butkujწიე ხომ გითხარი შენი შეურაცხყოფები და დუჟი აღარაა საინტერესო, 6 წელია მაგას ვხედავ როცა კონკრეტულ კითხვას გისვამ რა წყაროს ეყრდნობი როცა ამას წერ?
ცხადია შენი პროვინციალური აზროვნება წყაროებში არ გაითვალისწინება.
1.დამტკიცებული ეს არაა და ვერც ვერავინ დაამტკიცებს, იმიტომ რომ წყაროები არ არსებობს, ეს კი 99%-ით გამორიცხავს რომ ეს მართლა მაგ დროს მომხდარიყო, ან საერთოდ თუ მოხდა ეს ყბადაღებული ქართიზაცია.
ამაზე დუმს ყველა ქართული და უცხოური წყარო, არადა ეს იმხელა მასშტაბის მოვლენა უნდა ყოფილიყო(საუბარია რამდენიმე ათეულ ათას კვ.კმ-ზე), რომ აღმოსავლეთიდან მოსახლეობის შესვლა, იქ დამკვიდრება, ამას აუცილებლად მოყოლილი კონფლიქტები მოსულ და დამხდურ მოსახლეობას შორის უნდა ასახულიყო სადმე, თანაც ეს ხომ ერთ დღეში არ მოხდებოდა საუკუნეები უნდა გაგრძელებულიყო.
არაა ასეთი წყარო არცერთი, ამ დროს კი სამწერლობო ტრადიცია გაგვაჩნდა ჩვენ ქართველებსაც და ჩვენ მეზობელ ერებსაც, შესაბამისად ის, რომ ეს ამბავი ყველასთვის უცნობად დარჩა უკვე ნიშნავს ასე 99%-ანი ალბათობით რომ არც მომხდარა ის-რასაც და როგორც შენ წერ.
2.ჯავახიშვილს ნუ ეფარები, სამარცხვინოდ გამოიყურები ამ დროს. შენ არ ხარ ის ბუტკუჯი, ჯავახიშვილს და ყველა ქართველ ისტორიკოსს რომ დასცინოდი, რომლებიც ქართული დმაწერლობის გაჩენას ქრისტიანობამდელ ხანას უკავშირებდნენ?
ჯავახიშვილი ბრწყინვალე ისტორიკოსი იყო მაგრამ არა ღმერთი, იმას ქართველები ანატოლიიდან ჩრდილოეთით ამოსულ ხალხად მიაჩნდა და ქართული ანბანის შექმნას ძვ.წ. VII საუკუნით ათარიღებდა.
გაგახსენო რა და რა დამცინავ სიტყვებს არ იძახდი ასეთი მოსაზრებების მიმართ?
3.კიდევ გიმეორებ მოიტანე წყარო და ვილაპარაკოთ, სანამ წყაროს არ დადებ, დუჟს და შეურაცხყოფებს გადმოაფრქვევ სალაპარაკო არაფერია.
მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ:
ა) არაცერთი წყარო არაა ამაზე რომ წერდეს, ეს უკვე პრაქტიკულად გამორიცხავს შენ რომ ფიქრობ იმ ქართიზაციას.
ბ)ვიცით აჭარის შესახებ, როგორც ცალკე ადმინისტრაციული რეგიონის შესახებ VII საუკუნეში.
გ)ვიცით რომ გურია+აჭარის ზღვისპირეთი დაუსახლებელი იყო VI საუკუნეში.
დ)ვიცით რომ არგვეთი როგორც ადმინისტრაციული ერთეული არსებობდა ჯერ კიდევ VII-VIII საუკუნეებში.
ე)რაც შეეხება აღმოსავლეთს ვიცით, რომ ალბანეთში მრავალ ურთიერთგაუგებარ ენაზე(26 თუ 28) საუბრობდნენ, არცერთი წყარო მაგის ქართიზაციისაც არაა.
ვ)არცერთი ალბანური წარწერა იქ ჩვენ არ გვხვდება, ყველაფერი ქართულია უძველესი დროიდან.
რაც შეეხება ტოპონიმებს, რათქმაუნდა ერთ გეოგრაფიულ არეალში ათასობით წლის განმავლობაში ადამიანები იმოძრავებდნენ მერე რა? ვიღაც იქით წავიდოდა, ვიღაც აქეთ, ვიღაც იქ დასახლდებოდა, ვიღაც აქ, ვიღაც რაღაც ტოპონიმს მიიტანდა, მერე?
ეს რანაერად ხსნის და უკავშირდება ამ მითიურ ქართიზაციას?
აგერ კახას სომხეთში არსებული ქართული ტოპონიმები ქონდა ჩამოწერილი, შემდეგ რა დასკვნა გამოვიტანოთ აქედან?
This post has been edited by ingfari on 24 Aug 2017, 16:58