#51238712 · 30 Aug 2017, 16:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კიდევ ორი ქვეყანა დაგევემატა, ვისაც მადლობა უნდა ვუთხრათ:
აბასთუმნის ხანძრის ლიკვიდაციაში საქართველოს თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი და უკრაინა დაეხმარება
აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ქართულ დანაყოფებთან ერთად, უკრაინის, აზერბაიჯანის, თურქეთის და ირანის ავიაცია ჩაერთვება. ამის შესახებ ნათქვამია საგანგებო შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შტაბის ცნობით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, საქართველოში უკრაინული სამაშველო თვითმფრინავი გამოფრინდა, რომელიც ხანძრის ჩაქრობის პროცესში უახლოეს საათებში ჩაერთვება. დახმარების მზადყოფნა გამოთქვა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენთან ერთად აბასთუმანში ცეცხლის ლოკალიზებაზე იმუშავებს აზერბაიჯანის ვერტმფრენიც, რომელიც უკვე გამოფრინდა საქართველოსკენ.
რამდენიმე საათში, თურქეთიდან საქართველოში ორი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი ჩამოფრინდება. ორი სახანძრო-სამაშველო ვერტმფრენით საქართველოს ირანის ისლამური რესპუბლიკაც დაეხმარება. ამ დროისთვის, აბასთუმანში მობილიზებულია შსს-სა და სხვა უწყებების შესაბამისი სამსახურები. ადგილზე 1000-მდე ადამიანი ცოცხალი ძალა მუშაობს.
მთელი ღამე შეუჩერებელი მუშაობის შედეგად, ხანძრის გავრცელების მასშტაბები არ გაზრდილა. გაჭრილია, დაახლოებით, 5 კილომეტრამდე გზა, რათა სპეცტექნიკამ ხანძრის კერებამდე მისვლა მოახერხოს. გუშინვე მოეწყო ხელოვნური წყალსაცავები ავიაციის მიერ წყლის ასაღებად.
საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.
--------------------
ისევ ჩაცმული ბანაობ, ძია მელკერ? (c) ჩორვენი
კი არ ვტყუი, ვიგონებ! (c) მელკერ მელკერსონი
|