Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რაგბი > რაგბი XV - ფორუმის წიაღში, შუქურად წოდებული


Posted by: Gio_G83 10 Apr 2017, 13:53
http://rugbyxv.ge/

ფორუმის წიაღში ნაშობი
ერთადერთ შუქურად შერაცხული

საინტერესო რუბრიკებითა და ხედვებით - პირველი ანალიტიკური სარაგბო ვებგვერდი ქართულ რეალობაში...

ავტორებო თავად დაფიქსირდით smile.gif

სხვადასხვა თემატიკაზე სტატიამ რომ ვერ მოუსწროს ფორუმზე შესაბამის თემას "ღია" მდგომარეობაში აქ "დაყარეთ" ყველაფერი

წარმატებები ბიჭებო!
smile.gif

ბოლო რამდენიმე სტატიის ლინკიც...


როცა რეალობა ოცნებაზე უკეთესია
http://rugbyxv.ge/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%A3%E1%83%99/

ოცნებების სასაფლაო…
http://rugbyxv.ge/%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9D/

ორი კურდღლის მადევარი…
http://rugbyxv.ge/%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98/


Posted by: Lotkinski 10 Apr 2017, 14:06
QUOTE
http://rugbyxv.ge/


სუ კაები, სუ ჩვენები 2kiss.gif წარმატებებს გისურვებთ

Posted by: beka331 10 Apr 2017, 15:00
-G-
რეგიონლიგაზე სტატიები ხომ არ გხიბლავთ? biggrin.gif

Posted by: Gio_G83 10 Apr 2017, 15:07
beqa331
მე ამ გვერდის მხოლოდ მკითხველი და გულშემატკივარი ვარ

ანარჩენზე ბიჭებთან smile.gif

Posted by: beka331 10 Apr 2017, 15:11
-G-
QUOTE
მე ამ გვერდის მხოლოდ მკითხველი და გულშემატკივარი ვარ

მეც ვარ ორივე ზემოთ ნახსენები

Posted by: Gio_G83 10 Apr 2017, 16:06
http://rugbyxv.ge/%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%97%E1%83%90/

ბექა გორგაძე TOP14-ის “ბორდოში” ითამაშებს

Posted by: BEERTRANCE 10 Apr 2017, 22:18
წარმატებები საიტს, ვიქნები მისი მკითხველი. იმედია სხვა საიტებივით, მარტო ოქმს და მშრალ სტატისტიკას არ დადებენ.

Posted by: otia-83 10 Apr 2017, 23:03
BEERTRANCE
გაფაიკითხე გიგა მათი სტატიები smile.gif

ქართულ რეალობაში ანალიტიკური კუთხით საუკეთესოა. აქამდე მსგავსი არსად იწერებოდა

მე პირადად ბატონი ზაალის მიმოხილვები მსიამოვნებს და ამათი ანალიზი.

Posted by: qobula 11 Apr 2017, 12:25
მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ ამ გუნდს. ერთი სიამოვნებაა მათი სტატიების კითხვა.

Posted by: -Kartveli- 11 Apr 2017, 12:32
ხშირი სტუმარი ვარ მაგ საიტის, ნამდვილად კარგ საქმეს აკეთებენ. წარმატებები...

Posted by: xDavid_S 11 Apr 2017, 13:38
http://rugbyxv.ge/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9C-%E1%83%B0%E1%83%94%E1%83%98%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%97/

Posted by: jora84 11 Apr 2017, 14:11
xDavid_S

ინტერვიუზე ვინეები იყავით? ყანწი ვერ წაართვით ხელიდან? biggrin.gif

ტიპმა ერთი დაშტამპა და ყველგან ერთი და იგივეს იმეორებს sad.gif

ერთი დერეფნებზე შეშფოთდა მცირედით.

Posted by: giushki 11 Apr 2017, 14:13
jora84
გვაგოიმებს ისევ? biggrin.gif ფლეტზე თამაში სტილი კი არა, შესაძლებლობაა, რაც თამაშის დროს გიჩნდება.

Posted by: AVIATORI01 11 Apr 2017, 14:14
xDavid_S
დავით ეს თუ შენი ინტერვიუა, მინუსი შენ

Posted by: NAPSTER 11 Apr 2017, 14:16
AVIATORI01

კონკრეტულად რა შენიშვნები გაქვთ, პატივცემულო?
მართლა გვაინტერესებს smile.gif

Posted by: crusaders 11 Apr 2017, 14:18
კაი სტატიაა
საჭირო კითხვები იყო დასმული მაგრამ პასუხი თუ არ გაეცა ეგ სხვა საკითხია smile.gif

Posted by: AVIATORI01 11 Apr 2017, 14:22
NAPSTER
როცა ინტერვიუზე დაგთანხმდათ, ბოლომდე უნდა მიწოლოდით კითხვებზე, ამ ,,პოლიტიკოსის'' პასუხებს არ უნდა დაჯერებოდით.

თქვენი გვერდი იმად მომწონს რომ მინუსების აფიშირებას ახდენთ მოგებულ თამაშებშიც კი, და ამად გამიკვირდა ეს სადღეგრძელო,

დავითა იმიტომ დავაკონკრეტე რომ ჯიუტი ბიჭია და ასე მარტივად არ უნდა დაეთმო,

Posted by: NAPSTER 11 Apr 2017, 14:30
AVIATORI01

კითხვაზე როცა დიპლომატიურ და პოლიტკორექტულ პასუხს გცემს რა უნდა ქნა?

მსაჯის ბრალი იყოო რომ თქვა, ეგეთ შეცდომებს ყოველთვის უშვებენთქო ვუთხარით და კიო, მარა ამან თამაშის ბედი შეცვალაო.
აუტებში ჰარისი თუ ასეთი მაგარია, ხაია რატომ მოგივიდათქო და ეგო მოედანზე მყოფი მოთამაშეების ბრალიაო. მიდი და მოედავე.
ალბათ ერთი ორი კრიტიკული შეკითხვის დასმა კიდევ შეიძლებოდა და ჩვენი მინუსია, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმათზეც მსგავს პოლიტკორექტულ პასუხებს მივიღებდით.

Posted by: AVIATORI01 11 Apr 2017, 14:32
NAPSTER
ფრუიძეზე საერთოდ რა აფსურდები ილაპარაკა, გამოცდილია და მაგას რაღა გამოცდა უნდაო( ჯანდაბს ლოგიკასთან ახლოა), მაგრამ მაგაზე გამოცდილი რომ 5 თამაში აპახავა ეგ რაღა იყო? ჩაგერტყათ თქვენც ცოტა ,,ჩათლახური'' ტოპკები

Posted by: xDavid_S 11 Apr 2017, 14:34
QUOTE (AVIATORI01 @ 11 Apr 2017, 14:14 )
xDavid_S
დავით ეს თუ შენი ინტერვიუა, მინუსი შენ

მიღებულია!

Posted by: NAPSTER 11 Apr 2017, 14:35
AVIATORI01

მეკოს მაგივრად სხვა გეთამაშებინაო რომ ვკითხეთ კი ხედავ რა გვიპასუხა - ვინო?
ვერ ხედავს მის შემცვლელს და ჰა. მოდებაძეს დავუძახებ, მარა თავიდან მაგის თამაშს ნუ ელითო. ვარჯიშებზე ეყოლება ალბათ კაი ხანი

Posted by: zaal1969 11 Apr 2017, 14:54
xDavid_S

მილტონ ჰეიგი – გვენდეთ!

კარგი იყო! მადლობა!
* * *
ეხლა ფრუიძესთან დაკავშირებით თუ არ გაიხსნა მაგაზეც ნუ დავძრახავთ,რადგან არის გუნდური სულიკვეთება და ცდილობ გუნდშივე მოაგვარო პრობლემა თუ ესეთი არსებობს და გაქვს მოგვარების იმედი

Posted by: SGG 11 Apr 2017, 15:04
zaal1969
QUOTE
ეხლა ფრუიძესთან დაკავშირებით თუ არ გაიხსნა მაგაზეც ნუ დავძრახავთ,რადგან არის გუნდური სულიკვეთება და ცდილობ გუნდშივე მოაგვარო პრობლემა თუ ესეთი არსებობს და გაქვს მოგვარების იმედი


მაგაზე როგორ უნდა გაიხსნას ვინმე,ვერ წარმომიდგენია, იმდენად სამარცხვინო ამბავია ფრუიძის.


Posted by: zaal1969 11 Apr 2017, 15:07
SGG
QUOTE
მაგაზე როგორ უნდა გაიხსნას ვინმე,ვერ წარმომიდგენია, იმდენად სამარცხვინო ამბავია ფრუიძის.


სიმართლე გითხრა დეტალები არ ვიცი, არ დავინტერესებულვარ,მე ზოგადად ვთქვი

Posted by: ქაშიბაძე 11 Apr 2017, 15:07
რა მოხდა ფრუიძეზე პმ მომწერეთ რა ვინმემ

Posted by: davita_1977 11 Apr 2017, 15:10
რატო პმ აქ დაიწეროს დასამალი არაფერი არ უნდა იყოს თუ იცის ვინმემ

Posted by: otia-83 11 Apr 2017, 15:24
ნუ ეხლა როცა იცი, რომ ფრუიძესთან დაკავშირებით "რაღაც" პრობლემაა (მე არ ვიცი რა პრობლემაა კონკრეტულად) და ამ დროს მის პასუხს კითხულობ :ეგ უკვე გამოცდილია და გვერჩივნა სხვა გამოგვეცადაო. ფაქტია, რომ პოლიტკორექტული პასუხია.

თუ არ იცი, რომ ფრუიძესთან დაკავშირებით რაღაც პრობლემაა, მაშინ გამოდის ამ პასუხიდან, რომ თოდუა დიდი 10-ის პლეიოფებისთვის ფორმაში შესასვლელად დაიტვირთა სრულად.

Posted by: wolfmax 11 Apr 2017, 15:36
ეგ კაცი ფინიშზე!!!
აქამდე კიდევ ვამართლებდი და მქონდა რაღაცის იმედი.....

მაგრამ.....
მთავარი მწვრთნელი რომ იმას იტყვის,ბეკოშვილს საერთოდ არ ვიცნობდით,ვნახეთ ქართული გვარი ქონდა და დავუძახეთო.... facepalm.gif
ფრუიძე გამოცდილია, რო დაგვეძახა,სვანიძე,მათიაშვილი და კოშაძე გამოუცდელები დარჩებოდნენო...თოდუას ეხლა ცდის? წიკლაურსაც?
ისეთი ფრთა გვინდა,ვისაც ფულბეკათაც გამოვიყენებთო...მასეთი მათიაშვილია (პირობა შეასრულა და 7კაცაში გაუშვა) ვის შეპირდა?
თოდუას ხო არ უპირებს გაფულბეკებას? თუმცა ყავს ეგეთები, წიკო და ვანდამა.

მოკლედ,ეგ კაცი მგონი ქართულ ყაიდაზე გადმოიყვანეს,5 წელია აქ არის,ბევრ სიმახინჯეს ისწავლიდა
ხოდა დროა, ფინიშზე!!!!

Posted by: zaal1969 11 Apr 2017, 15:37
otia-83
QUOTE
თუ არ იცი, რომ ფრუიძესთან დაკავშირებით რაღაც პრობლემაა, მაშინ გამოდის ამ პასუხიდან, რომ თოდუა დიდი 10-ის პლეიოფებისთვის ფორმაში შესასვლელად დაიტვირთა სრულად.


არ მგონია,რომ ასე იყოს საქმე, შეიძლება რაღაც კითხვები გაგვიჩნდეს თუნდაც სელექციასთან დაკავშირებით, მაგრამ ჰეიგს თავის რეპუტაციაზე და სამუშაო ადგილზე მეტად თოდუას სათამაშო ფორმა არ უნდა ადარდებდეს ჩემპიონატის ფლეი ოფისთვის

Posted by: wolfmax 11 Apr 2017, 15:50
ის პრობლემა,რაზეც აპელირებენ ფრუიძეზე (თუ მართლაც ეგ არის მიზეზი) დიდი ხნის წინანდელია.ეხლა ხო არ დაიწყო?
მაშინ როგორ გავიგოთ შარშანდელი ზაფხულის ტურნე,წელს ბელგია გერმანია....

Posted by: jora84 11 Apr 2017, 15:54
რაღაცნაირი ინდეფერენტული დამოკიდებულება აქვს ჰეიგს ეს ბოლო პერიოდია, გაზზე გადაიყვანა ტაქსი როგორც ჩანს და ბევრს აღარ წვავს.

ბეკოშვილზე მართლა მაგრა მოუვიდა biggrin.gif არ უნდა ლეგიონერებზე ინფორმაციის მიმწოდებლად დამნიშნოს? რა ფერის ტრუსიკით თამაშობს იმასაც გავუშანშალებ რეპორტშI biggrin.gif

კითხვები ნორმალური იყო ასე თუ ისე, პასუხების რა მოგახსენოთ, შეკითხვაში უფრო მეტი სიტყვა რომ იქნება ვიდრე პასუხში რაღა კონტრშეკითხვა უნდა დასვა biggrin.gif

QUOTE
ისეთი ფრთა გვინდა,ვისაც ფულბეკათაც გამოვიყენებთო...მასეთი მათიაშვილია (პირობა შეასრულა და 7კაცაში გაუშვა) ვის შეპირდა?


სვანიძე იქნებ?

Posted by: xDavid_S 11 Apr 2017, 15:56
wolfmax
QUOTE
ხოდა დროა...

ვიფიქროთ, რა იქნება პოსტ-ჰეიგისეულ პერიოდში (2018-19 წლებში)

მთ მწვრთნელი: რიჩი გრემ
შერკინება: ბრედ ჰარის
დაცვა: ლევან მაისაშვილი

?

Posted by: otia-83 11 Apr 2017, 15:59
xDavid_S
QUOTE
მთ მწვრთნელი: რიჩი გრემ
შერკინება: ბრედ ჰარის
დაცვა: ლევან მაისაშვილი

?

უნარების მწვრთნელი მილტონ ჰეიგი.

Posted by: SGG 11 Apr 2017, 16:04
wolfmax
QUOTE
ის პრობლემა,რაზეც აპელირებენ ფრუიძეზე (თუ მართლაც ეგ არის მიზეზი) დიდი ხნის წინანდელია.ეხლა ხო არ დაიწყო?


ახალია. ნოემბრის ტესტების წინ სპორტსმენისთვის წარმოუდგენელი ###ობა მოუვიდა და ერთა ტასზე კიდე,ისეთი ###ობა, რაც ზუსტად არავინ იცის და ნაკრების წევრმა საკუთარ მამასაც კი არ გაუმხილა

Posted by: wolfmax 11 Apr 2017, 16:06
QUOTE
უნარების მწვრთნელი მილტონ ჰეიგი.


ავტობუსის მძღოლი მილტონ ჰეიგი!
ერთგვარი დაწინაურებაც იქნება,ტაქსიდან იმხელა ავტობუსზე....

Posted by: xDavid_S 11 Apr 2017, 16:11
otia-83
QUOTE
უნარების მწვრთნელი მილტონ ჰეიგი

მილტონს თუ აკადემიას ჩავაბარებთ და დავიტოვებთ საქართველოში, უკეთესი იქნება

Posted by: wolfmax 11 Apr 2017, 16:14
QUOTE (SGG @ 11 Apr 2017, 16:04 )
wolfmax
QUOTE
ის პრობლემა,რაზეც აპელირებენ ფრუიძეზე (თუ მართლაც ეგ არის მიზეზი) დიდი ხნის წინანდელია.ეხლა ხო არ დაიწყო?


ახალია. ნოემბრის ტესტების წინ სპორტსმენისთვის წარმოუდგენელი ###ობა მოუვიდა და ერთა ტასზე კიდე,ისეთი ###ობა, რაც ზუსტად არავინ იცის და ნაკრების წევრმა საკუთარ მამასაც კი არ გაუმხილა

ალბათ ისევ მსგავსი,რაც ადრე იყო...
7 კაცაშიც აღარ უნდა დაუძახონ მაშინ.
მოკლედ არეულია მონასტერი თუ დიდ-10 ში და თუ ნაკრებში

Posted by: jora84 11 Apr 2017, 16:15
QUOTE
ახალია. ნოემბრის ტესტების წინ სპორტსმენისთვის წარმოუდგენელი ###ობა მოუვიდა და ერთა ტასზე კიდე,ისეთი ###ობა, რაც ზუსტად არავინ იცის და ნაკრების წევრმა საკუთარ მამასაც კი არ გაუმხილა


fingal.gif drug.gif

Posted by: otia-83 11 Apr 2017, 16:20
xDavid_S
კი მაგრამ არა მგონია დარჩეს, მეორე ეშელონის ქვეყნებიდან, სავარაუდოდ უფრო საინტერესო წინადადებებს მიიღებს, თუ მანამდე არ გაიფუჭა სახელი აქ.

ან რომელიმე კლუბში წავა.

Posted by: SGG 11 Apr 2017, 16:23
wolfmax
QUOTE
ალბათ ისევ მსგავსი,რაც ადრე იყო...


ბევრად უარესი.

QUOTE
7 კაცაშიც აღარ უნდა დაუძახონ მაშინ.


ეგ უკვე კონკურენციის ამბავია. ხაზის მოტამაშეა,არჩევანი არ გაქვს.

ჟღენტს იმიტომ არ აპატიეს უმძიმესი ხასიათი,რომ ზირაქა და დუდუ გვყავდა. აბა ყოფილიყო ხაზის მოთამაშე, ყველაფერზე დახუჭავდნენ თვალს.

გვყავდეს ხაზში 15 მოთამაშე ტოპ14-ში და არც ფრუიძეს აპატიებდა ვინმე.

კონკურენცია არის ყველაფრის თავი და ტავი. აბა არ გამოჩენილიყო მესამე ხაზში ამდენი კარგი ბიჭი, მამუკას მეორე ხაზში გადაყვანას იფიქრებდა ვინმე?

Posted by: BEERTRANCE 11 Apr 2017, 16:24
მსაჯზე აპელირებაც ნამეტანი მოუვიდა.

Posted by: xDavid_S 11 Apr 2017, 16:26
otia-83
QUOTE
მეორე ეშელონის ქვეყნებიდან, სავარაუდოდ უფრო საინტერესო წინადადებებს მიიღებს
მსოფლიოს მერე ექნებოდა,

მაგრამ აწი ნაკლებად სავარაუდოა

Posted by: ferrari1000 11 Apr 2017, 17:31
QUOTE (SGG @ 11 Apr 2017, 16:23 )
wolfmax
QUOTE
ალბათ ისევ მსგავსი,რაც ადრე იყო...


ბევრად უარესი.

მოკლედ უკვე ბევრმა გაახმოვანა ეს ამბავი, რა ქნა ასეთი ნეტა...

Posted by: xDavid_S 11 Apr 2017, 17:44
ferrari1000
QUOTE
მოკლედ უკვე ბევრმა გაახმოვანა ეს ამბავი, რა ქნა ასეთი ნეტა...
მარხვაში იცუღლუტა ალბათ რამე

სხვა რა ცოდვა უნდა იყოს ამისთანა

Posted by: AVIATORI01 11 Apr 2017, 18:14
xDavid_S
QUOTE
მარხვაში იცუღლუტა ალბათ რამე

ეტყობა შუა გასახდელი ,,წაბილწა" biggrin.gif

აი ყველაზე ცუდი რაც შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს (გუნდის თვალში) ყველაფერი წარმოვიდგინე და არცერთის გამკეთებელი არაა ეგ

მივადექით პიროვნულს ( დამალა , დამალაო) ყველა მაგას რომ იძახის თქვით რა დამალა ამითანა რომ ნაკრებიდან გააძევეთ?

Posted by: davita_1977 11 Apr 2017, 18:43
ხო რა, ვერ გავიგე თუ იცით ან გაგიგიათ თქვით რას ვმალავთ?

Posted by: dc120mm 11 Apr 2017, 19:43
xDavid_S
QUOTE
მილტონს თუ აკადემიას ჩავაბარებთ და დავიტოვებთ საქართველოში, უკეთესი იქნება

კი,U18 მწვრთნელობაც რო შეითავსოს პარალელურად ეგეც კარგია!

აბა პაშას და ტყეშელას რა უნდათ ბავშვებთან facepalm.gif

Posted by: NAPSTER 11 Apr 2017, 20:11
აკადემია კიდევ ჰო და რაის 18 წლამდელების მწვრთნელობა, კაცო?! biggrin.gif
მსოფლიოს რეიტინგში მე-12 ნაკრების მწვრთნელობიდან რომელი წახვიდოდით 18 წლამდელებში?მასეთ რამეს მხოლოდ უკიდურესად უამბიციო ადამიანი თუ იზამს.
ეგ კი არა, აკადემიასაც არ მოკიდებს ხელს (არც შესთავაზებენ). უფრო მეტიც - ჰაი პერფორმანსზეც უარზე დადგება smile.gif

Posted by: dc120mm 11 Apr 2017, 20:18
NAPSTER
QUOTE
მსოფლიოს რეიტინგში მე-12 ნაკრების მწვრთნელობიდან რომელი წახვიდოდით 18 წლამდელებში?

მეფესავით ცხოვრობს აქ ,შენ კარგად იცი,ამხელა ნდობა და პატივისცემა შეიძლება სხვაგან არც ქონდეს,რასამბობ ეხლა მაგასაც რიგი დაუდგება რა! არც ეგეთი მაგარი არ არის smile.gif თვითონაც იცის ეგ! ისე კარგად დარჩება როგორც დაგიბარებია!

დიდი დიდი რუსები დააგოიმოს biggrin.gif

Posted by: harton1 11 Apr 2017, 20:26
dc120mm
QUOTE
ეფესავით ცხოვრობს აქ ,შენ კარგად იცი,ამხელა ნდობა და პატივისცემა შეიძლება სხვაგან არც ქონდეს,რასამბობ ეხლა მაგასაც რიგი დაუდგება რა! არც ეგეთი მაგარი არ არის  თვითონაც იცის ეგ! ისე კარგად დარჩება როგორც დაგიბარებია!

ასეთი დაქვეითება ძალიან ურტყამს თავმოყვარეობას. წესით არ წავა ასეთ რამეზე, მაშინ ბევრი ფული უნდა შესთავაზო და რამე ბოლი და ამას ვერ მივცემთ ალბათ

რაც შეეხება ინტერვიუს, მართლა არ გამოგვივიდა ისეთი როგორიც გვინდოდა, თვითონაც ზედმეტად დიპლომატიური იყო ( ერთი მოტამაშეებისთვის დაბრალება გამიკვირდა) მაგრამ თოდუაზე უნდა ჩავჭროდით ფრუიძეზე პასუხის დროს. არა მგონია, რამე აპსუხი მიგვეღო, მაგრამ მაინც შეცდომაა ჩვენი

ცოტა უფრო ვრცლად ილაპარაკა. რაც ძალიან ლირიკა იყო შევკვეცეთ. ესე არ ყოფილა რომ გაქცევაზე იყო და მოკლედ საუბრობდა ცოდვას ვერ დავწამებ. პირიქით, დიდი პატივი გვცა. სხვა საქმეა, რომ მეტწილად გაცვეთილ ფრაზებს ამბობდა


Posted by: dc120mm 11 Apr 2017, 20:38
harton1
QUOTE
წესით არ წავა ასეთ რამეზე

არ წავა და კარგად იყოს!
QUOTE
მაშინ ბევრი ფული უნდა შესთავაზო

სად არის ფული!

პ.ს. მე მაინც მგონია რო შეთავაზების შემთხვევაში დარჩება,იგივე ხელფასი რო დაუტოვო რაც ეროვნულში აქვს!

Posted by: NAPSTER 11 Apr 2017, 20:43
dc120mm
QUOTE
მეფესავით ცხოვრობს აქ ,შენ კარგად იცი,ამხელა ნდობა და პატივისცემა შეიძლება სხვაგან არც ქონდეს,რასამბობ ეხლა მაგასაც რიგი დაუდგება რა! არც ეგეთი მაგარი არ არის  თვითონაც იცის ეგ! ისე კარგად დარჩება როგორც დაგიბარებია!

დიდი დიდი რუსები დააგოიმოს


ჩვენ რა ხელფასსაც ვუხდით, მაგ ხელფასზე გუნდის მოძებნა წესით და რიგით უნდა მოახერხოს. შეიძლება დიდი ტაქტიკოსი და მაგარი მწვრთნელი არ არის, მაგრამ საკმაოდ დაპიარებულია. სარაგბო წრეებში იცნობენ, ჟურნალისტები იცნობენ, ხან ბიბისიზეა, ხან უელს ონლაინზე, ხან დეილი მეილზე და ხან სქაიზე biggrin.gif
თავადაც კაი გაქექილია და კავშირის საორგანიზაციო საკითხებშიც კი არის ჩართული რაღაც დოზით (მაგალითად სანზარს ფრენჩაიზზე მელიტონა ელაპარაკებოდაო გოჩამ)
ეგეთ ტიპებს კლუბების მოძიება არ უჭირთ როგორც წესი.

მე ვერ წარმომიდგენია ნაკრების მთავარი მწვრთნელმა თავი ამავე ქვეყნის 18 წლამდელებამდე როგორ უნდა დაიქვეითოს.
ტიერ1-ის რომელიმე ქვეყანა რომ სთავაზობდეს ასაკობრივის გაწვრთნას კიდე ჰო და მაგ შემთხვევაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ დათანხმდებოდა.

Posted by: dc120mm 11 Apr 2017, 20:49
NAPSTER
QUOTE
მაგალითად სანზარს ფრენჩაიზზე მელიტონა ელაპარაკებოდაო გოჩამ

ეს გჯერა? მე არა!

QUOTE
თავადაც კაი გაქექილია

აბა რა ბიჭო smile.gif იცის ვისთან უნდა იყოს დაახლოებული რო აქ დიდხანს გასტანოს smile.gif იმიტომ მგონია რო დარჩება! აქ რო არის, ისეთი "მაგარი ტიპი" სხვაგან ვერ იქნება!

Posted by: NAPSTER 11 Apr 2017, 20:51
dc120mm
QUOTE
ეს გჯერა? მე არა!


კი, მარტივი მიზეზის გამო: გოჩა არ არის ის ადამიანი, რომელიც მაგას გააკეთებდა და ფაქტია ვიღაცა ელაპარაკებოდა.
გოჩამ თქვა თავისი ინიციატივით ელაპარაკებოდა და ხელი არ შევუშალეთო და კიდევ კაი იმათ უარი რომ შემოგვითვალეს, თორემ რა გვეშველებოდაო smile.gif

Posted by: dc120mm 11 Apr 2017, 20:57
NAPSTER
QUOTE
გოჩამ თქვა თავისი ინიციატივით ელაპარაკებოდა და ხელი არ შევუშალეთო

შეიძლება გოჩას ეგრე უთხრა smile.gif ან მოვალეობის მოხდის მიზნით წაემესიჯა ვირაც ნაცობ ტიპებს რო აქ მარკები აეწია,ვითომ ვჩალიჩობ სუპერ რაგბზეო smile.gif

რა სუპერ რაგბი,ოქმი ვერ შეგვივსია ჩემი facepalm.gif

Posted by: otia-83 11 Apr 2017, 21:25
მელიტონას ექნება საკმაოდ რთული არჩევანი: დარჩეს საქართველოში აკადემიაში და თუნდაც პარალელურად რომელიმე ასაკობრივში, ან ნაკრების მენეჯერად. აქ მან ხალხს თავი "შეაყვარა", ავტორიტეტი მოიხვეჭა და შემოსავალიც აქვს, კიდევ მოგვიმადლიერებს ბავშვების გაზრდით.

მეორე ვარიანტია წავიდეს ჩვენზე დაბალი დონის ნაკრებში,სადაც შედეგს ვერ გააკეთებს და ავტორიტეტი წაუვა მინუსებში, მადლიერიც არავინ დარჩება და მისი საქართველოში მიღწეული წარმატება მთლიანად და ოფიციალურად ჩვენ მორაგბეებს "დაბრალდება".

მესამე ვარიანტი საშუალო დონის კლუბია სადაც წარმატების შანსი 50/50 ზეა.

ერთი და იგივე ანაზღაურების პირობებში საქართველოში დარჩენის შანსი 60-70% მგონია. მისი წარმატება ისევ საქართველოს სამომავლო წარმატებასთან ასოცირდება. საბლატაოდ ექნება ჯერ ნაკრები გადავიყვანე ახალ სიმაღლეზე და მერე ქართული რაგბის ძირეულ განვითარებას ჩავუდექი სათავეშიო.

Posted by: dc120mm 11 Apr 2017, 22:41
otia-83
QUOTE
მელიტონას ექნება საკმაოდ რთული არჩევანი: დარჩეს საქართველოში აკადემიაშიბდა თუნდაც პარალელურად რელიმე ასაკობრივში, ან ნაკრების მენეჯერად. აქ მან ხალხა თავი "შეაყვარა"ავტორიტეტი მოიხვეჭა და შემოსავალიც აქვს, კიდევ მოგვიმადლიერებს ბავშვების გაზრდით.

მეორე ვარიანტია წავიდეს ჩვენზე დაბალი დონის ნაკრებში,სადაც შედეგს ვერ გააკეთებს და ავტორიტეტი წაუვა მინუსებში, მადლიერიც არავინ დარჩება და მისი საქართველოში მიღწეული წარმატება მთლიანად და ოფიციალურად ჩვენ მორაგბეებს "დაბრალდება".

მესამე ვარიანტი საშუალონდონის კლუბია სადაც წარმატების შანსი 50/50 ზეა.

ერთი და იგივე ანაზღაურების პირობებში საქართველოში დარჩენის შანსი 60-70% მგონია. მისი წარმატება ისევ საქართველოს სამომავლო წარმატებასთან ასოცირდება. საბლატაოდ ექნება ჯერ ნაკრები გადავიყვანე ახალ სიმაღლეზე და მერე ქართული რაგბის ძირეულ განვითარებას ჩავუდექი სათავეშიო.

კიბატონო,დაახლოებით ეგრე წარმომიდგენია მეც!

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 12 Apr 2017, 10:08
შეკითხვა ყველას:

როდის მერე გახდა ლონდონის კლუბი ჰარლექინზ ?

არასოდეს გისმენიათ ინგლისური კომენტარი ან ნიუზი,
ეგ სიტყვა რომ ეთქვათ?

რა, 1987 წლიდან უსწოროდ მესმოდა ?

თუ ახლა შეცვალეს გამოთქმა, როგორც
ძაან დიდხანს იყო ’ჰარიქენზ და ბოლო ხანს გახდა ჰარი’ქეინზ

თუ ნორჩ პუგაჩოვას მოესწრო თქვენი თაობა ?

ყოველთვის იყო ’ჰარლი ’ქვინზ

ერთხელ გააპარა კავშირის ფაქ’ბუქმა და უმალ ყველამ აიტაცეთ?

არადა, საითზე მალევე გასწორდა

Posted by: harton1 12 Apr 2017, 10:50
მართალი ხართ ბატონო ზაალ.გავასწორებთ. უბრალოდ ქართულად არლეკინოა და მაგის მახინჯი გავლენას

მადლობა

Posted by: სურამელი 12 Apr 2017, 10:52
QUOTE
http://rugbyxv.ge/

ფორუმის წიაღში ნაშობი
ერთადერთ შუქურად შერაცხული



ბევრი წარმატება ამ კარგ ხალხს.

Posted by: giushki 12 Apr 2017, 10:57
ჰარლი ქინძივით კი თამაშობენ წელს და სხვა რა გითხრათ biggrin.gif

Posted by: dc120mm 12 Apr 2017, 13:37
QUOTE
ჰარლი ქინძივით

givi.gif

Posted by: NAPSTER 14 Apr 2017, 18:29
აგუსტინ პიშომ მორჩით კონსერვატორობას და დარაბები შეხსენითო

პიშო “6 ერს” გაფართოებისკენ მოუწოდებს
http://rugbyxv.ge/%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%9D-6-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%94%E1%83%9C/

Posted by: giushki 14 Apr 2017, 19:03
ჩვენს სათქმელს ამბობს და ბევრ რამეში ჩვენი ინტერესები, ზოგადად და კონკრეტულადაც არგენტინისას ემთხვევა. ჯობია ავმოქმედდეთ სერიოზულად. მხოლოდ ლაპარაკით საქმე არც დაიწყება და არც დასრულდება. ნატურალიზებაზეც ვეთანხმები. ეგ წესიც შესაცვლელია. არც არგენტინელებს აწყობთ და ზოგადად სამხრეთელებიც დაუჭერენ ამ წესის ცვლილებას მხარს. ჩვენც მაგათკენ უნდა დავდგეთ ამ ამბავშიც.

Posted by: dc120mm 14 Apr 2017, 19:21
QUOTE
ნატურალიზებაზეც ვეთანხმები. ეგ წესიც შესაცვლელია.

ეგ წესი იმენა ყველა სპორტში შესაცვლელია!!!

QUOTE
ჯობია ავმოქმედდეთ სერიოზულად. მხოლოდ ლაპარაკით საქმე არც დაიწყება და არც დასრულდება.

რას გულისხმობ?

NAPSTER
QUOTE
აგუსტინ პიშომ მორჩით კონსერვატორობას და დარაბები შეხსენითო

"ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდისო" ეგრე მგონია ეგ! არა რაღაც დროის მერე მაინც მოუწევთ დარაბების შეხსნა,ეგ გარდაუვალია,მაგრამ მგონია რომ 2023 წლის მსოფლიო თასამდე მნიშვნელოვნად არაფერი შეიცვლება sad.gif

Posted by: NAPSTER 14 Apr 2017, 19:25
dc120mm

არაა პიშო ის კაცი, მაგის ნათქვამს მნიშვნელობა რომ არ ქონდეს.
დღეს და ხვალ არაფერი რომ არ შეიცვლება ეგ ისედაც ვიცოდით

Posted by: giushki 14 Apr 2017, 19:30
QUOTE (dc120mm @ 14 Apr 2017, 19:21 )
რას გულისხმობ?


სადაც სიტყვა გვეთქმის და სადაც განიხილება ეგ საკითხები იქ ხომ გვყავს ჩვენც ჩვენი წარმომადგენილი და მაგას ვგულისხმობ. ჩვენგან ყველა ვარიანტში ისედაც ელოდებიან გვერდით დგომას, ისე ტყუილად ამხელა კაცი არ გამოხტებოდა და არ დაიწყებდა მარტო ტლიკინს და ჭორაობას. ესეიგი შეთანხმებული აქვს უკვე ვიღაც-ვიღაცეებთან რაღაც-რაღაცეები.

Posted by: dc120mm 14 Apr 2017, 19:32
NAPSTER
QUOTE
არაა პიშო ის კაცი, მაგის ნათქვამს მნიშვნელობა რომ არ ქონდეს.

"მსოფლიო რაგბში" ხო,აბა მაგხელა პოსტს ვინ მიაკარებდა,მაგრამ 6 ერის "მამაშებთან" გაუვა? ეგენი ხო იცი რა ხალხია? ფეხებზე კიდიათ ყველა!
რაც 6 ერს არ ეხება მაგის მოგვარება პიშოს ბევრად ადვილად შეუძლია!

Posted by: SGG 14 Apr 2017, 19:32
NAPSTER
QUOTE
არაა პიშო ის კაცი, მაგის ნათქვამს მნიშვნელობა რომ არ ქონდეს.


თითქმის ცარიელი სიტყვებია. პიშო არანაირი ფიგურა არაა, კვოტის პონტშI ჩასმული ტიპია,მიცეს რა არგენტინას ადგილი.

რეალურ გადაწყვეტილებებს მანდ ისინი იღებენ, ვინც ბიზნესს ქმნის რაგბისგან და ფულს აკეთებს. შემთხვევითი არაა,რომ პიშოს შემოთავაზებები ყველაზე მეტად არის სადღეგრძელოების ტიპის. არგენტინის გადასახდელი და
გასარისკი არაფერია,ამიტომ იოლია ცარიელი სიტყვების რახარუხი.

Posted by: dc120mm 14 Apr 2017, 19:35
QUOTE
ჩვენგან ყველა ვარიანტში ისედაც ელოდებიან გვერდით დგომას,

ხო ეხლა ეგეთ რამეში ჩვენები ნებისმიერს დაუდგებიან გვერდზე,ჩვენს ინტერესებში შედის და იმიტომ!

QUOTE
ესეიგი შეთანხმებული აქვს უკვე ვიღაც-ვიღაცეებთან რაღაც-რაღაცეები.

ფიქრობ რომ 6 ერის "მამაშებთანაც"?

Posted by: jora84 14 Apr 2017, 19:45
dc120mm

QUOTE
ფიქრობ რომ 6 ერის "მამაშებთანაც"?


მე არა biggrin.gif

ის კი არა ვთქვათ მეგა სასწაული მოხდა და მსოფლიოზე ჯგუფიდან გავედით მაინც არ დაიძრება ეგ საკითხი, იმიტომ რომ ფული ბაბაია ფული.
ბიზნესის საკეთებლად გეოგრაფიულ უკანალში ვართ sad.gif

Posted by: giushki 14 Apr 2017, 19:45
dc120mm
არა, ეგ მამაშები არიან ზუსტად ყველაზე კომფორტულად smile.gif ბიზნესს აკეთებენ. რაგბი საერთოდ არ აინტერესებთ. ჩვენ რომ მანდ ეხლა არავინ არ მიგვიღებს ეგ საიდუმლო არავისთვის არაა. არც ჩვენები იკლავენ ისე ხვეწნით თავებს. ყველას კარგად ესმის ერთი მომენტი, რომ სანამ მაქსიმალურად არ დავუახლოვდებით გინდაც სათამაშო კლასით მანამდე უარის თქმას მაგათი მხრიდან ისევ დუმილი ჩვენგან ჯობია.

Posted by: dc120mm 14 Apr 2017, 19:45
SGG
QUOTE
იშო არანაირი ფიგურა არაა, კვოტის პონტშI ჩასმული ტიპია,მიცეს რა არგენტინას ადგილი.

კაი ,ძაან გააფარჩაკე biggrin.gif არც ეგრე არ იქნება smile.gif

QUOTE
ფულს

ყველგან ფულია რა smile.gif

Posted by: SGG 14 Apr 2017, 19:52
dc120mm
QUOTE
კაი ,ძაან გააფარჩაკე  არც ეგრე არ იქნება


ეხლა მაგას 6 ერის და 4 ერის ბედს არავინ გადააწყვეტინებს და ამერიკან რაგბი ჩემპიონშიპში შეილება გადაწყვიტოს ურუგვაი,ჩილეს და ბრაზილიის ბედი smile.gif
საუკუნეზე მეტია ტურნირს ატარებენ,უდიდესი ფული დაატრიალეს, და ეხლა მაგ ჭკუაზე არის ეგ შენძრეული სასტავი, ჯიბეგამორღვეული პიშოს ჭკუაზე გაიარონ smile.gif
დასვეს რა სათქმელად, აი,ნახეთ, არგენტინელი დავნიშნეთო smile.gif და ესეც ამბობს სადღეგრძელოებს smile.gif

იდეაში,ცვლილებები გარდაუვალი ჩანს,მარა პიშოს აზრების გამო არ მოხდება ეგ და არც უახლოეს მომავალში

QUOTE
ყველგან ფულია რა


პროფესიონალურ სპორტში ფულია smile.gif და თუ სამოყვარულო რაგბი გინდათ, დავქვეითდეთ კიდე უფრო ქვევით და გავერთოთ smile.gif

Posted by: NAPSTER 14 Apr 2017, 20:00
SGG

ახლა რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ კვოტის გამოაო, ვიცე-პრეზიდენტია და სიტყვა ეთქმის (არ გამოვრიცხავ ოდესმე პრეზიდენტიც გახდეს).
არგენტინელებისთვის კვოტა კიდე ლამაზი თვალების გამო კი არ მიუციათ. ბომონტს ხმები მოუტანეს, არჩევნებში გაამარჯვებინეს და მაგიტომ.
საერთოდ ფულს ყველგან და ყველაფერში დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ თანამედროვე სამყაროში "ტრენდსაც" ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც უფრო გატრენდდება ჩვენი 6 ერში მიღების იდეა, მით უკეთესი ჩვენთვის. ეგ ტრენდიც ფულს წერს საბოლოო ჯამში

Posted by: SGG 14 Apr 2017, 20:06
NAPSTER


ნულთან მიახლოვებულია მისი სიტყვების ძალა ამ საკითხში და არა მარტო მისი.

ექვსი ერის დირექტორი თუ რაც ქვია, აი ეგ ტიპი რომ გააკეთებს განცხადებას,მზად ვართ გადავხედოთ ამ საკითხს და ვიწყებთ მუშაობასო,მაშინ შეიძლება გავიხაროთ,მანამდე ცარიელი სიტყვების რახარუხია.

QUOTE
არ გამოვრიცხავ ოდესმე პრეზიდენტიც გახდეს


ერთი და იგივეა. 6 ერის ბედს პიშოს არასოდეს არავინ გადააწყვეტინებს

Posted by: NAPSTER 14 Apr 2017, 20:18
SGG

კაცო, არ მითქვამს 6 ერის ბედს გადაწყვეტსთქო, მაგრამ როცა ასეთი მაღალი რანგის პირი ლაპარაკობს მსგავს რამეს, ეგ დამატებითი ზეწოლაა 6 ერის მამებზე. რაც მეტი ილაპარაკებს, მით უფრო გატრენდდება 6 ერის ფორმატის შეცვლის თემა და მით მეტი შანსი იქნება რამე შეიცვალოს

Posted by: SGG 14 Apr 2017, 20:24
NAPSTER

არანაირი ზეწოლა არაა. ჯიბეგამორღვეული არგენტინელის სიტყვა სრული ნულია ბებერი ფაშისტი ჩათლახებისთვის.თუმცა, ჯობს ჩვენსკენ იყოს,ვიდრე ჩვენს წინააღმდეგ.

ფიბას ვიცე პრეზიდენტმა რომ ნბა-ს ბოსებს გაუტრაკოს, დახლოებით ეგ პონტია smile.gif

ის სიტყვები,რასაც კონკრეტული ძალა და მნიშვნელობა არ აქვს და შორეულ პერპექტივებზეა გათვლილი,დიდი ხანია აღარ მოქმედებს ჩემზე,არც სპორტშI და არც პოლიტიკაში.

პირადად მე, მაგ ბებერი ჩათლახებიდან თუ იტყვის ვინმე რამე კონკრეტულს,მხოლოდ მაშIნ გავიხარებ smile.gif

Posted by: otia-83 14 Apr 2017, 20:31
მსოფლიო რაგბმა რომ ითავოს ყოველ ოთხ წელიწადში ჩატარდეს ჩრდილოეთის და სამხრეთის ჩემპიონატი ცალ- ცალკე

სამხრეთი: ზელანდია, ავსტრალია, აფრიკა, არგენტინა, ფიჯი, სამოა, ტონგა და სამი გუნდი გადათამაშებით შეირჩეს დანარჩენი ნაკრებებიდან.

ჩრდილოეთში: 6 ერი, საქართველო, იაპონია, ამერიკა, კანადა, რუმინეთი და ერთი ადგილი დანარჩენმა გუნდებმა გადაითამაშონ.

მსგავსი რამე მაინც ხო შეუძლიათ.

Posted by: NAPSTER 14 Apr 2017, 20:43
SGG

"არიქა, გვეშველა" ტიპის ნიუსი რომ არ არის ცხადია, თუმცა მაინც კარგია მსგავსი განცხადებები და სულ ტყუილად გგონია, რომ ზეწოლა არაა. ყველა სტატია და ყველა განცხადება თავისი არსით ზეწოლაა.
ადრე სათვალავშიც არ გვაგდებდნენ და წელს უკვე თავის მართლების რეჟიმში არიან და ეს უკვე პროგრესია

Posted by: BigG 14 Apr 2017, 20:49

NAPSTER
"ბებერი ფაშისტი" არასწორი ტერმინია. ფაშისტები მხოლოდ იტალიელები იყვნენ. გერმანელები ნაცისტები იყვნენ. ანგლოსაქსები, თუ მაინც და მაინც ასეთი ეპითეტებით გინდა შეამკო - რასისტები არიან. მაგათი მოგონილია "White Supremacy" და WASP - White, Anglo-Saxon, Protestant. თუმცა ფიჰანი ირლანდიელია და მაგ თეორიაში არ ჯდება.
ეგ უბრალოდ სექტაა, უკეთეს შემთხვევაში კლუბია, რომელიც თავის მატერიალურ კეთილდღეობაზე მუშაობს. არც კლუბი და არც სექტა არადროს არ ყოფილა და არც იქნება დემოკრატიული. ამგვარი ერთობები დიდ ხანს ვერ ძლებენ. ერთ დღეს ან გაქრებიან ან გარდაიქმნებიან ღია და დემოკრატიულ ორგანიზაციად.
უნდა დაველოდოთ, სხვა გზა არ არის. ამასთან, მათზე პრესი სულ უნდა იყოს.

Posted by: qobula 14 Apr 2017, 23:41
მე უფრო ბებერ, იმპოტენტ კონსერვატორებს დავარქმევდი biggrin.gif

Posted by: NAPSTER 15 Apr 2017, 09:09
მეგობრებო, ერთი თხოვნა მაქვს: ჩვენთან საიტზე რომ შეხვიდეთ რომელიმე სტატიაზე (მაგალითად აქ: http://rugbyxv.ge/%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%97%E1%83%90/ ) და მითხრათ კომენტარებთან რეკლამებს თუ გიგდებთ.

წესით და რიგით არანაირ რეკლამას არ უნდა აგდებდეს, მაგრამ ერთგან ამოაგდო და მაინტერესებს საიტის ბრალია თუ კონკრეტულად იმ კომპიუტერის

მადლობა წინასწარ

Posted by: otia-83 15 Apr 2017, 09:26
NAPSTER
ტელეფთ შევედი და არ ჩანს არანაირი რეკლამა.

Posted by: xDavid_S 15 Apr 2017, 09:29
NAPSTER
QUOTE
მაგრამ ერთგან ამოაგდო

ჩემთანაც ამოაგდო

user posted image

Posted by: archilcheghe 15 Apr 2017, 09:37
ჩემ ტელეფონშიც ამოაგდო რაღაც თამაშის რეკლამა და ორი პარნუხა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Lotkinski 15 Apr 2017, 09:38
QUOTE
NAPSTER


ჩემთანაც ამოაგდო

Posted by: Dr NULL 15 Apr 2017, 09:40
NAPSTER
QUOTE
მეგობრებო, ერთი თხოვნა მაქვს: ჩვენთან საიტზე რომ შეხვიდეთ რომელიმე სტატიაზე (მაგალითად აქ: http://rugbyxv.ge/%E1%83%91%E1%83%94%E1%83...83%97%E1%83%90/ ) და მითხრათ კომენტარებთან რეკლამებს თუ გიგდებთ.
წესით და რიგით არანაირ რეკლამას არ უნდა აგდებდეს, მაგრამ ერთგან ამოაგდო და მაინტერესებს საიტის ბრალია თუ კონკრეტულად იმ კომპიუტერის
მადლობა წინასწარ

ჩემთან რეკლამის გარეშეა smile.gif

Posted by: dc120mm 15 Apr 2017, 09:55
QUOTE
ჩემთანაც ამოაგდო

ზუსტად ეგრეა ჩემთანაც როგორც სქრინზე!

Posted by: jora84 15 Apr 2017, 10:47
ჩემთანაც smile.gif

ვისთანაც ამოაგდო პეეე დავიძახოთ biggrin.gif

Posted by: BEERTRANCE 15 Apr 2017, 10:51
თან ნეტა ვინ გოიმდება ამნაირი რეკლამებით ნეტა biggrin.gif

Posted by: NAPSTER 15 Apr 2017, 11:17
დიდი მადლობა, ხალხო smile.gif

კომენტარების პროგრამა ამატებს თურმე მაგ რეკლამებს, ჰოდა მოგვიწევს ახლა ძველის წაშლა და ახლის დაყენება

Posted by: amro 15 Apr 2017, 11:56
მსოფლიო რაგბი ხომ ატარებს მსოფლიო ჩემპიობატებს. ხოდა, ულტიმატუმი რომ წაუყენოს 6 ერის კავშირებს, კეთილი ინებეთ და ჩვენს წესებს დაემორჩილეთო, არა? მესმის, რომ ჯერ ერთი ადგილას გაუშვებენ,მაგრამ უნდა მიდგეს, მოდგეს, აიმაღლოს ავტორიტეტი, ტრაკი მოიმაგროს და მერე მოუსმენენ. ამდენად,ან კონტექსტში, ძალიანაც კარგია, რომ დაიწყეს ფაფხური. ისე, წარმიგიდგენიათ, ფიფას გარეშე ფეხბურთში ასეთი რამე?

Posted by: NAPSTER 15 Apr 2017, 12:26
მაგ მსოფლიო რაგბშიც ბობოლებს მიყავთ პარადი და საკუთარ თავს ხო არ წაუყენებენ ულტიმატუმს?! biggrin.gif

Posted by: giushki 15 Apr 2017, 12:26
amro
და რა უნდა ქნას მსოფლიო რაგბმა? 6 ერის გუნდების გარეშე მსოფლიო = ხაჭაპური ყველის გარეშე))) თავიდანვე არ ჩაუდო ხელშეკრულებაში ამა თუ იმ სარაგბო წარმონაქმნს, რომ პირველ რიგში უნდა ასრულებდნენ სპორტულ პრინციპებს და მერე უნდა ათამაშონ თავიანთი დედის ტრაკები. ისეთი ერაა თან მოსული რომ ნათლია რომ ნათლულს ფულს ასესხებს თან ხელშეკრულებასაც მოაყოლებს ხოლმე და რაღა მსოფლიო რაგბმა ვერ გაითვალისწინა ვერაფერი?))) ჩემის ღრმა რწმენით დიდ კორუფციაში არიან ჩაფლულები, თორემ როგორც წესი და რიგია ისე ექნებათ გაკეთებული ყველაფერი. ვარიანტი არაა ვინმეს სადმე რამე გამორჩენოდა. მით უმეტეს კაპიტალისტურ სამყაროში))

Posted by: rugby2011 Geo 15 Apr 2017, 12:52
amro
მსოფლიო რაგბის მოგების სოლიდური ნაწილი, მოსფლიო თასიდან სწორედ ამ 6 გუნდის ხარჯზეა. არ არის იმ დმგომარეობაში 6 ერის ქვეყნებს ულტიმატუმებით ელაპარაკოს, რომც შეეძლოს, ღარიბი საქართველოს გამო არ გააკეთებდნენ.

ღატაკის პოზიციიდან მარტივია უფლებებზე და სამართლიანობაზე ლაპარაკი. აი იმათი გადმოსახედიდან სრული უსამართლობა ის არის, რასაც ჩვენ ვითხოვთ.

მე პირადათ არ მომინდებოდა ბიზნესში ისეთის ჩასმა, რომელიც მოგებას არ მომიტანდა. ის, რომ ჯიგარია და თავის დონეზე საუკეთესო სულ არ მაინტერესებს, მე ჩემი მეგობრები მყვას, რომლებთან ერთადაც წლების განმავლობაში ვაშენებდი საქმეს, რატომ უნდა დავიმატო ვიღაც, გაუგებარია.

ვისი მოვალეობაც არის რაგბის გაგლობალურება, კი ითქვა, რომ მოსფლიოს მერე მეტი თამაშები მოგვეცემა. დანარჩენი კიდე ჩვენ ხელშია.

ამ ყველაფერთან ერთად ძალიან სამწუხაროა, რომ რაგბის კავშირზე ვეღარ ითქმის ნათელი წერტილიაო. წელს ბევრი გამცოდა ელის და წლის ბოლოს უფრო სამართლიანი იქნება, ითქვას კარგიც და ცუდიც.

Posted by: BigG 15 Apr 2017, 13:29
რეკლამა არ ჩემთან ამოუგდია, თქვენი საიტის ფეისბუქის გარდა.

Posted by: amro 15 Apr 2017, 13:51
NAPSTER
giushki
rugby2011 Geo
მაშ, არ ყოფილა საშველი და ააღრც ლაპარაკს ქონია აზრი. sad.gif. ... დევივიწყოთ ერთი ათი წელი მაინც

Posted by: giushki 15 Apr 2017, 14:19
amro
ეტაპობრივათ უნდა გაიმყაროს მსოფლიო რაგბმა პოზიციები და ასევე ეტაპობრივად უნდა აართვას მამაშა დოლარიჩებს პოზიციები. სხვანაირად საშველი არ მოვა. მაგრამ კორუმპირებული ოღრაშები არიან და ღია პირებში ვიღამ უტენოს მერე ფულები. ამ გასიებულებს არც საქმის გაკეთება უნდათ და ფული ჭამა კიდე იცოცხლე უყვართ ძალიან. რა რაგბის და ჩვენნაირი გუნდების გადასახდელი ეგაა... პროცესი თუ დაიწყება მერე ძალაუნებურად გახდება შეუქცევადი. პაწა შემაყოფინეს ამბავია))

Posted by: BEERTRANCE 15 Apr 2017, 14:22
რომი 1 დღეში არ აშენებულა, თანდათანობით და ეტაპობრივად უნდა მოხდეს, ღმერთმა ქნას შეძლებისდაგვარად მალე.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 15 Apr 2017, 15:50
QUOTE
თუ სამოყვარულო რაგბი გინდათ, დავქვეითდეთ კიდე უფრო ქვევით და გავერთოთ

ჩეხეთივით!

ლევან მგელაძემ 10 წლის წინ უთხრა, აქედან ხომ გავარდებით
და სადაც ჩახვალვთ, მალე იქედანაცო და ყველაფერი აუხდათ

ლევანმა 19წ ნაკრების თავ’გამოჩენილი წევრები კაცთა
ნაკრების ვარჯიშზე დაიბარა, იმათ კი მასხარად აიგდეს,
რა გვერაგბება, წაწლებთან ერთად სათხილამუროდ მივდივართო

* * *
QUOTE
მაინტერესებს საიტის ბრალია თუ კონკრეტულად იმ კომპიუტერის

ჩემთან აგდებს იგივე რეკლამებს, რასაც ურთავს პლანეტ-რაგბს

თანაც ექს’პი მიყენია და მაგათივე მტკიცებით, ყავლ’გასული ბრაუზერები

ამიტომ ვვარაუდობ, რომ ვინც ეგ დომენი მოგცათ, იმ ორგანიზაციას
(ალბათ ნეთ’პროვაიდერთან შეთანხმებით) უფლება აქვს,
საითებს გარშემო ეგეთი რეკლამები შემოუწყოს

Posted by: dc120mm 15 Apr 2017, 16:14
QUOTE
კაცთა
ნაკრების

ეგენი კიდე ეწუწუნებოდნენ ამდენს ნუ გვავარჯიშებ,ჩვენ მოყვარულები ვართ და არა პროფესიონალებიო smile.gif

Posted by: Gio_G83 31 May 2017, 02:07
https://www.facebook.com/RugbyXV1/videos/1156852501087045/

smile.gif

მშვენიერი ამბავი

Posted by: NAPSTER 11 Jul 2017, 20:40
ჩვენი ინტერვიუ ამხანაგ მელიტონთან

მილტონ ჰეიგი – ახალი სტილით თამაშს ვცდილობთ

http://rugbyxv.ge/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9C-%E1%83%B0%E1%83%94%E1%83%98%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98/

Posted by: dc120mm 11 Jul 2017, 21:39
QUOTE
ჩვენი ინტერვიუ ამხანაგ მელიტონთან

up.gif

Posted by: dishosdzisdze 11 Jul 2017, 23:08
NAPSTER
კარგი იყო.............................................................

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)