დავანებოთ, რომლებიც ძაღლებთან და კატებთან ერთად იზრდება ჩვილობის ასაკიდან და ცოცხალი და ჯანმრთელი რჩება. ამერიკელი მეცნიერები იმასაც კი ამტკიცებენ, რომ ადამიანი ნაკლებად განწყობილია ალერგიისა და სასუნთქი გზების პრობლემებისადმი თუკი იგი ცხოველის სიახლოვეს იზრდება. ის კი არა მრავალი გამოკვლევა კეთდება, რომელიც ამტკიცებს, რომ ცხოველის ყოლა გულის ოპერაციის და სხვა მძიმე მდგომარეობის შემდეგ, აორმაგებს და ასამმაგებს გადარჩენის შანსებს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს. მაგრამ თუკი ჩვენი დასავლელი მეგობრები არ ცდებიან და ძაღლი და კატა მართლაც არაა საშიში ადამიანისათვის, მითუმეტეს ორსულის და ჩვილის ჯანმრთელობისათვის, ეს ინფორმაცია აუცილებლად გამოსატანია სააშკარაოზე. მეტი აქტიურობაა საჭირო, რადგან ცხოველების სახლიდან გაშვების მოწოდება ერთ–ერთი მიზეზია საქართველოში და განსაკუთრებით კი მის ქალაქებში შექმნილი ჰუმანიტარული კატასტროფისა. დიახ ტერმინები ჰუმანიზმი და ჰუმანიტარული კატასტროფა ცხოველების მიმართაც შეიძლება გამოვიყენოთ და მხოლოდ ადამიანებზე არ ვრცელდება. ამიტომ მეტად საინტერესო იქნება ვეტერინარის მოსაზრებები ექიმის მოსაზრებების საპირისპიროდ. მივმართე ჩვენს ვეტერინარებს პროფესიული პასუხისათვის. და პასუხიც მივიღე:


აი, რას ფიქრობს ვეტერინარი ვახტანგ მამალაძე ძაღლის მიერ შექმნილი საფრთხის შესახებ, რომლითაც ექიმები აშინებენ მომავალ დედებს და მშობლებს." ძაღლის გაშვება ბინიდან, როდესაც პატარას ელით ან უკვე გყავთ, საკმაოდ ხშირი რეკომენდაციაა ექიმების მხრიდან, რაც მათ არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს, -ბუნებრივია ასეთი რამ სიკეთის მომტანი არ არის და შედეგიც არანაირია. მედიცინის მუშაკთა მეტი ნაწილი, ამჯერად საუბარია თერაპევტებზე, გინეკოლოგებზე, პედიატრებზე და ა.შ. არც კი ერკვევიან პარაზიტოლოგიაში. არ იციან რა არის ანთროპოზოონოზური დაავადებები, არ იციან დაავადებების გავრცელების მექანიზმები, ანალოგიურად დიდი დელეტანტობით გამოირჩევიან რაბიოლოგიაში, რაც ძალიან საწყენია და არაფრის მომცემი. ექიმებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ თუ ცხოველის ბეწვი არ იწვევს ალერგიას-რაც ალერგოლოგების ტესტირების შედეგად უნდა დადგინდეს, არ არის საშიში! ბეწვი და ცხოველი მთლიანად, თუ ცხოველს, პატრონი სამ თვეში ერთხელ პარაზიტების საწინააღმდეგო პრეპარატებს აძლევს, არ არის საშიში! თუ ცხოველი დაყავთ ვეტერინართან, რომელიც უტარებს გეგმიურ ვაქცინაციებს ცოფზე , და სხვადასხვა დაავადებებზე, არც ცხოველი და არც მისი ბეწვი არ არის საშიში! ეს ყველაფერი უნდა იცოდნენ ექიმებმა და თავისი სუბიექტური აზრი თავისთვის შეინახონ! ცხოველი ცოცხალი არსებაა და მასაც უნდა სიყვარული ადამიანებისგან, მასაც უნდა ალერსი და დამკვიდრება ჩვენს საზოგადოებაში, ეს ყველამ უნდა შევისისხლხორცოთ."


ვეტერინარ პროფესორ აკაკი რუაძის აზრი ძაღლის მიერ შექმნილი საფრთხის შესახებ, რომელზეც ექიმები ხშირად ლაპარაკობენ. "თუ ძაღლი გყავთ ბინაში, მას მოვლა სჭირდება. ბეწვი არის იგივე თმა, რომელიც არავითარ დაავადებას არ იწვევს, თუ ძაღლს უტარდება ყველა პროფილაქტიკური ღონისძიება. ერთადერთი მიზეზი (ძაღლის ბინაში ყოლის ეჭვქვეშ დაყენბისა) შეიძლება იყოს ალერგია ბეწვზე, და არც ეს არის გადაულახავი პრობლემა. ძაღლი სათამაშო არაა. ის ოჯახის წევრია, რომელსაც დიდი სიხარულის შემოტანა შეუძლია თქვენს ცხოვრებაში. პ.ს. რა თქმა უნდა იგივე ეხება კატებსაც." – ვეტერინარი აკაკი რუაძე.

თუ ალერგიულები არ ვართ, რაც ახალი დროის უბედურებას წარმოადგენს, სხვანაირად ჩვენი ორგანიზმი შეგუებულია ძაღლსაც და კატასაც. სხვა საქმეა, თუკი ჩვენი ორგანიზმი არაა შეგუებული 1 პარაზიტს, რომლის გადადების საშიშროება მცირე ალბათობით არსებობს ცხოველისაგან ( და არა მარტო ცხოველისაგან. მაგალითად ბაღჩეულის, ბოსტნეულისა და მწვანილისაგან არსებობს იგივე პარაზიტების გადადების ალბათობა, რომელსაც ყველა უგულვებელყოფს რადგან იგი კუჭს – ყველა დროის ბომონას, ეხება?) და სულ რამოდენიმე მსუბუქი ზომის მიღებით მისი პრევენცია შესაძლებელია.


რამოდენიმე მასპინძლიანი პარაზიტი – ექინოკოკი, ცხოველს ემართება მხოლოდ დაავადებული ხორცის და ძვლის მოხმარებისას უმი სახით. თერმული დამუშავება პარაზიტს კლავს. ამიტომ მეგობრებო, ნუ აჭმევთ უმ, თერმულად დაუმუშავებელ ხორცს და ძვალს თქვენს მეგობრებს და მას ექინოკოკი არ დაემართება. დასავლეთში, სადაც ცხოველებს კვებავენ ძირითადად მშრალი საკვებით, ფაქტიურად ექინოკოკით დაავადების შემთხვევები არ არსებობს. მეორე მიზეზი ექინოკოკის დამარცხებისა ხორცის ხარისხის შემოწმებაა, მაგრამ ამ დონემდე ჩვენ ვერ მივალთ უახლოეს ხანებში და ექინოკოკით დაავადებული ცხოველის ხორცი დიდხანს იქნება ბაზარზე. ანუ ექინოკოკი მხოლოდ ჩვენივე დაუდევრობის გამო შეიძლება შეხვდეს ცხოველს და ისევ ჩვენი დაუდევრობის გამო შეიძლება გადმოგვედოს ჩვენ.გარდა ამისა სრულად პრობლემის გადასაჭრელად ჩაუტარეთ ცხოველს დეჰელმიტიზაცია დროულად (ანუ თავის დროზე დაალევინეთ აზინოკსი, დრონტალი ზიპირანი და სხვა ანტი–პარაზიტული საშუალებები, რომლებიც მრავლადაა ზოომაღაზიებში) და ექინოკოკის ძაღლისგან და კატისგან გადადების საფრთხე 0–მდე დადის. დამატებით, ჭამის წინ ხელის დაბანის ჩვევა კიდევ უფრო ამცირებს ინფექციების გადადების და დასნებოვნების შანსებს.

ჩემთვის გაუგებრია, რატომ არ კრძალავენ ექიმები მაგალითად მწვანილის უმად ჭამას (გარეცხვა ბოლომდე არ გამორიცხავს კვერცხის დარჩენას ფოთოლზე ან ღეროებზე) და ცხოველს კი იოლად წირავენ სიკვდილისა და ტანჯვისათვის.

სუფთა, უპარაზიტო ბეწვი, ორგანიზმში მოხვედრისას სრულიად უპრობლემოდ გამოდის გარეთ ბუნებრივი გზებით ( ან ბრონქები ამოაგდებენ სითხესთან ერთად ზევით, ან ნაწლავების გზით გაივლის ორგანიზმს ისე როგორც ჩვენი და ჩვენი ახლობლების თმები რომელთა ჩაყლაპვის მრავალი გზა არსებობს). ის ისეთივე უვნებელია, როგორც კარგად დაბანლი ადამიანის თმა. დაუბანელი ტურტლიანი ადამიანის თმა შესაძლოა უფრო საშიშიც იყოს.

კიდევ ერთს ვიტყოდი, ძაღლის ასეთი ზიზღი ჩვენს ირანულ და ახლო–აღმოსავლურ კონტაქტებს და კულტურულ კავშირებს უნდა დავაბრალოთ. აბუ ჰურეირას ჰადისების და მალიქის სკოლის საუკეთესო ტრადიციები სწორედ ძაღლების შხამიან მონსტრებად, ანგელოზების მტრებად, სულიწმინდის გამაქრობლებად და ავადმყოფობის გამავრცელებლად წარმოდგენას ემსახურება.


და ბოლოს, 30 000 წელია, სულ მცირე, რაც ადამიანმა მოიშინაურა ძაღლი. ბევრი მეცნიერი ჰომო საპიენსის ჰომო ნეანდერტალელთან უპირატესობას ნადირობისას საპიენსის ეფექტურობით ხსნის, რასაც ძირითადად ძაღლთან ერთად ნადირობა განაპირობებდა. პალეოლითის ძაღლები ადამიანების გვერდით ცხოვრობდნენ და მათთან ერთად იბრძოდნენ გადარჩენისთვის. ასეთი მომაკვდინებელი როგორ იქნება ცხოველი, რომელიც მინიმუმ 30000 წელი ჩვენს გვერდითაა? ხომ არსებობს ბიოლოგიური ადაპტაცია, ევოლუციის კანონები და შეგუებულობა გარემოსთან? როგორ შეიძლება ასე შესისხლხორცებული არსების სუფთა ბეწვი მომაკვდინებელი იყოს და მისი ნერწვი გველის შხამად გაუტოლდეს ლამის? ის კი არადა ჰომინიდების 2 მილიონი წლის წინანდელ საცხოვრებლებში რაღაც საეჭვოდ ბევრი კანის ეტრუსკუსი ანუ ძაღლის წინაპარია... დიდი შანსია, რომ ძაღლი 2 მილიონი წლის წინათაც კი დაჰყვებოდა ადამიანს. და ისმის კითხვა: ვისი შთამომავალი ჰგონია მედიცინის მუშაკებს, (თუ რაღათქმაუნდა მალიქის სკოლის წარმომადგენლები არ არიან) ადამიანი... მარსელების?

Posted by: sona-ele 27 Jan 2014, 22:02
მოგესალმებით!!! დღეს ჩემს ძაღლს(ფრანგული ბულდოგი) დაემართა კრუნჩხვა..ლიტერატურაში წავიკითხე და ეპილეფსიის სიმპტომები ჰქონდა..ადრეც მოსვლია მაგრამ ასე ხანგრძლივი არ ყოფილა––10–15 წთ.გაგრძელდა..მიზეზი რა უნდა იყოს??არანაირი დაავადება,შიში არ გადაუტანია..ცხოვრობს სახლში სითბოში..კვება კარგი,დროული..(თავის საკვებზე გვყავს..) არის 8 წლის..ხვადი..ფერებაში გვყავს გაზრდილი,აგრესია არ აქვს..დავალევინე ვალერიანის ტაბლეტები–––გული ჰქონდა აჩქარებული და დასამშვიდებლად..საკვები მიიღო ჩვეულებრივად შეთევის გადავლის შემდეგ...ისეტი ძლიერი შეტევა ჰქონდა–––გაიჭიმა მთლიანად–მეგონა სული ამოუვიდოდა..რისი ბრალი იქნება??ან როგორ ვუმკურნალო??

Posted by: MITIATO 27 Jan 2014, 22:11
sona-ele
QUOTE
ეკლამფსიის სიმპტომები

QUOTE
ხვადი


ხვადს ეკლამფსია ვერ დაემარტებოდა. მაგისთვის მაკედ უნდა ყოფილიყო.
ალბათ, ეპილეფსია გინდოდა გეთქვა.
კრუნჩხვის მიზეზი ბევრი რამე შეიძლება იყოს.
ამიტომ ჯობია ნორმალურ ვეტერინარულ კლინიკაში მიიყვანოთ გამოკვლევებზე.

Posted by: sona-ele 27 Jan 2014, 22:38
MITIATO
ჩავასწორე..გამოკვლევას როგორ უტარებენ??ანუ რა სახის გამოკვლევა უნდა ჩაუტარონ??დიდუბეში არის კარგი კლინიკა? და კიდევ–––შეტევის გადავლის შემდეგ ღებინება აქვს..

Posted by: MITIATO 27 Jan 2014, 23:59
sona-ele
გამოკვლევებს უტარებენ იმის დასადგენად, ხომ არ გამოიწვია გულყრის განვითარება თავის ტვინის რამე პათოლოგიამ, ტარდება სისხლის ბიოქიმიური ანალიზი (მაგ. კალციუმის დეფიციტმა იცის კრუნჩხვა) და ა.შ.

კარგი აპარატურა, როგორც ვიცი აგრარული უნივერსიტეტის ახალ კლინიკას აქვს.


Posted by: სექსტეტი 28 Jan 2014, 21:57
ჩემი კატა მესამე დღეა, კუჭში არ გასულა. შებერილია და სწრაფად სუნთქავს. ექიმმა მითხრა, აბუსალათინის ზეთი შეუყვანეთ შპრიცით და დაეხმარებაო. არ შველის.
რამე სხვა გამოცდილი საშუალება ხომ არ იცით?
მადლობა.

Posted by: Dr Regners 29 Jan 2014, 00:08
სექსტეტი აუცულებლად სჭირდება ვეტერინარული დახმარება, შესაძლებელია ჰქონდეს გაუვალობა სასწრაფოდ ვეტ კლინიკაში
* * *
MITIATO
ეკლამფსია ცხოველების მწვავე ნერვული დაავადება; გვხვდება ზოგიერთი ჯიშის ძუ ძაღლებში

ეტიოლოგია და პათოგენეზი გამოკვლეული არაა. ყურადღებას იმსახურებს დაავადების კავშირი თირკმელების პათოლოგიასთან. ორგანიზმში წარმოშობილი და მასში შეკავებული შხამიანი ნივთიერების გავლენით აღმოცენდება ტვინის სისხლძარღვთა სპაზმი თავის ტვინის ფუნქციის შემდგომი მოშლით. დაავადების გაჩენას ხელს უწყობს გადატანილი ინფექციური დაავადებები, არასრულფასოვანი კვება, შიშთან დაკავშირებული ნერვული აგზნება.

სიმპტომები

ხანმოკლე მოუსვენრობის (სუნთქვისა და პულსის გახშირებით) შემდეგ უცბად ვითარდება თავის, კისრისა და კიდურების კუნთების ტონუსური კრუნჩხვები. გამშლელთა ტონუსის სიჭარბის გამო კიდურები იჭიმება და ცხოველი ეცემა გვერდზე. ტონუსური შეკუმშვები ხანგამოშვებით იცვლება კლინიკური კრუნჩხვებით, რომელიც მთელ სხეულს მოიცავს. ცხოველი გამოხატავს შიშს, სუნთქვა ხშირდება და ხდება ხმაურიანი, ასევე ძლიერ ხშირდება პულსი. ნერწყვი იყლაპება ან გამოდის პირიდან. შარდის გამოყოფა შეკავებულია. ზოგადი მგრძნობელობა შენარჩუნებულია, გუგები რეაგირებენ სინათლეზე.

ძაღლებში კრუნჩხვების მდგომარეობა კუნთების გაშეშების მეტობით ჩვეულებრივ გრძელდება რამდენიმე საათს, ზოგჯერ დღე-ღამესა და მეტსაც და ხან ძლიერდება, ხან კი სუსტდება. შეტევების გაძლიერების დროს გამოხედვა უძრავად მიპყრობილია წინ, ხოლო რემისების დროს ცხოველდება და ავადმყოფები ცდილობენ ადგომას. ამ დროის განმავლობაში საკვებს არ ღებულობენ.

შეტევების შემდეგ მიღებული შარდის გამოკვლევის დროს, მასში ნახულობენ ცილას. ავადმყოფობამოხდილი მდედრები ინარჩუნებენ მიდრეკილებას ამ დაავადებისადმი მომდევნო მშობიარობის დროს.

დიაგნოზი

ეპილეფსიისგან განსხვავებით დაავადება მიმდინარეობს მწვავედ ზოგადი მგრძნობელობისა და ”გონების” შენარჩუნებით.

მკურნალობა

ავადმყოფს უქმნიან სრულ სიმშვიდეს. ათავსებენ მას სითბოში, ძაღლებს უნიშნავენ ლუმინალს და მორფინს კანქვეშ (0,01 – 0,05 გ).

საჭიროებისამებრ მორფინი შეჰყავთ განმეორებით, უნიშნავენ კალციუმს, მაგნიუმს, ულტრაიისფერ დასხივებას. სასარგებლოა სითბოს პროცედურები; აბაზანები, თბილი შეფუთვნები, დიეტაში ითვალისწინებენ სუფრის მარილის შეზღუდვას, ავადმყოფი ძაღლებისათვის ულუფას ადგენენ ახალი მოუხდელი რძისაგან, ხაჭოსაგან, შაქარმოყრილი შვრიის ან უჩენჩო ქერის ფაფისაგან.

Posted by: MITIATO 29 Jan 2014, 01:05
Dr Regners
გმადლობთ, მაგრამ მე არ მიკითხავს არაფერი ეკლამფსიის შესახებ.

ისედაც ვიცი რაც არის. smile.gif

Posted by: Geo-Guide 29 Jan 2014, 14:49
QUOTE (Dr Regners @ 29 Jan 2014, 00:08 )
სექსტეტი აუცულებლად სჭირდება ვეტერინარული დახმარება, შესაძლებელია ჰქონდეს გაუვალობა სასწრაფოდ ვეტ კლინიკაში
* * *
MITIATO
ეკლამფსია ცხოველების მწვავე ნერვული დაავადება; გვხვდება ზოგიერთი ჯიშის ძუ ძაღლებში

ეტიოლოგია და პათოგენეზი გამოკვლეული არაა. ყურადღებას იმსახურებს დაავადების კავშირი თირკმელების პათოლოგიასთან. ორგანიზმში წარმოშობილი და მასში შეკავებული შხამიანი ნივთიერების გავლენით აღმოცენდება ტვინის სისხლძარღვთა სპაზმი თავის ტვინის ფუნქციის შემდგომი მოშლით. დაავადების გაჩენას ხელს უწყობს გადატანილი ინფექციური დაავადებები, არასრულფასოვანი კვება, შიშთან დაკავშირებული ნერვული აგზნება.

სიმპტომები

ხანმოკლე მოუსვენრობის (სუნთქვისა და პულსის გახშირებით) შემდეგ უცბად ვითარდება თავის, კისრისა და კიდურების კუნთების ტონუსური კრუნჩხვები. გამშლელთა ტონუსის სიჭარბის გამო კიდურები იჭიმება და ცხოველი ეცემა გვერდზე. ტონუსური შეკუმშვები ხანგამოშვებით იცვლება კლინიკური კრუნჩხვებით, რომელიც მთელ სხეულს მოიცავს. ცხოველი გამოხატავს შიშს, სუნთქვა ხშირდება და ხდება ხმაურიანი, ასევე ძლიერ ხშირდება პულსი. ნერწყვი იყლაპება ან გამოდის პირიდან. შარდის გამოყოფა შეკავებულია. ზოგადი მგრძნობელობა შენარჩუნებულია, გუგები რეაგირებენ სინათლეზე.

ძაღლებში კრუნჩხვების მდგომარეობა კუნთების გაშეშების მეტობით ჩვეულებრივ გრძელდება რამდენიმე საათს, ზოგჯერ დღე-ღამესა და მეტსაც და ხან ძლიერდება, ხან კი სუსტდება. შეტევების გაძლიერების დროს გამოხედვა უძრავად მიპყრობილია წინ, ხოლო რემისების დროს ცხოველდება და ავადმყოფები ცდილობენ ადგომას. ამ დროის განმავლობაში საკვებს არ ღებულობენ.

შეტევების შემდეგ მიღებული შარდის გამოკვლევის დროს, მასში ნახულობენ ცილას. ავადმყოფობამოხდილი მდედრები ინარჩუნებენ მიდრეკილებას ამ დაავადებისადმი მომდევნო მშობიარობის დროს.

დიაგნოზი

ეპილეფსიისგან განსხვავებით დაავადება მიმდინარეობს მწვავედ ზოგადი მგრძნობელობისა და ”გონების” შენარჩუნებით.

მკურნალობა

ავადმყოფს უქმნიან სრულ სიმშვიდეს. ათავსებენ მას სითბოში, ძაღლებს უნიშნავენ ლუმინალს და მორფინს კანქვეშ (0,01 – 0,05 გ).

საჭიროებისამებრ მორფინი შეჰყავთ განმეორებით, უნიშნავენ კალციუმს, მაგნიუმს, ულტრაიისფერ დასხივებას. სასარგებლოა სითბოს პროცედურები; აბაზანები, თბილი შეფუთვნები, დიეტაში ითვალისწინებენ სუფრის მარილის შეზღუდვას, ავადმყოფი ძაღლებისათვის ულუფას ადგენენ ახალი მოუხდელი რძისაგან, ხაჭოსაგან, შაქარმოყრილი შვრიის ან უჩენჩო ქერის ფაფისაგან.

დიდი მადლობა საინტერესო და დროული ინფორმაციისათვის, გაიხარეთ

Posted by: sallli1 29 Jan 2014, 20:55
ვაიე ნენსიმ საპონი მოიპარა და დააგემოვნა sad.gif არ უჭამია მაგრმ რამდენჯერმე უკბიჩა ალბათ პატარა ნატეხი იყო
ვაიმე მიშველEთ რა ვქნა?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 29 Jan 2014, 23:26
sallli1
QUOTE
ვაიე ნენსიმ საპონი მოიპარა და დააგემოვნა  არ უჭამია მაგრმ რამდენჯერმე უკბიჩა ალბათ პატარა ნატეხი იყო
ვაიმე მიშველEთ რა ვქნა?

წყალი დაალევინე და ნესტოებიდან ბუშტებს გამოუშვებს biggrin.gif ნუ ნერვიულობ არაფერი მოუვა საპონით მაქსიმუმ ოდნავ გაიხსნას კუჭში

Posted by: sallli1 30 Jan 2014, 00:04
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
წყალი დაალევინე და ნესტოებიდან ბუშტებს გამოუშვებს

biggrin.gif biggrin.gif კაი რატო დამცინი
QUOTE
ნუ ნერვიულობ არაფერი მოუვა საპონით მაქსიმუმ ოდნავ გაიხსნას კუჭში


მადლობა ^_^

Posted by: _sofa_ 30 Jan 2014, 15:43
გამარჯობათ........ძაღლია მოწამლული, აღებინებს, ცოტა-ცოტას, ბევრს არა...მოწყენილია, ჰუმანას ვასმევ და თუ მეტყვით კიდევ რა შეიძლება მივახმარო, 3 თვისაა, ნაგაზი....ექიმთან რომ უნდა მივიყვანო ვიცი, მაგრამ მეუღლე არაა სახლში დღეს და ხვალ და 2 ბავშვთან ერთად ვერაფრით ვერ ვახერხებ წასვლას......დამეხმარეთ რარაფერი დაემართოს მეშინია ამ ორ დღეში...

Posted by: blblbl 30 Jan 2014, 17:29
_sofa_
აუცილებლად უნდა ექიმი ნომერს მოგცემდ ა იქნებ სახლში სეზლო გამოძახება 577 42 59 36

ან იქნებ ბატონი ვახტანგი მოვიდეს ნომერი არ ვიცი ამ ნიკით პოსტავს პირადში მიწერე Dr Regners

Posted by: sallli1 30 Jan 2014, 18:57
_sofa_
აი ბატონი ვახტანგის ნომერიც
599 51 55 97

Posted by: evo666 31 Jan 2014, 20:09
სალამით ყველას,,დახმარება მჭირდება .. პიტი მყავს 6 თვის და ეს 4 დღეა პირს ვერ ხსნის 2 სანტიმეტრზე მეტს,, ძალას ვატან რომ გაავაგებინო მარა არ შჰვება,, ვინმეს ტუ გქონიატ ასეთი შემთხვევა მიტხარით რა ვქნააააააააააა

Posted by: Ana-Veterinar 31 Jan 2014, 22:47
სექსტეტი
სახლის პირობებში ცოტა რთული იქნება რაიმე მანიპულაციის ჩატარება,პირველრიგში კატის ფიქცასიას რაც შეეხება. ( უპირველესყოვლისა თბილი ოყნა დასჭირდება,სპეციალური ხსნარით).

Posted by: Dr Regners 2 Feb 2014, 12:37
evo666
დროს ნუ კარგავთ აუცილებლად ვეტერინართან, შესაძლებელია ყბის სახსრის პრობლემა ჰქონდეს.

Posted by: evo666 2 Feb 2014, 23:49
Dr Regners
მივედი და მეუბნება არაქვს პრობლემაო,,, არადა აააააააარ შეუდძლია პირის გაღება ;(

Posted by: Unico 3 Feb 2014, 01:06
evo666
სხვა ვეტერინართან მიდით, თუნდაც Dr Regners-თან, მისწერეთ პმ-ში და მიდით მასთან yes.gif

Posted by: gramatikikina 3 Feb 2014, 02:54
evo666
დამთქნარებისასაც ვერ აღებს?

Posted by: evo666 3 Feb 2014, 21:45
Unico
არ ვარ საქართველოში sad.gif

აუცილებლად წავიყავნ სხვა ექიმტან

gramatikikina
ვერა პატარათი გამოყოპს ენას და კეტავს ,,


Posted by: Dr Regners 6 Feb 2014, 00:41
evo666
რომელ ქვეყანაში ხართ?

Posted by: evo666 6 Feb 2014, 01:11

საბერძნეთში,, გუსჰინ მყავდა ექიმტან და მიტხრა უკან კბილები ამოსდის და მაგიტომ ვერ აგებსო ,, რავი ალბათ გაუვლის sad.gifsad.gif ტკივილ გამაყუცჰებლებს ვადზლევ
Dr Regners

Posted by: Expecto Patronum 8 Feb 2014, 16:13
გამარჯობათ,ჩემს ძაღლს აღმოაჩნდა კანის ლეიშმანიოზი, რამდენად განკურნებადია და საშიშია თუ არა,რომ სხვა ცხოველსაც გადაედოს? კატაც მყავს სახლში.

Posted by: xatatula 8 Feb 2014, 16:45
Dr Regners
მოკლედ რა დაგვემართა ვერ ვხვდები რა sad.gif დაახლოებით 2 კვირის წინ ატყდა ჩემი კატა, მდედრია, ვუყიდე სექს ბარიერი და როგორც კი ატყდა მაშინვე დავაწყებინე დალევა დღეში თითო აბი, 4 დღე.
4 დღეში სრულიად გაუარა ყველაფერმა.
ამ წამალს ასეთი ინსტრუქცია აქვს რომ წამლის დალევიდან 2-3 თვე აღარ ატყდება კატა. არადა გავიდა ახლა ერთი კვირა და ისევ ატყდა, ეხლა უფრო გაავებულია და ხმაურიანი.
რისთვის დავალევინე ის საწამლავი თუ არ უშველიდა, ვეღარ გავიგე რა ვქნა sad.gif
ანუ ამ წამალმა არ უშველა?
რა შეიძლება გავაკეთო?

Posted by: jesy 8 Feb 2014, 20:08
სალამი, იქნებ დამეხმაროთ ან კიდევ მიმასწავლოთ კვალიფიციურ ვეტერინარს, რომელიც ზუსტად მეტყვის როგორ მოვიქცე.
მოკლედ, მყავს მონადირე ძაღლი (გორდონი) 2,5 წლის, როგორც მახსოვს აცრილი მამაჩემმა გაიყვანა სასეირნოდ და თან იბანავა, ამის მერე მძიმედ იყო, ანუ "ჩუმა" გადაიტანაო, ზუსტად არ მახსოვს რომელი მაგრამ აქაური ვეტერინარების რეკომენდაციით გავუკეთეთ ნემსები, სისხლი ქონდა შედედებული, მაგრამ გადარჩა, ყნოსვაც დაკარგული ქონდა, მაშინაც თვალებიდან ქონდა გამონადენი და დღესაც კი აქვს, ეხლა ერთმა ახლობელმა მითხრა "ჩუმა" არისო რადგან თვალის და პირის და ცხვირის მიდამოებში ცვივა ბეწვი. ზოგი ისე ამბობს ზოგი კიდევ ასე.
დაბადა 13 ლეკვი, აქედან 6 შერჩა საკმაოდ კარგი ლეკვები არიან.

მაინტერესებს
1) განკურნებადია თუ არა ძაღლებში ეს დაავადება
2) გადამდებია თუ არა მის ლეკვებში და ივარგებს თუ არა საერთოდ ლეკვები.
3) ბავშვთან ურთიერთობის დროს რაიმე საშიშროება ხომ არ არის ადამიანზე გადადების.

მადლობა წინასწარ
ირაკლი

Posted by: Pumped up kicks 8 Feb 2014, 21:59
xatatula
სტერილიზაცია, კასტრაცია და მოისვენებს ისიც და თქვენც... ეგ წამლები საკმაოდ ცუდია მათი ჯანმრთელობისთვის...

Posted by: Dr Regners 8 Feb 2014, 23:48
Expecto Patronum
ლეიშმანიოზი იმ ინფექციების საერთო სახელწოდებაა, რომელთაც იწვევს უმარტივესი უჯრედშიდა პარაზიტი ლეიშმანია. ადამიანებსა და ცხოველებში ლეიშმანიოზის გადამტანია პატარა სისხლისმწოველი მწერი ფლებოტომუსი. ინფექციის წყაროს დაავადებული ადამიანი ან ცხოველი წარმოადგენს. მისი სისხლის ამოწოვისას პარაზიტები ფლებოტომუსის კუჭში ხვდებიან. 5-8 დღის შემდეგ მწერს უკვე შეუძლია პარაზიტის გადაცემა და სხვა ადამიანისა თუ ცხოველის დაავადება.
ლეიშმანია გვხვდება ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში. გეოგრაფიული გავრცელების მიხედვით ამ პარაზიტით გამოწვეულ დაავადებებს ორ ძირითად ჯგუფად - ძველი და ახალი სამყაროს ლეიშმანიოზებად ყოფენ.
ძველი სამყაროს (ევროპა, აზია, აფრიკა) ლეიშმანიოზებია:
I. კანის (ზოონოზური, ანთროპონოზული) ლეიშმანიოზი;
II. ვისცერული (ინდოეთის, ხმელთაშუა ზღვის (ბავშვთა), აღმოსავლეთ აფრიკის) ლეიშმანიოზი.
ახალი სამყაროს (ამერიკის კონტინენტის) ლეიშმანიოზებია:
I. კანის ლეიშმანიოზი;
II. კან-ლორწოვანის ლეიშმანიოზი;
III. ვისცერული ლეიშმანიოზი.

კანის ლეიშმანიოზი
კანის ანთროპონოზული ლეიშმანიოზი. ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანი, გადამტანია ფლებოტომუსი. ძირითადად ქალაქებში გვხვდება, სეზონურობა არ ახასიათებს და მყარ იმუნიტეტს ტოვებს. ადამიანი კანის ლეიშმანიოზით ავადდება ფლებოტომუსის კბენის შედეგად, ასევე - მწერის გაჭყლეტისას, რის შედეგადაც ლეიშმანიები კანზე არსებულ ჭრილობაში ხვდებიან. კანში მოხვედრილი ლეიშმანია იქვე იწყებს გამრავლებს, რის შედეგადაც დერმაში წარმოიქმნება მრავალუჯრედული სპეციფიკური გრანულომა - ლეიშმანიომა. 3-6 თვის შემდეგ ლეიშმანიომაში იწყება ქსოვილის დანეკროზება და ჩნდება წყლული, რომელიც საბოლოოდ დანაწიბურდება. ლიმფური გზით ლეიშმანიების გავრცელება იშვიათია.

სიმპტომები და მიმდინარეობა. დაავადების საინკუბაციო ანუ ფარული პერიოდი (ორგანიზმში გამომწვევის მოხვედრიდან კლინიკურ გამოვლენამდე) შეადგენს 2-9 თვეს, თუმცა იშვიათად 3-5 წელიც კი გრძელდება. თავდაპირველად ფლებოტომუსის ნაკბენ ადგილას ჩნდება მცირე ზომის მოყვითალო, კანიდან ოდნავ ამოწეული ხორკლი (პირველადი პაპულა). 3-6 თვის შემდეგ მისი მფარავი კანი იჭიმება, ხდება პრიალა და იფარება თეთრი ხორკლით. ქერქის ქვეშ ჩაღრმავებაა, რომლის ფსკერი ჩირქოვანი ნადებით არის დაფარული. წყლულს აქვს უსწორმასწორო კიდეები, რომლის ირგვლივ ინფილტრატია. აღინიშნება მცირეოდენი სეროზულ-ჩირქოვანი გამონადენი. ირგვლივ არსებული ინფილტრატის დაშლის ხარჯზე წყლული თანდათანობით დიდდება და წლის ბოლოს მისი დიამეტრი 25 სმ-ს აღწევს. საბოლოოდ დეფექტი გრანულაციური ქსოვილით ივსება და ნაწიბურდება. კვანძის წარმოქმნიდან დანაწიბურებამდე ერთი წელი გადის, ამიტომ ხალხში ამ დაავადებას მეწლეურ წყლულს უწოდებენ.
ლეიშმანიომა, წესისამებრ, ჩნდება სხეულის ღია ადგილებზე (სახეზე, კისერზე, ყურებზე, კიდურებზე). მათი როდენობა 1-3, ზოგჯერ 10 და მეტია. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა არ იცვლება. თუ ლეიშმანიები ლიმფოგენურად გავრცელდა (რაც იშვიათია), წყლულის ირგვლივ ჩნდება 1-1,5 სმ ზომის ანთებადი კერები, რომლებიც ერთიანდება, იშვიათად კი წყლულდება. ზოგჯერ ვითარდება ლიმფანგიტი და ლიმფადენიტი.
ხანდაზმულ ავადმყოფებში ლეიშმანიოზი კეთრის მსგავსი ან მეჭეჭოვანია: სახეზე, მტევნებსა და ტერფებზე ჩნდება უზარმაზარი დიფუზური ინფილტრაციული ლეიშმანიომები, რომელთა გაწოვას 5-7 თვე სჭირდება. ბავშვებსა და ახალგაზრდებს შესაძლოა განუვითარდეთ კანის ტუბერკულოზური ლეიშმანიოზი. ამ დროს ნაწიბურის ირგვლივ, ზოგჯერ კი მთელ ნაწიბურზე წარმოიქმნება მრავლობითი ხორკლი, რომელიც არ წყლულდება. ხორკლები შესაძლოა გაიზარდოს და გაერთიანდეს. ეს პროცესი გრძელდება 5-20 წელი. საბოლოოდ ხდება დანაწიბურება.

კანის ზოონოზური ლეიშმანიოზი. ინფექციის წყაროს წარმოადგენენ მღრღნელები: დიდი მექვიშია, ვირთაგვა, თაგვი, თრია და წითელკუდა მექვიშია. გადამტანია ფლებოტომუსი. დაავადების გავრცელება სეზონურია: იწყება მაის-ივნისში, პიკს აღწევს აგვისტო-სექტემბერში, შემდეგ თანდათან იკლებს და ნოემბერ-დეკემბერში მინიმუმამდე დადის.
კანის ზოონოზური ლეიშმანიოზი ანთროპონოზულის მსგავსია. განსხვავება ის არის, რომ პირველადი ლეიშმანიომის დაწყლულება და დანაწიბურება უფრო მოკლე ხანში ხდება. საინკუბაციო პერიოდი ხანმოკლეა - 3-4 კვირას შეადგენს. პირველადი ლეიშმანიომა დიდი ზომისაა, რამდენიმე დღეში აღწევს 10-15 სმ-ს. გამოხატულია ირგვლივ არსებული ქსოვილების ანთებადი რეაქცია. წარმონაქმნი გარეგნულად ფურუნკულს ჰგავს, მაგრამ მისგან ნაკლები სიმკვრივითა და ნაკლები მტკივნეულობით განსხვავდება.
ხორკლი სწრაფად იშლება. ცენტრში ჩნდება მოთეთრო ნეკროზული უბანი, რომელიც ჩირქგროვის თავს მოგვაგონებს. არცთუ იშვიათად ხორკლის თავზე ჩნდება მცირე ზომის ბუშტუკი, რომელიც შემდგომ სკდება და იქიდან სისხლიანი ექსუდატი იწყებს დენას. გახეთქილი ბუშტუკი ხმება და წარმოიქმნება ქერქი, რომლის მოცილებისას შიშვლდება 1-3 მმ დიამეტრის წყლული. დაავადების შემდგომი მიმდინარეობა დამოკიდებულია წყლულის ლოკალიზაციასა და ორგანიზმის იმუნორეაქტიულობაზე. ზოგჯერ პროცესი არ პროგრესირებს, ქერქის ქვეშ წარმოიქმნება ნაწიბური და დაავადება გამოჯანმრთელებით სრულდება. უმეტესად კი ინფილტრატი იზრდება, შემდეგ იშლება და მის შუაგულში ნეკროზი ვითარდება. წყლულს უსწორმასწორო კიდეები აქვს. ინფილტრატი უფრო და უფრო ვრცელდება, ჩნდება მცირე ზომის ახალი ხორკლები, იზრდება წყლულები (10-15 სმ-მდე). ეს პროცესი გრძელდება 2-5 თვე, შემდეგ კი იწყება წყლულის შეხორცება. ლეიშმანიომები ლოკალიზდება სახეზე, კიდურებზე და მრავლობითია.
გართულებები. წყლულებისა და ლიმფანგიტის არეში შესაძლოა წითელი ქარის მსგავსი ანთება განვითარდეს. ლიმფის მიმოქცევის დარღვევის გამო მოსალოდნელია ტერფისა და წვივების შეშუპება.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. კანის ლეიშმანიოზის დიაგნოზს ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მონაცემების საფუძველზე სვამენ. დიაგნოზს ლაბორატორიულად ადასტურებს პარაზიტოლოგიური გამოკვლევა.
დაავადების ადრეულ სტადიაში შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს დაუწყლულებელი ლეიშმანიომის ირგვლივ კანის რადიალური ინფილტრაცია აკრიქინის, მონომიცინის, უროტროპინის ხსნარით, ასევე - ამ ნივთიერებების შემცველი კრემებისა და საფენების გამოყენება. ვინაიდან ზოონოზური ლეიშმანიოზი სწრაფად წყლულდება, ხორკლის ირგვლივ კანის ინფილტრაციას არ აკეთებენ. წყლულის სტადიაზე შედეგიანია მონომიცინის ინექციებით და ამინოქინოლით მკურნალობა. ეფექტურია ლაზეროთერაპია. მეორეული ფლორით ინფიცირებისას რეკომენდებულია ადგილობრივი მკურნალობა სხვადასხვა სადეზინფექციო ხსნარით გაჟღენთილი საფენებით, მალამოთი, ანტიბიოტიკებით.
პროფილაქტიკა. კანის ანთროპონოზული ლეიშმანიოზის პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ავადმყოფობის დროულ გამოვლენასა და მკურნალობას. საჭიროა ბრძოლა მოსკიტების წინააღმდეგ, რეკომენდებულია დერატიზაცია (მღრღნელების მოსპობა). ეფექტურია აცრები სპეციალური ცოცხალი კულტურით, რომელიც ეპიდემიურად საშიშ კერაში შესვლამდე 3 თვით ადრე მაინც უნდა გაკეთდეს. ვაქცინაციის შემდეგ იმუნიტეტი მთელი სიცოცხლე ძლებს.

ვისცერული ლეიშმანიოზი
ვისცერულ ლეიშმანიოზს ახასიათებს ხანგრძლივი, უსწორო ტიპის ცხელება, სპლენომეგალია, ჰეპატომეგალია, ანემია, ლეიკოპენია, კახექსია.
არსებობს ვისცერული ლეიშმანიოზის სამი ფორმა: ხმელთაშუა ზღვისა (ბავშვთა), ინდოეთისა (კალა-აზარის) და აღმოსავლეთ აფრიკისა. დაავადება გავრცელებულია ყველა კონტინენტზე, გარდა ავსტრალიისა, ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერი ჰავის ქვეყნებში.
ხმელთაშუა ზღვის (ბავშვთა) ლეიშმანიოზი ზოონოზური დაავადებაა. გადამტანია ფლებოტომუსი. ინფექციის რეზერვუარია ტურა და მელა, დასახლებულ ადგილებში - ძაღლი. ენდემურ კერაში უმთავრესად 5 წლამდე ასაკის ბავშვები ავადდებიან. ინფიცირება ზაფხულში ხდება, ხოლო დაავადება იმავე წლის შემოდგომაზე ან მომდევნო წლის ზაფხულში იჩენს თავს.
ფლებოტომუსის კბენიდან რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ კანზე ჩნდება გამკვრივებული, მოვარდისფრო ან ოდნავ პიგმენტირებული კვანძი, რომელშიც შეიძლება ლეიშმანიების აღმოჩენა. ამ სტადიაში პროცესი იშვიათად წყდება, უმეტესად ხდება ინფექციის გენერალიზაცია, რასაც თან სდევს ლეიშმანიების გამრავლება ელენთის, ღვიძლის, ძვლის ტვინის, ლიმფური კვანძებისა და სხვა ორგანოების მაკროფაგულ უჯრედებში.
სიმპტომები და მიმდინარეობა. დაავადების საინკუბაციო პერიოდი 20 დღიდან 1 წლამდე (საშუალოდ 3-5 თვეს) გრძელდება. ბავშვს ფლებოტომუსის კბენის ადგილას უჩნდება პაპულა ან პიგმენტური ლაქა, რომელიც ქერცლით არის დაფარული და, წესისამებრ, შეუმჩნეველი რჩება. ხმელთაშუა ზღვის ლეიშმანიოზის დროს კანის ლეიშმანიომები არასოდეს წარმოიქმნება.
განასხვავებენ დაავადების სამ პერიოდს:

საწყისს - ავადმყოფი უჩივის ზოგად სისუსტეს, უგუნებობას, უმადობას. კანი ფერმკრთალია, ელენთა თანდათან დიდდება. გამოხატულია უმნიშვნელო ლეიკოციტოზი, ედსი მომატებულია. ამ სიმპტომების პარალელურად ან რამდენიმე დღის შემდეგ ვითარდება ცხელება. ტემპერატურა თანდათან იმატებს. ცხელება თავდაპირველად სუბფებრილურია, მაღალ ციფრებს იშვიათად აღწევს.
სრული განვითარების პერიოდი - ხშირია ბრონქიტი და წვრილბუშტუკოვანი პნევმონია. 1-2 კვირის შემდეგ საერთო მდგომარეობა საგრძნობლად მძიმდება. დაავადების კარდინალური ნიშანია უსწორო ცხელება. ზოგჯერ ტემპერატურა დღე-ღამის განმავლობაში 2-3-ჯერ იწევს. ცხელებამ შესაძლოა ძალიან მაღალ მაჩვენებელს მიაღწიოს, შორსწასულ შემთხვევაში კი ჰექტიურ ხასიათს იღებს. სიფითრე ძლიერდება. ამას ემატება პნევმონია, ნაწლავთა აშლილობა. პროგრესულად დიდდება ელენთა და ღვიძლი, რომელმაც შეიძლება მუცლის ღრუს 2/3 დაიკავოს. ზოგჯერ გადიდებულია პერიფერიული ლიმფური კვანძები. ანემია მკვეთრად არის გამოხატული. აღინიშნება ლეიკოპენია, მცირდება თრომბოციტების რაოდენობა.
მესამე, კახექსიის სტადიაში მდგომარეობა უფრო მეტად მძიმდება. ავადმყოფი მკვეთრად იკლებს წონას, უჩივის უმადობასა და ფაღარათს. ანემიის სურათი პიკს აღწევს. აღინიშნება ცვლილებები ძვლის ტვინში. შესაძლოა განვითარდეს ნუშურების, პირის ღრუს ლორწოვანის, ღრძილების ნეკროზი. ხშირია ჰემორაგიული სინდრომი (სისხლჩაქცევები კანსა და ლორწოვანში, სისხლის დენა ცხვირიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და სხვა). ავადმყოფს აქვს დამახასიათებელი შესახედაობა: კანი - ანემიური, ცვილისფერი, ზოგჯერ მიწისფერი, ხილული ლორწოვანები - ძლიერ ფერმკრთალი. კანქვეშა ცხიმი კიდურებზე განლეულია, სახეზე კი შენარჩუნებული; წამწამები ძლიერ წამოზრდილია; კუნთების ტონუსი დაქვეითებულია; ელენთისა და ღვიძლის გადიდების გამო მუცელი დიდდება. მკვეთრმა სპლენომეგალიამ შესაძლოა ასციტი, შეშუპება გამოიწვიოს, ანემიამ და ინტოქსიკაციამ კი გულის უკმარისობის ნიშნები.

განასხვავებენ დაავადების მწვავე, ქვემწვავე და გახანგრძლივებულ ფორმებს. მწვავე ფორმა იშვიათია, აღენიშნებათ მხოლოდ ადრეული ასაკის ბავშვებს და ძალიან მძიმედ მიმდინარეობს. გაცილებით ხშირია ქვემწვავე ფორმა, რომელიც 5-6 თვეს გრძელდება და მძიმედ მიმდინარეობს. ყველაზე ხშირია გახანგრძლივებული ფორმა, რომელიც შედარებით კეთილთვისებიანია და დროული მკურნალობის შემთხვევაში გამოჯანმრთელებით სრულდება. დაავადება ტოვებს მყარ იმუნიტეტს.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. დაავადების დიაგნოსტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პარაზიტოლოგიურ კვლევას.
დაავადების სპეციფიკური მკურნალობის მიზნით ინიშნება სოლუსურმინი, გლუკანტინი, ნეოსტიბოზანი ან პენტოსტამი. მოსალოდნელია რეციდივები, ამიტომ ავადმყოფი ოთხი თვის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს მეთვალყურეობის ქვეშ. ბაქტერიული გართულებების შემთხვევაში ნაჩვენებია ანტიბიოტიკებით მკურნალობა, სისხლში გამოხატული ცვლილებების არსებობისას - სისხლის, ლეიკოციტური და ერითროციტული მასის გადასხმა.

Posted by: MITIATO 9 Feb 2014, 17:09
jesy
QUOTE
"ჩუმა"

მტაცებელთა ჭირი ქვია ამ დაავადებას. რუსულად чума плотоядных.

წესით, ამ დაავადებაზე ძაღლებს ცრიან ლეკვობისასაკში და მერე ყოველწლიურად.
და ასევე წესით, ვაქცინამ ძაღლი დაავადებისაგან უნდა დაიცვას.

საკმაოდ მძიმე დაავადებაა და დროული მკურნალობის მერეც კი იღუპებიან ძაღლები.

გამონაყარი ჭირს კი ახასიათებს, მაგრამ ამ დროს სითხის ან ჩირქის შემცველი ბუშტუკები ჩნდება, რომელიც შემდეგ სკდება.

QUOTE
1) განკურნებადია თუ არა ძაღლებში ეს დაავადება

განკურნებადია.
QUOTE
2) გადამდებია თუ არა მის ლეკვებში და ივარგებს თუ არა საერთოდ ლეკვები.

თუ ძაღლი ავადაა, ლეკვებს კი არა, ყველა მტაცებელ ცხოველს დააავადებს, რაც ახლოს ჩაუვლის და რომელსაც იმუნიტეტი არ ექნება.
მაგრამ თუ განიკურნა, ე.ი. განიკურნა და ლეკვები ჯანმრთელები იქნებიან,

QUOTE
3) ბავშვთან ურთიერთობის დროს რაიმე საშიშროება ხომ არ არის ადამიანზე გადადების.

მტაცებელთა ჭირი ადამიანზე არ გადადის.

ოღონდ, გირჩევთ, რომ მართლა ნორმალურ ვეტერინართან მიხვიდეთ და ზუსტად დაადგინოთ რა ჭირს/ჭირდა ძაღლს.

ზოოპარკის ტერიტორიაზეა კარგი ვეტ. კლინიკაში. ვეტერინარის ნომერი: 577 425 936 ალიკა

Expecto Patronum
QUOTE
ჩემს ძაღლს აღმოაჩნდა კანის ლეიშმანიოზი, რამდენად განკურნებადია და საშიშია თუ არა,რომ სხვა ცხოველსაც გადაედოს? კატაც მყავს სახლში.

ლეიშმანიოზისკანის ფორმა, როგორც ვიცი, შედარებით მსუბუქად მიდის.
ერთი ფორუმელის ძაღლს ქონდა და მახსოვს, რომ სრულიად გამოჯანმრთელდა მკურნალობის შემდეგ.

სხვა ცხოველს უშუალოდ შენი ძაღლიდან ვერ გადაედება, იმიტომ, რომ დაავაება მარტო მოსკიტებს გადააქვთ.
ანუ მოსკიტმა (კოღოსავით მწერია) უნდა უკბინოს ჯერ შენს ძაღლს და მერე შენს კატას, იმისთვის, რომ ისიც დაავადდეს.

Posted by: mamuka92 9 Feb 2014, 19:12
გამარჯობათ ზოგს შეიძლებ ვახსოვდე 1-2 იანვრის გამო ესეიგი რა მინდა გითხრათ გაგაფრთხილოთ და მაინტერესებს კიდე ამას ვინმე თუ აკონტროლებს და საერთოდ სწორია თუ არა ჩემი აზრი smile.gif

ესეიგი ვისაც გახსოვთ 29დეკემბერს ვიყიდე სპანიელის ლეკვი ვაჭმევდი როიალს იყო მშვენივრად ბოლოს მითავდებოდა და ჩემს ახლოს მაღაზიაში (მეტრო ვაგზლის მოედანთან დადიანზე) ვიყიდე საჭმელი ოღონდ როიალი არ გვაქვსო და ესეც კარგია არაფერს არ ავნებსო არ მახსოვს რა სახელი ერქვა ის გამომატანეს. წამოვიღე ვაჭამე 31 ში საღამოს და დილით გამთენიისას ძახლმა გული აირია იმის მერე არაფერს ჭამდა (1 ში რომელ ვეტექიმებთანაც მიმიწვდებოდა ყველამ უარი მტკიცა და რაღაც წამლები მითხრეს რეგიდრონი და რაღაცეები ისე დავალევინე) მერე შპრიცით ვაჭმევდი და რეგიდრონს ვასმევდი ნუ ბოლობოლო 3 ში გამოვიდა ეს ვეტექიმი მივუყვანე რაღაც წამალიც გაუკეთა მარა იმ საღამოს ლეკვი დაიღუპა (სისხლს გავიდა კუჭში + მანამდე ეს 3 დღე სულლ აღებინებდა ბოლოს უკვე ბოლო დღეს წყალსაც რო ჩავასხავდი შპრიცით ნელნელა დაახლოებით 3-5 წუთამდე უკან იღებდა) ხოდა ნუ ვეტექიმმა განგვიმარტა რომ ეს ვირუსებიაო ბაზრობაზე და იქიდან მოყვაო ლეკვსო და მაგიტო მოკვდაო აქ ნაყიდი საჭმლის ბრალი არარიო ნუ დავუჯერე.

ეხლა მაჩუქეს ლეკვი დობერმანის მშვენივრად იყო ეს ლეკვიც 2-3 დღე ამასაც როიალს ვაჭმევდი და კარგად იყო მერე გამახსენდა რო ის ძველი მორჩენილი პედიგრი მქონდა შენახული და ისიც ვაჭამე ავურიე როიალთან ერთად ნუ ძაღლმა ჭამა და ახლა ამას სჭირს ზუსტად საღამოთი ჭამა ძაღლმა ის მაგ მაღაზიაში ნაყიდი პედიგრი არეული ამ როიალთან (ეს უკევ სხვაგან ვიყიდე) და ზუსტად იგივე დაემართა ამასც აღებიინა მოიწყინა კუჭი აეშალა და ბოლოს ესეც სისხლს გავიდა კუჭში

ამის მერე უკვე 99% კიარა 100% არის მგონი რო ამ საჭმელმა უქნა ხო? ნუ მე ასე ვფიქრობ და მაინტერესებს თქვენი აზრი ასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო? თუ იმ ძაღლის ვირუსი იყო სახლში რამე დარჩენილი და ეხლა ეს რო მოვიდა ამასაც გადაედო? და საერთოდ მოწმდება აეს პედიგრები ? მე იმასაც ვფიქრობ მაგ მაღაზიაშივეა ის ვეტექიმი და ხო შეილება სპეციალურად ქონდეთ ეგ რაღაცნაირი საჭმელი მიტანილი რო ძაღლი ცუდად გახდება მაგათთან მიიყვან ისევ?

მოკლედ იქნებ ვინმემ წაიკითხოთ ეს და ზოგს ვემახსოვრები კიდეც ისეთი ამბები იყო მაშინ ძაანნ გავნერვიულდი იმიტო რო მაგრადდ მიყვარდა ის ლეკვი და მარტო იმიტო რო 1 რიცხვი იყო და ვერ მივაქცია ყურადღება წესივრად ლეკვი დამეკარგა მარა როგორც ჩანს არც მაგის ბრალი იყო თორე ამას რახან მაშინვე ვუშველე მაგიტო ეშველა ...


არ დაიზაროთ წაკითხვა რა იქნებ იცოდეთ რამე მასე შეილება მომხდარიყო თუ რატო მოხდა ასე smile.gif

Posted by: blblbl 9 Feb 2014, 21:58
mamuka92
რასაც შენ აღწერ პირველ ლეკვზე ენტერიტია ეგ ,აი მეორეზე ვერ გეტყვი შეიძლება ვირუსის ნარჩენიც იყო სადმე მგდენი არ ვიცი,მაგრამ ერტია კდიევ საჭმლის სეცვლის დროს ხშირია გულის რევა და კუჭის აშლა და შეიძლება მაგიტომ დაემართა და უბრალოდ დაემთხვა,ნეებისმიერ შემთხვევაში იმ მაღაზიაში ნაყიდი საკვები არ აჭამო ძაღლს.

Posted by: Kamanch 10 Feb 2014, 19:46
დაკოდვა რა ჯდება?? ? ? ? ? ? ? ?

Posted by: MITIATO 11 Feb 2014, 13:56
Kamanch
QUOTE
დაკოდვა რა ჯდება?

აგრარული უნივერსიტეტის ვეტ. კლინიკის პრეისკურანტს თუ დავუჯერებთ 70-100 ლარი.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=157720264389333&set=a.157720251056001.1073741852.148379198656773&type=3&theater

Posted by: mamuka92 11 Feb 2014, 15:11
blblbl
QUOTE
რასაც შენ აღწერ პირველ ლეკვზე ენტერიტია ეგ ,აი მეორეზე ვერ გეტყვი შეიძლება ვირუსის ნარჩენიც იყო სადმე მგდენი არ ვიცი,მაგრამ ერტია კდიევ საჭმლის სეცვლის დროს ხშირია გულის რევა და კუჭის აშლა და შეიძლება მაგიტომ დაემართა და უბრალოდ დაემთხვა,ნეებისმიერ შემთხვევაში იმ მაღაზიაში ნაყიდი საკვები არ აჭამო ძაღლს.

რავი მე კიდე სახლში ვირუსის დარჩენას გამოვრიცხავ კველაზე მეტად რო ის რო გარდაიცვალა და დავმარხეთ ჩემებმა სახლი მოხეხეს იმენა რაღაც ხსნარებით(ადამიანზეც არ გადადიოდესო) ხოდა შესაბამისად რავი რა ისე ეხლა აბა ლეკვის მოყვანა რო მინდოდეს რა ვქნა? biggrin.gif იქნებ კიდეა ეგ ვირუსი სახში და ლეკვი ვეღარ მოვიყვანო? :X

სხვამ არავინ იცით? წაიკითხეთ რა ზედა პოსტი ცოტა დიდი როა ან საერთოდ არაა ისეთი ორგანო რო დავრეკო და დაეცნენ მაგ მაგაზიას შეამოწმონ?

Posted by: MITIATO 11 Feb 2014, 15:20
mamuka92

რახან ორივეჯერ ერთი და იგივერაღაც ლეკვებს საჭმელის ჭამის მერე დაემართათ, შეიძლება თვითონ საჭმელია დაბინძურებული რამე მიკრობით ან საერთოდ იშვიათი ნაგავია.
მახსოვს, აქ ერთ გოგოს 2 თუ 3 კნუტი მოუკვდა რომელიღაც ფალსიფიცირებული საჭმელის გამო.

აზრზე არ ვარ, სადმე ხდება თუ არა ეგეთი რამე, მაგრამ ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა იმ საჭმლის შემოწმება ინფექციურ გამომწვევებზეც და ტოქსინებზეც, რომლის ჭამის მერეც ლეკვები ავად გახდნენ.

P.S. მეორე ლეკვი როგორ არის?

Posted by: sallli1 11 Feb 2014, 15:31
MITIATO
აუ მიტი ყველაზე კარგი საჭმელები რომლებია?
ნენსი რაც მოვიყვანე კანინს ვაჭმევ მგონი არ მოსწონს
იმ დღეს ქუჩის ცუგოებს ვყიდულობ ხოლმე ოდნავ დაბალ ფასიანს მეტი რომ მოვიდდეს და ბევრი შეხვდეთ ხოდა ნენსი მივიდა ის შეჭამა ცოტა, ვფიქრობ ხომ არ უნდა შევუცვალო თქო user.gif

Posted by: mamuka92 11 Feb 2014, 19:46
MITIATO
QUOTE
რახან ორივეჯერ ერთი და იგივერაღაც ლეკვებს საჭმელის ჭამის მერე დაემართათ, შეიძლება თვითონ საჭმელია დაბინძურებული რამე მიკრობით ან საერთოდ იშვიათი ნაგავია.
მახსოვს, აქ ერთ გოგოს 2 თუ 3 კნუტი მოუკვდა რომელიღაც ფალსიფიცირებული საჭმელის გამო.

ხოდა მეც მაგას ვაბრალებ ექიმმა იმ პირველ ლეკვზე (ნაყიდი მყავდა) და ბაზრობაზეა ვირუსი და იქიდან წამოიღო ალბათო ეს მეორე სახლში ყავდათ მეზობლის ძაღლმა დაყარა და მაჩუქა და ამანაც მასე ვაჭამე ეს და მაგის მერე დაემართა.
QUOTE
აზრზე არ ვარ, სადმე ხდება თუ არა ეგეთი რამე, მაგრამ ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა იმ საჭმლის შემოწმება ინფექციურ გამომწვევებზეც და ტოქსინებზეც, რომლის ჭამის მერეც ლეკვები ავად გახდნენ.

ეგ სად ხდება? ცვეტში ინტერესში ჩავვარდი და თუ ძვირი არ დაჯდება შევამოწმებინებდი რო უკვე დაიზმენებული ვარ ლეკვის მოყვანა მინდოდეს და ვეღარ მოვიყვანო რო იქნებ სახშია ვირუსითქო?
QUOTE
P.S. მეორე ლეკვი როგორ არის?

როგორც წინა ისეც ეს გული აირია (მარა ეს მაინც ჭამდა კიდე იმ წინა ლეკვისგან განსხვავებით) დალშე წამლები ვასვი რაც ვეტექიმმა მითხრა პიურეს ვაჭმევდი თვითონაც რაღაც გაუკეთა მარა კიდია რაა რავი რაარი ესეთი 4 დღეში ძაღლი ფეხებს ფშიკავს ბოლოს ესეც სისხლს გავიდა კუჭში და ვსო ეგაა ...

Posted by: COLTER 13 Feb 2014, 12:22
ესე იგი არც თუ ისე დიდი ხნის წინ შევიფარე ერთი გადმოგდებული ძაღლი. მისი ერთგულებით ხო განცვიფებული ვიყავი და ახლა ხო მითუ მეტეს. დაახლოებით ერთი თვეა უკვე ამ ძაღლს კუდის დასაწყისში შევნიშნე, ბეწვი გასცვენოდა და კოხტად ხორციც უჩანდა, როდესაც მივაკითხე ვეტაფთიაქს 1-2 ლარიან მალამოებს და ფხვნილებს მაძლევდნენ. ცოტა ძვირიანი რომ მოვიკითხე: ''ეს რას უშველის მეთქი" , გაოცებით მეუბნებოდნენ: ,,ო როგორ არა ახალგაზრდავ წაიღეთ და თქვენ თავად ნახავთ" და ასე სკეპტიკურად განწყობილი ვბრუნდებოდი სახლში და ვუსმევდი-ვაყრიდი (ამ დედა აფეთქებულ რეგიონში წესიერი ვეტერინარიც ვერ მოიძებნება რომ მიმეყვანა, ან წამომყვებოდა კი). გუშინ დავინახე ეს ძაღლი, რომ გამალებით იღრნიდა ამ კუდს და რომ მივედი კუდის ნახევარზე მეტი გადაჭმული აქვს და რა ვუყო user.gif ვატყობ ინფექცია ზევითაც მიდის და რამე ნემსი არაა ძაღლებში ლინკომიცინის მსგავსი? მირჩიეთ რამე .

Posted by: sallli1 13 Feb 2014, 16:58
COLTER
იქნებ ფოტოს გადაღებაც შეძლოთ . უკეთ რომ მიხვდნენ რასთან გვაქვს საქმე

Posted by: narmonana 13 Feb 2014, 17:36
კაროჩე კაი ვეტერინარის ნომერი მინდა,ზღვის გოჭს რომ მოაქლიბოს კბილები,ზროხის ექიმი არ მინდა,უცებ რაა.უცებ

Posted by: COLTER 13 Feb 2014, 18:05
QUOTE (sallli1 @ 13 Feb 2014, 16:58 )

იქნებ ფოტოს გადაღებაც შეძლოთ . უკეთ რომ მიხვდნენ რასთან გვაქვს საქმე

სერიოზულად მეუბნები? თქვენ რამე გესმით ამ სფეროსი? smile.gif

Posted by: Unico 13 Feb 2014, 18:17
narmonana
აუ ზღვის გოჭებზე მომუშავე ვეტერინარი არ ვიცი, აბა ამას ჰკითხე => Dr Regners. იმიტომ რომ თვითონაც ვეტერინარია და ან დაგაკვალიანებს ან რავიცი. თუ არადა სასოფლოს ვეტერინარულ კლინიკაში მიდი აბა.

COLTER
ეგ სიმპტომი ბევრ დაავადებას შეიძლება ჰქონდეს (მე პირადად დემოდეკოზი მგონია). ამიტომ ან სურათი გადაუღეთ და დადევით რომ ფორუმზე შემოსულმა ვეტერინარებმა შეხედონ, ან არადა პირდაპირ ვეტერინართან მიიყვანეთ.

და მეორეც, როცა არ იცით რა სჭირს, ბრმად თვითმკურნალობას ნუ ჩაუტარებთ, იქნება და რამე გეშლებათ და კლავთ ამ წამლებით?

Posted by: COLTER 13 Feb 2014, 18:46
QUOTE (Unico @ 13 Feb 2014, 18:17 )

ეგ სიმპტომი ბევრ დაავადებას შეიძლება ჰქონდეს (მე პირადად დემოდეკოზი მგონია). ამიტომ ან სურათი გადაუღეთ და დადევით რომ ფორუმზე შემოსულმა ვეტერინარებმა შეხედონ, ან არადა პირდაპირ ვეტერინართან მიიყვანეთ.

და მეორეც, როცა არ იცით რა სჭირს, ბრმად თვითმკურნალობას ნუ ჩაუტარებთ, იქნება და რამე გეშლებათ და კლავთ ამ წამლებით?

დიდი მადლობა დახმარებისათვის yes.gif , საქართველო კი მხოლოდ თბილისი არაა და ნამდვილად ვერ ჩავიყვან იქ.

Posted by: sallli1 13 Feb 2014, 19:05
COLTER
კი სერიოზულად გეუბნები smile.gif არა მე არა მაგრამ ხანდახან ვეტერინარიც პოსტავს აქ და იქნებ ახლაც წაიკითხოს თქვენი პოსტი და რამით დაგეხმაროთ

Posted by: savarcxeli 15 Feb 2014, 23:08
რჩევასავით გეტყვით. როცა ჩემი ცუგო საცხოვრებლად საქართველოში ჩამოვიყვანე, ის დიეტური საკვები რასაც ჭამდა, თბილისში ფიზიკურად ვერ ვიშოვე. ხოდა სახლის კვებაზე გადავიყვანე ნელ ნელა. ვეტექიმის რჩევით. ნუ შემცვარ მოხრაკულებს რა თქმა უნდა არ ვაძლევ. მოხარშული უცხიმო ხორცი, წიწიბურა და ბოსტნეულის სუპები. ხაჭო. ცოტა უმი ბოსტნეული, ის რაც თვითონ უყვარს. ხოდა სასწაული მოხდა. ალერგიამ საერთოდ გაუარა და ისეთი ენერგიული გახდა.
საერთოდ, უმაღლესი ხარისხის ხელოვნური საკვები საქართვერლოში ძნელი საშოვნელია. მესმის არაა ადვილი ძაღლს ბავშვივით აჭამო დაა დაუმზადო საჭმელი, მაგრამ თუ ოგნავ ამის საშუალებაა, ჯობია არ დავიზაროთ

Posted by: nit123 16 Feb 2014, 20:57
ვეტერინართან კონსულტაცია რა ღIრს მითხარით რა
ჩემს ძაღლს კუჭი აქვს აშLილი და შარდში ცოტა სისხლი ჰქონდა...(((((


Posted by: sallli1 16 Feb 2014, 21:34
nit123
ასე ზუსტად ვერ გეტყვით რა ღირს ჯობს სასწრაფოდ მიიყვანოთ რადგან სისხლი შარდში საკმაოდ სერიოზული რაღაცაა
იქ ანალიზები დაჭირდება
და წარმოდგენა არ მაქვს რამდენი დაგიჯდებატ

Posted by: zuramumla 16 Feb 2014, 23:20
გამარჯობა, მყავს 4 თვის ქართული ნაგაზი, მოკლედ თამაშის დროს კბილით მაგრა გამკაწრა თითზე ისე რო სისხლი მომდის, სარეცხის საპნით დავიმუშავე, როგორ მოვიქცე აცრილი არ მყავს დავუცადო 10 დღე?
* * *
გამარჯობა, მყავს 4 თვის ქართული ნაგაზი, მოკლედ თამაშის დროს კბილით მაგრა გამკაწრა თითზე ისე რო სისხლი მომდის, სარეცხის საპნით დავიმუშავე, როგორ მოვიქცე აცრილი არ მყავს დავუცადო 10 დღე?

Posted by: bbaarrccaa 17 Feb 2014, 15:59
თვენახევრის ლაბრადორი მყავს და მირჩიეთ რა ვაჭამო,მაწონს ვაჭმევ და არ ჭამს ცოტა დამისუსტდა თან :X

Posted by: MITIATO 17 Feb 2014, 17:23
zuramumla
ცოფი მხოლოდ და მხოლოდ ცოფიანი ცხოველის კბენით გადადის. თუ ლეკვი ეზოშI ცხოვრობს, ვერ აკონტროლებთ რა ცხოველთან აქვს ურთიერთობა მთელი დღის განმავლობაში ან რამეზე გაქვთ ეჭვი, გირჩევთ, რომ დღე კი არა, არც ერთი სააათი არ მოიცადოთ.
ვაქცინაციის დაწყება ყველაზე ოპტიმალური 24 საათშია.


bbaarrccaa
QUOTE
თვენახევრის ლაბრადორი მყავს და მირჩიეთ რა ვაჭამო

მშრალ საჭმელს აჭმევ?
მაწონზე უკეთესი ხაჭოა.

Posted by: bbaarrccaa 17 Feb 2014, 20:44
მშრალ საჭმელსაც ვულბობ მაწონში და ისე ვაჭმევ...

Posted by: zuramumla 17 Feb 2014, 23:41
QUOTE (MITIATO @ 17 Feb 2014, 17:23 )
zuramumla
ცოფი მხოლოდ და მხოლოდ ცოფიანი ცხოველის კბენით გადადის. თუ ლეკვი ეზოშI ცხოვრობს, ვერ აკონტროლებთ რა ცხოველთან აქვს ურთიერთობა მთელი დღის განმავლობაში ან რამეზე გაქვთ ეჭვი, გირჩევთ, რომ დღე კი არა, არც ერთი სააათი არ მოიცადოთ.
ვაქცინაციის დაწყება ყველაზე ოპტიმალური 24 საათშია.



ეზოში ცხოვრობს და ეზოში მხოლოდ 1 ძაღლი მყავს გერმანული ნაგაზი, ორივე ჩემია და მეტ ძაღლთან არ აქვთ ურთიერთობა.

Posted by: takome 19 Feb 2014, 00:53
სად ვნახო ვეტერინარი რომელსაც აქვს ცოდნა ზაზუნაზე sad.gif

Posted by: Dr Regners 19 Feb 2014, 10:02
takome
რით შემიძლია დაგეხმაროთ?

Posted by: Winnie 21 Feb 2014, 04:21
კნუტი მყავს, ეზოდან ამოვიყვანე. ასე 5 თვის იქნება. გუშინდელი საღამოს მერე უკვე მეოთხედ-მეხუთედ ეშლება კუჭი.sad.gif(( რამე საშიში იქნება? კორმი ჭამა და ძალიან ცოტა არაჟნის სუპი შესვლიპა. შეიძლება ამ უკანასკნელის ბრალი იყოს?

Posted by: blblbl 21 Feb 2014, 15:47
Winnie
არაჟანმა იცის კუჭის აშლა მარა ექიმს ანახე აუცილებლად

Posted by: knawka 22 Feb 2014, 12:37
დედალს წეჩკიდან მერამდენე დღე უნდა ქონდეს რომ შეჯვარდეეს?

Posted by: _DelgadA_ 22 Feb 2014, 23:28
ჭიის წამალი ყოველ თვე უუნდა მივცე? საჭმელთან ერთად ვაძლევ მოტყუებით და იმედია მაინც იმოქმედებს))))

Posted by: MITIATO 23 Feb 2014, 00:47
_DelgadA_
QUOTE
ჭიის წამალი ყოველ თვე უუნდა მივცე?

no.gif

3 თვეში 1-ჯერ (პრინციპში, უფრო იშვიათადაც შეიძლება), აცრის წინ და შეჯვარების წინ.

Posted by: კულე 23 Feb 2014, 12:47
მგონია რომ ლეკვმა გადაყლაპა ნასკი, (5 თვის არის ლეკვი) მაგრამ დარწმუნებით არ შემიძლია ვთქვა. აქამდეც გადაუყლაპია რაღაცეები და მეორე დღეს ამოუღია, მაგრამ რახან გავიდა უკვე ერთი დღე და არ ამოიღო, შევშინდი ან არ აქვს გადაყლაპული ან რაღაცაშია საქმე, რა გავაკეთო? კიდევ ერთი კითხვა, ჭიის წამალი დავალევინე მიახლოებით 3თვის წინ, სანამ კომპლექსურ აცრებს დავუწყებდი დღეს განავალში გამოაყოლა ერთი პატარა ჭია და დავალევინო ისევ ჭიის წამალი? ვიცი რომ ყოველ 2-3 თვეში ერთხელ უნდა უბრალოდ ცოფის აცრა უწევს 1 აპრილს და მეც მარტის შუა რიცხვებამდე არ ვაპირებდი ჭიის წამლის მიცემას.

Posted by: miki 23 Feb 2014, 14:09
QUOTE (Dr Regners @ 19 Feb 2014, 09:02 )
takome
რით შემიძლია დაგეხმაროთ?

ჩემს პეკინესს წინა თათზე რაღაცა ჭრილობასავით აქვს .. ნორმალურად რომ დავათვალიერო არ მაძლევს საშუალებას, გაავებული მკბენს. ადრე წინა მეორე თათზე ჰქონდა მაგრამმ ლოკვით მოირჩინა.. ამასაც ილოკავს. არ ვიცი საიდან გაუჩნდა.. როცა წვიმიან ამინდში გარეთ გამყავს ვბან ხოლმე შემოყვანისას და შელებისდაგვარად ვამშრალებ.... რა შეიძლება იყოს? ცინკის მალამოს შეზელა მინდოდა მაგრამ არაფრით არ მაკიდებიებს ხელს...ეს ერთი თვეა შევამჩნიე რომ იქავებს ტანსაც იქავებს

Posted by: PuTKiiI 23 Feb 2014, 14:26
mikiმოტყიბე კარგად და ნახე შენ თვითონ როგორი ჭრილობა და მაგის მერე ვიმსჯელოთ

Posted by: miki 23 Feb 2014, 14:47
QUOTE (PuTKiiI @ 23 Feb 2014, 13:26 )
mikiმოტყიბე კარგად და ნახე შენ თვითონ როგორი ჭრილობა და მაგის მერე ვიმსჯელოთ

დაკბენილი მაქვს სულ ხელები.


მოკლედ ქვმოთ ბალიშებზე არ აქვს მემგონი არაფერი, ზედ ზემოდან აქვს ბეწვი ცოტათი გაცვენილია და ნახეთქი ჭრილობასავითაა ოღონდ სისხლი არ სდის და წითელი სველი ზედაპირი აქვს. სველი ალბათ იმიტომ რომ გამუდმებით ილოკავს..ნაჭრილობევს. მადა აქვს ჭამის.. საერთოდ უჭმელი და გათამამებულია მაგრამმ ეხლა შეჭამა თავისი პედიგრი, წყალსაც სვამს ნორმალურად

Posted by: gramatikikina 23 Feb 2014, 16:19
ჩემი კატაც სულ მკბენს და არ მაკეთებინებს არაფერს და ექიმთან კიდევ ჩმორიკივით გაწვება ხოლმე :/
რა ვუყო? ვცემო? givi.gif

Posted by: miki 23 Feb 2014, 20:12
Dr Regners
PuTKiiI

შემოდით რა დამეხმარეთ

Posted by: Grinchhh 23 Feb 2014, 20:15
ხალხნო გეხვეწებით მომწერეთ Topic როგორ გავაკეტო ?


Posted by: miki 23 Feb 2014, 20:51
QUOTE (gramatikikina @ 23 Feb 2014, 15:19 )
ჩემი კატაც სულ მკბენს და არ მაკეთებინებს არაფერს და ექიმთან კიდევ ჩმორიკივით გაწვება ხოლმე :/
რა ვუყო? ვცემო? givi.gif

არ მკითხო ჩემი ექიმთანაც ისეთი ბრაზიანია,, ამას ექიმების ეშინია და იმათ ამისი, არადა კბილებიც ძალიან ბასრი აქვს..ექიმმა თქვა ისტერიკიანიაო

Posted by: _DelgadA_ 23 Feb 2014, 21:59
კულე
QUOTE
მგონია რომ ლეკვმა გადაყლაპა ნასკი


უყვართ ძაღლებს ნასკების გადაყლაპვა, სხვისგანაც გამიგია ასეთი შემთხვევა smile.gif

წაიყვანეთ რენტგენი გაუკეთეთ, აგრარულის კლინიკაშიც აქვთ და კიდევ მარჯანიშვილის მოედანთან ძველად რაღაც საავადმყოფო იყო, დანგრეულ შენობაშია, ეთერი აკეთებს, სხვათაშორის ძალიან მაგარი სპეციალისტია ყველაფერს ხედავს


miki
QUOTE
ნორმალურად რომ დავათვალიერო არ მაძლევს საშუალება


ჩემიც პეკინესია და ვერ იტანს თათებზე რომ ხელს ვკიდებ, ფრჩხილები აქვს დასაჭრელი და არ მაჭრევინებს smile.gif ამან კბენა არ იცის მაგრამ პანიკებში ვარდება და იძულებული ვარ დავუთმო ხოლმე))))))

Posted by: gramatikikina 23 Feb 2014, 22:16
miki
QUOTE
არ მკითხო ჩემი ექიმთანაც ისეთი ბრაზიანია,, ამას ექიმების ეშინია და იმათ ამისი, არადა კბილებიც ძალიან ბასრი აქვს..ექიმმა თქვა ისტერიკიანიაო

:დ ეს კიდევ არის უზრდელი. მე მაზს არ მასმევინებდა ჭრილობაზე და ექიმს კიდევ ძაფები ამოაღებინა

Posted by: კულე 23 Feb 2014, 22:51
_DelgadA_ წყალტუბოში ვცხოვრობ და ქუთაისში დამყავს ვეტ-ექიმთან, სამწუხაროდ რენტგენის გაკეთების საშუალება აქ არ არის. მივიყვანე დღეს ვეტ-ექიმთან თან ორთან და მითხრეს მოხარშული კარტოფილი მიეცია ეს დაეხმარება რომ უკან ამოიღოსო, მეორემაც იგივე, სხვა არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია თან როცა დარწმუნებული არ ხარ რომ გადაყლაპაო, მათაც იგივე მითხრეს რომ ხშირია ასეთი შემთხვევები, როცა ყლაპავავენ ლეკვები რაღაცეებს და მერე უკან ამოაქვთ, არის შანსი რომ გაეჭედოს ნაწლავებში და ვერ ამოიღოს. ლეკვი ოდნავადაც არ შეცვლილა, გადის კუჭში, განავალიც ჩვეულებრივი აქვს, ჭამს, თამაშობს, მოკლედ ყველაფერი ისეა როგორც ადრე. მაგრამ მაინც მეშინია, თბილისში როგორ ჩამოვიყვანო ამახელა გზაზე, მაგრამ რამე რომ დაემართოა ხომ მოვიკლავ თავს. cry.gif cry.gif cry.gif cry.gif

Posted by: _DelgadA_ 24 Feb 2014, 00:14
კულე

თუ არ იტკიებს მუცელს და ჩვეულებრივად გადის კუჭში იმედი ვიქონიოთ რომ ცრუ განგაშია და არაფერი გადაუყლაპავს.

ისე ქუთაისში ხალხი რენტგენს არ იკეთებს? მე ჩემი ადამიანების რენტგენზე გავაშუქე )))

Posted by: კულე 24 Feb 2014, 00:16
_DelgadA_
მართლა ესეიგი ადამიანების რენტგენზე და უეჭველი გამოჩნდება თუ რამეა?

Posted by: gramatikikina 24 Feb 2014, 00:19
კულე
მთავარია რენტგენოლოგი დაგთანხმდეს, თორემ ადამიანის და ცხოველის რენტგენი ერთი და იგივეა

Posted by: კულე 24 Feb 2014, 00:22
მაგის დათანხმება არ გინდა, სხვა ხერხი არ არსებობს? sleep.gif წინაზეც გადაყლაპა და ამოიღო, ახლა რა ჭირს არ ვიცი. sad.gif sad.gif sad.gif

Posted by: MITIATO 24 Feb 2014, 00:29
კულე
რატომ ნერვიულობ, ნასკი გადაყლაპა (ისიც, სავარაუდოდ), ლურსმანი ხომ არ გადაუყლაპავს.
ნაწლავებს ეგ ვერ დააზიანებს. მთავარია, სადმე არ გაიჭედოს (ნასკის ზომასაც გააჩნია).
დააკვირდი, თუ კუჭში ჩვეულებრივად გავა, მუცელი არ შეებერება ე.ი. ყველაფერი ნორმაშია.
და იქნებ სულ არ გადაუყლაპავს და ტყუილად ნერვიულობ.
ვერ გაარკვევ ნამდვილად გადაყლაპა თუ არა?

სხვა დროს ეგეთ რამეს რომ ჩაყლაპავს, მაშინვე აურიე გული: ზოგი ენის ძირზე მარილს აყრის, ზოგი დიდი რაოდენობით თბილ წყალს ასმევს.

და რენტგენზე არა მგონია ნასკი გამოჩნდეს. biggrin.gif

Posted by: კულე 24 Feb 2014, 00:34

MITIATO
მადლობა რომ გამომეხმაურე. მაგას ვერ გავარკვევ ნასკი გადაყლაპა თუ არა ბიძაჩემის ოთახში შევარდა და რომ დავინახე ერთი ნასკი ქონდა პირშ და მეორე ვეღარ ვიპოვეთ და მაგიტომ ვფიქრობ რომ სავარაუდოდ გადაყლაპა. არის იმის შანსი რომ ნაწლავებში გაიჭედოს, ახლა უკვე გულის არევა დაგვიანებულია? ნასკი არ მოუნელებია ჯერ და საინტერესოა როდემდე ექნება ასე მუცელში? ხვალ ჭიის წამლის მიცემას ვაპირებდი და ხომ არ გადავუდო?
* * *
_DelgadA_
gramatikikina
MITIATO
დიდი მადლობა რომ გამომეხმაურეთ. bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif დღეს ამოიღო და დავმშვიდდი, თორემ გუშინ მთელი ღამე არ მეძინა, ვაიმე როგორც იქნა, რა მომკლავს აწინ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: miki 24 Feb 2014, 11:33
რა კარგები ხართ რომ ცხოველები ესე გიყვართ.

ჩემთან მაღაზიის გამყიდველმა ტვინი ამომიჭამა.. რამდენჯერ დაინახავს რომ ვასეირნებ იმდენჯერ მეკითხება ყოველდღე ასეირნებო? სულ ერთი და იგივე კითხვა.. მე კი ვუფრთხილდები და არ დავცინი თორემ უნდა ვუთხრა ქალბატონო ბუნებრივ მოთხოვნილებებს სად იკმაყოფილებთ-თქო...

კიდევ მეკითხება მუდმივად სახლში გყავსო? პირველად ვერ გავიგე, მეგონა მომესმა..მერე ავუხსენი და ისეთი გაოცებული მიყურებდა... არადა პატარა ფუმფულა პეკინესი მყავს..გიჟდება ხალხი რომ ხედავს ისეთი ლამაზია...ერთი მინუსი აქვს ავია და ვერავინ ეფერება.. არადა გული მისკდება პატარებმა იციან გამოქცევა რომ მოეფერონ..

Posted by: XAO 26 Feb 2014, 22:46
მთელი დღეა მოწყენილია. ძინავს და დაგრუზული დადის არაფერზე არააქ რეაქცია. დადის და ხან სად გაცჰერდება თავჩარუნული ხან სად, რისი ბრალი შეიძლება იყოს? ხინკალი კი ვაჭამე გუშინ 2-3 ცამლი მაგრამ არამგონია მაგის ბრალი იყოს.

Posted by: Pumped up kicks 27 Feb 2014, 01:47
XAO
ხუმრობთ?... :O
...................................

Posted by: XAO 27 Feb 2014, 13:11
Pumped up kicks
QUOTE
ხუმრობთ?... :O
...................................

არა და რატო?


ალიკას ნომერი ხოარიცით ზოოპარკის

Posted by: MITIATO 27 Feb 2014, 16:18
XAO
QUOTE
ალიკას ნომერი ხოარიცით ზოოპარკის

577 425 936

Posted by: kobra_95 27 Feb 2014, 18:38
ჩემი თუთიყუში პატარა ტალღოვანი ჯიშისაა უკე სადღაც 2 წელი ცოტა მეტია რაც მყავს ხოდა ამ ბოლო დროს მემგონი რაღაც სჭირს დავიწყებ იქედან რომ გამიგია რომ საიდანაც სკინტლავს ის ადგილი თუ მოსვრილი აქვსო სკინტლითო ეს ავადმყოფობის ნიშანიაო ადრე არ ქონდა მარა ახლა იმენა სკინტლის ჩამოგდება უჭირს ზედ ეკიდება ხოლმე და მოსვრილიც ააქვს, ამ რამდენიმე დღეა კი შევამჩნიე კიდევ სხვა რაღაცეებიც რაღაცნაირ ხმას გამოსცემს წკმუტუნებს თითქოს თვალების ირგვლივაც ეტყობა ჩაშავებულივით ასევე როგორც ვაკვირდები სულ ჭამს ჭამს ჭამს მთელი დღე... ვინმემ ხომ არ იცით რაშია საქმე რაუნდა ჭირდეს?

Posted by: _Moxuci_ 28 Feb 2014, 00:43
ჩემ კავკასიურ ნაგაზს თვალებზე შეექმნა რაღაც პრობლემა. მხედველობა ნორმალური აქვს, ყოველ შემთხვევაში არ შემინიშნავს ხედვა რომ უჭირდეს, მაგრამ გამუდმებით სდის ორივე თვალიდან სითხე და შესამჩნევად აწუხებს. რამდენჯერმე აწვეთებდნენ სპეციალურ სითხეს, თბილი წყლითაც ვწმენდ, თუმცა უშედეგოდ. წლინახევრის არის და ფიზიკურად საკმაოდ დიდია, ამიტომ ვეტერინართან წაყვანა ცოტა რთულია, მაგრამ რაკი არაფერი ეშველა უახლოეს დღეებში მივიყვან ალბათ. მანამდე თუ შეგიძლიათ რამე მირჩიოთ? იქნებ არც ისე სერიოზულადაა საქმე და რომელიმე სწორად შერჩეულმა წამალმა ან მალამომ უშველოს.

Posted by: Pumped up kicks 28 Feb 2014, 00:47
XAO
ხინკლის მიცემა ძაღლისთვის არ შეიძლება....

Posted by: _DelgadA_ 28 Feb 2014, 20:28
გამარჯობა,

გთხოვთ მპასუხოთ, ჩემს ძაღლს ჰქონდა წეჩკა და წეჩკის შემდეგ ძაღლებს მამალ ძაღლებთან ურთიერთობა უნდებათ?

ჩემი ძაღლი მოწყენილია, სულ გარეთ იწევს და ვიფიქრე მოთხოვნილება ხო არ აქვს თქო.

ამ შემთხვევაში რა დავალევინო?

Posted by: zuramumla 2 Mar 2014, 19:57
გამარჯობა, მყავს 4 თვის ქართული ნაგაზი, არის 18 კგ, მოკლედ ვაჭმევ ხორცს სულ , და ნუ ოჯახში სხვა თუ რამეა. ძაღლს ფერდები აქვს შეყრილი, გამხდარია ვერ გავასუქე მირჩიეთ რა მოვუხერხო.

Posted by: კულე 2 Mar 2014, 20:25
zuramumla
მშრალ საკვებს არ აძლევ? შეეცადე რომ გაუმდიდრო რაციონი, ყველაფერი მიეცი. მაგალითად: თავისი მშრალი საკვები, ხორცისგან სუპები დაუმზადე. მიეცი მაწონი და ხაჭო( ოღონდ უცხიმო), გერკულესი, გრეჩიხა, სტაფილო, ვაშლი. ჭიებზე ხომ არის დამუშავებული, ინტერნეტში მოიძიე და ნახე ცხრილი თუ რამხელა უნდა იყოს შენი ცუგა მაგ ასაკისთვის და შეეცადე იმ სტანდარტში ჩაჯდე, არც გაუსწრო და არც ჩამორჩე.

Posted by: _DelgadA_ 3 Mar 2014, 20:25
გამარჯობა,

დღეს დავრწმუნდი, რომ ჩემი ცუგა ახურებულია :/ :/ თავის სათამაშოს ცოტა საეჭვოდ ეთამაშებოდა biggrin.gif biggrin.gif

ვინმე კომპეტენტურამ იქნებ მირჩიოთ ამ შემთხვევაში როგორ მოვიქცე?
დედალია 3 წლის

Posted by: MITIATO 3 Mar 2014, 21:05
_DelgadA_
QUOTE
ჩემს ძაღლს ჰქონდა წეჩკა

QUOTE
დღეს დავრწმუნდი, რომ ჩემი ცუგა ახურებულია


მოიცა, თუ ამძუვნებული იყო, კიდე ამძუვნებული რანაირადაა? spy.gif
რას უშვებოდა სათამაშოს?

Posted by: Unico 3 Mar 2014, 21:39
_DelgadA_
წეჩკა აქვთ ძუებს, რომელიც გრძელდება რამდენიმე კვირა და ამ დროს ხვადები დასდევენ ხოლმე.
და სათამაშოებთან "საეჭვოდ" თამაში კიდე ხვადებმა იციან.
ასე რომ ჩამოყალიბდით რა სქესისაა თქვენი ძაღლი, არ მოგერიდოთ და ჰკითხეთ biggrin.gif

საერთოდ, როდისმე გინახიათ ძაღლების შეჯვარება როგორ ხდება? user.gif უცბად დავეჭვდი, რომ არ იცით ... user.gif

Posted by: grician 5 Mar 2014, 14:21
გამარჯობათ.ჩემს პუპიკოს აცემინებს განუწყვეტლივ ,ძაან არ უწუხდება თვითონ მაგრამ მე შევწუხდი ,ცხვირი გრილი და
ნესტიანი აქვს , რა ვუშველო?

Posted by: blblbl 5 Mar 2014, 15:06
Unico
QUOTE
დროს ხვადები დასდევენ ხოლმე.
და სათამაშოებთან "საეჭვოდ" თამაში კიდე ხვადებმა იციან.
ასე რომ ჩამოყალიბდით რა სქესისაა თქვენი ძაღლი, არ მოგერიდოთ და ჰკითხეთ

ცდები,დედლებიც ექცევიან ამსე სათამაშოებს და ფეხებსაც ასე რომ ტყულად დასცინი smile.gif

Posted by: FRANCHESKAA 7 Mar 2014, 18:16
ჩემს სოფელში სადაც ცუგრიკა მყავს, არ არსებობს ვეტერინარი, არადა 3 თვის ხდება და მინდა ავცრა. თვითონ რომ ვიყიდო და ავცრათ, არ მოჟნა? :S

Posted by: MITIATO 7 Mar 2014, 18:42
FRANCHESKAA

შეგიძლია აცრა შენ თვითონ.
ოღონდ, აცრამდე ლეკვს უნდა მოაშოროთ ტილები, რწყილები, ტკიპები და ა.შ. თუ ასეთი რამე ყავს, მერე დაალევინოთ ჭიის წამალი, 1ო დღის შემდეგ, თუ დარწმუნებული იქნებით, რომ ლეკვი აბსოლუტურად ჯანმრთელია და არაფერი აწუხებს, შეგიძლიათ აცრათ.
გაითვალისწინეთ, რომ ვაქცინა დანიშნულების ადგილამდე გრილად უნდა ჩაიტანოთ. თერმოსით ან რამე ამდაგვარით და იმ დღესვე თუ არ აცრით, მაცივარში უნდა გქონდეთ შენახული.
აცრა ბეჭებს შორის, კანქვეშ კეთდება და არც გაკეთებამდე და არც მის შემდეგ არ შეიძლება კანის სპირტით დამუშავება.

Posted by: კულე 9 Mar 2014, 10:37
ლეკვს უკბინა სავარაუდოდ ფუტკარმა და მთელი მორდა ჰქონდა გასიებული, რომ შევხედე გული კინაღამ გამისკდა საერთოდ აღარ გავდა ჩემს ძველ მაქსის. დავურეკე ვეტ-ექიმს და ჩამომიყვანეო ასე ზეპირად ვერაფერს გეტყვიო, ვაპირებდი წაყვანას მაგრამ მიახლოებით 20 წუთში სანამ გავემზადებოდით ვხედავ რომ თითქმის ჩაუცხრა და ოდნავ აქვს მარტო დარჩენილი, რას იტყვით მაინც მივიყვანო თუ ვაცადო კიდევ რამდენიმე საათი.

Posted by: blblbl 9 Mar 2014, 13:57
კულე
ჩემსას უკბინა ორჯერ,ალერტეკი მივეცი მასინვე და ეგ იყო,ექიმთან არ წამიყვანია .

Posted by: კულე 9 Mar 2014, 14:04
blblbl
გადაუარა უკვე არაფერი არ მიმიცია, 1 საათში აღარ ეტყობოდა უკვე არაფერი, ხოდა აღარც წავიყვანე ვეტ-ექიმთან.

Posted by: gabesa 10 Mar 2014, 00:30
ჩემი ძაღლი ძალიან გახდა. იქნებ მირჩიოთ რამე მაღალენერგეტიკული კარგი საჭმელიsad.gif დიდი მადლობა!

Posted by: FRANCHESKAA 10 Mar 2014, 11:05
MITIATO
რა რთული ყოფილა, მითუმეტეს როცა დილეტანტი ხარ ამ საქმეში, ჯობია წამოვიყვანო უახლოეს კლინიკაში სადმე.
დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის .

Posted by: tamuska27 10 Mar 2014, 11:55
bichon frise ზე ვკითხულობ Dა ცოტა სუსტი მომეჩვენა, ანემია, ჰემატომა და ათასი რამ შეიძლება დაემართოსო და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება თუ როგორც სხვა ყყრლას ისე?
მალტის, ვესტის, იორკშას

Posted by: zini 10 Mar 2014, 20:03
გამარჯობა, იქნებ იცოდეთ რამე წამალი ძაღლის დამამშვიდებელი, ოთხი მამალი ძაღლი მყავს გარშემო რომლებსაც მე ვუვლი, გამწარებულები ეძებენ ქალს, აიკლეს უბანი, ხო არ არის რამე წამალი რაც დაამშვიდებთ?

Posted by: likable 10 Mar 2014, 21:37
ძაღლს რამენაირად შეიძლება რომ პირში სუნი გავუქრო? თან პატარაა 4 თვისაა და წესით არ უნდა გეჩენოდა ხო ჯერ?

Posted by: MITIATO 10 Mar 2014, 22:32
likable
QUOTE
ძაღლს რამენაირად შეიძლება რომ პირში სუნი გავუქრო?

ჯერ სუნის მიზეზი გაარკვიეთ.
ყველაზე ხშირად კბილების და ღრძილების პრობლემის ბრალია.
მერე კუჭ-ნაწლავის.

Posted by: tamti1 11 Mar 2014, 16:01
რუსული სპანიელი მყავს და მისი ლეკვები ერთი თვის გახდნენ . აცრა ორ თვემდე არ უნდაო- მითხრეს. დილით ვნახე ერთი ლეკვი მკვდარი. : ( რა დაემართა არ ვიცი. ყველაზე ყოჩაღი იყო. მეშინია სხვებსაც არ დაემართოთ რაიმე.თუმცა ახლა დარბიან,თითქოს კარგად არიან.... მუცელი მეჩვენება რომ გაბერილი აქვთ. თუმცა ბევრსაც ჭამენ, საჭმელსაც და დედაც აწოვებს. აქ ვეტერინარი არ გვყავს. ასაცრელებია თუ ჭიაზეა დასამუშავებელი. რა უნდა ვუშველო არ ვიცი....მირჩიეთ. : (((

Posted by: blblbl 11 Mar 2014, 17:01
tamti1
ჭიის წამალი უნდა აცუილებლად დღეს მიეცი ჭიებისგან იხოცებიან .

Posted by: tamti1 11 Mar 2014, 17:10
blblbl
რა დოზით მივცე და იგივე წამალი რასაც დიდს ვაძლევ ხოლმე?

Posted by: blblbl 11 Mar 2014, 17:11
tamti1
არა უდნა აწონო და წოინს მხიედვით ,წესით მეოთხედი უნდათ მაგრამ ჯერ წონა გაარკვიე და დრონტალი იყიდე ზოომაღაზიაში

Posted by: tamti1 11 Mar 2014, 17:24
blblbl
გმადლობთ.



ჯანდაბა რა, ორ თვემდე არაფერი მისცე არ შეიძლებაო, როგორ მომატყუეს cry.gif ღამეებს ვუთენებდი ისე ვზრდიდი cry.gif cry.gif

Posted by: blblbl 11 Mar 2014, 17:28
tamti1
ჭიის წამალი უდნა ერთი ტვისას და ორი კვირის მერე გამეორება სჭირდება .მოგცემ კარგი ექიმის ნომერს და დაურეკე 577 42 59 36 ალიკა ჰქვია

Posted by: ANuB1S 12 Mar 2014, 12:06
გამარჯობათ
პატარა ჯიშის თუთიყუში მყავს 2 კვირაა ალბათ, 3 წლისაა.
გუშინ საღამოთი შევამჩნიე რომ აჩქარებლად სუნთქავდა, საკვებთან პრობლემა არ ჰქონია, წყალსაც ვუცვლი.
მადა არ დაუკარგავს, საჭმელს ჭამს.
ნუ მთლად ყურადღებიანად არ ვყოფილვარ, ადამიანებთან ურთიერთობასაა მიჩვეული და რამდენიმე დღე უყურადღებოდ იყო. გამოვიყვანე ახლა გალიიდან და სისუსტეს არ უჩივის, მხარზე დარბის აქეთ იქით და ყელსაბამს ღრღნის biggrin.gif
თუმცა აჩქარებულად სუნთქავს...

Posted by: MITIATO 12 Mar 2014, 13:53
ANuB1S
აქ იკითხე, უფრო გიპასუხებენ: http://forum.ge/?showtopic=34615440&f=&st=465&#entry40155137

Posted by: likable 12 Mar 2014, 20:48
QUOTE
ჯერ სუნის მიზეზი გაარკვიეთ.
ყველაზე ხშირად კბილების და ღრძილების პრობლემის ბრალია.
მერე კუჭ-ნაწლავის.

თან პატარაა 4 თვისაა და არ უნდა ქონდეს.კარგ ვეტერინარს ხომ ვერ მირჩევ?

Posted by: Faulkner 12 Mar 2014, 21:19
მოკლედ ჩემ კატას თვალები ძაან ეცრემლება. სუ გაშავებული აქ გუგები და თითქოს რაღაც გადაფარებულივით. მგონი რაღაც ანთებაა. ჩაით ვუწმინდავთ, ალბუციდითაც, ჩავაწვეთეთ კიდევაც. რა წამალი უნდა?

Posted by: pepi grdzelicinda 14 Mar 2014, 10:03
გამარჯობა, მოკლედ ჩემს ძაღლს ალიკამ და დატომ დაუდგინეს რომ აქვს ალერგიული კანი, ექერცლება და თან არანაირი კანქვეშა პარაზიტი არ ყავს, განსაკუთრებით ექერცლება ფერდებზე და თვალის ირგვლივ. 3ჯერ გაუკეთეს ანალიზი. სუპრასტინს და აევიტს ვასმევ.
ასე მითხრეს ძალიან ძვირფასი შამპუნითაც რომ დაბანო შეიძლება იმანაც ალერგია მისცესო, ხშირად აღარ ვბან ამის გამო.
ადამიანებს მშრალი კანი ვისაც აქვთ ხომ ვხმარობთ ხოლმე რაღაც დამატენიანებელ კრემებს, ძაღლებისთვის არაფერია მსგავსი?? smile.gif) იქნებ ვინმემ იცოდეთ რაა, დავიტანჯეთ, ამოუვა ბეწვი , გასცვივდება..არადა ხომ იცით რა გვიან ამოდის განსაკუთრებით დაბალბეწვიან ჯიშებს. sad.gif(

Posted by: JPEG 14 Mar 2014, 10:20
ჩემ ლეკვს ცალი თვალი ეცრემლება და რამე საშიშია თუ?

Posted by: MITIATO 14 Mar 2014, 18:58
Faulkner
QUOTE
მოკლედ ჩემ კატას თვალები ძაან ეცრემლება. სუ გაშავებული აქ გუგები და თითქოს რაღაც გადაფარებულივით.

ვეტერინართან რომ მიიყვანო არ შეგიძლია?
კატარაქტა არ ქონდეს.





Posted by: pukaaa 16 Mar 2014, 13:55
გამარჯობა,

გუშინ ავცერით (ცოფი და კომპლექსური) ჩემი 2 წლის ჩიხუახუა. აცრის შემდეგ ვერ არის ხასიათზე, წინა აცრებზეც ესე იყო, მაგრამ ახლა შევამჩნიე, რომ ძალიან ცვივა ბეწვი. შეიძლება აცრამ ბეწვის ცვენა გამოიწვიოს??

Posted by: blblbl 16 Mar 2014, 14:21
pukaaa
არა,ბწწვის ცვენის პერიოდია ახლა.

Posted by: pukaaa 16 Mar 2014, 15:33
blblbl

გუშინ წინ არ ცვიოდა ასე.. და საერთოდ ამდენი არასდროს დაცვენია ((

Posted by: blblbl 16 Mar 2014, 15:36
pukaaa
ახლა დაიწყო პერიოდი,ჩემსასც სცვივა უამრავი :\ ისე კვებაც ხო არ სეგიცვლია?დაურეკე მაინც ექიმს

Posted by: pukaaa 17 Mar 2014, 09:36
blblbl

კვება არ შემიცვლია, პროპაკს ჭამს და ხორცის ჟელე რომ არის პაკეტებში, პედიგრის მაგას. სხვა არაფერს არ ჭამს, ურჩევნია 2 დღე იშიმშილოს, ვიდრე ის ჭამოს რაც არ უყვარს... დიდი ხანი ექნებათ ეს ბეწვის ცვენის პერიოდი??

Posted by: blblbl 17 Mar 2014, 15:06
pukaaa
გაზაფხული სულ აქვთ ხოლმე,ვარცხნე და ცოტა შეღავათი გექნება

Posted by: blacuna 18 Mar 2014, 00:47
ჩემმა ძაღლმა მოულოდნელად საშინელი ტირილი, კივილი და ყველაფერი ერთად ატეხა, ასე არასდროს მოქცეულა...კარგა ხანს იყო ესე, ცოტა ხნის მერე ისევ დაიწყო და შევამჩნიე, რომ სიარული უჭირს...დაჯდომითაც ძლივს დაჯდა მერე, ეტყობოდა, რომ ძალიან ეშინოდა და დედა მიეხმარა. ეხლაც ძალიან ფრთხილად დადის, რომ ვუყურებ გული მიკვდება. sad.gif რისი ბრალი შეიძლება იყოს? როგორ მოვიქცე? უკვე ასაკშია და მაგის ბრალი ხომ არაა? sad.gif

Posted by: blblbl 18 Mar 2014, 01:11
blacuna
ხვალ ექიმთან წაიყავნე,ფეხების ტკივა აშკარად გაარკვევს მზიეზს და დაუნიშნავს წამალს.

Posted by: gramatikikina 20 Mar 2014, 19:23
სტერილიზებული სულელი კატა, კარგად ჩაპუტკუნებული, მიჭამს პურს როცა ხელში მაქვს
თან ბეწვები სცვივა, ოღონდ ეგ თავდანვე ესე იყო
როგორ ფიქრობთ, ვინერვიულო? idea.gif ვიტამინები რომ მივცე, უფრო არ გასუქდება? ან რომელი მივცე?

Posted by: Unico 20 Mar 2014, 22:55
gramatikikina
QUOTE
მიჭამს პურს როცა ხელში მაქვს

ყველიც მიეცი lol.gif
უთხარი ხმელა პურის ჭამა არ შეიძლება თქო biggrin.gif


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: gramatikikina 21 Mar 2014, 00:28
Unico
ყველს მე თვითონ ვაძლევ და პურის გარდა კრემებს ლოკავს facepalm.gif ლევომიკოლი მაგალითად რომ დავუდო, ბოლომდე გაათავებს.
წეღანაც ერთი სამკურნალო კრემი მიირთვა დედაჩემის
კრემი თუ მალამო givi.gif

Posted by: Unico 21 Mar 2014, 00:46
gramatikikina
QUOTE
წეღანაც ერთი სამკურნალო კრემი მიირთვა დედაჩემის

eek.gif
არ მისცე მაგის უფლება.
ვალერიანკა ხომ არ არის მაგ კრემში გარეული? რატო ეტანება ნეტა?

ლოგიკურად რომ ვისმჯელოთ, კრემებისა და მსგავსის ჭამა არაბუნებრივი საქციელია და ღირს შეშფოთდე yes.gif

Posted by: gramatikikina 21 Mar 2014, 01:52
Unico
ლევომიკოლი ანტიბაქტერიულია, ჭრილობაზე წასასმელად გამოუწერა ექმიმმა და მეორე არ ვიცი. ეხლაც ჟელე ვაჭამე და მაინც პური მომიკბიჩა :დ

Posted by: likable 21 Mar 2014, 21:53
კარგი ვეტერინარი მირჩიეთ რა ვინმემ თუ იცით რომ მივიყვანო ძაღლი.

Posted by: Ana-Veterinar 24 Mar 2014, 11:49
likable
ზოოპლაზის ცენტრალურ კლინიკაში მიბრძანდით კოსტავას 67
* * *
Faulkner
ალბუციდი არ შეიძლება, აღარ გამოიყენოთ, სავარაუდოდ ანტიბიოტიკი სჭირდება, მიიყვანეთ ზოოპლაზის მთავარ კლინიკაში.
* * *
pukaaa
გამარჯობა. .. ბეწვის ცვენა აცრის გამო გამორიცხულია. პარაპროქტიტი შეამოწმებინეთ ექიმს, ასვე დაუნიშნავს ვიტამინოვან ნაკრებს. ბეწვის ცვენა ამ პერიოდში ხშირია მაგრამ ნორმის ფარგლებში.
* * *
JPEG
მიიყვანეთ ზოოპლაზის ცენტრალურ კლინიკაში... კოსტავას 67
* * *
blacuna
მიიყვანეთ ზოოპლაზას ცენტრალურ კლინიკაში... კოსტავას 67
* * *
likable
ჭიაზე დამუშავებული გყავთ? რა სახის საკვებს და საკვებ დანამატს აძლევთ?
* * *
კულე
ისეთი პრეპარატები რომლებიც არ არის სრულყოფილად აპრობირებული ვეტერინარიაში, არ მისცეთ თქვენს ცხოველებს, ამ შემთვევაში აუცილებლად მიიყვანეთ ვეტერინართან....

Posted by: blblbl 24 Mar 2014, 14:10
Ana-Veterinar
ძალიან კარგია თუ ვეტერინარი ხართ და შემოგვიერთდებით,მაგრამ ყველა სიტყვაში კლინიკის აშკარა დარეკლამება არ შეიძლება და გაიტვალისწინე smile.gif

Posted by: Ana-Veterinar 24 Mar 2014, 14:46
blblbl
თუ პიროვნებების სახელს და გვარს აპიარებთ, რა პრობლემაა კლინიკის მისამართის გაპიარება ?!

Posted by: sallli1 24 Mar 2014, 15:07
Ana-Veterinar
გაპიარებას არავინ არ გიშლით უბრალოდ 100ჯერ დაწერეთ უკვე თქვნეი კლინიკის მისამართი და გასაგებია გავიგეთ biggrin.gif

http://pix.ge/

Posted by: PuTKiiI 24 Mar 2014, 16:51
Ana-Veterinar
4.3.4. სარეკლამო ხასიათის შემცველი გზავნილი ან თემა
4.3.5.1. კომერციული ხასიათის განცხადება

სრულიად საკმარისია ვორნი რომ მოგცე
შემდგომ გაითვალისწინე wink.gif

Posted by: blblbl 24 Mar 2014, 16:55
Ana-Veterinar
აქ გვარს დასახელსაც ვეუბნებით და კლინიკასაც,თუკი ამას ადამიანი კიტხულბოს და სჭირდება,მაგრამ ის რასაც შენ აკეთებ,ყველა სიტყვაზე წაიყვანე აქ წაიყვანე აქ არის რეკლამა,დანაშაული და გამაღზიანებელი smile.gif მე პირადად მსგავსის წაკიტხვის შემდეგ საერთოდ არ მივიყვანდი მანდ biggrin.gif

Posted by: Ana-Veterinar 25 Mar 2014, 13:53
ვთვლი რომ ზედმეტად გაღიზიანდით ჩემი რეკლამით... რამდენიმე პირის გარდა სხვას არავის გაუკეთებია მსგავსი კომენტარი,რას ვიზავთ ასეთია ქართული რეალობა...

Posted by: PuTKiiI 25 Mar 2014, 17:12
QUOTE
ვთვლი რომ ზედმეტად გაღიზიანდით ჩემი რეკლამით.

ზედმეტად რომ გავღიზიანებულიყავით უკვე ვორნი გექნებოდა
ეს 1

მსგავსი შემთხვევა დადე აბა თუ არის სადმე რომელსაც მოდერის გაფრთხილება ან სასჯელი არ მოჰყოლია .. ეტა 2

QUOTE
ვიზავთ ასეთია ქართული რეალობა...

როგორი აბა?

Posted by: likable 25 Mar 2014, 21:07
QUOTE
ჭიაზე დამუშავებული გყავთ? რა სახის საკვებს და საკვებ დანამატს აძლევთ?

კი დამუშავებული მყავს საჭმელს ჩვეულებრივ 4 თვის ლეკვისას ვაძლევ დანამატებს არაფერს,ჭიის ბრალი იქნება სუნი რომ აქვს პირში?

Posted by: PuTKiiI 25 Mar 2014, 21:24
QUOTE
ჭიის ბრალი იქნება სუნი რომ აქვს პირში?

დიდი ალბათობით კი

Posted by: Ana-Veterinar 26 Mar 2014, 12:13
likable
რა საკვებს აძლევთ? შეიძლება საკვების ბრალიც იყოს და ასევე ჭიისაც.

Posted by: likable 26 Mar 2014, 21:20
QUOTE
რა საკვებს აძლევთ? შეიძლება საკვების ბრალიც იყოს და ასევე ჭიისაც.

4 თვის ლეკვისთვის რაც არის იმას ვაძლევ,რავიცი ჭიაზე დამუშავებულია და,მივიყვან მაინც ვეტერინართან.

Posted by: Ana-Veterinar 27 Mar 2014, 15:05
ძალიან ბევრი საკვები არის ლეკვისთვის, როგორც უხარისხო ისე ხარისხიანი, ასევე ჭიის წამალი ( ძლიერ მოქმედი, საშუალოდ, და საერთოდ უმოქმედო).
კარგით, უმჯობესია მიმართოთ.

Posted by: kuda 27 Mar 2014, 16:55
მყავს 2,5 თვის კოკრე სპანიელი. 1 კვირაა, რაც მაჩუქეს. 2 დღე საკვებზე პრობლემა არ ჰქონია და იმის მერე დიდად არ ჭამს, თუ ხელში მიჭირავს, მხოლოდ მაშინ, მაგრამ არ მინდა ხელით ჭამას მივაჩვიო. თეფშიც შევუცვალე, მაგრამ მაინც. წყალს სვამს ბევრს და რისი ბრალი შეიძლება იყოს?
მივცე ხელით საჭმელი თუ არ დავაძალო? როიალ კანინის სტარტერს ჭამს. თავიდან წყალს ვუსხამდი ზემოდან, მერე მშრალად ჭამდა, სველს აღარ ეკარებოდა და ახლა მშრალსაც ცოტას იღებს. ექიმმა 3 თვემდე ჭამოსო. პირველში კი მიმყავს ვეტერინართან და ვკითხავ, მაგრამ მანამდე იქნებ მითხრათ როგორ მოვიქცე?


Posted by: Dr Regners 27 Mar 2014, 20:07
გაზაფხულზე აუცილებელია, ყურადღება მიაქციოთ ისეთ საშიშ დაავადებას, როგორიც პიროპლაზმოზია. იქიდან გამომდინარე, რომ პიროპლაზმოზის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს და არ შეიძლება, პიროპლაზმოზის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების პროფილაქტიკის მიზნით გამოყენება, აუცილებელია, ძაღლი მუდმივად მეთვალყურეობის ქვეშ გყავდეთ. საეჭვო სიმპტომის შენიშვნისთანავე დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ძაღლის დამუშავება ტკიპების საწინააღმდეგოდ უნდა დავიწყოთ გაზაფხულზე, რადგან დათბობასთან ერთად აქტიურდებიან პიროპლაზმოზის გადამტანი ტკიპები. ისინი ხეებზე ბინადრობენ და იღვიძებენ დათბობისთანავე. მცდარია აზრი, თითქოს ტკიპები ბალახის ამოსვლის მერე აქტიურდებოდნენ.

– ყველაზე საშიში დრო გაზაფხულია?

– ყველაზე საშიშია გაზაფხული და შემოდგომა. ამ დროს ტკიპები მოშიებული არიან და სასწრაფოდ ეძებენ საჭმელს. იმისთვის, რომ შთამომავლობა დატოვონ, ტკიპები ცხოველის ორგანიზმზე მიწებებიდან 48 საათის გასვლის შემდეგ აინვაზირებენ პიროპლაზმოზით მას.

– როგორ უნდა ამოვაცალოთ ცხოველს ტკიპა?

– არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ტკიპის ხელით მოცლა, რადგან ამ დროს ტკიპას უვითარდება დამცველობითი რეაქცია და მისი ვესტიბულარული აპარატიდან სითხე შედის ორგანიზმში, რომელშიც პარაზიტებია. ან შეიძლება დარჩეს ტკიპის თავი ცხოველის ტანზე, რაც შემდეგ გამოიწვევს დერმატიტებს და სხვა მრავალ პრობლემას. ამ დროს საჭიროა გამოვიყენოთ სპეციალური საშუალებები, რომლითაც ადვილად დააღწევთ თავს აღნიშნულ პრობლემებს.

– რა საშუალებებია ეს?

– ესენია სპეციალური სპრეები და ანტიპარაზიტული პუდრები. ასევე საჭიროა, ყოველი გასეირნების შემდეგ, ცხოველი საგულდაგულოდ დაათვალიეროთ. თუ ცხოველი მოწყენილია, არ იღებს საკვებს და მაღალი ტემპერატურა აქვს, სასწრაფოდ ვეტერინარს უნდა მიმართოთ. გახსოვდეთ, პიროპლაზმოზი ძალიან საშიში დაავადებაა და ამ დროს ყოველი წუთი ძვირფასია.

– იქნებ უფრო დაწვრილებით აგვიხსნათ, რა არის პიროპლაზმოზი?

– პიროპლაზმოზი ბუნებრივკეროვანი დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ერთუჯრედიანი უმარტივესებით. პიროპლაზმოზით დაავადების გადამტანია ტკიპები. დასნებოვნება ტკიპის კბენის მომენტში ხდება. პარაზიტები პარაზიტობენ, სისხლში ერითროციტებს შლიან და გამოყოფენ ტოქსინს. დაავადება სწრაფად ვითარდება და მისი სიმძიმე დამოკიდებულია სისხლში შეჭრილი პარაზიტების რაოდენობაზე, ცხოველის ასაკზე, მის ზოგად მდგომარეობასა და მკურნალობის სწორად წარმართვაზე.

ცხოველის დასნებოვნება ხდება პარაზიტმატარებელი ტკიპის კბენისას. პიროპლაზმოზით დაავადებული ძაღლისგან სხვა ძაღლზე დაავადების გადაცემა არ ხდება, ასევე ძაღლის პიროპლაზმოზი ადამიანისთვის არ არის საშიში.

– ყველა ტკიპა შეიძლება, ჩაითვალოს დაავადების გადამტანად?

– არა, ყველა ტკიპა არაა პარაზიტის გადამტანი. ძაღლზე შეიძლება იყოს 20 ტკიპა, მაგრამ არც ერთი არ იყოს პარაზიტის გადამტანი და არ დაასნებოვნოს ძაღლი. საკმარისია, ერთი პარაზიტმატარებელი ტკიპა მოხვდეს და მაშინვე დაავადდება ცხოველი.

თუ ცხოველზე ტკიპა აღმოვაჩინეთ სასწრაფოდ ანალიზის გაკეთებას აზრი არ აქვს, რადგან პირველ დღეს სისხლის ანალიზი უარყოფით შედეგს უჩვენებს, რადგან სისხლში პარაზიტი თავდაპირველად არ ჩანს.

– აბა, როგორ მოვიქცეთ?

– ამ დროს აუცილებელია, დავაკვირდეთ ცხოველის მდგომარეობას 4-5 დღის განმავლობაში.

– რა სიმპტომები აქვს ამ დროს ცხოველს?

– პირველი სიმპტომი ტემპერატურის მომატებაა 39,0 გრადუსის ზემოთ, სისუსტე და მოწყენილობა, გახშირებული და მძიმე სუნთქვა, რაც გამოწვეულია ჟანგბადის ნაკლებობით ქსოვილებში. ეს კი, თავის მხრივ, განპირობებულია ერითროციტების დაშლით. ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომია მუქი შარდი. შარდი ამ დროს მუქი ჩაისფერია. მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, უკანა კიდურების სისუსტე. აღნიშნული სიმპტომების დროს აუცილებელია დაუყოვნებლივ მივმართოთ ვეტერინარს.

– ვაქცინაციის ჩატარება, ალბათ, უფრო დაცულს გახდის ჩვენს ცხოველს.

– პიროპლაზმოზის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. ასევე არ შეიძლება, პიროპლაზმოზის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების პროფილაქტიკის მიზნით გამოყენება. არ არის რეკომენდებული ლაბორატორიული დიაგნოზის გარეშე მედიკამენტის გამოყენება, რადგან აღნიშნული პრეპარატები არანაკლებ ტოქსიკურია.

პიროპლაზმოზის მკურნალობა საკმაოდ რთული, ხანგრძლივი და შრომატევადია. გამოჯანმრთელების შემდეგაც ორგანიზმისთვის დიდი სტრესია და დაავადების გადატანის შემდეგ იმუნიტეტი არ ყალიბდება, რაც ნიშნავს, რომ სეზონზე ძაღლი შეიძლება რამდენჯერმე დაავადდეს.

– პროფილაქტიკისთვის რა ხერხს მივმართოთ?

– დაავადების პროფილაქტიკისთვის საჭიროა, პერიოდულად დავამუშავოთ ძაღლი პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებებით, როგორიცაა ანტიპარაზიტული წვეთები და საყელოები, რათა არ მოხდეს ცხოველის ტკიპებით დაინვაზირება და შესაბამისად, პიროპლაზმოზის გადატანა. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების შემჩნევისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს

https://www.facebook.com/pages/Vet-Express/133326543399185?ref=hl

Posted by: XURCOPOWER 27 Mar 2014, 22:14
კავკასიური ნაგაზი მყავს და ყურის შიგნით მხარეს ნაკბენი აქვს , დღეს ვნახე და ჩირქი აქვს ცოტა და რას მირჩევთ როგორ გავუწმინდო?
დღეს ვკითხე ვეტ ექიმს და პერეკისი დაასხი და რიხტიორის მალამო დაადეო და უშველის? თქვენ უფრო გენდობით ასე რომ ვინმე გამოცდილმა ადამიანმა მიპასუხეთ smile.gif წინასწარ მადლობა

Posted by: Dr Regners 28 Mar 2014, 00:01
პირველ რიგში ჭრილობა დაამუშავეთ ბეტადინის ხსნარით, შეგიძლიათ ლევომიკოლის მალამოთი შეუზილოთ და დაალევინოთ ანტიბიოტიკი ციპროფლოკსაცინი , მაგრამ უკეთესი იქნება აჩვენოთ თქვენს ვეტერინარს რათა მოხდეს დოზების სწორი შერჩევა და დიაგნოზის ზუსტი დასმა რადგანაც ხშირ შემთხვევაში ძაღლების პატრონები არასწორედ ხსნიან მდგომარეობას.
https://www.facebook.com/#!/photo.php?fbid=615025675229267&set=a.442484075816762.108678.133326543399185&type=1&theater

Posted by: nit123 28 Mar 2014, 00:19
კარგი საკვები მირჩიეთ, როიალ კანინი არ მინდა, გავიწეეწე, იმდენს ჭამს ჩემი ძროხა...
ლეკვია 6 თვის...
რამე შედარებით იაფიანი, მაგრამ ხარისხიანი...

Posted by: kuda 28 Mar 2014, 13:25
Ana-Veterinar

მყავს 2,5 თვის კოკრე სპანიელი. 1 კვირაა, რაც მაჩუქეს. 2 დღე საკვებზე პრობლემა არ ჰქონია და იმის მერე დიდად არ ჭამს, თუ ხელში მიჭირავს, მხოლოდ მაშინ, მაგრამ არ მინდა ხელით ჭამას მივაჩვიო. თეფშიც შევუცვალე, მაგრამ მაინც. წყალს სვამს ბევრს და რისი ბრალი შეიძლება იყოს?
მივცე ხელით საჭმელი თუ არ დავაძალო? როიალ კანინის სტარტერს ჭამს. თავიდან წყალს ვუსხამდი ზემოდან, მერე მშრალად ჭამდა, სველს აღარ ეკარებოდა და ახლა მშრალსაც ცოტას იღებს. ექიმმა 3 თვემდე ჭამოსო. პირველში კი მიმყავს ვეტერინართან და ვკითხავ, მაგრამ მანამდე იქნებ მითხრათ როგორ მოვიქცე?

გუშინ დაჯექი-ახტი-დაწექის ვასწავლიდი და თუ აკეთებდა, ჯილდოდ ვაჭმევდი საჭმელს და 2 მუჭი კი შეჭამა, მარა სხვანაირად არ ჭამს.

Posted by: zini 28 Mar 2014, 15:03
ზრდასულ ძაღს იგივე აცრები უკეთდება რაც ბავშობაში გაუკეთდა? (ანუ იგივე სამი აცრა, თითო აცრის მერე 2კვირის ინტერვალით) სოფელში მინდა გავაგზავნო მედიკამენტები რო გაუკეთონ და იქნებ მითხრათ?

Posted by: MITIATO 28 Mar 2014, 15:15
zini
QUOTE
ზრდასულ ძაღს იგივე აცრები უკეთდება რაც ბავშობაში გაუკეთდა?

ზრდასრულ ძაღლს უკეთდება ცოფის აცრა და მარტო ერთი კომპლექსური.
ზოგი ვეტერინარი ორივე აცრას ერთ დღეს აკეთებს, ზოგი_2 კვირის შუალედით.

Posted by: edna mamida 29 Mar 2014, 21:32
nit123
QUOTE
კარგი საკვები მირჩიეთ, როიალ კანინი არ მინდა, გავიწეეწე, იმდენს ჭამს ჩემი ძროხა...
ლეკვია 6 თვის...
რამე შედარებით იაფიანი, მაგრამ ხარისხიანი...

როიალიც არაა კარგი......

იაფასიანი კი აავადმყოფებს ძაღლს

დაიმონდი სცადე აბა

Posted by: PuTKiiI 29 Mar 2014, 22:22
QUOTE
იმდენს ჭამს ჩემი ძროხა...

რას ქვია იმდენს ჭამს?
რაცაა დოზა ის უნდა მისცე და არა იმდენს რამდენსაც ჭამს

Posted by: nit123 29 Mar 2014, 23:26
PuTKiiI
დიდი ჯიშია ანუ, ვაააახ... და შესაბამისად 1 კგ ჰყოფნის 2 დღე, როცა ჩიხუახუას ყოფნის 1 კვირა....

Posted by: PuTKiiI 30 Mar 2014, 00:18
nit123
რა ვაახ კკანე კორსო მყავდა და იმას ვაჭმევდი მაქს 300 გრამს დღეში და შენ რა გყავს ასეთი 500 რომ უნდა ??


Posted by: bonnie 30 Mar 2014, 11:13
იმედია სწორ ადგილას ვსვამ კითხვასbiggrin.gif
მოკლედ, მყავს პატარა ხმელეთის კუ. ზაფხულში ვიყიდე და რამდენიმე თვე მარტო სალათის ფურცლებს და ძალიან ცოტა წყალს იღებდა. სხვას არაფერს ჭამდა. ზამთრის ძილი დაიწყო ნოემბერში და 20 თებერვალს გამოფხიზლდა. მას შემდეგ რა საჭმელი არ შევთავაზე არაფერს პირს არ აკარებს. არ. მის საყვარელ სალათის ფურცლებს. არც მწვანილებს, არც ხილს არც ბოსტნეულსsad.gif(( წყალსაც არ სვამს. რ. ვუყო მირჩიეთ რა მეშინია არ მოკვდეს sad.gif((

Posted by: JPEG 30 Mar 2014, 13:56
ლეკვმა საკუთარი ქუქა თუ შეჭამა ეს რას ნიშნავს დებიბილია თუ რამე აკლია ? რამე კარგი საშუალება არის რო აგარ ქნას მასე?

ვცემე ერთხელ აქარქნათქო და ისეთი შეგრძნება დამრჩა რო შეწამა რო დამალა კვალი დანაშაულის ადგილიდან :დ

Posted by: PuTKiiI 30 Mar 2014, 22:28
QUOTE
0 თებერვალს გამოფხიზლდა.

აბა მის მერე მშიერია ?
QUOTE
ვცემე ერთხელ აქარქნათქო

აზრი არ აქვს ვინაიდან
ძაღლს კალცი აკლია და მაგიტომ ჭამს მაგას
აზრი არ აქვს ცემას
დ- ვიტამინს ასმევ ან კალცს?
კვერცხის კანი აჭამე პირდაპირ მიეცი არც მოხარშვა არაფერი ოღონდ არ გახეთქო 1 ცალის მიე 3--4 დღეში ერთხელ

Posted by: bonnie 30 Mar 2014, 22:54
PuTKiiI

თითქმის. 5-6 დღეში ერთხელ ციცქნის რაღაცას. ისიც ძალიან ცოტას. სერიოზულად დავშინდი უკვე :||

Posted by: PuTKiiI 30 Mar 2014, 23:24
bonnie
არ ვიცი რით დაგეხმარო.. შემოვლენ ვეტერინარები
ისე jaguar paw არ იცი რამე ? :დ

Posted by: Ana-Veterinar 31 Mar 2014, 15:01
kuda
გამარჯობა. 3-4 თვემდე ლეკვებს აქვთ კვებასთან დაკავშირებული პრობლემები, ძალიან რომ მოშივდება შეჭამს დამერწმუნეთ smile.gif თუ რამეს შეასრულებს უმჯობესია თუ რამდენიმე მაცვალს მისცემთ საკვებიდან მხოლოდ წახალისების მიზნით,შემდეგ მიხვდება რომ ბოლომდე ვერ დანაყრდა ...
* * *
bonnie
გამარჯობა, სავარაუდოდ ვიტამინოვანი ნაკრები სჭირდება,გირჩევთ თამარაშვილის 19 ში მიბრძანდეთ, მიმართეთ ეგზოტიკური ცხოველების სპეციალისტს კოტეს.

Posted by: agr_bak 31 Mar 2014, 17:03
edna mamida
QUOTE
როიალიც არაა კარგი......


მეც შევამჩნიე რომ არ ვარგა.

რამდენიმე თვე მივეცი და აშკარად არ არის ისეთ ფორმაში როგორშიც უნდა იყოს
თან სულ ჭიდაობით ვტენიდი , არ მოსწონდა.

ახლა დროებიტ ხორცზე გადავიყვანე რომ დაავიწყდეს ცოტა ხანს ეს მშრალი საკვები თორემ შეიზიზღა
და მერე რამე სხვა უნდა შევურჩიო


ალბათ ისევ ედვანსი

რომელს მირჩევთ პუდელისთვის ხარისხიანს და თან ისეთს რომ იშოვებოდეს და ხშირად არ იყოს დეფიციტში ?
* * *
JPEG
QUOTE
ლეკვმა საკუთარი ქუქა თუ შეჭამა ეს რას ნიშნავს დებიბილია თუ რამე აკლია ?

კალცი აკლია შენს ლეკვს. ვეტერინარს მიმართე და დაუნიშნავს მისთვის საჭირო ვიტამინს (ასაკის მიხედვით)

შენით შეგიძლია უმი კვერცხის ნაჭუჭი დაუფხვნა და აჭამო ერთი ცალი, რამდენიმე დღეში ერთხელ
უცხიმო ხაჭოც.


Posted by: bonnie 31 Mar 2014, 19:12
Ana-Veterinar


ნომერი ხომ არ გაქვთ მაგ ადამიანის ? მადლობა წინასწარ.

Posted by: kuda 1 Apr 2014, 09:12
Ana-Veterinar
QUOTE
გამარჯობა. 3-4 თვემდე ლეკვებს აქვთ კვებასთან დაკავშირებული პრობლემები, ძალიან რომ მოშივდება შეჭამს დამერწმუნეთ smile.gif თუ რამეს შეასრულებს უმჯობესია თუ რამდენიმე მაცვალს მისცემთ საკვებიდან მხოლოდ წახალისების მიზნით,შემდეგ მიხვდება რომ ბოლომდე ვერ დანაყრდა ...

მადლობა smile.gif

Posted by: MITIATO 1 Apr 2014, 11:38
PuTKiiI
QUOTE
კვერცხის კანი აჭამე პირდაპირ მიეცი არც მოხარშვა არაფერი ოღონდ არ გახეთქო 1 ცალის მიე 3--4 დღეში ერთხელ

კვერცხის ნაჭუჭს ორგანიზმი რომ ვერ ინელებს, არაუშავს?
მოუხარშავი ცილის ჭამაც არ შეიძლება ძაღლისთვის.

კრევცხის ნაჭუჭის ჭმევა თუ გინდა მაინც და მაინც, უნდა დაფქვა და რამე მჯავე, მაგ. ლიმნის წვენი დაასხა, კალციუმის კარბონატი ხსნად ფორმაში რომ გადავიდეს.
სხვანაირად აზრი არ აქვს ჭმევას.

Posted by: Ana-Veterinar 1 Apr 2014, 11:48
bonnie
დიახ რა თქმა უნდა. 555 42 07 65

Posted by: PuTKiiI 1 Apr 2014, 11:56
MITIATO
რავი მე ვაძლევდი და არასდროს შემიმჩნევია რამე პრობლემა givi.gif givi.gif

Posted by: JPEG 1 Apr 2014, 12:08
ლეკვს ყურები გაგიზიანდა შიგნიდა მგონი დაბანისას წყალი ჩაუვიდა, რამე მალამო მირჩიეთ

Posted by: Ana-Veterinar 1 Apr 2014, 13:37
JPEG
იკითხეთ ვეტ. აფთიაქებში ან მაღაზიებში (ოტოპეტ–თერაპია), პირველ რიგში წყალბადით გამოუსუფთავეთ და შემდეგ ჩააწვეთეთ.რა ძაღლი გყავთ? მკურნალობის კურსი შეადგენს 10 დღეს, შემდეგ ანახეთ ვეტერინარს ის გეტყვით გააგრძელოთ თუ შეწყვითოთ მკურნალობა.

Posted by: JPEG 1 Apr 2014, 15:01
ლაბრადორია 5 თვის
მეუღლე ქალაგარეთაა და მე ვერმიმყავს ვეტექიმთან

Posted by: parikutini 2 Apr 2014, 11:05
ვაიმე ხალხო მიშველეთ რამე, ამ ბეწვის ცვენას როგორ უმკლავდებით? ვიტამინი ან რამე არსებობს რამე? პეკინესი მყავს და სასწაულად სცვივა ბეწვი, აქვე ახლოს ვინცაა ვეტი არა უშავს პერიოდიაო, ალიკასთან ვერ გამყავს რიგი მიზეზების გამო, არადა სერიოზული უსიამოვნება მაქვს ამის ბეწვების გამო, ან რა ხერხით შევუცოტავო ეს ცვენა, ან ხალიჩიდან რა ხერხით ავიღო ეს ბეწვები. მოკლედ ნებისმიერი რჩევები გამომადგება.

Posted by: MITIATO 2 Apr 2014, 11:56
PuTKiiI
QUOTE
რავი მე ვაძლევდი და არასდროს შემიმჩნევია რამე პრობლემა

მეც ვაძლევდი, მაგრამ რომ გავიგე, რომ არ არის კარგი, მერე აღარ მიმიცია.

ისე, კვერცხის უმი ცილა შეიცავს ფერმენტ ავიდინს, რომელიც ბ ჯგუფის ვიტამინების შეწოვას უშლის ხელს და ხშირად თუ აჭმევ, ბოლოს ბ ავიტამინოზი დაეწყება.
ასევე, უმი კვერცხი სალმონელოზის მიზეზი შეიძლება ახდეს.

ამიტომ, გვირჩევენ ძაღლს ვაჭამოთ უმად მარტო გული ან მოვხარშოთ.

ნაჭუჭებზე რაც დავწერე, ეგ ელემენტარული ქიმიაა. smile.gif

Posted by: Ana-Veterinar 2 Apr 2014, 14:01
parikutini
პარაპროქტიტი უნდა გაუსუფთავოს ექიმმა, ასევე მიეცით 8+1 ის მულტივიტამინი წონის მიხედვით (14 დან 30 დღემდე, საჭიროების შემთხვევაში გაუგრძელეთ), ყოველდღე ჩამოვარცხნეთ, როგორც თმის მიმართულებით ისე საპირისპიროდ. ასევე თევზის ქონი (კაფსულებში) 21 დღე.

Posted by: parikutini 2 Apr 2014, 14:19
Ana-Veterinar

ვაიმე გაიხარეეეეეეეეე დიდი მადლობა

Posted by: blblbl 2 Apr 2014, 15:46
parikutini
ფურმინატორი იყიდე და ვარცხნე შეუმცირდება

Posted by: MITIATO 2 Apr 2014, 15:58
Ana-Veterinar
ვეტერინარი ხარ, არა?
კითხვა მაქვს ასეთი.
ჩემს ძაღლს უწევს ცოფის აცრა, მაგრამ აქვს მკრეჭავი ლიქენი. ვმკურნალობ, ახლა თითქოს გაუქრა, მაგრამ მაინც ვყოყმანობ.
დავიცადო და მერე ავცრა თუ ახლა ავცრა?

parikutini
ჩემს გამოცდილებასაც გეტყვი.
ახლა ყველა ძაღლის ცვივა ბეწვი.
ამიტომ დაბანე ჩვეულერივზე ცოტათი თბილი წყლით და მერე მაგრად დავარცხნე.
მკვდარი ბეწვის უმეტესობას აშორებს.

Posted by: Ana-Veterinar 2 Apr 2014, 19:09
parikutini
არაფერს, რისი მადლობა smile.gif
* * *
MITIATO

სად დაუდგინეს დიაგნოზი?! თქვენის ნებართვით, აქედან დავიწყოთ smile.gif

Posted by: MITIATO 2 Apr 2014, 20:56
Ana-Veterinar
QUOTE
სად დაუდგინეს დიაგნოზი?!

ლაბორატორიულად არ არის დადასტურებული, ეს თუ გაინტერესებს.

Posted by: kikva_98 2 Apr 2014, 21:49
გამარჯობათ ჩემი თუთიყუში ხშირად იქექება და პარაზიტები ხოარ ყავს ? როგორ დავეხმარო

Posted by: MITIATO 2 Apr 2014, 21:53
kikva_98
ამ თემაში იკითხე: http://forum.ge/?f=72&showtopic=34615440
თუთიყუშებში გარკვეული ხალხი აქ არ შემოდის.

Posted by: Ana-Veterinar 3 Apr 2014, 15:57
kikva_98
მიმართეთ სპეციალისტს. ზოოპარკში ან კოსტავას 67 ში, იკითხეთ ზურა
* * *
MITIATO
თუ დიაგნოზი არ გვაქვს დასმული მაშინ რატომ არ უნდა გავუკეთოთ ცოფი? შესაძლოა არც ჰქონდეს ტრიქოფიტია, ანახეთ სპეციალისტს რომ დარწმუნდეთ...

Posted by: MITIATO 3 Apr 2014, 18:35
Ana-Veterinar
QUOTE
შესაძლოა არც ჰქონდეს ტრიქოფიტია, ანახეთ  სპეციალისტს რომ დარწმუნდეთ...

დარწმუნებული ვარ, რომ აქვს.

კაი.

yawn.gif

Posted by: gramatikikina 4 Apr 2014, 03:25
Ana-Veterinar
11 თვის საშუალო ზომის დედალი კატა რამდენს უნდა იწონიდეს მსუქანი რომ არ იყოს? და ბეწვის ცვენის საწინააღმდეგოდ შეიძლება ის ვიტამინები მივცე, რაც პეკინესზე ურჩიეთ? ხომ არ გაასუქებს უარესად ვიტამინები?

Posted by: mrs LANDI 4 Apr 2014, 13:02
გამარჯობათ,
პარვოვირუსული ინფექციების სადეზინფექციოთ რომელი საშუალება გამოიყენება და რამდენჯერ უნდა დამუშავდეს სახლი/ავეჯი?
ლიზოფორმი გვირჩიეს.
parvovirucide-ზე თუ გსმენიათ რამე და სად შეიძლება შეძენა საქართველოში?
მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: Ana-Veterinar 4 Apr 2014, 16:23
gramatikikina
მაქსიმუმ კილონახევარი უნდა იყოს, განსხვავებაა ასევე ჯიშებს შორის. დიახ მიეცით წონის მიხედვით,თუ 8+1 ვერ შეიძინეთ შეგიძლიათ სანალის ვიტამინებიც გამოიყენოთ.

Posted by: Computer 4 Apr 2014, 17:28
მყავს გერმანული ავჩალკის ლეკვი 1 თვის. 2 დღეა მომიყვანეს და ვაჭმევ რძეს და არაჟანს. არ ვიცი რა ვაჭამო და თუ დამაკვალიანებთ დამავალებთ.

Posted by: blblbl 4 Apr 2014, 17:35
Computer
რძე არ შეიძლება არც არაჟანი ...რომ მოგყავს ჯერ ხომ უნდა გაარკვიო რა სEიძლება და რა არა,გადაიყვანე იუახლოეს ვეტ კლინიკასჰი,გასინჯავს ექიმი აწონის ჭიის წამალსაც მისცემს და იმასაც დაგარიგებს რა და რა დოზა აჭამო

Posted by: gramatikikina 4 Apr 2014, 17:50
Ana-Veterinar
QUOTE
მაქსიმუმ კილონახევარი უნდა იყოს, განსხვავებაა ასევე ჯიშებს შორის. დიახ მიეცით წონის მიხედვით,თუ 8+1 ვერ შეიძინეთ შეგიძლიათ სანალის ვიტამინებიც გამოიყენოთ.

არა, 11 თვის კატაა. 5 კილო და რაღაცაა. ეტყობა არასწორად წაიკითხეთ :დ
ქუჩის კატების ზომაა, ე.წ. დვარნიაშკა. სიამზე(ტაილანდურზე) დიდია და დიდი ზომის კატები რომ არიან, მაგათზე პატარა.
ბევრია 5 კილო?
მადლობა, მივცემ ვიტამინს.

Posted by: ნია ნია 4 Apr 2014, 19:34
ჩემს ფისოს თვალიდან მუქი ფერის გამონადენი აქვს, თითქმის ყოველ დღე სჭირდება გაწმენდა და რითი შეიძლება ვუშველო?

Posted by: Computer 5 Apr 2014, 13:51
blblbl
შენ ის დამიწერე თუ იცი რა შეიძლება და რა არა. დანარჩენს თავად მივხედავ

Posted by: MITIATO 5 Apr 2014, 23:37
Computer
პირველ დღეებში ის უნდა აჭამო, რასაც პირველი პატრონი აჭმევდა.
მერე თანდათან უნდა გადაიყვანო იმ საჭმელზე, რაც შენ გინდა.
გააჩნია რა გინდა აჭამო: მშრალი საჭმელი თუ ნატურალური.
თუ მშრალი საჭმელი გინდა, თავიდან მაინც აჭამე კარგი ხარისხის, რომ ნორმალური გაიზარდოს. ჩვენთან შემოსული საკვებიდან ყველაზე მეტად როიალ კანინს და ჰილსს აძლევენ უპირატესობას. თუ რომელიმეს ყიდვას გადაწყვეტ, ლეკვების იკითხე. შეიძლება ვერ შეჭამოს ლეკვმა თავიდან მყარი საჭმელი და შეგიძლია თბილ წყალში ჩაულბო წინასწარ და ისე მისცე. ყველა საჭმელს თავისი ნორმა აქვს, რომელიც შეფუთვაზე აწერია. ყიდვისას იკითხე აუცილებლად.
თუ ნატურალური გინდა: ხაჭო, მაწონი, მოკარშული კვერცხი, მოხარშული ხორცი.
თუ წვნიანის გაკეთებას გადაწყვეტ, არასდროს აჭამო ძვლების ნახარში. ძაღლის კუჭ-ნაწლავის სისტემაზე ცუდად მოქმედებს. ყასბები ცალკე ყიდიან ხოლმე დაწუნებულ ხორცის ნაჭრებს შედარებით იაფად და ის იყიდე და იმით გაუკეთე.
არასდროს მიცე შოკოლადი, ხახვი, ბევრი ნიორი, გამწვანებული და ამოსული კარტოფილი (საერთოდ, კარტოფილს ძაღლი ვერ ინელებს), ყურძენი, ციტრუსები, ადამიანის ვიტამინები, რომლებიც რკინას შეიცავენ, კვერცხის უმი ცილა და ფრინველის ლულისებრი ძვლები (ბარძაყის ძვალი რომ არის, იმის მსგავსი). საერთოდ, მოხარშული ძვალი კარგი არ არის. გასართობად თუ მიცემ საქონლის დიდი ძვალს, უმი მიეცი. კიდევ ტკბილეული.
პური შეგიძლია ორცხობილას სახით მიცე გასართობად.
ჰო, ძირითადი პრინციპი ნატურალური კვების ის არის, რომ ცხოველური ცილის შემცველობა უნდა აჭარბებდეს ნახშირწყლებს.

სხვა რა ვიცი.
სულ ეს არის რაც გამახსენდა.
ხალხს დისერტაციები აქვს დაცული ძაღლი კვებაზე. biggrin.gif

Posted by: Nata80 7 Apr 2014, 18:17
გამარჯობა, მყავს ხვადი იაგდ ტერიერი 9 თვის და დაეწყო "შეჯვარების პერიოდი". მოკლედ ვეღარ ვაჩერებთ ისეთი გამწარებულია, ძუ ძაღლი მეზობლად ყავთ მაგრამ მის პატრონს არ უნდა შეჯვარება, სადმე რომ წავიყვანო მაგასაც ვერ ვახერხებ, ხოდა რამე "დასაგრილებელი "წამალი არსებობს? ვალერიანის წვეთები მიეციო ვეტ–ექიმმა მაგრამ მაგან არ უშველა

Posted by: ჩუსტი 8 Apr 2014, 01:31
გავერკვიე უკვე











-----------------------------

Posted by: Marym 8 Apr 2014, 02:13
გამარჯობათ! მოკლედ მჭირდება დახმარება. მყავს სტაფი, 2 წლის. პატარა რომ იყო გადაიტანა ენტერიტი საკმაოდ რთულ ფორმებში, მაგრამ საბედნიეროდ გადარჩა, იმის მიუხედავად რომ 10 % მომცეს გადარჩენის შანსი.. ამისთვის უღრმესი მადლობა ალიკას! ეხლა რა პრობლემა გვაქვს, დიდი ხანი Gავიდა იმის შემდეგ მაგრამ ძაღლი ძალიან სუსტია, ვერაფრით მოვამატებინე წონა, რა არ ვცადე. შემდეგ ბევრი რამ გადავიკითხე და ვფიქრობ რომ ორგანიზმი ვერ ითვისებს საკვებს როგორც საჭიროა, რაც ხშირ შემთხვევაში თან ერთვის ენტერიტს თურმე, მადაც არ აქვს კარგი. მედიკამენტებიც და ვიტამინებიც ვნახე რა უნდა მივცე, დანიშნულება რომ წავიკითხე ძალიან მომეწონა, წესით ძალიან მაგარი უნდა იყოს მაგრამ ეჭვი მაქვს რომ საქართველოში არ იყიდება. იქნებ რამე მირჩიოთ, რა მივცე, რით ვუშველო. წინასწარ დიდი მადლობა!

Posted by: PuTKiiI 8 Apr 2014, 02:31
Marym
ჭიებზე კარგად და სრულყოფილადაა დამუშავებული?

Posted by: Marym 8 Apr 2014, 10:57
კი ჭიებზე ყოველ 4 თვეში ერთხელ ვამუშავებ..

Posted by: MITIATO 8 Apr 2014, 20:41
Marym
QUOTE
მედიკამენტებიც და ვიტამინებიც ვნახე რა უნდა მივცე, დანიშნულება რომ წავიკითხე ძალიან მომეწონა, წესით ძალიან მაგარი უნდა იყოს მაგრამ ეჭვი მაქვს რომ საქართველოში არ იყიდება.

შეგიძლია გამოიწერო.
მე ყოველთვის ვიწერ ჩემი ძაღლისთვის ვიტამინებს.
შეგიძლია სახელი (ები) დაწერო? დაგეხმარები მოძებნაში.



Posted by: Computer 11 Apr 2014, 12:44
MITIATO
გაიხარე. დიდი მადლობა ;-)

ეხლა როიალ კანინს ვაჭმევ მაწონში ჩამბალს
უცხიმო ხაჭოს
მოხარშულ დაძენძილ ხორცს
კალცი მივეცი და ჭიის წამალი კიდე biggrin.gif

Posted by: NIKUULINA 12 Apr 2014, 19:58
ლაბრადოს 3 წლისას დღეს ვუნახე ყურზე აქვს ჭრილობის ნაირი აი რო წაიქცეოდი და მუხლზე რო მერე შავად რო გიმაგრდებოდა შემხმარი სისხლი ეგრე...ადრე ქონდა 1 თვის წინ ექიმთან მყავდა და არაფერია ნაკბენი ექნება ძაღლისო ვერ დავაჯერე რო შანსი არ იყო . ეხლა მეორე ყურზეც იგივე გაუჩნდა ყურის ბიბილოს ბოლოში შიგნიდან თითქოს რაღაცასმ მოარტყა და სისხლი მოსდიოდა და მერე გაუმაგრდა... რი ვაცლი ამ გამხმარ სისხლს ჭრილობაა პატარა შიგნით ეტყობა ....აქვს რამეს ხომ ვერ მირჩევდით ვინმე ? მაზი ან რამე რომ წავუსვა ...

Posted by: kuda 15 Apr 2014, 11:08
Ana-Veterinar
სალამი. დღეს დილით ჩემს კოკერ სპანიელს ცხვირი ჰქონდა ცივი. რამეს ნიშნავს თუ შესცივდა უბრალოდ?

Posted by: MITIATO 18 Apr 2014, 00:36
kuda
QUOTE
დღეს დილით ჩემს კოკერ სპანიელს ცხვირი ჰქონდა ცივი. რამეს ნიშნავს თუ შესცივდა უბრალოდ?


ძაღლებს ცივი და სველი ცხვირი აქვთ.
ნორმაა ეგ. biggrin.gif

Posted by: katokato 19 Apr 2014, 21:38
საქართველოში პატარა პომერანული შპიცის ყიდვა შეიძლება? love.gif

Posted by: kuda 22 Apr 2014, 11:43
MITIATO
QUOTE
ძაღლებს ცივი და სველი ცხვირი აქვთ.
ნორმაა ეგ. biggrin.gif

ზედმეტად ცივი ჰქონდა და ვინერვიულე biggrin.gif



Posted by: cici2013 22 Apr 2014, 16:14
გამარჯობათ, გვაჩუქეს ლეკვი (კოკერი), 4-5 თვის, გვაქვს პრობლემები, გთხოვთ, მირჩიოთ რა გავაკეთო, საიდან დავიწყო? მიჩვეულია სახლში მოსაქმებას, საყელურს რომ გავუკეთებთ წვება და აღარ დგება, ბავშვებს ხელში აყავთ და ისე გაყავთ გარეთ, როგორც კი დასვავენ, კისრისტეხით მორბის სახლში და ლოგინის ქვეშ შეძვრება, სადაც ბავშვს ძინავს, იქ არის კარგა ხანს, ჩუმად გამოიპარენა შეჭამს, წყალს დალევს, მოისაქმებს და ისევ იქ ძვრება, ყველაზე ცუდი ის არის, რომ ღამეც იქ ძინავს, გვაქვს კერძო ბინა და პატარა ხმაურზე ყეფს და იღრინება, იქ წევს სადაც ჩვენს პატარას უდევს თავი sad.gif , თავისი კუთხეც გავუკეთეთ, მაგრამ მაინც იქ ძვრება, არადა ბავშვი წლინახევრის არის და ცოდოა, 2-ჯერ უკვე გააღვიძა, თან შუაღამისას sad.gif(

Posted by: blblbl 22 Apr 2014, 17:42
cici2013
უცხო გარემოს განიცდის და იმიტომ იქცევა ასე,იქ უსაფრტხოდ გრძნობს თAვს,რამე სხვა საწოლის ქვწშ რომ მოუწყოთ კუთხე?მაგ ასალის ლეკვები სახლში ისაქმებენ ისედაც გადაეჩვევა მაგსაც,მავარია გარეთ გასვლას მიაჩვიოთ,ატარეთ ჯერ ხელში აყვანილი მერე დასვიტ და გვერდით დაუჯექით თქვენც,თოკიდან არ გაუშვათ.შეშინებულია აშკარად

Posted by: Dr Regners 23 Apr 2014, 09:16
Ana-Veterinar
ვეტერინარული კონსულტაციის გაწევა შეგიძლიათ-ეს მისასალმებელია, მაგრამ თქვენს მიერ კლინიკის რეკლამირება არ არის სწორი! მე არასდროს ფორუმში ჩემს კლინიკას არ ვუკეთებ რეკლამირებას, კარგი იქნება თუ თქვენც გაითვალისწინებთ ამას.

Posted by: kkaaxxaa 23 Apr 2014, 13:38
მიშველეთ რააააა....
რამდენიმე დღის წინ ბატკანი მაჩუქეს და ავადაა....

მემგონი გაცივდა ცხვირიდან ჩამოსდის.. და რა ვუშველო???

Posted by: Dr Regners 23 Apr 2014, 23:46
kkaaxxaa
დააკვირდით როგორ იკვებება, სიცხე, მოძრაობა , თუ ყველაფერი ნორმაშია არ არის პრობლემა

Posted by: Vangoga 25 Apr 2014, 23:35
გამარჯობათ მაქვს რამოდენიმე შეკითხვა smile.gif
1. ძაღლს ცვივა ბეწვი საშინლად და ვაჭრით ხოლმე თმებს , მაგრამ მინდა , რომ გავიყვანო გამოფენაზე და გაზდა მინდა და თუ შეგილიათ , რომ მითხრათ როგორ მოვიქცე , რამე შამპუნი არსებობს რომ თმები აღარ გაცვივდეს?
2. ჩემი ძაღლი არის 1 წლის და მაინტერესებს , უბრალოდ მაინტერესებს როდის ხდება შეჯვარება , როგორც ვიცი 1 წლის და 5-6 თვის რომ იქნებაო

Posted by: MITIATO 26 Apr 2014, 00:59
Vangoga
ბეწვის ცვენა არის ბუნებრივი მოვლენა, რომელიც ბუნებაში, როგორც წესი, ყველა ცხოველს აქვს სეზონურად: გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ეს დაკავშირებულია ტერმპერატურის ცვლილებასთან. იმის გამო, რომ ქალაქელი ძაღლების უმეტესობა სახლში ცხოვრობს, სადაც მეტ-ნაკლებად მუდმივი ტემპერატურაა, ბეწვის ცვლა და შესაბამისად, ცვენაც მთელი წლის განმავლობაში მუდმივად მიმდინარეობს. ეს არ არის პათოლოგია, ამიტომ ვერანაირი შამპუნით, პუდრით, ვიტამინით და ა.შ. ვერ შეაჩერებ. შეგიძლია, მხოლოდ დააჩქარო სპეციალური სავარცხლებით ხშირი ვარცხნით და ჩვეულებრივზე უფრო თბილ წყალში დაბანით და მერე კარგად დავარცხნით. ბეწვის ხარისხზე კარგად მოქმედებს, ასევე, ომეგა 3-ს შემცველი საკვები დანამატები.
ისე, რომ საერთოდ აღარ დაცვივდეს, ამას ნამდვილად ვერ მოახერხებ.

მეორე კითხვას რაც შეეხება, 2 წლის ასაკიდან აჯვარებენ ძაღლებს.

Posted by: Vangoga 26 Apr 2014, 11:08
MITIATO
მადლობა დახმარებისთვის smile.gif უბრალოდ გაგონილი მქონდა , რომ რაღაც ვიტამინები არსებობდა smile.gif

Posted by: MITIATO 26 Apr 2014, 13:50
Vangoga
QUOTE
უბრალოდ გაგონილი მქონდა , რომ რაღაც ვიტამინები არსებობდა


საერთოდ, ჩვენთან ვიტამინებს ბევრ მაგიურ ძალას მიაწერენ, მაგრამ ვიტამინები მაშინ არის კარგი, როცა მისი ნაკლებობაა ან ნაკლებობის საფრთხე არსებობს.
თუ ბეწვის ცვენა ვიტამინის ნაკლებობითაა გამოწვეული, მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება ეფექტი მის დალევას. ისე_არა.

როგორც გითხარი, ომეგა 3-ის შემცველი საკვები დანამატებია კარგი ბეწვის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.
მე ამას ვხმარობ: http://www.amazon.com/gp/product/B00373WVTU/ref=oh_details_o04_s00_i00?ie=UTF8&psc=1 და ძალიან კმაყოფილი ვარ. გაზაფხულზე და შემოდგომაზე ვასმევ, როცა ბეწვს იცვლიან.
ახლა ეს ვცადე: http://www.amazon.com/gp/product/B002CQU596/ref=oh_details_o02_s00_i04?ie=UTF8&psc=1
შედეგს სმას რომ დაამთევრებს, მერე ვიტყვი. biggrin.gif

Posted by: zuramumla 26 Apr 2014, 23:12
გამარჯობა, მყავს ქართული ნაგაზი 6 თვის და არის 28 კგ. თუ შეგიძლიათ მითხარით , როგოგამარჯობა, მყავს ქართული ნაგაზი 6 თვის და არის 28 კგ. თუ შეგიძლიათ მითხარით , როგორი წონაა და თუ უფრო მეტი უნდა იყოს რით დავეხმარო ?რი წონაა და თუ უფრო მეტი უნდა იყოს რით დავეხმარო ?

Posted by: raul_madrid 30 Apr 2014, 14:10
გამარჯობა, მყავს ზღვის გოჭი და მინდოდა ამეცრა მაგრამ მითხრეს რო არსად არ ცრიანო,მარა ცოფის მატარებლები არიანო და საშიში არის?

Posted by: blblbl 30 Apr 2014, 15:05
raul_madrid
ზგვი გოცჰი ცოფის მატარებელი ნამდვილად არააა და არც იცრებიან

Posted by: raul_madrid 30 Apr 2014, 21:30
blblbl
მადლობა 2kiss.gif იმდენი მელაპარაკეს რო დამაიზმენეს

Posted by: tamo7779 1 May 2014, 13:57
ლაბრადორის ლეკვისთვის რომელ საკვებს მირჩევთ? სად ვიყიდო და ფასიც მაინტერესებს, თუ იცით smile.gif

Posted by: giotochka 2 May 2014, 13:33
გამარჯობათ მყავს 4 თვის პოინტერისა და პიტბულის ნაჯვარი, 2 კვირის უკან საჭმელს არჭამდა, როგორც მითხრეს ჩუმა აქვსო . ვუმკურნალე ცევიტამინით, გენტამიცინი,დექსამეტაზონი, და სოფრადექსის წვეთებით (ოდნავ გამონადენი ჰქონდა ცხცირიდან, ახლა კარგათ იკვებება მაგრამ გამონადენი მაინც აქვს და რა გავაკეთო?)

Posted by: abameravici 2 May 2014, 18:32
8-9 თვის კატა მყავს (ჩვეულებირივი მეტისია) თავის საჭმლის გარდა რამე თუ შეჭამა მაშინვე კუჭში იშლება საჭელი სულ უყრია მაგრამ მაინც სხვა რაღაცებს ეძებს
biggrin.gif ტუალეტი სუფთა რომც ქონდეს (ჩვეულებრივ ქვიშას ვხმარობ) ზოგჯერ მაინც იატაკძე აკეთებს. სტერილიზაცია არ აქ გაკეთებული (ბიჭია) და შეიძლება რამე ვუშველო?

Posted by: sali-salo 2 May 2014, 19:20
გამარჯობათ ,შაბათს ალიკა რომელი საათიდან იწყებს მუშაობას ხო არ იცით?

Posted by: No Comment 2 May 2014, 19:34
მყავს ჰასკი 3 თვის ჭირზე ავცერი 5 დღის წინ, გუშინ იყო მიყვანილი მის ძმასთან რომელსაც ჭირი აღმოაჩნდა და დღეს ჩემი ლეკვამაც მოიწყინა, არ ჭამს რა ვქნა? sad.gif ხვალამდე ვერ ვითმენ ვერ ვუყურებ ეგეთს, ხვალ კი მივიყვან ვეტერენართან და დღეს ხომ ვერ შევძლებ რამის გაკეთებას. რამე ხომ არ დავალევინო??

Posted by: MITIATO 2 May 2014, 20:58
tamo7779
QUOTE
ლაბრადორის ლეკვისთვის რომელ საკვებს მირჩევთ? სად ვიყიდო და ფასიც მაინტერესებს

რახან უფრო კომპეტენტურმა არავინ გიპასუხა, მე გეტყვი.
საქართველოში შემოსული საკვებიდან, როგორც ამბობენ როიალ კანინი და ჰილსია ყველაზე კარგი.
ფასი 9 თუ 10 ლარამდეა, როგორც მახსოვს.

giotochka
QUOTE
როგორც მითხრეს ჩუმა აქვსო .

ვინ გითხრა?
აცრილი არ გყავდა?
თუ დიაგნოზი ვეტერინარს არ დაუსვამს, ვეტერინარს წაუყვანე, თუ დაგყავს ვინმესთან და იმის დანიშნულებას ეჭვით უყურებ, სხვას მიუყვანე.
აქ პროფესიონალი ვეტერინარი ათასში 1-ჯერ შემოდის და მტაცებელთა ჭირი საკმაოდ სერიოზული დაავადებაა ასე დისტანციურად რამე რჩევის მისაცემად. user.gif

No Comment
აცრის მერე იმუნიტეტის ჩამოყალიბებას 2 კვირა ჭირდება, ამიტომ აცრა შენს ლეკვს ვერ დაიცავდა.
ჭირი ძალიან სერიოზული ინფექციაა. ასე რჩევებს არაპროფესიონალები ვერ მოგცემთ.
თუ შეგიძლია წაყვანა, ტელევიზიის წინ ზოოპლაზასთან რომ ვეტ. კლინიკაა, 24 საათიანია, როგორც ვიცი, ან შენ თუ გყავს ვეტერინარი, იქნებ იმას დაუკავშირდე. user.gif

Posted by: nit123 4 May 2014, 23:25
ტკიპა ვიპოვე, ძირს ეგდო, ეტყობა ძაღლს მოძვრა sad.gif((
გასიებული იყო ... sad.gif((
ფუუუუუუუ, როგორ მოვიქცეე, ხომ არ დამესევეიააააან
ძაღლი დამუშავებული მყავს
არსებობს რამე საშუალება სადეზინფექციო?

Posted by: Ana-Veterinar 6 May 2014, 16:52
nit123
ნეოსტომოზანით დაამუშავეთ სახლი, რა ძაღლი გყავთ?

Posted by: saddasai 8 May 2014, 01:54
გამარჯობა,

5თვის ლაბრადორი მყავს, 3 აცრა გავუკეთე, ცოფზე ჯერ არ ამიცრია. ძალიან აქტიურია. რამდენიმე დღეა წინა მარცხენა ფეხით კოჭლობს. ოღონდ ყოველთვის არა, დღეში ერთი საათით დაახლოებით იწყებს კოჭლობით სიარულს. ხომ ვერ დამეხმარებით, რა შეიძლება სჭირდეს?? ეს თუ შეიძლება რაიმე კავშირში იყოს, ცოტა ხნის წინ მუცელზე გამონაყარი ჰქონდა, მაგრამ გაუარა. მადლობა წინაწარsmile.gif

Posted by: MITIATO 9 May 2014, 16:57
saddasai
QUOTE
რამდენიმე დღეა წინა მარცხენა ფეხით კოჭლობს. ოღონდ ყოველთვის არა, დღეში ერთი საათით დაახლოებით იწყებს კოჭლობით სიარულს. ხომ ვერ დამეხმარებით, რა შეიძლება სჭირდეს??

მე ვფიქრობ, რომ ზედმეტი აქტიურობისგან მოსდით.
ჩემი ძაღლიც რომ იყო მაგ ასაკში, პერიოდულად იტკივებდა ხოლმე უკანა თათს. არც არაფერი სერიოზული არ ყოფილა.

Posted by: _DelgadA_ 12 May 2014, 00:53
გამარჯობა

ჩემი ძაღლი შარდავს ძალიან ხშირად დღის განმავლობაში თან ბევრს, რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Ana-Veterinar
QUOTE
ნეოსტომოზანით დაამუშავეთ სახლი


ეს წამალი სად იყიდება?

Posted by: gramatikikina 12 May 2014, 02:00
Ana-Veterinar
ლევომიცეტინს ვერ ვაწვეთებ კატას და რამე მაზი არ არსებობს? რინიტი აქვსო, ცრემლი მოსდის ერთი თვალიდან. ეხლა გაუმუქდა გამონადენი რამდენიმე დღეაsad.gif

Posted by: SunnyMatrix 14 May 2014, 07:54
QUOTE (MITIATO @ 1 Apr 2014, 11:38 )
PuTKiiI
QUOTE
კვერცხის კანი აჭამე პირდაპირ მიეცი არც მოხარშვა არაფერი ოღონდ არ გახეთქო 1 ცალის მიე 3--4 დღეში ერთხელ

კვერცხის ნაჭუჭს ორგანიზმი რომ ვერ ინელებს, არაუშავს?
მოუხარშავი ცილის ჭამაც არ შეიძლება ძაღლისთვის.


ჩემმა ლეკვმა აღდგომის კვერცხები შეჭამა 6-7 ცალი ერთდროულად, რა თქმა უნდა ნებართვის გარეშე lol.gif
უბრალოდ მოქუქა მერე. აქამდე მოყვა კალცის მარაგი ეტყობა და ახლა 2-3 დღეა თავისი ქუქების ჭამა დაიწყო, ისევ კვერცხი უნდა მივცე lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: cici2013 14 May 2014, 12:49
blblbl დიდი მადლობა.

ეხლა ახალი პრობლემა მაქვს, ჩემს პატარას (1 წლის და 6 თვის) ლეკვი გაეთამაშა და ცოტა ზედმეტი მოუვიდა, ქუსლზე გაკრა კბილი და პატარა სისხლჩაქცევა აქვს, რადიოლოგს ვაჩვენე და სერიოზული არაფერია, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ ძაღლს სპეციალისტი ნახავს, ტერიტორიულად მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორია მაწყობს, (კამოს ქუჩაზე მიმასწავლეს, მაგრამ დამტოვებელი არ მყავს და + ძაღლით ვერ ვივლი) თუ ვინმემ იცით ზუსტი კოორდინატები ან ტელეფონის ნომერი, გთხოვთ შემეხმიანოთ, მინდა ვიზუალურად ძაღლი ვაჩვენო ვეტერინარს, მეტრო მარჯანიშვილის ზემოთ 2 ვეტკლინიკაა sad.gif იმაზე თავი არ შეიწუხოთ, არაფერი მითხრათ, მივედი და ადგილზე არ დამხვდა არცერთი, ტელეფონის ნომერი არ მომცეს (ასეთი ჯერ არაფერი გამიგია) და ჩემი ტელეფონი დავტოვე, დღემდე არცერთი არ შემხმიანებია

Posted by: MITIATO 14 May 2014, 13:34
cici2013
თუ ლეკვი მოვლილი და აცრილია, ნუ გეშინიათ.
თუ არ არის აცრილი და თან ეზოში ცხოვრობს, ან სხვა ცხოველებთან აქვს კონტაქტი, აუცილებლად აცერით ბავშვი.

ვიზუალურად, თუ დაავადება ინკუბაციურ პერიოდშია, ვერც ერთი ვეტერინარი ვერ შეატყობს ლეკვს ცოფი ჭირს თუ არა.

ფორუმზე ამ ვეტერინარების ტელ.ნომრები გვაქვს და რომელიმე გიპასუხებს იმაზე, რაც გაინტერესებს:
ალიკა 577 425 936
მარიამ ჩხიკვიშვილი 555275507
ვახტანგ მამალაძე 599 515 597
პაატა ჩხეიძე 577 476 297

Posted by: PuTKiiI 14 May 2014, 14:05
QUOTE
ახლა 2-3 დღეა თავისი ქუქების ჭამა დაიწყო, ისევ კვერცხი უნდა მივცე     

არ მისცე კვერცხი ისევ
-------------------------------
დაურეეკე ვეტს გეტყვის
--
კალცი იყიდე აფთიაქში წვეთები

Posted by: SunnyMatrix 14 May 2014, 21:48
QUOTE
არ მისცე კვერცხი ისევ


არა, მართლა კი არ მივცემ, რაღაც ვიტამინები აშკარად აკლია, უკანა ფეხებს ცოტა უხერხულად ადგამს ორი დღეა, მითხრეს, რომ სახსრების პრობლემაა. ვეტექიმთან მიმყავს ხვალ ან ზეგ.

Posted by: gvancunci 14 May 2014, 21:53
აუუუ, ჩემს ძაღლს კისერში აღმოვუჩინე დიდი ტკიპა (ძროხის ტკიპას რომ ეძახიან) ხოდა პინცეტით მოვაცალე მაგრამ თავი მოსძვრა თუ არა ვერ დავინახე,იმხელა ბეწვი აქვს და თან ამის გაჩერება თქვენ არ იცით რა ძალას მოითხოვს. წამოუვიდა სისხლი, მოვუწმინდე სპირტით და მხოლოდ პატარა ჭრილობასავით ეტყობა, ნაკბენივით და ამობურცული აქვს წოვისგან ეტყობა.იმ მომენტშივე ვეძებე ტკიპის თავი და ვერ ვიპოვე და შეიძლება რომ კანში შეძრომოდა? sad.gif

Posted by: kuda 15 May 2014, 13:28
მყავს 4 თვის ინგლისური სპანიელი. გუშინ საღამოს სასეირნოდ ვიყავით გასულები და 3-4-ჯერ დააცემინა. წამოვიყვანე სახლში, დაეძინა. დილით ისევ აცემინებდა და თითქოს ცხვირში სუნთქვა უჭირსო ან ნახველი აწუხებსო, ხრუტუნებდა და რამდენჯერმე დააცემინა. დავაფარე საბანი, გააგრძელა ძილი. ცოტა ხანში გაიღვიძა და თამაშის ხასიათზეც იყო, მაგრამ გაცივდა ვითომ? როგორ გავიგო?

Posted by: blblbl 15 May 2014, 13:34
kuda
ალერგიაა,ჩემიც აცემინებს,თეტრი ბუნტყლები რომ დაფრინავენ ეგ იწვევს ალერგიას :\

gvancunci
ეგ მასე რჩება ხოლმე და გაუვლის,მაგრამ შემდეგსი პირადპირ არ ამოაცალო ზეთი დაასხი ბამბაზე მერე დაადე ცოტა ხანს გააჩერე და ისე ამოსწიე რომ არ ჩარჩეს თავი.

Posted by: kuda 15 May 2014, 13:37
blblbl
QUOTE
ალერგიაა,ჩემიც აცემინებს,თეტრი ბუნტყლები რომ დაფრინავენ ეგ იწვევს ალერგიას :\

შეიძლება, მარა გუშინ ბუნტყლებიან ადგილებში არ გვივლია თითქოს. ისე სიცხე როგორ ეზომებათ ძაღლებს? პირველად მყავს და არ ვიცი წვრილმანები. თერმომეტრის გარეშე მივხვდები? როგორც ადამიანებს შუბლზე ხელის დადებით უსინჯავენ, რამე მსგავსი მეთოდი არის? biggrin.gif

Posted by: blblbl 15 May 2014, 13:45
kuda
მაგას გავლა არ უნდა მაგ ადგილას,მთვარი რმსადღაც არის :\ უკან უნდა გაურჭო თერმომეტრი და მერეე 5 ხაზი გამოაკლო :დდ 39ის მერე ითვლება სიცხედ როგორც მახსოვს იქამდე არა

Posted by: gvancunci 15 May 2014, 17:04
QUOTE (blblbl @ 15 May 2014, 13:34 )

gvancunci
ეგ მასე რჩება ხოლმე და გაუვლის,მაგრამ შემდეგსი პირადპირ არ ამოაცალო ზეთი დაასხი ბამბაზე მერე დაადე ცოტა ხანს გააჩერე და ისე ამოსწიე რომ არ ჩარჩეს თავი.

გაიხარე, ჩემი მეგობარია ვეტერინარი და მითხრა უკვე რაც უნდა გავუკეთო, უბრალოდ ამის გაჩერება ერთ ადგილას შეუძლებელია და ის ზეთიანი ბამბაც იმიტომ ვერ დავადე sad.gif

Posted by: gvancunci 18 May 2014, 14:39
ვაიმეეეე sad.gif ჩემს ბიჭს სასქესო ორგანოდან სისხლი გამოსდის რისი ბრალი შეიძლება იყოს? დღეს ვერაფრით მიმყავს ვეტთან,ხვალ კი გავაქანებ თუ არ მოვკვდი მანამდე ნერვიულობით weep.gif

Posted by: kuda 19 May 2014, 10:37
ანტი-კოღო წვეთები მირჩიეს ძაღლისთვის და სახელი აღარ მახსოვს. ხომ ვერ დამეხმარებით? კისერზე უნდა დაასხა და თვითონ ვრცელდებაო.

Posted by: MITIATO 20 May 2014, 11:21
kuda
ადვანტიქსი.
კოღოს არა და ლეიშმანიოზის გადამტან მოსკიტებს კი აფრთხობს.

Posted by: JPEG 20 May 2014, 11:28
დზაგლი ოთხი დგეა უკვე კოჭლობს 6 თვის ლეკვია ად სისუსტეს გრდზნობს ფეხებში მგონი sad.gif

ვიტამინი აკლია ცუდად დახტა თუ რააარი ხო ვერ ივარაუდებთ რამეს

Posted by: MITIATO 20 May 2014, 17:17
JPEG
QUOTE
დზაგლი ოთხი დგეა უკვე კოჭლობს 6 თვის  ლეკვია

უკანა ფეხით თუ კოჭლობს, ჯობია ვეტერინარს ანახო, რომ მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია გამოირიცხოს.
შენ ხომ ლაბრადორი გყავს და ხშირია ეს დაავადება ლაბრადორებში, მით უფრო რომ შეჯვარებისას არავინ აქცევს ყურადღებას ჩვენთან მშობლებს აქვთ თუ არა დისპლაზია.


Posted by: madridiSSta1988 22 May 2014, 19:02
ხალხო ძაღლი მყავს ცუდად და ვინც ერკვევით იქნებ მიპასუხოთ.
მოკლედ რამდენიმე დღე სუსტად იყო, სწრაფად სუნთქავდა, ბევრ წყალს სვამდა. ორშაბათს საღამოს საერთოდ ვეღარ ადგა ფეხზე.
გავაქანე ნათია ბერიძის კლინიკაში, ენდომეტრიოზი აღმოაჩნდა და საშვილოსნო ამოაჭრეს.
გადასხმებს ვუკეთებ მესამე დღეა, და ახლა ვატყობ რომ რაღაც სუნთქვას აუჩქარა და ძალიან მიგდებულია, ზოგჯერ ისე უჩქარებს სუნთქვას, მგონია გული გაუსკდება მეთქი. ექმის ვურეკავ, არ იღებს.
ოპერაციის შემდეგ ნორმალურია ასეთი მდგომარეობა თუ რაიმე ცუდი ხდება? ხვალ დილით წავიყვან კლინიკაში, უბრალოდ ამ წუთას რა შემიძლია ვიღონო ეგ მაინტერესებს, ასე რომ ვუყურებ გული მისკდება.

Posted by: PuTKiiI 22 May 2014, 19:32
QUOTE
ექმის ვურეკავ, არ იღებს.

vis.gif vis.gif

სხვა ვეტს დაურეკე

Posted by: MITIATO 22 May 2014, 19:40
madridiSSta1988
სიცხე ხომ არ აქვს მაღალი?
ხომ არ გაგიზომიათ?
ანტიბიოტიკს ხომ უკეთებთ ოპერაციის შემდეგ?

user.gif

Posted by: madridiSSta1988 22 May 2014, 21:23
MITIATO
სიცხე გუშინ გაუზომეს და არ ჰქონდა.
გადასხმასთან ერთად რამდენიმე წამალს უკეთებენ, მათ შორის ანტიბიოტიკს.
ახლა უკეთაა, წეღან გული გამიხეთქა.
ცალ ფეხს ითრევს, ექიმმა გინდა თუ არა ოპერაციის ბრალიაო, არადა მეორემ მითხრა მენჯის ანთებააო, ვეღარ გავიგე.

Posted by: kuda 23 May 2014, 13:13
MITIATO
QUOTE
ადვანტიქსი.
კოღოს არა და ლეიშმანიოზის გადამტან მოსკიტებს კი აფრთხობს.

ხო, გუშინ ვუყიდე და დავაწვეთე, მაგრამ ერთი კისერზე და ერთი კუდისკენო, ასე მითხრა ექიმმა და დღეს რომ ვკითხულობდი ფორუმებზე, ხერხემლის მთელ გაყოლებაზეო. ვერ გავიგე..


ახლა სხვა პრობლემა მაქვს. დღეს სახლიდან რომ გამოვედით, ბალახებში გაირბინა და დედაჩემთან რომ ამყავდა, ყარდა. ამ ბალახებიდან აიღო სუნი. ფეხები მოვბანეთ, ძმრიანი პირსახოცით გავწმინდეთ და მაინც სუნი აქვს sad.gif არადა ორშაბათს ვაბანავე და გუშინ ადვანტიქსი დავასხი და რა ვქნა? ვაბანაო ისევ და თავიდან დავაწვეთო ხო? სხვა გამოსავალი არაა, ვერ მიეკარები ძაღლს, ისეთი სუნი აქვს sad.gif თვითონაც წუხს და ვერ ისვენებს.

Posted by: blblbl 23 May 2014, 15:27
kuda
ხვალამდე მოიტმინე როგორმე და ხვალ სუფტა ცყლიტ დაბანე სჰამპუნის გარესჰე,არ დაგცჰირდება დასხმა ტავიდან

Posted by: MITIATO 23 May 2014, 16:50
kuda
QUOTE
გუშინ ვუყიდე და დავაწვეთე, მაგრამ ერთი კისერზე და ერთი კუდისკენო, ასე მითხრა ექიმმა და დღეს რომ ვკითხულობდი ფორუმებზე, ხერხემლის მთელ გაყოლებაზეო. ვერ გავიგე..

ანოტაციაში უწერია, რომ უნდა დაასხა ბეჭებს შორის, ანუ იმ ადგგილას, სადაც ძაღლი ვერ მიწვდება.
თუ მოხდა ისე, რომ კიდევ დარჩა რამე, მერე ხერხემლის გასწვრივ ჩააყოლებ, ოღონდ ისევ ისეთ ადგილებში, სადაც ძაღლი ვერ აილოკავს.
სულ ეს არის.

ადვიანტიქსის დასხმა შეიძლება ბანაობიდან მე-3 დღეს და დასხმის მერე 3 დღე არც უნდა აბანავო და არც უნდა დასველდეს.
ძმრიანი ჩვრით თუ გაწმინდეთ დასხმისთანავე, მე მგონი, აზრი აღარ აქვ მოცდას. დაბანეთ და 3 დღის მერე თავიდან დაასხით. ოღონდ მერე არც სველ ბალახებში არბებნინო და არც წვიმაში გაუშვა 3 დღე.

Posted by: kuda 24 May 2014, 10:36
blblbl
გაუვიდა სუნი და აღარ ვაბანავე biggrin.gif
MITIATO
QUOTE
ადვიანტიქსის დასხმა შეიძლება ბანაობიდან მე-3 დღეს და დასხმის მერე 3 დღე არც უნდა აბანავო და არც უნდა დასველდეს.
ძმრიანი ჩვრით თუ გაწმინდეთ დასხმისთანავე, მე მგონი, აზრი აღარ აქვ მოცდას. დაბანეთ და 3 დღის მერე თავიდან დაასხით. ოღონდ მერე არც სველ ბალახებში არბებნინო და არც წვიმაში გაუშვა 3 დღე.

მუცელი გავუწმინდე მარტო ძმრიანი ტილოთი, სადაც წამალი დავასხი, არ შევხებივარ. საღამომდე სუნმაც გაუარა და ბანაობასაც გადარჩა. მგონი ყველაფერი კარგადაა biggrin.gif


Posted by: Adrenalize 24 May 2014, 13:20

Posted by: XURCOPOWER 26 May 2014, 03:04
ძაღლის აწონვა სად შეიძლებაა? რუსთავში ვერსად ვნახე და.

Posted by: madridiSSta1988 28 May 2014, 17:40
შეიძლება სახსრის ანთების დროს ძაღლს ფეხი დაუწვრილდეს? და შანსი თუ არის, ანთების ჩაქრობის შემდეგ ისევ ნორმალურად გაიაროს?

Posted by: nothing123 29 May 2014, 21:33
გამარჯობათ სასწრაფოდ მჭირდება ვინმეს თუ გაქვთ ინფორმაცია ძაღლის გაკრეჭასთან დაკავშირებით ,სად კრიჭავენ და ბანენ ,ისანი,სამგორი ვარკეთილის რაიონში თუ იქნება ძალიან კარგია

Posted by: _siyvarulovna_ 30 May 2014, 11:57
საუკეთესო ვეტექიმი მირჩიეთ თბილისში რა.. მეგბრის ძაღლია ცუდათ ფეხი აქვს გასიებული ვერ დგება ვერ ჭამს... 4 სხვადასხვა ვეტექიმთან ყვადათ და ვერ უგებენ რა ჭირს : ( იქნებ მირჭჩიოთ ვისთან შეუძლია მიყვანა : (

Posted by: madridiSSta1988 30 May 2014, 19:07
_siyvarulovna_
ნათია ბერიძესთან სცადმოს ნუცუბიძის 62 ნომერში, ან ზოოპარკთან.

Posted by: BELLA-DONNA 30 May 2014, 20:06
გამარჯობათ. არ ვიცი აქ უნდა დავსვა კითხვა თუ არა, მაგრამ იქნებ დამეხმაროთ. დღეს ვიპოვე ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყი. ძალიან პატარაა, თვალებაუხელელი. სახლში წამოვიყვანე მაგრამ არ ვიცი როგორ მოვუარო, ან რა ვაჭამო, ან როგორ ვაჭამო, ძალიან სუსტია და უსუსური. ცოტა შაქრიანი წყალი დავალევინე მოსაძლიერებლად, იმედია არაფერს ავნებს. გთხოვთ დამეხმარეთ, ძალიან მეცოდება, არ მინდა მოკვდეს. წინასწარ დიდი მადლობა.

Posted by: Unico 30 May 2014, 22:20
BELLA-DONNA
ღინღლი აქვს?

რომ იპოვეთ, იქვე სადმე მაგ ბარტყის მშობლები არ დაგინახავთ?

ბარტყის კვება გაგიჭირდებათ, სავარაუდოდ მოკვდება sad.gif

Posted by: BELLA-DONNA 30 May 2014, 22:38
Unico
QUOTE
ღინღლი აქვს?

სულ ოდნავ. user.gif
QUOTE
რომ იპოვეთ, იქვე სადმე მაგ ბარტყის მშობლები არ დაგინახავთ?

არა, ასფალტზე ეგდო და სავარაუდოდ ვინმე ფეხს დაადგამდა და მაგით დამთვრდებოდა... sad.gif
QUOTE
ბარტყის კვება გაგიჭირდებათ, სავარაუდოდ მოკვდება

ცოტა კვერცხის გული ჩავუდე პირში და რა ვიცი, ვნახოთ... sad.gif

Posted by: Jaguar paw 30 May 2014, 22:58
BELLA-DONNA, ასეთ პატარა ბარტყებ ყოველ ნახევარსაათში სჭირდებათ კვება დაახლოებით 18 საათის განმავლობაში.
გარდა ამისა, სხვადასხვა ფრინველის ბარტყს კვების განსხვავებული რაციონი აქვთ.
კვერცხის გულზე და შაქრიან წყალზე ვერ გაზრდი. სამწუხაროდ, პრაქტიკულად არ აქვს გადარჩენი შანსი. mo.gif


Posted by: BELLA-DONNA 30 May 2014, 23:29
Jaguar paw
QUOTE
ასეთ პატარა ბარტყებ ყოველ ნახევარსაათში სჭირდებათ კვება დაახლოებით 18 საათის განმავლობაში.
გარდა ამისა, სხვადასხვა ფრინველის ბარტყს კვების განსხვავებული რაციონი აქვთ.
კვერცხის გულზე და შაქრიან წყალზე ვერ გაზრდი. სამწუხაროდ, პრაქტიკულად არ აქვს გადარჩენი შანსი.

არც მაქვს დიდი იმედი, მაგრამ მაინც ვცდილობ, რა ვქნა სანამ ცოცხალია ვერ გადავაგდებ... sad.gif

Posted by: MITIATO 31 May 2014, 13:46
BELLA-DONNA
გააჩნია რომელი ჩიტის ბარტყია. ყველას თავისებური კვება ჭირდება.
მერცხლებზე, ნამგალებზე და მტრედებზე აქ ნახე: http://forum.ge/?f=72&showtopic=33864794&st=360

Posted by: BELLA-DONNA 31 May 2014, 13:48
MITIATO
QUOTE
გააჩნია რომელი ჩიტის ბარტყია. ყველას თავისებური კვება ჭირდება.
მერცხლებზე, ნამგალებზე და მტრედებზე აქ ნახე: ბარტყების, ტყვე და ავადმყოფი ჩიტების მოვლა

მოკვდა უკვე, დილამდე ვერ იცოცხლა. რისი ბარტყი იყო არ ვიცი, ჭამის თავიც არ ქონდა. sad.gif
ყურადღებისთვის მადლობა. 2kiss.gif


QUOTE
წერილები: 7777

სურვილი ჩაიფიქრე... smile.gif

Posted by: MITIATO 31 May 2014, 13:53
BELLA-DONNA
QUOTE
მოკვდა უკვე, დილამდე ვერ იცოცხლა.

ცუდია. user.gif
ისე, ჩიტები თვითონვე აგდებენ ხოლმე ბუდიდან ყველაზე სუსტ ან ავადმყოფ ბარტყებს.
შემთხვევით გადმოვარდნილებს მარტო არ ტოვებენ.


QUOTE
წერილები: 7777 სურვილი ჩაიფიქრე...

ვაიმე, არც დამინახავს. biggrin.gif

Posted by: Jaguar paw 31 May 2014, 13:58
BELLA-DONNA
QUOTE
მოკვდა უკვე, დილამდე ვერ იცოცხლა.

ეჰ mo.gif გული არ გაიტეხო.
ისე შემდეგისთვის გაითვალისწინე, გადმოვარდნილ ბარტყს თუ დაინახავ, სახლში არ მიიყვანო, რომელიმე ახლოს მყოფ ხეს დააკვირდი და თუ ბუდეს დაინახავ ხელმისაწვდომ სიმაღლეზე, მანდ დააბრუნე, თუ არა და ისევ ჯობია ადგილზე დატოვო user.gif

Posted by: BELLA-DONNA 31 May 2014, 13:58
MITIATO
QUOTE
ცუდია. 
ისე, ჩიტები თვითონვე აგდებენ ხოლმე ბუდიდან ყველაზე სუსტ ან ავადმყოფ ბარტყებს.
შემთხვევით გადმოვარდნილებს მარტო არ ტოვებენ.

ისე თავზე რაღაც ნაჭდევივით თუ ნახვრეტივით ქონდა და შეიძლება მართლა ავდმყოფი იყო... user.gif
QUOTE
ვაიმე, არც დამინახავს.

biggrin.gif
* * *
Jaguar paw
QUOTE
ეჰ  გული არ გაიტეხო.
ისე შემდეგისთვის გაითვალისწინე, გადმოვარდნილ ბარტყს თუ დაინახავ, სახლში არ მიიყვანო, რომელიმე ახლოს მყოფ ხეს დააკვირდი და თუ ბუდეს დაინახავ ხელმისაწვდომ სიმაღლეზე, მანდ დააბრუნე, თუ არა და ისევ ჯობია ადგილზე დატოვო

ხო, აი ეგ არც მომსვლია თავში... user.gif

Posted by: B-E-R-U 31 May 2014, 17:49
დღეს ჩემს აივანზე ბარტყი ვიპოვე(ზედა სართულზე აქვთ ბუდე, როგორც ჩანს. ცოცხალია და საცოდავად კანკალებს sad.gif ხოდა როგორ მოვუარო? რა ვაჭამო და როგორ? გაზრდა მინდა. მენანება სიკვდილისთვის sad.gif

Posted by: BELLA-DONNA 31 May 2014, 20:05
B-E-R-U
QUOTE
დღეს ჩემს აივანზე ბარტყი ვიპოვე(ზედა სართულზე აქვთ ბუდე, როგორც ჩანს. ცოცხალია და საცოდავად კანკალებს  ხოდა როგორ მოვუარო? რა ვაჭამო და როგორ? გაზრდა მინდა. მენანება სიკვდილისთვის

თუ მოახერხებ ჯობია ისევ ბუდეში ჩასვა, დედამისი ყველაზე უკეთესად მოუვლის. ზუსტად ეხლახანს მქონდა მასეთი შემთხვევა და მოკვდა, ვერ მოვუარე... sad.gif

Posted by: miki 1 Jun 2014, 16:53
ჩემს პატარა 2 თვის პეკინესს ცხვირში სუნთქვა უჭირს, ეტყობა გაუცივდათ. ვეტექიმმა პენიცილინის წყალხსნარი ჩააწვეთეო. ძალიან ვწვალობ მაგრამ 2 დღეა მემგონი ვაწვეთებ რაღაცნაირად და მემგონი შედეგი არაა. გამონადენი ცხვირიდან არ აქვს, თამაშობს ჭამს და მხიარულია....რაიმე მირჩიეთ რა?


Posted by: pepi grdzelicinda 1 Jun 2014, 18:06
გამარჯობა, მაინტერესებს საკვების ალერგია თუ ჰქონია თქვენს ძაღლს, რომელიც გამოიხატება ქავილში და კანის სიმშრალეში. როიალ კანინის საკვებს ვაჭმევ დაახლოებით ერთი წელია და მაგდენივე ხანია ვამჩნევ ალერგიას. სახლში მომზადებულ საკვებზე უნდა გადავიყვანო რომ გამოვრიცხო საკვებისგანაა თუ რა ჯანდაბაა კიდევ. პარაზიტებზე გამოკვლეულია, სუფთაა..

Posted by: miki 1 Jun 2014, 18:53
QUOTE (pepi grdzelicinda @ 1 Jun 2014, 17:06 )
გამარჯობა, მაინტერესებს საკვების ალერგია თუ ჰქონია თქვენს ძაღლს, რომელიც გამოიხატება ქავილში და კანის სიმშრალეში. როიალ კანინის საკვებს ვაჭმევ დაახლოებით ერთი წელია და მაგდენივე ხანია ვამჩნევ ალერგიას. სახლში მომზადებულ საკვებზე უნდა გადავიყვანო რომ გამოვრიცხო საკვებისგანაა თუ რა ჯანდაბაა კიდევ. პარაზიტებზე გამოკვლეულია, სუფთაა..

მე ზოგადად მაგას არ ვაჭმევ ჩემს ძაღლს , რადგან ძალიან ცხიმიანია და ღვიძლზე მოქმედებს.

Posted by: fson 2 Jun 2014, 13:00
გამარჯობა, მაინტერესებს ძაღლის გარეგნობით შეიძლება თუ არა მივხვდეთ ჯიშიანია თუ არა და როგორ?

Posted by: MITIATO 2 Jun 2014, 14:31
fson
ყველა ჯიშს აქვს თავისი სტანდარტი, სადაც წერია რა ფორმის უნდა ქონდეს თავი, ყურები და ა.შ.
მოკლედ სტანდარტი უნდა წაიკითხო.
მერე რაც შეიძლება ბევრი კარგი საშენის საიტი ნახე თავისი ძაღლებით და ლეკვებით.
საქართველოში ცოტა გაგიჭირდება, მაგრამ შეეცადე, რომ მიხვიდე გამოფენაზე და ნახო როგორები არიან ამ ჯიშის წარმომადგენლები და რომელს როგორ აფასებენ.
უცებ არა, მაგრამ თანდათან შეგეჩვევა თვალი და ექსპერტივით არა, მაგრამ მაინც შეძლებ ცუდის და კარგის განსხვავებას.


Posted by: pepi grdzelicinda 2 Jun 2014, 15:24
miki
უუფ ყველაზე ძვირი კი ღირს და, ვეღარ გავიგე რომელია კარგი და ცუდი, ჩემი სტატისტკით არცერთი მშრალი საკვები არ ვარგა. ამიტომაც გადავედით HOME made საკვებზე, ვოტ ტაკ!

Posted by: bubutoko 3 Jun 2014, 15:16
Chems 3 tvis cane corsos fextan aqvs ragac tetri wertilebi, cota magaria surati gadavuge oqneb vinmem icit ra aris da rogor unda vumkurnalo

http://imgur.com/X5Z22Ae. Suratic

Posted by: MELANQOLIC 3 Jun 2014, 22:29
მყავს 9 წლის ლაბრადორი დღეს შევამჩნიე უკანა მარცხენა ფეხს თითქოს ცხენივით ადგავს სხვანაირად კეცავს სიარულისას მოფანფალებული აქვს. მირჩიეთ რამე

Posted by: _DelgadA_ 4 Jun 2014, 19:08
მაინტერესებს თუ კეთდება მოსაძლიერებელი გადასახმა ძაღლებზე. ცუდად იყო და 2 დღე კარგად ვერ ჭამა და დაკარგული ენერგია და ვიტამინები რომ აღიდგინოს თუ არსებობს ასეთი გადასხმა ძაღლებისთვის smile.gif

Posted by: blblbl 4 Jun 2014, 20:37
_DelgadA_
გლუკოზა და რინგერის გადასხმა შეიძლება,ტუმცა რავიცი ცოდოა მაგისთვის,ვეტერინარს მიმარტე და რამე ვიტამინს დაუნისნავთ,ხორციც აჭამე ხაჭო და მოძლიერდება

Posted by: SaIrMe 7 Jun 2014, 12:45
მყავს ეწ. ლაიკის ლეკვი დაიბადა 15 აპრილს მაინტერესებს თუ შეიძლება ჭიის და რწყილის წამლის მიცემა . შევამჩნიე მგონი ყავს ტკიპები წინასწარ დიდი მადლობა.

Posted by: blblbl 7 Jun 2014, 14:32
SaIrMe
,ვეტერინართან მიიყვანე და ის გაუკეთებს ყველაფერს რაც საჭიროა,აცრბიც უდნად აიწყოთ მალე და დაგაკვალიანებს,იქამდე ხელში აყვანილი ატარე ექიმთანდ ა მიწაზე არ დასვა არც სასეირნოთ გაიყვანო სადანამ აცრებს არ გაუკეთებ.
* * *
marishka100

ვერ გწერ პირადში,სასწრაფოდ წაიყვანე შენი ძაღლი ექიმთან,გათენდება თუ არ აიმ წამსვე არ გადადო სასწრაფოდ!!!!

Posted by: blblbl 10 Jun 2014, 18:15
MITIATO
სავარაუდოდ რამდნიემე ტკიპამ დაკბინა ბიმბო,მაგის ნაკბენებს გავს :\ ხვალ მივიყვან ექიმთან ვანახებ მარა რამე საშიში ხო არ იქნება ანტიბიოტიკი ან რამე უნდა? სისხლიანი ნაკბენები აქვს,რამდენიმე მოშუშებული უკვე და მომხმარი თAვით

რეალურად ამგისგან იცავს რამე?წამლებიდ ასხმული ჰქონდა და გუსინაც დავასხი,დღეს ახალი ნაკბენია უკვე.

Posted by: MITIATO 10 Jun 2014, 23:58
blblbl
ყველა ტკიპა ხომ არ არის დაავადების გადამტანი. იმედია, მაინცდამაინც ეგეთი არ უკბენდა ბიმბოს.
წინასწარ არ უნდა არაფერი. ერთადერთი, ნაკბენს თუ დაუმუშავებ ანტისეპტიკით.

QUOTE
რეალურად ამგისგან იცავს რამე?

სნუპის ადვანტიქსი იცავს აშკარად.


Posted by: blblbl 11 Jun 2014, 00:09
MITIATO
აი ამისგან ვერაფრით ვიცავ,ვერც ადვანტქსით ვერც ბარსით,რწყილები და ტილები კი არ ხვდება არასდროს. ფრონტლაინი მითხრა ვეტერინარმა გაგიგია? თან სამი თვე იცავსო.

სველ ბალახში იგორავა და იქიდან აიკიდა დიდი ვარაუდით.

პ.ს. ნაკბენები ასე უდნა ეტყობოდეს?

Posted by: iFFii 11 Jun 2014, 00:48
ბარტყი მყავს აივანზე,მერცხალს გავს,შეიძლება რამე სხვაა,ბრჭყალები ჩაგვასო,ხელში აყვანა რომ ვცადეთ.
რით დავეხმარო?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 11 Jun 2014, 01:58
iFFii
QUOTE
ბარტყი მყავს აივანზე,მერცხალს გავს,შეიძლება რამე სხვაა,ბრჭყალები ჩაგვასო,ხელში აყვანა რომ ვცადეთ.
რით დავეხმარო?

აქ წერია როგორ უნდა გამოკვებო http://www.mybirds.ru/groups/swift/rearing.php

ეს კი შესაბამისი თემა http://forum.ge/index.php?act=ST&f=72&t=33864794

Posted by: MITIATO 11 Jun 2014, 11:24
blblbl
QUOTE
ფრონტლაინი მითხრა ვეტერინარმა გაგიგია?

კი გამიგია.
ოღონდ შარშან ვერ ვიშოვნე. გვქონდა, გაიყიდა და აღარ შემოგვიტანიაო, მეუბნებოდნენ. წელს რა ხდება არ ვიცი.
გამოხმაურებებს რომ გადავხედე, ადვანტიქსის არ იყოს, მასაც ყავს კმაყოფილი და უკმაყოფილო მომხმარებლები.

QUOTE
აი ამისგან ვერაფრით ვიცავ,ვერც ადვანტქსით ვერც ბარსით,რწყილები და ტილები კი არ ხვდება არასდროს.

რა უცნაურია.
აპრილში ვუნახე სნუპის 2 ტკიპა და მაშინვე დავასხი ადვანტიქსი. იმის მერე აღარ ყოლია. წინა წლებშიც ასე იყო.

QUOTE
ნაკბენები ასე უდნა ეტყობოდეს?

გაწითლებული და ოდნავ შესივებული აქვს, ხომ?
კი, ეტყობა ხოლმე მასე და მერე რამდენიმე დღეში გადადის.

Posted by: blblbl 11 Jun 2014, 18:21
MITIATO
ექიმთან ვიყავით და ძაღლის ნაკბენებიც არმოცნდა,ლეკვთან თამასობდა.მოკლეთ ბარსი ან ეგ ფრონტლაინი უნდა დაასხვა ტილი რწყილისთვის და ორი კვირის მერე ადვანტაქსი ლეიშმანიოზისთვისო ,მაგ ტკიპას ბუდესთან თუ მოხვდა არანაირი წამალი არ შველის მოცლის გარდა,უბრალოდ იშვითად ხვდებათ/.მაზი დაუნისნა და პერეკისი თუ გართულდა ანტიბიოტიკიო ...არადა ვერ შევამჩნიე როდის უკბინა :\


ფრონტლაინი პანდასთან რომ მაღაზიებია იქ იყიდება და 7 ლარი ღირს ,მე ახლა რადგან უკვე დასხმული მაქვს წამლები,იმ თვეში ვიყიდი და დავასხავ.

Posted by: Mr_Li 14 Jun 2014, 16:09
ძაღლს თმა ცვივა უკვე ერთი თვეა და რამე ვარიანტი არის რომ ერთიანად მოშორდეს ან გამოიცვალოს, ყველგან თმას ყრის :|

Posted by: MITIATO 14 Jun 2014, 16:37
Mr_Li
QUOTE
რამე ვარიანტი არის რომ ერთიანად მოშორდეს ან გამოიცვალოს, ყველგან თმას ყრის


დაბანე ჩვეულებრივზე თბილი წყლით და მერე კარგად დავარცხნე.
რაც მოსაშორებელი ბეწვია, შორდება ხოლმე.

Posted by: sali-salo 14 Jun 2014, 17:54
მეგობრებო სეზონური ალერგიის პრობლემა ხო არ ქონია თქვენ ოთხფეხა მეგობარს? და თუ კი ხო არ იცით რამე შედეგიანი ანტიალერგიული პრეპარატი.

Posted by: lilu777 15 Jun 2014, 15:51
ძაღლისთვის კარგი ვეტ ექიმები სად არიან? არაფერი ჭირს მაგრამ კონსულტაცია და აცრებისთვის, რომ ვიარო?

Posted by: sona-ele 16 Jun 2014, 19:54
მეგობრებო-დიდუბეში ვეტ-კლინიკის მისამართს ხომ ვერ მომცემთ..შორს ვერ მიმყავს ჩემი ძაღლი და წერეთელზე ან მიმდებარე ტერიტორიაზე ხომ არ იცით ვეტექიმი..

Posted by: mindows 17 Jun 2014, 12:59
შინაური ცხოველების და მსხვილფეხა საქონლის სტერილიზაცია კასტრაცია ქირურგიული ჩარევის გარეშე არის შესაძლებელი? მაგალითად ტაბლეტებით ან ინექციით

Posted by: jurika 17 Jun 2014, 14:06
გამარჯობა. ჩემ ძაღლს დაემართა ფილტვების ანთება, მყავს სოფელში და იქნებ მირჩიოთ რა წამლები წაუღო და გაუკეთო? დავბანე და გამომდინარე მაქედან ეტყობა გაცივდა...
სიმპტომები აქვს მშრალი ცხელი ცხვირი, ცოტა გამონადენი ცხვირიდან.
ლაბრადორია 1 წლის და 2 თვის.

ფილტვების ანთების დროს, ძაღლს ცხვირი აუცილებლად ცხელი და მშრალი ექნება, შესაძლებელია ცხვირის ცემინება, ისევე, როგორც სურდო და გამონადენი. იქნება უხასიათოდ, შეატყობთ, რომ მოთენთილია და ხალისს არ ამჟღავნებს პატრონის დანახვაზეც კი.

ზემოდ ხსენებული ყველა სიმპტომი აქვს.

Posted by: sallli1 17 Jun 2014, 14:23
მოკლედ ნენსიკოს აცრა ორივე უწევდა მარტში, ხოდა რაღAც მიზეზების გამო გადაგვედო და ავცერით მაისში
გავუკეთეთ 2 აცრ 1 ცოფი 1 კომპლექსური
ხოდა ექიმმა მითხრა უფრ დაზღვეული რომ იყოთ ერთი კომპლექსური კიდევ გაუკეთეთო და რა ვქნა გავუკეთო/

Posted by: Wisemаn* 17 Jun 2014, 14:41
sallli1
არამგონი სჭირდებოდეს.
1 თვით დაგვიანება არაფერ პრობლემას არ ქმნის.

Posted by: touch 19 Jun 2014, 16:38
ჩემ ძაღლს მგონი ისევ იგივე პრობლემა აქვს რაც ადრე ჰქონდა. თითქოს ყელში რაღაც გაეჭედა დადის და ახველებსსავით, გულის არევას და ამოღებას ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის, მეორე დღეა ასეა. ადრეც იყო ასე და გაუარა მერე, მაგრამ მეცოდება, თან ვერაფრით ვშველი. თავის საჭმელს არ ჭამს ეს 2 დღეა, სასისკი და ძეხვი თუ მიეცი ჭამს.

თუ ძვალი ან რამე აქვს გაჭედილი რა გზა არსებობს ამის საშველად?

Posted by: BLACK_SERENADE 20 Jun 2014, 17:39
touch

ჩემსას სჭირდა ხოლმე ეგენი და ვეტი მეუბნებოდა ხოლმე ალერგიული ბრონქიტიაო. 1-2 აცრა, წამლები და 2-3 დღეში ხოდზეა. თან მაგ დროს საყელურის მაგივრად შლეუკით თუ ატარებ, მთლად უკეთესი

Wisemаn*
QUOTE
არამგონი სჭირდებოდეს.
1 თვით დაგვიანება არაფერ პრობლემას არ ქმნის.

არა, კომპლექსურს ისეც უკეთებენ ხოლმე 4-ს. მე არ დამგვიანებია, მარა 4 კომპლექსური გავუკეთე.

Posted by: touch 21 Jun 2014, 09:11
BLACK_SERENADE
QUOTE
ჩემსას სჭირდა ხოლმე ეგენი და ვეტი მეუბნებოდა ხოლმე ალერგიული ბრონქიტიაო. 1-2 აცრა, წამლები და 2-3 დღეში ხოდზეა. თან მაგ დროს საყელურის მაგივრად შლეუკით თუ ატარებ, მთლად უკეთესი

მყავდა ექიმთან და რაღაც სჭირსო ვერ დავიმახსოვრე სახელი, სულ ერთი და იგივე ადგილზე რო არის ტერიტორიის მონიშვნა აღარ უწევ და ვერ გამოყოფს ჰორმონებსო. 7 ნემსი გაუკეთა, სიცხე გაუზომა და გამოგვიშვა. კარგადაა ეხლა გუშინ უკვე 1-2 ჩაახველა მეტი აღარ.

თან ასაკის ბრალი არისო ექიმმა, 12 წლისაა უკვე.

Posted by: lilu777 21 Jun 2014, 17:50
კარგი ექიმი ვინ გყავთ მირჩიეთ რა რომ ვატარო იმასთან პერიოდულად

Posted by: Harry Green99 22 Jun 2014, 01:56
გამარჯობა მაინტერესებს წლინახევრის მამალ ლაბრადორს როგორ უნდა შევუჩეროთ ბეწვის ცვენა? smile.gif

Posted by: Wisemаn* 22 Jun 2014, 16:29
Harry Green99
ლაბრადორს ბეწვის ცვენას ვერ შეუჩერებ.
მაგ ჯიშს სულ ცვივა ბეწვი, განსაკუთრებით ზაფხულში.
ზაფხულის პერიოდში იცვლის მთლიანად ბეწვს და დიდი რაოდენობით ცვივა.
ყველაზე კარგი ვარიანტი, ხშირი ვარცხნაა.

Posted by: zuramumla 22 Jun 2014, 17:51
დამეხმარეთ სასწრაფოდ თუ შეგიძლიათ, ჩემ 8 თვის ქართულ ნაგაზს გამოაჩნდა ესენი 4 -5 დღეა, ჯერ პირველი ჰქონდა დიდი რომელიცაა მერე მეორეც და აშკარად ეს მეორეც ისეთივე გახდება პირველი რომ აქვს. რისი ბრალი შეიძლება იყოს თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ.

Posted by: convers 23 Jun 2014, 23:07
გამარჯობათ, იქნებ მიპასუხოთ, მყავს დედალი ლაბრადორი, ეხლა აკვს შეჯვარების პერიოდი და მოყვანილი მყავს მამალი ლაბრადორი შესაჯვარებლად , 3 დღის განმავლობაში ორჯერ გადაებენ ერტმანეთს, თუმცა მეოთხე დგეს გადაება კიდე სხვა ჯიშის ძაღლს, მაინტერესებს:
1. შეჯვარება რომელთან მოხდება?
2. შესაძლებელია თუ არა ორივე ჯიშის ლეკვები რომ ეყოლოს
3. თუ ყველა ვარიანტში ან ერტთან შეჯვარდება ან მეორესთან.

Posted by: Ninucela13 23 Jun 2014, 23:16
გთხოვთ დამეხმაროთ ჰასკის ლეკვი მყავს არის 24 დღის და ცხვირში უჭერს , მგონი გამიცივდა და რა შეიძლება რომ გავაკეთო საშიში ხომ არ არის? sad.gif

Posted by: MITIATO 23 Jun 2014, 23:22
Ninucela13
QUOTE
ლეკვი მყავს არის 24 დღის

QUOTE
ცხვირში უჭერს

help.gif
ვეტერინართან წაიყვანე სასწრაფოდ.
ძალიან პატარაა ასაკით ლეკვი იმისთვის, რომ ინტერნენტით მიღებული რჩევებით დაკმაყოფილდე.

Posted by: Gunner1991 25 Jun 2014, 10:29
ასეთი რამ ჭირს ჩემ ძაღლს, ტილებიც ყავს კანზე რაღაც ჭირს და დაჟე ბეწვიც ცვივა, რა არის ეს როგორ ვუმკურნალო?
ვეტექიმი მყავს უბნელი და კარგად ვეღარ ხედავს, იმან ვერც დაინახა წესიერად რომ ვანახე, და რაღაც ნევი გამაკეთებინა 3 გრამი,სახელი დმაავიწყდა... ამის იმედად ვერ ვიქნები ეხლავე მინდა ვუშველო რო მერე გვიანი აღარ იყოს ...
http://postimg.org/image/3m6f6kneh/

Posted by: Corvette 25 Jun 2014, 17:27
გამარჯობა

მოკლედ გაგვაგიჟა ჩვენმა ძაღლმა biggrin.gif რამდენი ძაღლი გვყოლია და ასეთი არაფრი გვინახავს , სულ იქექება ძაღლი , ზოგ ადგილებში ბეწვიც გაიცვინა და ზოგგან კიდევ ლანდი გასდის drug.gif არადა სუფთადაა , ტილები არ ჰყავს და კვირაში ერთხელ ხანდახან ორჯერაც მაინც ბანაობს . ადრე ექიმთან გვყავდა და ნერვოზი ჭირსო ( თვალებიც ჩასისხლიანებული ქონდა ) , რა წამლებიც გვითხრა ყველაფერი დავალევინეთ + ალერგიის წამლები და მაინც ისევ ისეა .

რისი ბრალია ?

ძაღლი 2 წლის ლაბრადორია .

Posted by: convers 26 Jun 2014, 09:48
გამარჯობათ, იქნებ მიპასუხოთ, მყავს დედალი ლაბრადორი, ეხლა აკვს შეჯვარების პერიოდი და მოყვანილი მყავს მამალი ლაბრადორი შესაჯვარებლად , 3 დღის განმავლობაში ორჯერ გადაებენ ერტმანეთს, თუმცა მეოთხე დგეს გადაება კიდე სხვა ჯიშის ძაღლს, მაინტერესებს:
1. შეჯვარება რომელთან მოხდება?
2. შესაძლებელია თუ არა ორივე ჯიშის ლეკვები რომ ეყოლოს
3. თუ ყველა ვარიანტში ან ერტთან შეჯვარდება ან მეორესთან.

Posted by: Harry Green99 29 Jun 2014, 15:10
QUOTE
ლაბრადორს ბეწვის ცვენას ვერ შეუჩერებ.
მაგ ჯიშს სულ ცვივა ბეწვი, განსაკუთრებით ზაფხულში.
ზაფხულის პერიოდში იცვლის მთლიანად ბეწვს და დიდი რაოდენობით ცვივა.
ყველაზე კარგი ვარიანტი, ხშირი ვარცხნაა.

მადლობა

Posted by: Wisemаn* 29 Jun 2014, 15:34
convers
ორივე ჯიში ვერ გეყოლება.
დიდი ალბათობით მეტისები დაიბადებიან(გლეხურად დვარნიაშკები).

Corvette
ქექვა არ ვიცი რისი ბრალია ნამდვილად, მაგრამ გირჩევთ კვირაში ერთხელ და მითუმეტეს 2 ჯერ ძაღლი შამპუნით არ დაბანოთ.
ცარიელი წყლით თუ გინდათ ყოველ დღე აბანავეთ, მაგრამ შამპოუნით თვეში 1-ხელ. მეტი ხშირი გამოყენება არ შეიძლება. კანი შეიძლება გამოუშროს..

Posted by: blblbl 29 Jun 2014, 16:01
Corvette
QUOTE
კვირაში ერთხელ ხანდახან ორჯერაც მაინც ბანაობ

ზუსტად ამიტომ იქექება,თვეში ერთხელ შეიძლება დაბანა მხოლოდ,დაჟე ეგეც ბევრია

Posted by: Solokh123 30 Jun 2014, 10:41
გამარჯობათ.თუ ვინმემ იცით იქნებ მიპასუხოთ.ძაღლების ექსპორტი თუ კეთდება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში

Posted by: celtics 30 Jun 2014, 11:42
მოკლედ მიმინოს თუ რაღაც მტაცებლის ბარტყი მყავს და რა შეიძლEბა რომ ვაჭამო? მირჩიეთ

Posted by: pepi grdzelicinda 1 Jul 2014, 14:13
QUOTE (sali-salo @ 14 Jun 2014, 17:54 )
მეგობრებო სეზონური ალერგიის პრობლემა ხო არ ქონია თქვენ ოთხფეხა მეგობარს? და თუ კი ხო არ იცით რამე შედეგიანი ანტიალერგიული პრეპარატი.

ჩემსას სეზონური კი არა არ ვიცი, მგონი საკვების ალერგია აქვს, როიალ კანინს ვაჭმევდი და ფერდებზე სულ გასცვივდა ბეწვი,თხელბეწვიანია თან, კანი ექერცლებოდა, ალიკამ ერიუსი დაუნიშნა თავიდან ნახევარი აბი დღეში, სუპრასტინიც დავალევინე, კლარიტინიც, აღარ ვაჭმევ ეხლა იმ საკვებს, ეხლა საყელური და ბარსის წვეთები მაინც ვერ უმკლავდება ეზოს რწყილებს, მოკლედ გაწამაწიაში ვარ რაა smile.gif) ალერგენი უნდა მოცილდეს,ანუ რწყილი, თუსაკვებისგანაა, უნდა შეიცვალოს მარტო წამალი ვერ უშველის..

Posted by: Corvette 1 Jul 2014, 17:05
Wisemаn*
blblbl
და ძალიან მშიშარა რომაა ეგეც ბანაობის ბრალია ? rolleyes.gif ელემენტარული ფოთლების შრიალისაც ეშინია drug.gif

Posted by: All Shall Perish 1 Jul 2014, 17:21
ლეკვი დღეს რომ ვაბანაო, დღესვე ჭიის წამალი მივცე და ხვალ კომპლექსურზე ავცრა შეიძლება?

ჭიის წამლის მიცემასა და კომპლექსურ აცრას შორის სხვაობა ხომარუნდა იყოს რამდენიმე დღე?

Posted by: Wisemаn* 1 Jul 2014, 18:34
All Shall Perish
ლეკვს თუ საერთოდ არ აბანევებ გარკვეული პერიოდი უკეთესია..
ჭიის წამლის მიცემიდამ კიდე მინიმუმ 1 კვირა უნდა გავიდეს კომპექსურ აცრამდე.
ესეც გააჩნია რომელ წამალს დაალევინებ. ზოგზე 2 კვირა უნდა გავიდეს.

Posted by: All Shall Perish 3 Jul 2014, 17:18
Wisemаn*
QUOTE
ლეკვს თუ საერთოდ არ აბანევებ გარკვეული პერიოდი უკეთესია..

რომ არ გაცივდეს საშიშია? თუ რატომ?

დილით ნაჭამს ასეირნებთ თუ უჭმელს?

ბარსს და ადვანტექსს ორივეს ერთად უნდა დასხმა? და ეს რწყილებზე დამუშავება ჭიის წამალთან და აცრებთან კავშირშია?

Posted by: MITIATO 3 Jul 2014, 18:35
All Shall Perish
QUOTE
რომ არ გაცივდეს საშიშია?

ჰო, რომ არ გაცივდეს, იმიტომ.
თორემ, თუ დარწმუნებული ხარ, რომ არ გაგიცივდება, ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაბანა თუ საჭიროება მოითხოვს.

QUOTE
დილით ნაჭამს ასეირნებთ თუ უჭმელს?

უჭმელს.
იმიტომ, რომ განსაკუთრებით დიდი ზომის ძაღლებში, ნაჭამზე ფიზიკური დატვირთვისას კუჭის შემოგრეხის რისკი იზრდება.

QUOTE
ბარსს და ადვანტექსს ორივეს ერთად უნდა დასხმა?

ექტოპარაზიტების საწინააღმდეგო ორ საშუალების ერთად დასხმა არ შეიძLება, იმიტომ, რომ ამით მათ ტოქსიკურ ეფექტს ზრდი ძაღლზე.
არც ანტიპარაზიტული წვეთების და საყელოების ერთად გამოყენებას გვირჩევენ.

QUOTE
ეს რწყილებზე დამუშავება ჭიის წამალთან და აცრებთან კავშირშია?

კავშირშია.
იმიტომ, რომ რწყილებს ჭიის კვერცხები გადააქვთ.
ამიტომ, ჯერ მოაშორე რწყილები, მერე დაალევინე ჭიის წამალი და 10 დღის მერე აცერი.

Posted by: Hijacker 3 Jul 2014, 20:59
ჩემ ძაღლს ყავს ტკიპები, რამდენი ამოვუღე იმდენი ახალი გაუჩნდა და რამე საშუალება ხო არაა რომ დავასხა და რომ აღარ დაახტნენ?

Posted by: Wisemаn* 3 Jul 2014, 22:24
Hijacker
ხელით ამოღება არ შეიძლება მაგათი არავითარ შემთXვევაში. ზეთი შეგიძლია დაასხა, გაიგუდება რამდენიმე წამში და მერე მოაცალე.

Posted by: All Shall Perish 4 Jul 2014, 09:45
MITIATO
QUOTE
უჭმელს.
იმიტომ, რომ განსაკუთრებით დიდი ზომის ძაღლებში, ნაჭამზე ფიზიკური დატვირთვისას კუჭის შემოგრეხის რისკი იზრდება.


ფიზიკური დატვირთვის მერე10წუთი რომ დაასვენო გარეთ და მერე სახლში შეიყვანო სახლში შეყვანიდან რამდენწუთში შეიძლება საკვების მიცემა?

QUOTE
ექტოპარაზიტების საწინააღმდეგო ორ საშუალების ერთად დასხმა არ შეიძLება, იმიტომ, რომ ამით მათ ტოქსიკურ ეფექტს ზრდი ძაღლზე.
არც ანტიპარაზიტული წვეთების და საყელოების ერთად გამოყენებას გვირჩევენ.


ორივე პრობლემას ერთად რომ მოვუაროთ ამისთვის რა უნდა გავაკეთოთ? რწყილებს ტკიპებს და კოღოებს?

QUOTE
კავშირშია.
იმიტომ, რომ რწყილებს ჭიის კვერცხები გადააქვთ.
ამიტომ, ჯერ მოაშორე რწყილები, მერე დაალევინე ჭიის წამალი და 10 დღის მერე აცერი.


რწყილებზე დამუშავებიდან ჭიისწამლის მიცემა რამდენდღეში შეიძლება?





Hijacker
QUOTE
ჩემ ძაღლს ყავს ტკიპები, რამდენი ამოვუღე იმდენი ახალი გაუჩნდა და რამე საშუალება ხო არაა რომ დავასხა და რომ აღარ დაახტნენ?


რწყილების წამალი იყიდე ვეტაფთიაქში და დაასხი

Posted by: Hijacker 4 Jul 2014, 10:38
Wisemаn*
არა კაცო ხელით არ ვუღებ, ზაჟიმს ვხმარობ რავი რამდენჯერაც ეგ ზეთი დავასხი, პერეკისიც ვცადე შედეგი არ გამოიღო
და რო ვიღებ არ რჩება ის მისაწოვრები.
რაღაც ხო არის ორ-სამი წვეთი რო უნდა დაასხა და რომ აღარ ეკარებიან ტკიპები?

Posted by: Wisemаn* 4 Jul 2014, 10:48
Hijacker
ზეთს ის შედეგი აქვს რომ დამშვიდებული მოაძრობ ხელითაც, თორე განკურენება ზეთით არ ხდება.

ბარსი, ადვანტიქსი, ადვოკატი.
რაღაც პუდრაც არის მგონი.


Posted by: Hijacker 4 Jul 2014, 10:58
Wisemаn*
პუდრი კარბავეტინია და მაგას ვაყრი,
ანუ ბარსი რო დავასხა ერთი ორი წვეთი მერე აღარ შეესევიან?

Posted by: Wisemаn* 4 Jul 2014, 11:06
Hijacker
მოქმედების ვადაში არა.
მაგრამ ზემოთ რაც ჩამოვთვალე, ბარსი ყველაზე სუსტია.

Posted by: Hijacker 4 Jul 2014, 11:16
Wisemаn*
კაი დიდი მადლობა

Posted by: MITIATO 4 Jul 2014, 22:29
All Shall Perish
QUOTE
სახლში შეყვანიდან რამდენწუთში შეიძლება საკვების მიცემა?

ასე ზუსტ დროს ვერ გეტყვი.
ცოტა რომ დაისვენებს მერე. აქოშინებულს ხომ არ მიცემ საჭმელს.

QUOTE
ორივე პრობლემას ერთად რომ მოვუაროთ ამისთვის რა უნდა გავაკეთოთ? რწყილებს ტკიპებს და კოღოებს?

ჩემთვის ცნობილი რაც არის, ადვანტიქსი მოქმედებს ყველაზე ერთად.
რუსულ ფორუმზე წავიკითხე, რომ საღამოს გასეირნების წინ შეგვიძლია საბავშვო კოღოს საწინააღმდეგო სპრეით დავამუშავოთ ძაღლი. ეს საშუალება ტოქსიკური არ არის და ძაღლისთვის უსაფრთხოა.

QUOTE
რწყილებზე დამუშავებიდან ჭიისწამლის მიცემა რამდენ დღეში შეიძლება?

ასე ზუსტი დღეები არ არის.
რომ შეხედავ, რომ რწყილები მოკვდნენ, შეგიძლია მიცე ჭიის წამალი.

Posted by: lilu777 4 Jul 2014, 23:57
ესეიგი მყავს ლაბრადორი. 3 თვის გახდა დღეს. უკვე ორჯერ დავალევინე ჭიის წამალი. ეხლა ავცრა? რა აცრა უნდა ჩავუტაროთ? და დაბანა როდიდან შეიძლება და რამდენ ხანში ერთხელ?

Posted by: MITIATO 5 Jul 2014, 09:41
lilu777
QUOTE
მყავს ლაბრადორი. 3 თვის გახდა დღეს.

QUOTE
ეხლა ავცრა?


აქამდე უნდა დაგეწყო აცრები. 1,5-2 თვის ასაკში იწყება.
აცრები ტარდება ძაღლების ინფექციურ დაავადებებზე (მტაცებელთა ჭირი, ეჰტერიტი, ინფექციური ჰეპატიტი და ა.შ.), რომელსაც კომპლექსურს ეძახიან, იმიტომ, რომ ერთდროულად რამდენიმე კომპონენტს შეიცავს და ცოფზე.
კომპლექსურ აცრას აკეთებენ 3-ჯერ 2 კვირიანი შუალედით და ბოლოს ცრიან ცოფზე. ზოგი კბილების მოცვლის შემდეგ (5-6 თვის ასაკში), ზოგი_უფრო ადრე.
ჭიის წამალი უნდა მიცე აცრამდე 10 დღით ადრე.

QUOTE
დაბანა როდიდან შეიძლება და რამდენ ხანში ერთხელ?

როგორც ზემოთ დავწერე, იდეაში, ნებისმიერ ასაკში შეიძლება ლეკვის დაბანა, თუ დარწმუნებული ხარ, რომ არ გაგიცივდება.
თუ ეჭვი გეპარება ამაში, ჯობია მოიცადო სანამ მოძლიერდება და მერე დაბანო. მანამდე შეგიძლია მშრალი შამპუნით გაწმინდო, ამ უბრალო სველი ჩვრით.

Posted by: chakhna 5 Jul 2014, 13:41
ესეიგი რა მინდა გკითხოთ , შავი გერმანული ავჩარკა მყავს , 21 დღის იყო რო მოვიყვანე , მოფერებისას შევამჩნიე რო თავზე ფუფხი ჰქონდა , ვეტერინართან ჩავიყვანე და ფრჩხილით მოაცილა , თმებიც აყვა , მერე რაღაც მაზი მითხრა , იამი მგონი ეგ უსვიო და ამოუვაო . იმის მერე 3დღეში ერთხელ ვუსვამ , ეხლა უკვე 2თვისაა , იმ ადგილას თითქოს ამოუვიდა თმა , მაგრამ თხლად აქვს ,ზუსტად მაგის გვერდზე დღეს მეორე ფუფხი შევამჩნიე , აქამდე არ მინახავს . შესაძლებელია რო ეხლა ამოსვლოდა? ან რამდენად მართებულია ფუფხის ფრჩხილით არიდებაა და ამოუვა თუ არა შემდეგ ბეწვი ნორმალურად? გთხოვთ დამეხმაროთ.

Posted by: MITIATO 5 Jul 2014, 14:44
chakhna
ნორმალურ კლინიკაში მიიყვანე ლეკვი ზუსტი დიაგნოზის დასასმელად.
რასაც შენ ყვები, სოკოვან დაავადებას_მკრეჭავ ლიქენს გავს.

სწორი მკურნალობისას არც რთული მოსარჩენია და ბეწვიც ამოდის ისეთი, როგორც ადრე იყო.

ფუფხები ამ დროს უნდა მოაშორო და ბეწვიც უნდა შეკრიჭო მიმდებარე ადგილებში.

ოღონდ ჯერ დიაგნოზი გაიგე.

Posted by: chakhna 5 Jul 2014, 19:38
ნურმალურ კკლინიკას ხომ ვერ მირჩევ? კეკელიძეზე დამყავს მე , ჰასკი მყვდა მანამდე ისიც იქ დამყავდა და რავიცი ,ცუდი ექიმი არაა , საშიში არაფერიაო ასე მი5ხრა , მარა ვნერვიულოგ მაინც.
* * *
ნურმალურ კკლინიკას ხომ ვერ მირჩევ? კეკელიძეზე დამყავს მე , ჰასკი მყვდა მანამდე ისიც იქ დამყავდა და რავიცი ,ცუდი ექიმი არაა , საშიში არაფერიაო ასე მი5ხრა , მარა ვნერვიულოგ მაინც.

Posted by: Wisemаn* 5 Jul 2014, 21:06
chakhna
ზოოპარკში ალიკასთან, კანდელაკზე დათოსთან, ქიქოძეზე ვაჟასთან.

Posted by: chakhna 5 Jul 2014, 22:18
Wiseman *

გაიხარე , ბარემ გკითხავთ , მეორე აცრის შემდეგ გარეთ გაყვანა თუ შეიძლება ?

Posted by: lilu777 6 Jul 2014, 14:18
3 თვის ლაბრადორს ვუყიდეთ ვეტ აფთიაქში ძვალი, მთელი დღე ხრავს. მანამდე ჩვენ , სკამებს, ფეხსაცმელს ყველაფერს ხრავდა ახლა ამაზე გადაიტანა აქცენტი. საზიანო ხომ არაა მთელი დღე , რომ ხრავს?

Posted by: chakhna 6 Jul 2014, 17:13
სკამების და ფეხსაცმლის ჭამას , ძვლალი ჭამოს ეგ ჯობია smile.gif)) ვეტ აფთიაქებში იყიდება საქონლის ტყავისგან დამზადებული ძვლები , ეგ უყიდე , ლარი ღირს მგონი , კარგად გაერთობა smile.gif

Posted by: Wisemаn* 6 Jul 2014, 17:22
chakhna
ზოგი ვეტერინარი რთავს ნებას მეორე აცრის მერე გარეთ ტარების, ზოგი არა.
თქვენი გადასაწყვეტია. მე პირადად მეორეს მერე უკვე დამყავს ხოლმე გარეთ. ჯერ არაფერი მოსვლიათ.

Posted by: blblbl 6 Jul 2014, 17:56
chakhna
მეორე აცრიდან 4 დღეში შეგიძლია გაიყვანო,ოღონდ არ უნდა ითამაშოს ძარლებთან,ყურადღებით უნდა იყო რომ არაფერი ჭამოს და ალოკოს და არ დასველდეს

Posted by: chakhna 6 Jul 2014, 19:45
ჯანმრთელ ძაღლებთან რო ვათამაშო არა? ჩემ მეგობარს ყავს 4 თვის ჰასკი , ხოდა იმასთან რო გავიყვანო არ შეიძლება?

Posted by: blblbl 6 Jul 2014, 20:21
chakhna
რავიცი მე მკაცრად გამაფრთხილეს არაო,მარა ზოგი ათამაშებს .

Posted by: მარიანა21 6 Jul 2014, 21:41
ჩემი მეგობრის ლეკვს სიცხე აქვს და საჭმელსაც არ ჭამს იქნებ მირჩიოთ კარგი ვეტექიმი რო წავიყვანოთ

Posted by: blblbl 6 Jul 2014, 22:42
მარიანა21
ზოოპარკში წიყვანეთ იქ არის კარგი ვეტერინარი,ალიკა ჰქვია

Posted by: lizilizi0101 11 Jul 2014, 21:49
3 თვის ჯეკ რასელს დღეში რამდენი უნდა ვაჭამო?

Posted by: _T_U_R_A_ 15 Jul 2014, 18:55
ძაღლისთვის გამრავლებაზე ფიქრი რამდენი თვიდან იწყება? ქართული ნაგაზია. თუ ვეტერინარს არ ეხებაეს შკითხვა მიანც და მაინც? smile.gif))

Posted by: minii 16 Jul 2014, 10:17
ჩემი ძაღლი(გოგო) შევაჯვარე ერთი თვის წინ და ვერაფერს ვატყობ, რამდენ ხანში უნდა შეეტყოს ხო ვერ მეტყვით????

Posted by: Wisemаn* 16 Jul 2014, 10:44
_T_U_R_A_
დედალი 1 წლის და 6 თვის შემდეგ, მამალი 1 წლის და 7 თვის შემდეგ.

minii
1 თვისას ვერ შეატყობ ვერაფერს.
დააცადე ერთი 10-15 დღე კიდე.

Posted by: minii 16 Jul 2014, 12:19
Wisemаn*
გაააააააააააააააააააააააააააააააააააააააიხარე

Posted by: _T_U_R_A_ 17 Jul 2014, 18:28
Wisemаn*
QUOTE
მამალი 1 წლის და 7 თვის შემდეგ.


7 თვისაა ჯერ და უკვე სტაიაკით რო მოძრაობს? : ))))

Posted by: Wisemаn* 17 Jul 2014, 18:36
_T_U_R_A_
ეგ არის ზოგადად მამალი ძაღლის ყველაზე დიდი მინუსი.
ახალ შეჯვარებულზე თუ დაწყნარდება, თორე დიდობაშიც მასე იქნება სულ.
მაგიტომ არ მყავს არცერთი მამალი ძაღლი givi.gif

Posted by: Hamann101 18 Jul 2014, 01:04
გამარჯობათ smile.gif რა მაინტერესებს, მყავს 2 თვის კავკასიური ნაგაზი.. კომპლექსურ აცრაზე მივიყვანე ექიმთან და იქ მითხრეს რომ სამჯერ აღარ უკეთებენო 2 აცრა სრულიად საკმარისია, თბილისში ესეთი გადაწყვეტილება მიიღესო smile.gif მაინტერესებს ეს 2 აცრა მართლა საკმარისია თუ სხვა ექიმთან მივიყვანოო? იმიტომ რომ ბევრისგან მესმის რომ 3 აცრა უკეთდება smile.gif თქვენი რჩევა მჭირდება...

Posted by: blblbl 18 Jul 2014, 01:17
Hamann101
მე მგონი სჯობს გადაამოწმო არ გამიგია მსგავსი რამ

Posted by: Hamann101 18 Jul 2014, 01:31
blblbl
25 ში უნდა მივიყვანო მეორე აცრაზე და გადავამოწმებ აუცილებლად smile.gif მადლობა

Posted by: saluqa 18 Jul 2014, 08:36
გამარჯობა, ნათია ბერიძე რომ არის ვეტ-ექიმი ნუცუბიძეზე, ტელეფონის ნომერი ხომ არ იცით ვინმემ?

Posted by: sallli1 19 Jul 2014, 23:44
Mოკლედ ნენსის აქვს მუცელ ზე დაყრილი მგონი რწყიილის ნაკბენია
საშიშია? Uკვე წვუსვი ზილიონკა და რავი ცოტა კ შემაია

Posted by: ნია ნია 20 Jul 2014, 10:14
ორი თვეა მოკედლებული ფისო მყავს 4-5 თვის იქნება. 2 კვირაზე მეტია კოჭლობს, წინა თათის წინა ნაწილზე აქვს პრობლემა, ვერ ადგავს. გარეგნულად არ ეტყობა დაზიანება. რა შეიძლება ჭირდეს? შეიძლება შიგნით ძარღვი აქვს გაწყვეტილი? როგორ ვუშველო ჩემით? ექიმთან მიყვანას ვერ ვახერხებ.(სხვა 8 კატაც მყავს და საკვების ყიდვას ძლივს ვახერხებ). აღარ ვიცი რა ვუყო, მეცოდება ძალიან cry.gif

Posted by: _T_U_R_A_ 20 Jul 2014, 11:00
Wisemаn*
Wisemаn*
ანუ ნორმალური ამბავია....

Posted by: Wisemаn* 20 Jul 2014, 13:16
_T_U_R_A_
კი, ნორმალური ამბავია.

Posted by: lilu777 20 Jul 2014, 22:40
ჩემი 3 თვის ლაბრადორი დღეს ავცერით პირველად კომპლექსურ აცრაზე. 3 ჯერ აღებინა უკვე. ეს ნორმალურია ასე ხდება? ისე ექიმმა გვითხრა ცოტა მივარდნილივით იქნებაო,მაგრამ ღებინებაზე არ უთქვამს და რავიცი sad.gif
* * *
ხალხი მიშველეთ რამე მიპასუხეთ. თვალებიც შეუწითლდა ცოტა sad.gif((( ასე უნდა იყოს? 11 ვალენტიანიაო აცრაო ის ექიმი მეუბნება . ძირითადი ვირუსებია რაზეც აიცრა და მერე ქვე ჯგუფებათ იყოფაო. მითხარით რა ვინმემ

Posted by: Hamann101 20 Jul 2014, 23:30
lilu777
ნომერი არ გაქვს ვეტერინარის რომ დაურეკოო? smile.gif
3 აცრა უნდაო? თუ ორიც საკმარისიაო რა გითხრა?

Posted by: lilu777 20 Jul 2014, 23:57
Hamann101


3 აცრაო მაგრამ მაგას ეხლა რა მნიშვნელობა აქვს. დღეს პირველი გავუკეთეთ და ვერ გავიგე ასე უნდა აღებინებდეს ყოველ წუთში? რა ვუყო?

Posted by: Hamann101 21 Jul 2014, 00:21
lilu777
ფაკტია რომ ეგრე არ უნდა იყოს smile.gif რავიცი ჩემსას რო გავუკეთე ხოდზე იყო სანავ სახში მოვიყვანდი smile.gif ნუ მოითმინე დილამდე და წაიყვანე ექიმთან.. წამალი ვადაგასული ხომ არიყო? არვიცი ათასი რამეა :/ ეხლა როგორაა?

Posted by: lilu777 21 Jul 2014, 00:39
Hamann101

არა ვადაგასული არ იყო შევამოწმე. ის მამშვიდებს, რომ მიუხედავად ღებინებისა
ჭამის ხასიათზე მაინც არის, მაგრამ აღარ ვაჭამე დღეს და წყალსაც სვავს. ეხლა დაიძინა.
ვენკომაქს12 ქვია ვაქცინას

Posted by: Hamann101 21 Jul 2014, 00:45
lilu777
თუ ჭამს და სვავს მაშინ არვიცი, ჯობს ხვალ მაინც დაუკავშირდე ვეტერინარს smile.gif ხო ეგ აცრები კეთდება, მაგრამ მე მითხრეს რო 2 აცრა საკმარისიაო smile.gif და ეხა ძან ბევრმა მითხრა სამი უნდაოოოოო smile.gif არვიცი ვენდო თუ არა იმ ექიმს smile.gif შენ სად გყავდა ლეკვი?

Posted by: lilu777 21 Jul 2014, 00:49
Hamann101

წერეთელზე ვეტ კლინიკაში. მაგრამ ალბათ რამე უფრო ისეთში უნდა წამეყვანა რავიცი. ვიფიქრე აცრა რა არის ყველას უკეთებენ ეგ მაინც ხო ყველამ უნდა იცოდეს.მაგრამ ეხლა წავიკითხე რომ შეიძლება ალერგიული რეაქცია მისცეს და მანამდე სუპრასტინსაც ასმევენ თურმე მცირე დოზით

Posted by: Hamann101 21 Jul 2014, 01:03
lilu777
არა მანდ არაა ცუდი კლინიკა როგორც ვიცი smile.gif მეც მგონია რომ უფრო ალერგიული ფონია smile.gif არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება biggrin.gif smile.gif

Posted by: ნია ნია 21 Jul 2014, 07:53
რა ღირს ვეტერინართან ვიზიტი? ფისო მყავს ავად cry.gif

Posted by: sallli1 21 Jul 2014, 09:23
ნია ნია
გააჩნია იმას რა სჭირს და რა აქვს გასაკეთებელი
ასე ზუსტად ვერ გეტყვით
lilu777
წერეთელზე როა ბუნება?
მანდ ამბობ?
ბევრი ხალხი კი ჰყავთ ხოლმე მარა გავგიჟდი
ნენსი რო ავცერი კუნთში ცრიდა მეთქი ხო არ გაგიჟდით მანდ შანსი არაა თქო და მერე ჩვეულებრივად ავაცრევინე
ჩიტი რომ ამყავს ნისკარტი ეზრდება და რომ მოაჭრან ხოლმე, ვეტერინარი იქით მეკითხება რატო ეზრდებაო sleep.gif
მოკლედ მე არც ის ეკმაყოფილი ვარ და რიგები კი ჰყავთ ისე

Posted by: Hamann101 21 Jul 2014, 11:20
sallli1
მე ბევრმა მირჩია სხვათაშორის და ვიცოდი რომ კარგი კლინიკა იყო smile.gif

Posted by: sallli1 21 Jul 2014, 13:19
Hamann101
ხო ნუ რავიცი ეს ჩემი აზრია smile.gif

Posted by: Hamann101 21 Jul 2014, 20:59
lilu777
როგორაა ლეკვი? smile.gif

Posted by: lilu777 21 Jul 2014, 23:28
Hamann101

არა ბუნება არ ქვია ამ კლინიკას . ბანკების გაყოლებაზეა.

კარგადაა მეორე დღესვე გაყოჩაღდა და ეგრევე ღრნა დაიწყო ისევ ყველაფრის smile.gif)) მემგონი მანქანით მგზავრობის ბრალიც არის გული რომ აერია. რავიცი შემეშინდა მაინც. კუნთში არ აუცრია ზურგზე კისრისკენ აცრა.

Posted by: Hamann101 22 Jul 2014, 00:06
lilu777
მთავარია რომ მოიხოდაა smile.gif)))

Posted by: Drizt 24 Jul 2014, 22:52
გამარჯობათ,

ვინმე ხომ არ იცნობთ ვეტერინარს, რომელიც სახლში მოვა პირდაპირ ძაღლის სამკურნალოდ?

Posted by: sallli1 25 Jul 2014, 19:33
lilu777
მანქანაში მგზავრობის გამო ნენსისაც ერეოდა ხოლმე გული პატარა როცა იყო, მიეჩვევა ნელ-ნელა ნუ ღელავთ
აცრა სწორად არის გაკეთებული
მგონი ვიცი რომელ კლინიკაზეც ამბობთ, ქალია ვეტერინარი, ეგ ქქალი მომწონს ძალიან wink.gif




ახლა რა მინდა ვიკითXო ჭიის წამალი სითხის ან საერტოდ ნემსით გასაკეთებელი არ არსებობს/ sad.gif
დავიტანჯეთ მეც და ნენსიც
აი ვერაფრით ვერ დავალევინეთ
საჭმელში გავურიეთ და დატოვა ტაბლეტი არ ვიცი როგორ გამოარჩია
მერე დავხვენით და საჭმელში ისე ჩავუყარეთ სულ არ ჭამა ის საჭმელი
მერე ვცადეთ დაფხვნილი როგორღაც დაგველევინებინა ვერც ეგ
რა ვქნათ? sad.gif

Posted by: Hamann101 25 Jul 2014, 22:29
sallli1
როგორც ვიცი ჭიის წამალი უზმოზე უნდა მიიღოს და არა საჭმელთან ერთად smile.gif დალევას რაც შეეხება, ჯობს მისცე ტაბლეტი ძალით და მერე პირი დაუჭირო ცოტა ხნით და გადაყლაპავს smile.gif მე ეგრე მივეცი ჩემ ლეკვს და უპრობლემოდ ჩაიარა ყველაფერმა smile.gif

Posted by: sallli1 25 Jul 2014, 22:37
Hamann101
ზალით? რა არ ვცადეთ აი რავიცი ყველაფერი , ძალით ვეცადეთ ტაბლეტი დაგველევინებინა არა
მერე ვეცადეთ დაფხვნილი ტაბლეტი ჩაგვეყარა ეგეც ვერა
აი რავიცი პირს არ აღებს ცოცხალი თავით იღრინება და გიჟდება ხოლმე

Posted by: Jessica Rabitt 25 Jul 2014, 22:48
გამარჯობათ ჩემს ფისოს უყვარს უმი კვერცხი, ათქვეფილი , გემრიელად ჭამს და საშიში ხომ არააა?

Posted by: Hamann101 25 Jul 2014, 23:22
sallli1
ხვალ მიმყავს ჩემი ლეკვი აცრაზე და ვკითხავ ვეტერინარს მაგაზეც და გადმოგცემ აუცილებლად რას მეტყვის smile.gif

Posted by: sallli1 25 Jul 2014, 23:24
Hamann101
კარგს იზამ
დიდი მადლობა <3

Posted by: MITIATO 25 Jul 2014, 23:44
sallli1
მე ასე ვაკეთებ: ჯერ ვაძლევ რამდენიმე ნაჭერ სასუსნავს, რომ დარწმუნდება, რომ შიგ ცუდი არაფერი დევს და გემოს გაუსინჯავად იწყებს ყლაპვას, მერე ამ სასუსნავში ვდებ ტაბლეტს და უპრობლემოდ ყლაპავს.
ცადე, იქნებ გამოგივიდეს.

Hamann101
QUOTE
როგორც ვიცი ჭიის წამალი უზმოზე უნდა მიიღოს და არა საჭმელთან ერთად

თანამედროვე წამლებს არ ჭირდებათ უზმოზე დალევა.
ანოტაციაშივე უწერიათ, რომ შეგვიძლია საჭმელთან ერთად მივცეთ. smile.gif

Jessica Rabitt
QUOTE
გამარჯობათ ჩემს ფისოს უყვარს  უმი კვერცხი, ათქვეფილი , გემრიელად ჭამს და საშიში ხომ არააა?

თუ კვერცხი სანდოა, მაშინ_არა.
თორემ უმი კვერცხი სალმონელოზის წყარო შეიძლება იყოს.
თან უმ ცილას ნუ აჭმევ მაინც და მაინც ბევრს. ბ ჯგუფის ვიტამინების შეწოვას უშლის ხელს. გულზე არაა პრობლემა.

Posted by: sallli1 26 Jul 2014, 01:27
MITIATO
და რა სასუსნავს მიტი? ;*

Posted by: blblbl 26 Jul 2014, 01:47
sallli1
QUOTE
მე ასე ვაკეთებ: ჯერ ვაძლევ რამდენიმე ნაჭერ სასუსნავს, რომ დარწმუნდება, რომ შიგ ცუდი არაფერი დევს და გემოს გაუსინჯავად იწყებს ყლაპვას, მერე ამ სასუსნავში ვდებ ტაბლეტს და უპრობლემოდ ყლაპავს.
ცადე, იქნებ გამოგივიდეს.

ანალოგიურად,სასისკში ვდებ ან კატლეტში კარგად იმალება

Posted by: MITIATO 26 Jul 2014, 13:20
sallli1
QUOTE
რა სასუსნავს მიტი?

შენ უკეთ იცი ნენსის რა უყვარს ძალიან.
მე ძირითადად ქათმის ხორცის ნაჭრებს ვიყენებ.

Posted by: sallli1 26 Jul 2014, 14:27
ვეცდები ხვალ დავალევინო ქათმის ხორცის მოტყუებით
გიჟდება ქათამზე
იმედია გამომივა
sad.gif

Posted by: Jessica Rabitt 26 Jul 2014, 14:53
MITIATO

მადლობ დ რომ შევუწვა კვერცხი და ისე შეჭამოს? ძალიან უყვარს

Posted by: Hamann101 26 Jul 2014, 15:16
sallli1
დღეს ვიყავი ვეტერინართან და ვკითხე და არსებობს რაგაც სიროფები smile.gif მაგრამ ფასიც კარგი აქვს 25 ლარი ღირს მგონი smile.gif ყველა ვეტ აფთიაქში უნდა ქონდეთ წესით და შეგიძლია უყიდო smile.gif მაგრამ ყველაზე კარგი მაინც ტაბლეტებიაა smile.gif

Posted by: sallli1 26 Jul 2014, 15:49
Hamann101
მადლობა დიდი
აბა ვეცდები ახლა იქნებ ასე მოტყუებით შევაპარო და თუ არ გამომივიდა მერე მომიწევს smile.gif

Posted by: ditosdeda 26 Jul 2014, 15:49
ჩემს ლეკვს 30-ში უწევს ცოფის და მესამე აცარა.1 აგვისტოს ხდება 3 თვის და დღეს დილით ეზოში რომ გამოვედი მკვდარი ვირთხა ყავდა ,როგორც მივხვდი მოგუდა.როგორც ვიცოდი დედის იმუნიტეტი 3 თვემდე იცავდა ,ნეტა საშიშია ცოფზე? დღეს უნდა გაუკეთო ნაადრევად ცოფის აცრადა ნაადრევათ რომ ვუკეთებ ნეტა ეგეც საშიში ხომ არაა?sad.gif

Posted by: Hamann101 26 Jul 2014, 16:17
sallli1
არაფრის :*

ditosdeda
მე რომ მკითხო ცოფზე რაც გვიან აცრი მით უკეთესია, მაგრამ ეხლანდელი წამლები მგონი არაფერში უშლის ძაღლს ხელს ასე რომ შეიძლება რო აცრა და საშიშიც არაფერია smile.gif მე 6 თვემდე არ ვცრი ცოფზე smile.gif უფრო გამოცდილმა და ამ საქმეში ჩახედულმა გიპასუხოს ჯობს smile.gif

Posted by: Wisemаn* 26 Jul 2014, 17:12
ditosdeda
ცოფზე აცრის ყველაზე კარგი დრო კბილების დაცვლის შემდეგი პერიოდია. 5-6 თვის ასაკში.
მაგრამ ვეტერინარები კომპლექსურების შემდეგ ცრიან თავის დაზღვევის მიზნით.

Posted by: MITIATO 26 Jul 2014, 17:43
Jessica Rabitt
QUOTE
მადლობ დ რომ შევუწვა კვერცხი და ისე შეჭამოს? ძალიან უყვარს

მე ვფიქრობ, რომ მოხარშული აჯობებს.

ditosdeda
QUOTE
ნეტა საშიშია ცოფზე?

მაგას ვერავინ გეტყვის, ქონდა თუ არა ვირთხას ცოფი, ამიტომ ჯობია, რომ აცრა.
3 თვის ასაკში ავცერი ჩემი ძაღლი ცოფზე და ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
ეგ ადრე იყო ზრდაში რომ აფერხებდა აცრა ან კბილების მოცვლას რომ უცდიდნენ და ა.შ.
ნუ გეშინია.

Posted by: Wisemаn* 26 Jul 2014, 17:47
MITIATO
QUOTE
ეგ ადრე იყო ზრდაში რომ აფერხებდა აცრა ან კბილების მოცვლას რომ უცდიდნენ და ა.შ.

ეხლაც ხშირია ეგეთი ფაქტები.
ჩემ პოინტერს 2 ლეკვი ყავდა, დედალ-მამალი.
ლეკვობაში მამალი საკმაოდ დიდი იყო დედალზე, მამალი წაიყვანეს და ცოფზე 3.5 თვის აცრეს.
მე ის დედალი დავიტოვე და ცოფზე 1.5წლის(!!!) ავცერი.
სიმაღლეში ის მამალი 62 სანტიმეტრია, ჩემი დედალი 67(!!).
მოვლის ბრალი ნამდვილად არარის, ჩემზე ბევრად უკეთესი პირობები შეუქმნა იმ მამალს პატრონმა.
სხვისგანაც გამიგია მსგავსი ფაქტები, თან არაერთი.

ასე რომ თუ ძალიან არ გეჩქარება, ეხლაც ჯობია კბილების მოცვლას დაელოდო და 5-6 თვის ასაკში აცრა ცოფზე.

Posted by: Noodles3 26 Jul 2014, 17:54
გამარჯობა. ვერ მეტყვით ძაღლის რწყილების წამალი რომ თვალში რომ შეგესხმება საშიშია?

Posted by: blblbl 26 Jul 2014, 17:55
ditosdeda
აცერი აუცილებლად

Hamann101
Wisemаn*
ეგ ზველ ვაქცინებზე იყო,ახლანდელი ვაქცინები 3 თვეზე კეთდება
* * *
Noodles3
უნდა დაიბანო კარგად გამდინარე წყლით,მე პირში შემსხა biggrin.gif

Wisemаn*
QUOTE
ცოფზე 1.5წლის(!!!) ავცერი.

ეს არის დანაშაული და ძალიან ცუდი გიქნია smile.gif ზრდაში ცოფის აცრა არ უსლის ხელს და ეგ შემტხვევა აცრის გამო ნამდვიალდ არ იქნება უბრალო დამთხვევაა

Posted by: Wisemаn* 26 Jul 2014, 18:05
blblbl
ძალით არ მიქნია მასე, რაღაც პრობლემები მქონდა და ვერ მოვიცალე, მაგრამ დანაშაული რატოა? lol.gif
ეს ერთი შემთხვევა რომ იყოს იქნებოდა დამთხვევა.
სხვა ბევრი მსგავსი შემთხვევაც გამიგია ამ ბოლო პერიოდში.

Posted by: Noodles3 26 Jul 2014, 18:07
blblbl
QUOTE
უნდა დაიბანო კარგად გამდინარე წყლით,მე პირში შემსხა

პირველი ეგ გავაკეთე biggrin.gif იმედია რამე ინფექცია არ შემეჭრება თვალში biggrin.gif

Posted by: ditosdeda 26 Jul 2014, 19:32
MITIATO
blblbl
ავცერი უკვე,არარისო საშიშიო.იმედიას ყველაფერი კარგატ იქნება დგეს უკვე 3 ჯერ მიკბინა თამაშში ,თუ ცოფია ორივეს გვექნება უკვეsad.gif

Posted by: MITIATO 26 Jul 2014, 19:52
Wisemаn*
რა ვიცი, ჩემი ძაღლი კიდევ თუ უნდა გაზრდილიყო, გადავრჩენილვარ ადრე რომ ავცერი და ეგ არის. biggrin.gif

იქნებ, არ უნდა გაზრდილიყო მეტი და სულ არ არის აცრის ბრალი. rolleyes.gif
წესით არ უნდა შეუშალოს ხელი ზრდას.
ისედაც ეჭვის თვალით ვუყურებ ამ ვაქცინებს და სულ ნუ დამაეჭვე ახლა.
ვაქცინასაც სხვა ქვეყნიდან ხომ არ გამოვიწერ. facepalm.gif

Posted by: Wisemаn* 26 Jul 2014, 23:09
MITIATO
ზოგადად ალბად არც უშლის ხელს, მაგრამ არის შემთხვევები და ამიტომ ვამბობ, თუ არ გეჩქარება და გინდა ძაღლი დიდი გაიზარდოს 5-6 თვემდე არ უნდა აცრა ცოფზე.

Posted by: ავგაროზი 27 Jul 2014, 16:35
შემთხვევით, ხომ არ იცით, ჭიანჭველას შხამი რა ნივთიერებებს შეიცავს?

Posted by: ჰერმიონ 28 Jul 2014, 09:46
გვახველებს sad.gif სხვა ძაღლისგან გადაედო ვირუსი

ნაღვლის ბუშტის შეტევები მეგონა და მთელი ღამე გავათენეთ

რა ვირუსია ეს, ხომ არ გსმენიათ რამე? რამდენიმე ძაღლთან ითამაშა და გადაედო

Posted by: sallli1 28 Jul 2014, 11:00
ჰერმიონ
ალბათ არ გჭირდებათ რომ შეგახსენოთ რომ ვეტერინართან უნდა წაიყვანოთ
მიახლოებით შეიძლება ითხრან რა ვირუსია მაგრამ გამოკვლევა უნდა

Posted by: Hamann101 28 Jul 2014, 19:55
დღეს გავიკეთეთ მეორე აცრა smile.gif და მესამეც გავუკეთო 2 კვირის მერე თუ აღარ არის საჭირო? ვეტერინარი მეუბნება არ არის საჭიროო smile.gif და რავქნა აღარ ვიცი ორი აცრით დაზღვეული ვიქნები? )) ცოფზე 6 თვის მერე ავცრი..

Posted by: blblbl 29 Jul 2014, 01:20
Hamann101
საჭიროა და ცოფზეც ახლავე აცერი მესამე აცრასთან ერთად.

Posted by: Protea 30 Jul 2014, 11:51
გამარჯობა,

6 წლის კოკერისა და სეტერის ნაჯვარი მყავს. დღეს დილით რომ გაიღვიძა, ხელში მინდოდა ამეყვანა, მაგრამ დავაპირე თუ არა, ეგრევე წკმუტუნი დაიწყო, მერე გარეთ რომ გავიყვანე, თითქოს კიბეებზე ცოტა უჭირდა ჩასვლა და შემდეგ ამოსვლა, ქუჩაში ნორმალურად დადიოდა, თუმცა მაინც ისე არა, როგორც ყოველთვის. და ახლაც სულ ზის და ადგომა არ უნდა. ((((( ვეტერინართან ცოტახანში მიგვყავს, მაგრამ იქნებ მანამდე იცოდეთ, რაში შეიძლება იყოს საქმე? გუშინ საღამოს მშვენივრად იყო და ერთ ღამეში რა შეიძლებოდა მომხდარიყო?

Posted by: kuda 30 Jul 2014, 15:49
დილით ჩემი სპანიელი დამხვდა ცხვირგასიებული. გუშინ ვერის ბაღში თამაშობდა და ხეს შეეჯახა, მაგრამ ცხვირი რომ დაერტყა, არ მგონია, თავი ჰქონდა მოტრიალებული და ხე ვერ დაინახა, არც დაუწკმუტუნია. ღამეც არ შემინიშნავს რამე. ხელს რომ ვკიდებ ან ვუჭერ, არ სტკივა, არც წკმუტუნებს. შეიძლება რამემ უკბინა? ვიცი, სჯობს ვეტერინარს ვანახო, მაგრამ დილით ვერ გავიყვანდი და საღამომდე იქნებ ვინმემ დამამშვიდოთ sad.gif

Posted by: blblbl 30 Jul 2014, 15:55
kuda
შეიძLება ფუტკარმა უკბინა

Posted by: kuda 30 Jul 2014, 15:59
blblbl
შეიძლება, ცხვირი და ცოტა დრუნჩები ჰქონდა დასიებული. ახლა ცოტა დაუცხრაო. საშიშია?

Posted by: blblbl 30 Jul 2014, 16:13
kuda
ჩემსას უკბინა ორჯერ,სუპრასტინი მივეცი და გაუარა

Posted by: XURCOPOWER 1 Aug 2014, 03:37
ძაღლების კლუბის შექმნა როგორ ხდება იქნებ გამარკვიოთ ვინმემ ?

Posted by: minii 1 Aug 2014, 13:42
ვინმე კომპეტენტურმა პირმა იქნებ დამაკვალიანოთ ახალ დაბადებულ ლეკვებს რა სჭირდებათ? აცრები რა ხნისას უნდა ჩაუტარდეს?? საბუთები სად უნდა ავუღო და ა.შ. ცოტა გამოუცდელი ვარ ამ საკითხში და კიდევ ხომ ვერ მეტყვით სუფთა სამოედის ლეკვებს რა ფასი აქვს??? მადლობა წინასწარ.

Posted by: kuda 1 Aug 2014, 14:27
blblbl
არ ყოფილა ნაკბენი, როგორც ჩანს რაღაც ჭამა და ალერგიული რეაქციის ბრალი იყო გასიება საღამოს გულისრევებიც დაეწყო და წავიყვანე ექიმთან. გუშინ ვადიეტეთ, ახლა კარგადაა biggrin.gif

Posted by: Chupa Chups 2 Aug 2014, 16:00
ეზოში არის უპატრონო ძაღლი, მე არ მინახავს, სახლში გვიანობამდე ვერ მივიდვარ. მეზობლების გადმოცემით ვიცი
ამ ძაღლს ბეწვიც ადგილებში გადატყაული აქვს და სისხლი სდისო..
როგორ შეიძლება რომ ვუშველო ??
ღამეც სადარბაზოში იძინებსო, როცა სადარბაზოს კარები ვინმეს ღია რჩება..
დილით უკვე აღარ მხვდება.. user.gif

Posted by: lilu777 5 Aug 2014, 11:40
ჩემი ძაღლი დღეს მოწყენილია. ფაღარათი აქვს და საჭმელს არ ეკარება. უნდა მაგრამ ვერ ჭამს ალბათ გული ერევა. წყალს სვავს. რა შეიძლება ვუშველო? რითი ვუმკურნალო
* * *
ნოშპა დავალევინე მეოთხედი და 1 საათში კარგად გახდა smile.gif)))

Posted by: colorBackground 6 Aug 2014, 20:51
ფრანგული ბულდოგი მყავს და სახლში ჩაურთიათ კონდიციონერი,რო მოვედი იჯდა ერთ ადგილას,ძლივს სუნთქავდა,გაჭედილი აქ მთელი ცხვირი,ეხლა ზედაპირი გავუსუფთავე და ოდნავ უკეთ სუნქავს,მაინტერესებს ძAან საშიშია ეს მდგომარეობა თუ არა და კიდევ რა შემიძლია გავაკეთო რო გამოვიყვანო ამ მდფომარეობიდან

Posted by: barcabarcabarca 11 Aug 2014, 09:34

Chupa Chups
შეიძლება კანქვეშა ტკიპა ყავს, ან სოკო, მარა სისხლი რატო სდის გაუგებარია.
ვეტერინარი არ ვარ, მაგრამ ნემსი დაჭირდება ყველა ვარიანტში. სახელი არ მახსოვს. ნებისმიერ ვეტერინარს კითხე და ზუსტად მიგასწავლის, ერთი წამალია რომელიც ყველა კანის დაავადების საწინააღმდეგოა. ორჯერ ან სამჯერ დაჭირდება გაკეთება. 10 ლარი ღირს

Posted by: oligarh 11 Aug 2014, 09:59
გამარჯობათ სოფელ დიღომში დავიჭირეთ ცუცუნა კუ ))) 1 კვირაზე მეტს არ გავიჩერებ არ მეჩხუბოთ ბავშვს უხარია ))
წყლისაა რაა როგორაა არ ვიცი , იქნებ მირჩიოთ რა ვაჭამო და წყალი (დასალევი) როგორ მივაწოდო ))))))))))

პ.ს. დაცინვებთ არ ვართ

Posted by: Wisemаn* 11 Aug 2014, 10:02
oligarh
გრძელი კუდი თუ აქვს წყლისარის ესეიგი. თუ წყლისაა სპეციალური საკვები უნდა უყიდო, დიღმის ბაზარში იყიდება.
თუ ხმელეთისაა ბალახები და ბოსტნეული ეჭმევა მგონი.

Posted by: oligarh 11 Aug 2014, 10:22
Wisemаn*
დიდი მადლობა............................................

Posted by: Bibi2014 11 Aug 2014, 11:02
გამარჯობა
იქნებ ვინმემ მიპასუხოთ და დამამშვიდოთ
10 დღის წინ ჩემთან ქუჩიდან კნუტი მოვიდა.. საკუთარ სახლში ვცხოვრობ და აივანზე ხშირად თამაშობს ხოლმე...გუშინ აივნიდან გადახტა :-( 2,5 მ მახიმუმ 3 მეტრია სიმაღლე, ქვემოთ მობეტონებულია....არ დაუყვირია წყნარად იჯდა რომ ჩავედი...მერე გაიქცა და დამემალა. ძლივს მივაგენი შემოვიკვანე სახლში, შეშინებული და დათრგუნული იყო, მაგრამ არაფერს არ იტკივებდა..ჭამა , წყალი დალია (ტუალეტს სად ილევს ვერ ვგებულობ, იპარება მეზობლის ეზოში და ალბათ იქ) დილისკენ რაღაც კრუტუნებდა , არასოდეს მკოლია კატა და არ ვიცი ასეთ ხმებს თუ გამოცემს ხოლმე. წყლის დალევის დროს არ ისმოდა ხმა. მეგონა , რომ ფილტვი დაუზიანდა, ტან მოთენთილი იყო... ჩაეძინა ისევ და რომ გაიღვიძა ხმა აღარ აკვს ისეთი, ჭამა, წყალი იმაზე მეტი დალია ვიდრე წინა დღეებში, წაგვეთამაშა ცოტა, მაგრამ მაინც არ გვენდობა (ალბათ გონია, რომ ჩევენ გადავაგდეთ)....ზოგადიი მდგომარება მგონი დამაკმაკოპილებელია და უმჯობესდება რაც დრო გადის...უბრალოდ იმალება და ტუალეტი მოილია თუ არა არ ვიცი....ამ ინციდენტამდეც სულ დავკვებოდი, მაგრამ ვერასოდეს ვნახე ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების პროცესში... რა შეიძლება გავაკეთო? ვეტერინართან ვერ მიმკავს ამ ეტაპზე
* * *
გამარჯობა
იქნებ ვინმემ მიპასუხოთ და დამამშვიდოთ
10 დღის წინ ჩემთან ქუჩიდან კნუტი მოვიდა.. საკუთარ სახლში ვცხოვრობ და აივანზე ხშირად თამაშობს ხოლმე...გუშინ აივნიდან გადახტა :-( 2,5 მ მახიმუმ 3 მეტრია სიმაღლე, ქვემოთ მობეტონებულია....არ დაუყვირია წყნარად იჯდა რომ ჩავედი...მერე გაიქცა და დამემალა. ძლივს მივაგენი შემოვიკვანე სახლში, შეშინებული და დათრგუნული იყო, მაგრამ არაფერს არ იტკივებდა..ჭამა , წყალი დალია (ტუალეტს სად ილევს ვერ ვგებულობ, იპარება მეზობლის ეზოში და ალბათ იქ) დილისკენ რაღაც კრუტუნებდა , არასოდეს მკოლია კატა და არ ვიცი ასეთ ხმებს თუ გამოცემს ხოლმე. წყლის დალევის დროს არ ისმოდა ხმა. მეგონა , რომ ფილტვი დაუზიანდა, ტან მოთენთილი იყო... ჩაეძინა ისევ და რომ გაიღვიძა ხმა აღარ აკვს ისეთი, ჭამა, წყალი იმაზე მეტი დალია ვიდრე წინა დღეებში, წაგვეთამაშა ცოტა, მაგრამ მაინც არ გვენდობა (ალბათ გონია, რომ ჩევენ გადავაგდეთ)....ზოგადიი მდგომარება მგონი დამაკმაკოპილებელია და უმჯობესდება რაც დრო გადის...უბრალოდ იმალება და ტუალეტი მოილია თუ არა არ ვიცი....ამ ინციდენტამდეც სულ დავკვებოდი, მაგრამ ვერასოდეს ვნახე ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების პროცესში... რა შეიძლება გავაკეთო? ვეტერინართან ვერ მიმკავს ამ ეტაპზე
* * *
გქონიათ ვინმეს ასეთი შემთხვევა? კნუტი რა ხნისაა არ ვიცი, ალბათ მაqsiიმუმ 1-1,5 თვის.... შეუძლიათ ასეთ ასაკში ამ სიმაღლიდან ჩამოხტომა?

Posted by: Computer 11 Aug 2014, 11:57
მჭირდება რჩევა/დახმარება

მყავს გერმანული ნაგაგაზი 2 ცალი (და-ძმა) არიან5 თვის და 1 კვირისები. არცერთი არ წევს ყურს ჯერ ჯერობით რაც ცოტა მანერვიულებს. რით შეიძლება იყოს გამოწვეული და კიდევ გვაქ თუ არა შანსი რომ დაცქვიტონ ყურები? გუშინ წინ ვეტ აფთიაქში 2.5 თვის ლეკვი ვნახე და უკვე ბოლომდე აწეული ქონდა :-(

ეხლა აგიხსნით რა სჭირდათ. 3 თვის ასაკში დაემართათ მგონი დისბაქტერიოზი. არ ჭამდნენ ვერ იღებდნენ ვიტამინებს დამყავდა გადასხმებზე, ნემსებს ვუკეთებდი და წამოვაყენე ფეხზე და მოიხოდნენ. ერთმანეთთან თამაშიც ვიცი რომ შეიძლება აზიანებდეს ყურის ხრტილს. ეხლა ეტანებიან ქვას და ვფიქრობ კალცი აკლიათ და უნდა მივცე აბები. რას მირჩევთ როგორ მოვიქცე. ამის სხვა და ძმას აწეული აქვთ უკვე არადა

Posted by: blblbl 11 Aug 2014, 16:32
Computer
ვეტერინარს ანახე,დაუფიქსირებენ ყურებს და ვიტამინებსაც დაუნისნავენ

Posted by: Chupa Chups 11 Aug 2014, 17:20
barcabarcabarca
აღარ ჩანს ის ძაღლი არსად.. sleep.gif
მადლობა გამოხმაურებისთვის )

Posted by: Computer 12 Aug 2014, 12:05
blblbl
ვეტერინართან დამყავს ყოველ კვირა. ძლივს გამოვაჯანმრთელე. 1 თვეც დაველოდები და ჩავუსვამ მერე თაბაშირში :-)

Posted by: bubutoko 12 Aug 2014, 15:11
Vitamin D3 ინექცია რას შვება ? მირჩიეს გაუკეთეო ვეტერინართან რადგან ჩემი კანე კოროს 5 თვისაა და უკანა ფეხები განვითარებული არ აქ უფრო სუსტი აქვს ვიდრე წინა ასევე წელიც გამოყვანილი აქვს, 5 თვისაა 22 ში ხდება 6 ის 29 კილოა

Posted by: blblbl 12 Aug 2014, 15:59
.bubutoko
რაქიტის საწინნააღრმღეგოა რაც შენ აღწერე ეგ რაქიტის ღასაწყისია და იმიტომ დანიშნა

Posted by: ayeti 14 Aug 2014, 06:35
1 სექტემბრიდან წამლების გაყიდვის ახალი წესი შემოდის: ძალიან ბევრი წამალი მხოლოდ რეცეპტით გაიყიდება. ცხოველების პატრონებმა რა ვქნათ? ჯერ არ ყოფილა შემთხვევა ვეტერინარს ისეთი წამალი დაენიშნოს ჩემი ძაღლისთვის რომელიც ზოომაღაზიაში იყიდება, მივდივარ აფთიაქში და იქ ვყიდულობ. ეხლა როგორ იქნება? არის რამე გამოსავალი თუ ცხოველებს სატანჯად და დასაღუპად წირავენ?

Posted by: ayeti 16 Aug 2014, 00:25
არ შემოდიან აქ ვეტ ექიმები, იციან როგორ მოგვარდება წამლის შეძენის პრობლემა? ორი დღეა მეტად აქტუალურ თემაზე დავპოსტე და ნოლი გამოხმაურება. გგონიათ თქვენი ძაღლები მთელი ცხოვრება ჯანმრთელები იქნებიან?

Posted by: sallli1 16 Aug 2014, 01:31
ayeti
მიხვალ აჩვენებ რომ ვეტერინარმა გამოგიწერა და მორჩა, მოთხოვ რეცეპტს ვეტერინარს
თუმცა მეეჭვება ისეთი რამე გამოგიწეროს რისი გაყიდვაც აკრძალული იყოს რეცეპტის გარეშე

Posted by: ayeti 16 Aug 2014, 10:07
sallli1
რას აჩვენებ? რეცეპტის გამოწერის უფლება ექნება ვეტერინარს თუ აფთიაქში სიტყვაზე გენდობიან_ძაღლისთვის მინდა წამალიო. ეგრე ნარკუშაც მივა. რაც შეეხება წამლებს, ჩემ ძაღლს ექიმმა პოლკორტოლონი დაუნიშნა, რადგანაც არც ალერტეკმა და არც სუპრასტინმა არ უშველა. არა მგონია ეს წამალი ურეცეპტოდ რომ გაიყიდოს.

Posted by: ultrasboy 16 Aug 2014, 12:33
სჰეკიტხვა მაკვს ერტი დარტვა საკმარისია ტუ არა ზაჯლისატვის სჰესაჯვარებლად?

Posted by: MITIATO 16 Aug 2014, 14:05
ayeti
ეგ მეც მაინტერესებს.
სამწუხაროდ, პროფესიონალი ვეტერინარი არავინ შემოდის აქ, ამ კითხვაზე პასუხი რომ გაგვცეს.
ექიმებს რეცეპტის ბლანკებს და საკუთარ ბეჭდებს თხოვენ, შეიძლება, ვეტერინარებისთვისაც იყოს მსგავსი რამ.

sallli1
QUOTE
მიხვალ აჩვენებ რომ ვეტერინარმა გამოგიწერა და მორჩა, მოთხოვ რეცეპტს ვეტერინარსთუმცა მეეჭვება ისეთი რამე გამოგიწეროს რისი გაყიდვაც აკრძალული იყოს რეცეპტის გარეშე

არც ეგრე ადვილად არაა საქმე.
სპეციალური რეცეპტის გარეშე არაფერს გაგატანენ აფთიაქიდან.
შეზღუდვა ყველა ანტიბიოტიკს ეხება. სხვას რომ თავი დავანებოთ ყველაფერს.

თუ ვინმე რამეს გაიგებთ, დაწერეთ, რა. user.gif

Posted by: blblbl 16 Aug 2014, 14:07
MITIATO
აფთიაქში ვიკითხე გუშინ და არ ვიცით ჯერ არაფერიო.ალბათ ვეტერინარებსაც მოუწევთ ბეჭდების აღება და ამსე გამოწერენ

Posted by: urekhi 16 Aug 2014, 15:49
MITIATO
https://www.facebook.com/photo.php?fbid=1466261033646137&set=pb.100007867624815.-2207520000.1408189729.&type=3&theater
ეს ძაღლი მომიყვანა მამაჩემმა 3 დღის ჭინ და გარკვევა მინდა რა ჯიშისაა და რამხელაა დამეხმარები?

Posted by: blblbl 16 Aug 2014, 15:53
urekhi
კოკერსპანიელი უდნა იყოს იქნება წელზე ემტის ალბატ,ექიმთან მიიყვანე და კბილებით იგებენ ხოლმე ასაკს

Posted by: urekhi 16 Aug 2014, 16:45
blblbl
ერთმა მითხრა ირლანდიური სეტერიაო

Posted by: blblbl 16 Aug 2014, 17:43
urekhi
კი გავს მაგრმ კოკერსპანიელს უფრო გავს შეიძლება ამგ ორის ნაჯვარი იყოს.ნუ ორივე კარგი ჯიშია smile.gif

Posted by: zuramoli 16 Aug 2014, 17:45
ლაბრადორი მყავს და ჯერ ერთი წლისაა როდის მირჩევთ რომ შევაჯვარო ან როგორ გავიგო რომ მოუვა დრო?

Posted by: MITIATO 16 Aug 2014, 18:33
zuramoli
QUOTE
ლაბრადორი მყავს და ჯერ ერთი წლისაა როდის მირჩევთ რომ შევაჯვარო ან როგორ გავიგო რომ მოუვა დრო?

ხვადია თუ ძუ?

2 წლის ასაკში აჯვარებენ ძაღლებს.
1 წლის თუ არის, კი "უნდა მოსვლოდა უკვე დრო".
შეუძლებელია, ვერ შენიშნო.

Posted by: Wisemаn* 16 Aug 2014, 20:35
zuramoli
ძუ თუ არის, 1 წლის და 6 თვის მერე, როცა ამძუნდება შეგიძლია შეაჯვარო ..
ხვადი, მინიმუმ 1 წლისდა 7 თვის უნდა იყოს.

Posted by: blblbl 16 Aug 2014, 22:24
Wisemаn*
QUOTE

ძუ თუ არის, 1 წლის და 6 თვის მერე, როცა ამძუნდება შეგიძლია შეაჯვარო ..
ხვადი, მინიმუმ 1 წლისდა 7 თვის უნდა იყოს.

აბა რას ამბობ,2 წლამდე არცერთის შეჯვარება არ შეიძლება,არ ეყოლებათ სრულყოფილი ლეკვები,განსაკუთრებით კი დედლის


Posted by: Wisemаn* 16 Aug 2014, 22:36
blblbl
მაგი ვინ გასწავლათ? ბევრი იძახის მაგას და ეგ არის დიდი სისულელე. lol.gif
საერთაშორისო სტანდარტი არის ასეთი, დედალი 1.6 წლის მერე, მამალი 1.7 წლის მერე.
წამყვანი პიტომნიკები(საფრანგეთში, უკრაინა, რუსეთში, ვისთანაც კონტაქტები მაქვს) ყველა ამ სტანდარტით ხელმძღვანელობს.
2 წლამდე არ შეიძლება შეჯვარება ვისგან გაიგეთ აზრზე არ ვარ. არაფერი არ უშავდება ძაღლს, პირიქით ხშირ შემთხვევაში ძაღლის დაჭკვიანებს დადინჯებას უწყობს ხელს. 1.6 წლის მერე როცა ამძუნდება დედალი, უკვე მესამე წეჩკა იქნება, იშვიათი გამონაკლისების გარდა, იდეალური დროა შეჯვარებისთვის.
2 წლამდე არ შეჯვარება მხოლოდ პატრონი სურვილზეა დამოკიდებული.

Posted by: his_girl 18 Aug 2014, 21:27
გამარჯობათ, მყავს ფისო, თათის ქვემოთ რო აქვს შიგნიდან ხომ იცით, ბალიშივით, აი ის ქონდა სისხლიანი შიგნიდან, ორივე მხარეს, დღეს შევამჩნიე, მარა 2-3 დღისას გავს, ვიფიქრე გაიჭრათქო მარა ასე ზუსტად 2 ივეზე? ზუსტად მაქედან აქვს სისხლი წამოსული , რა სჭირს პატარას?
აი




» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: MITIATO 18 Aug 2014, 22:30
Wisemаn*
2 წლამდე კი არა, მე თუ მკითხავ, ძაღლების უმეტესობა საერთოდ არ უნდა შეაჯვარო მთელი ცხოვრება.
თორემ, მეც კი ვიცი, რომ 2 წლამდეც შეიძლება შეჯვარება, განსაკუთრებით, ხვადის და განსაკუთრებით პატარა ჯიშის.



Posted by: Wisemаn* 18 Aug 2014, 22:37
MITIATO
თუ სუფთა ჯიში არის რატო არ უნდა შეაჯვარო? სულ რო გამრავლებისთვის არ გინდოდეს, 1 ხელ მაინც უნდა შეაჯვარო, ასაკში რო არ გაუბეროს მაგისთვის biggrin.gif
მეტისის შემთხვევაში გეთანხმები...

Posted by: MITIATO 18 Aug 2014, 23:01
Wisemаn*
QUOTE
თუ სუფთა ჯიში არის რატო არ უნდა შეაჯვარო?

იმიტომ, რომ პური მეპურემ უნდა გამოაცხოს და ვიღაცამ, გენეტიკა და სელექცია მოხარშული იჭმება თუ შემწვარი, არ იცის, თავისი ფსევდოჯიშიანი ძაღლი წაღმა-უკუღმა არ უნდა აჯვაროს მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი ჭკუით ამით სიამოვნებას ანიჭებს.
(რა რთული ქვეწყობილი წინადადება დავწერე givi.gif ).

ძაღლს აჯვარებენ მხოლოდ ლეკვებისთვის და არა დაჭკვიანებისთვის, ჯანმრთელობისთვის და ა.შ.
ეგ ერთჯერ შეჯვარება კიდევ უფრო ცუდად მოქმედებს ძაღლის ჯანმრთელობაზე.

Posted by: FANATIK 19 Aug 2014, 16:55
გამარჯობათ! ვინმემ ხომ არ იცით წერეთლის 74 ში რომ ვეტ-კლინიკაა იმის ტელეფონი? სადღაც ეწერა ფორუმზე და ვეღარ ვიპოვე. ან თუ გეგულებათ ვინმე ისეთი, ვინც ძაღლს გაკრიჭავს, მთლად ნოლზე რომ არ გადაუგოს ისეთი და ფასიც მიუთითეთ.

Posted by: Wisemаn* 19 Aug 2014, 17:19
MITIATO
ევროპაში სულ რამდენიმე წელია ძაღლების შეჯვარება დაარეგურილეს, ანუ კერძო პიროვნებებმა რომ ვერ შეაჯვარონ და ჩვენთან მაგი სანამ მოხდება ალბად ვერც მოვესწრებით.

QUOTE
ეგ ერთჯერ შეჯვარება კიდევ უფრო ცუდად მოქმედებს ძაღლის ჯანმრთელობაზე.

ამაში ვერ დაგეთანხმები.

Posted by: MITIATO 19 Aug 2014, 21:27
შეჯვარება იქით იყოს და ადვანტიქსი ხომ არ გეგულებათ სადმე დიდი წონის ძაღლისთვის?

ვერ ვიშოვნე და შემიჭამენ ძაღლს მოსკიტები. weep.gif weep.gif weep.gif

Posted by: his_girl 20 Aug 2014, 01:35
თუ ესეთი განათლებულები ხართ და სავსე მთვარეზე თუ ახალზე უნდა შეაჯვარონ ძაღლები ეგეც იცით იქნებ ამ პოსტზე მიპასუხოთ? http://forum.ge/?f=72&showtopic=34606067&st=577

Posted by: MITIATO 20 Aug 2014, 09:28
his_girl
თემაში არ პოსტავს პროფესიონალი ვეტერინარი, ამიტომ ფისოს ბედი თუ ასე გაღელვებს, ვეტერინართან წაიყვანე და ჩვენს განათლებულობას თავი დაანებე smile.gif



Posted by: minii 20 Aug 2014, 10:39
როგორც ვიცი ძაღლმა 63 დღეში უნდა დაყაროს, ხო? ჩემმა ძაღლმა გადააცილა 4-5 დღით და რა გავაკეთო იქნებ დამეხმაროთ ვინმეე??? მუცელი დაუპატარავდა შედარებით და შეიძლება რო საერთოდ არ დაყაროს??? ვეტერინარმა გუშინ მითხრა დაელოდე კიდევ ორი დღეო,თქვენ გქონიათ ასეთი შემთხვევა??? გუშინ არ უჭამია არაფერი დგეს ცოტა შეჭამა, ეს დგეები ვერ ისვენებს ადგილს ეძებს, რამე მირჩიეთ რააა sad.gif

Posted by: his_girl 20 Aug 2014, 13:23
MITIATO

ხო რავიცი ვეტერინარული კითხვები აწერია თემას, ანუ ვეტერინართან რა კითხვაც მაქვს აქ შეუძლია ვინმემ პასუუხი გამცესsmile.gif

ცუდია რო შენ არ შეგიძლია smile.gif

Posted by: Egyptian 20 Aug 2014, 17:41
ლეპტოსპიროზით დაავადებული ცხოველი რამდენ ხანში კვდება? :|
და როგორ შეიძლება გადაედოს ადამიანს?

Posted by: MITIATO 20 Aug 2014, 18:27
Egyptian
QUOTE
როგორ შეიძლება გადაედოს ადამიანს?

ინფექციის წყაროს წარმოადგენს დაავადებული, ინფექციაგადატანილი ან ინფექციამტარებელიმტარებელი გარეული და შინაური ცხოველები, რომლებიც შარდით, ფეკალიებით, სასუნთქი და სასქესო ორგანოებიდან გამონაყოფით აინფიცირებენ წყალს, ნიადაგს, საკვებ პროდუქტებს, სხადასხვა საგნებს. დაავადება გადადის დაავადებული ცხოველებისაგან მიღებული რძითაც.
ძაღლები ლეპტოსპიროზის გადატანის შემდეგ მტარებლებად რჩებიან 3-4 წლამდე, კატები_4 თვემდე, მღრღნელები კი_სიცოცხლის ბოლომდე.
ლეპტოსპიროზისათვის უფრო ტიპურია კონტაქტური, წყლისა და საკვებისმიერი გზით ინფიცირება. გარდა ამისა,შესაძლებელია ტრანსმისიური გზით (ტკიპებისა და სხვა მწერების ნაკბენით) დაავადებაც.

QUOTE
ლეპტოსპიროზით დაავადებული ცხოველი რამდენ ხანში კვდება?

დაავადების მწვავე ფორმა ძაღლებში მაქსიმუმ 10 დღე გრძელდება (უფრო 1-5- დღე) და 60-80%-ში სიკვდილით მთავრდება.
არსებობს ქვემწვავე მიმდინარეობაც, რომელიც 15-20 დღე გრძელდება და 30-50%-ში მთავრდება სიკვდილით.


Posted by: Egyptian 20 Aug 2014, 19:16
MITIATO
QUOTE
მაქსიმუმ 10 დღე გრძელდება (უფრო 1-5- დღე)

ეს კარგია
რაც მალე მით უკეთესი :>

QUOTE
ინფექციაგადატანილი

ეს ცუდია :////

QUOTE
რძითაც

ესეც.

QUOTE
აინფიცირებენ წყალს, ნიადაგს

თუ ასეთ ნიადაგს შევეხე უეჭველი დავინფიცირდება? როგორ უნდა მოხვდეს ჩემს სხეულში? ვთქვათ ჭრილობა მაქვს და ამ ჭრილობაზე თუ შემეხება ეს დაინფიცირებული ნიადაგი მაგ შემთხვევაში გადმომედება, ჰო? :?
://
საშიში ყოფილა ძალიან :|

Posted by: MITIATO 20 Aug 2014, 20:52
Egyptian
ადამიანი, ძირითადად, დაინფიცირებული წყლით ავადდება.
QUOTE
ვთქვათ ჭრილობა მაქვს და ამ ჭრილობაზე თუ შემეხება ეს დაინფიცირებული ნიადაგი მაგ შემთხვევაში გადმომედება, ჰო? :?

აჰა.
ოღონდ, კონტაქტური გზით უფრო ისეთი ადამიანები ავადდებიან, რომლებსაც პროფესიული შეხება აქვთ ცხოველებთან.

რატომ კითხულობ ლეპტოსპიროზზე? რამე ცხოველს აქვს შენს ახლო-მახლო?
ისე, ძაღლებისთვის არსებობს ვაქცინა ლეპტოსპიროზის საწინააღმდეგო.

Posted by: Egyptian 20 Aug 2014, 21:55
MITIATO
QUOTE
რატომ კითხულობ ლეპტოსპიროზზე? რამე ცხოველს აქვს შენს ახლო-მახლო?

არა, ცოტა ხნის წინ მოხდა ერთი შემთხვევა
ლისის ტბაზე დაინფიცირდა გოგო და მაგიტომ მაინტერესებდა
სულ არ ვიცოდი ამ ინფექციის არსებობა
მადლობ ^^


Posted by: Maverick_ 23 Aug 2014, 21:25
MITIATO

მაშინ დაიხუროს თემა თუ პროფესიონალი ვეტერინარი არ პოსტავს, რა აზრი აქვს?

Posted by: Unico 23 Aug 2014, 22:24
Maverick_
პოსტავენ პროფესიონალი ვეტერინარებიც, მინიმუმ ორი ვიცი ეგეთი. უბრალოდ ხშირად არ პოსტავენ.. გადახედე წინა გვერდებს, ნიკებიც კი შესაბამისი აქვთ wink.gif

Posted by: Maverick_ 23 Aug 2014, 23:39
Unico

გასაგებია smile.gif

Posted by: MITIATO 24 Aug 2014, 13:16
Maverick_
QUOTE
მაშინ დაიხუროს თემა თუ პროფესიონალი ვეტერინარი არ პოსტავს, რა აზრი აქვს?

რატომ არ აქვს აზრი.
მტაცებელთა ჭირის მკურნალობას ვერც პროფესიონალი ვეტერინარი დაიწყებს ინტერნეტით და ელემენტარულ კითხვებზე (მაგ. ჭიის წამლის დოზირება, ვაქციანცია და ა.შ.)პასუხის გაცემა გამოცდილ პატრონებს შეგვიძლია. smile.gif

Unico
QUOTE
უბრალოდ ხშირად არ პოსტავენ..

ხშირად არ პოსტავენ კი არა, არ პოსტავენ.
დასმულ კითხევბს არც ერთი არ პასუხობს და ფეისბუქზე დადებული თემების აქ დალინკვის აზრს ვერ ვხვდები.
სავსეა ინტერნეტი მსგავსი ინფორმაციით და დაინტერესებულ პირს სულ ადვილად შეუძლია მოძებნა.
ვისაც არ აინტერესებს, არც მაგას წაიკითხავს.

Posted by: TSULE 24 Aug 2014, 22:13
ხვლიკს რა შეიძლება ვაჭამო რო არ მომიკვდეს

Posted by: phoenix27 29 Aug 2014, 13:51
მოგესალმებით ,
გერმანული ნაგაზის 1 თვის ლეკვს რამდენჯერ და რამდენი უნდა ვაჭამო დღის განმავლობაში.?
თავისი საკვები ვუყიდე ზოომაღაზიაში და მითხრეს ცოტა წყალში დაალბე და 2 კოვზი მიეციო 4 ჯერ დღის განმავლობაში..
გამიგია რომ ლეკვს 300 გრამი უნდა გაუყო 4 ზე დღის განმავლობაში... მგონი ცოტას ვაჭმევ და მირჩიეთ როგორ მოვიქცე.

Posted by: Wisemаn* 29 Aug 2014, 13:56
phoenix27
300 გრამი 1 თვის ლეკვისთვის ბევრია.
დღეში 4 ჯერ აჭამე, 50-50 გრამი როიალ კანინი. ანუ 200 გრამი.

Posted by: phoenix27 29 Aug 2014, 21:50
QUOTE (Wisemаn* @ 29 Aug 2014, 13:56 )
phoenix27
300 გრამი 1 თვის ლეკვისთვის ბევრია.
დღეში 4 ჯერ აჭამე, 50-50 გრამი როიალ კანინი. ანუ 200 გრამი.

მადლობა , 1 კვირაში ვეტერინართანაც მივიყვან და გამოვკითხავ რამდენით გავზარდო ხოლმე ასაკის მატებასთან ერთად.. მაქამდე არ მინდოდა მეშიმშილებინა მოუმატებ ,აშკარად არ ყოფნიდა sad.gif ... ისე თუ შეიძლება დამატებით საკვები რო მივცე ხოლმე, ხილი მაგალითად თუ მარტო თავისი საკვები.. თანდათან ძალიან იკბინება, იმედია გადაუვლის user.gif smile.gif YNWA wink.gif

Posted by: his_girl 30 Aug 2014, 06:29
გამარჯობათ, ავცერი ჩემი კატა ასე 5 თვის წინ, გუშინ ქონდა ურთიერთობა ქუჩის კატასთან, შეიძლება რო რამე გადასდებოდა? ან რა ვქნა კიდე წავიყვანო აცრაზე?

Posted by: Qameleoni 30 Aug 2014, 07:05
ნუ გეშინია აგარაა ჯერჯერობიტ აცრა საჭირო .

Posted by: kuda 2 Sep 2014, 11:36
მყავს კოკერსპანიელის ლეკვი. თვალი ეწირპლება ამ ბოლო დროს, განსაკუთრებით ძილის მერე და გარშემო მიმხმარი აქვს მერე ბეწვი. რა შეიძლება ჩავასხა? ჩაის ფერი ცხოველებზეც ეფექტურია?

Posted by: ¤Gallardo¤ 2 Sep 2014, 22:27
ორივე თითზე ლეიკო მიკეთია, ორივე ცერზე, ცულზე გავიჭერი და,რამდენი ხანი უნდა მეკეთოს?

Posted by: yellow -fresh 2 Sep 2014, 23:31
ყველაზე ჯამრთელი ძაღლები მითხარით

Posted by: POXU1ST 3 Sep 2014, 00:17
კოტერვინის შეძენა სად შეიძლება ვერ დამეხმარებით ?

Posted by: sallli1 3 Sep 2014, 21:31
, მოკლედ ჩემ ეზოში ერთI ცუგაა რა ხოდა დღEს საჭმელს ვუყრიდი და რო ვუყრიდი ამომახტა ხელზე და ფრჩXილებით დამფხაჭNა,სისხლი არ წამომსვლია მაგრამ მეწვის ცოტა,ოდნავაა ვარდისფრად და საშიშია რამე/ რა ვქნა?

Posted by: gramatikikina 3 Sep 2014, 21:56
sallli1
სპირტით დაიმუშავე. ბრჭყალებით ცოფი არ გადაედებაო, ექიმისგან ვიცი. თან სისხლი არ წამოგსვლია.

Posted by: sallli1 3 Sep 2014, 22:13
gramatikikina
კი ოდნავ გამიწითLდა და ეხლა აღარც სიწითლე აღარ მაქვს
საპნით დავიბანე
სპირტი არ მქონდა წყალბადის ზეჟანგი წავისვი და რამეს მაინც ხო იზავს ? biggrin.gif

Posted by: Blue October 3 Sep 2014, 22:37
გაიზ, სპარსი გოგო მყავს. გუშინ საღამოს სახლში რომ დავბრუნდი ხასიათზე ვერ იყო, ცოტა ჭამა, დღეს დილით 2 ლუკმა წაიკიკნა და მერე წყალიც აღარ დაულევია. დავათვალიერე და მარცხენა ყურთან გამონადენის ნაკვალევი შევნიშნე.
ერთ-ერთი ფისომოყვარულის ნარჩევი რეცეპტით (1/2 ჩ/კ ბორის მჟავა გავხსენი 1 ჩ/ჭ თბილ წყალში) თვალებისთვის, იგივე ხსნარით გამოვუწმინდე ყურები.. ხვალ კი წავიყვან ვეტერინართან მაგრამ ვღელავ და...

ყურების გაწმენდას რაც შეეხება, ინტერნეტში კი ვუყურე, მაგრამ ამას პაწუა ყურები აქვს, თან წმენდას რომ ვიწყებ ფოლდივით კეცავს და გამიჭირდა, ღრმად ვერ გამოვუწმინდე, მეშინია რამე არ დავუზიანო sad.gif

და კიდევ ერთი კითხვა, ექოსკოპიაზე დამიდგენენ ფისუნა ქალიშვილია თუ ოჯახიდან გასაგდები? biggrin.gif

Posted by: ¤Gallardo¤ 4 Sep 2014, 10:30
Blue October
კი და ექოსკოპია მაშინ შენც უნდა გაიკეთო და მერე ვნახოთ შენი ამბავიც... yes.gif

Posted by: POXU1ST 4 Sep 2014, 12:57
sallli1
დღეს წერეთელზე შენ იყავი ძაღლით და ვარდისფერი ზედათი ? : )

Posted by: sallli1 4 Sep 2014, 13:14
POXU1ST
არა ვარდისფერი ზედა დღეს არ მცმია
კაბა მეცვა წითელი biggrin.gif

Posted by: POXU1ST 4 Sep 2014, 13:31
sallli1
შეიძლება ცუდად მახსოვს
ვეტაფთიაქში შემოვიდა ერთი გოგო იგივე კითხვით და მაგიტო გკითხე : )

Posted by: sallli1 4 Sep 2014, 13:40
POXU1ST
კი მე ვიყავი მაშინ ალბათ შეშინებული biggrin.gif ბუნებაში
ისე დავპანიკდი მანდ შემოვედი biggrin.gif

Posted by: Blue October 6 Sep 2014, 18:21
¤Gallardo¤
შენი ზრდილობის ამბავი როგორაა?
იუმორისგანაც აშკარად შორს ხარ.


კითხვის ლოგიკაც ვერ გაგიგია და აჰა, ჩასწვდი: ბევრ მამრს (მათ პატრონებს) შესაჯვარებლად "უმწიკვლო" მდედრი უნდა.

Posted by: ¤Gallardo¤ 7 Sep 2014, 23:48
Blue October
მოიცა მოიცა, როგორც ცოლი უნდა იყოს ქალიშვილი დაჟე კატაც ქალიშვილები უნდა შეაჯვარონ თავიანთ კატებს? ანუ რაც პატრონი ისიც კატა?? უმწიკვლო რომ დედამისი ყოფილიყო იმის პატრონის არც თითონ დაიბადებოდა და ეხლა კატების...შიღა გვაქექე რა. ამოუკერე მაშინ და შენც დაისვენებ ისიც. lol.gif ოღონდ სისხლი თუ არ წამოუვა დარხეული აქ იმისაც შენც. პროსტინა შეუმოწმეთ

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: PuTKiiI 8 Sep 2014, 02:13
POXU1ST
sallli1
თავისუფალ თემას მიაკითხეთ თუ შეიძლება
* * *
¤Gallardo¤
[¤Gallardo¤
Warning:
მგონი დროა უსათაუროში დაბრუნდე  მაგ ვორნლოგით ხო?

Posted by: Mamukichhh 8 Sep 2014, 10:44
პერიოდის დროს, 8 წლის ძაღლს გაუსივდა ერთი ძუძუ, საშიშია? sad.gif

Posted by: MITIATO 8 Sep 2014, 10:55
Blue October
QUOTE
ბევრ მამრს (მათ პატრონებს) შესაჯვარებლად "უმწიკვლო" მდედრი უნდა.

რას არ წაიკითხავ ამ დალოცვილ ფორუმზე. biggrin.gif
კი მაგრამ, მიზეზი?

ისე, ვერც ექოსკოპიით და ვერც ვერაფრით დაადგენთ მდედრ კატას სექსი ქონდა თუ არა.
არ აქვთ კატებს საქალწულე აპკი. biggrin.gif

Mamukichhh
QUOTE
პერიოდის დროს, 8 წლის ძაღლს გაუსივდა ერთი ძუძუ, საშიშია?

ასაკის და იმის გათვალისწინებით, რომ მარტო ერთი ძუძუ გაუსივდა, ჯობია ვეტერინარს ანახოთ.
შეიძლება არც არაფერი, მაგრამ მძუნაობის დროს ჰორმონალური ფონის იცვლება ორგანიზმში და ამ დროს იჩენს ხოლმე თავს სიმსივნე.

Posted by: Blue October 9 Sep 2014, 22:27
MITIATO

ჰო რავქნა, აქვთ ხოლმე ასეთი წიკები..
მიზეზი --> არვიცი რა ლოგიკით, მაგრამ თითქოს მოქმედებს შემდგომ დაორსულებაზე, გენეტიკაზე და ა.შ. თუ ე.წ. "უჯიშოსთან" ჰქონდა ურთიერთობაო.



ვისაც სპარსულები გყავთ: 1/2 ჩ/კ ბორის მჟავა 1 ჩ/ჭ თბილ წყალში გახსენით და თვალები გაუწმინდეთ დილა საღამოს, ის ჟანგისფერი გამონადენი საერთოდ აღარ ჩამოსდით. ყურის ანთებაც ამით მოვურჩინე (აქრობს ანთებით პროცესებს), ფბ ფისომოყვარულთა კლუბის ერთ-ერთმა წევრამ მირჩია.


¤Gallardo¤
ცხვირ-პირს შენი ნებით თუ არ ამოიკერავ, შენ დაგერხევა.

Posted by: gudiani_kaci 9 Sep 2014, 23:21
პატარა ლეკვის დაბანა რა პერიოდიდან შეიძლება?
* * *
აზრზე არ ვარ მისთვის რა შეიძლება და რა არა sad.gif sad.gif
* * *
თუ ვინმე მირჩევს რამეს მადლობელი დაგრჩებით smile.gif

Posted by: sallli1 9 Sep 2014, 23:37
gudiani_kaci
ლეკვი თუ პატარაა ვეტერინართან მოგიწევთ ვიზიტი ჭიაზე დამუშავება აცრები და ა.შ
მაასაც ის გეტყვით

Posted by: PuTKiiI 10 Sep 2014, 00:04
gudiani_kaci
gudiani_kaci
პატარა რამდენია

Posted by: ¤Gallardo¤ 10 Sep 2014, 00:11
Blue October
უტეგენატალე მაგ წვრილ მუსკულებში. საერთო ჯამში კატიანად გასაგდებო biggrin.gif :თავდამწვარისმაილი: ^^ biggrin.gif

აგე ჩემი თუ არ გჯერავს http://www.upload.ee/image/2971884/scare5.swf

PuTKiiI
ბოდიში, მეტს აღარ გავაოფებ პატ.ბატ. მოდერ user.gif

ჩემ აწ გარდაცვლიილ თუთიყუშს ბეწვი რაღაცნაირად სცვიოდა და რისი ბრალი იქნებოდა?

ეს offი ეომ არ იყოს, თემასთან დაკავშირებით რომ რამე დავწერო და მოდერს არ მივცე მიზეზი :დ მარა მაინც თუ დამwarnავ 20ზე მეტი მაინც არა რა sad.gif მადლობა

Posted by: PuTKiiI 10 Sep 2014, 00:38
¤Gallardo¤
ოფფ ტოპიკი ერთი მიზეზია
და თანაფორუმელის მიმართ მიმართვა მეორე --

Posted by: Ana-Veterinar 10 Sep 2014, 09:33
gudiani_kaci
გამარჯობა. უმჯობესია თუ ვაქცინაციის დასრულებამდე თქვენს ლეკვს არ დაბანთ, გამონაკლისის დაშვება მაშინ ხდება თუ ძალიან ბევრი პარაზიტი ჰყავს. სხვა შემთხვევაში გირჩევთ მხოლოდ მშრალად დაამუშათნ,ანუ პატარა ზეწარი დაასველოთ თბილ წყალში და მთლიანად გაწმინდოთ,ასევე ბავშვის ჰიგიენური სალფეთქებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

Posted by: Blue October 10 Sep 2014, 12:09
Warning:
გაფრთხილება, შემდეგზე 20%


მშრალი შამპუნით დაბანა რა სიხშირით შეიძლება კატის? და როგორ შევარჩიო ხარისხიანი?
Ana-Veterinar

Posted by: ¤Gallardo¤ 10 Sep 2014, 12:37
Warning:
+20% და დაისვენე ცოტა

_________

Posted by: Ana-Veterinar 10 Sep 2014, 14:41
Blue October
კატას არ ჭირდება მშრალი დამუშავება როგორც წესი,ის საკმაოდ სუფთაა და თვითონ ისუფთავებს სხეულს, მაგრამ თუ მაინც გნებავთ რამ გაასუფთაოთ, შეიძლება კვირაში ერთხელ, უფრო ნაკლები ინტერვალით არ არის სასურველი.

Posted by: gudiani_kaci 10 Sep 2014, 21:45
QUOTE
გამარჯობა. უმჯობესია თუ ვაქცინაციის დასრულებამდე თქვენს ლეკვს არ დაბანთ, გამონაკლისის დაშვება მაშინ ხდება თუ ძალიან ბევრი პარაზიტი ჰყავს. სხვა შემთხვევაში გირჩევთ მხოლოდ მშრალად დაამუშათნ,ანუ პატარა ზეწარი დაასველოთ თბილ წყალში და მთლიანად გაწმინდოთ,ასევე ბავშვის ჰიგიენური სალფეთქებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.


მადლობა ანა smile.gif

Posted by: pepi grdzelicinda 12 Sep 2014, 10:33
მდედრი ძაღლის შესაჯვარებლად მერამდენე დღეებია შემახსენეთ რაა?

Posted by: Wisemаn* 12 Sep 2014, 13:47
pepi grdzelicinda
9-11
10-12
11-13

გააჩნია როდის იქნება მზად დედალი.
კინოლოგს უნდა აჩვენო და გასინჯავს.

Posted by: Ana-Veterinar 12 Sep 2014, 16:04
pepi grdzelicinda
meshvide metertmete

Posted by: zuramoli 13 Sep 2014, 11:35
მყავს 1 წლის და 1 თვის დედალი ლაბრადორი,მინდა შეჯვარება,ვეძებ საბუთიან და კარგი ჯიშის მამალ ლაბრადორს. მსურველებმა მომწერეთ პირადში.

Posted by: PuTKiiI 13 Sep 2014, 16:30
zuramoli
ადრეა ჯერ არ აჯვარო
1.5 წლამდე მაინც აცადე

Posted by: bubutoko 13 Sep 2014, 22:39
გამარჯობათ ფორუმელებო , მაინტერესებს რა ვიტამინები უნდა დავალევინო 6 თვის კანე კორსოს newsmile05.gif ორი მირჩიეს
http://www.amazon.de/Canina-Canhydrox-GAG-...mp;keywords=Gag ერთი არის ეს და მეორე http://www.amazon.com/GNC-Ultra-Mega-Multi...+for+adult+dogs ვინც ერკვევით მსგავს საკითხში იქნებ დამეხმაროთ მადლობა წინასწარ!!!

Posted by: ana-123 14 Sep 2014, 10:58
გამარჯობათ ჩემს კატებს ლოყებთან სცვივათ ბეწვი,თითქოს კანიანად ერთიანად ძვრება ბეწვები და არა გერა-გერა :X თუ ვინმემ იცით რა შეილება სჭირდეს იქნებ მირჩიოთ რამე. ერთი კნუტიი მყავდა იმასაც ეგრე დაემართა და მერე მომიკვდა . იმ კნუტს თათებზეც და ყელთანაც ცვიოდა :X არ მინდა მათაც ეგრე დაემართოს. ვეტერინართან ვერ მიმყავს სახლის პირობებში მინდა ვუმკურნალო.

Posted by: Ana-Veterinar 14 Sep 2014, 13:58
bubutoko
gamarjoba.kalci rac mtavaria, multi vitanimi. ( girchevt ori kveynis carmoebuls- 1. Trixis dasaxelebit-germanulia da 2. 8+1 amerikuli.) miecit conisa da instrukciis mixedvit.. Aris kidev sxva kveynebis indoeti,turketi urugvai, magram AR girchevt. Garda amiss xacho 0% iani, sakonlis gvidzli kvirashi ertxel mainc.
* * *
ana-123
gamarjoba. Samcuxarod ekimis charevis gareshe ver gaumklavdebit. Sachiroa kanisa da tmis geros mikroskopiuli gamokvleva, rom dadgindes hyavs tu ara endoparaziti da shemdeg ukve calkeulad moxdeba misi diperenciacia, romeli saxisaa.

Posted by: blblbl 14 Sep 2014, 17:07
zuramoli
2 წლამდე არ შეიძლება ძუს დაორსულება !!!

Posted by: unlucky 15 Sep 2014, 13:04
Ana-Veterinar
გამარჯობა,ცოტა სასაცილო კითხვა მაქვს user.gif მოკლედ, 2 ცუგო მყავს, ერთი 3 წლის,მეორე 8 თვის. ორივე დედალია. უფროსს შეჯვარების დრო რო მოუვიდა ახლოს არ მიიკარა მამალი ძაღლები, აქეთ ახტებოდა drug.gif და მოკლედ დღემდე არ იკარებს მამრებს და ამ ჩემ მეორე დედალ ცუგოს ახტება ხოლმე უკნიდან და იმასუშვრება(ცდილობს) givi.gif არსებობს გადახრები ძაღლებში თუ რა ჭირს ვერ მეტყვი? :\

Posted by: PuTKiiI 15 Sep 2014, 14:49
unlucky
biggrin.gif ბევრი მინახავს ეგეთი----
ისეთი არფერი
მიუშვი გაისწოროს თავისი
yes.gif

Posted by: საკურა. 19 Sep 2014, 09:37
ძალიან გთხოვთ ვინც იცით მიპასუხეთ რა, რაც უფრო მალე შეძლებთ უკეთესია... (
ძაღლებში სტაფილოკოკი იკურნება?

Posted by: lezha430 20 Sep 2014, 15:04
ლეკვი მყავს თვენახევრის ერტი კვირის წინ სჰევატყვე რო სიარული უცჰირდა ნელ ნელა გაუარესდა მდგომარეობა ეხლა წინა თათებს ვეგარ მართავს მიტხრევს რომ ლეკვებს ემარტებატვ ხოლმეო, გაგიგიათ ესეთი შემთხვევა?

Posted by: mrmilandro 20 Sep 2014, 15:22
არა დროზე ექიმი იქნება ეშველოს

Posted by: marta007 21 Sep 2014, 16:53
კატა მყავს 4 თვის დაახლოებით, ყველა აცრა და წამლობა ჩავუტარე და 16-ში ავცერი ცოფზე,
ექიმმა მითხრა 10 დღე მოერიდე არ გიკბინოს ან დაგკაწროსო, ტანში ცოფის ვირუსი ექნება და არ არის სასურველიო.
ბევრი ვერიდე თუ ცოტა ვერიდე, დღეს მაინც გამკრა ოდნავ კლანჭი, ცოტა სისხლი გამომივიდა, წვეთი არც კი.
გავვარდი იმ წუთში სარეცხის საპნით მოვიბანე და დამწუხრებული წავედი ვეტექიმთან, ჩემი აცრაც საჭიროა თუ არა თქო-საკითხავად.

მითხრა საჭირო არააო, მაინც დააკვირდი 10 დღე, თუ მოკვდა მაშინ აიცერიო. კატას სხვა ცხოველებთან კონტაქტი რაც ჩემთანაა
არ ქონია, თვენახევრის მომიყვანეს და მანამდეც ხშირად მკაწრავდა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია.
ახლა ამ ცოფის აცრის დროს, ფაქტიურად მეხუთე დღეა და საშიში ხომ არ არის ჩემთვის.

გადავაბრუნე ნეტი და ეს საკითხი არსად წერია. რავი, თუ კატის აცრა ანტივირუსია, მე ცოფი რატომ უნდა შემეყაროს მისგან
ტუნდაც 10 დღეში ვერ ვხვდები. ან ასე საშიში რომ იყოს ეს პერიოდი, პატრონების აცრაც ხომ სავალდებულო იქნებოდა?
დამდეთ პატივი და ვინმემ გამეცით პასუხი, წინასწარ მადლობა.


Posted by: Carver 21 Sep 2014, 17:22
კითხვები ვეტექიმს:

1) პირველ რიგში მაინტერესებს ქუჩის ძაღლს თუ მიიღებენ გასასინჯად.. თავს ვერ დავდებ რომ არაფერი სჭირს, მაგრამ კარგი ვიდიანი ძაღლია, მოვლილიც კი.. ქეციანი და დაავადებულის არაფერი ეტყობა..

2) მგონი ლიბრი აქვს გადაკრული და როგორც გამიგია, ფხეკენ და შველიან რაღაც დონეზე მხედველობას უბრუნებენ.. მართალია?

3) რა ჯდება გასინჯვა, კონსულტაცია?

Posted by: blblbl 21 Sep 2014, 18:18
marta007
რა სისულელა,რომელმა ვეტექიმმა გითხრა მსგავსი სისულელე? 18ში ავცერი ძარლი უკვე მეხუთედ ცოფზე და არასდროს მსგავსი რამ არავის უთქვამს,ერთადერთი 10 დღე ბანაობას კრძალავენ ,რომ იმუნიტეტი სუსტია დ ა არ გაცივდეს

Carver
1.რა თქმა უნდა მიიღებენ
2.ზოგადად ამსე ხდება მაგრამ რამდენად აკეთებენ ჩვენთან მაგ ოპერაციას არ ვიცი,გაიკითხე
3.ძირითადად უფასოა ხოლმე მხოლოდ კონსულტაცია,ისე ალბათ 10 ლარი ეღირება მეტი არ მგონია.

Posted by: MITIATO 21 Sep 2014, 19:19
marta007
QUOTE
ექიმმა მითხრა 10 დღე მოერიდე არ გიკბინოს ან დაგკაწროსო, ტანში ცოფის ვირუსი ექნება და არ არის სასურველიო.

ექიმი არ გეტყოდა მაგას.
ექიმმა იცის, რომ ცოფის ვაქცინაში არ არის ცოცხალი ვირუსი, რომელმაც შეიძლება დაავადება გამოიწვიოს.smile.gif
დაავადების გამოწვევა შეუძლიათ მხოლოდ იმ ვაქცინებს, რომლებიც ცოცხალ, მაგრამ დასუსტებულ გამომწვევს შეიცავს.
მაგ. პირში ჩასაწვეთებელ პოლიომიელიტის და გრიპის ვაქცინებს (ადამიანის).

ანუ არ არის საშიში ვაქცინის მერე დაკაწვრა. არ ინერვიულო.


QUOTE
ერთადერთი 10 დღე ბანაობას კრძალავენ ,რომ იმუნიტეტი სუსტია დ ა არ გაცივდეს

იმუნიტეტი კი არ არის სუსტი, იმუნიტეტი რომ არ დასუსტდეს გაცივებით, იმიტომ.

Posted by: blblbl 21 Sep 2014, 20:49
MITIATO
აცრის მერე იმუნიტეტი დასუსტებული აქვს და შეიძლება ადვილად გაცივდესოზუსტად ეს სიტყვები მიტხრ ვეტერინარმა ზოოპარკში 18ში და არა ის რომ თუ გაცივდა დასუსტდება იმუნიტეტიო.რავიცი ბავსვებსაც რომ ვცრით ზუსტად იგივეს გვეუნბნებიან მოიფტხილდით ამ დროს სუსტდება იმუნიტეტი რადგან ბრძოლობს ორგანიზმი აცრასთან და არ გაცივდესო :დ სხვანაირად თუა და აათ ეშლებათ ეგ უკვე არ ვიცი.

Posted by: Carver 21 Sep 2014, 21:11
blblbl
კარგი ხარ )))


კარგ ვეტერინარს ხომ ვერ მიმასწავლი???

Posted by: PuTKiiI 21 Sep 2014, 22:02
Carver
ალიკა ზოოპარკში ========================================

Posted by: MITIATO 21 Sep 2014, 22:55
blblbl

yawn.gif

შენი აზრით ავადმყოფ ცხოველებს რატომ არ ცრიან? ან რატომ ითხოვენ აცრის წინ ჭიის წამლის დალევას?


Posted by: marta007 22 Sep 2014, 00:54
blblbl
QUOTE
რა სისულელა,რომელმა ვეტექიმმა გითხრა მსგავსი სისულელე?

ერთმა ვეტექიმმა მითხრა როცა ვცრიდი, წერეთელზე აქვს ოფისი, დღეს რომ მივედი კი მითხრა არ არის საშიშიო,
მაგრამ მე მაინც დავფეთდი და აქ გადავამოწმე. მადლობა smile.gif


MITIATO
QUOTE
ანუ არ არის საშიში ვაქცინის მერე დაკაწვრა. არ ინერვიულო.

ძალიან კარგი, მეც იგივეს ვფიქრობდი. მადლობა smile.gif

Posted by: sallli1 22 Sep 2014, 09:00
Vაიმე ნენსიკუნა მყავს ცუდად . Kუჭი აქვს აშლილი. Gუშინ მთელიღამე ცუდაფ იყო მერე გამოკეთდა და საღამს გული აერია. Eხლა კუჭი აქვს აშლილი და სისხლიც გამოაყოლა. Vეტ კლინიკა 11ზე იღება. Vაიმე ძაან მეშინია . შახლის ნაგავი მოიპარა ისეთი დიდად საშისლში იქ რა იყი რავიცი პამიდორი ან რაღაცის კანები .
* * *
გადასხმა გაუკეთეს ნენსიკოს
იმედია უკეთ გახდება :/

Posted by: kikva_98 1 Oct 2014, 14:41
გამარჯობატ ძმაკაცის ძაღლმა დაგლიჯა მაწანწალა ძაღლები და ცოფზე ან რამეზე აცრას ?? საშიშია ?

Posted by: makakune 3 Oct 2014, 15:33
აქ ხართ ვინმე? დამეხმარეთ გთხოვთ. ჩემს კურდღელს წაერთვა ოთხივე კიდური. ბიცილინ 3 რომ გავუკეთო შეიძლება? ანდა როგორ გავუკეთო?

Posted by: sallli1 3 Oct 2014, 20:52
kikva_98
ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ რომ გლეჯდა ამ ძაღლებს სად იყავით ამ დროს?

Posted by: kikva_98 3 Oct 2014, 21:14
ბაღში კავს და გამიტ გაიპარა... საშიშია რამე ?დიდი არაპერი არ ცჰირტ იმატაც უბრალოდ რამე ხოარ გადაედებოდა

Posted by: Nata80 4 Oct 2014, 14:33
ფეხებმოტეხლი მწყერი ვიპოვე ეზოში და სად წავიყვანო ხომ ვერ მეტვით - ჩვეულებრის ვეტექიმთან თუ ფრინველების ექიმი სხვაა ?

Posted by: Unico 4 Oct 2014, 17:33
Nata80
QUOTE
ჩვეულებრის ვეტექიმთან თუ ფრინველების ექიმი სხვაა ?

საერთოდ ორნიტოლოგთან. მაგრამ სად გვყავს ჩვენ ორნიტოლოგი.
ამიტომ მიიყვანე ვეტერინართან ან ზოოპარკში

Posted by: sallli1 4 Oct 2014, 23:18
ნენსის სასქესო ორგანო აქვს გაშავებულივით, ავუყვანე ექიმს და მითხრა ეგ პიგმენტია და ზოგადად ეხლა საგანგაშო არაფერია თუ კიდევ გამუქდა მერე მომიყვანეო, თუო ძუძუებზე ექნება შავი რაღაც მტვერივით და თითქოს ვერ ბანთო ეგეთი თუ ქონდაო ცოტახნით მეთქი და ეხლა გაუარა თქო და თუ კიდევ ექნება მომიყვანეო
ახლა რა მაინტერესებს
მართლა არაფერია საგანგაშო ?

Posted by: manvelaa 5 Oct 2014, 01:19
კნუტი ძალიანაა დასუსტებული, მარტო წევს და ხელში თუ ავიყვან მაშინ ცოტას კნავის გაჭირვებით, ჰუმანას ფაფას ვაჭმევ ცოტას მაგრამ მაინც მასეა sad.gif(
ძალიან მეცოდება რა ვუშველო ვერ მეტყვით? თან ცივია sad.gif

Posted by: webdesigner93 11 Oct 2014, 09:41
კნუტი ვიპოვე ქუჩაში 1 თვის წინ და შევიფარე, ძალიან სუსტად იყო თავიდან, სიარულისას ეცემოდა, ჭამდა მხოლოდ ხელიდან და ა.შ. ახლა უკვე ძალიან ყოჩაღადაა და კარგად ვგრძნობთ თავს, უბრალოდ მინდა რომ ავცრა, ალბათ ჭიებზე და ცოფზე, თუ რამე სხვაცაა საჭირო იმაზეც, და სად მივიდე და რა ღირს ხომ ვერ მეტყვით ვინმე ?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 11 Oct 2014, 21:13
webdesigner93
QUOTE
კნუტი ვიპოვე ქუჩაში 1 თვის წინ და შევიფარე, ძალიან სუსტად იყო თავიდან, სიარულისას ეცემოდა, ჭამდა მხოლოდ ხელიდან და ა.შ. ახლა უკვე ძალიან ყოჩაღადაა და კარგად ვგრძნობთ თავს, უბრალოდ მინდა რომ ავცრა, ალბათ ჭიებზე და ცოფზე, თუ რამე სხვაცაა საჭირო იმაზეც, და სად მივიდე და რა ღირს ხომ ვერ მეტყვით ვინმე ?

უსაშველოდ ძვირი არ იქნება, უმჯობესია კატების თემაში იკითხო უფრო გიპასუხებენ

Posted by: TramwayMan 14 Oct 2014, 21:52
გამარჯობათ, კითხვა მაქვს და იმედია მალე იქნება რამე პასუხი მაინც.

მეზობლის 9 წლის პოინტერი შეჯვარდა ახალგაზრდა მამალთან და ახლა ყრის ლეკვებს გუშინ დაიწყო შუასდღის 4 საათზე 1 გააჩინა მერე 2 საათში მეორე, მერე ღამით შუალედებით აჩენდა და დილის 6 საათისთვის გააჩინა მეექვსე ლეკვი. მას მერე აღარ გაუჩენია მაგრამ მუცელი დიდი აქვას ასე თუ ისე და თითქოს რაღაც მოძრაობს შიგ ფორმას იცვლის.

შესაძლოა რომ მკვდარი ლეკვები ჰყავდეს? ძაღლი მშვიდადააა ზოგადად. ლეკვები წოვენ ძუძუს. ან დაუცხრება მუცელი თავისით?

Posted by: Unico 15 Oct 2014, 18:57
TramwayMan
საერთოდ, როგორც ძაღლების აქაური პატრონებისგან წამიკითხავს, ერთი დღის განმავლობაში შეუძლია გარკვეული შუალედებით აჩინოს და აჩინოს.

QUOTE
შესაძლოა რომ მკვდარი ლეკვები ჰყავდეს?

ლოგიკურად რომ ვისმჯელოთ, მკვდარი ლეკვები ჰყავდეს და ვერ აჩენდეს, ასე მშვიდად ვერ იქნებოდა.
მაგრამ ზოგადად ვეტერინარს დაურეკეთ მაინც.

ახლა როგორ არის?

Posted by: TramwayMan 19 Oct 2014, 21:48
Unico
QUOTE
ახლა როგორ არის?

მადლოოობ, კარგად არის ახლა, მადა აქვს სასწაული biggrin.gif 5 ლეკვი ჰყავს,ერთი დაეღუპა sad.gif

Posted by: giorgi--6 26 Oct 2014, 21:27
გამარჯობათ მყავს ქართული ნაგაზის 1.5 თვის ლეკვი მაინტერესებს აცრები როდის უნდა გავუკეთო თუ შეგიძლიათ რო მიპასუხოთ და კიდევ რა ჯობია რომ ვაჭამო? ახლა ლეკვის საჭმელს ვაჭმევ აფთიაქში ნაყიდს

Posted by: MITIATO 27 Oct 2014, 19:32
giorgi--6
QUOTE
აცრები როდის უნდა გავუკეთო

1,5 თვიდან უკვე შეიძლება ზოგიერთი ვაქცინით, ისე_2 თვიდან იწყებენ.

QUOTE
რა ჯობია რომ ვაჭამო?

მშრალი საჭმელი თუ გინდა აჭამო, სუპერ პრემიუმ ხარისხის აარჩიე.
ამბობენ, რომ საქართველოში ყველაზე კარგი როიალ კანინი და ჰილსია.

Posted by: Chalky 30 Oct 2014, 21:37
ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ ჩემ ძაღლს ძალიან აი ძალიან მაგრად უცებ ცვივა ბეწვი ... სამწუხაროდ მაგრად გავიჩედე და ექიმთან ვერ მიმყავს თანხის უქონლობის გამო რა ვუშველო ? თითქოს ოდნავ იმა ადგილას სადაც ცვივა ბეწვი კანი გამოუშრა და თეთრად ექერცლება მიშველეთ რამე მირჩიეთ...
ან უფასო კონსულტანტის ნომერი მომწერეთ გთხოვთ!! კორსოა 5 თვის sad.gif

Posted by: giorgi--6 31 Oct 2014, 13:12
MITIATO
აუცილებელია რომ ქარხნული მზა საჭმელი ვაჭამო?

Posted by: Maariam 1 Nov 2014, 14:22
იქნეებ დამეხმააროთ sad.gif 4 თვის ლეკვი მყავს, შუა აზიური ნაგაზი და ძაალიან ცუდადაა მეოთხე დღეა, ვეტერინართან დაგვყავს, გადასხმებს უკეთებენ და ნემსებს. სულ წევს არ დგება (ვერ დგება), არაფერს არ ჭამს არც წყალს სვამს, წამალს ძალით ვასმევთ და აღებინებს ხშირააად. არავინ იცის რითი შეიძლება ვუშველო? :'( cry.gif

Posted by: Chalky 2 Nov 2014, 18:30
QUOTE (Maariam @ 1 Nov 2014, 14:22 )
იქნეებ დამეხმააროთ sad.gif 4 თვის ლეკვი მყავს, შუა აზიური ნაგაზი და ძაალიან ცუდადაა მეოთხე დღეა, ვეტერინართან დაგვყავს, გადასხმებს უკეთებენ და ნემსებს. სულ წევს არ დგება (ვერ დგება), არაფერს არ ჭამს არც წყალს სვამს, წამალს ძალით ვასმევთ და აღებინებს ხშირააად. არავინ იცის რითი შეიძლება ვუშველო? :'( cry.gif

სასწრაფოდ გაუკეთე სისხლის ანალიზი აი სასწრაფოდ!!! მიიყვანე სასოფლოში ვეტ კლინიკაში!!

ჯვარი წერია მაგ პატარას ჩემ პირველ ლეკვსაც ზუსტად იგივე სიმპტომები ქონდა! და მომიკვდა კინაღამ გადავყევი და გთხოვ თუ გაქ დრო და საშუალება სასწრაფოდ მიიყვანეთ მანდ სადაც გუბნებით...! !

Posted by: Unico 2 Nov 2014, 21:33
Maariam
ვეტერინართან დაგყავს უკვე და ჩვენ რაში უნდა დაგეხმაროთ? spy.gif

ჰა, თუ უკმაყოფილო ხარ ამჟამინდელი ვეტერინარით, მაშინ გამოცვალე. აქ პოსტვას ეგ ჯობია facepalm.gif

Posted by: jurika 3 Nov 2014, 22:39
გარმაჯობა ჩემი ლაბრადორი 1 წლის და 5 თვისაა. მაინტერესებს ჭიის წამალი როგორ მივაღებიო რამდენი აბი და რა შუალედით? ბოლოს რო დავალევიე თვეებია გასული დიდიხანია ძაან მის მერე.....

Posted by: rockataka 4 Nov 2014, 22:05
გუშინ ვიყიდე კურცჰაარის 3 თვის ლეკვი. არ ქონდა გაკეთებული არცერთი აცრა და არც ჭიაზე იყო დამუშავებული.
მოკლედ, საშინელ დღეში იყო რა საწყალი. არადა, ჯიშიანი ძაღლების ლეკვია..
დღეს დილით უზმოზე დავალევინე ჭიის წამალი და შუადღისკენ რომ მოისაქმა ორჯერ, გამოვშტერდი. ორივეჯერზე დაგორგოლავებული ერთმანეთში გრძელი ჭიაბის გროვა გამოზდევდა. ნაკელის ჭიაყელის მაგვარი, ოღონდ ღია ფერების.
ეხლა რა მაინტერესებს. ეგ წამალი ეხლა, სულ გამოდევნის მაგ ჭიებს, თუ კიდევ რამე პროცედურაა საჭირო?

Posted by: @@kato@@ 5 Nov 2014, 13:17
ხომ ვერ მირჩევთ კარგ ვეტერინარს რუსთავში?

Posted by: MITIATO 5 Nov 2014, 20:15
jurika
QUOTE
ჩემი ლაბრადორი 1 წლის და 5 თვისაა. მაინტერესებს ჭიის წამალი როგორ მივაღებიო რამდენი აბი და რა შუალედით?

ჭიის წამალი ისმება წონის მიხედვით.
ძაღლის წონის ყოველ 10 კილოზე 1 ტაბლეტი.
თუ რაღაც საოცარ ბინძურ გარემოში არ ცხოვრობს ძაღლი 6 თვეში 1 -ჯერ საკმარისია. ჭიის წამალი აუცილებლად ისმება აცრამდე 10 დღით ადრე.
თანამედროვე წამლებს უზმოზე დალევა არ ჭირდებათ, მაგრამ მე დილით ვასმევ ხოლმე მაინც. თავის საყვარელ საჭმელში ვუდებ და ისე ვაძლევ.

Posted by: Wisemаn* 5 Nov 2014, 21:55
MITIATO
QUOTE
თუ რაღაც საოცარ ბინძურ გარემოში არ ცხოვრობს ძაღლი 6 თვეში 1 -ჯერ საკმარისია.

თუ ბინაშია ძაღლი, 3 თვეში 1 ხელ სჭირდება.
რომ ბეწვი არ იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში.

Posted by: MITIATO 6 Nov 2014, 00:21
Wisemаn*
QUOTE
თუ ბინაშია ძაღლი, 3 თვეში 1 ხელ სჭირდება.რომ ბეწვი არ იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში.

ძაღლის ბეწვი ადამიანისათვის საშიში არ არის.
საშიში ექინოკოკის კვერცხებია, რომელიც ძაღლის ბეწვს ეკვრის თუ ძაღლი ამ ჭიითაა ინფიცირებული.
ბინაში მცხოვრებ ძაღლს, მით უფრო თუ მშრალ საკვებს ჭამს, ექინოკოკი ვერ დაემართება.
თუ პატრონი ნაგვის საჭმელად არ უშვებს ხოლმე ქუჩაში.

საერთოდ, ნნორმალურ ქვეყნებში ჯერ განავლის ანალიზს აბარებენ ჭიის ან მისი კვერცხების აღმოსაჩენად და თU ინფიცირებული, მერე ასმევენ შესაბამის ჭიის წამალს.


Posted by: Wisemаn* 6 Nov 2014, 11:04
MITIATO
QUOTE
ძაღლის ბეწვი ადამიანისათვის საშიში არ არის.
საშიში ექინოკოკის კვერცხებია, რომელიც ძაღლის ბეწვს ეკვრის თუ ძაღლი ამ ჭიითაა ინფიცირებული.

ანუ მაინც ბეწვია საშიში, ასე რომ ზედმეტი ჩაძიება არარის საჭირო.

QUOTE
ბინაში მცხოვრებ ძაღლს, მით უფრო თუ მშრალ საკვებს ჭამს, ექინოკოკი ვერ დაემართება.

არაერთი შემთხვავა ყოფილა. wink.gif რაც არ გინდა კარგი საკვები აჭამო, 99% ძაღლების, გარეთ მაინც იღებენ რაღაცეებს.
ნებისმიერი წესიერი ვეტერინარი მაგას ურჩევს კლიენტს, თავის დაზღვევის მიზნით.

QUOTE
საერთოდ, ნნორმალურ ქვეყნებში ჯერ განავლის ანალიზს აბარებენ ჭიის ან მისი კვერცხების აღმოსაჩენად და თU ინფიცირებული, მერე ასმევენ შესაბამის ჭიის წამალს

ძაღლს რო ჭია ყავს, ისეთი ნიშნები აქვს, მე თუ მკითხავ სრულიად უაზრობაა ანალიზების გაკეთება.
2 წლის ბავშვმაც იცის რო ძაღლი რო საჯდომით ხოხავს ესეიგი ჭია ყავს.

Posted by: MITIATO 6 Nov 2014, 17:17
Wisemаn*
QUOTE
ნებისმიერი წესიერი ვეტერინარი მაგას ურჩევს კლიენტს, თავის დაზღვევის მიზნით.

წესიერი ვეტერინარებისგან ვიცი ზუსტად, რომ არ არის საჭირო ყოველ 3 თვეში 1-ჯერ ჭიის წამლის დალევა.
გერმანიაში მცხოვრები ფორუმელი პოსტავდა ადრე აქ და ისიც იგივეს ამბობდა.
რა ვიცი, მე მგონია, რომ გერმანიაში ვეტერინარიის დონე უფრო უკეთესია, ვიდრე საქართველოში.

QUOTE
ძაღლს რო ჭია ყავს, ისეთი ნიშნები აქვს, მე თუ მკითხავ სრულიად უაზრობაა ანალიზების გაკეთება.

შენ გგონია, რომ ჭია მარტო ერთი სახისაა და ჭიის წამალი ყველა ერთნაირია? spy.gif
ან ყველა ჭიას ერთნაირი სიმპტომი აქვს ინფიცირებისას?

ჭიის წამალი ჭიას რომ კლავს არც ძაღლის ორგანიზმზე მოქმედებს კარგად.

Posted by: Wisemаn* 6 Nov 2014, 20:37
MITIATO
არ მგონია რო ყველა ერთი სახისაა, მაგრამ არც წამლები მოქმედებს მხოლოდ 1 სახის ჭიაზე.

Posted by: MITIATO 6 Nov 2014, 20:59
Wisemаn*
QUOTE
არც წამლები მოქმედებს მხოლოდ 1 სახის ჭიაზე.

ჰო, სხვადასხვაზე მოქმედებს და თუ ზუსტად იცი რას უნდა ებრძოლო, უფრო უკეთ გამოგივა.

ადამიანებში ეს პირნციპია და ძაღლებმა რა დააშავეს.

QUOTE
რაც არ გინდა კარგი საკვები აჭამო, 99% ძაღლების, გარეთ მაინც იღებენ რაღაცეებს.

ექინოკოკით ძაღლის ინფიცირება მარტო ექინოკოკით ინფიცირებული უმი ხორცის ჭამისას ხდება.
სხვა ჭიებს კი აიკიდებს ქუჩის ნაგვის ჭამით, მაგრამ ეგენი უფრო თვითონ ძაღლისთვისაა ცუდი, ვიდრე_ადამიანისთვის.

ადრე მეც 3 თვეში 1-ჯერ ვასმევდი ჩემს ძაღლს ჭიის წამალს და ახლა გადავედი 6 თვეზე.
მოკლედ, ვინც როგორ თვლის სწორად, ისე დაალევინოს.

mo.gif

Posted by: IN_O 8 Nov 2014, 18:36
თუთიყუშების თემაშიც დავწერე,იქნებ ვინმე ორნიტოლოგი მირჩიოთ, თუთიყუშების დაავადებებში რომ ერკვეოდეს კარგად. თუთიყუში მყავს ცუდად, კუჭის აშლილობით დაეწყო, მერე ცალ ფეხი სულ აკეცილი ჰქონდა, სტკიოდა აშკარად, ახლა ორივე სტკივა, რაღაცნაირად მოკრუნჩხულივით აქვს და ვერ დგება, წევს ფაქტიურად sad.gif ზოოპარკის დათოსთან დავრეკე, აშლილობის წამალი მირჩია, მაგრამ თუთიყუშის მიყვანაზე უარი მითხრა. იქნებ იცოდეთ ვინმე კომპეტენტური, ვისთანაც შეიძლება მივიყვანო, სასწრაფოდ მჭირდება.
help.gif

Posted by: IN_O 8 Nov 2014, 18:36
თუთიყუშების თემაშიც დავწერე,იქნებ ვინმე ორნიტოლოგი მირჩიოთ, თუთიყუშების დაავადებებში რომ ერკვეოდეს კარგად. თუთიყუში მყავს ცუდად, კუჭის აშლილობით დაეწყო, მერე ცალ ფეხი სულ აკეცილი ჰქონდა, სტკიოდა აშკარად, ახლა ორივე სტკივა, რაღაცნაირად მოკრუნჩხულივით აქვს და ვერ დგება, წევს ფაქტიურად sad.gif ზოოპარკის დათოსთან დავრეკე, აშლილობის წამალი მირჩია, მაგრამ თუთიყუშის მიყვანაზე უარი მითხრა. იქნებ იცოდეთ ვინმე კომპეტენტური, ვისთანაც შეიძლება მივიყვანო, სასწრაფოდ მჭირდება.
help.gif

Posted by: jurika 9 Nov 2014, 16:48
მაინტერესებს და იქნებ აქ იცოდეთ ვინმემ გამცეთ პასუხი, ძაღლის პასპორტი სად უნდა გავაკეთო? ისეთი რო საზღვარზე უპრობლემოდ გადავიყვანო? რა ღირს და ასე შემდეგ დამიწერეთ ვინმე თუ ხარ გათვიცნობიერებული მაგ საკითხში smile.gif))

Posted by: HappyNoob 12 Nov 2014, 14:52
გამარჯობათ თუ შეიძლება დამეხმარეთ მყავს დობერმანის ჯიშის მდედრობითი სქესის 2 წლინახევრის ძაღლი სახელად ჯინა უკვე წელიწადნახევარია არ იკარებს შესაჯვარებლად ახლოს მამრობითი სქესის ძაღლებს, მყავდა ასამდე ვეტერინართან და ვერავინ ვერ მითხრა და ამიხსნა რისი ბრალია და რა სჯირს ძაღლს და თუ შეგიძლიათ მითხრათ ან მირჩიოთ თუ არსებობს რამე პრებარატი რომლის გამოყენების შემდეგაც დაეხმარება ჩემს ჯინას შეჯვარებაში დიდი მადლობა წინასწარ.

Posted by: ashley judd 16 Nov 2014, 01:24
ჭია თუ ყავს ძაღლს, რა სიმპტომები ექნება?

Posted by: Jiddu 18 Nov 2014, 01:41
ვაქცინაციის შემდგომ ინკუბაციის პერიოდში ძაღლი თუ გაცივდა რა პრევენციებია საჭირო მაქსიმალურად მსუბუქად რო გადაიტანოს?
3 თვისაა და პირველი კომპლექსური ქონდა გაკეთებული.

Posted by: Maverick] 2 Dec 2014, 00:30
კეთილო ხალხო, მყავს 8 წლის კოკერი, დღეში რამდენჯერმე თვალებზე რაღაც გამონადენი უჩნდება, მთლიანად ფარავს გუგას და რამდენჯერმე მიწევს ამოწმენდა, სადღაც 2 საათის ინტერვალში გამოდის, წირპლებივით არ არის, რაღაც ყვითელი თუ სტაფილოსფერი სითხეა, დამეხმაროთ იქნებ, ვეტერინართან მუავდა და რაც დაუნიშნა არ შველის აშკარად :// მადლობა წინასწარ

Posted by: კულე 5 Dec 2014, 18:22
უკანა მარჯვენა ფეხი ტკივა ჩემ ლაბრადორს, გარეგნულად არაფერი ეტყობა, არც ნაკბენი არც რაიმე დაზიანება. არც წკმუტუნებს უბრალოდ უჭირს იმ თათის ძირს დადება და თითქმის ყოველი ნაბიჯის მერე წვება, საჭმლის ჭამასაც მოუკლო და ისეთივე ცელქი აღარააა, ძალიან ამანერვიულა. მიმყავს 2 საათში ექიმთან და ვნახოთ რას მეტყვის. sad.gif sad.gif sad.gif

Posted by: nananana 9 Dec 2014, 23:07
გამარჯობა, მყავს ორი წლის კატა. რომელსაც ოთხი დღეა დორბლი სდის. სადაც ჯდება სულ ასველებს იქაურობას. საჭმელს ჭამს,რამე უცანური არაფერი შეინიშნება მის ქცევაში და იქნებ მირჩიოთ რა ვუყო?ან რისი ბრალია?

Posted by: AJIKA 11 Dec 2014, 18:08
გამარჯობა

5 თვის ლაბრადორი მაჩუქეს
არ ვიციგაკეთებული თუ აქვს რაიმე აცრები და სხვა პროცედურები
რას მირჩევთ? მინდა რომ ყველა საჭირო აცრა გავუკეთო
ვეტერინარს შეუძლია დაადგინოს რომელი აცრები აქვს უკვე ძაღლს გაკეთებული????


ძალიან ბევრი რამე აქვს სასწავლი ,ერთადერთი რაც იცის არის ის რომ გარეთ უნდა მოისაქმოს
სხვა არაფერი არ ესმის
გვიანი ხომ არაა უკვე მისთვის სწავლა?

Posted by: MAIKOSHA13 12 Dec 2014, 20:28
გამარჯობა.ჩემს ცუგას აქვს სინსივნე,სტკივა და რამე გამაყუჩებელი არის,ტკივილი რომ არ ქონდეს?ადამიანის გამაყუჩებელი რა შეიძლება მივცე?

Posted by: rebelrebel 12 Dec 2014, 21:11
ერთი სამი დღეა ცემი ზაღლი საჭმელს ნორმალურად არ ჩამს და რა შეიძლება ჭირდეს?

Posted by: rockataka 12 Dec 2014, 21:41
rebelrebel
კუჭი ხომ არა აქვს აშლილი? რა ხნისაა?

Posted by: ninicool 12 Dec 2014, 22:22
ამ თემაში კითხვის დასმა თუ ღირს?

ჩემ ეზოში 3 კნუტი დაიარება. და-ძმები არიან.

მეცოდებიან და საჭმელს ვაჭმევ ხოლმე. დილას ერთ მათგანს ცალი თვალი თითქოს დაპატარავებული ჰქონდა. მე მეგონა ვიღაცამ რამე მოარტყა მეთქი. რამდენიმე დღეა უხალისოდაცაა. ადრე დიდ კატებს პირიდან ართმევდა საჭმელს და ეხლა თითქოს არაფრის თავი აღარ აქვს, ისე საცოდავადაა და დიარეაც აქვს მგონი.

ამ საღამოს რომ საჭმელი გავუტანე, მეორე კატასაც ოდნავ დაპატარავებული აქვს თვალი, კარგად ვეღარ ახელს.

რაღაცნაირად დავდარდიანდი. რამე ვირუსი ექნებათ ნეტა?? რა ვუშველო? ოღონდ ექიმთან ვერ წავიყვან. არც არიან ჩვენ ქალაქში ვეტერინარები, მგონი.

Posted by: gramatikikina 13 Dec 2014, 01:26
ninicool
ლევომიცეტინის წვეთები ბავშვის 2 ჯერ დღეში 2 კვირაო. ვეტერინარმა გამოუწერა ჩემსას ადრე. ან გვირილის ნაყენით გაუწმინდეო.

Posted by: ninicool 13 Dec 2014, 07:43
gramatikikina
QUOTE
ლევომიცეტინის წვეთები ბავშვის 2 ჯერ დღეში 2 კვირაო. ვეტერინარმა გამოუწერა ჩემსას ადრე. ან გვირილის ნაყენით გაუწმინდეო.

მადლობა დიდი.
მე რაღაც გადამდები მგონია. რომ გათენდება წავალ და იქნებ ვეტერინარიც ვნახო ვინმე.

Posted by: giohonda 13 Dec 2014, 21:22
გამარჯობათ მეგობრებო. ჩემს ძაღლს ესე დაემართა,თვიდან ვიფიქრე შუშაზე გაეჭრათქო თათის ბალიში მაგრამ 2 დღის მერე პატარა ბალიშზეც მასე დაემართა და ხოვერ დამეხმარებით რისი ბრალი შეიძლება იყოს? როგორც ვატყობ ტკივილით არ ტკივა,ჩვეულებრივად დარბის გარეთ რო ჩამყავს მაგრამ სულ პირში უდევს თათი და ილოკავს cry.gif cry.gif cry.gif

Posted by: blblbl 13 Dec 2014, 22:16
giohonda
სტადიონზე ხომ არ არბენინებ?

Posted by: giohonda 13 Dec 2014, 22:18
QUOTE (blblbl @ 13 Dec 2014, 22:16 )
giohonda
სტადიონზე ხომ არ არბენინებ?

კი ხალიჩის სტადიონზე ვარბენინებ ხოლმე

Posted by: POISON 15 Dec 2014, 02:54
გამარჯობათ,
სტერილიზაციის მერე ჩემი ფისო ძალიან გასუქდა - სულ ჭამა უნდა და თუ არ ვაძლევთ საცოდავათ კნავის და ფეხებში გვედება ყველას.უკვე იმსისქეა თამაშიც კი ეზარება - ძლივს მოძრაობს.იქნებ მირჩიოთ რამე - დიეტაზე უნდა დავსვა? ან რამდენ საათში ერთხელ ვაჭამო.

Posted by: giorgi--6 15 Dec 2014, 23:10
გამარჯობა ქართული ნაგაზის ლეკვი მყავს 3თვის 5დღეა დაახლოებით არ ჭამს და აღებინებს მყავდა ვეტერინართან გადასხმა და რაღაც ნემსები მაგრამ ისევ ისეა და იქნებ მირჩიოთ სად ჯობს რო მოვიყვანო?




Posted by: Wisemаn* 16 Dec 2014, 00:05
giorgi--6
კანდელაკის 61-ში, დათო ნანობაშვილთან მიიყვანე ხვალვე, ეგებ მოასწროს და გადაგირჩინოს ლეკვი.
5-დღეში უკეთესობა უნდა იგრძნობოდეს. სად დაგყავდა აქამდე?

Posted by: giorgi--6 16 Dec 2014, 15:26
Wisemаn*
მუხიანში, კლინიკა აქვს თუ როგორ უნდა ვნახო?

Posted by: Wisemаn* 16 Dec 2014, 15:46
giorgi--6
კლინიკაა ხო, რო მიხვალ დაინახავ ეგრევე. გარედან არის ასასვლელი. ბუნება ქვია. yes.gif up.gif

Posted by: rockataka 16 Dec 2014, 15:46
giorgi--6
QUOTE
ნაგაზის ლეკვი მყავს 3თვის 5დღეა დაახლოებით არ ჭამს და აღებინებს მყავდა ვეტერინართან გადასხმა და რაღაც ნემსები მაგრამ ისევ ისეა

შენსას ჯვარი წერია, მე გუშინ ზუსტად მაგ ასაკის ლეკვი დავასაფლავე ზუსტად, მაგ სიმპთომებით.
ჩემსას კუჭიც ჰქონდა აშლილი და უხასიათოდ ყო ძალიან..
ვეტერინარმა მთხრა, კუჭნაწლავის ანთება აქვსო და ვასვი შესაბამსი წამლები მისივე გამოწერილი.. მაგრამ, ამაოდ - დავაგვიანე sad.gif

Posted by: zuramoli 17 Dec 2014, 00:47
ხალხო დამეხმარეთ ჩემს ლაბრადორს 3 თვე გავიდა მოსვლიდან და კიდე მოუვიდა რა ვქნაშევაჯვაროოო

Posted by: Pumped up kicks 17 Dec 2014, 13:21
zuramoli
2 წლამდე შეჯვარება ძაღლის არაა სასურველი. რა ასაკისაა?

Posted by: Wisemаn* 17 Dec 2014, 13:37
Pumped up kicks
ვინ გითხრა მაგი? რომელმა მცოდნემ? არარის მასე და რაც ზუსტად არ იცით ნუ ლაპარაკობთ.
ძუ 1.6 წლის მერე, ხვადი 1.7 წლის მერე უკვე შეიძლება smile.gif

Posted by: Pumped up kicks 17 Dec 2014, 15:04
Wisemаn*
ვინ მითხრა? ვეტერინარებმა, რამდენსაც ვიცნობ smile.gif) და სადაც წამიკითხავს. თუმცა პრაქტიკაში ნამდვილად არ გამომიცდია არ ვარ ძაღლების გამრავლებით დაინტერესებული smile.gif და მოდი რასაც მინდა იმას ვიტყვი , თქვენ როგორც აჯვარებთ თქვენ ძაღლებს ისიც შეგიძლიათ დაწეროთ მე არ შეგიშლით ხელს
აი მაგალითად აქ
http://www.dogbreedinfo.com/breedingdogs/whelpingpuppiebreedingage.htm
აქ
http://dogs-tula.ru/vyazka-sobak-kogda-vyazat-sobaku/
და აი აქ
http://dogdressirovkasobak.blogspot.com/2013/12/vyazka-sobaka-kak-pravilno-vyazat-sobaku.html
არც ერთგან არ ემთხვევა თქვენს მიერ დასახელებული თვეები smile.gif) ამდაგვარ საიტებზე სადაც წამიკითხავს და ამაზე მეტად ნაღდად არ ჩავღრმავებულვარ ამ საკითხში user.gif ან კი რა საჩქაროა რავიცი 2 წლამდე რომ დააცადო როცა ყველგან წერია რომ 2 წელი არის იდეალური ვარიანტი. თუ რა თქმა უნდა ბიზნესი არ გაქვს და ფულები არ გეჩქარება ადამიანს user.gif

Posted by: Wisemаn* 17 Dec 2014, 20:48
Pumped up kicks
Специалисты рекомендуют проводить первую вязку суки на третью течку.

მანდვე წერია. ჩემი მოფიქრებული არარის.
მესამე წეჩკა საშუალოდ 1.6-1.8 წლის ასაკში უწევს ძაღლს wink.gif


Posted by: teonateona91 18 Dec 2014, 14:59
თუთიყურშების ვეტერინარი არსებობს ვინმე, მართლა რომ ესმოდეს რამე, ვეტაფთიაქში მყავდა და კისტა აქვსო მითხრეს ან რა შეიძლება ეშველოს, ოპერაციას არავინ გაუკეთებსო მითხრეს იქ და წამალიც რავიცი არ არსებობსო, ორგანიზმზეა დამოკიდებული რამდენ ხანს იცოცხლებსო smile.gif

Posted by: rockataka 18 Dec 2014, 17:01
ძუ სპანიელი მყავს, უკვე 1.3 წლისაა და ჯერ არ დაწყებია.. ხომ არ ვაჩვენო ექიმს?

Posted by: Unico 18 Dec 2014, 18:09
teonateona91
QUOTE
თუთიყურშების ვეტერინარი არსებობს

ორნიტოლოგი ჰქვია და მარტო თუთოებს არ ჰკურნავს - > ფრინველებს ზოგადად
და დიახ, ჩვენ ნორმალური ორნიტოლოგი არ გვყავს. ყველას ძაღლები და კატები აინტერესებს.
თუმცა, სულ არაფრის კეთებას, შეიძლება მიაკითხო ზოოპარკის ფრინველების განყოფილებას ან კოსტავაზე ზოოპლაზის კლინიკას, შედარებით გამოცდილება აქვთ.

Posted by: nikala_papa 19 Dec 2014, 00:35
დათხარი მყავს 7 თვის და საჭმელს რა დოზიდ მივცე და რომელი საჭმელი

Posted by: rockataka 19 Dec 2014, 00:51
nikala_papa
QUOTE
მყავს 7 თვის და საჭმელს რა დოზიდ მივცე და რომელი საჭმელი

გაჩუქეს?

Posted by: Vangoga 19 Dec 2014, 19:57
ფიუუუფილ , ჩემ ძაღლს დაეწყო თვიური , მერამდენე დღეს უნდა შეჯვარება ? და შეილება თვიურე სისხლის გარეშე იყოს ?

Posted by: Wisemаn* 19 Dec 2014, 21:33
Vangoga
მესამე თუ არ არის არ შეაჯვარო ჯერ.
ისე 10-12, 11-13 დღეებში ხდება შეწყვილება.

QUOTE
და შეილება თვიურე სისხლის გარეშე იყოს ?

no.gif
აბა ეგ როგორ biggrin.gif

Posted by: Vangoga 20 Dec 2014, 00:36
წლის და 9 თვის ხდება , საწოლს ასველებს ხოლმე biggrin.gif და სისხლით არასოდეს ყოფილა

Posted by: Wisemаn* 20 Dec 2014, 00:42
Vangoga
შეიძლება თვითონ ილოკავს, მაგრამ სადმე, რამე სისხლით არ დაესვაროს გამორიცხულია.

Posted by: Vangoga 20 Dec 2014, 14:57
კიბატონო , უაცილებლად გავითვალისწინებ
კდიე მაქ ერთი კითხვა პირველი სპტეჩკა თუ რაცაა biggrin.gif როდის აქ და მეორე

Posted by: nikala_papa 20 Dec 2014, 16:48
QUOTE (rockataka @ 18 Dec 2014, 23:51 )
nikala_papa
QUOTE
მყავს 7 თვის და საჭმელს რა დოზიდ მივცე და რომელი საჭმელი

გაჩუქეს?

ლეკვი მაჩუქეს ხო 300 გრამი იყო 1-კვირის და მის მერე ვზრდი ეხლა 30 კილოა უკვე smile.gif

Posted by: Wisemаn* 20 Dec 2014, 16:58
Vangoga
6-8 თვის ასაკში აქვს პირველი უმეტეს წილად.
არის შემთხვევები როცა 9-10 თვის ასაკში მოსდით ხოლმე.
საშუალოდ 6 თვეში ერთხელ აქვთ, შეილება 5, შეილება 7 და ასე smile.gif

Posted by: Vangoga 21 Dec 2014, 20:00
Wisemаn*
გასაგებია გაიხარე :* war.gif

Posted by: giorgi--6 21 Dec 2014, 23:10
Wisemаn*
rockataka
გამოჯანმრთელდა მადლობა


Posted by: rockataka 22 Dec 2014, 00:57
giorgi--6
QUOTE
გამოჯანმრთელდა

up.gif up.gif up.gif

Posted by: giojavaxa 22 Dec 2014, 20:44
აბა მეც მითხარით სად შეიძლება ვიყიდო ბუ ? ^_^

Posted by: gramatikikina 22 Dec 2014, 21:04
თინუსის კონსერვს ვაჭმევ კატას და მოუვა რამე? მარილია მარტო და წყალი შემადგენლობაში და არაა მლაშე, ანუ ცოტა მარილი აქვს. წყალს გადავუწურავ ხოლმე.
კონსერვი კიდევ ვისკასიც ხოა და იმას არ აჯობებს?

Posted by: Same 22 Dec 2014, 22:00
კატას აქვს თვალის პრობლემა, ერთ თვალი აქვს ცრემლიანი და იმავე მხარეს ცხვირის ნესტოდან მოსდის ჩირქიანი გამონადენი ხშირად.
ჩემთან ერთად არ გაზრდილა ეს კატა ცოტა ხნის წინ მომანდეს და მითხრეს რომ ეს პრობლემა დიდი ხანია აქვს, მაგრამ მინდა რომ ვუმკურნალო.
კარგ ვეტ-ექიმს ან კლინიკას ხომ ვერ მიმასწავლიდით?

ან მსგავსი შემთხვევა თუ გქონიათ, მირჩიეთ რამე.

Posted by: gramatikikina 22 Dec 2014, 23:50
Same
გოგიბერიძის 3 ნომერში არიან კარგი ექიმები. ვარანცოვის მოედანზე შემავალი ერთერთი ქუჩაა, იქვეა მარჯვენა მხარეს. ცხვირი მოვურჩინე ჩემსას მაგათი რჩევით და თვალში არ მაწვეთებინებს

Posted by: vasovaso92 23 Dec 2014, 00:07
ლეკვს რო ვიყიდი ვეტერინარს გავასინჯო ხო ეგრევე smile.gif

Posted by: ninicool 23 Dec 2014, 02:20

ამას წინათ წიწიბურა დავუყარე შემთხვევით და მოკვდნენ ჭამით ჩემი უპატრონო კნუტებბი. ხო არაფერი მოუვათ კიდე რომ ვაჭამო?

Posted by: khaka 24 Dec 2014, 16:31
გამარჯობათ
სახლში გვყავს ზაზუნა, ბავშვები ზედ ყვებიან ისე უვლიან. ამ ჯიგარმა ერთ დღესაც ერთი თვალი მოჭუტა და ვეღარ ახელს, არი ერთი ვიშვიში და დავიდარაბა.
იქნებ ვინმემ მირჩიოთ რით შემიძლია უშველო ან თუ არის საშველი ასეთ დროს.
წინასწარ გმადლობთ ყურადღებისთვის.

Posted by: MITIATO 24 Dec 2014, 18:11
khaka
მარტო თვალს თუ ვერ ახელს და სხვა მხრივ კარგადაა, შეგიძლიათ, უბრალოდ, ჩაის ფერით გაუწმინდოთ.
ეგ არაფერია.
თუ თვალებს არ ახელს, ერთ ადგილას წევს და არც ჭამს, მაშინ არაფერი ეშველება, სამწუხაროდ.

Posted by: khaka 25 Dec 2014, 17:38
მადლობა MITIATO
ჩვენი დახმარება აღარ დასჭირდა, დღეს თავისით გაახილა ნელ-ნელა და ახლა ჩვეულებრივად აქვს, ბავშვებიც ბედნიერები არიან და მეც დავისვენე ამათ ნერვიულობას რომ აღარ ვუყურებ.
დამდეგ ახალ წელს გილოცავთ ფორუმელებო!!!

Posted by: nikala_papa 27 Dec 2014, 23:13
ჩემ ძაღლს დაეცყო ციკლი smile.gif სისხლი დის და რა ვუყოთ რხლა ამას რამე წამალი დავალევინოთ თუ გავუშვა მამაკაც ძაღლებთან მითხარით მირჩიეთ რამე..... თან მგონი დაუსივდა მოსაფსმელი ადგილი smile.gif რა ხდება რაჭირს

Posted by: MITIATO 28 Dec 2014, 09:49
nikala_papa
მძუნაობა ქვია მაგას და არაფერი არ არის უჩვეულო და საპანიკო. smile.gif

არ ჭირდება არაფერი, გადაუვა თავისთვის, დაახლოებით, 3 კვირაში. smile.gif


Posted by: giohonda 30 Dec 2014, 00:03
მეგობრებო თქვენი დახმარება მჭირდება და იქნებ იცოდეთ ვინმემ.
მოკლდე ჩემს ძაღლს 3 კვივირს უკან შევამჩნიე თათის ბალიში ქონდა დახეთქილი,თავიდან მეგონდა შუშაზე გაეჭრათქო მაგრამ რაღაც ეჭვი შემეპარა არ გავდა გაჭრილს და მივიყვანე ვეტთან,ერთი შეხედვით ზუსტი დიაგნოზი ვერ დასვა და დანიშნულება დაუნიშნა, "ფინგიმაკ-იანის" მაზი,ფურაცილინის ვანები,სოდიანი და მარილიანი ვანები.
1 კვირა ვუკეთებდი ამ დანიშნულებას და ჭრილობა კი მოურჩა მაგრამ ეხლა ვატყობ სხვა თათებზეც იგივე ემართება ნელ ნელა,უსკდება და ვეღარ გავიგე რა არის თან არც საშვალება მაქვს ეხლა რო ექიმთან წავიყვანო. იქნებ ვინემმ იცოდეს რისი ბრალი შეიძლეა იყოს და გამომეხმაუროთ მადლობას გიხდით წინასწარ sad.gif help.gif help.gif

Posted by: giohonda 30 Dec 2014, 00:18
ესე დაეწყო თავიდან სანამ ექიმთან მივიყვანდი

Posted by: giohonda 30 Dec 2014, 00:45
ეს კიდე მეორე თათზე დაეწყო sad.gif sad.gif sad.gif

Posted by: Pumped up kicks 30 Dec 2014, 00:59
giohonda
ხელოვნურ საფარიან სტადიონზე ხომ არ დარბის?

Posted by: giohonda 30 Dec 2014, 02:18
QUOTE (Pumped up kicks @ 30 Dec 2014, 00:59 )
giohonda
ხელოვნურ საფარიან სტადიონზე ხომ არ დარბის?

კი თითქმის როცა ვუშვებ სარბენად ხელოვნურ საფარიან სტადიონზე ვარბენინებ ხოლმე და მაგის ბრალი იქნება ვითომ?

Posted by: irusha 30 Dec 2014, 11:51
მოკლედ, ავარჩიე ფრანგული ბულდოგი.. ძალიან მალე მინდა ვიყიდო..

ფოტოზე ვნახე და ყურები აქვთ დაყრილი, ბაოს რაღაცნაირად აწკეპილი ქონდა... რამე ხომ არ სჭირს ანუ?? კიდევ რამე რომ მოუვიდეს ვერ გადავიტან

http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=7064003&back_page_num=1

Posted by: Caravan 30 Dec 2014, 16:03
ცოფზე აცრა რა ღირს იცით ვინმემ? smile.gif

irusha
sad.gif 2kiss.gif

Posted by: Pumped up kicks 30 Dec 2014, 20:10
giohonda
კი მანდ ეცვითებათ და ეხეხებათ ხოლმე, მოარიდე მაგ საფარს. ჩემს ძაღლსაც ჰქონდა ეგრე და სხვის ძაღლებზეც მინახავს
irusha
მოგვიანებით აეცქვიტებათ, 2 თვემდე, ეგენი სურათებში თვის არიან ალბათ
პ.ს აი ეს ლეკვები უფრო მასიურები და კარგები ჩანან ჩემი სუბიექტური აზრით, ნახეთ ორივე და შეადარეთ ისე არ იყიდოთ
http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=7056614&back_page_num=1
http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=7039265&back_page_num=1

Posted by: irusha 30 Dec 2014, 20:16
Caravan
2kiss.gif

Pumped up kicks

გოგოები არიან.. მე კიდევ ბიჭი მინდა... sad.gif(( არის კიდევ რამე საიტი თუ იცით? smile.gif)

Posted by: Pumped up kicks 30 Dec 2014, 21:26
irusha
არა სამწუხაროდ მე არ ვიცი sad.gif ისე კი გოგოც არ არის ცუდი. თუ მისი ლეკვები ან მენსტრუაცია არ გინდათ გაუკეთეთ სტერილიზაია და ძალიან ბევრ პრობლემას აიცილებთ თავიდან , განსაკუთრებით ჯანმრთელობის მხრივ

Posted by: giohonda 30 Dec 2014, 22:40
Pumped up kicks

რა წავუსვა რო მალე მოიშუშოს თუ თავისით მოირჩენს?

Posted by: Pumped up kicks 30 Dec 2014, 23:14
giohonda
აუ არ ვიცი მართლა...ექიმს კითხოთ ჯობია, მახსოვს რაღაც მალამოს ვუსვამდი, რას არ ვიცი.

Posted by: Q 7 2 Jan 2015, 14:50

http://gancxadebebi.ge/

ამ საიტზე დაუდია ვიღაცას ეს განცხადება და როგორ უნდა უპასუხოს ადამიანმა ? ვერ მივაკვლიე,
არც ნომერი უწერია და არაფერი
user posted image




Posted by: martin_iden_ 5 Jan 2015, 19:52
თბილისში ქუჩის ძაღლებს დაითვლიან
16:54 05-01-2015
2015 წელს თბილისში ქუჩის ძაღლებს დათვლიან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის სსიპ-ის, "ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს" ხელმძღვანელმა თემურ ფხალაძემ განუცხადა. მისი თქმით, თბილისში ქუჩის ძაღლები 2007 წლის შემდეგ აღარ დაუთვლიათ.
რაც შეეხება იმას, მომრავლდნენ თუ არა ე.წ. მაწანწალა ძაღლები, ფხალაძის ვარაუდით, ძაღლთა რაოდენობა პირიქით, შემცირდა.
"მოქალაქეები "112"-ზე რეკავენ და გვეუბნებიან ძაღლების შესახებ. შემდეგ, ჩვენი ბრიგადები გადიან. ძაღლი თუ ექვემდებარება გადაყვანას, გადაგვყავს მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფარში, ვუკეთებთ კასტრაციას ან სტერილიზაციას, ასევე ვაქცინაციას, ყურზე ვუკეთებთ ამ ყველაფრის დამადასტურებელ ნიშანს და უსაფრთხო მდგომარეობაში ვაბრუნებთ უკან ან მოქალაქეებთან, ვინც მასზე ზრუნვას განახორციელებს. ცხოველი კასტრაციის ან სტერილიზაციის შემდეგ ვეღარ გამრავლდება და თავის ადგილსაც იცავს, რომ სხვა ცხოველი აღარ მივიდეს. ჩვენი ბრიგადები ვარაუდობენ, რომ მიუსაფარი ძაღლების რაოდენობამ იკლო", - აღნიშნა ფხალაძემ.
მისივე თქმით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო 2012 წელს შეიქმნა; ამავე წელს 2581 გამოძახება დაფიქსირდა, 2013 წელს – 7288; 2014 წელს - 10 872.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის, ეკა ქავთარაძის განცხადებით, აცრილი ბენეფიციარებიდან მაწანწალა ძაღლებისგან 28.4% არის დაკბენილი ან დაკაწრული.
"საქართველო ერთ სულ მოსახლეზე გამოყენებული ანტირაბიული ვაქცინით მსოფლიოში ლიდერია. ჩვენი სტატისტიკით, ძირითადი წილი ვაქცინირებული ბენეფიციარების მოდის უშუალოდ სახლის ძაღლების ან კატების დაკბენით, დაკაწვრით, დადორბლით და არა - მაწანწალა ძაღლებზე. საქართველოში 14 000 ადამიანი საშუალოდ თვიურად იტარებს ვაქცინაციას, მათგან 1 800 არის მძიმე დაკბენა. ვაქცინაციის რაოდენობა მზარდია, თუმცა ეს ცნობიერების მომატებასაც უკავშირდება, თუ რა საფრთხე შეიძლება დადგეს ვაქცინაციის გარეშე. ტენდენცია არ არის, რომ მაწანწალა ძაღლების პროცენტული წილი იმატებს. აცრილი ბენეფიციარებიდან მაწანწალა ძაღლებისგან 28.4% არის დაკბენილი ან დაკაწრული; პატრონიან ძაღლზე მოდის 59.6 %, პატრონიან კატაზე - 1.5%, მგელზე – 3%, მოხეტიალ კატაზე - 1.5%", - განაცხადა ქავთარაძემ.

Posted by: nikala_papa 7 Jan 2015, 23:59
6 თვის დათხარი მყავს ეზოში ცხოვრობს, ამ ბოლო დროს ძალიან ავი გახდა სუ ყველას უყეფს და ემუქრება და რა უნდა რატო გაავდა ესე?

Posted by: chuvak_lexo 8 Jan 2015, 12:44
ჩემს ძაღლს უკვე 1 თვეა ფეხი სტკივა, ვიცი კოჭლობით არ მოკვდება მაგრამ 1 წლისაა და გიგანტია, მინდა ვავარჯიშო ცოტ-ცოტა და სიარულის დროს უკანა ფეხს იტკიებს, შავი ხაზი დავუნახე მეგონა მორჩენილი იყო (გამხმარი სისხლი) მაგრამ იტკიებს მაინც :/

ხელის დადება აშკარად არ სიამოვნებს, არა და წელამდე მწვდება მიდი და გააბრაზე biggrin.gif


რამე მაზი ხომ არ იცით, ან მოვუბანო ან რამე ეგეთი, თოვლში ხეტიალი მიყვარს და კომპანიონად უნდა წავიყვანო, ჯანმრთელი მჭირდება yes.gif

Posted by: nikala_papa 8 Jan 2015, 22:02
QUOTE (Q 7 @ 2 Jan 2015, 13:50 )
http://gancxadebebi.ge/

ამ საიტზე დაუდია ვიღაცას ეს განცხადება და როგორ უნდა უპასუხოს ადამიანმა ? ვერ მივაკვლიე,
არც ნომერი უწერია და არაფერი
user posted image

ჭიები ეყოლება წამალი დალევინე და გამოყრის

Posted by: Balboni 12 Jan 2015, 10:37
ვირუსო პაპილომა. ეს დაავადება ოდესმე იკურნება? ჩემ ძაღლს დაახლოებით 8 წელია აქვს, ახლა 16 წლისაა, და უფრო და უფრო ვითარდება და მრავლდება. ნუთუ არ არსებობს რამე რო განვკურნო

Posted by: არისტოტელე999 12 Jan 2015, 20:43
ძაღლის არჩევაში რომელ განყოფილებაში დამეხმარებიან?

Posted by: robin 12 Jan 2015, 22:33
აქაც ვიკითხავ მყავს ძაღლი შვიდი წელია თავიდანვე პრობლემური იყო, ეხლა მაქვს ასეთთი პრობლემა სიცივეებში როცა ტემპერატურა - იქით ადის ითხოვს სახLში შემოსვლას ამ წლებია ასეა . თბება რამოდენინე საათი და ისევ გარეთ ფიცრის დათბილულ ბუნაგში ბრუნდება. ახლა გარეტ რამოდენიმე დღე - 8 და -10 იყო გარეტ და ეტყობა გაცივდა. გამონადენი აქვს ნესთოებიდან ჩირქოვანი და ცხვირით სუნთქვისას ხრუტუნებს. დღეს დავალევინე ანტიბიოტიკი აუგმენტინი 650 მლ. 24 საათში ერთხელ 3 დღე. რას მირჩევთ ჩობია არ შემოვუშვა საერთოდ გასათბობად და იყოს გარეთ თუ მყავდეს სახლში ეს დღეები. ვხვდები რომ ასე თი გასვლებით შეიძლება ცივდება და უარესია. თუმცა აქამდე ასეთი პრობლემა არ მქონია გაციების მხრივ წინა წლებში. უფრო სიცივეებშიც კი.
http://pix.ge/

Posted by: Unico 12 Jan 2015, 23:54
aristotele999
ეს თემა წაიკითხეთ => http://forum.ge/?f=72&showtopic=34342080&st=0

robin
ან სახლში გყავდეთ ან გარეთ, თავის დათბილულ ბუნაგში. მაგრამ მე კითხვა მაქვს: კარგად არის დათბილული ძაღლის სახლი?
გაგიცივდათ ძაღლი user.gif

Posted by: არისტოტელე999 13 Jan 2015, 00:09
Unico

წაკითXული მაქვს მაგრამ ჟEრ კიდევ ცერ Gადამიწყვეტია.

Eრტი ვიცი რომ Dიდი და ძLIერი უნდა Iყოს.

Posted by: Unico 13 Jan 2015, 00:42
aristotele999
დიდი და ძლიერი ბევრი ჯიშია, მათ შორის ნაგაზი, კანე კორსო, რავიცი ჩამოყალიბდი რომელი გინდა, სად უნდა ამყოფო (ეზოიანი სახლი, კორპუსის ბინა), საბუთებიანი (ანუ საგვარეულო ნუსხით, ჯიშიანი) გინდა თუ მეტისებზეც თანახმა ხარ, განსაზღვრე რა ასაკის უნდა აიყვანო, კვების ხარჯები, შენი თავისუფალი დრო და ა.შ.

ბევრ რამეზე უნდა დაფიქრდე yes.gif

Posted by: robin 13 Jan 2015, 12:26
Unico ერთი თვის ასაკიდან ვზრდი მას და მის ძმას. ამას თავიდანვე სახსრების პრობლემა ქონდა და პერიოდულად ვმკურნალობდი ასე 4 წლამდე . ისე ძალიან ძლიერი და ხასიათის ძაღლია . ადვილად არავის ეპუება, ლიდერია . მცივანა იყო , ამ წელს შემოდგომიდან პრობლემები დაიწყო ჯერ ყური ტკიოდა ტობრექსი ვასხი, მორჩა მერე ბეწვი გაძვრა იღლისათან და ცხვირთან რკინის ლარიანის ზომაზე შემოფარგლურად. ბარსით ვუმკურნალე და უშველა, ამოუვიდა იმ ადგილზე ბეწვი . სამჯერ დავასხი 21 დღის ინტენსივობით. თუმცა ვრ გავიგე ავიტამინოზის გამო იყო თუ ტკიპის. ეხლა დილემის წინაშე ვდგავარ, სად იყოს, 30 კილოიანი ძაღლი , მიჩვეული დიდ ეზოს იოლი არ არის სახლში იყოს რადგან გადის და შემოდის ,ამით ალბათ უფრო გაცივდება.(თუმცა წელებიაა ამას აკეთებს და არ გაციებულა აქამდე ) თან ისეთია შეუძლია ფანჯარა შემოაღოს და შემოვიდეს ,თუ რამე უნდა ანგრევს ყველაფერს სანამ არ მიიღებს. biggrin.gif ბუნაგი ხის კასრისაა წინ შესასვლელი ნაჭრით დაფარული თუმცა დამატებით დათბუნებაც შეიძლება.

Posted by: Unico 13 Jan 2015, 12:32
robin
ხო, შეიძლება ამის ბრალი იყოს
QUOTE
რადგან გადის და შემოდის ,ამით ალბათ უფრო გაცივდება.(

ამ ზამთარს უფრო ცივა, ვიდრე შარშან sad.gif

Posted by: არისტოტელე999 13 Jan 2015, 12:32
Unico
QUOTE
დიდი და ძლიერი ბევრი ჯიშია, მათ შორის ნაგაზი, კანე კორსო, რავიცი ჩამოყალიბდი რომელი გინდა, სად უნდა ამყოფო (ეზოიანი სახლი, კორპუსის ბინა), საბუთებიანი (ანუ საგვარეულო ნუსხით, ჯიშიანი) გინდა თუ მეტისებზეც თანახმა ხარ, განსაზღვრე რა ასაკის უნდა აიყვანო, კვების ხარჯები, შენი თავისუფალი დრო და ა.შ.

ბევრ რამეზე უნდა დაფიქრდე 


რომელი მინდა არ ვიცი და მაგიტომ ვკითხულობ, ეზოიან სახლში უნდა მყავდეს ანუ ზამთარში რომ არ შეცდივდეს ისეთი ძაღლი მჭირდება, ჯიშიანი მინდა აუცილებლად, 2-3 თვისას ავიყვან, 150 ლარი არ ეყოფა ყოველ თვე ძაღლს? დრო არც ძალიან ბევრი მაქვს და არც ძალიან ცოტა, ანუ გასეირნებას მოვახერხებ.

Posted by: Unico 13 Jan 2015, 12:41
aristotele999
აჰა, გასაგებია. გადახედე აბა:
http://forum.ge/?f=72&showtopic=34395214&st=825
http://forum.ge/?f=72&showtopic=34533662&st=975
http://forum.ge/?f=72&showtopic=34710453&st=30
http://forum.ge/?f=72&showtopic=33656749&hl=%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98&st=15

კიდე არ ვიცი ლაბრადორ–რეტრივერი თუ გეჩვენება დიდად.
გაიკითხე, დაუარე თემებს და დანარჩენს ძაღლის მეპატრონეები გირჩევენ. აბა წარმატებები

Posted by: არისტოტელე999 13 Jan 2015, 12:45
Unico

დობერმანი არ მინდა, კანე კორსოს არ შესცივდება ზამთარში? მოკლე ბეწვი აქვს, გერმანულ ნაგაზზე ან აღმოსავლეთ-ევროპულ ნაგაზზე ვფიქრობ და კიდევ გრძელბეწვიან კავკასიურზე, სხვა ვარიანტი არ არის?

ხო ისიც გაითვალისწინეთ რომ ძაღლი აქამდე არ მყოლია.

Posted by: MeGaLine 13 Jan 2015, 12:47
მეგობრებო მყავს ყაზბეგური ნაგაზი 4 თვის. დიდ ეზოში. აქვს თავისი სახლი. გუშინ საღამოს მერე ძალიან მოიწყინა სახლდან არ გამოდის და დილით საჭმელი არ ჭამა. დღეს მთელი დღეა არ ჭამს. რა ვქნა? რისი ბრალი უნდა იყოს გაცივდა? როგორ მივხვდე გაციებულია თუ არა?

Posted by: Unico 13 Jan 2015, 13:02
aristotele999
QUOTE
სხვა ვარიანტი არ არის?

შეიძლება არის, ეს მე რაც უცებ გამახსენდა დიდი ზომის ძაღლებიდან. ნაგაზებიდან არის კიდევ აზიური ნაგაზი. თეთრი ფერისაა, დიდი იზრდება. მე მიყვარს ეგ ჯიში, უბრალოდ ადგილი არ მაქვს. ეზო სჭირდება.
კანე კორსო გარკვეულ ტემპერატურას უძლებს biggrin.gif ჰასკივით ყინვაგამძლე არაა, მაგრამ მე არ მინახია ამ ზამთარში კანე კორსოსთვის ტანსაცმელი ჩაეცვათ, როგორც მაგალითად დობერმანს შეიძლება ეცვას.

QUOTE
ხო ისიც გაითვალისწინეთ რომ ძაღლი აქამდე არ მყოლია.

აქ გასათვალისწინებელი ერთია: არის ძაღლის მოვლის წესები (აცრები, ვეტერინარი, კვება), ამას გაიკითხავ ან თემებში ნახავ პოსტებს მოვლაზე.

ერთადერთი რაც შეიძლება მაწუხებდეს ისაა, რომ ოჯახში ხომ ყველა თანახმაა ძაღლის ყოლაზე? ან ხო შეეგუებიან?
რომ გეყოლება, მიხვდები რა მაგრად ცვლის ძაღლი ცხოვრებას love.gif

MeGaLine
QUOTE
4 თვის

ცოტა პატარა ხო არაა გარეთ ცხოვრებისთვის?
თუ გაცივდა, უჭმელობის გარდა სხვა სიმპტომებიც უნდა ჰქონდეს: ცხვირში წუნწკლი და ა.შ.
აცრები გაკეთებული აქვს?
საჭმელის მრავალფეროვნება სცადე?
იქნებ ვიტამინები აკლია?
ვეტერინართან მიიყვანე აბა, რას გეტყვის.


Posted by: არისტოტელე999 13 Jan 2015, 13:06
Unico

QUOTE
აქ გასათვალისწინებელი ერთია: არის ძაღლის მოვლის წესები (აცრები, ვეტერინარი, კვება), ამას გაიკითხავ ან თემებში ნახავ პოსტებს მოვლაზ


კი ეგ ყველაფერი ვიცი.

QUOTE
ერთადერთი რაც შეიძლება მაწუხებდეს ისაა, რომ ოჯახში ხომ ყველა თანახმაა ძაღლის ყოლაზე? ან ხო შეეგუებიან?
რომ გეყოლება, მიხვდები რა მაგრად ცვლის ძაღლი ცხოვრებას 


კი ყველა თანახმაა, ოღონდ მთელი პასუხისმგებლობა ჩემზე გადმოდის.

QUOTE
კანე კორსო გარკვეულ ტემპერატურას უძლებს


ხო მაგრამ გაუძლებს განა ღამე -8 გრადუსს მაგალითად? არ მინდა რომ გამეყინოს, თან ხალხი წერს კავკასიური მყავს გარეთო და ისინი ცივდებიან და კანე კორსოს უფრო არ შესცივდება?

QUOTE
რომ გეყოლება, მიხვდები რა მაგრად ცვლის ძაღლი ცხოვრებას 


მეც მაგის იმედი მაქვს.

Posted by: MeGaLine 13 Jan 2015, 13:33
ჭირის აცრა ერთი გაუკეთე მეორე უწევს ხვალ და ცოფზე ერთ კვირაში დამიბარეს. საღამომდე ვაცდი და თუ არ მოვიდა ხასიათზე წავიყვან ვეტერინართან. ვიტამინები არამგონია აკლდეს პედიგრის ვიტალის ვაჭმევ და ხანდახან უცხიმო ხბოს ნახარშს ძვლებით და ხორცით

Posted by: ereklebarv 15 Jan 2015, 20:44
მკვდარი ცხოველი ცოფზე სად მოწმდება? თბილისის მასშტაბით.

Posted by: DreAmeRshalva 17 Jan 2015, 23:02
მოგესალმებით

დღეს 2 თვის ლეკვს გავუკეთე პირველი კომპლექსური აცრა.
მუცელი აქვს ძალიან შებერილი, ხვალ კი წავიყვან ექიმთან მაგრამ იქნებ რამე იცოდეთ.
რეაქცია ხომ არააა ? ან რამე მსგავსი ?

Posted by: Unico 18 Jan 2015, 13:30
DreAmeRshalva
ჭიაზე დაამუშავეთ? მუცლის შებერილობიდან გამომდინარე ვამბობ...


Posted by: qaosi 18 Jan 2015, 23:00
არ ვიცი აქ უნდა ვიკითხო თუ არა მაგრამ მწამს, რაღაც ინფორმაციას მაინც მივიღებ...
მყავს ძაღლი და რაღაც საყოველთაო აცრა, რომ იყო ცოფზე მოვიდა ვიღაც ორი ტიპი და აცრეს ჩემი ძაღლი, ისე რომ არაფერი უკითხავთ.
იმის მერე დაემართა რაღაც აგერ უკვე რამდენიმე თვეა იტანჯება. მგონი ეპილეფსია აქვს. უცებ ითიშება თავს ურტყამს მიწაზე, ფართხალებს და დორბლი გადმოდის პირიდან. ასე გრძელდება დაახლოებით 1 წუთი მერე წამოდგება ჩვეულებრივ ნელ-ნელა გასწორებს სიარულს და კარგადაა მოკლედ.
ეს ხშირად ემართება. მეგონა რაღაც უბედურება ჭირდა და თავშესაფარში ვაპირებდი მიყვანას საიდანაც ავიყვანე და იქ დატოვებას.
მოკლედ დღეს გავიგე, რომ აცრის შემდეგ ჩემი მეზობლის ძაღლსაც ეგრე ემართება.
რა შეიძლება იყოს მიზეზი? ეპილეფსია დაემართა ვითომ?

Posted by: DreAmeRshalva 20 Jan 2015, 13:53
Unico
QUOTE
ჭიაზე დაამუშავეთ? მუცლის შებერილობიდან გამომდინარე ვამბობ...


არა ხვალ ვაპირებ, 2-3 დღის მერე მიეცი წამალიო ასე მითხრა.

იმ ღამეს გაბერილი რომ ჰქონდა მუცელი ნახშირი და ნიშოპა მივეცი და გაუარა biggrin.gif

არ ვიცი რატომ გაებერა მაგრამ ეშველა

Posted by: Unico 20 Jan 2015, 14:02
DreAmeRshalva
ეტყობა გაზები უგროვდება ნაწლავებში.
ეს კი ბევრმა რამემ შეიძლება გამოიწვიოს.

მიიყვანე ვეტერინართან, გაუსინჯავს და წამლებსაც დაუნიშნავს, თუ დასჭირდა smile.gif

Posted by: DreAmeRshalva 20 Jan 2015, 14:30
Unico
სულ ერთხელ მოხდა 2 თვის გახდება 1 კვირაში.

ვიფიქრე განმეორბით შემთხვევაში წავიყვანთქო.
ანუ ჯობია ეხლავე მივიყვანო?

Posted by: gamushki 20 Jan 2015, 21:16
ბიჭებო ლეკვის მოყვანა მინდა და არ ვიცი არაფერი აცრები რა ასაკიდან სჭირდებათ რა აცდები და სავვარაუდოდ რა ჯდება
* * *
და კიდე ცოფისა მეშIნია რო ავცრი ლეკვს და მერე რო გგაკაწროს ვინმე შესაძლებელია ცოფი შეხვდეს ვინმეს? ვაქცინას რო გავუკეთებ 100% დაზღვეული ვარ ხო რო ცოფი არავის გადაედება?

Posted by: DreAmeRshalva 20 Jan 2015, 22:40
gamushki
QUOTE
ბიჭებო ლეკვის მოყვანა მინდა და არ ვიცი არაფერი აცრები რა ასაკიდან სჭირდებათ რა აცდები და სავვარაუდოდ რა ჯდება
* * *
და კიდე ცოფისა მეშIნია რო ავცრი ლეკვს და მერე რო გგაკაწროს ვინმე შესაძლებელია ცოფი შეხვდეს ვინმეს? ვაქცინას რო გავუკეთებ 100% დაზღვეული ვარ ხო რო ცოფი არავის გადაედება?


კი 100% დაზღვეული ხარ smile.gif წეილაწდში ერთხელ უნდა ეგ აცრა smile.gif
პატარას 3-4 თვემდე 3 აცრა უნდა კომპლექსური თითო 20 - 25 ლარი ღირს.
ჭიაზე უნდა დამუშავება თვეში ერთხელ ეს ძვირი არ ღირს.
საჭმელი კილო 9 ლარი ღირს, გააჩნია ძაღლს და იმის მიხედვით smile.gif
მეტი არაფერი უნდა biggrin.gif როგორც მე ვიცი biggrin.gif

Posted by: tete- 21 Jan 2015, 02:31
ჩემი ცელქი ზაზუნა რამდენიმე დღეა შეკეტილია თავის სახლში და არ გამოდის, საჭმელსაც რასაც ვაძლევ მიაქვს სახლში ჭამსთუარა ისიც არვიცი ,მოვხსენი სახურავი და ძალით ამოვიყვანე ძნ გაბერილია ირბინა ჭამა და ისევ ძლივძივობით შეეკვეტა(არადა ისეთი ცელქია რაუნდა ჭირდეს, სითბო არ აკლია და არვიცი

Posted by: gamushki 21 Jan 2015, 08:17
DreAmeRshalva
მადლობა უბრალოდ ფასი იმიტომ ვიკითხე ვეტრინართან რო ავიდე არ შევრცხხვე და საკმარისი ფული ავიტანო კაია ისე 3 უნდა ვიფრთხილო ხო ლეკვმა რო არ გამკაწროს?

Posted by: Unico 21 Jan 2015, 12:11
gamushki
სანამ აცრებს არ მორჩებით, ლეკვი უნდა იყოს სახლში, თბილად და დაცულად, სხვა ძაღლებისგან იზოლირებულად. შესაბამისად, ლეკვმა თუ გაგკრაწრათ, არაფერი მოგივათ smile.gif

Posted by: gamushki 21 Jan 2015, 15:05
და კიდევ იცით რა მაინტერესებს რამდენი დღიდან შემიძლია მოვიყვანო ლეკვი ანუ რა ხნის უნდა იყოს

Posted by: DreAmeRshalva 21 Jan 2015, 15:34
gamushki
კაი ვარიანტია 30-45 დღის smile.gif

ესე მირჩიეს biggrin.gif

Posted by: Unico 21 Jan 2015, 16:21
DreAmeRshalva
ძალიან პატარაა
QUOTE
30-45 დღის

ფაქტიურად დედის ძუძუს უნდა მოგლიჯო smile.gif
30 დღე არის 1 თვე. აბა დაფიქრდი.

gamushki
დედის რძეზე რომ აღარ იქნება დამოკიდებული.
ანუ სადღაც 2 თვიდან.

Posted by: gamushki 21 Jan 2015, 21:09
Unico
ორ თვემდე გავგიჟდები ყოველ დღე იქ ვუზივარ იმათაც ყელში ამოუვალ biggrin.gif

Posted by: Unico 21 Jan 2015, 21:25
მოვიწვიოთ კონსოლიუმი.
MITIATO, შენ რას ფიქრობ?

Posted by: Wisemаn* 21 Jan 2015, 21:38
Unico
აბა დაფიქრდი იმ დედაზე, რომელიც 5 და მეტ ლეკვს აჭმევს 2 თვე?
1 თვის მერე უნდა მოიხსნას ლეკვები დედისგან, შეძლებისდაგვარად სწრაფად.
მაგ ასაკში, უკვე შეუძლიათ დამოუკიდებლად ჭამა და არანაირი პრობლემა აღარ არის.

Posted by: Unico 21 Jan 2015, 21:42
Wisemаn*
ნუ, შენ გამოცდილება გაქვს და დაგიჯერებ biggrin.gif yes.gif

თუმცა 5 და მეტი ლეკვი შენს ჰასკის ჰყოლია? spy.gif

Posted by: Wisemаn* 21 Jan 2015, 21:43
Unico
5-ზე ნაკლები არც გაუჩენია არასდროს, მაქსიმალური ჰყავდა 7. yes.gif
მამგრამ მარტო ჰასკი ხომ არარის, დიდ ჯიშებს ბევრი ლეკვი ჰყავთ, როტვეილერი, კორსო, ლაბრადორი, 7-8 ლეკვს აჩენენ უმეტეს წილად.
2 თვემდე რო დედას დაუტოვო, ჩათვალე რო მოსასულიერებელი გეყოლება მერე ის დედა givi.gif
ნუ რათქმაუნდა ყველას ერთდროულად ვერ მოხსნი დედას, მაგრამ 1 თვის მერე უნდა დაიწყო გაცემა ლეკვების.

Posted by: gamushki 22 Jan 2015, 10:09
Wisemаn*
4 ლეკვი ჰყავს ესეგი ერთი თვის შემდეგ შეილება ლეკვის მოყვანა მადლობ ;*

Posted by: dat111 22 Jan 2015, 11:38
gamushki
1 თვე პატარაა, რაც ძაღლები მყოლია და მყავს გამოცდილებიდან 1.5 თვიდან კიდე არაუშავს, უფრო ადრე კვების რეჟიმი არც ისეთი მარტივია, თუმცა გააჩნია ჯიშს და იმ პირობებს რომელშიც ეხლა არის.
თუ მხოლოდ ძუძუზეა და დედა ჯანზეა მაშინ 1 თვე აშკარად ადრეა თან როცა მოვლის გამოცდილება არ გაქვს.
ცოფზე აცრას რაც შეეხება ეგ 6 თვის მერე კეთდება ყველა დანარჩენი აცრების ბოლოს, მანამდე არა
ისე აცრები 2 თვიდან იწყება ან შეიძლება უფრო ადრეც, ეგ ვეტერინარმა უნდა ნახოს

Posted by: Wisemаn* 22 Jan 2015, 16:24
gamushki
4 ლეკვი თუ ყავს დააცადე მაშინ 1 კვირა კიდე.
დედას თუ კარგად კვებავენ არაფერი მოუვა.
ლეკვების რაოდენობა ხელს გაძლევს yes.gif up.gif

Posted by: gamushki 22 Jan 2015, 17:36
Wisemаn*
კაით დიდი მადლობა კარგად კვებავს დედა ლეკვებს ისე დედასაც კარგად კვებავენ wink.gif
dat111
დიდი მადლობა როგორცვე მოვიკვან ლეკვს წავიყვან ვეტერინართან და ყველაფერს ისე გავუკეთებ როგორც საჭიროა wink.gif

Posted by: baxitskaro 22 Jan 2015, 19:48
გამარჯობა, იცით რა მაინტერესებს, ლეკვს კომპლექსურ აცრას რომ ვუკეთებდი, ნახევარზე მეტი წამალი შესული იყო კანქვეშ და გამიფართხალდა და დამიქცია ცოტა. იმოქმედებს რომ დააკლდა დოზას თუ თავიდან აქვს გასაკეთებელი. დეტალურად იქნებ ამიხსნად. წინასწარ დიდი მადლობა.

Posted by: irusha 25 Jan 2015, 19:50
ლოკი-Fლოკის ერთი ყური წვერთან ცოტა მოეხარა.. რა ვუქნა?? :შ :შ

უხვევენ ხოლმეო და ვერ მივხვდი ცოტა როგორ.. :შ

პ.ს ფრანგული ბულდოგია :დ

Posted by: gamushki 5 Feb 2015, 20:56
ბიჭებო რა მაინტერესებს იცით ზემოთ რო დავწერე ლეკვზე 1 თვის და 2 დღისაა და კიდე ვერ ჭამს საჭმელს და მალე დაიწყებს ჭამას?

Posted by: nikala_papa 6 Feb 2015, 01:52
მყავს დათხარის ჯიშის ძაღლი 8 თვის არის ძალზედ აგრესიული ეს ბოლო 1 თვეა ყველას უყეფს და ეჩხუბება და მიშველეთ რამე რა ვუყო? ან წამალი არის რამე ან ვაჭამო რამე ")))
smile.gif))

Posted by: tamuna995 7 Feb 2015, 17:52
კოკერი მყავს ამერიკული 2 თვის ხდება 16ში არანაირი აცრები არ აქვს გაკეთებული ჭიაზეა მარტო დამუშავებული ცოტა ცხვირიდან მოდის და მალ-მალე შარდავს მადა კარგი აქვს უბრალოდ ბევრი ძინავს. შეიძლება რამე ჭირდეს?

Posted by: gamushki 16 Feb 2015, 20:18
ჩემი ლეკვი აცემინებს და გაციებული ხო არაა?

Posted by: gamushki 18 Feb 2015, 20:40
ლეკვი მყავს სახლში და ვაბანავე შამპონით და რამე ხო არ მოუვაა biggrin.gif უცებვე გავამშრალე პირსახოცით დ

Posted by: MITIATO 18 Feb 2015, 21:41
gamushki
QUOTE
ლეკვი მყავს სახლში და ვაბანავე შამპონით და რამე ხო არ მოუვაა

რა უნდა მოუვიდეს, მთავარია, არ შეცივდეს.
ახალშობილ ლეკვებს ბანენ ხოლმე, როცა საჭიროა.

Posted by: Gizonzn 19 Feb 2015, 13:33
ჩემს ძაღლს ირლანდიურ სეტერს 14 წლის რაღაცა გამონაზარდი აქ მუცელზე ფული არ მაქ რომ გავუკეთო ოპერაცია, ცოტა აგრესიული არის და მშიშარა შეიძლება ექიმი არ მიიკაროს ამ შემთხვევაში რა ვუშველო ძაღლს?

Posted by: gamushki 20 Feb 2015, 15:45
MITIATO
და რამდენ ხანში ერთხელ უნდა ვაბანავო სახში მყავს და მინდა რო სულ სუფთად იყოს და კიდევ აცემინებს ხოლმე და გაციებული ხო არაა? მივიდე ვეტერინართან 2 კვირაში აცრებს ვიწყებთ

Posted by: MITIATO 20 Feb 2015, 23:40
gamushki
ჩვენთან რეკომენდაციას უწევენ 2-3 თვეში 1-ჯერ დაბანას იმ მოტივით, რომ დასაბანი საშუალებები კანს აშრობს და ბეწვს აზიანებს.
რუსულენოვან საიტებზე კი ამბობენ, რომ ძაღლის დაბანა 10 დღეში 1-ჯერაც შეგვიძლია, იმიტომ, რომ თანამედროვე დასაბანი საშუალებები არ შეიცავს ისეთ აგრესიულ ინგრედიენტებს, რომელმაც შეიძლება კანი და ბეწვი დააზიანოს.

ისე, თუ სულ სახლში გყავს, რა დასვრის? biggrin.gif

Posted by: na-777-nu 24 Feb 2015, 10:29
მყავს ფრანგული ბულდოგის ლეკვი სამი თვის .. არ ვიცი რა ჭირს.. როგორც მითხრეს ეპილეფსიური შეტევები აქვს.. უცებ ეწყება კანკალი, ვარდება კრუნჩხვებში და დორბლი მოსდის, მერე დარბის ერთი ორი წუთი და სადაც გაჩერდება ვარდება და მაშინვე იძინებს.. გუშინ გავუკეთეთ გადასხმები და კიდევ ორჯერ ან მეტჯერ დასჭირდება სავარაუდოდ. ვინმეს თუ შეგხვედრიათ ან იცით მსგავსი რამ.. არ ვიცი მქონდეს თუ არა იმედი რომ გადარჩება.. :/

Posted by: Geo-Guide 24 Feb 2015, 11:58
QUOTE (Gizonzn @ 19 Feb 2015, 13:33 )
ჩემს ძაღლს ირლანდიურ სეტერს 14 წლის რაღაცა გამონაზარდი აქ მუცელზე ფული არ მაქ რომ გავუკეთო ოპერაცია, ცოტა აგრესიული არის და მშიშარა შეიძლება ექიმი არ მიიკაროს ამ შემთხვევაში რა ვუშველო ძაღლს?

ვეტერინართან მიიყვანეთ, იქნებ არც იყოს საოპერაციო.

თუ "გოგონაა" შეიძლება მასტოპატია(დაახლოებით ასე ჰქვია)

იყოს, რაც წვეთებით მკურნალობას ექვემდებარება. ასე, რომ საშიში

არეფრია. მთავარია დროზე მიიყვანოთ. თან ასაკიც თავისას შვება.

წარმატებებს გისურვებთ

war.gif

Posted by: nininini27 24 Feb 2015, 13:59
გამარჯობა, წლინახევრის კოკერი მყავს, დღეს ვნახე რომ უკანა თათზე რაღაც გამოუვიდა sad.gif ხომ არ იცით რისი ბრალი შეიძლება იყოს?
გუშინ გავუკეთეთ ცოფის აცრა თუმცა ამასთან ალბათ კავშირი არ ექნება sad.gif(

Posted by: Gizonzn 24 Feb 2015, 23:44
QUOTE (Geo-Guide @ 24 Feb 2015, 11:58 )
QUOTE (Gizonzn @ 19 Feb 2015, 13:33 )
ჩემს ძაღლს ირლანდიურ სეტერს 14 წლის რაღაცა გამონაზარდი აქ მუცელზე ფული არ მაქ რომ გავუკეთო ოპერაცია, ცოტა აგრესიული არის და მშიშარა შეიძლება ექიმი არ მიიკაროს ამ შემთხვევაში რა ვუშველო ძაღლს?

ვეტერინართან მიიყვანეთ, იქნებ არც იყოს საოპერაციო.

თუ "გოგონაა" შეიძლება მასტოპატია(დაახლოებით ასე ჰქვია)

იყოს, რაც წვეთებით მკურნალობას ექვემდებარება. ასე, რომ საშიში

არეფრია. მთავარია დროზე მიიყვანოთ. თან ასაკიც თავისას შვება.

წარმატებებს გისურვებთ

war.gif

გოგოა მაგრამ ეგ არ არის. სიმსივნეა მგონი.თან ძაღლი ბებერია, რომ დაანარკოზონ შეიძლება ვერც გამოვიდეს.ყველაზე რთული კი ვეტერინართან მიყვანა და გასინჯვაა,მშიშარაა და მე არ მანახებს. რომ ხვდება ნახვა მინდა იღრინება. მადლობა გამოხმაურებისთვის smile.gif

Posted by: giorgi--6 25 Feb 2015, 21:27
გამარჯობა
როგორც ვიცი ძაღლის საკვები როიალ კანინი სხვადასხვა ასაკისთვის სხვადასხვა კატეგორიად იყოფა და მაინტერესებს რა ასაკში რომელი სახეობა უნდა ვაჭამო? მაღაზიაში რო ვყიდულობ სულ სხვადასხვას მაძლევს ხოლმე გამყიდველი ვერ გავიგე რომელი უნდა ვაჭამო? 5,5 თვისაა ახლა ქართული ნაგაზის ლეკვია იქნებ მიპასუხოთ ვინც ერკვევით

Posted by: ertoba 27 Feb 2015, 13:10
ამარჯობათ 1 წლის და 2 თვის ძაღლს პირიდან დორბლი სდის არაფერს არ ჭამს ცოფზე აცრილია 6 თვეა რა შეიძლება იყოს დამეხმარეთ ვინმემ????

Posted by: MITIATO 27 Feb 2015, 16:54
ertoba
შეიძლება, კბილების ან ღრძილების პრობლემა აქვს.
აქედან ვერავინ დაგეხმარება.
მიიყვანე ვეტერინართან.

Posted by: giorgi--6 28 Feb 2015, 15:03
QUOTE (giorgi--6 @ 25 Feb 2015, 21:27 )
გამარჯობა
როგორც ვიცი ძაღლის საკვები როიალ კანინი სხვადასხვა ასაკისთვის სხვადასხვა კატეგორიად იყოფა და მაინტერესებს რა ასაკში რომელი სახეობა უნდა ვაჭამო? მაღაზიაში რო ვყიდულობ სულ სხვადასხვას მაძლევს ხოლმე გამყიდველი ვერ გავიგე რომელი უნდა ვაჭამო? 5,5 თვისაა ახლა ქართული ნაგაზის ლეკვია იქნებ მიპასუხოთ ვინც ერკვევით

არავინ არ იცით?..........................
* * *
ertoba
ჩემს ლეკვს სჭირდა ეგრე არ ჭამდა და აღებინებდა მოწამვლა დაუდგინა ვეტერინარმა რაღაც გადასხმები და ნემსები გაუკეთა და გამოჯანმრთელდა რაც მალემიიყვანუკეთესია არც ძვირი არ ღირდა ის ნემსები

Posted by: Unico 28 Feb 2015, 16:36
giorgi--6
მე ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ეს იუზერი გეტყვის => Wisemаn*

და როგორც წესი, როიალ კანინს აწერია ხოლმე რა ასაკის ლეკვებისთვის არის განკუთვნილი ესა თუ ის სერია. yes.gif

Posted by: grumbler_girl 2 Mar 2015, 13:18
აუ იქნებ დამეხმაროთ, პაწუკა ლეკვი მაჩუქეს ვერ დავადგინეთ რა ჯიშია

მითხრეს რომ არის აფრიკული ნაგაზი

კუდი საერთოდ არ აქვს, და პატარა იზრდება

http://www.radikal.ru

პოტოს ვერ ვუღებ საშინლად მოძრავია

Posted by: MITIATO 3 Mar 2015, 16:49
grumbler_girl
QUOTE
მითხრეს რომ არის აფრიკული ნაგაზი

აფრიკული ნაგაზი, როგორც ასეთი ჯიში, არ არსებობს.
უკუდოა და პატარააო ამბობ, თორემ ძალიან გავს გერმანული ნაგაზის ლეკვს. user.gif

რუსული თოი ტერიერისთვის ძალიან ფუმფულა ბეწვი აქვს, არც თავის მოყვანილობა აქვს ისეთი და ლეკვიც დიდი მეჩვენება.

ვისგანაც წამოიყვანე, იმან არ იცის რა ჯიშისაა?

Posted by: rockataka 3 Mar 2015, 17:10
giorgi--6
QUOTE
1 წლის და 2 თვის ძაღლს პირიდან დორბლი სდის არაფერს არ ჭამს ცოფზე აცრილია 6 თვეა რა შეიძლება იყოს დამეხმარეთ ვინმემ????

შეიძლება, რომ ჭია ყავდეს. მაგ დროს იცის დუჟები პირიდან..

Posted by: MITIATO 5 Mar 2015, 17:33
grumbler_girl
ახლა ვათვალიერებდი მაიმარკეტზე განცხადებებს და ზუსტად ასეთი ლეკვი ვნახე. biggrin.gif

სავარაუდოდ, შენიც რუსული თოი ტერიერია.

Posted by: Wisemаn* 5 Mar 2015, 21:46
MITIATO
QUOTE
სავარაუდოდ, შენიც რუსული თოი ტერიერია.

რუსული ტოი ტერიერი ჩიხუახუაზე პატარა იზრდება. 1.5-1.8 კილო არის ზრდასრული.
მაგ სურათზე რა ლეკვიცააა, სულ ცოტა 5 კილო იქნება biggrin.gif
საერთოდ არაფრით არ გავს ტოი ტერიერს, აი საერთოდ.
გერმანული ნაგაზს, ყურები უნდა ჰქონდეს + თეთრი ფერი არ უნდა ერიოს.
აზიურ ნაგაზს წააგავს, შავი ფერები მაგათ აქვთ. ქართული ნაგაზი არარის მაგ ფერებში(შავს ვგულისხმობ)
მაგრამ პატარა ნამდვილად არ იზრდება smile.gif) 100 კილომდე შეიძლება ავიდეს აზიური ნაგაზი.

აი ტოი-ტერიერი ესარის smile.gif)

user posted image

giorgi--6
როიალ კანინის ყველა შეკვრას აწერია, რამხელა ჯიშის(ზომით) რამხელა ლეკვისთვისაა.
ანუ მინი არის 8 კილომდე ძაღლსი ლეკვებისთვის.
მედიუმი არის 20 კილომდე მგონი.
მაქსი არის 35 მდე
და ლარჯი 35 და ზემოთ.
შეიძლება რამდენიმე კილოთი ვცდებოდე და მაპატიეთ : ))
ზუსტად ეწერება შეკვრას.

Posted by: Solokh123 6 Mar 2015, 13:01
გამარჯობათ.მყავს ძაღლი და შევაჯვარე და შემდეგ მუცელი მოვუშალე კაკო რუაძესთან მყავდა ძაღლი იმან გაუკეთა ნემსი და მითხრა შეიძლება მაინც დაყაროს ლეკვებიო და არ მოეშალა მუცელი მალე უწევს ლეკვების დაყრა და გამონადენი აქვს შარდთან ერთად რაღაც შავი წვეთები მოყვება და თუ შეგიძლიათ მითხარით საშიში ხო არ არის ძაღლისთვის რამე?ან თუ იცით კაკო რუაძის მობილურის ნომერი იქნებ მომწეროთ

Posted by: MITIATO 6 Mar 2015, 17:57
Wisemаn*
QUOTE
აი ტოი-ტერიერი ესარის

მართლა? რას მეუბნები?! biggrin.gif
საიდან დაასკვენი, რომ არ ვიცი რუსული თოი ტერიერი როგორია?

QUOTE
რუსული თოი ტერიერისთვის ძალიან ფუმფულა ბეწვი აქვს, არც თავის მოყვანილობა აქვს ისეთი და ლეკვიც დიდი მეჩვენება.

ეს რომ მეწერა, არ შეგიმჩნევია?

ზუსტად ასეთ ლეკვს ყიდდნენ მაიმარკეტზე რუსულ თოი ტერიერად.
ამიტომ დავწერე, რომ შენი ლეკვიც სავარაუდოდ, ეგ არის-მეთქი.
პლუს პატრონი იძახის, რომ ლეკვი ძალიან პატარაა, თან_უკუდო.

QUOTE
გერმანული ნაგაზს, ყურები უნდა ჰქონდეს

ყურები აქვს ლეკვს. smile.gif

Posted by: Wisemаn* 6 Mar 2015, 18:09
MITIATO

ნუ ჩემი ფეილია, ეგ წინადადება სხვანაირად წავიკითხე, მაგრამ, სავარაუდოდ შენიც ტოი-ტერიერიაო ხო გიწერია biggrin.gif

QUOTE
ყურები აქვს ლეკვს.

მაგ სურათში მე ყურებს ნამდვილად ვერ ვხედავ.

Posted by: MITIATO 6 Mar 2015, 18:34
Wisemаn*
QUOTE
სავარაუდოდ შენიც ტოი-ტერიერიაო ხო გიწერია

ჩვენთან ყველა პატარა ძაღლი თოი ტერიერია და ყველა ხუჭუჭა_ბალონკა.
ამიტომ, თუ მართლა პატარაა ლეკვი, ე.ი. თიო ტერიერია. yes.gif

QUOTE
მაგ სურათში მე ყურებს ნამდვილად ვერ ვხედავ.

არა და, აშკარად აქვს. biggrin.gif
პატარა, გადმოკეცილი ყურები.

P.S. ლეკვის პატრონი სურათის დადების მერე ფორუმზე არ იხედება და ჩვენ ვიმკითხავოთ, რისი ლეკვია. givi.gif

Posted by: Shiva> 7 Mar 2015, 16:28
ჩემს ძაღლს თვალი აქვს ჩაწითლებული და წირპლი აქვს, და რა შეიძლება იყოს? და კარგი ვეტერინარები ვინაა რომ დავურეკო და თუ საჭიროა რომ მივიდე, ნომრებიც რომ მომწეროთ , კეთილო დეიდებო ბიძიებო 2kiss.gif

Posted by: Wisemаn* 7 Mar 2015, 22:19
შივა
ანთება ალბად.
წირპლი ზედმეტმა ტკბილმა და ჭიამ იცის.
მაგრამ ჩაწითლება არა.

QUOTE
და კარგი ვეტერინარები ვინაა რომ დავურეკო და თუ საჭიროა რომ მივიდე

კანდელაკის 61.
დათო ნანობაშვილი.
593394733

Posted by: Shiva> 8 Mar 2015, 11:21
Wisemаn*
აუ შოკოლადებს კი ვაჭმევ ხოლმე , თუ დამინახა რო ვჭამ, ისეთი ბეკეკას თვალებით მიყურებს ხოლმე რო მეცოდება gigi.gif
მადლობა smile.gif

Posted by: DreAmeRshalva 8 Mar 2015, 11:26
გამარჯობათ ჩემი ბოქსიორი გახდა 3 თვის !
ერთი კითხვა მაქვს, როდის შეწყვიტავს სახლის არევას?
დილით რო ვდგები მთელი ზალა ნაომარს გავს, ძალიან მოუსვენარია.
აი ყველაფერს ღრნის და ხევს, როდის მოემატება ტვინი ? ხელები მაქვს სულ დაგლეჯილი, სხვანაერი თამაში არ იცის sad.gif


მეორე კითხვაც მაქვს გარეთ როდის ისწავლის "გავლას" ?
პ.ს. საკუთარი სახლი მაქვს ეზოთი.


Posted by: MITIATO 8 Mar 2015, 13:10

შივა
QUOTE
აუ შოკოლადებს კი ვაჭმევ ხოლმე

არ შეიძლება ძაღლისთვის შოკოლადი.
შოკოლადში არის ნივთიერება თეობრომინი, რომელსაც ადამიანი კი შლის და მისთვის უვნებელია, მაგრამ ძაღლისთვის საწამლავია.
დოზას გააჩნია და შეიძლება მოკლა ძაღლი.


Posted by: Shiva> 8 Mar 2015, 14:08
MITIATO
არა მასიურად არა, ცოტას ვაჭმევ
არ ვიცოდი. 4 წელია პირველად შეგვექმნა ეგ პრობლემა

Posted by: Wisemаn* 8 Mar 2015, 16:55
DreAmeRshalva
QUOTE
გამარჯობათ ჩემი ბოქსიორი გახდა 3 თვის !
ერთი კითხვა მაქვს, როდის შეწყვიტავს სახლის არევას?
დილით რო ვდგები მთელი ზალა ნაომარს გავს, ძალიან მოუსვენარია.
აი ყველაფერს ღრნის და ხევს, როდის მოემატება ტვინი ? ხელები მაქვს სულ დაგლეჯილი, სხვანაერი თამაში არ იცის

ეხლა მაგას კბილები ეზრდება და ექავება, იმიტომ ღრღნის ყველაფერს, ავეჯსაც და შენს ხელებსაც.
4-6 თვის რო იქნება, მაგ პერიოდში იცვლის კბილებს და მაგ დროსაც საშინლად ექვებათ.
6 თვის მერე ნელ-ნელა გადაეჩვევა მაგას.

QUOTE
მეორე კითხვაც მაქვს გარეთ როდის ისწავლის "გავლას" ?

თვითინ ვერასდროს ვერ ისწავლის.
შენ უნდა ასწავლო მაგი. ყოველი ჭამის მერე 5-10 წუთში გაიყვანე გარეთ და სანამ არ იზამს აღარ შეიყვანო ბინაში.
ნელ-ნელა გადაეჩვევა.

Posted by: DreAmeRshalva 8 Mar 2015, 17:38
Wisemаn*
QUOTE
თვითინ ვერასდროს ვერ ისწავლის.შენ უნდა ასწავლო მაგი. ყოველი ჭამის მერე 5-10 წუთში გაიყვანე გარეთ და სანამ არ იზამს აღარ შეიყვანო ბინაში.ნელ-ნელა გადაეჩვევა.

საათიც რომ გააჩერო გარეთ შეიძლება არ ქნას, როგორც შემოიყან სახლში და მაშინვე შვება biggrin.gif
ცემატყეპა ხო არ არგებს ?? იქნებ მერე ეშველოს ?
მიაჩვიეში რას გულისხმობ? როგორ იქნება სწორი ? ანუ როგორ შეიძლება გადავაჩვიო რა.

Posted by: Wisemаn* 8 Mar 2015, 18:02
DreAmeRshalva
QUOTE
საათიც რომ გააჩერო გარეთ შეიძლება არ ქნას, როგორც შემოიყან სახლში და მაშინვე შვება

ზუსტად მაგაშია საქმე.
ტუალეტი გონია სახლში და იმიტო.
უნდა ჩააჯმევინო გარეთ biggrin.gif

Posted by: DreAmeRshalva 9 Mar 2015, 09:46
Wisemаn*
QUOTE
ზუსტად მაგაშია საქმე.
ტუალეტი გონია სახლში და იმიტო.
უნდა ჩააჯმევინო გარეთ


ხოდა აღარ ვიცი რა ვქნა ცემა ტყეპა დავუწყო ??
ვინმემ რამე მსაწავლეთ რა.

Posted by: futi 9 Mar 2015, 21:32
მოკლედ ფრანგული მომიკვდა ერტი 9 თვის წინ პარვო ვირუსი ქონდა ანუ ენტერიტი კიდევ მინდა ძაღლი მაგრამ ვეგარ მომყავს რადგან ვირუსი რჩება სახლში მაგრამ რამენხანს რჩება ზუსტაა იქნებ მითხრათ... რუსულ საიტებზე ვნახე იქ ზოგი ვეტერინარი წერდა რომ 5 წელი ჭირდება ზოგი წერდა რომ 2 და ზოგიც წერა რომ სულ რჩება დავისტრესე მაგრად მეშინია რა ვქნ აარ ვიცი კიევ ერტი ლეკვის სიკვდილს ვერ გაავიტან ჯერ სესიზეც ისე ვარ რომ სიზმარში ვეფერები ძალიან მენატრება იქნებ დამეხმაროთ მირჩიოთ რამე და ზუსტი ინფო მომაწოდოთ..

Posted by: Tropical 11 Mar 2015, 15:51
ძალიან სასწრაფო კითხვა მაქვს

კატამ შეჭამა მზესუმზირის კანები, რამდენიმე დღე გაუვალობა სჭირდა, გუშინ ამოვურეცხეთ კუჭი ვეტ-კლინიკაში, ბევრი მზესუმზირა გამოვიდა, მაგრამ დღეს მაინც ცუდადაა, მუცელში იგრძნობა, რომ რაღაც სიმაგრე აქვს, ალბათ კიდევ ჩარჩა კანები. რა შეიძლება რომ გავუკეთო?

Posted by: futi 11 Mar 2015, 16:13
Tropical წაიყვანე ისევ ექიმთან და ნახონ .....

Posted by: Tropical 11 Mar 2015, 16:20
futi
ისედაც იმხელა გზაზე ვაწვალე კატა.. თან რომ მივიყვანეთ შედეგი არ აქვს ფაქტიურად და ამიტომ მაინტერესებდა, იქნებ ვინმეს მსგავსი გამოუცდია, ან აქვს იმის ცოდნა, რომ მირჩიოს რამე
ვიტამინებიც გაუკეთეს, სმექტაც დავალევინეთ, პიურეც ვაჭამეთ. მაინც ისევ ისეა..

Posted by: futi 11 Mar 2015, 16:25
მოდი მოგცემ ნომერს ვეტერინარის და დაელაპარაკე ამით შემიძლია დაგეხმარო

Posted by: Tropical 11 Mar 2015, 16:26
futi
კარგი, იქნებ სხვებმა მიშველონ, მეცოდება კატა


Posted by: futi 11 Mar 2015, 16:32
პირადში მოგწერე smile.gifTropical

Posted by: irusha 11 Mar 2015, 20:55
აუ, იქნებ ვინმე ხართ აქ, ჩემს ლეკვს (ფრანგული ბულდოგი, 3 თვის) თვალზე გამოახტა რაღაც წითელი, ჯიბლიბოსავით... ხვალ დილითვე წავიყვან, რაღაც საშიშად გამოიყურება, მაგრამ ხვალამდე რომ არ გავგიჟდე, იქნებ იცით რა არის??

თვითონ მშვენიერ ხასიათზეა.. არც ტკივა აშკარად და არაფერი..sad.gif(((((((

Posted by: Wisemаn* 11 Mar 2015, 21:03
irusha
ალბათ მესამე ქუთუთო გამოსდის.
თუ ეგარის, უადვილეს ოპერაციას გაუკეთებს ვეტერინარი და მორჩება.

Posted by: irusha 11 Mar 2015, 22:48
Wisemаn*

ეხლა მოვედი ვეტერინარისგან.. ვერ მოვითმინე და "ბალტო" რომ არის პავლოვზე იქ გავიყვანე. sad.gif
და ზუსტად ეგ მითხრეს, მარტივი ოპერაციააო, მაგრამ ეხლა მეგობარმა მირჩია მასაჟები გაუკეთე და ჩვეულებრივად ჩაუჯდება უკანო.. sad.gif(

იუთუბის მილიონი ლინკი მომცა და აღარ ვიცი რა ვქნა.. მე ამას ხელს ვერ მოვკიდებ, მეშინია და იქნებ ვინმეს გავაკეთებინო.. sad.gif

Posted by: futi 11 Mar 2015, 23:12
irusha
ჩემ ფრანგულსაც ქონდა და წვეთები დამინიშნეს რომ დაუპატარავდებაო მაგრამ მგონი მაინც ოპერაცია გაუკეტო ჯობს არ დაუპატარავდა წვეთებს ვასხავდი დგესჰი 2 ჯერ შედეგი არ ქონდა ამასობაში ენტერიტი დაემარტა და მომიკვდა ვერ ვუშველე თვალზე კი ისევ ქონდა მემგონი ჯობს ოპერაცია გაუკეთონ არაა საშიში მესამე ქუთუთოს ოპერაცია არაფერია არ შეგეშინდეს შეგიძლია მანახო ფოტო ?

Posted by: irusha 11 Mar 2015, 23:17
futi

ხო, ეს წვეთები მეც ჩავიწერე.. sad.gif( მასაჟი მირჩიეს კიდევ, იუთუბზე მილიონი ვიდეოა როგორ უსვამენ და არ ღირს მაგის ცდა ვითომ??

ესეც ფოტო, ეხლა დაიძინა და ხვალ გადავუღებ ნორმალურს.. თვალს ვერ ვუსწორებ ისე აქვს.. sad.gif

https://fbcdn-sphotos-d-a.akamaihd.net/hphotos-ak-xtp1/v/t1.0-9/11062167_10203707899406528_8501494562869008629_n.jpg?oh=0289007ca72a9718e9dec484e6bd7a62&oe=55BADDBB&__gda__=1434200446_e0323e3ec6edd0f8d801240f1acb9c1b

Posted by: futi 11 Mar 2015, 23:20
irusha
არ უჩანს დიდი ჩემსას უპრო ქონდა მგონი არა მაინც ჯობს ოპერაცია მე თუ მკითხავ მასაჯი შეიძლება მაგრამ მასაჯამდე ტვიტონ ხან რას გამოსდო ჩემმა და ხან რას უფრო იგიზიანებდა რა გითხრეს ბალტოში კარგი ექიმები არიან როგორც ვიცი გეშინია ოპერაციის ? sad.gif მესმის შენი..... ისე ჩემიც ეგეტი იყო ზუსტად 3 თვის იყო რომ გამოუვიდა გადმოხტა სიმაღლიდან და მაგ დროს იცის ძირითადად

Posted by: irusha 11 Mar 2015, 23:30
futi
2kiss.gif
ხო, აი ძალიან მოცუცქნულია და გული მისკდება ოპერაციას რომ წარმოვიდგენ... რამე არ დაუზიანონ ან არ ვიცი რა.. sad.gif(

მაგრამ ალბათ მაინც მომიწევს გაკეთება sad.gif

Posted by: futi 11 Mar 2015, 23:37
irusha
მესმის შენ მე უნდა გენახე გადასხმებს რომ უკეთებდნენ პაწაწინა თათებში რა დღეში ვიყავი .. sad.gif მაგრამ ეგ არაფერია იოლი ოპერაციაა შენ არ შეგეშინდეს ... იყიდე თუ გაჩუქეს ? smile.gif საიდან გყავს მე მინდა კიდევ მაგრამ ენტერიტია სახლში და ვერ მომყავს

Posted by: irusha 11 Mar 2015, 23:39
futi

ბაო მყავდა ლოკიმდე, 3 წლის უნდა გამხდარიყო 18 თებერვალს და უცებ მომიკვდა.რისგან ვერც გავარკვიეთ sad.gif ხოდა, 1 კვირაში ვიყიდე ლოკი.. არ შემიძლია და არ ვაღიარებ უძაღლო სახლს მე.. smile.gif)))))))))) <3

Posted by: futi 11 Mar 2015, 23:41
irusha
http://pix.ge/x/a/x/ukl6r/ ჩემი სესი

Posted by: irusha 11 Mar 2015, 23:42
futi

ბურთი 2kiss.gif sad.gif

ზუსტად ლოკისნაირი.. <3 <3

Posted by: futi 11 Mar 2015, 23:45
irusha
irusha
მეც ეგრე ვარ მაგრამ ეს ისეთი ვირუსია ეგრევე მოკლავს ლეკვს და მაგიტომ ვერ მომყავს ერთს ქონდა ის გადავარჩინე დაჩაზე ავიყვანე მყავს ეხლაც ის ნაგაზია მერე სესყ მოვიყვანე იმას გადაედო და მოკვდა თურმე ეს სახლში წლებია ეს ვირუსი და რომ მოვიყვანო მოკლავს იმ ლეკვსაც გაგიჯებული ვარ ისე მინდა თან ფრანგული მაგრამ რა ვქნა sad.gif ბაო რა ჯიში იყო .... ხო გავს შენ ლოკის ... ვეფერები შორიდან შენ ლოკის smile.gif თუ გაგო ვინმეს ყავდეს ენტერიტ გადატანილიანი ფრანგული ეგრევე მომწერე თუ მომყიდიან

Posted by: Wisemаn* 11 Mar 2015, 23:54
irusha
QUOTE
მაგრამ ეხლა მეგობარმა მირჩია მასაჟები გაუკეთე და ჩვეულებრივად ჩაუჯდება უკანო..

არა, სისულელეა. რომც ჩაუჯდეს მაინც ამოუვა ისევ.
ოპერაცია გაუკეთო ჯობია. 5-10 წუთიანია, არაფერი საშიში.
ყველაზე დებილი ვეტერინარიც უპრობლემოდ გააკეთებს მაგას.

Posted by: futi 12 Mar 2015, 00:00
Wisemаn*
თქვენ მოგწერეთ წეღან მგონი პირადში იქნებ გამომეხმაუროთ smile.gif

Posted by: Wisemаn* 12 Mar 2015, 00:20
futi
გიპასუხეთ yes.gif

/
//
///

Posted by: irusha 12 Mar 2015, 10:59
futi
Wisemаn*

დიდი მადლობა 2kiss.gif


ეხლა გადავატრიალე ყველაფერი და თურმე ფრანგულ ბულდოგებში ხშირი ყოფილა .. sad.gif(

"ბალტო" თუ იცით, პავლოვზე.. მანდ კარგი ვეტერინარები არიან? გუშინ მანდ მყავდა და აქვე ვაკეთებთ ოპერაციასო, დაახლოებით 120 ლარი დაგიჯდებათო და არანაირი პრობლემა არ ექნებაო..

Posted by: futi 12 Mar 2015, 17:00
irusha
კი კარგი ექიმები არიან და კარგი კლინიკაა როგორც ვიცი მიიყვანე მანდ ნუ გეშინია რომ გაუკეთებენ ოპერაციას მერე მომწერე რა როგორ იქნება დაგელოდები smile.gif

Posted by: NIKUULINA 13 Mar 2015, 12:36
გამარჯობათ , გუშინ საღამოს ბებიაჩემს ძაღლისთვის (3 წლის ლაბრადორი) უჭმევია ლობიო რატომღაც.... ჰოოდა დღეს დილიდან ძაღლი კუჭიც აშლილი აქვს და აღებინა .. რამე წამალი მივცე თუ როგორ მოვიქცე იქნებ მითხრათ

Posted by: irusha 13 Mar 2015, 13:12
მოკლედ, ლოკის გუშინ მივედი და ეს ე.წ "მესამე ქუთუთო" ჩამჯდარი ქონდა.. smile.gif)))))

3-4 ჯერ 15-15 წამით ვუკეთებთ მასაჟს და ეგაა სულ.. smile.gif)))) <3

Posted by: futi 13 Mar 2015, 13:53
irusha
ვაა რა მაგარია მაგას პატარაზე ქონდა ეტყობა თორე ეგ ეგრე ადვილად არ ჯდება .. გილოცავ მაგარია

Posted by: gamushki 14 Mar 2015, 00:30
მეგობრებო სასწრაფოთ მჭირდება თქვენი დახმარება 2 თვის ლეკვი მყავს არაფერს არ ჭამს ძალიან გახდა აი ძალიან გული ერევა ყვითელი სითხე ამოსდის რო ირევს გულს და რა შეიძლება იყოს ვეტერინარმა გუშინ ნემსები გაუკეთა და გამოსწორდა ვითომ მაგრამ დღეს კიდევ ცუდად არის ავუყვანე დღესაც და კიდე ნემსები გაუკეთა მაგრამ უფრო ცუდადაა მგონია რო დიდხანს ვეღარ იცოცხლებს რა დაავადება შეიძლება იყოს?

Posted by: futi 14 Mar 2015, 01:42
gamushki
უი რა ცუდია სად გყავდა რომელ კლინიკაში

Posted by: gamushki 14 Mar 2015, 09:40
futi
თელაველი ვარ ბადრურასთან მყავდა თელავში

Posted by: futi 14 Mar 2015, 16:52
gamushki
ეხლა როგორ არის? sad.gif

Posted by: gamushki 14 Mar 2015, 22:57
futi
ესეგი დადგინდა რო ენტერიტი აქვს
3 დღეა დღეს წამალი გუაკეთა წამლის სახელი მიწერია აღარ მახსოვს ხვალე გადასხმას გაუკეთებს სიკვდილს ებრძვის დღეს გერკულესი მოწიწკნა ცოტა ჭამა მაგრამ წყალს სვავს ძალიან ბევრს კუჭი აშლილი აქვს მუქი ფერისა და უსიამოვნო სუნი აქვს გაანავალს და როგორ ფიქრობთ თქვენ გადარჩენის შანსები გვაქვს? მესამე დღეა დღეს

Posted by: futi 15 Mar 2015, 02:13
gamushki
ჩემს ორ ძაღლს ქონდა ენტერიტი ერთი გადარჩა ერთი ვერა... საშინელი დაავადებაა მე ვიფიქრე რომ ენტერიტი იყო მაგრამ რადგან მითხარით რომ ექიმს ელაპარაკეთ და იმან ვერ გითხრათ მეც გამოვრიცხე .. სასწრაფოდ გადასხმა უნდა გაუკეთოთ რატომ გადადეთ ხვალისთვის ... იმედია გამოძვრება ... რა ჯიშის ლეკვია ეხლა სად იმყოფებით ტერიტორიულად ამ წუთას
* * *

gamushki
წყალი ააცალე და რეჰიდრონი დაუდგის იქნებ დაალევინო დღეს ... ამას ალბათ ექიმიც გეტყოდა

Posted by: gamushki 15 Mar 2015, 09:54
futi
დარმატინელია უკვე 4 დღე გაუძლო იმედი მაქვს 2 დღე გაქაჩავს გავაქაჩინებ მაინც smile.gif წყალი კარგია მიუშვი დალიოსო. თელაველი ვარ აი ეეხლა მაგის გულიზე ავდექი რო წავიყვანო გადასხმებზე smile.gif

Posted by: futi 15 Mar 2015, 19:30
gamushki
დამიჯერე წყალი არ დალევინო და წყლის ნაცვლად დაუდგი რეჰიდრონი გაუხსენი ერტ ლიტრს წყალში და ის დაუდგი ეგ ექიმი არ მომწონს მე

Posted by: gamushki 15 Mar 2015, 20:37
futi
ჭამა დაიწყო ეხლა კათმის ფილე ვაჭამე გულიც აღარ ერევა რავიცი სააქაოსკენ მოიხედა ხვალე კიდე მიმკავს გადასხმებზე და შევეკითხები აბა მაგაზეც

Posted by: futi 15 Mar 2015, 22:36
gamushki
კარგი
მომწერე როგორ იქნება

Posted by: gamushki 16 Mar 2015, 10:14
futi
აჰა დღეს მეხუთე დღეა გული აღარ ერევა კუჭში ჯერ არ გასულა სიარული დაიწყო კიდევ ის ძველი ბიმია რაც იყო ეგარის რომ გამხდარია და ეხლა ამოვინაზღაურებთ მაგ დანაკარგსაც და გავსუქედებით როგორც მე ვიცი ეს ვირუსი 6 დღიანია დღეს უკვე 5 დღეა რავიცი მგონია რო გადაარჩება ეხლა უნდა ავიყვანო კიდე გადასხმებზე თან რაღაც წამლებსაც უკეთებს რავიცი რა შედარებაა იმასთან შედარებით რაც გუშინ წინ იყო დღეს ბევრად კარგადააა....აგე ხო ხედავთ არც რეგიონებში არ გვყავს ქალაქის ვეტერინარებზე ნაკლები ვეტერინარი smile.gif

Posted by: kandelaki7777 16 Mar 2015, 10:19
გამარჯობა. ამ დღეებში ვაპირებ გერმანული ნაგაზის ყიდვას. კარგად ვერ ვერკვევი და მაინტერესებს როგორ გავარჩიო რომ რაიმე ნაკლი არ ჰქონდეს ძაღლს. დიღმის ბაზრობაზე ვაპირებ ყიდვას და ხომ არ იცით მანდ კარგი ძაღლები ყავთ? 200-250 ლარში მინდა რომ ჩავეტიო.

Posted by: futi 16 Mar 2015, 19:09
kandelaki7777
მოდი მყმარკეტზე ნახე ცლუბებში ან ბინებზე რომ ყავთ საბუთებით და საგვარეულო ნუსხიტ იყიდი შეგიძლია ვეტერინარსაც შეამოწმებინო მე გირჩევდი ამას თუმცა ეგ შენი ნებაა მაინც გეტყვი ...mymarket.ge ამ საიტზე ნახე smile.gif
* * *
gamushki
ვაიმე დზაან მაგარიააა გილოცააავ მეც მიხარია შენთან ერთად .. ვსიო რა მემგონი გამოძვრა მემგონი კი არადა გამოძვრა ჩათვალე biggrin.gif

Posted by: kandelaki7777 16 Mar 2015, 21:28
futi
კარგი მადლობა. მეც უფრო mymarketidan ვფიქრობდი ყიდვას

Posted by: gamushki 16 Mar 2015, 21:41
futi
მეც ესე მგონია ესე თქვა ვეტერინარმა რო ცუდად აღარ გახდებაო ანუ რა მდგომარეობაც აქვს აღარ გაუარესდებაო მაგრამ დღეს ერთი საიდუმლო მითხრეს ჩემებმა თურმე გუშინ წინ ძაან ცუდად რო იყო ბიმი არაყი დაულევინებიათ ძალა და თფუ თფუი თვალი არ ვცე გამოსწორდა ჭამს სვავს დადის გული აღარ ერევა კუჭიც აღარ აქვს აშლილი არაყზე რუსეთში მცხოვრებმა ნათესავმა გვითხრა აქ ესე აკეთებონო და ბიძაჩემსაც უცდია smile.gif პაქტი სახეზეა

Posted by: futi 16 Mar 2015, 23:05
gamushki
biggrin.gif რა უქენით ძაღლს biggrin.gif ... კარგია კარგად რომ არიას მიხარია

Posted by: kandelaki7777 16 Mar 2015, 23:22
ძაღლის შენახვა რამდენი გიჯდებათ ყოველთვიურად?

Posted by: gamushki 17 Mar 2015, 15:45
futi
გეუბნები ვეტერინარიაში გადატრიალება უნდა მოვახდინო ვის ლეკვსაც ენტერიტი აქვთ დაალევინეთ 1 ჭიქა არაყი biggrin.gif:D ეხლა ისეა როგორც ადრე იყო ჭამს სვავს კუჭი შეკრული აქვს ღია ფერზე გადის გული აღარ ერევა მოსუქდა თან 6 დღეა უკვე ერთი სიტყვით ენტერიტის საშიშროება აღარ არსებობს

Posted by: futi 17 Mar 2015, 19:27
gamushki
მაგარია ძალიან გილოცავ biggrin.gif

Posted by: gamushki 17 Mar 2015, 21:01
futi
ეხლა გენახა როგორააა კაროჩე ძველი ბიმია კიდე ენტერიტი სუალც არა დაუმარცხებელი დაავადება მთავარია დროულად მიიყვანოთ ექიმთან ვიტამინები გადასხმა გულის რევის საწინაააღმდეგო წამალი კუჭის შესაკვრელი წამალი და კიდე 1 ჭიკა არაყი ლეკვი თუა თუ დიდია დოზაა გასაზრდელი smile.gif

Posted by: na-777-nu 18 Mar 2015, 10:41
QUOTE (na-777-nu @ 24 Feb 2015, 10:29 )
მყავს ფრანგული ბულდოგის ლეკვი სამი თვის .. არ ვიცი რა ჭირს.. როგორც მითხრეს ეპილეფსიური შეტევები აქვს.. უცებ ეწყება კანკალი, ვარდება კრუნჩხვებში და დორბლი მოსდის, მერე დარბის ერთი ორი წუთი და სადაც გაჩერდება ვარდება და მაშინვე იძინებს.. გუშინ გავუკეთეთ გადასხმები და კიდევ ორჯერ ან მეტჯერ დასჭირდება სავარაუდოდ. ვინმეს თუ შეგხვედრიათ ან იცით მსგავსი რამ.. არ ვიცი მქონდეს თუ არა იმედი რომ გადარჩება.. :/

შეტევების დაწყებიდან მესამე დღეს მოკვდა..ვერ გადმოვცემ რა გადავიტანე.. როგორც გავიგე ეს დაავადება გენეტიკურად ქონდა თანდაყოლილი... ამიტომ სანამ ლეკვს იყიდით კარგად გამოიკვლიეთ მისი საგვარეულო ნუსხა..

Posted by: gamushki 18 Mar 2015, 14:43
na-777-nu
ოო წარმომიდგენია თქვენი გრძნობა 1 თვეა რაც ლეკვი მყავს და რო მითყრეს გადარჩენის 20% აქვსო როგორ ჩამოვედი სახლსში არ მახსოვს ყველაფერი ვცადეთ რო გადაგვერჩინა და გადარჩა კიდეც ხოდა ვისგანაც იყიდეთ თქვენ ეგ ლეკვი მიუვარდით და სხვა ლეკვი გამოართვით ერთი სიტყვით საქართველოს არაფერი არ ეშველება :X

Posted by: futi 18 Mar 2015, 20:17
na-777-nu
უი მოკვდა ? sad.gif ... მეც მომიკვდა ფრანგული 3 თვის ენტერიტით ....

Posted by: gamushki 18 Mar 2015, 22:34
futi
გეუბნებით 1 ჭიქა არაყი თავიდან იბარბაცებს მაგრამ მერე გამოსწოდება biggrin.gif

Posted by: kokasha1 19 Mar 2015, 00:33
გამარჯობათ,
6 კვირის კანე კორსომ ძილისდროს უცბად კრუნჩხვების მსგავსი რაღაცეები დაიწყო ცოტა ხნით და გაჩერდა მერე ისევ რისი ბრალი შეიძლება იყოს?
https://vid.me/Uakc


Posted by: na-777-nu 19 Mar 2015, 10:20
futi კიი მოკვდა .. ვერაფერი ვერ ვუშველე. საშინელი შეტევები ჰქონდა.. თავიდან დაახლოებით 4 საათში ერთხელ მერე გაუხშირდა და ბოლოს ყოველ 3 წუთში ერთხელ ეწყებოდა.. ჯერ თითქოს იხრჩობოდა, დორბლი მოსდიოდა და მერე მთელი სხეული ეკრუნჩხებოდა და შეტევის მერე დარბოდა ადრენალინის მოჭარბებული დოზის გამო.. ბოლოს უკვე ვეღარც დარბოდა ვეღარც ფეხზე იდგა.. საშინელება იყო.. ასეთი არაფერი არც მინახავს არც გამიგია... არადა ისეთი საყვარელი იყო.. sad.gif

Posted by: MITIATO 19 Mar 2015, 20:50
kokasha1
QUOTE
ძილისდროს უცბად კრუნჩხვების მსგავსი რაღაცეები დაიწყო ცოტა ხნით და გაჩერდა მერე ისევ რისი ბრალი შეიძლება იყოს?

biggrin.gif
სულ მიკვირს ხოლმე, როცა ამ კითხვას სვამენ.

ძილის დროს ძაღლებიც ნახულობენ სიზმარს. ამ დროს "დარბიან", ყეფენ, წკმუტუნებენ და ა.შ.
ნორმალური ამბავია.
არაფერი განსაკუთრებული შენს ლეკვს არ სჭირს.



na-777-nu

sad.gif

Posted by: beka512 19 Mar 2015, 21:35
user posted image
ეს ჩემი 3 თვის ლუსი ყურები დაჭრილი აკვს უკვე და ძალიან ლამაზია,
მარცხენა ყური დავარდნილი აკვს რა საშვალებები არის რომ გაუსწორო?

Posted by: MITIATO 20 Mar 2015, 00:22
beka512
თავიდან მასაჟს უკეთებენ და როცა ჭრილობები შუშდება, მერე ასე უხვევენ

http://www.radikal.ru


ზუსტი ტექნიკა ჯობია, ვეტერინართან ან მომშენებელთან დააზუსტო.

Posted by: beka512 20 Mar 2015, 23:22
user posted image
ესე საწყლად გამოიყრება biggrin.gif cry.gif

Posted by: STRONGMAN 23 Mar 2015, 01:02
ხალხო დამეხმარეთ ზაზუნა მყავდა ზურგზე ქონდა პრიჩიკივით რაღაც მოკლედ მერე გაუქრა და სტუმარი მყავდა და მას თითზე უკბინა და 8 დღის შემდეგ ზაზუნა მოკვდა sad.gif ცოფით კვდება ზაზუნა ?

Posted by: sallli1 23 Mar 2015, 23:56
რა მაინტერესებს , ჩემ ქალბატონს მოყვანის დღიდან ვყიდულობ როიალ კანინს
ახლა რადგან ეზოს ძაღლებსაც ვაჭმევ მათთვის ვყიდულობ ამიტი-ს შედარებით დაბალ ფასიან საკვებს მეტი რომ მომივიდეს რა ვქნა
ხოდა ეს ჩემი საოცარი ნენსი მიბრძანდება და საჭმელს უჭამს ამ ეზოს ძაღლებს,როცა თავის კანინს პირს არ აკარებს
ვერ ვხვდები მობეზრდა ის უფრო მოწონს თუ რაშია საქმე
როგორ მოვიქცე?

Posted by: dat111 24 Mar 2015, 11:48
QUOTE
ვყიდულობ როიალ კანინს

პარკზე მწარმოებელი ქვეყანა გადაამოწმეთ, ჩინეთის არ რუსეთის წარმოების თუ არის ნუ წამლავთ ძაღლს.

Posted by: sallli1 24 Mar 2015, 12:44
dat111
არასდროს მიცდია,ყოველთვის წონით ვყიდულობ 1-2 კგ-ს პარკზე არასდროს შემიხედავს...

Posted by: buska13 24 Mar 2015, 14:53
როგორ შეიძლება 5 თვის ლეკვი გაღავაჩვიო მანკანაში ცუღაღ გახღომას,ღრამინა ღა ცელუკალი ვცაღე შეღეგი არ აქვს, არაღა ფაქტიურაღ მანქანაშია გაზრღილი, ორ თვემღე ეზინა ხოლმე ღა მერე ღაიწყო ცუღაღ გახღომები, ღორბლი სღის ღა თუ ნაჭამია იღებს კიღევაც,ვფიქრობ რომ ეშინია

Posted by: Expecto Patronum 24 Mar 2015, 17:03
kokasha1
ცუდი სიზმარი ესიზმრება. ^_^
ძაღლები სიზმრებს ნახულობენ.

Posted by: dat111 24 Mar 2015, 18:50
buska13
ბევრი მოძრაობა და შეეცადეთ ახალ ნაჭამზე არ ამგზავროთ, მანქანაში სიცხე არ იყოს.
ხო მართლა აცრებს ხომ არ დაემთხვა? აცრის შემდეგ გარკვეული პერიოდი შეიძლება ეგრე იყოს

Posted by: futi 24 Mar 2015, 19:47
buska13
შიში არაფერ შუაშია ადამიანებსაც წყენთ მგზავრობა ზოგჯერ ცოდოა რატომ გყავს სულ მანქანაში

Posted by: sallli1 25 Mar 2015, 10:23
სად ვიყიდო ისე საჭმელი რომა რ იყოს ჩინური ან რამე მასეთი
და კიდევ კანინის გარდა სხვაკარგი რომელია?

Posted by: buska13 25 Mar 2015, 12:10
QUOTE (dat111 @ 24 Mar 2015, 18:50 )
buska13
ბევრი მოძრაობა და შეეცადეთ ახალ ნაჭამზე არ ამგზავროთ, მანქანაში სიცხე არ იყოს.
ხო მართლა აცრებს ხომ არ დაემთხვა? აცრის შემდეგ გარკვეული პერიოდი შეიძლება ეგრე იყოს

ხო ისე მართლა აცრების მერე ღაიწყო,მაგრამ თვეზე მეტია რაც აცრებს მოვრჩით ღა ისევ ესეა, რო არ მოძრაობღეს მანქანა ღა მარტო ღაქოქილი იყოს მაინც ესე მოსღის,მეცოღება ძალიან

Posted by: dat111 25 Mar 2015, 13:19
buska13
ვესტიბულარული აპარატის შესაუსტება აქვს, ბევრი მოძრაობა უნდა.
ცოფზე აცრას რომ დააპირებთ აცრამდე ერთი ორი კვირა და აცრის მერე 1.5 თვე რწყილებისაგან დასამუშავებლად წვეთები არ იხმაროთ, თუ აუცილებელია ჯობია მხოლოდ რწყილსაწნააღმდეგო საყელურით შემოიფარგლოთ ისიც სახლიდან გაყვანისას.

ხო მართლა მანქანა დიზელის ხომ არ არის?

sallli1
კანინი კარგი იყო სანამ ევროპული იყო მერე თუ არ მეშლება მარს-მა იყიდა და შესაბამისად ხარისხი დაეცა.
ადვანსს არაუშავს, ყაზბეგიდან იპოდრომისკენ გასასვლელი რომ გაჭრეს მანდ მაღალი კორპუსის ქვეშაა ზოომარკეტი მანდ აქვთ.
ვერაზე კოსტავაზეა კიდე ნორმალური საკვებები, მანდ რამდენიმე მაღაზიაა მე რაზეც ვამბობ ერთი ორი საფეხურით უნდა ჩახვიდე შესასვლელში დანარჩენებში როიალ კანინებია, მანდ ჰოლანდიური და იტალიური საკვები აქვთ.

Posted by: buska13 25 Mar 2015, 17:12
Dat111
არა ბენზინზეა, აცრებს სულ მოვრჩით, ცოფიც გაკეთებული აქვს, ორ თვემღე რეაქცია არ ქონღა მანქანაზე, ეძინა ხოლმე, ღძალიან აქტიური კი არის სულ ღარბის

Posted by: dat111 25 Mar 2015, 19:35
buska13
ცოფის აცრის რეაქციაა, საკმაოდ სერიოზული დატვირთვაა ნერვულ სისტემაზე, როგორც დავწერე ბევრი ასეირნეთ
ჩემი მაგალითად 3 წლამდე 100მეტრს ვერ ძლებდა მანქანაში მერე გაუარა

Posted by: buska13 25 Mar 2015, 21:03
Dat111
მაღლობ რჩევისთვის ვცღი აბა

Posted by: martata 25 Mar 2015, 22:40
გამარჯობათ,იქნებ მირჩიოთ რამე,როგორ მოვიქცე არ ვიცი.
მყავს 8 წლის პუდელი,ბიჭი.დილით ყოველთვის გაგვყავს სასეირნოს.როგორც სახლიდან გავალთ ოთახში შარდავს.ამოჩემებული ქონდა სამზარეულო.ეხლა ჩავუკეტეთ კარები რომ ვეღარ შევიდეს,მაგრამ მაინც აკეთებს ეხლა უკვე მისაღებ ოთახში.სახლში როცა ვართ აღარ,მასინ მხოლოდ როცა სახლში მარტო რჩება.რა გავაკეთო ? sad.gif
მირჩიეთ რამე გთხოვთ

Posted by: dat111 25 Mar 2015, 23:20
martata
რთული საკითხია, ყურადრება აკლია
მანამდეც ტოვებდით მარტო სახლში?

Posted by: sallli1 26 Mar 2015, 01:51
dat111
მივალ აბა რომელიმე ადგილას
აშკარად არ მოწონს ეს კანინი აი იცი როგორი ზიზღით ჭამს? ძალიან როცა მოშივდება მაშინ
არადა მეგონა უბრალოდ კორმი არ უყვარსთქო და ამ ამიტიზე ისეთი გახარებული დახტოდა გავოცდი givi.gif

Posted by: martata 26 Mar 2015, 11:40
dat111
სულ პატარა რომ იყო ყველგან დაგვყავდა,ბოლო წლებია მარტო ვტოვებთ სახლში.ბოლო დროს თითქმის ყოველდღე გვახვედრებს "სურპრიზებს"
დილას სანამ გავიგვიძებდით სამზარეულოში გაუკეთებია.თუ საძინებლის კარი დამრჩა ღია,საწოზე ადის და ყველაფერს დაბლა ყრის.არ ვიცით რ გავაკეთოთ,ან როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია.ერთხელ გვითხრეს,რომ დაკოდოთ აღარ გააკეთებსო.თქვენ რას მეტყოდით

Posted by: dat111 26 Mar 2015, 13:50
martata
მეტი ყურადღება, შეიძლება თირკმელზე ან საშარდე სისტემაზე რამე პრობლემა ეწყება და ვერ ითმენს დიდხანს.
ისე საწწოლიდან თუ ყველაფერს ყრის შეიძლება უბრალოდ გსჯით უყურადღებობისათვის, პუდელები ძალიან ემოციურები არიან, ოჯახის სრულფასოვან წევრად უნდა განიხილოთ biggrin.gif
დაკოდვა მანდ არაფერს შეცვლის გარდა იმისა რომ ჯანმრთელობას შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოთ.

Posted by: martata 26 Mar 2015, 14:10
dat111
დიდი მადლობა.თირკმელები დ საშარდე სისტემა უფრო რ მგონია,რადგან 2 წლის წინაც ასე იქცეოდა და მერე გადაეჩვია,ეხლა ისევ დაიწყო

Posted by: 1nhale 30 Mar 2015, 00:25
გამარჯობათ, მყავს 1 თვის და 10 დღის ლეკვი ჭიის წამალი დავალევინე უკვე რამდენიმე დღის წინ, დალევის შემდეგ პირველ ორ განავალს გამოყვა ჭია მის მერე აღარ და უფრო ხალისზეც მოვიდა, ეხლა მინდა მივხედო აცრების საკითხს და იქნებ მითხრათ ვინმემ რა ასაკიდან იწყება აცრები, და კიდევ სახლში მოსაქმებას როგორ გადავაჩვიო biggrin.gif სინი დავუდგი და მიწა დავყარე ზედ მეთქი იქნებ მანდ მანც ქნას მარა არა მაინც დადის აქეთ იქით!!!!

Posted by: dat111 30 Mar 2015, 00:59
1nhale
თუ ჭიები ყავდა წამალს გამეორება უნდა და მხოლოდ მერე კეთდება აცრა, აცრებს 1.5თვიდან იწყებენ ხოლმე ჭიებისგან სრული დამუშავების შემდეგ

Posted by: 1nhale 30 Mar 2015, 23:47
dat111

მადლობა და მიგებიდან 10 დღის მერე მივცე მეორედ?

Posted by: guriaaa 31 Mar 2015, 13:38

ნაპოვნი ძაღლია და ამ ბოლო დროს ახველებს საშინლად თითქოს ყელში აქვს გაჩხერილი რაღაცა..სამწუხაროდ ვეტექიმიც არ არის სოფელში და მისი ისტორიაც არ ვიცით..ერთი წლის წინ დედას გამოყვა რკინიგზის სადგურიდან და თითქოს ახალი გამოდგებული უნდა ყოფილიყო სახლიდან

რა ვუყო მირჩიეთ რა ..ცოდოა ამ მოკვდეს...

Posted by: gamushki 31 Mar 2015, 15:56
დღეს ჩემ ლეკვს ეს ვიტამინი ვუყიდე ვეტერინარმა მითხრა საუკეთესოაო და აბა იქნებ თქვენც მითხრათ კარგი ვიტამინია თუ არა
http://www.radikal.ru

Posted by: zaza1993 1 Apr 2015, 23:49
ჩემი კნუტს აწუხებს სექსუალური მოთხოვნილება, 6 თვისაა. რაღაც წამალს ვასმევთ, მაგრამ შედეგი არ აქვს, ისევ ისე კნავის. წესით ეგრევე არ უნდა ემოქმედა ამ წამალს?

Posted by: kandelaki7777 5 Apr 2015, 17:04
გამარჯობა. თვენახევრის აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზი მყავს და უმეტეს დროს ძილში ატარებს, როცა ღვიძავს მაშინაც ამთქნარებს და ალბათ ასაკის ბრალი იქნება ხო? ბოლოჯერ კუჭში ცოტა თხლად გავიდა წინებთან შედაეებით და რისი ბრალი შეიძლება იყოს. გუშიმ მოვიყვანეთ და გამოგვატანეს როიალ კანინი 1დღის სამყოფი, გუშინვე ვიყიდე პედიგრი შემდეგი 4 დღისთვის. დღეს შეჭამა პედიგრი პირველად და შეიძლება პედიგრის ბრალი იყოს? http://postimg.org/image/og18l4yy9/

Posted by: glamo 5 Apr 2015, 17:25
ევროკავშირის ქვეყნიდან კატა რომ შემოვიყვანო საქართველოში და მერე ისევ დავბრუნდე რა მჭირდება? დიდი მადლობა.

Posted by: uchinmachini 5 Apr 2015, 17:40

ყველაფერი წესრიგშია.ლეკვი დაახლოებით 4-5 თვემდე მაინც ეგრე არის,ბევრი სძინავს.რაც უფრო პატარაა უფრო მეტი სძინავს.
სანერვიულო არაფერია smile.gif
* * *
QUOTE
გამარჯობა. თვენახევრის აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზი მყავს და უმეტეს დროს ძილში ატარებს, როცა ღვიძავს მაშინაც ამთქნარებს და ალბათ ასაკის ბრალი იქნება ხო? ბოლოჯერ კუჭში ცოტა თხლად გავიდა წინებთან შედაეებით და რისი ბრალი შეიძლება იყოს. გუშიმ მოვიყვანეთ და გამოგვატანეს როიალ კანინი 1დღის სამყოფი, გუშინვე ვიყიდე პედიგრი შემდეგი 4 დღისთვის. დღეს შეჭამა პედიგრი პირველად და შეიძლება პედიგრის ბრალი იყოს? http://postimg.org/image/og18l4yy9/

ყველაფერი წესრიგშია.ლეკვი დაახლოებით 4-5 თვემდე მაინც ეგრე არის,ბევრი სძინავს.რაც უფრო პატარაა უფრო მეტი სძინავს.
სანერვიულო არაფერია
* * *
ყველა ვარიანტში,თავის დაზღვევის მიზნით მიიყვანე ვეტერინართა,ჭიების წამალს დაუნიშნავს და ა.შ.
ძილი,კიდევ ერთხელ ვიმეორებ არაფერია.დღე-ღამეში ალბატ 20 საათი სძინავს ლეკვს lol.gif

Posted by: kandelaki7777 5 Apr 2015, 17:49
uchinmachini
დიდი მადლობა ახლა ცოტა დავმშვიდდი რამე ხოარ ჭირს მეთქი ვიფიქრე. ვეტერინართან სამშაბათს მიმყავს ჭიაზე დამუშავებაც სამშაბათს უწევს. ერთხელ უკვე არის დამუშავებული და ეხლა მეორედ უწევს დამუშავება. მადლობა კიდევ ერთხელ.

Posted by: kandelaki7777 7 Apr 2015, 21:21
თვენახევრის აღმოსავლეთ ევროპულ ნაგაზს ვაჩმევ როიალ კანინს დღეში ხუთჯერ 300 გრამს 4საათის ინტერვალით. მეტის ჭამა ხომ არ არის საჭირო? ცოტა ჩამოხდასავით

Posted by: CutOffHands 17 Apr 2015, 22:51
ძაღლების ექიმი ისეთი ვინაა 24 საათი რო მუშაობდეს?
Eხლა რო დავურეკო.
ნომერი დაწერეტ რა თუ იცით

Posted by: pepi grdzelicinda 18 Apr 2015, 08:54
კიროვის ქუჩაზე კლუბის ზუსტი მისამართი და ტელ ვინმემ თუ იცით მომწერეთ რაა, ჩემი მინიატურული ტაქსა 10 დღეში მზად იქნება მამრთან შესახვედრად და მჭირდება ძალიან

Posted by: Twister 19 Apr 2015, 15:58
გამარჯობათ,
ლეკვი მყავს 1 თვის და 1 კვირის, მგონი ტკიპები ყავს, ეზოში აიკიდა ალბათ, რით შემიძლია ვუშველო?

Posted by: luka69 21 Apr 2015, 18:23
გამარჯობათ. გუშინ მოვიყვანე გერმანული ნაგაზი მამალი 2 თვე ნახევრისაა და აი დღეს შევამჩნიე რახიტი ქონია sad.gif ვეტ ექიმთან რო მივიყვანე იმანაც მითხრა sad.gif ძალიან ვიჩქარე და კარგად არ დამითვალიერებია და ეხლა უკვე ვაძლევ ვეტ ექიმის დანიშნულ წამლებს და კვებაც და მოვლაც არ მოაკლდება და თქვენი აზრით გაუსწორდება ? sad.gif sad.gif

Posted by: rockataka 23 Apr 2015, 21:55
luka69
რა სჭირს რომ?

--------------------

Posted by: pepi grdzelicinda 24 Apr 2015, 09:23
Twister
1 თვის ლეკვი ეზოში არ უნდა ჩაიყვანო, სანამ არ აცრი ცოფზე და პარაზიტებზე

Posted by: Rodriguez 24 Apr 2015, 15:49
ძაღლი შეიძლება ვიყიდო - გერმანული ნაგაზი სავარაუდოდ, მაინტერესებს რა სახის მოვლა დასჭირდება ძაღლს?

Posted by: PORT16 26 Apr 2015, 14:52
გამარჯობათ ბოლო 2 დღეა ვატყობ დედის რძე არ ყოფნის ლეკვებს, 24 დღისანი არიან.. რამდენ ხანში შეიძება სხვა საკვებზე გადავიყვანო.. ან რა საკვებზე?
მარტო ლეკვებს პატარა ტკიბებივით რაღაცეები გაუჩნდა.. და რამდენ ხანში შეიძება წამლის გამოყენება ან რა წამლის?
მადლობა წინასწარ...

Posted by: MITIATO 26 Apr 2015, 16:15
PORT16
21 დღიდან აუცილებელია უკვე ლეკვებისთვის დამატებითი საკვები.

პარაზიტებს რაც შეეება, იყიდება პუდრები ლეკვებისთვის, მაგრამ დიდი ეფექტურობით არ გამოირჩევა.
სერიოზულ საშუალებებს 6 კვირამდე ვერ გამოიყენებთ.

Posted by: PORT16 26 Apr 2015, 20:59
QUOTE (MITIATO @ 26 Apr 2015, 16:15 )
PORT16
21 დღიდან აუცილებელია უკვე ლეკვებისთვის დამატებითი საკვები.

პარაზიტებს რაც შეეება, იყიდება პუდრები ლეკვებისთვის, მაგრამ დიდი ეფექტურობით არ გამოირჩევა.
სერიოზულ საშუალებებს 6 კვირამდე ვერ გამოიყენებთ.

user.gif რა ვაჭამო? არ ვიცი რა არის საზიანო...

Posted by: robin 27 Apr 2015, 21:40
ჩემ ძაღლს აქვს თათებზე თითებს შუა გამოყელილი , გაწითლებული და მცირედი სისხლნაჟონები ვერაფრით შეუხორცე ვუსმევდი ლევმაკოლს. გოგირდის მალამოს . კიდევ რა ვცადო ორ თვეზე მეტია ასეა. და სიარულში ტკივა აშკარად.

Posted by: Tim_Austin 29 Apr 2015, 15:09
ჩემმა ფისომ იტკინა ფეხი როგორ და რაინაირად არ ვიცი sad.gif
ჰოდა ვერ დგავს უკანა ფეხს და სიარულის დროს აწეული აქვს, ისე გარგნულად არაფერი ეტყობა ხელის დადებისასაც არ ტკივა, საჭმელს ჭამს, ხმარობს კიდეც როცა ექავება უბრალოდ სიარულის დროს აკეცილი აქვს sad.gif

ჰოდა დღეს კი მივიყვან ვეტერინართან მაგრამ საშიში ჰო არაა ? ან სანამ წავიყვან რა შეიძლება გავუკეთო ?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 29 Apr 2015, 15:47
Tim_Austin
ალბათ რაღაც შეესო ან მოიტეხა ასე ვინ გეტყვის აჯობებს ვეტერინარს აჩვენო

Posted by: Tim_Austin 29 Apr 2015, 16:08
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
ალბათ რაღაც შეესო ან მოიტეხა ასე ვინ გეტყვის აჯობებს ვეტერინარს აჩვენო


კი ვაჩვენებ აუცილებლად

ჰოდა ეგ მაინტერესებს მოტეხილი რო ქონდეს ჰო ძალიან ეტკინდებოდა ? ჰოდა არ ტკივა ხელს რო ვადებ არ აქვს რეაქცია საერთოდ

Posted by: matcharashvili 4 May 2015, 19:38
მოკლედ...მყავს აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზი,ვასტოჩნიკი,ავჩარკა.არის სუფთა სისხლია,რვა თვის.3-4 დღის წინ იტკიებდა მარჯვენა წინა ფეხს,მაგრამ გაუარა.გუშინ კიდევ მარცხენა ფეხის ტკივილი დაეწყო.რომ დგება მომენტებში და ძალას ატანს მგონი მაგ დროს ტკივა და შეკივლებს ხოლმე გემრიელად...არამგონია სადმ ეზოში რომ ეტკინა...რომ წავიკითხე დაავადებები ამ ჯიშის ერთი მომხვდა თვალში ცუდად-მენჯ-ბარძაყისა და იდაყვის სახსრის დისპლაზია. მოკლედ რა გავაკეთო? ამ დაავადებას რა ნიშნები ახასიათებს საერთოდ?

Posted by: tasikotasiko 8 May 2015, 23:09
გამარჯობათ, ორი თვის პუდელი მყავს,გუშინ წამოვიყვანე ძაღლ საშენიდან, ეს და თავისი ძმა იყვნენ ცალკე გალიაში, ხშირად იჩხაპნება,რამდენად არის 2 თვის ლეკვზე ცოფი საშიში,ანუ არის თუ არა საშიშროება ნაჩხაპნიდან რაიმე ინფექციის აკიდების?

Posted by: MITIATO 10 May 2015, 22:48
tasikotasiko
ნებისმიერი ასაკის თბილსისხლიანი ცხოველია ცოფზე საშიში.
მაგრამ სხვა ცხოველებთან შეხება თუ არ ქონია, ეგ ნაკლებ სავარაუდოა.

QUOTE
არის თუ არა საშიშროება ნაჩხაპნიდან რაიმე ინფექციის აკიდების?

რა თქმა უნდა არის, ნაჩხაპნს თუ არ მიხედავთ. biggrin.gif
რამე ანტისეპტიკური სითხით დაიმუშავეთ ხოლმე.

Posted by: Unico 10 May 2015, 23:12
MITIATO
QUOTE
ნებისმიერი ასაკის თბილსისხლიანი ცხოველია ცოფზე საშიში.

აუ, ამაზე მინდოდა მეკითხა. ფბ-ზე ერთ საინტერესო ჯგუფში ვიღაცა (სავარაუდოდ კაცი და სავარაუდოდ ჩემზე უფროსი ასაკის) წერდა, რომ მგლები და ტურები ნაკლებად ექვემდებარებიან ცოფსო. ხოდა იცი რამე ამაზე?

მე მეგონა რომ ცოფისგან არავინაა დაცული user.gif

Posted by: tasikotasiko 11 May 2015, 00:37
MITIATO
რა არის იცი, ძაღლ საშენიდან წამოვიყვანე ეს ლეკვი, თავის ძმასთან ერთად იჯდა გალიაში, ჩემი ლეკვი მშვენივრად გრძნობს თავს ამჟამად, 4 დღეა რაც მყავს, რომ მივედი და ავიყვანე ეგრევე მომჩყაპნა, და შეიძლება ჩემ ლეკვს არაფერი ჭირდეს და მე გადამედოს ცოფი თუ მასე არ გადადის?

Posted by: MITIATO 11 May 2015, 10:36
Unico
QUOTE
მგლები და ტურები ნაკლებად ექვემდებარებიან ცოფსო.

არა, რას ამბობ. პირიქით, ცოფის რეზერვუარები არიან ეგ ცხოველები.
ყველაზე იშვიათად, როგორც ვიცი, ძუძუმწოვრებიდან მღრღნელები ცოფდებიან.

tasikotasiko
QUOTE
შეიძლება ჩემ ლეკვს არაფერი ჭირდეს და მე გადამედოს ცოფი თუ მასე არ გადადის?

ცოფის გადაცემა შეიძლება ინკუბაციური პერიოდის ბოლო 10 დღიდან. ანუ, ამ 10 დღის განმავლობაში, შეიძლება, ვერც ვერაფერი შეატყოთ ცხოველს.
მაგრამ მერე აუცილებლად გამოუვლინდება რამე.
თუ ძალიან ნერვიულობთ, ან რამეში ეჭვი გეპარებათ, ჯობია, აიცრათ. yes.gif

Posted by: mrmilandro 11 May 2015, 11:39
ცოფი არა ძაღლს ვეთამაშები სულ წლებია კბილით და კლანჭით დამჩხაპნა მილიონჯერ არასდროს ამიცრია არც ძაღლი და არც ჩემი თავი ორივე ჯანმრთელები ვართ დღემდე

Posted by: tasikotasiko 11 May 2015, 14:23
MITIATO

ჩემ ძაღლზე მეეჩვება რამე ჭირდეს,მე უბრალოდ ის მაინტერესებდა არის თუ არა თეორიული შანსი რომ ნაკაწრით გადავიდეს ისე რომ ძაღლს არ შეხვდეს? 6 თვის წინ გაკეთებული მაქვს ცოფის აცრის კურსი და არ მინდა წარამარა აცრების კეთება

Posted by: MITIATO 11 May 2015, 16:21
tasikotasiko
QUOTE
არის თუ არა თეორიული შანსი რომ ნაკაწრით გადავიდეს ისე რომ ძაღლს არ შეხვდეს?

კიდევ ერთხელ გეტყვი.
არ არსებობს ცოფის მტარებლობა. ან გაქვს და ან არ გაქვს. თუ გაქვს, აუცილებლად გამოვლინდება კლინიკურადაც.
მაგრამ ცოფის გადაცემა შესაძლებელია ინკუბაციური პერიოდის ბოლო 10 დღიდან. ინკუბაციური პერიოდი ნიშნავს იმას, რომ ვირუსი ორგანიზმში არის, იქ რაღაცეებს აფუჭებს, მაგრამ ეს გაფუჭებული ჯერ გარეგნულად არ ჩანს. ცხოველი ჯერ კიდევ ჯანმრთელივით იქცევა. ამიტომ გვთხოვენ ექიმები, რომ 10 დღე დავაკვირდეთ ცხოველს, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს.

ახლა შენი გადასაწყვეტია რას იზამ. smile.gif

mrmilandro
არც მე არ ვიცრები ჩემი ძაღლის ნაკბენზე და ნაკაწრზე, მაგრამ ჩემი ძაღლი ჩემთან უკვე 5 წელია ცხოვრობს.
ამ ადამიანმა 4 დღის წინ აიყვანა ლეკვი, რომელიც ცოფზე ვერ იქნება აცრილი.
განსხვავებას ხედავ?

Posted by: tasikotasiko 12 May 2015, 01:04
MITIATO
შენ რა შეხება გაქვს ?ვეტერინარი ხარ თუ უბრალოდ ერკვევი ამ თემაში?
საიდანაც წამოვიყვანე ეს ლეკვი ის ქალი თავს იკლავს არ აქვთ შეხება ძაღლებთანო,თან ამით ცხოვრობენ ლეკვებს ყიდიან, პუდელები და კოკესპანიერები ყავთ, თან ოჯახით ცხოვრობენ და მეეჭვება ცოფი ქონოდა რომელიმეს. მე უბრალოდ ის მაინტერესებდა იყო თუ არა შანსი ძაღლი მატარებელი ყოფილიყო ვირუსის, ანუ გალიიდან შეიძლებოდა თუ არა მოჩყაპნით გადმოსულიყო ვირუსი ჩემზე, მთელი ჩემი ოჯახი დაკაწრული ყავს და ალოკილი და მაშინ ჩემი შვილიანად უნდა ავცრილიყავით ყველა smile.gif)))

Posted by: MITIATO 12 May 2015, 12:31
tasikotasiko
ინფექციონისტი ვარ. ვეტერინარი არ ვარ. no.gif

იმ ქალის სხვა ძაღლები თუ აცრილები არიან და ლეკვი გარეთ არ გადიოდა, ძალიან დაბალია იმის შანსი, რომ ლეკვს ცოფი ქონდეს, იმიტომ, რომ ეს დაავადება მარტო ავადმყოფი ცხოველის კბენით გადადის.

მაგრამ კიდევ გიმეორებთ.
თუ ოდნავ მაინც გეპარებათ რამეში ეჭვი, ჯობია აიცრათ. yes.gif

Posted by: tasikotasiko 12 May 2015, 22:05
MITIATO
Vიყავი მისული და ა. Gამიკეთა დაალვირდიო ათი დღეო. Mთავარიაო ა. Aგლოკა სხვა ძაღლმაო და ესე არ გადავაო

Posted by: AKREATON 20 May 2015, 18:09
ბარსი რა ასაკიდან შეიძლება ლეკვს დავასხა?

Posted by: Wisemаn* 20 May 2015, 22:52
AKREATON
3 თვის მერე.







/
//
///

Posted by: AKREATON 20 May 2015, 23:37
QUOTE (Wisemаn* @ 20 May 2015, 22:52 )
3 თვის მერე.







/
//
///

ერთი თვის არის ჯერ და რა ვუყო აბა, შემიჭამენ მანამდე

Posted by: nicholas12 21 May 2015, 00:25
გამარჯობათ მყავს 4 თვის გერმანული ნაგაზი(ძუ), ყურები კარგად გაეზარდა,დაცქვეტილი აქვს ძალიან კარგად,უბრალოდ ეს 2 კვირაა შევამჩნიე რომ ზედა ბოლოები(წვეროები) გადაპრიხა უკან,ეს ნორმალურია თუ არ უნდა ჰქონდეს ეგრე ? ვიტამინების ნაკლებოს ბრალი ნამდვილად არ იქნება,2 თვის მერე დამატებით ვიტამინებზე მყავს,ეხლა ვასმევ დღის და ღამის ტაბლეტია ცალ ცალკე(შავი და სტაფილოსფერ შეფუთვაა) ,გარდა ამისა როიალ სტარტს ვაჭმევ ყველაზე კარგი ესაა მგონი ფასით თუ ვისმჯელებთ,12 ლარი ღირს კილო + კიდე ბრინჯი შვრიის ფანტელი,სტაფილო,კვერცხი,ზოგჯერ ძვალის ნახარშის სუპსაც ვუკეთებ(ძვალს ცხიმს ვაცლი).

Posted by: Wisemаn* 21 May 2015, 10:40
AKREATON
ლეკვი 1 თვის არარის ჯერ და რწყილები ყავს იმდენი რო შეგიჭამენ? biggrin.gif სად გყავს კი მაგრამ ლეკვი. drug.gif
პუდრა უყიდე, კარბოვეტრინი ჰქვია მგონი, დიდუბეში იყიდება თუ არ ვცდები 8 ლარი ღირს. პირში არ ჩააყარო, დალშე სადაც გინდა დააყარე.

nicholas12
მე გირჩევ რო მაგ როიალს სადაც ყიდულობ მანდ აღარ იყიდო.
12 ლარი არ ღირს ეგ საკვები, ღირს 11 ლარი.
რაც შეეხება ყურებს, არამგონია რამე საგანგაშო იყოს.

Posted by: AKREATON 21 May 2015, 11:57
QUOTE (Wisemаn* @ 21 May 2015, 10:40 )
ლეკვი 1 თვის არარის ჯერ და რწყილები ყავს იმდენი რო შეგიჭამენ? biggrin.gif სად გყავს კი მაგრამ ლეკვი. drug.gif

მართლა კი ვერ შეჭამენ მაგრამ პატარაა და მეცოდება რა
თან ეტყობა ეზოში იკრავს თავიდან თუ რას შვება არ ვიცი პატარა ტკიპები ყავს ხოლმე რომ მოვაცლი მეორე დღეს რამოდენიმე ახალი ემატება

QUOTE

პუდრა უყიდე, კარბოვეტრინი ჰქვია მგონი

ამას მოვიკითხავ თუ შეიძლება პატარებისთვის yes.gif

Posted by: Wisemаn* 21 May 2015, 12:17
AKREATON
კი შეიძლება. მეთქვითონ ვხმარობ სულ მაგას. დიდებზეც და პატარებზეც.
20 დღის ლეკვებს დავაყარე 2 კვირის წინ, დედამ შეუტანა ეზოდან.

Posted by: Archil Mikelashvili 21 May 2015, 14:53
მოგესალმებით,

ჩვენს 1 თვის იხვის ჭუკს პერიოდულად მარცხენა მხარეს სძლევს ხოლმე თავი და ზურგზე ეცემა. რისი ბრალი შეიძლება იყოს? რას მირჩევთ?

Posted by: pepi grdzelicinda 23 May 2015, 12:40
გამარჯობა, მაინტერესებს ტკიპების საწინააღმდეგო წვეთების დასხმა თუ შეიძლება როდესაც ძაღლი სავარაუდოდ ორსულადაა ?

Posted by: Wisemаn* 23 May 2015, 15:45
pepi grdzelicinda
არა, არ შეიძლება.
მარტო პუდრა სახელად კარბოვეტრინი.

Posted by: robin 27 May 2015, 00:08
გთხოვთ მიპასუხეთ ვინც იცით არის თუ არა გორში რაიმე კლინიკა რომ ანალიზს აკეთებდნენ ძაღლზე სტაფილოკოკების გამოსავლენად. ნაცხით ან სისხლით. ტელეფონი ან მისამართი. მიახლოებით მაინც.

Posted by: androtbt 27 May 2015, 14:56
ჩემს კატას რაღაც პრობლემები აქვს და ვეტერინარმა მირჩია გაკრიჭეთო, ვერ მეტყვით სად შეიძლება კატის გაკრეჭა? რამე ცხოველების სალონი ხომ იქნება სადმე. იქნებ მისამართი ან ნომერი იცოდეთ ვინმემ

Posted by: DaTo-KiZo 27 May 2015, 19:07
2 თვის ლეკვისთვის ტანის დაბანა არ შეიძლება როგორც ვიცი და რა საშუალებებია სხვა? სუნი აქვს sad.gif

Posted by: Unico 27 May 2015, 21:51
DaTo-KiZo
ძმარი გაურიე წყალს მცირე კონცენტრაციით, აიღე ნაჭერი, დაასველე მაგ ხსნარში და გაწმინდე.

Posted by: Wisemаn* 27 May 2015, 23:07
DaTo-KiZo
ძმარი და წყალი 1/1 ზე გაურიე ნაჭერი დაასველე და გადაუსვი.

Posted by: Zext 29 May 2015, 14:48
მთელ სახლში გამიჩნდა რწყილები როგორ მოვიშორო ?

ძაღლსაც ძალიან ბევრი ყავს ბარსას ვხმარობდი ყოველთვის მარა არ შველის როგორც ჩანს

Posted by: Molloy 30 May 2015, 19:40
გამარჯობა, მყავს დაახლოებით 6 თვის ძაღლი, გოგო, პირველ რიგში მაინტერესებს თუ იცით დაახლოებით რა ასაკიდან ატყდება (სხვანაირად არ ვიცი როგორ ვთქვა :დ) და სტერილიზაციის გარდა სხვა საშუალება თუ არსებობს (ნემსი, ტაბლეტი) რო ეს პროცესი თავიდან ავიცილო? მადლობა წინასწარ.

Posted by: MITIATO 31 May 2015, 21:32
Molloy
ზომას გააჩნია.
პატარა ჯიშის ძაღლები 6-7 თვის ასაკში იწყებენ მძUნაობას. მოზრდილები_ცოტათი მოგვიანებით.

QUOTE
სტერილიზაციის გარდა სხვა საშუალება თუ არსებობს (ნემსი, ტაბლეტი) რო ეს პროცესი თავიდან ავიცილო?

სხვა არანაირი საშუალება არ არსებობს.
ტაბლეტები მხოლოდ გადაუდებელი საჭიროებისას გამოიყენება.მაგ. როცა სადღაც გინდა აუცილებლად გამგზავრება ძაღლთან ერთად და ა.შ. მათი რეგულარული გამოყენება რეკომენდირებული არ არის სიმსივნის რისკი ზრდის გამო.

Posted by: Molloy 2 Jun 2015, 14:44
MITIATO

მადლობა პასუხისთვის, ვეტერინარსაც ვკითხე და ტაბლეტები მირჩია, ამ ეტაპზე ვერ ვახერხებ სტერილიზაციას. კერძო სახლში ვცხოვრობ, სახლში როცა არ ვარ ეზოში ვტოვებ და როგორც მითხრეს ძაღლების რიგს უნდა ველოდო გარეთ givi.gif givi.gif ეს პროცესი მინდა თავიდან ავიცილო.

Posted by: MITIATO 2 Jun 2015, 17:39
Molloy
QUOTE
კერძო სახლში ვცხოვრობ, სახლში როცა არ ვარ ეზოში ვტოვებ და როგორც მითხრეს ძაღლების რიგს უნდა ველოდო გარეთ


მეც კერძო სახლში ვცხოვრობ და ძუ ძაღლი მყავს.
არც სტერილიზაცია გამიკეთებია, არც არასდროს შემიჯვარებია, მაგრამ აბეზარ თაყვანისმცემლებს ნამდვილად არ შევუწუხებივარ.
4 წელია უკვე ასე ვართ.

Posted by: Molloy 4 Jun 2015, 17:44
MITIATO

მე გამოცდილება არა მაქვს და ყველაფერი მჯერა რასაც მეუბნებიან biggrin.gif თუ ეგრეა არც ტაბლეტებს დავალევინებ, ვნახოთ აბა... ხასიათი შეეცვლებაო და ეგეც მართალია? გავუძლებ რაც იქნება ის 20 დღე.

Posted by: MITIATO 4 Jun 2015, 17:50
Molloy
QUOTE
ხასიათი შეეცვლებაო და ეგეც მართალია?


ჩვეულებრივზე მეტს ყეფს ხოლმე თავიდან.
სხვა მხრივ ისე, როგორც სხვა დროს. yes.gif

ყველა ძაღლი ინდივიდუალურია, მაგრამ ცუდზე რატომ უნდა იფიქრო? biggrin.gif

Posted by: tamo7779 5 Jun 2015, 00:10
ქართული ნაგაზი მალე უნდა გავუშვა ეზოში. რაღაც ამპულები მჭირდება, ეზოსთვის ე.წ. დეზინფექცია რომ ჩავატარო და ასევე ბალახიც უნდა გაითიბოსო.... ჰოდა მაინტერესებს ამ დეზინფექციას ვინმე ატარებს, თუ მე უნდა ვირბინო ცალკე ამპულებზე, ცალკე ამ აპარატზე და კიდევ ვინერვიულო სწორად გავაკეთე თუ არა?

თუ შემეშალა და სხვაგან დავპოსტე ესეც მითხარით smile.gif
მადლობა
* * *
DaTo-KiZo
9 აპრილს დაიბადა და 12 მაისს ვაბანავეთ პირველად. ვეტ-ექიმმა 2-3 თვეში ერთხელო, და რაც იშვიათად - უკეთესიაო. - თუმცა ძაღლლის ჯიშსს გააჩნია


Posted by: basti-bubuuu 5 Jun 2015, 10:38
რწყილები რით მოვაშორო ძაღლე,კისერზე რაღაც წაუსვეს,ეხლა სპეციალური რაგაცაც უკეთია,სახლში დახტიან რწყილები-რით ვუშველოთ თავს?
ცოფზე ყოველ წელს უნდა აიცრას ძაღლი?

Posted by: MITIATO 5 Jun 2015, 11:16
basti-bubuuu
QUOTE
ცოფზე ყოველ წელს უნდა აიცრას ძაღლი?

yes.gif

Posted by: giohonda 6 Jun 2015, 02:31
ხალხნო ენტეროვირუსი როგორ იმკურნება და რამდენ ხანში ან რამდენად საშიშია 1.7 წლის ძაღლისთვის? მყავს ჰასკი და ძაან ხშირად ეშლება კუჭი უმიზეზოდ და ამ ბოლო დროს ცოტას ჭამს როგორც ვიცი ენტეროს სიმფტომებია და თქვენ რას მეტყვით?

Posted by: pepi grdzelicinda 6 Jun 2015, 13:44
გამარჯობა, მყავს ჯუჯა ტაქსა და ახლა ორსულადაა თუ სამსულად თუ ოთხსულად.. მოკლედ არ ვიცი ჯერ smile.gif ჰოდა მაინტერესებს გავრისკო და სახლში გავაჩენინო და მე დავეხმარო თუ წავიყვანო ვეტთან?
მაინტერესებს როგორ იქცევით? ან რჩევები მომეცით როგორ გავაკეთო ეს ამბავი, პირველად ვარ ასეთ სიტუაციაში, ივლისის 1-3 ში ველოდებით smile.gif

Posted by: Vano52 6 Jun 2015, 17:31
გამარჯობა. მყავს ძაღლი 75 კგ. დილას ფეხზე დაეცა საკმაოდ მძიმე არმატურა და გადაუტყდა ძვალი ხელით რო ვატოკებ ფეხს სრულადაა ძვალი გატეხილი ამას ემატება კიდე ერთი პრობლემა ძაღლის წონა რის გამოც 3 ფეხზე ვერ დადის. ვეტერინარი ვერ მომყავს უცხოზე სასტიკად აგრესიულია და რის გაკეთება შეიძლება??
არის შანსი რომ შეუხორცდეს ძვალი? და რა დრო დაჭირდება ძვლის გამთელებას?? შიდა მოტეხილობაა ძვლები გარეთ არ გამოსულა

Posted by: pepi grdzelicinda 6 Jun 2015, 19:56
Vano52
Uნდა წაიყვანო კლინიკაშI, ანესთEზიას გაუკეთEბეN დააძIნებენ და ისე ცაUსწორებენ ძVალს,მერე თაბაშირს დაადებენ, ეგ ძვლის ნამსხვრევები შეიძლება სისხლს გაყვეს და სადმე გაიჭედოს, არ დაკარგო დრო

Posted by: MITIATO 6 Jun 2015, 19:59
Vano52
QUOTE
არის შანსი რომ შეუხორცდეს ძვალი?

ძვალი შუხორცდება, მაგრამ_არასწორად.
სამუდამოდ დააკოჭლებ ძაღლს.
QUOTE
შიდა მოტეხილობაა ძვლები გარეთ არ გამოსულა

ძალიან იშვიათაია ღია მოტეხილობა. როგორც წესი, დახურული მოტეხილობა გვხვდება ხოლმე, მაგრამ მოტეხილობა მოტეხილობაა და მიტ უფრო_ბარძაყის ძვლის.

ვეტერინარი იმისია, რომ აგრესიულ და არააგრესიულ ძაღლსაც უმკურნალოს.
შენით ვერაფერს გააკეთებ.
აუცილებლად მიიყვანე ნორმალურ კლინიკაში, რომ ძვალი სწორად დაუფიქსირონ.

* * *
giohonda
QUOTE
ენტეროვირუსი

ენტეროვირუსული ინფექცია, როგორც ვიცი, ძაღლს არ ემართება.
ძაღლებში ენტერიტს (წვრილი ნაწლავის ანთება) სხვა ვირუსები იწვევენ: კორონავირუსები და პარვოვირუსები უმთავრესად.
პარვოვირუსულ ენტერიტზე ძაღლები იცრებიან.

QUOTE
ძაან ხშირად ეშლება კუჭი უმიზეზოდ და ამ ბოლო დროს ცოტას ჭამს

პერიოდულად კუჭის ხშირი აშლა, არა მგონია, ენტერიტის სიმპტომი იყოს.
იქნებ საკვებს ვერ იტანს, რასაც ჭამს.
ჯობია, შენს ვეტერინარს მიმართო.

Posted by: pepi grdzelicinda 6 Jun 2015, 22:31
MITIATO
მე არ მიპასუხებ მითიათო?

Posted by: Devilhunter 6 Jun 2015, 22:54
ჩემს ზაზუნა უცნაურად (მთვრალივით) დადის, საჭმელს ვეღარ იჭერს ხელში (გადაჯვარედინებული აქვს) და სიარულის დროს ყირავდება...
გუშინ აქტიური იყო დღეს სახლში შედის და სულ ძინავს.
საკვებს ნორმალურად იღებს.
2 დღის წინ 20სმ სიმაღლიდან გადმოხტა და დაეცა. არადა მეორე ზაზუნა მაგიდიდან გადმოხტა + ლოგინიდან რამდენჯერმე და არაფერი მოსვლია ჯერ =(
გუშინ დილით კარგად იყო, საღამოს სახლში რომ მოვედი ასე დამხვდა sad.gif

Posted by: Essiittaaa 7 Jun 2015, 01:15
6 თვის ლაბრადორი მყავს და აღმოუჩინეს ენტერიტი. უკვე მეხუთე დღეა და ისევ ისეა უკეთესობის არაფერი ეტყობა. ორი დღე რაღაც წამლებს ვასმევდი რაც ვეტერინარმა გამომიწერა ვერ მიხვდა რო ენტერიტი ქონდა. მერე სხვასთან მივიყვანე ანუ მესამე დღეს და გადასხმა გაუკეთა მიხვდა ეგრევე ენტერიტი რო იყო. ხოდა დღეს მეორე გადასხმა გაიკეთა და ვნერვიულობ ისევ ისეა. ვინმეს გქონიათ ასეთი შემთხვევა და გადაგირჩენიათ ძაღლი ? ყველგან წერენ რო მოუკვდათ ენტერიტით :'(

Posted by: MITIATO 7 Jun 2015, 11:39
pepi grdzelicinda
ასეთ სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ და არ მაქვს გამოცდილება.
ამიტომ არ/ვერ გიპასუხე. user.gif

Devilhunter
ჩემი ზაზუნა კარადის თავიდან ამოხტა, ლამის 2 მეტრის სიმაღლიდან და არაფერი ტკენია. მეორე ხელიდან გადამიხტა მაგიდაზე და სამუდამოდ დაკოჭლდა.
რაღაც დაუზიანდა, ალბათ ჩამოხტომისას.
მთავარია, რომ ჭამს.
შეიძლება, თვითონვე გამოკეთდეს.
სხვას ვერაფერს გაუკეთებ.

Essiittaaa
რამდენიმე გვერდის წინ ნახე ჩანაწერები.
გადაურჩა ერთ ფორუმელს ლეკვი. yes.gif

Posted by: Vano52 7 Jun 2015, 12:08
pepi grdzelicinda
MITIATO

ახლახანს დაადო ვეტექიმმა თაბაშირი 2 კვირა უნდა ედოსო. რაღაც არ მგონია 2 კვირა ეყოს ძვლის გამთელებას.. კალცი გლუკონატი როა ადამიანის ეგ დაუნიშნა მაგარი უგემური წამალია ძალით ვასმევ და გულს ირევს მერე

Posted by: pepi grdzelicinda 8 Jun 2015, 15:20
MITIATO
ვიდეოებს კი ვუყურებ, თითქოს ადვილია ,ბევრი ვერაფრით ეხმარებიან მაინც ძაღლს პატრონები, თვითონ აკეთებს ყველაფერს. მაგრამ შემაშინეს შეიძლება საკეისრო დაჭირდესო..
Vano52
ალბათ შეუხორცდება, რადგან ასე თქვა ვეტმა smile.gif

Posted by: Unico 8 Jun 2015, 15:53
pepi grdzelicinda

შენს კითხვასთან დაკავშირებით: Wisemаn*–ს აქვს გამოცდილება, ძუ ჰასკი ჰყავს. თუ მისწერ ან როგორმე დაუკავშირდები, ვფიქრობ გაგიზიარებს გამოცდილებას smile.gif

Posted by: irondan 9 Jun 2015, 23:52
გამარჯობათ მყავს 3წლინახევრის სამოედი, გუშინ საღამოს რომ გავასეირნეთ, უკანა ფეხებს თითქოს მიათრევდა, მერე საერთოდ დაწვა, ადგა, ცოტა ხანი იარა, მერე ისევ ფეხების თრევა დაიწყო და დაწვა, ძლივს მოვედით სახლამდე, დღე ეზოში არაფერი ეტყობოდა და დღეს საღამოს ისევ ასე დაემართა, რო გავიყვანე, და საერთოდ რაც ჩამოცხა, სეირნობის დროს 5 ჯერ მაინც ისვენებდა ხოლმე, იქნებ რამე მირჩიოთ, რა შეიძლება სჭირდეს...ხერხემალი და ფეხები წესრიგში აქვს ისე, წესით არ უნდა სტკიოდეს...

Posted by: Essiittaaa 10 Jun 2015, 00:06
გადარჩა ჩემი ცუგააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

Posted by: Christopher Robin 13 Jun 2015, 19:31
მეტისს
აქვს გაძლიერებული თმის ცვენა
რისი ბრალი შეიძლება იყოს?!

Posted by: Molloy 13 Jun 2015, 23:49
ჩემმა ძაღლმა დილით ჩემთან ერთად რომ ირბინოს რაიმე პრობლემა ხომ არაა? ბევრს არ დავრბივარ, თან 6-7 თვისაა უკვე, სადღაც წავიკითხე რომ სანამ ძვლები არ გაუმაგრდება არ შეიძლება.

Posted by: AKREATON 15 Jun 2015, 20:44
ლეკვი მყავს ტვის ბოლოსკენ 3 თვის გახდება
მაინტერესებს რა აცრები გავუკეთო რა თანმიმდევრობით და რამხელას
და ჭიის წამალი უნდა მივცე თუ არა იმის მიუხედავად რომ არა მგონია ყავდეს

Posted by: MITIATO 15 Jun 2015, 21:45
Molloy
პრობლემა კი არა, უნდა ირბინოს.
ძვლების გამაგრებამდე კიბებზე სირბილი არ შეიძლება.

AKREATON
1,5-2 თვის ასაკიდან კეთდება კომპლექსური აცრა (ერთდოროულად ცრიან ძაღლისთვის საშიშ რამდენიმე ინფექციურ დაავადებაზე) 3-ჯერ, 2-2 კვირის შუალედით.
ბოლოს კეთდება ცოფის აცრა.
ზოგი ვეტერინარი კომპლექსური აცრების დასრულებისთანავე აკეთებს, ზოგი_7-8 თვის ასაკში.

QUOTE
ჭიის წამალი უნდა მივცე თუ არა

ჭიის წამალი უნდა მიცე.
პროფილაქტიკისთვის 3 თვეში, მინიმუმ, 6 თვეში 1-ჯერ. ყოველი აცრის წინ 10 დღით ადრე და შეჯვარების წინ.

Posted by: jurika 16 Jun 2015, 09:03
http://s9.postimg.org/l88gybx8v/2015_06_15_09_58_08.jpg აი ესეთი რაღაცა დაემართა ძაღლს, შარშანაც დაემართა ზაფხულში მარა ზელიონკით მოუშუშდა და რაარის ხოვერ მეტყვით, ან მირჩიეთ რა წაუსვა

Posted by: STRONGMAN 17 Jun 2015, 00:49
და
მე
ხმ

რეთ


დავიღალე არაფრის იმედი აღარ მაქ 1 წელია ვცდილობ ჩემ ძაღლს ვუშველო კოკერ სპანიელი აქვს ეკზემა თვალებიც აემღვრა უკვე და ეწირპლება ვუკეთებდი კორტიზოლს 4 კვირა ვუკეთე უშედეგოდ დექსაეტაზონიც დროებითია გენტამიცინის წვეთი შველიც ცოტა თვალზე მაგრამ ვერაფრით შემოვაბრუნე

რაე დამარიგეთ რა ვინმე ვეტერინარი არ არი აქ დამილპა ძაღლი ნახევრად ;( 9 წლისაა


ახლა რაღაცა წავიკითხე ძმარიო და ძმრით ვბან კვირაში 2 ჯერ 2 კივრაა ჯერ სხვაობას ვერ ვამჩნევ

Posted by: Wisemаn* 17 Jun 2015, 00:58
STRONGMAN
რომელ ვეტერინართან დაგყავს?
კანდელაკის 61, დათო ნანობაშვილი.
მიუყვანე რაც შეეძლება ყვალფერს გააკეთებს.

Posted by: STRONGMAN 17 Jun 2015, 01:02
Wisemаn*
ქუთაისელი ვარ 2 წელია უკვე ვცდილობ რამე ვუშველო ზოო პლაზაში მყავდა ჩამოყვანილი 2 წლის წინ და ლეიშმანიოზი აქვსო სწრაფ ტესტზე მერე ზოპარკში გადავამოწმე 2 ჯერ და ტყუილი ყოფილა კინაღამ დამაძIნებიეს ძაღლი ტყუილ უბრალოდ მერე რავი ვისთან არ ვიყავი sad.gif(( აქ ვეტერინარი არ შემოდის არავინ /

Posted by: pepi grdzelicinda 17 Jun 2015, 17:00
✎Christopher Robin
რა ადგილას ცვივა? შეიძლება იყოს ალერგია ტილზე, რწყილზე ან საკვებზე.
კიდევ შეიძლება იყოს კანქვეშა ტკიპა, რომელზეც ნაცხის ანალიზი უნდა გაუკეთო ვეტთან.


Posted by: jurika 17 Jun 2015, 18:41
აუუუუუუუუუუუ ვინმეეეეეეეემ მიპასუხეეეეთ რაააააა გახდააა ეს ბლიააააააააააადდდდდდდ http://s9.postimg.org/l88gybx8v/2015_06_15_09_58_08.jpg აი ესეთი რაღაცა დაემართა ძაღლს, შარშანაც დაემართა ზაფხულში მარა ზელიონკით მოუშუშდა და რაარის ხოვერ მეტყვით, ან მირჩიეთ რა წაუსვა

Posted by: pepi grdzelicinda 18 Jun 2015, 09:18
jurika
ვეტერინართან წაიყვანე და ანალიზი გაუკეთე, შეიძლება კანის ლეიშმანიოზია

Posted by: gamushki 18 Jun 2015, 23:10
შესაძLოა ცოფზე აცრილი ძაღლი რო გაცოფდეს?

Posted by: gamushki 18 Jun 2015, 23:10
შესაძLოა ცოფზე აცრილი ძაღლი რო გაცოფდეს?

Posted by: Christopher Robin 19 Jun 2015, 00:03
QUOTE (pepi grdzelicinda @ 17 Jun 2015, 17:00 )
✎Christopher Robin
რა ადგილას ცვივა? შეიძლება იყოს ალერგია ტილზე, რწყილზე ან საკვებზე.
კიდევ შეიძლება იყოს კანქვეშა ტკიპა, რომელზეც ნაცხის ანალიზი უნდა გაუკეთო ვეტთან.

გადაუარა თითქმის
რაიმე სტრესულ ფონზე შეიძლება ბეწვის ცვენა დაწყებოდა მაგალითად?
ჰქონდა ასეთი სიტუაცია

Posted by: Jack Ripper 19 Jun 2015, 19:29
კანე კორსო მყავს გუშინ წინ გააჩინა სამი ლეკვი და ორი ჭამს კარგათ და ერთი სუსტად არი სუ ძინავს და ვერ ჩამს კარგათ ვერც წოვს წესიერათ და რა უშველო ან რა ვაჭამო.

Posted by: pepi grdzelicinda 20 Jun 2015, 13:15
QUOTE (✎Christopher Robin @ 19 Jun 2015, 00:03 )
QUOTE (pepi grdzelicinda @ 17 Jun 2015, 17:00 )
✎Christopher Robin
რა ადგილას ცვივა? შეიძლება იყოს ალერგია ტილზე, რწყილზე ან საკვებზე.
კიდევ შეიძლება იყოს კანქვეშა ტკიპა, რომელზეც ნაცხის ანალიზი უნდა გაუკეთო ვეტთან.

გადაუარა თითქმის
რაიმე სტრესულ ფონზე შეიძლება ბეწვის ცვენა დაწყებოდა მაგალითად?
ჰქონდა ასეთი სიტუაცია

ეგეთი რამე არ გამიგია, მაგრამ ადამიანებს რადგანაც ემართებათ ხოლმე არ არის გამორიცხული ძაღლებშიც იყოს შემთხვევები, მაინც გაუკეთე ანალიზი კანქვეშა პარაზიტზე, თუ სუფთა იქნება შეიძლება ალერგიაა, იქავებს კიდეც? თუ მარტო სცვივა

Posted by: jumberchuchyiani 20 Jun 2015, 15:10
გამარჯობა, ძმიშვილებმა იპოვეს დღეების კნუტი უბანში, მოიყვანეს და დავიტოვეთ. ერთი თვეზე მეტი გვყავს აივანზე ან სახლში და ვზრდით. მადას ნამდვილად არ უჩივის. გუშინ შემთხვევით ფეხი დავაბიჯე, უცებ დაიჭყივლა და ქუსლზე მიკბინა. სისხლი წამომივიდა საკმაოდ. ჩემები მეუბნებიან არ გინდა აცრაო. მართლაც სულსახლშია და სულ ჭამს, სინათლის შიში არ აქვს და წყალსაც სვავს. როგორ ფიქრობთ საშიში ხიმ არ არის?

Posted by: ik_irakli 21 Jun 2015, 00:07
1 თვის ლეკვს აქვა კუჭი აშლილი მეორე დგეა და დგეს დრუნჩიც არ აქვს ტენიანი? რისი ბრალი იქნება?

Posted by: MITIATO 21 Jun 2015, 20:10
jumberchuchyiani
თუ 1 თვეა სახლში გყავთ და სხვა ცხოველებთან არ აქვს შეხება, წესით არ არის საშიში.
მაგრამ თუ რამეში ოდნავ მაინც გეპარება ეჭვი, ჯობია აიცრა.

ik_irakli
1 თვის ლეკვისთვის ფაღარათი არ არის იოლი რაღაც.
შეიძლება სარიოზული ინფექციური დაავადების დასაწყისი იყოს.
აუცილებლად აჩვენე ვეტერინარს.

Posted by: Davit777 22 Jun 2015, 10:39
გამარჯობა, მყავს ლაბრადორი (ძუ), ერთი წელი შეუსრულდება 2 კვირაში. ამძუვნებულია - ამ დროს შეიძლება თუ არა ძაღლი დაიბანოს/დაივარცხნოს ? და რამდენ ხანში შეიძლება ხვადთან რომ წავიყვანო ? ანუ რამდენ ხანს უგრძელდება ?
პ.ს. არ მინდა რომ გადაუვიდეს, 2 დღეა რაც შევამჩნიე, კიდევ 2 დღეში რომ წავიყვანო ხვადთან შეიძლება ?

Posted by: Wisemаn* 22 Jun 2015, 11:04
Davit777
დავარცხმა - დაბანა შეიძლება შეჯვარებამდე, მაგრამ 1 წლის ძუ ძაღლის შეჯვარება არ შეიძლება!
ზოგადად მომავალში რო იცოდე, ხვადთან ამძუნებიდან 10 დღეში უნდა წაიყვანო და მაკეობა გრძელდება 58-65 დღე.

Posted by: Davit777 22 Jun 2015, 20:22
Wisemаn*
დაახლოებით 2-3 დღეა ამძუვნებულია, 6-7 დღეში წავიყვან მაშინ, უბრალოდ მეშინია არ გადაუვიდეს და არ გადაიწვას, ან რამე ეგეთი.
მადლობა ინფორმაციისათვის

Posted by: MITIATO 22 Jun 2015, 20:51
Davit777

კი დაგიწერეს, მაგრამ განვმეორდები:
არ შეიძლება 1 წლის ძუს შეჯვარება!
ძაღლი არ გეცოდება?


Posted by: sallli1 22 Jun 2015, 23:27
Aრ არსებობს რამე წამალო რომ დავასხა ნენსის და რწყილები მოკლას?

Posted by: Davit777 23 Jun 2015, 00:11
MITIATO
პატრონს არ უნდა ძაღლი, "მავნე" არის, ეზოში გლეჯს ყველაფერს, ყვავილებიდან მოყოლებული, სარეცხებამდე დამთავრებული. რომ შეჯვარდეს 1 წლის ასაკში კარგ ლეკვებს არ დაბადებს თუ უბრალოდ დედაა ცოდვა?

Posted by: MITIATO 23 Jun 2015, 09:59
Davit777

არც ლეკვებს გააჩენს კარგს და 1 წლის ძაღლი ჯერ კიდევ ლეკვია.
მისი ორგანიზმისთვისაც ცუდია ამ ასაკში ლეკვების გაჩენა.

QUOTE
პატრონს არ უნდა ძაღლი

სხვა პატრონი უპოვნოს, თუ არ უნდა.
ან თავს რატომ იტანჯავს და ან ძაღლს რატომ ტანჯავს?

ეზოში კი არა, სახლში გადაღეჭა ჩემმა ძაღლმა ყველაფერი, სანამ ჭკუა მოემატებოდა. user.gif

Posted by: საკურა. 23 Jun 2015, 23:29
დამეხმარეთ რა.....
ლეკვი მყავს 4 თვის, 1 კვირაა ეზოში გავუშვი და მწერები დაესია....
უკვე 2-ჯერ დავასხი წამალი, საშინლად არის.....
დარბის, ზურგი რომ ექავება ცდილობს იატაკზე გაბობღდეს, საწყლად ყმუის იმდენად ცუდად ხდება....
2 ძაღლი მყავს კიდევ და პერიოდულად ესეოდნენ ხოლმე მწერები, მაგრამ არასოდეს არც ერთს არ უქნია მსგავსი....მეშინია უკვე...sad.gif

Posted by: Vano52 28 Jun 2015, 12:49
საკურა.

დუსტი დააყარე..





გუშინ ძაღლს გაუკეთა ვეტ ექიმმა ჭიის წამალი დღეს არც წყალს სვავს არც ჭამს სიცხე ჩვეულებრივზე დაბალიაქ ცივია მთლიანად და რას შეუძლია ამ სიმპტომების გამოწვევა??? ვინც გაუკეთა იმან ალბათ ალერგია აქ წამალზეო და იცის ჭიის წამლის ალერგიამ ეს სიმფტომები???????

Posted by: pepi grdzelicinda 28 Jun 2015, 13:57
მაინტერესებს თუ ძაღლმა ერთი ლეკვი გააჩინა მარტო მაინც ერთი მამას ეკუთვნის?
* * *
ისეთ კითხვებს ვსვამ პასუხი არავინ იცის ხოლმე .. sad.gif

Posted by: STRONGMAN 30 Jun 2015, 10:16
და
მე
ხმ

რეთ


დავიღალე არაფრის იმედი აღარ მაქ 1 წელია ვცდილობ ჩემ ძაღლს ვუშველო კოკერ სპანიელი აქვს ეკზემა თვალებიც აემღვრა უკვე და ეწირპლება ვუკეთებდი კორტიზოლს 4 კვირა ვუკეთე უშედეგოდ დექსაეტაზონიც დროებითია გენტამიცინის წვეთი შველიც ცოტა თვალზე მაგრამ ვერაფრით შემოვაბრუნე

რაე დამარიგეთ რა ვინმე ვეტერინარი არ არი აქ დამილპა ძაღლი ნახევრად ;( 9 წლისაა


ახლა რაღაცა წავიკითხე ძმარიო და ძმრით ვბან კვირაში 2 ჯერ 2 კივრაა ჯერ სხვაობას ვერ ვამჩნევ

Posted by: Wisemаn* 30 Jun 2015, 10:43
STRONGMAN
ვეტერინართან თუ არ მიიყვანე აქ როგორ დაგეხმაროთ?! რაღაც რაღაცეები ვიცით, მაგრამ დიპლომიანი ვეტერინარი არცერთი არ ვართ აქ.
რამენაირად უნდა მოახერხო და მიიყვანო ვინმე წესიერ ვეტერინართან.

Posted by: STRONGMAN 30 Jun 2015, 23:59
Wisemаn*
მირჩიეთ რამე არ აქ უკვე აზრი
ყველა არსებული აცრა და ანტიბიოტიკი გავუკეთე

Posted by: blblbl 1 Jul 2015, 01:34
STRONGMAN
სხვა ექიმთან წაიყვანე ალიკასთან საბუყრთალოს ქუჩAზე მუშაობს 45 ნომერში,ან აგრარულის კლინიკაში მიიყვანე.

Posted by: STRONGMAN 1 Jul 2015, 02:40
blblbl
ქუთაისელი ვარ...... 3 ჯერ ჩამოვიყვანე უკვე ალიკასთანაც მყავდა ერთხელ ... მაგ ალიკას ნომერი ხომ არ გაქვთ ისე ვინმეს

Posted by: Essiittaaa 1 Jul 2015, 14:04
მგონი ჩემ ძაღლს ცხვირი დაეწვა :////////////////

რა ვუქნა წავუსვა რამე ? გუშინ ცუდად სუნთქავდა და აღებინა და დღეს კარგად სუნთქავს. ცხვირი გამხმარი და რაღაცნაირად დანაოჭებული აქვს მგონი დამწვარია. სიცხე არ აქვს

Posted by: kozola 2 Jul 2015, 13:41
ჩემს ძაღლს დღეს დილით ცხვირი გაუსივდა, რა ვქნა? რისი ბრალია? ????????????????????????????? :??????????????????????????????????

P.S - 3 თვის ლეკვია sad.gif

Posted by: tatatata 2 Jul 2015, 14:27
გამარჯობათ smile.gif

ჩემ ჰასკის დღეს დილიდან თვალებში აქვს სისხლჩაქცევები, რისი ბრალი შეიძლება იყოს და რა ვუშველო? sad.gif sad.gif

პ.ს. დღის გარკვეულ პერიოდში მის სახლს მზე ადგება და შეიძლება ეს იყოს მზის ბრალი?

Posted by: MITIATO 4 Jul 2015, 20:41
tatatata
QUOTE
ჩემ ჰასკის დღეს დილიდან თვალებში აქვს სისხლჩაქცევები, რისი ბრალი შეიძლება იყოს და რა ვუშველო?


აქედან რთულია რამის თქმა, მაგრამ სკლერაში სისხლჩაქცევები კონიუნქტივიტმა (თვალის ლორწოვანი გარსის ანთება) იცის.
ამის ბრალი შეიძლება ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციაც იყოს და ალერგიაც.
მე მგონი, ჯობია ვეტერინარს აჩვენო.

Posted by: Essiittaaa 5 Jul 2015, 01:12
იქნებ ვინმე დამეხმაროს...

ჩემ ძაღლს ჭირი სჭირს როგორც ვეტერინარმა მითხრა... თათს როგორც მოხუცი ისე აკანკალებს და ყბას თუ ტუჩს თუ რავიცი როგორ ვთქვა და თვალებს ჭუტავს. არ ვიცი რანაირი ჭირი არსებობს და როგორ უნდა ვუმკურნალო. ვეტერინარს ეცოდინება მარა მაინც მაინტერესებს თუ ქონია ვინმეს ძაღლს და გადარჩენილა თუ არა და თუ გადარჩენილა დარჩა ის წიკები ? (თათის კანკალი და ა.შ)

დამეხმარეთ

Posted by: edna mamida 5 Jul 2015, 02:46
STRONGMAN
ჩემი ექიმის ნომერს მოგცემ თუ გინდა, ნამდვილად კარგი ექიმია, არ ვუჩივი
ძმარს ნუ ასხამ დაუწვავ კანს, ცოდოა.

Essiittaaa
აცრა უნდა დროზე ჭირი რომ არ დაემართოს, მერე ექიმი და მკურნალობა.

kozola
ალერგია, ან უკბინა რამემ, მიიყვანეთ ექიმთან

Posted by: Essiittaaa 5 Jul 2015, 02:49
edna mamida
უკვე დაემართა აცრები ქონდა გაკეთებულიი. ხვალ მიმყავს სამკურნალოდ და უბრალოდ ის მაინტერესებს მართლა რჩებათ თუ არა წიკები ? ვეტერინარმა მითხრა რჩებათო და მეცოდება sad.gif

Posted by: edna mamida 5 Jul 2015, 10:03
Essiittaaa
აცრილზე დაემართა?
რა უცნაურია..

მძიმე დაავადებაა და სერიოზულ მკურნალობას საჭიროებს, სასწრაფოდ თან, მერე გამოჩნდება როგორ ექნება საქმე.

Posted by: Essiittaaa 5 Jul 2015, 17:28
edna mamida
ჭირზე აცრილი არ არის 3 აცრა აქვს გაკეთებული ცოფზე და ორი რაღაც კიდე. დღეს უკეთესად არის შედარებით გამოცოცხლებულია მაგრამ მაინც აკანკალებს თათს და თუჩს. გადასხმები გაუკეთა ვეტმა

Posted by: STRONGMAN 6 Jul 2015, 00:01
edna mamida
მომე რა ნომერი

Posted by: edna mamida 6 Jul 2015, 10:28
STRONGMAN
593394733
დათო ჰქვია
მანდ ჩამოთვლილ ექიმებს მირჩევნია, დაურეკე, სხვა ექიმებზე ნაკლებ ელაპარაკე, სხვისი პაციენტის წართმევა არ უყვარს, მაგრამ რადგან ძაღლი ძალიან ცუდადაა აუცილებლად მიგიღებს. კარგი ადამიანია.

Posted by: kokasha1 12 Jul 2015, 14:37
გამარჯობათ,
მაინტერესებს შეიძლება თუ არა ძაღლისთვის გატარებული ქათმის ხორცი თავის ორგანოებით და ძვლებით,ფარში ქვია თუ არ ვცდები.

Posted by: Zext 13 Jul 2015, 06:04
ძაღლს ყავს ძაან ბევრი რწყილები კანი გაუღიზიანდა და თან ბეწვი სცვივა სუ გაპუტულია

რწყილების წამალი 2 ჯერ დავასხი 2 კვირის განმავლობაში ბარსი მეორედ იმიტომ დავასხი რო პირველმა არანაერი შედეგი არ გამოიღო და ეხლა გავიგე რო პატენტები ყოფილა სულ და სხვა რა წამალს მირჩევთ ? და კანი აქვს გაღიზიანებული არსებობს რამე წამალი მაზი ან რამე თუ ვეტთან მივიყვანო ?

Posted by: Wisemаn* 13 Jul 2015, 11:01
Zext
ვეტტან მიიყვანე.
არ შეიძლება მასე ხშირად რწყილის წამლის დასხმა. კანი თუ გაღიზიანებული აქვს ჯერ კანის პრობლემა უნდა მოგვარდეს.
ისე კი, ბარსი არის ყველაზე სლაბი წამალი, ადვანტიქსი ან ადვოკატი იხმარე ხოლმე.

Posted by: Maiko Shamugia 13 Jul 2015, 13:37
STRONGMAN
ალიკას ნომერი : 577425936. საბურთალოს (ცინცაძის) 45

Posted by: kozet 13 Jul 2015, 18:37
ცოფზე როდის უნდა აიცრას ძაღლი? და თუ არსებობს რამე დიაგნოსტიკური ტესტი იმის გასარკვევად აქვს თუ არა ძაღლს ცოფი

Posted by: MITIATO 14 Jul 2015, 11:42
kozet
1 წლამდე ცრიან პირველად ძაღლს ცოფზე. 3 თვიდან უკვე შეიძლება, მაგრამ უმეტესობა სადღაც 5-6-7 თვის ასაკში ცრის.

QUOTE
თუ არსებობს რამე დიაგნოსტიკური ტესტი იმის გასარკვევად აქვს თუ არა ძაღლს ცოფი

no.gif

Posted by: Molloy 15 Jul 2015, 09:11
გამარჯობა, პირველ რიგში მეც ვიცი რომ ვეტტათ უნდა მივიყვანო, უბრალოდ ვერ ვახერხებ.

ჩემს ძაღლს ფეხზე ერთ ადგილას გაცვივდა თმა, ახლა შევამჩნიე რო იქვე ახლოს მეორე ადგილასაც დაეწყო, თან იფხანს. მითხრეს ქეცი აქვსო. თან თითქოს განაცვენ ადგილას კანიც ექერცლება. ექიმთან მიყვანის გარეშე რა შემიძლია სასწრაფოდ გავუკეთო?

Posted by: sallli1 15 Jul 2015, 09:38
ნენსის წეჩკა აქვს და ჭიის წამალი უწევს შემდეგ აცრა, ჩვეულებრივ გავუკეთო ხო? რამე პრობლემა ხომ არ შეექმნება?

Posted by: Wisemаn* 15 Jul 2015, 11:30
sallli1
წეჩკის დროს არც ჭიის წამალი შეიძლება და არც აცრა.
2 კვირაში რო გაუკეთო ეგენი არაფერი მოუვა. wink.gif

Molloy
სასწრაფოდ ვერავერს ვერ უზამ. ასე ზეპირად ვერ გეტყვით რა სჭირს. შეიძლება ალერგია ჰქონდეს, შეიძლება უარესი ლეიშმანიოზი.
უნდა მოახერხო და წაიყვანო წესიერ ვეტერინართან რომელიც ზუსტ დიაგნოზს დაუსვამს და უმკურნალებს.

Posted by: sallli1 15 Jul 2015, 16:55
Wisemаn*
მადლობა დიდი კიდევ კარგი არ დავალევინე

Posted by: agr_bak 15 Jul 2015, 18:47
Molloy
QUOTE
პირველ რიგში მეც ვიცი რომ ვეტტათ უნდა მივიყვანო, უბრალოდ ვერ ვახერხებ.

უნდა მოახერხოთ

Posted by: sallli1 16 Jul 2015, 10:17
Aუ ჩემმა ჩერჩეტმა მკვდარ თაგვს უსუნა და ხომ არ მოუვა რამე? რომ ამოვიყვანე სახე სარეცხის საპნით მოვბანე

Posted by: STRONGMAN 17 Jul 2015, 18:13
ახლა დამეხმარეთ რაიქნება თორე მართლა გავაფრენ

გაუკეთე ჩემ ძაღლს ბოლოს და ბოლოს ბაქტეროლოგიურ კლინიკაში ნაცხის ანალიზი და ამოუვიდა ოქროს სტაფილოკოკი და მგრდზნობელობა გენტამიცინზე . როგორ უმკურნალო რა იცით ამ დავადებაზე .. დამილპა ძაღLი sad.gif(((

Posted by: Tiko 17 Jul 2015, 22:20

იქნებ ვინმემ კარგად ამიხსნათ
პატრონიანმა ეზოს ძაღლმა გააჩინა ლეკვები. ერთი ლეკვი 1 თვემდე ასაკის მეზობლის ბავშვებმა სახლში წაიყვანეს, დაბანეს, კარგად უვლიდნენ, ეფერებოდნენ, კოცნიდნენ, იხუტებდნენ.
მაგრამ ყველა ურჩევდა დაებრუნებინათ, საშიში არის ცოფზეო. ლეკვი რათქმაუნდა ჯერ აუცრელი იყო. როგორც პატრონი ამბობს დედა აცრილიაო.
ბავშვებმა ლეკვი დაუბრუნეს დედას, მაგრამ განიცდიან. მშობლებს კი შიში აქვთ და არ იციან ბავშვები აცრან ცოფზე ან რამეზე თუ არა.
იმ ეზოში ძაღლების მოყვარულები ცხოვრობენ და ბევრი სხვადასხვანაირი დიდ-პატარა ძაღლები ჰყავთ.

მოკლედ კითხვა მაქვს, ბავშვები უნდა აიცრას აუცილებლად, თუ რახან ლეკვი 1 თვისა იყო, საშიში არ არის კონტაქტი?
გთხოვთ მიპასუხოს კომპეტენტურმა ადამიანმა.

Posted by: jela 17 Jul 2015, 22:50
რამდენი აცრა სჩირდება ლეკვს და და დაახლოებით რა ჯდება?

Posted by: MITIATO 17 Jul 2015, 22:54
jela
4 აცრა ჭირდება.
3 კომპლექსური_ძაღლისთვის საშიშ ინფექციურ დაავადებებზე და 1 ცოფზე.
კომპლექსური 25 ლარი ღირდა და ცოფი_10-15 ლარი, თუ არ გაძვირდა 1 წელში. user.gif

Posted by: jela 17 Jul 2015, 22:58
QUOTE (MITIATO @ 17 Jul 2015, 22:54 )
jela
4 აცრა ჭირდება.
3 კომპლექსური_ძაღლისთვის საშიშ ინფექციურ დაავადებებზე და 1 ცოფზე.
კომპლექსური 25 ლარი ღირდა და ცოფი_10-15 ლარი, თუ არ გაძვირდა 1 წელში. user.gif

დიდი მადლობა! ანუ დაახლოებით 100 ლარამდე ჯდება.
და იქნებ კიდევ ისიც მიღხეა "ჭიაზე დამუშავებული" რას ნიშნავს?
შეიძლება ცოტა სასაცილო კითხვებს ვსვამ მაგრაამ აეასდროს მქონია შეხება და არ ვიციsmile.gif

Posted by: STRONGMAN 18 Jul 2015, 01:18
ხლა დამეხმარეთ რაიქნება თორე მართლა გავაფრენ

გაუკეთე ჩემ ძაღლს ბოლოს და ბოლოს ბაქტეროლოგიურ კლინიკაში ნაცხის ანალიზი და ამოუვიდა ოქროს სტაფილოკოკი და მგრდზნობელობა გენტამიცინზე . როგორ უმკურნალო რა იცით ამ დავადებაზე .. დამილპა ძაღLი sad.gif(((

Posted by: MITIATO 18 Jul 2015, 12:35
STRONGMAN

შენი კითხვის პასუხი შენვე დაწერე შენს პოსტში.
გენტამიცინზე თუა მგრძნობიარე, გენტამიცინით უნდა უმკურნალო. smile.gif
მაგრამ ბაქტერიოგრამას მარტო ერთ ანტიბიოტიკზე არ აკეთებენ, სხვა ყველა ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტულია?

დოზებს და კურსს აქ ვერავინ გირჩევს. ეგ ვეტერინარმა უნდა გითხრას.
* * *
jela
QUOTE
ჭიაზე დამუშავებული" რას ნიშნავს?


იმას, რომ ლეკვს ჭიის წამალი აქვს დალეული.


Posted by: STRONGMAN 18 Jul 2015, 19:18
MITIATO
MITIATO
ყველაფერს უძლებს გენტამიცინზე აქ მარტო პლიუსი . მესამედს გავუკეთებ ჩვეულებრივად როგორც შესაბამება ადამიანის დოზას იმის მესამედს

Posted by: white nigga 21 Jul 2015, 15:25
გამარჯობათ მეგობრებო, თქვენს ყურადღებას ვითხოვ თუ არ შეწუხდებით და კომპეტენტური ხართ ამ თემაში ...
მყავს 1 წლის ჰასკი ნუ ისევ ლეკვია და შტერუკაა (ძუ) , ხოდა პირველ "წეჩკამდე" ჭამდა საკაიფოდ მადა რამე რუმე პუტკუნა იყო ხოდა იმის მერე შევატყე რომ მადა ისეთ პონტში აქვს , ხან ჭამს ხან არა რა აღარ ვცადე როიალკანინები და ისე ბუნებრივი ხორცი მაგრამ მაინც არა თითქოს იბეზრებს და ეზარება ჭამა...ცოტა გამიხდა .. ვეტერინარები შემოვიარე ყველაფერი ნორმაშიააო არაფერი სჭირს ...ხოდა რამე ხერხი არ იცით რომ გაძღომამდე ჭამოს რითი მოვიტყუო ძალიან კაპრიზნია მადაში...

Posted by: sofi-18 23 Jul 2015, 15:30
მიშველეთ გთხოვთ!!!

უბანში კნუტს აწვალებდნენ ბავშვები და წამოვიყვანეთ , ვიწვი მისი საცოდაობით.
პატარაა, თვალები დახუჭული აქვს და ჩირქი სდის , არ ვიცი რისგან sad.gif((( ვერ ახელს საერთოდ.
ვერც დადის, გადადგავს ერთ ნაბიჯს და ყიდავდება და უცნაურ სალტოებს აკეთებს sad.gif((
რა ჭირს ან რა ვუშველოოოოო

Posted by: Corvette 26 Jul 2015, 22:55
სადღაც გამიგონია და მართალია , რომ , ძაღლები შავ-თეთრად ხედავენ ყველაფერს ? უფროსწორედ ფერადად ვერ ხედავენ ?

Posted by: MITIATO 27 Jul 2015, 12:37
Corvette

ხედავენ ფერადად, ოღონდ უფრო განსხვავებულად,ვიდრე_ადამიანი.
წითელ ფერს და მის ელფერებს ვერ აღიქვამენ საერთოდ.
სამაგიეროდ, ნაცრისფერის უფრო მეტ ელფერს არჩევენ ჩვენთან შედარებით.

Posted by: Corvette 27 Jul 2015, 13:29
MITIATO
ნეტა ყველა ცხოველი მასეა თუ სხვადასხვანაირია ?

ავატარი up.gif შენ ხომ არ ხარ ? smile.gif)

Posted by: Essiittaaa 27 Jul 2015, 15:40
ლაბრადორი მყავს და ჭირი გადაიტანა ხოდა როგორც ვეტმა მითხრა ჭირმა დაუტოვა კიდურის ქნევაო თუ რაღაც ანუ ხელს იქნევს მხრიანად და ტუჩს უშვება რაღაცას რაა... იქნებ რამე ეშველოს. მითხარით ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა ან რავიცი იქნებ დამეხმაროთ

Posted by: MITIATO 27 Jul 2015, 20:45
Corvette
QUOTE
ნეტა ყველა ცხოველი მასეა თუ სხვადასხვანაირია ?

ყველა არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ სხვადასხვანაირი იქნება, იმის მიხედვით, თუ რისთვის ჭირდებათ მხედველობა.
მაგ. ვიცი, რომ ფუტკრები წითელ ფერს შავად აღიქვამენ, სამაგიეროდ ხედავენ ულტრაიისფერს, რომელსაც ადამიანის თვალი საერთოდ ვერ აღიქვამს.

QUOTE
შენ ხომ არ ხარ ?

არა. biggrin.gif

Posted by: Unico 27 Jul 2015, 21:04
MITIATO
დასაკრეფ გვირილებს ეძებს ვიღაც კაცი გვერდით თემაში და იქნებ დაგვეხმარო biggrin.gif biggrin.gif

მეთქი გადი ქალაქგარეთ, არ მიჯერებს biggrin.gif

ხო არ მეშლება რამე? user.gif

Posted by: Nathramatic 28 Jul 2015, 12:10
გაუმარჯოს ქუთაისში გამოცდილი ვეტერინარი არავინ არ იცით ?

Posted by: კულე 28 Jul 2015, 15:57
Nathramatic
მამუკა ქვია, სისხლის ბანკთან აქვს გახსნილი ვეტ-აფთიაქი. მე მასთან დამყავს ჩემი ძაღლი და ძალიან კმაყოფილი ვარ.

Posted by: pepi grdzelicinda 29 Jul 2015, 14:31
ჭიის წამალი და პირველი აცრა როდის უნდა გავუკეთო ლეკვს შემახსენეთ რაა

Posted by: Wisemаn* 29 Jul 2015, 21:30
pepi grdzelicinda
დამატებით კვებას რო მიიღებს ლეკვი პირველად ჭიის წამალი მაგ დროს უნდა დაალევინო, დედასაც და ლეკვებსაც.
შემდეგ 2 კვირის მერე ისევ ლეკვებს, (დედას აღAრ) და კიდევ 2 კვირის მერე უკვე კომპლექსური აცრა კეთდება. ეგენიც 2-2 კვირის შუალედით უმეტეს წილად.

Posted by: Molloy 29 Jul 2015, 23:13
გამარჯობა, ე.ი. დედას რძე აღარ აქვსო და წამოვიყვანეთ ლეკვი, ალბათ ერთი თვის იქნება, ძალიან უსუსური ჩანს და რა უნდა ვაჭამოთ ასეთ პატარას? ჭიის წამალი ჯერ არ უნდა?

Posted by: anderlain 30 Jul 2015, 11:16
ჰასკს რომელი ასაკიდან ეწყება მძუნაბა?

Posted by: Wisemаn* 30 Jul 2015, 11:54
Molloy
ლეკვების როიალ კანინი უნდა მისცეთ.
ადუღებულ წყალში დაალბეთ და რო გაცივდება აჭამეთ.
თუ ძაან უსუსურია დააცადეთ 2-3 დღე, ცოტა მოფერიანდეს და მერე დაალევინეთ ჭიის წამალი. 2 კვირაში გაუმეორეთ.

anderlain
7-8 თვის ასაკში აქვთ საშუალოდ პირველი წეჩკა, მაგრამ მესამე წეჩკამდე შეჯვარება არარის რეკომენდირებული.
მინიმუმ წლინახევრის უნდა იყოს ძუ ძაღლი რომ შეჯვარდეს.

Posted by: irusha 30 Jul 2015, 19:11
გამარჯობა,

ე.ი ჩემი ძაღლი გადმოვარდა კიბიდან.. კატას გაეკიდა და..

ძალიან ცუდად დაეცა, ეგრევე წავიყვანეთ ვეტერინართან და დაჟეჟილობა აქვსო გვითხრა, დრო დასჭირდება მოშუშებასო. კვირაზე მეტი გავიდა უკვე და კოჭლობს მაინც.. ხასიათზე მოვიდა, ჭამს, ყველაფერი, მაგრამ აი, იმ ფეხს არ ეშველა არაფერი და ხო არ იცით, მართლა ასეთი დიდი ხანი უნდა დაჟეჟილობის მოშუშებას თუ სხვა ვეტერინართანაც მივიყვანოთ? sad.gif

Posted by: pepi grdzelicinda 31 Jul 2015, 08:49
Wisemаn*
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: crane 1 Aug 2015, 20:41
გამარჯობა, მყავს ეზოში 1 წლის სავარაუდოდ მეტისი smile.gif
ბოლო ერთი კვირაა ახველებდა თითქოს, ეხლა ხმა დაეკარგა, ვეღარ ყეფს, საჭმელს ჭამს, წყალს სვამს, თითქოს არაფერი აწუხებს, აღარც ახველებს ისე. უბრალოდ ყეფა უჭირს თითქოს და რა ვქნა? რა შეიძლება აწუხებდეს?

Posted by: Davit777 2 Aug 2015, 03:02
რა ნიშნები აქვს ძაღლს ორსულობის დროს ?

1 წლის იყო ისე ამძუვდა და (მგონი) გადავატანინე.

ეჭვი მეპარება, საკუთარ სახლში ვცხოვრობ, ეზო მაქვს (შემოღობილი), მაგრამ დღეს შევამჩნიე მეზობლის ძაღლი მეტრონახევრიან ღობეს გადმოახტა, ვფიქრობ შეიძლება ამძუვნებული როცა იყო ჩემი ძაღლი, მაგ დროსაც ხო არ შემოიპარათქო. 15 დღე გავიდა რაც გადაუვიდა, რა ნიშნებით შეიძლება რომ მივხვდე არის თუ არა ორსულად ?

Posted by: chuluxa 2 Aug 2015, 18:49
გამარჯობა, მყავს 1 თვის ლაბრადორი 5 დღეა მოვიყვანე და დღეს შევნიშნე ბეწვი ცვივა, ხელში რომ ავიყვანე ტანსაცმელზე შესამჩნევად მქონდა აქაიქ მიმოფანტული და ეს ნორმალურია ამ ასაკის ლეკვისთვის? მე ვფიქრობ რომ ცხელა მაგიტომ და აბა ვინც იცით მირჩიეთ რამე.

Posted by: Wisemаn* 2 Aug 2015, 21:17
Davit777
ძუ ძაღლს შეჯვარევიდან 45 დღის განვმალობაში გარეგნულად არაფერი არ ეტყობა განსაკუთრებული.
მხოლოდ ხასიათის ცვლილებას თუ შეატყობ შენთვითონ. უფრო აგრესიული გახდება, განსაკუთრებით ძაღლების მიმართ.

Posted by: Facepalm 2 Aug 2015, 23:46
გამარჯობათ
მყავს თეთრი ლაბრადორი, რომელიც შევაჯვარე შავ ლაბარდოლზე და დაყარა შავი ლეკვები თეთრი გულით, მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა თეთრმა ლაბარდოლმა დაყაროს ლეკვები თეთრი გულით? ვეჭვობ, რომ შეჯვარება მოხდა სხვა ჯიშის ძაღლთან, ვინაიდან ლეკვებს გამოყვათ თეთრი გული.

Posted by: Tikk 4 Aug 2015, 13:04
აქაც დავწერ

დახმარება მჭირდება, 20 დღით გავდივარ ქალაქიდან და მინდა ვინმეს დავუტოვო ჩემი კატა, რა თქმა უნდა საჭმლით, ქვიშით და თანხის გადახდით, ოღონდ შეღავათიან ფასად smile.gif)

ხომ არავინ გეგულებათ?

Posted by: vinni_puh 4 Aug 2015, 15:33
გამარჯობათ smile.gif
ხომ არ იცით ვეტერინარი, ლაპაროსკოპიას რომ აკეთებდეს ძაღლზე?
საერთოდ კეთდება საქართველოში ლაპაროსკოპია ცხოველებზე?

Posted by: Kaxab 6 Aug 2015, 15:00
ძაღლს მგონი ეპილეფსია აქ. არსებობს ასეთი რამ?

Posted by: blblbl 6 Aug 2015, 15:37
Kaxab
კი არსებობს კარგ ექიმს ანახეთ

Posted by: Kaxab 6 Aug 2015, 17:00
blblbl
მადლობა.
სადაა კარგი ექიმი?
ახლა უნდა დაუწყოს ჩემმა ძმამ მკურნალობა ჭირზე. რამდენიმე ვეტერინარს ელაპარაკა და ეპილეფსია არავის უთქვია. ზოგმა ჭიაო, ზოგმა რა.
მოკლედ რომ ძინავს მაშინ ეწყება, ფართხალობს რაც შეუძლია, თითქოს გაქცევა უნდა, მაგრამ რანაირად გაიქცევა გვერდძე წევს. მერე ქაფი მოდის პირიდან, მერე გაიღვიძებს, დაწყნარდება მაგრამ ფეხზე ვეღარ დგება, მერე წინა ფეხებზე დადგება დიდი წვალებით, მერე ოთხივეზე , გავლა უჭირს თან პირზე ქაფები აქ. მერე გაივლის, მერე პატრონს უყეფს, მერე წავა ეზოს გარეთ და 5 წუთში დამრუნდება ბოდიშებით, თუმცა სუსტად გამოიყურება. მერე ერთი კვირა არის ჩვეულებრივად. 3 ჯერ დაემართა ასე უკვე. ისე, ტყეში დადის ხოლმე და მახსოვს ჭრილობაც კი ჰქონდა ტანზე, სავარაუდოდ ნადირისგან.

Posted by: blblbl 7 Aug 2015, 21:27
Kaxab

https://www.facebook.com/veterinary.Clinic.aibo?fref=ts

Posted by: duza1 7 Aug 2015, 22:08
გამარჯობა,
ჭიის წამალი რამდენხანში ერთხელ უნდა დავალევინო? კომპლექსური აცრები დამთავრებულია 3,5 თვისაა, ბოლოს მივეცი 2 თვის რომ იყო.

მადლობა.

Posted by: Wisemаn* 7 Aug 2015, 23:16
duza1
სახლში თუ გყავს 3-3.5 თვეში ერთხელ.
თუ ვოლიერში ან ეზოში, 5-6 თვეში ერთხელ.

Posted by: duza1 8 Aug 2015, 08:39
Wisemаn*

გმადლობ. ანუ სახლში უფრო რისკია?

Posted by: Davit777 8 Aug 2015, 15:54
დაახლოებით 1 თვის წინ იყო ამძუვნებული, შესაძლოა 1 თვეში ისევ დაეწყოს ? ან როდის დაეწყება ?

Posted by: mariamiani 8 Aug 2015, 21:59
გამარჯობათ.

ჩვენი იორკი ბოლო რამოდენიმე დღე ცუდად ჩამწდა და მოწყენილი იყო, მაგრამ გვეგონა რომ საცხოვრებელი ადგილის შეცვლას განიცდიდა (სოფელში გვყავს რამოდენიმე კვირით). დღეს კი ძალიან ცუდადაა, საერთოდ არ უჭამია, მთელი დღეა წევს და უენერგიოდაა. გვყავდა ექიმთან, სიცხე გაუზომა და არ ქონდა, შემდეგ რაღაც ანტიბიოტიკები გაუკეთა, შემდეგ აღებინა ძაღლმა.. ეხლა ისევ მიგდებულია საწოლზე, და არც კი ინძრევა.. sad.gif

ეხლა ნახშირი მივეცით, ექიმმა მუცელი აქვს დაჭიმულიო და მიეცითო.. რძეს ვასმევთ.. რა შეიძლება სხვა რომ გავაკეთოთ?

Posted by: Wisemаn* 9 Aug 2015, 00:05
duza1
როცა ჭია ყავს ძაღლს, ძაღლის ბეწვი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ხდება მერე საშიში(გადაყლაპვის შემთხვევაში).
რისკი არარის არაფერი, უბრალოდ დაალევინე და ეგარის biggrin.gif

mariamiani
QUOTE
რძეს ვასმევთ..

მასე გააგრძელეთ და მალე აღარ გეყოლებათ თქვენი იორკი.
ვის გაუგია ძაღლზე რძის სმევა? რომელმა ჭკვიანმა გირჩიათ?

Posted by: MITIATO 9 Aug 2015, 21:51
Davit777
QUOTE
დაახლოებით 1 თვის წინ იყო ამძუვნებული, შესაძლოა 1 თვეში ისევ დაეწყოს ?


6 თვეში 1-ჯერ აქვთ მძუნაობა ძაღლებს. ზოგიერთს_წელიწადში ერთჯერაც.
1 თვეში ვერანაირად ვერ დაეწყება. smile.gif

Posted by: Davit777 10 Aug 2015, 00:01
QUOTE (MITIATO @ 9 Aug 2015, 21:51 )
Davit777
QUOTE
დაახლოებით 1 თვის წინ იყო ამძუვნებული, შესაძლოა 1 თვეში ისევ დაეწყოს ?


6 თვეში 1-ჯერ აქვთ მძუნაობა ძაღლებს. ზოგიერთს_წელიწადში ერთჯერაც.
1 თვეში ვერანაირად ვერ დაეწყება. smile.gif

მადლობა.
რამდენ ხანში მივხვდები მაკედ არის თუ არა, ან როგორ უნდა შევატყო ? ძუძუები ცოტა დაბერილი აქვს, 1 წლის იყო და არ შევაჯვარე, ვშიშობ მეზობლის ძაღლის "მიქარული" ხო არ არისთქო რამე, მაგრამ რავი მუცელზე არ ატყვია არაფერი. გარეთ რო მყავდა სასეირნოდ, ქუჩაში კოკესპანიელის მამრი მიახტა და ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ, მივედი და დავაშორე, წამოვიყვანე ჩემი. ეს მოხდა ახლა, 1 თვის წინ ქონდა წეჩკა, ახლა ვინმეს მეტისმა ხომ არ შეიძლება რამე რო ქნას ?

Posted by: Wisemаn* 10 Aug 2015, 21:45
Davit777
45 დღემდე ვერაფერს ვერ შეამჩნევ, ხასიათის ცვლილების გარდა ...





/
//
///

Posted by: sallli1 11 Aug 2015, 18:01
მოკლედ ნენსიმ გამომიყვანა წყობიდან ჩვენი ჭიის წამლის დალევა კოშმარის ტოლფასია , შევურიეთ სხვა რამეს ისიც არ ჭამა მერე ვეცადეთ როგორღაც დაფხვნილი ჩაგვეყარა იმიტომ რომ სხვანაირად აგდებს პირიდან წამალს . არც ჩაყრა გამომივიდა მიკბინა კარგად და თან რაც მოვახერხე იისიც გადმოყარა
აღარ შემიძლია რა ვქნა?
არ რასებობს ნემსის სახით რამე ? ან რა გავუკეთო იქნებ მირჩიოთ ოფიციალურად ვერ ვასმევ

Posted by: Angel-A 11 Aug 2015, 22:06
sallli1
QUOTE
არ რასებობს ნემსის სახით რამე ?


არსებობს ნემსი ჭიების საწინააღმდეგოდ.
მიიყვანე ვეტთან, იქვე შეიძლება დაალევინონ წამალი,
ან თუ იქაც თავი გაიგიჟა, ნემსს გაუკეთებენ და ეგაა...

Posted by: blblbl 11 Aug 2015, 22:18
sallli1
სოსისსში ჩადებულსაც არ ჭამს?არც კატლეტსი?უმ ხორცში სცადე აბა ესროლე წმალიანიდ ა ესევ მიაყოლე მეორე ნაჭერი უწამლო .ნემსი არ გაუკეთო შხამია მაინც და ცუდია

Posted by: sallli1 12 Aug 2015, 04:29
blblbl
Aრა და რა ცქნა არ ვიცი
Angel-A
იქ კი დაიწყებს კანჯალს ეშინია ვეტერინარების და იქნებ იქ მაინც დალიოს რა

Posted by: nananana 15 Aug 2015, 14:08
გამარჯობა, ძაღლი ორი დღეა ცუდათაა, არ ჭამს არაფერს და მოწყენილია, ისე ძალიან აქტიური ძაღლი იყო, ვეტერინარების რჩევით წამლები შევიძინე, მაგრამ ვერ ვუკეთებ, რადგან არავის გვიკარებს. იქნებ მირჩიოთ რა ვქნა?? ან ისეთი კლინიკა იქნებ მითხრათ სადაც რომ მივიყვანო და გაუკეთებემ და ფასიც რომ მითხრათ. წინასწარ მადლობა

Posted by: Omid77 15 Aug 2015, 22:06
გამარჯობა, ხალხო ჩიტებში ვინმე ერკვევით? ჩემი იადონი არის ცუდად, სულ დაიყარა ბუმბული, გადატყავებულია ლამის. ადრეც იცვლიდა ხოლმე ბუმბულს, მაგრამ ასე არა! მთლად გაუბედურდა, რა შეიძლება ჭირდეს, ან შველა თუ შეიძლება?

Posted by: gramatikikina 16 Aug 2015, 00:44
ვინმემ ხომ არ იცით, აცრილ კატას ღამურასგან შეიძლება ცოფი გადაედოს?
ყოველ ღამე მოდიან ეზოში და ამის თავზე დაფრინავენ spy.gif წეღან ერთი დაიჭირა და გაქცა მერე
ხოდა მე რა ვქნა ამ დროს? სახლში შემოვაგდო ეს თუ გავუშვა ინადიროს? drug.gif

Posted by: wuwki 16 Aug 2015, 19:49
გამარჯობათ. ერთი კვირის კნუტი მყავს, გაცივდა მგონი, არ ვიცი ზუსტად. სურდო აქვს. როგორ ვუკმკურნალო არ იცით? ვეტერინართან ვერ მიმყავს. sad.gif

Posted by: Carolus_Rex 23 Aug 2015, 12:25
გამარჯიბათ, მყავს 3 თვის სტაფიი და არ ვიცი რა მოუვიდა ხასიათზე არ არის საერთოდ საჭმელს არ ჭამს და სუსტად არის ერთი სიტყვით, სანამ ექიმთან წავიყვან იქნებ მირჩიოთ რა დავალევინოო ?

Posted by: sallli1 23 Aug 2015, 22:51
wuwki
Hზუსტი დიაგნოზი უნდა დაისბას სეიźლება არცაა გაციებული და რამე ვირუსი აქვს ამიტომ აუცილებელია ვეტექიმატან ვიზიტი
Carolus_Rex
მშვენიერი ნიკი გაქვს რომ არ ავღნიშნო არ შემიძლია
რაც შეეხება ძაღლს აქედან დიაგნოზის დასმის გარეშე ვერავინ გეტყვის რ აუნდა დაალევინო . გული აერია ? ან კუჭი აეშალა? Mალევე მიიყვანე ვეტთან სანამ დროა
nananana
ალიკასთან მიიყვამე ან დათო ნამობაშვილთან რომელიმე კარგ ექიმთან როგორღაც გაუკეთებენ ან დააბამენ ან რამეს იზამენ თან გადაამოწმებ მაგ წამლების სისწორესაც რამდენად ადეკვატურადაა დანიშნული


Posted by: NEO2202 27 Aug 2015, 09:15
მყავს 2 თვის კანე კორსო.
ვინ მიმასწავლის, ყურების კუპირებას სად აკეთებენ,ხარისხიანად და ლამაზად?
და თუ იცით რა ჯდება ეს სიამოვნება?

Posted by: საკურა. 27 Aug 2015, 21:01
ვეტერინარი შემოდის აქ?....
ჩემ კატას ბეწვი ცვივა, უფრო სწორად რამდნეიმე ადგილას კანი უჩანს, გაუმრავლდა...
რისი ბრალი შეიძლება იყოს?....

Posted by: Wisemаn* 27 Aug 2015, 21:03
საკურა.
ეგეთი სიმპტომები ძაღლზე უმეტეს წილად კანქვეშა ტკიპის ბრალი არის ხოლმე.
კატაზე ვერ გეტყვი ნამდვილად.

Posted by: საკურა. 28 Aug 2015, 17:28
Wisemаn*
მადლობა....

კარგი ვეტერინარი მითხარით რა, საკონტაქტო ინფორმაციაც მომაწოდოთ იქნებ...

Posted by: kriala 29 Aug 2015, 18:59
ჩემ ძაღლს 6თვის მალამუტს აქვს მუცელი გაბერილი და გამაგრებული ადრეც ქონდა კართოფილი ჩამა ბევრი ეხლა არ უჭამია არაფერი რაგაცეებს მაინც ჭამს ხოლმე ძაან ღორია და რამე რჩევა მინდა საშიში ხო არ არის სასწრაფო

Posted by: MITIATO 29 Aug 2015, 21:25
kriala

კუჭში თუ არ გადის, მაშინ სასწრაფოდ მიმართეთ ვეტერინარს.
თუ კუჭში გადის, მაშინ დიდი ალბათობით, გაზები აწუხებს. გააქტიურებული ნახშირი, ესპუმიზანი ან რამე მსგავსი დაალევინეთ და შეეცადეთ, რომ ნაგავი აღარ შეჭამოს.

Posted by: 1nhale 29 Aug 2015, 23:07
გამარჯობათ, რაღაც პრობლემის გამო ჩემს ძაღლს ფეხი გაუხდა მოსაკვეთი ასე რომ დარჩა სამი ფეხის ანაბარა მეოთხეს ვეღარ იხმას რამდენადაც სამწუხაროაsad.gif და თუ ვინმემ იცის ან გსმენიათ რამე პროტეზის მაგვარი რომ გავუკეტო რამდენად შესაძლებელია?
* * *
http://pix.ge/

ესეთი პონტი იმნდა რა smile.gif

Posted by: kriala 31 Aug 2015, 03:20
QUOTE (MITIATO @ 29 Aug 2015, 21:25 )
kriala

კუჭში თუ არ გადის, მაშინ სასწრაფოდ მიმართეთ ვეტერინარს.
თუ კუჭში გადის, მაშინ დიდი ალბათობით, გაზები აწუხებს. გააქტიურებული ნახშირი, ესპუმიზანი ან რამე მსგავსი დაალევინეთ და შეეცადეთ, რომ ნაგავი აღარ შეჭამოს.

დიდი მადლობა პასუხისთვის გამოკეთდა და გახდა ისევ ისეთი მაიმუნი გაზები აწუხებდა კიდე გუშინ ღამე შემაწუხა biggrin.gif smile.gif) მადლობა პასუხისთვის
* * *
ჩემი მალამუტი 6 თვისაა დიდს გადავაჩვიე რო სახლში არ ქნას მაგრამ პატარას ვერ გადავაჩვიე ვერანაირად მე თუ ვარ სახლში არ შვება მაგრამ ხანდახან ეგეც აკვს რო შეიძლება კნას ნაგლურად ტახტზე ქნა ერთხელ ლოგინზეც მაგრამ იშვიათად თუ დავტოვებ რამოდენიმე საათით სულ მახვედრებს რა ვუყო smile.gif

Posted by: PraTkos 1 Sep 2015, 00:09
გამარჯობა,

ვინმეს ძაღლს თუ ქონია დისპლაზია? გამიზიარეთ გამოცდილება... რომელ ვეტთან მკურნალობთ, მკურნალობის კურსი და ა.შ... წინასწარ მადლობაა

Posted by: gamushki 1 Sep 2015, 18:05
ჭის წამალი დილით დავალევინო თუ მნიშვნელობა არ აქვს?

Posted by: PraTkos 1 Sep 2015, 23:21
gamushki დილას უზმოზე...

Posted by: B@CHI 2 Sep 2015, 13:33
მოგესალმებით

მაინტერესებს ეს ზუსტად რა ძაღლია

http://pix.ge/

მესმის რომ არის ნაგაზი, მაგრამ ხომ არის მათ შორის განსხვავება, ქართული, აზიური, კავკასიური (რომ არ არის ვხვდები), ქოსა და რავი რამოდენიმეა მე ვერ ვერკვევი კარგად.


ჰოდა ზუსტად რომელია ეს ლეკვი თუ ცნობთ და დანარჩენს შემდეგ გკითხავთ

Posted by: Wisemаn* 2 Sep 2015, 18:40
B@CHI
ალაბაი არის ეგ ლეკვი. ანუ შუა აზიური ნაგაზი.
აზიური სხვა არის, შუა აზიური სხვა, ბევრი ვერც ანსხვავებს და არც იცის რო სხვადასხვა ჯიშია.
საქართველოში ერთმანეთშიც უპრობლემოდ აჯვარებენ.

Posted by: B@CHI 2 Sep 2015, 23:16
Wisemаn*

იმენა ეს ლეკვი კარგი ჩანს თუმცა ძალიან მაინტერესებს რა განსხვავებაა, ამ ჯიშს, აზიურსა და ქართულ ნაგაზს შორის და რომელი ჯობია ეზოსა და საქონლის საყარაულოდ და საბრძოლოდაც.

Posted by: Wisemаn* 2 Sep 2015, 23:33
B@CHI
განსხვავება აზიურსა და შუა აზიურს შორის ძალიან ცოტაა. თუმც ალაბაი(შუა აზიური) საშუალოდ უფრო დიდი იზრდება ვიდრე სხვა დანარჩენი.(აზიური, ქართული).
საყარაულოდ ყველა ნაგაზი გამოდგება, თავისი საქმის ოსტატები არიან, მაგრამ საჩხუბრად ალაბაი დიდი წონის გამო არამგონია გამოდგებოდეს, მაგაში ქართულები უფრო მაგრები არიან.

Posted by: B@CHI 3 Sep 2015, 00:12
Wisemаn*

ძალიან დიდი მადლობა

ჰო მეც უფრო ქართული დაბალბეწვიანი ნაგაზით ვარ დაინტერესებული და მჯერავს რომ ყველაზე მაგარი ძაღლია თავის საქმეში. ერთგული და უდავოდ ფავორიტი დაცვისათვის.

მაგრამ ვერაფრით ვერ ვიპოვე ქართულ დაბალბეწვიან ნაგაზებზე ნამდვილი და სრული ინფორმაცია ქართულად.

თუ რაიმე იცი ან ვინმე ვინც დამეხმარება ამ ჯიშის შესწავლაში გთხოვ დამეხმარო.

გარდა მაგისა მაინტერესებს სად შეიძლება ამ ჯიშის სუფთა სისხლის ხარისხიანი ლეკვის შოვნა (მე აქტიური და ენერგიული კატეგორიები მომწონს. აგრესიულებიც რომ არიან და ზადნი რომ არ იციან საქმეში)

Posted by: Wisemаn* 3 Sep 2015, 19:00
B@CHI
დიღმის ცხოველების ბაზარში კვირა დღეს მიდი. დიდი არჩევანი დაგხვდება, როგორც ხარისხში, ისე ფასებშიც.
ბევრი მოყვარული იკრიბება ხოლმე(ნაგაზებისიც და მათი ჩხუბებისიც) მანდ კვირა დღეს და ამომწურავ პასუხებს გაგცემენ ყველა კითხვაზე.

Posted by: B@CHI 5 Sep 2015, 20:57
ეს რა ფენომენია კი მარა???

http://www.barcroft.tv/world-s-biggest-pitbull-hulk-cuddles-up-to-new-puppy-litter-valued-at-half-million-dollars


ამხელა პიტბული რედნაუსი არ მინახია საერთოდ

მყოლია კიდევაც და ვიცნობ ამ ჯიშს მაგრამ ეს რა პონტია ვინმე ამიხსნის?


არადა ძალიან ლამაზია, ალბათ ნაჯვარია მარა მაინც თუ სუფთა სისხლის რედნაუსია მაშინ ძაალიან მაგარი ყოფილა

Posted by: Mika12 9 Sep 2015, 18:41
გამარჯობა smile.gif მყავს აზიური ნაგაზიი , რომელსაც დროდადრო აწუხებს სახსრები ,და უჭირს სიარული , ჩამოვიყვანე ვეტერინარები ბათუმიდანაც და ადგილობრივებიც მივიყვანე,თითქოს დანიშნულმა მკურნალობამ პირველ ეტაპზე უშველა ,მაგრამ ეხლა ისევ იგივე პრობლემა გვაქვს, მინდა წამოვიყვანო თბილისში მაგრამ ძალიან,ძალიან დიდია smile.gif და ჩვენს მანქანაში ვერ ეტევა მაინტერესებს,ხომ არ იცით სერვისიი რომელიც დამეხმარება ტრანსპორტირებაში რათქმაუნდა ჩემი ხარჯებით ?

Posted by: PORT16 10 Sep 2015, 14:36
გამარჯობათ ჩემი სეტერის ლეკვი 5 თვისაა.. პატარა ქვის კენჭებით თამაშობს და მერე ყლაპავს gigi.gif აქამდე თუ ყლაპავდა არ მეგონა მეთი თამაშობს და მერე აგდებსთქო მარა დღეს დავინახე როგორ აღებინა 5-6კენჭი ... როგორ გადავაჩვიო? facepalm.gif

Posted by: Wisemаn* 10 Sep 2015, 20:26
PORT16

კალცი აკლია და კენჭებს იმიტო ყლაპავს. wink.gif

Posted by: PORT16 10 Sep 2015, 20:28
QUOTE (Wisemаn* @ 10 Sep 2015, 20:26 )
PORT16

კალცი აკლია და კენჭებს იმიტო ყლაპავს. wink.gif

მულტივიტამინს ვაძლევდი და რავი კალცი არ შედიოდა შიგნით?

Posted by: Wisemаn* 10 Sep 2015, 20:30
PORT16
შედიოდა არ შედიოდა მეორე ხარისხოვანია ეხლა.
კალცი აკლია და კონკრეტულად კალცი მიეცი.

Posted by: nia4u 10 Sep 2015, 20:33
PORT16
კალცი გლუკონატის აბები იყიდე აფთიაქში, ურეცეპტოა,
და დაფხვნილი 3-4 აბი ჩუყარე საჭმელში, დღეში ერთხელ.
ჩემი ისედაც აკნატუნებს-ხოლმე კანფეტივით.
ასევე, თუ გაქვს საშუალება, ხაჭო და შრატი დაუმატე რაციონში, ძვლებისთვის კარგია ძალიან yes.gif

Posted by: rylai5 11 Sep 2015, 12:44
დახმარება მჭირდება .. მოკლედ მეც პეკინესი მყავს 6თვის .დამუშავებულია ჭიაზე რწყილების წამალიც დასხმულიაქ მაგრამ სულ იფხანს ტანს და რაღაც წითელი ლაქები ემჩნევა კანზე ოდნავ და რის ბრალი იქნება ნეტა რა დავალევინო?

Posted by: PORT16 11 Sep 2015, 17:31
ვიყიდე ეგ გლუკონატის აბები და გაურიე საჭმელში 3 ცალი დაფხვნილი.. ეგ კარგი დღეს მაგრამ დალშე სადამდე უნდა გაუგრძელო? ანუ როგორ მივხვდე რო სამკარისია და მეტი აღარ დაჭირდება..?

Posted by: LUNATIKI 11 Sep 2015, 20:43
მოკლედ ხალხო

1 თვის და 3 კვირის კოკერი მყავს რა და სველ ტილოზე ევასებოდა წოლა, გამიცივდა და მოწყენილია არაფერს არც ჭამს და არც ეკარება...

მოწყენილია, წევს მთელი დღე. ვეტერნართან მყავდა და რაღაც გადასხმები გაუკეთა , წამალი მომცა და ნემსი და კიდევ 2 ნემსი უნდა გაუკეთო მე დღეს ღამე და ხვალ დილით

ამ პროცედურაში ვეტერინარმა 25 ლარი მომთხოვა თითოს ჩატარებაზე და სულ 5 პროცედურაო ჰაჰა 3 მინიმუმო და არ მაქვს მაგხელა თანხა ეხლა და რა უყო ძაღლს ტო??

იქნებ მირჩიოთ ოჯახის პირობებში უცებ რა ვაჭამო ეხლა და რა მივცე, წევს და მოწყენილია....


მიშველეთ რა რამე

Posted by: Wisemаn* 11 Sep 2015, 21:14
PORT16
2 კვირა მაინც აძლიე.

Posted by: gamushki 12 Sep 2015, 10:23
LUNATIKI

უმჯობესია გაუკეთო ეგ პროცედურები გაციება თან მაგასაკში არაა კარგი წაკითხული მაქვს შესაძლოა რაღაც პატოლოგიებში გადაიზარდოსო უმჯობესია შენი სიუაცია ვეტერინარს აუხსნა და ის მოგცემს კარგ რჩევებს მე ჩმე ვეტერინართან სატელეფონო კოვაშირი ყოვლეთვის მაქვს რამე უცნაურს თუ შევატყობ გაციება ესე არ დატოვო ცუდია მაგასაკისთვის



ნუ ეს შენ არგეხება ზოგადად ვაბობ როცა ძაღლი მოგყავთ კაკ მინიმუმ 200 ლარი უნდა გადადოთ რადგან არიცი რადროს რას აიკიდებს

Posted by: maritapantera 14 Sep 2015, 22:02
მაჩუქეს ინგლისური ძუ კოკერსპანიელი და არის ამძუნებული,მაგრამ არცერთი ხვადი არ მიიკარა.კბენს ყველას და უღრენს.უკვე მე-11 დღეა.მაინტერესებს როგორ ხდება შეჯვარება.წინასწარ მადლობა რჩევისთვის

Posted by: gogita231 15 Sep 2015, 16:27
კოკერსპანიელის ლეკვს 2 თვის არაა ჯერ, ბეწვი ცვივა, ნახევრად გატიტვლებულია უკვე. კანი თითქოს აქერცლილი აქვს, რა ვუშვლო, რისი ბრალია?

Posted by: MITIATO 16 Sep 2015, 18:31
gogita231

ვეტერინართან მიიყვანე.
ინტერნეტით რჩევას ვერავინ მოგცემს.

Posted by: Pac. 16 Sep 2015, 18:50
გამარჯობა
ფისო მაჩუქეს 4თვის.. აცრილი არისო
კითხვა დამავიწყდა როდის აცრეს ზუსტად დრო, არადა ვინც მაჩუქა ჯერჯერობით ვერ ვეხმიანები... რავქნა როგორ მოვიქცე? ან რამდენ ხანში ერთხელ უნდა აცრა კატებს ????

Posted by: sallli1 17 Sep 2015, 14:45
თუ იცით EURICAN კარგი ვაქცინაა?

Posted by: Rin 18 Sep 2015, 20:13
გამარჯობათ,
14 წლისაა ჩემი ძაღლი. თვალები სულ მოწითალო ქონდა. მაგრამ ეს ბოლო პერიოდია მარჯვენა თვალი ზედმეტად გაუწითლდა და ქუთუთოც ჩამოეწია, დღეს შევამჩნიე ასე უბედურად რო ამომხედა. ვეტერინართან ვერ მიმყავს, სიარული ძალიან უჭირს.
ხო არ გეცნობათ ასეთი რამ? რით შეიძლება დავეხმარო

user posted image

Posted by: borjgali1964 26 Sep 2015, 23:03
დახმარება მჭირდება.

მეგობარს აჩუქეს გერმანული ნაგაზი, ცალი ყური(ხრტილი) აქვს სავარაუდოთ მოტეხილი და შესაბამისად ჩამოშვებული.
ხანდახან დაცქვიტავს ხოლმე))
არის 2 წლის.

არის რამე საშველი, ეს დეფექტი რომ გამოვასწორით?

დიდად დამავალებთ, პირადში თუ მომწერთ..

Posted by: LASHA_X_X 27 Sep 2015, 10:00
ცოფზე რა ასაკიდან შეიძლება აიცრას ლეკვი? 3 თვის ხდება ჩემი და შეიძლება უკვე ავცრა?

Posted by: blblbl 27 Sep 2015, 17:19
LASHA_X_X
კომპლექსურ აცრეს თუ მორჩით უკვე კი მესამე კომპლექსურს რომ გაუკეთებენ მაშინვეც შეგიძლია

Posted by: tamo7779 27 Sep 2015, 17:52
ჰერმეციდები (სარევალას საწამლავი) საშიშია ძაღლისთვის?

Posted by: LASHA_X_X 27 Sep 2015, 21:16
blblbl
2 კომპლექსური გავუკეთე და მესამე აუცილებელია? ან ამ ორის მერე რო ავცრა ცოფზე რა იქნება ავნებს რამეს?

Posted by: Wisemаn* 27 Sep 2015, 21:58
LASHA_X_X
რათქმაუნდა აუცილებელია!

Posted by: tamo7779 27 Sep 2015, 23:21
LASHA_X_X
მესამე აცრა და ცოფის საწინააღმდეგო ერთად გავუკეთეთ

Posted by: gvancunci 29 Sep 2015, 19:47
გამარჯობა, დღეს მითხრეს 8 ოქტომბრამდე ვინც სავალდებულო ჩიპის ჩაყენებას არ გაუკეთებს ძაღლს მერე სერიოზული ჯარიმებიაო და მართალია?

Posted by: Hawley 30 Sep 2015, 09:23
გამარჯობათ . ჩემს ძაღლს თვალზე რაღაც სჭირს , ქუთუთო თითქოს შესიებული აქვს ცოტა და ვერ ახელს თვალს, მოჭუტული აქვს ერთი თვალი. რას მირჩევთ რა შეიძლება იყოს და რამდენად საშიში და სერიოზული?

Posted by: nikotini 2 Oct 2015, 19:40
აუ მიპასუხეთ ვინმემ რა, ინგლისური კოკერსპანიერი მყავს და ლეკვები დაყარა, მგონი მკვდარი და მოკლედ მერე შეჭამა, რისი ბრალი შეიძლება იყოს? ძაღლმა თავისი ლეკვი რატომ უნდა შეჭამოს? რისი ბრალია???

მიპასუხეთ ვისაც მსგავსი შემთხვევა გქონიათ და გაარკვიეთ რისი ბრალია, ან ვინც ერკვვით

Posted by: MITIATO 2 Oct 2015, 23:33
gvancunci

რავი, რომ წავიკითხე ეგ კანონი თუ რაც არის, წერია, რომ ჩიპირება სავალდებულოა, მაგრამ თუ არ გააკეთებ, რას გიზამენ, ეგ არ წერია.
მე ჯერ ვიცდი.

Posted by: gvancunci 4 Oct 2015, 19:29
QUOTE (MITIATO @ 2 Oct 2015, 23:33 )
gvancunci

რავი, რომ წავიკითხე ეგ კანონი თუ რაც არის, წერია, რომ ჩიპირება სავალდებულოა, მაგრამ თუ არ გააკეთებ, რას გიზამენ, ეგ არ წერია.
მე ჯერ ვიცდი.

ჯარიმებიაო, მხოლოდ ჩიპირება რომ იყოს მეც დავიცდიდი მაგრამ თან არეგისტრირებენ, ამიტომ ეჭვი მაქვს ვინც არ იქნება სიაში ჩამოუვლიან.ჯანდაბას ის 25 ლარი, ხვალ მივატანტალებ ჩემ კრასავჩიკს biggrin.gif
* * *
http://www.zooclub.ge/zuu/siakhleebi/1957-sad-aris-shesadzlebeli-shinauri-ckhovelis-savaldebulo-identifikaciaregistracia.html

Posted by: MITIATO 5 Oct 2015, 01:44
gvancunci

ნამეტანი არარეალური მგონია მაი ამბავი.
როგორც ქუჩაში ნაგვის დაყრაზე აჯარიმებენ, ისე დააჯარიმებენ მაგაზეც.



Posted by: gvancunci 5 Oct 2015, 15:37
QUOTE (MITIATO @ 5 Oct 2015, 01:44 )
gvancunci

ნამეტანი არარეალური მგონია მაი ამბავი.
როგორც ქუჩაში ნაგვის დაყრაზე აჯარიმებენ, ისე დააჯარიმებენ მაგაზეც.

მოკლედ დღეს წავაბრძანე ჩემი ბიჭი და დავიჩიპეთ (სხვათაშორის საკმაოდ მტკივნეული პროცედურა იყო) როგორც ადგილზე გაგვარკვიეს, შემუშავებულია სითი პარკის სამუშაო სქემის მსგავსი სისტემა, ანუ სპეციალური აპარატურით ივლიან მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები და ჩიპის არ ქონის შემთხვევაში დააჯარიმებენ პატრონს tongue.gif

Posted by: MITIATO 5 Oct 2015, 18:27
gvancunci

ხოდა, მერე ნახონ ძაღლების ქუჩაში გაყრა. smile.gif
კერძო დასახლებაში ვცხოვრობ და თითქმის ყველას ყავს ძაღლი . უმეტესობას მეტისი, ზოგიერთებს_ჯიშიანიც.
ეზოში ჯაჭვით უბიათ და ხანდახან ხმელ პურს მიუგდებენ ხოლმე.
ეჭვადაც არ გაუგიათ, რომ მსგავსი რაღაც შემოიღეს.
აჯარიმონ და იყვნენ.

რამხელა პრობლემებთანაა დაკავშირებული ეგ ყველაფერი, არავინ ფიქრობს.


Posted by: gvancunci 5 Oct 2015, 18:28
რაც მთავარია ფული შეუვათ და დანარჩენი რაში აინტერესებთ smile.gif

Posted by: Tavtechnics 6 Oct 2015, 10:12
ჩიპი სავალდებულოა რა ჩიპია ვინ დააჯარიმებს რა ქაოსია ხო არ იცით ? biggrin.gif

Posted by: Pac. 6 Oct 2015, 16:03
კატას დავასხი რწყილების წამალი , ყურების უკან და კისერზე
მემგონი აილიკა ამ დებილმა და უეჭველი მოიწამლება ? რავქნა ???

Posted by: blblbl 6 Oct 2015, 16:07
Pac.
ჩემმა რომ ვასხავდი მობრუნდა და ბალონს უკბინა biggrin.gif ხოდა არაფერი მოსვლია ამიტომ მგოი არაა საშიში თან მაქამდე როგორ მიწვდებოდა?

Posted by: Pac. 6 Oct 2015, 16:17
blblbl
არვიცი მემგონი მიწვდა მაიმც ეს მაიმუნი smile.gif) ან ფეხით მოიფხანა და მერე ფეხი გაილოკა lol.gif

Posted by: Florbelle 6 Oct 2015, 19:32
გამარჯობა,ლაბრადორზე უნდა გკითხოთ
მოშარდვა როგორ ვასწავლო რამე კონკრეტულ ადგილას?იქნებ გაქვთ ვინმეს გამოცდილება ამ მხრივ და მიშველოთ sad.gif
მოკლედ ამაზე თუ ვინმემ რამე იცით გთხოვთ დაწერეთ რა,თუ ვერ ისწავლა გაჩუქება მომიწევს

მადლობა წინასწარ

Posted by: blblbl 6 Oct 2015, 21:02
Florbelle
სწავლით აუცილებლად ისწავლის მაგრამ დრო უნდა 4თვემდე თითქმის არანაირი შანსი არ გაქვს ოღონდ,ისე რომ მოგყავდა უნდა გცოდნოდა რომ პირველი თვეები სახლში შვრებიან smile.gif სადაც არ უნდა ქნას და იქ იზავს ეჩხუბე ოღონდ არ სცემო მკაცრად უთხარი არ შეიძლება და მიიყვანე იქ სადაც უნდა ქნას,ყოველი ჭამის და ძილის მერეც იმ ადგილთან მიიყვანე სადაც გინდა რომ მოისაქმოს და რომ მოისაქმებს შეაქე,ჯილდოც მიეცი,პლიუს ზოომაღაზიაში იყიდება სპრეი სადაც არ უნდა ქნას რომ მიასხა და სადაც უდნა ქნას ქ რომ მიასხ,ა მაგ სუნის მხიედვით ისწავლის

Posted by: Florbelle 7 Oct 2015, 02:04
blblbl
კი ბევრია 4 თვე მარა სადღაც ხო უნდა დავიწყო,ნიჩევო smile.gif ბოლოს მაგ სპრეიზე რა კარგი რამე მითხარი,ხვალვე ვიყიდი მაგათ
მოკლედ რაც დამიწერე მთელ მაგ პროგრამას ხვალიდან დავიწყებ რა biggrin.gif

პასუხისთვის დიდი მადლობა გაიხარე 2kiss.gif

Posted by: Scoorp 7 Oct 2015, 17:50
2 თვიდან ლეკვის ეზოში ყოფნა/გაზრდა რამდენად მიზანშეწონილი და სწორია?
სპანიელის ან ლაბრადორის დავუშვათ.
(რა თქმა უნდა ზამთარში და სიცივეში არა)

Posted by: Wisemаn* 7 Oct 2015, 18:11
Scoorp
სამან კომპლექსურ აცრებს არ დაამთავრებ საერთოდ ეზოში გაყვანა არარის მიზანშეწონილი, არათუ იქ გაზრდა.
კომლექსურ აცრებს კიდე 2 თვის ასაკში ვერ დაამთავრებ ვერანაირად.

Posted by: Scoorp 7 Oct 2015, 18:13
Wisemаn*

უი მეგონა 2 თვეზე უმთავრდებოდათ კომპლექსური აცრები, ასე მახსოვდა
რა ხნის იქნება დაახლოებით აბა აცრების დამთავრებისას?

Posted by: Molloy 13 Oct 2015, 13:32
გამარჯობა. ჩემს ცუგოს აკანკალებს ამ ბოლო დროს და კუჭში უჭირს, ჰოდა ექიმმა ჭიების ბრალიაო. მივეცი გუშინ ჭიების წამალი და დღეიდან ვიტამინებიც რო მივცე რაიმე პრობლემა ხო არ იქნება? თუ ჯერ დავამთავროთ ჭიებზე დამუშავება? (10 დღის მერე მეორე უნდა მივცე)

Posted by: MITIATO 14 Oct 2015, 00:31
Molloy

დაამთავრე ჭიებზე მკურნალობა და მერე მიეცი ვიტამინები.

Posted by: Wisemаn* 14 Oct 2015, 11:40
Scoorp
თუ ყველაფერს დროზე დაალევინებ და გაუკეთებ(ჭიის წამალი + აცრა) 2.5 - 3 თვის იქნება ლეკვი.

Posted by: Molloy 14 Oct 2015, 14:03
MITIATO
მადლობა, ეგრე ვიზამ. ესეიგი ჭამასაც მოუკლო, ხორცის გარდა არაფერს არ ჭამს და გატუტუცებულია და მაგის ბრალია ალბათ ხო? თუ რაიმე საშიში იქნება? გამყიდა მაგის კონსერვებმა.

Posted by: Scoorp 14 Oct 2015, 14:16
Wisemаn*

მადლობა




smile.gif)))

Posted by: Armonida 21 Oct 2015, 15:50
გამარჯობათ smile.gif

მაინტერესებს ფოთთან ახლოს (ბათუმი, ქუთაისი ან სხვა ქალაქი) არის რომელიმე კარგი ვეტ კლინიკა სადაც კატების სტერილიზაციას აკეთებენ? ჩემი სახლის გვერდით ეზოა და იქ კატები დარბიან, მეცოდება და ვაჭმევ მაგრამ კნუტების დაყრა დაიწყეს და ორი პარტია გამოვზარდე უკვე და მეტი აღარ შემიძლია 16 კატაა სულ და დედალი არის 5. ამათ უნდა გავუკეთო თორემ უკვე კატასტროფაა. წელიწადში 2-ჯერ სამ-ოთხ კნუტს აჩენენ და გაფრენაზე ვარ უკვე biggrin.gif

სად წავიყვანო მირჩიეთ რამე, გთხოვთ. ტელეფონი, მისამართი ან კლინიკის სახელი მითხარით თუ იცით. მადლობა წინასწარ!

Posted by: chitiashvili 23 Oct 2015, 18:15
გამარჯობა მყავს თვი ნახევრის კანე კორსო მამრი მუცელზე გაუჩნდა წყლულისავით ამობერილია და მოყვითალო რა შეიძლება იყოს გთხოვთ მირჩიეტ და რითი მოვარჩინო ?

Posted by: MITIATO 25 Oct 2015, 11:56
chitiashvili
QUOTE
მუცელზე გაუჩნდა წყლულისავით ამობერილია და მოყვითალო

პირველი რაც თავში მომივიდა, ჭიპის თიაქარია, თუმცა ათასი რამე შეიძლება იყოს.
ჯობია, ვეტერინართან მიიყვანო.
ასე შორიდან რთულია დიაგნოზის დასმა და მით უფრო, მკურნალობა.

Posted by: lilu777 31 Oct 2015, 19:36
მყავს ლაბრადორი წლინახევრის. 4 დღეა დაეწყო თვალების ქუთუთოების შეშუპება და გადაქერცვლა. წვეთები ჩავაწვეთე თვალის და მაღაზიაში მითხრეს ჭიებმა იცისო ჭიის წამალიც მივეცი და უხასიათოთ იყო. ჭიის წამლის ბრალია უხასიათობა თუ ამ თვალების პრობლემამ გამოიწვია ვეღარ მივხვდი. დღეს ექიმთან მყავდა და მითხრა ანალიზი უნდა გაუკეთო , რომ ლეიშმანიოზი გამორიცხოო.
როგორ ფიქრობთ შეიძლება ლეიშმანიოზი ქონდეს? ეხლა კოღოები აღარ არიან და საიდან უნდა გადასდებოდა. საკუთარი სახლი მაქვს და ეზოშია სულ არსად დამყავს. მე უფრო იმას ვაბრალი ქუჩის კატა იყო მოსული 5 დღის წინ ჩხუბი ქონდათ საჭმელზე. შეიძლება კატას რამე ექნა? ვეღარ გავიგე რა ჭირს ძაან ვდარდობ, ხვალ ანალიზზე მიმყავს და იმედია რამე ცუდს არაფერს იტყვიან sad.gif

Posted by: MITIATO 2 Nov 2015, 19:15
lilu777
QUOTE
ეხლა კოღოები აღარ არიან და საიდან უნდა გადასდებოდა.

ლეიშმანიოზს საკმაოდ ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდი აქვს. თვეების განმავლობაში შეიძლება ძაღლი ჯანმრთელად გეჩვენებოდეს.
ჯობია გამორიცხოთ და თუ არ დადასტურდა, სხვა პრობლემებს მოევლება.

Posted by: lilu777 5 Nov 2015, 22:03
MITIATO


დადასტურდა და ეხლა როგორ მოვიქცე აღარ ვიცი არაა ისე ცუდად რომ მოსაკლავად გავიმეტო. ნუთუ არაფერი არსებობს რომ კარგად გახდეს

Posted by: LASHA_X_X 5 Nov 2015, 23:15
დღეს დილიდან ცუდათაა ჩემი ლეკვი sad.gif უხასიეთოდაა არაფერს ჭამს და დილას აღებინა რა ვუშველო რისი ბრალი შეიძლება იყოს? ჭია ეყოლებაო მითხრეს და მივცე ჭიის წამალი? დილას ბისეპტოლი დავალევინე

Posted by: MITIATO 6 Nov 2015, 10:28
lilu777
ძალიან ვწუხვარ. sad.gif

ამ დაავადების დროს ძაღლის დაძინებას იმიტომ კი არ ურჩევენ, რომ ძალიან ცუდადაა, იმიტომ, რომ ლეიშმანიოზის გამომწვევი მთელი ცხოვრება რჩება ძაღლის ორგანიზმში და ინფექციის წყაროა.
თორემ კი მკურნალობენ და აქვთ ხოლმეე შედეგები.

ვერაფერს გირჩევ.
მეც არ ვიცი ასეთ სიტუაციაში როგორ მოვიქცეოდი. user.gif


Posted by: FJ70 12 Nov 2015, 14:55
კატას ცოფის საწინააღმდეგო აცრას სად უკეთებენ?

ვიცი რომ წელიწადში ერთხელ უნდა პროფილაქტიკის მიზნით

Posted by: nia4u 12 Nov 2015, 19:52
lilu777
QUOTE
დადასტურდა და ეხლა როგორ მოვიქცე აღარ ვიცი არაა ისე ცუდად რომ მოსაკლავად გავიმეტო. ნუთუ არაფერი არსებობს რომ კარგად გახდეს

ჩემმა ნაცნობმა უმკურნალა, ზუსტად არ ვიცი დეტალები სად და როგორ,
თითქოს კარგად იყო, მაგრამ ბოლოს მაინც დაიღუპა... sad.gif
მაინც სცადე, თუ გაქვს საშუალება...
სამწუხაროა ძალიან sad.gif

FJ70
QUOTE
კატას ცოფის საწინააღმდეგო აცრას სად უკეთებენ?

ვეტექიმი გაუკეთებს, თუ მიიყვან...

Posted by: Citizen931 13 Nov 2015, 17:09
საღამო მშვიდობის. მყავს ხუჭუჭა თუთიყუში, 2 წლისაა. ხანდახან საკენკს ყრიდა ხოლმე, მაგრამ ჯანზე იყო, აქტიურობდა, ლაპარაკობდა. დაახლოებით 2-3 კვირის წინ მოიბუზა და არც აქტიურობს და აღარც ლაპარაკობს. საკენკს ისევ ყრის. ვეტერინარმა რაღაც სითხე მომცა და შპრიცით ვასმევდი, რაღაც ანტიბაქტერიული, მაგრამ არ უშველა. იქნებ თქვენ იცოდეთ რამე. წინასწარ გმადლობთ

Posted by: VetHouse 14 Nov 2015, 14:40
მოგესალმებით smile.gif
ვინაიდან, ამ ჯგუფში საკმაოდ დიდია ინტერესი ცხოველთა თუ ფრინველთა პრობლემების შესახებ, გთავაზობთ უფასო კონსულტაციის აქციას აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ქირურგისგან - იგორ სტეპჩენკოვისგან, რომელსაც 20 წლიანი გამოცდილება აქვს ვეტერინარიის სფეროში.

ბატონი იგორი გაგიწევთ კონსულტაციას მათი მოვლის, სეზონური დაავადებების, კვების რეგულირების, პრე -და პოსტ ოპერაციული მდგომარეობისა და სხვა პრობლემების შესახებ.

კონსულტაციის მიღება შესაძლებელია ჩაწერის გარეშე, მისამართზე: კარტოზიას #6, მაღაზია "ზოომარტი", ყოფილ იპოდრომთან.
სამუშაო საათები: 14 ნოემბერი - საღამოს 20:00 საათამდე. 16-დან 21 ნოემბრის ჩათვლით 12:00-დან 20:00-მდე.

Posted by: nia4u 16 Nov 2015, 18:45
Citizen931
ხომ არ სცივა?
ორი-სამი კვირა თუ მობუზულია, მაგრამ ჩვეულებრივად ჭამს, სცივა ალბათ,
თორემ რამე რომ სჭირდეს,რა ვიცი, ამდენი ხანი...
ვეტექიმთან აღარ გყოლია?
აი, თუთიყუშების თემა და აქაც იკითე ან ფეისბუქზე, ამ თემაშია ლინკი
https://forum.ge/?f=72&showtopic=34659043&st=1170

Posted by: gamarosti 29 Nov 2015, 10:11
რუსთავში კარგი ვეტერინარები არიან?

Posted by: MozambikeliMtasvleli 1 Dec 2015, 19:46
მოგესალმებით ყველას, თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ!!!

ჩემს 2,5 თვის კნუტს აცემინებს შიგადაშიგ, ზოგჯერ კრუტუნისას თითქოს ცხვირი აქვს გაჭედილი ისეთი შთაბეჭდილება მრჩება. გამონადენი ან რამე არ აქვს, ხასიათზეც მშვენიერზეა და არც მადას უჩივის. რისი ბრალი შეიძლება იყოს? პროფილაქტიკისთვის რამე ხომ არ დავალევინო?

Posted by: Kalliope 4 Dec 2015, 00:37
გამარჯობა
ერთი თვეა, რაც სადარბაზოში ძაღლი მოგვეკედლა, გარკვეულ ადგილებში აქვს ქერტლი, ამასთან უბედურად იფხანს მთელ ტანს, რომ ვუნახე რწყილები ყავს, მაგრამ არც ისე ბევრი. ბეწვიც, ვფიქრობ ძალიან ცვივა, თუმცა მოტიტვლებული ადგილები არ აქვს. საშიში ხომ არაა? იქნებ მირჩიოთ რამე.
ჭამით კარგად ჭამს, წონაშიც მოიმატა და ხალისიანადაა.

Posted by: СAФO 4 Dec 2015, 11:22
გამარჯობათ მავს სამი თვის კნუტი და ყურში აქვს შავი გამონადენის მაგვარი რომელიც მერე უხმება და იქექავს ყურს ხშირად და რა შეიძლება იყოს?

Posted by: duri 10 Dec 2015, 03:11
იმედია ვინმეს არ ძინავს cry.gif
6 თვის ლაბრადორი, აღებინა რამოდენიმეჯერ, ბალახებს და წიწვების ჭამს და იმითი ამოაქვს. ეხლა კუჭი ცარიელი აქვს, მაგრამ აკანკალებს, სახლში შემოვიყვანე და პლედში გავახვიე (ეზოში იზრდებიან) იმედია დილამდე გამოვა. სადმე თუ იცით 24 საათიანი კლინიკა , სადაც გადასხმებს გაუკეთებენ???


Posted by: Rugby6 10 Dec 2015, 22:50
გამარჯობათ მყავს კანე კორსო ძუ 3 წლამდე 2 ჯერ შევაჯვარე და არ დაყარა ლეკვები. მოკლედ ჩემი ძაღლი რომ მაჩუქეს ვეტერინარმა მითხრა თუ საბუთები გინდა ნემსს გავუკეთებ ლეკვები რომ აგარ დაყაროსო და ამინტერესებს არის რაიმე საშვალება რიტიჩ შევძლებ გაუკეთეს თუ არა ეს ნემსი ჩემს ძაღლს. და ხელოვნურ განაყოფიერებაზე რამეს ხომ ვერ მეტყვიით??

Posted by: MITIATO 11 Dec 2015, 15:52
Rugby6

ეგეთი ნემსი არ არსებობს.
ლეკვები რომ არ დაყაროს, ამისთვის აკეთებენ ოპერაციას, რომლის დროსაც საკვერცხეებს და საშვილოსნოს აცლიან ძაღლს. სტერილიზაციას რასაც ეძახიან.
წამლები არის იმისთვის, რომ თუ რაღაც სასწაული ხდება, ერთი კონკრეტული მძუნაობა შეწყდეს.

რატომ გითხრა ვეტერინარმა ასეთი რამე არ გიკითხავს? როგორც წესი, როცა რამე სერიოზული ნაკლი აქვს ძაღლს, მაშინ იქცევიან ასე. ამ დროს მართლა არ ღირს ძაღლის შეჯვარება.

რატომ გინდა ასე ძალიან შენი ძაღლის გამრავლება?

Posted by: In_private 15 Dec 2015, 16:11
СAФO


დიდი ალბათობით ოტოდექტოზი იქნება.
ვეტთან მიიყვანე და ზუსტად გეტყვის . თუ არადა ყურის წვეთებია კატების და ძაღლების ბარსი. მაგით უნდა უნდა გაუწმინდო კარგად ყურის ნიჟარა და ჩააწვეთო ყურებში 2-3 წვეთი ყოველ 5-7 დღეში ერთხელ, გამოჯანმრთელებამდე. ერთში რომ ჩააწვეთებ ცოტახანი ხელში გყავდეს რომ არ აქნიოს თავი აქეთ იქით და წამალი გაუჩერდეს.

Posted by: Qetty 17 Dec 2015, 11:46
გამარჯობა. ჩემი ძაღლი 10 წლისაა, 3 წლის წინ გვიტხრეს რომ კიბო ჭირდა, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში იყო გავრცელებული მეტასტაზები და რამდენიმე თვეში მოკვდებაო, მაგრამ იცოცხლა 3 წელიწადი, ნელნელა დასუსტდა, ცუდ ხასიათზე იყო, უინტერესოდ.... მოკლედ 1 თვეა უკვე გამოუვიდა ჯირკვლები, თანდათან დაკარგა მხედველობა და უმეტესად ეძინა. 4 დღეა სრულიად დაბრმავდა, გული აქვს აჩქარებული,ძლიერად უცემს და არითმია აქვს. ქოშინებს,ჩქარა სუნთქავს, მუცელი გამოებერა და მემგონი სითხე აქვს, კუჭშიც ვეღარ გადის კარგად, ძალა აღარ აქვს. მოკლედ ასეთი ძალამიხდილი წევს და დახუჭული აქვს თვალები sad.gif არ ძინავს უბრალოდ ცუდადაა ძალიან. დღეს არაფერი არ შეჭამა, მანამდე პაშტეტებს ჭამდა. შებოლილი ორაგულის სუნი რომ მიუვიდა თავ წამოყო , შემეცოდა, ცოტა მივეცი და ისე გემრიელად შეჭამა. არაფერს არ ჭამს სხვას და არვიცი რა ვქნა. ვეტერინარმა დააძინეთო და არ მინდა არვიცი... გამოძახებით ვინმე კარგ ვეტერინარს ხომ ვერ მირჩედით? ან რამეს ხომ ვერ მირჩევდით. ძალიან მძიმე სიტუაციაში ვართ sad.gif

Posted by: MITIATO 17 Dec 2015, 14:59
Qetty

რატო აწვალებთ საცოდავს. რა აზრი აქვს?
მესმის, რომ მძიმე მისაღებია ასეთი გადაწყვეტილება, მაგრამ როცა ბრძოლას აზრი არ აქვს, უნდა გაუშვა. mo.gif

Posted by: blblbl 17 Dec 2015, 15:25
Qetty
ჩემს მეგობრს ჰქონდა მსგავსი სიტუაცია 15ის იყო მისი,კიბო არ ჰქონდა ოღონდ,სიბერისგანს,ბოლოს ზუსტად ამსე იყო როგორც აღწერ,რადენიმე დღეში მშვიდად დაიღუპა..რავიცი მე გირჩევ არ დააძინო და მის გვერდით იყო ბოლო წუთებში...ვწუხვრ და გაზლებას გისურვებ :*

Posted by: Qetty 17 Dec 2015, 15:51
მე არ მინდა დავაძინო, გვერდით მიწევს სულ ვეფერები... მაგრამ... რთული გადაწყვეტილებაა. თან უსაფუძვლო იმედი მაინც მაქვს რომ გამოკეთდება, მაგრამ ლოგიკურად ვიცი რომ არ მოხდება ესე sad.gif რთული გადასაწყვეტია. არაფერი არ ტკივა უბრალოდ სუსტადაა

Posted by: blblbl 17 Dec 2015, 16:11
Qetty
ხოდა იყოს ბოლო წუთამდე შენთან მითუმეტეს Tu არ იტანჯება..ისედაც სულ ცოტა დარჩა ალბათ და გაუხანგრზილევე შენთან ყოფნის ბედნიერება

Posted by: Qetty 17 Dec 2015, 20:23
ალიკას დავურეკეთ და დექსამეტაზონი გაუკეთეთო. ვნახოთ როგორ იქნება ხვალ.

Posted by: Nickush 19 Dec 2015, 14:05
გამარჯობათ. 3 თვის მამალი მეტისი მყავს 2 დღის წინ წამოვიყვანე თავშესაფრიდან. პირველივე დღეს დავბანეთ სახლში და გაცივდა.. გუშინ საღამოდან მოყოლებული ცხვირიდან ცინგლები მოსდის და ხშირად სუნთქვისას ცხვირთან ბუშტუკები ებერება. სახლის პირობეში ვეტერინარის გარეშე როგორ შეიძლება რო გამოვაკეთოთ? ნაჭერში მყავს ეხლა გახვეული და სითბოსთან ახლოს დავაწვინე.. დამეხმარეთ როგორ ვუმკურნალო

Posted by: hermion granger 21 Dec 2015, 21:46
თუთიყუშის ექიმი იქნებ მირჩიოთsmile.gif

Posted by: nalbo 22 Dec 2015, 09:08
გამარჯობათ. ფაღარათი აქ ჩემს ძაღლს და რა შეიძლება ვუშველო? რამე წამალი არი?

Posted by: XAO 22 Dec 2015, 15:55
გამარჯობათ.
რა მაინტერესებს ძაღლი მყავს ბოქსიორი 12 წლის ჯანზეა ყველაფერი არაფერი არ აწუხებს. დაჩაზე მყავდა 6 თვე და რო ჩამოვიყვანე დაიწყო სახლში მოსაქმება... ცხოვრებაში არუქნია. თან რამოდენიმეჯერ ტახტზე ავიდა და იქ მიაფსა smile.gif რისი ბრალი შეიძლება იყოს? ახალი გარემონტებულია სახლი და ზოგი მეუბნება ადგილებს ნიშნავსო რავი ვერ გავიგე. ზოგმა სტრესიაქო... რავუყო აღარ ვიცი

Posted by: 13plus 24 Dec 2015, 00:10
ბოქსიორის ლეკვზე რა ასაკში შეიძლება ყურების და კუდის მოჭრა?
კიდევ ხომ ვერ მიმასწავლით ვინმეს ვინც ამ პროცედურას კარგად აკეთებს? თუ არ აქ მნიშვნელობა? (რათქმაუნდა ვეტერინარს ვგულისხმობ)

Posted by: blblbl 24 Dec 2015, 01:40
13plus
თუ არ მოაჭრი უკეთესია და სიე ალიკასთან მიიყვანე,საუკეთესო ვეტერინარია,საბურთალოს ქუჩაზე მუშაობს 45 ნომერში

XAO
რასაც გეუბნებიან ეგ ყველაფერი ერთად აქვს,ჩემია სახლიო მაგით გაგებინებს biggrin.gif გადაეჩვევა

Posted by: 13plus 24 Dec 2015, 02:30
blblbl
რას კუდს თუ ყურებს? უკეთესი რატოა შეგიძლია მითხრა?

Posted by: Rorschach4 27 Dec 2015, 15:37
ხალხნო და ჯამათნო, მყავს შარპეი 11 თვის, დღეს რამდენჯერმე აეშალა კუჭი და ბოლოს რამდენიმე წვეთი სისხლი დააყოლა
იქნებ მირჩიოთ რამე, რისი ბრალი შეიძლება იყოს, საშიშია თუ არა...

Posted by: L.A.D.Y.B.I.R.D 30 Dec 2015, 22:30
ჩემი კნუტი მთელი დღეა იფხანს კისერს, ისე რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ერთი თითის დადებაზე გამელოტდა და მაინც რომ არ წყვეტს, დაწითლებბული და ამოსიებული აქვს ის მოტიტვლებული ადგილი sad.gif
რა შეიძლება იყოს და რით ვუშველო?


შეიძლება იმის ბრალი იყოს რომ დედამისი სულ უღრენს და თავს ესხმის? იმდრეს ერთ ვეტერინარულ გადაცემაში თუთიყუში ნერვიულობაზე ბუმბულს იპუტავდა და იქნება ამასაც ესე სჭირს

Posted by: Davit777 30 Dec 2015, 23:41
თითქმის 1 წელია რაც მაჩუქეს ძაღლი (შავი ლაბრადორი), მითხრეს რომ 1 წლის არ არისო (როცა მაჩუქეს), ერთხელ იყო ამძუვნებული და არ შევაჯვარე, ვიფიქრე 2 წლამდე რომ გახდება შემდეგ შევაჯვარებთქო, მაგრამ რაღაც მაეჭვებს რომ უფრო მეტი ასაკის მგონია, რადგან როცა ბეწვს ვუწევ შიგნით თეთრი თმები ჭარბობს, როცა მაჩუქეს არ ქონდა თეთრი თმა, ანუ ვფიქრობ, რომ დაბლა ძირიდან იწყებს გათეთრებას და რისი ნიშანია, უფრო მეტი ასაკის არის თუ ?

Posted by: gubaz_merve 1 Jan 2016, 10:23
კავკასიური ნაგაზის აზიური იდტორია ისაა რომ კავკასიურ ნაგაზს აზიურს მიაწერენ,კავკასიური ძროხის რეალური კადრი მჭირდება.

Posted by: Hеllhаmmеr 1 Jan 2016, 22:59
კარგი ექიმის ნომერი მომეცით რა

Posted by: Wisemаn* 2 Jan 2016, 10:57
Hеllhаmmеr
593394733

დათო ნანობაშვილი.

Posted by: Davit777 2 Jan 2016, 11:02
QUOTE (Davit777 @ 30 Dec 2015, 23:41 )
თითქმის 1 წელია რაც მაჩუქეს ძაღლი (შავი ლაბრადორი), მითხრეს რომ 1 წლის არ არისო (როცა მაჩუქეს), ერთხელ იყო ამძუვნებული და არ შევაჯვარე, ვიფიქრე 2 წლამდე რომ გახდება შემდეგ შევაჯვარებთქო, მაგრამ რაღაც მაეჭვებს რომ უფრო მეტი ასაკის მგონია, რადგან როცა ბეწვს ვუწევ შიგნით თეთრი თმები ჭარბობს, როცა მაჩუქეს არ ქონდა თეთრი თმა, ანუ ვფიქრობ, რომ დაბლა ძირიდან იწყებს გათეთრებას და რისი ნიშანია, უფრო მეტი ასაკის არის თუ ?

გამეცით პასუხიიიი....



.
..
.
.

.
.



Posted by: Molloy 2 Jan 2016, 12:13
მოგესალმებით, გილოცავთ ახალ წელს. ჩემი ცუგა ძალიან მანერვიულებს, ახალი წლის ღამეს ძალიან შეეშინდა, მის მერე მისი ხასიათიც არ მომწონს, ცოტ-ცოტას აკანკალებს და ერთი-ორჯერ სახლში მოშარდა (აქამდე არასროს უქნია). რა ვუყო?

Posted by: MITIATO 2 Jan 2016, 20:00
Davit777

ძაღლები, ისე, როგორც ადამიანები, სხვადასხვა ასაკში იწყებენ გაჭაღარავებას. ზოგი_უფრო ადრე, ზოგი_უფრო გვიან.
ეს დამოკიდებულია გენეტიკაზეც და ცხოვრების პირობებზეც: რაც უფრო ცუდ და სტრესულ გარემოში ცხოვრობს, მით უფრო ადრე ჭაღარავდებიან.

მაგრამ შენს ადგილას მაინც კარგად გავარკვევდი ძაღლის ასაკს. smile.gif

Molloy
იქნებ რამე დამაშვიდებელი მიგეცა. სტრესი აქვს საწყალს. user.gif
ვეტერინარს რომ დაუკავშირდე, გირჩევდა რამეს.

Posted by: Davit777 2 Jan 2016, 21:35
MITIATO
გასაგებია, მეც მსურს გავარკვიო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვარკვევ... მადლობა პასუხისთვის :*

Posted by: maia24 3 Jan 2016, 14:13
ახალ წელს გილოცავთ,კითხვა მაქვს უბანში ცუგა გვყავს შეფარებული და რაღაც დაემართა ვეღარ ხედავს დილით საჭმელი რომ ვაჭამე მე კი მხედავდა მაგრამ საჭმელზე სანამ ცხვირი არ დავადებინე ვერ ხედავდა,სუნით მიაგნო,მეც ალბათ ლანდად მხედავს,თვალები რაგაცნაირად მუქად და ტიტქოს დაწითლებული აქვს რა მოვუხერხო,შემეცოდა ძალიან,იქნებ რამე წამალი მირჩიოთ რომ წავუსვა ან ჩავუწვეთო,წინასწარ მადლობა.

Posted by: Legal-Gunner 7 Jan 2016, 13:20
გამარჯობათ ყველას გილოცავთ შობა ახალ წელს.მოკლედ 2 თვის ძაღლი მომიკვდა აცრა ცოფზე არ ქონია გაკეთებული შეხება თავისთავად გვქონდა ძაღლთან და რამოდენიმეჯერ გამკაწრა კიდეც მაგრამ გამქრალი მაქ ის ნაკაწრები და ტკივილითაც არაფერი მტკივა.ორ ვეტერინართან დამყავდა და ორივემ ცოფი არაა ენტერო ვირუსი აქვსო.მოკლედ დასუსტდა მაგრად არ ჭამდა ბოლო 5 დგე იმ დილით წყალი დალია უკანა ფეხებს მიათრევდა რამოდენიმეჯერ გულიც აერია მაგრამ რადგან ნაჭამი არ ქონდა არაფერი ქაფი იტო მარტო,მირჩიეთ რა ვქნა მაგარი დაგრუზული ვარ
უნდა ავიცრა?

--------------------

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 7 Jan 2016, 19:49
Legal-Gunner
QUOTE
რა ვქნა მაგარი დაგრუზული ვარ
უნდა ავიცრა?

ექიმს უნდა გაესინჯო დაუყონებლივ აქ რას კითხულობ ცოფის ნიშნები არ არი მართლაც მ აგრამ რაც გითხრეს ისეც არანაკლებ საშიშია

Posted by: LASHA_X_X 8 Jan 2016, 22:14
თვალებს ხუჭავს ჩემი ლეკვი ხშირად ეს დღეები ჩაწითლებულივით აქვს ოდნავ რო ატრიალებს ანთება ექნება ვითომ? sad.gif რას მირჩევთთვალებს ხუჭავს ჩემი ლეკვი ხშირად ეს დღეები ჩაწითლებულივით აქვს ოდნავ რო ატრიალებს ანთება ექნება ვითომ? sad.gif რას მირჩევთ
* * *
თან აცემინებს მაგრად რო აუტდება ხოლმე ცემინება ლამის თავს არტყავს დაბლა

Posted by: Stuart 11 Jan 2016, 12:54
გამარჯობათ. ჩემმა ძაღლმა (ინგლისური სეტერი) დაყარა ლეკვები,არიან უკვე 21 დღისები და დედა აღარ აჭმევს მგონი კარგად და მირჩიეთ რა შეიძლება,რო ვაჭამო ლეკვებს ისეთი რამ რაც უკვე შეიძლება ამ ასაკში..

Posted by: pukaaa 15 Jan 2016, 21:11
გამარჯობა, ძაღლისთვის (ჩიხუახუასთვის) ქათმის ღვიძლის ჭამა შეიძლება?

Posted by: MITIATO 16 Jan 2016, 23:27
pukaaa

კი, როგორ არ შეიძლება.
ოღონდ ძალიან ბევრი არ აჭამო, ფაღარათი შეიძლება დამართოს.

Posted by: Rorschach4 17 Jan 2016, 02:22
Stuart
რძე gigi.gif gigi.gif

Posted by: pukaaa 17 Jan 2016, 10:25
MITIATO

დიდი მადლობა. ძალიან მოეწონა ძლივს რაღაც, საშინლად უჭმელი ვინმეა

Posted by: Pleiades 19 Jan 2016, 00:02
გამარჯობა, ჩემი კნუტი წუხელ ღამის მერე უცნაურად იქცევა, კნავის და კნავის. :/ ორი დღით სხვასთან გვყავდა დატოვებული, ქალაქგარეთ ვიყავით და თავიდან ვიფიქრე, მაგის ბრალიათქო, მაგრამ იქ ჭკვიანად იქცეოდა.
ხვალ წავიყვან ვეტერინართან, მაგრამ ხომ არ გაქვთ ვინმეს გამოცდილება რა შეიძლება სჭირდეს. თითქოს უცნაურადაც დადის, კუდი აქვს უცნაურ ფორმაში.

Posted by: SNYPI 19 Jan 2016, 01:04
ლეკვი მყავს დაახლოებით 20 დღისაც არ იქნება
და რა მაინტერესებს
ძალიან ხშირად ფსავს
შეიძლება 10 წუთში 2 ჯერ მოფსას მაგალითად
იღვიძებს თუ არა ფსავს
ვიცი ჯერ პატარა არის მაგრამ
ნორმალურია ეგ?
აი ზედმეტად ხშირად ფსავს მგონი biggrin.gif და ნორმაა?

Posted by: RvP10 19 Jan 2016, 17:00
გამარჯობათ

რა მაინტერესებს ეხლა : შესაძლებელია ჯანმრთელი ( შეუიარაღებელი თვალით ჯანმრთელი, მადა, ხასიათი, ქცევა - ყველაფერი ნორმის ფარგლებში, გარენულად ავადმყოფობის არავითარი ნიშანი არ აღებიშნებოდა) ძაღლი 1 დღე-ღამის განმავლობაში მოკვდეს?

მდგომარეობა ავადმყოფობიდან სიკვდილამდე შემდეგნაირად განვითარდა :

საღამოს საჭმელი არ ჭამა. მომდევნო დილით უკვე ცოცხალ-მკვდარი იწვა, აჩქარებით სუნთქავდა, არ რეაგირებდა არც დაძახებაზე არც არაფერზე, ვერაფერი ვაჭამე, მაგრამ წყალს სვამდა. მომენტალირად გავქანდი მოვუყვანე ვეტერინარი, სიცხე აქვსო, 4 ნემსი გაუკეთა და ხვალ თუ უკეთესობა იქნა გადასხმებს გავუკეთებო. მომდევნო დილა ვეღარ გაათენა.


რომ შევაჯამოთ ჯანმრთელმა ( ისევადაისევ მე რამდენადაც შემეძლო განმესაზღვრა) ძაღლმა საღამოს საჭმელი არ ჭამა ( სხვა სიმპტომი არ აღენიშნებოდა დღის განმავლობაში) , მომდევნო დღეს ცოცხალმკვდარი იყო მთელი დღე და იმ ღამესმე დალია სული.

უნდა ითქვას რომ ბებერი იყო. საკმაოდ ბებერი. 12 წლის კავკასიური.

mაგრამ მიუხედავად ასაკისა, რამდენად ნორმალურია ასეთ მოკლე დროში ასეთი რადიკალური გადასვლა ცოცკლებიდან მკვდრებში?

კერძო სახლის ეზოში ბინადრობდა და მაგიტომ მაინტერესებს ,მოწამვლას ხომ არ შეიძლება ადგილი ჰქონოდა? თუ ბუმებრივად შეიძლებოდა ასე მომხდარიყო?

Posted by: unlucky 20 Jan 2016, 00:16
SNYPI
კი,ნორმალურია givi.gif ჩემიც ეგრე იყო.
კი მაგრამ ასეთ პატარას რითი კვებავ?
* * *
Stuart
დღეში 5ჯერ უნდა აჭამო 3საათიანი ინტერვალით. უცხიმო ხაჭო და ბავშვის ფაფები როა აფთიაქში ეგ შეიძლება რო აჭამო

Posted by: Stuart 20 Jan 2016, 03:14
unlucky
პიურეს და ბრინჯს ვუხარშავ ეხლა არეულს და მაგას ვაჭმევ ხოლმე დღის მანძილზე,დილით და საღამოს დედასთან მიმყავს რო რძე აჭამოს მაგრამ დედა აღარ უჩერდება და მიწევს ხოლმე ძალით გაჩერება დედის რო ჭამონ ლეკვებმა..

ხოდა მაინტერესებს თუ იცით თქვენ რა ასაკამდე უნდა აჭამოს დედამ.. ჩემი გაკეთებული საჭმელი ვაჭამო აწი მარტო ?

Posted by: unlucky 20 Jan 2016, 03:48
Stuart
1თვე ან ცოტა მეტი საკმარისია. ჩემი ერთი ძაღლი თვე-ნახევარი აჭმევდა,მაგრამ მეორე ცუგომ ერთი თვე მიიკარა მარტო ლეკვები. მერე მე ვკვებავდი

Posted by: SNYPI 20 Jan 2016, 05:14
unlucky
QUOTE
კი,ნორმალურია  ჩემიც ეგრე იყო.
კი მაგრამ ასეთ პატარას რითი კვებავ?

გამახარე
რამდენ ხნამდე გაგრძელდება ეს მოფსმები ყოველ 10 წუთში? biggrin.gif
დავიტანჯე სალფეთკით სირბილი, ოღონდ საწოლში ან სადაც ძინავს იქ არ აფსავს, ლამინატზე biggrin.gif

ბავშVების ორგანული რძე რომ არის
თოთოებს რითიც კვებავენ
აი მაგას ვასმევ smile.gif))

Posted by: unlucky 20 Jan 2016, 11:36
SNYPI
ცოტა რომ წამოიზრდება და საკვებს შეუცვლი,ეგრე ხშირად აღარ იზამს. მშრალ კვებაზე რო გადავა უკვე
QUOTE
საწოლში ან სადაც ძინავს იქ არ აფსავს, ლამინატზე

givi.gif საყვარელი love.gif ამას იოლად მიაჩვევ თავის დროზე საჭირო ადგილზე მოსაქმებას jump.gif

Posted by: MITIATO 20 Jan 2016, 11:40
RvP10

რომ მოეწამლათ, იყო ამის ალბათობა?

Posted by: Stuart 20 Jan 2016, 11:43
ჩემებიც არ ფსავენ სადაც ძინავთ გადადიან იატაკზე და იქ შვრებიან და მეც მიწევს სალფეტკებით დევნა biggrin.gif მიწა დავუდგი ეხლა ტაშტით და სანამ გარეთ გაყვანას დავუწყებ იქნებ მანდ მივაჩვიო მოსაქმება biggrin.gif <3

მშრალ საკვებს არ ჭამენ ჯერ დიდად და იმედია შეეჩვევიან, ხაჭოს ვუყიდი დღეს და ვნახოთ რა გამოვა

Posted by: LASHA_X_X 20 Jan 2016, 18:44
დისკანი ესეთი წამალი არის რამე? თუ გაგიგიათ

Posted by: Rorschach4 21 Jan 2016, 15:44
ჯამაათნო, დილით გავიღვიძე და ძაღლს ყური აქვს სისხლიანი, სახლში იყო მთელი ღამე და ვერაფერზე ვერ დაიზიანებდა.
ხო არ გქონიათ ვინმეს მსგავსი შემთხვევა?

Posted by: papaucan 22 Jan 2016, 11:54
თუ ვინმემ იცის ვთხოვ მომწეროს ეს რა თევზია და წყალქვეშა მცენარეებს თუ ერჩის. წინასწარ მადლობა !

Posted by: MITIATO 22 Jan 2016, 17:23
papaucan
აქ დაპოსტე, უფრო გიპასუხებენ: https://forum.ge/?f=72&showtopic=34676983&st=2190

Posted by: vechny 24 Jan 2016, 16:03
ძაღლისთვის მაკარონი ან ვერმიშელი შეიძლება?უყვარს და ვერც ვაძლევ

Posted by: Rorschach4 24 Jan 2016, 20:17
vechny
გინდა პური გიჭმევია გინდა მაკარონი, თუ უყვარს და უპრობლემოდ ინელებს რატო არ უნდა აჭამო

Posted by: SNYPI 25 Jan 2016, 04:56
1 თვეზე ნაკლები ლეკვის მყავს
რძეს ვაჭმევ
ნორმალურად ისიც არ ვიცი რამდენი ვაჭამო
ყოველ 3 საათში ვაჩმევ 20-30 გრამს
ბევრია ცოტაა
თუ რაა იქნებ ცოტა დამაკვალიანოთ
და რამდენი ხნის მერე უნდა გადავიყვანო სხვა საჭმელზე?
სუ შია ამ ჩემისას მგელივით არის ხოლმე
სუნს რო იგებს რძის გიჟდება
ან ცოტას ვაჭმევ ან მსუნაგია biggrin.gif

Posted by: ბაღა 25 Jan 2016, 16:10
გამარჯობა ფლორისტებო smile.gif

ვერმიკულიტის ყიდვა სად შემიძლია ხო ვერ მეტყვით?

Posted by: anderlain 26 Jan 2016, 14:42
ძაღლის ასატეხ წამალი არსებობს? ან ყოველ მერამდენე თვეში ტყდება ძაღლი?

Posted by: MITIATO 26 Jan 2016, 14:55
anderlain
QUOTE
ყოველ მერამდენე თვეში ტყდება ძაღლი?


დაახლოებით, 6 თვეში 1-ჯერ.

SNYPI
მიეცი უკვე ხაჭო, მაწონი, წვრილად დაჭრილი ხორცი.
1 თვის იყო ჩემი ლეკვი რომ მოვიყვანე, უკბილო. biggrin.gif
დაახლოებით, 2 სუფრის კოვზ საჭმელს ჭამდა 1 ჭამაზე და ყოველ 3 საათში ითხოვდა.
ისე, ჯიშს გააჩნია. თუ დიდი ტანისაა ლეკვი, ცოტა მეტი დაჭირდება.

Posted by: crocodile 29 Jan 2016, 20:13
ალბათ აქ უნდა ვიკითხო,
რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ კითხვა, მჭირდება პასუხი

ხარის ბუშტი - თურმე დიპლიპიტოზე ხარის ბუშტია გადაკრული (შეიძლება ციკნის ტყავიც)
ხარის ბუშტი - ძველად აკრავდნენ სახლის სარკმელზეც (სინათლე რომ შემოსულიყო)
არის ნახსენები ფრანგულ, იტალიურ ზღაპრებშიც

მახსოვს ბავშვობაში, უფროსების ხუმრობით ნათქვამი - ხარის ბუშტს მოგიტანო (ბურთის ნაცვალდ)


რა ბუშტზეა საუბარი,
ფაშვია, ნაღვლის ბუშტი, შარდის თუ სხვა რამ ბუშტი კიდევ



Posted by: MITIATO 29 Jan 2016, 22:39
crocodile

შარდის ბუშტზეა საუბარი. biggrin.gif
ჩვენც გაგვიბერია ხოლმე ბავშვობაში.

Posted by: minnie16 30 Jan 2016, 11:00
2 თვის ლეკვი მყავს. (კურცხალი). რამდენიმე საათია ცუდად არის. საჭმელს არ ჭამს.არც წყალს სვამს, ძალიან მოთენთილია. ხერხემალი რაღაც უჩეულო ფორმაში აქვს, თითქოს მაღლა ამოეწია. მოკუზული დადის. ფაღარათი აქვს და ეღტხელ აღებინა. ეს ერთი დღე ვერ ხერხდება ვეტერინართან წაყვანა. ხომ ვერ მეტყვით რისი ბრალია ეს ან რით ვუშველო, ოდნავ მაინც?


Posted by: MITIATO 30 Jan 2016, 11:33
minnie16

აუცილებლად უნდა მიიყვანო ვეტერინართან. მაგ ასაკის ლეკვი ან საერთოდ არ გეყოლება აცრილი, ან_არასრულად. შეიძლება ინფექციური ენტერიტი ქონდეს, რაც ძალიან საშიში დაავადებაა.
რაც შეგიძლია გააკეთო, იყიდე რეჰიდრონი ან რამე მსგავსი ელექტროლიტი და ყოველ 5-10 წუთში 1-ჯერ შპრიცით ჩაასხი ცოტ-ცოტა პირში, დაკარგული სითხე რომ აუნაზღაურდეს და დეზინტოქსიკაცია მოხდეს.
მეტს დიაგნოზის გარეშე ვერ გააკეთებ.
მალე გამოჯანმრთელდით.

Posted by: Stuart 31 Jan 2016, 16:31
თვისა და 1 კვირის ლეკვი მყავს და მაინტერესებს რა დაჯდება აცრები? როგორც ვიცი 3 აცრა საჭირო ხო ?

Posted by: LASHA_X_X 31 Jan 2016, 18:00
Stuart
3 კომპლექსური თითო 20-25 ლარი მერე ცოფი ეს არ ვიცი რა ღირს

Posted by: Stuart 31 Jan 2016, 18:06
LASHA_X_X
წამალი რო მე მივიტანო, ექიმი რამდენს იღებს აცვრაში ხომ არ იცი ?

Posted by: LASHA_X_X 31 Jan 2016, 19:29
Stuart
არ ვიცი რა უნდა აიღოს 1 ნემსის ჩხვლეტაში

Posted by: Rorschach4 1 Feb 2016, 00:07
QUOTE
ცოფი ეს არ ვიცი რა ღირს

10-15 ლარი yes.gif

Posted by: 13plus 1 Feb 2016, 19:45
იქნებ იცოდეთ რა 3თვის ლეკვზე, დღეს შევამჩნიე რო ვეფერებოდი კისერზე ცოტა გამაგრებულივით ქონდა ერთ ადგილას, ისე არ ეტყობა არაფერი, და ვერც ხელის გადასმით ვერ შეატყობ, ბეწვი რო გადავუწიე ხორკლიანივით აქვს მაგრამ არ ჩანს არაფერი, რა შეიძლება რომ იყოს?

Posted by: SNYPI 2 Feb 2016, 04:32
წყალი რამდენი ხნიდან უნდა დაალევინო ლეკვს?


-----------------------------

Posted by: MITIATO 2 Feb 2016, 20:09
13plus
ხო არ აცრეს მაგ ადგილას?

SNYPI
დაუდგი წყალი და თუ უნდა დალევს თვითონ.

Posted by: 13plus 2 Feb 2016, 23:34
MITIATO
მგონი კი
...........................

Posted by: MITIATO 3 Feb 2016, 12:33
13plus

ჰოდა, მაგრდება ხოლმე ნანემსარი. არ ინერვიულო, გაუვლის თავისთვის.

Posted by: xatatula 3 Feb 2016, 13:30
მეგობრებო, კატების აცრა რომელი თვიდან იწყება ხომ არ იცით?
კომპლექსური და შემდეგ ცოფი?

Posted by: VetHouse 4 Feb 2016, 17:22
Stuart

QUOTE
თვისა და 1 კვირის ლეკვი მყავს და მაინტერესებს რა დაჯდება აცრები? როგორც ვიცი 3 აცრა საჭირო ხო ?


გამარჯობა

აუცილებელია იცოდეთ, რომ ლეკვის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი და სავალდებულოა გარკვეული ასაკიდან მოხდეს მისი ჭიებზე დამუშავება (დეჰელმენტიზაცია) და ვაქცინაცია.
ეს ორი პროცესი პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე აუცილებელია ლეკვი დამუშავდეს ჭიებზე - მოხდეს დეჰელემენტიზაცია.
დეჰელმენტიზაციის გრაფიკი ლეკვებისთვის ასე გამოიყურება -
1) პირველი დეჰელმენტიზაცია - 1,5 თვის ასაკში.
2) მეორე დეჰელმენტიზაცია - 10 დღის შემდეგ.
3) მესამე დეჰელმენტიზაცია - 1 თვის შემდეგ

მესამე დეჰელმენტიზაციის შემდეგ 6 თვემდე ლეკვების ჭიაზე დამუშავება ხდება 1 თვიანი ინტერვალით, ხოლო 6 თვის შემდეგ ყოველ 3 თვეში ერთხელ.

მეორე დეჰელმენტიზაციიდან 5 დღის გასვლის შემდეგ იწყება ლეკვის ვაქცინაცია.
ვაქცინაციის გრაფიკი ასე გამოიყურება:
1) პირველი კომპლექსური ვაქცინაცია - 2 თვის ასაკში
2) მეორე კომპლექსური ვაქცინაცია - 2 კვირის შემდეგ
3) ცოფის ვაქცინაცია - 3 თვის ასაკში

ამ პროცესის დასრულების შემდეგ 1 წლის ასაკში საჭიროა რევაქცინაციის ჩატარება, რომელიც სიცოცხლის მანძილზე ყოველწლიურად უნდა განმეორდეს.

აღნიშნული სქემის მორგება ინდივიდუალურად ხდება თითოეულ პაციენტზე მისი ვეტერინართან ვიზიტის დროს. ვეტერინარი განსაზღვრავს თითოეული პროცედურის კონკრეტულ თარიღებს და სპეციალურ კალენდარში მოგინიშნავთ მოსვლის დროს, რითაც საგრძნობლად გაგიადვილდებათ ორიენტირება.
მაგალითად ვეტ ჰაუსში ვაქცინაციის ფასები შემდეგია - კომპლექსური ვაქცინაცია - 25 ლარი, ცოფის ვაქცინა - 20 ლარი.

ამასთანავე, მოგახსენებთ, რომ აუცილებელია ლეკვებისთვის მითითებული გრაფიკის მიხედვით ვაქცინაცია და მცდარია მოსაზრება, რომ მათ ზრდის პროცესში უშლით ხელს.

პატივისცემით,

ვეტ ჰაუსის ვეტერინართა გუნდი


* * *
13plus
QUOTE
იქნებ იცოდეთ რა 3თვის ლეკვზე, დღეს შევამჩნიე რო ვეფერებოდი კისერზე ცოტა გამაგრებულივით ქონდა ერთ ადგილას, ისე არ ეტყობა არაფერი, და ვერც ხელის გადასმით ვერ შეატყობ, ბეწვი რო გადავუწიე ხორკლიანივით აქვს მაგრამ არ ჩანს არაფერი, რა შეიძლება რომ იყოს?


გამარჯობა,

გამაგრებული და ხორკლიანი ადგილი კისერზე შეიძლება სხვადასხვა მიზეზებით იყოს გამოწვეული. მაგალითად კანის ჰიპერპლაზია, ადგილობრივი დაზიანება და ა.შ. უმჯობესია ვეტერინარის კონსულტაციაზე მიიყვანოთ და განსაზღვროთ რა პრობლემაა, რათა არ გაურთულდეს.

პატივისცემით,

ვეტ ჰაუსის ვეტერინართა გუნდი

* * *
SNYPI

QUOTE
წყალი რამდენი ხნიდან უნდა დაალევინო ლეკვს?


გამარჯობა,

სანამ დედის რძით იკვებება, ლეკვს წყალი არ სჭირდება. 3 კვირის ასაკიდან, როგორც წესი, ლეკვები მშრალი საკვებითაც იწყებენ კვებას, ამ პერიოდიდან აუცილებელი იქნება წყლის მიცემაც. სუფთა წყალი მუდმივად უნდა ჰქონდეს ლეკვს, არ უნდა შეუზღუდოთ რაოდენობა. არსებობს სპეციალური წყლის დანამატი სითხე, რომელიც შეიცავს ქლოროფილს და C ვიტამინს და ყოველდღიურად შეგიძლიათ დაუმატოთ სასმელ წყალს. შედეგად ცხოველს ექნება სუფთა და ჯანმრთელი პირის ღრუ.

პატივისცემით,

ვეტ ჰაუსის ვეტერინართა გუნდი
* * *
xatatula
QUOTE
მეგობრებო, კატების აცრა რომელი თვიდან იწყება ხომ არ იცით?
კომპლექსური და შემდეგ ცოფი?


გამარჯობა. აუცილებელია იცოდეთ, რომ კნუტის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი და სავალდებულოა გარკვეული ასაკიდან მოხდეს მისი ჭიებზე დამუშავება (დეჰელმენტიზაცია) და ვაქცინაცია.
ეს ორი პროცესი პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე აუცილებელია კნუტი დამუშავდეს ჭიებზე - მოხდეს დეჰელემენტიზაცია.
დეჰელმენტიზაციის გრაფიკი კნუტებისთვის ასე გამოიყურება -
4) პირველი დეჰელმენტიზაცია - 1,5 თვის ასაკში.
5) მეორე დეჰელმენტიზაცია - 10 დღის შემდეგ.
6) მესამე დეჰელმენტიზაცია - 1 თვის შემდეგ
მესამე დეჰელმენტიზაციის შემდეგ 6 თვემდე კნუტების ჭიაზე დამუშავება ხდება 1 თვიანი ინტერვალით, ხოლო 6 თვის შემდეგ ყოველ 3 თვეში ერთხელ.

მეორე დეჰელმენტიზაციიდან 5 დღის გასვლის შემდეგ იწყებაკნუტის ვაქცინაცია.
ვაქცინაციის გრაფიკი ასე გამოიყურება:
4) პირველი კომპლექსური ვაქცინაცია - 2 თვის ასაკში
5) მეორე კომპლექსური ვაქცინაცია - 2 კვირის შემდეგ
6) ცოფის ვაქცინაცია - 3 თვის ასაკში
ამ პროცესის დასრულების შემდეგ 1 წლის ასაკში საჭიროა რევაქცინაციის ჩატარება, რომელიც სიცოცხლის მანძილზე ყოველწლიურად უნდა განმეორდეს.

აღნიშნული სექმის მორგება ინდივიდუალურად ხდება თითოეულ პაციენტზე მისი ვეტერინართან ვიზიტის დროს. ვეტერინარი განსაზღვრავს თითოეული პროცედურის კონკრეტულ თარიღებს და სპეციალურ კალენდარში მოგინიშნავთ მოსვლის დროს, რითაც საგრძნობლად გაგიადვილდებათ ორიენტირება.
მაგალითად ვეტ ჰაუსში ვაქცინაციის ფასები შემდეგია - კომპლექსური ვაქცინაცია - 25 ლარი, ცოფის ვაქცინა - 20 ლარი.

ამასთანავე, მოგახსენებთ, რომ აუცილებელია კნუტებისთვის ზემოთ მითითებული გრაფიკის მიხედვით ვაქცინაცია და მცდარია მოსაზრება, რომ მათ ზრდის პროცესში უშლით ხელს.

პატივისცემით,

ვეტ ჰაუსის ვეტერინართა გუნდი
* * *
Rorschach4
QUOTE
ჯამაათნო, დილით გავიღვიძე და ძაღლს ყური აქვს სისხლიანი, სახლში იყო მთელი ღამე და ვერაფერზე ვერ დაიზიანებდა.
ხო არ გქონიათ ვინმეს მსგავსი შემთხვევა?


გამარჯობა.
ყური შესაძლოა საკუთარი თათით დაეზიანებინა ქავილისას. თუმცა, შესაძლოა სისხლდენა უფრო სერიოზული მიზეზით იყოს გამოწვეული. ამ მიზეზის დადგენა კი შორი მანძილიდან ფაქტიურად შეუძლებელია. აუცილებლად მოიყვანეთ ვეტერინართან ვიზიტზე.

პატივისცემით,

ვეტ ჰაუსის ვეტერინართა გუნდი
* * *
SNYPI
QUOTE
1 თვეზე ნაკლები ლეკვის მყავს
რძეს ვაჭმევ
ნორმალურად ისიც არ ვიცი რამდენი ვაჭამო
ყოველ 3 საათში ვაჩმევ 20-30 გრამს
ბევრია ცოტაა
თუ რაა იქნებ ცოტა დამაკვალიანოთ
და რამდენი ხნის მერე უნდა გადავიყვანო სხვა საჭმელზე?
სუ შია ამ ჩემისას მგელივით არის ხოლმე
სუნს რო იგებს რძის გიჟდება
ან ცოტას ვაჭმევ ან მსუნაგი


გამარჯობა.

ლეკვისთვის ჩვეულებრივი რძე ძალიან მავნებელია. არსებობს სპეციალური ლეკვის რძეები (მაგალითად ზოომარტის ქსელშიც იყიდება ასეთი) რომლითაც შეგიძლიათ კვებოთ. დოზირებას საკვების შეფუთვაზეც ნახავთ. 3 კვირის ასაკიდან უკვე შეგიძლიათ (და უმჯობესიცაა) მშრალ კვებაზე გადაიყვანოთ ედვანსის სპეციალური საკვებით, რომელიც ამ ასაკის ლეკვებისთვის არის განკუთვნილი - http://www.zoomart.ge/ka/production/1/55/441

პატივისცემით,

ვეტ ჰაუსის ვეტერინართა გუნდი
* * *
anderlain
QUOTE
ძაღლის ასატეხ წამალი არსებობს? ან ყოველ მერამდენე თვეში ტყდება ძაღლი?


გამარჯობა.
ძაღლს ყოველ 6 თვეში აქვს „მძუნაობის“ პერიოდი. არ არის რეკომენდირებული ასატეხი პრეპარატების გამოყენება ექიმის დანიშნულების გარეშე, რადგან შესაძლოა ჰორმონალური პრობლემები გამოიწვიოს. თუ განსაზღვრულ პერიოდში ვერ შეამჩნევთ ატეხვის ნიშნებს, ჯობს ჩაუტაროთ გამოკვლევები და დაადგინოთ მიზეზი.

პატივისცემით,

ვეტ ჰაუსის ვეტერინართა გუნდი

Posted by: xatatula 5 Feb 2016, 14:11
VetHouse
მოგესალმებით. პირველი წამალი ზუსტად თვე-ნახევრისას დავალევინე დრონტალის შესაბამისი დოზა. დრონტალს გამეორება თუ სჭირდებოდა არ ვიცოდი.
ეხლა ათ დღეზე მეტია უკვე გასული იმ წამლის დალევიდან, 2თვის გახდა. ჯობია დავალევინო კიდევ დრონტალი და მერე კომპლექსურ აცრაზე წავიყვანო?
ვეტ-ჰაუსი სად არის ტერიტორიულად?

პ.ს დედასაც მინდა აცრები გავუკეთო. მდედრი 3 წლისაა, დრონტალი მასაც პატარასთან ერთად მივეცი. დავალევინო ამასაც ეხლა დრონტალი და ისე ავცრა? კომპლექსური დასჭირდება თუ მხოლოდ ცოფი?

Posted by: VetHouse 5 Feb 2016, 15:54
xatatula
QUOTE
მოგესალმებით. პირველი წამალი ზუსტად თვე-ნახევრისას დავალევინე დრონტალის შესაბამისი დოზა. დრონტალს გამეორება თუ სჭირდებოდა არ ვიცოდი.
ეხლა ათ დღეზე მეტია უკვე გასული იმ წამლის დალევიდან, 2თვის გახდა. ჯობია დავალევინო კიდევ დრონტალი და მერე კომპლექსურ აცრაზე წავიყვანო?
ვეტ-ჰაუსი სად არის ტერიტორიულად?


გამარჯობა.
დიახ, დაალევნეთ დრონტალი განმეორებით. დალევიდან 5 დღის შემდეგ კი პირველ კომპლექსურ ვაქცინაციაზე უნდა მიიყვანოთ.
ვეტ ჰაუსის მისამართია - მიცკევიჩის 70.
ტელეფონის ნომერი - 247 00 05 ან 596 11 00 05

პატივისცემით,

ვეტ ჰაუსის ვეტერინართა გუნდი smile.gif

Posted by: Stuart 5 Feb 2016, 21:24
გამარჯობათ.. ეს საჭმელია კარგია ? თვისა და 3 კვირის ლეკვი მყავს

Posted by: VetHouse 5 Feb 2016, 21:33
QUOTE (Stuart @ 5 Feb 2016, 21:24 )
გამარჯობათ.. ეს საჭმელია კარგია ? თვისა და 3 კვირის ლეკვი მყავს

ხარისხი ნორმალურია, მაგრამ მის ფასში გაცილებით უკეთესი ხარისხის პროდუქცია შეგიძლიათ შეიძინოთ.

ვეტ ჰაუსში შაბათიდან უფასო კონსულტაციაა ახალი მომხმარებლებისთვის, მობრძანდით და ძალიან ბევრ საკითხზე გაგიწევთ კონსულტაციას.

Posted by: Stuart 5 Feb 2016, 21:49
VetHouse

6.5 ღირს კილო ეს და რომელია გაცილებით უკეთესი ამ ფასში ?

Posted by: castiel997 5 Feb 2016, 22:03
ვეტერინარიული ქირურგიული იარაღების შეძენა სად შეიძლება?

Posted by: gamushki 6 Feb 2016, 15:00
მეგობრებო მყავს 1 წლის დალმატინელი ხოდა გუშინ სისხლი მოშარდა ნუ რეგიონში ვცხოვრობ და ვეტტერინარმა მითხრა შეიძLება ჭის წამლის ბრალი იყოსო ან შეიძLება გაცივდაო და წამალი დურამოქსი დაუნიშნა

არადა არაფერი არეტყობა მშვენივრად ჭამს სვავს და დარბის უბრალოდ შარდზე სისხლზე გავიდა,,

რასიტყვით თქვენ როგორ მოვიქცე და არის თუ არა საგანგაშო,,

სექტემბრიდან თბილიში გადმოვდივარ და ძაღლიც მიმყავს ამიტომ ვეტჰაუსში ერთ კარგ გამოკლვევას ვაპირებ თავიდან ბოლოომდე რო გამოვუკვლიო რა პრობლემა აქვვს თორე დამტანჯა ამ ძაღლმა ხან ენტერიტი შეხვდა ხან სახსრების ანთებაო ხან ქეციო ხან თვალების ანთებაო ხან შარდისბუშტის ანთებაო ერთი სიტყვით სულ პრობლემა აქვს ჯამრთელობასთან

Posted by: namo 7 Feb 2016, 14:34
მეგობრებო - ასეთი პრეპარატი გლუკამტინი ხომ არი იცით რომ სადმე შეიძლებოდეს შეძენა ?

Posted by: Stuart 11 Feb 2016, 11:46
ლეკვს რო სტაფილო ვაჭამო რამე პრობლემა ხო არაა? მოეწონა და ჭამა ;დდ

Posted by: nalbo 15 Feb 2016, 11:11
გამარჯობა. ძაღლს წინა მარჯვენა ფეხი უკანკალებს ხოლმე დროდადრო და მერე ცოტას მოუკოჭლებს სიარულისას და რისი ბრალი შეიძლება იყოს ან რა ვუშველო

Posted by: Scoorp 15 Feb 2016, 11:16
nalbo

კომპეტენტური არ ვარ მაგ საკითხში მარა შეიძლება სახსრების ბრალი იყოს

Posted by: nalbo 15 Feb 2016, 16:08
ჯერ 8თვის არი , სახსრების ტკივილისთვის ცოტა ახალგაზრდაა smile.gif უფრო გაციებული მგონია კუნთი ან ნერვი და მაგ შემთხვევაში რით შეიძლება დავეხმარო სახლის პირობებში

Posted by: Scoorp 23 Feb 2016, 10:31
ჭიაზე დამუშავება დაბადებიდან რამდენ ხანშია საჭირო? და რამდენჯერ და რა ინტერვალით?
წუხელ ვიყიდე 1 თვის ლაბი და ჭიაზე არაა დამუშავებული
პატრონა -სანამ 2,5 კგ არ გახდება არ შეიძლებაო
და ეგრეა?

Posted by: Masavem 24 Feb 2016, 10:19
ჩემი ძარლი საერთოდ არჭამს არაფერს არეკარება სვავს მხოლოდ წყალს.... მეორედღეა უკვე მასეა... დღეს დილით ცოტა რძე ძალათი დავალეინე მაგრამ უკან ამოიტანა... როგორ ვუმკურნალო რადავალეინო ?? მგონი მოწამლულია ხო ??

Posted by: Gesha 24 Feb 2016, 12:05
Masavem,
ექიმთან წაიყვანე დროზე. მერე რომ არ იყოს გვიანი.

Posted by: Masavem 24 Feb 2016, 15:43
QUOTE (Gesha @ 24 Feb 2016, 12:05 )
Masavem,
ექიმთან წაიყვანე დროზე. მერე რომ არ იყოს გვიანი.

სახლის პირობებში თურამის გაკეთება შემიძლია მეგობარო ??

Posted by: Masavem 26 Feb 2016, 13:04
შედარებით უკეთესადაა ალბათ მალე გამოდგება ))..................................

Posted by: sallli1 27 Feb 2016, 16:09
გთხოვთ დამეხმარეთ მყავს 4 წლის სპანიელი ბოლოს წეჩკა ჰქონდა დაახლოებით ივნისში და იმის მერე არ ჰქონია და რისი ბრალია? შევშინდი ცოტა არ იყოს

Posted by: parrabelum 28 Feb 2016, 13:41
ძაღლი დავამუშავე ჭიაზე და კუჭი აეშალა (უფრო კორექტულად არ ვიცი როგორ ავხსნა biggrin.gif ) , შეიძლება წამლის ბრალი იყოს? აქტიურადაა და ხასიათზე ძაან კაიზეა

Posted by: parrabelum 1 Mar 2016, 22:04
ამ თემაში აღარავინ აქტიურობს? არის ვინმე ვეტერინარი ფორუმზე?

Posted by: Stuart 1 Mar 2016, 23:49
parrabelum
გამოყვა ჭია ? ;დ

Posted by: sallli1 2 Mar 2016, 00:47
QUOTE (sallli1 @ 27 Feb 2016, 16:09 )
გთხოვთ დამეხმარეთ მყავს 4 წლის სპანიელი ბოლოს წეჩკა ჰქონდა დაახლოებით ივნისში და იმის მერე არ ჰქონია და რისი ბრალია? შევშინდი ცოტა არ იყოს

როგორ მოვიქცე? sad.gif

Posted by: LostGirl 2 Mar 2016, 13:31
გამარჯობა, ჩემს კატას ექავება თავი, კისერი, კანი ექერცლება და ბეწვიც შეუთხელდა, ყურებზე თითქმის აღარ აქვს. ისე საშინლად იფხანს, სისხლიც სდის. იოდი წავუსვი რამდენჯერმე. ვიცი რომ ვეტერინარი ჭირდება, მაგრამ ჯერ ვერ მიმყავს და სახლის პირობებში რით ვუშველო?

Posted by: parrabelum 2 Mar 2016, 20:50
Stuart
ან მე ვერ შევამჩნი ან არ გამოყოლია... წელი ოდნავ აწეული და გავა ჩვეულებრივზე დაწეული ჰქონდა... წონაშიც დაკლებული იყო, მაგრამ მადა მაგარი ჰქონდა და არც ხასიათს უჩიოდა. ახლა ჩვეულებრივად დადის, მაგრამ ახველებს, გაზაფხულზე ემართება ეგრე, აი ამოხველება რო უნდა რამის და ვერ ამოაქვს... სხვა დროს ვეტერინარი აბებს მაძლევდა, ყელის ჭიააო და მოქმედებდა, მაგრამ ხო უნდა განიკურნოს? თუ სეზონურად იცის ეგრე?

Posted by: Stuart 2 Mar 2016, 21:52
parrabelum
ტოქსიკური იყო შეიძლება წამალი და მაგიტო.. არ ვარ მე დიდად მცოდნე მარა გამიგია რო ეგ წამლები ზოგი ტოქსიკურია.. ჩემსას რო დავალევინე 2-3 დღე კუჭში რო გადიოდა ჭიებიც მოყვებოდა..

Posted by: parrabelum 2 Mar 2016, 23:07
Stuart
ანუ შეიძლება წამლის ბრალი იყოს? არ დავკვირვებივარ... ქვეყანაში ვეტერინარი არ იზრდება და რას გაიგებ... ფუ ამის... ახლა მართლა დავეჭვდი, წამლის მიცემის მერე დააწყებინა მართლა ეგრე, არადა წამლის მიუცემლობაც არ შეიძლება, ბალახის ძოვა დაიწყო... მადლობა ცოდნის გაზიარებისთვის biggrin.gif

Posted by: Essiittaaa 6 Mar 2016, 20:36
ძაღლს ფრჩხილებს ვერ ვაჭრი წკმუტუნს იწყებს და როგორ დავაჭრა

Posted by: nalbo 6 Mar 2016, 21:01
ვეტერინარი გამოძახება თუ შეიძლება სახლში არი ასეთი სამსახური ხო არ იცით?

Posted by: MITIATO 7 Mar 2016, 12:08
nalbo
ვეტ ჰაუსს აქვს, როგორც ვიცი.


Posted by: exploit 7 Mar 2016, 14:25
ძაღლი შარდვის დროს სისხლს აყოლებს, ან კლინიკა მირჩიეთ ან ვეტექიმი თუ მოვა ადგილზე, რჩევები როგორ ვუშველო?


Posted by: zaza1993 12 Mar 2016, 14:41
კატა ხშირად შარდავს და რისი ბრალი შეიძლება იყოს? (გოგოა)

Posted by: Greenie 15 Mar 2016, 11:50
კატის აყვანას ვაპირებ, სახლში რომ მოვიყვან, 1 თვის იქნება დაახლოებით. პირველად ამყავს ცხოველი და ვერ ვერკვევი საერთოდ, რამდენიმე შეკითხვა მაქვს:

1) 1 თვის კნუტი ძალიან პატარა ხომ არაა დედას რომ მოშორდეს?

2) მაინტერესებს, რომელ კლინიკას მირჩევთ აცრებისთვის და ჭიაზე დასამუშავებლად?

3) რა დაჯდება დაახლოებით?

მადლობა წინასწარ.

Posted by: basti-bubuuu 25 Mar 2016, 03:20
აუ დამეხმარეთ ძალიან გთხოვთ-რწყილები როგორ მოვაშორო სახლიდან?ან იქნებ გამოვიძახო ვინმე რო წამლავენ?დდამეხმარეთ რა

Posted by: Maiko Shamugia 25 Mar 2016, 12:18

basti-bubuuu
რავი იქნებ ეს ინფორმაცია გამოგადგეს.
სახლში გამრავლდა ბაღლინჯო, მოვაყარეთ რწყილის წამალი დივანს და ეფექტი ცოტათი მოახდინა, სახლში მყავს ბავშვი, რომელიც სულ დაკბენილია, ვის მივმართო და როგორ ვებრძოლო მათ? არსებობს თუ არა სანეპიდსადგური კიდევ? იქნებ მომაწოდოთ ინფორმაცია.
- ბაღლინჯოებისა და რწყილების მოსაცილებლად აუცილებელია მწერების საწინააღმდეგო სპეციალური საშუალებების გამოყენება, მათ შესაძენად გირჩევთ მიმართოთ პარაზიტოლოგიის ინსტიტუტს, რომელიც მდებარეობს აღმაშენებლის გამზირზე.

წყარო: http://www.mkurnali.ge/kitxva-pasuxi.html?view=question&id=88690

ისე მე მგონი ცხოველს უნდა მოაშორო პირველ რიგში. ადვოკატის წვეთები ეფექტური საშუალებაა ყველანაირი ჭიის მოსაშორებლად. ზოომაღაზია ბუნების ქსელშია. თუ გარეთ გადის ცხოველი ანტიპარაზიტული საყელო უნდა ეკეთოს. ვეტერინარს რომ შეეკითხო უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებ. რა ვიცი აბა რა გირჩიო. მე არ მაქვს გამოცდილება მაგ კუთხით. დავგუგლე ინფორმაცია.

Posted by: trezeguet 26 Mar 2016, 12:15
ვინმემ ხომ არ იცით ძაღლის საკვები REX კაი საკვებია ?

Posted by: Computer 27 Mar 2016, 17:26
მეგობრებო ჩემს 6 თვის კურცჰაარს ვატყობ კუჭაშლილობას და ბოლოს რაღაც ცოტა ლორწოვან მასას. 2 დღე ვერ მივუყვან ექიმს და ვშიშობ არ ქონდეს ენტეროვირუსი. რა სიმპტომები აქვს მაგ ვირუსს ?

Posted by: <GladiatoR> 4 Apr 2016, 00:48
ზრდასრული ძაღლისთვის რომელ მულტი ვიტამინს მირჩევთ?

Posted by: Natanatanata 4 Apr 2016, 21:35
SOS!!! ჩემს კატას წირპლი ვერ მოვურჩინე, რაც მოვიყვანე (კვირების იყო) მუდმივად სველი აქვს თვალები. ექიმთან მყავდა ორჯერ და გრიპიაო, ორჯერვე დაარჭო ანტიბიოტიკი მაგრამ არ უშველა. იმის მერე აღარ მიმიყვანია. რა შეიძლება იყოს? მაგ წირპლის გამო ვერც ვცრი, სრულიად ჯანმრთელი უნდა იყოს რომ ავცრა.. ხომ არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

Posted by: Scoorp 5 Apr 2016, 10:38
წირპლი არ უნდა ჰქონდეს ლეკვს და კატაას? თუ კატაზე სხვანაირადაა? :/

Posted by: rembrandt 10 Apr 2016, 06:35
წერია ძაღლებს ბუასილი არ ემართებათო

აბა რა არის რაც უშლის ძაღლს დაჯდომას და უკან აქვს შავი გამონაყარი
რა წამლებით შეიძლება მკურნალობა
ამაზონზე თუ არის ასეთი წამელბი უცხოური სახელი მითხარით

4 წლის პუდელია დატოვებულია დროებით პატრონის გარეშე სხვა მომვლელთან, ის ვერ უვლის კარგად არ დაყავს ექიმთან და არ შეუჯვარებია
, შეიძლება ამის ბრალი იყოს?

სად შეიძლება დაიწეროს განცხადება ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაციაში
რომ მიაკითხონ და გააკონტროლონ ეს მომვლელი
ვისაც მივწერეთ არ პასუხობს


http://dogsecrets.ru/stati/1380-gemorroi-u-sobak.html
Лечение геморроя у собаки
При таких симптомах первая помощь, которую хозяин может оказать питомцу, это нормализовать опорожнение его кишечника.

Для этого ему ставят клизмы из прохладной воды (35-37 градусов).
Также можно дать слабительные средства – примерно 1 чайную ложку касторового масла на 5 кг веса животного.
Благоприятно на состояние животного оказывают специальные противогеморроидальные свечи, которые собаке вводят в прямую кишку.
При этом одним лечение ограничиваться нельзя. Главное в избавлении от этого заболевания – профилактика и ведение правильного образа жизни. Поэтому необходимо подобрать правильный корм, при котором стул у собаки будет оптимальной кондиции – не слишком сухим. Если собака ест натуральную пищу, то в ее рационе должно быть достаточно клетчатки: овощных салатов с маслом, каши с овощами.

Можно запаривать сухую клет
http://dog-zd.ru/3-preventive.html


http://dog-zd.ru/3-preventive.html
http://dogsecrets.ru/stati/1380-gemorroi-u-sobak.html

http://n-l-d.ru/sobaki/bolezni/prochie/gemorroj/

Posted by: gur100 10 Apr 2016, 23:16
გამარჯობა
მყავს ამერიკული კოკერი და გრძილების ანთებასავით აქ კბილები აქ მორყეული იქნება რამე მირჩიოთ ან კარგი ვეტერინარი ბერიძის გარდა

Posted by: blblbl 11 Apr 2016, 00:06
gur100
alikastan miiyvane კლინიკა ალიბოში,საბურთალოს ქუჩAზეა 45 ნომერში

Posted by: Rugby6 11 Apr 2016, 15:48
მოკლედ მაინტერესებსსს რა ქვია წამალს რომელსაც მშობიარობის მერე უკეთებენ ძაღლებს, რომ ნაყოფი არ ჩარჩეს მუცელში და სად შეიძლება შევიძინო

Posted by: MITIATO 11 Apr 2016, 19:03
Rugby6
ოქსიტოცინი უწყობს ხელს საშვილოსნოს კუნთების შეკუმშვას, მაგრამ არ გირჩევს მაგის თვითნებურად გამოყენებას.
თუ მშობიარობასთან დაკავშირებით რამე პრობლემა აქვს ძაღლს ან შიშობთ, რომ მომავალში შეიძლება შეექმნას, ვეტერინარს მიმართოთ ჯობია.
ისედაც, რეცეპტით გაიცემა აფთიაქებიდან, როგორც ვიცი.

Posted by: Rugby6 12 Apr 2016, 04:29
MITIATO
მადლობა უბრალოდ მირჩიეს რომ ვიქონიო მშობიარობის დროსს და სახელიი არ ვიცოოდიი

Posted by: Rugby6 15 Apr 2016, 13:20
Rogorc iqna dabada lejvebi chemma kanmemm da rdze aqv dzalian coota 2 dzudzuushii aqvs daa 8 gaachinaa kidev 2 igrdznooba mucelahi xeeliit da ra sachmeli sheidzleba vachamooo ???

Posted by: pukaaa 16 Apr 2016, 09:54
თუ იცით ხვალ მუშაობს ალიკა? აიბო საერთოდ? ძაღლის მიყვანა მინდა ასაცრელად

Posted by: nalbo 17 Apr 2016, 21:16
Rimadyl ამ წამლის შოვნა რამენაირად შეიძლება საქართველოში, ვინმეს ხო არ გაქვთ დარჩენილი ან ხო არ ჩამოაქვს ვინმეს წამლები ?

Posted by: Ruleli 18 Apr 2016, 13:28
კეთილო ხალხო

თვეების ლეკვს თვალზე რაღაც დაემართა, ვეღარ ახელს, რა ვუწამლო ან სად იყიდება იქნებ მიმასწავლოთ?


Posted by: gela598 18 Apr 2016, 13:41
სალამი ხალხო,ერთი თვის ლეკვი მყავს პიტი,ეხლა უწევს კომპლექსური აცრა და რომელი დასახელების წამალს მირჩევთ ?

Posted by: Wisemаn* 18 Apr 2016, 13:56
gela598
ერთი თვის ლეკვს ვერანაირად ვერ მოუწევს კომპლექსური აცრა ჯერ.
ჭიაზე დაამუშავე 10-14 დღის შუალედით 2 ჯერ??

Posted by: gela598 18 Apr 2016, 18:52
Wisemаn*

კი ჭიაზე ერთხელ დავამუშავე ორ დღეში უწევს მეორე და ამის მერე ხო უწევს კომპლექსური? რომელი ვაქცინა ჯობია?

Posted by: Wisemаn* 19 Apr 2016, 09:24
gela598
მეორეჯერ რო დაალევინებ, 10 დღის მერე გაუკეთე კომპლექსური აცრა.
25 ლარიანი გაუკეთე, აცრაში ფული არ დაზოგო არასდროს.

Posted by: gela598 19 Apr 2016, 12:15
Wisemаn*

დიდი მადლობა რჩევისთვის,აუცილებლად გავითვალისწინებ,ფულის დაზოგვას არც ვაპირებ უბრალოდ რო ვიცოდე წამლის დასახელება რომელიც უკეთესია იმას გავუკეთებდი

Posted by: VetHouse 19 Apr 2016, 18:43
QUOTE (Ruleli @ 18 Apr 2016, 13:28 )
კეთილო ხალხო

თვეების ლეკვს თვალზე რაღაც დაემართა, ვეღარ ახელს, რა ვუწამლო ან სად იყიდება იქნებ მიმასწავლოთ?



გამარჯობა.

მნიშვნელოვანია, რომ ვეტერინარმა მისი მდგომარეობა ადგილზე ნახოს, რადგად მოახდინოს პრობლემის იდენტიფიკაცია და შემდეგ დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. აღნიშნული პრობლემა შესაძლებელია ტრავმის ან ანთების ბრალი იყოს. ამიტომ გირჩევთ, დროულად მოახდინოთ რეაგირება.


* * *
QUOTE (gela598 @ 18 Apr 2016, 13:41 )
სალამი ხალხო,ერთი თვის ლეკვი მყავს პიტი,ეხლა უწევს კომპლექსური აცრა და რომელი დასახელების წამალს მირჩევთ ?


გამარჯობა.

ვაქცინაციები, ზოგადად, 7-8 კვირიდან იწყება. თუმცა, მანამდე აუცილებელია მისი ჭიებზე დამუშავება. 2-ჯერ, 10-10 დღიანი შუალედით, დილით უზმოზე უნდა მოხდეს შესაბამისი პრეპარატის მიღება. ბოლო დამუშავებიდან 3-4 დღის შემდეგ შეგიძლიათ ვაქცინაცია.

გირჩევთ, ფრანგული კომპანია "მერიალის" კომპლექსურ ვაქცინას EURICAN DHPPI2-L, რომელიც არის უმაღლესი დონის ვაქცინა თავისი უსაფრთხოების, ხარნგრძლივი და მაღალი დაცვითი დონის შესაძლებლობით.

ორი კომპლექსური ვაქცინის შემდეგ, 3 თვის თავზე კეთდება კომპლექსური და ცოფის საწინააღმდეგო ერთდროულად.


* * *
QUOTE (Computer @ 27 Mar 2016, 17:26 )
მეგობრებო ჩემს 6 თვის კურცჰაარს ვატყობ კუჭაშლილობას და ბოლოს რაღაც ცოტა ლორწოვან მასას. 2 დღე ვერ მივუყვან ექიმს და ვშიშობ არ ქონდეს ენტეროვირუსი. რა სიმპტომები აქვს მაგ ვირუსს ?

გამარჯობა.

ენტეროვისრუსის ნიშნებია მძაფრი სუნის მქონე ფაღარათი, ღებინება, თავდაპირველად მაღალი ტემპერატურა და შემდეგ დაბალი. ასევე, შეიძლება ენტერიტი ატიპიური ფორმით მიმდინარეობდეს.

აღნიშნული სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს ინტოქსიკაციის, ბაქტერიული ინფექციის ან მწვავე გასტრირის შედეგად.

თუმცა, ყველა შემთხვევაში ვეტერინარის ჩარევას აუცილებლად საჭიროებს. არავითარ შემთხვევაში, თვითმკურნალობას არ მიმართოთ.

* * *
QUOTE (<GladiatoR> @ 4 Apr 2016, 00:48 )
ზრდასრული ძაღლისთვის რომელ მულტი ვიტამინს მირჩევთ?

გამარჯობა.

ზრდასრული ძაღლისთვის გირჩევთ, კანვიტის ფირმის მულტივიტამინს, რომელიც კომპლექსურად 13 დასახელების ვიტამინს შეიცავს. ძალიან ეფექტური საშუალებაა. მისი შეძენა ზოომაღაზიების ქსელ "ზოომარტის" ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ.
* * *
QUOTE (Natanatanata @ 4 Apr 2016, 21:35 )
SOS!!! ჩემს კატას წირპლი ვერ მოვურჩინე, რაც მოვიყვანე (კვირების იყო) მუდმივად სველი აქვს თვალები.  ექიმთან მყავდა ორჯერ და გრიპიაო, ორჯერვე დაარჭო ანტიბიოტიკი მაგრამ არ უშველა. იმის მერე აღარ მიმიყვანია. რა შეიძლება იყოს? მაგ წირპლის გამო ვერც ვცრი, სრულიად ჯანმრთელი უნდა იყოს რომ ავცრა.. ხომ არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

გამარჯობა.

შესაძლებელია, ასეთი მდგომარეობა არა გრიპის, არამედ ანთებითი პროცესის გამო ჰქონდეს. მკურნალობის დანიშვნა დიაგნოზის გარეშე ძალიან რთულია, ამიტომ გირჩევთ მიმართოთ სხვა ვეტერინარს, რომ მისი მდგომარეობა უფრო საფუძვლიანად შეამოწმოს.

Posted by: Rugby6 22 Apr 2016, 00:14
გამარჯობათ ჩემმა კანემ გააჩინა 12 ლეკვი ვერ აჭმევდა ფიზიკურად და ჰუმანას ვახმარ 3 დგეა არ გასულან კუჭში ლეკვები და რამე პრობლემა ხომ არ იქნება იქნებ მირჩიოთ რამე.....

Posted by: MITIATO 22 Apr 2016, 11:31
Rugby6
მე როგორც ვიცი, არ შეიძლება ლეკვებისთვის ბავშვისთვის განკუთვნილი ადაპტირებული რძეები, იმიტომ რომ ბევრ შაქარს შეიცავენ და ნაკლებ ცილას.
ზოომარტში ქონდათ ლეკვებისთვი ადაპტირებული რძე, თუმცა საკმაოდ ძვირი კი ღირდა.
თუ ვერაფერს იშოვი, 100 მლ. ძროხის რძეში უნდა გახსნა 1 კვერცხის გული. სასურველია თითო წვეთი ა და დ ვიტამინის დამატება. ნარევს გაწურავ და საწოვარათი აჭმევ.

QUOTE
3 დგეა არ გასულან კუჭში ლეკვები

დედასთან არ არიან? დედამ თუ არ გაულოკა მუცელი, ისე ვერ გავლენ კუჭში. თუ არა და თქვენ მოგიწევთ იგივეს გაკეთება ნოტიო ნაჭრით.


Posted by: krakadzil 22 Apr 2016, 19:07
მოკლედ, ძაღლს კანი აქვს გამომშრალი, დამსკდარი და ბეწვი გაცვენილი პირთან, ფეხზეც და სხვადასხვა ადგილებში
რისი ბრალი იქნება და რავუშველო?

Posted by: kvezo 25 Apr 2016, 10:44
თუ იცით ვინმემ როცა პირველად აცრი ნობივაკ LEPTO და ნობივაკ DPPI, მეორეთ და მესამეთ ნობივაკ LEPTO და ნობივაკ DPPI იგივით უნდა აცრა ხო? რადგან ვნახე ნობივაკ LEPTO 1, ნობივაკ LEPTO 4 ;

Posted by: Scoorp 25 Apr 2016, 10:58
krakadzil

სიწითლეც აქვს მაგ ადგილებში?
ასე ზეპირად რთულია დიაგნოზის დასმა,ექიმისთვისაც კი
აჩვენე ვეტს და გეტყვის როგორ დაეხმარო.

Posted by: LASHA_X_X 25 Apr 2016, 11:34
VetHouse
გამარჯობათ ჩემს ლეკვს თვალებზე შევატყე სიწითლე ხან უქრება ხან ძაან უწითლდება 2 თვის ჰასკია ჭიაზე დამუშავებულია და 1 კომპლექსურიც გაკეთებული აქვს ეურიკანი მეორე 3 მაისს უწევს რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: VetHouse 26 Apr 2016, 17:17
QUOTE (Rugby6 @ 22 Apr 2016, 00:14 )
გამარჯობათ ჩემმა კანემ გააჩინა 12 ლეკვი ვერ აჭმევდა ფიზიკურად და ჰუმანას ვახმარ 3 დგეა არ გასულან კუჭში ლეკვები და რამე პრობლემა ხომ არ იქნება იქნებ მირჩიოთ რამე.....

გამარჯობა.

ლეკვებისთვის ბავშვისთვის განკუთვნილი საკვების მიღება დაუშვებელია. მისი შემადგენლობა ძაღლებისთვის უფრო საზიანოა. თუ დედის რძეს არ ჭამენ, აუცილებელია სპეციალური ლეკვის რძით გამოკვებოთ.

მისი შეძენა ზოომაღაზიების ქსელ "ზოომარტის" ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ.
* * *
QUOTE (krakadzil @ 22 Apr 2016, 19:07 )
მოკლედ, ძაღლს კანი აქვს გამომშრალი, დამსკდარი და ბეწვი გაცვენილი პირთან, ფეხზეც და სხვადასხვა ადგილებში
რისი ბრალი იქნება და რავუშველო?

გამარჯობა.
მისი ნახვის გარეშე დიაგნოზის დასმა ძალიან რთულია, რადგან აღნიშნული შედეგის მიზეზი შესაძლოა რამდენიმე იყოს.
აუცილებლად საჭიროებს გამოკვლევას და შემდეგ, შესაბამისი მკურნალობის კურსის დანიშვნას.
* * *
QUOTE (LASHA_X_X @ 25 Apr 2016, 11:34 )
VetHouse
გამარჯობათ ჩემს ლეკვს თვალებზე შევატყე სიწითლე ხან უქრება ხან ძაან უწითლდება 2 თვის ჰასკია ჭიაზე დამუშავებულია და 1 კომპლექსურიც გაკეთებული აქვს ეურიკანი მეორე 3 მაისს უწევს რისი ბრალი შეიძლება იყოს?

გამარჯობა. აღნიშნული მდგომარეობა, შესაძლოა ანთებითი პროცესის ბრალი იყოს. ამიტომ, გირჩევთ დროულად მოიყვანოთ შემოწმებაზე.
მისი ნახვის გარეშე, რაიმე სახის პრეპარატის დანიშვნამ შესაძლოა მდგომარეობა უფრო გაართულოს.

Posted by: dreamer123 28 Apr 2016, 20:22
გამარჯობა,

ძაღლს ქუჩის ძაღლმა უკბინა როგორ უნდა მოვიქცე? sad.gif sad.gif

Posted by: -anano- 29 Apr 2016, 19:57
გამარჯობათ, დახმარება მინდა sad.gif თუთიყუში ორი დღეა არაფერს არ ჭამს და არც წყალს სვამს , აბუზული ზის მთელი დღე და ხმასაც არ იღებს არადა ლაპარაკი ვასწავლე და არ ჩუმდება ხოლმე წესით . კუჭშიც თხლად არის გასული და კიდე შევამჩნიე რომ უკანა ნაწილი აქვს შეწითლებული და მჰონი შესიებულიცაა. რითი შეიძლება დავეხმარო და ვუშველო ? ორი წლისაა და ტალღისებრის ჯიშია

Posted by: kvezo 1 May 2016, 09:30
რას შვება შენი თუთიყურში გადარჩა? აწყინა რაგაცამ ან გაცივდა წესითY ზოომაგაზიაში აქვთ რაგაცეები და წყალში უხნი და მოხოდავს

Posted by: -anano- 1 May 2016, 13:00
kvezo
მემგონი გადარჩა . რაღაც წამალი გავურიე წყალში და სულ ძალათი ვასვი და დღეს აშკარად უფრო ღონივრადაა , ხმას ჯერ კიდევ არ იღებს მაგრამ ჭამა ცოტა და მიხარია smile.gif მადლობა მოკითხვისთვის smile.gif

Posted by: nalbo 4 May 2016, 13:24
ძაღლს ცრემლდენა აქვს თვალებიდან ხშირი და რით ვუმკურნალო

Posted by: Rorschach4 10 May 2016, 16:41
წლინახევრის შარპეი მყავს, ყურზე აქვს რაღაც პრობლემა და სულ იბერტყება, ქლოროჰექსიდინში დასველებული ყურის ჩხირით გაუწმინდეო მითხრეს.

ვინმეს გქონიათ შეხება ამ ქლოროჰექსიდინთან? ერთხელ უნდა ამოვუსვა თუ სისტემატურად?

Posted by: VetHouse 10 May 2016, 17:26
QUOTE (nalbo @ 4 May 2016, 13:24 )
ძაღლს ცრემლდენა აქვს თვალებიდან ხშირი და რით ვუმკურნალო

გამარჯობა. ზოგადად ცრემლდენა შესაძლოა ალერგიის ან ანთებითი პროცესის მანიშნებელი სიმპტომი იყოს.

ყველა შემთხვევაში, აუცილებლად საჭიროა ვეტერინარის მიერ შემოწმება, რომელიც შესაბამის მკურნალობას დაგინიშნავთ. მისი ნახვის გარეშე, დიაგნოზის დასმა და მკურნალობა ძალიან რთულია.


* * *
QUOTE (Rorschach4 @ 10 May 2016, 16:41 )
წლინახევრის შარპეი მყავს, ყურზე აქვს რაღაც პრობლემა და სულ იბერტყება, ქლოროჰექსიდინში დასველებული ყურის ჩხირით გაუწმინდეო მითხრეს.

ვინმეს გქონიათ შეხება ამ ქლოროჰექსიდინთან? ერთხელ უნდა ამოვუსვა თუ სისტემატურად?

გამარჯობა. ქლორგექსიდინის ხსნარი გამოიყენება ღია ჭრილობებისა და დაზიანებების დასამუშავებლად. რეკომენდირებულია მისი გამოყენება დღეში 2-ჯერ. თუმცა, გარანტირებული არ არის, რომ სასურველ შედეგს მიიღებთ. აუცილებელია, ვეტერინარმა მისი მდგომარეობა შეამოწმოს და მდგომარეობიდან გამომდინარე დაგინიშნოთ შესაბამისი პრეპარატები.

Posted by: Lewery 12 May 2016, 20:08
ხომ არ იცით ძაღლს ეს რის გამო სჭირს?

უკანა ფეხთან აქვს შიდა მხრიდან

user posted image

http://www.megafileupload.com/ji9E/IMG-1463067216754-V.jpg

Posted by: Rorschach4 12 May 2016, 22:35
მოკლედ,ქლორგექსიდინის ხსნარი არაფერს არ შველის, იმიტომ, რომ ყურის ტკიპები ყავს თუ რა ქვია ქართულად არ ვიცი, Ear Mites - Ушной клещ.

ზუსტად ესე აქვს ორივე ყურში
user posted image

რა წამალი ვიხმარო, ან როგორ მოვიქცე?

Posted by: Roofus 16 May 2016, 22:58
კნუტს აქვს უკანა თათები წართმეული...
არ ვიცი რის გამო...
რენდგენი ჯერ არ გადამიღია...

რა შანსებია რომ აღუდგეს თათების მოძრაბოა...

ქუჩაში იყო და დიდი შანსია ტრავმა მიეღო...

Posted by: VetHouse 17 May 2016, 17:15
QUOTE (Lewery @ 12 May 2016, 20:08 )
ხომ არ იცით ძაღლს ეს რის გამო სჭირს?

უკანა ფეხთან აქვს შიდა მხრიდან

user posted image

http://www.megafileupload.com/ji9E/IMG-1463067216754-V.jpg

გამარჯობა. აღნიშნული დაზიანება შესაძლოა ნაკბენისგან იყოს გამოწვეული, რომელიც უკვე ძალიან გაღიზიანებულია. მისი შემოწმების გარეშე, რაიმე სახის პრეპარატის გამოყენება მისი დამუშავებისთვის დაუშვებელია. გირჩევთ, დროულად მოახდინოთ რეაგირება, რომ უარესი გართულება არ გამოიწვიოს.
* * *
QUOTE (Rorschach4 @ 12 May 2016, 22:35 )
მოკლედ,ქლორგექსიდინის ხსნარი არაფერს არ შველის, იმიტომ, რომ ყურის ტკიპები ყავს თუ რა ქვია ქართულად არ ვიცი, Ear Mites - Ушной клещ.

ზუსტად ესე აქვს ორივე ყურში
user posted image

რა წამალი ვიხმარო, ან როგორ მოვიქცე?

გამარჯობა. პირველ რიგში აუცილებელია გაკეთდეს მიკროსკოპული გამოკვლევა და დიაგნოზის შესაბამისად, შემდეგ დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
* * *
QUOTE (Roofus @ 16 May 2016, 22:58 )
კნუტს აქვს უკანა თათები წართმეული...
არ ვიცი რის გამო...
რენდგენი ჯერ არ გადამიღია...

რა შანსებია რომ აღუდგეს თათების მოძრაბოა...

ქუჩაში იყო და დიდი შანსია ტრავმა მიეღო...

გამარჯობა. შანსებზე საუბარი ძალიან რთულია, როდესაც ზუსტად არ იცით თუ რა სახის დაზიანება აქვს მიღებული.

რა თქმა, აუცილებელია დროული რეაგირება, რომ დაზიანება კიდევ უფრო არ გართულდეს. რენტგენის საფუძველზე გამოვლინდება დაზიანების ხარისხი და შემდეგ უკვე შევძლებთ ვისაუბროთ გამოჯანმრთელების შანსებზე.

Posted by: nu_nuka 18 May 2016, 19:11
გამარჯობათ. ეხლა დამირეკეს სოფლიდან ორი ძაღლი გვყავს და ორივე ცუდად არის სამი დღე არ უჭამიათო, აღმოჩნდა რო ძაღლის ჭირია სოფელში რამოდენიმე ძაღლი დაიღუპაო. რა შეიძლება რო გაუკეთო ძაღლებს?

Posted by: Scoorp 19 May 2016, 11:02
nu_nuka

ვეტერინართან უნდა მიიყვანოთ
ოღონდ ნორმალურთან
ძალიან მალე ოღონდ!

Posted by: nu_nuka 19 May 2016, 12:34
Scoorp
მადლობა პასუხისთვის.
სამწუხაროდ ერთი უკვე დაიღუპა.

Posted by: Scoorp 19 May 2016, 13:11
nu_nuka



sad.gif((((((
საზიზღარი რამეა ჭირი

Posted by: pleita 20 May 2016, 04:11
გამარჯობა. ერთი კვირაა ლეკვს კუჭი აქვს აშლილი weep.gif
ფოსფალუგენსაც ვაძლევ კვების წინ, შემდეგ ენტენოჯერმინას ან ენტეროლს.
ვაჭმევდი ბრინჯს და ქათმის ფილეს. მაგრამ არ ჰყოფნის თუ რა არის ვერ გავიგე (ბევრს ვაძლევ არადა) სულ მშიერია sad.gif
ცოტა გამოკეთდება, ისევ აეშლება. რა უბედურებაა რა გავაკეთო??? weep.gif

Posted by: Scoorp 20 May 2016, 10:49
pleita


ვეტთან არ გყავდა?
კარგ ვეტთან ოღონდ

Posted by: unusual 20 May 2016, 10:55
---------------------------------------------------------------


Posted by: MITIATO 20 May 2016, 12:19
pleita

ნორმალურ ვეტერინართან მიიყვანე.
ფოსფალუგელი არაფერს უზამს ფაღარათზე, გასტრიტი ხო არ აქვს.
ენტეროჯერმინა არის პრობიოტიკი ანუ ნაწლავური ფლორის აღმდგენი.
ძაღლებს დისბაქტერიოზი არ ემართებათ, იმიტომ, რომ მტაცებლები არიან და ბაქტერიები მათ საჭმლის მონელებაში დიდ როლს მაინც და მაინც არ ასრულებენ.
ყოველ შემთხვევაში, ადამიანისათვის განკუთვნილი პრობიოტიკების სხვა ცხოველებისთვის მიცემას აზრი არ აქვს.
ენტეროლს კიდე არაუშავს, მაგრამ ეს ყველაფერი შედეგს ებრძვის და არა_მიზეზს.
აუცილებლად გაიგეთ, რის გამო აქვს ლეკვს ფაღარათი ამდენი ხნის განმავლობაში.

Posted by: pleita 20 May 2016, 13:55
Scoorp
კი ზოოპლაზაში, ბრინჯი და ფილე მიეცი და ეგ წმლებიო...

MITIATO
როგორ გავიგო? ექიმმა რაც მითხრა ვაკეთებ და sad.gif

გუშინ ცოტა უკეთ იყო, მერე 3 ცალი მარწყვი შეჭამა და ისევ აეშალა, ალბათ მაგისი ბრალი იყო

არ ვიცი..მანამდეც ჭამა მარწყვი მაგრამ მშვენივრად იყო.
თავის საკვებს რომ ვაძლევ ისევ ეშლება, როდემდე ჭამოს ეს ბრინჯი და ფილე არადა...

Posted by: Scoorp 20 May 2016, 14:31
pleita


რა მარწყვი ხალხო გადაირიეთ?

ღადაობთ????????
რა მარწყვი ნუ გამაგიჟეთ

არ შეიძლება მარწყვი ძაღლისთვის

შეიძლება მხოლოდ თავისი საჭმელი
ხაჭო 0 %-იანი
ვაშლი
სტაფილო
ქათმის მოხარშული ფილე
და ბრინჯი

მეტი ფაქტიურად არაფერი ეჭმევა

მითუმეტეს კუჭი აშლილი ჰქონდა და რაღაც მიგაცემინათ მარწყვი sad.gif((
გადავირიე გავგიჟდი რა.

ექიმს არ უთხარით ეგ? biggrin.gif
მიიყვანე კლინიკა აიბოში
ცინცაძის 45
ალიკა ექიმთან
დაგაკვალიანებს ნორმალურად და გეტყვის რაც უნდა გააკეთო
რა უნდა მისცე და რა არა.

ბრინჯი დაეხმარება კუჭის შეკვრაში
ოღონდ იმ შემთხვევაში ალუჩებს,ფორთოხლებს და მსგავს რამეებს თუ აღარ მისცემ
თუ არადა ექნება კუჭი უსასრულოდ აშლილი და დაემართება რამე


Posted by: pleita 20 May 2016, 14:42
Scoorp
რავიცი ყველანაირი ხილი შეიძლებაო givi.gif
ბანანიც მოსწონს aba.gif

გუშინ ჭამა.
ეს ალიკა ექიმი ლუმინალია თბილისში? biggrin.gif
ყველა მასზე უთითებს.
ზოოპლაზას კი მოაქქვს დიდად თავი..
ხვალ და ზეგ ალბათ ისვენებს user.gif

Posted by: Scoorp 20 May 2016, 14:45
pleita


არ ისვენებს არც ხვალ და არც ზეგ.
ვინც ეგ გითხრა ბოდიში და დებილია.
ექიმი არ ვარ და მე ვიცი რო ხილი არ ეჭმევა.

ფბ-ზე ლაბრადორების ჯგუფში შემოდი და როცა რამე დაგაინტერესებს იკითხე
არ აჭამო ხილი, ვაშლის გარდა არაფერი sad.gif(
ნუ მოკლავ ძაღლს.

ლუმინალი არ ვიცი
მაგრამ ერთერთი საუკეთესო ნამდვილადაა.

Posted by: MITIATO 20 May 2016, 14:48
pleita
ადამიანებთან ასეთ დროს განავლის და სისხლის ანალიზს ვაკეთებთ.
წესით, ძაღლებშიც ეგრე უნდა იყოს.
ისეთ ვეტკლინიკაში მიიყვანე, სადაც ანალიზებს გაუკეთებენ.
იგივე აიბოში ან ვეტჰაუსში.

QUOTE
თავის საკვებს რომ ვაძლევ ისევ ეშლება, როდემდე ჭამოს ეს ბრინჯი და ფილე არადა...

შეიძლება, სულაც საკვების შერჩევა უნდა წესიერად და მეტი არაფერი.


Scoorp
QUOTE
არ შეიძლება მარწყვი ძაღლისთვის

შეძლებით როგორ არ შეიძლება, თუ ალერგია არ აქვს.

Posted by: Rorschach4 20 May 2016, 14:57
მარწყვი ძაღლს რატო აჭამეთ lol.gif lol.gif

თუ არ წყენს და მოსწონს, რატომაც არა, მაგრამ კუჭი თუ ქონდა აშლილი რავი lol.gif
უბრალოდ, ხილს როცა აჭმევთ, კურკებისგან გაასუფთავეთ

Posted by: Scoorp 20 May 2016, 15:30
MITIATO


კი წერია სტატიებში რო შეიძლება
მაგრამ ძაან საფრთხილოა ჩემი აზრით

ლეკვობაში მითუმეტეს

და შეიძლება ალბათ ძაან იშვიათად მიცემა,მაგრამ ესე მიყოლებით
და მითუმეტეს კუჭაშლილზე sleep.gif

Posted by: pleita 20 May 2016, 16:25
Rorschach4
გუშინ აღარ ჰქონდა და მივეცი სამი ცალი facepalm.gif
იძახეთ ეხლა რატომ აჭამეთ, როგორ აჭამეთ biggrin.gif
აესე, ავიღეთ და ვაჭამეთ.
და საერთო ფისოს კაკაშკებმა აუშალა თავიდან მგონი.
დახმარებაა საჭირო!
MITIATO
უქმეებზე მუშაობს ეგ კლინიკები??
მადლობა
* * *
Scoorp
არა მაქვს ფბ. მაშინ მივალ ხვალ.
QUOTE
ნუ მოკლავ ძაღლს

უნდა მოვკლა!!! sa.gif

Posted by: Rorschach4 20 May 2016, 16:28
pleita
ეგ არაფერი, ერთხელ აივანზე მიაგნო ჩემმა ძაღლმა და კილონახევარი ვაშლი ჭამა lol.gif

Posted by: Scoorp 20 May 2016, 16:34
pleita


აიბო მუშაობს ხვალაც და ზეგაც
და 24 საათიანია ვეტჰაუსი smile.gif

Posted by: pleita 20 May 2016, 18:37
Rorschach4
ვაშლი შეიძლებაო biggrin.gif

Scoorp
გაგახარებს ღმერთი!

Posted by: Rorschach4 20 May 2016, 19:08
pleita

სიმინდი
ყურძენი ან ქიშმიში
თხილი-კაკალი
ხახვი
კარალიოკი
ატამი
ქლიავი

ნებისმიერი კურკები
ავოკადო
სოკო

წითლები განსაკუთრებით არ შეიძლება

სასარგებლოა:
ნიორი
ბანანი, ვაშლი, მარწყვი lol.gif შავი მოცხარი, და საზამთროც და ნუ ყველა, რაც ზემოთ არაა ჩამოთვლილი, ოღონდ უკურკოდ.
სტაფილო, მწვანე ლობიო, კიტრი და ყაბახი სასარგებლოა და სხვა ბოსტნეულიც შეიძლება, რაც ზემოთ არაა.
მოხარშული ან უცხიმოდ შემწვარი კარტოფილიც შეიძლება და ბრინჯი, მაკარონი

Posted by: blblbl 20 May 2016, 22:29
pleita
QUOTE

ეს ალიკა ექიმი ლუმინალია თბილისში

ეს რცხილაძის პონტია biggrin.gif ბავშვებში რცხილაძე და ცხოველებში ალიკა biggrin.gif

Posted by: Rorschach4 20 May 2016, 23:04
ალიკა თან თაობებს უძლებს lol.gif                

Posted by: pleita 20 May 2016, 23:55
Rorschach4
მადლობა დიდი. მარწყვს ძაღლს კი არა მეც აღარ შევჭამ მგონი givi.gif

blblbl
ხოო , biggrin.gif მე უკვე შეველიე ირაკლის biggrin.gif

ძალიან განერვიულებული ვარ ლეკვმა ჩემს შვილს თვალის ქვემოთ იმხელაზე ამოჩიჩქნა ხორცი, მეგონა გასაკერი იქნებოდა weep.gif შემთხვევით გაჰკრა თამაშისას. weep.gif

Posted by: Garnison 21 May 2016, 01:27
pleita
QUOTE
მერე 3 ცალი მარწყვი შეჭამა

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif ცუდად ვარ lol.gif

Posted by: Corvette 21 May 2016, 02:18
მარწყვის ჭამა ეგეთი სასაცილო რატომაა ? biggrin.gif კერძო სახლში ვცხოვრობ და ჩემი ძაღლი სადაც წვდება მაგ: ბალს მიდის და ჭამს , პრობლემაა ? biggrin.gif და ზოგადად ყველა ხილი უყვარს მგონი . ალუჩა , ბალი , ბანანი , მარწყვიც ვაჭამე იმ დღეს (ერთი ცალი ) biggrin.gif , კარალიოკი ,მსხალი და რავიცი მართლა ყველაფერს ჭამს თუ მისცემ biggrin.gif

პირიქით , კარგი არ უნდა იყოს ?

Posted by: Rorschach4 21 May 2016, 03:31
Corvette
კარალიოკი არ შეიძლება ძაღლისთვის, განსაკუთრევით კარალიოკის კურკები.
ნაწლავების დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს, მაგალითად ენტერიტი, რაც არც ისე სასიამოვნოა lol.gif
ტკივილები, ღებინება, კუჭის აშლილობა, სიცხე და შეიძლება კრუნჩხვებიც cry.gif

Posted by: Corvette 21 May 2016, 03:44
Rorschach4
კურკების გარეშე ხომ შეიძლება ? smile.gif)) თან ასე მგონია ძაღლმა იცის რა უნდა შეჭამოს და რა არა biggrin.gif ანუ კურკას არ შეჭამს biggrin.gif მაგ: თხილი ან კაკალი რო დამიგდია, გაუტეხავს , რაღაცნაირად უჩალიჩია გამოუსუფთავებია და შეუჭამია biggrin.gif კარალიოკზე სიმართლე გითხრა არ დავკვირვებივარ , მაგრამ მე ვიგულისხმე მე როცა ვჭამ რო მოვუკბიჩო კარგად ჩაატკბარუნებს ხოლმე givi.gif

ამის მერე მეცოდინება კარალიოკის კურკაზე , მაგრამ მგონი არც ჭამს , მთლიანი რო დავუგდო გარშემო ისე გამოძიძგნის ხოლმე და მასე დატოვებს biggrin.gif

აა საერთოდ არ შეიძლება კარალიოკი ?

ბალის კურკიანად ჭამამ რა უნდა უყოს ? მგონი არაფერი rolleyes.gif

Posted by: pleita 21 May 2016, 04:24
Garnison
შენღა მაკლდი ეხლა sa.gif

Corvette
რავიცი ერთი აიჩემეს ეს მარწყვი მარწყვი aba.gif

Posted by: ikuna888 21 May 2016, 09:59
რამ შეიძლება გამოიწვიოს ძაღლის კანის ქავილი?
ტკიპა არ ყავს არც რაიმე გაღიზიანება არ აღენიშნება.
ვერ ვხვდები რისი ბრალი უნდა იყოს ან რა ვუშველო sad.gif

Posted by: Rorschach4 21 May 2016, 12:19
Corvette
ღორის ხორცი რო მისცე ისე კარგად შეჭამს lol.gif

კარალიოკი უკურკოდაც არ შეიძლება lol.gif თხილიც არ შეიძლება
მამენტ ცოტ-ცოტა და სისტემატური სახე თუ არ აქვს ალბათ არაფერს არ უზამს.

Posted by: pleita 21 May 2016, 12:54
ბავშვებო, ცოფზე ჯერ არაა აცრილი ლეკვი. კომპლექსური ორი აქვს გაკეთებული. გუშინ დაუზიანა ძალიან ბავშვს სახეზე ხორცი და რამე ზომა უნდა მივიღო? weep.gif
სპირტით და იოდით კი დავუმუშავე.

Posted by: Corvette 21 May 2016, 14:41
pleita
არამგონია სანერვიულო იყოს , სახლში გაზრდილ/მოვლილ ძაღლს არამგონია ცოფი ქონდეს , მითუმეტეს ორჯერ ქონია გაკეთებული .

კბილი გაკრა?

მე მაინც არ ვარ პროფესიონალი , უფრო "გლეხური" მეთოდებით ვმსჯელობ biggrin.gif სხვასთანაც გადაამოწმე რავიცი user.gif

Rorschach4
გასაგებია , მადლობა პასუხისთვის smile.gif .

Posted by: pleita 21 May 2016, 14:48
Corvette
ჰო ალბათ კბილი იყო, საკმაოდ ღრმად აქვს sad.gif თვალის ოდნავ ქვემოთ. დააბრმავებდა ალბათ ცოტა ზემოთ რომ მოსვლოდა sad.gif

ცოფის გარდა საშიშროება არის რაიმე?

Posted by: Corvette 21 May 2016, 14:56
pleita
QUOTE
, საკმაოდ ღრმად აქვს  თვალის ოდნავ ქვემოთ. დააბრმავებდა ალბათ ცოტა ზემოთ რომ მოსვლოდა

ვაა , მასე ძაან როგორ მოუვიდა ? mo.gif მითუმეტეს ბავშვს მიჩვეული იქნებოდა აქამდე ხო ? rolleyes.gif მითუმეტეს თვითონაც პატარა უნდა იყოს ხო ? აცრებით თუ ვიმსჯელებ smile.gif)

დამაინტერესა რა ძაღლი გყავდა და კანე კორსო გყოლია .

აა თვითონაც თუ პატარა ლეკვია , მაშინ ჯერ "ჭკუა" არ მოეკითხება biggrin.gif user.gif

QUOTE
ცოფის გარდა საშიშროება არის რაიმე?

შრამი დარჩება ბავშვს ?

Posted by: blblbl 21 May 2016, 15:18
pleita
გარეთ ხომ არ გადის ლეკვი და საშიშროება არაა

Posted by: pleita 21 May 2016, 15:34
Corvette
კორსოა, 4 დღეში ხდება 3 თვის. ცანცრუტაა ახტება ზედ, ვუშლი მაგრამ ეს პროვოცირებს, დიდი გნიასი აქვთ ხოლმე facepalm.gif
არ ვიცი, საკმაოდ ღრმა ჭრილობაა sad.gif ალბათ დარჩება sad.gif


blblbl
კი ჩამყავს,მეორე აცრიდან ორ კვირაში ჩიაყვანეო, და ეს რამოდენიმე დღეა ცოტა ხნით ჩაგვყავს,

Posted by: Rorschach4 21 May 2016, 17:23
pleita
კბილს თვალთან როგორ გაკრავდა და რომც გაეკრა ცოფი არ ექნება, მაგრამ ბრჭყალი უფრო საშიშია
მიწასთან თუ აქვს კონტაქტი, ტეტანუსია საშიში cry.gif
გაკეთებული აქვს ბავშვს აცრა ტეტანუსზე?

Posted by: pleita 21 May 2016, 20:09
Rorschach4
რავიცი, ბრჭყალით როგორ ამოჭრიდა ისე :/ ნემსებივით აქვს კბილები, თითქოსგასმული აქვს.
მოკლედ ტეტანუსზე გავარკვიე,აცრები თუ აქვს ჩატარებული ბავშვს, არაა საჭირო და ცოფზე აცერითო..
* * *
საკვების ბრალი ყოფილა bis.gif პირველი კვირა ძალიან მოეწონა. მერე რატომ აუშალა ვერ გავიგე.
რაღაც კარგი შევარჩიეთ ახლა. ედვანსის პრობლემური კუჭნაწლავისთვის. bis.gif
რა კარგია ძაღლი რომ სახლში არ შვება ყველაფერს. შვებაა givi.gif


Posted by: Scoorp 23 May 2016, 11:13
ikuna888

კანის ქავილი შეიძლება ალერგიის ბრალი იყოს
ან საკვებზე ან ზოგადად რაიმეზე. ნუ გააჩნია მთელ ტანს იქავებს?


pleita

მანამდე რას აჭმევდით? ედვანსი ძალიან კარგია smile.gif)

Posted by: pleita 23 May 2016, 11:45
Scoorp
არ მახსოვს სახლი.რაღაც გერმანულს. ძააალიან კარგიაო. მოეწონა კიდეც. ერთი კვირის შემდეგ აუშალა :/

Posted by: Scoorp 23 May 2016, 11:55
pleita


ხო ხანდახან ხდება ეგრეც რო არ უხდებათ საკვები

წესით ედვანსი მოეწონოს უნდა
მეც ვაჭმევდი მაგას,მაგრამ ვერ გავქაჩე თანხის მხრივ
ისედაც უამრავი რამე სჭირდება და გავიყიდე))))))

Posted by: pleita 23 May 2016, 13:48
Scoorp
ჰოო დღეში ნახევარ კგს მიირთმევს 6 გელა + ხაჭო 2.50
პრინციპში თვეში 255 გამოდის. არც ისე ძვირია. rolleyes.gif
აცრებს, და ექსტრა ხარჯებს თუ არ ჩავთვლით.
3 თვიდან ვიტამინები უნდა დაიწყოსო და ხომ არ იცით რა ვიტამინები? rolleyes.gif

Posted by: Scoorp 23 May 2016, 14:15
pleita

4 თვისაა შენიც ხო?
ცხრილზე ნახევარი კილო წერია მაგ ასაკზე? საკმაოდ მსუყე და ნოყიერი შემადგენლობა აქვს ედვანსს.
შეიძლება ცოტა ნაკლებიც აჭამო იმჰო.

ვეტ ექიმს შეუთანხმო ჯობს ვიტამინებზე.

ისე კაფორტანის ვიტამინებია ზოგადად ყველაზე კარგი.
გუშინ ვუყიდე მე
უბრალოდ მალე უნდა იყიდო,ბევრგან არაა და დეფიციტშია
თან როცა ვიტამინებს მისცემ კვება ცოტა უნდა შეუმცირო

ნუ თავიდან საკმაოდ ძვირია ლეკვი
4 აცრა,ჭიის წამალი,ყოველთვე ტკიპების წვეთები
საწოლი,ჯამები,საყელური,სასუსნავები,საჭმელი,ვიტამინი,ჩიპი
და ა.შ biggrin.gif
ნუ მე მაგდენიც არ მეხარჯება
ნაკლებიან საკვებს ვაძლევ

Posted by: pleita 23 May 2016, 14:19
Scoorp
3თვის ხდევა ზეგ love.gif
თითონ იცის ზომა. ერთ ჭამაზე თუ ბევრი ყრია ჯამში არ ჭამს ბოლომდე. მაგრამ ნახევარ კგზე ადის მაინც . დიდია ზომით.
. ხვალ აცრასაც ვუკეთებ და ვკითხავ. მადლობა
საწოლი ჯამები საყელო და აქსესუარები გამოვუწერე, : jump:

Posted by: Scoorp 23 May 2016, 14:26
pleita


ხო მარა ზოგადად მსუნაგები არიან ლეკვები biggrin.gif
არ მოიმატოს წონაში უცბად თორე მერე რთულია დაკლება smile.gif)
კითხე ხო ვეტს მაინც რაოდენობაზე smile.gif))

ფოტოები არ გაქვს? smile.gif)

Posted by: pleita 23 May 2016, 14:32
Scoorp
მე კიდევ გამხდარი მეჩვენება sad.gif გვერდები აქვს თხელი.

დიახ მაქვს jump.gif jump.gif love.gif

http://www.radikal.ru

Posted by: BAKRADZE 23 May 2016, 15:28
გამარჯობა, კატას ინფექციურ დაავადებებზე სად ჩავუტაროთ გამოკვლევები?

Posted by: Scoorp 23 May 2016, 15:42
QUOTE (pleita @ 23 May 2016, 14:32 )
Scoorp
მე კიდევ გამხდარი მეჩვენება sad.gif გვერდები აქვს თხელი.

დიახ მაქვს jump.gif jump.gif love.gif

http://www.radikal.ru

ძააან ლამაზია love.gif

რამდენი კგ-ია?

რო იდგეს იმ პოზაშიც თუ გაქვს ფოტო მანახე აბა

Posted by: pleita 23 May 2016, 16:06
Scoorp
ვერ ვაჩერებ სასწორზე. 10 ზე მეტია biggrin.gif

ვერც დამდგარი გავაჩერე. დარაცრაცებს. აქ მოკრუნჩხულია, მაგრამ მაინც დგას givi.gif ერთი კვირის წინაა გადაღებული და ეხლა კიდევ ამაზე დიდია. ყოველ ღამით იზრდება როგორც ჩანს biggrin.gif

love.gif

http://www.radikal.ru

Posted by: Scoorp 23 May 2016, 17:04
pleita

მემგონი კარგი წონისაა smile.gif))


შეგიძლია გუგლში ნახო ცხრილი დაახლოებით რა ზომა წონის უნდა იყოს მაგ ასაკის კანე კორსო

კი მართლა ყოველდღე იზრდებიან ახლა ისეთი პერიოდი აქვთ love.gif

Posted by: VetHouse 24 May 2016, 14:43
QUOTE (pleita @ 23 May 2016, 16:06 )
Scoorp
ვერ ვაჩერებ სასწორზე. 10 ზე მეტია biggrin.gif

ვერც დამდგარი გავაჩერე. დარაცრაცებს. აქ მოკრუნჩხულია, მაგრამ მაინც დგას givi.gif ერთი კვირის წინაა გადაღებული და ეხლა კიდევ ამაზე დიდია. ყოველ ღამით იზრდება როგორც ჩანს biggrin.gif

love.gif

http://www.radikal.ru

გამარჯობა. გამხდარი სულაც არ არის smile.gif ძალიან საყვარელია love.gif
მისი ასაკისთვის იდეალური წონისაა. საკვებთან დაკავშირებით, ნამდვილად სწორი არჩევანი გაგიკეთებიათ. "ედვანსი" შეიცავს ყველა საჭირო ვიტამინებსა და მინერალებს, რაც ცხოველის სრულფასოვანი კვებისა და ჩამოყალიბებისთვის არის საჭირო.

ვინაიდან, დიდი ჯიშის ლეკვია, მაინც გირჩევთ ვიტამინების დამატებას, მისი ძვალსახსროვანი სისტემის სწორად განვითარებისთვისაც. თუმცა, უკეთესი იქნება, რომ მისი განვითარების მდგომარეობა შევამოწმოთ, შემდეგ კი თავად შეგირჩევთ შესაბამის ვიტამინებს.

* * *
QUOTE (BAKRADZE @ 23 May 2016, 15:28 )
გამარჯობა, კატას ინფექციურ დაავადებებზე სად ჩავუტაროთ გამოკვლევები?

გამარჯობა. შეგიძლიათ მიხვიდეთ "ვეტ ჰაუსში". პროფესიონალი ექიმებისა და თანამედროვე აპარატურის დახმარებით მისი სრული გამოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობა მოხდება.

Posted by: pleita 25 May 2016, 09:44
VetHouse
მადლობა. გუშინ დავიწყეთ აბები და ისე ორჯერ გავუკეთე რახიტის ვიტამინი და მესამე სამ კვირაში უწევს.

Posted by: BAKRADZE 26 May 2016, 02:01
VetHouse
QUOTE
გამარჯობა. შეგიძლიათ მიხვიდეთ "ვეტ ჰაუსში". პროფესიონალი ექიმებისა და თანამედროვე აპარატურის დახმარებით მისი სრული გამოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობა მოხდება.

მადლობა გამოხმაურებისთვის, სანამ წავიკითხავდი მანდ მოვედი ისედაც, იმედია სწორ დიაგნოზს დასვამენ თქვენი ექიმები

Posted by: BLACK_SERENADE 28 May 2016, 11:56
გამარჯბა, დაახლოვებით თვე-ნახევრის კნუტს შეიძლება ჰქონდეს ცოფი? ქუჩის კნუტმა მიკბინა და... ანუ, რისი თქმა მინდა, თვე-ნახევრის ასაკში სად უნდა აეკიდა ცოფი, თან იმასაც ხო საინკუბაციო პერიოდი აქვს... პლუს შიშის ნიადაგზე მიკბინა. ქუჩაში იჯდა და მანქანას რო არ გაეტანა ხელში ავიყვანე რო გადამესვა

Posted by: Rugby6 30 May 2016, 02:28
გამარჯობათ მეგობრებო მყავს კანე კორსოს ლეკვებიი და სადგაც 2 კვირის რომ იყვნენ ერთ ერთ ლეკვსს ბრჭყალით დაუზიანეს თვალი წვეთებს ვასხავდი რაც ჩემმა ექიმმა დამინიშნა და ცოტაა გამოსწორებისკენ ქონდა საქმე, ეხლა არაა საქართველოში ჩემი ექიმი და გაუუარესდა გაუუსივდა თვალი იქნებ რამე მირჩიოთ სად მივიყვანო რამდენადაა შანსი გამოუუსწორდეს თვალი ... იქნებ რამე მირჩიოთ ან ექიმი მიმასწავლოთ.... ფოტოებზე უკეთ მიხვდებით რას ვგულისხმობ
http://pix.ge/

http://pix.ge/

Posted by: Scoorp 30 May 2016, 10:36
Rugby6


ექიმთან მიიყვანე sad.gif
ასე ვინ რას გირჩევს

ალიკა ექიმს გირჩევდი
ცინცაძის 45
კლინიკა აიბო

ან დათო ნანობაშვილს
ვეტ კლინიკა ბუნება
კანდელაკის 61

BLACK_SERENADE

თუ ცოფიან კატასთან ან ძაღლთან ჰქონდა შეხება რა თქმა უნდა შეიძლება იყოს თვე ნახევრის ლეკვიც და კატაც ცოფის მატარებელი
ასაკი ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია.
მაგიტომ არ გაჰყავთ აცრების დასრულებამდე კატაც და ძაღლიც ხოლმე.
რისკია მაინც აცრის გარეშე გაჩერება ჩემი აზრით

Posted by: საკურა. 30 May 2016, 20:05
დიდ მანძილზე უნდა წავიყვანო ძაღლი, მანქანით, უკან ჯდომა მოუწევს სამწუხაროდ....
რაიმე წამალი არის რომ ცუდად არ გახდეს? ჰასკია, თუ ამას მნიშვნელობა აქვს....
* * *
არავინაა კომპეტენტური რომ მიპასუხოს?.....


პ.ს ვაპირებ რომ ვეტ. კლინიკაში მივიყვანო და დავაბანინო და ხომ არ გაცივდება?....

Posted by: Scoorp 31 May 2016, 10:40
საკურა.

დაბანის მერე თბილად უნდა გყავდეს
ორპირში არ მოხვდეს და მეტლახზე არ იწვეს.

Posted by: VetHouse 31 May 2016, 19:08
QUOTE (საკურა. @ 30 May 2016, 20:05 )
დიდ მანძილზე უნდა წავიყვანო ძაღლი, მანქანით, უკან ჯდომა მოუწევს სამწუხაროდ....
რაიმე წამალი არის რომ ცუდად არ გახდეს? ჰასკია, თუ ამას მნიშვნელობა აქვს....
* * *
არავინაა კომპეტენტური რომ მიპასუხოს?.....


პ.ს ვაპირებ რომ ვეტ. კლინიკაში მივიყვანო და დავაბანინო და ხომ არ გაცივდება?....

გამარჯობა. არსებობს შესაბამისი პრეპარატები, რომელიც მხოლოდ ცხოველის შემოწმების შემდეგ შეიძლება რომ დაინიშნოს. თვითნებურად ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას.
* * *
QUOTE (საკურა. @ 30 May 2016, 20:05 )
პ.ს ვაპირებ რომ ვეტ. კლინიკაში მივიყვანო და დავაბანინო და ხომ არ გაცივდება?....

ბანაობას რაც შეეხება, აუცილებელია, რომ ცხოველი კარგად გაშრონ. გრძელბეწვიანი ძაღლების გაშრობა შედარებით მეტ დროს მოითხოვს, მაგრამ აუცილებელი პროცედურაა.
* * *
QUOTE (Rugby6 @ 30 May 2016, 02:28 )
გამარჯობათ მეგობრებო მყავს კანე კორსოს ლეკვებიი და სადგაც 2 კვირის რომ იყვნენ ერთ ერთ ლეკვსს ბრჭყალით დაუზიანეს თვალი წვეთებს ვასხავდი რაც ჩემმა ექიმმა დამინიშნა და ცოტაა გამოსწორებისკენ ქონდა საქმე, ეხლა არაა საქართველოში ჩემი ექიმი და გაუუარესდა გაუუსივდა თვალი იქნებ რამე მირჩიოთ სად მივიყვანო რამდენადაა შანსი გამოუუსწორდეს თვალი ... იქნებ რამე მირჩიოთ ან ექიმი მიმასწავლოთ.... ფოტოებზე უკეთ მიხვდებით რას ვგულისხმობ
http://pix.ge/

http://pix.ge/

გამარჯობა. აუცილებლია, რომ ვეტერინარმა შეამოწმოს. ფოტოს საშუალებით მკურნალობის დადგენა შეუძლებელია. რაც მთავარია, კარგი იქნება თუ დროულად მობრძანდებით. ჩვენი ჰოსპიტალი 24 საათის განმავლობაში მუშაობს, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მობრძანდეთ.

Posted by: PikasosGogo 8 Jun 2016, 13:35
2 თვისკნუტი მყავს, ძალიან მხიარული და ცელქი, მარა მეორე დღეა სულ წევს და ძირითადად ძინავს, არც ჭამა უნდა დიდად და თამაში ხომ საერთოდ, რა შეიძლება ჭირდეს? sad.gif

Posted by: PORT16 12 Jun 2016, 15:06
user posted image

ჩემ სეტერს დილაობით აქ ასეთი მოთეთრო ლორწოსებრი რაღაც თვალებიში... რისი ბრალი შეიძლება იყოს? და როგორ მივხედო? მადლობა წინასწარ..

Posted by: VetHouse 14 Jun 2016, 19:04
QUOTE (PikasosGogo @ 8 Jun 2016, 13:35 )
2 თვისკნუტი მყავს, ძალიან მხიარული და ცელქი, მარა მეორე დღეა სულ წევს და ძირითადად ძინავს, არც ჭამა უნდა დიდად და თამაში ხომ საერთოდ, რა შეიძლება ჭირდეს? sad.gif

გამარჯობა. ახლა როგორ არის მისი მდგომარეობა?

Posted by: Wisemаn* 14 Jun 2016, 22:43
PORT16
წიპლია დიდი ალბათობით მაგი. biggrin.gif
ტკბილის ჭამამ, ჭიამ და თვალის ანთებამ იცის უმეტეს წილად.
პირველი 2-ს თუ გამორიცხავ მაშინ ვეტერინართან მიიყვანე უფრო ზუსტად რო დასვას დიაგნოზი.

Posted by: VetHouse 15 Jun 2016, 12:14
QUOTE (PORT16 @ 12 Jun 2016, 15:06 )
user posted image

ჩემ სეტერს დილაობით აქ ასეთი მოთეთრო ლორწოსებრი რაღაც თვალებიში... რისი ბრალი შეიძლება იყოს? და როგორ მივხედო? მადლობა წინასწარ..

გამარჯობა. პროფიკაქტიკის მიზნით კარგი იქნება თუ ვეტერინართან შემოწმებას გაივლით, რადგან აღნიშნული სიმპტომები სხვადასხვა გართულებებს ახასიათებს. მნიშნველოვანია დადგინდეს მიზეზი და შემდეგ მიიღოთ გარკვეული რეკომენდაცია. მიბრძანდით "ვეტ ჰაუს
-ში და კვალიფიციური ვეტერინარები მის დახმარებას აუცილებლად შეძლებენ. ჰოსპიტალი ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

საკონტაქტო ნომრებია: 247 00 05 ან 596 11 00 05

Posted by: PORT16 15 Jun 2016, 21:22
Wisemаn*
ხო ეგაა biggrin.gif
ტკბილეულს არ ვაძალებ მაინცდამაინც biggrin.gif
ჭია რავი ყოველ თვე ვალევინებ წამალს, ყრის კიდეც მაგრამ მაინც ყავს ჭიები ვერ მოვაშორე sad.gif
დავალევინებ მაშინ ხვალ ჭიების წამალს კიდე და თუ განსხავება არ მიცა რამდენიმე დღე, თვალის ანთება რჩება ე.ი?

VetHouse არ ვცხოვრობ მეგობარო ქალაქში და აქ ძაღლების კარგი ექიმი არ არის...

მადლობა გამოხმაურებისთვის...

Posted by: blblbl 16 Jun 2016, 01:16
VetHouse
გამარჯობა,ვეტერინარული კითხვა არ მაქვს უფრო კინოლოგიურ ფსიქოლოგიური biggrin.gif მაგრამ იქნებ გყავდეტ კლინიკაში ვინმე ვინც იცოდეს ამ საქციელის ახსნა ან თქვენ იცოდეთ,მოკლეთ მყავს 7 წლის მეტისი,კოკერსპანიელის და ლაბრადორის ნაჯვარი,4 კვირის იყო რომ მომიყვანეს,პირველი ერთი კვირა იყო ცემს ოთახში,შემდეგ თავისი სურვილით გადაბარგდა ჩემი მშობლების ოთახში,მამაჩემის გვერდით წევს უკვე 7 წელია,ამ ხნის მანძილზე,როცა კი მიცდია ჩემთან დატოვება,ძალიან იშვიათად რომ გაჩერებულიყო,ძირითადად,ღამის 2-3 საათზე ითხოვდა გასვლა და თავის ადგილას დაძინებას,ყოველ ღამე როცა ეზინებოდა მიდიოდა და წვებოდა.ბოლო ერთი თვეა ზუსტად,არაფრით არ უნდა ღამე იქ ყოფნა და იწევს რომ ჩემთან დაიძინოს,თუ ვტოვებ იძულებით კი იძინებს მშვიდად მერე,მაგრამვინმე თუ გავიდა კარებთან დგება და ცდილობს გამოიპაროს და აქეთ დაწვეს.ერთი მხრივ თუ ეს მისი პრიკაზი და აკვიატებაა არ მინდა რომ შევუსრულო და მან გადაწყვიტოდ რა როგორ იყოს,ანუ თავისი არ გაიტანოს,მაგრამ მეორე მხრივ ვფიქრობ იქნებ ამით უარესს ვუკეთებ რო მ ძალით ვტოვებ,მოკლეთ არცერთი ვარიანტი არ მომწონს,თუმცა რომ ვიცოდე უბრალოდ კაპრიზია,მაშინ არ გავაყვანინებდი,უბრალოდ ვფიქრობ იქნებ აქვს რამე მიზეზი რასაც მე ვერ ვხვდები,რაც შეეხება მის "საძინებელს" იქ არაფერი არ შეცვლილა საერთოდ,ყველაფერი ისევ ისეა,ერთადერთი რაც მაფიქრებს არის ქვედა მეზობლის პადვალი სადაც კანალიზაცია გადის და რაც დაცხა და კარების ღია დატოვება დავიწყეთ სავარაუდოდ ამოდის სუნი,ნუ მას ჩვენზე მეტი ყნოსვა აქვს,ამ პერიოდს ემთხვევა სხვა მართლა ვერაფერს ვიხსენებ რომ რამე მომხდარიყო,იქნებ დამეხმაროთ და მითხრატ თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით? შეიძლება ეს იყოს იმის ბრალი რასაც მე ვფიქრობ?ან რა მიზეზი შეიძლება იყოს იმის რომ ჩემთან უდნა წოლა,თითონ თავს სხვა მხრივ კარგად გრზნობს,ჭამს,სვამს ენერგიაზეა ხასიათიც კარგი აქვს,ვნერვიულობ უკვე ცოტა არ იყოს და არ ვიცი როგორ მოვიქცე,;ამის მე წავიდე ექიმთან რამე ხომ არ მჭირს biggrin.gif

Posted by: LOTUSi 16 Jun 2016, 16:04
თვენახევრის კნუტი მოვიყვანეთ, უპატრონო. სულ ეძინა, შევატყე რომ რაღაც ვერ იყო კარგად. ძაან სუსტად იყო. კარგად ჭამდა. დღეს დილით მკვდარი დამხვდა sad.gif ღამე ჩVეულებრივ ეძინა და რა მოუვიდა არ ვიცი. შეიძლება რომ ცოფი ქონოდა? და სიმპტომები აქვს მაგ შემთხვევას? წინა დღეს თან ბავშვს გაკაწრა ცოტათი და მეშინია მაინც. ექიმს დავურეკე და შანსი არ არისო, გამორიცხულიააო და რავიცი.

რატო მოკვდა ვერ ვიგებ. sad.gif

Posted by: blblbl 16 Jun 2016, 16:34
LOTUSi
ქუჩაში თუ იპოვნე,ცუდატ იყო ალბათ,ცოფი ალბატ არ ექნებოდა ცოფიანი კატა ვერ ჭმს,ყბის დამლა აქვთ და სულ იმალებიამნუ პლუსი ცოფიანი როგორ მოიქცეოდა ხო ხვდები biggrin.gif აცრაზე ექიმმა რადგან არაა საჭირო ანუ ასეცაა,კარგი ექიმი გყოლია ისე დააფასე biggrin.gif

Posted by: LOTUSi 16 Jun 2016, 17:16
blblbl
რავი, ვერ ვისვენებ მაინც. ტყუილად ბავშვის აცრაც არ მინდა. ეხლა იმუნიზაციის ცენტრში დავრეკე და გამორიცხული არ არისო. ბავშვი მოიყვანეთ და ექიმმა ნახოსო, ნაკაწრი. დავიბენი


Posted by: blblbl 16 Jun 2016, 19:17
LOTUSi
იმუნიზაციის ცენტრში საკუთAრი აცრილი ძაღლის ან კატის ნაკბენზეც კი აცრას გიტარებენ,მაგათ არ ვენდობი მე ,გაწერილი აქვთ გეგმა რაც უდნა შესრულდეს,თუმცა თუ გული გეთანაღრება აცერი,მეორე ვარიანტია კნუტი წაიყვანო და გამოიკლიონ ცოფი აქვს თუ არა,მარა ნუ თავს აჭრიანნდა რაღაც მასე იკვლევენ :\

Posted by: Scoorp 17 Jun 2016, 10:49
LOTUSi


თავის დაზღვევის მიზნით მე მაინც ავცრიდი
რატო უნდა გარისკო?
ცოფი შეიძლება არ სჭირდა მაგრამ უამრავი სხვა დაავადებაა
რომელიც შეიძლება გადაედოს ცხოველისგან ადამიანს
იმ დღეს ვიღაც მიმტკიცებდა მუნი არ გადადის კატიდან ადამიანზეო და ხელთათმანის გარეშე ამუშავებდა ჩემ თვალწინ მუნიან კატას
ჯერ რაც არ უნდა გადადიოდეს დაავადება,შენი სისუფთავის მომენტია,ეგრე პირდაპირ როგორ უნდა მოკიდო დაავადებულ ცხოველს ხელი არ მესმის :/
ეს მცირე გადახვევა biggrin.gif

ხოდა რავიცი რთული ასარჩევია,იმიტო რო შეიძლება ტყუილადაც აცრა, და არც ეგ აცრებია კარგი პრინციპში,მაგრამ დაზღვევა და სიფრთხილე ჯობს შიშში ყოფნას
იმჰო

Posted by: MITIATO 17 Jun 2016, 10:58
LOTUSi
QUOTE
შეიძლება რომ ცოფი ქონოდა?

არ არის გამორიცხული.
ცოფის ატიპური მიმდინარეობებიც არსებობს. არ არის აუცილებელი იდორბლებოდეს და ყველაფერს კბენდეს.

რატომ უნდა გარისკო შენი შვილის სიცოცხლე.
მე გირჩევდი, რომ აგეცრა. smile.gif

Posted by: PikasosGogo 17 Jun 2016, 12:17
VetHouse
მადლობა, 2 დღე იყო მასე და გამოკეთდა, ეხლა მშვენივრად არის love.gif

Posted by: LOTUSi 19 Jun 2016, 01:10
blblbl
Scoorp
MITIATO
ავცერი. მართლა ვერ გავრისკავდი და შიშში ყოფნა არ შემიძლია, თან როცა პატარას ეხება საქმე.
მეც ავიცერი ერთი კვირის წინ, ქუჩის კატის გამო. ვერ შევეშვი კატებს რა. biggrin.gif

ჩემ ქმარსაც გაკაწრა ამ კატამ, ცოცხალი თავით არ მიდის. არაფერი არ ექნებოდა იმასო. :@

Posted by: blblbl 19 Jun 2016, 16:27
LOTUSi
მოიყვანე ერთი კატა,აცერი და გყავდეს biggrin.gif იქნები დასვენებული biggrin.gif

Posted by: nothing123 20 Jun 2016, 21:37
http://www.radikal.ru
გამარჯობათ ეს რა შეიძლება იყოს ძაღლს აქვს კანზე

Posted by: Dostoyevsky 20 Jun 2016, 22:03
კატა მყავს და მაინტერესებს თუ შეიძლება ვაქცინის ან რაიმეს გაკეთება რაც ორსულობიდან დაიცავს? და კიდევ გამიგია რაღაცას უკეთებენ კატებს და მერე უფრო სუქდება ეგეც როგორა..

Posted by: blblbl 20 Jun 2016, 23:21
Dostoyevsky
ვაქცინა და წმალები არ შეიძლება,კინბოს აჩენს სტერილაზაცია კეთდება ანუ საკვერცხეებს და საშვილოსნოს აჭრიან და ვერ დაორსულდება,ამის მეე დაბალკალორიული საკვები უდნა ჭამოს რომ არ გასუქდეს

Posted by: Dostoyevsky 21 Jun 2016, 10:46
QUOTE (blblbl @ 20 Jun 2016, 23:21 )
Dostoyevsky
ვაქცინა და წმალები არ შეიძლება,კინბოს აჩენს სტერილაზაცია კეთდება ანუ საკვერცხეებს და საშვილოსნოს აჭრიან და ვერ დაორსულდება,ამის მეე დაბალკალორიული საკვები უდნა ჭამოს რომ არ გასუქდეს

სად შეიძლება ეგ გაუკეთდეს ? ან ფასი რა ეღირება მაგ ყველაფრის რო ჩაუტარო?

Posted by: Scoorp 21 Jun 2016, 11:37
Dostoyevsky

100 ლარამდე ღირს კარგ კლინიკებში როგორც ვიცი

Posted by: gio464 22 Jun 2016, 10:02
გამარჯობათ დღეს დილით ჩემმა ძაღლმა რომელიც არის ჰასკი 3 თვის აღებინა რაგაც თეთრი ქაფივით და რისი ბრალი იქნება?

* * *
გამარჯობათ დღეს დილით ჩემმა ძაღლმა რომელიც არის ჰასკი 3 თვის აღებინა რაგაც თეთრი ქაფივით და რისი ბრალი იქნება?

Posted by: syaruna 23 Jun 2016, 17:07
gio464
ჩემიც მასე იყო გავაქანე ვეტ ექიმთან და ენტერიტი დაუდგინეს sad.gif სასწრაფოდ წაიყვანე იმიტომ რო ერთერთი უსერიოზულესი დაავადება
* * *
http://www.radikal.ru
მე და ჩემი ბაგირა უკვე 5 დგეა ენტერიტის დაავადებას ვებრძვით ალბათ მოვკვდები ნერვიულობით არაფერს არ ჭამს ცარიელა იქნებ რამით მანუგეშოთ გამოცდილებმა შანსები გვაქ?

Posted by: Scoorp 24 Jun 2016, 11:04
syaruna


დაგყავს ალბათ ექიმთან ხო?
გადასხმებს თუ უკეთებენ ნუ გეშინია შიმშილით არ მოკვდება რამდენიმე დღე
მთავარია გამოძვრეს

Posted by: syaruna 24 Jun 2016, 11:35
Scoorp
კი კაცო როგორც კივაღებინა ნახევარ საათში ექიმთან მყავდა smile.gif
მადლობ smile.gif

Posted by: Scoorp 24 Jun 2016, 11:55
syaruna


გარეთ გყავდა გაყვანილი?
საიდან აიკიდა ნეტა ://

Posted by: syaruna 24 Jun 2016, 12:09
Scoorp
ორჯერ გავიყვანე. დავრბივარ ხოლმე და ისე გამომეტირა შემეცოდა და გავიყვანე სდლტადიონზე ვირბინეთ მეთქი სტადიონზე რა იქნება თქო მარა.. ისე თუ გადარჩ მაინც რამდენი ხანი უნდა რო დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რითმს?

Posted by: Scoorp 24 Jun 2016, 12:55
syaruna


არ ვიცი
არამგონია დიდი ხანი უნდოდეს
არ უნდა გაგეყვანა
აცრებს სანამ არ დაამთავრებთ ნუ გარისკავთ sad.gif
რაც არ უნდა გამოგეტიროს დაა ა.შ.

Posted by: syaruna 24 Jun 2016, 18:47
რა აგარ ვცადე რა აღარ გავუკეთეთ მარა აზრი? ხუთი დგეა მაგასთან ერთად დგე ღამე მაქ გასწორებული მარა ეგაც ამაოდ. მოკლედ ჩემი რჩევაა მათვის ვისაც უნდა რო ლეკვი აიყვანოს არავითარ შემთხვევაშიბარ გაიყვანოთ გარეთ აცრამდე sad.gif(

Posted by: blblbl 24 Jun 2016, 19:06
syaruna
აუ sad.gif ნეტა ცოტა ადრე დაგწერა აქ და მაშინვე მერჩია არ გაიყვანოთქო sad.gif იმედი დაძლევთ და კარგად იქნება ღმერტი თქვენსკენ

Posted by: syaruna 24 Jun 2016, 19:10
ნახევარი საათის წინ დავმარხე ;(( არ ვიცუ რავქნა

Posted by: tranka 24 Jun 2016, 20:09
გამარჯობა smile.gif

ასეთი სიტუაციაა:
ერთი თვის კნუტი 2 დღის წინ ცუდად გახდა, აღებინა და
მას შემდეგ სუსტადაა, ხანდახან კანკალებს
და სულ ეძინება, უხასიათოდაა

რა იქნება სავარაუდოდ მიზეზი?

Posted by: Davon 24 Jun 2016, 20:36
ჭიის წამლის კანივერმის 10 დღეში განმეორება საჭიროა? კატაზე

Posted by: Rorschach4 25 Jun 2016, 20:47
QUOTE (syaruna @ 24 Jun 2016, 19:10 )
ნახევარი საათის წინ დავმარხე ;(( არ ვიცუ რავქნა

cry.gif

ბეწვის ცვენას რით ვუშველო არ იცით? ძალიან ბევრი ცვივა.
აი ხო წარმოგიდგენიათ, რამდენია ძალიან ბევრი ბეწვი, მაგაზე ორჯერ მეტი ცვივა user.gif
დავაცხნა არ შველის user.gif ვიტამინებს ვაძლევ, არ შველის user.gif

Posted by: Greenie 26 Jun 2016, 23:05
ჩემი კატა გადმოვარდა მე-11 სართულიდან, რაღაც საოცრებით გადარჩა, მოტეხილობები არ აქვს, მყესი აქვს გაწყვეტილი და დაჟეჟილია, ახლა საავადმყოფოში წევს და ხვალ წამოვიყვან. როგორი მოვლა სჭირდება მერე? თავისით ჭამს ცოტას. რამდენ ხანში გამოკეთდება, ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა? მარტო დატოვება თუ შეიძლება რამდენიმე საათით?

Posted by: Scoorp 27 Jun 2016, 10:41
syaruna

აუუ sad.gif(((
ვწუხვარ ძალიან.
წარმოდგენაც არ მინდა რა სიმწარეა.
რომელ ვეტთან დაგყავდა?


Rorschach4

რა ჯიშია?
ფურმინატორი გაქვს? ეგ სავარცხელი უნდა გამოიყენო
ნუ ჩემსას არც მაგაზე აქვს დიდი ეფექტი,მაგრამ მაინც კარგი რამეა

tranka

მიზეზი ბევრი რამე შეიძლება იყოს
ვეტს დაურეკეთ მაინც,თუ ვერ მიგყავთ

Posted by: syaruna 27 Jun 2016, 18:24
Scoorp
ჩემიპირველი ლეკვი იყო ბავშობის ოცნება ავიხდინე მარა ...
რავი ვიღაც ხნიერი ქალი იყო ქვედა სამგორში ვეტ მაღაზიები როა ჩაყოლიეებაზე
პს: მაგრად არ მომეწონა ეგ ქალი გადასხმებს 40 მლიგრამს უკეტებდა დგეში და ეგ საკმარისია? თან ნებსით და არა კაპელნიცით

Posted by: Scoorp 27 Jun 2016, 18:38
syaruna

არ ვიცი რამდენია ნორმა გადასხმის შემთხვევაში
მერე ვერ მიიყვანე ნორმალურთან? sad.gif
თუ არ მოგწონდა თან
ერთხელ და ორჯერ არ გყოლია და..
არაუშავს,ხდება ხოლმე
პატარა ბავშვის ყურადღება უნდა ლეკვს განსაკუთრებით
და მერეც პრინციპში sad.gif
რა ღუნღულაა ფოტოზე
გული მიკვდება :/

Posted by: syaruna 27 Jun 2016, 21:19
QUOTE (Scoorp @ 27 Jun 2016, 18:38 )
syaruna

არ ვიცი რამდენია ნორმა გადასხმის შემთხვევაში
მერე ვერ მიიყვანე ნორმალურთან? sad.gif
თუ არ მოგწონდა თან
ერთხელ და ორჯერ არ გყოლია და..
არაუშავს,ხდება ხოლმე
პატარა ბავშვის ყურადღება უნდა ლეკვს განსაკუთრებით
და მერეც პრინციპში sad.gif
რა ღუნღულაა ფოტოზე
გული მიკვდება :/

რავი ვიფიქრე ეხლა რო სხვასთან წავიყვანო მეთქი უფრო არ ავურიო თქო იტოგში მე ვარ დამნაშავე რა არ უნდა გამეყვანა რო ვუყურებ სურათებს გული მივარდება და ბგავილი მინდება cry.gif
http://www.radikal.ru

Posted by: AIX-500 28 Jun 2016, 03:34
ბავშვს ვუყიდე სპანიელი. სულ რაღაც ერთი კვირაა. ხოდა ჯერ იყო და ბევრს ფსამდა. გარემოს ეგუებაო. მერე შევატყვე არაფერს ჭამს წყალს არ სვამს და კუჭი აშლილი აქვს. ყოფილმა პატრონმაც და ვეტერინარმაც მხრები აიჩეჩეს არაფერიაო. გუშინ სხვა ვეტერინართან მყავდა ხოდა ცუდად არის შენი ძაღლიო. ეხლა კი ამ საღამოდან მოყოლებული რამდენი კუჭში გავიდა განავლიდან დაახლოებით 3 სანტიმეტრი სიგრძის უცნაური ჭიები მოძვრებიან.
სახლის პირობებში ვერ ვუმკურნალებ აშკარად. რადგანაც ბავშვი აუტისტი მყავს და ახლა ბავშვს არ გადაედოს რამე გადავირევი იმუნიტეტი სულ არ აქვს. ხოდა ან რამე დაწესებულება თუ არის სადაც უმკურნალებენ ან ბოლობოლო თავშესაფარი. მეცოდება ეს საწყალი თორემ უგულო. რომ ვიყო გარეთ გავსვამდი. მაგრამ ეს საცოდავი ხელით რო ვაჭმევ ისეა ცუდად და გარეთ მთლად მოკვდება. ხოდა პლზ დამეხმარეთ. ხოდა მერე ამ ძაღლის ყოფილ პატრონს კი ვიცი როგორ დედას #######ავ. როგორ შეიშლ3ბა აცრები ქონდეს გაკეთებული ჭიაზე იყოს დამუშავებული და 4 დღეში ეგეთი რამე მოუვიდეს? ხოდა გუშინ რომ მყავდა ვეტერინართან იმან მითხრა ფეხზე ზედმეტი თითები აქვს და კუდი მოჭრილი კი არ აქვს უკუდოთ არის დაბადებულიო. ასეთი ტყუილი შეიძლება? ბაზრობის ვეტექიმმა გასინჯა კაიაო. არა და თურმე ეს ზედმეტი თითები აქამდე უნდა მოეჭრათ ეხლა სიარული უჭირს და ან გაუსწორდება და ან არაო. ხოდა მე რო ვიკითხე თავიდან ვეტერინართან სანამ პატარაა ეგეთი პახოდკა აქვსო.

Posted by: Rorschach4 28 Jun 2016, 15:28
QUOTE (Scoorp @ 27 Jun 2016, 10:41 )
Rorschach4

რა ჯიშია?
ფურმინატორი გაქვს? ეგ სავარცხელი უნდა გამოიყენო
ნუ ჩემსას არც მაგაზე აქვს დიდი ეფექტი,მაგრამ მაინც კარგი რამეა


შარპეია
ფურმინატორი 114 ლარი ღირს ზოომარტში საშუალო ზომის მოკლეთმიანი ძაღლისთვის facepalm.gif
სადმე შედარებით იაფად ხო არაა?
ჩვეულებრივი სავარცხლით ვვარცხნი, მაგრამ ეგ არაა პრობლემა, ადგილებში გადატყავებული აქვს.
როგორც ვიცი ბევრი წოლის ბრალია, მაგრამ რავი ვნერვიულობ მაინც

Posted by: MITIATO 28 Jun 2016, 17:29
Rorschach4
შარპეებს, თავიანთი უცნაური კანის გადამკიდე, რომელიც რაღაც მუტაციის შედეგი ყოფილა, მხოლოდ ამ ჯიშისთვის დამახასიათებელი კანის დაავადებები ემარტებათ ხოლმე. თუ ადგილ-ადგილ გადატყავებული აქვს, ნორმალურ კლინიკაში მიიყვანე, ვინმემ ცდები რომ არ ატაროს.
ბეწვის ცვენაზე, საკუთარი გამოცდილებით, თევზის ქონი ან ომეგა 3-ის შემცველი საკვები დანამატებია კარგი.
ამანაც: https://www.amazon.com/gp/product/B002TAOYK6/ref=oh_aui_detailpage_o02_s00?ie=UTF8&psc=1 ძალიან კარგად იმოქმედა ჩემს ძაღლზე, ფაქტიურად, 1 ღერი ბეწვი აღარ ძვრებოდა კაი ხანს.

AIX-500
https://www.facebook.com/TamazElizbarashviliDogShelter/ დაგეხმარებიან აუცილებლად.



Posted by: Rorschach4 28 Jun 2016, 22:59
MITIATO
სადაც არ უნდა მივიყვანო, ყველგან ექსპერიმენტებს დაიწყებენ.
იქნებ აქაც ქონდეთ სადმე ომეგა 3ის შემცველი რამე, თუ ვერ ვნახავ, გამოვიწერ მაგას.
მადლობა love.gif

Posted by: blblbl 29 Jun 2016, 02:02
AIX-500
ცხოველების ბაზრობაზე საერთოდ არ უნდა იყიდო ძარლი სამწუხაროდ,უმეტესობა დაავადებული ჰყავთ და ვეტექიმი არის უვიცი მანდ :@ ბავშვზე როგორც ვიცი არ გადავა არაფერი,ჭიებზე ჭიების წამალი დაალევინე და დაყრის მკვდრებს,ოღონდ ხვაალვე წაივანე დილით და დაალევინონ თორემ მოკვდება,სანამ აცრებს არ ჩაუტარებ მიწაზე არ დასვა.ზედმეტ თითებს მე არ მოვაჭრევინებდი,კარგ ექიმს მიუყვანე,საბურთალოზე თუ მოახერხებ ,45 ნომერსი მიიყვანე ალიკასთან
* * *
Rorschach4
ბეწვის ცვენა სრულად შეუჩერა,ნუტრა ნაგეთსის საჭმელმა ჩემსას

Posted by: MITIATO 29 Jun 2016, 09:36
Rorschach4
ზოომარტის საიტზე წავაწყდი ერთხელ თევზის ქონს: http://www.zoomart.ge/ka/production/3/55/3143-კანვიტი%20%20ძაღლისთვის%20თევზის%20ზეთი%20%20250მლ

ოღონდ, მე აქაური არასდროს მიყიდია. ყოველთვის ამაზონიდან ვიწერ ხოლმე ამას: https://www.amazon.com/gp/product/B002CQU596/ref=oh_aui_detailpage_o01_s00?ie=UTF8&psc=1

რუსულად თუ გამოგადგება, შარპეების პრობლემებზეა: http://rostovvet.ru/dog-sharpey/
მუციონოზი ქვია თურმე იმ დაავადებას, მარტო შარპეებს რომ ემართებათ კანის მუტაციის გამო.




Posted by: kosheen 29 Jun 2016, 16:44
მყავს 5 თვის მალტეზე, 2 ცალი კბილი ვიპოვე სახლში და ანუ როგორც ბავშვები ისე იცვლის ესეც კბილებს ალბათ ხო?

Posted by: Scoorp 30 Jun 2016, 10:26
kosheen

კი smile.gif))
ან ყლაპავენ ან ეგრე შეგხვდება

Rorschach4

55 ლარი დამიჯდა გამოწერით

Posted by: kosheen 1 Jul 2016, 22:44
Scoorp
მადლობა smile.gif))

Posted by: Pey1 2 Jul 2016, 09:02
გამარჯობათ, საბურთალოს ტერიტორიაზე სადმე კარგი ძაღლების ექიმი არ გეგულებათ? ქართული ნაგაზი მყავს რამოდენიმე კვირის და აცრები და ა.შ ყველაფერი მინდა რო შეუმოწმოს.

Posted by: Wisemаn* 2 Jul 2016, 09:05
Pey1
კანდელაკის 61.
დათო ნანობაშვილი.

Posted by: Pey1 2 Jul 2016, 09:07
Wisemаn*
მადლობა, გაიხარე.

Posted by: Pumped up kicks 5 Jul 2016, 12:35
მეგობრებო კატის აცრა რა ღირს ხომ არ იცით?

Posted by: buskunia 8 Jul 2016, 09:36
კურდღელი ავადდება ცოფით?



30 პოსტი.............

Posted by: toyota555 8 Jul 2016, 11:49
ქუჩაში ბევრჯერ დამინახია ძაღლები სექსის დროს რომ გადაებმევიან ხოლმე ერთმანეთს და ეგ რა პონტია?)))))))))

Posted by: ninicool 8 Jul 2016, 12:12
ფისოს კბილები მოძვრა რამდენიმე და რისი ბრალია, ან რა ვიღონო, რომ სხვა კბილები შევუნარჩუნო ჩემს კუკუნას? sad.gif

Posted by: Pumped up kicks 8 Jul 2016, 12:43
ninicool
თუ კნუტია მაშინ კბილებს იცვლის ალბათ...თუ მოხუცია მაშინ არ ვიცი

Posted by: leluuu 9 Jul 2016, 14:33
ჩემმა ძაღლმა ეზოში ცელოფნის პარკი შეჭამა, ერთჯერადი პატარა ფერადი პარკები რომ არის ის. დღეს მესამე დღეა.
ვაკვირდები, მაგრამ არ შემიმჩნევია, რომ გამოეყოლებინოს. (თუმცა არაა გამორიცხული)
კარგ ხასიათზეა, ჭამს დარბის და აშ, მაგრამ დღეს დილით ბალახი ჭამა და საჭმელსაც არ ჭამს.
რამდენად საშიშია და გარდა ვეტერინართან მიყვანისა სახლის პრობებში რა შეიძლება გავაკეთო?
5 წლის კურცჰაარია.

Posted by: exploit 9 Jul 2016, 16:30
კავკასიური ნაგაზი მყავს სისხლზე გადიოდა შარდს თავის დროზე ვერ მივაქციე ყურადღება ბოლოს საკმაოდ გაურთულდა მივიყვანე ვეტერინართან პიროპლაზმოზი აქვსო გადასხმა გავუკეთე რაღაც ნემსები დაარჭო ასე 4-5 ცალი.
მეორე დღესაც მივიყვანე კიდე გაუკეთა გადასხმა და 2 თუ 3 ნემსი

გადასხმიდან რომ გამოვიყვანე შედედებული სისხლის გროვები ამოანთხია სისხლის დენა რომ შემეჩერებინა დიცინომი გავუკეთე 2 ნემსი სისხლის დენა შეუჩერდა.
მომდევნო დღეებში ძაღლი აგრესიული გახდა და აღარ წამომყვა ვეტერინართან სხვა ვეტერინარმა მირჩია B ჯგუფის ვიტამინები, დიცინონი და დოკსოციკლინი.
გაძლიერებულ კვებაზე გადავიყვანე, საქონლის უმი ღვიძლიც ვაჭამე 4 დღე.
მოკლედ ძაღლმა ცოტა მოიხედა სირბილიც კი დაიწყო მაგრამ მერე კიდე გაურთულდა გუშინ მთელი დღე იწვა და მძიმედ სუნთქავდა უკვე მეგონა მოკვდებოდა. დღეს ცოტა უკეთაა მელაქუცება კუდს მიქნევს და არ მშორდება.

მოკლედ არ ვიცი როგორ ვუშველო, იქნებ ონლაინ დამეხმაროთ რა გავუკეთო, ვეტერინართან არ მოდის მანქანაში ჩაჯდომაზე კატეგორიული წინააღმდეგია, დაძალებას აზრი არ აქვს, რამე რომ აიძულო გიკბენს ეგეთი მასტია.

Posted by: Wisemаn* 9 Jul 2016, 17:26
exploit
რომელ ვეტერინართან დაგყავდა?

Posted by: exploit 9 Jul 2016, 17:44
Wisemаn*
QUOTE
რომელ ვეტერინართან დაგყავდა?

პავლოვზე მყავდა სერგო ერქვა ვეტერინარს. სამწუხაროდ მესამე და მეოთხე გადახსხმებზე ძაღლი აღარ გამომყვა საკბენად იწევდა საყელურის შებმას რომ ვუპირებდი.

Posted by: Wisemаn* 9 Jul 2016, 22:09
exploit
დათო ნანობაშვილი. კანდელაკის 61. ნომერი: 593394733
7 ძაღლი მყავს, ყველა ამასთან დამყავს up.gif
თუ რამე შეეძლება არ დაიზარებს up.gif
თვითონ თუ არ/ვერ იზამს, ვინმეს ნომერს მოგცემს ვისაც შეუძლია ადგილზე მოვიდეს და ძაღლი ნახოს.

Posted by: ninicool 10 Jul 2016, 12:50
Pumped up kicks
QUOTE
თუ კნუტია მაშინ კბილებს იცვლის ალბათ...თუ მოხუცია მაშინ არ ვიცი

არაა კნუტი, დიდი კაცია, 2 წლისაა უკვე. ვეტერინართან ვერ დამყავს, რადგან შეფარებული კატები არიან სამივე და ადამიანების პანიკურად ეშინიათ. როგორ მოვიქცე, არ ვიცი sad.gif

ალბათ მივწერ ვეტერინარულ კლინიკას, ადრე თვალი იტკინა მეორე კატამ, გათეთრებული ჰქონდა და მაგათ მომარჩენინეს <3


მადლობა, რომ მიპასუხე

Posted by: Scoorp 11 Jul 2016, 13:20
ninicool


დაურეკე რომელიმე კარგ ვეტს და ჰკითხე თუ ვერ მიგყავს

Posted by: gela598 14 Jul 2016, 15:54
სალამი ყველას, კატა მყავს და ჭიის წამალი ვერაფრით დავალევინე გიჟდება რასაც ქვია,თუ იცით ვინმემ არსებობს ჭიის წამალი ნემსის სახით რომ გავუკეთო ?

Posted by: Pumped up kicks 14 Jul 2016, 22:20
gela598
მიიყვანე ექიმთან დაალევინებენ

Posted by: AIX-500 15 Jul 2016, 01:06
მოკლედ ერთი თვეა ვეტერინართან დავდივართ უსაშველოდ. აცრებამდე ვერ მივაღწიეთ. ვინც მომყიდა ეს ლეკვი მემალება რო მივუბრუნო არც ფული მინდა არც არაფერი. თუმცა მაგას როგორ მივუბრუნო რაც ყავს ალბად ეგეც უნდა წაართვას კაცმა ცოდოა მის ხელში ცხოველები. ევთანაზიისთვის და ქუჩაში გაგდებისთვის მეცოდება არა და მეტს ვეღარ ვქაჩავ. ხოდა იქნებ ვინმე ღვთისნიერს ვისაც ძაღლები უყვარს და აქვს საშუალება მიხედოს აეყვანა ჩემი ლეკვი ვაჩუქებდი. ოღონდ არა ისეთს ორ დღეში სახლიდან რომ გააგდებს გაგდება რომ მინდოდეს მეც გავაგდებდი. უბრალოდ ვატყობ, მე მეტი აღარ შემიძლია. სამსახურში პრობლემები იმის გამო რომ სამი კვირა ძაღლს დავდევ. მერე მთელს ოჯახს გადმოგვედო ამის ჭიები არა და რაც ამას ჭიების წამალი დაალევინეს. ნუ მოკლედ არ ვიცი რა. მეცოდება ხოდა...

Posted by: Scoorp 15 Jul 2016, 10:48
AIX-500


და რა სჭირს?

ან ვისთან დაგყავს????

Posted by: SERJ 15 Jul 2016, 13:57
რწყილების საწინააღმდეგოდ რას მირჩევთ?

Posted by: Wisemаn* 15 Jul 2016, 14:56
SERJ
ადვანტიქსი, ან ადვოკატი თუ იშოვი.
ბარსა გინდა დაგისხია გინდ არა. 2-3 დღეში ისევ ეყოლება. ტყუილი ფულის ყრა არის.

Posted by: AIX-500 15 Jul 2016, 15:57
Scoorp
QUOTE
და რა სჭირს?

ან ვისთან დაგყავს????

დათო ნანობაშვილთან მყავს.

ესე იგი ჯერ რაღაც ენტეროვირუსზე ვუმკურნალეთ ძლივს გადარჩა და ამავე დროს აღმოჩნდა ვინც მომყიდა ჭიებზე არ დაუმუშავებია და აღმოაჩნდა ძალიან ბევრი ღორის სოლიტერი. დავუწყეთ მაგაზეც მკურნალობა. ვუმკურნალეთ აღარ მოდის ჭიები, მაგრამ მგონი რომ ეხლა ამ ჭIების მკურნალობის შედეგად აქვს ინტოქსიკაცია და ხან გუყრები აქვს ხან ძირს ეცემა ხან გაქანებით თავით ეჯახება კედლებს. ვეტ ექიმი აბრალებს ჭიებს მე ხზ არ ვიცი რისი ბრალია, მაგრამ ვიცი, რომ მე ვერ ვქაჩავ და თუ არ მიეხედა მოკვდება.

Posted by: Scoorp 15 Jul 2016, 17:01
AIX-500


sad.gif(( აუუ რა საცოდაობაააა
ჯანდაბა ჯანდაბა ასეთ დამპალ გამყიდველებს უნდა ჩამოერთვათ საერთოდ ცხოველის ყოლის უფლება
ბაზრობაზე იყიდე?
ჭიაზე რამდენჯერ დაამუშავეთ? აუ რა ცოდოა sad.gif
ორგანიზმიც დაუსუსტდა ალბათ ამდენი წამლებისგან

Posted by: AIX-500 15 Jul 2016, 17:46
Scoorp
QUOTE
ბაზრობაზე იყიდე?

კი
QUOTE
ჭიაზე რამდენჯერ დაამუშავეთ? აუ რა ცოდოა

3 დღე ზედიზედ თავიდან გაუკეთა ნემსი და მერე 5 დღის მერე ორი დღე ზედიზედ.
QUOTE
ორგანიზმიც დაუსუსტდა ალბათ ამდენი წამლებისგან

კი ლანდი გასდის
QUOTE
ჯანდაბა ჯანდაბა ასეთ დამპალ გამყიდველებს უნდა ჩამოერთვათ საერთოდ ცხოველის ყოლის უფლება

ხო, თუმცა დაჟე ვერ ვპოულობ სადაა. ბოლო ლეკვი გაყიდა და ფაფუ.

Posted by: Scoorp 15 Jul 2016, 18:07
AIX-500


რას იპოვი

გასაყიდი გაყიდა და იშოვა ფული.

ნანობაშვილის მჯერა მაგრამ თუ შეგიძლია ცინცაძის 45-შიც მიიყვანე კლინიკა აიბოში
ალიკა ექიმთან
შაბათ კვირასაც მუშაობენ
კონსულტაცია უფასოა
და მოუყევი სიტუაცია sad.gif
იქნებ რამე განსხვავებული გირჩიოს

Posted by: AIX-500 15 Jul 2016, 18:23
Scoorp
კაი. თუმცა რავი აღარ მგონია ამას რამე ეშველოს. ეხლა ბავშვმა მომიყვა დღეს რამდენი ადგა ფეხზე და გაიარა იმდენი გაითიშა და ძირს დავარდაო. წყალი შპრიცით დაალევინა და საჭმელი კი ვერ აჭამა ძალით.

Posted by: SERJ 16 Jul 2016, 19:40
Wisemаn*
ადვანტიქსმა არ უშველა. ეხლა ფრონტლაინი დავასხი და მგონი შველის.
ეგრევე უნდა მოშორდეს ყველა რწყილი თუ ნელნელა რამოდენიმე დღის მანძილზე?

Posted by: Scoorp 18 Jul 2016, 10:33
SERJ


სწორად უნდა დაასხა
ადვანტიქსი
თორე ისე ეფექტი არ აქვს

Posted by: gvancunci 18 Jul 2016, 11:03
გამარჯობა, მოკლედ რა ხდება ჩემს ძაღლს დაახლოებით შაბათს დაეწყო რაღაც უცნაურობა, კერძოდ ცხვირით ისეთ ხმას გამოსცემდა თითქოს იხრჩობოდა, ან უფრო კარგად (და თან ცუდად) რომ აღვწერო აიი გაციებული ადამიანი რომ კაი გემრიელს შეისრუტუნებს ისე ხროტინებდა, ვიფიქრე შეიძლება რამე შეუფრინდა ცხვირში და ცდილობს ცხვირის განთავისუფლებას თქო. მაინც მივადე ფილტვებთან ყური სუნთქვის დროს და არაფერი. ერთი დღე დავაცადე, მეორე დღეს უნდა წამეყვანა ვეტთან და ყველა ერთად გაწყდა, კვირაა და არ ვმუშაობთო. გუშინ ცხვირმა თითქოს გაუარა, "ხრუტუნი"-ს ინტენსივობაც შემცირდა, მაგრამ ახლა ყელზე დაეწყო სპაზმივით, აი ასთმიანებს რომ შეტევა აქვთ ხოლმე თითქოს იხრჩობაო და ქოშინებს, ღამეც მისმა ხმამ გამაღვიძა, თითქოს იხრჩობოდა, გავედი დავამშვიდე, წყალი დავალევინე და გადაუარა sad.gif ვინმემ ხომ არ იცით რისი ბრალი შეიძლება იყოს, ან ხომ არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა? დღეს ვმუშაობ ხვალ დილამდე და ვერაფრით ვერ მიმყავს ექიმთან,ხოდა გული მისკდება ხვალამდე.

Posted by: Scoorp 18 Jul 2016, 13:35
gvancunci

კვირა დღეს მუშაობს კლინიკა აიბო
ცინცაძის 45-ში
ვეტ ჰაუსიც 24 საათიანია
და რავიცი მემგონი ჯობია სასწრაფოდ მიიყვანო ექიმთან
იქნება გაეთავისუფლო ბოლო 2 საათი დღეს და დამშვიდდები.

Posted by: nothing123 18 Jul 2016, 13:37
გამარჯობათ მეგობრებო 9 თვის გერმანული ნაგაზი გვყვავს არის ძალიან მოწყენილი ყურებიც ჯერ არ აქვს აცქვეტილი ცხვირიდან სდის სისხლი რა შეიძლება ჭირდეეს დაგვეხმარეთ

Posted by: gvancunci 18 Jul 2016, 14:16
QUOTE (Scoorp @ 18 Jul 2016, 13:35 )
gvancunci

კვირა დღეს მუშაობს კლინიკა აიბო
ცინცაძის 45-ში
ვეტ ჰაუსიც 24 საათიანია
და რავიცი მემგონი ჯობია სასწრაფოდ მიიყვანო ექიმთან
იქნება გაეთავისუფლო ბოლო 2 საათი დღეს და დამშვიდდები.

ისეთ ადგილას ვმუშაობ რომ ვერანაირად ვერ გამოვდივარ sad.gif ჩემებს არ აქვთ ეხლა მანქანის საშუალება თორე კი წავაყვანინებდი. ძაან კი მანერვიულებს ჩემი ტუტრუცანა ბიჭი, არასოდეს არაფერი დამართნია და ნეტა ეხლა ეს რა დაეწყო sad.gif

Posted by: Scoorp 18 Jul 2016, 14:46
nothing123



სისხლი სდის ცხვირიდან და აქ კითხვებს სვამთ?

წაიყვანეთ ვეტთან

Posted by: nothing123 18 Jul 2016, 20:22
Scoorp
ar aqvt saxsrebi rom caiyvanon mezoblis dzaglia da samcuxarod verc me mimyavs nerviuloben dzan

Posted by: blblbl 18 Jul 2016, 21:57
gvancunci
პარა გრიპია ეგ და როგორც დაეწყო მაშინვე უნდოდა ექმი,არ გადადო დილითვე წაიყვანე ,ტაქსიით წაიყვანონ შენებმა აუცილებელია ექიმი სასწრაფოდ თAნ ,ასე ვერ გამოვდივართი დაიღუპება და გვიან იქნება ,დაწყო თუ არა იმ დრიდანვე სჭირდებოდა მკურნალობა,ან განა რომელ საათამდე მუშაობ 24 საათიანი კლინიკები უამრავია

Posted by: gvancunci 18 Jul 2016, 22:10
QUOTE (blblbl @ 18 Jul 2016, 21:57 )
gvancunci
პარა გრიპია ეგ და როგორც დაეწყო მაშინვე უნდოდა ექმი,არ გადადო დილითვე წაიყვანე ,ტაქსიით წაიყვანონ შენებმა აუცილებელია ექიმი სასწრაფოდ თAნ ,ასე ვერ გამოვდივართი დაიღუპება და გვიან იქნება ,დაწყო თუ არა იმ დრიდანვე სჭირდებოდა მკურნალობა,ან განა რომელ საათამდე მუშაობ 24 საათიანი კლინიკები უამრავია

24 საათიანი გრაფიკით ვმუშაობ მეც, ტაქსის რაც შეეხება 35 კილოან ძაღლს მანქანაში არცერთი ტაქსისტი არ ჩაგასმევინებს.
ველაპარაკე დღეს ჩვენს ექიმს და არაფერი განსაკუთრებული, ხვალ მომიყვანე წყნარად და მშვიდადო smile.gif

Posted by: Scoorp 19 Jul 2016, 11:05
gvancunci



ჩაგასმევინებს
35 კილოიანი ძაღლის ყველა პატრონს საკუთარი მანქანა ჰყავს შენი აზრით? biggrin.gif

გამვლელ ტაქსებშიც ჩამისვამს ჩემი ძაღლი

მთავარი მონდომებაა
თორე მე მეჩვენება რომ დიდად არ გინდა ექიმთან წაყვანა


Posted by: blblbl 19 Jul 2016, 11:40
gvancunci
საკმაოდ განსაკუთრებულია,მაპატიე მაგრამ პირველივე დღეს იყო ეგ მსიახედიდ ა ყველა ძარლის პატრონს მაქნაები გვაყვს გგონია?სასწრაფო დახმარებაც არსებობს ისე და ექიმის გამოძახება,ბოდიში მაგრამ უტყუყრადღებობაა ეგ და გამართლება რომ მანქანა არ გყავს არნაირად არაა სწორი და კი შენ წარმოიდგინე 40 კილოიანი და 50იანებიც სხდედაბნ დტაქსიში,ალიკაპს თუ გაუკეთებ ავტობუსშიც კი შეგიძლია აიყვანო

Posted by: Bis 19 Jul 2016, 16:03
QUOTE
გამვლელ ტაქსებშიც ჩამისვამს ჩემი ძაღლი


აცრაზე მიმყავდა დღეს სამმა ტაქსმა არ წამიყვანა ბოლოს ერთმა გამიყვანა... ვეხვეწე კონდიციონერის ჩართვაზე, თანხის დამატებაც შევთავაზე არ ქნა მაინც...

ცუდად გამიხდა ბოლოს ჩემი ჯექსი cry.gif

Posted by: gvancunci 19 Jul 2016, 16:29
Scoorp
blblbl
მომიტევეთ მაგრამ ვერავინ დამაჯერებს რომ ჩემ ძაღლზე ჩემზე მეტად შეგტკივათ გული რაა. სხვის საქმეში პროფესორობა ყველამ მაგრად იცის smile.gif ჯერ ერთი გავიარე კონსულტაცია ექიმთან რომელსაც ძალიან ვენდობი, რომ ეთქვა სასწრაფოდ მოიყვანეო ეგ მე ვიცი რასაც ვიზაცდი.
მყავდა დღეს ექიმთან და არაფერი არ სჭირს, სრულიად ჯანმრთელები ვართ. უბრალოდ ერთ-ერთ პროდუქტზე ალერგია მისცა, მივეცი წამალი, ამოვიღეთ პროდუქტი მოხმარებიდან და მშვენივრად ვართ smile.gif
მადლობა ყურადღებისთვის

Posted by: Scoorp 19 Jul 2016, 16:59
gvancunci


რა პროდუქტი იყო შეიძლება გავიგოთ? თავის დაზღვევის მიზნით smile.gif
ნუ ალბათ ინდივიდუალურია ეგეც..

კარგია რო სერიოზული არაფერი აღმოჩნდა და კარგადაა ძაღლი.

პროფესორობა არაფერ შუაშია საერთოდ,უბრალოდ ცოტა ალოგიკური პასუხები იყო და გამიკვირდა

Posted by: pukaaa 19 Jul 2016, 22:44
გამარჯობა, მაინტერესებს ძაღლს ტილების წამალი როგორ და როდის დავაწვეთო? როგორც მითხრეს ხერხემალზე უნდა და მერე უნდა ვაბანავო თუ პირიქით დაბანის მერე დავაწვეთო?

Posted by: blblbl 19 Jul 2016, 23:26
pukaaa
4 დღის დაბანილი უნდა იყოს მინიმუმ და მერე 4 დღე არ აბანაო,არ სჭიდება დასხმის მერე დაბანა ,გარეთ რომ გაიყვან მაშინ დააწვეთე ხერხემალზე,ისე რომ არ ალოკოს

Posted by: pukaaa 20 Jul 2016, 07:06
blblbl

დიდი მადლობა smile.gif

Posted by: gvancunci 20 Jul 2016, 14:22
QUOTE (Scoorp @ 19 Jul 2016, 16:59 )
gvancunci


რა პროდუქტი იყო შეიძლება გავიგოთ? თავის დაზღვევის მიზნით smile.gif
ნუ ალბათ ინდივიდუალურია ეგეც..

კარგია რო სერიოზული არაფერი აღმოჩნდა და კარგადაა ძაღლი.

პროფესორობა არაფერ შუაშია საერთოდ,უბრალოდ ცოტა ალოგიკური პასუხები იყო და გამიკვირდა

უჰუუ, იუჰუუუ მოკლედ სისხლის ანალიზის მიხედვითაც სრულიად ჯანმრთელები ვართ. დადასტურდა ალერგიული ფონი ატამზე,მიუხედავად იმისა რომ გათლილი მივეცი.ძალიან უყვარს, შარშანაც მიირთმევდა მაგრამ არაფერი და ახლა რატომ გამოიწვია ალერგია ვერ გავიგეთ smile.gif რაც მთავარია კარგად ვართ yes.gif

Posted by: bin_jafar 25 Jul 2016, 01:13
გამარჯობა ვეტერინარი მჭირდება ბათუმში და ხომ არ გეგულებთ ვინმე სასწრაფოდ მჭირდება

Posted by: SERJ 25 Jul 2016, 09:28
Scoorp
QUOTE
სწორად უნდა დაასხა
ადვანტიქსი
თორე ისე ეფექტი არ აქვს


სწორად როგორ?

Posted by: Scoorp 25 Jul 2016, 10:38
SERJ


როგორ და კისრიდან უნდა დაიწყო დაწვეთება
და ჩაყვე დაახლოებით იმ ადგილამდე სადაც ძაღლი ვერ მიწვდება
ანუ კუდამდე რა
ბეწვი გადაუწიე ოღონდ მაქსიმალურად და ეცადე კანზე მოხვდეს

Posted by: miki 27 Jul 2016, 18:59
გამარჯობათ ვეტერინარ ვახტანგ მამალაძის ტელეფონი ხომ არ გაქვთ რომ მომწეროთ? ძალიან მჭირდება sad.gif

Posted by: Angel-A 27 Jul 2016, 22:00
miki
QUOTE
გამარჯობათ ვეტერინარ ვახტანგ მამალაძის ტელეფონი ხომ არ გაქვთ რომ მომწეროთ? ძალიან მჭირდება 

599515597 ვახტანგ მამალაძე

Posted by: miki 28 Jul 2016, 11:02
QUOTE (Angel-A @ 27 Jul 2016, 21:00 )
miki
QUOTE
გამარჯობათ ვეტერინარ ვახტანგ მამალაძის ტელეფონი ხომ არ გაქვთ რომ მომწეროთ? ძალიან მჭირდება 

599515597 ვახტანგ მამალაძე

დიდი მადლობა Angel-A მაგრამ ამ ნომერზე არ პასუხობს უკვე მეორე დღეა. მისამართიც ხომ არ იცით ან ოფისის ტელეფონი რომ ტყუილად არ მივიდე საკმაოდ შორსაა ჩემგან

-------------------------------------------------------------------------------------------------

Posted by: Angel-A 28 Jul 2016, 11:22
miki
QUOTE
დიდი მადლობა Angel-A მაგრამ ამ ნომერზე არ პასუხობს უკვე მეორე დღეა. მისამართიც ხომ არ იცით ან ოფისის ტელეფონი რომ ტყუილად არ მივიდე საკმაოდ შორსაა ჩემგან

პმ ნახე

Posted by: natia-ameli 28 Jul 2016, 15:14
გამარჯობა,
პირველად ვპოსტავ ამ თემაში, სულ ცოტა ხანია რაც ძაღლი მყავს, პატარაა ჯერ სულ, ამერიკული კოკერი, ხოდა ახლა არ ვიცი რა ჭირს, ზის სულ და ფეხზე არ დგება, უმოძრაოდაა სულ, ასეა დილის შემდეგ. ყოფილმა პატრონმა თქვა ძვლები სტკივაო, ეზრდებაო და მაგიტოა ეგრეო, მაგრამ მაგას ვერ დავუჯერებ მარტო, ვნერვიულობთ ძალიან, ექიმის გამოძახება გვინდა.
რამეს ხომ ვერ მირჩევთ, საერთოდ ვერ ვერკვევი ამ ამბებში sad.gif

Posted by: blblbl 28 Jul 2016, 16:17
natia-ameli
ექიმთან წაიყვანეთ აუცილებლად

Posted by: Scoorp 28 Jul 2016, 18:19
natia-ameli


რა ძვლები სტკივა და მაგიტომ არ დგებაო
%იგ ხომ არ გაქვს თქო გადაეცი

იმედია რამე არ სჭირს
წაიყვანე ექიმთან :/
სხვა სიმპტომები არ აქვს?

Posted by: natia-ameli 29 Jul 2016, 11:19
QUOTE
ექიმთან წაიყვანეთ აუცილებლად


QUOTE
რა ძვლები სტკივა და მაგიტომ არ დგებაო
%იგ ხომ არ გაქვს თქო გადაეცი

იმედია რამე არ სჭირს
წაიყვანე ექიმთან :/
სხვა სიმპტომები არ აქვს?




წავიყვანეთ ექიმთან გუშინ, გაუკეთეს ნემსები, მაგრამ გვიანი იყო უკვე sad.gif .
ძალიან გავმწარდი, ჭიები ყოლია თურმე, არადა ყოფილ პატრონს ყავდა წაყვანილი ცუდად რო იყო წინა დღეებში და ვუმკურნალეო, რო დაგვიბრუნა კარგად იყო, მაგრამ, თურმე დედის რძის გამო იყო კარგად ეს რამდენიმე დღე და გუშინ ასე უცებ რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

სულ 2 კვირა გვყავდა მაგრამ ისე შეგვიყვარდა, პირველად განვიცადე ვინმეს სიკვდილი ასე sad.gif sad.gif

Posted by: Scoorp 29 Jul 2016, 12:41
natia-ameli


ჯანდაბა
ჯანდაბა

რა მარაზმია

ეს დამპალი და უვიცი პატრონები უნდა ჩაყარო ციხეში mad.gif
ნაბი&ვრები

sad.gif((

ჭიის წამლის მიცემა რაღაა, ძაღლის პატრონმა ეგ როგორ არ უნდა იცოდეს

დაურეკეთ და უთხარით ძალიან დიდი საყვედური,სერიოზულად დაემუქრეთ
იმიტომ რომ სხვა ლეკვებსაც საფრთხეს უქმნის ჩათვალეთ მაგით და მათ პატრონებსაც sad.gif((

აუუუ რის გამო პროსტა
უვიცები

Posted by: urekhi 29 Jul 2016, 18:23
zgvaze dzaan patara tevzi davichi 1 santimetri iqneba albad sigrdzeshi da ra vachamo ?

Posted by: LASHA_X_X 3 Aug 2016, 15:26
სასწრაფოდ მჭირდება თქვენი დახმარება მოკლედ ძაღლის წაყვანა მინდა სოფელში (მარშუტკით) ხოდა 3 საათი ვერ გავაჩერებ ვიცი გაგიჟდება გზაში ატეხავს ერთ ამბავს და რამე ძილის წამალი არაა რო დავალევინო და მძინარე წავიყვანო?

Posted by: Wisemаn* 3 Aug 2016, 15:30
LASHA_X_X
დრამინას ალევინებენ ხოლმე გზაზე ძაღლებს, გულის რევის საწინააღმდეგო წამალია.
თენთავს ძაღლებს და ძალიან ხშირ შემთხვევაში ეძინებათ ხოლმე.
ვეტერინართან გაიარე მაინც კონსულტაცია yes.gif up.gif

Posted by: LASHA_X_X 3 Aug 2016, 15:56
Wisemаn*
მადლობა პასუხისთვის გავალ მერე ვკითხავ ვეტერინარსაც

Posted by: ფრანკო 3 Aug 2016, 16:55
გამარჯობა მაინტერესებს ძაღლის მშობიარობის დროს თუ ვეტერინარს ვერ დავუკავშირდი და მეთვითონ მომიწია ყველაფრის გაკეთება რა და როგორ უნდა გავაკეთო.

Posted by: MITIATO 4 Aug 2016, 11:39
ფრანკო

რამე ძალიან მიგრეხილ-მოგრეხილ-დეკორატიული ჯიში (ვიწრო მენჯი და მსგავსი რაღაცეები რომ აქვთ) თუ არ გყავს, თვითონაც მშვენივრად მშობიარობენ ხოლმე დახმარების გარეშე.
უბრალოდ, ყურადღება მიაქციე, რომ წყლების დაღვრის და ჭინთვების დაწყებიდან ცოტა ხანში ლეკვები უნდა გაჩნდნენ. თუ არა და ე.ი. ძაღლს რაღაც უჭირს და ვერ მშობიარობს.
ზოგი ძაღლი ჭიპლარს თვითონ ჭრის კბილებით,ზოგი, განსაკუთრებით, თუ პირველად აჩენს_არა.
ამ დროს ჭიპლარის გაწყვეტა თქვენ მოგიწევთ. როგორც გვირჩევენ, არ გადაჭრათ, გაგლიჯეთ თითებით, ასე სისხლდენის რისკი უფრო ნაკლებიაო.
ლეკვების გაჩენის მერე დააკვირდით, რომ იმდენივე პლაცენტაც გაჩნდეს, რამდენიც ლეკვი იყო.
მერე აუცილებლად უნდა დაეწყოს ღია მოყავისფრო, უსუნო გამონადენი, რომელიც რამდენიმე კვირა გრძელდება.
თუ არ დაეწყო საერთოდ, ან დაეწყო და ძალიან მძაფრი სუნი აქვს ან ალისფერი სისხლი მოსდის, ე.ი. ცუდადაა საქმე და სასწრაფოდ ვეტერინართან.

ჰო, კიდე ძაღლს დღეში რამდენჯერმე (4-5-ჯერ) უნდა აჭამო შედარებით თხელი და ადვილად მოსანელებელი საჭმელი.
შეიძლება, ლეკვებს არც მოშორდეს, ამიტომ თქვენ თვითონვე უნდა შესთავაზოთ წყალიც და საჭმელიც.

Posted by: SERJ 5 Aug 2016, 08:54
როგორ მოვაშორო ძაღლს უსიამოვნო სუნი?
თვეში 1ხელ ვაბანევბ შამპუნით და კვირაში 1 ხელ უბრალოდ წყლით და მაინც მალევე უჩნდება უსიამოვნო სუნი.

P.S. ეზოში მყავს ძაღლი და მაგის ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: Scoorp 5 Aug 2016, 10:38
SERJ

არა.
ყველა ძაღლს აქვს თავისებური სუნი
თვეში ერთხელ შამპუნი ძალიან ბევრია sad.gif
წელიწადში 2-ჯერ უნდა დაბანო სადღაც
თმის ცვენას უძლიერებს შამპუნი
ცარიელა წყლით რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ დაბანე

ძმარი და სპირტი (თითო კოვზი) გაურიე წყალში(1 ლიტრში) და გაწმინდე მაგით
სუნს ეგ გაუქრობს

Posted by: SERJ 5 Aug 2016, 12:37
Scoorp
ძმარი და წყალი მითხრეს 1/3 გაურიეო. მასე ვაკეთებდი და მერე ძმრის სუნად ყარდა ძაღლი biggrin.gif
სპირტი არ ვიცოდი.
ეგ რამდენ ხანში ერთხელ შეიძლება?

Posted by: Scoorp 5 Aug 2016, 12:44
SERJ


რამდენჯერაც გინდა
ნუ თუ ცოტა ნაკლებ წყალში გახსნი ნაკლები უქენი სპირტიც და ძმარიც
ისე ჩაის კოვზი უნდა თუ არ ვცდები

Posted by: SERJ 5 Aug 2016, 12:48
Scoorp
იმის შანსი არის რომ სუნი რაიმე დაავადების მიზეზით იყოს?
ისე კი არაფერი ეტყობა ავადმყოფობის.
ისიც გავიგე ნაღვლის ბუშტის ბრალი შეიძლება იყოს სუნიო

Posted by: Scoorp 5 Aug 2016, 12:51
SERJ


პირიდან აქვს სუნი?
თუ ბეწვის სუნს გულისხმობ
სუნი იცის კიდე იმან რო პროქტატა აქვთ გასაწმენდა 6 თვეში ერთხელ
ვეტთან მიიყვანე თუ შეგიძლია

Posted by: SERJ 5 Aug 2016, 12:53
Scoorp
პირიდან არა. მარტო ტანზე.
პროსტატა ჯერ არ გამოსვლია sad.gif
გაწმენდაში რას გულისხმობ? როგორ უწმინდავენ? rolleyes.gif

Posted by: Scoorp 5 Aug 2016, 12:54
SERJ

გამოსვლია? რა უნდა გამოსვლოდა?
უგროვდებათ ხოლმე რაღაც სითხე და პერიოდულად უნდა დაიცალოს ეგ
რავი ხელს უჭერენ და უწმენდენ))
ცოდნა უნდა რა

Posted by: SERJ 5 Aug 2016, 12:57
Scoorp
ნუ კვერცხები არ აქვს ჯერ. მუცელში აქვს.

Posted by: Scoorp 5 Aug 2016, 13:00
SERJ


არაფერ შუაშია
6 თვის იყო ჩემი რო გავუწმინდეთ
აწუხებდა
კუდის ადგილებს იქავებდა სულ
და რავი არის მაგასთანაც კავშირში აშკარად სუნი

Posted by: SERJ 5 Aug 2016, 13:02
Scoorp
ჩემი ჯერ 5 თვისაა. მივიყვან ვეტთან მაინც შევახედებ

Posted by: Scoorp 5 Aug 2016, 13:03
SERJ




ჭიებზე დამუშავებულია?

Posted by: SERJ 5 Aug 2016, 13:05
Scoorp
კი აბსოლიტურად ყველაფერი გაკეთებული აქვს ცოფის გარდა.
ვეტმა არ გამაკეთებინა. 6 თვისას გაუკეთეო

Posted by: Scoorp 5 Aug 2016, 13:08
SERJ


sad.gif

ვისთან დაგყავს?

საშიშია მაგ პერიოდამდე გადადება
და ეგ იყო საბჭოთა კავშირში 6-9 თვემდე რო არ უკეთებდნენ
აცრები არ ვარგოდა როგორც ვიცი,ზრდას აჩერებსო ამბობდნენ
3.5 ნახევრის იყო ჩემი ცოფზე რო აიცრა და რავიცი ზრდას კი არა იმხელაა,ასაკს რო ვეუბნები ხალხს არ მიჯერებენ
საშიშია ძაღლისთვისაც ეგრე ყოფნა და თქვენთვისაც
გირჩევ გაუკეთო აცრა დროზე და ექიმიც შეცვალო)

Posted by: SERJ 5 Aug 2016, 13:11
Scoorp

სოლოლაკში ცხოვრობს კაკო ქვია. გვარი არ ვიცი.
ძალიან კარგი ვეტია ბევრმა მირჩია.
ზრდის გამო არა. სისულელეაო თვითონ მითხრა.
უბრალოდ ან 3 თვის უნდა აცრა ან 6 თვისო ასე მითხრა. 4ის იყო მაშინ.
ქუჩის ძაღლებს არ ვაკარებ და ფრთხილად ვარ.

Posted by: Wisemаn* 5 Aug 2016, 15:29
SERJ
QUOTE
ვეტმა არ გამაკეთებინა. 6 თვისას გაუკეთეო

ჯიგარი up.gif

QUOTE
სოლოლაკში ცხოვრობს კაკო ქვია

მაგნაირი ვეტერინარი თითზე ჩამოსათვლელია საქართველოში, დაუჯერე ყველაფერი up.gif

Scoorp
არანაირად არარის საშიში თუ სისუფთავეში გყავს ძაღლი, უვლი და ქუჩის ძაღლებთან არ კონტაქტობს.

ჩემი როტვეილერი 1 წლის რო გახდა მერე ავცერი ცოფზე.

Posted by: Scoorp 5 Aug 2016, 15:44
და ვერ გავიგე რატო უნდა აიცრას ეგრე გვიან ცოფზე?
რა მიზეზით?


Wisemаn*

Posted by: SERJ 5 Aug 2016, 15:49
Scoorp
Wisemаn*


მეც ვერ გავიგე. თვითონვე მითხრა ზრდაში ხელის შეშლა სისულელეაო.
უბრალოდ მართლა კარგი ვეტერინარია და ვუჯერებ

Posted by: Wisemаn* 5 Aug 2016, 18:46
Scoorp
SERJ
მე პირადად მქონია პრაქტიკაში რო ზრდაზეც შეშლია ხელი, მაგრამ ეს ძალიან იშვიათი შემთXვევაა.
6 თვის ასაკში აცრას რაც შეეხება, კბილების დაცვლა დამთავრებული აქვს მაგ ასაკში და მაგიტოა უკეთესი.

Posted by: oxx. 6 Aug 2016, 19:41
ორი დღეა მოვიყვანეთ 2 თვის კანე კორსო, ძირითად დროს ძილში ატარებს და რამდენად ნორმალურია?


Posted by: Scoorp 7 Aug 2016, 01:32
voxx.



ნორმალურიაsmile.gif)))

ძილში იზრდებიან :დ

Posted by: oxx. 7 Aug 2016, 11:14
Scoorp

უენერგიოდ არის და ეგეც ნორმალურია?

ზაფხულს ვაბრალებ )))

Posted by: MITIATO 8 Aug 2016, 00:55
voxx.

როცა ღვიძავს, მაშინ საკმაოდ აქტიური უნდა იყოს, თამაშობდეს.
თუ ასე არ არის, ჯობია ვეტერინარს აჩვენოთ.

ლეკვებმა ზამთარი-ზაფხული არ იციან.
ყოველთვის ხუნტრუცის ხასიათზე არიან.

Posted by: ფრანკო 8 Aug 2016, 14:42
MITIATO
კავკასიური მყავს, პირველად მშობიარობს. დიდი მადლობა.

Posted by: ფრანკო 11 Aug 2016, 02:23
nothing123

შეიძლება გვიან გიწერ ძალიან მაგრამ წესით და რიგით მაგას ქვია ე.წ ჩახურება ალბათ გრძლებეწვიანი ძაღლი გყავს, მიიყვანე ვეტერინართან მაინც, პერეკისით დაუმუშავე ისე რომ თვალში ან ცხვირში ან პირში არ დაესხას, კარგად ვარცხნე ძაღლი რომ ჰაერი კანის ყველა ადგილს მიწვდეს ორი სახის მალამოს გამოგიწერენ 5 დღე უნდა უსვა, ხვალ მოგწერ მალამოების სახელს თუ გჭრიდება კიდევ.

Posted by: DOLMAZINIO 12 Aug 2016, 10:30
გამარჯობა. თქვენი რჩევა მჭირდება იქნებ მიპასუხოთ რა. ზაზუნას პატარა შვილებს როგორ უდან მოვუარო?

Posted by: B l a c k J a c k 14 Aug 2016, 01:41
ძაღლმა გააჩინა 4 ლეკვი. თავიდან ყველაფერი აკრგად იყო. გუშინ და დღეს შევატყვეთ ყველაზე პატარა ლეკვი იყო ცუდად. ძუძუს თანაბრად წოვდნენ, მაგრამ დანარცენები ჩაგრავდნენ ალბათ და ესეც ვერ იღებდა საჭირო რაოდენობით. პიპეტით დღეს საღამოს ჩავაწვეთე გლუკოზა. რძის შემცვლელი ვერ ვიშოვე გვიანი იყო.
აღებინა ორჯერ ყვითელი ფერის სითხე, ნარჩნებით. რა შეიძლება იყოს? უჭმელობა? კიდევ არის რაიმე? რაიმე ინფექცია?

Posted by: someonesomeone 20 Aug 2016, 18:59
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შემეშალა ბოდიში

Posted by: SweeTy-Flower 25 Aug 2016, 01:46
კეთილო ხალხნო,ბოლო პერიოდი ჩემს კატას დაეწყო ბეწვის ცვენა. დორბლიც მოსდის.ასევე კრუტუნებს ადრე არ იცოდა. ერთი პერიოდი გახდა.ნუ გახდა ალბათ უჭმელობისგან.მიჩვეულია ღორივით ჭამას.ახლა მოსუქდა მაგრამ დორბლიანობა და ცვენა კვლავ აქვს.ქცევებით აპათიური იყო რაც მოსუქდა გამხეცდა.მაგრამ.ბავშობიდანვე ეგეთი იყო. პერიოდულად წამოუფრენდა.თამაში ძალიან უყვარდა. არის12 წლის.ძაღლთან ერთად იზრდებოდა.ძაღლი მიზეზების მაგო აღარ არის ჩვენთან. წინაზე ღამურა შემომიფრინდა.დავიყვირე შემომახტა.მოფერება დაიწყო.ძალიან ღელავს როცა განვიცდი.ქცევებში ვერაფერს ვატყობ უცნაურს.მხოლოდ დორბლი და ცვენა მაინტეტესებს.პანიკურად ეშინია გარეთ გასვლის.სხვა ცხოველი არ მყავს.ვშიშობ ცოფი არ იყოს.თუ ცოფია ანუ მეც უნდა მქონდეს მაგრამ გაგიჟებით არ გავგიჟებულვარ))პირიქით დავმშვიდი.

Posted by: buub 26 Aug 2016, 23:03
იქნებ მირჩიოთ კარგი ვეტერინარი,ჩემს 11 წლის კოკერს კანის პრობლემა დაეწყო,წინა მკურნალობამ დიდად შედეგი ვერ გვაჩვენა,კაკო ექიმს ვეძებდი სოლოლაკში ერთხელ და ვერ მივაგენი,ან ეგ მაინც ამიხსნათ როგორ ვიპოვო

Posted by: LoLOuT 30 Aug 2016, 15:43
მოგესალმებით ყველას, ფრინველების ვეგეტერინარს ვერ მიმასწავლით
* * *
ხალხო მჭირდება ვეტერინარი რომელიც კარგათ ერკვევა ფრინველებში წამეშველეთ რამით

Posted by: zaza1993 13 Sep 2016, 02:46
მეგობრის ძაღლმა კბილით გამკაწრა ნეკა თითზე. იქნებ მირჩიოთ, წავიდე ასაცრელად თუ დავიცადო?

Posted by: Scoorp 13 Sep 2016, 10:35
zaza1993

თუ აცრილია ცოფზე და კომპლექსურებზე არ გჭირდება აცრა
ჰკითხე მეგობარს
სისხლიც თუ არ წამოგსვლია ნაკლებად საშიშია ზოგადად

Posted by: zaza1993 13 Sep 2016, 11:41
Scoorp
QUOTE
თუ აცრილია ცოფზე და კომპლექსურებზე არ გჭირდება აცრა
ჰკითხე მეგობარს
სისხლიც თუ არ წამოგსვლია ნაკლებად საშიშია ზოგადად

ვკითხე და აცრილიაო, 2 წლის წინ gigi.gif
მე ვიცი რომ ძაღლს ცოფის ნიშნები 10-14 დღით ადრე უჩნდება სანამ მოკვდება და ეს ძაღლი იმდენ წყალს სვამს, მერე ვეღარ დადის ხოლმე pop.gif

Posted by: Scoorp 13 Sep 2016, 12:13
zaza1993

წელიწადში ერთხელ ცოფზე უნდა იცრებოდეს ყველა ძაღლი და შეგიძლია ეგეც გააგებინო smile.gif


Posted by: zaza1993 13 Sep 2016, 12:53
Scoorp
QUOTE
წელიწადში ერთხელ ცოფზე უნდა იცრებოდეს ყველა ძაღლი და შეგიძლია ეგეც გააგებინო

yes.gif ბარემ შეგეკითხები ისევ, კატა მყავს, 1 წლის და თვეების არის უკვე. აუცილებელია რომ ავცრა? სულ სახლშია გარეთ არ გადის, ნუ მოკლედ დედოფალივით ცხოვრობს smile.gif

Posted by: Scoorp 13 Sep 2016, 16:51
zaza1993


ვეტერინალური განათლება არ მაქვს,მაგრამ ყველა ვარიანტში კარგი იქნება თუ აცრი smile.gif
ჭიებზეც ამუშავებ იმედია
მგონი კატებიც მუშავდებიან ხო biggrin.gif

Posted by: mekubove 16 Sep 2016, 10:21
გამარჯობა,

იქნებ მირჩიოთ ვინმემ როგორ დავალევინო კატას ჭიის წამალი?

Posted by: anderlain 18 Sep 2016, 15:34
ძაღლის ორსულობა როდის არის შესარჩევი. და ასევე მაინტერესებს სექსუალური კავშირის დროს გადაფსკვნა აუცილებელია biggrin.gif?

Posted by: MITIATO 18 Sep 2016, 16:25
anderlain

არ არის აუცილებელი გადაფსკვნაო, რომ დავინტერესდი მაგ საკითხით თავის დროზე.
მანამ ხდება რაც მოსახდენიაო და რეალურად ასეც იყო.

ჩემს ძაღლს მალევე დაეტყო, სადღაც 2 კვირაში ან უფრო ადრეც: უცებ დაჭკვიანდა, ძველებურად აღარ დაქროდა და ძუძუსთავები მუქი ვარდისფერი, ლამის წითელი გაუხდა (ეგეც მაკეობის ერთ-ერთი სიმპტომი ყოფილა). ტოქსიკოზიც შეიძლება ქონდესო, ანუ დილით ღებინება, რაღაც საკვების დაწუნება... ჩემსას არ ქონია.
მუცელი არც დატყობია, იმიტომ რომ ერთი ლეკვი ყავდა სულ. user.gif

შეჯვარებიდან მალევე, რაღაც ჰორმანალური პრეპარატების მიღება შეიძლება, რომელიც მაკეობას წყვეტს, მაგრამ ისეთი გვერდითი მოვლენები ჰქონია, გადავწყვიტე, რომ რაც იქნება, იქნება-მეთქი.
თუ გაწყობს ასეთი გამოსავალი, ვეტერინარს მიმართე.

Posted by: toyota555 18 Sep 2016, 20:22
ახლობლის პატარა ბავშვს 5 წლის არის ქუჩაში უკბინა ციმბირულმა ჰასკმა, პატრონიც მანდ იყო იმ ძაღლის და ასე თქვა აცრილი არისო ნუ შეგეშინდებათო და წამოვედით. 1 დღის მერე ბავშვს სიცხეები დაეწყო და დღეს ექიმთან წაიყვანეს გამოკვლევაზე ის პატრონი აღარ ვიცით როგორ მოვძებნოთ და რამე სერიოზული იქნება????

Posted by: Egyptian 19 Sep 2016, 13:37
2 თვის კნუტი რეებზე უნდა ავცრა და რა ჯდება დაახლოებით?

Posted by: buub 20 Sep 2016, 20:05
როიალ კანინის გარდა რომელ ფირმას აქვს კიდე ჰიპოალერგიუილი საკვები? ან როიალ კანინი თუ გამოგიყენებიათ და ვარგა თუ არა?

Posted by: xonski2 21 Sep 2016, 02:16
სალამი, ავად მყავს კანე კორსო , წლის და 2 თვის,

რეგიონალურმა ვეტერინარმა თქვა , თითქოს ნაცემია ძაღლი და დაზიანებული აქვს თავის ქალა.

თვალის გუგები ისე ჰქონდა ამობრუნებული ლამის გული შემიწუხდა, თუმცა მედიკამენტი დექტას საშუალებით, დაუბრუნდა ჩვეულებრივი ფორმა თვალებს.

საჭმელს ვერ ჭამს, ყბებს ვერ ამოძრავებს, ჭამის სურვილი აქვს.
სახეზე სულ დაძაბული აქვს, გამოიხატება ნაოჭებით. რაც წინათ არ ჰქონდა.
წყალს სვავს .
უჭირს მოძრაობა, მხედველობის პრობლემაც ერთვის, ასევე ვერ იხრება, ხერხემალიც არ ემორჩილება. სიარულით დადის თუმცა უჭირს კონცენტრაცია.

კომპლექსური აცრები ჩატარებული აქვს

ცხვირიდან გამონადენი არ აქვს ,
ტემპერატურა 38.5-39,
კუჭის მოქმედება არ შემინიშნავს ბოლო 3 დღეა,(სოფელში მყავს ეზოში).



ცეფტა, ცერებროლიზინი და მინისებური, დაუნიშნეს და ვუკეტებ.

გადარჩება?

Posted by: Scoorp 21 Sep 2016, 10:33
xonski2


არ გინდათ თბილისში ნორმალურ ვეტთან ჩამოიყვანოთ?

ასე აქ არავინ შემოდის რო სერიოზული პასუხი გაგცეთ

ძაღლი თუ ჯანმრთელი იყო და ეგეთი სიმპტომები აქვს,ჩემი აზრით ძაან დიდი შანსია მართლა ნაცემი იყოს
აბა რა უნდა დაემართოს მსგავსი სიმპტომები რო გაუჩნდეს ჯანმრთელ ძაღლს არ ვიცი


Posted by: xonski2 21 Sep 2016, 12:38
Scoorp
მოკვდა :/ .................................................

Posted by: Scoorp 21 Sep 2016, 15:19
xonski2


აუუუუ sad.gif(


ნეტა რა სჭირდა?

შეიძლებოდა ვინმეს ეცემა ისე? ://


Posted by: xonski2 21 Sep 2016, 22:58
Scoorp
QUOTE
შეიძლებოდა ვინმეს ეცემა ისე? ://

გარეგნულად არაფერი ეტყობოდა,

უბრალოდ 5 დღე არ ვიყავი სახლში და ვერაფერს ვიტყვი ზუსტად

Posted by: Grlfona 25 Sep 2016, 22:22
ჩემ კატას მოსდის მარჯვენა თვალიდან სულ ცრემლი ახალი ამოყვანილია ქუჩიდან და ეგრე ჭირს რამოდენიმე დღეა რატო ნეტა

Posted by: Scoorp 26 Sep 2016, 11:02
Gr1fona

დაამუშავე ჭიაზე და აცრები გაუკეთე
ანუ ვეტთან მიიყვანე და მაგაზეც კითხე smile.gif

Posted by: Wisemаn* 26 Sep 2016, 14:43
Gr1fona
პირველი მიზეზი: ჭია.
მეორე: თვალის ანთება.

Posted by: si maare 26 Sep 2016, 15:04
სალამი მეგობრებო, ხოსეს რომელიც 11 თვის გახდა უკანა ფეხები ასეთ დღეში აქვს.
შესაძლებელია თუ არა შველა?

http://radikal.ru
http://radikal.ru

Posted by: Scoorp 26 Sep 2016, 15:18
si maare


ვაი დედა

რა სჭირს? :/

აქამდე სად იყო პატრონი? smile.gif
ახლა დაეგრიხა?

Posted by: si maare 26 Sep 2016, 15:22
როგორც მითხრა სადღაც 6-7 თვემდე აძლევდა რახიტის წამლებს, და ამდენად გამოკვეთილი არ იყო მერე გარკვეული პერიოდი შევწყვიტეო და ეგრევე დაემართა.

დაგვიანებულია უკვე მკურნალობა?

Posted by: Scoorp 26 Sep 2016, 15:49
si maare


არ ვიცი.
ალბათ მეტ ნაკლებად კი
თუმცა ზრდას ცოტა ხანი კიდე გააგრძელებს ეგ და ამიტომ ან ისევ მისცეს წამალი
ან გაიაროს კონსულტაცია ვეტ ექიმთან
მე კომპეტენტური ვერ ვიქნები

Posted by: si maare 26 Sep 2016, 17:13
არ გვყავს არავინ ვეტერინარი ფორუმზე??????

Posted by: Grlfona 28 Sep 2016, 00:04
Wisemаn*
Scoorp
რაღაც აბი ვიყიდე წონის მიხედვით მინდოდა ჩვეულებრივად მიცემა მარა პირი ვერ გავაღებინე რო ჩამეყარა სხვა გზა არ არის რო მიიღოს ეს წამალი ?

Posted by: Wisemаn* 28 Sep 2016, 09:15
Gr1fona
ჭიის წამალი yes.gif up.gif არ უყვართ ძაღლებს 99% ძალით აძლევს biggrin.gif
სხვა გზა რა, გაუღე პირი და ძალით გადააყლაპე.
ეცადე უზმოზე მისცე.

Posted by: Grlfona 28 Sep 2016, 11:32
Wisemаn*
ვეტ ექიმთან მივიყვან უეჭველი რა თორე თან აცემინებს თან თვალიდან ცრემლი მოსდის კაროჩე მისახედი მყავს კატა biggrin.gif

მადლობა დახმარებისთვის


Posted by: keeperessa 1 Oct 2016, 22:25
მეგობრებო მირჩიეთ რა ვქნა, ჩემს კატას მუდმივად სდის თვალებიდან ცრემლები და წირპლები აქვს, თავიდან ნაზად მოვბანდი ხოლმე მაგრამ უჩნდება ყოველ ნახ სთ-ში ისევ თან გაუტყავდა ის თვალის ადგილები ამდენი ბანვით, + ამას ვეტერინარმა რაღაც ჩასაწვეთებლები დაუნიშნა მაინც არ შველის, თან თეთრია და თვალთან გარშემო სულ ჩაყვითლებული აქვს ამ გამონადენის გამო, მერე სხვა ვეტერინართან მივიყვანე, იმან სხვა წვეთები დაუნიშნა, იმან მხოლოდ 2-3 დღით ცოტა შეუმცირა მაგრამ ისევ დაეწყო, სულ პატარაობიდანვე აქვს და იქნებ ეს ნორმალურია თუ სხვა რამე უნდა ვცადო???

Posted by: Scoorp 3 Oct 2016, 11:05
keeperessa




ჭიაზე დამუშავებულია?

ჩაის ნაყენით უწმინდე თვალები რამდენიმე დღე აბა

Posted by: TamunaKr 3 Oct 2016, 12:55
ჩემ თუთიყუშს მარჯვენა თვალის გარშემო მოშიშვლებული აქვს ბუმბული და მაგ მხარეს ნისკარტს ქვემოთაც გადაუვიდა. იფხანს საშინლად. რა ვუშველო მითხარით რა. ან რა წავუსვა ან სად მივიყვანო sad.gif

Posted by: Scoorp 3 Oct 2016, 13:21
TamunaKr


ვეტერინალურ კლინიკაში მიიყვანე.
ზეპირად აქ ასე რთულია რამის თქმა

Posted by: keeperessa 3 Oct 2016, 20:09
Scoorp
QUOTE
ჭიაზე დამუშავებულია?ჩაის ნაყენით უწმინდე თვალები რამდენიმე დღე აბა 
       

კი ყოველ 3 თვეში ვალევინებ ჭიის წამალს, ადრე ვუკეთებდი ჩაის ნაყენს და არაფერი, დროებითაც კი არ შეუჩერა sad.gif აი რა გავაკეთო არ ვიცი, ვფიქრობ იქნებ ნორმალურია? არადა არ გავს ნორმალურს

Posted by: MITIATO 3 Oct 2016, 20:26
keeperessa

რახან კნუტობიდანვე ასეა, შეიძლება რაღაც თვალის პათოლოგია ჰქონდეს: მაგ. საცრემლე არხი არ არის გამტარი ან ქუთუთოს ჩაბრუნება.
ალერგიამაც იცის ასეთი ხანგრძლივი ცრემლდენა.
რაღაც ჯიშებს, მაგ. სპარსულ და ბრიტანულ კატებს თავის ქალის თავისებური აგებულების გამო შეიძლება ჰქონდეთ ცრემლდენა.

კარგი იქნებოდა, დაგეწერა, რა დაუნიშნა ვეტერინარმა და რამ არ უშველა.

თვალის მობანას თუ გადაწყვეტ სხვა დროს, ფიზიოლოგიური ხსნარი გამოიყენე. სტერილურია და თვალს დამატებით არ გააღიზიანებს.
ჩაის ნაყენი სტერილური არ არის და ათასი საღებავი და არომატიზატორი აქვს დამატებული, რაც ნამდვილად არ არის კარგი თვალისთვის.


Posted by: sallli1 4 Oct 2016, 19:45
აუ დამეხმარეთ ,სპანიელი მყავს და ჰქონდა ხშირი შარდვა წვეთ-წვეთებად , და ამ შარდს თითქოს ზედ ეგდო სისხლის წვეთიც. ექიმთან მივიყვანე ანტიბიოტიკები გაუკეთა სიცხეც ქონდა. ახლა აღარ აქვს ხშირი შარდვა ისევ დაიწყო და საშიშია? რისი ბრალი შეიძლება იყოს? სანამ გათენდება ახლა პანიკებში ვარ

Posted by: julpa2007 13 Oct 2016, 23:13
გამარჯობათ, ძალიან გთხობთ მიპასუხოთ ან მირჩიოთ თუ კომპეტენტურნი ხართ. 13 წლის პუდელი მკავს, აღმოაჩნდა კისტა. ვეტექიმმა გვირჩია ოპერაცია. ამ ასაკში ეს რამდენად საშიშია? ღირს გაკეთება? არადა შეიძლება გაუსკდესო.

Posted by: blblbl 13 Oct 2016, 23:22
sallli1
ცისტიტი იქნება ,გაცივდა ალბათ ნუ გეშინია

julpa2007
ვისთან გყავდა სანდოა?

Posted by: julpa2007 14 Oct 2016, 11:09
ეხო გადავუგეთ ვეტ ჰაუსში. და ეხოზე გამოჩნდა

Posted by: Scoorp 14 Oct 2016, 11:18
julpa2007


ეხოს პასუხი მიიტანეთ კლინიკა აიბოში
ალიკა ექიმთან
გადაამოწმეთ მაინც
კონსულტაცია უფასოა
საინტერესოა რას გეტყვით

Posted by: sheshpotebuli 14 Oct 2016, 14:03
სალამი ჩემს ლაბრადორს ფეხებზე გაუჩნდა მაზოლები ნახეთქებია და რა შეიძლება წავუსვა?

Posted by: hulk06 3 Nov 2016, 10:56
gamarjoba yvelas. dzroxas uchndeba patar patara gamonayarebi mtels tanze. xom ar icit ra daavadeba. sahishia?gadamdebi tua? mkurnalobas eqvemdebareba?
gmadlobt

Posted by: <GladiatoR> 11 Nov 2016, 11:17
გამარჯობა,
პირველად მყავს ლეკვი და მაინტერესებს შეიძლება რომ ლეკვს ჭიები ყავდეს და არ იყოს გამხდარი და ზრდას არ ჩამორჩებოდეს? ტვალები ეწირპლება და როგორც მითხრეს ჭიებმა იცისო. როცა მოვიყვანე მაშინ დავალევინე ჭიის წამალი და შეიძლება არ იმოქმედა?

Posted by: Scoorp 11 Nov 2016, 12:08
<GladiatoR>


რომელი წამალი მიეცი?
და რამდენჯერ? 2-3-ჯერ უნდა თავიდან ლეკვს 10 დღიანი ინტერვალით ჭიების წამალი (წონის შესაბამისად ოღონდ)
დაყარა ჭიები? ანუ განავალს თუ დააკვირდი იმის მერე რაც წამალი მიეცი?

Posted by: <GladiatoR> 11 Nov 2016, 12:14
Scoorp
მე ერთხელ დავალევინე მეპატრონემ როგორც მითხრა ერთხელ მე დავალევინეო. წამლის სახელი არ ვიცი თვითონვე გამომატანა ნახევარი აბი იყო 5 კილოზე მიდისო და რომ ავწონე 4.7 იყო და მთლიანად დავალევინე ის ნახევარი აბი, ჭიები არ დაუყრია.

Posted by: Scoorp 11 Nov 2016, 12:36
<GladiatoR>

ნუ ამის მერე იცოდე რო კარგია წამალია დრონტალი. 10 კილოზე ერთი აბი უნდა.
და ბოლო მიღებიდან 3 თვის მერეც უნდა მისცე (მთელი ცხოვრების მანძილზეsmile.gif) )
მაშინ აღარ ენდომება ჭიის წამალი,აცრებიც დაწყებული გაქვთ ალბათ ხო?
წირპლები ძალიან აწუხებს?

Posted by: MITIATO 11 Nov 2016, 13:07
<GladiatoR>
QUOTE
ტვალები ეწირპლება და როგორც მითხრეს ჭიებმა იცისო


ჭიების დროს ორგანიზმის ალერგიული ფონი მატულობს და შეიძლება მაგან გამოიწვიოს გაძლიერებული ცრემლდენა, მაგრამ თვალებიდან გამონადენი, პირველ რიგში, იცის თვალის დაავადებამ.
ვინმე ნორმალურ ვეტერინარს აჩვენო, ეგ ჯობია ჭიის წამლით ექსპერიმენტების ტარებას.
იქნებ, თვალის წვეთები ჭირდება.

QUOTE
დრონტალი

წლების განმავლობაში ამ წამალს ვხმარობდი, მერე რუსულ ფორუმებზე მასიურად დაიწყეს წერა, რომ ამ პრეპარატის ფალსიფიცირება ხდება და ბევრ მოუკვდა ძაღლი მისი დალევის შემდეგ.
იმის მერე, აღარ გამიხედავ დრონტალისკენ.
ვეტერინარმა გვირჩია კანივერმი.
მე კმაყოფილი ვარ. yes.gif

Posted by: insomniac 12 Nov 2016, 17:11
კარგი ვეტექიმის ნომერი მომწერეთ თბილისში, კონსულტაცია მჭირდება..

Posted by: cuoreimpavido 12 Nov 2016, 21:28
გამარჯობა თბილისში არის ვინმე რეპტილიების სპეციალისტი? წყლის კუ მყავს ცუდად მგონი

Posted by: urekhi 17 Nov 2016, 22:09
1 თვის პიტბული მაჩუქეს და რამდენი უნდა ვაჭამო და როგორ მოვუარო სანამ ვეტერინართან მივიყვან გთხოვთ დამაკვალიანეთ

Posted by: bin_jafar 19 Nov 2016, 01:19
გამარჯობა ჩემს ძაღლს დაუდგინდა ფსევდომონა ამიხსენით რა გავაკეთო

Posted by: Zzzzz777 19 Nov 2016, 14:51
გამარჯობა, ჩემს 3 თვის კნუტს დღეს გავუკეთე ვაქცინა, მეორე კომპლექსური და პლიუს ცოფი, იმის მერე აღებინებს და კუჭიც აეშალა,მაგრამ ეს ღებინება ძალიან გაუგრძელდა უკვე ლორწოც აღარ აქვს იმდენად ბევრჯერ აღებინა და ისევ გრძელდება პერიოდულად მაგალითად საათში ერთხელ, ვინმეს ხომ არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა? ვეტერინარს ველაპარაკე და მითხრა ხდებაო ეგრეო მაგრამ იშვიათადო და თუ საღამომდე არ გაუვლის მოიყვანეთო. იქნებ გქონიათ მსგავსი შემთხვევა და როგორ მოიქეცით?

Posted by: gigaia55 7 Jan 2017, 22:36
გამარჯობათ, მოკლედ ჩემის სადარდებელი უნდა ვთქვა რომელიც 1 კვირაა მოსვენებას არ მაძლევს, 5-7 თვის წინ ლეკვი მოვიყვანეთ რაიონში რომეიც მეცხვარეს გავს თუმცა არაა. კარგად მყავდა თუმცა ახალი წლეს მერე ხასიათი შეეცვალა, შინაურ ფრინველებს ერჩის ძროხასაც, ხშირად ყმუის, ჩემს ძმასაც კბილებს უკრეჭს, ზოგის ვერსია რომ მგელი თვისებები გამოავლინა და ამიტომ 3 იანვრიდან დამწყვდეული კვყავს სიბნელეში რადგან ამ ამბამდე დედაჩემი როცა საჭმელს აწვდიდა ხელი დაუკაწრა და ასევე შიში გვაქვს რომ ცოფი არ ქონდეს და ამიტომ ვუკვირდებით, 2 კვირა ვეტერინარმა გვირჩია დაკეტილი გვყავდეს. ოჯახს შიში გვაქვს ცოფი არ ქონდეს. ასევე ძროხას კბენდა. მე თბილიში ვარ, ჩემებს განზრახული ააქვთ 2 კვირის მერე მოიშორონ მე ვეწინააღმდეგებბი მაგრამ თბილისში ვერ ვიყოლიებ. მინდა რომ ძაღლების თავშესაფარში წამოვიყვანო თან მანქანა არ მყავს რა ფორმით წამოვიყვანო? ძილის წამლები არსებობს რომ წამოვიყვანო შეიძლება მიკბინოს (რა თქმა უნდა 2 კვირის მერე თუ ისევ ცოცხალი იყო) ვისიდანაც წამოვიყვანე იმან მითხრა მაგის და ძმებსაც იგივე დაემართა და ან მოკლეს ან დაეღუპათ, მოკლედ არ ვიცი რა ვქნა ძალიან განვიცდი და დეპრესიაში ვარ

Posted by: pro_leo66 7 Jan 2017, 23:29
პოინტერის ლეკვი მყავს და სიცხე გავუზომე და 39 აქვს და ნორმაა?

Posted by: MITIATO 8 Jan 2017, 00:02
pro_leo66

კი. ძაღლებისთვის ეგ ნორმალური ტემპერატურაა.

* * *
gigaia55

https://www.facebook.com/TamazElizbarashviliDogShelter/?hc_ref=NEWSFEED

დაურეკეთ და იქნებ, დაგეხმარონ. user.gif

Posted by: gigaia55 8 Jan 2017, 00:51
MITIATO
მადლობა მათაც შევეხმიანე, მითხრეს მოიყვანეო, მაგრამ რაიონშია და ტრანსპორტირება მაინტერესებს დროებითი დაძინების ნემსი თუ არსებობს

Posted by: ვეგა 8 Jan 2017, 13:26
გამარჯობათ

ვაბანავე ლეკვი (2 თვისაა) გუშინ წინ ღამე ძილის წინ და გუშინ ერთი ორჯერ დააცემინა და შარდვას მოუმატა, დღესაც საკმაოდ ხშირად შარდავს და შეციებული ხომ არ იქნება

ხასიათი კვება იგივე აქვს და აქტიურია, გუშინ და დღეს რძეს ვაძლევ და მაგიტომ ხომ არ მოუმატა, ეგეც შეიძლება იყოს მიზეზი

..................................

აცრებთან დაკავშირებით კიდევ რა სიტუაცია მაქვს

მოკლედ რომ მოვიყვანე პროფილაკტიკის მიზნით ჭიის წამალი დავალევინე ნახევარი ტაბლეტი და რწყილების წამალი დავასხი, წესით კი მეოთხე დღეს კეთდება აცრა მაგრამ წამალმა მცირე რეაქცია მისცა და გული აერია, არ ვიცოდი და ცოოტა გოჭის ხორცი მივეცი და სულ ოდნავ თხლად გავიდა კუჭში ხოდა არ შეიძლება ჯერ ცოტა სუსტად რომ არის აცრაო თან ზოგმა 10-14 დღეს იცრებაო, კონოლოგიის ფედერაციის პრეზიდენტს ველაპარაკე და მე4 დღეს უნდა გაუკეთდეს აცრა წესითო და ზოომარაზიაშიც მე-4 დრე მიტხრეს, სხვებმა სხვა ტარიღი....რა წამალი გავუკეთო ან რომლით დავიწყო ან როდის აღარ ვიცი ან ვის ვენდო user.gif არადა ისე მინდა გაყვანა მეცოდება სახლში თან მეშინია რამე არ დაემართოს ესე


მომეხმარეთ ვინც კომპეტენტური ხართ რაა smile.gif

Posted by: Scoorp 9 Jan 2017, 15:04
VAN-WEGA


2 თვის ლეკვის ბანაობა არ შეიძლება.
სანამ აცრები არ დამთავრდება ბანაობა არ შეიძლება.
შეციებული შეიძლება იყოს, თუ შარდვას მოუმატა.

რძესაც ნუ მისცემ)) არ გირჩევ. ჭიებს აჩენს.

https://www.facebook.com/veterinary.Clinic.aibo/
აქ დარეკე და გიპასუხებენ მაგ თემაზე. აუხსენი სიტუაცია ოღონდ

Posted by: ვეგა 9 Jan 2017, 16:15
Scoorp
ხო აღAრ მივცემ რძეს, დავრეკე ვეტექიმტან და აცრა ჩავუტარე წეღან, იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის

ამ ბოლოხანებში აი ესეთი ჯდომა ისწავლა და რაიმე საშიში ხომ არაა

http://pix.ge/

http://pix.ge/

და ამ ცრემლის ოდენობა ნორმალურია ნეტა

ღამე რო ცოტა სხვანაირად ჩაისუნთქავს ძილის დროს ეგრევე იზმენები მემართება biggrin.gif ერთი მშვიდობით ჩავატაროთ ეს აცრები რა რო გავიყვანო გარეთ

Posted by: Scoorp 9 Jan 2017, 18:30
VAN-WEGA


ვაიმე რა საყვარელი ვინმეააა love.gif
არა ღამით ჩემიც რო ცოტა სხვანაირად სუნთქავდა პანიკაში ვვარდებოდი :დ
ჯდომა მგონი ნორმალურია,ჩემიც ჯდება ეგრე დღემდე))

აიბოში დარეკე?

Posted by: ვეგა 9 Jan 2017, 23:13
Scoorp
)))
ის არ დაგლიჯო, ეს არ გააფუჭო, იქ არ ახვიდე, ეს არ სეჭამო,ნუ იკბინები, შპალიერს ნუ ჭამ, პლინტუსს შეეშვი, დაწე დაიძინე, დილით კი გაჩუმდი მეძინება, მანდ არ ქნა და ამ ყველაფერტან ერთად გარეთ ვერ გამყავს და მოწყენილია :/ სადაც ძაღლები არ არიან სადმე ქალაქგარეთ გასეირნება არ სეიძლება? ერტ ვეტექიმს დავურეკე დღეს ნაცნობმა მომცა ნომერი სასინლად ისმოდა იმის ტელეფონიდან ხმა ერტი საატი ერტი საკიტხი ვერ გავიარეთ და შევზღუდე კიტხვები))) მანდ რავი არ დამირეკია, ყველას პასუხობენ ესე free? იღვიძებს იძინებს ვაქცინაციის შემდეგ შეიძლება სიცხეც აქვს, როგორ მეცოდება, ნეტა ყველაფერმა კარგად ჩაიაროს,

დავძვრები ინტერნეტში და ხან საპირისპიროებს წერენ, ერთი ამბობს ქალაქგარეთ გაყვანა არანაირი პრობლემა არააო და ზოომარაზიაში მიწასტან არ უნდა ქონდეს შეხებაო

Posted by: Scoorp 10 Jan 2017, 10:37
VAN-WEGA

დარეკე მაგ კლინიკაში
ალიკა გიპასუხებს სავარაუდოდ smile.gif
პასუხობენ ყველას თუ ოპერაციაზე არაა ექიმი და სცალია.
ან თუ შეგიძლია მიიყვანე და ატარე ბარემ მაგ კლინიკაში (საბურთალოს ქუჩაზეა)

არა არ შეიძლება მიწასთან შეხება,ძალიან დიდი შანსია აიკიდოს ვირუსები
ვაქცინაციაც კარგი ხარისხის უნდა გაუკეთდეს რო როცა გარეთ გაიყვან მერეც არ შეეყაროს რამე და მარტივად არ დავირუსდეს ან ა.შ

მოკლედ ლეკვი ჭიაზე ორჯერ-სამჯერ მუშავდება 10 დღიანი ინტერვალით (თუ სწორედ მახსოვს)
და ბოლო დამუშავებიდან ორ კვირაში იწყება აცრები (სამი კომპლექსური უტარდება და ერთი ცოფის. ეგენიც ორ კვირიანი ინტერვალით).
მესამე კომპლექსურის მერე შეგიძლია გაიყვანო გარეთ,ოღონდ ძაღლებისგან მოშორებით.
ნუ სტანდარტულად ასე კეთდება ყველაფერი და ზოგი ცოფს 6 თვის მერე უკეთებს (ვითომ 3 თვისას თუ გაუკეთებ ზრდას აჩერებსო biggrin.gif )

Posted by: ვეგა 10 Jan 2017, 23:17
Scoorp
ვისგანაც ვიყიდე იძახდა ჭიაზე დამუშავებულიაო, სახლში რომ მივიყვანე რწყილები აღმოაჩნდა და უკვე იმის ნათქვამსაც აღარ დავუჯერე ჭიებზე და პროფილაქტიკისთვის რწყილების წამალთან ერთად ეს რაღაც ტაბლეტი მივეცი (რაც ზოომაღაზიაში მომცეს) გავიდა 9 დღე და ავიცერით გუშინ ნუბივაკით, ცოტა ბევრს ვფისავთ))) მარა იმედია გაგვივლის, ვეტექიმთან დავრეკე და ჯერ 3 დღე მაინც ვერ მივცემთ რამე ანტიბიოტიკს ან წამალსო ხოდა იქნებ გაუაროს მანამდე, დღეს მოწყენილი მანდამაინც არაა, სიცხე არ გამიზომია მაინც რა აზრი აქ და ჭამს სულ შია )))) ვსწავლობთ ნელნელა რაღაცეებს, ვიცით დაჯდომის ბრძანება ახტომა (აკრძალვის ბრძანება ყველაფერზე) დაწე საწოლში ძილის დროა დაიძინე biggrin.gif ფისი გასაშლელ პამპერსზე (ყოველთვის ვერა) 10 დღეში ვისწავლეთ ეს ყველაფერი ))))) თქვენც კოკერი გყავთ?

Posted by: Scoorp 13 Jan 2017, 11:54
VAN-WEGA


არა, ლაბრადორი მყავს smile.gif)
რწყილები არ უნდა ყოლოდა : / თუ სახლში ჰყავდა ლეკვი.
ნუბივაკი პირველად მესმის
რომელ ვეტთან დაგყავთ?
ბევრის მოფსმას რას ეძახით? ლეკვობისას ბევრს და ხშირად ფსამენ ისედაც :დდ
<3 ჭკვიანები არიან

Posted by: ვეგა 13 Jan 2017, 12:38
Scoorp
ლაბრადორი კაი ტიპია ძალიან)))
[quote]რწყილები არ უნდა ყოლოდა : / თუ სახლში ჰყავდა ლეკვი.
[/quote]
ხო რავი სირცხვილია რა, ისე ეზოში ხშირად უჩნდებათ ნეტა? ეზოიანი სახლი ქონდა

[quote]ნუბივაკი პირველად მესმის
[/quote]
ნობივაკი პარდონ
[quote]რომელ ვეტთან დაგყავთ?
[/quote]
ალიკასთანაც დავრეკე ისე რუსთავში ვცხოვრობ აქებენ აქ, თბილისშიც მუშაობდა მანამდე
[quote]ბევრის მოფსმას რას ეძახით? ლეკვობისას ბევრს და ხშირად ფსამენ ისედაც :დდ
გადაგვიარა თორე აშკარად მომატებული ქონდა, ალბატ შეცივდა და თან თხიერი საკვები მივეცი იმ პერიოდში და 5-10 წუთში ერთხელ შარდავდა)) ეხლა კარგად არის
[quote]<3 ჭკვიანები არიან
[/quote]
biggrin.gif სიცანცარე უბინდავთ გონებას და სტომაქის სიყვარული ხანდახან

Posted by: Scoorp 13 Jan 2017, 14:58
VAN-WEGA

სიცანცარე და სტომაქის სიყვარული ლაბრადორს რო აქვს,ვერავინ მოვა სხვა მაგასთან
ეზოიანი სახლი შეიძლება ჰქონდა მაგრამ ეზოში არ უნდა ჰყოლოდა ლეკვები აშკარად.
smile.gif
რწყილი,ტკიპა ძირითადად სიცხეში-ზაფხულში უჩნდებათ
რაც აცივდა ჩემი ძაღლისთვის არ დამიწვეთებია არაფერი, თვეებია უკვე biggrin.gif და არაფერი აქვს(ანუ ყინვაში ვერ ცოცხლობს ტკიპა და ა.შ)
თხიერი რა საკვები მიეცი? 0% ხაჭოს და თავისი საჭმლის გარდა არაა სასურველი რამე მისცე მაგ ასაკში smile.gif
ანუ ნემსი ვინ გაუკეთა ? გყავდა ჩამოყვანილი აქ? მე გირჩევ გაიჭირვო და ატარო ნორმალურ ვეტთან, ცოფის აცრის მერე წელიწადში ერთხელ დაგჭირდებათ სულ ექიმთან მიყვანა და ჯობია კარგ ვეტთან გქონდეთ კონტაქტი რა

Posted by: ვეგა 13 Jan 2017, 15:39
Scoorp
ლეკვები კი სახლში ყავდა მაგრამ მეთქი დედა გარეთ გადიშედიოდა და თან იქნებ მაგ დროს არ შეიძლება მკურნალობათქო, მოკლედ ვეცადე უდანაშაულობის პრეზუმცია დამეცვა ყოფილი მეპატრონის რადგან საკითხში კარგად ვერ ვერკვევი, სახლში ტილებიანი ძაღლი როგორ უნდა გყავდეს, მაგრად კი გავბრაზდი facepalm.gif
QUOTE
სიცანცარე და სტომაქის სიყვარული ლაბრადორს რო აქვს,ვერავინ მოვა სხვა მაგასთან

ლაბრა მაინც დიდია და რაღაც სიდინჯის აურა აქვს )))) ეს კიდე ცარიელი ცქმუტვაა biggrin.gif

აი საჭმელზე რა ხდება, მოკლედ ვცდილობ ვითომ ნატურალური მივცე და სახლში დავუმზადო მაგრამ რაციონი ვერ შევუდგინე, ჩამოვთვლი რეები მაქვს მიცემული
ქათმის ფილე მოხარსული გაჩეჩილი წიწიბურასტან ან ბრინჯთან ერთად + სტაფილო გახეხილი, მანი არ უყვარს, რძე მეგონა სასარგებლო იყო და ერთი დღე ეგ მივეცი სანამ ვეტი ამიკრძალავდა, არ ვიცოდი და სულ ცოტა გოჭის ხორცი მივეცი ერთხელ და ისეთი ძვალი რომელსაც ვერ გადაღრღნიდა sad.gif ბორში თავის კონსერვით, კონსერვი წიწიბურით, მაწონი ფარშთან ერთად, ღვიძლები ძროხის და ქათმის, ჟელეები პედიგრის ყვითელიროა, ვაშლი გახეხილი, აქ ამოვიკიტხე და ხორხი ვუყიდე გადავფქვი მოვუხარშე ფარშივიტ გამოვიდა, კალცი მეოთხედი დღეში და ომეგა 3 რამდენიმე წვეთი, ერთხელ ცოოტა სისხლიანი ძროხის ღვიძლი მივეცი, სულ ამის საჭმელზე დავდივარ )))) რეჟიმში ვართ 4 საათში ერთხელ
QUOTE
ანუ ნემსი ვინ გაუკეთა ?

პრეპარატი ვეტმა მითხრა მე არ მაქო ჰოლანდიური ნობივაკი ზოომარაზიაში ვიპოვე და გაუკეთმა მეპატრონემ მაღაზიის, კისრის უკან სადაც რწყილების წამალი ესხმება იქ
არ მყოლია ჩამოყვანილი და ვის აქებენ ისე რო ძაან ჯიბეში არ იყურებოდეს ))))

Posted by: ako_chumbura 13 Jan 2017, 15:42
ხალხო გამარჯობა გილოცავთ შობა-ახალ წელს. მოკლედ ბაჭია ვაჩუქე შეყვარებულს დეკორატიული მაგრამ ერთი პრობლემაა დიდი აკვარიუმი აქვს მაგრამ უკვე ცოტა გაიზარდა და ამოსვლა ისწავლა და ყველგან ცურცლავს. რამე გამოსავალიმაპოვნინეთ თორემ გააგიჯა უკვე ოჯახი smile.gif)) როგორ მივაჩვიOთ ერთ ადგილზე მოსაქმებას?

Posted by: chuvak_lexo 14 Jan 2017, 14:07
ako_chumbura
QUOTE
ხალხო გამარჯობა გილოცავთ შობა-ახალ წელს. მოკლედ ბაჭია ვაჩუქე შეყვარებულს დეკორატიული მაგრამ ერთი პრობლემაა დიდი აკვარიუმი აქვს მაგრამ უკვე ცოტა გაიზარდა და ამოსვლა ისწავლა და ყველგან ცურცლავს. რამე გამოსავალიმაპოვნინეთ თორემ გააგიჯა უკვე ოჯახი smile.gif)) როგორ მივაჩვიOთ ერთ ადგილზე მოსაქმებას?

1.5 კგ თუა კაი ჩახოხბილი გამოვა chups.gif


ჩემს ძაღლს აუფეთქდა გუშინ ასაფეთქებელი ახლოს და არაფერი არ ესმის sad.gif

Posted by: მ.ბ 25 Jan 2017, 16:03
https://www.youtube.com/watch?v=CGD8BcUJtfo&feature=youtu.be ესეთი რამე დაემართა ჩემ ლეკვს, რო დარბის მერე აწუხებს ფეხი sad.gif იქნებ იცოდოთ ვინმემ რისი ბრალი შეიძლება იყოს ან , შერჭობილი არაფერი არ აქვს და არც სტკივა ხელს რო ვკიდებ ფეხზე .

Posted by: Scoorp 25 Jan 2017, 16:30
მ.ბ


ვეტთან მიიყვანე
ისედაც მემგონი რახიტისკენ აქ მიდრეკილება
დაუნიშნავს ვიტამინებს
ეგ არაა სირბილის ბრალი
არაბუნებრივად აქვს აშკარად ფეხი
კარგი ვეტი თუ არ იცი გირჩევ

Posted by: მ.ბ 25 Jan 2017, 18:57
QUOTE (Scoorp @ 25 Jan 2017, 16:30 )
მ.ბ


ვეტთან მიიყვანე
ისედაც მემგონი რახიტისკენ აქ მიდრეკილება
დაუნიშნავს ვიტამინებს
ეგ არაა სირბილის ბრალი
არაბუნებრივად აქვს აშკარად ფეხი
კარგი ვეტი თუ არ იცი გირჩევ

მადლობელი ვიქნები თუ მომცემდით ვეტექიმის კორდინატებს

Posted by: Scoorp 26 Jan 2017, 15:27
მ.ბ


577425936


ალიკა

===

Posted by: მ.ბ 26 Jan 2017, 17:58
QUOTE (Scoorp @ 26 Jan 2017, 15:27 )
მ.ბ


577425936


ალიკა

===

მადლობ ა

Posted by: Mimi_2016 27 Jan 2017, 20:37
ჩემს კოკერსპანიელს თვალი აქვს გაწითლებული, თითქოს კაპილარები ეტყობა თუ რარაც მსგავსი, ამ დღეებში ვერ ვახერხებ მიყვანას ვეტთან და შეგიძლიათ ვინმემ მითხრათ მანამდე როგორ შეიძლება ვუმკურნალო? ჩაის საფენები ან გვირილა ან გიდროკორტიზონიც ვიფიქრე

Posted by: I_B_A 6 Feb 2017, 11:51
მოგესალმებით!!!
მყავს კავკასიური ნაგაზი. რაიონში მყავს და ახლობელი უვლის. ეხლა დამირეკა და მითხრა. კუჭი აქვს აშლილი და მწვანე ფერს გავიდაო,ასევე თვალებზე წირპლები აქვსო და ჭამითაც ცუდად ჭამსო.გთხოვთ მირჩიოთ რისი ბრალი შეიძლება იყოს და როგორ მოვიქცე. პატრონმა პირველად დატოვა 1 თვეა უკვე.

Posted by: bodzashvili 7 Feb 2017, 21:23
[QUOTE]
სისხლის ანალიზით შესაძლებელია საგვარეულო ხის შემოწმება?

Posted by: Wisemаn* 7 Feb 2017, 22:27
bodzashvili
ეგრედ წოდებული დნმ-რო გაიკეთოს ადამიანმა, რამდენიმე ათასი ლარი ჯდება და არამგონია მაგის გაკეთება ძაღლზე ღირდეს givi.gif
ნუ რამდენად გააკეთებენ კიდე სხვა საქმეა biggrin.gif

Posted by: bodzashvili 8 Feb 2017, 00:00
Wisemаn*
ჯიშის სინამდვილეს?tongue.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 8 Feb 2017, 10:35
bodzashvili
ნებისმიერი ნორმალური კინოლოგი გეტყვის არი თუ არა ძაღლი წმინდა სისხლის ჰასკი

Posted by: Wisemаn* 8 Feb 2017, 10:42
bodzashvili
სურათები დადე, ლეკვის და მშობლების, გეტყვი რა არის wink.gif
არაერი ანალიზი არ სჭირდება მაგის გარკვევას.

Posted by: Scoorp 8 Feb 2017, 11:02
QUOTE (I_B_A @ 6 Feb 2017, 11:51 )
მოგესალმებით!!!
მყავს კავკასიური ნაგაზი. რაიონში მყავს და ახლობელი უვლის. ეხლა დამირეკა და მითხრა. კუჭი აქვს აშლილი და მწვანე ფერს გავიდაო,ასევე თვალებზე წირპლები აქვსო და ჭამითაც ცუდად ჭამსო.გთხოვთ მირჩიოთ რისი ბრალი შეიძლება იყოს და როგორ მოვიქცე. პატრონმა პირველად დატოვა 1 თვეა უკვე.

მიწერია წინა გვერდზე ვეტერინარის ნომერი
დაურეკეთ და გაიარეთ კონსულტაცია
ასე აქ ვერავინ გირჩევთ

Posted by: bodzashvili 8 Feb 2017, 11:07
Wisemаn*
არ იდება სურათი

Posted by: MITIATO 9 Feb 2017, 16:43
bodzashvili

http://radikal.ru

ამ საიტზე ატვირთე და ლინკი აქ ჩასვი.
დაპოსტვის მერე სურათი გამოჩნდება.

Posted by: rocky666girl@gmail.com 10 Feb 2017, 12:06
გამარჯობა! ჩემს თუთიყუშს ძაან გრძელი ნისკარტი გაეზარდა, როგორ მოვაჭრა რომ არ დავაზიანო ისე? cry.gif
სურათი რომ დავდე ეგ არის ჩემი ბიჭი,მაგრამ და ჯიშია არ ვიცი,მაჩუქეს და არც თვითონ იცოდნენ, ამაშიც დამეხმარეთ თუ ვინმემ იცით პლზზზ... მადლობააა bis.gif

Posted by: Christopher Robin 10 Feb 2017, 19:49
როგორ უნდა გავიგოთ თხა მაკედ არის თუ არა?!


Posted by: Scoorp 11 Feb 2017, 13:10
rocky666girl@gmail.com

მოჭრა არ მახსოვს რამდენად შეიძლება
სპეციალური ცარცები თუ რაღაც იყიდებოდა ადრე მახსოვს და იმაზე იქლიბავდნენ თვითონ ნისკარტს
იკითხე ზოომაღაზიაში და გირჩევენ

Posted by: bachi1975 13 Feb 2017, 11:35
იქნებ ვინმემ მიპასუხოთ, შესაძლებელია რომ ლეკვმა ჭამის მადა დაკარგოს ჭიის წამლის მიღების შემდეგ, მგელივით ჭამდა ხოლმე და ახლა იმის მეოთხედს ძლივს ჭამს sad.gif

Posted by: bodzashvili 13 Feb 2017, 21:07
ერტი წლის ჰასკი ვერც შარდავს და ვერ ისაქმებს. წკმიტუნს იწყებს რას მირჩევთ რით ვუმკურნაო?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 14 Feb 2017, 11:07
bodzashvili
QUOTE
ერტი წლის ჰასკი ვერც შარდავს და ვერ ისაქმებს. წკმიტუნს იწყებს რას მირჩევთ რით ვუმკურნაო?


ფიქრობ სახუმაროა ეს? ვეტერინართან მიიყვანე დროულად


Posted by: bodzashvili 14 Feb 2017, 15:37
M-A-S-E-R-A-T-I
საერტოდ არ ეხუმრება

Posted by: From-Georgia 17 Feb 2017, 16:55
გამარჯობათ,მკავს პუდელი 2წელზე მეტისაა და დღეს რაგაც კრუნჩხვებივით დაეწყო ..რისი ბრალი შეიძლება რო იყოს ვერავინ მეტყვის ?ან ეპილეფსია თუ შეიძლება გამოვლინდეს მაგ ასაკში?

Posted by: <GladiatoR> 21 Feb 2017, 12:26
ჭიის ჭამალს რომელს მირჩევთ რომ 6თვის ლეკვს დავალევინო

Posted by: Scoorp 21 Feb 2017, 12:42
<GladiatoR>

დრონტალი




========

Posted by: <GladiatoR> 21 Feb 2017, 23:47
Scoorp
მადლობა რჩევისთვის wink.gif

Posted by: monaspa 22 Feb 2017, 13:50
გამარჯობათ
დეკემბერში სახლში ახალ მოყვანილი ლეკვი დამეღუპა, სავარაუდოდ, არც გადასხმებმა უშველა, სავარაუდოდ ენტეროვირუსით
ეხლა ორი კვირის წინ ახალი მივიყვანე, ექიმმა, მეორე აცრამდე სახლს მოარიდეო, ეხლა მეორედ ავცერი, და კიდე 3 დღე, სანამ წამალი იმოქმედებსო,
სხვა ექიმმა კი კიდე ორი კვირაო მირჩია, ორივე საკმაოდ ავტორიტეტულია, სახელებს არ დავასახელებ,

მაინტერესებს, რამდენად საშიშია, როგორ გადადის, ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა, რა ვქნა, კიდე ორი კვირა გამიჭირდება, ნუ ვერ გავქაჩავ ლეკვი სხვაგან მყავდეს,

Posted by: Scoorp 22 Feb 2017, 15:43
monaspa


მე საერთოდ ვიცი რომ სასურველია 6 თვე არ მიიყვანოთ ეგეთ ადგილას ძაღლი. 2 კვირა ძალიან ცოტაა როგორც მახსოვს,ძალიან.
და სახლიც სპეციალური ხსნარით უნდა დამუშავდეს ეგეთ დროს თუ არ ვცდები

Posted by: monaspa 23 Feb 2017, 15:05
მადლობა, მარა ეგ მძაბავს, რომ ყველა სხვადასხვას მირჩევს და მეუბნება,

Posted by: Tokain 24 Feb 2017, 00:18
QUOTE (monaspa @ 22 Feb 2017, 13:50 )
გამარჯობათ
დეკემბერში სახლში ახალ მოყვანილი ლეკვი დამეღუპა, სავარაუდოდ, არც გადასხმებმა უშველა, სავარაუდოდ ენტეროვირუსით
ეხლა ორი კვირის წინ ახალი მივიყვანე, ექიმმა, მეორე აცრამდე სახლს მოარიდეო, ეხლა მეორედ ავცერი, და კიდე 3 დღე, სანამ წამალი იმოქმედებსო,
სხვა ექიმმა კი კიდე ორი კვირაო მირჩია, ორივე საკმაოდ ავტორიტეტულია, სახელებს არ დავასახელებ,

მაინტერესებს, რამდენად საშიშია, როგორ გადადის, ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა, რა ვქნა, კიდე ორი კვირა გამიჭირდება, ნუ ვერ გავქაჩავ ლეკვი სხვაგან მყავდეს,

მეორე ექიმის რჩევაუფრო მისაღები ჩანს. რადგან კომპლექსური ვაქცინაციის მეორე აცრიდან 2 კვირაში ყალიბდება იმუნიტეტი და არა 3 დღეში. თუმცა ენტეროვირუსი დიდიხნის მანძლზე რჩება გარემოში (ამ შემთხვევაში სახლში), აუცილებელი იქნება იმ ოთახების, მოვლის საგნებისა და შეხებაში მყოფი ყველა ნივთის დეზინფექცირება. მე პირადად დაზღვევის მიზნით მესამე აცრასაც გავუკეთებდი და შემდეგ მივიყვანდი, რადგან მოგეხსენებათ არცერთი ვაქცინა იცავს 100%-ით. რომელ ვაქცინას უკეთებთ ამაზეც დამოკიდებულია იმუნიტეტის დაჭიმულობა.

Posted by: Essiittaaa 24 Feb 2017, 01:17
QUOTE (monaspa @ 22 Feb 2017, 13:50 )
გამარჯობათ
დეკემბერში სახლში ახალ მოყვანილი ლეკვი დამეღუპა, სავარაუდოდ, არც გადასხმებმა უშველა, სავარაუდოდ ენტეროვირუსით
ეხლა ორი კვირის წინ ახალი მივიყვანე, ექიმმა, მეორე აცრამდე სახლს მოარიდეო, ეხლა მეორედ ავცერი, და კიდე 3 დღე, სანამ წამალი იმოქმედებსო,
სხვა ექიმმა კი კიდე ორი კვირაო მირჩია, ორივე საკმაოდ ავტორიტეტულია, სახელებს არ დავასახელებ,

მაინტერესებს, რამდენად საშიშია, როგორ გადადის, ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა, რა ვქნა, კიდე ორი კვირა გამიჭირდება, ნუ ვერ გავქაჩავ ლეკვი სხვაგან მყავდეს,

პირველრიგში სახლის დეზინფექცია უნდა მოხდეს.
მე როგორც ვიცი ასე მალე მიყვანა არ შეიძლება, ლაბრადორების ჯგუფი არის facebook-ზე და იქ თუ იკითხავთ უკეთესად დაგაკვალიანებენ არ აქვს მნიშვნელობა ლაბრადორი გყავთ თუ არა.

და ასევე ლეკვზეც არის დამოკიდებული ზოგს უფრო მეტის ატანა შეუძლია ზოგს უფრო ნაკლების ასე რომ რაც დიდი ხნით მოაცილებთ სახლს უკეთესი იქნება.

Posted by: <GladiatoR> 27 Feb 2017, 23:38
მანქანაში ლეკვს გული ერევა და ხომ ვერ მირჩევთ რა ვუშველო?

Posted by: Scoorp 28 Feb 2017, 10:32
<GladiatoR>


გააჩერე ცოტა ხანი მანქანა
არაფერი არ მიაღებინო (წყალი და საკვები არ შეიძლება მგონი)

Posted by: <GladiatoR> 28 Feb 2017, 10:55
Scoorp
QUOTE
გააჩერე ცოტა ხანი მანქანა
არაფერი არ მიაღებინო (წყალი და საკვები არ შეიძლება მგონი)


12 საათის უჭმელი იყო და მაინც აერია.



Posted by: Wisemаn* 28 Feb 2017, 11:02
<GladiatoR>
ვეტერინართან გაიარე ისე არ ქნა, მაგრამ დრამინას აძლევენ ხოლმე, ითენთება და ეძინება ხოლმე.
ნუ დიდზე ოღონდ, ლევკზე რამდენად შეიძლება ვერ გეტყვი. ვეტერინარს კითხე მაინც.

Posted by: zentia 1 Mar 2017, 22:48
ჩემმა კატამ ჭამა ცოცხლი ის გამხმარი ჯოხებივით რო აქვს ეგენი და აირია გული მერე დავმალე მეორე დღეს მაინც იპოვნა და კიდე ჭამა ვეღარ მივუსწარი რო წამერთმია მოკლედ ისევ აირია გული და მერე არვიცი რა დაემართა გონება დაკარგა თუ წონასწორობა დაერღვა იჯდა და მჯდომიარე ქანაობდა და უცებ გადაყირავდა და დაეცა ბოლოს ადგა და ჩვეულებივად იყო იმის შემდეგ 2 დღე გავიდა არაფერი არ აწუხებს ჩვეულებრივადაა და რატომღაც გულში ჩამრჩა ეს ამბავი იქნებ სხვა რამის ბრალი იყოთქო არვიცი არადა ამის სახლიდან გაყვანა ომად მიჯდება დვეტერინართან ტყუილად რო მივიყვანო იქნებ იცის ესე ? რას მირჩევთ ?

Posted by: seeman 16 Mar 2017, 16:26
12 წლის დობერმანი მყავს და ცოფის აცრა გავუკეთო თუ არა დილემის წინაშე ვდგევარ. მირჩიეთ აბა ვინ ხართ გამოცდილი ამ ამბავში

უმეტესობა მეუბნება ცოდვააო მძიმე აცრააო და 9 წლის მერე აღარ უკეთდებათო

Posted by: nalbo 23 Mar 2017, 13:45
გამარჯობათ ასეთი რამე გაუჩნდა უკანა თათებზე და რა ვუშველო?

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ეს წინა თათზე აქვს

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Posted by: natela 29 Mar 2017, 14:04
მოგესალმებით,

ძალიან მჭირდება ვეტერინარი დასავლეთ საქართველოში, ვინც ცხოველების სტერილიზაციას აკეთებს. იქნებ ვინმე მიმასწავლოთ. 2 ძაღლი და მინიმუმ 1 კატა მყავს გასასტერილებელი sad.gif

წინასწარ მადლობა

Posted by: natela 31 Mar 2017, 11:35
QUOTE (natela @ 29 Mar 2017, 13:04 )
მოგესალმებით,

ძალიან მჭირდება ვეტერინარი დასავლეთ საქართველოში, ვინც ცხოველების სტერილიზაციას აკეთებს. იქნებ ვინმე მიმასწავლოთ. 2 ძაღლი და მინიმუმ 1 კატა მყავს გასასტერილებელი sad.gif

წინასწარ მადლობა

არავინ არაფერი იცით ამ საკითხზე? იქნებ ვინმე მიმასწავლოთ?

Posted by: gramatikikina 1 Apr 2017, 15:59
სამი დღეა ჩემი კატა 5 წუთში ერთხელ დარბის ტუალეტში და წვრილწვრილ კურკლებს აკეთებს
ჭამის ან წყლის დალევის მერეც გარბის და წვალობს
ზოგი კურკლი ჩვეულებრივი სიმკვრივისაა, ზოგი გაბრტყელებული
ჭიის წამალი დავალევინე გუშინ და არაფერი
ტაკოც სტკივა
რამეს მირჩევთ? mo.gif

Posted by: lemon tree 12 Apr 2017, 16:38
მყავს 10 თვის კოკესპანიელი, რომელსაც ბეწვი ძალიან ცვიოდა და ამიტომ 31 მარტს ვეტ კლინიკაში მივიყვანე და გავადპარსე ნოლზე, ამის მერე ძაღლს დაეწყო ფხანაყელის და ყურის მიდამოებში და ფხანის გამო კანი გაუწითლდა და მოშუშების პერიოდში ფუფხები გაუჩნდა. რამოდენიმე დღეა რაც ეს ფუფხებიც მოურჩა მაგრამ ყველაზე დიდი ფუფხის ადგილას ყელთან ახლოს გაუჩნდა წითელი ლაქა და ბეწვის ქვეშ კანზე აღენიშნება ლორწოვანი გამონადენი, ბევრი ინფო დავსერჩე და ვეტ ექიმთანაც მივიყვან დროს როგორც კი გამოვნახავ, მაგრამ სანამ მივალ იქნებ ვინმემ დამაკვალიანოთ როგორ მოვიქცე რამე ანტისეპრიკური მალამო ხო არ წავუსვა? ან რავიცი ძალიან ვნერვიულობ : /

Posted by: F-mari-L 15 Apr 2017, 10:43
აუ დამეხმარეთ რა
ლეკვს დედა კლავდა და გამოვიყვანე ,ცალკე მყავს
სისხლი აქვს პირშI და კისერთAნ ,ვეტერინარს შVეხმიანე ,ცAლკე გყავდეთO ...
სისხლს რა ვუყო( არ მომიკვდეს ,ვნერვიულობ
ტირის(

Posted by: vanivano 18 Apr 2017, 11:53
გამარჯობათ.
მყავს კავკასიური და ხურდა,არ ვამაკებინე და ეხლა ვატყობ რომ ძუძუები უსივდება და როგორც ჩანს მიეპარა რამე?
მადედაა თუ არა როგორ გავიგო და თუმაკედაა შეიძლება რო არ დავაყრეინო რამე წამალი რო გავუკეთო?

Posted by: MITIATO 18 Apr 2017, 12:34
vanivano

მძუნაობიდან 3-4კვირა თუ არის გასული და დარწმუნებულები ხართ, რომ ვერ შეჯვარდებოდა, შეიძლება ცრუ მაკეობა აქვს.
ამ დროს ძაღლის ორგანიზმს ჰგონია, რომ მაკედაა (ანუ ძუძუები ებერება, რძე მოსდის და ა.შ.). ძაღლის ქცევაც შესაბამისად იცვლება.

ორსულობის ტესტი ძაღლებისთვის არ არსებობს. ერთი ექოსკოპიას თუ გაუკეთებთ. ბოლო თვეში რენტგენზეც ჩანს ლეკვების ჩონჩხები.

მედიკამენტოზურ აბორტს, როგორც ვიცი, შეჯვარებიდან მხოლოდ 7 დღის განმავლობაში აქვს აზრი. ოღონდ ძლიერი ჰორმონალური პრეპარატებია და აუცილებლად ვეტრერინარის ზედამხედველობის ქვეშ უნდა გაკეთდეს.
გარდა ამისა, მთლიანად ურევს ძაღლის ჰორმონალურ ფონს. შეიძლება, საერთოდ აღარ ეყოლოს ლეკვები.
შენი გადასაწყვეტია, გიღირს თუ არა.


Posted by: vanivano 18 Apr 2017, 13:18
ანუ შესაძლებელია რომ არდაყაროს ცრუ ორსულობის შემთხვევაში?
თუ ცრუა რამდენხანში უნდა გადაუაროს?
თუ მასეთი სარისკოა და ძაღლისთვის საზიანო არ გავუკეთებ აბორტს.არადა წლისაა და არ მინდოდა მაკება ჯერ sad.gif
დაახლოებით 65 სმ ია და წონით კი ვერ ვწონი ალბათ 35 კგ იქნება.ნორმალურიაა?

ბარემ გკითხავთ არაა აგრესიული ყველას უსჰვებს სახსჰი და რა გავუკეთო?

Posted by: MITIATO 19 Apr 2017, 12:26
vanivano
QUOTE
ანუ შესაძლებელია რომ არდაყაროს ცრუ ორსულობის შემთხვევაში?

თუ ცრუმაკეობა აქვს, რა თქმა უნდა, არაფერს დაყრის.

QUOTE
თუ ცრუა რამდენხანში უნდა გადაუაროს?

დაახლოებით იმდენ ხანს გრძელდება, რამდენ ხანსაც ნამდვილი მაკეობა. უბრალოდ, ბოლოს ლეკვები არ ჩნდებიან.

QUOTE
დაახლოებით 65 სმ ია და წონით კი ვერ ვწონი ალბათ 35 კგ იქნება.ნორმალურიაა?


ეს ვიპოვნე:

http://radikal.ru

Posted by: vanivano 19 Apr 2017, 21:52
მადლობა დახმარებისთვის.ვიმედივნებ რო ცრუ იქნება

Posted by: GIO-ON 23 Apr 2017, 00:38
გამარჯობა ჩემს ძაღლს დაუსივდა ყბის უკანა მხარე. მყავდა ექიმთან დავაძინეთ და ნემსით ჩირქი ამოიღო ნაწილობრივ, ანუ შესიება მაინც დარჩა ოღონდ ნაკლები...სახლში რომ მოვიყვანეთ რამდენიმე საათში ისევ ისე დაუსივდა და ცოტა მეტადაც, და რაც მთავარია ერთი უცნაურობაა რომ 3.5 კილოან ძაღლს გამოუწერა ანტიბიოტიკი დღეში ორჯერ ერთი აბი, ანუ ჯამში 2 აბი დღეში და ეს ამ ზომის ძაღლისთვის ზედმეტი არაა? ბევრგან წავიკითხე რომ ყოველ კგზე უნდა 5-10 მილიგრამი დღეში...და მსგასი ინფექციები ხშირია თუ ჩემს საწყალ ძაღლს დაემართა მაინცამაინც sad.gif( ...
* * *
100 მილიგრამიანი კაფსულებია დოქსიციკლინის

Posted by: Monaco_girl 23 Apr 2017, 01:01
QUOTE (lemon tree @ 12 Apr 2017, 16:38 )
მყავს 10 თვის კოკესპანიელი, რომელსაც ბეწვი ძალიან ცვიოდა და ამიტომ 31 მარტს ვეტ კლინიკაში მივიყვანე და გავადპარსე ნოლზე, ამის მერე ძაღლს დაეწყო ფხანაყელის  და ყურის მიდამოებში და ფხანის გამო კანი გაუწითლდა და მოშუშების პერიოდში ფუფხები გაუჩნდა. რამოდენიმე დღეა რაც ეს ფუფხებიც მოურჩა მაგრამ ყველაზე დიდი ფუფხის ადგილას ყელთან ახლოს გაუჩნდა წითელი ლაქა  და ბეწვის ქვეშ კანზე აღენიშნება ლორწოვანი გამონადენი, ბევრი ინფო დავსერჩე და ვეტ ექიმთანაც მივიყვან დროს როგორც კი გამოვნახავ, მაგრამ სანამ მივალ იქნებ ვინმემ დამაკვალიანოთ როგორ მოვიქცე რამე ანტისეპრიკური მალამო ხო არ წავუსვა? ან რავიცი ძალიან ვნერვიულობ : /

სპანიელს რამდენ ხანში ერთხელ აბანავებთ? შეიძლება კანი აქვს გამომშრალი რაც იწვევს ეგრედწოდებულ ფუფხებს

Posted by: maia24 23 Apr 2017, 10:40
გამარჯობათ,მყავს ძაღლი 7 წლის პეკინესი,ხვადი ,შარდის შეუკავებლობა აქვს,ეგრევე გასდის და რა ვუშველო?გორში ვარ და აქ ვერავინ ვნახე წესიერი,ნემსები გაუკეთა ვეტექიმმა,მარა არ უშველა

Posted by: sus 26 Apr 2017, 14:57
გამარჯობა, თუ იცით canine distemper და bronchine რა აცრებია?

Posted by: MITIATO 26 Apr 2017, 21:16
sus

QUOTE
canine distemper

ძაღლის ჭირია ქართულად და მტაცებლების მძიმე ვირუსული დაავადებაა.

მეორე რაღაც არასრულადაა.


Posted by: sus 27 Apr 2017, 12:57
QUOTE
canine distemper

ამის აცრა კეთდება თბილისში?

Posted by: MITIATO 27 Apr 2017, 14:10
sus

QUOTE
ამის აცრა კეთდება თბილისში?

კი.

Posted by: hulk06 30 Apr 2017, 15:35
gamarjoba yvelas. myavs labradori da bewvi ucviva dgedagame. sul abuwulia aqvs bewvi. davbane gamovuvarcxne magram isev ucviva. ra unda vqna ra rit shevuchero bewvis cvena? madloba

Posted by: merion 6 May 2017, 13:58
გამარჯობა, ჩემს ძაღლს დაეწყო ამძუვნების პერიოდი, არის რვა თვის, სტერილიზაციის გაკეთებას ვაპირებდი და ვერ მოვასწარი. ასევე მყავს მეორე ხვადი ძაღლი, 6 წლის. რა შეიძლება გავაკეთო შეჯვარების თავიდან ასაცილებლად?

Posted by: buska13 11 May 2017, 17:39
გამარჯობათ, ხო არ იცით რა შეიძლება დავასხა ძაღლს რწყილების და ტკიპების საწიინააღმდეგოგ, ადრე ადვანტიქსი გვშველოდა მარტო, არანაირი ბარსი და დანა, ეხლა ეგაც ვეღარ გვშველის

Posted by: Scoorp 11 May 2017, 17:57
buska13

არასწორად ხომ არ ასხავთ?
ადრე თუ შველოდა
ახლა რატომ უნდა შეცვლილიყო რამე

Posted by: buska13 11 May 2017, 20:16
არა, როგორც ვასხავდი ხოლმე ისევ ისე ვასხავ, მარა მაინც იქექება შიგა და შიგ, რავიცი გამყიდველმაც რომ ვიყიდე გააფუჭესო ესე თქვა, ფასი კი აქ გაორმაგებული biggrin.gif, რა ბეწვი აქვს ესეთი ვერ გავიგე biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ვეგა 13 May 2017, 18:55
Scoorp
გამარჯობათ smile.gif რამდენი ტკიპებია ბალახებში mad.gif საყელოები ეფექტურია ვითომ?

Posted by: Scoorp 15 May 2017, 10:41
ვეგა

გამარჯობა smile.gif
აქაური საყელოები მგონი არც ისე ეფექტურია
როგორც ვიცი იწერენ ხოლმე (სკალიბორი თუ რაღაც ეგეთი ჰქვია)
და იმას აქებენ
მაგრამ ადვანტიქსიც არაა ცუდი,თუ სწორად დაასხამთ

Posted by: ვეგა 15 May 2017, 12:29
Scoorp
QUOTE
მაგრამ ადვანტიქსიც არაა ცუდი,თუ სწორად დაასხამთ

სწორედში რა იგულისხმება? კისრის არეშე კანზე უნდა შეეზილოს ხო? და რამდენი ხანი იცავს აი ეგაა საინტერესო თორე უამრავი ტკიპებია, იმ დღეს სოფელში მყავდა და აღმოვაჩინეთ დიდი ტკიპა ეჯდა ყურზე ძლივს ავაგლიჯე და შარიკივით დააჯდა იმ ადგილზე

Posted by: ჯორჯიუსა 15 May 2017, 12:34
რომელი ვეტერინარია საუკეთესო თბილისში და სად?

Posted by: Scoorp 15 May 2017, 13:18
ვეგა

წამლის დაწვეთებამდე 3 დღით ადრე არ უნდა დასველდეს ძაღლი და არც დაწვეთების მერე 3 დღე
ეწვეთება კისრიდან ხერხემლის გაყოლებაზე,ისე რომ თვითონ პირით ვერ მიწვდეს იმ ადგილებს
შეზელა საჭირო არაა
იდეაში 3-4 კვირა საკმარისია

ტკიპას პირდაპირ ნუ მოაშორებთ
ეგრე ამოგლეკვით ფეხები რჩება ხშირად კანში
ზეთიანი ბამბა დაადეთ რამდენიმე წუთი იმ ადგილას და საათის ისრის საპირისპირო მოძრაობით უნდა ამოაძროთ ტკიპა smile.gif

მერე იმ ადგილზე ბეტადინი ან იოდი წაუსვით

Posted by: ვეგა 16 May 2017, 19:53
QUOTE (Scoorp @ 15 May 2017, 13:18 )
ვეგა

წამლის დაწვეთებამდე 3 დღით ადრე არ უნდა დასველდეს ძაღლი და არც დაწვეთების მერე 3 დღე
ეწვეთება კისრიდან ხერხემლის გაყოლებაზე,ისე რომ თვითონ პირით ვერ მიწვდეს იმ ადგილებს
შეზელა საჭირო არაა
იდეაში 3-4 კვირა საკმარისია

ტკიპას პირდაპირ ნუ მოაშორებთ
ეგრე ამოგლეკვით ფეხები რჩება ხშირად კანში
ზეთიანი ბამბა დაადეთ რამდენიმე წუთი იმ ადგილას და საათის ისრის საპირისპირო მოძრაობით უნდა ამოაძროთ ტკიპა smile.gif

მერე იმ ადგილზე ბეტადინი ან იოდი წაუსვით

პროფესიონალური პასუხია ))) up.gif ერთს დავამატებდი, თუთიის მალამო არის კარგი კიდევ smile.gif

Posted by: Reey123 18 May 2017, 21:15
გამარჯობაა ესეიგი რამაინტერესებსს ძაღლს აქვს აი თვალის გუგის გარშემო თეთრი რომარის ეგ ჩაწითლებული და რისი ბრაალია ?

Posted by: MITIATO 21 May 2017, 12:05
Reey123
QUOTE
აი თვალის გუგის გარშემო თეთრი რომარის ეგ ჩაწითლებული და რისი ბრაალია ?


კონიუნქტივიტის.
აი, კონიუნქტივიტი რა ეტიოლოგიისაა, ეგაა საქმე.

Posted by: Reey123 22 May 2017, 20:38
საშიშია ანუ ? მკურნალობას საჭიროებს ალბათ ხო ?
QUOTE
კონიუნქტივიტის.
აი, კონიუნქტივიტი რა ეტიოლოგიისაა, ეგაა საქმე.


Posted by: MITIATO 22 May 2017, 20:41
Reey123

QUOTE
მკურნალობას საჭიროებს ალბათ ხო ?

კი. მკურნალობა სჭირდება.
გამონადენიც აქვს თვალიდან?

Posted by: Reey123 22 May 2017, 20:43
არაა მხოლოდ ჩაწითლებული აქვს გარშემო..და საშიშია ?
* * *
QUOTE
კი. მკურნალობა სჭირდება.
გამონადენიც აქვს თვალიდან?


მაინტერესებს კიდევ რისგან ემართებათ ხომვერმეტყვით ?

Posted by: Christopher Robin 23 May 2017, 20:03
დაახლოებით 2 თვის დედას მოცილებულ კნუტს რა ეჭმევა ხკმ არ იცით...
რძე ჭიებს აჩენსო მართალია?

Posted by: buska13 23 May 2017, 21:17
გამარჯობათ, მაინტერესებს კომპლექსურზე აცრილ ძაღლს თუ შეიძლება შეხვდეს ძაღლის ჭირი, ან რა სიმპტომები აქვს, გავიგე რომ ეზოში ერთერთ მეტისს აქვსო და მეშინია ძალიან

Posted by: LibraBoyDreams 26 May 2017, 13:34
გამარჯობათ

მყავს 1 თვის მინი პინჩერი (მინიატურული პინჩერი), დაპატარავებული დობერმანი. როგორი მიდგომაა მასთან საჭირო? ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ.

Posted by: Tio 26 May 2017, 17:39
5 თვემდე ლეკვი ჭირისგან განკურნებული გაგიგიათ ვინმეს?
(ტესტმა რომ აჩვენა ჭირი იმ ვარიანტზე ვამბობ და არა ვარაუდით-ჭირი)

Posted by: Scoorp 26 May 2017, 18:03
Tio


კონკრეტულად მაგ ასაკზე არ მახსენდება
მაგრამ ვიცი რომ არის შანსები
გააჩნია ვეტი როგორ აფასებს მდგომარეობას და რამდენად შორსაა პროცესი წასული.
დრო და მოთმინება უნდა, შესაძლოა გადარჩენაც.

Posted by: Tio 26 May 2017, 18:44
Scoorp
მეც არ მახსენდება.
3 თვის 9 კილო ლეკვი ვიპოვე ქუჩაში, ნასაყელურალი ქონდა, ნაჭამი. ავცერი 2-ჯერ და თვის თავზე დაარტყა პირდაპირ ნერვიულმა ფორმამ ჭირის. სწრაფად განვითარდა. 11 დღეში კივილწივილით მოკვდა. ვმკურნალობდი სერიოზულად ვეტერინარის მეთვალყურეობის ქვეშ.
მეორეც იმ დღეებში ვიპოვე 3 თვის 4 კილო. მაშინ, როცა პირველს გამოაჩნდა 1 თვეში ფეხის წიკით ჭირი, ამას მეორე დღეს დაეწყო ასევე ფეხის წიკით ჭირი.
მას მერე 20 დღე გავიდა.

ვეტის დანიშნულებით თავ-თავის დოზებით და გარკვეული პერიოდი ვუკეთე:
გისკან 5,
მილგამა,
ფროსპრენილი,
გამავიტი,
კალცი გლუკონატი,
ცერებროლიზინი,
ფილეფსინი,
როფერონი
ცეფიპინი
დიაზეპამზე მყავს ახლა - ძილის რეჟიმში.

უკან-უკან მიდის!

ჩემთან 1 თვე რაც იყო სულ ვიტამინებით იყო, დაშრატული, მოწესრიგებული. წინა-ჭირის პერიოდი საერთოდ არ ქონია. ფრჩილი არ წამოსტკიებია არც ერთს!

იმდენად მოულოდნელი იყო ნერვიული ფორმის ასეთი პირდაპირი დარტყმა, რომ არც მეგონა, რომ ჭირი იყო..

მეორემ დღეს შპრიცით დალია წყალი. საჭმელი ვეღარ შეჭამა.
თუ გასდის დიაზეპამის მოქმედება ისე ხტის წიკით, რომ ვერც დგება და სულ კრუსუნებს...

რაღა გავუკეთო არ ვიცი.
გასკდა გული.

Posted by: Scoorp 26 May 2017, 21:23
Tio



sad.gif
აუ სამწუხაროდ ვერ ვერკვევი სამედიცინო კუთხით მაგ საკითხებში..

ნანობაშვილთან და ალიკასთან ხო არ გაივლიდით კონსულტაციას მაინც?
ისე ჭირზე გამიგია
6 თვე მაინც უნდა გავიდეს სანამ ახალ ძაღლს შემოიყვან იმავე ადგილზე
ან უნდა გასტერილდეს ყველაფერი კარგად

Posted by: Tio 26 May 2017, 23:04
Scoorp
ნანობაშვილთან ვმკურნალობთ სწორედ. ძალიან კარგი ექიმი და პიროვნებაა!
ახალ ძაღლს? smile.gif)))))))))))))))))))))))))))))))))))) - არასოდეს!
ისეთი სტრესი მივიღე რომ ახალ ძაღლს ვერ შევიყვან..
ჩემი 4 მყავს (2 წლის, 3-ის, 4-ის და 8-ის) ...
ზაფხულში ყოველთვის მყავდა 1 ლეკვი, ვიპოვიდი, მოვაწესრიგებდი, გავასტერილებდი და გავაჩუქებდი ხოლმე.. 16 ლეკვი გამიჩუქებია და დღემდე ვიცი როგორ არიან.. და ამ ორმა მომსპო!

Posted by: iloilo603 27 May 2017, 00:32
გამარჯობათ
ჩემი ძაღლი ბოლოდროს ძაან იქექება. ანუ ძაან აწუხებს თან ვატყობ. მიდის და რაღაცას ეხახუნება ქავილისგან. უფრო ყურთან ექავება. ვის მივუყვანო კარგი ვეტექიმი მირჩიეთ რა გულიანად რომ შეამოწმოს.
თვალებიდან ცრემლებიც მოსდის ხოლმე ხანდახან

ჭიის წამალი დავალევინე 1 თვისწინ ასე

Tio
ვა ცუდია ძაან

Posted by: Tio 27 May 2017, 01:05
iloilo603
2kiss.gif
..............................

Posted by: edna mamida 27 May 2017, 08:07
მერცხალი ვიპოვეთ ფრთანატკენი, ან მერცხალს რომ ჰგავს стриж
ზოფობასი, აჭამეთ, ჭიანჭველას კვერცხები, მარმარილოს და თურქმენული ტარაკანი, ПЕРЕЛИНЯВШИЙ (БЕЛЫЙ) МУЧНОЙ ЧЕРВЬ და არა ბუზის ჭიაო, სახლის და ბანანის ჭრიჭინა
სად ვიშოვო ეს ყველაფერი? ზოომაღაზიაში იყიდება?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 27 May 2017, 10:01
edna mamida
QUOTE
მერცხალი ვიპოვეთ ფრთანატკენი, ან მერცხალს რომ ჰგავს стриж
ზოფობასი, აჭამეთ, ჭიანჭველას კვერცხები, მარმარილოს და თურქმენული ტარაკანი, ПЕРЕЛИНЯВШИЙ (БЕЛЫЙ) МУЧНОЙ ЧЕРВЬ და არა ბუზის ჭიაო, სახლის და ბანანის ჭრიჭინა
სად ვიშოვო ეს ყველაფერი? ზოომაღაზიაში იყიდება?

არა ზოოში მიიყვაე თუ დაიტოვებენ ხომ კარგი არა და მაგის გამოკვება რთულია 99% კვდება უბრალოდ სადაც იპოვე სადმე შემაღლებულზე დატოვე იქნებ გაფრინდეს უჭირთ მაგათ მიწიდან აფრენა

Posted by: edna mamida 27 May 2017, 10:52
M-A-S-E-R-A-T-I
ფრთა აქვს მოტეხილი, სისხლიანი, რაღაც აპარიში, ანუ ბუზის მატლი ვიყიდე, ვაჭმევ
წავიკითხე ახლა , არ ვარგაო
ხაჭოში აურიეთ დაფნია ან გამარუსი და აჭამეთო, უმი ხორცის შერევაც შეიძლებაო, მოხარშული კვერცხის გულიო
რუსულ საიტებზე რომ ჰკითხო ყველაფერი იყიდება, აქ სად ვიშოვო ეგ ყველაფერი და ცოცხალი ბუზები? რა ვქნა მეცოდება
ვცდი ამ ხაჭოს და გამარუსს და დაფნიას, ეგ ხომ იშოვება?
ვიცი რომ ძნელია მათი მოვლა, წავიკითხე უკვე, გადავქექე ნეტი
რა შარში ვარ რა


ზოოპარკში მივიყვანო?

Posted by: Tio 27 May 2017, 12:32
edna mamida
მონადირეების მაღაზიაშიც იკითხეთ. ჭIაყელები იქ იყიდება.
მოხარშული კვერცხიც სცადეთ - ოღონდ კვრცხის გულში ჯოხი ამოაწეთ რომ აიკროს და ისე მიუტანეთ პირთან - რომ აკენკოს..
სცადეთ აბა

Posted by: edna mamida 27 May 2017, 14:08
Tio
მოვუხარშავ და გულს მივცემ
ნეტში წერენ გადახარშული ხაჭო, გახეხილი ხორცი და დაფნია აურიეთ და მიეცითო
მივცემ მაგასაც
ბუზის მატლს თავი წააძრეთ და ისე მიეცითო, ვაძლევ
გამაყუჩებელი, სახსრების სამკურნალო და ბ ვიტამინი მივეცი
ფრთას არ ვუბამ, მეცოდება, ლევომიკოლს ვუსვამ

Posted by: Tio 27 May 2017, 14:43
edna mamida
ჩემი აზრით სწორედ აკეთებ!

Posted by: edna mamida 27 May 2017, 20:03
Tio
იმედია ეშველება, მე ვცდი
ფრთას არ ვუბამ, ვიცი მოიძრობს, არადა ხელს რომ ვკიდებ ვიცი რომ ეგეც ცუდია, წამალს ვასმევ
მოვალისს 1 წვეთი გამაყუჩებელია
თიამინი 1 წვეთი (ბ ვიტამინია) და კოკარბოკსილაზს 1წვეთი კუნთების რელაქსანტია
ვნახოთ რა იქნება

სპეციალისტი არავინაა, ან ორნიტოლოგი? მივუყვანდი, ცოდოა, ვაი და ვერ ვუშველო

Posted by: Scoorp 27 May 2017, 22:35
edna mamida



ვეტს რომ აჩვენოთ? ან დაურეკეთ და იქნებ გირჩიოთ რა ქნათ?

Posted by: edna mamida 28 May 2017, 16:16
Scoorp
რა უნდა ვქნა ვიცი
აგერაა ინტერნეტი
უბრალოდ, რაც კარგია და ეჭმევა, აქ არ იყიდება, ბუზებს და ჭრიჭინებს ვერ დავუწყებ დაჭერას, ვერც თურქმენულ ტარაკნებს, ვწუხვარ
მოხარშულ ხაჭოს, გახეხილ უმ ხორცს, დაფნიას, გამარუსს ვურევ ვუმატებ ბ ვიტამინს, მოვალისს თითო თითო წვეთს და ვაძლევ
კვერცხის გულს ვაძლევ
სათბურა ჩავუდე
ფრთას არ ვეხები, ვიცი , უფრო ინერვიულებს და მოიგლიჯავს პლასტირს
ბუზის ჭიიდან ველოდები ბუზების გამოჩეკვას, მერე ვაჭმევ
ვნახოთ

Posted by: msras 28 May 2017, 16:27
ვინმე დამეხმარეთ რა, ჩემს თუთიყუშს სტკივა ფრთა, ბუმბულს იცლის მუდმივად და მაგიტო გაუღიზიანდა თავიდანვე და რამდენი ხანია ზელიონკას ვუსმევ და ცოტა მოურჩება და ისევ იღიზიანებს, რამე სხვა რა შეიძლება, რომ წავუსვა?

Posted by: Tio 28 May 2017, 20:21
edna mamida
დათოს დაურეკეთ? აიღო ყურმილი?

msras
ლევომიკოლი წაუსვი აბა.

Posted by: Scoorp 29 May 2017, 10:53
QUOTE (Tio @ 26 May 2017, 23:04 )
Scoorp
ნანობაშვილთან ვმკურნალობთ სწორედ. ძალიან კარგი ექიმი და პიროვნებაა!
ახალ ძაღლს? smile.gif)))))))))))))))))))))))))))))))))))) - არასოდეს!
ისეთი სტრესი მივიღე რომ ახალ ძაღლს ვერ შევიყვან..
ჩემი 4 მყავს (2 წლის, 3-ის, 4-ის და 8-ის) ...
ზაფხულში ყოველთვის მყავდა 1 ლეკვი, ვიპოვიდი, მოვაწესრიგებდი, გავასტერილებდი და გავაჩუქებდი ხოლმე.. 16 ლეკვი გამიჩუქებია და დღემდე ვიცი როგორ არიან.. და ამ ორმა მომსპო!

ახალ ძაღლზე რაღაცა არასწორად გამიგეთ მემგონი smile.gif

როცა ძაღლს ჭირი აღმოაჩნდება, იმ ადგილზე ახალი ძაღლი(ჯანმრთელი) 6 თვის მანძილზე სასურველია არ მოხვდეს.
რადგან ვირუსია ეგეთი საშიში.
ან ძალიან კარგად უნდა დამუშავდეს ის ტერიტორია თუკი მაინც გადაწყვეტს ვინმე ძაღლის ყოლას.
თქვენ გეწერათ რომ ერთი ძაღლი მანამდე უკვე დაგეღუპათ ჭირით და მაგიტომ გავამახვილე მაგაზე ყურადღება

Posted by: ვეგა 29 May 2017, 12:28
რა მინდა გკითხოთ ძაღლთან დაკავშირებით

მოკლედ ვერ ვუკავირებ მანდამაინც რამეს, მგონი იმ დღეს რაღაც ცუდები შეყლაპა მაგრამ რავიცი ეს სიმპტომატიკა ნორმალურია?

თითქმის 2 კვირაა პერიოდულად გული ერევა, დილით იღვიძებს ადრე და ძალით ირევს გულს და ცოტა ქაფს წამოაღებინებსხოლმე, საკვებს არ იღებს, ვეტმა კი ჩამაწერინა წამლები ვაძლევ 3 თუ 4 დღეა მაგრამ დღესაც ამოიღო დილით

Posted by: MITIATO 29 May 2017, 12:32
ვეგა

QUOTE
დილით იღვიძებს ადრე და ძალით ირევს გულს


მე როგორც ვიცი, კუჭის მომატებულმა სიმჟავემ იცის. თუ მარტო ქაფი ამოაქვს.
ჩემი ძაღლებიც აკეთებენ ხოლმე ხანდახან. ოღOნდ არა_ყოველ დილით.
არც ცუდად გამხდარან ამის გამო და არც მიმკურნალია.

Posted by: ვეგა 29 May 2017, 12:44
MITIATO
QUOTE
მე როგორც ვიცი, კუჭის მომატებულმა სიმჟავემ იცის. თუ მარტო ქაფი ამოაქვს.

ამ ბოლო პერიოდში დაეწყო, ერთი ორჯერ მწვანედაც ამოიღო, კიდე სირბილის დროს შევამჩნიე ქაფი გადმოუვარდა, თუ ეგ არის მაშინ სავარაუდოდ საჭმლის ბრალი იქნება ალბათ, რამ მაყიდინა ერთი ტომარა საკვები ვუყიდე და არ მოწონდა და ალბათ იმანაც გამოიწვია

Posted by: Scoorp 29 May 2017, 12:51
ვეგა


ზეპირად ცოტა რთულია რამის თქმა
ჩემსას რეზინის სათამაშო უჭამია მაგალითად და 4 დღის მანძილზე ყოველ დილით მხვდებოდა ამოღებული სითხე (მოყვითალო ფერის)
მერე ეხოზე გამოჩნდა რომ კუჭში ჰქონდა რაღაც
და ნუ ჩვენ გაგვიმართლა და თავისით ამოიღო ის ნაწილი
ვეტმა ზეთი დაგვინიშნა და რაღაც წამალი
და რომ ვერ ამოეღო იმ მკურნალობის მერე, გაჭრა დასჭირდებოდა
და გადავრჩით მოკლედ მაგ ამბებს.

არ გაშინებთ,მაგრამ ყურადღება მიაქციეთ
შეიძლება რამე შეჭამა მაგანაც.

Posted by: edna mamida 29 May 2017, 13:07
Tio
მივწერე
დარეკვა მომერიდა, გვიანი იყო
არ უპასუხია

პრობლემა საკვების შოვნაა, თორემ სხვა არ მეზარება user.gif
ბუზებს ვაშენებ :დ "აპარიშებს" არ ვაჭმევ Dა ბუზად ქცევას ველი
ხაჭოს დაფნიას, გამაგუსის და ხორცის ნარევს დიდი სიამოვნებით ყლაპავს
ბ კომპლექსს დავუმატებ

Posted by: ვეგა 29 May 2017, 13:10
Scoorp
თავიდან რომ დაეწყო ესე კუჭიც აშლილივით ქონდა და ცოტა ცუდი სუნი პირში, ეხლა კუჭი მოუწესრიგდა ეს ღებინება დარჩა, ცოტა უმადოთაც არის, დიეტურზე გადაიყვანეო ექიმმა

პ.ს. ბუნებაში რამდენი გავიყვან ბალახებიდან ეტყობა იმდენ ტკიპებს იკიდებს რა უბედურებაა sad.gif

Posted by: Scoorp 29 May 2017, 14:58
ვეგა


რომ შეაჭრა თმა?
ადვანტიქსს აწვეთებ?

შეიძლება საკვებმაც გაუღიზიანა კუჭი, სუნი მაგანაც იცისო გამიგია
ცოტა ხანი გყავდეს დიეტაზე
ფოსფალუგელი შეგიძლია მისცე,თუ გაღიზიანებული აქვს კუჭი და ნაღვლის ბუშტი,დაუმშვიდებს

Posted by: Tio 29 May 2017, 17:24
Scoorp
არა, ახალ ძაღლზეც გავიგე :/ და ორივე შემთხვევაში მასეთი რეაქცია მაქვს.. ჭირი ძალიან გავრცელებულია ბოლო 2 წელი.. სასტიკად გავრცელებულია.. მე 15 -16 ლლეკვი გამიჩუქებია (აცრილი, გასტერილებული, ჯანმრთელი), მაგრამ ჭირი ახლა ვნახე რაც ყოფილა და ლეკვს შიშისგან ვერ შევიყვან სახლში უბრალოდ.. ვეღარ ვუყურებ როგორ ტოვებს სიცოცხლე პატარა არსებებს sad.gif
ქუჩაში დარბიან მუნიციპალურიდან გამოშვებული ბირკიანი ჭირიანი (ცხვირიდან რომ გამონადები აქვთ და ახველებენ) ძაღლები... ელიზბარაშვილში ხომ საერთOდ განუკითხაობა აქვს და იქ შეყვანილი ჯანმრთელი ლეკვი მეორე დღEს რომ გამოიყვანო უკვე ჭირი აქვს აკიდებული (ჩემი ლეკვებიდან ერთ-ერთი სწორედ მაქედან გამოყუვანილი იყო, ჯერ ენტერიტი დაეწყო მოყვანიდან რამდენიმე დღEში და მერე ჭირი, რამაც მოსპო)...
მოკლედ... აცრაა საჭირო!!!! თავშესაფრებში აცრა და დაშრატვა!
მაგრამ ჩვენს ქვეყანაში რაზე მაქვს პრეტენზია - ამასაც ვხვდები sad.gif
ამიტომ ჩემს 4 ცუგას მივხედავ სახლში და დანარჩენებს მიკედლებულებს ეზოში!
ეგ არის და ეგ :/

Posted by: dadssn 29 May 2017, 17:44
გამარჯობა ჩემს კოკერს მოუვიდა პირველად მენსტრუაცია პირველი დღეა დღეს და საფენები გავიგე არისო ან რას მირჩევთ რა მივაღებინოთ ?

Posted by: Wisemаn* 29 May 2017, 17:59
dadssn
პანპერსი შეგიძლია უყიდო და ჩააცვა up.gif

QUOTE
რას მირჩევთ რა მივაღებინოთ ?

არაფერი!

Posted by: ვეგა 29 May 2017, 18:06
Scoorp
QUOTE
რომ შეაჭრა თმა?

რავი ჯერ პატარა აქვსო სადღაც ერთი თვის წინ მითხრეს არ მიკითხია ეხლა. ეგ უშველის ვითომ smile.gif

QUOTE
ადვანტიქსს აწვეთებ?

რაღაცა დავაწვეთე კი გავიდა 2-3 კვირა


QUOTE
შეიძლება საკვებმაც გაუღიზიანა კუჭი, სუნი მაგანაც იცისო გამიგია
ცოტა ხანი გყავდეს დიეტაზე
ფოსფალუგელი შეგიძლია მისცე,თუ გაღიზიანებული აქვს კუჭი და ნაღვლის ბუშტი,დაუმშვიდებს

ხო საკვები მგონია, დიეტაზე ვართ კი )) ხორცი მოვუხარშე ცალკე წიწიბურა და ავურიე ერთმანეთში წვრილად დაჭრილი და ცოტა ქათმის ბულიონიროა კუბები ეგ ავურიე

ფოსფალუგელი დაგვინიშნა სხვათაშორის კიდე 2 წამალი

dadssn
რამხელაა შენი კოკერი, ეხლა ჩემსასაც უნდა დაეწყოს წესით 7ის ხდება sad.gif

Posted by: dadssn 29 May 2017, 18:26
ვეგა
წლის ხდება.. sad.gif(((

Posted by: ვეგა 29 May 2017, 18:37
dadssn
პამპერსი სახლში ალბათ საუკეთესო გამოსავალია, ისე მგონი ვალერიანკასაც აძლევენ ცოტა მშვიდად რომ იყვნენ

Posted by: MITIATO 29 May 2017, 19:24
dadssn
QUOTE
გამარჯობა ჩემს კოკერს მოუვიდა პირველად მენსტრუაცია

არ არის ეს მენსტრუაცია. მძუნაობა ჰქვია მაგას.
მენსტრუაციის დროს კვერცხუჯრედი კვდება და ამ დროს პირიქი, მწიფდება.

QUOTE
საფენები გავიგე არისო ან რას მირჩევთ რა მივაღებინოთ ?

არ ჭირდება არავითარი საფენი და წამლები.
საკუთარ თავს თვითონვე მიხედავს. მდინარესავით კი არ გასდით. biggrin.gif
უბრალოდ, ხვად ძაღლებს მოარიდე.

Posted by: <GladiatoR> 31 May 2017, 10:57
რას მირჩევთ ძაღლზე ტილების რწყილების და ტკიპების საწინააღმდეგოდ?

Posted by: Scoorp 1 Jun 2017, 10:40
<GladiatoR>


ადვანტიქსს

Posted by: David Miller 6 Jun 2017, 03:00
სოფელში მყავს ძაღლი ჩვეულებრივი ჯიშია . გაუკეთეს აცრა და მის შემდეგ მოიწყონა.საჭმელს არ ჭამს და სუნთქვა უჭირს. რა დამართეს ნეტა ?? sad.gif(

Posted by: Dybala 8 Jun 2017, 09:57
ვაჟა ფშაველას კვარტლებთან რამე ვეტ მაღაზია ხომ არ გეგულებათ?

Posted by: Zext 16 Jun 2017, 15:09
კაროჩე აღარ ვიცი რა ვქნა ძაღლი მყავს ძალიან ცუდად 2 კვირისწინ დაეწყო რაღაც ვეღარ იყო ხასიათზე და შევამჩნიე რო მთლად კარგად ვერ იყო და ეხლა უკვე პიკზეა
ძალიან აკანკალებს ფეხზე თუ დგება ერთ ადგილას დგას თავჩახრილი და დაშტერებული შეუძლია 1 საათი იდგეს ეგრე თვალები სუ ჩავარდნილი აქვს არ ჭამს არ სვამს

სამ სხვადასხვა ვეტერინართან მყავდა ერთმა სიცხე აქვს და პროსტატაო და რაღაც ნემსები გაუკეთეს მარა არ უშველა

მერე კიდე სხვაგან წავიყვანე გადასხმები გაუკეთეს 2 ჯერ ორივეჯერ ცოტახნით გამოცოცხლდა და მერე ისევ იგივე დაეწყო

გუშინ კიდე მყავდა ვეტერინართან (ისევ სხვასთან) და ვერ გაარკვიეს რა ჭირს გადასხმები გაუკეთეს ერთი დღე კარგად იყო ჭამა კიდევაც და დღეს ისევ ისეა

მირჩიეთ ვინმე ვისთან შეიძლება მივიყვანო sad.gif

Posted by: Topiary 5 Jul 2017, 13:52
წყვეტიანი ჯაჭვი რაარის ხომ ვერ მეტყვით?????

Posted by: vano22 5 Jul 2017, 14:35
Zext
პიროპლაზმოზი ხომ არ აქ აბა მაგაზე შეამოწმებინე ძაან იშვიათია ძაღლებში მაგრამ სიმფტომებით გავს.


უი ძველი კითხვა ყოფილა..

რა ქენი მოარჩინე?

Posted by: billy 9 Jul 2017, 12:16
მოკლედ ესეთი ამბავი მაქვს:
ძაღლი არის კარგად, დარბის თამაშობს, წყალს სვამს, საჭმელს ძალიან კარგად ჭამს (ედვანსზე მყავს ბოლო 2 თვეა)
მაგრამ გუშინდლიდან დაეწყო ასთმის სპაზმებივით ხველა გეგონება იხრჩობაო, დღეს უკვე გულისრევები დაამატა, ქაფიანი ლორწო ამოაქვს
ეზოში რომ ჩამყავს და ერთობა არ იხრჩობა და გულიც არ ერევა
ძაღლი აცრილია და დამუშავებულია ყველაფერზე

სანერვიულოა რამე?

Posted by: ვეგა 9 Jul 2017, 21:32
კოკერს ყური სტკიოდა იფერთხავდა თავს და ყურზე ხელი რომ მივაჭირე წკმუტუნებდა ჰოდა თბილი ზეითუნის ზეთი ვატაკე smile.gif გაუარა იმ დღესვე და აღარც ატკივებია და მაინც უნდა შემოწმება?

Posted by: Rusty 15 Jul 2017, 14:11
კარგ ვეტერინარს ვერ მირჩევთ?

მესამე დღეა ცუდად მყავს ლეკვი, რაღაცა შეჭამა სავარაუდოდ, და მას მერე
ჩვარივითაა, აღებინებს და არაფერს ჭამს, სულ წევს და ვერ დგება.
მყავდა ერთგან, გადასხმას უკეთებენ ორი დღეა მაგრამ არ შველის...

Posted by: Hijacker 15 Jul 2017, 15:00
Rusty
ალიკა აიბოში
ჩემი ძაღლი ცუდად რო იყო, მობილურით სვავდა დიაგნოზს biggrin.gif

ჩემსას რამე რო ჭირდა, ანუ რო აღებინებდა, კუჭში რო თხლად იყო, მეუბნებოდა 24 საათი აშიმშილეო და შველიდა. მაგრამ სჯობს დაურეკო და მიუყვანო ძაღლი

577 425 936 ესეც ნომერი

Posted by: Rusty 15 Jul 2017, 17:48
Hijacker

დიდი მადლობა
.................

Posted by: kbila799 20 Jul 2017, 22:41
მოგესალმებით : თქვენი დახმარება მჭირდება , პოინტერი მყავს 7 თვის . ერთი კვირისწინ მისცა ალერგია არვიცი რაზე სულ დაფოთლა და მისცა ტემპერატურა 40 _ 40,5 ... მისმერე დამყავს ვეტერინართან უკეთებთ ანტიბიოტიკებს გადასხმებს მაგრამ უშედეგოდ..... მოწყენილია თვალები ჩაწითლებული აქვს და თითკოს რაგაც გადაეკვრა თვალებზეო იშვიათად მოდის ხასიათზე და ჭამითაც არცისე კარგად ჭამს ... რა ვუშველო რამე მირჩიეთ ? ქუთაისიდან ვარ , ბოლო იმედი დამღჩა თბილიში წამოვიყვანო

Posted by: MITIATO 20 Jul 2017, 23:05
kbila799

ალერგიას ანტიბიოტიკებით არ მკურნალობენ.
დარწმუნებული ხარ, რომ უბრალოდ ფიზიოლოგიურს არ უსხამს?

თუ საშუალება გაქვს, რომ თბილისში ჩამოიყვანო, უკეთესია, რა თქმა უნდა.

თუ არა და ზემოთ დადეს ვეტერინარის ნომერი: 577 425 936 ალიკა


Posted by: ჭანჭიკი 24 Jul 2017, 12:38
გამარჯობა,

ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება. ქალაქიდან ვარ გასული და ჩემ ცუგოს კუდზე დასცვივდა ბეწვი და ნელ-ნელა ადის ზევით, კანი გაღიზიანებული აქვს და ტირის, იქავებს კიდეც. რა შეიძლება იყოს და რით ვუშველო სანამ შევძლებ ექიმთან მიყვანას?
მადლობა წინასწარ

Posted by: nananana 27 Jul 2017, 17:44
გამარჯობა, ვუვლი ერთ ძაღლს, რომელიც მეცოდება და არ მინდა პატრონმა რომ გააგდოს. რამდენიმე დღეა შევამჩნიე ტკიპები თვალებზე და ყურებზე. როგორ შეიძლება მოვაშორო,რა წამალი არსებობს ამის?წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: MITIATO 27 Jul 2017, 18:34
nananana

ადვანტიქსი, ბარსი.

Posted by: nananana 29 Jul 2017, 16:51


QUOTE

MITIATO

ძალიან დიდი მადლობა

Posted by: Caddie 31 Jul 2017, 12:44
2 თვის ლეკვი მყავს სახლში, აცრებს 3 დღეში ვიწყებთ, გუშინ, თამაშის დრო, კბილი გამკრა და სისხლიც წამომივიდა, იმედია, მეც არ ვარ ასაცრელი biggrin.gif

Posted by: Rorschach4 2 Aug 2017, 10:36
გამარჯობა ხალხნო და ჯამაათნო. ჩემ ძაღლს თათი აქვს შესიებული საგრძნობლად და გაწითლებულ-გავარდისფერებული.

სიარულისას ოოოოდნავ კოჭლობს.

ვინმეს ხო არ გქონიათ მსგავსი გამოცდილება?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 2 Aug 2017, 21:55
Rorschach4
QUOTE
გამარჯობა ხალხნო და ჯამაათნო. ჩემ ძაღლს თათი აქვს შესიებული საგრძნობლად და გაწითლებულ-გავარდისფერებული.

სიარულისას ოოოოდნავ კოჭლობს.

ვინმეს ხო არ გქონიათ მსგავსი გამოცდილება?

რა გამოცდილება ვეტერინარს აჩვენე რად უნდა მაგას აქ კითხვა იტანჯება ცხოველი ალბათ

Posted by: Rorschach4 3 Aug 2017, 00:03
M-A-S-E-R-A-T-I
დღეს დილით გაუსივდა. სამსახურში მივდიოდი და მაინტერესებდა ექიმამდე რამის გაკეთება თუ შეიძლებოდა.

ვეტერინართან მიყვანა რო უნდოდა ვიცოდი, მაგრამ მაინც, მადლობა მორალისტობისთვის up.gif

Posted by: hulk06 3 Aug 2017, 19:49
გამარჯობა ყველას. ორი ლეკვი მყავს და კუდიდან დაეწყო ბეწვისცვენა. ნელნელა უკანა თათებზე გადმოვიდა . რისი ბრალია ხომ ვერ მეტყოდით

Posted by: ROLIKA_24 3 Aug 2017, 21:24
თქვენი დახმარება მჭირდება ჩემ ლაბრადორს მანქანამ დარტყა წინა თათი მოტეხა sad.gif გიბს ვერ ადებენ დასიებული აქვს ბოლტო თუ რახაც კლინიკა რომ არის იქ ყავდა ჩემ ძმას იმხელა ფასები აქვთ ნამდვილად ვწერ ვწდვებით იქნებ პირადი გამოციდლებიდან ან თუ იცით სად მვიყვანოთ რომ დაუფიქსირონ თაბაშირით ნომრლაური ფასები რომ იყოს გამოციდლებაც ქონდეთ

Posted by: Scoorp 4 Aug 2017, 17:29
ROLIKA_24


კანდელაკზეა კლინიკა ბუნება
ცინცაძის ქუჩაზეა კლინიკა აიბო
ასევე აგრარულის ვეტერინალურ კლინიკაში შეგიძლია წაიყვანოთ
ფასები არ ვიცი სამწუხაროდ

Posted by: Koki1234 4 Aug 2017, 17:51
ჩემი ძაღლი მთელი დღე ბუზებს დასდევს,კიდე ვინმესია ეგრე თუ მარტო ეს

Posted by: 1TBiliseli1 4 Aug 2017, 19:02
QUOTE (Koki1234 @ 4 Aug 2017, 17:51 )
ჩემი ძაღლი მთელი დღე ბუზებს დასდევს,კიდე ვინმესია ეგრე თუ მარტო ეს

უფრო მეტი ავარჯიშე და ასეირნე ენერგია დაახარჯვინე ცოტა სასაცილოდ კი ჟღერს მაგრამ ასეა ძაღლს სჭირდება ენერგიის დახარჯვა დღის განვმალობაში.

Posted by: burke 5 Aug 2017, 13:54
მეგობრებო
ჩემი ცუგრიკა, ბუბლიკიე და ჟგუტის კოლოფი ძალიან დაბერდა
13-14 წლისაა, ზუტი ასაკი აღარც მახსოვს იმდენი ხანია ოჯახშია
დვარნიაშკაა
ხოდა ამ ბოლო ხანებში ისე დაბერდა ტუგრიკა რომ შარდი ეპარება წვეთ წვეთად როცა ძინავს
ხოდა რა ვუშველო? არსებოს ამის რამე წამალი?
ცისტიტი ხომ არ აქვს?

Posted by: Koki1234 9 Aug 2017, 15:43
ეხლა რკინიგზაში მომთხოვეს ჯანმრთელობის ცნობა,იქ კიდე ჩიპის მონაცემები უნდა შეიყვანო ჩიპი კიდე არ უდევს ჩემ ძაღლს.ეგ ვაბშე ცუდი ხოარაა ძაღლისთვის? და ტატუირება იგივე პონტია და რომელი ჯობია?

Posted by: Nika-F10 9 Aug 2017, 16:59
გამარჯობათ, ლეკვზე ყურების დაჭრა რამდენი დამიჯდება ?

Posted by: 1TBiliseli1 11 Aug 2017, 04:35
QUOTE (Nika-F10 @ 9 Aug 2017, 16:59 )
გამარჯობათ, ლეკვზე ყურების დაჭრა რამდენი დამიჯდება ?

ყურებს რატომ აჭრი ? რა ჯიშია და რა ხნისაა ?

Posted by: Nika-F10 11 Aug 2017, 11:46
ერთი თვის პიტბულია, არ დავაჭრა? თან ძაან მეცოდება

Posted by: Oracle Corporation 11 Aug 2017, 17:12
გამარჯობა, მყავს მეტისი, დაახოებით 5 თვის, ქუჩიდან ავიყვანე, სულ იქექება და იჩხაპნის ფეხებს, ყურებს, ბეწვიც ცვივა სადაც იფხანს ძირითადად ყურებზე და კანი ექერცლება, ნაფხაჭნებივით აქვს ალბათ ფხანისგან, ექიმთან მყავდა 2თვის წინ და შამპუნი მირჩია ნიზორალი, და ტრიდერმის მალამო, ვუმკურნალე ამით და ნაქავები მოურჩა მაგრამ მაინც იქექება და ეს დღეებია ყურებზე კანი ექერცლება, რამე სერიოზული შეიძლება ჭირდეს? ლეიშმანიოზს რა სიმპტომები აქვს

Posted by: 1TBiliseli1 11 Aug 2017, 22:21
QUOTE (Nika-F10 @ 11 Aug 2017, 11:46 )
ერთი თვის პიტბულია, არ დავაჭრა? თან ძაან მეცოდება

Pიტბულებს აჭრიან ყურებს იმ შემთხვევაში თუ აჩხუბებენ , რაც კანონით ისჯება ჩვენთან და ბევრ ქვეყანაში . რომ დაუტოვო არაფერ პრობლემას არ უქმნის ძაღლს მეგობარო . ამიტომ ნუ დატანჯავ ტყუილად დამიჯერე ნებისმიერ ვეტერინარს კითხე იგივეს გიპასუხებს .
მარტო ჩხუბის დროს უშლის ხელს მეტი არაფერში . წარმატებები და სხვათაშორის ყურებით უფრო სიმპატიჩნია ყავს ახლობლებს და არ დაუჭრიათ
* * *

* * *

Posted by: Nika-F10 12 Aug 2017, 09:46
არა ჩხუბისთვის ნაღდად არ მინდა, მიკვირს ერთი თვიდან გაზრდილი ძაღლი როგორ უნდა აჩხუბო.

Posted by: 1TBiliseli1 13 Aug 2017, 00:28
QUOTE (Nika-F10 @ 12 Aug 2017, 09:46 )
არა ჩხუბისთვის ნაღდად არ მინდა, მიკვირს ერთი თვიდან გაზრდილი ძაღლი როგორ უნდა აჩხუბო.

ხო მაშინ არ გინდა . ისედაც კაი ტიპი გაიზრდება tongue.gif
..........................................

Posted by: Harut 13 Aug 2017, 14:30
https://forum.ge/?showtopic=34096313&view=findpost&p=51138036

Posted by: Fiorenza 13 Aug 2017, 20:02
მოგესალმებით.
ჩემი ლეკვი 25 აგვისტოს ხდება 2 თვის. 2 აგვისტოს დავალევინე ჭიის წამალი, ექიმის რეკომენდაციით. ასევე, ექიმის რეკომენდაციით გუშინ გავუკეთე პირველი აცრა და ჭიის წამლის მეორე დალევა დაუნიშნა აცრიდან 4-5 დღეში. ინტერნეტში კი წავიკითხე, რომ ჭიის წამალს შორის აცრა საზიანოა ლეკვისთვის და შეიძლება ვერ გადაიტანოს. შემეშინდა, რამე არ მოუვიდეს ლეკვს და სანამ ისევ ექიმთან დავრეკავ, მაინტერესებს, როგორია თქვენი გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით?

Posted by: Scoorp 14 Aug 2017, 01:50
Fiorenza


მეც ვიცი რომ არაა კარგი აცრებს შორის ჭიის წამალი
კარგი კიარა, არ შეიძლება ნამდვილად
რომელ ვეტთან დაგყავთ?

Posted by: iloilo603 14 Aug 2017, 18:28
სალამით. ძაღლი არის თეთრი იმენა სულ თეთრია (ჯიში მალტეზე) დაბანის შემდეგ ასე 6 დღეში უკვე ესვრება ცოტა ბეწვი და 2 კვირაში 1 ხელ ვბან ხოლმე რამე ხოარ მოუვა. გავიგე რომ ხშირი დაბანა არ შეიძლება და ამიტომ ვკითხულობ

Posted by: MITIATO 15 Aug 2017, 15:43
iloilo603

ნორმალური შამპუნი შეარჩიე და არაფერი მოუვა.
არის შამპუნები, რომელიც არ შეიცავს საპონს და სხვა უხეშ დასაბან საშუალებებს და ყოველდღიური ბანაობისთვის გამოიყენება.
თუ ბეწვის მათეთრებელ შამპუნს ხმარობ, რომელიც რამე ქიმიურ მათეთრებელს შეიცავს, ხშირად არ გამოიყენო. ბეწვს დაუზიანებ.





Posted by: Rorschach4 16 Aug 2017, 02:40
iloilo603
ვეტერინარებს რო კითხო, თვეში ერთხელ მაქსიმუმო, მე შამპუნის გარეშე ვაბანავებ ხოლმე და თვეში 1ხელ შამპუნით

Posted by: 365 21 Aug 2017, 13:31
გამარჯობათ, გთხოვთ მითხრათ ჩემს ცუგას ყურები რითი გაუწმინდო?

Posted by: 1TBiliseli1 21 Aug 2017, 22:17
QUOTE (365 @ 21 Aug 2017, 13:31 )
გამარჯობათ, გთხოვთ მითხრათ ჩემს ცუგას ყურები რითი გაუწმინდო?

ჩვეულებრივად ყურის ჩხირებით ოღონდ ფრთხილად ქენით ძალიან ღრმად არ შეხვიდეთ რამე არ დაუზიანოთ

Posted by: annaRAFA 21 Aug 2017, 23:23
ხალხო გთხოვთ დამეხმარეთ,ჩემს ძაღლს მანქანამ დაარტყა,სოფელში ვარ და აქ ვეტერინარული კლინიკა არსად არაა,თბილისში დავრეკე და მითრეს დექსამეტაზოლი და დიცინონი გაუკეტეო,გავუკეთე ორივე ,ეხლა წევს მოწყენილია არც არც ჭამს,ციცხე არა აქვს,დარტყმის მერე თავისი ფეხით წამოვიდა სახლში,გზაში ორჯერ აღებინა.
აღარ ვიცი რა ვქნა,ვეტერინარიც არსადაა.

Posted by: Scoorp 22 Aug 2017, 10:57
annaRAFA


და რომ ჩამოიყვანო?
აქედან ვინ უნდა დაგეხმაროს ზეპირად?

Posted by: annaRAFA 22 Aug 2017, 12:27
QUOTE (Scoorp @ 22 Aug 2017, 10:57 )
annaRAFA


და რომ ჩამოიყვანო?
აქედან ვინ უნდა დაგეხმაროს ზეპირად?

რავი დღეს შედარებით უკეთაა,ადგა გაიარა გამოიარა,ჭამა საჭმელი ხასიათზეც მოვიდა ცოტა,ვეტექიმიც მოვუყვანე და თუ სისხლჩაქცევები არ აქვს გადარჩებაო,ანთებაც არ აღმოაჩნდა გარეგანი დათვალიერებითაც არაფერი აქვს ისეთი უმნიშვნელო ნაკაწერბის გარდა.

Posted by: ROLIKA_24 23 Aug 2017, 11:07
გამარჯობათ გთხოვთ მითხრათ ხელმისაწვდომი ვეტ რედგენი სადარის? ადეკვატური ფასები რომ იყოს

Posted by: BlackBeard 23 Aug 2017, 11:51
გამარჯობა
მყავს გერმანული ნაგაზი, მამალია და შეიძლება კიდევ ერთი ძაღლი მაჩუქონ რომელიც ასევე მამალია. რამე პრობლემა იქნება 1 სახლში 2 მამალი ძაღლი ?
ვის რა გამოცდილება გაქვთ ამასთან დაკავშირებით იქნებ გამიზიაროთ
თუ არასწორ თემაში ვწერ გადამამისამართეთ. smile.gif

Posted by: Wisemаn* 23 Aug 2017, 12:40
BlackBeard
ორივე ზრდასრულები თუ არიან რათქმაინდა პრობლემაა, გაპუტავენ ერთმანეთს.

Posted by: BlackBeard 23 Aug 2017, 14:17
Wisemаn*
არა მეორე ლეკვი იქნება და სანამ გაიზრდება რო შევაჩვიო ერთმანეთს არ არის მაგის შანსი ?
არადა იმ ლეკვზე უარს ვერ ვიტყვი.
ვერც ჩემ ძაღლს ვერ ვუზამ ვერაფერს რა თქმა უნდა.
თან არასდროს დამიმწყვდევია ძაღლი.
არ ვიცი რა ვქნა sad.gif

Posted by: Fiorenza 23 Aug 2017, 23:54
ჩემი ლეკვი ახლა ხდება 2 თვის. იკბინება ძალიან. მართალია, კბილები ახლა ამოსდის, მაგრამ მაინც ნორმად შეიძლება ჩაითვალოს, რომ იკბინება? სპეციალური სათამაშოებით ვცდილობ ყურადღება გადავატანინო, მაგრამ როგორც კი სხვა რამეზე გადავერთვები და, ბუნებრივია ასეც იყოს, ეგრევე გადადის კბენაზე ხელებზე, ფეხებზე. თუ ტახტზეა, ამოხტომაც იცის კისერთან და ა.შ. არც აგრესიული ჯიშია. არის მოპსი. help.gif user.gif არსებობს რამე მეთოდი თუ დაველოდო ჭკუა როდის მოემატება ? user.gif

Posted by: Scoorp 24 Aug 2017, 10:13
QUOTE (BlackBeard @ 23 Aug 2017, 14:17 )
Wisemаn*
არა მეორე ლეკვი იქნება და სანამ გაიზრდება რო შევაჩვიო ერთმანეთს არ არის მაგის შანსი ?
არადა იმ ლეკვზე უარს ვერ ვიტყვი.
ვერც ჩემ ძაღლს ვერ ვუზამ ვერაფერს რა თქმა უნდა.
თან არასდროს დამიმწყვდევია ძაღლი.
არ ვიცი რა ვქნა sad.gif

შენი ძაღლი რამხელაა?








----

Posted by: Wisemаn* 24 Aug 2017, 10:27
BlackBeard
რაც გყავს რა ასაკიაა და რა ჯიშები არიან?
ლეკვი თუა მიიჩვევს ალბათ, ცოტა დახმარება დასჭირდება, უბრალოდ ისიც რო წამოიზრდება შეიძლება 1-2 ჯერ წააყარონ ერთმანეთს უფროსის გაგების ამბავში.

Posted by: BlackBeard 24 Aug 2017, 11:23
QUOTE
შენი ძაღლი რამხელაა?

ჩემი უკვე 4 წლისაა გერმანული ნაგაზია.
და მეორე ლეკვი უნდა მოვიყვანო აკიტა.
თავიდანვე მივაჩვევ და იმედია არ იჩხუბებენ, თუარადა ეზოს გავუყოფ შუაში და ეგ იქნება smile.gif bis.gif

Posted by: gagamaru 29 Aug 2017, 03:40
Pიტბულებს აჭრიან ყურებს იმ შემთხვევაში თუ აჩხუბებენ.



ყველაზე დიდი სისულელე რაც აქ წავიკითხე smile.gif)
პირიქით მოჩხუბარ პიტებს ყურებს არ აჭრიან.

რაც არ იცით იმას რატომ წერთ...

Posted by: Scoorp 29 Aug 2017, 10:49
gagamaru


რატომ არ აჭრიან მოჩხუბრებს?

Posted by: gagamaru 29 Aug 2017, 16:54
Scoorp
QUOTE
რატომ არ აჭრიან მოჩხუბრებს?


არცერთ სერიოზულ მოჩხუბარ ძაღლს ყურებს არ აჭრიან. წესია ასეთი რომ სჭირდება და უნდა ჰქონდეს ყურები.

რაც არ იციან დააბრეხვებენ ხოლმე და შეცდომაში შეჰყავთ ხალხი.

Posted by: Scoorp 29 Aug 2017, 17:38
gagamaru

მე მომისმენია რომ იმიტომ აჭრიან ყურებს რომ ჩხუბში არ წასწვდეს მეორე ძაღლიო

დასაბუთებულად ვერცერთ მხარეს მოვისმინე აზრი
რატომ აჭრიან ან რატომ არ უნდა დაეჭრას
რა თქმა უნდა არცერთ ვარიანტში არ ვარ დაჭრის მომხრე



Posted by: MITIATO 30 Aug 2017, 21:07
QUOTE
დასაბუთებულად ვერცერთ მხარეს მოვისმინე აზრი
რატომ აჭრიან ან რატომ არ უნდა დაეჭრას


ახლა ძირითადად იმიტომ აჭრიან, რომ ასე თავის ლამაზი ფორმა უფრო უკეთ ჩანს.
ზოგადად, ყურების და კუდის მოჭრა იმიტომ დაიწყეს, რომ ადვილად ტრავმირებადი ნაწილებია.
ცხოველთა დამცველებმა კიდევ, სისასტიკეაო და ავკრძალოთო.
ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალულია გამოფენაზე ყურებ- და კუდდაჭრილი ძაღლების გაყვანა.

მე პირადად, ცხოველების სტერილიზაცია უფრო დიდ სისასტიკედ მიმაჩნია, ვიდრე ყურის ან კუდის მოჭრა.


gagamaru
QUOTE
არცერთ სერიოზულ მოჩხუბარ ძაღლს ყურებს არ აჭრიან.


პირველად გავიგე ასეთი რამე. წესით, პირიქით უნდა იყოს.
სადაც ჩემმა მოცუცქნულმა ფოქსტერიერმა წააქცია ჩემი მეორე მთასავით მეტისი მას მერე, რაც ყურზე დაეკიდა, რა ვიცი...


Posted by: Scoorp 31 Aug 2017, 11:41
MITIATO


ჩვენ ქვეყანაში სტერილიზაციაზე უკეთესი გამოსავალი არამგონია არსებობდეს.
იმისა რომ ძაღლები შიმშილით, დაავადებებით და სისასტიკით არ მოკვდნენ.

Posted by: MITIATO 2 Sep 2017, 16:58
Scoorp
QUOTE
ჩვენ ქვეყანაში სტერილიზაციაზე უკეთესი გამოსავალი არამგონია არსებობდეს.
იმისა რომ ძაღლები შიმშილით, დაავადებებით და სისასტიკით არ მოკვდნენ.


მაგაში გეთანხმები.

ოღონდ ნორმად არ მიმაჩნია.
ორი ბოროტებიდან უფრო ნაკლები ბოროტების არჩევა უფროა. user.gif

Posted by: ik_irakli 13 Sep 2017, 09:00
გამარჯობათ. ამ წამალს სად შევიძენ?
user posted image

Posted by: კულე 16 Sep 2017, 22:03
უკვე რამდენიმე დღეა ძაღლს მუდმივად აქვს სიცხე. იყო ვეტ-ექიმთან და 3 დღის განმავლობაში კლოფერინის ნემსს უკეთებდა მაგრამ მაიც არ იმოქმედა. შემდეგ დავიწყეთ მკურნალობა რაღაც ტკიპაზე თუ ამის მსგავსი(პენო რაღაც ქვია) მოკლედ არ ვიცი ზუსტად ორი ნემსი გაუკეთა დაერთი დღე დაუგდებდა სიცხეს და მეორე დღეს ისევ აძლევდა. ამ ნემსების გაკეთებიდან გავიდა ორი დღე, დღეს მთელი დღის განმავლობაში ტემპერატურა 39 არ აცილებულა და ახლა ღამე მიცა 39.7 სამწუხაროდ თბილისში არ ვცხოვრობ ამიტომ ანალიზების ჩატარებას ვერ ვახერხებ, ხვალ კიდევ სხვასთან ვაპირებ მიყვანას და თუ მაინც არაფერი შეიცვალა მერე როგორმე ჩამოვიყვან და ეგაა. უბრალოდ მაინტერესებს თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა და რისი ბრალი შეიძლება იყოს. ძაღლი მოწყენილია და მადაც არ აქვს. ძაღლი არის 4 წლის ხვადი ლაბრადორი.

Posted by: Scoorp 18 Sep 2017, 10:36
კულე


მე გირჩევ სასწრაფოდ ჩამოიყვანო და ბარემ გაიჭირვე ერთხელ და მიხედე.
დაგვიანებული არ იყოს მერე
მანდ მაგდენი ხარჯის გაწევას ჯობია აქ აჩვენო ნორმალურ ვეტს
ტყუილად წამლებში ფულის ყრას
ასე ზეპირად ვერავინ ვერაფერს იტყვის

Posted by: კულე 18 Sep 2017, 15:07
Scoorp
მივიყვანე უკვე სხვასთან და წვეთოვანს და ანტიბიოტიკს უკეთებენ. არ არის ასე ადვილი ქუთაისიდან ძაღლის ჩამოყვანა. იმედია გამოჯანმრთელდება, ძალიან კარგ ხალხთან მყავს ახლა მიყვანილი, წესით გამოვიდეს უნდა მდგომარეობიდან.

Posted by: Scoorp 18 Sep 2017, 15:12
კულე

წარმატებებს გისურვებთ
კი არაა მარტივი გადაადგილება,გეთანხმები
ისე კონსულტაცია გაიარეთ აქაურ ვეტებთან ტელეფონით მაინც, თუ გინდათ
უბრალოდ დიაგნოზი უნდა უთხრათ

Posted by: კულე 18 Sep 2017, 17:28
Scoorp
მადლობა გამოხმაურებისთვის. ხომ ვფიქრობდი უბრალოდ დარეკვას და გასაუბრებას მაგრამ ვისთანაც ვმკურნალობთ ესენიც სამნი არიან, მუდმივად დადიან თბილისში და კავშირიც აქვთ სავარაუდოდ მაქ მყოფ ვეტებთან. ასე რომ მივენდობი და ვნახოთ.

Posted by: Jessica Rabitt 19 Sep 2017, 17:42
გამარჯობათ ინსექტალი თუ გამოგიყენებიათ? ფისუნასთვის მინდა
ან როგორი ეფექტი აქვს
ფისო იფხანს სულ

user posted image

Posted by: fasko 25 Sep 2017, 23:56
Gამარჯობათ
ჩემი კატა მინდა მივიყვანო VეტერინართAნ და ხო Aრ იცის ვინმემ სად შეიძლება
მადლობა წინასწარ

Posted by: Rebel=)) 4 Oct 2017, 17:03
მოგესალმებით, 4 თვის დრათჰარისთვის მინდა ვიტამინები, ზრდაში რომ შეუწყოს ხელი ისეთი, ხომ ვერ მირჩევთ რამეს?

კარგი ხარისხის რა თქმა უნდა,

მადლობა წინასწარ.

Posted by: vanotl 5 Oct 2017, 11:28
დავფიქსირდები.
და მაინტერესებს ვიტამინი კაფორტანი თუ გაქვთ გამოყენებული ვინმეს?და როგორია? საჭმლის მადას თუ ზრდის?

Posted by: Scoorp 5 Oct 2017, 11:33
vanotl


მე ვაძლევდი ჩემს ლეკვს
განსაკუთრებული არაფერი შემინიშნავს,არც მადის მომატება, არც კლება

Posted by: vanotl 5 Oct 2017, 11:58
Scoorp
ლარადორი მყავს 3თვის და 15დის.არ ჭამს კარგად,როიალ კანინს ვაჭმევდი და ეხლა შევუცვალე ადვანცეზე გადავიყვანე მაგრამ არაფერი შეცვლილა.
გამოცდილებიდან ვერ მირჩევთ როგორ მოვიქცე?

Posted by: Scoorp 5 Oct 2017, 13:19
vanotl


ჭიის წამალი მიღებული აქვს?

Posted by: MITIATO 5 Oct 2017, 13:20
Rebel=))
vanotl
QUOTE
4 თვის დრათჰარისთვის მინდა ვიტამინები, ზრდაში რომ შეუწყოს ხელი ისეთი, ხომ ვერ მირჩევთ რამეს?

QUOTE
ვიტამინი საჭმლის მადას თუ ზრდის?


ვიტამინის დანიშნულება არ არის არც ზრდისთვის ხელის შეწყობა, არც მადის მომატება.
ძაღლი გაიზრდება, თუ გენეტიკა და კარგი კვება შეუწყობს ხელს.
ჭამის მადას რაც შეეხება, ინდივიდუალურია. ვიტამინის მიღების შემდეგ ყველას არ ემატება მადა.

ჩემს ძაღლს ლეკვობისას ამას ვასმევდი: https://www.amazon.com/gp/product/B0043ECH6O/ref=oh_aui_detailpage_o06_s00?ie=UTF8&psc=1
კალციუმს, ფოსფორს, A და D ვიტამინების შეიცავს, რაც ძაღლს სჭირდება სწრაფი ზრდისას.

Posted by: AraGviani 5 Oct 2017, 17:16
გამარჯობა,

მჭირდება ვეტერინარი წითელყურება კუსთვის.
გაუჩერდა წინა მარცხენა თათი. კუნძულზე ზის. საჭმელს აღარ ჭამს. თავი და ფეხები ოდნავ აქვს გამოყოფილი ბაკნიდან. თვალები არა აქვს დასიებული. სუნთქავს ცხვირით. ტემპერატურა წყალში 22-26 გრადუსის ფარგლებშია. კუნძულის თავზე 40 ვატიანი ჩვეულებრივი ვოლფრამის ნათურა მიყენია. ულტრაიისფერი ნათურა ვერ ვიშოვნე. ზომით 5 სანტიმეტრამდეა. აგვისტოში ვიყიდე ზოოპლაზაში. ზრდით სწრაფად იზრდებოდა და ნორმალურად აქტიური იყო აქამდე. ვაჭმევდი ორი სახის მშრალ, კუს საჭმელს, ზოოპლაზაში რომ იყიდება პლასტმასის ცილინდრებში. ფოტოს ვერ მივაგენი.
თუ ვინმემ იცით ვეტერინარის ნომერი, რომელსაც აქვს შეხება წითელყურა კუსთან, მომწერეთ.
წინასწარ გიხდით მადლობას.

Posted by: Scoorp 5 Oct 2017, 17:33
AraGviani


დაურეკე ვეტებს და იკითხე მაინც იქნება რამე იცოდნენ
ესე კონკრეტულად შეხება აქვს თუ არა რომელიმეს წითელყურა კუსთან,არვიცი:/

Posted by: AraGviani 5 Oct 2017, 17:59
Scoorp
გმადლობთ, ...
დავძებნე ნომრები, დავრეკე და მხოლოდ ძაღლები და კატები. უკიდურეს შემთხვევაში მღრღნელებიო. მეტი არაფერი სამწუხაროდ. აქ იმიტომ დავწერე, იქნებ ვინმე გამომეხმაუროს, ვისაც ჰქონია შემთხვევა და იცის ვინ მუშაობს ამფიბია რეპტილიებთან.

Posted by: Scoorp 5 Oct 2017, 18:10
AraGviani


ფბ-ზე დაწერე და გააზიარე,

ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი-ამ გვერდსაც მიწერე,იქნებ თიკო დაგეხმაროს.
ვინიპარკია კიდევ ფბ-ზე გვერდი და მაგათაც შეეხმიანე

Posted by: vanotl 6 Oct 2017, 10:19
Scoorp
კი მიღებული აქვს. ჭია არამგონია რომ ყავდეს.
MITIATO
გენეტიკა შესანიშნავი აქვს, და საამაყოები ყავს.
ლაბებს უმალავენ საჭმელს და ჩემსას რაჭირს.
მგონი მართალია ძაღლი პატრონს გავსო და რაღა წამაში დამემგვანა lol.gif

Posted by: Rebel=)) 11 Oct 2017, 18:06
MITIATO

მადლობა პასუხისთვის

Posted by: maiako_mao 14 Oct 2017, 21:00

კითხვა მაქვს და თხოვნაც, ხომ არ იცით, ვეტერინარი, რომელიც სახლში მოვა და აცრას გაუკეთებს ჩემს ლეკვს. მომწერეთ ტელეფონი. მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: Oldmak888 5 Nov 2017, 17:52
გამარჯობათ,მოკლედ ჩემი კატა ხუთი დღის განმავლობაში აღებინებდა დღეში ერთხელ ამის მერე ვეტერინართანაც მყავდა და გადასხმაც გავუკეთე,მაგრამ შემდეგ მაინც სულ მოითენთა წონაში დაიკლო ერთი კვირაა ძლივს დადის და საჭმელსაც ძლივს ჭამს ხანდახან სადაც წვება იქ მიმაქვს ხოლმე საჭმელი,რომ ჭამოს ასევე ხანდახან სუნთქავს აჩქარებული ტემპით და პირს აღებს,ენას აგდებს და ჩქარ-ჩქარა იწყებს სუნთქვას.იქნებ დამეხმაროთ და ვინმემ მითხრათ რისი ბრალია გადასხმაც ორი დღის უკან გავუკეთე,მაგრამ მაინც არაფერი,ისევ ისეა,როგორც იყო და ძალიან ვნერვიულობ რისი ბრალი უნდა იყოს.

Posted by: execution 16 Nov 2017, 18:12
არ ვიცი რამდენად ვეტერინარული კითხვაა,
მაგრამ ეს ძაღლი არაა?

Posted by: MITIATO 17 Nov 2017, 11:22
execution

აი, ეს ძაღლები ყავთ თბილისში: https://www.google.ru/search?q=Чехословацкая+волчья+собака&newwindow=1&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwjK1fqXicXXAhWIKOwKHdxrCoUQ_AUICigB&biw=1536&bih=727

ოღონდ სულ რამდენიმე ცალია და რომელიმე რომ დაკარგულიყო, პატრონი მოიკითხავდა.
ან სიუჟეტის მერე მოიკითხავს. biggrin.gif

Posted by: pihtona1 20 Nov 2017, 13:29
გამარჯობათ ხომ ვერ მეტყვით რა საბუთები დამჭირდება 2- ლეკვის წაასაყვანად ლატვიაში? ანუ აცრები ჩიპირება, და ევროპული პასპორტი?
წინასწარ დიდი მადლობათ...
http://smayliki.ru/smilie-899973159.html

Posted by: MITIATO 20 Nov 2017, 16:00
pihtona1

აქ წაიკითხე: https://forum.ge/?f=72&showtopic=34308588&st=240

Posted by: pihtona1 21 Nov 2017, 11:29
MITIATO
დიდი მადლობა გაიხარე...

Posted by: ucxo777 25 Dec 2017, 21:27
გამარჯობათ, ჰასკის ლეკვი მყავს და დაუდგინდა ჭირი. რიგორც კივ ცუდად გახდა იმბსაგამოსვე ვეტერინარათან მივიყვანე. ამ ვეტერინარმა 6 გადასხმა დაუნიშნა და ამ 6 დღეში არაფერი არვუნდა ჭამოს,სულ მშიერი უნდა იყოსო. ორიბდგე არაფერი უჭამია და გახდა ძალიან და ასე უნდა არაფერი დაემართება შიმშილით ამ 6 დღის განმავლობაში?
გუშინ მივიყვანეთ,ძალიან ცუდად იუო და სულ იწვა,დღეს გამოლეთდა და თამაშის ხასიათზეცაა მაგრამ ეს შიმშილი მაშინებს

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 25 Dec 2017, 22:55
ucxo777
QUOTE
გამარჯობათ, ჰასკის ლეკვი მყავს და დაუდგინდა ჭირი. რიგორც კივ ცუდად გახდა იმბსაგამოსვე ვეტერინარათან მივიყვანე. ამ ვეტერინარმა 6 გადასხმა დაუნიშნა და ამ 6 დღეში არაფერი არვუნდა ჭამოს,სულ მშიერი უნდა იყოსო. ორიბდგე არაფერი უჭამია და გახდა ძალიან და ასე უნდა არაფერი დაემართება შიმშილით ამ 6 დღის განმავლობაში?
გუშინ მივიყვანეთ,ძალიან ცუდად იუო და სულ იწვა,დღეს გამოლეთდა და თამაშის ხასიათზეცაა მაგრამ ეს შიმშილი მაშინებს

ასეთი სისულელე პირველად მესმის რო 6 დღე არ უნდა აჭამო, აუცილებლად იკითხე წესიერ ვეტერინართან აქ ვიდრე ვინმე გიპასუხებს არ მოკვდეს ძაღლი

Posted by: Scoorp 30 Dec 2017, 01:13
ucxo777


გამიგია რომ არ აჭმევენ ხოლმე, თუმცა თავს ვერ დავდებ
იქნებ გადაამოწმოთ ვინმესთან მაინც დარეკვით
წყალს ხომ სვამს?

Posted by: THUNDER 23 Jan 2018, 02:49
გამარჯობა მეგობრებო
ვინც იცით ეგებ მირჩიოთ, არის თუ არა ჩიპირება ძაღლის ჯანმრთელობისთვის სარისკო? კანონი გასაგებია რომ მოითხოვს, მაგრამ ხომ არ აქვს უფრო მეტი უარყოფითი, ვიდრე დადებითი?
მადლობა წინასწარ

Posted by: MITIATO 23 Jan 2018, 18:38
THUNDER
QUOTE
არის თუ არა ჩიპირება ძაღლის ჯანმრთელობისთვის სარისკო?


მე რაც წავიკითხე ამ თემაზე უცხოურ ფორუმებზე, წერდნენ, რომ შეიძლება ჩიპი გადაადგილდეს და მომხდარა ისე, რომ მაგ. სახსარში გაჭედილა. ამოღებას კი ოპერაცია დასჭირვებია.
ამას დაამატე ის, რომ არ არსებობს ერთიანი ბაზა, სადაც ყველა ძაღლი იქნება დარეგისტრირებული.
სხვადასხვა ფირმის ჩიპს ერთი წამკითხველი არ კითხულობსო.
ძაღლის მოპარვის შემთხვევაში ჩიპის ამოღება ძალიან მარტივიაო.
და ა.შ.

მე არც ერთი ძაღლისთვის არ გამიკეთებია და არც ვაპირებ გავუკეთო.
ჯერ არასასურველი ძაღლების ქუჩაში დაყრის, უკონტროლო გამრავლების და ძაღლების ჩხუბის პრობლემა მოაგვარონ და მერე მელაპარაკონ ჩიპებზე და მაღალ მატერიებზე.

Posted by: THUNDER 24 Jan 2018, 03:39
QUOTE (MITIATO @ 23 Jan 2018, 18:38 )
THUNDER
QUOTE
არის თუ არა ჩიპირება ძაღლის ჯანმრთელობისთვის სარისკო?


მე რაც წავიკითხე ამ თემაზე უცხოურ ფორუმებზე, წერდნენ, რომ შეიძლება ჩიპი გადაადგილდეს და მომხდარა ისე, რომ მაგ. სახსარში გაჭედილა. ამოღებას კი ოპერაცია დასჭირვებია.
ამას დაამატე ის, რომ არ არსებობს ერთიანი ბაზა, სადაც ყველა ძაღლი იქნება დარეგისტრირებული.
სხვადასხვა ფირმის ჩიპს ერთი წამკითხველი არ კითხულობსო.
ძაღლის მოპარვის შემთხვევაში ჩიპის ამოღება ძალიან მარტივიაო.
და ა.შ.

მე არც ერთი ძაღლისთვის არ გამიკეთებია და არც ვაპირებ გავუკეთო.
ჯერ არასასურველი ძაღლების ქუჩაში დაყრის, უკონტროლო გამრავლების და ძაღლების ჩხუბის პრობლემა მოაგვარონ და მერე მელაპარაკონ ჩიპებზე და მაღალ მატერიებზე.

მეც იგივე აზრი მაქვს და სურვილიც არ მაქვს რომ გავუკეთო

Posted by: collar777 9 Feb 2018, 20:43
გამარჯობა მეგობრებო, ვეტერინარიის კურსები თუ არის რამე? უნივერსიტეტში რომ არ ჩავაბარო და ისე ვისწავლო.

Posted by: ფრენოლოგი 12 Feb 2018, 23:40
გამარჯობა, ძაღლი დავამუშავეთ ჭიებზე როგორც წესია, შემდეგ გავუკეთეთ პირვალი აცრა, მეორე უწევს 17 ში, ახლა შევამჩნიე რომ ისევ გაუჩნდა ჭია, როგორც ვიცი ჭიების დროს აცრის გაკეთება აღარ შეიძლება, დილამდე ვერ ვითმენ, რომ ვეტერინარს დავურეკო, იმიტომ რომ არ ვიცი ჭიის წაალი დავალევინო უზმოზე თუ არა. აცრას ვეღარ გავუკეთებ მეორედ? ანუ თუ ისევ 10 დღეში მოუწევს ჭიების წამლის გამეორება ის პირველი აცრა ტყულად გავუკეთე?

Posted by: gvancunci 21 Feb 2018, 23:32
გამარჯობა, მოკლედ ჩემმა ძაღლმა თამაშში და მაიმუნობაში ნასკი გადაყლაპა. 6 წლის სამოედია, რამე შემიძლია მივცე რომ გაუადვილდეს მონელება? sad.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 22 Feb 2018, 01:00
gvancunci
QUOTE
გამარჯობა, მოკლედ ჩემმა ძაღლმა თამაშში და მაიმუნობაში ნასკი გადაყლაპა. 6 წლის სამოედია, რამე შემიძლია მივცე რომ გაუადვილდეს მონელება?

დაურეკე ნ სასწრაფოდ მიმართე უახლოეს ვეტ კლინიკას

Posted by: Koki1234 24 Feb 2018, 20:05
Chemi dzagli ragac agresiuli gaxda magidis qvesh tu shedzvra an sadme daimala xelsac ver miitan igrineba da ikbineba.tu gverze chauare igives aketebs.am dros ra unda vqna xom ar icit

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 24 Feb 2018, 22:18
Koki1234
QUOTE
Chemi dzagli ragac agresiuli gaxda magidis qvesh tu shedzvra an sadme daimala xelsac ver miitan igrineba da ikbineba.tu gverze chauare igives aketebs.am dros ra unda vqna xom ar icit

აცრილია?

Posted by: Koki1234 25 Feb 2018, 16:23
კი უველაფერზე.ზოგადად არ არის აგრესიული მარტო მაშინ როცა ზევით დავწერე.

Posted by: Dostoyevsky 3 Mar 2018, 13:54
ადამიანისთვის განკუთვნილი მულტი ვიტამინების კომპლექსი ძაღლს რო დავალევინოთ რამე ცუდი შედეგი ხო არ ექნება? პირიქით კარგი იქნება მემგონი არა?

Posted by: F-mari-L 4 Mar 2018, 00:59
აუ დამეხმარეთ(
ბრიტანული კატა მაჩუქეს ... 4 დღე მყავდა და მომეჩვია (სავით) დღEს სახლშI ,რომ მოვედი არ დამხვდა( ოჯახის წევრს დარჩA ალბათ ღია კარი და ....
და არ შEიძLება დაბრუნდეს??? ( ან შOრს წავიდოდა?( დედალია( თAნ მარტის თVეა))

Posted by: maia24 4 Mar 2018, 22:09
გამარჯობა.ვეტების დახმარება მჭირდება,მოკლედ მყავს პეკინესი 8 წლის ,მამალი და 1 წელია ქვეშ იფსავს,მოკლედ გასდის.შარდს ვერ იკავებს,ხან ბევრი ,ხანაც წვეთობით.ვეტბთანაც მყავდა,ათასნაირი წამლები ადამიანის თუ ცხიველის,,ანტიბიოტიკები ,ცისტიტის წამლები .ნემსეი ,მოკლედ თან ზალიან ცუდი სუნით შარდავს.აღარ ვიცი რა გავუკეთო .იქნებ ვინმემ რამე მირჩიოთ,გორში ვარ და აქ კლინიკა არ არის,ვეტაფთიაქებია და რასაც მინიშნავენ ეგ არის,ტბილისშიც ვერ მიმყავს,ესე ჩაფსმულს ხომ ვერ ვატარებ,პამპერსს კი ვუკეთებ მაგრამ თან სუნი ასდის,რამის კვირაში ორჯერ ვაბანავე უკვე.

Posted by: 1TBiliseli1 5 Mar 2018, 06:28
QUOTE (maia24 @ 4 Mar 2018, 22:09 )
გამარჯობა.ვეტების დახმარება მჭირდება,მოკლედ მყავს პეკინესი 8 წლის ,მამალი და 1 წელია ქვეშ იფსავს,მოკლედ გასდის.შარდს ვერ იკავებს,ხან ბევრი ,ხანაც წვეთობით.ვეტბთანაც მყავდა,ათასნაირი წამლები ადამიანის თუ ცხიველის,,ანტიბიოტიკები ,ცისტიტის წამლები .ნემსეი ,მოკლედ თან ზალიან ცუდი სუნით შარდავს.აღარ ვიცი რა გავუკეთო .იქნებ ვინმემ რამე მირჩიოთ,გორში ვარ და აქ კლინიკა არ არის,ვეტაფთიაქებია და რასაც მინიშნავენ ეგ არის,ტბილისშიც ვერ მიმყავს,ესე ჩაფსმულს ხომ ვერ ვატარებ,პამპერსს კი ვუკეთებ მაგრამ თან სუნი ასდის,რამის კვირაში ორჯერ ვაბანავე უკვე.

აუცილებლად უნდა წაიყვანო თბილისში პროფესიონალთან, ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს . ნუ დატანჯავ ძაღლს და როგორმე წამოიყვანე თბილისში. სუნი კიდე ვისაც არ მოეწონება დაიკიდე მთავარია ძაღლი იყოს კარგად...
* * *
QUOTE (F-mari-L @ 4 Mar 2018, 00:59 )
აუ დამეხმარეთ(
ბრიტანული კატა მაჩუქეს ... 4 დღე მყავდა და მომეჩვია (სავით) დღEს სახლშI ,რომ მოვედი არ დამხვდა( ოჯახის წევრს დარჩA ალბათ ღია კარი და ....
და არ შEიძLება დაბრუნდეს??? ( ან შOრს წავიდოდა?( დედალია( თAნ მარტის თVეა))

ბავშობაში მეც მოვედი ერთხელ სახლში და არ დამხვდა ლეკვი
მშობლებმა იგივე მითხრეს ალბათ გაიპარაო biggrin.gif მერე მივხვდი გააჩუქეს
ნუ იდარდებ მოძებნე შენც , დაბრუნდება

Posted by: MITIATO 6 Mar 2018, 14:56
Dostoyevsky
QUOTE
ადამიანისთვის განკუთვნილი მულტი ვიტამინების კომპლექსი ძაღლს რო დავალევინოთ რამე ცუდი შედეგი ხო არ ექნება?


ადამიანებს და ძაღლებს ვიტამინებზე და მინერალებზე განსხვავებული მოთქოვნილება აქვთ, ამიტომ არ შეიძლება ერთმანეთის ვიტამინები სვან.
პლუს ადამიანებისთვის განკუთვნილ ვიტამინებში რკინაა ბევრი, რაც ძაღლებისთვის არ შეიძლება.
ძაღლებს უფრო ცხიმში ხსნდი ვიტამინები სჭირდებათ და ა.შ.


Posted by: Koki1234 17 Mar 2018, 18:25
ზევითაც დავწერე და არავინ არ მიპასუხა.მოკლედ რა მაინტერესებს ჩემი ძაღლი რაღაც ნივთებს იპარავს და რო წვება წინ უდევს ხან გასაღები ხან ჩუსტები,მერე აღება რომ გვინდა იღრინება და იკბინება და როგორ მოვაგვარო ეს პრობლემა?

Posted by: hari_poteri 21 Mar 2018, 10:36
ცოფის აცრა ჩემით რო გავუკეთო, რა თქმა უნდა, ყველანაირად სანდო და მაღალ ხარისხიანი წამლებით რაიმე პრობლემა ხომ არ არის?

Posted by: tsiskara1984 21 Mar 2018, 17:19
user posted image
user posted image
user posted image
გამარჯობათ, მოკლედ მინდა ინგლისური ბულდოგის ყიდვა მაგრამ აქ ძვირი ღირს ამიტომ გადავწყვიტე ჩამოვიყვანო უკრაინიდან. გამომიგზავნეს სურათები მგონი არუნდა იყოს ცუდი იქნებ თქვენც მირჩიოთ რამე?

Posted by: dendo 29 Mar 2018, 12:53
რახიტი აქვს ძაღლს ვერ დადის წინაკიდურებით წამალი რა არის?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 29 Mar 2018, 14:30
tsiskara1984
QUOTE
გამარჯობათ, მოკლედ მინდა ინგლისური ბულდოგის ყიდვა მაგრამ აქ ძვირი ღირს ამიტომ გადავწყვიტე ჩამოვიყვანო უკრაინიდან. გამომიგზავნეს სურათები მგონი არუნდა იყოს ცუდი იქნებ თქვენც მირჩიოთ რამე?

იქიდან ძვირი არ იქნება? თან უნდა შეამოწმო მაგათი ჯანმრთელობა პრობლემურია ძალიან

Posted by: tsiskara1984 30 Mar 2018, 09:47
M-A-S-E-R-A-T-I
400$ ღირს თავის საბუთებით. მეთვითონ ვაპირებ წასვლას და ჩამოყვანას ბილეთი 230$ ძაღლის ტრანსპორტირება 60$ მოკლედ საქდღაც 800$ მიჯდება აქ 1200$ ღირს.user posted image
user posted image
user posted image

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 30 Mar 2018, 17:02
tsiskara1984
QUOTE
400$ ღირს თავის საბუთებით. მეთვითონ ვაპირებ წასვლას და ჩამოყვანას ბილეთი 230$ ძაღლის ტრანსპორტირება 60$ მოკლედ საქდღაც 800$ მიჯდება აქ 1200$ ღირს.

მეც დაინტერესებული ვარ ამ ჯიშით თუ შეგიძლია მოგვიანებით დაწერე რა და როგორ გააკეთე, ადგილზე აუცილებლად გაასინჯე ვეტერინარს ძირითადად როგორც ვიცი სასუნთქი ორგანოების და გულის პრობლემები აქვთ. წარმატებები

Posted by: tsiskara1984 30 Mar 2018, 18:19
M-A-S-E-R-A-T-I
2 აპრილს ვაპირებ წასვლას როგორ ჩაივლის ჩემი ვოიაჟი შეგატყობინებ )))))))

Posted by: DATBASS1 31 Mar 2018, 13:03
გამარჯობა ასე აქვს ჩემს ცუგას და რა ვუშველო??user posted image

Posted by: BloodElf 2 Apr 2018, 13:56
მოკლედ აქ ვიკითხავ და თუ არასწორი თემაა მაშინ გადამამისამართებთ იმედია.. მოკედლებულ ცუგას შეეძინა ლეკვები.. ერთი თვე მალავდა, უკვე ვიფიქრე რომ ან მკვდრები დაბადა ან თავისმა ღორმუცელობამ სძლია და შეჭამა.. ამის წინ ვხედავ ღია ცის ქვეშ გამოუყვანია და დაუყრია ეს ლეკვები.. ორი დღე ველოდი რომ წაიყვანდა უკეთეს ადგილას სანამ წვიმა არ დაიწყო.. შევწუხდი ბოლოს და წამოვიყვანე ეს ლეკვები სახლში.. თვითონაც მოდის ქალბატონი ნახულობს მდგომარეობას მაგრამ ძუძუსთან არ უშვებს ლეკვებს.. არის ორი უცნაურობა.. ერთი ის რომ დრო და დრო წამოავლებს თავში ლეკვებს პირს და დაათრევს აქეთ იქით ისინი კივიან განწირულები.. და მეც რომ ავკივლდები ანებებს თავს.. და მეორე ის რომ როგორც აღმოჩნდა ბევრად ლამაზი (სხვებისგან განსხვავებით შეფერილობით დედის მსგავსი) ლეკვი ყავს ცალკე, რომლებსაც როგორც ჩანს აჭმევს კიდეც თორემ დაიხოცებოდნენ აქამდე.. იქნება ამიხსნათ ამ ძაღლის საქციელი? თორემ ხანდახან მგონია სხვის ლეკვებს ვუვლი მე smile.gif)

Posted by: F-mari-L 3 Apr 2018, 22:28
1TBiliseli1
ვიპოვეთთთ ) მეორე დღესვეეე ............ <3
ისტორიაზე გამეცინა ))))

Posted by: tsiskara1984 11 Apr 2018, 17:03
M-A-S-E-R-A-T-I
1) 300$-ში ვიყიდე ძაღლი
2) 40$ სამგზავრო კონტეინერი
3) 120$ ძაღლის ტრანსპორტირება
4) 25$ წრვრილმანი ხზარჯები
დანარჩენი ბილეთებს რამდენად იყიდი და იქ ცხოვრების ხარჯი დაუმატე რა. მე მაგალითად 3დღე ვიყავი და სულ 870$ დამიჯდა ყველაფრიანად. (სახლში ფული არგადამიხდია)

Posted by: Romeru_Lukaku 11 Apr 2018, 19:20
tsiskara1984
საიდან ჩამოიყვანეეე ძაღლიი ? ? )))))

Posted by: tsiskara1984 12 Apr 2018, 09:38
Romeru_Lukaku
უკრაინა, კიევი.

Posted by: კურტანა 14 Apr 2018, 16:04
ხალხო ბროვანოლზე რას იტყვით? მე რაც მოვძებნე ინფო, უკუჩვენება მარტო ისაა რომ ზოგიერთი ჯიშის ძაღლისთვის არ შეიძლება (ჩემი არ მიეკუთვნება მაგათ). ხოდა ამ შემოდგომაზე რო დავალევინე ეგ, მახსოვს ყველაფერი კარგად ქონდა, არც ჭიებს შეუწუხებია და არც რწყილებს და ტკიპებს. მერე რატომღაც დავივიწყე ეგ და ჭიებისთვის რაღაც ტაბლეტები ცალკე ვიყიდე და კიდევ ბარსი, მაგრამ ამ ბარსზე ძალიან ცუდი რეაქცია აქვს, ერთი კვირა საჭმელი არ ჭამა ნორმალურად.
ხოდა ისევ ის ბროვანოლი არ ჯობია? თან ორნაირად მოქმედებს, შიგნითა პარაზიტებზეც და გარეთაც biggrin.gif

Posted by: Free_World 2 May 2018, 22:04
ძაღლს ქვედა ტუჩზე მეჭეჭი გამოეზარდა და რითი უნდა უმკურნალონ?

ან რისი მანიშნებელია? ვარდისფერია და ყვავილოვანი კომპოსტოსავით აზის ))))

Posted by: Davidex 7 May 2018, 19:42
https://forum.ge/?f=72&showtopic=35023265

Posted by: Fiorenza 8 May 2018, 18:38
ძაღლი არის 10 თვის. დღეს ყურზე შევნიშნე ყავისფერი ტკიპა . არ იყო ღრმად კანქვეშ . შესაბამისად, შევძელი მისი ხელით მოშორება. აქვს პატარა ნაკბენივით, ნემსის ნაჩხვლეტივით.

გუშინ ეს ტკიპა არ ჰქონდა და შეიძლება საღამოს სეირნობის შემდეგ აყვა. :/


საშიში ხომ არ არის ეს ნაკბენი და აუციელებლია ახლავე ვეტერინართან მიყვანა?

Posted by: Scoorp 11 May 2018, 13:11
Fiorenza


არ ასხამ ადვანტიქსს? ანუ ტკიპების და რწყილების საწინააღმდეგო წვეთებს?
როგორც კი თბება აუცილებელია თვეში ერთხელ წვეთების გამოყენება
სხვა შემთხვევაში საშიში იქნება

და ტკიპა არ მოაძრო პირდაპირ არასდროს
ზეთიანი ბამბა უნდა დაადო იმ ადგილას სადაც ტკიპა იქნება
გააჩერო ცოტა ხანი და მერე ბამბიანად დაატრიალე საათის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით და ისე ამოაძრე
სხვა შემთხვევაში შეიძლება ჩატოვოს ფეხები და მერე გაურთულდეს

ეხლა თუ გაქვს იოდი იმით დაუმუშავე ან ბეტადინი


Davidex


ზოომარტში
და ბუნებაში

Posted by: That_Dude_With_Guitar 15 May 2018, 17:35
გამარჯობა. ჩემ ფისოს კისერზე გაუჩნდა ინფექციური კერები, ვეტერინარმა ლევომეკოლის მალამო გამოუწერა მაგრამ იქავებს და იღიზიანებს - თავს სულ ისისხლიანებს, იმიტომ რომ რწყილები გაუჩნდა და ამ კერების შიშით რწყილების სპრეისაც ვერ ვასხამ, არ შეიძლებაო. ხოდა რაიმე საპონი ან შამპუნი იცით პარარელურად რომ ვიხმარო ამ მალამოს წასმისას რომ ან მოურჩინოს, ან რწყილები მაინც მოაშოროს რომ ესე არ იქაოს. მალამო აშკარად შველის მაგრამ ისევ იღიზიანებს და აზრი არ აქვს.


აი ესე გამოიყურება (ბევრად უკეთესად ვიდრე ჰქონდა მაგრამ მაინც მეცოდება) ვისაც მსგავსი რამეები გულს გიწუხებთ არ ნახოთ

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: ვეგა 22 May 2018, 12:18
კუჭნაწლავის პრობლემის დროს რას მირჩევთ რა მივცე, იმ დღეს შებოლილი თევზე აჭამეს, მეორე დღეს აღებინა მწვანე ქაფი და ცოტას ჭამს :/

Scoorp
იქნებ შენ დამეხმარო 2kiss.gif

Posted by: Scoorp 22 May 2018, 13:13
ვეგა

577 425 936- ალიკა
593 394 733- დათო

დაურეკე რომელიმეს და ჰკითხე

მე ვერ გირჩევ :/

სავარაუდოდ უნდა აშიმშილო და რამე წამალიც აუცილებლად დასჭირდება sad.gif
შებოლილი რამ მიაცემინათ

Posted by: Wisemаn* 22 May 2018, 14:57
ვეგა
კარგად მოხარშული ბრინჯი და ქათმის ფილეს მეტი არაფერი აჭამო რამდენიმე დღე(2-3 მინიმუმ)
და ვეტერინარს მაინც ანახე, კუჭშიც თუ თხლად გადის შეიძლება გადასხმებიც დასჭირდეს

Posted by: ვეგა 22 May 2018, 15:01
Scoorp
მადლობა დავურეკე ჩემ ვეტს დაგვაკვალიანა

Wisemаn*
წიწიბურას მივცემ ქათმის ჟელესთან ერთად და გაზგასული ნაბეღლავი შეიძლება თურმე

Posted by: Fizikismama 28 May 2018, 11:06
გამარჯობა, ესეიგი მაქვს ესეთი პრობლემა და მადლობელი ვიქნები ვინმე დახმარებას თუ შეძლებთ რა. ძაღლი მყავს კერძო სახლში, არის 2 წლის და ჩვეულებრივად ვუკეთებ ყველაფერს, რწყილების წამალი, ცოფის აცრა ( წელიწადში ერთხელ) და ა.შ. დედალია და არ არის შენაჯვარები. ხოდა ჩვეულებრივად იყო ყველაფერი მაგრამ ერთი სამი ოთხი დღეა რაღაც მოწყენილია, ერთ კუთხეშია შეყუჟული და საჭმელად გამოდის მარტო, წყალს სვამს, რძეს სვამს, ამ ოთხი დღის განმავლობაში გაუმჯობესება აქვს აქტიურობის და თამაშის სურვილის კუთხით, მაგრამ ისე მაინც არ არის როგორც ჩვეულებრივ შემთხვევაში, ხოდა საინტერესო კიდევ ის არის, რომ მარტო ერთ კუთხეში როცაა მიყუჟული (სულ მანდ არის ამ დღეების განმავლობაში) ახლოს რო მიხვალ იღრინება და იყეფება, სხვაგან საერთოდ არა, ხელიდანაც რო მიაწოდო საჭმელი არაფერი რეაქცია დაღრენის მაგვარი ან რაიმე, მხოლოდ იმ კუთხეში, გამოვიტყუე კიდეც იქიდან, რომ დამეთვალიერებინა ადგილი და არაფერი საეჭვო, სკმაია უბრალოდ და იატაკი, ვერც ჩამარხული ექნება რაიმე და არაფერი, ხოდა რისი ბრალი შეიძლება იყოს? შემეშინდა და პირველი ცოფი ვიფიქრე, მაგრამ არ აქვს არანაირი სიმპტომები თანაც აი უკვე მე-5 დღეა დაწყებული. საერთოდ ცოფის აცრის კეთება წელიწადში ერთხელ ხომ არის ჩვეულებრივი მოვლენა? თუ უფრო პატარა მონაკვეთებშია საჭირო?

Posted by: B l a c k J a c k 29 May 2018, 11:50
ჩემს ჰასკებს პერიოდულად უწითლდებათ თვალები და უკან უტრიალდებათ. შიდა კუთხეებში ლიბრი ეკვრით. ვაწვეთებთ წამლებს და ურცებათ, მაგრამ ისევ Uჩნდებათ. ბოლო 2-3 თვეა დაეწყოთ და ვინმემ იცით რამე რა უნდა ვუშველო? ან რა დაავადებაა?

Posted by: MITIATO 30 May 2018, 10:10
Fizikismama

ცოტა ხნის წინ ამძუვნებული ხომ არ იყო?
შეიძლება ცრუ მაკეობა ჰქონდეს. ამ დროს ჰგონიათ, რომ ლეკვები ჰყავთ. ბუდეს იწყობენ, შეიძლება სათამაშოც შეიტანონ იქ და მოურონ, როგორც ლეკვს. რძეც კი მოსდით ხოლმე. თუ ეს არის, არაფერი განსაკუთრებული, თავისთვის გაუვლის.

Posted by: Fizikismama 30 May 2018, 18:06
MITIATO
ხო ამძუვნებული არ ვიცი მაგრამ უცნაურად იყო, კი ზუსტად ბუდეს იწყობსსავით, ანუ მარტო იმ კონკრეტულ ადგილას დაგიღრენს და დაგიყეფს თუ მიხვალ, სხვა ადგილებში აბსოლიტურად ჩვეულებრივად იქცევა, სულ თამაში უნდა და სირბილი, ხელიდანაც აჭმევ ჩვეულებრივად. მომეჩვენა თითქოს ძუძუების ოდნავ გაზრდილი აქვს. იმედია გადაუვლის ძაან დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის.

Posted by: x_bratva 9 Jun 2018, 10:53
ლეკვებისთვის რომელ საკვებს მირჩევთ?

Posted by: testeri 9 Jun 2018, 12:04
სალამი.სოფლის სახლში დაგვხდა ძაღლი ლეკვებით.ერთი ლეკვი ფეხზე წამოდგომას როცა ცდილობს,ფეხები ეკეცება და ვერ დგება.ვერ გადაადგილდება.თან კანკალებს.კუდს ამოძრავებს.ჭამა უნდა,მაგრამ დედის რძესაც ვერ ჭამს,რადგან ვერ წვდება.ძალიან მეცოდება.რითი შეიძლება დავეხმარო ?

Posted by: Scoorp 19 Jun 2018, 16:42
https://www.facebook.com/100000241585144/posts/2204414739576557/

Posted by: kunkulo 26 Jun 2018, 12:30
მეგობრებო გერმანული აპჩალკა მაჩუქეს ჯერ პატარაა. საზღვარ გარეთ მინდა გავიყვანო საბუთები არ აქვს და ვინ ამზადებს საზღვარ გარეთის საბუთებ მომწერეთ აბა კონტაქტები

Posted by: tri-polchika 26 Jun 2018, 17:00
გამარჯობა ჩემოვიყვანე ძველი ინგლისური მეცხვარის (ბობტეილის) ლეკვი, გამოიარა ძალიან დიდი გზა ანუ კიევიდან ჯერ ბაქოში ჩავიდა შემდეგ იქიდან მეორე დღეს გარდაბნის საზღვრამდე მატარებლით და მერე მანქანით თბილისამდე, ჰოდა ყველაფერი თიქთქოს ნორმალურია ჭამს კიდევაც ცოტ-ცოტას თამაშობს გარეთაც მომყვება მაგრამ ძირითადად 2 დღეა ძინავს ალბათ აკლიმატიზაცია და სიცხე მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ რომელ კლინიკას მირჩევთ რომ მივიყვანო შესამოწმებლად? მადლობა წინასწარ.

Posted by: SauronMag 27 Jun 2018, 18:28
ლეკვის აცრები მაინტერესებს ვინც იცით - რომელი ვეტერინარი რა აცრას იყენებს და რა ჯდება?

Posted by: DreAmeRshalva 27 Jun 2018, 20:56
ვინმე არის აქ ვეტერინარი ?
მეგობრის ძაღლია და რჩევა გვინდა.

ძაღლს თითქოს თვალები სტკივა თუ ეფხანება ვერ გავიგეთ.
2 კვირაა რაც ასეა და სახეს იძრობს რაღაცეებს ჩალიჩობს,

კანი ექერცლება და თმა გაცვივდა ალაგ ალაგ

როგორც იძახის პატრონი ტკიპების წამალი რომ დავასხი მას მერე მოუვიდაო

იქნებ მირჩიოთ რამე რა გავაკეთო? მინდა დავეხმარო ამ ძაღლს
პატრონს დიდად არ ადარდებს

Posted by: nnn_lll 28 Jun 2018, 18:08
სალამი ყველას
2,5 თვის კნუტისთვის
კანივერმი 2 კილოზე 1 ტაბლეტი გამოიყენება ხო?
და 3 კილოზე რამდენი უნდა მივცე?
პლუს დრონტალი მისცეს ადრე, და ახლა კანივერმით რომ ჩავანაცვლოთ პრობლემა ხომ არა იქნება?
მიპასუხეთ ვინმე ღვთისნიერმა და მცოდნემ თორემ 2 დღეა გადავაცილეთ ვადას, გუშინწინ უნდა დაელია sad.gif

Posted by: tri-polchika 29 Jun 2018, 10:07
DreAmeRshalva
http://vethouse.ge/ge/about-us
ეს ვიპოვე მე smile.gif აქ არავინ რო არ მიპასუხა smile.gif

Posted by: MITIATO 29 Jun 2018, 10:30
DreAmeRshalva
QUOTE
ვინმე არის აქ ვეტერინარი ?

დიდი ხანია ვეტერინარი აქ აღარ პოსტავს. ამიტომაა თემის ქვესათაური "დავეხმაროთ ერთმანეთს"

თუ მარტო თვალიდან აქვს მოყვითალო გამონადენი და თეთრი გარსი წითელი, შეგიძლია ტობრექსის თვალის წვეთები სცადო.
2-2 წვ. დღეში 3-4-ჯერ. ადგილობრივ ანტიბიოტიკს შეიცავს და კონიუნქტივიტის დროს ძალიან კარგია.

თუ მთელს ტანზე იქექება და ამას რამე კონკრეტულს უკავშირებთ (ამ შემთხვევაში, ტკიპის საწინააღმდგო წვეთების დასხმას), რამე ალერგიის საწინააღმდეგო მიეცით.
მე ჩემს ძაღლს ფენისტილის წვეთებს ვასმევდი. დოზა ასე იანგარიშე: ძაღლის ყოველ 1კგ-ზე 2 წვეთი უნდა და რასაც მიიღებ 3-ზე გაყავი. ის არის ერთჯერადი დოზა.
ანუ თუ 15 კგ-ა ძაღლი, 10 წვეთი უნდა მისცე 3-ჯერ დღეში.

თუ თვალების და პირის ირგვლირ დაცვივდა ბეწვი და აექერცლა, მაშინ სჯობს ვეტკლინიკას მიმართოთ, იმიტომ რომ ეს ლეიშმანიოზის ერთ-ერთი სიმპტომია.


nnn_lll

კანივერმის ანოტაციას ჩავხედე და 0,175 გ-იანი გამოიყენება 1 ტაბ. 0,5-2 კგ. წონაზე
და 0,7 გ-იანი 2-5 კგ-ზე.

შენი ტაბლეტი რამდენიანია?

თუ 0,7-იანი მთლიანად დაალევინე და თუ 0,175-იანი 1 ტაბ. და კიდევ ნახევარი.

QUOTE
პლუს დრონტალი მისცეს ადრე, და ახლა კანივერმით რომ ჩავანაცვლოთ პრობლემა ხომ არა იქნება?

არა.

Posted by: nnn_lll 29 Jun 2018, 21:17
MITIATO
ეგენი უკვე გავარკვიე გუშინ და დავალევინე ასე როგორც გიწერია სწორად მიქნია ყველაფერი
დღეს ცოტა მოწყენილია sad.gif
ფაღარათი დაემართა
მაგრამ საჭმელს ჭამს
წყალს სვამს ბევრს და რამე საშიში ხომ არაა?
მოწამლული ხომ არ იქნება?
ვნერვიულობ

Posted by: tataka 2 Jul 2018, 12:23
გამარჯობა,
შეიძლება პირდაპირ ჯგუფის თემას არ ეხება ჩემი პოსტი, მაგრამ გვეხება თითოეულ ჩვენგანს და ამიტომაც გადავწყვიტე თქვენთვისაც მომეწოდებინა ერთი არაჩვეულებრივი იდეა, რომელიც შეთავაზების სახით დევს მერიის საიტზე. ეხება ეკოლოგიურ პრობლემას - გამწვანებასა და დღეს არსებულ სირთულეებს. მჯერა რომ ეს საკითხი თითქმის ყველასთვის მნიშვნეოვანია, ამიტომაც გთხოვთ, არ დაიზაროთ, გაეცნოთ და მხარი დაუჭიროთ საიტიდან. მჯერა ხალხის ერთობის და იმის რომ ერთად შეგვიძლია შევცვალოთ გარემო უკეთესობისკენ.
https://idea.tbilisi.gov.ge/idea-details/3061?fb_action_ids=10214362996561241&fb_action_types=og.shares&fb_source=other_multiline&action_object_map=%5B405771193225456%5D&action_type_map=%5B%22og.shares%22%5D&action_ref_map=%5B%5D

2500 ხმა არის საჭირო რომ მერიამ განიხილოს...
დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: ლაპლანდია 5 Jul 2018, 16:00
შესაბამისი თემა ვერ ვიპოვნე სამწუხაროდ. მაინტერესებს ყველაზე ფართო ემოციური სპექტრის მქონე ფრინველები, გინდათ ჭკვიანები დავარქვათ, გონიერები. ყვავის გარდა. სახლში რომ ვიყოლიო ეგ მინდა. ბუზე სტერეოტიპებით შეპყრობილები ნუ მირჩევთ ბუს. biggrin.gif

Posted by: koch404 11 Jul 2018, 09:08
ცხვირიდან გამონადენი რომ აქვს 2 წლის ლაბრადორს{ჩირქივით, თუ ცინგლივით} რის გამოა და რა ზომებს მივმართო ?

Posted by: Scoorp 13 Jul 2018, 13:21
რაკამწაკამ

შენ ხო არ უნდა გაჭრა და გაკერო
რამდენიმე საათის თემაა, და თანხის

თუ გინდა რომ არ იტანჯოს გაასტერილე და ისიც დაისვენებს და შენც მაგისი საცოდაობით smile.gif

Posted by: Nika.1 21 Jul 2018, 11:09
user posted image

გამარჯობა
თუ გქონიათ შემთხვევა რა მალამო იხმარეთ?

Posted by: button nose 1 Aug 2018, 11:33
მეტისი შემომეჩვია, სოფელში, პატარაა, მინდა ავცრა რომ უსაფრთხოდ იყვნენ ბავშვები. და ჭიაზეც დასამუშავებელია. შემიძლია თვითონ ვქნა ეს რომ არ ვატარო ლეკვი? შორს არის აქედან ვეტერინარული ამბები

Posted by: jdmallstars 8 Aug 2018, 09:40
გამარჯობა, აცრის წამალი - ევრიკანი , სად შეიძლება შევიძინო?
რომელ ვეტერინარულ აფთიაქში?

Posted by: sos_junior 11 Aug 2018, 01:35
გამარჯობა. მყავს 3 წლის ლაბრადორი რომელმაზ გუშინ პირველად გააჩინა 12 ლეკვი. აქედან ერთი თავიდანვე მკვდარი დაბადა. დაყრიდან გასულია დღენახევარი და 5 ლეკვი დაიღუპა ამ წუთამდე. გადარჩნენ მოზრდილი ზომის ლეკვები. მაინტერესებს ეს ნორმალურია თუ მივმართო ვეტერინარს. დედა არ კლავს და არც გუდავს მზრუნველობას იჩენს თუმცა ძალიან სუსტები იყვნენ და პატარები. ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა მირჩეთ როგორ მოვიქცე.

Posted by: Astami58 17 Aug 2018, 08:56
გამარჯობათ იქნებ დამეხმაროთ გამოცდილებიგლისური კოკერ სპანიელი გვყავს 20 ში გახდება 2 თვის დღეს უწევდა მეორედ ჭიის წამლის დალევა ვერ დავაევინეთ რადგან ფაღარათი დაემართა გუშინ .დღეს უკეთაა.რეგიდრონს იღებს და ნახევარი აბი ბისეპტოლი მივეცით გუშინ.საკვებს არ იღებს .რა შეიძლება კიდევ მივცეთ/? როგორ მოვიქცეთ? მადლობა

Posted by: ლაშა117 26 Aug 2018, 07:05
3 წლის ჰასკი მყავს და მოიწამლა. წყალს სვამს მხოლოდ, უხასიათოდ არის. ცივ ადგილას წოლა სიამოვნებს. თვალის ფერი შეეცვალა ოდნავ მომწვანო დაკრავს

რა დავალევინო ან როგორ მოვიქცე

Posted by: Scoorp 26 Aug 2018, 18:43
Astami58

იმედია აღარ აშლია კუჭი
და გარეთ არ სვამთ
ფრთხილად იყავით ვირუსებთან
ენტერო არ დაემართოს

ლაშა117


ვეტერინარს დაურეკეთ
რა იცით რომ მოიწამლა? რა ჭამა?
* * *
sos_junior


და აქ დაწერას დაგერეკათ ვეტისთვის? გეკითხათ ამდენი ხანი
ამდენი ლეკვი რომ იღუპება sad.gif

jdmallstars

ჯობია კლინიკაში შეიძინოთ
სპეციალურ პირობებში უნდა იყოს
და არამგონია ვეტ აფთიაქებში იცავდნენ წესებს
* * *
QUOTE (button nose @ 1 Aug 2018, 11:33 )
მეტისი შემომეჩვია, სოფელში, პატარაა, მინდა ავცრა რომ უსაფრთხოდ იყვნენ ბავშვები. და ჭიაზეც დასამუშავებელია. შემიძლია თვითონ ვქნა ეს რომ არ ვატარო ლეკვი? შორს არის აქედან ვეტერინარული ამბები

აწონე და ჭიის წამალი მაგის მიხედვით მიეცით (დრონტალი მაგალითად)
ოღონდ დარწმუნდით რომ ნამდვილად მიიღებს, შეგიძლიათ საჭმელშიც ჩაუდოთ
და ჭიის წამლიდან 1 კვირაში ან 10 დღეში უნდა აცრები

თქვენ თუ ნემსს გაუკეთებთ არამგონია პრობლემა იყოს
კონსულტაცია მაინც გაიარეთ ვეტთან, დაურეკეთ

Posted by: ბურზო 2 Sep 2018, 16:29
მყავს ერთი წლის პოინტერი, გოგოა.
ერთი თვის წინ გახდა ცუდად, ჯერ თვალები ჩაეწირპლა, ექიმთან მივიყვანე და ჭიის წამალი დაალევინეს.
კისერზე ორი ჟირავიკივით გამოუვიდა და ნანემსრებიაო, მერე ზურგზეც გამოუვიდა და სხვა ექიმთან რო მივიყვანე, ანთება აქვს და ლიმფური კვანძები აქვსო.
ვუკეთებ ნემსებს: C ვიტამინი, B12 500-იანი, დექსამეტაზონს და ბიცელინ 3-ს.
როცა ნემსზეა, კარგადაა, ჭამითაც კარგად ჭამს და თამაშობს კიდეც, 2 დღე არ გავუკეთე და ისევ ისე ცუდად გახდა, სულ წევს, არაფერს ჭამს და თვალები ისევ ეწირპლება.
ახლა მითხრეს ერთი კვირა იგივე წამლები გაუკეთეო, დღეს მეექვსეა დღეა და კარგად არის, კვანძებიც გაუქრა, მაგრამ ვეღარ გავიგე, მთელი ცხოვრება ასე უნდა იყოს?
სხვა წამლები რაც დაუნიშნეს, არ იმოქმედა, მარტო ამ ნემსებს რო ვუკეთებ მაშინ ხდება კარგად

Posted by: Wii 2 Sep 2018, 19:54
მოკლედ ეზოს ძაღლი გვყავდა რომელმაც საერთო პადვალში რომელიც ჩემი სახლის კარის გვერდზეა ჩასასვლელი, იმშობიარა და ბავშვები იქ გააჩინ/დაზარდა ლეკვები გააჩუქეს ძაღლს მანქანამ დაარტყა და ვეტერინარმაც ვერ უშველა.
დარჩნენ რწყილები ! ვეტ აფთიაქში წამალი გვირჩიეს მოვასხით პადვალსაც და სახლის შესასვლელსაც მაგრამ 2 კვირის მერე დასასვენებლად ვიყავი ახლა ჩამოვედი და შემომეგებნენ <3

ძირითადი ბუდე ალბათ ისევ პადვალია მაგრამ სახლში 3-4 ცალი შევამჩნიე და არ მინდა რო უფრო გამრავლდნენ help.gif

არსებობს რაიმე სამსახური რო დავრეკო და მოაგვარონ ეს პრობლემა ან უტყუარი მეთოდი არსებობს რამე?

Posted by: Colors123 7 Sep 2018, 12:14
დამეხმარეთ რაა რუსთავში ვეტერინარი ხომ არ იცით? ოღონდ თბილისიდან რომ დადიოდეს არაა იქ რომ ცხოვრობდეს sad.gif

Posted by: ninicool 16 Sep 2018, 19:11
უბანში 2 ცუგა დადის, ჯერ ერთს დაეწყო თმის გაცვენა და ეხლა მეორესაც, დემოდეკოზი აქვთ, მგონი, ჰოდა, ბრავექტოს გარდა, უფრო დაბალფასიანი არაფერი არსებობს რომ გამოვაჯანმრთელო?

Posted by: 1TBiliseli1 16 Sep 2018, 20:51
QUOTE (ninicool @ 16 Sep 2018, 19:11 )
უბანში 2 ცუგა დადის, ჯერ ერთს დაეწყო თმის გაცვენა და ეხლა მეორესაც, დემოდეკოზი აქვთ, მგონი, ჰოდა, ბრავექტოს გარდა, უფრო დაბალფასიანი არაფერი არსებობს რომ გამოვაჯანმრთელო?

არამგონია რამემ უშველოს ამ წამლის გარდა sad.gif იქნებ სხვა რამეა

Posted by: ninicool 16 Sep 2018, 20:53
1TBiliseli1
სხვა რა შეიძლება იყოს?

Posted by: წამალ 18 Sep 2018, 15:52
გამარჯობათ ესეთი პრობლემაა ძაღლს ახველებს გეგონება რაგაც გაეჭედა ყელში რით უშველო ვერ გავიგე იქნებ რამე კაი წამალია თუ იცით

Posted by: Scoorp 28 Sep 2018, 13:17
წამალ


გაციებამ იცის ეგრე
წამლები დასჭირდება სავარაუდოდ

ninicool

თუ ნამდვილად დემოდეკოზია ბრავექტოზე უკეთესი არაფერია
დადეთ ანგარიშის ნომერი ჯგუფებში და ჩაგირიცხავთ ცოტ ცოტას და იქნებ დაალევინოთ sad.gif

შეიძლება იყოს ლეიშმანიოზი,მაგრამ არამგონია
ფოტო გადაუღეთ თუ მოახერხებთ მერე

Posted by: ninicool 29 Sep 2018, 02:18
Scoorp
არა, არ შემიძლია ფულის თხოვნა, ჩემით ვიყიდი, სად იყიდება ყველაზე შეღავათიან ფასად, ვერ მიმასწავლით? ხვალე მივდივარ თბილისში და გამოვუყოლებ. მოვიკლებ ჩემთვის რამეს.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Posted by: MITIATO 29 Sep 2018, 18:44
ninicool
QUOTE
ბრავექტოს გარდა, უფრო დაბალფასიანი არაფერი არსებობს რომ გამოვაჯანმრთელო?

ივერმექტინის ინექციებს უკეთებენ.
ოღონდ უფრო ხანგრძლივი მკურნალობა უნდა, როგორც ვიცი.

სურათი ვნახე და სოკო არ ჰქონდეს. ასეთი მრგვალი გაცვენილი ადგილები მკრეჭავმა ლიქენმა იცის.
ანაფხეკი რომ გაუკეთო, არ შეგიძლია?
ფბ-ზე წერენ, რომ შეგიძლია სტერილურ პაკეტში შენ თვითონ აიღო და მერე ვეტკლინიკაში ჩააბაროო.
დემოდეკოზის დროს ჯერ უნდა დააჭირო კანს ცოტა ხანი და მერე აფხიკო.

ლეიშმანიოზი, ჩემი აზრით, არ უნდა ჰქონდეს.


წამალ
QUOTE
ძაღლს ახველებს გეგონება რაგაც გაეჭედა ყელში რით უშველო ვერ გავიგე იქნებ რამე კაი წამალია თუ იცით

ხველა ძალიან ბევრი დაავადების სიმპტომი შეიძლება იყოს.
ვეტერინართან მიიყვანე დიაგნოზის დასაზუსტებლად.

Posted by: Gio25 2 Oct 2018, 20:55
ჩემს კატას ბოლო 1 კვირაა ასეთი რაღაც დაემართა. (მესამე ქუთუთო გამოუჩნდა).
საშიშია? როგორ ვუმკურნალო?
user posted image

Posted by: placeb0 4 Oct 2018, 09:26
გამარჯობა, ჰასკის თმისცვენის შესაჩერებლად ვიტამინს ან რამეს ხომ ვერ მირჩევდით?

Posted by: kai1 4 Oct 2018, 15:23
სხვა თემაშიც დავწერე და აქაც დავდებ. დამეხმაროთ იქნებ ვინმემ
ჩემი 12 წლის ძაღლს ცალ თვალზე კატარაქტა აქვს სავარაუდოდ. ნუ თეთრი აქვს გადაკრული ბადურაზე. არის რაიმე საშუალება რომ ვუმკურნალო? გთხოვთ ნუ დაიზარებთ რჩევას.

Posted by: Astami58 8 Oct 2018, 19:28
დამეხმარეთ.ლეკვი მყავს კოკერი სამთვენახევრის .სამივე აცრა აქვს გაკეთებული.აივანზეა ხოლმე დღისით.ცოფზე არ ამიცრია ჯერ.რამდენჯერმე შევნიშნე ქუჩის კნუტს ეთამაშებოდა.დღეს ეს კნუტი მკვდარი ვნახე სახლის სახურავზე.არ ვიცი რამ მოკლა დაავადებამ თუ სხვა კატამ ან რამემ.რა ვქნა მიშველეთ ლეკვს გადადებდა რამეს?ბავშვები მყავს სახლში მეშინია ძალიან.

Posted by: sunny_flower 16 Oct 2018, 11:20
ხალხო ვეტერინარი მირჩიეთ გლდანი ნაძალადევის ტერიტორიაზე თუ იცით

და ფასები მაინტერესებს რა ღირს საშუალოდ ერთი ვიზიტი. ჩემი ფისო უნდა ვაჩვენო, ბევ წყალს სვამს, აცემინებს, მუცელიც რაღაც საეჭვოდ აქვს გაბერილი და რჩევები მჭირდება.

QUOTE
დამეხმარეთ.ლეკვი მყავს კოკერი სამთვენახევრის .სამივე აცრა აქვს გაკეთებული.აივანზეა ხოლმე დღისით.ცოფზე არ ამიცრია ჯერ.რამდენჯერმე შევნიშნე ქუჩის კნუტს ეთამაშებოდა.დღეს ეს კნუტი მკვდარი ვნახე სახლის სახურავზე.არ ვიცი რამ მოკლა დაავადებამ თუ სხვა კატამ ან რამემ.რა ვქნა მიშველეთ ლეკვს გადადებდა რამეს?ბავშვები მყავს სახლში მეშინია ძალიან.


პირველ რიგში ალბათ იზოლირება უნდა მოახდინო ლეკვის თუ შეგიძლია, ისეთ სივრცეში გაიყვანე სადაც თქვენთან შეხება არ ექნება და დააკვირდი, წყალს დალევს თუ არა, სინათლეზე რეაქცია ექნება თუ არა, წესით რამდენიმე დღეში უნდა გამომჟღავნდეს, მემგონი იმ ფისოს სისხლითაც შეიძლება ანალიზი ჰქონდა თუ არა ცოფი

Posted by: ADDmin 16 Oct 2018, 19:46
user posted imageuser posted image
იქნებ დამეხმაროთ რა ვუშველო? 5 წელია არაფერი დამართნია

Posted by: chele23 16 Oct 2018, 21:35
QUOTE (sunny_flower @ 16 Oct 2018, 11:20 )
ხალხო ვეტერინარი მირჩიეთ გლდანი ნაძალადევის ტერიტორიაზე თუ იცით

და ფასები მაინტერესებს რა ღირს საშუალოდ ერთი ვიზიტი. ჩემი ფისო უნდა ვაჩვენო, ბევ წყალს სვამს, აცემინებს, მუცელიც რაღაც საეჭვოდ აქვს გაბერილი და რჩევები მჭირდება.


საბჭოს მოედანზე თუ მოახერხებთ გასვლას, მანდაა ძალიან კარგი ვეტ ექიმი ოთარი ჰქვია.

თუ დაინტერესდებით პირადში ნომერსაც მოგწერთ.

Posted by: Ziggy Pop 17 Oct 2018, 17:42
ძაღლის მოყვანისას პირველ რიგში უნდა გადავწყვიტოთ, კვების რომელ მოდელს ვირჩევთ: მშრალს, შერეულს თუ უმს. ყველა მათგანს თავისი მომხრეები ჰყავს: https://at.ge/2018/10/17/dzaglebis-kveba/

Posted by: georgianpele 22 Oct 2018, 13:31
ვინმემ რამე მირჩიეთ ძალიან გთხოვთ, ჩემი ლეკვი 4 თვის არის უკვე მე5 დღეა ცუდად... არ ჭამს, სვამდა და წყალსაც ვეღარ სვავს უბრალოდ უყურებს, თვალებიდან აქვს გამონადენი ცალი თვალიდან უფრო,ძალიან გახდა და სულ მოწყენილია... ყველანი ძალიან ვნერვიულობთ ვიყავი ვეტ ექიმთან და ჭირისბნიშნებიაო... დაუნიშნა რაგაც ნევსები და ვუკეთებთ სახელებსაც დავწერ ამ წამს არ მახსოვს ზუსტად sad.gif არის გადარჩენის შანსი? ეს ვეტ ექიმები ვაფშე არ მაიმედებენ გული გასკდიმას მაქვსsad.gif( ვინც ოდნავ მაინც კომპეტენტურია მოწეროს რა, რა მოვიმოქმედო და არის თუ არა შანსები

ჭამა და მოვლა პატრონობა უმაღლეს დონეზე აქვს, მეზობელს დაეღუპა ხნიერი ძაღლი, ერთ დღეში გახდა ცუდად და ვსო... იმისგამ გადაედო ალბათ ერთ საღამოს წაეთამაშა... მაგრამ უკვე მე 5 დღეა ცუდათაა ეს, სულ მოწკენილია.. ესეთს რომ ვხედავ მეც ცუდად ვარ

Posted by: Scoorp 23 Oct 2018, 22:46
georgianpele


ვისთან გყავდა? ტესტი არ გაუკეთა? კუჭი აშლილი აქვს?
აცრილი არ იყო? რა აცრები გაუკეთდა იცი?
ქათმის ფილე და ბრინჯი აჭამე ეს დღეები მხოლოდ

Posted by: georgianpele 25 Oct 2018, 00:30
QUOTE (Scoorp @ 23 Oct 2018, 22:46 )
georgianpele


ვისთან გყავდა? ტესტი არ გაუკეთა? კუჭი აშლილი აქვს?
აცრილი არ იყო? რა აცრები გაუკეთდა იცი?
ქათმის ფილე და ბრინჯი აჭამე ეს დღეები მხოლოდ

საბედნიეროდ მომჯობინდა.საჭმლის ჭამა დაიწყო და უკვე კარგ ხასიათზეა. ზომაზე მეტსაც ჭამს :დდ <3 ძალიან ბედნიერები ვართ.

Posted by: nikaba777 27 Oct 2018, 20:34
გამარჯობა,ჩემს ექვსი თვის ლეკვს რწყილები ყავს,როგორ მოვაშორო?რა წამალი ვუყიდო?

Posted by: MasterJC 28 Oct 2018, 02:02
ADDmin
ვეტექიმი
ზუსტად არ ვიცი რაა
წიწილებს ემართებათ ხოლემ ხშირად და დროზე თუ არ უშველი, მერე იხოცებიან.

წიწიელბის შემთხვევაში ვიტამიენბს ვურევდით საკვებშI, "ჯეტიკარი-1" "ჯეტიკარი-2" როგორც მახსოვს
მაგრამ თუთიყუშI ხერხილს არ ჭამს. ვეტექიმი გეტყვის წესით ზუსტად



ბაჭიებზე თემა არსებობს აქ?

Posted by: TheGunner 29 Oct 2018, 15:18
მეგობრებო თქვენი დახმარება მჭირდება,
ჩემი გოლდენ რეტრივერი არის 11 თვის თითქმის, ბოლო ერთი თვეა გაუცხოველდა მავნებლური ჩვევები ძალიან თან, სახლში რჩება მარტო დაახლოებით 4-5 საათი დღის განმავლობაში და ღრღნის ყველაფერს, შპალერს ახევს ერთადერთი ფარდებს არ ერჩის მხოლოდ, სკამების ფეხები, კედლის კუთხეები დაღრღნა. ჩვენი ვეტერინარი ამბობს ვიტამინები არ აკლია არაფერი და გალიაში ჩაკეტეთ წასვლის წინო, იქ რომ ჩავკეტო უარესს იზამს ვიცი ძაან დაისტრესება, სხვანაირი ძაღლია ვინც ამ ჯიშს იცნობს მიმივდება რასაც ვგულისხმობ.

მე მაინც ვიტამინის ნაკლებობა მგონია და თქვენ თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა დამეხმარეთ რა თხოვნა მექნება biggrin.gif


Posted by: Koki1234 3 Nov 2018, 15:24
მაინტერესებს როდესაც ძაღლი ცოფზე აცრილია და მას ძაღლი ან კატა უკბენს ან დაკაწრავს,ძაღლი დაცულია თუ რამე აცრა კიდევ უნდა?

Posted by: ig1988 15 Nov 2018, 23:25
კარგი ვეტერინარი შეგიძლიათ მირჩიოთ? არმინდა ისეთი რომელსაც მაღაზიაცააქ თან,

მასე მივიყვანე ძაღლი აიბო-ში და ტიპები ცდილობენ სულ რაღაც შემომტენონ და გაასაღონ...

Posted by: კეტუსა 16 Nov 2018, 22:24
QUOTE (ig1988 @ 15 Nov 2018, 23:25 )
კარგი ვეტერინარი შეგიძლიათ მირჩიოთ? არმინდა ისეთი რომელსაც მაღაზიაცააქ თან,

მასე მივიყვანე ძაღლი აიბო-ში და ტიპები ცდილობენ სულ რაღაც შემომტენონ და გაასაღონ...

ნანობაშვილი დათო-კანდელაკზე ვეტ-აფთიაქი-კლინიკა "'ბუნება"

Posted by: MentalisT 17 Nov 2018, 12:31
გამარჯობა, ეზოში ძაღლს მანქანა დაეჯახა, ფეხი აქ მოტეხილი და რას მირჩევთ? რით შემიძლია დავეხმარო?

Posted by: Scoorp 20 Nov 2018, 12:57
MentalisT

ვეტთან წაიყვანე ან ადგილზე გამოიძახეთ ეგეთ დროს sad.gif

Posted by: didelfadori 30 Nov 2018, 05:37
ლეკვი ვიყიდე, თამაშისას გვკაწრავს ხოლმე კბილებით, დღეს კარგად დაგვარჭო კბილები მე და ჩემ მეგობარს, მეგობარი დაპანიკდა ავიცრათო, მოკლედ იმდენი რაღაც მომიყვა და მანახა (ვიდეო) მეც შემაშინა, რას გვირჩევთ? smile.gif

Posted by: Scoorp 30 Nov 2018, 12:43
didelfadori

აცრები დაწყებული აქვს ლეკვს?
თუ დედის გარდა შეხება არ ჰქონია არავისთან არაა საშიში ))
ეზოს ძაღლებს დავუკაწრივარ და სახლის ლეკვი მითუმეტეს არაა საშიში
სისხლი თუ არ წამოგსვლიათ ხო საერთოდ

Posted by: კეტუსა 30 Nov 2018, 13:01
QUOTE (didelfadori @ 30 Nov 2018, 05:37 )
ლეკვი ვიყიდე, თამაშისას გვკაწრავს ხოლმე კბილებით, დღეს კარგად დაგვარჭო კბილები მე და ჩემ მეგობარს, მეგობარი დაპანიკდა ავიცრათო, მოკლედ იმდენი რაღაც მომიყვა და მანახა (ვიდეო) მეც შემაშინა, რას გვირჩევთ? smile.gif

ჩემი დაქსჰუნდი გვასისხლიანებდა ისე გვკაწრავდა 6 თვემდე ახასიათებთ ვერ ზომავენ..იმ შემთხვევაში თუ
1.სახლში გყავს მინიმუმ 1კვირა და მიწასთან შეხება არ ჰქონია;
2.სახლში გყავს მინიმუმ 1კვირა და სხვა ძაღლებთან შეხება არ ჰქონოა;
არ აიცრა :-)

ზოგადად ტეტანუსზე რევაქცინაცია ხდება 5 წელიწადში ერთხელ..ვფიქრობ ცხოველთა პატრონები უნდა ავიცრაც ხოლმე რომ მერე რისკის დადგომის შემთხვევაში არ ვირბინოთ აცრებზე

Posted by: didelfadori 30 Nov 2018, 18:51
Scoorp
კეტუსა
საქმე იმაზე უფრო უარესად არის ვიდრე მეგონა.

დავკონკრეტდები:
ორი ვიყიდე, დედალ/მამალი 8 კვირისები (ახლა 10 კვ)

ამ ორი კვირის განმავლობაში სხვა ძაღლებთან შეხება არ ჰქონიათ, საკმაოდ დიდი ეზო მაქვს და მხოლოდ შიგნით ვასეირნებ.

ახლა რა ხდება ეზოში, შემოღობილია 100/40 ზე, ყველა ნახვრეტი დავხურე (სამჯერ გამეპარნენ)
ანუ გარეთ არ დამყავს, მაგრამ ჩემს ეზოში ყველა ის ცხოველი მყავს ნანახი რასაც ცოფი გადააქვს: სკუნსი, მელია, რაკუნი, კატა, თაგვი, ციყვი და რაღაც თხუნელასავით მინახავს. (ერთი ღამურა არ მყავს ნანახი)

სეირნობის პერიოდში არანაირი ცხოველი შეგვხვედრია ეზოში, უფრო ერთმანეთს ეთამაშებიან, ზოგჯერ სერიოზულში გადადიან და ჩხუბობენ. ძირითადად თოვლში იჩხრიკებიან დინგით ფოთლებს, მცენარეების ფესვებს და ღეროებს ღეჭავენ, ჭამენ. (სულ თოვლია, 1/2 დღე გადნა/დადო)

პირველი აცრა გაკეთებული აქვთ, როგორც პატრონმა თქვა თავად და სამედიცინო წიგნში წერია (მაგრამ ცოფის საწინააღმდეგო არ იქნება, როგორც გავიგე ეგ 6 თვის ასაკში კეთდება) ჭიების საწინააღმდეგო ხსნარს პატრონი ყოველ 10 დღეში ასმევდა, მე ჯერ არ მიმიცია ვაპირებ.

მეგობარი მივიდა ოჯახის ექიმთან გაიკეთა რაღაც აცრა, მაგრამ “შრატი” არ იყო მგონი, დაუბარეს ლეკვი ვეტექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გყავდეთ 10 დღეო.

ნუ ჯანდაბას მეც გაკეთებისკენ ვიხრები, მაგრამ სანამ ესენი აზრზე მოვლენ მანამდე რა უნდა ვქნა, კვირაში ორჯერ შრატის საკეთებლად ხომ არ ვივლი?
რაც მე ბავშვობაში მეზობლების ლეკვებს დაუკბენივარ, რეავიცი...

ერთადერთი სადაც შეიძლება შეხება ჰქონოდათ რამე ცხოველთან, არის საკმაოდ დიდი ადგილი აივნის ქვეშ, რომელიც მიწიდან ნახევარ მეტრზეა, გარშემო ბუჩქებით და შიგ ზოგჯერ ნახევარ წუთამდე ჩერდებიან. ზაფხულში ბურთი შემივარდა, ძლივს შევძვერი და რომ დავათვალერე გავიფიქრე, რომ შესანიშნავი ბუნაგი იქნებოდა ზემოთ ჩამოთვლილი ცხოველებისთვის (კურდღელი გამომრჩა).

თვითონ ლეკვი ჭამს, სვავს თამაშობს, დორბლი არ დასდის, მეც აგერ ვწერ ორი დღე კი გავიდა, ისიც არ ვიცი ახლა რომ მივიდე აზრი თუ აქვს...

Posted by: კეტუსა 1 Dec 2018, 01:57
QUOTE (didelfadori @ 30 Nov 2018, 18:51 )
Scoorp
კეტუსა
საქმე იმაზე უფრო უარესად არის ვიდრე მეგონა.

დავკონკრეტდები:
ორი ვიყიდე, დედალ/მამალი 8 კვირისები (ახლა 10 კვ)

ამ ორი კვირის განმავლობაში სხვა ძაღლებთან შეხება არ ჰქონიათ, საკმაოდ დიდი ეზო მაქვს და მხოლოდ შიგნით ვასეირნებ.

ახლა რა ხდება ეზოში, შემოღობილია 100/40 ზე, ყველა ნახვრეტი დავხურე (სამჯერ გამეპარნენ)
ანუ გარეთ არ დამყავს, მაგრამ ჩემს ეზოში ყველა ის ცხოველი მყავს ნანახი რასაც ცოფი გადააქვს: სკუნსი, მელია, რაკუნი, კატა, თაგვი,  ციყვი და რაღაც თხუნელასავით მინახავს. (ერთი ღამურა არ მყავს ნანახი)

სეირნობის პერიოდში არანაირი ცხოველი შეგვხვედრია ეზოში, უფრო ერთმანეთს ეთამაშებიან, ზოგჯერ სერიოზულში გადადიან და ჩხუბობენ. ძირითადად თოვლში იჩხრიკებიან დინგით  ფოთლებს, მცენარეების ფესვებს და ღეროებს ღეჭავენ, ჭამენ. (სულ თოვლია, 1/2 დღე გადნა/დადო)

პირველი აცრა გაკეთებული აქვთ, როგორც პატრონმა თქვა თავად და სამედიცინო წიგნში წერია (მაგრამ ცოფის საწინააღმდეგო არ იქნება, როგორც გავიგე ეგ 6 თვის ასაკში კეთდება) ჭიების საწინააღმდეგო ხსნარს პატრონი ყოველ 10 დღეში ასმევდა, მე ჯერ არ მიმიცია ვაპირებ. 

მეგობარი მივიდა ოჯახის ექიმთან გაიკეთა რაღაც აცრა, მაგრამ “შრატი” არ იყო მგონი, დაუბარეს ლეკვი ვეტექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გყავდეთ 10 დღეო.

ნუ ჯანდაბას მეც გაკეთებისკენ ვიხრები, მაგრამ სანამ ესენი აზრზე მოვლენ მანამდე რა უნდა ვქნა, კვირაში ორჯერ შრატის საკეთებლად ხომ არ ვივლი?
რაც მე ბავშვობაში მეზობლების ლეკვებს დაუკბენივარ, რეავიცი...

ერთადერთი სადაც შეიძლება შეხება ჰქონოდათ რამე ცხოველთან, არის საკმაოდ დიდი ადგილი აივნის ქვეშ, რომელიც მიწიდან ნახევარ მეტრზეა, გარშემო ბუჩქებით და შიგ ზოგჯერ ნახევარ წუთამდე ჩერდებიან. ზაფხულში ბურთი შემივარდა, ძლივს შევძვერი და რომ დავათვალერე გავიფიქრე, რომ შესანიშნავი ბუნაგი იქნებოდა ზემოთ ჩამოთვლილი ცხოველებისთვის (კურდღელი გამომრჩა).

თვითონ ლეკვი ჭამს, სვავს თამაშობს, დორბლი არ დასდის, მეც აგერ ვწერ ორი დღე კი გავიდა, ისიც არ ვიცი ახლა რომ მივიდე აზრი თუ აქვს...

აი ეს პრობლემაა-ძირითადად თოვლში იჩხრიკებიან დინგით ფოთლებს, მცენარეების ფესვებს და ღეროებს ღეჭავენ, ჭამენ.
ცოფი არა და ტეტანუსი
ინკუბაცია 3დან 21 დღემდე
რადგან მიწასთან შეხება ქონიათ მოდი აიცერი
მერე რევაქცინაცია გაიკეთე ხოლმე ტეტანუსზე 10 წელიწადში ერთხელ დაისვენებ
ნუ თუ ავარიაში მოყვები (ღმერთმა დაგიფაროს) მაინც გაგიკეთებენ მაგ დროს არ ეკითხებიან პაციენტს აცრილია თუ არა

Posted by: didelfadori 3 Dec 2018, 21:41
კეტუსა
QUOTE
რადგან მიწასთან შეხება ქონიათ მოდი აიცერი

რაზე ავიცრა ცოფზე თუ ტეტანუსზე?

QUOTE
მერე რევაქცინაცის გაიკეთე ხოლმე ტეტანუსზე

აი ეს ვერ გავიგე ორი აცრის გაკეთებას მირჩევ, თუ მხოლოდ ტეტანუსზეა საიბარი?

მეგობარი ტეტანუსზე აუცრია ექიმს. მე შეიძლება არც არაფერი, მაგრამ თუ წინასწარ დამაზღვევს რა პრობლემაა გავიკეთებ ნებისმიერ აცრას.

მადლობა კეტუსა

Posted by: კეტუსა 3 Dec 2018, 21:56
ცოფი არა ტეტანუსია საშიში რომელიც მარტივად შეიძლება შეგეყაროს როდესაც მიწაზე მოსიარულე ცხოველი კანს დაგიზიანებს იმ დონეზე რომ მაგ.: როდესაც სადეზინფექციო ხსნარით ეცდები დამუშავებას და აგეწვება თუ არ იგრძნობ დამუშავებისას ე.ი. ნაკაწრი საშიში არ არის :-)
არაფრის

Posted by: didelfadori 4 Dec 2018, 10:43
კეტუსა
QUOTE
1.სახლში გყავს მინიმუმ 1კვირა და მიწასთან შეხება არ ჰქონია;

ახლა ვფიქრობ მაღალი ღობეები გავუკეთო აივანს და ეზოში აღარ გავუშვა, ამ შემთხვევაში 1-2 კვირის შემდეგ (ან 21 როგორც ზევით გიწერია) ტეტანუსის პრობლემა მოიცსნება?

Posted by: კეტუსა 6 Dec 2018, 00:46
QUOTE (didelfadori @ 4 Dec 2018, 10:43 )
კეტუსა
QUOTE
1.სახლში გყავს მინიმუმ 1კვირა და მიწასთან შეხება არ ჰქონია;

ახლა ვფიქრობ მაღალი ღობეები გავუკეთო აივანს და ეზოში აღარ გავუშვა, ამ შემთხვევაში 1-2 კვირის შემდეგ (ან 21 როგორც ზევით გიწერია) ტეტანუსის პრობლემა მოიცსნება?

ზოგადად ვანგარდისა და ნობივაკის მსგავსი 2 აცრის შემდეგ ლეკვი შეიძლია რომ გაიყვანო ქუჩაში სხვა ძაღლებთან მინიმალური კონტაქტის გათვალისწინებით და იქამდე სანამ ცოფზე არ აცრი.
ტეტანუსის პროლემის მოხსნაში თუ მომავალ საშიშროებას გულისხმობ, მიწასთან შეხებას თუ შეუზღუდავ თავისთავად ინფიცირების რისკი არ ან მინიმალური იქნება
თუ
უკვე მიყენებული დაზიანებიდან ტეტანუსით ინფიცირების რისკს გულისხმობ, საინკუბაციო პერიოდი გაითვალისწინე და დააკვირდი თავს როგორ იქნები smile.gif

Posted by: didelfadori 6 Dec 2018, 21:19
კეტუსა
QUOTE
ტეტანუსის პროლემის მოხსნაში თუ მომავალ საშიშროებას გულისხმობ, მიწასთან შეხებას თუ შეუზღუდავ თავისთავად ინფიცირების რისკი არ ან მინიმალური იქნება
თუ

ეს მაინტერესებდა, მადლობა.

***

რაღაც მინდა კიდე დავაზუსტო, აცრა კბენამდე თავდაცვის თვალსაზრისით და აცრა კბენის შემდეგ (ტეტანუსზე) ერთი და იგივეა, თუ სხვადასხვა აცრა კეთდება ?

***

და ბარემ აქვე ერთი კითხვაც, რა ტემპერატურაზე ცივდებიან ლეკვები? გუშინ შევედი სადაც მყავს და წყალი გაყინული დამხვდა (ნორმალური ამინდი იყო, ვერ გავთვალე,, რომ ღამე ყინვა იქნებოდა -4 იყო) , თვითონ არაფერი ჭირდათ ერთი შეხედვით ვიზუალურად, დღესაც თითქოს არაფერი, მაგრამ სახლთან ახლოს მინდა ავუშენო ბუნაგები და მაინტერესებს რა ტემპერატურაზე გავთვალო?
იცის ხოლმე აქ მინუს ათი, მინუს ოციც იშვიათად, მაგრამ შეიძლება გაისროლოს ერთი ორი დღე მთელ ზამთარში.

Posted by: Aoteaora 6 Dec 2018, 22:27
გერმანელის მეტისი მყავს 3 წლის ხდება, ბეწვი ცვივა მაგრად, ეხლა არ მაქ ვეტერინართან მიყვანის სიტუაცია, მერე მივიყვან და ამ ეტაპზე ეგება მირჩიოთ ვინმემ რამე. მადლობა წინასწარ

Posted by: კეტუსა 8 Dec 2018, 20:35
QUOTE (didelfadori @ 6 Dec 2018, 21:19 )
კეტუსა
QUOTE
ტეტანუსის პროლემის მოხსნაში თუ მომავალ საშიშროებას გულისხმობ, მიწასთან შეხებას თუ შეუზღუდავ თავისთავად ინფიცირების რისკი არ ან მინიმალური იქნება
თუ

ეს მაინტერესებდა, მადლობა.

***

რაღაც მინდა კიდე დავაზუსტო, აცრა კბენამდე თავდაცვის თვალსაზრისით და აცრა კბენის შემდეგ (ტეტანუსზე) ერთი და იგივეა, თუ სხვადასხვა აცრა კეთდება ?

***

და ბარემ აქვე ერთი კითხვაც, რა ტემპერატურაზე ცივდებიან ლეკვები? გუშინ შევედი სადაც მყავს და წყალი გაყინული დამხვდა (ნორმალური ამინდი იყო, ვერ გავთვალე,, რომ ღამე ყინვა იქნებოდა -4 იყო) , თვითონ არაფერი ჭირდათ ერთი შეხედვით ვიზუალურად, დღესაც თითქოს არაფერი, მაგრამ სახლთან ახლოს მინდა ავუშენო ბუნაგები და მაინტერესებს რა ტემპერატურაზე გავთვალო?
იცის ხოლმე აქ მინუს ათი, მინუს ოციც იშვიათად, მაგრამ შეიძლება გაისროლოს ერთი ორი დღე მთელ ზამთარში.

1.კი ერთია, ურალოდ ვაქცინა ერთ მისვლაზე კეთდება ხოლო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში ეტაპორივად;

2.მე ზუსტად არ ვიცი თუმცა ვფიქრობ არავინ გაგცემს მაგაზე ზუსტ პასუხს.
ისე ზოგადად ასეა: დაბალბეწვიან ძაღლებს '+10'ზე ქვემოთ ცელსიუსზე თუ არ ჩააცვი სურდო ეწყებათ, მაგ.: ჩემს დაბალბეწვიან ტაქსა-იუნგის ეგრე ემართება; ბეწვიანები '-10'ზეც კარგად გრძნობენ თავს(ჰასკები უფრო დაბალზეც). ლეკვებს რაც შეეხებათ, ბეწვიანობისა და იმუნიტეტის გათვალისწინებით, ზემოთ ნახსენები ტემპერატურის ორ უკიდურეს ზღვარს შორის, საშუალო ზღვარი შეიძლება გამოიყვანო რომელზეც შეგიძლია ამყოფო ისინი smile.gif
* * *
QUOTE (Aoteaora @ 6 Dec 2018, 22:27 )
გერმანელის მეტისი მყავს 3 წლის ხდება, ბეწვი ცვივა მაგრად, ეხლა არ მაქ ვეტერინართან მიყვანის სიტუაცია, მერე მივიყვან და ამ ეტაპზე ეგება მირჩიოთ ვინმემ რამე. მადლობა წინასწარ

1.როგორ დაეწყო-შემოდგომაზე და არ გაუჩერდა თუ ერთ დღესაც შეამჩიე რომ სცვივა?
2.გაცვენილი ბეწვის ადილზე რამე ნაწიბური შეინიშნება?

ეს საიტი ნანახი გაქვს?
https://pets.webmd.com/dogs/ss/slideshow-skin-problems-in-dogs

Posted by: Aoteaora 11 Dec 2018, 12:42
კეტუსა
ესეიგი როგორ არის, შეიძლება ერთ თვეს ძაან ცვიოდეს მეორე თვეს ნაკლებად მაგრამ ისე არა რომ ტანზე ეტყობოდოს. ხელს ცოტა მაგრად გადავუსვამ და მაშინ აყენებს ბუღს, პატარ პატარა თმებით.

Posted by: didelfadori 11 Dec 2018, 23:05
კეტუსა

ტაქსა ბეწვიანი მახსოვდა, ვიფიქრე დავიღუპე, თურმე ტაქსა-იუნგი სხვა ყოფილა :დ
შენსაზე მეტი ბეწვი აქვთ, მაგრამ ბეწვიანეშიც არ გადიან ჰონლანდიურებია.
როგორც შენ თაქვი შენობაში (გათბობის გარეშე) -10 ში ჩვეულებრივად არიან.

დიდი მადლობა smile.gif





Posted by: კეტუსა 12 Dec 2018, 00:57
QUOTE (Aoteaora @ 11 Dec 2018, 12:42 )
კეტუსა
ესეიგი როგორ არის, შეიძლება ერთ თვეს ძაან ცვიოდეს მეორე თვეს ნაკლებად მაგრამ ისე არა რომ  ტანზე ეტყობოდოს.  ხელს ცოტა მაგრად გადავუსვამ  და მაშინ აყენებს ბუღს, პატარ პატარა თმებით.

წარმოვიდგინე ჰასკი თუმცა 'ჯერმან შეფერდსაც' საკმაოდ ბეწვი აქვს :-) ზოგადად ბეწვის ცვენის დროს თევზის ცხიმს-ე.წ. ომეგას ასმევენ იყიდება ვეტ-აფთიაქებში საჭმელზე მოსასხმელი. დღეში ერთხელ / კურსი-3 კვირა. 3 კვირის მერე ერთ თვეში გაუმეორე
* * *
QUOTE (didelfadori @ 11 Dec 2018, 23:05 )
კეტუსა

ტაქსა ბეწვიანი მახსოვდა, ვიფიქრე დავიღუპე, თურმე ტაქსა-იუნგი სხვა ყოფილა :დ
შენსაზე მეტი ბეწვი აქვთ, მაგრამ ბეწვიანეშიც არ გადიან ჰონლანდიურებია.
როგორც შენ თაქვი შენობაში (გათბობის გარეშე) -10 ში ჩვეულებრივად არიან.

დიდი მადლობა smile.gif

არაფრის
...ამასობაში გავიდა 10 დღე არა?! გილოცავ ცოფსაც და ტეტანუსსაც გადარჩი givi.gif

Posted by: Aoteaora 13 Dec 2018, 23:30
QUOTE
წარმოვიდგინე ჰასკი თუმცა 'ჯერმან შეფერდსაც' საკმაოდ ბეწვი აქვს :-)

ნუ ეს მე ვიცი რომ დედა ნამდვილად სუფთა სისხლის ნემეცკა იყო თორე გარეგნულად ბევრი არაფერი სცხია მისი. არც ყური აწეული, არც ცხვირი შავი, ტანადაც გაცილებით დიდია დედამისზე. 70 სმ_ის ზემოთ არის და 40 კგ მინიმუმია +თავიც უფრო დიდიაქ. რითიც ერთიერთში გავს არის ჩვეულებრივი ნემეცის საშუალო ბეწვი და შეფერილობა შავ წითური. მოკლედ ალბათ კინოლოგებისთვის რაღაც საშინელებად კი დავხატე, მაგრამ სულ პატარა ლეკვობიდან ჩემი გაზრდილია და რაცა ისაა კი არის მონსტრი მარა ჩემი მონსტრია)) რჩევისთვის დიდი მადლობაა

Posted by: კეტუსა 14 Dec 2018, 23:36
QUOTE (Aoteaora @ 13 Dec 2018, 23:30 )
QUOTE
წარმოვიდგინე ჰასკი თუმცა 'ჯერმან შეფერდსაც' საკმაოდ ბეწვი აქვს :-)

ნუ ეს მე ვიცი რომ დედა ნამდვილად სუფთა სისხლის ნემეცკა იყო თორე გარეგნულად ბევრი არაფერი სცხია მისი. არც ყური აწეული, არც ცხვირი შავი, ტანადაც გაცილებით დიდია დედამისზე. 70 სმ_ის ზემოთ არის და 40 კგ მინიმუმია +თავიც უფრო დიდიაქ. რითიც ერთიერთში გავს არის ჩვეულებრივი ნემეცის საშუალო ბეწვი და შეფერილობა შავ წითური. მოკლედ ალბათ კინოლოგებისთვის რაღაც საშინელებად კი დავხატე, მაგრამ სულ პატარა ლეკვობიდან ჩემი გაზრდილია და რაცა ისაა კი არის მონსტრი მარა ჩემი მონსტრია)) რჩევისთვის დიდი მადლობაა

არაფრის
ზოგადად რას აჭმევ იმას მიაქციე ყურადღება.ცოცხალი ორგანიზმის მდგომარეობა ასევე ადამიანის ხომ ფასდება ბეწვით/თმით ფრჩხილებით/ბრჭყალებით-

Posted by: didelfadori 16 Dec 2018, 00:01
კეტუსა
QUOTE
...ამასობაში გავიდა 10 დღე არა?! გილოცავ ცოფსაც და ტეტანუსსაც გადარჩი


ცოფის ინკუპაციური პერიოდი 12 დღიდან 1 წლამდეაო და... biggrin.gif

ისე, ვიდეოებს ვუყურე ცოფზე და მართლა არ არის საღადაო, თემა.
წელიწადში 60 ათასი ადამიანი იღუპება ცოფით, ამ ქვეყანაში სადაც მე ვარ, ბოლო 30 წელიწადში სულ 4 შემთხვევა იყო ადამიანებზე, ცხოველებზე ძალიან ბევრი.
ამ ფაქტმა უფრო დამამშვიდა, თუმცა როგორც ზემოთაც ავღნიშნე ყველა ის ცხოველი დარბის ჩემს ეზოში, რეებშიც ყველაზე ხშირად ფიქსირდება. (ღამურების გარდა)
ამიტომ დავზდევ კომბლით ლეკვებს ეზოში, რომ არაფერმა უკბინოს givi.gif






Posted by: Z-owner 16 Dec 2018, 14:33
გამარჯობათ, ლიმფოსტაზი რა არის ზუსტად და საშიში თუ არის, თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ.

Posted by: Scoorp 18 Dec 2018, 14:43
didelfadori


მე საერთოდ არ მესმის რატო აქვთ 8-10 კვირის ლეკვებს მიწასთან შეხება
ცოფის აცრამდე მინიმუმ გარეთ არ უნდა იყოს ლეკვი
ისევ თავისი და ჩვენი ჯანმრთელობისთვის

აცრილ და ზრდასრულ ძაღლსაც კი შეყრია ჭირი და ენტერო ვირუსი, გინდა ვანგარდით აცერი და გინდ სხვათი

ჭიაზე დამუშავება აღარ უნდა აცრების დრო, ჭიაზე მუშავდებიან თავიდან აცრებამდე
და მერე უკვე ყოველ 3-4 თვეში, წონის მიხედვით

ჯობია მოარიდო მიწას, მითუმეტეს რომ ყველაფერს ჩიჩქნიან, და ყველაფერში ძვრებიან.
მაშინ გაიკეთე აცრა მაინც, თავის დაზღვევის მიზნით

Posted by: didelfadori 18 Dec 2018, 23:03
Scoorp
QUOTE
მე საერთოდ არ მესმის რატო აქვთ 8-10 კვირის ლეკვებს მიწასთან შეხება
ცოფის აცრამდე მინიმუმ გარეთ არ უნდა იყოს ლეკვი
ისევ თავისი და ჩვენი ჯანმრთელობისთვის

აბა ფეკალიები სად წაიღოს?
ეგეც რომ არა, ძალიან ენერგიულები არიან, ჩემი ეზოც კი არ ჰყოფნით.
ახლა ვარიდებ მიწის ჩიჩქვნას და ზოგადად ძირიდან ჭამასაც, მაგრამ ყველაფრის გაკონტროლება წარმოუდგენელია.
გუშინ სანამ ეზოს კარები გადავკეტე, გარეთ არ ვიცი რა ეგდო, ნახევარი საათი "ვეჭიდავე", მაინც ვერ გამოვაცალე პირიდან, გადაყლაპა.
თან ვერიდები არ მიკბინოს, ცხოვრებაში აცრა არ გამიკეთებია (მგონი რაღაცეებზე ალერგია მაქვს) და იქნებ ისე გავზარდო, რომ არ დამჭირდეს აცრა.

QUOTE
აცრილ და ზრდასრულ ძაღლსაც კი შეყრია ჭირი და ენტერო ვირუსი, გინდა ვანგარდით აცერი და გინდ სხვათი

ჰო მოფრთხილება უნდათ, იმედია მოვაბავ თავს, თან ახლა რაღაცეებს ვასწავლი და იმედია მოვახერხებ რომ ჩემთან დახარჯოს ენერგია და გარეთ მხოლოდ გარე საქმეებზე გაუშვა ხოლმე 5 წუთით.


QUOTE
ჭიაზე დამუშავება აღარ უნდა აცრების დრო, ჭიაზე მუშავდებიან თავიდან აცრებამდე
და მერე უკვე ყოველ 3-4 თვეში, წონის მიხედვით


გუშინწინ გახდნენ სამი თვის და მეორე/მესამე აცრა გავუკეთე, მანამდე ჭიის წამალს სვამდნენ ყოველ 10 დღეში.
აწი აღარ მივცემ, თუ არ შევამჩნიე რამე, ან როგორც შენ თქვი 3-4 თვეში ერთხელ.

QUOTE
ჯობია მოარიდო მიწას, მითუმეტეს რომ ყველაფერს ჩიჩქნიან, და ყველაფერში ძვრებიან.


მაქსიმალურად ვცდილობ, ყელსაბამი მეხმარება ძალიან, მაგრამ ორი ერთად რთულია, ახლა იმაზე ვმუშაობ, როგორ ვამყოფო ცალცალკე, თორე ძალიან მიჩვეულები არიან ერთმანეთს და მე მაიგნორებენ, მეტიც 1-2-ჯერ დამესხნენ.

QUOTE
მაშინ გაიკეთე აცრა მაინც, თავის დაზღვევის მიზნით

მაქსიმალურად ვიცავ თავს, გარეთაც სულ ყინვებია და მათთან სპეციალური ტანსაცმლით ვურთიერთობ, წესით ვეღარ უნდა მომაწვდინონ კბილი კანამდე.
თან ყველაზე ხშირად ამ თემაზე ვმუშაობ მათთან, რომ სოციალურები იყვნენ და ცოცხალ არსებებზე არ გაიწიონ.

მადლობა რჩევებისთვის

Posted by: Z-owner 19 Dec 2018, 01:45
QUOTE
გამარჯობათ, ლიმფოსტაზი რა არის ზუსტად და საშიში თუ არის, თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ.


Posted by: haskey 21 Dec 2018, 01:58
user posted image როგორ შეიძლება ყურების გასწორება. რაიმე არსებობს?

Posted by: Z-owner 22 Dec 2018, 19:17
haskey
ჯერ პატარა არ არი? ჩემსას ეგრე ქონდა გერმანულ ნაგაზს და თავისით აეწია, პატარა ჩანს ეგ, ხრტილი ჯერ რბილი ექნება და ვერ დაიჭრს ყური ფორმას. კი არსებობს უხვევენ მაგრამ არ მგონია მაგას ჭირდებოდეს ეგ.



QUOTE
გამარჯობათ, ლიმფოსტაზი რა არის ზუსტად და საშიში თუ არის, თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ.


ეს არავინ არ იცით რა არი? მეუბნებიან რომ საშიში არაა, მე კიდე მარტო ეს არ მაკმაყოფილებს, ვინმე კომპეტენტური მირჩიოთ იქნებ.

Posted by: MITIATO 22 Dec 2018, 19:51
Z-owner
QUOTE
ლიმფოსტაზი რა არის ზუსტად და საშიში თუ არის


ლიმფის მიმოქცევის დარღვევაა.
გააჩნია, რამ გამოიწვია.

Posted by: Z-owner 22 Dec 2018, 20:02
MITIATO
მადლობა გამოხმაურებისთვის, ასაკობრივი ცვლილებების ბრალი რამდენად შეიძლება რომ იყოს? მესამედ გამოებერა ძაღლს და ვეტექიმს რომ მივუყვანე პირველად ტრავმულიაო, მეორედ ინფექცია მითხრა და ბლოკადა გავუკეთოთო, ახლა ამბობს ონკოლოგიურიაო და ასაკის ბრალი არისო, საშიში არააო. ხომ არ გეგულება ვინმე ექიმი რომ ვაჩვენო? ორს ვაჩვენე და ვერ მეუბნებიან დარწმუნებით.

Posted by: კეტუსა 23 Dec 2018, 00:45
QUOTE (Z-owner @ 22 Dec 2018, 20:02 )
MITIATO
მადლობა გამოხმაურებისთვის, ასაკობრივი ცვლილებების ბრალი რამდენად შეიძლება რომ იყოს? მესამედ გამოებერა ძაღლს და ვეტექიმს რომ მივუყვანე პირველად ტრავმულიაო, მეორედ ინფექცია მითხრა და ბლოკადა გავუკეთოთო, ახლა ამბობს ონკოლოგიურიაო და ასაკის ბრალი არისო, საშიში არააო. ხომ არ გეგულება ვინმე ექიმი რომ ვაჩვენო? ორს ვაჩვენე და ვერ მეუბნებიან დარწმუნებით.

1.დაავიკიპედიე ლიმფოსტაზზე ინფო ამერიკული და რუსული ფორუმებიც გადაიკითხე. დიდი ქვეყნებია და ნებისმიერ თემაზე ბევრი მაგალითი აქვთ smile.gif
2.რომელმა ვეტმა დაუსვა დიაგნოზი?

* * *
QUOTE (haskey @ 21 Dec 2018, 01:58 )
user posted image როგორ შეიძლება ყურების გასწორება. რაიმე არსებობს?

გერმანული ნაგაზის ლეკვებს როგორც უპრიხავენ?! war.gif
თავისით გასწორდება თან 2 თვის არ არის ხო?
* * *
QUOTE (didelfadori @ 16 Dec 2018, 00:01 )
კეტუსა
QUOTE
...ამასობაში გავიდა 10 დღე არა?! გილოცავ ცოფსაც და ტეტანუსსაც გადარჩი


ცოფის ინკუპაციური პერიოდი 12 დღიდან 1 წლამდეაო და... biggrin.gif

ისე, ვიდეოებს ვუყურე ცოფზე და მართლა არ არის საღადაო, თემა.
წელიწადში 60 ათასი ადამიანი იღუპება ცოფით, ამ ქვეყანაში სადაც მე ვარ, ბოლო 30 წელიწადში სულ 4 შემთხვევა იყო ადამიანებზე, ცხოველებზე ძალიან ბევრი.
ამ ფაქტმა უფრო დამამშვიდა, თუმცა როგორც ზემოთაც ავღნიშნე ყველა ის ცხოველი დარბის ჩემს ეზოში, რეებშიც ყველაზე ხშირად ფიქსირდება. (ღამურების გარდა)
ამიტომ დავზდევ კომბლით ლეკვებს ეზოში, რომ არაფერმა უკბინოს givi.gif


1 წელი არ მახსოვს რომ იყოს ნახსენები ლიტერატურაში
მოკლედ
ტეტანუსი-მიწიდან.პრევეცია-როგორც ზემოთ ვთქვი რევაქცინაცია განახორციელო 10 წელიწადში ერთხელ;
ცოფი-ნერწყვით. პრევენცია-გააჩია რა სახის შემთხვევასთან გაქვს შეხება/ცოფის საწ.აცრა;
war.gif

Posted by: bochua 30 Dec 2018, 15:46
Salami myavs wlis da 5 tvis iorki..mainteresebs misi maxsimumi wona ramdeni unda iyos..mitxres rom 2 kg ze meti ar unda itoso da es ramdenad normaa mistvis..gmadlobt

Posted by: კეტუსა 1 Jan 2019, 22:32
QUOTE
Salami myavs wlis da 5 tvis iorki..mainteresebs misi maxsimumi wona ramdeni unda iyos..mitxres rom 2 kg ze meti ar unda itoso da es ramdenad normaa mistvis..gmadlobt

მოგესალმებით

https://en.wikipedia.org/wiki/Yorkshire_Terrier

მაქსიმალური წონა ხვადებით განისაზღვრება. ფიზიოლოგიურად ძუებზე გაბარიტულები არიან-დინგით/გულმკერდით smile.gif

Posted by: axlguns 3 Jan 2019, 17:45
ლეკვი გვაჩუქეს და უკანა ფეხები როგორც სელაპი ისე დააქვს სირბილის დროს.დღეს მყავდა ექიმთან და სურათიც გადავუღეთ. უკანა კიდურის ტრავმა ჰქონდა და ცუდად აქვს შეხორცებულიო.
გაივლის წესივრად თუ ესე დარჩება??

Posted by: კეტუსა 8 Jan 2019, 01:05
QUOTE
ლეკვი გვაჩუქეს და უკანა ფეხები როგორც სელაპი ისე დააქვს სირბილის დროს.დღეს მყავდა ექიმთან და სურათიც გადავუღეთ. უკანა კიდურის ტრავმა ჰქონდა და ცუდად აქვს შეხორცებულიო.
გაივლის წესივრად თუ ესე დარჩება??


რა ხნის არის?

Posted by: axlguns 8 Jan 2019, 10:37
კეტუსა
QUOTE
რა ხნის არის?

5-6 თვისაა სავარაუდოდ

Posted by: კეტუსა 17 Jan 2019, 22:20
QUOTE
5-6 თვისაა სავარაუდოდ

დასაწყისისთვის მცირე პერიოდით გაიყვანეთ სასეირნოდ.(30 წუთი). ათამაშეთ დააკვირდით ცვლილებას და ნელ-ნელა გაზარდეთ აქტივობის დრო მხოლოდ არა დატვირთვა. ჯერ ლეკვია და როგორც ადამიანს ახასიათეს სანამ გაძვალდება მენჯის ძვლები იქამდე რომ უნდა მოხდეს ხერხემლის კორექცია, ბუნერივი მეთოდების ხელის შეწყობით, ამ ფაქტის მსგავსია ეს შემთხვევაც smile.gif

Posted by: kurtanidzeirakli 19 Jan 2019, 23:25
გამარჯობათ ჩემ 9 თვის როტვეილერს ერთი ორი კვირაა რაც უჭირს უაკანა ფეხებზე სიარული განსაკუთრებით უკანა მარცხენა ფეხზე
შეიძლება ეს დისპლაზია იყოს? გარეთ გვყავს ძაღლი ეზოში აქ თავის სახლი და ყველაფერი და შეიძლება სიცივების გამო იყოს ასე? თან ბეტონზე და მეტლახზე წვებოდა ხოლმე..
ვეტერინართან მყავდა ქუთაისში ვცოხვრობთ და ყველზე ცნობილი ვეტი ვინცარის აქ იმან ანთება არის ალბათო და რაღაც ნემსები გაუკეთა ბეტონზე რო წვებოდა მაგისბრალიაო
თუარგაუარა სამ დღეში კიდევ მომიყვანე და ვნახვო, მომწიია მეორედ წაყვანაც და კიდევ ისევ ის ნემსები გაუკეთა და მოკლედ ისევ ისეა რა ეხლა გარაჟში გადავიყვანეთ სახლიც აქ შემოვუტანეთ თავისი
და ბევრად თბილად არის ბეტონზეც აღარ უწევს წოლა.

რას მირჩევთ როგორ მოვიქცე? ფიზიკურად ვერ მიმყავს თბილიში და აქ არც რენტგენი აქვთ მგონი და არც არფელი sad.gif

Posted by: კეტუსა 20 Jan 2019, 00:06
1.დისპლაზია თადაყოლილი ამ დრომდე იჩენდა თავს,ხოლო თუ მერე განვითარდა- აქ გახსენება მოგიწევთ რა ტრავმა მიიღო ბოლო პერიოდში;
2.სიცივე არა;
3.ანთებაც სავარაუდოა, თუმცა ტკივილიც უნდა ქონდეს და უჭირდეს ადგომა, მადაც უქვეითდებათ ასეთ დროს;

უკანა თათებების ვერ მართვის გარდა რამე სიმპტომი ხომ არ შეგინიშნავთ როგორიც არის:ღებინება, ფაღარათი, ან სიცხე ხომ არ ქონია თუნდაც ერთ დღიანი? რაც ჩამოვთვალე აცრილ ძაღლებში ჭირის ვირუსის ნიშნებია, რამაც გარკვეული დროის მერე ც.ნ.სისტემაზე შეიძლება იმოქმედოს და კიდურებზე აისახოს მსგავსი ფორმით

Posted by: kurtanidzeirakli 20 Jan 2019, 11:48
კეტუსა
თქვენ როგორც დამიწერეთ ზუსტად ისეა მესამეს გავს ანუ მადაც დაუქვეითდა ძლივს ვაჭმევ ხოლმე ჩემი ხელიდან ზოგჯერ ჭამს ბოლომდე რაც ეკუთვინს თავის ულუფას ზოგჯერ არა
მანდმე კიდო რო დვაუყრიდი წამებში ჭამდა ეხლა ეგრე აღარარის თავის საჭმელზე, მარტო ფილეს და ხაჭოს ჭამს მადიანათ..

ადგომდა და დაჯდომა უჭირს ძალიან მარცხენა ფეხი უფრო ტკივა ასემგონია ზოგჯერ ჰაერში წევს და არაწვება ალბათ მთელი სიმძიმით
როადგება მერე კი დადის მარა ეტყობა რო ტკივა ცოტა.. სულ დარბოდა და ახლა ეს ორი კვირა აღარ გაურბენია ტრავმა ერთი ის მიიღო რო ახალწელს მაშხალების და ასაფეთქებლების შეეშინდა
მერე კიდო პატარები იყვნენ სტუმრად და ესროლეს ახლოს ასაფეთქებელი ერთი ორჯერ სანამ დავიანხავდი და შეეშინდა მემგონი მაგის ძაან და მისი სახლიდან არგამოსულა დილამდე და მემგონი
ზუსტად მაგდროიდან დაეწყო ეს ფეხის ტკივილი თორე მანმდე არაფელი შემიმჩნევია. ღებინება ქონდა ერთხელ რაც ეს ფეხის ტკივილიაქ მაგპერიოდში სიცხე არვიცი არგამიზომავს.
ვეტერინარი ვერაფელს მიხვდა აქ აბა რავუყო არვიცი არფელს ვაკლებ ყველაფერი გაკეთებულიაქ ყველა აცრა ჭიის წამალი ვიტამინები როიალ ქანინს ვაჭმევ სპეცილურად როტვეილერის ლეკვებისთვის
განკუთვნილს და რადაემართა ვერგავიგე sad.gif

Posted by: კეტუსა 20 Jan 2019, 15:57
QUOTE
kurtanidzeirakli

ვეტმა სიცხე რომ გაუსინჯა რამდენი ქონდა?
ვარიანტია ტრამვა იყოს შიშის ფოზე არასწორად დადგა თათი ან თუ ბავშვებისთვის ყურადღება არ მიგიქცევიათ უფრო სავარაუდოა რომ ესროლეს კიდეც, რადგან ბავშვი თუ მსავსი ნივთებით კავდება პრობლემაა როგორც მისთვის ასევე გარშემომყოფებისთვის ცხოველები ყველაზე ხშირად ზიანდებიან ასეთ დროს.


Posted by: Same 20 Jan 2019, 18:04
თუ იცით იმავეროლი იყიდება თბილისში?

Posted by: ჰაჩი 25 Jan 2019, 07:45
გამარჯობათ, ჩემს ძაღლს გარეგნულად არაფერი ჭირს, მაგრამ ჭამას უკლო და გახდა ძალიან, იქნებ იცოდეთ რა შეიძლება იყოს მიზეზი?

Posted by: koch404 28 Jan 2019, 21:14
ჰასკის და ლაიკას მეტისი მყავს 9 თვისაა და სისხლდენა აქვს, არ მინდა დამაკდეს, ნუ არც შეილება ჯერ მაგრამ არც მერე მინდა რომ გამრავლდეს და მაინტერესებს ახლა ამ სისხლდენის დაწყებიდან( გუშინ დაეწყო) რამდენი დღე უნდა მყავდეს იზოლირებული ?

Posted by: MITIATO 29 Jan 2019, 00:11
koch404

მძუნაობა ჰქვია ამ მოვლენას და მინიმუმ 3 კვირა მაინც მოგიწევს, რომ იზოლირებულად გყავდეს.


Posted by: ჰაჩი 31 Jan 2019, 10:52
იქნებ მიპასუხოთ, რა შეიძლება გავუკეთო ძაღლს, რომელსაც ერთი თვეა კუჭს ვერ ვუწესრიგებ და ძალიან ცოტას ჭამს. გახდა.

Posted by: Scoorp 31 Jan 2019, 13:12
ჰაჩი


აშლილი აქვს? თუ რას ქვია ვერ უწესრიგებ
რას აჭმევთ?

Posted by: ჰაჩი 31 Jan 2019, 13:59
თავის კორმს ვაჭმევდი, მაგრამ საერთოდ აღარ აკარებს პირს მერე ქათმის ღვიძლს ვუხარშავდი და ა.შ. მაგრამ ერთხელ ცოტას რომ შეჭამს მეორედ აღარ ჭამს. კუჭი აქვს აშლილი. წამალიც მივეცი შესაკრავად

Posted by: Dostoyevsky 31 Jan 2019, 18:25
პიტბული 1 წლამდე მამალი თუ იქნება ნაყოფიერი რო მივიყვანო დედალთან ? ?

Posted by: Scoorp 31 Jan 2019, 21:29
ჰაჩი

სხვა სიმპტომებიც აქვს? გულისრევა, უხასიათობა
წყალს სვამს?
ენტერიტის ნიშანია ისე კუჭის აშლა, მემგონი აჯობებს ექიმთან მიიყვანო და ენტერიტზე ტესტი გაუკეთო
ბრინჯი და მოხარშული ქათმის ხორცი აჭამე ყველა ვარიანტში რამდენიმე დღე


Dostoyevsky

2 წლამდე არცერთი ძაღლის შეჯვარება არაა სასურველი

Posted by: Dostoyevsky 1 Feb 2019, 08:49
QUOTE (Scoorp @ 31 Jan 2019, 21:29 )
ჰაჩი

სხვა სიმპტომებიც აქვს? გულისრევა, უხასიათობა
წყალს სვამს?
ენტერიტის ნიშანია ისე კუჭის აშლა, მემგონი აჯობებს ექიმთან მიიყვანო და ენტერიტზე ტესტი გაუკეთო
ბრინჯი და მოხარშული ქათმის ხორცი აჭამე ყველა ვარიანტში რამდენიმე დღე


Dostoyevsky

2 წლამდე არცერთი ძაღლის შეჯვარება არაა სასურველი

ვაა ეგ ნამდვილად არ ვიცოდი რატო მეგობარო?

Posted by: Scoorp 2 Feb 2019, 13:25
Dostoyevsky

იმიტომ რომ ჩამოყალიბება არაა დასრულებული, და შეიძლება ლეკვებს რამე სჭირდეთ

Posted by: კეტუსა 4 Feb 2019, 21:16
QUOTE
Same


მეგავეტს დაეკოტაქტეთ.
პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებში წარმოებულ მედიკამეტებს საქართველოს ტერიტორიაზე ისინი უკეთებენ დისტრიბუციას

Posted by: bochua 15 Feb 2019, 16:20
Salami..gtxovt tu vinmes gqoniat msgavsi shemtxveva mipasuxet..cota davpanikdi..ra tqma unda eqimtan danishnuli gvaqvs viziti tumca sanam mivalt minda vicode rame sashishi xom araris..anu myavs patara yorki..da dxes dilas shevnishne tanze aqvs gamonayari da tviton dzaxlic caxcaxebs..igive gamonayari maqvs mec xelebze..ra sheidzleba iyos tu vinmes shegidzliat mipasuxet
Gmadlobt

Posted by: Howe 19 Feb 2019, 17:56
გამარჯობათ, მოკლედ ახალი ვარ ფორუმზეც და ძაღლის პატრონობაშიც და ერთი ასეთი პრობლემა მაქვს. ჩემი ძაღლს (ხვადი,8 თვის) შევატყე რომ მძუნარობის დაუოკებელი სურვილი აქვს მესამედ გამეპარა უკვე ეზოდან :/ სტერილიზაცია გავუკეთე (მეტისია) რამდეჯერაც გამექცა იმდეჯერვე დაშავებული დამიბრუნდა უკან ხოდა რას მირჩევთ :///

Posted by: Scoorp 20 Feb 2019, 21:41
Howe


სტერილურია და მაინც გაიპარა? biggrin.gif

ეგეთებიც ხდება?

Posted by: ჭორბიურო 22 Feb 2019, 03:22
5 თვის გერმანული მყავს, მეოთხე დღეა კუდს ვერ წევს მაღლა, აღარც ჯდება და წვება ბრძანებაზე. ვეღარც აქიცინებს კუდს და თამაშისას ასერიოზულებს როცა უკანა არეში კბენას უპირებს სხვა ლეკვი.
სავარაუდოდ კეტი მოხვდა, მეზობლის ძაღლი ეცა და მეზობელმა კეტით გავაშველებო, თავისას ურტყავდა და მგონი ამასაც მოხვდა. კბენით არ უკბენია უკანა არეში 100% ვიცი.

თავიდან ვიფიქრე დაშინდათქო, მაგრამ ამდენი დღის შემდეგ აშკარაა რომ შიშის გამო არ არის.
გსმენიათ პრეცედენტი კუდთან დაკავშირებით, რა შეიძლება იყოს?

კეტი რა, თითის სისქე ტოტი იყო, იმიტომ არ ვფიქრობ მოტეხილობას, უფრო წკეპლა

Posted by: nincka1987 24 Feb 2019, 11:41
მოგესალმებით მეგობრებო.პირველად ვწერ ამ თემაში.მოკლედ ძაღლები ძალიან მიყვარს ბავშობიდან და ეს სიყვარული 31 წლის ასაკშიც კი არ გამნელებია.ყოვეთვის მყავდა ძაღლი.რამდენიმე დღის წინ მაჩუქეს კოკესპანიელი 1 წლისაა.კორპუსში ყავდათ და ძალიან ცოდო იყო,ამიტომ ეზოიან სახლში წამოვიყვანე.ძალიან აქტიურია,აი ჰიპერაქტიური რასაც ქვია,სულ ეზოში ვართ და ვთამაშობთ.ძალიან მომეჯაჭვა და სადაც მივდივარ უკან მომყვება,თუ ვერ მხედავს ტირის.სახლში ვარ ძირითადად,სახლში ვმუშაობ,მაგრამ მიწევს რამდენიმედღიანი მივლინებებიც.იმ კვირაში მიწევს წასვლა და ძალიან მედარდება როგორ იქნება ჩემს გარეშე,თუ მექნა საშუალება წავიყვან აუცილებლად.
კვება მაინტერესევს როგორ ვკვებო? მზა საჭმელი აქვს თავისი,რაც გამომატანეს,მაგრამ მინდა შევჩვიო სხვა რამეებსაც.მაგალითად ბულიონს.მზა კუბიკები რომ იყიდება თუ შეიძლება ბრინჯთან ერთად მივუხარშო?ან სხვა რა შეიძლება კიდევ?

Posted by: koch404 26 Feb 2019, 11:20
ზუსტად 1 თვე გავიდა ჩემი მაიას ატეხვიდან, არ ეყოფა? მინიმუმ 3 კვირა მირჩია მიტიატომ და 4 კვირაზე მეტია ოთახებში დაიარება

Posted by: Forrest Gump 27 Feb 2019, 10:40
გამარჯობა,
ჩემს ძაღლს აღმოაჩნდა პაპილომა ვირუსი. როგორ უნდა ვუმკურნალო თუ გაქვთ ვინმეს გამოცდილება. ან რომელ ექიმთან გყავდათ და რა კურსი ჩაუტარეთ

Posted by: nia4u 27 Feb 2019, 15:51
nincka1987
მზა კუბიკები არა, საქონლის ძვლები იყიდება იაფად, საბულიონე, ის შეგიძლია მოუხარშო. ასევე ქათმის საბულიონე ნაკრები იყიდება, ოღონდ ქათმის ძვლები არ შეუძლება ძაღლისთვის, მხოლოდ ნახარში. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ღორის ხორცი, ქონი და ძვალი არანაირი სახით!!!
ბოსტნეულის ბულიონები შეგიძლია გაუკეთო...
უმი ხორცი(საქონლის) ხანდახან შეგიძლია მისცე, ხილი, ბოსტნეული უმად, თუ შეჭამს...
ბრინჯი, წიწიბურა, ჰერკულესი...
ხაჭო, უმი კვერცხის გული...

Posted by: tri-polchika 28 Feb 2019, 13:08
მოკლედ ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ, 2 ადგილია სულ 1) მე დამყავს პირადად ბენდუქიძესთან აგრარულში და 2) ნანობაშვილთან (მე არ მყოლია მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ძალიან მაგარია) კანდელაკზე

Posted by: ჭორბიურო 5 Mar 2019, 17:46
nia4u
QUOTE
ოღონდ ქათმის ძვლები არ შეუძლება ძაღლისთვის

QUOTE
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ღორის ხორცი, ქონი და ძვალი არანაირი სახით!!!

კონკრეტული ჯიშისთვის (მეძებარი) თუ ზოგადად არ შეიძლება?

ყველი და რძეც არ გიწერიათ, არც ესენი შეიძლება?

იქნებ მიზეზიც დაწეროთ რატომ?

პს. ჩემი ლეკვი ისევ წკეპლასავით იქნევს კუდს, ორ კვირაში მოურჩა smile.gif

* * *
ჰოდა ბარემ პურზეც დაწერეთ, პრობლემა ხომ არ არის რომ ვაჭამო?
აქამდე სპეციალურ ძაღლის საჭმელს ვაჭმევდი, ახლა 6 თვის რაც გახდა ახლობელი რესტორანში მუშაობს და ნარჩენები შემომიტანა ღამდენიმეჯერ და ვაჭამე ზემოდ ხსენებული საჭმელები.
კი გაუსწორდა ისე, გვერდიდან აღარ მშორდებოდა, კუდიც აწია biggrin.gif

Posted by: ებოლა 6 Mar 2019, 22:44
ჩემს ძაღლს მგონია რომ კისტის ტოფი ესროლეს, უკანა ფეხს იტკიებს და რამდენიმე საათია საჭმელს არ ჭამს.
სისხლი არ გამოსვლია, და საშიშია ? რას მირჩევთ ხალხო

Posted by: Scoorp 7 Mar 2019, 00:17
QUOTE (ჭორბიურო @ 5 Mar 2019, 17:46 )
nia4u
QUOTE
ოღონდ ქათმის ძვლები არ შეუძლება ძაღლისთვის

QUOTE
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ღორის ხორცი, ქონი და ძვალი არანაირი სახით!!!

კონკრეტული ჯიშისთვის (მეძებარი) თუ ზოგადად არ შეიძლება?

ყველი და რძეც არ გიწერიათ, არც ესენი შეიძლება?

იქნებ მიზეზიც დაწეროთ რატომ?

პს. ჩემი ლეკვი ისევ წკეპლასავით იქნევს კუდს, ორ კვირაში მოურჩა smile.gif

* * *
ჰოდა ბარემ პურზეც დაწერეთ, პრობლემა ხომ არ არის რომ ვაჭამო?
აქამდე სპეციალურ ძაღლის საჭმელს ვაჭმევდი, ახლა 6 თვის რაც გახდა ახლობელი რესტორანში მუშაობს და ნარჩენები შემომიტანა ღამდენიმეჯერ და ვაჭამე ზემოდ ხსენებული საჭმელები.
კი გაუსწორდა ისე, გვერდიდან აღარ მშორდებოდა, კუდიც აწია biggrin.gif

არცერთი ძაღლისთვის არ შეიძლება ქათმის ძვლები. ვერ ამუშავებენ, ეჭედებათ მერე კუჭში. ნაწლავებში და ნუ საბოლოოდ ფატალურად სრულდება ყველაფერი
არც ყველი და რძე არ შეიძლება.
ჭიებს აჩენს მე რამდენადაც ვიცი

და არც პურია საჭირო.
ღვიძლს უზიანებს და ძალიან იშვიათად შეგიძლია მისცე, ისიც სუხარის სახით. თუ არ მისცემ უფრო უკეთესი.

თავისი საჭმლის გარდა შეგიძლია აჭამო უცხიმო ხაჭო, უცხიმო წიწიბურა, მოხარშული ფილე და თევზი, ვაშლი, ბანანი, სტაფილო რამდენიც გინდა
იყიდება სპეციალური სასუსნავები ძაღლებისთვის

ჭამით მასე ჩემი რო მიუშვა ნაგავშიც შეჭამს ბევრ რამეს, მაგრამ არ ნიშნავს რომ შეიძლება და კარგია მაგათთვის.

და წელიწადში ერთხელ მიეცი რამე მულტივიტამინები,
სხვა საჭმელებს ნუ მისცემ, დაუზიანდება ორგანოები დროთა განმავლობაში

Posted by: nia4u 12 Mar 2019, 19:07
ჭორბიურო
ზოგადად არცერთი ჯიშისთვის არ შეიძლება.
სწორად დაწერა Scoorp-მა, ძვლებს, განსაკუთრებით ქათმის, ვერ ამუშავებენ
და მისი ბასრი ნამტვრევები უზიანებს ნაწლავებს, საყლაპავს, კუჭს და კვდება ძაღლი.
ეს ყოველთვის არ ხდება, მაგრამ ეგ უბრალოდ გამართლებაა,
ხშირად ხდება და არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ არ დააზიანებს... sad.gif
ღორის ქონს რაც შეეხება, ღვიძლს უზიანებს და ამიტომ არ შეიძლება...
რძე ძნელი მოსანელებელია და პატარა ასაკში არ ვარგა განსაკუთრებით.
ყველი მარილიანია, ამიტომ არ გირჩევ.
ასევე არ გირჩევ რესტორნიდან მოტანილ საჭმელს,
რომელიც თავისთავად იქნება შეზავებული ბლომად მარილ-წიწაკით,
რაც ძალაიან საზიანოა ძაღლისთვის.
პურს სამი-ოთხი დღის გამომშრალს ვაჭმევ ხოლმე ბულიონში ჩამბალს, ხანდახან.

ძაღლი რომ მიუშვა, ყველაფერი შეიძლება შეჭამოს, ჩემი მეზობლის ძაღლი წიწაკის მწნილსაც კი ჭამდა,
მაგრამ როცა ვიცით, რომ ვნებს, ჯობია, რომ არ ვაჭამოთ smile.gif
ჰო, კარტოფილი არ შეიძლება კიდევ, ვერ ინელებს და კუჭს ატკიებს...

Posted by: ჭორბიურო 13 Mar 2019, 18:18
Scoorp
nia4u
გაიხარეთ!

ვეგეტარიანელი გავხადე, გავხეთქე ბანანით და ვაშლით :დ

სტაფილო არ მიცდია, უნდა ვცადო ერთი ახლა ისევ გადავიკითხე და...

ხელოვნურ ძვალს ვაჭმევდი ხოლმე და ისე საყვარლად ეთამაშებოდა, მეთქი მივცემ და 1-2-ჯერ მივეცი, კიდე კაი შემოვიხედე აქ, თორე დავხოცავდი საწყალს.

მოკლედ, თავის საჭმელზე მეყოლება, თუ რამეა ვიტამინებს მივცემ ხოლმე შიგადაშიგ.
რაც სხვა საჭმელები გავასინჯე, უფრო მსუნაგი გახდა და საჭმლის სუნზე ყეფას იწყებს, არადა ადრე არ იცოდა თავის საჭმლის გარდა არაფერი და ჩვენ საჭმლის სუნზე რეაქცია არ ჰქონდა.

პ.ს. თავიდან პირველ სართულზე მყავდა, აივანთან ახლოს შემოურობე მთლიანი ოთახი და კარებს ვუღებდი ხოლმე ეზოში გასასვლელად, ძალიან მოხერხებული იყო, სუფთად და რამე...
ახლა გაიზარდა და სარდაფში ჩავიყვანე, სარდაფის 1/3 მიწის მაღლაა და ფანჯარამდე კიბე გავუკეთე, ახლა იქიდან გადის გარეთ.
მოკლედ სარდაფში რაც ჩავიყვანე მაგარი მყრალი სუნი ასდის, არ ვიცი ასე დაემთხვა თუ რა არის, ზევით სამზარეულო მაქვს და ასეთი სუნი რომ მეგრძნო არ გავაჩერებდი აქამდე.
მეექვსე თვეშია, თითქმის ექვსის არის, ძუ.
რამე ციკლი ხომ არ აქვთ ამ პრეიოდში ლეკვებს/ძაღლებს?
ვიზუალურად არაფერი ეტყობა, თან სუნი დღის განმავლობაში ხან აქვს მძაფრად, ხან თითქოს აღარ აქვს.
ჰოდა ზოგჯერ ენაგადმოგდებულიც დამხვდასავით, ჩვეულებრივზე ცოტა ჩქარა სუნთქავდა, მაგრამ მერე არაფერი თითქოს.
ჭამა-სმა ნორმალური, კუჭშიც ნარმალნა.

ენი აიდია?

პპს. უმი კვერცხი და მოხარშული ხორცი ალბათ მოჟნა არა?




Posted by: Scoorp 14 Mar 2019, 17:10
ჭორბიურო

უმი არა, მაგრად მოხარშული კვერცხი შეგიძლია მისცე, თვეში 1-2 ჯერ
მოხარშული ფილე და საქონლის ხორცის შეგიძლია აჭამო
დაჟე უმიც კარგია, მაგრამ არ ვიცით ის უმიც რამდენად სწორადაა დამუშავებული თერმულად, ამიტომ არ გირჩევ

სუნს რაც შეეხება, ციკლის დროს არ ვიცი, ალბათ თავისებური სუნი იქნება, მაგრამ 6 თვის ასაკში არ ეწყებათ მგონი
არ ვიცი ზუსტად ეგ ამბავი :დ

ენა გადმოგდებული შეიძლება სცხელოდა ან ნერვიულობდა რამეზე

სარდაფში მარტო როგორ ძლებს მერე? არ ყეფს? არ ითხოვს ზემოთ ასვლას?

სტაფილოც შეგიძლია და მერე კიტრიც
და ხელოვნური ძვალი შეიძლება კაცო, ქათამზე და საქონელზე დაგიწერეთ ეგ

სპეციალური ძვლები რომ იყიდება მაღაზიაში,საღრღნელი ეგ მიეცი, გაერთობა, ყბებს გაავარჯიშებს
უბრალოდ მთლად ყოველდღე ნუ გამოტენი მაგითაც smile.gif)

Posted by: tamuska 16 Mar 2019, 11:44
გამარჯობათ , ჩემს მეგობარს უნდა მალტეზის ლეკვის ყიდვა და პატრონს როცა ვკითხეთ ექიმთან შესამოწმებლად წაყვანის შესაძლებლობის შესახებ გვიპასუხა რო ძაღლსაშენია და წინააღმდეგი ვართ აქეთ-იქეთ ატაროთ ძაღლიო და ნორმალურია ეს ? :/

Posted by: კეტუსა 16 Mar 2019, 15:17
მეზობელს პუდელი ჰყავდა 17 წლის ასაკში დააძინეს სიბერისგან,ნაყინის და შოკოლადის გარდა სასუსნავს არ აღიარებდა(ცხოველისთვის აკრძალული საკვების სიაშია ორივე) wink.gif so...
* * *
QUOTE (tamuska @ 16 Mar 2019, 11:44 )
გამარჯობათ , ჩემს მეგობარს უნდა მალტეზის ლეკვის ყიდვა და პატრონს როცა ვკითხეთ ექიმთან შესამოწმებლად წაყვანის შესაძლებლობის შესახებ გვიპასუხა რო ძაღლსაშენია და წინააღმდეგი ვართ აქეთ-იქეთ ატაროთ ძაღლიო და ნორმალურია ეს ? :/

გამარჯობათ
რა არის ნომრალური და რა არა ვერ ვიტყვით
ასეთ დროს თუ არ გატანენ თავად უნდა ჰყავდეთ ვეტი რომელიც რეკომენდაციას მოგცემთ წერილობით(თანდაყოლილი დეფექტების შესახებ თუ ექნება ასეთი)

Posted by: tsiskara1984 21 Mar 2019, 11:06
გთხოვთ მიეცით ხმა თბილისში ძაღლების პარკინგის მოწყობის იდეას ♥️ წინასწარ მადლობა ყველას




https://idea.tbilisi.gov.ge/idea-details/7043

Posted by: ჭორბიურო 24 Mar 2019, 14:34
Scoorp
QUOTE
უმი არა, მაგრად მოხარშული კვერცხი შეგიძლია მისცე, თვეში 1-2 ჯერ
მოხარშული ფილე და საქონლის ხორცის შეგიძლია აჭამო
დაჟე უმიც კარგია, მაგრამ არ ვიცით ის უმიც რამდენად სწორადაა დამუშავებული თერმულად, ამიტომ არ გირჩევ

სტროგად შევსვი ძაღლის საჭმელზე + ვაშლი, სტაფილო და ზოგჯერ გამხმარ პურის ნატეხს ისიც პატარას ძალიან

QUOTE
სუნს რაც შეეხება, ციკლის დროს არ ვიცი, ალბათ თავისებური სუნი იქნება, მაგრამ 6 თვის ასაკში არ ეწყებათ მგონი
არ ვიცი ზუსტად ეგ ამბავი :დ

რაღაც მომენტში აღარ ასდიოდა და 1-2 ჯერ კიდე აუვიდა, უფრო სწორად თითონ არ ასდის რაზეც წევს იმას ასდის
წაუპლასმასებს ის რაღაც ვურეცხავ ხოლმე, შანსი არაა ამისგან გადადის იმაზე, თვითონ პლასმამს არ აუვა
ჰო ეტყობა ციკლია, ან რამე ვერტყვის ბუნაგი იცის და იქ დაძვრება ხოლმე :დ

QUOTE
ენა გადმოგდებული შეიძლება სცხელოდა ან ნერვიულობდა რამეზე

ძალიან ხშირად აქვს უკვე, არ ვიცი რომ დათბა თუ რომ გაიზარდა...

QUOTE
სარდაფში მარტო როგორ ძლებს მერე? არ ყეფს? არ ითხოვს ზემოთ ასვლას?

ახლახან მაგის ძმაც მოვიყვანე, მაგრამ ცალცალკე მყავს
ერთად გამყავს და მაგრად ღლიან ერთმანეთს
შანსი არ არის ათჯერ გაიყვანო და ისე დაღალო როგორც ესენი ერთ გასვლაზე
თან 4-5-ჯერ ვუშვებ ეზოში, ზოგჯერ მეც ვარბენინებ ხოლმე და რავი, თუ არ მოშივდათ ან ბუნებრივი ნარჩენებისგან დაცლა არ აწვებათ ხმას არ იღებენ )
ნუ ზოგჯერ უცნაურ ხმებზე იწყებენ, მაგრამ გარეთ ვუშლი ყეფას ადამიანების და ცხოველების მიმართ და თავსაც იკავებენ ალბათ )

QUOTE
სპეციალური ძვლები რომ იყიდება მაღაზიაში,საღრღნელი ეგ მიეცი, გაერთობა, ყბებს გაავარჯიშებს
უბრალოდ მთლად ყოველდღე ნუ გამოტენი მაგითაც

ერთი თვეა ღრღნიან მაგას, მუღამი დაკარგეს უკვე :დ

პს. მოხარშულ სიმინდზე რა აზრის ხართ, მივცე ხოლმე? )

Posted by: Scoorp 24 Mar 2019, 17:14
ჭორბიურო

არა, მოხარშული სიმინდი არ შეიძლება.

ვეტთან ხომ გყავდა თავის დროზე აცრებზე?
თუ რამე კითხვა გაქვს ისე შეუძლია დაურეკო, თუ ვერ მიგყავს და კითხო თუნდაც მაგ ქოშინზე, თუ ნარბენი არაა, და არ ცხელა წესით არ უნდა იყოს ენაგადმოგდებული. და ჯერ ისეც არ დამთბარა რომ მაგას დააბრალო, რამე არ აწუხებდეს და არ გამოგეპაროს.

Posted by: TheGunner 25 Mar 2019, 11:36
გამარჯობა, დიდი ხანია კითხვა არ დამისვამს smile.gif

ძაღლისთვის საკვები დანამატები ხომ არ იცით თუ იყიდება საერთოდ სადმე. კონკრეტულად პროტინი მაინტერესებს სხვა არაფერი.
არც ვიტამინები არც თევზის ქონი, კონკრეტულად პროტეინი.

გამოწეტით თუ გიძებნიათ ვინმეს ?

Posted by: Scoorp 25 Mar 2019, 12:12
TheGunner



ზოომარტში შეიძლება ჰქონდეთ

Posted by: tsiskara1984 26 Mar 2019, 10:25
გამარჯობა, გთხოვთ შეხვიდეთ მოცემულ ბმულზე და მისცეთ ხმა!!! ასევე კარგი იქნება თუ გაავრცელებთ, რომ სხვებმაც შეძლონ ხმის მიცემა.
მადლლობთ smile.gif

https://idea.tbilisi.gov.ge/idea-details/7043

Posted by: TheGunner 27 Mar 2019, 09:39
Scoorp

არ აქვთ მოვლილი მაქვს ყველა ზოომაღაზია. ინტერნეტშიც ვერ ვპოულობ. მარტო ბული მაქსს აგდებს რომელიც რეალურად მხოლოდ ბულდოგებისთვისაა

არავის ჰქონია სურვილი დავიჯერო მიეცა ძაღლისთვის :/

Posted by: S-k-y-walker 28 Mar 2019, 10:31
პომერანული შპიცს მინის და სტანდარტს შორის სა სხვაობაა იქნებ მითხრათ, რომელ ჯობია და რატომ?

Posted by: ლაშა117 1 Apr 2019, 18:34
გამარჯობათ smile.gif

სამი თვის წინ ლეკვს დავალევინე კანივერნი ჭიების საწინააღმდეგოდ, სამწუხაროდ შედეგი არ მომცა არანაირი, არადა ლეკვს აშკარად ეტყობოდა რომ ჭია ჰყავდა.

გუშინ დავალევინე სხვა წამალი, რომლის სახელიც სამწუხაროდ არ ვიცი, აქვს ხორცის გემო და მაღაზიაში ამიხსნეს რომ 6 თვეში ერთხელ, გამეორების გარეშე უნდა დავალევინო.

შედეგმა ჩამაგდო შოკში, ძალიან დიდი რაოდენობის ჭია დაყარა


შევიძინე დიდუბის ბაზარში და მანდ ვერ მოვხვდები დიდი ხანი კიდე biggrin.gif ამდაგვარი ნიშნების წამალი ჰომ არ იცით სახელი რომ მითხრათ და მართლა არ ჭირდება 10 დღის მერე გამეორება?


დექსიმელ პლიუსი თუ რაღაც ამდაგვარი ჰქვია

Posted by: MITIATO 2 Apr 2019, 12:54
ლაშა117

დრონტალ პლუსი

ხორცის გემო მაგას აქვს.
გამეორება მართლა არ სჭირდება.

Posted by: Scoorp 2 Apr 2019, 13:01
ლაშა117

დრონტალი არის ძალიან კარგი წამალი
ჩემსას მაგას ვაძლევ სულ 3-4 თვის შუალედით ოღონდ

Posted by: ლაშა117 3 Apr 2019, 18:33
Scoorp
არაფერი მოუვა 4 თვეში ერთხელ რომ დავალევინო? გამაფრთხილა იმ ქალმა რომ 6 თვეში ერთხელო



MITIATO
მადლობა


მეორე დღესაც დაყარა ჭიები

Posted by: POKERISBLUFF 3 Apr 2019, 18:47


Posted by: Scoorp 3 Apr 2019, 22:52
QUOTE (ლაშა117 @ 3 Apr 2019, 18:33 )
Scoorp
არაფერი მოუვა 4 თვეში ერთხელ რომ დავალევინო? გამაფრთხილა იმ ქალმა რომ 6 თვეში ერთხელო



MITIATO
მადლობა


მეორე დღესაც დაყარა ჭიები

რამხელაა ძაღლი? ასაკით და წონითაც?


Posted by: ლაშა117 3 Apr 2019, 23:36
QUOTE (Scoorp @ 3 Apr 2019, 22:52 )
QUOTE (ლაშა117 @ 3 Apr 2019, 18:33 )
Scoorp
არაფერი მოუვა 4 თვეში ერთხელ რომ დავალევინო? გამაფრთხილა იმ ქალმა რომ 6 თვეში ერთხელო



MITIATO
მადლობა


მეორე დღესაც დაყარა ჭიები

რამხელაა ძაღლი? ასაკით და წონითაც?

7 თვის არის 52 კილოა




---------------------

Posted by: Scoorp 4 Apr 2019, 15:54
ლაშა117

4 აბის მიცემა დაგჭირდება (ერთ მიცემაზე ანუ)
(დრონტალზე მაქვს საუბარი)

და ბოლო მიცემიდან აითვალე და 3-4 თვის მერე მიეცი
და მერეც უმეორე მაგ ინტერვალით

რავიცი მე მასე ვიცი რომ 3-4 თვეში მაინც უნდა, თუ მიწასთან ხშირი შეხება აქვს მითუმეტეს

თუ გინდა რომელიმე ვეტს დაურეკე და გადაამოწმე მაინც smile.gif

Posted by: ლაშა117 4 Apr 2019, 18:59
QUOTE (Scoorp @ 4 Apr 2019, 15:54 )
ლაშა117

4 აბის მიცემა დაგჭირდება (ერთ მიცემაზე ანუ)
(დრონტალზე მაქვს საუბარი)

და ბოლო მიცემიდან აითვალე და 3-4 თვის მერე მიეცი
და მერეც უმეორე მაგ ინტერვალით

რავიცი მე მასე ვიცი რომ 3-4 თვეში მაინც უნდა, თუ მიწასთან ხშირი შეხება აქვს მითუმეტეს

თუ გინდა რომელიმე ვეტს დაურეკე და გადაამოწმე მაინც smile.gif

4 აბი რატომ 10 კილოზე ერთი აბი არაა?

52 კილოა ეს და 5 აბი მივეცი

ისეთი ტემპით იზრდება და იმატებს წონაში 4 თვის მერე ალბათ 60 იქნება მინიმუმ

Posted by: Scoorp 5 Apr 2019, 12:19
ლაშა117

კი 1 აბი 10 კილოზეა,მაგრამ მაქსიმუმ 4 აბის მიცემა შეიძლება მე როგორც ვიცი, რამდენი კილოც არ უნდა იყოს

Posted by: ლაშა117 5 Apr 2019, 17:02
QUOTE (Scoorp @ 5 Apr 2019, 12:19 )
ლაშა117

კი 1 აბი 10 კილოზეა,მაგრამ მაქსიმუმ 4 აბის მიცემა შეიძლება მე როგორც ვიცი, რამდენი კილოც არ უნდა იყოს

ვა მე ხუთი აბი მივეცი. მაგიტოა რაკეტესავით რომ იწვრის ჭიებს ეტყობა biggrin.gif

Posted by: Jersey 10 Apr 2019, 21:16
გამარჯობა რაღაც მინდა გკითხოთ, ძაან პანიკაში ვარ sad.gif ანუ ფერმაზე ძროხა გახდა ცუდათ და აღმოაჩნდა ცოფი, ალბათ უკბინა ძაღლმა არ ვიცი, მაგ ძროხას არ წველიდნენ მაგრამ სხვა ძროხის რძის მაწონი გვაქვს ნაჭამი და შეიძლება სხვა ძროხაზეც გადასულიყო ცოფი? ანუ მწყესმა თქვა ყველა საქონელი და ჩვენც უნდა აგვცრანო და შევშნიდი, ამ მწყემსის ცოლ შვილსაც ცრიან და მაგიტომ დავპანიკდი
ანუ ხომ შეიძლება სხვა ძროხასაც ქონდეს ცოფი და მისო რძე თუა საშიში და კიდევ მაინტერესებს ადამიანს რომელსაც ქონდა ძროხასთან შეხება კერძოდ ზემოდან ხელი გადაუსვა უნდა აიცრას ამ შემთხვევაში?

Posted by: Scoorp 10 Apr 2019, 22:19
Jersey


ხელის ზემოდან გადასმის შემთხვევაში აცრა საჭირო არაა
დანარჩენზე ვერაფერს გეტყვით
დაურეკეთ კომპეტენტურ ვეტ ექიმს, და გეტყვით ის

ცოფი რითი დაუდასტურდა ისე ძროხას? და რომელ სოფელში მოხდა ეგ ამბავი?

ზოგადად მე როგორც ვიცი ცოფი გადადის,როცა ცოფიანი ცხოველის ნერწვი ხვდება ადამიანს სისხლში (ანუ გაჭრილი ან გაკაწრული მაინც უნდა ჰქონდეს ადამიანს რაღაც ადგილი და იქ თუ მოხვდა ცოფიანი ცხოველის პირი, ნერწყვი ნებისმიერი სახით, უკვე საშიშია)
მაგრამ დარეკეთ და გადაამოწმეთ
თუ რამეა რომ დროზე აიცრათ

წესით მოგიწევთ ალბათ მაინც თავის დაზღვევის მიზნით

Posted by: Jersey 10 Apr 2019, 22:33
Scoorp
მწყესმა თქვა თავის ვარაუდი და მაინც შემეშინდა
* * *
გავარკვიე, ექიმმა მითხრა არც ხორცით და არც რძით არ გადადის ეს ვირუსიო

Posted by: CALDWELL 15 Apr 2019, 12:24
გამარჯობა,
თუ იცით დისპლაზია განკურნებადია ძაღლებში?
იქნებ მაგ საქმის სპეციალისტი მირჩიოთ ან ტელ ნომერი თუ გაქვთ.

Posted by: Present> 21 Apr 2019, 20:16
გამარჯობა

სასწრაფოდ მინდა დახმარება, მოკლედ სახლში მოვიყვანე ძაღლი, "ქუჩის" ძაღლია

დიდია, ასაკი არ ვიცი მაგრამ არც ბებერი ჩანს
ჯანმრთელი ჩანს ერთად ვირბინეთ 43 კილომეტრი უპრეტენზიოდ

მოკლედ, სანამ მოსულან ჩემები მინდა რომ ვაჭამო და დავბანო

უფრო დაბანვა მაინტერესებს თორემ კატლეტები მშვენივრად გაუშვა ყბებში (სპეციალური ძაღლის დასაბანი ან რამე მსგავსი არაფერი მაქვს)


Posted by: borbolia777 22 Apr 2019, 10:02
გამარჯობათ! ჩემი ლეკვი ცალ ფეხზე კოჭლობს, როგორც ვამჩნევ ამოვარდნილი აქვს მუხლი. ჩემით შევძლებ ჩასმას თუ ვეტექიმს მივმართო? გქონიათ მსგავსი შემთხვევა ხშირია ძაღლებში?

Posted by: Scoorp 22 Apr 2019, 12:27
borbolia777

მიმართეთ ექიმს

CALDWELL

კანდელაკის 61-ში
კლინიკა ბუნებაში მიიყვანეთ

Posted by: dreamer@ 10 May 2019, 22:17
ძაღლმა ყავა დამილია, დაახლოებით 2 ჩაის კოვზი.
ვეტერინარს ველაპარაკე და არაფერიაო ,მაგრამ მაინც ვნერვიულობ.
გქონიათ მსგავსი შემთხვევა ვინმეს?
ძალიან პატარაა ზომით ( 2 კილო) რამე ხომ არ მოუვა?

Posted by: Scoorp 10 May 2019, 22:32
dreamer@


არაფერი მოუვა

Posted by: dreamer@ 11 May 2019, 02:41
Scoorp
2kiss.gif

შესანიშნავად გრძნობს თავს<3
ტყუილად დავპანიკდი

Posted by: Ember 11 May 2019, 09:44
გამარჯობა, ჭიის წამლის დალევის შემდეგ რამდენ ხანში შეიძკება ვაჭამო ლეკვს?

Posted by: ku123 11 May 2019, 16:01
კაი ქირურგის ნომერი არ იცით? ან მისამართი დაწერეთ ვისაც შეხება გქონიათ

Posted by: sp_m13 12 May 2019, 02:55
გამარჯობა იქნებ დამეხმაროთ ვეტ ექიმი თუა ვინმე
კანდელაკის 61 ში უკვე მყავდა მიყვანილი და თავი ბოლო ვერ გავიგე რა სჭირს უაზროდ ვიწეწები ეჭვი მაქვს

Posted by: Scoorp 12 May 2019, 10:32
Ember


2 საათში

sp_m13
რა სჭირს? ან კლინიკაში რა გითხრეს?

Posted by: sp_m13 12 May 2019, 11:39
Scoorp
პირადში მოგწერეთ და ნახეთ

Posted by: ugazdeliani 22 May 2019, 18:02
გამარჯობა,

ოთხი დღეა სახლში მოვიყვანე თვენახევრის კოკერ სპანიელი, არის ძალია ჭკვიანი და ყველაფერი ესმის თუმცა თავისი განავლის ჭამა უყვარს და სადაც ისაქმებს იქვე ჭამს, ვერც ვასწრებ მისვლას და დაშლას, მერე ვეღარ ხვდება მაგის გამო რომ ვუბრაზდები და იქნებ რამით დამეხმაროთ? ვეტერინართან მისვლა ორ კვირაში უწევს აცრაზე და იქამდე ძალიან რომ მიეჩვიოს? :/

მადლობა.

Posted by: Scoorp 23 May 2019, 12:25
ugazdeliani


ვიტამინების ნაკლებობა აქვს სავარაუდოდ

დაურეკე ვეტს და გაიარე კონსულტაცია
რა შეიძლება ეგეთ დროს გააკეთო ან მისცე

Posted by: ugazdeliani 24 May 2019, 12:04
მადლობა, გავუბრაზდი და ცოტათი გადაეჩვია :დ

ვეტერინართან გვიწევს ეხლა მისვლა და ვკითხავ smile.gif

Posted by: moira-88 27 May 2019, 00:43
გამარჯობა.
მყავს კატა, 1 წლის და 1 თვის. ჭამის ან წყლის დალევის შემდეგ, ახველებს, თითქოს საჭმლის ამოღება უნდა. მყავდა ვეტთან, ვირუსულ ინფექციას ვფიქრობდით, უმკურნალეს, ხველება ისევ დარჩა. ისეთი ინტენსივობით არა, მაგრამ აქვს.

ვფიქრობ, წონის ბრალია, 5 კგ-ია და მინდა, ვადიეტო smile.gif წავიკითხე, რომ ამ ასაკის კატა უნდა ჭამდეს დღეში ორჯერ ან სამჯერ. დღე სახლიდან გასული ვარ და როგორ მირჩევთ, დილით ვაჭამო ჟელე და დღის განმავლობაში დავუტოვო მშრალი საკვები? თუ როგორ ხდება, ზოგადად, კატის დასმა დიეტაზე?)))))

Posted by: knawka 28 May 2019, 14:25
გამარჯობა, 8 წლის ლაიკა მყავს რომელიც 4 დღეა არის უხასიათოდ, უმადოდ,აქვს სიცხე.მივიყვანე ალიკასთან და ეხომ აჩვენა პროსტატაზე აბსცესი. დაუნიშნეს ანტიობიოტიკი, ცოტა მადაზე მოვიდა, მაგრამ ძაან სუსტად არის. ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა? ანტიბიოტიკით ეშველება ამ ამბაავს? sad.gif

Posted by: კეტუსა 2 Jun 2019, 19:56
QUOTE (moira-88 @ 27 May 2019, 00:43 )
გამარჯობა.
მყავს კატა, 1 წლის და 1 თვის. ჭამის ან წყლის დალევის შემდეგ, ახველებს, თითქოს საჭმლის ამოღება უნდა. მყავდა ვეტთან, ვირუსულ ინფექციას ვფიქრობდით, უმკურნალეს, ხველება ისევ დარჩა. ისეთი ინტენსივობით არა, მაგრამ აქვს.

ვფიქრობ, წონის ბრალია, 5 კგ-ია და მინდა, ვადიეტო smile.gif წავიკითხე, რომ ამ ასაკის კატა უნდა ჭამდეს დღეში ორჯერ ან სამჯერ. დღე სახლიდან გასული ვარ და როგორ მირჩევთ, დილით ვაჭამო ჟელე და დღის განმავლობაში დავუტოვო მშრალი საკვები? თუ როგორ ხდება, ზოგადად, კატის დასმა დიეტაზე?)))))

გამარჯობა smile.gif
სწრაფად ყლაპავს და ამიტომ ახველებს smile.gif ცხოველებში ისეა ყველაფერი როგორც ადამიანებში. ჭამოს როგორც ჭამდა უბრალოდ რომ არ გასუქდეს დააკავეთ ეთამაშეთ.რა დანიშნულება აქვს კატას თქვენთან ოჯახში??
* * *
QUOTE (knawka @ 28 May 2019, 14:25 )
გამარჯობა, 8 წლის ლაიკა მყავს რომელიც 4 დღეა არის უხასიათოდ, უმადოდ,აქვს სიცხე.მივიყვანე ალიკასთან და ეხომ აჩვენა პროსტატაზე აბსცესი. დაუნიშნეს ანტიობიოტიკი, ცოტა მადაზე მოვიდა, მაგრამ ძაან სუსტად არის. ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა? ანტიბიოტიკით ეშველება ამ ამბაავს? sad.gif

გამარჯობა
მე არ მქონია და არც მსმენია საახლობლოში ვინმეს ძაღლს რომ ჰქონოდა.
დანიშნული ანტიბიოტიკების შესახებ ინტერნეტიდან მოიძიეთ უკუკავშირები პრეპარატის მომხმარებლებისგან.
კონტაქტი აკლია.
კვებას გადახედეთ და უფრო მეტად დაუთმეთ დრო მოვლა/გართობის კუთხით, რომ სამომავლოდ დაავადებების გარეშე იცხოვროს smile.gif წარმატბები
* * *
QUOTE (ugazdeliani @ 24 May 2019, 12:04 )
მადლობა, გავუბრაზდი და ცოტათი გადაეჩვია :დ

ვეტერინართან გვიწევს ეხლა მისვლა და ვკითხავ smile.gif

1. განავლის ჭამა დამახასიათებელია მონადირე ძაღლებისთვის, რითიც ფარავენ თავის კვალს. კოკერი მონადირეა;
2.აკლია ვიტამინებიც ვარიანტია

Posted by: Aurora-rora 4 Jun 2019, 00:09
გამარჯობა,მეზობელი მთხოვს დავეხმარო და ამიტომ მინდა შგეკითხოთ რჩევა, რამდენიმე კვირის წინ შეიძინა ქათმის კვერცხები, გააკეთა ინკუბატორი, ტემპერატურა და სინოტივე დაცულია, დღეს არის 21 დღე, შიგნით აშკარად დიდია რაღაც კვერცხში , თითქოს მოძრაობს კიდეც,მაგრამ არც ისეთი რომ წიწილას ჰგავდეს,უფრო სიმუქეა თითქოს,გამოჩეკვას არც აპირებს და რა შეიძლება რომ იყოს , უფრო გვიან შეიძლება წიწილა გამოიჩეკოს ვიდრე 21 დღე ან როგორ შევამოწმოთ ნამდვილად წიწილაა თუ არა ?

Posted by: CryMeAriver 4 Jun 2019, 01:03
QUOTE (Aurora-rora @ 4 Jun 2019, 00:09 )
გამარჯობა,მეზობელი მთხოვს დავეხმარო და ამიტომ მინდა შგეკითხოთ რჩევა, რამდენიმე კვირის წინ შეიძინა ქათმის კვერცხები, გააკეთა ინკუბატორი, ტემპერატურა და სინოტივე დაცულია, დღეს არის 21 დღე, შიგნით აშკარად დიდია რაღაც კვერცხში , თითქოს მოძრაობს კიდეც,მაგრამ არც ისეთი რომ წიწილას ჰგავდეს,უფრო სიმუქეა თითქოს,გამოჩეკვას არც აპირებს და რა შეიძლება რომ იყოს , უფრო გვიან შეიძლება წიწილა გამოიჩეკოს ვიდრე 21 დღე ან როგორ შევამოწმოთ ნამდვილად წიწილაა თუ არა ?

გამარჯობა,

რენდგენზე ნადმვილად გამოჩნდება წიწილაა თუ არა.

კვერცხის სიმუქეს რაც შეეხება, შეიძლება ლაყე კვერცხია, ან უკვე არის წიწილა შიგნით, თავიდან მუქია წიწილა და რო იჩეკება მერე ხდება ყვითელი

Posted by: moira-88 4 Jun 2019, 02:24
QUOTE (კეტუსა @ 2 Jun 2019, 19:56 )
QUOTE (moira-88 @ 27 May 2019, 00:43 )
გამარჯობა.
მყავს კატა, 1 წლის და 1 თვის. ჭამის ან წყლის დალევის შემდეგ, ახველებს, თითქოს საჭმლის ამოღება უნდა. მყავდა ვეტთან, ვირუსულ ინფექციას ვფიქრობდით, უმკურნალეს, ხველება ისევ დარჩა. ისეთი ინტენსივობით არა, მაგრამ აქვს.

ვფიქრობ, წონის ბრალია, 5 კგ-ია და მინდა, ვადიეტო smile.gif წავიკითხე, რომ ამ ასაკის კატა უნდა ჭამდეს დღეში ორჯერ ან სამჯერ. დღე სახლიდან გასული ვარ და როგორ მირჩევთ, დილით ვაჭამო ჟელე და დღის განმავლობაში დავუტოვო მშრალი საკვები? თუ როგორ ხდება, ზოგადად, კატის დასმა დიეტაზე?)))))

გამარჯობა smile.gif
სწრაფად ყლაპავს და ამიტომ ახველებს smile.gif ცხოველებში ისეა ყველაფერი როგორც ადამიანებში. ჭამოს როგორც ჭამდა უბრალოდ რომ არ გასუქდეს დააკავეთ ეთამაშეთ.რა დანიშნულება აქვს კატას თქვენთან ოჯახში??
* * *
QUOTE (knawka @ 28 May 2019, 14:25 )
გამარჯობა, 8 წლის ლაიკა მყავს რომელიც 4 დღეა არის უხასიათოდ, უმადოდ,აქვს სიცხე.მივიყვანე ალიკასთან და ეხომ აჩვენა პროსტატაზე აბსცესი. დაუნიშნეს ანტიობიოტიკი, ცოტა მადაზე მოვიდა, მაგრამ ძაან სუსტად არის. ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა? ანტიბიოტიკით ეშველება ამ ამბაავს? sad.gif

გამარჯობა
მე არ მქონია და არც მსმენია საახლობლოში ვინმეს ძაღლს რომ ჰქონოდა.
დანიშნული ანტიბიოტიკების შესახებ ინტერნეტიდან მოიძიეთ უკუკავშირები პრეპარატის მომხმარებლებისგან.
კონტაქტი აკლია.
კვებას გადახედეთ და უფრო მეტად დაუთმეთ დრო მოვლა/გართობის კუთხით, რომ სამომავლოდ დაავადებების გარეშე იცხოვროს smile.gif წარმატბები
* * *
QUOTE (ugazdeliani @ 24 May 2019, 12:04 )
მადლობა, გავუბრაზდი და ცოტათი გადაეჩვია :დ

ვეტერინართან გვიწევს ეხლა მისვლა და ვკითხავ smile.gif

1. განავლის ჭამა დამახასიათებელია მონადირე ძაღლებისთვის, რითიც ფარავენ თავის კვალს. კოკერი მონადირეა;
2.აკლია ვიტამინებიც ვარიანტია

არანაირი კონკრეტული დანიშნულება, მიყვარს უბრალოდ smile.gif
ექიმმა როიალ კანინი მირჩია, მანამდე პროპლანს ვაჭმევდი. როიალის შემდეგ, სულ ორჯერ წამოახველა smile.gif

Posted by: Sophist 5 Jun 2019, 23:39
ავლაბარში ვეტერინარული კლინიკა ხომ არ იცით?

Posted by: bavaria87 9 Jun 2019, 00:22
გამარჯობათ, ვეტერინართან მაქვს ერთი შეკითხვა. სოფელში მყავს ძაღლი და 5 დღეა საჭმელს არ ჭამს, მოყენილია და ევს სულ, ერთ ადგილს ილოკავს. გახდა ისე რომ სადაცაა გადაიჩეხება. მეუბნებიან, რომ გველი უკბენდაო და თუ გადაიტანს გადაიტანსო. ისე რაღაცას კი ეყეფებოდა ბალახებში და უცებ დაიწკმუტუნა ხმამაღლა, მას მერეა მასეთ დღეში. გველის ნაკბენმა შეიძლება ხუთი დღე ძაღლი არ მოკლას? რა მედიკამენტი სჭირდება მაგ დროს ან სხვა რა მიზეზი შეიძლება იყოს? მადლობა წინასწარ.

Posted by: starman1 10 Jun 2019, 15:12
პატარა პუდელი მყავს ძაან ბევრს იფხანს და როგორ ვუმკურნალო სახლის პირობებში? ზურგზე ოდნავ ბეწვია აქვს შეთხელებული. ვეტერინართან მიყვანას ვერ ვახერხებ, იქნებ დამეხმაროთ

Posted by: Scoorp 16 Jun 2019, 18:45
QUOTE (bavaria87 @ 9 Jun 2019, 00:22 )
გამარჯობათ, ვეტერინართან მაქვს ერთი შეკითხვა. სოფელში მყავს ძაღლი და 5 დღეა საჭმელს არ ჭამს, მოყენილია და ევს სულ, ერთ ადგილს ილოკავს. გახდა ისე რომ სადაცაა გადაიჩეხება. მეუბნებიან, რომ გველი უკბენდაო და თუ გადაიტანს გადაიტანსო. ისე რაღაცას კი ეყეფებოდა ბალახებში და უცებ დაიწკმუტუნა ხმამაღლა, მას მერეა მასეთ დღეში. გველის ნაკბენმა შეიძლება ხუთი დღე ძაღლი არ მოკლას? რა მედიკამენტი სჭირდება მაგ დროს ან სხვა რა მიზეზი შეიძლება იყოს? მადლობა წინასწარ.

5 დღე რომ ელოდებით ძაღლი მოკვდება თუ არა
რა მაგარია
და აქ რომ წერთ კიდევ
იქნება ვერ შემოდის 1 კვირა ვეტერინარი

დაგერეკათ ვინმესთან

გადამრევს ეს ხალხი რა

როგორაა ძაღლი, გადარჩა?
* * *
starman1


ჭიის წამალს აძლევთ? ან გარედან ტკიპის და რწყილების საწინააღმდეგო წვეთებს აწვეთებთ?
შეიძლება კანქვეშა ტკიპა ჰყავდეს, ან სოკო ჰქონდეს
რთულია ზეპირად დიაგნოზის დასმა

Posted by: Blueსტუმარი 17 Jun 2019, 00:45
სოფელში ჩემი ძაღლი არ არის ავი. მაგრამ ერთ დღეს ჩემ მეზობელს კინაღამ უკბინა, ჩემმა მეზობელმა არც ხელი არ დაადო უბრალოდ სრულიად უმიზეზოდ მივარდა და დაუკაწრა ფეხი. რისი ბრალი უნდა იყოს?

Posted by: dreamer@ 26 Jun 2019, 01:14
მოსვენებულ მდგომარეობაში(ძილში)რომ ძალიან სწრაფად სუნთქავს ძაღლი
რა შეიძლება იყოს მიზეზი
სიცხისგან-გამორიცხულია იმიტომ რომ გრილა ოთახებში.
მყავდა ექიმთან და გასინჯვის შემდეგ მითხრა რომ ყველაფერი რიგზე აქვს.თუ არ გადაუვლის
ხშირი სუნთქვა გულზე გადავუღებთ რედგენსო.ორი დღე უნდა დავაკვირდე ანუ.
ეს კი ისევ ისე სწრაფად სუნთქავს მეშინია არ გაუსკდეს გული(((
ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა?
შეიძლება სტრესის ბრალი იყოს?
ცუგოების ბაღში დამყავს ორი დღეა და იქ ხომ არ ისტრესება ვითომ?

Posted by: koch404 1 Jul 2019, 14:18
წლის და ორი თვისაა ძაღლი და ჭამას მოუკლო, რითიც გავზარდე ის საკვები აღარ უნდა, უფრო სწორად კი ჭამს, ასე თუ ისე, მაგრამ ძაან არ ეტანება, როგორც ადრე, მერე აღებინა კიდეც, ახლა უკვე ხშირად აღებინებს, წონაშიც დაიკლო, ცხვირიდანაც დაეწყო გამონადენი ჩირქივით, ამბობენ რაღაც ვირუსებიაო, მეზობლის ძაღლი მოკვდა 1 თვის წინ, სხვა ძაღლებსაც გამონადენი აქვთ, მოკლედ ვირუსების შემოტევაა როგორც ჩანს.
ვეტ-ექიმმა რაღაც სითხე მომცა , ორ-ორი გრამი გაუკეთეო კუნთში, 7 ინფექციას შველიცო, მოკლედ შრატი ყოფილა, ორჯერ გავუკეთე ორ-ორი გრამი , 1 კვირა გავიდა, ისევ აქვს გამონადენი, ისევ აღებინებს..
ჩვენსკენ ვეტერინარები ნაკლებად არიან და კიდევ აქედან თუ დამეხმარება ვინმე ღვთისნიერი თქო ვიფიქრე, მესმის შორიდან ძნელია რაიმეს თქმა, მაგრამ თუ შემეკითხებით დაწვრილებით გიპასუხებთ სინდრომებს თუ ქცევებს თუ რაც იქნება. გმადლობთ

Posted by: MITIATO 1 Jul 2019, 21:56
koch404

რასაც წერ, მტაცებელთა ჭირს ჰგავს. აცრილი არ გყავდა ძაღლი?
აქ ვერავინ ვერაფერს გირჩევს მკურნალობაზე.
https://www.facebook.com/groups/513588562350836/ ამათ შეეხმიანე. ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ მკურნალობის და სწორ რჩევებს მოგცემენ.

Posted by: koch404 1 Jul 2019, 23:54
მადლობა................................................


Posted by: night-blue 9 Jul 2019, 00:26
ხალხი არ ხართ? 5 ჯერ დამიხურა უკვე მოდერატორმა თემა.


მყავს ინგლისური კოკერსპანიელი.


ეზოში 2-3 კვირის წინ გვყავს დედალი ძაღლი და მთელი ბარდელი მოაწყვეს ძაღლებმა უბანში აკითხავდა ამ დედა ძაღლს ალბათ 15-20 მამალი...

წავიდნენ როგორც იქნა..

ეხლა პრობლემა რაში მდგომარეობს. ჩემს ძაღლს ყავს რწყილები ვაცვლი ვაბანავებ რა არ ვცადე სპრეი მრეი აშეინიკი ჩემი ფეხები.. აზრი არ აქვს.

ეზოში 1 გასეირნება და ერთი 500 რწყილი ყავს.

რა ვუშველო???

დუსტი რომ ვცადო უშველის? არავის გქონიათ ესეთი პრობლემა?

დავრეკე იქ სადღაც და ფასიანია რო მოვიდეთ და ტერიტორია შევწამლოთო სავსეა უბანი რწყილებით ბლიადsad.gif

რამე წამალი მირჩიეთ რა რო დავასხა ან რამე და აღარ გაეკარონ. ძაღლიც მეცოდება სულ იფხანს და ძალიან ბევრი რწყილი ყავს..



Posted by: Tamu123tamu 11 Jul 2019, 17:02
აუ ეზოში ვიპოვეთ მტრედი, სავარაუდოდ კატამ ან რამემ დაიჭირა და მთელი კუდი აქვს მოცლილი. ვერ დაფრინავს. წავიყვანე სახლში და მყავს აივანზე. არსებობს რამე რომ ბუმბულის ამოსაყვანად ვუყიდო და წავუსვა ? და არის შანსი კუდი ისევ რომ გაეზარდოს ?

Posted by: კეტუსა 14 Jul 2019, 23:58
QUOTE (night-blue @ 9 Jul 2019, 00:26 )
ხალხი არ ხართ? 5 ჯერ დამიხურა უკვე მოდერატორმა თემა.


მყავს ინგლისური კოკერსპანიელი.


ეზოში 2-3 კვირის წინ გვყავს დედალი ძაღლი და მთელი ბარდელი მოაწყვეს ძაღლებმა უბანში აკითხავდა ამ დედა ძაღლს ალბათ 15-20 მამალი...

წავიდნენ როგორც იქნა..

ეხლა პრობლემა რაში მდგომარეობს. ჩემს ძაღლს ყავს რწყილები ვაცვლი ვაბანავებ რა არ ვცადე სპრეი მრეი აშეინიკი ჩემი ფეხები.. აზრი არ აქვს.

ეზოში 1 გასეირნება და ერთი 500 რწყილი ყავს.

რა ვუშველო???

დუსტი რომ ვცადო უშველის? არავის გქონიათ ესეთი პრობლემა?

დავრეკე იქ სადღაც და ფასიანია რო მოვიდეთ და ტერიტორია შევწამლოთო სავსეა უბანი რწყილებით ბლიადsad.gif

რამე წამალი მირჩიეთ რა რო დავასხა ან რამე და აღარ გაეკარონ. ძაღლიც მეცოდება სულ იფხანს და ძალიან ბევრი რწყილი ყავს..

გეთანხმებით ბევრი რწყილია და რწყილების საწინააღმდეგოდ ნამდვილად ბევრი საშუალებაც არსებობს, მთავარია მოხმარების წესი და დასხმა იმ ადგილებში რომელსაც ვერ აილოკავს.
დაიწყეთ ნაკლებ ფასიანით, მაგ.: ქართული წარმოების -ლეგა შეიძინეთ 1 ლარი ღირს 10 კგ-ზე.
სანამ პრეპარატს მოიხმართ იქამდე 3 დღე კანზე არ მოახვედროთ წყალი. მხოლოდ ბეწვი შეგიძლიათ ზემოდან გადაუწმინდოთ და თათები.
მოხმარების დროს: სითხე თვალის ზომით გადაანაწილეთ დაახლოებით 5 ნაწილად. აუწიეთ ბეწვი კეფაზე, ისე რომ კანს ხედავდეთ და დაასხით ერთ ან ორ წერტილად, მერე წამოყევით კუდისკენ და კუდის დასაწყისში აუწიეთ ბეწვი, ისე რომ კანს ხედავდეთ და იქაც დაასხით ერთ წერტილზე , დარჩენილი წვეთები წინა თათების იღლიებზე (ადილია რომელსაც ვერ ილოკავენ, ვერ წვდებიან smile.gif) გამოიყენეთ.
მოხმარების შემდეგ ისევ 3 დღე არ დაუსველოთ კანი, მხოლოდ ბეწვი შეგიძლიათ ზემოდან გადაუწმინდოთ და თათები.
იმ რწყილების მოსაშორებლად კი რაც ახლა ჰყავს, დაასხით კიდევ ერთხელ რომელიმე სპრეი და არ დაბანოთ 3 დღე; ეგრევე დაყრის ყველას.
წარმატებები

Posted by: Tamu123tamu 17 Jul 2019, 11:29
ჩემმა ძმიშვილმა დაახლოებით 2.5 თვის წინ სახლში მოიყვანა ძალიან პატარა კნუტები, აი თვალები ახალ ახელილი ჰქონდათ, ძლივს გავზარდეთ, ვიღაც ბავშვი ახრჩობდაო, შეეცოდა, წაართვა და წამოიყანა სახლში, იმის მერე აივანზე ვზრდით. ჯერ არ აგვიცრია ცოფზე. გუშინ დაკაწრა ჩემი შვილი, ტეტანუსზე აცრილია. და ცოფზე უნდა აცრა ?? მე ვფიქრობ არ უნდათქო და მეუღლემ დამაპანიკა ცოტა. და რა ვქნა ?

Posted by: Scoorp 17 Jul 2019, 16:31
night-blue

რა დუსტი, მოიწამლება ძაღლი.

ადვანტიქსი სცადეთ, თუ არ გიცდია
ოღონდ დაწვეთებამდე 3 დღე არ უნდა დასველდეს და არც დაწვეთებიდან 3 დღის მანძილზე
გადაუწიეთ ბეწვი და ხერხემლის გაყოლებაზე დააწვეთეთ, კისრიდან დაწყებული, არ მისული კუდამდე, რო ვერ აილოკოს

Tamu123tamu

არაა საშიში, 2.5 თვე თუა რაც სახლში არიან და სხვა ცხოველებთან კონტაქტი არ ჰქონიათ, ცოფი პრაქტიკულად შეუძლებელია დაემართოთ.

Posted by: uta_inter 21 Jul 2019, 10:37
მოგესალმებით.
2 დღეა, ჩემი ძახლი, პერიოდულად, უცნაურად ახველებს, ხველებასაც ვერ დავარქმევ, ისეთ ხმებს გამოსცემს თითქოს იხრჩობა. თამაშის, ჭამის და სეირნობის ხასიათზე არის და რა უნდა იყოს მიზეზი?

Posted by: Scoorp 22 Jul 2019, 12:47
uta_inter

ვოლიერის ვირუსია შეიძლება
რამდენიმე დღიანი მკურნალობა უნდა სავარაუდოდ, თუ ეგაა მიზეზი

თითქოს ყელში რაღაც აქვს გაჭედილი? ქაფიც ხო არ ამოაქვს ხანდახან?

Posted by: uta_inter 22 Jul 2019, 14:49
ქაფი არ მოსდის.
კი, თითქოს ყელში რაღაც აქვს გაჩხერილი. საღამოსკენ შედარებით დაუმშვიდდა, მაგრამ 1-2-ჯერ მაინც გამოსცა მსგავსი ხმები. დღესაც შევხედავ და თუ კიდევ გაიმეორა მივუყვან ვეტს.

ბინაში მყავს და ეს ვოლიერის ვირუსი საიდან უნდა აეკიდებინა sad.gif

Posted by: Scoorp 22 Jul 2019, 16:52
uta_inter

ეზოში
ჰაერ წვეთოვანით გადადის
საშიში არაა, ჩემსასაც სჭირდა ზაფხულის დასაწყისში
გაუკეთეს ნემსები,და მერე ვასმევდი რამდენიმე წამალს
გაუარა 5 დღეში

Posted by: uta_inter 22 Jul 2019, 17:49
Scoorp
დიდი მადლობა. შევხედავ დღესაც და თუ წამოახველა, გავაქანებ ვეტერინართან.

Posted by: nia4u 26 Jul 2019, 19:57
გამარჯობა, მეგობრებო smile.gif
ვეტექიმი გვყავს ამ თემაში? smile.gif

Posted by: Onyx′ 28 Jul 2019, 13:18
ძაღლს ფაღარათი აქვს უკვე რამდენიმე დღეა და რა შეიძლება რომ გავაკეთო?

Posted by: Fizikismama 28 Jul 2019, 13:24
ჩემს ძაღლს ცალ ყურში აქვს გოგირდის ნაირი გამონადენი, ტკივილით მგონი არ ტკივა, იმიტო რო თვითონაც იფხანს (მხოლოდ ცალ ყურს) და ხელსაც ვკიდებ შესამოწმებლად, მაგრამ აწუხებს აშკარად, იმიტომ რომ გაშლილი აქვს ეს ერთი ყური და ხშირად იქნევს თავს, მანამდე ესე არ აკეთებდა, ჭამით ჩვეულებრივად ჭამს და სხვა ყველაფერი ნორმაშია, ხო პატარა ლეკვები ყავს კიდე, ასე სამი თვის წინ იმშობიარა, რა შეიძლება იყოს ან რა უნდა მოვუხერხო? <3333

Posted by: FRIDRIX 28 Jul 2019, 13:44
ჩემი კატა აღებინებს და 4 დღეა არაფერი უჭამია რა ვქნა?

Posted by: Scoorp 29 Jul 2019, 20:37
Onyx′


რამდენიმე დღე თუა
ექიმს აჩვენე

Fizikismama

შეიძლება ანთებითი პროცესია
ან წყალი ჩაუვიდა ყურში ბანაობისას
ყურის წვეთები უყიდე თუ ექიმთან ვერ მიგყავს
ზოომაღაზიებში იყიდება (სახელი აღარ მახსოვს ეხლა)

FRIDRIX

ვეტს მიუყვანე


----

მართლა მიკვირს რა
ზეპირად დიაგნოზი როგორ უნდა დასვას ადამიანმა?
აი არ ჭამს და აღებინებს
არ ჭამს და კუჭი აქვს აშლილი
გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ასობით
რანაირად უნდა გირჩიოთ ვინმემ რამე?
ან ის რასაც გირჩევთ, მერე რომ არასწორი აღმოჩნდეს და ცხოველს რამე დაემართოს
ვინ იქნება დამნაშავე?

მითუმეტეს როცა უყურებთ რომ უკეთესობისკენ არ მიდის მდგომარეობა რამდენიმე დღეშიც კი
ან ვეტს მაინც დაურეკეთ, თუ ვერ მიგყავთ


Posted by: dat111 29 Jul 2019, 22:21
QUOTE
ეზოში 1 გასეირნება და ერთი 500 რწყილი ყავს.

რა ვუშველო???

ბრავექტო ერთი შესაჭმელი აბი სამ თვემდე ყოფნის, 75 ლარი საშუალო ფასი აბებია 4-10კგ. 10-20, 20-40, 40-60 წონის ძაღლებისათვის, რაც ეგ შემოიტანეს დავისვენე ჩემ ზარლებზე ტკიპების და რწყილების დევნისაგან (მაღაზიაში და ვეტებმაც იციან ხოლმე რო თუ შესბამისი დოზა არ არის შეგიძლია გაყოო, მწარმოებელი კატეგორიულად აცხადებს რომ აბების გაყოფა არ შეიძლება, ანუ 20-40 აბს შუაზე რომ გაყოფ 10-20 არ მიიღებაო)

Posted by: Fizikismama 29 Jul 2019, 22:38
Scoorp
კი ანთებაა ვაჩვენე ექიმს, მადლობა love.gif

Posted by: Scoorp 30 Jul 2019, 00:00
dat111

აბსურდია ეგ რომ გაყოფა არ შეიძლება
ეზოს ცუგას სჭირდა დემოდეკოზი და 20 კილომდე არც იყო, მაგრამ ეგ დოზა მივეცი
მშვენივრადაა ახლა

Posted by: mdinaradze 30 Jul 2019, 14:24
გამარჯობა. ჩემი თუთიყუში მეორე დღეა აბუზულია, კუჭი აქვს აშლილი და არ არის აქტიურად. საჭმელს ჭამს ცოტას და სითხესაც სხვამს. ვეტექიმმა წყალში ენტეროსგელი გაურიე ან ბ ჯგუფი და ის დალიოსო. დავალევინე მაგრამ შედეგი არ აქვს. რა ვუშველო? @

Posted by: ლაშა117 31 Jul 2019, 11:01
ძვლების გასამაგრებელი კურსი მინდა ჩავუტარო 1 წლის ქოსა ნაგაზს (პერიოდულად ვუტარებ ხოლმე) ამ ასაკისთვის რომელია კარგი?

Posted by: madridiSSta1988 4 Aug 2019, 13:05
ჩემს ძაღლს ერთი თვის წინ შევამჩნიე მუცელზე ტილი, ფრონტლაინი დავასხი, გავიდა ერთი კვირა, ისვე იფხანდა ტანს, დავაკვირდი და ისევ ტილი.
დავბანე, დავასხი რაღაც ახალი სპრეი "ბლოხნეტი" თუ რაღაც ეგეთი, ორი კვირის მერე რწყილების საწინააღმდეგო შამპუნით დავბანე.
რამდენიმე დღეა ისევ დაიწყო ფხანა, გავუხილე ბეწვი და მუცელზე ისევ გადაურბინა ტილმა.
იქნებ მირჩიოთ რამე, ალბათ უვარგის წამლებს ყიდიან, ფალსიფიცირებულს, თორემ რა გახდა ამ მკბენარების მოშორება.

Posted by: Wisemаn* 4 Aug 2019, 13:15
madridiSSta1988
აბანავე და მესამე დღეს ადვანტიქსი ან ადვოკატი დაასხი.
წონის მიხედვით იყიდე და ეცადე ოდნავ მეტის დაასხა

Posted by: madridiSSta1988 4 Aug 2019, 14:09
Wisemаn*
ადვოკატი იყიდება თბილისში სადმე ?

Posted by: gramatikikina 4 Aug 2019, 21:44
madridiSSta1988
მე ვყიდულობ ორ სხვადასხვა მაღაზიაში ყოველთვის აქვთ ადვოკატი
ძალიან მაგარი რამეა, 1 წვეთი ყოფნის ჩემს კატას და მთელი წელი არაფერი ეყრება
შარშანდელი გახსნილი დავასხი წელს. ეგრევე მკვდარი რწყილი გამოყვა სავარცხელს მეორე დღეს

Posted by: madridiSSta1988 5 Aug 2019, 10:55
gramatikikina
ძალიან კარგი, ხომ ვერ მეტყვი სად ყიდულობ?

Posted by: gramatikikina 5 Aug 2019, 15:19
madridiSSta1988
კოსტავას 7-ში რუსთაველის მეტროს მოპირდაპირე მხარეს ბუნებაში და მაგის მერეა კიდევ კოსტავას 17 მგონი, დიდი ზოომაღაზიაა ისიც

Posted by: madridiSSta1988 24 Aug 2019, 17:55
კანდელაკზე დათოსთან მყავდა ჩემი კოკერი ოთხი დღის წინ.
ძალიან ცხელოდა, მაგრამ იმ დღეს გასეირნებული არ მყავდა და ფეხით ჩამოვიყვანე გაგარინზე.
ალერგია ჰქონდა და დექსამეტაზონის აბები დაუნიშნა, დღეში 1 აბი 4 დღე.
ზოგადად ძალიან აქტიურია და ბოლო ორი დღეა მოიწყინა, მთელი დღე წევს, ხანდახან თავს წამოწევს, ენას გააწკაპუნებს ისევ დაწვება.
ყოველ დილა-საღამოს მთხოვდა ეზოში წაყვანას, გუშინ და დღეს არ მოუთხოვია და გუშინ დილით დიდი ენთუზიაზმიც არ გამოუხატავს საბელის გაკეთებისას, არადა ისე უხარია სახლს ანგრევს ხოლმე, ეზოშიც უკან მრჩებოდა, თითქოს დაიღალაო, ენაგადმოგდებული მოლასლასებდა, გუშინ საღამოს და დღეს დილით საერთოდ არ ჩამიყვანია, წევს და თვალებს ლულავს.
საჭმელი ჭამა, წყალიც დალია რამდენჯერმე.
ხომ ვერ მეტყვით, რა შეიძლება სჭირდეს, წავიყვანო ექიმთან?
იქნებ სიცხეში ბევრი რომ ვატარე მაგან იმოქმედა?
ამ სიცოცხლით სავსე ძაღლს ასე მიგდებულს რომ ვხედავ გული მიკვდება, ვერც ვხვდები მიზეზს.
* * *
რა ხდება არავინ არის აქ?
ზემოთ აღწერილს ისიც დაემატა, რომ ბევრ წყალს სვამს და ხშირად შარდავს, არც დღეს წამომყვა ეზოში.
საჭმელი ჩვეულებრივად ჭამა.
წეღან სამზარეულოში გაშეშდა უცებ, ენა გამოყ გარეთ, რაღაც უცნაურად ატრიალებდა, ხმადაბლა დაიწკმუტუნა კიდეც მგონი.
ხვალ უეჭველი მიმყავს ექიმთან, მაგრამ მანამდე თუ აქ დაწერთ ვინმე რამეს კარგი იქნება.

Posted by: Morton 2 Sep 2019, 19:09
ხალხო, დახმარება მჭირდება.

ბოლო 3 დღეა ჩემს ძაღლს (ალბათ) მუცელი აწუხებს. მოუსვენრად არის სულ, 1 წუთზე მეტი ვერ წევს და აქეთ-იქით დადის. მომენტებში კიდევ იმ პოზაში დგება ხოლმე, ტაკო რომ მაღლა აქვთ აზნექილი და თავი დაბლა, მარა დიდი ხანი ჩერდება ხოლმე ეგრე, რაც აქამდე არ უქნია.

ვერ მეტყვით, რა შეიძლება სჭირდეს და რითი ვუშველო?

(ვეტერინართან წაყვანას უახლოვეს მომავალში ვერ ვახერხებ და მაგიტომ ვწერ აქ sad.gif )

Posted by: Z-owner 2 Sep 2019, 20:40
Morton
ძაღლის წაყვანას თუ ვერ ახერხებ, ისე მაინც მიდი ვეტექიმთან და აუხსენი რაც ხდება, კონსულტაციაზე უარს არავინ ამბობს წესით.

Posted by: Morton 2 Sep 2019, 21:01
Z-owner

მართლა?
წავალ მაშინ, მადლობა <3

მარა აქაც თუ იცის ვინმემ და მეტყვიან, ძალიან მადლობელი ვიქნები

ძაან მეცოდება უკვე და აღარ მინდა უფრო დიდხანს გაიწელოს :c

Posted by: Z-owner 2 Sep 2019, 23:30
Morton
კი კი, მე რამდენჯერაც მიკითხავს უპასუხიათ, გაგარინის მოედანთან თუ ახლოს ხარ, მგალობლიშვილის ქუჩაზე არიან საშა და იგორი, შანსი არაა რომ არ დაგაკვალიანონ, შეეკითხე რა შეგიძლია რომ გაუკეთო შენით, სანამ მიუყვან, კანდელაკის და გელოვანის კვეთაზე არის ნაძეჟდა, კარგი ქალია ესეც.

Posted by: Morton 3 Sep 2019, 01:47
Z-owner

დიდი დიდი მადლობა <3 <3

Posted by: Dostoyevsky 3 Sep 2019, 08:59
გამარჯობა. მდედრი ძაღლი მყავს და მინდა გაუკეთო კასტრაცია ანუ მინდა მომავალში რომ აღარ გაუჩნდეს ლეკვები და როგორ ხდება ეგპროცედურა?

Posted by: Scoorp 4 Sep 2019, 23:23
Dostoyevsky

მიგყავს ექიმთან, გაასინჯებ ძაღლს და ჩანიშნავთ ოპერაციის დღეს.
მემგონი სხვა ისეთი პროცედურა საჭირო არაა
* * *
QUOTE (madridiSSta1988 @ 24 Aug 2019, 17:55 )
კანდელაკზე დათოსთან მყავდა ჩემი კოკერი ოთხი დღის წინ.
ძალიან ცხელოდა, მაგრამ იმ დღეს გასეირნებული არ მყავდა და ფეხით ჩამოვიყვანე გაგარინზე.
ალერგია ჰქონდა და დექსამეტაზონის აბები დაუნიშნა, დღეში 1 აბი 4 დღე.
ზოგადად ძალიან აქტიურია და ბოლო ორი დღეა მოიწყინა, მთელი დღე წევს, ხანდახან თავს წამოწევს, ენას გააწკაპუნებს ისევ დაწვება.
ყოველ დილა-საღამოს მთხოვდა ეზოში წაყვანას, გუშინ და დღეს არ მოუთხოვია და გუშინ დილით დიდი ენთუზიაზმიც არ გამოუხატავს საბელის გაკეთებისას, არადა ისე უხარია სახლს ანგრევს ხოლმე, ეზოშიც უკან მრჩებოდა, თითქოს დაიღალაო, ენაგადმოგდებული მოლასლასებდა, გუშინ საღამოს და დღეს დილით საერთოდ არ ჩამიყვანია, წევს და თვალებს ლულავს.
საჭმელი ჭამა, წყალიც დალია რამდენჯერმე.
ხომ ვერ მეტყვით, რა შეიძლება სჭირდეს, წავიყვანო ექიმთან?
იქნებ სიცხეში ბევრი რომ ვატარე მაგან იმოქმედა?
ამ სიცოცხლით სავსე ძაღლს ასე მიგდებულს რომ ვხედავ გული მიკვდება, ვერც ვხვდები მიზეზს.
* * *
რა ხდება არავინ არის აქ?
ზემოთ აღწერილს ისიც დაემატა, რომ ბევრ წყალს სვამს და ხშირად შარდავს, არც დღეს წამომყვა ეზოში.
საჭმელი ჩვეულებრივად ჭამა.
წეღან სამზარეულოში გაშეშდა უცებ, ენა გამოყ გარეთ, რაღაც უცნაურად ატრიალებდა, ხმადაბლა დაიწკმუტუნა კიდეც მგონი.
ხვალ უეჭველი მიმყავს ექიმთან, მაგრამ მანამდე თუ აქ დაწერთ ვინმე რამეს კარგი იქნება.

როგორაა??

რისი ბრალი იყო ხო არ უთქვამს დათოს?

იმედია კარგადაა ;/

Posted by: მელნისფერი 5 Sep 2019, 00:17
აცრები შეჯვარებამდე უკეთდებათ ცხოველებს ? და ჭიებზე როდის ვიწყებთ დამუშავებას?

Posted by: Scoorp 5 Sep 2019, 14:29
მელნისფერი


კი აცრაც საჭიროა და ჭიაზე დამუშავებაც
რო დაორსულდება, მერე არ შეიძლება არცერთი

ვეტერინართან გაიარეთ კონსულტაცია თუ რამე კითხვები გაქვთ კიდე

Posted by: pukaaa 6 Sep 2019, 22:16
გამარჯობა, ჩემს ჩიხუახუას ერთი ყური ეფხანება ძალიან, რომ ჩავხედე თითქოს ნადები აქვს, არ მაცდის რომ გავი
წმინდო. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს ნადები? რითი ვუშველო?

Posted by: Scoorp 6 Sep 2019, 22:27
pukaaa


ანთებაა სავარაუდოდ
წვეთები იყიდება ოთოპედ თერაპია ჰქვია მგონი
ვეტ კლინიკა-მაღაზიებშია
ის ჩააწვეთეთ ორივე ყურში რამდენიმე დღე
თუ მოახერხებთ და ექიმს აჩვენებთ ისე აჯობებს მაინც
შეიძლება სხვა რამის ბრალია

Posted by: pukaaa 7 Sep 2019, 11:12
Scoorp

დიდი მადლობა smile.gif

Posted by: cheguevarra 9 Sep 2019, 19:55
ვინმემ ხომ არ იცით მტრედი სად მივიყვანო? ეხლა ვნახე სადარბაზოსთან, ფრთა აქვს დაზიანებული და კოჭლობს.. სადაც დავრეკე ფრინველების სპეციალისტი არ გვყავსო

Posted by: arcvin 13 Sep 2019, 02:14
Scoorp
გამარჯობა, მოწამლულ ცხოველს როგორ შეიძლება ვუშველო?
დაახლოვებით 1 წლის კატა მყავდა. გარედან შემოვიდა, თამაშობდა, 10-15 წუთი სადღაც გაიტრუნა და მერე უცნაური, ღმუილისმაგვარი ხმა რო გავიგე სანამ ვიპოვნე (1-2 წუთში) უკვე მკვდარი იყო.
ან რითი შეიძლება მოწამლულიყო? პირი ჰქონდა გათეთრებული და თვალები ღია დარჩა.

Posted by: Scoorp 14 Sep 2019, 23:06
arcvin


ალბათ ვირთხის წამლით
თუმცა არ ვარ ვეტერინარი და ვერ გეტყვით დაზუსტებით.
მოწამლულს გააჩნია
რითი იწამლება ეგეთ დროს
რაღაც ვიდეოში ვნახე უმი კვერცხი გადააყლაპეს ძაღლს (მგონი იმასაც ვირთხის წამალი ჰქონდა ნაჭამი)

Posted by: Pey1 16 Sep 2019, 15:41
გამარჯობათ

გთხოვთ, ნომერი რომ მომცეთ ვეტ. კლინიკის რომელიც მდებარეობს იესემის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადრე გამოვიძახე და აღარ მაქ ნომერი, ცოფზე უწევს აცრა ჩემსას...

Posted by: Vangoga 22 Sep 2019, 15:13
გამარჯობათ, ჩემ ძაღლს უჩნდება ფუთქები, მერე უხმება, ძვრება, ის ადგილი უმუქდება და თმა არ ამოსდის. 6 წლის კოკერსპანიელია დედალი. მყავდა ვეტექიმებთან, წელიწადზე მეტია ეს პრობლემა ჭირს და ვერა და ვერ ვუშველე ბოლომდე. თითქოს რაღაც პერიოდი მოურჩინა ანტიბიოტიკებმა მარა სრუილად ვერ ვკურნავ. ვეტექიმი მეუბნება სიბერის ბრალი და მუდმივად ექნება ეს პრობლემაო და წამლები ასვიო. თუიცით ვინმემ ამ პრობლემის მიზეზი და როგორ ვუმკურნალო, ან თუიცით ვეტექიმი ვისაც შეეძლება ნორმალური პასუხის გაცემა და მკურნალობა, ძალინ დამეხმარებით. მადლობა.

Posted by: Scoorp 23 Sep 2019, 13:44
Vangoga

ვისთან დაგყავს?

Posted by: narmonana 4 Oct 2019, 00:08
user posted image

გვერდში ბურთივით რა აქვს ხო არ იცით

Posted by: Fizikismama 15 Oct 2019, 09:13
გამარჯობა, ძაღლის სტერილიზაცია მინდა და რომელ კლინიკას მირჩევთ? ვეტლაიფს თუ ბალტოს?

Posted by: ჯარჯი 28 Oct 2019, 01:07
ლეკვობაში ჩემს ძაღლს რაღაც ინფექციიდან გამოწვეული დამბლა ქონდა უკანა ფეხების და მერე როგორღაც გაუარა. პირველ პერიოდში უკანა პეხები ეკეცებოდა და ძველი შინაურული რეცეპტით სამი აცრა გავუკეთე პენიცილინის და მერე ვაცადე რომ თვითონ ამოექაჩა და გაუარა ორ-სამ თვეში თითქმის აღარ ემჩნეოდა სიარულისას უკანა ფეხების არც კანკალი არც სუსტად დაბიჯება და ა.შ
ეხლა უკვე ასაკშია ასე 12 წლის ან უკვე გადაცდა და დღეს ყოველგვარი მიზეზის და შესავალის გარეშე უცებ დაიწყო უკანა ფეხების ჩაკეცვა ამ საღამოს sad.gif
რომ გავიყვანე სასეირნოდ თანდათან გაუარა და ვერ მივხვდი წოლისგან ქონდა "დაბუჟება" და გაუარა თუ რაიმე ცუდის დასაწყისია? sad.gif
ხომ არ გაქვთ რაიმე გამოცდილება ამ მხრივ?

Posted by: Wisemаn* 30 Oct 2019, 16:57
narmonana
ასე ზეპირად ვერ გაიგებ.
შეილება თიაქარი ქონდეს, შეილება სიმსივნე. მიუყვანე ვეტს. როტვეილერია ხო?

Posted by: narmonana 30 Oct 2019, 17:29
Wisemаn*
გაეწოვა biggrin.gif აღარ აქვს,ქუჩის ძაღლია....

Posted by: Wisemаn* 30 Oct 2019, 19:09
narmonana
როტის შეფერილობაშია არადა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: narmonana 30 Oct 2019, 19:22
Wisemаn*
მე დობერმანს ვფიქრობდი არადა biggrin.gif

https://www.facebook.com/rasacgindadaiwer/videos/vb.100009705816029/959924617674390/?type=2&video_source=user_video_tab

ესაა

Posted by: Wisemаn* 30 Oct 2019, 19:26
narmonana
როტის მეტისია.
დობერმანი მაგსისქე ვერ იქნებოდა biggrin.gif
პროსტა რაზეც შეჯვარდა ის იყო ძაან წვრილი და თავი აღAრ გაეზარდა

Posted by: narmonana 30 Oct 2019, 21:41
Wisemаn*
ქოოო.აგე დედამისიც :დ


Posted by: ჯულსი 5 Nov 2019, 16:42
ხოარ იცით სადმე არის გოლდენ რეტრივერის თემა?

ან ვინმეს ხოარ ყავს?

თუ არი თემა დალინკეთ თუარადა გავხსნიდი და სხვაც დაწერდა ინფორმაციას და მეც ნელნელა მივამატებდი რასაც ვისწავლიდი

სამომავლოდ შეიძლება გამოეყენებინა ვინმეს

ზეგ მეყოლება და ცოტა ვღელავ love.gif

Posted by: daniretaxe 3 Dec 2019, 21:44
სად შეიძლება კურდღელს გავუკეთო აცრა და ზუსტად როგორ უნდა გავარჩიო დედალ-მამალი?

Posted by: Wrest 4 Dec 2019, 21:44
გამარჯობა.
1.5 თვის ლეკვი როგორ გავასუფთაო? ვიცი რომ დაბანა ჯერ არ შეიძლება, მაგრამ სუნი ასდის უკვე ძაან ცუდი sad.gif

Posted by: marisabela 5 Dec 2019, 02:24
ჩემს ძაღლს აქვს გამონაყარი და სიწითლე თითქმის ყველგან.ყურებზე,მუცელზე,კუდის ქვეშ, უკვე თავზეც. სულ იფხანს და მერე ეს ნაფხანები უწითლდება და უხმება. უსიამოვნო სუნიც აქვს. მყავდა ვეტერინართან. ეგზემის საწინააღმდეგო 2 ნემსი გაუკეთა მაგრამ შედეგი არ გვაქვს. სხვა რა შეიძლება იყოს?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 5 Dec 2019, 18:32
marisabela
QUOTE
ჩემს ძაღლს აქვს გამონაყარი და სიწითლე თითქმის ყველგან.ყურებზე,მუცელზე,კუდის ქვეშ, უკვე თავზეც. სულ იფხანს და მერე ეს ნაფხანები უწითლდება და უხმება. უსიამოვნო სუნიც აქვს. მყავდა ვეტერინართან. ეგზემის საწინააღმდეგო 2 ნემსი გაუკეთა მაგრამ შედეგი არ გვაქვს. სხვა რა შეიძლება იყოს?

მერე წაიყვანე მოთხოვე პასუხი დაბრუნოს თანხა და სხვა ვეტერინართან მიიყვანე

Posted by: ირლანდია 22 Dec 2019, 15:39
გუშინ გამკაწრა თურმე სახლის კნუტმა (1 თვის ალბათ იქნება) დღეს შევამჩნიე, ნუ სისხლი არ გამომსვლია. არც ნაკაწრი მტკივა არაფერი, კნუტი არაა აცრილი პატარებს არ ცრიანო smile.gif ასე მიტხრეს. რა ვქნა წავიდე გავიკეთო შრატი?

Posted by: Scoorp 23 Dec 2019, 21:46
ირლანდია


სისხლი თუ არ გამოგსვლია არაა საშიში
მითუმეტეს სახლის კნუტია

Posted by: ირლანდია 24 Dec 2019, 00:08
Scoorp
მადლობა გამოხმარებისთვის.
ხო სისხლი არ გამომსვლია ვერც გავიგე უბრალოდ დილით რომ ვნახე გაკაწრული მოქონდა კანზე ეტყობა ნაკაწრი. არც სისხლის კვალი და ნაკაწრის არაა ღრმა.

Posted by: ლევონ 13 Jan 2020, 14:59
user posted image
სამი თვის პუდელია სახლის. კომპლექსურები გამეტებული აქვს. ცოფზე ჯერ არ აცრილა. გარეთაც არ გაგვყავს ჯერ. ბავშვი პირში ჩაუძვრა და გაკრა კბილი. 10 დღის წინ გაფხაჭნა კიდეც ბრჭყალებით თამაშის დროს.

რამე პრობლემა შეიძლება იყოს? ეს გაკრული მოვბანეთ საპნით

ბაღანა 4 წლისაა

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 13 Jan 2020, 15:22
ლევონ
ვეტერინარული თემაა ბავშვის ჯანმრთელობა? მედიცინაში იკითხე ისე კი უმჯობესია პირდაპირ ექიმთან

Posted by: Scoorp 15 Jan 2020, 00:43
ლევონ


წესით არაფერია საშიში.
სახლში თუა და ძაღლთან შეხება არ ჰქონია, ცოფი გამორიცხულია

Posted by: MGQEN 19 Jan 2020, 19:02
აგარაკზე ძაღლი 1 დღე უხასიათოდ იყო. 2-3 დღეს უკანა ფეხები წაერთვა. დღეს ცოტა ჭამა.... მოწამლულია თუ .... ? რა დაავადება შეიძლება იყოს და რას მირჩევთ? ვეტერინართან ვერ ვახერხებ მიყვანას

Posted by: gugamaxara 20 Jan 2020, 20:35
გამარჯობა,
სოფელში მყავდა ძაღლი, 10 წელია დაახლოებით რაც გვყავს უკვე, უბრალო ჯიშის "სტაიანკიდან" წავიყვანეთ თავის დროზე ლეკვი რომ იყო biggrin.gif , ხოდა ასე 1 კვირის წინ სახლში მოხოხდა უკანა ფეხებს ვერ ხმარობდა, ჩვენ გვეგონა მანქანა დაეჯახა, რენტგენზე მყავდა და ტყვია ჰქონია ნასროლი, ტყვია ისეთ ადგილასაა გაჩერებული შიდა ორგანოებს ხელს არ უშლის არც დაზიანებულია, ხერხემალი აქვს გავლილი, მაგრამ ბოლომდე გაწყვეტილი არაა, გრძნობა აქვს უკანა ფეხებში უბრალოდ ვერ ხმარობს, ექიმმა 20 დღე ნემსები გამოუწერა, 3 ნემსს ვუკეთებთ დღეში, მაგრამ დღეს რაღაც უფრო ცუდად მომეჩვენა წინა დღეები ჭამდა, თვითონ ცდილობდა წინა ფეხებით სიარულს და უკანა ტანსაც ძალას ატანდა, დღეს საჭმელსაც აღარ ჭამს, უბრალოდ ქალაქში წამოვიყვანე იქ არავინ იყო ნემსის გამკეთებელი და მომვლელი, გარაჟში მყავს ძირითადად მთელი დღე, დრო თუ მაქვს გარეთ გამომყავს ცოტახანი და ეს ბოლო დღეებია ვერ მოვახერხე და მოწყენილია ვითომ მაგის გამო თუ რაიმე გაურთულდა? მადლობა

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 20 Jan 2020, 23:00
gugamaxara
QUOTE
ძირითადად მთელი დღე, დრო თუ მაქვს გარეთ გამომყავს ცოტახანი და ეს ბოლო დღეებია ვერ მოვახერხე და მოწყენილია ვითომ მაგის გამო თუ რაიმე გაურთულდა? მადლობა


წესიერ ვეტერინართან მიიყვანე ბუნებრივია საფანტი ორგანიზმს წამლავს და რაც მალე ამოაცლიან მით უკეთესი

Posted by: Scoorp 21 Jan 2020, 00:09
MGQEN

ზეპირად ვინ რა დიაგნოზი უნდა დაუსვას?
აცრილია ძაღლი? ცოფზე, კომპლექსურზე?
ვეტერინარს ტელეფონით მაინც გაესაუბრეთ

gugamaxara

ვისთან გყავდათ?
ნემსი რისთვის დაუნიშნა, ფეხებისთვის?

Posted by: gugamaxara 21 Jan 2020, 13:47
M-A-S-E-R-A-T-I
საფანტი არაა ნასროლი, მხოლოდ 1 ტყვიაა, ალბათ გეკოს ტყვიაა
Scoorp
ვახტანგ მამალაძესთან მყავდა, პროზერინი, ბ კომპლექსი და აქტოვეგინი გამოუწერა, მკურნალობა სჭირდებაო და ეს ნემსები 20 დღე დაუნიშნა, დღეს ვფიქრობ სოფელში ავიყვანო ისევ, ძაან მოწყენილია ეს 2 დღეა რაც გარაჟშია, წინა დღეები თვითონაც ცდილობდა სიარულს ეს ბოლო 2 დღეა აღარც ცდილობს...

Posted by: duza1 21 Jan 2020, 15:31
გამარჯობა, ქუჩიდან მინდა ავიყვანო ლეკვი და სანამ ავიყვანო მინდა იყოს აცრილი ცოფზე. ასაკი არ ვიცი, ერთ თვეზე მეტია არის უეჭველი. სხვა არაფერი ვიცი. რას მირჩევთ?

Posted by: Scoorp 22 Jan 2020, 16:13
duza1

ბევრი აჩუქებს ლეკვს და ზოგი აცრილსაც
თუ არადა შეგიძლიათ თქვენ აცრათ ცოფზე, არც ეგაა პრობლემა

gugamaxara

უკეთესობა არ აქვს? გარაჟში გამოკეტილი მოიწყენდა თუ ეზოსაა თან შეჩვეული
და დიაგნოზად რა თქვა? რენდგენი არ გადაუღო?

Posted by: gugamaxara 22 Jan 2020, 21:58
Scoorp
დღეს წავიყვანე სოფელში, ძაან მოწყენილი იყო და სოფელში რო ავიყვანე თვალები გაუნათდა, ჯერ-ჯერობით არაა უკეთესობა, რენტგენი კი გადავუღე და მერე მივუყვანე ვახოს, როგორც დავწერე ტყვიას გავლილი აქვს ხერხემალი, მაგრამ ბოლომდე არ არის გაწყვეტილი ხერხემალი, ჯერ მკურნალობა თუ აღუდგება გრძნობა, კუდს კი ამოძრავებს

Posted by: kotcio 23 Jan 2020, 12:27
gugamaxara
საბრალო, რას ერჩოდნენ

Posted by: matechala 27 Jan 2020, 17:42
მეგობრებო რომელია ყველა ნორმალური ვეტ კლინიკა ლეკვი რომ მივიყვანო აცრებზე? ბუნება არის რესპუბლიკურთან და დავით ნანობაშვილი მირჩიეს და სწორი არჩევანია?

Posted by: duza1 28 Jan 2020, 13:54
გთხოვთ დაწეროთ ვეტექიმის ნომერი რომლის გამოძახება ბინაზე შეიძლება.

Posted by: Robizon_Kruzo 28 Jan 2020, 18:21
გამარჯობათ, ჩემს ხუთი თვის კნუტს გუშინ საღამოს შევატყე თითქოს კოჭლობდა.. დილით დიდხანს ეძინა და რომ ვნახე თათების ბალიშები აქვს თითქოს დამწვარივით(ის. სურათები].. იოდი წავუსვათ.. მაგრამ ცდილობს იწვეს.. ჭამით ჭამს და სვავს (ბევრს არა მაგრამ სულ უარსაც არ ამბობს).. რა შეიძლება იყოს და რითი ვუმკურნალო ხომ ვერ მეტყვით?

* * *
user posted image
ასეთი სიტუაციაა

Posted by: DemiGod 29 Jan 2020, 10:52
მოკლედ, ავიყვანე იორკშირი, 3.5 თვის. ზურგზე აქერცლილი აქვს, სოკოსავით რაცხა და ვეტერინარმა 150 მილიგრამიანი წამალი მოგვცა, 15ად დაყავით და ისე მიეცითო.. მაგარი გასართობი მოგვიგონა.. თავი ნარკობარონი მეგონა 150 მილიგრამ პარაშოკს რომ 15ად ვყოფდი..
თავის ასაკთან შედარებით პუტკუნაა, 1,6 კილოა.. და სულ შია. საჭმელს რო ხედავს ან საჭმლის ხმა რო ესმის, ისეთი კრუნჩხვები ეწყება, გეგონება მოკვდებაო smile.gif))
ვცდილობ ცოტა ვაჭამო, როიალ კანინგი ჯუნიორი - 1 სუფრის კოვზი, დღეში 4ჯერ. მაგრამ ეტყობა რომ სულ შია. სულ ლოკავს და ღრღნის ყველაფერს - კაბელებს, პლინტუსებს, ავეჯს..
ზოგჯერ იმედ წყალს სვავს ერთ დალევაზე. აი 40 წამი რო სვავს შეუჩერებლად.
ასე მგონია ან ჭია ყავს ან დიაბეტი აქვს ან რავიცი კიდე რა ვიფიქრო..
რამე რჩევა ხომ არ გაქვთ? smile.gif
მადლობა წინასწარ.

Posted by: Wisemаn* 29 Jan 2020, 12:48
DemiGod
ინტერნეტში მოძებნე, შესაბამისი ასაკის და წონის ლეკვს რამდენი გრამი კვება უნდა დღეში და ისე მიეცი.

QUOTE
სულ ლოკავს და ღრღნის ყველაფერს - კაბელებს, პლინტუსებს, ავეჯს..

მაგ ასაკში ჩვეულებრივი ამბავია, კბილები ექავება და მაგიტო. სათამაშოები უყიდე ეგებ გადაატანინო ყურადღება და ავეჯი გადარჩეს.

ჭიას რაც შეეხება, გაიგე როდის აქვს პირველად დაელული, 3 თვე თუა გასული შეგიძლია ისევ მისცე წონის შესაბამისად.

Posted by: Scoorp 29 Jan 2020, 18:57
DemiGod


ნორმალურ ვეტს მიუყვანეთ
და ჭია შეიძლება ჰყავდეს და მაგიტომაა გამგელებული))

matechala



კი კარგია ძალიან დათო, თუ გაწყობთ ტერიტორიულად

Posted by: matechala 11 Feb 2020, 16:23
Scoorp
QUOTE
კი კარგია ძალიან დათო, თუ გაწყობთ ტერიტორიულად


ვისგანაც შევიძინე ლეკვი, მას დაყავდა პაატა ჩხეიძესთან და მეც იმასთან წავიყვანე და პირობები საშინელი ჰქონდა, ძალიან არ მომექონა, ასე მეგონა სოფლის აფთიქაში ვიყავი და არა ვეტ კლინიკაში. არანაირი ფორმა, არანაირი ჰიგიენა, თერმომეტრს წყალი გაადაავლო , დაიქნია და ეგრევე ატაკა. ან სტერილურად გაწმინდე ან რავიცი, აცრაზე გყავს მიყვანილი, ერთი ხელი ტელეფონი გიკავია და ლაპარაკობ, ყურადღება 0. მაგასთან აღარ მივიყვან შემდეგ აცრაზე. ალბათ მარიამ ჩხიკვიშვილთან მივიყვან, მირჩიეს და თან მომეწონა ტიპი. ნანობაშვილი კარგია, მაგრამ ზედახორაა მაგასთან და თუ ძალიან არ გიჭირს მგონი აცრაზე მანდ მიყვანა შარია.

აცრის მერე ლეკვის გაღიზიანება ჩვეულებრივი მომენტია? სულ უნდა რომ გიკბინოს smile.gif მოფერება გადასდის სიხეშეში

მეგობრებო, მეორე აცრამდე ჭიის წამალი რამდენი დღით ადრე უნდა დალიოს? როგორც ლინკზე მოცემულ სტატიაში წერია, 6 თვემდე ფაქტიურად ყოველთვეს იცრება

https://www.petario.com/posts/health/%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%B0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%97%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A3-%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/208

Posted by: Wisemаn* 11 Feb 2020, 23:06
matechala
ჭიის წამალი ისმევა ყოველ 3.5-4 თვეში ერთხელ.
აცრა არაფერ შუაში არარის ჭიის წამალთან.
ერთმანეთთან დაშორება უნდა ქონდეს მინიმუმ 10 დღე.
მითუმეტეს თუ ლეკვია.

Posted by: BEBE__BEBE 20 Mar 2020, 11:59
მიშველეთ ვინმემ smile.gif

მყავს 2,5 თვის ჰასკი. პირველი აცრა გავუკეთეთ და წავედით ოჯახი დასავლეთში აგარაკზე - 10 დღით... აირია ყველაფერი, თბილისში დაბრუნება აშკარად არ ღირს და მეორე აცრა გვიანდება. მაღაზიები დაკეტეს და აქ ვაქცინის ყიდვის შანსიც გაქრა. რა ვქნა? ორი კვირა შუალედს გადაცდა უკვე. როგორ და რანაირად ავცრა? რამდენად საშიშია?

თუ ვაქცინა ვიშოვე, ოღონდ სხვა, მაგ შემთხვევაში როგორ მოვიქცე?

თუ იგივე ვიშოვე, 3 კვირაა უკვე გასული - ჩვეულებრივად გავაგრძელო?

თუ საერთოდ ვერაფერი ვიშოვე, რა ვუყო ამ გადარეულს?
ეზოში დარბის და ყველაფერს ხრავს, არ იცავს თვითიზოლაციის წესებს sad.gif

Posted by: iosebkb 28 Mar 2020, 16:43
მოგესალმებით მეგობრებო,user posted image ჩემს ძაღლს ყური დაუზიანა რაღაცამ ან ვიღაცამ, არ აღენიშნება სისხლის კვალი და რა შეიძლება იყოს ხომ არ იცით ან რითი ვუშველო((

Posted by: Scoorp 28 Mar 2020, 17:39
QUOTE (BEBE__BEBE @ 20 Mar 2020, 11:59 )
მიშველეთ ვინმემ smile.gif

მყავს 2,5 თვის ჰასკი. პირველი აცრა გავუკეთეთ და წავედით ოჯახი დასავლეთში აგარაკზე - 10 დღით... აირია ყველაფერი, თბილისში დაბრუნება აშკარად არ ღირს და მეორე აცრა გვიანდება. მაღაზიები დაკეტეს და აქ ვაქცინის ყიდვის შანსიც გაქრა. რა ვქნა? ორი კვირა შუალედს გადაცდა უკვე. როგორ და რანაირად ავცრა? რამდენად საშიშია?

თუ ვაქცინა ვიშოვე, ოღონდ სხვა, მაგ შემთხვევაში როგორ მოვიქცე?

თუ იგივე ვიშოვე, 3 კვირაა უკვე გასული - ჩვეულებრივად გავაგრძელო?

თუ საერთოდ ვერაფერი ვიშოვე, რა ვუყო ამ გადარეულს?
ეზოში დარბის და ყველაფერს ხრავს, არ იცავს თვითიზოლაციის წესებს sad.gif

დაურეკეთ ექიმს და გაიარეთ მასთან კონსულტაცია
წესით არ უნდა დაგერღვიათ აცრის განრიგი
საკმაოდ საშიშია
მითუმეტეს რომ ლეკვია და ახლა ეზოშია

Posted by: BEBE__BEBE 28 Mar 2020, 19:03
[QUOTE=Scoorp,28 Mar 2020, 17:39 ] [QUOTE=BEBE__BEBE,20 Mar 2020, 11:59 ]
დაურეკეთ ექიმს და გაიარეთ მასთან კონსულტაცია
წესით არ უნდა დაგერღვიათ აცრის განრიგი
საკმაოდ საშიშია
მითუმეტეს რომ ლეკვია და ახლა ეზოშია [/QUOTE]
ვიშოვე ვაქცინა და გავუკეთეთ როგორღაც. მცირე დაგვიანების მიუხედავად, განრიგიდან არ ამოვარდნილა.

Posted by: Scoorp 29 Mar 2020, 14:59
BEBE__BEBE

2 კვირის შუალედებით იცრება ძაღლი და რავიცი, კარგია თუ განრიგი არ დარღვეულა.

Posted by: tornike71 3 Apr 2020, 19:01
გამარჯობათ,ძაღლი გამიცივდა და სიცხე აქვს,რა დავალევინო?

Posted by: Wisemаn* 3 Apr 2020, 20:04
tornike71
რამდენი აქვს სიცხე?

Posted by: tornike71 3 Apr 2020, 20:50
QUOTE (Wisemаn* @ 3 Apr 2020, 20:04 )
tornike71
რამდენი აქვს სიცხე?

დღეს დაბალი ჰქონდა,წვიმების დროს გამიცივდა,ახველებდა კიდეც,რავი ვეტ ექიმს ველაპარაკე ეხლა და პარაცეტამოლი დაალევინეო.

Posted by: Wisemаn* 3 Apr 2020, 21:46
tornike71
1-2 დღე მიუყვანე გადასხმები გაუკეთოს და ხარივით ჯანზე მოვა უცებ

Posted by: tornike71 3 Apr 2020, 22:04
QUOTE (Wisemаn* @ 3 Apr 2020, 21:46 )
tornike71
1-2 დღე მიუყვანე გადასხმები გაუკეთოს და ხარივით ჯანზე მოვა უცებ

უკარება ცუგაა მაგდენს თუ გააბედინებს კი მივუყვან.

Posted by: tornike71 6 Apr 2020, 09:49
ცუგას ანალიზები გავუკეთე და კარგი პასუხები აქვს,თრომბოციტი ჰქონდა მხოლოდ დაბალი და ანტიბიოტიკები გამოუწერეს ვასმევ უკვე,ასევე გავაწმენდინე პარანალური ჯირკვლები და გამოუწერეს სანთლები,ხოდა აქ დამერხა დიდი ალბათობით სანთლებს არ გამაკეთებინებს,იქნებ არსებობდეს რამე სხვა წამალი ტაბლეტის სახით რომ მივცე?

Posted by: LaBohemia 6 Apr 2020, 21:09
მყავს უსაყვარლესი ტოი პუდელი მამრი.
წლამდე იყო თბილი მოსიყვარულე და ალერსიანი
მერე გახდა მონსტრი - სახლში არ დატოვა კუთხე-კუნჭული, აწევს ფეხს და აფსამს, ოღონდ წვეთებს, “მონიშვნას” რასაც ეძახიან
ვერაფრით გადავაჩვიეთ, მკაცრად დაყვავებაზე დაიწყო ღრენა, როგორც კი წავასწრებდი და ტაშს დავუკრავდი...
არც კი წევს ფეხს ქვემოთ, აგრძელებს და თან იღრინება
ღრენა გადაიქცა მის სავიზიტო ბარათადsmile.gif
ყველაფერზე იღრინება, ძაღლთან ურთიერთობა უკვე შეუძლებელია, აუტანელია უკვე
ძაღლს არ უნდა თამაში, არც რაიმე გართობა, როგორც კი ვცდილობ რამით გავართო დაიღრენს და ძვრება ტახტის ქვეშ... არც წვრთნა გამოდის, ღრენას იწყებს და
მიდის...
აღარ ვიცი რა მოვუხერხო, იქნებ რამე იდეა მომაწოდოთ?

Posted by: dat111 7 Apr 2020, 17:30
LaBohemia
ვეტს აჩვენეთ, შეიძლება რამე აწუხებს, პროსტატის პრობლემა არ ქონდეს, ზოგჯერ მხედველობის დაქვეითების დროსაც ხდებიან აგრესიულები,
ისე პუდელი კარგი "დარეხვილი" ჯიშია, მაგრამ ეგ ასაკში ემართებათ უფრო ესე 7-8 წლის მერე აფრენენ

Posted by: LaBohemia 7 Apr 2020, 19:34
dat111

არაფერი აწუხებს, ვირივით ჯანმრთელია
ვეტმა იქნებ შეჯვარებამ უშველოსო, შედეგი ნოლი.
ძაღლი ღრენის მეტს არაფერს აკეთებს.
ახლა 4 წლისაა და სტერილიზაცია უშველის ნეტა?

Posted by: Scoorp 11 Apr 2020, 14:34
LaBohemia


ძია ნოდარს მიმართეთ
სტერილიზაციის პრობლემა არამგონია იყოს

Posted by: Voldemar 12 Apr 2020, 14:21
სალამი მეგობრებო, მოკლედ 2 თვის ლეკვი გვყავს და ამ რამდენიმე დღის წინ კატამ ჩამოკაწრა თვალზე. ვეტერინარმა დაუნიშნა ციპროვეტი (თვალის წვეთებია) და მითხრა არისო შანსიო რომ აღუდგესო მხედველობაო.

თქვენ რას ფიქრობთ, მართლა არის შანსი? თვალის ოპერაცია ხომ არ იქნება საჭირო? 2 დღეა რაც თეთრიდან ცისფერში გადაუვიდა (ისე შავი თვალები აქვს)

user posted image

Posted by: LaBohemia 12 Apr 2020, 21:45
Scoorp

უკაცრაული პასუხია და, ძია ნოდარი ვინაა? smile.gif

Posted by: DemiGod 13 Apr 2020, 16:48
ჩემს 6 თვის იორკშირს აქვს ასეთი სოკოვანი დაავადება. რინგვორმი ქვია თუ არ ვცდები. კასტელანით ვუმუშავებ კანს, მერე ტერბიზილის მალამოს ვუსვამ და ტაბლეტს ვაძლევ. რამე რჩევას ხომ არ მომცემდით დამატებით..

user posted image

Posted by: sweetAppletree 13 Apr 2020, 22:25
Voldemar
დღეს როგორაა ლეკვუნა?
მოვიძიე ნეტში და თეთრი-მოლურჯო ფერი ძლიერი დაზიანებისასააო. რუხი-მოთეთრო შედარებით მსუბუქი ტრამვისას.

წერენ რომ დამცავი საყელოს ტარებაა რეკომენდირებული მკურნალობის პერიოდში, რადგან მტკივან თვალზე (ძალიან მტკივნეული ყოფილა) თათები არ მოისვან და ბაქტერიების თუ სოკოების გამრავლებით დამატებით ანთება არ განუვითარდეთ, რაც მხედველობის დაკარგვის რისკს ზრდის.

ინიშნება მალამოები კორტიზონის გარეშე, ასევე თვალის წვეთები (სიმძიმის მიხედვით), შესაძლოა ანტიბიოტიკები დასჭირდეს. ექიმმა უნდა დაუთვალიეროს თვალი კარგად და შეურჩიოს მკურნალობა.
კარგია რომ მაშინვე მიმართეთ ვეტს. კიდევ აჩვენეთ, გართულებების გამოსარიცხად.
ცოდოა, მაგ ასაკში არ აქვთ რეფლექსები განვითარებული, რომ სწრაფად მოხუჭონ თვალი ან თავი გაწიონ მოულოდნელი საფრთხისას.
კატებს მოარიდეთ სანამ წამოიზრდება.

მსუბუქი, ზედაპირული დაზიანება 2-3 დღეში გაივლის.
ძლიერი ტრამვის შემთხვევაში კვირეებიდან თვეებამდე შეიძლება დასჭირდეს თვალს აღსადგენად.

Posted by: Voldemar 14 Apr 2020, 21:04
sweetAppletree
დიდი მადლობა. დღეს ოდნავ შემუქებული აქვს, ფერი ისევ მოლურჯო. შეყვითლებული ნაკაწრი ეტყობა თვალზე. 1 კვირა გავიდა უკვე, ვეტმა წვეთები გაუგრძელეთო, რადგან გაუმუქდა აღუდგებაო მხედველობაო... ვნახოთ რა იქნება

Posted by: kotcio 14 Apr 2020, 21:50
Voldemar
საბრალო, იმედია აღუდგება

Posted by: sweetAppletree 14 Apr 2020, 23:08
Voldemar
smile.gif კარგი პროგნოზია. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ

DemiGod
თუ რამდენიმე დღეა მკურნალობთ და შედეგი არ ჩანს, ისევ ვეტს დაურეკეთ.

Posted by: LaBohemia 15 Apr 2020, 00:06
ხალხნო იქნებ დამაკვალიანოთ, როგორ გადავაჩვიო სახლის ძაღლი “მონიშვნას”
პამპერსით დადის სახლში უჯვე 1 წელია
სახლი ამიყროლა, ეზოდან ახალი ამოსულიც კი აწევს ფეხს და სადაც მოეპრიანება იქ აფსამს
როგორც კი შენიშვნას ვაძლევ მიღრენს და ყურსაც არ იბერტყამს

Posted by: Scoorp 15 Apr 2020, 16:06
LaBohemia

ძაღლების "ფსიქოლოგი" smile.gif

https://www.youtube.com/watch?v=NhMC5L5b9so


Posted by: sweetAppletree 15 Apr 2020, 16:14
LaBohemia
ადრე ენიმალ პლანეტე ჰქონდა მგონი გადაცემა ცხოველთა ფსიქოლოს, ცხოველთა ქცევის შესწავლა და მათ გამოსწორებაზე. ბევრი საინტერესო დაკვირვება და რჩევა ჰქონდათ
ნეტში ალბათ იქნება ვიდეოები.

მონიშვნით ალბათ თავის უპირატესობას აფიქსირებს, უფროსობს. ამიტომაც
QUOTE
როგორც კი შენიშვნას ვაძლევ მიღრენს და ყურსაც არ იბერტყამს

უნდა ასწავლო ვინაა პატრონი ისე, რომ არ დაისტრესოს და აგრესია არ გაუღრმავდეს.
თუ ვნახე იმ გადაცემიდან ვიდეო დავდებ

ან ვინც გამოცდილია შემოვა და დაწერს როგორ მოექცე

Posted by: LaBohemia 15 Apr 2020, 23:57
Scoorp
აჰ, გასაგებია)))
ფსიქოლოგი ძაღლს კი არა მე მჭირდება, სადაა საძაღლე ფსიქოლოგი და კაი ცხოვრება
ბოლოს ავაწიწკნი იმ ბანჯგვლიან ყურებს და დამთავრდება მაგით მაგასთან ლოლიავი)))
ძაან თავზეა გასული ამ ფერებაში...

Posted by: Voldemar 16 Apr 2020, 11:23
LaBohemia
აი ეს ორი იუთუბ არხი გამოგადგებათ, ძალიან კარგი ვიდეოები და რჩევები აქვთ (თუ ინგილისური იცით)

1. https://www.youtube.com/user/ItsMeOrTheDogTV (აქ ძირითადად მოუთვინიერებელ ძაღლებზეა)
2. https://www.youtube.com/user/zakgeorge21 (ეს ძაღლის სწორად და ზედმეტი სიმკაცრის გარეშე აღზრაზე)

Posted by: ☣♉Anubis♉☣ 19 Apr 2020, 15:45
მეგობრებო დამეხმარეთ user.gif
ჩემი მეგობრის კატაა და ეს დაემართა (პირველად არ ვხედავ, ჩემი მეზობლის კატასაც სჭირდა და გაუხმა მერე)
თუ ვიზუალურად გაიგებთ რამეს, იქნებ მომაწოდოთ ინფო, თუ რამე იცით. გმადლობთ წინასწარ user.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: sweetAppletree 19 Apr 2020, 21:58
☣♉Anubis♉☣
ალბათ კანი დაუზიანდა და ლპობა დაეწყო sad.gif ვეტი გამოიძახოს, ან ტელეფონით კონსულტაცია გაიაროს.
რა ამტანები არიან ცხოველები რა, გაგაოცებენ! თუმცა სხვა გზაც არ აქვთ ხოლმე...

Posted by: ☣♉Anubis♉☣ 20 Apr 2020, 02:36
sweetAppletree
გმადლობ user.gif

Posted by: gramatikikina 20 Apr 2020, 22:05
☣♉Anubis♉☣
ლევომიკოლის მაზი წაუსვით
ნარმონანას კითხე, ჭრილობების დამუშავება მაგან იცის
მგონი პეროქსიდის 3%-იან ხსნარით უმუშავებენ ჯერ

Posted by: ☣♉Anubis♉☣ 21 Apr 2020, 14:08
gramatikikina
უი ჰო, გიო კარგია მაგ საქმეში, იქნებ იცოდეს, მივწერ მესენჯერში, გმადლობ რომ გამახსენე <3

Posted by: madridiSSta1988 28 Apr 2020, 23:12
მეგობრებო, მყავს ორი წლის რუსული სპანიელი, კასტრაცია აქვს ლეკვობაში გაკეთებული და შეპუტკუნდა, 13.5 კილოა, ვაჭმევ პედიგრის, ხომ ვერ მეტყვით, წონის კლებისთვის დღეში რამდენი გრამი უნდა ვაჭამო დაახლოებით?

Posted by: medzebari 11 May 2020, 07:44
ფრთამოტეხილი მტრედი ვიპოვე და ეშველება რამე?
კატას გავაგდებინე პირიდან smile.gif)
თუ ვინმეს უნდა მივუყვან

Posted by: lego1975 14 May 2020, 16:34
მოგესალმებით, მალტეზეს ლეკვი ხდება 3 თვის.... ახლა ჭამს ბოშის სტარტერს.... ხომ არ იცით, ბოშის რომელზე უნდა გადავიყვანო 3 თვის რომ გახდება... ლეკვი ახლა 1.400 ია...

Posted by: tazo1981 20 May 2020, 02:15
გამარჯობა მეგობრებო. ბინაში მყავს დაახლ.5 წლის ძუ ძაღლი. ოთხი დღის წინ გავუკეთეთ აცრა ცოფზე და არვიცი ამის ბრალია თუ რაიმე სხვაა, მოეშვა,არის უხალისოდ და აღარაა ენერგიული. აქვე დავამატო მინდა რომ ჩვეულებრივ აქვს ჭამის მადა, წყალს ცოტა მეტს სვამს როგორც შევატყვე,არც ცხვირი აქვს მშრალი,დრუნჩის შიდა მხარეც ვარდისფერია.... ცოტა მუცელი მეჩვენება შებერილივით მეტი არაფერი ფაღარათიც კი არ შემიმჩნევია. სასეირნოდ წასვლაზე რეაგირებს,ნაკლები სიამოვნებით,თუმცა მაინც მოსწონს.. იქნებ ვინმეა ქონია მსგავსი შემთხვევა.

Posted by: gurkie 20 May 2020, 20:25
გამარჯობათ, მაინტერესებს არის თუ არა ისეთი ვინმე ვის ძაღლსაც ენტერიტი ჰქონია? მინდა რაღაცეები გადავამოწმო მყავს ჰასკი რომელსაც ეგ დაავადება აქვს დამყავს ვეტერინალურ კლინიკაში გადასხმები დამინიშნეს + წამლები , პირველად ვარ ასეთ სიტუაციაში 7-9 დღიანი კურსი დამინიშნა გადასხმების. მეორე დღეა და უბრალოდ ვიტანჯები ამის ყურებით ერთ ადგილს ამოირჩევს და მთელი დღე იმ ადგილას წევს არ ინძრება უენერგიოდაა თუ ვინმეს გქონიათ შედეგიანი მკურნალობა იქნებ დაწეროთ რა მეთოდებით უმკურნალეს კი ვენდობი ამ ხალხს მაგრამ მაინც მინდა დავრწმუნდე ან გავიგო რომ დროის საკითხია და ყველაფერი კარგად იქნება. 5 თვის ჰასკია

Posted by: Never-Never 21 May 2020, 10:36
როტვეილერის ლეკვს რა ფასში ვიყიდი?

Posted by: Scoorp 22 May 2020, 14:13
QUOTE (gurkie @ 20 May 2020, 20:25 )
გამარჯობათ, მაინტერესებს არის თუ არა ისეთი ვინმე ვის ძაღლსაც ენტერიტი ჰქონია? მინდა რაღაცეები გადავამოწმო მყავს ჰასკი რომელსაც ეგ დაავადება აქვს დამყავს ვეტერინალურ კლინიკაში გადასხმები დამინიშნეს + წამლები , პირველად ვარ ასეთ სიტუაციაში 7-9 დღიანი კურსი დამინიშნა გადასხმების. მეორე დღეა და უბრალოდ ვიტანჯები ამის ყურებით ერთ ადგილს ამოირჩევს და მთელი დღე იმ ადგილას წევს არ ინძრება უენერგიოდაა თუ ვინმეს გქონიათ შედეგიანი მკურნალობა იქნებ დაწეროთ რა მეთოდებით უმკურნალეს კი ვენდობი ამ ხალხს მაგრამ მაინც მინდა დავრწმუნდე ან გავიგო რომ დროის საკითხია და ყველაფერი კარგად იქნება. 5 თვის ჰასკია

მე მყავდა ქუჩის ლეკვი, ენტერიტიანი
გამოიღო მკურნალობამ შედეგი და გადარჩა
ვისთან დაგყავთ? ნანობაშვილს გირჩევდით, ვეტ კლინიკა - ბუნებაში
ეგეთ დროს ძირითადად მოწყენილები არიან, უენერგიოდ, კუჭი აშლილი აქვს? სისხლზე ხო არ გადის?

Posted by: gurkie 22 May 2020, 19:06
QUOTE (Scoorp @ 22 May 2020, 14:13 )
QUOTE (gurkie @ 20 May 2020, 20:25 )
გამარჯობათ, მაინტერესებს არის თუ არა ისეთი ვინმე ვის ძაღლსაც ენტერიტი ჰქონია? მინდა რაღაცეები გადავამოწმო მყავს ჰასკი რომელსაც ეგ დაავადება აქვს დამყავს ვეტერინალურ კლინიკაში გადასხმები დამინიშნეს + წამლები , პირველად ვარ ასეთ სიტუაციაში 7-9 დღიანი კურსი დამინიშნა გადასხმების. მეორე დღეა და უბრალოდ ვიტანჯები ამის ყურებით ერთ ადგილს ამოირჩევს და მთელი დღე იმ ადგილას წევს არ ინძრება უენერგიოდაა თუ ვინმეს გქონიათ შედეგიანი მკურნალობა იქნებ დაწეროთ რა მეთოდებით უმკურნალეს კი ვენდობი ამ ხალხს მაგრამ მაინც მინდა დავრწმუნდე ან გავიგო რომ დროის საკითხია და ყველაფერი კარგად იქნება. 5 თვის ჰასკია

მე მყავდა ქუჩის ლეკვი, ენტერიტიანი
გამოიღო მკურნალობამ შედეგი და გადარჩა
ვისთან დაგყავთ? ნანობაშვილს გირჩევდით, ვეტ კლინიკა - ბუნებაში
ეგეთ დროს ძირითადად მოწყენილები არიან, უენერგიოდ, კუჭი აშლილი აქვს? სისხლზე ხო არ გადის?

კი სისხლზე გადის რუსთავში დამყავს გრიგორთან და ლილისთან თბილისელები არიან სხვათაშორის თბილისელმა ექიმა მირჩია მეოთხე დღეა და ყველაფერი ნელ ნელა შეუმცირდა ღებინებაც და სისხლდენაც მოწყენილია არ ჭამს არ სვამს, პიკის ორი დღე დაგვრჩა, ძირითადად 4-5-6 დღეს იღუპება ამ დაავადებაში ძაღლების უმეტესობა გადასხმებით ვმკუნრალობთ + ანტიბიოტიკები და სახლშიც წამლები. სტაბილურადაა ეს დღეები პირველად მყავს ძაღლი და არ ველოდი ამდენ ნერვიულობას ალბათ მე რომ ვიყავი ცუდად ამდენი მაშინ არ მინერვიულია. cry.gif

Posted by: juventusa 27 May 2020, 13:29
გამარჯობათ, რამდენიმე დღეა პატარა ლეკვი შევიფარეთ ქუჩიდან, ჭია ყავდა წამალი დავალევინე და უშველა, მაგრამ საჭმელს პირს არ აკარებს,
წყალს კი სვამს იქნება ალბათ ერთი ორი თვის, თავისთავად ენერგია გამოცლილია და სუ ძილი უნდა. რა ვუშველო იქნებ მირჩიოთ წამალი ან მსგავსი რამ რო ცოტა მადაზე მოვიდეს.

Posted by: LazarE13 27 May 2020, 14:20
https://petco.fun/ იყოს ეს აქ ვინმეს თუ გამოგადგებათ

Posted by: Scoorp 29 May 2020, 14:13
QUOTE (gurkie @ 22 May 2020, 19:06 )
QUOTE (Scoorp @ 22 May 2020, 14:13 )
QUOTE (gurkie @ 20 May 2020, 20:25 )
გამარჯობათ, მაინტერესებს არის თუ არა ისეთი ვინმე ვის ძაღლსაც ენტერიტი ჰქონია? მინდა რაღაცეები გადავამოწმო მყავს ჰასკი რომელსაც ეგ დაავადება აქვს დამყავს ვეტერინალურ კლინიკაში გადასხმები დამინიშნეს + წამლები , პირველად ვარ ასეთ სიტუაციაში 7-9 დღიანი კურსი დამინიშნა გადასხმების. მეორე დღეა და უბრალოდ ვიტანჯები ამის ყურებით ერთ ადგილს ამოირჩევს და მთელი დღე იმ ადგილას წევს არ ინძრება უენერგიოდაა თუ ვინმეს გქონიათ შედეგიანი მკურნალობა იქნებ დაწეროთ რა მეთოდებით უმკურნალეს კი ვენდობი ამ ხალხს მაგრამ მაინც მინდა დავრწმუნდე ან გავიგო რომ დროის საკითხია და ყველაფერი კარგად იქნება. 5 თვის ჰასკია

მე მყავდა ქუჩის ლეკვი, ენტერიტიანი
გამოიღო მკურნალობამ შედეგი და გადარჩა
ვისთან დაგყავთ? ნანობაშვილს გირჩევდით, ვეტ კლინიკა - ბუნებაში
ეგეთ დროს ძირითადად მოწყენილები არიან, უენერგიოდ, კუჭი აშლილი აქვს? სისხლზე ხო არ გადის?

კი სისხლზე გადის რუსთავში დამყავს გრიგორთან და ლილისთან თბილისელები არიან სხვათაშორის თბილისელმა ექიმა მირჩია მეოთხე დღეა და ყველაფერი ნელ ნელა შეუმცირდა ღებინებაც და სისხლდენაც მოწყენილია არ ჭამს არ სვამს, პიკის ორი დღე დაგვრჩა, ძირითადად 4-5-6 დღეს იღუპება ამ დაავადებაში ძაღლების უმეტესობა გადასხმებით ვმკუნრალობთ + ანტიბიოტიკები და სახლშიც წამლები. სტაბილურადაა ეს დღეები პირველად მყავს ძაღლი და არ ველოდი ამდენ ნერვიულობას ალბათ მე რომ ვიყავი ცუდად ამდენი მაშინ არ მინერვიულია. cry.gif

როგორაა?
იმედია გადარჩა


: /
user.gif

Posted by: kotcio 29 May 2020, 15:35
gurkie
როგორ არის თქვენი ძაღლი?

Posted by: 088 31 May 2020, 14:55
მეგობრებო, კომპლექსური აცრები და ცოფის გაიკეთა როგორც უწევდა, ეხლა 5 თვისაა და 1 წლადე რამე აცრა ხომ არ უნდა? ასევე ჭიაზე ვასმევ დრონტალს და 3 თვეში ერთხელ უნდაო, ზოგმა თვეში ერთხელო და რომელია სწორი ვერ გავიგე. ადვანტიქსს 3 კვირაში ერთხელ ვუსმებ

Posted by: bada_bing 1 Jun 2020, 16:33
გამარჯობა, მოკლედ მიკედლებული მყავს 1 ძაღლი და სამი ლეკვი, ჩემს სამსახურთან ცხოვრობენ და ვაჭმევ ყოველდღე. სავარაუდოდ ყავთ ტილები და კიდე რაღაც კანის პრობლემები, ნუ ვიზუალურად ასე ეტყობათ (დედას აქვს ზოჰან კანი დაზიანებული, ქუჩის ძაღლია და ნორმ მგონი.)
გუშინ ვუყიდე ტილების წამალი და როგორც ვეტერინარმა მითხრა ლეკვებს ნაჭრით წავუსვი, დედას შევასხურე. მაგრამ დედა გამექცა შესხურებისას და ფაქტიურად ვერაფერი ვქენი biggrin.gif ლეკვები გუშინ საღამოს და დღეს დილით ძაან იქავებდნენ და წკმუოდნენ, ალბათ აწუხებდათ ტილები (?) და ახლა საწყნარდნენ გამხიარულდნენ. ჩავთვალე რომ უშველათ წამალმა და 1 კვირაში უნდა გავუმეორო თუ რამე კვერცხები იყო მწერების.

ახლა კითხვა რაში მდგომარეობს, დედას რადგან ვერაფერი ვუშველე, აზრი აქვს ლეკვებისთვის 1 კვირაში წამლის ისევ წასმას? ხო მაინც გადასდებთ დედა

Posted by: Scoorp 2 Jun 2020, 23:07
QUOTE (bada_bing @ 1 Jun 2020, 16:33 )
გამარჯობა, მოკლედ მიკედლებული მყავს 1 ძაღლი და სამი ლეკვი, ჩემს სამსახურთან ცხოვრობენ და ვაჭმევ ყოველდღე. სავარაუდოდ ყავთ ტილები და კიდე რაღაც კანის პრობლემები, ნუ ვიზუალურად ასე ეტყობათ (დედას აქვს ზოჰან კანი დაზიანებული, ქუჩის ძაღლია და ნორმ მგონი.)
გუშინ ვუყიდე ტილების წამალი და როგორც ვეტერინარმა მითხრა ლეკვებს ნაჭრით წავუსვი, დედას შევასხურე. მაგრამ დედა გამექცა შესხურებისას და ფაქტიურად ვერაფერი ვქენი biggrin.gif ლეკვები გუშინ საღამოს და დღეს დილით ძაან იქავებდნენ და წკმუოდნენ, ალბათ აწუხებდათ ტილები (?) და ახლა საწყნარდნენ გამხიარულდნენ. ჩავთვალე რომ უშველათ წამალმა და 1 კვირაში უნდა გავუმეორო თუ რამე კვერცხები იყო მწერების.

ახლა კითხვა რაში მდგომარეობს, დედას რადგან ვერაფერი ვუშველე, აზრი აქვს ლეკვებისთვის 1 კვირაში წამლის ისევ წასმას? ხო მაინც გადასდებთ დედა

კანის პრობლემებიც თუ აქვთ, შეიძლება სოკოც სჭირდეთ
ანუ დაზიანებებს თუ ამჩნევთ თვალით და ხშირადაც იქავებენ
ან სოკოა, ან კანქვეშა ტკიპა (მაგრამ ტკიპამ ბეწვის გაცვენა იცის ბუდობრივად და ძალიან შემსაჩნევად)
ადამიანისთვის არაა საშიში არც მაგათი სოკო და არც კანქვეშა ტკიპა, არ შეგეშინდეთ
თუ შეძლებთ რომ ფოტო გადაუღოთ დაზიანებულ კანზე, და გაუგზავნოთ ვეტერინარს
იქნებ ზეპირადაც გირჩიონ რამე აბი

* * *
088

თვეში ერთხელ დრონტალი ხშირია ძალიან
3-4 თვეში ვასმევ მე ჩემსას
არა აცრა, 11 თვე აღარ უწევს
ანუ ბოლო აცრის თარიღი ჩაინიშნეთ და 11 თვეში მიუყვანეთ და გაუკეთეთ ორივე აცრა ერთად

Posted by: chuvak_lexo 17 Jun 2020, 12:54
გამარჯობა, 2 წლის კორსო მყავს, პერიოდი დაეწყო და დვარნიაგა არ შორდება, ღობე გამიხვრიტა, გავამაგრე ზევიდან ახტება, კაროჩე არ მინდა დაორსულდეს, 1) პატარაა 2) დვარნიაშკები არ მინდა ნამდვილად, ხოდა რამე კონტრაცეპტივი არ არსებობს რომ არ დაორსულდეს ან თუ დაორსულდა დავააბორტო?

Posted by: matechala 18 Jun 2020, 19:04
მეგობრებო ვინმეს თუ გჭირდებათ ამერიკაში რაც არის გადახდილი იმ ფასად გაგატანთ 

https://zestypaws.com/products/mobility-bitesuser posted image

Posted by: Scoorp 19 Jun 2020, 12:20
QUOTE (chuvak_lexo @ 17 Jun 2020, 12:54 )
გამარჯობა, 2 წლის კორსო მყავს, პერიოდი დაეწყო და დვარნიაგა არ შორდება, ღობე გამიხვრიტა, გავამაგრე ზევიდან ახტება, კაროჩე არ მინდა დაორსულდეს, 1) პატარაა 2) დვარნიაშკები არ მინდა ნამდვილად, ხოდა რამე კონტრაცეპტივი არ არსებობს რომ არ დაორსულდეს ან თუ დაორსულდა დავააბორტო?

სტერილიზაცია გაუკეთე თუ არ გინდა რომ წელიწადში ორჯერ ეგრე იწვალო და ძაღლიც აწვალო.
აბებით დაუზიანებ ჰორმონებს და ჯანმრთელობისთვისაც არაა სასურველი არანაირად.
არც აბები და არც აბორტი.

ან შეაჯვარე თავისივე ჯიშთან, ან გაასტერილე


Posted by: kotcio 19 Jun 2020, 15:53
Scoorp
ეგ სტერილიზაცია რთულია, გაწვალდება ძაღლი?

Posted by: Wisemаn* 19 Jun 2020, 15:59
chuvak_lexo
2 წლის ძაღლი პატარა აღარის მაქიდან დავიწყოთ. ანუ მაგ მხრივ ნუ შეგეშინდება.
თუ შეჯვარდა და დაორსულდა მაქიდან ადვილად გამოძრომის საშუალება აღარარის.
პერიოდის დაწყებიდან 9-10 დღე ისედაც არ გაიკარებს მამალს და შემდეგი 10-12 დღე კიდე რამენაირად მოარიდე, სახლში შეიყვანე ბოლოსდაბოლოს
ან ნახე მამალი კორსო და შეაჯვარე.


Posted by: Scoorp 19 Jun 2020, 16:32
QUOTE (kotcio @ 19 Jun 2020, 15:53 )
Scoorp
ეგ სტერილიზაცია რთულია, გაწვალდება ძაღლი?

არაა რთული, ნარკოზია საჭირო უბრალოდ
და რეაბილიტაციაც არაა რთული
ყურადღება უნდა მომდევნო რამდენიმე დღე

სამაგიეროდ შემდეგი წლები დაისვენებთ მსგავსი მოვლენებისგან
ანუ თუ შეჯვარებას არ აპირებთ და ლეკვები არ გინდათ სტერილიზაცია ერთადერთი გამოსავალია
არანაირი აბები

Posted by: Dzigo 19 Jun 2020, 21:05
გამარჯობა, ძაღლის დაძინებისთვის ნებისმიერ ვერეტინარს შეიძლება მივმართო? დაახლოებით ფასიც მითხარით ბარემ user.gif

Posted by: jaglaga 20 Jun 2020, 19:00
Გამარჯობა. Გოლდ რეტრივერი მყავს 8 თვის , ეხლა ეზოში დარბოდა ,ხან გარეთ გავიდა ქუჩაში, სოფელში ვართ მოკლედ და ბიჭო აკანკალებს ძაღლს საშინლად,ვერ ვხდები რა დაემართა და ხოარიცით რა იწვევს ესეთ ქცევას?მუდმივად აკანკალებს უკვე 1 საათია.აქ ვეტერინარიც არარი და მირჩიეთ რამე ჩემით ვუმკურნალო.ჭამით ჭამს,ხასიეთზეც არი ,პროსტა აკაბკალებს დაიღალა უკვე

Posted by: Davit777 21 Jun 2020, 02:26
გამარჯობა, მყავს 3 თვის დათხარი (დრათჰაარი), დღეს შევამჩნიე ორ კბილზე აქვს სიშავე (შავი წერტილი), ერთი ზედა "ეშვი" მეორე კი საწინააღმდეგო მხარეს ქვედა ეშვი. კბილის შუა ადგილას არის ეგ შავი წერტილივით და ბოლომდე (ღრძილამდე) მიყვება.

რა გავუკეთო, იქნებ დროული ჩარევაა საჭირო


Posted by: LazarE13 21 Jun 2020, 14:05
https://pettips.fun/index.php/2020/06/17/how-to-care-for-a-bengal/

Posted by: Davit777 23 Jun 2020, 02:30
QUOTE (Davit777 @ 21 Jun 2020, 02:26 )
გამარჯობა, მყავს 3 თვის დათხარი (დრათჰაარი), დღეს შევამჩნიე ორ კბილზე აქვს სიშავე (შავი წერტილი), ერთი ზედა "ეშვი" მეორე კი საწინააღმდეგო მხარეს ქვედა ეშვი. კბილის შუა ადგილას არის ეგ შავი წერტილივით და ბოლომდე (ღრძილამდე) მიყვება.

რა გავუკეთო, იქნებ დროული ჩარევაა საჭირო

აქაც კორონა შეეხო თემას ?
პ.ს
მიიძინა ფორუმის რამოდენიმე განყოფილებამ

Posted by: Wisemаn* 23 Jun 2020, 11:42
Davit777
არა, უბრალოდ არის რაღაცეები რაც არ ვიცით და არ გვინდა მცდარი ინფორმაცია მოგაწოდოთ.
მიიყვანეთ ძაღლი ვეტერინართან.

Posted by: NoFear 9 Jul 2020, 17:09
გამარჯობათ,

დაჩაზე არის ერთი ძაღლი უკვე 4-5 წელია ყველა უვლის და აჭმევს.

ბოლო ხანებია ძალიან არააქტიური არის ძაღლი, ფაქტიურად მთელი დღე ძინავს და მოწყენილია. ჭამით ჭამს ჩვეულებრივ.

რას ფიქრობთ რამე ხომ არ ჭირს ?

Posted by: Scoorp 9 Jul 2020, 18:35
NoFear

სიცხის ბრალია შეიძლება
ყველა ძაღლი ნაკლებად აქტიურია ამ პერიოდში. სძინავთ მთელი დღე ძირითადად და ღამით დაბოდიალობენ

თუ ჭამს ჩვეულებრივ და წყალსაც სვამს, წესით არაფერი უნდა სჭირდეს
სხვა სიმპტომებს თუ შეამჩნევთ რამეს, დაურეკეთ რომელიმე ვეტერინარს
ისე ჭიის წამალს თუ მისცემთ კარგი იქნება, და მერე ცოფზეც აცრიდით ერთობლივად მეზობლები

Posted by: sandroscaramanga2010 12 Jul 2020, 01:13
მეგობრებო ხომ არ იცით თბილისში ვეტ აფთიაქი, კარგი არჩევანის საბითუმოები სად არის? smile.gif) (ამ სვეცკ, ფირმა მაღაზიებში არჩევანი მწირია და ფასები გაბერილი)

Posted by: BEBE__BEBE 15 Jul 2020, 22:07
ჩემი ბიჭი ორი დღეა მოწყენილია, სულ ძინავს, არ ჭამს, წყალს ცოტას სვამს. 6 თვის ჰასკია, აცრილია. საყელოს თუ ჩავაბამ, მერე თუ ადგება და მომყვება უხალისოდ. მერე ისევ წვება მობუზული. სოფელში მყავს 2 კვირაა. მშვენიერ ხასიათზე იყო, სიგრილეში ნებივრობდა. არ მყავს ვეტექიმი.ახლო-მახლო, მანქანაც ერთი კვირა არ მეყოლება sad.gif სუნთქავს მშვიდად, ღებინება და გამონადენი არ აქვს. ნახშირი დავალევინე, რა ვუყო? იქნებ მირჩიოთ რამე sad.gif

Posted by: Scoorp 16 Jul 2020, 21:51
BEBE__BEBE


ვეტს დაურეკეთ
აქ არ შემოდის არავინ კომპეტენტური და ტყუილად უნდა იცადოთ.
თბილისში რომელიმე კარგ ვეტთან გაიარეთ კონსულტაცია
სავარაუდოდ სიცხის ბრალი იქნება
არ ქოშინებს?

Posted by: BEBE__BEBE 16 Jul 2020, 22:58
QUOTE (Scoorp @ 16 Jul 2020, 21:51 )
BEBE__BEBE


ვეტს დაურეკეთ
აქ არ შემოდის არავინ კომპეტენტური და ტყუილად უნდა იცადოთ.
თბილისში რომელიმე კარგ ვეტთან გაიარეთ კონსულტაცია
სავარაუდოდ სიცხის ბრალი იქნება
არ ქოშინებს?

აგარაკზე ვართ, არ ცხელა, სიგრილეა. არ ქოშინებს, პირიქით, მოდუნებულია.8
დავურეკე უკვე, თავისი ექიმი შვებულებაშია და მიპასუხა როგორც იქნა. ასე დიატანციურად რაც შეიძლებოდა, მირჩია. ყველა ვარიანტში გადასხმა ჭირდება და არ ვიცი როგორ მოვახერხებ. ანტიბიოტიკიც გავუკეთე. მეშინია ენტერიტი არ იყოს sad.gif წყალსაც რომ არ სვამს, ეგ მაშინებს. ღებინება ყველა ვატიანტში ექნებოდა ენტეროვირუსის შემთხვევაში?

Posted by: Scoorp 16 Jul 2020, 23:12
BEBE__BEBE

რამდენი ხანია რაც ეგრეა?
ღებინება ხანდახან მერე ეწყებათ
კუჭში როგორაა? აშლილია?
ჰო, წყალს რომ არ სვამს, ეგ ძალიან ცუდია
თან ამ სიცხეში
ვფიქრობ, რამენაირად უნდა ჩამოიყვანოთ სასწრაფოდ და მიხედოთ დროზე
გვიანი არ იყოს მერე

ვინაა თქვენი ვეტი?

Posted by: Finrod_Felagund 17 Jul 2020, 01:09
გამარჯობა.
სოფელში არის ძაღლი რომელიც ტრანსპორტის არქონის გამო ვერ მოყავთ თბილისში და ცოფის წამალი რო ვუყიდო და თავად რო ავცრა ძნელია?

Posted by: Wisemаn* 17 Jul 2020, 11:18
Finrod_Felagund
ნემსი უნდა გაუკეთო.
ძნელი არარის თუ გაჩერდება ძაღლი

Posted by: BEBE__BEBE 17 Jul 2020, 15:55
QUOTE (Scoorp @ 16 Jul 2020, 23:12 )
BEBE__BEBE

რამდენი ხანია რაც ეგრეა?
ღებინება ხანდახან მერე ეწყებათ
კუჭში როგორაა? აშლილია?
ჰო, წყალს რომ არ სვამს, ეგ ძალიან ცუდია
თან ამ სიცხეში
ვფიქრობ, რამენაირად უნდა ჩამოიყვანოთ სასწრაფოდ და მიხედოთ დროზე
გვიანი არ იყოს მერე

ვინაა თქვენი ვეტი?

დღეს მეოთხე დღეა რაც მოთენთილია. მეორე დღეა, რაც არაფერს არ ჭამს და სვამს.
მოკლედ, ვიპოვე ცხრა მთას იქით და გამოვიძახე ექიმი. ყველაფერი გაუსინჯა, სიცხე, წნევა, ფილტვები, ყელი, მუცელი, ღრძილები. არანაირი მკვეთრად გამოხატული ნიშანი არ აქვს. არც სიცხე, არც ფაღარათი, არც ღებინება. გადასხმები გაუკეთა და კიდევ ბევრი წამალი. სავარაუდოდ რაღაც ატიპურად მიდის და დავაკვირდეთო. რაც მთავარია, ნაწლავური სისხლდენა არ გამოიკვეთა.
ისევ ისე გათიშულს ძინავს. არც აპირებს ადგომას :/

Posted by: GoodNight 22 Jul 2020, 14:24
ჩემს ძაღლს 1 კვირაა რაც ახველებს, სადაც მე ვარ ვეტერინარი არ არის მხოლოდ ვეტაფთიაქია და იქ მომუშავეს ვანახე ყელში აქვს რაღაც გაჭედილი და მის ამოღებას ცდილობსო. რა შეიძლება გავაკეთო?

Posted by: Scoorp 22 Jul 2020, 18:57
GoodNight


ან გაჭედილი აქვს და ან ვოლიერის ვირუსია
ქაფი ამოაქვს?
სასურველია ვეტერინართან დარეკოთ და გირჩევთ ზუსტად რა უნდა მისცეთ
ანტიბიოტიკებით მკურნალობა დასჭირდება თუ ეგ ვირუსია ნამდვილად
* * *
BEBE__BEBE

როგორაა? sad.gif
იმედია აქვს უკეთესობა
უცნაურია გამოხატულად რომ არაფრის ნიშნები აქვს
ჩუმად მიდის ალბათ რამე პროცესი
მე მაინც ენტერო მგონია

Posted by: BEBE__BEBE 23 Jul 2020, 01:40
Scoorp
კარგად არის, გადარჩა. მეორე გადასხმის მერე დაიწყო ჭამა და ეს ორი დღეა სულ გაგიჟდა - სულ შია და ცოტა ძინავს. მთელი ღამე ფხაკუნებდა გუშინ, არ დაგვაძინა
* * *
ენტერო იყო ვითომ და რადგან აცრილია, იოლად გამოძვრა? ფაქტია, რაღაც სერიოზული გადაიტანა და ეს ვეტი რომ არ მეპოვა, ვერ გადარჩებოდა

Posted by: mcage8 23 Jul 2020, 13:26
გამარჯობა,
გუშინ შევამჩნიე ეს და ხომ ვერ მეტყვით, საშიშია??
user posted image
user posted image

Posted by: K O M B L E 24 Jul 2020, 11:00
GoodNight
დაახლოებით 6 წლის წინ ქონდა ეგ ჩემ დრათხარს , გეგონებოდა ყელში რაღაც გაეჩხირა და ამოღებას ცდილობსო , ხველების და ცემინების ერთობლიობას გავდა . აღარ მახსოვს რა დიაგნოზი დაუსვეს , რაღაც ვირუსული იყო იმიტო რო სამეზობლოში 3 ძაღლს დაეწყო იგივე , ანტიბიოტიკები გაუკეთეთ მარა ყნოსვა აშკარად გაუნახევრა .
შენი რა ჯიშია , თუ მონადირეა კი მიხვდები ყნოსვაზე როგორ იმოქმედა .

Posted by: SUBWOOFER 24 Jul 2020, 22:34
თათებზე ბალიშებივით რო აქ ის გადაძვრა ფეხზე სავარაუდოდ წონის და სირბილის გამო და უჭირს სიარული გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

Posted by: NIK-001 29 Jul 2020, 02:13
სალამი. კატაზე ბრჭყალებს ვინ და რამდენად დააჭრის?

Posted by: arsenal1429 8 Aug 2020, 03:57
გამარჯობა ვინ არინ ყველაზე კარგი ვეტერინარი თბილისში?

Posted by: Scoorp 8 Aug 2020, 14:44
arsenal1429

დათო ნანობაშვილი(კლინიკა ბუნებაში)
დათო ომარაშვილი
ალიკაც ძალიან კარგია, საბურთალოს ქუჩაზე, 45ნომერში

Posted by: fork 9 Aug 2020, 16:50
სასტავი
ერთი კვირის კნუტოვიჩები მყავს
სულ ნაირფერები
დღეს დედამაგათი გაძვრა და კაი ხანი არ გამოჩენილა
მოკვდენ ტირილით
რო მიატოვოს,როგორ ვუშველო რო არ მომიკვდნენ?
აი,რო მომიკვდნენ,მოვძებნი დედამაგათს და შემოვარტყამ კედელზე
ძალიან სიცოცხლეები არიან,თვალებიც კი არ გაუხელიათ ჯერ

Posted by: burke 10 Aug 2020, 14:03
ხალხ
რა უნდა გკითხოთ

კატები ავცერი სოფელში. მითხრეს რომ 2 კვირა უნდა გყავდეს იზოლაციაშიო.
მიუხედავად იმისა რომ ვგუგლე ძალიან ბევრი და ვეტექიმებსაც ვკითხე, მაინც ვერ გავიგე რამდენად საშიშია ეს აცრა 2 კვირა. ბავშვი მყავს და ვთქვათ ამ აცრილმა კატამ დადორბლა ან დაკაწრა თამაშისას. შესაძლებელია ცოცხალი ვაქცინა იყოსო, ხოდა იქნება გქონდეთ ინფორმაცია ამის თაობაზე.

ვეღარ გავიგე უკვე რა არის კარგი, აცრა თუ არ აცრა. ამ ქვეყანაში არავინ არაფერს წესიერად არ გიხსნის. პროტოკოლებშიც კი ვერ წავიკითხე ინსტრუქცია

Posted by: 死海. 11 Aug 2020, 15:39
fork
მერე კნუტებს დედის ცემა უშველით? spy.gif
დაბრუნდა?


burke
როგორც ნეტში წერენ, კატები აცრიდან მხოლოდ 21 დღის შემდეგ არიან ცოფისგან დაცულებიო. ეს დრო ალბათ იმუნიტეტის გააქტიურებას სჭირდება.
ამიტომ გირჩიეს კატების იზოლაცია, მათვე დასაცავად

Posted by: burke 11 Aug 2020, 22:08
死海.

ამ შემთხვევაში ადამიანები უფრო მაინტერესებს. ჩვენ რამდენად დაცულები ვართ ამ კატისგან კონტაქტისგან?
ანუ ამ კატამ რომ დამდორბლოს დაცული ვარ?

Posted by: Scoorp 12 Aug 2020, 13:56
burke

რომელიმე ვეტერინართან რომ გაიარო კონსულტაცია?
ან ფისომოყვარულთა კლუბში იკითხე ფბ-ზე

Posted by: arsenal1429 13 Aug 2020, 01:20
Scoorp
ალიკამ კინაღამ მოკლა ჩემი კატა 3 კვირა დამყავდა დიაგნოზი ვერ დაუსვა ეხლა ნანობაშვილთან მივიყვანე და ჰეპატიტი აქვსო

Posted by: Scoorp 13 Aug 2020, 13:20
arsenal1429


sad.gif

რატომ ეშლებათ ამ კარგ ექიმებსაც ეგეთი რაღაცები, ვერ ვხვდები რაა

Posted by: arsenal1429 13 Aug 2020, 19:56
Scoorp
არაფერი კაი არაა სრული დებილია 3 კვირა ვერ მიხვდა ვერაფერს ეხლა გადარჩება თუ არა 50/50 ზეა

Posted by: ttt21 12 Sep 2020, 19:54
გამარჯობა, იქნებ დამეხმაროთ 2 თვის ლეკვმა რამდენჯერ უნდა ჭამოს დღეში და დაახლოებით რა დოზა ? პაპი სელექტი ქვია რასაც ვაჭმევ, ლაბრადორია. ვეტექიმისგან ვერ გავიგე ზუსტად

Posted by: Scoorp 12 Sep 2020, 21:39
ttt21

საჭმლის ტომარას უნდა ეწეროს წონის და ასაკის მიხედვით დაახლოებით დღეში რამდენი გრამი და რამდენჯერ უნდა მიიღოს.
მე ზუსტად აღარ მახსოვს რამდენჯერ ვაჭმევდი, ალბათ 4-ჯერ ან 5-ჯერ?
დოზა დამოკიდებულია საჭმელზეც, ცხიმიანობის შემცველობაზე და ასე შემდეგ, სადაც საჭმელი იყიდეთ იქ უნდა ეწეროს ტომარაზე დაახლოებითი დოზები

Posted by: ttt21 13 Sep 2020, 09:32
Madloba da garet gayvanaze mitxres acrebis dasrulebamde ar sheidzlebao da ravici sul vxedav patara lekvebs rom aseirneben garet

Posted by: Scoorp 13 Sep 2020, 18:28
ttt21

არ შეიძლება ნამდვილად.
ცოფის აცრის შემდეგ შეგიძლიათ გაყვანა

ბევრი ასეირნებს, მაგრამ არაფრით შეიძლება და ყოველთვის ვეუბნები როცა ვხედავ sad.gif
ინფექციური დაავადების აკიდების ძალიან დიდი შანსი აქვთ ლეკვებს მითუმეტეს, და თუ რამე შეხვდებათ, ძალიან მცირე შანსია გადარჩენის
ასე, რომ გირჩევნიათ მოითმინოთ აცრების დასრულებამდე და შემდეგ მშვიდად გაიყვანთ გარეთ რამდენჯერაც გინდათ

Posted by: mcage8 17 Sep 2020, 10:20

ჩემს ლეკვს გადაეყლაპა საშუალო ზომის ატმის კურკა, ფოქს ტერიერის მეტისია 5 თვის, 8 კგ..
ეგრევე დავურეკეთ ნანობაშვილს, პერეკისიანი წყლალი დაალევინეთ და ამოიღებსო.. დავალევინეთ მარა ვერ ამოიღო.. წავედით ტელევიზიასთან რენტგენზე, მარტო ეგ მუშაობს საღამოს საათებში, იქ შეგხვდა უცოდინარი ბიჭი, ვეტერინარსაც ვერ დავარქმევ, ვერ დაინახა ვერაფერი.. მოკლედ იმ ღამით 8-ჯერ ამოაღებინა, მარა კურკა არა..
მეორე დღეს ნანობაშვილთან მივედით, გადასხმები გაუკეთა ინტოქსიკაციისთვის, ბარიუმით გავჭყიპეთ, კიდე გადაუღო რენტგენი და თითქოს დაინახა რაღაც კუჭში, მარა უეჭველად ვერა.. დიეტა დაუნიშნა მარტო მოხარშული კარტოფილი და მეორე დღეს გადავამოწმოთო, ისე 90% შანსია რო უკან გამოაყოლებსო..
ჩვენ ეჭვი შეგვეპარა, უფრო სწორად შეგვეცოდა ლეკვი კუჭში ამხელა კურკით და აიბოში წავიყვანეთ ალიკასთან.. ალიკამ კიდე პერეკისიანი წყალი დაალევინა, საწყალმა ძაღლმა კიდე 3-ჯერ აღებინა, მარა კურკა ვერ ამოიღო.. მერე ექოსკოპია გადაუღო და კურკა 100%-ით ვერ დაინახა, რაღაც ჩრდილებს ვხედავო, მარა... ოპერაციაზე თავი შეიკავა, უნდა გაიჭრას კუჭი, ნაწლავი, მერე რეაბილიტაციის პერიოდი 1 თვე, დიეტები, ცოდვააო მოკლედ..
წამოვიყვანეთ სახლში, რაღაც უცხოურ ფორუმებზე წავიკითხეთ, რო ეგეთი შემთხვევები ყოფილა და არაუშავს, ზოგს 1 თვის მერე ამოუღია გადაყლაპული კურკაო..
იმის მერე 1 კვირა გავიდა, ჩვეულებრივად ჭამს, ინელებს, თამაშობს, კაი ხასიათზეა.. თავიდან დაგრუზული იყო რო ვასხით ეს პერეკისი და მარილი პირში, მერე ნანობაშვილთან ისეთი სტრესული გარეომოა.. მოკლედ ნეტა არ გამეგო საერთოდ რო რამე გადაყლაპა, ტყუილად დავტანჯეთ ძაღლი, მშვენივრადაა..
თქვენ რას იტყვით, თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

Posted by: Wisemаn* 17 Sep 2020, 10:27
mcage8
ჩემმა როტვეილერმა გადაყლაპა ადრე გარგრის კურკა, ნუ ეს კი დიდი იყო ბევრად მაგაზე, 1 წლის ხდებოდა სადღაც და გამოაყოლა განავალს მეორე თუ მესამე დღესვე.

Posted by: Scoorp 17 Sep 2020, 15:05
mcage8

საცოდავი sad.gif
როგორ დატანჯულა
მაგრამ კარგია რომ უკეთაა ახლა
იმედია გამოაყოლებს როცა იქნება

ჩემმა კურკა არა, მაგრამ ნასკი გადაყლაპა და პერეკისით პირველივე ღებინებაზე ამოაყოლა

Posted by: lobja 3 Oct 2020, 18:11
რომელ ვეტერინარულს მირჩევთ საბურთალოს ტერიტორიაზე?



Posted by: ავრორა 4 Oct 2020, 11:06
QUOTE (lobja @ 3 Oct 2020, 18:11 )
რომელ ვეტერინარულს მირჩევთ საბურთალოს ტერიტორიაზე?

დათო ნანობაშვილი,ვერ კლინიკა "ბუნება"

Posted by: mcage8 18 Oct 2020, 22:10
QUOTE (mcage8 @ 17 Sep 2020, 10:20 )
ჩემს ლეკვს გადაეყლაპა საშუალო ზომის ატმის კურკა, ფოქს ტერიერის მეტისია 5 თვის, 8 კგ..
ეგრევე დავურეკეთ ნანობაშვილს, პერეკისიანი წყლალი დაალევინეთ და ამოიღებსო.. დავალევინეთ მარა ვერ ამოიღო.. წავედით ტელევიზიასთან რენტგენზე, მარტო ეგ მუშაობს საღამოს საათებში, იქ შეგხვდა უცოდინარი ბიჭი, ვეტერინარსაც ვერ დავარქმევ, ვერ დაინახა ვერაფერი.. მოკლედ იმ ღამით 8-ჯერ ამოაღებინა, მარა კურკა არა..
მეორე დღეს ნანობაშვილთან მივედით, გადასხმები გაუკეთა ინტოქსიკაციისთვის, ბარიუმით გავჭყიპეთ, კიდე გადაუღო რენტგენი და თითქოს დაინახა რაღაც კუჭში, მარა უეჭველად ვერა.. დიეტა დაუნიშნა მარტო მოხარშული კარტოფილი და მეორე დღეს გადავამოწმოთო, ისე 90% შანსია რო უკან გამოაყოლებსო..
ჩვენ ეჭვი შეგვეპარა, უფრო სწორად შეგვეცოდა ლეკვი კუჭში ამხელა კურკით და აიბოში წავიყვანეთ ალიკასთან.. ალიკამ კიდე პერეკისიანი წყალი დაალევინა, საწყალმა ძაღლმა კიდე 3-ჯერ აღებინა, მარა კურკა ვერ ამოიღო.. მერე ექოსკოპია გადაუღო და კურკა 100%-ით ვერ დაინახა, რაღაც ჩრდილებს ვხედავო, მარა... ოპერაციაზე თავი შეიკავა, უნდა გაიჭრას კუჭი, ნაწლავი, მერე რეაბილიტაციის პერიოდი 1 თვე, დიეტები, ცოდვააო მოკლედ..
წამოვიყვანეთ სახლში, რაღაც უცხოურ ფორუმებზე წავიკითხეთ, რო ეგეთი შემთხვევები ყოფილა და არაუშავს, ზოგს 1 თვის მერე ამოუღია გადაყლაპული კურკაო..
იმის მერე 1 კვირა გავიდა, ჩვეულებრივად ჭამს, ინელებს, თამაშობს, კაი ხასიათზეა.. თავიდან დაგრუზული იყო რო ვასხით ეს პერეკისი და მარილი პირში, მერე ნანობაშვილთან ისეთი სტრესული გარეომოა.. მოკლედ ნეტა არ გამეგო საერთოდ რო რამე გადაყლაპა, ტყუილად დავტანჯეთ ძაღლი, მშვენივრადაა..
თქვენ რას იტყვით, თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

სიახლე მაქვს smile.gif 1 თვის მერე კურკა ამოაღებინა!

Posted by: {nevermind} 21 Oct 2020, 08:33
QUOTE (mcage8 @ 18 Oct 2020, 22:10 )
QUOTE (mcage8 @ 17 Sep 2020, 10:20 )
ჩემს ლეკვს გადაეყლაპა საშუალო ზომის ატმის კურკა, ფოქს ტერიერის მეტისია 5 თვის, 8 კგ..
ეგრევე დავურეკეთ ნანობაშვილს, პერეკისიანი წყლალი დაალევინეთ და ამოიღებსო.. დავალევინეთ მარა ვერ ამოიღო.. წავედით ტელევიზიასთან რენტგენზე, მარტო ეგ მუშაობს საღამოს საათებში, იქ შეგხვდა უცოდინარი ბიჭი, ვეტერინარსაც ვერ დავარქმევ, ვერ დაინახა ვერაფერი.. მოკლედ იმ ღამით 8-ჯერ ამოაღებინა, მარა კურკა არა..
მეორე დღეს ნანობაშვილთან მივედით, გადასხმები გაუკეთა ინტოქსიკაციისთვის, ბარიუმით გავჭყიპეთ, კიდე გადაუღო რენტგენი და თითქოს დაინახა რაღაც კუჭში, მარა უეჭველად ვერა.. დიეტა დაუნიშნა მარტო მოხარშული კარტოფილი და მეორე დღეს გადავამოწმოთო, ისე 90% შანსია რო უკან გამოაყოლებსო..
ჩვენ ეჭვი შეგვეპარა, უფრო სწორად შეგვეცოდა ლეკვი კუჭში ამხელა კურკით და აიბოში წავიყვანეთ ალიკასთან.. ალიკამ კიდე პერეკისიანი წყალი დაალევინა, საწყალმა ძაღლმა კიდე 3-ჯერ აღებინა, მარა კურკა ვერ ამოიღო.. მერე ექოსკოპია გადაუღო და კურკა 100%-ით ვერ დაინახა, რაღაც ჩრდილებს ვხედავო, მარა... ოპერაციაზე თავი შეიკავა, უნდა გაიჭრას კუჭი, ნაწლავი, მერე რეაბილიტაციის პერიოდი 1 თვე, დიეტები, ცოდვააო მოკლედ..
წამოვიყვანეთ სახლში, რაღაც უცხოურ ფორუმებზე წავიკითხეთ, რო ეგეთი შემთხვევები ყოფილა და არაუშავს, ზოგს 1 თვის მერე ამოუღია გადაყლაპული კურკაო..
იმის მერე 1 კვირა გავიდა, ჩვეულებრივად ჭამს, ინელებს, თამაშობს, კაი ხასიათზეა.. თავიდან დაგრუზული იყო რო ვასხით ეს პერეკისი და მარილი პირში, მერე ნანობაშვილთან ისეთი სტრესული გარეომოა.. მოკლედ ნეტა არ გამეგო საერთოდ რო რამე გადაყლაპა, ტყუილად დავტანჯეთ ძაღლი, მშვენივრადაა..
თქვენ რას იტყვით, თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

სიახლე მაქვს smile.gif 1 თვის მერე კურკა ამოაღებინა!

up.gif love.gif

Posted by: Generalissimus 22 Oct 2020, 14:35
გამარჯობათ
გულის ექოსკოპიას აკეთებენ სადმე თუ იცით? ვერსად მივაგენი, სადაც ვნახე მუცლის ღრუს ეხო ქონდათ
გულის და მუცლის ღრუს ექოსკოპიის დანადგარები სხვადასხაა ხომ?

Posted by: marisabela 25 Oct 2020, 16:24
გამარჯობა. მაინტერესებს ზრდასრულ ძაღლს (რომელსაც ლეკვობაში უკვე ჩატარებული აქვს ყველა აცრა) ყოველწლიურად კომპლექსური და ცოფის აცრა რამდენჯერადად უნდა გაუკეთდეს და რა შუალედებით?

Posted by: Scoorp 26 Oct 2020, 15:59
marisabela

წელიწადში ერთხელ უკეთდება
ცოფიც და კომპლექსურიც

Posted by: kate-kate77 12 Nov 2020, 16:49
მეგობრებო, თუ შეიძლება კვალიფიციურად რომ გამარკვიოთ: შეიძლება თუ არა ხვადის შეჯვარება 1.6 ასაკში, ანუ წლინახევრისაა და რომ შევაჯვარო, რაიმე ზიანს ხომ არ მივაყენებ მის ჯანმრთელობას?. ძალიან კარგი სარძლო გვყავს და დაკარგვა არ მინდა. ვიცი რომ დედალს არ აჯვარებენ 2 წლამდე და გასაგებია, მაგრამ მამალთან რა ხდება?

Posted by: Scoorp 14 Nov 2020, 16:29
kate-kate77

არც ხვადი არ უნდა შეჯვარდეს 2 წლამდე.
არის საშიშროება იმისა რომ განუვითარებელი ლეკვები დაიბადონ
1 ან მაქსიმუმ 2 თვე რომ აკლდეს 2 წელს, მაშინ კიდევ შეიძლებოდა გეფიქრათ
მაგრამ ნახევარი წელი არაა ცოტა დრო
მოცდა აჯობებს

Posted by: itona 16 Nov 2020, 12:13
გამარჯობათ.მაინტერესებს,ჰასკი მყავს,ძუ და დღეს დაეწყო მძუნაობა,სისხლი შევამჩნიე.ხვადთან დართვა მერამდენე დღეს შეიძლება,რომ დამაკდეს??

Posted by: babuawvera45 2 Dec 2020, 08:00
ყველაზე იაფად ძაღლის საჭმელს სად ვიყიდი? რა ქვია საჭმელს? ბევრი მინდა მეშოკებით

Posted by: Wisemаn* 2 Dec 2020, 11:58
kate-kate77
18 თვის მერე არანაირი პრობელმა არარის არც ხვადის და არც ძუს შეჯვარება.
არც მშობლის ჯანმრთელობის მხრივ და არც ლეკვების.

itona
ამძუნებიდან 10 დღის მერე არიან ხოლმე მზად ძირითადად.
10-12 ან 11-13 დღეებზე ჯვარდებიან

Scoorp
QUOTE
არის საშიშროება იმისა რომ განუვითარებელი ლეკვები დაიბადონ

მაგი ასაკთან არაფერი კავშირში არარის მინდა გითხრა.
განუვითარებელი და ჯანმრთელობის მხრივ პრობლემებით ლეკვები მშობლების ჯანმრთელობიდან, გენეტიკიდან და ა.შ გამომდინარე ხდება და არა ასაკის გამო.

Posted by: vechny 3 Dec 2020, 20:05
ელექტროშოკი ძაღლზე თუ გიხმარიათ?მე მყავს ძაღლი და რამდენჯერმე დიდი ძაღლი დაეტაკა.დედაჩემს ძალიან ეშინია გარეთ გაყვანა.
მინდა ვუყიდო ელექტრო შოკი ძაან კრიტიკული მომენტისთვის და ხოარ მოკლავს ძაღლს?

Posted by: svani885 16 Dec 2020, 14:48
გამარჯობათ!
მყავს გერმანული ნაგაზი 2 თვის, რომელსაც სახლში ვრზრდი ბავშვთან ერთად.
ლეკვი ჭამს თავის განავალს, როცა ვხედავთ დღის განმავლობაში ვეჩხუბებით და ვუშლით, მგრამ ღამე როცა მარტო რჩება ვერ ვაკონტროლებთ და შესაბამისად ჭამს ხოლმე.
არ ვიცი როგორ გადავაჩვიო ან გადაეჩვევა კი ეგეც არ ვიცი თან ბავშვთან მეშინია არ მოიწამლონ ან რამე .
გამოცდილი და მცოდნე ხალხის რჩევა მჭირდება, როგორ მოვიქცე?

Posted by: Scoorp 17 Dec 2020, 16:30
svani885

ვიტამინები აკლია სავარაუდოდ
ვეტერინარს დაურეკეთ და გაიარეთ კონსულტაცია
თუ ვერ მიგყავთ
აქ ვეტერინარი არამგონია იყოს

Posted by: Wisemаn* 17 Dec 2020, 17:30
svani885
დ ვიტამინი და კალცი
ბევრი ლეკვია მასე, არ ინერვიულო გადარჩვევა მალევე.

Posted by: simato 26 Dec 2020, 21:23
ჩემ ფისუნიას ვერ ვცნობ დღეს წყნარად იყო ძაან თავიდან, მერე რაღაც უცნაური ხმა გამოუშვა და უკანა ნაწილს დაათრევდასავით, შევუმოწმე უკანა ფეხები და მოტეხილობა ან რამე მსგავსი არ აქვს. ეხლა წევს ნაღვლიანი არ მოძრაობს დიდათ და რაღაც კანკალის მსგავსი აქვს ოდნავ. არზე არა ვარ რაშია საქმე 1 წლის და 2 თვისაა რა გავაკეთო არ ვიცი...

იქნებ იცოდეთ ვინმე კარგი ვეტერინარი ან რავიცი რამე ცხოველების სასწრაფოს მსგავსი...

Posted by: _Moxuci_ 14 Jan 2021, 17:51
გერმანული ნაგაზის დაახლოებით თვენახევრის ლეკვს ( მეტისია ) რა ვაჭამო? ერთმა ვეტექიმმა წყალში ჩალბობილი პედიგრიო, მეორემ ჩაულბობელი სჯობს კბილებისთვისო. არც ძვლის ნახარში შეიძლება ვაქცინაციამდეო. ვაქცინაცია რა ასაკშია რეკომენდირებული? 6 თებერვალს ხდება 2 თვის.

ბავშვს სახლში უნდა რომ ჰყავდეს, მეგობრებმა სახლში გაზრდილი და ნაფერები სოფელში აღარ გამოგადგებაო ( ეზოს დასაცავად ).

ისე, ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან მოსწონს.

Posted by: Scoorp 15 Jan 2021, 18:01
_Moxuci_

ძვლის ნახარში არ შეიძლება საერთოდ.

ჭიის წამალი მიღებული აქვს? მიღებული უნდა ჰქონდეს წესით უკვე თვენახევრამდე ორჯერ

თუ არ მიუღია, მიეცით ჭიის წამალი წონის მიხედვით (კანივერმი ან დრონტალი) 1 აბი მიდის 10 კილოზე, აწონეთ ლეკვი და იმის შესაბამისად მიეცით.

10 დღის მერე მეორედ მიეცით ისევ წონის მიხედვით ჭიის წამალი.

და შემდეგ 1 კვირაში დაიწყეთ აცრები, 3 კომპლექსური აცრა უნდა 2 კვირიანი ინტერვალით და ბოლოს მეოთხე ცოფის აცრა.
ლეკვი სანამ აცრებს არ დაასრულებს არ უნდა დასვათ მიწაზე, არც თქვენ შიდა ეზოში, იმუნიტეტი არ აქვს და საშიშია ვირუსი არ აიკიდოს.

ასე რომ გყავდეთ ჯერჯერობით სახლში, ამ სიცივეში და ზამთარში გარეთ 2 თვის ლეკვის გაზრდა არც იქნება სწორი smile.gif

რომ დათბება მერე კიბატონო.

აჭამეთ ლეკვის საჭმელი(ასე იკითხეთ ზოომაღაზიაში) დაულბეთ ცხელ წყალში, დღეში 4-5ჯერ უნდა ჭამოს თავიდან. დოზა იკითხეთ ზოომაღაზიაში საჭმლის ყიდვისას.
მერე ნელნელა შეუმცირებთ და აჭმევთ 4-ჯერ, შემდეგ 3-ჯერ (ზრდასთან ერთად).


Posted by: epan 15 Jan 2021, 21:39
სალამი ლეკვი ვიყიდე იფხანდა მერე ვნახე და user posted image ესე აქვს რამე საშიში ხოარა ბლომად აქვს ესეთი გამონაყარი

Posted by: _Moxuci_ 16 Jan 2021, 17:45
Scoorp
QUOTE
ძვლის ნახარში არ შეიძლება საერთოდ.

არც ვაქცინაციის შემდეგ? ანუ გარკვეულ ასაკამდე არ შეიძლება თუ საერთოდ?

ადრე ძვლები მომქონდა ხოლმე კავკასიური ნაგაზი რომ მყავდა წლების წინ.

QUOTE
ჭიის წამალი მიღებული აქვს? მიღებული უნდა ჰქონდეს წესით უკვე თვენახევრამდე ორჯერ

კი, ბროვანოლ მ ჰქონდა მიღებული ერთხელ და მეორედ დღეს დილით დავალევინე ნახევარი ტაბლეტი. გუშინ საღამოდან მშიერი იყო, დილით რომ დავალევინე კიდე 3 საათი არ მიჭმევია.

QUOTE
და შემდეგ 1 კვირაში დაიწყეთ აცრები, 3 კომპლექსური აცრა უნდა 2 კვირიანი ინტერვალით და ბოლოს მეოთხე ცოფის აცრა.

ვეტმა როგორც მითხრა თუ ჭიაზე დამუშავების შემდეგ დიდი რაოდენობით ჭიები დაბადა 10 დღის შემდეგ მესამედაც დასჭირდებაო ჭიის წამალი. ახლა მე რასაც დავაკვირდი განავალში არ ჩანდა არაფერი და არც ისე მინახავს სადმე. ოთახში იყო მთელი დღე. ანუ 1 კვირაში უკვე შეიძლება ხო ვაქცინაციაზე მიყვანა?

ჭიები რომ ჰყავს რა სიმპტომები აქვს ისე?

რწყილები ჰყავს, იქექებოდა ძალიან და კარბავეტინი დავაყარე. თუ ისევ გააგრძელა განმეორებითაც დავაყრი.

QUOTE
ლეკვი სანამ აცრებს არ დაასრულებს არ უნდა დასვათ მიწაზე, არც თქვენ შიდა ეზოში, იმუნიტეტი არ აქვს და საშიშია ვირუსი არ აიკიდოს.

ასე რომ გყავდეთ ჯერჯერობით სახლში, ამ სიცივეში და ზამთარში გარეთ 2 თვის ლეკვის გაზრდა არც იქნება სწორი smile.gif

რომ დათბება მერე კიბატონო.

ძალიანაც რომ მინდოდეს ვერ ვტოვებ მაინც გარეთ. 6 წლის ძაღლი მყავს ( მეტისი ) და ჯერ უცხოობს ის ამას, ყოველთვის ეცლება და თავისთვის მიდის. ლეკვი ინტერესს იჩენს, ხოდა ის უღრენს ხოლმე ეს რომ აღარ ეშვება. თუმცა დაყეფებით არ დაუყეფებია და არც შეუშინებია, ნელ-ნელა იქნებ შეეჩვიონ ერთმანეთს.

QUOTE
აჭამეთ ლეკვის საჭმელი(ასე იკითხეთ ზოომაღაზიაში) დაულბეთ ცხელ წყალში, დღეში 4-5ჯერ უნდა ჭამოს თავიდან. დოზა იკითხეთ ზოომაღაზიაში საჭმლის ყიდვისას.

მაქვს ლეკვის საჭმელი ნაყიდი. რაღაც რუსული ფირმის ვიყიდე ასაწონი. კარგი რომელია? 5,5ლ -დან იწყება ფასებიო და ადრე რომ ვყიდულობდი ლარი თუ ლარნახევარი ღირდა.

Posted by: Scoorp 17 Jan 2021, 00:06
_Moxuci_

არაა სასარგებლო არანაირად ნახარში, მე რამდენადაც ვიცი. და არც ზრდასრულ ასაკშია სასურველი მიცემა.
ისევე როგორც არ შეიძლება პური, ქათმის ძვლები.

გამოჩნდებოდა ჭიები რომ ჰყოლოდა დიდი რაოდენობით. 10 დღეში მიიყვანეთ აცრაზე, უმჯობესია.
დიდი რაოდენობით ჭიები როცა ჰყავთ, მუცელი აქვთ შებერილი, უხასიათოდ არიან, ეტყობათ მოკლედ რომ რაღაც აწუხებთ.

კი იუცხოვებს, დიდია უკვე და ლეკვებთან კონტაქტი უჭირს ალბათsmile.gif
ჩემსასაც არ სიამოვნებს დიდად ლეკვებთან თამაში.

ლარი და ლარნახევრიანი საჭმელი ვერ ივარგებდა ვერანაირად.
ნუ იყიდით ჩაპის და პედიგრს, რიგით მაღაზიებშიც იყიდება ხოლმე ეგენი და სრულიად უვარგისი საჭმელია. დარლინგიც უხარისხოა როგორც ვიცი.

კი, 5,5-დან ნორმალური საჭმელი ნამდვილად ღირს, ჯობია მოზარდობისას მიიღოს კარგი საკვები ისე და მერე თუ რამეა ოდნავ ნაკლებიანზე გადაიყვანეთ.
ზუსტად ასე თანხებით არ მახსოვს საჭმელები, საბითუმო მაღაზიაში იქნება შედარებით არჩევანი,(ერთერთი საბითუმო მაღაზია არის ვაგზალზე, პანდა რომაა) ელიავაზეც არის კიდევ.
ზოომარტი და ზოოსითი შედარებით ძვირია


Posted by: _Moxuci_ 17 Jan 2021, 10:25
Scoorp
QUOTE
არაა სასარგებლო არანაირად ნახარში, მე რამდენადაც ვიცი. და არც ზრდასრულ ასაკშია სასურველი მიცემა.
ისევე როგორც არ შეიძლება პური, ქათმის ძვლები.

თვითონ ქათამი? biggrin.gif



QUOTE
გამოჩნდებოდა ჭიები რომ ჰყოლოდა დიდი რაოდენობით.

საქმეც ესაა, რომ არსად დამინახია ჭიები, მაგრამ "გაპუყუნებული" კი არის. ფუმფულა და პუტკუნა ლეკვია, თითქოს ჭიებისგან შებერილს ჰგავს, მაგრამ თვენახევარი წოვდა ძუძუს, პლუს ამას დედმამიშვილებში ზომით მეორე იყო და მადას არ უჩივის.

QUOTE
უხასიათოდ არიან, ეტყობათ მოკლედ რომ რაღაც აწუხებთ.

უხასიათობა ნაკლებად, რადგან თუ ეთამაშები მთელი დღე არ მოსწყინდება ალბათ.

QUOTE
კი იუცხოვებს, დიდია უკვე და ლეკვებთან კონტაქტი უჭირს ალბათ

ეჭვიანობს. ადრე სტაფის ლეკვი მოვიყვანე და იმდენად განიცადა უკან დაბრუნება მომიწია. ამ ჯერზე ორივეს საკმარის ყურადღებას ვაქცევ, თუმცა ძველი ძაღლი მაინც დემონსტრაციულად უარს აცხადებს ჩემ თვალწინ საკვებს პირი დააკაროს. თვალს თუ მოვაცილებ მერე ჩუმად ჭამს ან მოფარებულ ადგილას მიაქვს და იქ მიირთმევს biggrin.gif

ლეკვს არაფერს უშავებს, პირიქით იცავს, მაგრამ ახლოს არ იკარებს მაინც, როცა ეს სულ ეტორღიალება გარეთ თუ გავუშვით.


QUOTE
ლარი და ლარნახევრიანი საჭმელი ვერ ივარგებდა ვერანაირად.

იმ დროინდელს ვამბობ, როცა დოლარი 1.60 ღირდა. შეიძლება მეშლება, მაგრამ ასე მახსოვს

QUOTE
ნუ იყიდით ჩაპის და პედიგრს

ეს კორმის სახელებია ხო? პედიგრი კარგი მეგონა. რომელია კარგი? ანუ რომელი დასახელების საჭმელი ვეძებო? ამ ასაკში იმდენს არ ჭამს, რომ ხარჯს ვერ გავუმკლავდე და მირჩევნია საუკეთესო ვაჭამო.

ტერიტორიულად ქუთაისში ვარ,მაგრამ ვეტ მაღაზიები აქაც ბევრია და თუ გერმანული ნაგაზისთვის საუკეთესო საკვებს მირჩევთ ვიშოვი აუცილებლად. ვეტსაც ვკითხავ. რაც სახელდახელოდ ნაყიდი მქონდა გამოელია უკვე.

Posted by: Scoorp 20 Jan 2021, 22:51
_Moxuci_

მოხარშული ქათმის ხორცი(ე.წ ფილე შეიძლება რა თქმა უნდა)
ისევე როგორც ძროხის ხორცი (მოხარშული)

ნუ ჭიის წამალი თუ მიღებული აქვს 2-ჯერ, წონის შესაბამისად, არაფერი ეყოლება წესით.

ამ პერიოდში შეგიძლიათ დამატებით აჭამოთ ხოლმე უცხიმო ხაჭო, სტაფილო, ვაშლი, კიტრი და უცხიმო წიწიბურა.
სხვა დანარჩენი სუპები, ნახარშები, შემწვარ-მოხრაკულები უსარგებლო და მავნეა ძაღლისთვის.
მითუმეტეს თუ კარგ საკვებს ჭამს, მიიღებს მეტ-ნაკლებად ყველაფერს, რაც ორგანიზმს სჭირდება.

ცოდოა დიდი ძაღლი, რადგან განიცდის ფაქტია, მიეფერეთ მასაც ბევრი და იმ პატარა ლეკვს მის თვალწინ ნუ მოეფერებით დიდად.
ჩემიც ძალიან განიცდის ლეკვი როცა მომიყვანია (გასაჩუქებლად) სახლში.

კი კორმის სახელებია. ზოომარტში იყიდება ადვანსი, ნამდვილად კარგია. არ ვიცი ქუთაისშიც ექნებათ ალბათ ფილიალი.
ასევე როიალ კანინიც კარგია, იყიდება ზოოსითის მაღაზიებში, მაგათ გარდა აქებენ კიდევ რამდენიმე დასახელების საკვებს-დოგ ჩაუს,ჰეფი დოგს, 4 თათი და სხვები. უბრალოდ მე არ დამიტესტავს ეგ საკვები ჩემ ძაღლზე.
მოკლედ, სუპერ პრემიუმი სასურველია მისცეთ ამ ეტაპზე. კილო საშუალოდ 8-9 ლარები მაინც ღირს, თუ მეტი არა. მერე რომ მოიზრდება პრემიუმზეც შეგიძლიათ გადაიყვანოთ

Posted by: კულე 2 Feb 2021, 15:39
ყველაზე კარგი კომპლექსური და ცოფის აცრები რომელია? ნობივაკი, ბიოკანი, ეურიკანი, ვანგარდი, კანვაკი ესენია კომპლექსურის და ცოფის არის რაბიზინი და რაბვაკი. ამათ შორის ყველაზე ხარისხიანი რომელი ფირმებისაა, ფასს არ აქვს მნიშვნელობა.

Posted by: Scoorp 2 Feb 2021, 23:19
კულე

ვანგარდი და ეურიკანი
მე ჩემსას ეურიკანით ვცრი, მგონი ერთხელ ნობივაკითაც აცრეს

ცოფის საუკეთესოდ რომელი ითვლება არ ვიცი
რაბისინით და ნობივაკით ამიცრია ჩემი

Posted by: კულე 2 Feb 2021, 23:25
Scoorp
მადლობა დიდი. ჩავინიშნავ ამათ სახელებს და სხვებით არ ავცრი.
ჭიის წამალზეც ხომ არ არის რომელიმე კონკრეტული ფირმა რომლის მიცემაც ჯობია თუ არ აქვს მნიშვნელობა რომლით დავამუშავებ? რათქმაუნდა ვეტთან ვიყიდი ჭიის წამალსაც წონის მიხედვით, უბრალოდ ფირმა მაინტერესებს კონკრეტულად თუ არის რამე განსხვავება?

Posted by: Finrod_Felagund 3 Feb 2021, 00:05
გამარჯობა მეგობრებო. ეხლა ძაღლი უკვე ვეტთან მეყოლებოდა რეგიონში რომ არ ვიყო და ტრანსპორტის საშუალება მქონდეს. ამიტომ აქ ვიკითხავ და იქნებ ვინმემ მირჩიოთ როგორ მოვიქცე.

ძაღლს აქვს სისუსტე, წევს და არ ჭამს. წყალს სვამს მაგრამ შარდი აქვს მუქი ყვითელი. დილით ყვითელი სითხე აღებინა. ხელს რომ ვადებ ვგრძნობ რომ კანკალებს.
კიდევ ერთი რაღაცაა, ცდილობს რომ თავი შეახოს რაღაცებს, ხმელ ბალახებში დებს თითქოს სიამოვნებს ხახუნი თავზე. სიცხეს არ მოზომინებს ამიტომ არ ვიცი თუ აქვს.

ცოფის აცრა გაკეთებული აქვს კომპლექსური როგორც ვიცი არა. ჭიაზე რამდენიმე თვის წინ დამუშავდა.

მესმის, რომ ზუსტად ვერავინ მეტყვის ასე აღწერით, მაგრამ დაახლოებით ვარიანტები რა შეიძლება იყოს?

Posted by: Scoorp 4 Feb 2021, 18:47
Finrod_Felagund


აქ დაწერას რომელიმე ვეტს დაურეკოთ აჯობებს.
კომპეტენტური აქ არავინ შემოდის, ან ძალიან იშვიათად

კულე

დრონტალი ან კანივერმი

Posted by: კულე 4 Feb 2021, 18:57
Scoorp
მადლობა დიდი love.gif

Posted by: MasterJC 7 Feb 2021, 23:40
შეკითხვა მაქვს აგრესიულ ძაღლებთან დაკავშირებით

ახლახან წავიკითხე რომ დიდი ძაღლი თავს დაესხა იორკშირს და დაგლიჯა.
იორკი პატრონს ეჭირა და ეს ეცაო თუ რაღაცა ეგეთი

ამ დროს რა ხდება?

ალბათ ძაღლის პატრონი უნდა დააჯარიმონ და აანაზღაურებინონ ზარალი. მაგრამ იმ ძაღლს რა ბედი ეწევა რომელმაც იორკი დაგლიჯა? უნდა დააძინონ?


პარკშიც შევესწარი რამდენჯერმე როგორ გაიწიეს ძაღლებმა ერთმანეთზე. თან კბენას ცდილობდნენ. პატრონები კი არც აკავებენ და არც არიდებენ ერთმანეთს

ჰოდა ერთმა მეორე რომ შეიწიროს, ჩაივლის ალბათ ისე ხო?

Posted by: კულე 10 Feb 2021, 19:02
ლეკვის ვიტამინებზე ხომ არ იცით რამე? რომელია ყველაზე კარგი და რა ასაკიდან შეიძლება? სადღაც მაქ წაკითხული 2 თვემდე არ შეიძლებაო და ვეტ-ექიმმა მიეცი უკვეო, ვეღარ გავიგე რა ვქნა. user.gif

Posted by: paaatriick 10 Feb 2021, 20:29
კულე
QUOTE
2 თვემდე

ლეკვი, კნუტი წესით დედასთან უნდა იზრდებოდეს

Posted by: კულე 10 Feb 2021, 21:31
კულე
ლეკვია, არ გააჩერა პატრონმა, 10 ლეკვი ყავდა და ყველა გაუშვა, მე წამოვიყვანე ჩემი ყველაზე ბოლომ, მაქსიმალურად დიდხანს დავტოვე რაც შემეძლო. yes.gif

Posted by: kai1 14 Feb 2021, 08:56
გამარჯობა მეგობრებო! ეხლა ეწყებათ ძაღლებს მძუანობის პერიოდი და რაიმე საშუალება არ არსებობს რომ არ დაორსულდეს ძაღლი ან არ მიეკაროს ძუ ხვადს? რაღაც მაზი არისო ხვადს რომ წაუსმევ უკანა ტანზეო, რომ დაყნოსავს ძუ მერე არ ეკარებაო და ხომ არ იცით რა ქვია ან რაიმე საშუალება თუ არსებობს თავის დასაცავად?

Posted by: Wisemаn* 19 Feb 2021, 08:29
paaatriick
საიდან მოიტანე ეგ ინფრომაცია რო ლეკვი 2 თვემდე დედასთან უნდა იყოს.
1 ხელ მაინც თუ გყოლია ლეკვები მიხვდებოდი რო არანაირი აზრი არ აქვს მაგას და თუ არ გყოლია კიდე უაზრო რჩევებს ნუ აძლევთ სხვებს.

Posted by: melotiku 16 Mar 2021, 22:07
გამარჯობა მეგობრებო, მყავს 9 თვის ძუ ბოქსიორი და დაეწყო "სტეჩკა" მენსტრუაცია.
1. რამდენ ხანს გრძელდება?
2. რაიმე სახის მკურნალობა ჭირდება?
3. ზემო აღნიშნული "ცხელი წერტილი" რაღაც გაეზარდა რა, დაებერა თუ დაუსივდასავით და ნორმალურია თუ რამე პრობლემაა??
მადლობა

პირველად მყავს ზოგადად ძაღლი და მივიღებ ყველანაირ რჩევას ამ საკითხთან დაკავშირებით

Posted by: Wisemаn* 17 Mar 2021, 07:18
melotiku
თავი-ბოლო 20 დღე ექნება მიახლოებით.
არაფერი მკურნალობა არ უნდა და დასიაბულიც უნდა ქონდეს. დაწყებიდან 10 დღის შემდეგ ძუ მზადაა შესაჯვარებლად და ყირადღებით იყავით, ან თვითონ არ გაიპაროს, ან სხვა ძაღლი არ მიეპაროსზ წამებში შეილება შეჯვარდეს ქუჩის ძაღლთან.

Posted by: კულე 27 Mar 2021, 17:35
9 ში უნდა გავუკეთო ლეკვს მესამე კომპლექსური და ექიმმა ცოფის აცრაც გავუკეთოთ თან რაბისინის ფირმისო, სამი თვის გახდება ლეკვი 3 რიცხვში და ცოფის აცრა ადრე არ არის, 6 თვეზე არ კეთდება ეგ? თუ არაა პრობლემა და გავუკეთო ახლა?

Posted by: Wisemаn* 31 Mar 2021, 04:12
კულე
ყველა ვეტერინარი მასე იძახის მაგრამ არაა აუცილებელი.
მე ჩემებს 6+ თვის ასაკში ვუკეთებ და ყველა ლეკვის პატრონსაც მასე ვურჩევ

Posted by: კულე 31 Mar 2021, 13:20
Wisemаn*
მესამე კომპლექსურს გავუკეთებ აბა ახლა და 6 თვის რო გახდება მაშინ ცოფის აცრას. ცოფის აცრის გაკეთებამდე გარეთ არ გავიყვან და სხვა ცხოველებს არ მივაკარებ, მაგრამ ეზოში რომ გავუშვა (კერძო სახლი მაქვს) და მიწასთან ექნება შესაბამისად შეხება, რამე საფრთხე ხომ არ იქნება?

Posted by: Scoorp 1 Apr 2021, 23:20
კულე

აცერით კომპლექსურთან ერთად
რა პრობლემაა???
მოძველებული შეხედულებაა რომ ცოფის აცრა 6 თვემდე არ შეიძლება, ზრდას აფერხებს და ა.შ
უფრო დაცული იქნება, და მშვიდადაც გაასეირნებთ გარეთ

Posted by: კულე 2 Apr 2021, 10:56
Scoorp
ზოგიერთი ვეტერინარიც რომ არ ცრის 6 თვემდე ლეკვს? რატომ არის ასეთი განსხვავებული აზრი თავად ვეტერინარებშიც? მეც მერჩივნა დროულად აცრა, მაგრამ ჩემმა ვეტერინარმა რომ მითხრა ავცრათთო, სხვებთან რომ ვიკითხე იმათთმა 6 თვის შემდეგო. მაგიტომ არ ვიცი მეც რა ვქნა

Posted by: Scoorp 3 Apr 2021, 18:19
კულე

არ ვიცი, მაგრამ არცერთი კარგი ვეტერინარისგან მსგავსი რამ არ მსმენია.
როგორც ჩვენ ექიმებშია ბევრ რამეზე განსხვავებული აზრი, ასეა ალბათ ვეტერინარებშიც.
ფაქტია ჩემ გარშემო ყველამ პატარა აცრა, ისევე როგორც მე და არანაირი პრობლემა შეგვქმნია მაგის გამო. რატომ იკავებენ თავს 6 თვემდე აცრაზე, რას ამბობენ?

Posted by: კულე 3 Apr 2021, 22:56
Scoorp
პირველი ის, რომ ზრდას აფერხებსო. მეორე ის, რომ ძლიერი ვაქცინაა და კბილების მოცვლის პერიოდში ლეკვს ისედაც დაქვეითებული აქვს იმუნიტეტი და არ ღირს ასეთი სახის ვაქცინის გაკეთებაო.
თან ყველა სხვადასხვას ამბობს, ბევრი ისეთი ვეტერინარი რომლებიც კარგებად ითვლებიან დასავლეთში(აქეთ ვცხოვრობ მე) არ გაუკეთოო და რავიცი აბა. ასეთ რამეს რომ მეუბნებიან როგორ გავუკეთო, მეშინია მეც გარისკვის. კიდევ გავიკითხო უნდა, 9ში მივდივართ მესამე კომპლექსურზე და გადავწყვეტ მანამდე რა ვქნა.

Posted by: iloilo603 6 Apr 2021, 17:33
სალამი

ოჯახში დედალი კატა შეხურდა('ატყდა') სახლი აიღო აგვიკლო მეზობლები რავი ყველა იმხელაზე ყვირის, ასევე გვყავს მამალი კატა მაგრამ ყურადღებას არ აქცევს 100-ში ერთხელ მიდის და ცდილობს რომ რამე უქნას მაგრამ ერთჯერადი ცდის შემდეგ თავს ანებებს მიდის იძინებს

მამალი კატა არის 1 წელზე მეტის

ხოდა რაიმე საშუალება ხომარ იცით რომ ცოტა გამოვაფხიზლო და დაამშვიდოს ეს კატა, რაიმე მედიკამენტი ხომარ არის რომ ვიყიდო და ცოტა გამოფხიზლდეს და მამაკაცური მოთხოვნილება გაუღვივოს biggrin.gif

Posted by: HAG 12 Apr 2021, 03:16
დედაჩემს თბილისში ყავს 7 წლის ნაგაზი, დისპლაზია აქვს ლეკვობიდან და სულ პრობლემა აქვს ფეხებზე, პერიოდულად კისტასავით გამოსდის ფეხებზე და სითხე უდგება, მაგრამ მედიკამენტებით და მოვლით უკეთ ხდება. წუხელ მოულოდნელად გაუსკდა ფეხზე წყლული და სისხლი და ჩირქი სდიოდა. ამ კორონას გამო ექიმთან ვერ მიგვყავს, ძალიან კარგი ვეტერინარია და სულ გვპასუხობს და მოდის კიდეც, მაგრამ არ ვიცი რა მოხდა და ვერ გვიპასუხა, არადა რით შეიძლება დავუმუშავოთ ჭრილობა, რივანოლის ხსნარით სცადა დედამ და ძალიან ეტკინა ბავშვივით ტიროდა მთელი ღამე sad.gif მე არ ვარ საქართველოში და საერთოდ ვერ ვეხმარები ფიზიკურად, თვითონ პენსიონერია თან ყველაფერი დაკეტილია, რა შეიძლება რომ გავუკეთოთ?

ყველა აცრა დროულად აქვს გაკეთებული

Posted by: ბაიყუში 18 Apr 2021, 10:28
QUOTE (HAG @ 12 Apr 2021, 03:16 )
დედაჩემს თბილისში ყავს 7 წლის ნაგაზი, დისპლაზია აქვს ლეკვობიდან და სულ პრობლემა აქვს ფეხებზე, პერიოდულად კისტასავით გამოსდის ფეხებზე და სითხე უდგება, მაგრამ მედიკამენტებით და მოვლით უკეთ ხდება. წუხელ მოულოდნელად გაუსკდა ფეხზე წყლული და სისხლი და ჩირქი სდიოდა. ამ კორონას გამო ექიმთან ვერ მიგვყავს, ძალიან კარგი ვეტერინარია და სულ გვპასუხობს და მოდის კიდეც, მაგრამ არ ვიცი რა მოხდა და ვერ გვიპასუხა, არადა რით შეიძლება დავუმუშავოთ ჭრილობა, რივანოლის ხსნარით სცადა დედამ და ძალიან ეტკინა ბავშვივით ტიროდა მთელი ღამე sad.gif მე არ ვარ საქართველოში და საერთოდ ვერ ვეხმარები ფიზიკურად, თვითონ პენსიონერია თან ყველაფერი დაკეტილია, რა შეიძლება რომ გავუკეთოთ?

ყველა აცრა დროულად აქვს გაკეთებული

რივანოლის საფენი ღია ჭრილობისთვის არ გამოიყენება.ის შეშუპებას აცხრობს.
ბეტადინით დაუმუშაოს და ვეტმაღაზიებში იყიდება იამის მალამო ის წაუსვას.

Posted by: Jonathangoodlock 22 Apr 2021, 13:08
ძაღლის სტერილიზაცია აუცილებელია? სიტყვაზე ათი წლის რომ იყოს ძაღლი გვიანია უკვე?
ანუ რას ვკითხულობ იქნებ არ ექმნება პრობლემა მომავალში ან რავიცი როცა რამე პრობლემა ექნება მერე რო გავუკეთო სტერილიზაცია არ შეიძლება? უფრო დიდხანს ცოცხლობენო და მაგიტომ მინდა გავუკეთო და რას მირჩევთ ამ საკითხში?

Posted by: Wisemаn* 25 Apr 2021, 07:22
კულე
არც ძაღლებთან კონტაქტია პრობლემა.
პირადად მქონია პრაქტიკაში ისეთი შემთხბევა რო ცოფზე 3 თვის ასაკში აცრილი ლეკვი დაიჩაგრა და სიმაღლეში არ გაიზარდა.
4-5 წლის ამბავია, მაშინაც იგივეს იძახდა ყველა, ეგ ადრე იყო ეხლა აღარ უშლის ხელს და ეგეთებს მაგრამ ფაქტი ჯიუტია, არის ხოლმე შემთხვევები ეხლაც.

Posted by: john_sarno 30 Apr 2021, 20:49
სალამი,
ეზოს კატისთვის რწყილის წამალი მომცეს ბარსი რომელიც ხერხემლის გაყოლებაზე უნდა დაეწვეთოს.
არის ალბათობა კატა იყოს ფეხმძიმედ და უსაფრთხოა?

Posted by: john_sarno 2 May 2021, 09:13
სალამი,
ეზოს კატისთვის რწყილის წამალი მომცეს ბარსი რომელიც ხერხემლის გაყოლებაზე უნდა დაეწვეთოს.
არის ალბათობა კატა იყოს ფეხმძიმედ და უსაფრთხოა?

Posted by: PAINKILLER 13 May 2021, 13:04
QUOTE (კულე @ 10 Feb 2021, 19:02 )
ლეკვის ვიტამინებზე ხომ არ იცით რამე? რომელია ყველაზე კარგი და რა ასაკიდან შეიძლება? სადღაც მაქ წაკითხული 2 თვემდე არ შეიძლებაო და ვეტ-ექიმმა მიეცი უკვეო, ვეღარ გავიგე რა ვქნა. user.gif

ლეკვს საკვებს რომ აძლევთ იმაში უნდა იყოს ყველანაირი ვიტამინები რაც საჭიროა, ცალკე არ უნდა დასჭირდეს პრეპარატების დახმარება, თუ რამე პრობლემა არა აქვს ჯანმრთელობის მხრივ





* * *
QUOTE (კულე @ 3 Apr 2021, 22:56 )
Scoorp
პირველი ის, რომ ზრდას აფერხებსო. მეორე ის, რომ ძლიერი ვაქცინაა და კბილების მოცვლის პერიოდში ლეკვს ისედაც დაქვეითებული აქვს იმუნიტეტი და არ ღირს ასეთი სახის ვაქცინის გაკეთებაო.
თან ყველა სხვადასხვას ამბობს, ბევრი ისეთი ვეტერინარი რომლებიც კარგებად ითვლებიან დასავლეთში(აქეთ ვცხოვრობ მე) არ გაუკეთოო და რავიცი აბა. ასეთ რამეს რომ მეუბნებიან როგორ გავუკეთო, მეშინია მეც გარისკვის. კიდევ გავიკითხო უნდა, 9ში მივდივართ მესამე კომპლექსურზე და გადავწყვეტ მანამდე რა ვქნა.

განსხვავებული აზრი აქვს ყველა ვეტერინარს მაგ საკითხთან დაკავშირებით, ზოგადად ვაქცინის ანოტაციაში ყველგან უწერია 3 თვის (12 კვირის) ასაკიდან არის დასაშვები ცოფის ვაქცინით აცრა, ზრდის შეფერხებაზე სავარაუდოდ მოგონილია, კბილების მოცვლასთან დაკავშირებით შეიძლება იყოს რაღაც უკუჩვენება, მაგრამ მაგის გამო აცრის გადადება არა მგონია აუცილებელი იყოს


მე ვაპირებ 3 თვის ასაკში ავცრა ცოფზე, ბოლო კომპლექსურ აცრასთან ერთად (მზა ვაქცინებიც არსებობს კომპლექსურში რომ ცოფის ვაქცინაც შედის ეგეთი, ანუ ერთი გაკეთებაა ყველა ვაქცინა ერთად)


Posted by: Rejkavik2021 19 May 2021, 10:03
ზოგადად სტერილიზაციაზე და ძაღლის სიცოცხლიხ ხანგრძლივობაზე მაქვს რამდენიმე კითხვა შეიძLება დავსვა და დისკუსია გვქონდეს?

Posted by: narmonana 23 May 2021, 08:41
ააააააააააა,რამე ხერხი არ იცით,ძაღლს რწყილები როგორ გავაცალო? ბლოხნეტ-მა ვერაფერი უშველა,თითქოს არც დამისხამს,დაიღადრა მთელ იყელი და მუცელი

Posted by: Wisemаn* 23 May 2021, 09:23
narmonana
ადვანტიქსი მუშაობს ჩემ როტებზე ძაან კარგად.

Posted by: narmonana 23 May 2021, 09:50
Wisemаn*
რა მეთოდით ასხავ? ხერხემალზე აწვეთებ?.........................

Posted by: korbulone 2 Jul 2021, 10:46
ზოოფსიქოლოგს ან კინოლოგს რომელს მირჩევთ? თბილისში.

და საკონტაქტოსაც თუ ჩამიგდებთ, მადლობელი აგრჩებით smile.gif

Posted by: Wisemаn* 2 Jul 2021, 12:02
narmonana
ხო, კისრიდან ხერხემლის შუამდე რო ვერ აილოკის, ბეწვში შიგნით ჩააყოფინე თავი და ისე რო კანზე ჩავიდეს.
ცოტა გვიან კი გიპასუხე მარა biggrin.gif biggrin.gif

korbulone
თემო ბროიანი, 599-57-12-03
1-1 საუკეთესო კინოლოგია საქართველოში, განსაკუთრებით დიდი ჯიშის ძაღლებზე.

Posted by: narmonana 2 Jul 2021, 12:56
Wisemаn*
ნექსთგარდი დავალევინე ორი დღის წინ,მარა არაა მემგონი მაგისი ბრალი

რამე ავიტამინოზი აქვს ან ეგეთი

Posted by: PAINKILLER 2 Jul 2021, 16:36
narmonana

კანქვეშა ტკიპა ხომ არა აქვს?

Posted by: narmonana 2 Jul 2021, 16:40
PAINKILLER
გამოჩნდება,4 დღის წინ დავალევინე ნექსთგარდი და წესით ეგ კანქვეშაც უნდა მოჰკლას თუ ყავს..

მარა ყველგან იქექება,ბარძაყებზე,მუცელზე,ზურგზე,კისერზე, ყურებთაან

Posted by: PAINKILLER 2 Jul 2021, 16:57
QUOTE
წესით ეგ კანქვეშაც უნდა მოჰკლას თუ ყავს..


narmonana

კანქვეშა ტკიპა როგორც ვიცი ბევრად რთული სამკურნალოა, სჯობია ახლავე მიუყვანო ვეტექიმს, უფრო არ გაურთულდეს...


QUOTE
მარა ყველგან იქექება,ბარძაყებზე,მუცელზე,ზურგზე,კისერზე, ყურებთაან


ხოდა მიიყვანე დიაგნოსტიკაზე, აღარ გადადო

Posted by: Wisemаn* 3 Jul 2021, 00:11
narmonana
ზოგადად მასეთი "ყველაფერჩიკი" წამლები დიდად ვერ მოქმედებენ ვერასდროს, ჯობია გაარკვიო კონკრეტულად რა არის და შესაბამისი წამალი მისცე

Posted by: sunseeeker 5 Jul 2021, 00:09
გამარჯობა ჩემი ძაღლი ორი დღეა ახველებს . დაახლოებით ნახევარ საათში ერთ საათში ერთხელ საკმაოდ ხმამაღლა . ეგრეთწოდებულ "ხროტინს" გავს. გუშინ ჭამა სოსისები დილით და შუადღით გული აერია არ მგონია სოსისს ეწყინა ჭამს ხოლმე ისედაც ალბათ დაემთხვა. და ახლაც იმხელაზე დაიხროტინა შემეშინდა ხომ არ იხრჩობა თქო და ცოტა ამოაღებინა მაგრამ სულ ნერწყვია . ჭამით ბევრი არაფერი არ უჭამია დღეს წყალიც ცოტა დალია. რა შეიძლება იყოს?

Posted by: PAINKILLER 5 Jul 2021, 00:20
QUOTE (sunseeeker @ 5 Jul 2021, 00:09 )
გამარჯობა ჩემი ძაღლი ორი დღეა ახველებს . დაახლოებით ნახევარ საათში ერთ საათში ერთხელ საკმაოდ ხმამაღლა . ეგრეთწოდებულ "ხროტინს" გავს. გუშინ ჭამა სოსისები დილით და შუადღით გული აერია არ მგონია სოსისს ეწყინა ჭამს ხოლმე ისედაც ალბათ დაემთხვა. და ახლაც იმხელაზე დაიხროტინა შემეშინდა ხომ არ იხრჩობა თქო და ცოტა ამოაღებინა მაგრამ სულ ნერწყვია . ჭამით ბევრი არაფერი არ უჭამია დღეს წყალიც ცოტა დალია. რა შეიძლება იყოს?

სოსისი და ზოგადად ღორის ხორცი ძაღლისთვის არ არის სასარგებლო, დიდი რაოდენობით კი საზიანოც არის...

Posted by: sunseeeker 5 Jul 2021, 00:40
PAINKILLER
არასოდეს არაფერი გამოუწვევია. ხშირად არც ვაჭმევ. ორი ცალი პატარა საბავშვო იყო. ასეთი ხველა რანაირად შეიძლება გამოიწვიოს . ვფიქრობ ხომ არ გაცივდა ბრონქიტი ხომ არ აქვს

Posted by: webdesigner93 5 Jul 2021, 14:45
PAINKILLER
QUOTE
სოსისი და ზოგადად ღორის ხორცი ძაღლისთვის არ არის სასარგებლო, დიდი რაოდენობით კი საზიანოც არის...

ეს არც ადამიანისთვისაა კარგი და სასარგებლო , მაგრამ ცოტა და ხანდახან შეიძლება რა . ძაღლზეც ასეა biggrin.gif

Posted by: PAINKILLER 5 Jul 2021, 14:52
QUOTE (webdesigner93 @ 5 Jul 2021, 14:45 )
PAINKILLER
QUOTE
სოსისი და ზოგადად ღორის ხორცი ძაღლისთვის არ არის სასარგებლო, დიდი რაოდენობით კი საზიანოც არის...

ეს არც ადამიანისთვისაა კარგი და სასარგებლო , მაგრამ ცოტა და ხანდახან შეიძლება რა . ძაღლზეც ასეა biggrin.gif

მთლად მასეც არაა, ძაღლის ორგანიზმი ცხიმებს ვერ ამუშავებს, ღორის ხორცი კი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავს smile.gif


Posted by: GeorgianKartveli 7 Jul 2021, 13:21
ბეწვის ცვენას როგორ ვუშველო, ძველი ბეწვი გამოიცვალა, მაგრამ მაინც სცვივა, ვიტამინებს ვაძლევ და ხშირად ვვარცხნი, მაგრამ მაინც....

Posted by: ლაშა117 7 Jul 2021, 16:58
QUOTE (GeorgianKartveli @ 7 Jul 2021, 13:21 )
ბეწვის ცვენას როგორ ვუშველო, ძველი ბეწვი გამოიცვალა, მაგრამ მაინც სცვივა, ვიტამინებს ვაძლევ და ხშირად ვვარცხნი, მაგრამ მაინც....

რა ჯიშია?



============================

Posted by: GeorgianKartveli 8 Jul 2021, 16:51
ლაშა117
ჰასკის მეტისია, საშუალოზე დიდი ბეწვი აქვს.

Posted by: Scoorp 21 Jul 2021, 14:55
QUOTE (sunseeeker @ 5 Jul 2021, 00:40 )
PAINKILLER
არასოდეს არაფერი გამოუწვევია. ხშირად არც ვაჭმევ. ორი ცალი პატარა საბავშვო იყო. ასეთი ხველა რანაირად შეიძლება გამოიწვიოს . ვფიქრობ ხომ არ გაცივდა ბრონქიტი ხომ არ აქვს

არასდროს არაფერი რომ არ გამოუწვევია, არ ნიშნავს რომ არ გამოიწვევს. არ შეიძლება არაფრით ღორის ხორცი, სოსისები და ა.შ.

აჭამეთ თავისი საჭმელი მხოლოდ!!! არ სჭირდება ეს უსარგებლო საჭმელი ძაღლს, დაუზიანებს ღვიძლს და მერე უნდა ირბინოთ ექიმებში გადასარჩენად.

მსგავსი ხველება იცის ვოლიერულმა ხველამაც, თითქოს რაღაც ამოაქვს და ვერ ამოაქვს, ვირუსია, მკურნალობა უნდა 3-5 დღიანი (ანტიბიოტიკით)
თუ აცრილია სავარაუდოდ ეგ იქნება.
ისე ჭირმაც იცის ხველება, სხვა სიმპტომებთან ერთად.

* * *
QUOTE (GeorgianKartveli @ 7 Jul 2021, 13:21 )
ბეწვის ცვენას როგორ ვუშველო, ძველი ბეწვი გამოიცვალა, მაგრამ მაინც სცვივა, ვიტამინებს ვაძლევ და ხშირად ვვარცხნი, მაგრამ მაინც....

ჰასკს და ლაბრადორს მუდმივად სცვივა ბეწვი
სხვა ძაღლებისგან განსხვავებით.

ხშირი ვარცხნაა გამოსავალი, ვიტამინები ხშირად არაა საჭირო, უარესი არ დამართოთ.
და ნუ უნდა შეეგუოთ, პერიოდულად მოემატება ცვენა, და პერიოდულად შეუმცირდება ხოლმე.

Posted by: sandroscaramanga2010 24 Aug 2021, 22:08
რამე კარგი საბითუმო არ იცით, ძაღლისთვის აქსესუარები, ვიტამინები რომ იყიდებოდეს smile.gif) ანუ ასორტიმენტი რო იყოს დიდი. მადლობა!

Posted by: vast2 28 Aug 2021, 19:32
გამარჯობათ, კნუტი ვიპოვე, ეტყობა ძუძუზე იყო სულ პატარაა და წყალსაც არ ლოკავს და არც არაფერს ჭამს. რა ვუყო?

Posted by: მიუ 1 Sep 2021, 12:49
გამარჯობა.
მყავს სიამი. უკვე 13 წლისაა.
ბოლო 1 კვირაა დაეწყო კრუნჩხვები. 5-7 წამი გრძელდება, გონს არ კარგავს, მაგრამ რო გამოდის - თითქოს ამ ქვეყანაზე არ არის. დღის განმავლობაში ხშირად უმეორდება. ხანდახან შარდავს კრუნჩხვების დროს. გუშინ გავიდა კუჭში და გამოყვა სისხლიანი ლორწო. ანალიზები ავუღე, ბიოქიმია, ელექტროლოტები. ექოც გადავუღე. ვიდეოზეც მაქვს გადაღებული როგორ კრუნჩხავს. არ ვიცი როგორ მივაბა პოსტს.
ვერაფერს მეუბნებიან რა ჭირს.

საჭმელს აღარ ჭამს, წყალსაც არ სვამს. სულ დამალვა უნდა ბნელ ადგილას.

ვისთან შეიძლება მივიყვანო? დღეს აგრარულის კლინიკაში ვიფიქრე მიყვანა. სხვას თუ ვინმეს მირჩევთ?

დავამატებ: ბიჭია, კასტრირებულია.

Posted by: flow 1 Sep 2021, 13:11
მიუ
ადრე წამიკითხავს, რომ კატებს ეპილეფსია ემართებათ


რისი გამომწვევი შეიძლება საკვებში პური და ცომეული იყოს(სხვა მიზეზებთან ერთად)
ამიტომ უპატრონო კატებს პურს აღარ ვთავაზობ ხოლმე. ისედაც არ უყვართ მაგრამ მსიერზე ჭამენ.

Posted by: kai1 7 Jan 2022, 19:39
სალამი! ჩემს ძაღლს პერიოდულად ემართება კრუნჩხვები.რამ შეიძლება გამოიწვიოს და როგორ შეიძლება ვუმკურნალო? აგრეთვე ძილის დროსაც აწუხებს სპაზმები მუცლის არეში, თითქოს საჭმელი ქონდეს გაჩხერილი. ვეტერინარმა ჭირი ექნება გადატანილიო და მეტი ვერაფერი მითხრა. იქნება ვინმემ რაიმე რჩევა მაინც მომცეთ.

Posted by: T-72 Sim1 10 Jan 2022, 22:54
ლეკვი მყავს გერმანული ბელგიურზე ნაჯვარი და გუშინ ძროხის მოხარშული ძვალი დავუგდე და დღეს ძაან ცოტა ჭამა და მოწყენილია,პირველი ლეკვია და რა შეიძლება იყოს? შეიძლება მაგის ჭმევა? sad.gif

Posted by: Winter- 29 Jun 2022, 14:40
ძაღლის საზღვარგარეთ წაყვანასთან დაკავშირებით მაქვს კითხვები და ვინმე კომპეტენტური პირი თუ არის რომ დამეხმაროს?!

Posted by: narmonana 12 Jul 2022, 08:57
ბიჭოოოოთ, მშველეთ რამე, აღარ ვიცი რა ვქნა, ძაღლი იქექება, იმენა იქექება მთეეელიიი დღეეეე და ყველგან, აი ყველგან, მუცელზე, სახეზე, კისერზე, თათებზე, წვივებზე, სადაც კი წვდება, რწყილები არ ყავს. ალერგიის წამლები დავალევინე, არ უშველა, საჭმლები შევუცვალე, არ უშველა... შარშან სჭირდა იგივე და ანალიზი რო გაუკეთეს ბეწვის კლინიკაში, დატილიანება აქვსო, არადა არ ყავს ეს რწყილები, რა ვქნა რა ვუშველოოოო, ვეტთან რო ჩავიყვანო, იმენა ვხედავ რო კიდიათ, ზაპროსტა ამბობენ რაღაცეებს

Posted by: kobavar 13 Sep 2022, 13:07
იცის ვინმემ სად შეიძლება ძაღლების განხრით ვეტერინალიის შესწავლა ??

Posted by: Davidgeo 18 Oct 2022, 12:31
user posted imageuser posted image

გამარჯობა! ლეკვს გაუჩნდა ესეთი რაღაც ცხვირზე და თათზე რა უნდა იყოს? sad.gif

Posted by: playstation 26 Nov 2022, 17:36
ჩემ ძარლს ბოლო 2 დღეა შევატყვე ხველებასავით.

ეზოსია გაშვებული და თავისუფლება აქვს სრული, მეგონა რამე ხომ არ შეჭამა ან გადასცდა და მაგიტომ შვება მასეთქო.
ცოტა ხანში გადაუარა ხველებამ. გუშინ შევამჩნია ეს სინდრომი, მოკლედ დილით ერთი ორჯერ წამოახველასავით, ამოსუნთქვის დროს იცის ხოლმე, მერე გადაუარა და მეგონა სულ გაუარათქო.
ახლა შუადრისკენ კიდე შევატყვე და ხანდახან ისევ აკეთებს ხოლმე მასე. პირზე დორბლებივითაც შევატყვე, გაციებულზე რომ იცის ხოლმე ცინგლი დაახლოებით მასეთი.

ასევე რომ ვასეირნებდი ხოლმე ადრე თითქოს მალე იღლებოდა და რაღაცნაირად ქოშინივით სუნთქავდა ხოლმე, ოღონდ მსუბუქად ეტყობოდა ძალიან.

ლეკვი არის 10 თვის, ტანი და წინა არა აკლია 40-45 კილომდე არის, გერმანული ნაგაზია, მადას არ უჩივის.

ინტერნეტში მსგავსი სიმპტომები რომ ჩავწერე პნევმონიას ახასიათებენ უფრო მასეთი სიმპტომებით და მგონია რომ ეგ აქვს.

სანამ ხვალე ვეტს მივუყვან მანამდე რამე რჩევას ხომ ვერ მომცემთ.
ახლა თავის ბუნაგშია წევს თბილად.
მაგარი ჯიუტი ძარლი კია, სანამ არ გაწვიმდება ან ძაან არ აცივდება თავის ბუნაგში და სითბოში არ შედის. ეგრევე გაითხლაშება სადმე მიწაზე ან ბალახებში და არის მასე.

სულ თავზე ვერანაირად ვერ დაადგები და აიძულებ შევიდეს სახლში დაიძინოს. მოკლედ ძაან ჯიუტი რამე მყავს, რასაც უკრძალავ მიდის და ჯინაზე იმას აკეთებს, ასეთი ჯიუტი ძაღლი მე არ მინახავს არსად.

პლზ ვინც ერკვევით ან გამოგივლიათ მსგავსი რით შევუმსუბუქო ეს სიტუაცია სანამ ვეტთან მივიყვან?

ან კაი ვეტს სად მირჩევთ?

Posted by: goga1009 29 Nov 2022, 00:42
გამარჯობა.
ჭიის წამალი პუდელისთვის 2 კილოს იწონის და ეს წამალი კარგია ზოგადად?
CANIVERMuser posted image

Posted by: lika_law 17 Dec 2022, 16:31
გამარჯობა. სულ ახალი დაბადებული ლეკვი ვიპოვეთ, ჭიპლარიც ზედ აქვს, იქნება ორი სამი დღის. როგორ მივხედო? დამაკვალიანეთ რა. ჩვილის ფორმულა ვიყიდეთ, ვაჭმევ, ვამასაჟებ მუცელზე და მაინც შებერილია. როგორ გადავარჩინო, იქნებ გამოცდილებმა დამიწეროთ.

Posted by: Universe´ 22 Dec 2022, 23:49
lika_law
თბილ (გადადუღებულ) წყალში დასველებული, გაწურული ბამბით დაუმასაჟე მუცელი და უკანტანი ყოველი ჭამის წინ და შემდგომ.
დღეში რამდენჯერმე უნდა გავიდეს შარდზე, მინიმუმ ერთხელ კუჭში.

პირველ კვირაში 8-12-ჯერ ჭამენ
მეორე კვირიდან 5-6-ჯერ
მე-4 კვირიდან შეგიძლია 3-4-ჯერ აჭამო და ღამით 8 საათი გამოუტოვო.

რძე სასურველია სპეციალურად ლეკვებისთვის განკუთვნილი მისცე, გადადუღებულ წყალში გახსნილი, 38-39 °c. ცივი შებერავს.

პლედი დაუგე ყუთში ან რბილი პირსახოცი, სხეულის ტემპერატურის სათბუნიც ჩადე ხოლმე, რომ არ გაცივდეს. ფუმფულა სათამაშო ჩასახუტებლად, როცა მარტო იქნება და დეზნიფეცირება გაუკეთე ადუღებული წყლით ჭურჭელს რითიც აჭმევ.
ბაქტერიებს ვერ ერევიან პატარები, თანაც დედის რძის გარეშე.

Posted by: m1n1ONE79 11 Jan 2023, 18:59
Gamarjoba gilocavt shoba axal wels, ra asakshi sheidzleba dzaxlis shejvareba..myavs wlis da 3 tvis

Posted by: t.z 24 Jan 2023, 22:37

მოკლედ მყავს მეტისი 3 წლის და 5 თვის დაახლოებით წლინახევრის წინ დაეწყო შეტევები ეწყება კანკალი ხშირი სუუნთქვა და კუნთების თამაში.. ამ ყველაფერს რამოდენიმე დღეში მოსდევდა ფეხების გაკავება სიარულისას ცალ ფეხს ვერ ხრის და ეგრე დაათრევს შემდეგ დაეწყო კბილების კრაჭუნი...ნუ მოკლეთ თბილისში მემგონი ყველა ვეტთან მყავდა ყველამ სხვადასხვა რაღაც უთხრა და ვუმკურნალე რა იყო საბოლოო დიაგნოზი მეც არ ვიცი მაგრამ პერიოდულად კუნთის თამაში მაინც ქონდა ხოლმე და მითხრეს იცისო... ეხლა დაახლოებით 1 კვირაა ისევ დაეწყო მსგავსი რაღაცეები კანკალებს სიცხე არ ააქ ენერგიაზე არის მაგრამ მძიმედ სუნთქავს და კუნთები უთამაშებს... სახლში ვერ შემომყავს აივანზე წევს მარტო მითხრეს შეილება შაქარი ან ეპილეფსი აქვსო... მოკლედ თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა ან ვინმე ნორმალურ ვეტს თუ მირჩევთ სადაც თირკმელების დატოვება არ მომიწევს და დიაგნოზზს მაინც დაუსვამს გთხოოვთ მითხარით

Posted by: kate-kate77 7 Feb 2023, 22:04
მეგობრებო გთხოვთ გამომეხმუროთ რა: 2 თვის პუდელის ლეკვი რამდენად შეძლებს დარჩეს სახლში 5-6 საათი? დავამატებ რომ არის ძალიან ენერგიული,სულ თამაში უნდა და ცანცარი. უცებ რომ გადაიყვანს ახალი პატრონი მარტო დატოვების რეჟიმზე (ალიმენტის ლეკვია და გაყიდვას ვფიქრობ), რამე ხომ არ დაემართება? ან საერთოდ ამ ასაკისთვის ადრე ხომ არაა მარტო დატოვება? ვეცადე და 5 წუთიც კი მარტო არ რჩება. მეორე ოთახში გავედი და ბოლო ხმაზე ტიროდა გთხოვთ რაიმე მითხრათ ან მირჩიოთ ახალ სავარაუდო პატრონს მოუწევს მარტო დატოვება და თუ სტრესში იქნება, სულ არ გავატან. დიდი მადლობა ვინც ჩემს კითხვას გამოეხმაურება ყველას.

Posted by: Winter- 8 Feb 2023, 16:58
QUOTE (t.z @ 24 Jan 2023, 22:37 )
მოკლედ მყავს მეტისი 3 წლის და 5 თვის დაახლოებით წლინახევრის წინ დაეწყო შეტევები ეწყება კანკალი ხშირი სუუნთქვა და კუნთების თამაში.. ამ ყველაფერს რამოდენიმე დღეში მოსდევდა ფეხების გაკავება სიარულისას ცალ ფეხს ვერ ხრის და ეგრე დაათრევს შემდეგ დაეწყო კბილების კრაჭუნი...ნუ მოკლეთ თბილისში მემგონი ყველა ვეტთან მყავდა ყველამ სხვადასხვა რაღაც უთხრა და ვუმკურნალე რა იყო საბოლოო დიაგნოზი მეც არ ვიცი მაგრამ პერიოდულად კუნთის თამაში მაინც ქონდა ხოლმე და მითხრეს იცისო... ეხლა დაახლოებით 1 კვირაა ისევ დაეწყო მსგავსი რაღაცეები კანკალებს სიცხე არ ააქ ენერგიაზე არის მაგრამ მძიმედ სუნთქავს და კუნთები უთამაშებს... სახლში ვერ შემომყავს აივანზე წევს მარტო მითხრეს შეილება შაქარი ან ეპილეფსი აქვსო... მოკლედ თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა ან ვინმე ნორმალურ ვეტს თუ მირჩევთ სადაც თირკმელების დატოვება არ მომიწევს და დიაგნოზზს მაინც დაუსვამს გთხოოვთ მითხარით

ეპილეპსიას ჰგავს,როგორც თქვენ აღწერეთ.დათო ომარაშვილს მიუყვანეთ,საუკეთესო ვეტექიმია თბილისში.მიკედლებული მყავსთქო და თანხას არ გამოგართმევთ დიაგნოზის დასმაში.
* * *
QUOTE (kate-kate77 @ 7 Feb 2023, 22:04 )
მეგობრებო გთხოვთ გამომეხმუროთ რა: 2 თვის პუდელის ლეკვი რამდენად შეძლებს დარჩეს სახლში 5-6 საათი? დავამატებ რომ არის ძალიან ენერგიული,სულ თამაში უნდა და ცანცარი. უცებ რომ გადაიყვანს ახალი პატრონი მარტო დატოვების რეჟიმზე (ალიმენტის ლეკვია და გაყიდვას ვფიქრობ), რამე ხომ არ დაემართება? ან საერთოდ ამ ასაკისთვის ადრე ხომ არაა მარტო დატოვება? ვეცადე და 5 წუთიც კი მარტო არ რჩება. მეორე ოთახში გავედი და ბოლო ხმაზე ტიროდა გთხოვთ რაიმე მითხრათ ან მირჩიოთ ახალ სავარაუდო პატრონს მოუწევს მარტო დატოვება და თუ სტრესში იქნება, სულ არ გავატან. დიდი მადლობა ვინც ჩემს კითხვას გამოეხმაურება ყველას.

2 თვის ლეკვს უნდა საათობით ჭამა(გარკვეული რაოდენობის)ასე რომ 5 საათით როგორ უნდა დატოვოთ არ ვიცი.

Posted by: webdesigner93 10 Feb 2023, 15:47
kate-kate77
QUOTE
მეგობრებო გთხოვთ გამომეხმუროთ რა: 2 თვის პუდელის ლეკვი რამდენად შეძლებს დარჩეს სახლში 5-6 საათი? დავამატებ რომ არის ძალიან ენერგიული,სულ თამაში უნდა და ცანცარი. უცებ რომ გადაიყვანს ახალი პატრონი მარტო დატოვების რეჟიმზე (ალიმენტის ლეკვია და გაყიდვას ვფიქრობ), რამე ხომ არ დაემართება? ან საერთოდ ამ ასაკისთვის ადრე ხომ არაა მარტო დატოვება? ვეცადე და 5 წუთიც კი მარტო არ რჩება. მეორე ოთახში გავედი და ბოლო ხმაზე ტიროდა გთხოვთ რაიმე მითხრათ ან მირჩიოთ ახალ სავარაუდო პატრონს მოუწევს მარტო დატოვება და თუ სტრესში იქნება, სულ არ გავატან. დიდი მადლობა ვინც ჩემს კითხვას გამოეხმაურება ყველას.

არ შეიზლება ეგეთ პატარა ასაკში ამდენი ხნით მარტო დატოვება.

Posted by: ZuchmetalaZ 14 Feb 2023, 15:27
user posted image

გამარჯობა? იპოზანს 15 მლ. თუ შევიძენ საქართველოში?

Posted by: alva 8 Mar 2023, 15:16
ვინმეს ხომ არ აქვს სურვილი ცხოველების (ძაღლი და კატა) მოვლისა და კვების მიმართულებით იმუშაოს.
აუცილებლად უნდა ჰქონდეს განათლება ვეტერინარიის მიმართულებით.
ასევე უნდა იცოდეს ინგლისური ან ესპანური. https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=440581

Posted by: womanly 15 Mar 2023, 12:48
ჩემს ოთხფეხა მეგობარს რომელიც არის 15 წლის მეტისი აქვს თიაქარი ძლივს დაადგინეს ისიც 3 ექიმთან მყავდა, ანუ ჯიბე რომელშიც უგროვდება განავალი და ვერ გამოდის, ძალიან წუხს მასტან ერთად მეც, მი ყავს ხოლმე და უნთავისუფლებენ მერე ისევ ასეა. ოპერაციას ვერ გაუძლებსო და ასე უნდა იწვალოთო მითხრა ვეტერინარმა.. რა გავაკეთო აღარ ვიცი... მეუბნებიან დაააძინეო მაგრამ როგორ დავაძინო ესეთი გონნიერი ძაღლი, სხვა არაფერი სჭირს

Posted by: J.R.R.Tolkien 29 Mar 2023, 18:20
აქ არავინ წერს, მგონი, მაგრამ მაინც
ვიკითხავ

გამარჯობა.

ხალხო მყავს კატა და აცრილი არ არის
დღეს შემომეპარა სახლში სადაც მქონდა. გასალხობად
გამოტანილი ძალიან დიდი ნაჭერი ხორცი , ხოდა
დაუწყო ტლაკვა

მივუსწარი და რომელ ადგილსაც ტლაკავდა

მოვუჭერი და გადავაგდე

შემდეგ იმ ხორცს შეევეხე მე და გაბრაზებულმა ხელი არ დამიბანია
დავიწყე ვაშლის ჭამა - ანუ ხელი მოვკიდე იმ ხორცს ნაჭრს, რომელსაც ტლაკავდა და
დაუბანელი ხელით შემდეგ ვაშლი ვჭამე

არსებობს ცოფით დაინფიცირების შანსი?

გამოგიტყდებით
ბავშვობიდან მაქვს ცოფზე პანიკური შიშები
როგორც წავიკითხე პირის ღრუში თუ მოხდა ნერწყვის შეხება შეიძლება

შეგეყაროს ცოფიო
ასე ვითომ დაუბანელი ხელით მოხდებოდა შეხება?


ასევე მაინტერესებს ის ხორცი მთლიანად უნდა გადავაგდო?
როგორც მოგახსენეთ პანიკური შიშები მაქვს ცოფის მიმართ და გადავწყვიტე
მთლიანად ხორცის გადაგდება, მაგრამ დედაჩემმა არ დამანება)))
მეჩხუბა ძალიან.
ვიცი არ არის ნორმალური მსგავსი შიშები და ბევრისთვის შეიძლება სასაცილო იყოს, მაგრამ
რამოდენიმე ფობია მაქვს ცხოვრებაში და ერთი ეს არის.

ხოდა, იმ ხორცს წყალი რომ გავავლო და მაგრად მოვხარშო მაინც საშიში იქნება?

ასევე წავიკითხე რომ ინკუბაციის პერიოდი შეიძლება ერთი წელიც გაგრძელდესო, მაგრამ მგონი
ეგ რომ უკმენს სხვა ცხოველი მაშინ ხდება და თუ ინფიცირებულია 10 დღის შემდეგ თუ ცოცხალია
ესეიგი არაფერი ჭირს ხომ ეგრეა?

ჩემ კატას ცოფის არაფერი ნიშნები არ აქვს

რავიცი წავიდე ასაცრელად?
ახლა იმდენ რაღაცას ვსვამ თან მეშინია მაგისაც

თან ასეთ რამეზე როგორ უნდა მიხვიდე


Posted by: killer 30 Mar 2023, 05:26
დაგუგლე იმუნიზაციის ცენტრი. ტაშკენტის 10 ნომერშია და დაურეკე, აგიხსნიან..

Posted by: SweeTy-Flower 27 Jul 2023, 16:24
გამარჯობა.
მყავს 6 თვის ტოი ტერიერი ბიჭი. დაიწყო მონიშვნა ტერიტორიების

Posted by: Madisonishere 7 Nov 2023, 10:47
იქნებ დამეხმაროთ

Posted by: Gvanc_287 28 Dec 2023, 21:55
მართლა არავინ პოსტავს აქ sad.gif

...................

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)