#53734023 · 6 Nov 2018, 22:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | მაინტერესებს ამ ბრძოლაში ძალთა რა თანაფარდობა იყო, ოსმალებს რამდენი ყავდათ მეომარი და ჩვენ რამდენი. ასევე დანაკარგები რამდენი იყო |
ამის შესახებ არც ქართულ და არც უცხოურ წყაროებში არაფერი წერია. შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ რაკი ბრძოლაში მონაწილეობას იღებდა ქართლის, იმერეთის და გურიის არმია, რიცხვით 10-დან 20 ათასამდე ვიქნებოდით (მეტწილად ცხენოსნები. ძალიან შორი იყო ბასიანი მეფეების საყრდენი ბაზებიდან, უფრო დიდი ძალების მობილიზებასა და შენახვას იქ უბრალოდ ვერ მოახერხებდნენ). 2 წლით ადრე ბაგრატმა 22 ათასი ოსმალო დაამარცხა ქარაღაქთან და თუკი ეს ცნობა სარწმუნოა, ოსმალებს სოხოისტასთანაც დაახლოებით 20-დან 30 ათასამდე ჯარისკაცი ეყოლებოდათ აღმოსავლური ვილაიეთებიდან. დანაკარგები ორივე მხარეს მძიმე იქნებოდა.
QUOTE | რატომ დავმარცხდით და შეიძLებოდა თუ არა მოგება მესხებს რომ არ ეღალატათ? |
ამის მიზეზი ძალიან ბევრი იყო, პოლიტიკურით დაწყებული წმინდა სამხედროთი დამთავრებული
This post has been edited by Homo_Georgicus on 6 Nov 2018, 22:18
|